წითელი ფერი (ნაწილი 8)
უამრავი შეტყობინება დამხვდა დილით, გამოტოვებული ზარი და სრული საგიჟეთი... - მელო რამე თამაში წააგე? -მელო სადხარ? - გძინავს უკვე? - მელოოო არ გამაგიჟოოო ალექსიზე ხომ მეუბნებოდი ოჯახის წევრიაო - ვიცი რომ მეხუმრები - არა, არა ასეთებზე ხუმრობა არ გიყვარს... დამირეკე დილით, გთხოოვ მითხარი რა ხდება... სასწრაფოდ თეთეს ნომერზე ვრეკავ, არ გადის, გამორთულია... მივწერე, დილით შვიდზე იყო ონლაინ.. თეთეს დედაას მონიკას მივწერე, თუ მალე არ წამოვიდოდა ახალ წელს შეიძლება ბილეთი ვერ ეყიდა.. ალბათ 15 წუთიც არ იქნებოდა გასული მონიკამ პასუხი რომ დამიბრუნა - " მელო რომ არ უპასუხე თქვა ასეთ რამეს არ მომატყუებდაო და დილით გამოფრინდა, რვის მახევრისკენ.. მალე უნდა მოვიდეს წესით, დახვდი... ჩავიცვი და აეროპორტში გავქანდი... მონიტორზე ყოველ ნახევარ საათში იცვლებოდა ფრენის გრაფიკი... ყველა თბილისი-სტამბოლის ბორტზე მყოფ მგზავრებს ვაკვირდებოდი გამოსაავლელში... მაგრამ თეთე არ ჩანდა... საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა, ხალხი ოჯახებში დაბრუნებას ლამობდა, ახალი წელი თბილად რომ გაეტარებინათ... საათს ყოველ წამს ვაკვირდებოდი, ალექსიც მელოდებოდა, იმდენი საქმე გვქონდა... ისევ ახალი ნაკადი... ხალხი მოსაცდელ ოთახს სცდებოდა და გასასვლელისკენ მიიჩქაროდა... ვიღაც გოგო მეძახდა და ჩემსკენ ძლივს მორბოდა, ჩემოდანი და ზურგჩანთა ამძიმებდა ისედაც გამხდარ გოგონას... მომიახლოვდა, თეთე იყო, ზურგჩანთა დააგდო და მთელი სისრაფით ზედ შემახტა, ვერც კი აგიღწერთ ერთდროულად რამდენი რამის კითხვა მოასწრო... მომნატრებია მისი ტიკტიკი, ძალიან კარგი გრძნობააა როსწსაც ადამიანი, რომელიც შენთვის ძვირფასია, განშორების შემდეგ წინ გიდგას და აღფრთოვანებული ყვება რომ მოენატრე... ხშირად ვცდებოდი, არასწორად ვფიქრობდი.. მაგრამ ის მხოლოდ რჩევას მაძლევდა, არასდროს ერეოდა ან მიმითითებდა.. ის უნაკლო იყო.. ჩემი მეგობარი, ჩემი ნაწილი... სახლში მივედით.. ჩემოდანი საძინებელში ავატანინე და ტანსაცმელი გარდერობში დავაწყ ეთ... დიდი საწოლი მქონდა, ერთი ნახევარი თეთეს დავუთმე.. საწოლზე მოვკალათდით და საუბარი დავიწყეთ... -მელო ალექსს კარგად იცნობ? - საკმაოდ.. - გიყვარს? - არა, მაგრამ ვაფასებ... ის მეხმარებოდა ფეხზე დადგომაში - მადლიერების გამო არავინ მოატყუო. ეს მათ ყველაზე მეტად ატკენს - მე თუ ალექსს ცოლად გავყვები, მთელი სამყაროს წინააღმდეგაც კი წავალ ოღონდ მის სახეზე მოწყენის მიზეზი მე არ ვიყო -მელო ოდესმე საკუთარ თავზე გიფიქრია? სტუდენტობისას მუშაობა, დროის არ ქონა, დეედის დაკარგვის შემდეგ ეგოისტურად ჩაიციკლე სანის ბედნიერებაზე, მას უხარია როცა ბედნიერს გხედავს, მას უნდა რომ სიყვარულით გათხოვდე, ეს არ არის სახუმარო თემა.. -თეთე მე ალექსს ცოლად მივყვები, გთხოვ აარაფერი მკითხო უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი...ჩამეხუტა, ის ჩემთან იყო, არა ფიზიკურად არამედ სულიერადაც.. ტელეფონზე ზარი იყო - გისმენ ალექს, კი კი გამოვალ, დამელოდეთ შენც სანიც და ვატოც, თეთე ჩამოვიდა ახლავე წამოვალთ - სად მივდივართ? ალექსი უნდა გამაცნო? - თან გაგაცნო თან კაბები ავარჩიოთ... ჩანთები ავიღეთ და გარეთ გავედით, ხუთი წუთი ველოდებოდით ტაქსა და ძლივს გავაჩერეთ... ბეშიქთაშის რაიონში ჩამოვედით და პაატარა კაფეში შევედით, ალექსი, ვატო და სანი კუთხეში მაგიდასთან ისხდნენ.. სანამ დაგვინახავდნენ ვანიშნე თეთეს, ის ყველაზე სიმპატიური ბიჭი ჩემი საქმროათქო, გაეიცნა და მათკენ წავედით, ფეხზე წამოდგნენ, ვატო თეთეს ჩეხუტა, იცნობდა, საქართველოში რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, სანიმ ხელი ჩამოართვა და ნიშნისმოგებით უთხრა რა თქმა უნდა მელოს სხვანაირი დაქალი ვერც ეყოლებოდაო და თვალი ჩამიკრა, ალექსი ძალიან თბილი იყო, ჩემი მელოს დაქალი ჩამოვიდა, ამის შემდეგ რაღა მოგვაწყენსო, ლუდი შევუკვეთეთ და ჩამოვსხედით... იცით როგორი გარემო იყო? ოჯახში რომ იგრძნობა, ერთად შეკრებილებს ერთმანეთისთვის მათი წვრილმანების გაზიარება რომ უნდათ... ვილაპარაკეთ, ერთმანეთი კარგად გაიცნეს, ალექსიმ თქვა წავიდეთ... თქვენ კაბა აარჩიეთ მე და ვატო მანქანას და დარბაზს მოვაგვარებთ სანი ყველა სტუმრისთვის წინასწარ დაჯავშნის ბილეთებს, მათი ამოწურვის გამო ყველაფერი რომ არ ჩაიშალოსო... ვატო და ალექსი ერთად გავიდნენ, სანი წამოდგა და ჯერ თქვენ მიგიყვანთო გაგვიცინა...დიდი შენობის გვერდით პარკინგზე გააჩერა მანქანა, გადმოვედით, როცა ალექსიმ დამიძახა და დიდი თხოვნით და მუდარით ხელებში სახელფასო ბარათი შემაჩეჩა.. ყველაზე ბედნიერ დღეს მჩუქნი და ამის უფლება მაინც მომეციო, ლოყაზე ვაკოცე და თეთესთამ ერთად დიდ შუშის შენობაში შევაბიჯე, საახალწლო მორთულობა იმდენად ფერადი და ლამაზი იყო რამდენიმე ფოტოც გადავიღეთ, კიბეებს ავუყევით და შუშის ვიტრინაში საპატარძლო კაბებს მოვკარით თვალი... რამდენიმე კაბა მოვიზომე, ერთი მეორის მიყოლებით იწუნებდა თათა და გამოსაცლელთან უამრავ კაბებს აწყობდა.. გაშლილი მთლიანად თეთრი კაბა, ღია ფერის ბადისგან აწყობილი ქვედაწელი, ავარჩიე, უკვე დაღლილი ვიყავი ამდენი მოზომვისგან როცა თეთემ მანიშნა ეგ არისო... უბრალოდ ერთი დეტალი აქვს შესასწორებელი, ფეხზე უნდა ჩავხსნათო... კაბა ვიყიდე, მეშვიდე სართულზე გასართობ ცენტრში ავედით, ვითამაშეთ, შემდეგ პიცა ვჭამეთ, ქალაქი დავათვალიერეთ და სანაპიროსთან პატარა კაფეში ჩაიც დავლიეთ..საღამოს უკვე როცა სახლში ვბრუნდებოდით და ტაქსიც გავაჩერეთ, უცებ თეთემ იკივლა ჩემი კაბა? მალე ქორწილია და მეჯვარეს კაბა არ აქვს, მძღოლს ვთხოვე რომ სადმე დიდ მაღაზიასთან გაეჩერებინა, არჩევანი რომ ყოფილიყო... მანქანა მოაბრუნა და brand shopის წინ გააჩერა.. ვიტრინებიდან ისეთი ლამაზი და ბრჭყვიალა კაბები მოჩანდა, სასწრაფოდ შიგნით შევირბინეთ... მუქი მწვანე ფერის კაბა ძალიან ლამაზად გამოყურებოდა, რა თქმა უნდა გამოსაცვლელისკენ გავაცუნცულე, თეთეს ალბათ ხელში ოცამდე კაბა ძლივს ეჭირა და ბუზღუნებდა ყველა რა ლამაზიაო, მუქი მწვანე ფერის კაბა გრძელი, ბრეტელიანი იყო... სადა და პრიალა ნაჭრისგან.. თან მიხდებოდა.. ვიყიდე.. თეთემ მოდის საღამო მოაწყო. ყველა კაბას იზომავდა და თან მაჩვენებდა რომ არჩევაში დავხმარებოდი... ორ საათიანი წვალების შემდეგ ღია ცისფერი, სამკუთხედ დეკოლტიანი კაბა შევარჩიეთ... მსხვილი ბრეტელები მხრებზე იყო გადასული და საიცრად გამოკვეთდა ყელს, ლავიწებს.. გრძელი იყო.. ერთ ფეხზე მთლიანად შეხსნილი და დახვეწილი.. თეთეს გამხდარ ფეხებსა და წვრილ წელს საკმაოდ ორიგიბალურად და სექსუალურად აჩენდა.. კაბების გარდა რამდენიმე ფეხსაცმელი და ჩანთა ვიყიდეთ.. აი ახლა კი ნამდვილად შეგვეძლო სახლში დაბრუნება.. თეთეც დაღლილი იყო, ფრენის შემდეგ ასეთი გადატვირთული დღე... გამოვიცვალეთ, დასაწოლად დავწექით, როცა ალექსიმ კარები ღემოაღო და შოკოლადები შემოგვიტანა, გაგვიცინა, შუბლზე მაკოცა და ტკბილი ძილიო, მოგვიგო.. -მელო, რა საყვარელია ალექსი, ძალიან გაგიმართლა... -ჰო ნამდვილად.. ძალიან ყურადღებიანია - მთავარია შენ იყო ბედნიერი.. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის.. ხელი მომკიდა და ორივეს მალევე ჩაგვეძინა.. წინ კიდევ რამდენიმე გადატვირთული დღე.. სახალწლო მზადება, ქორწილი.. დრო სწრაფად გავიდა.. 30 იანვარი იყო... *** ოცნებები არ არსებობს, იმიტომ რომ რეალობა არსებობს.არარსებობს იმაზე დიდი ტკივილი, რომელზეც ვერ საუბრობ, როცა იმდენად მწვავეა ეს ტკივილი რომ ღამით საწოლზე ჩაბრუნებულს თავი ბალიშში მაგრად გაქვს ჩარგული და ბალიშს მთელი ძალით ებჭაუჭები კბილებით, ტირილის, კივილის და შინაგანი ამაოებიხ ხმა რომ გადაფაროს, შეამცროს.. ღამე წღვდიადია, ღვეზი სასტიკი დროა ფიქრისთვის, დრო როცა ყველას საკუთარი პატარა სამყარო აქვს, ბედნიერიი ხარ თუ უბედური არ აქვს მნიშვნელობა, უბედურება ხომ წარსულის ბედნიერებიდან მოდის, ესეიგი ბედნიერებასაც აქვს უბედურება, ის მას თან სდევს და გარდაუვალია.. ადამიანებს გვტკივა, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთს ვწირავთ, ამ პატარა სამყაროში, ამ მცირე დროში ჩვენ ვნებთ ერთმანეთს, იმედებს ვუცრურბთ და ყველაზე მწარეს ვუკეთებთ, ყველაზე მწარეს, რაც მიტოვებაა.. ამ დროს ადამიანს მოგონებების ამარა ტოვებ და აიძულებ სიცოცხლის ბოლომდე მარტომ ზიდოს ის.. დრო მკურნალია.. ყველაფერს კურნავს, მაგრამ მონატრებასაც? იმ მონატრებასაც ძვლებამდე რომ აღწევს და უზომო, გაუსაძლის ტკივილს იწვევს?როცამის ხსენებას დუმილს არჩევ.. ლოყაზე მარილიანი ცხელი ცრემლი რომ ჩამოგლრდება და მას კიდევ სხვა მრავალი მოჰყვება, ყელს ასველებს, ლავიწებს ნამავს და მატერიას უერთდება.. მხოლოდ იმის გჯეროდეთ და იმაზე ინატრეთ, იმას მიაღწიეთ, იბრძოლეთ რაცაარუნდა მოხდეს, მხოლოდ იმაზე, რაზეც ღამით ფიქრობთ.. დაძინებამდე არის პატარა გარდამავალი წამი, როდესაც ყველამ საკუთარი თავი ვიცით... სიყვარულს არ ვირჩევთ, სიყვარული ყოველთვის სწორია! თავი 1 დილით ადრე მაღვიძარამ დარეკა, თვალები გავახილე და საწოლიდან მოღუშული სახით წამოვდექი, ქორწილია, ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ გულში მაინც ვგრძნობ ჩხვლეტას, თითქოს რაღაც არ მასვენებს, ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი და სიმწრისგან ტირილი მინდა, ეს ხომ ჩემი არჩევანია, როცა ვგეგმავდი როგორ ვაჩუქებდი ალექსს ბედნიერებას, მეც ბედნიერი ვიყავი, ის ხომ მაფასებდა, ვუყვარდი, როცა მიჭირდა ჩემს გვერდით იყო, სიხარულსაც ერთად ვიზიარებდით, როცა თავს შეუძლოდ ვგრძნობდი ჩემს გვერდით ისე ჩნდებოდა, თქმაც რომ არ მიწევდა... საწოლში დავბრუნდი თვალები დავხუჭე და თავს ძალა დავატანე რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი, ბედნიერი და ხალისიანი, ახლა მას ვერ მივატოვებდი, შუა გზაში ვერ გავწყვეტდი ურთიერთობას, ურთიერთობა რომელიც მის სიყვარულსა და ჩემს პატივიაცემაზე იყო დამყარებული, ავდექი და სარკის წინ ღია გარდერობში ბრჭყვიალა ოცნების კაბა დავინახე, კაბა რომელზეც ბავშობიდან ვვოცნებობდი, კაბა რომელიც მხიარულს და გაბრწყინებულს უნდა მეტარებინა... სააბაზანოსკენ გავემართე და უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ცხოვრების ახალი ეტაპი დამეწყო, ჩემი საყვარელი მელოდია ჩავრთე,ხმას ბოლომდე ავუწიე წყლის წვეთების ხმას რომ არ გადაეფარა და ცხელ ორთქლში შთაინთქა ფერმკრთალი სხეული ტილო შემოვიხვიე და საძინებელში დავბრუნდი, თეთესთვის უნდა მეკითხა მზად თუ იყო რომ სალონში წავსულიყავით, ტელეფონი ავიღე და უცნობი ნომრის შეტყობინება წავიკითხე... -მელო თვალები გაახილე... ჩემი გესმის? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.