შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი (თავი 1)

27-11-2020, 03:53
ავტორი lilia beridze
ნანახია 9 392

ვხუჭავ თვალებს და მის ნაზ წვრილ წელზე ხელს მაისურის შიგნიდან ვაცურებ, თანდათან ვუახლოვდები მის სახეს და მისი პატარა სწორი ცხვირიდან თბილ ჰაერს სახეზე მასუნთქავს, ტუჩებზე ტუჩებით მეხება, რა თბილი და სასიამოვნოა, თმაში ხელს ვუცურებ და მის ტუჩებს ნაზად ვეუფლ...
-ბერიძე! ასეთი საქციელი უკვე აუტანელია, როგორ შეიძლება ყოველ დღე ყოველ გაკვეთილზე ძილი ევა?!
ზუსტად მისი ჩხავილი მჭირდებოდა იმისთვის რომ გამხსენებოდა რამდენად უბედური ვარ, ჩემ არარეალურ სიზმრებთან ერთად სადაც მესიზმრება თუ როგორ ვემზადები ლილისთვის საკოცნელად, ევა ოდესმე ისწავლი ჭკუას და გაიაზრებ რომ ის უკვე მეორე კურსზეა შენ კი ჯერ კიდევ არ დაგიმთავრებია სკოლა და მთელ დროს სკოლის ბინძურ მერხზე მასზე ოცნებებში ატარებ.
-ბერიძე ადექი ფეხზე და მითხარი რაზე გესაუბრებით მთელი გაკვეთილია?
ჩემ დაცარიელებულ ტვინში მხოლოდ ის აზრი ტრიალებდა რომ ბიოლოგიის გაკვეთილი იყო და ამიტომ დაუფიქრებლად გავეცი პასუხი
-ბიოლოგიაზე
ჩემ უაზრო და არც ისე სახალისო პასუხზე ორმაგად გაბრაზდა და იმ ხმით დაიწყო ჩხავილი, დიახ ზუსტად იმ ხმით რაც ყველა ჩვენგანს მოგვისმენია ერთი კონკრეტული მასწავლებლისგან.
-ბერიძე! მოვითხოვ შენი მშობლები გამოცხადდნენ, ისე შენ აქედან ვერსად ვერ წახვალ
მერამდენედ შეიძლება დაავიწყდეს, როგორ მეცინება ასეთ ადამიანებზე
-ნანა მას, მე ხომ მშობლები არ მყავს
ჩემ ხმაში ოდნავი სევდა შეიპარა რომელიც რა თქმა უნდა ხელოვნური იყო, ზუსტად ამ დროს დაირეკა ზარი, ზოგჯერ მეც მიმართლებს, ზურგჩანთა მხარზე გადავიკიდე და გასასვლელისკენ გავემართე, არც კი მინდოდა შემეხედა ნანა მასწავლებლის გაცეცხლებული მზერისთვის, რომელიც ჩემზე იყო მომართული, ნაბიჯებს ავუსწრაფე და შენობიდან გავედი. რა თქმა უნდა ყველა მოზარდისათვის რთულია მშობლების გარეშე ცხოვრება მაგრამ მე ისინი არც კი მინახავს, ბებია მზრდიდა, ბავშვობიდან ვეჩვეოდი დამოუკიდებლობას და თხუთმეტი წლის რომ გავხდი ისიც წავიდა ამ უაზრო სამყაროდან, ასე რომ უკვე ორი წელია მარტო ვცხოვრობ, მხოლოდ ორი მეგობარი მყავს და ისეთივე უინტერესოები როგორიც მე ვარ, გარშემო მყოფები არ გიჟდებიან ჩემზე, რადგან მათ არაფრით ვგავარ, არასდროს მქონია სურვილი გამომეყენებინა მაკიაჟი, მცმოდა კაბები, თუნდაც მქონოდა გრძელი ლამაზი თმა ან გრძელი ფერადი ბრჭყალები, იმ წვეტიან ბასრ იარაღებს ფრჩხილებს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, დაბლა დავიხედე და ნაბიჯების თვლა დავიწყე, ალბათ ვაკეთებთ ასეთ სისულელეებს როდესაც აზრების მარაგი ამოგვეწურება, უცებ ზევით ვიხედები და ღმერთო ისევ ის...
ლილი ჩემი მიმართულებით მოდის, როგორც ყოველთვის მხრებზე ჩამოყრილი სწორი თხელი თმა, ნაზი ღიმილი და გამოკვეთილი წელი, ყოველთვის ვბრაზდებოდი როცა ტოპები ეცვა, თუმცა შემდეგ მახსენდებოდა ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ იყო, აღარ მახსოვდა რომ დღეს ერთ ცვლაში ვიყავით, შესანიშნავია ახლა ერთმანეთს მივესალმებით და ასე დასრულდება ჩვენი საუბარი მიუხედავად იმისა რომ ახლა სამი საათია და საღამოს ცხრა საათამდე ერთ სივრცეში მოგვიწევს ყოფნა.
-ევა
ღიმილით წარმოთქვა ჩემი სახელი და წინ დამიდგა
-ლილი... გამარჯობა
ენა ჩვილი ბავშვივით დამება, მისი თვალები მაშტერებდა,
-გამარჯობა
მისი ღიმილი უფრო გაფართოვდა და ხმაში მეტი სითბო შეეპარა, სადაცაა მოთმინების ფიალა ამევსებოდა და მოვეხვეოდი უკნიდან რომ მაღალი, ქერა ბიჭი ამოუდგა და ზუსტად ისე მოხვია ხელი წელზე როგორც მე ვხვევ ხოლმე ლილის, ოღონდ განსხვავება ისაა რომ მე ამას მხოლოდ სიზმრებში ვაკეთებ.
-ევა გაიცანი მიშო, ჩემი შეყვარებული
ეს ისედაც შევამჩნიე მაგრამ როცა დააზუსტა სახიდან ღიმილიც წამეშალა და დაახლოებით ისეთი სახე შემრჩა როგორიც ნაბახუსევზე დილით ადრე გაღვიძებისას გვაქვს ხოლმე.
-მგონი დაგვაგვიანდა ჯობია წავიდე
სიტყვები ერთმანეთს მივაყარე და სწრაფი ნაბიჯით გავიქეცი მაღაზიისკენ
-სასიამოვნო იყო მისი გაცნობა!
შევბრუნდი და დავიყვირე რადგან დამშვიდობებისას ამის თქმა დამავიწყდა, უკან შევტრიალდი თუ არა პატარა ბავშვის მოსიარულე მანქანას ფეხი წამოვკარი და პირდაპირ თავით გადავეშვი მიწაზე.
თვალებს ვახელ და ღიმილ შეპარულ საყვარელ სახეს ვხედავ, დიახ პირდაპირ ლილის სახეს და ვგრძნობ როგორ მადებს გაყინული ლუდის ქილას თავზე, როგორც ჩანს პატარა სათამაშომ გონება დამაკარგვინა, მოიცა საერთოდ სად ვარ ან ის ათლეტი სად წავიდა?
-ევა ხო კარგად ხარ?
მან სერიოზულად დაიწყო ლაპარაკი, რაზეც ცოტა არ იყოს მეცინებოდა მასზე
-კი მადლობა და ეგ ლუდი იქნებ მომცე, დავლევდი
თავი ვერ შევიკავე, სასმელზე უარს ვერასდროს ვამბობ, ჩემ არასერიოზულობაზე რა თქმა უნდა გაეცინა, ქილა გახსნა და ხელში მომცა, პირდაპირ ხელიდან ხელში, მისი ნაზი თითები შემახო, სახეზე ღიმილს ვერ ვიშორებდი იქამდე სანამ მისი ათლეტი შეყვარებული არ გამახსენდებოდა.
-წინააღმდეგი თუ არ იქნები სამუშაოს დავუბრუნდები, უკეთ რომ გახდები იქნებ დამეხმარო ბევრი ხალხია.
წინადადება არ ჰქონია დასრულებული, ნახევარზე მეტი ლუდი ერთ მოსმაში დავცალე და ფეხზე წამოვხტი, მის მისახმარებლად.
მუშაობას შევუდექით, მართალია ძალიან დაბნეული ვიყავი რადგან მის სილამაზეს თვალს ვერ ვწყვეტდი მაგრამ მიხმარებაც მნიშვნელოვანი იყო, ლილი ტელეფონში იყურებოდა და აშკარად ვიღაცას წერდა არც ისე სასიამოვნო სახე ჰქონდა, სადაცაა ტირილს დაიწყებდა, უსიტყვოდ გასასვლელისკენ გაემართა, ასე არასდროს ყოფილა, ყოველთვის იღიმოდა და თბილი ხმა ჰქონდა მაგრამ ახლა, ცოტა მეუცნაურა მისი საქციელი
-მაღაზიას ყურადღება მიაქციე გთხოვ
მოლარეს მივაძახე და მას გავყევი, კედელზე აყუდებული იდგა მოუკიდებელი სიგარეტით და ცრემლებს ღვრიდა, მივუახლოვდი და ხელზე ხელი მოვკიდე, გამეცინა და ხელი ავაწევინე, სიგარეტი ტუჩებს შორის მოვუთავსე და სანთებელით მოვუკიდე.
-მადლობა...
თავი დახარა და ტირილი გააგრძელა
-შეიძლება ვიკითხო რა გჭირს?
-უბრალოდ...
წინადადება არ დაუსრულებია ისევ ისე გააგრძელა ცრემლების ფრქვევა, თითები ავაწევინე და სიგარეტი ტუჩებზე მივიდე, ერთი ნაპასი ჩავარტყი და გამეღიმა
-მოდი გამოვიცნობ, პრესებიანი დაგშორდა ხო?
ირონიულად გამეცინა და მოსაცმელი გავიადე, ძალიან ციოდა და მხრებზე მოვადე
-მითხრა რომ სხვა გოგო მოეწონა და...
თვალებში არ მიყურებდა, მართლა თვლის რომ ტირილის დროს იმდენად ლამაზი არაა როგორც ყოველთვის? ნიკაპზე თითები ნაზად დავადე და სახე ავაწევინე, მის სიგარეტზე ერთი ნაპასი კიდევ ჩავარტყი
-ეს აღარ გვინდა
გადავაგდე და ფეხით ჩავაქრე.
-მოდი იმასაც გამოვიცნობ რო ნებისმიერი ბიჭი ეგრეა, ზუსტად მაგიტომ ვერ ვიტან მათ.
სევდიანი ღიმილით ამომხედა
-როგორც ვიცი ლესბოსელი ხარ... არა?
არამგონია ეს მისთვის რთული მისახვედრი ყოფილიყო მაგრამ რას ვიზამ, ისე მოვიქცევი თითქოს ძალიან გამიკვირდა.
-ეს როგორ შეამჩნიე... რამე მეტყობა?
გაეღიმა და თავი დამიქნია
-იცი შეგცივდება, ჯობია შევიდეთ.
უკნიდან მოვეხვიე რომ გამთბარიყო და მაღაზიამდე ჩახუტებულმა მივიყვანე.
-მადლობა
ისევ ისე თბილი ხმით თქვა ეს სიტყვა, ასე მართლა ვერ ვიჯერებ თუ როგორ მიყვარს, მუშაობა გავაგრძელეთ და დანარჩენი ყველაფერი უინტერესოდ განვითარდა, სახლში წასვლის დროს გასასვლელთან მისი ათლეტი ყოფილი დახვდა, თანაც მთვრალი
-ლილი ფული მჭირდება
მკაცრი ტონით მაგრამ მშვიდად უთხრა.
-არაფერი მაქვს თვის ბოლომდე..
გამოეცალა სწრაფი ნაბიჯით და გზისკენ წავიდა
-ლილი ფული!
ბოლო ხმაზე დაიღრიალა და მხრებზე ჩაეჭიდა, კედელს სახით მიაჯახა და ის იყო კიდევ უნდა დაერტყა თავში იდაყვი ჩავარტყი და ძირს მოვათავსე, არც ისე რთული იყო, ლილი ნაზად შემოვატრიალე.
-კარგად ხარ?
თავი დამიქნია და ცრემლები შეიმშრალა, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, თითი სისხლზე ნაზად მოვუსვი და ენით მოვიშორე, ხელი გადავხვიე და ოდნავ მივიხუტე.
-სხვა რა გამეკეთებინა არ ვიცოდი..
დაბნეულმა ვუთხარი და ლაპარაკი ისევ მე განვაგრძე
-მიგაცილებ ან... შეგიძლია ჩემთან დარჩე მარტო ვცხოვრობ, შენებს უთხარი რო დაქალთან რჩები, ასე რო არ გნახონ რა.. თუ გინდა
რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი უფრო მეტად ვიბნეოდი
-მართლა?
სევდიანი ღიმილით შემომხედა
-კი
მეც გამეღიმა და ჩემი მოსაცმელი შევუკარი
-ისე მაგ ტოპებს ჯობია თბილად ჩაიცვა ხოლმე ცივა.
ღიმილისგან მალე ლოყები გადამეხსნებოდა, ასე კომფორტულად და ბედნიერად თავი არასდროს მიგრძვნია, რაც უფრო ვუახლოვდებოდი ვგრძნობდი მის სითბოს.
სახლში მივედით და სენდვიჩების გაკეთება დავიწყე, ლილის ტელევიზორი ჩავურთე და ათ წუთში მის გვერდზე მოვთავსდი.
-შეჭამე მთელი დღეა არ გიჭამია
სენდვიჩი ტუჩებზე მივადე და ვუყურებდი მის ნაზ, ულამაზეს სახეს.
-მადლობა
ისევ ისეთი თბილი ხმა და თბილი ღიმილი, ჭამა დაასრულა და თავი მხარზე დამადო, მისგან ასეთ სიახლოვეს ნამდვილად არ ველოდი და ყველაფერზე ვიბნეოდი.
შუბლზე ნიკაპი მიმედო და ვიგრძენი რომ ცხელი ჰქონდა, ხელი მივადე და შევხედე
-სიცხე რო გაქ ხვდები და არ ამბობ?
გაეღიმა და თავი დახარა, ავდექი და თერმომეტრის ძებნა დავიწყე, სადღაც ნამდვილად უნდა ყოფილიყო, შუა ძებნისას ფეხში მძიმე წიგნი დამეცა და ნახევრად დაკოჭლებული ვაგრძელებდი ძებნას, როგორც იქნა მივაგენი, ჩემი ვიდეო თამაშების უკან კალმებთან ერთად იდო, დარწმუნებული ვარ თერმომეტრს ყველა ასეთ საინტერესო ადგილებში მალავთ.
მივიხედე და დავინახე როგორ იცინოდა ჩემზე, მართალია მასთან ძალიან შევრცხვი, მაგრამ მაინც კარგია რომ გავამხიარულე, ხო?
საკუთარ თავზე ხშირად მეც მეცინება, სიცხე გავუზომე და წამალი დავალევინე, ფილმი ჩავრთე ჩაი გავაკეთე და პლედში გახვეული ანგელოზის გვერდზე მოვთავსდი, თვალები მეხუჭებოდა ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა, მაშინვე შეამჩნია ლილიმ, ვერ ვხვდები ყველაფერს როგორ ამჩნევს, მაგრამ ნამდვილად ძალიან საყვარელია
-წამოდი, მეც მეძინება და დავიძინოთ
ღიმილით მითხრა ხელი ჩამკიდა და წამოდგა, საწოლთან მივიდა და საყვარლად მოთავსდა, არც ისე პატარა საწოლი იყო ამიტომ მე ერთ კუთხეში მოვთავსდი ლილი კი მეორე კუთხეში, სანამ დავიძინე ჩემკენ ზურგით იყო მე კი მის მუქ წაბლისფერ თმას ვუყურებდი, ორივეს ჩაგვეძინა.
დილით თვალებს სანამ გავახელდი მანამდე ვიგრძენი თუ როგორ იყო ნაზი სხეული მოქცეული ჩემ სხეულზე და როგორ ჰქონდა სახე ჩემ ყელში ჩარგული, მის გვერდით ვგრძნობდი იმდენად ძლიერ რაღაცას, რაც ცხოვრებაში არავისთან გამომიცდია, არც ამ მხრივ და არც სხვა მხრივ, ვფიქრობ ნელ-ნელა ვიგებდი გრძნობებისა და მთავარი, უძლიერესი გრძნობის სიყვარულის არსს.

--------------------------------------------------------------------------
მადლობას გიხდით ვინც პირველი თავი წაიკითხეთ, მოთხრობა გაგრძელდება იმის მიხედვით თუ რამდენად მისაღები და მოსაწონი იყო ეს თქვენთვის, ალბათ ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ სიყვარული სიყვარულია განურჩევლად სქესისა ასაკისა და ნებისმიერი სხვა წვრილმანის, სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა რისი განცდაც არც ისე მარტივია, ეს კი ჩემი პირველი მოთხრობაა ამ საიტზე და მაინტერესებს თქვენი აზრი
ლილია 21 წლის

№1  offline წევრი EllaTriss

სიმართლე რომ გითხრა, წაკითხვას არ ვაპირებდი. თუმცა შემითრია იმან, რომ ორივე გოგოს სახელი იყო. თავიდან ვიფიქრე ხომ არ მეშლება, რამდენჯერმე გადავამოწმე, მაგრამ მერე უკვე ტექსტშიც იყო მოხსენებული 'ლესბოსელი' და მივხვდი...
არვიცი, რაგითხრა. პირადად ჩემთვის, ეს სფერო საინტერესო არაა. არასდროს მქონია ასეთი მოთხრობების წაკითხვის სურვილი. მაგრამ გეთანხმები იმაში, რომ სიყვარული სიყვარულია განურჩევლად სქესისა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ასე რომ, საწყენად ნუ მიიღებ. არვიცი, შეიძლება სხვას მოეწონოს, დააკომენტაროს და ინტერესით დაელოდოს შემდეგ თავს.
კარგია ის ფაქტი რომ ცდილობ რაიმე განსხვავებული შექმნა, მაგრამ საიტს ყველა ასაკის მკითხველი ყავს და რამდენად მისაღებია ასეთი სტილის მოთხრობა უფროსებისთვის.... არვიცი. თავად განსაჯონ.
შენც იგივე სახელი გაქვს, რაც ერთ-ერთ პერსონაჟს. რავიცი, საინტერესოა რამ შთაგაგონა ამის დაწერა.. (არ გავალდებულებ რომ მიპასუხო, უბრალოდ)
სხვა მხრივ, წერის სტილი კარგია. არც ძალიან სწრაფად არის განვითარებული მოვლენები და არც ნელა. ეს მომწონს. სასვენი ნიშნებიც მეტ-ნაკლებად კარგად არის. სხვა რავიცი, დიდი ფილოლოგი არც მე ვარ :დ

წარმატებებს გისურვებ.
მაგრამ მე მაინც, ვისურვებდი სხვა სტილის მოთხრობა დაგეწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გამოგივა და მკითხველიც რავიცი ვფიქრობ მეტი გეყოლება.

№2  offline წევრი melina

ტექსტში სასვენი ნიშნები თითქმის არ არის, გრამატიკული შეცდომებიც მრავლად არის, პირადად ჩემთვის არ არის საინტერესო მსგავსი შინაარსის მქონე მოთხრობები, თუმცა წარმატებებს გისურვებ.

№3  offline წევრი A.N.A

სიმართლე გითხრა არც ისე აქტიურად წერენ ხოლმე "ლესბოსელებზე" ამ საიტზე ან მე არ წამიკითხავს, თუმცა ფაქტია რაც კი წამიკითხავს იქედან ერთეულებში იყო ეს თემა ნახსენები და ისე ზედაპირულად, ვგულისხმობ მთავარი პერსონაჟები არასდროს ყოფილან "არატრადიციული" ორიენტაციის მქონენი. მე პირადად ესე პირდაპირ არ ვაპირებდი ამ ისტორიის წაკითხვას, მხოლოდ კომენტარი ვნახე რის შემდეგაც გადავწყვიტე მისი წაკითხვა და მინდა გითხრა, რომ მომწონს შენი ეს პირდაპირობა, როცა ამბობ რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მისაღებია ეს მკითხველისთვის. შეიძლება ბევრისგან კრიტიკა დავიმსახურო რადგან, თუ "მკითხველის ხასიათს არ მოარგე ყველაფერი მაშინ მწერალი ვერ იქნები"_ს პრინციპით მსჯელობს ბევრი და მეც მესმის რომ სწორედ იმიტომ იწერება ნაწარმოებები რომ შეფასებას საჭიროებს ყველა სხვა მიზეზთან ერთად, თუმცაღა განსხვავებული ოტიენტაციის მქონე ხალხზე ხმამაღლა საუბარი რომ ჩვენს ქვეყანაში ტაბუ დადებულია ამასაც ვიაზრებ(ახლა მე ნუ დამაბრალებთ ლესბოსელიაო :დ) . ერთი თხოვნა მექნება უბრალოდ ამ ბიჭის "ცემა" ეს მოსაცმლის გახდა და მიწოდება ბიჭისა და გოგოს ურთიერთობის ანალოგიურს ნუ აკეთებ თუ ასე არ წარმოგიდგენია. უბრალოდ მგონია რომ ამ ისტორიაში არ ხარ ბოლომდე გახსნილი, თუ ეს თემა აირჩიე მიაწექი ბოლომდე რაც არ უნდა დასახვეწი იყოს მაინც წავიკითხავ, რადგან მაგინტერესებს რა იყო ამის წერის საბაბი. სადაც შენი ფანტაზია წაგიყვანს იქეთ წადი.ვერ გეტყვი უზმოდ დიდი ინტერესი აღძრა ჩემში ამ თემამ მეთქი, თუმცა მაინც მაინტერესებს როგორ განავითარებ მოვლენებს, მიუხედავად იმისა რომ მოვლენებს სწრაფად ანვითარებ და არ არის განვრცობილი.
არ ვიცი სხვა რა გითხრა უბრალოდ, წარმატებები.

№4  offline წევრი lilia beridze

A.N.A

პირველი რაც მინდა გითხრა მადლობა და რაც შეეხება ჩემ პრინციპულობას, პირდაპირობას ან იმას თუ როგორ წარმომიდგენია ეს თემა, მინდა ვთქვა რომ გამომიცდია და დარწმუნებული ვარ თუ როგორია გოგოების სიყვარული და ეს მხოლოდ წარმოდგენა არაა, რა თქმა უნდა ვიცი რომ საიტზე სხვა და სხვა ასაკის მკითხველია და განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში, ამ თემაზე მოთხრობა შეიძლება არ იყოს ყველასთვის მოსაწონი (მეტიც შეიძლება ეს ყველაფერი საზიზღრობად აგიქვან და ბევრი ცუდი კომენტარიც მივიღო ამ თემაზე) მე თავიდან საიტზე მკითხველად შემოვედი და არც მიფიქრია რამე დამეწერა, მაგრამ ვეძებდი მოთხრობას ამ თემაზე და ნამდვილად ვერაფერი ვნახე ასეთი, სწორედ ესაა ჩემი მიზანი რომ თუნდაც ერთი ორი მკითხველისთვის იყოს ჩემი მოთხრობა საინტერესო, ისე როგორც ჩემთვის იქნებოდა და არანაირი სხვა მიზანი არ მაქვს ამ მოთხრობით, განსაკუთრებით არ ვცდილობ ყურადღება მივიქციო განსხვავებულობით, უბრალოდ მინდა ვწერო მათთვის ვისთვისაც საინტერესო იქნება ეს❤ იმედია ცუდად არავინ გაიგებს❤

EllaTriss
სიმართლე რომ გითხრა, წაკითხვას არ ვაპირებდი. თუმცა შემითრია იმან, რომ ორივე გოგოს სახელი იყო. თავიდან ვიფიქრე ხომ არ მეშლება, რამდენჯერმე გადავამოწმე, მაგრამ მერე უკვე ტექსტშიც იყო მოხსენებული 'ლესბოსელი' და მივხვდი...
არვიცი, რაგითხრა. პირადად ჩემთვის, ეს სფერო საინტერესო არაა. არასდროს მქონია ასეთი მოთხრობების წაკითხვის სურვილი. მაგრამ გეთანხმები იმაში, რომ სიყვარული სიყვარულია განურჩევლად სქესისა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ასე რომ, საწყენად ნუ მიიღებ. არვიცი, შეიძლება სხვას მოეწონოს, დააკომენტაროს და ინტერესით დაელოდოს შემდეგ თავს.
კარგია ის ფაქტი რომ ცდილობ რაიმე განსხვავებული შექმნა, მაგრამ საიტს ყველა ასაკის მკითხველი ყავს და რამდენად მისაღებია ასეთი სტილის მოთხრობა უფროსებისთვის.... არვიცი. თავად განსაჯონ.
შენც იგივე სახელი გაქვს, რაც ერთ-ერთ პერსონაჟს. რავიცი, საინტერესოა რამ შთაგაგონა ამის დაწერა.. (არ გავალდებულებ რომ მიპასუხო, უბრალოდ)
სხვა მხრივ, წერის სტილი კარგია. არც ძალიან სწრაფად არის განვითარებული მოვლენები და არც ნელა. ეს მომწონს. სასვენი ნიშნებიც მეტ-ნაკლებად კარგად არის. სხვა რავიცი, დიდი ფილოლოგი არც მე ვარ :დ

წარმატებებს გისურვებ.
მაგრამ მე მაინც, ვისურვებდი სხვა სტილის მოთხრობა დაგეწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გამოგივა და მკითხველიც რავიცი ვფიქრობ მეტი გეყოლება.

მადლობა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის ყველას ყურადღების მიქცევა, ჩემთვის უბრალოდ მნიშვნელოვანია ჩემ მკითხველს (ვისთვისაც ეს მისაღები შეიძლება იყოს) მივაწოდო მოთხრობა საინტერესოდ, რადგან ამ საიტზე შემოსვლისას ძალიან მინდოდა ამ თემაზე მოთხრობის წაკითხვა და ასეთი ვერაფერი ვნახე, ჩემი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ სწორად დავანახო მკითხველს ის რასაც ვწერ, ბევრს ეს თემა ძალიან ცუდად წარმოუდგენია და შეიძლება სწორადაც დაინახონ რაღაცეები, რა თქმა უნდა ვინც ამ თემას სიძულვილით აღიქვამს არ ვაპირებ მის გაღიზიანებას, ყველას აზრს პატივს ვცემ, თუმცა ვთვლი რომ უბრალოდ შეუძლიათ არ წაიკითხონ ❤

№5 სტუმარი Life is beautiful

არა მე ნამდვილად არ ვიცი გოგოს სხვანაირად როგორ უნდა შევხედო მაგრამ ერთი რამ სიმართლება ამ საიტზე ასეთი ისტორიები ნამდვილად არაა და თუ არის გადაკვრითაა მოხსენიებული"ყვავის ჩხიკვის მამიდა" ზუსტად ასე ძაან უმნიშვნელოდ. ადამიანები საკუთარ მომავალს ქმნიან და სხვისი აზრი არ უნდა იყოს მომავლის მამოძრავებელი.. თუ ბედნიერი ამ ორიენტაციით ხარ უნდა იყო და ამ მიყვარს თქმა მაგრამ დაიკიდო სხვა რას იფიქრებს... სიმართლე გითხრა ლესბოსელ გოგოებს არ ვიცნობ და არც ვიცი როგორორები არიან... თუმცა ეს ხომ არ არის რამე სენი ან გადაულახავი ჭირი ეს ადამიანის სურვილია და არ გვაქვს ამაში ჩვენ ჩავერიოთ.... ამით იმის თქმა მინდა რომ წავიკითხავ ამ ისტორიას.... და მიხარია რომ ამ თემას შეეხე და მინდა გითხრა რომ ვგრძნობ ცოტა შებოჭილი ხარ გათავისუფლდი და უკეთესი გამოგივა.. ♥️♥️♥️

№6  offline წევრი lilia beridze

Life is beautiful

ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია ასეთი დამოკიდებულებით რომ ხარ და შევეცდები იმედები არ გავაცრუო <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent