შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფერი (ნაწილი 9)


13-10-2020, 13:08
ნანახია 1 149

--უცნობი ნომრის შეტყობინება --

გამარჯობა, მელო, დათა ვარ, ძველ ნომერზე გწერდი მაგრამ ახლა გავიგე რომ გამოცვალე.. ძალიან მენატრები, მთელი გულით.. ყველა დღე, ყველა საღამო, საშინელებაა, როცა ვიღაც გენატრება და ვერ ეუბნები, მაგრამ იმდენად მენატრებოდი რომ ვიცი, იგრძნობდი.. ახლა გამოვედი ჯარიდან.. შვიდი დღით, ეს შვიდივე დღე მხოლოდ შენთან მინდა რომ გავატარო, ახალ წელს ერთად შევხვდეთ, შენს სახლთან ვიყავი მაგრამ არ ჩანდი.. თეთეს ვურეკავ მაგრამ არ გადის.. სად ხარ?

თვალებს ვახელ და თეთეს ვხედავ, თეთეს ყვირილზე, თვალები გაახილა, გონს მოდისო, ვატოც გამოჩნდა.. ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და მკითხა
-მელო როგორ ხარ? ძალიან შეგვაშინე..
- მამა გთხოვ არ გამიბრაზდე.. მოგვიანებით აგიხსნი.. უბრალოდ თეთესთან რამდენიმე წუთით მარტო დამტოვე..
- კარგი მელო, არ ინერვიულო.. ვატომ კარები გაიხურა როცა თეთემ ცრემლიანი თვალებით შემომხედა..
-რომ შემოვედი ძირს ეგდე.. ტელეფონი ჯერ კიდევ ხელში გეჭირა.. მივხვდი რომ რაღაც რიგზე არ იყო და შეტყობინება ვნახე.. ახლა რას გააკეთებ? ალექსს მიატოვებ? მზად ხარ რომ დათას გვერდით იყო? გთხოვ იფიქრე მხოლოდ საკუთარ თავზე! მე შენთან ვარ, რაც არუნდა მოხდეს...
- თეთე, ჩემო საყვარელო გთხოვ დამეხმარე... არ ვიცი რა მჭირს.. აქამდე ასე არ განმიცდია მისი დაკარგვა.. მე ალექსს პირობა მივეცი, მაგრამ ახლა, ახლა როცა დათა ჩემს სახლთან იყო, ახლა როცა ვიცი რომ ის მე მელოდება.. მე კი ის მჭირდება, ვიცი რომ არასწორი ვარ, ალექსს ძალიან გავუცრუე იმედები, გული ვატკინე.. ყველაფერს გამოვასწორებდი, მაგრამ ამას, ამ საქციელს ვერ გამოვასწორებ, ქორწილის დღეს მე მას ვტოვებ.. ეს როგორ ავუხსნა? თვალებში როგორ ჩავხედო?
- ვატოს მოვუყვეთ, არ დაუმალო, მას ალექსიზე მეტად ეწყინება.. დავუძახებ და დაგვეხმარება...
თათა ოთახიდან გავიდა და ვატოსთან ერთად დაბრუნდა.. ვატო ჩემს საწოლზე ჩამოჯდა, თეთემ დაიწყო:
- ვატო, მელოს მნიშვნელოვანი საქმე აქვს, მოგიყვება..
- მამა, გთხოვ არ გამაწყევიტინო, ვიცი რომ შეგზიზღდები იმის შემდეგ რასაც გეტყვი.. მაგრამ გთხოვ მაპატიე რომ იმედები გაგიცრუე.. დაბნეული ვიყავი, მარიას შემდეგ ასე უცებ აქ ჩამოვედით, სრულიად უცხო გარემოში.. გავიცამი ალექსი, სანი მათთან ერთად თენდებოდა და ღამდებოდა, როცა შენ და სანი მივლინებებში მიდიოდით ალექსთან მტოვებდით, ის კი მთელი არსებით ცდილობდა რომ კარგად ვყოფილიყავი.. ვხედავდი როგორ გგვრიდა სახეზე ღიმილს მისი ჩემდამი დამოკიდებულება.. როცა ხელი მთხოვა წარმოვიდგინე ახალი ცხოვრება, შენ, სანი, ალექსი.. უბრალოდ მინდოდა რომ ყველა ბედნიერი ყოფილიყო. ამით უფრო გავაფუჭე სიტუაცია მაგრამ არ შემიძლია... სხვა მიყვარს და ეს მხოლოფ ახლა გავაანალიზე, ვცდილობდი საკუთარი თავი დამერწმუნებინა რომ ის არ იყო ვინც უნდა მყვარებოდა, საქართველოში ვერ დავბრუნდებოდი.. ვერაფრის ფასად.. მაგრამ ახლა..
ვატომ ცრემლები მომწმინდა.. ხელზე მაკოცა და მითხრა:
- მელო, ცუდია რომ იმ ბიჭზე არ მომიყევი, მაგრამ მე შენი ბედნიერება მინდა, ალექსი იქნება თუ ვინმე სხვა აზრი არ აქვს.. მთავარია შენ ვის აირჩევ ცხოვრების გზაზე, მთავარია შენ იყო ბედნიერი, მე კი შენით ვიქნები.. ჩემზე, სხვაზე, ნურავისზე ნუ ზრუნავ.. საკუთარი თავის გარდა.. მართალია ჩემს ძმაკაცს ამას ადვილად ვერ ავუხსნი მაგრამ ეს მხოლოდ შენი და ალექსის საქმეა.. ახალგაზრდები ხართ და ყველაფერი ხდება.. და რაცარუნდა გააკეთო მე შენ არ შემზიზღდები, ნუ ხარ სულელი გოგო
- და ახლა? ალექსს როგორ ავუხსნა, როგორ ჩავხედო მას თვალებში?
- ნუ ტირი მეთქი, სწრაფად წამოდგა, ფურცლის ნაგლეჯი და საწერი კალამი მომაწოდა.. დაწერე და მე მივცემ, ან თეთე.. დაწერე ყველაფერი და წადი, გაბედე ბედნიერება!
თეთეს ხელი მოკიდა და ოთახიდან გავიდნენ..
მთელი სხეული მიცახცახებდა.. აკანკალებული თითებით ძლივს ვიჭერ კალმის ტარს წერას ვიწყებ, ნერწყვი ისე მძიმედ გადავყლაპე, ყელში გაჩხერილი ბურთი რომ ჩაეტანა მაგრამ ამაოდ.. იმდენად მეწვოდა სული, ფიქრები, ნამუსი, არ ვიცოდი რა დამეწერა, როგორ მეთქვა ადამიანისთვის რომ მე ის მოვატყუე, როგორ მეთქვა რომ დასუსტებულმა მისი სიკეთე გამოვიყენე და სიყვარული ფეხით გავთელე, მქონდა ბედნიერების უფლება? როდესაც ვიღაც სადღაც, ვიცი რომ ჩემს გამო უბედურია, მე როგორ უნდა ვიყო ბედნიერი? იმდენად ბედნიერი რომ ის გვერდით მყოფსაც ვაგრძნობინო.. არ ვიცი, ვფიქრობდი და მაინც ვერ მოვუყარე სიტყვებს თავი, გონებაში აზრებს ვუყრიდი თავს, მაგრამ როცა წერას დავაპირებდი, უმალ მეფანტებოდა.. საბოლოოდ საკუთარ თავთან ჭიდილს მოვრჩი და დავწერე...
" ალექს, აი ახლა, რომ იცოდე, რამდენად მიჭირს ამის გაკეთება, იმდენადდ რომ დარცხვენილმა, თვალებში ყურებაც ვერ გავბედე და აი ასე წერილით მინდა გაქცევა, იმდენად შორს რომ არასდროს დამინახო და არ გამახსენდეს ჩემი არასწორი უნამუსო საქციელი, თუ რა თქმა უნდა დავიწყებას შევძლებ... იცი? ძალიან მაგრად გაფასებ.. ვიცი სიტყვები ქმედებას არ შეესაბამება მაგრამ, გეფიცები ყველაზე ძვირფას ადამიანს, ვატოს ვფიცავ რომ მართლა მიყვარხარ.. ალბათ ააქამდე ვერ ვიაზრებდი ვინ იყავი ჩემთვის, სანამ შედეგს თვალი არ გავუსწორე და რეალობას არ მივუახლოვდი.. შენ ხომ გვერდით მედექი როცა არავინ, საერთოდ არავინ არ იყო, მეხმარებოდი, მამშვიდებდი, შენს დროს, შენს ცხოვრებას მე მითმობდი და ჩემს გამო ბევრ რამეზე ან ვინმეზე თქვი უარი, თამამად შემიძლია ჳთქვა რომ მე შენ ცხოვრება წაგართვი, მთელი ოთხი თვე ფეხით გავთელე, მაგრამ მხოლოდ დრო? მე ხომ შენს გულს შევეხე, არ ვიცი იმის შემდეგ რაც მოხდება ეს წერილი რა ჯანდაბად გინდა და რას ვცდილობ, ალბათ უფრო სინდისის დაოკებას... მაგრამ გევედრები, აი ახლა მთელი გულით გთხოვ რომ მაპატიო... ვიცი რთულია მაგრამ ახლა აქ რომ იყო დაგიჩოქებდი კიდეც, მრცხვენია ჩემი საქციელის გამო, მაგრამ ასეთი არ ვარ, რეალურად ასეთი ცუდი არ ვარ... კიდევ ერთხელ ბოდიში, უამრავი ბოდიში და მადლობა რომ გიყვარდი.. მადლობა ყველაფრისთვის, ოდესმე თუ მაპატიებ იცი რაც უნდა გააკეთო... მშვიდობით არა, დროებით, მჯერა რომ ოდესმე ბრაზი გაგივლის, ახლა თუ არ წავალ ბედნიერი არც შენ იქნები არც მე, წავედი...

წერილს ტუმბოზე ვდებ, სასწრაფოდ გარდერობის ზემო უჯრიდან ჩემოდანს ვიღებ, ძალიან სწრაფად ვკუჭავ შიგნით ტანსაცმელს, რაც ხელში მომყვა და ჩანთაში ვაგროვებ საბუთებს, ფულს, პასპორტს, ტელეფონს ვიღებ, თეთეს ნომერს ვკრიფავ და ვწერ... - თეთე გავდივარ, ვატო შეიქციე, მრცხვენია ვერ დავენახები, მაგრამ ახლავე მივდივარ...
კარებს ვაღებ და კიბეებზე ფეხაკრეფით ჩავდივარ, ტელევიზორის ხმა ისმის, ალბათ იქ არიან.. კარისკენ წავედი და ფრთხილად გავაღე.. გავედი, მაშინვე ტაქსი გავაჩერე, აღელვებული ხმით ვამბობ- აეროპორტში...



პ. ს ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობდა :) ვიცი რომ ბევრი შეცდომაა, გაუმართავი დეტალები, დაჩქარებული სცენარი, მაგრამ ისტორიას პირდაპირ აქ ვწერდი საიტზე, წინასწარი ჩასწორებების გარეშე... ისტორია ნამდვილია, მხოლოდ ქორწილი და სტამბოლი დავამატე... აქედან გამომდინარე დასასრულს (10) თავს 31 დეკემბერს დავდებ.. დათა უნდა გამოვიდეს ჯარიდან და ვნახო.. აი იმ ემოციების ფონზე დაგიბრუნდებით დასასრულით...
მიყვარხართ და მადლობა :) <3



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ანუ 31 დეკემბრამდე აღარ დაწერ? მანამდე ხო დაგვავიწყდება ეს ისტორია ან რა წესია ამდენი ხანი ლოდინი მაშინ შენ დაგეცადა და მერე დაგეწერა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ამდენი თვე არ დაწერ უი ხომ დაგვავიწყდება და ხელახლა მოგვიწევს წაკითხვა????????

 


;დდდ ახალწლამდე მეც დამავიწყდებოდა ზაფხულის ამბავი (( არ ვიცი ჯერ ვეცდები ყველანაირად რომ იქამდე არ გადავდო <3

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

იმედია ლოდინი გაამართლებს .წარმატებები.

 


სტუმარი nancho
იმედია ლოდინი გაამართლებს .წარმატებები.

მადლობა <3

 


№6 სტუმარი სტუმარი Sofi

Axal ceelssss?
Isedac tav-tavis emociebitaa xalxi datvirtuli,
Am motxrobis dasasrulis dadeba mag dros, daaxloebit 3tvis shemdeg cudi azria...
Mkitxvelta 90procenti aqve chvenive gagrdzelebit vasrulebt motxrobas....happy end.... (vinc 2021caikitxavs am motxrobas avtoriseuli dasasrulit ixilavs da chven vinc tan axal tavs velodebodit davichagret... D. D. D.

 


სტუმარი Sofi
Axal ceelssss?
Isedac tav-tavis emociebitaa xalxi datvirtuli,
Am motxrobis dasasrulis dadeba mag dros, daaxloebit 3tvis shemdeg cudi azria...
Mkitxvelta 90procenti aqve chvenive gagrdzelebit vasrulebt motxrobas....happy end.... (vinc 2021caikitxavs am motxrobas avtoriseuli dasasrulit ixilavs da chven vinc tan axal tavs velodebodit davichagret... D. D. D.

პირადში მომწერა საკმაოდ ბევრმა ;დდდ არ მეგონა თუ ამდენი კითხულობდა.. დავდებ დასასრულს მაქსიმუმ ხუთ დღეში <33

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიზა

ვინაიდან და რადგანაც რეალური ამბავია მოუთმენლად ველიი დასასრულსს. მე დაგელოდები არ დამავიწყდება! წარმატებები.
იმედია ჰეფფიენდით დასრულდება:))

 


სტუმარი ლიზა
ვინაიდან და რადგანაც რეალური ამბავია მოუთმენლად ველიი დასასრულსს. მე დაგელოდები არ დამავიწყდება! წარმატებები.
იმედია ჰეფფიენდით დასრულდება:))

:) ძალიან დიდი მადლობა ^^

 


№10 სტუმარი 123

1 იანვარია და სადაა 10თავი?

 


№11 სტუმარი 123

23იანვარია და სადაა მეათე თავი?

 


№12 სტუმარი სტუმარი ლიზა

სტუმარი ლიზა
ვინაიდან და რადგანაც რეალური ამბავია მოუთმენლად ველიი დასასრულსს. მე დაგელოდები არ დამავიწყდება! წარმატებები.
იმედია ჰეფფიენდით დასრულდება:))




ხომმ მე მეგონა დაასრულებდი.????????
არადა როგორ მაინტერესებდა...

 


№13 სტუმარი 123

11 თებერვალია და სადაა მეათე თავი????

 


№14 სტუმარი 123

22 თებერვალია და მეათე თავი სადაა

 


№15 სტუმარი 123

28 თებერვალია და სადაა მეათე თავი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent