შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცაში იწერება ადამიანთა ბედი(1 თავი)სრულად


21-10-2020, 01:16
ავტორი სვანი
ნანახია 14 965

მეგობრის სახლი დატოვა და სწრაფად გადაჭრა ქუჩა.ძალიან დააგვიანდა შინ მისვლა და ეს მის მობილურსაც ეტყობოდა.დედის ზარები არ წყდებოდა
-მალე მოვალ,დედა
სწრაფად უპასუხა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა.კორპუსებს შორის გაძვრა და ჩაბნელებულ მოსახვევში შევიდა.როგორც ყოველთვის თავისი უბნის წინ არასდროს "ხარობდა" განათების ბოძზე ნათურა.გაყინულ მკავებზე ხელები შემოიხვია და ბუზღუნი დაიწყო
-ჩამეცვა მაინც რამე
უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და კიდევ უფრო უმატა სვლას.სადარბაზოს უახლოვდებოდა რამდენიმე ბიჭს რომ მჰოკრა თვალი.ეტყობოდათ ნასვამები იყვნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ სიარულში.ერთ-ერთმა მათგანმა გამაყრუებლად დაუსტვინა და გოგონასკენ წავიდა.ყურადღება არ მიუქცევია მისთვის.ჯიქურ გაემართა ძველი შენობისკენ
-სად გარბიხარ ლამაზო
გაიცინა და მკლავში სწვდა.ტაისამ წარბები შეკრა და ბიჭს გახედა
-ხელი გაწიე თორემ მიგამტვრევ!
დაუსისინა და მკლავი გაინთავისუფლა
-შენ რა უხეში ჩიტი ყოფილხარ.არ გინდა დაგამშვიდო?
გაიცინა ბიჭმა და უფრო მიუახლოვდა
-ყეყეჩო ნაბი*ვარო
ზიზღით შეხედა და გამოტრიალებას აპირებდა მაჯაში ძლიერად რომ ჩაფრინდა და მაგრად მოქაჩა
-რამდენს ტლიკინებ,გასწავლი როგორ უნდა მელაპარაკო!
ხელი მაღლა ასწია მამაკაცმა.ტაისა მიხვდა ხვალ გასიებული ლოყით მოუწევდა სამსახურში წასვლა და თვალები მაგრად დახუჭა,ტკივილის მოლოდინში
-აბა გაბედე!
ზურგს უკან გაიგონა ბოხი,მკაცრი ხმა და გააჟრჟოლა.იგრძნო როგორ შეუშვა მთვრალმა იდიოტმა ხელი.თვალები გაახილა და დაბნეულ ბიჭს მიაშტერდა
-შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ?
-სახეს რომ გაგიხევ მერე მიხვდები ვინ ვარ!
დაუღრინა და ტაისამ მხოლოდ ახლა მიატრიალა თავი მშველელისკენ,რომელიც სახედაჭიმული იდგა
-გაქრი აქედან!
ისევ დაუღრინა და მის უკან მდგარ რამდენიმე ბიჭს ზიზღით გადახედა
-წამოდი რა,შეეშვი
დაუძახეს ძმაკაცებმაც.მანაც ერთი მოავლო ტაისას თვალი და სწრაფად გაეცალა იქაურობას.გოგონა შეტრიალდა და მასზე საკმაოდ მაღალ ბიჭს შეხედა
-ძალიან დიდი მადლობა
უხერხულად გაუღიმა და ერთ ადგილას უაზრო რწევა დაიწყო.ბიჭმა ჩამოხედა და წარბებ აწეული დააჩერდა
-არაფრის!
"ღმერთო რა სასიამოვნო ხმა აქვს"
გაიფიქრა სწრაფად
-მართლა ძალიან დიდი მადლობა
-ვინანო ჩემი ბეტმენობა?!
წარბი მაღლა აზიდა ბიჭმა და გაუღიმა.ტაისას გაეცინა.თვალს ვერ სწყვეტდა მის ღიმილს.დედამიწაზე მობილურის ხმამ დააბრუნა.სწრაფად გათიშა და ისევ ბიჭს მიუბრუნდა
-მადლობა და ნახვამის
დაემშვიობა და სადარბაზოში შევარდა.ნატა კარებთან დახვდა.ქალი გაფართოებული თვალებით უყურებდა შვილს
-სად ხარ აქამდე?!
-ვაიმე,დედა გული გამიხეთქე
წამიოკივლა შეშინებულმა და გულზე ხელი მიიდო
-კიდევ კარგი მამაშენს ადრე ჩაეძინა
თავის ქნევით მიჰყვა ოთახში მიმავალს
-ასე აღარ დაიგვიანო იცოდე
თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.ტაისას გაეცინა და დედას ლოყები დაუკოცნა
-ტკბილი ძილი,დედიკო
მიაძახა და ოთახში შევარდა.გამოიცვალა და მძინარე დას მიუწვა გვერდით.საშინლად ეძინებოდა მაგრამ ფიქრები თავის "ბეტმენზე" არ ასვენებდა
-ჩემი არა ის კიდე
გაიცინა და თავი ბალიშში ჩარგო.დილით როგორც ყოველთვის ნატას ქოთქოთმა გააღვიძა.ქალი ოთახებში დარბოდა და ბუტბუტებდა.თავი წამოსწია და დედას მიაჩერდა,რომელიც იქვე მიმოფანტულ ნივთებს აგროვებდა
-ტაისა,ადექი
საბანი გადახადა გოგონას და იქაურობა დატოვა.ისიც ფეხზე წამოდგა და პირდაპირ სააბაზანოსკენ მიაშურა.სამზარეულოში,მამის წინ იჯდა და მშვიდად მიირთმევდა საჭმელს.შეძლებისდაგვარად აიგნორებდა კაცის მზერას,რომელიც დროგამოშვებით ამოხედავდა
-გუშინ გვიან დაბრუნდი
ირაკლიმ თავი ასწია გაზეთიდან და შვილს შეხედა
-თინისგან გამოსვლა დამაგვიანდა
ჩუმად თქვა და თავზე დაკოსილი პირსახოცი შეისწორა
-ბოლო იყოს,ტაისა!
მკაცრად უთხრა მამა.არაფერი უპასუხია ფეხზე წამოდგა და ლოყაზე აკოცა,შემდეგ კი ოთახში შევიდა მოსაწესრიგებლად.
ივნისის ბოლო იყო და ქალაქი დუღდა.კლინიკაში შესვილთანავე იგრძნო შვება
-დაილოცოს კონდიციონერი
გაიღიმა და სწრაფად აუყვა კიბეებს.გამოიცვალა და იმ კაბინეტში შევიდა სადაც მთავარი ექიმი ეგულებოდა
-გამარჯობათ,ქალბატონო ნანი
-გამარჯობა,ჩემო ლამაზო
გაუღიმა შუახნის ქალმა და სკამიდან წამოდგა.მაგიდიდან რამდენიმე ფურცელი წამოკრიბა და გოგონას გაუწოდა
-შემოვლაზე წავიდეთ
ისევ გაუღიმა და წინ გაუძღვა რეზიდენტს.პაციენტები მოინახულეს.ნანიმ რამდენიმე საქმის მოგვარებ დაავალა.მშვიდად მიაბიჯებდა დერეფანში და ფურცლებს ჩაკირკიტებდა.მხოლოდ მაშინ შეჩერდა,როდესაც ვიღაცის მკვრივ მკერდს შეეჯახა
-უკაცრავად
ჩაიბურტყუნა და გზის გაგრძელება სცადა მაგრამ მის წინ მდგომი განძრევას არ აპირებდა.მაღლა აიხედა და გაეღიმა "თავისი ბეტმენი" რომ დაინახა
-გამარჯობა
ხავერდოვანი ხმით მიესალმა მამაკაცი და სწრაფად გაეცალა.ტაისამ თვალი გააყოლა მიმავალს.ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან
-ტაისა შეგიძლია დამეხმარო?
ბიჭზე ფიქრი კოლეგამ შეაწყვეტინა და სახე სწრაფად დაისერიოზულა.მთელი დღე გადარბენაზე იყო.უამრავი პაციენტი ჰყავდა კლინიკას.თან ამას ისიც ემატებოდა,რომ მორიგე იყო.რამდენიმე მძიმე პაციენტი შემოუვიდა მაგრამ ღამე შეძლებისდაგვარად მშვიდად გადაიტანა.დილით ყველაფერი მოაწესრიგა და პაციენტები მომდევნო მოროგეს გადააბარა.სწრაფად დატოვა შენობა.საჩუქრების მაღაზიაში გავლა უნდა მოესწრო თორემ მეგობრის დაბადების დღეზე ხელცარიელი მისვლა მოუწებდა.საბედნიეროდ ნატას მისთვის კაბა გამზადებულ-გაწკრიელებული ჰქონდა.სწრაფად მიიღო შხაპი და ტანზე მომდგარი არც ძალიან მოკლე და არც ძალიან გრძელი,შავი კაბა მოირგო.მუქი,ქერა თმა ოდნავ დაიხვია და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა
-ლამაზი ხარ
უთხრა იქვე ჩამომჯდარმა ნიამ და გაუღიმა
-მადლობა,ჩემო სიყვარულო
მანაც გაუღიმა და სარკეში კიდევ ერთხელ შეათვარიელა საკუთარი თავი
-დედა,საღამოს მამამ ამომაკითხოს,გთხოვ
ლოყაზე აკოცა,საჩუქარი აიღო და ბინა დატოვა.პირველივე ტაქსი გააჩერა და მაშინვე შეხტა მანქანაში.დიდად არ უყვარდა მსგავსი სიტუაციები მაგრამ ბავშვობის მეგობარს ვერ აწყენინებდა.წვეულება უზარმაზარი სახლის,უზარმაზარ ეზოში იმართებოდა.ტაისამ დაქალი გადაკოცნა და დაბადების დღე მიულოცა,შემდეგ კი ჩრდილში დადგა ცივი სასმელით ხელდამშვენებული.მშვიდად ადევნებდა თვალს იქ შეკრებილ ხალხს.მდიდარ,ნაღებ საზოგადოებას მოეყარათ თავი.ლიკას სცემდა პატივს თორემ არც მივიდოდა.გოგონას საქმრო,დავით ნოზაძე მეტად წარმატებული ბიზნესმენი იყო და ფართო სანაცნობო ჰყავდა.ტაისას არაფერი ესაქმებოდა იქ მყოფ ადამიანებთან.ყველაზე "უქონელი" ალბათ თვითონ იყო.თავის ფიქრებზე მწარედ გაეცინა და მათრობელა სითხე მოსვა
-ვის დასცინი ასეთი ირონიული ღიმილით
ყურს უკან გაიგონა ნაცნობი,ხავერდოვანი ხმა.შამპანური გადასცდა და კატასტროფული ხველა აუტყდა.სულს ძლივს ითქვამდა.ბიჭმა ხელი სწრაფად შეაშველა გალურჯებულს.ტაისა ძლივს გასწორდა და თვალებ ამღვრეულმა გახედა მამაკაცს
-აქ რას აკეთებ?
-იმავეს რასაც შენ
გაიცინა ბიჭმა.გოგონა ახურებული იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა ან რა ეთქვა
-როგორი დამთხვევაა არა?!ჯერ კლინიკაში ახლა,აქ
-დამსდევ?!
თვალებ მოჭუტულმა იკითხა.ბიჭმა ხარხარი დაიწყო და ეჭვის თავილთ მომზირალ ტაისას დახედა
-დათას მეგობარი ვარ
ხელით ანიშნა ლიკას საქმროზე.ტაისა კიდევ უფრო გაწითლდა სირცხვილისაგან
-ბოდიში
ამოიჯუჯღუნა და მთლიანად გამოცალა ჭიქიდან სასმელი
-და შენ?
-მე ლიკასი
სწრაფად აართვა მიმტანს ლანგრიდან შამპანურის მომდევნო ბოკალი და რამდენიმე ყლუპი სულმოუთქმელად დალია
-ლოთი ხარ?
ტაისამ თავი სწრაფად მოატრიალა და სრულიად სერიოზულად მომზირალ ბიჭს შეხედა
-ვგავარ ლოოთს?!
წარბი მაღლა აზიდა და კიდევ უფრო მკველი მზერით შეხედა
-ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში მესამე ჭიქას სვამ
მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ისევ გაუღიმა.ტაისა გრძნობდა,ნელ-ნელა როგორ პამიდორს ემსგავსებოდა.ჭიქა დაბლა დასწია და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.საპირფარეშოს სარკის წინ იდგა და აჭარხლებულ ლოყებს ცივი წყლით იცხრობდა.მთელი საღამს განმავლობაში ცდილობდა ბეტმენს არ შეხვედროდა.ძალიან რომ მოსწყინდა ეზოში უაზროდ დგომა ლიკასთან მივიდა,კიდევ ერთხელ მიულოცა და დაემშვიდობა.სახლის მშვიდად დატოვა და მამას დაურეკა,რომელიც სამსახურიდან ჯერ კიდევ არ იყო განთავისუფლებული
-ჯანდაბა,ისევ ტაქსით მომიწევს წაპრუტუნება
ჩაილაპარაკა და ტაქსის ნომერი აკრიფა.მალევე გაისმა გოგონას ხმა.მისამართი უნდა ეთქვა ტელეფონი რომ ააცალეს.გაკვირვებული შეტრიალდა და ხელში მომღიმარი მაჩო შერჩა
-არ არის თქვენი მომსახურება საჭორო
თავად გასცა პასუხი ოპერატორს და მობილური გოგონას გაუწოდა
-რა სითავხედეა
გაოცებული იდგა ტაისა და მომღიღიმარ ბიჭს მიშტერებოდა
-მე მიგიყვან
-არ მჭირდება!
ჩაისისინა,შეტრიალდა და სწრაფად გასცილდა ბიჭს.დაღმართზე მიერეკებოდა და როგორც ყოველთვის უკმაყოფულოდ ბურტყუნებდა
-მაღლები და ჯანდაბა ამას
უხეშად გააქნია თავი და სვლას შეუნელა.ისევ დარეკა ტაქსების სააგენტოში და სწრაფად უკარნახა მისამართი.ცოტა ხანში მის გვერდით საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანამ დაიწყო სვლა.ტაისას ყურადღება არ მიუქცევია.საერთოდ არ სცხელოდა მდიდარი,განებივრებული იდიოტისთვის
-ხომ არ დაიღალე?
გოგონამ თავი მოატრიალა და მანქანის ფანჯარაში გადმოყუდებულ ბეტმენს მკვლელი მზერით შეხედა
-არა,და საერთოდ რას მომსდევ?!
-ვინ მოგსდევს?მშვიდად მივდივარ ჩემს გზაზე
გაიოცა ბიჭმა და უცოდველი კრავის სახე მიიღო
-შემოთავაზება ისევ ძალაშია
-არ მჭირდება!
დაუღრინა და მოახლოებული ტაქსის დანახვაზე კინაღამ კივილი დაიწყო სიხარულისგან.მძღოლმა გააჩერა და გოგონა შეათვარიელა
-თქვენ გამოიძახეთ ტაქსი?
-დიახ,დიახ
სწრაფად დაუქნია თავი და მანქანას მიუახლოვდა.კარი გააღო,ჩაჯდომას აპირებდა მუცელზე ძლიერი ხელი რომ იგრძნო.გააზრებაც ვერ მოასწრო ისე დაიხურა ტაქსის კარი
-გვაპატიეთ,ჩემი შეყვარებული ცოტა ბრაზიანია და გამებუტა
ღიმილით უთხრა ბიჭმა ტაქსის მძღოლს,რომელიც გაოგნებული შეშჩერებოდა მას და საერთოდ არ ადარდებდა აწითლებული ტაისა.ბეტმენმა სწრაფად ამოაცურა საფულედან კუპიურა და მძღოლს გაუწოდა.მანაც თავი დაუქნია და მშვიდად გასცილდა ერთმანეთზე აკრულ წყვილს.ტაისა სწრაფად დაეხსნა ბიჭს და განრისხებულმა შეხედა
-ვერ ხარ ხო კარგად?!
დაუყვირა და კლაჩი მხარზე შემოსცხო.ბიჭი მომღიმარი იუყურებდა.ცოტა ხანს ასე იდგა,შემდეგ ფრთხილად მოკიდა მაჯაში ხელი და მანქანაში შეაფრიალა რასაც ჰქვია
-მანიაკი ხარ?
ამოიკნავლა ტაისამ
-სიმპატიური მაინიაკი
შეასწორა ზემოთ ხსენებულმა მანიაკმა
-იცოდე სახლში მიმიყვანე თორემ არ ვიცი რას გიზამ
დაუყვირა და ღვედი ძლივს შეიკრა.ბიჭი ისე ატარებდა ბეტმობილს გოგონა თავს ვერ იმაგრებდა და აქეთ-იქით ირწეოდა
-ცოტა ნელა
წამოიყვირა მან.გაყინული თითებით ჩააფრინდა სავარძელს და თვალები მაგრად დახუჭა
-გეშინია?!
ტაისამ თავი სწრაფად მიატრიალა ბიჭისკენ და განრისხებულმა შეჰყვირა
-ჰოო
ამოიხრიალა და ისევ გზას გახედა.ბეტმენმა "რვიანების" ხაზვა დაიწყო ისედაც მიხვეულ-მოხვეულ გზაზე.ტაისამ გულზე მიიჭირა ხელი.ცოტა აკლდა კივილის დაწყებამდე
-ღმერთო ახლა არ მომკლა და ცოდვას აღარ ჩავიდენ,გეფიცები
ბიჭმა ხარხარი დაიწყო და სვლას შეუნელა მაგრამ გვიანი იყო.ბატონი პატრული მანქანის გადაყენებას ითხოვდა.აციმციმებული მანქანა ამოუდგათ გვერდი.ბიჭმა სწრაფად გადააყენა მანქანა და საბუთების ქექვა დაიწყო.მაღალი სილუეტი მიუახლოვდათ და საქარე მინაზე მიუკაკუნეს
-საღამო მშვიდობისა
ღიმილით მიესალმა ის პოლიციელს.პოლიციის ოფიცერმა ოდნავ დახარა თავი და მანქანაში შემოიხედა
-საღამო მშვიდობისა ბატონო...უი, ბატონო ლაშა
კაცმაც გაუღიმა და საბუთებს გადაავლო თვალი
-ბატონო ლაშა,გაგაჩერეთ სიჩქარის გადაჭარბების გამო
-დიახ,ვიცი უბრალოდ ვჩქრობდი,რადგან ჩემი შეყვარებული ძალიან ცუდად
სწრაფად დაიყენა ხმა და აღელვებული ალაპარაკდა.ტაისას თვალები გაუფართოვდა და დაბნეულმა შეხედა მანქანაში შემომძვრალ პოლიციელს
-კარგით,მაშინ ფრთხილად იარეთ
კაცმა კიდევ ერთხელ გაუღიმა,საბუთები დაუბრუნა და თავისი მანქანისკენ დაიძრა.ბიჭიმა ტაისას გადახედა,რომელიც გაფითრებული იჯდა
-როგორ გავერთე
თითები საჭეზე აათამაშა და სწრაფად დაძრა მანქანა
-ავადმყოფო
ამოიჩურჩულა და კიდევ ერთხელ გასცხო თავისი ჩანთა
-რა გიდევს ასეთი მაგაში?ამომივარდა მხარი
-ახლა თავში ჩაგარტყამ!
-კარგი ჰოო,დამშვიდდი
ტაისამ დაიღმუვლა და მინა სწრაფად ჩამოსწია.გრილი ჰაერი სახეზე მოედო და სიამოვნებისგან თვალები მიხუჭა
-ის პოლიციელი საიდან გიცნობდა?
-საკვირველი ისაა შენ რომ არ იცი ვინ ვარ
-რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე.ალბათ მაგიტომ გყავს უზარმაზარი მანქანა შენ და შენი ეგო კარგად რომ დაეტიოთ
ლაშამ გულიანად გაიცინა და ისევ გახედა გოგონას
-ნუთუ მართლა არ იცი ვინ ვარ?!
-არ ვიცი და მომკალი
-ლაშა ვარ გიგაური
ტაისამ ნიკაპთან მიიტიანა საჩვენებელი თითი და თვალები ოდნავ მოხუჭა,თითქოს რაღაცას იხსენებდა
-არავინ მახსენდება
-ფეხბურთელი ვარ.თან საკმაოდ წარმატებული
ცალყბად გაუღიმა და საჭე მძიმედ მოზიდა
-თავდაჯერებულობას არ უჩივი
-არა,როგორ გეკადება
ტაისას გაეღიმა და ნაცნობ კორპუსს მოავლო თვალი
-დიდად გმადლობთ,ბატონო ლაშა გიგაურო
-ნომერს არ მეტყვი?
ლაშა მისკენ გადაიხარა,ქვევიდან ახედა თვალებაუჟუჟუნებულმა
-არა
-გული გამიტეხე
ტაისამ კარი გააღო და სწრაფად გადახტა მანქანიდან
-სახელი მაინც მითხარი
-ტაისა
გაუღიმა და სადარბაზოში შევარდა.ლაშა ისევ გაღიმებული მართავდა საჭეს.წყნეთში აბრუნდა. ტაისაზე უნდა შეეგროვებინა საჭირო ინფორმაცია.გოგონამ ფრთხილად შაღო სახლის კარი და მაშინვე ფეხზე გაიძრო.კარგად გამოლანძღა მაღალქუსლიანების გამომგონებელი და ფრატუნით შევიდა მისაღებ ოთახში.ნატამ თავი მიაბრუნა მისკენ და ეჭვის თვალით შეხედა
-დედი,ასე უცებ რატომ დაბრუნდი?
-დავიღალე დედა,თან ხვალ ისევ კლინიკაში მივდივარ
დივანზე გადაწვა და თვალები დახუჭა
-დედას გოგო,როგორ იღლები
ნატა თმაზე ეფერებოდა შვილს და შუბლზე კოცნიდა
-ნია სახლშია?
-კი,საძინებელშია
ტაისა ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა.ნია საწოლზე იჯდა და უინტერესოდ ჩაშჩერებოდა მუხლებზე გადაშლილ წიგნს
-ნია,ლაშა გიგაური იცი ვინ არის?
-ვაიმე,როგორ არ ვიცი ფეხბურთელია
გოგონამ თვალები მიხუჭა და საწოლზე გადაწვა.ტაისამ სახე დამანჭა და დას დაადგა თავზე
-კიდევ რა იცი?
-ესპანეთში თამაშობს და ეროვნულ ნაკრებშიც.რაშინ გაინტერესებს?
-ლიკას წვეულებაზე იყო და დამაინტერესა
-ვაი,რა ბიჭიააა
ტაისამ თვალები აატრიალა.თავისი ნივთები აკრიფა და სააბაზანოში გაუჩინარდა.მოწესრიგდა და სამეცადინოდ მიუჯდა მაგიდას.გამოცდები უახლოვდებოდა და ყველაფერი უნდა გადაემეორებინა.თავი მაშინ ამოჰყო კონსპექტებიდან,როდესაც ნიამ ტელეფონი მიაწოდა.უცხო ნომერი ურეკავდა.აშკარად არ ეცნობოდა მაგრამ მაინც უპასუხა
-გისმენთ
მშვიდი ხმით უპასუხა და ზარის ავტორს დაელოდა
-ტაისია,ტაისია...ესეიგი სწორად გავიგე შენი ნომერი
-მანიაკი ხარ თქო ხო ვამბობ
გაეღიმა და ფეხზე წამოდგა.აივანზე გავიდა და სარწეველა სკამში ჩაჯდა
-არ დავმალავ,ვარ
-საიდან გაიგე ჩემი ნომერი?
ცოტა ხნის შემდეგ იკითხა.პასუხი კარგად იცოდა მაგრამ რამე ხომ უნდა ეთქვა
-საჭირო ხალხს ვიცნობ
-ლიკა ნუცუბიძეს?
გოგონამ გაიგონა ლაშას სიცილი და თავადაც გაეცინა
-ერთ პაემანს არ მაჩუქებ?
სწრაფად დასერიოზულდა და მომთხოვნი,დამახასიათებელი ხავერდოვანი ხმით ჰკითხა.ტაისა გაჩუმდა.ბიჭის გამოზომილი სუნთქვა ესმოდა ყურმილს იქით
-არა
ამოიჩურჩულა და ლაშას პასუხს დაელოდა
-რა კატეგორიული ხარ
იწყინა ბიჭმა
-ცნობილი ფეხბურთელი,ლაშა გიგაური ჩემთან არ უნდა ხარჯავდეს დროს
-ცნობილ ფეხბურთელს,ლაშა გიგაურს თქვენთან სურს ზემოთ ხსენებული დროის დახარჯვა
-მაინც უარზე ვარ
-ჯერ-ჯერობით
უთხრა ბიჭმა და ყურმილი დაკიდა.ტაისა გაოცებული უყურებდა მობილურს და არ იცოდა რა გეკეთებინა
-ამ წამს ლაშა გიგაურს უარი უთხარი პაემანზე?!
ფიქრებიდან ნიამ გოიყვანა,რომელიც თავზე ედგა და გაჰკიოდა
-რა გაყვირებს გოგო?გაიგო მთელმა სამეზობლომ
ფეხზე სწრაფად წამოდგა,ნიას ხელი დაავლო და ოთახში შეაგდო
-არავისთან წამოგცდეს,განსაკუთრებით ირაკლისთან!
თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ისევ ფურცლებს მიუჯდა.საერთოდ არ სცხელოდა ფეხბურთელი ლაშასთვის,რომელსაც სავარაუდოდ მხოლოდ გართობა სურდა.
-კიდევ რეკავს
ცოტა ხანში ნია ფეხზე წამოხტა და ხტუნვა დაიწყო.ტაისამ თავი გაოგნებულმა მიატრიალა და ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან დას,რომელსაც ყურმილის აღება მოესწრო
-ისევ უარზე ხარ?
-ლაშა,ერთ საათში არაფერი შეიცვლებოდა
ღრმად ჩაისუნთქა და ნიას თვალები დაუბრიალა,რომელიც ხელზე გამეტებით ჩქმეტდა
-ქვევით არ ჩამოხვალ?
-სად ქვევით?
ტაისა დაიბნა,ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა
-სადარბაზოს წინ ვდგავარ
-რააა?
წამოიკივლა და მაშინვე აივანზე გავარდა.ლაშა თავისი რაშის წინ იდგა
-აი,შენც გამოჩნდი.რატომღაც მეგონა უფრო დაბალ სართულზე იცხოვრებდი
-აქ რა გინდა?
-რატომ მიბრაზდები?ცუდს არაფერს ვაკეთებ
ტაისამ ხმამაღლა დაიზმუვლა და იქვე დადებული სარეცხის სარჭი ესროლა.ლაშამ ხარხარი დაიწყო, რამაც უფრო გააბრაზა
-უი,სავარაუდოდ და გყოლია
ტაისამ ბრაზით მიატრიალა თავი ნიასკენ,რომელიც აივანზე იყო გადაყუდებული და ლაშას უღიმოდა. ბიჭმაც გაუღიმა და ხელი დაუქნია
-ლაშა,წადი გთხოვ
-პაემანზე დამთანხმდი და წავალ
-არა მეთქი და მორჩა
ყურმილში ჩაჰყვირა და მობილური გათიშა.ნია ოთახში წიხლით შეაგდო და კარი მიაჯახუნა
-ტაისა გააფრინე?რას აკეთებ?უარს ვის ეუბნები შენ ხვდები?
-გაჩუმდი სანამ რამე ჩაგარტყი თავში.თავხედი ბიჭი,მომადგა სახლში.ვინ გონია თავი?!
ოთახში დადიოდა და ხელების უმისამართოდ იქნევდა
-გეფიცები,არ ხარ შენ კარგად!ლაშა გიგაურს გოგო,ლაშა გიგაურს ეუბნები უარს
-გაჩუმდი რაა,ერთი გატუტუცებული,გაზულუქებული ვინმეა ეგ შენი ლაშა
-ეჰ,ნეტავ მართლა ჩემი იყოს
-ღმერთო,შენ უშველე ყველას
ხელები ზევით აღმართა თვალებ მინაბული დის დანახვაზე.რაღაც ჩაიფრუტუნა და საწოლში სწრაფად შეწვა
-შუქი ჩააქრე და დამაძინე!
-მე შევხვდები შენს ნაცვლად
-ნუ ბჟუტურებ რაღაცეებს და დაწექი!
თვალები კი დახუჭა დიდი სამბით, მაგრამ დაძინება შეძლო?მთელი ღამე ლაშა გიგაურზე ფიქრობდა.ჭიასავით შეუძვრა ტვინში და მოსვენება არ მისცა.გამთენიისას ძლივს ჩაეძინა, მაგრამ მალე უნდა ამდგარიყო.დილით თინიმ დაურეკა სანამ სამსახურში წავიდოდა და სასწრაფო საქმეზე დაიბარა
-შეჭამ რამეს?
ჰკითხა სამზარეულოში შესულ ტაისას
-არა,თინი და სწრაფად მითხარი რა გინდა,მაგვიანდება
-ლიკას წვეულებაზე ფეხბურთელი ლაშა იყო მოსული,მგონი დათას მეგობარია თუ რაღაც
-შენც თინი?შენც უგონოდ ხარ მასზე შეყვარებული?
ტაისამ სახე დამანჭა და თანაგრძნობით გადაუხსვა თავზე ხელი დაქალს
-არა,ეგეთები არ მომწონს ხო იცი
-აბა ამ დილაუთენია რა ლაშა აგიტყდა?
უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და თინის ჭიქიდან ყავა მოსვა
-ბედი შენი გუშინ არ მეცალა და არ ვიყავი იქ
გოგონამ ირონიით გაუღიმა და წინ მობილური დაუდო.ტაისას თვალები გაუფართოვდა.ეკრანზე ლაშას სხეულზე,ზურგით აკრული ტაისა და მელოტი ტაქსისტი იყო,რომელიც დებილი სახით შეშჩერებოდა სავარაუდოდ ლაშას
-ეს რა ჯანდაბაა?!
წამოიყვირა და ტელეფონს სტაცა ხელი
-ერთ-ერთი სახლიდან გადაგიღეს.ჩვენს გამომცემლობაში გამოაგზავნეს.კიდევ კარგი ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე ვნახე
-ვინ გამოაგზავნა მითხარი უნდა ავჩეხო
-ნუ ბოდიალობ,ჩემი გადასაწყვეტია დავბეჭდავ თუ არა
ტაისა გაოგნებული იდგა და ისევ სურათს მიშჩერებოდა
-თინათინ ორჯონიკიძე შენ ტვინი სულ გამოგილაყდა?!სხვა ჟურნალებსაც რომ გაუგზავნოს?შეუშლის ვითომ რამე ხელს?
-დაწყნარდი რაა,ყველაზე პრესტიჟულები ჩვენ ვართ მთელს ქალაქში და შენი აზრით სხვას გაუგზავნის?თან ვიღაც დებილი გოგოა აზრზე არაა არაფერის
-ეს რომ ჩემმა მშობლებმა ნახონ გული გაუსკდებათ
პირზე ხელი აიფარა და გაფითრებული სახით ჩამოჯდა სკამზე
-არავინ არაფერს ნახავს,დავარწმუნებ რომ ლაშა არ არის და თუ ენით ზურგის მოფხანა გადაწყიტა ჩვენს დაცვას მივუგზავნი
თვალი ჩაუკრა დაქალს და თავზე აკოცა
-წადი აწი,დაგაგვიანდა.საღამოს ამოდი და ვილაპარაკოთ მაგ შენს ლაშაზე.ყველაფერს მომიყვები იცოდე!
მკაცრად უთხრა და სახლიდან გააგდო.ტაისა დაბნეული მიაბიჯებდა ქუჩაში და ყველა წყნეთელს ლანძღავდა.კლინიკიდან ადრე გამოვიდა.მაღაზიაში უნდა გაევლო, ნატამ პროდუქტების ყიდვა სთხოვა.ისიც პარკებით დახუნძლული მიუახლოვდა კორპუსს.სადარბაზოს წინ ბავშვებს მოეყარათ თავი.მანქანას შემოხვეოდნენ აჟიტირებულები.გოგონას მისი უბნელი სანდრო მიუახლოვდა.პარკები გამოართვა და გაუღიმა
-მადლობა,ძვირფასო
მანაც გაუღიმა და უკან გაჰყვა მიმავალს.თვალი ბავშვებისკენ გაექცა და მანქანაზე მიყუდებული ლაშა რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა.ბიჭმაც შეამჩნია და ხელი დაუქნია
-სანდრო,გთხოვ ეგენი აიტანე და ნიას ან ნატას მიეცი
ბიჭმა თავი დაუქნია და სწრაფად აიარა სადარბაზოს კიბეები.ტაისამ წარბები შეკრა და მკვლელი მზერით გაემართა ლაშასკენ
-აბა,ბავშვებო დავიშალეთ,დამთავრდა ტაიმი
დაიყვირა ტაისამ და ტაში რამდენჯერმე შემოჰკრა.ბავშვებმა კიდევ ერთხელ შეხედეს ლაშას ამღვრეული მზერით და მანქანას გასცილდნენ.გოგონამ თვალი გააყოლა მათ და შემდეგ გიგაურს შეხედა გააფთრებულმა
-უკვე სერიოზულად მანიაკი მგონიხარ!
ჩუმად ამოისისინა.ბიჭმა ცხვირზე დაკოსილი სათვალე მოიხსნა და ქვევიდან ახედა გაცოფებულ ტაისას
-ვარ თქო,ხო გითხარი?!
-აქ რას მიბირჟავებ?!სხვა საქმე არ გაქვს?წადი ბურთს სდიე
-რატომ ფორიაქობ?
ღიმილით ჰკითხა ლაშამ და სათვალე ხელში აათამაშა
-გაგპუტავ ახლა იცოდე თუ არ...
ტაისამ სიტყვა ვერ დაასრულა მათ პაწუა ბავშვი მიუახლოვდათ,რომელიც ლაშას შესციცინებდა
-ხელს მომიწერ?
მორცხვად გაიწვდინა ძველი,დაცრეცილი ბურთი მამაკაცისკენ
-ბოდიში,ვერა
თავი დანანებით გააქნია ლაშამ და ტაისას გახედა.გოგონა გაოგნებული უყურებდა ჯერ პატარა ბიჭუნას,რომელიც ცოტაც და ატირდებოდა,შემდეგ კი გაქოჩრილ გიგაურს
-რაა?ბავშვი ხელმოწერას გთხოვს და შენ უარს ეუბნები?გული საერთოდ არ გაქვს?
-პაემანზე დამთანხმდი და მოვუწერ
ნიშნის მოგებით გაუღიმა ყბა ჩამოვარდნილ გოგონას
-უნამუსო ხარ!
დაიღრინა მან და მხრებ ჩამოყრილ ბიჭს დაედევნა
-თემო მოდი ჩემთან,მომიტანე ეგ ბურთი
საწყალმა ბავშვმა გაბრწყინებულმა სწრაფად გაუწოდა ბურთი
-თანახმა ვარ
ჩაიდუდღუნა ტაისამ და ბურთი ლაშას გაუწოდა
-როგორი სენტიმენტალური ხარ
ცხვირზე დაკრა თითი და ძველი ბურთი მანქანაში შეაგდო.საბარგულს მიუახლოვდა და იქიდან სულ ახალი ბურთები ამოაწყო.იქვე მოთამაშე ბავშვებს დაუძახა და ახალთახალი ბურთები დაარიგა,თავისი ხელმოწერით.ტაისა გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ,მომღიმარ ლაშას
-ერთი ბურთი მეც მინდა
ხმა ძლივს ამოიღო ტაისამ
-შენთვის პატარავ?
გოგონამ თვალები აატრიალა და სახე დამანჭა
-სანდროსთვის
ხელი იქვე მდგარი ბიჭისკენ გაიშვირა
-არამგონია უნდოდეს,მისი თანატოლები გაცხარებული მთხოვდნენ ავტოგრაფს მან კი მადლობა გადამიხადა იმისთვის,რომ გოლები გამაქვს ნაკრებისთვის
-კარგი,სხვა დრის გამოგართმევ
ტაისამ სევდიანად გაუღიმა და სანდროს გახედა
-აბა როდისთვის გამოგიარო?
-ცუდი კაცი ხარ
-თან საშინლად მიმზიდველი ჰო?
ტაისამ თავი გააქნია და სადარბაზოსკე წავიდა
-და ჩემი პაემანი?
გოგონა თვალებ გაფართოვებულმა და აწითლებულმა შეხედა ბიჭს
-რა გაყვირებს?გაიგო მთელმა თბილისმა.მე თვითონ გეტყვი როცა მეცლება
სწრაფად მიაყარა და ახურებული შევარდა შენობაში.ზურგს უწვავდა ეზოში ჩამომსხდარი მეზობლების მზერა.ლაშა მომღიმარი უყურებდა მიმავალს,შემდეგ იქვე მჯდომ ქალებს თავი დაუკრა და სწრაფად დატოვა იქაურობა.ნია სააბაზანოდან გამოდიოდა,თვითონ შესასვლელში იდგა და ფეხზე იცვლიდა.გოგონას შეხედა,რომელიც აშკარად ცუდ ხასიათზე იყო
-რამე მოხდა?
-არაფერი
თავი გააქნია მან და ოთახში შეიმალა.ტაისამ ნატა მოინახულა და ისიც ნიას მიჰყვა.გოგონა თავჩახრილი იჯდა საწოლზე.მასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა
-ნია რა მოხდა,არ მეტყვი?
-ორი დღის უკან უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი,სანდრო დამხვდა შესასვლელთან
სწრაფად დაიწყო მან
-მითხრა ერთად გავიდეთო,ჩემი კურსელი მახლდა მან უთხრა ჩემთან ერთად არისო და ერთად წავალთო.სანდრომ ყურადღება არ მიაქცია და მიბრძანა წავიდეთო.გავბრაზდი.ვუთხარი არსად არ მოვდივარ ჩემითაც მივაგნებ გზას თქო ცოტახანს მიყურე მერე უთქმელად,მშვიდად წავიდა.დღეს შენი გამოტნეული პროდუქტები რომ მომაწოდა,საერთოდ არაფერი მითხრა
ბოლო სიტყვები ამოოტირა და დას ჩაეხუტა
-რა გატირებს?დღეს არ იყო ხასიათზე რაღაც მეც შევამჩნიე.მაგრამ ხო იცი როგორი ციცინათელ ხასიათი აქვს?
-ზედაც არ შემოუხედავს
-ნია გაჩუმდი რაა,სანდროა ბოლოს და ბოლოს ისევ გაგიღიმებს რომ იცის ხოლმე ისე
ნიას გაეცინა,გაახსენდა ბიჭის მომღიმარი სახე და აციმციმებული ლურჯი თვალები.ცრემლები სწრაფად შეიმშრალა და ტაისას მოშორდა
-მამა მომკლავს
-და მეც ზედ მიმაყოლებს
გაიცინა ტაისამ და ფეხზე წამოდგა.კარადიდან ტანსაცმელი გადმოიღო და გამოცვლა დაიწყო
-შენ რატომ?
-იმ შენს გიგაურს შეხვედრაზე დავთანხმდი
-ვაიმე,როგორც იქნააა.გაგინათდა გონებაა?
წამოიკივლა ნიამ და ტაისას შეახტა
-ირაკლიმ არ უნდა გაიგოს!თუ საჭირო გახდება მე თვითონ ვეტყვი
-ლაშა გიგაური ჩემი სიძე იქნება
-რას ბოდიალობ გოგო?ერთხელ შევხვდებით მხოლოდ
ნიამ ენა გამოუყო და ოთახიდან გავარდა.
ყველანი სამზარეულოში ისხდნენ და მშვიდად მიირთმევდნენ ვახშამს.ტაისას ესემესი მიუვიდა თინისგან,რომელიც ატყობინებად რომ სახლში იყო და ელოდა
-მამა,თინისთან გადავდივარ მე.ალბათ მასთან დავრჩები
-ჭკვიანად იყავი,ტაისა
გოგონამ მამას გაუღიმა,ლოყები დაუკოცნა და ოთხში შევიდა,საჭირო ნივთების ასაღებად.ოჯახის წევრებს დაემშვიდობა და სახლი დატოვა.თინი გაოცებული ისმენდა ტაისას მონათხრობს.თვალებ გაფართოვებული იჯდა და მის საყვარელ თეთრ ღვინოს მიირთმევდა
-მგონი,მართლა ღირს იმ ფოტოს დაბეჭვდა,ინტრიგულ სტატიასთან ერთად
-მაგას ნუ მახსენებ.ფოტოს ავტორს ხო არაფერი უთქვამს?
-დარეკა,მეგონა დღევანდელ ნომერში დაბეჭდავდითო,შვილოო ვიღაც სხვა ბიჭის ფოტოს რომ გვტენი და გიგაურად ასაღებ ცოტა ძაან გოიმობა ხო არ არის მეთქი,იმან კიდევ დაიწყო ზღაპრები გინდა თუ არა ეგ არისო.ცოტა შემომელანძღა,მაგრამ ბოლოს მაინც დაიჯერა რომ ლაშა არ იყო
-რა უბედურებაა ფოტოების გადაღება?ქუჩაში ვეღარ გამივლია
-აუფ,თორემ კამერები არ დაგსდევდნენ რაა
გაიცინა თინიმ და ბოლომდე გამოცალა ჭიქა
-შენ ის მითხარი,შენი უფროსი რას შვება?
ტაისამ წარბები აუთამაშა მოქუფრულ დაქალს
-ისევ ისეთი იდიოტია,მაგრამ ახლა ეგ საერთოდ არ მადარდებს მთავარია გამოცდები ჩავაბარო
-აუუ,გამოცდები ცალკე თემაა რაა
ამოიზმუვლა გოგონამ და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.მშვიდად საუბრობდნენ და ღვინოს მიირთმევდნენ.ტაისა სამზარეულოში იყო გასული მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა.თინიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა და უპასუხა
-საღამო მშვიდობისა
გოგონამ გაიგონა მშვიდი ხმა
-გამარჯობა,გენაცვალე
ლაშა დაიბნა,სხვას ელოდა რა თქმა უნდა
-უკაცრავად...ტაისია მინდოდა
-ახლავე
თინიმ სიცილი დაიწყო და ოთახში შემოსულ გოგონას გახედა
-შენი ბეტმენი გირეკავს
ყურმილში ჩაჰყვირა და აქოთქოთებულ ტაისას ტელეფონი ესროლა
-ნუ იცინი!
დაუყვირა ახითხითებულ ლაშას
-შენი ბეტმენი ვერ ითმენს და აინტერესებს როდის შეხვდები
-ისე ნუ იზამ საერთოდ გადავიფიქრო
ლაშა გაჩუმდა და ხმადაბლა ჩაახველა
-კარგი ჰო,მართლა მითხარი როდისთვის მექნება ნანატრი პაემანი
ტაისას გაეცინა და თინის გადააწვა ზევიდან
-არ ვიცი,ამ კვირაში მხოლოდ ხვალინდელი დღე მაქვს თავისუფალი და სავარაუდოდ ვერ შეგხვდები,ამიტომ მოცდა მოგიწევს
-ტაისია უკვე მაწვალებ
-ტაისა მქვია
ჩუმად შეუსწორა.თითქოს არ სურდა ბიჭს ეს "შეცდომა" გამოესწორებინა
-ხვალ შევხვდებით,ტაისია
ახლა უფრო გამოკვეთა გოგონას სახელი
-ვითომ მე გეხვერწებოდე შეხვედრაზე რაა
-თავს იფასებ
ოდნავ გაღიზიანდა ლაშა
-კარგი,ხვალამდე მაშინ
-გაკოცე,ლოყაზე ოღონდ თორემ სხვაგან რომ გაკოცო შენი ჩანთით მცემ
ლაშამ გაიცინა და სწრაფად გათიშა ტელეფონი.ტაისა აფორაჯებული იჯდა თინიზე და ლაშას საშინლად სასიამოვნო ხმაზე ფიქრობდა
-რას კრუტუნებ შენ მანდ?!
წამოიყვირა თინიმ და მის ზურგზე გაწოლილი ტაისა დივანზე გადააგორა
-ვკრუტუნებ არა ის კიდე
-ირაკლი გაკრუტუნებს კარგად
ირონიით გაიცინა გოგონამ.ტაისამ სახე საცოდავად დამანჭა მამამისი რომ წარმოიდგინა.რა თქმა უნდა,ირაკლი არავისთან ურთიეთობას არ უკრძალავდა,მაგრამ ეს ყველაფერი ზომის ფარგლებში უნდა ყოფილიყო.ტიპიური ქართველი მამა იყო,მამა რომელსაც თავისი ქალიშვილი არავისთვის ემეტებოდა
-არამგონია ურთიერთობა გაგვისერიოზულდეს
-ზღაპრებს ყვები უკვე.შენი აზრით ეგ ბიჭი ერთი შეხვედრის გამო გეჩალიჩება?
-რაა,არაა?
-დებილი ხარ შვილოო?
თინიმ ბალიში გაუქანა დაქალს თავში
-ლაშა გიგაურია,პლეხანოველი ბირჟავიკი კი არა
ტაისამ ნატკენი შუბლი დაიზილა და ფეხზე წამოდგა
-ნუ მებრძენები რაა
-შენ იმაზე იფიქრე რას ჩაიცმევ
ტაისამ თავზე შემოიწყო ხელები და ოთახში სიარული დაიწყო
-ძაან პაკაზუხობაც არ მინდა,სირცხვილია.მაინც ვერაფრით გავაკვირვებ
-ჰო,არ გვინდა ეგეთი ქაჯობა.რამე ისე ჩაიცვი რაა
-ისე როგორ,თინათინ?
-რას მიბღვერ?რამე ლამაზი კაბა ჩაიცვი და ვსო
ტაისამ ამოიზმუვლა და დივანზე დაემხო სახით
-ისიც არ ვიცი სად წამაპორწიალებს
-შენც კიდე ყველაფრისთვის მზად იყავი.ისე ჩაიცვი ყველანაირ ადგილს რომ მოუხდეს
-რამეს ვიზამ
ხელი აიქნია და მაგიდაზე დადებულ შოკოლადს გადასწვდა.
დილით,ამას თუ დილა ერქვა სიმძიმემ გააღვიძა,რომელიც სხეულზე ეწვა.თავი უსიამოვნოდ წამოსწია და მასზე გაშხლართული თინი საწოლზე გადააგორა.ძილი ვერ შეიბრუნა.გემრიელად გამოლანძღა დაქალი და ფეხზე წამოდგა.ყავა გაიმზადა და აივანზე გავიდა.უნებლიედ მოსალოდნელ შეხვედრაზე დაიწყო ფიქრი.ცუდი პიროვნება არ ჩანდა ლაშა,მაგრამ სერიოზულად დაინტერესდებოდა ტაისას ნაირი გოგოთი?!ადამიანით,რომელიც საერთოდ არაფერს წარმოადგენდა.არც მდიდარი იყო,არც ტოპ მოდელის ტანი ჰქონდა და არც სილამაზით გამოირჩეოდა ვინმესგან.უბრალო,ჩვეულებრივი გოგონა იყო
-სად ხარ ქალო ჩამივარდა ხმა
მოულოდნელობისაგან წამოიკივლა. გაფართოებული თვალებით შეხედა თმააბურძგნულ თინის,რომელიც თავზე ედგა
-გამიხეთქე გული
-შენი რომიო გირეკავ
ხმა გაინაზა და მობილური ხელებში მიაჩეჩა თვითონ კი აივანზე გადაეყუდა.ტაისამ სწრაფად უპასუხა ბიჭს
-მოკრძალებული სალამი ჩემგან თქვენ
მაშინვე გაისმა ბოხი ბარიტონი
-გამარჯობა,ლაშა
-იმედია არ გადაგიფიქრებია
-უკვე შევღონდი,ოღონდ სერიოზულად
წამოიბუზღუნა ტაისამ და წარბაწეულ თინის დაუბღვირა
-მე ბოდიში,ხუთზე გამოგივლი.არ მალოდინო
-რას ბრძანებლობ ერთი გამა...
ტაისამ სიტყვა ვერ დაასრულა ლაშამ კავშირი გაწყვიტა.გოგონა სიბრაზისგან წამოწითლდა და ტელეფონს მაგრად მოუჭირა თითები.საათს დახედა და თვალები გაუფართოვდა.სამი საათი სრულდებოდა.ფეხზე წამოდგა და უაზრო სიარული დაიწყო.ისიც ვერ მოიფიქრა გამოეცვალა და სახლში წასულიყო
-ტაისა,გამოფხიზლდი!სახლში წადი და გაემზადე.მომწერე მერე რას იზამ
თინიმ დაუყვირა დაქალს და სახლში გაისტუმრა დაბნეული.თვითონ კი კმაყოფილი ჩაჯდა სავარძელში.
ტაისას სახლში არავინ დახვდა.კიდევ კარგი გასაღები თან ჰქონდა.ირაკლი სამსახურში იყო,ნია სავარაუდოდ უნივერსიტეტში
-ნატა სად წავიდა,ნეტა?
თავის თავს ჰკითხა და დედას დაურეკა.მან უთხრა,რომ მეზობელს გაჰყვა აუცილებელ საქმეზე.ტაისამ დაუბარა რომ სახლში არ დახვდებოდა,სამსახურში უნდა წასულიყო აუცილებლად.ტყუილის თქმა მოუწია,რადგან ჯერ-ჯერობით ვერაფერს ეტყოდა მშობლებს.სწრაფად გადაივო წყალი და კარადის წინ დადგა.დიდხანს არჩევდა ჩასაცმელს.ბოლოს მუხლს ზემოთ,სპილოს ძვლისფერი სარაფანა ამოირჩია.არც ძალიან პომპეზური იყო და არც ძალინ უბრალო.თმა ორ ნაწნავად გაიკეთა.მსუბუქი მაკიაჟით დაასრულა თავის მოწესრიგება და ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაიწყო,რომელბიც სავარაუდოდ დღის განმავლობაში დასჭირდებოდა.საათს დახედა.ექვსის ათი წუთი იყო.ტელეფონი მოძებნა,რომელზეც ბეტმენი გაუჩერებლად რეკავდა.მაშინვე უპასუხა
-სად ხარ ამდენ ხანს?!
-ხმა მქონია გათიშული
დამნაშავესავით უთხრა და ფანჯარაში შეუმჩნევლად გააპარა თვალი
-გელოდები
ტაისამ კიდევ ერთხელ შეათვარიელა საკუთარი თავი და სახლი დატოვა.ლაშა ჭადრის ხის ძირში,სკამზე იჯდა მეზობლებს შორის.ტაისას გაეცინა და მისკენ წავიდა
-გამარჯობათ
იქ მყოფებს მიესალმა და ლაშას გაუღიმა
-მაპატიეთ ქალბატონებო,უნდა დაგტოვოთ
ფეხზე წამოიჭრა.ქალებს თავის დაკვრით დაემშვიდობა და ტაისას მიუახლოვდა
-ძალიან ლამაზი ხარ
გოგონას ლოყები აუწითლდა და მორცხვად გაუღიმა
-მადლობა
ჩაიჩურჩულა და მანქანისკენ წასულ ლაშას გაჰყვა.თვალები აატრიალა მანქანის დანახვაზე,აშკარად არ იყო წინა მოდელი.ჩუმად დაიკავა ლაშას გვერდით ადგილი და ღვედი შეიკრა
-რამდენი მანქანა გყავს?
თვალი მოავლო სალონს და ღრმად შეისუნთქა იქ გავრცელებული,სასიამოვნო არომატი
-უკვე დაინეტრესდი რა ქონება გვქნება?
წარბები აუთამაშა ბიჭმა და ისე გადახედა აფორაჯებულ ტაისას
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს,ძვირფასო
ნიშნის მოგებით გაუღიმა მანაც და ლოყაზე მოუთათუნა ხელი
-აქ სამი მყავს,ესპანეთში ორი
ხალისდაკარგულმა უპასუხა და დაბღვერილმა გახედა გზას
-ამდენი რად გინდა?
გულწრფელად გაიოცა ტაისამ
-აბა მეტროთი ვიარო ხოლმე?
-პირველ რიგში,ერთი ჯართიც საკმარისია უბრალო გადაადგილებისთვის და მეორე,ყველას არ აქვს ამდენი ფული და ყველა ვერ იყიდის შვიდიათას მანქანას,რის გამოც მეტროთი სიარული უწევთ
ტაისამ ხმა ვერ გააკონტროლა და უნებლიედ დაიწყო ყვირილი
-მართალი ხარ,მაგრამ მე მსიამოვნებს ჩემი შრომით გამომუშავებული ფულის დახარჯვა,თუნდაც მანქანებში
-ქველმოედება იცი რა არის?
-ტაისია,სულ უგულოც არ ვარ.შეძლებისდაგვარად ვეხმარები ყველას ვისაც ვჭირდებით მეც და ჩემი ფულიც
გოგონას არაფერი უთქვამს.თავი მიატრიალა და ფანჯარაში გაიხედა.ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა და მანქანა შუქნიშანზე შეაჩერა
-რატომ გაიფუჭე ხასიათი?
გოგონასკენ გადაიწია და ჩუმად ჰკითხა
-უბრალოდ,ცუდია როდესაც ამდენ ფულს უაზროდ ხარჯავ
ნაღვლიანი ხმით უპასუხა
-არ გვინდა ამაზე საუბარი!ძლივს მეღირსა პაემანი და ნუ ჩამიშლი
ტაისას გაეცინა და ბიჭს გახედა
-სად მივდივართ?
-არ გეტყვი
ენა გამოუყო.გოგონას კიდევ გაეცინა და თბამებმოჭუტული მიაჩერდა ბიჭის სახეს
-მანიაკო
ლაში იღიმოდა და მანქანას მშვიდად მართავდა.ქალაქი უკან ჩამოიტოვეს და ტაისასთვის უცნობი ადგილისკენ გაემართნენ
-ლაშა,ბევრი დრო არ მაქვს იცოდე
-არ გაწამებ ნუ გეშინია
-დროულად უნდა დავბრუნდე სახლში
ლაშას არაფერი უთქვამს.მკვეთრად მოზიდა საჭე და მოსახვევში შევიდა.კიდევ ცოტა ხანს იარეს,შემდეგ კი პატარა სახლის წინ გაჩერდნენ.ლაშა პირველი გადავიდა მანქანიდან და ტაისას დაეხმარა გადასვლაეში.ბიჭმა რამდენიმე ნივთი აიღო და ტაისასთან ერთად სახლისკენ გაემართა.სახლი სულ მთლიანად ხის იყო.ყველაფერი გემოვნებით იყო შერჩეული.გოგონა მშვიდად დადიოდა ოთახში და ყველაფერს ზედმიწევნით ათვარიელებდა.საოცარი სიმშვიდე იგრძნობოდა.უცნაური გრძნობა ეუფლებოდა
-ეს მოიცვი
ფიქრები ლაშას ხმამ გაუწყვიტა.მისკენ მიტრიალა და ბიჭის ხელს დახედა.მოსაცმელი ეჭირა ხელში
-რად მინდა?
-ჩაიცვი
ისევ გაუმეორა და არ დალოდებია,თავად მოაცვა მხრებზე მატერია.შემდეგ სახლი დატოვეს და მის უკან,პატარა მოქირწყლულ ბილიკს გაუყვნენ.ტაისა გაოცებული ათვარიელებდა გარემოს.სახლიდან რამდენიმე მეტრში პატარა ტბა იყო.იქვე პატარა,ლამაზი ფანჩატური იდგა მაგიდითა და რამდენიმე სკამით.მაგიდაზე ხილი,გრაფინით წითელი ღვინო და ორი მაღალი ბოკალი იდო
-ეს ყველაფერი როდის მოასწარი?!
გაუცინა ტაისამ და სკამზე ჩამოჯდა
-მე ამის დამჭრელი ვიყავი შენი აზრით ?
წარბი ასწია ლაშამ და ხელში ლამაზად დაჭრილი კივი აიღო
-რა იყო,არ შეიძლება?
-კი შეიძლება,მაგრამ უბრალო ხილის გამო სამზარეულოს გადაწვის უფლებას ვერ მივცემდი საკუთარ თავს
ტაისამ კისკისი დაიწყო ბიჭის გამომეტყველებაზე
-ანუ სხვა დაგეხმარა.მინუს ერთი ქულა ლაშიკო
ნიშნის მოგებით გახედა.ლაშამ თვალები დააწვრილა
-ამაში მაკლებ ქულას?უაზროდ აჩეხილ ხილზე?
წამოიყვირა და სიცილისგან გაწითლებულ გოგონას დაუბღვირა
-ძვირფასო,მინუსია სამზარეულოში ტრიალ-ტრუალი რომ არ გეხერხება
ლაშამ არაფერი უთხრა.გაბრაზებულმა მოხადა გრაფინს თავი და ჩაციებული სითხე ჭიქებში ჩამოასხა
-ხასიათს არ გავიფუჭებ!
თავი მაღლა ასწია და ღვინო მოსვა
-გემრიელია
აღნიშნა ტაისამ ღვინის დაგემოვნების შემდეგ
-კახეთში გვაქვს ვენახი
-ანუ,მხოლოდ ბურთზე გაგიჟებული ბიჭი არ ხარ
-ოჯახური ბიზნესი ბევრი გვაქვს
ტაისამ ტბას გახედა და ლაშას მოსაცმელი უფრო კარგად შემოიხვია.მართლაც გრილოდა ტბის ნაპირზე.ჩუმად ისხდნენ და სიმშვიდით ტკბებოდნენ
-ჩემში რა მოგეწონა?
მოულოდნელად იკითხა გოგონამ და ლაშას მიაპყრო მზერა.ბიჭს ჩაეღიმა და მრავლისმეტყველი მზერით გახედა
-ყველაფერი...
ტაისას სასიამოვნოდ გააჟრჟოლა ბიჭის ტემბრსა და გამომეტყველებაზე.სურდა რაღაც ეთქვა,მაგრამ ტელეფონმა შეაწყვეტინა,ნატა ურეკავდა.ფეხზე წამოდგა და ოდნავ მოშორდა იქაურობას
-გისმენ,დედა
-ტაისა დღეს მორიგე ხარ?
-არა,დედა მალე მოვალ.რამე მოხდა?
-არაფერი,ნიაც არ მოსულა და ვნერვიულობ
-მალე მოვალ
უთხრა და ისევ ბიჭთან დაბრუნდა.წინ დაუდგა და ნაღვლიანად გაუღიმა
-ვშიშობ,ჩვენი პაემანი დასრულდა
-ასე მალე?
-ჰო,სახლში უნდა დამაბრუნო
ლაშა უსიტყვოდ წამოდგა და მანქანის გასაღები აიღო.ხმის ამოუღებლად დაბრუნდნენ ქალაქში
-ნახვამდის,მანიაკო
-შეხვედრამდე,ტაისია
ტაისას გულის სიღრმეში მაინც ეწყინა დასრულებული პაემანი.სახლში დაბრუნებულს დიდი სიურპრიზი დახვდა მშობლებისგან.ნატამ ახარა,რომ ირაკლის შვებულება ჰყონდა და სოფელში წავიდოდნენ
-და მარტო გვტოვებთ?
გაიოცა ტაისამ და დედ-მამას გადახედა
-მეძუძური ხარ მამა?
-ეგ რა შუაშია?არ მინდა თქვენს გარეშე ყოფნა
-გაჩერდი რა,ამდენი წელია მე და ირაკლი მარტო არ ვყოფილვართ
ნატა მართალი იყო.ოცდახუთ წლიანი თანაცხოვრების მანძილზე,ცოლ-ქმარს ერთად არც კი დაუსვენიათ.ტაისა მიხვდა უძლური იყო და გაჩუმდა.ნატა ჭკუას არიგებდა ქალიშვილებს,აფრთხილებდა გაზთან ფრთხილად ყოფილიყვნენ და სახლი არ გადაეწვათ
-დედა,არც მე ვარ ორი წლის და არც ნია
ლოყები დაუკოცნა დედას და შემდეგ მამას გადაეხვია.ირაკლიმ გულში ჩაიკრა საყვარელი შვილი და კარებთან მდგარ ნიასაც გადასწვდა
-მამა-შვილს მე არ გაგახსენდეთ
ნაწყენმა წამოიძახა ნატამ და მათ შეხედა.სამივეს გაეცინა.ირაკლიმ გოგონებს ხელი უშვა და ცოლს ჩაეხუტა
-შენ როგორ არ უნდა მახსოვდე,ნატა?
-დაბერდი,ირაკლი და ისევ ისე მიღიმი, როგორც ოცი წლის ასაკში
სიყვარულით გაიღიმა და ქმარს მოეხვია.ტაისა და ნია მაშინვე გასცილდნენ სამზარეულოს და სიცილით შევიდნენ ოთახში
-თინი შემხვდა მაღაზიაში და შენზე მკითხა
-რაო,რა გკითხა?
-როგორ ჩაიარა მისმა პაემანმაო
წარბაწევით გადახედა ნიამ დას,რომელიც აწურული იდგა კარადასთან
-თქვენ ხო ენაზე არაფერი გიჩერდებათ რა
ჩაიბურტყუნა ტაისამ
-ვისთან ერთად იყავი?
-ლაშასთან
-ნუთუ?
ნიამ დაიყვირა და მასთან მივარდა
-მომიყევი ყველაფერი,სასწრაფოდ!
ტაისამ პირზე ააფარა ხელი და თვალები დაუბრიალა
-ნუ ჭყავი!
-მომიყევი
ჩურჩულით თქვა და გაუცინა
-არაფერი არ მომხდარა ისეთი.ქალაქგარეთ ვიყავით,პატარა ხის სახლში,ტბის პირას
-ტაისა,თავლები გიბრწყინავს
-ნუ ბოდავ რაა
ხელი აუქნია დას და სწრაფად გასცილდა
-სად გარბიხააარ?
ტაისამ სიცილით მიხურა ოთახის კარი და სააბაზანოში გაუჩინარდა.საღამოს ნატა და ირაკლი სოფლის გზას ედგნენ.გოგონები კი აივანზე ისხდნენ და ღამის თბილისს გადაჰყურებდნენ.თინიმ,რა თქმა უნდა,ყველფერი დაწვრილებით იცოდა ტაისასა და ლაშას შეხვედრაზე
-კიდევ როდის შეგხვდებიო რა გითხრა?
-ვაიმე,უკვე შევწუხდი.ხომ გითხარით მხოლოდ ერთხელ შევხვდით მეთქი
ტაისამ წამოიზმუვლა და თვალბი აატრიალა
-რაღაც არამგონია
-გაჩერდით რაა,თუ ასე ძალიან გინდათ თქვენ შეხვდით
-ტაისა,რატომ ყვირი?
თინიმ გადახედა დაქალს და წარბი აუწია
-ნერვებს მიშლით.შენ შენს უფროსს მიხედე შენ კიდევ შენს გაუხედნავ ჯორს
ტაეჭყანა ტაისა ნიას.რომელმაც ზურგს უკან დადებული ბალიში მისი მიმართულებით ისროლა.ბალიში ტაისას დიდი მანძილით ასცდა და "შემთხვევით" მესამე სართილიდან გადაფრინდა
-ჩადი და ამოიტანე ახლა
დაუბღვირა ნიამ დას
-მე რა შუაში ვარ?!შენ მესროლე და შენ ამოიტანე
-დაგეჭირა,რას უყურებდი პირდაღებული?
გაიოცა ნიამ
-რას მესროლე?
-ჩემს სანდრიკოს ცუდად მოიხსენიებ
და რას მალაპარაკებ?დაკუწავენ იმ შენს საყვარელ ბალიშს უბნის კატუნიები
ვითომაც არაფერიო ისე უთხრა ნიამ დაბღვერილ ტაისას
-ეგდოს,არაფერი უჭირს
მხრები აიჩეჩა და სკამზე უკეთესად მოთავსდა
-ნატა მიგაკლავს
-ჰო კარგი,ამოვიტან
დანებდა და ფეხზე წამოდგა.არ უნდოდა თავისი ბალიში ან ვინმეს აერღო ან კატებს დაეგლიჯათ.თინიმ თვალი ჩაუკრა ახითხითებულ ნიას.ტაისა ბუზღუნით გავიდა კარებში და ასევე ბუზღუნით ჩაირბინა კიბეები.თავისი აივნის ქვეშ დადგა და ეცადა რამე მაინც დაენახა.ჩაბნელებულ ეზოში საერთოდ ვერაფერს არჩევდა
-უიმეე,ტელეფონი მაინც წამომეღო
ჩაიბურტყუნა და ბალახებში ქექვა განაგრძო .მთელი ტანით წინ გადახრილიყო და მოკლე შორტი კიდევ უფრო დამოკლებოდა
-სად ჯანდაბაშია
-რას ეძებ?
ტაისას თვალები გაუფართოვდა ნაცნობი ხმის გაგონებაზე.წელში გასწორდა და სწრაფად მიტრიალდა.თავზე ლაშა გიგაური ედგა,რომელიც წარბებ აწეული უყურებდა
-აქ რა გინდა?
წამოიყვირა გაკვირვებულმა ტაისამ
-შენგან შეტყობინება მივიღე,დაახლოებით ოცი წუთის წინ.ბალიშს ვერ ვპოულობ და დამეხმარეო
-რაა?არაფერი მომიწერია
გოგონამ თავისი სიმართლის დასამტკიცებლახ ხელი ჯიბისკენ წაიღო,მაგრამ გაახსენდა რომ ტელეფონი დატოვა
-ამოვალ მე მანდ
ასძახა აივანზე გადაყუდებულ დასა და დაქალს.ლაშა იღიმოდა და მოკლე შოტრში გამოწყობილ ტაისას აკვირდებოდა
-საინტერესლ პოზაში იყავი,ცოტა ხნის წინ
ტაისას ლოყები აუწითლდა და ხელის გულები ნერვიულად დაისვა მაისურზე
-ვერ მიხვდი მაინც რომ ეგეთ სისულელეს არ მოგწერდი?
-მივხვდი,მაგრამ მოსვლის მიზეზი ხომ გამომიჩნდა?
ტაისას გაეღიმა და ბიჭს ახედა.ლაშამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ.გოგონა დაიძაბა და თავი დახარა.ლაშა ფრთხილად დაიხარა და მის ფეხებთან დაგდებული ბალიში ხელში აიღო.ტაისას გაეცინა და ხელი გაუწოდა
-საინტერესოა
ლაშამ ბალიში ხელში შეათამაშა და ქვევიდან ახედა დაბნეულ ტაისას
-რა არის საინტერესო?
-რომ არ მოგცე ისევ შემეძლება შეგხვდე
ტაისას გაეცინა და ბალიში ხელიდან აართვა
-იქნებ მე არ...
რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ფეხზე შემხტარი კალია რომ იგრძნო კივილი დაიწყო.ლაშა თვალებ გაფართოვებული უყურებდა გაქვავებულ ტაისას,რომელიც დასაკლავი გოჭივით ჭყაოდა
-რა მოხდაა?
ხმამაღლა იკითხა,რათა ტაისას კივილი გადაეფარა
-კალია,კალიაააა
ისევ დაიკივლა გოგონამ და ხელები ჰაერში გაიქნია.ლაშა უცებ დაიხარა და მუხლზე დასკუპებული მწერი ფრთხილად მოაშორა.ტაისა მაშინვე გავარდა ასფალტზე და აქეთ-იქით ხტუნვა დაიწყო.ბიჭმა არაამქვეყნიური სიცილი დაიწყო და მას მიუახლოვდა.ხელი მაჯაში მოკიდა და გააჩერა
-დამშვიდდი,წავიდა უკვე ის დაყრუებული,საცოდავი კალია
-მე გული გახეთქვაზე მაქვს და ეს იცინის
ხელი მკერდზე მიარტყა გოგონამ და ფეხი გააქნია
-გოგო,აღარაფერი არ გყავს რას იწიხლები
ისევ იცინოდა ლაშა.ტაისამ მკვლელი მზერით გახედა მოხითხითეს
-ბალიში მოვისროლე სადღას გთხოოვ,მომიტანე
სთხოვა ბიჭს და კიდევ ერთხელ დაიხედა ტანზე.ლაშამ უხმოდ მიუტანა ბალიში და გაუწოდა
-დაფერთხე ჯერ
-რა პანიკიორი ხარ
-ნუ იცინი!
თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ბალიში გამოგლიჯა.მალე მათთან აქოშინებული ნია და თინი გაჩდნენ
-რა გაკივლებდა?
გაოცებული უყურებდა ნია აშკარად უვნებელ დას
-კალია შემაფრინდა
ჩაიბუტბუტა ტაისამ და მომღიმარ ლაშას ახედა
-სალამი,ძვირფასო
თინიმ ბიჭს ხელი გაუწოდა
-გამარჯობა
-თინი,ჩემი მეგობარი ეს კიდევ ჩემი დაა ნია.თქვენ კი იცით ვინც არის
ტაისამ სწრაფად გააცნო გოგონები ლაშას
-სასიამოვნოა
გაიღიმა ბიჭმა და ჯერ ერთს ეამბორა ხელზე,შემდეგ მეორეს
-ჩვენთან არ ამოხვალ?
ნიამ მაშინვე ჰკითხა ბიჭს.ლაშამ აწითლებულ ტაისას გადახედა,რომელმაც ისე მწარედ უჩქმიტა ნიას საწყალ გოგოს კანი ააცალა
-ტაისიას არ დავუპატიჟებივარ
-ამოდი თუ გინდა
ჩუმად ჩაიჯუჯღუნა
-სხვა დროს იყოს.კიდევ ერთხელ სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა
-აუცილებლად გვესტუმრე
გაუცინა ნიამ,ბალიში გამოართვა ტაისას და თინისთან ერთად შევიდა სადარბაზოში.გოგონა აწურული იდგა ერთ ადგილას და თავის ფეხებს ჩაშჩერებოდა
-რადგან ბალიში ვიპოვეთ,მე წავალ
-ნახვამდის,ლაშა
ბიჭი ბრთხილად დაიხარა მისკენ და ლოყაზე ნაზად აკოცა
-კიდევ კარგი,ის შენი ჩანთა თან არ გაქვს
ტაისა უარესად აწითლდა და თითები ახლართა ერთმანეთში.ბიჭი გაღიმებული დასჩერებოდა
-ადი სახლში სანამ იმ კალიის მეგობრები მოვიდნენ და რეიდი მოგიწყვეს
-რა საზიზღარი ხარ
დაიყვირა ტაისამ და სწრაფად გამოტრიალდა.გოგონამ სახლის კარი შეგლიჯა და შესასვლელში ატუზულ ნიას და თინის მკვლელი მზერით გადახედა
-რომელმა მიწერეთ?
ამოისისინა და პასუხში დარწმუნებულმა იქვე დადებული გასაღები თინის ესროლა.გასაღები ყრუ ზათქით კედელს შეასკდა და იატაკზე დავარდა
-მადლობის მაგივრად მკლავ?
-ვაიმე,თინათია ორჯონიკიძე გაგაციმბირებ!
დაუყვირა ტაისამ და ოთახში გავარდნილს შეჰყვა
-რა სახე,რა ხმა,რა ტანი,რა მიხვრა-მოხვრა
ოთახში ნია შევიდა ხელების ქნევით
-შენ კიდე შე ავადმყოფო,სახლში რომ დაპატიჟე დიდი სამბით,სირცხვილის გრძნობა მაინც გქონდეს ლიფი მისაღებში რომ გიგდია!
-თან ტაისიას რომ გეძახის
ნიამ ყურადღება არ მიაქცია დის ლანძღვას,გაბადრულ თინის მიუწვა გვერდით
-როგორ გიყურებდა,მე დავდნი შენს ნაცვლად
გაინაზა თინი და დაქალს აუჟუჟუნა თვალები
-მორჩით ახლა მაგაზე საუბარს!ადრე უნდა ავდგე ხვალ
-მორიგე ხარ?
-ჰო,და გთხოვ ხვალაც დარჩი რა ეს არ დატოვო მარტო
ხელი დისკენ გაიშვირა.კარადიდან გამოსაცვლელები გადმოიღო
-ლაშა მომიკითხე რომ დაგესიზმრება
კარებში გასულს მიაძახა თინიმ.ტაისამ თვალები აატრიალა და სწრაფად გამოიხურა ოთახის კარი.დილით ესიკვდილებოდა ადგომა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.მოწესრიგდა,თინის მაცივარზე წერილი დაუტოვა საჭმელი გაემზადებინა და სწრაფად დატოვა სახლი.მარშუტი გადაჭედილი იყო და ტაისა თავს იწყევლიდა აქ ამოსვლისთვის.ძლივს სუნთქავდა და ამასთან ერთად თავზე დამდგარი ქალის წუწუნის მოსმენაც უწევდა
-გააჩერეთ
მოთმინება დაკარგულმა დაუყვირა მძროლს,რომელიც მონოტორულად აკანტურებდა თავს უაზრო მუსიკაზე.მგზავრობის საფასური სწრაფად გადაიხადა და დიდი ძალისხმევის შემდეგ მარშუტიდან ჩამოფოფხდა.სწრაფად გადაკვეთა გზა და საავადმყოფოს შენობაში შევიდა.საღამოს,ერთსაათიანი შესვენების დროს კლინიკასთან ახლოს,კაფეში იჯდა და ყავას მიირთმევდა.თინის წერდა და გულიანად კისკისებ და.მიმტანმა თავისი შოკოლადის ნამცხვარი მიუტანა და მანაც სიხარულისგან ტაში შემოჰკრა
-ახლა გემრიელად შეგჭამ
ნამცხვარს უთხრა და კოვზი ხელში შეათამაშა.სწრაფად დაარჭო ნამცხვარს და თვალებ მინაბულმა პირისკენ წაიღო.თავისი საყვარელი გემო უნდა შეეგრძნო,მაჯა რომ დაუჭირეს და კოვზიდან ნამცხვრის ნაჭერი ააცალეს.უკმაყოფილო სახით შეხედა მის წინ მდგარ ობიექტს და თვალები ბუდეებიდან გადმოუცვივდა,მომღიმარი ლაშა რომ დაინახა.იმდენად ახლოს ჰქონდა სახე მის სახესთან სუნთქვას ძლივს ახერხებდა.მსუბუქად ჩაახველა და ხელი დაბლა დასწია
-ჩემი მანიაკიც მოსულა
ნერვიულად გაიცინა და ლაშას ახედა
-შენი?
გამომცდელად შეხედა ბიჭმა და მრავლისმეტყველად გაუღიმა.ტაისამ მხოლოდ მაშინ გაიაზრა რა თქვა და თავი სწრაფად დასწია,აწითლებული ლოყების დასამალად.ბიჭმა სკამი გამოსწია და მოწყვეტით დაეცა.ტაისას კოვზი გამოართვა გაშეშებული ხელიდან
-ამას მე შევჭამ ხო?
თეფში თავისკენ მისწია და ნამცხვრით ტკბობას შეუდგა
-ლაშა,რატომ დამსდევ?
-მერე იტყვი მე მაქვს დიდი ეგოო
თავი დანანებით გააქნია ბიჭმა ისე, რომ ტაისასთვის არ შეუხედავს
-აქვე მეგობარი ცხოვრობს და მასთან ვიყავი.ვიტრინიდან დაგინახე და შემოგიარე
-მაინც მანიაკი ხარ
ამოიჯუჯღუნა დარცხვენილმა და მიმტანს დაუძახა.ისიც მალევე გამოჩნდა მათთან.გოგონამ ანგარიში მოითხოვა და ფეხზე წამოდგა
-მიდიხარ უკვე?
-ჰო,შესვენება მიმთავრდება
საათზე დაიკაკაკუნა საჩვენებელი თითი
-მიგაცილებ
ლაშაც წამოდგა და თავად გადაიხადა ნამცხვრისა და ყავის ფული
-მადლობა,მაგრამ არ იყო საჭირო
-საჭირო რომ არ ყოფილიყო არ ვიზამდი
წარბაწევით უთხრა და პირველი გაატარა კარში.ნელა მიაბეჯებდნენ.ლაშა ტაისას უყურებდა,გოგონა კი გზას
-ლამაზი ხარ
მშვიდი ხმით უთხრა ბიჭმა.ტაისას გაეღიმა,მაგრამ არაფერი უთქვამს.კლინიკის წინ გაჩერდა და ორი თავით მაღალს ახედა
-ნახვამდის,პირადო მანიაკო
-შეხვედრამდე,ტაისია
ლაშამ ისევ აკოცა ლოყაზე და სწრაფად გაეცალა გახევებული ტაისას.გიგაურს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.ტაისაზე და მათ მოსალოდნელ ურთიერთობაზე ფიქრობდა.რა იქნებოდა ზაფხულის დასრულების შემდეგ მაშინ,როდესაც ესპანეთში დაბრუნება მოუწევდა?!რა იქნებოდა მაშინ,როდესაც ყველაფრის დატოვების დრო მოვიდოდა.
მთელ ღამის ნამუშევარ ტაისას,სახლში მისულს მალევე ჩაეძინა.საღამომდე პატიოსნად,მშვიდად ეძინა.სანამ ნატას ზარი გააღვიძებდა.გოგონა გაბრუებული ესაუბრებოდა დედას.ნატა აღფრთოვანებული უყვებოდა თუ როგორ კარგად ისვენებდნენ ის და ირაკლი
-დედა,თუ მაცდი ძილს მადლობას გეტყვი
ბოლოს ვეღარ გაუძლო ტაისამ და დაუყვირა
-რა უხეში ხარ!დარჩები გაუთხოვარი
წაიბუზღუნა ნატამ და ტელეფონი სწრაფად გათიშა.ტაისამ დაიზმუვლა და ბალიში თავზე დაიფარა,ეზოში მორბენალი ბავშვების ხმა რომ ჩაეხშო
-ტაისაა
ოთახში ნია შევიდა და თავზე დაადგა
-ღმერთო რა დავაშავე
-რამე მოხდა?
გაოცებულმა იკითხა ნიამ,რომელიც ვერ მიმხვდარიყო ტაისას განრისხების მიზეზს
-ძილს არ მაცდით და ის მოხდა
-უიმეე,მე მეგონა რამე დაგემართა
ხელი ჩაიქნია და კარადასთან დადგა
-კურსელის დაბადების დღეა და გავდივარ მე
-ახლა მარტო რატომ მეუბნები?
-დამშვიდდი,სანდროც მოდის
-შეგირიგდა?
-არა,დადის ისევ გაფხორილი
მხრები აიჩეჩა და ლამაზი კაბა გადმოიღო კარადიდან
-ჩემი ტანსაცმლის დაუკითხავად ჩაცმას არ მოეშვები?
-შენც იცმევ ხოლმე ჩემებს
-რააა?ცხოვრებაში არ ჩამიცვამს არაფერი შენი
გაიოცებულმა წამოიყვირა ტაისამ
-მერე ჩაიცვი არავინ გიშლის
გაუღიმა ნიამ და ოთახი დატოვა.ტაისა ფეხზე წამოდგა და სარკეში რომ ჩაიხედა კინაღამ გული წაუვიდა
-ღმერთო,მდუღარე წყალში ჩავარდნილ ქათამს რატომ ვგავარ?
აბურდულ თმაზე ხელი გადაისვა და "დავარცხნა" სცადა
-თინიმ მითხრა დამაგვიანდებაოო
სააბაზანოდან დაუყვირა ნიამ.ტაისამ უკმაყოფილოდ დამანჭა სახე და სამზარეულოში გაფლატუნდა
-მარტო უნდა ვიყო,ანუ?
-შენს ბეტმენს დაურეკე,დაუფიქრებლად გამოფრინდება
-ჩაკვდი შენ მანდ
გაიცინა ტაისამ და ცივი წვენი ჭიქაში ჩამოისხა.საშინლად არ უნდოდა სახლში მარტო ყოფნა.ამიტომ თვითონაც მოწესრიგდა და სახლი ნიასთან ერთად დატოვა.და სანდროს გადააბარა და კარგი დროის გატარება უსურვა ორივეს.თვითინ კი თინის სამსახურისკენ დაიძრა.შორს არ იყო ამიტომ ფეხით გავლა გადაწყვიტა.მშვიდად მიაბიჯებდა ქუჩაში და ზაფხულის თბილი ჰაერით ტკბებოდა.უნებლიედ დაიწყო ლაშაზე ფიქრი.გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა და მხოლოდ ახლა გაუჩნდა აზრი იმის შესახებ თუ რას აკეთებდა ბიჭი იმ საღამოს მის კორპუსთან.თუ ვნახავ აუცილებლად ვკითხავო გაიფიქრა და სწრაფად აირბინა გამომცემლობის კიბეები.მიმღებში გოგონას მიესალმა და თინის კაბინეტისკენ დაიძრა.ქალბატონი მაგიდასთან იჯდა და გაფაციცებით ჩაშჩერებოდა წინ დადებულ ფურცლებს.ტაისას შესვლა ვერც კი გაიგო,თავი არ აუწევია.გოგონა ნელა მიუახლოვდა მაგიდას და მის წინ,სავარძელში ჩაჯდა
-იქნებ ვინ მოვედი,საერთოდ არ გაინტერესებს?!
იკითხა ტაისამ და წარბაწეულ თინის გაუღიმა
-როდის მოხვედი?
-ახლახანს
მხრები აიჩეჩა და მაგიდიდან ჯერ არ დაბეჭდილი სტატიები აიღო
-კარგია,რომ მოხვედი რაღაც უნდა გთხოვო
-იმედია იმ შენი უფროსის,შეყვარებულის მოკვლას არა
თინიმ თვალები აატრიალა და ცხვირზე დაკოსილი სათვალე მოიხსნა
-ლაშასთან ინტერვიუ მინდა,სასწრაფოდ თან
ტაისამ წარბი ასწრია და ისე შეხედა გაკრეჭილ თინის
-მერე დაურეკე და აიღე ეგ შენი ინტერვიუ
ვითომაც არაფერიო ისე უთხრა გოგონამ
-შვილოო,აი ისეთი სტატია მინდა მთელს საქართველოში მარტო ჩემი ჟურნალი რომ დაბეჭდავს
თვალები მინაბა თინიმ და სადღაც სივრცეში გაიხედა.სავარაუდოდ შესაძლო სტატია წარმოიდგინა
-მე რაში უნდა დაგეხმარო?
გაიკვირვა ტაისამ.თინი წინ გადაიხარა და დაქალს შუბლზე შეახო თითები
-სიცხე არ გაქვს,ალბათ რადიაციული დღე არის
მშვიდად თქვა და ისევ თავის სავარძელს დაუბრუნდა.ტაისა წარბებ აწეული უყურებდა მას
-მინდა შენ სთხოვო,რომ ინტერვიუზე დამთანხმდეს.ბევრმა ჟურნლმა დაურეკა მაგრამ ყველას უარი უთხრა
-მგონი მართლა რადიაციული დღეა
გულიანად გაიცინა ტაისამ და ფურცლები დაინიავა,რომელიც ხელში ეჭირა.თინის არცერთი ნაკვთი შეხრია ისევ მომლოდინე მზერით შესცქეროდა
-შენ რა მართლა მეუბნები მაგას?
-აუუ,გთხოვ რა ტაიი
თვალები დაამგვალა თინიმ და ფეხზე წამოხტა.ტაისას ჩაუჯდა კალთაში და ლოყები დაუკოცნა
-ძალიან,ძალიან გთხოვ
-ვერა თინი,ნორმურად არც კი ვიცნობ სირცხვილია
-გოგო,გადამრევ მე შენ.ბიჭმა წელებზე ფეხი შემოიდგა პაემანზე გაყოლის გამო და შენ რას იძახი?
დაიყვირა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა დაქალს
-გთხოვ რა,ცოლად გაყევი თქო ხო არ გეუბნები
ტაისამ თინის ახედა,რომელიც სადაც იყო ყელს გამოიღადრიდა
-მაგასაც მთხოვ მალე
ხელი ჩაიქნია და აკივლებული დაქალი მუხლებიდან გადააგდო.თინი სწრაფად წამოხტა ფეხზე და მაისური გაისწორა
-მიდი,დაურეკე და ჰკითხე როდისთვის ეცლება,რაც მალე მით უკეთესი
სწრაფად შეაჩეჩა ტელეფონი ხელში და თვითონ იქვე მაგიდაზე შემოსკუპტა.ტაისამ ღრმად ჩაისუნთქა და ნომერი აკიფა.რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხეს.ლაშა აშკარად არ იყო,რადგან მისთვის დამახასიათებელი ბოხი და ხავერდოვანი ხმის ნაცვლად,ახალგაზრდა ქალის ხმა გაიგო
-უკაცრავად,ლაშა მინდოდა
დაბნეულმა უთხრა და პასუხს დაელოდა.პასუხის მოლოდინში ისე მწარედ იკბინა ტუჩზე,ტკივილისგან კინაღამ წამოიკივლა
-ახლა სძინავს,თუ აუცილებელი საქმეა გავაღვიძებ...
-არა,არა არ გააღვიძოთ
სწრაფად იყვირა და პირზე იტაცა ხელი
-უბრალოდ უთხარით,რომ ვურეკავდი
-სახელი მითხარი და გადავცემ
-ტაისა,ტაისა მქვია
-კარგი,ვეტყვი
უთქრა ქალმა და კავშირიც გაწყდა.გოგონას ტელეფონი ისევ ყურთან ჰქონდა გაშეშებული და გაფართოებული თვალებით იყურებოდა
-ჰა,გოგო რა მოხდა
გონს თინის ხმამ მოიყვანა
-ვიღაც ახლაგაზრდა ქალი იყო,სძინავსო ლაშას
ჩუმად თქვა და ხელში გაშეშებული ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთ.თინი დაბნეული უყურებდა არა ნაკლებ დაბნეულ ტაისას
-ვინ იყო?
-მე რა ვიცი,თინი?
-რა გაყვირებს,ვიკითხე უბრალოდ
თინიმაც წამოიყვირა და მაგიდიდან ჩამოხტა
-ნივთებს ავიღებ და წავიდეთ
უთხრა და მაგიდის მილაგება დაიწყო.
ჩუმად მიდიოდნენ ტროტუარზე და ნაყინს ჭამდნენ
-ნეტა ვინ იყო,ჰა?
უეცრად იკითხა თინიმ იმდენად უეცრად,რომ ტაისა შეცბა
-რა ვიცი გოგო მე
-გული არ გაიტეხო
მხარზე დაუსვა ხელი
დაქალს
-რას ბოდიალობ?
გაიცინა ტაისამ და თინის ჭიქიდან აიღო ერთი კოვზი ნაყინი
-აუუუ,შენი არ გეყო?!
ჩაიბურტყუნა და სწრაფად შეჭამა დარჩენილი ნაყინი
-რა ღორი ხარ
კიდევ გაიცინა ტაისამ და ჯიბიდან აზუზუნებული მობილური ამოიღო.ღიმილით დახედა ეკრანს
-ვაიმე,ლაშა რეკავს
წამოიყვირა და ტელეფონი ცხვირწინ აუფრიალა თინის
-ჯერ არ უპასუხო
მანაც დაუყვირა და უახლოეს სკამზე ჩამოსვა
-ცოტა ალოდინე
დაარიგა და რამდენიმე ზარის შემდეგ ანიშნა აიღეო.ტაისამ ხმა ჩაიწმინდა და უპასუხა
-გისმენთ
მშვიდი,დაბალი ხმით უთხრა
-ტაისია მითხრეს,რომ მირეკავდი
ბიჭს ეტყობოდა რომ ახალი გაღვიძებული იყო ამასთან ერთად საგრძნობლად შეემჩნეოდა მის ხმას აღელვება
-ჰო,გირეკავდი
-რამე მოხდა?
სწრაფად ჰკითხა
-არა,არაფერი უფრო სწორად რაღაც სათხოვარი მქონდა შენთან
-გისმენ
-თინი ჩემი დაქალი,რომელიც მე გაგაცანი ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორია და შენგან ძალიან უნდა ინტერვიუს აღება
პაუზის შემდეგ დაიწყო და სახე დამანჭულმა,აფორიაქებულ დაქალს გადახედა
-ამის გამო მირეკავდი?
ტაისას ამის გაგონებაზე თვალები მაგრად დახუჭა და გაშლილი ხელი შუბლზე იტკიცა.სირცხვილისგან სულ წამოწითლდა
-ლაშა,ბოდიში რომ ამის გამო გაწუხებ
ძლივს ამოიზმუვლა და სახე საცოდავად დამანჭა
-ტაისია,მეგონა რამე დაგემართა
გოგონამ გაიგონა ლაშას ღიმილშეპარული ხმა
-მე?რა უნდა დამმართვნოდა?
-არ ვიცი,გამიკვირდა რომ დამირეკე თან თხოვნით
გაიცინა ლაშამ.ტაისამ მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა
-რაც შეეხება ინტერვიუს,მითხარი როდის და სად შევხვდე შენს დაქალს
ტაისას ნერვიულად გაიღიმა და თინის გახედა.ისიც მიხვდა ლაშა თანახმა იყო და ხტუნვა დაიწყო
-ზუსტად არ ვიცი,გავიგებ და გეტყვი
-ოღონდ,ერთი პირობით
ტაისა მიხვდა რაღაც კატასტროფას რომ ეტყოდა და ნერვიულად დაისვა შარვალზე ხელის გული
-ერთი დღე უნდა დამითმო,ოღონდ მთლიანად და მაშინდელივით არ უნდა გამომექცე
-ყველა ჩვენი შეხვედრა ვაჭრობის შედეგია
სხვა გზა არ ჰქონდა ისევ უნდა დათანხმებოდა ლაშას მორიგ პაემანზე.დიდად არ აწუხებდა ეს ფაქტი,რადგან თავადაც სურდა ბიჭთან შეხვედრა
-მოკლედ,გამაგებინე როდისთვის დაგეგმავთ ინტევიუს და ჩვენს შეხვედრაზე მე გაგაგებინებ
-ლაშა,მადლობა
-საპასუხოდ უკეთეს ვიღებ
გაიცინა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა
-საუკეთესო ხარ რა
წამოიკივლა თინიმ და დაქალს ჩააფრინდა
-ვაიმე,გული როგორ გიცემს
გაიცინა და წარბები აუთამაშა აწითლებულ ტაისას.გოგონას ხმა არ ამოუღია ისევ ჩუმად იჯდა ხის სკამზე
-წამოდი წაგიყვანო სახლში,ხელებში არ ჩამაკვდე
გადაიკისკისა თინიმ და ფეხზე წამოაგდო
-გააჩუმე ეგ ენა და მითხარი როდის შეხვდები ლაშას
ტაისამ თვალები დაუბრიალა დაქალს
-ენა თუ უნდა გავაჩუმო როგორ გითხრა?
საჩვენებელი თითი ნიკაპთან მიიტანა და თვალები დააწვრილა
-თინათინ!ბევრს ტლიკინე უკვე
-კარგი ხო
დაიჭყანა თინი და უკმაყოფილოდ გააქნია ხელი
-ხვალ ბათუმში მივდივართ მე და გიორგი,სავარაუდოდ ორ დღში რაა
-ოჰ,ბატონ გიორგისთან ერთად მიბრძანდებით და ამას მარტო ახლა ვიგებ?!
წარბი ასწია ტაისამ
-ნუ ეჭვიანობ
-რაზე მიდიხართ?
-ვიღაც გიორგის ძმაკაცთან ჩავდივართ მხატვარია თუ რაღაცა
თავი მობეზრებით გაიქნია
-შენც უარს ხომ არ იტყოდი გიორგისთან ერთად წასვლაზე
-იმ ცალტვინა ქათამსაც მოათრევს
ჩაიბურტყუნა გოგონამ და ცხვირი მაღლა აწკიპა.ტაისამ გაიცინა და ლოყაზე აკოცა
-თქვენთან რატომ არ იკრძალება სამსახურეობრივი რომანი?!
-იმიტომ რომ თავად გამომცემლობის ბატონ-პატრონი მიჟუჟუნებს იმ დასათხრელ თვალებს
გადაიკისკისა თინიმ და სახლის კარი შეგლიჯა.ორივე გვიანობამდე მეცადინეობდნენ.ნიამ ძალიან რომ დაიგვიანა ტაისამ დაურეკა,მაგრამ შენ არ მომიკვდე,არ უპასუხა.აღელდა.სწრაფად გადარეკა სანდროსთან და მალევე გაიგონა ბიჭის მშვიდი ხმა
-გისმენ,ტაისა
-სად უგდია იმას ტელეფონი?
მაშინვე ჰკითხა
-დათვრა და არამგონია ტელეფონისთვის ეცალოს
-რაა?შენ რას მიკეთებ მერე მანდ?
დაიყვირა და ფეხზე წამოხტა
-დამშვიდდი,მალე მოვიყვან
უთხრა ბიჭმა და გათიშა.სანდრომ მართლაც მალევე მიიყვანა მთვრალი ნია სახლში,რომელიც ფეხზე ძლივს იდგა
-რას გავხარ,გოგო?!
დაუყვირა ტაისამ დას და საძინებლის კარი გაუღო სანდროს,როემლზეც მთელი ტანით იყო ნია დაყრდნობილი.ბიჭმა ფრთხილად დააწვინა საწოლზე
-მოკლედ,ბევრი არ დაულევია,მაგრამ ერთმანეთში აურია სასმელები
გასწორდა და ისევ გოგონას დააჩერდა,რომელიც თვალებ დახუჭული ბურტყუნებდა
-რატომ მიეცი დალევის უფლება?
დაუკივლა ტაისამ და გათიშულ ნიას დახედა
-რომ მივედით ბიჭებმა მთხოვეს სასმელის მოსატანად წავყოლოდი,დავბრუნდი და ეს უკვე მაგარი ნასვამი დამხვდა
-მადლობა რომ მოათრიე
-კარგად იქნება არ ინერვიულო
ბიჭმა თბილად გაუღიმა ტაისას და სწრაფად დატოვა ნაკანების სახლი.გოგონამ ძლივს ვაი-ვაგლახით გამოუცვალა ნიას და თხელი ზეწარი გადააფარა
-ეჰ,ჩემო ტაისა დავბერდით ქალები და ასე ჩვენ არ გვილოთავია.გვაჯობა ამ ბალღმა
ოთხმოცი წლის ქალივით თქვა თინიმ და მხარზე შემოჰკრა ხელი დაქალს
-ვაიმე,რა გეშველება შვილო შენ
სახე საცოდავად დამანჭა ტაისამ და ოთახიდან გავიდა
-მიდი რა ყავა გამიმზადე
მალევე მიჰყვა თინი,ხელში ფურცლები ეჭირა და რესპოდენტისთვის დასასმელ კითხვებს არედაქტირებდა
-გვიანია გოგო,აღარ დაგეძინება მერე
-ოჰ,მოიცა რა.მიდი გამიკეთე
ხელი აუქნია და ისევ ფურცლებს ჩააჩერდა.ტაისამ უსიტყვოდ გაუკეთა ყავა და აივანზე მყოფს გააკითხა.ჭიქა პატარა მაგიდაზე დაუდგა და გვერდით მიუჯდა.ფეხები მოაჯირზე შემოალაგა და თვალები დახუჭა.მშვიდად ჯდომა არავინ აცადა.ოთახიდან ნიამ გააბა ბღავილი ცუდად ვარო.ფეხზე სწრაფად წამოხტა და ოთახში გაგიჟებული შევარდა
-რა გჭირს?
თავზე დაადგა ატირებულ დას
-ასეთი ბრძნული კითხვა მეორე არ მომისმენია
თავი გააქნია თინიმ და დაბღვერილ ტაისას გაეკრიჭა
-სიყვარული მჭირსსს
ამოიტირა ნიამ და ზეწარი თავზე გადაიფარა
-უიმეე,გამიხეთქე გული
-საწყალი ბავშვი
დანანებით დამანჭა სახე თინიმ და ტაისას ნასროლი ბალიში ოსტატურად აიცდინა
-ნია,მორჩი ტირილს და დაიძინე!
-რა დამაძინეებს?სანდრო მინდაა
უფრო ატირდა გოგონა და საწოლზე ჩამომჯდარ დას ჩაეხუტა
-ახლა ვერსაიდან მოგიყვან მაგ შენს სანდროს
ხელები მოხვია და თავზე მოეფერა
-როგორ ვერ მომიყვან?!გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს
დაიყვირა და სწრაფად მოშორდა ტაისას
-დაურეკე რა მოვიდეს
ენერგია გამოცლილი გადაწვა საწოლზე და ბალიში თავზე დაიფარა
-ნია,სჯობს დაიძინო
-ეე,გოგო რა გაუწყალე გული ამ ძილით,სანდრო უნდა ადამიანს
-თინათინ,გამასწარი სანამ შემოგცხო რაღაცა!
დაუღრინა ტაისამ და ისევ დას მიუბრუნდა
-სანდრო მინდააა
-კარგი,დავურეკავ ოღონდ ნუ ჭყავი
ღრმად ჩაიაუნთქა და ტელეფონი მოიმარჯვა.სანდრო მაშინვე მათთან გაჩნდა.ატირებული ნია რომ დაინახა გული მოუკვდა.სწრაფად მიუახლოვდა და ჩაეხუტა
-რა გატირებს?!
-შენ,შენ მატირებ!
ამოიკნავლა და ხელები ძლიერად მოხვია წელზე.თინიმ წიხლით გაათრია ტაისა ოთახიდან და კარი გამოუხურა გვრიტებს
-ნუ ჩხავი უაზროდ,შეაშინე ტაისა
-შენ არ გესმის ჩემი
ამოისლუკინა გოგონამ და საწოლზე წამოჯდა
-მე...მე მიყვარხარ
სანდროს გაეღიმა და ატირებულს ნაზად აკოცა შუბლზე
-ნია,ახლა ნასვამი და გამოუძინებელი ხარ.ხვალ ვისაუბროთ
მშვიდად უთხრა და ლოყაბზე ჩამოგორებული ცრემლები შეუმშრალა
-არ მინდა მე ხვალ!ახლა მინდა!
ორი წლის ბავშვივით გაიბუტა თვალებ დასიებული ნია
-მომისმინე,ახლა უნდა დაიძინო
-არ მინდა ძილი
-მე მინდა!
უთხრა მშვიდად,საწოლზე გადაწვა და თვალები დახუჭა.მალევე იგრძნო მხარზე ნიას თავი და გაეღიმა.ხელი მოხვია და თავზე აკოცა.როცა დარწმუნდა რომ მშვიდად ეძინა,ფეხზე წამოდგა და იქვე გადაფენილი პლედი დააფარა.მისკენ დაიხარა და ყვრილმანზე აკოცა
-მეც მიყვარხარ
ჩასჩურჩულა და სწრაფად გამოვიდა ოთახიდან.მისაღებში შევიდა სადაც ტაისა და თინი იყვნენ
-ნიას ჩაეძინე და მე წავალ
გაუღიმა ორივეს და ხელის აწევით დაემშვიდობა
-კიდევ ერთხელ მადლობა,სანდრო
-ოქროა რაა
გაიცინა თინიმ და კარებში გასულ ბიჭს გააყოლა მზერა
-ალმასი,შავი ბრილიანტი
ტაისამაც გაიცინა და ფეხზე წამოდგა
-დილით რომელზე მიდიხარ?
-რვისთვის
-მერე რას მიზიხარ?!ადექი დაიძინე.თუ გინდა ნიასთან მე დავწვები
-არა,გოგო რად მინდა
გაუცინა და ოთახისკენ წასულს მიჰყვა
-თუ ცუდად გახდა დამიძახე რა
-ოო,ნუ პანიკობ
ოთახში შეაგდო და კარი გამოუხურა.ნიას მთელი ღამე უშფოთველად ეძინა,სამაგიეროდ სანდრო იჯდა აივანზე აფორიაქებული და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა
-ტაისაა,ადექი ქალო
გოგონამ თავი შეშინებულმა წამოსწია და თავზე დამდგარ თინის თვალებ მოხუჭულმა შეხედა
-მითხარი რომ ომი დაიწყო თორემ ვერ გადამირჩები
ამოიხრიალა და აკისკისებულს ბალიში ესროლა
-მივდიბარ მე და ჭკუით იცოდე
ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გაკუსკუსდა
-ვერ გიშველის შენ ვერაფერი
მიაძახა და საათს დახედა.რვა საათი იყო.რა თქმა უნდა,ძილი ისევ ვერ შეიბრუნა.ფეხზე ზლაზვნით წამოდგა და ნიასთან შევიდა.გოგონას ლოყები ასწითლებოდა და მშვიდად ეძინა.თვითონ სამზარეულოში შევიდა და მაცივარში შეჰყო თავი.რადგან თვითონ საჭმლის გაკეთების გარტყმაში არ იყო თინის მომზადბული წვნიანის ჭამა მოუწევდა.მშვიდად ისაუზმა და მოწესრიგებას შეუდგა.უნივერსიტეტში უნდა მისულიყო.სწრაფად გაემზადა და მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლები ჩანთაში ჩაჩურთა
-ნია
ხმადაბლა დაუძახა და
ფრთხილად შეარხია.ნიამ ერთი ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა
-ოე,ლოთო
ახლა უფრო ხმამაღლა დაუძახა და ხელზე უჩქმიტა
-მე გავდივარ და კარი ჩაკეტე.წუხანდელზე რომ მოვალ მერე დაგელაპარაკები
უთხრა და სწრაფად დატოვა ოთახი.გამოცდის წინ კიდევ ერთხელ გადაავლო კონტპექტებს თვალი და აუდიტორიაში აფანცქალებული გულით შეაბიჯა.იმაზე მეტად ღელავდა ვიდრე საჭირო იყო.რა თქმა უნდა,გამოცდამ მშვიდ ვოთარებაში ჩაიარა და თავისი თავით კმაყოფილი გამოვიდა უნივერსიტეტის შენობიდა.კიბეები არ ჰქონდა ჩამთავრებული თავისი სახელი რომ გაიგონა.თავი მშვიდად ასწია და შესასვლელთან მდგარი ყოფილი სკოლელი რომ დაინახა კინაღამ ხელი შემოირტყა თავში
-ღმერთო,ეს რატომ დამსდევს ჯოკერში შეტენილი კარტივით?!
მაღლა აიხედა და სახე საცოდავად დამანჭა.ბიჭი უკვე მიახლოვებოდა და ხელებ გაშლილი აეტუზა წინ
-ტაისა,როგორ ხარ?
გოგონამ ძალით გაუღიმა და ზრდილიბის გამო თავადაც შემოხვია ხელები მასზე ჩაფსკვნის სხეულს
-კარგად,ლევან შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად ვარ
ტაისამ ოდნავ ხელის კვრით მოიშორა ბიჭი,რომელსაც საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება მისი ჟესტისთვის
-აქ რას აკეთებ?ვიცი რომ აქ არ სწავლობ
-მეგობარი მოვიყვანე
ხელი აიქნია ბიჭმა შენობის შესასვლელი კარისკენ
-როგორ მომენატრე
თბილად უთხრა და საცოდავად მომზირალ ტაისას გაუღიმა
-მეც მომენატრე
ჩაიბურტყუნა და სასაცილოდ შეჭმუხნა წარბები
-არ გინდა სამდე დავსხდეთ?
ტაისას უნდოდა ეგრევე უარი ეტკიცა,მაგრამ ბიჭს ეტყობოდა რომ მართლა ძალიან მონატრებოდა იგი.შეეცოდა და ამიტომ დასთანხმდა.მყუდრო კაფეში ისხდნენ და ცივ წვენს მიირთმევდნენ.ლევანი გაუჩერაბლად საუბრობდა იმაზე თუ როგორ მონატრებოდა სკოლის წლები.გოგონა დრო და დრო უღიმოდა და ცდილობდა რამე მაინც ეთქვა ისეთი რომ გული არ სტკენოდა
-ტაისა,გყავს ვინმე?
ბიჭმა როგორც იქნა დაისვა ის კითხვა,რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში აწუხებდა.ტაისამ წარბები აწკიპა და ინატრა ფეხები მოსტყდომოდა აქ მოსვლისთვის.პასუხის მოლოდინში ლევანი დაძაბული იჯდა და ღრმად სუნთქავდა
-არა,არავინ მყავს
ბოლოს ძლივს ამოიხრიალა და სწრაფად მოსვა ცივი სითხე,რომელმაც მთლიანად ჩაუყინა ყელი.ბიჭმა ამოისუნთქა და კმაყოფილს გაეღიმა.ტაისა ახურებული იჯდა და ნატრობდა მიწა გასკდომოდა და იქ ჩავარდნილიყო ან უცხო პლანეტელებს მოეტაცებინათ
-ტაისა,ადრეც გითხარი და ახლაც გეტყვი რომ მომწონხარ
დაიწყო ლევანმა და ტაისას თითებისკენ გააცოცა თავისი თითები. გოგონა მიხვდა რომ მაგარ შარში იყო.სკამზე გასწორდა და ნერვიულად შეათამაშა ჭიქა
-თან ძალიან მომწონხარ და მინდა ვცადოთ იქნებ რამე...
ბიჭმა წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო,რადგან ტაისას ტელეფონი ამღირდა.გოგონამ სიხარულისგან კინაღამ კივილი დაოწყო და მაშინვე უპასუხა ზარს
-დიახ,გისმენთ
-რა ოფიციალური ხარ
ყურმილს იქით გაიგონა ლაშას ქირქილი და ახლა მარტო დახედა ეკანს
-გამარჯობა,ლაშა
მანაც გაიცინა და მასზე მიჩერებულ ლევანს გახედა
-როგორ ხარ?
-კარგად,თავად?
-მეც კარგად და ასე რატომ მელაპარაკები?
-კარგი,ლაშა ასეთი საჩქარო თუ არის ახლავე მოვალ
-სად მოხვალ?
დაბნეულმა ამოილაპარაკა ბიჭმა
-კი,კი ახლავე გამოვალ
უთხრა და სწრაფად გაუთიშა.ლევანს შეხედა რომელიც წარბაწეული უყურებდა
-ლევან,ბოდიში მაგრამ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა.უნდა დაგტოვო
ფეხზე წამოდგა და ვითომ დანანებით გაუღიმა
-სხვა დროს ისევ შევხვდეთ ერთმანეთს
უთხრა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა
-შეგეხმიანები
მიაძახა ლევანმა და მოქუფრული მზერა გააყოლა
-კი,კი შემეხმიანე შე მოუშორებელო ოპოსუმო
ჩაიბურტყუნა და სწრაფი ნაბიჯებით გასცილდა კაფეს.ტელეფონი ამოიღო და ლაშას გადაურეკა.ბიჭმა მაშინვე უპასუხა
-ტაისია,ხო მშვიდობა გაქვს?
-ვაიმე,ლაშა გადამარჩინე ამის გამო მთელი ცხოვრება ვალში ვიქნები
სწრაფად მიაყარა და უკან გაიხედა ლევანი ხომ არ მომსდევსო
-რამე მოხდა?
ხმა დაუსერიოზულდა ბიჭს
-ჩემი სკოლელი შემხვდა და კაფეში დამპატიჟა.არასასურველ თემას შეეხო და შენ რომ არა ახლა ჩაფერფლილი ვიჯდებოდა იმ დასაწვავ ადგილას
-რამე ცუდი გითხრა?
-უიმეე,არა ბიჭო
გაიცინა გოგონამ ლაშას მკაცრ ტემბრზე
-სკოლიდან ვუყვარვარ და ისევ ამაზე დაიწყო საუბარი
-კონკურენტი მყოლია
-შენც გიყვარვარ?
ისევ გაიცინა და ზებრაზე გადავიდა.მხოლოდ ახლა გაიაზრა რა თქვა ჯერ ლაშამ და შემდეგ მან.შუა გზაში გაჩერდა პირდაღებული
-შეიძლება
გაიგონა ბიჭის ხავერდოვანი ხმა.ვერაფერი ვერ თქვა ისევ ერთ ადგილას იყო მიყინული.გონს მანქანების გაბმულმა სიგნალის ხმამ მოიყვანა.სირბილით გაიარა დარჩენილი გზა
-ტაისია,აქ ხარ?
-კი,აქ ვარ
ამოიჩურჩულა ფერდაკარგულმა
-სად გაქრი?
-გზაზე გადავდიოდი და...
ბიჭი გაჩუმდა მაგრამ ტაისამ გაიგონა როგორ ჩაეცინა
-ჩემი კუთვნილი დღე როდის მერგება?
-ინტერვიუს შემდეგ
ნიშნის მოგებით უთხრა და გაიღიმა
-ოო,ეგრე არ მაწყობს
-რატომ?
გაიოცა გოგონამ
-იქნებ ორი კვირის შემდეგ შედგეს ეგ ინტერვიუ
-რა მოუთმენელი ხარ
გადაიკისკისა ტაისამ
-ვარ თან ძალიან
-ამ დღეებში მაინც არ გამოვა.ხვალ გამოცდა მაქვს ზეგ კიდევ ვმუშაობ
-აუუუ,აბა როდის?
-ორი წლის ბავშვივით რატომ იქცევი?
-იმიტომ!
-მოკლედ,ვეცდები რაც შეიძლება მალე გამოვძებნო დრო
-ორ დღეში დაგირეკავ იცოდე!
-ნახვამდის,ლაშა
-შეხვედრამდე,ტაისია
გოგონა მთელი გზა გაღიმებული დადიოდა და ღრუბლებში დაფრინავდა.მაღაზიაში გაიარა პროდუქტების საყიდლად.ნია დივანზე გართხმული დახვდა,რომელსაც თავზე ბორჯიმის ბოთლი ედო.წარბაწეულმა დახედა და ირონიული ღიმილით შევიდა სამზარეულოში
-რამ დაგალევინა გოგო ამდენი?
ვერ მოითმინა და მაშინვე დააცხრა
-ნუ ყვირი შენი ჭირიმე თავი მისკდება
-ვაიმე,გაგპუტავ ახლა
ნიამ სახე დამანჭა და ცივი სითხე ჭიქაში ჩამოისხა
-სანდრომ მომიყვანა სახლში?
-აბა ვინ მოგიყვანდა?შუა ღამეზე ბღავილი დაიწყე სანდრო მინდაო და საწყალი ბიჭი გაწამებული გეჯდა თავთან
-არაუშავს,არაფერი მოუვიდოდა
ჩაიფუდღუნა დაუცებ წამოხტა ფეხზე.გაფართოვებული თვალებით შეხედა დაბნეულ დას
-ვაიმე,ვაიმე მომკალი ტაისა
აყვირდა და ხელების უაზრო ქნევა დაიწყო
-რა მოხდა?
-ვუთხარი რომ მიყვარს ვაიმე,მართლა ვუთხარიიიი
დაიკივლა და სასუწარკვეთილი დაეცა დივანზე
-გამისკდა გული მე მეგინა რამე მოხდა თქო
-რაა?სიყვარული ავუხსენი და ეს არაფერი მოხდას ნიშნავს?
-რას ჭყავიხარ ერთი.ისეთი რა უთხარი რაც არ იცოდა?!
მხრები აიჩეჩა ტაისამ და ოთახში შევიდა
-ახლა რა უნდა ვქნა?
უკან შეჰყვა ნიაც
-ვაიმე,ნია ერთხელ და სამუდამოდ ისაუბრეთ ადამიანურად მაგ თემაზე
-მერე,შემიძლია ეგ ადამიანურად საუბარი?
ამოიზმუვლა და სახით საწოლზე დაებერტყა
-დაურეკე,შეხვდით და ისაუბრეთ ყველაზე კარგი გამოსავალი ესაა
-მეშინია
საწყლად ამოიზმუვლა და ამღვრეულ თვალებით ახედა თავზე წამომდგან ტაისას
-კარგი რაა,სანროს არ იცნობდე მაინც
-რომ ვიცნობ მაგიტომ მეშინია
-აბა რა გიყო.იარეთ ასე პირდაფჩენილებმა
ვერ მოითმინა ტაისამ და წამოიყვირა
-ჰო კარგი,რა გაყვირებს?დაველაპარაკები
ტაისამ თბილად გაუღიმა და აზუზუნებულ ტელეფონს დახედა
-გაგახსენდი ქალბატონო?
-ვაიმე,ტაისა მიშველე ცუდად ვარ
ეგრევე კივილი დაიწყო თინიმ
-ჰაა,გოგო რა ხდება?
-რა ხდება და ვაიმე,მომსდევსს
-ვინ მოგსდევს?თინი?რა ხდება ნორმალურად ამიხსენი
-ღმერთო,ღმერთო
ისევ გაჰკიოდა და სავარაუდოდ სადღაც მირბოდა
-გიორგი მომსდევს
აქოშინებულმა იყვირა
-რაა?რატომ?თინათინ,რა დააშავე?!
-არაფერი
ამოიკნავლა გოგონამ
-აბა გიჟია რომ მოგსდესვ?
-გიჟი და გადარეული რომ არის ახლა მარტო გაიგე?!
-სად გარბიხარ?
-ვსო,ნომერში ვარ
გამარჯვებულმა დაიკივლა და ოთახის კარი მთელი ძალით მიარახუნა
-დალაგებული ხარ?მომიყევი სასწრაფოდ რა მოხდა
-მაცადე სულის მოთქმა
ამოისისინა თინიმ და წყალი სულმოუთქმელად დალია
-ბარში ვისხედით.ის,გიორგის ძმაკაციც იქ იყო და ქათამი ანკაც
ღმრად ჩაისუნთქა და ისევ განაგრძო საუბარი
-ის ბიჭი მეფლირტავებოდა.მერე,ამ შტერმა ანკამ დაიწყო ვაიმე,გიუნა შეხედე როგორ ჟღურტულრბენ მარტო დავტოვოთ.ეს გიორგი ეგრევე აიფოფრა,ეგ მართლა ოფოფი
ტაისამ გადაიკისკისა და გაკვირვებულ ნიას გადახედა
-ვცეკვავდით მე და ვატო,ვატო ქვია იმას
თინიმაც გაიცინა და საწოლზე გადაწვა
-ცეკვა რომ დავასრულეთ სასმელს მოვიტანო და გავიდა.მომვარდა ეს ავადმყოფი და გინდა თუ არა წავიდეთ სასტუმროშიო.შვილოო,მაცადე გართობა შენს ანკას მიხედე მეთქი.ვინ გისმენს?არც არავი.ჩამავლო ხელი და მიმაპორწიალებდა სადღაც.ჰოდა,ვიღაც ბიჭს ავაცალე ვისკით სავსე ჭიქა და სახეში შევასხი თავისი ყინულებით
ტაისა სიცილისგან მოკუნტული იწვა საწოლზე და სულს ძლივს ითქვამდა
-კიდევ შემეხები და თავს წაგაძრობთ ბატონო უფროსო თქო ვუთხარი და გამოვვარდი იქიდან.ეს დეგენეტარი გამომყავ.მერე,უკვე მე გავრბოდი ეგ მომსდევდა.დამელოდე უნდა გელაპარაკოო
კმაყოფილი ტონით დაამთავრა თინიმ ამბის მოყოლა
-ვაიმე,საწყალი გიუნა
ხმა გაინაზა ტაისამ
-ვირი ეგ.მთელი დღე ოფისში ზის და ისე ჩამაფრინდა და გადამაფრინა ვიღაცის თავზე გეგონება სპორტ დარბაზში ათენებდეს და აღამებდეს
თინის კისკისი აუვარდა
-ინტერვიუ აიღე იმ ვატოსგან?
-კი,გოგო მოვასწარით ეგ.მაგრამ,ისეთი დაგეშილია გიორგი არამგონია დაბეჭდოს
-ერთი დღით გაგიშვი და მთელი ბათუმი დაიმხვე თავზე
-ვაიმე,ტაისა მოვიდა
ჩაიჩურჩულა თინიმ და ფეხზე წამოხტა
-ვინ მოვიდა?
გაოცებულმა იკითხა ტაისამ
-დონალდ ტრამპი!
დაიყვირა და სწრაფად აიფარა პირზე ხელი
-გიორგი მეძახის,გოგო
-მიდი,მერე გაუღე
თინი ცოტა ხნით გაჩუმდა
-ჰა,ჩაკვდი?
სიცილით ჩაჰყვირა ტაისამ
-გავუღო თორომ ჩამოანგრია კარი
ჩუმად ჩაიდუდღინა და ტელეფონი გათიშა.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და შეძლებისდაგვარად დაიმშვიდა სახე.კარი ფრთხილად გამოაღო და განრისხებულ გიორგის პლატონური სიმშვიდით შეხედა
-სად გარბოდი?
დაუყვირა უფროსმა და ოთახში შეაბიჯა
-უი,თქვენ მომსდევდით?ვიღაც მანიაკი მეგონეთ
ნიშნის მოგებით გაუღიმა აფორაჯებულს
-თინი!
-დიახ,გისმენთ
-გოგო,ჭკუიდან ნუ გადაგყავარ!რა გააკეთე ბარში?!
დაუღრინა და სწრაფად მიხურა ოთახის კარი,გამვლელების გაოცებულ სახეს რომ წააწყდა
-კონკრეტულად რა არ მოგეწონათ?
-რას ეტმასნებოდი ვატოს?
-ააა,მაგაზე მეკითხებით?რავიცი აბა,მომეწონა კარგი ბიჭია და მეც შანსი არ გავუშვი ხელიდან
ვითომაც არაფერიო,მხრები აიჩეჩა და საწოლზე მშვიდად ჩამოჯდა
-რას ბოდავ,გოგო?
დაიღრიალა გიორგიმ და თავზე დაადგა წარბებ აწეულ თინის
-რას ქვი მოგეწონა,კარგი ბიჭია?
-რაზე აღშფოთდით ხომ ვერ ამიხსნით?
გიორგიმ ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელები და გაცოფებულმა დაუბრიალა თვალები მომღიმარ თინის
-ჭკუიდან მშლი უკვე!
-ბოდიშით,ბატონო გიორგი ძალით კი არ მინდა
თავი მოისაწყლა და საცოდავი სახით ახედა ბიჭს.გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ოთახიდან გიჟივით გავარდა.თინიმ კისკისი დაიწყო და საწოლზე გადატრიალდა.ტელეფონი აიღო და მაშინვე ტაისას დაურეკა,რომელიც მოუთმენლად ელოდა
-გავაგიჟე
გადაიხარხარა გოგონამ
-რაო,რა გითხრა?
-რას გავდა შენი საქციელიო,ვითომ მე ვუფათურებდი ხელებს ანკას თვითონ კი არა
-საწყალი ბიჭი
-საწყალი არა ის კიდე.ისწავლის ჭკუას
ისევ გაიცინა
-მოდიხართ ხვალ?
-აბა,აქ გამაჩერებს ის გიჟი შენი აზრით?
-ჭკუით იყავი იცოდე
გაიცინა და გაუთიშა.ოთახში მოსიარულე ნიას გადახედა,რომელიც ნერვიულად იკვნეტდა ტუჩს
-რა ვუთხრა სად შემხვდი თქო?
-ლამარა და ციცო სადაც ვერ მოგწვდებიან იქ
ტაისამ სახე დამანჭა მეზობლების გახსენებაზე
-აქ ამოვიყვანო?
-ამოიყვანე მე მაინც გასასვლელი ვარ,კურსელს კონსოექტები უნდა ვათხოვო
გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.ნიამ სანდროს მისწერა და მასთან ასვლა სთხოვა.ტაისა მაშინვე მოწესრიგდა და დატოვა აფორიაქებული ნია.გოგონა ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.ოთახში დააბოტებდა და გულაჩქარებული ელოდა სანდროს.ბიჭმა ფრთხილად შეაღო შესასვლელის კარი და მზერა გაფითრებულ ნიას გაუსწორა.მიუახლოვდა და წინ დაუდგა
-აბა,რა ხდება?
მშვიდად ჰკითხა და წარბები მაღლა აწკიპა
-დავსხდეთ
ჩაიჩურჩულა ნიამ და იქვე,დივანზე ჩამოჯდა.სანდრომ მის წინ დაიკავა ადგილი და ინტერესით შეაჩერდა ანერვიულებულს.გოგონა არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას.არ იცოდა რა როგორ ეთქვა
-სანდრო,გუშინ მგონი რაღაც გითხარი
მძიმედ დაიწყო და ნერვიულად ახედა მომღიმარ ბიჭს
-რა მითხარი?
მოჩვენებით გაიკვირვა და ხელები გაშალა
-არ გახსოვს?
კიდევ უფრო აფორიაქდა ნია
-არაფერი გითქვამს
მხრები აიჩეჩა ბიჭმა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო
-ბოდიში,რაღაც ამერია
ამოიჩურჩულა და მზერა აარიდა.სანდრო დიდხანს დუმდა.შემდეგ,ფეხზე წამოდგა და გოგონას წინ ჩაიმუხლა.მის ხელებს თავისი შემოხვია და ფრთხილად აკოცა
-ექვსი წლის იყავი აქ რომ გადმოხვედით საცხოვრებლად.წითელი კოპლებიანი კაბა გეცვა და ცხვირაწეული დააბიჯებდი ეზოში.მაშინ გავიფიქრე რა ლამაზია თქო
სანდროს გაეცინა და თვალებ ამღვრეულ ნიას ახედა
-მთელი ბავშვობა ერთად ვიზრდებოდით.ერთ კლასში ვსწავლობდით და ერთ მერხთან ვისხედით.პირველად,მეცხრე კლასში ვიეჭვიანე შენზე ჩვენი სკოლელი რომ დაგსდევდა.სწორედ მაშინ ვიჩხუბე პირველად
ისევ გაიცინა და თითები ფრთხილად ჩამოუსვა რბილ თმაზე
-ვერასდროს ვეგუებოდი ბიჭებს, რომლებიც შენს ირგვლივ იყვნენ.ცოტა რომ წამოვიზარდეთ ყველამ იცოდა არავინ არ უნდა გაგკარებოდა და თავს გარიდებდნენ.მაშინ მივხვდი რომ მიყვარდი,როდესაც გავაცნობიერე შენს თავს ვერავის დავუთმიბდი
ოდნავ წამოიწია და ცრემლმორეულს თვალები დაუკოცნა
-ყოველთვის მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები
ჩაიჩურჩულა და ატირებული ნია გულში ჩაიკრა.დიდხანს იყვნენ ასე.ნია გამწარებული ეკვროდა სანდროს,რომელიც თმაზე ეფერებოდა და ფრთხილად კოცნიდა თავზე.სიმყუდროვე ტაისამ დაურღვიათ,რომელიც კარებთან იყო ატუზული და აციმციმებული შეჰყურება წყვილს.სანდროს მის დანახვაზე გაეცინა და ნიასთან ერთად წამოდგა ფეხზე.ცრემლები შეუმშრალა და ნაზად აკოცა ლოყაზე
-მე წავალ
თბილად გაუღიმა და დატოვა ატირებული დები.ტაისა სწრაფად მოეხვია ნიას.მთელი ღამე ჩახუტებულებმა გაატარეს და,რა თქმა უნდა,სანდროზე საუბრობდნენ.
ბოლო გამოცდამაც კარგად ჩაიარა.უნივერსიტეტის წინ იდგა, რამდენიმე კურსელთან ერთად და დანარჩენების გამოსვალს ელოდნენ.კურსელის მხარზე იყო მიყრდნობილი და გულიანად იცინოდა.ბიჭსაც ხელი ჰქონდა მოხვეული და მის თმაში დაათამაშებდა თითებს.ცივმა ოფლა დაასხა ნაცნობ მანქანას რომ მოჰკრა თვალი.პირდაღებული უყურებდა, როგორ გადმოვიდა ლაშა გიგაური თავისი რაშიდან და საფირმო ღიმილით გაემართა მისკენ.ყველა მას მიაშტერდა.უკომპლექსო ლაშას წარბიც არ შეუხრია ისევ ჯიქურ მიემართებოდა მათკენ
-გამარჯობათ
სათვალე მოიხსნა და სათითაოდ გაუღიმა იქ მყოფებს.ყველანი აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი გამოჩენით.ტაისა თვალებმოჭუტული უყურებდა ყურადღების ცენტრში მყოფს.ყველა გააცნო და ისევ მეგობარს მიეყრდნო
-აქ სწავლობ?
სრულიად უადგილო კითხვა დასვა ერთ-ერთმა და ტაისას არ გამოჰპარვია გოგონას არაადეკვატური მზერა,რომელიც ურცხვად ათვალიერებდა ლაშას
-არა,ტაისიას მოვაკითხე
ხელი გოგონასკენ გაიშვირა,რომელსაც ოთხი წყვილი თვალი მისჩერებოდა.უხერხულად შეიშმუშნა და მორცხვად გაიღიმა
-ჩემთვის მოუკითხავს
ჩაიჩურჩულა.იგრძნო როგორ დაიჭიმა მის მხარზე შემოხვეული ხელი და სწრაფად ახედა ბიჭს
-ახლავე მოვალ
გასწორდა და ლაშას დაუდგა წინ.მკლავზე შემოხვია თხელი თითები და ოდნავ დაქაჩა.ბიჭიც მის ნებას დაჰყვა და მანქანისკენ წასულს ღიმილით გაჰყვა
-რამე მოხდა?
მაშინვე ჰკითხა,როგორც კი გაჩერდნენ
-შემოგიარე
ისევ გაუღიმა და წინ ჩამოყრილი თმები გაუსწორა.ტაისამ წამით მინაბა თვალები მაგრამ მალევე მოეგო გონს
-ოხ,რა უტიფარი ხარ
გაიცინა და ბიჭის მანქანას მიეყრდნო ხელებ გადაჯვარედინებული.ლაშაც გვერდით ამოუდგა და შენობის წინ შეკრებილ ბავშვებს შეხედა
-ისიც ჩემი კონკურენტია?
წარბაწეულმა ჰკითხა და ხელით იმაზე მიანიშნა,რომელიც ცოტა ხნის წინ ტაისას ეხვეოდა
-ბექა?არამგონია
მხრები აიჩეჩა და მათზე მიჩერებულ ბიჭს გახედა
-აბა რანაირად გიყურებს?
-ჩვეულებრივარ მიყურებს
გაიოცა ტაისამ და უკეთ დააკვირდა ბიჭს
-ასე "ჩვეულებრივად" გიყურებს მთელი თბილის?!
ტაისამ წარბებ აწეულმა ახედა ლაშას,რომელიც ისევ ბექას უყურებდა
-გეჩვენება რაღაცეები ვატყიბ
ნერვიულად გაიცინა და სახე საცოდავად დამანჭა ბექას მზერას რომ წააწყდა
-ვაი,მოდის
ამოიხრიალა ტაისამ,როდესაც მათკენ წასული ბექა დაინახა.ლაშამ ჩაახველა და უკეთ მიეყრდნო მანქანას
-ტაისა,მივდივართ.წამოდი წაგიყვან
ისე უთხრა,ლაშასთვის არც შეუხედავს
-მე აქ იმისთვის მოვედი,რომ ტაისია სახლში მივიყვანო
მშვიდად თქვა ლაშამ და თვალებ დაქაჩულ გოგონას ხელი მოხვია.ბექამ წარბაწევით გადახედა ბიჭს და შემდეგ ტაისას
-ტაისია,წამოდი
ჩაიდუდღუნა ბექამ,რომელიც თვალს არ აშორებდა გიგაურის მკლავს
-ეს ექიმი კაცი რა უხეში ხარ
თავი გადააქნია ლაშამ და პირდაღებულ ტაისას გაუღიმა
-ლაშა,წავალ
ძლივს ამოთქვა გოგონამ და მისი მკლავი ფრთხილად მოიშორა
-ეე,რა პონტია?!მე შენთან მოვედი
-ისედაც ხომ უნდა შევხვდეთ.მთელი დღე ერთად ვიქნებით
ტაისამ გაუღიმა გაფოფრილ ლაშას.ბიჭი ნელა გადაიწია წინ და ლოყაზე მიაკრო გავარვარებული ბაგეები
-მაშინ შეხვედრამდე,ტაისია
დაბალი ხმით უთხრა და თვალი ჩაუკრა გაწითლებულს.ტაისა ძლივს მოეგო გონს.ნახვამდისო ჩაიდუდრუნა და სწრაფად გასცილდა გიგაურის მანქანას.მთელი გზა გრძნობდა როგორი დაძაბული იყო მისი მეგობარი
-ბექა,რამე მოხდა?
უაზრო სიჩუმეს ვერ გაუძლო და დაბალი ხმით ჰკითხა მთელი ტანით დაჭიმულს
-ასე უცებ საიდან გამოჩნდა ეს გიგაური?
მანაც მაშინვე შეუბრუნა კითხვა
-მეგობრის წვეულებაზე გავიცანით ერთმანეთი
მხრები აიჩეჩა ტაისამ
-რატომ უნდა შეხვდე?
-თინის ინტერვიუსთვის
-მერე,მაგ ინტერვიუს მთელი დღე სჭირდება?
ბექამ წარბები ასწია და ისე გადახედა ტაისას,რომელიც ხმას არ იღებდა
-მიპასუხე
-არა,მთელი დღე არ სჭირდება,მაგრამ ისე ვხვდებით ერთმანეთს
-ანუ,პაემანი გაქვთ?!
-ჰო,რაღაც მაგდაგვარი
ჩაიჩურჩულა ტაისამ და მზერა სწრაფად აარიდა ყბებდაჭიმულ ბექას.ბიჭმა მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა ისე,რომ ტაისასთვის არ შეუხედავს
-ნახვამდის და მადლობა
ამოთქვა გოგონამ და სწრაფად გადახტა მანქანიდან.ასევე სწრაფად აიარა კიბეები და სახლში შევარდა.ჩანთა იქვე მიაგდო და ბუზღუნით შევიდა სამზარეულოში სადაც გაბადრული თინი დახვდა
-ოჰ,ჩამობრძანდით ქალბატონო?
მოეხვია აკისკისებულს და ლოყები დაუკოცნა
-ჩამოვედი და ჩამოვიყოლე ბატონი უფროსის მრისხანებაც
-ერთი შენ გეშველებოდეს რამე და მეორე ლამარას მეტი არაფერი მინდა
-ლამარას რა სჭირს საშველი?
წარბები შეკრა თინიმ ქვედა მეზობელის გახსენებაზე
-რა ვიცი,შინაბერებს უქრით თავში
-ახლა შენაბერა ლამარას მოგიქსევ და მერე იცინე
აიფოფრა თინი და ბუზღუნით ჩაყარა ქვაბში დაჭრილი ბოსტნეული
-ნია და სანრო შემხვდნენ
-ოო,ეგენი კიდე ცალკე დრამაა რაა
ხელი ჩაიქნია ტაისამ და ცივი წვენი მოსვა,რომელიც თინის თავისთვის ჰქონდა გამზადებული
-რას ერჩი გოგო,საყვარლები არიან
სახე საყვარლად დამანჭა და დაქალს ჩამოუდჯა გვერდით
-მომიყევი რაა,რაო გიორგიმ
-ოო,არაფერი.გზაში ხმა არ ამოუღია მიბრიალებდა თვალებს და მოძრაობდა დაბღვერილი
გადაიკისკისა თინიმ და წარბებ ათამაშებულ ტაისას თვალებმოჟუტულმა გახედა
-მომენატრა,უნდა მოვიდე გამომცემლობაში ვნახო
-დეგენერატი ეგ
ჩაიდუდღუნა თიმინ და ისევ გაზქურას მიუბრუნდა
-ხვალ ჩავწერ ლაშასთან ინტევიუს,შევეხმიანოთ.შენ არ წამოხვალ ჩემთან ერთად?
-ხვალ ვმუშაობ.ნომერს მოგცემ და შეთანხმდით თქვენ თვითონ
-კარგი
თინიმ მხრები აიჩეჩა და გაზზე შემოდგმულ ქვაბში დარჩენილი ინგრედიენტებიც ჩაყარა
-თქვენს ქორწილში ყანწს დავლევ
ტაისამ გულიანად გაიცინა და ჭერს მიშტერებულ დაქალს შეხედა
-რას ბჟუტურებ,თინი?
-არა,ორ ყანწს დავლევ
არ ჩერდებოდა გოგონა
-აუუუ,ბიჭი თუ გეყოლებათ აუცილებლად ლაშა ჯუნიორი დავარქვათ
-გოგო,სულ გაუბერე შეენ?
წამოიყვირა ტაისამ.თინიმ სწრაფად ჩამოხედა გაფხორილ გოგონას და გაუცინა
-რა იყო ქალო,ფიქრიც აღარ მაცადო
-ასეთ უაზროებზე ნუ ფიქრობ
-საერთოდაც არ არის უაზრობა
ჩაიბურტყუნა თინიმ და ცხვირაწეულმა დატოვა სამზარრულო.გაკვირვებულმა გააყოლა თვალი დაქალს.წამით დაფიქრდა ლაშასა და მის შვილზე.ბიჭის გარუჯული სხეული დაუდგა თვალწინ.სირცხვილისგან ლოყები წამოუწითლდა და სწრაფად წამოხტა ფეხზე
-ნუ ფიქრობ ტაისა ლაშაზე!ცუდი ლაშა,ცუდი
თავი ისე მაგრად გააქნია ფიქრების გასაფანტად მალების ტკაცუნის ხმაც კი გაიგო.
თინი,ლაშას შეუთანხმდა თუ სად უნდა შეხვერდოდნენ ერთმანეს.ტაისას დილიდანვე ჰქონდა კლინიკაში წასასვლელი ამიტომ არ ჩარეულა მათ საქმეში.მშვიდად ასრულებდა მისთვია მინიჭებულ დავალებებს.შესვენებაზე ნატას და ირაკლის ელაპარაკა.იგრძნო როგორ მონატრებოდა მშობლები.საუბრის დასრულებას არ აცდიდა ნათას და სთხოვდა კიდევ მოეყოლა რამე
-ირაკლი,მოვენატრეთ ჩვენს ბარტყებს
ამოიტირა ნატამ ტაისას მოწყენილი და მონატრებული ხმის გაგონებაზე
-დავბრუნდეთ?
ირაკლი მაშინვე მიუხვდა ცოლს და ტაისას გაეღიმა მამაზე
-დედა,კი მომენატრეთ მაგრამ სჯობს მანდ იყოთ.დასვენება გჭირდებათ.ნია მორჩა გამოცდებს და ალბათ ისიც წამოვა ცოტა ხნით
-შენ დედი?შენ არ ჩამოხვალ?
-მე ვერა,მთელი ზაფხული ვმუშაობ
-ხოდა არ მინდა მე ასეთი დასვენება
წამოიყვირა ნატამ
-ოო დაწყნარდი,დედიკო და წავედი მე საქმეები მაქვს.მიყვარხართ
ჩაჰყვირა ყურმილში და სწრაფად წავიდა მთავარი ექიმის კაბინეტისაკენ.მოგვიანებით თინისგან შეტყობინება მიუვიდა,რომელიც აცნობებდა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ცოტახანში ლაშამაც დაურეკა მაგრამ ვერ უპასუხა,რადგან ბევრი საქმე ჰქონდა.როგორც კი დრო იხელთა მაშინვე გადაურეკა ბიჭს
-ბოდიში ლაშა,ვერ გიპასუხე არ მეცალა
-გეტყოდა თინი,რომ ყველაფერი რიგზეა
გაიცინა ბიჭმა და ტაისასაც გაეღიმა მის სასიამოვნო ხმის ტემბრზე
-კი მითხრა
-ანუ,პაემანი ღირსეულად დავიმსახურე?!
-კი ნამდვილად,დაიმსახურე
გოგონას გაეცინა ლაშას ბავშვურობაზე
-და როდისთვის?
-ხვალ გაწყობს?ოღონდ შუადღიდან
-კი,კი მაწყობს,რა თქმა უნდა
მაშინვე წამოიყვირა გიგაურმა
-კარგი მაშინ,ხვალამდე
-შეხვედრამდე,ტაისია
ტაისამ მთელი მორიგეობა ღიმილში გაატარა.მოსწონდა ლაშას გამოჩენა თავის ცხოვრებაში.ამავდროულად აშინებდა ის ფაქტი,რომ შეიძლება ყველაფერი კრახით დასრულებულიყო.დილით სახლში სირბილით მივიდა,უნდოდა ცოტა მაინც გამოეძინა.თინი და ნია ერთმანეთს გადახვეოდნენ და ისე ეძინათ.ორივეს ეტყობოდათ რომ ძალიან სცხელოდათ,მაგრამ დაცილება არც უფიქრიათ.ტაისას გაეცინა მათი შემხედვარე.სწრაფად მოწესრიგდა და დაიძინა.მაცივარზე წერილი დაუტოვა თინის.სთხოვდა პირველი საათისთვის გაეღვიძებინა.თინიც ასე მოიქცა.ფრთხილად შეარხია დაქალი და დაბალი ხმით დაუძახა.ტაისმა ერთი ამოიზმუვლა და სიმწრით გაახილა თვალები
-გაიღვიძე,პირველია უკვე
-ჰო,ჰო მღვიძავს
ჩაიბურტყუნა გოგონამ და საწოლიდან წამოფოფხდა
-გამოცოცხლდი ქალო რა მუმიასავით იქცევი
წამოიყვირა თინიმ და დაბღვერილ დაქალს საჯდომზე შემოსცხო ხელი
-ნია სად არის?
-სანდრიკომ მოაკითხა და გავიდნენ
-უიმეე
თავი მობეზრებით გააქნია ტაისამ და სამზარეულოში გაფლატუნდა
-მაჭამე რა რამე
თინიმ უხმოდ დაუქნია თავი დაქალს და მაგიდის გაწყიბა დაიწყო
-ლაშას ვხვდები
ჩუმდა თქვა ტაისამ და მომღიმარი თინის დანახვაზე თავადაც გაეღიმა
-ყანწის იდეა ისევ ძალაშია
-ნეტა დღეს სად წამიყვანს?
ტაისას ყურადღება არ მიუქცევია თინის რეპლიკისთვის.ჭერს ააჩერდა თვალებმოჭუტული
-ლამაზად ჩაიცვი იცოდე
-ნატასავით ნუ ქოთქოთებ რა
სახე დამანჭა ტაისამ და ჭამა დაიწყო
-ცისფერი კაბა რომ გაქვს ეგ ჩაიცვი
თინიმ სკამი გამოსწია და გვერდით ჩამოუჯდა
-მერე ლაპარაკის ნაცვლად წადი გამოუთოვე
-რა ზარმაცი ხარ რაა
ჩაიდუდღუნა თინიმ და ბუზღუნით დატოვა სამზარეულო.ტაისამ ლაშას მისწერა რომ ერთ საათში მზად იქნებოდა.წყლის გადავლების შემდეგ თინის გამზადებული კაბა მოირგო
-თმა გაიშალეეე
სარკის წინ მჯდარი ტაისა შეცბა იმხელა ხმაზე დაუყვირა თინიმ
-არ მინდა რააა,სიცხეა
საცოდავად დაიმანჭა და კრავის თვალებით ახედა თავზე დამდგარ დაქალს
-ტაისა!
თვალები დაუბრიალა თინიმ და ღია ფერის თმაზე სავარცხელი დაუსვა, რომელიც ხელიდან გამოგლიჯა.გოგონამ მსუბუქი,ნაზი მაკიაჟი გაიკეთა და ფეხზე თეთრი ბოტასები მოირგო
-მაღლები ჩაგეცვა
-ოო,არ მინდა რაა.ისედაც ძლივს დავდივარ კიდევ მაგ ჯოჯოხეთებს ნუ დამიმატებ
-ულამაზესი ხარ
თინი სახეგაბადრული შესცქეროდა დაქალს,რომელიც ერთ ადგილას ცქმუტავდა.ლაშამ ზუსტად დათქმულ დროს დაურეკა და ამცნობა რომ ელოდა
-ჭკუით იყავი იცოდე
თინიმ მიაყვირა კარში გასულს და ტაისას თალების ბრიალი დააიგნორა.გოგონამ ნელა ჩაიარა კიბეები და მანქანაზე მიყრდნობილი ლაშასკენ წავიდა.ბიჭი გაღიმებული უყურებდა მისკენ წასულ ტაისას
-დღეს კიდევ უფრო ლამაზი ხარ
დამახასიათებელი ხავერდოვანი ხმით უთხრა და მანქანის კარი გაუღო
-მადლობა
ტაისამაც შეიფერა კომპლიმენტი და ღიმილით ჩაჯდა მანქანაში
-დღესაც არ მეტყვი სად მივდივართ?
ჰკითხა როდესა ლაშამ თავისი ადგილი დაიკავა
-ჩემთან,აგარაკზე ავალთ
-კარგი
ტაისა უხერხულად შეიშმუშნა ლაშას მზერაზე.ბიჭი პირდაღებული შესცქეროდა მას
-ლაშა,წავიდეთ
დაბალი ხმით უთხრა და ახურებულ სახეზე თითები ჩამოისვა
-ძალიან ლამაზი ხარ
-ეგ უკვე მითხრი და ამდენჯერ არ არის საჭირო
ამოილაპარაკა და მუხლებზე დადებულ ტელეფონს დააჩერდა,რომელიც გაბმულად ზუზუნებდა
-აუუ,ეს მოუშორებელი ჭირი ვინაა რააა
ჩაიბურტყუნა და უკმაყოფილო სახით უპასუხა ზარს.ლევანი ურეკავდა და,რა თქმა უნდა,შეხვედრას სთხოვდა.ტაისა ცდილობდა მოკლე და ამომწურავი პასუხები გაეცა მისთვის.არ უნდოდა გული ეტკინა და არც მასთან შეხვედრა სურდა.საუბარი მაინც იმით დასრულდა, რომ აუცილებლად შეხვდებოდა თავისუფალ დროს
-გაწუხებს?!
ტელეფონი როგორც კი გათიშა გაიგონა ლაშას ბოხი,ხავერდივანი ხმა
-არა,არა უბრალოდ არ მინდა ცუდად დავასრულო მასთან ურთიერთობა
მაშინვე იუარა
-თუ შეგაწუხებს მითხარი
ტაისას გაეცინა ლაშაზე.ბიჭმა წარბაწეულმა გადმოხედა მოკისკისეს
-მე სერიოზულად გეუბნები
-კარგი,თუ შემაწუხებს აუცილებლად გეტყვი
-დამჯერე გოგო ხარ
ტაისამ თავი სიცილით გააქნია და ჩამოწეული ფანჯრიდან შემოსულ ნიავს შეუშვირა სახე.ორმოც წუთიანი მგზავრობის შემდეგ ლაშამ მანქანა უზარმაზარი გალავნის წინ შეაჩერა.რამდენიმე წამში კარიც გაიღო და ბიჭმა ნელა შეაყენა მანქანა ეზოში.ტაისა გაოცებული შესცქეროდა რამდენიმე სართულიან სახლს და ცდილობდა ძალიან არ შესტყობოდა აღფრთოვანება
-ესეც ჩემი სახლი
-შეგეშალა,სასახლე უნდა გეთქვა ალბათ
ლაშამ მხოლოდ გაიცინა.პირდაღებულ ტაისას ხელი მოხვია და შესასვლელისკენ წაიყვანა.სახლი შიგნიდან იმაზე დიდი და მდიდრული იყო ვიდრე ეს გარედან ჩანდა.გოგონა თვალეგაფართოებული ათვალიერებდა იქაურობას
-ხელი არ გამიშვა თორემ დავიკარგები
ნერვიულად გაიცინა და მომღიმარ ლაშას ახედა
-არ დაგკარგავ
ორაზროვნად უპასუხა მანაც და თვალი ჩაუკრა.ტაისამ სიხარულისგან წამოიყვირა მისკენ გამოქცეული ძაღლი რომ დაინახა.ოდნავ დაიხარა და ბიგლის ჯიშის ლეკვი ხელში აიყვანა
-ღმერთო,როგორი საყვარელიაა
ძაღლს კოცნიდა და საერთოდ არ შეუმჩნევია მასზე მიჩერებული ლაშა
-ტაისია,იმედია არ შეჭამ
გოგონამ გაიგო ლაშას ხითხითი და ძაღლი ძირს ჩამოსვა
-ძალიან მიყვარს ძაღლები
მხრები მორცხვად აიჩეჩა და კიდევ ერთხელ გადაუსვა მის ფეხებთან გაწოლილ ძაღლს ხელი
-მაგდენი ჩემთვის რომ გეკოცნა ურიგო არ იქნებოდა
ტაისამ თვალები დააწყვრილა და მომღიმარ ლაშას მწარედ უჩქმიტა მკლავზე
-გამარჯობათ?
გოგონა შეცბა უცხო ხმაზე,თვალები დაქაჩა და მათკენ წასულ წყვილს შეხედა.ლაშას გაოცებულიმა ახედა,რომელიც კრავის თვალებით უყურებდა
-არ მეგონა აქ თუ იყავით
ჩაილაპარაკა ლაშამ და დაბნეულ ტაისას მხარზე დაადო ხელი
-ტაისია,გაიცანი ნიკა ჩემი ძმა და სოფო მისი მეუღლე,ეს კიდევ ტაისიაა
ბიჭმა ღიმილით გააცნო ზემოთ ხსენებული სოფო და ნიკა ტაისას
-საისიამოვნოა
ამოიხრიალა გოგონამ და კიდევ ერთხელ უჩქმიტა ლაშას,რომელმაც სახე საცოდავად დამანჭა
-ჩვენთვისაც სასიამოვნოა
ნაზად გაუღიმა სოფომ და ხელი ჩამოართვა
-როდის ამოხვედით?
იკითხა ლაშამ და გოგონა ხელის კვრით მისაღებში შეაგდო
-დღეს დილით,არ ვიცოდი ამოსვლას თუ აპირებდი
-მოულოდნელად გადავწყვიტე
მხრები აიჩეჩა ლაშამ.ტაისა დივანზე ჩამოსვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა
-ტაისია,რამე ხომ არ გინდა?
ღიმილით ჰკითხა სოფომ
-ტაისა ჰქვია
სწრაფად წამოიძახა ლაშამ და დაბღვერილ ტაისას გაუღიმა
-მადლობა,არაფერი მინდა
ჩაიბურტყუნა ტაისამ და თავადაც გაუღიმა სოფოს
-გეთქვა თუ გინდოდა სახლი და აღარ ამოვიდოდით,თან ვატოს და ელზას დავურეკეთ და ისინიც მოდიან
გაიცინა ნიკამ და ტაისას გადახედა,რომელიც აწითლებული აცეცებდა თვალება
-ვატყობ ოჯახური შეკრება გვექნება
გაიცინა ლაშამ.ტაისამ ისე მწარედ უჩქმიტა ფერდზე ბიჭმა ხმა ვერ დაიმორჩილა და წამოიყვირა
-რა გეტაკა?
გაკვირვებულმა ჰკითხა ნიკამ სახემონგრეულ ძმას
-რაღაცამ მიკბინა
ამოისისინა ლაშამ და ირონიულად მომღიმარ ტაისას დაუბღვირა
-არც ყავას არ დალევ?
-არა,არა მართლა ძალიან დიდი მადლობა
-კარგი,მაშინ დანარჩენებს დაველოდოთ და ისინი მოგანდომებენ
გაუცინა სოფომ ტაისას და ქმარს მიუჯდა გვერდით.ტაისამ მხოლოდ მაშინ შეამჩნია სოფოს წინ წამოწეული მუცელი და გაეღიმა
-ფეხმძიმედ ხარ?
ვერ მოითმინა და მაშინვე ჰკითხა
-ჰოო,მეხუთე თვეში ვარ
სოფომ ღიმილით დაისვა მუცელზე ხელი და ტაისას ახედა,რომელიც გაბადრული შესცქეროდა
-ოიი,ბონი შენც აქ ყოფილხარ
შესასვლელიდან ქალის ხმა გაისმა და ყველამ იქითკენ გაიხედა.ტაისა დაძაბული იჯდა და თითებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში.ოთახში შუა ხნის ქალი შემოვიდა,რომელსაც ხელში ძაღლი ეჭირა
-ყველანი აქ ვყოფილვართ
ყველას გადახედა და მზერა ტაისაზე შეაჩერა
-სტუმარი გვყოლია
ქალმა ძაღლი ძირს ჩამოსვა და ფეხზე წამომდგარი ლაშასკენ წავიდა,რომელმაც ტაისაც წამოაყენა
-გამარჯობა ელზა
ლაშა დედას გადაეხვია.შემდეგ კი ტაისას ზუსგზე მიადო ხელი და გვერდით დაიყენა
-დედა ეს ტაისიაა,ეს კიდევ დედაჩემია,ელზა
ბიჭი ოდნავ გადაიხარა და მომღიმარ დედას ლოყაზე,ნაზად აკოცა
-სასიამოვნოა
ძლივს ამოიბურტყუნა ტაისამ და კიდევ ერთხელ აპირებდა ბიჭისთვის ჩქმეტას მაგრამ ლაშამ თითები დაუჭირა და თავის გრძელ თითებში მოიქცია
-ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა ჩემო ძვირფასო,ტაისია
ქალმა მხარზე დაუსვა ხელის გული აწითლებულ ტაისას და თბილად გაუღიმა
-ტაისა ჰქვია,დედა
-მაშინ ტაისიათი რატომ გამაცანი?!
-ელზა
ლაშამ თვალები დაუბრიალა დედას
-ვატო მოდი ვინ გაგაცნო
ქალმა შვილის თვალების ბრიალი მშვიდად დააიგნორა და სწრაფად დაუძახა ოთახში შესულ ქმარს.ქმარს აღფრთოვანებით გააცნო ერთ ადგილას მოქანავე ტაისა.ლაშა საოცრად ჰგავდა ვატოს.ბიჭი გაღიმებული უყურებდა ტაისას,რომელიც მორცხვად პასუხობდა კითხვებს.ელზა ძალიან სასიამოვნო ქალი იყო.სახლის უკანა ეზოში ისხდნენ,აუზის გვერდით და მშვიდად საუბრობდნენ
-მე ყავას მოვადუღებ
ფეხზე წამოდგა ელზა,რომელსაც სოფო მიჰყვა
-მეც დაგეხმარებით
თქვა ტაისამ და სამზარეულოსკენ წასულ ქალბატონებს უკან გაჰყვა.ელზამ არაფერს გააკარა ტაისა და მითუმეტეს არც სოფო
-ტაისა,რას საქმიანობ?
-პრაქტიკოსი ექიმი ვარ.თან ვსწავლობ,რა თქმა უნდა
-რა კარგი პროფესია გაქვს
სოფომ გაუღიმა ტაისას და თვალი ჩაუკრა.გოგონამაც ღიმილით უპასუხა და სამზარეულოში შევარდნილი ლეკვი ხელში აიყვანა
-ლაშას დიდი ხანია იცნობ?
ელზამ შეპარვით ჰკითხა ძაღლთან მოთამაშეს
-არა,საერთი ნაცნობის წვეულებაზე გავიცანით ერთმანეთ
მანაც მორცხვად უპასუხა
-მარტო ყოფნა გინოდოდათ ჩვენ კიდევ სიმყუდროვე დაგირღვიეთ
ქალმა თავი დანანებით გააქნია და სოფოს ნამცხვრის თეფში მიაწოდა
-როგორ უსიტყვოდ გესმის ჩემი
რძალმაც გაუცინა და გემრიელად ჭამა დაიწყო.ტაისა ყავის გატანაში დაეხმარა ელზას და ისევ ლაშას მიუჯდა გვერდით.ნამცხვარს მიირთმევდა და ყურადღებით უსმენდა ვატოს დინჯ საუბარს.საოცრად მშვიდი პოროვნება იყო.ტაისას ღიმილს ჰგვრიდა მისი მოსმენა
-მეც მაჭამე
ფიქრები ლაშას ჩუმმა ხმამ შეაწყვეტინა.ბიჭს გახედა,რომელიც პირღია უცდიდა კუთვნილ ნამცხვრის ნაჭერს.ტაისას გაეცინა და შოშიასავით პირდაფჩენილს ნამცხვარი აჭამა.სირცხვილისგან ლოყები აუწითლდა,როდესაც ყველანი მათ მიაშტერდნენ.მსუბუქად ჩაახველა და თეფში ხელში შეაჩეჩა ლაშას.ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა და ფრთხილად აკოცა თავზე
-სახლში არ დამაბრუნებ?
რომ მოსაღამოვდა იკითხა
-დარჩი ჩემო ძვირფასო
მაშინვე უთხრა ელზამ როგორც კი გოგონას ხმა გაიგონა.ტაისა ერთ ადგილას აიწურა და მომლოდინე ქალს შეხედა
-სჯობს სახლში დავბრუნდე
მორცხვად ამოთქვა
-დარჩი
ლაშამაც უთხრა და ტაისას შერცხვა ოთხი წყვილი თვალი რომ შესცქეროდა
-კარგით
მორცხვად გაიღიმა და თავისი მობილური აიღო.სახლში დავრეკავო ჩაიბუტბუტა და ოდნავ მოშორებით დადგა.მაშინვე თინის დაურეკა და უზარმაზარ ეზოში დაიწყო სიარული
-ოჰ,ქალბატონო ავაგდეთ ცნობილი ფეხბურთელიო და დაგვივიწყე ხალხი?!
ტაისამ გაიგო თინის ხმა და თვალები აატრიალა მის რეპლიკაზე
-გაჩუმდი და მომისმინე!ლაშამ თავის აგარაკზე ამომიყვანა სადაც მისი მშობლებიც არიან.დარჩენას მთხოვენ და უარს ვერ ვეუბნებიი
ამოიკნავლა გოგონამ და თინის წიკვინი რომ გაიგო ტელეფონი ყურს მოაშორა
-ვსოო,ქორწილია ნიააა
თინი გაჰკიოდა და ტაისას ჯუჯღურს ყურადღებას არ აქცევდა
-რომ დავბრუნდები,გაბოროტებული ენოტების გალიაში შეგაგდებ!
ჩაისისინა და ტელეფონი გათიშა.ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და სახლისკენ შეტრიალდა.შიშისგან წამოიყვირა წინ ლაშა რომ აეტუზა
-მეგონა გაიქეცი
ბიჭი ზევიდან დაჰყურებდა და არაამქვეყნიურად უღიმოდა.ტაისა გაბრუებული იდგა და ვერაფერს აკეთებდა
-შევიდეთ
დაბალი ხმით უთხრა ლაშამ და ფრთხილად შემოხვია გოგონას მაჯას თითები.დისორიენტირებული ტაისა უკან ხმისამოუღებლად გაჰყვა
-ჩემო ძვირფასო,მე და ვატო დაგტოვებთ ხელს აღარ შეგილშით.ოთახს ლაშა გაჩვენებს.ტკბილი ძილი
ელზამ გაუღიმა და ქმართან ერთად აუყვა ხის კიბეებს
-ნიკა მეც დავიღლე
სოფომ დივანზე ჩამომჯდარ ქმარს გადახედა
-კარგი წავიდეთ,დავწვეთ.ძილინებისა
ტაისამ ლაშა მარტო რომ დაიხელთა ისევ უჩქმიტა მკლავზე და დივანზე ცხვირაწეული ჩამოჯდა
-რა გინდა გოგო რას დამალურჯე
ლაშამ გაიცინა და გვერდით ჩამოუჯდა გაფხორილს
-ლაშა,მოვკვდი სირცხვილით
-სასირცხვილო რა არის?
ბიჭმა გულრწფელად გაიკვირვა
-აუუ,აბა გამაცანი მთელი ოჯახი და მე კიდე პირდაფჩენილი ვუყურებდი ყველას
-არაუშავს,ელზაზე კი მოახდინე შთაბეჭდილება
ბოჭმა ხმამაღლა გაიცინა და დივანზე გადაწვა
-წაგეყვანე რა სახლში
-არავინ შეგჭამს ნუ გეშინია
-ახლა კიდევ გიჩქმეტ
ჩაისისინა ტაისამ და მომღიმარ ლაშას დაუბღვირა
-რას მერჩი?
საცოდავად იკითხა ბიჭმა და იდაყვებს დაეყრდნო
-აქ რომ არ მოგეყვანე გაფშეკდი ფეხებს?
-რა აგრესიული ხარ,ცოტა უნდა დაგატკბო
ლაშამ თვალი ჩაუკრა ტუჩებმოპრუწულ ტაისას და ფეხზე წამოაყენა
-წამო ოთახს გაჩვენებ
ბიჭმა თავისი თბილი თითები ტაისას გაყინულ თითებში ახლართა და უზარმაზარი კიბისკენ დაიძრა.ტაისა გაფაციცებით ათვალიერებდა გარემოს.ეღიმებოდა სახლის ინტერიერისთვის შერჩეულ თითოეულ დეტალზე
-ოთახში ყველა საჭირო ნივთი დაგხვდება
ლაშა ერთ-ერთი ოთახის წინ გაჩერდა და ტაისას დააჩერდა
-მადლობა და ძილინებისა
ლაშა არ განძრეულა ისევ მას მისჩერებოდა
-რა გაშტერება გეტაკა
-ძილინებისა
ამოიჩურჩულა ბიჭმა და ნაზად აკოცა ტაისას ლოყაზე.გოგონას გაეღიმა და აციმციმებული მზერა გააყოლა დერეფანში მიმავალ გიგაურს.
საწოლი იმდენად კომფორტული იყო,ტაისას გვერდიც არ შეუცვლია ისე მშვიდად ეძინა.მაგრამ თინათინ ორჯონიკიძე ყოველთვის გრძნობდა დაქალის კომფორტს და მის დარღვევას ხელიდან ხომ არ გაუშვებდა?რა თქმა უნდა,არა.შტურმით აიღო ტაისას ტელეფონი.გაბრუებულიმა და ნახევრად მძინარე ტაისამ ძლივს მიაგნო მობილურს და იმხელა ხმაზე ჩაჰყვირა რაგინდაო ღრმა ტყიდან ყვავებიც კი აფრინდნენ
-გძინავს გოგო?!ამ დრომდე ძილით გინდა სადედამთილოს მოაწონო თავი?
-ვაიმე თინი,მიგაკლავ კედელზე
-ნუ მიბრაზდები თუ შეიძლება
ტაისამ ამოიზმუვლა და ისევ საწოლზე გადაგორდა
-მე და ნია შენებთან მივდივართ,სოფელში
-ანუ,მარტო ვრჩები?
-ჰო ჩემო ბარტყო
გაინაზა თინი და ტაისას ჯუჯღურზე სიცილი დაიწყო
-მალე მოდი სახლში და შენ და ლაშიკომ არ იცუღლუტოთ
-თინათინ!
დაიყვირა ტაისამ და სიცილით წამოდგა.საწოლი გაასწორა და სააბაზანოში შევიდა,რომელიც თავის ოთახში იყო.მოწესრიგების შემდეგ ფრთხილად გამოიხურა საძინებლის კარი და ნელა დაიძრა კიბეებისაკენ.ერთ-ერთი ოთახი ღია იყო და მასაც უნებლიედ გაექცა თვალი იქითკენ.პირი დებილივით დააღო,წელს ზემოთ შიშველი ლაშა რომ დაინახა,რომელიც ტელეფონზე საუბრობდა.გოგონა ურცხვად მისჩერებოდა გიგაურის უნაკლო სხეულს.გონს მხოლოდ მაშინ მოეგი,ეს უნაკლო სხეული წინ რომ აესვეტა
-დილამშვიდობისა
ლაშა გაღიმებული დასჩერებოდა დაბნეულ და აწითლებულ ტაისას.გოგონამ სწრაფად აარიდა მზერა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
-დილამშვიდობისა
ჩაიბურტყნა მან და თავის ფეხებს დააშტერდა.ლაშა უთქმელად,მომღიმარი ათვალიერებდა მას
-სახლში უნდა დავბრუნდე
ძლივს მოაბა სათქმელს თავი ტაისამ.ლაშას მზერა სწვავდა
-კარგი,ჩავიცმევ და გაგიყვან
გოგონამ თავი დაუქნია და სწრაფად გაიარა დარჩენილი მანძილი.კიბის ბოლოში დადგა,არ განძრეულა,დაკარგვის ეშინოდა.ლაშა მალევე მივიდა მასთან და სამზარეულოსკენ წაიყვანა სადაც დანარჩენები იყვნენ
-გამარჯობათ
გოგონამ ყველას გაუღიმა
-დილამშვიდობისა,საყვარელო
ელზა მაშინვე მასთან მივიდა და მხარზე დაუსვა თბილი ხელი
-ხომ ისაუზმებ ჩვენთან ერთად?
-დიდი სიამოვნებით,მაგრამ მეჩქარება
ტაისამ თავი დანანებით გააქნია
-ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა
-ჩვენთვისაც,ხშირად შემოგვიარე
ელზა მაშინვე მოეხვია გოგონას და ძლიერად ჩაიკრა გულში.დანაღვლიანებულმა დატოვა სახლი ტაისამ.ძალიან სასიამოვნო და თბილი ოჯახი ჰყავდა ლაშას
-ძალიან კარგი ოჯახი გყვას
ვერ მოითმინა და როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ მაშინვე უთხრა.ბიჭს გაეღიმა
-მათაც ძალიან მოეწონე.დილით დაკითხვა მომიწყო ელზამ
ტაისას გაეცინა,მაგრამ მაშინვე დაუსერიოზულდა სახე
-იმედია რამე ცუდი არ გითქვამს
-დიდი ხანია არ ვიცნობთ ერთმანეთს,ჯერ-ჯერობით ცუდი არაფერი შემიმჩნევია
ლაშამ მხრები აიჩეჩა და წარბაწკეპილ ტაისას გაუღიმა
-აწი გამაფრთხილე სად წამიყვან
-ანუ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს
კმაყოფილს გაეღიმა და აწითლებულს,ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა.ტაისას სახლში ერთი ამბავი დახვდა.ნიას მთელი სახლი ამოეყირავებინა
-ნაღმი შემოგიგდეს?!
დაუყვირა და ჩემოდნიდან თავისი მაისური ამოიღო
-რამდენჯერ უნდა გითხრა ჩემს ნივთებს ნუ იღებ!
-მათხოვე რაა
ნიამ თვალები დაამრგვალა და ისე შეხედა დაბღვერილ ტაისას
-არა,მეც მჭირდება!მთელი სახლი მიგაქვს და მე ტიტლიკანამ ვიარო?!
-ნუ წუწუნებ
ნიამ ტუჩი აიბზუა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა
-თინი სად არის?
-სახლში გადავიდა,ჩემს მოსვლამდე კრინტი არ დაძრაო ლაშაზეო
-საერთოდაც არაფრის მოყოლას არ ვაპირებ რაა
-მაგასაც ვნახავთ
ტაისამ ენა გამოუყო ნიას და ოთახში შევიდა.ნია და თინი სანდროს მიჰყავდა სოფელში,ამიტომ თინიმ ბრძანება გასცა რომ ფეხს არ მოიცვლიდნენ სანამ ლაშაზე არ გაიგებდა ყველაფერს.ტაისა იძულებული იყო დაწვრილებით მოეყოლა თითოეული დეტალი
-საზიზღრად მოსწონხარ
ბოლოს დააბრეხვა თინიმ და წარბებ აწკიპულ დაქალს გაუღიმა
-შენ წადი იმის მაგივრად,რომ ალოდინებ ხალხს
ტაისამ ძლივს გააცლია ისინი.ქალბატონი თინი წასვლას არ ჩქარობდა.მანქანიდან უყვიროდა ლაშას მოკითხვა გადაეცი ჩემსგანო
-მიაბით ეს სავარძელზე
ტაისამ თავი სიცილით გააქნია და მკვეთრად შეტრიალდა სადარბაზოსკენ.ძლიერად შეასკდა მის წინ ასვეტებულ სხეულს.ბუზღუნით დაისვა ცხვირზე ხელი და მოქუფრულმა ახედა ერთ ადგილად გახევებულ ობიექტს.ლევანის მომღიმარი სახე რომ დაინახა საკუთარი ეზოდან გაქცევა მოუნდა
-გამარჯობა,ლევან
გაუღიმა ბიჭს,თუმცა ეს სახის საცოდავად დამანჭვას უფრო ჰგავდა ვიდრე გაღიმებას
-გამარჯობა
ლევანი ოდნავ დაიხარა და მაგრად აკოცა გოგონას ლოყაზე
-აქ რა გინდა?
-შენ მოგაკითხე.მინდა ერთად წავიდეთ სადმე
ლევანმა მხრები აიჩეჩა და პირდაფჩენილ ტაისას მხარზე დაადო ხელი
-ლევან,დიდი სიამოვნებით,მაგრამ ახლა არ მცალია
-ძალიან გთხოვ,ასე მგონია გეტენები
ტასიამ ტუჩზე იკბინა სიმწრით და დაღვრემილ ლევანს ახედა
-კარგი,მოვწესრიგდები და გავიდეთ
გოგონამ უარი ვეღარ უთხრა.მართლა ძალიან ზედმეტი იქნებოდა კიდევ ერთხელ უარის თქმა.რესტორანში ისხდნენ და მშვიდად ვახშმობდნენ.ლევანი ყოველ სიტყვაში ცოლის მოყვანასა და სიყვარულს აკვეხებდა.ტაისა კი მშვიდად აიგნორებდა მის სიტყვებს,ვითომ არც ესმოდა
-სკოლა რომ დავამთავრე გული მხოლოდ შენზე მწყდებოდა.ვიცოდი ისე ხშირად ვერ გნახავდი
ლევანმა დანანებით გააქნია თავი.ტაისამ ძალით გაუღიმა და წითელი ღვინო მოსვა.ისეთი სისწრაფით სვამცა ცოტა ხანში მთვრალი იქნებოდა.ლევანის გაუთავებელი საუბრის მოსმენა ნამდვილად აღარ შეეძლო ფხიზელი ყურებით.პირთან მიტანილი ჩანგალი გაუშეშდა ლაშა რომ დაინახა.თვალები გაუფართოვდა და წელში ორჯერ მოიკეცა.ლევანი გაოცებული შესცქეროდა გაწითლებს,ვერ გაეგო რა ხდებოდა
-ტაისა კრგად ხარ?
ბიჭი ოდნავ წამოიწია და ტაისას ხელი დაუსვა მაჯაზე
-კარგად ვარ
ამოიხრიალა გოგონამ.მათი მაგიდისკენ წასული ლაშა და ახალგაზრდა ქალი რომ დაინახა,ლევანის მტევანს გაუაზრებლად ჩააფრინდა და დაბნეულ ბიჭს გაუღიმა.საშინლად არ უნდოდა თავზე წამომდგარი ლაშასთვის შეეხედა,მაგრამ სხვა გზა არ იყო,გაოცებული ლევანი ხან ტაისას უყურებდა ხან დაუპატიჟებელ სტუმრებს
-საღამო მშვიდობისა
რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ გაისმა ლაშას დაბოხებული ხმა.ტაისამ მთელი სამსახიობო ოსტატობა მოიკრიბა და ვითომ გაოცებულმა ახედა წყვილს
-ვაიმე,ლაშაა?რა დამთხვევაა
გაუცნობიერებლად დაიწყო წიკვინი და უფრო მაგრად მოუჭირა ლევანის თითებს თავისი
-ჰო,საინტერესო დამთხვევაა
თავი დააქნია ლაშამ და მათ გადაფსკვნი ხელებს დააჩერდა
-გაიცანი ლაშა ლევანი,ლევან ლაშა
ტაისას მიმიკური კუნთები სტკიოდა ამდენი ღიმილისგან
-სასიამოვნოა
ამოთქვა ლევანმა.ლაშა ისევ მაგიდაზე გადადებულ მათ ხელებს უყურებდა
-შენ არ გაგვაცნობ თანმხელბს?!
სასხვათაშორისოდ ჰკითხა ტაისამ და ქალს ახედა.იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი სახეზე.ქალი იმაზე ლამაზი იყო ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანდა.უცხო გარეგნობის მქონე მანდილოსანი ცივი მზერით ათვარიელებდა მობუზულ ტაისას
-კატერინა
მხოლოდ ეს თქვა ლაშამ და გაყინული მზერა აარიდა დაღვრემილ ტაისას
-სასიამოვნოა
გაუცინა გოგონამ ახალგაზრდა ქალს
-ჩვენ უკვე ვესაუბრეთ ერთმანეთს მობილურით
გაისმა ტაისასთვის ნაცნობი ხმა და ყველანაირი ძალა მოიკრიბა ადამიანის სახე რომ არ დაეკარგა
-დიახ,გამახსენდა
მზერა სწრაფად აარიდა კატერინასა და ლაშას
-დაგტოვებთ
თქვა ლაშამ და ლევანს გახედა,რომელიც ტაისას თითებზე თამაშით იყო გართული.წყვილი აუჩქარებელი ნაბიჯით გასცილდა მათ მაგიდას
-არ ვიცოდი ლაშა გიგაურს თუ იცნობდი
მარტო რომ დარჩნენ ლევანმა მაშინვე უთხრა
-ჰო,ვიცნობ
ამოიწრიპინა ტაისამ და ხელი უხერხულად გაინთავისუფლა
-წავიდეთ,გვიანია უკვე
თქვა ტაისამ და ფეხზე წამოდგა.ლევანმა გოგონა ეზოში დატოვა და უთხა,აუცილებლად შეხვედროდნენ ერთმანეთს.ტაისას არ უნდოდა სახლში ასვლა,რადგან არ უყვარდა მარტოობა.ჭადრის ხის ქვეშ,სკამზე ჩამოჯდა.გრილი ნიავი უბერავდა და საოცად სიამოვნებდა.თვალები მინაბა და ჩუმი ღიღინი დაიწყო
-აქ ჯდომისთვის ძალიან გვიანია!
ტაისამ ზურგს უკან გაიგინა გიგაურის ხრინწიანი ხმა და მოულოდნელობისა და შიშისგან მაშინვე წამოხტა.ფეხი ხის ფეხვებს გამოსდო და ქვიან მიწაზე გაიშხლართა.წვრილი კენჭები შიშველ კანს უკაწავდა და ტკივილისაგან ამოიზმუვლა.ლაშა მაშინვე მასთან გაჩნდა და ფრთხილად წამოაყენა
-რა ხიფათა ხარ
ბიჭმა კანზე მიწეპილი კენჭებისგან გაანთავისუფლა და სახე დამანჭულს დახედა
-იტკინე რამე?
ტაისამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია,მაგრამ თვალები მაინც აემღვრა.თვალწინ ედგა ლაშასა და კატერინას წყვილი.გიგაურის მკლავი,რომელიც ახალგაზრდა ქალის წვრილ წელზე იყო შემოხვეული.მოულოდნელად ტირილი დაიწყო.ხელის გულები თვალებზე აიფარა და ასლუკუნდა
-ტაისია რამე გტკივა?
გიგაური დაბნეული იდგა და გაოცებული უყურებდა აბღავლებულ ტაისას
-მითხარი რამე თორემ გავაფრენ!
ხმა გაიმკაცრა ბიჭმა და ხელები სახიდან მოაშორებინა.ტაისა თავდახრილი იდგა და მხრები უკრთოდა
-იტკინე რამე?
-არა
ამოიბურტყუნა გოგონამ და ცრემლებით დანამული ლოყები შეიმშრალა
-აბა რა გატირებს გოგო?!
-მინდა და ვტირივარ!
წამოიყვირა ტაისამ და დაბღვერილმა ახედა
-გამაგიჟებ
ნერვიულად გაიცინა გიგაურმა და ძლიერად ჩაიხუტა ტაისა.გოგონამ მაშინვე იგრძნო ლაშასათვის დამახასიათებელი სურნელი და ძვირიანი სუნამოს სუნი,რომელიც აშკარად არ ეკუთვნოდა ბიჭს.კატერინა,ამოუტივტივდა ტაისას და კიდევ რომ არ დაეწყო ტირილი თვალები მაგრად დახუჭა.ფრთხილად განთავისუფლდა გიგაურისაგან და ოდნავ მოშორებით დადგა
-რისთვის მოხვედი?
ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ ჰკითხა,გახევებულ ბიჭს.ლაშამ ღრმად ამოისუნთქა და ოდნავ მოზრდილ წვერზე თითები დაისვა
-რესტორნის ბიჭმა მოსვენების საშუალება არ მომცა
ამოთქვა ლაშამ და მზერით გაბურღა ტაისა
-ვინ რესტორნის ბიჭმა?
-ლევანმა!
კბილი კბილს დააჭირა და ისე გამოსცრა
-ლევანმა?და რატომ?
-ტაისია,სულელს ნამდვილად არ გავხარ და ჩემს ნერვულ სისტემას რატომ ცდი?!
ლაშას ფერი აღარ ედო სახეზე.ყბებს ნერვიულად ჭიმავდა
-მე და ლევანი მეგობრები ვართ,მართალია მას ბავშვობიდან ვუყვარვარ,მაგრამ მეგობრობის იქით საქმე არ წავა
-გასაგებია
ამოთქვა გიგაურმა და თავდახრილ ტაისას მიუახლოვდა.გოგონას მაშინვე დაეჭიმა კუნთები.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თითები ერთმანეთს გადააჭდო
-ლამაზი ქალია კატერინა
ვერ გაიგო ეს რატომ წამოაყრანტალა.ენაზე მწარედ იკბინა და სახე საცოდავად გამანჭა.ლაშას ახედა,რომელიც წარბაწეული უყურებდა
-ლამაზია
თავი დაუქნია ბიჭმა.ტაისას აღარ შეეძლო ამდენის გაძლება,სული ეხუთებოდა
-ლაშა გვიანია,სახლში ავალ
გიგაური მისკენ დაიხარა და გავარვარებული ტუჩები შუბლზე მიაკრო
-შეხვედრამდე ტაისია
ამოიჩურჩულა და თბილად გაუღიმა აფორიაქებულ ტაისას.გოგონას მთელი ღამე არ ეძინა.საწოლში წრიალებდა და ბორგავდა.კლინიკაში მთელი დღე გათიშული იყო და მაშინ მიხვდა,რომ რამდენიმე დღე დასვენება არ აწყენდა.იმ დღესვე აიღო შვებულება და ოჯახს დაადგა თავზე.ნატა ცრემლებად იღვრებოდა და მონატრებულ შვილს ეხვეოდა.თინი თვალებ დაწვრილებული აკვირდებოდა საეჭვოდ ჩუმ დაქალს.საღამოს ეზოში ისხდნენ და სიმშვიდით ტკბებოდნენ
-მგონი,ლაშა გიგაურის მიმართ მიჯაჭვულობას ვგრძნობ
ამოთქვა ტაისამ,რომელიც მინდორზე დაფენილ პლედზე იჯდა და ვარსკვლავებიან ცას მიშჩერებოდა
-შენ ხო არ გამცივნებს გოგო?ამას მარტო ახლა უნდა ვგებულობდე?
წამოიკივლა თინიმ და დაბღვერილმა დახედა ტაისას,შიშისგან რომ გაფითრებულიყო
-რა გაღრიალებს?გაიღვიძა მთელმა სოფელმა
-მიგახრჩობ ახლა სადმე,მოყევი დროზე ყველაფერი!
-მე და ლევანი რესტორანში რომ ვისხედით,ლაშა შეგვხვდა იმ ქალთან ერთად მაშინ რომ ვესაუბრე ტელეფონით.საშინლად ვიეჭვიანე და მივხვდი,გიგაური არავისთვის მემეტება
ბოლო სიტყვები საცოდავად ამოიკნავლა და ამღვრეული თვალებით შეხედა დაქალს
-და ასე რას განიცდი?
ჰკითხა ნენემ და გულაჩუყებულ დას მოეხვია
-მალე წავა ქვეყნიდან და არ ვიცი რა უნდა ვქნა
ტაისამ ტირილი დაიწყო.ვეღარ აკონტროლებდა თავის გრძნობებს
-დამშვიდდი რაა,თორემ მეც ვიტირებ
წამოიყვირა თინიმ და ისიც მოეხვია გოგონებს.დიდხანს ისხდნენ ერთმანეთზე გადაფსკვნილნი და ტაისას ამშვიდებდნენ.სრულ ბედნიერებაში გაატარა რამდენიმე დღე ტაისამ სოფელში.ლაშა არ შეხმიანებია და ვერც თვითონ გაბედა ამის გაკეთება.ქალაქში ისევ მარტო დაბრუნდა.სახლი საშინლად ცარიელიი და ცივი მოეჩვენა.არაფრის თავი არ ჰქონდა.წყალი გადაივლო და მაშინვე დაიძინა.მეორე დღეს კლინიკაში იყო და უამრავი პაციენტით გადაჭედილ პალატებში დარბოდა.შედარებით რომ ჩამშვიდდა სიტუაცია თავის საყვარელ კაფეში წავიდა.საყვარელი ნემცხვარი შეუკვეთა და მოლოდინის რეჟიმზე გადაერთო.მთელი გულითა და სულით გრძნობდა რომ ლაშა დაადგებოდა თავზე და ასეც მოხდა.ცოტა ხანში გიგაური მის წინ იჯდა.არც ერთს არაფერი უთქვამს.ტაისას ნამცხვრის ჭამა ისევ ლაშამ დაიწყო.გოგონა გაღიმებული უყურებდა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა,რომ არ მოფერებოდა
-ხვალ მივფრინავ
ტეისას ეგონა მთელი შენობა თავზე დაენგრა.იგრძნო როგორ აუკანკალდა სხეული.ნერვიულობისგან ვერაფერი ვერ თქვა მხოლოდ თავი დაუქნია ისიც გაუაზრებლად.ლაშამ ნელა გააცურა თავისი თითები ტაისას გაყინული თითებისაკენ
-ხო გამაცილებ?
საცოდავად ჰკითხა ლაშამ და გოგონას ოდნავ შესამჩნევლად გაეღიმა.ისევ დაუქნია თავი და მათ ხელებს დახედა.ნელა მოეფერა ხელის გულზე.მთელი საღამო ისხდებოდნენ ასე,მაგრამ ტაისა კლინიკაში უნდა დაბრუნებულიყო.კიდევ ერთხელ მიაბიჯებდნენ ნაცნობ ქუჩაზე უხმოდ.საავადმყოფოს წინ რომ გაჩერდნენ მხოლოდ მაშინ ახედა ტაისამ
-შეხვედრამდე ლაშა
გაუღიმა და სწრაფად გაეცალა გახევებულ გიგაურს.ტაისას ეგონა გული გაუსკდებოდა ისე სწრაფად უცემდა.ცრემლებს ძლივს იკავებდა.არ უნდოდა დაეჯერებინა,რომ ლაშა ქვეყანას დატოვებდა და კიდევ დიდხანს არ ექნებოდა მისი ნახვის შანსი.აეროპორტში იდგა ლაშას ოჯახის წევრებთან ერთად და ეგონა მისი სულის რაღაც ნაწილს კარგავდა. ვერაფერს ეუბნებოდა დაბღვერილ გიგაურს.მხოლოდ უღიმოდა დრო და დრო.მეხის გავარდნასავით გაისმა ბორდის ნომრები,რომლითაც ლაშა მიფრინავდა.გოგონამ აკანკალებული სხეული ძლივს დაიმორჩილა და მასთან მისულ ლაშას ახედა.გიგაური დაიხარა და მოულოდნელად დააცხრა გაფითრებულ ტაისას ტუჩებზე
-ისე ვერ წავიდოდი,რომ არ მცოდნოდა,მელოდებოდი!
მხოლოდ ეს უთხრა და დატოვა გონება არეული ტაისა



№1 სტუმარი Marimari

Kargi iyo, dzalian momwons, imedia male dadeb meore nawilsac. Warmatebebi

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომეწონა, წარმატებები

 


№3  offline წევრი Ele Ni

ძალიან მომეწონა❤❤მალე დადე მეორე თავი.

 


№4 სტუმარი სტუმარი ანო

ძალიან კარგია <3 მეორე თავს როდის დადებ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ძალიან კარგი იყო, იმედია მეორე ნაწილს მალე დადებ ❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი თეონა

სიამოვნებით წავიკითხე.ველოდები მეორე თავს.????

 


№7  offline წევრი OKI ME

მართლაც, რომ ძალიან კარგი იყო. ❣️❣️ ლამაზი და სასიამოვნო ისტორია. ♥️❤️ იმედი მაქვს მეორე თავს მალე დადებ ❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი Elza Ghudushauri

სტუმარი ნინი
ძალიან მომეწონა, წარმატებები

 


№9 სტუმარი Life is beautiful

ვავვვვ... ყოჩაღ ეს ისაა რასაც ველოდი.. მადლობა თქვენ ამ დიდი სიამოვნებისთვის<3:-) მალე გვინდა მეორე... მადლობა წარმატებები:-)<3

 


№10 სტუმარი სტუმარი ანნა

როდის დადებ?

 


№11 სტუმარი სტუმარი ხატია

ვაუ.... სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე რამდენად მომეწონა... უმაგრესი იყო და მოუთმენლად ველი ახალ თავს.... იმედია მალე დადებ და გაგვახარებ....

 


№12 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგია, მოუთმენლად ველი მეორე ნაწილს, იმედია მალე დადებ ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent