ყველას თავისი Central Perk აქვს (სრულად)
ნაწილი პირველი არც კი მახსოვს, თაშკა ვასაძე როდის გავიცანი. მგონი ზუსტად იმდენი წლის წინ, რამდენისაც მე ვარ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი თავი მის გარეშე არ მახსოვს. სამაგიეროდ ზუსტად მახსოვს როდის შემოიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში უილი, სანი, მარიშკა და დუდა. მეხუთე კლასში, ჩემი და თაშკას კლასში ძალიან გამხდარი, უზარმაზარკიკინებიანი და უფროდიდჩანთიანი მარიშკა რომ გადმოვიდა, მის გამო ჩემი და თაშკას წყვილი დაშალა დამრიგებელმა. სასწრაფოდ დაგვაშორა ერთმანეთს და ჩემს გვერდით მარიშკა გაამწესა. ვაპირებდი ზუსტად ისე გამემწარებინა მარიშკა, როგორც მისმა გამოჩენამ ჩემი და თაშკას ყოველდღიურობა გააფუჭა, მაგრამ საშუალება არ მომცა, დღის ბოლოს მარიშკა ისე მომწონდა, თაშკას მასთან მეგობრობა ვაიძულე. ისიც მხოლოდ ორი დღე უძალიანდებოდა თავს, მერე დანებდა და იქამდე, ვიდრე დუდას გამოჩენით „ველიკალეპნაია ჩეტვიორკა“ შევიკვრებოდით, „ტროიკად“ ჩამოვყალიბდით. დუდას მეცხრე კლასში თაშკა „შეუყვარდა“ და ასე მასთან სიახლოვის იმედით, მე და მარიშკას შემოგვეტენა. მალევე გავიაზრეთ ოთხივემ, რომ ამ სულელურ სიყვარულზე მაგარი ის მეგობრობა იყო, რომლითაც ერთმანეთს ვუკავშირდებოდით. დუდამ „დაივიწყა“ თაშკა და ჩვენც იმ ოთხეულად ჩამოვყალიბდით, ზემოთ რომ ვახსენე. მერე იყო ერთად სიარულის ორი წელი, ჩემი აგარაკიდან დუდას ბათუმის სახლამდე კილომეტრების რამდენიმე საათში დაფარვა, მშობლების ბუზღუნი, დუდას მიერ მოგერიებული თაყვანისმცემლები, მარიშკას მიერ დამფრთხალი გოგოები და ორჯერ 365 საოცარი დღე. ასე იყო, ჩვენთვის ყველა დღე განსაკუთრებული იყო. ახლა რომ მკითხოთ, ამდენი წლის შემდეგაც ძალიან თავისუფლად შემიძლია გავიხსენო ყოველი დღის ჰაილაითი. უილი და სანი სკოლას რომ ვამთავრებდით იმ წელს გავიცანი. ის შემოდგომა ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ყვითელი, ცდუნებას ვერ გავუძელით და აბიტურიენტები კახეთში გავიპარეთ, დუდას საქართველოში ახალდაბრუნებული მეგობრის - სანის სოფელში. უილიც მასთან ერთად გავიცანით. თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად სიგიჟე იყო. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანების ასეთი ერთობა ყველას უკვირდა ალბათ. ალბათ კი არა, კი, ასე იყო. დუდა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი უნდა გამხდარიყო, დოკუმენტური ფილმები და ბარსელონა უყვარდა. თაშკა ლამაზი და ყოველთვის ბედნიერი იყო. შეეძლო ყოველ კვირას ახალი გატაცება ჰქონოდა და ეს გატაცებები არასდროს ყოფილა ახლოს ერთმანეთთან. ჩვენც მოთმინებით ვიტანდით მის ცოტათი დაუჯერებელ სისულელეებს. სხვანაირად თაშკა თაშკა ვერ იქნებოდა. მარიშკაზე ყველამ იცოდა, ჟურნალისტი უნდა გამხდარიყო. ვერასდროს ჩერდებოდა, სულ სადღაც გარბოდა, სულ რაღაცას კითხულობდა და ნამდვილი მიკროფონის „დათრევამდე“ „რექსონას“ ფლაკონს გვტენიდა ხოლმე ცხვირში, ინტერვიუებს იწერდა. სანი სხვანაირი ბიჭი იყო. ჩვენ თუ ყველას რაღაც მაინც გვქონდა საერთო, სანი სხვა იყო. ის იმაზე ჭკვიანი და სერიოზული იყო, ვიდრე ვინმეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მის გაცნობამდე ჩემზე ამბობდნენ ხოლმე, ზედმეტად სერიოზული ხარო. თურმე სანის არ ვიცნობდით და მე იმიტომ ვჩანდი ასეთი. სანიმ ამოაყირავა ჩვენი წარმოდგენები ჭკვიან ადამიანებზე. მას ყოველთვის ქონდა არგუმენტირებული აზრი ყველაფერზე. იმაზეც კი, რატომ იყო პომიდორი ხილი. შეიძლება სანიმ ისიც იცოდა, ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი. არვიცი, არასდროს მიკითხავს, მაგრამ ეცოდინებოდა. უილი სასაცილო ბიჭი იყო. მხიარული, ან უფრო თვითონ სიტყვა მხიარულება. სანი და უილი ანტიპოდები იყვნენ, მაგრამ არ არსებობდა უფრო დიდი კავშირი, უფრო დიდი მეგობრობა, ვიდრე მათი. უილი იყო მაღალი, ზედმეტად მაღალი, ჭროღა თვალებით და ურჩი თმით. დღემდე მგონია, უილიზე სიმპატიური არავინ მინახავს. მისი თაყვანისმცემლების მოგერიება ყველაზე რთული იყო. მაგრამ თაშკა ახერხებდა. მე? სახელიც კი არ მითქვამს ჩემი. მე ზოი ვარ, უფრო ზაიჩიკა. ჩემზე ამბობდნენ, ამის გაცინება შეუძლებელიაო. ღმერთმანი, წმინდა წყლის ტყუილია. ნეტა განახათ როგორ ვიცინი ჩემს მეგობრებთან ერთად. საზარლად, ჩიტები რომ ფრინდებიან, ისეთ ხმაზე. სხვების წარმოდგენა ჩემზე, არასდროს ყოფილა მართალი. შეიძლება იმიტომ, რომ ტიპური ინტროვერტი ვარ და მხოლოდ მეგობრები მიცნობენ. თუმცა, მომწონს კიდეც, დაე სხვაგვარად არასდროს იყოს. მოყოლა შორიდან დავიწყე, მაგრამ ალბათ კარგია იცნობდეთ მათ, ვისაც წლების შემდეგ, ახლა, როცა 30 წელი უკვე ახლოსაა, თავისი Central Perk აქვთ. დიახ, after all this time. ზუსტად არ მახსოვს რამდენი წელი გავატარეთ უერთმანეთოდ, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. თაშკა ჰამბურგში გადავიდა საცხოვრებლად, იქ უნდა ვისწავლო მაინც და მაინცო. დუდა ჯერ ვარშავაში მოხვდა გაცვლითი პროგრამით და შემდეგ ამერიკაში წავიდა. უილი, როგორც კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ესპანეთში წავიდა, იქ თამაშობდა მანამ, სანამ ტრავმამ უკან დაბრუნება არ აიძულა. სანიმ ერთ დღეს გამოაცხადა ბერლინში გადავდივარო და ასე უბრალოდ, 3 დღეში აეროპორტში გვატირა. მე ამ ამბების შემდეგ ბევრი არ მიფიქრია და პირველივე შესაძლებლობაზე იტალიაში გადავიხვეწე. არ მინდოდა უმეგობრო თბილისი, არ მინდოდა მარტო მევლო იქ, სადაც ყველა კუთხე მეგობრებს გამახსენებდა და ასე ეგოისტრად დავტოვე მარიშკა და რომში წავედი. მარიშკა იყო ერთადერთი, ვინც საქართველოში დარჩა და თბილისს ამაგრებდა, როგორც თვითონ ამბობდა. ნელ-ნელა მივეჩვიეთ ცალ-ცალკე ცხოვრებას და სკაიპ ქოლებს. მივეჩვიეთ უერთმანეთობას და ჩვენს ყოველდღიურობაში სხვა ადამიანები გაჩნდნენ. მეგობრები, შეყვარებულები, ნაცნობები. სიმართლე გითხრათ, საერთო სურათი არასდროს შეცვლილა. ყოველდღიურობა შეიცვალა, სიყვარული - არა. ჩვენ გვქონდა ჩემი აზრით უმშვენიერესი ტრადიცია. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, რა საქმეც არ უნდა გვქონოდა, ჩვენ აუცილებლად ვატარებდით ყოველი წლის 25 მაისს ერთად. რა ხდებოდა ამ დღეს? არაფერი. ჩვენ არ გვინდოდა შეკრების დღე რომელიმე დღესასწაული ყოფილიყო, ვინმეს დაბადების დღე ან რამე ისედაც არსებული თარიღი, რომელიც გვახსოვდა. სულ ახალი დღე გვინდოდა, სხვა დღე. რა გავაკეთეთ? დიდ დოლურაში 358 ფურცელი ჩავაყარეთ ამდენივე თარიღით. მხოლოდ საკუთარი დაბადების დღეები და ახალი წელი ამოვაკელით. მერე დოლურა დავატრიალეთ და კენჭისყრით წილხვდომილმა თაშკამ 25 მაისი ამოიღო. ასე გახდა ჩვენი დღესასწაული 25 მაისი. ამ ყველაფრის მერე ყველანი თბილისში დავბრუნდით. 2017 წელი იყო. თაშკამ თავის ბოიფრენდთან ერთად თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტა (გვიყვარდა გუგა, ძაან მაგარი ბიჭი იყო, მაგრამ 25 მაისს მაინც არ ვაჭაჭანებდით ჩვენთან.) დუდამ ძააალიან მაგარი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა საქართველოში. ერთ-ერთი წამყვანი გახდა თავის საქმეში. უილი ამომავალ ვარსკვლავად დარჩა, ბოლომდე ვერ ამოვიდა, იმდენად სერიოზული აღმოჩნდა მისი ტრავმა. ამიტომ თბილისში დაბრუნდა და აკადემია გააკეთა, ბავშვებს ამეცადინებდა. სანი ისევე უცერემონიოდ დაბრუნდა, როგორც წავიდა. ერთ დღეს ჩატში მოგვწერა, 3 დღეში თბილისში ვბრუნდებიო და ასეც მოიქცა. ცნობილი სამშენებლო კომპანიის CEO გახდა და ისევ აქ დამკვიდრდა. მე არ ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ პირველივე სკაიპ ქოლის დროს, როცა ის ხუთი ერთად დავინახე და გავიაზრე, რომ მხოლოდ მე ვიყავი სხვაგან, ცივად გავთიშე, ბარგი ჩავალაგე და ორ დღეში თბილისის ბინის კარი შევაღე. ასე აღმოვჩნდით 2017 წლის მაისში ყველანი თბილისში და იმ დღიდან ყველაფერი დაიწყო თავიდან. ამჯერად ყველა დაკავებული იყო და ერთმანეთისთვის ძალიან დიდი ხნით არ გვეცალა, მაგრამ მთავარი იყო, რომ გვეცალა ყოველდღე! ყველას სამუშაო საათები სხვადასხვა დროს სრულდებოდა, მაგრამ აუცილებლად დგებოდა ის წუთი,როცა ყველანი ჩვენი საყვარელი კაფის ჩვენს საყვარელ მაგიდასთან ვსხდებოდით და ერთმანეთს ვუყვებოდით ყველაფერს. ან ზოგჯერ არაფერს. თავი აღარ გვქონდა, მაგრამ იქ მაინც ვისხედით. ნაწილი მეორე - თაშკ, სად ხარ? ახლა გამოვედი სამსახურიდან - თან თაშკას ჩავყვირი, თან მანქანის გასაღებს ვეძებ უშედეგოდ და თან კიბეზე ისეთი სიჩქარით ჩავრბივარ, ვითომ სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი წყდებოდეს ვინმესი. - ნახევარ საათში ვამთავრებ, ერთ საათში ჩვენთან ვიქნები . - მთქნარების შეწყვეტის გარეშე მპასუხობს. - კარგი, მე რადგან უკვე გამოვედი, ყველას დავურეკავ და პირდაპირ ჩვენსკენ წავალ. მშია და ჩქარააა - შევუღრინე და გავთიშე. ამასობაში ძლივს ამოვიღე ჩანთიდან გასაღები, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს როგორ ახერხებს სულ დაკარგვას, როცა ორასი ბრელოკი მაინც აქვს შებმული. გამარჯვებული სახით გავაღე მანქანა, ჩავხტი და ვიდრე დავძრავდი ჩატში ვოის მესიჯიც გავგზავნე - ატონსიონ, ვიკრიბებით ჩვენთან. რაც შეიძლება მალე. - ჩავყვირე და მანქანა დავძარი - ისე ამბობ ვიკრიბებითო, ვითომ ყოველ საღამოს არ ვაკეთებდეთ ამას. რა თქმა უნდა გავთავისუფლდები თუ არა მოვალ - მოგვწერა დუდამ - 1 საათში მანდ ვარ და რამე ძალიან გემრიელი დამახვედრეთ თორე უგემურ თავებს მოგაჭამთ. - ღრიალებს უილი და თან ისეთი ხმები ისმის, ალბათ გამოცვლისას ტანსაცმელში იკვანძება. - მე დამაგვიანდება, მაგრამ მოვალთ. - კონკრეტულია სანი, მაგრამ მე მაინც არ მეპარება მისი მესიჯის ბოლოს „თ“. - „თ“? - ჩავეკითხე - ჰო, ვიღაც უნდა გაგაცნოთ. - დააზუსტა. - იყოს ნება შენი - მივწერე და გაურკვევლობაში მყოფი დავიძარი ჩვენი კაფისკენ. პირველი მივედი, ასეც ველოდი. ვიცოდი, ყველა დააგვიანებდა, მხოლოდ მარიშკას ტელეფონის არ აღება მაშფოთებდა. ათასი ზარის მერე როგორც იქნა აიღო და იმ ულამაზესი ლექსიკონით, რომლითაც როგორც წესი მხოლოდ ჩვენ გველაპარაკება ჯერ ყველაფერი დამახურა და ბოლოს ღიმილით დაამატა, გკოცნიო. გკოცნიო. მკოცნიდა მას შემდეგ, რაც გამომლანძღა და მეჩხუბა საქმის ჩაშლისთვის (არაფერიც არ ჩაშლია!). მალევე დავიკიდე, რაც ჩვენ ერთმანეთი გაგვილანძღავს, ვის უკვირს? მიმტანებს მივესალმე, ყველა მოვიკითხე, ჩემი საყვარელი ჩილი კონ კარნე შევუკვეთე და ლეპტოპი ამოვიღე, ვიფიქრე, ვიდრე მოვლენ, ცოტას კიდევ ვთარგმნითქო. დაახლოებით 15 წუთში ვიღაცამ სკამი ხმაურით გამოსწია. არ ამომიხედავს, ველოდებოდი ხმას როდის ამოიღებდა, რა თქმა უნდა რომელიმე მათგანი მეგონა. დაახლოებით ათწამიანი სიჩუმის შემდეგ ახედვა ვიკადრე და კითხვისნიშნებით სავსე მზერით ჩავაჯინდი ადამიანს, რომელსაც პირველად ვხედავდი. - გამარჯობა. დახმარება მჭირდება . - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ის. - გაგიმარჯოს და გისმენ. - ისევ ეჭვნარევად ვუყურებდი. - ტელეფონი გამეთიშა. ან გარე დამტენი მათხოვე, ან ლეპტოპი ორი წუთით. უმნიშვნელოვანესი მეილი უნდა გავგზავნო და სენდზე დაჭერა ვერ მოვასწარი. - შემევედრა უცნობი, რომელიც მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ საოცრად გამოიყურებოდა. ლეპტოპი უხმოდ შევუბრუნე და დაველოდე, როდის მორჩებოდა თავის საქმეს. 2 წუთიც არ გასულა, უკან დამიბრუნა და ამჯერად გამიცინა კიდეც. - დიდი მადლობა, გადამარჩინე. ვალში ვარ შენთან. - არაფერს, პრობლემას ვერ ვხედავ ადამიანებს ამდენად პატარა სამსახური გავუწიო, როცა შემიძლია. - საპასუხოდ გავუღიმე. - ერთი კითხვა, მთარგმნელი ხარ როგორც მივხდი, ფაილი იყო გახსნილი, ვიდრე მეილს მივაგნებდი თვალი მოვკარი- თავს იმართლებდა და ცოტა სასაცილო იყო. - კი, მთარგმნელი ვარ და არაუშავს, თვალი რომ მოჰკარით. - ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს წიგნს თარგმნი, როგორც შევნიშნე. - მომნუსხველად გამიღიმა და ნათლად დავინახე, როგორი აღფრთოვანებული იყო თავისი აღმოჩენით. - სასიამოვნოა ამის მოსმენა. ჩემი საყვარელი წიგნიცაა და მინდოდა ქართულადაც ყოფილიყო. - აღფრთოვანებაზე თავაზიანად ვუპასუხე. - იმედია მალე წავიკითხავ ქართულად, საინტერესო იქნება. და მართლა, მე რენე ვარ - ხელი გამომიწოდა ზუსტად 2 სანტიმეტრზე, რადგან ისედაც ჩემს ხელთან იყო. - მე ზოი და დაახლოებით 1 თვეში წაიკითხავთ ქართულად ამ წიგნს. - გავუღიმე. - გამიხარდება ამ დროისთვის ისეთი ნაცნობები მაინც თუ ვიქნებით, თქვენი თარგმანი რომ მაჩუქოთ. - ფლირტზე გადადიოდა, არ მეჩვენებოდა. - შეგიძლიათ თქვენი მეილი დამიტოვოთ და როგორც კი მზად იქნება, სიამოვნებით შეგეხმიანებით და გამოგიგზავნით. - თითქოს ფლირტს ვერ მივუხვდი. - მინიშნება საუბრის აღარ გაგრძელების შესახებ გასაგებია. მეილს დაგიტოვებთ და რავიცი, ალბათ კიდევ შევხვდებით, ზოი. - გამიღიმა, ჩემი ბლოკნოტი გადაშალა, იმეილი ჩაწერა, კიდევ გამიღიმა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა კაფე. გამეღიმა, გავხალისდი, დამავიწყდა კიდეც როგორ ხასიათზე ვიყავი, მშვიდად გავაგრძელე ვახშმობა და მუშაობა. რამდენიმე წუთში ნელ-ნელა დაიწყეს შემოლაგება. ჯერ თაშკა და გუგა მოვიდნენ, რამდენიმე წუთში უილი შემოაკსდა მშიას ძახილით. ვიდრე შეკვეთებს ელოდებოდნენ, დუდა და მარიშკაც შემოგვიერთდნენ და ჩვეულებრივი საღამოს რეჟიმში გადავედით. - უდაღლილესი ვარ. აქედან სახლამდე რომ უნდა მივიდე, ამაზეც პანიკა მემართება. - ამოიქვითინა მარიშკამ და ფეხები უილის კალთაში მოათავსა. - 7 წლის წინ გეუბნებოდი, ჟურნალისტობა არ გინდათქო და ვის აბრალებ. - დაღლილი მზერა ქონდა დუდასაც. აღარ შემიძლია რა, ახალი თანაშემწე მჭირდება, ვინმემ მიშველეთ, არ გეცოდებით ? - თავისი პრობლემებიც იქვე ამოაფრქვია. -რა ხდება, შენს ახლანდელ თანაშემწეს რა დაემართა? - ჩავეკითხე. - არაფერი იცის და არაფრის სწავლა შეუძლია. სასწრაფოდ უნდა შევცვალო. - ოქეი, სეთლ დაუნ იორსელფ ჰანი, გიპოვით ვინმეს. - თავზე ხელი გადაუსვა თაშკამ და ბურგერი გაიქანა. გუგა მშვიდად იჯდა და არ იმჩნევდა, ჩვენსავით გაოგნებული რომ იყო თაშკას მადით ბოლო 1 კვირის მანძილზე. კლასიკური ეჭვები გვქონდა ყველას, ორსულად გვეგონა და ცალ-ცალკე ვატენიდით ტესტებს. არ იყო ორსულად. მეხუთედ რომ მივადექით, ტესტის უადგილო ადგილზე გაკეთებით დაგვემუქრა და გამოგვყარა. დავნებდით, რა უნდა გვექნა. - დუდიკ, შენს საქმეს კი მიგახედინებთ, პრობლემა არ არის, მაგრამ ვინმემ იცის სანიმ ვინ უნდა გაგვაცნოს? - ძაააალიან დროული და სწორი კითხვა დასხვა მარიშკამ. იმ წამს დავფიქრდი, რომ მთელი ჩემი უსიამოვნო განწყობის მიზეზი ეს მოულოდნელი გაცნობა იყო. აზრზე არ ვიყავი ვინ უნდა მოეყვანა, მაგრამ უკვე მაშინებდა ეს ფაქტი. სანი სხვა იყო,მე არ ვიცნობდი არავის, ვისზეც ვიფიქრებდი, რომ სანის შესაფერისი იყო. ის ერთადერთი იყო, ვისაც არასდროს, არავინ შეეფერებოდა ვინც კი გაუცნია. ყველა გვაცნობდა თავის მეგობრებს, იყვნენ ყველანაირები, კარგები, საშუალოები, ნუ, ცუდები არასდროს. მაგრამ სანისთან არა, სანი სხვა იყო. ამ ფიქრებიდან სკამის გამოწევის ხმამ გამომიყვანა. სანი მოვიდა და თან ახლდა ის, ვინც არ მომწონდა. დანახვის წამიდან არ მომწონდა. ყოველთვის ასე იყო სანისთან. მე არავინ მომწონდა. არც სხვებს, მაგრამ მე უფრო. - ოჯახო, ვივი გაიცანით, ჩემი მეგობარი. ვვარაუდობ, რომ დღეიდან შეხვდებით ხოლმე. - გაგვიღიმა სანიმ, მზერა მოგვავლო და მე დავიფიცებ რომ არ მომეჩვენა, ჩემზე სულ ოდნავ დიდხანს გაჩერდა. მეც ვუყურებდი მას და არა ვივის. ვუყურებდი და ვცდილობდი რამე გამეგო მისი გამომეტყველებიდან. მხოლოდ ის გავიგე, რომ კმაყოფილი იყო ვივის აქ ყოფნით. ეს რაღაც ზარივით იყო თავში. მივხვდი, რომ მეც კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი. მზერა ვივიზე გადავიტანე და ვეცადე შემეხედა ყველაზე კარგი თვალით, რაც კი შემეძლო. წამიერად მომეჩვენა, რომ მომწონდა. რაღაცნაორი იყო. მშვიდი, ლამაზი და ჭკვიანი თვალები ქონდა. სხვანაირი არც იქნებოდა, არასდროს გაუცნია სანის ვინმე, ვისაც ჭკვიანი თვალები არ ქონდა. - კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ცეტრალ პერკში, ვივი - გაუღიმა თაშკამ და ამჯერადაც არ მომეჩვენა, მე შემომხედა. და მე მომეჩვენა, რომ ყველა ჩემს რეაქციას ელოდა. ჰო, ასეა, დაუწერელი, მაგრამ ყველასთვის ცნობილი ამბავი იყო, რომ მე და სანი ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. იმაზე ახლო, ვიდრე მე და დუდა, თაშკა და უილი, მე და უილი ან ნებისმიერი სხვა ორი. და ეს იყო სრულიად ბუნებრივი მდგომარეობა. სრულიად ბუნებრივი იყო, რომ მე და სანის ბევრად მეტი დრო გვქონდა ერთად გატარებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ორს ან ჩვენ ყველას ერთად. უამრავი რთული ან მარტივი დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში ისეთი, როცა ერთმანეთის გვერდით დგომა გვინდოდა ან გვჭირდებოდა. უამრავჯერ ავლილ-ჩავლილი ჩვენი უბნის ქუჩები, უამრავი პატარა სახლის პატარა სახურავი. ვიჯექი ვივის და სანის წინ და რატომღაც ჩემი გონება ვერაფერზე ფიქრობდა გარდა იმ დღისა, როცა ერთხელ ჩვენ გავეპარეთ ყველას, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, მეზობელი კორპუსის სახურავზე. წავიღეთ 1 ბოთლი ღვინო, არცერთი ჭიქა და პატარა დინამიკი, რომელიც ყოველთვის მეგდო ჩანთაში. ვისხედით სახურავის კიდეზე, ვსვამდით ღვინოს და ვუსმენდით მაშინ ჩვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქართული ჯგუფის სიმღერას. (Небо СССР - Огни Большого Города) და არ ვაკეთებდით საერთოდ არაფერს. არ გვითქვამს არც ერთი სიტყვა. ბოლო ყლუპის შემდეგ უბრალოდ წამოვედით და ისე დავბრუნდით დანარჩენებთან, თითქოს ის 2 საათი საერთოდ არ ყოფილა. როგორც იქნა მოვიკრიბე ყურადღება, ძალა და გაშტერებული თვალი ისევ გავუსწორე წყვილს. - გამარჯობა, ვივი. დაე სასიამოვნო იყოს. - გავუღიმე, თქვენ წარმოიდგინეთ არა ნაძალადევად და ვიგრძენი როგორ მოეშვა სანის დაჭიმული მხრები. ჩემს გვერდით დაჯდა, მის გვერდით ვივი და ჩაერთნენ საერთო საუბარში ისე, თითქოს არ არსებობდა არანაირი დაძაბულობა. სიმართლე უნდა ითქვას, დაძაბულობას ყოველთვის იწვევდა ის რამდენიმე წამი, როცა ჩემს რეაქციას ელოდნენ. ასე იყო, მთავარი იყო რას ვიტყოდი მე, რას ვიგრძნობდი ან რას ვიფიქრებდი. შემიძლია ვიამაყო, რომ მე არასდროს ვყოფილვარ მიზეზი, რომელიმე ახალგაცნობილი ნაცნობის წასვლის ან გაშვების. კი, ეს ძალიან მახარებდა. მე შემეძლო დამენახა კარგი მათში, თუ ეს ჩემს მეგობრებს სჭირდებოდათ. ის დღეც ერთ-ერთი ასეთი იყო. მე ასე ვფიქრობდი. - ვივი, რას საქმიანობ და რამდენი წლის ხარ? - ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო მარიშკამ. ყველას გაგვეღიმა - ვივ, სანამ ყველა კითხვაზე არ გასცემ პასუხს, თემის შეცვლა გაგვიჭირდება. ასეთია ჟურნალისტთან მეგობრობის ხვედრი. - აუხსნა სანიმ. - არანაირი დაკითხვა ან ინტერვიუ, მეგობრის მეგობარი გოგო თუ მაინტერესებს, დანაშაულია? - ცხვირი აიბზუა მარიშკამ - არანაირად. ინტერვიუებსაც მიჩვეული ვარ და უპრობლემოდ გიპასუხებ ყველა კითხვაზე. 26 წლის ვარ ადვოკატი ვარ. სიმართლე გითხრა, ოდნავ მიკვირს კიდეც, რომ ვერ მიცანით. - უხერხულად გაიღიმა. - აქ ისეთი სასტავი ვართ, ჩვენი საქმის იქით დიდად ვერაფერს ვამჩნევთ, არ გვიწყინო- უპასუხა პირგამოტენილმა უილიმ ყველას ნაცვლად. - არა, პირიქით, სასიამოვნოა როცა უბრალოდ ვივი ხარ და არა ცნობილი ადვოკატი. სანი რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გავიცანი და არც ისე მალე მოვახერხე ჩვეულებრივ ურთიერთობაში ადაპტირება, ეგეც საკმარისია - სანის მხარზე თავი ჩამოდო და მკლავზე მოეხვია. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი და ბუნებრივი იყო. არ შემეძლო სხვანაირად მეფიქრა. ულამაზესი იყო ვივი და ძალიან უხდებოდა სანის გვერდით ყოფნა. - იმედია ჩვენს გენიოს სანჩიკას დასაცავი არაფერი სჭირდა - უილი და დუდა ახარხარდნენ. - არა, ნამდვილად არა - გაეცინა მასაც. მთელი ის დრო, როცა ისინი საქმის, მათი გაცნობის, ერთად ყოფნის და სხვა დეტალების შესახებ საუბრობდნენ, მე ვიჯექი ისე, თითქოს იქ არ ვიყავი. მესმოდა ყველაფერი, მაგრამ არ ვკითხულობდი არაფერს. - ზო, რამე მოხდა თუ უბრალოდ დამღლელი დღე იყო? - ჩემსკენ ოდნავ გადმოიხარა და შეპარვით მკითხა. - არაფერი სან, უბრალოდ საშინლად მეძინება. - გავუღიმე და ყურთან მოვეფერე, როგორც ყოველთვის. გამიღიმა, ხელზე მაკოცა და ვივის მიუბრუნდა. ცოტა ხანი კიდევ ვლაპარაკობდით ათას რამეზე, დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს ვაჯამებდით და ის იყო წასვლას ვაპირებდი, რომ ისევ გამოჩნდა ჩემი ბარის ნაცნობი. გვიან შევნიშნე, უკვე ჩემსკენ მოდიოდა. ჩვენს მაგიდასთან რომ გაჩერდა, დავინახე როგორი კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით უყურებდნენ ჩემი მეგობრები და გამეღიმა, ყოველთვის სახალისო რეაქცია აქვთ უცხო მამაკაცების გამოჩენისას ჩვენს სიახლოვეს. - ერთ დღეში ორჯერ შეხვედრა დამთხვევაა თუ? - თვალები დააწვრილა და ღიმილით მკითხა. - თუ ამ ბარის მფლობელი ხართ და ისედაც სულ აქ ხართ, მაშინ არაფერია. თუ თქვენც ჩემსავით ყოველ საღამოს აქ ხართ, არც მაშინ. თუ მეორედ იმის გამო მოხვედით, იფიქრეთ იქნებ ჯერ არ წასულაო, მაშინ ადევნება და თუ უბრალოდ გამოიარეთ ან რამე დაგრჩათ, მაშინ ნამდვილად დამთხვევა - ჩავარაკრაკე სიცილით. მასაც გაეცინა. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ლამაზად და თვალისმომჭრელადაც კი. ვიდრე ორ ხმაში სიცილს მოვრჩებოდით, თაშკას მოთმინების ძაფი გაუწყდა და ჩაახველა, აზრზე მოდიო. ამაზე მეორე სერია დავიწყეთ სიცილის. ისევ რენე გამოერკვა ჩემზე ადრე და თვითონ გაეცნო: - მე ვარ რენე, ზოის შემთხვევითი ნაცნობი, დღეს რაღაც საქმეში დამეხმარა და რამდენიმე საათში მეორედაც გადავეყარეთ ერთმანეთს. გამარჯობა და სასიამოვნოა - ისევ თვალისმომჭრელი ღიმილი. - გამარჯობა და ჩემთვისაც სასიამოვნოა. ისე იცინოდით, ვერაფრით ვიფიქრებდი თუ დღეს გაიცანით ერთმანეთი - მარიშკამ წამკბინა და ჩამაშტერდა. მე ისევ მეცინებოდა და ვერ ვხვდებოდი ეს მთელი საღამოს საერთო ისტერიკა იყო თუ მართლა რამე საშინლად სასაცილო ხდებოდა. უბრალოდ ვეღარ ვჩერდებოდი. სანიმ წყალი მომაწოდა, ხელი მომხვია და ჩუმად ჩამჩურჩულა: - დალიე და აზრზე მოდი. თუ ეპრანჭები, ამდენი და ასეთი ხმით სიცილი ცუდი გზაა. რამდენიმე წამით შევცბი და სიცილი შევწყვიტე, მაგრამ ხუთი წამიც არ იყო გასული, ისევ შეტევა დამეწყო და უკვე სუნთქვა მიჭირდა სიცილისგან. არც მთვრალი ვიყავი და იმასაც კარგად ვიაზრებდი, რომ არაფერი ხდებოდა ასეთი სასაცილო, მაგრამ ვერ ვწყვეტდი. ვგრძნობდი, სულ ერთი ნაბიჯი იყო ამ სიცილის ტირილად გადასაქცევად. უცებ წამოვხტი, საპირფარეშოში გავალთქო დავიბარე და ისე გავვარდი, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს. ჩავკეტე თუ არა კარი, ნიჟარასთან დავდექი და ისეთი ხმით ავტირდი, ნებისმიერ ჭირისუფალს შეშურდებოდა. არვიცი რამდენი წუთი გავიდა ვიდრე სარკეში საკუთარ ატირებულ სახეს ვაკვირდებოდი, მაგრამ აშკარად ვიღაც ჩემი ბედით დაინტერესდა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა. - ზოი, კარგად ხარ? შეგაგვიანდა - რენეს ხმა გავიგე. - კი, კარგად ვარ, ახლავე გამოვალ - გავძახე, თავი მოვიწესრიგე და კარი გავაღე. - უფ, ცოტა შემეშინდა კიდეც. ისე გამოვარდი და თან შეგაგვიანდა კიდეც - ღრმად ჩაისუნთქა რენემ და იქვე კარის გვერდით კედელს მიეყრდნო. - ჰაჰა, ბევრი და ტყუილად ნერვიულობა გავნებთ ახალგაზრდავ, მითუმეტეს თუ ყველა ახალგაცნობილზე ასე იდარდებთ, ეს ლამაზი წაბლისფერი თმა მალე გაგიჭაღარავდებათ - თმები ავუჩეჩე და გავუცინე. - ჯერ ერთი, გაჭაღარავებაში პრობლემას ვერ ვხედავ, ისედაც სიმპატიური ვიქნები. მეორეც, მადლობა ჩემი თმა რომ მოიწონე. მესამეც, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი დღეს დაწყებული ნაცნობობა, საინტერესო ამბებს გვიმზადებს და ამიტომ მივეცი თავს უფლება, ცოტა მენერვიულა - პირველად შევნიშნე რომ ძალიან ლამაზი ხმა ქონდა. - კარგი, ხვალზე ხვალ ვიფიქროთ, დღეს და ახლა კი სახლში უნდა წავიდე, საშინლად დაღლილი ვარ და მეძინება. მადლობა ზრუნვისთვის, რენე. - მივუახლოვდი, ლოყაზე ვაკოცე და შემოვბრუნდი. ზუსტად იმ წამს დავინახე სანი, რომელიც ასევე ჩემს საძებნელად მოვიდა და უხერხულად ატუზულიყო. ვერ გადაეწყვიტა, უკან დაბრუნებულიყო თუ ჩვენს დიალოგში ჩარეულიყო. სიტუაცია ჩემმა შემობრუნებამ განმუხტა, სანის მივუახლოვდი და ვუთხარი: - სან, მაგრად დავიღალე, სახლში უნდა წავიდე რა. - დაიცა ცოტა ხანს, ჩვენც გასვლას ვაპირებთ და გაგიყვან, დატოვე მანქანა აქ. - არა, ნასვამი არ ვარ, უბრალოდ დაღლილი. ჩემით წავალ. - ვუთხარი, მაგიდისკენ წავედი მაგრამ მივხვდი,რომ მეტი უნდა მეთქვა და უცებ შემოვბრუნდი, სანის მოვეხვიე და ვუთხარი: - მაგარი გოგოა სან, ყველაზე მაგარი ვინც კი გაგიცნია. თუმცა შენს არჩევანში ეჭვი ისედაც არ მეპარებოდა. - მერე ყურთან მოვეფერე, ისევ ისე, როგორც ყოველთვის და წამოვედი. არაფერი უთქვამს, ალბათ ვერც მოასწრო, სასწრაფოდ ავალაგე მაგიდიდან ჩემი ნივთები, ბავშვებს დავემშვიდობე და წამოვედი. მანქანა დავძარი, ჩემი საყვარელი „ღამის დისკი“ ჩავრთე და დავიძარი. ზუსტად იმ წამს, არსაიდან თითქოს მოწმენდილ ცაზე , საშინლად გაწვიმდა. ეს იყო ყველაზე კარგი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, სახლის გზიდან გადავუხვიე და მთაწმინდისკენ დავიძარი. მუსიკას ავუწიე და ავყევი: Now I'm trying to wake you up To pull you from the liquid sky 'Cause if I don't we'll both end up With just your songs that say goodbye My ooooh Myyyyyyyyyy A song To say Goodbyyyyeeeeee მანქანა ჩემს საყვარელ ადგილთან გავაჩერე. იქიდან ძალიან კარგად ჩანდა თბილისი და თან ბევრი ხალხიც არ ირეოდა ხოლმე. არვიცი, შეიძლება ჩემამდე ვერავინ შენიშნა რა მაგარი იყო იქ ჯდომა. ქალს რომ კითხო, რა მოიძებნება ყოველთვის მის მანქანაში, შეიძლება გითხრას უამრავი საჭირო და არასაჭირო ნივთი, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, რომ გითხრას ალკოჰოლი. ჰო, ჩემს მანქანაში ყოველთვის მოიძებნება ერთი ბოთლი პროსეკო. ბოთლი გავხსენი, მანქანაზე შემოვჯექი და ისევ მუსიკას ავყევი. ძალიან მაგარი ქალაქია თბილისი. უშნო შენობებით სავსე, ბეტონის ჯუნგლებით გატენილი, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი. არვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ყველაზე უშნო უბნებშიც კი შეიძლება იპოვო ძალიან ლამაზი ადგილი, სადაც სიამოვნებით დაისვენებ. ღამით ხომ საერთოდ ზღაპრულია, ნებისმიერი წერტილი. მთაწმინდიდან ღამით ყველზე მეტად კუკიის ყურება მიყვარს. მთელ ამ განათებულ სილამაზეში დიიიდი სიშავე. სასაცილოა სიტყვა ყურება, რადგან არაფერი ჩანს, მაგრამ მე ვიცი, რომ მთელ ამ ყვითლად აბრდღვიალებულ ქალაქში, ის შავი ნაწილი კუკიაა და მას ვუყურებ ხოლმე. ხო, მეც მგონია რომ ეს არც ისე ნორმალურია, მაგრამ მაინც. დაახლოებით ნახევარი საათი დავშტერებოდი თბილისს მაღლიდან. უკვე საგრძნობლად რომ შემცივდა და წამოსვლაზე ვფიქრობდი, ჩემი მანქანის გვერდით მანქანა გაჩერდა. არც გამიხედავს, ისედაც ვიცოდი, სანის გარდა ამ დროს აქ არავინ მოვიდოდა. ჩამეღიმა, ჩემთვის მწარედ და ცოტა ტკბილადაც. თბილისისთვის თვალი არ მომიშორებია, ჩემს გვერდით დაჯდა და მეორე ბოთლი გახსნა. - აქ რა გინდა სან? - ისევ არ ვუყურებდი - რაც შენ. - მგონი პირველად ცდები. - არ მგონია. - მე მგონია. მე არვიცი რა მინდა. შენ სან? შენ საიდან იცი? - ვიკადრე და თვალი გავუსწორე. - არ მჭირდება სიღრმეების ძებნა. მე მინდა აქ ჯდომა, დალევა და მუსიკის მოსმენა. შენც ამას აკეთებ თუ მეშლება? მეტზე ახლა ნუ ვიფიქრებთ. და საერთოდ, არ გცივა? - იმ წამს შეამჩნია რომ სველი ვიყავი. მანქანაში დაბრუნდა, საწვიმარო ამოიღო და გამახვია. - ხომ იცი რომ ბავშვობიდან ვერ ვიტან ჯენტლმენებს სან. - მოვიხსენი და ჩემთან ერთად ისიც გავახვიე. გაეცინა. სველი თმები ამიჩეჩა და მერე ისიც ჩემსავით თბილისისკენ შებრუნდა. - რას უყურებ? - ვკითხე - გაგეცინება. - მიდი რა, არ გამეცინება - ოოოო - მიდი რა და მეც გეტყვი, არ მგონია ჩემსაზე სასაცილო იყოს. - კუკიას. - ჰა? - ჰო გითხარი სასაცილოათქო. - მაგრამ არა იმაზე სასაცილო, ვიდრე ჩემი. მეც კუკიას. დაარტყი - გავუცინე და ხელი გავუწოდე. გაეცინა. ძააან ხმამაღლა. მერე ცოტა ხანს ისევ სიჩუმეში ვისხედით. და მეორე ბოთლიც რომ დავლიეთ, წასვლის დროაო გამომიცხადა. - ტაქსი უნდა გამოვიძახოთ, საჭესთან არ დაგსვამ. - კაი რა, მანქანებს აქ ხომ არ დავტოვებთ - ავბუზღუნდი. - რა თქმა უნდა დავტოვებთ, მომე გასაღები, დილით ადრე ამოვალ უილისთან ერთად და ჩამოვიყვან ორივეს. - დაიკიდე, არ მჭირდება ხვალ მანქანა და მე თვითონ ამოვაკითხავ. - როგორც გინდა - მხრები აიჩეჩა. ტაქსი გამოვიძახეთ, სახლში დამტოვა და გზა განაგრძო. ხმა არ ამოგვიღია. დამშვიდობებისას მხოლოდ. იმ ღამეს ისე ნამდვილად მკვდარივით მეძინა. წვიმის ხმაურმა თავისი გაიტანა და როგორც ბავშვობაში, უშფოთველად დავიძინე. 12 საათამდე მეძინა. საათს რომ დავხედე, მეგონა ნახევარი ცხოვრება გამოვტოვე და გიჟივით წამოვხტი. ნახევარი ცხოვრება არა, მაგრამ სანის 2, თაშკას 11, მარიშას 4 და დედაჩემის 5 ზარი ნამდვილად გამოვტოვე. და ეს ნიშნავდა მეორედმოსვლას. საერთოდ, ისიც კი მიკვირდა, ჩემს კარზე აქამდე რატომ არ აბრახუნებდნენ შეუჩერებლად. პირველად დედაჩემს დავურეკე: - დედაო ჩემო, მეტისმეტი ხომ არ არის 5 ზარი? - შვილო ჩემო, მეტისმეტი ხომ არ არის 5 ზარს რომ არ პასუხობ ? - დედა, ვისვენებდი, მეძინა, არ მქონდა უფლება? - 12მდე ბავშვობაში არ გიძინია ზაიჩიკ, მე რა ვიცოდი ამ სიბერეში თუ გადაირეოდი. გული გამისკდა, ყველას დავურეკე. სანიმ დამამშვიდა, ენაცვალოს მაგას მისი სოფაჩკა, გვიან დავიშალეთ და ეძინებაო. მის გამოა კარი რომ არ ჩამოვიღე და მოთმინებით ველოდი შენს გაღვიძებას. - ქოთქოთებდა სოფო. - დედა, 2012 წლის 21 დეკემბერს, მთელი მსოფლიო მეორედმოსვლას რომ ელოდებოდა, მაშინ არ გაგიჟებულხარ და რა მოხდა ასეთი, დილიდან პანიკაში რომ ხართ ყველანი? - 2012 წელს შვილო, გამოშტერებულები ნერვიულობდნენ. დღეს კიდე ის მოხდა, რომ მამაშენის დაბადების დღეა და უკაცრავად თუ შეგახსენე, რომ აუცილებლად უნდა მოხვიდე და არ მაინტერესებს შენი არანაირი გეგმა. - ძალიან მკაცრი იყო სოფო. თავში წავიშინე ხელი, კიდევ კარგი დამირეკა, თორემ დღეს სახლიდან გასვლას არ ვაპირებ, არც სოც ქსელებში შეხედვას და ეჭვი მეპარება კომპიუტერის ეკრანზე დაწერილი თარიღისთვის მიმექცია ყურადღება. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ შევიმჩნიე და მკაცრად ვუთხარი: - დედა, როდის იყო თქვენი დაბადების დღეები მავიწყდებოდა, ან არ მოვდიოდი, ან არ გილოცავდით. რა საქციელია სოფო? - თავს ნუ იკატუნებ, ბოლო 3 წელია სულ მე გახსენებ ყველა მნიშვნელოვან თარიღს. წავედი ახლა, უნდა მოვემზადო, საღამოს გელოდებით. - გამითიშა ისე, პასუხს არც დალოდებია. ამოვისუნთქე და ახლა თაშკასთან დავრეკე: - თას, მითხარი რომ ვინმე მოკვდა, რევოლუციაა ან რამე საშინელება მოხდა, თორემ თერთმეტჯერ რამე სისულელისთვის თუ დამირეკე, მოგკლავ. - რავი, მე და გუგამ დაშორება გადავწყვიტეთ და საკმარისი მიზეზი არაა შენი აზრით? - რააააააააააა? - ვიკივლე რაც კი ხმა მქონდა და მოულოდნელობისგან საწოლიდანაც კი გადმოვვარდი. ამ წარმოუდგენელ ამბავს ისე მეუბნებოდა, თითქოს მართლა არაფერია. ტელეფონის მეორე მხარეს გამაყრუებელი სიცილი რომ გავიგე, მაშინ მოვედი გონს და მეორე პარტია ლანძღვა-გინება გავამზადე. - ღმერთოო, ძაან სასაცილო ხმა იყო, ნეტა დამენახა კიდეც როგორ აყირავდი. არ დაიწყო ახლა კივილი, პირიქით, ამ ცუდი ამბის შემდეგ ხომ გაგიხარდა რომ ტყუილია? - მკერავდა ასე უნამუსოდ. - თამარ ვასაძე, ახლა ვთიშავ და გიკრძალავ იქამდე დარეკვას, სანამ არ გადამივლის და მე თვითონ არ შეგირიგდები, არაადამიანო! - ვუყვირე და მართლა გათიშვას ვაპირებდი, მაგრამ მოასწრო: - არ გამითიშო, საოცარი რამეები უნდა მოგიყვე - იკივლა რაც შეეძლო ხმამაღლა და ჩქარა. - მეტიც არ მინდა საოცარი არ იყოს. რა ჯანდაბა მოხდა ? - გუშინ შენ რომ წახვედი, შენი ახალი ნაცნობი რენე ჩვენს მაგიდასთან მოვიდა ისევ და შენი ნომერი გვკითხა. ისე ჩქარა გაიქცა, ვერ მოვასწარი მისთვის მეკითხაო, პირდაპირ არ გთხოვთ, შეეკითხეთ და თუ სურვილი ექნება, ბარში დამიტოვეთო. მე ვიცოდი რომ ძაანაც გექნებოდა სურვილი და მაშინვე ჩავუწერე ტელეფონში. რა ქაჯობაა ნომრის „მოჟმოტვა“ ადამიანისთვის? ჰოდა რენე რომ წავიდა, სანიმ ძაან ნაწყენმა მითხრა რომ ეს არ უნდა მექნა. მერე ვივის უთხრა წავედითო და ისე წავიდა, ვერ მოვასწარი ვერაფრის თქმა. მერე დავურეკე, შენ ვერ ხარ ხოთქო, სანამ ნებართვას არ აიღებ ადამიანისგან, მისი ნომერი არავის უნდა მისცეო. მეთქი მისი ნაცნობია, რატო ახურებთქო, თვითონაც მოახერხებდა ნომრის მიცემას სურვილი რომ ქონოდაო. მოკლედ გადაჭედა, როგორც იცის ხოლმე ისე. მე გავბრაზდი, მაგის გამო გუგას ვეჩხუბე და სახლში მარტო წამოვედი. მერე დამირეკა, მომიბოდიშა, ხო იცი ჩემი უთავო თაშკა ხარო და მეც შევურიგდი, ხო იცი ვერცერთზე ვბრაზდები, კი საზიზღრები ხართ მაგრამ მაინც. ხოდა მერე ღამე არ დამეძინა იმაზე ფიქრით, ნეტა მართლა არ უნდა მექნა ასეთქოო? და ამოიღე ახლა ხმა და რამე მითხარი! - ძლივს დაამთავრა უზარმაზარი ამბავი თაშკამ. - ვაიმე, ყველანი იდიოტები ხართ და მე მაინც თქვენთან ვმეგობრობ და თქვენ მიყვარხართ. არა, მართლა უგემოვნო ვარ ხანდახან. დამშვიდდი ახლა თამარ, გუგას იმედია უკვე შეურიგდი. მე დღეს ვერ მოვალ, მამაჩემის დაბადების დღეა და მეორედ როცა ჩემს შესახებ რამეს გადაწყვეტთ, ყველამ ჯერ მე მკითხეთ, მაინც, რავიცი. წავედი, გკოცნი და ხვალ გნახავთ. - გამიბრაზდი ანუ? - ხმა გაუტყდა თაშკას - არა, ნუ, მართლა იდიოტი ხარ. რას უნდა გავებრაზებინე, ნომრის მოჟმოტვას ვერც მე ვიტან თაშკი. წავედი, მაცდენ! ხანდახან ისეთ სისულელეს იტყვიან ხოლმე, არ მჯერა ჩემი ჭკვიანი, წარმატებული, „ვსემაგუში“ მეგობრები რომ არიან. რიგში მესამე მარიშკა იყო, მაგრამ რადგან ვიცოდი, იგივე უნდა მოეყოლა, პირდაპირ სანისთან დარეკვაზე გადავედი. - სან, რა ხდება, დილიდან რატომ დამაწიოკეთ ყველამ? - სულ ორჯერ დაგირეკე, მაინტერესებდა დღეს საღამოს რამე გეგმები გაქვს თუ წამოხვალ ტარანტინოს ფილმის სანახავად? - დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, საღამოს არ მეცლება. თქვენ წადით, მერე ვნახავ მე. - მარტო შენ გირეკავდი ისედაც, იმათ ვიცი რომ არ უყვართ, მე და ვივი მივდივართ და მეთქი წამოვა. - აააა, არა, მართლა არ მცალია, არ იდარდო, მოვძებნი პარტნიორს. ხვალ გნახავ, დროებით. ცოტათი გამიხარდა რომ არ მეცალა. თუ დრო მექნებოდა, ტყუილი მიზეზის მოგონებას არ დავიწყებდი და წავიდოდი, მაგრამ მეეჭვება შეყვარებულ წყვილთან ერთად მარტო კინოში წასვლა კარგი აზრი იყოს. ძლივს ავიზლაზნე საწოლიდან 1 საათზე. დროისთვის შეუსაბამოდ, მაინც ყავით დავიწყე. მერე მაღაზიებში წასვლა გადავწყვიტე, მამაჩემისთვის საჩუქრის შერჩევა მინდოდა. სპეციალურად არ ვურეკავდი, ცოტა ხანს გაიბუტებოდა და მერე დავცინებდი. გვიან გამახსენდა, რომ მანქანა არ მყავდა, ამიტომ ფეხით ჩავისეირნე გალერია თბილისისკენ, იქიდან ტაქსით ავალ და წამოვიყვანთქო ვიფიქრე. უკვე საჩუქარს ვარჩევდი, კიდევ რომ აწკრიალდა ჩემი ტელეფონი. უცხო ნომერი იყო, მაშინვე მივხვდი ვინც იქნებოდა. ოქეის დავაჭირე და პირდაპირ ჩავძახე: - ჰო, რენე. რამდენიმეწამიანი დუმილი იყო. ამაზე გამეცინა და სიცილზე უკვე მიპასუხა: - აარ ველოდი ასეთ დაწყებას. საიდან? - როცა დილით დაქალი გირეკავს, შენი ნომერი იმ სიმპატიურ ბიჭს მივეციო, პირველივე უცხო ნომერზე რა თქმა უნდა ხვდები ვინ შეიძლება იყოს. - აჰა, ანუ უკვე იცი. - რა თქმა უნდა, თაშკამ ისე იდარდა, უკითხავად რომ მოგცა ნომერი, დილით 11 უპასუხო ზარი განახორციელა ჩემთან. - გამეცინა ისევ. - იმედი არ გეწყინა. - მე არასდროს არაფერი მწყინს თაშკასგან, მითუმეტეს ასეთი სასაცილო რამ. ნუ, რა ქაჯობაა ბოლოს და ბოლოს, ნომრის ჟმოტი ვარ? - ჯერ ხმა „გავპრუწკე“ და მერე არაადამიანური ხმით გადავიხარხარე. სანი მართალია, თუ ვინმეს ეპრანჭები, ასე არ უნდა გაიცინო. - ძაან მაგრად იცინი, აი ძაან. - ღმერთო, ძალიან მეწყინა. - რა, რა გეწყინა? -დაიბნა - ჩემი მოხიბვლა ასე გინდა დაიწყო? ტყუილებით? - რა ტყუილებით, მართლა მაგრად იცინი. აი ხო არიან გოგოები, გეპრანჭებიან და რაღაცებს ძაან ბანძად ზომავენ. ზედმეტად არ გავიცინო, ზედმეტად არ გავახურო, ძაან არ ავყვე, ძაან არ ჩამოვრჩე. არ შემიძლია ეგრე. შენ მაგარი ხარ, იმიტომ რომ ისე იცინი, როგორც არცერთი გოგო გაიცინებს ახალგაცნობილ ბიჭთან. აი აქ მართლა ვეღარ შევიკავე თავი და უკვე სუნთქვა წამერთვა. ანუ, მართლა ყურში არ შესაშვებად ვიცინი და დაჟე არსებობს ადამიანი, ვისაც ეს შეიძლება მოსწონდეს. კომედიაა რა. - ძალიან კარგი ბიჭი ხარ შენ რენე. თან რა მაგარი სახელი გქვია, დამავიწყდა აქამდე აღმენიშნა. - ძალიან მაგარი გოგოსგან ამის მოსმენა დიდი პატივია. რამე რომ იყოს, ამ საღამოს რას აკეთებ? - სიცილი აუტყდა თავის კითხვაზე თვითონვე. - ამ საღამოს რას ვაკეთებ დაააააააააააა - წამით დამავიწყდა ამ დროს რას პასუხობენ, რაღაც გოიმური ხუმრობა რომაა - რას ვაკეთეებ დააააა ბორშს, ან რამე ეგეთ დებილობას. ჰაჰაჰააააააააა - უკვე გალერიის წინ ოფიციალურად ასფალტზე ვხოხავდი სიცილისგან. - არ ხარ შენ დალაგებული. ქუჩაში ხარ თან ხო და ამ ხმაზე იცინი ნახევარი თბილისის დასანახად? ბედი ჩაგეკეტება ზოი, მთელმა ქალაქმა თუ გაიგო რა არანორმალურიც ხარ, მოგიწევს ჩემს იმედად ყოფნა - ხარხარებდა ისიც და სავარაუდოდ ისიც იჭაჭებოდა სადღაც იატაკზე დავარდნილი. - რომ მივხვდი მოგწონვარ, მაგიტომ გავთამამდი. ახლა ვეღარ დამისხლტები ხელიდან. გუშინ ერთი ცალი თმა ამოგაძრე ჩუმად და ჯადოს გაგიკეთებ - ვუთხარი შეთქმული ხმით ჩუმად და ისევ არაადამიანურად გავიცინე. იმ წამს კარგად მესმოდა, რას ნიშნავს როცა ამბობენ ქალაქს ვაწუხებო. მე მაგრად ვაწუხებდი რუსთაველის გამზირს, მაგრამ საერთოდ არ მადარდებდა. - ღმერთო, შეიძლება მოვკვდე - ხავილის მსგავსი ხმები ამოუშვა და მერე დასერიოზულებულმა მკითხა - მართლა რას აკეთებ დღეს? - დღეს ჩემი საყვარელი კაცის დაბადების დღეზე მივდივარ, იმედი უნდა გაგიცრუვო. სხვა დროს იყოს - უბანძესად გავეპრანჭე ამ პლინტუსსქვედა ხუმრობით და დაველოდე სიცილის ახალ ტალღას. - ამ მიწისქვეშა ხუმრობაზე „სროკი“ რამდენია ? - სერიოზული ხმით მკითხა - ვაიმე, ახლა თუ არ შევწყვეტთ გული წამივა. წავედი, ხვალ ან ზეგ ან ოდესმე შემეხმიანე, დროებით - დავემშვიდობე უცებ. - კარგი, ხვალ დაგირეკავ. მიულოცე შენს საყვარელ კაცს დაბადების დღე. სავარაუდოდ მამას, ძმას ან ვინმე ეგეთს. არა, აი ვინ ვგონივარ ასე რომ მეხუმრება? თვითშეფასება დამიგდე, გოიმს ვგავარ ნუთუ? წადი, წადი, ხვალ მოგთხოვ პასუხს. – „ბრაზობდა“ თავისთვის და თან იცინოდა. ამ დაუჯერებლად სულელური დიალოგის და 2 საათიანი მუცლის ტკივილის შემდეგ, ტაქსი გავაჩერე და მანქანის წამოსაყვანად მთაწმინდაზე ავედი. 2 წუთით გავჩერდი და გადმოვიხედე. ისევ ლამაზი მომეჩვენა, დღისითაც და წამით ვინანე, მეტი პროსეკო რომ არ მქონდა მანქანაში, მაგრამ არაუშავს, მაინც მეჩქარებოდა უკვე. პირდაპირ მშობლებისკენ დავიძარი. ეზოში მანქანის დასაყენებელი ადგილი ვერ ვიპოვე, სადღაც ჯანდაბაში დავტოვე და ფეხით ავუყევი ქუჩას. თვალებს ვერ დავუჯერე, წინ რენე რომ დავინახე. ამაღლების ქუჩას მოუყვებოდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა და მეორე ხელს ისე იქნევდა ჰაერში, მეგონა ცუდად გავხდებოდი სიცილისგან. დამინახა, გაეცინა და სასწრაფოდ დაემშვიდობა მოსაუბრეს. - ზოი გქვია შენ ნამდვილად? - რა შეკითხვაა? - რავი, რომივით კი ხარ, ვერსად აგცდება ადამიანი - გაიკრიჭა სულელი კაცივით. ისეთივით, როგორიც არ იყო. მე გულიანად გამეცინა. საერთოდ, იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან მაგარი იუმორივით მაგარია, როცა ვიღაც ცუდად ხუმრობს. ეგეთ დროსაც სიცილისგან ვწუხდები. ესეც ის შემთხვევა იყო. - სულელი კაცი ხარ შენ რენე. უფრო სწორად, არ ხარ, მაგრამ ცდილობ საპირისპირო დამიმტკიცო. - მხარზე ხელი მივარტყი - ახლა თუ აღმოვაჩენ, რომ ჩემი მეზობელი ხარ, ბინას გავყიდი იცოდე და ვარკეთილში გადავალ. რა არის ეს, არაფერი რომანტიკული არ შემარჩინე - მე აქ არ ვცხოვრობ,შეგიძლია დამშვიდდე, მაგრამ რა შუაშია რომანტიკა? - რავიცი, აი ბიჭი გოგოს სანახავად ცხრა მთას და ცხრა ზღვას რომ გადაივლის ხოლმე, ეგ მევასება. აბა გვერდით ეზოში ან კორპუსის სხვა სართულზე ნახვაში რა არის რომანტიკული. - გაბრაზდასავით. - ღმერთო, ზედმეტად მოწიფული ჩანხართ რომანტიკოსობისთვის, ძვირფასო. რამდენი წლის ხარ კი მაგრამ? - 29 წლის კაცისთვის შეუფერებელი საქციელია ზღვების და მთების გადალახვა? კარგი რა, მოსაწყენია სულ და ყველაფერში პრაგმატულობა. ხანდახან მაგრად ასწორებს სულელივით მოქცევა, არ არსებულის დაჯერება, ორჯერ ორის ხუთად წარმოდგენა. ეეე, მხიარულების აზრზე არ ხარ, ეგ თუ არ გევასება - ხელი ჩაიქნია. მომწონდა ეს ბიჭი. მესამედ ვხვდებოდი და უკვე ზომაზე მეტად მომწონდა. - აი შენ რომ დამიმეგობრდები, შენ მასწავლე ეგეთები, ჩემო რენე. ახლა კი წავედი, მეჩქარება. - და მაინც ვისი დაბადების დღეა ? - არ მომეშვა - მამაჩემის. დაგპატიჟებ თუ გცალია, განახებ როგორ ერთობა მამაჩემის სამეგობრო. - გავუცინე და მომეწონა ჩემი აზრი. - ნუ, მნიშვნელოვანი საქმე არ მაქვს. თუ შენს ოჯახში მოსვლა ავტომატურად ხელის თხოვნას არ ნიშნავს და მამაშენი განსხვავებულებს არ დამალევინებს, მაშინ სიამოვნებით. - ვინ გგონივარ? რომ ეხვეწო მამაჩემს, ჩემს თავს მაინც არ გაგატანს ჯერ ერთი და მეორეც, მამაჩემი ცნობილი მეღვინეა და იცის ღვინის ფასი, არანაირი ცისტერნებით სმა! - მკაცრად ვუთხარი, ხელი ჩავკიდე და სიცილით შევუცვალე მიმართულება. - დაიცა, თუ სასმელში კარგად ერკვევა, აქ შევიაროთ - ალკორიუმისკენ მანიშნა - ცოტას გავეპრანჭები. - მამაჩემს კი არა, მე გამეპრანჭე, გადაწყვეტილებებს მე ვიღებ აქ! - დავცინე, მაგრამ მაინც შევყევი. რენემ სასმელები იყიდა და გზა გავაგრძელეთ. რამდენიმე წუთში უკვე კარზე ვაკაკუნებდით. კარი დედაჩემმა გააღო და გაკვირვებული მომაჩერდა: - დედიკო მოხვედი? უიი, გამარჯობა. მობრძანდით, მე სოფო ვარ, სასიამოვნოა - მიაყარა სოფომ და ხელი გაუწოდა. - დე, ეს რენეა, ჩემი მეგობარი. უნდა ვანახო ერთი როგორ ვერთობით ქალაქის ელიტა - გავიკრიჭე და რენე მისაღებში შევიყვანე, საიდანაც უკვე შეზარხოშებული ხმები მესმოდა. - დავით, ზოი მოვიდა. შენ კიდე ვერ დაგაჯერე რომ ახსოვდა და მოვიდოდა. ნახევარი დღეა გაბუტულია, ზაიჩიკამ არ მომილოცაო, გასაგიჟებელი კაცია რა. ვითომ არ იცის, შენ რომ დაგვიწყებოდა, მე რომ მაინც სულს ამოგხდიდი - ბუზღუნებდა დედა და თან ადგილს ათავისუფლებდა ჩვენთვის. - ბატონო დავით, მამავ და ჩემო ცხოვრების ერთადერთო სიყვარულო, გილოცავ მამჩიკ, მოდი ჩაგეხუტო და დანარჩენი ჩუმად, ყურში გითხრა. - მამას ჩავეხუტე და როგორც ყოველთვის, იმ წამსაც ვიგრძენი ის უსაზღვრო ბედნიერება, დათოს შვილობა რომ ერქვა. საოცარი კაცია მამაჩემი, კაცი, რომელიც მართლა ღმერთივით მიყვარს, თუ როგორცაა იმ რაღაცნაირად მოსაწყენ ლექსში. - მამ, გაიცანი, ეს არის ჩემი მეგობარი რენე. მინდა რომ ანახო გართობის, დალევის და ზოგადად თბილისური გულაობის კლასი. რენე, ეს მამაჩემია, ბატონი დავით ზანდუკელი - მოვიდა ზაიჩიკა და მოიტანა სიყვარული და ბედნიერება. მადლობა მამი და სასიამოვნოა შენი გაცნობა რენე, მობრძანდი - ხელი გაუწოდა მამამ რენეს და მაგიდისკენ ანიშნა. - დიდი მადლობა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი და გილოცავთ დაბადების დღეს - თავაზიანად მიულოცა რენემ და დავიკავეთ ჩვენი ადგილი. - რა ლამაზია დედაშენი, გასაგები ხდება შენი სილამაზის წარმომავლობა. უფ, ერთი ჭიქა დამალევინე თორემ ისე ვღელავ, მართლა მგონია რომ ხელი უნდა ვთხოვო. - ჭიქა აიღო რენემ - ჰჰჰეეი, მაგრიტ, დაწყნარდი, ეგ დღე თუ ოდესმე მოვა, მე მოვალ და ვითხოვ შენს ხელს, მაგაზე არ იდარდო - დავცინე და ვახშმობას შევუდექი. დედაჩემის საფირმო ხორციან ბლინებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მუსრი გავავლე. ახლა ნამდვილად იყო დალევის დრო. ამასობაში მამას კიდევ რამდენიმე მეგობარი შემოგვიერთდა და დაიწყო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ამ დღეში. საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ ვარ ქართული მუსიკის მსმენელი, მგონია, რომ არცერთ ენაზე ისე ლამაზად არ მღერიან, როგორც ქართულად. არცერთ ენაზე ისეთი ლამაზი სიყვარულის სიმღერა არ არსებობს, როგორც მუხამბაზია და არსად არის სევდა ისეთი ტკბილი, როგორც ქართულ სიმღერაში. მამას მეგობრები მღერიან შეუდარებლად. ჩვენი ღვინო და მათი სიმღერა არის საუკეთესო, რაც კი შეიძლება ზამთრის ცივ საღამოს საკუთარ თავს უსურვო. და ეს იყო მომნუსხველი. მღეროდნენ ისინი და თანდათან თავს ვერ ვიკავებდი მეც. რამდენიმე ჭიქის შემდეგ თმა გავიშალე, ბუხართან გადავინაცვლე და ავყევი. ბავშვობიდან კარგად ვმღერი, მაგრამ ჩემი სიმღერა ძალიან ცოტა ადამიანს მოუსმენია. რაღაც მომენტში, როცა თავი დავიხსენი მუსიკისგან და თვალები გავახილე, დავინახე როგორ მიყურებდა რენე. იმ წამს ის მე მაღმერთებდა. მომიახლოვდა, გაშლილ თმაში ხელი შემიცურა და ისეთ მანძილზე გაჩერდა ჩემგან, რომ მივხვდი, რომ არა მამაჩემის სახლი, აუცილებლად მაკოცებდა. და არც მე ვიქნებოდი წინააღმდეგი. - ვერ ვიჯერებ, როგორ შეგიძლია ერთდროულად იყო ის ქალი, რომელიც შუა ქუჩაში არაადამიანურად სასაცილოდ იქცევა და მეორე მხრივ ქალღმერთი, რომელიც ყველაზე ლამაზი რამ არის რაც კი მინახავს და ყველაზე ლამაზად მღერის, ვინც კი მომისმენია. - მონუსხული იყო რენე, ვამჩნევდი, რომ თავს ვერ აკონტროლებდა. ამიტომ მე უნდა მემარჯვა ისევ. ფრთხილად ჩავაწევინე ხელი, გავუღიმე და ვეცადე რეალობაში დამებრუნებინა. - ქალღმერთობამდე ბევრი მაკლია, ნაადრევად ნუ აღფრთოვანდები მაგრიტ. - ვეცადე მეხუმრა და სუფრასთან დავბრუნდი. ცოტა ხანში, მამაჩემს ჩემი მეგობრების არსებობა გაახსენდა. როგორც წესი, გვიან ისინი აუცილებლად მოდიან და ნამდვილ ქართულ საღამოს ატარებენ ჩვენთან. - ზაიჩიკ, სად არიან შენი მეგობრები? უკვე აღარ ახსოვთ დათო ძიას დაბადების დღე? სანისგან ამას არ ველოდი, უილი კი გამყიდველი იყო ბავშვობიდან, მაგრამ დუდა და სანი სად არიან? თაშკას გადაეცი, რადგან დარეკვაც არ იკადრა, თავისი საყვარელი ღვინისთვის რომ მომაკითხავს და მეტყვის, დათო ძია, 2 ბოთლი გამატანეო, 2 წვეთსაც არ ვაღირსებ. - მოჩვენებითი სიბრაზით ლაპარაკობდა დათო, როცა კარი გაიღო და ჩემები შემოლაგდნენ. არ სჭირდებოდათ წინასწარ შეთანხმება. ეს უცვლელი ტრადიციაა 10 წელი მაინც იქნება. წინ მამას მიერ გამოლანძღული თაშკა იდგა ტორტით ხელში და იკრიჭებოდა. - დათო ძია, ვისში შეიტანეთ ეჭვი, ჩემში? სხვათაშორის, თქვენს შვილზე ადრე გამახსენდა რა - ენა გამომიყო და მამაჩემს გადაეხვია. - გილოცავთ დათო ძია, თქვენ ხართ ჩვენი საყვარელი ძმაკაცი და უფრო საყვარელი ძია, გადაეხვია უილიც. ყველამ მიულოცა და ის იყო მეც მომაქიეს ყურადღება, რომ ჩემს უკან მდგომმა რენემ მიიქცია მათი ყურადღება. - რრრრეეენე, გამარჯობა - ამოიბლუყუნა თაშკამ და ისე შემომხედა, ვიცოდი კარგი დღე არ დამადგებოდა. - გაგიმარჯოთ, მეგობრებო. - გაუღიმა რენემ და გზა დაუთმო რომ სუფრის ირგვლივ დამსხდარიყვნენ. ყველა მიესალმა, სანის გარდა. ოდნავშესამჩნევად დაუკრა თავი და გვერდი ისე აუარა, ჩემთვის მზერა არ მოუშორებია. ყველაფერი მშვენირად მიდიოდა, ვსვამდით, ვმღეროდით, ვიხსენებდით ჩვენს ბავშვობას და მშობლების ახალგაზრდობას. ტრადიციული თბილისური საღამო იყო ამაღლების ქუჩაზე. უცებ ძალიან მომინდა მოწევა. ზოგადად, იშვიათად ვეწევი, მხოლოდ მაშინ როცა ბევრს ვსვამ, ან ცუდ ხასიათზე ვარ. ან ზუსტად რომ არ იცი როგორ ხასიათზე ხარ, მაშინ. რენეს სიგარეტი ვთხოვე, გაკვირვებულმა შემომხედა და არ ვეწევიო მითხრა. - პფფფფ, არ ვენდობი არამწეველებს - ცხვირი ავიბზუე და გავიცინე. მეორე მხარეს გადავიხარე და სანის ვთხოვე - სანჩიკ, სიგარეტი მომაწევინე რააა - თავი დავადე. ორი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან და აივნისკენ მანიშნა. ძალიან მესიამოვნა გრილი ჰაერი, ნიკოტინი ფილტვებში და კვამლი, რომელსაც გარეთ ვუშვებდი. მშვენიერი საღამო იყო ამაღლების ქუჩაზე. - აქ რა უნდა, გუშინ არ გაიცანი? - მკითხა საკმაოდ უსიამოვნო ხმით სანიმ. - რადგან აქაა, ესეიგი ჩავთვალე რომ შეიძლებოდა მომეყვანა - მეწყინა მისი ტონი. - ცუდად არ მითქვამს, უბრალოდ დავინტერესდი - ოდნავ შეარბილა. - ქუჩაში შემხვდა თითქმის ჩემს სახლთან. დავპატიჟე - თავი ვიმართლესავით. - გასაგებია. მოგწონს? - ფრთხილად მკითხა - კი, რატომაც არა. - მხრები ავიჩეჩე. - ანუ პლუს ერთ ადამიანს უნდა ველოდეთ ხოლმე საღამოობით> - პლუს ორი სან, შენც ხომ გყავს ახალი. გუგა უკვე დაძველდა - გამეცინა - იმედია მე არ მეჯიბრები - მითხრა ის, რასაც არ ველოდი მისგან და ამჯერად მართლა მეწყინა. - რამის თქმა თუ გინდა, უფრო პირდაპირ სჯობს სან. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, შორიდან მოვლა რომ გვჭირდებოდეს ერთმანეთთან. - არაფერი. უბრალოდ.. არაფერი ზოი - თავზე მაკოცა და შევიდა. პირველი ღერი თუ მხოლოდ იმიტომ მოვწიე, რომ ბევრი დავლიე, ახლა მეორე მიზეზიც მქონდა, ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი. შესვლას ვაპირებდი რომ კიდევ ერთი ღერი ამეღო, რენე რომ გამოვიდა. - თავს როგორ გრძნობს ზაიჩიკა? - მამაჩემივით დამიძახა და მაინც გამაცინა. - როგორ მოახერხე ახლა ჩემი გაცინება. არც შენ ხარ მთლად დალაგებული კაცი, რენე. - ახლა რატომ? ცუდ ხასიათზე ხარ? - ჰო, არც ისე კარგზე. ერთ ღერ სიგარეტს ვერ დამითრევ მწეველ მეგობრებში? - შევევედრე. გაეცინა, შებრუნდა და ახალი ღერით გამოვიდა. ორი ღერით. ტუჩებში მოიქცია და მოუკიდა. გამიკვირდა - აკი არ ვეწევიო? - არამწეველებს არ ვენდობიო და - მხრები აიჩეჩა - და მაგიტომ გადაწყვიტე მოწევა? გეუბნები, არ ხარ ნორმალური. - ვხუმრობ, უიშვიათესად ვეწევი და იყოს დღეს ის უიშვიათესი დღე. - მეც ეგრე, ჩაარტყი - ხელი გავუწოდე. - ნუ მეძმაკაცები რა შენ გენაცვალე - შეიცხადა - ჰაჰაააა, ახლა უნდა გითხრა, როგორც ჩემს ძმას ისე გიყურებთქო და ვნახო რა მოგივა. - ეგეთ ტყუილებზეც „სროკია“ რომ იცოდე. - გაეცინა და მერე ოდნავ სერიოზული ხმით მკითხა.- ვიცი, შეიძლება უდროო შეკითხვაა, არც უფლება მაქვს, მაგრამ ინტერესი ვერ დავიკმაყოფილე და რომ გეწყინოს, მაინც უნდა გკითხო. - ისეთი შესავალია, მგონი მართლა აპირებ რომ მაწყენინო - დამაინტერესა. - ვიცი რომ ბავშვობის მეგობრები ხართ ყველანი, მაგრამ შენ და სანი... შენ და სანის.. ანუ ერთად იყავით ან რამე ხდებოდა ? - დაბნეული იყო. ამ შეკითხვამ რამდენიმე გრძნობა გამოიწვია ერთდროულად. გამაკვირვა, დამაფიქრა, თავი შეურაცხყოფილად მაგრძნობინა და თან რაღაც ისეთზე გაამახვილა ჩემი ყურადღება, რასაც ფაქტი იყო, გიჟივით გავურბოდი. ერთი სიტყვით, აღვშფოთდი. - ეგ ნამდვილად არ უნდა გეკითხა. - უნდა მეკითხა. უნდა ვიცოდე რას ვაპირებ და რა შანსი მაქვს. - მე და სანი მთელი ცხოვრების მეგობრები ვართ. არ ვიცი რას აპირებ და რა შანსი გაქვს, მაგრამ ეს ასეა! - მკაცრად ვუთხარი, შიგნით შევედი მაგრამ სუფრასთან არ დავმჯდარვარ, გვერდი ავუარე და სამზარეულოში გავედი. მაცივრიდან ცივი წყალი ავიღე, ჩამოვჯექი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი რენეს კითხვაზე. უცებ თაშკა შემოვარდა და ეგრევე მეცა: - რას ნიშნავს შენი საქციელი? რატომ მოიყვანე გუშინ გაცნობილი ბიჭი მამაშენის დაბადების დღეზე ან რატომ არ მითხარი ეს ამბავი მე! - ამოისუნთქე ! იმიტომ მოვიყვანე რომ ქუჩაში შემხვდა და იმიტომ არ გითხარი რომ ქუჩაში შემხვდა და წინასწარ არ ვაპირებდი! - კარგი, მაშინ რაზე ლაპარაკობდით გარეთ ისეთზე, სახეალეწილი რომ შემოხვედი? - მარიშკა შემოიჭრა კიდევ ერთი კითხვით. - არაფერი, უბრალოდ მაგრად დავთვერი, ამელეწება სახე, საღამოს 6 საათიდან ვსვამ - თავი ვიმართლე, არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი - კარგი, ხო. სანის რაღა ეტაკა, დადუმებული ზის და ვერ ავალაპარაკე. არა, უილი არც არასდროს ყოფილა, მაგრამ მაინც რა ხასიათზეა. წავიდეთ მგონი სჯობს, ხვალ სამუშაო დღეა თან - მარიშკამ ბიჭებს გასძახა, მაგრამ ვერ გააგონა, დუდა და უილი ისეთ ხმაზე ყვებოდნენ მამაჩემის მეგობარს, კაცი უხერხულობისგან ჩუმდებოდა და აცდიდა მარტო ეყროყინათ. სანი იღიმოდა, მაგრამ ბედნიერი მართლაც არ ჩანდა. მართალი იყო მარიშკა. - ბიჭებოოოო, ბი ჭე ბოო, მორჩით ქალაქის შეწუხებას, დავიშალეთ - ჩაყვირა თაშკამ - აუ თამარ ქალოო, ქვეყნის თვალოოო, დაიცა რა ჯერ ნანაი ნა ნაი ნა ნა არ გვიმღერია - ენას ვერ იბრუნებდა უილი და რენე სიცილისგან ცუდად იყო. - მომისმინე გოიმობის აპოთეოზო, როდის მოგისმენია ზანდუკელების ოჯახში ეგ სიმღერა ერთი. ეს პლებე ესა - მარიშკამ ცხვირი აიბზუა და აი აქ კი მართლა განურჩევლად ასაკისა, ყველა იატაკზე დაწვა. სანიც კი ხმით იცინოდა უილის გაოგნებულ სახეზე. - ანუ, დამაკნინა თუ მომეჩვენა? თამარ ქალო ქვეყნის თვალო კი არა, რა გვარი ვარ ის მაინც არ იცოდე, უილიამ ბარათაშვილს რა აკადრე შე.. შეე .. - საჭირო სიტყვას ვერ პოულობდა უილი. - კარგი, მორჩა, შევრიგდეთ თქვენო აღმატებულებავ, შენ ხო ჩემი საყვარელი ბიჭი ხარ. ისე, ასეთი დოზით შეუფერებლობა არ უნდა არსებობდეს ბუნებაში უსამართლობაა. ტიპი ბარათაშვილია, უილიამი დაარქვეს და თვითონ ჰა-ჰა კალდევეი-პოუპის გაქანების სპორტსმენია . - მარიშკამ მიწაში ჩააწვინა საერთოდ უილი. უბრალოდ დავიხოცეთ და ასე სიცილ-ხარხარით დავიძარით გასასვლელისკენ. გასვლამდე, წამით დავიმარტოხელე სანი და მაინც ვერ მოვითმინე, ვკითხე: - სან, მეჩვენება თუ ცუდ ხასიათზე ხარ? - მე არა, მე არ ვარ. და შენ, ზოი? შენ როგორ ხასიათზე ხარ? - მკითხა და ისე ჩამაშტერდა თვალებში, თითქოს პასუხს იქ ელოდა. გამცრა. უცებ სანის წინ თავი სრულიად შიშვლად ვიგრძენი. მეგონა ჩემს სულს ხედავდა, ხედავდა რა მკითხა რენემ და რას ვფიქრობდი. ხედავდა ჩემს დარდს, ტკივილს და გაურკვეველ ემოციებს. ემოციებს, რომლისაც მრცხვენოდა და რომელიც მჭამდა. - მე ძალიან კარგ ხასიათზე ვარ სანჩიკ - მაქსიმალურად მხიარულად ვუთხარი და ისევ ყურთან მივეფერე. - ნეტა მჯეროდეს ზაიჩიკ - გამიღიმა, თმაზე მაკოცა და წავიდა. კარი რომ ჩავკეტე და უკან მოვიხედე, კარის ჩარჩოს მიყრდნობილი რენე დავინახე. ამოუცნობი და ძალიან უცნაური მზერით მიყურებდა. ისე, აქამდე რომ არ შემინიშნავს. - მადლობელი ვარ დღევანდელი დღისთვის ზოი. ძალიან კარგი იყო. წასვლის დროა. შენ იცი. - მომეჩვენა რომ ძალიან მშრლად მემშვიდობებოდა. - გამიხარდა რომ მოგეწონა ჩვენთან. ამ დროს დროებით-ს ამბობენ მგონი ხო? - უხერხულად გავიცინე. - დროებით-ს ამბობენ თუ კიდევ აპირებენ შეხვედრას. ჩემგან დროებით გაქვს. შენგან კარგად ვერ ვხვდები. - თავი დახარა, გაიღიმა და თმა მოიქექა - რას გულისხმობ? - იცი, არაფერს. უბრალოდ აზრებს და შთაბეჭდილებებს ვალაგებ. მოკლედ, დროებით, ზოი. მადლობა - გადამეხვია და წავიდა. ვიდექი ზღურბლთან გაურკვეველი გრძნობებით სავსე. აზრზე არ ვიყავი რა მოხდა, რა უნდოდა ან მე რა მინდოდა. ვიდექი და კარსაც ვერ ვხურავდი გაურკვევლობისგან. დედაჩემის ხმამ გამომაფხიზლა - ზაიჩიკ, ეს რა უღმერთოდ სიმპატიური ბიჭი მოგვიყვანე. იმედია კიდევ ვნახავთ შენთან ერთად ხო? - მოუთმენლობა ეტყობოდა ხმაში. - ოჰ, სოფო რა. ჩემი მეგობარია, სიმპატიური მეგობარი. ნუ, მეგობრობაზე მეტი პოტენციალით. წავედი ახლა, ძაან მეძინება და ხვალ ძალიან ადრე უნდა ავდგე, მირჩევნია სახლში გამოვიძინო. მამი, კარგად, მადლობა შესანიშნავი დღისთვის და ჰო,ზოგადად. მამაჩემი რომ ხარ რა - გავუღიმე, ორივეს ჩავეხუტე და წამოვედი. საჭესთან დაჯდომის არანაირი შანსი არ იყო, ფეხზე ვერ ვდგებოდი. გონებაში გადავიანგარიშე, ფეხით ნახევარი საათის ამბავი იყო, ტაქსითაც იგივე, სანამ მოვიდოდა და ცალმხრივი გზებით მატარებდა. ფეხით დავიძარი. ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერ-სიმღერით დავუყევი გზას. ძალიან ლამაზი ღამე იყო თბილისში. ცივი, მაგრამ ძალიან ლამაზი. მომდევნო ორი დღე ისე გავიდა, საღამოს კაფეში გასვლაც კი ვერ მოვახერხე. მქონდა უამრავი სამუშაო, პლუს თარგმანი, რომელსაც სამსახურს მიღმა ვაკეთებდი და მნიშვნელოვნად ვიყავი ჩამორჩენილი გრაფიკს. ამიტომ უბრალოდ ვიჯექი და ვთარგმნიდი. 48 საათი თითქმის სრულად მუშაობაში გავიდა. ერთი მესიჯი მივუგდე ჩატში ბავშვებს, არ მეცლება დაგიკავშირდებით როცა მოვახერხებთქო, მაგრამ როგორც სჩანს 48 საათიანი პაუზა არ მოეწონათ და გვიან ღამით კარზე კაკუნი ამიტეხეს. გამიხარდა, ორი დღეც ბევრი მომეჩვენა მათ გარეშე და სიხარულით გავვარდი კარის გასაღებად. - ზაიჩიკ, უსირცხვილო ხარ. იცი რომ ახალი წლისთვის ვიგეგმებით და შენ ზუსტად ამ დროს ქრები მთელი ორი დღით. - შემოქოთქოთდა თაშკა და თან ხელში ჩემი საყვარელი ნამცხვრები მომაწოდა ჩვენი კაფიდან. - კიდევ ერთი დღე ჩაიკეტები სახლში და შენს სამსახურში დავრეკავ და ვეტყვი რომ რუსეთის აგენტი ხარ და გამოვაგდებინებ შენს თავს! - შემომიბღვირა მარიშკამაც. - ვხედავ ჰედლაინებს: საგარეო საქმეთა სამინისტროს ნამდვილი ვარსკვლავი ზოი ზანდუკელი რუსეთის აგენტი აღმოჩნდა. რისთვის ამზადებდნენ მას კგბ-ში? - შეფიქრიანებულად დაამატა უილიმ და ისე გაიკრიჭა, მე რომ მიყვარს. - ზაიჩიკ, ჩაალაგე ბარგი და დაბრუნდი საიდანაც ჩამოსულხარ, ხო ხედავ, აქ ყველა გიჟდება - შეთქმულივით ჩამჩურჩულა დუდამ და მაგრად ჩამეხუტა. სიცილს ვეღარ ვიკავებდი და სიყვარულისგან გავიბერე. ზუსტად ამ უსასაცილოეს მომენტში, როცა სიხარულის მეცხრე ცაზე ვიყავი, სანი და ვივი დავინახე, სულ უკან იდგნენ და ელოდებოდნენ როდის შემოლაგდებოდნენ დანარჩენები. სანი იღიმოდა, ცოტა უხერხულად მაგრამ მაინც ბედნიერად. - ზაიჩიკ, უდროოდ მოსვლაზე არ მოგიბოდიშებ, პირველი ხომ არაა. მაგრამ იმედია ძაან არ გაგაცდენთ. ნახე რა მოგიტანე - ხელში პროსეკოს ბოთლი შეათამაშა და ვივის კარისკენ უბიძგა. - ზოი, გამარჯობა. იმედია არ გეწყინება მეც რომ წამოვედი - გულწრფელად გამიღიმა ვივიმ. - გამარჯობა ვივ, რას ამბობ, შენ ჩვენი ოჯახის ახალი წევრი ხარ და ზოგიერთებისგან განსხვავებით, კარგი პარტნიორიც შეგხვდა. შენს გასაგონად ვამბობ თაშკა, რატომ ხარ უჟმური და სად არის ჩემი უსაყვარლესი და შენთვის სრულიად შეუფერებელი უსიძესი გუგა? - ყურადღება თაშკასკენ გადავიტანე. - ჯერ ერთი, არ სცალია. მეორეც, ჩემზე უკლებლივ მთელი თბილისი ოცნებობდა და გუგამ რომ ჩამიგდო ხელში, მადლობა თქვას. შეუფერებელი კი აბა - გაწიწმატდა ძალიან სასაცილოდ. - ზაიჩიკ, შენი აზრით ჩვენ თბილისელები არ ვართ თუ რა შეგვატყო ოდესმე ამაზე ოცნებაში რომ გვიღამდებოდა და გვითენდებოდა? - ხმამაღლა „გადმომიჩურჩულა“ დუდამ - დუდა გამრეკელო, ბარსელონას უდღეურო ფანო, ბარსელონას ფანობაზე გეტყობა დიდი გემოვნებით რომ არ გამოირჩევი, რა გასაკვირია მე რომ ვერ დამაფასე. - სიცილს ძლივს იკავებდა ვითომ გაბრაზებული თაშკა - თაშ, ფეხბურთს 3 დღე უყურებდი ისიც ლამაზი ფეხბურთელების და ფორმების გამო და ამდენ გუნდში ზებრა იუვენტუსი აირჩიე, გეხვეწები შენს კვადრატში დაბრუნდი და დაურეკე შენი ცხოვრების ერთადერთ სწორ არჩევანს, მოვიდეს, დღეს მაგრად უნდა დავლიო - ირონიულად გაუცინა დუდამ და სამზარეულოსკენ დაიძრა. თაშკა გაბუტული იყო და ამიტომ გუგას მე დავურეკე, არვიცი რამდენ ხანში გავთავისუფლდები, მაგრამ ვეცდები მოვიდე რა დროც არ უნდა იყოსო. ამასობაში გამოვიძახეთ ყველაფერი, რაც სახლში მოაქვთ ხოლმე, მოვიმარაგეთ სასმელი და ჩემს მისაღებ ოთახში ხალიჩაზე გავგორდით. ასე გვიყვარდა, უდაბლესი მაგიდის ირგვლივ ყველანი ვიწექით და არასდროს ვისხედით. ვივი თავიდან ეჭვის თვალით გვიყურებდა, მაგრამ მალევე მოკალათდა ჩვენთან ერთად. თავები ერთმანეთის მუცელზე გველაგა და ვიხსენებდით ათას სისულელეს. - გახსოვთ სკოლას რომ ვამთავრებდით, იმ წელს წაღვერში რომ ავედით ვითომ დასასვენებლად. მეორე დღეს ბიჭების გარეშე რომ მოგვწყინდა და დავურეკეთ ამოდითთქო და ზუსტად 5 წუთში რომ დაგვადგნენ, ვიცოდით რომ მოგენატრებოდით და ისედაც ამოვედითო. - გაეღიმა მარიშკას. - მე ის მახსოვს, დუდას რომ ვარშავაში ვაცილებდით, იმ ღამეს იმდენი დავლიეთ თვითონ დუდას ჩათვლით, დაგვავიწყდა რატომ შევიკრიბეთ და ფრენა გამოვტოვეთ. 1 კვირა არ გველაპარაკებოდა მანანა დეიდა. - სანიმ გაიხსენა - მოდი, ვითამაშოთ. თავიდან ვინმე რენდომ ავირჩიოთ, დალევის წინ თავისი საყვარელი ისტორია გაიხსენოს, დალიოს და შემდეგ ვინმე გამოიწვიოს - მარიშკამ ტაში შემოჰკრა. - მე ვიწყებ. - უილი აღმოჩნდა მოხალისე. - პირველი 25 მაისი უნდა აღგვენიშნა, მოვილაპარაკეთ რომ თაშკასთან ჩავიდოდით ყველანი და იქ აღვნიშნავდით. რამდენიმე დღით ადრე დუდას მოვატყუე გეგმები შეიცვალა, სანი ვერ ახერხებს წამოსვლას და იმას უნდა ჩავაკითხოთთქო. არ მახსოვს რატომ გავეღადავე, მაგრამ სიმართლის თქმა რომ დამავიწყდა და 25ში ჩვენ ყველანი თაშკასთან ვიყავით და დუდა ბერლინიდან რეკავდა, სად ჯანდაბაში ხართო, ეგ კარგად მახსოვს - გადაიხარხარა და დალია. - დუდიკ, მაპატიე ამდენი წლის მერე და ახლა შენ მოყევი - კოცნა გაუგზავნა დაბღვერილ დუდას. - ასეთი იდიოტი იყო დაბადებიდან და ჩვენ მაინც ვემეგობრებოდით. მაზოხიზმია მე მგონი ერთგვარი - ჩაიბურდღუნა და თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო. - მე მახსოვს ეროვნული გამოცდების დროს, თაშკას და ზოის ჩემი დაბადების დღის მეორე დილას 8ზე უნარების გამოცდა ქონდათ, ამიტომ გადავწყვიტე იმ დღეს არ აღმენიშნა და გამოცდებს რომ მორჩებოდნენ მერე სადმე წავსულიყავით> ამ ორმა იდიოტმა წყნეთში დამიბარა, მაინც დავლიეთ და იქ დაგვეძინა. სახლიდან გამოპარული იყვნენ და ჩუმად უნდა დაბრუნებულიყვნენ დილამდე. დილის 6ზე ყველა ტელეფონმა ერთდროულად დაიწყო რეკვა, გახსენებაც არ მინდა რეებს გვეძახდნენ მშობლები. პირდაპირ იქიდან დავიძარით გამოცდაზე, საშინლად ნაბახუსევები. დღემდე ვერ ვხვდები როგორ ჩააბარეთ თქვე არანორმალურებო - გაეცინა. ზოი, შენი ჯერია. - ისე, თუ აკვირდებით ბავშვობიდან რომ ლოთები ვართ. ჩვენი ყველა ისტორია სიმთვრალეს როგორ უკავშირდება, რა ადამიანობაა? მაშინ მე გავიხსენებ დათო ინწკირველის ქორწილს. მაკუნა ჯოჯუა დუდას მოსვენებას არ აძლევდა. არ დააჯინა, არ ააყენა, არ დაალევინა იმენა ადგილიდან არ გაარყია, მკლავზე ყავდა შემოხვეული და არ ასუნთქებდა. უცებ ძაან მთვრალი უილი ავარდა სცენაზე და იქიდან აუხსნა სიყვარული არც მეტი არც ნაკლები დუდას და მაკუნას დაუძახა, ჩემს კაცს თავი დაანებეო. ქორწილი ჩაიშალა ჩვეულებრივად. კიოდა მაკუნა, ხმას ვერ იღებდა დუდა და იცინოდა ყველა დანარჩენი. დათო ხომ თავის ცოლს ჩააკვდა ხელში სიცილისგან და დაჟე თაიგულის სროლისას ისე გააჩალიჩა, უილიმ დაიჭირა და ეგეც დუდას მიართვეს. - ამის გახსენებაზე ჩვენც ვკიოდით სიცილისგან. ვივი გაგიჟდა, თქვენ ნორმალურები არ ხართ და არც არასდროს ყოფილხართ როგორც სჩანსო. მე სვლა სანის გადავეცი. - მაშინ მე მარიშკას რომ იტაცებდნენ იმას გავიხსენებ. ვიღაც ერთუჯრედიანი რომ გადაეკიდა, თავისი მეზობლის ნათესავი. თურმე რომ ურეკავდა და უნდა მოგიტაცოო და რაღაც სისულელეებს ეუბნებოდა, მარიშკას შეეშინდა და არ გვითხრა. ეს ამბავი გაიგო ზოიმ, ნომერი დაითრია ამ ბიჭის და დაურეკა, უნდა შეგვხვდეო, საქმე მაქვსო. მოკლედ, სადღაც ნანგრევებში დაუნიშნა შეხვედრა, მთაწმინდისკენ. ეს ამბავი სულ შემთხვევით გავიგეთ ჩვენ და რა თქმა უნდა ეგრევე იქ გავიქეცით. რომ მივედით საოცარი სურათი დაგვხვდა, ზოის ეს ბიჭი დაგდებული ყავდა ძირს, ზემოდან იყო გადამხობილი, ყელში უჭერდა და უყვიროდა, ჩემს დაქალს ოდესმე თუ გაეკარები, შარვალში რაც გაქვს აღარ გექნება იცოდეო. ჯერ ხო გაოცებისგან ნაბიჯი ვერ გადავდგით, მერე ისეთი ისტერიული სიცილი აგვიტყდა, უკაცრიელ ადგილზე ხალხი მოვიდა, ხომ მშვიდობა გაქვთო. მარიშკას სიახლოვეს კი არა ვაბშე თბილისში აღარ გვინახავს ის ბიჭი იმის შემდეგ. ჯეკიჩანას რომ ვეძახდით ერთი წელი მერე ზოის. - ისე გადაიხარხარეს, დავყრუვდი, მაგრამ ვერც მე ვჩერდებოდი და უკვე ვტიროდი სიცილისგან. - მარიშკუნ, შენი ჯერია - გაუღიმა სანიმ - ახლა რეებიც მოვისმინე, ასეთი და ამაზე უარესიც ბევრი მახსენდება. მაგრამ მე ახლა ვაბშე სხვა რაღაც მინდა რომ მოვყვე. ვივი, შენთვის ვყვები ამ ამბავს სპეციალურად. ჩემი აზრით ეს საუკეთესოდ გვახასიათებს. მოკლედ, უილი რომ ძალიან მაგარ გუნდში აიყვანეს ესპანეთში და პირველი თამაში დაუნიშნეს, კვდებოდა ნერვიულობით. თამაშამდე 1 კვირა სულ სკაიპში ვისხედით, როცა ვარჯიშობდა ვუყურებდით, ღამე ვლაპარაობდით და ვამხნევებდით. ისეთი პერიოდი იყო, ყველას გამოცდები და სხვა საქმეები გვეყარა თავზე. ვერცერთი მივდიოდით ბარსელონაში. ძალიან ვნერვიულობდით ამაზე მაგრამ სხვა გზა არ იყო. იმ დილით ტრადიციულად დავურეკეთ და გავამხნევეთ, მეტად ვერ დაველაპარაკებოდით, ვარჯიშზე შედიოდა და ხაზზე აღარ იქნებოდა. მოკლედ, არვიცი მაშინ ვის ტვინში რა გადატრიალდა და როგორ მოვახერხეთ, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საღამოს ყველა უილის თამაშზე ვიყავით. ყველა სხვადასხვა ქალაქიდან ჩავედით ისე, არც უილიმ იცოდა და არც ჩვენ ერთმანეთზე. მახსოვს ყველა ვამბობდით რომ ერთმანეთს იმიტომ არ დავურეკეთ, ვიცოდით არ ეცალათ და მერე გული დაგწყდებოდათთქო. და თამაშამდე ნახევარი საათით ადრე ყველანი შევხვდით დარბაზში. ბავშვებო, თქვენთან ერთად გამოვიარე ყველაფერი და არასდროს არცერთი დღე მინდა სხვანაირად. მაგრად მიყვარხართ . - მარიშკამ ღრმად ჩაისუნთქა, სასმელი გადაკრა და აწყლიანებული თვალები მოგვარიდა. არავის არაფერი უთქვამს, სევდიანად გვეღიმებოდა, ჩუმად დავლიეთ. ვივი თუ დანარჩენ შემთხვევებში გაოგნებული გვიყურებდა და ისე იცინოდა, ახლა ისიც აწყლიანებული თვალებით უყურებდა სანის და მერე პერიოდულად ჩვენ. - აღფრთოვანებული ვარ თქვენი მეგობრობით. მე არ მყოლია არავინ თქვენნაირი და არ ვიცოდი ასეთი რამე თუ შესაძლებელი იყო. თქვენ საუკეთესო ხართ ერთმანეთისთვისაც და ცალ-ცალკეც. მიხარია რომ გიცნობთ. - გაგვიღიმა და მანაც დალია. რამდენიმე წუთი ასე ვისხედით. ბოლოს ისევ უილი გამოფხიზლდა. - ჩემო ძმაკაცებო, ოჯახის წევრებო და ცხოვრების სიყვარულებო, ამ სენტიმენტალური მომენტით ვისარგებლებ და გამოგიტყდებით, რომ კიდევ ერთი ადამიანი უნდა შემოვუერთო ამ შესანიშნავ ოჯახს. სანამ დაიწყებთ, შენ როდის იყო ვინმე ნორმალური მოგყავდა, დაიწყო ახლა ისევ, კიდე ვიღაც სულელს მოათრევს და აშ, გეტყვით, რომ გადაწყვეტილება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. - ბოლოს დასერიოზულდა და ისე გამოაცხადა. - რატომ არ მიკვირს ნეტავ ? ისედაც დიდი ხანია არავინ მოგიყვანია - დაგესლა თაშკამ - სხვათაშორის, მე ვიცი ვისზეც საუბრობს რომეო და უნდა აღვნიშნო, მშვენიერი ჯულიეტაა - თვალი ჩაუკრა სანიმ. - ვინმე მეტყვის ამ ბიჭმა ყოველთვის ყველაფერი რატომ იცის? - დუდა აბურდღუნდა - დუდიკ, უჩემოდ დიდი საქმეები არ წყდება, ნუ გშურს - თვალი ჩაუკრა სანიმ - ყველაფერი იცის რომ კითხო და მე რომ მომწონდა 1 თვე ვერ გავაგებინე და თვითონ რომ გამომიტყდა და მეცთქო ვუთხარი, შოკში იყო ცოტა ხანს - ენა გამოუყო ვივიმ. - ვივ, ეგ ვითამაშე, შენ რომ არ გაგტყდომოდა - ჩაიხუტა სანიმ. - კი, კი, როგორ არა. - გვერდულად გაუღიმა - ნუ გადადიხართ სხვა თემაზე, უფრო მნიშვნელოვან ამბავზე ვსაუბრობდით - ჩავერიე. სანიმ გაკვირვებულმა გადმომხედა. მზერა ავარიდე და უილის მივუბრუნდი. - უილ, მოყვები ახლა წესიერად? - მოსაყოლი არაფერია. ანა არის ერთი უმშვენიერესი გოგო. მოვიყვან ხვალ და ნახავთ რა. - ზღვაში ნავეეეებს, ცაში თვითმფრინავეეებს, სხვადასხვა მხარეს სიყვარული ამოძრავეებს - სევდიანად წაიღიღინა მარიშკამ და კიდევ დალია. - მარიშ, რამე ხდება? - ვივის მოშორდა და მარიშკას ჩაეხუტა სანი. სანის განწყობები არასდროს ეპარებოდა. - არაფერი, სან, ისე, უბრალოდ. - ზედმეტად სევდიანი მომეჩვენე ისე უბრალოდისთვის. - სხვა დროს. ნოთ თუდეი სანჩიკ - გაეღიმა მარიშკას, ლოყაზე აკოცა და კიდევ დალია. არ მომწონდა ეს ამბავი, არ შეიძლებოდა აქ ვინმეს რამე დაემალა, მაგრამ ოქეი, მაინც დავიმარტოხელებდი და გავიგებდი რა სჭირდა. - როგორც გინდა, თქმა არ გჭირდება რომ ყოველთვის მოგისმენ. - ვიცი, სანჩიკ. ვივი, ნეტა თუ იცი როგორ გაგიმართლა - ახლა ვივის გაუღიმა და რატომღაც მე შემომხედა. სასმელი ავიღე, დუდას სიგარეტი გამოვართვი და აივანზე გავედი მოსაწევად. მაშინ გამახსენდა, რომ ორი დღე რენესგან არაფერი გამეგო. საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ როგორც კი ფიქრები ამერეოდა, ვცდილობდი რენეზე ვკონცენტრირებულიყავი. ტელეფონი ამოვიღე და დავრეკე - ზოი? - პირდაპირ კითხვით დაიწყო - არ მელოდი? - სიმართლე გითხრა - არა. - და რატომ? - არ მეგონა თუ ჩემი ნახვა კიდევ მოგინდებოდა. - ბოლო შეხვედრისას ვიჩხუბეთ, რამე ცუდი მოხდა თუ რატომ? - არაფერი, უბრალოდ .. როგორ ხარ? - უცებ გადაიტანა - კარგად. კარგად ვარ და ნასვამი ვარ. 48 საათი შეუჩერებლად ვიმუშავე, დღეს ჩემი მეგობრები ამხელა განშორების მერე სახლში შემომიცვივდნენ სასმლით, საჭმლით და მოგონებებით. ყველაფერი მშვენივრადაა იმის გარდა, რომ რატომღაც შენს ნაკლებობას ვგრძნობ ამ ამბავში. ხომ არ მოხვიდოდი? - მოვიდოდი? ახლა? - კი, ახლა. - მოვალ. მისამართი მომწერე. - ჩემს ქუჩაზე, 26ში. - რა შენს ქუჩაზე? - არ გადამრიო, რა ჩემს ქუჩაზე ვერ უნდა მიხვდე? ღმერთმანი, შენზე მეტ იმედებს ვამყარებდი. - რა ქუჩაზე, სად ქუჩაზე, რატო მაშაყირებ ზოი? - ჩემი ქუჩის 26. თუ მოხვალ, დავრწმუნდები შენს შესაძლებლობებში. დროებით. - მეცინებოდა ასე უაზროდ რომ ვიწვევდი, მაგრამ მომწონდა. - არ მოვა. - სანის ხმა მომესმა უკნიდან - მოვა - მტკიცედ ვთქვი. - შენს ქუჩას მოაგნებს? არ მგონია. - რა უნდა ამ ქუჩის მოგნებას სანი? ეჭვგარეშეა რომ მოვა. - როგორც გინდა - გვერდი ამიარა, ჩემგან ზურგით დადგა და სიგარეტს მოუკიდა. - რამე პრობლემაა? - გავღიზიანდი - არანაირი, ზაიჩიკ. უბრალოდ შენ რაც გეხება, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს იცი. მინდა ყველაფერში დარწმუნებული ვიყო. - რაში უნდა იყო სანი დარწმუნებული? - იმაში, რომ შენს ირგვლივ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. - როგორ უნდა იყოს მაშინ ეგ იცოდე იქნებ. - ბედნიერად ზაიჩიკ, ძალიან ბედნიერად. - და შენს ირგვლივ სანი? არის შენს ირგვლივ ყველაფერი ბედნიერად? - თვალი გავუსწორე და სასმლისგან გონარეულმა ვკითხე. რამდენიმე წამით გაჩუმდა, თითქოს სიტყვებს ეძებდა. მერე მომიახლოვდა, თმაზე მაკოცა და ძალიან ჩუმად მითხრა. - შენი ბედნიერება ავტომატურად არის ჩემი. შენ ეს იცი. - მითხრა და სახლში დაბრუნდა. დამტოვა ნერვებმოშლილი, ტვინდაემოციებარეული. შემცივდა. არა ზამთრის გამო, რაღაცნაირად შიგნიდან შემცივდა. ვიგრძენი, რომ რამდენიმე ცრემლი ჩამომიგორდა მიყოლებით , მაგრამ განძრევას მაინც არ ვაპირებდი. - ზაიჩიკ, ბოლო დროს არ მომწონხარ. არ გგონია რომ ჩემთვის რაღაც გაქვს სათქმელი? - დუდა მომეხვია. - დუდიკ, რას მერჩი? რით დავიმსახურე თქვენი არ მოწონება, პატივცემულო?- მაგრად ჩავეხუტე - შენ ხო იცი რომ ჩემზე კარგად თაშკაც კი არ გიცნობს. მე რომ არ ვლაპარაკობ, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მე არ ვიცი შენს თავს რა ხდება. ერთადერთს გთხოვ ზაიჩიკ, დამელაპარაკე. როცა გინდა, რა დროც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა ვიყო, შენ მოინდომე და მე მოვალ და მოგისმენ. შენ იცი ჩემთვის რას ნიშნავ, ვერ ავიტან რომ ცუდად იყო. ახლა წამოდი, გაიყინე და თან ახალ წელზე უნდა ვილაპარაკოთ. - სახლისკენ მიბიძგა. არ იყო ეს ბიჭი ნორმალური. ვერასდროს იფიქრებდი რამდენი რამის დანახვა და გააზრება შეეძლო. საოცარი მეგობარი იყო დუდა, შეუცვლელი და შეუდარებელი. სახლში დავბრუნდით და ისევ მაგიდის ირგვლივ მოკალათებას ვაპირებდით, ზარის ხმა რომ გავიგეთ. გამარჯვებული ღიმილით გადავხედე სანის და კარისკენ დავიძარი. - ვაღიარებ, ძალიან ადვილი იყო. პირდაპირ არც კი გეკადრებოდა ისეთი ადვილი. - გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა. - ეჰ, მაგრიტ, როგორი დარხეული გქონდა რომ არ მოსულიყავი ნეტა იცოდე. წამო, მაგარი მთვრალები ვართ და უნდა დაგვეწიო - ხელი ჩავკიდე და მისაღები ოთახისკენ გავაქანე. - გადაიწიეთ, გადაიწიეთ თუ შეიძლება და ჩემს გვერდით ამ უსიმპატიურესი მამაკაცისთვის ადგილი გამითავისუფლეთ - მხიარულად შევვარდი ოთახში. - ვააააა, ეს ვინ მოსულა, პირდაპირ განსხვავებული მიაწოდეთ თუ შეიძლება. - უილიმ კიდევ ერთი ბოთლი გახსნა. - გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენი ისევ ნახვა. ახლავე დაგეწევით- გაუცინა შეკრებილებს და ჩემს გვერდით დაჯდა ხალიჩაზე. - აქ პირდაპირ წამოწოლის პონტი ყოფილა. შემიძლია აქვე დავიძინო თუ ძალიან დავთვრები? - გადმომიჩურჩულა - ჩემთან დარჩენისთვის ადრეა, მაგრიტ, ეცადე ეგრე არ დათვრე - გავუღიმე და ჭიქა მივუჭახუნე. გაეცინა, თავისკენ მიმიზიდა და ძალიან ფრთხილად მაკოცა ტუჩთან ახლოს. - გაგიმარჯოს, ზოი - ისე შემომხედა, ყველაფერს რომ ამბობდნენ მისი თვალები. გავუღიმე, თვალი მოვარიდე და დავლიე. ის ღამე ჩემთან გავატარეთ ყველამ და არცერთს გვადარდებდა მეორე დღეს სამუშაო დღე რომ იყო. დილის 5 საათი იყო, ნელ-ნელა რომ დავიწყეთ დაშლა. ვივიმ სანის სთხოვა წავიდეთო და პირველად ისინი წავიდნენ. რამდენიმე წუთში გუგამ მოაკითხა თაშკას, ისეთი სახე ქონდა, ჩვენზე ბევრად რთული ღამე გამოიარა აშკარად, ძლივს დააყენა ფეხზე თაშკა და ბოლოს მაინც ხელით წაიღო. დუდა და მარიშკა ნახევარი საათი მაინც ევედრებოდნენ უილის გამოფხიზლებას და როგორც იქნა წაიყვანეს. მე და რენე მათზე ვიგუდებოდით და დალევას არ ვწყვეტდით. ყველა რომ წავიდა, რენესაც ისეთი სახით გადავხედე, შენც ხომ არ წახვიდოდი რომ იკითხებოდა. გაეცინა და ხელები ასწია. კიდე ერთხელ მომიჭახუნა და გასასვლელისკენ დაიძრა. ძლივს ავზიდე ტანი კარის დასაკეტად მაინც რომ გავყოლოდი. კარში იდგა უკვე და ქურთუკს იცვამდა, უცებ რომ შემობრუნდა და ძალიან ჩქარა მითხრა: - ეს ღამე ასე რომ არ დასრულდეს, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, თუნდაც ხვალ სულაც არ ვფიქრობდეთ ასე. - თავისკენ მიმიზიდა და ისე ტკბილად მაკოცა, რაღაც მომენტში მუხლებიც მომეკვეთა. მალევე მომწყდა და ისე წავიდა, უკან არ მოუხედავს. რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად რაც მოხდა. არც პატარა გოგო ვიყავი და არც პირველი კოცნა იყო, გასაზვიადებელიც არაფერია შესაბამისად, უბრალოდ იმ დოზით ალკოჰოლის შემდეგ, ნამდვილად ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის. თანაც რენე ძალიან მომწონდა. ვერ ვხვდებოდი საკმარიის იყო თუ არა ეს მოწონება, მაგრამ ფაქტი იყო, მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი იყო. ჩემი მეორე დღის გეგმები მთლიანად თავდაყირა დადგა. ვერც ერთი წუთით ვიმუშავე, რადგან შუადღის 3 საათამდე მეძინა და შემდეგ უშედეგოდ ვებრძოდი ნაბახუსევს, რომელმაც თავის აწევის საშუალება არ მომცა. ვიწექი ჭერზე თვალებგაშტერებული და ვოხრავდი. ჩემი ტელეფონი დაახლოებით 15 წუთი რეკავდა გაუჩერებლად და მე იმის ძალაც არ მქონდა, როგორმე მივწვდენოდი და მეპასუხა. მას შემდეგ, რაც ორასჯერ აწკრიალებულ ტელეფონს არ ვუპასუხე, ჩემი სახლის კარი ისევ ვიღაცამ ჩამოხსნა. ამაზე ჭკუიდან შევიშალე. ჯერ ხომ თავში მირტყამდა ყველა დაკაკუნება, თან გულში ძააააალიან ცუდად მოვიხსენიებდი ყველას, ვისაც შეიძლებოდა მოსვლა გაებედა. რადგან კართან მდგომი დანებებას არ აპირებდა, რამდენიმეწუთიანი წვალების შემდეგ წამოვდექი და კუზე ნელი ნაბიჯებით გავედი მისაღებში. კარი რომ გამოვაღე და რენე დავინახე, მინდოდა ყველაფერი თავში ჩამერტყა, რაც სახლში მქონდა, მეთქვა ყველა ცუდი სიტყვა და მეჩხუბა დაუსრულებლად, მაგრამ პირი დასალაპარაკებლად გავაღე თუ არა, თავი ისე მეტკინა მხოლოდ ვაის თქმა მოვახერხე. და აქ მოხდა ის, რამაც საბოლოოდ გამომიყვანა წყობიდან. რენე ახარხარდა ისეთი ხმით, თითქოს რამე საოცრად სასაცილო დაინახა და თან თითქოს თვითონ არ სვამდა ჩემთან დილამდე. გავბრაზდი მე რომ ცუდად ვიყავი და ის არა. მაგრამ არ მაცადა ბოლომდე, გვერდი ამიარა, სამზარეულოსკენ წავიდა და რამდენიმე ქაღალდის პარკიც გაიყოლა, რომელმაც ჩემი ყურადღება სუნის გამო მიიქცია. - მეგონა მოკვდი, მაგრამ მკვდარიც კი არ იქნებოდი ისეთი საზარელი, როგორიც ახლა - არ წყვეტდა სიცილს და მაგიდაზე რაღაცებს ალაგებდა. - მოდი და ესენი მიიღე, ოპერაცია „რენე ნაბახუსევის წინააღმდეგ“ იწყება. არაფრის ძალა მქონდა, მაგრამ სადმე ახლოს ჩაქუჩი რომ მქონოდა, მაინც ჩავარტყამდი გაბადრულ რენეს. თუმცა გაბრაზებამ მალე გადამიარა,მაგიდასთან დამსვა და ჯერ წყალში გახსნილი ასპირინი მომაწოდა, მერე ცხელი წვნიანი გადმოიღო ჯამზე და წინ დამიდგა. თავბრუ დამახვია საოცარმა სუნმა, მაგრამ ჭამის თავი ჯერ კიდევ არ მქონდა. ვიჯექი და ველოდებოდი სულ ოდნავ უკეთ მაინც როდის გავხდებოდი. მთელი ამ ხნის მანძილზე მე ხმა არ ამომიღია და წარბშეკრული ვუყურები ყურებამდე გაკრეჭილ რენეს. სულ ოდნავ რომ მოვძლიერდი და ჭამა დავაპირე, ჩემს კარზე ისევ გაუგონარი კაკუნი ატყდა. - იჯექი, მე გავაღებ, არ ღირს შენი ადგომა - წამოხტა რენე რამდენიმე წამში დაბრუნდა და უკან ორი სახეწაშლილი კაცი მოყვა. დუდა და უილი იმაზე ცუდად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ოდესმე და ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა. მათ დანახვაზე მეც კი ისეთი სიცილი ამიტყდა, ფანჯრები თუ არა ბიჭების ნერვები ნამდვილად საბოლოოდ დამსხვრა და განადგურდა. - შეწყვიტე ეს გამყინავი ხმის ამოშვება, რა ჯანდაბაა - აჯუჯღუნდა უილი და დივანზე გაგორდა. - როგორც გამომათვრე, ისე გამომიყვანე ახლა თორე აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი. ნუ, ვერ მოვიცვლი - ბოლოს სევდიანად დაამატა. - ნუ ლაპარაკობ რა, უბრალოდ დაწექი და ხმა არ ამოიღო თორე გაგინებ - შეუღრინა დუდამ და მაცივრიდან ლიკანის ბოთლი გამოიღო. - ლიკანის დასალევად ზანდუკელზე არ ამობობღებულიყავი, სადმე ახლოს მაღაზია ვერ იპოვე დუდიკ? - ვუთხარი მე და იმ წამს გავიაზრე, უკვე ბევრად უკეთ ვიყავი. - ზაიჩიკ, გეხვეწები ის წამალი გექნება, 25ში რომ ვსვამთ ხოლმე უკიდეგანო დათრობის მერე. 3 აფთიაქში ვიყავი, სახელი ვერ გავიხსენე და სიტყვიერად ახსნილს ვერავინ ხვდება. ესენიც თუ ფარმაცევტები არიან, ჭკუიდან გადავედი. არადა არაფერი მშველის რააა - შემევედრა დუდა და უილის გვერდით გაგორდა. - ალკა-ზელცერი დუდიკ, რამდენი წელი უნდა გავიდეს რომ დაიმახსოვრო? არ მგონია ისე აქ იყიდებოდეს, მე კი ჩამოვზიდე ლოთი სამეგობროსთვის - მაშინვე მოვუძებნე და მივაწოდე. - ახლა რა ხდება, მეორე დღეზე მომადექით თუ რა ამბავია ეს? - გადავხედე წარბაწეულმა. - მეტის ღირსი ვარ, გიმკურნალე, აზრზე მოგიყვანე, უმადურო - გამიბრაზდა რენე - შენ არ გეხება და სხვათაშორის მადლობის თქმასაც ვაპირებ თუ დამაცდი - მეც შევუღრინე - აბა მე მიჟმოტავ დივანზე ადგილს და 1 აბ ალკარაღაცას? - შეიცხადა უილიმ, მაგრამ ისე ეტკინა თავი, ეგრევე გინებით დაწვა თავის ადგილზე. - დანარჩენები როგორ არიან ნეტა ? - ხმამაღლა გავიფიქრე და კარზე კიდე ერთმა დაკაკუნებამაც არ დააყოვნა. - ამჯერად რომელი მობობღდა ნეტა - ვთქვი და კარისკენ დავიძარი. კართან გუგას მხარზე აკიდებული თაშკა იდგა და თან ტელეფონზე მარიშკას ელაპარაკებოდა. - აი, ზაიჩიკასთან მოვედი და ამოდი შენც. გუგას ვეჩხუბე, მაგრამ აქამდე მაინც მოვაყვანინე თავი. ზოი, ყველა აქაა თუ მარტო მე ვიფიქრე რომ მოვსულიყავი? ააა, ყველა აქ ყოფილა მარიშ, ამოდი და ქალაქის გაზიანი სასმლის მარაგიც ამოაყოლე რა. - რა ხდება ხალხო, რამ დაგხოცათ, ვერ ხედავ მე რა ყოჩაღად ვარ? - გავეკრიჭე თაშკას და გუგას ჩავეხუტე. - გუგ, შენ კი რამე ორდენი უნდა დაგითრიო ამის გაძლებისთვის, დედას გეფიცები დედამიწაზე ყველაზე მეტად თუ არ იმსახურებდე. - მაგაზე მერე გიპასუხებ, გამყიდველო - ისევ გუგას მხარზე აკიდებულმა მიპასუხა და თან ოთახისკენ დაიძრა. - მოლაგდნენ უკვე? დილით სანიმ დამირეკა, გუშინ რომ უნდა მოგველაპარაკა ახალ წელზე, დღეს მაინც ვქნათო. გავგიჟდი ლამის, რა დროს ეგაათქო და შეკრების მიზეზი გვექნებაო, არხეინად დააყოლა. ეგ ბიჭი კი ისედაც არ იყო დალაგებული, მაგრამ ვითომ ის გოგო მოქმედებს უარყოფითად? - თავისთვის ლაპარაკობდა და წამოსაწოლ ადგილს ეძებდა. - ოჰ, ზოის გულზე მონადირე რენე ზელვეგერი კი არა მაგრიტიც აქ ყოფილა. - გვერდით გასწია, წამოწვა და გუგას შეუღრინა ამჯერად - კარგია, რომ მომიყვანე, მაგრამ დილით რომ მითხარი ლოთი ხარო, არ გაპატიებ გუგა გავაშელო. - ზოი, გეხვეწები რამით უშველე, სახლში მიყვანამდე, დაძინებამდე და გაღვიძების წამიდან მერჩის. რა ეტაკა საერთოდ ბოლო 1 კვირაა ვინმემ იცით? - ამოიოხრა გუგამ - პიემესი ექნება გუგჩიკ, რით ვერ ისწავლე - ღიად დარჩენილი კარიდან მოჩვენებასავით გამოგვეცხადა მარიშკა - ჰელოუ ვოქინ დეეედზზზ, არვიცი მერამდენედ მიწევს ამის თქმა, მაგრამ ვისაც თავი არ გაქვთ, ნუ სვამთ რა - თმები მხარს უკან გადაიყარა, ცხვირი აბზიკა და ზემოდან გადმოგვხედა. კი, მარიშკა ყოველთვის ყველაზე მაგარი იყო დალევაშიც, მოწევაშიც, ცეკვაშიც და ჩხუბშიც კი. - ეს არაქალი და არაადამიანი ჩემს გვერდით არ დაჯდეს. შური მალაპარაკებს ახლა, მაგრამ ვერ ვიტან - მოიბუზა თაშკა. - სანი სადაა? გამომიძახა აქ და თვითონ არ ჩანს - მარიშკა იატაკზე მოკალათდა და ყველას თავისი წილი ბორჯომი მიაწოდა. - მოვედი, როგორ ხართ არ გკითხავთ, ყველაფერი ისედაც გასაგებია - გაიცინა ხმამაღლა და მის სიცილზე სახედამანჭულებს რომ შეხედა, უარესად ახარხარდა. - პიზდეცია რა ასეთი დალევა. ხო ვთქვით რომ მარტო 25ში ვიზამდით ხოლმე ასე. - დუდა ცოცხლებში არ ეწერა. - 25ში რა ხდება ? - ფრთხილად იკითხა რენემ - ეეეჰ, რენე, 25ში ის დღეა, რა სტატუსითაც არ უნდა იყო ზოის ცხოვრებაში, მოხვედრას რომ ვერ მოესწრები. - თანაგრძნობით გაუცინა გუგამ. - სამეგობროს დღე აქვთ და მე სულ მტეხავენ. - სიძეების, რძლების, ბოიფრენდების და შემთხვევითი გამვლელების დღე რომ იყოს, აუცილებლად დაგიძახებდით რა - თაშკა თავის თავს არ ღალატობდა. - მორჩით ახლა, მართლა მოვილაპარაკოთ, დღესაც ცოტა დრო მაქვს და ახალი წელი მინდა დავგეგმო რომ ერთმანეთს არ დაემთხვას სხვადასხვა პონტი რა - მობეზრებულად თქვა სანიმ - ალექსანდრე (ასე მხოლოდ საშინლად გაბრაზებული ეძახდა ხოლმე თაშკა), დიდი ხანია ახალ წელს სხვა გეგმებიც გაქვს ხოლმე ? - თამარ, ვივის უნდა რომ მის მეგობრებთან ერთად შევხვდეთ. მე ავუხსენი, რომ თქვენთან შეხვედრის ტრადიციას ვერ ვუღალატებ, უბრალოდ მაინტერესებს სად ვიქნებით 31ში, დაახლოებით მაინც რომ დავგეგმო ჩემი დასვენების 2 უბადრუკი დღე. - აჰ, უკაცრავად. 31ში არ ვიქნებით არსად. ნუ - მე ყოველ შემთხვევაში - ძაააალიან მაგრად გავბრაზდი მე. - ბატონო? რამე ხდება? - გაიოცა - მეტი რა უნდა ხდებოდეს, ძალიან კარგად იცი, რომ 10 წელია 31-1 ვართ ერთად და ყველასგან შორს. ან იქნება ასე, ან არ იქნება. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში - არ ვაპირებდი დათმობას. - რა თქმა უდა ზოის მხარეს ვარ და სანი, ორი არა გაქვს - წარბი აწია თაშკამ - ნუ, მესამეს მივამატებ აქვე - მხრები აიჩეჩა მარიშკამ დუდა და უილი უხერხულად და გაურკვევლად იყურებოდნენ აქეთ-იქით და აზრზე არ იყვნენ რა ეთქვათ. - რა პანიკაა? აუხსნის ვივის და წამოვლენ ორი დღით იქ, სადაც წავალთ - სცადა უილიმ. - არაფრის ახსნას ვაპირებ. ჩემს მდგომარეობაში შესვლა ვითხოვე. თუ არ შეგიძლიათ, პრობლემა არაა, 3 ან 4 იანვარს შევხვდებით - წამოდგა სანი, ძალიან გაბრაზებულმა გადმოგვხედა და გავიდა. რამდენიმე წუთი არავინ საუბრობდა. მერე რატომღაც რენემ გაბედა ხმის ამოღება. არავინ ველოდით. - ბოდიში, მაგრამ პატარა ბავშვებივით იქცევით. - ბატონო? ტრადიციებზე გსმენია რამე, ზელვეგერ? - ესწერვა თაშკა - არ გინდა, თაშკა. ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება თუ არ მქონდა, არ ვიცოდი, მე წავალ - რენეც გაბრაზდა და წამოდგა. - იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ ალბათ თქვენს კომპანიაში ახალი წლის შეხვედრა უადგილო სურვილია. რენე ისე გავიდა, სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე დაბნეულობისგან. მართალი იყო და მეც მომეჩვენა რომ თინეიჯერებივით ვიქცეოდით, ერთმანეთის თავს სხვებს რომ ვერ ვუყოფდით. - ორივე მართლები არიან, რა სისულელეს ვაკეთებთ. ოდესმე უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს ცხოვრებას, დროს, გულს და ბევრ რამეს სხვა ადამიანებიც გაინაწილებენ. - ამოვიბურდღუნე. - რა თქმა უნდა თაშკას ჩემი აზრი არ აინტერესებს, მაგრამ ბიჭებს ვეთანხმები, ზედმეტი მოგდით. საყვარელი სათამაშოსავით ადამიანს არ უნდა ჩააფრინდეთ. კარგი იქნება ამას თუ გაიაზრებთ. მე სამსახურში მივდივარ, თაშკ. თუ რამეა, დამირეკე - დაუბარა და გუგაც წავიდა. ამის შემდეგ, ნამდვილად ძალიან ხანგრძლივად გაგრძელდა დუმილი. მერე უილი წამოდგა და წავალო თქვა. დუდაც მიყვა. დავრჩით ჩვენ სამნი. ვხვდებოდი, რომ სამივე ჩვენს საქციელზე ვფიქრობდით და გვრცხვენოდა. არ გვეთმობოდა, მაგრამ მაინც გვრცხვენოდა. - სანის ბოდიში უნდა მოვუხადოთ. - მარიშკა ძალიან კატეგორიული იყო - ასეთი სულელები კიდევ დიდხანს ვიქნებით? - გულწრფელად იკითხა თაშკამ. - შემეშინდა, რომ შეიძლება ოდესმე გუგაც კი დაიღალოს ჩემი სისულელით და დავკარგო ის, ვინც მართლა ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ბედნიერებაა გუგას ნერვების მოშლა, მაგრამ თვითონ მასზე დიდი ბედნიერება არა. რატომ ვერ ვიაზრებთ, რომ შეიძლება იგივე იყოს სანისთვის ვივი ? გუგას რომ ჩემთვის ეთხოვა, ჩემებთან წავიდეთ ახალ წელსო, უარს არ ვეტყოდი, იმიტომ რომ ვიცი, ბედნიერი იქნებოდა. შეიძლება ბევრჯერაც უნდოდა, მაგრამ ყოველთვის მე ვასწრებ. ახლა ვხვდები კიდევ ერთხელ, რამდენად დიდი სიყვარული შეუძლია. მარტო იმითაც ბედნიერია, მე რომ ბედნიერი ვარ. რა ჯანდაბაა, მე რატომ ვერ ვაკეთებ იგივეს? ვაკეთებ კი არა, ვერც კი ვხვდები რომ უნდა ვაკეთებდე? ცუდი ადამიანი ვარ ნეტავ? - უკვე ზლუქუნებდა და ცრემლად იღვრებოდა. მივედი და ჩავეხუტე, ძალიან მაგრად და მეც ცრემლებით ამევსო თვალები. ჩემი ბრალი იყო, მე წამოვიწყე. მე ვერ ავიტანე და ვაიძულე, მათაც ვერ აეტანათ. ხომ ვიცოდი რომ მხარს დამიჭერდნენ, მეტი უნდა მეფიქრა. - თაშკ, არ იდარდო რა. ყველაფერი ჩემი ბრალია. ახლავე წავალ სანისთან და ბოდიშს მოვუხდი, ზედმეტი მომივიდა. შენ კიდე არასდროს თქვა, რომ ცუდი ადამიანი ხაარ. ნეტა თუ იცი საერთოდ ეგ რას ნიშნავს. - გავუღიმე, ვაკოცე და ჩემი მარტენსების ძებნა დავიწყე რომ გავქცეულიყავი, სანი მენახა. არ მაინტერესებდა რა მეცვა და როგორ გამოვიყურებოდი, უნდა წავსულიყავი. სპორტულ შარვალზე ჰუდი გადავიცვი, პირველივე ქურთუკი რაც ხელში მომხვდა და გავვარდი. ვიცოდი, ოფისში დაბრუნდებოდა. როცა ბრაზობს, ყოველთვის იქ მიდის, თითქოს მუშაობაში უკეთ ხდება, ნაკლებად ფიქრობს რომ ნაწყენია. რამდენიმე წუთში მის კაბინეტთან ვიყავი აყუდებული და ჯერ კიდევ ვერ ვბედავდი შესვლას. ძალა მოვიკრიბე და შევვარდი. იშვიათად ხდებოდა, სანი რომ ჩემზე გაბრაზებული იყო. ბავშვობის მერე არც კი მახსენდებოდა ეგეთი დღე და მივხვდი, რომ ეს აუტანელი გრძნობა იყო. არ შემეძლო მისი გაბრაზება, გული მეკუმშებოდა, როცა ვფიქრობდი, რომ ვაწყენინე. შევვარდი და სანამ რამის თქმას მოასწრებდა, პირდაპირ დავიწყე: - სანი, უნდა მაპატიო. ვინმემ რომ მკითხოს, სამყაროში ყველაზე აუტანელი გრძნობა რა არისო, დაუფიქრებლად ვეტყვი, რომ შენი წყენინება. სულელი ვარ. ისევ 17 წლის მგონია თავი და ისევ ვერავის ვუყოფ და ვუთმობ თქვენს თავს. შეიძლება იმის ბრალია, რომ პირველად აღმოვჩნდით სერიოზულად ახალი წევრების მიღების წინაშე. გუგა არ ითვლება, ის თითქოს მთელი ცხოვრებაა ჩვენია. ეგოისტი ვარ სან, არ მიფიქრია შენ რა გინდოდა, მარტო იმაზე ვიფიქრე მე რა მინდოდა და ახლა ამ წამსაც მაგაზე ვფიქრობ. მე მინდა რომ არ ბრაზობდე, გთხოვ რა. - შეუსვენებლად ვლაპარაკობდი, ვტიროდი და ვკანკალებდი. გაგიჟდა. ჭკუიდან გადავიდა, მოვარდა და ჩამეხუტა. - გონზე ხარ საერთოდ? რეებს ამბობ? რა გაბრაზება, რა ეგოიზმი, რას ქვია შენზე ვბრაზობ ზაიჩიკ? არ იცი რომ ერთადერთი ხარ , ვისზეც ქვეყანა რომ დაიქცეს მაინც ვერ ვბრაზობ. მართალი ხარ, ზედმეტი მოგივიდა, მაგრამ ესეც კი ცოტაა იმისთვის რომ გავბრაზდე. არ გინდა ბოდიშის მოხდა, უბრალოდ დავივიწყოთ. - რატომ ხარ ასეთი ადამიანი? მერე კიდე იფიქრებს ვინმე, რატომაა სანი შენთვის განსკაკუთრებულიო. - ამოვიბურდღუნე. - და რატომაა სანი შენთვის განსაკუთრებული, ზაიჩიკ? - ოდნავ უკან გამწია, შემომხედა და უღმერთოდ გაიღიმა. - შენზე კარგს რომ არავის ვიცნობ, იმიტომ. თუ ვინმეს გავიცნობ, ეგრევე გაგცვლი - გავეხუმრე. - როგორ მე ვერ გაგცვლი ვერასდროს ვერავისში, ისე შენ. არ დაიჯერო. - მაკოცა კიდე ერთხელ. - თაშკას დავურეკავ, მოკვდა ტირილით. - მე დავურეკავ. მოიცა - სანიმ ტელეფონის ძებნა დაიწყო. თაშკამ რამდენიმე წამით დაიგვიანა ტელეფონის აღება. ვიცოდი, სინდისი ქენჯნიდა და ერიდებოდა. - გისმენ სან - მორიდებულად თქვა თაშკამ. - თაშ, მიდი რა მოიფიქრე ლოკაცია, შენ ხარ მაგის მენეჯერი ხო იცი. - ისე უთხრა სანიმ, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. - სან - ხმა გაუწყდა თაშკას. - დღეს საღამოს ცენტრალ პერკში შევხვდეთ და საბოლოოდ მოვილაპარაკოთ. გკოცნი - სან მოიცა - რაო? - მადლობა. მიყვარხარ. - მეც მიყვარხარ, თაშკ. - გაეღიმა სანის. დავმშვიდდი. ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დადგა. - წავედი ახლა, გაცდენ. - საღამოს მოხვალ ხო? - კი. ისე, ალბათ რენესაც დავპატიჟებ ახალ წელს. - .......... - სან?! - ჰა? ჰო, კარგი აზრია - დაიბნა - ხო, მგონი დროა თინეიჯერებივით აღარ ვიქცეოდეთ. თან მომწონს. - გულწრფელი ვიყავი. - მთავარია კარგად იყო. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს . -მშვიდი იყო, მაგრამ უხასიათო. მე არასდროს მეპარებოდა მისი განწყობა. - არ მოგწონს ეს აზრი? - მაინც ჩავეკითხე. - მე არ მაქვს უფლება რამე არ მომწონდეს შენთან, როცა მე თვითონ მომყავს ჩემი მეგობარი გოგო. - შენ რომ არ მოგყავდეს? - მაგრამ მომყავს. - და მაინც? - მორჩი ახლა, საქმე მაქვს მილიონი. საღამოს ვილაპარაკოთ. - თავი ამარიდა მაინც. სახლში დავბრუნდი. თაშკა და მარიშკა ჯერ კიდევ ჩემთან იყვნენ. - რას სხედხართ აქ, პანაშვიდია? - ოოოჰ, დავრჩებით რა - მარიშკამ მთხოვა - დარჩით რა თქმა უნდა, ოღონდ ერთმა ყავა გააკეთოს, მეორემ ჩემი დიდი დინამიკი გამოათრიოს საძინებლიდან და მუსიკა ჩამირთოს. დღე უნდა გავიხალისო. - რა დაგეტაკა? - თაშკამ ეჭვის თვალით შემომხედა. - არვიცი. უცებ მივხვდი, გავიზარდე. არანაირი თინეიჯერული გამოხტომები, არანაირი +1-ების დაბლოკვა და საერთოდ, ახალ წელს რენე მომყავს! - გამოვაცხადე საზეიმოდ. - ვახ, მაგარი წელი გვექნება.- ეჭვით შემომხედა მარიშკამ. - ძალიან მაგარი წელი გვექნება. - დავუდასტურე. ტელეფონი ავიღე და ვოისი ჩავწერე საერთო ჩატისთვის. - საღამოს ყველანი ბარში. ახალი წელი იგეგმება! მთელი დღე დივანზე დაყრილებმა გავატარეთ. 1 სიტყვაც კი არ მითარგმნია. ვჭამდით სნექებს, ვსვამდით ყავას და ვუყურებდით ჰარი პოტერს. ჩვენი პატარა ტრადიციაა. როცა მარტო გოგოები ვართ, ჰარი პოტერის ყველა ნაწილის სახელებს ვყრით ჯამში, ერთს ვიღებთ რენდომ და აუცილებლად ვუყურებთ. სასაცილო ისაა, რომ სულ მესამე ან მეხუთე ნაწილის ნახვა გვინდა ხოლმე და თუ სხვა ამოგვივა, მაინც იმას ვუყურებთ. რატომ ვყრით მაშინ? ტრადიციები გვიყვარსო, თაშკამ. იმ საღამოს, ვიდრე ჩვენი +1-ები მოვიდოდნენ მარტო შეკრება გადავწყვიტეთ. 8 საათისთვის ყველანი იქ ვიყავით. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ახალი წელი. საქმეს ყოველთვის ვინაწილებდით. თაშკა ორგანიზატორი იყო, ადგილს არჩევდა და საჭმლის მოგვარებასაც თავის თავზე იღებდა. გგონიათ ვგულისხმობ თვითონ აკეთებდა? არა, შემოირბენდა სასურველ რესტორნებს და საახალწლო სუფრისთვის ყველაფერს რესტორნიდან მოიტანდა. ერთადერთი, რაც წმინდა იყო, დესერტია. დესერტს აუცილებლად ამზადებდა მარიშკა. თან ძალიან ბევრს, რადგან ვგიჟდებოდით მარიშკას გაკეთებულ გოზინაყის პანაკოტაზე. 1 მანქანა დესერტით გვქონდა ხოლმე გამოტენილი. უილი და სანი სასმლით და ასაფეთქებლებით გვამარაგებდნენ. მე ნაძვის ხეს და ინტერიერის დიზაინს ვიღებდი ჩემს თავზე. დუდა ტრანსპორტირებას და ყველაფრის დროულად მოგვარებას. გუგა თაშკას დასდევდა და მეტი არც არავინ გვყავდა აქამდე. ახლა ვივის და რენესაც დავასაქმებდით. - შარშანდელი ახალი წელი, საუკეთესო იყო რაც კი გვქონია. ხვდებით ხომ რამხელა გამოწვევაა? შარშანდელს უნდა ვაჯობოთ! - ჩანთიდან მაკბუქი ამოაძვრინა თაშკამ, ფაილი გახსნა და ცხრილის გაკეთებას შეუდგა. - დავიწყოთ. ადგილი? - იქნებ ისეთ ადგილზე წავიდეთ, ჯერ რომ არ ვყოფილვართ? - მარიშკამ გუგლი დააძრო. - საქართველოში დაგვრჩა რამე საახალწლო ადგილი, სადაც არ ვყოფილვართ? - დუდამ იკითხა ეჭვით. - ყაზბეგში ვიყავით. გუდაურშიც. ბაკურიანშიც. კახეთში და ბათუმშიც კი შევხვდით. რა ვქნათ? - ყურები ჩამოყარა თაშკამ. - რავიცი, სხვა გზა არაა - წარბები ავათამაშე - ჰა? - კითხვისნიშნებიანი მზერა მომაპყრო უილიმ - გიჟია ეს - ყველაზე ადრე სანი მიხვდა რასაც ვგულისხმობდი და გაეცინა. - დაიცა შენ რას მიხვდი, არაფერი უთქვამს? - ახლა სანის შეუტია უილიმ - როგორც ყოველთვის უსიტყვოდ მიმიხვდა - ვიამაყე. - მოკლედ, თუ საქართველოში არაფერი დაგვრჩა, ისღა დაგვრჩენია საქართველოს საზღვრებს გარეთ ვიფიქროთ - ტაში შემოვკარი და დავტრიალდი. - არააააააააა?! - გადაირია თაშკა - გადააწვინეთ ფსიქიატრიულში - დუდამ თავისი სასმელი მოსვა და გადაწვა. - რა პანიკაში ჩაცვივდით? აბა შარშანდელს ვაჯობოთო? - მარიშკა ჩემსკენ იყო. - ხო, მაგრამ სამსახურები? მოვახერხებთ? - რა მოხერხება უნდა. 30ში ღამე, 31 რომ თენდება მივფრინავთ სადმე არც ძაან შორს და 2ში ღამე, 3 რომ თენდება მოვფრინავთ - ვეღარ ვითმენდი. - კაი, მაგრამ მაინც სად? რენეს და ვივისაც უნდა შევუთანხმოთ - სანი მაინც ეჭვით გვიყურებდა. - რენე თუ არ წამოვა, ნუ წამოვა. ვივის შენ მიხედავ. გადაწყვეტილია - მტკიცედ ვიდექი ჩემს პოზიციაზე. - და მაინც სად? - იკითხა დუდამ. - მოდი ევროპის ისეთი ქალაქი ავირჩიოთ, აქამდე რომ არ ვყოფილვართ. - ანუ ყველა მაგარი ქალაქი გამოირიცხა. აბა სადღა მივდივართ? - უილიმ თვალები აატრიალა. - ახალი წელია და ერთად უნდა ვიყოთ. რა აუცილებელია მაგარი ქალაქი ? პირიქით, პატარა და მყუდრო ქალაქი ავირჩიოთ, პირდაპირ ფრენა რომ გვქონდეს და უცებ გავვარდეთ და გამოვვარდეთ. - მე უკვე პირდაპირ ფრენებს ვეძებდი. - ეეეე, მოდი პოზნანში წავიდეთ. რომელიმე ყოფილხართ? უპატარავესი ქალაქია, ალკოჰოლით და ხმაურიანი ხალხით სავსე ქალაქი. - უილის აზრი მოგვეწონა. - ვა, მანდ გვაქვს პირდაპირი ფრენა? პოლონეთში არ ვყოფილვარ 3-4 წელია. სულ ორი დღით ვიყავი პოზნანში და ბუნდოვნად მახსოვს- ეგრევე ვიზეარის საიტზე შევვარდი. - მე თანახმა ვარ. ვივიც წამოვა, ზუსტად ვიცი. - მხრები აიჩეჩა სანიმ. - მეც თანახმა ვარ, თუ ფრენა პირდაპირია და უცებ ჩავალთ და ჩამოვალთ, მაწყობს. - დუდაც დაეთანხმა. - მე რომ თანახმა ვარ და ქვეყნის დასალიერშიც წამოვალ ისედაც კი იცით. - ჭიქა აგვიწია უილიმ და გადაკრა. - მე გუგას უნდა დაველაპარაკო. - შეფიქრიანდა თაშკა. - ეგრევე დავშორდები თუ არ წამოვა - დაამატა სიცილით. - რატომ მშორდება ჯერ ცოლად არ გამოყოლილი თაშკა? - გუგა ზუსტად ამ დროს შემოვიდა და დავარდა დივანზე. - აუ, გუგ, ახალ წელს პოზნანში ხო წავიდეთ? - პატარა ბავშვივით ეგრევე ეცა თაშკა. - საქართველოში ვეღარ ვეტევით? - გაუკვირდა გუგას. - აუუუუ, გუგააა! - ეწყინა თაშკას. - ვაიმე, არ იცი რომ წამოვალ სადაც გადაწყეტთ ? რას იბუტები. - გაეცინა გუგას და ჩაეხუტა. - ჩემი უსიყვარულესი! აი, უყურეთ და ისწვლეთ როგორი +1-ები უნდა გყავდეთ რაა - ცხვირი აბზიკა თაშკამ. ყველას გაგვეცინა. - კარგი, რადგან ადგილობრივად ყველა თანახმაა და ზაიჩიკამ უკვე ბილეთებიც დასერჩა, დავურეკოთ ჩვენებს - გადმომხედა და ტელეფონი ამოიღო. - ოქეი, გავალ მე. - წამოვდექი - უკვე რაღაცებს გვიმალავთ? - წარბი აზიდა თაშკამ - ხმაურია, ჭკუის კოლოფო. - ენა გამოვუყავი და გამოვედი. რენეს ნომერი ავკრიფე და დაველოდე. - ზოი? - კითხვის ნიშნები ჟღერდა რენეს ხმაში. - რას შვრები, მაგრიტ? - მხიარულად ვკითხე. - თქვენ ხომ მომკალით. ხან მაგრიტი ვარ, ხან ზელვეგერი, ხან რუსო. - მივხვდი, თვალებს ატრიალებდა და გამეცინა. - კაი ჰო, მართლა რას შვრები? - ახლახანს მოვრჩი მუშაობას და გამოვედი. სახლისკენ ვაპირებ წასვლას, თუ რამე უკეთესს არ შემომთავაზებ. - მაიმუნობის ხასიათზე იყო. - უკეთესს შემოგთავაზებ. ბარში მოდი, ყველანი აქ ვართ და რაღაც უნდა გკითხოთ თან. - ოჰო, ხელი ხომ არ უნდა მთხოვო? - გაეცინა - მოგიკვდეს ჩემი თავი. ხშირად გესიზმრება ხო ეგ და ახდენის იმედით იღვიძებ? - შესაწყალო ხმით ვუთხარი. - გიჟი ხარ. - გადაიხარხარა .- მოვდივარ. ბარში რომ შემოვბრუნდი, სანიც იმ წამს მორჩა საუბარს. - მალე მოვა. არ მითქვამს, აქ დავილაპარაკოთ. - გვითხრა. - მეც ეგრე. მალე მოვალო. - ჩემს ადგილს დავუბრუნდი. - იმ შემთხვევაში, თუ მართლა პოზნანში წავალთ, სრულიად გადაწყობა მოგვიწევს ტრადიციული გადანაწილებიდან. - თაშკა გამწარებული აკაკუნებდა თითებს კლავიატურაზე და რაღაც სიას წერდა. - ისეთ სახლს ვიპოვი, სადაც ყველანი მოვთავსდებით, საჭმელსაც აქედან მოვაგვარებ, მზად დაგვხვდება. სასმელი და ნაძვის ხე კი იკისრეთ ახლა თქვენ, თაშკა ვერ მოაგვარებს ყველაფერს რაა. - ამოიბუზღუნა. - ისედაც ყოველ წელს ჩვენ ვაგვარებთ მაგ ნაწილს თაშ, არ იდარდო. - გაუღიმა დუდამ - ისეთი ახალი წელი გვექნება, მომავალ წელს რომ მაგრად დაგვერხევა, უკეთესს ვეღარ მოვიფიქრებთ. - სიხარულისგან ვეღარ ჩერდებოდა უილი. - აააააბა, რას აღნიშავთ ? - ჭიქებზე მიგვითითა რენემ და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. მსუუბუქად მაკოცა და მიმიხუტა. - ვახ, სიყვარულის „ პერედოზი“ მაქვს მგონი, მაგრამ ძაან მომწონხართ> - გუგას მიეხუტა თაშკა და ისე გვითხრა. - ძაან გაგიმართლა ჩემო ძმაო თაშკას რომ მოსწონხარ. - გაიკრიჭა უილიმ და კიდე დალია . - შენ ზედმეტს ნუ ლაპარაკობ და ზედმეტს ნუ სვამ. - დუდამ შეუბღვირა. - უმაგრეს ახალ წელს ვგეგმავთ, რას ქვია ნუ ვსვამ - შეიცხადა. - კარგი ხო, გადავიდეთ მთავარზე. სანამ ვივი მოვა და მეორე სერია დაიწყება, პირველი მოვაგვაროთ. - სანიმ მანიშნა - ისა, ჰო. რენე, მოკლედ ახალ წელს მინდა ჩვენთან ერთად აღნიშვნა შემოგთავაზო. - უხერხულად დავიწყე. - დიდი იმედი მქონდა და ველოდი, მადლობა - გაიღიმა. - ისა, მთავარი არ მითქვამს. რადგან ყველაფერი ვცადეთ უკვე წინა წლებში, ახლა გადავწყვიტეთ სხვა ქვეყანაში შევხვდეთ. პოზნანში წამოხვალ ? - მავედრებელი თვალებით ვუყურებდი. - სად? - გაუკვირდა. - პოლონეთში რა. იქ გადავწყიტეთ. მაგრად გავერთობით, მაგას გპირდები. - რადგან შენ გინდა, ახალი წელი შენთან ერთად გავატარო, ეს საკმარისია იქ წამოგყვე, სადაც მეტყვი. - გამიღიმა და ხელზე მომეფერა. - იუჰუუუუუუ, პლუს ერთებში მაგრად გვიმართლებს რაა - თაშკამ ტაში შემოჰკრა, გუგას დაეტაკა, ნაჩქარევად აკოცა და მიმტანს გასძახა - ანიტ, გეხვეწები ჩემი საყვარელი კოქტეილი მომიტანე რაა. - მადლობა რომ მოდიხარ . - ძალიან გამიხარდა, მკლავზე მოვეხვიე და თავი მხარზე დავადე. ვგრძნობდი, გული ჰქონდა აჩქარებული და ბედნიერი იყო. ძალიან ფრთხილად მაკოცა თმაზე და გულზე მიმიკრა. ყველა კმაყოფილი იყო. ერთადერთი სანის არ ეტყობოდა არაფერი, როგორც ყოველთვის. - მადლობა, რომ დამპატიჟე. - გახარებული იყო. ამ დროს ვივიც შემობაკუნდა. ისეთი ლამაზი იყო, ენაზე მომდგარი კომპლიმენტი ეგრევე წამოვისროლე. - ვივ, საოცრად გამოიყურები - გულწრფელი ვიყავი. - მადლობა, ზოი. შენც - უხერხულად გაიღიმა - არ გინდა, ვივ. ისედაც იცის ტყიდან გამოვარდნილივით რომ აქვს თმა. მე ეს ლამაზად ჩაცმული ბოლოს ლიკა კოვზირიძის ქორწილში ვნახე. ისიც მე მივეხმარე თორე მოვარდებოდა იქაც მარტენსებით და ბოსტონის ჰუდით. - დამგესლა თაშკამ. - ტიპი ვერ მპატიობს ქუსლები რომ არ მიყვარს. - გავიოცე. - რა გენაღვლება, ეს ანგელოზივით ბიჭი კი მოატყუე მგონი უკვე და - არ ნებდებოდა. - და ასეც ულამაზესია, რას ერჩი თაშ? - დამიცვა რენემ. - ასეთები ხართ შეყვარებული კაცები, ბრმები - ახლა იმას დასცხო. შეყვარებულმა კაცმა და რენეს უსიტყვო ღიმილიანმა თანხმობამ ყურები მომჭრა. ცივად გავსწორდი . - გეყოთ და აუხსენით ვივის ვითარება. რა დღეში ხართ? - გავბრაზდი - მოკლედ, ვივ, ახალ წელს წამოხვალ ჩვენთან ერთად პოზნანში? - კითხა სანიმ - სად? - ვერ დაიჯერა და გაეცინა - პოზნანში მივდივართ რა. - მეჩვენებოდა თუ არა არვიცი, მაგრამ სანი ოდნავ გაღიზიანებული იყო და ცალყბად კითხულობდა. - როდის, მერე სამსახურები? - დაიბნა. - ვაიმეე, ეს ხომ წესიერად არ აგიხსნის ადამიანს. ვივ, 30-2. სამსახურები არ ცდება. მივდივართ ქუთაისში მანქანებით, იქიდან პირდაპირით პოზნანში და მერე უკან. - მობეზრებულად ახსნა თაშკამაც. - არვიცი, უნდა მოვიფიქრო. - კიდევ დაბნეული იყო ვივი. - არ ველოდი ასე შორს, მაქსიმუმ ყაზბეგი ვიფიქრე. - ჩვენ საზღვრები არ გვაქვს, ვივ - ცოტათი ირონიულად გაუღიმა მარიშკამ. - ვხედავ, კი. - ჰოდა მოიფიქრე და გაგვაგებინე. - ნაჩქარევად დაასრულა დიალოგი სანიმ და თაშკას მიუბრუნდა. - ხვალ ვიყიდოთ ბილეთები, იქამდე მოიფიქრებს ვივი. სახლის ძებნა დაიწყე. - ვახ, სახლი კი არა მთელი სასტუმრო გვჭირდება მგონი. ჩემი და გუგას, მარიშკას, უილის და დუდას, ზოის და რენეს, სანის და ვივის ოთახები. ფაააქ, რამდენია - გადაიხარხარა თაშკამ - ბოდიში რა, არ გახსოვთ თქვენ, ისე დათვერით, მაგრამ მე მგონი ანის გაცნობა მქონდა გეგმაში და სავარაუდოდ პოზნანშიც წამოვიყვან. ბოდიში დუდ, უნდა მიგატოვო - გაეკრიჭა უილი. - ვაიმე, რა მეგობრები ვართ, ეგრევე დავივიწყეთ ის გოგო. მიდი დაურეკე მოვიდეს - შევიცხადე. - დავურეკე უკვე და მალე მოვა - ბედნიერი ჩანდა უილი. - მარიშკ, ავყაროთ რა ჩვენც ვინმე, უილიც კი აღარაა მარტო - ამოიოხრა დუდამ. - მარიშკას არაფერი სჭირს ვინმეს ასაგდები, ახალ წლამდე იქნებ დაალაგოს კიდეც ყველაფერი - მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა სანიმ და თვალი ჩაუკრა. ტვინში სისხლმა შეწყვიტა მოძრაობა, როცა მივხვდი, რომ სანიმ მარიშკაზე რაღაც ისეთი იცოდა, რაც მე და თაშკამ არ ვიცოდით. ამის გააზრება იყო საშინელება. გველნაკბენივით მოვშორდი რენეს და მარიშკას ხელი დავავლე. - თაშ, ერთ წამს გამოგვყევი რა. ბოდიში ბიჭებო - მივუგდე 2 სიტყვა და გოგოების ტუალეტისკენ გავაქანე. - რა ხდება, მშვიდობაა? - უკან მოგვსდევდა თაშკა. - მარიშ, კარგად მისმინე ახლა. უკვე დიდი ხანია თვალს ვხუჭავ შენს სიჩუმეზე, ვფიქრობ, რომ როცა მოგინდება მოხვალ და დამელაპარაკები, შენ არ მოდიხარ და უფრო მეტიც, სანისთან მიდიხარ დასალაპარაკებლად. არ გრცხვენია? ძალიან მაწყენინე - თვალები ამიცრემლდა. - ჰა? რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? - აზრზე ვერ მოდიოდა თაშკა. მარიშა ჩუმად იდგა თავდახრილი . - არავისთან მივსულვარ, სანიმაც იმდენივე იცის, რამდენიც შენ. უბრალოდ რამდენიმე დღეა გადამეკიდა, ვიცი რომ რაღაც ისე ვერაა და დამელაპარაკეო. მაპატიეთ, არაფერია სათქმელი, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. - ბურდღუნებდა. - ახლა შეიძლება გავგიჟდე. - დამუნჯდა თაშკაც. - არ ვაპირებ ამჯერად გაჩერებას მარიშ. ახლავე და აქვე დავილაპრაკებთ. - გეხვეწებით, ოღონდ ახლა არა და დღეს შენთან წამოვალ და მოგიყვებით. რამდენიმე წამს ჩუმად იყო თაშკა. მალევე გამოფხიზლდა - გუგას ვეტყვი რომ დღეს არ მივალ. - შებრუნდა და გავიდა. ისე გამოვედით, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და უსიტყვოდ დავუბრუნდით ჩვენს ადგილებს. ვის ვატყუებდით, აქ ყველა კარგად გვიცნობდა. - იმედია კარგად ხართ - ჩამჩურჩულა რენემ. - კი, არ იდარდო - ნიკაპზე მივეფერე. - ანი მოვიდა. - წამოხტა უილი და გარეთ გავიდა დასახვედრად. რამდენიმე წუთში ულამაზეს გოგოსთან ერთად დაბრუნდა, მაგრამ სილამაზეზე მეტად, ამ გოგოს აციმციმებული თვალები უნდა აღვნიშნო. ისე უყურებდნენ ერთმანეთს, ყბა ჩამომივარდა. უილი გაბრწყინებული იყო და ჩვენ ამას მხოლოდ დღეს ვიგებდით. ბოლო დროს ერთმანეთს რაღაცებს ვუმალავთ? ვერ ვიჯერებ! - ხალხო, ანი გაიცანით. - ამაყი ჩანდა უილი. - მე ვიცნობ, ანი, როგორ ხარ? - წამოდგა და გადაკოცნა სანიმ. აქ მეორედ გავცეცხლდი. - სამწუხაროდ, ანის გაცნობის ბედნიერება მხოლოდ სანის არგუნეს, რაზეც მოგვიანებით მოგთხოვ პასუხს უილ, ისე კი, ძალიან სასიამოვნოა. -გაუღიმა თაშკამ - სასიამოვნოა, ანი - მეც გავუღიმე. - მოკლედ, სასიამოვნოა-ჩემთვისაცები რომ ავირიდოთ, პირდაპირ გეტყვი ყველას და ერთ სასიამოვნოაში გამოხვალ - გაეკრიჭა უილი. ეს თაშკა და მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული გუგა. ეს ჩვენი უჟურნალისტესი და უსიამაყესი მარიშკა. სანის იცნობ და ეს მისი ვივი, ეს ზოი, იგივე ზაიჩიკა და მისი პლუს ერთი რენე და აი ის თვალსმომჭრელი ბიჭი, ჩვენი დუდაა. - უცებ ჩამოარაკრაკა. - მართლა ძალიან სასიამოვნოა, ყველაზე მაქვს ცოტ-ცოტა ინფორმაცია და ერთი სული მქონდა გამეცანით. - სამყაროში ყველაზე გულწრფელი ღიმილით გაგვიღიმა ანიმ და ჩამოჯდა. დანახვის წამიდან უცნაურად დადებითი იყო ჩემი შთაბეჭდილება. არვიცი რით დაიმსახურა, მაგრამ ეგრევე მივიღე და დავმშვიდდი რომ ის იყო და არა ვინმე სხვა მის ადგილზე. - მოკლედ, რადგან ყველანი შევიკრიბეთ, ახლა სასწრაფოდ თითო ჭიქა შევუკვეთოთ და ჩვენი საახალწლო გეგმები დავასველოთ. ანი, შენ ჯერ არ იცი, მაგრამ პოზნანში მოდიხარ ახალ წელს ჩემთან ერთად, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. - გაუცინა უილიმ - პოზნანში? ხუმრობთ? - ანისაც გაუკვირდა. – 1 კვირაშია ახალი წელი. - მაინც შეგვახსენა. - ხვალ ბილეთებს ვიყიდით და 30ში წავალთ. - ნუ, მე თანახმა ვარ რა თქმა უნდა - ხელი ჩასჭიდა უილის და მიეკრო. გული ამიჩუყდა. პირველად ვგრძნობდი, რომ ჩვენში რაღაც სერიოზული ამბები ტრიალებდა. პირველად გვყავდა გვერდით ხალხი, რომელიც მართლა შეიძლებოდა მთელი ცხოვრება გვყოლოდა. აქამდე ყველა გამვლელი იყო, გუგას გარდა. გუგა კიდე ისე შეგვეზარდა, აღარც მახსოვს რომ თავიდანვე ჩვენთან არ იყო. ნეტა ისე როდის დაქორწინდებიან? არვიცი რას ელოდებიან. ნუ, კი ერთად ცხოვრობენ, მაგრამ მაინც მეტად გასერიოზულება გვინდა. თუ ქორწილი? მგონი მეორე. - მე ვიტყვი რა. ახლა ვფიქრობდი და ხმამაღლაც დავფიქსირდები. პირველად მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ჩვენი სამეგობროს გაზრდა ნამდვილად გაზრდაა და არა დრობითი. ძალიან მიხარია ყველა თქვენგანის არსებობა ჩემს ცხოვრებაში. მიყვარხართ, თქვენი პლუს ერთებით - გავიკრიჭე ბოლოს, დავლიე და ჩემს პლუს ერთს გემრიელად ვაკოცე ულამაზეს ტუჩებში. ჟრუანტელმა დამიარა, საოცარი გემო ჰქონდა და კიდევ უფრო საოცარი სურნელი. ლამის სული განვუტევე სანამ მოვშორდებოდი. მოშორებასაც არ ვაპირებდი მგონი, მაგრამ თაშკამ ჩაახველა და .. - რა საყვარლები ხართ. ძალიან უხდებით ერთმანეთს. - ვივიმ კომპლიმენტი გვითხრა და სანისკენ შებრუნდა თავისი კოცნის მოლოდინში. სანი არ ჩქარობდა, ჩვენ გვიყურებდა და მგონი არც უსმენდა ვივის. - სან? - შეაფხიზლა ვივიმ. - ჰა? - მაკოცე რააა - შეეხვეწა. რამდენიმე წამს ფიქრობდა სანი და ისე უყურებდა, თითქოს ვიღაც უცხო იყო. მერე გამოერკვა, თავისკენ მიიზიდა და მოწყვეტით აკოცა. - გუგა, სანამ ნაადრევად დატოვე ეს წუთისოფელი, მოიფიქრე და შენც მაკოცე - მკაცრი იყო თაშკა და თან სიცილით კვდებოდა. - ღმერთო, საგიჟეა სამეგობრო კი არა - მაღლა აიხედა უილიმ და ანის დაეტაკა. ძაან ბევრი იცინეს ბიჭებმა. მე და თაშკას არ გვეცინებოდა მარტო, მარიშკას ვუყურებდით, რომლის სევდიანი ღიმილი გულში დანასავით გვირტყამდა. დრო იყო წავსულიყავით. - თაშ, უთხარი გუგას? - ვკითხე - რა უნდა მითხრა თაშ ? - იკიტხა გუგამაც. - გუგ, ბოდიში, მაგრამ უნდა მიგატოვო. - ამჯერად რა სიგიჟე გაქვს მაგ თავში ? - აატრიალა თვალები გუგამ. - უიმე, რანაირი შეყვარებული ხარ, ცოტათი მაინც არ უნდა შეგეშინდეს ? - კაი ხო, დღეს ზოისთან ვრჩებით მე და მარიშკა. - მარტო თქვენ რატომ? - გამომცდელად გვკითხა სანიმ - სასაუბრო გვაქვს. - მოვუჭერი. - საინტერესოა. - არც ისე. - მარიშ? - ახლა მარიშკას მიუბრუნდა. - სან, მერე რა. - გაუღიმა მარიშკამ და წამოდგა. - გკოცნით, წავედით. რენემ ჩვენ გამოგვაცილა და თვითონაც სახლში წავიდა, ვივიმ სანის სთხოვა, ჩვენც წავიდეთო. ანიმ რამდენიმე წუთით მეცალა სულ და მეც წავალ, გაცილება არ მინდაო და ასე დარჩნენ უილი, დუდა და გუგა მარტო. ეს კი იმ ღამეს მაგრად დალევას ნიშნავდა. რამდენიმე წუთში გუდვილთან გავაჩერე, შევვარდი, რამდენიმე ბოთლი ღვინო და შესაფერისი ყველი ავიღე და ზანდუკელისკენ დავიძარი. სახლამდე უხმოდ მივედით. გამოვიცვალეთ, დასალევად ყველაფერი მოვამზადეთ და იატაკზე გავგორდით. რატომღაც დაწყებას არ აპირებდა მარიშკა. თამარას როგორც ყოველთვის ყველაზე ადრე ამოეწურა მოთმინება და დაეტაკა. - დაიწყებ თუ რა ვქნათ? - აი რა დაკითხვაა რა. - ამოიბუზღუნა, 1 ჭიქა დაცალა და სალაპარაკოდ მოემზადა. - დამპირდით, რომ რასაც ახლა მოისმინეთ ყოველგვარი გაკიცხვის გარეშე მიიღებთ. - რაღაც უბედურებას გვიმზადებს. - დაძაბული სახით თქვა თაშკამ. - როდის იყო ერთმანეთს ვჯაჯავდით რაღაცების გამო? - გავიოცე. - გააჩნია რის გამო. - ჩუმად თქვა. - მოკლედ, დათო ინწკირველი მიყვარს და ამის გამო ყველაზე უბედური ადამიანი ვარ. უსინდისოც. და ჰო, მთავარი ისაა რომ მასაც. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა აზრზე მოსასვლელად. დათო ინწკირველი? ჩვენი ბავშვობის მეგობარი. ცოლიანი დათო ინწკირველი. მის ქორწილში რომ არაადამიანურად გავერთეთ ის დათო. წლებია არ გვინახავს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რამეს, როცა არსებობს სიტყვა ც ო ლ ი ა ნ ი. ხმას ვერ ვიღებდი. თაშკა გადაფითრდა მაგრამ მოქმედების და ლაპარაკის თავი არ ქონდა. არ ვიცოდით რა გვექნა. მართლა არ ვიცოდით. ისევ მარიშკამ დაარღვია ის გაუსაძლისი სიჩუმე. - მაგინეთ მაინც. - დათო? ყველა ერთსა და იმავე დათო ინწკირველზე ვფიქრობთ და ვსაუბრობთ? მითხარი რომ არა - ხმა ჩავარდნოდა თაშკას. - კი, ჩვენი დათო. - საბოლოოდ მოგვცელა მარიშკამ. - ღმერთო, გამაღვიძე. - აღმომხდა - ვიცი, ყველაფერი ვიცი რაც უნდა მითხრათ. უნამუსოები ვართ, არანაირი გამართლება არ გვაქვს და საერთოდ არვიცი რაზე ვფიქრობდი ან მე ან უფრო ის. უბრალოდ იცოდეთ, რომ მე არასდროს დავანგრევ დათოს ოჯახს. არც იცის მეც რომ მიყვარს. - თავჩაქინდრული ლაპარაკობდა. - თავიდან დაიწყე თორე ჭკუიდან გადავდივარ. - ბოთლი მოვიყუდე. - მოკლედ, დაახლოებით 3 თვის წინ .... - დაიწყო მარიშკამ - ღმერთო, 3 თვე თქვა თუ მომესმა? დათო ინწკირველი რომ ვაპატიო ამდენ ხანს გაჩუმება როგორ ვაპატიო? - ყვიროდა უკვე თაშკა. - ვაიმე, მომაყოლე ბოლოს და ბოლოს. - შეუბღვირა მარიშკამ. – 3 თვის წინ შევხვდით მე და დათო კლუბში. მე ანასტასია ჟღენტის დაბადების დღეზე ვიყავი, ჩემი თანამშრომლის. ისიც მეგობრებთან ერთად იყო. ცოლი არ ახლდა. რომ დამინახა გადაირია, როგორ მომენატრეო, ყველა მომენატრეთო, რა მაგარიაო . მოკლედ ბევრი დავლიეთ, ბევრი ვიცეკვეთ და ბევრიც ვილაპარაკეთ. იქიდან რომ გამოვედით, გაცილება შემომთავაზა, რა თქმა უნდა დავთანხმდი. ჯერ ცოტა ხანს გავისეირნოთო და დავდიოდით ასე უმისამართოდ. გზაში გამომიტყდა, კი მთვრალი ვარ, მაგრამ კარგია, ძლივს გავბედავ გითხრა რომ მთელი ცხოვრებაა მიყვარხარო. მაშინაც კი, როცა სხვისი ქმარი ვარო. გამეცინა, რას ბოდავთქო და წავუთაქე. მერე დასერიოზულდა და თვალებიც აუცრემლიანდა. კიდე ერთხელ მითხრა, რომ ვუყვარდი და ამას ვერასდროს მეუბნებოდა, რადგან ყოველთვის ისე ვუყურებდი, როგორც დუდას,სანის და უილის. მერიდებოდაო, ესაო ისაო. ღმერთო რა დონის იდიოტია, ერთხელ მაინც რომ შეემჩნია რომ ბავშვობაში მომწონდა, იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. მოკლედ, საბოლოოდ რომ ჩავიქნიე ხელი შენთანო, მერე გამოჩნდა სოფო და ნორმალურად აგვეწყო ყველაფერიო. მერე რომ დაქორწინდნენ თქვენც იცით. კარგი გოგოა სოფო, მაგრამ ვერ ვიყვარებო, არ შემიძლიაო .ნუ გული გადამიშალა და ჭკუიდანაც გადამიყვანა . ვერც ვიჯერებდი და არც მინდოდა მოსმენა, მაგრამ ასე მოხდა. მერე სახლში წავედი რაც შემეძლო ჩქარა, აღარაფერი მითქვამს. მეორე საღამოს, როცა მთელი ძალით ვცდილობდი ამის დავიწყებას, მესიჯი მომწერა. ერთი წამითაც არ ვნანობ რაც გითხარი, ისედაც მტანჯავს ეს ყველაფერი ამდენი წელიაო. ისევ არაფერი ვუპასუხე. ასე გრძელდება 3 თვეა, ის რაღაცებს მწერს, მირეკავს. მე არასდროს ვპასუხობ. მაგრამ ღმერთო, ხალხო, მიყვარს დათუნა ინწკირველი. ძალიან დიდი ხანია მიყვარს. დავიწყებული მქონდა, მაგრამ თავიდან რომ შევეჩეხე ამ ყველაფერს, ისევ მიყვარს და სხვანაირად არ შემიძლია. - დაამთავრა მარიშკამ და ისე ატირდა, იქვე მომინდა. არ შემეძლო ასეთი მენახა. ტიროდა და ჩვენც ვტიროდით. ვერაფერს ვეუბნებოდით, საერთოდ ვერაფერს, უბრაოდ ჩავეხუტეთ და ასე ვტიროდით სამივე ხმით. ცოტა ხანში, დაწყნარება მოვახერხეთ და ისევ შევუტიეთ. - ამ ამბავში ყველაზე მეტად რასაც წყობიდან გამოვყავარ, შენი სიჩუმეა. როგორ შეგეძლო ამდენი ხნით მარტო ყოფილიყავი ამ ამბავთან? ჩვენგან კრიტიკას ელოდი? - თაშკა მუჭებით იწმენდდა ცრემლებს. - არ მინდოდა. არ შემეძლო. თქვენიც კი მრცხვენია. ხომ იცით რომ ერთადერთი წითელი ხაზი არსებობს ურთიერთობებში და ესაა ცოლი. ცოლიანი კაცის სიყვარული რა ამაზრზენია, ხვდებით? -ისევ აზლუქუნდა. - არცერთი სიყვარული არაა ამაზრზენი. ამაზრზენია ის ხალხი, სხვის ოჯახებს რომ ანგრევენ. შენთან თუ კაცი მოდის და გეუბნება რომ უყვარხარ და შენ შენს პასუხს მხოლოდ შენთვის ინახავ, არ ხარ ამაზრზენი. შენი ბრალი არაა იდიოტი ინწკირველი რომ გიყვარს, ამას ვერ ვაკონტროლებთ მარიშ. ვერავინ აკონტროლებს. ისეთი ვინმეს შეყვარებაც კი ხდება, ვისიც არცერთი ლოგიკით არ შეიძლება. - დავამშვიდე რამდენადაც შემეძლო. - როგორ უძლებ? როგორი მაგარი ხარ უბრალოდ ვგიჟდები. ბევრი შენს ადგილას ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და შენ 3 თვეა დათუნას უპასუხოდ ტოვებ და არ ეუბნები არაფერს, არ გინდა მასსა და სოფოს შორის ჩადგე. მარიშ, ვამაყობ შენით. საუკეთესო ადამიანი ხარ. - ასე მგონია გული გამისკდება. ჩემი ნაწილი, ჩემი მთელი ცხოვრების ნაწილი როგორ იტანჯება. - თაშკა ვერ წყნარდებოდა. – - მორჩით, არ გვინდა რა ტანჯვა. როგორც მქონდა დავიწყებული, ისე დავივიწყებ. ცოტა დრო მჭირდება უბრალოდ. ძალიან ცოტა დრო - ისევ ჩაგვეხუტა მარიშკა. - უბედნიერესი ვარ თქვენ რომ მყავხართ. მაპატიეთ ყველაფერი. - შენ გვაპატიე, აქამდე რომ არ დაგაძალეთ ამის მოყოლა. - მგონი სანიმ რაღაც იცის. 1 თვეა წრეებს მივლის და ისეთ კითხვებს მისვამს, ასე მგონია იცის. ნეტა იმ იდიოტმა დათუნამ ხომ არ უთხრა რამე? - ამ ბიჭმა ყოველთვის ყველაფერი რატომ იცის და არასდროს რატომ არ ტყდება? რკინის ნერვები აქვს რა - ბუზღუნებდა თაშკა. - ისედაც კარგი იქნება თუ დაელაპარაკები. გარდა იმისა, რომ მაგაში დასამალი არაფერია, ჩვენს შორის კიდე უფრო არაა დასამალი არაფერი და მგონი ეწყინებათ ბიჭებს. - ახალი წელი ჩავიაროთ და აუცილებლად . - დამეთანხმა მარიშკა. დიდხანს ვილაპარაკეთ კიდევ, ვიტირეთ, დავლიეთ და როგორც იქნა საწოლებამდე მივაღწიეთ. დილით ადრიანად გამეღვიძა. გოგოებს ჯერაც ეძინათ. ყავები მოვამზადე და მისაღებ ოთახში გავედი. მალე მარიშკამაც გაიღვიძა. თან იცვამდა, თან ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან ყავას სვამდა. სადღაც აგვიანებდა. თაშკას გაღვიძებამდე გავარდა და საღამოს გნახავთო დაიბარა. ერთი საათიც ვაცადე ნებიერას და მერე შევუვარდი, რა უბედურებაა ამდენი ძილი? - თამარ, ადექი, გუგამ დარეკა გაგეცხლებულმა, არ დამხვდეს მაგას ურჩევნიაო - ვცადე მომეტყუებინა. - ვაიმე, ზოი, ხმა ჩაიწყვიტე და გადი ოთახიდან, ვერ მომატყუებ. - აუ თაშ, ადექი რა, მართლაააააა -შევეხვეწე. - უხ შენი. ყავა მაინც გამიკეთე. - მზადაა - გავუღიმე და თვალის გახელამდე წინ დავუდე. - გუშინ რაც მოხდა, მართლა მოხდა თუ დამესიზმრა? - იკითხა - არ დაგვესიზმრა. უხ, დათუნა ინწკირველის დედა ვატირე, ეს რა დღეში ვართ - სახეზე ხელი ჩამოვისვი და წამოვდექი. მოვწესრიგდით და დავიშალეთ. თაშკა ოფისში გავარდა, მე ჩემს კაფეში წავედი ჩემი ლეპტოპით, გადავწყვიტე საღამომდე იქიდან ფეხი არ მომეცვალა და მემუშავა, ვიდრე დანარჩენები მოვიდოდნენ. არ ვიცი ზუსტად რამდენი საატთი ვიჯექი ისე, თვალი რომ არ მომიშორებია ეკრანისთვის, მაგრამ როგორც სჩანს უკვე შუადღე იყო, რადგან რენე მოვიდა. კლავიატურაზე ვაკაკუნებდი თმაზე რომ მაკოცა და წინ ყავა და სალათი დამიდო. - არ მეგონა აქ თუ გნახავდი. არაფერი გიჭამია ალბათ, ისე ჩასჩერებიხარ მაგ კომპიუტერს. - რეეენე - გამიხარდა. - აქ საიდან? - ლანჩზე გამოვედი - მმმმ, მადლობა ყურადღებისთვის. - ყავა მოვსვი. - ადამიანს, რომელსაც ახალ წელს თავისთან პატიჟებენ, ისე საოცრად კოცნიან როგორც შენ მკოცნი და ისე ეფერებიან, არ მგონია ყურადღებისთვის მადლობას უხდიდნენ - გაიცინა და ხელზე მომეფერა. - მგონი ძაან საყვარელი ხარ. - მგონიზე აგებ ურთიერთობას? - შეიცხადა - სულელო კაცო. - გამეცინა და მივეხუტე. - ყველაფერი რიგზეა? - მკითხა ფრთხილად. - რაზე ამბობ? - გუშინ ისე წახვედით. მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანზე უნდა გელაპარაკათ. მერე ღამითაც არ მიპასუხე. დღეს სპეციალურად არ დაგირეკე, მეთქი რომ გაუვლის თვითონ გამოჩნდებათქო. - ხო, რაღაც მოხდა. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა რა რენ. - გუშინდელის გახსენებაზე ყელში ბურთი მომაწვა. - შემიძლია დაგეხმაროთ? - ჩვენც ვერ ვეხმარებით ერთმანეთს. - კარგი, თუ რამეა იცი რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს. არ ჩაგეკითხები. ცოტა ხანს დარჩა, მერე სამსახურში მიბრუნდა და დამიბარა, საღამოს აქ ვარო. მე ისევ მარტო დავრჩი ჩემს თარგმანთან, მაგრამ ტვინი არ მიმუშავებდა. თვალწინ დათუნა მედგა. მის ცოლზეც ვფიქრობდი და იმაზე, რომ ყოველთვის ვფიქრობდი, ბედნიერი არ იყო. არვიცი რატომ ავიჩემე, მაგრამ ქორწილში რომ დავთვერი, ჯერ ცალ-ცალკე ყველას ვუთხარი, მგონი დათუნას თავს რაღაც ხდებათქო და მერე თვითონ მას მივვარდი. აივანზე ეწეოდა რომ გავედი და ვკითხე, დარწმუნებული თუ იყო რასაც აკეთებდა. გაოცებულმა შემომხედა და კიო, მითხრა. მეტი არაფერი მითქვამს და არც ეს მითქვამს გუშინ მარიშკასთვის. ცეცხლზე ნავთის დასხმა არ მინდოდა. მახსოვს, მაშინ სანიმ მომაშორა იქაურობას, ნუ ჩაერევიო მითხრა. რატომ მითხრა? მაშინაც იცოდა? არ არსებობს, ეს რომ ცოდნოდა, არ დაუშვებდა ყველაფერი ასე განვითარებულიყო. უნდა დავურეკო! - სან. - გისმენ ზოი. - სად ხარ, გცალია? - სამსახურში და ძალიან ბევრი საქმე მაქვს. საღამოს მოვალ. რამე გინდოდა? - საქმე მქონდა. ცალკე. - მნიშვნელოვანია? - არ მოგაცდენ. სხვა დროს იყოს. როგორც კი შეძლებ დამირეკე. - სად ხარ? - ჩვენთან ვარ. საღამოს გნახავთ. ცოტა ხანს ისევ თარგმანს მივუბრუნდი, მაგრამ არ დამცალდა, რამდენიმე წუთში სანი მოვიდა. გამიკვირდა. - ხომ გითხარი არაა სასწრაფო-მეთქი? - არ მომეწონა შენი ხმა. - ჩამოჯდა - კარგი რა, მოგაცდინე. - ზაიჩიკ რა ხდება? შორეული ნაცნობივით რატომ მელაპარაკები? რას მომაცდინე? - გაიკვირვა და მიმტანს შეკვეთა მისცა. - ლანჩიც გამომივა. - ჰო მაგრამ ... - მორჩი. რა ხდება? - სან, არის რამე რაც შენ იცი და მეც უნდა ვიცოდე? - გამომცდელად შევხედე. შეჩერდა და რამდენიმე წამში თვალი გამისწორა. - რას გულისხმობ? ვის გულისხმობ უფრო სწორად? - კარგად იცი შენ. - ზაიჩიკ, ჩემგან გინდა მაინც და მაინც ამის მოსმენა? - საიდან იცი? - ხმა გამიწყდა. - მოგიყვათ? - საიდან იცი სანი? - დათომ მითხრა. - რაა? - ჰო, სადღაც 1 თვის წინ დამირეკა და .... - დაგირეკა იმისთვის რომ ეს მოეყოლა? ნუ გადამრიეთ. - რა გინდა? შენ მარიშკამ თუ მოგიყვა იქნებ დათოსაც უნდოდა ვინმესთვის გაეზიარებინა? - როდის აქეთ ხართ შენ და დათო მე და მარიშკა? - რა შუაშია? ცუდადაა ადამიანი და ვინმესთვის მოყოლა უნდოდა. - რას ფიქრობდა მარიშკას ცხოვრებას რომ ურევდა? - თავისი აერია ზოი, პირველ რიგში თავისი აერია. - და მარიშკაც ჩაიყოლა? - მე რას მერჩი? - რა უნდა ვქნათ? - არვიცი რა უნდა ვქნათ. მგონი პირველად არ ვიცი. - შენ რას იზამდი? - თვალი გავუსწორე და მივხვდი, რომ ეს იყო კითხვა, რომელმაც გატეხა, დაამუნჯა. - მე რომ დათო ვიყო? თუ მე რომ სანი ვარ? - რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ მკითხა - შენ როგორც სანის ეგ პრობლემა არ გაქვს, ვივი ხომ გიყვარს? - ხმაგაბზარულმა ვკითხე. - სიყვარულზე ლაპარაკი ნაადრევი მგონია. - ხმა არ ამომიღია. - თემა გადაგვაქვს. რა ვქნათ სან, რით ვუშველოთ? - მე მგონია, რომ მიხედავენ თავს. ყველაფერი ხდება ზაიჩიკ, შენც ხომ იცი რომ რაღაცები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება? მოაგვარებს დათო მაგ ამბავს. მარიშკაც კარგად იქნება. უბრალოდ ვიდრე ყველაფერი დალაგდება, მასთან უნდა ვიყოთ. არ მინდა ჩავერიო, სპეციალურად არ ვუთხარი. რადენჯერმე მივანიშნე, რომ ვიცი და თუ მოუნდება, მოვა და დამელაპარაკება. - სანი, ყველაზე კარგი ხარ. - გულწრფელად ვუთხარი. - შენზე უკეთესი? შეუძლებელია. - გამიღიმა და თავის თეფშს მიუბრუნდა. ცოტა ხანს ასე ვისხედით. აღარაფერი იყო სათქმელი. ისევ მარიშკაზე და დათოზე ვფიქრობდი. მენანებოდა მარიშკა ამხელა ტკივილისთვის. და დათო ძალიან მიყვარდა. მაგარი ბიჭია ჩვენი დათუნა. ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი იყო. მერე სხვადასხვა ქვეყნებში რომ დავიფანტეთ, ეგეც დაიკარგა და მერე ცოლი მოიყვანა. რაღაცნაირად ჩამოვშორდით, ცოტა არაბუნებრივად. ახლა ვხვდები რომ ალბათ ამ გრძნობის გამო. სანი მალევე წავიდა, მომიბოდიშა, სამსახურში აუცილებლად უნდა მივბრუნდე და საღამოს აქ ვარო. მე ჩემი საქმე გავგრძელე და საღამომდე თავი აღარ ამიწევია. 8ის ნახევარი იყო, რენემ დამირეკა, ისევ მანდ თუ ხარ მოვალო. დავეთანხმე და კომპიუტერი დავხურე, მეტი აღარც შემეძლო. რენეს მოსვლამდე თაშკა მოვიდა. - მთელი დღეა ვერაფერს ვაკეთებ, ვერაფერზე ვფიქრობ. გული გამისკდება სადაცაა. 5ჯერ ვჭამე, 50 კგ მაინც მოვიმატებ და მერე დათუნა ინწკირველის მკვლელი სხვაგან არ ეძებოთ. - არ მკითხო. მეც ეგრე ვარ. ნუ, ჭამის გამოკლებით. - ამდენი არასდროს მიჭამია. თან სტრესისგან ისეთი რამეები ვჭამე, რასაც ვერასდროს ვიტანდი. - ეგ სტრესის ბრალია თუ ორსულად ხარ? - გამეცინა. წამით ფერი ეცვალა. - ორსულად შენ ხარ თუ კარგია, უყურე ამას - შეიცხადა. - რატო, არ გინდა სამეგობროს ერთი შენსავით ჭირვეული ბავშვი აჩუქო? - შენ თვითონ აჩუქე. მე სანამ ხელს არ მთხოვს ის დეგენერატი გუგა, მანამდე ვერ ეღირსება შვილს! - რა ხელის თხოვნა გინდა, ერთად არ ხართ ისედაც? - არვიცი, 1 თვეა სულ იმას ვფიქრობ, გათხოვება მინდა. - ამოიხვნეშა. - ახლა მოვკვდები - ავხარხარდი. - რას ნიშნავს გათხოვება გინდა? - ოჯახობანას ხასიათზე ვარ. ქმარი მინდა, ორსულობა და მერე ჭიჭყინა ბავშვების მოვლა. - გეუბნები რაღაც ვერ გაქვს რიგზე. - დღეს ამ ჩემს ოჯახობანაზეც ვერ ვფიქრობ. მხოლოდ მარიშკაზე და იმ უნამუსო მაგრამ უსაყვარლეს დათუნაზე. ისე, რა ბედის ირონიაა, დათუნასნაირ ბიჭს ვერც ვინატრებდი რომელიმე ჩვენგანისთვის, განსაკუთრებული იყო სულ . ნუ, გუგა არ ითვლება, გუგა ერთადერთია. - მართლა როგორი კარგია. რას მირბოდა და მოყავდა ცოლი მარიშკა თუ უყვარდა. დებილი ეგ. - ფუ, რასაც ვერ ვიტან რა. ვერ გითხარიიი, მომერიდაააა, შენ მე ისე მიყურებდი როგორც ძმააას. მიდი რა სცადე შე კაი ადამიანო - არ ცხრებოდა თაშკა და მინუს 20 გრადუსში მენიუს იფრიალებდა ლოყებაწითლებული - თაშკ, რატო ხარ გადაწითლებული და ამღვრეული? - ისე, ხვალ ექიმს უნდა შევუარო ჩემსას და ანალიზები ავიღო, რაღაც ორგანიზმი ამომიტრიალდა მგონი. - მართლა ორსულად არ იყო - შევიცხადე. - ვიყო მერე. მაგრამ არა, ახალი წლის მერე, ჯერ მაგრად უნდა ვიგულავო - დარწმუნებით თქვა. - ისე ბავშვი კი მინდა. პატარა გუგა მინდააააააააა - რა პატარა გუგა, ორსულად ხარ? - გიჟივით მოვარდა მაგიდასთან დუდა. - ვაიმეე, არა. ზოგადად მინდათქო ვახ. - არადა, გამიხარდა. - შენ რა გიხარია, ბავშვს მაინც არ მიგაკარებდი, არ ხარ ნორმალური. - მეუბნება სიტყვა არანორმალურობა ვისთვისაც მოიგონეს, ის ადამიანი. - გეყოთ რაა, თავი მისკდება ისედაც. - ავბუზღუნდი . - გუშინ რომ დატყდით და საიდუმლოებები გაქვთ, მაგაზე მოგვიანებით დაგელაპარაკებით, მგელივით მშია - დუდამ მიმტანს გასძახა. - აუ, მეც მაგრად მშია, რამე ბევრყველიანი მინდა. - თაშკამ ტუჩები გაილოკა. - რა იყო, ბოლოს 2 საათის წინ ვჭამე. - რავი, ხან დღეში ერთხელ ჭამ და. - მხრები ავიჩეჩე. - მითვლი? ანეტ, პენე მინდა რა 4 ყველით და ჩემი საყვარელი წითელი ჩაი. - ჩემთვის სტეიკი იყოს. - დუდამაც შეარჩია. - მე არ მშია, ჩაის დავლევ მხოლოდ ანეტ, ჟასმინი იყოს. - გუთენ აბეეეენდ - იყვირა უილიმ და ჩემს გვერდით დავარდა. - რა აღრიალებს? - თვალები გაუფართოვდა თაშკას. - აუ, ძაან კარგ ხასიათზე ვარ. დღეს სამსახურშიც მაგარი დღე მქონდა, ანიც ვნახე და თქვენამდეც მოვედი. მეტი რა გინდათ. - ჩუმად რომ იყო, ყველა შენ გიყურებს - სანი მოვიდა და ყველას მოგვესალმა. - სადაა მარიშკა? - მოვედიი - გაგვიღიმა და სანის ჩაეხუტა. - ჩემი საყვარელი წუთია რა დღის მანძილზე. ყველას რომ გადმოგხედავთ ხოლმე ვსო, ბედნიერი ვარ - გაეღიმა თაშკას და მერე ცრემლები გადმოყარა. - გაგიჟდა ეს? - პირდაღეებული უყურებდა დუდა/ - ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ემოციური დღე გვქონდა. - მარიშკამ განმუხტა. - მშიაა, რას მაჭმევთ. - შენ რაც გინდა, ჩემო ჟურნალისტების დედოფალო - უილიმ ლოყები დაუწელა. - მთვრალია ეს? - სანის კითხა - არა, ბედნიერი და შეყვარებული - გაეცინა სანის, მაგრამ მალევე გაჩერდა, მარიშკას მდგომარეობა გაახსენდა ალბათ. - ვააახ საოცარი ამბით რომ ვარ იცით? სანამ ყველა არ მოხვედით არ მოვყევი. - დუდამ დაგვაინტრიგა - ცოლი მოგყავს? - თაშკამ მიახალა - გეი ხარ? -უილიც ახარხარდა - შენი თანამშრომელი ელენე ბოლოს და ბოლოს მიხვდა რომ მოგწონს და კიო? - სანიმაც არ დააკლო. - თქვნ ხო ადამიანები არ ხართ - გაბრაზდა დუდა. - აღარ გეტყვით> - კაი , რა ბავშვივით იქცევი - უთხრა ბავშვად დარჩენილმა უილიმ. - ვინ მეუბნება, ღმერთო, სად ხარ? - ხელები აღაპყრო დუდამ - იტყვი ბოლოს და ბოლოს? -მოთმინება დამეკარგა. - მოკლედ, დღეს ლანჩზე თანამშრომლებთან ერთდ სხვა კაფეში ვიყავი და ვინ ვნახე? დათო ტოო, ინწკირველი ხველა ამიტყდა, თაშკამ ცხელი ჩაით პირი დაიწვა, მარიშკა კი საეჭვოდ მშვიდად იჯდა. - ვაა, დათუნა? სადაა ეგ ****, რატო დაიკარგა? - უილის მაგრად გაუხარდა - ბიჭო, სოფო და ეგ დაშორებულან. ვაბშე არ ველოდი, გამოვშტერდი იმენა. ამაზე საერთოდ ადგილზე გავქვავდით. უკვე ვერცერთი ვიღებდით ხმას, უილის გარდა ყველა დავმუნჯდით. სანიმ თითქმის შეუმჩნევლად მოკიდა ხელი ხელზე მარიშკას. აღარ იყო დრო მე არვიცის თამაშის. - რააააა? - ძლივს ამოიღო ხმა თაშკამ და მარიშკასკენ გააპარა მზერა. - ჰო, ერთი თვეა დავშორდითო. რაღაცნაირად იყო, უცნაურად. ნუ, ცოლს დაშორდა და მამენტ როგორ იქნებოდა. ჰოდა მეორე ამბავიც მაქვს - თავი მოიქექა. - ამოღერღე უიმეე - თავს ვეღარ იკავებდა თაშკა და გიჟივით იფრიალებდა მენიუს. - მოკლედ, ძაან შემეცოდა რა, არ იყო კარგად შევატყვე და პოზნანში დავპატიჟე ახალ წელს - თქვა ოდნავ მორიდებულად. აი აქ იყო ნამდვილად კლასიკური წუთიერი დუმილი. ხმა ჩაგვიწყდა ყველას. უილის კი უმიზეზოდ, მაგრამ ალბათ ფიქრობდა ჩვენ გავახურებდით და არაფერს ამბობდა. ჩვენ კი ვისხედით ჩუმად და ხმის ამოღების ძალა არცერთს გვქონდა. ზუსტად ამ გაუგებრობისას მოვიდა რენე. - მშვიდობაა? - აააააამ. კი. ისა. ჰო, მოდი დაჯექი. - გვერდით გავიწიე. - საღამომშვიდობის. დაჯექი მოდი. აუ, მარიშ, ერთ წამს შეგიძლია გამომყვე? ახლა გამახსენდა, ჩემმა თანამშრომელმა მთხოვა რაღაც ინტერვიუზე წინასწარ შეთანხმება და დავრეკოთ რა, აქ ხმაურია და მერე დაგვიანდება. - სანიმ ხელი ჩაავლო მარიშკას და ეცადა გამოეფხიზლებინა. - რა ინტერვიუ? აა, ჰო. ჰო, დავრეკოთ - დაბნეული წამოდგა და გაყვა. - რა გჭირთ ხალხო? - ეჭვით შემოგვხედა დუდამ. -ასე გეწყინათ? - ააა. არა, დუდ. მართლა გიჟები ხომ არ ვართ - გავუღიმე ნაძალადევად. - თაშკა, შენ რომ ხმას არ იღებ ეგ ამბავი არ მომწონს - უთხრა უილიმ. - დღეს რაღაცნაირი დღე მაქვს. მთელი დღეა ვჭამ და მეტირება. - თაშკამ მართლა ცრემლები გადმოყარა, უცებ წამოდგა და გარეთ გავარდა - იჯექი გუგ, მე გავყვები - გავაჩერე გუგა და მეც გავვარდი. გარეთ საოცარი სურათი დამხვდა. კუთხეში ჩაკეცილ მარიშკას სანი ეხვეოდა. თაშკა იდგა მათ წინ წვიმაში და ფეხებზე ეკიდა რომ აწვიმდა. წვიმაზე მეტად მისი ცრემლები ასველებდა მაასაც და ასფალტსაც. - ვინმემ დამწყევლა? - ამოიზლუქუნა მარიშკამ - მარ, თავი ხელში აიყვანე. შენ არაფერ შუაში ხარ. დამშვიდდი - გულში იკრავდა სანი. - მარ, გეხვეწები დამშვიდდი. შენი ბრალი არაა, არც დათუნას ბრალია ასე რომ მოხდა. რატომ იტანჯავ თავს? - ჩავიმუხლე და თმაზე ხელი გადავუსვი. სანიმ მეც მიმიხუტა და თაშკას გახედა. ისიც მოგვიახლოვდა, ბორდიურზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. - ახლა სამი ადამიანი ვტირით, მეოთხე გვამშვიდებს და ვინმემ რომ გვკითხოს, წესიერად ვერც კი ავუხსნით რა გვატირებს. შენი ბრალი არაა მარიშ. შენ არ უნდა ტიროდე. შეიძლება ცუდია რაც მოხდა, კი, ცუდია ყოველთვის როცა ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, მაგრამ შენ არ დაგიშორებია ისინი. და საერთოდ, გუგას რომ სხვა უყვარდეს, მერჩივნებოდა დამშორებოდა. მართალი იყო თაშკა. ყველამ ვიცოდით, რომ მართალი იყო. მარიშკას ყველაფერი ერთად ატირებდა. სირცხვილი, გულის ტკივილი, სიყვარული. ალბათ სოფო რომ არ ყოფილიყო, დიდი ხნის წინ იქნებოდა დათუნასთან ერთად. ახლა კი არ შეეძლო და მე კარგად მესმოდა მისი. მაგრამ მისი ბრალი არ იყო და ეს უნდა გაეგო. ამ ტირილში დავინახე როგორ გამოვიდა კაფიდან გუგა. რამდენიმე წამით გაჩერდა და ასეთ მდგომარეობაში რომ დაგვინახა, უკან შებრუნდა. ამიტომ გვიყვარს გუგა ყველას განსაკუთრებულად, იცის როდის როგორ უნდა მოიქცეს. რამდენიმე წუთში ნელ-ნელა დავმშვიდდით, სანის ვუთხარით მაგიდასთან დაბრუნებულიყო და ჩვენ საპირფარეშოში გავედით თავის მოსაწესრიგებლად. 10 წუთში ვითომ არაფერი სახეებით მივუსხედით მაგიდას. ცუდ ხასიათზე დაგვხვდნენ ბიჭები. ხვდებოდნენ, რომ რაღაც ისე არ იყო. - მე არაფერს გკითხავთ, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, როდემდე აპირებთ საიდუმლოებების ქონას. - ძალიან ნაწყენი ჩანდა დუდა. წამოდგა, წასვლა დააპირა. - დუდ, არ წახვიდე. ყველაფერი ჩემი ბრალია - მარიშკამ ხელი ჩაჰკიდა შესაჩერებლად. - ვინმე აგვიხსნის რა ხდება? - უილიც არ ჩანდა კმაყოფილი ამ ამბით. ერთადერთი, რენე არ იღებდა ხმას. იცოდა, უფლება არ ქონდა. - აგიხსნით. 1 ორმაგი ვისკი დამალევინეთ თან ოღონდ რა. - შეევედრა მარიშკა. უცებ მოუტანეს ჭიქა და დაიწყო: - ბიჭებო, მე რომ თქვენთან დასამალი არაფერი მაქვს იცით. არც მიფიქრია გოგოებისთვის მეთქვა რაღაც და თქვენთვის არ. უბრალოდ, მრცხვენოდა ყველასი. ესენიც თვითონ მომადგნენ გუშინ და მაიძულეს. - ჩვენ გადმოგვხედა. - სანიმ არვიცი საიდან იცოდა, მაგრამ დაახლოებით ვხვდები. მოკლედ, დაახლოებით სამი თვის წინ, კლუბში შემთხვევით გადავეყარე დათუნას. - და მარიშკამ ყველაფერი ზუსტად ისე უთხრა ბიჭებსაც, როგორც ჩვენ. კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ამ ამბავში არვიცი, მაგრამ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მარიშკას ცრემლი გაუშრა ალბათ, ვეღარ ტიროდა, უბრალოდ სახეწაშლილი იჯდა. სანამ ბიჭები გამოერკვეოდნენ, ყველასგან მოულოდნელად რენემ ამოიღო ხმა: - არვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მარიშ, თავს ტყუილად იდანაშაულებ. რაღაცის გადასაფარად შექმნილი ოჯახები ყოველთვის ინგრევა. - სულ ვიცოდი რომ იდიოტი იყო ეგ ჩემისა - სახეზე ხელი ჩამოისვა უილიმ - მარიშ, იმის მტკიცება, ვინ დამნაშავეა და ვინ არა, სისულელეა. ერთ რჩევას მოგცემდი მე, ამდენი ხანია გიცნობ და კარგად იცი როგორც მიყვარხარ. ბედნიერების შანსი თუ გექნება, ნუ დაკარგავ უადგილო სინდისის ქენჯნის გამო. - გუგამ გაუღიმა და მოსაწევად გავიდა. და ამ დაძაბულ მომენტში უცებ თაშკა ამბობს: - აი რატომ ავირჩიე ის. ისეთმა ხარხარმა გადაურბინა მაგიდას, ყველამ ჩვენ შემოგვხედა. მარიშკაც კი იცინოდა. სული რომ მოვითქვით დუდამ მარიშკა თავისთან გადაისვა, მაგრად ჩაეხუტა და ბოდიში მოუხადა, დათუნას დაპატიჟებისთვის. იქვე ივარაუდა, ასე თუ არის საქმე, ალბათ არ წამოვაო. - მე კიდე მგონია რომ ძაან კარგადაც წამოვა და ამ ახალ წელს მარიშკასთანაც შეიცვლება რაღაცები - შეფიქრიანებულმა თქვა სანიმ - ვერ ხარ ხო შენ? - შეიცხადა თაშკამ - ვერ გავიგე რა პანიკაა ატეხილი. უყვარს, ამასაც უყვარს. იმის გამო რომ იდიოტია, დაკარგა ბევრი წელი. მერე სისულელე დაამატა და ცოლი მოიყვანა, მაგრამ მალევე გამოასწორა ეს მდგომარეობა. სოფო კარგი გოგოა, გაუგებდა და არც მას ენდომებოდა ქმარი, რომელსაც არ უყვარს. რატომ არის მარიშკა თვითგვემაში და რატომ ტირის ეს ორი დაუსრულებლად, მე პირადად ვერ გავიგე. ადამიანები ვართ, ათას სისულელეს ვაკეთებთ> მე თუ მკითხავთ, დათოს საქციელი ყველაზე დასაფასებელია. ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა და მე რომ ვიყო მის ადგილზე, აუცილებლად წამოვიდოდი. - დაასრულა მონოლოგი, თვალი მოგვავლო და თავისი ვისკი მოსვა. - ყველამ კარგად ვიცით რომ სანი მართალია. თქვენს გულში ჩაიხედეთ, როგორ მოიქცეოდით მის ადგილას. ნუ, მე ეგეთი დებილი არ ვარ და თავიდანვე გამოვუტყდებოდი, მაგრამ რადგან დებილია, ძლივს სწორი გადაწყვეტილება მიუღია და რაღას ვგლოვობთ? - უილიმაც სანის მხარე დაიჭირა. - არ ვგლოვობ, მრცხვენია. - კიდე ერთხელ ჩარგო ხელებში სახე მარიშკამ. - სიყვარული სირცხვილი არ არის. შაბლონური ფრაზაა, მაგრამ ნაღდი, მარიშ - რენემ გაუღიმა და ჭიქა მიურტყა. - ვიცი სისულელედ მოგეჩვენოთ შეიძლება, მაგრამ მარიშ, ჩემი გადაბრუნებული ტვინით ვფიქრობ, რომ უნდა დაურეკო. ტიპი 1 თვეა ცოლს დაშორდა და არ გეხმიანება, დროს გაძლევს შენც და საკუთარ თავსაც. რადგან დღეს დუდას უთხრა, იცის რომ შენც გაიგე და ალბათ შენს ნაბიჯს ელოდება. დაფიქრდი ამაზე. - თაშკამ ჩვენი ყველას აზრი გაახმოვანა - მეჩვენება თუ მაგულიანებთ რომ დათოსთან ვიყო? - არ გეჩვენება. მე რომ ვინმე ეგრე მიყვარდეს, როგორც შენ ეგ გამოთაყვანებული დათუნა ინწკირველი გიყვარს, ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი მის გარეშე - ვუთხარი მე. - ისღა დამრჩენია მოუთმენლად დაველოდო მე როდის შევუყვარდები - ხუმრობა სცადა რენემ. - ჩვენთვის ესეც საკმარისია - ენა გამოვუყავი. - მორჩა, მგონი დროა დავიშალოთ. ხვალ სამუშაო დღეა და კიდე ერთ ნაბახუსევს ვერ გადავიტან დილით. ყველანი სახლებში და მარიშ, იფიქრე რასაც გეუბნებით იმაზე . - თქვა სანიმ და თან წამოვიშალეთ. მარიშკა თაშკამ და გუგამ წაიყვანეს, დუდა და უილი სადღაც გაძვრნენ, ვერ გავიგეთ სად. მე ჩემი მანქანისკენ დავიძარი რენესთან ერთად, მისიც იქვე ეყენა. ამ დროს სანი წამომეწია. - ზოი, სხვა გეგმები თუ არ გაქვს, შეგიძლია ცოტა ხანი დამითმო? უხერხულად გავხედე რენეს, მიხვდა, ჩამეხუტა და დამემშვიდობა, მაშინ ხელს არ შეგიშლითო. - რამე მოხდა კიდე ? - ვკითხე - ცალკე მინდოდა დალაპარაკება, ამ ამბავზე რას ფიქრობ? - საკუთარი თავი მეზიზღება იმ მომენტიდან, რაც გამოვიჭირე სიხარულში. მიხარია დათუნა სოფოს რომ დაშორდა და მარიშკა და ეგ ერთად იქნებიან. რა საშინელი ადამიანი ვარ - სახე ხელებში ჩავრგე. - მე მგონი ყველა ერთად შეიშალეთ. დასანგრევი ურთიერთობები უნდა დაინგრეს. უკეთესი იქნებოდა დათოც უბედური ყოფილიყო და მარიშკაც? - არა რა თქმა უნდა. - აბა რატომ ატეხეთ პანიკა? ან იმას რისი რცხვენია? - ნუ იცი ხოლმე ასე ნაჯახივით. - შენ როგორ მოიქცეოდი, ზოი? - ჰა? - შენ ხომ მკითხე დღეს, როგორ მოიქცეოდიო. და შენ როგორ მოიქცეოდი მარიშკას ადგილზე? - და შენ არ მიპასუხე. - მე? მე მხოლოდ იმედი შემიძლია მქოდნეს, რომ იმდენ ხანს არ დავაგვიანებ, რამდენიც დათომ დააგვიანა. - სად აგვიანებ სან? - გამეცინა - ჯერ არსად. - იმასაც გაეცინა. - და მაინც არ მიპასუხე. - მარიშკას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, დათუნას ცოლის მოყვანამდე გამოვუტყდებოდი. - მართლა? - რა თქმა უნდა არა. ვერ გავრისკავდი და მერე დავიტანჯებოდი. - არადა სწორი იქნებოდა. - სწორი ის იქნებოდა, დებილ დათუნა ინწკირველს თავის დროზე რომ ამოეთქვა სათქმელი. - არ იქნებოდა მარტივი. - არც რთული - უფრო რთული - რატომ იცავ? - ნერვები მომეშალა - არვიცი, შეიძლება ცოტათი მესმის. - ახურებ?! - ყბა ჩამომივარდა - არა, განა რამე. უბრალოდ რა. მესმის. კაი, წავიდეთ მოდი. - სან - ჰოუ - მთაწმინდაზე რომ ავისეირნოთ სახლებამდე? - შევეხვეწე - ავისეირნოთ - გაეღიმა და ჩამეხუტა. - წამო ჩემი მანქანით და მერე ჩამოგიყვან აქ ისევ. - არა, ცალ-ცალკე წავიდეთ, იქიდან მერე უცებ ჩავალ სახლში, აღარ მინდა ვაკეში გამოსვლა. - კარგი, მაშინ უკან გამოგყვები. - გუდვილთან გავჩერდეთ რა - რა გინდა შე ლოთო რაა? - მაღალ ხმაზე გაიცინა ისე საყვარლად, ლოყები დავუჩქმიტე. - თითქმის 28 წლის ხარ და ისევ ბავშვივით იქცევი, მეტკინა. - შენ თითქმის 30-ის და მაინც გიყვარს ბავშივით რომ ვიქცევი. - მე შენ მიყვარხარ მთლიანად, ზაიჩიკ. ხო იცი რომ ჩემი ცხოვრება თქვენს გარეშე წამითაც არ წარმომიდგენია. - გაამრავლობითა ეგრევე. - ენა გამოვუყავი. - მე ხომ მაინც ვიცი რომ განსაკუთრებით გიყვარვარ. - გატუტუცდა ახლა - თმები ამირია. - კარგი, წავედით ჩქარააააა - მანქანაში ჩავხტი და გავქანდი. 40 წუთში ჩვენს საყვარელ ადგილზე ვიყავით და მანქანაზე შემოსკპებული ვსვამდით. - რით ვერ ვისწავლე რომ აქ მანქანით არ უნდა ამოვიდეთ ხოლმე რაა - დავიბუზღუნე. - მერე რაზე შემოსკუპდები საინტერესოა. - გაიკრიჭა. - ახლა შენ! ვირო - გავუბრაზდი. - რა გაფუჭებული გოგო ხარ. რა გითხარი ახლა ისეთი, რაც შენ იფიქრე. ძაან ხელიდან წახვედი აი! - შეიცხადა და ახარხარდა. - გეყოოოოოოოოს. - მხარზე მივარტყი და მერე მივეხუტე. - რას ფიქრობ, უნდა წამოვიდეს დათუნა პოლონეთში? - შენ წამოხვიდოდი? - ოოო, რა იცი ხოლმე ეს შენ რას იზამდი-ები. - კაი რა სან, რას იზამდი? - წამოვიდოდი. - მართლა? - კი. ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. - მე რომ მარიშკა ვიყო, მენდომებოდა წამოსულიყო. - მარიშკასაც უნდა. - შენ რა იცი? - ხომ იცი რომ ყოველთვის ვიცი თქვენს თავში და გულში რა ხდება - და ჩემს თავში და გულში რა ხდება? - შენ რენე მოგწონს, მაგრამ არასაკმარისად. - და საკმარისი რამდენია ან რისთვის? - არასაკმარისად იმისთვის, რომ ამაზე ვღელავდე. - და რატომ უნდა ღელავდე, რენე არ მოგწონს? - მე არასდროს არავინ მომწონს შენს გვერდით. ალბათ ეგოისტი ვარ. - და მე რომ გითხრა იგივე ვივიზე? - არ მოგწონს? - გაეღიმა. - მე არასდროს არავინ მომწონს შენს გვერდით - თვალი გავუსწორე, მაგრამ მალევე მოვაშორე, თვალის კუთხეში ცრემლი რომ დამემალა. ამის შემდეგ, სახლში წამოსვლამდე ხმა აღარ ამოგვიღია. ტაქსი გამოვიძახეთ, მანქანები იქ დავტოვეთ. ჯერ მე დავრჩი ზანდუკელზე, მერე სანი წავიდა. ეგრევე დასაძინებლად დავვარდი, არაფრის თავი მქონდა და არც არაფერზე ფიქრი მინდოდა. გათიშულს დამეძინა. მეორე დღეს მთელი დღე სამსახურში ვიყავი. თავისუფალი გრაფიკი მაქვს, მაგრამ უნამუსოც არ ვარ, მივდივარ ხოლმე. ყველაფერი დავალაგე და გამოსვლისას რენეს დავურეკე. გუშინ ისე რომ მიგატოვე, ბოდიში-მეთქი და თან საღამოც ერთად ხომ არ გავატაროთ, პარასკევიათქო. გაუხარდა, მოვრჩები ყველაფერს და სახლში გამოგივლი, ერთ კარგ ადგილას მინდა წაგიყვანოო. ჩემებს მივწერე, მე დღეს გვიან შემოგიერთდებით, ჩემს პოტენციურ ბოიფრენდთან ერთად ვვახშმობთქო და სახლში წავედი მოსაწესრიგებლად. 7 საათი იქნებოდა, რენემ რომ დარეკა, მოვედი და ჩამოდიო. ტრადიციულად აჯაჯული ვიყავი. ვახშმისთვის სპეციალურად გამოწყობას არ ვაპირებდი, მარტენსები, ჯინსის შარვალი, უზარმაზარი დუტის ქურთუკი და ქუდი. ზამთარია, ბოდიში ქუსლიან გოგოებთან, მე ვერ გავიყინები. ყველაზე მაგარი ის იყო, რენეც რომ ასე გამოიყურებოდა. ტიმბერლენდები ეცვა, ბევრჯიბეებიანი შარვალი, სპორტული ქურთუკი და ქუდი. კი გამიკვირდა, ეს ყველაფერი ბოიფრენდთან ვახშმობას არ გავსთქო, მაგრამ გამიხარდა, შესაფერისად რომ გამოვიყურებოდით. - თაშკას ნათქვამის არ იყოს, ამიტომ აგირჩიე შენ. - გაიცინა ძალიან კმაყოფილმა. – 1 წამითაც არ დამიშვია, რადგან კარგ ადგილას წაყვანა ვახსენე, გაპრანჭული ჩამობაკუნდებოდი. - ჰო იცი რომ არასდროს? - გავუცინე მეც და ჩავეხუტე. - მაშინ წავედით. ხვალ საღამომდე არ იქნები თბილისში, ხალხი გააფრთხილე. - ჰა? - გუდაურში მივდივართ. - მანქანის საბარგული გამოაღო და თხილამურები დამანახა. მისი მანქანა არ იყო, ახლა შევნიშნე. - გეკითხა მაინც სრიალი თუ ვიცი, თოვლი თუ მიყვარს, თუ მცალია - ვითომ ვიბუზღუნე. - ყველაფერი მზად მაქვს, სრიალი რომ გიყვარს და გცალია, უკვე შემარტყობინეს. რა წუწუნია? - წარბი აზიდა. - რა მანქანით ხარ ეს რა არის? - ჩემი სამთო, არ მოგწონს ? - ტანკს ხელი მიარტყა. მართლა ტანკი იყო. - ძაან მდიდარი ბიჭი „ მეძლევა“ და არ ვიცი? - გამეცინა. - შენ ვაბშე აზრზე არ ხარ რა ოქრო ბიჭი გეძლევა. გაგაგებინებ ნელ-ნელა. - კაი, ავბრუნდები 5 წუთით, რაღაცებს ჩავყრი ზურგჩანთაში და წავიდეთ. - მოწყვეტით ვაკოცე და გავიქეცი. 10 წუთში მანქანაში ვისხედით. სწრაფი ვარ, არ მჭირდება სამდღიანი მზადება გარეთ გასვლისთვის. ცოტა ხანში უკვე ქალაქიდან გავდიოდით. რენეს საოცარი გემოვნება ქონდა, უსმენდა ყველაზე მაგარ მუსიკას. ზუსტად ისეთს, მე რომ მიყვარს. დისკები დალაგებული ქონდა სიტუაციის მიხედვით. მაგისტრალის, მთის, ზღვის, აგარაკის. - მუსიკასთან როგორი პედანტი ყოფილხარ. - მუსიკა ჩემი ცხოვრების უკონკურენტო სიყვარულია. - აბსოლუტურად უკონკურენტო? - სტოპრო - გამეღადავა. - ზუსტად ერთნაირი გემოვნება გვქონია. - სხვანაირად ვერც გამოვიდოდა. - ოჰ, ადამიანი შეგიძლია მაგის გამო დაიწუნო? - ძაან თავისუფლად. - ფაშიზმია ჩვეულებრივი. - ვაბშე არა. ფაშიზმია ვიღაცისგან რომ ითხოვ ლამაზ ცხვირს, მაღალ ფეხებს და აშ. ცოტა ჭკუას, კარგ გემოვნებას და აზრზე მოსულობას რომ ითხოვ, ეგ არაა ფაშიზმი. ანუ, რაც არჩევითია, ის სწორად უნდა აირჩიო, რაც არა, არც არის გასაკრიტიკებელი. - ვახ, საინტერესოა ხო იცი. - კიდევ გიმეორებ, ყველანაირად ოქრო ბიჭი ჩამიგდე ხელში. - პროფესიით ვინ ხარ? მაგარ დროს გეკითხები ისე. - არქიტექტორი. ჩემი ბიურო მაქვს და რამდენიმე კარგ არქიტექტორთან ერთად ვცდილობ ცოტა გავალამაზო ეს ქვეყანა. შენ ვიცი რომ თარგმნი, კიდევ? - საერთოდ გაგიკვრიდება, ფინანსისტი ვარ. სად ფინანსები და სად თარგმნა? ჰობია. მიყვარს როცა რამე კარგს ვთარგმნი, ენერგიას არ მართმევს, პირიქით, სხვა სამუშაოსთვის მმუხტავს. ფინანსისტადაც ვმუშაობ, რამდენიმე კომპანიას ვემსახურები, მაგრამ თავისუფალი გრაფიკი მაქვს ზოგადად. 5 დღე 8 საათიანი სამუშაო დღე ჩემი არაა. - ვგიჟდები გოგო რომ რიცხვებში ერკვევა - გადაიხარხარა. - სექსისტი ხარ? - ღადაობ ხო? როგორ წარმოგიდგენია რომ სექსისტი ვიყო. ვიხუმრე. - ჭკვიანი ქალების არ გეშინია იმედია. - ახლა მაბრაზებ უკვე. - კარგი, მეც გეხუმრე, რა უბედურებაა - ვუჩქმიტე. - ვაახ, რა მწარედ იჩქმიტები, დამილურჯდება - კაცი რომ დალურჯებებზე ტირილს დაიწყებს რაა - ცხვირი ავიბზუე - არ მითხრა რომ ბაბულიკები მოგწონს, ეგრევე უკან ვბრუნდები - გადაიხარხარა. - რომელიმე ჩემს მეგობარს ძარღვებდაძაბული ლაპარაკი შენიშნე თუ რატო? - მეც ავყევი - არა, მამენტ ეგეთი რომ იყო, დაგეტყობოდა. - და მაინც რაზე? - აი გუდაურში ქუსლიანებით და წითელი პომადით წამოხვიდოდი - გამაყრუებლად იცინოდა უკვე - მაგისთვის ავბრუნდი იდიოტო. - ვითომ მართლა შევიცხადე - ვის ჯერა ახლა მაგის? - ხომ ხარ ღირსი ზურგჩანთიდან ფეხსაცმელი ამოვიღო და წვეტი ჩაგცხო. - მაინც არ მჯერა. - ნერვებს ვაბშე ვერ მოგიშლი? - გული დამწყდა. - კი, რამე ძაან ბანძს თუ ჩამირთავ მანქანაში, ან დაბადების დღეზე ტორტს წამისვამ სახეზე. აქ უკვე გული მიმდიოდა სიცილისგან. საერთოდ უკარგესად ვიმგზავრეთ გუდაურამდე, ბევრი ვიცინეთ, დაჟე ვიმღერეთ. იცით ეს რას ნიშნავს? ძალიან ახლობელი რომაა ადამიანი, იმას. საერთოდ, ასეთი ვარ. ადამიანებს ძალიან რთულად ვუახლოვდები, მაგრამ თუ ვინმე ჩემიანად მომეჩვენა, ეგრევე ჩემს ყველა მხარეს ვაჩენ მასთან, არ მიტყდება, არ ვიპრანჭები. მომწონს ასეთი რომ ვარ. თაშკა კი მეჩხუბება, მაგრამ მაინც. მანქანა სასტუმროსთან გავაჩერეთ და გადაბარგება დავიწყეთ. - იმედია ერთ ოთახზე გაჭედვას არ აპირებ. - სხვათაშორის მკითხა. - შენთან სექსი თუ მომინდება, სხვა ოთახიდანაც გამოვალ და თუ არ მინდა, გვერდით მყოფიც ვერ დამაძალებ. პატარა გოგო აღარ ვარ კიდე, არ მერიდება იმ ადამინის გვერდით ძილი ვინც მომწონს. - მხრები ავიჩეჩე. - მართლა იდეალური ხარ თუ ღამით ადამიანის ტყავს იხსნი და ეშმაკად იქცევი ხოლმე? - სერიოზულად მკითხა. - ასე ფიქრობ და ჩემთან ერთად მარტო დარჩენის მაინც არ გეშინია? - ბოროტულად გავუცინე. - ზოგადად რისკიანი ადამიანი ვარ.. თან დავიბარე, თუ არ დავბრუნდი, დაგიჭერენ. - ვგიჟდები ბიჭს რომ კარგი იუმორის გრძნობა აქვს. - ყურთან ძაან სექსუალურად ვუჩურჩულე, მერე იქვე ვაკოცე და ხარხარით მოვშორდი გაქვავებულს. - ყველანი ერთნაირები ხართ. კაიტიპობთ და მოგიახლოვდებით თუ არა, შეშდებით. - ცუდი გზაა. არ გირჩევ იგივე ხერხებით ბრძოლა დავიწყო . - დაველოდები საპასუხო დარტყმას - კოცნა გავუგზავნე და სასტუმროში შევედი. მალე დავბინავდით, სასრიალოდ ჩავიცვით და სახლიდან გამოვედით. - ჯერ ხომ არ გვეჭამა? თუ სრიალის მერე? - ახლა თუ ვჭამე, საწოლამდე მისატანი გავხდები. ჯერ სრიალი. - ვუთხარი და მანქანაში ჩავხტი. უკვე კარგად დაღამებული იყო. ყველაზე მეტად ღამე სრიალი მიყვარს. - ვეჯიბრებით? - ეგღა მაკლია. მე ჩემთვის მივსრიალებ, თუ გინდა გამომეკიდე - ძაან თავდაჯერებულად ვუთხარი და დავეშვი. რამდენიმე წუთში დავინახე როგორ ჩამიქროლა და ცოტა ყბა ჩამომივარდა. ძალიან მაგრად ვსრიალებ! რას მეიდეალურება ეს კაცი? ცოტა ნერვებიც კი მომეშალა, ჯერ ვერ დავუწუნე ვერაფერი. მე რომ ჩამოვედი, დასვენებაც მოსწრებული ქონდა. - ვჭამოთ? - ისე მითხრა, თითქოს ერთი სული არ ქონდა კუდაბზიკობისთვის როდის დამცინებდა. - სახე გადაგიწითლდა ყელში მოჭერილი სიცილისგან - ენა გამოვუყავი - მე? რამე ვთქვი? არაფერი - მხრები აიჩეჩა. - ბოროტი კაცი ხარ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მაინც მომწონხარ. წამო, ვჭამოთ. უკვე გვიან იყო, მაგრამ ძალიან მშიოდა და საათზე ყურება არც მაინტერესებდა. იქიდან მალევე დასალევად გადავინაცვლეთ ჩვენივე სასტუმროს ბარში. - რას დალევ? - გააჩნია დათრობას ვაპირებთ თუ ცოტა უნდა მოვწრუპოთ. - მოდი ასე მოვიქცეთ, ნომერში ავიდეთ, ტეკილას ბოთლი და ბევრი ლაპარაკი, გაწყობს? - სავსებით დამაკმაყოფილებელია - დავეთანხმე. ბარიდან ტეკილა წავიღეთ და ავედით. მე ხალიჩაზე მოვკალათდი და გვერდით დავატყაპუნე ხელი, მომიჯექითქო ვანიშნე. გამოვიცვლი და მოვალო, აბაზანაში შეიკეტა. მაშინ გამახსენდა რომ მეც გაკოჭილი ვიყავი, სანამ ის აბაზანაში იცვლიდა, უცებ პიჟამოები გადავიცვი, უზარმაზარი წინდები ფეხზე, თმა უწესრიგოდ ავიწიე და ისევ ხალიჩაზე მოვკალათდი. კარგი ხო, თმა ისედაც სულ უწესრიგოდ მაქვს. მალევე გამოვიდა სპორტული შარვლით და მაისურით. ამათვალიერა და გაეცინა. - დებილურ რომანტიკულ კომედიებს თუ დავუჯერებთ, შენ ახლა რამე ძაან სასაცილო და ბავშვური პიჟამა უნდა გეცვას. „წიპა“ მიკი-მაუსი და რამე. სრულიად ადეკვატურად გამოიყურები, კიდევ ერთხელ კომპლიმენტები. - გაიცინა და გვერდით მომიჯდა. - ვგავარ იმ გოგოს, შინაგან ბავშვს რომ სათუთად ინახავს 40 წლამდე ქალიშვილობასთან ერთად? გული წაუვიდა ლამის იმდენი იცინა. - ძაან მალე შემაყვარებ შენ თავს, რა წესია? - არ გირჩევ, მე თვითონ ძაან ნელი ვარ. - მაშინ დალევა დავიწყოთ, იქნებ აჩქარდე - დამცინა და ბოთლი გახსნა. პირდაპირ ბოთლიდან ვსვამდით. ბარმენი ცოტა გამოშტერდა, არც ჭიქები ვითხოვეთ, არც სნექები. მხოლოდ 1 კონტეინერი ლიმონი და 1 კილო მარილი. - გაგვიმარჯოს. სადღეგრძელოები ჩემი არაა, უბრალოდ ვილაპარაკოთ. - გამაფრთხილა. - თაშკას კარგად რომ გაიცნობ და იმასთან ერთად დათვრები, ნახავ რას ნიშნავს როცა სადღეგრძელოები შენი არაა და არ ნებდები - თაშკას გახსენებაზე სიცილი ამიტყდა. - ახურებს ხოლმე მთვრალი? - გუგამ იკითხოს თორე ჩვენ ეგრევე ვეცლებით> - მაგარი ბიჭია გუგა. - რაზე შეატყვე? - ერთი წინადადება უთხრა იმ დღეს მარიშკას და ასი პროცენტით მართალი. - გუგა მართლა მაგარი ბიჭია. ჩვენი ნაწილი გახდა უპრობლემოდ, ძალიან მიყვარს. - ყველანი მაგრები არიან ვაბშე. ძალიან კარგი მეგობრები გყავს. მგონი საკმარისად გავიცანი უკვე იმისთვის, რომ კარგად დავახასიათო. - მაინც როგორები ? - დამაინტერესა - შენს მეგობრებზე გინდა მაჭორავო? - შეიცხადა - აბა შენსას არ მაცნობ და. - მომეცა შანსი რომ დაგიმარტოხელო ან სადმე წაგიყვანო? - ახლა ხომ მოგეცა - პირველად და ისიც სხვებს გავუნაწილო? მადლობა, არ მინდა. - კაი ხო. თუ გინდა რომ ჩავალთ გამაცანი შენები. - მინდა რა თქმა უნდა. - ჩვენ ერთად ვართ თუ რა არის ეს? - ხმამაღლა დავფიქრდი - შენ როგორ გგონია? - ინტერესით მკითხა. - მგონი ვცდილობთ ერთად ვიყოთ. - მართალი ხარ, ჯერ ერთად არ ვართ. - დამეთანხმა. - იდეალურ ტიპს თამაშობ თუ მართლა ხარ? - ვარ. - ღმერთო ჩემო, ოდნავ მაინც გაგეწია წინააღმდეგობა ზრდილობისთვის. - რატო? არ მიყვარს თავის დაფასება. - ახარხარდა ისევ. - ძაან შავი ხარ - ვსმისლე? - იუმორი რა. - აა, ხო. მეუბნებიან. - მიყვარს შავი იუმორი. ინტელექტი რამე. - დამაფასე სანამ დროა. - დაიცა, ის როგორაა? ვერ დამაფასე ვერა, არად ჩამაგდე ქალი, კარგად იყავი მარად, მე თავი მოვიკალი . - ვთქვი თუ არა რაღაც სიცილსა და ყივილს შორის არაადამიანური ხმა აღმომხდა, ცრემლები წამომცვივდა და იატაკზე გავგორდი. თვითონ ჯერ გაოგნებული მიყურებდა და 10 წამში ისე იცინოდა, ფანჯრები აზანზარდა. - ბიჭოოო, გადამრევ შენ. რეებს იგონებ, საიდან იცი ეგ? - უარესებიც ვიცი. - სულს ვერ ვითქვამდი - აი ახლა იატაკზე გაგორებული და ეგრე მოცინარი მაგრად გავხარ გოგოს, რომელიც ბიჭს ეპრანჭება და მასთან ურთიერთობის აწყობას ცდილობს. - ვინ გითხრა რომ გეპრანჭები? - გავიოცე. - ხო, იცი რომ დამითრიე და აღარც მეპრანჭები - დანანებით თქვა და კიდევ მოსვა ტეკილა. - შენ ხო სულ მწვერვალები დალაშქრე და 9 მთა და 9 ზღვა გადმოლახე ჩემს გამო. - მთხოვე და არ გადმოვლახე? - აი ეგეთები ხართ კაცები, თხოვნას ელოდებით> - გულთმისანა კაცები მოგწონს? - შეურაცხყოფილივით შეიცხადა და ყივილის მეორე ტალღა დავცხე. - გიჟი ხარ. ალბათ მაგიტომ მომწონხარ. - მივბობღდი და ვაკოცე. ხელი წელზე შემომხვია და კოცნა გააღრმავა. გულაჩქარებული მოვშორდით ერთმანეთს ცოტა ხანში და თვალებაბრჭყვიალებულმა შემომხედა. - საოცარი კოცნა იცი - გულწრფელი იყო. - კომპლიმენტად მივიღებ და შენც შეგაქებ. - გავიცინე. - ცოტათი დავთვერით თუ კოცნის ბრალია? დაცხა - ხელებს იქნევდა ჰაერში. - ორივე - დავეთანხმე და ისევ გაგვორდი იატაკზე. - მაინც არ მითხარი როგორები არიან ჩემი მეგობრები. - მაინც უნდა მაჭორავოს რაა - მეც გეჭორავები შენებზე, როცა გამაცნობ - გამეცინა. - თაშკა ერთი შეხედვით პრანჭია და ზედაპირულია, მაგრამ მეორედ თუ შეხედავ, ეგრევე ხვდები ძაან ძლიერი ხასიათი აქვს. გუგას არჩევაზე კიდე ეტყობა რომ ჭკვიანიცაა. მარიშკა პირიქით, არ ეტყობა, მაგრამ ძალიან მგრძნობიარეა. ამ ამბებშიც კარგად გამოჩნდა, ძაან ფაქიზია შინაგანად. უილი ძააალიან მაგარი ტიპია. ღია და თავისუფალი. ვაფასებ ეგეთ ადამიანებს. დუდა შინაგანად მოწესრიგებული ტიპია, ორივე მხარე თანაბრად განვითარებული აქვს, ნიჭიერია ბალანსში აშკარად. აი სანის რაც შეეხება, განსაკუთრებულია, ვგრძნობ. მაგრამ მაინც არ მოვწონვარ - საიდან მოიტანე? - რომ არ მოვწონვარ? გგონია სხვების შეგრძნებები ჩემს მიმართ არ ვიცი? - რატომ არ უნდა მოსწონდე, რა სისულელეა? - საკმარისად ტაქტიანია იმისთვის, რომ ეს არ ვიგრძნო. უბრალოდ მე არ ვარ ბრმა. მაქვს ჩემი შეხედულებები მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვ რომ ახლა ამაზე არ ვილაპარაკოთ< უკვე დავთვერი. - ასე შუა გზაზე გაწყვეტა ვის გაუგია? ყოველ კვირას რომ თითო სერია გამოდის იმ სერიალივით ნუ მექცევი. - მორჩა ჭორაობა! - ხმა გაიმკაცრა მაგრამ მაინც ეცინებოდა. - კარგი ხო, მომე ბოთლი - ხელი გავუწოდე და კიდევ ერთხელ მოვსვი. - ვახ, რა მაგრად თოვს. - წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. - აუ, ძაან ლამაზია. შემიძლია აქ გამოვიკეტო მთელი კვირა ჩემი ლეპტოპით და შეუჩერებლად ვთარგმნო. - ნახე, შენთან ერთად გამოვიკეტოო ზრდილობისთვისაც არ გეტყვის. - შენთან ერთად დღეს გამოკეტვაც საკმარისი მგონია - წამოვდექი და ზურგიდან მოვეხვიე. გული აუჩქარდა. მეც. ყველაფერი იყო ძალიან ლამაზი. თოვდა, ჩვენ ნასვამები ვიყავით და ჩახუტებულები ვიდექით ფანჯარასთან. ყველაფერი იყო თბილი და მყუდრო, მაგრამ ამ მომენტშიც კი სანის ხმა ამომიტივტივდა გონებაში. არც ისე მოგწონს რომ ვინერვიულოო და დავფიქრდი, რამდენად მომწონდა რენე. მომწონდა, სიახლოვეც მსიამოვნებდა, მაგრამ ის ვნება არ მიგრძვნია, ეგრევე რომ ტანსაცმელს შემომახევინებდა მისთვის. ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, სიმყუდროვის გარდა და ეს არ იყო საკმარისი. მოვშორდი და სავარძელში ჩავჯექი შეფიქრიანებული . მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო. - რამე მოხდა? - არაფერი, ჩავფიქრდი. - რაღაც ისეთზე, რამაც უკან დაგახევინა. - ტვინში რატომ მიძვრები? - გირჩევია კაბის ქვეშ გიძვრებოდე? - გაეცინა. - კაბებს არ ვიცვამ ხოლმე - გახუმრება ვცადე. - და მაინც რაღაც ისე არ არის. - არვიცი, ალბათ ძალიან დავთვერი. - ძალიან რომ თვრებიან, პირიქით ხდება ხოლმე. ყველანაირად საინტერესო ხარ რა - თმაზე მომეფერა. - დავიძინოთ მაშინ, თუ მეტი აღარ გინდა. - დაძინება მინდა, მართალი ხარ. - საწოლში თავით შევვარდი. გვერდით მომიწვა, თმაზე ხელი ჩამომისვა, მაკოცა და გადაბრუნდა. არ ველოდი. უფრო ჩახუტებისკენ ვიხრებოდი, ის კი გადაბრუნდა. და რენე იყო კიდევ ერთხელ იდეალური. ოდნავადაც არ შემაწუხა მას შემდეგ, რაც უკან დავიხიე. საკოცნელადაც კი არ გამოწეულა. ეს ყველაფერი თუ ისე ჩაივლის, რომ ჩვენს შორის არაფერი გაღრმავდება, უბედნიერესი იქნება ის, ვინც მასთან იქნებათქო, ვფიქრობდი. ამ ფიქრებში ჩამეძინა. 11 საათამდე მეძინა. თვალი რომ გავახილე, რენე სავარძელში იჯდა ფანჯარასთან, ყავას სვამდა და თოვლს უყურებდა. ვიგრძენი, რომ თავი მაგრად მტკიოდა. - ვაი, თავი - დავიწუწუნე. - დილამშვიდობის - შემომხედა და გაიღიმა. მერე ჩემსკენ წამოვიდა, შუბლზე მაკოცა და ტუმბოზე მომზადებული წამალი და წყალი მომაწოდა. დალიე, ეგრევე მოიხოდები. - აუ, მადლობა - ამოვილუღლუღე და დავლიე. - ვისაუზმოთ, ცოტა კიდე ვისრიალოთ და დავბრუნდეთ თბილისში, კარგი? - ნახევარი საათი მომეცი და მერე კი. - არსად მეჩქარება, შენ როგორც გინდა ისე გავაკეთოთ. - აუ, გთხოვ ჩანთაში ტელეფონი იქნება და მომაწოდე, გამოვრთე წამოსვლის წინ და ალბათ მთელი ქვეყნის მასშტაბით მეძებენ. - იციან რომ აქ ვართ. თაშკამ ფეისბუქზე მიპოვა და მომწერა მითხარი რომ შენ გყავს და წამებით არ მოგკლავ, პირდაპირ ტყვიას გესვრიო. - გაეცინა - ეგ ხო გიჟია, მაგრამ მე რამ გამომაშტერა რომ არც დავუბარე. დავურეკავ ახლა. ტელეფონი ჩავრთე და არც მეტი არც ნაკლები ჩემი 5 მეგობრის 61 ზარი დამხვდა. რა თქმა უნდა უმრავლესობა თაშკას ეკუთვნოდა. წარმოვიდგინე როგორ ყურშიარშესაშვებად გამლანძღავდა, მაგრამ მაინც დავრეკე. აიღო, მაგრამ ხმას არ იღებდა რამდენიმე წამით. - თაშ, სანამ მაგინებ, იქამდე მაპატიე. - ეს ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს ტექსტები საიდან მომითრიე? ჯერ გაპატიო და მერე გაგინო? უკეთესი აზრი მაქვს, ჯერ გაგინებ, მერე მოგკლავ და იმ შენს რომეოსაც ზედ დაგაკლავ, ისედაც აჭრილი ვარ კარგად იცი - თაშ, კაი რა. - ხომ გითხრით მერიდეთ, არ ვარ ჩემს ჭკუაზე ეს დღეებიათქო და შენ ახლა გადაწყვიტე ჩემი ნერვიულობა? ნერვიულობისგან იმდენს ვჭამდი, გუგა მოტანას ვერ ასწრებდა. მერე მაგ ვაირომეოს დავუკავშირდი და ამოვასუნთქე ჩემი ბიჭი. - რაზე ვფიქრობდი არ ვიცი, მართლა იდიოტურად მოვიქეცი. თან რომ დაგიბარეთ გვიან შემოგიერთდებითთქო. - მართლა მრცხვენოდა. - მე გადავიტან, მაგრამ სანიმ შეიძლება არასდროს გაგცეს ხმა. ჯერ ხო ყველაჯერ დაგირეკა, მერე შენთან მივარდა და კარი ჩამოიღო, ლამის სამაშველოს იძახებდა და არ დავანებე,მერე რენე ვინ იყო და როგორ ეპოვა იმაზე ჩალიჩობდა და რომ გაიგო ერთად იყავით გადაკარგული , ტელეფონი კედელს შეალეწა და სახლში წავიდა. ვერ ვეკარებით, უილიც კი დატოვა. - ინერვიულა ალბათ. რა უიდიოტესი ვარ. - ინერვიულა? მართლა არ დაენახო პოლონეთამდე. - უი, პოლონეთი. სულ გამოვშტერდი. ჩამოვალ თუ არა ჩემთან მოდით და ყველაფერი მოვაგვაროთ. - მთავარი არ მითქვამს და არც ხარ ღირსი რომ გითხრა. - ჰა? - დავიძაბე. - კარგი, ხო. გილოცავ, შენი დაქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე გამოტოვე. - თაშკა ნუ მიშლი ნერვებს - კიდე მე ვუშლი. გუშინ მას შემდეგ რაც შენი ადგილსამყოფელი დავადგინეთ და დავმშვიდდით, ბევრი ვილაპარაკეთ მარიშკას ამბებზე და მოკლედ მარიშკამ გადაწყვიტა დათუნას უთხრას მეც მიყვარხაროო - ეს ბოლო ისე იკივლა, თავი თავიდან შემერყა. მერე გონება გამეთიშა და მეც, მეც, მეც ,მეც მარტო მეც ჩამესმოდა ყურში. - ღმერთო რა იდიოტი ვარ, ახლავე მოვდივარ! ახლავე!!! - ვიყვირე და გავთიშე. - რენე, მაპატიე მაგრამ სასწრაფოდ თბილისში უნდა დავბრუნდეთ. - მშვიდობაა? - მარიშკა დათუნასთან დალაპარაკებას აპირებს, ახლა გავგიჟდები - ოთახში დავრბოდი და ჩემს ნივთებს ჩანთაში ვყრიდი. - დამშვიდდი, მიდი მოემზადე, მეც მანქანაში ჩავალაგებ ყველაფერს და წავიდეთ. - დამამშვიდა და ოთახი დატოვა. სულ 15 წუთი დამჭირდა და გიჟივით ჩავხტი მანქანაში. რენე უკვე საჭესთან იჯდა და ორი ჭიქა ყავაც გამზადებული ქონდა. - ძალიან დიდი ბოდიში რა. წესით ყველაფერი უფრო ლამაზად უნდა ყოფილიყო ამ უიქენდზე, მაგრამ არ შემიძლია აქ მშვიდად ყოფნა, როცა იქ მარიშკას თავს რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. - ძალიან ვწუხდი ჩემს საქციელზე. - მეღადავები? რა არის საბოდიშო. წავედით - ოდნავ გამიღიმა და დავიძარით. გზაში ძალიან ცოტა ვისაუბრეთ, თითქმის არ. მაინც და მაინც ბედნიერები არ ვჩანდით არცერთი. ვწუხდი ამის გამო, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. სახლთან უხმოდ მივედით. გააჩერა და შემომხედა საკმაოდ სევდიანად. გული მომეწურა, არ მინდოდა ასე დავშორებოდით ერთმანეთს, მაგრამ სხვაც არაფერი შემეძლო. - მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან კარგი იყო. - ძალიან მართალი ღიმილით გავუღიმე. - არაფერს. - ოდნავშესამჩნევად გამიღიმა - ვიცი, სხვანაირად უნდა ყოფილიყო, სხვა დროს გპირდები მე თვითონ ვიზრუნებ კარგ უიქენდზე. - გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე და გადმოვედი. - ლოყაზე კოცნით დამშვიდობება, შემდეგ უიქენდებს არ გვპირდება. - გაეცინა და მანქანა დაძრა ისე, პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი. რამდენიმე წამში გამოვერკვიე და მესიჯი მივწერე, მგონი ასე გაბრაზებაც არ ღირს და სამწუხაროა თუ ჩემი არ გესმის-მეთქი. ჰო, მეც მეწყინა. არ უპასუხია, რაც უფრო მეწყინა, მაგრამ ახლა ამისთვის არ მეცალა. სასწრაფოდ მოვწესრიგდი და მარიშკას დავურეკე, სასწრაფოდ ჩემთანთქო. ბიჭებს მოგვიანებით დავურეკოთთქო. სანისთვის დარეკვა მინდოდა და მობოდიშება, მაგრამ ცოტა გადაუაროსთქო ვიფიქრე. ერთ საათში ჩემს მისაღებში ვისხედით სამივე. - ბოდიში, ბოდიში და კიდევ ერთხელ ბოდიში. ისე, ასეთი ამბის ატეხვაც არ იყო საჭირო. - აი თუ არ გრცხვენია. ტიპს მთელი საღამო ველოდებით, შემოგიერთდებითო, ასჯერ ვურეკავთ, გამორთული აქვს და არც ვინერვიულოთ? - შეეშვი, კარგი. ყველაფერმა ხომ ჩაიარა არა? - დაღლილი ჩანდა მარიშკა. - შენ რა გენაღვლება, შენთვის ახლა იწყება ყველაფერი - წაკბინა თაშკამ. - ახლა მომიყვებით რა გამოვტოვე თუ კიდე დიდხანს ვიხადო ერთი გაქრობისთვის ბოდიშები? - ჯერ არაფერი გამოგიტოვებია. ჯერ მხოლოდ გადაწყვეტილება მივიღე, რომ შანსი მივცე ამ ყველაფერს. - როდის უნდა მისცე მერე? - მოუთმენლად ვკითხე - აი ახალი წელი მორჩეს და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. მანამდე კარგად მოვიკრებ ძალებს. - უიმე, ამას ხომ რომანტიკის არაფერი სცხია. თუ ის უნდა თქვა ახალ წელს დავადგები ან რამე და 12ზე ვაკოცებ და ბლაბლააა - თაშკა იჭაჭებოდა. - გოიმი ბებიაშენია - ბალიში გაუქანა მარიშკამ - აუ, ძაან გავერთობოდიით. ნეტა წამოვიდეს და ეგრე ქნათ. - არ ცხრებოდა. - თამარ, თავს თუ არ დამანებებ, გუგას დავკერავ რომ ცოლობა ეგრე გთხოვოს. მაგრამ ჯერ იმაზე დაკერვა მომიწევს, საერთოდ რომ გთხოვოს. - ახლა მარიშკა გადაყირავდა. - მთხოვოს რას ქვია, რა მჭირს ვინმეს სათხოვარი? - რა უნდა თხოვოს, ერთად ცხოვრობენ ორასი წელია და ახლა ორსულად თუ იქნება და ფორმალურად ხელის მოწერა მოუწევთ თორე რაღა უნდა თხოვოს? - თვალები ავატრიალე - ფორმალურად შენ გთხოვოს რენე ზელვეგერმა. ქორწილი მინდა. 1 კვირაა მაგრად მინდა ქორწილი და მართლა ხომ არ მოვიყვანო ქმრად გუგა? - შეფიქრიანდა თაშკა - ქარაფშუტა ქალივით რომ ლაპარაკობ მიყვარს. - დასცინა მარიშკამ - ამ იმიჯმა თავი დროზე მაგრად მიჯიგრა და ათასი იდიოტი მომაშორა. გახსოვს სანდრო აბაშიძეს რომ ვუდგამდი სტენკას ვითომ და იმან რომ დაიჯერა? ტიპი ახლაც არ ჩნდება ჩემს ქუჩაზე - გული წაუვიდა ლამის სიცილსგან თაშკას. - მაგიტომ გიცნობდა მთელი უბანი მოსიარულე სტენკად. - მეც ავყევი - და დღემდე ვერავის ჩავუდგი, აზრზე ხართ? - აფართხალდა - კაი, მთავარზე ვკონცენტრირდეთ. დათუნა ინწკირველო, მეგობრობიდან უნდა ჩაგისიძოთ - წამოვიყვირე და ტაში შემოვკარი. - ისე, თუ მაგარია, წამოვიდეს - თქვა თაშკამ და მეოთხე ჩიზბურგერი გაიქანა, რომელიც საგულდაგულოდ ჩაბღუჯული მოიტანა თვითონვე მაკდონალდსიდან. - ასე მგონია წამოვა - რაღაცნაირი თბილი ხმით თქვა მარიშკამ - ჰეი, ჯული, გამოფხიზლდი - ბალიში ვესროლე. - ჯულიზე გამახსენდა, რა ქენით გუშინ? - წარბაწეულმა მკითხა. - არაფერიც არ ვქენით. საღამოს გამომიარა, გუდაურში წავედით, ვისრიალეთ, მერე ცოტა დავლიეთ და დავიძინეთ. დილას კი გამოვვარდი გაღვიძებისთანავე - მხრები ავიჩეჩე. - ღმერთო ჩემო, ასეთი უინტერესო ქალი რატომ ხარ? პოტენციურ ბოიფრენდთან ერთად ეგრე გაატარე დრო? - გადაირია თაშკა - რა უნდა მექნა გენიოსო? ძაან მშვენივრად გავერთეთ. - არ მოგწონს შენ ეგ ბიჭი. ცეცხლი გაკლია. თვალებშიც და ისედაც. - დაასკვნა მარიშკამ - მომწონს, მაგრამ მეც ვხვდები რომ ისეც არა, როგორც უნდა მომწონდეს. - თავი დავხარე დამნაშავესავით. - რას ვერჩი, იდეალურიც კია. რატომ არ მომწონს როგორც მინდა რომ მომწონდეს? - რავი, ვინმე სხვაზე მაინც იყო გადარეული, გაგიგები. - ირონიულად გამიღიმა თაშკამ. - გადარეული შენც საკმარისი ხარ. მაგრამ ნორმალურ ურთიერთობაზე უარს არ ვიტყოდი. - დაანებე აქვე და ახლავე, ტყუილად არ გააწვალო. - მირჩია მარიშკამ - არც ვაწვალებ. საერთოდ არ გვილაპარაკია რამე ისეთზე. ყოველდღიურობას მივყვებით. კარგ მეგობრებს უფრო ვგავართ, რომლებიც ხანდახან ერთმანეთს კოცნიან. რეებს ვიძახი უბრალოდ, გამოვთაყვანდი მგონი - ხალიჩაზე გავწექი. - კარგი ბიჭია სინამდვილეში, მომწონს. მაგრამ შენი არაა და ეს ძაან გეტყობა. მართალია მარიშკა, არ ღირს ამ ამბის გაწელვა. - და ახალ წელს რომ დავპატიჟე? - მერე რა, ახალ წელს ისედაც შეიძლებოდა დაგვეპატიჟა, სულ ჩვენთან ერთადაა და. - მოკლედ, როგორც მივყვებოდი ყოველდღიურობას, ისე გავაგრძელებ და ვნახოთ რა იქნება. ახლა მაგაზე ვერ ვფიქრობ, სანი მყავს შესარიგებელი. - ამოვიოხრე - აი ეგ ნაღდად გაგიჭირდება. ღმერთო, როგორი გაცოფებული იყო. ისე, რამ გადარია? პატარა ბავშვები ხომ აღარ ვართ, რა მოგივიდოდა? - თაშკამ თითქოს ახლა გაიაზრა რომ ტყუილად მაგინებდა მთელი დილა. - ვისზე ამბობს, მთელმა გუდაურმა გაიგო როგორ მეჩხუბებოდა. - გამეცინა. - წავედი მე, ტელევიზიაში უნდა მივბრუნდე და საღამოს გნახავთ, ბილეთები და სხვა რამეები გვაქვს მოსაგვარებელი. - მარიშკა წამოდგა და დაგვტოვა. ყავა მოვამზადე ორივესთვის, ისევ ხალიჩაზე დავჯექი და ამოვიოხრე: - რა ჯანდაბაა, სანის გაბრაზებაღა მაკლდა რაა. - ზოი...... - ჰოუ - ორსულად ვარ. - კიი როგორ არა - გავიცინე. - მართლა - ჰჰა? - მართლა ვარ. გუშინ გავიგე და ჯერ ამაზე ფიქრის და ლაპარაკის დრო არ მქონდა, შენ გაქრი და იმან კიდე იიიი, დათუნა მიყვაარს. - გააჯავრა მარიშკაც. - აზრზე ხარ რას მეუბნები? - კი, დეიდა ხდები და მე დედა. გუგა მამა. ბიჭები ბიძები, მარიშკა დეიდებს შორის უფრო საყვარელი. - და ვითომ რატომ უფრო საყვარელი? - იმიტომ რომ მარიშკაა. შენ ის დეიდა იქნები, ჩუმად რომ ანებივრებს და ისეთ რამეებს აკეთებინებს, რასაც უშლიან. მარიშკა კიდე კარგ რამეებს ასწავლის. მაგას ხომ არ გავაზრდევინო? არაა სასურველი რომ მე დამემსგავსოს. - გაეცინა და იმ წამს მომეჩვენა რომ ყველაზე ლამაზად იცინოდა. დავაკვირდი და უფრო ლამაზიც მომეჩვენა. რა არის არა ფსიქოლოგია? გავიგე რომ ორსულად იყო და იმ წამსვე სამყაროში ყველაზე მშვენიერ არსებად იქცა ჩემთვის. თვალები ამიცრემლდა და მაგრად ჩავეხუტე. - გუგა შეიშლება. ძაან მიხარია. - ვფიქრობ, ახალ წლამდე არ ვეტყვი - ჩაიჩურჩულა - 12-ზე უნდა უთხრა? - თავი ვერ შევიკავე და ავყროყინდი. - ორსულად ვარ და გოიმობა მეპატიება - თავი იმართლა. - შენ დღეიდან ჩემთვის ყველაფერი გეპატიება, ჩემო სიყვარულო - ბევრი ბევრი ვაკოცე და თავი დავადე მუცელზე. - დეიდას პატარა სიყვარულო, გამარჯობა. - ნუ ელაპარაკები რაა, მინდა ჯერ გუგა გაიცნოს. - დებილი ხარ ხო? ჯერ არც ესმის, რამხელა ხარ საერთოდ? - 3 კვირის. - და 200 ტესტი რომ გაგაკეთებინეთ ცოტა ხნის წინ? - მაშინ პატარა ვიყავი ალბათ ძალიან. - რა მაგარია რომ ის ტესტები შეცდა. გუგას უჩემოდ რომ უთხრა, მოგკლავ. უნდ ვნახო როგორ გადაირევა და აი იქვე თუ წაგიჩოქა, მაშინ უკვე ვეღარავინ გამომწიწკნის თქვენს თავს და მომავალ ახალ წლამდე სულს ამოგხდით ღადაობით. - ბოროტი ხარ, ორსულობით მანიპულირების საშუალებასაც არ მომცემ შენ. - კიდევ ერთი ჩიზი გახსნა. - ეს დებილობები აღარ უნდა ჭამო ხომ იცი. - რასაც მინდა იმას შევჭამ რა - პირგამოტენილმა მითხრა. - კარგი, მაგრამ სასმელთან გაკარებული რომ გნახო, მოგკლავ. - გიჟს ვგავარ? მოწევას და დალევას არ ვაპირებ. ისე, პოზნანში რომ ფხიზლად ვიქნები იეჭვებენ ახალ წლამდე. - მოწამლული იქნები წასვლამდე, გადავწყვიტე - დავუგეგმე მასინვე. - კარგი აზრია. - წავედით ახლა, გავისეირნოთ და მერე სანის მოვძებნი. - არ მინდა რა სეირნობა, აქ რომ დავრჩე? ძაან მეძინება და სახლში წასვლა მეზარება. საღამომდე გამოვიძინებ და მოვალ ბარში - დივანზე აბობღდა და პლედი მიიფარა. - დაიძინე ჯერ კიდევ გამხდარო უღიპო დედიკო. - ვაკოცე და წამოვედი. არ ვიცოდი სანი სად მომეძებნა. შაბათი იყო, ანუ არ მუშაობდა. უილისთან დარეკვა ვარჩიე პირველ რიგში. - ალბათ უკვე ყველა გეჩხუბა და მე დაგინდობ. - მადლობა უილ, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ - გამეცინა - არა ვის აკადრე პროსტა? - მაინც გამიბრაზდა - ოოოო, უილიიიიიიი. - კარგი ხო. საღამოს გნახავ, რამე ხომ არ გინდოდა იქამდე? - სანის ვეძებ. - დაურეკე? არ გირჩევ - რატომ ? - რავი, ძაან ცუდ ხასიათზეა მთელი დღეა. ნუ, გუშინ საღამოს მერე. დღეს ვივისთან ერთად სადღაც აპირებდა წასვლას, მაგრამ ეგეც გადაიფიქრა. წყნეთში წასულა და დღეს არ ჩამოვალ, უჩემოდ მოილაპარაკეთო. - კაი,უილ, უნდა ავაკითხო, სხვა გზა არაა. - დაურეკე მაინც. - უნდა შემოვირიგო ეგ იდიოტი. მისი არასრულწლოვანი და ვარ თუ რა პანიკა მომიწყო ისე? - ვინერვიულეთ უბრალოდ თორე რატომ წახვედითქო არ გვითქვამს. - ხო, მაგრამ სანის მოქმედება მაგასაც მეუბნება. კარგი, ავაკითხავ, ერთს ვიჩხუბებთ და საღამოს ჩამოვიყვან. გკოცნი და საღამომდე. - უილის გავუთიშე, მანქანაში ჩავხტი და წყნეთისკენ წავედი. მალევე სანის სახლთან ვიდექი. ვგიჟდებოდი ამ სახლზე, ჩვენი ახალგაზრდობის საოცარ წლებში აქაც ბევრი მოგონება მოვაგროვეთ. ფეხები კი უკან მრჩებოდა, მაგრამ თან მეც გაბრაზებული ვიყავი. ჭიშკართან ზარი დავრეკე. კარგა ხანს არ გამოჩნდა. მეხუთე ცდაზე მიპასუხა. - სახლში არ ვართ. - კამერას მაინც ჩახედე ვინ არის - შევუღრინე. - უკაცრავად? - ახლა კარს თუ არ გამიღებ, ხმას არადროს გაგცემ სანი. - არ ხარ მაგის შემსრულებელი, მაგრამ ისედაც გიღებდი. ჭიშკარი გამიღო და მანქანა სადგომზე დავაყენე. ძაააალიან მაგრად თოვდა წყნეთში. მანქანიდან კართან სირბილით მივედი და მისაღებში შევვარდი. იმ რამდენმე მეტრშიც კი გავიყინე და ოთახში შესულს ბუხრის სითბო ძალიან მესიამოვნა. ქურთუკი და ფეხსაცმელი გავიხადე და სანის გვერდით დავხტი დივანზე, ვითომ მხიარულად. მხიარულების არაფერი ეტყობოდა თვითონ, დალევაც მოესწრო და იჯდა ასე ჩაბნელებულ ოთახში ბუხართან. მარტო და ნასვამი. - დამალევინე მეც. - ასე იწყებ ჩვენს დიალოგს გუშინდელის შემდეგ? - სანი, ასეთი გაბრაზება არ დამიმსახურებია. - როგორი დაიმსახურე? - ბოდიში რომ განერვიულეთ, მაგრამ არასრულწლოვანი დასავით ნუ მექცევი. - არასრულწლოვანი დასავით შენ მოიქეცი. დაიბარე მოვალო და მერე ისე გაქრი, ძლივს გავარკვიეთ სად იყავი. მარტო იმაში არაა საქმე, გაუფრთხილებლად რომ წახვედი. კი ბატონო, შენი ცხოვრებაა და რაც გინდა ის ქენი. მართალი ხარ, არც ჩემი და ხარ და არც არასრულწლოვანი, მაგრამ ტელეფონის გამორთვა რა დონის სიქაჯეა? მე აქ ვზივარ და ვფიქრობ ავარიაში ხომ არ მოყვნენ, სადმე გადაიჩეხა იქნებ, ან იქნებ საავადმყოფოშია, რამე დაემართა, მოკვდა რავიცი. და შენ ამ დროს უბრალოდ ტელეფონი გაქვს გამორთული და გუდაურში გულაობ შენს ბოიფრენდთან ერთად. - ცოტა უფრო წესიერად უნდა მელაპარაკო მგონი. - არ მაქვს ამ წამს წესიერად ლაპარაკის ნერვები და ამისთვის ბოდიშს გიხდი. - მე გიხდი ბოდიშს ნერვიულობისთვის, მაგრამ ტელეფონი რომ დალეწე და გამოიხიზნე, ეგეთი არაფერი მომხდარა. - არ ვნებდებოდი. ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე ძალიან გამტყდარი ხმით მითხრა: - ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. - რა არის გასაგები? - ის, რომ საერთოდ ვერ იაზრებ შენს მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში - გამოკვეთა. - სანი, გეყოს. - მეყო უკვე. არაფრის თქმას ვაპირებ. - სანი.. - შვებულება ავიღე, 30მდე აქ ვიქნები და მერე კი გავფრინდებით. - არ იქნები აქ. ახლავე წამოხვალ თბილისში, საღამოს უნდა შევხვდეთ. - არ მინდა. უჩემოდ მოგვარდებით უპრობლემოდ. - სანი, ბავშვივით იქცევი. - გაღიზიანებული ვარ ზოი, გთხოვ, არ გინდა - ასეთი სისულელის გამო აპირებ ასე დამსაჯო? - შენ არ გსჯი, ვერ ხვდები რომ შენ არ გსჯი? - აბა რას აკეთებ? - საკუთარ თავს გარკვევის საშუალებას ვაძლევ. - რისი გარკვევის ? - უკვე მართლა ვერ ვხვდებოდი რა ჯანდაბა სჭირდა. - რა მინდა იმის. - როდის აქეთაა რომ სანიმ არ იცის რა უნდა? - მგონი არც არასდროს მცოდნია. - სან, თუ არ წამოხვალ, არ წავალ. - არ წამოვალ და შენ უნდა წახვიდე, ხალხი გელოდება. - შენც გელოდება სხვათაშორის. ვივიზე მაინც იფიქრე, რა გჭირს. - მე და ვივი ერთად აღარ ვართ> - რააააააა? - შევიცხადე. - ასე მალე რისთვის დაშორდით კი მაგრამ. - სისულელეა. - სანი, ვერ გცნობ. შენ არ ხარ ეს. - მეც ვერ ვცნობ ჩემს თავს და ამიტომ მინდა აქ ყოფნა რამდენიმე დღით. - დავრჩები - არ გინდა რა. - გამაგდებ? - ხომ იცი რომ არასდროს გაგაგდებ, უბრალოდ არ გინდა. - ვერ ავიტან ცუდად იყო აქ მარტო. ერთად ვიყოთ ცუდად თუ მაინც და მაინც. - მერე რენე? - რენესთან ყველაფერი ისე არაა. - რამე მოხდა? - უბრალოდ, საკმარისად არ მომწონს, როგორც შენ აღნიშნე. - აბა გუშინ? - რა გუშინ? - რა მოხდა გუშინ? - არაფერი. - არაფერი? - არაფერი. რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა და ცეცხლს უყურებდა. მერე მომიბრუნდა და თითქოს საერთოდ არაფერი იყო ამ ამბავში გასარჩევი, უბრალოდ წასვლა მთხოვა. - მე არ ვბრაზობ შენზე. არ გსჯი. ვბრაზობ ყველაზე და ყველაფერზე, მაგრამ შენზე არა. მინდა რომ ეს იცოდე. და მინდა რომ ახლა წახვიდე. ძალიან მჭირდება. ისეთ რამეებში გამოვიჭირე ჩემი თავი, შემეშინდა კიდეც. და დავიბენი . გთხოვ, არაფერი მკითხო, ახლა არა. უბრალოდ წადი, ყველაფერი დაგეგმეთ, თანახმა ვარ უსიტყვოდ რასაც გადაწყვეტთ. - როგორც გინდა. - წამოვდექი და ქურთუკის ჩაცმა დავიწყე უხმოდ. წამოდგა და დამეხმარა, მერე მაგრად მომეხვია და ასე დავიშალეთ. კაფეში მისვლამდე სულ იმაზე ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო სანის თავს ისეთი, არც თქმა რომ უნდოდა და თან გაურკვევლობაში იყო. მტკიოდა ეს ამბავი ძალიან. ვერ ვეგუებოდი, მაგრამ შევეშვი, აღარ ჩავეძიე. კაფეში მისულს უილიმ შემომაგება, რომ დათუნა პოლონეთში მოდიოდა. თაშკა და მარიშკა იღიმოდნენ და სავარაუდოდ ევროპულ ქალაქს კი არა, დედამიწის არც ერთ უბანძეს წერტილს რომ არ ეკადრება, ისეთ უბანძეს სცენარს წერდნენ გონებაში. მეც გამეღიმა, მაგრამ პოლონეთზე ისევ რენე გამახსენდა და ის უპასუხო მესიჯი. ბრაზმაც იმატა. 5 დღეში უნდა წავიდეთ, ის კი ამ დროს მესიჯზე არ მპასუხობს. იდეალურ კაცს არ შეეფერებათქო გადავწყვიტე და ზუსტად ასევე მივწერე. ამასობაში სანის გარდა ყველანი ადგილზე ვიყავით. უილის უსაყვარლესი ანაც ახლდა. ისე უხდებოდნენ ერთმანეთს და ისე ეტყობოდათ სიყვარული, როგორც არავის. ძალიან მიხაროდა და თვალს ვერ ვაშორებდი, მაგრამ თაშკამ მაიძულა ყურადღება ისევ ახალი წლისკენ მიმემართა. - მე არ ვიცი თქვენს თავში რა ჯანდაბა ტრიალებს, მაგრამ სანიმ დამირეკა, ვივი არ წამოვაო. დღეს ბილეთებს ვყიდულობ და ახლავე თქვით ვინ მოდის და ვინ არა! - ბრაზობდა - ვივი რომ არ მოდის მეწყინა, მაგრამ რუმმეითი რომ გამომიჩნდა, ეგ მიხარია - დუდას გაეცინა. - შეიძლება არც რენე წამოვიდეს. - უხასიათოდ ვთქვი - რა დაგეტაკათ? - გაუკვირდა მარიშკას - რაღაც ისე ვერ ჩაიარა გუდაურმა როგორც სჩანს. - წარბი აწია დუდამ - ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. მაგრამ ვფიქრობ მე და რენეს მხოლოდ მეგობრობა გამოგვივა. თუ ენდომება ამ სტატუსით წამოსვლა, კი ბატონო - მხრები ავიჩეჩე. - მეეჭვება. მაგრამ დაურეკე და გაიგე - მითხრა თაშკამ - შენ თვითონ დაურეკე, მგონი არ მელაპარაკება. - მერვე კლიიიასელოო. ეს არ მელაპარაკება და ბუტე, ბუტე, გაგებუტე ძაან რომ არ შემიძლია იცით ხო? კაი, მომე ნომერი - ტელეფონი მოიმარჯვა და დაურეკა. - ზელვეგერ, როგორ გიკითხო? ვაუ, როგორ ეგრევე მიცანი, რა ყოჩაღი ხარ. ეჰ, ამდენი წელი ისე იცხოვრე, ზელვეგერით არავის მოუმართავს? არ გქონია კარგ ხალხში საქმე, ჩემო მაგრიტ. მოკლედ, ბილეთებს ვყიდულობთ და კიდევ ერთხელ ვაზუსტებ სიას. ვა, რატომ? ცუდია, იმედია ჩვენთან დაშორებას არ აპირებ. ჰაჰა, კარგი, მაგრიტ, შეხვედრამდე. - გათიშა. - ჩემს გეგმებში რაღაცები გადალაგდა და ბოდიშიო. ზოის დავურეკავ მოგვიანებით და ავუხსნიო. - წარბი აზიდა. - რა უქენი ამ ბიჭს? - მე მგონი არაფერი რომ არ უქნა, იმიტომაა ეგრე. - ახარხარდა უილი - უილ, გეყოს. - მხარი გაკრა ანიმ - ანი, ძვირფასო, უილის ტლუ იუმორთან შეჩვევა კი ძნელია, მაგრამ შენც მოგიწევს. - ვუთხარი ღიმილით. - კაი, ჰო, რას იბუტები. - უკან დაიხია უილიმ. - ანი, ძვირფასო, ამასაც უნდა შეეჩვიო, ხუმრობას და გაბუტვას რთულად არჩევს. - გამეცინა - ყველანი დეგენერატები ხართ. ეტყობა ეგ გვაქვს საერთო. - დარწმუნებით თქვა თაშკამ და ლეპტოპს მიუბრუნდა. - მოკლედ, ბილეთები და სახლი მზადაააააააააააააა - ტაში შემოჰკრა და დამჯდარმა გააქნია საჯდომი. - სახლის მისამართი ჩამიგდე, დღეს ნაძვის ხეს და დეკორაციებს გამოვიწერ და გავუშვებ მისამართზე. - ტელეფონი მოიმარჯვა დუდამაც. - არ მჯერა რომ მართლა მივდივართ. - გამიხარდა. - არც მე მჯერა, გიჟები ხართ. - გაეღიმა ანის და უილის მხარზე ჩაეხუტა. - ეჰ, შენ რომ ყველა ის სისულელე იცოდე, რაც აქამდე გაგვიკეთებია, შეიძლება დამშორდე - გაეცინა უილის. - მეეჭვება - ანიმ უთხრა და აკოცა. - ახლა ვიტირებ და არ გაბედოთ და არ გაიცინოთ. - უკვე ცრემლებწამსკდარმა გაგვაფრთხილა თაშკამ - გუგა, მე მგონი შეგიცვალეს - ეჭვით შეხედა დუდამ - 200 ტესტი რომ არ გაეკეთებინა 2 კვირის წინ, ვიფიქრებდი რაღაცას მიმალავსთქო, ხომ მშვიდობაა თაშკ ? - ეჭვით უყურებდა გუგა. - სტერეოტიპულები და ბანძები ხართ კაცები, მაგრამ მაინც მიყვარხართ - ხელი აიქნია თაშკამ. - ისა და, ზაიჩიკ, სანიმ რაო? შეგირიგდა? - მკითხა მარიშკამ - არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ ეს დღეები მინდა მარტო ვიყოო. - მხრები ავიჩეჩე. - კარგი, დავტოვოთ საკუთარ თავთან ადამიანი, რა პანიკაა - დუდამ გადმოგვხედა მკაცრად. - უიმე, არანაირი, იჯდეს იქ - ცხვირი აიბზუა თაშკამ. - დღეს თუ მეტი არაფერია გადასაწყვეტი, წავალ რა, მეძინება - დაამთქნარა. - დავიშალოთ ჰო, მეც სახლში წავალ. მარიშ, წაგიყვანო ? - მარიშკას გადავხედე. - კი რა - მოიმარჯვა ჩანთა და წამოდგა. - დროებით, პაწაწინებო. - კოცნა გაუგზავნა დანარჩენებს და გავედით. სახლის გზაზე სულ სანის განმარტოებაზე ვფიქრობდი. მესმოდა, მაგრამ არც. მაინც ვცადე არ ჩავრეულიყავი მის მარტოობაში და გადავწყვიტე არ მენახა წასვლამდე. პრინციპში უფრო თვითონ გადაწყვიტა, მე კი მის ნებას დავყევი. მეორე დღეს რენემ დამირეკა და ძალიან ცალყბად მითხრა, რომ ახალ წელს სხვა გეგმები ჰქონდა და რომ არ უნდოდა იქ წამოსულიყო, სადაც მისი ადგილი აშკარად არ იყო. გავაპროტესტე, რას ქვია არ არისთქო, მაგრამ აუცილებლად მიხვდები რასაც ვგულისხმობო მითხრა და გამითიშა. მართლა მივხვდი, ოღონდ მოგვიანებით, ძააააააალიან გვიან. შემდეგი 2 დღე არცერთი მინახავს, წასვლის წინ საქმეების მოგვარებას ვცდილობდი. ყველა დაკავებული ვიყავით და რადგან მოსაგვარებელი აღარაფერი იყო, გადავწყვიტეთ მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში წასვლისას შევხვედროდით. 30ში საღამოს, სამსახურის მერე ჩემოდანი ნაჩქარევად შევკარი და მანქანაში ჩავხტი, გადავწყვიტეთ თაშკასთან შევკრებილიყავით და იქიდან წავსულიყავით. მე რომ მივედი, უკვე ყველა ადგილზე იყო, მხოლოდ სანი არ ჩანდა. მარიშკას აფორიაქება ეტყობოდა. რა გასაკვირი იყო, მალე დათუნა ინწკირველის ნახვა მოუწევდა პირისპირ და რამდენი დღის მასთან გატარება. მეეჭვება რომელიმე არ ოცნებობდეს დღეების კი არა წლების ერთად გატარებაზეც, მაგრამ პირველი შეხვედრა აშკარად ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო. დავსხედით, ჩემოდანები ერთად დავახვავეთ და კარზე ზარმაც დარეკა. მარიშკას აქ უკვე ლამის გული წაუვიდა. დუდა შეუმჩნევლად ამოუდგა გვერდით და მხარზე ხელი მოხვია. კარი მე გავაღე. სანი და დათუნა ჩემოდნებით იდგნენ. სანის უემოციო სახეზე წამით შევატყვე ღიმილი, დათუნა კი ბრინჯივით დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ- იქით. სანიმ მხარზე ხელი დაკრა და შემოატარა, თვითონ უბრალოდ გადამკოცნა და დათუნას მისაღებისკენ უბიძგა. - მზად ხართ გასატრაკებლად? მე და დათუნაც შემოგიერთდით. - მაქსიმალურად ეცადა მხიარულად ეთქვა და დაძაბულობა გადაეფარა, მაგრამ რთულად გამოუვიდა. - ვაა, დათუნ, როგორ ხარ ძმაო? გვიხარია რომ შემოგვიერთდი - დუდამ მარიშკას ხელი შეუშვა და მიესალმა. - მეც მიხარია თქვენი ნახვა, ძალიან მიხარია და იმედი მაქვს ამ ახალ წელს ბეევრი კარგი რამე მოხდება - გაგვიღიმა დათუნამ და წამით მზერა მარიშკაზე შეაჩერა, ოღონდ მართლა წამით. - ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. დიდ იმედებს ვამყარებ ამ ახალ წელზე და თქვენზე - დაასრულა სანიმ ეს თემა - წავედით, დროა უკვე. სამი მანქანა საკმარისია ხო? მე, ზაიჩიკა, დათუნა და მარიშკა ჩემი მანქანით. დუდა, უილი და ანი დუდას მანქანით. თაშკა-გუგა გუგას მანქანით და ეგაა რა. ვსო, ჩავლაგდეთ ახლა - შემოჰკრა ტაში და ჩემოდანს დაეტაკა. დიდი ჟრიამულით ჩავალაგეთ ჩანთები, ყველა აჟიტირებული იყო. ზოგი იმჩნევდა, ზოგი არა, ზოგი ყველა დანარჩენის დოზას ერთად იმჩნევდა. კი, თაშკაზე ვამბობ. მოკლედ მანქანებში გადავნაწილდით და გორის ვენდისამდე ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ძალიან ბუნებრივად დავხტი სანის გვერდით და მარიშკას და დათუნას შანსი არ დავუტოვე. სიმართლე გითხრათ, ძალით არ მინდოდა, მაგრამ მაინც უფრო ჭკვიანურად ჩავთვალე. მინდოდა ერთმანეთს გამოლაპარაკებოდნენ. გზა იყო მშვიდი, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. მშვიდად ვსაუბრობდით, მუსიკას ვუსმენდით და ახალ წელზე ვლაპარაკობდით. გეგონება ჩვენ ოთხიდან არცერთმა იცოდა, როგორი ნაღმი იყო მანქანაში . გორში რომ გავჩერდით, თაშკა ეგრევე გვეცა მე და მარიშკას და ტუალეტში გაგვაქანა. - ჰე, რა ხდება? ჩავაღწევთ მშვიდობით თუ ვერ? - ვერ ითმენდა - რა უნდა ხდებოდეს? თინეიჯერები ხომ არ ვართ. - ეწყინა მარიშკას - ძაან მშვიდად ვმგზავრობთ, მაგაზე ნუ დარდობ თაშ, შენ იმაზე იდარდე, საიდუმლოს რომ ინახავ და მე რომ ვეღარ ვითმენ. - ყურადღების გადატანა ვცადე. - საიდუმლოები გვაქვს ერთმანეთისგან? ვაუ, მაგარია - თითქმის გაცოფდა მარიშკა - ეს ხო არაფერს გაცდის, არც სიურპრიზს მათ შორის - თვალები აატრიალა თაშკამ და მარიშკას მიუბრუნდა - მინდოდა ახალ წელს გაგეგო და გეთქვა, საუკეთესო რამაა რითაც შეიძლება წელი დავიწყოო, მაგრამ ამ იდიოტის გამო გილოცავ, მაგას ვეღარ იტყვი. ორსულად ვარ და მოემზადე, ბავშვი უნდა გაგაზრდევინო - უცერემონიოდ დააჯახა აბსოლუტურად შოკისმომგვრელი ახალი ამბავი. მარიშკა რამდენიმე წამს გაჩუმდა. აზრზე რომ მოვიდა კივილით მოეხვია თაშკას - ღმერთო ჩემო, რა ბედნიერებაა. შენ არ იდარდო თაშ, ახალ წელს შეიძლება ამ საუკეთესო ამბით ვერ ვიწყებ, მაგრამ გორი ჩემთვის დღეიდან ძალიან ძვირფასი ქალაქი გახდება - ავყროყინდით და ზუსტად ამ დროს დაგვადგა გუგა - რა ჯანდაბა გჭირთ? ზოი და თაშკა შეთქმულებივით დადიან 2 დღეა და ახლა მარიშკას საეჭვო აჟიტირების მოწმე გავხდი - ეჭვის თვალით შემოგვხედა. - მე ყველაფერი მეპატიება, გუგ. შეყვარებული ქალი ვარ, ჭკუა არ მომეკითხება - მხიარულად უთხრა მარიშკამ და იმასაც ჩაეხუტა. წარმომდგენია გუგა რომ გაიგებდა ამ ამბავს, მერე როგორ ამოხდიდა ჩახუტებით სულს. - მართლა არ მოგეკითხებათ ჭკუა, მააართლა - თმა აუჩეჩა მარიშკას და ბიჭებთან დაბრუნდა. - რას აპირებ? - ახალ წელს ვიტყვი ყველასთან - მხრები აიჩეჩა თაშკამ - ჩემი გოიმკაა - კიდე ერთხელ ჩაეხუტა მარიშკა გაბუტულ თამარას. - ნუ მაბულინგებთ, არ შეიძლება - აბუზღუნდა. - მართალია, არ შეიძლება, უფლება გაქვს გოიმი იყო, კაიტიპურ ფლუიდებს ჩვენ გავუშვებთ ბავშვისკენ, რა პრობლემაა - მეც მივეხუტე ორეულს. - ჰა, გავედით თორე ეჭვს ვიწვევთ. ხო მართლა მარიშ, ჩამოდნება ინწკირველი ახალ წლამდე მგონი, მაგრამ არ აღირსო პასუხი მაინც. - გავეკრიჭე და გარეთ გავვარდი. რამდენიმე წუთში ისევ მანქანებში გადავნაწილდით და რადგან ვერ ვითმენდით, გადავწყვიტეთ თუ ვინმეს რამე არ დასჭირდებოდა, აეროპორტამდე აღარ გავჩერებულიყავით. სასაცილოა შეიძლება, მაგრამ ამ ასაკშიც ასე ვცქმუტავთ თავგადასავლებზე. თუმცა მგონი თავგადასავლებს ასაკი საერთოდ არ აქვთ, მთავარია ვინ ხარ. ცოტა ხანში დაძაბულობისგან დაღლილ მარიშკას ჩაეძინა და ბანალურად აღმოჩნდა დათუნას მხარზე. თინეიჯერული რომანტიკული კომედიების კლასიკა ტრიალებდა ჩვენს მანქანაში. უკან დათუნაზე ჩამოკიდებული მარიშკა,მაგნიტოფონში ჭეშმარიტად რომანტიკული მუსიკა და საქარე მინაზე წვიმის წვეთები. მაშინაც მეცინებოდა და ახლაც, მოყოლის მომენტში. თუმცა ეს იყო ალბათ ერთ-ერთი უსაყვარლესი სანახაობა ჩემთვის. დათუნამ რომ მარიშკას ხელი მოხვია და კარგად მოაწყო, მე და სანიმ ერთმანეთს გამარჯვეული მზერით გავუღიმეთ და თითქოს ბოლომდე მოვეშვით. ეს იყო ის, რაც მართლა ახალ ცხოვრებას მოასწავებდა. აეროპორტამდე მართლა არ გავჩერებულვართ. გეგონება თუ ადრე ჩავიდოდით, თვითმფრინავიც ადრე გაფრინდებოდა, მაგრამ რას გაუგებ აჟიტირებულ ხალხს. - ჰელოუ დეივიდ ზე ბილდერ ეაფოოოოოოოოორთ - იყვირა თაშკამ და უკანმოუხედავად გავარდა. - გასაგებია რომ მისი ჩემოდანი ისედაც მე უნდა წამომეღო, მაგრამ რაღაცნაირად ცოტა ზრდილობიანად მაინც მიმითითოს. ტოჟე მნე კონსიერჟ. - აჯუჯღუნდა გუგა. გადასარევ ხასიათზე იყო, მაგრამ გრძნობდა,რომ რაღაცას ვუმალავდით, ან მე მეგონა ასე. რეგისტრაცია და ყველა კონტროლი გავიარეთ და რეისის მოლოდინში დუტი ფრის შევესიეთ. რატომღაც ყოველთვის ხამებივით ვიქცეოდით აქ და ყველაფრის ყიდვა გვინდებოდა. დუტი ფრი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორად განათებულ-დალაგებული ადგილია მსოფლიოში, მართლა ყველაფერს განდომებს. რამდენიმე წუთში სანი მომადგა და ძალიან ჩუმად მკითხა: - თაშკას რა სჭირს? - რა სჭირს? - თუ გავითვალისწინებთ, რომ 100 ევროს ტბილეული და წვენები იყიდა და არც ერთი წვეთი ალკოჰოლი, მგონი რაღაც სჭირს. - ბოლო დათრობისას ალკოჰოლური ინტოქსიკაციისგან რომ კვდებოდა დაგავიწყდა? ხვალისთვის ინახავს ალბათ თავს. ხვალ ვინ გააკავებს და დღეს მაინც იფხიზლოს - ნერვიულად გავიცინე. - ვითომ? - თვალები დააწვრილა. - რას გაუხურეთ ამ გოგოს ორსულობით? რამდენი ტესტი გაიკეთოს რომ დარწმუნდეთ? - შევუტიე - რამ გადაგრია? კაი ჰო. - მხრები აიჩეჩა და გამეცალა. - ოჰ, თაშკა, შენ რა გითხარი ეს საიდუმლო რომ შემომაჩეჩე. - გავბრაზდი ოდნავ ხმამაღლა 2 საათი სრულიად უაზროდ გავიდა. მოუთმენლობისგან აქეთ-იქით დავდიოდი, ხან თაშკას ვეკითხებოდი როგორ იყო და პირველად გამიჩნდა კითხვა, რამდენად მიზანშეწონილი იყო მისი ფრენა. - დამშვიდდი, ექიმმა მითხრა ხარივით ხარო. მადაზეც ხომ მეტყობა - გაიკრიჭა. - რავიცი, მაინც ვღელავ. - შემეშვით თორე აქვე ვიყვირებ - დაგვემუქრა მე და მარიშკას - იყვირებ თორე რა. კიდეც კარგია, გოიმობას გადარჩები. - დასცინა მარიშკამ. - ეგრეა ხო? ოქეი - გაბრაზდა თაშკა და ტუალეტისკენ გავარდა. უკან გავყევით, მაგრამ გაგვაჩერა. იქიდან რომ გამოვიდა, სწრაფი ნაბიჯით მივარდა გუგას და უცებ, სრულიად მოულოდნელად დაუჩოქა. - გუგა, ხვალ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ზოგიერთი მოუთმენელი ბოღმის ბუკეტი არ მაცდის ვიყო სამყაროში ყველაზე ბანალური. ამიტომ დღეს გეკითხები, თანახმა ხარ გახდე ჩემი ქმარი და იმ ბავშვის მამა, რომლის მამაც ისედაც ხარ აგერ უკვე 3 კვირაა და აზრზეც არ ხარ? მერე იტყვიან უკაცოდ ბავშვებს ვერ გააჩენთო. გასაგებია რომ მონაწილეობა მიიღე, მაგრამ ხედავ? არ მიკითხავს გინდოდა თუ არა, მაინც დავითრიე. - იდგა მუხლზე და ასე თავისთვის ლაპარაკობდა სანამ გუგამ არ იღრიალა. - მორჩები სისულელეების ლაპარაკს და გაიმეორებ მხოლოდ იმ პირველ წინადადებას მეორე ნაწილით თუუუუ კიდე ვიდგე და ვიღრიალო ? - უიმე, მგონი ნერვული შეტევა გაქვს.არა გენაცვალე, არ მინდა ეგეთი ქმარი, არანორმალური ჩემი თავი მეყოფა- წამოდგომა დააპირა. - თამარ ვასაძე, ახლა მანდედან ისე თუ ადგები, რომ კიდევ ერთხელ არ მკითხავ, ეგრევე მიგატოვებ და მარტოხელა დედად გადაგაქცევ იცოდე! - ვითომ დაემუქრა. - აი ვის აშინებ? რიგი მიდგას ! - გაბრაზდა თაშკა, მაგრამ მაინც არ დგებოდა. - დეგენერატო , გაიმეორე რომ მამა ვარ!!!!! - კიდე იყვირა - მამა ხარ, შე მართლა დეგენერატო, რა გაღრიალებს ? - ისევ დაჩოქილმა იყვირა თაშკამ. - ბეჭედი არ გაქვს? რას წამომიწექი ბეჭედი თუ არ გქონდა? -ხელებში უყურებდა სერიოზული სახით გუგა. - გუგა გავაშელო, მამობას რომ ვერ ეღირსო ისე რატო გინდა სიკვდილი? - უკვე სერიოზულად ბრაზდებოდა თაშკა, მაგრამ ბედნიერი მაინც არ დგებოდა ჯიუტად. - კაი, ჩამოვჯდები მეც და ერთად მოვიფიქროთ ბეჭდები სად ვიშოვოთ- უთხრა გუგამ, გვერდით მიუჯდა, მუხლზე დაისვა და ვითომ სერიოზულად დაფიქრდა. - ნეტა ბეჭედს ვიშოვი დეივიდ ზე ბილდერში? ვინმეს ექნება რომ მათხოვოს ან მომყიდოს? დუტი ფრიში იყიდება? სან, ხო არ იცი სად ვიშოვო? - სანის გახედა მრავალმნიშვნელოვნად. - ეჰ, ჩემო გუგა, ამათ დღემდე ვერ გაიგეს, რომ ესენი რომ მოდიოდნენ, ჩვენ მივდიოდით. - გაეცინა სანის - ჩანთიდან 2 ყუთი ამოაძვრინა და გუგას მისცა. - ჯერ ერთი, იქიდან დავიწყოთ რომ ვიცოდი რომ მამა ვხდები! აი რატომ გგონია რომ რამეს გამომაპარებ? მაგალითად იმას, რომ ამ თვეში სხვანაირი პმს გქონდა, არაკლასიკური. იმას, რომ 3 დღეა კატეგორიულად არ სვამ და იმასაც, რომ ხასიათი ამოგიტრიალდა. დასადასტურებლად შენს გინეკოლოგს მივმართე და სხვათაშორის ძაან სერიოზული ბრძოლა დამჭირდა რომ ეთქვა. - ეგ მოღალატე, ვუჩივლებ! - შეაწყვეტინა თაშკამ - მე მოვატყუე, ანალიზებზე გამომიშვა-მეთქი. - გაიცინა გუგამ. - ჰოდა სად გავჩერდი, ხო გარდა იმისა რომ ვიცოდი, ეგრევე გადავთვალეთ მე და სანიმ რასაც მიპირებდი და დაგასწარი, ბეჭედიც ვიყიდე და ერთი კი არა, ორივე, მერე რომ არ გაგეტრაკებინა. ჰოდა შენ თვითონ თუ ხარ თანახმა რომ მომავალ წელს ოფიციალურ ქორწინებაში შეხვდე? - დაასრულა გუგამ. - ღმერთო, მადლობელი ვარ ეს დეგენერატი რომ გააჩინე ჩემთვის. და აბა შენ იცი, ბავშვი ვინმე სხვას დაემსგავსოს რა. - ამოიბურდღუნა თაშკამ და ტუჩებზე დაეტაკა გუგას. მხოლოდ იმ წამს შევნიშნე, რომ გიჟებივით ვტიროდით მე, ანი და მარიშკა. მარიშკას ისიც კი არ ქონდა გააზრებული, დათუნა რომ აწყნარებდა. უილი და დუდა იმხელა ხმაზე ღრიალებდნენ, 150-ვე მგზავრი მაგათ უყურებდა. სანი იდგა ყურებამდე გაცინეული, უსტვენდა და ტაშს უკრავდა ერთდროულად. ორი წუთი მაინც დასჭირდა თაშკა და გუგა ერთმანეთისთვის რომ დაგვეშორებინა და ფეხზე დაგვეყენებინა. და დაიწყო მეორე სერია ყვირილის, ტირილის, მილოცვების. - ბავშვიო ტოო. ბავშვიო - ვერ წყნარდებოდა დუდა. ღმერთო, თუ მჯეროდეს - დუდა, 27 წლის რომ გახდი კორექტულად როგორ შეგახსენო არ ვიცი, ამიტომ უბრალოდ გახსენებ. - თავში წამოარტყა სანიმ. - ბავშვი გვეყოლება. - ჩახვეული ქონდა უილის. ამ დროს თაშკა გამოერკვა და დაგვცხო: - ბოდიში, უილიამ, შენ არაფერიც არ გეყოლება! ბავშვი თუ გინდა, შენს გოგოს მიმართე. ასევე გირჩევთ სხვებსაც. - მრავალმნიშვნელოვნად გადმოგვხედა. - საინტერესოა ვის ეუბნება სხვას ფორევერ ელოუნების თავშეყრაზე - ამოვიფრუტუნე. - აუუუ, გამგები გაიგეეეებს - ხმა დაიწვრილა თაშკამ და წარბაწეულ მარიშკას გახედა. - შენი მგზავრობა შეიძლება ? - იკითხა დუდამ. - რაც გავიგე რომ ორსულადაა, იმის მერე მე ვიყავი 20 ექიმთან ამის ანალიზებით. შეიძლება - ბედნიერებისგან სახეს ვერ აყენებდა გუგა. - მე მგონი ეს ახალი წელი მართლა დაუვიწყარი იქნება. უკვე საუკეთესოა - გაეცინა სანის და ჩახუტებისკენ მოგვიწოდა. რამდენიმე წუთი შეუჩერებლად ვეხუტებოდით ხან ერთმანეთს, ხან სხვებს (ეჰ, კორონა არ იყო მაშინ). ამ საგიჟეშიც კი არ გამოეპარა სანის რა საყვარლად ეხუტებოდნენ ერთმანეთს მარიშკა და დათუნა. - შემახსენე, ურთიერთობას რომ დაალაგებენ, ამ მერვეკლასელურ უხერხულ ჩახუტებებზე უნდა დავცინო - გადმომილაპარაკა და მარიშკა გამოსტაცა დათუნას. - მარიშო, შენ უკვე გაბრწყინებული რატომ ხარ? ჰა, გვყავს კიდევ ერთი რომეო და ჯულიეტა ზედმეტი ტრაგედიის გარეშე? - სანი შენ მაინც რა დაგემართა. - გაებუტა. - თაშკამ თვითონ ვერ მოითმინა და ვითომ ჩვენ გვაბრალებს. აი მე კი მოვითმენ და მოგცემთ შემდეგ წელს სალაპარაკოს 12-ზე რომ დავეტაკები იმ დეგენერატს. - ჩაიქირქილა ძალიან სასაცილოდ. სანის ასეთი მარიშკა ძალიან უყვარდა. პრინციპში ყველას, მაგრამ სანი ყველაზე მეტად ღელავდა ალბათ. მართლა პატარა იყო მარიშკა სანისთვის. რაღაც უმცროს დასა და მეგობარს შორის. ჩახუტებების სერიის შემდეგ, ჩასხდომაც გამოცხადდა. რაღაცნაირად ისე დალაგდა, მე, სანი და დუდა ერთად დავსხედით, თაშკა და გუგა ერთად, მარიშკა და დათუნაც ერთად. ხო, შემთხვევით დალაგდა აი, დავიჯერე რომ სანის ხელი არ ერია ამაში. ხანდახან ძალიან ცანცარა და სასაცილო კაცია სანი. დღემდე სხვათაშორის. ჰო, თვითმფრინავში რომ დავბრუნდეთ, ტყუილად გავაგრძელებ ისტორიას, ჩაფრენამდე ყველაფერი ისე იყო, როგორც შუაღამეს, დაღლილ ადამიანებს და ფრენას შეეფერებოდა. არც ისე ხანგრძლივი ფრენის და ფრენაზე ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ, აეროპორტიდან ძაააააალიან ცივ პოლონეთში გავყავით თავები. ეგრევე თოვლში დავეშვი და ბედნიერებისგან ის ხმა ამოვუშვი, სასურველი რომ არაა ხალხში ამოშვება. - ზაიჩიკ, დაგვადეპორტებენ, ადექი. - წამომაყენა სანიმ სიცილით. - ჩამოსვლის წამიდან შემარცხვენელო, სახლამდე მოგეთმინა. - დუდაც აყვა - აი პოლონეთს რომ ან მთვრალი ხალხით აკვირვებთ, ან ყვირილით, ან სიცილით, ვერ ყოფილხართ სრულ ჭკუაზე. - წამოვდექი ბუზღუნით. - დუდა, ჩემს ჩემოდანს შენ წამოიღებ, რადგან გამაბრაზე! - აი, რა ტყუილად გავიშარე ახლა? სანიმ არ დაიწყო? - უი, მართალია. სანი, შენ წამოიღებ. - წამოვიღებ, რით მაშინებს, თუ არ რცხვენია, ვითომ ისედაც მე არ დავათრევ ხოლმე. - ჰოდა ეგრე. - გამარჯვებული სახით ავხედე. - მერვე კლიასელო - ენა გამომიყო და გაჩერებისკენ წავიდა ჩემოდნებით. ეგეც ჩვენი ტრადიცია იყო, თუ რეისზე არ გვაგვიანდებოდა, არ არსებობდა რომელიმე ქვეყანაში ტაქსი ან მანქანა დაგვექირავებინა. ჯერ ხო არაფერში ვეტეოდით, თან ტრანსპორტით ამდენი ხალხის ერთად სიარული ბევრად სახალისო იყო. ჩანთაში ნომრები მოვჩხრიკეთ, ყველას გვქონდა რამდენიმე და ერთი მაინც ხომ იქნებოდა მოქმედი. მერე გუგლ მეფზე შევამოწმეთ ჩვენს ბუდემდე როგორ მიგვღწია და შესაბამის ტრამში ავბობღდით ჩვენი ჩემოდნებით. მიყვარს შობა და ახალი წელი ევროპულ ქალაქებში. სულერთია რომელი ქვეყნის რომელი ქალაქია, რაღაცნაირი ბუნებრივი ბედნიერება ტრიალებს მაინც ყველგან. პოზნანშიც ასე იყო. ყველა ბედნიერი იყო თითქოს. ეგრევე გადმოგვედო განწყობა,რომელიც ისედაც უმაღლესი გვქონდა. ტრამვაის მომღერალსაც კი ავყევით, რომელიც რა თქმა უნდა სრულიად უცნობ და გაუგებარ სიმღერას მღეროდა. მაგრამ ააააააა-ს აყოლება მაინც ადვილი აღმოჩნდა. ჩასვლიდან ერთ საათში, სახლში მისვლამდე უკვე გვქონდა ათობით ფოტო და ვიდეო. როგორც იქნა მივაღწიეთ. გამქირავებელმა საზეიმო ვითარებაში გადმოგვცა გასაღები და ბედნიერი ახალი წელი გვისურვა. ამოლაგება ყველას გვეზარებოდა, ამიტომ მისაღებში დავსხედით და ცოტა ხნით სიჩუმეში გადავწყვიტეთ დასვენება. თუმცა სადაც უილია, იქ სიჩუმეს რა უნდა. ორი წუთიც არ იყო გასული, მერაია ქერის იმ საშინელი სიმღერის მღერა რომ დაიწყო, რომელიც ყველას გვეზიზღება, მაგრამ მის გარეშე ახალი წელი თითქოს მაინც ვერ მოვა. - გაჩუმდეს ! - ამოიბურდღუნა თაშკამ - გაჩუმდესო . - გაახმოვანა გუგამ - უილი, ყველა გაჩუმდეს გაქვს, გაჩუმდი! - შეუბღვირა სანიმ, მაგრამ უილი ზუსტად იმ წამს მიადგა მისამღერს და რამდენადაც შეეძლო, იმდენად ხმამაღლა დასცხო. - მოდი ყურადღება არ მივაქციოთ და გაჩუმდება, მარიშკას ფეხებზე თავი გადააგდო დუდამ და თითქმის ხვრინვა ამოუშვა. - ადექი რა, ავიდეთ ოთახებში და სულ ცოტა დავიძინოთ თორე ხვალ დავიხოცებით. - შეიშმუშნა მარიშკა. - უპაძელნიკოდ მე შევდივარ ოთახში, დაგასწარით - იყვირა სანიმ - ეგ როგორ ? - გავიკვირვე - მშვენივრადაც. თაშკა-გუგა პირველ სართულზე, მარიშკა და ზაიჩიკა მეორე სართულის განაპირა საძინებელი, მერე დუდა და დათუნა, მერე უილი და ანი და ბოლოს და დააააააააამ, მეეეეეეეეე - მხიარულად შემოჰკრა ხელები. - რა საძაგელი კაცია ნახე რაა. - ავბუზღუნდი. - რამე პრეტენზიებია? - წარბი ასწია. - უიმე, არა, რაც გინდა ის ქენი, წავედი, მეძინება - წამოვიზლაზნე. საძინებლებში ისე გადავნაწილდით, როგორც სანიმ თქვა, პრობლემა არ იყო, ყველა საძინებელი მშვენიერი იყო. არ ვიცი ახალი წლის განწყობა იყო თუ მართლა განსაკუთრებულად მყუდრო იყო ჩვენი სახლი. თბილი, ზომიერად განათებული, საშობაო აქსესუარებით, სახლის პატრონმა ამაზეც იზრუნა. ჩვენი შესაფერისი ნაძვის ხე აკლდა. დიდი და ყველაფერასხმული, როგორც თაშკა აწყობდა ხოლმე. თუმცა თაშკას საზღვრები არ ქონდა, აქაც დაატრიალებდა იგივეს, ზუსტად ვიცოდი. მშვიდად დავიძინე, ისედაც სულ 3-4 საათი მქონდა, დილიდან სიგიჟე გველოდა ვიცოდი. არ ვიცი რამდენი საათი მეძინა, მაგრამ ჩემი ნებით არ გამიღვიძია. ჯერ კარზე გამაყრუებელი ბრახუნი ატყდა, მერე მუსიკა ჩაირთო უმაღლეს ხმაზე და ბოლოს როგორღაც კარი მაინც გააღეს და შემოიჭრნენ. მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერი იყო, მაინც არაა კარგი აზრი დილის მერაია ქერთან ერთად დაწყება. ღმერთო, რამდენი წლის შემდეგ მოგვბეზრდება ეს სიმღერა? ნუთუ არასდროს? მე მაგალითად, მირჩევნია მთელი ახალი წელი ქილერსის სრულიად არასაშობაოდ საშობაო სიმღერებს ვუსმენდე. განწყობაც უფრო მაგრად მოაქვს და თან რაღაცნაირია, ჩვენნაირი. ყველა მეთანხმებოდა, თაშკას გარდა და რადგან მისი აზრი იყო უპირატესი ახალი წლის მოწყობისას, ბევრი წელი ვუსრულებდით ყველა სურვილს. ამასაც კი. - ზაიჩიკ, მარიშ, ახტით რა, ქალაქი გველოდება, უნდა შევაწუხოთ - დუდამ შემანჯღრია - დუდ, გთხოვ, რამდენიმე წუთიც, ვკვდები - ამოვიღმუვლე, მაგრამ წინასწარ ვიცოდი, აზრი არ ექნებოდა. - ზაიჩიკ, სანი მოდის და იცი რაც მოგივა, ჯობს ისე ადგე - ხმა გაიმკაცრა - ვაიმე, სანიიიიი, არაააა, მე უკვე ავდექი - ხმაურით წამოვარდა მარიშკა. იცოდა, სანი თუ შემოვიდოდა, სეზონს მნიშვნელობა არ ქონდა, იქიდან პირდაპირ აბაზანაში აღმოჩნდებოდა, ცივ წყალში. - ახლა ისე მეძინება, სანიც კი ვერ მაშინებს. - ამოვიფრუტუნე. - მაგრამ კარგი, რადგან ისედაც 2 დღე გვაქვს, ვდგები - ავიზლაზნე ძალიან ნელა და უხასიათოდ. - აუუუუ, გთხოვთ ჩქარა ჩაიცვით, უკვე ვიცი სადაც მინდა წასვლააა - შემოვარდა დილისთვის ზედმეტად კარგ ხასიათზე მყოფი თაშკა. - აი ორსულად რომ არ იყოს, ამის თავს ვინ გამომგლეჯდა ახლა? დილის 9 საათზე ბედნიერებები მაკლდა რა! - ნაწყენი დავდიოდი და ტანსაცმელს ვეძებდი. - უიმე, თითქოს მეგონა რენე უშველიდა. მაგრამ ისიც მოიშორა. ეჰ, შვილო, დეიდებს შორის უჟმური უჟმურად რჩება, არ გაგიმართლა. - ვითომ მუცელს ელაპარაკებოდა. - მეორეში გაუმართლა სამაგიეროდ, ტოჟე მნე მძინარე მზეთუნახავი - მარიშკასაც ვუკბინე ბარემ, ჩემი რა მიდიოდა. - მე რაღას მერჩის? მე გავაღვიძე? - დაიბნა მარიშკა - ხომ იცით რომ უმართავია დილით, რას შეუჩნდით, წამოდით სამზარეულოში და ჩამოვა რა - სანიმ ჩაიარა კართან და სხვებიც თან გაიყოლა. – 10 წუთი გაქვს - მაინც გამაფრთხილა და წავიდა. გრილი შხაპი მივიღე, ჩავიცვი ყველაფერი, რაც თბილი მქონდა და მეც სამზარეულოსკენ დავიძარი. - ყავა დამხვდეს კარშიიიიი - ვიყვირე მისაღებიდან - მართლა დაახვედრეთ, სანამ კიდე ერთხელ გადაგვგესლა - ამოილაპარაკა ბარზე გადამხობილმა მარიშკამ - ღმერთოო, როგორ არ მინდა რამე ისეთი ვთქვა, რაც არ უნდა ვთქვააა - ჭერისკენ ავიხედე. - ან, ჩემი აზრით აქვე უნდა გაგაფრთხილო, რომ ზოის დილაობით უნდა ერიდო. - უილიმ გადაულაპარაკა ანის ხმამაღლა. - ხანდახან საღამოობითაც. და კიდე თვეში 5-6 დღე აქვს ეგეთი - დამცინა სანიმ - რა ხდება, 31 დეკემბერს ჩემი გაღიზიანების ხასიათზე რატომ ხართ ყველანი? - მეწყინა. - ჩვენ ყოველდღე შენი სიყვარულის ხასიათზე ვართ, ზაიჩიკ - ჩამეხუტა სანი და გემრიელად მაკოცა. მერე თავისი ხელიდან რამდენიმე ყლუპი ყავა დამალევინა და მეც ვიგრძენი, ნელ-ნელა საკუთარ თავს როგორ ვუბრუნდებოდი. - კარგი, როგორია ჩვენი გეგმები? - ვიკითხე ცოტა აზრზე მოსულმა. - ისე გამოვიდა, მე არაფერი მაქვს დავალებული. რა გინდათ რომ მოვამზადო საღამოსთვის? - იკითხა დათუნამ - მოდი ასე მოვიქცეთ, სადაცაა ნაძვის ხე მოვა ყველა საჭირო აქსესუარით. გუგა და თაშკა დარჩნენ და ააწყონ, თაშკასთვის ძალიან ბევრი სიარული მაინც არ შეიძლება. მანამდე ჩვენ წავიდეთ და საჭმელ-სასმლით ავავსოთ სახლი. და მერე ყველა ერთად გავიდეთ საშობაო ბაზრობაზე, დასალევად, ხმაურის და მაიმუნობის გასავრცელებლად. - ჩამოაყალიბა მარიშკამ. ყველას კი არა, დათუნას უხსნიდა და სხვანაირად ლამაზი იყო ბედნიერი თვალებით. რაღაც მომენტში გამოერკვა და თვალი მოგვავლო ოდნავ შეშინებულმა, ხომ არ გამფაქტესო. სასაცილო ის იყო, ყველა ორაზროვანი ღიმილით რომ მივშტერებოდით. - რა, არა? - იკითხა დაბნეულმა. - მარიშკა, მითქვამს შენთვის ხანდახან იმაზე საყვარელი რომ ხარ, ვიდრე ვინმე დედამიწაზე? - ლოყები დაუწელა დუდამ, მაგრად ჩაკოცნა და თმაც აურია ბონუსად. - რა გეტაკა? - მოიშორა მარიშკამ. კარგად იცოდა რაც ეტაკა - რაც ! - თვალი ჩაუკრა დუდამ. - თავს ნუ დამახოცინებთ ამ 2018 წელს. - გამოსცრა მარიშკამ - კაი, გეყოთ. კარგი გეგმაა. სანამ თქვენ ჰიპერმარკეტს მოივლით, ჩვენ სახლს მოვრთავთ და დანარჩენი ერთად. ვსო, დავიშალეთ - ფაქტობრივად გამოგვყარა თაშკამ. ქურთუკებში გავეხვიეთ და დავუყევით გზას ქალაქის ცენტრისკენ. პოზნანი ისეთი პატარა ქალაქია, თუ სახლი ოდნავ მაინც ცენტრში გაქვს, შანსი არაა ტრანსპორტი დაგჭირდეს, ყველა ტურისტულ ადგილს ფეხით მოივლი. პატარა, საყვარელი და ჭეშმარიტად პოლონური ქალაქია. რას ვგულისხმობ? ყველა მთვრალი იყო. განა იმიტომ რომ ახალი წელი დგებოდა. არა, პოლონეთში სულ ეგრეა. ძალიან მიყვარს. მახსოვს სტუდენტობისას ვარშავაში საუკეთესოდ გავერთეთ დუდასთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ყოველთვის საკმარისი ფული გვქონდა, ვარშავაში ჩასულებმა თავი მდიდარ ტიპებად ვიგრძენით. ყველაფერი იყო ძალიან იაფი, განსაკუთრებით ალკოჰოლი და მოსაწევი. მაგარი იყო სტუდენტობა. უცებ ჩამიარა თვალწინ ყველაფერმა რაც ერთად გამოვიარეთ. ბევრი ქვეყნის ბევრი ქალაქი, მხიარულება, ცუდად ყოფნა და დეპრესიაც, მაგრამ როცა ამას ოცდაშვიდი წლის ასაკში იხსენებ, დამიჯერეთ, სასაცილოდაც არ გყოფნის. ყველაფერში ასე ყოფილა და ახლა თუ ამას ჩემზე ახალგაზრდებიც კითხულობთ, იცოდეთ, რომ რაღაც დროის მერე პრობლემები სასაცილოდაც არ გეყოფათ. არა, არ გაშინებთ, განა იმიტომ რომ წინ უარესია, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ყოველთვის, ყველაფერი რაღაცნაირად მაინც ჩაივლის. ჯერ-ჯერობით ასე მგონია, ცოტა დრო რომ გავა, კიდე შეგეხმიანებით აზრს თუ შევიცვლი ჰო, რას ვამბობდი, რატომ მიყვარს თემიდან გადახვევა?! მოვსეირნობდით ქალაქის ცენტრისკენ, ვიღებდით ფოტოებს, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ძველ დროს ვიხსენებდით. ძალიან,ძალიან კარგი იყო ის ახალი წელი.ახლაც ბედნიერებისგან გამაჟრჟოლა გახსენებაზე. იმდენი სასაცილო ისტორია გავიხსენეთ, გული მტკიოდა სიცილისგან. ანი აბსოლუტურად შოკირებული იყო. თავიდან ალბათ ეგონა, მარტო უილი იყო გადარეული, მოგვიანებით აღმოაჩინა, არც სხვები გამოვირჩეოდით დიდად ადეკვატურობით. სანიც კი, სხვა დროს სერიოზულობის განსახიერება, სკოლის მოსწავლესავით იქცეოდა და მე ძალიან მიყვარდა ასეთი სანი. სასაცილოა არა? როცა სანი სკოლის მოსწავლესავით იქცევა, მაშინაც კი ჩვენზე სერიოზულია, ამას ვის გადავეყარეთ?! - აუ, დათუნ, იცი რა გამახსენდა, მეთერთმეტე კლასში მაკუნამ რომ გადაწყვიტა, დუდა შემიყვარდაო და მთელ სკოლას გააგებინა, შენ რომ დაარწმუნე, ვიცი როგორც უნდა დაკეროო და ორი კვირის განმავლობაში მთელ თბილისში ყვავილებით რომ ასდევნინე. - ღმერთო, საოცრება იყო. ვუთხარი დუდას ბიჭებთან აღიარება უტყდება, თორე გიჟდება ყვავილებზე და სახლში პატარა ბაღიც კი აქვსთქო. მოკვდა საწყალი მაკუნა იმდენი ყვავილი იყიდა. სამაგიეროდ, თბილისის მეყვავილეები აშენდნენ - კვდებოდა სიცილით დათუნაც. - ვაიმე და დუდა როგორ ევედრებოდა შემეშვიო, მაგრამ მაკუნა უმტკიცებდა ძალიან სანდო წყაროსგან ვიცი რომ ეს გიხარიაო - გადაბჟირდა უილიც. - მაშინაც სანიმ მიშველა მე უბედურს, ყველა ჩემს წინააღმდეგ იყავით. ეგ მივაგზავნე, გააგებინე რომ შემეშვასთქო. - ეცინებოდა დუდასაც. - და მეც მივედი და ჩემს პატარა დუდიკას თავი დაანებე, იცოდე ვისას ეხებითქო, საქმე გავურჩიე - გადაიხარხარა სანიმ - აჰა, იმიტომ შეგაქე, რომ ათი წლის მერე გამითხარო საფლავი ? - ვითომ იწყინა დუდამ. - ვაიმე, ზაიჩიკას მართლა ეგრე რომ მოვაშორეთ ვიღაც ანატოლი თუ ევგენი, რა ერქვაა? - უკვე გულ მისდიოდა უილის - ვაიმე, ანატოლი. რა ჯანდაბამ გაგახსენა. მეათეში ვიყავით მაშინ. სახლში რომ მომაკითხა, მამაშენს შენი ხელი უნდა ვთხოვოო. მამაჩემი შოკისგან ხმაჩაგდებული იდგა, მაგრამ რა იცოდა უარესი თუ ელოდა. ეგრევე უკან მოყვა გამოწკეპილი უილი და იმანაც ჩემი ხელი თხოვა, ვაიმეეე - ვერ ვსუნთქვადი. - დათო ძია, ხომ იცი მთელი ცხოვრებაა შენი ქალიშვილი მიყვარს და მე უნდა წავიყვანოო. საწყალი მამაჩემი, სანამ მიხვდა რა ხდებოდა, წნევამ დაარტყა ლამის. - აი მაშინვე ხომ ჩანდა რა უძმესიც იყო დათო ძია? ეგრევე მიხვდა და კი შვილო, უილი, რაზეა ლაპარაკი, ბაღში ხომ დაგნიშნეთ უკვე, რაღად უნდა ხელის თხოვნაო სერიოზული სახით რომ მითხრა. მეც ლამის გული წამივიდა იმ წამსვე - ცრემლებს იწმენდნენ უილიც და ანიც. - ღმერთო, თქვენი ისტორიები არც სრულდება და თან ყველა ერთმანეთზე უარესია ხო ?- ამოილაპარაკა ანუშკამ სიცილებს შორის. - აუ, ანუშ, შენ მარიშკასი არ მოგისმენია ჯერ, ყველა ბომბი მარიშკას უკავშირდება. - სანიმ ბოროტად ჩაიცინა - ისე, მაგარი სასაცილო იყო, დათუნა ეგრევე ანეიტრალებდა ხოლმე ამ ბომბებს სანამ ნახევარი ქალაქი ჩავერეოდით - გულწრფელად ამოიცინა უილიმ და მხოლოდ 2-3 წამიანი დუმილის შემდეგ მიხვდა რაც თქვა. - სულ ეგეთი იყო დათუნა - თმა აუჩეჩა და ყურადღება გადაიტანა სანიმ. - ძალიან მაგარი იყო სკოლა. ცოტათი მომენატრა ახალ ის დრო, ყველა ერთად რომ ვიყავით. - სევდიანად თქვა დათუნამ - ახალი შანსები მოყვება ახალ წელს დათუნ, მაგაზე არ იდარდო - ხელი გადახვია სანიმ და გზა გააგრძელა. ჩვენ ოდნავ ჩამოვრჩით, მე მარიშკას ვუჩქმიტე და აზრზე მოვიყვანე - რატო იქცევი თინეიჯერი შეყვარებულივით? რას ელოდები ? - შევუბღვირე - თუ თაშკა არაა გოიმი, ვიღაც ხომ უნდა იყოს? - ბოროტულად გაიცინა - საძაგელი გოგო ხარ - მეც გამეცინა - ვიცი, ძაან მომწონს მორიდებულად რომაა და თვალს მარიდებს - სიყვარულით გახედა წინ მიმავალ დათუნას. - უიმე, ცოტა რამ მეჯავრება ისე, როგორც დადებილებული შეყვარებულები - ვთქვი ცხვირაწეულმა და ბიჭებისკენ გავიქეცი. სამწუხაროდ დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით ვერ მივედი. არ ვიცი ჩემმა საყვარელმა მარტენსებმა მიმტყუნეს თუ სირბილი ვიცი ასეთი შეუდარებელი, მაგრამ ფაქტია, რომ მარიშკასა და ბიჭებს შორის კივილით დავეშვი მიწაზე. ტკივილისგან ტირილი მომინდა, მაგრამ დიდად არ მიყვარს და მაქსიმალურად ვეცადე თავი შემეკავებინა. სამაგიეროდ ჩემმა მეგობრებმა არ დააყოვნეს და ნაცვლად დახმარებისა, გაშეშნდენენ და გამაყრუებელი სიცილი დაიწყეს. იმდენად ხმამაღლა და არაადეკვატურად იცინოდნენ, სერიოზულად მივიქციეთ ხალხის ყურადღება. უცნობები დასახმარებლად მორბოდნენ, ჩემი მეგობრები კი იდგნენ და იჭაჭებოდნენ. არა, უფრო ისინიც იწვნენ. ადრე სადღაც წავიკითხე, მეგობარსა და ნამდვილ მეგობარს შორის განსხვავება ისაა, მეგობარი ეგრევე მოვარდება და მოგეშველება, ნამდვილი მეგობარი კი ჯერ გაიფხრიწებაო. მადლობა უფალო ნამდვილი მეგობრებისთვის, მაგრამ ხანდახან ვითომ არ არიან ისე მოიქცნენ, თუ შეიძლება. ანი გამოიწია ჩემს წამოსაყენებლად მაგრამ მაშინვე შეაჩერეს. - დაიცა რა ან, ჯერ ფოტოები გადავუღოთ რაა - უილიმ ტელეფონი ამოაძვრინა. - გველები გაგზარდეთ უბეში - აზლუქუნებამდე წამები რჩებოდა, ვგრძნობდი. - კაი, გვეყოს, სიცილიც აღარ შემიძლია. - ახლა დათუნა გამოიწია. - არ მომეკაროთ, გამყიდველებო, ჩემით ავდგები. -ხელი მოვიშორე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე. - კაი რა, ნუ ახურებ, შენც იგივეს იზამდი. მოდი აგაყენო. - სანიმ ხელი გამომიწოდა. ზუსტად იმ წამს არც ისე მზაკვრული, მაგრამ შურისძიებისთვის იმ მომენტში საკმარისი აზრი მომივიდა. სანის ხელი ჩავკიდე და წამოდგომის ნაცვლად, ზედ დავიმხე. კი, ეს ყველაფერი შუა ქუჩაში ხდებოდა, ძალიან ხალხმრავალ ადგილზე, მაგრამ არავის გაკვირვებია, პოლონეთს მეტი უნახავს, მჯერა. - კარგი რა, რა ბოროტი ხარ. - ახლა დამჯდარი იცინოდა სანი. - ვახ, ნეტა არ მოვკვდე თორმეტამდე ამდენი სიცილისგან - მუცელზე ხელებს ისვამდა დუდა. - კაი , გვეყოს თორე აქ ჯდომაში დაღამდა მართლა, მაიტა ხელი ავდგე - სანიმ ხელი გაუწოდა. - აუ, დაიცა რა. მოდი თალგამი გავაკეთოთ - აყვირდა უილი - რა თალგამი? - ვერ გაიგო ანიმ - აი ის, ყველა ერთს რომ ექაჩება რა. ოღონდ ჩვენ ორს ამოვათრევთ - თავის ხუმრობაზე იცინოდა გიჟივით უილი. - ფუ, ეს მართლა დეგენერატია - ხელი აიქნია დუდამ და წამოგვაყენა. - უიმე, მოხუცდით და მუღამი დაკარგეთ გართობის. - იწყინა ყველაზე საეჭვო გონებრივი მონაცემების უილიამმა არა მარტო ბარათაშვილებს, არამედ მთელი ქვეყნის უილიამებს შორის. - ოე, კალდევეი-პოუპ, მორჩა ღადაობა. სასწრაფოდ ვიყიდოთ ყველაფერი, სანამ ორსულობაში ორჯერ უფრო ჭირვეული არ დაგვხვდა გაგიჟებული - დასერიოზულად სანი. მოკლედ, გამოვზიდეთ ჰიპერმარკეტი, ვიყიდეთ ყველა დასახელების ალკოჰოლი, ტკბილეული, გამოვიარეთ რესტორანში, რომელიც უბრალოდ გარედან მოგვეწონა და უამრავი მზა საჭმელი წამოვიღეთ სახლში. ყველაზე სახალისო ქართული მაღაზიის დანახვა იყო. ხაჭაპური და თონის პური ეწერა პოლონურად. ისე მივცვივდით, გეგონება საქართველოდან ასი წლის წამოსულები ვიყავით და სახლის გემო გვენატრებოდა. ვიყიდეთ ბევრი ხაჭაპური და ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით სახლში. კარი შევაღეთ თუ არა, რაღაც მომაჯადოვებელში ამოვყავით თავი. განა რამე განსაკუთრებული იყო, უბრალოდ იყო ყველაფერი, რაც გვიყვარდა. ამიტომ იყო ყოველთვის თაშკა ორგანიზატორი. მას არასდროს ავიწყდებოდა რომელიმეს საყვარელი დეტალი, ყველაფერს ითვალისწინებდა და ყველას გემოვნებას არგებდა (მუსიკის გარდა). განათებული სახლი, ულამაზესი ნაძვის ხე, სითბო და სიყვარული, რომელსაც თაშკა და გუგა ასხივებდნენ. ეს იყო ყველაფერი, რაც იმ მომენტში მჭირდებოდა. რაღაც მომენტში, თვალები ცრემლებითაც კი ამევსო. ძალიან მელამაზებოდა ფეხმძიმე თაშკა. გარდა იმისა რომ ის ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, ეს პირველი ბავშვი იყო ჩვენს სამეგობროში. ჩვენს ოჯახში. ვხედავდი უკვე, როგორ ვანებივრებდთ ყველანი, როგორ ვუსრულებდით ყველა სურვილს ჭირვეულ დედას და შემდეგ პაწაწინა ადამიანს. მხოლოდ იმ მომენტში გავიაზრე, რომ უკვე საკმარისად დიდები ვიყავით, რომ გვქონოდა ოჯახები, გვყოლოდა შვილები, გვეზრუნა სხვებზეც ერთმანეთის გარდა. ოდნავ შემეშინდა, შემეშინდა იმის, რომ შეიძლებოდა სხვაზე გადატანილი ყურადღება ერთმანეთისთვის მოგვეკლო. რამდენად ეგოისტურად ჟღერს ზრდასრულ ადამიანისგან, არა? კი, ნამდვილად. და ზუსტად ათი წამი გახდა საკმარისი იმისთვის, რომ მე თვითონ მეპასუხა საკუთარი უაზრო ეჭვისთვის. გადავხედე ჩემს მეგობრებს და იმ წამს ყველას თვალებში ის სიყვარული დავინახე, რაც ჩემს გულში ხდებოდა. ეს იყო ის, რის გამოც ჩვენ სულ ვიქნებოდით> არ არსებობდა არანაირი ეჭვი. - ხალხო, ასე არ შეიძლება. მომავალ წელს რაღას ვაპირებთ? - მონუსხული დავრბოდი ოთახიდან ოთახში. - მომავალ წელს ბავშვიანი ვიქნები, შესაფერისის დაგეგმვა მოგვიწევს - გუგას მოეხვია თაშკა. - წარმოგიდგენიათ სამეგობროს ერთადერთ ბავშვს რას დავმართებთ? - აღფრთოვანებული იყო უილი. - მე უკვე შევუკვეთე ამაზონზე ყველაფერი რაც მომეწონა. - სქესს მაინც დალოდებოდი - დასცინა გუგამ. - შენ თვითონ დაელოდე, მე ყველაფერი უნისექსი გამოვუწერე რა - ცხვირი აიბზუა უილიმ - ბავშვს არ გაგამასხარავებინებ იცოდე. - თითი დაუქნია თაშკამ - ენბიეის, მარველის და დისნეის ყველა ლამაზი ნივთი თუ გამასხარავებაა, კი ბატონო. ანი, წამო დავეწიოთ და ჩვენს ბავშვს გამოადგება. - ძალიან სერიოზულად უთხრა ანის, რომელსაც ფერები გადაუვიდა. - რა იდიოტი ხარ - ხელი ჰკრა. - ბავშვი არ გინდა? - გაიოცა - აქ და ახლა, უილიამ? - წარბი ასწია ანიმ - კარგი, თბილისში იყოს - ვითომ დანებდა მხრების აჩეჩვით. - დეგენერატია შვილო ბიძაშენი, ამასთან ცოტა დროს გაატარებ. - მუცელს გამოელაპარაკა გუგა - რომ შევეშვათ იმ ბავშვს მუცელში და ჩვენს საქმეს მივხედოთ? რვა თვე იქ იჯდება ეგ. ჩვენ კიდე რამდენიმე საათი გვაქვს. - მომბეზრდა უკვე. - დეიდას უკვე თავი მოაბეზრე შვილო. - ეწყინასავით თაშკას. - დედაშენი სულ გამოშტერდა, მაგრამ ვაპატიებ. - ხელი ავიქნიე. - რას ვაპირებთ ახლა? - ახლა ყველანი ყინულის მოედანზე წავალთ. ცოტას ვისრიალებთ. მერე სავაჭრო ცენტრი მოვირბინოთ, მერე საშობაო ბაზრობაზე ცოტა დავლიოთ და ამასობაში სახლში დაბრუნების დროც მოვა. - ისევ სანიმ ჩამოგეგმა. - იმენა თავიკაცია რა - ხელი დაჰკრა ბეჭზე დუდამ. - შენს ქელეხს ნუ დამაგეგმინებ, დუდიკ - კბილებში გამოსცრა სანიმ. - ყველაფერი კარგია, მაგრამ იქნებ დამლეწოთ ახლა ამ ყინულზე. - ამოიბუზღუნა თაშკამ - თაშ, ჩემს თავზე ვიღებ შენს უსაფრთხოებას - დათუნამ შეაგულიანა. - ეს ოქროსავით ბიჭი ამდენ ხანს სად გვყავდა? - დათუნას ჩაეხუტა თაშკა. - განდევნილი იყო - გაეცინა დუდას. - სეი ლა ვი - მხრები აიჩეჩა მარიშკამ და დათუნას თვალი ჩაუკრა. აქ რამე გამოვტოვე თუ? - უკაცრავად? - წარბი ასწია დათუნამ. - არაფერია დათუნ, ქართულადაც გეტყვი. ასეთია ცხოვრება-მეთქი - გაუმეორა მარიშკამ და გვერდულად გაუღიმა. - ამათთან რამე გამოვტოვეთ უკანასკნელ 2 საათში თუ რა ფარიკაობა ამიტეხეს აქ? - გადმომილაპარაკა დუდამ. - დასაცინების სიას მიამატეთ ეს ამბები. - ახლა სანის გადავუჩურჩულეთ და სამივე ავხარხარდით> - წარმოდგენაც არ მინდა რაზე იცინით. - შემოგვიბღვირა მარიშკამ. - ოუ, დამიჯერე, არ გინდა - დავეთანხმე. - საძაგელი ხალხი ხართ. - გაიბუსხა. - შენ კიდე უსაყვარლესი მერვე კლასელი - სანიმ შეუღიტიდა და ააყვირა. - გეყოს, სანჩიიიკ - ხვანცალებდა მარიშკა. - კაი, გვეყოს მართლა, პოზნანში ვართ, ასე ხომ თბილისშიც ვისხედით ? - თაშკას აცმევდა ფეხზე გუგა და თან ლაპარაკობდა. - მიყვარს სიძეებს რომ ვეთანხმები. დავაი, სასწრაფოდ გარეთ! - იყვირა უილიმ და გარეთ გაგვყარა ყველანი. ის დღე იყო ულამაზესი. ბევრი ვისეირნეთ, უამრავი მაღაზია დავათვალიერეთ და სუვენირებით ავავსეთ ორი ჩემოდანი, საშობაო ბაზრობაზე უგემრიელესი დესერტები ვჭამეთ და ბევრი გლინტვეინი დავლიეთ. ვიცეკვეთ, ვიმხიარულეთ. დამეფიცება, იმ წამს თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა. არ მახსოვდა უფრო ბედნიერი არც ერთი დღე, არა თუ ახალი წელი. რაღაც მომენტში რენე გამახსენდა და გული დამწყდა რომ ჩვენთან არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვნება და ცეცხლი არ გაჩნდა, მე რენე ძალიან მომწონდა და მინდოდა ახლოს ყოფილიყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამდენი ლამაზი რამე ხდებოდა ირგვლივ. გადავწყვიტე ფეისბუქზე მიმეწერა. - ძალიან გული მწყდება აქ რომ არ ხარ. - მივწერე და გულიც ამიჩქარდა, ვითომ დიდი რამე იყო. ცოტა ხანში პასუხი დამიბრუნა: - მეც, ზოი. მართლა რაღაცები გადალაგდა, არ მინდა იფიქრო რომ წინა თითქმის ჩაშლილი უიქენდის გამო გადავიფიქრე. რომ ჩამოხვალ, აგიხსნი. - ასახსნელი არაფერია, მიხარია თუ ჩემზე ნაწყენი არ ხარ. მიუხედავად ყველაფრისა, მე არ მინდა შენთან ურთიერთობის გაწყვეტა, რენე. - არც მე. დამშვიდდი, სანერვიულო არაფერია. არც პატარა ვარ და არც უიმედოდ შეყვარებული. ძალიან მომწონხარ, მაგრამ უკან დახევაც შემიძლია, ჩვენს შორის მეგობრობა არ გამოვა და ასე ვერასდროს შემოგხედავთქო რომ გითხრა, ძალიან სასაცილო ვიქნები. გილოცავ ახალ წელს, ზაიჩიკ. გკოცნი და თბილისში გნახავ. - მეც გილოცავ, ზელვეგერ. მიხარია რომ გაგიცანი. -მივწერე და კიდევ უფრო კმაყოფილი და ბედნიერი შევუერთდი დანარჩენებს. - რატომ ბრწყინავს ზაიჩიკა? - ხელი მომხვია სანიმ - ძააან ბედნიერი ვარ სანჩიკ, რა მაგარია თქვენ რომ მყავხართ - მაგრად შემოვხვიე წელზე ხელები და მისი სურნელი შევისუნთქე. ჩვენი სამეგობრო ნამდვილად იყო ოჯახი. დიდი და ლამაზი ოჯახი. მაგრამ სანი იყო სახლი. მხოლოდ მისი სურნელის შესუნთქვისას ვგრძნობდი თავს ჩემი სახლის ყველაზე მყუდრო ადგილზე მოკალათებული. - ძაან მიყვარს შენი სუნი - ამოვიბუტბუტე. - გაჩუქებ ჩემს სუნამოს - გაეცინა. - სუნამო არა, დებილო. შენი სუნი - დავუზუსტე ვითომ. - ვიცი, მაინც გაჩუქებ. - მაკოცა თავზე. - მაქვს ისედაც. - ჩამეცინა. - რატომ? - გაუკვირდა. - თუ მიყვარს, რატომ არ მექნება? - გავიკვირვე მეც. - რა სასაცილო ხარ ხანდახან - თმა ამიჩეჩა. - შენ კიდე ახლაც ბავშვივით მექცევი და მწყინს - მართლა მეწყინა. - ვერ ხარ ხო? - უფრო გაუკვირდა ამჯერად. - კაი, ვიხუმრე - გადავიტანე ყურადღება. მაგრად მეზარებოდა კამათი ამ აბსოლუტურ სისულელეზე. - არ იხუმრე, მაგრამ კარგი, ახალი წელია. - თავი დამიქნია. - ვერ ვიტან, რომ მოტყუების საშუალებას არ მაძლევ. - მე კიდე ვერ ვიტან რომ იბუტები. - სახე დამიკოცნა და ცეცხლისკენ წამათრია, რომელიც საშობაო ბაზრობის ცენტრში იყო გაჩაღებული . ირგვლივ ძაალიან ბევრი ხალხი ირეოდა, მაგრამ ცეცხლთან შემოკრებილ ხალხს არ ადარდებდა არც ხალხმრავლობა, არც ხმაური და არც სიცივე, რომელსაც ის ცეცხლი ვერ ანეიტრალებდა. ჩვენც შევუერთდით ცეცხლის ჯგუფს ჩვენი გლინტვეინებით ხელში. ვუსმენდით როგორ საოცრად მღეროდა პატარა გოგონა პოლონურ სიმღერებს და მონუსხულები მივჩერებოდით ცეცხლის ალს. - ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს, მეგობრებო - გავიგონე უილის ხმა. - ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს - დაეთანხმა დათუნა და მარიშკას გახედა წამით. - კარგი, ყველა სიყვარულს გაუმარჯოს - გაიკრიჭა თაშკა და მარიშკას მუჯლუგუნი ისე კრა, არავის გამოგვრჩენია. - უიმე, კარგი ჰო, გაუმარჯოს ყველა სიყვარულს და მორჩით ამ გადაკრულ ლაპარაკს, მეც ხომ ადამიანი ვარ? დავიტანჯე - წამოიყვირასავით მარიშკამ, გლინტვეინი სანის მიაჩეჩა, დათუნას მივარდა და ისე დაეტაკა, წამით მუსიკაც კი შეწყდა. ღმერთო, ეს კადრი ალბათ თვალიდან არასდროს ამოვიდა. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდით. ვიდექით პირდაღებული და ვუყურებდით გაშეშებულ დათუნას, რომელიც საპასუხო კოცნასაც კი ვერ ახერხებდა დაბნეულობისგან. - მააარიშ... - ამოილუღლულა როცა მარიშკა მოშორდა. უბრალოდ სახელი და მეტი არაფერი. - სერიოზულად? ამ წამს ყველა ჩემი მეგობრის და ნახევარი ქალაქის დასანახად გაკოცე, იდიოტო - გადაირია მარიშკა. - ეს .. - კიდე ბურდღუნებდა დათუნა. - ამას ვერ ავიტან - თვალები ცრემლებით აევსო თაშკას და დათუნას მივარდა. - გაკოცა, დათუნ, გაკოცა. კიო, კიო. - და მარიშკასკენ უბიძგა ისევ. სულ რამდენიმე წამი დასჭირდა დათუნას გასააზრებლად. მერე ყურებამდე გაიღიმა, მარიშკას წელზე ხელი მოხვია და კოცნის მეორე სერია შემოგვთავაზა. და ჩვენც ზუსტად იმ წამს მოვახერხეთ აზრზე მოსვლა და დავცხეთ ყვირილი, რამდენადაც შეგვეძლო. რა თქმა უნდა ირგვლივ მყოფებს წარმოდგენა არ ქონდათ, რას ვლაპარაკობდით, მაგრამ რაღაც დიდის და ლამაზის მომსწრე რომ გახდნენ, ჩვენი რეაქციებიდან მიხვდნენ და იმათაც ტაში შემოგვაშველეს. ვყვიროდით, ვუსტვენდით, ტაშს ვუკრავდით და კარგი,ჰო, ცოტას ვტიროდით კიდეც. (ნუ, მე და თაშკა) - გული რომ გამისკდეს ახლა ბედნიერებისგან - გულზე ხელი ვიტაცე. - ვაიმე, ზაიჩიკ, შეიძლება ეგრევე ზედ მოგყვე, ეს რა ვნახე - დუდაც კი ცუდად იყო ემოციებისგან. - ჩემი მარიშკა, ჩემი გოგოოოო - ზლუქუნებდა თაშკა - თაშ, შენ მე ჩამეხუტე, ნუ ტირი ამდენს. - გუგა მოეხვია უკნიდან და მისი დამშვიდება სცადა. - გუგ, შენ რომ იცოდე ახლა რა მოხდა. - მხარზე მიეყრდნო თაშკა. - ის რაც უნდა მომხდარიყო. - ყელში აკოცა და ხელები მუცელზე შემოხვია. - გუგ, მადლობა რომ გიყვარვარ. - შემობრუნდა თაშკა და ცრემლიანი თვალები მიანათა. - ხანდახან ისეთი დეგენერატი ხარ, მინდა დაგახრჩო. - თვალები აატრიალა გუგამ და ტუჩებზე დააცხრა. - უიმე, რამე ჩელენჯია? კაი, ჩავერთვები. - ვითომ არ უნდოდა უილის და ისე ეცა ანის, სიცილი ვერ შევიკავე. - სიყვარულის პერედოზი მაქვს - თვალები ავატრიალე და ჩემს „მარტოხელა“ ბიჭებში ჩავდექი. - ჩვენ რა ვქნათ ბიჭებო? - ფეხის წვერებზე დავდექი და ძლივს გადავხვიე მხარზე ხელი სანის და დუდას. - ჩვენ რავი, დავლიოთ, სხვა რა დაგვრჩენია. - ამოიოხრა დუდამ და გლინტვეინი მოსვა. - ცალმხრივად შეყვარებული პოეტივით რატო მეტყველებ? - წარბი ასწია სანიმ - ბიჭო, ცალმხრივად მაინც ვიყო, მომწყინდა რაღაც. - შენ თუ ვინმე შეგიყვარდება, 25 მაისივით დავთვრები. - ვთქვი მე. - თითქოს ყოველ კვირას ისედაც ეგრე არ თვრებოდეს. - გადაულაპარაკა დუდას სანიმ. - გავიგონე! - თეძო გავკარი. - ხმამაღლა მაგიტომ ვთქვი, ზაიჩიკ - წელზე მომვარდა, მაღლა ამწია და ცეცხლისკენ გამაქანა სანიმ. - წამო, შეგბოლო. - დამსვი რა, ცეცხლის სუნი ამივააა - ფეხებს ვაფართხალები. - ზუსტად შენი წონის ფეხსაცმელს რატომ იცვამ? გამხდარი ხარ და ამხელა ბატინკები გამძიმებს. - ხვნეშით დამსვა. - ადვილად რომ ვერ გამიტაცონ, სან - გავიკრიჭე. - საჩხუბრად თუ გაიწევ, ისედაც ვერავინ მოგიტაცებს, ზაიჩიკ. - გადაიხარხარა. - რა გაგახსენდა, შე საძაგელო? - თვალები დავაწვრილე. - ბათუმი. 2012 წელი - ნელა და პოეტურად წარმოთქვა სანიმ. - არააააააა - ყურებზე ხელი ავიფარე. - ზოი და თაშკა სეირნობენ სანაპიროზე. გვერდიდან ვიღაცამ არც ისე მიმზიდველი კომპლიმენტი გაიმეტა... - აგრძელებდა და თან კვდებოდა სიცილით. - კარგი რააა, ღირსი იყო. - გავებუტე. - სანამ თაშკა თავის უბასრეს ენას მოიშველიებდა ბიჭების გასალანძღად, გამოიცანით ვინ დაასწრო? დიიიახ, დიახ, ქალბატონი მძიმე წონაში მოჭიდავე ზოი მივარდა ზემოთხსენებულ ყმაწვილს და ულამაზესი მოგვერდით დააგდო მიწაზე. - უკვე გამაყრუბლად ხარხარებდა. - მე მაინც ვერ ვხვდები, სასაცილო რა არის. შე სექსისტო, გოგოების ჩხუბი არ მოგწონს ხო? - შევუტიე. - არ მომწონს? უფრო ვაღმერთებ. არასდროს დამავიწყდება ის ულამაზესი დღე. - არ ჩერდებოდა. - არც მე. - ვთქვი ჩუმად. - არც იმ ბიჭს. - დაამატა. - კარგი, მორჩიი - გამეცინა ამაზე მეც. - კარგი, წამო შეყვარებულებთან შერჩენილ დუდას ვუშველოთ. - ისევ ჯგუფისკენ დავიძარით. - დუდ, წამო მოვტყდეთ, გინდა? - გადავუჩურჩულე. - ვინმემ რომ მკითხოს, მილიონი დოლარი თუ აქედან გაქცევაო, აქედან გაქცევას ავირჩევდი - სასწრაფოდ უკან მიგვაბრუნა. - გვრიტებო, ჩვენ ცოტას გავივლით მარტოხელების თავშეყრის ადგილისკენ და სახლში გნახააავთ. - მივრბოდი და თან ვყვიროდი დანარჩენების მისამართით. - გაზღვევინებ, ზანდუკელო - თაშკას ყვირილი ჩამესმა და ამით მორჩა, დავაღწიეთ თავი. - აუ, ჩემს საყვარელ ბარში წაგიყვანთ რააააააააააა. - შევეხვეწე ბიჭებს. - დაიცა, ორი დღით იყავი ქალაქში და საყვარელი ბარიც გაქვს? - მკითხა დუდამ. - კი, წარმოიდგინე როგორ დამამახსოვრა თავი. აქვე უნდა იყოს როგორც მახსოვს, ნეტა ისევ ფუნქციონირებს? მოდი დავგუგლოთ - ტელეფონში ჩავხტი. - რამ დაგამახსოვრა კი მაგრამ? - დაინტერესდა სანი - ძალიან დიდი ციხესიმაგრე თუ რაღაც ეგეთია, რა შენობაა არ მახსოვს. ჰოდა იმის ქვეშ არის. სასაცილოა, მაგრამ პოლონური არა, ირლანდიური ბარია. - გამეცინა. - აუ, ხო იცი სადაც ჩავდივარ, ერთი ირლანდიური პაბი მაინც რომ არ „მოვილოცო“ შანსი არაა. გაასწორააა - ტაში შემოჰკრა დუდამ. - ჰოდა აქ წახვალ ერთ-ერთ ყველაზე მაგარში. მენდე. - წარბები ავათამაშე. - მაგრამ ირლანდიურიდან სახლამდე ფხიზლები მივალთ? - შეფიქრიანდა სანი. - სხვებსაც დავურეკოთ და იქ მოვლენ - შევთავაზე. - კაი, დათუნას აქვს რაღაც ნომერი ჩართული, იმას დავურეკავ. - სანიმაც დაიწყო ნომრის ძებნა. დუდა უბრალოდ იდგა და ადგილზე ცეკვავდა. - დათუნ, მისამართს მოგწერ და იქ მოდით, დაიკიდეთ სახლი. გვიან მივბობღდეთ, ან შეიძლება აქვე შევხვდეთ ახალ წელს და სახლი ხვალ იყოს. - უთხრა სანიმ. - მაგრამ საჩუქრებიიიი ? - მარიშკას ყვირილი ისმოდა იქიდან. - მარიშ, აირჩიე, ირლანდიური დღეს და საჩუქრები ხვალ თუ საჩუქრები დღეს? - ზუსტად დაუსვა სანიმ იმაზე, რასაც წამოეგებოდა. - რა შეკითხვაა, ირლანდიური დღეს და ხვაააალ - ყვიროდა მარიშკა. - ვსო, ეგაა. ჩვენ 15 წუთში მივალთ უკვე, იქ მოდით. - გაუთიშა სანიმ და მეფს გავყევით. - ღმერთოოოო, ბევრი გინესი და უფრო ბევრი გრინ დუბლინიიიიი - ვყვიროდი და ცეკვა-ცეკვით მივუყვებოდი გზას. - და ეჭვი მაქვს საფირმო მთვრალი ცეკვაც - გაეცინა სანის. - ღვიძლი რომ დაგვეშალოს? - ვითომ სერიოზულად იკითხა დუდამ. - არაა გამორიცხული - დაუდასტურა სანიმ. - დაიკიდეთ, 1-2 დღე და მერე დავისვენოთ დიდხანს. - ხელი ავუქნიე. - კარგი, მერე დავისვენოთ დიდხანს. სამი დღე. -დამეთანხმა დუდა. - ააააა, მოვედით, ნახეთ რა მაგარიააა. - პოზნანის ერთ-ერთი უცნობილესი სასახლის წინ ვიდექი. (The Imperial Castle) . აზრზე ხართ, 1910 წელს გაიხსნა და დღეს მის ერთ ნაწილში პაბია. - გამეცინა მე - აი აქედან რომ ვუყურებ, ვერ წარმომიდგენია რომ შიგნით სვამენ - გადაიხარხარა დუდამ - გვერდიდანაა შესასვლელი, წამო, შემოვუაროთ - ვუბიძგე ბიჭებს და იქით წავიყვანე, სადაც შესასვლელი მახსოვდა. თვითონ პაბი იმდენად შიგნითაა, გარეთ ხმა დიდად არ ისმის. კარგად რომ მივუახლოვდით იმ ფლიგელს მხოლოდ მერე გავიგონეთ მუსიკის და ხალხის ხმა. - აა, ძაან მაგარია - აღფრთოვანებული იყო დუდა. - მოგვაგნებენ? - იკითხა სანიმ. - რუკა აქვთ, ვისაც არ უნდა კითხოს, ისიც მოასწავლის. ნუ, თუ ფხიზელი იქნება - სწრაფად ვუპასუხე და შიგნით შევვარდი. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ქვეყანაში ძალიან კარგი გასართობია ირლანდიური პაბი. თან მართლა ყველგანაა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი საყვარელი 3 ბარიც კი მაქვს მსოფლიოს მასშტაბით (ნუ, სადაც ვყოფილვარ) და მათგან თვითონ ირლანდიაში არცერთია. (კი, ირლანდიაში ბევრში ვყოფილვარ). ალბათ იმიტომ, რომ ისინი სტანდარტულად ერთობიან, ირლანდიურად. სხვადასხვა ქვეყანაში კი მათი ტრადიციები სხვადასხვა ჭკუის ხალხშია გაბნეული და უფრო საინტერესო გამოდის აშკარად. თავისუფალი მაგიდის პოვნა ძალიან რთული აღმოჩნდა 31 დეკემბერს. ბევრი ვეხვეწეთ და რაღაც პატარა კუთხე გამოგვიყვეს, სადაც რა თქმა უნდა ვერ დავეტეოდით, მაგრამ არ გვაინტერესებდა, მაინც ძირითადად ბენდის წინ ვიდგებოდით და ღრიალით ავყვებოდით, ვიცოდი. ბართან უსასრულო რიგი იყო, ამიტომ დუდა და სანი ცალ-ცალკე ჩადგნენ სხვადასხვა ბარმენთან, რომელსაც უფრო ადრე მოუწევდა, ის გამოიტანდა სასმელს, ან უკეთეს შემთხვევაში ორივე. მე ჩვენს კუთხეს ვიცავდი. სასმელზე ადრე, დანარჩენები მოვიდნენ. - ძლივს მოვაგენით შესასვლელს. ღმერთო, რა ადგილია?! - აღფრთოვანებული იყო მარიშკა და თან დათუნას არ აშორებდა ხელს. გამეცინა, ძალიან საყვარლები იყვნენ. - ზოი, აი ამ ქალაქში მაინც საიდან იცოდი ბარი - გაეცინა გუგას. - სულ ორი დღით ვიყავი ადრე, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ხომ არ გეპარებოდათ? - ვიამაყე. - ნუ, სასახლეში დასალევი პონტის ნახვას, მარტო შენ მოახერხებდი, კი - დამეთანხმა სიცილით. - სასმელი მოვიდააააააააა - დუდა შემოგვიერთდა ყვირილით. ხელში 4 ჭიქა ეჭირა და უკან ორი ბარმენი მოყვებოდა 6-6 ჭიქით. - რა უბედურებაა? - თვალები გადმოსცვივდა თაშკას. ვითომ ორსულად რომ არ იყოს, ვინმე დაასწრებდა - თაშ, გაგითვალისწინე და სპეციალურად შენთვის რაღაც უგემრიელესი უალკოჰოლო გავაკეთებინე . - სანიც მოვიდა თავისი ჭიქებით> - სანი, ქმარს გავშორდები და გამოგყვები. ჩემო იდეალურო - მივარდა თაშკა და გამოგლიჯა ჭიქა. - მადლობა, თავს შევიკავებ - გაეკრიჭა სანი. - აჰა, ეგრევე არაიდეალური გახდი, პაკა - ზურგი შეაქცია თაშკამ. ამ დროს სცენაზე ბენდის წევრები გამოცვივდნენ. რა თქმა უნდა გიჟებივით გამოიყურებოდნენ, სხვანაირს ვინ ელოდა? ეგრევე ახმაურდა ყველა და იმათაც დასცხეს. თუ რამე ჰიტი მოგისმენიათ რომელიმე პაბში, ყველაფერი იმღერეს, ზედ პოლონურებიც დააყოლეს და აბსოლუტური ქაოსი მოაწყვეს. ცეკვავდა და მღეროდა ყველა. სულერთი იყო ტექსტი იცოდა თუ არა, ყველა მღეროდა. 12 საათი რომ მოახლოვდა, სცენიდან გაგვაფრთხილეს, ყველას ერთდროულ ყიჟინას ეს ასი წლის სასახლე ვერ გაუძლებსო და გარეთ გამოვედით. ძალიან ლამაზი მომენტი იყო. როგორც სჩანს, ხალხი საკუთარი სახლებიდანაც გარეთ გამოვიდა. სავსე იყო ქუჩა, სამანქანო გზაც კი. მართალია ცოტა მანქანა მოძრაობდა, მაგრამ ისინიც კი გაჩერდნენ, მანქანებიდან გადმოვიდნენ და წუთების ათვლა დაიწყეს. - ხალხო, არ მჯერა რომ ასე მაგრად ვხვდებით ახალ წელს - უბედნიერესი იყო მარიშკა და დათუნას ეხუტებოდა. - მე ხო მითუმეტეს - გაეცინა დათუნას. - დათუნა ინწკირველო,აიხდინე ხო მთელი ცხოვრების ოცნება ? - მხარი გაჰკრა დუდამ. - მაგარი მიზანდასახული ვარ - ეცინებოდა ისევ დათუნას. - მიზანდასახული კი არა დებილი ხარ, შე საცოდავო, მაგრამ მაინც გვიყვარხარ. მარიშკას ხო ვაბშე. - დასცინა უილიმ და სასმელი მოიყუდა. - რა საძაგელი ბიჭი ხარ - უჩქმიტა ანიმ. - შენ ფრთხილად იყავი, ცოლად არ მოგიყვანო აქვე. - დაემუქრა უილი. - ღმერთო, მართლა იდიოტი ხარ მგონი და ზუსტად მაგიტომ ვერ ეღირსები. ნუ, შემდეგ ახალ წლამდე მაინც - აკოცა ანიმ სიცილით. - თუუუ მაჩ ლააავ ვიიილ ქიიილ იუუუუ - მღეროდა აბსოლუტურად შეუსაბამოდ დუდა. - შურიანებისთვის და ბოღმიანებისთვის დაგიჯავშნე ადგილი ჯოჯოხეთში, დუდიკ - გადმოსწვდა უილი. - იმედია გამოშტერებულების გვერდითაა, იქაც მინდა გიყურო, ჩემო მარადიულო სიყვარულო - გადმოსძახა დუდამაც. - არ შემიძლია ეს პინგ-პონგი. წამები აითვალეთ ბლიაააად - შეუბღვირა სანიმ - ათიიიი - იყვირა თაშკამ - ცხრაააააა - თან დრო არ დაკარგა და ეგრევე მოეხვია გუგა. - რვაააააა - უილიმ გააგრძელა. - შვიიიდიიიი - სასმელი მოიმარჯვა ანიმ. - ექვსიიიი - ზურგზე შემოახტა დათუნას მარიშკა. - ვაიმე ხუთიიიი - ვითომ ძლივს ამოიყვირა დათუნამ და ამაზე ყველას გაგვეცინა. - ოოოოოთხიიიიი - დუდამ შუშხუნა მოიმარჯვა. - სამიიიიიი - სანიმ ხელი ჩამკიდა, მე დუდას, დუდამ დანარჩენებს. - ორიიიიიი - დავამატე და წრე შევკარით. - ეეეეერთიიიიიიიი. გილოცააააააააააააააააააავთ. - ვიყვირეთ ყველამ ერთად და ტრადიციული ბუჩქი გავაკეთეთ. ყვირილში და მილოცვებში დადგა 2019 წელი. აფეთქდა მთელი ქალაქი, ამღერდა ყველა ვისაც შეეძლო. ზუსტად იმ დროს, როცა საერთო შეძახილით მივულოცეთ ერთმანეთს, სადღაც შორიდან, მაგრამ მაინც ახლოდან ქართულად გამოგვეხმაურა ვიღაც: - მეც გილოცაააააააააააააავთ. - ღრიალებდა ისეთი სიცილი წაგვსკდა, ყველამ ჩვენ შემოგვხედა ამ ხმაურიან წუთსაც კი. სამწუხაროდ ის ტიპი ვეღარ ვიპოვეთ, აშკარად შორს იყო, მაგრამ ძალიან კი გაგვახალისა. - გილოცავთ, ჩემო ყველაზე საყვარელო ადამიანებო. ნეტა ეს წელი ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც ჩვენ გვინდა. არა, უფრო მაგარი - უალკოჰოლო კოქტეილის ჭიქა ასწია თაშკამ. - ღმერთო, როგორ მიყვარხართ. - ცრემლები წამომცვივდა. მართლა. ამან ცოტა შოკში ჩააგდო ხალხი. - რა ჯანდაბა გატირებს ამ ახალ წელს? - მხარი გამკრა დუდამ. - თქვენი სიყვარული, დებილო! - შევუბღვირე. - კარგი, მაგრამ რაღა დღეს, ორასი წელია გიყვარვარ - გამეკრიჭა. - ფსიქიატრიულში დაუჯავშნე ერთი ამას უილ, ჯოჯოხეთამდე იქ მოუწევს. - გავკარი კბილი. - შეწყვიტეთ, მომალოცინეთ - შემოგვიბღვირა სანიმ. - ახლა ის უნდა ვთქვა, რაც არ მახსოვს ბოლოს როდის გითხარით. რა თქმა უნდა ისედაც იცით, მაგრამ მინდა. თქვენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები ხართ დედამიწაზე. ნუ, კიდე მყავს 1-2. ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ვიცი, გარდა მოწყენილობისა, უსიყვარულოდაც მოვკვდებოდი უთქვენოდ. აზრზე არ ვარ როგორ მოვახერხეთ რომ ერთმანეთს არაფრით ვგავართ, მაგრამ მაინც ყველაზე ერთნაირები ვართ, მაგრამ ამით ძაან ბედნიერი ვარ. თქვენში და თქვენთან ვხედავ ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებას აზრს აძლევს. მინდა რომ ეს იცოდეთ. - გაიღიმა და დალია. რამდენიმე წამით ჩუმად ვიყავით. რა თქმა უნდა ის თქვა, რაც ისედაც ვიცოდით, მაგრამ რაღაცნაირად ემოციური წამი იყო. თან ოდნავ სევდიანი მომეჩვენა და ამან უფრო დამკარგა იმ წამს. გავიფიქრე, ამაზე აუცილებლად დაველაპარაკები მოგვიანებით-მეთქი და რამდენადაც შემეძლო, იმდენად მაგრად ჩავეხუტე. - ეს შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი, სანჩიკ. - ისე ვაკოცე, მას რომ უყვარდა და მოვშორდი. - სენტიმენტები დაყარა. მაგრამ ნაღდია. ზუსტად იგივეს ვფიქრობ და ვგრძნობ და ახლა, როცა ანიც აქაა, შემიძლია ვთქვა, რომ სრულყოფილად ბედნიერი ვარ. - გაეღიმა უილის და ანის აკოცა. - მიყვარხარ. - უთხრა ისე, რომ ანისთან ერთად ყველას საბოლოოდ აგვიჩუყა გული. - დაგხოცავთ ამ პირველ იანვარს. ფეხმძიმე ქალს ამდენს ვინმე ატირებს სხვა? არაადამიანებო. - ისევ და ისევ ზლუქუნებდა თაშკა. - გინდა სახლში წავიდეთ? მგონი დაიღალე - მოეხვია გუგა. - მინდა, მაგრამ ყველა ერთად რა. - შემოგვევედრა. - სხვანაირად არც დაგვიშვია, თაშ. - შუბლზე აკოცა დუდამ და სახლისკენ დავიძარით. სანის და უილის სიტყვებმა, ოდნავი სევდა შემოიტანეს აშკარად. თან ბედნიერი, მაგრამ მაინც ოდნავ დავსევდიანდი. ყველა თავისთვის მიუყვებოდა ქუჩას. წყვილები თავისთვის და ჩვენ სამნიც ერთად მივლასლასებდით. პერიოდულად ერთმანეთს ვეხმაურებოდით, ცოტ-ცოტას ვმღეროდით, მაგრამ მაინც ოდნავ ცალ-ცალკე მივდიოდით. - ხანდახან მავიწყდება როდის და როგორ გაგიცანით. ასე მგონია სულ გიცნობდით. - სანის და დუდას შორის მივდიოდი და ხან ერთს ვეხეთქებოდი, ხან მეორეს. - რა საჭიროა გახსენება? - ხელი გადამხვია სანიმ. - მე მართლა სულ გიცნობდი რაა- ცხვირი აიბზურა დუდამ. - ბიჭებო, ძალიან მიყვარხართ. - შევჩერდი და ისინიც შეჩერდნენ. - ჩვენც ზაიჩიკ. ასე მგონია მაინც შენს ირგვლივ შემოიკრიბა ეს სამეგობრო. შენ ხარ რაღაცნაირი. დედაბოძი - თქვა რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ დუდამ და თან ისეთი ხარხარი აუვარდა, საკმაოდ მოშორებით მიმავალი წყვილებიც შეჩერდნენ. სანის ყელში უჭერდა უკვე სიცილის შეგრძნება და უცებ ამოხეთქა. კიოდნენ კი არ იცინოდნენ. - დეეედაააააბოოოძიიიიი - ყვიროდა სანი - ვაიმე, რა ჯანდაბა ვთქვიიიი - ვერ ჩერდებოდა დუდა. - დეგენერატები ხართ> - მე უკვე სიცილისგან ვტიროდი. - რა ჯანდაბა ხდება მანდ? რა ბოძი? - გამოგვეხმაურა თაშკა. - აუ, თაშ, მაგარი რამე გამოტოვეთ, დაგველოდეეეთ. - დაუძახა დუდამ, მერე სანის რაღაც ანიშნა და უცებ ჰაერში აღმოვჩნდი, ბიჭების გადაჯვარედინებულ ხელებზე შემოსკუპებული. - ააა, არ დაგივარდეთ, იდიოტებო - ვფართხალებდი და ყელზე ვუჭერდი ხელებს ორივეს. - დედაბოძი მოგვყააააავს - ყვიროდა დუდა. - ვინ მოგყაავთ? - გაეცინა უილისაც და ზუსტად იმ წამს დამიშვეს მიწაზე მის წინ. - დედაბოძი! - თქვა ძალიან მკაცრად და სერიოზულად დუდამ. და დიახ, ზუსტად 3 წამში იცინოდა ყველა აბსოლუტურად სამარცხვინოდ. და ასე გაგრძელდა სახლამდე. - დედაბოძი. - დედამიწა. - დედა ენა. - დედაზოი. - დედაზოიიიი და ისევ ხარხარი. და ხარხარი დაუსრულებელი. როგორც იქნა სახლამდე მივაღწიეთ, ქურთუკები და ფეხსაცმელი გავიხადეთ და ერთამენთის მიყოლებით დავეხეთქეთ რბილ ხალიჩაზე. მაგარი დაღლილები ვიყავით ყველანი, მაგრამ მარიშკას და ანის საიდანღაც მაინც აღმოაჩნდათ იმის ძალა, რომ პატარა სუფრა მოემზადებინათ და ჩვენს წინ გაეშალათ. - არ ვიშლებით. - ბოთლებით შეიარაღებული გამოვიდა სამზარეულოდან უილი. - რას იძახი? დაძინებას ვაპირებდი. - დასცინა დუდამ - მე კი მეძინება. - გუგას კალთაში მოკალათდა თაშკა. - თაშ, შენ ერთადერთი ხარ ვისაც ამის უფლებას მივცემთ. მაგრამ არ ვიცი რა ჭორიკანაც ხარ? აქედან ვინ გაგიყვანს ახლა შენ. - მოეფერა სანი. - არც ვაპირებდი. ასე ვიჯდები და თუ მომინდება დავიძინებ. - ცხვირი კარგად ჩამალა გუგას ყელში. - მე ხელში თუ მომაწვდით ყველაფერს, ეს არ გამარყევს აქედან. - გაეცინა გუგას. - დაგღალე უკვე? - უცებ წამოვარდა თაშკა. - არც კი ვიკადრებ პასუხის გაცემას. - ცხვირზე აკოცა გუგამ და თავის ადგილზე დააბრუნა. - მაგრად დაენძრა გუგას. - გადაულაპარაკა დუდამ სანის. - გაუძლებს, არც ისე იყო დალაგებული მაგის შეყვარებული. - პასუხი დაუბრუნა სანიმ და ღვინო მოსვა. - ვაიმეეეე, საჩუქრებიიი? - წამოხტა უცებ თაშკა. - ვაიმე, რა მოძრაობებია თაშ? გული გამისკდა. - მკერდზე ხელი იტაცა გუგამ. - კინაღამ დაგვავიწყდა. - უკვე ყუთებს მოათრევდა მარიშკა. - დაგეხმარები, რა ამბავია. - შეეგება დათუნა. - ახ, ლუბოვ, ლუბოვ - ძალიან სასაცილოდ თქვა უილიმ. - ლუბო-ვ ხარ მართლა შენ - დასცინა მარიშკამ აქცენტზე. - ბავშვობიდან ვერ ვიტანდი რუსეთს და რუსულს ხომ იცი. - თავი იმართლა უილიმ - რუსეთს ვერც ჩვენ, მაგრამ რავი, რუსული მაინც გვესწავლა - მხრები აიჩეჩა სანიმ - ჰო და ბარემ ის მითხარი, მთელი რუსეთი რუსულად ლაპარაკობსო. - გაეცინა უილის. - სხვათაშორის, რუსული რომ იცოდე, ბარე ორ ენას გაიგებდი კიდე, მათ შორის პოლონურს - ენა გამოუყო თაშკამ. - მისმინე, პოლიგლოტ, ინგლისური, ესპანური და ფრანგული ძაანაც კარგად მყოფნის რა. - ცხვირი აიბზუა უილიმ. - შენი ნათქვამი ფრანგული წინადადება მე არ მომისმენია. - მხრები აიჩეჩა დუდამ. - პარიზის ქუჩები გვაქვს შემორბენილი ერთად თუ სად უნდა მოგესმინა? - ისე, საფრანგეთში ერთად რატო არ ვყოფილვართ? - ვიკითხე. - ხომ ვიყავით სტრასბურგში? აა, თუ მარტო მე და შენ ვიყავით - გაეცინა სანის ჩვენს გაპარვაზე. - ისე, სტრასბურგზე უკეთესი გასაპარებლად ვერ იპოვეთ ვერაფერი? - დაგვცინა გუგამ, - ეეეე, აზრზე არ ხარ. სტრასბურგი ძაან კაი ქალაქია. - კი, მაგრამ არც შენ ხარ ის ვიღაც ხალვაში და არც მე მაქვს რუსთავი ორი „გამოსახსნელი“, რა ჯანდაბა მინდა სტრასბურგში. - აღშფოთდა გუგა. ამაზე მაგრად გაგვეცინა. - ღადაობ? პარიზზე ნაკლები ნოტრ დამი კი არ აქვს სტრასბურგს. ნუ, კაი ხო, ცოტა ნაკლებია - კბილებით იცავდა სტრასბურგს სანი. - აუ, პეტიტ ფღანსში ახლაც სიამოვნებით ვისეირნებდი. ვგიჟდები მაგათ საშობაო მარკეტებზე. - მესიამოვნა გახსენება. - ღმერთის მადლობელი უნდა ყოფილიყავით, დამავიწყდა ეგ გაპარვა და თავიდან გამახსენეთ თქვენით. - გამოსცრა თაშკამ. - აი, შენ რა გინდა? მაინც არ გეცალა და არც ახლოს იყავი. სტრასბურგში კიდე იმიტომ გავიპარეთ, იმ მომენტში ზუსტად ჩვენს შორის ეგ ქალაქი იყო თანაბარ მანძილზე. სხვები ქვეყნის დასალიერში იყავით სხვადასხვა მიზეზით დაკავებული და რას ახურებ? - შევუტიე - მშურს, არ შეიძლება? - მიპასუხა გაბუტულმა. გამეცინა, გუგა გვერდით მოვისრულე და მაგრად ჩავეხუტე უსაყვარლეს თაშკას. - ყველაფერი რომ უხდება რაააა, წუწუნი და შურიც. - ჩავკოცნე მაგრად. - საჩუქრებს გავხსნით ბოლოს და ბოლოს? შეგვანჯღრია მარიშკამ. ჩვენი ყოველთვის ყველას ვჩუქნიდით ერთმანეთში საჩუქრებს. წინა წელს სიქრით სანტა ახსენა ვიღაცამ და ეგრევე დაბულინგდა, ეგღა გვაკლია ვინმე ერთი ამოგვარჩევინოთ, არ გვჭირდებაო, გააპროტესტა ყველამ. იმ ორიათასი საჩუქრიდან, რომელიც ერთმანეთს ვუყიდეთ (ზოგი თბილისში, ზოგი იქვე), ჩემთვის გამორჩეულებს აღვნიშნავ. თაშკას ულამაზესი კომბინიზონი ვაჩუქე, მხატვრებს რომ აცვიათ ხოლმე ხატვისას. სპეციალურად ორსულის და გამაჟრჟოლა იმის წარმდგენაზე, როგორ იდგა მუცელგამობერილი თავის საყვარელ მოლბერტთან და ხატავდა. (თაშკა მხატვარი არაა, მაგრამ ძალიან უყვარს და დიდ დროსაც უთმობს). დუდამ უილის NBA ბილეთები აჩუქა. იმ წელს ერთი თამაში პარიზში უნდა ჩაეტარებინათ, NBA in Europe ფარგლებში. ზუსტად არ მახსოვს ვისი თამაში იყო, მაგრამ უილი სიხარულისგან რომ დამუნჯდა ეგ ნამდვილად მახსოვს. - კარგი საჩუქრები ადუმებს თურმე, ჩაიწერეთ, სხვა დროსაც გამოგვადგება - გადასწვდა სანი. სანიმ ვინილი მაჩუქა, სპეციალურად ჩემთვის დამზადებული. ულამაზესი გარეკანი ჰქონდა და ჩვენი საყვარელი „სახურავის სიმღერები“ იყო ჩაწერილი, როგორც თვითონ ეძახდა. ძალიან გამიხარდა, დიდხანს ვეხვეოდი ჩემი გახარებით გახარებულს. მას შემდეგ, რაც თაშკამ გუგას არაფერი აჩუქა, რადგან ისედაც საჩუქარი იყო მამობა, „გაბრაზებულმა“ გუგამ გადაწყვიტა არც თავისი საჩუქარი გაემხილა. ცოტა ხანს აწვალა თაშკამ და გამოაჩინა მერე ნიქ ქეივის კონცერტის ორი ბილეთი ბუდაპეშტში. სიხარულისგან გაგიჟებულ გუგას, ლამის დაავიწყდა რამხელა სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული და ჩემოდანში მეტი არაფერი რომ არ ჩადო და თავისი ტანსაცმელები ჩვენ რომ შემოგვტენა. - გუგა, აღირსებ შენსას? - შევახსენე, - ააააჰ, ვაიმე ახლავე, დამაბნია. - წამოხტა. - მოემზადეეეეეთ და ჩემს ცოლს კაპლი გაუკეთეთ წინასწარ. - გაიკრიჭა და ჩემოდნის მოსატანად გავარდა. - ჩემოდანს მჩუქნი გუგა? - წარბი ასწია თაშკამ. - გული გაჩუქე, მეტი რაღა უნდა გინდოდეს, მაგრამ კაი ჰო, უკეთესი საჩუქარიც მაქვს. ვინც არ იცის, თავიდან მოვყვები, ყველასთვის გასაგები რომ იყოს. მოკლედ, იქამდე ვიდრე გავიგებდი რომ მამა ვხდები, უკვე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი თაშკასთვის ხელი მეთხოვნა. რაღაცნაირ ოჯახურ განწყობაზე ვიყავი ამ წელს. ჰოდა, ვიდრე ხელს ვთხოვდი, გადავწყვიტე რაღაც კარგი მომემზადებინა. სხვათაშორის, მადლობა რენეს, ძალიან დამეხმარა. - გადმომხედა მე. - მოკლედ, თაშ, რადგან ხელი უკვე მთხოვე თუ გთხოვე და ბავშვიც მალე გვეყოლება, უფრო ჩქარა მოგვიწევს სისრულეში მოყვანა ამ ამბის. გახსენი - და ჩემოდანი მიუგორა. - რა ჯანდაბაა - გახსნა დაიწყო თაშკამ და უილის დამუნჯება მოგონილი იყო, მის გამოშტერებასთან. ჩემოდანში უდიდესი და ულამაზესი მაკეტი იდო თაშკას და გუგას ახალი სახლის, რომელიც გუგამ რამდენიმე თვის წინ სანის დახმარებით იყიდა და მერე თურმე რენეს დახმარებით პროექტი მოამზადა. ჰოდა ამ პროექტს მისჩერებოდა ახლა თვალებაწყლიანებული თაშკა და ხმას ვერ იღებდა. - ნე***იასებე, აი ესაჩუქარი. - პირი დააღო დუდამ. - ვაიმეეეეე ააააა , მე არაფერი ვიცოდი მოღალატეეებოოოო - ყვიროდა მარიშკა და გუგას ეხვეოდა. - თაშ, შენ არ იტყვი რამეს? - გამოვაფხიზლე - წყალიიიი .. - მხოლოდ ამის თქმა შეძლო და დივანზე დავარდა. გუგას ისე შეეშინდა, სახლი და წყალი კი არა, ლამის ისტერიკაში ჩავარდა. - თაშ, რა დაგემართა? ცუდად ხარ? რა გიყო? - ხელს უქნევდა სახესთან. - გუგა გავაშელო, ჩემი გაგიჟებისთვის დაიბადე ხო? რა ბედნიერი ქალი ვარ ამ წამს ნეტა ვინმეს თუ შეუძლია წარმოდგენა? ბავშვს ველოდები, ჩემი ცხოვრების სიყვარულს ცოლად მივყვები და ახალი და საოცარი სახლი მექნება. ააააააააააააააააააააააააააააა - იკივლა ბოლო ხმაზე, თითქოს რომ წარმოთქვა, მაშინ გაიაზრა რომ მართლა მისი იყო ეს ყველაფერი. დიდხანს ვზეიმობდით ამ ამბავს, გეგმებს ვაწყობდით როგორ მოვაწყობდით და როგორ გადავიდოდით მე და მარიშკა მათთან საცხოვრებლად. - მე მგონი შეცდომა დავუშვი - გადაუჩურჩულა გუგამ სანის და ჭიქა მიურტყა. - ეჰ, რა იცოდი გუგა ორი თავისნაირი თუ მოყვებოდა. - უთანაგრძნო სანიმ. გუგას საჩუქარმა ყველა და ყველაფერი გადაფარა და რა თქმა უნდა ღამის გმირი გახდა. სავარაუდოდ წლისაც, რა ენაღვლებოდა რა. - მაგრად მინდა გასეირნება. - სანის გადავუჩურჩულე. - წამო გავიპაროთ რა. - ერთ-ერთ გაპარვაზე სახლში აღარ შემოგვიშვებენ. - გაეცინა. - წამო, პროსეკოები მაქვს შენთვის გადანახული . - თვალი ჩამიკრა და წამოდგა. - კიდე სადღაც მიიპარებიან ხო? - აღშფოთდა უილი. - ვაიმე, დუდა მთვრალია და ვკიდივართ. დანარჩენები წყვილებში ხართ. გვაცალეთ მარტოსულებს ერთმანეთი მაინც გავამხიარულოთ. - შევუტიე, ქურთული მოვიცვი და კარში გავვარდი. მარტო ცხვირი მიჩანდა ქურთუკიდან. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლმა თავისებურად შემათბო, მაინც საშინლად ციოდა პოლონეთში. უკვე დაწყნარებულ ქუჩას გავუყევით უმისამართოდ, უბრალოდ ვსეირნობდით. სანიმ ერთი ბოთლი გახსნა და ჯიბიდან ჩემი პატარა დინამიკიც ამოაძვრინა. ისე გამიხარდა, ნამდვილად დაგვჭირდებოდა. პირველად ჩემი საყვარელი საახალწლო სიმღერა ჩართო (Don’t shoot me Santa) გავმხიარულდი და ცეკვა-სიმღერით ავახმაურე ქუჩა. The sun is going down and Christmas is near Just look the other way and I'll disappear foreveeeeeer - ვმღეროდი და დავრბოდი ძალიან ბედნიერი. სანის რა თქმა უნდა სირბილი ეზარებოდა, უბრალოდ იცინოდა და ოდნავ ჩქარი ნაბიჯით მომდევდა. ხმაურით გული რომ ვიჯერე, გადავწყვიტე სანი ჩემს კიდევ ერთ უსაყვარლეს ადგილზე წამეყვანა. იმ დღემდე არ მიფიქრია თუ საყვარელი ადგილები მქონდა ქალაქში, რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი. იმ დღეს კი არაერთი აღმომაჩნდა. - სანჩიკ, წამო კიდე ერთ მაგარ ადგილზე წაგიყვანო - მივუბრუნდი და ხელი ჩავკიდე. - ორი დღით იყავი თუ წლით და არ გვიმხელ ? - ხელი მომხვია და საშუალება მომცა მარშრუტი ამერჩია. - აქვე ერთი პატარა და ძალიან ლამაზი პარკია. შემთხვევით აღმოვაჩინე მაშინ სეირნობისას და ძალიან მომეწონა. - მივეხუტე ჩემზე ბევრად მაღალ სანის. მისი ჩახუტება გათბობის პროსეკოზე უკეთესი საშუალება აღმოჩნდა. - წავიდეთ, სადაც გინდა იქ წამოგყვები. - გაეცინა და კიდე უფრო მიმიხუტა. სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა პარკამდე მისვლას. ძალიან წყნარი, პატარა და აშკარად არც ისე ცნობილი პარკი იყო. ხალხი თითქმის არ ჩანდა, ნაკლებად იყო სასეირნო ამინდი ან დრო. წყალთან ჩამოვსხედით სკამზე და მეორე ბოთლიც გავხსენით. უკვე ძალიან მთვრალი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, მე ზუსტად იმდენს შემახვედრებდა, რამდენის დალევის თავიც მქონდა. სულ ეგრე აკეთებდა სანი, სტუდენტობიდან, თვითონ სვამდა იმდენს, მე რომ ბევრი აღარ დამრჩენოდა - სანჩო - მხარი გავკარი. - ჰოუ - იმანაც გამკრა. - გინდა სტრასბურგი გავიხსენოთ? - ცეკვას გულისხმობ? - გაეცინა. - აუ, კი რაა. - შევეხვეწე. - ხომ იცი რომ ვერ ვიტან ცეკვას. დუდა დამცინის საკუთარ ქორწილში ვერ გაცეკვებს ვერავინო და შენ გინდა მეორედ მაცეკვო უკვე? - თმა ამიჩეჩა. - სტრასბურგს მახსენებს რაა - კიდევ შევეხვეწე. - ჯანდაბას შენი თავი. ახალი წელია, შეგისრულებ კიდევ ერთ სურვილს - წამოდგა და ტელეფონში სიმღერა მოძებნა. არც ისე მაღალ ხმაზე ჩართო ჩვენი საყვარელი საცეკვაო მელოდია. კაი, ჩემი, თვითონ ცეკვას ვერ იტანს. სხვათაშორის, ახლანდელი ახალგაზრდები ვერ აფასებთ დიდ მუსიკოსებს. ლეონარდ კოენი გენიოსი იყო რომ იცოდეთ. - სამოცდაათიანი წლების შეყვარებულებს ვგავართ ალბათ - გადავიკისკისე და დავტრიალდი. - წელსაც ავცდით და სტატუსსაც. - გაეცინა სანისაც და კიდე ბევრჯერ დამატრიალა. - აუ, ძაან ეწყინებათ თორე აქედანაც გავიქცეოდი სადმე. - გული დამწყდა სურვილი რომ ვერ შემისრულდებოდა. - წავიდეთ მერე, ოღონდ ისინი რომ საქართველოში წავლენ. ნუ, სამსახურიდან თუ დაუძვრები. - ძალიან მშვიდად მიმანიშნა რომ შეუსრულებელი არაფერი იყო. - კაიი? - ეჭვით შევხედე. - რა? მე რომ არ მჭირდება სამში მივარდნა კი იცი. - მხრები აიჩეჩა - მე მითუმეტეს. მაგრამ მოიცა, მართლა? - კიდევ ჩავეკითხე. - თუ გინდა. - მიპასუხა. - მინდა. - კაი, მეც მინდა. - სად? - სადაც გინდა? - შენ სად გინდა? - რავი, სადაც გინდა. - ოოოო, სულ ეგრე იცი. - ავბუზღუნდი. - უიმე, ადამიანს არჩევანს აძლევდე და არ უნდოდეს. მაშინ მე ავირჩევ და არ გაბედო და შემეწინააღმდეგო. - თვალები აატრიალა - კაი, მაწყობს - ავცანცარდი. - პირველ რიგში ფრენები უნდა დავსერჩო. ჩვენ გვინდა სამი იანვარი რომ თენდება ეგ დღე. აუ, ჩემი მანქანა - ამოიწუწუნა. - კაი რა, ორი დღის მერე ჩავალთ და წავიყვანთ. - არა, ბიჭებმა წაიყვანონ და ჩვენ თბილისში ჩავფრინდეთ, დამეზარება კიდე აქეთ-იქით სიარული. - გადაწყვიტა. - აუუუუ, სად წავიდეთ? - ვერ ვითმენდი. - მოიცა, მოვიფიქრო კარგად. - რამდენიმე წუთი ტელეფონში იჩიჩქნებოდა. - ეე, ბერლინი? - წარბები აათამაშა. - მანდ ხომ ვიყავით ერთად ასჯერ? - ვცადე გაპროტესტება. - მაგრამ არასდროს მარტო. მეც შემიძლია ჩემი საყვარელი ადგილები განახო, ბოლოს და ბოლოს იმდენ ხანს ვცხოვრობდი. - იწყინა - ბერლინში იმდენჯერ ვიყავი, მეც მაქვს უკვე საყვარელი ადგილები - შევაპარე. - ოქეი, მაშინ ისეთ ქალაქში წაგიყვან, რომლის სახელის წარმოთქმაც კი არ შეგიძლია. მერე იქიდან ორ დღეში ბერლინში ჩავიდეთ და იქიდან გავფრინდეთ თბილისში. - სად მიგყავარ? - აზრზე ვერ მოხვალ. ამ ქალაქის სახელის თქმა სწორად მართლა არ შემიძლია. - გაეცინა - მაინც? - აქვეა, 200 კმ. შკზეშინ. ან შჩეშჩინ. ან შჩეშნ. ან შცცსდჰსდ. - ხარხარებდა უკვე - სახელიც არ იცი და მაინც იქ წავიდეთ? - მეც გამეცინა - მაგარი ქალაქია, განსაკუთრებით ზამთარში. ერთი დღით ვიყავი ბერლინიდან. - წავიდეთ, მიდი იყიდე ბილეთები. - მაინც ხომ არ გვეკითხა იმათთვის? - რანაირი გაქცევაა თუ ვიკითხეთ. აეროპორტში ვუთხრათ. თან ზუსტად ვიცი რომ არცერთს სცალია. მაგაზე წუწუნებდნენ გუშინ, ნეტა კიდე გვქონდეს დროო. - კარგი, მაშინ ვიყიდი სამში შჩრაღაცას, მერე ბერლინს და ბერლინიდან ფრენას. - იეეეეეეეეეეეეეეეს, კიდევ ერთი ქალაქიიიი. არა ორიიიი - დავხტოდი ბედნიერი. - რა გენაღვლება, დროის მეტი რა გაქვს. - ვის ეუბნები? უფროსი ხარ და ყველაფრისთვის ყოველთვის გცალია. - ხო, მე ყველაფრისთვის მცალია და თავისით შენდება ყველაფერი ხო? - ოჰ, ქალაქის ამყვავებელი ალექსანდრე სანი დიდიძე. - რევერანსი გავუკეთე - მასხარა - უცებ გადმოიხარა, მკლავში მწვდა და სკამზე დამაგდო, კუთხეში მიმიმწყვიდა და გვერდები ამატკივა იმდენჯერ მიჩქმიტა. - აა, გეყოს, მეტკინა ვაიმე - ვკიოდი და ვიცინოდი ერთად. რამდენიმე წუთში შემეშვა, სუნთქვა დაირეგულირა და მითხრა: - შენ რომ ჩემი მეგობარი არ იყო, რა მეშველებოდა? ხო ყველანი ვართ რაღაც საოცრებები, მაგრამ მე და შენ არვიცი როგორ გამოგვდის კიდე სხვა განზომილებაში ყოფნა. ვაბშე სხვა ხარ. მიჭირს იმის თქმა, აი შენ რომ მიყვარხარ ისე არავიიიინ და რაღაცები, ვერ ვიტან ამ ტოპ 5 და ტოპ 20 საუკეთესო მეგობრებს. პროსტა სხვა ხარ რა, უთქმელი. - მხრები აიჩეჩა და მე კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული. ისედაც ვიცოდი რომ ასე იყო, მეც ხომ ზუსტად იგივეს ვგრძნობდი? ზუსტად არ მახსოვს როდის ჩამოგვიყალიბდა ასეთი ურთიერთობა. თავიდანვე ნამდვილად არა. ალბათ ნელ-ნელა, რაც ერთმანეთის ხასიათი კარგად გავიცანით. მერე იმდენად ხშირად დავდიოდით აქეთ-იქით მარტო, სხვებიც მიეჩვივნენ და აღარ აპროტესტებდნენ. თუ ერთს ვერ უკავშირდებოდნენ, მეორესთან გვეძებდნენ ხოლმე და ასე. თუ ორივე არ ვპასუხობდით, მაშინ მშვიდად იყვნენ, უეჭველი სადღაც ერთად არიანო. მე და სანის ერთნაირი ფილმები და მუსიკა მოგვწონდა, ერთნაირი ადგილები, ერთნაირი ფერებიც კი. სხვებისგან განსხვავებით, ყველაფერში ასე ვიყავით. ალბათ ამიტომ გამოვიდა ბუნებრივად ეს სიახლოვე. აი, სანი არასდროს დაურეკვდა მაგალითად თაშკას, კინოს სახლში წამოდი, ჯარმუშის კვირეულიაო. ან ოპერაში წავიდეთო, ან სამცხე-ჯავახეთში კულინარიული ტური მოვიწყოთო. არც უილის დაურეკავდა პრეზენტაციაზე გამომყევი, ძალიან საინტერესო წიგნზე ისაუბრებს ჩემ მეგობარიო. არც მე დავურეკავდი დუდას, ღვინის კლასზე მარტო წასვლა თუ დამეზარებოდა. განა იმიტომ რომ არ წამოვიდოდა რომელიმე? აუცილებლად წამოვიდოდნენ. მაგრამ რატომ უნდა წამოსულიყვნენ ისინი სადღაც ჩვენი ხათრით, როცა ჩვენ მართლა დიდი სიხარულით შეგვეძლო რაღაცების ერთად კეთება? ასე გაჩნდა ჩემსა და სანის შორის რაღაცნაირი ძაფი, რომელიც მუდმივად გვექაჩებოდა ერთმანეთისკენ. ასე გაგვიჩნდა უამრავი საერთო მოგონება, საყვარელი ქალაქი და ჩვენს ქალაქში საყვარელი სახურავი. როცა რომელიმე რაღაც მიზეზით ცუდ ხასიათზე იყო, სოს მესიჯით მეორეს უხმობდა ხოლმე რომელიმე სახურავზე. თვეში ერთხელ მაინც ხდებოდა ასე. მერე ეცინებოდა, რა ამბავია ამდენი მოწყენა და ცუდ ხასიათზე ყოფნაო, მაგრამ სინამდვილეში მაგარი იყო და მერე, ხანდახან კარგ ხასიათზეც ავდიოდით. სანის ამ მონოლოგზე პასუხის გაცემა არ მინდოდა, შეიძლება ავტირებულიყავი. ამიტომ ჩუმად ვიჯექი და ისევ ჩვენს საყვარელ სიმღერას ვუსმენდით. რამდენიმე წუთის შემდგემ ავკანკალდი, მივხვდი რომ ძალიან მციოდა და სახლში წასვლა მომინდა. თან ბოლო დროს ასეთი ჩაფიქრებებდი ძალიან მასევდიანებდა. წამით რენეც კი გამახსენდა. უცებ ჩემს გვერდით მისი ძებნა დავიწყე. მინდოდა არ მეფიქრა და უბრალოდ გვერდით ყოფილიყო. ხანდახან ნამდვილი ნაგავი ვარ. მინდოდა გვერდით ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ვიცი რომ ჩემი არაა, მაგრამ მაინც მინდოდა. ჩემს არეულ ფიქრებს იმ დროს ზუსტად ეგ ჭირდებოდა. ადამიანი, რომელსაც მოსწონხარ, ცდილობს ცოტა გაგეპრანჭოს, თავი ქალად გაგრძნობინოს, ჩაგეხუტოს, გაკოცოს. არ ვიცი რატომ ამოტივტივდა ჩემში ეს სურვილები იმ მომენტში. უფრო სწორად, მაშინ არ ვიცოდი, მაშინ ვერ ვფიქრობდი. და მერე, როცა ყველაფერი რაღაცნაირად დალაგდა ჩემს ცხოვრებაში, ამ გრძნობასაც დაერქვა თავისი სახელი და მას თავშესაფარი ერქვა. თავშესაფარი, როცა გარბიხარ. კი, მე იქიდან გავრბოდი, სადაც ახლა თქვენ ხართ. თქვენ ზუსტად იცით რას ელით ამ ისტორიიდან, უკვე საკმარისზე მეტი ხაზი წავიდა ლოგიკური დასასრულისკენ. მე ამ დასასრულიდან გავრბოდი. სახლში დავბრუნდით. უკვე ზომაზე მეტად ვიყინებოდი და აღარც სანი მეჩვენებოდა გამათბობლად. ბედნიერი ვიყავი კიდევ რამდენიმე დღეს რომ გავატარებდით მე და სანი აქ. ბედნიერი, კმაყოფილი, მაგრამ მაინც სევდიანი და ეს შეგრძნება ერთიანად მჭამდა. სანიმ თქვა, სახლში რომ მივალთ ჩავუჯდები მარშრუტებს დეტალურად და მერე ვიყიდი ბილეთებსო, მაგრამ რომ მივედით, აღარაფერი დაგვხვდა თავის ადგილზე. თაშკა იყო ცუდად. ფერი საერთოდ არ ქონდა, აკანკალებდა და მუცელი ტკიოდა საშინლად. გული გამისკდა ასეთი რომ დავინახე. გუგა უარესად თუ გამოიყურებოდა, თორემ ნაკლებად არა. - რა ხდება? რა სჭირს? რატომ არ დაგვირეკეთ? - მივვარდი საწოლთან. - გული აერია რამდენჯერმე. დამჯდარიც ვერ ჩერდება. უცებ მოსწყდა და წაიქცა. შეიძლება გული გამისკდეს - ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა გუგა. - დამშვიდდი, მალე მოვა სასწრაფო. - დუდა ემოციების შეკავებას და დანარჩენების დაწყნარებას ცდილობდა. აი თაშკა კი ხმას ვერ იღებდა. - თაშ, ჩემო სიყვარულო, ჩემო პატარავ, რა გჭირს? - მის თავთან ჩავიმუხლე, თმაზე მოვეფერე და ცრემლები წამომცვივდა. - ამ წამს მხოლოდ იმის მეშინია, ჩემს აქ წამოსვლას გამოუსწორებელი შედეგი არ მოჰყვეს, ზო. თავს მოვიკლავ იცოდე. - მიჩურჩულა და ცრემლი გადმოუვარდა. ერთი ცალი ცრემლი. - ნუ სულელობ, ათას ექიმთან შევამოწმეთ. ალბათ უბრალოდ გადაიღალე. - ვამშვიდებდი და მე თვითონ არ მჯეროდა ჩემი სიტყვების. - მითხარი რომ გჯერა რასაც ამბობ. - ხელი ჩამჭირდა, მაგრამ თვალი ჭერისთვის არ მოუშორებია. - მჯერა. - ხმა გამიტყდა. - საშინელი მატყუარა ხარ. საერთოდ არ გამოგდის. - თითქოს ტუჩის კუთხეში გაეღიმა. - თაშ, არაფერი მოხდება, გთხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნე, მდგომარეობას ნუ დაიმძიმებ. სანი დაჯდა საწოლთან იატაკზე და ხელზე მოეფერა. - სანჩიკ, შენ მაინც მითხარი რასაც მართლა ფიქრობ. - თვალი მოაშორა ჭერს და სანის შეხედა. სანის დამაჯერებელი და მტკიცე ხასიათის იმედი ჰქონდა თაშკას იმ მომენტში. - მე მჯერა, რომ კარგად იქნები. - უთხრა სანიმ - ალბათ თავს მართლა არ მოვიკლავ, მაგრამ სან, რამე რომ მოუვიდეს, კარგად როგორღა ვიყო? - გატყდა თაშკა. გატყდა და ერთიანად ამოხეთქა ყველა ცრემლი, რასაც აქამდე ინახავდა. სანიმ ოდნავ წამოსწია, თავის კალთაში გადმოაწვინა, გულში ჩაიხუტა და თმაზე ხელი დაუსვა. ცდილობდა დაემშვიდებინა უიმედოდ მყოფი. - მართალი გითხრა არ მესმის წინასწარ რატომ გლოვობ. ხომ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს? ხომ არის ამის შანსი? ჯერ ძალიან პატარა ხარ, ამ დროს ხშირად მისდით გული და აღებინებენ. რატომ ხარ ამდენად ანერვიულებული? - მაინც მკაცრი იყო. - ამხელა გზაზე წამოვედი, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. - ტიროდა თაშკა. სანამ თაშკას ვამშვიდებდით, სასწრაფოც მოვიდა. ანი და უილი შემოუძღვნენ და ინგლისურად უხსნიდნენ რა ხდებოდა. ექიმს ინგლისური ცუდად ესმოდა და უილი უკვე ჭკუიდან გადადიოდა. სანი მიეშველა და რუსულით ჩავანაცვლეთ. ამოისუნთქა ექიმმაც, ძლივს გაიგო რას ექაქანებოდნენ აქამდე. გულდასმით გასინჯა თაშკა, ათასი კითხვა დაუსვა, რაღაცები მიაერთა და მგონი ადგილობრივად ექოსკოპიაც კი ჩაუტარა. რამდენიმეწუთიანი გამოკვლევის შემდეგ, გაიღიმა და ჩვენ იქამდე ამოვისუნთქეთ, ვიდრე რამეს იტყოდა. - სტრესი სტრესია. სულერთია ორგანიზმს ბედნიერებით მიადგა თუ წუხილით. ორსულისთვის ზედმეტი ემოციები ორივე შემთხვევაში სახიფათოა. ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება, ვიდრე თქვენს ქვეყანაში გაფრინდებით, აღარ დაიღალოს. ნუ ღელავთ, პირველი ორსულობა ყველასთვის სავსეა შფოთვით. - დაგვამშვიდა, თაშკას 1-2 აბი დაუტოვა და წავიდა. არაფრის თქმა გვინდოდა, სიხარულისგან მივარდნილები ვისხედით და დებილებივით ვიღიმოდით. ალბათ ვიდრე ექიმის აზრს მოვისმენდით, ყველა დამნაშავედ ვგრძნობდით თავს და რა თქმა უნდა ძალიან გვეშინოდა. - ხვალ სახლში ვართ. - ვთქვი გადაჭრით. - და აეროპორტში ტაქსით მივდივართ. - დაამატა დუდამ. - და ჩვენც აღარსად მივდივართ. - გადავხედე სანის. უსიტყვოდ დამიქნია თავი. - სად მიდიოდით? - მოყოჩაღებულმა თაშკამ თავი წამოწია. - კიდე ვაპირებდით 2-3 დღით დარჩენას, მაინც არ გვაქვს საქმე. - მხრები ავიჩეჩე. - თქმა არ გიფიქრიათ? - წარბები აზიდა უილიმ. - ყველაზე მეტად რას ვერ ვიტან ხოლმე ხომ იცით? ისეთ რამეზე ყალბად შეთანხმებას, რაც ისედაც ვიცით რომ არ გამოვა. ყველა თქვენგანმა ორში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სამში აუცილებელი საქმე ქონდა თბილისში. რა ბავშვობაა ეს „მე ვერ წამოვალ, მაგრამ შენ მაინც მკითხე“ - ნერვები მოეშალა სანის. - მართალია, მაგრამ უნამუსო. - მხრები აიჩეჩა უილიმ - და მაინც რატომ ?- შეუბღვირა სანიმ - იმიტომ, რომ თქვენ გაქცევებს, მიმალვებს, საიდუმლოებს მოუხშირეთ და ამას ძალიან კარგადაც ვხედავ. - უპასუხა. - წმინდა წყლის ტყუილი. - აღვშფოთდი მე. - დარწმუნებული ხარ ? - არ შემარჩინა აღშფოთება. - აბსოლუტურად. - მჯეროდა მე ჩემი სიმართლის. - კარგი, როგორც გინდათ. დღეს მაინც არ ვაპირებ ამ თემის გაშლას. ახლა მთავარი თაშკას კარგად ყოფნაა - შუბლზე აკოცა, მერე ანის მოხვია ხელი და კალთაში ჩაისვა. - არ გვინდა ეს უადგილო დაძაბულობა რა. - მარიშკა ჩაერთო - მე არ ვიძაბები, მაგრამ კარგად თუ დაფიქრდებით, მართალი ვარ. ვსო, დასრულდეს - თვითონვე გაიცინა ბოლოს და თემა სხვაგან გადაიტანა. სინამდვილეში, უილი მართალი იყო. მე და სანი რაღაც მომენტში მართლები არ ვიყავით მათთან. თუ ადრე ჩვენი „გაქცევები“ წმინდან სიტუაციიდან გამომდინარე ხდებოდა, ახლა უკვე ხელოვნურადაც შეგვეძლო შეგვექმნა პირობები ამისთვის. თავისთავად არასწორი იყო, თუ მათი მხრიდან შევხედავდით. - მარიშ, ზო, დღეს ერთად დავიძინოთ რა. - შეგვეხვეწა თაშკა. - ღმერთო, რა დავაშავე? - გუგამ თვალები დააწვრილა. - მე რა დავაშავე? ძლივს რაღაცები მილაგდება ცხოვრებაში. - გვერდით ამოუდგა დათუნა და ამაზე მაგრად გაგვეცინა. - არ მაინტერესებს თქვენი დრამები. დღეს მე მჭირდება მარიშკა. ზო, შენ რა გაჩნდი ასეთი ქვა და მეხი - დამცინა. - ქვა და მეხია მართლა. რას ერჩოდი იმ ანგელოზივით ბიჭს? - მკითხა გუგამ რენეზე. - ანგელოზივით რომაა მაგიტომ უნდა მყვარებოდა აუცილებლად? ბარემ ისიც მითხარით, ბიჭი ჯობდაო. - გავიბუტე. - ჯობდა, მაგრამ ჩვენ მაინც შენ გვირჩევნიხარ. - გამაწვალა დუდამ. - მადლობა, გამყიდველო! - ხელი ვკარი. - ქვა და მეხი ეძახე და პატარა ბავშვივით კი ბრაზდება ხოლმე. - ახარხარდა დათუნა. - აჰა, დაემატა კიდე ერთი მწარე. - მწარე არაა . - მიეხუტა მარიშკა. - ვაიმე, ეგ არაა მწარე და შენც არ ხარ დებილი შეყვარებული ქალი, ოღონდ მომეშვით. - ავატრიალე თვალები. - მართალია მარიშ, ეგ უფრო ტკბილ-ცხარე. - თაშკამაც არ დააკლო. - მიდით, მიდით, მაგარ პალასაზე ხართ. - ხხვირი აიბზუა მარიშკამ. - ეგ იქით იყოს და, ამ წამს პირველად გამახსენა თავი ასაკმა. დავიღალე ხალხო. - ამოვიკვნესე. - თქვა სამოცდარაღაც წლის ზაიჩიკამ. - დამცინა დუდამ. - შენ თვითონ განსაჯე, რომელიმე თრიფი გახსოვს სადაც სიტყვა დავიღალე ვახსენე ? - პრინციპში, არა. - აიჩეჩა მხრები - მერე? - დაბერებულხარ. - გაეცინა - ჩვენ უფროსები ვართ, - ბალიში გაუქანა უილიმ. - მერე რა, ჩემი გული არ ბერდება. - ამაყად განაცხადა. - გირჩევნია მართლა არ დაბერდეს იქამდე, სანამ მარტო დაეხეტები. - წაკბინა სანიმ. - შენც დაშორდი შეყვარებულს როგორც მახსოვს. - მე არ ვითვლები. - ვითომ რატომ? - ასე გადავწყვიტე. - შენ რაღაც ურევ ხო იცი ? - თავს მაბეზრებ უკვე, დუდიკ. - ჰო, მამენტ შენ შარშანაც მოხუცი იყავი, შარშანწინაც და შეიძლება მეთერთმეტე კლასშიც. - აიჩეჩა მხრები დუდამ. - ახლა თავსაც მაბეზრებ და ნერვებსაც მიშლი. - გადაწვა დივანზე და ისეთი ხმით უთხრა, თითქოს ძალიან მაგარი კომპლიმენტი იყო. - შემძლებია - გაუხარდა დუდას. - რა უხარია? - გაუკვირდა დათუნას. - სანის ნერვების მოშლა ვინმეს რომ შეუძლია. ზოის გარდა, მაგას სულ შეეძლო - გაეცინა თაშკასაც. - ზაიჩიკა ჩემპიონია მაგაში. მარტო ეგ აგიჟებს ხოლმე. - დაეთანხმა უილიც. - გეყოთ - ამოიღრინა. - გვეყო. წავედით ჩვენ. და უილ, ბოდიში, ანიც ჩვენ მიგვყავს. - თაშკამ მე და მარიშკა წამოგვყარა, ანისაც ისე დაეტაკა, არც უკითხავს უნდოდა თუ არა და დასაძინებლად წავედით. დანარჩენების ხმა ცოტა ხანს კიდევ გვესმოდა. ალბათ სვამდნენ და ჩვენზე ლაპარაკობდნენ. ის ღამე არაფრით ყოფილა გამორჩეული, მთელი ღამე ბიჭებზე ვლაპარაკობდით. განსაკუთრებით გუგაზე, უილიზე და თქვენ წარმოიდგინეთ - რენეზე. ანიმ ჩვენი უილიამი სულ სხვა მხრიდან დაგვანახა. ხომ გგონია რომ შენს მეგობარს ყველანაირს იცნობ? თურმე შეყვარებული კიდე სხვანაირია. იმ დროს ძალიან გამაბედნიერა იმის აღმოჩენამ, რომ უილი შესანიშნავი შეყვარებულია, იდეალური პარტნიორი ყველაფერში და ანის თვალით დანახულმა ისტორიამ მაგრძნობინა, რომ ის უილის ერთადერთი სწორი არჩევანი იყო. მშვიდი ღამე იყო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემ მეგობრები ბედნიერები იყვნენ და მეც ამ გრძნობით სავსე ვაპირებდი დაძინებას, მაგრამ ვერ მოვახერხე. ძალიან დიდხანს ვიწრიალე მოუხერხებელ დივანზე, რადგან დიდი საწოლი დანარჩენებს ეჭირათ. რატომღაც ბუნებრივად გამოვიდა რომ მე დავიჩაგრე. რაღაც მომენტში მისაღებ ოთახში ჩასვლა და იქ დაძინება გადავწყვიტე, ბევრად მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით. გმირობის ტოლფასი იყო ოთახიდან ისე გამოსვლა, არავის რომ გაღვიძებოდა. ვანდერვუმენი ვარ. ყველას გადავალაჯე და მისაღებში ჩავედი ჩემი პლედით და ბალიშით, მაგრამ ის ღამე ძილის არ იყო, როგორც მერე გაირკვა. მისაღებში დივანზე გადაწოლილი სანი დამხვდა. არ ეძინა, ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას უსმენდა. სიჩუმით სავსე ოთახში ოდნავგასაგონად ისმოდა მუსიკა სანის ყურსასმენებიდან. (Call it fate, call it Karma). თავი უკან ჰქონდა გადაგდებული, ფეხები მაგიდაზე ელაგა და წამით მომეჩვენა, არც კი სუნთქავდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ბნელოდა, მის სახეზე დაღლილობის დანახვა მაინც მოვახერხე. ეს არ იყო უბრალოდ დაღლა, უსიამოვნოდ დაღლილი მეჩვენა. ფრთხილად დავეშვი მის გვერდით, თვალები ოდნავ გაახილა და ტუჩის კუთხეში სულ ოდნავ გაეღიმა ჩემს დანახვაზე. ცალი ყურსასმენი გამოვაძრე, მე გავიკეთე და ზუსტად ისე დავჯექი როგორც ის იჯდა. რამდენიმე წამში ისე ჩავეშვი, ვერ მოვითმინე და დაბალ ხმაზე ავყევი. Can I waste all your time here on the sidewalk? Can I stand in your light just for a while? სულ ოდნავ მივჩოჩდი მისკენ და მხარზე თავი დავადე. ყურსასმენებში მუსიკა ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ რატომღაც არაფერი იყო სალაპარაკო. სხვათაშორის, ასე ხშირად ხდებოდა მაშინ. რამდენიმე სიმღერის შემდეგ, უკვე თითქმის რომ ჩამეძინა, ოდნავ შეირხა და გულზე მიმიხუტა. - რატომ ჩამოხვედი? - თაშკამ საშინელ დივანზე დამაწვინა. შენ? - არც ავსულვარ. - რატომ? - არ მეძინებოდა. მარტო ყოფნაც მინდოდა თან. - მაინც არ წავალ - შევიშმუშნე უკმაყოფილოდ. - არ მიგულსხმია. - ვიცი - მაშინ რატომ ხარჯავ სიტყვებს და გრძნობებს? - ოდნავ გაეცინა. - არაფერს ვხარჯავ. - როგორ არა. გაბრაზდი. - მეწყინა. - მითუმეტეს. - რატომ მიტევ? - არ გიტევ. - კარგად მიმიხუტა. - რა გჭირს? - არაფერი. - მატყუებ. - მართლა არაფერი. - როგორც გინდა. - მხრები ავიჩეჩე, წამოვიწიე და დივნის მეორე მხარეს მივწექი. - ისევ ბრაზობ. - ისევ მწყინს. - რა გინდა ზაიჩიკ? - პირველ რიგში ეს პინგ-პონგი რომ შეწყვიტო. მერე მითხრა რა გჭირს. ვერ ვიტან როცა არ მეუბნები. - დაღლილი ვარ. - მაგრამ არა ფიზიკურად. - მართალია - და? - ასე მგონია ბოლო დროს ბევრ შეცდომას ვუშვებ და შეცდომებმა დამღალა. - მიჩვეული არ ვარ შენს შეცდომებს. - არც მე, შეიძლება მაგიტომ დავიღალე. - რას გულისხმობ მაინც? - მარტივი რომ იყოს ჩამოყალიბება, გეფიცები გეტყოდი. - თაშკაზე ძალიან ინერვიულე ხო? - ისევე როგორც შენ და ყველამ. და ეგეც ერთი იყო, რაც შეცდომაა ალბათ. ნერვიულობა კი არა, უაზრო რისკი. - აქ წამოსვლა უაზრო რისკი იყო? - კი, არ უნდა გვექნა. თვითონ მას თუ უნდოდა, ჩვენ მაინც უნდა შეგვეშალა ხელი. ბედნიერი ვარ რომ ცუდი შედეგი არ მივიღეთ, მაგრამ ზედმეტად დიდი რისკი იყო. - სადღაც მართალი ხარ. შეპყრობილი ვიყავით ამ ახალი წლით და ლამის გავიშარეთ> - ზედმეტად დაკავებული ვარ ბოლო დროს ისეთი ფიქრებით, რამაც სხვა რამეებისთვის ადგილი წამართვა. - რა საფიქრალი გაგიჩნდა ასეთი? - მარტივი რომ იყოს ჩამოყალიბება, გეტყოდი. - ყოველთვის როცა ამ კითხას მოვადგები, ასე უნდა მითხრა? - კი, სანამ პასუხი არ მექნება. - ასე პირველად ხდება. - კი, ჩემს თავშიც პირველად ხდება. - დრამის სუნი მცემს. - ხუმრობა ვცადე. არ გაეცინა. - სანჩ, ახალი წელია. - ბოდიში, მაგრამ შემე****ა უკვე ამ ახალი წლით - ეგ გაკლდა აი - პირველად შევიგინე? - გაეცინა. - რაც არ გვიკვირს გინებაა, მაგრამ უადგილო იყო. - ზო, არ გეწყინოს, მაგრამ მართლა არ მაქვს თავი. - ცოტა ხნის წინ ბედნიერი იყავი, რავი. - ხან ასეა, ხან ისე. - ისე მელაპარაკები, იატაკზე რომ ვიძინებდე, მაინც ოთახში ავალ. - წამოვიწიე წასასვლელად, მაგრამ გამაჩერა. - არა, მე ავდიოდი უკვე. - თავზე მაკოცა და წავიდა. დარწმუნებული ვარ, იმ ღამეს არც მას უძინია. მეორე დღემ მოსალოდნელად ფრთხილად ჩაიარა. უბრალოდ ვისხედით და ვლაპარაკობდით. არ ყოფილა არც ერთი სიგიჟე, რომელსაც ასე აღტაცებით ვგეგმავდით აქეთობისას. ახლა მხოლოდ უკან უსაფრთხოდ დაბრუნება იყო პრიორიტეტი და ეს თითქოს ყველას ეტყობოდა განწყობაზე. რაღაცნაირად მდორედ, უბრალოდ, მაგრამ მაინც ერთად გავატარეთ დღე. აეროპორტშიც შეუფერებლად მშვიდად წავედით და სახლებშიც ისე დავბრუნდით, თითქოს იმ მოგზაურობიდან კი არ ვბრუნდებოდით< რომელსაც სულმოუთქმელად ვგეგმავდით, არამედ ისე, უბრალოდ. - მაპატიეთ რა. - მოგვიბოდიშა თაშკამ უკვე ქუთაისში, მანქანებში გადანაწილებისას. - რა შუაშია? - გადაირია დუდა - არაა კარგად. - მარიშკამ ხელი ჩაიქნია. - თაშ, შენ მაინც დამიჯერე, ემოციების და სიტყვების ტყუილად გაფანტვა არ ღირს. - თავზე აკოცა სანიმ, წავედითო და თავისი მანქანისკენ დაიძრა. - ამას რა სჭირს?- მე მკითხა დუდამ. - მე რატომ უნდა ვიცოდე? - ნერვები მომეშალა და გაღიზიანებულმა ვუთხარი. - ოუ,ოუ, ამასაც სჭირს ის რაღაც აშკარად - ხელები აწია უილიმ. - შემეშვით რა, დავიღალე მე რომ უნდა ვიცოდე სანის რა სჭირს. - შევბრუნდი მანქანისკენ. - წავედით, სადმე გავჩერდეთ. - მივაყოლე და უკან აღარ მომიხედავს. მანქანებში ზუსტად ისე გადავნაწილდით, როგორც წასვლისას. ამჯერად უხალისობა იყო, მარიშკა და დათუნა თავისთვის ისხდნენ და ერთმანეთს ებუტბუტებოდნენ, სანი გზას მისჩერებოდა და ხმას არ იღებდა. მე ფეხები ავკეცე, ფანჯარას თავი მივადე და ვეცადე დამეძინა, მაგრამ ნერვებმოშლილს რა თქმა უნდა არ გამომდიოდა. მხოლოდ გორთან დაირღვა სიჩუმე. - გავჩერდეთ? - იკითხა სანიმ. - როგორც გინდათ - უკნიდან შემოგვეხმიანა მარიშკა. - ზოი, გავჩერდეთ? - ახლა მე მკითხა. - როგორც გინდა. - არც გამიხედავს ისე ვუპასუხე. - რა გჭირს? - მე? - ამჯერად გავხედე ისეთი სახით, მისთვის აჯობებდა არ გამეხედა. მხრები აიჩეჩა პასუხად და აღარ გაჩერდა. სახლებში ისე დავრიგდით, აღარ გავჩერებულვართ. მხოლოდ თბილისის შემოსასვლელში ამოვუდექით ერთმანეთს მანქანებით და მეორე დღის შეხვედრაზე შევთანხმდით. სანიმ ჯერ მარიშკა და დათუნა დატოვა. ბოლოს მე მიმიყვანა სახლთან, მანქანა გააჩერა და თავი საზურგეს მიაყრდნო. მეც არ ვჩქარობდი გადასვლას, მაგრამ რადგან არაფერს ამბობდა, რამდენიმე წამში უხმოდ გავაღე კარი. ჩემი ჩემოდანი გადმოვათრიე საბარგულიდან. პირველი შემთხვევა იყო, ჩემით რომ გავაკეთე. არ იძვროდა. მეც ჯიუტად არაფერი მითქვამს. უკვე კართან მისულს მომაძახა ფანჯრიდან. - გნახავ ხვალ. - თუ მოვიცალე. - მივუგდე. - გეგმები გაქვს? - კი - მაინც? - რენე უნდა შემოვირიგო. - არ ვიცი რატომ ვუთხარი. იმ წამს მოვიფიქრე. რამდენიმე წამს ხმა არ ამოუღია. სიბრაზეც დავინახე, წყენაც, დაღლაც და ამ ყველაფერთან ერთად სიცარიელეც, თითქოს არც აინტერესევდა რა ვუთხარი. - წარმატებები მაშინ. - თითქოს გამიღიმა და მანქანა ისე დაძრა, აღარ გამოუხედავს. მართალი გითხრათ, შოკში ვიყავი ბოლო 24 საათით. წარმოდგენა არ მქონდა რა მოხდა. უფრო სწორად, ვიცოდი რომ არაფერი მომხდარა და ეს უფრო მაგიჟებდა. სიბრაზისგან გავლურჯდი ალბათ, ასე მგონია. სახლში შევათრიე ჩემოდანი, კარები მივაჯახუნე, ფანჯარაც, დივანსაც გავკარი წიხლი, სახლს ქარბოლბალასავით გადავუარე, ბოლოს დივანზე დავენარცხე და ბალიშში თავჩარგულმა ვიყვირე. ცოტა ხანში თავი ოდნავ დავიმშვიდე და გადავწყვიტე რენესთვის მართლა დამერეკა. - ვინ მირეკავს? - გაკვირვებული და გახარებული ჩანდა. ნასვამიც. - მართალია უკვე სამი იანვარია, მაგრამ რადგან ახალ წელს ვერ მნახე, შანსს გაძლეევ რამდენიმე საათით გვიან, მაგრამ მაინც დამიბედო - გამეღიმა მისი ხმის გაგონებაზე და ცოტა სითბოც ჩამეღვარა. - თბილისში ხარ უკვე? - სახლში ვარ. - გამომწვევად ვჟღერდი. გაეცინა ხმით, ძალიან საყვარლად. - მოვდივარ - ერთი სიტყვა მითხრა და გამითიშა. სანამ მოვიდოდა ჩემოდანი სადღაც შევტენე, წყალი გადავივლე, ჩემი საყვარელი საახალწლო პიჟამა ჩავიცვი და ზუსტად ამ დროს მოვიდა. კარი მხიარულად გავაღე, ძალიან მიხაროდა რენეს ნახვა. რომ დამინახა, ღიმილმა გაუნათა სახე, შემოვიდა, მაგრად ჩამეხუტა და ბევრი მაკოცა. - ძალიან მაგარი პიჟამა გაცვია . - გაეცინა - არ გეპრანჭები . - ვიცი. თმას მაინც დაივარცხნიდი . - უფრო ამიჩეჩა. - ოოო, მიდი რა, - ხელი ვკარი და პარკი გამოვართვი. ჩემი საყვარელი პროსეკოს დანახვაზე ღიმილით პირი გამეხა. - აუ, მიყვარს - გულში ჩავიხუტე. - შევამჩნიე ამ ცოტა ხანში. - რანაირი ხარ? - ფაქტობრივად ოცნების მამაკაცი. ბევრისთვის შენს გარდა. - ბევრჯერ უნდა წამომაძახო? - არასოდეს. ვიხუმრე- ქურთუკი დაკიდა, ფეხსაცმელი გაიხადა და იატაკზე გაგორდა მაგიდასთან. არასერიოზულად იქცეოდა ნასვამი და ასჯერ საყვარელი მეჩვენა იმ წამს. - ძალიან სასაცილოდ იქცევი და მაგრად გიხდება. - გვერდით მივუჯექი ორი ჭიქით> - მხოლოდ სასმელი, ქვეყანაში არ ვიყავი და გოზინაყებს ვერ გაჭმევ. - რომ ყოფილიყავი მიანც არ მაჭმევდი შენი ამბავი რომ ვიცი. - აბა კი, სოფა იმდენს მატანს ხოლმე, სახლი სულ სავსე მაქვს ახალ წელს. - წამით ვიფიქრე, თვითონ ამზადებსთქო და ეგრევე უკუვაგდე, კატასტროფულად არ მოგიხდებოდა თმაში შეზელილი თაფლი - გადაიხარხარა. - დედაჩემი ამზადებს, მაგრამ თმაში არ იზელს რა. - შენ შეიზელდი, ხელმრუდი ხარ. - რა ვაააარ? - ლამის გული წამივიდა. - ხელმრუდი. - ამყვა. - გახსენი ეგ ბოთლი სანამ ლამაზი ხარ რაა. - ლამაზი ვარ? - შეიცხადა. - პირველად გესმის? - მართლა პირველად. სიმპატიური ხარო ქუჩაში გამვლელებიც კი მეძახიან, მაგრამ ლამაზი პირველია. - ლამაზი ხარ. - კაცებს ხომ წყინთ ხოლმე ეგ? ახლა მეწყინოს თუ არა ვფიქრობ. - რა სიქაჯეა. - უკიდეგანო. - ტუჩები დაპრუწა სასაცილოდ. - ნასვამი მართლა რა საყვარელი ხარ. მერამდენედ გხედავ თითქოს, მაგრამ ახლა შევნიშნე. - იმიტომ რომ მე რომ ნასვამი ვარ, შენ მთვრალი ხარ უკვე მაგ დროს. - ეგეცაა, დაგეწევი დაიცა - პირდაპირ მოვიყუდე იმ წამს გახსნილი ბოთლი და კარზე ზარიც გავიგე. - ვტფ, რა დროს ზარია, არავინ იცის რომ ჩამოვედი. ისინი კიდე სახლებში წალასლასდნენ. - გაკვირვებული წავედი გასაღებად. ყველაფერს ველოდი ალბათ, მაგრამ სანი თუ შემრჩებოდა არა. - დალაპარაკება მინდოდა, უშნოდ დავშორდით - არაფრის თქმა მაცადა ისე შემოვარდა და თან დაინახა ხალიჩაზე დამჯდარი რენე. ზურგით იდგა, მე უკან მოვყვებოდი, მაგრამ მხრებიდანაც კი ვხედავდი როგორ გაღიზიანდა. უცებ შედგა, ერთიანად დაიჭიმა და დადუმდა. - რენეს დავურეკე, ახალ წელს ვერ ვნახე და - თითქოს თავი ვიმართლე, წინ დავუდექი და ვეცადე გამომეტყველებით გამომეცნო რას ფიქრობდა. თვალები გამისწორა, ძალიან ცარიელი თვალები, თითქოს იმედგაცრუებულიც. - უნდა დამერეკა. ახალ წელს გილოცავ, რენე. - ოდნავ გაუღიმა და შებრუნდა. მის გასაჩერებლად ათასი სიტყვა ერთად მოაწყდა თითქოს ენას, მაგრამ ვერცერთმა მოასწრო ადრესატამდე მისვლა. ასეთი უაზრო გაბრაზებისას ვერ ვიტანდი ხოლმე, მწყინდა და ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად ჩარევაში ვადანაშაულებდი. არ იყო ჩემთან მართალი. - ეს რა იყო? - დაბნეულმა იკითხა რენემ. - ეს იყო ხასიათის გაფუჭება, პონტში ჩა***მა, თუ რამე ნერვი შეგრჩა დაწყობილი იმის აშლა და უბრალოდ ****ბა. - ვთქვი და ბოთლი ავიღე ისევ. - რაც გიცნობ ამდენი ცუდი სიტყვა არ გითქვამს. - შეიძლება არც არასდროს მითქვამს. - ასე ნუ მიგაქვს გულთან. მესმის, ძვირფასია, მაგრამ მოდი არ გინდა, დღეს მაინც. - სულ ასე მიკეთებს. ჩვეულებრივი მწამებელია. - ზედმეტი სიყვარულის ბრალია. - ნერვიულად გაიცინა. - არ მინდა ეგეთი სიყვარული, დავიღალე. მეგობრობასაც ხომ შეიძლება ქონდეს საზღვრები? პირადი სივრცე არ არსებობს თითქოს, ყელში მიჭერს უჰაერობა. - იმაზე მეტად ნუ განიცდი, ვიდრე საჭიროა. მაგრამ რჩევა თუ გინდა, ბევრი გაქვთ სალაპარაკო შენ და სანის. - მაგის მეტი რა გვიკეთბია ცხოვრებაში? - უფრო გულწრფელად. - მეგობრობას გვიწუნებ? - არ მესიამოვნა. - არაფერს გიწუნებთ. ჩემი აზრით ბევრი უნდა იფიქროთ ერთმანეთის მიმართ თქვენს გრძნობებზე და მერე ამის ისევ ერთმანეთთან მიტანაზე. - ვერ გაგიგე. ან არ გაგიგე და ასე სჯობს. - შევაწყვეტინე. - აი, ახლაც უკუაგდებ რაღაც ისეთ აზრს, რომელსაც თვალს არ უსწორებ, მაგრამ გრძნობ. - ჩემს თავში ცდილობ შემოძვრე. უკვე მეორედ. - უკვე მეორედ მჯერა, რომ გირჩევნია თავში შემოვძვრე, ვიდრე კაბის ქვეშ. - რაღაცნაირი კაცი ხარ რენე. თითქმის იდეალური. - არ მქონია პრეტენზია, მაგრამ მაინც რატომ თითქმის? რა დამიწუნე? - გაეცინა. - ვერაფერი. მაგრამ რადგან გრძნობები არ მიშვებს შენამდე, ჩავთვლი რომ თითქმის. - უფრო სწორი იქნებოდა გეთქვა იდეალური, მაგრამ არა ჩემთვის. - ეს იგივე არაა? - შენ უნარების გამოცდა როგორ ჩააბარე? - დამცინა. - იდიოტო - გადავიხარხარე მეც. - ლოგიკურ ამოცანებში სუსტი იქნებოდი. წაკითხულის გააზრებაშიც, ყურადღებით კითხვა არ შეგიძლია. - როდის შემატყვე? - შენს საკუთარ ფიქრებს არ კითხულობ სწორად და დაკვირვებით- თვალი ჩამიკრა. - შენ არქიტექტორი ხარ თუ ჩემმა მეგობრებმა ჩემს ტვინში საძრომიალოდ შემოგაგზავნეს? - გჭირდებოდა? შემიძლია შევითავსო, მაგრამ მეეჭვება გინდოდეს. - რატომ არა? - შენ არ გიყვარს როცა შიშველს გხედავენ. საკუთარი მეგობრებიც კი შორს გყავს სინამდვილეში. არ დაიწყო ახლა, რომ ისინი შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილები არიან, რომ მუდამ ერთად ხართ,,, ოოოოო ეს წლეეებიიიი , ბლა ბლა ბლააააა - გაწელა და გადაწელა სიტყვები. - არაფერი მითხრა მსგავსი. ეგ არაა ის სიახლოვე რასაც ვგულისხმობ. შენ არ გიყვარს სიშიშვლე. უმალ სხეულისას მარტივად დათმობ, ვიდრე სულისას და ეს იგრძნობა როგორც კი გიახლოვდებიან. არსად ისე მკაცრად გავლებული საზღვარი არ მინახავს პირად სივრცესთან, როგორც შენს ირგვლივ. ამას არღვევს სანი და ეს გაგიჟებს, ოღონდ არა ისე, როგორც უნდა გაგიჟებდეს. შენ რომ ეს რღვევა არ მოგწონდეს, შენი ნებით რომ არ ხდებოდეს გულის სიღრმეში, შენი სული მის სულთან ისე მტკიცედ რომ არ იყოს გადაჯაჭვული, პირველივე შემოჭრაზე მიუჩენდი საკუთარ ადგილს. არ მოგერიდებოდა არავისი, განსაკუთრებით შენი მეგობრის, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში სანიმ დიდი ხანია შიშველი გნახა და ისე ბუნებრივად შეიზარდა მასში, ვერც კი გააანალიზე. მხოლოდ მაშინ იგრძენი, როცა შენი ფიქრები არ მოგეწონა. მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც ისეთები ამოტივტივდა შენს თავში, როგორსაც არ და ვერ უშვებ. შენი ფიქრები ახლა სხეულის კედლებს ასკდება და გარეთ გამოსვლას ცდილობს და უფლებას არ აძლევ. ადამიანები ხშირად ფიქრობენ შეცდომით. ეს არაა ტყუილი, ესაა უბრალოდ სიმართლის სუბიექტური აღქმა. იმ მომენტში თავი მართალი გონიათ და შეიძლება სადღაც არიან კიდეც, მაგრამ მაინც შეცდომით ფიქრობენ. შენც შეცდომით ფიქრობ, როცა ნამდვილ ფიქრებს ებრძვი. გავარვარებულ სხეულს გაყინულ წყალში აგდებ თითქოს, სტანჯავ და თან ფიქრობ რომ ასე არაა. მე ამას ვხედავ, ზოი.. ვხედავ როგორ გიჭირს ფიქრების გადაფარვა არასწორით, შეშინებულით, დაღლილითაც ხანდახან, სასოწარკვეთილით და ფრთხილით. განკითხვას ერიდები, შენი თავისგანაც და სხვისგანაც. მაგრამ რის ხარჯზე ? ტყუილის. არასწორის. და ამ დროს მნიშვნელობები მნიშვნელობას კარგავენ, იცოდე. ძალიან მარტივად შეგიძლია გაბედნიერდე, მაგრამ გეშინია. იცი რატომ? ჯერ საკუთარ თავს შენ თვითონაც ვერ აპატიე შენი გრძნობა და არც სხვისგან მოელი, მაშინაც კი, თუ დარწმუნებული შეგიძლია იყო, რომ მისი პასუხი შენს გრძნობას ემთხვევა..... - რამდენიმე წუთი აბსოლუტურ სიჩუმეში ვისხედით. ან ხმის ამოსაღები რა იყო? მერე წამოდგა, მაგრად მომეხვია, თავზე მაკოცა და მომიბოდიშა. - მაპატიე, ზაიჩიკ. მე არ მინდოდა. ახლა, როცა დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, ამ სიმართლეზე მეტად ის მაგიჟებს, რომ ეს ყველაფერი ჩემგან მოისმინე.... მე არ უნდა ვყოიფილიყავი ის ადამიანი ვინც თავისი ხელით გიბიძგებდა მისგან შორს წასვლისკენ... მაგრამ ჩემს თავთან მართალი ვარ და თუ რამეს ვაფასებ საკუთარ თავში, ესაა. ჩვენ შეიძლებოდა ერთადაც კო ვყოფილიყავით. ვერ შემიყვარებდი, მაგრამ შენი მოწონებაც მეყოფოდა რაღაც მომენტში, მაგრამ შენ არა, შენ ვერ გეყოფოდა. ამიტომ ისევ მე გიბიძგო სჯობს სწორი გადაწყვეტილებისკენ. ფიქრებს ვერ მოატყუებ, ზაიჩიკ, რაც არ უნდა ეცადო, სუბიექტური აღქმა სიმართლის არ არსებობს, როცა საკუთარ გრძნობებზე გინდა იფიქრო. გრძნობა გრძნობაა. ან ასეა, ან ისე. არ არსებობს ცოტათი ან ძალიან. ან მოგწონს - ან არა, ან გიყვარს - ან არა. ამაზე იფიქრე. ახალ წელს გილოცავ და იცოდე რაც არ უნდა იყოს, ძალიან მიყვარხარ. შენ ხარ ადამაინი, რომელთანაც ვიცი რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა, მაგრამ რაცაა მე ეს მიყვარს. - კიდევ ერთხელ მაკოცა თავზე და წავიდა. ისე ჩაიცვა და გაიხურა კარი, უკან აღარ მოუხედავს. თუმცა მაინც ვერაფერს ვეტყოდი, შეიძლება ესეც იცოდა და იმიტომ. და ახლა მინდა გავაკეთო ერთი დიდი გადახვევა. თემა - ტირილი. ვთანხმდებით, რომ ტირილი ემოციების გამოხატვის აბსოლუტურად ბუნებრივი ფორმაა. ბევრი სიტყვა შეიძლება შეეფერებოდეს, ბევრი გრძნობა შეიძლება გახსენდებოდეს, მაგრამ არაფერი უხდება ისე, როგორც სიტყვა შვება. მე არასდროს მიყვარდა ტირილი. მეტიც, ხშირად მეგონა ვერ ვტიროდი. იმ დღემდე მეგონა. იმ დღეს გაუაზრებლად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვტიროდი ბევრი საათი, ძალიან ბევრი. ვიჯექი იატაკზე, თავი დივანს მივაყრდენი და უბრალოდ იქამდე ვიტირე, სანამ ჩემს ორგანიზმს შეეძლო, სანამ ერთი წვეთი ცრემლი მაინც მოიძებნებოდა ჩემში. რენეს მონოლოგმა გამტეხა, დამამსხვრია და ამ ნამსხვრევებს ვეღარაფერი წამოკრეფდა ერთ მთლიანად ისევ. მეგონა საკუთარ გამოფიტულ სხეულს ზევიდან დავყურებდი და მასში ვეღარ ვბრუნდებოდი. მანამდე არასდროს შემინიშნავს რამხელა ძალა აქვს ტირილს, რამდენის ზიდვა შეუძლია, რამდენის მოშორება სულიდანაც და სხეულიდანაც. თითქოს ჩემი სხეულიდან ცრემლებთან ერთად დარდი გამოიწოვა, გამოსრუტა.. დარდის გარეშე თავი პატარა და უმწეო მომეჩვენა. ცარიელი, მაგრამ წამები დასჭირდა იგივე სივრცის შვებით შევსებას. და მაინც, რა მითხრა ისეთი,რაც არ ვიცოდი ? არაფერი. უბრალოდ, მას უფლება არ ჰქონდა. არავის ჰქონდა და მაინც მითხრა, მაინც მაიძულა. თითქოს ისეთ ოთახში გამომკეტა, სადაც ყველა მხარეს ამ ამბავს ვხედავდი, სხვა არაფერი ჩანდა და მე თვალის დახუჭვის უფლება არ მქონდა, ვერსად გავურბოდი იმ აზრს, რომ მე სანი მიყვარდა. ამ წინადადების დაწერა ახლაც ყველაზე მეტად გამიჭირდა. გამახსნდა ის შეგრძნება, როცა ვეღარ გავექეცი და სიმაღლიდან მოწყვეტილი დავვარდი მიწაზე. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საჭირო ამ ამბის ამდენად დრამატიზება, მაგრამ გეფიცებით, მე არ ვამეტებ არც ერთ სიტყვას, პირიქით. ნეტავ შემეძლის ზუსტად გამოვხატო ის ღამე, მაგრამ არ შემიძლია, მე კარგი მწერალი არ ვარ... საერთოდ არ ვარ მწერალი... ის ღამე გათენდა თეთრად პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ემოციებისგან გამორკვევის საშუალება მხოლოდ კარგად გათენებულზე მომეცა.. ძლივს წამოვიზლაზნე იატაკიდან, მტკიოდა ყველაფერი მთელი ღამე ერთ პოზაში ჯდომისგან. ფანჯრისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი ნაძალადევი იყო, მაგრამ მინდოდა გამომეღო და გრილი ჰაერი შემესუნთქა, იქნებ ცოტა აზრზე მოვსულიყავი.... მაგრამ ფანჯრიდან დანახულმა თოვლმა წამით ისიც კი დამავიწყა, რატომ ვიყავი ასეთ დღეში. ერთიანად მოიცვა ნელმა, მაგრამ ძლიერმა სიხარულმა ჩემი სხეული და მივხვდი, რომ ეს იყო ერთადერთი, რაც ახლა გადამარჩენდა. პირი დავიბანე, ზურგჩანთაში ცოტა ტანსაცმელი ჩავყარე, თბილად ჩავიცვი, გასაღები ავიღე და ყავის გარეშე გამოვიხურე კარი.. ქალაქიდან გასასვლელში ვიყიდე მხოლოდ შესაფხიზლებლად და ყაზბეგისკენ დავიძარი. ერთი საყვარელი ადგილი მქონდა, დასამალად მშვენიერი. გზიდან მაინც დავტოვე მესიჯი საერთო ჩატში, გულმა არ მომითმინა. 2-3 დღით არ ვიქნები და არ მეძებოთ-მეთქი, დედ-მამასაც დავურეკე, საკუთარი თავი გამოვილანძღე და დავპირდი, შობას თქვენთან ვიქნები-მეთქი. ამის შემდეგ ტელეფონი უბრალოდ გავთიშე და მოვდუნდი იმის იმედით, რომ ვერავინ მიპოვიდა. ყაზბეგში ყოფნის პირველი საათები იდეალურად გავატარე. ამოვლაგდი, ჩემს პატარა მოსახლო ოთახში გამოვიკეტე და თბილისისგან განსხვავებით უკვე თოვლით დაფარულ მთებს გავუშტერე თვალი. არაფერი სჯობდა სითბოს, თოვლს და იმ მუსიკას, ჩემს სულს უარესად რომ აფორიაქებდა. სხვათაშორის, მუსიკასთან დაკავშირებით ერთგვარ მაზოხიზმი მახასიათებს, რაც უფრო მთრგუნავს, მით უფრო მიყვარს. შეიძლება ვიღაცამ რომ თქვა, ტკივილები უფრო დიდი ტკივილით იფარებაო, ეგ ჩამრჩა გონებაში. აბსოლუტური სისულელეა, არ სცადოთ, თუ უკვე შეჩვეული არ ხართ ჩემსავით. ძალიან ვინანე სასმელი თბილისიდან რომ არ წავიღე, უიმედო მდგომარეობა იყო ამ მხრივ ჩემთვის. მაინც და მაინც არ მიყვარს ის, რასაც ყაზბეგში მთავაზობდნენ. სამაგიეროდ ჩემი „მოსახლო ოთახის“ პატრონის შვილმა ულამაზესი ჯოინთი მაჩუქა. ცოტა მიშველა. თითქმის 36 საათი გავატარე მარტომ და ნელ-ნელა აზრებს ვალაგებდი. ისე მომეწონა იქ ყოფნა, რამდენიმე დღით კიდევ გახანგრძლივებაზე ვფიქრობდი, მაგრამ გონებაში სოფას სახემ ყველაფერი დაჯაბნა. ეგ ყოფილა ტკივილის ნამდვილი წამალი, ვისღა ახსოვდა რისთვის ამოვედი? მკაცრად გადავწყვიტე რომ 6-ში საღამოს დავბრუნდებოდი თბილსში და პირდაპირ მშობლების სახლში მივიდოდი. მერე იქაც რამდენიმე დღე, ისინიც არ მომცემდნენ ცუდად ყოფნის საშუალებას და ამასობაში რაღაც იქნებოდა. ასე ვგეგმავდი მე. ღმერთი კი იცინოდა როგორც სჩანს ამ დროს. თითქმის 36 საათის შემდეგ, ანუ მეორე დღე რომ ღამდებოდა, ისე თოვდა ყაზბეგში, ხედვა თითქმის შეუძლებელი იყო. მე რა მენაღვლებოდა, ვიჯექი ჩემთვის უდიდეს ფანჯარასთან, უგემრიელეს ჩაის ვსვამდი და რაც არ მიჭირდა, მუსიკა იყო. ჩემი მოსახლო ოთახი გზიდან საკმაოდ შორს იყო, ცივილიზაცია მაინც და მაინც ვერ დაიკვეხნის სიახლოვით. ამიტომ სულისწამღები სიბნელე რაღაც მანქანის შუქის მსგავსმა რომ გაკვეთა, ძალიან გამიკვირდა. თვითონ სახლის პატრონიც კი ოდნავ მოშორებით ცხოვრობდა, აქ წესით არც ის უნდა ყოფილიყო. ისე, ამ წამს დავფიქრდი, ისეთ ადგილზე ვიყავი, უახლოესი სულიერი 1-2 კმ-ში რომ მეგულებოდა და მაინც არ მეშინოდა. ახლა შემეშინდა. ვერაფერს ვარჩევდი იმის გარდა, რომ შუქი ჩემსკენ მოიწევდა. მოახლოებისას უკვე კარგად გავარჩიე რომ ნამდვილად მანქანის იყო, მაგრამ ცხადია თვითონ მანქანას ვერ ვხედავდი. ოდნავ დავიძაბე, მე არავის ველოდი. ალბათ „ხაზეიკაა“- მეთქი, თავი დავიმშვიდე, მაგრამ შეგრძნებები სრულად წამერთვა, კიბეზე სანი რომ დავლანდე. რა ჯანდაბაა, მართლა იცინოდა ღმერთი მე რომ ვბჭობდი. ფეხებში ძალის გამოცლის მნიშვნელობა იმ დღეს გავიგე. მუხლები ამიკანკალდა, სხეულზე სიცივე მომედო და ჩემი ორი დღის ნაკოწიწები პიროვნება ერთიანად დაიშალა. სანის ვერ მოვატყუებდი, მიხვდებოდა. ვიგრძენი, რომ ჩემს კართან ზუსტად ის იდგა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა - სიმართლე. ფრთხილად დააკაკუნა, ისედაც იცოდა რომ დავინახე. ბევრი წამი დამჭირდა კარის გაღება რომ გამერისკა და სანის აშკარად უმტყუნა მოთმინებამ, მეორედ უფრო სერიოზული და მკაცრი კაკუნი მივიღე. ამან გამომაფხიზლა და გავუღე. იდგა სანი, სულ ოდნავ განათებულ წყვდიადში, თეთრი და აბუზული. თოვლიანი იყო, მაგრამ მარტო თოვლის გამო არა, თვითონაც გაფითრებული იყო. თვალები ქონდა ისეთი, როგორიც არ ჰქონია მანამდე. ვუყურებდი, ვფიქრობდი ყველა იმ ემოციაზე რასაც მასში ვხედავდი იმ წამს და ეს ემოციები არ სრულდებოდა. უსასრულო რაოდენობის რაღაცას ვხედავდი. სიყვარულს, შვებას, უსაზღვრო ტკივილს, შიშს, ცოტა ბრაზს, უფრო მეტ სევდას. - არ შემომშვებ? - ფრთხილად მკითხა ამ მიშტერების შემდეგ. - აქ არ უნდა იყო. - მაგრამ ვარ. - რატომ არ მაცდით მარტო ყოფნას? არასდროს შეგიძლიათ ჩემი გაშვება? - მხრები ჩამოვუშვი უღონობისგან და ოდნავ გავიწიე. - მრავლობითში ნუ მელაპარაკები და ჰო, არ შემიძლია. - ქურთუკი რამდენიმე ახტომით დაიფერთხა და შემოვიდა. სანამ გაიხადა და გასათბობად ჩამოჯდა, მე გახსნილ კარში ვიდექი. - სახლს აცივებ - კარისკენ მანიშნა. მაშინ მივხვდი რომ გავიყინე და კარი სასწრაფოდ მივხურე. - რა გინდა აქ? - მკაცრად ვკითხე, ოღონდ ხმა მიკანკალებდა. ძნელი წარმოსადგენია ალბათ კანკალით ნათქვამი მკაცრი სიტყვები. - შენ რა გინდა აქ? - როგორ მიპოვე ვაბშე? - სხვა თემაზე გადავედი ვითომ შეუმჩნევლად. - რატომ გეგონა რომ შეიძლება ვერ მომეგნო შენთვის? - იმიტომ, რომ ამ ადგილზე არაფერი იცი. გაეცინა, საკმაოდ ირონიულად. არ მესიამოვნა. - გახსოვს თაშკას, შენ და მარიშკას აეროპორტში რა გითხარით? ის ბანალური ფრაზა თქვენზე ზედგამოჭრილია. თქვენ რომ მიდიოდით, მე მოვდიოდი - გაეცინა ისევ. - არ მეცინება - სინამდვილეში არც მე, მაგრამ ისე უხერხულად დადიხარ მთავარი თემის ირგვლივ, სიცილს მგვრი - შემომხედა ისეთი გამჭოლი მზერით, რომ წამით მეგონა ჩემში გაიარა და ყველაფერი კარგი გაფანტა. დამრჩა უსაშველო სიცივე და აქეთ-იქით მორბენალი ფიქრები. - შენ მოხვედი ირონიული ღიმილით და მე დავრბივარ მთავარი თემის ირგვლივ? - ვცადე მეც ირონიული ვყოფილიყავი, ოღონდ წარმოდგენა არ მქონდა რატომ გავეჯიბრე. ალბათ მეტკინა. - არ გინდა, ნუ შემეჯიბრები... და მაინც აქ რატომ ხარ? - გამიმეორა შეკითხვა. - მე მარტო ყოფნა მინდა, რომელსაც არ მაცდი. - კარგი, მაშინ რატომ გინდა მარტო ყოფნა? - სანი, მესმის რომ ჩემი მეგობარი ხარ, რომელსაც ყოველთვის ყველაფერს ვეუბნები, რომელთანაც დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ მარტო ყოფნა მართლა მარტო ყოფნას მინდა ნიშნავდეს ჩემთვის. ჩემს პირად სივრცეს სრულად ავსებ და ადგილი არ დამრჩა მარტოობისთვის, რომელიც ჰო, ძალიან მიყვარს. - ისევ ზღვარზე დავდიოდი და ვცდილობდი თემა არ დამევიწროვებინა. - რომელთანაც დასამალი არაფერი გაქვს..... ვითომ? - წამოდგა და ახლოს მოვიდა. - რას გულისხმობ? - გაუცნობიერებლად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი უკან, რაც რა თქმა უნდა არ გამორჩენია. - გამირბიხარ? - გაეღიმა. - უცხოსავით რატომ მელაპარაკები? - იმიტომ რომ უცხოსავით მექცევი - შემომიტია ისევ. - სანი, რა გინდა? მართლა, აი რა გინდა ? დავიღალე - მინდა რომ შემომხედო და მითხრა აქ რატომ ხარ. - ახლოს მოვიდა, წელზე ხელი მომხვია და მაიძულა მის წინ ისე გავჩერებულიყავი, რომ წასასვლელი არც მე და არც ჩემს თვალებს ჰქონოდა. - მარტო ყოფნა - გავუსწორე თვალი და კბილებში გამოვცერი. - რატომ? - დაიჩურჩულა - აი, ამის თქმა ნამდვილად არ მინდა ! - უკვე ვბრაზდებოდი - არც მაშინ, თუ ისედაც ვიცი? - თვალები აენთო ბრაზით. - ნეტა ვიცოდე რა იცი. - თვალები ავატრიალე, მაგრამ შემეშინდა და ჩემი შეკრთომა იგრძნო. - ზოი, ნუ მეთამაშები. დროა ვილაპარაკოთ - ხელით სავარძლისკენ მიბიძგა. ჩამოვჯექი, თვითონ ჩემს ფეხებთან დაჯდა ისე, რომ ისევ მოქცეული ვიყავი მის მარწუხებში. თუმცა რადგან ოდნავ მომშორდა, ცოტა ამოვისუნთქე. - ილაპარაკე, მოგისმენ. - მხრები ავიჩეჩე. - მართალია, ალბათ სჯობს მე ვილაპარაკო . - ვერ მოითმინა, წამოდგა და ფანჯარასთან ახლოს დადგა. - მაშინ, საქართელოში რომ დავბრუნდი და თქვენ გაგიცანით, ალბათ ვერ წარმოვიდგენდი თუ დღეს ამის მოყოლა მომიწევდა. მაშინ კი არა, კიდევ ბევრი წელი ვერ წარმოვიდგენდი. შეიძლება ითქვას, ამის აუცილებლობა მხოლოდ რამდენიმე დღეა ვიგრძენი. მაშინ ისე ბუნებრივად დავახლოვდით, იმდენად დიდი იყო ჩვენი კავშირი და იმდენად მიყვარს ყველა თქვენგანი, რომ ნებისმიერი რამე შემიძლია შევიჯავრო, რაც ხელს შემიშლის ამ ურთიერთობაში, ამ მეგობრობაში. ასე შევიჯავრე იცი ვინ? ვივი.... მანამდე სალომე, გახსოვს ალბათ.. მანამდე ანა.. მანამდე აღარ ვიხსენებ, მე თვითონ არ მაინტერესებს. ისეთი დაბნეული ვარ, ხან თავიდან ვყვები, ხან ბოლოდან. მითხარი, ასეთი გინახივარ? - აქ სიმწრით გაეცინა. - არ გინდა, ისედაც ვიცი რომ არა.. ამ წლებში, რაც ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ცალ-ცალკე ცხოვრება არ გვქონია ფაქტობრივად. უნდათ თუ არა, ყველას ჩვენსკენ ვექაჩებით. არც ძალით, მაგრამ მაინც ეგრე გამოდის. ბოლოს ან გარბიან, ან ვუშვებთ. ამ შემთხვევაში მხოლოდ მათზე ვამბობ, ვინც მე და შენ მოგვყვება ხოლმე. ახლა მირჩევნია მიწა გამისკდეს, ვიდრე ის ვთქვა რაც უნდა ვთქვა, მაგრამ არა იმიტომ რომ მრცხვენია, მეშინია ან რამე მსგავსი. სამყაროში თუ რამე ფეხებზე, პირველი სხვისი აზრია. შენი არ , არასდროს მეკიდა. არც დუდასი, უილის, თაშკასი, მარიშკასი. უკვე არც გუგას, არც ანის და არც დათუნასი. მე კარგად ვიცნობ ჩემს მეგობრებს, ზუსტად ვიცი რომ მათი რეაქციის არ უნდა მეშინოდეს და მერიდებოდეს, მაგრამ შენი, ზაიჩიკ? შენი უნდა მეშინოდეს? - გამომხედა ცრემლმომდგარმა. - არ ვიცი შენი მრცხვენოდეს თუ არა. განა იმიტომ რომ არ ვიცი რას მიპასუხებ? ღმერთმანი, ვიცი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ გრძნობებში არა ნებისმიერ ვინმეს, არამედ შენ უნდა გამოგიტყდე, ლამის მოვკვდი. ერთიანად დამენგრა თავზე ყველაფერი, რასაც ვაშენებდი. შემრცხვა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირდაპირ ან ირიბად ოდესმე ამაზე მიმანიშნა და მე ცუდად მოვექეცი. ვივის შემრცხვა. არ დაიმსხურა რაც ვუთხარი. მტყუანი რომ ყოფილიყო, მაინც არ იმსახურებდა, მაგრამ როცა მართალია? მითუმეტეს. რენესი შემრცხვა.. ჰო, იმ ზიზღის რაც ვიგრძენი. დაუმსახურებელი ზიზღის. თუ ვინმეს კაცს ვუწოდებდი, მას აუცილებლად. ადამიანია, მართალია. მე რენე ვნახე, მას შემდეგ რაც გამოიქეცი, მივვარდი და დავემუქრე, თუ გავიგებდი მის გამო ხარ აქ, მოვკლავდი. გაეცინა და ისეთი მომიქნია, ახლაც მტკივა ყბა. მითხრა, დრო იყო შენთან მართალი ვყოფილიყავი. მუშტმა არა, ამ სიტყვებმა კი დამაგდო. სხვისი მითითება დამჭირდა მაინც საბოლოოდ. მიუხედავად იმისა, რომ იმ წამიდან, როცა პოზნანში მისაღებში ჩამოხვედი ისედაც დარწმუნებული ვიყავი რომ დრო იყო, მაინც სხვისი მითითება დამჭირდა მოქმედებისკენ. თან ვისი, კაცის, რომელსაც თითქმის უყვარხარ. არაფერი მომიყვა, მაგრამ მივხვდი რომ შენც მაგიტომ გამოიქეცი და მან ეს იცოდა. იქიდან ისე წამოვედი, ხელი არ შემიბრუნებია. აუცილებლად მოვა ეგ დღე, როცა მივალ და შემოვარტყამ, მაგრამ იმ მომენტში არ შევუბრუნე და ამით წამით საკუთარი თავიც შემძულდა. შემდეგი საათები არ მახსოვს, უბრალოდ აზრებს ვალაგებდი და არაფრით ლაგდებიან. სანამ შენ არ ჩაერთვები ამ ამავში, ვერ დავალაგებ,ზო. როგორ მოვედით აქამდე? როგორ გახდა ირგვლივ ყველა მართალი ჩვენს ურთიერთობაში ჩვენს გარდა? ჩემგან მოსმენილი სიტყვა მიყვარხარ შენ არაფერს შეგიცვლის. რამდენჯერ მითქვამს. ყველა მიყვარხარ იყო მართალი, ახლაც მიყვარხარ და არა, არავითარ შემთხვევაში იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე. მე ისედაც ყოველთვის ასე მიყვარდი შენ. ახლა ვხსნი ყველა აგრესიას იმ ადამიანების მიმართ, ვინც გიახლოვდებოდნენ. ახლა ვხსნი, რატომ მეზიზღება რენე,როცა ამას არ იმსახურებს. რატომ ვერ შევიყვარე ვივი, რომელიც უსიყვარულოდაც მზად იყო სამყაროს ცენტრად მივეღე. ახლა ყველაფერს ვხსნი,ზო, მაგრამ შენ მაინც ვერ გისწორებ თვალს, შენი მაინც მეშინია..... არა, ერთი წამითაც არ მეშინია რომ იგივეს არ გრძნობ, მარტო იმის, თუ მაპატიებ რომ ახლა მე ვლაპარაკობ, შენ ტირი და ვხედავ, როგორ იშლები ნაწილებად. და მე მხოლოდ ლაპარაკი შემიძლია მაინც..... მართალი იყო. ვიჯექი, ვტიროდი და ვიშლებოდი ნაწილებად. ეს მეორე მონოლოგი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც დემენტორივით გამომწოვა სხეულიდან ბედნიერება. უწინარესად იშვა ქაოსი... ქაოსიდან დაიბადა მოწესრიგებული სამყარო.. ჩემი პირადი ქაოსიდან ვერაფერი დაიბადებოდა მოწესრიგებული. არ არსებობდა წესრიგი ჩემს ფიქრებში და გრძნობებში. დაშლილი სხეული მეწვოდა სანის წარმოთქმული ყველა სიტყვისგან. ჩემს ქაოსში ერთმანეთს ვერაფერი აბალანდებდა იმ წამს. მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი ტკივილსაც, შვებასაც, სიყვარულსაც და იმედგაცრუებასაც. მაინც ვერ დავბალანსდი მოწესრიგებული სამყაროს მისაღებად. დუმილი იყო ხანგრძლივი და მტანჯველი.. თითქოს სიტყვები ერთიანად გამოილია და დარჩა მხოლოდ სუნთქვა, რომლის რიტმიც გონებაში იქცეოდა იმ ფრაზებად, ასე რომ ელოდა ჩემგან სანი. დიდხანს ვისხედით უსიტყვო ოთახში. სანი იჯდა იატაკზე, ფანჯარასთან ახლოს, მე მოშორებით სავარძელზე. ბევრი წუთის შემდეგ შემობრუნდა, უბრალოდ შემომხედა, ცდილობდა თვალით მაინც დაენახა რამე.. მე ჰაერის სიტყვებით გაკვეთა ვერ გავბედე.. უბრალოდ ავდექი, მის გვერდით დავეშვი იატაკზე ისეთ მანძილზე, მხოლოდ მხრით რომ ვეხებოდი ოდნავ. ხელებზე დავხედე და თვალით მომეჩვენა რომ გაყინვოდა.. ფრთხილად მივწიე ჩემი ხელი, მინდოდა გამეთბო, მაგრამ შეხებამ ელდასავით დამიარა. პირიქით, ღმერთო ჩემო ყველაფერი პირიქით იყო.. ჩემი ხელი იყო გაყინული იმდენად, რომ ვერც ვგრძნობდი. სანისი თბილი, ძალიან თბილი. და ჩემი სიცივე ისე მარტივად შეისრუტა სანიმ, როგორც ჩემს მარტოობას ისრუტავდა მთელი ცხოვრება... ვიგრძენი, რომ პირველად ვიყავით ერთმანეთთან ცამდე მართლები.. - გპატიობ..... - მხოლოდ ამის თქმა შევძელი, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საუბარი დასრულებულიყო. გულზე მიმიხუტა ისე, როგორც ყოველთვის, მაგრამ ახლა სხვანაირად ვგრძნობდი მე. სხვანაირად გამხელილი სიხარულით ვიყავი სავსე. გამხელილი სიყვარულით, გამოთქმულ გრძნობით. სანამ იატაკზე ჯდომისგან სხეული არ დაგვეღალა, იქამდე უხმოდ ვიყავით ჩახუტებული.... კისრის ტკივილმა მაიძულა თავი წამომეწია და შემეხედა მისთვის. ბედნიერი ჩანდა.. მის თვალებში ისევ იყო რაღაც სევდიანი, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, დავიფიცებდი. - კისერი მეტკინა ... ამოვიჩურჩულე. - დავწვეთ? - ტუჩები მომაკრო შუბლზე. - არ მეძინება.... - შევკრთი ისე, თითქოს მასთან ყოფნის შემრცხვა და მალევე ჩემი ფიქრების გამო სირცხვილმა გადაფარა ეს შეგრძნება. - ზო, გინდა წავიდე და თბილისში დაბრუნებამდე კიდევ მოგცე დრო? - რისთვის ? - გამეღიმა. - არ ვიცი. რომ აღარ შეკრთე, ალბათ მაგისთვის. - მხრები აიჩეჩა. - დარჩი, თუ გცალია... - ხომ იცი რომ მცალია - წელზე მომეხვია და ზევიდან დამხედა. ღმერთო, არასდროს დამავიწყდება ის ჩახუტება.. ზუსტად ისე ჩამეხუტა, როგორც ყოველთვის, მაგრამ არაფერი იყო ძველებურად ჩვენში და მე მაშინ პირველად დავდნი მის შეხებაზე. მეგონა ხელში ჩავეღვრებოდი ემოციებისგან, სხეული ამიკანკალდა და მუცელი ამტკივდა. ჩემს რეაქციებს აკვირდებოდა და თვალები თანდათან უნათდებოდა. ჰო, იმას თვალები უნათდებოდა და მე სიამოვნებისგან მიბნელდებოდა. - ასე მგონია პირველად მოგეხვიე. - გაეღიმა და შუბლი შუბლზე მომაბჯინა. - მეც ასე მგონია... - სიტყვები ოხვრას ამოვაყოლე, გაყინული ხელები კეფაზე მოვხვიე და საკოცნელად გავიწიე.. პირველად უნდა მეკოცნა კაცისთვის, რომელიც მთელი არსებით მიყვარდა და საერთოდ არ მაშინებდა ეს ფაქტი. პირველი კი არა, მერამდენე კოცნა იყო ღმერთსაც არ ეცოდინება, მაგრამ პირველი კოცნასავით შემერყა სული... დაუჯერებლად გემრიელი ტუჩები ჰქონდა, მსხვილი, მთრთოლვარე, თბილი და ფაფუკი. ფეიერვერკივით აფეთქდა რაღაც ჩემში, დამავიწყდა ყველაფერი რაც იქამდე განმიცდია ვინმეს შეხებისას, დამავიწყდა ვინ ვიყავი, სად ვიყავი და რომელი წელი იყო. ის კოცნა იყო ისეთი, როგორიც ვოჩმენში (Atomic Kiss in Watchmen).. და ეს იყო ყველაზე ლამაზი, ტკბილი და ბედნიერი კოცნის განსხეულება... - ამდენ ხანს რატომ დავტანჯეთ ერთმანეთი უერთმანეთობით ? - ამოიბუტბუტა. - And we might live like never before when there’s nothing to give…. we might make love … - თითქმის ვმღეროდი, ან უფრო ვბუტბუტებდი (Damien rice – Delicate) - Nothing is taking me down,down,down except you, my love except yoy, my love …. - თვითონ მხოლოდ თქვა, სიმღერას ვერ იტანს და არც გამოსდის (Damien Rice – I Remember) - როგორ მიყვარს ეგ ალბომი... ახალგაზრდობა გამახსენდა .. - გამეცინა და მოვშორდი. ყველაფერი ბუნებრივობას უბრუნდებოდა, ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა და გვეხუმრა, გვეთამაშა, უბრალოდ ჩახუტებული ვყოფილიყავით, იმის დამატებით, რომ ახლა უკვე შეგვეძლო გვეკოცნა. კიდევ ვაკოცე, ვაკოცე, ვაკოცე და კაპიტანი ამერიკა გამახსენდა, მაგრად გამეცინა, - რა? - გაეცინა მასაც. - I can do this all day - გახსოვს? - უფრო მომერია სიცილი. - Hey, Cap, we have a situation here. - მიმიხვდა და კიდევ მაკოცა. - ახლა სულ უნდა გაკოცო ყველგან და ბევრი? - თუ გინდა... - მხრები აიჩეჩა. - ჰოდა რომ მინდა, მაგიტომ ვამბობ - ამოვიბუზღუნე. - და გეზარება თუ რატო ბუზღუნებ? - გაეცინა - რომ მომერიდოს? - უხერხულობა მოედო იმ წამს ჩემს გონებას. - როგორც კი ყველა ყველაფერს გაიგებს, უხერხულობა გაქრება. - დამამშვიდა. - ღადაობაში სულს ამოგვხდიან - გამეცინა. - კი, მაგას ნამდვილად იზამენ. - შენი აზრით, რამდენად გაუკვირდებათ? - თუ კარგად ვიცნობ, საერთოდ არ გაუკვირდებათ. - თუ ცუდად? - მაშინ სულ ცოტათი - თითებით მოხაზა რამდენად უმნიშვნელო იგულისხმა. - ძაან სწრაფად ხომ არ მოვრჩით ტირილს და გოდებას? - უცებ ამისგანაც კი უხერხულად ვიგრძენი თავი. - მეტი დრამა გინდოდა? საკმარისი არ იყო? - თითქოს ორი საათის წინ არ იყო, საკუთარ ცრემლში და შენს სიტყვებში რომ ვიხრჩობოდი . - გამიკვირდა ჩემი სიმსუბუქე - ხომ მიცნობ? არ მიყვარს ზედმეტად იმაზე დარდი, რაც სადარდებელი არაა. აი შენს პასუხში რომ დარწმუნებული არ ვყოფილიყავი, ეგ სხვა საქმეა. - იციან რომ წამოხვედი? - მიხვდებოდნენ.. - როგორ? - გუშინ გიჟივით დაგეძებდი, მერე აღარ შევხმიანებივარ. - გაეცინა. - არც თვითონ? - გამიკვირდა. - ზოი, ჩვენი მეგობრები არიან. ვისზე გგონია რომ ლაპარაკობ? იციან როდის როგორ მოქცევა სჯობს. უილიმ გუშინ ისეთი წინადადება მითხრა, ახლა რომ დამირეკოს და რა ქენი, ზოის თუ უთხარი რომ გიყვარსო პირდაპირ რომ მკითხოს, არ გამიკვირდება. - რა გითხრა? - წახვალ და მოაგვარებ ბოლოს და ბოლოს ამ პროლემას თუ კიდევ დიდხანს უნდა გვეკეთოს ეს ვითომვერვხედავ სათვალეებიო. - გაეცინა უილის გახსენებაზე. - არასდროს უგრძნობინებია რამე სხვანაირად. არც მას და არც არცერთს. არ მჯერა რომ შეიძლება ამაზე ფიქრობდნენ აქამდეც. გული გამისკდება. - ჩემთვის საერთოდ არ იქნება უცნაური. - რატომ? - იმიტომ რომ მე რომ იქ არ ვიყო სადაც ახლა ვარ და იგივე ამბავში მაგალითად დუდა და მარიშკა ყოფილიყვნენ, მე მეცოდინებოდა. - ოჰ.. - რა, არ გჯერა? - მჯერა. შენ ისედაც ყოველთვის ყველაფერი იცოდი და ეგ ნერვებს მაწყვეტდა. - ისინიც ასე არიან, დამიჯერე. - ჩემს მეგობრებს მაცნობ ახლა თუ მეჩვენება? - უბრალოდ გამშვიდებ. - გაიღიმა, მკლავებში მომიქცია და ძალიან ფრთხილად მაკოცა.- იქნებ ასეც? ისევ იგივე. აფეთქება შინ და გარეთ.. - ყველა კოცნაზე ასე თუ უნდა დამემართოს, ხვალამდე მოვკვდები. - ამოვიკრუსუნე. ისე გადაიხარხარა, ლამის თავში ჩავცხე ყველეფერი, რაც მძიმედ გამოიყურებოდა. - ხანდახან მავიწყდება როგორი ხარ. ვგრძნობ წინ ბევრი საინტერესო აღმოჩენა მელის. პატარა გოგოსავით თრთი. - მხრებს ჩამოუყვა და ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა. - ამას ვერ გადავიტან. დღეს ვერა. - ხელიდან დავუსხლტი. ამაზე საერთოდ შეძრა მთები ხარხარით. - აი ისევ, მერვე კლიასელო. - პირველივე დღეს თუ ამდენს დამცინებ, დაგშორდები - დავემუქრე. - ვერ დამშორდები.. - ვითომ რატომ? - იმიტომ რომ გიყვარვარ და არც მართლა მერვე კლასში ხარ. - Любовь как случайная смерть ( ზემფირას სიმღერაა. სიყვარული, როგორც უბედური შემთხვევა) - - აუ, იცი რა გამახსენდა? ესენინზე შეყვარებული გვიანი თინეიჯერები რომ ვიყავით. - ღმერთო, ახლა ისევ ვიტირებ. - მაშინ თქვი, ესენინის ლექსები ვინც არ უნდა წამიკითხოს, ეგრევე დავნებდებიო - წარბები აათამაშა. - ახლა მოგკლავ. - მხარი გავკარი. - იგივე აზრზე ხარ? - უკვე ძალიან ეცინებოდა. - ესენინი აღარ მიყვარს თუ დავბერდი? რატომ არ უნდა ვიყო? - გავეკეკლუცე. - ნუ, თუ ეგრეა, შემიძლია მოვინდომო. - წამოდგა, ჩაახველა და ალბათ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი მოყვა. არ მინდა თავი შეგაწყინოთ ამდენი წვრილმანი მოგონებით, მაგრამ არ შეიძლება ამ ამბის სიმბოლოების გარეშე მოყოლა. ჰო, იმ დღე მოსმენილმა ესენინის Ну, целуй меня, целуй-მ თავისი გაიტანა. კი, ყველაფერი ისე იყო, როგორც იფიქრეთ მეორე დილით თვალი რომ გავახილე, სანი ვეღარ დავინახე. არანაირი ვიფიქრე წავიდა და ისინი, სად უნდა წასულიყო? ამდენი წელი ამ დღეს ელოდა, სად წავიდოდა. არც წყლის ხმა ისმოდა, ამიტომ ჩავთვალე სეირნობს-მეთქი. რადგან დამალვა აღარ მჭირდებოდა, ტელეფონი ჩავრთე. წარმოუდგენლად ბევრი გამოტოვებული ზარი და მესიჯი დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, თავი უნდა დაენებებინათ. „ ბავშვის გაჩენამდე დარჩენას არ აპირებ იმედია“ (თაშკა) „ზოი, მე მოგიკვდე იცოდე ხვალვე თუ არ ჩამოხვიდე! (თაშკა) „ზო, რატომ გადამირიე ძმაკაცი?“ (დუდა) „ზო, მაინც და მაინც სანის ხელით უნდა მოკვდე? „ (უილი) „მიპოვა და შენც გიპოვის იცოდე „ (რენე) რენეს მესიჯზე განსაკუთრებით გამეღიმა. პასუხიც დავუბრუნე, მიპოვა-მეთქი. „თუ ყველაფერი კარგადაა, მუშტის დაბრუნებასაც უნდა ველოდე მაშინ. „ „ბოდიში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს გამო ერთს აიტან“ „კარგად იყავით და... მეცინება, ქალი რომელიც მომწონს, ჩემი ხელით დავაჯახე თავის ცხოვრების სიყვარულს“ „ამიტომ ხარ შენ ის კაცი, ვინც ხარ“ „გადაეცი, რომ ვერ დაგვაშორებს“ „არც აპირებს, დამიჯერე“ „მაშინ კარგი. მთლად მეჯვარედ ნუ წამიყვან მთავარია“ „მეჯვარედ რომ წაგიყვანო, ქორწილი ჩამეშლება. შენ თაშკას კიდევ არ იცნობ. არც მარიშკას, ვითომ ანგელოზის ღიმილით“ „რა მაგის პასუხია და, რატომ გცალია ჩემთვის?“ „გასულია“ „უკვე კაცო? :ლოლ:“ „წესიერად შენ, შე ბრიჯიტ ჯონსის მოსახელე კაცო!“ „ჰაჰაჰა. მომიკითხე შენი შეყვარებული, და უთხარი, თუ გაწყენინებს, ჩემი მუშტის გემო კი იცის. მართლა არ უთხრა, სამსახურში არ მომივარდეს და არ შემარცხვინოს“ „ძაან მიყვარხარ! მადლობა ყველაფრისთვის. პ.ს. ეგრე დაგემუქრები ხოლმე დღეიდან, ვეტყვი ჩემს შეყვარებულს და გადაგაფრენს ამერიკაში!!!!!“ „მეც მიყვარხარ, გამორა :ლოლ“ „გამორა? „ „მე თუ ბრიჯიტ ჯონსი ვარ, ზოი სალდანას მოსახელე არ ხარ შენ?“ „ვგიჟდები ბიჭი რომ მარველის სამყაროში ერკვევა. დაკავებული რომ არ ვიყო, დავიკერებოდი“ „მაცდენ, ბოროტო!“ „კაი, გკოცნი, ჩამოვალ და გნახავ“ „<3“ ამასობაში სანი დაბრუნდა პარკებით. ცენტრიდან 1 კვირის მარაგი მოათრია. ვითომ მეორე დღეს იქიდან არ მოვდიოდით. - სად გავარდი გათენებისთანავე? - ვეღარ გაგიძელი და გაგექეცი. - ენა გამომიყო. - სან, არ მინდა გული გატკინო, მაგრამ იცი ალბათ, ხვალ მივდივართ და ეს გარჯა არ გჭირდებოდა. - არ მივდივართ ხვალ. - საიდან მოიტანე? მშობლები მელოდებიან. ისინიც მენატრებიან უკვე. - ამოვიწუწუნე და საბანში უფრო მაგრად გავეხვიე. - ჩემი უძლეველობის ყოველთვის უნდა გჯეროდეს, ზაიჩიკ. - პარკები იქვე დააწყო, გამოიცვალა და საწოლში შემოხტა. - ხვალ აქ ვართ> - რა მოიგონე ახლა. - მივეხუტე, ტერფები ავუსვი და კარგად ჩავრგე თავი მის ყელში. - მოვაგვარე. ისინი თვითონ ჩამოვლენ. სოფას დავურეკე და ვუთხარი,რომ მე მაპატიონ ხვალინდელი დღე და მერე საქმე მაქვს მათთან და ჩამოვალთ თუ არა, მოვალ-მეთქი. - ბარემ ხელიც სთხოვე აი - გამეცინა. - რა გაცინებს? - წარბი აზიდა. - აბა არ მაცინებს? - დავიბენი. - შენ გგონია ეგრევე დათო ძიასთან არ მივალ და არ ვეტყვი ყველაფერს? სამი წლის ვარ და უნდა დავიმალო? - ოფიციალური ნაწილი ადრე ხომ არ არის? - ზედმეტად მონდომებული ჩანდა და არ მომწონდა თითქოს. - ადამიანებს, რომლებსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, ხშირად ვნახულობ, მათთან მილიარდჯერ ვყოფილვარ, დათო ძიასთვის ათასი კითხვით მიმიმართავს და რომლებიც უბრალოდ შენი მშობლები არიან, იმათ არ ვუთხრა რაც სათქმელია? გამიკვირდა შენგან. - უბრალოდ ჯერ მეც ვერ გავიაზრე. - ზო, არ შემიძლია ეს გაჯანჯლება, რომანტიკა, აქეთ-იქით ჩუმად სიარული, თავის მოჩვენება. ხომ იცი რომ ასეთი არ ვარ? ცხოვრებაში ერთხელ დავუშვი შეცდომა და სათქმელი დროზე არ ვთქვი. ამის გამო მეც დავიტანჯე და შენც დაგტანჯე. ამის გაკეთება არასდროს აღარავისთან მინდა იცოდე. - კარგი. როგორც გინდა - ცხვირი გავუხახუნე. - ისინი ? - იციან რომ აქ ვართ და უნდა ჩამოვიდნენ. - კიდევ რა იციან? - ვნერვიულობდი. - რომ უნდა ჩამოვიდნენ. - სანი! - გავუბრაზდი. - რა გინდა რომ იცოდნენ? ტელეფონში ხომ არ მეთქვა მე და ზაიჩიკა ერთად ვართთქო. - არა, მაგრამ მეხის გავარდნასავითაც არ მინდა იყოს, თაშკაზე ვდარდობ. - თაშკას დავურეკე ზუსტად. და უილის. - რაო მერე? რატომ მაწვალებ. - უილის ვუთხარი ზოისთან ამოვედი და თქვენც უნდა ამოხვიდეთ-მეთქი. მართლაო? მართლა-მეთქი. ვახ, ჩემი კარგიც მ****ო, შეიძლება გამ*****ეო, დუდა სადააო, კიდე ვაიმეო. რა თქმა უნდა ამოვალთო. შე *****-ო დააყოლა და გამითიშა. - გაეცინა ზედმიწევნით გახსენებაზე. - ვგიჟდები, სუფთა იდიოტი - გამეცინა მეც. - თაშკამ? - თაშკას ვუთხარი გუგა დამალაპარაკე, შენ ვერ გენდობი-მეთქი. მერე კიოდა ცოტა ხანს. მერე ვუთხარი ზოი ვიპოვე თაშუ-მეთქი. რას ნიშნავს იპოვეო. აი ვიპოვე რა-მეთქი. რას ბოდავო. რასაც მეთქი. ვაიმე გუგაო იყვირა. მერე გუგამ გამოსტაცა და შიგ ხომ არ გაქვს, რას აყვირებო. მეთქი ხვალ გელოდებით აქ და აქ. უიმე, ამის გამო ყვირისო? ვერ არის ესო, კარგიო. თაშკამ მოასწრო გათიშვამდე დაგხოცავთო და თან გაითიშა- მხრები აიჩეჩა. - როგორ მოხდა რომ არ მომწერა ან დამირეკა? - გავაფრთხილე, იცოდე შენს ქმარს ვანანებ, შენ ვერ მოგერევი-მეთქი. - შენ რატომ ცანცარებ? - ბედნიერი ვარ, არ მოგწონს? - დებილო, მიყვარხარ, რა უნდა მომწონდეს. - სიყვარულის ახსნისას ლანძღვა მაგრად გამოგდის, პირდაპირ აღმაგზნებ - გაეცინა გიჟივით. - შენ უკვე გამიშინაურდი და არ მომწონს იცოდე - გავიბუტე. - 10 წელია გიცნობ, ბევრი წელია მიყვარხარ და ძლივს გაშნაურების დროც დადგა და კიდევ გინდა მაწამო? - ხო, სულ მე გაწამე. - მოსულიყავი და გეთქვა, აბა რა ქენი. - ვგიჟდები ბიჭი რომ ჩემგან ელოდება პირველ ნაბიჯს - ვუჩურჩულე და მერე ყველაფერი დაიწყო თავიდან დროის შეგრძნება სრულად დავკარგე. არ მაინტერესებდა თენდებოდა თუ ღამდებოდა. ჩემი ნადემენტორალი სხეული თავიდან აივსო ბედნიერებით და მეშინოდა, მალე არ დასრულებულიყო. მაქსიმალურად გამოვიყენეთ ის საათები მარტო ყოფნისთვის. ვილაპარაკეთ უამრავი, თითქოს სხვა მხრიდან. არადა არ არსებობდა თემა, რომელზეც უკვე არ ვიცოდით ერთმანეთის აზრი. მაინც აღმოვაჩინეთ იმ დღეს რაღაც ახალი ერთმანეთში და ეს იყო ყველაზე სასიამოვნო პროცესი. - გული მწყდება რომ კეკლუცა შეყვარებული ვერ ვიქნები. არადა სულ მინდოდა. - სხვებს ხომ ეკეკლუცე აქამდე? - წარბი ამიწია. - შენთან მინდოდაააა - ამოვიბუზღუნე. - თუ გინდა, ვითომ-ვითომ ეგრე ვქნათ - გაეცინა და ჩემს თმა ში ახლართა თითები. - ხომ იცი ეგრე რომ შვრები, ეგრევე მეძინება. - არ დაიძინო რა, არ მინდა ძილში გახარჯვა ამ დროის. - რატო, ხვალ ხომ არ მშორდები? - ვუჩქმიტე. - აუუუ, რა მწარე ხარ, რა ჯანდაბაა. – „ახვანცალდა“ - კლონს გავაკეთებ შენგან და იმასაც მოვკლავ. - დავემუქრე სიცილით. - დეეეელპიეროოოოოოო. ააალიიიიკაააააა - ზევიდან მომექცა და გვერდები დამილურჯა იმდენჯერ მიჩქმიტა. ჩვენს ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული დღეები იყო ყაზბეგის დღეები. ბედნიერება გადმოდინდებოდა ყველაფრიდან. თვალებიდან, ხელებიდან, ტუჩებიდან. მაგრამ მაინც დასდევდა მთელ ამ ამბავს შინაგანი ღელვა მეგობრების ნახვის. - ხვალ თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, იცოდე .... - ტუჩებზე ხელი ამაფარა და სიტყვა გამაწყვეტინა. - თუს გარეშე, თუ შეიძლება. - წარბი აზიდა. - მაინც ვღელავ. - ნუ ღელავ. - ოოოო, ვღელავ და. - ჰოდა ნუ! - იმას ვამბობდი, შეგვიძლია გავატრადიციოთ შობა ყაზბეგში. - აუცილებელიც კია - მაკოცა. კიდევ. და კიდევ. და კიდევ. კოცნებით სავსე დღე დაღამდა და გათენდა ის, რომლისაც მაინც მეშინოდა. ახლა მეცინება რომ ვიხსენებ, მაგრამ კი, ჩემ მეგობრების რეაქციის მეშინოდა. მე და სანიმ ყველის და სასუსნავების დაფები მოვამზადეთ, სასმელს თბილისიდან ჩამოიტანდნენ. ბოლოს საიდანღაც პატარა ნაძვის ხეც გააჩინა სანიმ. - აუუუ, სად იყო? - გამიხარდა - როდის უნდა დარწმუნდე რომ ყოვლისშემძლე შეყვარებული გყავს ? - ხო, ძაან რთული იყო ალბათ შობას ნაძვის ხის შოვნა. - დავცინე. - უმადური ქალი ხარ. - გამებუტა. - შენ კიდე ძაან საყვარელი კაცი. მოგიხდა შეყვარებულობა - ცხვირზე ვაკოცე. - შენ კიდე არ მოგიხდა, მჩაგრავ - დამიჭირა და კიდევ ერთხელ დამიხშო ხმა უგემრიელესი კოცნით. შეიძლება ასე დიდხანს ვმდგარიყავით, მოახლოვებული ხმაური რომ არა. - მგონი მოვიდნენ. - ლამის ამოვიტირე. - ჩვიდმეტი წლის ასაკში რომ გაიპარებიან და მშობლები გოგოს აკითხავენ სახლში დასაბრუნებლად, ზუსტად იმ გოგოსავით იქცევი და იცოდე გავატან შენს თავს- გადაიხარხარა. - რატომ ხარ ასე მშვიდად ? - გავბრაზდი - მარტივია. არაფერი დამიშავებია, ბედნიერი ვარ და მეგობრებიც კარგი მყავს. - მხრები აიჩეჩა და კარის გასაღებად წავიდა. სანამ შემოლაგდნენ, კიდე ერთი მინი ინფაქტი გადავიტანე. ჩემს გულის გასახეთქად ხმასაც არცერთი იღებდა. შემოლაგდნენ, ქურთუკები გაიხადეს და ისე იქცეოდნენ, თითქოს იქ საერთოდ არ ვიყავი. ცრემლი მომერია, ლამის გული გამისკდა. მხოლოდ დათუნამ, გუგამ და ანიმ შემიმჩნიეს. სამივემ გადამკოცნა და ღიმილით გამამხნევა. დანარჩენების ქცევამ კი დამაეჭვა, მაგრამ ისე ვნერვიულობდი, მაინც არ ვფიქრობდი ამაზე. - სანჩო, სად ამოგვიყვანე? - პირგამოტენილმა თაშკამ სანის მიმართა. - ყაზბეგში, თამარ. - გაუცინა სანიმ. - თბილისამდე ვეღარ ჩამოაღწიეთ? - მრავლობითში იკითხა დუდამ, მაგრამ მაინც სანის უყურებდა. მე ნერვებმა მიმტყუნა. - რას გავს თქვენი საქციელი ? - ვუყვირე და ცრემლი მომადგა. ისე გამომხედეს, გეგონება მხოლოდ იმ წამს შენიშნეს მეც რომ იქ ვიდექი. - ოჰ, გაქცევების ჩემპიონიც აქ ყოფილა. - ირონია დამაფრქვია თავზე უილიმ. - მომისმინე, ჯულია რობერტს, ნამეტანი ხომ არ მოგდის? - თავზე წამომადგა მარიშკა. - რამდენი წელი გსდიოთ კიდე ? - ახლა დუდამ გამისწორა თვალი. უცებ გული ისე ამიჩუყდა, ძლივს შეკავებული ცრემლები ჩანჩქერებად გადმოვუშვი. რაც იმ პერიოდში მე ვიტირე, ჩემი სიცოცხლის დანარჩენ დროს ჯამში არ მიტირია. საშინელება იყო, ახლაც ნერვები მეშლება რომ მახსენდება. - ამას მე ვერ გადავიტან . - ატირდა თაშკაც. - ფეხებზე თქვენი გეგმა, ბავშვს ნუ ატირებთ თქვე არაადამიანებო - იკივლა და მოვარდა ჩასახუტებლად. - ვაიმე, ცოტა მოგეცადა რაა, ახლა იწყებოდა მთავარი . - შეუკავებელი ხარხარით გადაწვა საწოლზე უილი. - საზიზღარი ხალხი ხართ, ხომ გეუბნებოდით არ გინდათ-მეთქი? - ახლა ანი მომეხვია. - ზომიერება ვის მოვთხოვე მე? - თავში ხელი წამოარტყა სანიმ უილის. აქ სულ დავიბენი. სანამ გავიაზრე, რომ ყველამ ყველაფრ იცოდა და უბრალოდ მამასხარავებდნენ, ლამის გული გამისკდა. მერე ისე გავბრაზდი, მართლა არცერთის დანახვა მინდოდა, სანის ჩათვლით. ცეცხლი მომეკიდა სხეულზე. იქიდან რომ არ გავსულიყავი, შეიძლება საშინელებები მეთქვა. ქურთუკს ვეცი და გარეთ გამოვვარდი. სანიმ გამოყოლა სცადა, მაგრამ ისეთი სახით გავაჩერე, კარგი, განიავდი და მოდიო დამაბარა. ეს დეგენერატი, რა გამიკეთა თუ ხვდებით? გამოვვარდი თოვლში და გზისკენ დავიწყე სირბილი. თაშკამ ვერ მოითმინა და გამომყვა მაინც. - გაჩერდები, ჯულია? - მაინც ცდილობდა ეხუმრა. - თაშკა, გაწყნინებ იცოდე ახლა თუ არ შემეშვები. - ფეხმძიმე ქალს მთებში თუ მარბენინებ , მერე ვეღარ მაწყენინებ. - ჰოდა შებრუნდი და შემეშვი - ვუყვირე. გაჩუმდა და გაჩერდა. მივხვდი რომ ტირილი დაიწყო, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. - საზიზღარი ხარ. კიდევ აქეთ ბრაზობ ხუმრობაზე, როცა საერთოდ დალაპარაკებაც არ გეკუთვის ჩვენგან! შვილო, ამას ხმა არ გასცე რომ დაიბადები დიდხანს. - ბურდღუნებდა თავისთვის. არ გამიშვა გულმა და მივბრუნდი. - ხომ იცოდით რომ ვნერვიულობდი? ასე როგორ მეხუმრეთ? თქვენ რას გერჩით, ის ორი დღის შეყვარებული არ დამენახოს, შენ უთხარი რომ უკვე დავშორდი! - ვკიოდი თოვლში ჩამჯდარი. - ნუ კივი რა თუ ჩემი და ხარ, დამიზიანდა ფსიქიკა ამ დღეებში ისედაც. - ჩემს გვერდით დავარდა ისიც. - გაცივდები, აეთრიე - შევუღრინე. - შენ თვითონ აეთრიე - მხარი გამკრა. - გული მისკდებოდა თაშკა. სულ იმას ვფიქრობდი, ამას როგორ გეტყოდით, თვალს როგორ გაგისწორებდით. მოგწონს შენ ეს ხუმრობა? - ტირილს ვერ ვწყვეტდი. - რა ჯანდაბა გატირებს? შევწუხდი უკვე კაცო, ამდენი ოდესმე გიტირია? - კი, ამ სამ დღეში. - სამი დღეა შეყვარებული გყავს და უკვე გატირებს? დაშორდი! - შეთქმულივით ჩამჩურჩულა. გამეცინა. არ მინდოდა, მაგრამ მაინც. - როდის გაიგეთ? - სანამ შენთან წამოასკდებოდა უფლისწულა. - თვითონ გითხრათ? - კი - რაო? - ჩემი ზოი უნდა ვიპოვო, ცხრა მთა ცხრა ზღვა უნდა გადავიაროო. - სერიოზულად არ შეგიძლია? - თქვენი შემხედვარე სადღაა სერიოზულობის თავი. - ამბობს ზედმეტსახელად სერიოზულობა. - მე რატომ არ მითხარი, ზოი? - უცებ დასერიოზულდა - როდის? როდის უნდა მეთქვა? - სანამ აქ წამოხვიდოდი. როგორც სანი მოიქცა ისე რატომ არ მოიქეცი? - სანის რა ენაღვლებოდა? ჯერ რენე ნახა და გაარკვია სიტუაცია და მერე წამოვიდა - გავბრაზდი - და მაგის გარეშე მე ვერ მეტყოდი? - თაშ, საკუთარ თავს ვერ ვეუბნებოდი ამდენი ხანი, რას მთხოვ? - იმას, რასაც მე ვიზამდი. - მხრები აიჩეჩა. - მთელ ამ ამბავში ერთი იცოდე, მაგას დიდხანს ვერ გაპატიებ. ისე კი, ძალიან მიხარია თქვენი ამბავი, მაინც ვერასდროს ვერავის აიტანდით ერთმანეთის გვერდით - გაეღიმა. - ოდესმე იფიქრებდი? - გუგას ვუთხარი ერთხელ. ოღონდ ხუმრობით. ამათი მოსაწონი ხომ ვერ გამოჩნდა ვერავინ, ბოლოს ერთად არ დარჩნენთქო . -გაეცინა ისევ. - იმ დამპალმა კიდე, რა თქმა უნდა ეგრე იქნებაო. მოვკლავ, ჩემზე ადრე მიხვდა? - თითქოს იმ წამს გაიაზრა. - თაშ, რა ბედნიერებაა გუგა რომ გყავს. - და ახლა უკვე შენ სანი. - არა, მართლა. სანი სანია, აქ იყო ისედაც. გუგა მაგარია, ძაან მიყვარს. - მეც მიყვარს. ძაან. - გაეღიმა ისევ. - წამო, შევიდეთ თორე შენი შეყვარებული დახოცავს იმათ. ისე, ახლა შენ იქნები სანის შეყვარებული და ეგრე მოგიხსენიოთ ნეტა თუ სანი იყოს შენი ? სერიოზული დილემაა - ჩაფიქრდა თითქოს და სიცილით წავიდა სახლისკენ. - ახლა მე რასაც ვიტყვი, ეს არ გასაჩივრდეს. იმიტომ რომ უნდა დავიგინო. კიდევ ერთხელ ვინმე სადმე გაიქცევა და ჩემდათავად ვინც იმასთან იმეგობროს, იმას **************** - ძალიან ომახიანად შეიგინა დუდამ. მკაცრი მზერა მოგვავლო, ჩემზე შეჩერდა და ისე გადაიხარხარა, ზვავის სერიოზული საშიშროება დადგა. - ფუ, ამასთან რატო ვმეგობრობ - შეიცხადა უილიმ - ბოლოს როდის შეიგინე არ გახსოვს ხო? - დასცინა სანიმ - მახსოვს, ზოი რომ გავარდა მაშინ - გაიკრიჭა. - ზაიჩიკ, არ ხარ მართალი - მაინც ვერ მოითმინა მარიშკამ. - ზაიჩიკ, რძალო ხომ არ დაგიძახო? - იფხრიწებოდა დუდა. - არაფრიც, სანის ვისიძებთ - თაშკაც აყვა. - ყველანი რომ დაგხოცოთ მაგაზე რა აზრის ხართ? - მართლა ვბრაზდებოდი უკვე. - აღიარე ზაიჩიკ, რას ელოდი? - ჩამეხუტა უილი. - რომ ღადაობაში სულს ამოხდიდით- გაეცინა სანის. - მართალია ზაიჩიკ, შენ მოიგე უთო. და სანის გული . - დამიწელა ლოყები უილიმ. - არავის რატომ არ გაგიკვირდათ? - მწყინდა და მეც არ ვიცოდი რა. - სახეს დავიხოკავდით ორ ზრდასრულ ადამიანს რომ ერთმანეთი შეუყვარდა მაგაზე? - წარბი აწია მარიშკამ - მე დიდი ხანია ვიცი. - მხრები აიჩეჩა დათუნამ - ოჰ, მოვიდა სიყვარულის საიდუმლოდ შენახვის დიდოსტატი - ეგრევე ხელი წამოარტყა თაშკამ - რატო გაიშარე ახლა -დასცინა უილიმ. - მე გამიკვირდა მაგალითად. - ხმა დაუსერიოზულდა დუდას. - არ მეგონა ასეთი მეგობრები თუ მყავდა. ასეთი.. არ ვიცი როგორ ვთქვა. ასეთი დებილი. - ვეღარ შეიკავა თავი. ტიპებს ერთმანეთი უყვარდათ და ერთი იქით ტიროდა, მეორე აქეთ იბღვირებოდა. ტოჟე მნე რომეო ი ჯულიეტა. - დუდ, იდინ*****ი კაი? - გაუცინა სანიმ - არავინ ტიროდა, ახლა მართლა ატრაკებთ. - მეც ამევსო მოთმინების ფიალა. - რავი, ამ სახლს კი შეერყა საძირკველი ნესტისგან. - აიჩეჩა მხრები სანიმ. - აი შენ, განანებ ყველაფერს იცოდე - თითი დავუქნიე ცხვირწინ. - ერთი სული მაქვს მანანო. - ენა გამომიყო. - არააა. არა არა და არა. არააა. ამის მოსასმენად მზად არ ვარ. მიგიღეთ, მაგრამ შეჩვევისთვის მომეცით დრო - სკამზე ახტა უილი და ყვირილი დაიწყო. ზუსტად ათი წამი ვუყურებდით გამოშტერებულები. მერე ჩამოხტა და დაამატა. - კაი, შევეჩვიე. - საგიჟეში მოვხვდი . - გადაირია ანი ამ ყველაფერზე. - კსტაწი, ანუშკა, ცოლად გამომყვები? - ვითომ სამზარეულოდან ერთ ჭიქა წყალს თუ გამომიტანო იმას ეკითხებოდა ისეთი ხმით უთხრა უილიმ. - ზედმეტად აღადავება გაწყენს, თავადიშვილო. - მხარში ჩასცხო ანიმ. - პირველი კაცი ვარ ალბათ, ვინც ასეთი პასუხი მიიღო პირველ ხელისთხოვნაზე. - გეყოს ახლა, ბარემ მეც უნდა ამკენწლო? - ბრაზდებოდა ანი. - რა გითხარი ისეთი, ცოლად თუ გამომყვებითქო გკითხე. - სერიოზული სახით შეხედა უილიმ. - რას აკეთებს? - გულზე ხელი იტაცა დუდამ. - ცოლი მოყავს - გაეცინა სანის. - რა ჯანდაბას აკეთებ? - კბილებში გამოსცრა ანიმ. - ხელს გთხოვ, ანუშკა. დავიჩოქო მაინც და მაინც? - ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო უილიმ. ისეთი ამბავი ატყდა უცებ, ჩემი და სანის ამბავი კი არა, სახელები დაგვავიწყდა ლამის. - ვაიმე, მართლა აკეთებს. - ჩამოჯდა თაშკა - მართლა? - ამოილუღლუღა ანიმ. - ტყუილად ხელის თხოვნა რა ჯანდაბაა? - ეწყინა უილის. უცებ, სრულიად მოულოდნელად, ანიმ მკერდზე მუშტები დასცხო უილის და საჩვენებელი თითი ცხვირთან აუფრიალა - მეორედ თუ რამის თხოვნას გადაწყვეტ, არ გაბედი და წინადადება „კსტაწი“-თ არ დაიწყო. მიწაში ჩაგდებ იცოდე. - მერე წელზე შემოატხა და ტუჩებზე დაეტაკა. - მეორედ რაღა უნდა გთხოვო, კი მომყვები უკვე და - კოცნებს შორის ამოილაპარაკა უილიმ და გააგრძელა თავისი საქმე. - რავი, მაგალითად შვილი - ამოიჩურჩულა ანიმ. - ეს რა იყო? - კუთხეში იდგა დუდა და ნანახს კიდე ვერ იჯერებდა. - ცოლი მოიყვანა, რა უნდა ყოფილიყო. - თავში წამოარტყა სანიმ - არ ვარ კარგად. - რვეულს იფრიალებდა თაშკა. - ყველა ერთად რატომ გავგიჟდით?- ბუზღუნებდა თვალცრემლიანი მარიშკა. - მიწუნებთ თუ რა ხდება? - ახლა ჩვენ გადმოგვხედა ანიმ სიცილით. - ანი, სანამ დროა გაიქეცი. - ჩაეხუტა დუდა და ხმამაღლა ვითომ უჩურჩულა. - მე გაგაპარებ. - ბოღმიანები ცალკე დალაგდით. - ხელიდან გამოსტაცა უილიმ. - გშურს ხომ მარტო შენ რომ დაეთრევი ეულად? - ვიღაც ხომ უნდა დადგეს საღი აზრის მხარეს? ჯანდაბას, მე ვიქნები ეგ. - მხრები აიჩეჩა დუდამ. - მიგველოცა? - შევაწყვეტინე მაიმუნობა. - რა მილოცვა უნდათ? ისედაც ხომ იციან რომ ვულოცავთ? - არ მნებდებოდა დუდა. - უილის ცოლი მოყავს. ღმერთო, თუ სადმე ხარ, ახლა გადმოხედე ამ შარში გახვეულ გოგოს. - ხმამაღლა თქვა გუგამ და უილის მოეხვია. - სიძე რომ გაგითამამდება, დამთავრებულია, უნდა ჩამოკიდო ცოლის ძმის კარიერა ლურსმანზე და წახვიდე სახლში. - თქვა უილიმ. - მე შენს ადგილას იუმორსაც ჩამოვკიდებდი. - გილოცავთ> - ახლა დათუნა ჩაეხუტა ორივეს. - აჰა მეორეც, ახლა მეორედ ჩამოვკიდებ. – „გაბრაზდა“ უილი. - მართლა ცოლად მოგყვები? - ბეჭდიან ხელზე დაიხედა ანიმ. - შენს ასაკში სპონტანური გადაწყვეტილება თუ გიშველიდა ჩემო ანი, ჩემო საცოლევ. - მართლა ჩამოკიდე იუმორი, შე საცოდავო. - თავზე ხელი გადაუსვა ანიმ - ზაიჩიკ, ხედავ? გადაგვფარეს. - წელზე ხელი მომხვია სანიმ და ყელში მაკოცა. - ღმერთმა მომივლინა ამ დეგენერატის თავი. - გამეცინა - და ჩემი? - შენ ჩემით აგირჩიე - შევბრუნდი და ვაკოცე. მხოლოდ სიჩუმემ გამომაფხიზლა. ყველა გვიყურებდა და ხმას არ იღებდნენ. უხერხულობისგან სულიც გამიწითლდა მგონი. - 2019 წელო, 1 კვირაა რაც მოხვედი და უკვე რეებს შვრები. - ახარხარდა დუდა. - ნუ აკომპლექსებთ, გეყოთ ღადაობა. - გაეცინა სანის. - 27 წლის გოგოს კოცნებში თუ კომპელქსები აქვს, არ გინდა ეგეთი ქალი ჩემო სანი - მხარზე ხელი დაჰკრა დუდამ. - ურთიერთობების ექსპერტის რჩევაა, სანჩ, დაფიქრდი - გავეპასუხე. - შობაა თითქმის, თუ არ შეგინიშნავთ, შეგაფხიზლებთ მე - იყვირა თაშკამ და საათს დახედა. 12 სრულდებოდა. ჩვენი საყვარელი ტრადიციაა შობა. აუცლებლად ვმღერით ერთად შვიდის დადგომისას, ვჭამთ ბევრ გურულ ღვეზელს და ვანთებთ სანთელს ფანჯარაში. ეკლესიაში ბოლოს როდის იყავიო რომ მკითხოთ, საერთოდ არ მახსოვს თუ ვყოფილვარ. სხვებიც ასე არიან, მაგრამ შობის სანთელი ისეთი ლამაზი ტრადიციაა, ყოველთვის სიამონებთ ვასრულებთ. - სანთელი მაქვს - ჩანთიდან ამოაძვრინა უბედნიერესმა მარიშკამ. - მე ხმას მოვამზადებ- ჩაახველა დუდამ. მარიშკამ რამდენიმე სანთელი აანთო ფანჯარასთან. ყველანი ახლოს მივედით და როგორც ყოველთვის, თაშკამ დაიწყო: „ოცდახუთსა დეკემბერსა, ალილო, ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ალილო“ ძალიან ცუდი ხმები აქვთ ჩემს მეგობრებს, მაგრამ სამაგიეროდ არ აქვთ კომპლექსები. ტრადიციულად ბოლომდე ვიმღერეთ, მერე ყველა თავის მეორეს მიეხუტა. გაცეცხლებულმა დუდამ სამ წამში დაშალა წყვილები და ერთად შეგვყარა სიცილისგან გაწითლებულები. - მიყვარხარ და მეც მიყვარხარების გარეშე, თუ შეიძლება. - შემოგვიღრინა. - შობას გილოცააავთ ! - იღრიალა და შამპანურის ბოთლი ხმაურით გახსნა. - მოდი მომავალი წლიდან შობას აქ ამოვიდეთ ხოლმე - წამოვჭერი - ბავშვი მეყოლება მომავალ შობას, ალიოოოოო - ხელი ამიქნია თაშკამ - შეიძლება მეც, მაგრამ მერე რა? - მხრები აიჩეჩა უილიმ. - ია ზა. - შვილს მოგცემ მე შენ - მუჯლუგუნი ჰკრა ანიმ. - მომცემ, სად წახვალ - მიიხუტა უილიმ და აკოცა. - სიყვარულის პერედოზით დავიბრიდები მე შემდეგ წლამდე, ამიტომ სადაც გინდათ იქ წადით - ამოიღრინა დუდამ. - მე კიდევ ერთი იდეა მაქვს. - მარიშკა ჩაერთო. - ტელევიზია გავხნათ? - ახარხარდა უილი. - უფანტაზიო ვაი კალათბურთელო, მადროვე ვთქვა - წარბი აუწია მარიშკამ - თქვენ რას გადაეკიდეთ ჩემს კალათბურთელობას? - გაგვიბრაზდა უილი. - ნასინგ იიიიიიზიიიიიიი უილ, ნასინგ იზიიიიიი - ზაზა ფაჩულიას ის ცნობილი სიტყვები გაიხსენა დუდამ და მაინც გააცინა. - მაცდით? - მობეზრდა მარიშკას ჩვენი მაიმუნობა. - მოკლედ, გარდა იმისა, რომ დღეს ძაან ბედნიერი დღეა, მე ცოტა მომავლის ბედნიერებებზე მინდა ყურადღება გავამახვილო. რას ვაკეთებთ ხოლმე ყოველდღე აბა? - ვჭამთ. სხვათაშორის მშია - მაცივარში შეხტა თაშკა. - კიდე რაღაცებს ვშვრებით რა, ნუ მათქმევინებ. - გაიკრიჭა დუდა. - **ეო შენ. - შუა თითი აუწია უილიმ. - ვკოცნით - დამეტაკა სანი და კიდევ ერთხელ გამოიწვია ხმაური. - ხამებო! - შემოგვიბღვირა მარიშკამ. - მოკლედ ყოველდღე დავდივართ ბარში. - მერე? - დაამთქნარა გუგამ. - მაგ დამთქნარებას არ შეგარჩენ, სიძეებს შორის მეორე ადგილოსანო. პირველზე სანი ამოვწიე - გაეკრიჭა მარიშკა. - მოკლედ ჩემი აზრით, ჩვენი ბარი გვჭირდება რა. - რა მოიგონე? - დათუნაც გაკვირვებული ჩანდა. - ჰო რა. ჩვენი ბარი. იმაზე უფრო ჩვენს ჭკუაზე მოწყობილი, ვიდრე ის, სადაც ახლა დავდივართ. ბოლოს და ბოლოს ჩვენც ხომ გვინდა ჩვენი ცენტრალ პერკი? (Central Perk არის ბარი სერიალიდან FRIENDS) - ვის აქვს მაგის მიხედვის დრო? - დაეჭვდა დუდა. - რავი, მე. - ხელი აწია თაშკამ. - ზაიჩიკასაც პრინციპში, აი ანის, ხანდახან უილის და დათუნას, უფრო იშვიათად დანარჩენებს. - დასათვლელია - ჩაფიქრდა სანი. - ცხადია. მე მხოლოდ იდეის დონეზე ვამბობ. - კარგი იდეაა. სულ მინდოდა ბარი - მომეწონა მე. - მართლა სენტრალ პერკივით ხომ არ გავაკეთოთ? - გონებაში მოწყობაზე გადავიდა უკვე თაშკა. - აეეე, დაიწყო ამან ბოლოდან. - გაეცინა გუგას. - გუგ, შენ დღეს ცალკე იძინებ. - ცხვირზე აკოცა. - რამხელა ენაც გაქვს, იმის ნახევრის თავი რომ გქონდეს, შეიძლება მართლა ცალკე დამეძინა, ჩემო საწამლავო- ჩაეხუტა გუგა. - ვგიჟდები ცოლ-ქმრის კინკლაობაზე - დავცინე. - შენ ცოტა დაგაგვიანდება, ჯერ არ მოგიყვან - სანიმ მე დამცინა. - რამე მეტყობა რომ გამოყოლა მინდა? შენ რაც თანხმობა მოგეცი გამოშტერდი და მოლანდებები დაგეწყო? - ნუ იკბინები, ნუ ფრთხი - თავზე ხელი გადამისვა სანიმ - განანებ იცოდე - დავემუქრე. - ერთი სული მაქვს მანანო - გამიმეორა და ყელში მაკოცა - ყველანი მეზიზღებით. - კიდევ ერთი ჭიქა დალია დუდამ. - მოდი დღევანდელი დღე ასე ჩავატაროთ და ხვალ თბილისში ვილაპარაკოთ შენს იდეაზე, მარიშო. - უთხრა სანიმ - ოქეი, სანჩო. ხვალ იყოს ხვალის. - თვალი ჩაუკრა მარიშკამ - დღეს რისი იყოს? - კიდევ მოიმარჯვა ჭიქა მობუზულმა დუდამ - დღეს იყოს ცხრეულის. - მიუჭახუნა უილიმ - რეულის? - რვეულის? - რვეული ანუ წეტრაძ? - ახ ტი კაკაია იმპაზანტნაია - ახარხარდა დუდა - ვშიკარნამ პალტო - აყვა მარიშკა. - რუსულად ნუ მაგინებინებთ თავს. ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ვიცი - გააჩერა ახორხოცებულები უილიმ. - აბა რა რვეული და კარანდაში ბიჭო. - ცხრეული რა. ცხრა. ნაინ. ნოინ. ძევიატ. ნოვე. ნუევე - ვეღარ ჩერდებოდა უილი - ვგიჟდები ბიჭი რომ ორას ენაზე საუბრობს. - აკოცა ანიმ - ორას ენაზე ითვლის ათამდე. - ჩაუსწორა დუდამ. - მინიმუმ 5 ენაზე იგინება. ვცადოთ? - არ ჩამორჩა უილი. - ტაი ბრეიკია ვსო. - დაამთქნარა სანიმ. - მოკლედ ჩვენი იყოს რა. ტვინი იმასმიქენით და არ მაცადეთ წესიერად თქმა. ჰოდა იყავით ახლა, ჩემს ფეხებს, არ გეტყვით როგორ და რატომ მიყვარხართ. იდინ****თ ყველამ. გკოცნით. - მოგვაყარა უილიმ და გადაჰკრა. - იყოს ცხრეულის. - გაეცინა სანის და დალია. - იყოს. გაუმარჯოს ცხრეულს. - დალია დუდამაც. - ცხრეული. მომწონს. - მხრები აიჩეჩა მარიშკამ. - ცხრეული დავარქვათ ბარს. - გადაწითლდა დათუნა. - იდეალურია. - მომეწონა. - ცხრეული! ამ დღიდან ზუსტად 1 წელიწადში, 2020 წლის 7 იანვარს მართლა გავხსენით ბარი. ცხრეული არ დავარქვით (თაშკამ უკვე ათნი ვართო, ჩემს ბავშვს მე არ გამოვტოვებ დასახელებაშიო. თან ანიც ორსულადააო.) მერე პანდემია მოვიდა და გამოიცანით რა ვქენით? ყველაფერი მივატოვეთ,ბარი დროებით მივკეტეთ, სახლი ვიქირავეთ საგურამოში და მთელი ზაფხული იქ გავატარეთ ერთად. ჩვენი წყნეთი დაიწუნეს, მაგხელაც არაა მთელი ზაფხულით რომ კომფორტულად ვიცხოვროთო. ახლა, როცა ამ ისტორიას ვწერ, ისევ ჩაკეტილები ვართ, ყველანი ჩვენთვის, ჩვენს სახლებში. მე სამსახურიდან წამოვედი და მხოლოდ ვთარგმნი. ჰო, ჩემთვის გადაღლა არ შეიძლება, თაშკა და გუგა პატარა გავაშელს დასდევენ. მარიშკა და დათუნა რემონტს აკეთებენ, ერთად გადადიან, უილი ანის უმწარებს ორსულობას, დღეში ასჯერ ავარჯიშებს, მხოლოდ ჯანმრთელ პროდუქტს აჭმევს და განგაშის სიგნალს ასწავლის იმ შემთხვევისთვის, თუ მშობიარობა ისეთ დროს დაეწყება, თვითონ რომ არ იყოს ახლოს. (დღე-დღეზე ველოდებით კიდევ ერთ ბარათაშვილს, რომელსაც ალბათ ასევე გვარისთვის შეუსაბამო სახელი ექნება), დუდა თავისუფლებით ტკბება, რამდენადაც ამ ჩაკეტილ წელს შეიძლება. მე და სანიმ ოცნება ავიხდინეთ და სრულად გადავბარგდით წყნეთში, სანის სახლში. ამ პანდემამ განსაკუთრებით დაგვაფასებინა ქალაქგარეთ ცხოვრება. როცა ეზოც გაქვს, პატარა ბაღიც, მარანიც, სადაც ჯიუტად ვაპირებთ ადგილობრივი პროსეკოს დამზადებას. დაახლოებით ისე, შამპანურს რომ შამპანის გარეთ ამზადებენ ხოლმე ვაი მეღვინეები. ერთი-ერთი რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, რენეა. დღესაც ვმეგობრობთ, ხშირად ამოდის თავის შეყვარებულთან ერთად. ეგ და სანი ათას საძაგლობას იხსენებენ იმ პერიოდზე და იმ გოგოსაც აგიჟებენ. ჰო, სანიმ მუშტი დაუბრუნა. პირველივე შეხვედრაზე გადაკოცნა თუ არა, ეგრევე გაუქანა. ლამის ცხვირი გაუტყდა რენეს, მაგრამ მაინც ბევრი იცინეს. რატომ მოვყევი ეს ისტორია? წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გადამეხვია გონებაში ყველაფერი რაც გამოვიარე. ან იმიტომ, რომ სხვებმაც იცოდნენ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ჩვენი მეგობრობაც მინდოდა დამენახვებინა, როგორი სრულყოფილი შეიძლება იყოს სიყვარული ისიც. და ხანდახან როგორ არ არსებობს ზღვარი სიყვარულის ფორმებს შორის. მე არ ვიცი რა გამომივიდა, მწერალი არ ვარ. ეს ყველაფერი უფრო მეგობრისთვის მოყოლილ დიდ ამბავს გავს, მაგრამ თუ ერთი ადამიანი მაინც იქნება, ვინც სიამოვნებით წაიკითხავს ცხრეულის ამბავს, მაშინ ალბათ ღირდა ღამით, როცა ჩემი შვილი მუცელში ვერ ისვენებს ადგომად და წერად. სხვათაშორის, ამ პროცესმა კარგად იმოქმედა მასზე, კიდევ ვცდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.