შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/12}


14-01-2021, 17:32
ავტორი lile-eli
ნანახია 2 904

12.


უნივერსიტეტის ეზოში მიმავალი ჯინა, მთელი ემოციებით ცდილობდა დაერწმუნებინა თათია.
-თათი, შენი ძმის საქმეს, უბრალოდ გადახედავს ანასტასია და თუ არაფერი გამოვა, მაშინვე გეტყვის არ მოერიდება, მაგრამ თუ გამოვა მიწიდან ამოიღებს ნემსსაც კი.
-ჯინა, ეგ საქმე პირადული ინტერესით არის აღძრული და შეკერილი, არაფერი გამოვა, პრობლემებს შევუქმნით მასაც..
-მე დაველაპარაკები, მასალებს და ინფორმაციას გადახედავს, სამართლებრივი წესების დაცვით, ეგ ძალიან კარგად ეხერხება და მერე ორივემ მოვუსმინოთ რას გვეტყვის!
-არ ვიცი, დედას ვეტყვი.
ამოიოხრა გოგონამ და ჯინას ტელეფონს, ცრემლიანი თვალებით დახედა.
-ოჰ, ბატონო ნიკა, მიკადრეთ ისევ?
-ჯინა, ვერ ვახერხებ ზურასთან მისვლას, დიმიტრი აღარ მიშვებს ბევრი გაცდენის გამო..
-მერე?
-მოკვდება, მოაფ*ნე მაინც..
-რა ვქნა?
-მიდი და ერთი-ორი დღე ყურადღება მიაქციე, რამე საჭმელიც აუტანე რა.
-ნიკა, რადგან ნანო, სამშვიდობოს არის, იქნებ გაუშვა და ნემსის ღირსიც გავხადოთ ეგ ბიჭი?
ტელეფონში ჩაჰყვირა ჯინამ და შუბლი თითებით დაიზილა, სცადა გამოსავალი ენახა.
-გაუკეთე მერე!
-ხომ იცი მე ვერ.. ააა მოიცა!.. თათია ნემსს ხომ გაუკეთებ?
-ვის?
-კარგი, გავუკეთებთ.
-მიყვარხარ გადარეულო.
-ჰმ, შენი აჯოჯეჯბს!
ჩაიხითხითა და თათიას ხელი დაავლო ისე წავიდა გაჩერებისკენ.
ნიკამ, კი ლაშა დაურეკა:
-გისმენ ნიკა.
-ბატონო ლაშა, დიტოსთან უნდა ვიმორიგევო სამი დღით და ვერ გავეთავისუფლები, გაცდენების გამო ნაწყენია.
-ნიკა, შეგიძლია წამოხვიდე, მემგონი მირიანთან სხვა ფორითაც მოვახერხებთ საუბარს.
-არა ბატონო ლაშა, ეს საკითხი ბოლომდე უნდა გაირკვეს და მინდა მომავალში მოულოდნელობისაგან თავი დავიზღვიო!
მტკიცე იყო, აბაშიძის ხმა და ლაშამ, კიდევ იგრძნო სიამაყის შეგრძნება, ამაყობდა ბიჭით, რომელიც მოეწონა.
-მაშინ საქმეს მიხედე!
-ვეცდები ამ დღეებში შევძლო, მოვიპოვო ყველაფერი.
დაემშვიდობნენ ერთმანეთს და აბაშიძე, ისევ საქმეს მიუბრუნდა.. რამდენიმე წუთში შეამჩნია, რომ ოთახში მარტო იყო და ისტორიების რკინის კარადა, ღიად ჰქონდა დატოვებული დიმიტრის. ბევრი არ უფიქრია ნიკას, მივიდა ღია გრძელ უჯრასთან და თვალიერებას შეუდგა. ლამაზად ჩამწკრივებულ სქელ მუყაოს შავი შრიფტით ეწერა სახელები და გვარები, თვალიერებისას შეამჩნია, რომ ზედა უჯრა ანბანის პირველი ასოთი იყო სავსე, გვარის მიხედვით სოხაძე შუა უჯრებში უნდა ენახა, რომელიც დაკეტილი იყო, ხოლო ჯაფარიძე კი ბოლო უჯრებში უნდა მოეძებნა და საბედნიეროდ ღია დახვდა. სწრაფად მოქმედებდა, მაგრამ სახელი რომელსაც ეძებდა ვერ პოულობდა, იმედგაცრუებულმა მიარტყა ხელი უჯრას და ნახევრად დახურლს გაბრაზებული შეხედა..
-ფუ შენი... ლანგარზე დადებულს ველოდი?..
საკუთარ თავზე გაიცინა, სიბრაზით ამოილაპარაკა და ისტორიებს თალს არ აშორებდა, რომლებიც ოდნავ ამოწეული კუთხეების გამო, ისევ მიუახლოვდა ნიკა და ქვემოდან დაიწყო ნივთის პოვნა, სადაც მართლა იპოვა ის რასაც ეძებდა.
„ჯაფარიძე გიორგი გიორგის ძე ს.ს.ი.პ. .... ექპერტიზის დასკვნა“.
სასწრაფო წესით შარვლის სათავეში ჩაიდო, ზურგის მხარეს და მაისური გაისწორა, სამედიცინო ფორმის ხალათიც, გაიხსნილი დატოვა და საპირფარეშოში გასვლას აპირებდა, უჯრების დაკეტვისას შემოვიდა დიმიტრი.
-მანდ რას აკეთებ ნიკა!
-არაფერს ბატონო დიტო, ღია რატომ დატოვეთ უჯრები?
-უი, დამავიწყდა დაკეტვა?... და ვინმე ხომ არ იყო აქ?
-არავინ, მხოლოდ მე.
-მაშინ პრობლემაც არ არის, უბრალოდ დავკეტოთ.
-მე, გავივლი და მალე მოვალ.
-კარგი და მერე ვისადილოთ.
ნიკამ, სასწრაფოდ საპირფარეშოში შეირბინა და გადაავლო თვალი დოკუმენტებს სადაც ლიკა სოხაძის დოკუმენტაციაც იყო, გახარებულმა, ლაშას დაურეკა:
-ბატონო ლაშა, სად ხართ?
-სამშობიაროში, ხომ მშვიდობა არის?
განერვიულდა ჯაფარიძე, მაგრამ გარეგნულად არ ეტყობოდა.
-ვიპოვე დოკუმენტები, ორი მყარი დისკია ლიკას ისტორიაც აქვეა. და მალე მოვალ!
-აქ გელოდები.
გახარებული იყო ორივე და ნიკაც მალევე დაუბრუნდა ოთახს...
-ბატონო დიმიტრი, უნდა გთხოვოთ რომ გამიშვათ.. რა მოხდა..
მიმოფანტულ დოკუმენტებში მყოფი დიტო, ფერ დაკარგული იჯდა იატაკზე.
-ნიკა, საბუთები არ არის!..
-რა საბუთები?
სიმწრის ბურთი, გადააგორა კისერში აბაშიძემ.
-ჩემი საბუთები, რომელიც მეგობარს შევუნახე.
-ალბათ მეგობარს დასჭირდა..
-ვერა. მას ვერ დასჭირდება. აქ ვინმე იყო მოსული?
-მე, არავინ მინახავს..
-ნიკა, ის საბუთები, სიცოცხლეს იხსნის და უნდა ვიპოვო.
-ვიპოვი, ბატონო დიმიტრი ვიპოვი, აქვე იქნება, უბრალოდ დავალაგოთ და გამოჩნდება.
-დამეხმარები?
-დაგეხმარები, მაგრამ დრო დაგვჭირდება.
-კარგი, დრო გვაქვს.
-ახლა, ცოტახნით გავალ და როცა მოვალ, დავალაგებ, საბუთებსაც ვიპოვი.
-კარგი წადი.
ნიკამ საბუთები სასწრაფო წესით მიიტანა ჯაფარიძესთან და გააფრთხილა ასლები გაეკეთებინა, სიტუაციაც აუხსნა, რომ ყველაფერი ისე დაეტოვებინათ.
-ბატონო ლაშა, ეს საბუთები რადგან სასამართლოსთვის არ გვჭირდება აჯობებს ისვ დავაბრუნოთ.
-თუ მოვასწრებთ ყველაფერს და არ გაგვიგეს მეც ასე მაწყობს!
ნიკას ჩაეცინა და ხუმრობით გაიხურ კარი:
-საყვარელი ადამინის მეტოქესთან შეხვედრას აცდებით!
-ნიკა..
-უკვე წასული ვარ!
გაღიმებულმა გააქნია თავი ჯაფარიძემ და დოკუმენტების გაცნობა დაიწყო..


ტკივილით შეწუხებული ზურა, იჯდა სავარძელში და მეორე ხელზე მორგებულ ხელბოგკილს დაჰყურებდა. თავის ტკივილი მეტად ძლიერი ჰქონდა, წამლების სრულად და სიზუსტით დალევის მიუხედავად, ნემსი რომელიც ნიკამ გაუკეთა მხოლოდ იმ დღეს ეძინა მას შემდეგ ნიკაც არ გამოჩენილა..
კარიც უცებ გაიღო და ხმაურიანი საუბრით შემოვიდა ისევ ის გოგო.
-აუ რა სახე აქვს.. თათია მიდი ნემსი გაუკეთე, მე რამეს მოვამზადებ!
გოგონას ცრემლით დაებინდა მზერა.
-გამარჯობა.
ზურამ მხოლოდ თავი დაუკრა, თათია მიუახლოვდა და პარკიდან წამლის ამოღება სცადა, ტკივილისგან მუჭშეკრულ ხელზე გაუჩერდა მზერა, შემდეგ ზურას სახეს ახედა.
-ძალიან გტკივა?
ბიჭმა მის თვალებს გაოგნებული დააკვირდა, მწვანე ფერი ჩაწითლებოდა და თანაგრძნობით უმზერდნენ. შემდეგ ისევ საფეთქელთან იგრძნო მტანჯველი ტკივილი და თვალებ დახუჭულმა ამოილაპარაკა:
-მტკივა.
გოგონამ წამალი სწრაფად მოამზადა და უხერხულად მდგომი, თვალებ დახუჭულ ბიჭს, ზემოდან დაჰყუტებდა..
-დროზე დაარჭე ეგ წამალი, თორემ გათავდა კაცი ხომ ხედავ!
-მე მხოლოდ კუნთში შემიძლია..
ლოყები აუწითლდა სირცხვილით გოგოს.
ზურამ, ჯინას დოინჯით დგომაზე გაიცინა და თათიას უხერხულობაზე ხმით სიცილიც კი გამოუვიდა, თუმცა ტკივილმა შეაჩერა.
- მე გადვიხრები და აი აქ გამიკეთე.
შარვლის სათავესთან ხელი დაიდო.
-მშვენიერია მე გავალ.
გოგონა, რომელიც ასეთი ენერგიული და ასეთი მოხერხებული იყო, მაგრამ ნემსის ხსენებაც კი საოცრად აშინებდა, თან ამის დამალვას ვერც ახერხებდა..
სადილიც მოამზადა ჯინამ და სუფრა იქვე გაშალა.
-ვფიქრობ ეგ "სამაჯური" არ გჭირდება , რომც გაიქცე ნანო სახლშია..
-კარგად არის?
სიტყვა გააწყვეტინა ზურამ, გოგონამ წარბები შეკრა და დაფიქრებულმა თქვა.
-კარგად არის.
თავის ქნევით დაუდასტურა და ტელეფონს უპასუხა.
-ჯინა, სად ხარ?
ნიცას, მოუსვენარ ხმაზე გოგონამ, წარბები შეკრა.
-შენს ძმას, პოტენციური გვამის დამალვაში ვეხმარები.
ჩაიხითხითა, ზურას ჩაღიმებულ გამოხედვაზე და თათიას გაფართოვებულ თვალებზე.
-რა ხდება?
-სასწრაფოდ მჭირდები და თომას ბარში მოდი!
-კარგი. მოვდივარ.
-ტაქსში დამელოდე, ტანსაცმელი უნდა გავცვალოთ!
-რას მიედ-მოედები?..
კიბის საფეხურზე შედგა გაოცებული ჯინა და ტელეფონს დახედა, შემდეგ უკან მიბრუნდა სახლში.
-მოდი!
ჩაჰყვირა ნიცამ.
-კარგი მოვდივარ. ჰეი ზურიკელა, შენ არ გარბიხარ, ცოტა თავისუფლება გექნება უბრალოდ, შენ კი „თათიანა“ დროზე წამოდი, ბარში ვქეიფობთ!
-მე, რა მინდა ბარში? ვერ წამოვალ...
-ფულს არავინ გახდევინებს, ჩემი გადარეულის ქმარი იხდის.
ენა გამოუჩინა და ხელი ჩაალო.
-მეც რომ წამოვიდე გოგონებო?
-შენ, მკურნალობ და ნუ გადამაფიქრებინებ ჩემგან ბოძებულ თავისუფლებას!
ლამამზი ცისფერი თვალები უცებ, სიბრაზით გაუმუქდა.
-კარგი გნებდები.
ხელები მაღლა აღმართა და თათიას თვალი გააყოლა, ძალით რომ მიჰყავდა გადარეულს.
-თან მკურნალობ!.
-გმადლობთ!
მანქანიდან გადმოსვლა არ აცადა ჯინას, აბაშიძემ და მძროლს მიმართა:
-გადმოდით ცოტახნით, თუ არ შეწუხდებით.
-დიახ, ახლავე.
გაოგნებული მძღოლი, ნიცას მითითებას დაჰყვა, თუ არა ზედა გაიხადა და ჯინას მიაწოდა.
-როგორ ჰგავხართ..
ამოილაპარაკა თათიამ.
-შენი მომეცი!
ნიცა დროს არ კარგავდა.
-მაგ ბარს, საპირფარეშო არ აქვს?
სიცილით ჰკითხა და თათიას გაოგნებულ სახეზე გადაიხარხარა და აუხსნა ვინ იყო.
-დიახ ვგავართ. ეს არის ის გადარეული მხოლოდ რომ გაგიგა მასზე და არ იცნობ.
-ჩემზე რა გაუგია?
ჯინას ჰკითხა.
-მხოლოდ კარგი.
თათიამ დაასწრო პასუხი.
-კარგია. საპირფარეშოს რაც შეეხეება, აქვს ჯინა, მაგრამ ანდრია, ვიდეო ჩანაწერებს ნახავს და არ გვაწყობს.
-უი..
-მიდი გადადი და მე მოგვიანებით შემოვალ!
-კარგი და რა გავაკეთო?
-არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ სცადე შეგამჩნიოს და თვითონ მოვა..
ბარში შესვლისას თათიას ისე უჭერდა ხელს არ გამექცესო, გოგომ ამოიკვნესა.. ბართან დასხდნენ და ვერც ხვდებოდა ვისთვის უნდა შეეხედა, ან სცოდნოდა მაინც, როგორი იყო.. დიდი დრო არ დასჭირდათ ყურადღების მიქცევა, რადგან თათას, მისი ძალით შეყვარებული, ვალერი სამადაშვილი მიადგა:
-თათია, აქ რა გინდა!
მკლავში უხეშად ჩაავლო ხელი და ფეხზე დააყენა.
-მეგობართან ერთად ვარ.
ხელი უხეშად გააშვებინა ბიჭს. რომელაც მეგობრის წარმოდგენამ ისე გააბრაზა მხასაც აუძია და კიდევ უხეშად დაქაჩა, რომ გასასვლელისკენ წაეყვანა გოგო.
-მეგობარს გაჩვენებ გარეთ რომ გავალთ!
-ეი, ეი. რას აკეთებ!
ჯინამ, იმ კლავში წაავლო ხელი, რომლითაც თათიას იჭერდა. მაჯაში ისე მოუჭირა, რომ ბიჭმა ხელში ძალა დაკარგა და გოგონამაც თავი დაიხსნა, მაგრამ მგელივით უმზერდა ჯინას, რომელმაც მისივე ხელი სახესთან მიუტანა:
-მომისმინე ვალიკო! ამ ხელს, მართლა მოგტეხავ და დაპირებულსაც აგისრულებ, მესამედაც რომ გნახო და ამ გოგოს, ასე დაელაპარაკო, ან მოექცე!
-ვინ ხარ!
ხელის გათავისუფლება სცადა დაქაჩვით, მაგრამ ვერ შეძლო, ნერვის ის წერთილი ჰქონდა დაჭერილი გოგონას, რომელიც უფუნქციოს ხდიდა მტევანს.
-შენი ჯოჯოხეთის მოციქული და თათიას შეყვარებული!
ცისფერი თვალები ისე უელავდა, წამით მართალი გეგონებოდა, თუ ოდნავ ნასვამი ან სხვა საშუალებით გაბრუებული იქნებოდი, ისე როგორც იმ წუთას „დეპუტატის შვილი ვალერი“. ბიჭის გონებამ რომ გაიაზრა ნათქვამი გულისრევის შეგრძნებამ აიძულა გასასვლელისგენ წასულიყო, ამ დროს ახვლედიანი მიუახლოვდა მათ და გზა გადაუღობა:
-მშვიდობა არის?
კითხვის ავტორს, შეხედეს სამივემ და ჯინამ ბიჭს ხელი გაუშვა, ისიც მალევე დაიძრა გასასასვლელისკენ.
-დიახ მშვიდობაა, უკვე მივდივარ..
თქვა თუ არა, ვალიკოდ წოდებულმა, მოცეკვავეების რიგში გავლა დაიწყო. ჯინა მხოლოდ ახვლედიანს უყურებდა, რომელმაც თათიას მსგავსად მომღიმარი მზერით გააცილა ბიჭი. მობრუნებულს კი, ღიმილი სახეზე შეეყინა:
-ნიცა..
-რა?..
ამ ყველაფერს ნიკოლზ დადიანი და ნიცა აბაშიძე, ვიდეო კამერით თვალს ადევნებდნენ, უკმაყოფილო ნიცამ, დადიანს მხარი ჰკრა:
-ნიკოლოზ, მეჩვენება თუ ჩემი ცეცხლი გოგო, მამონტივით დგას?!
-ვგონებ, შენს ანკესს, ჩემი თევზი მოეწონა!
გახალისებული ნიკოლოზი, სავარძელში კარგად მოთავსდა.
-ეს, არ შეიძლება!
-არც ის შეიძლება, რასაც აპირებთ!
-ნიკოლოზ! ....არც იფიქრო გეგმა ჩამიშალო!
-შენს გადაკიდებას, სველი ჩვარი გადავიკიდო და ცივ ზამთარში ვიარო მირჩევნია.
ხელები გაშალა დანებების ნიშნად.
-მიყვარს, სწორი შეფასების უნარი რომ გაქვს!
კმაყოფილმა გახედა გვერდით მდგომს.
-...ისე, მამონტებს რას ერჩი, მშვენიერი არსებაა.
-ეგ არსება მოეწონება, შენს უჟმურ ტასიკოს და ჩემს სიძე კაცს.
ესემეს შეტყობინების წერაში გართულმა აბაშიძემ უპასუხა.
-არ შემიძლია, არ დაგეთანხმო, ჩემო გადარეულო.
მოეხვია ნიცას და დაკვირვება განაგრძეს ჯინასი.
-ნიცა, რა გჭირს?
ახვლედიანზე დაკვირვებაში გართული ჯინა, ბოხმა ბარიტონმა გამოაფხიზლა.
-არაფერი, ჩავფიქრდი.
თავი დახარა, ტელეფონს დახედა, რომ შეტყობინება ენახა. ახვლედიანმა ჩაიცინა და შემთხვევით ისარგებლა.
-რაზე ჩაფიქრდი ნიცა?
გამჭოლ მზერას არ აშორებდა გოგონას, რომელსაც ყველანაირი ემოცია გაუქრა და ისევ "როლი" მოირგო.
-"ეკეკლუცე და თავი მოაწონე, იცოდე მოგკლავ!"
-შენთან სალაპარაკო მაქვს!
თავი მაღლა ასწია და მტკიცე ხმით მიმართა, თუმცა არ იცოდა რაზე უნდა ელპარაკა.
-გისმენ ნიცა..
ირონიული ტონი ჰქონდა ახვლედიანს.
-გაიცანი, ეს ჩემი კურსელია თათია. ეს კი, ანდრიაა.
-უბრალოდ ანდრია!
სტატუსი ხაზგასმით წარმოსთქვა ბიჭმა.
-არ დავსხდეთ?
თვალბ დაწვრილებულმა ჯინამ, გამომწვევად ჩაიცინა, რადგან ეს ის ბიჭი იყო ბოთლი, რომ უსახსოვრა..
-დავსხდეთ!
მკაცრად თქვა ანდრიამ, თან მაგიდისკენ დაიძრა და ჯინამ, ისარგებლა შემთხვევით.
-თათი, ეს ის ბიჭია ბოთლი რომ ვაუქე!
-ვაიიჰ, მერე?
-სამიზნეც ეს არის და უნდა გავაგიჟო.
-შენ არ გაგიჭირდება!
სიცილით გაჰყვა მეგობარს...

მირიან სოხაძე, ნახევრად განათებულ კაბინეტში იყო და ვისკის ჭიქასთან ერთად ფიქრებს ებრძოდა, არეული ჰქონდა აზრები და სურვილები, რამაც გეგმების არევაც გამოიწვია, თუმცა ერთი უცვლელი იყო, ნანაოს თვალები, სურნელიც კი იგრძნო წამიერად, თავი გააქნია და მობილურს დასწვდა.
-გისმენთ!
-გამარჯობა მირიან!
-ვინ საუბრობს!
-ემზარ თუთბერიძე გახლავარ და იმედია ჯერ კიდევ გახსოვარ.
სავარძლიდან წამოდგა სოხაძე.
-მახსოვხარ!
-მაშინ დროა შევხვდეთ და ძველ დროსთან ერთად ახალ საქმეზეც ვისაუბროთ.
-ახალი საქმე არ არსებობს!
-არსებობს მირიან და ამას შეხვედრის დროს გაგაცნობ!
-როდის!
-ახლავე!
-შეხვედრის ადგილს მე მოგწერ!
-არ იცვლები მირიან!...
ჩაიცინა კაცმა და დაამატა:
-მომწერე!
ყურმილი დაკიდა, თუ არა მირიანმა, ვისკის ჭიქა ბოლომდე დაცალა და გარეთ გასულმა თემოს მიმართა.
-გავდივართ! ქარხანის შენობაში შეხვედრაა და ყველანი მზად იყოს!
-ახლავე.
-ყველაფრისთვის თემო!
-გასაგებია.
თავი დაუკრა და საქმეს შეუდგა..
შეხვედრისთვის შერჩეულ ადგილს მალევე მიადგნენ და მანქანიდან გადმოსული მირიანი, დავალებებს აძლევდა ბიჭებს, არ ენდობოდა სტუმარს, მას ერთხელ უკვე შეეშალა და ეს საკმარისი იყო..
-თემო, შენ და გიორგი გამომყევით! დანარჩენებმა ყველაფერი აკონტროლეთ!
-ბატონო მირიან, მე, ასეთი შეხვედრისთვის ახალი ვარ და რამე რომ შემეშალოს..
წარბები შეკრა სოხაძემ, დააკვირდა და მშვიდად, მაგრამ დამახასიათებელი მკაცრი ტონით მიმართა:
-თემო, აქ მთავარი წესიი, იცი რა არის?
-რა?
-აკონტროლო ის ადამიანი, ვინც საქმის მართვას ცდილობს და ვინც ნამდვილად მართავს!
-ვისაც ველოდებით და თქვენ.
მხოლოდ თავი დაუკრა და იარაღი გამართა, რომელიც საქამრედან ამოიღო და ისევ იქ დააბრუნა.
-მერე რა უნდა ვქნა?
იგივე გაიმეორა თემომ და მზად მყოფმა იკითხა.
-სიტუაცია გეტყვის!
-გასაგებია.
თქვა და მიმავალ სოხაძეს მიჰყვა, გიორგისთან ერთად.
ოთახი სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო, მხოლოდ სავარძლები იდგა, ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის მაგიდა. თუმცა მირიანი არ დამჯდარა. არც ლოდინი დასჭირდა. მისაღების ოთახი მალე გაივსო ექვსი ადამიანით. ეს თუთბერიძის ახირება იყო, ყოველთვის ბევრი ჰყავდა დაცვა. ახლაც მხოლოდ თვითონ იყო და დანარჩენი ხუთი, დაცვის წევრები სავარაუდოდ, ერთი ამდენი, გარეთ მანქანასთან იდგა, ან ირგვლივ ცდილობდა ადგილის შემოწმებას. სოხაძეს, სახეზე ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ ემზარს არ შეუნიშნავს.
-გამარჯობა მირიან!
ხელი გაუწოდა ახლად მოსულმა.
-გამარჯობა!
ჩვეული სიმკაცრით უპასუხა და ხელიც ჩამოართვა.
-დავსხდეთ.
მოვლენებს დაასწრო ემზარმა და მასპინძლის როლიც მოირგო.
-რა საკითხზე მოხვედი!
დასხდნენ თუ არა პირდაპირ ჰკითხა სოხაძემ
-საკითხი რამდენიმეა მირიან!
-გისმენ.
-საბოლოო პასუხები მინდა.
წარბები შეეკრა მირიანს და ქვემოდან დაკვირვებით ახედა, მაგრამ არაფერი უთხრა, იცოდა თუთბერიძე სულსწრაფი იყო და ამიტომ დაელოდა:
-პირველი, დიასამიძის გოგოს ეხება. ის, გიას უყვარს და მინდა ამაში დამეხმარო!
-დადუს, ვერ შეეხებით! ის ჩემია!
-კარგი რა მირიან. არც ამდენად კეთილი მგონიხარ, რომ მომაკვდავი ქალის თხოვნას წლები ასრულებდე!
მირიანი, წინ წამოიწია და გაყინული სახით უმზერდა სტუმარს, რომელიც ხითხითებდა. არ ესიამოვნა სოხაძეს, რომ ეგ ფაქტი იცოდა თუთბერიძემ. საინტერესო უკვე ის იყო, კიდევ რა იცოდა მან.
-ამას მეტად არ გავიმეორებ! შემდეგი საკითხი!
უკვე ყბის მოძრაობაზე ეტყობოდა მირიანს, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, ამ კაცის ატანისთვის. მოღალატეებს ვერ იტანდა და ეს ერთ-ერთი იმათგანი იყო.
-შემდეგი საკითხი, კომპანიონობაა!
-შენთან საქმე დასრულებულია!
-ახალი საქმე მირიან.
საბუთები დაულაგა მაგიდაზე. ახალი ტენდერი რომელშიც ერთად გავიმარჯვეთ!
-ამ ტენდერში შენ არ იყავი!
-მე არა კოტე ბუღაძე იყო და მე გადმომაბარა!
-თამაში გინდა ემზარ!
ბიროტი ღიმილით შეხედა პირისპირ მყოფს.
-ცხოვრება თამაშია მირიან!
-მაშინ ვითამაშოთ!
საბუთებს ხელი მოკიდა და გვერდზე მდგომ გიორგის მიაწოდა.
-ძალიან კარგი მირიან, მაგრამ დადუს საკითხს, ისევ ღიად ტოვებ?
-არც განვიხილავ!
-შენი მტრის შვილს იცავ, მირიან!
ბრაზი შეერია ხმაში და სახეზე წამოწითლდა. ზომაზე მეტად დაბალი და სასუქებული მამაკაცი.
აი, რაც არ სურდა მირიანს, დადუს ვინაობა სცოდნოდა მას. ამიტომ სიბრაზის კონტროლი საერთოდ არ უცდია, მაგიდაზე ხელი დაარყა და ფეხზე წამოდგა..
-სწორედ ამიტომ ვამბობ და ასეც იქნება! დადუ ჩემია და ხელს არ ახლებ, შენს წინ რომც იდგეს!
-ააა.. გამოდის დაცვა არაფერ შუაშია.
თავისთვის გააკეთ დასკვნა ემზარმა და მოლაპარაკება სცადა.
-მაშინ ასე მოვიქცეთ, მე ახალ კომპანიონობაზე, უარს ვიტყვი და დადუ, ჩემს შვილზე დაქორწინდება!
მოთმინება დაკარგულმა მირიანმა, სავარძელში მყოფს დააკვირდა და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ უპასუხა:
-შენი წასვლის დროა კომპანინო!
არ მოელოდა, გაოცებული და „კოზირ“ დაკარგული თუთბერიძე, ბრაზიანი სახით წამოდგა, გასასვლელისკენ დაიძრა, გასვლამდე გააფრთხილა სოხაძე:
-ხშირად შევხვდებით!
როგორც კი, მანქანების ხმა მიწყდა და მხოლოდ მირიანის ხალხი დარჩნენ ირგვლივ, გიორგიმ ბრძანება გასცა:
-ბიჭებო, შეგვიძლია დავიშალოთ!
ყველანი ისე სწრაფად მოთავსდნენ მანქანებში და ისე განლაგდნენ, რომ აშკარა იყო წრთვნა ჰქონდათ გავლილი..

ნიკა აბაშიძის, მოპოვებული დოკუმენტაცია და საიდუმლოდ ამოღებული ექსპერტიზის პასუხები, ყველაფერს ცვლიდა, ეს თავიდანვე იცოდა ლაშამ, კმაყოფილი იყო ნიკას ნამუშევრით და მის კაბინეტში მარტო მყოფი ფიქრობდა..
ჯაფარიძეს არღარ სურდა დაეცადა მეორე დღისთვის, რადგან ეს ინფორმაცია რომელიც მირიანის დის გარდაცვალების მიზეზს ადასტურებდა, მისი დეტალები კი მირიანის მიზნებს სრულად თუ არა ოდნავ მაინც შეცვლიდა დადუს სასარგებლოდ.
ტელეფონზე გაბმული ზარის შემდეგ, მკაცრი და ამავდროულად ცივი ხმა გაისმა:
-გისმენ!
-შევხვდეთ დღესვე!
არც ჯაფარიძე ჩამორჩა, ხმის ტემბრის სიმკაცრეში.
-რატომ ჩქარობ!
-რაც მე მაქვს, ის მარტო შენ უნდა ნახო!
-კარგი. აქ მოდი!
-შენი დის სახლში მივალ 20 წუთში და იქ გელოდები მარტო შენ!
-არა! მანდ არ მიხვალ!
ფეხზე წამოდგა და ბრაზმა სხეული ისე დაუჭიმა, რომ შიანგანი კანკალი ანგრევდა..
-მე, მივალ და თუ სიმართლე გინდა, იქ მოდი!
პასუხს არ დალოდებია ლაშა, ტელეფონი გათიშა და ყველაფერი დიდ საქაღალდეში მოათავსა.
სეიფიდან სამი ცალი დისკი აიღო, რომელსაც თარიღები ეწერა მხოლოდ.
რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის, ბოლო სართულის ბინაში, შევიდა ლაშა, ყველაფერი უცვლელი იყო, მხოლოდ მტვერი მოდებოდა სუროს მსგავსად, იქ არსებულ ნივთებს. მისაღების სავარძელს საფარი ფრთხილად გადახადა და მოთავსდა, ლოდინის რეჟიმზე გადასული, ფიქრებში წავიდა და გაახსენდა როგორი ბედნიერი იყო მისი ძმა, როცა მასზე საუბრობდა, მისი ცხოვრების წესის მიუხედავად, ის უყვარდა და არასოდეს საყვედურიბდა მას, მუდამ ცდილობდა დახმარებოდა..
რამდენიმე ფრაგმენტიც კი გაიხსენა, იქ მომხდარი და უცებ კარის ხმამ დააბრუნა ფიქრებიდან..
-აქ, არ უნდა მოსულიყავი!
-არც მე, მიადვილდება აქ ყოფნა, მირიან!
-მერე, სხვა ადგილი გენახა!
-რაც აქ მოხდა, ყველაფერზე ძვირფასია, ჩემი ძმისთვის, შენთვის კი უცნობი და დროა გაიგო!
-რა უნდა გავიგო, რომ ლიკა, შენმა ძმამ გახადა ნარკომანი!?
მთელი ზიზღი ამოაყოლა სიტყვებს მირიანმა, ლაშას სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე, თუმცა არაფერი უთქვამს. ესმოდა მისი, რადგან როცა ვიღაც დამნაშავე გგონია ის მთელი არსებით გძულს!..
-მე, არაფრის მტკიცება, არ მინდოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ძმას სურდა ასე! აქ ყველაფერია, მათ შორის ავარიის რეალური მიზეზი და როცა მზად იქნები ნახე!
-ავარიის?.... საიდან გაქვს!
თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, რაც ყველაზე მეტად სურდა ავარიის დეტალების გარკვევა იყო და ვერფრით მოიპოვა მასალები, ისე ჰქონდა ყველაფერი მოგვარებული უფროს ჯაფარიძეს, რომ ვისაც არ უნდა მოეძებნა ვერავინ იპოვნიდა. თუმცა ეს ნიკამ და ლაშამ შეძლო..
-ნიკა აბაშიძემ, გამოგიგზავნა!
სოხაძის გამომეტყველაებაზე, ღიმილმა შეუმჩნევლად გადაურბინა სახეზე.
-ნიკა ვინაა!?
წარბები ინტერესით შეეკრა მირიანს.
-დადუს და ნანოს მეგობარი!
გულში უსიამოვნოდ გაუარა ბოლო სიტყვებმა, ეჭვიანობისაგან დაუმძიმდა სხეული და ჰაერი ძლივს ჩაისუნთქა. ისევ ის სცენა უდგებოდა თვალწინ როგორ ჰყავდა ჩახუტებული ნიკა აბაშიძეს, ნანო და როგორ წაიყვანა მისი სახლიდან ქალი, რომელიც ტვინს ურევდა, სულს უფორიაქებდა და მუდამ მისი ნახვის სურვილი ამოძრავებდა სხეულს..
- ყველაფერი ნახე და შემდეგ იმოქმედე!
ბინა დატოვა ჯაფარიძემ. სოხაძეს კი მხოლოდ ორი სტყვა ესმოდა გონებაში რომელიც მალევე მის მაგეს ხმამაღლა წამოსცდა..
-ნანოს მეგობარი!.



გილოცავთ ძველით ახალ წელს! ბედნიერება და წარმატება მოეტანოს ყველა თქვენგანისთვის..
მომიტევეთ ნიცა და ანდრია ვეღარ მოვასწარი ამ თავში.. შეფასებები გამიზიარეთ.



№1 სტუმარი maco maco

საქმის კეთების თავი იყოო, ნაკლები გრძნობებით... ეხლა ნიცა-ჯინამ ძაან არ გაუტიონ. ერთი მინუსი გაქ დიდი პაუზები :)

 


№2  offline წევრი OKI ME

ვაა, ახალი თავიც დადებულა ❤️ და მე ამას ახლა ვნახულობ ((( აბა წავედი, წავიკითხო და დაგიბრუნდები ჩემი მოსაზრებებით :დდდ

 


№3 სტუმარი სტუმარი Lile-eli

maco maco
საქმის კეთების თავი იყოო, ნაკლები გრძნობებით... ეხლა ნიცა-ჯინამ ძაან არ გაუტიონ. ერთი მინუსი გაქ დიდი პაუზები :)

მიღებულია შენიშვნა, დიდი მადლობა❤

Megioki
ვაა, ახალი თავიც დადებულა ❤️ და მე ამას ახლა ვნახულობ ((( აბა წავედი, წავიკითხო და დაგიბრუნდები ჩემი მოსაზრებებით :დდდ

გელი❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთა

ძალიან მომწონს .ძალიან მაინტერესებს ანდრიას რეაქცია ????????და მალე დადე რა ველი შემდეგ თავს სუფერ ხარ ????????მაგრამ უფრო სუფერი იქნები მალე თუ დადებ????????

[quote=სტუმარი ქეთა]ძალიან მომწონს .ძალიან მაინტერესებს ანდრიას რეაქცია (:)და მალე დადე რა ველი შემდეგ თავს სუფერ ხარ (:მაგრამ უფრო სუფერი იქნები მალე თუ დადებ(:

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან ძალიან მომწონს აო რასაც ქვია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე გთხოვ მალ მალე დადე რააა იმდენად მაინტერესებდა პირველად დავიწყე დაუსრულებელი ისტორიის კითხვა რადგან ზოგიარ ამთავრებს ხოლმე და მირჩევნია რომელიც სრულად დევს ის ვიკითხო ან ზოგი საუკუნე ანდომებს .. გთხოვ შენც არგაწყვიტო სა მალეე დადე ????????????

 


№6  offline წევრი OKI ME

ჰოო, აბა საიდან დავიწყო :დდ
ნიცა, ჯინა და ნიკა სულ გადარევენ ვატყობ ანდრია :დდდ არა, ეს ჯინაც როგორ გაშტერდა ანდრიას დანახვისას.

ოო, თათია და ზურა ❤️❤️ იმედი მაქვს, შედგება მათი წყვილი. ეს ვალერი რა არამკითხე ვინმეა.

ჩემი მირიანი როგორ იტანჯება ნანოს სიყვარულით :დდ მოუთმენლად ველი, მირიანის რეაქციას საბუთებს, რომ გაეცნობ.

აშკარად, წინ საინტერესო თავი მელის. იმედია მალე დაბდრუნდები ახალი თავით ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი Xato

Rogorc iqna daido axali tavi.dzalian magari da saintereso tavebia.didi xani ar gvalodino sayvarelo

 


№8 სტუმარი maco maco

ხო მშვიდობაა, რატო არ ჩანს?

 


№9 სტუმარი სტუმარი Lile-eli

maco maco
ხო მშვიდობაა, რატო არ ჩანს?

მოგესალმებით ყველას, მაპატიეთ ჯანმრთელობის გამო ექიმებთან მომიწია სირბილი, ამიტომ ვერ მოვახერხე ყურადღების მობილიზება.
მალე გამოვასწორებ (იმედია მკურნალობას ვექვემდებარები).

 


№10  offline წევრი OKI ME

სტუმარი Lile-eli
maco maco
ხო მშვიდობაა, რატო არ ჩანს?

მოგესალმებით ყველას, მაპატიეთ ჯანმრთელობის გამო ექიმებთან მომიწია სირბილი, ამიტომ ვერ მოვახერხე ყურადღების მობილიზება.
მალე გამოვასწორებ (იმედია მკურნალობას ვექვემდებარები).


იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვს და სერიოზული არაფერი გჭირს. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
სტუმარი Lile-eli
maco maco
ხო მშვიდობაა, რატო არ ჩანს?

მოგესალმებით ყველას, მაპატიეთ ჯანმრთელობის გამო ექიმებთან მომიწია სირბილი, ამიტომ ვერ მოვახერხე ყურადღების მობილიზება.
მალე გამოვასწორებ (იმედია მკურნალობას ვექვემდებარები).


იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვს და სერიოზული არაფერი გჭირს. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ❤️❤️


დიდი მადლობა ყურადღებისთვის.❤❤❤
საქმე ის არის, რომ არც მე ვიცი და არც ექიმებმა, რა მჭირს. კვლევის პროცესში ვარ ჯარ კიდევ და სიმპტომების მიხედვით, რა ვარიანტებიც განიხილება, არცერთი არ არის სასიამოვნო მოსასმენი. ამას დამატებული გამაყუჩებლები... იმედია გამიგებთ და ძალიან არ მიბრაზდებით.
ხვალისთვის შევძლებ დადებას, გვიან მაინც.

 


№12  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მთავარია გამოჯანმრთელდე და ჩვენ რამდენი ხანიც იქნება საჭირო დაგელოდებით. ჯანმრთელობას გისურვებ! ❤️❤️❤️

 


№13  offline წევრი OKI ME

შენ, გამოჯანმრთელდი და ჩვენ მოვიცდით. ეგ არ არის პრობლემა ❤️❤️

 


№14  offline წევრი Тамуна тамуна

უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ

 


№15  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

Тамуна тамуна
უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ

ავტორმა ახანა რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, როგორ შეიძლება უპასუხისმგებლო უწოდო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent