შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/6 }


27-11-2020, 21:08
ავტორი lile-eli
ნანახია 2 995

6.

არეული და გაბრაზებული მიდიოდა დერეფანში, მაგრამ მკერდის ტკივილით გრძნობდა, რომ პატარასთან სწრაფად უნდა მისულიყო და ცდილობდა სიბრაზე მოეთოკა, უცებ ბექა გადაეღობა და ნიცას არეულ სახეზე გაეღიმა:
-მოკალი უკვე?
-ჯერ არა, უნდა ვაწამო!
-რა მოხდა, რა სახე გაქვს?
წარბები შეკრა ბექამ და დააკვირდა მეგობარს, რომლის ემოციები მარტივად იკითხებოდა მისთვს.
-ბავშვთან წამიყვანე, შია!
-კარგი ქალბატონო.
რევერანსით სცადა მისი გაღიმება და შემდეგ ჩახუტებული გაიყვანა შენობიდან..

-ეს რას ნიშნავდა თომა!?
წარბებშეკრულმა ანდრიამ ხელები გაშალა და პასუხს დაელოდა.
-რა?
-შენი საქციელი!
-ანდრია, რა გინდა! შენ, რა გინდა!
კითხვას არ ჰგავდა გასვიანის სიტყვები, რადგან ნიცას ასეთი წასვლა გულს სტკენდა.. მალევე დადიანი შემოვიდა და სავარძელში მოთავსდა.
-არაფერი არ მინდა!
მანაც იგივე ტონით გასცა პასუხი.
-ვინ იყვენენ ბარში!
თორნიკე, პირდაპირ საქმეზე გადავიდა, რადგან ყველაზე მეტად ის აინტერესებდა ვინ ცდილობდა პრობლემების შექმნას.
-ნაბი*** რი აკო, წამალს მტე**ა, ამიტომ ვცემე. მერე ტიპები მომიგზავნა და მალევე აით**ნ!
-ვიპოვით!
მტკიცედ თაქვა ანდრიამ და ოთახი მალე დატოვა.
-თორნიკე, ნიცა მარტოა, ანას უთხარი და მასთან მიდით რა.
-დაისვენე!
დადიანმა ღიმილით უთხრა და წავიდა ტასოსთან, რადგან მისთვის უნდა ეთქვა მომხდარი.

ანასტასია, ჩაძინებულ პატარას საწოლში სვამდა, დადიანი კარს მიყრდნობილი უყრებდა და ბედნიერებისგან გაეღიმა, მისი თვალები ისევ მუქი ლურჯი იყო, სიყვარულით სავსე, მიუხედავად გასვიანის ცუდად ყოფნისა, ჰქონდა მიზეზი, რომ გაეღიმა და ეს ღიმილი ანასტასიას გამო შეეძლო..
-თოკო, როდის მოხვედი?
ფიქრებში წასულს, წინ დაუდგა აბაშიძე და კისერზე ხელები მოხვია, ბედნიერი უღიმოდა. მამაკაცის მკლავების მოხვევამ, უფრო მეტად გააღიმა და საყვარელ ტუჩებს შეეხო.
-ახლა მოვედი. როგორ ხართ?
-ჩვენ კარგად ვართ. ანდრიასთან არ მიხვედი?
-კი მივედი, მაგრამ მალე წამოვედი.
-რატომ, რამე მოხდა?
სახეზე დააკვირდა აბაშიძე საყვარელ მამკაცს, რადგან მისი სახე ისეთი მშვიდი არ იყო, როგორიც მას უყვარდა.
-ტასო, თომა დაჭრეს ბარში, მაგრამ კარგად არის!
-სად არის? როგორ არის? ნიცამ იცის?
აფორიაქებულმა კითხვების დასმა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა დადიანმა მისი სახე გრძელ თითებში მოიქცია.
-ნიცამ იცის, ნუ გეშინია ყველაფერი მოგვარდება.
შუბლზე მიაკრა ტუჩები მამაკაცმა და თბილი მზერით ჩახედა თვალებში:
-ჩაიცვი და წაგიყვან.
-კარგი, ახლავე მოვალ.


საავადმყოფოში მისულ ანატასიას, თომა დამამშვიდებლების გამო დაძინებული დახვდა, ამიტომ ნიცასთან მივიდა და განერვიულებული უმცროსი დაიკოს შემყურეს გული სტკიოდა, ძალიან განიცდიდა, რომ ვერაფრით ანუგეშებდა მას, პატარა გასვიანი დედის მღელვარებას გრძნობდა და ისედაც ჭირვეული გოგონა, უფრო მეტად წუხდა, ნიცაც ძალიან ნერვიულობდა და თომასთან უნდოდა ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ნაწყენი იყო, ახლა მაინც ვერ ფიქრობდა გაბრაზებაზე. ანა ხვდებოდა მისი დის ნერვიულობის მიზეზს და გადაწყვიტა მასთან წაეყვანა ელენე.
-ნიცა, ელენეს მე წავიყვან.
-არა ანა.
-წავიყვან და მივხედავ, ვაჭმევ კიდეც, თუ ცუდად იქნები, ბავშვი უფრო იწუწუნებს.
-აუ თომასთან მინდა..
თვალები ცრემლებით აევსო, ისე იყო ნიცა ორად გაყოფილი, ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, დადიანმა დააიმედა, რომ თუ პატარა იტირებდა მიიყვანდა კლინიკაში. თან სამშობიაროა და ბავშვს კარგად მიხედავო..
დადიანების სახლში მისული ელენე, ანასტასიას მკერდზე მიხუტებული ჰყავდა და მისი ღრმად სუნქვა იმის მაუწყებელი იყო, რომ რამდენიმე წუთში ალექსანდრე დადიანის გვერდზე აღმოჩნდებოდა. ასეც იყო, ორივეს ერთ საწოლში ეძინათ..
ნიცამ მძინარე პატარებს გაუღიმა, საყვარელ დაიკოს „გემრიელად“ აკოცა და დადიანს თვალებ დაწვრილებულმა მხედრული სალამით გამოუცხადა:
-სიძე კაცო, მზად ვარ წამიყვანოთ საკუთარ მეუღლესთან, შენი ძმობილი რომ არის და მხოლოდ ჩემი ხელით სიკვდილის უფლება რომ აქვს!
-წავიდეთ!
გაეღიმა დადიანს..

ფეხაკრებით მიუახლოვდა თომას, ასევე ფრთხილად მიუწვა გვერდით და გასვიანის მკლავები უცებ მოეხვია.
-ნიცუ, როგორ მჭირდებოდი!
-მეც..
კოცნით უპასუხა და მხარზე დაადო თავი.

ბარში მომხდარის გამო ბექას, ახვლედიანიც შეუერთდა და სახლში დატოვებული ყველა მეგობარი ჩაერთო ამ საქმეში, ყველაზე მეტად ანდრიას სურდა აკოს პოვნა, რომელიც ისე გაქრა, რომ მთელი ღამის ძიებამ უშედეგოდ ჩაიარა..
„სინდის ამღერებულმა“ ანდრია ახვლედიანმა, სახლში წასვლა არ ისურვა და დიდი ხნის უნახავ მეგობარ დიტოსთან საუბარში იმდენი სასმელი დალიეს, რომ სახლში წასვლა არც უფიქრიათ, თომას კაბინეტში დაათენდათ კიდეც, ბოლოს ორივეს ისე მიეძინათ სავარძლებში, თითქოს დიდ საქმეზე მსჯელობისას დაიღალნენ და თვალს ატყუებნენ.. ცოტა ხნით ძილმა, ძალიან ცუდად იმოქმედა და ორივეს ფეხზე დგომა უჭირდათ..
გარეთ გამოსულ ანდრიას ფეხიც კი აერია, მეგობრის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, თუმცა რამდენად შეძლებდა ეგ არ იცოდა, ამიტომ დიტომ გამოართვა მანქანის გასაღები:
-ჩემთან ავიდეთ და ცოტა გამოვიძინოთ, მოგვიანებით ბიჭებიც ვნახოთ და დავიწყოთ „მოძრაობა“!
-კარგი, დიტო წავიდეთ, მომენატრა გლდანი!
-გლდანსაც მოენატრე ანდრო!
უკვე საჭესთან მოთავსებულმა დიტომ ხმამაღალი სიცილით გამოსძახა.
-წადი შე*ი!

თბილისის ცაზე მზე ამოსულიყო და გასვიანის პალატაშიც ურცხვად ანათებდა, სადაც ორი ერთმანეთზე შეყვარებული სხეული, ძილშიც კი მჭიდროდ ხვევდნენ ხელებს.. პალატაში ხმაურით შესული ნიკოლოზ დადიანს მთელი ამალა შეჰყვა, ვინც ეს ამბავი გაიგო ყველამ ერთ პატარა ოთახში მოიყარა თავი, ზოგი მალევე ტოვებდა ოთახს, მაგრამ მაინც ბევრი ხალხი იყო.
მხოლოდ ჯინა არ ჩანდა, აბაშიძეების ერთადერთი ნათესავი, რომელიც ნიცას ორეული იყო პირდაპირი მნიშვნელობით, ასაკი იყო მხოლოდ მათ შორის სხვაობა, ისიც ერთი წელი, ამიტომ განსაკუთრებით უყვარდათ ერთმანეთი, ჯინა სწავლის გამო აბაშიძეებთან ცხოვრობდა... ნიკა აბაშიძემ დილით ახალი ამბავი უკვე უნივერსიტეტში მყოფს შეატყობინა და გამოცდაზე მყოფმა გიჟივით ჩაყარა ჩანთაში ნივთები, აუდიტორია სირბილით დატოვა, ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა ბიძაშვილს, რომელიც როგორც გარეგნულად ისე შინაგანადაც ჰგავდა და იცოდა როგორ იქნებოდა ახლა, დერეფნიდან გასული ჯინა მთავარ შესასვლელ კართან ინერციით ვიღაცას დაეჯახა, რომელიც ოთხ საფეხურიან კიბეზე დაგორდა კიდეც:
-უკაცრავად, ბოდიშს გიხდით არ მინდოდა, თავი ვერ შევიკავე.
ბოდიშებით დაიხარა და უკვე კიბის საფეხურზე მჯდარს დახედა, ქვემოდან კი სიმწრით აცრემლებულმა გოგონამ ამოხედა.
-არაუშავს მეც ვჩქარობდი და იმიტომ მოხდა.
-გტკივა ძალიან?
-მემგონი ვიღრძე.
კოჭზე დაიხედა და დაიზილია, რომ ტკივილი ცოტა შეემსუბუქებინა.
-შეგიძლია დამეყრდნო? ტაქს გავაჩერებ და საავადმყოფოში მიგიყვან.
გულში კი იმ ფულს ითვლიდა, რომელიც მთელი თვის სახარჯი იყო და უკვე ენანებოდა..
-არა, საავადმყოფოში არ მინდა, სახლში მივხედავ დედა ტრავმატოლოგია, უბრალოდ თუ დამეხმარები, რომ ჩემს მანქანამდე მივიდე.
-კარგი, დამეყრდენი და მიგიყვან.
გულში ღმერთს მადლობას უხდიდია ჯინა, რადგან ზედმეტი ხარჯისგან გადარჩა.
მანქანასთან მისულმა გოგონამ ამოილაპარაკა:
-ვერ შევძლებ მართვას და აჯო..
-მე მიგიყვან, უბრალოდ თბილისის ქუჩები კარგად არ ვიცი და გზა შენ მასწავლე.
-მადლობა დიდი, არ მინდა ასე შეგაწუხო, მაგრამ ჩემ ძმას ვერ დავურეკავ..
მოწყენით ამოილაპარაკა გოგონამ.
-არ ვწუხდები პირიქით, მე დაგეჯახე და უნდა დაგეხმარო!
-თათია, რა მოგივიდა!?
უცებ გამოჩნდა ბიჭი, ყბების უაზრო ქნევით და სცადა სიტუაციაში გარკვევა.
-არაფერი ვალერ!
ცოტა უხეშად უპასუხა და მანქანაში ფრთხილად ჯდებოდა, ბიჭმა ხელი უხეშად მოკიდა და თავისკენ დაქაჩა გოგონა, რომელმაც ტკივილისგან თავი ვერ შეიკავა, ბიჭის მკერდს მიეყრდნო, გოგონას უნებლიე კვნესა აღმოხდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია ბიჭს ისევ უხეშად განაგრძო:
-გოგო მომისმინე! როცა ნორმალურად გელაპარაკები, პასუხიც ნორმალური გამეცი და სხვების თანდასწრებით ნუ დიდგულობ ხოლმე, თორემ იცი რაც მოხდება!
-გამიშვი..
ცრემლი გაერია ხმაში გოგონას.
-ხელი გაუშვი!
უკვე სიბრაზის ზღვარს მისული ჯინა, ჩაერია საუბარში, რომელიც უკვე გრძნობდა ეს შეხვედრა მშვიდად არ დასრულდებოდა.
-შენ ვინ გეკითხება?!
-გამიშვიო გითხრა და შენც გაუშვი!..
-და რომ არ გავუშვა, რას იზამ?..
-რას ვიზამ?
ჯინას ჩაეცინა, რადგან ისეთ რამეზე ფიქრობდა, რომ ეგ ბიჭი უნდა გაქცეულიყო, მაგრამ მან, ჯერ არ იცოდა ვინ იყო ეს სიფრიფანა ლამაზი გოგო.
-ხო, რას იზამ ლამზო კახ*ა!
-კარგს არაფერს და გირჩევ წახვიდე!
არც ჯინამ დაუთმო, თუმცა თავშეკავებით უთხრა, რადგან გოგონას მავედრებელ თვალებს გაუწია ანგარიში, ხელი გააშვებინა და მანქნაში ჩასმაში უნდა მიხმარებოდა, უხეშად შეაბრუნა ჯინა ბიჭმა, რომელსაც გულში ახალ „ლუკმად“ თვილდა და მრსხანე თვალებით დაჰყურებდა, ერთი თავით დაბალ გოგონას, ცისფერ თვალებს..
-რომ მემუქრები იცი მაინც ვინ ვარ!?
-არა არ ვიცი, თუმცა ვხვდები, ერთი მაგარი სი*ი ხარ! არ მინდოდა მეთქვა და მაიძულე, ახლა კი კარგად დაიმახსოვრე!
ხელი რომლითაც შეაბრუნა მამაკაცმა გოგონამ მაჯით დაუჭირა და სახესთან მიუტანა, ბიჭი გაოცდა, რადგან ამ სიფრიფანა გოგოს ისეთი ძალა ჰქონდა, რომ მკლავით წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
-ეს ხელები მოაშორე და არასოდეს შემეხო, არც ამ გოგოს მიუახლოვდე, თორემ ამ მარჯვენას იქ გაგი***ბ სადაც იმსახურებ და მარცხენასაც მივაყოლებ! თუ გინდა ვცადოთ!
ისე უელავდა ცისფერი თვალები გოგონას, რომ ბიჭი მისი ასეთი გარდაქმნით იყო გაოგნებული...
გონს რომ მოვიდა იქ არც მანქანა იდგა და არც ის გოგონა, ირგვლივ მიმოიხედა და
გაუხარდა, რომ არვის დაუნახავს ეგ სცენა.
საჭეს ისეთი გაცოფებული მართავდა, რომ გვერდით მყოფი გოგონას ხმა შორიდან მოესმა და ფიქრებიდან გამოერკვა:
-მადლობა.
-არაფრის!
-არ უნდა ჩარეულიყავი, ახლა შენც გადაგეკიდება.
-ისეთი გადავეკიდო, უნივერსიტეტის სახურავიდან გადმოვკიდებ ფეხებით!
გაეცინა გოგონას, რომელსაც თვალები ცრემლით აევსო..
-ასე მარტივად არ არის... ის ძაიან ბოროტია, ჩემი ძმა დააჭერინა მამამისს და ახლა ვინ დაგიცავსო დამცინის.
-რას ჰქვია დააჭერინა! ვინ დაგიცავსო, მაგას აჟრიალებს ხო?
-კი!
ისევ გაეღიმა ცრემლიანი სახით. უცებ გაჩუმდა და თითებს წვალება დაუწყო. მიხვდა ჯინა, რომ გოგონა შიშით არ საუბრობდა, ამიტომ თემის შეცვლა სცადა:
-მე ჯინა მქვია. თეატრალურის პირველ კურსზე ვარ.
-თათია, მეორეზე.
-უი მეორეზე ჩემი და სწავლობს ალბათ იცნობ კიდეც ნიცა აბაშიძე.
-გამიგია, მაგრამ პირადად არ ვიცნობ.
-ხო ვერ ახერხებს სიარულს პატარა შეეძინა, გამოდის კიდევ შევხვდებით ხოლმე.
-აუცილებლად. მე გლდანში ვცხოვრობ და მარჯვნივ ხიდის ქვეშ უნდა გავიდეთ.
გზა ასწავლა ჯინას, გოგონამ და ისევ ფეხი დაიზილა, რომლის ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა..
-ძალიან გტკივა? ჩაფიქრებული გამოვედი აუდიტორიიდან და იმიტომ ვერ შეგამჩნიე.
-არაუშავს. მეც ისე ავდიოდი კიბეზე არ მინდოდა ვალერის დავენახე.
-რა უნდა შენგან?
-არ ვიცი. თავიდან მომწონხარო, მაგრამ ისეთი უხეში და უტაქტოა, რომ მაღიზიანებს!..
-ვერ მოინელა ბიჭმა უარი!?...
სიცილით დაასკვნა ჯინამ.
-ასეა და ძალიან მიჭირს უკვე გამკლავება. მომიწევს მისი სურვილების შესრულება.
სევდიანად ჩაილაპარაკა.
-რა სურვილების? თუ არ გინდა ვერაფერს გაიძულებს, ეს არ შეიძლება!
-ისე ჩემ ძმას არ გამოუშვებენ, თან შენც გადაგეკიდება.
-თათია, დამშვიდდი ჯერ ფეხს მოუარე და ყველაფერს მოვაგვარებთ.
-კარგი.
ტკივილისგან დაღლილმა თვალები დახუჭა და თავი სავარძელს მიადო.. "გლდანის ხიდებთან" მოძრავი მანქანების რიგი იყო და შუქნიშანთან გაჩერებული იდგა ჯინა და ფიქრებში წასულს მის წინ მდგომი მანქანიდან გადმოგდებული გაზიანი სასმელის ბოთლის დაგდების ხმამ გმოაფხიზლა.
-ოხ შენი ბინძური ხელები, დამამტვრევინა ახლა!..
ავარიულების მაჩვენებელი ჩართო და გაბრაზებული გადავიდა მანქანიდან. ბოთლი ხელში აიღო და მძღოლის გვერდზე მყოფს მანქანის შუშაზე მიუკაკუნა.
-უკაცრავად ეს დაგივარდათ!
ნაძალადევი ღიმილით უთხრა იქ მსხდომ ორ ახალგაზრდას.
-ბატონო?
დიტომ ვერ გაიგო რაზე იყო საუბარი, რადგან ანდრიას ბოთლი შემთხვევით გადაუარდა, ხელი ედო ჩაწეულ შუშაზე და რადგან გადაუვარა შუშაც მაღლა ასწია, მაგრამ თვალები მალევე გაახილა ანდრიამ, დიტოს დასმულ კითხვაზე და ფანჯარაში ნიაცას ორეულს როგორც კი შეხედა, გაოგნებულმა გაპარული ხმით ამოილაპარაკა
-ნიცა..
თუმცა არავის გაუგია.
გოგონამ კი იგივე გაიმეორა და ბოთლი მუხლებზე დაუგდო ჯერ კიდევ გაოცებულ ანდრიას. ჯინა კი თავის მანქანას დაუბრუნდა და ის იყო უნდა დაძრულიყო, რომ მძღოლის მხრიდან გადმოვარდა ისევ ბოთლი და მალევე დაამუხრუჭა, უცებ ბოთლი აიღო ისე, რომ მხოლოდ კარი გააღო და დაედევნა წინ წასულ მანქანას, ბევრი იარეს ბიჭებმა, ჯინაც არ თმობდა პოზიციას და შორი ახლოს მისდევდა ისე, რომ აზრად არ მოსვლია დიტოს თუ ის გოგო გაეკიდებოდა.
ჯინას კი ისეთი სახე ჰქონდა გვერდზე მყოფმა ვერც კი სთხოვა თავი დაენებებინა და უფრო მეტად რწმუნდებოდა იმაში, რომ ჯინა მხსნელი თუ არ იყო, მისი დამხმარე ნამდვილად იქბებოდა, რომ როგორმე სასწავლებელში სიარულს მოახერხებდა..
ადევნებული გოგონები გლდანის ერთ-ერთ მიკროში გაჩერდნენ, თათიას გაოგნებულს აღმოხდა:
-რას აპირებ?
-წერილს ვუტოვებ სამახსოვროდ!
ჩანთიდან რვეული და კალამი ამოიღო ხელის სწრაფი მოძრაობით დახატა ხელის თითები “სამი ერთში“ კომბინაციით და ლამაზი კალიგრაფიით წარწერაც გააკეთა:
-"ნივთების დაკარგვა რთული გადასატანია ადამიანებისთვის, თუმცა ამას ვერ მიხვდები. არ იცი როგორ მოექცე ნივთებს და იმედია ეს ბოთლი გასწავლის, რადგან ამ სამყაროს ეს ნივთი უფრო გამოდგება ვიდრე შენნაირი არსება!"
სანამ ხატვას მორჩა ჯინა, ბიჭები სადარბაზოში მიიმალნენ. გოგონამ ნახატი დაკეცა და ჯერ ერთჯერადი ხელსახოცის პარკში ჩადო, შემდეგ კი ბოთლში, მანქანიდან გადავიდა, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მანქანას და საქარე მინის საწნედით დაამაგრა ბოთლი, ხელები გაიფერთხა და კმაყოფილი უკან დაბრუნდა მანქანაში..
-არანორმალური ხარ!
გოგონამ გაოგნებული სახით უთხრა:
-ვიცი. აი შენს კურსელს, რომ გაიცნობ მე ფრთებით მოგეჩვენები!
ლაღი ხმით უღხრა და მანქანა დაძრა.
-მომწონხარ, მაგრამ საშიშია!
-რა? გოგონები მოგწონს!?
-არა, არა, ამის თქმა არ მინდოდა.
-ვიცი ვიხუმრე..
-ღმერთო, ეს ვინ არის?
დაბნეულმა ამოილაპარაკა.
-ჯერ თვითონ არკვევს, რა შემქმნა დააცადე!
სიცილით უთხრა და მანქნა კორპუსებს შორის მოხერხებულად გატარა. სახლში მიიყვანა გოგონა, დედაც გაიცნო და ბევრი იცინეს ჯინას ჩადენილის გამო, ქალამა თბილად დაარიგა, რომ ასეთი სითამამე სასურველი არ არის ქალაქში და ეს ისე მოხერხებულად უთხრა, რომ არ სწყენოდა, ჯინამაც დამაჯერებლად დაარწმუნა ასეთი საქციელისგან თავს შეიკავებდა და მალევე დატოვა თინას სახლი.
საავადმყოფოში გიჟივით შევარდა, იპოვა ოთახი სადაც თომა იწვა.
-როგორ ხარ სიძე ბატონიი?
ხელის აწევით მიესალმა და ნიცას მოეხვია.
-კარგად ვარ, გადარეულო! შენ?
-ჯინა, სად ხარ ამდენ ხანს?
გაკვირვებულმა და ცოტა ნაწყენმა ჰკითხა ნიცამ.
-ვაი ნიცა, რომ იცოდე რა მოხდა..
-ამის გარეშე მიქარე რამე!?
წარბები ასწია გასვიანმა და აბაშიძემაც არ დააყოვნა.
-მართლა მიღალატე ჯინა!?
-ისეთი არაფერი, ერთ გოგოს ფეხი ვატკინე, მერე გადავარჩინე ერთი გამო*შტერებულისგან და გზაში ორ ბიჭს მათივე ნაგავი ვუსახსოვრე.
- როგორ მოასწარი და ყველას შენ როგორ პოულობ?
სიცილისგან ჭრილობა სტკიოდა თომას, ისეთი თეატრალური მიმიკებით ჰყვებოდა ჯინა. ოთახში ნიკოლოზ დადიანი შევიდა და სახე გაბადრულმა გოგონებს ხელი გადახვია.
-უჩემოდ არ გაბედოთ ამის ნაკერები გახსნათ!
-გადით ოთახოდან!
თომამ სიცილით უთხრა, მაგრამ აშკარა იყო ძალიან სტკიოდა ჭრილობა. ჯინა ყვებოდა დეტალურად მომხდარს და თან იმუქრებოდა ასეთ ადამიანებს ყველას როგორ მოექცეოდა..
ჯაფარიძე როგორც კი შევიდა ოთახში სიჩუმე გამეფდა და გასვიანის გასინჯვის შემდეგ განაცხადა:
-დაისვენოს!
ტკივილგამაყუჩებელის გაკეთება დაავალა ექთანს და ოთახი ყველას დაატოვებინა. რამდენიმე წამი იყო გასული ნიცა, რომ შეიპარა ფეხსაცმელი არ ეცვა და ისე მიიპარა საწოლთან, თომამ დამძიმებული ქუთუთუებო ერთმანეთს დააშორა:
-ნიცუ აქ...
-ჩშ.. გაკოცებ და წავალ. მიყვარხარ!
-ჩემი პატა, ჩემი გიჟი გოგო!
ბედნიერმა ამოილაპარაკა და უკვე მიხურულ კარს მზერა მოაშორა, რადაგან წამალი ძილის აიძულებდა.

დიტოსთან ბიჭები სწრაფად მოგროვდნენ, რადგან ანდრია ახვლედიანი სტუმრობდა “გლდანს” და ეს ჩუმად არ ჩაივლიდა ყველამ იცოდა, ინფორმაციაც მიიღო, რომ აკო იმ დროისთვის მეტროს სადგურებს ხშირად სტუმრობდა მისი დაჯგუფების ახალ „წევრებს“ აკონტროლებდა.
-გამოდის მეტროს ვაკონტროლებთ!
ანდრიამ აილაპარაკა და ლუდის ბოთლიდან მოსვა სითხე.
-რას ვაპირებთ რო?
-ჯერ ვიპოვოთ!
-მერე ავალაპარაკოთ!?
-გავიგოთ რა უნდა გასვიანისგან, ან „ვაბშე“ სხვამ ხომ არ მიუგზავნა?
-გაქვს ვინმეზე ეჭვი?
-არა, უბრალოდ არაფერს გამოვრიცხავ, დადიანმა ისე „იბაზრა“ გუშინ.
-და რა თქვა?
-ჯერ ვიპოვით!
ფეხზე წამოდგა, სამზარეულოში დიტოს დედასთან მივიდა.
-კარგი ვიპოვოთ.
უკან მიჰყვა დიტო, ანდრიამ მადლობა გადაუხადა ქალბატონს და ბინიდან გავიდნენ ყველანი.
-ანდრო, გამოდის რჩები!
სადარბაზოდან გასულები საუბრობდნენ და ერთ-ერთმა ჰკითხა.
-ასე გამოდის, ჯერ-ჯერობით მაინც!
მანქანასთან მისულმა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საღამო იყო, „საჩუქარი“ შეამჩნია და ხელში აიღო.
-ეს რა ჯანდაბა?!
-დავიჯერო იმ გოგომ ჩვენ გვდია?
გაოგნებულმა ამოილაპარაკა დიტომ და უკვე გაშლილ ფურცელს დააკვირდა, ყველას გაეცინა ჯინას შემოქმედებაზე:
-რა კარგად „ხატავს“? რატომ გააკეთა? გოგო იყო ნამდვილად? აბა იჩხუბებდით.
ბიჭები ხმამაღლა საუბრობდნენ.
-გოგო იყო და თან ძალიან ლამაზი.
დიტომ ჩაიმღიმა, რადგან ანდრიას მიმიკები მალე ეცვლებოდა სახეზე.
-რა ერქვა ხომ არ უთქვამს?
იკითხა ერთ-ერთმა.
-არა, ვინ გვაცალა, ბოთლი გვესროლა და თავის მანქანას დაუბრუნდა, მეც ავდექი და როცა დავძარი მანქანა, ბოთლი გამოვართვი ანდროს და გადავუგდე ისევ..
-მანაც გვდია და გვისახსოვრა.
ჩაეღიმა ახვლედიანს და განაგრძო:
-ისე ეგ ბოთილი დამივარდა, შეგნებულად არ დამიგდია..
-თავს იმართლებ ტო?
ყველა კარგად ერთობოდა და იმ გოგოს აქებდნენ, ანდრიას კი მხოლოდ მისი სახე ედგა და ფიქრობდა რა უნდოდა იმ დროს ნიცას იქ..
ფურცელი ისევ ბოთლში მოათავსა და შეინახა. საავადმყოფოში მივიდა, მოინახულა მძინარე მეგობარი, შემდეგ დადიანებს მიაკითხა სადაც ანას და ალექსანდრეს გაცნობა შედგა, რომელიც აქამდე მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ ჯერ კიდევ ბრაზობდა ანდრია და მათთან შეხვედრას ერიდებოდა.. საუბრობდნენ აბაშიძე და ახვლედიანი, თან ძალიან უკვირდა ასეთი განსხვავებული გარეგნობა და ხასიათი, რომ ჰქონდათ დებს:
-ანასტასია, და-ძმა გყავს მხოლოდ ხომ?
-დიახ, ნიცა და ნიკა.
-აქ ვინ ყოფილა და მე რატომ არ ვიცოდი!?
ნატაშკა შემოვიდა, თან სებას უხსნიდა თუ ვინ იყო:
-სება, მოდი ვინ გაგაცნო! ანდრო ძია, რომელიც ყველაზე სიმპატიურია და სკოლაში იცი რატომ დამყავდა? ყველას ჩემთან უნდოდა მეგობრობა, გოგოსაც და ბიჭსაც კი..
-ნუ აჭარბებ ნატაშკა!
ძლიერი მკლავები მოჰხვია მაღალ და გამხდარ სხეულს და დაატრიალა.
-რამხელა ხარ უკვე გოგო.
-ანდრია, ეს ჩემი მეგობარი სებაა.
-გამარჯობა სება, სასიამოვნოა. ძალიან ლამაზია.
გადაულაპარაკა ნატაშკას ისე, რომ სებამაც გაიგო და გაწითლდა. მალევე ნიკოლოზ დადიანიც მიჰყვა მოლაპარაკე ნატაშკას და ჩვეულზე მეტი სერიოზულობით მიესალმა ახვლედიანს.
-გამარჯობა ანდრია.
-გამარჯობა.
ანასტასია მიხვდა, რომ გოგონები უნდა გაეყვანა, რადგან ნიკოლოზის ასეთი სერიოზული სახე პირველად ჰონდა ნანახი.
-ნატაშკა, ალექსანდრეს ეზოში გაყვანა მინდა და მომეხმარეთ რა.
-აუ მე ანდრიასთან მინდა, თან სებას უფრო ახლოს გაიცნობს..
-ნატაშკა გაჰყევი ანასტასიას!
გაბრაზებული ხმით უთხრა ნიკამ და ალექსანდრე, ანასტასიას მკლავებში მოათავსა:
-მადლობა ტასიკო.
თავზე აკოცა და თვალი ჩაუკრა, ნიკოლოზმა.
სანამ გოგონები მშვიდად საუბრობდნენ და ალექსანდრეს ეთამაშებოდნენ, ლამაზი სახლის ეზოში, მეგობრები სახლში ისხდნენ და საუბურის დაწყებას არცერთი ცდილობდა, თუმცა ორივემ კარგად იცოდა, რომ უნდა ესაუბრათ:
-დარჩენას როდემდე აპირებ?
ვისკის ჭიქა მაგიდაზე დადგა დადიანმა.
-სანამ იმ სი*ს არ ვიპოვით!
-თომას გამო რჩები?
წარბები მაღლა აზიდა ნიკამ.
-რა მნიშნელობა აქვს?!
-მნიშვნელობა ბევრ რამეს აქვს ანდრია! დროა იცოდე, რომ თომა არაფერ შუაშია! მან ნიცაზე თქმა თავიდანვე გადაწყვიტა, მოსკოვშიც იყო ჩამოსული, მაგრამ მამაშენმა სთხოვა და პირობა დაადებინა, რომ არ გეტყოდა, ის ამას არ გეტყვის და თავს არ გაიმართლებს, რადგნ მაინც დამნაშავედ გრძნობს თავს.
-შენ რატომ არ მითხარი!
-მე ნიცა თავიდანვე თომასთან დავინახე, როგორც ქალი!
-ვანგა ხარ თუ რა ს*ას „ბაზრობ“!
გაიცინა ახვლედიანმა და ბრაზმორეულმა ამოილაპარაკა, თან საკუთარ თავს უბრაზდებოდა ასე, რომ მოექცა გასვიანს.
-როცა ნახავ მიხვდები, რას ვამბობ!
უცებ საავადმყოფოს ოთახში მყოფი წყვილი გაახსენდა ანდრიას და წამით გულში ჩხვლეტა იგრძნო, რადგან უკვე ხვდებოდა რას გულისხმობდა ნიკოლზი..
საუბარი აღარ გაუგრძელებიათ, რადგან ანასტასიამ პატარა ოთახში აიყვანა და აწესრიგებდა, გოგონები კი სასადილოში შევიდნენ, სადაც თინას სუფრა გაეშალა, ბიჭებს ეპატიჟებოდა..

სამ დღეში გასვიანი სახლში იყო, თავის პატარას ეფერებოდა საწოლზე მჯდარი და იქვე მოფუსფუსე ნიცას ყურებით ბედნიერდებოდა, ამ ქალით იყო ბედნიერი თომა, ეს ერთი ციდა გოგო ასაკითაც და ტანითაც სიფრიფანა იყო, მაგრამ მისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენდა, თამამად შეეძლო ეთქვა, რომ ამ ქალით ცოცხლობდა და ერთადერთი იყო ნიცა აბაშიძე, რომლის გამოც ამ სამყაროში „დაბრუნება“ უღირდა!..
-თომა!
გაკვირვებული მზერით იდგა საწოლთან ნიცა და თომას თვალებს უმზერდა, რომელიც უყურებდა მას მაგრამ მისი ხმა არ ესმოდა.
-რა არის?
-რა გჭირს?
წარბები შეკრა გოგონამ.
-მოდი აქ!
ხელით საწოლის თავისუფალ ადგილზე მიუთითა.
-რაზე ფიქრობდა ჩემი ბიჭი?
თხოვნა მალევე შეუსრულა ნიცამ, მამაკაცს და კოცნით მოთავსდა მის მკლავებში. პატარა კი მამის მოხრილ მუხლებზე ნებივრად იქნევდა ხელებს.
-ჩემი გემრიელი!
კიდევ აკოცა მამაკაცს.
-ეგ რამე ახალია?
სიცილით დახედა თომამ საყვარელ ქალს, როემლიც ღრმად სუნთქავდა მამაკაცის კისერში.
-არა. ჩემია ეს! ესეც და ესეც!
კოცნიდა მთელი გრძნობით და მონდომებით..

ამ დროს კი ანდრია ახვლედიანი, თომასთან ბოდიშის მოხდას და ურთიერთობის მოგვაებაზე ფიქრობდა, თან აუცილებლად უნდა ეპოვა აკო, გასვიანის გამო პასუხი უნდა მოეთხოვა და ამას თავის თავზე იღებდა..
მეტრო სადგურებს მეგობრებთან ერთად უთვალთვალებდა და „ჯიბის ქურდებს“ ეძებდნენ, რომ აკომდე მარტივად მისულიყვნენ. ერთ დღესაც დიტო და რამდენიმე მეგობარი ანდრიას გარეშე იყვნენ, როცა ტელფონზე დაურეკა ახვლედიანმა:
-ხო „ძმა“.
-რა ხდება მიწის ქვეშ?
სიცილით იკითხა ახვლედიანმა.
-არაფერი მნიშვნელოვანი.
-ამოდით მერე ჰაერზე და ბარში მოდით!
-ერთი წრეც და მოვალთ! საღამოა იქნებ ვინმე ვნახოთ, სამი დღე, დიდი დროა და გამოჩნდებიან!
-კარგი როგორც გინდა, მეც მოვრჩები და ბარში დაგხვდებით!
-კარგად.
საუბრის დასრულებითანავე შეამჩნია გოგონა დიტომ, რომელიც ძალიან ლამაზი და ამავე დროს ნაცნობი იყო, მაგრამ ვერ იხსენებდა..
ეს ჯინა გახლდათ, რომელიც დამღლელი დღის შემდეგ მეორე მცდელობაზე, როგორც იქნა მეტროს ვაგონში შევიდა, სავსე ვაგონის და შემაწუხებლად ქცეული უჟანგბადობა დისკომფორტს არ უქმნუდა რადგან ამ უკანასკნელით მალე მივიდოდა სახლში. ხოლო სამარშუტო ტაქსით კი საცობში მოუწევდა ყოფნა, ეს კი ხასიათს განსაკუთრებით გაუფუჭებდა, რადგან დიდი მოთმინებით არ გამოირჩეოდა..
ყველაზე დიდი ნაკადის ჩასვლამ ჯინას მეტი თავისუფლევა მისცა, ვაგონის ბოლო ნაწილში სავარძლებს შორის დამდგარიყო და უცებ ფეხისთვის ადგილის ძებნაში გართულმა, შეამჩნია გრძელი თითები, როგორ აცლიდა გვერდზე დაკიდებუოლი ჩანთიდან პატარა პორთველს, სადაც მთელი თვის ფული იდო და იცოდა ეს უნდა გამოეზოგა!.
სიბრაზემ ისე აიტანა, რომ სახე გაუხურდა, ლამაზი დიდი ლურჯი თვალები ჩაუმუქდა და ოსტატურად მოძრავ თითებს თვალი ააყოლა ისე, რომ მამაკაცის ცივ სახესა და თვალებს პირდაპირ შეხედა. მამაკაცმა წარბები შეკრა თითქოს არაფერ შუაში იყო და თავი გააქნია ოდნავ ''რა გინდა''-ს მნიშვნელობით.
დიტოს მზერას, ბიჭებმა გააყოლეს თვალი და ყველაფერი მარტივად გაიგეს, მისვლა უნდოდოა ერთს, მაგრამ დიტომ შეაჩერა:
-დავაკვირდეთ! და გავყვეთ!
-კარგი.
გოგონას ხმა მოესმათ:
-დამიბრუნე რაც აიღე და არ ვიყვირებ!
სიბრაზის დასახშობად კბილებს ერთმანეთს აჭერდა გოგონა, ბიჭმა უტიფრად გიღიმა და გვერდის ავლა სცადა, ისე უპასუხა:
-რაც არ მაქვს, რა დაგიბრუნო?..
ჯინამ მკლავზე უხეშად მოკიდა, რომ გაეჩერებინა.
-უთხარი მერე დამიბრუნოს, თორემ ახლა ვისაც პარავს ისიც გაიგებს!
თვალები დაუბრიალა და აჩვენა ვხედავ რასაც აკეთებსო.. უცებ ვაგონი გაჩერდა და ორივე ბიჭი ერთად დაიძრა, რომ ვაგონიდან ჩასულიყვნენ, დიტომ ანიშნა ბიჭებს გაშლილიყვნენ და გარეთ გასულები არ გაქცეოდათ, მაგრამ საუბრის დროს ჯინამ ისე დაიჭირა თავი, რომ მუხლში ფეხი ჩაარტყა და დაჭერილი მკლავით დაქაჩა. ხალხის ნაკადს ისე გაყვა კარამდე, რომ მეორე ბიჭს თავისუფალი ხელი დაუხვედრადა..
-ოპ! ოპ! მოიცადე, შენს მეგობარს ფეხი ვატკინე და ხომ არ დაეხმარები?
-რას აკეთებ! შე ძუ ****
გაწევისგან ხელი ეტკინა, რომლითაც მოხრილი იყო და ვერ სწორდებოდა, სიმწრით შეიგინა. მეორემ სიტუაცია მალე აღიქვა და გოგონასკენ გაიწია.
-არ შემეხო თორემ ხელსაც ვატკენ! შემთხევით...
ირონიულად მიმართა გოგონამ, ბიჭიც დაბნეული ოდნავ უკან გადგა და გაბრაზებულმა ჰკითხა:
-რა გინდა?!
ვაგონი ისევ გაივსო და დაიძრა, მაგრამ ნანხისგან დაზაფრული ხალხი ვინც მიხვდა, რომ მშვიდობა არ იყო გვერდს უვლიდა, ან სხვა ვაგონში ყოფნას არჩევდა და იქიდან სიტუაციას აკვირდებოდა..
-ჩემი ნივთის დაბრუნება!
უცებ ბოლო მსხვერპლმა დაიყვირა, როცა მიხვდა რომ მასაც წაართვეს ცოდვით ნაგროვები კაპიკები.
-გამქურდეს, მეც გამქურდეს. მოდი შე არამზადა!
დაიყვირა გამწარებულმა ქალმა როცა "ღობის -ჩხირი" მასაც მისწვდა..
-დამიბრუნე ჩემი ფული, შე ლაწირაკო.
მივარდა და ცემა დაუწყო.. კარიც მალევე გაიღო და ორი პორთველი მეპატრონეების მიმართულებით ისროლა უკვე არამზადად წოდებულმა და ვაგონი დატოვა, დიტომ ანიშნა გაჰყოლოდა გაქცეულს, თვითონ კი გოგონას შესაძლებლობებით აღფრთოვანებული იდგა და მოვლენებს აკვირდებოდა.. “დაჭრილი“ სანამ ჯინამ წამოაყენა და გასვლაში მიეხმარებოდა კარი ისევ დაიხურა, კიდევ რამდენიმე სალანძღავი სიტყვა და თავში ხელი მიიღო, ეს ალბათ კიდევ გაგრძელდებოდა ჯინას, რომ არ ეყვირა.
-გაჩუმდით! ნუ ყვირით!
-რას ჰქვია ნუ ვყვირი? ფული მომპარა, ცოდვით ნაშივნი.
-მეც მომპარა და მაშინ რატომ არ აყვირდი როცა წარბ შეუხრელად მიყურებდით?
რამდენი მიხვდით რაზე ვკამთობდით, სულ მცირე 3 ან 4 ხომ მიხვდით? მაგრამ ხმა არ ამოიღრეთ, იმოტომ რომ ყველამ მიწაში თავის ჩარგვა არჩიეთ და როცა მიხვდით, რომ თქენც შეგეხოთ მაშინ გამწარდით ეს კი არ არის სწორი!
-ახლა ჭკუა უნდა მარიგოს ამ ტუტუცმა გოგომ?
გაბრაზებული წამოდგა და დატოვა ვაგონი ქალმა, დამნაშავეც კოჭლობით გავიდა და მოსაცდელ სავარძელზე დაჯდა. ჯინამ იცოდა რომ მისი ფეხის მდგომარწბა არ იქნებოდა კარგად და გაუაზრებლად გაჰყვა ტკივილისგან სახე დაჭიმულს. თავზე დაადგა და შემდეგ ჩაიმუხლა.
-ახლა რაღა გინდა? დამანებე თავი!
ტკივილისგან ამოიგმინა და ამოხედა გოგონას, რომლის ლურჯი თვალები ისეთი მიმზიდველი იყო, რომ სუნთქვა შეეკრა ბიჭს.
-ეგ ძალიან გეტკინება და უნდა შეგიხვიო!
არც გოგონამ დააკლო უხეში ტონი. ფეხი უცებ გაასწორებინა, რადგან ნელი მოძრაობით მეტად ეტკინებოდა და თავისი შარფი მოიხსნა იმით დაუფიქსირა მუხლი და მაგრად შეუკრა.
-ახლა უფრო შეძლებ დაეყრდნო, მაგრამ არ დატვირთო. ნაღრძობია მხლოდ და ცივი წყლის საფენები დაიდე.
ვაგონიდან გაქცეული ბიჭი, მეორე მატარებელს მოჰყვა ორ ბიჭთან ერთად და იქვე ახლოს მდგომმა დიტომ უკვე ანიშნა ბიჭებს, რომ უნდა ჩარეულიყვნენ, ამიტომ ხმაური დიდუბის მეტრო სადგურში გაგრძელდა და ბევრმა ახალგაზრდამაც მოიყარა თავი, ზოგი სანახაობით დაინტერესდა, ზოგიც დიტოს მეგობარი იყო და ზოგიც აკოს „ლეკვები“.. ჯინამ რამდენიმე წამით ისარგებლა და ვაგონში ისე შეხტა, რომ ვერცერთმა შეძლო მას გაჰყოლოდა..

პ.ს. ესეც შემდეგი თავი, მახარებთ და ჩემი სტიმული ხართ.
გელოდებით შეფასებებით.



№1  offline წევრი OKI ME

ვაა, ვაა, დაიდოო უკვე ❣️ აბა დავიწყო ერთი, რა ხდება ❤️

 


№2  offline წევრი duchi_duchi

არ მეყოო ძაან პატარა იყო????ორი წლის მერე ძალიან ძალიან პატარაა.

 


№3  offline წევრი OKI ME

უყურე შენ ჯინას რაები ჩაატარაა? :დდ ვისიამოვნე ნამდვილად ამ თავით. უფრო და უფრო საინტერესო ხდება, დამატებული ახალი პერსონაჟებით ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent