შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვირილი (სრულად)

16-10-2020, 15:56
ავტორი guroo
ნანახია 5 756

სახლში ყოველთვის უცნაური, თვალთმაქცობის ხელშემწყობი გარემოა. სული მეხუთება ჩუმი და მალული ქმედებებით. სულ სადღაც უნდა გაიქცე, თვალს მოეფარო და იქ გამოამჟღავნო, თუ რამე გაწუხებს. დადარაჯებული, გულშეკუმშულები გაკვირდებიან და ელიან იმ მომენტს, პირველი როდის ჩამოიხსნი ნიღაბს, რადგან სახლში ყველა დანარჩენსაც ნიღაბი უკეთია. ერთმანეთს გამუდმებით ვატყუებთ და ჩვენ ეს ვიცით. არავინ არის სახლში სხვაზე ნაკლებად მოთხვრილი, რომ რომელიმესკენ თითი გაიშვიროს და სიბინძურის გამო დასცინოს, გაკიცხოს. ჭაობი ფართოა და ჯაკუზი გვგონია. ყველას უნდოდა იქ ჩაწოლა და ჩავწექით კიდეც, რადგან მან, სათანადოდ ფართომ, ყველა დაგვიტია და არავის მოგვცა შანსი, სიყალბეს დავხსნოდით. ახლა სინანულით მოვთქვამ, რადგან დავიღალე და მარტო ის მინდა, წრფელი ვიყო.
წინა ღამით, როცა გულაღმა ვიწექი და ჭერს შევყურებდი უძილობისგან დაქანცული თვალებით, სასაფლაოზე წასვლა დავგეგმე, რადგან სულზე ეკლებად შესობილი სიყალბისგან დროებითი განშორება შემძლებოდა. გარდაცვლილი ბებიაჩემი მართლა მენატრებოდა, მაგრამ ამ ემოციის გამომჟღავნება პრობლემას არ წარმოადგენდა, რაკი უფრო გასაფრთხილებელი და ძვირფასი მიზეზი მქონდა მისი საფლავის მოსანახულებლად.
როდესაც უძილობისას მიღებული გადაწყვეტილება გავამხილე, ობობის ქსელივით საზიზღარი წებოვნებით მოქსოვლ თვალთმაქცურ აბლაბუდაში გახვეულ ოჯახის წევრებს, რომლეთაც რა ხანია, ნამდვილი გრძნობები და განცდები დავიწყების მორევს უსაჩუქრეს, ზეციურ საზრდოდ ეჩვენათ ჩემი წრფელი ემოცია.
- ბებო დამესიზმრა. ტელევიზორში სერიალს უყურებდა და გვერდით მივუჯექი, ჩავეხუტე. მასთან სიახლოვით ვერ ვძღებოდი. უფრო და უფრო მაგრად ვუჭერდი, მაგრამ ის დარბილებულიყო, ელასტიური გამხდარიყო და მის არსებობას ვერ ვგრძნობდი. ყოველჯერზე ჰაერივით მისხლტდებოდა ხელიდან.
- უცნაურია.
მივხვდი, რომ დედაჩემი, რომელიც გაქვავებული მიმიკით აგრძელებდა პურზე კარაქისა და ქლიავის ჯემის წასმას, ჩემი სიზმრის მოსმენას აღარ აპირებდა. შეიძლება ეშინოდა კიდეც, რომ რამე ძალიან გულწრფელსა და მწუხარებით გაჯერებულს მიპასუხებდა.
- ძალიან მომენატრა. დღეს მის საფლავზე წავალ. - იმდენად ჩვეულებრივ ვთქვი, თითქოს იმას ვგულისხმობდი, რომ მომშივდა.
- მოგენატრა?! - მშიერი მგლის სიხარული ვიგრძენი მამაჩემის გაკვირვებაში.
- ჰო, მომენატრა და, მგონი, სიზმარიც მაგის დასტურია.
- რავიცი. რომ მოკვდა არ გიტირია და... - დედაჩემმა პურის ახალი ნაჭერი აიღო და დანით კარაქის თხელი ფენა მოჭრა; - შენ არ იძახდი, სიკვდილი ტრაგედია არ არის, რატომ უნდა ვიყო დაღვრემილიო?
იქნებ ვმალავდი როგორ მიმძიმდა, გადამეტანა მისი გაქრობა ჩემი ცხოვრებიდან? როგორ მინდოდა, ცრემლები წამსკდომოდა ნიადაგის მოსამზადებლად, რომ გამებედა და ეს კითხვა დამესვა. კითხვები კი, რომელთა გაჟღერებისა ლაჩრულად მეშინოდა, ზედმეტად ბევრი მქონდა და განწირული ვიყავი, რომ გამბედაობის გამოსაჩენად ვერასოდეს მოვიკრებდი ძალას, რადგან ვერანაირი ძალა ვერ იქნებოდა მათი სადარი, მათი მძლევი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა. მდუღარე ცრემლების ფონზე, გულსაკლავი მიმიკებით, გულის ბოლომდე მოოეხებით. თუმცა ყველა გზა, რომელთა გავლა სურვილების ქმედებაში მოყვანას მიქადდა, უკვე მოჭრილი მქონდა. ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და ლამის ჩურჩულით ვთქვი:
- მერე რა? მომენატრა და უნდა წავიდე.
ეჭვი არ მეპარება, ყველამ თავისთვის იზეიმა ჩემი პასუხი.
***
დამშრალი რიყე გადავიარე.
როცა მოზრდილ ქვებზე ვაბიჯებდი, რომ ფეხი არ გადამბრუნებოდა, ვფიქრობდი, სასაფლაო მელოდა და ჩემ გამოჩენამდე მშვიდი სუნთქვის მუსიკით ტკბებოდა. სახლის მარწუხებისგან თავისუფალს, გული გაშმაგებით მიძგერდა. გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ამ სამყაროში არსებობდა ადგილი, სადაც გამჭირვალე ჭურჭელი ვიყავი, ჩემში ჩასხმულ და ერთმანეთში აღრეულ ყველა სიბინძურესა და სიწმინდეს რომ დაუფარავად აჩვენებდა და ეს ადგილი, ჩემი ძალიან ყრუ და ბრმა ოცნების ნათელი აჩრდილი, მე მელოდა, რომ იქ მისვლისთანავე რაღაც არაჩვეულებრივი, უკეთილშობილურესი მომხდარიყო ჩვენი შერწყმით.
რა მეამიტი ვიყავი. კეთილშობილება მეგონა გულში ძაფის გორგალივით ჩახვეულ დარდებს თუ ხმამაღლა ამოვთქვამდი.
არასოდეს მომჩვენებია სასაფლაო ისე გაუდაბურებული და მიტოვებული, როგორც მაშინ. იმდენად შეუსაბამო იყო ჩემი მღელვარება მის სიკვდილივით მშვიდსა და საზარელ სიწყნარესთან, რომ წამით ყველა გისოსი გარს შემოვირტყი, რომლისგან გათავისუფლებას სულ ცოტახნის წინ ვზეიმობდი და სასოწარკვეთილმა ნამიან ბალახებში დავიჩოქე.
ვდუმდი ძალიან დიდხანს. თითქოს ვაკუუმი იყო გარშემო. მისი შეხუთული და ჟანგბადამოტუმბული სივრცე.
ალბათ, ყველა დრამას აქვს დასასრული, მაგრამ არასდროს იცი, როდის და სად იწყება იგი. მალე მომბეზრდა სველ ბალაზხე მუხლებით დგომა და წამოვდექი. ბებიაჩემის საფლავთან მივედი. პირველი, რაც თვალში მომხვდა, საფლავის ქვიდან იქვე მდგარ ნაძვამდე გადაჭიმული ობობის ქსელი იყო. გული დამწყდა, რომ ხშირად არ ვსტუმრობდი იქაურობას.
- ბებო, მოვედი.
საიდან უნდა მცოდნოდა, მკვდრები რომ უფრო კარგი მსმენლები არაიან, ვიდრე ცოცხლები და ბებიაჩემი, ცივი მიწის ქვეშ დამარხული ქალი, იმ სამყაროდან რომ უკეთ მოახერხებდა ყველაფერი ისე გაეგო, როგორც ვეტყოდი? ამის გააზრებამ შემზარა. უცებ ყველა სიტყვა მწვერვალზე ავზიდე, თითქოს, და იქიდან სათითაოდ ყველა უფსკრულში მიცვიოდა, ვიდრე მათ წარმოთქმას მოვასწრებდი. ასე შემომრჩა მხოლოდ ორი სიტყვა ენის წვერზე და სიცოცხლეს მონატრებულ ბებიაჩემს მის საფლავთან ჩემი მისვლა ვამცნე.
ლაპარაკი არ შემეძლო. ცარიელი მზერით შევყურებდი საფლავის ქვას, ხან ქათქათა ღრუბლებით მორთულ ცას და ხანაც - შავი მიწიდან ამოზრდილ მცენარეებს. აქაც ვთამშობდი, რომ იმ ადგილას მოსულს, სადაც ნამდვილად მელოდნენ, სამყაროსთვის როგორმე მეჩვენებინა, თუ რას ვგრძნობდი, რა მტკიოდა. სასაფლაო ტაძარი უნდა გამხდარიყო, სადაც ჭაობის ბინძური ლაქებისგან გავიწმინდებოდი, მაგრამ აქაც ვერ ვახერხებდი თამაშისთვის თავი დამენებებინა, რადგან ფსკერი, რომლის ზედაპირს უკვე აჩნდა ჩემი ნაფეხურები, ყველგან თან დამყვებოდა, როგორც დანაშაულის გამოსასყიდი საზღაური.
ჯერ კიდევ არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ დავმარცხდი. ბუნდოვანი იყო წამოწყებული ბრძოლა და უმისამართო. იმიტომ, რომ არ ვიცოდი საკუთარ თავს ვებრძოდი თუ ოჯახის წევრებს და იმისაც მეშინოდა, რომ შეიძლება მათ ბრალი არ მიუძღვოდათ ამ ყველაფერში. იქნებ უდანაშაულონი იყვნენ? იქნებ მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, რომ ემოციურად ჩავიკეტე და სასტიკი იზოლაცია მქონდა გამოცხადებული?
როცა ყველა იმედი გადამეწურა და დამარცხების აღიარება დავაპირე, სამყარომ ახალი სხივი მაჩუქა. ამ დროის განმავლობაში ნიავი დაუღალავად არხევდა ბებიაჩემის საფლავზე გაბმულ აბლაბუდას და როგორც იქნა, ცალი მხრიდან, საფლავის ქვაზე, საყრდენს მოსწყვიტა. იყო იმ მომენტში რაღაც სიხარულის მომგვრელი, უცნაური ჰეფი ენდი, რამაც კვლავ დამიბრუნა რწმენა, რომ ოდესმე გაწმენდას შევძლებდი. ისევ გულუბრყვილო და მეამიტი ვიყავი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, განა რა უნდა დამეშავებინა ისეთი, რომ სიკვდილამდე, ვიდრე ბოლოჯერ ამოვისუნთქავდი, არ მცოდნოდა: დანაშაული გამოვისყიდე.
ნაძვსაც მოვაშორე ობობის ქსელი და სასაფლაოდან წამოვედი. ადგილადან, რომელმაც ჩემი ტკივილების სადარი ძალა მომცა და ცხოვრებაში პირველად, მზად ვიყავი, ყველაზე მდუმარე საყვედურებისთვისაც დამერთო ნება, რომ ენის წვერამდე ამოსულიყვნენ და სანამ უფსკრულში შთაინთქმებოდნენ, იქამდე ეყვირათ ბოლო ხმაზე.

№1  offline მოდერი guroo

მწერალი ქალი
ემოციური იყო.კარგად გადმოსცემ ემოციებს.წარმატებები...

მადლობა blush
მინდოდა, ემოციებთან თამაში გაემართათ ჩემ სიტყვებს და მიხარია, რომ გამომივიდა.

№2  offline მოდერი Catherine Di Perso

კარგად ხანია არაფერი წამიკითხავს. სულით და გულით ველოდი რამე ისეთს, რაც ამომიყვანდა ამ წყეული მდგომარეობიდან, როცა საკუთარ თავში ემოციებს ვერ უშვებ და აი, ისიც. ამჯერად ისე ვიყავი გამგელებული, ორჯერ წაკითხვა არ დამჭირვებია...
მეამიტი არა რა, მიამიტი.
ჰოოდაა, ნიღბები, ნიღბები, ნიღბები... წერა რომ დავიწყე, ერთ-ერთ პირველ ნაწარმოებში ამგვარი ფრაზა მქონდა - "ჩამოიხსენით ეს წყეული ნიღბები, სულ მთლად ნუ გასაზიზღრდებით..."
არადა... ყველას აქვს ნიღაბი, ჰომ? არ დავწერე (გვ)აქვს-მეთქი, მეტისმეტად ნარცისი ვარ ამისთვის.
ადამიანს ეშინია, რომ ვერ გაუგებენ და ამავდროულად, იმის შიშიც აქვს, ვაი და ვინმემ გაიგოს ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად, მერე ჰომ არაფერი დამრჩება სათქმელიო. მერე ჰომ ვეღარაფრისგან დავდგამ დრამასო. რა სასაცილოა, არა? სინამდვილეში არავინ იცის, რა სურს და არც ახლა მაძლევს ნარცისიზმი საშუალებას (გვ)აქვს-მეთქი ვთქვა.
ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი უზარმაზარი ნიღაბი, რომლის არსებობაც იქამდე ვერ შევამჩნიე, სანამ ბოლომდე არ ჩავიხედე სარკეში. სარკის ფობია მაქვს... სხვა მიყურებს-მეთქი, ყოველთვის ვამბობდი. სხვები კი სისულელედ აღიქვამდნენ ამას. მაგრამ შენ ვერ წარმოიდგენ, როგორი თვალებით მიყურებდა ბრტყელი სივრციდან ის ამაზრზენი არსება. ანარეკლი საკუთარი თავი მეგონა და უსუსურობის შეგრძნება ბოლოს მიღებდა. ჰოდა, მივედი იმ კონდიციამდე, რომ ცხოვრება არ მქონდა, სიცოცხლეს ცხოვრების გარეშე კი აზრი და დავინახე. დავინახე ეს ნიღაბი და ისე მქონდა გამჯდარი, ისე ოსტატურად იყო შეზრდილი...
რა იციან დანარჩენებმა, იქნებ, ადამიანები ერთს ამბობენ, სინამდვილეში მეორეს გულისხმობენ. როცა დაიჭერენ ერთმანეთს ამ ფაქტზე, ბოროტულ სიამოვნებას განიცდიან, მე ვერ გამომიჭირა, მას კი შეეტყოო. ფუჰ...
გმადლობ, რომ დაწერე.

№3  offline მოდერი guroo

Catherine Di Perso

იმდენი ხანია, არ გამოჩენილხარ... ერთხელ ვიფიქრე, სიცოცხლეს ხომ არ გამოესალმა-მეთქი :დდ კიდევ კარგი, რომ ცოცხალი ხარ და ისევ გამახარე შენი უზარმაზარი კომენტარით.
შემაშფოთებელი სიგნალი მივიღე ამ კომენტარიდან. აქამდე არასდროს მიფიქრია ამაზე და ვაითუ მართლა ყველაფერი ზედმიწევნით კარგად გაიგოს ვიღაცამ? მერე რაღა ვქნა?!
მენატრებოდი heart_eyes

№4 სტუმარი ლილიანა,

თითქოს ჩემი სათქმელი თქვი. თითქოს მე დავიცალე დაგროვებული, ვერგამჟღავნებული ემოციებისგან. რთულია ისაუბრო, როდესაც გრძნობ, რომ მსმენელი არ გყავს. ამ დროს იმ ნიღაბს ირგებ, რომლითაც მსმენელს დააინტერესებ, ან უბრალო მუნჯდები, შენს ნაჭუჭში იკეტები, გრძნობა-ემოციას კლავ, გულს აქვავებ. ერთ დღესაც გიჩნდება სურვილი, ყველაფრისგან გათავისუფლდე. ეძებ გზას. ვიღაც პოულობს ხსნას. ვიღაც სამუდამოდ ნაჭუჭში რჩება გამოკეტილი.

№5  offline მოდერი guroo

ლილიანა,

მიხარია, რომ ახლოს მოვიდა. იმაზე მეტს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რაც უკვე დავწერე. ასე რომ,
კიდევ ერთ მადლობას გიხდი დღეს უკვე მეორედ :დდ რა კარგია, რომ სულ აქ ხარ, ერთგულად.

№6 სტუმარი ლილიანა,

guroo

ერთადერთი ხარ ვის ჩანახატებსაც ვკითხულობ. იმედი მაქვს, ერთ დღეს, ზოის დასასრულსაც ვნახავ)) :პ

№7  offline მოდერი guroo

მეშინია, დაგპირდე და ვერ შევასრულო, მაგრამ მაინც გეტყვი. "ზოიზე" ვმუშაობ. blush

№8  offline ადმინი ელ პინი

ისე ახლო იყოს ეს ნიღბები, რომ უცებ ელპინსა და მეორეს შორის უფსკრული დავინახე. ძალიან ახლოს ჩამიარა. საქანელაზე ვიჯექი და ვქანაობდი ქართან ერთად და იქ, ცის ლაჟვარდზე შემყურეს მეფიქრებოდა იმ დადგმულ სპექტაკლზე, რომელიც აქ წავიკითხე. მერე მივხვდი, ახლოს კი არ ჩამიარა, პირდაპირ კანზე გამკაწრა სიტყვებმა. დედაჩემმა არ იცის, რამდენჯერ ვიტირე ჩემს ბალიშზე ჩუმი ღრიალით ოთახში გამოკეტილმა. არც არავინ იცის და ამას ახლა ვამბობ აქ. ისე მტკივა ხოლმე ეს წყეული სიჩუმე, ლამისაა მერვედან გადავხტე ხანდახან. სასტიკი ჟინი მიპყრობს, რომ რამე დავუშავო თავს. იმდენჯერ გავრბივარ ჩემივე თავიდან, იმდენჯერ ვცდილობ რომ სხვებმა არ დაინახონ ვინ დგას უკან, მივეჩვიე. ვისწავლე, რომ მე მარტო ვარ. მარტო ვარ ყველას წინაშე. ყველანი ასეთი მარტოები ვართ. არავინ იცის - სხვის გულში რა ხდება. ნეტავ, შემეძლოს ყველას მოვუსმინო და ჩემთან ყველამ მოიხსნას ეს ნიღაბი, რომ რამით დავეხმარო და შევამსუბუქო. ვიცი, რაც თქვი. არ გავშლი ამას. ისედაც იცი, როგორც გკითხულობ. ისაუბრე. თუ წერე, რომელიც შენ გინდა.

№9  offline მოდერი guroo

ელ პინი

ვერ გეტყვი რამდენჯერ წავიკითხე. ეგოისტზე დატოვებული კომენტარის მერე კიდევ უფრო მეტ სისასტიკეს ველოდი. მოულოდნელი იყო, არ ვიცი რას უნდა ვგრძნობდე, როცა მეუბნებიან, რომ რაღაცას პირველად ამხელენ საჯაროდ. აქ. ჩემი სიახლის ქვეშ. ჩემი აღსარების შემდეგ. არ გამხარებია. უარესად მეტკინა და უარესად დავმძიმდი. შენ იცი, ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.
პინო, მადლობა❤️ რამდენი დღე გავიდა და ისევ ვერ ვლაპარაკობ.
...
სამი წერტილი.

№10  offline წევრი Chocolate from White Hell

მოვედი...
ზუსტად ისეთ ტალღაზე ვარ, როგორ ტალღაზეც ეს ისტორიაა.
ცისფერი ნავით, გავცურე იმ სიღრმეებისკენ, რომლებსაც სულ გავურბივარ.
საშინლად ვერ ვიტან, როდესაც სულში ხელებს მიფათურებენ. ვერ ვიტან, როდესაც გამოუთქმელ სულის კივილს, ვიღაცა ხვდება. მერე ხომ სულ მარტო დავრჩები? ყოველგვარი დრამის გარეშე და მაშინ კი დაიწყება...რაც დაიწყება.
პატარა ვიყავი, ბაბუა რომ გარდამეცვალა. საშინელი სევდა და გულში ღრმად შესული ხანჯლის წვერი ვიგრძენი, რომელი ნელა, თუმცა მტკივნეულად იღებდა ყველა უჯრედიდან სისხლს და ცივ, უსულო სხეულად მტოვებდა. შემეშინდა.
შემდეგ იყო ბებია, მაგრამ უფრო მყარად შევხვდი მომავალ დარტყმას, მაგრამ ყველაფერი, ხომ თამაშია?
თამაშობ, რადგან არ გსურს, ვინმე შენზე ძლიერი აღმოჩნდეს და "გაგშიფროს". გაშიფროს ყველა შენი ბნელი თუ ნათელი მხარე, თუმცა რა მოხდება მერე? არავინ იცის.
ბევრჯერ მინდოდა ნიღაბი ჩამომეხსნა და სრული სახე წარმედგინა საზოგადოებისთვის, მაგრამ იმდენად ბევრი ვარ, არ შემიძლია. თავადაც არ ვიცი ჩემი სრულყოფილი სახე.
არც მინდა გავიგო, რადგან ვიცი-შინაგანად დავლპი...

არ შევმცდარვარ. მართლაც რომ აღვიძებ ყველა ნერვულ უჯრედს, ერთ წერტილში უყრი თავს და ბოლოს აფეთქებ.
საშინლად კარგია ყოველივე...
მომწონს!
რაღა დავამატო?
მეტი სიტყვა, დაამძიმებს ყოველივეს, ამიტომ

...შეხვედრამდე❤️

№11  offline მოდერი guroo

Chocolate from White Hell

როგორ მაინტერესებს ყველა ინდივიდი, ვინც დანამდვილებით ბევრია და საკუთარ თავში ვერ ეტევა; ვინც საიმისო გამბედაობის ძებნისა, ან გამოჩენის პროცესშია, რომ გაშიშვლდეს სხვათა წინაშე, უცხო თვალისთვის... მიუხედავად ყველა სიმახინჯისა.
შენც მაინტერესებ, იცი?
ვგიჟდები კომენტარებზე. მადლობა გამოჩენისთვის. ❤️

№12  offline წევრი Chocolate from White Hell

მე ემოციების ქარიშხალზე ვგიჟდები და მერევა გრძნობები, ამიტომ გამოუჩენელი ვერ დავრჩებოდი. ❤️
მეც მაინტერესებს ჩემი თავი. დამთხვევაა...:დდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent