შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძელი, წითელი ძაფები (თავი 1)


5-11-2020, 23:21
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 254

"ზოგს ჰგო¬ნია, რომ ნამ¬დვი¬ლი პატ¬რი¬ო¬ტიზ¬მი ეწი¬ნა¬აღ¬მდე¬გე¬ბა კოს¬მო¬პო¬ლი¬ტიზმს, მაგ¬რამ ეს შეც¬დო¬მაა. ყო¬ვე¬ლი ნამ¬დვი¬ლი პატ¬რი¬ო¬ტი კოს¬მო¬პო¬ლი¬ტია ისე, რო¬გორც ყო¬ვე¬ლი გო¬ნი¬ე¬რი კოს¬მო¬პო¬ლი¬ტი (და არა ჩვე¬ნე¬ბუ¬რი) პატ¬რი¬ო¬ტია"- ვაჟა-ფშაველა

"მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!" - ილია ჭავჭავაძე

თბილი, თლილი, გრძელი თითები.
მაჯაზე დატანებული კლაკნილი ბილიკები, რომელზედაც ორი სული... მათისა და ედის ცხოვრების გზა იქნა აღბეჭდილი.
მათი რომანტიკოსია.
ედი რეალისტი.
ინი და იანი.
თევზი და ლომი.
სიყვარულის უდრეკი სიმფონია, რომელსაც თითქოს დაღი აქვს დასმული.
და ისევ ედის ის მწვანე, შემპარავი, მაცდური ღიმილი...
დათოვლილი გრძნობები და
ცივი, გაყინული ქვეშაგები...
სუსხიანი საღამო და გრძნობათა აგოგმანებული სიტყვა „მე შენ მიყვარხარ...“
შემდგომ ფარული შეხვედრები.
სიტყვათა ფერადი გამები.
უხეში ბალანი და
განშორებები...
„მიყვარხარ...“
მე ისევ მოვალ...
მონატრებული სიტყვა მე შენ მჭირდები.
ისევ გოდება
ისევ ოხვა
და ბოლოს, მე შენთან მოვედი!

თბილისში აცივდა... სწორედ ისე შემოაწვა ქვეყანას სუსხი, როგორც შინაგან გრძნობებს. მათი ყოველთვის ოცნებების ნაპრალებში იყო ჩამალული, სადაც თავს არიდებდა სამყაროში არსებულ სიტუაციას და უღრმავდებოდა ღრმა, სულიერ ფენებს.
ბათუმსაც თოვლის საფარი ჰქონია იმ დროს შემოხვეული. იდგა დინჯად... აკანკალებული სხეულით ცდილობდა თავისი მკვიდრი გადაერჩინა და მწვავე სიცივისგან ეხსნა ხალხი, რომლებიც გაშტერებულნი გადაადგილდებოდნენ ტანჯულ, დასახიჩრებულ, ნატყვიარევ სამშობლოს მიწაზე. მიიღწვოდნენ უცნობი სუბიექტისკენ და ამავდროულად ერთმანეთს შხამიანი ენით გესლავდნენ პირველობისათვის.
ქვეყანაში პირველობისთვის ბრძოლა იყო გამართული... და ამ არეულობას მრავალი ახალგაზრდული სული ეწირებოდა.
მათის ყოველთვის აწუხებდა თავისი სამშობლოს მდგომარეობა, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელი, ბრტყელი, უმოძრაო სახისა ისახებოდა. სულს ურევდა იმ ქაოსში ცხოვრება, სადაც ადამიანობას ივიწყებენ და მხოლოდ და მხოლოდ პირადი მიზნებისკენ ისწრაფვოდნენ.
ქვეყანა იცვლებოდა...
მხოლოდ მათი და ედი იყვნენ ფერუცვლელნი, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ არსებული წითელი ძაფები ქვეყნის რეჟიმმა ვერ გაცვითა. ვერ დააშორა ორი მონათესავე სული, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის სულის ცეკვით ცოცხლობდნენ.
ედის არ აწუხებდა იმდროინდელი ქვეყნის ვითარება... ალბათ იმიტომ, რომ სხვა მოსახლეობის მსგავსად მასაც არ შეხებია უსამართლობის მარწუხები, რომელიც უკანონო კანონებით იქნა გამსჭვალული.
ედი ხშირად ფიქრობდა წარსულზე... იმ წარსულზე, სადაც მათისთან აფარებდა ხოლმე სულიერ, ჯერაც ძნელად გაუშლელ ფრთებს. წარსული ზოგჯერ შეაგოგმანებდა... შეახსენებდა იმ ულევ სიყვარულსა და მონატრებას, რომელიც მხოლოდ ერთს უკავშირდებოდა სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე. შემდგომ იღლება... თავს ატკიებს აკვიატებული ფიქრები და ბუნების წიაღში ფერშეუცვლელი გადის. სურს მიაძინოს გახსნილი სულის იარები, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში მალავდა... სურდა გრძნობების ქაოსმა თავისი უმწიკვლო გონება არ დაეჩრდილა.
ედი ბედისგან დაჩაგრული იყო...
მათიც, თუმცა არა ისე, როგორც ცხოვრებამობეზრებული ედი.
მას ნელ-ნელა უცვდებოდა მომავლის მიმართ არსებული ფიქრები. ისადგურებდა ედის სხეულში უფსკრულივით ღრმა სევდა, რომელსაც არ შეეძლო სიხარულის საფუძველზე ამოვსება. ზოგჯერ უფსკრულის კიდესთან შეტოკდება ხოლმე. ნიავს მიაყოლებს საკუთარ უსულო სხეულს და სურს... მთელი თავისი გონებითა და სულით სურს, რომ ქართა ნაკადს მიეცეს, რომელიც მათის სახლის ზღურბლამდე მიიყვანა, თუმცა შეცდა...
მათისა და ედის ურთიერთობა ზედმეტმა იმედებმა, ურთიერთობებმა დაღუპა.
ჩუმად შეხვედრებს ჩუმი სიყვარული ჰყვებოდა...
სკოლის დამთავრებას სულის იარების მეტად გახსნა, რადგან გარშემო ყველა აფარებდა საყვარელი ადამიანების მკლავებში თავს, თუმცა მათი და ედი განშორებულნი... მრავალი ტკივილისგან დაბეჩავებულნი კვლავაც უზიარებენ სხვადასხვა კუნძულებიდან თავიანთ მწველ სითბოს, რომელიც ალღობდა შინაგან აისბერგს.
ედიმ სიგარეტს გაუკიდა...
მათიმ ედის საყვარელი სიმღერა ააჟღერა დინამიკში.
მათი ფიქრები გალაქტიკაში კავშირდებოდა და ერთმანეთს... ორ მოწყურებულ სხეულს ასაჩუქრებდა ბლანტი, მელანქოლიური გრძნობით.
შემდგომ ჩუმად ოხრავენ.
განდეგილად დგებიან...
ედი თავის განუშორებელი “Marlboro“-ს სიგარეტის ღერითა და შეუდრეკი ფიქრებით.
მათი ედის საყვარელი სიმღერითა და მოუშუშებელი, ღრმა იარებით.

მათის კვლავ ჩაეწვიტა სიცოცხლის ძაფები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent