... რომ არ უნდა გიყვარდეს (8 თავი)
რაც მისი მშობლების სახლში მოვედით, ჩვენი ურთიერთობა შედარებით დალაგდა. უფრო მშვიდები ვიყაით და ყველაფერზე აღარ ვეჩხუბებოდი. რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ საღამოს ვხედავდი. მამა–შვილი ადრე გადიოდნენ და გვიან ბრუნდებოდნენ. ადვილი მისახვედრი იყო, მათი ასეთი რეჟიმი სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს ეხებოდა. დიმაც გაცდენილის ანაზღაურებას ცდილობდა. სახლში ძირითადად მე, ნანა და ლელა ვრჩებოდით. ლელა თითქმის ოჯახის წევრი იყო. ყველანი დიდი პატივისცემით ვეპყრობოდით მას. რადგან საქმე არაფერი გვქონდა მე და ნანა ბევრს ვსაუბროდით და ძალიან დავახლოვდით. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის მხოლოდ სახელით მიმემართა. მოაზროვნე და განათლებული ქალბატონი აღმოჩნდა. ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა მისგან. ვსაუბრობდით ყველაფერზე. მისგან ვიგებდი ისეთ ინფორმაციას და ამბებს, რასაც დიმა არ მიყვებოდა და არც მომიყვებოდა ალბათ. გავიგე, რომ მას დის გარდა ჰყავდა ორი უფროსი ძმა, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობდნენ. ჩემს ოჯახზე მოვუყევი. მშობლებთან ზოგად და ამჟამინდელ ურთიერთობაზე. მთხოვა, უფლება მიმეცა ამ საკითხის მოგვარებაში დამხმარებოდა. უარი არ მითქვამს. მივხვდი, რომ შეძლებდა დედასთან საერთო ენის გამონახვას და არც შევმცდარვა. არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ დედამ, ნანასთან საუბრის შემდეგ დამირეკა. ისეთი მადლიერი ვიყავი, მივვარდი და მოვეხვიე. მეუღლესთან დაძაბულ და ცივ ურთიერთობას, ოჯახის სხვა წევრებთან გასხნილი და თბილი დამოკიდებულებით ვივსებდი. არ მერიდებოდა მათთან გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. მათგანაც საპასუხოდ, იგივეს ვიღებდი. შეგნებულად ვაკვირდებოდი, რომ ნანა დიმაზე თითქმის არ საუბრობდა. ჩვენს ურთიერთობაზეც არაფერი უკითხავს. მაგალითად: როგორ გავიცანით ერთმანეთი, რამდენი ხანი ვხვდებოდით, ახლა როგორ ვარ, ან რავიცი... ბევრი კთხვა შეიძლება გაუჩნდეს დედას, მაგრამ მას არცერთი არ უკითხავს. დარწმუნებული ვიყავი ძალიან აინტერესებდა, მაგრამ როგორც მივხვდი ის, ზოგადად დიმაზე საუბარს გაურბოდა. ერთ კვირა დღეს, როდესაც ლელა თავის ოჯახთან წავიდა, (კვირას, ყოველთვის მიდიოდა) სახლში სრულიად მარტო დავრჩით. ვინაიდან მასთან ძალიან გახსნილი და მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, გავბედე მათ ურთიერთობაზე წამოვიწყე საუბარი. – ნანა, რაღაც ძალიან მაინტერესებს და არ შემიძლია არ გკითხო, მაგრამ ისიც არ მინდა შენს პირადში ზედმეტად ჩავერიო და გაწყენინო. – არ მეწყინება შვილო, შენც ოჯახის წევრი ხარ უკვე. გისმენ ! – ძალიან მაკვირვებს და მიუღებელია ჩემთვის, დიმას დამოკიდებულება შენი და გოგის მიმართ. წარმოუდგენელია ასეთ მშობლებს, შვილი ასე ცივად ექცეოდეს. – ვერ ვუთხარი, რომ ასევე გაკვირვებული ვიყავი მისი, შვილისადმი დამოკიდებულებით. თითქოს ელოდა ამ კითხვას. – სამწუხაროდ, ვიმსახურებ ! – მიპასუხა და მოულოდნელობისაგან გამაშეშა. – ოცი წელია დედას არ მეძახის. წარმოუდგენლად მტკივნეულია ეს ჩემთვის. – მის თბილ თვალებში ცრემლის გუბეები ჩადგა. – შენ მართლა არაფერი იცი? – არა ! ხომ იცი შენს შვილს ბევრი საუბარი არ უყვარს. არ მინდოდა შენი ჭრილობები გამეხსნა, ბოდიშს გიხდი ! – ჩემი ჭრილობები არც არასდროს შეხორცებულა. ზოგჯერ კარგია სისხლისდენა ტკივილის ამსუბუქებს . ასე რომ საბოდიშო არაფერი გაქვს შვილო. ოდესღაც ხომ უნდა გაიგო და მირჩევნია თავად მოგიყვე. – არ ხარ ვალდებული, მითუმეტეს ასე განიცდი. თუ გინდა სხვა დროს გადავდოთ. – ახლა მირჩევნია. ამაზე ოცი წელია არავისთან მისაუბრია და იქნებ, ცოტა მომეშავს კიდეც. - სმენად გადავიქეცი. მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულ მიზეზს მეტყოდა. –მე და გოგიმ ერთმანეთი რუსეთში გავიცანით. მაშინ ორივე იქ ვცხოვრობდით. მე ჩემს ოჯახთან ერთად. გოგის კი მის მეგობარ, ზურაბ აბულაძესთან ერთად ბიზნესი ჰქონდა იქ. თანაც, ძალიან ცნობილი ბიზნესმენის, ვასილ ვოლტავსკის სიძე იყო. ეს მოგვიანებით გავიგე. მე ისე გამეცნო როგორც უცოლო მამაკაცი. პრაქტიკულად ასეც იყო, ჩვენი გაცნობიდან ორ თვეში გაშორდა მეუღლეს, რომელთანაც წლების მანძილზე თითქმის, ფიქტიური ურთიერთობა ქონდა. ვოლტავსკის ერდადერთი ქალიშვილი ყავდა . ყველამ იცოდა, რომ ძალიან თავნება და ჭირვეული იყო. გოგის ბიზნეს მაშინ აწყობდა და სიმამრის დაჟინებით, მასზე გარიგებით დაქორწინდა. დიდი ხანი ითმენდა ცოლის ქცევებს, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო. ამ ქორწინებიდან ორი, არაჩვეულებრი ვაჟი ჰყავს. განქორწინების მერე, შვილები რათქმაუნდა დედასთან დატოვა. ამ ისტორიის შესახებ, რომ შევიტვე მასზე უკვე უგონოდ შეყვარებული ვიყავი. ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ ერთი ნახვით შეყვარებოდა ქალს. დიმა ძალიან გავს მამას. რათქმაუნდა დავშორდი, მაგრამ არ მომეშვა. ყველაფერი გააკეთა მისი სიყვარული, რომ დამეჯერებინა. მთელი ჩემი ოჯახი დაარწმუნა თავის სიმართლეში და გადაიბირა. მეც დიდხანს ვეღარ გავუძელი, მალე დავქორწინდით და საქართველოში წამოვედით. გოგის კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა და აქ ახალი საქმე წამოვიწყეთ. ახლა კი საქართველოს გარდა, რამდენიმე ქვეყანაში გვაქ ბიზნესი. ძალიან ბედნიერები ვიყავით. დიმა რომ შეგვეძინა სიხარულით ღრუბლებზე დავდიოდით. რამდენიმე წელში ანაც შემოგვემატა... ჩემი უბედურება მაშინ დაიწყო, როდესაც გოგის ყოფილი სიმამრი გარდაიცვალა. ქონებას მას დაუტოვა, ვიდრე შვილიშილები სრულწლოვანებას მიაღწევდნენ. ამის შემდეგ ხშირად უხდებოდა გამგზავრება და იქ დარჩენა. მანამდეც დადიოდა შვილების სანახავად, მაგრამ ახლა ფაქტიურად იქ უწევდა ცხოვრება. ჩვენს შორის სიცივე და დისტანცია გაჩნდა. თითქოს, სიყვარულიც გაქრა. სულ დაღლილი იყო და არასდროს არ ეცალა ჩვენთვის. სხვა გზა არ მქონდა, ვუგებდი და ვუძლებდი ამ ყველაფერს. იმდენად მიყვარდა და იმდენად ვიყავი დარწმუნებული მასში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მდგომარეობა საქმეების კიარა ღალატის გამო ყალიბდებოდა ჩვენს შორის. თვალი ჩემმა მეგობარმა ამიხილა, რომელიც იმ დროს რუსეთში ცხოვრობდა და ხშირად ხედავდა გოგის სხვადასხვა ქალებთან ერთად. მერე გავიგე, რომ აქაც ბევრი საყვარელი ყავდა. ნელ–ნელა მანადგურებდა ეს ამბები. ხშირად ვჩხუბობდით. ოჯახის დანგრევაც მონდოდა, მაგრამ შვილების გამო გავჩერდი. ძალაინ უყვარდათ მამა და არ მინდოდა, მათთვის ასეთი ტკივილი მიმეყენებინა. მამას ვერ წავართმევდი.ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს დაემსგავსა. განსაკუთრებული დარტყმა მაშინ მივიღე, როდესაც მისი ყოფილ ცოლთან ღალატის ამბავი შევიტყე. ეს ისეთი მტკივნეული იყო მეგონა ვერასდროს გადავიტანდი. ვეღარ გავუძელი და ვცადე. ძლივს გადამარჩინეს. ჩემმა მშობლებმა თავისთან, რუსეთში წამიყვანეს. იმ დროს, იმდენად ცუდად ვიყავი და იმდენად დაკარგული მქონდა განსჯის უნარი, ვერ მივხვდი რამხელა ტკივილი მივაყენე დიმას, რომელიც აქ უჩემოდ დავტოვე და მხოლოდ ანა წავიყვანე. ეს გადაწყვეტილება ანას ასაკის გამო მივიღე, უჩემოდ არ გაჩერდებოდა. დიმა კი უფროსი და პიროვნული თვისებებით გაცილებით ძლიერი იყო. ვიფიქრე, რომ ცოტახანს ჩემს გარეშე ყოფნას გაუძლებდა და მეც მალე დავბრუნდებოდი. . ორი თვე დამჭირდა გამოსაჯანმრთელებლად. ამ ხნის განმავლობაში ტელეფონზე არ მესაუბრებოდა, მისი მონატრებით ვკვდებოდი. როგორც კი დავრწმუნდი რომ მგზავრობას შევძლებდი მის წასაყვანად ჩამოვედი. აეროპორტიდან გახარებული მოვდიოდი იმ იმედით, რომ შვილს გულში ჩავიკრავდი და ათას ბოდიშს მოვუხდიდი ამ ორი თვის გამო. დაბრუნებულს იმედი წყალში ჩამეყარა. ჩემს წინ ათი წლის ბიჭი კი არა, ორ თვეში გაზრდილი და შეცვლილი ადამიანი დამხვდა. ნაბიჯი არ გადმოუდგამს ჩემსკენ. არ მიმიკარა და მომახალა, მე დედა ორი თვის წინ მომიკვდაო. განადგურებული და ნახევრად მკვდარი დავბრუნდი ჩემს მშობლებთან. მას შემდეგ, კიდევ ბევრი მცდელობა მქონდა მაგრამ უშედეგო. მამამისმაც აუხსნა, რომ თავად იყო ამ ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ არავის უსმენდა. სამი წელი დიმას გარეშე გავატარე. ერთ დრეს გოგი მოვიდა ჩვენთან და პატიება დაჩოქილმა მთხოვა– აღარ შემიძლია თქვენს გარეშე ცხოვრება ძალიან მენატრებით, დიმაც ძალიან შეიცვალა ვეღარ ვიმორჩილებ, ცუდ ბიჭებთან მეგობრობს და იქნებ ერთად რამე გამოგვივიდესო. დავთანხმდი და უკან დავბრუნდი. რათქმაუნდა შვილის გამო, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ გოგი ისევ მიყვარდა. რამდენიმე დღე სახლში არ მოსულა. იცოდა ჩვენც, რომ მოვყვებოდით მამამისს. . როგორც იქნა დაბრუნდა, ჩემთვის არც კი შემოუხედავს, მხოლოდ ანასს მივვარდა და გულში ჩაიხუტა. მას შემდეგ ასე მოვდივართ. მე მას ბავშვობა, დედა, ანა და ოჯახი წავართვი . არასდროს მაპატიებს, ამ აზრს უკვე შევეგუე. ჩემთვის მისი ყურებაც საკმარისია. მთავარია ჯანმრთელს და ბედნიერს ვხედავდე. – მოყოლა დაასრულა და ისე ღრმად ამოისუნთქა, თითოს მთელი ამ ხნის ნაგროვები დარი და ტკივილი ამოაყოლა. ცხადზე ცხადი გახდა დიმას ტკივილი ჩემთვის. მოსმენილით განადგურებული ვიყავი. ამ ისტორიის ყველა გმირი მეცოდებოდა. ძლივს აზრებს თავი მოვუყარე და ნანას დამშვიდება ვცადე. – ხო მაგრამ მხოლოდ თქვენ არ ხართ ამ ამბავში დამნაშავე და მე თუ მკითხავთ დამნაშავე საერთოდ არ ხართ . – ვარ შვილო, ვარ ! დედამ პირველ რიგში შვილებზე უნდა იფიქროს, საკუთარი სიცოცხლეც კი არაფერია შვილებთან შედარებით. – მაგაში გეთანხმებით, მაგრამ იმ წუთას თქვენ ხომ საღი გონებით ვერ მოქმედებდით. – ათი წლის ბავსვისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მითუმეტეს მე ვიცნობდი ჩემს შვილს. – ახლა ხომ ოცდაათი წლის არი ! მაგრამ მას არც საუბარი უყავრს და არც მოსმენა, ეს არის მისი ყველაზე დიდი პრობლემა. – ჩემთვის ჩავილაპარაკე.– აუცილებლად ვიპოვი ამ მდგომარეობიდან გამოსავალს, გპირდები ! ახლა თუ გინდა ოთახში შედი და დაისვენე. – მადლობა ! შენ არ იცი რამხელა შვება ვიგრძენი, პირველია ადამიანი ხარ ვისაც ეს ისტორია ჩემი პირით მოვუყევი. – პირიქით, მადლობა ნდობისთვის ! გამიჭირდა მოსმენილის გააზრება. მაგრამ ის ნამდვილად გავიაზრე თუ, რატომ ჰქონდა დიმას ასეთი ხასიათი . მასში ათი წლის ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ აცადეს, ოცდაათი წლის ზრდასრულ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა. შეიძლება ნანა მართლაც არ იყო დამნაშავე ამ ისტორიაში, მაგრამ მისთვის ფაქტი ერთი იყო– ის დედამ დატოვა. წავიდა და თან გაიყოლა, მისი სიყვარული, სითბო და გული. მე იმ წუთას, მასავით მესმოდა და მტკიოდა.. კარგახანს ვიჯექი და ვდარდობდი ამ ისტორიის ყველა გმირზე. ყველა თავის მხრივ იტანჯებოდა შეცდომების გამო. გოგიც მეცოდებოდა, ალბათ ყველაზე მეტად დამნაშავედ თავს ის გრძნობდა. მოკლეთ იმდენი ვიტირე თვალები სულ დამისივდა. ფეხის ხმა გავიგონე, დივნიდან სასწრფოდ წამოვვარდი და დავწექი. აუცილებლად შეამჩნევდა ჩემს თვალებს და კითხვებს დამაყრიდა. მე კი მასტან ამაზე სასაუბროდ მზად არ ვიყავი, ნამდვილად არა მეყოფოდა ემოცია მისი ვერსიის მოსასმენად.დაწოლილი რომ დავხვდი ახლოს მოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა. ძალიან კი ვითმინე, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე, წამოვხტი და ჩავეხუტე. დამაცადა სანამ მე სლუკუნს მოვრჩებოდი და რომ დავწყნარდი ისევ ჩახუტებულმა მკითხა : – მეტყვი რა გჭირს? – არაფერი... მე მართლა არაფერი ! – აბა მე მჭირს და არ ვიცი? – აუ არაფერითქო, ისე ჩაგეხუტე. რაიყო არ შეიძლება? – ძალიან არ მინდოდა პასუხის გაცემა. – ჩახუტებაზე არ არის პრობლემა, მაგრამ ტირილზე არაფერს პასუხად ვერ მივიღებ. მიდი მოყევი ! – ნანასთან ვისაუბრე. – არ მომეშვებოდა და ვუპასუხე. მთელი სხეული დაეძაბა. – მერე რა გატირებს? – არ იყო ადვილი მოსასმენი. – ამ ბოლოს ძალიან მტირალა გახდი. – მაგაში მართლა გეთანხმები, ნერვების და ემოციების გაკონტროლება აღარ გამომდის. – ახლა რა ვქნათ, წამოვწვე და შენ, თერაპიას ჩამიტარებ ჩემი ბავშვობის ტრამვების სამკურნალოდ? – რა ვქნათ და დავიძინოთ. ახლა არცერთი არ ვართ მაგ თემაზე სასაუბროთ მზად. – საერთოდ თუ არ ვისაუბრებთ უკეთესია. ღამემშვიდობის ! – ძალიან მინდოდა მასთან ჩახუტებულს დამეძინა მაგრამ ხომ არ ვეტყოდი. დილით ისე წავიდა არ ვუნახივარ. მთელი დღე მოუთმენლად ველოდი მის დაბრუნებას. ვიცოდი, ნებით თუ ძალით მაინც მოუწევდა ჩემი მოსმენა და იქნებ რაიმე შედეგიც გამოეღო. საღამოს გვიან, ნასვამი დაბრუნდა. რათქმაუნდა მასთან საუბარი შეუძლებელი იყო. ასე განმეორდა მეორე, მესამე, მეოთხე... დღე. ბოლოს შეტყობინება გავუგზავნე „ რომც გალოთდე მაგ თემაზე მაინც მოგვიწევს საუბარითქო“. – იმ საღამოსაც ძალიან დააგვიანა. ოთახში ვიჯექი და ველოდი. უგონოდ მთვრალიც, რომ მოსულიყო მაინც მოუწევდა ჩემი მოსმენა. ტელეფონმა გაიწკრიალა. სოციალურ ქსელში „კეთილისმსურველმა“ ანონიმურად ფოტო გამომიგზავნა სადაც დიმა, ვიღაც გოგონებთან ერთად ერთობოდა ბარში... სახლში ღამის ორ საათზე დაბრუნდა. მე, ისევ ვიჯექი და ველოდი. – რატომ არ გძინავს? – შენ ნასვამი რატომ არ ხარ. ან სად იყავი ამდენხანს? – როდის აქეთ გაინტერესებს შენ ეგ ამბები ? – როდის და... კარგი მართალი ხარ ! ჯობია დავიძინო. – დამიჭირა და თავისკენ მიმაბრუნა. – მეტყვი, რა პრობლემა გაქვს? – არანაირი პრობლემა აღარ მაქვს შენთან ! – აღარ ... ანუ აქამდე გქონდა? – დიმა დამანებებ ახლა თავს? – ვერა, სანამ არ მეტყვი რა გჭირს ! – არაფერი არ მჭირს, მაგრამ თუ საუბრის ხასიათზე ხარ, შეგიძლია მომიყვე დრეს როგორ და სად გაერთე ! – ახლა გასაგებია. მაგრამ ვერც იმას გეტყვი, სად და ვერც იმას, როგორ ! – რატომ? – შენი საქმე არ არის ! შენ არ იყავი ის გოგო, ჩემი პირადი ცხოვრება, რომ არ აინტერესებდა? რა შეიცვალა? – ანუ პირადია. კარგი ! – რა შეიცვალა– მეთქი? – დამარცვლით გამიმეორა. – არაფერი შეცვლილა ! დაიძინე, ცოტას დაისვენებ დაღლილი იქნები ! – იცოდე მოთმინებას ნუ მაკარგვინებ ! – ისე მეც მაქვს მოთმინება და მეც შეიძლება დავკარგო. ამაზეც იფიქრე ხოლმე ! – ხოდა დაკარგე ეგ მოთმინება, მითხარი რისი თქმაც გინდა ! არ დაიღალე სულ ამ თავშეკავებით? – დავიღალე, ძალიან დავიღალე ! – თავლები ამიწყლიანდა. – ადამიანურად ცხოვრება მომენატრა სადაც მე, მე ვარ და არავის წინაშე არ მიწევს თამაში. დავიღალე შენი სიცივით და იგნორით. დავიღალე ჩემს კითხვებს „შენი საქმე არ არის“ რომ პასუხობ. იმის ნაცვლად, რომ ამ ტვირთის ტარებაში დამეხმარო, კლუბებში გასართობად დადიხარ. მე კი სულ სახლში ვზივარ. რისთვის ვითმენ ამ ყველაფერს მითხარი?! თუ მეტყვი, რას ვაკეთებ შენს გვერით იქნებ კიდევ მეყოს ძალა, თორემ თავი შენი ცხოვრების პატიმარი მგონია და ვეღარ გავუძლებ... – კიდევ ბევრი რამის ტაქმა მინდოდა, მაგრამ ხმა ამიკანკალდა და გავჩუმდი. – რადგან ჩემს გვედით ხარ, ესეიგი ასე ვთვლი საჭიროდ. – ახლა მართლა გავგიჟდები. მძულს შენი სიტყვაძუნწობა ! – რომ აგიხსნა არ გაიგებ და არც მიიღებ. – თავისთან კიდევ უფრო ახლოს მიმიყვანა – ყოველშემთხვევაში მეცოდინება მაინც ... რამდენიმე წამი მიყურებდა. მერე გვერდით გაიხედა და ღრმათ ამოისუნთქა. მობრუნდა, ჩემი სახე ხელებში მოითავსა და მითხრა: – შენი დანახვის პირველივე წამიდან გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა ჩემს გვერით იქნებოდი ! – კითხვის დასმა დავაპირე , მაგრამ პირის გაღება არც მაცადა ისე ძლიერად დამაცხრა ტუჩებზე. ვერასდროს ავღწერ იმ მომენტს ისე, რომ ჩემი განცდები ზუსტად გადმოვცე. ის იყო, ჩემი პირველი კოცნა. მთელი სხეული გამიცხელდა და ამითრთოლდა. წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, ამ დროს ჩემი წელი დაიჭირა და უფრო ვნებამორეულმა მაკოცა. სხეულზე ვეკვროდი და საოცარი, სასიამოვნო განცდები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ჩემში. როგორც იქნა შევძელი, დავიხსენი თავი მისი მკლავებიდა. ვიდრე, ჩემი მოქნეული ხელი სახეში მოხვდებოდა მნამდე დაიჭირა. – თუ შემეხები გამეორება მომიწევს ! – როგორ გაბედე ! – ხომ გითხარი, ვერ გაიგებთქო ! – რა უნდა გავიგო? მაგ ტუჩებით სხვას, რომ ეხებოდი და ახლა მე მკოცნი ეგ უნდა გავიგო? – ის ფოტო არ ამომდიოდა გონებიდან. – ეგ საიდან მოიტანე? ან ამის შემდეგ მხოლოდ მაგ აზრი მოგივიდა თავში? – აბა სხვა რა უნდა მეფიქრა? – რატომ აფუჭებ ყველა კარგ მომენტს? ! – შენ, რატომ მპარავ ყველაფერს პირველს ? – ბოდიში მოგიხადო? – ბედნიერი ღიმილი მოედო სახეზე. – ხოო მომიხადე... მომიხადე ! – მივვარდი და ერთი–ორი მუჭიც ჩავცხე.– დრეს სხვას, რომ კოცნიდი მაგის შემგედ ზუსტადაც, რომ უნდა მომიხადო ! – ახლა ჯობია წავიდე თორემ არ ვიცი რა მოხდება . ნამდვილად მოახერხებ ჩემს გაგიჟებას ! – წადი, ისვ მათთან გაიქეცი! ვერ გიტან ! – მართლა ჭკუიდან შემშლი ! გაცოფებულმა ბალიშები დავუშინე. ამ უკანასკნელს ხშირად ვსვროდი ხოლმე, რადგან ხმაურს არ იწვევდა მე კი, ბრაზის ჩახშობაში მეხმარებოდა. მერე მოწყვეტით დავჯექი და დავფიქრდი, რაც მოხდა იმაზე. როგორც კი გონებაში ის წამი დავაბრუნე ის, სასიამოვნო განცდებიც თან მოჰყვა. ისევ ვგრძნობდი მის გემოს.აქამდე არ ვიცოდი, ადამიანს გემო თუ ჰქონდა. ვერ გამეგო ვბრაზობდი, მწყინდა თუ მიხაროდა. მაგრამ ფაქტი ერთი იყო, იმ წამამდე არასდროს განმიცდია მსგავსი სასიამოვნო გრძნობა... ყველა წუთი, ყველა ნათქვამი სიტვა გამახსენდა – ხომ გითხარი ვერ გაიგებ–მეთქი! .– იქნებ არ მინდოდა, რომ გამეგო... იქნებ არ მინდოდა იმ აზრის დაჯერება რასაც ვფიქრობდი... იქნებ მეშინოდა მისი პასუხის და ჩემი გრძნობების...– ნანასგან გავიგე, რომ ის ღამე საგურამოს სახლში დარჩენილა. ლალიკოსთან უსაუბრია და მას უთქვამს. თუმცა, არ უკითხავს მიზეზი, რატომ არ ვიყავი მე მის გვერდით.ყოველთვის მორიდებით ეპყრობოდა სხვის პირად საკითხებს. ალბათ საკუთარი გამოცდილების გამო.. რადგან კვირა იყო და ლელა არ გვყავდა ვახშმის მომზადება მე და ნანამ გადავწყვიტეთ. სხვა დღეებშიც აქტიურად ვიყავით ჩართული საოჯახო საქმეეში და კერძების მომზადებაში. მე, თავისთვად საქმე არაფერი მქონდა და როგორღაც ხომ უნდა გამეყვანა დრო. ნანა კი ჩემს გამო არ დადიოდა სამსახურში და მნიშვნელოვან საკითხებს სახლიდან აგვარებდა. ის, საქველმოქმედო ფონდიში მუშაობდა, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი თავად იყო. ფონდის ძირითადი ბენეფიციარები, მარტოხელა დედები და მძიმე სენით დაავადებულ ბავშვები იყვნენ. ძალიან უყვარდა თავისის საქმე და აბენიერებდა თითეული გადარჩენილი სიცოცხლე. უნდა გენახათ, როგორი შეუპოვარი იყო, როდესაც ვინმეს მისი დახმარება სჭირდებოდა. ოჯახიდანაც სოლიდურ თანხებს რიცხავდა ფონდში. მისგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე. ვახშმის მზდების დროს შვილებზე მესაუბრა. ახლა უფრო თამამად ახსენებდა ჩემთან დიმას და მის თვისებებს, რომლებსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა. ნანასგან უფრო მეტს ვიგებდი დიმაზე, ვიდრე თავად მისგან. –დიმა თვრამეტი წლის იყო ამერიკაში, რომ წავიდა სასწავლებლად. დღემდე მგონია, რომ მე გამექცა – სახე დაუდარდიანდა. – წინაზეც რომ ვახსენე გოგის მეგობარი, ზურაბ აბულაზე მის შვილთან ერთად. – ახლა დავფიქრდი, რომ ძალიან მეცნობოდა ამ კაცის სახელი. თანაც ნიკა, გვარად აბულაძე იყო. – რვა წელი იცხოვრეს იქ. სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ ზურაბი გარდაიცვალა და დაბრუნებამ მოუწიათ. მერე გოგიმ უკან აღარ გაუშვა და ბიზნესში ძალით ჩართო. მას იურისტის , საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისა და ლიდერთა სკოლის დიპლომი აქვს და ამ განათლების მქონეს გოგი, როგორ შეელეოდა. თან, უნდოდა თავის გვერდით ყოლოდა. ახლა კომპანიაში თითქმის ყველაფერს დიმა ხელმძღვანელობს. ნანას დასანახად რათქმაუნდა არ შევიმჩნიე თუ რამდენად გაკვირვებული ვიყავი მოსმენილით. ჩემი მეუღლე თურმე, ესოდენ განათლებულია და ჩემს თვალში კი „ქუჩის ბიჭის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. თანაც კოლეგები ვყოფილვართ. კანონის დამცველია და ამ დროს, დანაშაულს თავად სჩადის. ამ მბით გაოცებული ვიყავი, მაგრამ მთავარი გაოცება მაინც ზურაბისა და ნიკას საეჭვო საკითხი იყო. ტვინში საშინელი ფორიაქი მეწყებოდა, რომ ვფიქრობდი მათ შორის რაიმე კავშირი შეიძლება ყოფილიყო. ნანასთვის, ზურაბის შვილის სახელი არ მიკითხავს. შემეშინდა, რომ იმას მოვისმენდი რისი მოსმენაც არ მინდოდა. ამ შემთხვევაში მთელი ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრება კიდევ უფორ ჩაიხლართებოდა. ლაბირინთში ვიწყებდი სიარულს და ამ ლაბირინთის შემოქმედი დიმა იყო. რაღაცას საგულდაგულოდ მიმალავდა. მტკიცებულების მოპოვებამდე გაჩუმება გადავწყვიტე. – ამ სახლში, სინათლე და ბედნიერება შემოიტნე ჩემო გოგონა, რაც შენ გამოჩნდი წარმატებებს ვეღარ ვითვლი. – მისაღებში გოგის ომახიანი და თბილი ხმა გაისმა. უკან დიმა შემოყვა. – გეთანხმები გოგი ! ყოველი დღე მიხარია, ერთი სული მაქვს დილით, როდის ჩამოირბენს კიბეებს და ყველაფერს გაანათებს. – ხოდა ჩემო ნანა, უკვე დროა ამ კარგი შვილის გამზრდელი მშობლები გავიცნოთ. დაგვიგვიანდა კიდეც. ამ საქმეს შენ გაბარებ. უბრალოთ მითხარი რა იქნება საჭირო – ძალიან გთხოვთ ასე ნუ საუბრობთ, მერიდება! არაფერს ისეთს არ ვაკეთებ, უბრალოდ ისეთი კარგები ხართ, სხვანაირად არც შემიძლია. –სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. – ჩვენც მაგას ვამბობთ სხვანაირად, რომ არ შეგიძლია. – სუფრას გავშლი და ივახშმეთ.– სიყვარულით მიმართა მეუღლემ. – უკვე ვივახშმეთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გავაფორმეთ და თან ავღნიშნეთ. წამოდი დავისვენოთ, ბავშვები მარტო დავტოვოთ. ისედაც, სულ წავართვი ქმარი ეს ბოლო დღეებია. – ჯერ ჩევნ გადმოგვხედა ღიმილით მერე კი, ნანას მხრებზე თბილად მოეხვია და წაიყვანა. – რაიყო, რა სახე გაქვს ხოარ ეჭვიანობ? – მართლა ისეთი სახით მიყურებდა, რომ არ მეკითხა არ შემეძლო. – არა, უფრო მიკვირს ! – რა გიკვირს ? – როგორც წესი გოგი, ემოციებს არ გამოხატავს, მაგრამ შენთან სხვანაირია . როგორ ახერხებ? – არ ვიცი ! სულაც არ მგონია უემოციო. თან ყველა შენნაირი ყინული ხოარ იქნება, ვერაფრით, რომ ვერ გაგალღვე. პასუხის ნაცვლად, ხელი მომკიდა და ოთახისკენ ძალით წამიყვანა. ცოტა არ იყოს შემეშინდა და წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ ხელში აყვანა რომ დამიპირა მერე კი გავყევი ნებით. დამსვა და ჩემს წინ მაგიდაზე ჩამოჯდა. კარგახანს ხმა რომ არღარ ამოიღო, გვერდით შევბრუნდი და ტელეფოში ჩავაჩერდი. – ვისაუბროთ ! – რაზე? – ტელეფონი დავდე და გაკვირვებული თავლები შევანათე. ამ ინიციატივას მისგან ნამდვილად არ ველოდი. – რავიცი რაზეც გინდა, რაც გაინტერესებს. – ვაიმე დიმა ხომ კარგად ხარ, სიცხე ხომ არ გაქვს? – გადასამოწმებლად შუბლზე ხელი დავადე. რათქმაუნდა დავცინე. – არ გინდა ახლა ეგ სარკაზმი ! შენ თუ გინდა ვისაუბროთ. – წუხელ მთელი ღამე გადიოდი ფსიქოლოგთან კონსულტაციას? – მართლა ვერ ვიჯერებდი. – შენი ქმედებების და მითუმეტეს, გუშინდელი შენი საქციელის შემდეგ ფსიქოლოგი ნამდვილად არ მაწყენდა. – დიმა გუშინდელზე არ ვისაუბროთ ოღონდ კარგი? ნუ მახსენებ ! – ისევ გამიცხელდა სხეული და ჟრუანტელმა დამიარა. – კარგი, მაგრამ ჯერ მთხოვ ღარაცეების ახსნას და როცა გიხსნი არ გესმის თუ, არ გინდა რომ გაიგო, ვერ ვხვდები. – არ ვარ მზად შენთან ამაზე სასაუბროდ. გთხოვ არ დამაძალო, თორემ მერე შეიძლება ისევ რაღაც სისულელე გავაკეთო. – სისულელეები კარგად გამოგდის. – გაეცინა და თმები ნაზად ამიჩეჩა. – კარგი,მაშინ დაგელოდები. ახლა თუ გინდა სხვა რამეზე ვისაუბროთ. – მართლა შეგიძლია ყველაფერე ვრცლად მიპასუხო? – შევეცდები. ცოტას შენც დამეხმარები და ძალით მათქმევინებ , როგორც იცი ხოლმე.– ორივეს გაგვეცინა. – ხომ იცი ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს და რაზე საუბარსაც ასე მონდომებით გაურბიხარ. – ნანაზე ვიგულისხმე, მაგრამ იმ წუთას ნიკას თემა უფრო მაინტერესებდა. თუმცა თავის შეკავება ვამჯობინე, რადგან მის ხსენებაზე განსაკუთრებით აგრესიული ხდებოდა. არ მინდოდა ამ მომენტის გაფუჭება. – ეგ, რომ გამოვტოვოთ არა? – დიმააა ! – კარგი !.. მაგრამ არც კი ვიცი რა უნდა გიპასუხო, იმდენი წელი გავიდა, მგონი ისიც აღარ მახსოვს რა მოხდა. უბრალო მე მაგ წყენასთან ერთად გავიზარდე. – ისეთი ნაღვლიანი იყო მინდოდა ჩავხუტებოდი და როგორმე მენუგეშებინა. – შენ ხომ ყველაფერი იცი რა, როგორ მოხდა. რატომ არ უშვებ, რომ იქნებ ნანა მართალია და იქნებ იმ წუთას სხვა გამოსავალი არ ქონდა. რატომ არ საუბრობ მასთან ამაზე, რატომ არ უსმენ მის ვერსიას? – არ შემიძლია ! ან ვის უნდა მოვუსმინო? ის უბრალოთ მამაჩემის ცოლია. დედაჩემი ოცი წლის წინ მოკვდა და ეს ამბავიც მასთან ერთად დავმარხე. – რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო ეგ, ფაქტი მაინც უცვლელია. ნანა დედაშენია, ის ცოცხლია და ამ სახლში შენს გვერდით ცხოვრობს და ეს ქალი იმითაც კმაყოფილია, რომ უბრალოდ გიყუროს. – დედები შვილებს არ ტოვებენ ! მითუმეტეს, თავის არ იკლავენ და ორი პატარა შვილს უდედობისთვის არ წირავენ. – თვითმკვლელობის მცდელობას მეც ვერ გავამართლებ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის მიზეზი მართლაც ჰქონდა. ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს დიმა. ყველა ერთნაირად ვერ უძლებს ტკივილს. რაც შეება დატოვებას, მას არ დაუტოვებიხარ უბრალოთ, ძალიან ცუდად იყო და საღად ვერ აზროვნებდა. ხომ დაბრუნდა შენ წასაყვანად ?! – დააგვიანდა ! თანაც, მერე მამას მაშორებდა. – შენ განსჯას და დადანაშაულებას არ ვაპირებ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ სწორად არ იქცევი. მაშინ გოგიც ისეთივე დამნაშავეა, როგორც ნანა. – ვიცი. მისი გაგება როგორღაც შევძელი, მაგრამ არც მისთვის მიპატიებია. – ამ ისტორიაში ყველაზე მეტად დაზარალებული ნანა. მისთვის ერთხელ მაინც, რომ მოგესმინა მიხვდები, რასაც ვგულისხმობ. ოცი წელია თბილად არ შეგიხედავს და დედას არ ეძახი. არ შეუძლია ჩაგეხუტოს და მოგეფეროს. ამაზე დიდი სასჯელი ქალისთვის არ არსებობს. წარმოდგენაც კი არ გაქვს, როგორ ტკივა და განიცდის. – წლების წინ ჩემს ტკივილზეც, რომ ეფიქრათ ახლა ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა. – გთხოვ დაელაპარაკე, დედას ნუ დაუძახებ უბრალოთ დაელაპარაკე. თვეში ერთხელ მაინც ჰკითხე –როგორ არის და რამეში ხომ არ სჭირდები. ეს უბრალოთ, ადამიანური თვალსაზრისით მაინც გააკეთე. – არ შემიძლია ! – დიმა ხვალ რომ გაიღვიძო და აღარ გყავდეს, მართლა რომ მოგიკვდეს? – პასუხი ვერ გამცა, თავლები დახუჭა და ისე ამოისუნთქა გასაგები იყო ყველაფერი.– რამდენიც არ უნდა უარყო ისევ ისე გიყვარს, როგორც ოცი წლის წინ და არ იუარო, მაინც არ დაგიჯერებ ! თუ მაგ წყენის დავიწებას ვერ შეძლებ, შიგნიდან შეგჭამს. ისედაც, ხომ ხედავ შენს ცხოვრებას მთლიანად აკონტროლებს. ეგ შენი სიუხეშე და სიცივე იმუნიტეტია თავის დასაცავად. დიმა მგონია, რომ ადამიანების მიმართ სიყვარულის გეშინია. – არ მეშინია ! უბრალოთ არ გამომდის და ვერც თავს დავაძალებ. თან ნაკლები იმედგაცრუება მოაქვს. – ძალიან ბევრი საკითხია რომელსაც უნდა გადახედო. მაგალითად, როცა დრო მოვა და შენი ცხოვრებიდან გამიშვებ, შემდეგ ხომ უნდა შემოუშვა სხვა და ის სხვა რათქმაუნდა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ მუდმივად იმედგაცრუებაზე იფიქრებ, ასე ხომ მარტო დარჩები ! – ეს ყველაფერი, უფრო პირადი სარგებლობის გამო ვუთხარი მისი რეაქცია და პაუხი მაინტერესებდა. – ჩემი ცხოვრებიდან შენი გაშვება არასდროს არ გადაიხედება ! მგონი, უკვე დროა ამ აზრს შეეგუო . ჩემი გრძნობების საკითხებს კი თუ გინდა ერთად გადავხედოთ... და ძალიან გთხოვ ახლა, ეს პასუხი საჩხუბარ მიზეზად არ აქციო. –ჩხუბს ნამდვილად არ ვაპირებდი, მინდოდა კიდეც ამ პასუხის მოსმენა. უსიტყვოდ ავდექი და საწოლის გაშლა დავიწყე. – ვსო, მოვრჩით? ასე მარტივად? – მიუხედავად თხოვნისა ალბათ, მაინც ელოდა რომ „სცენებს მოვუწყობდი“. მეც შანსი გამოვიყენე და ვუპასუხე : – ხომ მთხოვე არ მეჩხუბოვო, ხოდა დავიძინებ. – ანუ, ამის შემდეგ ჩემთან ჩხუბისგან თავის შეკავება თუ მოგინდება წახვალ და დაიძინებ? – ასე გამოდის... და სულაც არ არის ეს, სასაცილო ! – კი გეთანხმები, საერთოდ არ არის სასაცილო. უკაცრავად ! – იცინე, იცინე და ცნობისთვის ეს თემა ჯერ არ დახურულა, რაღაც გეგმები მაქვს. და კიდევ იცი რა? ის სიყვარული და სითბო, რომლებსაც შენი მშობლები მჩუქნიან მგონია, რომ შენ გეკუთვნის და რადგან ამის გამოხატვის საშვალებას შენ არ აძლევდი, რაც ამ ხნის მანძილზე დაუგროვდათ, ახლა ერთბაშად მე მიზიარებენ. ასე, რომ სულ ტყუილად იეჭვიანე დღეს მათზე. ღამემშვიდობის ! – მაგ დასკვნების გამოტანას მათლა ჯობია დაიძინო. ღამემშვიდობის ! – დიმა, ნუ გაურბიხარ ყველაფერს, რასაც შეუძლია ბედნიერი გაგხადოს. – ხვალ საღამოს, ექვსი საათისთვის ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე მივდივართ. უარს აზრი არ აქვს! – მშვენიერი გადასვლა ჰქონდა. – არის ბატონო ! – მგონი შევეჩვიე, ის ბრძანებებს გასცემს მე კი ვემორჩილები. წვეულების შესახებ დილით ნანამაც მითხრა. არმოჩნდა, რომ თავადაც დაპატიჟებულები იყვნენ, მაგრამ წამოსვლას არ აპირებდნენ– მაგ ასაკიდან უკვე გამოვედითო. გამიხარდა მისგან, მაინც რომ გავიგე ვისთან და სად მივდიოით. ჩემმა მეუღლემ წინ დღით იმდენი ისაუბრა ამას როგორღა ვკითხავდი. ნანამ, რომ გაიგო სახლში მომზადებას ვაპირებდი გადაირია. საღამოს უნდა ბრწყინავდეო. ძალით ჩამწერა სალონში და ასევე ძალით წამიყვანა მეგობრის მაღაზიაში კაბის ასარჩევად. ბევრი ვეხვერწე არ შეწუხდე რამეს ჩემს გარდერობში შევარჩევთქო, მაგრამ ვინ დაგიჯერა. იმდენი კაბა მომარგო, მოსინჯვაში არაქათი გამომელია. იმდენად ახარებდა ჩემზე ზრუნვა უარი ვერ ვუთხარი.ბოლოს როგორც იქნა შევარჩიეთ. გამოსაცვლელი ოთახიდან გამოვდიოდი და შემთხვევით მათ საუბარს მოვკარი ყური. ალბათ არც გავჩერდებოდო, მაგრამ მივხვდი თემა ჩვენ გვეხებოდა და გულმა არ მომითმინა, ფეხი შევიჩერე. – ნანა ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის გნახე არც კი მახსოვს. რით დაიმსახურა? ანასც კი არ გამოყოლილხარ საყიდლებზე. – შენ რომ იცოდე როგორი კარგი გოგოა, მაგას არ მკითხავდი. ძალიან განათლებული და თავშეკავებული. მასზე ზრუნვის უფლებას მაძლევს, თორემ ხომ იცი ახლანდელი გოგონები დედამთილს არ გაიყოლებდნენ. თან ესეც რომ არა, ჩემი დიმას მეუღლეა და ეგეც საკმარისია. – ოხ ჩემო ნანა ! რამდენი წელი გავიდა და ისევ მაგ დარდს ატარებ. იქნებ ცოლმა მაინც შეცვალოს ცოტათი. – არ ვიცი თინა. ისე უცებ, სინათლესავით შემოიჭრა თაკო ჩვენს ცხოვრებაში ღმერთმა ქნას ეგ, სასწაულიც მოხდეს და შვილი დამიბრუნოს. – მას როგორ ექცევა ? ბოდიში, ამას რომ გეკითხები, მაგრამ ხომ იცი დიმა როგორია. მეგონა არასდროს, არავინ შეუყვარდებოდა. იმდენი საყვარელი გამოიცვალა... თან ნინასაც, რომ დაშორდა მას შემდეგ სულ გადავიწურე იმედი. – არ გეწყინოს თინა, ვიცი შენი ახლობელია, მაგრამ ეგ ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ნინა, ზედმეტად თავისუფალი გოგოა დიმა, კი ზედმეტად ეჭვიანი და მკაცრი. ვერც წარმომედგინა მის გვერდით. – თაკომ იცის მისი წარსული ? – არ ვიცი , არ ვიცი ! გული გამისკდება მათ ურთიერთობა რომ გაფუჭდეს. წარსულს აღარ დავეძებ , მთავარია ახლა იყოს ჭკვიანად. თაკოს, ისე რომ მოექცეს, როგორც გოგი მე, გეფიცები ყველაფერს ხაზს გადავუსვამ. დავივიწყებ, რომ ჩემი შვილია. სასწრაფოდ გამოვედი. კიდევ რამე რომ მომესმინა მის შესახებ ნამდვილად გული გამისკდებოდა. კი ვხვდებოდი მის წარსულზე , მაგრამ ასე დეტალებში მოსმენა, მაინც მტკივნეული აღმოჩნდა. ნინას გაგონებაზე ხომ საერთოდ სისხლი ამიდუღდა. ნანამ შემატყო არელვებული, რომ ვიყავი და გაჩერება არ დაუძალებია. ავიღეთ ჩვენი ნივთები და სალონში წავედით. მანქანაში ერთხანს ჩუმად ვიჯექით. ვერ გადამეწყვიტა მეკითხა თუ არა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე : |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.