შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზღვრები პირობითია – მე შენთან ვარ (ნაწილი I)


30-12-2020, 01:22
ავტორი Hebi
ნანახია 782

მაგიისა და ჯადოქრობის სკოლას გადამყურე ცა, კაშკაშა ვარსკვლავებით მიმობნეულიყო, რაც იმის შესახებ ამცნობდა, რომ უკვე გვიანი იყო. ჰოგვორტსის მოსწავლეები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მიმოფანტულიყვნენ თავიანთ საძინებლებში. ძილის წინ, უმეტესობა სერიული მკვლელი სი/რიუს ბლექის გაქცევას განიხილავდა, ის ხომ სულ ცოტახნის წინ ჰოგვორტსში აღმოჩენილიყო და რონ უისლის მოკვლას ეცადა. მოსწავლეები გააფრთხილეს, რომ არ ევლოთ ციხე-კოშკსა და მის ტერიტორიაზე მარტოებს.
ჰერმიონს არ უყვარდა წესების დარღვევა, მაგრამ თავისი ვირთხის გადამკიდე რონმა, იგი უშუალოდ წყობილებიდან გამოიყვანა. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ბოს არაფერი დაუშავებია სკაბერზისთვის, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობდა და ვერაფრით ვერ იძინებდა. რათა დაემტკიცებინა მეგობრებისთვის თავისი სიმართლე, ჰერმიონმა, ღამით, მაგ უწესო მღრღნელის პოვნა გადაწყვიტა.

«ჯერ საერთო ოთახში ვნახავ, იქნებ სადმე იმალება, – ფიქრობდა ჰერმიონი, — არ შეეძლო ამ ბებერ ვირთხას შორს წასვლა!»

ჰერმიონი ჩუმად გაძვრა საძინებლიდან და ფეხის წვერებზე დაეშვა კიბეებზე. საერთო ოთახში სიჩუმეს დაესადგურებინა. მას მხოლოდ ბუხარში მოტკაცუნე ცეცხლი არღვევდა, რომელიც დიდ ბორდოსფერ დივანს ანათებდა.
გოგონას არ ეგონა, რომ ასეთ დროს მანდ ვინმეს შეხვდებოდა, ამიტომ როდესაც საერთო ოთახში აღმოჩნდა, იგი უბრალოდ გააშეშა ნანახმა. ის, რომ იატაკზე სხვადასხვა სინჯარები, შხამ-წამლების ინგრედიენტები და პერგამენტის ფურცლები ეყარა, სავსებით ჩვეულებრივ გამოიყურებოდა. ტყუპები და ნიკოლი ხშირად რჩებოდნენ საერთო ოთახში გვიანობამდე, რადგან თავიანთ მავნებლობებს ამზადებდნენ. ახალგაზრდა მის ბლექი, პროფესორი სნეიპისდა სამწუხაროდ, თავის კურსზე, საუკეთესო იყო შხამ-წამლებში, ამიტომ მისი დახმარება ტყუპებისთვის შეუფასებელი იყო. და დღეს, როდესაც ჰარი, რონი და ჰერმიონი დასაძინებლად მიდიოდნენ, სამეული დივანზე იჯდა და რაღაცას მხურვალედ განიხილავდა, მაგრამ ამის შემდეგ დიდ დროს ჩაევლო.
ახლა ჰერმიონის წინ სულ სხვა სურათი გადაიშალა. როგორც ჩანდა, სრულებით უაზრობის გამო, (როგორც ამას თავად ჰერმიონი თვლიდა), დაღლილმა მეგობრებმა ვერც კი შეძლეს საძინებლებამდე მისვლა. ჯორჯი, რომელიც ნახევრად იჯდა, დივანზე ბოლომდე გადაშლილიყო. გრძელი ფეხები წინ გაეშალა და კოჭების ადგილას გადაეჯვარედინებინა. ოდნავ ქვევით დაწეული თავი გვერდით მიებრუნებინა ისე, რომ ნიკაპი ნიკოლის კეფას ეხებოდა, რომელსაც თავი მყუდროდ ჩაემალა ჯორჯის მკერდში. მისი ხელი გოგონას წელის ოდნავ ქვევით იმყოფებოდა, ხოლო, აი, ნიკოლის ხელი კი, რამაც ჰერმიონი შოკში ჩააგდო, ჯორჯის შარვლის ელვასგან სახიფათო დაშორებით მდებარეობდა. ჰერმიონმა სწრაფად დაახამხამა თვალები და ეცადა, ეს ჟესტი უფრო უბრალოდ აღექვა და როდესაც მზერა ნიკოლის ხელიდან გადაიტანა, მან სუსტად განათებულ ოთახში, ფრედის დანახვაც შეძლო. იგი გვერდულად იწვა, ხოლო წითური თავი ნიკოლის ფეხებზე მოეთავსებინა. მისი თანაბარი სუნთქვა მოშიშვლებულ მუხლებს შეჰბერავდა. ერთი ხელი დივნისა და გოგონას მუხლებშუა იმყოფებოდა, ხოლო მეორე ხელი მის თეძოს მოხვეოდა და, როგორც ბალიშზე, ისე ედო თავი. მძინარე გრიფინდორელს კაბა ოდნავ ასწეოდა, ამიტომ ფრედის ურჩი თმები თავისუფლად ეხებოდა მის კანს.
შეცბუნებული და დაბნეული ჰერმიონი ვერ ინძრეოდა. იგი ცდილობდა – არ ესუნთქა, და შფოთვით განიხილავდა ვარიანტებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო და რა ეფიქრა. რაღაცა არასწორი და აკრძალული იგრძნობოდა იმაში, როგორ ვითარებაშიც მან ამხანაგებს წაასწრო.
ბუხარში შეშის ღერი ჩაიპო და ნიკოლი შეკრთა, ხელი ფრედს თავზე დაადო და თმებზე თითებით მიეფერა, თან რაღაცის წაბუტბუტებაც მოასწრო.
ჰერმიონმა ნერწყვი ნერვიულად გადაყლაპა, ხელი გულზე მიიდო, რათა მისი გამალებული ფეთქვა დაეშოშმინებინა, სულ მთლად გადაავიწყდა, თუ რისთვის იყო იქ და სწრაფად აირბინა საძინებლისკენ მიმავალი კიბეები.

***

აისი ღამის სიბნელეს ცვლიდა. მზის სხივები ჯერ მხოლოდ ახლა იწყებდნენ ბორდოსფერ ფარდაში შეჭრას. ისინი ძირძველ კოშკში მდებარე გრიფინდორის საერთო ოთახის ძველებურ ნივთებზე თამაშობდნენ, ხოლო იატაკზე, ხალიჩებსა და ავეჯზე წვრილი ზოლის კვალს ტოვებდნენ, რაც ოთახს დილის მიბნედილი სინათლით ავსებდა.
როდესაც ერთ-ერთი მსგავსი მომაბეზრებელი სხივი ფრედის სახეზე შეჩერდა, ბიჭი შეიშმუშნა. ძილბურანი ნელ-ნელა ქრებოდა, მაგრამ ფიქრები ჯერ კიდევ მის ტკბილ სამეფოში იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი სულ არ იყო თვალების გახელით გამსჭვალული, სხეული სულ მთლად დაბუჟებოდა. ბიჭი მუცელზე დაწვა და ცხვირი იმაში ჩარგო, რასაც ბალიშად მიიჩნევდა და გაქვავებული ხელი, გავარჯიშების მიზნით, ნიკოლს მუხლზე გაუსვა. მას იმის ბუნდოვანი გააზრება ეწვია, რომ თავი სულაც არ ედო ბალიშზე, რამაც ფრედი უფრო გამოაღვიძა და ცხვირის ნესტოებით ნიკოლის კანის სურნელი შეისუნთქა.
გოგონას, როდესაც მან იგრძნო, რომ მასზე ვიღაცა მოძრაობდა, ნელ-ნელა გამოეღვიძა. მჯდომარე ძილი სულაც არ იყო მოხერხებული ალტერნატივა, ამიტომ მას კატასავით გორგალის შეკვრა მოუნდა. მან კორპუსი ჯორჯისკენ შეაბრუნა და ხელი მკერდზე დაადო. მას გაეღიმა ცხელი სხეულისა და სხვისი გულის ფეთქვის განცდილი შეგრძნებებისგან. ჯორჯი გაინძრა ნაზი შეხებისგან და სიამოვნებით გაიზმორა. ამ მოძრაობამ ნიკოლს აიძულა, რომ ხელი ჯორჯის შარვალზე, მუცლის ქცევით დაცურებოდა. ნიკოლმა სწრაფად გაახილა თვალები, რომლებიც უცბად ააფახურა და ცდილობდა ქმედება გაეაზრებინა. ჯორჯსაც უცბად გამოეღვიძა და გაშეშდა. ნიკოლი შეეცადა უცბად წამომხტარიყო, ხოლო ფრედის მის მუხლებზე მოთავსებული თავი სულ გადაავიწყდა, ამიტომ შემთხვევით მუხლი ცხვირში გაარტყა. ფრედმა პატარაზე ამოიკვნესა, გოგონას კი თვალები გაფართოებოდა და რათა დაშავებული მეგობრის მდგომარეობით დაინტერესებულიყო, ოდნავ გადაიხარა, თუმცა ამ მომენტში ჯორჯიც შეფუცხუნდა, რომ ის დაძაბულობა, რამაც მის დაქალს ასე უცბად წამოხტომა აიძულა, არ ყოფილიყო იმდენად შესამჩნევი, და ღაწვზე გოგონას იდაყვი მოხვდა. მისმა „ვაი!“-მ ნიკოლი მიახვედრა, რომ მან მეორე მეგობარიც დააზიანა.
ახალგაზრდა გრიფინდორელმა აღარ იცოდა, თუ რანაირად მოქცეულიყო კიდევ რომ არ მიეყენებინა ტრავმა, ამიტომ უბრალოდ დივნის საზურგეს მიაწვა და ამოისუნთქა. გაუბედურებული ძმები დაზიანებულ ადგილებს იზელდნენ და, გოგონას ერთ მხრივ საყვედურით, მეორე მხრივ თავის შეცოდებით პირდაპირ სახეში შესჩერებოდნენ, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ნაცემი ადამიანების განსახიერება დიდხანს ვერ შეძლეს, ამიტომ ერთხმად გაიცინეს. ნიკოლი ორიოდე წამი აკვირდებოდა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ არაფერი სერიოზული არ დაუშავებია, მასაც გაეცინა.

— ჩემ გვერდით გაღვიძება სახიფათოა, ასე ვინმეს მოკვლაც შემიძლია, – როგორც იქნა, წარმოთქვა მან.
— როდის ჩაგვეძინა? – იკითხა ჯერ კიდევ მომცინარე ფრედმა.
— შენ ჩემს მუხლებზე ჩაგეძინა. მეგონა, რომ მე და ჯორჯი სწრაფად შევადგენდით წამლის შემადგენლობას, მაგრამ, როგორც ჩანს, თავადაც გავითიშეთ, – იცინოდა ნიკოლი.
— ნამდვილად, შენთან დაძინება სახიფათო აღმოჩნდა, – ეშმაკურად შეხედა ჯორჯმა დაქალს.
ნიკოლი აღელდა, რადგან ვერ გაეგო, თუ რა იგულისხმა ჯორჯმა: იდაყვით ღაწვზე დარტყმა თუ ის, რასაც ეგ მოჰყვა.
გოგონას ხელები გაუოფლიანდა და ნერვიულად ჩაილაპარაკა:
— უნდა დავალაგოთ, თორემ მალე სხვებიც გაიღვიძებენ.
— კაი, რა. ჩვენ კი არ დაგვიწყებენ ყურებას, – ხელი ჩაიქნია ფრედმა.
ნიკოლი კი უკვე სწრაფად აგროვებდა პერგამენტებს, რათა შესრულებული ნამუშევრიდან არაფერი დაკარგვოდა.
— ერთადერთი პიჟამაში გამოწყობილი პერსი გამოხტეს, შეიძლება, თავისი ჰედბოის ნიშნით, და შესძახოს: «ეს რა აურზაურია?!», – გააჯავრა ჯორჯმა თავისი ძმა.
ფრედს გაეცინა, ტყუპს ბანი აუგო და ახლა უკვე ისიც ცდილობდა პერსის განასახიერებას, თუ როგორ მედიდურად ჩამოვიდოდა კიბეებზე და გაბღენძილი, თავისი ნიშნის დემონსტრირებას დაიწყებდა.
— გასაგებია, როგორც ყოველთვის, ისევ მე გამოვედი დამლაგებლის როლში, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნიკოლმა და ბოლო დარჩენილი პერგამენტი აიღო. — მე წავედი.
— დანაშაულის ადგილიდან გარბიხარ? – შემპარავი ხმით შეაჩერა ვერაგულად მომღიმარე ფრედმა და წარბები აზიდა.
— სულაც არ არის სასაცილო, მეძინება, – ხელი ჩაიქნია ნიკოლმა და საძინებლისკენ მიმავალ კიბეებზე აირბინა.

მაგრამ გოგონა სულაც არ აპირებდა ძილს. მან გამოსაცვლელი ტანსაცმელი კარადიდან გამოიღო და საშხაპეში შევარდა. ნიკოლი გაურკვევლობაში იყო. მას ეჩვენებოდა, რომ ძმებს მთელი ცხოვრება იცნობდა; რომ იგი ენდობა მათ, ხოლო ისინი – მას. ბიჭები ერთადერთი ახლო ადამიანები იყვნენ მისთვის, მაგრამ დღევანდელმა შემთხვევამ საგრძნობლად გაანერვიულა.
«ნეტავ, თუ იგრძნო ჩემი შეხება? – ფიქრობდა შხაპის ნაკადის ქვეშ მდგომი გოგონა, რომელსაც აზრების მწყობრში მოყვანა გადაეწყვიტა. — რა თქმა უნდა, იგრძნო, ის ხომ დენდარტყმულივით დაიძაბა. მერლინ, როგორი სულელი ვარ, ახლა რას იფიქრებს ჩემზე?». ნიკოლმა ხელები სახეზე მოისვა, თითქოს სასირცხვილო მოგონებების წაშლას ცდილობსო, მაგრამ ფიქრები დღევანდელ გაღვიძებაზე მაინც არ ტოვებდა. მას ახსოვდა, როგორ გრძნობდა ფრედის თბილ სუნთქვას; გრძნობდა, როგორ დაბურძგლა მისმა შეხებამ; ახსოვდა ჯორჯის სხეულის სიმხურვალე; ახსოვდა შეგრძნებათა ის ტალღა, რომელმაც მისი სხეული დაიარა, როდესაც მას ხელი ქვევით დაუცურდა. ახლა ეს ყველაფერი მას არარეალურად ეჩვენებოდა, თითქოს ეს უბრალოდ სიზმარი ყოფილიყო. «იქნებ, ეს იყო კიდეც სიზმარი? – გაიელვა მშიშარა მოსაზრებამ. — იქნებ, ეს ყველაფერი დამესიზმრა და ზუსტად ამიტომ წამოვხტი არანორმალურივით, ხელებისა და ფეხების ქნევით?».

***

საუზმეზე, ჰერმიონი ტყუპებისა და ნიკოლის მისამართით დაძაბულ მზერებს ისროდა, სანამ მეგობრები რაღაცას განიხილავდნენ და პერიოდულად ერთმანეთს ხუმრობით ხელს კრავდნენ. უკანასკნელმა ქმედებამ, ჰერმიონს თვალების მოწკურვა და ხელით კოვზის მოჭერა აიძულა.

— ჰეი, რა გჭირს? – მხარი წაჰკრა რონმა.
— მე? ერთი, შეხედე ამათ! – წამოენთო ჰერმიონი და სამეულისკენ ანიშნა.
— და რა მერე, არ იცნობ? ხუმრობენ, რა, ეს ხომ ფრედი და ჯორჯია.
— როცა ისინი მარტო არიან, არაფერი არ მაშინებს, მაგრამ… მე დღეს ღამე… – გოგონა წამით გაჩერდა, რათა გადაეწყვიტა, ღირს თუ არა გაგრძელება, მაგრამ მაინც თავდაჯერებულად დაასრულა: — ისეთი რაღაცა ვნახე! – ჰერმიონის ჩურჩული სისინს უფრო დაემსგავსა.

ჰარი და რონი მისკენ ახლოს მიჩოჩდნენ, გოგონამ კი მომენტალური ყოყმანით, ყველაფერი ნათელ ფერებში ჩამოარაკრაკა.
სიჩუმემ დაისადგურა. ჰარიმ ნერვიულად ტუჩზე იკბინა და ნიკოლს შეხედა. გოგონამ მისი მზერა დაიჭირა, თუმცა ჰარიმ ნაჩქარევად მხედველობის არეში მის წინ მდგარი გოგრის წვენი მოაქცია. მასში ახლა ორი ჰარი იბრძოდა. ერთი ჰარი მზად იყო სი/რიუსის ღალატის გამო, ნიკი ნაკუწებად ექცია, მეორე ჰარი კი ირწმუნებოდა, რომ ტყუპების დაქალი არაფერ შუაში არ იყო. ჰერმიონის ნაამბობს მასზე დიდად არ უმოქმედია. რონი მეტად დაიძაბა:

— გეყოს, ყველაფერი ნორმალურად არის. მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ, შესაძლოა, მეგობრობაზე უფრო მეტიც კი. ისინი მათ ძმებად მიიჩნევს, რადგან მადლიერია გადარჩენისთვის, დახმარებისთვის და მეგობრობისთვის. ნიკი მაშინ ობლად დარჩა, ტყუპები კი მასთან მიიჩქაროდნენ და მოწყენის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ.
— არა, ის, რაც მე ვნახე, სულაც არ იყო – არც და-ძმური და არც მეგობრული, მითუმეტეს, რონ. ჩვენ ხომ ასე არ გვძინავს! თქვენ უბრალოდ ეს არ გინახავთ! – ჯიუტობდა ჰერმიონი. — ჰარი, შენ რაღას დადუმებულხარ?
— ჰერმიონ, სულ არ მაინტერესებს რონის ძმებისა და ნიკოლის ურთიერთობა, – ჰარი შეიშმუშნა. — ნიკოლი არც არის მთლად ობოლი და როცა მას ვხედავ, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. სჯობს, შენს ძმებს ურჩიო, რომ ნაკლებად იურთიერთონ მასთან, რონ, თორემ იქნებ გენებმა იჩინონ თავი და მანაც ყველა დააღალატოს, – ჰარიმ კბილები ერთმანეთს დააჭირა.

ის გრძნობდა, რომ თუკი ახლა არ გაჩერდებოდა, ბევრ ცუდ რაიმეს იტყოდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და ბოლოჯერ ესროლა ნიკოლს დაძაბული და მტრული მზერა.
გოგონა მას აღარ უყურებდა. ის იაზრებდა მიზეზს, რატომაც პოტერი და ჰოგვორტსის სხვა მოსწავლეები ასეთი სიფრთხილით უყურებდნენ და თითქმის არც ურთიერთობდნენ მასთან. წელს ყველა სი/რიუს ბლექზე საუბრობდა და თუკი ადრე ბავშვებმა იცოდნენ, რომ მამამისი უბრალოდ კანონდაუმორჩილებელი ჯადოქარი იყო, ახლა უკვე, ვისაც რა დაწვრილებითი ინფორმაციის გაგება შეეძლო, იმაზე ჭორაობდნენ, რის გამოც გოგონა დაინტერესებულ და განსჯით მზერებს იჭერდა. ნიკოლი ხვდებოდა, რაც იწვევდა ბიჭში მისადმი სიძულვილს. ზამთრამდე, ჰარი უბრალოდ დისტანციას იჭერდა, შემდეგ კი მის დამოკიდებულებაში რაღაცა უარესობისკენ შეიცვალა. ნიკოლი ხვდებოდა, რომ მას უფრო მეტი ტყუილი შეეტყო, მაგრამ ჰარისთან ამაზე საუბარს ვერ ბედავდა, რადგან უძლურს – არც გააჩნდა მტკიცებულებები.

— რატომ მიყურებს ყველა ისე, თითქოს ეს მე გავქცეულიყავი აზკაბანიდან! – ნიკოლმა კოვზი მაგიდაზე დააგდო და ტუჩზე იკბინა.
— მოდუნდი, პატარავ, იქნებ, სულაც არ გიყურებენ ამის გამო, – მოეხვია გოგონას ფრედი.
ნიკოლი შეკრთა და მეგობარს გაბრაზებით შეხედა.
— თუკი ისინი ამის გამო არ მიყურებენ, ესეიგი, შენ დაუმთავრებელი შხამი ჩამიყარე და ახლა გობლინის ყურები მაქვს, ხოლო ჩემს ნიკაპს ფეხები გამოუვიდა! – გამოსცრა მან.
ჯორჯმა ძმას შეხედა და ნიკოლის მხარს ფრთხილად შეეხო. ის უფრო მალე მიხვდა, რომ გოგონა არ იყო სახარბიელო ხასიათზე.
— ნიკოლ, შენ ხომ არაფერ შუაში არ ხარ…

ნიკოლს შერცხვა, რომ მეგობარს ეუხეშა, მაგრამ მძვინვარე ბრაზის ჩახშობა არ შეეძლო, ამიტომ ჯორჯს ბოლოჯერ გახედა, ჩანთას ხელი დაავლო, სკამიდან წამოხტა და ჩაიბუტბუტა: «ჰერბოლოგიაზე არ ვიქნები!», შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა დიდი დარბაზი.
ის, თუ სად შეეძლო გაკვეთილის ნაცვლად წასვლა, არასდროს წარმოადგენდა პრობლემას. ერთადერთი ადგილი, სადაც მას ვერავინ ვერასდროს ვერ იპოვიდა, იყო აკრძალული ტყე. გზას ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნდა ონავართა რუქა, ვერ გაიკვლევდა. ეს მხოლოდ მისი, ფრედისა და ჯორჯის ადგილი იყო, მაგრამ ყველაზე ხშირად მას ნიკოლი სტუმრობდა. სიმშვიდე – აი, რა ისადგურებდა მანდ. ფიქრები მწყობრში დგებოდა და ყველაფერი ცალსახი ხდებოდა.
მთელი გზა, ნიკოლი მამაზე ფიქრობდა. თან თავს იდანაშაულებდა, რადგან მეგობრები გაანაწყენა. «იქნებ, ზუსტად ახლა შევხვდე მას, – ფიქრობდა გოგონა. — შევძლებ ყველაფერი მოვუყვე. ის ზუსტად გამიგებს, ის ხომ მამაჩემია. ვიცი, რომ არაფერშია დამნაშავე, დედა ხომ არ მომატყუებდა». ნიკოლს თვალებიდან ცრემლები წასკდა, როდესაც მიხვდა, რომ უბრალოდ თავს აჯერებდა. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავდა – მასაც გააჩნდა ეჭვები.
გოგონა ცრემლების გამო გზას ვეღარ ხედავდა, ამიტომ უახლოეს ხეს ჩაეჭიდა. «არა, ეს შეუძლებელია, რაში დასჭირდებოდა დედას ტყუილი? თუ რასაც მამაზე ამბობენ – სიმართლეა, დედას შეეძლო ეთქვა, რომ ის უბრალოდ მოკვდა და მორჩა». მან ცრემლები მოიწმინდა და თავდაჯერებულად გაემართა დაბრეცილი ბუჩქისკენ, რომელიც ტბის მახლობლად იმყოფებოდა; მანტიის ჯიბიდან ჯადოსნური ჯოხი ამოიღო, შელოცვა წარმოთქვა და ხელი ბუჩქის ტოტებში ჩარგო. ბუჩქი გაგანივრდა და ტყის საიდუმლო ნაწილისკენ მიმავალი გასასვლელი გამოჩნდა. ვინ და რატომ შექმნა ის, გამოცანად რჩებოდა.
ნიკოლმა ჩანთა ძირს დააგდო და ბალახზე გაწვა, თვალები დახუჭა და ფიქრი დაიწყო. «იტყუებოდა დედა?» – უტრიალებდა მას თავში. ამ წლების განმავლობაში, მამის გამოსახულება დაბინდული და არარეალური გახდა. ნიკოლს ეჭვგარეშე სჯეროდა, რომ იგი უდანაშაულო იყო და, უფრო და უფრო იდეალიზირებდა ამ გამოსახულებას. და რაც უფრო იდეალური ხდებოდა მამა, მით უფრო ზღაპრულ პერსონაჟად ეჩვენებოდა მას.
გოგონას უკვე იმედი დაკარგვოდა, რომ ისინი შეხვდებოდნენ, მაგრამ უცბად მისი გაქცევის, ჰოგსმიდში გამოჩენისა და მისი მეგობრების ძმაზე თავდასხმის შესახებ შეიტყო. ნიკოლმა ამ ადამიანის რეალობა შეიგრძნო და თითქოს ზღაპრულმა პერსონაჟმა ზღაპრულობა დაკარგა, ამის ნაცვლად კი სისხლი და ხორცი შეისხა. ეს შეგრძნება მონატრებას უფრო აძლიერებდა, რადგან როდესაც ბედნიერება ასე ახლოს არის, ხომ ჩნდება მასზე ჩაბღაუჭების სურვილი? იმის შეგრძნებას, რომ მის ბავშვურ ოცნებებს შეეძლო ახდენა და რომ ერთხელაც საყვარელ ადამიანს ჩაეხუტებოდა, გულის გამალებით ფეთქვა მოჰყვა, აზრები კი, როგორც ციებ-ცხელების დროს, ისე აირია. ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ოცნებით დაწყებული, ამ მომენტის დაჩქარების ნერვიული ფიქრებით დამთავრებული.
ნიკოლზე, მისმა საყვარელმა ადგილმა, დამამშვიდებელი ეფექტი იქონია და უცბად, მან მიიღო სავსებით ცივსისხლიანი გადაწყვეტილება. არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავეა მამამისი თუ არა. ეს მაინც არაფერს არ შეცვლის. მას მაინც ეყვარება ის, მიუხედავად ყველაფრისა.
ნიკოლმა თვალები დახუჭა და ვერც შეამჩნია, ისე ჩაეძინა.

***

ფრედი და ჯორჯისთვის ცნობილი იყო, თუ სად შეეძლო მათ დაქალს წასვლა, მაგრამ საუზმის მერე გაქცევა ვერ მოახერხეს. მაკგონაგელმა ისინი შენიშნა და მათ გაკვეთილზე წასვლა მოუწიათ, მაგრამ შელოცვების გაკვეთილიდან კი უკვე მოახერხეს გაქცევა. მათ ნიკოლის მარტო დატოვების ეშინოდათ. თანაც დაქალის არ გამხიარულება მათთვის დაკარგულ დღედ ითვლებოდა.
ბიჭებმა მდელოზე გამოცხადებისთანავე დაბნეულად დაიწყეს აქეთ-იქით ყურება. გოგონა არსად ჩანდა, თუმცა მისი ჩანთა ტბის ნაპირზე ეგდო. ჯორჯი ანერვიულებდა, ფრედს კი მოულოდნელად გაეცინა.

— მას უბრალოდ სძინავს, აზრობ?
— რა? – დაიბნა ჯორჯი, რომელიც ჯერ კიდევ თვალების ცეცებით იყო დაკავებული.
— აი, იქით, – ფრედმა ხშირი ბუჩქისკენ მიუთითა. — ჩვენ, ესეიგი, თავ-პირის მტვრევით მოვრბივართ, მას კი, თურმე, მშვიდად სძინავს, – ჩაეღიმა ბიჭს.

ის თავდაჯერებული ნაბიჯებით გაემართა ნიკოლისკენ და ბალახზე დაჯდა.
ჯორჯი ნელა მიუახლოვდა და გვერდით ჩაიმუხლა. ფრედმა გრძელი ბალახი მოწყვიტა და გოგონას ცხვირზე მოუღიტინა. ნიკოლი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, ხელი ასწია და იმის, რაც უღიტინებდა, მოშორება სცადა. როგორც კი მან ხელი დაუშვა, ფრედმა განაგრძო ბალახით მანიპულაციები. ახლა ნიკოლმა ხელი მეტი გაღიზიანებით მოიქნია, თვალები გაახილა და ბიჭების დანახვისას, მოულოდნელობისგან შეცბუნდა.

— ჰეი, – გაიღიმა ჯორჯმა, — რა ყველგან გძინავს, სადაც კი მხოლოდ თავს მიდებ? მალე ტუალეტებში, დიდ დარბაზსა და აკრძალულ კორიდორებშიც კი გიპოვით ხოლმე.
ნიკოლს გაეღიმა და წამოჯდა. მან დამნაშავედ იკბინა ტუჩზე და ფრედს შეხედა.
— გთხოვ, მაპატიე, – ჩუმად წარმოთქვა გოგონამ. — არ უნდა მეყარა შენზე ჯავრი.
— კარგი, გეყოს, – თვალი ჩაუკრა ფრედმა. — არ ვარ მგრძნობიარე.
მაგრამ ნიკის სულ არ ეცინებოდა. კი მშვიდად იყო, მაგრამ კარგად ახსოვდა ხასიათის გაფუჭების მიზეზი.
— უბრალოდ ჰარი… ისე მიყურებდა… და ჰერმიონი… – ის რამდენიმე წამით დაფიქრდა. — რაღაცა შეიცვალა, გესმით? წლის დასაწყისში, უბრალოდ შორიდან, რაღაცა უცნაურად მიყურებდა, ახლა კი მგონია, რომ მზად არის მომკლას.
ტყუპებმა ერთმანეთს გადახედეს. ჯორჯმა მზერა დაუშვა, ფრედი კი შეიშმუშნა და თქვა:
— ნიკოლ, ჩვენ ყური მოვკარით… ჰარიმ შეიტყო, რომ სი/რიუსი მისი ნათლია იყო და რომ მისი მშობლები მის გამო დაიღუპნენ. ჩვენ არ გვინდოდა თქმა, უბრალოდ…
ნიკოლმა მეგობარს აღშფოთებით შეხედა და გააწყვეტინა:
— ხომ იცი, რომ ეს ასე არ არის! რომ მას არავისთვის უღალატია! ეს ამბავი უკვე მილიონჯერ მაქვს მოყოლილი!
მან მზერა ჯორჯზე გადაიტანა, თითქოს დახმარებას ელისო, მაგრამ ჯორჯმა კვლავ ძმას გახედა.
— ფრედს იმის თქმა სურდა, რომ ჰარი უბრალოდ ასე ფიქრობს, – შემპარავად წარმოთქვა მან. — ხომ გესმის.
ნიკოლმა იგრძნო, თუ როგორ იპყრობდა პირვანდელი ბრაზი, მაგრამ თავი იმდენად შეიკავა, რამდენადაც შეეძლო, წყენით გაიღიმა და იკითხა:
— თქვენც ხომ ჰარისავით ფიქრობთ, არა? ფიქრობთ, რომ დედამ მომატყუა?
ძმებმა თვალები მიწას მოავლეს.
— ნიკოლ… – დაიწყო არათავდაჯერებულმა ფრედმა. — ჩვენ ხომ არ ვიცით. და არც შენ არ იცი! – ბოლო სიტყვები ბიჭს სწრაფად და გაბედულად დასცდა.

გოგონა ადგა და ტბისკენ გაემართა. ძმებმა ხის ჩრდილში ჯდომა განაგრძეს, რადგან ხვდებოდნენ, რომ მას დრო სჭირდებოდა.
ნიკოლმა წყლის სურნელი შეისუნთქა და ჩაეღიმა. ხასიათის ცვალებადობა ყოველთვის მისი განმასხვავებელი თვისება იყო. ის ხვდებოდა, რომ მისი მეგობრები მართლები იყვნენ. გოგონა უცბად შებრუნდა და კვლავ ბიჭებისკენ გაემართა.

— ჰო, ვიცი, – მშვიდად თქვა მან. — ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ. მაგრამ, იცით, რა გადაწყვეტილება მივიღე?
ტყუპებმა წარბები გაკვირვებით ასწიეს.
— ჩემთვის სულ ერთია. თუკი ყველაფერი ის, რასაც მასზე ამბობენ – სიმართლეა, მაინც მსურს მისი გაცნობა.
ფრედმა გოგო მიიხუტა და ბალახზე დააწვინა.
— თუ რამეა, ხომ ჩააწყობ საქმეს, რომ არ მოგვკლას? – გაეცინა მას.
— ვნახოთ, დაგაკვირდებით, – ხალისით ჩაიფრუტუნა გოგონამ.

ჯორჯი მის გვერდით ბალახზე წამოწვა. სიცილი მიწყდა და სიჩუმე ჩამოწვა. თითოეული იმ სიტუაციაზე ფიქრობდა, რომელშიც აღმოჩნდა. ტყუპები ჰარის მეგობრად თვლიდნენ და მათაც ასევე უჭირდათ იმ ფაქტთან შეგუება, რომ მისი ნიკოლისადმი სიძულვილი დღითიდღე იზრდებოდა. ისინი ფიქრობდნენ, ვაი თუ სი/რიუს ბლექი მართლა რაღაცა საშინელებას ჩაიდენდა? იგი უკვე თავს დაესხა რონს. იქნებ შემდეგში სიტუაცია გაუარესდეს? შეძლებდნენ ისინი ნიკოლთან ურთიერთობას ისევე, როგორც ადრე? და ვინ შეიძლება კიდევ, რომ დაშავდეს?
გოგონამ, თითქოს იგრძნო მათი ფიქრებიო, და ძმებს ხელები ჩაჰკიდა.

— არაფერი არ გაანადგურებს ჩვენს მეგობრობას, – სერიოზულად წარმოთქვა მან.
ძმებს გაეღიმათ, ფრედმა ხელისგულში მოთავსებულ ხელს უფრო მოუჭირა.
არის მომენტები, როდესაც არაფრის თქმა არ ღირს. მეგობრები თითქოს დიდი ხანია, რაც ერთმანეთს იცნობდნენ და ყველაფერს კარგად გრძნობდნენ. ახლა, როდესაც ისინი საყვარელ ადგილას იმყოფებოდნენ, პრობლემები ისეთ არარეალურად და შორეულად ეჩვენებოდათ.
— ჩვენ გაკვეთილი გავაცდინეთ, – აპათიურად თქვა ნიკოლმა. — ალბათ, მაგარი მოგვხვდება…
— ჰო, – დაეთანხმა ჯორჯი.
— მაგრამ შხამ-წამლებზე კი წავალ, – ისევ ისე უემოციოდ წარმოთქვა გოგონამ.
ფრედს გაეცინა და მუცელზე დაწვა.
— ფრთხილად იყავი, არ შეგიყვარდეს ეს შენი გაქონილი შხამ-წამლების ოსტატი პროფესორი, – ჩაიხითხითა მან.
ნიკოლმა თვალები დააბრიალა.
— ჰო, მართალია, – მხარი დაუჭირა ჯორჯმა ძმას. — ისე უყურებ, გეგონება ღმერთი იყოსო. იქნებ უკვე..?
ჯორჯმა ასევე მიბაძა ძმას და ისიც მუცელზე დაწვა.
— წადით, ერთი! უბრალოდ მე მიყვარს შხამ-წამლები და სულაც არ მეშინია სნეიპის. სწორი შემადგენლობის მისაღებად, საჭიროა სიმშვიდე და კარგი ფიქრი. ამის ნაცვლად კი, ყველა სნეიპის გამო ნერვიულობს, ამიტომაც არავის არაფერი არ გამოსდის.
— რა თქმა უნდა, – გაეღიმა ფრედს, — იქნები მშვიდად, აბა, რა, როცა ყოველთვის ქულებს გვაკლებს, სლიზერინელებს კი ყველაფერი ყოველთვის ხელიდან გასდით.
— ქულებზე კი არა, შხამზე უნდა იფიქროთ! – ჩაიფრუტუნა ნიკოლმა.
— ჰო, მართლა, რაც შეეხება სლიზერინს, – შთაგონდა ჯორჯი, – მალე ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩია. ვუდი შეპყრობილია, მისთვის ეს ბოლო ცდაა.
— ჰო, გიჟივითაა, – შეფიქრიანდა ფრედი. — მაგრამ ვფიქრობ, რომ თუკი ჰარი ყველაფერს სწორად იზამს, სკოლის თასი ჩვენი გახდება. ჩვენ კი, ჩვენი ამბავი რომ ვიცი, არ დავაღალატებთ.
ნიკოლი ფეხზე წამოდგა, შეიშმუშნა და მხიარულად თქვა:
— მეტისმეტად თვითდაჯერებულები ხართ. წამოხვლთ შხამ-წამლებზე?
— მხოლოდ იმიტომ, რომ თვალი გადევნოთ, სნეიპს სიყვარულში რომ არ გამოუტყდე, – თქვა ჯორჯმა და ძმები ფეხზე წამოდგნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent