შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/5 }


26-11-2020, 20:34
ავტორი lile-eli
ნანახია 4 338

5.
ფიქრებში გართულს გვერდით მარი ამოუდგა, რომელსაც სებას მზერის ობიექტი უკვე დადგენილი ჰყავდა.
-ის, საუკეთესოა!
-უკაცრავად, ვერ შეგამჩნიეთ.
თავი მორცხად დახარა გოგონამ, მარიმ ხელი მოხვია და გამზადებულ საძინებელში შეიყვანა, თან საუბრობდა:
-სება, მინდა იცოდე, რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომლის გამოც ცოცხალი და ბედნიერი ვარ!
-ვიცი..
სირცხვილით სახე გაუწითლდა, თითქოს დანაშაული ჩაიდინა, ისე ანერვიულდა და თითებს აწვალებდა.
-ჩემი, ნუ გრცხვენია!
მკაცრი ტონით უთხრა მარიმ.
-შემომხედე!
თავი მაღლა ააწევინა.
-სება, დაიმახსოვრე! სიყვარული გაგაძლიერებს, თუ ამის საშუალებას მისცემ. ის ძალას შეგმატებს რომ იცხოვრო, თუ საჭირო იქნება იბრძოლო კიდეც და გაიმარჯვო! გამარჯვება კი, ნიკოლოზ დადიანის გული იქნება!..
სებას თვალებში, იმედის სხივი გაკრთა მარის, საუბარმა გააღიმა კიდეც.
-ბიძაჩემის გული ვის უნდა?
წარბშეკრული იდგა ნატალია, კართან და ვითომ გაბრაზებული უყურებდა ორივეს..
-რომელს სურს იმ ადამიანის გული, რომელიც მე მიყვარს? შენ ვიცი მარტო სურვილი არ გაქვს, გიჟდები!
მარის მიმართა საჩვენებელი თითით.
-აი შენ... შენ გინდა გული? კანიბალი ყოფილხარ და არ ვიცოდი?..
-ნატა!..
-ნატა..
ერთხმად თქვეს ორივემ და მარიმ, თავი უკმაყოფილოდ გააქნია, სირცხვილისგან გაწითლებულ გოგოს მოეხვია და აკოცა:
-ესეც მასავით გადარეულია!
ორივეს მთელი ძალით მოეხვია, გახარებული ნატა და თავი ვერცერთმა შეიკავა, ამიტომ იატაკზე აღმოჩნდა სამივე, ხმაურის მიზეზის დასადგენად ოთახი გაივსო.
-რა გჭირთ ხალხნო?
დადიანი, სებას სახეს აკვირდებოდა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა ადგომას.
-ძალა ვიხმარე გოგონებზე.
სიცილით თქვა ნატალიამ და მარის ხელს დაეყრდნო, რომელმაც სიცილით უთხრა ნიკას:
-ეს რამ გადარია? ასეთი არ მახსოვს!
-ბიძას გავს.
კმაყოფილმა თქვა დადიანმა და უკვე თავისუფალ სებას, გაუწოდა ხელი:
-კარგად ხარ?
-დიახ, მადლობა.
ჩვეული სიმორცხვით უპასუხა და დანარჩენებს შეხედა, რომლებიც ნელ-ნელა ოთახიდან გადიოდნენ..
საძინებელში მარტო დარჩნენ ნატა და სება, რომელმაც სირცხვილისგან სწრაფად საწოლში დამალვა არჩია და საბანი დაიფარა თავზეც, ისე თითქოს საბანი დაიცავდა.
-სება, გაწყენინე რამე?
-არა ნატაშკა.
-მოიშორე ეს საბანი!
ძალით გადახადა გოგონას და საწოლზე მუხლებით მოთავსდა:
-სება, არასოდეს შეგრცხვეს იმ გრძნობის რაც გულწრფელია, თუნდაც სიძულვილის და მე მიხარია, რომ ჩემი ძია მოგწონს!
სხეულზე ღუტუნი დაუწყო, ამით სებაც გამხიარულდა, თითქოს შვებას ჰგვრიდა ნატალიას მხიარული ხასიათი..
-„ბიცო“, შეიძლება შენთან დავიძინო?...
-რაა..
გაოგნებულმა სებამ წამოიძახა, რასაც ნატალის სიცილი მოჰყვა:
-„პოტენციურო ბიცალავ“, გაფრთხილებ! მე ნიკოლოზ დადიანის პირველი სიყვარული ვარ!
-ღმერთო მიშველე, ამ გადარეულს რა გააჩუმებს..
ხელები აიფარა სახეზე სებამ.
-კარგი ვიძინებ..
ხმაურით აკოცა ლოყაზე და მართლაც მის საწოლში მოკალათდა..

სვანეთის მთებში კი მყუდროებას, მხოლოდ ძაღლის ყეფა ან კიდევ შორი ახლოს მყოფი ნადირის ხმა არღვევდა, საათიც დაუღალავად წიკწიკებდა და სამი საათის შესრულებას ცდილობდა. უცებ, ხმით ტირილი და გაურკვეველი სიტყვები მოესმა ნიკა აბაშიძეს, რომელსაც სხეულში გამეფებული გრძნობებისა და ქაოსური ფიქრების გამო არ ეძინა...
სავარძლიდან წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ოთახს, რომელშიც დადუს ეძინა. ოთახში შესულმა ნიკამ, სიტყვები კარგად გაარჩია:
-მამა, აღარ ვიზამ.. გთხოვ, არ დამარტყა.. გავყვები მირიანს, არ დამარტყა..
-დადუ.. გაიღვიძე!
ნიკამ, საწოლზე წამოაჯინა, ცრემლებითა და ოფლით სველი გოგონა, მკერდზე მიიკრა, მთელი ძალით.
-ეს, მხოლოდ სიზმარი იყო!
-სიზმარი, რომელიც ჩემი ბავშვობაა.
-დადუ...
ხმა დაეკარგა და სიტყვა გაუწყდა აბაშიძეს, ვერაფერი უთხრა გოგოს. ან რა იყო სათქმელი? იმდენი ტიკივილი რაც მას ჰქონდა სხეულში დაგროვილი, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ აიტანონ!
ჩაიხუტა და რამდენჯერმე აკოცა თავზე, დანამულ სხეულზე ხელი დაუსვა და კარადიდან მარის დადებული ნივთები გამოიღო, აღელვებულ გოგოს მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა:
-გარეთ გავალ და გამოიცვალე, თორემ გაცივდები!
-მადლობა ნიკა.
-აქ, რა ხდება გვრიტებო?
მარი, დახვდა კართან აბაშიძეს და ინტერესით გახედა გოგოს. ნიკას ნათქვამით სიტუაციაში მალევე გაერკვა და დადუს დაეხმარა გამოცვლაში, თბილად ჩაიხუტა და დააწვინა გოგონა, რომელის ტკივილიც მარის კარგად ესმოდა, უახლებდა ყველა განცდილ ტკივილს და ცრემლებმა გადმოლახეს საზღვრები, საწოლზე დაწოლილ დადუს, ეფერებოდა და ცრემლები ურცხვად უნამავდა სახის კანი..
კართან მომლოდინე ნიკას, თავზე დაადგა ჯაფარიძე:
-რა ხდება!?
-ძილში ტიროდა, ის კაცი ცემდა...
ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე ნიკამ და მზერა აარიდა ლაშას, რადგან ძალიან ნერვიულობდა, ორიევე განიცდიდა, ორივეს სტკიოდა დადუ..
-ბატონო ლაშა, უნდა დაგელაპარაკოთ!
ჯაფარიძეს გაეღიმა და თავით ანიშნა მისაღებისკენ.
-დავილაპარაკოთ!
-დადუს მიმართ რასაც ვგრძნობ უკვე იცით და რადგან თქვენი მინიშნება ჩემთვის გასაგები იყო, მე გითხართ, რომ დაფიქრება მინდოდა, მხოლოდ და მხოლოდ ნაჩქარევი გადაწყვეტილების თავიდან არიდების მიზნით. ახლა კი მინდა იცოდეთ, რომ დადუ ერთადერთია ვისთვისაც მიღირს ცხოვრება.
-ნიკა, ახლა დადუ დაფრთხება და ვფიქრობ ამისთვის, მზად არ არის!
-მესმის და არ დავაჩქარებ! ამ ეტაპზე მის გვერდით მინდა ვიყო და იგრძნოს ჩემი მხარდაჭერა, ერთად უნდა გავუმკლავდეთ პრობლემას!
-მაშინ ყოველთვის მხარს დაგიჭერთ!
გაუღიმა და მხარზდ ხელი დაადო ლაშამ.
-მადლობა.
-აქ რას აკეთებთ?
ოთახში შესულმა დადიანმა, არეულ თმაზე ხელი გადაისვა და განაგრძო ჩაფიქრებული იერით.
-ხელის თხოვნის იმიტაციაა?
-არა უფრო ნებართვის აღება, რომ ერთხელაც ხელი ვითხივო.
აბაშიძეც აჰყვა სიცილში, ლაშამ თავი გააქნია.
-მემგონი გადარევთ მაგას.
-რატომ?
ორივემ გაკვირვებულმა იკითხა.
-არასერიოზული ხალხი ხართ!
-რას კადრულობ ბატონო ლაშა!?
წარბები შეკრა დადიანმა და მარის გამოჩენამ საუბარი გააწყვეტინათ, ყურადღება მასზე გადაიტანეს, რადგან დადუს დანაბარები გადასცა სამივეს:
-დადუმ დამაბარა გადმომეცა, ლაშას უნდა დაველაპარაკოო.
დადუს ოთახს ესტუმრნენ.
-ბატო .. ლაშა ძია, შეიძლება ვისაუბროთ?
-ახლა დაისვენე დადუ და ხვალ..
-არა ახლა.
-კარგი.
გოგონა, ლოტუსის ფორმაში მოთავსდა საწოლზე და დიდი სევდიანი თვალებით დაჰყურებდა საკუთარი ხელის თითებს, ჯაფარიძე მოპირდაპირედ მოთავსდა და გოგონას ხელები თავისასში მოიქცია, ეს პირველად ხდებოდა, როცა ვინმეს მიმართ ასეთი მზრუნველი და მგრძნობიარე იყო ლაშა ჯაფარიძე, მაგრამ ეს არ იყო გააზრებულად გაკეთებული, ეს მხოლოდ სურვილი და გრძნობა იყო, რომელიც დადუს მიმართ ამოძრავებდა!
-დედა, ყოველთის მეფერებოდა და მაიმედებდა, რომ მამას ძალიან უყვარდიო, მაგრამ ვერ ვიგებდი რას გულისხმობდა, რადგან ყოველ ჯერზე უფრო მკაცრად მსჯიდა...
ჰაერი უხვად ჩაუშვა ფილტვებში გოგონამ და ისე განაგრძო:
-ახლა ვხდები რას გულისხმობდა, ის გარდაცვლილზე საუბრობდა, ვუყვარდი როცა, ცოცხალი იყო.. ყველაფერი დედას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, მე სკოლის შემდეგ, სახლში მივედი და დედა არ დამხვდა, საავადმყოფოში არისო, მაგრამ პროზექტურაში ყოფილა.. პირველად ჩვენს სახლში მამას მეგობრები მაშინ მოვიდნენ, ყველა ერთმანეთში ირეოდა, სამძიმარზე მოდიოდნენ და მაშინ გავიცანი ის ხალხი, რომლებსაც კარგი რეპუტაცია არ ჰქონდათ და დანახვის წუთიდან მეშინოდა მათი. მირიანიც იქ იყო, ის აგვარებდა ყველაფერს, ხარჯიც მან დაფარა, მასთან ურთიერთობა ისეთი რთული არ იყო, როგორიც სხვასთან, იქამდე სანამ იმ კაცს მოკლავდა.. ან მე მეგონა ასე, რადგან თითქმის არ საუბრობდა და იმიტომ.
დედას დაკრძალვის შემდეგ, იმ ხალხის სტუმრობა ჩვეულებრივ ამბად იქცა, სანამ მკვლელობა მოხდებოდა. მკვლელობის დღეს, როცა გონება დავკარგე, მირიანმა გამოაცხადა, რომ ჩემი ცოლად შერთვა უნდა და როცა სრულწლოვანი გავხდებოდი, მოსკოვში წამიყვანდა. მოითხოვა მამას თანხმობა მიეცა, თუმცა სანამ თვრამეტის გავხდებოდი რამდენიმე თვით ადრე მოსკოვში დააკავეს და ამ ფაქტმა შეუშალა ხელი, მე კი სწავლის გაგრძელება შევძელი, თუმცა მიკვირს მამამ ამაზე უარი რატომ არ მითხრა..
-ალბათ, შემოსავლის წყარო უნდოდა!
-ალბათ.
-რატომ დასთანხმდა მამაშენი, მირიანს?
-მამას, ყოველთვის მხარს უჭერდა თავის საქმიანობაში და ფინანსურად ეხმარებოდა.
წარბები შეკრული ჰქონდა ჯაფარიძეს და ისე უსმენდა, დადუს ნაამბობზე ფიქრობდა, თან მისი ცოდვით, გული მეტად ეფლითებოდა.
-მირიანმა, იცოდა შორენას გარდაცვალების მიზეზი?
-არ ვიცი..
მხრები აიჩეა გოგონამ, ისე რომ თავი არ აუწევია მაღლა.
-კარგი დადუ, ახლა დაისვენე. დანარჩენს მე გავარკვევ!
-არა ძია, მთავარი არ მითქვმს..
მამაკაცის დიდ და ლამაზად თლილ თითებს, თავისი თხელი მტევანი ძლიერად მოკიდა, რომ არ ამდგარიყო საწოლიდან.
-მთავარი?
სახე შეეცვალა ჯაფარიძეს, გოგონამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, მღელვარების მიუხედავად არ იშლიდა გოგონა, რაც იცოდა ყველაფრის თქმა სურდა მამაკაცისთვის, რომელიც ერადერთი იმედი იყო მისი.
-კი მთავარი. მე, შემთხვევით მაქვს გაგებული, ეს ყველაფერი და ბევრ რამეს ვერ ვიგებ, რადგან ძალიან მეშინოდა, ვცდილობი არაფერი მცოდნოდა..
-დადუ, დამშვიდდი და როგორც იცი, ისე მითხარი!
-კარგი.
ამოიოხრა გოგონამ და განაგრძო:
-მირიანის გამო, გოჩას რამდენიმე ბიზნესში, წილი მისცეს ერთეულებმა, ვინც მირიანთან ვალში იყო და სანამ მოსკოვში წავიდოდა, ხმა არავის ამოუღია, მაგრამ როცა დააპატიმრეს უკმაყოფილება და ცუდი დამოკიდებულება, გოჩას მიმართ აშკარა გახდა. ბიზნეს წილიდან გასვლა მოსთხოვეს, რადგან რეალურად მხოლოდ წილს იღებდა და არაფერს აკეთებდა, თან თამაშის გამო ბევრი ფულის გადახდა მოუწია რამდენჯერმე და ხმა ვერ ამოიღო გოჩამ. ფინანსურად გაგვიჭიდა კიდეც ყველაფერს მე მაბრალებდა..
თავი, ისევ დახარა, თვალები მაგრად დახუჭა მზერა, რომ დაეწმინდა და განაგრძო:
-მირიანის ციხეში მოხვედრის შემდეგ, ჩემი ხელი სხვებმაც სთხოვეს, რადგან არ ჩანდა და გოჩას მხარს აღარ უჭერდა ჩათვალეს, რომ მირიანი აღარ ჩაერეოდა არაფერში, ერთი კაცი იყო მოსული, რომ გავიგე მამას როგორ ეუბნებოდა: „მირიანი თუ დაინტერესდაო შენი გოგოთი და უარი არ უთხარი, ჩვენ რითი ვართ მასზე ნაკლებიო?..“
მოკლედ „ბიზნესს, ოჯახი ამყარებსო“ ეს ფრაზა ხშირად მესმოდა და რადგან გვიჭირდა და მირიანის იმედი არ ჰქონდა გოჩას, ჯერ ერთს მოელაპრაკა, რომ მე როგორც კი, სრულწლივანი გავხდებოდი დამაქორწინებდა..
-რას ამბობ! რამდენზე გათხოვებდა?
-მირიანის გარდა, ორ ოჯახს მოელაპარაკა, მაგრამ სხა და სხვა დროს, პირველი მირიანმა გაიგო და იმ ოჯახთან დაპირისპირებისას ბევრი ადამიანი დაიღუპა, გაბრაზებულზე მირიანმა არავინ დაინდო. მეორე ოჯახმა თავი შეიკავა, თუმცა მიკვირს მირიანის დაჭერით, რატომ არ ისარგებლეს.
-ვინ იყო მეორე ოჯახის უფროსი?
-ემზარ თუთბერიძე და მისი შვილი გია.
-ვერ ისარგებლეს!
-რატომ?
-ერთად დაიჭირეს, მირიანი და გია!
-მეგობრობენ?
გაუკვირდა გოგონას.
-ეგ, მეც უნდა გავარკვიო! პირველად ვისაც დაუპირისპირდა, იმ კაცის სახელი იცი?
-კოტე ბუღაძე.
-კარგი, ახლა დაისვენე!
წამოდგა ლაშა, გოგონას თავზე აკოცა და დასვენება ურჩია..
მისაღებში გამოსული ჯაფარიძე, კარგახანს ჩუმად იჯდა, მოთმინება დაკარგულმა დადიანმა, ჩაფიქრებულს მხარზე ხელი დაადო.
-იტყვი რამეს, თუ ჩემით გავიგო?!
ლაშამაც მნიშვნელოვანი დეტალები ახსნა და დადიანის შეფასებამ ყველა გააკვირვა:
-შეიძლება ის კაცი, იმ მკვლელობით იცავდა დადუს..
-რას გულისხმობ?
წარბები შეკრა აბაშიძემ, პასუხის მოლოდინში.
-არ ვიცი და გავარკვიოთ!
ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი ნიკამ.
-უნდა გავარკიოთ!
მკაცრად თქვა ლაშამ და სასმელი მოსვა, რომელიც დაჩიმ იმ წუთას მიაწოდა.
-ნიკა, ჩვენ წავალთ ხვალ დილით და შენ დადუსთან დარჩი!
-კარგი..


ანდრიას ჩამოსვლას ჩუმად არ ჩაუვლია, ახვლედიანები დიდი მხიარულებით შეხვდნენ ამ ამბავს, მისი მეგობრებიც დახვდნენ აეროპორტში, თუმცა დადიანები არა. მხოლოდ გასვიანი იდგა, მომლოდინე ხალხთან ერთად.
უმცროსმა ახვლედიანმა ყველა მოიკითხა, ბოლოს თომას შეხედა და იმის მიუხედავად, რომ გაუხარდა მისი იქ ყოფნა, მაინც ნაწყენმა დაიწყო, ირონიული საუბარი:
-რა პატივია, დიდო თომა, თქვენი ხილვა და შეწუხება?..
-როგორ ხარ ანდრია?
გასვიანმა სცადა პასუხი არ გაეცა. ჩამორთმეულ ხელს, ორივემ დახედა, ერთმანეთის სიბრაზის გამო, მაგრად მოუჭირეს და კბილების ერთმანეთზე დაჭერით იკითხა ანდრიამ:
-მეუღლეც, აქ არის და ჩემს დასახვედრად შეაწუხე?..
თვალები დააწვრილა ანდრიამ ისე საუბრობდა და დაბერილი ნესოებით უფრო მეტი ჰაერი ჩაუშვა ფილტვებში, იმის იმედად რომ შვებას იგრძნობდა, შანსი ჰქონდა თომას გამწარების და ამით სარგებლობდა კიდეც, მაგრამ მისი სიჩუმე თრგუნავდა და სხეული არ ემორჩილებოდა გონების სურვილს, რომ თომა გასვიანი ბავშვობაში მისთვის ეტალონი კაცი, ასე გაემწარებინა..
-ვერ მოვიდა, პატარა ძალიან ჭირვეულია.
ძლივს გასაგონად გასცა პასუხი, რომ სხვებისთვის ყურადღება გაეფანტა. მათი ცივად მისალმება, შესამჩნევი გახდა და გასვიანი ცდილობდა როგორმე გაეფანტა კითხვის ნიშნები.
-საინტერესოა, ცოდვებს გახსენებს მისი ჭირვეულობა ალბათ!
ირონიულად ჩაილაპარაკა ანდრიამ.
-მორჩი, ბავშვივით ცანცარს!
გამოსცრა გასვიანმა და ისე გავიდა შენობიდან, რომ არავისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, შემდეგ აეროპორტის ტერიტორიაც ისე დატოვა, რომ რამდენიმე კომენტერიც თან გაიყოლა:
-ეს გიჟი, საჭესტან როგორ არისო?!
სახლში მისულმა ახვლედიანმა, ბებოს თბილი ჩახუტებით დაიწყო, შემდეგ ისაუბრა, იხუმრა კიდეც, თუმცა საკუთარ თავზე ბრაზობდა მეგობრის წყენას, იმ წუთას ბებიამისის გვერდით, მარტო ყოფნა, ყველაფერს ერჩია..
-ბებო, როგორ ხარ?
ხელი გადახვია ქალს და შევერცხლილ თმას ტუჩებით შეეხო.
-ახლა, კარგად ვარ ბები და თუ შენ თავს არ მომანატრებ, უკეთ ვიქნები.
-წამო ბე მოსკოვში და იქ "ვისვეცკაოთ" რა..
-რაი ბებიკო? ეგ რაღაც კაცების საქმეა და მე თავი დამანებე. აქაც კი შეგეძლება მაგის გაკეთება, მოსკოვში რაღა გინდა?
-ეეე ბებო, სვეცკაობა შენნაირი ლამაზი ქალების საქმეა, კაცები რა შუაშია? პროსტა შენი ხათრით მეც ვიზამდი.
მხიარულად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა ქალს.
-რას ამბობ ბიჭო?! ბაბუაშენს ნუ ატრიალებ საფლავში, ხომ იცი როგორი მესაკუთრე იყო, ეს თუ ესმის, წამომდგარი იქნება და მოდის ალბათ სახლში...
როგორც ყოველთვის ერთობოდა, უმცროსი ახვლედიანი და უმცროსი დადიანი გაახსენდა, რადგან ერთად კი ბებია მანჩოს მეტად აწვალებდნენ. ისიც ფერებით გულს ითბობდა, როცა ყველას ერთად ხედავდა..
ხმაურში და სტუმრების ხმამაღალ საუბარში, თორნიკეს მისვლა მხოლოდ დაცვამ გაიგო და სახლში კარის ჩარჩოსთან მდგომი აკვირდებოდა, ბებია და შვილიშვილის დიალოგს, რომელიც იცოდა მალე ჩხუბში გადაიზრდებოდა და ეს სანახაობა იყო ხოლმე თორნიკესთვის და თომასთვის.
-კარგი რა მანჩო, ხომ იცი დიდი ანდრო, ვერაფერს დაგაკლებს, ერთი ორს გაიპრანჭები მოსკოველ კაცებში.
-ღმერთო მიშველე, რას ამბობ? ხალხი რას იფიქრებს, ეს თუ ესმის რომელიმეს. შენ ისევ ისეთი ცანცარა როგორ ხარ?... თორნიკე შვილო?...
მაშინ დაინახა კართან მდგომი მომღიმარი დადიანი, როცა ხალხს თვალი მოავლო, ვინმე ხომ არ გვისმენსო და გახარებული მოეხვია კაცს.
-შენ გენაცვალე ბები რომ მოხვედი, როგორ ხართ? ბავშვი და ანა ხომ კარგად არიან?
-კარგად არიან მანჩო, შენ როგორ ხარ?
მისაღებში საუბრით შევიდნენ, ანდრიას გულით გაუხარდა იმის მოლოდინში, რომ თომა და ნიკაც შევიდოდნენ სახლში, მაგრამ მხოლოდ თორნიკეს გადაეხვია და მისი მოკითხვა შეძლო.
-როგორ ხარ!
-კარგად თორნიკე, შენ?
-კარგად ვართ ყველანი, შენ გელოდებით!
-მე რატომ?
წარბები შეკრა ახვლედიანმა და იმედგაცრუებულმა, სიგარეტის ღერზე სცადა ყურადღების გადატანა.
-დროა ამ თემაზე ვისაუბროთ!
ფეხზე წამოდგა და სახლის იმ ოთახში შევიდა დადიანი, რომელშიც მხოლოდ საქმეზე საუბრობენ.
-სასაუბრო არაფერია!
უმცროსი ახვლედიანი უკან მიჰყვა.
-გარდა იმისა, რომ ნიცას და თომას ერთმანეთი უყვართ!
-ძალიან კარგი.
სევდიანად ჩაიღიმა და სიგარეტის ბოლში გაეხვა, დადიანმაც იგივე გაიმეორა. ისევ ანდრიამ განაგრძო:
-მათგან დუმილი გამიტყდა და არა ის რომ ნიცას, თომა უყვარს, იმდენს ვხვდები, რომ გოგო არ მიცნობს და ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ ნიკამ ხომ იცოდა, როგორ ვეძებდი მას? რამდენი ხანი დავრჩი საქართველოში, რომ მეპოვა და თვითონაც ჩემთან ერთად ეძებდა, ერთხელ მაინც ეთქვა! სანამ შენი ქორწილის ვიდეო არ ვნახე არაფერი უთქვამს, დარწმუნებული ვარ თომამ იცოდა, ნიკა მას ეტყოდა და რატომ არ მითხრა თომამ?!
-მაშინ საავადმყოფოში იყავი!
-მერე რა..
-ექიმისგან ბევრი აკრძალვა გქონდა!
-და როგორც არა პროგნოზირებადი ვერ მეტყდით!
დადიანის ნათქვამი განმარტა და გაეღიმა საკუთარ ნათქვამზე.
-ეს შენი სიმართლეა და ახლა თომას უნდა მოუსმინო!
თორნიკემ, მკაცრი მზერით შეხედა ანდრიას და სიგარეტის ნარჩენი საფერფლეზე დატოვა..
-კარგი, მოვუსმინოთ!
ჩაიღიმა ანდრიამ და თორნიკეს მიბაძა..

გზაში სიჩქარეს უფრო უმატა გასვიანმა და საკუთარ თავზე გაბრაზებული საჭეს დაბერილი ვენებით მართავდა, ტელეფონის გაუჩერებელმა ზარმა თითქოს სხეულს დაუბრუნა გასვიანის გონება და უპასუხა:
-თომა სად ხარ?
-გზაში ვარ ლევან, რა არის?
-გუგას ბიჭი შეეძინა და ავღნიშნავთ მოდი რა ერთად დავლოცოთ.
-კარგი მოვალ, სად ხართ?
-თქვენს ბარში ვზივართ.
-კარგი..
რამდენიმე წუთი დასჭირდა მისასვლელად გასვიანს, იქ სადაც ისეთი ხალხი იყო შეკრებილი, რომ დიდად არ გახარებია, მაგრამ ახლად გამომცხვარ მამას ვერ ეტყოდა უარს დალოცვასა და მილოცვაზე..
-გილოცავ გუგა, ეგ ყველაზე დიდი გრძნობაა, რაც კი განგიცდია და ამას ნელ-ნელა უფრო ღრმად იგრძნობ!
-მადლობა თომა, რომ მოხვედი და მომილოცე დაბრძანდით.
აშკარად ეტყობოდა ბედნიერება მამაკაცს, რომელიც დიდ პატივს სცემდა გასვიანს მისი კეთილგანწყობა, როგორც უფროსის ყოველთვის საშუალებას აძლევდა მისი ფინანსური მდგომარეობა შედარებით უკეთესი ყოფილიყო, გუგასთან და ლევანთან არაფერი ჰქონდა გასაყოფი, მისი თანამშრომლები იყვნენ, მაგრამ გუგას შორეული ბიძაშვილი აკო და მისი ორი ძმაკაცი კი პრობლემა იყო თომასთვის, რადგან ორივე მამაკაცი, ძველი ცოდვების აჩრდილს აღვიძებდა მასში. მიუხედავად იმისა, რომ თომასი ეშინოდათ და ერიდებოდათ, მაინც ვერ მალავდნენ ბოღმას მის მიმართ, თუმცა თომამ არ შეიმჩნია და ზრდილობიანად მიესალმა იქ მყოფებს, მაგიდას მიუჯდა და სმა დაიწყო, რამდენიმე ჭიქის შემდეგ თომას, სასმელმა ცოტა სიმსუბუქე აგრძნობინა და იმის მიუხედავად, რომ სიტუაცია არ იყო სასიამოვნო, მაინც მოახერხა საუბარში ჩართვა, ცოტა ხნით ყურადღების
გადატანა სხვა რამეზე, ამაში ლევანი და გუგა ეხმარებოდნენ, თან საქმეზეც საუბრონბდნენ, ცოტა ხნით მარტო დარჩენილ თომას, აკო გაუთამამდა და სცადა სიტუაციის თავისკენ შემობრუნება, სანამ ლევანი ტელეფონზე სასაუბროდ იყო გასული და გუგა კი სასმელის მოსატანად.
-ბატონო თომა, როგორ ხართ? საქმეები როგორ მიდის?
-ან რატომ დაიკარგეთ და აღარ ჩანხართ?
მეორემ განაგრძო კითხვა, ირონია ნარევი ხმით, თომამაც არ დააკლო:
-კარგად ვარ და არსად დავკარგულვარ, თუ ვინმეს ჩემი ნახვა სურს, ყველამ იცის სადაც ვარ!
-ეგ მართალია.
ხელები მაღლა აღმართა აკომ დანებების მსგავსად და უცებ შეთავაზებაზე გადავიდა:
-მოდი უკეთესად გავერთოთ სასმელს ცოტა მივახმაროთ და ეგ არის...
თომამ წარბები შეკრა და ყბებ დაჭიმულმა შეაწყვეტინა საუბარი:
-მომისმინე ბიჭო! მე არაფრის მიხმარებას არ ვაპირებ და აქ თუ წამალი გაქვს შემოტანილი მაგარი და*რა!.
-არა არ მაქვს, ვიფიქრე ვიშოვითქო...
-ხო და ცუდად ფიქრობ აკო! იცი დავანებე და მაინც მტენი?! არ გინდა რა ეს ტრ*ის თამაში!
-რამე ხდება?!
იმ წუთას მოსული გუგა გაბრაზებული მზერით დააკვირდა ნათესავს, რადგან მაგიდაზე დაყრდნობილი თომას სახეზე მიხვდა, რომ გაბრაზებული იყო..
-არაფერი ძმაო, ვსაუბრობთ.
თომას ჩაეცინა აკოს თავის მართლებაზე და სავარძელს მიეყრდნო, ლევანიც დაუბრუნდა მაგიდას, რამდენიმე წუთში შევსებულ ჭიქას დაწვდა თომა და დასამშვიდობებლად სადღიგრძელოს ამბობდა, ბექას ხმა რომ მოესმა:
-თომა!
მამაკაცმა ხმის მიმართულებით გაიხედა და ბექას დანახვაზე ყოველგვარი შესავლების გარეშე მივიდა მასთან, მოეხვია მონატრებულს.
-ბექა, როდის ჩამოხვედი?
-დღეს მოვრჩით უკვე გასტროლებს და ბიჭებმა პირდაპირ აქ მომიყვანეს ავღნიშნოთო, არავისთვის მითქვამს.. და შენ, ამ ტიპებტან რა გინდა?!
წარბები შეკრა ბექამ, რადგან აკო იცნო და არ დაუმალავს თომასთვის, რომ არ ესიამოვნა.
-გუგას მოვაკითხე, შვილი შეეძინა, ის კი მისი ნათესავია, დაიკიდე!
-ეგ ს*ი დასაკიდებელი არ არის თომა! შარია მასთან ისევ "მოძრაობა"!
-ვიცი და ყურადღებით ვარ.
დამაჯერებლად უთხრა თომამ.
-იმედია, არაფერს მიქარავ..
მეგობრულად გაუღიმა ბექამ გასვიანს.
-მე? რას ამბობ, ხომ იცი ნიცასი როგორ მეშინია? აი შენ კი მოგკლავს!
-ვიცი და შენ ხომ არ გაიმეტებ ერთადერთ ნათესავს, რომელიც ძალიან გიყვარს?
თომა, საუბრისას დატოვებულ მაგიდას დრო და დრო თვალყურს ადევნებდა და შეამჩნია, აკო როგორ მოხერხებულად ამოეფარა თავის განკუთვნილ ჭიქას და რაღაცის ჩაყარას ცდილობდა..
-მე რატომ? ...... უხ შენი ნაბ**რი სიფათი ****!
საუბარი შეწყვიტა და სწრაფი ნაბიჯით მივიდა მაგიდასთან ხელი რომელშიც პაკეტი ეჭირა დაუჭირა რომ არ გადაეგდო "ფაქტი" და ცხვირთან მიუტანა.
-ეს რა არის ს***რო?!
-არაფერი ძმაო...
-რა ძმაო ბიჭო, რატომ ჩაყარე?
-არაფერი ჩამიყრია.
-იმის ტრა*იც არ გაქვს აღიარო შე ბ*ო!
ძლიერად ჰკრა ხელი და მერე მუშტიც დაუმატა, ბექამ დაცვას ანიშნა გაეყვნათ წაქცეული და რამდენიმე წუთში ყველაფერი ჩაწყნარდა. გუგას ბოდიშებით შეწუხებულმა დატოვა ბარი და ბექასთან საუბარში გართულმა, უცებ გვერდი ჩაუარა ორმა მამაკაცმა და მხარი გაკრეს უხეშად..
-ფრთხილად მეგობარო.
მიმართა თომამ, მაგრამ მიგზავნილმა მამაკაცმა უხეშობა არ დაიშურა:
-შენი მეგობარიც და შენი დედეაც.*******!
იერიშით დაიწყეს გამვლელებმა და ბექასაც მოხვდა მოულოდნელი მუშტები, აკოს დამქაშები ხუთნი იყვნენ, თომა მალევე მიხვდა ვინც იყო ამის ინიციატორი და აკოს ხელში ჩაგდება და მისი ცემა ერთადერთ მიზნად აქცია, მაგრამ იქ ვერ დაინახა, ბექას დახმრებით შეძლო სამი ბიჭის დაჭერა, მლევე ბარის დაცვაც ჩაერია...
ნაცემი ბიჭის სისხლიან სახეს დააფურთხა თომამ და შემობრუნდა ბექასკენ:
-ათქმევინე აკოს სად სად არის!? თორემ შემომაკვდება!
უცებ სისუტეც იგრძნო, ტანზე დაიხედა გასვიანმა, ისე ამოილაპრაკა:
-ფუ შენი...... დანა დამარტყა, იმ სირ**'!
-თომა დაჭრილი ხარ?..
გაფითრებული ბექა მხარში ამოუდგა თომას, სანამ მანქამადე მიიყვანეს გასვიანი ნაცემი ბიჭებიც გაიქნენ, ბექამ ბიჭებს ადგილის დათვალიერება უბრძანა.
-კამერები ნახეთ და გამომიგზავნეთ!
ბიჭებს მითითება მისცა და მანქანაში მოთავსდა:
-საავადმყოფოში არ მინდა ბექა!
-ნუ ატ*ბ! სახლში ნიცასტან მიგიყვანო აბა?
-არა...
-თომა! თომა!... ფუ ამის დე*ი!
იგინებოდა და ტელეფონზე რეკავდა..
ანდრია და თორნიკე კაბინეტს ტოვებდნენ, როცა დადაინის ტელეფონი ამღერდა:
-ბატონო.
-თორნიკე ბექა ვარ, თომა დაჭრეს და საავადმყოფოში მიმყას.
-გონზეა?
-არა.
-კარგი გამოვდივარ, ჯაფარიძესთნ მიიყვნე, მეორე შესასვლელიდან და ყველაფერს მოაგვარებენ!
ანდრიამ მოუთმენლად შეკრა წარბები:
-რა მოუვიდა?
-დაჭრეს!
იცოდა და არასოდეს უკვირდა გასვიანის თავზეხელაღებული საქციელი, რადგან ყოველთვის ღირსებისთვის ბრძოლას ემსახურებოდა ეს ყოველივე, მაგრამ ახალა თავი დამნაშავედ იგრძნო.
-წავედით დროზე!
სწრაფი ნაბიჯით გაიარა გასასვლელ კარამდე მანძილი და რამდენიმე წუთში საავადმყოფოს მოსაცდელში იყვნენ, სადაც ბექა მოუსვენრად დადიოდა და ტელეფონზე საუბრობდა..
საავადმყოფოში მისულმა დადიანმა ყველაფერი გამოკითხა როგორ მოხდა და წარბებ შეკრულმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დასვა:
-ნიცამ იცის?!
-არა. წავალ და ვეტყვი, თუ არ „დამბრიდა“ მე მოვიყვან, თუ არა და თვითონ მოვა.
მაინც არ კარგავდა ბექა იუმორს და ნიცას სიგიჟეზე სიყვარულით საუბრის სურვილს. უცებ ექიმი გამოვიდა და მოსაუბრეებს შორის დადგა:
-ყველაფერი კარგად არის! გაგვიმართლა, რომ სისიხლი წამოუვიდა რადგან ისეთი საგნით არის დაჭრილი, "შტირით" და შეიძლება სისხლის შედედებით დაგვეკარგა პაციენტი..
-ახლა როგორ არის?
-სტაბილურად. სისიხლი ბევრი აქვს დაკარგული და ამიტომ სისიუსტეს იგრძნობს, მაგრამ შინაგანი ორგანოები არ არის დაზიანებული.
-ნახვა შეიძლება?!
დადიანი უკვე მიდიოდა, პასუხს არ დალოდებია.
-დიახ მობრძანდით.
ექიმი, მიჰყვა თორნიკეს და პალატის კარი გაუღო.
გასვიანს ეძინა, დადიანს წარბები შეკრული ჰქონდა და ისე დაჰყურებდა მეგობარს, რომლის დაკარგვა ყელში მოძრავი სასიცოცხლო არტერიის გადაჭრას უდრიდა, არასოდეს შეეძლო გრძნობების გამოხატვა, მაგრამ შინაგანად იშლებოდა, როცა მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ცუდად..
ოთახში ანდრია შემოვიდა და სახის გამომეტყველება ისეთი ჰქონდა თითქოს მან დაარტყა დანა ადამიანს, რომელიც მის წინ იწვა.

პატარა ელენეს ეძინა და ქალბატონი ანას ესაუბრებოდა და უთანხმდებოდა როგორ დახვედროდნენ გიგას და სალოს, რომლებიც საქართველოში ბრუნდებოდნენ:
-ანა მოიცა დაგირეკავ.
-რა მოხდა?
-კარზე ზარია და სანამ ელენე გაიღვიძებს უნდა მივიდე.
-კარგი ნიცა, დამირეკე როცა გეცლება.
-რა გენაღვლება შენ, პატარა ბატონი არ გაწუხებს.
-რა ვქნა ნიცა, გაგიცვალო?
-არ არის ცუდი აზრი....... ბექა! ჩამოხვედი? როდის? მე რატომ არ მითხარი?
ტელეფონი გათიშა და მეგობარს მოეხვია, სახლში შესული ძალით დასვა:
-როგორ ხართ?
-რა გჭირს ადამიანო, ვინემ მოკალი?
-არა, მე მომკლავენ ვიცი და ვნერვიულობ.
-შენ მე თუ მოგკლავ, სხვას ვერ დავუთმობ ამ სიამოვნებას!
-ნიცა უნდა წამოხვიდე...
ცივმა ოფლმა დაუარა სხეულში, სამზარეულოსკენ მიმავალი უცებ შემობრუნდა და სახე გაყინულმა, საჩვენებელი თითი ცხვირთან მიუტანა:
-რა მოუვიდა თომას!
-ახლა კარგად არის...
-ბექა!
-ბარში დაჭრეს.
უკვე მოსაცმელი ხელში ეჭირა ნიცას და მომვლელს გასძახა, რომ მიდიოდა. არ ახსოვს როგორ ან რა დროში მივიდა საავადმყოფოში, იმისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება, რომ სამშობიარო კლინიკაში მიიყვანეს და არა საავადმყოფოში სადაც დაჭრილ ადამიანს მკურნალობენ, ერთადრეთი თომას სახის ნახვა უნდოდა.. დერეფანიც ისე გაიარა, რომ არავისთვის შეუხედავს და წინ გადაეღობა ექთანი გოგონა:
-უკაცრავად არ..
-ღმერთი არ გაგიწყრეს და არ მითხრა სისულელე, რომ ვერ შევალ, თორემ იგივეს დაგმართებ!
ისეთი სახით შეხედა აბაშიძემ და ისეთი ტონით უთხრა, რომ მალევე გვერდით გადგა გოგონა:
-კარგი.
იქვე მდგომ დადიანს გაეღიმა და ანდრიას გახედა, რომელსაც მთელს სხეულში დაუარა ჟრუანტელმა, ქალს ხედავდა, რომლის ნახვაც ყველაფერს ერჩია, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა, მაგრამ მას არ ეკუთვნოდა, უფრო მეტიც მისთვის ძვირფასი ადამინის, თომა გასვიანის ქალი იყო..

პალატაში შესულს, გული უფრო მეტად შეეკუმშა, ასე უცებ ადამინის ცვლილება და გაფერმკრთალება თუ შესაძლებელი იყო ვერ წარმოედგინა.. მძინარს საწოლზე ჩამოუჯდა სახე ხელებში მოიქცია და საყვარელ მამაკაცს გახეთქილ წარბზე ცერა თითი გადაუსვა, დაიხარა ჯერ წარბზე აკოცა და შემდეგ საყვარელ ბაგეს:
-არ გაქვს უფლება მიმიატოვო, რადგან ერთხელ გადაგარჩინე ჩემი ვალი გაქვს და შენი სიცოცხლეა ეგ ვალი!
ტუჩებთან ეჩურჩულებოდა და თან კოცნიდა აკანკალებული სხეულით, რომელიც ქაოსში იყო და ნიცასეული ქარიშხალით ბობოქრობდა, მაგრამ სად იფეთქებდა ჯერ არ იცოდა..
-ვინ გითხრა, რომ მივდივარ?
ძილერი მკლავები რომ იგრძნო სხეულზე სიამოვნებით ამოიკვნესა მამაკაცის სახელი:
-თომა...
-შეგაშინეს?
-არა, მომკლეს!
-კარგი რა ნიცუ, ხომ იცი არაფერი მომივა.
-მიყვარხარ!
-ჩემი პატარა. მოდი დაწექი ჩაგეხუტო!

სვანეთიდან იმ ღამესვე დაადგნენ გზას და ნიკა აბაშიძეც ვერ დარჩა, თუმცა მალევე დაბრუნდებოდა დადუსთან, რომელსაც მარი დაჩი და რამდეიმე დაცვა ჰყავდა.. დადიანი ჯაფარიძესთან აგვარებდა თომას საავადმყოფოში ყოფნას, ბექა ბარში მომხდარის გამო ბიჭებს ესაუბრებოდა ტელეფონზე, როცა ექიმმა შემოწმებისთვის და მითითებებისთვის დაუძახა ანდრიას. პალატაში შესვლილსას ახვლედიანმა კარიდანვე დაინახა ერთად დაწოლილი წყვილი, რომლებიც ისე საუბრობდნენ და კამათობდნენ, რომ იფიქრებდი საკუთარ საძინებელში იყვნენ მოსასვენებლად.
ანდრიამ ჩაახველა რადგან უკან ექიმი მიჰყვებოდა. კართან მდგომებმა უხერხულად გაიღიმეს, გასვიანმა უცებ შეცვალა გამომეტყველება და საყვარელ სხეულზე მოხვეული ხელები გაშალა, შემდეგ ნიცას უბიძგა ამდგარიყო, თითქოს დამნაშევე იყო ნიცათან ყოფნის გამო და ანდრიას მორიდებით გახედა..
ნიცამ გაკვირვენულმა შეხედა მეუღლეს, შემდეგ კართან მდგომებს გაუღიმა:
-თქვენ მეუღლე ბრძანდებით?
ექიმმა მიმართა აბაშიძეს.
-დიახ.
-ძალიან კარგი, მეგონა მარტო იყო და იმიტომ დავუძახე ანდრიას, ყველაფერი კარგად არის და თუ სიცხეები არ ექნება სამ დღეში სახლში გაგიშვებთ.
-სამი დღე არა..
ნიცამ საწოლთან დაიხარა და მარჯვენა ხელის თითები ახლართა და გაბრაზებული თვალებით შეხედა გასვიანს, ისე რომ სხვას არ დაენახა:
-თომა მოუსმინე!
ანდრიას გაეღიმა ქალის მოხერხებულ საქციელზე და გასვიანმა მისი ღიმილი როგორც კი შეამჩნია ხელი გააშვებინა ნიცას, რომელმაც დაბნეულმა ჯერ ხელს შეხედა და მერე თომას, მაგრამ ექიმის გამოწვდილ ფურცელზე გადაიტანა ყურადღება:
-სახლში ყოფნისას ეს დასჭირდება და წინასწარ მოვამზადე, რომ შეიძინოთ.
-გასაგებია, მადლობა.
-მე დაგტოვებთ, მგრამ ორივე ნუ დარჩებით!
ექიმის გასვლის შემდეგ ანდრიამ ღიმილით ჰკითხა:
-როგორ ბრძანდები ბატონო თომა?
-კარგად ვარ, მადლობა ანდრია.
-ანდრია?
თვალები დააწვრილა ნიცამ და მიუახლოვდა მამაკაცს, თავი ოდნავ გვერდზე გადაწია და გახარებულმა სახესთან თითი დაუტკაცუნა:
-შენ სოფიოს შვილი ხარ! ახვლედიანი?
-გახლავართ.
ხელი გაუწოდა გოგონას ღიმილით და უფრო მეტად იხიბლებოდა გადარეულის მიმართ.
-გამოვიცანი, დედას ჰგავხარ და მამაშენივით ლამაზი თვალები გაქვს!
ღიმილით საუბრობდა, თან ხელი ჩამოართვა ნიცამ, მაგრამ მამაკასმა უცებ გაითავისუფლა თავი, ნიცას თხელი მტევნისგან, რადგან დავლილ ჟრუანტელს ვეღარ უმკლავდებოდა სხეული, შესაძლოა ეს გონებიდან მოდიოდა და არა გულიდან, რადგან ამ ქალთან შეხვედრა სხვაგვარად წარმოედგინა, მაგრამ აშკარა იყო ანდრიას გრძნობები და ამას გასვიანის დაჭიმული ყბებითაც მიხვდებოდით..
-ლამაზის რა გითხრა და ახვლედიანი ნამდვილად ვარ!
-მიხარია, რომ გაგიცანი, იმედია ავარიის შემდეგ კარგად ხარ.
-მადლობა ნიცა, მეც მიხარია რომ გაგიცანი!
-ნიცა, ელენე ვის დაუტოვე?!
გაკვირვებული ნიცა საწოლისკენ მიბრუნდა, რადგან გასვიანის ასეთი ჩართვა, სულ მცირე გაოცებას იწვევდა ნიცაში. საწოლზე ჩამოუჯდა თვალები დააწვრილა და სახეზე დააკვირდა, ბევრის მთქმელი იყო თომა გასვიანის თვალები, მისი სახე, დაჭიმული ყბები და მძიმედ მოძრავი მკერდი, მაგრამ ნიცას ამის გონებამდე სრულად მიშვება არ უნდოდა, ნაძალადევად გაიღიმა, შემდეგ თავი გააქნია და მკერდზე ხელი მიიჭირა, იმ წუთას მოწოლილი თეთრი სითხე, პატარა ელენეს შიმშილს ამცნობდა დედას, საწოლიდან ისე ადგა მკერდისთვის ხელი არ გაუშვია:
-ძიძასთან და უნდა წავიდე!.. მოშივდა უკვე!..
საუბარი არ ჰქონდა დასრულებული ტელეფონმა, რომ დაურეკა:
-გისმენ ნინო დეიდა.
-ნიცა შვილო, პატარას შია და თუ გაგვიანდება რძეს მოვუმზადებ.
-არა, გამოვდივარ და მალე მოვალ!
სავარძელში დადებულ ქურთუკს დასწვდა, მოიცვა და ისე გავიდა პალატიდან არცერთს დამშვიდობებია..

პ.ს. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიშს გიხდით უპასუხისმგებლობისთვის, რიგი მიზეზების გამო ვერ ვწერდი. ახლა ვეცდები ეს ისტორია დავასრულო და თქვენი თანადგომის, ასევე აქტიურობის იმედი მაქვს.
მიყვარხართ ლილე.



№1  offline წევრი OKI ME

არ მჯერა.. თვალებს ვერ ვუჯერებ. არ არსებოობს ❤️❤️ უჰ, როგორ გამახარე შენ, რომ იცოდე. ❤️❤️

ვაჰ, რა იყო ეს აა ? გამახარა ამ ისტორიის ახალი თავის დანახვამ და მერე წაკითხვამ. ორჯერ წავიკითხე ეს თავი :დდდაი, იცი როგორ ვკითხულობდი? ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. იდმენად მაინტერესედა რა ხდებოდა ამ თავში. :დდ
მეორედ უკვე დამშვიდებულმა, დაწყნარებულმა, აჟიტირება გავლილმა, უფრო გააზრებულად წავიკითხე. ❤️❤️

ჰო, რაც შეეხება ამ ისტორიის გმირებს ❤️❤️ ამ ისტორის მთავარი პერსონაჟები მე მიყვარს. ❤️ თორნიკე და ანა❤️ ნიკა და დადუ (იმედი მაქვს ბოლოს მაინც წყვილი იქნებიან)❤️ თომა და გადარეული ნიცუ❤️ აღარ ჩამოვთვლი, ვიცი მაინც გამომრჩება რომელიმე. ❤️❤️

ოო, ანდრიას გამოჩენა საინტერესოაა. დავიჯერო ანდრიას ასე დატოვებ საბოლოოდ ნიცაზე "შეყვარებულს"? ანდრიას გონია რომ უყვარს, იმედს ვიტოვებ, რომ ასეა თორემ ცოდოა ასეთი სიყვარულისთვის ეს ბიჭი კაცო :დდ

მოკლედ, უზომოდ გამაბედნიერე შენი დაბრუნებით, მით უმეტეს ამ უმაგრესი, უკარგესი და შესანიშნავი ისტორიის გაგრძელებით.

ბოლოს გიწერია რომ რიგი მიზეზების გამო ვერ ვწერდიო. იმედი მაქვს ეგ რიგი მიზეზები უკვე მოგვარდა და ყველაფერი კარგად არის❤️❤️

ჰო და კიდევ, წარმატებებს გისურვებ ❣️❣️❣️❣️

 


№2  offline წევრი დარინა

ძალიან ძალიან გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა რადგან იმედიც კი გადაწურული მქონდა რომ ოდესმე დასრულდებოდაა, ხოდა მიხარია რომ დაგვიბრუნდი და რაც მთავარია აგრძელებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

ძალიან დიდი ინტერვალი გაქვს გაკეთებული, ზუსტად წელიწადი.
დამავიწყდა წინა თავები უნდა გადავიკითხო.აღარ შეჩერდე დაამთავრე ბოლომდე.

 


№4  offline წევრი ეირინ

ვაიმეე თუ მჯეროდეეეს❤არ მჯერა არააა❤❤❤

 


№5  offline წევრი lile-eli

Megioki
არ მჯერა.. თვალებს ვერ ვუჯერებ. არ არსებოობს ❤️❤️ უჰ, როგორ გამახარე შენ, რომ იცოდე. ❤️❤️

ვაჰ, რა იყო ეს აა ? გამახარა ამ ისტორიის ახალი თავის დანახვამ და მერე წაკითხვამ. ორჯერ წავიკითხე ეს თავი :დდდაი, იცი როგორ ვკითხულობდი? ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. იდმენად მაინტერესედა რა ხდებოდა ამ თავში. :დდ
მეორედ უკვე დამშვიდებულმა, დაწყნარებულმა, აჟიტირება გავლილმა, უფრო გააზრებულად წავიკითხე. ❤️❤️

ჰო, რაც შეეხება ამ ისტორიის გმირებს ❤️❤️ ამ ისტორის მთავარი პერსონაჟები მე მიყვარს. ❤️ თორნიკე და ანა❤️ ნიკა და დადუ (იმედი მაქვს ბოლოს მაინც წყვილი იქნებიან)❤️ თომა და გადარეული ნიცუ❤️ აღარ ჩამოვთვლი, ვიცი მაინც გამომრჩება რომელიმე. ❤️❤️

ოო, ანდრიას გამოჩენა საინტერესოაა. დავიჯერო ანდრიას ასე დატოვებ საბოლოოდ ნიცაზე "შეყვარებულს"? ანდრიას გონია რომ უყვარს, იმედს ვიტოვებ, რომ ასეა თორემ ცოდოა ასეთი სიყვარულისთვის ეს ბიჭი კაცო :დდ

მოკლედ, უზომოდ გამაბედნიერე შენი დაბრუნებით, მით უმეტეს ამ უმაგრესი, უკარგესი და შესანიშნავი ისტორიის გაგრძელებით.

ბოლოს გიწერია რომ რიგი მიზეზების გამო ვერ ვწერდიო. იმედი მაქვს ეგ რიგი მიზეზები უკვე მოგვარდა და ყველაფერი კარგად არის❤️❤️

ჰო და კიდევ, წარმატებებს გისურვებ ❣️❣️❣️❣️


როგორ გამახერე ასეთი "მსუყე" შეფასებით..
დიდი მადლობა, ჩემთვის სტიმულია თქვენი ინტერესი.
იმედია ყველაფერი კარგად იქნება და შევძლებ ხშირად დავდო. საღამოს იქნება შემდეგი თავი.

დარინა
ძალიან ძალიან გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა რადგან იმედიც კი გადაწურული მქონდა რომ ოდესმე დასრულდებოდაა, ხოდა მიხარია რომ დაგვიბრუნდი და რაც მთავარია აგრძელებ.


ჩემი ერთგული დარინა, როგორ მიყვარს შენი შეფასებები და მინდა იცოდე, რომ ყოველი სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მადლობა რომ ისევ მომყვები. :) :*

სტუმარი ლია
ძალიან დიდი ინტერვალი გაქვს გაკეთებული, ზუსტად წელიწადი.
დამავიწყდა წინა თავები უნდა გადავიკითხო.აღარ შეჩერდე დაამთავრე ბოლომდე.


გეთანხმებით და ბოდიშს გიხდით. ვეცდები დავასრულო და რაც შეიძლება მალე. მადლობა დიდი ინტერესისა და დროისათვის, რომელსაც მითმობთ.

ეირინ
ვაიმეე თუ მჯეროდეეეს❤არ მჯერა არააა❤❤❤


ეირინ დიდი მადლობა.
მიხარია რომ გახსოვს და ინტერესდები ისევ. საღამოს როგორც კი საიტი საშუალებას მომცემს ისევ გაგახარებ. ????

 


№6  offline წევრი Margo Tokyo

ფიდში რომ ამოაგდო, მეთქი საიდან მეცნობა... ან რატო მეცნობა.
როგორც ჩანს, ძალიან ადრე ვკითხულობდი და რაღაცნაირად, ძაან გამეხარდა, რომ მეცნო და ზოგადად, რომ გააგრძელე.
ახლა თავიდან მოვყვები გასახსენებლად და შემდეგ თავზე დავწერ შეფასებას.
heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Margo Tokyo
ფიდში რომ ამოაგდო, მეთქი საიდან მეცნობა... ან რატო მეცნობა.
როგორც ჩანს, ძალიან ადრე ვკითხულობდი და რაღაცნაირად, ძაან გამეხარდა, რომ მეცნო და ზოგადად, რომ გააგრძელე.
ახლა თავიდან მოვყვები გასახსენებლად და შემდეგ თავზე დავწერ შეფასებას.
heart_eyes


ძალიან გამახარეთ, რომ კითხულობდით.
დიახ, დიდი დრო გავიდა და მომიტევეთ, იმედი მაქვს შევძლებ ყველაფერი გამოვიდეს, რაც ჩაფიქრებული მაქვს და თქვენ ისიამოვნებთ.

Daldoni Daldoni

კიდევ ერთი ჩემი ერთგული მკითხველი, როგორ გამახარე, რომ ისევ გახსოვთ და ისევ კითხულობთ.

 


№8 სტუმარი სტუმარი მერი

არ მჯერა ნუთუ მართლა შენ ხარ.მიხარია შენი კვლავ ხილვა.ველოდები მოვლენების განვითარებას.????????????????????

 


№9 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი მერი
არ მჯერა ნუთუ მართლა შენ ხარ.მიხარია შენი კვლავ ხილვა.ველოდები მოვლენების განვითარებას.????????????????????


მადლობა რომ გიხაიათ, მე თქვენი სიხარული მეტ სტიმულს მაძლევს.
გაგზავნილი მაქვს შემდეგი თავი და მალე დაიდება ალბათ.

 


№10 სტუმარი maco maco

იმედი მაქ არ მეჩვენებაააა

ჩემი ტასო და ალექსანდრე მომენატრენ, მეორე წელია ანდრეას ველოდებიი მობრძანდეს ერთი :)

 


№11  offline წევრი lile-eli

maco maco
იმედი მაქ არ მეჩვენებაააა

ჩემი ტასო და ალექსანდრე მომენატრენ, მეორე წელია ანდრეას ველოდებიი მობრძანდეს ერთი :)


არა არ გეჩვენება, დიახ ჩამოვიდა ანდრია და იმედია ყველაფერს შევძლებ. მახარებთ ძალიან. დიდი მადლობა.

 


№12 სტუმარი მანცურა

როგორ მიხარია რომ დაბრუნდი.მომენატრნენ ეს გადარეულები. სად არის დაპირებული შემდეგი თავი?ნუთუ კიდევ დაიკარგები?

 


№13 სტუმარი სტუმარი Lile-eli

მანცურა
როგორ მიხარია რომ დაბრუნდი.მომენატრნენ ეს გადარეულები. სად არის დაპირებული შემდეგი თავი?ნუთუ კიდევ დაიკარგები?


მიხარია თქვენი დამოკიდებულება, დიდი მადლობა რომ დროს მითმობთ..
გუშინ ავტვირთე და სამწუხაროდ ისევ რადაქტირების პროცესშია, არ ვიცი რატომ :(

 


№14 სტუმარი სტუმარი მაკო

სასწაულია პირდაპირ არ გელოდი ხელი ჩაქნეული მქონდა და აი ორი წლის მერე გამოჩნდი არ წამიკითხავს იმიტომ რომ თავიდან დავყევი აი ბოლოში რომ გავალ მოგახსენებ აზრს იმედია კიდევ ორი წელი არ მოგვიწევს ლოდინი????

 


№15 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი მაკო
სასწაულია პირდაპირ არ გელოდი ხელი ჩაქნეული მქონდა და აი ორი წლის მერე გამოჩნდი არ წამიკითხავს იმიტომ რომ თავიდან დავყევი აი ბოლოში რომ გავალ მოგახსენებ აზრს იმედია კიდევ ორი წელი არ მოგვიწევს ლოდინი????


დიდი მადლობა წინასწარ და ველი თქვენს შეფასებას. მახარებს თქვენი ინტერესი და აღარ გალოდინებთ დავასურულებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent