შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

40 საშობაო ანგელოზი 7 - ერკე მიდასი


6-01-2021, 22:56
ავტორი ერკე
ნანახია 1 550

თავი 7
მარადისობა

მთელი დილა ფაცი-ფუცში იყო საბა, მუშებს რომლებიც სახლის რესტავრაციას ახდენდნენ ფიზიკურადაც ეხმარებოდა და გარკვეულ მითითებებსაც აძლევდა, სად უნდა ჩამოენგრიათ, სად გაელესათ, სად რა ფრად შეეღებად და როგორ გადაეტიხრათ, მთელი ეს სარემონტო სამუშაოები დამღლელი აღმოჩნდა ბარბარობა დღეს, სამზარეულოში კი ელა ტრიალებდა თავისი ორი დამხმარე ქალბატონითურთ და ანთიმოზს ხელსაც კი არაფერს აკარებინებდნენ. ბიჭი მხოლოდ იჯდა კუთხეში და ელას თანხმლებ ორ ქერა ქალბატონს მიშტერებოდა, თუმცა მათ უფრო ხელებში და მათ ქმედითუნარიანობაში წონიდა. აკვირდებოდა როგორ ყრიდნენ ფქვილს, როგორ ზელდნენ ცომს, როგორ მარჯვედ გადაჰქონდათ ლობიო ცომში და ერთიანად კრავდნენ, რითიც ხვდებოდა როგორი უნდა გამოსვლოდათ ეს უგემრიელესი კერძი. ელა სხვა სამზადისში იყო, საცივს ცალკე აკეთებდა და მეორე ქვაბში კი ცალკე ქათამს ხარშავდა. სამზარეულოში შესანიშნავი სურნელი ტრიალებდა.
ამასთან ერთად საბას ბავშვების მოგერიება უწევდა, დილიდან ქალბატონ გუგულის კი სთხოვა დახმარება, მისი სახლის მოპირდაპირედ მცხოვრებ მეზობელს, რომელიც საკმარისზე მეტად იყო გამოცდილი ბავშვების ზრუნვა-პატრონობაში, თუმცა თავადაც უწევდა ხანდახან თვალის შევლება რამეს ხომ არ ამტვრევენო. გუგულის ცხრა შვილი, ექვსი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი ჰყავდა, მათით იხარებდა გულს და ებედნიერებოდა ყოველი დღის გათენება, სწორედ ამიტომ საბას თხოვნას დიდი სიამოვნებით დათანხმდა და როგორც კი თავისი პატარები თავ-თავიანთ ადგილზე გაისტუმრა მაშინვე სიხარულით ესტუმრა დოლიძეების ოჯახს. საბას მოვალეობაში დაღლილი მუშა-ხელის დაპურებაც შედიოდა, დიდი მოწიწებით ჩაავლებდა მხარში ხელს, აიტაცებდა მისავათებულს და როგორც ომში დაჭრილები გაჰყავთ, სწორედ ისე მოიგდებდა ხოლმე ზურგზე, სასტუმრო ოთახისაკენ წაასანსალებდა და უპირველესად კაი, მაცივრის, ცივ-ცივი წყალი მოჰქონდა, ან თუ საგანგებო მოთხოვნა იყო ლუდს შემოარბენინებდა ხოლმე, სათანადო ბოკალში ჩაუპირქვავებდა და ასე მიაწვდიდა. შემდეგ კი დააყოლებდა: - ა, ცოტაც მოიცადე და ცხელ-ცხელ ლობიანებსაც შემოიტანენ გოგოები. - ამშვიდებდა დოლიძე ბიჭებს და ენერგიით ავსებდა მათ გულებს.
გუგული კი ბავშვების თვლით იყო დაკავებული. თორმეტ ფურცლიანი რვეული მოემარჯვებინა და შიგ ლამაზ-ლამაზი ასოებით გამოჰყავდა ბავშვების სახელები და გვარები. რაღა თქმა უნდა უმეტეს მათგანს გვარი არც ჰქონდა, ვინაიდან მამამ იქამდე მიატოვა, სანამ გვარს მისცემდა და მხოლოდ სახელი იცოდნენ საკუთარი, მაგრამ ამასაც არ დაჰყაბულდა იგი და თავად აძლევდა გვარებს, დროებით მაინც რომ ერთმანეთისგან გაგარჩიოთო. ბავშვებს ანაწილებდა და ასაკობრივ კატეგორიებად ჰყოფდა.
ხუთიდან ათ წლამდე ბავშვებს ცალკე გრაფაში ათავსებდა. ათიდან თხუთმეტ წლამდე სხვა დახაზულ გრაფაში, ხოლო თხუთმეტიდან ოცდახუთ წლამდე ბავშვებს ერთად ანაწილებდა. როდესაც საბამ ჰკითხა თავიდან ხუთ-ხუთი წელი გაქვთ აღებული და თხუთმეტიდან ოცდახუთ წლამდე ათი წელი რატომ გამოყავითო, მსგავსი პასუხი მიიღო: - საბა, შვილო, ბავშვის ჩამოყალიბება რთული და საოცარი პროცესია... თავიდან ნაყოფი იზრდება, ვითარდება, შემდეგ გონების ჩამოყალიბების პერიოდი მოდის და ეს ყველაფერი ხუთ წლამდე, ბაღის ასაკამდე ესწრება. ხუთი წლიდან, როდესაც ბავშვი უკვე სასკოლოდ ემზადება მისთვის ახალი პერიოდი იწყება, განათლების ეპოქა, უვითარდება სახის და ძვლების მოყვანილობები, ტვინის შიგა გარსი ეზრდება და მეტი ტევადობის მასალა შეუძლია აითვისოს, თვალის ფერის კორექციაც ხდება, შესაძლოა ამ დროს ბავშვის თვალის და თმის ფერის ცვლილება. ათ წლამდე დასრულებულ სახეს იძენს. თხუთ წლამდე გარდატეხის ასაკი აქვს, ხოლო ოცდახუთ წლამდე ბავშვობა სრულდება. მე თუ მკითხავ, უფრო ადრეც სრულდება, მაგრამ რადგანაც ერთი ოცდაორი წლის ილია გვყავს, მეორე კი 24 წლის ვანო, შეგვიძლია ოცდახუთ წლამდე პერიოდსაც მივაკუთვნოთ.
საბა სახტად დარჩა. მსგავს რეაქციას კი გუგული არ ელოდა.
-რაო საბჩო, გადმოყარე ყურები? - თმებზე მოქაჩა გუგულმა და ბავშვებიც ამაზე აგრიალდნენ.
-რამდენნი არიან, დათვალე? - სცადა არ მიექცია ყურადღება მათი სიცილისთვის ისე განაგრძო საუბარი ქალთან.
-ოცდათხუთმეტი ბავშვია. პირველ კატეგორიაში თხუთმეტი, მეორეში ცხრა, მესამეში კი დანარჩენი რაც გამოდის...
-თერთმეტი, გასაგებია გუგულ, გაიხარე, დიდი მადლობა... კიდევ მიხედე კარგი? მე აქ მუშებთან მოვამთავრებ და მოგაქცევთ ყურადღებასაც.
-არ არის შვილო პრობლემა, - დაუცაცხანა მოხუცმა ქალმა. - კარგი ბავშვები არიან, რამდენ ხანსაც გინდა მივხედავ.
-ოქრო ხარ... - შუბლზე მაგრად აკოცა ქალს და მაშინვე თავის საქმიანობას დაუბრუნდა. ანთიმოზსაც დაუძახა დასახმარებლად, როდესაც ვინც გიფსზე მუშაობდა ისინი ისვენებდნენ. - მომეხმარე კარგი? - თავი დაუქნია ანთიმოზმაც და ხელი მოჰკიდა გიფსო-კარდონის კედელს, რომელსაც უკანა ეზოს გასწვრივ უდგამდნენ.
-როგორ ფიქრობ? - დაიწყო თიმომ. - ეს კარდონები გაუძლებს ამ ბავშვებს? - ჩაეცინა და უეცრად წაიბორძიკა, - ოო...
-ფრთხილად, გაუძლებს აბა არ გაუძლებს? აქეთ დღის განმავლობაში არც გამოვიყვან, აქ საძინებლები მოეწყობა, საკმარისი იქნება პირველი კატეგორიისთვის...
-რისთვის?
-ხუთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის, თხუთმეტნი არიან, მათ ეს ფართი სრულიად ეყოფათ. დანარჩენს დროებით ან სასტუმრო ოთახში, ან ჩემი ბიჭების ოთახში გავუშლი ლოგინებს, სანამ მესამე სართულსაც მივუშენებ, მისი ნებართვის მოპოვებას ელას მივანდობ და ყველაფერი კარგად იქნება. გოგონები რას შვრებიან? სასიამოვნო სურნელი ჩქეფს სამზარეულოდან...
-ჰოო...- განგებ გაწელა სიტყვა ანთიმოზმა. - სამზადისში არიან და საღამოსთვის ყველას სამყოფ სანოვაგეს დაამზადებენ. მე არც მიმაკარეს ქურას.
-ოჰო, რატომ? ვისზე ნაკლებს აკეთებ ერთი ეს მითხარი! მოიცა დავუცაცხანებ შენ არ ინერვიულო... კარგად გეჭიროს, გაასწორე, მიდი... მიდი... ჰოო ასე... კარგია. - გასწორდა და გაიჭიმა დიდგვაროვანი. ხელები წელზე შემოირტყა და თავის უფრო მოზრდილ ბინას შეხედა. მართალია ჯერ იატაკის ნაცვლად ხასხასა ბალახები ბიბინებდნენ, მაგრამ საღამომდე ამის მომთავრებასაც აპირებდნენ, დაიგებოდა ზუსტად ისეთი ფილები, რუსთაველზე მთაწმინდისკენ ქვაფენილიან ტრასაზე რომ აგია. ისეთი შეგრძნება გექნებოდა მათზე სიარულისას, თითქოს შუა რუსთაველზე მისეირნობდე და სუფთა ჰაერით ტკბებოდე. ძლიერ რომანტიკოსი და რაც მთავარია თავისი ქვეყნის მოყვარული იყო საბა. უყვარდა სამშობლო და მის გამო თავსაც გადადებდა, იმდენად უყვარდა. ბევრი მიიჩნევდა მის ამ ფიქრებს ზედმეტად როდესაც ხალხში მსგავს რამეს იტყოდა, მაგრამ პატრიოტი იყო, სულით, გონებით, ამ გამრჯე ხელებით - პატრიოტი იყო მთელი არსებით.
მანამდე ბიჭები ისვენებდნენ სამზარეულოში შეიპარა საბა და გოგოებისგან მალულად დაეთრია ერთი ნაჭერი იმ საცდელი ლობიანისა, რომელიც ღუმლის თავზე თეფშით მადიანად გამოიყურებოდა.
-მმ...მმ... - თვალდახუჭული აგემოვნებდა და უახლოვდებოდა მზარეულებს. ჯერ ერთს იყო და მხარზე მოუსვა ხელი და ჩასჩურჩულა, - უგემრიელესია, - შემდეგ მეორეს წელს შემოაჭდო მისი მარჯვენა ტორი და მასაც ყურში ჩურჩულით უთხრა: - გემრიელია ანგელოზო. როგორი ტკბილი და ფაქიზი ხელი გქონია. - ბოლოს კი მაგიდასთან მდგარ ელას ჯერი დადგა, რომელიც ანაკუწებდა ქათამს და თან შეძახილებით საკუთარ თავს ამხნევებდა. მასთანაც მივიდა, ამ დროს გამორკვეული ახალგაზრდები მიუტრიალდნენ საბას და ლობიოსა და ცომის ნაზავი დააგდებინეს ხელიდან.
-ჯერ მზად არ არის, წადი დაიკარგე აქედან! - დაუყვავეს და ორივემ ერთად შეუტია.
-მოიცათ, მოიცათ... საკუთარ სამზარეულოში არ მიშვებთ? გოგონებო, ნუ ხართ ასე ავები, არ მსურს თქვენთან დავები, აა.. როგორ გავრითმე, აა... როგორია? - ეცინებოდა და ხალისობდა საბა, ასევე იმაზე ხარხარებდა გაგდებას რომ ცდილობდნენ მაგრამ ადგილიდან ვერ ძრავდნენ. მისი ტანის ადამიანისთვის მხოლოდ ეს ორი მსუბუქი და ნაზი არსება არ ეყოფოდა. - კარგი მივდივარ! ოღონდ დროულად ნაწილი მაინც გააკეთეთ მშიერი მრჩება მუშახელი.
-ყველაფერი იქნება როცა საჭიროა მაშინ. კარი იცი სადაცაა. - ელამაც უხეშად მიუგდო ბანი, ისე რომ არც შეუხედავს მისთვის.
-ვაიმეეე, რამ გადაგრიათ ამ წმინდა დღეს, ღმერთოო... მიშველე ამინ. - როგორც შემოვიდა ისევე გაიძურწა და მეორე სართულზე ავიდა. ჯერ კიდევ ისე იყო ყველაფერი, როგორც დაეტოვებინათ. ხელი არც გასარეცხ თეთრეულისთვის არ უხლია და არც გამონაცვალი ტანსაცმლისთვის, რომელთაც დათო და ნოე ოთახის კართან მდგარ ტაშტში ყრიდნენ და როუზი მათ სარეცხი მანქანაში აწყობდა ხოლმე დღის ბოლოს, დილით კი როდესაც მზე ზენიტში დაიბუდებდა გარეთ ფენდა. ყველაფერი ხელუხლებლად ეწყო. დათუნას მაგიდაზე მიყრილი რვეულები და წიგნების, გაფანტული კალმების მთელი ჯარი იყო. ნოე უფრო მეტად მოწესრიგებული ბავშვი იყო და მის მაგიდაზე მსგავს არეულობას ვერ ნახავდით, თუმცა როგორც კი მას შეხედა საბამ რაღაც ამოუცნობი წადილი გაუჩნდა რომ არეულობა შეეტანა და მთლიანი მაჯა ძლიერი მოქნევით გადაუსვა მთელ საწერ მაგიდას. რაც კი მასზე ეწყო, კალმებიდან დაწყებული, წიგნებით და იმ სასიყვარულო აქსესუარებით დამთავრებული, რასაც წინა წლებში შეყვარებულობის დროს აკეთებდა ნოე თავისი საყვარელი გოგონასთვის, რომელმაც დაშორების ბოლო დღეს ყველა ეს ნივთი ფეხ-ქვეშ დაუყარა, ძირს ტყაპა-ტყუპით გადმოცვივდა. საწოლზე ჩამოჯდა და მცირე ხანს გაითიშა.
თავზე ვიღაც წამოადგა.
-აქ ხარ?
-კი, რა იყო, ჩამოვალ ახლავე.
-არა, თუ გინდა იყავი... მთელი დღეა არ დაგისვენია და ალბათ ფიქრსაც ვერ წყვეტ. - კარისკენ არც შეტრიალებულა საბა ისე უსმენდა ახალმოსულს, რომელიც მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა. - დარდობ?
-ვდარდობ. თითქოს გული ამომიღესო და ფეხქვეშ გათელეს, თავს ისე ვგრძნობ. თითქოს ყველას თვალწინ წიხლებს მირტყამენ, მამცირებენ, სულს მართმევენ. რატომ? ვეკითხები ჩემს თავს. რატომ უნდა წასულიყო?
-მასაც გაუგე, ქალების უმეტესი ნაწილი საკუთარ შვილებს აყენებენ ყველაფერზე წინ...
-მას აქამდე არ გამოუხატავს მსგავსი ზიზღი სხვა ბავშვებისადმი... - გაოგნებულმა წარმოთქვა დოლიძემ. - არა, მესმის და მახსოვს ადრეც გაქცეულა სახლიდან რომელი ერთი გავიხსენო, მაგრამ ახლა რატომ?
-ადრეც გქონიათ მსგავსი შემთხვევა? - ჩაეძია სტუმარი, მხარზე ხელი დაადო თანაგრძნობის ნიშნად და მეორე ხელი მუხლზე დაადო.
-რა თქმა უნდა, - თითქოსდა ღონე მიეცაო მამაკაცს ისე დაიწყო თხრობა, ენერგიულად. - მაგალითად თაფლობისთვეს, როდესაც სხვა ქალს გავხედე და ჩემთვის წამოვიძახე, - აუ რა მკერდი აქვს, - მაშინ მომხვდა კეფაში პირველად მისგან. ორი დღეა ცოლად მომიყვანე და უკვე სხვა ქალების მკერდს უყურებო? ჩემს მკერდს რას უწუნებო? მაშინ პირდაპირ სახის წინ გამიჩერა ოქროს ბუშტები და კიდევ ერთხელ გამიმეორა ეს კითხვა, არადა მაშინ არანაირი ცუდი განზრახვა არ მქონია, საერთოდ არ შემიხედავს ისე, როგორც გაიფიქრა, უბრალოდ აღვნიშნე რომ მაგარი მკერდი ჰქონდა, ვუხსნიდი ამას, თუმცა არაფერმა გაჭრა, მაშინ ბარსელონაში ვისვენებდით ორი კვირით უნდა გვენებივრა, მთელი გეგმები მქონდა აწყობილი, ბარსას თამაშიც უნდა მენახა ცოცხლად, მაგრამ ჩაალაგა თავისი ნივთები და გამომიცხადა რომ ჩემგან მიდიოდა. მაშინ ძლივს შევირიგე, ცალკე დედამისს ვესაუბრე, სიმამრთან მქონდა კაი-ბიჭური საქმის გარჩევები, სერენადა ვამღერე ჩემს ძველ კლასელს რამაც საბოლოოდ მოულბო გული და დამიბრუნდა. შემდეგ იყო და ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ საქორწინო ბეჭედი დავკარგე. აი მაშინ რომ ატეხა პანიკები, წიოკით დამახურა თავზე ყველაფერი, კვლავ ღალატი დამწამა, სხვა ქალთან იყავი და იქ დაგრჩაო, ვუხსნი მარა რად გინდა, საპირისპირო სამხილები არ მქონდა რომ ჩემი სიმართლე მისთვის დამემტკიცებინა. იმ დღეს ზურგშექცევით იწვა ჩემგან საწოლში, როდესაც მე სამსახურში ვიყავი მეორე დღეს იქ დამადგა განყოფილებაში და მთელი ხმით მიცხადებს რომ ჩემგან კვლავ მიდიოდა. ახლოს არ მიკარებდა. ოცი მეტრის რადიუსს როგორც კი გავცდებოდი, რა თქმა უნდა, მისი მიახლოებითი გამოთვლებით, მაშინვე კივილს იწყებდა, ეს სახლში ყოფილიყო თუ ქუჩაში, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. შემდეგ ერთ გამვლელ ბიჭს გადავუხადე ორმოცდაათი ლარი და გვირილების უზარმაზარი თაიგული გავატანე, დავაბარე მის კართან დაედო, დაერეკა ზარი და იქიდან დამტყდარიყო. თუმცა უკეთესი რამ მოხდა, გაქცევა ვერ მოასწრო ამ ბიჭმა, მაშინვე გამოაღო კარი როუზიმ როგორც კი ზარი დარეკა და რა გზა ჰქონდა, ყველაფერი აუხსნა, ისიც კი დეტალურად მოუყვა როგორ ვდარდობდი, სახეზე ფერი რომ არ მედო და ასე შემდეგ, ხომ ხვდები, წვრილმანი დეტალები... მისი წყალობით მეორე დღეს სახლში დაბრუნდა, ჩამეხუტა, მიყვარხარო და დამპირდა რომ აღარასდროს წავიდოდა ჩემგან, თუმცა რად გინდა... არა რა.. ქალების დანაპირებს არ უნდა უგდოს კაცმა ყური. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში მისი ფეხმძიმობის ამბავი გავიგეთ, გაგვიხარდა, ღმერთმა იცის როგორ გამიხარდა, სიხაარულით არც კი ვიცოდი რა მექნა. იმდენად მიხაროდა იმ დღეს სესხიც კი გამოვიტანე, საკმაოდ მოზრდილი სესხი ბავშვისთვის დავიწყე ოთახის გაკეთება და წინასწარ მომზადება ხოლო რაც დამრჩა გავედი გარეთ და ყველა შემხვედრ ფულის მთხოვნელს ჩავუთვალე... მინდოდა რაღაც კარგი გამეკეთებინა, იმისთვის რომ უფალმა ასე დამასაჩუქრა. მისი ორსულობის მეექვსე თვეს კი რომანტიული ფილმის ყურება დავასრულეთ, ცრემლებს ვერ იკავებდა როუზი რაღაც მინდოდა მეხუმრა, გამემხიარულებინა და ჩემი დიადი მონოლოგით ჩარლი ჩაპლინისეული კომედია დავდგი, ბოლოს კი ერთ სცენაში გავითამაშე როგორ ეუბნებოდა ქმარი მეუღლეს: როგორ გაგზრდია მუცელი, რასაა რომ გავხარ, ქალი ხარ თუ ქალაჩვილა-თქო... რაღაც ამდაგვარს ვამბობდი, რამაც გააღიზიანა. შენო, ესე იგი მხოლოდ დიდ მუცელს ხედავ ჩემს შემხედვარე და მეტს არაფერსო ხო? მითხრა მან და სილა გამაწნა კიდეც, ახლაც მწარედ მახსოვს. ხმა ვერ ამოვიღე. უბრალოდ მისი კარგ ხასიათზე დაყენება მინდოდა, მან კი გამოიძახა ტაქსი და მაშინვე ჩვეულ ადგილას აიღო გეზი. მხოლოდ სამი თვის შემდეგ, ბევრი, სმით გათენებული ღამის, ნერვიულობის შემდეგ, სამშობიარო პალატაში მოაწვა ვნებები და მაშინ მოითხოვა ჩემი დასწრება... მე წარმოდგენაც არ მქონდა რომ დრო იყო. მხოლოდ მისგან გავიგე, როუზის რომ არ მონდომებოდა საკუთარი შვილის მშობიარობას გამოვტოვებდი, - თვალზე ცრემლი მოადგა. - ბოლოს კი რაც მახსოვს იმის გამო გამექცა და ბავშვიც თან წაიყვანა, როდესაც პირისპირ მეჯდა და იმას ვაყურებინებდი თუ როგორ ვსვამდი. საიდან დაინახა აზრზე ვერ მოვდივარ, ისიც კი დამაბრალა ბავშვს არაყს ასმევდიო, სუნიც კი ამოსდის პირიდანო. არადა წვეთი მისთვის არ დამილევინებია. უბრალოდ ვუხსნიდი რომ ეს კაცური სასმელია და დიდი ტრადიციების მქონე ისტორია მოსდევს მეთქი. ჩვენ ისტორიას ვუყვებოდი, მამა-პაპასგან მონასმენს და სკოლაში ნასწავლს, ვუამბობდი როგორ აყენებდნენ ღვინოს, არყის დაყენების ინსტრუქციას ვუხსნიდი, მან კი დამაბრალა რომ შვილს ვულოთებდი და ჩემგან წაიყვანა. მაშინ როგორ შევირიგე არ მახსოვს, თუმცა მას მერე წლები გავიდა, იდეებიც დამელია, დავბერდი და არც კი ვიცი როგორ მოვიქცე... - თავი დაბლა დახარა და ღრმად ამოისუნთქა. კარგად რომ დააკვირდა, მხოლოდ მისი სუნთქვა ესმოდა ოთახში და ირგვლივ მიმოიხედა.
არავინ იყო.
ოთახი სრულიად ცარიელი იყო, ისეთი როგორიც მაშინ როდესაც შემოვიდა, კედლებს სინესტე შეპარვოდათ, სინათლე მცირედ ბჟუტავდა. არანაირი კვალი სხვა ადამიანის ყოფნისა ოთახში არ იყო, არადა გამოცდილი პოლიციელი იყო და კვალის პოვნა მისი სპეციალობა იყო, ამიტომ მისი დასკვნა ზუსტი და სწორხაზოვანი იყო.
-დამშვიდდი. - შეუძახა საკუთარ თავს და საათს დახედა. - უკვე ორი საათი გასულა. ნუთუ შტეროზის პოზაში ამდენი ხანია ვარ? ალბათ ძებნას დამიწყებდნენ ჩავალ ვნახავ როგორ არიან. ჰმ....- კიდევ ერთხელ შეხედა ცარიელ ოთახს, ძირს დაცვენილ სხვადასხვა საგანს და ოთახი შუქის ჩაქრობისთანავე დატოვა, ისე ნელა მოხურა კარი თითქოს ვიღაცას ეპარებაო.
სრული არეულობა დახვდა ჩასულს. აქეთ-იქით მიყრილი სათამაშოები, ბავშვების ხმაურში გონდაკარგული გუგული ბებო რომ იპოვა მაშინვე მის მოსულიერებას შეუდგა. ცდილობდა ვინმესთვის დაეძახა, მაგრამ სარემონტო სამუშაოების ხმაში ვერავის აგონებდა. ცივ ხელებს ხან შუბლზე ადებდა ქალს, ხან ლოყაზე, ხან რბილად გაჰკრავდა ლოყებზე სილას, რათა გამოეფხიზლებინა მაგრამ რეაგირებას არ ახდენდა. შემდეგღა ხელში აიყვანა და მეორე სართულზე ბავშვების ოთახში შეიყვანა, რბილ საწოლზე წამოაწვინა და ცოტა ხანს მასთან დაჰყო. არ აინტერესებდა ვინ მოუვლიდა ბავშვებს, მხოლოდ გუგული ბებოზე დარდობდა იმ მომენტში, ვინაიდან მთელი ბავშვობა მის ხელში ჰქონდა გამოვლილი, უყვარდა და პატივს სცემდა მას. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რამე რომ მოუვიდეს, რა პასუხი გავცე მის შვილებს, შვილიშვილებს, მის შვილთაშვილებს, პატარებს რომლებსაც ასე ძლიერ უყვართ დიდი ბებია და გიჟდებიან მასზე, უმისოდ არასდროს რომ არ იძინებენ და მშობლებს კი არა, მას რომ სთხოვენ ზღაპრის წაკითხვას. გუგული ბებოც ერთ დროს სამსახიობო კარიერასაც მისდევდა, რის გამოც ასე უყვარდათ მისი წაკითხული ბავშვებს, მთელი არსით შედიოდა როლში და ყველა პერსონაჟს განასახიერებდა, შეეძლო ხმის შეცვლა, ჯერ კიდევ აქტიურად მოძრაობდა ასაკის კვალობაზე და საუკეთესოდ ამხიარულებდა მსმენელს.
-რა მოხდა?
-ბებო, გაიღვიძეთ? - მივარდა მაშინვე საბა.
-კი, შვილო. დაღლილს ჩამძინებია, ღონე ვეღარ მომდევს იმდენად.
-ღმერთო ჩემო... ვიფიქრე რომ... ვიფიქრე...
-რა იფიქრე ერთი, - მხიარულად ჰკითხა და თან ამავდროულად საყვედურიც შეინიშნებოდა მის თვალებში.
-ცუდად მეგონა გახდით და ლამის გავთავდი მეც კაცი, აღარ ვიცოდი რა მექნა. - თავზე წაირტყა ხელი, ტელეფონს დასწვდა რომ სასწრაფოშიც დაერეკა, მაგრამ გუგულიმ შეაჩერა.
-კარგად ვარ გესმის?
-არაფერი გჭირდებათ?
-მხოლოდ შენს ბავშვებზე ზრუნვა გამომაცოცხლებს ახლა. რატომ დატოვე ისინი მარტო? ეს ბავშვები ისეთ ასაკში არიან ერთი წუთით არ დაიტოვებიან მარტო, ჰო და... შენ რომ არ იყავი ერთი ბავშვიც დაემატა ჩვენს სიას.
-რას ნიშნავს დაემატა.
-მე რომ ვთვლიდი იმ დროს სამზარეულოს მაგიდის ქვეშ ყოფილა მიმალული, ანთიმოზმა აღმოაჩინა. საძაგელი. ოცდათექვსმეტი გვყოლია... - გული გაუთბა საბას მრავლობითში რომ თქვა ბებომ „გვყოლია“, თითქოს ეს ბავშვებიც მის საკუთრად აღიქვა. მთელი ცხოვრება ბავშვების აღზრდას დაუთმო და ახლაც ამდენი ბავშვის ერთად მოვლა წამითაც არ დაზარებია.
-ოცდაჩვიდმეტი. - თქვა საბამ.
-რაოო? - გაოცდა ბებო.
-ანთიმოზსა რა არ თვლი?
-უი შენ კი რა გითხარი ბიჭო.. - მოეფერა გუგული. მისი სიტყვები იმდენად მიელამუნა გულზე დოლიძეს, რომ მისი ამჟამინდელი სატკივარიც კი გადაავიწყდა.
ჰოი საკვირველებავ, როდესაც სასტუმრო ოთახში ბავშვების მოსაძებნად ჩავიდნენ, გაოცებას იყვნენ გუგული და საბა. პატარებს, ბებოს მიერ პირველ კატეგორიაში მოხვედრილნი იმდენად დაქანცულიყვნენ თამაშითა და სირბილით, ვინც სად მიეგდო იქვე ჩასძინებოდა, ზოგი იატაკზე მიწოლილიყო, ზოგი ტახტზე და ზოგსაც მაგიდაზე გაეშალა ფეხები. ფრთხილად დააბიჯებდნენ მათ შორის საბა და ქალბატონი, რათა ფეხი არ დაედგათ მათთვის. მეორე კატეგორიაში შეყვანილნი გოგოებს ეხმარებოდნენ, ამის მოთავე კი ანთიმოზი ყოფილა, დანარჩენები მუშებს პატარა წახმარებას სთავაზობდნენ, რაც ეხებოდა რაიმეს დაჭერას, ხელსაწყოების გადაადგილებას თუ რამე სხვას, ეხმარებოდნენ და თითქმის ყველაფერი დაესრულებინათ.
მუშები გაგიჟებულნი იყვნენ, ეს რა კარგი ბავშვები ყოფილანო, სახელებითაც გაუცვნიათ, მითუმეტეს რომ ჯერ საბა არ იცნობდა არც ერთს ასე. იმდენად არეული ჰქონდა ტვინი და იმდენი საქმე ჰქონდა ბავშვებისთვის ვერ იცლიდა.
საღამოს გემრიელი სამზადისით გაიშალა სუფრა. დაანთეს სანთელი და ადიდეს ჯერ დიდი უფალი, შემდეგ კი წმინდა ბარბარე. დახმარება შესთხოვეს და წყალობა, რათა ამ რთულ პერიოდში გადმოეხედა მათთვის. საბამ როგორც ყოველთვის კვლავ უტაქტოდ იხუმრა და წმინდა ბარბარეს შეედარა. მასაც უყვარდა ბავშვები, აპურებდა მათ და მარტო არ ტოვებდაო, მეც ანალოგიურად ვიქცევიო ფაქტობრივადო. არავის გასცინებია, შემდეგ განაწყენებულმა ხელი აიქნია და როდესაც მიტრიალდა მის საყვარელ, ბავშვურ მზერაზე უფრო გაეცინათ. მზერა რითაც თითქოს ფიქრობდა არავის ვჭირდები, ყოველთვის როგორ შეიძლება გავაფუჭო სიტუაციაო.
ელასგან კოცნაც დაიმსახურა იმ საღამოს. ჯერ ლოყები გაუწელა და შემდეგ მაგრად აკოცა მას წითელ ლოყაზე. სასმლით შეზარხოშებულმა ელას ისიც წამოსცდა თუ საიდან მოიყვანა ეს ბავშვები და ამის გაგებისგან სიამაყით აღვსილი გაიჯგიმა და კინგ-კონგივით დაიშინა მუშტები მკერდზე. თითქოს გამარჯვებას აღნიშნავსო, მაგრამ ვერავინ გაიგო რა გამარჯვებას ზეიმობდა იგი.
-ფარული დაკვირვება მოხდა რამდენიმე საეჭვო ობიექტზე. ერთ-ერთ ობიექტზე კი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომელიც ბავშვებს უდიერად ეპყრობოდა, საშინელ პირობებში ამყოფებდა მათ და არც კი უვლიდა ნორმალურად, ხოლო ბავშვები თურმე შიშით ხმას ვერ იღებდნენ სხვა მორიგე ქალებთან. ფარული დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ამ ქალბატონი თინას უმსგავსოება.
-უკაცრავად ვისი?
-ქალბატონი თინას.
-გვარი კოპალეიშვილი ხომ არ იყო?
-დიახ, იცნობთ?
-ჰმ... - გაიჯგიმა პოლიციელი და კმაყოფილი მზერით დამსწრე საზოგადოებას შეავლო თვალი. - მხოლოდ შორიდან, გრძელი ისტორიაა. განაგრძეთ არ მოგაცდენთ.
-ეს გოგონა ამ საწყალ ბავშვებს ხან იყო და მთელი დღე აშიმშილებდა, თვითონ უკვეთავდა ნაირ-ნაირი რესტორნიდან თავისთვის საჭმელს, ხოლო ბავშვებისთვის თითს არ ანძრევდა რამე გაეკეთებინა. არც ზღაპრებს უყვებოდა პატარებს და მხოლოდ იმით აშინებდა, რომ საშიში მონსტრი მოვა და ყურებს დაგაჭამთ თუ არ დაიძინებთო. ბავშვებიც აკანკალებულნი წვებოდნენ, მაგრამ როგორ გინდა მსგავს ვითარებაში დაიძინო. როგორც მოგვიანებით გაირკვა სხვა მომვლელი ქალები მათ დასიებულ და ჩაწითლებულ თვალებს ხედავდნენ, თუმცა უბრალოდ გადაღლილობას აბრალებდნენ ან უბრალოდ უძილობას, თუმცა რას წარმოიდგენდნენ რა მიზეზის გამო შეიძლებოდა ამ ბავშვებს ღამე გაეთენებინათ. შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს კიდეც ისეთი რამეების ხატვა, რაც საერთოდ დავალებაში არ შედიოდა, ეს იყო შავი ფერებით გამოხატული ფრთიანი არწივისმაგვარი რაღაც არსება, რომელსაც ბავშვებისკენ ჰქონდა მიპყრობილი ნისკარტი და ჯიჯგნიდა. სისხლიც კი შავი ფანქრით ჰქონდათ დახატული, ეს საშინელი ნახატები დირექციის კაბინეტში ინახებოდა თვეები, თურმე თინა კოპალეიშვილს დირექტორ გიგა მიქელაძესთან რომანი ჰქონდა, რის გამოც ხელს აფარებდა ეს უკანასკნელი მას და მუშაობის საშუალებას აძლევდა, მიუხედავად იმისა რომ არაფრის მაქნისი არ იყო. იმ დღეს დახურეს ეს თავშესაფარი და ბავშვები ქუჩაში რჩებოდნენ, ამიტომ მათი სწრაფად მოყვანა გახდა საჭირო აქ, ფორმალობების გარეშე.
-ხომ ვამბობდი! - ჩაილუღლუღა საბამ. - არა, სად არ არის ახლა ლეო, თავისი ყურით მოისმენდა ამ ამბავს!
-რა ბრძანეთ?
-რა სანქციები გაატარეთ?
-რასაკვირველია საქმისადმი უგულებელყოფისა და ბავშვების განზრახვით დაშინებისთვის და კიდევ რამდენიმე მუხლით, რომელსაც არ ასაჯაროებენ პატიმრობას იხდიან თინა და გიგა სხვადასხვა საკანში, ერთმანეთისგან მოშორებით.
-სამუდამოს მივუსჯიდი, სამუდამოს!
-უკაცრავად ვერ გავიგე? - ჰკითხა ელამ.
-არაფერი, არაფერი. რა და ძილის დრო მოვიდაოო... - ბავშვებს დაუქნია ხელი, რომ მათი ყურადღება მიექცია. - თიმო მიხედე ამ საქმეს... - თვალი ჩაუკრა. - შენ ამ სახლის შინაგან საქმეთა მინისტრად გნიშნავ. იცოდე ყველაფერი რაც ხდება და რაც არ ხდება, შენგან უნდა გავიგო და მომახსენო ხოლმე. აბა ყველანი სადაც ადგილს იპოვით გაწექით და დაიძინეთ. მალე ყველას საკუთარი საწოლი გექნებათ. - კმაყოფილმა დაასრულა ბოლოს და სიგნალიც გააჟღერა უხმო კადრით.
საბა გარეთ გავიდა და წინა ეზოში გაკეთებულ სკამზე ჩამოჯდა. მოსაღამოვებულიყო. მუშახელი თავის გზას გაუყენა და ორი დღის შემდეგ დაიბარა, თავად კი ყველაფრის მომცველ ფიქრებს მიეცა და შორით შარა-გზას უყურებდა ფონად. ხელები მკერდზე ერთმანეთშემოჭდობილი დაეწყო. ენატრებოდა დაკარგული სიყვარული, ტკიოდა გული. სული ეგრიხებოდა და სიგიჟემდე ერთი ნაბიჯიღა აკლდა. ერთი ნაბიჯი აკლდა, რომ სახლში, საკუთარ ოთახში არ შესულიყო, კარადაში საგულდაგულოდ დამალული იარაღისთვის არ მიეგნო და შუბლში არ დაეხალა. თუმცა არ ჩადენის ოცდაჩვიდმეტი მიზეზი ჰქონდა. ოცდაჩვიდმეტი გულის ფეთქვა, რომლებიც ხვალინდელი დღის გათენებას სიხარულით ელოდნენ, ვინაიდან ახალი დღე იწყებოდა, ახალი სიცოცხლის დაბადებას მოასწავებდა ეს დღე, ახალი ბედნიერების და ყველაფერი ახლის... ამისთვის მაინც უნდა ეცოცხლა, სხვა თუ არაფრისთვის. მათთვის უნდა ეცოცხლა, რადგან კიდევ ერთ დანაკარგს ვერ გადაიტანდნენ, მითუმეტეს ასეთი საშინელი ამბების გადატანის შემდეგ.
გზაზე მოძრაობა შეამჩნია. მამაკაცი შავ მოსასხამში, უახლოვდებოდა მეზობელ ბინას, სადაც მღვდელი ცხოვრობდა. სიბნელეში კარგად არ ჩანდა ვინ იყო, თუმცა როგორც კი სახლთან გაჩერდა თავად აუწია ხელი და მიესალმა. მიულოცა ბარბარობა მამაომ, ასევე მიულოცა საბამაც და ერთი წუთით სთხოვა დალოდებოდა. მისმა დანახვამ გუშინდელი გაახსენა და სასწრაფოდ სახლში შევიდა.
-თიმო, - ეძებდა.- სად ხარ თიმო... ანთიმოზ... თიიმო... ანთიმოზ სად ხარ? - ბოლოს იმ ოთახში იპოვა, სადაც პირველად ლოგინი გაუშალეს, რამდენიმე პატარა თავისთან დაეწვინა და ისე მიეძინა. - თიმო, - ჩურჩულით შესძახა, თუმცა შეძახილი აღარ იყო საჭირო როგორც კი კარი გააღო ჭრიალის ხმასა და სინათლეზე გაეღვიძა.
-ჰო.
-გღვიძავს ბიჯო?
-კი, ჯერ სიზმარში არ დამიწყია ლაპარაკი. მგონი. - ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ დაამატა.
-წამო... წამო... მაგის დრო არ არის.
-რა ხდება, რა? - ისე აჩქარებდა, ჩაცმა სიარულში მოუწია მას და როდესაც მიზეზი გაიგო, წამით შებრუნდა ოთახში და ოთხად დაკეცილი ფურცლით ხელში გამოვიდა ოთახიდან.
-ეს რა არის?
-არაფერი. - მოკლედ და კონკრეტულად მოუჭრა ანთიმოზმა.
-რა არის, მაჩვენე.
-არა. ნუ დამაძალებ გთხოვ.
-კარგი, კარგი... როგორც იტყვი. ხელები ამიწევია. - დამნაშავესავით აისვეტა და ანთიმოზი გაატარა პირველი. - მიდი, გელოდება. მისთვის არ მითქვამს არაფერი დამელოდე-თქო, მაგრამ... იცდის რა. გადი.
ანთიმოზი გარეთ გავიდა, საბა მოგვიანებით გაჰყვა, ამ დროს მამაოს უკვე ხელში ეჭირა ფურცელი, კონვერტს რომ ჰგავდა. ხელები უცახცახებდა, ვერ გარკვეულიყო საბა ბედნიერებისგან თუ პირიქით, მაგრამ მადლობებად დაიღვარა მღვდელი. იმდენად განიცადა ანთიმოზის ნათქვამი რომ თვალიდან ცრემლი დასდინდა და სასწრაფოდ შეიმშრალა.
-მადლობა შვილო, დალოცვილ იყავი და ბედნიერი მარად. სიცოცხლე უჩუქებია უფალს და არაფრის დიდებით არ დაკარგო, ბოლომდე გამოიყენე, ბოლომდე შეიცან მიზანი შენი და იცოცხლე. - ხელები აღაპყრო მაღლა. - იცოცხლე... - კიდევ უფრო ხმამაღლა და ხმის კანკალით თქვა. - იცოცხლე...სიცოცხლეშია მარადისობა... - ხმა დაუდაბლდა, ნელ-ნელა ჩაჩუმდა და რამდენიმე დღის მისუსტებულმა სახლისაკენ ძლივს გაიგნო გზა. ბიჭები დაეხმარნენ, სახლში შეუძღვნენ. მთელი ეს დრო საბა იმაზე ფიქრმა არ მოასვენა, როგორ დაესუსტებინა უკანასკნელ დღეებს ეს ახალგაზრდა კაცი და როგორ გაენადგურებინა ბოლო რამდენიმე წუთს.
„ასეთი რა მოხდა განა?“ - უტრიალებდა გონებაში, რაზე ფიქრმაც უკანასკნელი ღამე თვალი არ მოახუჭებინა.

.....
უკომენტაროდ...
უბრალოდ თუ დამიწერთ როგორი მოლოდინები გქონდათ და რას ელოდით გამიხარდება, ასევე რას ელით რომ მოხდება შემდეგ?



№1  offline წევრი EllaTriss

მართლაც რომ უკომენტაროდ. ეს რიგით მერამდენე გადატრიალებაა? საზღვრები არ აქვს შენს ფანტაზიას.
ჩემს მოლოდინებს რაც შეეხება, ვგონებ ისედაც იცი. ვცდილობ, ყველა პერსონაჟი გავიცნო. თუმცა რამდენჯერაც ვიტყვი, რომ უკვე გავიცანი, შემდეგ თავში ვრწმუნდები, რომ ეს ასე, საერთოდაც არ ყოფილა.
სიმართლე რომ ვთქვა, დასაწყისმა დიდად ვერ აღმაფრთოვანა. რადგან ნაწილობრივ ველოდი, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები. შეიძლება ოდნავ სხვა ფორმით წარმომედგინა, თუმცა ეს დედააზრს არ ცვლის.
მომწონს საბა, როგორც პიროვნება, ყველანაირად. მისი ხასიათი, თვისებები. ბევრი მისნაირი უნდა არსებობდეს რეალურ სამყაროშიც. რაც შეეხება როუზს, მისი ეს საქციელი გადამეტებულად მეჩვენება. თუმცა ვფიქრობ, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია და სულ სხვა რამისთვის გჭირდებოდა მისი სახლიდან წასვლა.
ანთიმოზი... ანთიმოზი გიორგია? ძალიან დავიბენი, ძალიან.
მაგრამ თუ ეს, მართლა ასეა მიხარია, რომ მამაომ ის საბოლოოდ მაინც იპოვა და მის ამდენხნიან მცდელობას, ფუჭად არ ჩაუვლია.
რაც არ უნდა იყოს, უშეცდომო არავინაა. ასე რომ, მე არც მაშინ და არც ახლა არ ვადანაშაულებ მამაოს. მას რაც იმ წუთას მიაჩნდა სწორად, ის გააკეთა, ამან კი თავის მხრივ გამოიღო შედეგი. ასე რომ არ მომხდარიყო და პირველ ჯერზევე გაეწოდა მისთვის დახმარების ხელი, საბას ვეღარ გაიცნობდა და შეიძლება ის საშინელი ღამეც არ ყოფილიყო, სადაც მეგობრები დაკარგა.
როცა რაღაცას კარგავ, ორ იმდენს პოულობ, უბრალოდ ნაპოვნს უნდა გაუფრთხილდე..

ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს შეხვედრა ასე უბრალოდ არ ჩაივლის..

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

EllaTriss
მართლაც რომ უკომენტაროდ. ეს რიგით მერამდენე გადატრიალებაა? საზღვრები არ აქვს შენს ფანტაზიას.
ჩემს მოლოდინებს რაც შეეხება, ვგონებ ისედაც იცი. ვცდილობ, ყველა პერსონაჟი გავიცნო. თუმცა რამდენჯერაც ვიტყვი, რომ უკვე გავიცანი, შემდეგ თავში ვრწმუნდები, რომ ეს ასე, საერთოდაც არ ყოფილა.
სიმართლე რომ ვთქვა, დასაწყისმა დიდად ვერ აღმაფრთოვანა. რადგან ნაწილობრივ ველოდი, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები. შეიძლება ოდნავ სხვა ფორმით წარმომედგინა, თუმცა ეს დედააზრს არ ცვლის.
მომწონს საბა, როგორც პიროვნება, ყველანაირად. მისი ხასიათი, თვისებები. ბევრი მისნაირი უნდა არსებობდეს რეალურ სამყაროშიც. რაც შეეხება როუზს, მისი ეს საქციელი გადამეტებულად მეჩვენება. თუმცა ვფიქრობ, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია და სულ სხვა რამისთვის გჭირდებოდა მისი სახლიდან წასვლა.
ანთიმოზი... ანთიმოზი გიორგია? ძალიან დავიბენი, ძალიან.
მაგრამ თუ ეს, მართლა ასეა მიხარია, რომ მამაომ ის საბოლოოდ მაინც იპოვა და მის ამდენხნიან მცდელობას, ფუჭად არ ჩაუვლია.
რაც არ უნდა იყოს, უშეცდომო არავინაა. ასე რომ, მე არც მაშინ და არც ახლა არ ვადანაშაულებ მამაოს. მას რაც იმ წუთას მიაჩნდა სწორად, ის გააკეთა, ამან კი თავის მხრივ გამოიღო შედეგი. ასე რომ არ მომხდარიყო და პირველ ჯერზევე გაეწოდა მისთვის დახმარების ხელი, საბას ვეღარ გაიცნობდა და შეიძლება ის საშინელი ღამეც არ ყოფილიყო, სადაც მეგობრები დაკარგა.
როცა რაღაცას კარგავ, ორ იმდენს პოულობ, უბრალოდ ნაპოვნს უნდა გაუფრთხილდე..

ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს შეხვედრა ასე უბრალოდ არ ჩაივლის..

უღრმესი მადლობა ელა, მადლობა რომ თვალს ადევნებ და მეც ვცდილობ უკეთესი და უკეთესი შემოგთავაზოთ, მართალია მუდამ არ მყავს ჩაჯინებული ეს მუზა რომ ვწერო, მარა როდესაც მზად მაქვს ვდებ და თქვენთვის ვაკეთებ ამას.
წინ უფრო საინტერესო ამბები იქნება, დამიჯერეთ ღირს ლოდინად. stuck_out_tongue_closed_eyes
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent