შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი (თავი 2)


29-11-2020, 04:30
ავტორი lilia beridze
ნანახია 771

მისი სხეულიდან უდიდეს სითბოს ვგრძნობდი, ვუყურებდი და თითქოს გაშეშებული ვიყავი, არაფრის გაკეთება შემეძლო, მისი სახე, სხეული, ნაზი წვრილი თითები, არც ისე მარტივი დასაჯერებელი იყო, რომ მას ასე ახლოდან რეალურად ვეხებოდი, ისევ ჩამეძინა და როგორც ჩანს საღამოს ექვს საათამდე არც ერთს სურვილი აღარ გვქონია გაღვიძების, იქამდე სანამ გაგას განწირულმა ყვირილმა არ გამაღვიძა.
-ევააააა!
არა, ოღონდ ახლა არა, ასეთი საშინელი ბედი რატომ მაქვს? რაღა ახლა მოვიდა გაგა, არც კი მინდა იმის წარმოდგენა თუ როგორ შემარცხვენს.
საწოლიდან გადმოვგორდი და ჩაცმა დავიწყე, ოთახიდან გავვარდი და პირდაპირ გაგას შევასკდი
-ნორმალური ხარ, რას აკეთებ, ან საერთოდ ჩემი სახლის გასაღები რატო გაქვს?
ნამდვილად არ მინდოდა ლილი დაენახა ჩემთან, რაღაც სისულელეებს იტყოდა ან მოუყვებოდა ბავშვობაში როგორ მოვიტეხე ფეხი ბაღის ზეიმზე სიმღერისას, უბრალოდ წარმოდგენაც კი არ მინდა.
-საყვარელო დამშვიდდი
თმაზე ხელი მომკიდა და აქეთ იქით მიტრიალებდა
-ნამდვილად შესაჭრელი გაქვს, საერთოდ ასეთ ცუდ ფორმას რატო ატარებ, არა ბიჭი რომ იყო შეიძლება გქონოდა შანსი ჩემთან მაგრამ აი ასეთი თმით ნამდვილად არა, ნუ კარგი ამ დღეებში მივხედავთ, ახლა მომიყევი რას შვები, ძალიან მომენატრე, ოცდათოთხმეტი საათი და ორმოცდაათი წუთია არ მინახიხარ.
ზოგადად მისი ლაპარაკი ძალიან მახალისებს ხოლმე, თანაც ამ ყველაფერს სერიოზულად რომ უდგება, მაგრამ აი ამ სიტუაციაში ნამდვილად არა.
-გაგა უნდა წახვიდე, რაც შეიძლება მალე
დაბნეული აქეთ იქით დავდიოდი და გაგას არც კი ვუყურებდი
-რატო? აა არა მოიცა ჩემით გამოვიცნობ, თმა რომ ასე საშინლად გაქვს არ გინდა გიყურებდე, ჩემზე ზრუნავ ხო? არაუშავს ავიტან
სახიდან ღიმილი არ ცილდებოდა, როგორ შეუძლია ასეთი იყოს.
-გაგა, ლილია ჩემთან, უბრალოდ წადი, მალე წადი და მერე ყველაფერს აგიხსნი გთხოვ
ვცდილობდი მშვიდად მელაპარაკა
-რაააააა? ლილი, სად არის, მანახე,  რა გააკეთეთ, მოიცა ერთად ხართ, რამდენი შვილი გინდათ, ძაღლის ყოლას აპირებთ?
-გაგა არაფერი არ ხდება უბრალოდ სახლში ვერ წავიდოდა და აქ დავტოვე, წადი და აგიხსნი.
გაიცინა და წარბ აწეულმა შემომხედა
-იცოდე ლილი რომ არა, აქედან ფეხს არ მოვიცვლიდი
თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ გაიქცა, დაუმშვიდობებლად გაიხურა კარი.
ყავა გავაკეთე და საძინებელში დავბრუნდი, კარი გავაღე და ლილიმაც ზუსტად მაშინ გაახილა თვალი.
-ყავას ხო დალევ?
ღიმილით მივუახლოვდი და საწოლზე ჩამოვჯექი, მაგრამ თითქოს ყურადღებაც არ მომაქცია, მაშინვე საათს დახედა და წამოჯდა
-არ მინდა მადლობა, საქმეები მაქვს და უნდა წავიდე
ისე მითხრა არც შემოუხედავს, ადგა, შარვლისა და ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო, მგონი ზედმეტად შევიჭერი ოცნებებში, ლილი ჩვეულებრივი გოგოა რომელსაც ჩემ მიმართ გრძნობები არასდროს გაუჩნდება. სერიოზული სახით მომიბრუნდა
-სკოლას რატო აცდენ?
ისე იკითხა როგორც მკაცრმა უფროსმა დამ, რომელიც სკოლიდან მოსვლის შემდეგ მათემატიკას გამეცადინებს.
მხრები ავიჩეჩე და გამეცინა, არაფრის თქმა არ დამაცადა ლაპარაკი თვითონ გააგრძელა
-ვხვდები როგორც ცხოვრობ, შეიძლება ძალიან რთულია გამოასწორო შენი არასწორი საქციელები, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა იფიქრო, არა მხოლოდ გართობაზე და სიამოვნებაზე, თორე როცა გაიზრდები მიხვდები რო ბევრი დრო გაქვს დაკარგული და მეტი უნდა გეცადა.
ცოტა გაკვივრებული ვუსმენდი მას, სერიოზული, ჭკვიანი, მომთმენი, ლამაზი, ვამჩნევდი  რამდენად სრულყოფილი იყო.
ჩემი მოსაცმელი სკამზე გადაკიდა და კარისკენ წავიდა
-მადლობა
ისევ ის თბილი ხმა და ის ღიმილი, გაშეშებული ვუყურებდი რამდენიმე წამით, მობრუნდა და ახლოს დამიდგა
-კარგად ევა
სახის მარჯვენა მხარეს თითები ნაზად დამადო, მარცხენა ლოყაზე კი მაკოცა ცხელი, თხელი და ნაზი  ტუჩებით, მართალია ეს უბრალოდ გადაკოცნა იყო დამშვიდობების ნიშნად მაგრამ, ჩემში იმხელა გრძნობებსა და ემოციებს იწვევდა, რასაც ყველა და ყველაფერი ნამდვილად ვერ გამოიწვევდა, მითუმეტეს ისეთი წვრილმანით როგორიც უბრალოდ გადაკოცვნაა.
ნაბიჯს აუსწრაფა და ჩემი სახლი
დატოვა მისმა სიფრიფანა, ულამაზესმა სხეულმა.
საწოლზე სახით გადავეშვი და ბალიშს მოვეხვიე, თვალები დავხუჭე, სადაცაა მის ულამაზეს სხეულზე, თაფლისფერ თვალებზე, თხელ ტუჩებსა და გამოკვეთილ წელზე ფიქრში ჩამეძინებოდა, ოთახში გაგა და უტა შემოვარდმენ, პირდაპირ საწოლზე დახტნენ და ღიმილიანი სახეებით მიყურებდნენ, მართალია ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ ზოგჯერ ისე არასერიოზულად იქცევიან ვღიზიანდები.
-მალე მოყევი რა მოხდა და მერე საქმე გვაქ
უტამ მხრებზე ხელები ჩამავლო და იქამდე მანჯღევდა სანამ თავში ბალიში არ ჩავარტყი.
-გუშინ ღამე კარგად არ იყო და სახლში რომ ასე არ მისულიყო აქ დარჩა, ეხა გისმენთ რა საქმე გაქვთ აბა?
მომღიმარი სახეები ორივეს შეაშრათ
-კაი რა ევა ცოტა რამე დაგემატებინა, მოგეგონებინა მაინც.
ნაწყენმა მითხრა გაგამ და ბალიშს მოეხვია
-კაი მოკლედ ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეა და ფართიზე მივდივართ ერთ საათში უეჭველი უნდა გაემზადო
ლოყაზე მაკოცა უტამ და ჩემი ტანსაცმლის კარადიდან გამოყრა დაიწყო
-რა? არა რა გთხოვთ ძლივს სამუშაო დღე არ მაქვს.
მართლა ძალიან მეზარებოდა წვეულებაზე წასვლა, მაგრამ ვიცი მათ თავს ვერაფრით დავაღწევდი და უარის თქმასაც აზრი აქ ჰქონდა,
-ევა გთხოოვ
გაგამ პატარა ბავშვივით წუწუნი დაიწყო და უტას შეუერთდა, ასეთი თხოვნის შემდეგ უარს ვეღარ ვიტყოდი და დავთანხმდი.
-აუ ერთი კაბა როგორ არ გაქ ბიჭო რა.
უტა ნელ-ნელა ღიზიანდებოდა რადგან თავის მოსაწონს ვერაფერს პოულობდა, გამეცინა და მასთან მივედი, კლასიკური შარვალი, პერანგი და ნაზი კლასიკური  პიჯაკი ავიღე, აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი და ჩაცმული გავედი
-რას იტყვით ცუდია?
ორივეს ღიმილით აევსო სახე
-მართლა რა ლამაზი ხარ!
გაგამ დაიყვირა ჩემკენ გამოიქცა და მომეხვია, დიახ გაგა ყველაფერზე ემოციურია, ყოველთვის.
-კაი წამოდით ჩემი მანქანით წავიდეთ თორე დავაგვიანებთ და მე მეჩხუბებით.
მანქანის და სახლის გასაღები ავიღე და გავედით.
უტა და გაგა ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან, გაგა ჩემზე თვეებითაა დიდი, ორივე თვრამეტი წლის ვართ, უტა კი ოცი წლისაა, ყოველთვის უფროსი ძმასავით გვყავდა და შეიძლება ითქვას რომ ახლაც ეგრეა უბრალოდ ძალიან იშვიათადაა სერიოზული.
არც ისე მოკლე გზა ყოფილა და სანამ მივედით შებინდდა კიდევაც, სახლთან გავაჩერეთ და გადავედით, ზარი მე დავრეკე და...
კარს ანგელოზი აღებს, ულამაზესი ანგელოზი, იქვე გავშეშდი, ლილის აქ რა უნდოდა, ვერ ვმოძრაობდი, უტა და გაგაც ჩემსავით გაშეშებულები იდგნენ, არა იმიტომ კი არა რომ მათაც გაუკვირდათ, უბრალოდ იმიტომ, რომ იცოდნენ რამე სისულელეს იტყოდნენ.
-ლილი
ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი და გავუღიმე, ხელი გამოწია ჩამოსართმევად და სახეზე ღიმილი მოეფინა
-ევა, სასიამოვნოა შენი ნახვა, დღეს უკვე მეორედ
საყვარლად გაიცინა და ქურთუკი გამომართვა
-ამას შიგნით დავკიდებ, წამოდით შევიდეთ, შენ ალბათ უტა ხარ რატის ძმაკაცი, ჩემი დეიდაშვილი შენზე ბევრს ყვება ხოლმე, არ ვიცოდი ევა თქვენი მეგობარი თუ იყო
გამომწვევი სახით გამომხედა, ღიმილი ნელ-ნელა ცილდებოდა სახიდან, მაგრამ თვალები უბრწყინავდა და სითბოს აფრქვევდა.
მოიცა, რაო რა თქვა, ბიძაშვილიო? აი ახლა კი ნამდვილად დავიბენი, რაღა მაინც და მაინც მისი ბიძაშვილია, მრცხვენოდა მისი ნახვა, რადგან ხვდებოდა როგორც მიზიდავდა, მაგრამ რა ჩემი ბრალია ასეთი სრულყოფილი და მიმზიდველი რომ არის, საკუთარ თავს დააბრალოს.
მთელი წვეულების განმავლობაში დაძაბული ვიყავი და თვალს ვერაფრით ვაშორებდი, განსაკუთრებით ეს შავი კაბა უხდებოდა კიდევ უფრო მეტად კვეთდა მის ფორმებს, ნამდვილად არ ვიცი ასეთ სიამოვნებას როგორ ვუძლებდი, ჩაფიქრებული ვიყავი და უცებ ვიღაც მოუხერხებელი ბიჭი ლილის ეჯახება და კაბაზე სასმელს ასხამს, სააბაზანოსკენ წავიდა, უკან გავყევი, კარს რომ ხურავდა ხელით დავიჭირე და ნახევარი ტანით შევიწიე აბაზანაში
-შეიძლება დაგეხმარო?
ლოყები ამიწითლდა სირცხვილისგან, არ ვიცი მასთან ასეთი ბავშვური რატომ ვხდებოდი.
-კი მადლობა
ღიმილით შემომხედა და ხელსახოცით კაბის გამშრალება დაიწყო, შევედი და კარი ჩავკეტე
-ცოტა ტკბილია და ჯერ ხო არ ჯობია წყლით ამორეცხო? რო ლაქა არ დარჩეს
თავდახრილი მივიწიე მას მხოლოდ თვალებით ვუყურებდი თან, უფრო და უფრო ვწითლდებოდი
-მომეცი მე ვიზამ
ხელსახოცი დავასველე და მკერდთან დასვრილი კაბის ნაზად გაწმენდას ვცდილობდი, ინსტიქტურად, მეორე ხელი მკერდზე დავადე და მაგ წამს ვიგრძენი, პიჯაკის შიგნიდან როგორ ნაზად დამადო წელზე ხელი, წამიერად ავხედე თვალებში და ისევ დაბლა დავიხედე, ახლა უკვე სირცხვილის მაგივრად სიამოვნების ღიმილი მომეგვარა სახეზე, აღარ ვიყავი იმდენად დაბნეული, აბაზანის ნიჟარას მიეყუდა, მეორე ხელი ლოყაზე დამადო, სახე ამაწევინა და თვალებში მიყურებდა, არაფერს აკეთებდა უბრალოდ მიყურებდა და შემდეგ, შემდეგ ორივემ დავხუჭეთ თვალები, ცალი ხელი მჭიდროდ მოვხვიე წელზე, ცალი თმაში შევუცურე და ტუჩებზე ნაზად მივადე
ჩემი ტუჩები, ჩემთვის პირველი კოცნა იყო და არც კი ვიცოდი სწორად ეს როგორ გამეკეთებინა, თუ არ ჩავთვლით ჩემს სიზმრებს და აი სწორედ აქ გამომადგა ის სიზმრები რომლებიც ყოველ დღესა და ღამეს მესიზმრებოდა, ზუსტად ისე დავეუფლე ლილის ტუჩებს როგორც სიზმარში, ნამდვილად სასიამოვნოდ გამოგვდიოდა, არც მან დააყოვნა და მაშინვე ამყვა კოცნაში, გრძნობებში ბოლომდე ვიყავი შეჭრილი, უფრო და უფრო ნელა და ძლიერად ვეუფლებოდი მის სიტკბოს, მაგრამ უცებ გაჩერდა და თავი დახარა, უკან დაიხია
-ევა მაპატიე, ვფიქრობ არასწორია რასაც ვაკეთებთ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent