შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფერი (ნაწილი 7)


10-10-2020, 00:55
ნანახია 1 025

მოვწესრიგდი, შარვალი და კაპიუშონი ჩავიცვი და ქვემოთჩავედი, ტელევიზორთან სსანი და ვატო ისხდნენ
-ყავას დალევთ?
-აუუ კი მელუს მოგვიტანე, მეუბნება ვატო და სანის თვალით ანიშნებს რაღაცას, ყავის დალევას სანამ დაიწყებდნენ სანიმ მთხოვა მოდი ჩვენთანერთადო, ჩამოვჯექი და არც ვატომ დააყოვნა, საუბარი წამოიწყო
- მა ოცი წლის ხდები და არავინ მოგწონს…?
- არა.
-ჰმ, არც წარსულში გამიგია შენგან მსგავსი თემა, იცოდე თუ რამე მოხდებააა მომიყევი, საუკეთესო მეგობრები არ ვართ?
სანიმ პასუხის გაცემა არ მაცადა, საუბარში ისიც ჩაება
- ბიჭო შვილები მამებს არ უყვებიან, როგორ არ მოსწონს ახლა აამას ვინმე, ნახე ჯერ რა ლამაზია, დავიჯერო ბიჭები არ გაწუხებენ?
- არა, არავინ მაწუხებს, თაყვანიმცემლები არ ნიშნავს იმას რომ ვინმე მყავს, ჯერ არავინ მომწონს და არც მეჩქარება, მოკლედ გადავუჭერი სათქმელი და სანამ კიდევ ახალ სისულელეს იტყოდნენ ავდექი,
- ავალ მე საძინებელში, თეთეს უნდა დავურეკო...

კიბეები ავირბინე და საძინებლის კარი ფრთხილად მივხურე, დავრეკე...
- თეთ სად ხარ?
- სახლში, წვიმს აქ და...
- ჰოომ
- მანდ რა ხდება?
- არაფერი, სანი და ვატო არიან, ხუთი წუთის წინ მარტო მომიმწყვდიეს და მკითხეს ხომ არავინ მომწონს
- ჰაჰა, მერე?
- რა მერე გოგო რაც არის ის ვუთხარი
- კარგიიი რაააა, თითქოს ყოველ საღამოს მე მენატრებოდეს დათაა
- ჯერ მხოლოდ ოთხი თვე გავიდა, დრო მჭირდება და დამავიწყდება..
- ვიცი მე შენი ამბავი, აქამდე არავინ მოგწონებია და დათასაც სხვა თვალით უყურებ, უბრალოდ არ უტყდები საკუთარ თავს
- ნერვებს ნუ მიშლი, იმას სხვა ცხოვრება აქვს, მე სხვა...
-ეგ მიზეზებია..
- არ არის. აქ ვერ წამოვიდოდა, მე მანდ ვერ დავრჩებოდი, ცხოვრებას ვერ წავართმევდი.
- სხვის მაგივრად გადაწყვეტილების მიღება ყველაზე დიდი აფსურდია რაც კი ოდესმე მომისმენია, იცოდე ვიჩხუბებთ,
- ჰო არავის გესმით მაგრამ არაუშავს, დავივიწყოთ ეგ ამბავი...
-ახალ წელს არ ჩამოხვალ? იმდენი რამის მოყოლა მინდა... აქედან არ არის საინტერესო..
- თეთე, ხომ იცი რომ ვერ კი არა არ ჩამოვალ... არ მინდა, აქ კარგად ვარ...
- მე ჩამოვალ იცოდე
-რაა? მართლა?
- არა გოგო რა მართლა.. გააფრენს დედაჩემი, ახალწელს ხომ იცი ტრადიციააა, ყველა ერთად ვარრთ..
- ჰოო მესმის, ჩვენც ერთად ვიყავით ხოლმე
- არ მოიწყინოოო გთხოოვ
- არა არ ინერვიულო, წავედი ვატო მეძახის, გკოცნი...
თავი ბალიშზე დავდე და ტირილი დავიწყე, მენატრებოდა დედაჩემის მწვანე თვალები, მისი ლაპარაკი, ხმა, ტონი, მანერები.. როგორ გიჟდებოდა ხოლმე და როგორ დიდ სიყვარულს აფრქვევდა, თბილისში წასვლისას რომ გამაფრთხილა ყოველ საღამოს დამირეკეო, მე კიდევ დაღლილობის გამო ხშირად მავიწყდებოდა, ან მეცადინეობის დროს ტელევიზორთან მეძინებოდა... დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს....
- მეეელო, მელო, გაიღვიძეეე, გესმის?
-მამა დამაძინე.. ამოვილუღლუღე და გვერდი ვიცვალე, საწოლზე ჩამოჯდა და მხარზე მოფერება ვიგრძენი, შემდეგ თმაზე და თავზე კოცნა... ხელი მაგრად მოვკიდე და მთელი გულით ვუთხარი
-იყვარხარ მა
-მაა არ ვარ მარა ვიცი რომ მეც გიყვარვარ...
თვალები დავჭყიტე, ალექსი იყო, თავის აწევის სურვილი არ მქონდა, ცუდად ვიყავი, სულიერად დავიღალე...
- მოდი ჩემთან.. მითხრა და თავი კალთაზე დამადებინა..
- ვიცი რომ ძალიან ცუდად ხარ, ამაზე არ ლაპარაკობ ხოლმე მაგრამ გიცნობ, ოთხი თვეა ყოველი საღამო და დღე ერთად იწყება..
- კარგად ვარ, უბრალოდ წარსული მენატრება..
- მესმის, მამშვიდებს და თავის ზრუნვას, სიყვარულს სითბოს უანგაროდ აფრქვევს, არ ვიცი ალექსი რომ არა როგორ გადავიტანდი ამ ყველაფერს, ყოველთვის ჩემთანააა, როცა გამიჭირდება ვიცი რომ უპრობლემოდ უნდა მივმართო, მამამისი სანიც უზომოდ კარგი პიროვნება იყო, მამაჩემს გავდა.. ბავშვობის ძმაკაცები დღემდე ერთად მოდიან... საერთო პრობლემით.. ორივე ხომ ერთი და იგივე ტკივილს გამოექცა საქართველოდან.. ორივეს მხოლოდ მე და ალექსი გავაჩნდით.. ჩვენი ბედნიერება მათ აბედნიერებდათ, მათი კი ჩვენ..
- მელო იცი არ ვიცი მაგრამ დაბნეული ვარ, ყველაფერი წინა საღამოს უნდა მეთქვა, ვერ გავბედე, ამაღამ სანის და ვატოს საღამო აქვთ დაგეგმილი და იქ ვაპირებდი მაგრამ.. ჯობია ახლა აქ ვთქვა..
- რა ხდება?
მისი ტონიდან ვიცოდი რაშიც იყო საქმე, ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და ფერი წამივიდა.. ნერვიულობისგან გული ამოვარდნას მქონდა..
-ამდენი დრო გავიდა, შეგეჩვიე იცი? რაც ჩამოხვედი ყველაფერი შეიცვალა, მე შევიცვალე, მეგობრებს და გასართობ საღამოებს შენთან ყოფნა ვარჩიე.. მომწონდა როგორ იღიმოდი, როგორ დავდიოდით ყველგან ერთად, როგორ ვუყურებდით ფილმებს, როგორ მართმევდი ჰუდებს და მაისურებს,შენი გამოხედვა, ხვეული ნარინჯისფერი თმა, ღიმილი, წითელი, დიდი ტუჩები, ბავშვური სიმორცხვე და უბრალოება, არ ვიცი ვიფიქრე რომ უხერხულ სიტუაციაში არ ყოფილიყავი, მეგობრებთან არ გავაკეთე, არც ამაღამ მშობლების თვალწინ მინდოდა შენი დაფრთხობა და ახლა აქ მინდა გთხოვო შენი დრო, ყურადღება, ცხოვრება, ფიქრების გაზიარება...
ჯუდის ჯიბიდან წითელი ფერის პატარა ყუთი ამოიღო, გახსნა და ძალიან ლამაზი, ოთხკუთდედი ფორმის ბრჭყვიალა, თვალისმომჭრელი ბრილიანტის ბეჭედი გამოჩნდა...
- გახდები ჩემი ცოლი? მომცემ უფლებას რომ შენს სახეზე ბედნიერების მიზეზი გავხდე?ცრემლებს ვერ ვიკავებდი... ასეთი ბედნიერი და თან დაბნეული არასდროს ვყოფილვარ... წარმოვიდგინე ვატოს სახე, სანის ბედნიერება, ალექსის ყველაზე თბილი თვალების მზერა, ჩემი მომავალი... აქ სტამბოლში შექმნილი ოჯახი.. ჩემი მომავალი და დათა.. დათა რომელიც უეცრად გაჩნდა და უფრო უეცრად გაუჩინარდა... წყეული გრძნობები, რომლის სახელიც არ ვიცოდი.. არ ვიცოდი რას იზამდა დათა.. ისევ ენდომებოდა თუ არა ჩემთან.. ამდენი ხნის შემდეგ ვახსოვდი თუ არა.. უარს იტყოდა თუ არა საქართველოზე, ოჯახს დაშორდებოდა? თუ დაშორდებოდა აქ წამოსვლა მოუწევდა.. ცალკე ელექსი.. რომელსაც უზომოდ დიიდ პატივს ვცემდი და მადლიერი ვიყავი.. ელექსი რომელიც მომავლის უპირობო ბიჭი იყო.. აქ ცხოვრობდა, არც მას ჰქონდა საქართველოში წასვლა გეგმაში.. არც მას ჰყავდა რეალურად არავინ მამამისის ვატოს და ჩემს გარდა, ისევე როგორც მე არ მყავდა არავინ მათ გარდა.. ვიფიქრე, უცებ გავაანალიზე და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვთქვი...
- კი.
მისი ცრემლები მოსწყდა თვალებს და ლოყაზე ჩამოგორდა, მიყურებდა და მის მზერაში ყველაფერი იყო, უსიტყვოდ რომ გაიგებდი.. ჩამეხუტა და ლოყაზე თავისი ცხელი ტუჩები მომადო, ტანში დამიარა, ვუყურებდი და ვუღიმოდი, ცრემლები მოვწმინდე
- ქვემოთ ჩავიდეთ?
- ჩავიდეთ..
- მელო ბიჭებთან არ შეიმჩნიო.. კერძებს ამზადებენ.. ცოტა გავერთოთ
- კარგი, გავუცინე და კიბეზე ჩავედით..

მაგიდაზე თეთრი სანთლები და ოთხი თეფში იდო.. კერძების ნაწილი უკვე მზად იყო და ადგილიც მიუჩენიათ ბიჭებს.. თეთრი ღვინო და ჭიქები..
- მააა რა ხდება? დღეს რამეს ვზეიმობთ?
- არა მამი უბრალოდ გავაკეთეთ, ოჯახურად რომ ვისიამოვნოთ
- მოდი დავსხდეთ..
ალექსი ჩემს გვერდით დაჯდა, სანიმ და ვატომ ჩვენს მოპირდაპირედ გვერდიგვერდ დაიკავეს ადგილები..
ვივახშმეთ, მათი მზერა აშკარად იგრძნობოდა, ალექსს მზერით ანიშნებდნენ თქვი თორემ მოგკლავთო
საათზე მეტი გავიდოდა ალბათ..
- მე ავალაგებ,
- მოიცა მოიცა, თქვა სანიმ... და ალექსს გახედა
- არააა ააალაგე მე უკვე ვივახშმე, ამის თქმა და ჩემი სიცილი ერთი იყო.. ალექსი წამოდგა და ნიჟარისკენ წაიღო თეფში..
- იცით ვიფიქრე და ცოლი ხომ არ მომეყვანა? მაარა ვინ..
ბკჭები დაბნეულები უყურებდნენ და სულ ცოტაც და მართლა მოკლავდნენ
- ჰმ, მაგალითად მე, გამეცინა, ალექსი მომიახლოვდა, ჩემს ჯიბეში ხელი ჩააცურა და ბეჭედი ამოიღო, ამას თუ მანდ დამალავ ხოლმე დაგშორდები..
ვატო წამოდგა და ალექსს თავში წამოარტყა,
- იდიოტი ხარ რაააა, რა ხდება დავიბენი
- ჰო ბიჭო მე, წამოენთო სანიც..
- რა უნდა ხდებოდეს მაა, შენი ძმაკაცის ქალიშვილი ცოლად მომყავს..
ვუყურებდი ვატოს ღიმილს, უზონოდ დიდ ბედნიერებას და ცრემლებს, თვალები რომ ამოევსო და მასში იმედი იკითხებოდა...
ვატო ბედნიერი იყო.. დედის შემდეგ გამოწვეული ცრემლები, ახლა შვილის ბედნიერების ცრემლებმა შეცვალა.. ის ბედნიერი იყო, ანუ მეც ბედნიერი ვიყავი..
რამდენიმე საათიანი ბედნიერების და ოჯახური იდილიის შემდეგ დასაძინებლად წასვლა რომ დავაპირეთ ალექსიმ თქვა
- 25 დეკემბერია, 30ში,ახალი წლის წინა დღეს ვიქორწინოთ, ყველა ჩამოვა და თან დროსაც არ გავწელავთო, სანი და ვატო დაეთანხმნენ და თან ნიშნის. მოგებით დააყოლეს
- ახლა დავიძინოთ და ხვალიდან დიდი შრომა გველის, ხუთი დღე გვაქვს მხოლოდო..
საძინებელში ავედი და სასწრაფოდ თეთეს მივწერე
- ვთხოვდები, გთხოვ მერე მოგიყვები დეტალებს, ალექსს მივყვები, ხელი მთხოვა, ნეტა განახა მამა როგორი ბედნიერია, უნდა დავიძინო ხვალიდან მზადებას ვიწყებ.. 30ში ვიხდით ქორწილს და დეტალები უნდა მოვაგვაროთ.. დილით ბილეთი იყიდე და ჩამოფრინდი.. მეჯვარე მჭირდება. ხომ იცი ამაზე დიდი ხნის წინ დავდეთ პირობა, მიყვარხარ და გელოდები..

***
ადამიანი დროს გავს, სანამ ნელ-ნელა არ გაიაზრებ რომ კარგავ, მანამდე ვერ ხვდები მის ფასს, რომ ფიქრდები ხვდები რომ მასზე უკეთესი არავინ არის, არ ყოფილა და არც იქნება... ,შენ არ გეკუთვნის,
ფიქრობ...
ფიქრობ...
ფიქრობ...
და ხვდები რომ ის შენი აღარ არის..
ვერ შენიშნე, ვერ შეაფასე!



№1 სტუმარი სტუმარი ლიზა

საინტერესოაა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent