გრძელი, წითელი ძაფები (პირველი კარი) სრულად
გრძელი წითელი ძაფები "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია"- ვაჟა-ფშაველა "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!" - ილია ჭავჭავაძე თბილი, თლილი, გრძელი თითები. მაჯაზე დატანებული კლაკნილი ბილიკები, რომელზედაც ორი სული... მათისა და ედის ცხოვრების გზა იქნა აღბეჭდილი. მათი რომანტიკოსია. ედი რეალისტი. ინი და იანი. თევზი და ლომი. სიყვარულის უდრეკი სიმფონია, რომელსაც თითქოს დაღი აქვს დასმული. და ისევ ედის ის მწვანე, შემპარავი, მაცდური ღიმილი... დათოვლილი გრძნობები და ცივი, გაყინული ქვეშაგები... სუსხიანი საღამო და გრძნობათა აგოგმანებული სიტყვა „მე შენ მიყვარხარ...“ შემდგომ ფარული შეხვედრები. სიტყვათა ფერადი გამები. უხეში ბალანი და განშორებები... „მიყვარხარ...“ მე ისევ მოვალ... მონატრებული სიტყვა მე შენ მჭირდები. ისევ გოდება ისევ ოხვა და ბოლოს, მე შენთან მოვედი! თბილისში აცივდა... სწორედ ისე შემოაწვა ქვეყანას სუსხი, როგორც შინაგან გრძნობებს. მათი ყოველთვის ოცნებების ნაპრალებში იყო ჩამალული, სადაც თავს არიდებდა სამყაროში არსებულ სიტუაციას და უღრმავდებოდა ღრმა, სულიერ ფენებს. ბათუმსაც თოვლის საფარი ჰქონია იმ დროს შემოხვეული. იდგა დინჯად... აკანკალებული სხეულით ცდილობდა თავისი მკვიდრი გადაერჩინა და მწვავე სიცივისგან ეხსნა ხალხი, რომლებიც გაშტერებულნი გადაადგილდებოდნენ ტანჯულ, დასახიჩრებულ, ნატყვიარევ სამშობლოს მიწაზე. მიიღწვოდნენ უცნობი სუბიექტისკენ და ამავდროულად ერთმანეთს შხამიანი ენით გესლავდნენ პირველობისათვის. ქვეყანაში პირველობისთვის ბრძოლა იყო გამართული... და ამ არეულობას მრავალი ახალგაზრდული სული ეწირებოდა. მათის ყოველთვის აწუხებდა თავისი სამშობლოს მდგომარეობა, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელი, ბრტყელი, უმოძრაო სახისა ისახებოდა. სულს ურევდა იმ ქაოსში ცხოვრება, სადაც ადამიანობას ივიწყებენ და მხოლოდ და მხოლოდ პირადი მიზნებისკენ ისწრაფვოდნენ. ქვეყანა იცვლებოდა... მხოლოდ მათი და ედი იყვნენ ფერუცვლელნი, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ არსებული წითელი ძაფები ქვეყნის რეჟიმმა ვერ გაცვითა. ვერ დააშორა ორი მონათესავე სული, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის სულის ცეკვით ცოცხლობდნენ. ედის არ აწუხებდა იმდროინდელი ქვეყნის ვითარება... ალბათ იმიტომ, რომ სხვა მოსახლეობის მსგავსად მასაც არ შეხებია უსამართლობის მარწუხები, რომელიც უკანონო კანონებით იქნა გამსჭვალული. ედი ხშირად ფიქრობდა წარსულზე... იმ წარსულზე, სადაც მათისთან აფარებდა ხოლმე სულიერ, ჯერაც ძნელად გაუშლელ ფრთებს. წარსული ზოგჯერ შეაგოგმანებდა... შეახსენებდა იმ ულევ სიყვარულსა და მონატრებას, რომელიც მხოლოდ ერთს უკავშირდებოდა სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე. შემდგომ იღლება... თავს ატკიებს აკვიატებული ფიქრები და ბუნების წიაღში ფერშეუცვლელი გადის. სურს მიაძინოს გახსნილი სულის იარები, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში მალავდა... სურდა გრძნობების ქაოსმა თავისი უმწიკვლო გონება არ დაეჩრდილა. ედი ბედისგან დაჩაგრული იყო... მათიც, თუმცა არა ისე, როგორც ცხოვრებამობეზრებული ედი. მას ნელ-ნელა უცვდებოდა მომავლის მიმართ არსებული ფიქრები. ისადგურებდა ედის სხეულში უფსკრულივით ღრმა სევდა, რომელსაც არ შეეძლო სიხარულის საფუძველზე ამოვსება. ზოგჯერ უფსკრულის კიდესთან შეტოკდება ხოლმე. ნიავს მიაყოლებს საკუთარ უსულო სხეულს და სურს... მთელი თავისი გონებითა და სულით სურს, რომ ქართა ნაკადს მიეცეს, რომელიც მათის სახლის ზღურბლამდე მიიყვანა, თუმცა შეცდა... მათისა და ედის ურთიერთობა ზედმეტმა იმედებმა, ურთიერთობებმა დაღუპა. ჩუმად შეხვედრებს ჩუმი სიყვარული ჰყვებოდა... სკოლის დამთავრებას სულის იარების მეტად გახსნა, რადგან გარშემო ყველა აფარებდა საყვარელი ადამიანების მკლავებში თავს, თუმცა მათი და ედი განშორებულნი... მრავალი ტკივილისგან დაბეჩავებულნი კვლავაც უზიარებენ სხვადასხვა კუნძულებიდან თავიანთ მწველ სითბოს, რომელიც ალღობდა შინაგან აისბერგს. ედიმ სიგარეტს გაუკიდა... მათიმ ედის საყვარელი სიმღერა ააჟღერა დინამიკში. მათი ფიქრები გალაქტიკაში კავშირდებოდა და ერთმანეთს... ორ მოწყურებულ სხეულს ასაჩუქრებდა ბლანტი, მელანქოლიური გრძნობით. შემდგომ ჩუმად ოხრავენ. განდეგილად დგებიან... ედი თავის განუშორებელი “Marlboro“-ს სიგარეტის ღერითა და შეუდრეკი ფიქრებით. მათი ედის საყვარელი სიმღერითა და მოუშუშებელი, ღრმა იარებით. მათის კვლავ ჩაეწვიტა სიცოცხლის ძაფები... *** ჩამოცვენილი ოქტომბრისფერი ფერადი ფოთლები. ჩამოძენძილი, ფულზე გაყიდული ქართული მიწა. ურთიერთობა გახუნებული ეშმაკის ფრთები და მარადიული გოდვა. ედი შორიდან ეტრფოდა მათის... მათიც შორიდან უგზავნიდა ედის სიცოცხლის მოწითალო ძაფებს , რომლებმაც ერთმანეთს თავის დროზე სიყვარულის ნიშნად გაუცვალეს. ახლა კი წითელი ძაფები ჰაერში დალივლივებენ… იკვლევენ გზას შორეული მიჯნურისკენ. ზოგჯერ ზეცაში ხის ტოტი შეაკავებს. ნაღვლიანი თვალებით ერთი-ორს ამოიგმინავს და კვლავ გზას შეუპოვრად გააგრძელებს. - ეს ჩემგან, მათი.- მიუგო ედიმ მათის... მაშინ, როდესაც ერთმანეთს ზღვის ტალღების სიმფონიის ფონზე მთვარის ანარეკლის მიღმა სამყაროს მიუსაფარ სიტყვებს კითხულობდნენ. ედის სიტყვების შემდგომ ოკეანე აგოგმანდა. შეირყა და ღვთის სახელდობრ ნიშნად ზეციურ წვიმას უვლენდა მათ. - ეს რა არის, ედი?- სახე მოულოდნელად შეეცვალა ახალგაზრდა მათის. - ეს წითელი ძაფებია, მათი.- ნელი სვლით ლოყაზე ნაზად აკოცა მიჯნურს. - და რისთვის? - ჩვენი სიყვარულისთვის! - ჩვენი? ეს რისთვის გამოგვადგება? - დამიჯერე, მათი. გრძელი, წითელი ძაფები ყოველთვის გვიპოვნიან მაშინ, როდესაც გზა უკიდურესობამდე არის მოჭრილი.- თქვა ედიმ. მათის სახეზე ჩამოყრილი წაბლისფერი თმები ნელ-ნელა გადაუწია. ტანში ერთიანად დააჟრიალა. სიყვარულის შეგრძნებამ სრულიად წაუშალა მას გონება.- მომეცი ხელი, ძვირფასო. ედიმ როგორც წესი იყო, მათის მარცხენა მკლავზე შვიდი ნასკვით შეკრა წითელი ძაფი. - მიყვარხარ, მათი... - დაე ჩვენც ოკეანის ნაპრალებს მიღმა... - დაე, დავტოვოთ ყოფიერი ცხოვრება... მარადიულს შევერწყათ! - შენ, ჩემი ყველაზე კარგად გესმის. - მე შემიძლია შენი სულის სარკის დანახვა. ხანდახან ისეთი შიშველი ხარ, მათი... ისეთი შიშველი, რომ მეშინია სხვამ არ მომტაცოს შენი თავი. - სულით შიშველ იარებს საზოგადოება ძნელად ხედავს. თითქოს არც უნდათ, რომ დაინახონ. შენ კი? - შენ ყველაზე ახლო ადამიანი დაკარგე, მათი... ვიცი, როგორი გრძნობაა, როდესაც თავს სულდაკარგულად აღიქვამ. - მე მართალია კვირი დავკარგე, თუმცა ის უკვე ჩემშია. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი გარდაცვლილია თუ არა... იგი ისეთივე გრძნობით ავსებული დაგყვება თან, როგორც ადრე. მოდი, არ გვინდა კვირის გახსენება რა... მასზე საუბრის დროს დიდ დანაკლის ვგრძნობ. - ასე სჯობს... იქნებ... და საქართველოს კვლავ დაუთხარეს ახალგაზრდული თვალები! ერთი არ იკმარეს და დაწყებული საქმე ბოლომდე აღასრულეს... სისხლი, სიბინძურე, გაზი, წყლის ჭავლები და სულის ყივილი. - ზოგჯერ მინდა აქედან შორს წავიდეთ, მათი! - და მერე ჩვენი ქვეყანა, ედი?! - საქართველო?! - ხო, საქართველო, ედი! - გვეშველება კი რამე? - გვეშველება თუ გამოიდარებს! ერთი კი ვიცი, რომ სიბნელეს ყოველთვის თან სდევს სინათლე. ადამიანი იმედით ცხოვრობს ყოველთვის. - და ჩვენ?! - რა ჩვენ, ედი? - ეს რეჟიმი არ გვაძლევს ერთმანეთთან ყოფნის საშუალებას, ძვირფასო! - და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დავტოვოთ. ჩვენ მას ვჭირდებით... - ისევე, როგორც ჩვენ ერთმანეთის სითბო და ალერსი... - ეს სხვადასხვა რამაა, ედი... - მხოლოდ ერთი ვიცი, მათი... ამ სასტიკი რეჟიმის ფონზე კონტრასტია შენთან გატარებული საამო წუთი! - “ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!“ ყუმბარებში ჩადებული სიძულვილის ფონზე მათისა და ედის სხეული ბრწყინავდა. სახეჩეცვლილი, ჩამობღენძილი, უსიყვარულო, უშინაარსო და უმოწყალო. *** ხალხი ამბობს მიწა დავტოვოთო... აქ მომავალი არა გვაქვსო... ნაცნობობა ჭკუას სჯობსო... ქვეყანა მხოლოდ ფულზე იცვლებაო! ანარქია სუფებს სამშობლოში. იღვენთება პატრიოტი კაცის ნეშტი ცივ მიწაში. ახალგაზრდები საზღვარს ტოვებენ და იკარგება ამბოხი სული. იმ დღეს ედიმ მათის უთხრა ფეხბურთის საყურებლად წავიდეთო. მათის ეშინოდა... ძლიერ ეშინოდა. გული ცუდის ნიშნად აღარ ექომაგებოდა. ედი მარტო წავიდა. ედი მოვიდა... 2000 ლარიანი ჯარიმითა და წაშლილი, გაფერმკრთალებული სახის ნაკვთებით. *** და ყოველთვის, როდესაც სიცოცხლის უკანასკნელი სხივები გამოეთხოვებოდნენ ამღვრეულ ზეცას მათი ნაირასთან მიმავალ ბილიკებს უყვებოდა. იმ დღესაც ბობოქრობდა მეწამულისფერი ზეცა, რომელსაც აქაფვოდა ღრუბელთა თეთქი ქურქი. მათის უყვარდა ნაირა... და სწორედ მათ მიმართ არსებული გრძნობებიც წითელი ფერისა გახლდათ. ნაირა მოხდენილი, სასიამოვნო შესახედაობის ქალი იყო, რომელთან კომუნიკაციისას თითოეული ადამიანი მონატრებულ კერას აღმოაჩენდა. თბილ სახლს, სადაც ყოველთვის მომლოდინედ ეგებებიან. გრძნობათა კარიბჭე დაუკითხავად აღებდა კარს... და თვით სამოთხე, დედამიწაზე მოვლენილი, იყო ნაირას შინაგანი კაცთმოყვარე სახლი. - როგორ მენატრებოდით....! ბოდიში, აქამდე რომ ვერ მოვედი...- სევდიანად წარმოთქვა მათიმ, რომელსაც გამრავალკეცებული ჰქონდა შინაგანი გრძნობები. წარსულის მელანქოლიური შეგრძნებები კვლავ წინა პლანზე ნელ-ნელა იწევდა... შემდგომ ბევრი ისაუბრეს... ბევრიც იცინეს... მონატრებული გული სიყვარულით აივსეს... მათის ყველაზე მეტად სკოლის დამამთავრებელი წლები უყვარდა. ისიც იმიტომ, რომ გაუსაძლის, მორიხინე ცხოვრების წამებს ნაირა მასწავლებლის გაკვეთილებში ჰპოვებდა. ყველაზე ღვთისნიერმა... ამ სამყაროში ანგელოზად მოვლენილმა ნაირამ იცოდა, რა სახლობდა ადამიანის მიუსაფარ ფენებში და ყოველთვის ცდილობდა თავისი ხავერდოვანი, მედიტაციური ხმით დარდის გაქარვებას. მათის დამამთავრებელ კლასში ყველაზე მეტად უჭირდა. რწმენადაკარგული მიგრიხინობდა უსიცოცხლო წამები და ყოველ გათენებულ დღეს სიკვდილის იმედად ხვდებოდა. შემდგომ ინათა... იბრწყინა ახალმა ქმნილებამ და მათის უბადრუკი ცხოვრებაც ნელ-ნელა სწორ გზას ეძლეოდა. ნაირა ქმნილებაა... იგი ღვთის შვილია, რომელთანაც წითელი ძაფებითაა დაკავშირებული. - და მე თქვენ დაგპირდით... დაგპირდით, ჩემო ყველაზე დიდო მეგობარო, რომ საქართველოს ამ ჭაობიდან აუცილებლად ამოვიყვანდი. ვაჟას მედიდურ სიტყვებს ფარდას ავხდიდი. ბოლოსდაბოლოს კვლავ გაისმებოდა საქართველოს რეალური ეროვნული ჰიმნი! თქვენ აღმოჩნდით აწმყოსთან დამაკავშირებელი ხიდი. გაუსაძლისად მიყვარხართ და სულ გულის ჯიბით დაგატარებთ თქვენ და თქვენს სიტყვებს, რაც კი საკლასო ოთახში გაკვეთილის დროს გაგიჟღერებიათ! *** საქართველოს ვითარება 1917 წლის რუსეთის რევულუციის მსგავსია. მასავით სისხლისმსმელი, ამბოხებული, პატრიოტული ჟინით აღვსილი ახალგაზრდებით, სახელმწიფოს უსუსურობა და მათ მიერ განხორციელებული ამაზრზენი, გულის ამრევი ქმედებები. შტურმი. მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, სისხლისღვრა, სულისშემაწუხებელი გოდება, ლოზუნგი: „ძირს ომი, ძირს მეფე. პური და მშვიდობა!“ ახლა „სირცხვილია!“ ყოველმხრიდან გაჟღერებული სიტყვა: „ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე!“ თუმცა კვლავ ბრბოდ გადაქცეული ხელისუფლების მარიონეტად ქცეული მასკარადი. იმ დღეს მათი ფანჯრის რაფაზე იყო ჩამომჯდარი. თვალებიდან ჩამოღვენთილი ცრემლები მკლავის სარჩულით მოიწმინდა. გაიღიმა. ცალყბად, უსიცოცხლოდ გაიღიმა და თავი ჩამოღვენთილ სანთელს შეადარა. მათი დედამიწაზე მარტო იყო. მარტო იყო ისევე, როგორც ედი. მარტო იყო ისევე, როგორც საქართველო და ტანჯული თბილისი. შემდგომ არსაიდან იმედი შემოიჭრა მასში, თუმცა მალევე უარყო იგი. სასოება საბურავივით ეხვეოდა გამომშრალ სხეულს. ბოლოს მიილია... მიილია ისევე, როგორც ცეცხლწაკიდებული წმინდა სანთელი. ედის შორიდან შეაძრწოლა. უხეში ნისლის შემოხვევა იგრძნო თავის გარემოში. რამდენიმე წუთი გაშტერებული, შეცხადებული იდგა... შემდგომ გულმა კანკალი დაუწყო და მას კვლავ დაურეკა. - ცივა აქ... - ჩვენთან ისედაც ყოველთვის განსაკუთრებულად ცივა, მათი. - ზოგჯერ იმედი მჭირდება. ვეღარ ვუძლებ უმოძრაობას. სიცოცხლის შეგრძნება მინდა. - შენ ძლიერი ხარ, მათი.... - ისეთ სიძლიერეს რა ვუთხარ, როდესაც ხელ-ფეხი შებოჭილი გაქვს... - გამოიდარებს... - ან გამოიდარებს ან არა. - თუ არადა შენ შეასრულებ მზის მაგივრობას! მე შენი მწამს, მათი... ეს მისია შენია. შენი მისიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოაფხიზლო. - ეგებ ვერ შევძლო?! - შეძლებით აუცილებლად შეძლებ! - მეშინია იმედმა მიწასთან არ დამანარცხოს... ცხოვრებაში ისედაც ბევრჯერ ვიგემე მარცხი. - ადამიანები უსუსურები არიან. გზააბნეულნი და უსულგულოები. - მეც სწორედ ამის მეშინია, ედი.- თქვა მათიმ. სიტყვებს ჩუმი ნაღველი ამოაყოლა და იქვე თეთრ ქვეშაგებზე მიწვა. კერძოდ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს... შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე საქართველოს განძია შემონახული. იგი ხელშეუხებელი, წმინდა... უმწიკვლო და მომლოდინე მდგომარეობაშია, რომელიც ხშირად ოხვრის ნოტებს გამოთქვამს წითელი ძაფების ბიძგის გადამკიდე. 2008 წლის აგვისტოს თვეში გრძელი ძაფები გაიწყვიტა პუტინის თაოსნობით, თუმცა დღეს სიშორით გამოწვეული ვნებათაღელვა კვლავ არ ჩაძირულა. ის ჯერ კიდევ აქ არის. *** მათი რომანტიკოსია. ედი რეალისტი. ინი და იანი. თევზი და ლომი. სიყვარულის უდრეკი სიმფონია, რომელსაც თითქოს დაღი აქვს დასმული. და ისევ ედის ის მწვანე, შემპარავი, მაცდური ღიმილი... დათოვლილი გრძნობები და ცივი, გაყინული ქვეშაგები... სუსხიანი საღამო და გრძნობათა აგოგმანებული სიტყვა „მე შენ მიყვარხარ...“ შემდგომ ფარული შეხვედრები. სიტყვათა ფერადი გამები. უხეში ბალანი და განშორებები... „მიყვარხარ...“ ბოლოს ძაფები ცვდებოდა. სიტყვები დავიწყებას ეცემოდა. ყოფილი ზღვები, თვალუწვდენელი გრძნობათა სიმფონიის ამღერებდნენ. ყრუდ ღუღუნებდნენ. ექოდ ჩურჩულებდნენ. ქვეყანას კიცხავდნენ. ილექებოდა... იკვებებოდა.. ინთებოდა და ისევ გამქრალი გრძნობებივით კრთებოდა. - შენ ის აღარ ხარ, ვინ უწინ იყავი.- უთხრა მათიმ ედის, რომლის თვალებშიც წითელი ფერი გამორევოდა. გუგის მიმდებარე ტერიტორიაზე იალქანივით ტივტივებდა უწინდელი გძელი ძაფი. აგიზგიზებდა უსამართლო ცხოვრების წამს. შემდგომ ტალღის გროვაში ჩაძვრა. მიიძინა და გაქრა. - მე ყოველთვის ის ვარ, რომელიც ყოველთვის აქ იყო!- აუთრთოლდა ბაგე მას და თავისი ჩაყვითლებული, შემოდგომისფერი შინდისფერი, დაბერებული, ჩამოგლეჯილი ფოთლები აფხაზეთის ხმას გაატანა. იარა... შემდგომ მიიძინა და კვლავაც გაქრა. - ცრუობ... - დაბრუნდი... - შორია... - გპოულობ... - ვერ მწვდები. დაგვიანდა. - სხვაში გამცვალე... - ისევ დამჭირდი... - საქმეც მაგაშია... შენ მე ისევ დაგჭირდი, ედი.- ძნელად წარმოსათქმელი სიტყვები საბოლოოდ ამოილუღლუღა, მათიმ და მზის სხივებთან ერთად დასავლეთისკენ გაქრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.