შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვდა და თბილისს ებურა თალხი -1-


10-10-2020, 05:01
ავტორი Hilalli
ნანახია 1 307

დეკემბერია, თბილისის ქუჩებში თოვლის ფიფქები ნაზად ეფინებია სველ ასფალტსა და ამაყად გაჯგიმულ ლამპიონრბს. ბეტონის, ქვით ნაშენებ, ვიწრო ოთახში კი სადაც მგონი მეტად ცივა ვიდრე ქუჩაში, ორი ყმაწვილი გახვეულა თრიაქის კვამლში. ოთახში სადაც კედლებზე ცემენტის შპალერი დაცოცავს, მხოლოდ მანქანის საბურავზე დაგდებული ფიცარი და მის გარშემო შემოდგმული რამდენიმე ქვა აწყვია. თუმცა თუ თვალიერებას დაუწყებ რამდენიმე "სიცოცხლისათვის აუცილებელ" ნივთს წააწყდები, მაგალითად: უფანჯრო რაფაზე დაგდებულ წვრილ თავიან, ჟანგ მორეულ მაკრატელს. პატარა, რკინის, ძირმომწვარ ფიალასა და რათქმაუნდა საბურავის მაგიდის ცენტრში აღმართულ, ასეთ ნივთს სახელად "ბურბულატორს". რომელში არსებული წყალიც ალბათ საუკუნეა არ გამოცვლილა, ბოთლზე ხომ საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ის ამ ოთახის ცენტრში საპატიო ადგილს იკავებს და ყველა სტუმარი ამბორს ყოფს. ამ სამფლობელოს ვაჟკაცები ქვებზე წამომსხდარან დუტის ქურთუკებსა და მჭიდროდ დახურულ თალხში. ერთერთ მათგანს აკანკალებული ხელები სიცივისაგან დამსკდარ ტუჩებთან მიაქვს და თბილ ჰაერს ამაოდ უბრეავს. ეს ის პერსონაჟია რომლის სახელიც ამბვის ბოლომდე არავის გემახსოვრებათ და თქმასაც აზრი არაქვს, რადგან მეორეთ ვეღარც იხილავთ. მაგრამ მინდა, რომ მის გარეგნობაზე გითხრათ ორიოდე რამ. 20 წლამდე ასაკის მეტად ლამაზი ყმაწვილი, ცივ ქვაზე ჩამომჯდარა ამ გაყინულ ოთახში. შიგადაშიგ ოქროს კულულებზე ჩამოფხატებულ ქუდს ისწორებს და გასათბობად ნაზად ირწევა. წარმოდგენა არ მაქვს აქ რასაკეთებს მაგრამ მერწმუნეთ მხოლოდ იმაზე ფიქრობს სახლში მივიდეს, გაყინული ფეხები გახურებულ რადიატორს შემოაწყოს და დედამისს ხილის ჩაის გაკეთება სთხოვოს...
აი მეორეს სახელი კი ნამდვილად უნდა იცოდეთ. ეს 22 წლის ყმაწვილი რომელიც გაყინული თითებით მოსაწევის დაფხვნას ცდილობს - ცოტნე დადიანია. ბედის ირონიაა არა? ასეთი ვაჟკაცის სახელსა და გვარს, რომ ატარებს ეს წყალწაღებული ბავშვი. არადა რომ შეხედავ თვალები დაგებინდება მისი სილამაზით. მაღალი, ახოვანი ვაჟკაცი მოკლე შავი თმითა და წვერით. პატარა ცხვირითა და დიდი მწიფე ბაგეებით. და თვალები?! წყვდიადისფერი, გრძელი წამწამებით... კალმით ნახატი სასწაული იყო რომელიც დღედაღამ თავს იშხამავდა სხვადასხვა ავძაგლობით. მერედა რისთვის? წამიერი ნეტარებისთვის?!... გარეგნობა, ხმა, სიცილ, მიხვრა - მოხვრა. ამ პატარა ბიჭში წუნს ვერ იპოვნიდი. ალბათ სხვა ქალაქში ან სხვა სიტუაციაში, რომ დაბადებულიყო თავისი მომხიბლელობით ძალიან ბევრს მიაღწევდა ცხოვრებაში თუმცა ის თბილიში დაიბადა თანაც ავლაბარში. ეს კი კიდევ უფრო ამძიმებდა მის მდგომარეობას... ცოტნემ ნაზად ჩაყარა დაფშხვნილი ბალახი სიგარეტის ცარიელ ღერში. დინჯი მგზნებარე ნაპასი გამოარტყა, მწარე კვამლმა მთელი ოთახი მოიცვა და ყველა შესაძლო ჭუჭრუტანიდან გააღწია რათა ქალაქის ისედაც აყროლებულ ჰაერში გაფანტულიყო. სიგარეტის ღერი ნაზად გადავიდა ხელიდან ხელში, ქერა ყმაწვილმაც მიყოლებით ორჯერ ძლიერად გამოქაჩა, მესამე ოდნავ უფრო ნაზად და აცახცახებული ხელით გადაულოცა პარტნიორს. ცოტნემ მშვიდად გამოართვა და ბოლომდე ჩაწვა ანთებული ღერი. რამდენიმე წუთს ორივე გაყინული იჯდა დუმილი წამიერად დაარღვია ქერა ყმაწვილმა და ცოტნეს კითხა:
- მალე გამოვალ? - შიშნარევი ჩამწყდარი ხმა ჰქონდა
- მაქსიმუმ ნახევარი საათი - მშვიდი ტონით უპასუხა ცოტნემ და აბსანს მიეცა. ქერა ბიჭუნამ ჩუმად დაიხედა საათზე და ქვიდან კედლის კუთხემდე ნაზად მიცოცდა. მისაყუდებელ ადგილს ეძებდა, იცოდა უნდა აყირავებულიყო და შეეშინდა თავი არ დავარტყაო. როგორც კი კედელს მიეყუდა გონება დაკარგა, კანკალებდა და თვალებს ისე აცეცებდა აქეთ იქით თითქოს დემონებს ხედავსო.
ცოტნე დადიანი დუმილით შესცქეროდა მის წინ დამხობილ პატარა ბიჭს, რომელიც აშკარა იყო საშინლად იტანჯებოდა. რამდენიმე წუთს ასე ცივად უყურა. მისი ბრალი არ იყო ასეთი გულგრილობა უბრალოდ აზრი დაკარგა. მძაფრად ვერ აღიქვამდა რა ხდებოდა მაგრამ ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ეს პატარა ბიჭი იყო. თავს იმშვიდებდა კარგად იქნებაო და ცდილობდა გონება არ დაეკარგა, რომ საჭიროების შემთხვევაში მიშველებოდა.
კაიფის ნეტარება ნელ-ნელა იწურებოდა და საღ აზრს უბრუნდებოდა. როცა ოთახში დემეტრე დადიანი შემოვიდა. ეს 21 წლის ბიჭი გარეგნულად თავისი ძმის ასლი იყო. მხოდ დემეტრეს უწვერო სახითა და მკვეთრი ისრიმისფერი თვალებით შეიძლებოდა მათი გარჩევა. დემე ნაზად მივიდა თავის ძმასთან ჩაიმუხლა და სახეში მკაცრი სილა სტყორვნა.
- აქ ვარ! - წამოიძახა ცოტნემ და ძმის ლანდს დააშტერდა, მხოლოდ მწვანე თვალებს ხედავდა გარკვევით რომლებიც ასე ანათებდა მის წინ. მაგრამ ეს სავსებით საკმარისი იყო ძმის საცნობად.
- ამას რა ჭირს? - ნერვიული ჩუმი ხმით ჰკითხა ძმას დემეტრემ
- კარგად იქნება!
- დარწმუნებული ხარ? - ამჯერად უფრო დაძაბულმა ჰკითხა და პატარა ბიჭის ფეხებთან ჩაიკეცა - მგონი აგონია აქვს
- არა გადარჩება! - მკაცრად უთხრა ცოტნემ - იბრძვის ვერ ხედავ?
- ამ კანკალს ეძახი ბრძოლას? - გაბრაზდა - რა გავუკეთო? მითხარი! რით შეიძლება, რომ დავეხმარო?
- ვერაფერს უშველი... აცადე 5 წუთი და მოვა გონს
- რა მოწიეთ?
- შოკოლადი... - ხმა გაუწყდა, საშინელი "ადხადნიაკი" ჰქონდა თვალები და საფეთქლები გამალებით უცემდა ხოლო თავი გასკდომაზე ჰქონდა.
- აახ... - ზიზღნარევი მზერა ესროლა ძმას დემემ - რამე ვუშველოთ... დამეხმარე წყალი რომ შევასხათ?
- შე... ე... შვი... "მოიხოდება" თვითონ ძლიერი ბიჭია! - თბილად გაუღიმა
- რამდენი წლისაა?
- მგონი 19... ცოტაც აცადე... გამოდის უკვე. ვერ ხედავ?
დემეტრეს პასუხი არ გაუცია, ოთახის მეორე კუთხეში ჩამოჯდა და ბიჭის ფეხებს დაუწყო ცქერა. რომელიც ნელნელა ამოძრავდა, მოკუმა და შუბლი ჩამოადო. რამდენიმე წუთს ასე გაუნძრევლად იჯდა და კანკალებდა შემდეგ თავი ასწია და ბარბაცით წამოდა
- უკეთ ხარ? - კითხა დემემ
-კი... - მშვიდი ხმით უპასუხა ბიჭმა და ცოტნეს გახედა - აუუ... ძაან მაგარი იყო.
- მაგარი? - ყელში საშინელი სიბრაზე მოაწვა დემეტრეს - მეგონა კვდებოდი. ამაში რაარის მაგარი?
- კაი წავედი... - დაიმორცხვა ყმაწვილმა და ისევ ცოტნეს გადახედა - მადლობა და შეგეხმიანები...
ყმაწვილი ბარბაცით გავიდა ვიწრო კარებში დემეტრეს კი სიმწრით გაეცინა და ირონიულად გდახედა ძმას
- მადლობა? რისთვის რომ მოკალი კინაღამ?
- ნეტარებისთვის ძმაო. - წამოდგა, მხარზე დაჰკრა ხელი და კარისკენ წავიდა - შენ ამას ვერ გაიგებ!
- მადლობა ღმერთს რომ არ მესმის - მშვიდად წარმოთქვა დემეტრემ და ძმას გაჰყვა.
ჩუმად გაიარეს ავლაბრის ჩიხები. და ძველ ნახევრად ჩამოშლილ სახლში თამამად შეაბიჯეს. სახლში სადაც გახუნებულ კედლებშიც გაჭირვებისა და ტკივილის სული ცხოვრობდა. ამ დამსკდარ, შპალერ ჩამოხეულ კედლებს იმაზე მეტის მოყოლა შეეძლოთ წარსულსა და აწმყოზე ვიდრე იმ ხალხს ვისაც ამ ჭერ ქვეშ ღამე გაუტარებია. ვიწრო კოლიდორში ფეხსაცმელები გაიხადეს და ნასკების ამარა სათითაოდ შევიდნენ პატარა სამზარეულოში, საიდანაც გემრიელი წვნიანის სურნელი გამოდიოდა, სათითაოდ რადგან იქ სამი კაცის ადგილი ნამდვილად არ იყო და გაზქურასთან მდგარ დედას გადაეხვივნენ.
ანა დადიანი 40 წლის ძალიან ლამაზი ტანადი ქალი იყო. გრძელი და სქელი გიშრის დალალები ჰქონდა რომელსაც ყოველ დილას ისე იწნავდა როგორც მის ქმარს უყვარდა. ფერკმთალ სახეზე დემეტრეს მსგავსი ისრიმისფერი თვალები უნათებდა. ცოტნეს მამის თვალები ჰქონდა. მწიფე ბაგეები კი მის თეთრ კანს კიდევ უფრო თვალისმომჭრელს ხდიდა. მის სახეზე სევდასა და გაჭირვებას თავისი წარუშლელი კვალი დაეტოვებინა მაგრამა მისი ღამე ნათევი ტირილისგან ჩაშაბებული თვალები, სიგამხდრისგან ჩაცვენილი ყვრიმალები და საქმის კეთებისაგან გაუხეშებული ხელები მის მშვენიერებას ვერ ფარავდა. ქმარი 10 წლის წინ დაეღუპა აგვისტოს ომში რომლისგანაც ორი ულამაზესი ბიჭი დარჩა და მას შემდეგ ამაყად ატარებდა გმირის, ქვრივის, გაუხდელ ძაძებს. ანა დადიანმა მარტომ სიმწრითა და გაჭირვები აღზარდა ორი ბიჭი... ორი მომავალი გმირი აღუზარდა ქვეყანას და მთელი ცხოვრება ცდილობდა რომ მისი ვაჟებისათვის სიკეთე და მოწყალება ჩაეგონებინა. მიუეხედავად ცოტნეს გზააცდენილობისაა დედის ლოცვამ ნამდვილად იმოქმედა მათზე და მართლაც რომ კეთილი, პატიოსანი ვაჟკაცები გაზრდილიყვნენ.
ნაზად, სათითაოდ მოიქცია შვილების სახე ხელებში. ორივეს აკოცა და მისაღები ოთახისაკენ ჩუმად გაჰყვა. ცოტნე მაგიდას მიუჯდა დემეტრემ კი გამოასვლელი ტანსაცმლის ძიება დაიწყო. მის ნაბიჯებზე იატაკი მღეროდა, რაღაც ძალიან მძაფრ და მტკინვეულ მელოდიას უკრავდა. მელოდიას რომლის ტკივილსაც მხოლოს ეს სამი ადამიანი გრძნობდა.
- ხელები დაიბანეთ და დასხედით... 5 წუთში იქნება საჭმელი.
- მადლობა დე... - უთხრა დემეტრემ - მე დაბადებისდღეზე მივდივარ და იქ შევჭამ.
- რა გვაქვს? - კითხა ცოტნემ
- ბორში... - ხმა გაუწყდა ანას. იცოდა როგორ არ უყვარდა ცოტნეს ეს კერძი მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
- აუ წამოვალ რა - შეეხვეწა ცოტნე ძმას. ცადა არ შეემჩნია რომ წვნიანის ჭამა არ სურდა მაგრამ მაინც ყველაფერი ნათელი იყო.
- არა! - მკაცრად უპასუხა და ანას მიუბრუნდა - დე თეთრი "საროჭკა" და ის მანტო მინახე რა ნათლიამ რო მაჩუქა.
- ეხლავე... - უთხრა ანამ და კარადისკენ წავიდა. შემდეგ ვედრებით დაუმატა - იქნებ წაიყვანო შენი ძმაც... თუ შეგიძლია.
დემეტრემ ბრაზით გადახედა თავის ძმას, ეტყობოდა ჯერ კიდევ ნაწყენი იყო მასზე იმ საცოდავი ბიჭის გამო მაგრამ დედის ვედრებას უარი ვერ უთხრა და დათანხმდა. თანაც სახლში რომ დაეტოვებინა შეიძლება ისევ გამძვრალიყო სადმე, ამაზე აშკარად ანაც ნერვიულობდა.
- მანტო და თეთრი "საროჭკა" რომ გინდა ასეთში სად მივდივართ? - ღიმილით ჰკითხა ცოტნემ ძმას - მეც გამოვიცვალო?
- გეცვას თუ სუფთა ხარ! ოღონდ კარგად მოიქეცი და დროზე წამოდი რა მჩქარება.
თბალის დახამხამებაში ორივე მზად იყო, ძმები გასასვლელთან მივიდნენ და ფეღზე ჩაცმა დაიწყეს. ანამ შვილებს აკოცა და მოწყენილი სახით ჩამოუფერთხა ნათლიის ნაჩუქარი ნაცრისფერი მანტო უმცროს ვაჟს.
- დე... იქნებ ფეხსაცმელი ჩაგეცვა, პერანგსა და მანტოს მოუხდებოდა.
- კაი რა დე... - გაეცინა და "ბოტასის" შეკვრა განაგრძო დემემ - ბოლოს ბანკეტზე მეცვა ეგ ფეხსაცმელი.
- მერე ერთი დღისთვის მივეცით ამდენი ფული?
- არა... - ბიჭმა გაუღიმა და დედას აკოცა - ცოტნე, რომ ცოლს მოიყვანს იქ ჩავიცმევ!
- კარგი - გაეღიმა ანას - ფული გაქვს? უსაჩუქროდ ხომ არ მიხვალ სირცხვილია.
- ნუ ნერვიულობ მაგაზე ყველაფერი მაქვს - ღიმილით უთხრა და ჯიბიდან პატარა წითელი კოლოფი ამოიღო. რომ დედისთვის ეჩვენებინა
- პატარა წითელი ყუთი... გოგოა? - თბილად გაუღიმა ანამ
- წავედით - თავი მორცხვად დახარა დემეტრემ. კიდევ ერთხელ აკოცეს დედას და სახლიდან გავიდნენ.
კარის მიხურვის თანავე უხერხული კითხვები დააყარა ცოტნემ ძმას
- წითელი ყუთი... - თბილად გაუღიმა - ვინარის? რას ჩუქნი?
- რა შენი საქმეა?!
- კარგი... ხომ ვნახავ. და ფული საიდან გაქვს?
- არც ეგ არაა შენი სამქე.
- მთავარია შარში არ გაეხვა.
- ცოტნე არ ვარ! მე შარში არ ვეხვევი და გთხოვ კარგად მოიქეცი რა... - ვედრებით შეხედა დემეტრემ ძმას - ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია
- მესმის ძმაო - მხარზე ხელი დაარტყა ცოტნემ - კარგად მოვიქცევი! გპირდები.
თბილად გაუღიმა დემეტრემ და გზა განაგრძეს. ძმები დადიანები ამაყად მიაბიჯებდნენ თბილისის ცივ ნესტიან ქუჩებში. თოვას მოემატებინა და ამ მშვენიერ ყმაწვილთა თმები სულმთლად გათეთრებოდა, ხოლო სახეები გაყინვოდათ, მაგრამ ორივეს სულში დიდი სითბო სუფევდა. ალბათ ესაა მთავარი მიზეზიც იმისა თუ რატომ გიყვებით მათზე ამ ამბავს. ამ ორი ყმაწვილის გულში იმაზე მეტი ცეცხლი იყო ვიდრე ნებისმიერ მსოფლიო ხანძარში რომელიც ოდესმე მომხდარა. მაგრამ ეს კეთილი ალი იყო. ცეცხლი რომელიც მხოლოდ მათ წვავდა.
იმ ღამეს ძმები დადიანები უფულობისა თუ მისი დაზოგვის მიზნით ფეხით გაუყვნენ თბილისის სველ ქუჩებს თავისუფლების მოედნისაკენ. უზარმაზარი სახლის წინ იდგნენ და შებიჯების შიში გულში ლახვარს ასობდათ. იმ წამს ორივეს ერთიდაიგივე აზრი იბყრობდა აზრი იმისა თუ როგორ ეზიზღებოდათ ეს დამპალი ქალაქი და მასთან დაკავშირებული ყველა ეს ამაზრზენი ფარსი. ყოველწამს როცა მარტონი რჩებიან და მათ ვერავინ ხედავს ამ წყეული ქვეყნიდან გაქცწვაზე ფიქრობენ. მაგრამ ჯერჯერობით ეს ფიქრები მხოლოდ აუხდენელ ოცნებათ რჩება. ცოტნეს სულ უყვარდა თბილის და ეგონა ვერასდროს შეძლებდა სხვაგან ცხოვრებას ახლა კი ოღონდ ამ დაწყევლილ ქალაქს მოშორდეს და ყველა წერტილს მოერგება. მთელი არსებით სძულთ ეს ქალაქი და მასთან დაკავშირებული ყველა მიწიერი და ზეციერი ასოციაცია. ეზიზღებათ ადამიანები რომლებიც სულ ჩაგრავენ დასცინიან მიწას უთხრიან და კომპრომატებს აგროვებენ ერთმანეთზე. ეზიზღებათ ადამიანები რომლებიც უყვართ ენდობიან მაგრამ ზურგით მაინც არასდროს დაუდგებიან რადგან ეშინიათ, ეშინიათ რომ ყველაზე ახლობლებიც კი ლახვარ გაუყრიან ზურგში. ეს ხომ თბილისელების დაუოკებელი ჩვევაა. მაგრამ ისინი მაინც ამ წყეული ქალაქის შვილები არიან. რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტს ფიქრობენ ამ დაუსრულებელ სპექტაკლზე იმ ფაქტზე რომ ყველა ჩვენგანს თავი მთავარი პერსონაჟი გონია. და ვერ გაგვირკვევია ამ სპექტაკლს რომელსაც ვთამაშობთ სალონის აბრაზე დიდი ასოებით სათაური აწერია "მე თბილისელი ვარ" მუქი დახრილი შრიფტია, მსუქანი ასოებით ისევე როგორც ჩვენი უტვინო მსოფლმხედველობა. ისეთი სიამაყით ვბობთ ამ სიტყვას მთელი ამ სპექტაკლის განმავლობაში გეგონება ედემის ბაღიდან ვიყოთ ან მსოფლიოში არარსებობდეს ამაზე დიადი ქალაქი. თუმცა ზოგი თბილისელი ასეც ფიქრობს. აქ ალბათ მენტალობასთან ერთად ცოტა განათლების პრობლემაცაა. არა... ისინი სხვებს კიარაქილიკებენ, ძმები დადიანებიც ასეთივე სიამაყით წარმოთქვამენ ამ სიტყვებს და ოდესმე ოცნებას თუ აიხდენენ და ამ წყეულ ქალაქს მოშორდებიან აუცილებლად იგივე სიამაყით წარმოაჩენენ რომ თბილისელიები არიან. ეს ხომ პატარა ქალაქის დაუოკებელი კომპლექსია. და სადაცარუნდა წავიდეთ ისევ ამ დაწყევლილი ქალაქის შვილები იქნებიან.
ეს ცეცხლით დამწვარი ახალგაზრდები ლერმონტოვის კოქტეილებივით შეცვივდნენ მდიდრული ყინულის სასახლეში. ამ ოქროს კედლებიდან იმაზე მეტი სიცივე გამოდიოდა ვიდრე ცოტნეს ბუნაგში. მაგრამ გათბობის პრობლემის კიარა ამ სახლში მყოფი თითოეული ადამიანის გაყინული გულის გამო. იქაურობა სავსე იყო ჩვენი ქალაქის ჭეშმარიტი შვილებით.




p.s რას ფიქრობთ? დიდიხანია არ დამიწერია და მაინტერესებს ღირს თუარა ამ ამბის გაგრძელება ამიტომ თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის



№1 სტუმარი სიუ

რამდენიხანი ველოდი შენს ახალ ისტორიას... ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. თავისუფლად წერ ისეთ რაღაცეებზე რაც მართლა ხდება. საოცარი დასაწყისიაქვს და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ოღონდ ცოტა გაზარდე თავები ❤️

 


№2  offline წევრი Hilalli

სიუ
რამდენიხანი ველოდი შენს ახალ ისტორიას... ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. თავისუფლად წერ ისეთ რაღაცეებზე რაც მართლა ხდება. საოცარი დასაწყისიაქვს და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ოღონდ ცოტა გაზარდე თავები ❤️

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი A.N.A

დასაწყისითვის საინტერესო იყო. მომეწონა შინაარსობრივად და მომწონს შენი წერის სტილიც რაც წინა ისტორიაზეც ავღნიშნე. საინტერესოდ და რეალურად წერ, ასახავ სიმართლეს და არ გვიყვები ზღაპრებს მიუხედავად იმისა რომ გამოგონილი ისტორიებია კარგია რომ რეალურობას არ კარგავ, ამის თქმა მინდა. მე მომეწონა და რა თქმა უნდა ვისურვებდი გაგეგრძელებინა. წარმატებები❣️

 


№4  offline წევრი Hilalli

A.N.A
დასაწყისითვის საინტერესო იყო. მომეწონა შინაარსობრივად და მომწონს შენი წერის სტილიც რაც წინა ისტორიაზეც ავღნიშნე. საინტერესოდ და რეალურად წერ, ასახავ სიმართლეს და არ გვიყვები ზღაპრებს მიუხედავად იმისა რომ გამოგონილი ისტორიებია კარგია რომ რეალურობას არ კარგავ, ამის თქმა მინდა. მე მომეწონა და რა თქმა უნდა ვისურვებდი გაგეგრძელებინა. წარმატებები❣️

მადლობაა ძაან დიდი ❤️❤️❤️ საოცრად მიხარია ასე რომ მოგწონს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent