ანომალია (თავი1)
როდესაც სიტყვა საგიჟეთი გვესმის პირველი გონებაში რომელი წარმოდგენები იღვიძებს? ვგონებ, რომ ეს დიდი შენობაა თეთრი კედლებით, წამლების სუნით გაჟღენთილი არასასიამოვნო აირით, მაღალი ფანჯრებით, გრძელი დერეფნებით, რომლებშიც შიგადაშიგ შუქი ციმციმებს, მილიონი კარით, რომელიც ერთმანეთის ასლი გეგონება, და რა თქმა უნდა უამრავი შეშლილი არსებით. აქედან თითოეულს თავისი სამყარო აქვს, თავისი სიგიჟეებით, ზოგი პარტნიორის გარეშე ცეკვავს, ზოგი ერთი და იგივე წერტილს თვალს არ აშორებს მთელი დღის განმავლობაში, ზოგიც თავის თავს ესაუბრება გლობალურ თემებზე, ბევრი მათგანი ჩაის სვამს წარმოსახვით მეგობართან, და ყველაზე მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი მათგანი ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარ თავს ზიანი მიაყენოს ან თუნდაც სუიციდის მრავალფეროვანი გზები მოძებნოს, რომ თავის სუპერ არანორმალურ ცხოვრებას თავი დააღწიოს და როგორც ცნობილი ფრაზა გვეუბნება „ბევრად უკეთეს ადგილას წავიდეს“, მაგრამ ყველაზე საცოდაობა იცით რა არის? ძალიან ბევრ მათგანს ეს არ გამოსდის, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ საგიჟეთზე ვსაუბრობთ თითოეული პაციენტი კონტროლის ქვეშაა და არავის უკვირს მათგან სუიციდის მცდელობა, პირიქით ყოველ წამს მზად არის ყველა იმისთვის, რომ სიმშვიდისკენ გაყენებულ გზაზე მიმავალი ადამიანი უკან მოაბრუნოს. ცნობილი ფაქტია, რომ ოდნავ განსხვავებული ადამიანი საზოგადოებაში არა ხმამაღლა, მაგრამ მაინც აღიარებულად ასე თუ ისე ზიზღს ან თუნდაც ინტერესს აღძრავს და წარმოიდგინეთ ასეთი ადამიანების მთელი ჯოგი შეყრილი ერთად დიდ და რაღა თქმა უნდა თეთრ შენობაში განყენებულები საზოგადოებისგან, რომელიც მე თუ მკითხავთ ბევრად არანორმალურები არიან ვიდრე ნებისმიერი მათგანი, რომელიც ამ შენობის ზღურბლს იქითაა დარჩენილი. ამ ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებენ, ეშინიათ მათი, უცხოპლანეტელები ჰგონიათ, რომლებსაც სახეზე აწერიათ „მე გიჟი ვარ“. ამ ფონზე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ადამიანებისთვის ცხოვრება ძალზედ რთული და აუტანელია, არ შემიძლია არ დავეთანხმო ამას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც დიდად არ ადარდებთ, უბრალოდ ცხოვრობენ იმით რაც უბოძეს და კმაყოფილდებიან, მაგრამ მთავარი საკითხი ის კი არაა ეგუებიან თუ არა? ვისი ყოფა უფრო კარგი და ღირებულია ვინც დასჯერდა იმას რაც აქვს და ისწავლა იმ ყოველდღიურობით ცხოვრება თუ იმის ვინც უკმაყოფილოა და ყოველდღე შველას ელის არსაიდან, რომ გადახუნებულ ცხოვრებას ფერები შემატოს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდია… თავი 1. როგორც ყოველთვის დილა ხმაურიანად დაიწყო, დარწმუნებული ვარ, რომ დილის ძილი ვისაც უყვარს ეზიზღება მაღვიძარა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების უმეტესობა ყოველ დილით ამ ხმაურიან ნივთს, რომელიც გაფიქრებინებს შეპყრობილიაო ნაგავში უძახებს გვერდს იცვლის, ბალიშს ეხუტება და ფიქრობს „რა მშვენიერია ცხოვრება“, მაგრამ წარმოიდგინეთ როდესაც ცოცხალი მაღვიძარა გყავს თანაც შენს გონებაში და მისი ხმის გაგონება მხოლოდ შენ შეგიძლია, თანაც არის კიდევ ერთი პრობლემა ამ ქმნილების არსებობას ვერავის, რომ ვერ აბრალებ საკუთარი თავის გარდა, რადგან შენმა გონებამ ის თავისით წარმოქმნა და შენი მოუშორებელი ჭირი გახადა განუსაზღვრელი ვადით. მაგიდა, რომელიც ბორბლებზე იდგა და დოლორესს უზომოდ აღიზიანებდა მისი ჭრიალი რამოდენიმეჯერ გამოძრავდა, მერე ძალიან ხმაურიანად მიასკდა კედელს და ზედ დალაგებული ნივთები დაბლა დაიყარა, ატყდა სიცილი, რომელსაც დორი ყოველ დილით ისმენდა -ჯანდაბა!! ბალიში თავზე დაიფარა და შეეცადა, რომ ნერვული სისტემა მწყობრში ჩაეყენებინა -კარგი რა დოლორეს! ადგომის დროა არ შეგიძლია, რომ იწვე და ტკბილად გეძინოს, როდესაც მე აქ ოთხ კედელში მოწყენილობისგან ვკვდები! -შენ კი არ შეგიძლია, რომ ყოველ დილით ასე გამაყრუებლად გამაღვიძო! -მაგრამ ამას მაინც ყოველ დილით წინაზე უკეთესად ვაკეთებ -საერთოდ ვერაფერს გატყობ, რომ ცუდ ხასიათზე იყო შეუღრინა დორიმ -დილაობით რაღაც-რაღაცეების შემჩნევა ცოტა რთულია ხოლმე ეს იცი ხომ? -პირველ რიგში ედი შენ ოთხ კედელში არ ხარ, ჩემს გონებაში ხარ და ამისთვის ღმერთმა დაგწყევლოს, ჩემი წარმოსახვის სრული უიმედობა ხარ! -ასე, რომ მელაპარაკები გული მიჩუყდება, რადგან მგონია, რომ ჩემსა და შენ შორის ღრმა კავშირია თქვა და სავარძელში ჩაესვენა ედი -ამას მეორედ იტყვი და ჩემი გონებიდან საერთოდ გაგაქრობ -მგონი ასეთი ფიქრებით თავის დაღლა უნდა შეწყვიტო, რადგან ეს უკვე ბევრჯერ სცადე, მაგრამ არც ერთხელ არ გამოგივიდა, გარდა ამისა მე შენი ერთადერთი მეგობარი ვარ, რომელიც ამ თეთრ კედლებში გყავს ეს ნუ გავიწყდება -არ არსებული ადამიანის კვალობაზე ყოველთვის ბევრს ლაპარაკობ კარის სახელური დაიწია და გამოჩნდა მედდა, რომელსაც ხელში ფლაკონი ეჭირა, ეს იყო ყოველდღიური პროცედურა, რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა დოლორესს, რადგან წამლებს ცუდი გემო ჰქონდა, მედდას სულ გაღიმებული სახე კი სურვილს უჩენდა მისთვის კარგად ეთავაზებინა რათა გარკვეული პერიოდი გაღიმება აღარ შესძლებოდა. შიზოფრენია არის დაავადება, რომელიც სამწუხაროდ არ იკურნება, ახასიათებს ხასიათის ცვლილება, სიტუაციასთან შეუფერებელი საქციელი, ინტერესის დაკარგვა ყველაფრის მიმართ, ჰალუცინაციები, მეხსიერების დაქვეითება, საკუთარ თავში ჩაკეტილობა და ყველა ის არაჩვეულებრივი გვერდითი მოვლენა, რომელთან ერთადაც ხალხს ცხოვრება უწევს. დოლორესიც სწორედ, რომ ამ დაავადებით ვერ ვიტყვი იტანჯებოდა თქო, მაგრამ უძლებდა მისგან გამოწვეულ ყოფას მისი გონების არაჩვეულებრივ წარმონაქმნთან ედისთან ერთად -დილამშვიდობის დორი უზმოზე დასალევი წამლების დროა თქვა და შეაბიჯა ოთახში კვლავ თავისი იდიოტური ღიმილით -ხო რა თქმა უნდა თქვა და ძლივს აიკრიფა ლოგინიდან. თმები, რომელიც შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი უკან გადაიწია და მედდისკენ წავიდა, რომელიც დასალევ წამლებს ამზადებდა -ისე, რომ ვაღიარო მაგარი ფეხები გაქვს თქვა და ისევ დამაეჭვებლად გაიღიმა ედიმ -მოკეტე -რამე მითხარი დოლორეს? -არა არაფერი, უფრო სწორად მინდოდა მეთქვა რა მშვენიერი დილაა მეთქი, მაგრამ უცბად გამახსენდა, რომ ამ დაწყევლილ ოთახს არც ერთი ფანჯარა არ აქვს გარდა იმისა, რომელიც დერეფანში გასახედად აქვს გაკეთებული ამ კარს გარდა იმისა, რომ დორი საგიჟეთში იყო საკმაოდ გავრცელებული დაავადების გამო მისი ორგანიზმი მის შიგნით არსებული შხამის გამოყოფას საჭიროებდა, რომ თავი კარგად ეგრძნო სხვისი გაღიზიანების ხარჯზე, ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ თავისი აზრის ხმამაღლა გამოხატვის გამო ყველა ცუდი თვალით უყურებდა არადა ის ყოველთვის სიმართლეს ამბობდა გეგონება სიცრუის დეტექტორი აქვს ჩაყენებულიო. -ვფიქრობ კარგი იქნებოდა დილას თუ ჯანსაღად დაიწყებდი და ადგომისთანავე არ მოიწამლავდი ხასიათს უთხრა მედდამ და წელზე დოინჯები შემოიწყო -თქვენნაირად ყოველ დილით ყველანაირი მიზეზის გარეშე ღიმილს გულისხმობთ? იკითხა და ჭიქიდან წყალი მოსვა დოლორესმა -თუ პირველი ესაა რაც თავში მოგდის დილის ჯანსაღად დაწყებაში შეგიძლია იფიქრო, რომ ეგ ვიგულისხმე რამდენიმე წამი გოგონა ჩუმად იყო თითქოს მის წინ მდგომი არსების ნათქვამს ხარშავსო ბოლოს კი უთხრა -იცით რა? ვიფიქრე და არა გმადლობთ ასეც შესანიშნავად ვგრძნობ თავს გაუღიმა და კარისკენ მიანიშნა მედდამ უსიტყვოდ ნათქვამი „გაეთრიე ჩემი პირადი სივრციდან“ მშვენივრად გაიგო და საპასუხოდ უხმოდ გაემართა კარისკენ, სახელური კვლავ უმოძრაო პოზას დაუბრუნდა და ოთახში კვლავ მხოლოდ დოლორესი დარჩა. საგიჟეთამდეც იყო ცხოვრება რა თქმა უნდა ყველაფერი ასე არ დაწყებულა, სკოლა, მეგობრები, სწავლა-განათლება, წიგნები, გართობა, გეგმები, მაგრამ სიმართლე, რომ ითქვას არც არასდროს ყოფილა ყველაფერი ეს ბუნებრივი ან რეალური სულ იყო რაღაც უცნაური სიყალბის შეგრძნება, თითქოს ყველაფერი ეს ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი სცენარი იყო, რომელიც უშეცდომოდ უნდა გაყოლოდა თავის გზას. ბიზნესმენი მამიკო, რომელსაც უნდოდა, რომ თავისი ერთადერთი ქალიშვილი იგივე გზისთვის გაეყენებინა, შემდეგ დაექორწინებინა გაბერილ ფულის ტომარაზე და მისთვისაც გაეკაფა გზა რომლის ბოლოს აბრაზეც დიდი ასოებით ეწერა „გილოცავთ თქვენ იცხოვრეთ ხელოვნურად არაბუნებრივი აირით გაბერილ ბუშტში“, დიასახლისი დედიკო, რომელიც ყოველდღე ინტერნეტიდან იძიებდა არაამქვეყნიური საჭმელების რეცეპტებს და მისი რეალობაში გადმოტანისთვის მთელი დღის მანძილზე დაუღალავად არ წყვეტდა მცდელობებს, საბოლოო ჯამში კი დღის ბოლოს სახლს მოადგებოდა მანქანა დოლორესიც წესისამებრ ვახშმისთვის დაბლა ჩადიოდა, საყვარელი ოჯახი უჯდებოდა მაგიდას და ცდილობდა დაემალა საზიზღარი შეგრძნებები, რომლებსაც დედის მიერ მომზადებული საჭმელი აღძრავდა, დიალოგები მოიცავდა მხოლოდ ერთ თემას : როგორ ჩაიარა შენმა დღემ ძვირფასო? ახალი ხელშეკრულება გააფორმე? მერე ეს საკმარის ფულს მოგვიტანს? და ათასი უაზრო თემა, რომელზეც ყველა მატერიალურობისგან დაბეჩავებული ოჯახი საუბრობს. ყველაზე საყვარელი და ყველაზე რეალური მომენტი მთელი დღის მანძილზე იყო ჭიქა ყავასთან ერთად ფანჯარასთან ჯდომა, ვარსკვლავების ყურება უსასრულობამდე და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, რომელიც რაღაც ახლის შეგრძნებას ტოვებდა. ცხოვრება ყველაზე მეტად საინტერესო და ღირებული იმიტომაა, რომ მისგან ყოველთვის რაღაც სიახლეს უნდა ელოდო არ აქვს მნიშვნელობა კარგი იქნება თუ ცუდი ყველას ერთი რამ აერთიანებს: მოულოდნელობა. ხო და სწორედ ამ მოულოდნელმა ცვლილებებმა დაიწყეს თავის ამოყოფა მალევე ამდენ სიყალბეში, და ამ ილუზიებით გაბერილ ოჯახს რეალობის ცივი წყალი გადაავლეს თავზე. დოლორესმა მეგობრებთან, ოჯახთან შეწყვიტა აქტიური კონტაქტი, მიეცა უსაზღვრო და უძირო სევდას, ბრაზს და ცივსისხლიანობას, შეწყვიტა დარდი ამქვეყნიურ პრობლემებზე საკუთარი თავის ჩათვლით და ოთახიდან არ გამოდიოდა იმ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, როდესაც ბუნებრივი მოთხოვნილებები თავისას შვრებოდა. და ამ ტალღაზე დაიწყო არაფრისმომცემი საუბრები განდეგილ შვილთან, ცრემლების ღვრა, ღამეების თეთრად გათენება, ვარაუდების გამოთქმა, უამრავი ჭუჭყიანი ქაღალდის გადაყრა სხვადასხვა მედიცინის დარგის წარმომადგენლებში დიაგნოზის დასასმელად. ვეთანხმები აზრს, რომ ძალიან რთულია მშობლისთვის უყუროს შვილს ასეთ მდგომარეობაში და რთულია შეინარჩუნოს სიმშვიდე, როდესაც ისიც კი არ იცის რამ გამოიწვია ეს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს იყო საფასური იმ ყოველდღიურობისთვის, რომელშიც დორის ცხოვრებამ მოუწია, ამ დროს დამთავრდა ძილ-ბურანში ცხოვრება, აღარ ფორმდებოდა ახალი ხელშეკრულებები, აღარ იმართებოდა საღამოობით უგემურ საჭმელზე ნადიმი, სამომავლო გეგმებზე ფიქრიც შეწყდა და დარჩა მხოლოდ დღევანდელი დღე, როდესაც ორი ადამიანი დადგა იმ აზრის წინ, რომ ყველაზე საყვარელს და ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელიც აქამდე მათ თვალწინ იყო, მაგრამ ვერ ამჩნევდნენ კარგავდნენ და მის გარეშე იძირებოდნენ. ყველა სიტუაციას, ყველა მოქმედებას, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თავისი პლიუსები და მინუსები, თავისი ბნელი და ნათელი მხარეები, და არის გარემოებები, რომლებიც ურევს ჩვენს რუტინას, თავზე გვაფხრეწს ხვალინდელი დღის გეგმას, გვაიძულებს დავინახოთ რაღაცეები რაც წესით აქამდეც შესამჩნევი იყო უბრალოდ საჭირო იყო მხოლოდ პატარა ბიძგი, და დამიჯერეთ ცხოვრება გვაძლევს ამ პატარა ბიძგს ყოველ ჯერზე, როდესაც არ ვდგამთ იმ ნაბიჯს, რომელსაც უნდა ვდგამდეთ, გვაყენებს იმ რეალობის წინაშე, რომელსაც თვალს არ ან ვერ ვუსწორებთ, და გვახსენებს ჩვენს როლს, პასუხისმგებლობას და მოვალეობას. ბევრი შეხვედრა შემდგარა სპეციალისტებსა და დოლორესის მშობლებს შორის, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა ისეთი რთული და ემოციური როგორიც იყო დიაგნოზის მათთვის გაცნობა. ბევრი ფიქრი და ბევრი აზრის გადმოლაგება არ სჭირდებოდა იმ ფაქტისთვის თვალის გასწორებას, რომ შიზოფრენია არ იკურნება და ამ საზიზღარმა ფსიქიკურმა დაავადებამ მათ ქალიშვილს სამუდამოდ ჩაავლო ხელი და გაშვებას არ აპირებდა. რთული დროება იყო დამდგარი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი ყველაფერს აქვს კარგი და ცუდი მხარეები. ამ ყველაფერმა დოლორესისთვის დააყენა თავდაყირა ყველაფერი, დრამატული იყო მშობლებისთვის, მაგრამ პირველად ნარკოტიკის გასინჯვას ჰგავდა შვილისთვის, მან გაიგო რას ნიშნავდა ყურადღება, რომელიც უკვე აღარ სჭირდებოდა, რადგან გვიანი იყო, იგემა თუ რა შეგრძნებაა დროებით მაინც რომ არაფერი არ გაინტერესებს, იგრძნო როგორ გაქრა მის გარშემო ხელოვნურობის ბადე და მთლიანი სახლი ნამდვილმა მწუხარებამ მოიცვა, რომელიც აუტანლად აღიზიანებდა, რადგან ყოველთვის ეზიზღებოდა ბანალური სიტუაციები, და ყველაზე მთავარი იგრძნო, რომ ის ეცოდებოდათ, მის თვალებში ეძებდნენ ნიშნებს, რომელიც მის შიზოფრენიკობას დაადასტურებდა, ყოველ წამს მისგან რაღაც სიგიჟეს ელოდნენ, და ახლა ის უბრალოდ მათი შვილი კი არა ბავშვი იყო, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა და პირველს დოლორესის დაავადებას ხედავდნენ და არა მას, მაგრამ არის რაღაც, არ აქვს მნიშვნელობა შიზოფრენიით ხარ დაავადებული თუ მომნელებელი სისტემა გაწუხებს ჩვენს ყველა მაინც ადამიანები ვართ თანასწორები, და დაავადება არ უნდა ავლებდეს ზღვარს არ უნდა აჩენდეს შიშს და უნდობლობას, არ უნდა აშენებდეს კედლებს ადამიანებს შორის, არ უნდა გხდიდეს იძულებულს, რომ შექმნა სამყარო სადაც უკეთესი ცხოვრებით იცხოვრებ, არ უნდა გხდიდეს იძულებულს, დაივიწყო ფაქტი, რომ შენც წარმოადგენ საზოგადოებას. მერე რაც მოხდა მგონი, რომ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, დორის მდგომარეობა გართულდა და ოჯახი იძულებული გახდა ერთადერთი რეალური განძი საგიჟეთში გაეშვა საცხოვრებლად. ხო და აქ იწყება მხიარულებაც … *** მედდას გასვლისთანავე ედიმ კვლავ ამოაფრქვია თავისი ორიგინალური იდეების ვულკანი და ენად გაიკრიფა: -გამომდინარე იქიდან, რომ შენს გონებაში ვარსებობ ხანდახან მეშინია, რომ ხმამაღლა გითხრა ის რასაც ვფიქრობ, რომ სამუდამოდ არ მომიშორო თავიდან, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენი მრავალთვიანი ურთიერთობისა და ღრმა კავშირის გამო დამინდობ და მხოლოდ შენი განრისხებული მზერის ტყორცნით დაკმაყოფილდები -ისევ და ისევ შენ და შენი მონოლოგები მაინტერესებს რა დაგრჩა სათქმელი, ან თემა, რომელსაც ბოლო არ მოუღე ყველა მხრიდან, მიდი გისმენ დაასრულე შენი მოძღვრება და მერე შენის ნებართვით ფეხებს გავშლი -დავიწყებ იქიდან, რომ არის რაღაცეები რაც ძალიან მომწონს შენში (თქვა და გაიღიმა) პირველ რიგში ის, რომ შენს უფერულ ცხოვრებაში მე ვარსებობ და დილით ფეხზე ადგომის მიზეზს გაძლევ -რა თქმა უნდა შენ რომ არა აქამდე თავს ყველაზე ცოტა სამჯერ მაინც მოვიკლავდი -მეორე ის, რომ ლამაზიც ხარ, შავი ფერის ტალღოვანი თმა, პატარა და ლამაზი ცხვირი, რომელზეც ჭორფლები ძალიან საყვარლად გაყრია, თვალები, რომლებიც ზღვასავით ლურჯია, ალუბლისფერი ტუჩები და რაც მთავარია ძალიან სწორი და ლამაზი ფეხები, მაგრამ არაფერში გჭირდება ყველაფერი ეს იმის ფონზე, რომ შიზოფრენიკი ხარ და ამასთანავე ადამიანების ნერვების მოშლით იკვებები -რისი საშუალებით ვიკვებები ეს შენ არ გეხება, და თუ შეიძლება ჩემს არაჩვეულებრივ ფეხებზე საუბარსაც მოეშვი თორემ საკუთარ თავთან ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს იმედი მაქვს, რომ რასაც ახლა ამბობ ეგეც ჩემი წარმოსახვის უნარი არ არის თორემ იმაზე ფიქრს დავიწყებ, რომ ძალიან გარყვნილი ადამიანი ვარ, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავისი თავი -საგიჟეთში დრო თავზე საყრელად გაქვს დოლორეს ამიტომ შეგიძლია ნებისმიერ თემაზე დაიწყო ფიქრი და არასდროს შეწყვიტო -იცი? ხანდახან აუტანელი ხარ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს იმ ფანჯრიდან, რომელიც დერეფნის კარს ჰქონდა გამვლელი იფიქრებდა, რომ გოგონა საკუთარ თავს ესაუბრებაო. რეალურად ასეც იყო, მაგრამ არ დავივიწყოთ ეს ხომ საგიჟეთია ვის გაუკვირდება გოგონას დანახვა, რომელიც საკუთარ თავს ესაუბრება, პირიქით შეიძლება იფიქრონ, რომ ეს ყველაზე ბუნებრივი მოვლენაა რაც შეიძლება, რომ იქ მოხდეს. როგორც იქნა დორიმ ტანსაცმელი ჩაიცვა და თავი დააღწია ბნელ ოთახს, რომელიც სანათურით იყო განათებული. დაწესებულება, რომელშიც დოლორესი იმყოფებოდა საკმაოდ სახელგანთქმული და კარგი სპეციალისტებით იყო სავსე. დაწესებულებას ჰყავდა ფსიქოლოგებიც, რომლებიც პაციენტებთან კვირაში რამოდენიმეჯერ (საჭიროების მიხედვით) საუბრობდნენ მათ სულიერ მდგომარეობაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისმენდნენ წუწუნს მოწყენილობასთან დაკავშირებით, საჭმლის ზედმეტად ჯანსაღობასთან დაკავშირებით, ასევე ფსიქოლოგებს უწევდათ მოესმინათ საუბრები პაციენტებსა და ღმერთს შორის, რომელმაც მათ გზა უჩვენა და სიმშვიდე დაიმკვიდრეს, ასევე უწევდათ მოესმინათ ისტორიები მრავალფეროვანი მოჩვენებების ხროვასთან დაკავშირებით, და ელოცათ, რომ დღის ბოლომდე ამ დაწესებულებაში მომუშავე პირად დარჩენილიყვნენ და არა ერთ-ერთ პაციენტად. გამომდინარე იქიდან, რომ დაწესებულება საკმაოდ ძვირიანი იყო პერსონალს უნდა ემუშავა მკურნალობის მრავალფეროვან გზებზე, და რატომღაც სპეციალისტებმა ჩათვალეს, ,რომ თუ ორ კვირაში ერთხელ დაწესებულებას გამოცდილი, პირები ეწვეოდნენ და წაიკითხავდნენ მონოლოგებს, ათას სისულელეზე ეს კარგად აისახებოდა პაციენტების კომუნიკაბელურობასა და გარე სამყაროს შორის კავშირზე. დოლორესი, უზარმაზარ „ოთახში“ ეჯდა ერთ-ერთ მაგიდას თავის თანაპაციენტთან ერთად და სამაგიდო თამაშს თამაშობდა: -დოლორეს -გისმენ ლეა -ხომ იცი, რომ ხვალ ჩვენს დაწესებულებას ახალი სპეციალისტი უნდა ეწვიოს? -უკვე გავიდა ორი კვირა? -მეგონა, რომ ჩემსავით დღეებს ითვლიდი, რადგან წინაზე ძალიან მომეწონა -მაპატიე, მაგრამ კონკრეტულად რისი სპეციალისტია შეგიძლია მითხრა? -ზუსტად მეც არ ვიცი უხერხულად შეიშმუშნა ლეა -ხო და მეც მაგაზე ვსაუბრობ, რომ არ იცი მაშინ ის მითხარი წინაზე, რომ იყო მოსული შეტრუსულ ქათამს, რომ ჰგავდა შარვალ-კოსტუმში იცი ის ვინ იყო? -თქვეს, რომ გამოკვლევას ატარებდა რაღაც თემასთან დაკავშირებით, მაგრამ დანამდვილებით არც ეს ვიცი -მე ვფიქრობ, რომ ეს ორ კვირაში ერთხელ ვიზიტი ამ ფულის ბანკომატებისთვის უფრო სასარგებლოა ვიდრე ჩვენთვის -რატომ? -რადგან ეს ღირებულს არაფერს გვაძლევს, მაგრამ აი მათთვის გიჟებზე დაკვირვება ძალიან ბევრის მომტანია. თანაც რაც ეს მათი „ვიზიტები“ დაიწყო პაციენტებმა უფრო გამოთაყვანება დაიწყეს -საერთოდ ვერ ვხვდები რას გულისხმობ დოლორეს ასეთი აზრები საერთოდ საიდან მოგივიდა? -მე ვფიქრობ, რომ ეს შენ როგორც ეძახი სპეციალისტები პაციენტებს როგორც საცდელ ვირთხებს ისე გვიყენებენ და ჩვენიდან მიღებული შედეგების ფონზე მწვანე ფურცლებს ჭრიან -თუ ასე ამბობ თქვა ცოტა არ იყოს შეშინებულმა ლეამ და სამაგიდო თამაშს დაუბრუნდა -მთელი ჩემი შეშლილი არსებით ვგრძნობ, რომ აქ რაღაც დიდი ცხვება და, რომ ვაღიარო მთლად კარგი წინათგრძნობაც არ მაქვს.. თქვა და ღრმა ფიქრებს მიეცა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.