შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/11}


3-01-2021, 17:04
ავტორი lile-eli
ნანახია 3 405

11.

-ეს, როგორ გავიგო!
გაურკვევლობამ ჯაფარიძის ტონი, ოდნავ შეცვალა, მაგრამ ბრაზი მაინც ერეოდა ხმას.
-ხვალ მისამართს მოგწერ და იმ მისამართზე მოხვალ!
-მირიან, გოგოს არაფერი სჭირდეს!..
-პირობების და წესების დადგენის უფლება, მე მაქვს!
ხმას მეტად აუწია სოხაძემ და გამოკვეთილი ტონით უბრძანა ჯაფარიძეს, შემდეგ კი ტელეფონი გათიშა.
-შენი*...
ლაშამ ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო და შუბლზე ხელის თითები გადაისვა. ტელეფონი აიღო ხელში, ქურთუკი საკიდიდან მოხსნა და კლინიკის კაბინეტი დატოვა..
ნიკა, უგონოდ მყოფს დააკვირდა, სილურჯეში გადასული ნაკვთები, მის მდომარეობას ამძიმებდა, მაგრამ იცოდა არ მოკვდებოდა, დაკვირვებისას ისე ჩაიცინა აბაშიძემ, თითქოს ადგილი დაიმხსოვრა სად უნდა დაერტყა, როცა საუბარს არ მოისურვებდა..
ზურა, ხელის ტკივილმა გამოაფხიზლა, იქვე მჯდომს შეხედა და მწარედ ჩაიცინა თავის ბედზე, შუბლი მოისრისა თვალებ დახუჭულმა, აშკარა იყო თავი სტკიოდა, ნიკამ წარბები შეკრა:
-შერყევა გაქვს!
-რა?
გაოცებულმა, თვალი გაუსწორა აბაშიძეს.
-ცემისგან თუ თავი გტკივა და გულიც გერევა ტვინის შერყევა გაქვს!
-მადლობა ექიმო, როდის გამწერთ?
-როცა მეტყვი ნანო სად არის, წამლებსაც დაგიწერ როგორ იმკურნალო.
მარჯვენა ტუჩის კუთხით ჩაიცინა.
-არ გეტყვი, მე ბ*-ი არ ვარ!
-უხ შენი ვაჟკაცობის *…. რატომ მოიტაცე! მისგან რას ითთხოვდი!
ვეღარ მოითმინა აბაშიძემ და საღი ადლი სადაც ჰქონდა სახეზე იქ დაარტყა, საყელოში წაავლო ხელი და ისევ დაარტყა, ზურამ გულისრევა იგრძნო, სხეულიც მალევე მოუდუნდა...
-ფუ შენი*
ნიკამ, ვანიდან სათლი მიუტანა, ტკივილითა და შეგრძნებებით დატანჯულმა ნიკას გახედა.
-წყალი მინდა..
უსიტყვოდ ადგა აბაშიძე და მიუტანა, მალევე მოსვა, დარჩენილი ოსტატურად ხელზე დაიხსა და სახეზე მოისვა.
-ეს დალიე!
წამალი იქვე დაუგდო სავარძელზე, მითითება შეასრულა ტკივილისგან დატანჯულმა და რამდენიმე წუთში ჩაეძინა.
აბაშიძემ, ტელეფონზე დარეკვით დატოვა სახლი. წამლებისა და პროდუქტის საყიდლად გასვლა უნდა მოესწრო, სანამ დიასამიძე გაიღვიძებდა.
-ჩემი, სიყვარული კაცი, ისე „დატყდა“ სახლიდან, რომ ლანდიც ვერ ვნახე და სულ არ მენატრება!..
-ჯინა, თუ გენატრები, მისამართს მოგწერ და მოდი.
-რამე საიდუმლო ჩაიდინე?
თვალები დააწვრილა და გვერდით მყოფ თათას შეხედა.
-ჭკვინი გოგო ხარ!
-შემიძლია მეგობარი წამოვიყვანო, თუ პოლიციასაც ვემალებით?
გოგონას, თვალები გაუფართოვდა, ჯერ კიდევ ვერ იგებდა ჯინა, როდის ხუმრობდა და საერთოდ მოლოდ ხუმრობდა, თუ ასრულებდა ნათქვამს.
-თუ ჩუმად იქნება კი.
-საერთოდ არ საუბრობს და ახლა უფრო დამუნჯდა, ჩვენ რომ გვისმენს.
ჩაიცინა ჯინამ და ნიკას პასუხს დაელოდა.
-კარგი, გელოდებით...

გაღვიძებულმა ზურამ ხელი ისევ დაიზილა და წამოჯდა.
-ეს წამლები, შენი დასალევია, ნემსს თუ გაიკეთებ უკეთესია. დანიშნულებაც დევს!
-მადლობა.
-დადუს, როცა ნახავ მას უთხარი, ეგ!
-ვეტყვი.. აუცილებლად...
ხმა გამტყდარმა ამოილაპარაკა. ცოტა ხნით გაჩუმდა და განაგრძო:
-ნიკა, გეტყვი მისამართს!
-გისმენ!
-მირიანს სახლი "ქოშიგორაზე" აქვს.
-ეგ, ვიცი.
-იქიდან, გვირაბით გადის და დაჩა აქვს თბილისთან ახლოს, მაგრამ ირგვლივ დასახლება არ არის.
-გვირაბი?
თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია ზურამ და განაგრძო.
-თბილისიდან ისე გადის და ბრუნდება, რომ ყველას სახლში ჰგონია.
-გაიძვერა!
-უფრო ჭკვიანი ბოროტი!
-რა სხვაობაა?
-ჭკვიანს გამოიყენებ, გაიძვერას ვერა!
-ოჰო, შენ მარტო მთაზე ცოცვა არ გცოდნია..
-საიდან იცი..
სიმწრით გადააგორა ბურთი, გამშრალ ყელში, რომელიც მწარე რეალობაზე ფიქრით უჩნდებოდა, ოცნება, რომელიც ვერ აისრულა.
-გეძებდი!
-გასაგებია, კალამი მომეცი დაგიწერ მისამართს...
კარზე, ზარის ხმაც გაისმა და ნიკამ მშვიდად გააღო.
-ეს სახლი, სად იპოვე, ან ვინ იპოვე აქ, ეს ვინ არის?... აუფ რა გაგილამაზებია, ასეთი ბოროტიც არ მეგონე ჩემო ძმაო.
-ჯინა გაჩუმდი!
-ეს თათიაა, ეს კი ნიკა. აი ეს მეც არ ვიცი..
ყველა ჯინას ქმედებას აყოლებდა მზერას, რომელიც დაკვირვებით სწავლობდა დიასამიძეს. თათია კი ცრემლებ მომდგარი უყურებდა გოგოს, რომელიც ისე ჩვეულებრივად აღიქვამდა ყველაფერს, რომ თითქოს ჯანმრთელ ადამიანს ხედავდა.
-მე არ ჩამიდენია, ასეთი ვიპოვე!
ნიკამ თბილად გაუღიმა, გაოგნებულ გოგონას, რომლის აზრებიც სწორად გამოიცნო.
-ვინ ხარ?
ჯინამ, თვალებში შეხედა და ისევ ტანზე მოატარა მზერა, მალევე გაბრაზებული თვალები შეანათა აბაშიძეს.
-ფეხი აქვს ნაღრძობი, რატომ არ ჩაუსვი! ბოთე ხარ!..
-დადუს, ძმა არის და ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ!
-აი, მეტკინა. შენი*..
ზურამ, დაიღრიალა ჯინას, უხეშ მოძრაობაზე, რითაც ფეხის ტერფი, მარტივად გაუსწორა და მალევე ჩაუსვა.
-არ გაბედო გინება, თორემ დაგეხმარები ისევ იღრძო!
-მადლობა..
შვება დავლილი სხეული მოადუნა.
-დადუს ბიძას, რატომ არ მიუყვანე?
-რომ იცოცხლოს!
-გასაგებია. ეს ნემსი უდა გაიკეთოს?
წამლების თვალიერებით ამოილაპარაკა.
-კი.
ჯინათი გახალისებულს გაეღიმა.
-ამას ვერ გაგიკეთებ, ვერ ვიტან!
-მეგონა ექიმი იყავი.
გულწრფელად გაუკვირდა ზურას, იმდენად პროფესიონალურად აკვირდებოდა და უვლიდა მის დაზიანებულ სხეულს.
-ყველას გვაქვს სისუსტე. ნიკა გაბრაზებულია გატკენს თათიამ შეიძლება შეძლოს.
-მოკლედ, მე გავდივარ! გოგონებო ამას მიხედეთ და მხოლოდ დაპურების უფლება გაქვს ჯინა!
თითი დაუქნია ისე გავიდა სახლიდან.
-როგორც მიბრძანებ.
სოხაძის სახლთან მისულმა აბაშიძემ, ფრთხილად შეამოწმა ყველაფერი და რომ დარწმუნდა ზურას სიმართლეში, ჯაფარიძის ნომერზე დარეკა:
-გისმენ ნიკა.
-ბატონო ლაშა, ნანო ვიპოვე.
-რას ამბობ სად?
თორნიკესთან მყოფი სწრაფად წამოდგა და დადიანს ანიშნა, რომ უნდა გასულიყვნენ.
-მისამართს მოგწერთ..
-კარგი, გამოვდივართ.
ტელეფონი გათიშა და მიმავალმა თორნიკს გახედა:
-ბიჭებიც მოემზადონ!
ყველანი ისე სწრაფად მოქმედებდნენ, რომ თითქოს ამას ელოდნენ და სპეციალური წრთვნა ჰქონდათ გავლილი. თუმცა მომლოდინე ნიკასთვის დრო იმაზე მეტად მიიზლაზნებოდა ვიდრე ჩვეულებრივ..
-სულსწრაფი რომ იქნები ადამიანი, ასეთად დარჩები!
ჩაილაპარაკა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან, ქურდივით მიიპარებოდა და საბოლოოდ ის მოახერხა, რომ მოსამსახურეებისთვს განკუთვნილ ჭიშკარში შევიდა, რადგან მებაღეს ღიად ჰქონდა დატოვებული..
ეზოში შესული კი დაცვის ბიჭმა შეაჩერა იარღით მომარჯვებული.
-ვინ ხარ!
დაიგრგვინა ხმამ.
-ფუ შენი*....
-აქ რა გინდა!
-მირიან სოხაძეს გადაეცით, ნიკა აბაშიძე მოვიდათქო!
სიმტკიცე არ დაუკარგავს აბაშიძეს, თითქოს აზარტში იყო, ისე მიეწყო ცუდი საქმეების კეთება მის ცხოვრებაში.
-რისთვის!
-ნანოსთვის!
ბიჭს აშკარად გაუკვირდა, უცხოს არ უნდა სცოდნოდა გოგონას იქ ყოფნის ამბავი და გადამცემში აბაშიძის ნათქვამი გაიმეორა:
-თემო, ნიკა აბაშიძეა მოსული, ნანოს წასაყვანად.
-გააჩერეთ.

ოთახში მარტო იყო ნანო, გარეგნულად მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ სხეულში გამეფებული ქაოსი გონებასაც და სისხლსაც ურევდა, კარის საკეტის ხმამ უნებურად სხეული შეუხტა და თვალები დახუჭა. ოთახში ლანგრით ხელში მოსამსახურე გოგონა შემოვიდა რომელთანაც იჩხუბა, მას ეგონა ეს გოგო აღარ მუშაობდა და ისევ რომ ნახა
ბრაზი მოაწვა ისევ.
ლანგარი დადო სადაც ნანო იჯდა იქვე ახლოს. გოგონას ყურადღება მოაშორა და ისევ ფანჯარაში ქარისგან შერხეულ ტოტოებს უმზერდა. კარი ისევ გიაიღო, მძიმე ნაბიჯების ხმაზე გოგონები ორივე შეცბნენ, თუმცა ნანო ისევ არ განძრეულა და მისი დაკვირვების ობიექტს, ისევ ხის ტოტები წარმოადგენდა..
-დაგვტოვე!
მირიანის ხმა უხეში იყო როგორც აქამდე. სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი გოგონა ნაჩქარევი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
მამაკაცი ნანოს თვალს არ აშორებდა და მისი სხეულის ყველა დეტალს, სახის ნაკვთებს აკვირდებოდა, ამას ყოველთვის აკეთებდა, თუმცა ახლა მზერა სხვანაირი ჰქონდა, თითქოს ემშვიდობებოდა გოგოს, რომლის სახე და თვალები არ ემეტებოდა დასამშვიდობებლად..
პიჯაკი შეიხსნა და პატარა მაგიდაზე დაჯდა, რადგან იმ სავარძელთან ახლოს ყოფილიყო, რომელშიც ნანო ფეხებ მოკეცილი იჯდა, მისი სიტყვები ჯერ კიდევ გონებაში უტრიალებდა, მაგრამ იმ გოგონას სახლში დაბრუნებამ გააბრაზა..
-ნანო, უნდა ვილაპარაკოთ!
გოგონას ხმა არ გაუცია, არც შეუხედავს. იცოდა მირიანმა რომ ნანო ასე მარტივად არ გაიხსნებოდა, გრძნობდა მის ააფორიაქებას, ამიტომ თვითონვე განაგრძო:
-ნანო, ხვალ მოვლენ შენს წასაყვანად!..
გაოცებულს სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა შინაგანი კანკალი დააწყებინა.
-ვინ მოვა?
თვალები დახუჭა გოგონამ, რომ ცრემლისგან დანისლული თვალები გაეწმინდა და ისე შეხედა მამაკაცს.
-ჯაფარიძე და დადიანების!
გაოცებულმა პირი დააღო, მაგარამ ვერაფერი თქვა, რადგან ეს მოულოდნელი იყო გოგოსთვის.
-სანამ წახვალ, მინდა იცოდე, რატომ მიდიხარ!
-არ მითხრა, რომ შეგიყვარდი!
მკაცრად და ხმამარლა მოუვიდა ნათქვამი გოგოს და მირიანის განრისხებული მზერაც დაიმსახურა, თუმცა ისე იყო გაოგნებული ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ეს ხუმბრობა იყო თუ მართლა უშვებდა ეს "ჯალათი".
-თუნდაც!
-არ გამაცინო, თუ ღმერთი გწამს!.... უღმერთოს რომ ამას ეტყვი, სულელი ხარ აბა რა ხარ ნანო???
თავისთავს უსაყვედურა გოგონამ და ამაზე ღიმილი ვერ შეიკავა მამაკაცმა. სავარძელში გასწორებულ ნანოს, რომელსაც ხელები, მუხლის თავებზე ელაგა მირიანმა, თავის დიდ მტევნებში მოიქცია და თვალები გაუსწორა ქალს..
-ნანო, არ მინდა წახვიდე, მაგრამ ვიცი შენს თვალებში არსებულ შიშს და ტკივილს ვერ გავაქრობ. ის აქ ამ სახლის კედლებში მიიღე. ამიტომ გიშვებ, მინდა იცოდე რომ თუ ოდესმე აქ მოსვლას გადაწყვეტ და შეძლებ, მე დაგელოდები!
ერთადერთი ხარ ვისაც დაველოდები!..

უცებ კარი გაიღო და თემო გაურკვეველობით სავსე სახით უყურებდა, წარბშეკრულ მირიანს, რომელიც ისევ ისეთ სუსხიან ხმას დაიბრუნა და ნანოს ტანში ცივად შეაღწია:
-თქვი!
-მოვიდა...
-ვინ!
-ნიკა აბაშიძე.
-ვინ უთხრა!
-არ ვიცი, ალბათ ზურამ, რადგან რამდენიმე დღეა ვეძებთ და ვერ ვიპოვეთ.
ნანოს გაოგნებულ სახეს შეხედა მირიანმა და ღიმილით უთხრა:
-შეგიძლია მოემზადო, რა მნიშვნელობა აქვს დღეს წახვალ, თუ ხვალ.
ოთახი დატოვა მამაკაცმა. დაბლა ჩასულს ნიკა ახალგაზრდასთან ერთად იდგა მისაღებში, რომელსაც ანიშნა სახლიდან გასულიყო. მხოლოდ თემო იდგა მირიანთან ახლოს. ნიკას გაუკვირდა მირიანის საქციელი:
-რა გულთბილი დახვედარაა. ეგ რას ნიშნავს?
-არაფერს!
-შენი*....
ნიკამ მის უემოციო გამომეტყველებაზე ემოციები ვეღარ შეიკავა და მირიანს მუშტი მოუქნია. სოხაძემ დამსახურებული სასჯელივით მიიღო, მაგრამ თემომ დააკავა ნიკა..
ნანო, ვერ იჯერებდა და ეშინოდა კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუების, ხმაური მოესმა მისაღები ოთახიდან და კიბის საფეხურებს ფრთხილად დაუყვა იმის შიშით იქ ზურა ან ისეთი ვინემე არ ენახა ვინც მისი ცხოვრება ასე შეცვალა..
ნანახით გაოგნებულს აღმოხდა:
-ნიკა...
მირიანს მოქნეული ხელი ისევ მოხვდა თუმცა არც უცდია ნიკას შეჩერება, აბაშიძემ ხმაურის გამო შემსულ დაცვას ხელი აუქნია და ისევ მირიანისკენ შებრუნდა..
-სად არის!?...
მირიანი არ ეწინაარმდეგებოდა დაცვასაც კი ანიშნა რომ გაჩერებულიყო, მაგრამ უცებ ნანო ჩადგა მამაკაცებს შორის და ნიკას მკერდზე ხელებით მიეყრდნო. თითქოს გულზე უჭერდნენ ხელს ეს ორი მამაკაცი, რომ ასე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ვერცერთის უპირატესობას ვერ ეგუებოდა გულის იმ კუნჭულში სადაც უჰაერობა უჭერდა..
-ნიკა გაჩერდი, ნიკა!
-ნანო. როგორ ხარ? კარგად ხარ?
უცებ ნანოს სხეულს მოეხვია და სულ დაავიწყდა რომ მამაკაცის ცემა სურდა..
-კარგად ვარ. მე კარგად ვარ. როგორ მიპოვე? შენ მე მიპოვე? ხომ წამიყვან?
-ჯერ ამასთან დავასრულებ საქმეს და მერე!
-არა!
ცივად იყვირა გოგონამ, ისე როგორც ამას საკუთარის დაცვას ცდილობს ადამიანი, რაც ნიკას არ გამოპარვია და წარბები შეკრა..
-ნანო...
მეგობრის მკლავები მთელი ძალით მოჰხვია. მირიანისთვის ამ სცენის ნახვა იმ მუშტზე ძლიერი და მწარე იყო, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხვდა, სიტყვები კი საბოლოო განაჩენი.
-უბრალოდ წამიყვანე... გთხოვ..
ცრემლები მოერია გოგონას. ნიკამ სურვილი შეასრულა, რადგან ატყობდა გოგონას ტირილი ანგრევდა. გასვლისას განადგურებული მირიანის სახეს შეხედა, რომლის მზერაც ნანოს ხელებზე იყო მიმართული აბაშიძის წელს, რომ მთელი ძალით ეხვეოდა. ნიკას სიბრაზემ მაინც სძლია, რომელიც ნანოს გამო მთელს სხეულში ბობოქრობდა.
-ჩვენ არ დაგვისრულებია მირიან!
-...
მირიანს ხმა არ ამოუღია, მხოლოს ატირებულ გოგოზე ფიქრობდა და სხვა მამაკაცს მოხვეულ ნანოზე..
სახლის ეზო ჯაფარიძის ხალხით მალევე გაივსო, ყველაფერი ისე იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევის ბრძანება უნდოდა სოხაძის და ძალიან ბევრი მსხვერპლიც იქნებოდა, მაგრამ მირიანმა მზად ყოფნაც გააუქმა, ბრძანებით:
-თემო, წინააღმდეგობის გარეშე გაუშვით გოგო!
ნანოს, მირიანის ხმა, გასვლისას მოესმა და მთელს სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა, მუხლებში ძალა გამოაცალა, ნიკა მოხვეული მკლავით დაიჭირა და მალევე ხელში აიყვანა, ბოლოდ რაც დაინახა გოგონამ, აბაშიძის ზურგს უკან მდგონი სოხაძის თვალები იყო, ემოციებისგან დაღლილს სხეული მოუდუნდა..
ჯაფარიძე და დადიანი ეზოში შეხვდნენ აბაშიძეს:
-რატომ არ დაგველოდე!
გაბრაზებული ტონი ჰქონდა ლაშას.
-მთავარია ვიპოვეთ.
ნიკამ საყვედური არ შეიმჩნია, მანქანისკენ დაიძრა და მალევე მოათავსა გოგონა.
შემდეგ, მირიანის ეზოში გამოსვლას ჯაფარიძის კითხვა გაიგონა და მათკენ მიბრუნდა.
-უნდა ვისაუბროთ!
ჯაფარიძემ მიმართა.
-გისმენთ!
მზერა მოავლო სტუმრებს რომლებიც მისივე სურვილით თავისუფლად იდგნენ.
-დიასამიძესთან რა გარიგება გაქვს დადებული?
-უკვე არანაირი!
-ეგ, რას ნიშნავს?
თორნიკემ ჰკთხა სოხაძეს.
-მათთან ურთიერთობა, ჩემი მოსაგვარებელია.
-დადუს და ნანოს არ გაეკარები!
აბაშიძემ პირდაპირ თვალებში შეხედა.
-თქვენი წასვლის დროა!
არც მირიანს ჰქონდა მშვიდი ხმა და მირიანის მინიშნებაზე ყველა დაცვის ბიჭი მოემზადა, იარაღით ხელში ერთმანეთს უმიზნებდნენ, სოხაძისა და ჯაფარიძის ხალხი. ჯაფარიძე მიუახლოვდა მირიანს:
-მივდივართ, მაგრამ ყველაფერს გავარკვევთ!
დადიანმა კი თავის ხალხს ხელის აწევით ანიშნა, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ და სასახლის ეზო თანმიმდევრულად დატოვეს..

სახლში მისულ ნანოს ყველაფერი ენატრებოდა დედა, რომელიც გულის შეტევას გადაურჩა ქალიშვილის ნახვისას. მამა, რომელიც მადლიერებით სავსე მზერით უმზერდა ნიკას. დადუ, რომლის ნახვის შესაძლებლობა ჯერ ისევ არ ჰქონდა.. მთელი ღამე მშობლებთან გაატარა და დილით დაღლამ ძილი აიძულა. რამდენიმე დღე ინაზრაურებდა მონატრებას. იფერებდა გადამეტებულ ზრუნვას და მარტო დარჩენილს, კი მირიანის სიტყვები ჩაესმოდა, თუ რატომ უშვებდა. ასევე ფიქრობდა, რომ იქნებ იმიტომ უთხრა ეს იცოდა ნიკამ მიაგნო..

ნანოს დაბრუნებით ბედნიერები იყვნენ და ეს აღსანიშნავი ფაქტი, ტუსასვილების ოჯახში რამდენიმე დღეს გაგრძელდა, თუმცა იქ მისულ სამეგობროს სრული შემადგენლობა აკლდა, ამიტომ ნიკამ, ბარში ყველა შევიკრობოთ და იქ უფრო მეტი თავისუფლება გვექნებაო, ყველას სურდა სიხარულიც ისევე გაენაწილათ, როგორც პრობლემები, დადუს ჩამოყვანა სარისკო იყო ამიტომ თონიკემ და ანასტასიამ დაჟინებით მოითხოვეს მათთან გაშლილიყო სუფრა, ნეიტრალური ტერიტორიაა, დაცული და ყველა შეძლებს მოსვლასო. ჯაფარიძემ სანამ სიმშვიდე არ იქნება ვერ გავრისკავო და დათანხმდა.
დაჩისთან და მარისთან ერთად ჩამოსული ძმის შვილი, მთელი გრძნობით ჩაიკრა გულში.
-ამ ფაქტს, ისტორიას ვუნახავ!
ნიკოლოზ დადიანი ფოტოს იღებდა ღიმილით.
-ასეთი სათნო, თავის ქორწილში იყო ვიკას, რომ ხედავდა და მხოლოდ ახლა ვხედავ... დადუ, შენ თუ შეცვლიდი რას ვიფიქრებდი.
-ნიკა, როდის უნდა დასერიოზულდე!
-რატომ მწყევლის შენი ქმრი ვიკუ?
ხელი გადახვია მომღიმარ გოგოს.
-ნუ გეშინია ნიკა, მისი წარბები გლოცავს, აი ნახე როგორ შეკრა..
ხმით გაიცინა ნიკამ და ვიკას მოეხვია.
-ვგიჟდები შენზე.
დადუს კისკისზე, რომელიც ჯაფარიძის სხეულიდან წამოსულ სითბოს ვერ თმობდა და ეხუტებოდა. ნიკა აბაშიძე მიუახლოვდათ.
-ხმას გამოჰყვა დიდი ბატონი.
დადიანმა გადაულაპარაკა ლაშას, ეჭვის მარცალს ეძებდა ბიძაში.
-ხმასაც და სურნელსაც.
ჯაფარიძის მკლავი კმაყოფილმა აბაშიძემ, ჩაანაცვლა და გოგონა მიიხუტა.
-სულ არ ეჭვიანობ?
დადიანმა უკმაყოფილოდ შეხედა.
-ნუ მომიშლი ნერვებს, ვიკას პირობა მივეცი!
-რაა? ვიკა რატომ? ცოტას გავერთობოდით!..
-დააცადეთ, ისედაც შორს არიან ერთმანეთისგან!
-აბა აქ რა ხდება? უჩემოდ დაიწყეთ გართობა?
ნიცა აბაშიძემ ბავშვით ხელში მისაღდბი ოთახი, აახმაურა და ნიკოლოზის ბედნიერი ღიმილიც დაიმსახურა.
-აი ვისთან ერთად გავერთობი მე!
-და ჩვენ დავიმალოთ?
აბაშიძემ დადუს ზურგიდან მოჰხვია მკლავები და მხარზე დაადო ნიკაპი, გოგონას აწითლებულ სახეზე გაცინა, მაგრამ ხელი არ გაუშვა მაინც.
-თომა, სად არის?
ნიკამ ჰკითხა და ახლოს მისულს ბავშვი გამოართვა. დადუ და ნიცა კი ერთმანეს ჩაეხუტნენ.
-მოვა..
მისი მოკლე პასუხი ეუცნაურა ძმას და ბავშვზე დაკვირვებული თვალები დაზე გადაიტანა.
-რამე მოხდა?
-არაფერი. რატომ მეკითხები?
-ნიცა, სად არის შენი ქმარი!
მკაცრი მაგრამ მზრუნველი ტონით ჰკითხა დას.
-ნიკა, ჩვენ გავარკვევთ რა გთხოვ..
-იმედია ძალიან არ ხარ გაბრაზებული და რამე საშინელებას არ დამართებ!
-ეგ უკვე მხოლოდ მე ვიცი!
თითი ცხვირთან მიუტანა და იმ წუთას შემოსული გასვიანიც შენიშნა ისე, რომ არ მიუხედავს. იგრძნო, მზერა სილუეტი და სურნელი. მერე რა, რომ სხვისი სუნიც იდგა იმ ერთადერთის, ხომ განსაკუთრებულია. ენატრებოდა თან ძალიან ენატრებოდა. მისკენ წამოსული თომა, რომ დაინახა ნიკას ბავშვი გამოართვა და მიიხუტა მთელი გრძნობით. ნიცა, დაიშალა გული ეტკინა..
-ნიცა, როგორ ხარ?
ბავშვით ხელში მიუახლოვდა და თავზე მოხვეულმა სასურველმა თითებმა მოიყვანა გონს ფიქრებში წასული გოგო, რომლის მზერაც მალევე დაიბინდა აღელვებული ტალღები დაედინა ღაწვებზე.
-ნიცუ...
საფეთქელზე მიაკრა ტუჩები, მიიხუტა სხეული და უჩურჩულა.
-გთხოვ... მაპატიე.. ჩემს გამო არ იტირო!
მამას ხელში გაჩუმებული ქალბატონი, აკრუტუნდა და ხელში შეირხა.
-ესეც, როგორ ითხოვს მამას ყურადღებას.
ანასტასია მიუახლოვდა ორივეს.
-დედას ჰგავს, პირველობა სურს!
ნიცამ გაიღიმა, თმაზე ხელი გადაისვა და ბავშვი აიყვანა ხელში.
-სუფრასთან მოდით. ამას მე დავიჭერ.
ანასტასიამ, პატარა მიიხუტა და ყელში ჩარგო ცხვირი.
-ღმერთო, რა ტკბილია.
სასადილო ოთახში ყველა სუფრასთან თავსდებოდა ანდრია ახვლედიანის ხმა რომ მოესმათ.
-არ მაფიქრებინოთ, რომ უჩემოდ იწყებთ?
- ჩემმა კუჭმა, გიგრძნო ანდრო და რომ ალაპარაკდა დაწყება გადავწყვიტე.
ნიკოლოზ დადიანი მიუახლოვდა და ჩუმად გადაულაპარაკა დანარჩენი:
-სად დადიხარ უჩემოდ და რის გარკვევას ცდილობ!
ახვლედიანმა წარბები შეკრა, იგივე ინტონაციით უპასუხა, სანამ სუფრას მიუახლოვდებოდა.
-რატომ მითვალთვალებ, შეყვარებული პიდ*ვით!
-მიზეზი მაქვს!
-მართლა შეგიყვარდი!
მიმიკა არ შეცვლია, მომღიმარი სახით ესალმებოდა ყველას ანდრია.
-დაგაგვიანდა ჩამოსვლა, შეყვარებული დაგხვდი!
მოჩვენებითი დანანებით ჩაილაპარაკა, თუმცა სებასკენ გაპარებული მზერით, იმედი გაუცრუვდა, სება სუფრის გაშლაში გართული იყო.
-საინტერესოა, ვინ უნდა გაამწარო, შენი მჟავე იუმორით!
ყველა სიტყვა გაიგო რაზმაძემ, მაგრამ არ იმჩნევდა საქმის კეთებით კარგად იმალებოდა მისი გულისცემა.
-შენ, ნუ ნერვიულობ მაგაზე და ნიცაზე, ინფრორმაციის მოძიებას შეეშვი!
ხელი ჰაერში გაუშეშდა ახვლედიანს, არ ელოდა ამას ვინმე თუ გაიგებდა.
-გამარჯობა ანდრია.
სება მიესალმა და ღიმილით გადაკოცნა, ნიკოლოზი წარბებ შეკრული მივიდა ნიცასთან. არ მოეწონა სებასგან უყურადღებობა, ან რას ითხოვდა მისგან დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეს რაზე უნდა ემართლო, ამიტომ რამეზე ყურადღება უნდა გადაეტანა, კარგი საშუალება იყო ნიცას გეგმა...
სუფრასთან ყველა მოთავსდა და ისე განაწილდნენ, რომ ანდრიასთან ორი სკამი იყო თავისუფალი, რომელიც ნიცას და თომას ეუკთვნოდა. ნიცა თავის დას ეხმარებოდა , რადგან ყველა ისხდნენ. ჩაფიქრებული ანდრიას გერდით, თომა იყო პატარა მხარზე დაიწვინა მოხერხებულად, რადგან იძინებდა.
-ასეთი რა გითხრა ნიკოლოზმა?
ღიმილით ჰკითხა თომამ, თან პატარა ელენე, ოდნავ დააარწია ხელში.
-რა მკითხე?
ჩაფიქრებულმა ანდრიამ, თვალებში შეხედა გასვიანს და მერე აკრუტუნებულ პატარას დააკვირდა, ბედნიერი ღიმილით ლამაზად ჩამწკრივებული კბკლები გამოუჩნდა.
-ნიკოლოზმა, გამოგიჭირა რამეში?
მომღიმარს კითხვა განუმარტა.
-როგორც სჩვევია, ისე იქცევა.
ნაძალადევი უდარდელობით ჩაილაპარაკა და პატარასკენ მიმართული ყურადღება ნიცასკენ გადაიტანა.
-თომა მომეცი, დავაწვე და მოვალ.
ბავშვი გაიყვანა აბაშიძემ.
-მეჩვენება თუ თავს გვარიდებს?
თვალი გააყოლა ახვლედიანმა და თომას შეხედა.
-ეს, მაშინ არის საშიში თავს რომ გარიდებს.
ჩაილაპარაკა ღიმილით გასვიანმა.
-რა მითხარი?
-არაფერი, დავლიოთ!
დავით აბაშძეს, ჭიქა შეუვსო და გაუწოდა თომამ..




პ.ს. გილოცავთ შობა-ახალ წელს. იმედი მაქვს მოგეწინებათ და მოსაზრებებს გამიზიარებთ.



№1 სტუმარი maco maco

მრავალს დაესწარიი... მაგრამ სად ხარ სად დამაწყდა ნერვებიი ამდენი ხანი არ უნდა დაიკარგო არაა, აღარ მყოფნის არც მირიანი ნანო არც ანდრეა და ჯერ არ გამოჩენილუ ჯინა

 


№2  offline წევრი OKI ME

ვაა, რა მაგარიაა ❤️❤️ როგორ გამახარე ახალი თავით ❤️❤️ აბა წავიკითხო ერთი ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Lile-eli

maco maco
მრავალს დაესწარიი... მაგრამ სად ხარ სად დამაწყდა ნერვებიი ამდენი ხანი არ უნდა დაიკარგო არაა, აღარ მყოფნის არც მირიანი ნანო არც ანდრეა და ჯერ არ გამოჩენილუ ჯინა


მადლობა დიდი. მესმის და ბოდიშს გიხდი რომ გალოდინებთ. ძალიან მიყვარს ჩემი მკითხველი და მერწმუნეთ ამ პრობლემას ვეპრძვი.❤

Megioki
ვაა, რა მაგარიაა ❤️❤️ როგორ გამახარე ახალი თავით ❤️❤️ აბა წავიკითხო ერთი ❤️❤️

დიდი მადლობა მეგიკო, რომ კითხულობ. გამიზიარე შენეული მოსაზრება❤

 


№4  offline წევრი OKI ME

აჰა, დავასრულე და მოვედი. :დდ თათა, ისე გამოჩნდა ზურასთან, რომ მათ შორის რაღაც კარგი ამბების განვითარებას მიგრძნობს გული. :დდდ

ნანო და მირიანი ❤️❤️ ეს წყვილი განსაკუთრებულად მიყვარს ❤️❤️ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული წყვილია ❤️ უჰ, რა საინტერესოა, რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები. კარგი კაცი ჩანს მირიანი. ამას აშკარად ყოველთვის, რომ ვწერ კომენტარებში :დდდ აი, ნანოზე მაინტერესებს ერთი, როდის დაიწყებს მირიანზე ფიქრს, როდის მიხვდება, რომ რაღაც დადებითი გრძნობა გაუჩნდა მის მიმართ. --- "-ნანო, არ მინდა წახვიდე, მაგრამ ვიცი შენს თვალებში არსებულ შიშს და ტკივილს ვერ გავაქრობ. ის აქ ამ სახლის კედლებში მიიღე. ამიტომ გიშვებ, მინდა იცოდე რომ თუ ოდესმე აქ მოსვლას გადაწყვეტ და შეძლებ, მე დაგელოდები!
ერთადერთი ხარ ვისაც დაველოდები!.." - ნუ, აი, ამ სიტყვებზე არ ვიცი რა დამემართა. ამ სიტყვებით ყველაფერი უთხრა ნანოს, მისდამისი გრძნობის და ერთგულების შესახებ. ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წინადადებით. მთავარია ჩემ გოგოს ისევ არ ეგონოს, რომ სპეციალურად რაღაცის ან ვიღაცის გამო უთხრა.

ამ ისტორიაში, ყველაზე გამორჩეულად კიდევ ორი პერსონაჟი მესაყვარლება, ნიკა დადიანი და ნიცა აბაშიძე ❤️❤️ ნუ ჯინაც რა თქმა უნდა. უი, ორი კი არა სამი გამოდის :დდ ძაან ჩემები არიან :დდ ❤️

ყველაზე მეტად, რასაც მოუთმენლად ველი ეს არის მირიანის და ჯაფარიძის შეხვედრა. აი, ის მომენტი, მირიანი, რომ გაიგებს სიმართლეს წარსულის შესახებ. ოჰოო, რა იქნებაა. :დდ

საერთო ჯამში, საოცრად მომეწონა ეს თავი. შენ არ იცი, როგორ ვამოწმებდი თითქმის ყოველ დღე ხომ არ დაიდო-მეთქი. გამახარე, ძალიან. ❤️❤️ წარმატებები და მალე დაბრუნება ახალი თავით :დდ

უიმე, რამხელა კომენტარი გამომსვლია. რა ამბავია :O

 


№5 სტუმარი სტუმარი Lile-eli

უფ რა გემრიელი შეფასება და მოსაზრება დამხვდა დილიდან❤
მადლობა ჩემო კარგო❤ საინტერესო შეფასებისათვის.
მახარებს თქვენი პერსონაჟებისადმი სიყვარული ყველას უყვარხართ❣

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მეც ხაირად ვანოწმებდი ახალი თავი ხომ არ დაიდოთქო, ამს აახალწლოდ აღარც ვფიქრობდი რომ იქნებიდა და რომ შემოვედი და დავინახე ძალიან გამიხარდა. ნელ ნელა რაღაცები გარკვევას იწყებს წინ საინტერესო ამბები გველოდება როგორც ჩანს, ველი მოუთმენლად ❤️❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი Lile-eli

ablabudaa
მეც ხაირად ვანოწმებდი ახალი თავი ხომ არ დაიდოთქო, ამს აახალწლოდ აღარც ვფიქრობდი რომ იქნებიდა და რომ შემოვედი და დავინახე ძალიან გამიხარდა. ნელ ნელა რაღაცები გარკვევას იწყებს წინ საინტერესო ამბები გველოდება როგორც ჩანს, ველი მოუთმენლად ❤️❤️❤️❤️❤️

მე თქვენმა გამოჩენამ გამახარა. დიახ ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა და ყველა წყვილზე დავწერ დასკვნით ნაწილს.
მადლობა

 


№8 სტუმარი სტუმარი ლანა

ძალიან გამახარა ახალმა თავმა, ძალიან კარგი იყო, როგორ ველოდი. წარმატებები.

 


№9 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი ლანა
ძალიან გამახარა ახალმა თავმა, ძალიან კარგი იყო, როგორ ველოდი. წარმატებები.

დიდი მადლობა, მახარებთ და მალე იქნება შემდეგი თავიც.

 


№10  offline წევრი OKI ME

იმედი მაქვს დასკვნითი თავი არ იქნება შემდეგი. ასე მარტივად და თან მალე ვერ დავთმობ მე ამ ისტორიას :დდ ❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
იმედი მაქვს დასკვნითი თავი არ იქნება შემდეგი. ასე მარტივად და თან მალე ვერ დავთმობ მე ამ ისტორიას :დდ ❤️❤️❤️

ასე მალე ვერ დავასრულებ, კიდევ იქნება რამდენიმე თავი.

 


№12  offline წევრი OKI ME

სტუმარი Lile-eli
Megioki
იმედი მაქვს დასკვნითი თავი არ იქნება შემდეგი. ასე მარტივად და თან მალე ვერ დავთმობ მე ამ ისტორიას :დდ ❤️❤️❤️

ასე მალე ვერ დავასრულებ, კიდევ იქნება რამდენიმე თავი.


უჰ, როგორ გამახარე. ❤️❤️ არ მეთმობა დასასრულებლად, არც ახლა და არც სამომავლოდ :დდ ❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
სტუმარი Lile-eli
Megioki
იმედი მაქვს დასკვნითი თავი არ იქნება შემდეგი. ასე მარტივად და თან მალე ვერ დავთმობ მე ამ ისტორიას :დდ ❤️❤️❤️

ასე მალე ვერ დავასრულებ, კიდევ იქნება რამდენიმე თავი.


უჰ, როგორ გამახარე. ❤️❤️ არ მეთმობა დასასრულებლად, არც ახლა და არც სამომავლოდ :დდ ❤️

❤❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№15 სტუმარი Xato

Davighale lodini momenatrnen yvela gansakutrebit nikusha

 


№16 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Xato
Davighale lodini momenatrnen yvela gansakutrebit nikusha

მესმის თქვენი და მადლობა მოთმინებისთვის❤...
შემდეგი თავი დევს გვიან დავდე და ასევე გვიან გამოქვეყნდა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent