მეხუთე პალატა (თავი მეოთხე)
...თითოეული ახალი დღე ჩემთვის ტკივილი იყო.მარტოობით გამოწვეული სულის ტკივილი.ვეღარ ვუმკლავდებოდი ოთხ კედელს,ჩახუთულ გარემოს,სუნთქვაც კი მიჭირდა.ბუნებაში გასეირნება მინდოდა,სუფთა ჰაერი და მზე.მზე სულ მიყვარდა.მზის სხივების სახეზე გადარბენა და მისგან გამოწვეული ღიმილი მენატრებოდა.მინდოდა კიდევ ერთხელ გამომეცადა ეს სიამოვნება.ასეთები ვართ ადამიანები,უმნიშვნელო დეტალებს ვერ ვაფასებთ საბოლოოდ კი სანატრელი გვიხდება.თითოეული გათენებული დღე,როცა თავს თავისუფლად და მშვიდად გრძნობ უკვე ბედნიერებაა,თუმცა ამის გაანალიზება გვიჭირს სანამ არ დავკარგავთ... მთელი დღე მარტო ვიყავი ოთახში,ვიწექი ჭერს ვუყურებდი და თავში მხოლოდდამხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა რამდენად არასასურველი ვიყავი ყველასთვის.ადამინმა რომელმაც ჩემი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცოდა მარტოობისთვის და უცოდინრობისთვის გამწირა.თავად კი ცხოვრება მშვიდად გააგრძელა.ტომასზეც მეფიქრებოდა,დღეს არ გამოჩენილა,ალბათ ისევ კირას გარეშე იყო სადმე და მასზე ფიქრობდა.მსგავსად რომ ვყვარებოდი მას იქნებ დარჩენილიყო კიდეც,იქნებ საკუთარ თავზე წინ დავეყენებინე და გადავერჩინე.მაგრამ არა..კირა კარგი იყო და ახლაც კარგია.მე კი უბრალოდ ზედმეტი ტვირთი ვიყავი ყველასთვის ყოველთვის...ფიქრები,აზრები,განცდები შიგნიდან მჭამს,ისე მინდა ბოლო ხმაზე ვიტირო,თუმცა არ გამომდის,ამაშიც არ მიმართლებს არადა ეს ყველაზე მეტად დამეხმარებოდა.უცებ მინდა გამოვიღვიძო და ეს ყველაფერი ერთი საშინელი სიზმარი აღმოჩნდეს.ფიქრი,კარის გაღების ხმამ შემაწყვეტინა.ოთახში მედდა შემოვიდა კარში კი სამოც წელს გადაცილებული ლამაზი და ძალიან მოვლილი ქალი იდგა. -შენთან არიან, მე დაგტოვებთ-თქვა მედდამ და კარი გაიხურა. ქალი ცოტა ხანს იდგა,თითქოს ახლოს მოსვლა ეშინოდა შორიდან მაკვირდებოდა ცდილობდა შევესწავლე -მამაშენს ძალიან გავხარ-ამ სიტყვებმა თითქოს წარსულის გაგების იმედი მომცა.მამა თითქმის არ მახსოვდა.სულ რამოდენიმე მომენტი იყო ჩაბეჭდილი ჩემს გონებაში.სულ პატარა გრეტა მახსოვდა,რომელისც მამას ბამბის ნაყინის ყიდვას თხოვდა,ისიც პატარა თვალების შემხედვარე უარს ვერ ეუბნებოდა და მორჩილად უსრულებდა თხოვნას.ძლიერ მონატრებას ვგრძნობდი,სადღაც გულის სიღრმეში მიმალული დიდი ტკივილი და მონატრება გააღვივა ჩემში ამ ქალის გამოჩენამ ახლოს მოვიდა,სკამზე დაჯდა და ახლა თვალებს აცეცებდა,თვალის არიდებას ყველანაირად ცდილობდა,მე კი მოთმინება მეწურებოდა და ერთი სული მქონდა როდის გავიგებდი მის ვინაობას. -იცი ძალიან მიჭირს შენთან საუბარი,არც კი ვიცი საიდან დავიწყო.შენთან მიმართებაში ძალიან დამნაშავე ვარ,ჩემი აქ მოსვლაც კი უნდა მრცხვენოდეს,თუმცა ასე ვერ გაგიმეტებ.ახალგაზრდა,ლამაზი გოგო ხარ და მინდა ტკივილით არ იცხოვრო-სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა,კანკალებდა-მე მამაშენის და ვარ,თუმცა როგორც ნამდვილი მამიდა მე შენთვის არასდროს ვყოფილვარ.მე და მამაშენს ცუდი ურთიერთობა გვქონდა.მან ჩემი თავაშვებულობა ვერ აიტანა და ზურგი მაქცია.არ ვამტყუნებ მე მას გული ვატკინე.ახლა კი შენ გიყურებ,შენ მას ისე ჰგავხარ ვერც კი წარმოიდგენ-ის ტიროდა,თითოეული ეს სიტყვა მისთვის იმდენად მწარე იყო,რომ ემოციას ვერ იკავებდა-მე მთელი ცხოვრების მანძილზე შორიდან გადევნებდი თვალს,ბოლოს თოთხმეტი წლის ასაკში გნახე,შენი მშობლების დაკრძალვაზე.ისეთი პატარა და დაუცველი იყავი გული დამეწვა,შორიდანმ გაკვირდებოდი,თუ როგორ უყურებდი მშობლების საფლავებს და თითქოს იქ დამთავრდა შენი ბავშვობა.ამის შემდეგ შეიცვალე.ბებიამ სოფელში წაგიყვანა მე ინფორმაციას შენი გარშემომყოფებისგან ვიგებდი.მახსოვს ერთხელ შენზე მითხრეს საკუთარ თავს ცუდ დღეში ჩააგდებსო,ვიცოდი ყველაზე ძალიან მაშინ გჭირდებოდი თუმცა ახლოს ვერ მოვდიოდი,ჩემი ძმის გამო,მას ვერ ვუბედავდი ამას.მერე ბებია დაიღუპა.ცხოვრებაში მესამედ დაკარგე ადამიანი,რომელიც საკუთარ თავზე მეტად გიყვარდა,ცხოვრებამ მესამედ გაგწირა ასეთი ტკივილისთვის.ბავშვთა სახლში წამოგიყვანეს,ეზოსთან მოვდიოდი ხოლმე,გაკვირდებოდი,იზრდებოდი,ლამაზდებოდი თუმცა სევდა არ გშორდებოდა.როცა სხვები თამაშობდნენ შენ ცალკე იჯექი და სიმღერებს უსმენდი,ან წერდი.მაშინაც არ მოვსულვარ შენთან-მას ჩემი სრცხვენოდა,თვალებში აღარ მიყურებდა უბრალოდ პირდაპირ იყურებოდა და ცდილობდა თითოეული დეტალი გაეხსენებინა-თვრამეტი წლის,როცა გახდი და ბავშვთა სახლი დატოვე ძალიან გაგიჭირდა ღამის გასათევი არ გქონდა.მუშაობა დაიწყე მაღაზიაში ვხედავდი თავის გადარჩენას როგორ ცდილობდი.შენს აღმზრდელს დავუკავშირდი,მოხუცი მარტოხელა ქალი იყო და ვთხოვე შეეფარებინე,დამთანხმდა მაშინ პირველად გავაკეთე შენთვჯს რაღაც,მეტი შემეძლო თუმცა არ ან ვერ ვაკეთებდი.სამეგობრო გაიჩინე,მათთან ერთად ბევრს დადიოდი,ერთობოდი,შეყვარებულიც გყავდა.ისეთი ბედნიერი იყავი,თითქოს ყველაფერიი უკეთესობისკენ მიდიოდა,თუმცა ერთ ღამეს შენმა აღმზრდელმა დამირეკა და მითხრა,რომ ავარიაში მოყევი და რეანიმაციაში,ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყავი. 1. მაშინ კიდევ,ერთხელ გავბედე ახლოს მოსვლა.იქ მხოლოდ შენი შეყვარებული დამხვდა, ნერვიულობდა მას როგორც ოჯახის ახლობელი ისე გავეცანი.შენზე მელაპარაკა ძალიან გაბრაზებული იყო და ამ ყველაფერს შენს სიჯიუტეს აბრალებდა.მთვრალ მეგობრებთან ერთად ბარიდან მანქანით წასულხარ,დიდი სისწრაფით მიდიოდით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა-მოსმენილისგან დადუმებული,ემოციებს თავს ვერ ვუყრიდი.მინდოდა მეყვირა,მეტირა,თითქოს მინდოდა მისთვისაც მესაყვედურა თუმცა ვერ ვბედავდი,მან მომიყვა ის რასაც არავინ მიყვებოდ-კომაში იყავი,ორი კვირა საავადმყოფოს დერეფანში გავატარე საბოლოოდ კი გამოფხიზლდი.როცა ექიმმა ეს მითხრა ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ეს შენ თავიდამ დაბადებას ჰგავდა.მერე ექიმთან საუბარი გავაგრძელე და კიდევ ერთი ამბავი გავიგე.მან მითხრა რომ ამნეზია გქონდა,რომ ცხოვრების მხოლოდ გარკვეული ნაწილი გემახსოვრებოდა.ვიცი ცუდ რამეს ვამბობ,თუმცა ოდნავ გამიხარდა კიდეც, ის პერიოდი არ გახსოვდა რომელმაც შენში ბავშვი მოკლა და გაგანადგურა.ვიცოდი გაგიჭირდებოდა,თუმცა თან ვფიქრობდი იქნებ ასე სჯობსთქო.არ გნახე,შენთან პალატაში არ შემოვედი და არ გესაუბრე.მე დაგტოვე ასე ლაჩრულად ავდექი და წამოვედი.მერე აქ მოხვდი,უაზრო მიზეზის გამო,თითქოს ვინმეს აწუხებდი არადა შენთვის მშვიდად ცხოვრობდი.გული მეტკინა,მაგრამ თავიდან მოსვლას ვერ ვბედავდი,ახლა ვიცი რომ მარტო უსუსურად გრძნობ თავს.მე ვერ დავრჩები.მძიმე დიაგნოზი დამისვეს და ამის გამო უცხოეთში მივდივარ.არც კი ვიცი იქედან ცოცხალი დავბრუნდები თუარა.და მინდოდა ეს ყველაფერი გცოდნოდა ,მეც შენს ტკივილს მთელი ცხოვრება ვიზიარებდი.ღირსი არ ვარ,საერთოდ არ ვარ ღირსი რომ მაპატიო.უბრალოდ გთხოვ თუ ოდესმე შეძლებ ჩემი უგულობა მაპატიო,მაპატიე.ვიცი რომ იქ სასიკვდილოდ მივდივარ,მე აქ ვეღარ დავბრუნდები,მეც შენსავით არავინ მყავს.მხოლოდ შენ მყავდი მთელი ცხოვრება შვილივით.შორიდან მიყვარდი და შორიდან მტკიოდა შენი ტკივილი-ცრემლები მომდიოდა,ამდენი ხნის შემდეგ ცრემლები პირველად მომდიოდა დდა არც ვცდილობდი ეს შემეკავებინა.ჩავეხუტე უბრალოდ ბანალურად ყველანაირი ჩხუბის გარეშე ჩავეხუტე ადამიანს,რომელიც ამდენი ხნის მანძილზე პატრონობას მკწევდა მართალია შორიდან თუმცა მაინც არ მტოვებდა.მისი ამჟამინდელი მდგომარეობაც მტკიოდა.მისი ლამაზი თაფლისფერი თვალები სევდას ვერ იტევდა.ჩახუტებისას შეცბა თუმცა ვიცი გული გაუთბა ამას ვგრძნობდი მისგან მშობლის სიყვარული მოდიოდა და ამდენი ხნის შემდეგ ამას პირველად ვგრძნობდი.ის ტიროდა,მეც ვტიროდი ამ ტირილში უამრავი ემოცია იყო ტკივილიც,მონატრეებაც,ამ ნაბიჯის გადადგმისგან გამოწვეული სიხარულიც.ბევრი სითბოს შემდეგ მისი წასვლის დრო მოვიდა,შემდეგ დღეს მიფრინავდა და ეჩქარებოდა.მესმოდა მისი იმასაც ვხვდებოდი,რომ ჩემი დატოვე არ სურდა მაგრამ არც სხვა გზა ჰქონდა.მისი საკონტაქტო ინფორმაცია მომცა.მას მე აღარ დავკარგავდი.ღმერთს ვთხოვდი ჩემი ერთადერთი საყვარელი ადამიანი გადაერჩინა.ის წავიდა,მე კი ისევ ამ ოთხ კედელში დავრჩი და ერთადერთი გზა დასასვენებლად და ფიქრების გასაფანტად ძილი იყო.ემოციებისგან დაღლილი საწოლზე დავწექი.მხოლოდ სურვილის ჩაფიქრება მოვასწარი.მინდოდა გადარჩენილიყო და ისევ ჩემთან მოსულიყო.ჩამეძინა და ღამე როგორც ყოველთვის მდიდარი იყო სიზმრებით 2. მამა დამესიზმრა.დაახლოებით ვარჩევდი მის გარეგნობას,ჩემნაირი თვალები ჰწონდა ჭაობისფერი.მასთანა ახლოს მივედი,ვეხებოდი კიდეც,რეალური შეგრძნება იყო.მის სიძლიერეს ვგრძნობდი თითქოს ჩემთან იყო და მასთან არაფერი მემუქრებოდა.მისკენ მივბრუნდი ჩახუტებას ვაპირებდი ხელები მოვხვიე და უეცრად გაქრა.სითბო მაჩუქა,მისი სიძლიერე და თანადგომა მაგრძნობინა და გაქრა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.