ერკე მიდასი - 40 საშობაო ანგელოზი (თავი 2)თავი 2 გრძნობა მას შემდეგ დანაშაულის გრძნობას არ მიუტოვებია გვერდიდან მამა იოანე. იღვიძებდა, საუზმობდა, ლოცულობდა თუ კვლავ საძინებელს მიაშურებდა ერთი პატარა ბიჭის სილუეტი დაჰყვებოდა თან. ფიქრები მასზე, გრძნობები ათას სისაძაგლეზე და დარდი ამ ადამიანზე, რაოდენ ის მარტო იყო, მარტო ებრძოდა ცხოვრებას, მარტო ეპოტინებოდა ყოველივეს და ცდილობდა ფეხზე დადგომას. არც ოჯახის წევრებს, აღარც მრევლს არ უნახავთ იგი მომღიმარი. თავის ცხოვრებას ღვთისმსახურებაში ატარებდა, მაგრამ დარდიანი და ჩაფიქრებული მზერით, რომელსაც ირგვლივ მყოფი ყველა ამჩნევდა, ეკითხებოდნენ, მაგრამ ჩაფიქრებული მდგომარეობიდან ძლივს გამორკვეული პასუხს ყველას ერთნაირს აძლევდა. - ეტყობა გადავიღალე, არაფერია, მადლობ კითხვისთვის. არადა ისე გამოდიოდა, თითქოს მას დახმარებაზე უარი უთხრა, მხოლოდ დროს მინდობა შესთავაზა და მეტი არაფერი, ღვთის ხელით უარჰყო ბიჭუნა, რომელიც ყველაზე მეტად ითხოვდა დახმარებას. გადიოდა დრო, თავს მუდამ იმას არწმუნებდა რომ ყველაფერი კარგად ექნებოდა, თან ამავდროულად ყველა საინფორმაციოს გულისყურით ადევნებდა თვალს და როდესაც დასრულდებოდა სახეზე ნაღვლიანი ღიმილი დაედებოდა ხოლმე. უხაროდა რომ არ გამოაცხადეს, რაც იმას ნიშნავდა რომ ალბათ სადმე ცოცხალია და ყველაფერი კარგად იყო, ან სწყინდა რადგან შესაძლოა უზადო გასაჭირში ყოფილიყო, შესაძლოა საერთოდაც ცოცხალიც არ იყო და მისი ცხედრისთვისაც არავის მიუხედავს, არავის გაუპატიოსნებია, გდია სადმე ბნელ ადგილზე და მატლები სჭამენ. ეს წარმოდგენა ყოველთვის გულს ურევდა და სძაგდა. თავისთავად რომ დაეწყო ძებნა, ვერ გარკვეოდა საიდან დაეწყო, რას მიწვდომოდა თავისი გამოუცდელი ხელებით და რა მთას დადგომოდა. მხოლოდ ბიჭის სიტყვები ჰქონდა, მისი გამომეტყველება, გარეგნობა, რომელიც ევედრებოდა მოესმინა, ევედრებოდა დახმარებოდა უფალი. მხოლოდ ის გააჩნდა, რომ იგი თექვსმეტის იყო, როდესაც მოინათლა, გიორგობა დღეს, მაგრამ წელს მოხდა ეს, წინა წელს თუ შარშანწინ, იქნებ სულაც სამი-ხუთი წლის წინ, მაგრამ არა, ის ამდენი წლის ვერ იქნებოდა, მაქსიმუმ თვრამეტის ყოფილიყო, ნუთუ აქამდე არ მიუმართავს უფლისთვის, იქნებ მისგან რომ ვერაფერი მიიღო, ქუჩაში ამიტომ ცხოვრობდა და თავისით ცდილობდა საკუთარი თავის გადარჩენას... ან იქნებ ამას მხოლოდ შიმშილი აიძულებდა. გონების არეებს წვდებოდა ამ ბიჭის ამბავი მამაოს, აინტერესებდა სად იყო, მაგრამ ეს თივის ზვინში ნემსის ძიებას ჰგავდა. ყოველდღე ნატრობდა კვლავ შემოსულიყო ეკლესიაში და ამჯერად უკეთ მოუსმენდა, უკეთეს რჩევას მისცემდა ან საერთოდ სახლს მისცემდა, თავისთან წაიყვანდა და დააპურებდა. „ეს სამყარო იმდენად მწირია, დასაკარგი ხალხი საერთოდ არ გვყავს.“ ტრაგედიად ექცა ახალგაზრდა მღვდელს ცხოვრება. ხელებს დახედავდა და უდანაშაულო, განადგურებული ადამიანის სისხლით დასვრილს ხედავდა. როდესაც ნათლავდა ხალხს, მაშინაც გონება დამძიმებული, სული კი სავსე ჰქონდა ცოდვებით. ქუჩაში სიარულისას მუდამ ყურადღებით იყურებოდა, ყოველ უპოვარში იმ ყმაწვილს ხედავდა და რაც ჰქონდა ყველაფრით ეხმარებოდა. ზოგს სახლშიც იპატიჟებდა სავახშმოთ და დროებით ღამის გასათევ ადგილსაც აძლევდა, სანამ პატრონს არ ჩააბარებდა, თავშესაფრის ძიებაში იყო დაკავებული მუდამ, შემხედვარე ნამდვილად იფიქრებდით რომ იმდენად დიდი ცოდვა ეწვა მთელი ცხოვრება ვერ გამოისყიდიდა, ასე თვლიდა თავადაც, მაგრამ რეალურად მას არც რამის გაკეთება შეეძლო იმ წამს. ასე სერიოზულად ვერ აღიქვა საქმე, ფიქრობდა დროებით გამოქცეული პატარა ბიჭია სახლიდან, რომელსაც გადაჭარბებით ჰქონდა გამჯდარი გონებაში ის ფაქტი, რომ არ მოიწონეს მშობლებმა ესა თუ ის მისი გადაწყვეტილება. დარწმუნებული იყო შვილი ძლიერ უყვარდათ და მეორე დღესვე დაიწყებდნენ მის ძებნას, ამის თქმა დააპირა თუ არა ბავშვი სკამზე აღარ იჯდა, გაჰყურებდა სილუეტს თუ როგორ ტოვებდა ძლიერ ქარიშხალსა და ჭექა-ქუხილში ეკლესიას, ერთადერთ თავშესაფარს იმ დროისათვის. ერთი წლის თავზე სანთელი დაანთო მის სახელზე. ეს ბევრჯერ გაუკეთებია სხვათა სულების გადარჩენისათვის. ამ ბიჭისთვის ყოველდღე ლოცულობდა, მაგრამ სანთელი არ დაუნთია იქამდე, სანამ ერთი წელი არ შესრულდა მისი ეკლესიიდან დაკარგვისა. მომტირალი სახით წლებიც შეეტყო, ოცდაექვსი წლის ბიჭი ორმოცისას დაემსგავსა, გაფითრდა, თმების ნაწილი გათეთრებოდა, სახეზე ნაოჭები გაუჩნდა და ძალიან გახდა. ძალაც ისე ვერ მოსდევდა. ადრე თუ ძმას ეხმარებოდა შიგადაშიგ ზამთრისთვის მოსამზადებლად და დიდი მორების სათრევად, ახლა ძლივსღა სწევდა. საუბარს სთავაზობდნენ, მაგრამ ყველას ერიდებოდა. ერთ საღამოს განსაკუთრებით შეუჩნდა დედა, როდესაც ძმის შვილის კონცერტიდან დაბრუნებულები კარგად ილხენდნენ ხოლო იოანე კი იჯდა თავის ოთახში და წიგნს კითხულობდა სახელწოდებით ტომ სოიერის თავგადასავალი. თითქოს ფიქრობდა როგორი ონავრები ვართ ბავშვობის ასაკში, რამდენ ოინს ვიგონებთ და ვახორციელებთ, რამდენს ვუნადგურებთ ცხოვრებას ისე რომ ვერც ვიაზრებთ ან რამდენ შანსს ვუშვებთ ხელიდან უკეთესი ცხოვრებისთვის. იმ ადგილზე სადაც ტომის გაქცევაზეა საუბარი, ცოტა ხნით შეჩერდა და ყოყმანის ნიშნები დაეტყო. – აი, ერთი ადამიანი რომელიც შენმა გაქცევამ გაანადგურა ბიჭო. - მიმართა ცარიელ სივრცეს. - სულ მცირე ერთი ადამიანი, შენი ნათესავები რომ არ ჩავთვალოთ. დიდი იმედი მაქვს სახლში დაბრუნდი, თუ არადა მე უნდა დაგიწყო ძიება. უფალო შენი კეთილი ნების მწამს, ვიცი რომ საუკეთესო ადგილს მიუჩენდი მას და არაფერზე მაქვს სანერვიულო, მაგრამ თუ არ დავრწმუნდი... კარები ქალბატონმა ნანამ შემოაღო. - შვილო, საკუთარ თავსაც ელაპარაკები? -არა, წიგნს ვკითხულობ დედა. - თავი ისე დაიჭირა, თითქოს კითხვა შეაწყვეტინეს და მშობელს მიუტრიალდა. - დახმარება ხომ არ გჭირდებათ? -მხოლოდ იმაში, რომ უშენოდ ვერ ვერთობით საკმარისად. სულ ნუ ჩაიკეტე საკუთარ თავში. მართალია შენ თავი ღმერთს უძღვენი, მაგრამ უფალი არ კრძალავს გართობას, პირიქით როდესაც კარგ ხასიათზე იქნები უკეთესად ემსახურები მას და უფრო მეტად დაიცავ შენს რწმენას. -ყველაფერი კარგადაა დედა, უბრალოდ ახლა კითხვის ხასიათზე ვარ, არ იფიქროთ რომ არ მსურს თქვენს გარემოცვაში ყოფნა. ხომ ხვდები, ძალიან მძიმე დღეები მაქვს, ბევრს სჭირდება დახმარება და მეც გადაღლილი მოვდივარ სახლში. -მესმის, შვილო, მესმის... როგორ არ მესმის, მაგრამ ახლა უნდა გამოხვიდე. იცოდე მეორედ არ შემომიყვანო, თორე ამხელა კაცს ყურებს აგიწითლებ და ყურ-აწეული გაგიყვან გარეთ. - გაეცინა ქალს, რომლის თმასაც დღითიდღე ემატებოდა სითეთრე. მოძრაობა სულ უფრო მეტად უჭირდა და ხშირად ის ავიწყდებოდა წამის წინ რა თქვა, რა გააკეთა ან სად უნდა წასულიყო. უეცრად ფიქრობდა რაღაცაზე, მაგრამ მეორე წამს აღარ ახსოვს, მსგავსი ჩივილები ხუთი წლის წინ დაეწყო და უფრო მძიმდებოდა, მიუხედავად იმისა რომ ექიმთანაც დადიოდა, თავის ტვინის ტომოგრაფიასაც იღებდა და წამლებსაც სვამდა. დიდი გაჭირვებით და შვილების შეხსენებით, მაგრამ მაინც ყოველდღე სვამდა. აბა, როგორ გაბედავდა დედისთვის გულის ტკენას ასეთ მძიმე პერიოდში. -ჩავიცვამ და მოვალ დედა. -მიყვარხარ შვილო. ჰო... მოიცა, რაღაც უნდა მეკითხა შენთვის, მაგრამ... -დაგავიწყდა? -მგონი... - თავი ჩაქინდრა დამნაშავესავით. -არაუშავს, ეგ რა საწყენია. როცა გაგახსენდება მაშინ მკითხავ, შევთანხმდით? -აბა რა... ერთი წუთით. - კიდევ შეჩერდა კარის ზღურბლს მდგარი. - გამახსენდა! მაინტერესებდა ასე კარ-ჩაკეტილად რატომ იქეცი, რატომ აღარ ელაპარაკები შენს ძმას, რატომ დაივიწყე რომ საერთოდ გყავს და და მშობლები. -როგორ დედა? აბა ახლა ვის ველაპარაკები, ჩემს საყვარელ და ძვირფას დედიკოს. - სასწრაფოდ წამოდგა და დედას მიეჭრა. ჩაეხუტა, ძლიერ ჩაიკრა გულში და კოცნა დაუწყო. -არა, ლაშა, ასე ვერ მომისყიდი გეფიცები! - უღიტინებდა გვერდებში და ნანაც ხარხარებდა. - არ დავთმობ! -მიყვარხარ. - ჩასჩურჩულა ბოლოს. -მეც მიყვარხარ, თუკი რამე გაქვს გულის ნადები უნდა გამიზიარო ხოლმე, დედა ვარ შენი და ყველაფრის თქმის საშუალება გაქვს ჩემთან. ნუ გეშინია... -ვიცი, ვიცი დედა ახლა კი გამოცვლა მაცადე კარგი? - კარები გადაკეტა როდესაც დედა გააცილა და ღრმად ამოისუნთქა. ისე დასცვივდა ლოდი მხრებიდან, თითქოს დანებით, მაკრატლებითა და ფრჩხილის საკვნეტელათი ემუქრებოდნენ დაეფქვა ყველაფერი და ის იყო ამ წამებას გადაურჩა. სულში რაღაც ღრმა ჭრილობა მაინც დარჩენოდა, რომელიც სათუთად გაკაწრულიყო თავიდან, მაგრამ ყოველდღე ემატებოდა სიღრმე, ემატებოდა ტკივილის შეგრძნება და ვერაფრით შველოდა მას. გრძნობებს უმნიშვნელოვანესი მისია აკისრიათ ჩვენს ცხოვრებაში და მასაც განსაკუთრებული სიფაქიზით ასრულებენ, შეგვიცნობენ, შემდეგ კარგად გვკვებავენ და ბოლოს გულის ტკენასაც არ იშურებენ. ტკივილი შესაძლოა ჩვეულებრივი რამეა, მაგრამ არც თუ ისე სასიამოვნო და მარტივი. ცხოვრება დიდად გვაჯილდოებს კიდეც, გვაძლევს საშუალებას ვიცინოთ, ვიყვიროთ, დავტკბეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ურთიერთობით, ჩავეხუტოთ მათ და ვუთხრათ სიტყვა - მიყვარხარ. გავექცეთ სამყაროს, რეალობიდან გადავიკარგოთ და სიცოცხლით დავტკბეთ. სირბილი - როდესაც ჰაერი სახის სენსიტიურ წერტილებში გედება და გელამუნება. ზემოდან ხტომა - ნიავის უხვი მარაგი შენს სხეულს ათავისუფლებს. სიტყვები - გვაძლევენ იმ გრძნობების უკეთესად შევსების ძალას, რომელიც მარტივად არ გამოიხატება და თავად გრძნობა - ის დაუოკებელი, დაუტყვევებელი და შეუჩერებელია. ხშირად მაშინ ავლენს თავს როდესაც არ ელი, ხშირად გულს გიფორიაქებს მაშინ როდესაც საერთოდ არ გინდა ამის წარმოდგენა. ხშირად სიცოცხლეს გიხანგრძლივებს და გიმძაფრებს ყოველივე კარგს. ... მოგესალმებით. ვიცი რომ შესაძლოა მძიმე ნაწარმოებებს ვწერ და არ გიზიდავთ წასაკითხად, მაგრამ მაინტერესებს კიდეც რას ფიქრობთ მათზე. თქვენი აზრი მითხარით, რადგან უკვე ვფიქრობ ერთ-ერთი აქ დადებული ნაწარმოები დავბეჭდო (თუმცა როდის იქნება არ ვიცი) და მინდა რომ დამემხაროთ. მოდით შევთანხმდეთ, ავიყვანოთ მინიმუმ 10 კომენტარზე ეს სიახლე და შემდეგ თავს უფრო მალე დავწერ, რომ მეცოდინება გვერდში მიდგახართ. რაც უფრო მალე ავიყვანთ მით უფრო მალე მიიღებთ გაგრძელებას. მადლობა ყურადღებისთვის! უკვე მესამე თავის წერას ვიწყებ აბა თქვენ იცით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.