ნახევარი სიყვარული (სრულად)
ნახევარი სიყვარული (სრულად) ფერდაკარგული მიიკვლევდა სახლისკენ გზას. აკანკალებული ხელები მანტოს საყელოსკენ წაეტანებია და ცდილობდა გამთბარიყო, თუმცა ამაოდ. ნოემბრის სუსხიანი დღე ძვალში ატანდა. მოსალოდნელი შეხვედრის გაგებით აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ორი წელი არ ენახა საყვარელი ადამიანი, რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა და ერთი მხრივ უხაროდა კიდეც თორნიკეს ნახვა, მაგრამ მიზეზი, რომლის გამოც ასეთი დაზაფრული იყო სულ სხვა რამეში მდგომარეობდა და ეს ის გრძნობები გახლდათ, რომელიც მეგობრის მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა რაც მისი წასვლით გამოწვეული ტკივილი იგრძნო. გულს უღრღნიდა ის ფაქტი, რომ ბიჭი როგორც დას ისე უყურებდა და ასეც უნდა ყოფილიყო თვითონ იყო დამნაშავე თავის თავს ამდენის უფლება, რომ მისცა, მაგრამ ვეღარაფერს იზამდა. გულს ხომ ვერ უბრძანებ. იმას აკეთებს რაც თვითონ გაუხარდება, იმას იყვარებს ვინც თვითონ უნდა და ტვინს არანაირად ემორჩილება. ლიზასაც არ უნდოდა ასე მომხდარიყო და ვერც წარმოიდგენდა თუ ოდესმე ის მეგობარი შეუყვარდებოდა, რომელსაც ძმად მიიჩნევდა. ახსენდებოდა მასთან გატარებული დრო, მისი გამოხედვა, ღიმილი, ჩახუტება. ახლა კი არც იცოდა როგორი იქნებოდა. ერთ თვეზე მეტია სკაიპშიც არ დალაპარაკებიან ერთმანეთს და უზომოდ ენატრებოდა. მისი ერთხელ დანახვაც საკმარისი იქნებოდა, რომ ფილტვები ჟანგბადით გავსებოდა და გულს თავისუფლად ძგერა დაეწყო. სულ რაღაც 24 საათი რჩებოდა მის ნახვამდე, ან როგორ არ უნდა ენახა. მთელი მათი სამეგობრო ერთად იკრიბებოდა და წვეულების მოწყობას აპირებდა. მშობლებიც დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და ლიზა ისე უყვარდათ როგორც თორნიკე, მაგრამ რომ გაეგოთ გოგოს რა გრძნობები აკავშირდება ბიჭის მიმართ შესაძლოა შეეძულებინათ კიდეც. თორნიკეც შეიძულებდა. ეს გარდაუვალი იყო, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა თავისი გრძნობები ისეთ ღრმა კუნჭულში მიეგდო და ჩაექვესკნელებინა, რომ თვითონაც ვერ ეპოვნა მისი თავი და ბოლო. თორნიკე და ლიზა მხოლოდ საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს 15 წელია იცნობენ და სხვა არაფერი. სახლში დროულად მივიდა. მშობლები სამსახურში იყვნენ, ამიტომ საღამომდე დღის გატარება მარტოს მოუწია. დილით დედას შემწვარი კარტოფილი მიირთვა და ოთახში ავიდა სამეცადინოდ. ლიზა მე-12 კლასშია და ალბათ ყველას გაგისინჯავთ ამ პერიოდში აბიტურიენტობის მწარე გემო. დღე და ღამე, რომ სწავლობ და ბოლოს მაინც არ იცი გამოცდაზე რას იზამ, ან ნერვიულობის ფონზე გემახსოვრება თუ არა ნასწავლი გაკვეთილები. თორნიკესგან განსხვავებით გოგო ყოველთვის ბეჯითი მოსწავლე გახლდათ. ჯერ კიდევ მეათე კლასელი იყო, როცა ბიჭმა სკოლის კედლები და მათ შორის საქართველოც დატოვა. სასწავლებლად კი ამერიკაში გაემგზავრა. ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტი ცოდნა დააგროვა ბიზნესის საკითხში, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. შეიძლება 24 საათი წიგნებში ჩარგული არ იყო, მაგრამ ყველამ იცოდა მისი ნიჭიერობის შესახებ და იმედები არც არასდროს გაუცრუებია ახლობლებისთვის. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი ერთადერთი გეგმა მამის საქმის გაძღოლა იყო, რადგან ბატონი დავითი მალე აპირებდა პენსიაზე გასვლას და ცოლთან ერთად უკანასკნელი წლების მოგზაურობასა და ბედნიერებაში გატარებას. ერთ ადგილას ჯდომით დაღლილი საწოლზე წვება და კონსპექტებს ცხვირწინ იკრავს, მანამ კითხულობდა ბიოლოგიის ტესტებს სანამ თვალები არ მიელულა და ხელში საგულდაგულოდ დაჭერილი ფურცლები თავზე არ დაეყარა. უკვე შუა ძილში იყო მშობლები, რომ მოვიდნენ. ნატოს ძალიან შეეცოდა შვილი გასაღვიძებლად, ამიტომ უბრალოდ ფურცლები აკრიფა და თბილი პლედი გადააფარა, რომ არ გაციებულიყო. მეორე დღეს ოთახიდან საერთოდ არ გამოსულა. წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული და ცდილობდა როგორმე თორნიკეს მიმართ გრძნობები დაევიწყებინა. უზომოდ უხაროდა, რომ დღეს მის ნახვას შეძლებდა, მაგრამ ამავე დროს ეშინოდა რამე ისეთი არ გამოევლინა რაც მათ მეგობრულ ურთიერთობას საფრთხის წინაშე დააყენებდა. ნერვიულობით ნატოს დატოვებული საჭმელიც არ უჭამია და ისე გავიდა დრო გააზრებაც ვერ მოახერხა. თორნიკე რვა საათზე ჩამოვიდოდა. ამ დროს კი ყველანი კლუბში იქნებოდნენ და დიდი ზარზეიმით დახვდებოდნენ მონატრებულ მეგობარს, შვილს და ძმას. შვიდის წუთები იყო სახლში ზარივით, რომ გაისმა კაკუნის ხმა და ლიზა შეშინებული წამოხტა ფეხზე. ოთახიდან გამოვიდა და კარი გააღო. მის წინ კი სოფი და მარიამი გამოცხადდა, რომლებიც უკვე გამოპრანჭულ გაკმაზულები იყვნენ და ორ მეტრიან ქუსლებზე შემდგარი გაკრეჭილი უყურებდნენ სახლის პიჟამებში გამოწყობილ ლიზას, რომელიც მიწაში ჩაძვრომას ოცნებობდა ოღონდ ამათი ჩხუბისთვის არ მოესმინა. -გოგო, შენ ნორმალური ხარ?- დაიწყო სოფიმ, თუმცა ლიზამ მოასწრო, ხელი პირზე ააფარა და ორივე სახლში შემოათრია. -ჯერ ძალიან ადრეა, უცებ ჩავიცვამ და მოვასწრებთ. ძალიან დაღლილი ვიყავი ხო იცით. -შენს ბედს, რომ კარგ ხასიათზე ვართ. წამოდი ახლა გვაჩვენე რას იცვამ. -ისა... ჯერ არ ვიცი.- ამოილუღლუღა და მოსალოდნელი კივილისთვის მოემზადა. გოგოები მართლა ერთდროულად აწივლდნენ და ლიზა სულ მუჯლუგუნებით შეაგდეს ოთახში. -იცოდეთ რამე გამომწვევი არ აარჩიოთ, მაინც არ ჩავიცვამ და არც ორ მეტრიან ქუსლებზე შევდგები. -სად გაქვს მაღალ ქუსლიანები თორე კი.- თვალები გადაატრიალა მარიამმა. ბევრი ეძიეს თუ ცოტა, მთელი კარადის გადმონგრევის შემდეგ, მოკლე ატმისფერი კაბა მოძებნეს, რომელიც ლიზასაც ძალიან მოეწონა. წელში გამოყვანილი იყო, დაბლა კი გაშვებული მეოთხედი მკლავით. მალევე ჩაიცვა და გოგოებს დაენახა. -აბა როგორია?- მათ წინ გრაციოზულად დატრიალდა. -რა გამხდარი ხარ რა არის. მგონია სადაცაა წელში გადატყდები.- აიბზუა ცხვირი სოფიმ, რაზეც ლიზას გულიანად გაეცინა. -ანუ კარგია, ახლა თმას მოვიწესრიგებ. -მოიცა, მე დაგისწორებ.- ფეხზე წამოხტა მარიამი. ლიზა სარკის წინ დასვა და თმის დასწორებას შეუდგა. გოგოების ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მსუბუქ მაკიაჟზეც დათანხმდა ქალბატონი და საბოლოოდ ძალიან საყვარლად და ლამაზად გავიდა სახლიდან მეგობრებთან და მშობლებთან ერთად. კლუბში მანამ მივიდნენ, სანამ თორნიკე მოვიდოდა და მალევე გაიგეს, რომ ეს უკანასკნელი უკვე ჩამოფრინდა და წუთი-წუთზე იქნება კლუბში. სიხარულისგან ყველა აჟიტირებული დარბოდა აქეთ-იქით და ცდილობდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. ლიზა კი ერთ ადგილას აწურული იდგა ბართან და ყოველ წამს კარისკენ იხედებოდა იმ ერთის მოლოდინში, რომელსაც ამდენი ხანია ელის. წინასწარ წარმოიდგინა როგორ გაიქცეოდა და ჩაეხუტებოდა მონატრებულს. აკოცებდა ლოყაზე როგორც მეგობარი მეგობარს და ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა. თორნიკეც მოხვევდა წელზე ხელებს და როგორც სჩვევია ჰაერში დაატრიალებდა. მუცელზე მოუღუტუნებდა და მის სიცილს მთელი კლუბი გაიგონებდა, მაგრამ როგორც კი კლუბის კარი გაიღო ყველაფერი გაიყინა, თითქოს დრომ მსვლელობა შეწყვიტა. მხოლოდ მის სახეს უყურებდა, წვერი მოზრდია, უფრო გამაღლებულა და სიმპათიური გამხდარა. ახლა მითუმეტეს არ შეიყვარებდა გოგოს და მას ზედაც აღარ შეხედავდა. ყველა მისკენ გაიქცა მშობლები, მეგობრები, ახლობელი ადამიანები გარს შემოეხვივნენ და რიგ-რიგობით ეხუტებოდნენ მონატრებულ თორნიკეს, რომელსაც ლიზასთვის სულაც არ ცხელოდა. წინასწარ დაგეგმილი ჩახუტების სცენებიც წარსულს ჩაბარდა და გოგონამ გულში მტკივნეული დარტყმა იგრძნო. ბარისკენ შეტრიალდა, რათა ობლად წამოსული მხურვალე ცრემლები შეეშრო. -ლიზა.- გაიგონა თუ არა ბოხი ხმა მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ნელ-ნელა შეტრიალდა მისკენ და ცრემლჩამდგარი მწვანე ირისები შეანათა მასზე მაღალ სხეულს. ბიჭი ხელებგაშლილი იდგა და ელოდებოდა როდის ჩაეხუტებოდა მონატრებულ მეგობარს. ლიზამაც არც აცია არც აცხელა ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილს და საყვარელი ადამიანის მკლავებში მოექცა. მისი სურნელი ბოლომდე შეისრუტა და ფილტვები ჟანგბადით აავსო. ახლა მიხვდა როგორ აკლდა მასთან ჩახუტება. იგრძნო თუ არა ძლიერი ხელების შეხება წელზე აცახცახდა. სხვანაირად იგრძნო თავი. ორი წლის წინ სულაც არ ეხამუშებოდა თორნიკეს მსგავსი შეხებები და მის წინ ზედმეტად გამომწვევადაც კი დატანტალებდა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ახლა, როცა წარმოიდგინა თავისი თავი მსგავს სიტუაციებში მთლიანად აწითლდა. ახლა ხომ არა ძმას, არამედ როგორც საყვარელ მამაკაცს ისე უყურებდა. მალევე მოაშორა მის კისერზე კომფორტულად შემოწყობილი ხელები და უხერხულად გადადგა ერთი ნაბიჯი უკან. -როგორ ხარ ლიზაზუ? -კარგად შენ? -არამიშავს. იცი ყველანი ძალიან მომენატრეთ. არ მეგონა შენი ქაჯობები თუ ოდესმე მომენატრებოდა.- უთხრა ღიმილიანი სახით. -ჰო, არც მე. -როგორ გაზრდილხარ და დასერიოზულებულხარ.- ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ ლიზამ მაინც გაიგონა და თითქოს მალამოდ დაედო მისი სიტყვები გულზე. მთელი ღამე წყვილი ერთმანეთს არ მოშორებია, ხმამაღლა კისკისებდნენ, ეხუტებოდნენ და უღიტინებდნენ. წინ მსხდომი დაქალები და ძმაკაცები სულ არ აინტერესებდათ, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ თორნიკეს ყურადღება მოკლებულები და მარტონი ერთობოდნენ. ამ ორის გარშემო თითქოს არც არავინ არსებობდა. ერთად ისხდნენ კლუბში არსებულ დივანზე და საუბრობდნენ ყველაფერზე. ლიზას თითქოს დაავიწყდა კიდეც მისი გრძნობები და როგორც ადრე ისე დაიწყო თორნიკესთან საუბარი. სრულიად გაიხსნა და ამჯერად დაუფარავად ესაუბრებოდა ყველა სისულელეზე, მისი ყველა თაყვანისმცემლის შესახებ კისკისით უამბობდა, რაზეც თორნიკეს სიბრაზეც იმჩნეოდა, თუმცა რა იცოდა გოგო მთელი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ მის ხსენებასა და ოცნებაში, რომ იყო. -და შენ?- ჩაეკითხა ლიზა. -რა მე? -შენ გყავდა ვინმე? -არა ლიზაზუ, არავინ მყოლია.- ბიჭის სიტყვებზე სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, თუმცა მალევე მოეშხამა ხასიათი, როცა თორნიკემ დაამატა. -სერიოზული არაფერი ყოფილა, მაგრამ ერთი ღამის იყო.- თითქოს იცოდა რა რეაქციაც ექნებოდა ლიზას, კმაყოფილმა ჩაიღიმა და ფეხზე წამოდგა. -უკვე გვიანია, ჩვენი წასვლის დროა. -ასე მალე? -ჰო, ნახე ყველა ჩვენ გველოდება.- მხოლოდ ახლაღა შეამჩნია კლუბის გასასვლელთან მდგარი გოგოები და ბიჭები, რომლებიც მართლა წყვილს ელოდებოდნენ. ლიზამ სწრაფად მოიცვა მანტო და ყველანი ერთად გავიდნენ კლუბიდან. გოგო მეგობრებს დაემშვიდობა და მშობლებთან ერთად ჩაჯდა მანქანაში. არც წვიმდა და არც თოვდა, მაგრამ სიცივე მაინც იყო. ლიზა მთელს სამეგობროში ერთადერთი ადამიანი გახლდათ, რომელიც ასეთი მცივანა იყო. მისთვის ერთადერთ საჭიროებას მხოლოდ სითბო მოითხოვდა, ამიტომ ყველა მის ჩაცმულობაზე ზრუნავდა, რომ არ გაციებულიყო. თავი საქარე მინას მიადო და თვალები დახუჭა. ფიქრებით კი კვლავ თორნიკესთან იყო და მის მიმართ მოზღვავებულ გრძნობებს უმკლავდებოდა. მეორე დღეს დედის ხმამ გააღვიძა, რომელიც აუწყებდა, რომ სკოლაში იყო წასასვლელი, მაგრამ თავიც არ აუწევია ისე ამოიბურდღუნა. -დე, დღეს რეპეტიტორი მაქვს ათ საათზე და ვერ წავალ. -კარგი, მაშინ დაიძინე კიდევ ცოტა ხანი.- საბანში მთელი სხეულით გახვეულ შვილს შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. ქალბატონმა ცხრა საათამდე იძინა და კიდევ დიდხანს ინებივრებდა თბილ საწოლში, რომ არა მასწავლებელი. თან წვიმიანი ამინდიც უწყობდა ხელს. ფუმფულა პიჟამით მთელი დღე დაწოლილს გაეტარებინა და რაიმე ფილმისთვის ეყურებინა. ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და როგორც კი ცივ იატაკს შეახო შიშველი ფეხის წვერები გააჟრჟოლა. სწრაფად გაუყარა სახლის ჩუსტებში ფეხები და სააბაზანოში შევიდა. თავი მოიწესრიგა, ტანისამოსი ჩაიცვა და სამზარეულოში შევიდა. მარტო ყოფნას უკვე იმდენად მიეჩვია, რომ ვერც ეგუებოდა სახლში ვინმე თუ იმყოფებოდა. მშობლებთან დროის გატარება კი ნამდვილად მონატრებული ჰქონდა, რადგან მათი პროფესიიდან გამომდინარე სულ სამსახურში იყვნენ და შვებულების აღებასაც ვერ ახერხებდნენ ახალ წლამდე. ლიზამ მსუბუქად ისაუზმა, ჩანთაში საჭირო ნივთები ჩააწყო და სახლიდან გავიდა. ისეთი წვიმა იყო ამ დროს მტერსაც კი არ გააგდებდა კაცი გარეთ. ტაქსიც ვერსად დაიჭირა, ამიტომ გაჩერებამდე მისვლა თავიდან ბოლომდე გაწუწულს მოუწია. დიდხანს ელოდა ავტობუსს, რომელიც როგორც ჩანს არ ჩქარობდა. სიცივისგან კანკალმა აიტანა. მაინდამაინც დღეს არ მოიცვა თავისი თბილი მანტო და თხელი საწვიმრით წამოვიდა. თავის თავს წყევლიდა ასეთი დაუდევრობისთვის. როგორ შეიძლება მისნაირმა მცივანა ადამიანმა ოდესმე თხლად ჩაიცვას. ხელებს ერთმანეთზე ასავსავებდა, რომ როგორმე გაეთბო და ფეხებს ერთ ადგილას აბაკუნებდა. ქუჩის მეორე ბოლოს თორნიკეს მანქანა გამოჩნდა, რომელიც სამსახურში მიდიოდა და სწორედ ეს გზა უნდა გაევლო. ლიზა ასეთ მდგომარეობაში დაინახა თუ არა სიბრაზემ მოიცვა და მანქანა პირდაპირ მის წინ გააჩერა. საქარე მინა ჩამოწია და მისკენ გაიხედა. -აბა რას იზამ ჩაჯდები თუ აპირებ ამ ყინვაში მანდ დგომას? -შენ აქ რა გინდა?- სიცივისგან კბილებ აკაწკაწებული ჩაჯდა მანქანაში და როგორც კი თბილი ჰაერი იგრძნო დაძაბული სხეული წამშივე მოეშვა. მანქანის სალონი თორნიკეს სუნამოს სურნელით იყო გაბრუებული, რაც ლიზას არ გამოპარვია და მთლიანად შეისრუტა გარშემო არსებული ჟანგბადი. -გოგო რას აკეთებდი ამ წვიმაში აქ?- ჰკითხა და მანქანა დაძრა. -ავტობუსს ველოდებოდი რას უნდა ვაკეთებდე. -სად მიდიხარ? -რეპეტიტორთან, ორ გაჩერებაშია. -ცოტნეს, გიორგის ან მე ვერ დაგვირეკე თუ სადმე გაყვანა გინდოდა? -შენი ნომერი არ მაქვს, იმათ კი საქმეები აქვთ და ვეღარ შევაწუხე. -მოსაკლავი ხარ რა, ახლა იოცნებე არ გაცივდე თორე შენს თავს ჩემზე კარგად შენ იცნობ. -არ იღელვო შენ, არ გავცივდები.- უპასუხა გაბუტულმა და ხელები გადაიჯვარედინა. თორნიკეს მზრუნველობა გულს უთბობდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ ზედმეტად გაუხეშებული ჩამოვიდა, ან მხოლოდ გოგოს მიმართ ავლენდა თავის ბრაზს, რაც ლიზას ძლივს შენარჩუნებულ თავშეკავებას ბოლოს უღებდა. დანიშნულების ადგილას მივიდნენ თუ არა თორნიკემ გოგოს თავისი ტელეფონი გაუწოდა. -შენი ნომერი ჩამიწერე და მოგაკითხავ, რომ დაასრულებ. -არ არის საჭირო, წვიმა გადაიღებს და ჩემით წამოვალ. -რომ გეუბნები ჩამიწერე და ნუ მიშლი ნერვებს.- გაბრაზებულმა გამოართვა ტელეფონი და თავის ნომერს ლიზაზუ დააწერა, შემდეგ კი პატრონს დაუბრუნა. ლიზას მისი ნომერი არ ჰქონდა, ამიტომ დარეკვას ვერ მოახერხებდა და თორნიკეს სავარაუდოდ ხუთ წუთში უკვე აღარ ემახსოვრებოდა მასთან მოსვლის გეგმა. საბოლოოდ კი მეგობრებთან ერთად დაბრუნდებოდა სახლში. -მადლობა, რომ მომიყვანე.- საბოლოოდ აათვალიერა საყვარელი მამაკაცის ნაკვთები, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდათ ბრაზის დეტალები და მანქანიდან გადავიდა. სახლში შუადღეს დაბრუნდა. ბოლო წუთამდე ეგონა, რომ თორნიკე დაურეკავდა, დატუქსავდა რატომ გამასწარიო და მასთან მივიდოდა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბიჭს დაავიწყდა. ასეთი რამ მათი გაცნობის დღიდან დღემდე არ მომხდარა. სახლში შესულმა ჩანთა დივანზე მიაგდო და თავის ოთახში შეიკეტა. ცრემლები მოაწვა და ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთიც ვეღარ შეაჩერა. ვერავინ წარმოიდგენდა როგორ უყვარდა ლიზას თორნიკე, არავინ იცოდა მის გარდა და არც არავის უმხელდა საუკეთესო მეგობრებსაც კი. ცრემლები მანამ მიიკვლევდნენ გზას აწითლებულ ღაწვებზე, სანამ ლიზას არ ჩაეძინა. ყველაზე საშინელი ცალმხრივი სიყვარულია. მომენტი, როდესაც შენი გრძნობა ერთ მთლიანობას არ წარმოადგენს, გული კი მხოლოდ იმ უკანასკნელისთვის ძგერს, რომელსაც ვერ წარმოედგინა თუ ოდესმე ასეთი რამ მოხდებოდა. თორნიკეს ლიზას არსებობა მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ გაახსენდა. -ფუ ამის დედაც, გოგოს წამოყვანა როგორ დამავიწყდა. იქნებ რამე მოუვიდა, იქნებ მელოდა.- ანერვიულებულმა სასწრაფოდ მოძებნა ლიზაზუს ნომერი და გადარეკა. დიდი ლოდინის შემდეგ მეორე მხრიდან გოგოს მოგუდული ხმა გაისმა. -გისმენთ. -ლიზაზუ, ბოდიში დღეს იმდენი საქმე მქონდა თავიდან სულ გადამვარდა, მაპატიე რა. ხომ კარგად ხარ?- თორნიკეს ხმის გაგონებაზე კვლავ ტკივილმა მოიცვა მისი გული. ბიჭისთვის უბრალოდ მეგობარი იყო, რომელსაც დაეხმარებოდა ყოველთვის და ყველგან, მაგრამ არასდროს შეხედავდა როგორც შეყვარებული მამაკაცი. -არაუშავს კარგად ვარ, მადლობა.- ძლივს გადააბა ერთმანეთზე სიტყვები და ტელეფონი მანამ გათიშა, სანამ კვლავ ტირილს დაიწყებდა. საწოლიდან წამოდგა და სარკეში ჩაიხედა. თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა, უპეები კი შესიებული. ასე ვერავის დაენახვებოდა. სასწრაფოდ შევიდა სააბაზანოში და სახე ცოტათი მოიწესრიგა. სამზარეულოში გასვლას აპირებდა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.ზლაზვნით გააღო და წინ ასვეტილ გოგოებს შეავლო თვალი, რომლებიც ღიმილით უყურებდნენ. -სად მივდივართ?- მათი ჩაცმულობიდან გამომდინარე მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე. -დღეს ყველანი ცოტნესთან მივდივართ. დაგვატიჟა.- უპასუხა სოფიმ და გოგოებმაც დაუკითხავად შეაჭრეს სახლში. -თორნიკეც იქნება? -რა თქმა უნდა.- პასუხის გაგონებისას სრულიად გაუქრა სადმე წასვლის სურვილი. -აუ, მე დაღლილი ვარ ვერ წამოვალ . -რამ დაგღალა სახლში ჯდომამ? შედი ახლა მალე ჩაიცვი და გელოდებით. ცოტნე და გიო რამდენი ხანია არ გვინახავს.- უთხრა მარიამმა და დაქალი ძალით შეაგდო საძინებელში. ლიზას მომზადებამდე გოგოებმა ვაშლის წვენი დალიეს და ამასობაში ჩათბუნული სხეულიც გამოვიდა ოთახიდან. -ლიზა, ბაკურიანში ხომ არ გგონია შენი თავი?- ჰკითხა სიცილით მარიამმა. -მცივა და რა ვქნა?- ამოიბუზღუნა გოგომ და დაქალებთან ერთად გავიდა გარეთ. დანიშნულების ადგილამდე ტაქსით მივიდნენ. ლიზამ სახლის ეზოში მდგარი თორნიკეს მანქანა შეამჩნია თუ არა წამში შეეცვალა გამომეტყველება და დაზაფრული შევიდა შიგნით. კარი გააღეს თუ არა მაშინვე გაიგონეს ბიჭების ყვირილი. -ლიზაზუუ, მარიაამ, სოფიი.- და რიგრიგობით ეხუტებოდნენ და აბზრიალებდნენ გოგოებს. ისინიც ლაღად იცინოდნენ და მონატრებულ მეგობრებს ძლიერად ეხუტებოდნენ. -კარგით ბიჭებო, მეც მომენატრეთ, მაგრამ ნუ მაბზრიალებთ ასე, თავბრუ დამეხვა. -ნუ ბუზღუნებ, თორე უფრო დაგატრიალებ.- გადაიხარხარა გიომ. -დასვი ბიჭო ბავშვი, ცუდად არ გახდეს.- ვერც კი გაიაზრა როგორ გაჩნდა მათთან თორნიკე, რომელმაც ღრენით უბრძანა გიორგის და მანაც წამშივე შეწყვიტა ბრუნვა. იატაკზე მდგომი თავს ძლივს იკავებდა. -თორნიკემ გადაგარჩინა.- უთხრა სიცილით ლიზას და ხელი წელზე შემოხვია. მან კი ერთი-ორი მუჯლუგუნიც უთავაზა. -რა გადარეულები ხართ.- ამოილუღლუღა და ძლივს შენარჩუნებული წონასწორობით სხვებთან ერთად გავიდა მისაღებ ოთახში. თორნიკესთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია, რაც ბიჭს ზედმეტად აცოფებდა. ვერ იტანდა ლიზას თვალებს, რომ ვერ ხედავდა მის გარშემო, ან ამ გოგოს ღიმილი მისკენ, რომ არ იყო მიმართული. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ჭირდა და რატომ ითხოვდა გოგოს ყურადღებას ასე ძალიან. ალბათ მეგობართან გატარებული ის ლაღი დღეები მოენატრა ორი წლის წინ, რომ ჰქონდათ, თუმცა ერთი რამ ცხადზე ცხადი იყო, ლიზა ძალიან კარგად ასრულებდა იმ პირობას, რომელიც თავის თავს მიცა. დღეს თორნიკეს დაიგნორების დღე იყო. -მოდით რამე ვითამაშოთ.- თქვა სოფიმ და მას ყველა დაეთანხმა. ჯოკერის თამაში გადაწყვიტეს სურვილებზე, რომელიც შემდგომში მდგომარეობდა: მთელი ბოთლი არაყის ერთი მოყუდებით დალევა, წვიმაში საცვლებით გავარდნა და ათი ცალი კვერცხის თავზე გადახლა. ამ სამიდან ბოლო ადგილას გასულს რომელიმე უნდა შეესრულებინა. მთელი საათი თამაშობდნენ. თორნიკე ყოველ ჯერზე პირველ ადგილას გადიოდა და ცდილობდა ლიზას დახმარებოდა, თუმცა გოგო ამ ყველაფერს არ იმჩნევდა და თვითნებურად აგრძელებდა თამაშს, რაზეც ბიჭს ნერვები ეშლებოდა. იცოდა, რომ ცოტნე და გიორგი რამეს ჩააწყობდნენ თავის გადასარჩენად და ასეც მოიქცნენ. ბიჭებმა გადაწყვიტეს რომელიმე გოგოს მაინც შეესრულებინა ზემოთ ხსენებული სურვილები და ეს მსხვერპლი ლიზა აღმოჩნდა. -ოღონდ ეს არა.- ამოილუღლუღა და მეგობრებს გადაავლო თვალი. -აბა ლიზაზუ რომელი გირჩევნია?- ჰკითხა ხითხითით ცოტნემ. -არცერთი.- გაეკრიჭა გოგო და მათი მოთაფვლა საცოდავი სახის მიღებით ცადა, თუმცა ამაოდ სასჯელი გარდაუვალი იყო. -კარგი, მაშინ არაყს დავლევ. -რომელი სტაჟიანი ლოთი შენხარ პატარა ბავშვო.- შეუღრინა თორნიკემ, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. -მოართვით ქალბატონს არაყი.- გასცა ბრძანება გიომ და მარიამმაც წამში მოაცუნცულა ერთი ბოთლი არაყი. -სამამდე დავითვლი და დაიწყებ.- უთხრა ცოტნემ და ლიზამაც შეშინებულმა დაუქნია თავი. ცხოვრებაში დაბადების დღის ან ახალი წლის გარდა ერთი წვეთი ალკოჰოლიც არ გაუსინჯავს და ისიც ერთი ჭიქა. ახლა კი ვერ წარმოედგინა როგორ უნდა დაელია მთელი ბოთლი არაყი. -ერთიიიიი, ორიიიი, სამიიიი.- დაითვალა ყველამ ერთად და ლიზამაც წამში მიიყუდა ალკოჰოლი, რომელმაც მთელი ყელი და მუცელი ჩაუწვა. პირველივე ყლუპზე იგრძნო წვა და ერთი წამით უკან გადმოქცევაც იფიქრა, მაგრამ არ გააკეთა. ყელი ისე ჩაუწვა საშინელმა ალკოჰოლმა ხველა აუტყდა. იმ წამსვე მიაწოდეს გოგოებმა ფორთოხლის წვენი, რომელმაც ცოტა დაუამა და ხველაც შეწყვიტა. ალკოჰოლმა სწრაფადვე იმოქმედა გოგოს ორგანიზმზე, რომელსაც ძილი მოერია და მის გვერდით მჯდომ ცოტნეს დაადო მხარზე თავი. ცხოვრებაში პირველად იყო მთვრალი, თუმცა სხვებისგან განსხვავებით მხიარულების ნაცვლად მოიღუშა. თორნიკემ მისი ხასიათის ცვლილება მალევე შეამჩნია და თვალებ დახუჭულ გოგოს თბილი მზერით გადახედა. -ამას მე დავაწვენ, დღეს აქ დარჩეს.- უთხრა ცოტნეს და გოგო ბუმბულივით აიტაცა ხელში. სასტუმრო ოთახში შეიყვანა და საწოლზე დააწვინა, თვითონ კი გვერდით მიუჯდა, სახეზე ჩამოყრილი შავი თმა გვერდით გადაუწია და მის ნაკვთებს დააკვირდა. მძინარეს ტუჩები ოდნავ წინ ჰქონდა წამოწეული, გრძელი წამწამები კი ლოყებზე ეფინა და იმ წამს ისე საყვარლად მოეჩვენა თორნიკეს ლიზა, რომ ეგონა მის გარდა არავინ არსებობდა გარშემო. ორი წლის განმავლობაში ძალიან შეცვლილი დახვდა. აქ დატოვებისას ისეთი ქაჯანა იყო ვერავინ უმკლავდებოდა. ახლა კი წყნარი და ისეთი გახდა მისთვის გულის ტკენის გამო ნებისმიერის სიცოცხლეს წამში, რომ გამოასალმებდა, მაგრამ ლიზა მისთვის მხოლოდ მეგობარი და ეგრეთწოდებული და უნდა ყოფილიყო. არასასურველი ფიქრები თავიდან განდევნა, შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა. -მხოლოდ მეგობარი თორნიკე, მეგობარი.- გაუმეორა თავის თავს და პირველ სართულზე ჩავიდა. გოგოები გიორგის წაუყვანია სახლში, თვითონ კი კიდევ ცოტახანი დარჩა ცოტნესთან. -რა გჭირს ბიჭო, რა ხასიათზე ხარ? -არაფერი, მაგრად დავიღალე დღეს. -არაუშავს, მალე მიეჩვევი, თავიდან მეც ეგრე ვიყავი. -ხო იმედია. კარგი წავედი ლიზას მიხედე. -მაგას თქმა უნდა? რა თქმა უნდა მივხედავ.- იმედიანად დაკრა მხარზე ხელი ძმაკაცმა და სახლიდან გააცილა. ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც არც თორნიკე და არც სხვა მეგობრები არ უნახავს. ბიჭები საქმეებზე დარბოდნენ, გოგოებს კი საკმაოდ ბევრი სამეცადინო ჰქონდათ. მათ შორის ლიზასაც, რომელიც ეროვნული გამოცდებისთვის ყველანაირად ემზადებოდა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში კითხულობდა მისთვის საჭირო საგნებს. ორშაბათს სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო ტელეფონის ხმა, რომ გაისმა და ელენე დაეწერა, რომელიც თორნიკეს დედა გახლდათ. -გისმენთ. -ლიზაზუ, შვილო როგორ ხარ?- გაისმა მეორე მხრიდან ქალის თბილი ხმა. -კარგად ელენე დეიდა შენ? -მეც არამიშავს. საყვარელო შენთან ერთი თხოვნა მაქვს თუ არ შეწუხდები. -არა, რა შეწუხებაა გისმენ. -სამსახურში დამიბარეს, სასწრაფოდ უნდა გავიდე და თორნიკესთვის სადილი არ მომიმზადებია. ხომ იცი როცა შია როგორი გაცხარებულია. იქნებ შეძლო მოსვლა და რამე მოუმზადო, რაც გაგიხარდება.- თორნიკესთან სახლში მარტო დარჩენის გეგმა არც ისე მოეწონა, მაგრამ ელენეს ხათრი ვერ გაუტეხა, ამიტომ დათანხმდა. -ნახევარ საათში მანდ ვიქნები. -კარგი შვილო, მადლობა. -ელენე დეიდა გეკადრება? რა საჭიროა ამდენი მადლობა. ახლავეს გამოვალ. -აბა შენ იცი.- ტელეფონი გათიშა, კურტკა მოიცვა და სახლიდან გავიდა. მთელი დღე თვითონაც არ ეჭამა არაფერი, ამიტომ მუცელი სადაცაა გინებას დაუწყებდა. თორნიკეს სახლამდე ტაქსით მივიდა. კარზე ზარი დარეკა და დააკაკუნა კიდეც, მაგრამ რომ არავინ გაუღო იფიქრა თორნიკეს ალბათ ისევ ძინავსო, ამიტომ დაუკითხავად შეაჭრა შიგნით. მოსაცმელი საკიდზე ჩამოკიდა და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა. პროდუქტები ელენეს მაგიდაზე ჰქონდა დატოვებული. იმის თქმა შერცხვა, რომ არაფრის გაკეთება იცოდა. მხოლოდ ელემენტარულების. ამიტომ რაც იცოდა იმის მომზადება დაიწყო. კვერცხი შეწვა და პურზე თორნიკეს საყვარელი საზამთროს მურაბა წაუსვა. ლანგარზე დააწყო ყველაფერი, გვერდით ცხელი ყავაც მიუდგა და თორნიკეს ოთახისკენ წავიდა. სურდა სურპრიზი მოეწყო და გაეხარებინა. ღიმილით შეაღო ბიჭის ოთახის კარი და საწოლზე მწოლიარეს შეხედა თუ არა, წამში გაისმა მთელს სახლში ლანგრის დავარდნის შემზარავი ხმა. გოგონას სახეზე ღაპაღუპით დაიწყეს ცრემლებმა დენა. რისი იმედი ჰქონდა? დარწმუნებული იყო, რომ თორნიკე მას არასდროს შეიყვარებდა და ისიც იცოდა, რომ ვინმე გოგო აუცილებლად ეყოლებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის ასე ცხადად დანახვამ მასზე ცუდად იმოქმედა. ლანგრის ხმაზე წყვილსაც გაეღვიძა. ქერათმიანი გოგონა თვალების ფახულით წამოჯდა საწოლზე, თორნიკე კი გაოცებული უყურებდა ლიზას და ვეღარ გაეგო რა გაეკეთებინა. -ლიზა.- წარმოთქვა მისი სახელი ძლივს, რამაც გოგო გონს მოიყვანა, ერთი შეავლო მის წინ დატრიალებულ სცენას თვალი და სწრაფად დაეშვა კიბეებზე. სირბილით გაიქცა გარეთ და საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება მათი რეაქციისთვის. აი ბატონი თორნიკეს გულში კი ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ლიზას ასეთ რეაქციას არ ელოდა. -ეს გოგო ვინ იყო?- წამოიკნავლა გოგომ. -არავინ, შეგიძლია ჩაიცვა და წახვიდე. -წავალ, მაგრამ დაველოდები შენს ზარს.- გოგოს სიტყვებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია ისე შევიდა აბაზანაში, იქიდან გამოსულს კი მისი არანაირი კვალი დახვედრია. მხოლოდ საჭმლის ნარჩენები მიმოფანტულიყო იატაკაზე, რამაც ლიზას თავი კიდევ ერთხელ შეახსენე და გულში ცუდმა გრძნობამ გაკრა. ატირებულმა გოგომ ტაქსი გააჩერა და წყნეთში მდებარე აგარაკის მისამართი უკარნახა, რომელიც მთელი სამეგობროს სამფლობელო გახლდათ. მათგან თუ ვინმეს დაჭირდებოდა ყველა იყენებდა და ლიზასაც ახლა სხვა არაფერი სურდა. მხოლოდ მარტო დარჩენა და ტირილით გულის მოოხება. გზად დედას მიწერა, რომ გოგოებთან ერთად მიდიოდა აგარაკზე და მთელი დღე იქ იქნებოდა. დანიშნულების ადგილს ძლივს მიაღწია, ტაქსისტს ფული გადაუხადა და სახლში შევიდა. მისაღებ ოთახში არსებულ დივანზე გაწვა და ცრემლებს საშუალება მისცა თავისუფლად გაეკვლიათ გზა მის სხეულზე. **** -ჯანდაბა, უკვე თორმეტი საათია ის კი არსად გამოჩენილა.- ცოტნეს სახლში მყოფი თორნიკე ბოლთას ცემდა და ყოველ ორ წუთში ლიზას ნომერზე რეკავდა. -ასე როგორ გააბრაზე, რომ საერთოდ დაიკარგა?- ჰკითხა ბიჭმა ინტერესით. -ისეთი არაფერი მომხდარა...- გაგრძელებას აპირებდა, როდესაც ამჯერად ცოტნეს ტელეფონზე დარეკეს. ლიზას დედა იყო. -ბატონო. -გამარჯობა ცოტნე, ბოდიში ამ დროს, რომ გაწუხებ, მაგრამ ლიზამ მითხრა, გოგოებთან ერთად აგარაკზე მივდივართ და ბიჭებიც იქ ხართ თუ ვინერვიულო? -კი, ჩვენც აქ ვართ, არაფერია სანერვიულო, მშვიდად იყავით. -კარგი შვილო, მადლობა. -არაფრის.- უპასუხა ცოტნემ და თორნიკეს გაეკრიჭა. -რაო? -რაო და ჩვენი ჩიტუნია აგარაკზე წასულა და დედა მოუტყვილებია გოგოებთან ერთად ვარო. -მერე? მართლა გოგოებთან ერთად არის? -არა ბიჭო, გაანძრიე ტვინი, მარტოა წასული, რომ კითხო ეშინია მარტო ყოფნის. -ეშინია? ხო ეშინია, ეშინია. ცალტვინა ბავშვი.- გაბრაზებულმა დაავლო ქურთუკს ხელი და გარეთ გავარდა. -როდის უნდა აღიაროს ამ მართლა ცალტვინამ, რომ მეგობარი შეუყვარდა?- ჩაილაპარაკა ცოტნემ თავისთვის. ლიზას გვიან გაეღვიძა. ტირილისგან დასიებულ თვალებს ძლივს ახელდა, პირი ისე ჰქონდა გამშრალი, რომ ხმასაც კი ვერ იღებდა. ნელა წამოიზლაზნა დივნიდან და სამზარეულოსკენ გაეშურა. ერთი ჭიქა წყალი მთლიანად ჩაცალა და მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ ამხელა აგარაკზე ასე გვიან, მარტო იმყოფებოდა. შიშისგან გააჟრჟოლა და კვლავ მისაღებ ოთახში გავიდა. ტელევიზორი ჩართო და ტელეფონი შეამოწმა, რომლის ბატარეაც დამჯდარა და ახლა გათიშული იყო. საათის ისრები პირველს, რომ უჩვენებდა უფრო მეტად დაიძაბა. ამ დროს ვერც ტაქსს ნახავდა და ვერც სხვა ტრანსპორტს, ამიტომ უნდოდა თუ არა ღამის აქ გატარება მოუწევდა. ტელევიზორს მანამ მიჩერებოდა გაშტერებული, სანამ უეცრად არ დაიქუხა. შიშისგან შეხტა და ფეხზე წამომდგარმა ფანჯარაში გაიხედა. რამდენიმე წუთში ჭექა-ქუხილს კოკისპირული წვიმა დაერთო. -არაფერია ლიზა, ეს მხოლოდ გარეთ ხდება, სახლში უსაფრთხოდ ხარ, არაფერია.- თავს იმშვიდებდა და ოთახში მიმოდიოდა. უეცრად ძალიან ძლიერად დაიქუხა და გარშემო ყველაფერი გაანათა, ელექტროენერგია კი გაითიშა. შიშისგან მთელი სხეული აუკანკალდა და ყელში გაჩხერილმა ბურთმა ტირილი აიძულა. დღეს მერამდენედ ასლუკუნდა უკვე ვეღარ ითვლიდა. ბუნებაც კი მის წინააღმდეგ იყო. ყველა ცდილობდა მისთვის გული ეტკინა. დივანთან ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო, გარშემო სამარისებური სიჩუმე სუფევდა. მხოლოდ წვიმის წვეთების შხაპუნი ისმოდა. უეცრად, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა და შეშინებული ლიზა წამში წამოხტა ფეხზე. გულის ძგერის ხმა თვითონაც კი ესმოდა, კარისკენ წავიდა და შეშინებულმა მიაყურადა, იქიდან არანაირი ხმა არ ესმოდა. რამდენიმე წამში საკეტის ხმა გაისმა და კარიც გაიღო. ლიზამ შიშისგან ყვირილი და მთელს ოთახში სირბილი დაიწყო. ვერ გაეგო ვინ იყო, რადგან ძალიან ბნელოდა. თორნიკეც არ იღებდა ხმას და იმის ნაცვლად, რომ გოგო დაემშვიდებინა პირიქით უკან მისდევდა. რამდენიმე წუთში ელექტროენერგიაც მოვიდა და მთელი სახლი განათდა. თვალცრემლიანმა ლიზამ თორნიკეს მოკრა თუ არა თვალი გულმა უფრო მეტად დაუწყო ფართხალი, დასამშვიდებლად ხელი მკერდზე მიიჭირა, თუმცა ამაოდ. -შენ... შენ... შენ აქ რა გინდა?- ძლივს წარმოთქვა სიტყვები და ბიჭიც შეტევაზე გადმოვიდა. -მე კი არა შენ რა გინდა აქ? რატომ გამოვარდი ჩემი სახლიდან შეშლივით და განმარტოვდი? -მე... მე არ ვიცი. -არ იცი? ძალიან კარგადაც იცი. რა საჭირო იყო ასეთი სცენები? გამეცი პასუხი კითხვაზე. -საჭირო იყო დიახაც და იცი რატომ? ამოვიდა უკვე ყელში ამდენი მოთმენა, ამდენი გულის ტკენა, როცა შენს დარდს მხოლოდ შენთან ინახავ და ვერავის უზიარებ. იცი რა ძნელია ხედავდე შენს ერთადერთ სიყვარულს სხვა ქალთან?- ისე წამოიყვირა ბოლო სიტყვები ვერც კი გაიაზრა. ტუჩებზე აიფარა ხელები და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან, თორნიკე კი მას მიაშტერდა. ეგონა მოესმა, მაგრამ ლიზას თითქოს გამბედაობა მოეკრიბა და ახლა თავად შეუტია. -დიახ ბატონო თორნიკე, მთელი ორი წელიწადია მიყვარხარ და ეს ცალმხრივი სიყვარული მანადგურებს, თუმცა როგორც იტყვიან სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. აღარ ვაპირებ შენ გამო ვიტირო მთელი ღამე, ან ვიოცნებო როდის მომაქცევ ყურადღებას და ერთ ღიმილს გაიმეტებ. ჩემი ცხოვრება უშენოდ უფრო მხიარული იქნება, ვიდრე შენთან ერთად -არა ლიზაზუ, შენ მე არ გიყვარვარ. მოდი შევრიგდეთ, ვიცი ცუდად იმოქმედა შენზე მომხდარმა, მაგრამ ეს უბრალოდ ზემოქმედების ბრალია. შენ როგორც ძმას ისე გიყვარვარ.- გოგოსთან მივიდა და სახეზე წამოსული ცრემლები შეუმშრალა. მან კი ნერვიულად გააქნია თავი და თორნიკეს ხელები მოიშორა. -არ შემეხო. წადი, საერთოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან, დაბრუნდი იმ შენს გოგოსთან და გაატარე სიყვარულით სავსე ღამეები. მე შემეშვით.- დაუყვირა და სწრაფად აირბინა თავის ოთახამდე მისასვლელი კიბეები. კარი შიგნიდან ჩაკეტა და საწოლზე ჩამოჯდა. ძალიან დიდხანს ფიქრობდა თავის ბედზე და თვალებიდან მარგალიტებივით გადმოყრილ ცრემლებს გზას უკვლევდა. გვიანობამდე ეღვიძა. იცოდა, რომ თორნიკეც სახლში იყო და არ წასულა. ერთი წამით გულიც კი მოულბა მასზე ზრუნვის გამო, მაგრამ შემდეგ იფიქრა სინდისის ქენჯნის გამო არ მტოვებსო და გადაწყვიტა ცოტა ხნით დაეძინა. . დილით ძალიან ადრე გაეღვიძა. ეგონა თორნიკე უკვე წასული იქნებოდა, ამიტომ თავისუფლად ჩავიდა პირველ სართულზე და დივანზე მძინარე ბიჭი, რომ დაინახა გული კინაღამ გაუსკდა. გაუკვირდა, რომ არ წავიდა, მაგრამ გუშინ ისეთი ამინდი იყო გასაკვირი იქნებოდა გარეთ გასვლა მაინც, რომ მოეხერხებინა. გადაწყვიტა მის გაღვიძებამდე დაეტოვებინა იქაურობა, რადგან კიდევ ერთი გამოლაპარაკება და ძლივს შენარჩუნებული მოთმინება დაეკარგებოდა, ამიტომ სწრაფად აიღო თავისი ნივთები და სახლი ფეხაკრეფით დატოვა. სახლში მისულმა სკოლაში წასვლა ვეღარ მოახერხა, თუმცა საღამოს რეპეტიტორი ჰქონდა, ამიტომ გაკვეთილების მომზადება დაიწყო. თავი მხოლოდ მაშინ დაანება, როცა შიმშილმა შეაწუხა, ამიტომ სამზარეულოში გავიდა და ნატოს მომზადებული პიცა მიირთვა. თვითონაც უკვირდა ეს ქალი როგორ ახერხებდა ამდენი რამის გაკეთებას. სამსახურში დილიდან საღამომდე იყო, სახლში მოსული კი ლიზასთვის დასატოვებელ საჭმელს აკეთებდა და გვიანობამდე აწესრიგებდა საბუთებს. იცოდა შვილის მზარეულობის შესახებ, ამიტომ დაძინებაც, რომ ვერ მოესწრო მისთვის რამეს მაინც ტოვებდა. ერჩივნა გამოუძინებელი ყოფილიყო, ვიდრე ლიზას მთელი სახლი გადაეწვა. კუჭი დაიკმაყოფილა თუ არა ტელევიზორში ფილმი ჩართო და ორი საათის განმავლობაში დრო მშვენივრად გაატარა კომედიის ყურებაში. დათრგუნულს ეს ნამდვილად სჭირდებოდა გასამხიარულებლად და მართლაც მის სახეზე ღიმილი არ გამქრალა მთელი ფილმის ყურების პერიოდში. საღამოს მასწავლებელთან წასასვლელად მოემზადა და სახლიდან გავიდა. მისი სახლი არც ისე შორს მდებარეობდა, ამიტომ გადაწყვიტა ფეხით გაევლო გზა. ყურსასმენები გაიკეთა და სიმღერების მოსმენა დაიწყო, როდესაც ტელეფონზე ზარის ხმამ შეაწუხა, სოფი იყო. -გისმენ. -როგორ ხარ ლიზაზუ? -კარგად სოფიო შენ? -ძალიან კარგად. ახლა რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ იცოდე უარს არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ და რომც შეგვეწინააღმდეგო ძალით გაგიყვანთ სახლიდან. -ისევ კლუბში მივდივართ? -არა, რაჭაში მარიამთან. წარმოიდგინე რა მაგარი იქნება მთელი სამეგობრო იმ მყუდრო სახლში. თან ბებიამისს უთქვამს აქ უკვე თოვსო და მოკლედ კარგად გავერთობით.- იცოდა უარის თქმას აზრი არ ჰქონდა, თან დაქალებთან ერთად ყოფნა მოენატრა და თორნიკესგან შორს განტვირთვაც არ აწყენდა. -როდის მივდივართ? -ხვალ საღამოს. -მერე სკოლა? -არაუშავს, შენც ახლა დადიოდე .ყოველ დღე რეპეტიტორებთან ხარ გადავარდნილი. -რამდენი ხნით მივდივართ? -კვირას საღამოს დავბრუნდებით. -კარგი ხო, გამომიარეთ ხვალ. -დილის შვიდ საათზე მივდივართ, ამიტომ მზად იყავი. -გოგო, ეგრე ადრე რა გვინდა?- როცა წარმოიდგინა როგორ სიცივეში მოუწევდა გარეთ გასვლა თვალები გადაატრიალა. -ნოემბრის ბოლოს მთაში საკმაოდ კარგად თოვს და შესაძლოა გზებიც ჩაიკეტოს, ამიტომ უნდა მოვასწროთ -ხო კარგი, მზად ვიქნები. -რაც შეიძლება თბილი ტანსაცმელი წამოიღე, თორე ვერავინ გაგათბობს.- უთხრა სიცილით დაქალს. -კარგი წამოვიღებ.- თვითონაც გაეღიმა და დამშვიდობების შემდეგ გათიშა ტელეფონი. რამდენიმე წუთში კი დანიშნულების ადგილსაც მიაღწია. წინასწარ უხაროდა მთაში, თოვლის დროს წასვლა. ყველა კუთხისგან გამორჩეულად რაჭა უყვარდა და იქ გატარებული დროც მის ცხოვრებაში საუკეთესო მომენტებად აღიბეჭდებოდა. საღამოს რვა საათი იყო, როცა რეპეტიტორიდან გათავისუფლდა, სადარბაზოს წინ მამამისის მანქანა დაინახა, რამაც ძალიან გაახარა და სწრაფად დაფარა მათ შორის ადგილი. -მაა, როგორ მოხდა ასე ადრე, რომ გამოხვედით სამსახურიდან?- ჰკითხა გახარებულმა. -მინდოდა ერთხელ მაინც წამომეყვანა ჩემი უსაყვარლესი შვილი სახლში.- კაცმაც სიყვარულით უპასუხა და მანქანა დაქოქა. -რა კარგია ეგრე, რომ იფიქრე. ახლა საშინლად მესიკვდილებოდა სახლში მარტო წამოსვლა. -არაფრის შვილიკო.- მის სიტყვებზე ორივეს გულიანად გაეცინა. -მა, ხვალ მე და სოფი მარიამთან მივდივართ რაჭაში და ხომ გამიშვებ? -რამდენი ხნით. -რამდენიმე დღით, კვირას ჩამოვალთ. თან შენ და დედა მარტო დარჩებით და იქნებ იზრუნოთ დაიკოზე ან ძამიკოზე.- მამას თვალი ჩაუკრა და გზისკენ გაიხედა. -კარგი წადით, ოღონდ იცოდე ყოველ დილა-საღამოს შენი ზარი, რომ ვერ ვნახო ტელეფონზე ჩამოგაკითხავ და თმებს დაგაპუტავ. -კარგი მაა.- უთხრა ლიზამ სიცილით და თავი მინას მიადო. სახლში მალევე მივიდნენ, საღამო კი მყუდრო და ოჯახურ გარემოში გაატარეს. დილით ზარმა ექვს საათზე დარეკა. ცოტახნით ინებივრა საწოლში, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად. ტანსაცმელი წინა ღამით ჩააწყო, ამიტომ ნელა აკეთებდა ყველაფერს. დილის ძილი ძალიან უყვარდა, თუმცა იცოდა სოფის და მარიამის ამბავი მომზადებული, რომ არ დახვედროდა რა ამბებს ატეხდნენ, ამიტომ დროულად ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. მშობლებს ჯერ კიდევ ეძინათ. თავისთვის ჩაი აიდუღა და კარაქიან პურთან ერთად მიირთვა. შვიდს უკლდა წუთები მარიამისგან შეტყობინება, რომ მიიღო. "ლიზაზუ, გარეთ მანქანა გელოდება და გადი რა, შენების გაღვიძება არ უნდა." "კარგი. თქვენ სად ხართ?" "ჩვენ ცოტნეს მივყავართ, თქვენც მალე დაგვეწევით." "ვინაა ჩემს წამოსაყვანად?" "არ ვიცი, შეიძლება გიორგი იყოს." "კარგი, იმედია მალე დაგეწევით."- უპასუხა და ჩემოდნიანად გავიდა გარეთ. სანამ სადარბაზოდან გავიდოდა დედას მიწერა. "დედიკო, თქვენი გაღვიძება არ მინდოდა, წავედი მე და არ ინერვიულოთ. მიყვარხართ ძალიან. დაგირეკავ, რომ მივალ."- შემდეგ კი კიბეებზე დაეშვა და სადარბაზოდან გასულმა წინ თორნიკეს მანქანა, რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა, შემდეგ იფიქრა ალბათ გიორგის ათხოვაო და არხეინად მიუახლოვდა. ჩემოდანი საბარგულში ჩადო და წინა კარი გამოაღო თუ არა ადგილზე შეხტა. მისი იმედები არ გამართლდნენ და საჭესთან არც მეტი არც ნაკლები, თორნიკე ამირეჯიბი დაინახა. -ოღონდ ეს არა.- ჩაილუღლუღა გულაძგერებულმა და კარი ელვის სისწრაფით მიხურა. რაჭაში წასვლა წამში გადაიფიქრა. საბარგულის კარიც გააღო და ჩემოდნის გადმოღებას აპირებდა, მაგრამ ვინ აცადა. თორნიკე წამში გაჩნდა მასთან და მკლავზე ძლიერად მოხვია ხელი, მანქანას დააშორა და თვალები დაუბრიალა. -რას აკეთებ? -სახლში მივდივარ. -რა გინდა სახლში? მანქანაში ჩაჯექი. -არ ვაპირებ შენთან ერთად მგზავრობას.- დაუღრინა გოგომ. -აბა რას აპირებ? -ტაქსით წამოვალ. -ჰაჰ, როგორ გამაცინე. ტაქსით წამოხვალ რაჭაში ხო?- ხმამაღლა გაიცინა და საბარგულის კარი დაკეტა, შემდეგ კი სულ სირბილით წააპორწიალა გოგო და წინა სავარძელზე რასაც ქვია ძალით ჩატენა. -რას აკეთებ, შენ ნორმალური ხარ? -დიახ, ეს შენ ხარ გიჟი.- თვალი ჩაუკრა და თვითონ საჭესთან მოთავსდა. -არანორმალურო, გიჟო, თავხედო, ველურო, კარი გამიღე, არ მინდა შენთან ერთად. თორნიკეეე, მანქანა გააჩერე და კარი გამიღე.- ყვირილი იმხელა ხმაზე მორთო სავარაუდოდ მთელი თბილისი გაიგონებდა, მაგრამ ვერც კი წარმოედგინა მის გვერდით თვით რკინის ნერვება თორნიკე ამირეჯიბი, რომ იჯდა, რომელსაც ნერვიც არ შეუტოკებია გოგოს ისტერიკებზე. -რავიცი გუშინ კარგად მეფიცებოდი სიყვარულს.- ჩაილაპარაკა ჩუმად, თუმცა მის მიზანს ამ სიტყვების ლიზას ყურებამდე მისვლა წარმოადგენდა, რამაც გოგო საბოლოოდ დაადუმა. მიხვდა ვერაფერს, რომ ვერ იზამდა, ამიტომ გაბუტულმა მიადო თავი მინას და ეცადა დაეძინა. ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი, როცა თორნიკემ ლიზას გადახედა და მძინარე, რომ დაინახა ჩაეღიმა, თუმცა შემდეგ ერთი იდეა მოაფიქრდა, რომლის შესრულებაც დიდხანს გააჭინაურა. იცოდა, რომ შეეშინდებოდა, ან მასზე კვლავ გაბრაზდებოდა და გაებუტებოდა. შეეცოდა კიდეც გასაღვიძებლად ისე საყვარლად ეძინა, მაგრამ გონებამ კვლავ გაიმარჯვა და უეცრად ყვირილი მორთო. -აააა ლიზაა, გაიღვიძეეე, ავარიაააა.- ლიზამ შეშინებულმა ჭყიტა თვალები და გულაჩქარებულმა ძლივს მოაბა თავი სიტყვებს. -რა... რა მოხდა? თორნიკე, რა ხდება?- ბიჭმა სიჩქარეს მოუმატა მეტი სიმძაფრისთვის და ლიზასაც სხვა რა უნდოდა, შეშინებულმა წამოიყვირა. -თორნიკე, გააჩერე მანქანა, გთხოვ გააჩერე. რას აკეთებ? რა მოხდა? გააჩერე რა გეხვეწები.- თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი და შეშინებული აცეცებდა აქეთ-იქით, გარშემო ყველაფერი დატრიალდა და თითქოს თვალთ დაუბნელდა. -ლიზა, კარგად ხარ? -ველური, იდიოტი, უზრდელი და მატყუარა ხარ.- შეუყვირა და თვალიდან ობლად გადმოვარდნილი ცრემლი მოიშორა. -ღვედი არ გეკეთა?- ახლაღა შეამჩნია თორნიკემ. -დამავიწყდა. -გოგო, შენ ნორმალური ხარ? რას ქვია დაგავიწყდა? მართლა, რომ რამე მომხდარიყო სად მიდიოდი?- იმხელაზე უღრიალა თავი კინაღამ გაუსკდა. -ნუ ღრიალებ, შენს გამო ისედაც თავი მტკივა. -მეტის ღირსი ხარ.- უთხრა გაბრაზებულმა და მანქანა დაძრა. ლიზას კი რაჭამდე აღარ დაუძინია იმის შიშით, რომ კიდევ რამეს მოიფიქრებდა ბატონი თორნიკე და გულს გაუხეთქავდა. ექვს საათზე გაღვიძებულს მკვდარივით ეძინებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, იქ მაინც იქნებოდა მშვიდად. ათ საათზე მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. ლიზამ სწრაფად აიღო თავისი ჩანთა და სახლში შევიდა, სადაც ყველა შეკრებილიყვნენ და მხოლოდ მათ ელოდებოდნენ. -ოოჰ მოაღწიეს ძლივს გვრიტებმა.- გაიგონა ცოტნეს ხმა, რაზეც თვალები გაუფართოვდა. -რა თქვი?- მისალმების გარეშე ჰკითხა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. -ჩვენ კარგად, შენ როგორ გიკითხოთქო? -მასხარა.- დაეჭყანა ცოტნეს და თვითონაც დივანზე მოთავსდა. -გოგოებო, აბა საჭმელს ვინ მოამზადებს? გვშია აქ მამაკაცებს.- თქვა გიორგიმ. -ლიზას მზარეულობის ნიჭის შესახებ ყველამ ვიცით. ასე, რომ მე და სოფი მოვამზადებთ.- თქვა მარიამმა, რაზეც ყველას გაეცინა, ლიზამ კი ერთი შეუბღვირა დაქალს. -ბავშვებმა როდის მერე იცოდნენ საჭმლის კეთება.- მაინც წაკბინა თორნიკემ და ტელევიზორი ჩართო. სანამ გოგოები კერძებს ამზადებდნენ ბიჭებმა ბარგი დააბინავეს ოთახებში შემდეგ კი ფეხბურთი ჩართეს, რაც ლიზას სულაც არ აინტერესებდა. ფეხები დივანზე აკეცა და სოციალურ ქსელში შევიდა. თორნიკე დრო და დრო გახედავდა და გულში ეღიმებოდა. თითქოს წინა ღამემ მის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილება მოახდინა. გული სიამაყით ევსებოდა, როცა იაზრებდა როგორი გამბედავი იყო ლიზა. ადგა და პირდაპირ აუხსნა სიყვარული. ვერც წარმოიდგენდა თუ ოდესმე მეგობარს შეუყვარდებოდა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ლიზას ტელეფონში ძრომიალი, რომ მობეზრდა გადაწყვიტა გოგოებთან გასულიყო, რომლებსაც პიცა გამოეცხოთ და ახლა თეფშებზე აწყობდნენ. -აუ ერთი ცალს ავიღებ რა. -თუ გინდა მთლიანად შეჭამე, ჩემო ლამაზო.- უთხრა სოფიმ. -ვუმე საუკეთესო დაქალი ხარ რა.- სიხარულისგან ტაში შემოკრა და ერთი ნაჭერი თავისთვის გადაიღო. -ოჰ აფერისტები, მე არ გიყვარვართ ხო?- მოჩვენებითი ცრემლი მოიწმინდა მარიამმა. -შენც უზომოდ მიყვარხარ.- უთხრა ლიზამ და გემრიელად შეექცა საყვარელ საკვებს. უკვე მესამე ნაჭერს მიირთმევდა, როცა ჩახველების ხმა გაიგო და უკან გაიხედა. კინაღამ ლუკმა გადაცდა, როცა თორნიკეს მიაპყრო თვალები. -უკაცრავად და ჩვენც გვშია იქ.- თქვა გაბრაზებულმა. -თოკო, მალე იქნება საჭმელი და გამოვალთ.- უთხრა მარიამმა, თუმცა ბიჭს სულ სხვა დარდი ჰქონდა. როგორ მოეშალა ლიზასთვის ნერვები. -აბა ეს ქალბატონი რატო მიირთმევს აქ პიცას? თან მეტი არც გამოგიცხვიათ და ესეც სულ ამან შეჭამა.- თითქოს უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა. იცოდა რა რეაქციაც ექნებოდა გოგოს და მანაც არ დააყოვნა. ფეხზე წამოდგა და ბიჭს წინ აესვეტა. -შეგიძლიათ მიირთვათ, გამიქრა უკვე ჭამის მადა.- უთხრა და მისაღებ ოთახში გავიდა. -როდის მერე უშლით თქვენ ერთმანეთს ნერვებს?- იკითხა სოფიმ, თუმცა უპასუხოდ დარჩა, მხოლოდ გაბრაზებული თორნიკეს სახე მიიღო, რომელიც ლიზას გაყვა. გარეთ თოვდა. ბიჭებმა ბუხარი დაანთეს, რამაც სახლში ნოსტალგიური გარემო შექმნა. ლიზამ თბილი პლედი მოიტანა და ერთ კაციან სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ და ლაღად იცინოდნენ. ლიზაც დრო და დრო ერთვებოდა მხიარულებაში, თუმცა თორნიკეს მზერას წააწყდებოდა თუ არა იმ წამსვე სახე ეღუშებოდა, რაც ბიჭს არ გამოპარვია. -მოდი ფილმს ვუყუროთ.- თქვა მარიამმა და აჭარანეთზე შევიდა, სადაც საშინელებათა ფილმების ძიება დაიწყეს. -აუ, ანაბელს ვუყუროთ რა.- თქვა ცოტნემ. -რაღა დროს ანაბელია ბიჭო, თან საერთოდ არაა საშიში.- უპასუხა სოფიმ. -ჩართე და ვნახოთ თუ არ შეგეშინდებათ გოგოებს.- ბევრი კამათის შემდეგ გადაწყვიტეს და ანაბელი ჩართეს. გოგოებს რამდენჯერმე ჰქონდათ ნანახი და დიდად არ ეშინოდათ, თუმცა როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს ლიზას არასდროს ენახა ფილმი, ამიტომ ყოველ საშიშ მომენტზე ხან თვალებს ხუჭავდა, ხან კი გულზე იდებდა ხელს დასამშვიდებლად. ცოტა ხანში თვალები დახუჭა. დაღლილს კი ისე მალე ჩაეძინა ვერც გაიაზრა. -მარიამ, ლიზას ან ჩემი ოთახი სადაა?- ჰკითხა თორნიკემ. -თოკო, ბევრი ოთახები არაა ხომ იცი, გიორგი და ცოტნე ერთ ოთახში არიან, სოფი და მე ერთში, შენ და ლიზა რჩებით და იმედია პრობლემა არ იქნება, ბავშვობაში მაინც სულ ერთად იძინებდით.- გოგოს სიტყვებზე სახე გაებადრა. ზუსტად ეს უნდოდა. წინასწარ წარმოიდგინა ლიზას რეაქცია, რომ გაიღვიძებდა და კმაყოფილმა ჩაიცინა. -კარგი, ამას მე დავაწვენ.- მიუთითა გოგოზე და ხელში აყვანილმა აიყვანა მეორე სართულზე. საწოლი არც ისე დიდი იყო. ლიზა ზედ მოათავსა და საბანი გადააფარა, თვითონ კი შხაპი მიიღო, სპორტულები ჩაიცვა და რამდენიმე წუთში გოგოს გვერდით აღმოჩნდა. მისი თმის სურნელი ისეთ რამეებზე აფიქრებინებდა რაც არ შეიძლებოდა, თუმცა თავის გეგმას მაინც წარმატებით ახორციელებდა. დილით გაღვიძება ლიზამ მოასწრო. საწოლში შეიშმუშნა და მარჯვენა მხარეს გადატრიალდა. ხელის მთელ სიგრძეზე გაშლა უნდოდა, როდესაც რაღაც რბილის შეხება იგრძნო და თვალები სწრაფად გაახილა. მის გვერდით მწოლიარე თორნიკე, რომ დაინახა თავიდან სიზმარი ეგონა, მაგრამ ბიჭის ხელზე ხელი, რომ გადაატარა და მიხვდა ეს სიზმარი კი არა რეალობა იყო ერთი ამბავი ატეხა. -აააააააააააა, შენ აქ რა გინდაა?- დაიწყო ყვირილი და ფეხზე წამოხტა, რაზეც ბიჭმა ერთი ამოიზმუვლა და მხოლოდ გვერდი იცვალა. ამაზე ლიზა უფრო გაცხარდა, მასთან მივარდა, თავისი ბალიში აიღო და პირდაპირ სახეში უთავაზა. ამჯერად კი გაახილა ორივე თვალი და ლიზას ამ მდგომარეობაში დანახვამ სიმართლე გითხრათ შეაშინა კიდეც. ეგონა ძილში მისი გაგუდვა უნდოდა და გაოცებული მიშტერებოდა გოგოს თვალებს, რომლებიდანაც ნაპერწკლები ცვიოდა. ბალიშის მეორედ ჩარტყმის შემდეგ კი ძალიან გაბრაზდა და ფეხზე წამოხტა. ლიზას ხელში ჩაბღაუჭებული ნივთი გვერდით გადააგდო. -გოგო, შენ ნორმალური ხარ? რას აკეთებ?- უღრიალა მთელს ხმაზე. -მე კი არა შენ რას აკეთებ აქ? -მეტი ოთახი არ იყო და რა მექნა იატაკზე დავწოლილიყავი? -დიახაც, იატაკზე უნდა დაწოლილიყავი, არ ხარ საწოლში დაძინების ღირსი. -ეგრე არა? ვნახავთ ვინ დაიძინებს დღეს დივანზე, სიცივეში და ვინ საწოლზე თბილ საბანში გახვეული.- უთხრა და ოთახიდან გავიდა, ლიზა კი დატოვა გაცხარებული, რომელიც ნერვებს ძლივს იმშვიდებდა. საწოლზე ჩამოჯდა და ბალიშები ძირს გადმოყარა. -იდიოტი, ხეპრე, ეს როგორ შემიყვარდა საერთოდ, მაგრამ მაშინ სად იყო ასეთი ბრაზიანი.- დაიწყო გულში ლანძღვა და წინასწარ შეშფოთდა, როცა გაიაზრა, რომ მასთან ერთად მოუწევდა მთელი კვირის გატარება. მარიამის სოფელი ჭიორაში გახლდათ. გარშემო უზარმაზარი მთები აკრავს, რომლებიც ზამთრის პერიოდში განსაკუთრებულად ლამაზად არიან თოვლით გადაპენტილი. თითქოს ამ მთებს შორის მოთავსებულ ციცქნა სოფელს და აქ მცხოვრებ მოსახლეობას იცავენ ყოველგვარი ცუდი მოვლენისგან. ხალხური თქმულების მიხედვით, თავდაპირველად, ჭიორელებს ფასის მთის იქით უცხოვრიათ. აქ მათ თათრები მეტისმეტად ავიწროებდნენ, ამიტომ ჭიორელებს ღებელებისათვის უთხოვიათ ღების ფარგლებში გადმოსახლების ნებართვა. ღებელებს მათთვის „სარჩევი“ მიუციათ, თუ სად გსურთ დასახლებაო. ჭიორელებს თურმე ის ჭალა უთხოვიათ, სადაც ბევრი „მწიორი“ ბუდებულა. მწიორს აქ მელას, კვერნას, კურდღელს, თრითინას და სხვა ამგვარ ცხოველს უწოდებენ. ღებელებს მათთვის ეს ადგილი დაუთმიათ და სოფელსაც აქედან დაარქვეს ჭიორა. ლიზა ბავშვებთან, რომ ჩავიდა უკვე ნასაუზმები ჰქონდათ და კარტს თამაშობდნენ. გაუკვირდა, რომ არ დაუცადეს, რადგან ასე პირველად მოხდა. ყოველთვის ერთად მიირთმევდნენ, როცა სადმე დასასვენებლად იყვნენ. -მე რატო არ დამელოდეთ?- იკითხა და დივანზე ჩამოჯდა. -თორნიკემ გვითხრა ისე ძინავს კიდევ დიდხანს არ გაიღვიძებსო და ხო იცი ამათი ამბავი ძალიან შიოდათ.- უპასუხა მარიამმა. -მერე თორნიკეს უნდა დაუჯეროთ სულ ხო? -რატომ არ უნდა დაგვეჯერებინა? -რავიცი, იქნებ მომკლა ღამით და ჩემი გადამალვა უნდოდა? -ოოოფ, ნუ სულელობ რაღაცას. -ადექით ვიგუნდაოთ მაინც, რა გაჩხუბებთ მოწყენილობაა ისედაც.- წამოიძახა ცოტნემ და ბავშვები ფეხზე წამოყარა. თბილად ჩაიცვეს და გარეთ გავიდნენ. ბიჭები გოგოებს აეკიდნენ და თოვლში ჩაფლობა დაიწყეს. -აააა, კაით რაა, აბა ვიგუნდაოთო? ესაა გუნდაობაა?- წიოდა სოფი და ადევნებულ გიორგის ხეებს შორის ემალებოდა, თუმცა ბიჭმა მაინც დაინახა, რადგან წითელ კურტკაში გამოწყობილი გოგო, თეთრი თოვლის ფონზე ადვილად შესამჩნევი ხდებოდა. უკნიდან მიეპარა, სწრაფად წაეტანა წელზე, ხელში აიტაცა და თოვლში მთელი ძალით ჩააგდო. ლიზა ამ ყველაფერს შორიდან ადევნებდა თვალყურს და გული უძგერდებოდა იმის შიშით, რომ თორნიკეც გააკეთებდა რამეს. ბავშვებთან ერთად მხიარულება უნდოდა, მაგრამ ამავე დროს ვერ იტანდა ცივი თოვლის სახეზე შეხებას. -ლიზაზუუ, რას დგახარ მანდ? მოდი აქ.- დაუძახა მარიამმა მას შემდეგ რაც ცოტნეს თავისი ჭკუით მოერია გუნდა მუცელში უთავაზა. გოგოც არ ჩამორჩა და ცივ თოვლს ხელთათმანიანი ხელებით ჩაებღაუჭა, დიდი გუნდა შეკრა და მარიამის მიმართულებით ისროლა. შემდეგ დაქალი გამოეკიდა, თვითონ კი სიცილით გაიქცა წინ, თან გუნდებს აგროვებდა და უკან ისროდა. -სახის გარდა სადაც გინდა იქ მესროლე.- დაუყვირა გოგოს. -ულტიმატუმები თამაშის დროს არ შეიძლებაა. -მარიკუნაა, ხო იცი როგორ მიყვარხაარ? -მეც ძალიან საყვარელოო.- დაუყვირა მარიამმა და გუნდა გაუქანა, თუმცა თვითონაც ვერ მიხვდა ისე ოსტატურად აიცილა ლიზამ და ენა გამოუყო. -მიზანში მაგარი ხარ.- ამჯერად მარიამს მოხვდა. ბევრი ირბინეს თუ ცოტა საბოლოოდ ძალიან დაიღალნენ. თავიდან ცოტნე და თორნიკე ეკიდებოდნენ ერთმანეთს შემდეგ კი შეთანხმდნენ, რომ მარიამისთვის და ლიზასთვის მოევლოთ. გოგოები სახლის წინ კიბეზე ისხდნენ და ისვენებდნენ, როცა ბიჭები მათ უკან აღმოჩნდნენ. ლიზამ წამშივე დაინახა მასთან ახლოს მყოფი თორნიკე და შიშით წამოდგა ფეხზე. მარიამი კი ორ წუთში თოვლში იყო თავით ჩაფლობილი. -ახლა სამამდე დავითვლი და თუ გაბედავ ჩემს დაჭერას იცოდე კარგი დღე არ დაგადგება.- თავისი ჭკუით დაემუქრა ლიზა. -ოჰ, ამას ვინ მეუბნება? ბავშვი, რომელიც ახლა ფისოსავით დაუცველი გახდება? -ვითვლი იცოდე. -მიდი აბა, გელოდები, ვნახოთ სანამდე იცი დათვლა.- უთხრა და ხელი თავზე მოუთათუნა, რომელზეც მისი სისქის ქუდი ეფარა. -ერთიიი... ორიიი... საამ...- სიტყვა აღარ დაასრულა ისე მოწყდა ადგილს და სწრაფად გაიქცა ტყისკენ, რადგან დარწმუნებული იყო თორნიკეს შესაძლებლობებში, უბრალოდ ამის გამომჟღავნება არ უნდოდა. მთელი ძალით მირბოდა მანამ, სანამ უკან მოხედვისას ბიჭის კვალი ვეღარ შეამჩნია. გულზე მიიჭირა ხელი და აჩქარებული სუნთქვის დამშვიდებას შეეცადა, როცა გვერდიდან თოვლის ხრაშუნის ხმა გაისმა და გახედვაც ვერ მოასწრო ისე მოხვდა თოვლის გუნდა სახეში. -აააააააააა.- დაიკივლა მთელ ხმაზე და ხელი აწითლებულ ლოყაზე იტაცა ხელი. ტკივილისგან სახე დაემანჭა და ახარხარებულ ბიჭს გახედა. -ნამდვილი ხეპრე ხარ.- დაეჭყანა და გაბრაზებული წავიდა სახლისკენ. -მადლობთ ქალბატონო ბუტიავ.- ჩაილაპარაკა თავისთვის თორნიკემ და ისიც უკან გაყვა. სახლში მთლიანად გაყინულები შევიდნენ. ბიჭებმა სწრაფად დაანთეს ბუხარი და ტანისამოსი გამოიცვალეს. ცეცხლის ენები გველებივით იკლაკნებოდნენ, რამაც ლიზას თვალი მოჭრა. ბუხართან გაფენილ ხალიჩაზე მოთავსდა და ტელეფონში სიმღერის მოსმენა დაიწყო. უეცრად, მხარზე ხელის შეხება იგრძნო და შეხტა. კვლავ თორნიკე ეგონა, მაგრამ გაუხარდა მის უკან მარიამი, რომ შეამჩნია. ყურსასმენები მოიხსნა და ინტერესით მიაჩერდა. -ლიზაზუ, წამო ვსადილობთ. -აუ, არ მშია, თქვენ ჭამეთ. -მთელი დღე არაფერი გიჭამია. -მადა არ მაქვს, გთხოვ თქვენ ისადილეთ. -კარგი, როგორც გინდა.- უთხრა და სამზარეულოში გავიდა. ლიზამ კი გათბობა გააგრძელა, როცა მობეზრდა გადაწყვიტა ცოტა დაეძინა, ამიტომ საზიარო ოთახში ავიდა და გემრიელად მოკალათდა. სადილობისას თორნიკეს ლიზას მზერა დააკლდა. გაუკვირდა მაგიდასთან მჯდომი, რომ ვერ დაინახა. თან იცოდა, რომ დილასაც ვერ მოასწრო საუზმობა, ამიტომ გოგოებს კითხა. -ის თავქარიანი რატომ არაა? -არ ვიცი, არ მშიაო ასე მითხრა.-უთხრა მარიამმა, რაზეც ბიჭმა უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა. სადილობას მორჩნენ თუ არა ოთახში ავიდა და მძინარე გოგოს დანახვაზე ჩაეღიმა. მათი ოთახის ერთადერთი ღირსება სააბაზანო იყო, რომელიც სხვა ოთახებს არ ჰქონდათ, ამიტომ თავისი ტანსაცმელი აიღო და შხაპის მისაღებად შევიდა. დიდი ხანი არ იყო გასული ლიზამ თვალები, რომ გაახილა და პირდაპირ ფანჯრისკენ მიაპყრო მზერა. მათი ოთახიდან მთის მწვერვალი ჩანდა, რომელიც თეთრი თოვლით იყო გადაპენტილი. ჭიორშიც ულამაზესად ბარდნიდა, სახლში კი თბილი გარემო სუფევდა. გადაწყვიტა ცოტა ხნით ჯაკუზი აევსო და შხაპი მიეღო. საწოლიდან წამოდგა და კარადიდან თავისი ნივთები აიღო. აბაზანასთან მისულს წყლის ხმა შემოესმა, თუმცა იფიქრა იმ ხეპრეს დარჩა ღიაო და კარი არხეიდან შეაღო, თუმცა ორ წამში მორთო კივილი. -შენ აქ რას აკეთეებ?- ხელში დაჭერილი პირსახოცები იატაკზე მოეფინა, ლიზა კი წინ და უკან ბრუნავდა და თვალებზე ხელს იფარებდა, ვეღარ გაეგო რა ექნა. -აქაც შემომაკითხე? ასე თუ მოგენატრე გეთქვა და ჩაცმული დაგხვდებოდი.- გაისმა თორნიკეს ხმა -იდიოტოოო, შიშველი რატომ ხარ? -მოიცა, შენ რა საცვლებით ბანაობ? -აააააა.- დაიწყო კვლავ კივილი და ელვის სისწრაფით მიტრიალდა კარისკენ, თუმცა სველ იატაკზე შიშველი ფეხები აუსრიალდა და ისე მოადინა ზღართანი გააზრებაც ვერ მოასწრო. საშინელი თავის ტკივილი იგრძნო და გარშემო ყველაფერი დატრიალდა. მხოლოდ მის თავზე წამომდგარ თორნიკეს სახეს ხედავდა, რომელიც ცხვირწინ ხელებს უქნევდა და რაღაცებს ეუბნებოდა. რამდენიმე წამში კი მისი გონებაც გაითიშა. ფრთხილად აიყვანა ბიჭმა ხელში და ოთახში მდგარ საწოლზე მოათავსა. -სულელი გოგო, როგორ შემომივარდა.- ჩაილაპარაკა თავისთვის და მომხდარი, რომ გაახსენდა ხმამაღლა გაიცინა. ტანსაცმელი ჩაიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა -სოფი, ლიზას გული წაუვიდა და ნიშადურის სპირტი გაქვს?- თითქოს არაფერიო ისე კითხა გოგოს. მის სიტყვებზე ყველა ფეხზე წამოხტა და ერთმანეთს ასწრებდნენ ლიზასთან შესვლას. -ლიზაზუ, ჩემო ცხოვრება, თვალები გაახილე გთხოვ. ხომ კარგად ხარ? რა დაგემართა?- მარიამს სადაცაა ცრემლები წასკდებოდა. სოფიმ კი ნიშადურის სპირდი მოიტანა და გოგოს შეასუნთქა, რომელსაც სახე შეეჭმუჭნა და ნელ-ნელა გაახილა თვალები. -ოჰ, მოვიდა ძლივს გონს. ვსო დავიშალეთ.- თქვა თორნიკემ ლიზას გასაბრაზებლად და პირველი გავიდა გარეთ. -რა დაგემართა?- ჰკითხა მარიამმა. -იმის ბრალია მთელი დღე, რომ არაფერი გიჭამია, ახლავეს მოგიტან რამეს.- თქვა სოფიმ და სამზარეულოში ჩავიდა. ლიზასთვის საკვები გაამზადა და გოგოს მიუტანა, რომელსაც თორნიკეს გამო ისე ჰქონდა ხასიათი გაფუჭებული, რომ რამდენიმე ლუკმა ძლივს გადაყლაპა. მალევე ბიჭებიც გავიდნენ ოთახიდან და გოგოები მარტო დატოვეს.. -მიდი მოყევი.- დაიწყო სოფიმ. -რა მოვყვე? -ვიცით, რომ რაღაც ხდება, მოყევი. -არაფერი არ ხდება. -ლიზა, ჩვენ შენი დაქალები ვართ, ძალიან კარგად გიცნობთ.- უთხრა მარიამმა და იმედიანი თვალები მიაპყრო. -თორნიკე მიყვარს და მან ეს იცის. -რააა?- შეიცხადა ორივემ ერთდროულად. -რაც გაიგეთ. -მართლა? -დიახ. ორი დღის წინ გამოვუტყდი სიყვარულში, როცა სხვა გოგოსთან ერთად მძინარე დავინახე. -რაა? ამას აქამდე რატომ არ გვეუბნებოდი?- შეიცხადა სოფიმ. -ვერ გავბედე, ვიცი დამნაშავე ვარ, მაგრამ მართლა ვერ გავბედე. გთხოვთ ამ ერთხელ მაპატიეთ.- საწყალი თვალებით შეხედა გოგოებს და ტუჩები წინ გამოწია. -კარგი ჯანდაბას, მაგრამ იცოდე რამეს დაგვიმალავ კიდევ და საშინლად ვიჩხუბებთ.- გააფრთხილა მარიამმა. -თორნიკეს მაინც არ ვუყვარვარ. -რა იცი? -ვერ ხედავთ როგორ იქცევა? -აი მე კი მგონია, რომ მასაც აქვს შენს მიმართ გრძნობები, ისეთი თვალებით გიყურებს. -არა მგონია. ისე იქცევა, რომ მალე თავსაც შემაძულებს. -ოოფ, ნუ ბოდავ. სიყვარული ასე ადვილად არ ქრება ჩემო გოგოო.- უთხრა მარიამმა და დაქალს ჩაეხუტა. ლიზამ აბაზანაში მომხდარი ამბებიც მოყვა, რაზეც გოგოები ძლივს იკავებდნენ სიცილისგან მოწოლილ ცრემლებს. საბოლოოდ ძლივს დაწყნარდნენ და ოთახიდან გასვლა გადაწყვიტეს. -კარგი, ჩვენ ამას წავიღებთ, შენ დაისვენე კიდევ ცოტახანი. ხვალ ნიკორწმინდის სანახავად მივდივართ. -ეე რა მაგარია, ძალიან მიყვარს ეგ ადგილი. -ხო და დღეს დაისვენე, რომ ხვალ შეძლო წამოსვლა. თავი ხომ არ გტკივა? -არა.- უთხრა ლიზამ და გოგოებს გაუღიმა, რომლებმაც მალევე დატოვეს ოთახი და ლიზაც თავის ფიქრებთან ერთად. საღამომდე დრო უაზროდ გაატარა ხან სოციალურ ქსელში დაძვრებოდა ხან კი თავის წამოღებულ წიგნს კითხულობდა. ბოლოს შიმშილის გრძნობამ შეაწუხა და სამზარეულოში გავიდა, სადაც გიორგი დახვდა, რომელიც ხაჭაპურს მიირთმევდა გოგოს დანახვაზე კი შეიცხადა. -შენ აქ რას აკეთებ? რატომ არ წევხარ? -მომშივდა, თან ცუდად კი არ ვარ.- უთხრა სიცილით და გვერდით მიუჯდა. ივახშმეს თუ არა მისაღებ ოთახში გავიდნენ, სადაც უკვე აერჩიათ კომედიური ჟანრის ფილმი. ლიზა როგორც ყოველთვის კომფორტულად მოკალათდა და ყურებას შეუდგა. გვერდიდან თორნიკეს მზერა მოსვენებას არ აძლევდა. ახლა ყველაზე მეტად დროის უკან დაბრუნება სურდა. იმ დროს, როცა შეეძლო თავისუფლად გამოლაპარაკებოდა ნებისმიერ თემაზე, ან ჩახუტებოდა, როცა უნდოდა და სადაც უნდოდა. ახლა კი იძულებული იყო მისგან თავი შორს დაეჭირა. ეგ კი არა ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა რაიმე დამცინავი პასუხი, რომ არ მიეღო. ისიც უკვირდა ბიჭი ასე უცებ როგორ შეიცვალა და როდის მერე დაიწყო გოგოს გრძნობებზე თამაში, თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო ლიზას სიყვარული არა და არ ნელდებოდა. დანარჩენებზე ადრე წამოდგა ფეხზე, რადგაn ძილი მოერია. -მე დავიძინებ და ხვალ წასვლისას გამაღვიძეთ რა.- თქვა და თავისი ოთახისკენ წავიდა. -დასრულდა ბაბილინა და იძინებს.- გააჯავრა თორნიკემ, თუმცა გოგოს მისი ხმა აღარ გაუგია, რადგან უკვე თავის ოთახში იყო. ბავშვებიც მალევე დაიშალნენ, რადგან დილით ადრე უნდა გასულიყვნენ სახლიდან, ამიტომ თავიანთ ოთახებში განაწილდნენ და ძილს მიცეს თავი. თორნიკემ შხაპი მიიღო და ლიზას დახედა. რამდენიმე წამი უყურებდა მის უნაკლო სახეს, რომელიც ძილში ბავშვივით გამოიყურებოდა, შემდეგ დილას ნათქვამი სიტყვები გაახსენდა და გაეღიმა. მის გასაბრაზებლად საუკეთესო საშუალება იყო. ფრთხილად აიყვანა გოგო ხელში, სიბნელეში ძლივს გაიკვლია პირველ სართულამდე გზა და დივანზე მოათავსა. ლიზა შეიშმუშნა, თუმცა თვალები არ გაუხელია, გვერდი იცვალა და ძილი გააგრძელა. თორნიკემ პლედი დააფარა ყოველი შემთხვევისთვის და თავის ოთახში დაბრუნდა. შუაღამეს სიცივემ გააღვიძა. თვალები გაახილა თუ არა სიბნელეში მყოფი აზრზე ვერ მოვიდა სად იყო. ბრმად წამოდგა ფეხზე, დივნის სახელურს ჩაეჭიდა და ძლივძლივობით მიაღწია ჩამრთველამდე. ნათურა გაანათა თუ არა ნათლად შეამჩნია, რომ მისაღებ ოთახში მდგარ დივანზე იწვა და წამშივე მიხვდა ვისი ნახელავიც იქნებოდა ეს. თორნიკეზე საშინლად გაბრაზდა, როგორ გაბედა და აქ ჩამოიყვანა თან ისე ჩუმად, რომ ვერაფერი გაიგო. გაბრაზებულზე მეტად ნაწყენი დარჩა. მიხვდა, რომ მის მიმართ არანაირი გრძნობა გააჩნდა ასე, რომ არ ყოფილიყო სიცივეში არ დააწვენდა. კვლავ გაეხვა პლედში და ეცადა დაეძინა, თუმცა თვალზე რული აღარ ეკარებოდა. გულში უამრავ სალანძღავ სიტყვას ისროდა ამირეჯიბის მიმართ და ამით ცდილობდა გულის მოოხებას. ბოლოს, რომ დახედა საათს ექვსი საათი იყო პირველად მოხდა, რომ გათენება მოუწია მაშინ, როცა სურდა კარგად გამოეძინა და ეკლესიაში დამშვიდებული წასულიყო. ძლივს მოახერხა რამდენიმე საათით დაძინება, თუმცა ბავშვებმა მალევე გაიღვიძეს და სახლშიც ჟრიამული ატყდა. -ამას აქ რატომ ძინავს?- იკითხა სოფიმ. -ხო იცი როგორი ჯიუტიცაა, გადაწყვიტა აქ დაეძინა.- წამში მოიფიქრა დამაჯერებელი ტყუილი თორნიკემ და ლიზასთან მივიდა გასაღვიძებლად. რამდენჯერმე შეანჯღრია გოგო. -ლიზა, გაიღვიძე გათენდა. -მმმ.- ამოიზმუვლა გოგომ და თვალები ზანტად გაახილა. მის წინ ასვეტილი ბიჭი, რომ დაინახა ბრაზით შეხედა და სწრაფად მოიშორა მკლავზე დადებული ხელი. ფეხზე წამოდგა და ზედაც არ შეუხედავს ისე დატოვა იქაურობა. -სოფი, რომელზე გავდივართ?- ჰკითხა გოგოს. -ჩაიცვი, ვისადილოთ და წავიდეთ. -კარგი, მე ნახევარ საათში მზად ვიქნები.- უთხრა და თავის ოთახში შევიდა. კარი გადაკეტა და ტანისამოსი გამოიცვალა. იმის მიხედვით, რომ ეკლესიაში მიდიოდნენ შავი კოლგოტი და მუქი ნაცრისფერი, ნაქსოვი კაბა ჩაიცვა. იმედი ჰქონდა, რომ სიცივისგან არ გაიყინებოდა, შემდეგ კი სამზარეულოში ჩავიდა. ბავშვები უკვე საუზმობდნენ. თვითონაც მათ მიუჯდა გვერდით და გოგოების მიერ გაკეთებული კერძები დააგემოვნა. შეძლო და თორნიკესკენ თვალიც არ გაუპარებია. მასზე ძალიან იყო ნაწყენი და იმედი ჰქონდა, რომ ამას მიხვდებოდა, შემდეგ კი ბოდიშს მოუხდიდა. ეს ერთადერთი საშუალება იყო იმაში დასარწმუნებლად მეგობრულად მაინც თუ უყვარდა ბიჭს, თუმცა ამის იმედი თითქმის გამქრალი ჰქონდა. საუზმობა დაასრულეს თუ არა მოემზადნენ და გარეთ გავიდნენ. ლიზას მუხლებამდე მანტო ეცვა, თუმცა როგორც კი დილის ნიავი იგრძნო წამში გაეყინა ფეხები და სწრაფად გაიკვლია გზა მანქანამდე. ცოტნეს მანქანაში პირველი ჩასკუპდა და თან წინ დაიკავა ადგილი, რადგან გამათბობლისგან წამოსული სითბო ბოლომდე შეეგრძნო. გოგოები უკან მოთავსდნენ და მხოლოდ მძღოლს ელოდებოდნენ, რომელიც ლიზას იმედით ცოტნე უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ყოველთვის ბედმა ახლაც უმტყუნა და მის გვერდით თორნიკე მოთავსდა. სიბრაზისგან თუ სიცივისგან ცხვირი გაუწითლდა და სადაცაა ყურებიდან ბოლსაც გამოუშვებდა. მთელი გზის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ არცერთს. შესაძლოა თვითონ არ აღიარებდნენ, მაგრამ უკან მსხდომნი ნათლად ხედავდნენ იმ ცეცხლს, რომელიც მათ შორის გიზგიზებდა. ნიკორწმინდამდე მშვიდობით მიაღწიეს, რადგან არ თოვდა. გოგოებმა თავშალი გაიკეთეს და ეკლესიაში შევიდნენ. ლიზასთვის ეკლესია ყოველთვის ასოცირდებოდა სიმშვიდესთან და სულიერ თავისუფლებასთან. ხელში დაჭერილი ანთებული სანთლით ისეთი ლამაზი იყო თორნიკე თვალს ვერ წყვეტდა. გოგონა კი ლოცულობდა. ღმერთს მისი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას სთხოვდა. თორნიკესთან ერთად რომც არ ყოფილიყო, სურდა ბედნიერი ენახა იმასთან, ვისაც იმაზე მეტად ეყვარებოდა, ვიდრე გოგონას ახლა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა რას ფიქრობდა თორნიკე მასზე. ცოტა ხანში თოვა დაიწყო, რის გამოც ბიჭებმა გადაწყვიტეს შინ დაბრუნებულიყვნენ. ლიზას არ უნდოდა ამ ადგილის დატოვება, ამიტომ ბავშვებს საგრძნობლად ჩამოშორდა. თოვლის ფანტელები გაშლილ თმაზე საბანივით ეფინებოდნენ. სიცივისგან გაწითლებული ლოყები კი თეთრი ბუნების ფონზე საოცარ კონტრასტს ქმნიდა. უეცრად, თოვლში ფეხი გადაუბრუნდა და წაიბორძიკა. წამში იგრძნო წელზე შემოხვეული მხურვალე ხელი და მისკენ გაიხედა. პირდაპირ თორნიკეს თვალებს შეეფეთა,რომლიდანაც საოცარი სითბო იგრძნო. გოგოს ისე უყურებდა,ითქოს მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი ყოფილიყო. -ძალიან ლამაზი ხარ.- ჩასჩურჩულა ყურში და დაეხმარა თოვლზე ფეხი მყარად დაედგა. ამ სამმა სიტყვამ ლიზას გარშემო ყველაფერი გააქრო. მოინუსხა და ეგონა დედამიწაზე მხოლოდ ის და თორნიკე არსებობდნენ. თვალები გაუბრწყინდა და ვიტყოდი, რომ მუცელში არარსებულმა პეპლებმაც დაიწყეს ფარფატი. უნებურად გაეღიმა და იგრძნო ბიჭის ცხელი სუნთქვა, რომელიც ტუჩებზე ეცემოდა. ცოტა ხანში კი გაყინულ ტუჩებს თორნიკეს ბაგეები შეეხო და ალბათ ვერასდროს აგიღწერთ იმ გრძნობას, რომელიც ამ დროს ლიზას დაეუფლა. რა იყო ეს? გაოცება, სიხარული, სიყვარული, ნოსტალგია. მოკლედ ყველაფერი ერთად რაც შეიძლება ადამიანის სხეულმა დაიტიოს მთელი სიცოცხლის მანძილზე. პირველი კოცნა სწორედ იმ ბიჭს მიუძღვნა, რომელიც სიგიჟემდე უყვარს. გამოუცდელად აყვა თვითონაც და თხელი თითები თმაში შეუცურა. მთლიანად მიეკრა ბიჭი სხეულზე და ალბათ არც არასდროს გაუშვებდა, რომ არა ჰაერის უკმარისობა. -რომ გკითხო აღარ გიყვარვარ.- უთხრა თორნიკემ და წელზე შემოხვეული ხელით უბიძგა მანქანისკენ გაეკვლიათ გზა. ლიზა კი კვლავ შოკში იმყოფებოდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა. კარგად აღექვა თორნიკეს სიტყვები, თუ ცუდად. არ შეეძლო იმ აზრის ამოკითხვა რაც ბიჭმა იგულისხმა. სახლში გაყინულები მივიდნენ, გოგოებმა ტანსაცმელი გამოიცვალეს და ლიზას ოთახში შევიდნენ, რომელიც წამოღებულ წიგნებს ათვალიერებდა. -რას შვები?- ჰკითხა სოფიმ. -წიგნის წაკითხვა მინდა და ვერ ავარჩიე თქვენ? -ჩვენ მოვედით საჭორაოდ. დღეს რატომ ჩამოგვრჩით შენ და თორნიკე? რამე გითხრა? -მაკოცა. -რაააააააა?- იკივლა მარიამმა და ლიზამაც შეშინებულმა დაუქნია თავი. -შენც აკოცე? -ჰო, აბა რა მექნა. -უყვარხარ და ტოჩკა. -იცი მერე რა მითხრა. -რაო? -რაო და რომ გკითხოს კაცმა არ გიყვარვარო. ჩემს გრძნობებზე თამაშობს.- აიბზუა ცხვირი ლიზამ და გოგოებთან ერთად გაწვა საწოლზე. -ეგ იმიტომ თქვა, რომ იმედი ჰქონდა კვლავ უყვარდი.- უპასუხა მარიამმა. -მიიღო კიდეც პასუხი. -მერე ახლა იცის, რომ კვლავ გიყვარს. -აუუ სოფიი, ეგ სულაც არაა კარგი, რადგან ჩემს გრძნობებზე თამაშობს.- ხელები თავზე შემოიდო და თვალები დახუჭა. -არაა თორნიკე ეგეთი ბიჭი და შენც კარგად იცნობ მას. -ვიცნობდი, ახლა როცა ვხედავ მგონია, რომ ჩემ წინ უცხო ადამიანი დგას. -იმიტომ, რომ თქვენთან რაღაც შეიცვალა. ახალ ეტაპზე გადადიხართ.- დაასკვნა მარიამმა. -და რა ეტაპზე? -შეყვარებულობის.- გადაიკისკისა სოფიმ და დაქალებს შორის მოქცეულმა ორივეს მოხვია ხელი. -ძალიან მიყვარხართ.- ამოიბუზღუნა ლიზამ. -ჩვენც ნეანდერტალელო.- უპასუხა სიცილით მარიამმა. წინა დღეს ნაადრევად დაძინებულ ლიზას დილით შვიდ საათზე გაეღვიძა. მთელი ადგილი თორნიკეს ეკავა, თვითონ კი საწოლის კიდეში ძლივს იკავებდა თავს. ტელეფონი აიღო და დედას გამოგზავნილი ფოტო ნახა. ის და მამამისი ბურგერებს მიირთმევდნენ. გაუკვირდა დასვენების დღე, რომ აიღეს ამიტომ სასწრაფად აკრიფა შეტყობინება. "ძალიან მომენატრეთ, მიხარია, რომ ისვენებთ." შემდეგ ყურსასმენები აიღო და სიმღერების მოსმენა დაიწყო. ცოტა ხანში კი იგრძნო როგორ გადაეშვა კვლავ მორფეოსის სამყაროში. გამოღვიძებულს გვერდით თორნიკე აღარ დახვდა, რამაც ძალიან გაახარა. მშვიდად მოიწესრიგა თავი და პირველ სართულზე ჩავიდა. საათი თორმეტს უჩვენებდა, გარშემო კი ვერავინ დაინახა. ყველა საძინებელი დაათვალიერა. ბავშვები არსად ჩანდნენ. ბოლოს სამზარეულოში შევიდა, სადაც თორნიკე დახვდა წელს ზემოთ შიშველი, რომელიც კრუასანებს მიირთმევდა. სწრაფად აპირებდა უკან გაბრუნებას, თუმცა ვერც გაიაზრა ისე შემობრუნდა თორნიკე და გოგოს გაუღიმა. -დილამშვიდობის.- უთხრა ენის ბორძიკით და ვითომ წყლის დასალევად შემოვიდა ონკანთან მივიდა. ბიჭთან ისე ახლოს მოუწია გავლა, რომ ტანი დაეხორკლა. -დილამშვიდობის. რამე გინდოდა? -არა, წყალს დავლევ და წავალ. ბავშვები სად არიან? -პროდუქტების მოსატანად წავიდნენ. -ყველა? -ხო. -შენ რატომ არ წაყევი? -მითხრეს ლიზა არ დატოვო მარტოო.- უთხრა და კვლავ გაუღიმა. ეს ამ ბოლო დროს რაღაც ხშირად იღიმის. ლიზა ერთხანს გაშტერებით უყურებდა დაკუნთულ სხეულზე და ფიქრობდა, ამ სიცივეში როგორ არ ცივაო, შემდეგ კი სამზარეულოდან გასვლას აპირებდა, როცა მკლავზე ხელის შეხება იგრძნო და შიშისგან შეხტა. მისკენ შეტრიალდა და გაკვირვებულმა შეხედა. -წყლის დალევა დაგავიწყდა.- წყალი კი არა ამ წუთას თავისი სახელი და გვარიც აღარ ახსოვდა. მაინდამაინც დღეს გაიმეტეს მასთან მარტო დასარჩენად, დაქალებიც ასეთი უნდა. -აღარ მწყურია.- უთხრა და მისი ხელისგან გათავისუფლდა, თუმცა წამში იგრძნო როგორ მიეკრა ბიჭის ხელები ამჯერად წელზე და თავისკენ მიიზიდა. ხელები მკერდზე მიაჭდო, რათა გათავისუფლებულიყო მისი მარწუხებისგან, მაგრამ ამაოდ. იცოდა რასაც იზამდა, იცოდა, მაგრამ მაინც არ შეაჩერა. რატომ? ის ხომ საოცრად შეყვარებული იყო ამ ბიჭზე და მისგან წამოსულ თითოეულ სითბოს ნაწილს აგროვებდა. -სამაგიეროდ მე მწყურია.- უთხრა და ტუჩებზე წაეტანა. დადნა, დაიწვა, დაიფერფლა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ზეგავლენა ჰქონდა ასეთი და როგორ აცლიდა ძალას ერთი კოცნითაც კი. თორნიკე ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებოდა და ზუსტად ეს უნდოდა. გამოევლინა გოგოს მთელი ის სიყვარული, რასაც მის მიმართ განიცდიდა. -რატომ აკეთებ ამას?- ვეღარ მოითმინდა და მისგან გათავისუფლებულმა ის კითხა, რაც დიდი ხანია აწუხებს. -რას? -კითხვას ნუ მიბრუნებ თორნიკე. გუშინ და დღეს, რა იყო ეს? -მე შენ გაკოცე. -რატომ? -შენ მე გიყვარვარ. მე კი იმას ვაკეთებ, რაც შეყვარებულ გოგოს ჭირდება.- თავისი ჭკუით გაეხუმრა, თუმცა მის სიტყვებზე გოგოს თვალები ცრემლებით აევსო. ამდენ ხანს მის დავიწყებას ცდილობდა, რადგან იცოდა თორნიკე მის მიმართ მხოლოდ მეგობრულად იყო განწყობილი, მაგრამ რაც რაჭაში არიან სულ ცდილობს თავი შეახსენოს და აღიარებინოს, რომ უყვარს. როდის გახდა ასეთი სულელი, რომ ვერ მიხვდა რა ამოძრავებდა თორნიკეს? -მე ეს არ მჭირდება. ეგ ყველაფერი იმ შენი ერთი ღამის გოგოებს უთხარი.- მიახალა და სწრაფად დატოვა იქაურობა. ფეხსაცმელი და მანტო ჩაიცვა და გარეთ გავარდა, რადგან გული ეხუთებოდა. მასთან ერთ სახლში, ერთი ჯანგბადის სუნთქვაც კი არ უნდოდა. თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა. ტყეში შევიდა და წინ გაიკვლია გზა. ფიქრობდა თორნიკეს ქცევაზე და არაფრით შეეძლო აეხსნა ის მოვლენები რაც მის თავს დატრიალდა ბოლო დღეების განმავლობაში. დროის უკან დაბრუნება, რომ შეძლებოდა საერთოდ არ გამოუტყდებოდა ბიჭს თავის გრძნობებში და მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას. იქნებ მაშინ მაინც შეძლებოდა მისი დავიწყება და ახალ თავგადასავლებში, ახალ ადამიანებთან ერთად ჩაბმა. მალევე თოვა დაიწყო და გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო. რამდენიმე წრე დაარტყა ერთი და იმავე ადგილს იმის იმედით, რომ სახლში მისასვლელ გზას მიყვებოდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ ერთ ადგილს ტკეპნიდა. უზარმაზარი ფანტელები ცვიოდნენ ციდან და გოგოს ნაკვალებს შლიდნენ, თითქოს მისი გაქრობა უნდოდათ დედამიწის ზედაპირიდან. ძალიან შეშინდა, ტყის გულში იმყოფებოდა, გარშემო მხოლოდ ხეები იყო, რომელსაც გარს ნისლი ეკრა. სიცივემ აიტანა და მანტო სხეულზე უფრო მჭიდროდ შემოიხვია. იმედს არ კარგავდა და გზას გაუკვალავ თოვლში მიიკვლევდა. -გადავრჩები, აუცილებლად გავიგნებ გზას, გადავრჩები.- ბუტბუტებდა თავისთვის და შეუჩერებლად მიდიოდა, თუმცა ამაოდ. იგრძნო როგორ ჩამობნელდა გარშემო, რამაც საშინლად შეაშინა. თვალებიდან მხურვალე ცრემლები წამოცვივდა და გაყინულ ლოყებზე გაიკვლია გზა. -ღმერთო, ოღონდ ახლა დამეხმარე და მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები.- იმეორებდა და წინ და უკან მიმოდიოდა. ცოტა ხანში რაღაც ხმები შემოესმა, რომელიც ძალიან ჰგავდა მგლის ყმუილს და შიშისგან შეხტა. მთელი სხეული აუცახცახდა და ისედაც გაყინულს უფრო გაუცივდა ხელები. ტუჩები სულ გალურჯვოდა, ფეხები მოეკეცა და თოვლში ჩაეფლო. თავი ხელებში ჩარგო და ატირდა. ახლა თორნიკეს ნახვაზეც თანახმა იყო, ოღონდ ამ ტყიდან გაეღწია. თმა სულ ფიფქებით ჰქონდა სავსე და პირველად ინანა ქუდი, რომ არ დაიფარა. უიმედოდ დარჩენილს მთელმა მისმა ცხოვრებამ გადაურბინა თვალწინ ბავშვობიდან დღემდე. გაახსენდა დედ-მამა, მათი მოსიყვარულე ოჯახი. დედისერთა ლიზას არაფერს აკლებდნენ და ღირსეულად ზრდიდნენ. მათი სიყვარული გოგოსთვის სამაგალითო იყო. ფიქრობდა, რომ მას და მის ქმარსაც ზუსტად ისე უნდა ყვარებოდათ ერთმანეთი, როგორც თავის მშობლებს და ერთად მრავალი წელი გაეტარებინათ. შემდეგ მეგობრები გაახსენდა. სოფისთან და მარიამთან სკოლიდან მეგობრობს და მათ გარეშე სიცოცხლეც ვერ წარმოუდგენია. თორნიკე? ის ერთადერთი ადამიანია ლიზას ცხოვრებაში, რომელიც უნდა სამუდამოდ მის გვერდით იყოს, თუმცა ამ საკითხში სრულიად უიმედოა. უეცრად წინიდან თოვლის ხრჭიალის ხმა მოესმა და გული წამში აუძგერდა. მიხვდა მის წინ რაღაც მოძრაობდა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და უკან მოუხედავად გაიქცა უცნობი მიმართულებით. თოვლიანი მანტო უფრო ამძიმებდა და ხელს უშლიდა სირბილში. თოვლის საფარველიც ბათინკების თავამდე წვდებოდა. საშინელ ტკივილს გრძნობდა მუხლებსა და ხელებში. ეგონა სადაცაა ჩაიკეცებოდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წუთებში ძალებს იკრეფდა, არ უნდოდა მგლის ან სხვა რომელიმე ცხოველის ლუკმა გამხდარიყო. სურდა თავის მეგობრებსა და მშობლებს მის ცხედარზე დატირება მაინც შეძლებოდათ. ნათქვამია ადამიანი ასეთ მომენტებში ყოველთვის ცუდზე ფიქრობსო და ლიზასაც თითქოს თავისი დაკრძალვის დღემ გაუელვა თავში. როგორ იტირებდნენ მშობლები, სოფი და მარიამი რა დღეში იქნებოდნენ, გაკვრით თორნიკესაც მოკრა თვალი, რომელიც უზომოდ დამწუხრებული იყო და თვალზე ობლად წამოსული ცრემლის კვალიც ეტყობოდა. ბევრი ირბინა თუ ცოტა წინიდან წყლის ხმა მოესმა და მიხვდა ჩანჩქერთან იყო. ეს ადგილი ძალიან კარგად იცოდა, რადგან ჩანჩქერის ძირში პატარა ტბა იყო, სადაც ზაფხულზე ხშირად დადიოდნენ და ბანაობდნენ, თუმცა ზამთარში ეს ტბა ყინულივით ცივი გახლდათ. ვერც გაიაზრა როგორ მიირბინა ტბის კიდემდე, კვლავ მოესმა ნაბიჯების ხმა, აქოშინებულ გულს ძლივს იწყნარებდა. სიცივისგან მთლიანად კანკალებდა და შიშისგან თვალებიდან თბილი ცრემლებიც ცვიოდა. უეცრად თვალთ დაუბნელდა, თავბრუ დაეხვა და წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. წამში იგრძნო ცივი წყლის შეხება მთელ სხეულზე და გააკანკალა. თვალები ფართოდ გაახილა და დაინახა როგორ იყო მოქცეული წყლის ქვეშ. ხელებს აქეთ-იქით აფართხალებდა და პირველად ინანა ცურვა, რომ არ იცოდა. თოვლისგან დამძიმებული მანტო კი ძლიერად ითრევდა უფსკრულისკენ. რაც დრო გადიოდა ჟანგბადი უფრო ეცლებოდა. სიკვდილს მიმდგარი საბოლოო წუთებს ითვლიდა და თვალებდახუჭული გულში ლოცულობდა, როდესაც უეცრად ხელზე შეხება იგრძნო. თვალები გაახილა და თორნიკე დაინახა, რომლის თვალებში საოცარი შიში იკითხებოდა. გოგოს წყლის ზედაპირისკენ მიათრევდა, თუმცა მას ჟანგბადი აღარ კმაროდა. საბოლოოდ ამოისუნთქა წყალში და გონება დაკარგა. თორნიკემ იგრძნო როგორ მოეშვა მის ხელებში არსებული ლიზას სხეული და ელვის სისწრაფით აიყვანა გოგო წყლის ზედაპირზე, შემდეგ კი თოვლზე დააწვინა. ტუჩები ლურჯი, ლოყები კი გაწითლებული ჰქონდა, ხელები ყინულივით ცივი. -ლიზა, გთხოვ თვალები გაახილე. არ დამტოვო. შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ. გთხოვ გაუძელი, ძალიან გთხოვ.- ეხვეწებოდა და თან ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. -ოღონდ ახლა გაახილე თვალები და მთელი ცხოვრება შენ გვერდით ვიქნები, არასდროს მიგატოვებ, გპირდები.- საბოლოოდ ჩაასუნთქა თავისი ჟანგბადი და გოგომაც თვალები გაახილა. პირიდან წყალი გადმოაქცია და უღონოდ მიესვენა თეთრ თოვლზე. ხმა ისე ჰქონდა ჩამწყდარი ვერაფერს ამბობდა, თუმცა სურდა თორნიკესთვის საბოლოოდ ეთქვა როგორ ძალიან უყვარს. მთელი სხეული მოწყვეტილი ჰქონდა, სიცივისგან საოცარ კანკალს აეტანა. იგრძნო როგორ აიყვანა ბიჭმა ხელში, თავი მკერდზე მიადო და საყვარელი სურნელი შეისუნთქა. -ლიზა, ფხიზლად იყავი გთხოვ, გონება არ დაკარგო. მალე მივალთ სახლში და ყველაფერი კარგად იქნება, გთხოვ ჩემთან იყავი.- ჩურჩულებდა თორნიკე. სურდა, მართლა ძალიან სურდა მასთან დარჩენილიყო და მისი ხმა მოესმინა, რომელიც სასიამოვნოდ ხვდებოდა ყურთასმენას, მაგრამ ღონემიხდილს მეტი აღარ შეეძლო. თორნიკე ანერვიულდა. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, რაც შეეძლო სწრაფად მიიწევდა ტყის გასასვლელისკენ, რომ ლიზა მალე გადაერჩინა. თოვლის ფიფქები გამუდმებით ცვიოდნენ ციდან, გარშემო ყველაფერი თეთრი იყო, თითქოს ბუნებაც ხელს უშლიდა მათ ერთად ყოფნას და გადარჩენას. ბუმბერაზი მთები წარბებშეკრულნი იხედებოდნენ ზეციდან და დედამიწაზე მომხდარ მოვლენებს ადევნებდნენ თვალყურს. ლიზას მგრძნობელობა არ დაუკარგავს, თუმცა თვალების გახელას ვერ ბედავდა. გრძნობდა თორნიკედან წამოსულ სითბოს, მაგრამ იცოდა ბიჭიც მასავით გაყინული იქნებოდა. თვალებიდან წამოსული ცრემლები თითქოს ლოყებზე მიეყენა და ისე ჰქონდა კანი დაჭიმული ტუჩების გამოძრავებასაც ვერ ახერხებდა. თორნიკეს კისერზე მდორედ ედო ცალი ხელი, მეორე კი მის მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი. ვერ მიხვდა რამდენი ხანი იარეს, მაგრამ როგორც იქნა მიაღწიეს სახლამდე. თვალები ზანტად გაახილა, ხვდებოდა როგორ უკანკალებდა მთელი სხეული სიცივისგან. ბავშვების შეშინებული თვალები დაინახა და ერთ მომენტში ძალიან უნდოდა, რომ ეცოცხლა და სიკვდილს არ წაერთმია მისი თავი ახლობელი ადამიანებისთვის. თორნიკემ თავის ოთახში აიყვანა და მანტო გახადა, შემდეგ კი ტანსაცმელზე გადავიდა. ვერ მიხვდა რატომ არ იყვნენ გოგოები მის ადგილას, მაგრამ უღონოდ გაიბრძოლა ბიჭის მკლავებ ქვეშ. -მოისვენე, ასე გაიყინები.- უბრძანა და ხელით დაიჭირა, მაისური და შარვალი წუთებში მოშორდა გოგოს სხეულს და სირცხვილისგან მთლიანად აწითლდა. სურდა მიწას ჩაეტანა ან მთლიანად გამქრალიყო, მაგრამ ამ წუთას ამის ძალა არ შესწევდა, როცა ჯერ საცვლებზე მიდგა თვალები გაუფართოვდა და თორნიკეს ხელი წამში შეაჩერა. -მე თვითონ გთხოვ შებრუნდი.- საწყალი თვალებით შეხედა და ფეხზე ძლივძლივობით წამოდგა თავბრუ ეხვეოდა, თუმცა არ უნდოდა ბიჭის წინაშე ასე მდგარიყო. სწრაფად გამოიცვალა და საბნის ქვეშ დაიმალა, რათა კვლავ არ დაენახა თორნიკეს ნახევრად შიშველი. -ახლა წამლებს მოგიტან, ეცადე არ დაიძინო.- გააფრთხილა და ოთახიდან გავიდა. ისე ცახცახებდა სხეულსაც ვერ იმორჩილებდა, ძალიან უნდოდა თვალები გახელილი ჰქონოდა, მაგრამ ვერ შეძლო. არ დაუძინია, ან როგორ დაიძინებდა? მთელი სხეული გაყინული ჰქონდა. თორნიკე მალევე დაბრუნდა წამლებით ხელში. თავისი ხელით დაალევინა გოგოს, გარშემო საბანი გაუსწორა და თვითონ აბაზანაში შევიდა. რამდენიმე წუთში უკან მშრალი ტანსაცმლით დაბრუნდა და ლიზას ამ მდგომარეობაში დანახვამ შეაცბუნა. ლოყები სულ აწითლებული ჰქონდა, თვალები კი მიბნედილი. მთელი სხეულით კანკალებდა, როგორც ჩანს სიცხემ აუწია. ანერვიულებულმა დატოვა ოთახი და სამზარეულოში ჩავიდა, სადაც მარიამი ეგულებოდა. -მარიამ, ლიზას ჩაი გაუკეთე რა და ძმრიანი წყალიც მომეცი, როგორც ჩანს სიცხე არ უწევს. -ახლავე, დამელოდე.- მარიამი სწრაფად მოქმედებდა. დაქალის ცუდად ყოფნამ ძალიან აანერვიულა, სწრაფად გაამზადა ყველაფერი და თორნიკეს მიაწოდა. -ბულიანსაც გავუკეთებ, კარგი იქნება მისთვის.- თორნიკემ თავი დაუქნია და კვლავ ლიზასთან დაბრუნდა. -წამოჯექი, ჩაი უნდა დალიო.- უთხრა და თვითონაც დაეხმარა წამოწევაში. გოგო თვალებს ძლივს ახელდა. -აუ არ მინდა.- ამოილუღლუღა ხმაჩაწყვეტილმა. -აუცილებელია, დალიე.- თვალები დაუბრიალა და თავისი ხელით მიუტანა ჭიქა ტუჩებთან. პირველ ყლუპზე ისე საშინლად ეტკინა ყელი, რომ დაიჭყანა და თვალებში ცრემლები ჩაუგდა. არ უნდოდა, მაგრამ სხფა გზა არ ჰქონდა, ნახევარი ჭიქა ძლივს დალია. -გთხოვ მერე დავლევ კიდევ, მეტი არ შემიძლია.- უთხრა და საბანში ჩაიმალა. ცხელმა ჩაიმ ცოტათი გაათბო, მაგრამ თავი და ყელი მაინც ტკიოდა. ეგონა შიგნიდან ვიღაც უზარმაზარ ქვებს ესროდა. თორნიკემ ძმრიანი ნაჭერი დაადო შუბლზე და თვითონ მის გვერდით მოთავსდა. ისეთი ცხელი იყო ყოველ 15 წუთში უწევდა გამოცვლა. ძალიან ღელავდა გოგონას მდგომარეობაზე, თბილისში წაყვანასაც აპირებდა, მაგრამ თოვლის გამო გზები ჩაიკეტა. საღამომდე სიცხემ ცოტათი დაუწია და ჩაეძინა. თორნიკე ბავშვებთან ერთად იყო, როდესაც ლიზა დაინახა კიბეებზე მომავალი. თბილი პიჟამები და ჩუსტები ეცვა, თმა აწეწილი ჰქონდა და ძლივს ჩამოდიოდა. ბიჭმა მასთან მიირბინა, წელსა და მუხლებქვეშ ხელები ამოსდო და მეორე სართულისკენ ააბრუნა. -სად მოდიხარ, არ უნდა იკითხო? -აუ, არ მინდა საწოლში, დაბლა მინდა. -რა გინდა დაბლა? -მოვიწყინე მარტო. არავინ ამოხვედით.- უთხრა და გაიყუსა. თორნიკეს მის სიტყვებზე გულში სითბო ჩაეღვარა და გადაწყვიტა, რომ სანამ დაიძინებდა მასთან ყოფილიყო. საბან ქვეშ კომფორტულად მოათავსა და თვითონ მის გვერდით სავარძელზე ჩამოჯდა. -აბა როგორ გრძნობ თავს? -არამიშავს, მგონი სიცხემ დამიწია. -დღეს რატომ გაიქეცი? -იმიტომ, რომ გამაბრაზე. -ბავშვივით იქცევი. შენი ბრალია რა მდგომარეობშიც ხარ ახლა. -ჩემი არა, შენი ბრალია. ხომ შეგიძლია უბრალოდ თავი დამანებო და გავაგრძელოთ მეგობრობა? -არ შემიძლია ლიზა, არა.- უთხრა და თავი ჩახარა. გოგოს ხმა არ გაუღია, თუმცა მისმა გულმა წამში ათასჯერ გაიფართხალა სიხარულისგან და თითქმის ამოვარდა სხეულიდან. -გოგოები დაბლა არიან? -არა, დაიძინეს უკვე. -აუ რატო არ მნახეს? -მე ვუთხარი ძინავს და არ შეაწუხოთთქო. -მატყუარავ. აი თურმე რატო დამტოვეს მთელი დღე მარტო. -მარტო არ ხარ, მე აქ ვარ.- უთხრა და გაუღიმა. -შენი ყოფნა რაში მჭირდება.- თვალი ჩაუკრა გოგომ და გახალისებულმა აიღო ტელეფონი. რამდენიმე წუთში გამალებით დაიწყო შეტყობინებების წერა, თან ხმასაც არ ურთავდა და თორნიკეს ნერვებს უშლიდა. -შეგიძლია გათიშო? ავად იყავი მგონი შენ.- უთხრა ბოლოს გაღიზიანებულმა. -მერე ვინ თქვა კარგად ვარო? ყელი და თავი მტკივა. -წამლების დალევის დროცაა უკვე.- უთხრა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა. როცა გაახსენდა იმ საშინელი წამლების გემო ტანში გააჟრჟოლა, მხოლოდ ყელის ტკივილის წამალი მოსწონდა, რომელიც სიგრილეს უტოვებდა და სიამოვნებდა. ბიჭი მალევე დაბრუნდა ოთახში წყლითა და წამლებით ხელში და ლიზას გაუწოდა. -აუ არ მინდა, კარგად ვარ უკვე. -არ ხარ, დალიე და მერე სიცხესაც გაიზომავ.- უთხრა მკაცრად. -უხეში.- ჩაიბუზღუნა და წამლები გამოართვა. ერთმანეთის მიყოლებით გადაყლაპა და სახე დამანჭა საშინელი გემოს გამო. -აუუ რა საშინელებაა. -ნუ წუწუნებ, არ გაქცეულიყავი ტყეში და არ დაგჭირდებოდა წამლების ყლაპვა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ არ მეპოვე რა დაგემართებოდა.- მის სიტყვებზე დათბა, მოწონდა ასე ძალიან, რომ იცავდა და ზრუნავდა მასზე. -მადლობა.- ამოილუღლუღა და თერმომეტრი იღლიაში ამოიდო. მთელი ცხოვრება ამ ბიჭის მადლიერი იქნებოდა, რადგან მას, რომ არ ამოეყვანა წყლიდან ახლა მის ცხედარსაც ვერავინ იპოვნიდა. -არაფრის.- უთხრა და გაუღიმა. ხუთ წუთში თერმომეტრი ამოიღო. სიცხე 37-ს უჩვენებდა. -მშვენიერია, მალე ესეც დაგიწევს. ახლა შეგიძლია დაიძინო.- უთხრა თორნიკემ და ლიზას ბალიშები გაუსწორა. -შენ? -რა მე? -არ იძინებ? -არა, დღეს შენი ძიძა ვარ. -შეგიძლია დაიძინო. მართლა კარგად ვარ, ძიძა რად მინდა. -კარგი, მიჩოჩდი და დავიძინებ. -აქ? -ხო, აბა დაბლა გავიყინო?- უთხრა და წარბები აწკიპა. -კარგი, მოდი.- უთხრა ლიზამ და გვერდით მიიჩოჩა. ბიჭმა სწრაფად დაიკავა მისი კუთვნილი ადგილი საწოლში და გოგოს სუროსავით შემოეხვია. -ასე გავიგუდები.- ამოილუღლუღა და ბიჭს უბიძგა. -კარგი, ტკბილი ძილი.-თორნიკე ოდნავ მოშორდა ლიზას და თვალები დახუჭა. შუაღამით გოგოს ტირილის ხმამ გააღვიძა, საწოლზე წამოჯდა და ლიზა შეაღვიძა. გოგომ სწრაფად გაახილა თვალები და შეშინებულმა მოხვია მკლავები თორნიკეს, მთელი სხეულით კანკალებდა და თან ტიროდა. -ლიზაზუ, კარგად ხარ? -კოშმარი დამესიზმრა, საშინელი კოშმარი, თითქოს... თითქოს შენ დამტოვე.- ლუღლუღებდა და ბიჭს მთელი სხეულით ეკვროდა. -კარგი დაწყნარდი, მე აქ ვარ. არსად ვაპირებ წასვლას, დამშვიდდი.- თმაზე ხელი ჩამოუსვა და ცრემლები მოწმინდა. გული ამოვარდნას ჰქონდა. არც შეტოკებულა ისე წაეტანა გოგოს ტუჩებს და კოცნაშიც აიყოლია. ლიზა მალევე დაწყნარდა და მთლიანად მიენდო თორნიკეს მკლავებს. გული სიყვარულით ევსებოდა, დარჩენილი ცხოვრების მის გვერდით გატარება სურდა, რომელიც არც ისეთი მიუღწეველი იყო, როგორც თვითონ ეგონა. -დაიძინე, მე შენს გვერდით ვარ.- უთხრა თორნიკემ მას შემდეგ რაც მოშორდა, აწითლებულ ლოყაზე აკოცა და გულზე მიიკრა. დილით აღარ თოვდა, ამიტომ გადაწყვიტეს თბილისში დაბრუნებულიყვნენ. თან ლიზას საავადმყოფოშიც წაიყვანდნენ და ნახავდნენ როგორ იყო. -ლიზაზუ, მზად ხარ?- ოთახში მარიამი შევიდა, რომელიც უკვე გამოწკეპილიყო ლამაზ ტანსაცმელში. ლიზა კი ჯერ ბარგს ალაგებდა და ჩაცმულიც არ ჰქონდა. -მალე მოვემზადები, ცოტა ხანი დამელოდეთ რა. -ვაიმეე, რა ბუნდურა ხარ, მიდი შენ მოწესრიგდი, ამათ მე ჩავალაგებ.-ძალით შეაბუნძულა სააბაზანოში, თვითონ კი რამდენიმე წუთში მოუწესრიგა ბარგი. -მეორე დედაჩემი ხარ რა.- უთხრა სიცილით ლიზამ და რამდენჯერმე დაახველა. -თორნიკემ პირდაპირ ექიმთან უნდა წავიდეთო, ნახე როგორ ზრუნავს შენზე.- უთხრა და გაიცინა. -ოჰ ძალიან, რა მინდა ექიმთან? -სიცხე გაქვს, რას ქვია რა გინდა. -დედიკო მომივლის. კაი რა ხომ იცი არ მიყვარს ექიმები.- დაიბუზღუნა და თბილი ტანსაცმელი გაამზადა. -ეგ თორნიკეს უთხარი ჩემო დაო.- თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა. ლიზას ჯერ კიდევ ტკიოდა კუნთები და ნორმალურად სიარულსაც ვერ ახერხებდა. მალე მოემზადა და ჩემოდნებით ხელში დაიწყო კიბეებზე ჩასვლა, როცა თორნიკე შეეფეთა. -გოგო, ამხელა ჩემოდანი როგორ მოგაქვს, დაგეძახა მაინც.- დაუბრიალა თვალები და ბარგი გამოართვა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები და მანქანაში მოათავსა. ლიზა გოგოებთან ერთად გავიდა გარეთ. თოვლი საკმაოდ დიდი იყო. წამიერად ტყისკენ გაექცა თვალი და ცუდი გრძნობა დაეუფლა ამ შემზარავი ადგილის ნახვისას. უეცრად მხრებზე ხელების შეხება იგრძნო და უკან გაიხადა. თორნიკე უღიმოდა. -ჩაჯექი, წავედით უკვე. -კარგი.- უპასუხა და ადგილი მგზავრის სავარძელზე დაიკავა, გვერდით თორნიკე მოთავსდა, რომელმაც მანქანა დაძრა და თბილისისკენ აიღო გეზი. -მოდი ახალი წლისთვის კიდევ წამოვიდეთ აქ. ამჯერად ჩვენი მშობლებიც წამოვიყვანოთ, სახლი იმხელაა, რომ ყველანი დავეტევით.- თქვა მარიამმა. იდეა ყველას მოეწონა და დაეთანხმა. განსაკუთრებით კი თორნიკეს, რომელსაც გონებაში ძალიან კარგმა აზრმა გაუელვა. შუა დღე იყო, როდესაც თბილისში ჩავიდნენ. თორნიკეს მანქანაში მხოლოდ ლიზა იჯდა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა როდის შეაღებდა სახლის კარს და დაისვენებდა. გარშემო სამარისებური სიჩუმე სუფევდა. არცერთი იღებდა ხმას. ლიზას თორნიკეს კოცნა ახსენდებოდა და ვერ გაერკვია რას ნიშნავდა ეს. მას შემდეგ რაც ბიჭს სიყვარულში გამოუტყდა,თითქოს ყველაფერი შეიცვალა. მათ შორის მათი ურთიერთობაც. ეს კი ზედმეტ ეჭვს და გაურკვევლობას ბადებდა გოგონას გონებაში. -სად მივდივართ?- ჰკითხა, როცა სახლის გზა ვერ იცნო. -ჯერ საავადმყოფოში შევივლით.- უპასუხა ბიჭმა ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს. -ხომ ვთქვი არ მინდა ექიმთან. -გინდა. -შენ ვინ ხარ, რომ მბრძანებლობ? არ მინდა და მორჩა, სახლში წამიყვანე. -ლიზა, ნუ ბავშვობ სიცხე გქონდა გუშინ, ჯობს ექიმს გაესინჯო. -არ მინდათქო და ვსო. სახლში წამიყვანე.- ხმამაღლა დაუყვირა და ხელები გადაიჯვარედინა. -ნუ ჯიუტობთქო. მივდივართ. -ა რ ა, შენს ნებას არ დავემორჩილები, რა ვერ გაიგე? -კარგი, როგორც გინდა.- ისეთი სიმშვიდით უპასუხა ბიჭმა და მანქანა მოატრიალა გააზრებაც ვერ მოახერხა ლიზამ. გაუკვირდა კიდეც ასე ადვილად, რომ დათანხმდა, რადგან ეგონა თავისას მაინც ვერ გაიტანდა. ამ ქცევამ უფრო გააბრაზა და თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა. -იდიოტი.- ჩაიბურდღუნა თავისთვის. -რამე მითხარი?- ვითომ ვერ გაიგანაო ჰკითხა თორნიკემ. -არაფერი მადლობათქო. სახლში მალე მივალთ? -კი ათ წუთში.- მართლაც ათ წუთზე მეტი არ დაჭივრებიათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. -მადლობა, რომ მომიყვანე.- ამოილუღლუღა ლიზამ და კარის გაღებას აპირებდა, როდესაც თორნიკემ შეაჩერა. -მოიცა.- უთხრა და მისკენ დაიხარა. ნათლად ხედავდა გოგონას აწითლებულ ლოყებს, რომელიც მისი სიახლოვით იყო გამოწვეული, იმ დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით, რომ აცეცებდა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. მთელი ტანი დაეხორკლა და უნდოდა წამის მეასედში გადასულიყო მანქანიდან, რომ ეს მომენტი აეცილებინა, თუმცა ბიჭის მარწუხებში ისე იყო მოქცეული, რომ ვერც ტოკდებოდა. იგრძნო თორნიკეს სუნთქვა სახეზე და თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა. რამდენიმე წამში კი მისი ბაგეებიც იგრძნო, თითქოს გული საგულედან ამოუვარდა. ერთ ადგილას გაიტრუნა და ვეღარ გაეგო სად დამალულიყო. ვერც ის გაიაზრა რა ხდებოდა და უბრალოდ ბედს მიენდო. თავისი საყვარელი მამაკაცის მკლავებში მოექცა და კოცნაში ნელი ტემპით აჰყვა. თორნიკემ ხელები წელზე მოხვია და მისკენ მიიზიდა. მანამ არ შეუწყვეტიათ კოცნა, სანამ ორივეს სუნთქვა არ შეეკრა. ლიზას ვეღარ გაეგო სირცხვილისგან სად დამალულიყო. თორნიკე კი ამით ზედმეტად ხალისობდა. გოგოს უკვე მეორედ მოპარა ის კოცნა, რომლის სურვილიც დიდი ხნის განმავლობაში ქონდა. -ახლა შეგიძლია წახვიდე.- კიდევ ერთხელ შეისუნთქა გოგონას სურნელი და უთხრა. გაბრაზდა, ვერც კი წარმოიდგენთ ისე მოიცვა მისი სხეული სიბრაზემ. ეგონა ბიჭი კვლავ მის გრძნობებზე თამაშობდა, ხალისობდა, რომ სიგიჟემდე უყვარდა და მის ნებისმიერ ქმედებაზე დნებოდა. სახე მთლიანად აუწითლდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. არც დამშვიდობებია ისე გადმოვიდა მანქანიდან და საბარგულის კარი გააღო. ძლივძლივობით გადმოიტანა ბარგი და სადარბაზოსკენ წავიდა. -იდიოტი, ხეპრე, ნახავს როგორ უნდა ჩემს გრძნობებზე თამაში, ხმასაც არ გავცემ დღეიდან.- ჩაიბურტყუნა თავისთვის და კარზე ზარი დარეკა. შემდეგ გაახსენდა, რომ მშობლებს დასვენების დღეები ამოეწურათ და უკვე სამსახურში იყვნენ. ჩანთაში გასაღები მოძებნა და სახლში შევიდა. ისეთი დაღლილი იყო ემოციურად ფეხზე ძლივს დგებოდა. თავის ტკივილმაც შეაწუხა და გადაწყვიტა ცოტა დაესვენა. არც გამოუცვლია ისე შევიდა ოთახში და საბანში გაეხვა. მალევე ჩაეძინა კიდეც. საღამოს გაეღვიძა. სააბაზანოში შევიდა და თავი მოიწესრიგა, ტანსაცმელი გამოიცვალა და თბილად ჩაიცვა. ბარგის ამოლაგება საშინლად ეზარებოდა თან შიმშილის გრძნობამაც შეაწუხა, ამიტომ ოთახიდან გავიდა და სამზარეულოსკენ მიაშურა. დედას გაკეთებული სალათა გამოიღო მაცივრიდან და გემრიელად მიირთვა. ჭურჭელი გარეცხა და მისაღებ ოთახში დივანზე მოთავსდა. დიდი ხანი არ იყო გასული კარი ლიზას მშობლებმა შემოაღეს. -დეეე, მააა.- დაიკივლა და მათკენ გაიქცა, ორივეს ძლიერად ჩაეხუტა და ლოყები დაუკოცნა. -როგორ მომენატრე ჩემო პატარა.- უთხრა ნატომ და შვილს თმაზე ხელი დაუსვა. -მეც ძალიან, ძალიან. სად იყავით ამდენ ხანს?- ახლა დავითს მიუბრუნდა შვილი და კიდევ ერთხელ მოეხვია. -სამსახურში ძალიან ბევრი საქმე იყო, თან შესაძლოა საზღვარგარეთ მოგვიწიოს წასვლა. -რა? რატომ?- მოიღუშა ლიზა. -შვილო ჯერ სახლში შემოგვიშვი და გეტყვით.- აქოთქოთდა ნატო და სახლში შევიდა. პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა და მაგიდის გაწყობა დაიწყო. -შენ რა ქენი ჭამე? -კი დე, წეხან. -მოგეწონა სალათა? -არაუშავდა.- დაიჭყანა ლიზა და დედის ბრაზიანი მზერაც მიიღო. -თუ არ მოგეწონა არც გეჭამა. -კარგი გამომიჭირე, უგემრიელესი იყო.- უთხრა და მამიკოს მიუჯდა გვერდით. -მა, სად მიდიხართ? -შეიძლება გერმანიაში მოგვიწიოს წასვლა რამდენიმე კვირით. -ხო, მაგრამ უკვე დეკემბერია. ახალი წელიც მალე მოვა. იანვრის მერე მიდიხართ? -არა საყვარელო, ორ დღეში მოგვიწევს თუ დავთანხმდებით. -რომ არ დათანხმდეთ რა მოხდება? -სამსახურიდან გვისვრიან.- უთხრა სიცილით კაცმა. -რა არის ასეთი საქმე? -გასაიდუმლოებული სხდომაა.- შვილს შუბლზე აკოცა და თვითონაც სამზარეულოში გავიდა სავახშმოდ. სანამ მშობლები ივახშმებდნენ ლიზამ ფილმი შეარჩია და მთელი საღამო მყუდრო გარემოში გაატარა. -ანუ ზეგ მიდიხართ? -ხო ლიზი. -კაი რა დე, ლიზა მქვია მე.- ამოიბუზღუნა და დედას ჩაეხუტა. -მე შენ ლიზი დაგარქვი და არა ლიზა. -მე ლიზა მომწონს.- უთხრა და თვითონაც გაეღიმა თავის ქცევაზე. ვინ შეიცვლიდა სახელს თუ არა თვით ლიზაზუ. ფილმის ყურება გვიან დაასრულეს. ლიზას მართალია არ ეძინებოდა, რადგან მთელი დღე იწვა, მაგრამ ატყობდა მშობლები როგორი დაღლილებიც იყვნენ, ამიტომ თვითონ წამოდგა პირველი. -დავიძინოთ რა. -ჰო თორე მეც ძალიან მეძინება.- -ტკბილი ძილი შვილიკო, ხვალ არ დაგაგვიანდეს სკოლაში. -კარგი დე.- უთხრა ლიზამ და ოთახს შეაფარა თავი. არ ეძინებოდა, ამიტომ გადაწყვიტა ის გაკვეთილები მოემზადებინა, რომელზე დასწრებასაც არ აპირებდა. გვიან ღამით დაასრულა დავალებების წერა, ტელეფონზე მაღვიძარა დააყენა და დაწვა. ორი დღის შემდეგ: მშობლები გერმანიაში გააცილა და მარტო მყოფი გაწვა დივანზე. ერთი მხრივ უხაროდა მარტო ყოფნა, აზრებს დაალაგებდა, თორნიკეს დავიწყების გეგმას შეიმუშავებდა და დაისვენებდა. თან რეპეტიტორებთან სიარულსაც მალევე შეწყვეტდა, რადგან ახალი წელი მოდიოდა. მეორე მხრივ კი წყინდა ეს ყველაფერი, რადგან მისთვის საყვარელ დღეს მშობლებთან ერთად ვერ შეხვდებოდა. ტელევიზორი ჩართო და ფილმის ძიება დაიწყო, როცა მისი ტელეფონი ამღერდა. -გისმენ მარიამ.- ყურმილი აიღო და უპასუხა. -ლიზაზუ, როგორ ხარ? -კარგად შენ? -მეც კარგად. გოგო ამოხვალ ჩემთან? -რატო? რა ხდება? -არაფერი, ისე შევიკრიბეთ მეგობრები და ვიცი გადატვირთული გრაფიკი გაქვს და ბლა ბლა, ბლა, მაგრამ ცოტა ხნით ამო რა. -უარის თქმის შანსი არ მაქვს?- გადაატრიალა თვალები გოგომ. -რა თქმა უნდა არა. მიდი ჩაიცვი უცებ და წამოდი. -კარგი მოვდივარ.- ტელეფონი გათიშა და თავის ოთახში შევიდა მოსამზადებლად. თბილად ჩაიცვა, სახლის კარი ჩაკეტა და გარეთ გავიდა. სუსხიანი ამინდი იყო, თუმცა არ თოვდა რაც ყველაზე მეტად აწუხებდა. ახალი წელი თოვლის გარეშე არ უღირდა, ამიტომ კვლავ ჰქონდა იმედი, რომ მალე აქაურობა თეთრ საფარველში დაიმალებოდა. ტაქსი გააჩერა და დაქალის სახლამდეც მალევე მივიდა. მეორე სართულამდე მისასვლელი კიბეები აირბინა და მოუთმენლად დარეკა ზარი. როგორც იქნა კარი გააღეს და მისი თვალები არც მეტი არც ნაკლები თორნიკეს შეხვდა. ბიჭის დანახვაზე ერთი ნაბიჯი გადადგა უკან და სადაცაა ადგილს მოწყდებოდა, როცა მისი ხმა გაიგონა. -ლიზაზუ, როგორ ხარ?- მხიარულად მიესალმა ლიზას, თუმცა გოგოს ყურადღებაც არ მიუქცევია, ცხვირი აიბზუა და სახლში შევიდა. -ჩემი გოგო მოვიდაა.- დაიწივლა სოფიმ და ლიზას ძლიერად ჩაეხუტა. მის ქცევაზე სახე ღიმილით გაებადრა. -მომენატრე ქალბატონო.- უთხრა და მანაც მოხვია მკლავები. მარიამთან სოფი, ცოტნე და თორნიკე იყვნენ. ბატიბუტით სავსე თასები მაგიდაზე დაელაგებინათ და თვითონ დივანზე ისხდნენ. -როგორ ხარ?- კითხა ცოტნემ გოგოს. -არამიშავს შენ?- უპასუხა და სოფის გვერდით ჩამოჯდა. -კარგად. აბა რას ვაპირებთ?- ქურთუკი გაიხადა და ბავშვებს მოავლო მზერა. თორნიკე მოშორებით სავარძელზე იჯდა და ლიზას მწველ მზერას არ აშორებდა. -ფილმის ყურებას.- გაეკრიჭა მარიამი. -რაც მარტო ვარ სახლში იმდენ ფილმს ვუყურე მგონი ლიმიტი ამოიწურა.- თქვა სიცილით. -წამო რაღაცები მოვამზადეთ და გამოვიტანოთ.- წამოდგა სოფი და მას გოგოებიც მიყვნენ. მანამდე კი ბიჭებმა კომედიური ჟანრის ფილმი შეარჩიეს. -ვიცი დრამა გირჩევნიათ გოგოებს, მაგრამ ესეც კარგია.- თქვა ცოტნემ. -სულაც არა.- უთხრა სოფიმ. ცოტნე და მარიამი ხალიჩაზე დასხდნენ, სოფი კი სავარძელზე მოკალათდა და ლიზას აღარ დაუტოვა ადგილი. სხვა გზა არ ჰქონდა, თორნიკეს გვერდით უნდა დამჯდარიყო. ოდნავ შეიშმუშნა და ბიჭისგან მოშორებით მოთავსდა. მის ქცევაზე თორნიკეს სახეს ღიმილი შეეპარა, თუმცა არ შეუმჩნევია და ფილმის ყურება გააგრძელა. დროდადრო გახედავდა გოგოს, თუმცა მის მზერას ვერცერთ შემთხვევაში იჭერდა. ტალღოვანი შავი თმა გაშლილი ჰქონდა და მხრებზე საბანივით ეფინა. წინ წამოწეული ტუჩები კი მადისამღძვრელად იცქირებოდნენ და ბიჭს გულს უტოკებდნენ. ლიზა თვალსაც არ აპარებდა თორნიკესკენ და თავის გეგმას უმაღლეს დონეზე ასრულებდა. -აუ ლიზ, ყავას მოამზადებ? ხომ იცი შენი გაკეთებული როგორ მიყვარს.- თხოვა შუა ფილმისას მარიამმა და კატასავით გააფართოვა თვალები. -კარგი ხო. -აუ ჩვენც გვინდა.- დაამატა სოფიმ და ლიზაც სამზარეულოსკენ გაისუტმრეს. წყალი დაადგა და კარადიდან ყავას იღებდა, როდესაც უეცრად წელზე შემოხვეული ხელები იგრძნო. შიშისგან შეხტა და უკან შეტრიალდა. თორნიკეს სხეული აღმართულიყო მის წინ და გასაქანის საშვალებას არ აძლევდა. -შენ აქ რა გინდა?- კითხა ხმის კანკალით. -წყლის დასალევად შემოვედი.- გოგოს დაბნეულობაზე ღიმილი შეეპარა, თუმცა მკაცრ მზერას მაინც არ იშორებდა. -ახლავეს დაგისხამ.- უთხრა და მისი მოშორება სცადა მკერდზე მიბჯენილი ხელებით, თუმცა ამაოდ. ბიჭმა მისი ხელები დაიჭირა და მკერდზე აიკრა ლიზას სუსტი სხეული. -წყურვილს შენითაც მოვიკლავ.- უთხრა და არც დალოდებია გოგოს რეაქციას ისე დაეწაფა მის ტუჩებს. განაბული აყვა ამბორში და მთელი სხეული მოუდუნდა. რამდენიმე წამში გაიაზრა რასაც აკეთებდნენ და მინაბული თვალები ჭყიტა. ბიჭიც მალევე მოშორდა და ცერა თითით ლოყაზე მოეფერა. -აღარ მწყურია.- უთხრა ღიმილით და სამზარეულო დატოვა. ლიზა კიდევ რამდენიმე წუთი იდგა ერთ ადგილას მიყინული, თითქოს ძეგლი დაიდგა. საშინლად დაბნეული იყო. ერთი მხრივ აბრაზებდა თორნიკეს ასეთი ქმედებები, მეორე მხრივ კი სიამოვნებას ანიჭებდა, თუმცა საბოლოოდ ბრაზმა გადააჭარბა ლიზას სიყვარულს და გადაწყვიტა მისთვის სამაგიერო გადაეხადა. რა იყო აბა ასე უცებ მოვარდა და აკოცა. თანაც მისი გრძნობების შესახებ არაფერი იცის. უყვარს თუ უბრალოდ მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთან. ოთხ კაცზე გააკეთა ყავა, რადგან თვითონ არ უყვარდა და გადაწყვიტა ბატიბუტი მიერთვა. მეოთხე ჭიქაში კი ვითომ შემთხვევით ჩაყარა ორი კოვზი მარილი შაქრის ნაცვლად, ჭიქები ლანგარზე დააწყო და მისაღებ ოთახში გავიდა. ბავშვებს ღიმილით ჩამოუარა და კომფორტულად მოთავსდა თორნიკეს გვერდით, რომელსაც ძალიან გაუკვირდა გოგოს ქცევა. წესით გაბრაზებული უნდა ყოფილიყო, ის კი სრულიად მშვიდად ზის და მზერასაც არ აცილებს. გემრიელად მოსვა სითხე და უეცრად გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და სიბრაზისგან თვალები წამოენთო. ახლა სხვებთან ერთად, რომ არ ყოფილიყვნენ ალბათ ლიზას ნასახიც კი არ დარჩებოდა დედამიწის ზურგზე. სამზარეულოში გავარდა და ჭიქა წყალი სწრაფად დაცალა. -ოხ, როგორ მაბრაზებს ეს გოგო. რამდენჯერაც ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება მინდება იმდენჯერ რაღაცას აკეთებს.- ჩაილაპარაკა თავისთვის და მისაღებ ოთახში დაბრუნდა. ყავა ჯერ კიდევ ცხელი იყო, როცა ჭიქა ხელში აიღო და ტუჩებთან მიიტანა. ლიზამ თვალები დაქაჩა მის ქცევაზე. ეგონა ჭიქები შეეშალა და თორნიკეს ტკბილი ყავა მიაწოდა. წუთიც არ იყო გასული, როცა უეცრად ხელზე ცხელი სითხე იგრძნო, სიმწრით წამოიკივლა და ფეხზე წამოხტა. -ლიზაზუ რა მოგივიდა?- მივარდნენ ბავშვები. -ბოდიში ლიზა, შემთხვევით გადამიყირავდა ჭიქა.- უთხრა ირონიულად თორნიკემ და წამსვე შეეცვალა მზერა, როცა გოგოს აცრემლებულ თვალებს წააწყდა, რომელიც დამწვარ ადგილს სულს უბერავდა ტკივილის გასაქრობად. -მალამოს მოვიტან დაჯექი.- თქვა მარიამმა და სააბაზანოში შევიდა. -ლიზაზუ ძალიან გეწვის? ყავა ცხელი იყო?- ჰკითხა ცოტნემ. გოგომ მეგობრებს მოავლო თვალი და მათ ანერვიულებულ სახეებზე ჩაეღიმა. -არაფერია ცოტნე, უკვე გამიარა.- თვალებში აბრჭყვიალებული ცრემლები საჩვენებელი თითით მოიშორა და მარიამს ხელი გაუწოდა, რათა მალამო წაესვა. თორნიკეს გული მოეწურა ლიზას ასეთ მდგომარეობაში დანახვისას. მის ბავშვობას არ უნდა აყოლოდა, გაუაზრებლად ატკინა რის გამოც თავის თავზე ბრაზობდა. ლიზა გულითადად ცდილობდა დამწვარ ადგილზე ხელის შეხებით გამოწვეული ტკივილი აეტანა, თუმცა მაინც წასკდა ობოლი ცრემლი. როგორც იქნა დაასრულდა მისი ხელის დამუშავება და გოგომაც ამოისუნთქა. -არ შეიხვიო, ასე გქონდეს, მალე გაგივლის.- მიუთითა გაწითლებულ ადგილზე. -მადლობა მარო.- ლიზამ დივანზე ფეხები აკეცა და კომფორტულად მოკალათდა. გრძნობდა მის გვერდით მჯდომი თორნიკეს სურნელს და ნესტოები ეწვოდა ისე უნდოდა ძლიერად ჩახუტებოდა. ორ ფილმს უყურეს და ბოლოს ლიზამ ამოიბუზღუნა. -მომბეზრდა ფილმების ყურება. -აუ მეც.- აყვა სოფი. -მე წავალ რა სახლში დავისვენებ. -დარჩი დღეს აქ, მარტო არ შეგეშინდება? -არა მარო, ერთი თვე მომიწევს მარტო ყოფნა და უნდა შევეჩვიო.- უთხრა ღიმილით და თავისი მოსაცმელი აიღო. კიბეები სწრაფად ჩაირბინა და ტაქსის გაჩერებაზე არც უფიქრია, როცა შეამჩნია როგორ გადაიზარდა წვიმა თოვაში. გული სიხარულისგან აუძგერდა და ქუჩას დაუყვა, როცა თორნიკე წამოეწია და შეაჩერა. -წამოდი წაგიყვან, ვერ ხედავ თოვს. -არ მინდა, მიყვარს ასეთ ამინდში სეირნობა. -ლიზა, ჯერ კიდევ გაციებული ხარ, არ შეიძლება.- არც თვითონ იცის რატომ, მაგრამ დათანხმდა. გაციების არ ეშინოდა, უბრალოდ თორნიკესთან ძალიან უნდოდა ყოფნა. დღევანდელი მისი ქმედებაც კი არ მიუტანია გულთან, რადგან თვითონ წამოიწყო. მანქანაში ბიჭთან ერთად მოთავსდა და ღვედს ჩაავლო ხელი, თუმცა დამწვრობამ თავი შეახსენა და წამოიკვნესა. -მოიცა.- თორნიკე მისკენ დაიხარა. ნათლად გრძნობდა გოგოს აღტყინებულ სხეულს და გულის ხმას, რომელიც სადაცაა ამოხტებოდა თავისი სამფლობელოდან. ღვედი შეუკრა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ისე თბილად გაუღიმა, რომ ლიზა საბოლოოდ დარწმუნდა თორნიკეს ერთადერთობაში. -ბოდიშს გიხდი დღევანდელისთვის.- უთხრა ბიჭმა და მისკენ გააპარა მზერა. -არაფერია, უკვე აღარ მტკივა.- უპასუხა ლიზამ და გაუღიმა. თორნიკეს გულში სითბო ჩაეღვარა. ვერც კი წარმოიდგენდა ეს კაფანდარა გოგო ასეთი სისწრაფით თუ შემოიჭრებოდა მის ცხოვრებაში და თავდაყირა დააყენებდა ყველაფერს. სახლამდე მალევე მივიდნენ. ბიჭი კვლავ დაეხმარა ლიზას ღვედის შეხსნაში და მოასწრო მასთან სიახლოვით გამოწვეული სურვილის გემო ამჯერად ლოყაზე კოცნით შეეგრძნო, რადგან არ უნდოდა გოგონას სიმშვიდე კვლავ დაერღვია. -ნახვამდის.- უთხრა ლიზამ და მანქანიდან გადავიდა. -შეხვედრამდე ალქაჯო.- ჩაიცინა თავისთვის და ადგილს მოწყდა. ლიზაზუ კი სრულიად ახალი და სასიამოვნო ემოციებით დამუხტული შევიდა სახლში. მეორე დღეს რეპეტიტორიდან გამოსულმა კორპუსის წინ თორნიკეს მანქანა, რომ დაინახა საშინლად გაუხარდა. სწრაფად დაფარა მათ შორის მანძილი და მანქანაში ჩასკუპდა. -გამარჯობა, როგორ ხარ?- მიესალმა ბიჭი თბილად. -კარგად შენ? -არამიშავს. -გშია? -აუ კიი. -წამოდი სადმე კაფეში დავსხდეთ. -კარგი.- ლიზას საყვარელ კაფეში ერთ-ერთ მყუდრო ადგილას დასხდნენ და თორნიკესთვის ყავა ლიზასთვის კი შოკოლადის ნამცხვარი შეუკვეთეს. გარშემო სიმყუდროვე და სიმშვიდე სუფევდა. ლიზას ძალიან მოწონდა ყველაფერი. ის და თორნიკე თბილად ისხდნენ და საუბრობდნენ. სხვა რა უნდა ენატრა ნახევარი სიყვარულით დატანჯულ გოგოს. -რეპეტიტორებიდან როდის უნდა დაისვენო?- კითხა თორნიკემ. -ერთხელ წავალ და ვსო. -იმდენს სწავლობ ცოტა დაისვენე. -დავისვენებ არდადეგებზე.- უთხრა ღიმილით და ბიჭს თვალებში შეხედა. ეს თაფლისფერი ირისები ისე თბილად უმზერდნენ, რომ გოგოს გულში სითბო ჩაეღვარა. სურდა დრო გაეჩერებინა და ეს მომენტი საუკუნედ გაწელილიყო. თითქოს ასეც მოხდა, მის გარშემო ვერავის და ვერაფერს ხედავდა. გრძნობდა მხოლოდ ამოვარდნილი გულის ცემას და იმ სიყვარულ ჩამდგარ თვალებს, რომლებიც ბიჭისკენ იყო მიმართული. სწავლობდა მის თითოეულ ნაკვთს და სურდა სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში. მხოლოდ თორნიკე და არავინ სხვა. ცოტა ხანში შეკვეთა ერთმა სასიამოვნო აღნაგობის ბიჭმა მოუტანათ. ლიზას საოცრად გაუხარდა საყვარელი შოკოლადის ნამცხვრის დანახვა და წამსვე დაიწყო დაგემოვნება. ბიჭი კი უყურებდა მონუსხული ამ საყვარელ გოგონას. ბავშვივით, რომ უხაროდა ყველაფერი და მალევე იბუტებოდა. -ძალიან გემრიელია.- უთხრა პირგამოტენილმა. თორნიკეს გულიანად გაეცინა მის ქცევაზე. -შენ რატომ არ ჭამ?- კითხა გოგომ. -რავიცი ისე ჭამ მეც დავნაყრდი. -ცუდი ბიჭი ხარ.- ამოიბუზღუნა ლიზამ და ჩანგალი დადო. -სახლში მარტო ხარ ხო? -აჰამ. ერთი თვით წავიდნენ დედიკო და მამიკო. -მერე არ გეშინია? მარიამთან დარჩენილიყავი. -არა, დიდი გოგო ვარ უკვე.- უთხრა სიცილით და ბიჭის გაღიმებაც მოახერხა. ცოტა ხანი კიდევ ისაუბრეს. ლიზამ ნაყინის დაგემოვნებაც მოახერხა და ბოლოს გადაწყვიტეს სახლში წასვლა. -წავიდეთ?- კითხა თორნიკემ. გოგომაც თავი დაუქნია, მანტო მოიცვა და ბიჭთან ერთად გავიდა გარეთ. კვლავ თოვდა. ცივმა ჰაერმა ლოყები აუწვა და შეიშმუშნა. მანქანამდეც არ იყვნენ მისულები, როცა ვიღაც გოგოს ხმა შემოესმათ. -თოკო პრივეეტ.- მათ გვერდით ისეთი გოგო აღმოჩნდა ლიზამაც კი მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ფეხები თითქმის კისრიდან ეწყებოდა. ცეცხლისფერი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. მუხლებამდე კაბა და გრძელი მანტო ეცვა. ლიზას მის მაგივრად შეცივდა ისე თხლად იყო ჩაცმული. თორნიკეს მიუახლოვდა და ტუჩთან ძალიან ახლოს აკოცა. -ნატა, როგორ ხარ?- ჰკითხა ბიჭმა. -რავი შეენ? როდის მერე დადიხარ ღამის გოგოებთან ერთად კაფეში?- ისეთი მზერით აათვალიერა ლიზა წამში გოგოს გაქრობაც კი მოუნდა. მისმა სიტყვებმა საშინელი ბრაზი მოგვარა და რომ არა წინ გადაფარებული თორნიკე ალბათ თმაშიც კი წვდებოდა. -ეს ჩემი მეგობარია ნატა.- შეუღრინა ბიჭმა. ლიზას უფრო ეწყინა თორნიკეს სიტყვები, ვიდრე გააბრაზა. -წამომყევი რაღაც უნდა გითხრა.- გაინაზა ნატა. -აქვე მითხარი, რა ხდება? -არა, აქ ვერ გეტყვი. წამოდი რა ორი წუთით.- გაუმეორა კვლავ, ხელი ჩაჭიდა და კაფეში შეიყვანა. ლიზას საშინლად ეტკინა გული თორნიკეს ქცევაზე. არ ეგონა ასე თუ დააიგნორებდა და ვიღაც სხვას გაყვებოდა. თვალებიდან ცრემლები წასკდა და გზას მარტო გაუყვა. ისე კარგად მიდიოდა ყველაფერი, თბილად ისხდნენ და საუბრობდნენ. ეგონა თორნიკეს რაღაც გრძნობა გაუჩნდა მისდამი და გოგოს სხეულშიც იმედის ნაპერწკალი გაკრთა, თუმცა როგორც ყოველთვის ყველაფერი ჩამოიმსხვრა. ასე გაგრძელება აღარ შეეძლო. ეს სიყვარული სულს უფორიაქებდა და გულს უკლავდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისი გრძნობა მთლიანი კიარა ნახევარი იყო. მხოლოდ ლიზასი და არა ორივესი. ტაქსი გააჩერა და სახლის მისამართი უკარნახა, თვითონ კი მანქანის მინას მიეყრდნო და თოვლის ფანტელებს დაუწყო ცქერა, ასე ლამაზად და მდორედ, რომ ეფინებოდნენ თბილისის ქუჩებს. სახლში მისულმა საჭმელი გაიკეთა და ივახშმა, შემდეგ კი ფილმის ყურება დაიწყო. დიდი ხანი არ იყო გასული, როდესაც სადარბაზოში ნაბიჯების ხმა შემოესმა და რამდენიმე წამში მის კარზე დააზარუნეს. შიშისგან გული კინაღამ გაუსკდა, სანამ კართან მივიდა და ჭუჭრუტანაში არ გაიხედა. თორნიკე, რომ დაინახა გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და სწრაფად გააღო კარი. -შენ აქ რას აკეთებ?- დაუბრიალა თვალები ალკოჰოლის სუნისგან გაბრუებულ ბიჭს. -შემომიშვებ?- ისეთი საწყალი თვალებით შეხედა ლიზამ ვეღარ მოითმინა და სახლში შეატარა. -რატომ დალიე? -მინდოდა და მიტო.- თორნიკე დივანზე მოთავსდა და მის წინ ასვეტილ გოგოს შეავლო მზერა. -ყავას გამიკეთებ? -გაგიკეთებ. -ოღონდ მარილი არ მიცე რა.- უთხრა სიცილით თორნიკემ. -ღირსი კი ხარ.- რამდენიმე წუთში უგემრიელესი ყავა მოუმზადა და ფინჯანი მაგიდაზე დადგა. თორნიკემ პირველი ყლუპი შიშით გადაყლაპა, მაგრამ როგორც კი სასურველი სითხე მოედო ორგანიზმს ძალიან ესიამოვნა. -მადლობა. -არაფრის. -დღეს რატომ გაიქეცი? -არსად გავქცეულვარ.- უთხრა წყენით გოგომ, როცა დღევანდელი შემთხვევა გაახსენდა. -აბა რატომ დამტოვე? -თორნიკე, შენ ნატას გაყევი. რა მექნა დაგლოდებოდი როდის მორჩებოდი შენს საქმეს? -მართალი ხარ.- უპასუხა და ყავა ბოლომდე დალია. -ყავა მიირთვი, ახლა შეგიძლია წახვიდე. -მთვრალს მარტო გამიშვებ? -მანქანის ტარება არ ვიცი ასე, რომ ვერაფრით დაგეხმარები. -როგორ არა. შეგიძლია საწოლი აქვე გამიშალო.- უთხრა თორნიკემ და ყურებამდე გაეკრიჭა. -შანსი არაა. აქ არ დარჩები. -რატომ?- ბიჭი მისკენ მიიჩოჩა და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა. თორნიკეს სიახლოვემ იმდენად იმოქმედა გოგოზე ვეღარაფერი უთხრა. სწრაფად წამოხტა ფეხზე და რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა. -გთხოოვ. -რას მთხოვ ლიზა? -წადი. -არსად არ ვაპირებ წასვლას. თუ აქ არ მაძინებ, მაშინ შენს ოთახში დავიძინებ.- თქვა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა. -რაააა? შენ ნორმალური ხარ? -არაა.- უთხრა სიცილით და ღიღინით შევიდა გოგოს ოთახში. -ახლა რა ვქნა?- ამოილუღლუღა ლიზამ საწყლად და თვითონაც უკან მიყვა. თორნიკე უკვე საწოლზე იყო გაშხლართული და გოგოს ადგილი თითქმის აღარ დაეტოვებინა. -ლიზა. -ჰო. -მოდი აქ დაწექი.- უთხრა და გვერდით მიჩოჩდა. -არ მინდა, დივანზე დავიძინებ. -ლიზაზუ მოდი. -არა. -ლიზათქოო, მოდი თორემ ძალით მოგიყვან იცოდე. -ოოფ კარგი.- ამოიფრუტუნა გოგომ და სააბაზანოში შევიდა პიჟამების ჩასაცმელად. იქიდან გამოსულს თორნიკე უკვე ჩაძინებული დახვდა. მის დანახვაზე გაეღიმა. ბავშვივით ჰქონდა ტუჩები გაბუსხული, თმა კი შუბლზე ჩამოყროდა. ისე საყვარლად ეძინა მისი ჩახუტება მოუნდა. სწრაფად შეწვა საწოლში და თორნიკესგან ისე შორს დაიჭირა თავი, რომ კინაღამ გადავარდა. ერთხანს უყურა ბიჭს, მის მშვიდ სუნთქვას უსმენდა და გულში ფიქრობდა როგორ ძლიერად შეუყვარდა ეს არანორმალური ადამიანი. ცოტა ხანში ზურგი აქცია და თვალები დახუჭა. ვერაფრით იძინებდა და აქეთ-იქით ბორგავდა. უეცრად მუცელზე ხელის შეხება იგრძნო და თვალები ჭყიტა. ნერწყვი ისე მძიმედ გადაყლაპა კინაღამ დაიხრჩო. ბიჭს ახედა და თვალები დახუჭული ჰქონდა. ცალი ხელი ლიზას მუცელზე მოეხვია და თავის სხეულს ააკრა, შემდეგ ყურთან თორნიკეს ცხელი ამონასუნთქიც მოელამუნა და კიდევ უფრო აუძგერდა გული. რამდენიმე წამში კი ძლივს გასაგონად წარმოთქმულმა სიტყვებმა გაკვეთეს ოთახი და ლიზას ყურამდე მიაღწიეს. -მიყვარხარ.- ჯერ გაოგნდა და თვალები გაუფართოვდა, შემდეგ სხეულში უზარმაზარი სითბო ჩაეღვარა და მთლიანად ათრთოლდა. ყველაფერს დათმობდა ამ სიტყვების კვლავ მოსასმენად, ოღონდ ამჯერად ფხიზელი თორნიკესგან. მისკენ აიხედა გულში რაღაც ჩაწყდა. -ესიზმრა.- ჩაილუღლუღა ნაწყენმა და თვალები ძლიერად დახუჭა. დილით თვალები ზანტად გაახილა და პირდაპირ თორნიკეს მზერას შეეჩეხა, რომელიც მისკენ იყო მიმართული. ცალი ხელი ლიზას წელზე ჰქონდა შემოხვეული, მეორე კი თავქვეშ ედო. გოგო თორნიკეს სხეულზე იყო აკრული და მაღლა იხედებოდა. გაუკვირდა ბიჭმა მასზე ადრე, რომ გაიღვიძა და ახლა დაკვირვებებს ატარებდა ლიზას სხეულზე. -რას აკეთებ?- როგორც კი გაღვიძებული გოგო დაინახა სწრაფად აარიდა თვალი. -დილამშვიდობისა.- უთხრა და გაეკრიჭა. -დილამშვიდობის. დიდი ხანია რაც გაიღვიძე? -არც ისე. -ჩაიწიე რა უნდა ავდგე. -ნწ, ვიყოთ ცოტა ხანი. -თორნიკე სკოლაში უნდა წავიდე. -დაიძინე ცოტახანი გაკვეთილს ვეღარ მიუსწრებ.- ჩაიბურდღუნა და თვალები დახუჭა. ისე საყვარლად ჰქონდა ტუჩები წინ წამოწეული ლიზას ერთხანს მათი დაგემოვნებაც მოუნდა, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მიცემდა. საშინლად დაბნეული იყო გუშინდელის შემდეგ და ცოტა ხნით მარტო დარჩენაც სურდა, თუმცა ხვდებოდა, რომ სანამ თორნიკე მის გვერდით იარსებებდა ამას ვერ მოესწრებოდა. -აუ მშიაა. -ლიზა, რატომ არ შეგიძლია უბრალოდ მშვიდად იწვე და ტვინი არ ჭამო?- დაუბრიალა გაბრაზებულმა თვალები. -იქნებ იმიტომ, რომ საშინლად მაბნევს შენი ქმედებები? -რას ვაკეთებ ასეთს?- გაიკვირვა ბიჭმა. -შენი აზრით, ეს ყველაფერი ნორმალურია? -რა არის იმაში არანორმალური თუ შენთან ერთად მინდა ყოფნა? -დიახაც არის, რადგან მე და შენ მეგობრები ვართ.- წამოაყლანტარა უეცრად. თორნიკეს სახე დაუსერიოზულდა და ლიზას ცივად მიაშტერდა. -გუშინ ისეთი მთვრალიც არ ვიყავი, რომ არ მახსოვდეს რა გითხარი.- უთხრა და ფეხზე წამოდგა. -ეს რას ნიშნავს?- გოგო თორნიკეს წინ აისვეტა და გულაძგერებული უსმენდა მის თითოეულ სიტყვას. -ლიზა, დავიჯერო ვერ ხვდები? მთელი ამ დროის განმავლობაში ვცდილობ გაგრძნობინო როგორ ძლიერად მიყვარხარ, შენ კი თავს ისულელებ. გგონია, რომ ჩვენს შორის მხოლოდ მეგობრობაა? -რა? რა მითხარი ახლა? -მიყვარხართქო.- თორნიკე ლიზასთან მივარდა და მკლავებში ჩაავლო ხელები. -მიყვარხარ, მიყვარხარ.- გოგოს ცრემლები წასკდა. -არა, ეს სიმართლე არაა. მატყუებ, გინდა მეხუმრო და ამინაზღაურო მაშინდელის გამო.- სლუკუნებდა და სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს. ვერ წარმოედგინა თუ ოდესმე ამას მოესწრებოდა. -აჰა ანუ ვცრუობ ხო? კარგი მადლობა, რომ ლაჩარი და მატყუარა გგონივარ.- უღრიალა და სწრაფად გავარდა გარეთ. ლიზა გაოგნებული ჩამოჯდა საწოლზე და ცრემლებს საშვალება მიცა მშვიდად გაეკვლიათ გზა მის ლოყებზე. -ღმერთო რა დავაშავე ასეთი? ნუთუ სიყვარული ისეთი ძნელია, რომ ყოველთვის გულს უნდა მტკენდნენ. ნუთუ თორნიკე სიმართლეს მეუბნება და მართლა ვუყვარვარ.- ლუღლუღებდა თავისთვის და ბიჭის ნათქვამ სიტყვებს იხსენებდა. განა ასეთი რთულია სიყვარულის დაჯერება? თვითონაც ხომ გამოცადა როგორი იყო, როცა თორნიკეს ხუმრობა ეგონა და არ დაუჯერა. თავს საშინლად იდანაშაულებდა. ასე უხეშად არ უნდა ესაუბრა და ბიჭისთვის მოესმინა. -აუცილებლად დაველაპარაკები და ბოდიშს მოვუხდი, თუ მართლა ვუყვარვარ აუცილებლად მაპატიებს.- შეაგულიანა თავი და სააბაზანოში გავიდა. თორნიკე გაცეცხლებული გამოვარდა ლიზას სახლიდან. როგორ ვერ დააჯერა, რომ მართლა გრძნობდა მის მიმართ სიყვარულს და მეგობრობა არ აკავშირდება. ან რა მეგობრობაზეა საუბარი, როცა მაშინვე დაიპყრო ბიჭის გული როგორც კი რესტორნაში ნახა ამდენი ხნის შემდეგ. მანქანაში ჩაჯდა და თავისი სახლისკენ აიღო გეზი. მატყუარად შერაცხა რაც ყველაზე მეტად უშლიდა ნერვებს. -ვნახოთ სანამდე გაძლებს ეს კაფანდარა გოგო.- თქვა და ჩაეღიმა. დღეები დღეებს ისეთი სისწრაფით მისდევდა ლიზამ გააზრებაც ვერ მოახერხა. არდადეგები დაეწყო და მთელი ორი კვირა ყველაფრისგან ისვენებდა. რამდენჯერაც მოახერხა მარიამთან ასვლა იმდენჯერვე იმედი გაუცრუვდა, რადგან თორნიკეს ვერ ხედავდა და არც არავინ ახსენებდა მას. გული საშინლად ტკიოდა და თან ნერვიულობდა რაიმე არ შემთხვეოდა. მიხვდა თავის დანაშაულს და გამოსყიდვა უნდოდა, მაგრამ ბიჭი მის სიახლოვესაც კი არ ჩნდებოდა. გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ თორნიკე ბოლოსდაბოლოს გამოუტყდა გრძნობებში და ის უთხრა რასაც ამდენი წლის მანძილზე ელოდა. მთელი დღე აფოირაქებული დადიოდა. მარიამთან წასვლა ეზარებოდა, ამიტომ დივანზე დაჯდა და ტელეფონში ჩაიხედა. თორნიკეს ნომერი რამდენჯერმე აკრიფა. გული სწრაფად უძგერდა, ძალიან უნდოდა მისი ხმის გაგონება ან უბრალოდ დანახვა. ტკივილამდე ენატრებოდა და გონებას ურევდა. ბოლოს გადაწყვიტა ერთი სიტყვა მაინც მიეწერა თორნიკესთვის და დავიწყებული თავი შეეხსენებინა. "მენატრები"- სწრაფად გაგზავნა დაწერილი შეტყობინება, რადგან არ გადაეფიქრებინა. გული გამალებით უცემდა პასუხის მოლოდინში, თუმცა ვერაფერი მიიღო. "მიყვარხარ."- მეორე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი რაიმეს უპასუხებდა, თუმცა კვლავ გაწბილებული დარჩა. ელოდა ნახევარი საათი, ერთი, ორი. მთელი დღე გავიდა პასუხის ლოდინში, თუმცა ვერაფერი მიიღო. ფეხები დივანზე აკეცა და თავი ზედ დადო. ცრემლები ღაპაღუპით მოდიოდა და გული ეკუმშებოდა. -ასეთი რა დავაშავე? ხო შეიძლება ერთხელ მაინც მიპასუხოს.- ლუღლუღებდა თავისთვის და ცრემლებს ხელისგულებით იწმენდდა. საბოლოო იმედი გაუქრა თორნიკეს დაიგნორებით. გადაწყვიტა, რომ ბიჭმა სამუდამოდ დაივიწყა და ლიზას ცხოვრების ხალისიც გაქრა. არ გაუგია რა დროს ჩაეძინა დივანზე მიწოლილს, თუმცა დილით ტელეფონის გამაყრუებელმა ხმამ გააღვიძა. თვალები ჭყიტა და თორნიკეს ზარის მოლოდინში სწრაფად ჩაავლო ტელეფონს ხელი, თუმცა სოფის ნომერი, რომ დაინახა მალევე მოეშხამა ხასიათი. სენსორზე დიდი გადაუსვა და დაქალს უპასუხა. -ლიზაზუ, როგორ ხარ?- გაისმა მეორე მხრიდან მხიარული ტონი. -კარგად სოფი შენ? -მეც გადასარევად. ხვალ რაჭაში მივდივართ საახალწლოდ და ხო წამოხვალ? -აუ არ ვიცი ვნახოთ.- ისეთი დეპრესია მოაწვა სახლიდან გასვლაც კი არ უნდოდა. -ვაიმეე სულ როგორ ბუზღუნებ. არ მაინტერესებს ხვალ დილას გამოგივლით. -ვინები მივდივართ? -მე, შენ, ცოტნე, მარიამი და გიორგი.- თორნიკეს არ ხსენებაზე ცრემლები უფრო მოაწვა. -კარგი ჰო წამოვალ.- ძლივს წარმოთქვა სიტყვები. -დროებით სიხარულო.- ტელეფონი გათიშა და ფეხზე წამოდგა. სამზარეულოსკენ მიაშურა და ჭიქა წყალი დალია, შემდეგ კი სააბაზანოში შევიდა თავისი თავის დანახვისას გული კინაღამ გაუსკდა. თმა აფუებული და თვალები ჩაწითლებული ქონდა. სწრაფად გათავისუფლდა ტანსაცმლისგან და შხაპის ქვეშ დადგა. ფიქრობდა როგორ გაძლებდა თორნიკეს გარეშე. რაჭაში წასვლა საერთოდ არ სურდა, მაგრამ ბავშვებს ვერ აწყენინებდა. თან რა უნდა გაეკეთებინა მარტო სახლში მშობლებისა და მეგობრების გარეშე. იქ შეძლებდა თორნიკეს დავიწყებას ან შესაძლოა თითოეული მომენტი აღედგინა და უფრო გაძლიერებულიყო ბიჭისადმი სიყვარული. დღე ისე უაზროდ გაატარა ასე არასდროს ყოფილა. საჭმელი გაიკეთა, თბილ პლედში გაეხვა და მთელი დღე ხან ფილმებს უყურებდა, ხან სოციალურ ქსელში დაძვრებოდა, ხან ეძინა. საღამოს ყველაფერი ჩაალაგა და გამზადებული ბარგი ოთახის კუთხეში დადგა. იცოდა დილით ადრე მოუწევდა გაღვიძება, ამიტომ პიჟამები ჩაიცვა და დასაძინებლად დაწვა. რვა საათი იყო მაღვიძარის ხმამ, რომ გააღვიძა. მობეზრებით გამორთო ტელეფონი და ფანჯარაში გაიხედა. ისე ლამაზად თოვდა მონუსხული გაიტრუნა და საბანში უფრო მეტად გაეხვა. როგორ ეზარებოდა ახლა ფეხზე ადგომა და ამ სიცივეში გარეთ გასვლა. ერჩივნა მთელი დღე მწოლიარეს გაეტარებინა და ფილმისთვის ეყურებინა, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა მომზადებულიყო, რადგან სოფი და მარიამი მაინც არ დატოვებდნენ სახლში და მათ წუწუნს გარეთ გასვლა ერჩივნა. წინა ღამით გამზადებული ტანსაცმელი ჩაიცვა და თმა დაივარცხნა. მაკიაჟს არასდროს იყენებდა მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში და ისიც დაქალების დიდი თხოვნით. საუზმობა ვეღარ მოასწრო ისე მალე მოადგნენ მეგობრები სახლთან და მალე მისი ტელეფონიც ახმაურდა. -ალოო. -ჰო მარიამ მოვდივარ. -მალე თორე გავიყინე.- ჩაყვირა გოგომ და ტელეფონი გათიშა. ლიზამ კიდევ ერთხელ გადაამოწმა სახლში ყველაფერი, საჭირო ნივთები აიღო, კარი ჩაკეტა და კიბეებზე დაეშვა. გიორგის მანქანაში ჩაჯდა და ბავშვებს მიესალმა. თორნიკეს არ დანახვამ კიდევ უფრო ატკინა გული, რადგან ბოლო წამამდე ეგონა, რომ ისიც აქ იქნებოდა და ნერვებს მოუშლიდა -ლიზაზუუ, როგორ ხარ?- ჰკითხა ცოტნემ. -კარგად შენ? -რავი არამიშავს. აბა გიხარიათ რაჭაში წასვლა? -კიი.- ერთხმად უპასუხეს მარიმ და სოფიმ რაზეც ყველას გაეცინა. მთელი გზა მღეროდნენ და უსმენდნენ მათთვის საყვარელ სიმღერებს. ლიზაც აიყოლიეს მხიარულებაში, თუმცა გოგო მაინც არ იყო ბოლომდე ბედნიერი, რადგან იქ სადღაც გულის ყველაზე ღრმა წერტილში სიცოცხლეზე მეტად უნდოდა თორნიკეს გვერდით ყოფნა. რაჭაში მალევე ჩავიდნენ. ლიზა თოვლიან მთებს მონუსხული უყურებდა და გულში სითბო ეღვრებოდა. ძალიან მოწონდა, უფრო სწორად სიგიჟემდე უყვარდა აქაურობა. ისეთი ლამაზი იყო გარშემო ყველაფერი, რომ სურდა სიცოცხლის ბოლომდე აქ ეცხოვრა, შეეგრძნო სუფთა ჰაერით გაჟღენთილი გარემოს სურნელი და მთელი დღეები თოვლის ყურებაში გაეტარებინა. -ლიზაზუ, მოვედით გამოფხიზლდი.- იგრძნო როგორ შეეხო მხარზე ხელი და სწრაფად დაუბრუნდა რეალობას. -რა ლამაზია.- წარმოთქვა და მანქანიდან გადმოვიდა. გოგოები სახლში შევიდნენ და გამათბობელი ჩართეს. ბიჭებმა კი ბარგის გადმოტანა დაიწყეს. -ვაიმეე, ამდენი რამის ყიდვა როდის მოასწარით?- იკითხა ლიზამ სიცილით, როცა სახლის დეკორაციები და პროდუქტები დაინახა. -გუშინ შენმა საყვარელმა მარიამმა მთელი დღე მარბენინა.- უთხრა გიორგიმ და ცალი წარბი დემონსტრაციულად აწია. -კარგი რა მარიამ, არ შეგეცოდა ბიჭი? -ჰმ, ქალბატონო შენ ჩემკენ ხარ თუ ამისკენ?- თვალები გაბრაზებით დაუბრიალა მარიამმა. -რა თქმა უნდა ორივესკენ.- უპასუხა კისკისით ლიზამ და ბიჭებს დაეხმარა პროდუქტების გადმოტანაში. შუადღემდე ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეს და დაღლილები მიესვენენ დივანზე. -აუ მშიაა.- დაიწუწუნა სოფიმ. -მეც, წამო მოვამზადოთ რამე.- წამოდგა ლიზა და გოგოებიც თან გაიყოლა. ბიჭებმა ბუხარი დაანთეს და ფეხბურთის ყურება დაიწყეს. ლიზამ, მარიამმა და სოფიმ კი უგემრიელესი კერძები მოამზადეს და მაგიდაც გააწყვეს. გემრიელად მიირთვეს და ბიჭების შექებაც დაიმსახურეს. -გოგოებო, უნდა ვაღიარო ყველაფერი ძალიან კარგი იყო.- თქვა ცოტნემ ღიმილით. მათაც მეტი რა უნდოდათ და დიდის ამბით შეიფერეს. მაგიდა აალაგეს და ყველაფერი დაასუფთავეს. -ნაძვის ხეც დღეს გავაწყოთ რა.- დაიწუწუნა მარიამმა. -აუ კაი რა, დავიღალე ხვალ გავაწყოთ. -არა, ჯობს დღეს გავაწყოთ და ხვალ დავისვენებთ. -ჰო კარგი, კარგი.- გაეცინა ლიზას და დაქალების მხარე დაიჭირა. ბიჭებს, რომ აცნეს ახალი ამბავი ყველამ გაოცებით შეხედა გოგოებს. -ხალხო, ამხელა ნაძვის ხეს როდის გავაწყობთ?- დაიყვირა ცოტნემ. -არაა დიდი. მალე გავაწყობთ, თქვენ უბრალოდ სათამაშოები მოგვაწოდეთ.- გაეკრიჭა სოფი და საქმეს შეუდგა. ბიჭებმა ნაძვის ხე და სათამაშოები გამოიტანეს. გოგოებმა კი დაიწყეს ყველაფრის აწყობა. მთელს სახლში მეგობრების კისკისის ხმა ისმოდა. უზარმაზარი ნაძვის ხე ქონდათ, რომლის გაწყობაშიც ყველა იღებდა მონაწილეობას. ლიზა კიბეზე იყო ასული და სათამაშოებს მაღლა კიდებდა, დანარჩენები კი დაბლა კაზმავდნენ სხვადასხვა ზომის ულამაზესი ნივთებით. ვერცხლისფერი მძიმები შემოახვიეს მთლიანად და მანათობელი ნათურებიც დაუმატეს, რომლებიც ყველა ფერში ციმციმებდნენ და საოცარ კონტრასტს ქმნიდნენ. -ვარსვკლავს მე ვკიდებ, დაგასწარით.- წამოიყვირა სოფიმ და ლიზას ადგილი დაიკავა კიბეზე. ვარსკვლავი ნაძვის ხის წვეროზე დაამაგრა და ნათურებიც განათდა. -ვაუუ, რა ლამაზია.- თქვა მარიამმა. სოფი კი კიბიდან ჩამოსვლას აპირებდა, როდესაც უეცრად ფეხი დაუცურდა და რომ არა გიორგის ხელები იატაკზე გაიშხლართებოდა. წამიერად ჩახედა ბიჭს თვალებში, რომლიდანაც საოცარი სითბო იგრძნობოდა. გაფართოებული შეცქეროდა სოფი და ვერ გაეგო რა გრძნობა იყო ეს. მალევე მოეგო გონს და ბიჭს გაუღიმა. იატაკზე მყარად დადგა ფეხები და გიორგის მოშორდა. -მადლობა, რომ მიხსენი.- უთხრა კისკისით და იქაურობას მოშორდა. სამზარეულოში შესულმა მთელი ჭიქა წყალი დაცალა. თვითონაც ვერ გაეგო რა მოხდა. *************** 31 დეკემბერი იყო. რაჭაში როგორც ყოველთვის თოვდა. ციდან ბუთხუზა ფანტელები ცვიოდნენ და მიწაზე ეფინებოდნენ. ლიზამ დილით უჩვეულო განწყობაზე გაიღვიძა. საწოლში ნებივრობდა და ფანჯარაში იხედებოდა. მონუსხულივით უყურებდა თვალისმომჭრელ სითეთრეს, რომელის საოცარ სისუფთავეს ტოვებდა გოგონას სხეულში. ფეხზე ადგომას არ აპირებდა, ამიტომ საბანში ჩაითბუნა და თვალები დახუჭა. დღეს გოგოებს ბევრი საქმე ქონდათ. კერძები მოსამზადებელი სახლი მოსაწყობი და ასე შემდეგ. იცოდა ყველას ძალიან უხაროდ ახალი წლის დადგომა, თუმცა მის გულში მაინც სევდა სუფევდა. საშინლად ენატრებოდა თორნიკე და მასთან ერთად ყოფნა უნდოდა, თუმცა რაც დრო გადიოდა მით უფრო ეკარგებოდა იმის იმედი, რომ ოდესმე კვლავ გაიღვიძებდა საყვარელი მამაკაცის მკლავებში. საღამომდე იწვა და მოწოლილ ცრემლებს უმკლავდებოდა. ცოტა ხანში დაბლიდან ხმაური მოესმა. ძალიან უნდოდა ჩასულიყო და გაეგო რა ხდებოდა, ამიტომ ფეხზე წამოდგა და კარადიდან ტანსაცმელი გადმოაწყო, როცა ოთახის კარი გაიღო და ზღურბლს შორის სოფი გამოჩნდა, რომელსაც სახე უბრწყინოდა. -ლიზაზუ, სწრაფად მოემზადე. მალე, მალე იცი ვინ ჩამოვიდა? -რა ხდება სოფი? -ვაიმეე მალე ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი.- უთხრა და გარეთ გავიდა. ლიზაც გაემზადა და კიბეებზე დაეშვა. შორიდანვე იგრძნო ნაცნობი ხმა და გული შეუქანდა. სუნთქვა გაუხშირდა და თვალები ცრემლებით აევსო. დივანზე ნაცნობი სხეული, რომ შეამჩნია სუნთქვა საერთოდ შეეკრა. ერთ ადგილას იყო მიყინული და ვერც მოძრაობდა. იღიმოდა, მისი საყვარელი მამაკაცი სულ რამდენიმე ნაბიჯში ყავდა და იმის ნაცვლად, რომ მივარდნოდა და ჩახუტებოდა ადგილიდანაც ვერ იძროდა. სულის ტკივილამდე სურდა ერთხელ მაინც გამოეხედა და შეემჩნია მისთვისაც ისე გულიანად გაეღიმა როგორც მეგობრებს უღიმოდა. ახალ წელს თორნიკესთან ერთად შეხვდებოდა და ეს ყველაზე მეტად აბედნიერებდა, რადგან შეიძლება ბიჭი კვლავ გაბრაზებული ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა და მისი არსებობაც კი გააბედნიერებდა. -ლიზაზუ, მოდი აქ.- გიორგის ხმა გაიგონა და ყველამ გოგოზე გადაიტანა ყურადღება. თორნიკეს მზერა წამსვე დაიჭირა და გული სითბოთი აევსო. ხედავდა ბიჭის გაღიმებულ სახეს და თვალებს, რომლებიც სიყვარულით უმზერდნენ. მათ მიუახლოვდა და დივანზე ჩამოჯდა -გამარჯობა.- თორნიკეს მოავლო მზერა და მის თითოეულ ნაკვთს დააკვირდა. როგორ მონატრებია. თვალები ცრემლებით ევსებოდა ისე სურდა მის გვერდით ყოფილიყო. მთელი სიცოცხლეა, რაც თორნიკეს იცნობს და ამ დროის განმავლობაში მისდამი სიყვარული არ განელებია პირიქით რაც დრო გადიოდა უფრო მეტად ძლიერდებოდა ეს გრძნობა. თორნიკე მისკენ არც კი იხედებოდა და ეგონა, რომ საბოლოოდ დასრულდა მათ შორის ყველაფერი. ბოლომდე დარწმუნდა, რომ მაშინ ბიჭმა მოატყუა და სინამდვილეში სულაც არ ყვარებია. ლიზა უბრალოდ მეგობარი გოგო იყო, რომელსაც ბავშვობიდანვე იცნობდა და ამავე დროს ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ აქამდე, რომელიც არცერთ მეგობარს არ აქვს. თორნიკეც გრძნობდა საყვარელი ადამიანისგან წამოსულ მზერას, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა. ხედავდა როგორ უჭირდა ლიზას უმისობა და თვითონაც იგივეს გრძნობდა. მართალია გულგატეხილი იყო, რადგან გოგომ არ ირწმუნა მისი სიყვარული და ტყუილი ეგონა, თუმცა ეს ბუნებრივიცაა. ამდენი წელია ამ გრძნობას უპასუხოდ დაატარებდა და უეცრად გაიგო ყველაფერი. ალბათ თვითონაც ასე მოიქცეოდა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ახლა ყველაზე მეტად ლიზასთან ერთად ყოფნა და მთელი ცხოვრების მასთან გატარება სურდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ლიზას ნომერი აკრიფა. სწრაფად გადაავლო მის მონაწერებს თვალი და გაეღიმა. შემდეგ კი გააკეთა ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა. ლიზას ტელეფონის ხმა გაისმა თუ არა სწრაფად მოეგო გონს ჩაფიქრებული გოგონა და შეტყობინებას დახედა. თავიდან მისი ფანტაზიის ნაყოფი ეგონა თორნიკეს სახელი, რომ წაიკითხა ეკრანზე, შემდეგ კი შეტყობინება გახსნა და ჯერ გაოცებულს გაუფართოვდა თვალები, შემდეგ კი სიხარულისგან გაეღიმა. „მენატრები.“- ეწერა შეტყობინებაში. რამდენიმე წამში კი მას მეორე ესემესიც მოყვა. „მიყვარხარ.“ დ ა ს ა ს რ უ ლ ი ავტორისგან: პირველ რიგში მოგესალმებით. ვერ გეტყვით პირველი ისტორიაა, რომელიც დავწერე და ამ საიტზე დავდეთქო, მაგრამ პირველია, რომელსაც თავი მოვაბი და მგონია, რომ რაღაც გამოვიდა. ვიცი ფილოსოფიური ნაწერი არაა. დასასრულიც ბანალურია. შესაძლოა არც ჩამოყალიბებული და მომნუსხველია, გრამატიკულადაც გაუმართავია, მაგრამ ვფიქრობ ცოტა ხნით მაინც მოგგვრიდათ ეს პატარა ისტორია სასიამოვნო გრძნობას და გაგამხიარულებდათ. არ ვიცი კიდევ როდის დავბრუნდები და როდის შევძლებ რაიმეს დაწერას, თუმცა თქვენი კომენტარები და შეფასება ძალიან დამეხმარება სტიმულის მოცემაში და რაღაც ახლის, უფრო დახვეწილის შექმნაში. უმეტესობას არ გიცნობთ, თუმცა ეს საიტი და თქვენც ძალიან მიყვარხართ <3 მადლობა, რომ რამდენიმე წუთი ან საათი დამითმეთ ! დროებით <3 მ.კ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.