შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზღვრები პირობითია – მე შენთან ვარ (ნაწილი IV)


10-01-2021, 13:57
ავტორი Hebi
ნანახია 721

— კარგად, სტენ. პირველ სექტემბერს შევხვდებით! – ხელი დაუქნია ნიკოლმა «ღამის რაინდის» კონდუქტორს და ჩემოდნებით დატვირთული, თავშესაფრისკენ გაემართა.

ერთი წლის განმავლობაში, არაფერი შეცვლილიყო. იგივე ხალხი, იგივე ატმოსფერო. ერთადერთი, რაც შეიცვალა, იყო ნიკოლის დამოკიდებულება. აღარ ფიგურირებდა ის სევდა, მხოლოდ მსუბუქი ნაღველი.
ერთ-ერთ საღამოს, ნიკოლის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ფანჯრის რაფაზე წამომჯდარი ნაცრისფერი ბუ იხილა. მოვლენა სავსებით ნორმალური იყო, უბრალოდ ნიკოლისთვის წერილი არასდროს არავის არ მიუწერია, მითუმეტეს ბუებით. გოგონა ბუს მივარდა, მან კი ოთახის მეპატრონეს დინჯად ახედა.

— ეს მე? – ეჭვით ჰკითხა ნიკოლმა მფრინველს, — ჰარისგან? – წამწამების ფახურით აგრძელებდა ის.

პასუხის ნაცვლად, ბუმ თათი გაუწოდა. ნიკოლმა აუჩქარებლად მოხსნა წერილი და როდესაც ბუ გათავისუფლდა, მან ფრთები გაათამაშა და კარადაზე ჩამოჯდა. თან ნიკოლის, – რომელიც უკვე კონვერტს ხსნიდა, - თითოეულ მოძრაობას დიდი ყურადღებით აკვირდებოდა.

«საყვარელო ნიკოლ!
ვიცი, რომ ჩვენს პირველ შეხვედრას არ ჩაუვლია ისე, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. იმედი მაქვს, რომ ჰარიმ ყველაფერი გიამბო და თქვენ საუკეთესო მეგობრებად იქცევით, თუმცა ვნახე, რომ უკვე გყავს მშვენიერი მეგობრები. მთელი წელი გადევნებდი თვალს და ვფიქრობ, რომ სკოლის ყველაზე დიდი წესებთა დამრღვევნი ტყუილად არ არიან შენი საუკეთესო მეგობრები, – თავადაც არ ჩამორჩები. ამან ახალგაზრდობა გამახსენა. გარდა ამისა, ონავრების რუქაც გიპოვიათ და აკრძალულ ტყეში მდებარე მინდორიც დაისაკუთრეთ, რომელსაც, აღსანიშნავია, მე და ჯეიმსმა შევულოცეთ, რათა გარდასახვა თავისუფლად შეგვძლებოდა. გაკვირვებული და გახარებული ვიყავი.
ერთი სული მაქვს, შენზე რაც შეიძლება მეტი შევიტყო, მაგრამ რახან შეხვედრა ჯერ ძალიან სახიფათოა, ველი შენს წერილს ამ საყვარელი ბუს თანხლებით. მე კი, ჩემ მხრივ, დაგპირდები, რომ კიდევ შევხვდებით და ყველაფერზე ვისაუბრებთ, ხოლო როცა ამის შესაძლებლობა იქნება, ერთადაც ვიცხოვრებთ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ შენ, ჰარისა და დამბლდორს გჯერათ ჩემი, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლება.
შენი მამა.
P.S. როცა წაიკითხავ, სჯობს, წერილი დაწვა. კონვერტი მოჯადოებულია, მის გახსნას ვერავინ შეძლებს, ვის სისხლშიც არ ჩქეფს ბლექების სისხლი, თუმცა თავად წერილი დაცული არ არის».

ნიკოლმა პირველივე ფურცელს დაავლო ხელი და პასუხის წერას შეუდგა. სახეს ღიმილი უნათებდა. ხელები ოდნავ უკანკალებდა, გული ჩვეულებრივზე სწრაფად უცემდა. აზრები ირეოდა და გოგონამ წერა დაიწყო: «საყვარელო სი/რიუს!», შემდეგ უცბად გაჩერდა: «რა სისულელეა? ის ჩემთვის სი/რიუსი არ არის!». ნიკოლი გაბრაზდა, ფურცელი მოისროლა, ახალს წვდა და ახლიდან შეუდგა: «საყვარელო მამიკო!».

— ისევ სისულელე! მალფოის უფრო ვგავარ! – აენთო გოგონა და კიდევ ახალი ფურცელი აიღო.

«ძვირდასო მამა,
ისე მივეჩვიე „სი/რიუს ბლექს“, რომ ახლა რთულად ვეჩვევი, რომ მამა დაგიძახო. მე ამაზე სამი წლიდან ვოცნებობდი. იმაზე, თუ როგორ შევხვდებოდით და რამდენ რაიმეს ვუამბობდით ერთმანეთს. მაგრამ ყველაფერი არასწორად გამოვიდა. ბოდიში, რომ ასეც ვერაფერი ვერ გითხარი. ძალიან სულელურად ვიქცეოდი. ვიმედოვნებ, რომ გამიგებ. უბრალოდ ისეთი გახარებული ვიყავი, რომ ჩემს ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდი! დედამ მოასწრო შენზე ყველაფრის მოყოლა. ყოველთვის მჯეროდა, რომ უდანაშაულო ხარ. და იმედი მქონდა, რომ დავვახლოვდებოდით და ერთად ვიცხოვრებდით, როგორც ვოცნებობდი. ეს ძალიან მაგარი იქნებოდა!
რახან ჩემი მეგობრები ახსენე, უნდა გამოგიტყდე, რომ ეს მე კი არა, მათ მიპოვეს. არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ ეს მათ გადამარჩინეს ხანძრისგან. მათ გამომიყვანეს, როცა ვიხრჩობოდი და სიარული აღარ შემეძლო. იმის შემდეგ, ფრედი და ჯორჯი ჩემთვის ძვირფასნი არიან. ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, მეხმარებოდნენ და მახარებდნენ. თავშესაფარში მყოფს, ურთიერთობა მხოლოდ მათთან მქონდა, შემდეგ კი ჰოგვორტსშიც გადავინაცვლეთ. მაგრამ, როგორც გესმის, ისინი მაინც ჯერ კიდევ პატარა ბიჭები არიან და ვერ შეძლებენ იმ ყველაფრის გაგებას, რასაც, იმედია, შენ.
არ ვიცი ჩემს თავზე რა მოგიყვე… ბუა-ს გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მკურნალი გავხდე, რაც ჩემი ოცნება იყო. სამაგიეროდ, კარგად ვუგებ შხამებს და ყოველთვის შემეძლება შხამ-წამლების ოსტატი გამოვიდე. ახლაც შემიძლია ისეთი შემადგენლობები მოვხარშო, როგორებზეც ჩემი თანაკურსელები მხოლოდ ოცნებობენ. ვტრაბახობ, მაგრამ ეს სიმართლეა. სნეიპიც კი არ მიშარდება ისე, როგორც სხვა გრიფინდორის მოსწავლეებს. ისე კი, ვფიქრობ, რომ ის არც თუ ისეთი საშინელია, როგორც ყველას ჰგონია. უბრალოდ ცოტა ჩაკეტილია, ეს თვისება კი ჩემთვის უცხო არ არის… იმისდა მიუხედავად, რომ მე შესანიშნავი მეგობრები მყვანან, სკოლაში მაინც ვერ მოვახერხე ბევრთან დამეგობრება.
ახლა თავშესაფარში დავბრუნდი. მასზე ვერაფერს ვერ მოგიყვები, რადგან აქ სრული მოწყენილობაა. ზაფხულობით ბოსტანში ვმუშაობთ, მაგრამ აქაც ასევე ვერავისთან ვერ ვურთიერთობ. პატარაობაში, ერთი ბიჭი, სახელად კრისი დამცინოდა. დროთა განმავლობაში, დამშვიდდა, გაიზარდა, დღეს კი საერთოდ წავიდა თავშესაფრიდან, 18 წელი შეუსრულდა.
მაგრამ ეს ზაფხული ყველაზე განსხვავებული იქნება, რადგან, ალბათ, შეიტყვე, რომ ინგლისში, ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატი იმართება და მე მაქვს იქ მოხვედრის შანსი! ტყუპებმა დოკუმენტს შეულოცეს, რომელშიც წერია, რომ ამ წელს ჰოგვორტსში სწავლა ადრე იწყება, და ისინი ბილეთის ყიდვასაც დამპირდნენ. მსგავსზე დათანხმება უხერხული იყო. უისლების ოჯახი არც თუ ისე მდიდრად ცხოვრობენ, ტყუპებს კი გადაწყვეტილი აქვთ ბილეთი იმ ფულით მიყიდონ, რომლითაც თავიანთი ოცნების ასრულება სურდათ. მაგრამ მათ მითხრეს, რომ თუკი უარს ვიტყოდი, უჩემოდ არ წავიდოდნენ. მათი მხრიდან ეს ძალიან გულისამაჩუყებელი და გულუხვია. დავთანხმდი, თუმცა ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ იმაზე მეტს დავუბრუნებ, ვიდრე ჩემი ბილეთი ეღირება. ისინი ამას იმსახურებენ.
რა თქმა უნდა, მაგარი იქნებოდა შენი ჩემპიონატამდე რეაბილიტაცია, მაგრამ გპირდები, თუკი ვერ დაესწრები, მაშინ სახელმძღვანელოებსა და ფორმაზე ეკონომიას გავაკეთებ და სუვენირს გიყიდი.
ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შენთან მიმოწერის საშუალება! გთხოვ, ფრთხილად იყავი და ხშირად მომწერე. მენატრები, მამა.
სიყვარულით,
შენი ნიკოლი».

ნიკოლმა წერილი გადაიკითხა, აკურატულად ჩადო კონვერტში და ბუს თათზე მიამაგრა:

— გაფრინდი და ფრთხილად იყავი.

ბუმ ფრთები აავარჯიშა, შემდეგ კი ღია ფანჯრიდან გაფრინდა. ნიკოლო მას მანამ უყურებდა, სანამ მხედველობის არედან არ გაქრა, შემდეგ ტუმბას უჯრაში ასანთი იპოვა და სი/რიუსის წერილი დაწვა. გოგონა ცეცხლის ალს უყურებდა და ხვდებოდა: რომ არა მისი გაფრთხილება, ამ წერილს ცხოვრების ბოლომდე შეინახავდა.
ყურადღების გადასატანად, ნიკოლმა თავისი საყვარელი ფოტოსურათი აიღო, რომელზეც ის და ტყუპები, მინდორზე მხიარულ დროს ატარებდნენ. მსგავსი მეორე ფოტოსურათი ტყუპებს ჰქონდათ და ორივეს შელოცილი ჰქონდა. მინდორში არავინ არ იყო, მაგრამ საკმარისი იყო ნიკოლს მეგობრების ნახვა ენატრა, რომ მეორე სურათზე ნიკოლის, ფრედისა და ჯორჯის გამოსახულება ჩნდებოდა, რითაც ერთმანეთისთვის იმის შეტყობინება შეეძლოთ, რომ ნახვა სურდათ.

— სულ რაღაცა ორი საათია, მე კი… – გოგონამ დასრულება ვერ მოასწრო, რომ მინდორზე მეგობრებმა გაირბინეს. — უკვე? გაგიჟდნენ?
ნიკოლმა ფანჯარაში გაიხედა და როცა დარწმუნდა, რომ ქუჩაში არავინ არ იყო, გადახტა. მთავარი ჭიშკრიდან ვერ გავიდოდა, რადგან იქ მთელი პერსონალი და აღმზრდელები იმყოფებოდნენ. სხვა გზა არ იყო, ღობიდან უნდა გადამძვრვალიყო და ერთადერთი ჯინსები უნდა გაეხია.
— ფუ, შენი! – შეიგინა გოგონამ, როდესაც ეს მომენტი დადგა, და მინდორზე გაიქცა.
როდესაც ნიკოლმა მიირბინა, დაღონებული მეგობრები დაინახა. ტყუპები ზურგით ნიკოლისკენ ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ:
— არ გვყოფნის, ფრედ. საიდან მოვიტანთ ამდენ ფულს? – ჟესტიკულირებდა ჯორჯი.
— ფული რაში გჭირდებათ? – გაკვირვებით იკითხა ნიკოლმა, ბიჭებს მხრებზე ხელები დაადო, გასწია და მათ შუაში ჩაჯდა.
— მამამ გვითხრა, რა ადგილებიც იყიდა… – დაიწყო ჯორჯმა.
— და ჩვენ… მოკლედ… – განაგრძო ფრედმა, მაგრამ დასრულება ვერ შეძლო.
— მან კარგი ადგილები აიღო, თქვენ კი ასეთივე ბილეთისთვის ფული არ გყოფნით? – რაც შეიძლება მშვიდად იკითხა ნიკოლმა.
მან იცოდა, რომ არ უნდა განაწყენებულიყო და უფრო მეტიც – არც ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ პირი მაინც ჩაუშრა, ცხვირში კი რაღაცამ მოუღიტინა.
— მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვეულებრივი ბილეთის ყიდვა, – ხელი გადახვია დაქალს ჯორჯმა.
— არა, არ ღირს. იცით, ეს უკეთესიც არის… აწი აღარ მომიწევს რაიმეს დაბრუნება. ესეც ასე, ვალიც მოშორებულია! – გაიღიმა გოგონამ, მაგრამ ეს მის სახეზე გამოსახული ყველაზე ფარსი ღიმილი იყო.
ფრედი ბალახზე წამოწვა:
— გამოუსწორებელი ხარ. თავს ისე ნუ გვაჩვენებ, თითქოს არ გწყენია.
— არ გაჩვენებთ! ფრედ, ვფიქრობ, დროა, რომ ახლიდან შემისწავლო. – ნიკოლი მუცელზე დაწვა და მეგობარს დახედა.
— მე კი ვფიქრობ, რომ ფრედი მართალია, – გაეღიმა ჯორჯს. — კიდევ ვიფიქრებთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი.
ნიკოლმა ჯორჯს ახედა და წარბები შუბლზე აზიდა:
— შენც იგივეს გირჩევდი. აბა, შემომხედე!
— ისედაც გიყურებ, – გაეცინა ჯორჯს.
— მეტი ყურადღებით მიყურე, – სიცილში აყვა ნიკოლი, წამოიწია და მეგობარი ხუმრობით ბალახზე დააგდო. – ისე, მამამ მომწერა.
— უკვე? სწრაფია, – მოიწონა ფრედმა.
— თავშესაფარში რა ხდება? რაიმე შეიცვალა? – წამოჯდა ჯორჯი.
— კრისს 18 წელი შეუსრულდა და თავშესაფრიდან წავიდა. ლონდონში.
— მშვენიერი! – უნისონში გაეხარდათ ტყუპებს.
— ჰო, ახლა აღარავინ მომაბეზრებს თავს! – ღიმილით განაცხადა კმაყოფილმა ნიკოლმა. — არ მინდა დაბრუნება, მარა მომიწევს. ისევ ღობიდან.
— და რატომ მოგიწევს? დარჩი საღამომდე. ხომ არსად გეჩქარება, ჯორჯ? – აზარტულად გაუხახუნა ერთმანეთს ხელის გულები ფრედმა.
— არსად, შენ? – შეთქმულების მონაწილესავით შეხედა ძმას ჯორჯმა.
— რაიმე ჩაიფიქრეთ? – უკან დაიხია ნიკოლმა.
— არა, რას ამბობ! – წამოიყვირეს მათ, გოგონა ბალახზე დააგდეს და ღიტინი დაუწყეს.

***

— ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი… 16 წლის ვარ! დროა, რაიმე მაინც შევცვალო ჩემს ცხოვრებაში, – კმაყოფილად დაიკრუტუნა ნიკოლმა.
ის საწოლიდან წამოდგა და თავისი თავი სარკეში შეათვალიერა. ჯინსები, პერანგი, კედები. ყველაზე საყვარელი და საუკეთესო სამოსი მის გარდერობში. მაგრამ დღეს რაღაცაში იყო საქმე:
— იქნებ, საკუთარი თავი და მეგობრები გავაკვირვო?
ნიკოლმა კარადა გამოაღო და ერთადერთი კუთვნილი კაბა იპოვა. უბრალო, შავი ფერის, ბრეტელებით. ეგ კაბა თავშესაფარმა ნიკოლს აჩუქა, როცა მას 14 წელი შეუსრულდა. რომელიღაცა მაღაზიამ ასეთი კაბების მთელი ყუთი თავშესაფარს შესწირა და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ყველა კაბას ნაკლი ჰქონდა, შეწირული იყო დაწუნებული საქონელი. ნიკოლის გარდა, მაგ კაბას ყველა ატარებდა. პრინციპში, მას არც თუ ისე უყვარდა კაბები, გარდა ამისა, მსგავსი კაბა ზრდასრულს უფრო შეეფერებოდა.
მინიატურული ფორმების გათვალისწინებით, გოგონა კაბაში მარტივად ჩაეტია, შემდეგ კი სარკეში ჩაიხედა. კაბა პატარა ჰქონდა: კალთა, რომელიც, წესით, მუხლის გასწვრივ უნდა ყოფილიყო, მუხლს ზევით ჰქონოდა, სხეულის ზედა ნაწილზე კი ნაჭერი საგრძნობლად უჭერდა. ნიკოლი ისე ზრდასრულად და ქალურად გამოიყურებოდა, რომ მას თავადაც კი არ სჯეროდა:
— მგონი, გადავაჭარბე! სჯობს, ჩემი ძველი…

მაგრამ აზრის დასრულება ვერ მოასწრო, რადგან ოთახში ფრინველი შეფრინდა, რომელსაც ბუს მსგავსი არაფერი ეტყობოდა. მან წერილი მაგიდაზე დააგდო, თავად კი კარადის თავზე ჩამოჯდა და ოთახის კუთხეში შეიყუჟა. ნიკოლს ტანსაცმლის გამოცვლა თავიდან ამოუვარდა, წერილს ეცა და მის კითხვას ისე სწრაფად შეუდგა, რომ ვერ შეამჩნია, როგორ დაეშვა მაგიდაზე რაღაცა სხვაც.

«ჩემო საყვარელო,
გილოცავ დაბადების დღეს. არ მჯერა, რომ უკვე 16 წლის ხარ. ისევ ისეთი პატარა მახსოვხარ. იცი, წარმოდგენა არ მაქვს, თუ რა სურთ 16 წლის გოგონებს, მაგრამ ერთადერთი, რაც პირადად მე მსურს, არის ის, რომ ჩვენი ბედი არ გაიმეორო. ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გქონდეს და ვიცი, რომ ცხოვრების ნემისიერ სირთულეს ღირსეულად გადალახავ.
საჩუქარზე დიდ ხანს ვფიქრობდი, მინდოდა რაიმე სასიამოვნო, სასარგებლო და მნიშვნელოვანი მეჩუქებინა. აზკაბანამდე, მე და დედაშენი ღარიბულად ნამდვილად არ ვცხოვრობდით. ამიტომ ახლა, ყველაფერს შენ გჩუქნი. კონვერტში გრინგოტსის ბანკის 871-ე სეიფის გასაღებია. სამწუხაროდ, ჩემი არალეგალური მდგომარეობის გამო, მეტი ფულის გადატანა ვერ მოხერხდა. ისედაც დახმარების თხოვნა დამბლდორისთვის მომიწია. მაგრამ ის, რაც იქ არის, მინიმუმ 1 წელს გეყოფა. დამბლდორს მოველაპარაკე, რომ აღარ ისარგებლებ სკოლის ფონდით, შენ ობოლი არ ხარ. და… უთხარი შენს მეგობრებს, რომ ოცნებისთვის თანხის შეგროვება განაგრძონ. ირლანდია-ბულგარეთის მატჩის საუკეთესო ბილეთი ვიშოვე, პირდაპირ მინისტრის გვერდით იჯდები. ველი შენგან მხურვალე „მადლობას“.
მიყვარხარ, შვილო, და მადლობა, რომ მყავხარ.
შენი მამა – სი/რიუსი.
P.S. არ დაგავიწყდეს წერილის დაწვა!».

გრძნობებით აღსავსე ნიკოლმა მაგიდის უჯრიდან ფურცელი ამოიღო. მას ერთი სული ჰქონდა წერილი მალე დაეწერა, რომ რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო მეგობრებთან და ყველაფერი მოეყოლა:

«მამიკო, ჩემო საყვარელო,
უღრმეს მადლობას გიხდი. არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა ასეთი გასაოცარი საჩუქრისთვის! ძალიან მინდა, რაც შეიძლება მალე შევატყობინო ეს ამბავი ფრედსა და ჯორჯს. პირველივე შეხვედრაზე გადაგიხდი ამ მხურვალე „მადლობას“. შენ ჩემი მეთექვსმეტე წლის დადგომა მსოფლიოში უმაგრეს მოვლენად აქციე. ქვიდიჩის ბილეთი – ეს საუკეთესოა, რაზეც კი ოცნება შემეძლო!
მიყვარხარ,
შენი ნიკოლი».

— აბა, ჩიტუნია, მოფრინდი. აი! – ნიკოლმა ფრინველს თათზე წერილი მიუმაგრა და სტუმარი ფანჯდრიდან გააცილა. შემდეგ წერილი და გასაღები მაგიდის უჯრაში შეინახა, ბილეთს ხელი დაავლო და ფანჯრიდან გადაძვრა.

***

— ბოდიშით, დავაგვიანე! – შეჰყვირა ნიკოლმა, როდესაც მინდორზე მირბოდა. — ვერ წარმოიდგენთ – რა მოხდა!
— ჩვენ აქ ვღელავდით, ვიფიქრეთ, რომ… ოჰო! – ფრედმა აღარ დაასრულა, კაბაში გამოწყობილი ნიკოლი უჟმურად შეათვალიერა და სულ დაავიწყდა, თუ რა ხუმრობის თქმა სურდა.
— ნიკი, ეს შენ ხარ? – მერყევად იკითხა ჯორჯმა, რომელიც გოგონას კაბას თვალს ვერ წყვეტდა.
— ჰო, გამოცვლა დამავიწყდა! – ხელი ჩაიქნია ნიკოლმა. — და საერთოდ, ეს აქ არაფერ შუაში არ არის. ნახეთ, რა მიყიდა მამამ! მატჩის ბილეთი! მოვდივარ! და ჩემი ადგილი ფაჯის მახლობლადაა! კიდევ ფული მაქვს. ამ წელს ახალ ფორმას და სახელმძღვანელოებს ვიყიდი, და სხვა დანარჩენსაც! თვითონ!
— მინისტრის გვერ… ჩვენ გვერდით ყოფილხარ! – ბედნიერებისგან იფეთქეს ტყუპებმა.
— თქვენ გვერდით? ეს ჩემი საუკეთესო დაბადების დღეა! ბოლო თექვსმეტი წლის განმავლობაში ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ, – კრუტუნით წარმოთქვა ნიკოლმა და ბალახზე დაჯდა. კაბის კალთა უხამსად აეწია, რაც მას არ შეუმჩნევია, თუმცა ფრედის მზერა მას მიეჯაჭვა, ჯორჯმა კი მოულოდნელად თქვა:
— წავიდეთ ვიბანაოთ! აქვე ტბაა. ცხელა, – მან ნერვიულად მოიწმინდა შუბლიდან ოფლი, თუმცა თავისი თავი იმ აზრში გამოიჭირა, რომ ამინდი აქ არაფერ შუაში არ იყო.
— უარს არ ვიტყოდი ცივ წყალზე… – დათანხმდა ფრედი.
— წავიდეთ! – წამოხტა ნიკოლი და ტბისკენ გაიქცა.
როდესაც დანიშნულ ადგილამდე მიაღწიეს, ბავშვები ახმაურდნენ. ბიჭებმა სწრაფად გაიხადეს ფეხსაცმელები, პერანგები და შარვლები. ნიკოლი მათ უყურებდა და ხვდებოდა, რომ რაღაცა უცნაურ სიამოვნებას განიცდიდა, რაც მისი სულელური ღიმილის მიზეზი იყო. სუნთქვა რითმიდან ოდნავ ამოუვარდა და მას ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა მოუწია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი კაბა აღმოჩნდა, რომელიც საშინლად უჭერდა.
— მიდი! – გამოაცოცხლა ფრედმა დაქალი და მისი კაბისკენ ანიშნა.
— გაიხედეთ და სანამ არ ვიტყვი, არ შემობრუნდეთ! – კოპები შეკრა გოგონამ, რაზეც ტყუპებმა უნებურად, თუმცა მაინც შეასრულეს მისი თხოვნა.
ნიკოლმა სწრაფად გაიხადა კაბა და როდესაც შავ ბიუსტჰალტერსა და საცვლებში დარჩა, წყალში ყელამდე შევიდა.
— მზად ვარ! უფრო სწორად, შეგიძლიათ შემობრუნდეთ.
ერთმანეთის ხელის კვრით გართული ფრედი და ჯორჯი წყლისკენ გაიქცნენ. მათ ნახტომები, ჩაყვინთები და სხვადასხვა სახის ტრიუკები შეასრულეს. ნიკოლი მუცლის ტკივილამდე იცინოდა და ვერ შეამჩნია, როგორ მიცურდა მის უკან ფრედი და ხელები წელზე მოხვია.
— რას აკეთებ? – დაიწრიპინა გოგონამ.
— დაბადების დღეს გილოცავ! – უპასუხა ბიჭმა და ნიკოლი ჰაერში ააგდო. გოგონა წყლის ქვეშ აღმოჩნდა, სადაც მას უკვე ჯორჯი ელოდა, ამიტომ მან წარმატებით ამოყვინთა.
— დაბადების დღეს გილოცავ, – უთხრა მეორე ტყუპმაც.
— მადლობა!

მეგობრები კარგად გაერთნენ ივლისის თბილ ტბაში. წყლის ქვეშ კანი სხვაგვარად იგრძნობოდა. ნიკოლს მოსწონდა ეს შეგრძნება, ნაზი, სრიალა, ხავერდოვანი. მაგრამ იმაში, რაც ახლა ხდებოდა, ასევე რაღაცა აკრძალულსაც გრძნობდა. მის შიგნით რაღაცა ბარიერი იყო, რომელიც მას აჩერებდა და აიძულებდა ბიჭებისგან შორს გაეცურა, თუმცა კი ქვეცნობიერულად ამას ეწინააღმდეგებოდა, ამ გრძნობებს კი სავსებით ბუნებრივად აღიქვამდა. მუცლის ქვევით თბილი შეგრძნება უკვე მუდმივად ქცეულიყო, რაც არანაირ მოუსვენრობას არ იწვევდა. პირიქით, ნიკოლს ეს სიამოვნებდა.
როცა ბავშვებს ოდნავ შესცივდათ, ნაპირზე დაბრუნება გადაწყვიტეს. ნიკოლმა წინ ჯერ ტყუპები გაუშვა და როცა მათ ჩაიცვეს, თავადაც მისცურა. სხეულზე მიმოფანტული წყლის წვეთები ქვევით ჩაგორავდა. თეთრეული მთლად დასველებოდა და როდესაც გოგონამ კაბა ჩაიცვა, ნაჭერი მომენტალურად მიეკრო ზედ.

— მზად ვარ. ოღონდ… არაფერი, – უცბად გაწყვიტა აზრი ნიკოლმა. მან იცოდა, რომ მალე მეგობრებთან დამშვიდობება მოუწევდა. იგი კაბის სხეულიდან მოცილებას შეეცადა და მზერა მეგობრებს მოავლო. ჯორჯმა ნერწყვი გადაყლაპა და სხვაგან გაიხედა, ფრედმა კი ფეხი შეარხია.
— გაიყინე? – მიუახლოვდა ბიჭი მას. — იქნებ ჩემი პერანგი მოგეცვა?
— თავად კანკალებ, – გაუღიმა ნიკოლმა, რითაც გამოჩენილ მზრუნველობაზე თავაზიანი უარი განაცხადა.
მართლაც. ბიჭს ოდნავ აკანკალებდა. ის შეეცადა მოშვებულიყო და გოგონას ზურგი აქცია.
— არაუშავს, კარგად ვარ. – ხრინწიანი ხმით შეეწინააღმდეგა ფრედი.
ჯორჯი მათ ჯერ ჩუმად ადევნებდა თვალყურს და ნიკოლთან დასამშვიდობებლად მიახლოებისთანავე, გოგონა მაშინვე მოეხვია:
— მადლობა, მეგობრებო. წავედი ახლა… – ნიკოლმა ჯორჯის სველ მკერდში სახე ჩარგო და მისი კანის სურნელი შეისუნთქა.
ჯორჯმა ხელი ზურგზე დაუსვა, მაგრამ მაშინვე გააჩერა. ფრედი მეგობრებს მიუბრუნდა და გაიღიმა:
— მალე ისევ შევხვდებით, ჩემპიონატამდე ხომ გნახავთ? უამრავი დეტალი გვაქვს განსახილველი.
— აუცილებლად. მორჩა, საცაა გათენდება, მისის უისლი მოგკლავთ! მადლობა კიდევ ერთხელ! – გოგონა ფრედსაც გადაეხვია, ბიჭებს ხელი კრა მათი სახლის მიმართულებით, თავად კი თავისთან დაბრუნდა.

თავში ღამით მომხდარი სურათები უტრიალებდა. ის კიდევ და კიდევ აღადგენდა მეხსიერებაში წყალში განცდილ შეგრძნებებს, იხსენებდა თითოეულ წვრილმანს, შემდეგ კი ყველაფერს თავიდან ახვევდა და ახლიდან იწყებდა გახსენებას. მათ ადრეც უბანავიათ ტბაში, მაგრამ დღევანდელი გრძნობები შეუდარებელი იყო. ნიკოლს კიდევ სურდა ამის გამეორება.
სანამ გოგონა თავშესაფრისკენ მიაბიჯებდა, ზაფხულის ნიავი სველ ხელებსა და ფეხებზე უბერავდა, რითაც კიდევ ერთხელ აიძულებდა წყლის ქვეშ განცდილი შეხებების გახსენებას. დღეს დაძინება წარმოუდგენელი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent