შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ინტერვიუ (სრულად)


14-01-2021, 21:06
ავტორი Gossipy girl
ნანახია 49 648

თვითმფრინავში ჩასხდომა დასრულებული იყო,თუმცა ჯიუტად არ იძვროდა ადგილიდან უზარმზარი ბოინგი.
-რა უპასუხისმგებლობაა?!-ამოილაპარაკა ნიამ და ილუმინატორს მიაპყრო მზერა.
მის გვერდით ადგილი სწრაფად დაიკავა ახალგაზრდა მამაკაცმა და თვითმფრინავიც დაიძრა.ინტუიციით მიხვდა,სწორედ ის იყო მგზავრი,რომლის გამოც დაიგვიანეს და სიბრაზისგან ალი მოედო.-იქნებ რა საქმე გვაქვს ხალხს,უპასუხისმგებლო,როგორ შეიძლება ასეთ დროს დაგვიანება?!თბილისიდან ბათუმში ხომ არ მივდივართ?! საფრანგეთში უნდა ჩავფრინდეთ ბოლოსდაბოლოს.
-უკაცრავად?!-ალმაცერად გამოხედა გვერდით მჯდარმა მამაკაცმა გოგონას.
-იმ ადამიანზე ვსაუბროვ ვის გამოც ფრენა დაგვიანებით განხორციელდა ..!-უდრეკი მზერა მიაპყრო მამაკაცს,რომელსაც აშკარად მისი გაჭირვება ჰქონდა.
-ჰო,რა უნამუსობაა?!-სიმწრით გაეღიმა და თავი რამდენჯერმე დააქნია დამაჯერებლობის ნიშნად.
-თქვენ საფრანგეთში მიფრინავთ?-გაბრაზება გადაავიწყდა ნიას და თავისი ჟურნალისტური ნათურა აენთო გონებაში,რაც თავისთავად ნიშნავდა ცნობისმოყვარეობის ნერვული დაბოლოებების გააქტიურებას.
-არა,სასომხეთში.გამიჩერებენ,ჩამოვალ და თქვენ გააგრძელებთ ... -ბურტყუნებდა თავისით და ჩანთაში რაღაცას ეძებდა.
-ბატონო!?-ვერ გაიგო მამაკაცის ნათქვამი ნიამ კარგად.
-დიახ,მეც საფრანგეთში მივდივარ,როგორც დანარჩენი ეკიპაჟი!
-ცუდ ხასიათზე ხართ?-გაეღიმა ნიას.
-თუ გავითვალისწინებთ,რომ თქვენსავით დანარჩენებიც მლანძღავენ გულში,საკმაოდ.
-ასეც ვიფიქრე,თქვენ ხართ გზააბნეული ბატის ჭუკი. ..-გადაიკისკისა გოგონამ.
-ბატონო!?-შეიცხადა კაცმა და წარბაწეულმა გადმოხედა ჟურნალისტს.
-კარგი,ჰო!-სიცილი შეწყვიტა ნიამ-გავბრაზდი,ცუდია,როცა ვიღაც აგვიანებს და შენ ელოდები,ვიტყოდი ყველაზე ცუდი მომენტია,ცუდ მომენტებს შორის,მაგრამ ხომ მოხვედით?!ხომ გავფრინდით?მოეშვით და ისიამოვნეთ.
-თქვენ სულ ასეთი ცვალებადი განწყობით მოძრაობთ?
-იცით,ასე კარგია ... ყველაფერს ასწრებ,ადამიანებს უკეთ იცნობ.
-ეს როგორ?
-მაგალითად,თქვენ რომ ჩემთვის ჩხუბი დაგეწყოთ,მაშინ როცა მე,როგორც თქვენ აღნიშნეთ გლანძღავდით,ვიფიქრებდი რომ იმპულსური ადამიანი ხართ,თანაც უსამართლო.იმიტომ,რომ მე სამართლიანად გლანძღავდით,თქვენ კი იმის უნარიც არ შეგწევდათ,რომ აგეტანათ დანაშაულისთვის მოყენებული მორალური და დამსახურებული შეურაცხყოფა.თქვენ არ აღელდით,ანუ არც იმპულსური ხართ და არც თავხედი.
-დიდად მადლობთ!-აღმოხდა კაცს და დაღლილმა თვალები აატრიალა,ახლა კი სასწრაფოდ უნდა მოეძებნა ყურსასმენები,რომლებიც აშკარა იყო სახლში დატოვა და მთელი გზა სანამ შარლდ დე გოლის აეროპორტამდე ჩააღწევდნენ ამ ქალისთვის უნდა ესმინა.
-ახლა კი საუბარში ვერ აგიყოლიეთ,რაც იმის მანიშნებელია,რომ სიტყვა ძუნწიც ხართ და ცოტა მუდოც.
-უკაცრავად?-უკვე სიცილს ძლივს იკავებდა მამაკაცი და ყურსასმენების ძებნაზეც ხელი აეღო.
-აბა,როგორ შეიძლება ფრენის დროს ჩემნაირი მოსაუბრე უგულებელყოთ და მეტიც,ცხვირიც აუბზუოთ.ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ ერთი აბეზარი ბიზნესმენი ხართ ნახევრად დახვეწილი მანერებით.
-ახლა უნდა გავბრაზდე ?!
-არა,რა თქმა უნდა,ახლაც სამართლიანად გლანძღავთ!-თვალი ჩაუკრა ნიამ კაცს და ისევ ილუმინატორზე გადაიტანა მზერა-რა ლამაზია,არა?!
-თუ გაჩუმდებით,უფრო ლამაზი იქნება.
-თუ გავჩუმდები ყველაფერი ფერებს დაკარგავს.
-მოიცა,რა! -ხელი აიქნია კაცმა.
-არ გჯერათ?დამიჯერეთ,რა!-მისკენ გადაიხარა გოგონა,კაცი სერიოზულად დაფიქრდა რომ ფსიქიკურად არაჯანსაღი ქალის გვერდით აღმოჩნდა.-წარმოიდგინეთ,მე რომ გავჩუმდე ეს ფრენა გახდება ყოვლად ჩვეულებრივი.თქვენ ვერ მოისმენთ ვერაფერს საინტერესოს თუ სტიუარდესას უფერულ საუბარს არ ჩათვლით ან კაპიტნის გაფრთხილებას ღვედების შეკვრის შესახებ ... ნუთუ ... ნუთუ თქვენც ასეთი უფერო ხართ?
-თქვენ ხართ სამაგიეროდ ჭრელი!-ამოიზმუილა კაცმა.
-არა,მე ნია ვარ!-გაიკრიჭა გოგონა.
-ნაკლებ სასიამოვნოა და უფრო სასიამოვნო გახდება ძილის საშუალებას თუ მომცემთ.
-ნაბახუსევზე ფრენა საშინელებაა,გეთანხმებით.ერთხელ 19 წლის გავხდი გრანადაში,ჩემთან ერთად ჩემი ერთი კოლეგა და ორი ოპერატორი იყო.რესტორანში ავღნიშნეთ და მეორე დღეს ფრენა ლამის გამოვტოვეთ,ვიღაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამის ჰაერში ამოვატრიალეთ,არადა მეხუმრებით ესპანელი ფეხბურთელის ჰაერში ამოტრიალების,შარს?! მთელი გზა თავი გვისკდებოდა მე და ჩემ მეგობრებს.თქვენც სახეზე გაწერიათ,რომ ნაბახუსევზე ხართ.
უცნაური შეგრძნება ჰქონდა,თავი მარცხნივ გადმოხარა და გოგონას სახეს მოავლო მზერა.
-19 წლის ასაკში გრანადაში იყავით კოლეგებთან ერთად?-ირონიულად გაეცინა მამაკაცს.
-უნივერსიტეტი ნაადრევ ასაკში დავასრულე და ერთ-ერთი არხის სტაჟიორი ვიყავი,რომელსაც შემთხვევით ერგო წილად ჯგუფელთან ერთად წასულიყო უცხოეთში ცნობილი ბალერინასთან ინტერვიუს ჩასაწერად.
-გადასარევია.-უკვე ზმუოდა კაცი.
-თქვენ რა პროფესიის ხართ?
-მეწაღე ვარ.-საუბრის ფორმა არ შეუცვლია ისე გასცა პასუხი.
-უფრო სპორტსმენს გავდით,არა,ყოფილ სპორტსმენს,ცოტა გაჭაღარავებულს ...-თვალები დაექაჩა გოგონას კომენტარზე,“ნუთუ ასე დაბერდი,არშბა?!“-ფეხბურთის მწვრთნელების სპეციალური კონფერენციაა,ისე დამემართა,როგორც ემილის-„ეშმაკი ატარებს პრადაში“ გაქვთ ეს ფილმი ნანახი?!საოცრად სახალისო და კარგი ფილმია,თანაც სტრიპი თამაშობს,ისე როგორ?!ჰოდა,ასე აღმოვჩნდი თვითმფრინავში ჩემი კოლეგის ნაცვლად,რომელიც ბრწყინავლედ ფლობს ფრანგულს,მეც ბრწყინვალე ვარ ... მაგრამ ვერ ვფლობ ...
-გიყვართ სპორტი?-გაეღიმა კაცს,მაგრამ თვალები ისევ არ გაუხელია.
-არა,რას ამბობთ?!გიჟი ხომ არ ვარ?
-სულაც არა ..-ამოიფრუტუნა კაცმა.
-აი მაგალითად, ფეხბურთი?22 არანორმალური და ერთი ბურთი? არა,მაინც ვინ მოიგონა ეს სულელური თამაში?
-რატომ თვლით,რომ სულელურია?-იკითხა და უცებ ენაზე იკბინა,მიხვდა რომ გოგონამ საუბარში შეიტყუა.
-არაპროგნოზირებადია,მე კი ვერ ვიტან ვერაფერს,რაც გარანტიებს არ იძლევა.ეს თამაშია,სადაც „სევილიამ“ შეიძლება „მადრიდს“ მოუგოს და ამაში გასაოცარი არც არაფერი იქნება.
-საკმაოდ ცუდი შედარება გააკეთეთ..-სიცილი აუვარდა კაცს.
-არა,რატომ?!-დაიბნა გოგონა.
-„მადრიდს“ „სევილია“ თუ მოუგებს ამაში გასაოცარი მართლაც არაფერი იქნება,თუ გავითვალისწინებთ,რომ „სევილია“ ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი გუნდია ესპანეთში და არა მარტო...-სიცილს ვერ იკავებდა კაცი.
ნიამ ღვედი შეიხსნა,სკამზე მუხლებით დადგა და უკან მჯდარ შუახნის ქალბატონს,მუხლზე ხელი შეახო ყურადღების მისაქცევად,კაცი გაოგნდა და თავადაც შებრუნდა მთელი კორპუსით უკან.
-უკაცრავად ქალბატონო ... -დაიჩურჩულა ნიამ.-შეგიძლიათ ერთი ფეხბურთელი მითხრათ ვინც „სევილიაში“ თამაშობს ან თამაშობდა.
-სად?!-თვალები დააწვრილა ქალმა.
-ესპანურ კლუბში, „სევილიაში“.
-არა,შვილო ვერაფრით დაგეხმარებით ... ჩემი ქმარი „ბარსელონას“ გულშემატკივრობს ...
-კარგით,შეგიძლიათ ოთხი ფეხბურთელი დამისახელოთ,ვინც „რეალ მადრიდში“ თამაშობს?!
ქალს გაეცინა.
-რავიცი,რონალდო როგორც ვიცი იტალიაში გადასულა,რამოსი ... აი ის,ადრე გრძელი თმები ჰქონდა, ცოტა უხეშად თამაშობს ... -ქალი აშკრად ჩაფიქრებული იყო და სხვების სახელების გახსენებას ცდილობდა-მარსელი ... ხუჭუჭა ბიჭია,ცოტა დაბალი.
-მარსელო ..-გაეღიმა ნიას-დიახ,კიდევ?
-შვილო ძველები რომ გითხრათ?
-იყოს ძველები.
-ოჰ,-სკამზე შესწო რდა ქალი და გაღიმებულმა დაიწყო-დიზაინერის ქმარი,რომ არის ... ინგლისელი... დავითი.
-ბექჰემი ..-„მეწაღე“ ორად გაკეცილი ფხუკუნებდა.ნია ისევ მომღიმარი უსმენდა ქალს.
-მაღალი რომაა მელოტი,მერე მწვრთნელი იყო,რაც მაგას ჩემი ქმარი აგინებს ...ზიდანი.
-კიდევ,ხომ არ იცით?!
-როგორ არ ვიცი,მაგათ გაუშრეს სისხლი ჯერ მესის და მერე ჩემს ქმარს-გადაიკისკისა ნიამ ქალის სიტყვებზე-პატარა,რომ არი ლუკა ... ხორვატია,მსოფლიო ჩემპიონატიდან მახსოვს ...
-მოდრიჩი.
-ნუ ეხმარები!-მაისურზე დაქაჩა კაცმა ნიას.
-ბენზი ... არა,ბენზემა და აზარი!-სახე გაუნათდა ქალს.
-მადლობა,ქალბატონო და ბოდიში შეწუხებისთვის...-თბილად გაუღიმა ნიამ ქალს და სკამზე თავისი ადგილი დაიკავა-ხედავთ?!აი,თქვენი „სევლია“ ...
-რა გამოვიდა?ნახევრად ეხმარებოდი ..
-დიდი ამბავი,კომენტატორებს ეშლებათ ფეხბურთელების სახელები და ქალს ასო თუ შეეშალა,რა მოხდა?!
-მაინც ვერ იყო კარგი შედარება,რომ გეთქვა „მადრიდი“ და რუსეთის „სპარტაკი“ კიდევ ჰო ...
-გამახსენეთ,და შემისწორეთ თუ ვცდები ეს ის რუსეთი არ არის,ესპანელები და მათ შორის მადრიდის ფეხბურთელები სულ კინწისკვრით,რომ გამოუშვა მსოფლიო ჩემპიონატიდან?
-ჩაწყობილი იყო ეს თამაში .!-წარბები შეკრა კაცმა.
-ასე, „სევილიას“ მოგებაც ჩაწყობილი იყო,სად აქვს ესპანეთს „სევილიას“ მოსაგები თასები?
-თქვენ საუბრობთ გუნდზე,რომელიც ესპანეთის ჩემპიონი,ესპანეთის სუპერთასის,უეფა-ს ევროპა ლიგის თასის ექვსგზის და უეფა-ს სუპერთასის მფლობელია ... როგორც მინიმუმ პატივისცემას იმსახურებს ...
-პატივისცემას „ჩიხურაც“ იმსახურებს,რა თქმაა?!-აღშოფთდა ნია.
-არაა,ფეხბურთი ქალების სპორტი და აჰა!-გაეცინა კაცს.
-თქვენზე გაცილებით უკეთ ვიცი ფეხბურთი,ბოდიში,მაგრამ ...
-„სევილიას“ „ჩიხურასთან“ ერთ წინადადებაში,რომ მოიხსენიებთ და ჩიხურა უფრო დადებით კონტექსტშია აქედან ჩანს ფეხბურთის ...
-მე ქართველი ვარ,რაც იმას ნიშნავს,რომ „ჩიხურა“ ყველა ესპანურ კლუბს მირჩევნია „მადრიდის“ და „ბარსელონას“ ჩათვლით!-კაცი გაშრა.თითქოს პირველად მოხდა,რომ პატრიოტობაში აჯობეს,მაგრამ ამ გოგონასთან ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებდა.
-აქ „ჩიხურა“ და ესპანეთი არაფერ შუაშია,აქ მხოლოდ ლოგიკური ...
-ლოგიკური მსჯელობა მხოლოდ ომის წინ არი მიზანშეწონილი,როგორც ბოლო ცნობებით ვიცით,ესპანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობები გვაკავშირებს,რაც შეეხება „სევილიას“ და „ჩიხურას“ შორის სიყვარულს და დაფასებას ეს ჩემი,როგორც თავისუფალი მოქალაქის უფლებაა და მას ასე ვიყენებ, „ჩიხურას“ სასარგებლოდ.
-არ მესმის ... -გაეღიმა კაცს და ნიას გადმოხედა-ჩვენ ორივემ ვიცით,რომ საოცრად უთანასწორო შედარებაა ...
-ჩემი მეზობელი მზიკო,ფორტეპიანოზე ისე უკრავდა მთელი სამეზობლო ვჩუმდებოდით და ვუსმენდით,მე რომ დავიწყე მუსიკაში სიარული ინსტრუმენტი ტიროდა ახლოს არ გამეკაროო,მაგრამ დედაჩემს მაინც მე უფრო ვუყვარდი ვიდრე ჩემი მეზობელი მზიკო „ბუნიათაშვილი“...
-ალექსი .. სასიამოვნოა ... -პირველად მოუნდა ცხოვრებაში ტყუილი ეთქვა.არავის აძლევდა თავისი სახელის შემოკლების უფლებას,ახლა კი თავად გაეცნო უცნობს,როგორც „ალექსი“ და არა „ალექსანდრე ..“ ალბათ,იმიტომ რომ პირველად შეეშინდა მეწაღე,რომ არ იყო.
-აი,თურმე!-გაეცინა ნიას-ნაკლებ სასიამოვნოათქო არ გეტყვი,შენსავით მატყუარა კი არ ვარ!-პატარა ბავშვივით დაეჭყანა კაცს და თავზე წამომდგარ სტიუარდესას ოროსანი ბავშვივით ახედა.
-ცოტა ხმადაბლა ისაუბრეთ,უკაცრავად ...-სახე დამანჭა ყალბად,სტიუარდესამ.
-ბოდიში ..-ამოიჩურჩულა ნიამ და მთელი ზურგით აეკრო სკამის საზურგეს.
-„ჩიხურას“ გარდა რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?!-სიცილს ვერ იკავებდა ალექსი.
-ნუ დასცინით,მართლა მწყინს!-ვეღარ გაიგო რა უფრო ეწყინა თქვენობითი ფორმა თუ „ჩიხურას“ გვერდით მცირეოდენი ირონია,რომელიც „ჩიხურას“ კიარა უფრო ნიას ეკუთვნოდა.
-რას კადრულობთ?!ბრძანეთ,გისმენთ ...
-ასე ნუ მელაპარაკები,ვერ დამაკომპლექსებ სარკაზმით!-თითი ცხვირწინ გაუბზიკა გაფრთხილების ნიშნად-ბავშვობაში „ბარსელონას“ ფანი ვიყავი,მერე ცოტა გადამიყვარდა ფეხბურთი.დროს ვერ ვპულობდი საყურებლად,არადა რაც მთელი გულით გიყვარს მისთვის დრო სულ გაქვს,მე კიდე არ მქონდა,ანუ ცოტა აღარ მიყვარდა ..-ალექსს ეღიმებოდა ნიას ბავშვურ საუბარზე-მერე,ევროპას და მსოფლიოს ვუყურებდი მაინც ვერ მეთმობოდა წითელი ფერი და პიკეს გულშემატკივრობის შანსი ...-ალექსმა გულიანად გადაიხარხარა და სტიუარდესამ ლამის თვალებით ცემა-არა,რა გაცინებს?!
-პიკეს რატო გულშემატკივრობდი?
-ჯერ ერთი,იმიტომ რომ ყველაზე სიმპათიური „ქერა-ცისფერთვალებას“ კომბინაციაა,მეორეც იმიტომ რომ ხალხის აზრს არ დაემონა და თავისი საყვარელი ქალი ცოლად შეირთო,მესამეც იმიტომ რომ საუკეთესო მამაა ... მეოთხეც იმიტომ რომ რონალდოს აწვალებდა,რამოსს ახლაც უშრობს სისხლს,მაგრამ საოცარ წყვილს ქმნიან ერთ გუნდში,ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მაგრადაც იცავს თავის გუნდს!
-ფეხბურთელის ცისფერ თვალებს და მომღერალ ცოლს მის ფეხბურთელობაზე მაღლა რომ აყენებ ... რავიცი,მე რომ პიკე ვიყო ბადესთან ერთად თავსაც მოვიჭრიდი!-ჩაიქირქილა ალექსმა.
-იბოღმები ..!-სახე დაბრიცა სასაცილოდ ნიამ-ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი,ექიმი,მეწაღე და სტიუარდესა .. აუჰ!-თავი დაბლა დახარა და თავზე წამომდგარ სტიუარდესას მზერა აარიდა.
-ამით იმის თქმა გინდა,რომ ... საერთოდ რის თქმას ცდილობდი?!-სტიუარდესა არც შეუმჩნევია ისე გადახედა გოგონას.
-ბოღმა ხართ ეს კაცები,ცარიელი,ბოღმა!-იცინოდა გოგონა და თავს უფრო დაბლა სწევდა სტიუარდესას რომ არ შეენიშნა.
-დარწმუნებული ვარ შაკირასი ისე გშურს ღამღამობით სამსართულიან წყევლებს უგზავნი ესპანეთში!
-იუმორშიც „სევილიას“ ვერ ცდები!
-ანუ ესპანეთის გულშემატკივარი ხარ ... აი,ხუთი ფეხბურთელიც,რომ გითხრა ვერ ჩამომითვლი ...
-ყველა კაცი ასე ბანალურად რატო ცდილობთ გოგოების გამოჭერას ფეხბურთის შესახებ ცოდნაში?!
-ასე ბანალურად გამოსცადე ის ქალბატონი და რა გამოდის?!
-ორივემ ძალიან კარგად ვიცით,რომ ხუთის ჩამოთვლაც შემიძლია და ძირითად ნაკრებს პლუს თავისი სათადარიგოებიც!
-ჰო,აი შენნაირად რომ იციან ესპანელებმა თამაში ამიტომაც წააგეს რუსეთთან ...-ენაზე იკბინა ალექსანდრემ,თავადაც მინი-ინფაქტი გადაიტანა რუსეთმა ესპანეთი,რომ გააგდო და გულში გაჰკრა თავად რომ უწევდა ესპანელების ლანძღვა.
-ჰო,აი ჩაწყობილი იყო,როგორც ერთმა სპორტის „მარადონა ობოლაძემ“ განაცხადა.-იცინოდა ნია.
-ასე არ მაწყობს ..-სახეზე ხელი ჩამოისვა და მიხვდა,რომ ერთი პატარა გოგოს წყალობით კანში ვეღარ ეტეოდა.-ვინ არის ბარსელონას მწვრთნელი?!
-ალბათ მეხუმრები ხო?
-არა,აი მიპასუხე ...
-არა,სერიოზულად?! .... ვაიმე,სერიოზულად მეკითხება ..-სიცილი აუვარდა ნიას-კუმანი.-წამის მეასედში შეეცვალა სახე და უაზრო,უემოციო გამომეტყველბით გადახედა ალექსანდრეს,რომელსაც სახეზე ესპანეთის ფორმის ფერი ედო.
-გვარდიოლამდე?!
-რეიკარდი ...-სახეს არ ცვლიდა ნია. -_-
-გვარდიოლას მიღწევები?
-კიდე მეხუმრები?
-ჯანდაბა,მიპასუხე!
-ნერვოზი გჭირს,იმკურნალე! სამი ლა ლიგა, სამი სუპერ თასი, ორი მეფის თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა,ორი ...
-ჩუ,მორჩა,მაცადე ...!-უკვე ღრმად სუნთქავდა-გამაგებინე,რა სიგიჟეა ..?!აბა აღარ ვუყურებდი დრო არ მქონდაო?!
-ლა ლიგა და სუპერ თასი გამოვტოვო ... ვინ გგონივარ?!
-გოგო!
-გოგოებმა ბიჭებზე გაცილებით მაგარი გულშემატკივრობა ვიცით,კაბამ და მანდილმა არ მოგატყუოთ,რა!-ცხვირი აიბზუა ნიამ-მორჩა გამოცდა?
-ნუ,ერთ „ბარსელონას“ როგორმე აითვისებდი ...-ჩაიქირქილა ალექსანდრემ და მუცელზე ხელები უდარდელად გადაიჯვარედინა.
-სხვა გუნდებზე კითხვები აღარ დამისვა შენი ჭირიმე,გულის შეტევა არ დაგემართოს!-ალექსანდრეს დაქაჩულ თვალებზე ისევ სიცილი აუვარდა და მეორე სერია დაიწყო სტიუარდესასთან ბრძოლის.
-ქართველებთანაც ასე მაგრად ხარ?
-გახლავართ.
-მეეჭვება ..-ჩაილაპარაკა და წარბები აწკიპა,უჩუმრად ამოიღო პირადობის მოწმობა და თვალი ისე გადაავლო,როგორც დიდ ლექსს,რომელსაც გამწარებული იზეპირებდა,სანამ მასწავლებელი დაფასთან გაიყვანდა,რომ არ დავიწყებოდა.
„ალექსანდრე არშბა“ ყველაფერი ისე იყო,როგორც უნდა ყოფილიყო,მაგრამ ფაქტია ქალი ტატიშვილი ან ქალი ობოლაძე სულაც ვერ ცნობდა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და დიდი,ალექსანდრე არშბას შვილიშვილს;აქ-მეწაღე ალექსს.
-ნებისმიერი მკითხე,ნუ თუ არ დაიღალე და კორსიზიც სადმე ახლოს გაქვს,თორემ დიდი შანსია თვითმფრინავში ექიმი არ იყოს და პირდაპირ ზეცაში დალევ სულს.!
-ეროვნული ნაკრები ... მანდ ყველაზე მეტად ვინ ... ვინ მოგწონდა?!-უკვე ყელი უშრებოდა.
-მესხის მერე,როგორც ფეხბურთელი ...?!
-ნუ,ასეთი კრიტიკულიც ნუ იქნები ..-მოსაცმელი გაიხადა მაღალი ტემპერატურისგან.
-ყიფიანი,მეტრეველი,არველაძეები ... რომელი ერთი გითხრა?!
-მოქმედი!-შეჰყვირა ალექსანდრემ და უკამყოფილო სახეები დააიგნორა.-ყოფილი მოქმედი.-პირველად იგრძნო,რომ საკუთარი ტყავიდან გამოათრიეს და ახლა უკან ვეღარ ბრუნდებოდა.
-ყოფილი მოქმედი ... მოგაწოდო ვალერიანი?სულ ვატარებ ხოლმე ჩანთით,ფერი არ გადევს სახეზე ...-ფხუკუნებდა ნია.
ნიას მთელი გუნდი რომ ჩამოათვლევინა თითოეულის დახასიათებით და ერთხელაც ვერ ათქმევინა თავისი გვარი თავადაც შეეჭვდა,საკუთარ თავში და ოჯახში.
გოგომ „ტორბედოს“,“საბურთალოს“,“ლოკომოტივის“ პირველი თაობის ფეხბურთებელი იცოდა და უფროს არშბას,საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მცველს ცოცხალი თავით არ ასახელებდა,ისევე როგორც ჯუნიორ არშბას,რომელიც პირდაპირ მის გვერდით იჯდა.ალექსანდრე იმაზეც დაფიქრდა,ვაი თუ მიცნო და მეთამაშებაო,მაგრამ გოგონას მისდამი დამოკიდებულებამ ეს ეჭვი იმ წამსვე გაუფანტა.
-მორჩი,რა უკვე ბურთი და დინამოს სტადიონი მელანდება,გაზონზე პიკე რომ დარბის „ჩიხურას“ ფორმით,აღარ მინდა!-აწუწუნდა ნია.-ხომ ხედავ,რომ უძლეველი ვარ,ქალების იმ ფრთას წარმოვადგენ,რომლებიც კაცებზე მაგარი გულშემატკივრები და ფეხბურთის მცოდნეები არიან,ნუ აღიარე,რა!
-არასდროს!
-ოდესმე,თუ ერთად მოვხვდებით თამაშზე გაჩვენებ,მაგ „არასდრო-ს“-გაეცინა ნიას,დაღლილობისგან თვალები ეხუჭებოდა და კისერზე მოდებულ ფუმფულა ბალიშზე თავი ისე ჩამოუვარდა ალექსანდრემ ღიმილი ვერ შეიკავა.
პარიზში ჩაფრენამდე ეძინა.
თვითმფრინავი დაეშვა და მალე მგზავრებისგანაც დაიცალა იქაურობა,ნიას ისევ ტკბილად ეძინა.

-გოგონა,ჩავფრინდით!-სტიუარდესას უხეშმა შეხებამ გამოაღვიძა-რა არის,რა უზნეობაა?! რადგან ცნობილი ადამიანია ყველაფრის უფლება აქვს?!-წუწუნებდა ქალი და ილუმინატორზე მიწერილ წარწერას დაბღვერილი უყურებდა-მაკო,როგორ გავწმინდოთ?
-აი,მომაქვს სითხე ...-გამოსძახა გოგონამ.
ნიამ მზერა ილუმინატორზე გადაიტანა,სადაც მარკერით დაწერილ ქართულ ასოებს გადააწყდა.
„არშბა 7- მხოლოდ მე გამოგრჩი“
პირზე ხელი აიფარა და სიცილი აუვარდა.
სასწრაფოდ გადაუღო ფოტო და იქაურობას გაეცალა.
„სწორედ შენთან ჩამოვედი,არშბა!“
ბუტბუტებდა თავისთვის და მებაჟეს საბუთებს აწვდიდა.

საფრანგეთი ყოველთვის იყო საოცრებების,ჯადოსნური ღამეებისა და ოქრისფერი განთიადების ქვეყანა,სადაც ყველა სასწაული ახდენას ექვემდებარებოდა.
იქ სადაც ეიფელი ცის კაბადონს ეხება,რატომ არ შეიძლება ჩვენც შევეხოთ მიუწვდომელს?!
სწორედაც.
შეიძლება!

აეროპორტში თვალებს აცეცებდა,მაგრამ ნაცბობი სილუეტი ვეღარ დალანდა.
თავისი ნაცნობი უკვე იქ ელოდა ფურცლით ხელში:
„ქართველი,ნია ივანიძე“
-გამარჯობა!-გაეღიმა ნიას ხანში შესული ქალის დანახვისას,რომელსაც ალაგ-ალაგ შევერცხლილი თმები უფრო ალამაზებდა.
-თქვენ ხართ,ნია?-ქალს აშკარად ეტყობოდა საქართველოს სურნელის მონატრება.
-დიახ,მე ვარ.
-წამობრძანდით,ჩემს ერთ-ერთ აპარტამენტში წაგიყვანთ,იმედი მაქვს მოგეწონებათ ..
-ტელეკომპანიამ აპარტამენტი შეუკვეთა?
-არა,მხოლოდ ერთი ნომერი სასტუმროში,მაგრამ რომ გავიგე ქართველი იყავი,სასტუმროს ნომერში,როგორ გამეშვი?!-გაეღიმა ქალს და თავისი პატარა მანქანის საბარგული,რომელიც უფრო პატარა იყო გახსნა-ნაწილი აქ ჩავდოთ,რაც არ ჩაგეტევა უკან სავარძელზე განვათავსებ..
-სულ ეს არის,ჩაეტია.-გაეღიმა ნიას-იცით,არ მინდა შეგაწუხოთ ..
-რას ამბობ,შვილო?!შენ,როგორ უნდა შემაწუხო?
-შეიძლება კომპანიამ აპარტამენტის ხარჯები არ დაფაროს,მათ ყველაფერი ...
-არ მინდა მაგათი ხარჯები,ეს თანხა,რაც ნომრისთვის გადმომირიცხეს შენ ანგარიშზე გადმოვიტანე.-თვალი ჩაუკრა ქალმა,ნია გაწითლდა.
-რას ამბობთ,ასე როგორ ...
-ჩემო,ოქრო ..-გაეღიმა ქალს-ეს პარიზია,შენ ქალი ხარ და აქ ფული ზედმეტი არასდროს არის! ერთი კვირა უბრალოდ მომეცი საშუალება ასე მაინც გამოვხატო ჩემი მონატრება საქართელოს მიმართ ...-ცრემლები მოერია.
-კი,მაგრამ ...
-ძალიან გთხოვ,ძალიან,ძალიან ...-პატარა ბავშვის მსგავსად ამოხედა ქალმა ნიას-ამით მე არაფერი მომაკლდება,მხოლოდ ... გულს გამოვიკეთებ.მე იაკო,მქვია აქაურები იაიას მეძახიან.
-იცით,ბებომ ჩურჩხელები გამომატანა,ცოტა ყურძნის წვენი ... იცოდა რომ ქართველის სასტუმროში მოვდიოდი და მითხრა იქნებ ... იქნებ მოუნდესო,აქ შუაგულ პარიზში ყურძნის წვენი,რამდენად სწორი საჩუქარია არ ვიცი,მაგრამ ...
-ქართული,აქ ყველაფერი საჩუქარია.-გაეღიმა ქალს და ჩამოგორებული ცრემლი შეიმშრალა.
აპარტამენტი პატარა ზომის სახლს ჰგავდა,სადაც ყველაფერი კომფორტულად იყო მოწყობილი.სახლი ძალიან მცირე ზომისა იყო,მაგრამ საოცარი ხედით.
-აქ ასეა,დიდი ბინები ძირითადად მდიდრებს აქვთ,ჩვეულებრივი მოსახლეობაც კი ამაზე გაცილებით პატარა ოთახებში ცხოვრობს,საფრანგეთის ხედი ეს ძვირი ფუფუნებაა თავად ფრანგებისთვისაც.
-ეს ხედი ქოხსაც სასახლედ აქცევს ალბათ ... აქაურობა ისეთი ლამაზია ...-ირგვლივ მიმოიხედა ნიამ.სპილოს ძვლისფერი კედლები ლამაზ შეხამებაში მოდიოდა ღია ვარფისფერთან.აივანი პირდაპირ საძინებლის გასწვრივ იყო,წინ შუშის მაგიდა ორი სკამით და მწვანე მცენარით იწონებდა თავს,იქვე იყო პატარა სამზარეულო და აბაზანა.
ნიამ ბებოს გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა იაკოს,რომელმაც ტირილი ვერ შეიკავა.გოგონამ პირობა ჩამოართვა,რომ სანამ საფრანგეთს დატოვებდა აუცილებლად მისცემდა იაკო ინტერვიუს.ქალმა ნია მარტო დატოვა მოსასვენებლად.
ნიასთვის კი დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი,ახალი ისტორიით.

ნია ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიაში მუშაობდა,სპორტული გადაცემის პროდიუსერის თანაშემწედ.ხშირად გზავნიდნენ ინტერვიუების ჩასაწერად უცხო ქვეყნებში,მაგრამ საფრანგეთში პირველად იყო,ისიც შემთხვევით.მისი დავალება პირდაპირ უკავშირდებოდა ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელს,ალექსანდრე არშბას,რომელიც ერთადერთი ქართველი იყო,ვინც სპორტული სამყაროს ერთ-ერთ გახმაურებულ კომფერენციაზე მოხვდა ისეთ მწვრთნელებს შორის,როგორებიც იყვნენ თავად ჟოზე მოურინიო(„ბარსელონას“,“რეალ მადრიდის“, „ჩელსის“ ყოფილი და ამჟამად „ტოტენჰემის“ მწვრთნელი),ლუის ენრიკე(ამჟამად ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი,)კლინსმანი(„ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელი)ზიდანი და სხვა.
ადამიანები,რომლებისგანაც სხვები ფეხბურთს სწავლობენ ერთ დღეს ხდებიან შენი კონკურენტები და შენ ისევ თავდახრილი დგახარ მხოლოდ ერთი მიზეზის,გამო ...
ისინი თავიანთი კარიერის პიკს მოედანზე ბურთთან ატარებდნენ ...
შენ მოედნის გარეთ ტაქტიკების ხაზვა-სწავლაში.
ალექსანდრემ ერთი წაგებით დაასრულა იქ,სადაც სხვები ახალ ცხოვრებას აწყობდნენ.
არასდროს უნანია მოედნის მწვანე საფარის დატოვების ურთულესი გადაწყვეტილება,რომ მიიღო 23 წლის ასაკში.
არც სპორტის უნივერსიტეტში ჩაბარება და სპორტულ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელად შესვლა არ უნანია.
ალბათ,იმიტომ რომ ყველა შეცდომა ის გაკვეთილია,რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ვიმახსოვრებთ და თუ ამის ძალა გვყოფნის მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში ვიყენებთ.

-ზურიკ,ლოკაცია გამომიგზავნე.საშვი მჭირდება,რომ შემიშვან ... რომ წარმოვიდგენ სად უნდა შევძვრე ... შეიძლება ტირილი იქვე დავიწყო ბედნიერებისგან და ცოტა შიშისგან!
-ეს არი შენი საბრძოლო განწყობა?-გაეცინა მთავარ პროდიუსერს და კამერაში მომღიმარ ნიას თვალი ჩაუკრა-შენ,არ იჯავრო საიმედო ხელში მყავხარ,თუ რამეს გააფუჭებ დაიყვირე ქართველი ვართქო და ჩვენი გმირი გიხსნის!
-ნუ იცინი!
-შენ, არ იცი მაგ კაცის პატრიოტობა რა უსაზღვროა,გვარდიოლას ფეხებში ბაბუაჩემის ორლულიანი თოფი რომ ესროლო,შენი ქართველობის ამბავში გამოგაპარებს ქვეყნიდან.!-სიცილს არ წყვეტდა ზურა.
-აეროპორში გავიცანი,უფრო სწორედ თვითმფრინავში და ... მაგაზე მაგარი პატრიოტი მე ვარ, „სევილია“ ურჩევნია ჩვენ ჩიხურას,არა წარმოგიდგენია?!
-რაო,რაო?!-შეჰყვირა ზურამ.
-ზურიკ,უნდა წავიდე დავისვენო ხვალ ძალიან რთული დღე იქნება და დარწმუნებული არ ვარ,რომ ჩემს ჩემოდანში შემთხვევით ბაბუაშენის ორლულიანი თოფი არ იმალება,მერე ვაი და წამიცდეს ხელი გვარდიოლას ფეხებისკენ,ხომ დავღუპე ფეხბურთი და ოჯახი?!
-მამულიც,ენაც და სარწმუნოებაც!-ხარხარებდა ზურა-არ შევმცდარვარ შენ,რომ გაგიშვი. გთხოვ,იმედები არ გამიცრუო,ზუსტად დაუმიზნე!-სერიოზული ტონი ისევ სიცილმა შეცვალა და ზურას გამოსახულება გაქრა.
მთელი ღამე ვერაფრით დაივიწყა „სევილია“,პიკე „ჩიხურას“ მაისურში,მარსელი-მარსელო და ილუმინატორი ... „ალექსანდრე არშბა 7-მხოლოდ მე გამოგრჩი..“

ფიქრებში გართულს ჩაეძინა.დილით,რომ გაიღვიძა აპარტამენტი დატოვა და პარიზის ქუჩებში სპორტულებით მორბენალმა შანზ-ელიზეზე დასვენება გადაწყვიტა.
-ჯანდაბა,ნიაკო ძალიან შორს ხარ ... -ზებრა გადაჭრა და პარარელურ მხარეზე ტაქსი გააჩერა.
მისამართი უკარნახა და მშვიდად მოთავსდა უკანა სავარძელზე,სანამ იქვე მორბენალი ნაცნობი სახე არ შენიშნა და გაოგნებისგან პირი დააღო.
-მოიცა,შენ აქ რამ მოგიყვანა ...?!-ამოილუღლუღა ნიამ და ფანჯარა ჩამოსწია,მძღოლს მიმართა ცოტა შეენელებია,რაზეც ფრანგმა გაფართოებული თვალებით გადმოხედა და მაქსიმალურად შეანელა,როგორც შეეძლო.-საქართველოს ნაკრების სიამაყე ... არშბა ...-გადასძახა ფანჯრიდან,ჯადოსნობა იყო აბა რა იყო?!სწორედ მაშინ რომ მოინდომა ალექსანდრემ მუსიკის შეცვლა და წამიერ უ’მუსიკობაში ნაცნობი ხმა გაიგო.
-შენ ... -გაოგნებულმა ჩახედა მანქანაში მდჯარ ნიას,რომელიც ისევ ისე უცინოდა როგორც თვითმდრინავში ფერებზე და უფერო ადამიანებზე,რომ ელაპარაკებოდა.
-წამო გაგიყვან!-უდარდელად აიქნია ნიამ ხელი და ტაქსში ჩაჯდომისკენ მოუწოდა.
-გიჟი ხარ,ხო?!-თვალებს ვერ უჯერებდა ალექსანდრე.
-მალე,თორე დაიტანჯა კაცი!-თვალები დაუბრიალა ნიამ და გვერდით გადაცოცდა ადგილი,რომ გაენთავისუფლებინა.
-სად მეპატიჟები?
-დამაჯარიმებენ,ასე არ შეიძლება!-შეჰყვირა მძღოლმა და არშბაც უცებ ჩახტა მანქანაში.
-თუ გავითვალისწინებთ,რომ განათლება ფრანგულ სპორტულ სკოლაში მიიღე,შენ უნდა დამპატიჟო,მე აქ პირველად ვარ ..!
-მე ... მე,რომ გამოსაცვლელი მაქვს ტანსაცმელი?!ვვარჯიშობდი,სხვათაშორის!-თვალები დაუბრიალა გოგონას,რომ გაახსენდა სირბილი შეწყვიტა.
-იდეაში დარბოდი,ისევე როგორც მე ... უბრალოდ ძალიან ბევრი მომივიდა შანზ-ელიზე და კუსტბა ერთმანეთში ამერია და ცოტა დავიღალე.
-არანორმალური,ხარ!
-დიდი ხანია არითმიამ გაგიარა,მას შემდეგ,რაც თვითმფრინავის ნაცნობმა პიკესთან ერთად გარბენინა საჩხერეში?!-იცინოდ ნია.
-ღირსია შენი ჟერარდი მაგ ტრანსფერის,მაგრამ „ჩიხურას“ ჩამოწერილები არ უნდა!
-გამოვიდა, „ჩიხურას“ დამცველი.შენ,არ იყავი ესპანეთის „სევილიას“,რომ უპაჭუნებდი თვალებს და უტიფრად ღალატობდი დასავლეთს?!
-რას ვშვრბოდი?!-სიცილი აუვარდა ალექსანდრეს.
-ღალატობდი!
-არა თვალებს რას ვუშვრებოდი?!-მუცელს იტკიებდა სიცილით და ნიას თვალს არ აშორებდა.
- უპაჭუნებდი.-ალექსანდრე უკვე ხმით იცინოდა.
-მითხარი,რომ მიცანი ... -ღიმილიანი მზერა მიაპყრო ფანჯარაში მომზირალ ნიას.
-გიცანი,ცოტა დაბერდი,მაგრამ ... არ შეიძლება ბაბუაშენის შვილიშვილი ვერ მეცნე.-ალექსანდრეს თითქოს რაღაც ჩაწყდა.ღიმილი სახეზე შეეყინა და თავადაც პარიზის ქუჩების „თვალიერება“ დაიწყო.
-ეგრე ბაბუა შვილიშვილს გავდეს?!ბაბუაჩემს შეშურდებოდა,დღემდე ამას ეჩხუბება ჩემს ძმას,ყველაფერში მამაშენს დაემგვანეო ... იცი რა სასაცილოები არიან?!-უკან მოიხედა და ალექსანდრეს ნირწამხდარ სახეზე მზერა გაეყინა-ალექს,გაწყენინე ...?!
-არა,საიდან მოიტანე?
-რომ იტყუები ტუჩს იკვნეტ.
-ეს როდის შეამჩნიე?!-გაეცინა და ნიას გადმოხედა.
-მაშინ,ესპანეთი,რომ გალანძღე რუსეთთან წაგებაზე.
-შენ ვის გავხარ?-ხმა ჩაეხლიჩა არშბას.
-მე?ბაბუს!-ამაყად გაიჯგიმა ნია.-შენსავით ვერ,მაგრამ მე ბაბუს ხასიათებით უფრო ვგევარ ... ბაბუაჩემი ბაბუაშენის ფანი იყო,იცოდი?!-გაეღიმა-ჩემი ძმა შენი,ამიტომაც ეჩხუბებოდა ბაბუა,მე არ მგახარო.არ გაბრაზდე,რა.ხომ არ გაბრაზდი,ალექს?
-მიხარია,ვინმე მაინც თუ იყო ჩემი ფანი ..-საშინლად არ მოსწონდა,როცა თავისი შინაგანი იმედგაცრუება საკუთარი თავის მიმართ გარეთაც ჟონავდა.ეს ის ემოცია იყო,რაც მხოლოდ მას და მის სინდისს ეკუთვნოდა და სხვა ამით არ უნდა დამძიმებულიყო.-ანუ ბაბუს გავხარ..!-გაუღიმა ნიას.
-ბაბუ სპორტის კომენტატორი იყო,აი,მაშინ ბაბუაშენი,რომ „დინამოში“თამაშობდა და საქართველოს ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად!-გაეცინა ნიას.
-შენც ჟურნალისტი ხარ,ბაბუს მსგავსად,მაგარია!
-უფრო მაგარი რამეებიც არსებობს.ჯერ მაქამდე ბევრი მიკლია ...არა,გვიკლია ... შვილიშვილებს,ზოგადად ყველა შვილიშვილს.
-ალბათ მართალი ხარ.
-მე 90 პროცენტით სულ მართალი ვარ დანარჩენ 10 პროცენტში ქართველების ცუდ თამაშს ვუყურებ ..-გადაიკისკისა ნიამ.
-აქ ჩამოვალ!-მძღოლმა მანქანა გადააყენა,არშბამ მსხვილი კუპიურა წინა სავარძელზე დაუდო მძღოლს და ფრანგულად უთხრა,სადაც გეტყვის იქ მიიყვანეო.ნიამ გადასვლაც ვერ მოასწრო ისე გაუჩინარდა არშბა.

თავის საცხოვრებლამდე ძლივს მივიდა.
ვერაფრით გაიგო ალექსანდრეს უცნაური მოქმედება,ძალიან უნდოდა ასეთ მნიშვნელოვან დღეს ამაზე არ ეფიქრა,მაგრამ ვერ ეთმობოდა.
გონებაში უამრავჯერ გაიმეორა ტაქსის დიალოგი და ორ უფერო მზერას შორის კავშირი დაიჭირა,თითქოს გონებაში ნათურა აენთო და განათდა.
ცხადი იყო,ალექსანდრეს თვალები ბაბუამისის ხსენებაზე იმღვრეოდა.
მიხვდა უნებურად,როგორ ატკინა,როცა თავისი არც ისე წარმატებული კარიერით ბაბუამისს შეადარა და თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა.
იცოდა ერთ-ერთი მიზეზი,რატომაც ალექსანდრე ჟურნალისტებთან არ ურთიერთობდა მისი ზედმეტად დაზიანებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო თავისი წარსულის გამო.
ამის შესაძლებლობას არც ერთი ჟურნალისტი არ გაუშვებდა ხელიდან,რომ ერთხელ მაინც არ ეკითხათ,რას გრძნობდა,მაშინ როცა ალექსანდრე არშბას შვილიშვილი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თამაშის გადაწმყვეტ მომენტში წაგების მიზეზი თავად გახდა.
ბევრი კუთხით აკრიტიკებდნენ არშბას მაშინდელი ჟურნალ-გაზეთები და ახლო თუ შორი საზოგადოებრივი წრეები.
ზოგი საფეხბურთო კარიერის იმ ღამითვე დასრულებას მის სისუსტეს აწერდა და ამის გამო აქილიკებდა,ზოგიც ქვეყნის სირცხვილს ეძახდა და წაგებაში ერთადერთ დამნაშავედ ცნობდა.
მაშინ მთელი საქართველო დაირაზმა ერთი ფეხბურთელის წინააღმდეგ,რომლის დანაშაულიც ინსტიქტურად საკუთარ კარში გატანილი გოლი იყო იმასთან ერთად,რომ დიდი ალექსანდრე არშბას შვილიშვილიც გახლდათ.
პატარა ადამიანებს არაფერი აახლოვებთ ისე,როგორც ერთი სალანძღავი ობიექტი.
მაშინ არშბას ოჯახს მორალურად გადაუარეს,უფროს ალექსანდრეს ტელევიზიით მოუწია ბოდიშის მოხდა.
ამ ყველაფრის შემდეგ,აღარაფერი იყო ძველებურად.
***
კონფერენციაზე უამრავი ადამიანი ირეოდა.
ნიას საშვის აღებაზე მცირეოდენი პრობლემა შეხვდა.დერეფანში ქაქანებდა გატეხილი ფრანგულით,როცა უზარმაზარი სასტუმროს ჰოლში ზინედინ ზიდანი გამოჩნდა.
სტაფთან ერთად ნიასაც ჩაუვარდა ენა.პრობლემა მალევე მოაგვარეს და ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ სივრცეში გადაიყვანეს.
ჟურნალისტებს ორ საათიანი ფორა ჰქონდათ,შეეძლოთ კონფერენციაზე მიწვეული ნებისმიერი მწვრთნელისთვის კითხვები დაესვათ მათ კარიერაზე,სამომავლო გეგმებზე,მიღწევებსა თუ შეცდომებზე.
აქ გამომწყვდეული არშბა ნამდვილად ვეღარ გაექცეოდა მედიას,რომელთანაც 23 წლის შემდეგ ერთი ინტერვიუც კი არ აკავშირებდა.
ისევე როგორც არშბას იქ ყოფნა იყო დიდი მიღწევა ქვეყნისთვის,ასევე ნიასიც.
დიდ წვალებად დაუჯდა ზურას თავისი თანამშრომლისთვის საშვის მოპოვება.
კონფერენცია დაიწყო თუ არა ატყდა აპარატების ჩხაკუნი და უამრავმა ჟურნალისტმა თითქოს ერთდროულად დაიწყო ლაპარაკი.
აღშფოთდნენ პეპი და ლამპარდი,რა ხდება ჩვენს თავსო.
მალევე მოახდინეს რეაგირება კონფერენციის სტაფმა და ყველა ჟურნალისტს ორი კითხვის უფლება მისცეს სხვადასხვა მწვრთნელებთან.
ნია რიგით ოთხმოცდამეთვრამეტე იყო,ლამის ფრჩხილები დაიჭამა ნერვიულობისგან.
სმოკინგში გამოწყობილი ალექსანდრე მშვიდად უღიმოდა ჟურნალისტებს,რომლებიც ასეთი გიგანტების გვერდითაც კი ამჩნევდნენ.
ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელის სტატუსს ისიც ემატებოდა,რომ ალექსანდრეს თავისი სამწვრთნელო კარიერით უკვე მრავლგზის წარმატებას მიეღწია მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ კლუბებში.თუმცა ასაკის ფაქტორი აქ გაცილებით უფრო დიდ როლს თამაშობდა ვიდრე მისი მიღწევები,რომლითაც იქ ვერავის გააკვირვებდა.
დაახლოებით ისეთი ამბავი იყო,საქართველო მსოფლიო ჩემპიონი რომ გამხდარიყო და საფრანგეთთან 3-0 მოეგო.
მაშინ აღარავის ახსოვდა არშბას ავტოგოლი და დაღდასმული საფეხბურთო კარიერა.
მაშინ ყველა იმაზე ლაპარაკობდა,რომ ამ პატარა ბიჭმა იმაზე ბევრს მიაღწია,ვიდრე ამას ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა.
როგორც იქნა ნიას რიგიც მოვიდა და ნერვიულობისგან ხელებ აკანკალებულმა თვალებით მოძებნა ნაცნობი სხეული,რომელიც უღიმოდა.
მშვიდად და აუღელვებლად უღიმოდა.
თითქოს ვიღაც მოეხვიაო,ისე დამშვიდდა ივანიძე.
-კითხვა ალექსანდრე არშბას:-დაიწყო ინგლისურად ნიამ და იგრძნო,როგორ აუთრთოლდა ხმა ვერ გაჟღერებული ქართულის გამო-თქვენ დიდი ქართველი ფეხბურთელის,ალექსანდრე არშბას შვილიშვილი ხართ,თვლით,რომ მისი იმედები გაამართლეთ?!-ალექსანდრე ისევ იღიმოდა,ისევ მშვიდი სახით უყურებდა ქართველი ქართველს.
-ამას ჩემს ნაცვლად ბაბუაჩემს უნდა ეკითხებოდეთ.-დარბაზში ყველას გაეცინა.ნია დასმული კითხვით უკმაყოფილო იყო და მეორე კითხვითაც ალექსანდრეს მიმართა.
-თქვენ ერთი პატარა ქვეყნის ... -ხმა აუკანკალდა და სადღაც გააქრო ინგლისური ენა-თქვენ ჩემი პატარა ქვეყნის დიდი იმედი ხართ,ისევე როგორც ბაბუათქვენი იყო წარსულში.-ალექსანდრეს ეგონა ყურები დაეგუბა,საშინელი წუილი ტვინს ატკიებდა,ფრანგები გამწვანდნენ სიბრაზისგან,კითხვები ინგლისურად უნდა დაესვა ყველა ჟურნალისტს გაუგებრობა,რომ არ მომხდარიყო.რამდენიმე მათგანი ნიას ანიშნებდა ლაპარაკი ინგლისურად გაეგრძელებინა-წელს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სეზონია,თქვენ კი ჯიუტად აცხადებთ უარს მწვრთნელობაზე ... როგორ ფიქრობთ,თქვენი შვილიშვილი ამ გადაწყვეტილებით ისეთივე ბედნიერი იქნება,როგორც თქვენ ხართ,იმის გამო რომ ბატონი ალექსანდრეს შვილიშვილი ხართ?!გაუგებარი კითხვისთვის ბოდიშს ვიხდი,იმედია მიხვდით რისი თქმაც მსურს ...-კითხვა სწრაფად თარგმნა ინგლისურად და ფრანგებიც ბუნებრივ ფერს დაუბრუნდნენ.
არშბას ეგონა ცხელი წყალი გადაასხეს,ვერავინ მიხვდა,რატომ აგვიანებდა პასუხს იქ შეკრებილი საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა წევრი.
წყალი მოსვა და დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა.
-მადლობა პირველ რიგში.ასე შორს ჩემი ქვეყნისგან მშობლიურ ენაზე დასმული კითხვისთვის ...-იცოდა ნიას ამის გამო პრობლემა შეექმნებოდა და წინასწარ გაუნეიტრალა სიტუაცია-მანამ სანამ მე ალექსანდრეს შვილიშვილი ვიქნები და არა თავად ალექსანდრე,რთული იქნება ამ საკითხზე მსჯელობა.ნაკრების მწვრთნელობა უნდა დავიმსახურო ჩემი კარიერით და არა ბაბუაჩემის შვილიშვილობით.ჩემ პატარა ქვეყანას,ადამიანების დიდი ამბიციები ზიანს მიაყენებს,არ მინდა ამის თანამონაწილე მე ვიყო.ვთვლი,რომ სანამ ამისთვის შესაფერისი გამოცდილება არ მექნება,ჩემი მხრიდან თავხედობა იქნება ნაკრებს ჩავუდგე სათავეში.ეს ყველა აქ დამსწრე მწვრთნელისთვის და არა მარტო,იმაზე დიდი პასუხისმგებლობაა,ვიდრე მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კლუბების მწვრთნელობა.მადლობა კითხვისთვის.
მალევე წამოდგა შემდეგი ჟურნალისტი.
ჩუმად გაიპარა კონფერენციიდან.
ეგონა სული ეხუთებოდა.
გარეთ გამოსულმა ტელეფონი მოძებნა და ზურას დაურეკა.
-როგორ ჩაიარა?უკვე დასრულდა?
-არ აპირებს დათანხმებას,ავტოგოლი პირდაპირ შუბლში გამარტყა ისეთი პასუხი გამცა გაღიმებულმა.
-რაო?!-დაიძაბა ზურა.
-დაელოდე სამ საათში დადებენ ფრანგები.უნდა გავთიშო ზურა.
პროდიუსერს ხმის ამოღება არ დააცადა ტელეფონი გათიშა და ფეხით დაუყვა ქუჩას.
ემოციები უმისამართოდ ერეოდა ერთმანეთში და ვერაფრით ხვდებოდა რატომ უმძიმდებოდა სული ამ ყველაფრისგან.
გრძნობდა რომ რაღაც იმაზე მძიმეს შეეჭიდა,რაც მხოლოდ ფეხბურთს არ ეხებოდა.
რაღაც ძალიან მძაფრს და ღრმად დამარხულს,არშბას გულში.
ზღვარი,რომელიც არ უნდა გადაეკვეთა უკვე დარღვეული იყო და სადღაც გულის ძალიან სიღრმეში ხვდებოდა,რომ ამ მომენტში ნაკრებმა კარგი მწვრთნელი,თვითონ კი ალექსი დაკარგა.იცოდა,კითხვის ინგლისურად თარგმნის პროცესშივე იცოდა,რომ ის ჭრილობა შეუხსნა არშბას,რომლის მოშუშებასაც ალბათ წლები ცდილობდა ყოფილი ფეხბურთელი.
მის მშვიდ თვალებში დაინახა რამხელა ქარიშხალი ბობოქრობდა ალექსანდრეს გულში,როცა ქართულად,ქართველი „საქართველოს იმედს“ უწოდებდა.
მან კი იმედი წლების წინ გაუცრუა ქვეყანას,საკუთარ თავს და იმ კაცს ვისაც ბავშვობიდან აკერპებდა.
იდგა ტრიუმფალურ თაღთან და ის ემოციაც,რაც ამ ღირშესანიშნაობის პირველად ხილვის დროს უნდა ჰქონდეს ადამიანს,სადღაც უკვალოდ ქრებოდა.
ისე თითქოს,პარიზს ფერები აღარ ჰქონდა.
მანამ იბოდიალა ქალაქის ქუჩებში,სანამ უცნობმა ნომერმა არ დარეკა.
რაღაც დიდის მოლოდინში გული,რაღაც „მცირედს“რომ გიგრძნობს,აი ეს განცდა ჰქონდა ნიას.
-გისმენთ ...
-აისრულე ჟურნალისტური ოცნება?გაიგე,რაც გინდოდა?-ხმა ისეთი მშვიდი იყო და ისეთი დამანგრეველი ... ნია ქუჩის განაპირა კაფეში,სკამზე ჩამოჯდა უძლურებისგან-იცი,რომ გადამიარე?იცი,რომ ყველაფერი რაც ენაზე მოგადგება არ უნდა ილაპარაკო?ჯანდაბა,იცი მაინც რას მიკეთებდი,როცა ნაკრების ოცნებებზე მელაპარაკებოდი?
-მე მხოლოდ ...-ხმა ძლივს დაიმორჩილა,მერე თითქოს არსაიდან მოვიდა ძალა,რომელმაც ფიქრების გაჟღერება აიძულა-მე მხოლოდ მეგონა,რომ საკმარისად ძლიერი იყავი 23 წლის ალექსანდრეზე,რომ დაგემარცხებინა საკუთარ თავში ბაბუაშენის ჩრდილი.იქნებ ამით მაინც მიმხვდარიყავი,რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოგივა,მთავარია სცადო!-ხმაში თითქოს ფოლადი გაურიეს ივანიძეს-შენ,როგორც მწვრთნელმა,როგორც ფეხბურთელმა,როგორც დამარცხებულმა ფეხბურთელმა ყველაზე უკეთ იცი,რას გრძნობს ნაკრების თითოეული მოთამაშე,როცა სამარცხვინოდ ვაგებთ ყველა ჯერზე,შენ კი .. წყეული 7 ნომერი ვერ გადახარშე,ვერ მოინელე,საკუთარ თავს ვერ აჯობე,რომ დაეხმარო.ალექსანდრე,რა მნიშვნელობა აქვს,როგორ გამოგივა?შენ ხომ ცდი?შენ ხომ ვალს მოიხდი ერის და ქვეყნის წინაშე?შენ, ხომ საკუთარ თავს აჯობებ?ნუთუ იმდენად პატარა ადამიანი ხარ,რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ,სხვას როგორ აპატიებ შეცდომებს?!...-გახშირებული სუნთქვა ესმოდა.
მერე უბრალოდ გაუთიშეს.
პარიზში რამდენიმე დღე დაჰყო,რამდენიმე ადგილზე იყო და ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელებთან ინტერვიუების აღება მოახერხა,სულ არაფერს ესეც სჯობიაო,გაამხნევა ზურამ და ორი დასვენების დღე აჩუქა.
ყოველ ჯერზე,რამდენჯერაც არშბასთან დაკავშირება სცადა,გასული იყო მომსახურების ზონიდან,რაც ნათლად აგრძნობინებდა ივანიძეს,რომ მასთან კონტაქტს აღარ აპირებდა.
იმ სიმართლის გამო,რომელიც ასე ჰქონდა სისხლში გამჯდარი თავს არ დაუხრიდა,კაცს,რომელიც გრძნობდა გაცილებით მეტი იყო,ვიდრე უბრალოდ კარგი მწვრთნელი ...
მალევე გამოქვეყნდა რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტის სტატია არშბას მიღწევებზე.
***
-გავიგე ქართველი ჟურნალისტის ამბავი ... -გვერდით ჩამოუჯდა საბუთებში ჩარგულ შვილიშვილს.
-თავხედია !-გამოსცრა კბილებში ალექსანდრეს.
-რატო,სიმართლე,რომ გითხრა?!-გაეღიმა ბაბუას.-ლექსო,ბაბუ ... მე შენ ფეხბურთი გასწავლე პირველი თუ კაცობა?!-ალექსანდრეს თითქოს სისხლი გაეყინა ძარღვებში,კალამი ხელიდან გაუვარდა და მზერა ერთ წერტილს გაუშტერა-ერთმა პატარა გოგომ,ნათლად გაგრძნობინა,რომ შენ განცდებს გადააყოლებ შენსავე შანსს,რომ ხალხს დაუმტკიცო ... არც ისეთი უნიათოები ვართ,როგორიც ვჩანვართო ... ბაბუ,როდის გახდი ასეთი ამაყი?-მშვიდი იყო უფროსი არშბა.
-რა ვქნა?დავთანმხდე და ფედერაციაში ყველა თავზე ლაფის დასხმა ავიტანო,რომელსაც დიდი ასოებით დააწერენ „ავტოგოლს?“
-ყველა იმ მიზეზით „დაგასხამს ლაფს“ რასაც თავად შენ მისცემ.
-მე სულ დამნაშავე ვიქნები ..!-ღრმა სევდა იყო ალექსანდრეს ხმაში-შენთან და ქვეყანასთან.
-შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი,ვინც ავტოგოლი შეაგდო კარში.
-მე პირველი ვიქნები,რომელმაც ბაბუამისს და თავის ქვეყანას იმედები გაუცრუა!-ხმას ვერ იმორჩილებდა ალექსანდრე-შენთან... შენ რომ ... შენთან ასეთი მტყუანი,რომ არ ვყოფილიყავი ... მაშინ ამას მარტივად გადავხარშავდი.
-ალექსანდრე ...-ხმა გაუტყდა კაცს-ქვეყანას ჭირდები და არ აქვს მნიშვნელობა წარსულს.მე შენ ასეთად არ გამიზრდიხარ,მე შენ შეცდომებზე დამონებულ კაცად არ გამიზრდიხარ.მთელი ეს წლები გიყურებდი,როგორ იტანჯავდი თავს ამ ამბის გამო,იმ სიტყვების გამო,რაც იმ წელს ჟურნალისტმა მითხრა ... გიყურებდი,როგორ იბრძოდი პროფესიონალურ დონეზე კარგი მწრვთნელი ყოფილიყავი ... ყველა შენი კარიერული წინსვლა,რომ ავიღო არც ერთის დროს არ გქონია თვალებში ის ნაპერწკალი,რომელიც ნაკრებში თამაშისას პირველი საგოლე გადაცემისას გქონდა,მაშინ საოცარი პასი მიეცი თანაგუნდელს ... შვილო,ცოდო ხარ თუ ამ ბედნიერებას კვლავაც არ გამოცდი.ის გოგო მართალია,შენ საქართველოს ართმევ შესაძლებლობას.რაც შეეხება ჟურნალისტს ... ასეთი ადამიანები შემთხვევით არ ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში,ეს კარგად გახსოვდეს ...
-ისევ იგივე ...
დასრულება არ აცადა მოხუცმა,შვილიშვილის ხელი სახეთან მიიტანა და მსუბუქად აკოცა.
-შეცდომებს არ დაემონო,ლექსო,მათაგან ისწავლე,რომ გაიზარდო მომავალში და წარსულის სიმცირეს მოერიო.ქვეყანა თუ გიხმობს,არ აქვს მნიშვნელობა ჯარისკაცი ხარ თუ არა,ადექი და იბრძოლე. თუ გიხმობს,ესე იგი სჭირდები.
***
საქართველოში ჩამოსულს ზურა დახვდა აეროპორტში თავიანთ მეორე ჟურნალისტთან,ნატასთან ერთად,რომლის ნაცვლადაც მოუწია ნიას პარიზში გამგზავრება.
-რა უქენი ამ კაცს?!-არც მიესალმა ზურა ისე შეჰყვირა ნიას.
-გამარჯობა,ზურიკ ... რავიცი ნორმალურად ვიმგზავრე,ჩემს გვერდით მოხუცი ქალი იჯდა და თავისი ამბები მომიყვა ... თურმე ქართველი ქმარი ჰყავს და საფრანგეთიდან ჩამოაკითხა,გჯერა?! ამ ასაკში პაემნებზე დადიან ...
-არშბა მწვრთნელობის შემოთავაზებას დათანხმდა!-შესძახა ნატამ.
ორი წამით დედამიწაზე ადამიანები გაჩერდნენ.
უემოციოდ ახედა ჯერ ზურას მერე ნატას.
-მოითხოვა,რომ ერთადერთ ჟურნალისტს ვისაც ინტერვიუს მისცემს,ეს შენ ხარ!-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ნატა-რა ჯანდაბა მოხდა პარიზში?!
-შენი, სახელი ფოტოსთან ერთად დაბეჭდა ფრანგუმლა სპორტის გაზეთმა,ჟურნალისტის ემოციური კითხვა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელსო,იცი რა გამოხმაურება ჰქონდა?!-მიაყარა ზურამ.
ნია საკუთარ ბარგზე ჩამოჯდა და ზურას ახედა.
-დათანხმდა?
-რა უქენი, „შეულოცვა რადიოთი“ მიკროფონით შეცვალე ?!-ჩაერია ნატა.
-ზურიკ,ახლა მე სახლში უნდა წავიდე მოვწესრიგდე ... შენ,არშბას ნომერი გამიგე .... არა მისამართი და დღესვე გამომიგზავნე.
-ბედი არ გინდა?! -ხელები აღმართა ნატამ ცის მიმართულებით-რამე დაგიშავე?
-ნუ იბოღმები,პოლიტიკაში წასვლა წინა დღით შენ მოიფიქრე და დაგვტოვე რა ეს მარადონას ხალხი სტადიონზე!-შესძახა ზურამ.-სახლში წადი,ყავა დალიე 1 საათი დაიძინე და საქმეს შეუდექი,იქ უნდა ვიყოთ,პირდაპირ მოვლენათა ეპიცენტრში.
-Calm down,ზურიკ!-გაეღიმა ნიას-ჩვენ ვართ ეპიცენტრი!
-მიყვარხარ,ჩემი სკოლის წარჩინებულთა დაფაზე სათავეში მყავხარ დაჭიკარტებული!-ყვიროდა ზურა და ნიას თავისი ბარგიანად მიაქროლებდა აეროპორტის შენობიდან.
***
-ბაბუს გავსთქო ხომ ვამბობდი?!-შესძახა უფროსმა ივანიძემ ხმამაღლა და ნიას თავზე აკოცა-ყანწი,ნათელა!
-სულ გაგიჟდა ეს კაცი!-ხელი აიქნია ნათელა ბებომ და ნიას გვერდით ჩამოჯდა-ბები,ამ შუაღამეს არ წახვიდე იმ კაცის სანახავად,ინტერვიუ დილით აიღე,უფრო გულწრფელი იქნება.!
-ეს საიდან მოიგონე,ნათი?!-გაეცინა კაკის და ნიას თმები აუჩეჩა-რა მოხდა პარიზში,ქალბატონო ნიბროლე?!
-ნიბროლე იქნება შენ საყვარელ ფეხბურთელს,რომ შეხვდება ინტერვიუზე მეორედ,შენ იჯექი სახლში და შეკრიბე გამოაკელი,გაამრავლე გაყავი,შენი საბანკო ანგარიშები!-ენა გამოუყო უმცროსმა დამ კაკის,რომელსაც გულწრფელად უხაროდა დის წარმატება პირდაპირ პროპორციულად რომ იყო დაკავშირებული თავისი ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელთან.
-ვინ იფიქრებდა ქართულ ფეხბურთს თუ დაუბრუნდებოდა?!-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა და ბაბუას გვერდით დაიკავა ადგილი.
-ფეხბურთელად ვერ ივარგა,სამწვრთნელო კარიერაში ასეთი წარმატებები აქვს და ამით მაინც გამოადგეს ქვეყანას?!-იმედგაცრუებული ტონი ვერ დამალა ბატონმა კახამ.
-კარგი,რა ბაბუ!ეგრე დოლიძემ ორი ავტოგოლი შეაგდო,დღემდე რატო გიყვარს?-წარბები აწკიპა კაკიმ.
-დოლიძეს ბაბუა ალექსანდრე არშბა არ ყოფილა,ეგ ერთი!დოლიძის შვილმა ოკუპანტ ქვეყანასთან ავტოგოლი,რომ შეაგდოს და მოგებული თამაში წაგვაგებინოს,მე საფლავში გადავბრუნდები!-ხმაში თითქოს ფოლადი გაურიეს უფროს ივანიძეს-ეს მხოლოდ თამაში არ არის,კაკი შვილო,ისევე როგორც ... ის მხოლოდ წაგება არ იყო!-შვილიშვილებს ტანში გასცრათ უსიამოვნოდ-თამაშის კომენტატორი ვიყავი,ენა ძლივს მოვიბრუნეთ .. რუსების გახარებული მზერა ... დღემდე არასდროს დამავიწყება ... იმ წელს ამ მზერამ უამრავი ქართველი შეიწირა ... როგორც მინიმუმ,სირცხვილი იყო,არშბას მხრიდან თორე,ფეხბურთში ავტოგოლი არავის უკვირს!
-ბაბუ,ამით რის თქმას ცდილობ,არშბამ თამაში გაყიდა თუ რუსეთის აგენტი იყო და ძალით შეაგდო კარში ბურთი?-ვეღარ მოითმინა კაკიმ-ფეხბურთია,როგორც არ უნდა გავაფანატოთ,თამაშია ... არავინ იცის წინასწარ რა მოხდება,ვის რა დაემართება.არშბას ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო აპატიებდი?აპატიებდი!იმიტომ,რომ ის შენი კუმირის შვილიშვილი არ იქნებოდა.ალექსანდრეს ბრალი,არ არის ბაბუამისის შვილიშვილად რომ გაჩნდა და არც იმის გამო უნდა გავასამართლოთ ლინჩის წესით,რომ ფეხბურთელს ფეხბურთში შეეშალა.გახსოვს,რას მეუბნებოდი,როცა რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებდი?აკეთე მანამ სანამ არ გამოგივა,ვინც აკეთებს შეცდომაც მას მოდის და მოგებითაც ის იგებსო.ეს ბიჭი ერთი შეცდომით გადახაზა მთელმა საქართველომ და ჰო ... „როგორც მინიმუმ“ ეს ჩვენი სირცხვილია და არა ერთი საბედისწერო ავტოგოლის!-კაკი ისე ემოციურად ლაპარაკობდა სახეზე გადაწითლდა,კახა ხმას ვერ იღებდა,ნია და ნათელა დაძაბულები უყურებდნენ ბაბუა-შვილიშვილს.კახა წამოდგა და ოთახი დატოვა.
-კაკი,კარგი რა ... ხომ იცი როგორც ....
-ნუ ამართლებ,რა ამ ვაი პატრიოტიზმით!-შესძახა ხმამაღლა-თუ პატრიოტობა გინდათ,ქართველმა ქართველი უნდა გაიტანოს და არა შეჭამოს.ყველამ ჩვენი წილი ავტოგოლი ვზიდოთ და ეს იქნება ჩვენი პატრიოტიზმი,არა ის,რომ რაღაც შეგვეშალა.რაღაც ყველას ეშლება,ნიაკო ამის გამო ადამიანი არ უნდა გადახაზო!
-ბები,ამას ვერ შეცვლი,როცა ასეთი ოჯახის წარმომადგენელი ხარ,შენ მეტი მოგეთხოვება,ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს.-დაუყვავა ნათელამ.
-მე რომ ჩემმა შვილიშვილმა შემარცხვინოს ქვეყნის კი არა თუნდაც მსოფლიოს მაშტაბით მოვკიდებ ხელს და ვაჩვენებ რა შეეშალა ფარ-ხმას არ დავაყრევინებ და კვერს არ დავუკრავ ბრძოლის შეწყვეტაზე .!არც ეგ თქვენი უფროსი არშბა ყოფილა დიდი ვინმე,რას მიქვია ფეხბურთი,როცა ადამიანი იკარგება ადამიანებში!

ისმენდა კახა შვილიშვილის სიტყვებს მეორე ოთახში და გული სიამაყით ევსებოდა.
იმ ოსტატს ჰგავდა,დასრულებულ ნამუშევარს გაღიმებული,რომ შესცქერის და სადღაც გულის ძალიან სიღრმეში ეამაყება,რომ მისია ...
ესმოდა ბაბუას თავისი ნასწავლი სიტყვები შვილიშვილისთვის,შვილიშვილისგან და ხვდებოდა,რომ ტყუილად არ უცხოვრია .!
იმ ღამით ბაბუა სწავლობდა შვილიშვილისგან,რომ „ადამიანისთვის ადამიანად ყოფნა პირველი მოვალეობაა“.

***
დილის 7 საათზე შევიდა შვილიშვილის საძინებელში.კაკის მთელი საწოლი აეთვისებინა და მშვიდად ეძინა.
„ისეთი სუფთა ხარ ბაბუ,ჩვილი ბავშვის ძილით გძინავს ..“-საწოლზე ჩამოუჯდა და წამოზრდილ თმებზე დანაოჭებული ხელი ფრთხილად გადაუსვა.
-მე ნათელას ვგავარ,მაგრამ ბებო არ ვარ,ბაბუ რამე არ შეგეშალოს!-ამოიბურტყუნა კაკიმ და სიცილი ვერ შეიკავა ბაბუამისის შეკრულ წარბებზე-რა გინდა,კახა?!რომელი საათია?
-შვიდია,ბაბუ.
-მშვიდობაა?!-წამოიწია კაკი და ბალიშს აეკრო ზურგით.
-პირველი თამაში არშბა ჯუნიორს 2 თვეში აქვს,ჩემს მეგობარს დავურეკე და ბილეთები წინასწარ ვიყიდე ... წავიდეთ და ვუყუროთ!
-რით დავიმსახურე ამხელა პატივი?-გაეცინა კაკის.
-ადამიანი ადამიანობით ისაზღვრება და არა შეცდომებით.ადექი,ბაბუ შვიდ საათზე ძილი ვის გაუგია?ცივი წყალი შეისხი და გაკაჟდები!-ოთახი ლაპარაკით დატოვა კახამ,კაკი იჯდა საწოლზე გაღიმებული და ამ ასაკშიც ისევე უხაროდა ბაბუსგან ამ სიტყვების მოსმენა,როგორც პატარაობაში,ბაბუას მისი დარგული ყვავილები,რომ მოეწონებოდა ბაღში და შეაქებდა.
ალბათ ესაა ყველაზე წრფელი რამ,რაც ბავშვობიდან უფროსობაში დაჰყვება ადამიანს ...
შექებისას ის სიხარული,რომელსაც ხან გამოვხატავთ,ხან არა,მაგრამ ზუსტად ისე გვიხარია,როგორც პატარებს.
ალბათ ამიტომ გვიყვარს ბებია-ბაბუა გამორჩეულად,მათ არასდროს ენანებათ ჩვენთვის „ბავშვობა“.

***
ცხრა საათზე ბაზაზე იყო ნია გაჭიმული,იქ დაუთქვა შეხვედრა ახალ მწვრთნელს.
მალევე შენიშნა შავი მერსედესი,რომელიც ნელა დააპარკინგა მძღოლმა და იქიდანაც ასევე დინჯი ნაბიჯებით გადმოვიდა ნაცნობი სხეული.
ერთიანად გააჟრიალა სასიამოვნო იმპულსებით დამუხტულ ნიას.
-უბადლო პროფესიონალი ხარ შენი საქმის!-ჩაილაპარაკა და გვერდით ჩაუარა ალექსანდრემ აჟიტირებულ გოგონას.
-იმედი მაქვს თქვენც!-ენაზე იკბინა,რომ გაანალიზა რა პირდაპირიც იყო ჯერ ისევ ლავასავით ცხელ და საშიშ არშბასთან,რომელიც კაცმა არ იცის,როდის აფეთქდებოდა.
ალექსანდრეს დუმილი უკვე მანიშნებელი იყო იმისა,რომ ინტერვიუში რიგი წითელი ხაზები იქნებოდა,რომელსაც ნია არ უნდა გადასულიყო.
-ჩემს კაბინეტში შევიდეთ ..
-მინდორზე ... თუ შეიძლება,რომ სტადიონზე ვიყოთ ..?!-გაუბედავად წარმოთქვა ნიამ.
-როგორც გინდა.-ისე უთხრა თითქოს სულ ერთი იყო იქ ნია იქნებოდა თუ სხვა რიგითი ჟურნალისტი.
სტადიონზე გასულები ჯერ ისევ მარტო იყვნენ,ვარჯიშები ჯერ არ იწყებოდა,ამიტომაც შეუთანხმდა ნიას ორი საათით ადრე,რომ ინტერვიუ ვარჯიშის დაწყებამდე მიეცა.
-როგორ შეაფასებდით გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას?-პიდაპირ მინდორზე რომ დაჯდა ნია ალექსანდრეს თვალები დაექაჩა გაკვირვებისგან.მიხვდა ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და თვითონაც უღონოდ დაეშვა ნიას წინ.
-კრიტიკული.
-რამდენად კრიტიკული?
-კრიტიკულად.
-ბატონო?
-კრიტიკულად კრიტიკული!
-რა გაძლევთ ასე ფიქრის მიზეზს?
-სამ ძალიან კარგ ფეხბურთელს ტრამვა აქვს,რომელიც 6 თვე თუ მეტი არა, უფუნქციოდ ტოვებს სამივეს,მათთან ფსიქოლოგიური მუშაობაა აუცილებელი.გუნდში ბევრი არასტაბილური ფეხბურთელია,თავისი მინუსებით,რომელთა გამოსწორებაც დიდად არ უნდათ, სხვა დეტალებიც გაინტერესებთ?
-რა რეფორმებს გეგმავთ?
-ამაზე წინასწარ საუბარი არ მსურს,ყველაფერს ნელ-ნელა ვიხილავთ,მორჩა?
-გეჩქარებათ?-წარბი პროვოკაციულად აზიდა ნიამ და ისე გადახედა არშბას,რომელმაც ღიმილი ძლივს შეიკავა-ბაბუათქვენს რა რეაქცია ჰქონდა,როცა მწვრთნელობას დათანხმდით?
-გაუხარდა,ყოველთვის მიესალმება ბრძოლის გაგრძელების ნებისმიერ მორალურ ხერხს.
-მორალურში რას გულისხმობთ?
-ყოველთვის მასწავლიდა,რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთო,რაც ადამიანურ ღირსებას არ წამართმევს,რომ ღირსება ყველაზე და ყველაფერზე აღმატებულია.
-ღირსება შეგილახათ ავტოგოლმა?-ნიამ კითხვა ისე დასვა,ვითომ სახელს და გვარს ეკითხებოდა რესპოდენტს.არშბას მხოლოდ გაეღიმა.
-ყველა ფეხბურთელს ულახავს ავტოგოლი ღირსებას,მე იმაზე მეტად ვიდრე ნებისმიერ ქართველს წარმოუდგენია.
-არასდროს თანმხდებით ინტერვიუებზე,რატომ?
-თქვენნაირ თავხედ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია არც ისე სასიამოვნოა.
-თქვენ მე მორალურ ზიანს მაყენებთ.
-დამეთანხმებით,რომ „იმპულსური და უსამართლო ადამიანი ყველაზე ცუდია დუდებს შორის“-ნიამ ღიმილი ვერ შეიკავა-აი,თქვენ რომ ჩემი სამართლიანი აღნიშნვა გაგეტარებინათ და შენიშნვა მიგეღოთ,ვიფიქრებდი,რომ მხოლოდ იმპულსურ ჟურნალისტთან მაქვს საქმე,თქვენ კი არასამართლიანად გამოექომაგეთ თქვენ თავს...-ალექსანდრეც ვერ იკავებდა ღიმილს.
-თუ ჩემი თავხედობით თქვენ ბრძოლის ჟინი გაგიჩნდებათ,მზად ვარ თქვენს სამსახურში ჩავდგე!
-ნუ იქნებით ასეთი თავდაჯერებული.!-თვალი ჩაუკრა ნიას და მინდორს ხელისგულებით დაეყრდნო.
-რა გრძნობაა,როცა მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ხართ ერთ სივრცეში და რამ განაპირობა თქვენი ამ კონფერენციაზე მოხვედრა?
-იქ წარდგენილი ვიყავი,როგორც ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელებს შორის ყველაზე წარმატებული და ყველაზე დიდი გამოცდილებით,თორემ ჩემი ასაკის ბევრი სხვა მწრვთნელი ჰყავს მსოფლიოს ...
-რამდენი „ყველაზე“-ა-ჩაიფრუტუნა ნიამ,რაზეც სიცილი ვერ შეიკავა ალექსანდრემ.-განაგრძეთ.
-თქვენ ყველაზე თავხედი ჟურნალისტი ხართ!-სიცილს ვერ იკავებდა ალექსანდრე.
-გიჩივლებთ!-ეღიმებოდა ნიას.
-იცით,ყველაზე ამაღელვებელი რაც ამ შეხვედრაზე მოურიონიოს,ზიდანის და პეპის ხილვას აღემატებოდა ამდენი ქართული იყო ... -ნიას სხეულში ერთიანად ჟრუანტელმა დაუარა-შუაგულ პარიზში,უამრავ უცხოელთან ერთად მე და ჩემი ქართველი თავისი ქართულად გაჟღერებული კითხვით.
-დავაფასოთ ქართველი ჟურნალისტები ..-ვერ მოითიმინა ნიამ,ალექსანდრეს ხარხარი აუტყდა გოგონას სიტყვებზე.
-მართლაც,რომ ყველაზე თავხედი ქართველი ჟურნალისტი ხართ!
-თქვენი ქვეყანა იმაზე მეტად გიყვართ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია,ვისი დამსახურებაა ეს?
-ბაბუაჩემის.ჩემ ცხოვრებაში ყველა დადებითი მოვლენა ჩემს ოჯახთან ასოცირდება.ბაბუ მასწავლიდა,რომ როცა ქვეყანას დასჭირდებოდა იარაღი უნდა ამეღო და უნდა მებრძოლა,თუ იარაღი არ მექნებოდა მაშინაც ... შიშველი ხელებით ბოლო წვეთამდე,იმიტომ რომ ასე იყო საჭირო,იმიტომ რომ სამშობოლო ერთია,როგორც ოჯახი.
-მაშინ,როცა საკუთარ კარში ავტოგოლი შეაგდეთ,პირველი თქვენს მეხსიერებაში ბაბუათქვენი ამოტივტივდა თუ თქვენი სამშობლო?
-მართლა თავხედობაა ..-გაეღიმა ალექსანდრეს.
-ჩემი თავხედობა გერჩივნოთ სხვის ბოროტებას.
-ბაბუაჩემი... ავტოგოლი ის ერთი წერტილი იყო,რომელსაც დანარჩენი ორი მხოლოდ ბაბუამ მიამატა.მაშინ ყველა ქართველმა გამწირა,არავის ვადანაშაულებ არაფერში,სწორად გამიგეთ ...-ხმა გაუწყდა-მაშინ,როცა ავტოგოლს აგდებ საკუთარ კარში მეტოქე კი რუსეთია ... -ნიამ შეატყო,როგორ აუკანკალდა ალექსანდრეს ხელები და ინსტიქტურად ჩასჭიდა თავისი მტევნები მისას,არშბამ თითქოს ამოისუნთქა-ერთადერთი ვინც არ გწირავს ოჯახია,ის კაცი,ვინც ყველა ქართველზე უფრო შევარცხვინე,ყველა ქართველზე მეტად მას ვატკინე ... მას გავუცრუე იმედები და მხოლოდ მან მაპატია.
-რა უფრო გაგიჭირდათ მოედნის დატოვება თუ იმის გააზრება,რომ მთელი ამ ქაოსის ეპიცენტრი იყავით?!
-რა თქმა უნდა,მოედნის დატოვება.ფეხბურთელი ცუდიც და კარგიც ფეხბურთელია და ეს სიტყვა მთლიანად მოიცავს ამ შეგრძნებას,რასაც ფეხბურთი ჰქვია,რაც ბევრისთვის ცხოვრების მთავარი ღერძია. ალბათ აქ ვცდებით,ხოლმე ადამიანები,ფეხბურთელები,მეწაღეები და ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები ... არავინ და არაფერი არ უნდა აქციო ცხოვრების ღერძად იმის გარდა,ვინც არასდროს მიგატოვებს.მე ფეხბურთმა დამტოვა და ამით ჩემმა ცხოვრებამ ღერძი,რაღაც საარსებო წყარო დაკარგა,ხვდები?!მე,რომ ბაბუა არ მყოლოდა იმ პერიოდში გვერდით დღეს პერსპექტიული ლოთი ან ნარკომანი ვიქნებოდი.მაშინ იმ ავტოგოლმა მთლიანად დაშალა ჩემი გააზრებულად ნაშენები ცხოვრება.მაშინ ვინც არ დამტოვა და არ გამწირა ჩემი რწმენა და ოჯახი იყო.ზუსტად ამას ვგულისხმობ,იმაში,რომ ფეხბურთის დატოვება ფეხბურთელისთვის გულის ამოცლას ჰგავს,სხეულის ნაწილის დაკარგვას,სულის და გულის ნაწილის გაქრობას.
-შეგეძლოთ,რომ გაგეგრძელებინათ ...
-ავტოგოლი ესპანეთის,პორტუგალიის ან არ ვიცი,ბრაზილიის სასიკეთოდ რომ შემეგდო საკუთარ კარში აუცილებლად გავარძელებდი. ეს რუსეთი იყო.რუსის გაღიმებული სახე,როცა წაგებულ თამაშს შენი გოლით იგებს ... ეს არ იყო მხოლოდ ავტოგოლი,ნია.ამას ვერავის ვერ ავუხსნი,ძალიან ღრმაა და მხოლოდ იმას განვიცდი,რომ მარტო ჩემი ტკივილი არ არის,რომ ამას სხვაც ისე განიცდის,როგორც საკუთარი ქვეყნის დამარცხებას.
-ახალი ეტაპი იწყება საქართველოში შენთვის,ამ ამბავს როგორ ეგუები?
-მიხარია,იმიტომ რომ გაჩნდა ახალი მიზნები,ოცნებები,აზრი გაჩნდა რის გამოც ბრძოლა ღირს.
-საკმაოდ უხეში შეკითხვაა,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს -გაეღიმა ნიას-თქვენი ხელფასი დაახლოებით იმდენია,რამდენიც ... დანიის ადგილობრივ კლუბში გქონდათ ...
-ცოტა მეტი.-გაეცინა ალექსანდრეს.
-ნაკრების მწვრთნელი ხართ,ცოტა მეტი?!
-არა,დანიაში მქონდა ცოტა მეტი ... ძალიან გთხოვ,ამაზე არ დაწერო,ვერ ვიტან ასეთ დაწვრილმანებას.-სახე დაემანჭა არშბას.
-ბიჭებს როგორ შეეგუე?!-ნიამ თითქოს ვერ გაიგო ალექსანდრეს სიტყვები.
-მე მშვენივრად,ისინი ვერ.
-რა არი ამის მიზეზი?
-მათზე არც ისე დიდი ვარ და ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებენ ჩემს პროფესიონალიზმს.-გაეცინა ალექსანდრეს.
-ეს არ გაღიზიანებს?
-რას ამბობ,მიხარია!
-გიხარია?-წარბები შეკრა ნიამ.
-ეს იმის მანიშნებელია,რომ აღელვებთ ქართული ფეხბურთის და ზოგადად ნაკრების ბედი.
-ყველაზე კარგი რესპოდენტი ხარ.-გულწრფელად წამოსცდა ნიას,რომ გაიაზრა რა თქვა ენაზე იკბინა.
-ეს ვერ ცვლის შენი თავხედობის ფაქტს!-ცხვირზე თითი სასაცილოდ დაჰკრა ალექსანდრემ გოგონას,რომელსაც ბავშვივით აუწითლდა ლოყები.
-ალექსანდრე,არ გეშინია?! ...-ხმა გაუწყდა ივანიძეს.
-ისე,როგორც არასდროს.-წამოდგომაში დაეხმარა და თვალი მოავლო სტადიონს.
-მე და ჩემს ძმას გვჯერა შენი!
-ოდესმე ბაბუაშენსაც დავაჯერებ!-გაეცინა ალექსანდრეს.
ნელ-ნელა მოდიოდნენ ფეხბურთელები.
ნიას სული ელეოდა ისე უნდოდა აქ დარჩენა და ალექსანდრეს პირველი დღის ნახვა,მაგრამ ამის უფლებას საკუთარ თავს არაფრის დიდებით მისცემდა.
არშბას დაემშვიდობა და აღელვებულმა დატოვა იქაურობა.
მანქანაში ჩაჯდა თუ არა საჭეს ჩამოადო თავი.
ათამდე დაითვალა,როგორც დედამისი ასწავლიდა.
მიხვდა,რომ პირველად ვერ უშველა ირინას რჩევამ.
გული ამოვარდნას ჰქონდა და ამ ამბავს ათი თვლა ვერ უშველიდა,ცხადზე უცხადესი იყო.

***
-რა გამოდის,ასე მიხვედი,ინტერვიუ ჩამოართვი და მორჩა?!-ბოლთას სცემდა ოთახში ნატა.
-ძალიან გთხოვ ღრმად ისუნთქე და ნუ გადამავლებ ამ ცხელ ყავას!-თვალები დაექაჩა ნიას.
-მომიყევი როგორი ბიჭია?!
-აი,თავი 16 წლის მგონია,დავჯდე და ვიჭორაოთ,როგორი ...
-სანამ გადაგასხი და „დაგთუთქე“,ამოთქვი!-ისე შესძახა ნატამ ნიამ თხობრა ეგრევე დაიწყო.
-ნუ,რავიცი ... ცოტა უცნაურია,რაღაცნაირად ღრმა და თბილია.
-ეს თბილი და ცხელი ვიცოდი,მაგრამ ღრმა?!-თვალები დააწვრილა ნატამ.
-არ ვიცი,ნატ ყველაფერს ისე მძაფრად აღიქვამს.მგონია,რომ გადაშლილი წიგნი მიდევს და ასოები ქაოსურად მოძრაობენ,გგონია,რომ მარტივად წაიკითხავ და გაიცნობ,მაგრამ არა! ძალიან სხვაა,არაბუნებრივად სხვა ...
-არაბუნებრივია?!-სულ დაიბნა ნატა.
-არა,ყველაზე ბუნებრივი ტიპია ვინც აქამდე მინახაცს,საოცარი რესპოდენტია.!
-ვერაფერი გავიგე ...
-ოდესმე გაიცნობ და თავად მიხვდები რისი თქმაც მინდა ...
-ტიპი არშბას შვილიშვილი და ლამპარდის ძმაკაცია,გვარდიოლა დარწმუნებული ვარ სნეფჩათში პაკუსას ფილტრით ელაპარაკება და გინდა მითხრა რომ უბრალოდ კარგი რესპოდენტია?!შენ ხოარ ახველებ,შვილო ჩემო?!-ლამის მენჯებიდან ამოვარდა დაუშვილი.
-ჯერ ერთი ლამპარდს და პეპს არ იცნობს,მათთან ერთად ერთი საათით იმყოფებოდა საერთო სივრცეში,მეორეც არშბას შვილიშვილობა მაგისთვის იგივეა რაც დემეტრე პირველისთვის დათუნას შვილობა,რაც უნდა კაი ტიპი იყოს მამის ჩრდილიდან ვერ გამოვა თავადაც იცის,მაგრამ განძის კარი სახლში მაინც მოაქვს ... მოკლედ მარტივად რომ გითხრა დემეტრე პირველი, ბაგრატიონი ვერ და არშბაა!
-იმედია სადმე ნახევარძმა არ გამოგვეცხადება აწ უკვე განპატიჟებული!
-ნუ ხომრობ ასე საშინლად,იუმორი სერიოზულად განიცდის!
-ჩემი ფსიქოლოგიც განიცდის,რომ საკუთარმა მოსწავლემ იმდენი გააკეთა არშბა მისთვის უბრალოდ „კაი რესპოდენტია“ და ჩემი ბოღმის ლეველი შეფასების შკალას სცდება!-წამოაყვირა გალურჯებულ ნატას.
-მოსწავლეს რომ მეძახი არ გრცხვენია?ჩემი დაწერილი ტექსტით მიგყავდა რეპორტაჟი!
-ეგეც გამოცდილებაა,რომელიც შენ არ გაქვს!
-დაიხსომე ნატო,ის ურჩევნია მამულსა ...
-ჩაკვდი სანამ მართლა მოგაყენე მესამე ხარისხის დამწვრობა ... ვინმე ამიხსნით რა ჯანდაბა მინდოდა პოლიტიკაში?!-სტაფი გაოცებული უყურებდა დაუშვილის მორიგ შეტევას.
შეუდარებელი ჟურნალისტი იყო თორე ვინ გაუძლებდა?!
***
სპორტის ფედერაცია ფეხზე დადგა და ვერა და ვერ ჩაატარებინეს კონფერენცია ახლად გამომცვხარ მწვრთნელს,რომელსაც უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდა გუნდში.
-რას შვრება პეპსი ?-სამზარეულოში მჯდარ ალექსანდრეს შემოსასვლელიდან ესმოდა მეგობრის ხმაური.
-მოვიდა იუმორის პაპი!
-პაპს ნუ აბრაზებ ... როგორ ხართ თინა ბებო?!-სახე გაებადრა დათას თინას დახვაზე.
-კარგად,შვილო თავად როგორ ხარ?
-არამიშავს.
-ალექსანდრე,მე გავდივარ და საჭმელი მაცივარშია ..
-სად მიდიხარ,თინუნა?-თბილად გასძახა კაბინეტიდან უფროსმა არშბამ მეუღლეს.
-ბებო,გესმის?!-ქმრის კითხვა დააიგნორა და სამზარეულოში შეიჭყიტა პატარა ბავშვივით.
-კი,ბე მადლობა ...-ლოყაზე თბილად აკოცა ბებოს ალექსანდრემ და მაცივართან მიმდგარ დათას თავში ხელი წაჰკრა.
-მე რატომ არ მელაპარაკები,ქალბატონო?!-გაუღიმა ბაბუმ ბებოს.
-რომ დაიმსახურებთ მხოლოდ ამის შემდეგ,ვაჟბატონო!-სახლის კარი გაიხურა და წავიდა.
-ოხ, ეს ქალები ..-თავი გადააქნია ალექსანდრემ,დათას მიესალმა და ისევ კაბინეტში დაბრუნდა.
-რას შვრება ჩვენი ლორდ კომანდორი?!
-შენი იუმორის მოსმენის ხასიათზე არაა,ნამდვილად!-ამოიზმუილა ალექსანდრემ და სამზარეულოდან პირდაპირ ეზოში გავიდა,გარეთ სასიამოვნო სიგრილე იყო და სარწეველა სკამში დაიკავა ადგილი.
-ამჯერად რა ხდება,საქართველოს ნაკრები უცებ პორტუგალიისას ვერ დაემგვანა?!
-არგენტინა მაინც გეთქვა,რა ყოვლად ბანძი ხარ?!
-გემოვნებაზე ნუ ვიდავებთ,ჩემო ძმაო!
-ფედერაციაში იმდენი პრობლემაა ლამისაა ტვინი გამისკდეს.
-როდის უშინდებოდი პრობლემებს??
-ცოტა ხანი ფეხბურთი და ფედერაცია არ მიხსენო.
-შენი ინტერვიუ გამოაქვეყნა იმ გოგომ.
-ეგ სულ დამავიწყდა,რაო რას წერს?!
-„ცოტა რამ,ნაპოვნი იმედის შესახებ ... საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე არშბა“-ჩემი ძმის კლასელის დაა,ივანიძე კაკი გახსოვს?
-ივანიძე კაკი ... -გაიმეორა ჩაფიქრებულმა-უნდა მახსოვდეს?
-შალიკაშვილის და უყვარდა,შენი გუნდელის ... ნახევარმა ნაკრებმა ცემა და შენ ჩაუდექი შუაში,როგორ არ გახსოვს?
-კაკი ...!-თვალები გაუფართოვდა არშბას,-ეგ როგორ არ მახსოვს,ძლივს გამოვტაცე შალიკას ისეთ ამბავში იყო.
-ივანიძეს მთელი საბურთალო ჩამოუყენა სახლთან და მისი და ვიღაც მოთამაშეს გააყოლა,ფულს ხიდან რომ კრეფდა მისი ოჯახი მოდგმით.
-თბილისის ჭორებში სულ ძლიერი იყავი,მერე?!-გაეცინა ალექსანდრეს
-მერე არაფერი,ეგ გოგო მესამედ გათხოვდა შარშან.
-ეგ ამბავი როდის მოხდა,აი ეგ ჩხუბი?-თვალები დააწვრილა და ისე გადახედა მეგობარს.
-რეზიმ ამერიკიდან რუსული შოკოლადები,რომ ჩამოგვიტანა ... შენი ნაკრების მეორე წელს რა,უკრაინას ხვდებოდით.
-ახლა რას შვრება ეს კაკი?
-რავიცი მართლა თბილისის ჭორბიურო კიარ ვარ,უბრალოდ ეს ამბავი მახსოვს,მაშინ რეზის რუსულ შოკოლადებს ვჭამდით და რაღაც კინოს ვუყურებდით,რომ დარეკე ვერ მოვდივარ ჩხუბიაო.მერე ლევანმაც მოყვა სახლში და შალიკას ამბავში დამამახსოვრდა.
-ოჰ,შეიკრიბა ნაღები საზოგადოება,საქართველოს დიდი იმედი!-სიცილით შეუერთდა ბიჭებს რეზი ამაღლობელი.
-რა ხდება რევაზ,როდის ვქეიფობთ?-შესძახა გახარებულმა დათამ.
-ამ საღამოს ხელი უნდა ვთხოვო და ორივე მჭირდებით არ დამიწყოთ ახლა არ მცალია დაკავებული ვარ, საქართველოს იმედები უნდა გავუმართლო და სამართალს პური უნდა ვაჭამოო!
-ვაი,საცოდაო თათული რა შარში ყოფ თავს?!-თავი გადააქნია ალექსანდრემ და სიცილი ძლივს შეიკავა რეზის წამოწითლებულ სახეზე.
-არშბა,გიმეორებ თავი შეიკავე.ლევანიც ხო მოვა?-ახლა დათას გადახედა რეზიმ.
-ნუ დაგვადუღე,მთელი ერი შენს გვერდით ვართ,ვაჰ!-აწუწუნდა დათა.-არა, მაინც რა ეშარება,არ მეტყვი?-მომღიმარმა გადახედა ალექსანდრეს.
-რომელს რეზის თუ თათას?-ხმით გაეცინა არშბას.
-სწორი შენიშნვაა!-რეზის გადატრიალბულ თვალებზე კარგა ხანს იცინეს.
მალევე წავიდნენ რეზისთან ერთად რესტორანში,სადაც რეზი უკვე ხუთჯერ იყო იმ დღეს მისული ყველაფერი რომ გადაემოწმებინა,რაიმე ინციდენტი რომ არ გაპარვოდა.
-დამშვიდდი,რეზო თუ საჭიროა გარეთ სპეცრაზმს დავაყენებ,უარის შემთხვევაში ვერ გაგვექცევა და მოვიტაცოთ!-შეაგულიანა დათამ.
-ეს ნორმარულია?მომაშორე ალექსანდრე,დავმართებ რამეს!
-მორჩი ახლა,ბეჭედი ხო თან გაქვს?-რესტორნიდან გამოდიოდნენ ალექსანდრემ რომ გააჩერა-არ დაგრჩეს სადმე ყველას რომ აჩვენებ.
-აქ მაქვს,რაღაცას გთხოვ რა ...
-ოღონდ ხელი არ მთხოვო და რაც გინდა ..-ეცინებოდათ ბიჭებს რეზის დაძაბულ სახეზე.
-ზუსტად ეგ უნდა მეთხოვა-უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა რეზიმ-ცოტას გავირეპეტიციებ,სანდრო ნახე როგორ ვნერვიულობ,წესიერად ვერ ვლაპარაკობ,ახლაც სანდრო დაგიძახე ალექსანდრეს ნაცვლად,მიშველე რა!
-შუა ქუჩაში ...-დათას სიტყვის დასრულება არ აცადა ამაღლობელმა,ბეჭდის ყუთი ჯიბიდან ამოაძვრინა და შუა შარდენზე თვალებგაფართოებულ ალექსანდრეს წინ მუხლებზე დადგა.
-მთელი გააზრებული ცხოვრება ვფიქრობდი,რომ ოჯახი ...
-აეგდე ზემოთ,სანამ გადაგაყლაპე ეგ ბეჭედი...-ჩურჩულებდა „მომღიმარი“ არშბა.
-ვიცოდი,რომ ჩემი მეორე ნახევარი სწორედ შენ იყავი ..-ხალხის გაოცებული სახეები დააიგნორა რეზიმ და ისევ განაგრძო-შენ ის ერთადერთი ხარ ...
დათა სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა,ირგვლივ ყველა მათ უყურებდა,ზოგი ჩუმად ვიდეოს იღებდა.ალექსანდრე კი იდგა სახეზე ღიმილშეყინული და ძმაკაცის ამ ხუმრობას გმირულად იტანდა.რეზიმ როგორც იქნა დაასრულა მონოლოგი და ფეხზე წამოდგა,ხალხს აბლოდისმენტებზე თავიც დაუკრა მადლობის ნიშნად და არშბას დაბღვერილ მზერას ელვის სისწრაფით გაექცეოდა ვიღაცას რომ არ დასჯახებოდა.
-ბოდიში,უკაცარავად რა ... ყოფილი ნახევარმცველი მომდევს და ... ეე,შენ ის ჟურნალისტი არ ხარ?!ალექსანდრე,ნახე ვინ ვიპოვე!
ნიას მომღიმარ სახეს რომ გადააწყდა ადგილზე გაქვავდა და აფხუკუნებულ დათას მხარი გაჰკრა.
-ჩემი სტატიების მუზა ხარ,წარმოიდგინე რა ბომბი იქნება ... „საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ცოლობა შარდენზე თხოვეს“ თუ ქმრობა,თუ როგორ არი ეგ ამბავი?!-იცინოდა ნია და მის მკლავზე ნატა დაუშვილის მოჭერილ თითებს აიგნორებდა.
-ეგ აკლია სრული ბედნიერებისთვის,ისედაც გიჟდება ნაკრები ჩვენ ალექსიკოზე!-ხარხარი აუვარდა დათას.-აუ,ახლა ჟურნალისტურ ამბავში არაოფიციალურად ვსაუბრობ და იმედია ხვალ არ ამაფარებთ სტატიას, ჰო?!-გაუღიმა გოგონებს.
-უნდა ვაღიარო, არაოფიციალურობა რომ არ გეხსენებიათ,ნიას ნაცვლად მე ჩავიდენდი ამ ბოროტებას!-გაეცინა ნატას.
-გამაგიჟებთ ეს ქართველი ჟურნალისტები,კაცს ცოლობა ვეღარ მითხოვია ძმაკაცისთვის,თავს რომ არ დამესხათ!-თავი უკმაყოფილოდ გადააქნია რეზიმ.
-როგორ ხარ? ..-დიდი ხნის ნაფიქრი და ძლივს გადაწყვეტილი წინადადება გაჭირვებით წარმოთქვა და მომღიმარ ნიას თავადაც გაუცინა.
-არამიშავს,კარგად. თქვენ?!
-თქვენში იმედია ჩვენც გვგულისხმობ და არშბას თქვენობით არ მიმართავ!-წარბები აწკიპა დათამ.
-რა თქვენობით საფრანგეთის მერეა ნია აკერია პირზე!-რეზიმ რომ გაიაზრა რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასცა და რა ელოდა შარდენის მერე ამ ყველაფრისთვის ტანში უსიამოვნოდ გასცრა-აი,ჟურნალისტურ ამბავში,რა!
-თავისთავად,ჩვენც სულ ლამპარდზე,პეპზე და არშბაზე ვსაუბრობთ!-ღიმილით წარმოთქვა ნატამ და აქ უკვე სიცილი ვეღარავინ შეიკავა.
-გოგოებო,თუ არ გეჩქარებათ,არ ვარ წინააღმდეგი ინტერვიუ აიღოთ ქალაქის საგამოძიებო სტრუქტურის მამამთავრის,ნაკრების გულშემატკივრის და არშბას მეგობრისგან ...-„თავმდაბლურად“ გაუღიმა ნიას და ნატას დათამ.
-არა,სტრუქტურაზე და გამოძიებაზე რაც თქვა დაივიწყეთ დანარჩენ ორს დაუმატეთ სასურველი სასიძო და ყველაზე სიმპათიური!-გაიჭიმა რეზი.
-აპატიეთ ბიჭებს,აჟიტირებულები არიან,რეზიმ დღეს შეყვარებულს ხელი უნდა თხოვოს ..-მშვიდი იყო ალექსანდრე.
-რადგან შეგხვდი ... შეიძლება რაღაც გკითხო?-ორი ნაბიჯით დაწინაურდა ნია,ალექსანდრემ ბიჭების მომღიმარი სახეები არ შეიმჩნია და ნიას მიუახლოვდა.
-როდიდან მეკითხები შეიძლება თუ არა კითხვის დასმა?!-გაეღიმა ნიას სახეზე.
-პრესაში რამდენიმე საათის წინ გაჟონა ინფორმაციამ,რომ ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები გამოიძახე,რომლებსაც აქამდე არასოდეს უთამაშიათ ნაკრების ფორმით და ორი წამყვანი ფორვარდი მოედანს იქით დატოვე,მართალია?!
-ამის შესახებ უნდა დაწერო?
-არა,ამას ისე გეკითხები,როგორც ნაკრების გულშემატკივარი.
-მართალია.
-ფედერაციასთან უთანხმოებებიც?!
-ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ქომაგისთვის ..-თვალი ჩაუკრა ნიას და პატარა დაკოფსილ ცხვირზე თითი დაჰკრა.ნიამ უნებურად შეჭმუხნა ცხვირი,რაზეც ალექსანდრემ ღიმილი ვერ შეიკავა-ვაკანსიებია ნაკრებში,არ ხარ დაინტერესებული?
-გავიგე დაცვაში უჭირთო,მიმიღებთ?!-ალექსანდრეს ხმით გაეცინა,ნია რომ წარმოიდგინა მოედანზე მორბენალი.
-არა,პიკესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას,ჯერაც ვერ დავითანმხმე ჩემი დაცვის ბიჭები გვერდით დაიყენონ,ვერაფრით გაუგიათ რა მოგწონს ...
-ხომ შევთანხმდით რომ არ ვდაობთ პიკეს და ჩემს ურთიერთობაზე?!
-ურთიერთობაც გაქვთ?!-ბიჭები ეჭვის თვალით უყურებდნენ ზომაზე მეტად გამხიარულებულ არშბას.
-ცალმხრივად მჭიდრო.
-ეგ როგორია?!
-მე მიყვარს ძალიან,მან არ იცის.
-მე სულ არ გიყვარვარ?-ელოდა ნიას დაბნეულ მზერას,აწითლებულ ლოყებს,ნერვიულობისგან თითებზე თამაშს ...
-დაიმსახურე,მიყვარდე.-ორი ნაბიჯი უკან გადადგა,ბიჭებს დაემშვიდობა და ნატასთან ერთად გზა გააგრძელა.
ბოლო წამამდე,სანამ თვალს მიეფარებოდნენ გოგოები ეგონა უკან მოიხედავდა,მზერა არ მოუშორებია ნაცნობი სხეულისთვის.
იმედები რომ გაუცრუვდა შინაგანში ვერ მიხვდა ესიამოვნა თუ ეწყინა.
გაღიმებული მობრუნდა ბიჭებისკენ,რომელბიც უკვე 5 წუთია ჩუმად იცინოდნენ მეგობრის გახევებულ სხეულზე.
-წავედით.
დათამ თვალები დახუჭა თავი მაღლა ასწია და ჩაფიქრებული სახე მიიღო.
-ვხედავ სიყვარულის ქარცეცხლში შევარდნილ ალექსანდრე არშბას,რომელმაც აღარ იცის რომელი სტრატეგიით მოიგოს ევროპის თასი და თბილისში ჟურნალისტის გული!
-აი,ნათლად ჩანს ლია,როგორ დარბის ჩვენი ავთანდილი თაიგულით და ბურთით ხელში დინამოდან ჟურნალისტის სახლამდე ... საინტერესოა რას გვიმზადებს ბედი მუხთალი!-ორივეს თავში ხელი მოსდო და ამაღლობელს მანამ არ მოეშვა სანამ აქოშინებული პირდაპირ ტროტუარზე არ ჩამოჯდა საწყალი რეზი და დანებების ნიშნად ბოლო ხმაზე არ ყვიროდა მაპატიე,ეს რომ გაკადრე,მეგონა შენც ასეთი იყავიო ...
ძლივს გამოსტაცა დათამ არშბას ახარხარებული ამაღლობელი.

ხელის თხოვნის პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა ყოველგვარი ლაფსუსების გარეშე.
რეზი ბედნიერებისგან კანში ვეღარ ეტეოდა.
მეჯვარეობა დათას იმ პირობით თხოვა,არშბას მეჯვარე მე ვიქნებიო.
ალექსანდრემ ისეთი გამომეტყველება მიიღო სერიოზულად დაეჭვდა და საკუთარ ნიშნობაზე ლამის სკანდალი მოაწყო,ასე როგორ მომექეციო,სანამ მეგობარმა არ შეჰფიცა,რომ უთუოდ ის იქნებოდა არშბას მეჯვარე.

ორმა კვირამ თვალის დახამხამებაში გაიარა.
ნაკრებიში ბევრი ისეთი ფეხბურთელი მოხვდა,რომელიც იმ წელს საერთოდ კლუბის გარეშე იყო დარჩენილი.
ასეთ ბიჭებთან ალექსანდრე ცალკე მუშაობდა.
სრულიად განსხვავებული მეთოდებით უდგებოდა თითოეულს და არაადამიანურ შრომას დებდა მათ განვითარებაში,სანაცვლოდ კი მათ ნებისყოფას ითხოვდა.
რამდენიმე საკმაოდ ცნობილმა სახემ,რომელიც იმ წელს ნაკრებში არ გამოიძახა საკმაოდ მწარე განცხადებები გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი არშბას არაპროფესიონალიზმს უსვამდა ხაზს,ზოგი მის წარსულს.
ამ ყველაფერს ერთი დადებითი მხარე ჰქონდა,მწვრთნელი სწავლობდა ყველა ნეგატიური აზრისა თუ კომენტარის ასხლეტვას.
ამ აზრით დაიწყო ბრძოლა იქ,სადაც წარმატებისთვის უნდა მიეღწია და სხვა გზა უბრალოდ აღარ უნდოდა რომ ჰქონოდა.
ყველაფერი ძალიან მარტივად გადაწყვიტა,როცა ღრმად დამარხულ ჭეშმარიტებას თავით შეასკდა ... ხანდახან იბრძოლო უფრო მარტივია.
ხანდახან ყველა ისარი რომელიც შენსკენ მოდის,ხდება ძალა რომელიც გადარჩენისთვის ბრძოლის მიზეზს გაძლევს.
ხანდახან ძილისგან და უმოქმედობისგან დაღლილს გინდება გახვიდე და შენი სათქმელი თქვა.
იქ სადაც შენ ქვეყანას უჭირს ვალდებული ხარ ქუდზე კაცი იყო.
იქ სადაც ომია საჭირო წინა ხაზზე ყოფნა უფრო იმედის მომცემია ვიდრე სახლში ყოფნა.
ასეა,როცა გიყვარს ის რაც საერთოა
ჩემი,შენი,ჩვენი
ჩემი შვილის,შენი შვილის,ჩვენი შვილების.
აწმყოს შესაქმნელად,წარსულში საამაყოდ დასატოვებლად და მომავლის სარწმუნოდ.

***
-ჩვენი მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებთან კონტაქტით არ გამოირჩევა,თქვენ მაინც გვითხარით რა ცვლილებებია გუნდში,რას აპირებს უახლოეს მომავალში ... როგორი მწვრთნელია?!
ჟურნალისტებთან კომფერენცია ნაკრების სათარიგო ფეხბურთელს გიორგი სტურუას ჰქონდა,რომელიც ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა,მაგრამ ნაკრებში არც ერთხელ ყოფილა ძირითად შემადგელობაში.ჟურნალისტების კითხვაზე გაეღიმა,მიკროფონი გაასწორა და დაიწყო ..
-ერთ-ერთი ვიყავი ვინც წინააღმდეგი იყო მისი დანიშვნის,პირველ რიგში მეგონა,რომ ეს ბიჭი ძალიან ახალაგაზრდა იყო ნაკრების მწვრთნელობისთვის.ჩვენს ნაკრებს ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირებოდა გამოუცდელი მწვრთნელი,მძიმე წარსულით. ალექსანდრეს გაცნობის წამიდან მივხვდი,რომ ეს ის არ იყო,რისი წარმოდგენაც რომელიმე ჩვენთაგანს შეეძლო.
ჩვენთან ერთად ვარჯიშობს,ნაკრებში უმეტესი ნაწილი უკლუბოდ ვართ,არც ერთს გვაძლევს უფლებას,რომ მოვდუნდეთ. ზბორებზე ისე დავყავართ სხვადასხვა ადგილებში,თითქოს ისევ სპორტულ სკოლაში ვიყოთ და პატარებს ფეხბურთს გვასწავლიდნენ.არ გვიტოვებს კომუნიკაციის არც ერთ საშუალებას,რომ ყურადღება მაქსიმალურად გადატანილი იყოს ფეხბურთზე და არა სხვა სახის გასართობ საშუალებებზე.ოთახებში არ გვაქვს ტელევიზორები.დილით იწყება ვარჯიში და თამამად ვიტყვი არაადექვატურია ამ მხრივ. აკეთებს თავის მაქსიმუმს და ყველასგან ამას ითხოვს. 2-3 საათი საერთო ოთახში ვუყურებთ სხვადასხვა მატჩებს,მიდის მათი განხილვა,ეს ბუნებრივია,მაგრამ ამას ბატონი ალექსანდრე სხვაგავარად უდგება.ყველას გვაძლევს საშუალებას საკუთარი აზრი გამოვხატოთ.გუნდში ერთი-ორი ხუმარა გვყავს,ცოტა „ამრევები“,ღამით ყველას მშვიდ ძილს ასე დარაჯობს,უარი თქვა თავისთვის გამოყოფილ ოთახზე და ხშირად იმ სამკაციან ოთახში სძინავს ამ ბიჭებთან ერთად,რომ ვინმემ ღამით გართობა არ გადაწყვიტოს.ნაკრები კლუბს დაამსგავსა ყველა დეტალით და ეს გაცილებით ფართო არეალს გვაძლევს გავაუმჯობესოთ პირველ რიგში საკუთარი თავები.
-დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით მის მიდგომებს,ჯერ თამაში არ გქონიათ და რა მოლოდინები გაქვთ,პირველ მატჩზე?
-ეს ბიჭი ჩვენი უფროსი ძმაა,რომელმაც ყველას უკლებლივ გვაჩვენა,როგორ უნდა აკეთო შენი საქმე. ფეხბურთელისთვის ეს ბევრს ნიშნავს,როცა მისთვის მწვრთნელი ხდება მისი მოტივატორი.არ ვიცი ამ შეხვედრაზე რას ვიზამთ,ჩვენ გვაქვს ჩვენი მაქსიმუმი,მათ თავიანთი,ვნახოთ რომელი აჯობებს.
-ადრე სხვაგვარად საუბრობდით,გულშემატკივარს იმედს აძლევდით.-გაეღიმა ჟურნალისტს.
-ესეც,ალექსანდრეს „სკოლაა“-გაეცინა გიორგის-მე მოგიყევით ჩვენი შიდა სამზარეულოს შესახებ,გულწრფელად ვისაუბრე და მინდა ასე დასრულდეს ეს შეხვედრაც. მთელი გუნდის სახელით ვიტყვი,რომ გვირჩევნია ჩვენმა გულშემატკივარმა ობიექტურად იმსჯელოს და ხავერდოვან ოცნებებს გამოვემშვიდობოთ.მორჩეს დრო,როცა ჩვენთვის კარგი ფეხბურთი მხოლოდ ოცნებასთან ასოცირდებოდა,წლების წინ თასების თასთან და ასე შემდეგ.დღეს დგას დრო,როცა უნდა ვიბრძოლოთ მიზნებისთვის და არა ოცნებებისთვის.ოცნება ხშირად მიუწვდომელია,მიზანი ხელშესახები.ძლიერი მეტოქე არ გვყავს,წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ,ვერც ფუჭ იმედებს მოგცემთ,მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ ჩვენ წილს ჩვენ ვიბრძოლებთ,ისინი თავისას,შედეგს თქვენ იხილავთ.
ჟურნალისტებს კითხვების დასმაც დაავიწყდათ.
ეს არ ჰგავდა აქამდე არსებულს და თითოეული იმ დარბაზში მყოფი აანალიზებდა,რომ რაღაც ახალი იწყებოდა ქვეყნისთვის.
რაღაც ისეთი,რაც ონებაზე ბევრად მეტი იყო.
რაღაც „დასახული მიზნის მსგავსად ხელშესახები.“

ორი კვირის განმავლობაში სრულიად ასოციალური გახდა.
გუნდთან ერთად სუნთქავდა იმ ჰაერს,რომელიც იმედგაცრუებით იყო გაჯერებული.
ამ იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზი თავად იყო და ახლა ყველაზე უკეთ ესმოდა ბიჭების.
მათთან დამეგობრებას არ ცდილობდა,უნდოდა მათთვის დასაყრდენი კედელი ყოფილიყო და ამას ისე ბუნებრივად აკეთებდა მტრად მოკიდებული გუნდის წევრები ნელ-ნელა იწყებდნენ მასთან ერთად ჭამას საუზმის,სადილის ან ვახშმის დროს.
ეტაპობრივად და ამავადროულად სწრაფად ხდებოდა ეს ყველაფერი.

საქართველო-აზერბაიჯანის თამაში იყო.
პირველი მატჩი,პირველი განცდა,რომ პასუხისმგებლობა ნაკრების და ქვეყნის წინაშე ისეთივე ახლო იყო,როგორც სულ ბოლოს ... აი,მაშინ ... მთელ ქვეყანას იმედები,რომ გაუცრუა.იმდენად ნერვიულობდა,მთელი ღამე სასტუმროს დერეფნებში დადიოდა და ლოცულობდა.მთელი შინაგანი სამყარო ახლა იმ მიზნისკენ იყო ფოკუსირებული,რასაც მოგება ერქვა.დაკნინებული,ლაფში ამოსვრილი რეპუტაციის აღდგენა იმაზე მეტად ერთულა,ვიდრე ამას წარმოიდგენდა.
ღელავდა,ისე როგორც მაშინ,ნაკრების მაისური,რომ მოირგო და მოედანზე პირველად გავიდა.ამ დროს სხვა ხდება ადამიანი,თითქოს ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილს სამშობლო კბილებით გყავს დასაცავი.მისი ერთი გოჯი მიწა იმაზე მეტად ეძვირფასება,ვიდრე „სხვა ქვეყნის სამოთხე“.
ორჯერ იყო სხვადასხვა კლუბის მთავარი მწვრთნელი და არც ერთ ჯერზე იგივე არ უგრძვნია.
ღამის 4 საათზე დაურეკა ბაბუამისს.
-როგორ ხარ,ლექსო?-შვილიშვილი მიხვდა,რომ არც ბაბუას ეძინა იმ ღამით.
-უჩვეულოდ.რომ დავმარცხდეთ?!-ხმა ჩავარდნილმა ამოილაპარაკა და ვერ შეამჩნია,როგორ გამოვიდა ოთახიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი,რომელიც ადგილზე გაიყინა,მწვრთნელის ხმა,რომ გაიგო.ალექსანდრე მისკენ ზურგშექცევით იდგა,კედელს მიყრდნობილი.თითქოს „სიზიფეს ტვირთი“ აკიდეს მხრებზე.
-ბაბუ,შენს უკან მთელი საქართველო დგას,შენი ოჯახი დგას,შენი ჯერ არ დაბადებული შვილი დგას!-თითქოს ბაბუამისმა უფრო დაამძიმა ეს ტვირთი.შვილის ხსენებაზე სული აუჯანყდა არშბას-დაწერე შენი ბიოგრაფია,მერე ქვეყნის ისტორია ჩემთვის,შენი შვილისთვის.შენი ოჯახი,შენი სამშობლოა.იცოდე,რომ ყველა რაც ზემოთ ვახსენე ერთია,განუყოფელი.გამძლეობა ღმერთს თხოვე,შვილო „ის რაც შენთვის შეუძლებელია,მისთვისაა შესაძლებელი!“
-„ყველაფერი რაც ჩემთვის შეუძლებელია,მისთვისაა შესაძლებელი“ ...-ამოიხრიალა და კედელთან ჩაიკეცა-ახლა მგონია მთელი საქართველო გულზე მაწევს.ზუსტად ისე მეშინია,როგორც მაშინ ... პირველად,რომ შევედი სტადიონზე და უკვე ფეხბურთელი აღარ ვიყავი. ზუსტად ისე მეშინია,როგორც სახლში მოსვლა მეშინოდა,იმ დაწყევილ ღამეს ... ვის რა მოვთხოვო,როცა მე შევარცხვინე ქვეყანა?!
-ალექსანდრე,არ გინდა იმ პატარა გოგოს დაურეკო,ვისი დამსახურებითაც ახლა ამ პასუხისგმებლობას გრძნობ?
-ახლა მანდ ოთხი საათია,ნიას ძინავს.
-არ არის ის მიზეზი,რის გამოც დარეკვა არ ღირს.
-ბაბუამისი შენი ფანი იყო,წარმომიდგენია მე როგორ ვეჯავრები ..-ნაღვლიანად გაეცინა.
-ლექსო,მესმის ეს ღამე შენთვის როგორი ძნელი გასათენებელია,მაგრამ რაც გითხარი არ დაივიწყო.შეცდომებისგან ისწავლე,შიშს არ დაემონო,არ არის ღამე რომელიც არ გათენდება..-ტელეფონში გაბმული ზარის ხმა გაისმა.
ფეხბურთელი იდგა გახევებული და ხმადაბლა,თუმცა მისთვის გასაგონ ხმაზე მოსმენილ უფროს არშბას სიტყვებს მთელი მისი გონება ჩაებღაუჭა.
მწვრთნელი ისე იყო აბურდული ფიქრების დალაგებით გართული არ გაუგია,როგორ შებრუნდა ფეხბურთელი თავის ოთახში.

საფრანგეთში გაცეცხებულ არშბას ბევრი არ უწვალია ისე გაიგო თავხედი ჟურნალისტის ნომერი,რომელიც დღემდე ჰქონდა ტელეფონში შენახული და ისე უფრთხილდებოდა,როგორც რაიმე ძვირფასს.
ვერ გაიაზრა როგორ დარეკა ღამის ოთხზე თბილისში.
-პიკეს და ჩიხურას თავდადებული ქომაგი გისმენთ ..-გაისმა გოგონას ნამძინარევი ხმა.
ეგონა ყველა სტრესი მოუხსნეს.
გაეცინა.
-მარტო შენ შეგეძლო ახლა გაგეცინებიე ...-არ დაუფარავს ემოციები ალექსანდრეს.
-ნერვიულობ.
-ისე როგორც არასდროს.
-ვითომ პირველ კლასში მიდიხარ.-გაეღიმა ნიას.
-მინდა რომ აქ იყო.
ორ წამიანმა დუმილმა ორივეს აგრძნობინა,რამდენს ნიშნავდა ეს სიტყვები.
-ალექს ...-ღიმილი ხმაშიც ვერ დაფარა ნიამ.
-ახლა ისე მინდა მეწაღე ვიყო.
-დაივიწყე!-გაეცინა ნიას-როგორ იფიქრე,რომ ვერ გიცანი.
-ვიფიქრე,მაგრამ ისე ბუნებრივად იქცეოდი ...
-ვიცოდი,ჩემთან ერთად მიფრინავდი პარიზში,ისიც ვიცოდი ერთი თვითმფრინავით,რომ უნდა გვეფრინა,რადგან უარი თქვი სპეც.რეისზე ... მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა პირდაპირ ჩემს გვერდით თუ აღმოჩნდებოდა დაგვიანებული ბატის ჭუკი!-ნიას გულიანად გაეცინა.
-ყველაზე ფერადი დაგვიანება იყო.
-ვიტყოდი „ჭრელი“.-ნია ვერ ჩერდებოდა,უკვე ალექსანდრესაც ეცინებოდა.
ისევ ორ წამიანი დუმილი,რომელსაც მხოლოდ ნიას სიცილი არღვევდა.
-ალექს,ვიცი ახლა როგორც ნერვიულობ ... ყველას საჯავრებელი საკუთარ თავზე უპირობოდ აიღე და დაღლილი ხარ.არ მოგატყუებ,ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ,თუ ჩემი სკოლის გამოსაშვებს არ ჩავთვლი,სადაც ორგანიზატორი ვიყავი და წინა ღამით ჩემი კლასელის გარღვეულ კაბაზე უფრო ვინერვიულე ვიდრე საკუთარ მაკიაჟზე,რომელიც სრული კრახი იყო.სტურუას ინტერვიუ ლამის დავიზეპირე და ზუსტად ვიცი,ამ სიტყვების უკან რამხელა შრომა ჩადე.მოდუნდი,რაც დათესე აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.
-შენმა კლასელმა კაბას რა უყო?! რომ ვიცოდე,რა გავაკეთო თუ წავაგებ ...-გაეღიმა ალექსანდრეს.
-არაფერიც არ უყო,დილის 6-ზე ჩემი მკერავი გავაღვიძე და კაბაც გადავარჩინეთ.არ წააგებ,თუ ასე მოხდება ... იცოდე,რომ ამასაც გადაიტან შენს გუნდთან ერთად,რადგან არ მოვა განსაცდელი,რომელსაც ვერ გადალახავ.
-ძილინებისა,ნია.-ხმაში სიმშვიდე გაერია არშბას.
-უფალი გფარავდეთ.



-ადექი,ნია გვაგვიანდება!-თავზე კაკი წამოადგა დილის 8 საათზე.
-დამეკარგე,სად გვაგვიანდება,რომელი საათია?!
-ბაბუმ საჩუქარი გაგვიკეთა და ბაქოში მივდივართ,ფრენა ნახევარ საათშია დროზე ქენი,იცოდე რეისზე,რომ დამაგვიანდეს დაგაწიწკნი მაგ თმებს!
5 წუთი დასჭირდა ნათქვამის გასააზრებლად.
15 წუთში უკვე მზად იყო თავისი მინი-ჩემოდნით,რომელიც კარიერიდან გამომდინარე მუდამ მზად ჰქონდა.
კანში ვერ ეტეოდა სიხარულისგან,აღარ იცოდა რა ექნა.
-რატომ არ მითხარით,თუ მივდიოდით?!-უკანა სავარძლიდან თავი გადმოჰყო ნიამ.
-სიურპრიზი!-სასაცილოდ დაბრიცა სახე უფროსმა ივანიძემ-შვილიშვილებთან ერთად დღეს ბაქო უნდა ავიღოთ.-კაკის ხელზე ხელი ჩამოადო და ნიას მეორე მკლავით მოხვია.
საათნახევარში უკვე აზერბაიჯანში იყვნენ,პატარა საოჯახო სასტუმორში დაბინავდნენ,ნია და კაკი ისე იყვნენ აჟიტირებულები,ბაბუამ ძლივს დაარწმუნა გვიან დაგეგმილი მატჩი თუ გინდათ შეგერგოთ,ცოტა დაისვენეთო.
შუდღემდე ეძინა.
ნაცნობ ნომერზე დარეკა.
არ ელოდა,რომ ალექსანდრე უპასუხებდა.
იმედებიც არ გაუცრუვდა,მისი ხმა რომ ვერ გაიგო.
თამაში საღამოს შვიდ საათზე იყო.
მანამდე ისადილეს და ქალაქში სეირნობდნენ.
ნიამ იმდენი ადამიანი გააჩერა ოჯახური ფოტოების გადასაღებად კაკის უკვე სერიოზული სახუმარო თემა მიეცა.
-უკვე გვცნობენ ქუჩაში,ნიაკო გვეყოს რა!-ეხვეწებოდა კახა შვილიშვილს.
-ბაბუ,ნუ გახდი შენი შვილი,ძალიან გთხოვ!-წარბები აწკიპა ნიამ.
-მაგას ვეტყვი ზურას,თვალთმაქცო ბავშვო!-ახარხარდა კაკი-აბა ზურასთან თუ იტყვი ამას.!
-ბაბუ,არავის ვუთხრათ,მაგრამ კაკი ბებერი დაიბადა!-ჩაიქირქილა ნიამ-ბებერი და ინტრიგანია!
-რას გავს შენი ლაპარაკი,ნიბროლე!?-აღშფოთდა კაკი-ბაბუს ჭაღარას ვცემ პატივს,თორე გაკივლებდი შუა ბაქოში.
-შანსი არ გაქვს ბატონო კაკიტო,დღეს რამემ განწყობა გამიფუჭოს,გარდა აზერბაიჯანლების მარადონებად გადაქცევისა!-იცინოდა ნია.

ბაქოს სტადიონზე ხალხი ირეოდა.
იმდენი ადამიანი იყო ჩამოსული საქართველოდან,მეზობლებს სერიოზულად შურდათ.არც დაუმარცხებელი მეტოქეები იყვნენ და იმდროინდელი ნაკრებისთვის არც მარტივად დასამარცხებლები.
-ეგენიც არ მყავდნენ ბანიშევკსები,მიდით ბიჭებო!-ბოლო ხმაზე ღრიალებდა კაკი.
-არც ესენი არიან მესხი და ყიფიანი!-ჩაიფრუტუნა უფროსმა ივანიძემ,მაგრამ მისი ეს უკმაყოფილო გამომეტყველება იმ წამსვე გაქრა,როცა მოედანზე თეთრი ფერის მაისურით ქართველი ბიჭები გამოვიდნენ.მერე თითქოს ყველა იმედგაცრუება გაქრა,რაც აქამდე ყოფილა.
ქართველები ფეხბურთელებთან ერთად იდგნენ ფეხზე და ჰიმნს მთელი ოვაციებით მღეროდნენ.
ყველაფერი რომ წაერთმია დროში გაჟღენთილ მარცხს ქართული ფეხბურთისთვის,მას ვერასდროს წაართმევდა ერთგულ გულშემატკივარს.
პირველ გოლზე ეგონა კანიდან ამოძვრებოდა სიხარულისგან.
მეორეზე საფეთქლები აეწვა.
მერე იყო მოწინააღმდეგის ერთი გოლი და ტაიმის დასასრული.
გასახდელში ბიჭებთან შევიდა.
-ამ ორი გოლისთვის ის ხალხი ჩვენს სანახავად და საგულშემატკივროდ ამ მანძილზე ჩამოვიდა.მადლობა ბიჭებო,რომ პირველი ტაიმი ბოლომდე იბრძოლეთ.დაცვაში მოდუნება მეორე გოლიდან დაგეტყოთ,თითქოს „გაინაღდეთ“ გამარჯვება და ამ დროს გავიწყდებათ,რომ წინ კიდევ 45 წუთია,რომელიც არ გვაძლევს იმის საშუალებას ვიფიქროთ,რომ ამ ხალხს ბოლომდე გავუმართლეთ.დაცვის ხაზმა შეინარჩუნოს თავისი ადგილები და არც ერთმა თქვენგანმა ადგილი არ გაცვალოს თუ ამას მე არ ვანიშნებ,გასაგებია?!რაც შეეხება მოწინააღმდეგეს,ხომ ხედავთ რომ იმ ერთი შეცდომის გამო ლამისაა ამოყირავდნენ და ისე გაგვიტანონ მეორეც.აზერბაიჯანთან წაგება ისევ იმ წუმპეში დაბრუნებას ნიშნავს,საიდანაც გუნდის ამოყვანას ორი კვირაა არაადამიანურად ვცდილობთ.მომეცით ხელები!-თავისი მტევანი წინ გასწია და წამის მეასედში იგრძნო ფეხბურთელების ათრთოლები ხელები თავისაზე-ერთად,ჩვენი ქვეყნისთვის,ჩვენი ოჯახებისთვის.
მეორე ტაიმში მესამე გოლიც გაიტანეს.
ქართველი გულშემატკივარი ლამის ტრიბუნებიდან ხტებოდა სიხარულისგან.
ნიას და კაკის ყვირილისგან ხმა აღარ ჰქონდათ.
კახის ბედნიერებისგან თვალები აუფეთქდა,ძველი მეგობრები ნახა და შვილიშვილებს ცოტა ხნით დაემშვიდობა.
ნია ხალხის ბრბოს გარღვევას ცდილობდა,ახლა სულის წასვლამდე სურდა ნაცნობი სხეული დაენახა და ჩახუტებით გადაეხადა მადლობა ამ ემოციებისთვის.
ტელეფონი რომ აზუზუნდა ჯიბეში მობეზრებულმა აიღო,ისე რომ არც დაუნახავს ვინ ურეკავდა.
-არ მცალია ...
-ნია ...ბოდიში,ცუდ დროს გირეკავ?-ხმაში გაოცება შეეტყო ალექსანდრეს.
-ჯანდაბა,სად ხარ,ალექს?მე და ჩემი ძმა გეძებთ!
-მოიცა,ბაქოში ხარ?-როგორ ეცადა ბიჭებს მისი აღელვება ვერ შეეტყოთ,მაგრამ მეკარემ ისე უცებ გადახვია ხელი გაბადრული სახით ამის დამალვა ვერ მოახერხა.
-ბაქოში,ვარ მეტიც სტადიონზე ვარ და ვერსად გიპოვე.ჩემ ძმას შენი ავტოგრაფი უნდა.
-მოიცა რა,რა ავტოგრაფი ... სად ხარ?
-გასახდელის შესასვლელთან,დაცვა მტრულად მიყურებს და სულაც არ მინდა სკანდალი მოვაწყო,არადა გეფიცები მაიძულებენ.-კისკისებდა ნია.
ორ წუთში დაფარა მანძილი,ნია უკვე იწყებდა ქოთქოთს.
-არაუშავს,ჩემთანაა!-თბილად გაუღიმა დაცვას და ნიას ისე გაუაზრებლად ჩაეხუტა ორი წამით ის სიჩუმე ჩამოვარდა,წინა ღამით რომ არღვევდა მათ სულიერ სიმშვიდეს.
-გილოცავ ...-ამოილუღლუღა ივანიძემ და სუსტი მკლავები ფრთხილად მოხვია არშბას.
-მეც გილოცავ,არ არიან ძლიერები,არც ტრიუმფალური გამარჯვება ყოფილა,მაგრამ ..
-ჩშშშ,უბრალოდ მოეშვი და დატკბი ამ შედეგით.
-60 მეტრის მოშორებით ერთი ბიჭი დგას,რომელიც თვალებდაწვრილებული გვიყურებს და ვეჭვობ შენ ძმას ჩემი ავტოგრაფი აღარ მოუნდება ..-გაეცინა და ხელები დაბლა ჩამოუშვა.კაკი ნელ-ნელა უახლოვდებოდა წყვილს.
-ნია ...-სერიოზული ტონით ამოილაპარაკა კაკიმ და ნიას ხელი გადახვია.-ყველგან გეძებე,შემეშინდა ვიფიქრე დაიკარგათქო.
-კაკი,გაიცანი ალექსანდრე არშბა.-ნია ღიმილს ვერ იკავებდა ძმის კარგად დაფარულ აღელვებაზე.
-სასიამოვნოა,მართლა მიხარია თქვენი პირისპირ ნახვა ამ მნიშვნელოვან დღეს.-ხელი ჩამოართვა კაკიმ.
-რას ამბობ,ჩემზე მეტად ნაკრების ნახვა გაგიხარდება,წამო.-გასახდელისკენ გაიშვირა ხელი ალექსანდრემ.
-შალიკაშვილი,კიდე მანდაა?!-თავი მოიქექა კაკიმ,რაზეც არშბამ სიცილი ვერ შეიკავა.
-ჩემმა მეგობარმა ზუსტად შალიკაშვილის ამბით გამახსენა შენი თავი,წამო,შალიკა უკვე 3 წელია აღარ თამაშობს.
ნიას თვალი ჩაუკრა და კაკი გასახდელისკენ წაიყვანა.
ივანიძე სიხარულისგან კანში ვერ ეტეოდა.
რამდენჯერმე ჩამოართვა ხელი გიორგი სტურუას,რომელიც ორი გოლის ავტორი და ის ფეხბურთელი იყო,წინა ღამით მწვთნელის და უფროსი არშბას დიალოგს შემთხვევით რომ მოუსმინა.
მალევე დაეშვიბოდნენ დიდი ავოტბუსი,სადაც ბიჭებთან ერთად ალექსანდრეც მოთავსდა წავიდა სასტუმროს მიმართულებით,საიდანაც მოგვიანებით აეროპორტისკენ აიღებდნენ გეზს.

თბილისში დაბრუნებულმა უკვე იცოდა,რომ ალექსანდრე ის ადამიანი იყო ვინც შემთხვევით მის ცხოვრებაში არ გამოჩენილა და ყველაფერი ასე მარტივად ვერ დასრულდებოდა,როგორც ეს ჟურნალისტის და რესპოდენტის შემთხვევაში ხდება ...
ამ ინტერვიუს დასასრული ჯერ არ უჩანდა და ეს მომენტი სიხარულისგან აგიჟებდა ივანიძეს.
ნატას რომ მოუყვა ბაქოს ამბები თვალებდაქაჩულმა ჟურნალისტმა ყავა ზედ გადაისხა,ორი საათი ნიას ეჩხუბა ეს ამბავი მანამდე ვერ მოითმენდა სანამ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდაო?! ბოლოს დამწვარმა,სახეაწითლებულმა ჩაწერა რეპორტაჟი რუსთაველიდან და მთავრობის რეაქციას არ დალოდებია ისე გამოვარდა სამსახურში.
-ახლა დაწვრილებით მომიყევი,რაო იმ იურგენას(იურგენ კლოპი-ლივერპულის მწვრთნელი) ძმაკაცმა?!
-ნატა,ნუ აწებებ ამ ბიჭს ყველას ძმაკაცობას,ეგღა აკლია კლოპს ეძმაკაცოს ..-ჩაიხითხითა ნიამ.
-ოჰ,ბოდიში სად შეგვიძლია?! თქვენ მარტო ესპანეთის ელიტა ხო?
-ნუ იგონებ რაღაცებს და ცანცარებ ამხელა ქალი,არ შეგშვენის,რაო ბატონმა ივერიმ ჩავატარებ პარლამენტის სხდომასო,თუ ისევ პროტესტს გამოთქვამენ?
-მაგათ რას გაუგებ,თავიანთი თავის არ ესმით არაფერი!-ხელი აიქნია ნატამ-მომიყევი ადამიანო,რომ დაგინახა როგორი სახე ქონდა?გაწითლდა,გამწვანდა თუ გალურჯდა? გაუხარდა?აუ,კაკი როგორ შეხვდა?
-ამოისუნთქე!-შეუბღვირა ნიამ-კაკი გასახდელში შეიყვანა ბიჭებთან.მთელი გზა არ გაჩუმებულა,აი მე და ბაბუაჩემი უკვე დამაძინებელ წამლებს ვსვამდით ბაქო-თბილისის თავზე.ლამის მენჯებიდან ამოხტა ალექსანდრეს ქებაში,ბოლოს სახლში მოსულებს ოთახის კარი შემომიღო აი,ძალიან საეჭვოდ გამიღიმა და წავიდა.
-მიხვდა!-ტაში შემოჰკრა ნატამ.
-რას მიხვდა?-თვალები დაწვრილა ნიამ.
-არშბა შენზე რომ გიჟდება მიხვდა!-თვალები დაქაჩა ნატამ.
-ნუ,აკეთებ ასე მეშინია-სახე შეჭმუხნა ნიამ და ჩაფიქრდა-მოიცა,ეს საიდან დაასკვენი?
-შენ ხოარ გაცემინებს,შვილო?!-შეშფოთდა ნატა-იქ დავიჯერო ყველა ქართველი შეიყვანა გასახდელში და ფეხბუფრთელები გააცნო?ჯერ საერთოდ ქონდა მაგის უფლება?ნუ ...პრინციპში არშბას ქონდა ..-თვალები აღაპყრო და საჩვენებელი თითი ნიკაპთან მიიტანა-წინა ღამით მელაპარაკაო,შენ არ თქვი?! რატო დაგირეკავდა თუ რამეს არ გრძნობს შენს მიმართ ... ღმერთო,ამ ქალების ჭკუას მართლა თხა ჭამს მემგონი პერიოდულად.!-სკამზე მოწყვეტით დაეშვა და ამღერებულ ტელეფონს გადახედა-სად არი სამართალი,ამას არშბა რომ ყავს და მე ბატონი ივერი!
-პატივი ეცი ჩვენი ქვეყნის მთავარ სარდალს!-აფხუკუნდა ნია.
-ჩაგამიწებ,წადი სახლში ზურიკას მე დაველაპარაკები,დაისვენე გადამჟავებული სახე გაქვს!თან ვინ იცის იქნებ ნაცნობმა ნომერმაც დაგირეკოს ...-ჩაიქირქილა ნატამ და ქუსლების კაკუნით გავიდა ოთახიდან.
ნია სახლში არ წასულა.
მთელი დღე სამსახურში იყო და რაღაც ინფორმაციებს ეძებდა.
ღამის 7 საათზე კაკიმ დაურეკა,გამოგივლი ჩამოდიო.
მანაც აკრიფა თავისი ნივთები თანამშრომლებს დაემშვიდობა და წავიდა.
-რა სახე გაქ,ნიბროლ დაიღალე?!
-ისე,რომ ნიბროლეზეც აღარ მაქ რეაქცია!
-რახდება შენკენ ახალი?!-სიჩქარეში გადართო მანქანა კაკიმ და ნიას გადმოხედა გაღიმებულმა.
-ისეთი სახით მიყურებ,მგონი შენ იცი და ბარემ მითხარი.
-სტუმრები გვყავს დღეს სახლში.
-აუ,კაი რა ..-სახე დაემანჭა ნიას-რატო არ გამაფრთხილე,მიდი რა ნატასთან დამტოვე.
-გაგიჟდება კახი,ფეხებს გაჭიმავს სამარადისოდ.გინდა ახლა შენ ნათელას წნევები?!
-და ვინ სტუმრები,არ იცი?!
-აუ,კახიმ ისეთი ხმით დამირეკა ორივე სახლში მოდით 8-ის ნახევარზეო,ბიჭებთან ლუდის დალევა მინდოდა და ეგრევე გამოვვარდი.
-ისევ თუ ის ვლადიმეროვიჩიო თუ ვიღაც მოიყვანა,გეფიცები ნათელას კიარა წნევა მე ამიწევს!
-ოპტიმისტურად განვეწყოთ,დაო!-ახარხადა კაკი.
სახლში მისულებს კარი ნათელამ გაუღო,რომელსაც სახე გაბადვროდა.
-რა ხდება,ნათუშკები?!-გაეცინა კაკის ბებოს სახეზე და ლოყაზე გემრიელად აკოცა-მოგვცეს მაპი?!
-ბაბუაშენს სტუმრები ჰყავს,ორივე წესიერად მოიქეცით,ნია ბებო შენ განსაკუთრებით!
-ანუ?!!-აღშფოთებული მზერა მიაპყრო ნათელას-აუ,ხომ ვიძახდი ის ვლადიმე ...
-არა,გოგო არა!-იჩურჩულა ნათელამ და ნიას დაუცაცხანა-გაასწორე სახე და ლამაზად შემოფარფატდით.
-აუ,კაკი უთხარი ბებიაშენს რამე!-ზუზუნებდა ნია და გაბრაზებული სახით მიდიოდა სასტუმრო ოთახისკენ.
-ოო,ჩემი შვილიშვილებიც მოვიდნენ!-ფეხზე წამოდგა კახი-გაიცანი,გივი ეს კაკია,პირველი მოსწრება ...-ამ სიტყვებზე უნებურად ეწკიპებოდა უფროს ივანიძეს ულვაშები-ეს კი ნიაკოა,ჩემი პატარა პრინცესა.
-ბაბუ ..-უჩურჩულა კაკიმ-აღარ ვართ სკოლაში და ეს წარდგენებიც შეცვალე დაძველდა!
-დასხედით,ბავშვებო ..-გაუღიმა გივიმ და მისმა მეუღლე ნაირამ ნიას და კაკის.
-ბაბუ,ეს გიორგი ჩხენკელია ბატონი გივის და ნაირას შვილი.-მაგიდას იდაყვებით ეყრდნობოდა ეს უკანასკნელი.თეთრი ტილოს პერანგი ეცვა,ორი ღილით შეხსნილი.თმები და წვერები დაბალზე ჰქონდა, ღიმილისას კარგად ჩანდა პატარა ორმოები,რომლებიც ლოყებზე უჩნდებოდა ბატონ ჩხენკელს. მაჯას ოქროსფერი საათი უმშვენებდა. თლილი,დაძარღვული მტევნები ერთმანეთზე გადაეჭდო და ნიკაპით ზედ ეყრდნობოდა.
ნიას შემოსვლისთანავე მასზე გაუშტერდა მზერა მამაკაცს.
-სასიამოვნოა ...-ხელი ჩამოართვა კახიმ და ნიას ხელით მსუვბუქად უბიძგა სუფრასთან დამჯდარიყო.
-სწორედ ახლა ვლაპარაკობდით ნია,შენზე ...-გაეღიმა კახის-გიორგის ვუყვებოდი შენი საფრანგეთის ამბავს ..
-მოსაყოლი არაფერია ..-ამოიფრუტუნა ნიამ და ლოყებაწითლებულმა დახედა თეფშს.გამორიცხული იყო ასეთი მამაკაცის მზერა გეგრძნო და არ ანერვიულებულიყავი.
-დიდგვაროვან არშბას რქებს პატარა გოგო თუ დაატეხდა,ამას ვინ წარმოიდგენდა?!-გაეღიმა გივის-ალექსანდრეს ვიცნობ,აქამდე ვერავინ შეძლო მისი გადარწმუნება,არ არის გვიანი იქნებ ფეხბურთელობაზეც ეფიქრა?!-გივის ირონიულ ღიმილზე კაკი დასაბმელი გახდა.
-გადაიღეთ,რა ..-შვილიშვილის სახეზე მაშინვე ჩაერია ნათელა და ღიმილად დაიღვარა სტუმრების წინაშე.
-ნიაკო,როგორც ჟურნალისტი რას ფიქრობ,გვეშველება რამე?-გაუღიმა ნაირამ გოგონას.
-პირველ რიგში თუ საკუთარ თავს ვუშველით,მერე ყველას ერთად გვეშველება ..-ჩაილაპარაკა ნიამ,რაზეც გიორგიმ ღიმილი ვერ შეიკავა.
-არა,ფეხბურთზე გეკითხები,აი ქართულ ფეხბურთს ...
-მეც ამაზე გპასუხობთ.-გაუღიმა ნიამ ქალს და ნათელას დაჭერილი ფეხი თავის ტერფზე დააიგნორა.
-უნიათო ფეხბურთელების ფონზე ჩვენ რა გვაქვს საშველი?!-ჩაერია გივი.
-გულშემატკივრობა.
-ვერ დაგეთანხმები,ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ სადაც მიუხედავად იმისა,რომ ფეხბურთის დონე „კრიტიკულად დაბალია“,როგორც ჩვენი მწვრთნელი აღნიშნავს ...-გიორგიმ მიახვედრა ნია,რომ არშბას ინტერვიუ წაკითხული ჰქონდა-ამ ფონზე საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს.
-დავაზუსტოდ ...-ჩაეცინა ნიას-საუკეთესოს ვის ვეძახით,პირველივე წაგებულ თამაშზე უწმაწური სიტყვების და გინების მთელი კორიანტელი,რომ მოდის ქართულ ფეხბურთზე,ფეხბურთელებზე,მწვრთნელზე და ყველა იქ მომუშავე პერსონალზე?!
-მესმის,ძალიან გიყვართ ჩვენი მწვრთნელი,მაგრამ სპორტის ჟურნალისტმა,უნდა იცოდეთ გულშემატკივარი,რამდენად იმედგაცრუებულია,როცა გუნდი მოსაგებ თამაშს სამარცხვინოდ აგებს!-სუფრაზე ყველა გაისუსა.
-უკაცრავად,თქვენი სახელი?!-თვალები დააწვრილა ნიამ და ზუსტად ისე დაეყრდნო იდაყვებს,როგორც შემოსვლისას გიორგი.
-გიორგი ..-ჩაეცინა ჩხენკელს,რომელმაც შესანიშნავად,იცოდა რომ ეს პატარა ქალური შურისძიება იყო,გოგონას მისი სახელი მშვენივრად ახსოვდა.
-გიორგი,სამყაროში არ არსებობს ადამიანი რომელიც არ ცდება,რომელიც თავის წილ ყველა ბრძოლას იგებს ... მართალი ვარ თუ თქვენ ის ერთადერთი გამონაკლისი ხართ?!
-არა,მართალი ხართ.-ღიმილს ვერ იკავებდა მამაკაცი.
-მამათქვენი ყოველ ჯერზე გაგინებთ,რამდენჯერაც ცხოვრებაში თქვენ ბრძოლას აგებთ?!-კახი და ნათელა სირცხვილისგან გამწვანდნენ.კაკი ფხუკუნისგან გაწითლდა.
-უკაცრავად?!-ჩაახველა გიორგიმ.
-თუ თქვენ ადამიანი,ცხოვრებაში აგებთ თქვენ წილ ბრძოლას და ეჭვგარეშეა რომ ასეა.ფეხბურთელმა მოედანზე თამაში რომ წააგოს ამის გამო თქვენგან,ჩემგან,ჩვენგან რამდენად მოსაწონია მათი უშვერი სიტყვებით ლანძღვა?!
-მე არ ვამბობ,რომ უნდა ...
-უკაცრავად,თქვენ სწორედ ამას გულისხმობდით,რასაც მე და მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ.საერთოდ არ არი სასიამოვნო,როცა შენი ქვეყნის ნაკრები აგებს,როცა შენი ქვეყნის თუნდაც ყველაზე სუსტი კლუბი აგებს თამაშს,მით უმეტეს იმ ადამიანისთვის,ვისთვისაც ფეხბურთი ბევრად მეტია ვიდრე თამაში,მაგრამ ... ამის ფონზე ფეხბურთელის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადასვლა ერის მენტალობის დაბალ დონეს აღნიშნავს და არა კარგ გულშემატკივრობას ... იცით რა ხდება ინგლისში,როცა სიტის ან იუნაიტედის კლუბი აგებს?!.. ყოფილხართ ოდესმე მათ თამაშებზე?
-თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ ლონდონში მივიღე ...
-დიახ,ანუ ყოფილხართ!-შეაწყვეტია ნიამ,კაკი უკვე თასმის შეკვრას იმიზეზებდა და თავდახრილი იცინოდა-არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს მგონი იმაზე არაადექვატური გულშემაკივარი ვიდრე ინგლისს და კონკრეტულად ამ ორ გუნდს ... იცით,რომ წაგების შემთხვევაშიც კი გულშემატკივარი თავის ფეხბურთელებს ამხნევებს და მოუწოდებს რომ ბრძოლა განაგრძონ?!იცით რამდენი სანიმუშო ფეხბურთელი გადაურჩენია თავის დროზე კარგ გულშემატკივარს?
-გასაგებია,რასაც ..
-შეიძლება დავასრულო?-წარბი მაღლა აზიდა ნიამ.
-დიახ,გთხოვთ ..-გაეცინა გიორგის.
-მაშინ როცა სიტყვით გამოვდივართ ქართული ფეხბურთის „მკვდარზე ვენოკად“ გამოცხადებისას,მაშინ როცა სხვადასხვა ეპითეტებით ვამკობთ წაგებული თამაშის დროს ფეხბურთელებს იმ ერთი მუჭა ტალახით ხელში ხალხს ვემგვანებით ვინც რაღაც კარგს კლავს. ის მწვრთნელი,როგორც თქვენ აღნიშნეთ მე რომ მიყვარს ...-სიცილი ვერ შეიკავა გოგონამ-ზუსტად თქვენი,ჩემი და ბევრი ჩვენნაირის ჩაკლული სულია,რომელსაც ერთი შეცდომა არ აპატიეს!მე საქართველოში დავიბადე,რაც იმას ნიშნავს,რომ ჩემი ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესოა ... მაგრამ სანამ ქართველი ქართველისკენ ხელის გაშვერით თავის სიმცირეს ვერ მოერევა,მანამ არც კარგი ფეხბურთი გვექნება,არც კარგი მომავალი.
-თქვენ ამბობთ,რომ სამარცხვინოდ წაგებულ თამაშებს გულშემატკივარმა ტაში უნდა დაუკრას და ფედერაციის მილიონობით დოლარი,რომელიც გაზულუქებულ ფეხბურთელებზე იხარჯება ,სირბილი რომ ეზარებათ მოედანზე,ეს გამართლებულია?! უკაცრავად,როცა იუნაიტედის და სიტის გულშემატკივარს ჩვენსას შეადარებთ,ჯერ იქნებ ფეხბურთელი შეგვედარებინა,რას იტყვით?!-კაკი აღარ იცინოდა-ერთია როცა ინგლისელი ფეხბურთელი აგებს თამაშს გრანდებთან და მეორეა როცა ქართველი აგებს მასზე მკვდარ გუნდთან ...ამასთან,ამ შედარებისას გამიჩნდა განცდა,რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ რომელიმე ამ გუნდის თამაშზე ... მაპატიეთ,ფეხბურთი ძალიან მიყვარს,მაგრამ რეალურ ხედვასაც არ ვუჩივი თქვენგან განსხვავებით ... როცა გულშემატკივარს აკრიტიკებთ,იქ იმ მწვრთნელსაც სთხოვეთ საგულშემატკივრო მიზეზი მოგვცეს ფეხბურთელებს პასის მიცემა ასწავლოს და მუდმივი თავდაცვიდან ყურადღება მოწინააღმდეგის კარზეც გადაატანინოს ფეხბურთელებს ...
ორი წუთით ყველა გაჩუმდა.
ნიამ თავი დახარა,ისეთი სახე ჰქონდა თითქოს პასუხზე ფიქრობსო.
ჩხენკელმა ლამის რაიხსტაგზე აიტანა დროშა გულში.
„სად ხარ?“-ალექსანდრეს შეტყობინებამ გამოაფხიზლა ნია.
„სახლში,ვიღაც მოდგმით თავადი მარწმუნებს,რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი არ აქვს“
„ნია საგვარეულო ხმალზე ნუ გაქვს ყურადღება!“-ნიამ სიცილი ვერ შეიკავა და ის იყო მეორე შეტყობინება მოუვიდა. „ვინ არი,იქნებ ვიცნობ?!“
„ვიღაც ჩხენკელი გიორგი ..“
„ჩხიკვი?!ეგ იძახის ქართულ ფეხბურთს მომავალი არ აქვსო? :დდდ“-ნიას თვალები აუფეთქდა.
„იცნობ?????“
„რამდენი კითხვის ნიშნით ხარ,ნიუს?! ვიცნობ, „ლოკომოტივში“ თამაშობდა 18 წლამდე.“
„რაო???????“
„ჰო,დინამოში უნდოდათ გადაეყვანათ,მერე დაიწუნეს ...“
ნიას მზაკვრული ღიმილი მხოლოდ კაკიმ დალანდა და თავი უარის ნიშნად გადაუქნია,არაფერი თქვაო.
-უკაცრავად ... თქვენ ალბათ „დინამოს“ გულმხურვალე გულშემატკივარი ხართ ...-საერთოდ სხვა თემაზე საუბრობდნენ ნია რომ ჩაერია და გიორგის დაწვრილებული თვალებით შეხედა.-არა,ალბათ უფრო „ლოკომოტივის“ ... თუ არც ეგ?! პასების მიცემას და კარში დარტყმას მწვრთნელი არ გასწავლიდათ თუ თქვენ ვერ ახერხებდით,როგორც ყველა „უნიათო“ ქართველი ფეხბურთელი?
-ნია!-მკაცრი იყო კახა ივანიძე.
-ნეტავ რა ემოციით ივსებით,როცა ქართული ფეხბურთის კრიტიკულ მდგომარეობაზე საუბრობთ?!რთულია ალბათ წარმოიდგინო,რომ ერთ დროს შენც ამ ყველაფრის ნაწილი იყავი.საკუთარმა წაგებულმა ბრძოლამ უკაცრავად,მაგრამ არ უნდა გაგაბოროტოს!თქვენის ნებართვით მეგობარს უნდა შევხვდე.-ყველას დაემშვიდობა და ადგილზე გახევებული ჩხენკელი მომღიმარმა დატოვა.

„რაც შენ გააკეთე ბოროტებაა,ნიბროლე სასიამოვნო ბოროტება,მაგრამ მაინც ბოროტება!“-მაშინვე მოუვიდა შეტყობინება კაკისგან.
„ეგ გვერდით რომ გიზის მაგას უთხარი,საფეხბურთო სამყაროზე ისე რომ ლაპარაკობდა თითქოს განსვენებული მარადონა იყო და მესის ლანძღავდა!“
ალექსანდრეს დაურეკა.
-ეჭვი მაქვს მზაკვრულ საქმეში დაგეხმარე,შემთხვევით!-გაეცინა არშბას.
-სამართლიანში უფრო!
-ძალიან გაანადგურე?-ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა ალექსანდრემ.
-მხოლოდ ისე როგორც იმსახურებდა.
-არ უნდა მეთქვა,ჩემი ბრალია ...
-გენახა,როგორ ლანძღავდა ფეხბურთელებს და უარესსაც ეტყოდი.
-სად ხარ?
-ვსეირნობ.
-გვიანი არ არი სეირნობისთვის?
-სახლში ვერ გავჩერდი,ბაბუაჩემი დამცხრილავდა.
-კოორდინატებს ჩაგიგდებ,იმ კაფეში მიდი და მეც მოვალ.
-კარგი ..
20 წუთში ორივე ერთი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ.
-ზოგადად,ჩხენკელი ცუდი ბიჭი არ იყო,ვიცნობ.
-არ მითქვამს ცუდიათქო,ცუდად გამოუვიდა და უპასუხოდ ვერ დავტოვე.
-ნია,ყველას პასუხი არ უნდა გასცე.
-შეიძლება მართალი ხარ,ოჯახის წევრებთან ერთად არ უნდა მეთქვა ...-თავი დახარა ლოყებაწითლებულმა.-საკმაოდ უტაქტოდ ვესაუბრე და ახლა ვდარდობ ...
-ერთადერთი გოგო ხარ,ვისაც ფეხბურთის ხსენებაზე ყველა ეთიკა ავიწყდება!-გულიანად გაეცინა ალექსანდრეს.
-არა,მართლა არ შემეფერებოდა ... ასე არ უნდა დავლაპარაკებოდი.წარმომიდგენია,როგორ საშინლად გრძნობს თავს.თან არც ისე ულოგიკო საუბარი ჰქონდა ...
-ნომერს გავიგებ,ხვალ შეხვდი და ზუსტად ის უთხარი რაც მე,მაშინ როცა „ჩიხურას“ ეჭვის თვალით შევხედე!-ახარხადა არშბა.
-ჯერ ერთი,გალანძღე!-თითი გაბზრიკა ნიამ სასაცილოდ.
-რას კადრულობთ,ახალგაზრდავ?!-„შეშფოთდა“ ალექსანდრე.
-დიახაც!
-დამიჯერე ბოდიშს,რომ მოუხდი თავს უკეთ იგრძნობ.
-მართლა გამიგებ ნომერს?
-მართლა გაგიგებ!-პირობა მისცა და გაუღიმა გოგონას.-ცხელი შოკოლადი არ გინდა?!
-მინდა.
ალექსანდრმე მიმტანს რაღაც უჩურჩულა და ბიჭიც ღიმილით გაემართა სამზარეულოსკენ.
-კარგი,ნია გამიცინე!-ნიკაპში თითები ჩაავლო და სახე მაღლა ააწევინა-მთავარი ის კი არ არის,რომ რაღაც სწორად ვერ გააკეთე,მთავარია მიხვდე,რომ არ იყავი მართალი და ამის აღიარება შეძელი.მოკლედ შენთან ადამიანმა ფეხბურთზე არ უნდა იხუმროს!-გაეცინა ალექსანდრეს.
-რა ბედნიერია ადამიანი ვისთვისაც ეს თამაში მხოლოდ თამაშია?!-თავი გადააქნია ნიამ-რაც თავი მახსოვს თვალს სპეციალურად ვარიდებდი და თითქოს უხილავი ძაფებით მაინც ეკრანს მაჯაჭვებდა.
-არადა,გოგოს რომ კითხო მეხუთე კლასის შემდეგ არ უყურებია თამაშისთვის!არ გეუბნები პირდაპირ,მაგრამ მატყუარაც ხარ ყველა სიკეთესთან ერთად.
-მართლა არ მიყურებია ...-ჩაიფრუტუნა ნიამ.
-მოიცა,რაო?!
-თამაშებს არ ვუყურებდი ... მერე ბაბუს ან კაკის ვაყოლებდი მეორე დღეს.მხოლოდ მნიშვნელოვან თამაშებს ვერ ველეოდი.
-საერთოდ სპორტის ჟურნალისტი როგორ გახდი?
-ბავშვობიდან არ მიყვარდა,როცა რაღაც იმაზე მეტი ხდებოდა რაც რეალურად იყო.მიჯაჭვულობას ვერ ვიტანდი ვერც ადამიანებზე და ვერც რაიმე სხვაზე.ფეხბურთისადმი იმდენად დიდი სიყვარული მქონდა ვგრძნობდი,რომ მეც რომ ასე ტელევიზორთან დაძაბულს მეთენებია ღამეები მატჩების ყურებისას ფეხბურთი იმაზე მეტი გახდებოდა ვიდრე უბრალოდ თამაში. მაგას მეხუთე კლასში მივხვდი, „ბარსელონამ“ „ლიონს“ 5-1 რომ მოუგო და მე ბედნიერებისგან ვტიროდი.
-ჰო,მაგრამ რატომ?რატომაა ცუდი თუ ვინმეს ან რამეს ასე შეიყვარებ?
-დამოკიდებულს გაგხდის.
-შენ ხომ ფეხბურთელი არ ხარ,ამის არ უნდა გეშინოდეს.
-როცა ხვდები,რომ შენში რაღაც უკონტროლო სიყვარულს იწვევს ეს რაღაც უნდა გააჩერო.როგორ გითხრა,დოზა შეამცირო.
-მართლა ერთადერთი ხარ,ვინც მგონია,რომ ჩემზე მეტად აფრენს!-გაეცინა ალექსანდრეს და მიმტანს მადლობა გადაუხადა.
-პირველად შენ თამაშზე ვიყავი ...-ამოილაპარაკა ნიამ და ალექსანდრეს გახევებული სხეული დააიგნორა.-მაშინ კიევის „დინამოს“ ხვდებოდით,შენ თბილისის „დინამოში“ თამაშობდი.ეს მანამ იყო,სანამ ესპანეთში წახვიდოდი,სადაც კინაღამ ფეხი მოგტეხე ... ბაბუაჩემი სოსო ამაღლობელთან ერთად კომენტატორი იყო მატჩის.პატარა ვიყავი,მახსოვს როგორ ტიროდნენ ჩემს გვერდით გულშემატკივრები,როცა ალექსანდრე არშბამ კარში გოლი შეაგდო.იმ თამაშში მწვრთნელმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო,შენი პოზიცია მარცხენა ნახევარმცველი იყო,მან კი თავდასხმაში დაგაყენა ... იმ დღეს თბილისის „დინამომ“ კიევის „დინამოს“ სტადიონი თავზე დაამხო ... ზუსტად იმ დღეს ვიგრძენი,რომ ფეხბურთი ბევრად მეტი იყო ვიდრე თამაში ... სადაც შეიძლება „სევილიამ“ „რეალს“ მოუგოს, „ჩიხურა“ ჩემპიონი გახდეს და ხალხმა კარში გაგორებული ბურთის გამო იოგების ჩაწყვეტამდე იყვიროს აცრემლებული თვალებით. მაშინ ვიგრძენი რას ნიშნავდა ქართველი ქართველისთვის ჭეშმარიტი და წმინდა გაგებით.იქ იმ სტადიონზე ალექსანდრე არშბას შვილიშვილი კიარა უბრალოდ ალექსანდრე არშბა იყავი,რომელმაც საოცარი გოლი გაიტანა ...
-ნია ...-ხმა ჩავარდნილმა ამოილაპარა არშბამ-შენ ...
-არა,ჯანდაბა -გაეცინა ნიას-არ იფიქრო,რომ იმ დღის მერეა გითვალთვალებ,არა მანიაკიც არ ვარ!-უკვე ხმით იცინოდა ივანიძე-წლების შემდეგ,მაშინ „გრანადაში“ თამაშობდი,მე უნივერსიტეტიდან ჩამოვედი ესპანეთში,მე და ნატა ... ორი რეპორტიორთან ერთად.სტაჟიორი ვიყავი,თან საკმაოდ წარმატებული,ვერ წარმოიდგენ რამდენი ბრძოლა დამჭირდა იმ ასაკაში ესპანეთის საგზური,რომ მომეგო პირდაპირი გაგებით ...
-თვითმფრინავში ...-ძლივს ამოილაპარაკა არშბამ-როგორ ვერ გიცანი ...
-რას წარმოიდგენდი,მაშინ წესიერად არც დაგინახივარ,ჩემი რეპორტიორის კამერა მე მომქონდა,რეისზე ვაგვიანებდით,ცხოვრებაში პირველად დავლიე ესპანური ტეკილა და მეგონა ხუთი თავი მქონდა,კამერა მოგარტყი შემთხვევით ფერდში.
-ცოტა გვერდით!-ჩაეცინა ალექსანდრეს და სახე ხელებში ჩარგო,უეცრად სიცილი აუვარდა-მეხუმრები,ხო?
-აღტაცების დრო არ მქონდა,არც იმის რომ ავტოგრაფი მეთხოვა ჩემთვის და ჩემი ძმისთვის,წუთი წუთზე რეისი სრულდებოდა და ვერ დავაგვიანებდი,ბოლოსდაბოლოს არც ისეთი პატივსაცემი პიროვნება ვიყავი ჩემს გამო რეისი გადაედოთ ...-თითქოს წაკბინაო მაშინდელი დაგვიანებისთვის არშბას,რომელსაც სრული ქაოსი ჰქონდა გონებაში.-მას შემდეგ ექვსი წელი გადის,ის ნატა ვისთან ერთადაც გრანადაში ვიყავი სპორტული ჟურნალისტიკიდან პირდაპირ პოლიტიკაში მიდის და მისი ადგილი ჩემი ხდება ... წინა დღით ვიგებ,რომ პარიზში მივფრინავ,კომფერენციაზე,რომელზეც ფეხბურთის სამყაროს მეფეები იქნებიან და იქ ჩემი ... ქართველი არშბა,რომლის გატანილ გოლზე ხალხის რეაქციები დღემდე ჩამესმის ყურში ... მაშინ,როცა აეროპორტის თანამშრომელს ჩემი პასპორტი და ბილეთი მივაწოდე მესმის ფრაზა ... -ეცინება და ფინჯნის ზედაპირს საჩვენებელ თითს ფრთხილად ატარებს ..-„გაიგე?არშბამ სპეც.რეისზე უარი თქვა და დღეს ამ თვითმფრინავით იმგზავრებს ..“ დანარჩენი შენც კარგად იცი ...
ორი წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
ალექსანდრეს მზერა ფინჯანზე მოძრავ ნიას თითებზე გაეშტერებინა.
-შენ მეუბნები,რომ ...
-მე გეუბნები,რომ შენზე გაცილებით მაგარი გულშემატკივარი ვარ!-სასაცილოდ დამანჭა ნიამ სახე და ალექსანდრემაც ვერ შეიკავა ღიმილი.
-ახლა იცი რას ვფიქრობ?!-თითებიდან ნიას თვალებზე გადაიტანა მზერა.
-ბრძანე!-ეცინებოდა გოგონას.
-ცოლობა ახლა რომ გთხოვო დაგვიანებული იქნება?!
გოგონას ცხელი შოკოლადი გადასცდა და ორივეს ისტერიკული სიცილი აუვარდათ.
ნიას ტელეფონი განათდა,კაკი წერდა,რომ სახლში დაბრუნების დრო იყო.
ალექსანდრეს გონება მთელი ძალით ჩაეჭიდა ეკრანზე გამოსახულ საკუთარ წარწერას ილუმინატორზე.
„არშბა 7 ნომერი,მხოლოდ მე გამოგრჩი..“
-ჩემი წასვლის დროა ...-გაუღიმა ნიამ.
-გაგიყვან.
-მანქანით ვარ,ნახვამდის ალექს.
ადგილიდან არ დაძრულა არშბა.
ცოტა ხანში ბიჭებს დაურეკა და ისინიც მალევე მივიდნენ დანიშნულების ადგილას.
***
დილით არშბას შეტყობინება დახვდა ნიას ტელეფონში.
უცხო ნომერს უგზავნიდა,მხოლოდ გვიან გაახსენდა,რომ ეს სავარაუდოდ ჩხენკელს ეკუთვნოდა.
საწოლში წამოჯდა და გამოგზავნილ ნომერზე დარეკა.
-გისმენთ ...-გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა.
-უკაცრავად,მე ნია ვარ ივანიძე ... აი,ის გუშინ რომ ...
-დიახ,მახსოვხართ!
-თქვენთან შეხვედრა მინდა,გუშინდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადოთ.
-არ არი საჭირო,არაფერი გეტყობოდათ იმის რომ წუხართ თქვენი მონოლოგის გამო,იძულებითი ბოდიში იმაზე საშინელია,ვიდრე შეურაცხყოფა.
-არა,მართლა მთელი გულით ვწუხვარ გუშინდელის გამო,თქვენ უბრალოდ არ მიცნობთ ... მე არ მახასიათებს ხოლმე მსგავსი საქციელები.
-გასაგებია.
-ძალიან გთხოვთ,ასე ვერ მოვისვენებ,ჩვენთან მობრძანდით ან ...
-არ არის საჭირო,ბოდიში მიღებულია არაუშავს.
-თქვენ რა ვერ ხვდებით,რომ თქვენც უნდა მომიხადოთ ბოდიში!?-თავი ვერ შეიკავა ნიამ.
-ბატონო?
-რა გეგონა ქართული ფეხბურთი რომ მიალანძღე?ხო,ასეთი ვარ ამ თემაში უკონტროლო!წესით ყველაზე უკეთ შენ უნდა გესმოდეს,როგორი ასატანია გულშემატკივრის შეურაცხყოფა ფეხბურთელის მიმართულებით,შენ კი ისე დაუნდობლად გამოლანძღე მთელი ქართული ფეხბურთი,მესხი და ყიფიანი მიწაში ამოტრიალდნენ! ვერ გამიგია,შენ ხომ პირიქით უნდა დაიცვა ფეხბურთელები.მე ბოდიშს მხოლოდ იმის გამო გიხდი,რაც ბოლოს გითხარი,არ უნდა მეთქვა ყველას თანდასწრებით,ის რომ ყოფილი ფეხბურთელი ხართ და ბოღმა გამოძრავებთ! ანუ ასე არ ვფიქრობ ... -უცებ დაუთბა ხმა-მხოლოდ ამის გამო ვიხდი ბოდიშს,იმის გამო რაც ჩემ შინაგანში არ ზის და გუშინ უბრალოდ ... უბრალოდ არ ვიცი რა დამემართა,-მერე ისევ გაკაპასდა-ისე კი საშინელი გულშემატკივარი ბრძანდებით,თქვენი გრანდებით,სიტით და მანჩესტერით!-გაღიმებულ ჩხენკელს ხმის ამოღება არ დააცადა ისე გაუთიშა ტელეფონი.
კართან მდგარი კაკის და კახის გაღიმებულ სახეებს რომ გადახედა თვითონაც გაეცინა.
-არ მითხრათ,რომ ღირსი არ იყო?!-ხელები მაღლა ასწია სასაცილოდ თმა აბურდულმა.
-თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა?!-თავი გადააქნია კახიმ.
-ბაბუ,ბოდიში რა შენი მეგობარი არ მეგონა ასეთი ირონიული კაცი თუ იქნებდოდა ... არ ვიცი ვერ მოვითმინე,რა. -სახე სატირლად დაებრიცა ნიას,ყველაზე უფრო ის არ უყვარდა ბაბუს რომ აწყენინებდა ხოლმე.
-ჩაიცვი ეს შენი ბაჩუჩები და გამოპრაკუნდი საუზმე მზადაა!-გაღიმებულმა ჩაილაპარაკა კახიმ და და-ძმა ოთახში დატოვა.
-ჯვარი აქაურობას,ბაქოს მერე მგონია ღრუბლებზე დადის ბედნიერებისგან!-იცინოდა კაკი და ნიას აბურდულ თმებს კიდევ უფრო უბურდავდა.

მეორე მოგებული მატჩიც ვერ გახდა მიზეზი იმედგაცრუებული გულშემატკივრისთვის,რომ რწმენა დაბრუნებოდათ.
ამას მთავარი მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც ბოლომდე იაზრებდნენ.
თამაშებზე აქტიურად შეინიშნებოდა რუსეთის,ყახაზეთის და სხვა ქვეყნების კლუბთა სკაუტები,რომლებიც აქტიურად ადევნებდნენ თვალს ქართველ ფეხბურთელთა თამაშებს.

წაუგებელი სერიათა მთელი ხუთი ნაწილი,რომ შექმნა მთავარმა „დირიჟორმა“ თანთადან გამოჩნდა ახალი სახეებიც.
ბიჭები,რომლებსაც ალექსანდრეს მოსვლამდე არავინ იცნობდა,ბიჭები რომლებიც თავიანთ მაქსიმუმს დებდნენ ამ საქმეში და რომლებიც წერდნენ რაღაც ახალს ... ისეთს,რაც კარგად დავიწყებული ძველია,როგორც ყოველთვის.

-დღეს დილით ფედერაციიდან დამირეკეს ..-ნახევრად ეძინა,მოგებული მატჩის მეორე დღეს არშბას,ნიას ზარმა რომ გააღვიძა.
-გოლი ხო გავიტანეთ?რა უნდათ?!-ამოიზმუილა და საწოლში გვერდი იცვალა.
-უკმაყოფილებას გამოთქვამენ პრესკომფერენციებს არ ატარებსო,ჟურანლისტების გადამტერებას ბართომეუსი გადაიკიდო ეგ სჯობს!-იცინოდა გოგონა.
-მთელ მედიას დაგცინებთ,ტროლებს თუ გაუშვებთ!-ახარხარდა არშბა.
-ალექს,არ იქცევი სწორად შეხვდი ამ ჟურნალისტებს მეხუთე წაუგებელი მატჩი გაქ ანგარიშზე თუ არ გინდა სახლს ალყა შემოარტყან გამოდი ამ შენი ნაჭუჭიდან!
-რა მკაცრი ხარ,დილიდან ნიუს?!
-ნუ მეძახი ამ „ნიუს“-ს !-სიცილი ვერ შეიკავა გოგონამ.
-შენც თუ დაგავალებენ არშბას სახლს უდარაჯეო,არ დაიბნე დამირეკე შემოგიყვან და ჩაიზე დაგპატიჟებ!
-რა მშვენიალურია,იუმორის ხასიათზეა დამრიგებელი!
-როგორც აღნიშნეთ საქართველოს 5 წაუგებელი მატჩი მაქვს ანაგრიშზე,ჟურნალისტები სახლთან მდარაჯობენ,მსოფლიოში ყველაზე თავხედი „ნიუსი“ დილით მაღვიძებს და ერთი მიზეზი მითხარი ცუდ ხასიათზე რატომ უნდა ვიყო?!
-გინდა უკეთეს ხასიათზე დაგაყენო?
-გინდა რომ ავღფრთოვანდე?
-მინდა გაგიჟდე სიხარულისგან.
-ანუ გინდა გული გამისკდეს?
-აუ,ეგეთი მოხუცი ხარ?უკვე გულიც გაწუხებს?-თეატრალურად შეიცხადა ნიამ და ალექსანდრეს ხარხარი დააიგნორა.-დღეს ფედერაციის პრეზიდენტი მართავს შეხვედრას სადაც მეც ვიქნები!
-რა შეხვედრას?
-ააჰ,უიჰ,შენთვის არ უთქვამთ? ალბათ ბაბუა დაპატიჟეს შენს ნაცვლად,კარგი ალექს გული არ გაიტეხო ... შენც გეტყვიან ალბათ ... ოდესმე ... შორეულ მომავალში ... კარგი,ალექს მორჩი ახლა ტირილს,ნუ იცი ასე ჩაციკვლა რაღაც წვრილმანებზე,მხოლოდ „ვიაიპ საზოგადოება“ ვიქნებით,შენ მანდ რა გინდა?! კარგი,მორჩი ახლა ნერვიულობას ... აბა კარგად,ნახვამდის!-ალექსანდრეს სიცილი დააიგნორა,ტელეფონი მალევე გათიშა და მომღიმარმა ახედა მთავარ პროდიუსერს.
-გადაგვირევ შენ მაგ კაცს და ნაკრებმა თამაში,რომ წააგოს ღიად დაგდებ ბრალს!-ღიმილი ძლივს შეიკავა ზურამ და ნიას გადმოხედა.
-ხეზე სამჯერ დააკაკუნე და შენდობა ითხოვე ამ უშვერი ცილისწამებისთვის!-თვალები დაექაჩა ნიას.
-ოჰ,შეიკრიბა სპორტის ელიტა!-წარბები უკმაყოფილოდ აზიდა ნატამ და ტუჩები დაბრიცა.
-რა უნდა ამ მოსიარულე ბოღმას ხომ ვერ მეტყვი?!-დაწვრილებული თვალებით გადმოხედა ზურამ ნიას.
-რაო,კიდე არ შედიან პარლამენტში?-გაცინა ივანიძეს.
-აცივდება შევლენ,სად წავლენ?!-მძიმედ დაეშვა სკამზე ნატა-ჯანო თავს მომაკვლევინებს და მერე არ დამიწყოთ რაღაცები,პირდაპირ განძრახ მკვლელობის მუხლით ჩამსვით!
-რაო?
-ქართლის დედის ძეგლზე ადი და რეპორტაჟი იქიდან ჩაწერე,დაანახე ხალხს ქართლის დედის ცრემლებიო,გამაგებინეთ ამას არ მერჩივნა „ბაშაკშეჰირის“(თურქეთის საფეხბურთო კლუბი) მწვრთნელის მოადგილისგან ამეღო ინტერვიუები მთელი ცხოვრება?
-შენი აზრით „ბაშაკშეჰირი“ მასხრად ასაგდები კლუბია?!-წელზე შემოირტყა ხელები ნიამ და ნატასკენ ავისმომასწავებელი მზერით დაიძრა.-შენ იცი რა უქნა ხსენებულმა ბაშაკშეჰირმა შენ „იუნაიტედს“?!
-ჯერ ერთიც „ბაიერნის“ ფანი ვარ და მეორეც,ნუ მიყურებ ასეთი სახით ივერიც მყოფნის პარლამენტში!გამომივიდა მიუსაფარ გუნდთა მცველი!მაგაზე გამახსენდა რას შვრება ჩვენი ...-ნიას გამძვინვარებულ თვალებს რომ გადააწყდა მიხვდა „ნაკრების“ თქმა რა სიმძიმის დანაშაულადაც აღიქმებოდა,უკან ზურა თავს უქნევდა,როგორმე გადააკეთე წინადადებაო-ჩვენი ეზოს ცუგა?!
-აჰ,ჰო რავიცი სად გაგახსენდა ახლა ეზოს ცუგა?!-მხრები აიჩეჩა ნიამ.
-ხო რა ვიცი?!წავედი ქართლის დედასთან მაქვს პაემანი,რა გენაღვლებათ ყველას თქვენსავით აწყობილი საქმე არ გვაქვს ჩემო კარგო!
-ნეტა ვიცოდე ვინ გაძალებდა ინგილო ქალობას?!-ჩაიქირქილა ზურამ და ნატამაც დატოვა ოთახი.

ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ჟურნალისტთა მცირე ჯგუფი და მთელი ქართული სპორტის სამყარო ესწრებოდა.
-სასიამოვნოა თქვენი აქ ნახვა,ქართული ფეხბურთის ერთგულო გულშემატკივარო!-ყურთან მოესმა ხავერდოვანი ხმა და შემოსასვლელ კართან მდგარი ალექსანდრესგან მზერა უკან მყოფ გიორგი ჩხენკელზე გადაიტანა.
-თქვენს აქ ხილვაზე მხოლოდ ის შემიძლია ვთვა,რომ გამიკვირდა ...-გაეცინა ნიას-არ ვიცოდი ყოფილ ფეხბურთელებსაც თუ იწვევდნენ.
-რამე დაგიშავე თუ სულ როგორ იკბინები?-ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა გიორგიმ და თლილი თითებით მიმტანს სინიდან შაპმანურის ჭიქა აართვა.
-რა გეგონა ნაკრებს რომ მილანძღავდი სახლში?-სიცილი ვერც ნიამ შეიკავა.
-ჯერ ერთი დავკონკრეტდეთ,არ გამილანძღავს,მეორეც სამართლიანად გამოვთქვი საყვედური!
-აი,კიდევ ...!-ხელები მაღლა ასწია ნიამ და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია-ჩემთან დიალოგის დროს დაიმახსოვრე,რომ ნაკრები სულ მართალია!
-კარგი,ამას ახლა იმიტომ ამბობ რომ 5 წაუგებელი მატჩი ჩავატარეთ,მართლა აღსანიშნავი ფაქტია,უბრალოდ ... ბევრ იმედებსაც ნუ დადებ გაგიცრუვდება.-თვალი ჩაუკრა გოგონას და მათკენ წამოსული არშბა შეათვალიერა-აი,შენი და ერის იმედიც მოდის.
-როგორ ხარ,გიორგი?!-ალექსანდრეს გაწვლიდ ხელზე ყბა ჩამოუვარდა გაოცებულ ივანიძეს.
-ნიაკოს ვასწავლიდი რომ ზოგჯერ და უმეტესად იმედები გვიცრუვდება ხოლმე ადამიანებს.-ორაზროვნად გაუღიმა ჩხენკელმა არშბას და ორივემ მზერა ნიაზე გადაიტანეს.
-იმედები არასოდეს ცრუვდება,თუ ადამიანის ბრძოლის უნარიანობა აქვს.ამაზე მხოლოდ ის ლაპარაკობს ვინც საკუთარი ბრძოლა წააგო და აუცილებლად ჰგონია,რომ სხვაც წააგებს.მე მხოლოდ იმას გირჩევდით,რომ იმედები მხოლოდ ზებუნებრივ ძალაზე დაამყაროთ და არა ადამიანებზე,თორემ როგორც მე,თქვენ და ჩვენ ისე სხვებიც აგებენ ბრძოლებს.
-მაინც არ მესმის შენი ასეთი ოპტიმიზმი ..-მომღიმარმა გადააქნია თავი ჩხენკელმა და მთელი შეგნებით აარიდა თვალი არშბას დაჟინებულ მზერას ნიას მიმართულებით.
-არც არის საჭირო გაიგოთ,მე ჩემი ოპტიმიზმი მაცოცხლებს თქვენ თქვენი იმედგაცრუების შიში.ყოველ ჯერზე როცა ამ თემას შეეხებით გახსოვდეთ,რომ თქვენთვის ყოველთვის „ამოუცნობი“ ფენომენი ვიქნები ამ მხრივ ... და ვერასდროს ...-გაეღიმა ნიას-ვერასდროს გავუგებთ ერთმანეთს.
-ასე გადაჭრით ამაზე საუბარი მე თუ მკითხავ ...
-არ გეკითხება.-ნიას მტევანს ფრთხილად შეეხო არშბა და ღიმილნარევი მზერით დატოვეს მან და ნიამ ჩხენკელი.
-შენ კიდე ამბობდი კარგი ბიჭიაო,ყოველ ჯერზე ნერვებს მაწყვეტს მისი ასეთი დამოკიდებულება,ასეთი „ლოგიკური“!-ქოთქოთებდა ნია,როცა სახე ისე აუხურდა წამიერად კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში საჰარას ტემპერატურა დამყარდა.არშბას გრილი სუნამო ჯერ კიდევ სახეზე ჰქონდა შერჩენილი.მერე რომ ნახა სტატიაში დაბეჭდილი ფოტო დარწმუნდა,რომ არ მოლანდებია ... არშბამ მოურიდებლად აკოცა უამრავი კამერის წინ ივანიძეს აწითლებულ ლოყაზე.
-ისეთი ბავშვურად შეუვალი ხარ ამ თემაზე საუბრისას,მინდება რომ მთელი ცხოვრება გისმინო ჩემ ბიჭებთან ერთად და არავის არასდროს მივცეთ საბაბი ეს შეუვალობა წაგართვან.
-ჩააწყვე და მაინც მოხვედი ჰო?!-თემა გადაიტანა აწითლებულმა ნიამ და არშბას სიცილზე გული შეეკუმშა-აღიარე,ბოლო წამს დაგპატიჟეს ხო?!-ეღიმებოდა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
-პრეზიდენტს დავურეკე,მე არ მცემთ პატივს,კარგი ... ჩემი ოჯახი მაინც გაითვალისწინეთ,თორე ივანიძის კალმიდან ვინ ამოვათქო?!-ისე გულიანად იცინოდა ჟურნალისტები გაოცებული უყურებდნენ ყოვლად „გოროზ“ მწვრთნელს.
-ასეც ვიცოდი,აბა ვინ დაგპატიჟებდა თავისი ნებით?!-სიცილს ვერც ნია იკავებდა.
-რომ იცოდე როგორი ლამაზი ხარ ...-ხმა ისე დაუბოხდა ნიას ეგონა სხვა ალექსანდრე ელაპარაკებოდა.დაიბნა.თავადაც ვერ მიხვდა,რომ ასეთი უფრო მოსწონდა.
-მოხუცი სპორტსმენის პირობაზე შენც არაგიშავს,მაგრამ იცოდე რომ მე მაინც პეპი მიყვარს!
-ვინ ის მელოტი?!-ალექსანდრე უკვე შესამჩნევად ხმამაღლა იცინოდა და ამ ორს აშკარად არ ადარდებდათ მათი საზოგადოება.
-დიახაც,ახლა არ დაიწყო რაღაცები,აღიარე რომ ყველაზე სიმპათიური მწვრთნელია!-საჩვენებელი თითი პროვოკაციულად გაუჭიმა ცხვირწინ არშბას.
-ვერ დაგეთანხმები ჩემო პატრიოტობის ემბლემავ!
-აბა,ვინ არი ყველაზე სიმპათიური მწვრთნელი?
-ამპარტავნებაში თუ არ ჩამომართმევთ მე გახლავართ,დიახ ... დიახ,თქვენ ძალიან იღბლიანი გოგონა ბრძანდებით,რომ გეძლევათ შანსი კიდევ ერთი ინტერვიუ აიღოთ ჩემგან,ამჯერად დაუსრულებელი ...
-დაუსრულებელი ინტერვიუ წლის „ყველაზე“ მწვრთნელთან?!-იცინოდა ნია.
-ეს „ყველაზე“ არ მაპატიე ხო?!-კისერზე მოჭერილი ჰალსტუხი ორი თითი მოუშვა არშბამ.
-ერთ წინადადებაში სამჯერ ჩასვი,სამივეჯერ დადებით კონტექსში და შენი თავის მაქებარი სიტყვების წინ,ნუ რა დავარქვა ამ ქმედებას?
-მე მომწონს „ყველაზე მწვრთნელი!“
-იმ კაცს შენთან ლაპარაკი უნდა და შენ აქ ცანცარებ,მწვრთნელი კი არა მასხარა ხარ,ბატონო მეწაღევ!
-უნდა მკითხოს მის შვილს ნაკრებში მივიღებ თუ არა,და თუ არ მივიღებ იქნებ რომელიმე კლუბში მაინც მივაღებინო ვინმეს,ამიტომ არა ... აქ მირჩევნია.-თვალი ჩაუკრა ნიას და მხრებზე დაფენილი თმა ერთი ხელის მოსმით გადაუყარა ზურგს უკან.
-გუნდში რა ხდება?!
-არაფერი,დეკემბრამდე ისვენებენ ... რამდენიმეს მოლაპარაკებები აქვს ყაზახეთთან და ყატარის რომელიღაც გუნდთან აღარ მახსოვს ...-წვერზე ხელი ჩამოისვა და ირგვლივ მიმოიხედა,ღიმილი ვერ შეიკავა ჩხენკელის დაჟინებულ სახეზე და ისევ ნიას გადმოხედა-გიორგი გიყურებს.
-ჰოო?!-არაფერი შეიმჩნია ივანიძემ-კარგია.
-რა არი კარგი?-ოსტატურად დაფარა უსიამოვნო იმპულსები არშბამ.
-თუ უკლუბოდ დარჩენილ ფეხბურთელებს ეშველებათ ეს პირველ რიგში ნაკრებისთვისაა კარგი.არშბა ერთ ხანს გაღიმებული უყურებდა ივანიძეს,რომელსაც ვერაფრით გაეგო რატომ დუმდა ალექსანდრე.
მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო ისე დაიწყო ლაპარაკი.
-ვინმესგან ინტერვიუ უნდა აიღო?!
-მომკლავს ზურა აქ ერთი ადამიანისგან მაინც თუ ვერ ავიღე ინტერვიუ.
-უკვე რამდენი გაქვს?!
-სამი.-ამაყი სახით გადახედა ხალხს ივანიძემ.
-მეოთხედ ჩემსას დაგიმატებ თუ გამოიპარები.
ნიას თვალებში აფეთქებულ ფეიერვერკებზე ღიმილი ვერ შეიკავა,გასასვლელისკენ დაიძრა და გოგონაც თან გაიყოლა.
-შენი მანქანით ვერ წამოვალ!-ეზოში გაჩერდა ნია.
-რატო?
-ნაკრების მწვრთნელი და ჟურნალისტი ... ტვინში უკვე ვაწყობ სტატიების სათაურებს მე კიდე არ მინდა ბაბუაჩემის გულის შეტევის მიზეზი გავხდე,ლოკაცია ჩამიგდე და ტაქსით მოვალ.
-სერიოზულად?
-აბსოლუტურად!-გაეცინა და ტაქსი გააჩერა.
ისევ ის კაფე იყო,სადაც იმ ღამით ცხელი შოკოლადი დააგემოვნეს.
ამჯერად არშბა მარტო აღარ დახვედრია.
რეზი,თათა და დათაც იქ იყვნენ და ყველა ნიას ელოდა.
რეზიმ დაინახა თუ არა ნია მაშინვე ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი.
-ლექსო,რა მოგივიდა?არ ვილაპარაკებთ შენს განსხვავებულ ორიენტაციაზე,მორჩი ახლა !
-მიწაში ჩაგდებ დედამიწის ქერქის გარღვევით თუ არ გაჩუმდები!-გამოსცრა მომღიმარმა ალექსანდრემ.
-არც ის ვთქვა დალევის დროს თეფშებს რომ ლეწავ და თან ლექსებს ყვები?-თვალებ გაფართოებულმა ნიამ სვლა შეანელა.
-რეზო,თათას ვცემ პატივს თორე ხო იცი რას გიზამდი?!-თავდახრილი იღიმოდა არშბა.
-ნუ „იგრუზები“,სიყვარული ისაა სამ მკერდიანი რომ შეუყვარდები,თორე ჩემსავით სიმპათიურს ყველა შეიყვარებს!-ხელი სასაცილოდ აიქნია რეზიმ და ის იყო ნიამ ორი ნაბიჯი უკან გადადგა ყველას სიცილი რომ აუვარდა და ალექსანდრემაც გაღიმებულმა მოხედა უკან მდგარ გახევებულ გოგონას.
-მოდი,ნიაკო მოდი!-ხელი დაუქნია დათამ და ივანიძეც მიხვდა,რომ რეზი ხუმრობდა.
-ამას ყველაფერში არ დაუჯერო,იუმორი ეძალება ..-გაუღიმა თათამ ნიას.-მე თათა ვარ,მასხარას მეუღლე.
-ცოლო,დამაფასე თორე იცი რა გოგოები მეძლევიან?-წარბები აწკიპა რეზიმ.
-ქალზე ნაფიქრი არ გექნება მეორე საქორწილო კაბაში გამოწყობილი ფოტოს რომ ჩაგიგდებ.-ლოყაზე აკოცა თათამ რეზის.
-ნუ გადარევთ, არაა საჭირო თქვენი ურთიერთობების ქარცეცხლში გახვიოთ ეს გოგო,ბავშვია ჯერ!-იცინოდა დათა.
-სამი მკერდი მართლა გაქვს თუ ..-უჩურჩულა ალექსანდრეს ნიამ,რაზეც არშბამ სიცილი ვერ შეიკავა.
-რომელზე დაეჭვდი სიმთვრალეში რომ აპათოლოგებს თუ სხვა ორიენტაცია რომ აქვს?!-ჩაერია გახალისებული რეზი.
-რეზი,გცემ!-სიცილს ვერც თათა იკავებდა.
-ვა,ალექსანდრე გახედე ჩხენკელი ...-იმ წამს შენობაში შემოსული გიორგი ჩხენკელი შეამჩნია დათამ და ყველამ ყურადღება ახალმოსულზე გადაიტანა,რომელმაც ხელის აწევით მიესალმა ნაცნობებს და გვერდით მაგიდაზე დაიკავა ადგილი.
-გამოგყვა?-ხმადაბლა გადაულაპარაკა ალექსანდრემ ნიას.
-წარმოდგენა არ მაქვს,ალბათ შემთხვევით შემოვიდა ... -მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-ეე,ნიაკო შემთხვევით არაფერი ხდება!-თვალი ჩაუკრა დათამ ივანიძეს და სამივე ძმაკაცმა მზერა მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდარი ჩხენკელისკენ გააპარა.
დათას ლევანმა დაურეკა,რაზეც ალექსანდრემ აიჩემა ის და კაკიც მათთან მოსულიყვნენ.
ლევანი და კაკი კლასელები,კურსელები და კოლეგები იყვნენ ყველაფერთან ერთად განუყრელი მეგობრები.კაკიმ,რომ გაიგო ნიაც იქ იყო,ალექსანდრესგან ეს ჟესტი ესიამოვნა და ბევრი არ უფიქრია ლევანთან ერთად წავიდა კაფეში.
მთელი საღამო საუბრობდნენ.
-კაკი,შალიკას და კიდე გიყვარს?-მომღიმარმა დათამ გადახედა ივანიძეს,რომელსაც უეცრად წყალი გადასცდა და ხველება აუვარდა,რაზეც ბიჭებმა სიცილი ვერ შეიკავეს.
-შალიკა გაახსენდა უეჭველი!-მხარზე ხელი დაჰკრა ლევანმა მეგობარს.
-ეგ ტიპი არ გამახსენოთ,ორი წლის წინ ქუჩაში შემხვდა და ისე გადამეხვია,თითქოს ფრონტის მეგობარი იყო.
-ნათია ძალიან კარგი გოგო იყო,ჩემი სკოლელია და შორიდან ვიცნობ,მაგრამ სულ კარგი მესმოდა-თქვა თათამ და წვენი მოსვა.
-ახლაც ძალიან კარგი გოგოა,ეგაა რომ მეორე ნახევარში ვერ გაუმართლა.-თავი ჩაქინდრა კაკიმ,ნიამ ძმას მხარზე თავი დაადო და ალექსანდრეს გაუღიმა.
-ბიჭო,ხომ მითხარი აღარ მიყვარსო?-შეჰყვირა ლევანმა.
-ახლა ვახსენე მიყვარსთქო?-თავი მაღლა ასწია კაკიმ.
-ისე ჩაილაპარაკე შენი ნაღველი მე შემომაწვა!
-არა,მესმის რასაც გულისხმობ ... აუტანელია შენ პირველ სიყვარულს ასე რომ უყურებ ..-თქვა დათამ და ღვინო გამოცალა ჭიქიდან.
-პირველი სიყვარული სულ გტკივა,მეორე და ჭეშმარიტი რომ ნახო,პირველი მაინც სხვაა ...-თქვა თათამ და რეზის წარბაწეული სახე დააიგნორა-კაკი,რა მაგარი ბიჭი ხარ!
-სულ ტყუილად წაართვა მისმა დეგენერატმა ძმამ,სულ ტყუილად!-ნერვები ეშლებოდა ლევანს-რამდენი რამე გავაკეთეთ ბიჭებმა ... მთელი კლასის გოგოები ნათიას საჩუქარს ფუთავდნენ და დამპალმა შალიკიანმა მერვე სართულიდან გადმოუგდო ...
-კარგი,რა ლევან!-სახე მოეღუშა კაკის.
-ბავშვები იყავით,პრინციპში არც ჩვენ ვიყავით დიდები ...-იხსენებდა დათა.
-ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა,სულ მამაჩემი რომ ჩამერია ამ ამბავში ნათიასაც არ ვუყვარდი ... როცა ვიღაც შენ გამო არ იბრძვის არც შენ უნდა იბრძოლო მისთვის.ბავშვი რომ ვიყავი ალბათ ამის გამო უფრო მჯეროდა რაღაც ყალბ იდეალებზე ოცნებად ქცეული ურთიერთობა ... სადღაც მაინც ის მომენტია,რომ ორს ვერ მოერევი,ერთმა კი ხელიც არ უნდა გაანძრიო ...
-როგორ არ უნდა იბრძოლო?ქალმა თუ ვერ შეატყო,რომ მის გამო იბრძვიან არც ის დაიწყებს ბრძოლას სხვის გამო!-წარბები აწკიპა ნიამ.გოგონას ხმაზე სმენა დაეძაბა არშბას.
-რომ დაქალდები და შეგიყვარდება მერე გაიგებ რას ვგულისხმობ!-გაეცინა კაკის და პატარა დას შუბლზე აკოცა.
-თქვენი არ ვიცი და მერამდენე საათია ჩხენკელი მარტო ზის მაგიდასთან ...-ამოილაპარაკა რეზიმ და ალექსანდრეს გადახედა,რომელმაც წამის მეასედში გადაიტანა მზერა ნიასგან გიორგისკენ.
კაფეში საღამო საათებში უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო და პატარა საცკევაო „მოედანიც“ ნელ-ნელა ივსებოდა ახალგაზრდა მოცეკვავე წყვილებით.
რეზის ხუმრობებზე იცინოდნენ ჩხენკელი რომ წამოადგათ თავზე.
-კაკი,შენი ნებართვით ნიას წავიყვან ორი წუთით ...-სუფრასთან მჯდარი ყველა ადამიანი დაიძაბა არშბას მშვიდ მზერაზე,რომელიც იმაზე მრავლის მთქმელი იყო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.ალექსანდრე კაკის და გიორგის ნაცვლად ნიას უყურებდა,რომელიც შესანიშნავად ნიღბავდა აღელვებას.
-მშვიდობაა,გიო?!-გაეღიმა კაკის.
-საცეკვაოდ მიმყავს,მშვიდობაა!-გაუცინა ჩხენკელმა და შესაშური თავაზიანობით გაუწოდა გოგონას ხელი,არშბა ქალს მზერას ისევ არ აშორებდა.
-არ ვიცი,ნიას კითხე ...-თითქოს უდარდელად ამოილაპარაკა კაკიმ და მის დას გადახედა,რომელსაც უკვე სული ეხუთებოდა არშბას დაჟინებული მზერისგან.
-ნიაკო,რას იტყვი?-საერთოდ არ ეტყობოდა ამდენი ხანი მაგიდასთან რომ იჯდა და მეორე ბოთლი ღვინო ჰქონდა გამოცლილი.
მაშინ რომ გეკითხათ ნიასთვის ჩხენკელს საცეკვაოდ რატომ წაჰყევიო დანამდვილებით პასუხს ვერ გეტყოდათ.
ყველა წვრილმან მიზეზთან შეფარდებით ერთადერთი და გამორჩეული მხოლოდ არშბას რეაქცია იყო,რომელიც ასე საშინლად აინტერესებდა ივანიძეს.
მისი ეს ინტერესი იმაშიც გამოიკვეთა,რომ ცეკვის დროს ალექსანდრეს თვალებს ერთი წამითაც არ აშორებდა,მაშინაც კი როცა ჩხენკელი ყურში რაღაცას ებუტბუტებოდა.
სრულიად უემოციო სახით გაჰყურებდა მაგიდასთან „მშვიდად“ მჯდარ არშბას და ორივე ერთმანეთს მრავლისმეტყველი მზერას უცვლიდა.
3 წუთი სამ საუკუნედ ეჩვენა ალექსანდრეს.
პირველად იგრძნო ყოვლად უჩვეულო გრძნობა რასაც ადამიანები ეჭვიანობას ეძახდნენ.
აქამდე არავინ ყოფილა ვის გამოც ასეთ დღეში ჩავარდნილა,ახლა კი ნათლად გრძნობდა როგორ ეწვოდა კანი მოუთმენლობისგან.
როგორ ითვლიდა გულში,რომ სამჯერ სამოცი წამი მალე დასრულებულიყო.
არ ესმოდა რეზის და დათას ხმები,რომლებიც თხოვდნენ,რომ რაღაც მოეყოლა კაკისთვის და ლევანისთვის.მისი ეს მდგომარეობა იქ მსხდომთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა,განსაკუთრებით კი უფროსი ივანიძესთვის,რომელიც დიდი ხანია ხვდებოდა,რომ მისი და და ალექსანდრე უბრალო ნაცნობები არ იყვნენ ... არც ჩვეულებრივი რესპოდენტი და ჟურნალისტი,არც მეგობრები ...
„ბევრად სხვა და ბევრად მეტი“-ასე ეთქმოდა ახლობელ თვალებს ერთმანეთისთვის.
მუსიკა დასრულდა თუ არა ნიამ ფრთხილად დაუშვა სუსტი მკლავები და დაჰიპნოზებული მზერით გაემართა მაგიდისკენ,მანამ სანამ მკლავში მამაკაცის ხელი არ იგრძნო.
შეუმჩნევლად ჩააჭირა კბილები ტუჩს არშბამ,რთული იყო მისი წყობიდან გამოყვანა და თვითონაც არ ესმოდა ახლა რა ემართებოდა.
-ნია,ცოტა ხანი შეიძლება რომ ვისაუბროთ?! ..-შორიდან ესმოდა გიორგის ხმა გოგონას და ახლოდან გრძნობდა ნაცნობი სხეულის მოახლოებას.
მოდიოდა მშვიდი,გაწონასწორებული ნაბიჯებით.
აღელვებას ვერ იგრძნობდით მისი მოძრაობის ვერც ერთ დეტალში თუ მის თვალებს არ შეხედავდით,სადაც ოკეანეში ჩავარდნილი მეტეორივით იბრძოდა ბუნება.
-გიორგი,უკაცრავად რა ძალიან დავიღალე სახლში მინდა წასვლა ...
-გაგაცილებ!-არ ცხრებოდა ჩხენკელი,გაღიმებულ არშბას თვალს ვერ არიდებდა ნია.
-ჩემ ძმას ვერ ხედავ?-არ უნდოდა ნიას სიტუაციის დაძაბვა და გიორგის მკრთალად გაუღიმა-ის წამიყვანს ...
-და შენ ძმას აქ სადმე ხედავ?მე აქ მხოლოდ ალექსანდრეს ვუყურებ ...
-კარგია,რომ მიყურებ ეს კარგია,მაგრამ არ მიმჩნევ ... დამიჯერე ეს ცუდია!-ისე ელაპარაკებოდა გიორგის თითქოს ბაღის ბავშვს უხსნიდა რა იყო კარგი და რა ცუდი.
-ნია,მხოლოდ ლაპარაკი ..
-მე გარკვევით გითხარი,რომ დავიღალე და სახლში ვაპირებ წასვლას,სხვა დროს ვისაუბროთ თუ ამის აუცილებლობა იქნება.-ნია ორივეს გაეცალა და მაგიდისკენ დაიძრა.
იქამდე არ მისულს მისწვდა მაჯაზე არშბას გახურებული მტევანი.-არ გაბედო და მეორედ ასე აღარ მოიქცე!-შეუვალი იყო ივანიძე,არშბას ზედგადასხმული ცივი წყლის გამო გაეცინა.
-ასე როგორ,ნია?-წარბები მაღლა აზიდა და ზემოდან დახედა გოგონას.
-ისე თითქოს ჩემი შეყვარებული იყო და ყველა გამვლელზე ვინც ცეკვას შემომთავაზებს მოედანთან შემეგებო!მზერით აგრძნობინო,რომ თითქოს შენს საკუთრებას მოაკითხე!-თვალებს ისე აკვესებდა როგორც გაცხარებული ბავშვი.
-ფეხებიც დააბაკუნე,ნიუს!-გაეცინა ალექსანდრეს.
-არა,რატომ მოხვედი?რა იყო ეს?-არ ჩუმდებოდა ნია.
მერე საიდანღაც იგრძნო როგორ მოეხვია არშბას მკლავი.
თითქოს ერთი ფრთის ქვეშ დაფარა პატარა ბეღურა დიდმა არწივმა.
-რატო მიყურებდი?-ანერვიულებულ გოგონას ყურთან უჩურჩულა და გმირულად დააიგნორა ყველას მზერა.
-არ ვიცი,ისე უბრალოდ ...-ამოილუღლუღა და არშბას მკლავისგან განთავისუფლება სცადა.
-ჰოდა მეც ასე უბრალოდ მოვედი!
-ალექს ..
-არ ვიცი ნია,მომინდა რომ მოვსულიყავი. ვერ ავიტანე ... -რაღაცის თქმას აპირებდა კაკი რომ მოუახლოვდა ორივეს და ალექსანდრეს ხელზე მზერა გაშტერებულმა თითქოს ამით მიახვედრა არშბა რომ ხელი უნდა გაეშვა მისი დისთვის.
-ნია,კახიმ დარეკა,ზურა ჩამოვიდა და წავედით ჰო?
-მართლა?-სახე გაებადრა ნიას.
-მართლა,აჰა გამომართვი ...-პიჯაკი მიაწოდა,იღლიაში ამოჩრილი პატარა ჩანთა მხარზე გადაჰკიდა,არშბას გადახედა და ღიმილი ვეღარ შეიკავა.
თითქოს ამ ღიმილით მათ შორის ყველაფერი „მოგვარდა“.
ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა კაკის და და-ძმა ივანიძეებმაც დატოვეს შენობა.

ღამის სამი საათი იყო არშბა საკუთარი სახლის ეზოში საქანელაზე იჯდა და სიჩუმეში ფიქრებს ვერ უყრიდა თავს ..
ტელეფონის ეკრანი რომ განათდა თითქოს რეალობას დაუბრუნდაო.
„რა ვერ აიტანე?“-შეტყობინების ავტორი თავად „ნიუსი“ იყო.
გაეღიმა,ვერაფერი მოუხერხა იმ ბავშვურ სიანცეს შიგნით რომ ერჩოდა მის სიმშვიდეს.
„მოპარული ცეკვა.“
„სიჩუმე აიტანე?“
„რომელი სუჩიმე,ნიუს?“
„ძილინებისა,ალექს ..“
მთელი ღამე ფიქრობდა.
გონების საცეცები ებღაუჭებოდა ნიას ნათქვამ „სიჩუმეს“.
-დაიძინე ლექსო,დილა ღამეზე ბრძენია,ბაბუ ...-მეორე სართულის აივანზე მდგარმა ბაბუამ გადმოხედა ფიქრებთან მებრძოლ შვილიშვილს.

მეორე დილით თვალი,რომ გაახილა თინა და ალექსანდრე შეშფოთებული სახეებით დაჰყურებდნენ თავზე.
-რა ხდება?!-საშინლად ატკივდა კისერი.
-ბაბუ,მთელი ღამე აქ გეძინა?
-ალბათ ...-კისერზე ხელი მოისვა და საქანელადან წამოდგა.
მერე ვეღარ გაარჩია ესიზმრებოდა თუ მართლა მოესმა ბებო-ბაბუას დიალოგი.
-ჩვენი ბიჭი შეყვარებულია ..-ჩურჩულებდა ქალი.
-გახსოვს,მთაწმინდაზე,რომ დამეძინა შენ ცდაში?
-რატო კავკასიონზე არ აგიყვანე და იქ არ გალოდინე?!
-ნუ ხარ,გოგო ასეთი მწარე! ..
მერე აღარაფერი ახსოვს,ძილის საცეცებმა მთლიანად ჩაძირა სიმშვიდის ოკეანეში.


-რომელი საათია?!-აზუზუნებულ ტელეფონს ნატას დაბრეცილი სახე გამოსახვოდა,რაც იმის მანიშნებელი იყო რომ დაუშვილი დილიდან ფორმაში იყო და ნიას ძილის გაგრძელების არანაირი ალტერნატივა არ გააჩნდა.
-ის დროა შენმა განკითხვის ჟამმა,რომ ჩამოჰკრა და შენ გძინავს!-ჩაჰკივლა მეგობარს ყურში ნატამ.
-ახლა არ დაიწყო შენი დაბოღმილი იუმორის ფრქვევა,თავი მისკდება!-წამოიწია საწოლზე და აბურდული თმები გაისწორა.
-შენ და, ქალბატონო ... -ყავის ფინჯანი ხელებში მოიქცია ნატამ და თავისი სახლის აივანზე მდგარმა მთელი ხმით იყვირა-იცი,რომ მთელი საქართველო შენზე და ქართველ გვარდიოლაზე ლაპარაკობს?
-რაო?!-ტელეფონი ხელიდან გაუვარდა ნიას.
-ინტერნეტში გამოსჭვივის შენი მრავლისმეტყველი მზერა და არშბას არ’დაშურებული სიცილის ფოტოები!
-ეს თუ ახლა ხუმრობაა და ...
-ხუმრობა კი არა შედი ფეისბუქზე ზურამ ტელეფონი ამიფეთქა ვერაფრით გავაღვიძეო!
ნატას ტელეფონი გაუთიშა და ინტერნეტში შევიდა.
თვალებში ვარსკვლავები აუციმციმდა თავის და არშბას ფოტოებს რომ მოჰკრა თვალი.
რამდენიმე კოლეგას უკვე მოხსენიებული ჰყავდა თავის სტატუსებში ნია და შეტყობინებებიც მრავლად ჰქონდა დაგროვებული ივანიძეს.
ფოტოების თვალიერებაში იყო კარი კაკიმ რომ შემოაღო.
-კაკი ..-ამოილუღლუღა და გაოცებულმა ახედა მომღიმარ ძმას.
-ეს ამბავი მარტივად ვერ მოგვარდება,ხო იცი არა?!
-მე და ალექსანდრე ვმეგობრობთ ... ან არ ვიცი,უბრალოდ არც ამ სახის ურთიერთობა გვაქვს რასაც აქ გვაბრალებენ!-თავის მართლებას მოჰყვა ნია.
-რატო მიხსნი?-გაეცინა ძმას და გვერდით მიუწვა თვალებანთებულ ნიას.
-არ მინდა ეს სტატიები ... საერთოდ არ მინდოდა ... არ მინდოდა ასე ამ ფორმით ...
-ნია,მოდუნდი!-იღიმოდა კაკი.
-რას ქვია მოვდუნდე?ვერ უყურებ ერთს საერთოდ საცოლედ ვყავარ მოხსენიებული,ესენი გიჟები არიან?მეტიც არ მინდა რომელიმე ქუჩაში შემხვდეს ამოვწიწკნი თვალებს!-არ ცხრებოდა ნია.
-ნია,გიყვარს?
-არა,როგორ გამიბედეს?
-ნია ...
-ვის აკადრეს ... რას ქვია საყვარელიო,არა ეს უკვე მეტისმეტია!-უკვე საწოლზე იდგა აღელვებული ნია.
-ნია ..-კოჭში ხელი წაავლო და ისევ საწყის პოზიციაში დააბრუნა გოგონა-გიყვარს?
-ვინ,კაკი?!-ტელეფონი გვერდით გადადო და აცრემლებული თვალებით დახედა ძმას.
-სლავა მეტრეველი!-თვალები დაქაჩა კაკიმ-ალექსანდრე ...
-სლავაზე კიდე დაფიქრდებოდა კაცი ..-ჩაიფრუტუნა გოგონამ.-რომ გითხრა ბავშვობიდან მიყვარსთქო გაგიჟდები ხო?
-რაო?!-ყურებს არ უჯერებდა ივანიძე.
-გახსოვს დინამომ კიევის დინამოს ორით ნოლი რომ მოუგო?
-კი ... მახსოვს,ორივე გოლი ალექსანდრემ შეაგდო.
-ჰო,მაგ დღიდან ...
-რას ამბობ,ნია?
-მაშინ ბავშვურად,გაუაზრებლად მიყვარდა ... როგორც არ ვიცი ... როგორც ცნობილი ადამიანები უყვართ თავიანთ ფანებს ... მერე ესპანეთში .. გახსოვს,რომ მოგიყევი არშბას დავეჯახეთქო და არ მიჯერებდი ..
-მოიცა,მართლა დაეჯახე?
-ოოჰ,არა ვიტყუები და გამოვიგონე!-წარბები შეჭმუხნა ნიამ-მერე თვითმფრინავში შევხვდი... კაკი,იცი როგორი შეგრძნებაა?!-საწოლზე ჩამოჯდა თავდახრილი ნია,თავი ნელა ასწია მაღლა და ძმას გადმოხედა,რომელიც ღიმილს ვერ ფარავდა-მეგობარი წიგნს რომ გირჩევს,მერე ამ წიგნს წაიკითხავ და გაგიჟდები ისე მოგეწონება ... მაგრამ სანამ წაიკითხავ ეჭვები,რომ გაწუხებს ...“აი,კი კარგად ახასიათებენ,მაგრამ მთლად ეგეთიც რომ ვერ იყოს?!“ და აი ამ ეჭვებს რომ გაგიქარწ....ბს პირველივე ფურცლებზე წიგნი,რაღაც ასეთს ვგრძნობ ... ჯერ არ წაკითხული გიყვარს,გაუაზრებლად ... თავიდან ყდა რომ გიზიდავს,მერე ეჭვები რომ გაწუხებს და ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზს რომ ეჯახები და გინდა ეს განცდა წიგნის ბოლომდე გაგყვეს ...
-რას ფიქრობ,გაგყვება?!
-რომ არ გამყვეს ზუსტად ვიცი მეორედ ამას ვეღარ ვიწამებ.-ხმა ჩაუვარდა ნიას.
-ნია, სიყვარული პრობლემების გარეშე ზღაპრებშიც არ არსებობს ამის იმედი არ გქონდეს. თუ თვლი,რომ ამ პრობლემებისთვის ზედმეტად მსუბუქი გრძნობა გაქვს და ამას ვერ გაუძლებ,მაშინ იცოდე ეს რასაც ალექსანდრეს მიმართ განიცდი ცნობადი ადამიანის მიმართ აღფრთოვანება უფროა ვიდრე მისი შინაგანი სამყაროს სიყვარული.მე არ ვიცი,უკეთესი შენთვის ვინ უნდა ვინატრო ვიდრე ეს არშბაა,მაგრამ მთავარი აქ შენი გულია.თუ გულში გრძნობ,რომ მასთან ერთად გინდა ამ გზის გავლა,მაშინ უბრალოდ ხელი ჩაჭიდე და მორჩა,თუ არ გრძნობ მიახლოებაც არ გაბედო!
კაკის სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ალექსანდრეს ზარმა რომ გაანათა ტელეფონი.
ნიამ ზარს ისე უპასუხა ძმისთვის მზერა არ მოუშორებია.
-ნია,შენ სახლთან ვარ გამო.
-რა?!-შეჰკივლა ნიამ თავის ანარეკლს,რომ მოკრა თვალი სარკეში.
-გიცდი.-ტელეფონი გაუთიშა სახედაბრეცილ გოგონას.
-დავიღუპე კაკი,ასე როგორ ვნახო შემხედე რას ვგავარ!-აფართხალდა ივანიძე,კაკი უკვე ხმით იცინოდა.თმები მაღლა აიწია,სპორტულებზე უმკლავო დუტის ჟილეტი მოიცვა და „ფაჩუჩებით“ გავიდა სახლიდან.
იდგა მანქანასთან ახლოს და პირდაპირ გოგონას უყურებდა.
-უკვე ტიპურ თბილისელ ბიჭს ემგვანები ამ ასაკში,არშბა არ გრცხვენია?!-გაცინება სცადა ნიამ,როცა გადაჯვარედინებულ ხელებზე არშბას გახურებული მტევანი იგრძნო,რაღაც ძალამ მისკენ დაქაჩა და ახლოს მიიზიდა.
-გუშინდელ სიჩუმეზე ვფიქრობდი.-ხმა შეცვლოდა ალექსანდრეს.
-რა სიჩუმეზე?-ვერ მიხვდა უცებ ნია.
-რომ უნდა დამერღვია და არ დავარღვიე,ცეკვა მე რომ უნდა მეთხოვა და არ გთხოვე.
-მერე?-ხმა ძლივს დაიმორჩილა ივანიძემ.
-ორად ორი სურათი მაქვს,რომელიც კაბინეტში მიდევს ... -თავი უკან გადასწია და გაღიმებულმა ახედა ზეცას-ერთში 7 წლის ვარ,ბაბუს გვერდით ვდგავარ და „დინამოს“ ფორმა მაცვია,მეორეში 20 წლის ვარ და ნაკრების ფორმა მაცვია ... ჩემი თავი არსად არასდროს არ მომწონებია ისე,როგორც ჩემი ოჯახის,ჩემი ქვეყნის და შენს გვერდით ... -ნიამ მიხვდა,რას გულისხმობდა არშბა ამ უკანასკნელში.-დღეს პირველად ყველა ქართველი ჟურნალისტი მიყვარს,რომელმაც ის ფოტო გადაგვიღო,მე და შენ.-მზერა ნიას აცრემლებულ თვალებს გაუსწორა-ახლა რასაც ვგრძნობ არ გეტყვი ერთადერთი მიზეზის გამო,შენ ეს უთქმელადაც იცი.
-ალექსანდრე ... მე მართლა არ ვიცი ...
-იცი,ნია.-გაეღიმა არშბას-შენ თვალებში ვხედავ,რომ ამ წამს იგივეს განიცდი რასაც მე.შენ თვალებში ახლა არც რესპოდენტი ვარ,არც საქართველოს იმედი,არც მწვრთნელი და არც ის ბიჭი,გულშემატკივარი ოდესღაც სიხარულის ცრემლით,რომ ატირა ... შენი მზერა ისე იცვლებოდა ამ დროის განმავლობაში,არ გეგონოს ამას ვერ ვხედავ ...-ნიამ აკანკალებული ხელები ზურგს უკან წაიღო და ერთმანეთზე გადააჭდო-საყვარელი ფეხბურთელიდან განსხვავებით ახლა ისე მიყურებ,როგორც ჩვეულებრივ ალექსს,ისეთს,როგორიც მხოლოდ შენთან ვარ,მხოლოდ შენთვის.
ჩამოგორებულ ცრემლებს ხელისგულები შეაშველა არშბამ და ნიას სახე მტევნებში მოიქცია.
-მომეცი უფლება შენთან უბრალოდ ალექსანდრე ვიყო ყველა დამატებითი სტატუსის გარეშე.
აცრემლებული ნიას თვალები არშბას ხელებში მოქცეულ სახეზე ახლა ისე ბრწყინავდა,როგორც ცაზე ვარსკვლავები.
უკან წაღებული ხელები ფრთხილად გამოსწია წინ და მიხვდა არც არშბას გამორჩენია ეს მომენტი მხედველობიდან,მიხვდა იმიტომ,რომ იგრძნო ...
თავისი თავი იგრძნო არშბას მკლავებში მოქცეული.

***
-ახლა მე შოკში ჩავვარდები და მერე ვერც ქართლის დედა გიშველით,ვერც ივერი და ვერც ქუთაისის პარლამენტში გაჭიმული აღზევებული სტალინი!-შეჰკივლა ნატამ,ნიას გაბადრულ მზერაზე ყველაფერი ცხადი რომ გახდა.
-მომესწრო სტაჟიორი ...-არ არსებული ცრემლი შეიწმინდა ზურამ და ნიას გულთბილად გადაეხვია-თქვენი ამბავი ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი,სპორტის ფედერაციიდან,რომ დამირეკეს და მითხრეს ივანიძე გამოგზავნე არშბა ინტერვიუს არავის აძლევსო.
-თქვა ახლა რაღაც სასწაული!-ხელი აქნია ნატამ და ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო-ეგ ყველაფერი ცხადი მაშინ გახდა პარიზიდან არ ჩამოსული არშბა უკვე თანხმობას,რომ აცხადებდა ნაკრების მწვრთნელობაზე!.
-ჩემი ჩავი და ინიესტა!-ხმას ძალით აწვრილებდა ზურა.
-ჩემი ნოიერი და ლევანდოსვკი!-წარბები აწკიპა ნატამ.
-თქვენ ორივე ვერ ხართ ცალსახად,პიკე და პუიოლი მაინც გეთქვათ,ვინებს გვადარებთ?!
-უმადური,თუ არ არი,ეს „გაპაპსავებულ“ გუნდებზე არ შეიშალოთ,დაილია სპორტის სამყაროში წესიერი გუნდები?-აწრიპინდა ნატა.
-ეს გერმანელი ნაცისტი მომაშორეთ!გოგო,ხომ წადი პოლიტიკაში მე რატო არ მშორდები?
-სანამ „ჰაი ჰიტლერს“ არ გათქმევინებ არ შეგეშვები,ხო იცი ორ კაცს ვაღიარებ დედამიწაზე ... ერთი ლევანდოვსკი მეორე შენ!
-შემეშვი შენი ლევანით,ძალიან გთხოვ!


საახალწლო მზადება ჰქონდათ სამსახურში.
ნაკრები კიდევ ერთი მატჩისთვის ემზადებოდა.
ერთმანეთს ხშირად ვეღარ ნახულობდნენ.
კიბეზე ასული ნია განათებას კიდებდა ალექსანდრემ რომ დაურეკა.
-რაშვები,ნიუს?
-გცემ,ნიუსს ნუ მეძახი!-გაკაპასდა ნია-განათებას ვკიდებ სამსახურში,შენ?!
-დღეს ჩვენი ლიტვა-უნგრეთის თამაშია ... ბიჭები ერთად ვართ და არ ამოხვალთ შენ და ნატა?!
-კაი,ბიჭები თუ არიან მე და ნატა რა შუაში ვართ?-ნატამ ფეხზე ისე უჩქმიტა ლამის კიბიდან გადმოვარდა.
-შენ თავი ქუდში გაქ და მე რას მიკეტავ ბედს?!-უჩურჩულა დაბლიდან მეგობარს,რაზეც ნიამ და ალექსანდრემ სიცილი ვერ შეიკავეს.
-კაკი გამოგივლის და წამოდით,რეზის დაბადების დღეა არ აწყენინო.
-ახლა უნდა მითხრა,ალექსანდე?!
-საჩუქრების გარეშე,რა რძალ !-ჩაყვირა ტელეფონში ამაღლობელმა.
-გადარეულებო!-გაეცინა ნიას-არ ვიცი,მოვიფიქრებ რა..
-ნი,კაკი მოვა 10 წუთში რას მოიფიქრებ გამო რა.
-შენ ცემა არ აგცდება,ბატონო მწვრთნელო!
-მუდამ თქვენ სამსახურში,მე და ჩემი გუნდი!
კაკიმ მალევე მოაკითხა გოგოებს და ყველანი ერთად წავიდნენ რეზის დაბადების დღეზე,სადაც ნაკრების ფეხბურთელები,ალექსანდრე,დათა და სხვა მეგობრები იყვნენ,ვისაც ნია უკვე კარგად იცნობდა.
ამდენ ხალხშიც კი ისეთი შინაურული სიტუაცია იყო თავს უცხოდ ვერავინ იგრძნობდა.
ყველა დიდ მაგიდასთან ისხდა და კედელზე ჩამოკიდებულ პლაზმურ ტელევიზორში უყურებდნენ მატჩს,რომლის მიხედვითაც გადაწყდებოდა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ვინ იქნებოდა მათი მოწინააღმდეგე.
-პასი გადააწოდე!-ტუჩებს იჭამდა ნერვიულობისგან მეკარე,ლაშა ამბროლაძე.
-ნახე,სად დაარტყა,ბიჭო თვალში გაკლია?!-სკამზე ძლივს აბამდნენ სტურუას,ნაკრების თავდმასხმელს.
-ოოჰ,კაია ბიჭებო გულშემატკივრობა?-გაეცინა ნატას.
-მედიამ ცოტა მოგვიანებით გააკეთოს კომენტარი და გვაცადოს აქ გამოცდილ ხალხს!-სიცილს ძლივს იკავებდა გიორგი.
-კარგია,ხო მოედანზე,რომ არ ხარ და ისინი იქ ვერაფერს აკეთებენ?არა,იგრძენი რა,რას ვგრძნობ როცა კარში არ ურტყამ!-არ ჩერდებოდა ნატა.
-ნუ რას ვიზამთ,ყველა ქართლის დედასთან ჩახუტებულები ვერ ვტირით და რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ ...-მხიარული განწყობა ყველას აერთიანებდა,მაგიდის ყველა წევრი მათ უსმენდათ.
-ეს,ახლა რა ქენი?-ეღიმებოდა ნატას.
-კარში დაგირტყი და შენ აშკარად ვერ აიღე!-ენა გამოუყო სასაცილოდ სტურუამ დაუშვილს.
-აი,ლაშას რას ვერჩი მართლა მაგარი მეკარეა,შენ დარტყმულს კიდე ვინ ვთქვა არ ვიცი ... „განძასარის“(სომხეთის საფეხბურთო კლუბი) მეკარეც აიღებდა!
-გაამძაფრე ახლა ..-ჩაერია ლაშა-„განძასარის“ ბრმა მეკარეც!
-რა იყოთ,ფანტაზიის თამაშგარე მდგმარეობა გაქვთ?-ჩაერია რეზი-„განძასარის“ ბრმა და ხეიბარი მეკარე.
-ახლა,რომ იცოდეთ სერიოზულად გადაიმტერეთ „განძასარის“ გულშემატკივარი ..-ნიას გადახვია ხელი ალექსანდრემ-ჩემი ნიაკო.
-ჯერ ერთი მე „ჩიხურას“ გულშემატკივარი ვარ,მეორეც სად გაგახსენდა ეს „განძასარი“!-სიცილი აუვარდა ნიას და ისე გადახედა ლოყებ აწითლებულ ნატას.
-„ესქიშეჰირსფორი“ იყოს!-სიცილისგან ორად იკეცებოდნენ.(თურქეთის საფეხბურთო კლუბი)
-ეგ კლუბი არაა ხელწამოსაკრავი.-ჩაერია დათა.
-ეს ნამყოფია თამაშზე და იცის!-სიცილი აუვარდათ რეზის და ალექსანდრეს.
-გოლ ...-ამოილაპარაკა ირაკლი მელუამ-გოოოოლ!-წამიერად იღრიალა და ყველას ყურადღება ეკრანისკენ გადავიდა,სადაც მოედანზე მორბენალი ლიტველი ფეხბურთელი,ჩანდა რომელმაც გუნდს გამარჯვების გოლი მოუტანა.
-აჰა,ამათ რომ ვერ მოუგოთ მე პირადად ნატასთან ერთად ხმაში დაგცინებ,ჩემო გიორგი!-შესძახა დათამ და ნატას ჭიქა მიუჭახუნა.

მეორე კვირაში დინამოს სტადიონზე ლატვიელები და ქართველები ისე იბრძოდნენ კომენტატორების ღრიალი მთელ ქვეყანას ესმოდა.
ლოჟაში მსხდარი ნია,კაკი,დათა,რეზი და დანარჩენები ხმის ჩახლეჩვამდე ყვიროდნენ ფეხბურთელების სახელებს.
პირველი გოლი ლიტველებმა შეაგდეს ქართველების კარში და პირველი ტაიმიც დასრულდა.
არავინ იცის გასახდელში ბიჭებს არშბამ რა უთხრა,იმ დღეს საქართველოს ისტორიაში ეს თამაში 3-1 დასრულდა და ქართველები ჯგუფიდან გავიდნენ.
კახამ კაკის რომ დაურეკა კაკი ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-კახა,უყურეე?!-ჩაყვირა ბაბუამისს როგორც შეეძლო.
-ნათელა ვარ,ბაბუაშენს წნევამ აუწია მოდით და წაიყვანეთ არშბა მანახეთო იძახის!
-სად ვანახო ახლა არშბა,სახლში ზის და ისიც უყურებს ...
-პატარა,პატარაა არშბა!-აყვირდა მეორე მხრიდან კახა-მომეცი,აქ ნათელა ... და წაიღე ეს წნევის აპარატი,მე სანამ ევროპის თასს ხელში არ დავიჭერ მანამდე არ მოვკვდები,ბაბუ,კაკი .. ეს ბიჭი სახლში რომ არ დაპატიჟო,მემკვიდრეობის სიიდან ამოგიღებ!
-გადავცემ,ბაბუ!-იცინოდა კაკი და ნიას პირზე ხელს აფარებდა.

ამბობდნენ,მაშინ სტადიონზე ხალხის ხმა მთელ საქართველოს ესმოდაო.
მაშინ პირველად გაჩენილ იმედს ისე ეპყრობოდა მთელი ერი,როგორც სიბნელეში გაჩენილ მბჟუტავ სანთელს.

ისე მოახერხეს ასისტენტებმა,რომ მთელი სამეგობრო გასახდელში დახვდა არშბას,ბიჭებთან ერთად.
ემოციებს ვერავინ მალავდა.
ნიას გაბადრულ სახეზე ეგონა სამყარო გაჩერდა.
ბაბუამისი ურეკავდა,ტელეფონი აიღო და გოგონას გაუაზრებლად მოხვია ხელი.
-ყოჩაღ ბაბუ,ბებიაშენმა დაიჩემა ყველას მოხვიოს ხელი და აქ წამოვიდნენო .! მზად ვართ მთელ ნაკრებს ვუმასპინძლოთ შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები.
-გადავცემ ბიჭებს ..-სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს და ფრთხილად კოცნიდა ნიას თავზე.
-ვამაყობ,ჩემი შვილიშვილი,რომ ხარ. დღეს ყველა ქართველის სიხარული ერთად აღებული გულში მაქ,ბაბუ.
-მადლობა,ამ სიტყვებისთვის ყველაფერი ღირს ...-მისი ხმა მხოლოდ ნიას და უფროს არშბას ესმოდა.მხოლოდ ეს ორი ხედავდა ალექსანდრეს ყველაზე ღრმა გრძნობებს,მხოლოდ ამ ორს ესმოდა ბოლომდე მისი.
ბაბუამისს ტელეფონი გაუთიშა.
გასახდელს მზერა მოავლო.
ბიჭები ფოტოებს იღებდნენ.
რეზი,დათა და კაკი ბოლო ხმაზე მღეროდნენ საქართველოს ჰიმნს ლაშასთან და დანარჩენებთან ერთად.სტურუა შუაში ჰყავდათ ჩაყენებული და აიძულებდნენ მასაც ემღერა.
ყველას ნატა ვიდეოს უღებდა და მათთან ერთად გაჰკიოდა ქართველისთვის ყველაზე ფაქიზ სიტყვებს,რომლებსაც ალბათ ეს ემოცია გამორჩეულად უხდებოდა.

-რეზი,პასტა და ფურცელი მოიტანე რა ..-ხელს ნიას არ აშორებდა ისე მიმართა ძლივს მიჩუმებულ ამაღლობელს.
-კალამია ეგ!
-მოიტანე.
-ახლა არ გამაგიჟო,სტრატეგიები ხაზე და წერე 1 თვეში,ჯერ ამომასუნთქე და შემაგრძნ ...
-მოიტანე,ვააჰ!
-რად გინდა?-ახედა მომღიმარმა ნიამ.
-შენ თანახმა ხარ?
-რაზე?
-გეკითხები,თანახმა ხარ?ან კი ან არა.
-შენთან ერთად?-სიცილს ვერ იკავებდა ნია.
-ჩემთან ერთად.
-რა კითხვაა?!-სიცილს არ წყვეტდა ნია-დღეს ისეთი მაგარი ბიჭი ხარ,ახლავე რომ მთხოვო ევერესტზე ავიდეთო ჩემი 9 სმ-იანი მაღლებით წამოვალ!
-შენებთან უნდა ავიდეთ-მშვიდი იყო და ფურცლებს პატარ-პატარა ნაწილებად ხევდა.
-რატო?
პასუხი აღარ გაუცია,ყველა თავის ფიქრებში იყო მხოლოდ გიორგი სტურუა და ლაშა ამბროლაძე უყურებდნენ მწვრთნელს და ეღიმებოდათ.
-არშბაა!-აყვირდა გიორგი და ყველამ მზერა სკამთან ჩაცუცქულ მწვრთნელზე გადაიტანა,რომელიც პატარა ფურცლებზე რაღაცებს წერდა.
-არ არსეებოოობს!-აჰყვა გიორგის ნახევარმცველი.
-მიდი,ალეექქსაანდრეე!-სიტყვებს სასაცილოდ წელავდნენ ბიჭები.
-რას შვრები,უფროსო?-მასთან ჩაიცუცქა დათა.
-ეს თუ ... აუ,ხო არ იცინით?!-ახარხარდა რეზი.
-მოიცა ...-პირზე ხელი აიფარა თვალებდაქაჩულმა დათამ-მოიცააა!
-რა ხდება?-ამოილაპარაკა ნიამ,რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა.
-ამბროლ,მომე შენი ხელთათმანი.
-აუ,სტურუა მანდ ჩაკვდი,ნახე რა პატივი მაქ!
-ჩემი მაისური არ გამოდგება,უფროსო?!-იცინოდა გიორგი.
-აუ,რა ხდება დავიძბე!-აყვირდა ნატა.
-აი,ახლა არი წლის მომენტი.-გააზრებული შემთხვევითობით გადახვია გიორგიმ ნატას ხელი და ამ უკანასკნელმაც პროტესტი აღარ გამოთქვა.
-ნია,ამოირჩიე ..-უზარმაზარ ოთახში ყველა გაჩუმდა და ტელეფონით ხელში მომარჯვებული.
ივანიძე ისე დაიბნა ფრთხილად ამოარჩია პატარა ფურცელი და თვალებგაფართოებული მიაშტერდა გაღიმებულ არშბას.
-ალექს,რა ხდება?-იჩურჩულა როგორც შეეძლო და ფურცელს დახედა.
-რა რიცხვია?!
-20.. წლის 29 დეკემბერი.
ნიას სიტყვა დასრულებული არ ქონდა ბიჭების შეძახილებმა ყურები რომ დაუგუბა.
გაღიმებული ალექსანდრე ხელში ისე აიტაცეს ივანიძემ თვალიც ვერ მოკრა.
„დინამოს“ სტადიონზე,გასახდელის კედლებს აზანზარებდა არშბას მეგობრების საოცარი ოვაციები.
-ალექსანდრე ...-ეღიმებოდა სახეგაბადრულ ნიას.
-შენ უკვე დამთანხმდი.

იმ ღამით კახა ივანიძესთან სტუმრად უფროსი ალექსანდრე,საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი მივიდა.
ნათელა ვეღარ იგებდა წნევის აპარატით ერბინა თუ მაგიდა გაეშალა.
ივანიძეები ძველი დროიდან მიჩვეულნი იყვნენ სტუმრიანობას ოჯახში და ამდენი ხალხის გამასპინძლებაც კი არ იყო მათთვის პრობლემა.
კაკი 10 წუთით ადრე რომ მივიდა უამრავი გამზადებული საჭმლის პარკებით დახუნძლული მაშინ მიხვდა ნათელა რაღაც სერიოზული ხდებოდა.
უცხოეთიდან ახალი დაბრუნებული იყო ირინა და ზურა,ნიას და კაკის მშობლები.
-მა,მშვიდობა გვაქ?-უზარმაზარ მისაღებში იჯდა ზურა და კახას ნარდს ეთამაშებოდა.
-რა ვიცი,დარბის შენი შვილი წინ და უკან.-ხელი აიქნია კახამ.
-კაკი,ნია სად არი?-სამზარეულოდან გამოსძახა ირინამ შვილს.
-მოვლენ,მალე მოვლენ და მოემზადეთ რა!-აყვირდა კაკი.
-ვინ მოვა ?-ფეხზე წამოდგა უფროსი ივანიძე და ის იყო კაკის უნდა დაეწყო მოყოლა,რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.
-მოვიდნენ ...-ამოილაპარაკა კაკიმ და კარი გააღო.
ბაბუების შეხვედრა ისეთი ემოციური იყო ახალგაზრდები ღიმილს ვერ იკავებდნენ.
-თქვენ ..-სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს აღელვებული კახა.
-დიდი პატივია ჩემთვის თქვენი გაცნობა,ბატონო კახა!-გაისმა უფროსი არშბას ხმა.ნათელა რძალს ამოეფარა,ქმრის აღფრთოვანებულ თვალებზე ცრემლები ვერ შეიკავა,არ უნდოდა სხვასაც შეემჩნია და ირინას შეაფარა თავი.
-შემობრძანდით,რას ამბობთ,პირიქით!-ამ ასაკშიაც კი ისეთივე ბავშვური სიანცით იყო ავსებული,როგორც ეს მოხუცებს ახასიათებთ ხოლმე უჩვეულო კანონის მიხედვით წლებთა სიმრავლე ბავშვობასთან რომ აახლოვებთ.
-გამარჯობა,ალექსანდრე ...-ხელი ჩამოართვა ზურას უმცროსმა ალექსანდრემ და ნიას აწითლებულ ლოყებზე ღიმილი ვერ შეიკავა.
ივანიძეები გაოცებული უყურბედნენ ფეხბურთელებს,სამ უცნობ ახალგაზრდას და არშბათა მთელ ოჯახს.
-კაკიმ აიჩემა სახლში მოსვლა აჯობებს რესტორანში წასვლასო ..-უხერხულად ამოილაპრაკა ალესანდრემ და დივნებზე განაწილებულ ხალხს თვალი მოავლო.
-რას ამბობ შვილო?-შეშფოთდა ნათელა-მართალია,ჩემი ახალგაზრდობის მერე ოც კაციანი სუფრა არ გამიშლია,მაგრამ ამას დაგზარდებით?!
-აბა რა,ნათი!-ხმაში აღელვება ეტყობოდა კახას-სატრაბახოდ მაქვს საქმე,კარგი შვილიშვილი გავზარდე!-ამაყად გადმოხედა კაკის ბაბუამ.
-ხომ გითხარით,მომკლავს რესტორანი რომ ვუხსენოთქო?!-გაეცინა კაკის.
-დღემდე მაქვს შენახული საქართველო-იტალიის თამაში,თქვენ კომენტატორი იყავით ...-მხარზე ხელი დაადო კახას უფროსმა არშბამ-ის თამაში წავაგეთ,მაგრამ ..
-თქვენი გატანილი ბურთი იტალიის კარში,საქართველოსთვის ეს მოგებული თამაში იყო.-ალექსანდრეს სიტყვებზე ულვაშები თავისით აუვიდა ჰაერში კახას,რაზეც შვილიშვილებმა სიცილი ძლივს შეიკავეს.
-რას იტყვით,გვეშველება?-გაეცინა უფროს ალექსანდრეს და უმცროსს გადახედა.
-ღმერთმა გადმოხედოს უმცროს არშბას, და ამ თერთმეტ კაცს საქართველოს სადარაჯოზე!მონდომების ამბავია,უშველებელი რა გვჭირს?-გაეცინა კახას და გაბადრულ ფეხბურთელებს გადმოხედა-მწვრთნელი რომ გეტყვით მტკვარში გადახტიო უნდა გადახტეთ,რომ გეტყვით შავი ზღვა გადაცურეო,უნდა გადაცუროთ.შრომა არ უნდა ითაკილოთ,წარმატებამ არ უნდა დაგაბრმავოთ,თქვენ რა ფეხები არ გაქვთ?!80-იანებში სხვაგვარად დარბოდნენ?თქვენ რა მხრებზე თავი არ გაქვთ?ყველა მოძრაობა ბურთთან გაიაზრეთ.გუნდის,ქვეყნის ისტორიის,აწმყოს და მომავლის ფილოსოფიას ჩაწვდით და მერე ნახეთ თქვენ გამარჯვება.შრომის გარეშე პელეც ვერ იქნებოდა პელე,მესხიც ვერ იქნებოდა მესხი ... თუ ამას გაიაზრებთ ბიჭებო,გვეშველება კი არა მომავალ მსოფლიოს და ევროპას უკვე პრეტენზიებით შევხვდებით.-ოთახში სამარისებული სიჩუმე იყო,მხოლოდ გაღიმებული უფროსი ალექსანდრე უსმენდა თავისი დროის კომენტატორს,რომელმაც იტალიასთან გატანილი გოლის დროს ემოციები იმდენად ვერ შეიკავა პირდაპირ ეთერში იტირა სიხარულისგან.
-გესმის,სტურუა?! ორჯერ გაუტანა აზერბაიჯანს და მაგის მერეა გამარჯობას არ გვეუბნება,ბატონო კახა!-ჩაიქირქილა გუნდის ნახევარმცველმა ნოდარ ნატროშვილმა.
-იტყუება,ბატონო კახა!-ფეხზე წამოხტა გაცხარებული სტურუა და ოთახში ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა.
სუფრა 20 წუთში გააწყვეს.
ნია „შემთხვევით“ ალექსანდრეს გვერდით რომ მოხვდა ზურამ ირინას დაუბრიალა თვალები. ნია და კაკი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ მშობლებმა ბებია-ბაბუას რომ მიაბარეს და მათთან ერთად გაიჭედნენ იმ ასაკში,სადაც ნიას ენა ეშლებოდა და კაკი თასმებს ვერ იკრავდა.შექმნილი სიტუაცია უკვე თავის რეალურ მიზეზებს ავლენდა და ზურაც ნელ-ნელა იძაბებოდა.
-მამაშენი ვისი ფანია ...-უჩურჩულა გაღიმებულმა ალექსანდრემ ნიას.
-დაივიწყე ..-სიცილი ძლივს შეიკავა ნიამ.
-არ მითხრა ეგეც „ჩიხურას“ გულშემატკივრობსო,თორე გადავირევი!
-„ჩიხურას“ თუ არ შეეშვები ჩემ თანხმობას უკან წავიღებ!-ფეხზე ფეხი მიარტყა ალექსანდრეს გოგონამ.
-ფეხბურთი არ უყვარს?
-უყვარს.
-და ვისი ფანია?
-სიცილს არ დაიწყებ ...
-„ჩიხურას“ ფანი თუ არ არი სხვა სასაცილოც არაფერია!-ჩაიფრუტუნა ალექსანდრემ ნიას გასაბრაზებლად.
-ალექსანდრე!
-აღარ იტყვი?-სიცილს ძლივს იკავებდა არშბა.
-„გალათასარაი“.
-მანდ რა არი სასაცილო,გოგო?-გაუკვირდა ალექსანდრეს.
-რა ვიცი,მე და კაკი სულ 1121-ს ვეძახით სახლში ფეხბურთს,რომ უყურებს და სულ მეცინება ხოლმე!
-შენ და კაკი არ ხართ ნორმალურები,ვერდიქტი!
-გასაჩივრებას ექვემდებარება და შენ უფრო არანორმალური ხარ,ჩემი ცოლად მოყვანა რომ გინდა და კაკის სიძეობა!
-რამხელა წინადადება თქვი,არ დაიღალე?!
-აუ,ახლა მართლა გცემ და მერე იფხუკუნე მანდ!
-რა ვქნა?-ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა ალექსანდრემ და ორივემ მალევე მიიქცია ხალხის ყურადღებაც.
-ლექსო,ბაბუ რაზე იცინით?-გაეღიმა უფროს არშბას.
-ნია დამენაძლევა ხელს გადაგიწევო ...-თქვა თუ არა ივანიძეების ყველა წარმომადგენელს სინქრონში აუტყდა სიცილი ნიას გარდა,რომელიც უხერხული ღიმილით სად გაქცეულიყო იმას ფიქრობდა.
-რაზე დაენიძლავე?-ძლივს ამოისუნთქა კაკიმ.
-თუ მომიგებს ვაღიარებ,რომ „გალათასარაი“ სუსტი გუნდია,არა უფრო ვიცრუებ!-ჩაეცინა ალექსანდრეს და ნიას გადახედა,რომელსაც თვალები დაეწვრილებია და თავს აქეთ-იქით აქნევდა.
-უხ,შე აფერისტო ...-ჩაიჩურჩულა ნიამ.
-მომავალ ქმარს როგორ მელაპარაკები-ასეთივე ტონით მიმართა და უცებ ხმამაღლა განაგრძო-აბა,ნია თანახმა ხარ?
-არა ეგ არ მაწყობს,თუ მე მოვიგებ ... აუ, მა რა ვუთხრა?!
-„გალათასარაის“ ორი ბილეთი,მა!-ღიმილი ვერც ზურამ შეიკავა.
-აუ,არა,რა ამისთვის ეგ არაფერია ერთხელ გადარეკავს ფედერაციაში და მოაგვარებენ,რამე ისეთი!-აჟიტირდა კაკი.
-ნებისმიერი,არ ვარ წინააღმდეგი!-სასაცილოდ გაიჭიმა ალექსანდრე.
-„ჩიხურას“ თამაშზე წამიყვან და მთელი დღე დაუღალავად იყვირებ ბიჭების სახელებს და თან პიკეს მაისურს ჩაიცვამ!-თვალები დააბრიალა ნიამ.
-კაი,შენ თუ წააგებ ?-უკვე ყველა იცინოდა მაგიდაზე.
-ვაღიარებ რომ ჩემზე უკეთესი გულშემატკივარი ხარ!
-მოდი ..!-მოემზადნენ.
ივანიძეების სიცილისთვის მანამ არ მიუქცევია არავის ყურადღება სანამ გაწითლებული ალექსანდრეს მაჯა მოწყვეტით დაეშვა მაგიდაზე ორი წამის ინტერვალში.
-შევცდით,ბაბუ ეს ჟურნალისტიკაზე კიარა მკლავჭიდში უნდა გაგვეშვა,მოტეხა ხელი ვის იმედზე გავიდეთ ევროპაზე?-ხარხარებდა კაკი.
-რა მიქენი,ასე როგორ ... არ ითვლება!- გაოცებული იყო არშბა.
-მოგვჭერი,ბიჭო თავი?-სიცილს ვერ წყვეტდა რეზი და დათა.
-მოდით აბა თქვენც!-აიქნია ხელი ნიამ.
-მიდი დაუჯექი,ხო ძალიან მაგარი ხარ!-გაეჭიმა არშბა რეზის.
-ნახე რა სუსტი მკლავი აქ ხელი როგორ გადაგიწია ..-სიცილს არ წყვეტდა და ნიას წინ ადგილს იკავებდა რეზი.
რეზის და დათას ერთ გადაწევაზე რომ მოუგო ალექსანდრე და კაკი სიცილით იგუდებდონენ.
საბოლოოდ გაირკვა რომ ნიას უცნაური ნიჭი ჰქონდა,მარტივად შეეძლო ხელის ისეთ პოზიციაში დაყენება,რომ თუ ძალიან მძიმე კატეგორიას არ ეჯიბრებოდა ნებისმიერს გადაუწევდა ხელს.
არავინ იცოდა ეს ნიჭი ნიას გარდა სხვასაც ჰქონდა თუ არა და ზოგადად იყო თუ არა ნიჭი,მაგრამ იმ საღამოს ძალიან ძალიან ბევრი დასცინეს ბიჭებს წაგებულ ნიძლავებზე.
-ნია,თუ რამე გაგვიჭირდა ბიჭებს ხო გვიშველი,სტრუქტურაში მჭირდება დამხმარე ძალები!-იცინოდა დათა.
-რა სტუქტურაში 45კილოა ქარს მის ჭკუაზე დაყავს გზაში,გვირილების თაიგული ვერ დაიჭირა და ხელებს რას უშვრება არ ვიცი!-ისე გაუაზრებვლად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ,მხოლოდ 2 წუთის მერე გაანალიზა,რომ ყველა ივანიძე უკვე მას უყურებდა.-ბატონო,ზურა ... ბატონო კახა ...-სკამიდან წამოდგა და მზერა აღელვებული ნიასკენ გააპარა-მინდა გითხრათ,რომ მე და ნიას ერთმანეთი გვიყვარს,მიუხედავად იმისა,რომ ნია უკვე იმ ასაკშია იცის რა უნდა,დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებაც შეუძლია და ასე შემდეგ ... ვიცი,რომ ის ორივე თქვენგანისთვის ჯერ ისევ პატარა ნიაკოა ...-ნიას სუსტი თითები თავისაში მოიქცია და ფეხზე წამომდგარ ზურას გადახედა,რომელსაც სახე ალეწვოდა.-მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ.-ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა,ზურამ ინსტიქტურად გადახედა გაღიმებულ,თავჩაქინდრულ კახას და მიხვდა,რომ მიუხედავად იმისა,თავად იყო ნიას მამა ამ შემთხვევაში ბოლო სიტყვა კახას ეკუთვნოდა ალბათ იმიტომ,რომ სწორედ კახას გაზრდილი იყო ნიაც და კაკიც. მამა მიუხვდა შვილს მზერის შინაარს და თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია,რაც ერთგვარი ნიშანი იყო და ზურა სკამზე მძიმედ დაეშვა.
-ეს ამბავი მას შემდეგ ვიცი,რაც პარიზიდან ჩამოსულ ნიას შენმა თანხმობამ ჩამოასწრო მწვრთნელობის თანამდებობაზე.დღეს,აქ,ამ მომენტში შენ არც ალექსანდრეს შვილიშვილი ხარ,არც ნაკრების ფეხბურთელი,არც მწვრთნელი და არც არშბა! შენ აქ ერთი კაცი ხარ,რომელიც მიმტკიცებს რომ ნია უყვარს ... მე ის კაცი ვარ,ვინც ნია გაზარდა,ჩემი შვილიშვილის ყველა ამოსუნთქვა დათვლილი მაქვს და აქ,ყველას წინაშე გაფრთხილებ ... მისი არც ერთი ცრემლი არ უნდა დავინახო,თორემ იცოდე ჩემ სამშობლოზე წინ ჩემი ოჯახია!
-მა,შენ გიყვარს?-ამოიხრიალა ზურამ და ნიას ისეთი თვალებით გადახედა,გოგონამ ცრემლები ვერ შეიკავა.
ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო.
ფეხზე მდგარი არშბას ხელზე მოხვეული აცრემლებული გოგონა,აყიჟინებული ფეხბურთელები.ნათელას და ირინას ერთმანეთზე ჩაჭიდებული თითები და შეკავებული ცრემლები.არათითზე გაკეთებული ბეჭედი და ბიჭების ყვირლი ... „ქორწილია,ქორწილი!!“
***
ალექსანდრეს მშობლებმა გაიგეს თუ არა მაშინვე ჩამოვიდნენ ბათუმიდან,საოჯახო ბიზნესის გამო,რომელიც ალექსანდრეს დედას თავისმა მამამ დაუტოვა და აჭარაში გადავიდნენ საცხოვრებლად თამრიკო და მერაბი.
სახლში შესული არ იყო ქალბატონი თამარი ჭიშკრიდან ყვიროდა.
-კი მაგრამ მე რატომ ვგებულობ ყველაფერს გვიან?
-დედიკო,ასე გადაწყვიტეს ბავშვებმა,ნუ გააგონებ ლექსოს,ხომ იცი თავისებური ხასიათი აქვს.-გამოექომაგა შვილიშვილს თინა.
-ნეტა რატო?!-თავი გადააქნია ულამაზესმა შუახნის ქალმა,ალექსანდრეს დედამ.-სულ თქვენი გათამამებულია,იმას არ ვიმსახურებდი,რომ ეთქვა ცოლის მოყვანას თუ აპირებდა?მეც ჩამოვიდოდი.
-დედიკო,არ გახსოვს შენ და მერაბი ჩუმად რომ გაიპარეთ?ხომ არ გაგიბრაზდით,მაშინ?ახლაც ნუ მოუშლი ნერვებს,ცოდოა ბიჭი ათასი საფიქრალი აქვს.
-მე 18 წლის ვიყავი,რომ გავიპარე!-თვალები დააბრილა თამრიკომ-თანაც კი არ გაპარულან,ხელი ითხოვა და დედა არც კი ...
-დედას არც კი გახსენებია,რომ შვილი ყავდა,ალბათ ამიტომ,დედა!-კიბეზე თვალებშეშუპებული ალექსანდრე ჩამოდიოდა და გზაში იცვამდა მაისურს.-რა ხდება დილიდან,თამრიკო?რატო მიჩაგრავ თინას?
-არა,ბები,რას ქვია ჩაგვრა?თამუნა ჩემი გოგოა,დედა-შვილის ლაპარაკში ...-არ დაასრულებინა თინას ალექსანდრემ.
-შენ,რომ არ ყავდე ამ ოჯახს თეთრი მანდილიც არ უშველიდათ!-შუბლზე აკოცა ბებოს და დედამისს გვერდი ცივად აუარა.
-რატომ არ დაგვირეკე მე და მამაშენს?
-ვიცოდი რა პასუხსაც მივიღებდი ..“ გილოცავთ,ალექსანდრე შენი იმედი გვაქვს,სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ...“ და ათასი ბოდიში,თამრიკო რაზე ვსაუბრობთ?!-ჭიქაში ყავა ჩამოისხა და დედამის გადმოხედა,ტუჩთან მიტანილი ფინჯანი ჰაერში გაეყინა თამრიკოს ცრემლებზე.
-არაფერი მინდა უშენოდ ...-ამოიტირა ხელებში თავჩარგულმა ქალმა-ვერც შენ მატჩებზე დავდიოდი,ვერც მაშინ დაგიდექი გვერდით ... ვერც ნაკრების მწვრთნელობა მოგილოცე,სულ ვფიქრობდი რომ ... ჩემი რძლისთვის ... მისთვის მაინც ... ვიქნებოდი ისეთი,როგორც თინა იყო ჩემთვის ... ახლა ... ახლა თითქოს ესეც წამართვეს.
-დედა,ნუ განიცდი ასე ...-გვერდით ჩამოუჯდა თინა.
-ყველაფერი მასწავლე კარგი დედობის გარდა ...-თავი თინას მხარზე ჩამოადო და ალექსანდრეს ამღვრეულ თვალებს ჩააშტერდა-ბიზნესს ვყიდით.
-რატო?-სხვათაშორის იკითხა ალექსანდრემ და ფინჯანი ცივად დააბრუნა თავის ადგილზე.
-თბილისში მინდა,აქ!თქვენთან ერთად ...
-სულ მარტო ცხოვრებაზე და კომფორტზე ოცნებობდი,რა შეიცვალა?-თვალები დააწვრილა ალექსანდრემ.
-მე შენი თვალებიდან იმედგაცრუებას ვერ ამოვშლი ... -ჩაილაპარაკა ქალმა და თინას ხელებს ჩაეჭიდა,ალექსანდრემ სახლი მალევე დატოვა.
იმ საღამოს სახლში მამამისიც რომ დაუხვდა,მიხვდა ეს ყველაფერი ხუმრობა აღარ იყო.
ბაბუამისის შეუვალ მზერას ვერ გაექცა თორემ იქ ყოფნა სულს უხუთავდა.
რაღაცაზე საუბრობდნენ ყურსაც არ უგდებდა არც ერთს,მალევე ადგა და ეზოში მდგარ საქანელას მიაშურა.
ცივი ზამთარი იდგა. პლედის გამოტანა დაავიწყდა და ახლა საშინლად ეზარებოდა შიგნით შესვლა,კარის ხმაზე ზედმეტი ფიქრიც არ დასჭირვებია,ვინ იყო მის ზურგს უკან. მამის სურნელი შორიდან იგრძნო.მერაბს ხელში თბილი პლედი ეჭირა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა შვილს.
-სულ მეჩხუბებოდნენ ...-დაიწყო კაცმა და შვილს პლედი მიაწოდა-ალექსანდრეს შვილს ფეხბურთი რატომ არ მიყვარდა,ამას ვერავინ იგებდა.მამაჩემს რომ ვუთხარი ბურთიც მეზიზღება და მოედანიცთქო 1 კვირა ხმას არ მცემდა,მაშინ 8 წლის ბავშვი ვერაფრით ვხვდებოდი,რა ჰქონდა ამ თამაშს ისეთი,რაც მამას აიძულებდა ჩემთვის ზედაც არ შემოეხედა.თითქოს ამ განცხადებით მისი შვილი აღარ ვიყავი,მარტოობამ გამაგიჟა.მამის სითბოს მოკლებული პინგ-პონგის ბურთივით დავხტოდი ყველგან.ჩემს სკოლაში არასდროს მოსულა,ჩემი ნიშნები არასდროს უკითხავს,უბრალოდ არ აღელვებდა რომ მისი შვილი მათემატიკის მწვერვალებს ნელ-ნელა იპყრობდა.მე თითქოს გაწერილი გეგმა ვერ შევასრულე და ფეხბურთი ვერ შევიყვარე და ამით მორჩა,ამით დამიმთავრა.1 კვირის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე,რომ ფეხბურთი უნდა მეთამაშა!-თავისსავე სიტყვებზე გაეცინა სახეზე ხელები ჩამოისვა და განაგრძო:-ბურთს ფეხთან ვერ ვიჩერებდი,თავდასხმა და დაცვა ზედმეტი იყო კარშიც არავინ მაყენებდა,მაშინ მეგონა მეკარეობაც ფეხბურთელობა იყო,მერე გავიგე,რომ ეს თურმე სხვა პროფესიაა ... ერთხელ თამაშზე ორი ფეხბურთელი ტრამვით გაიყვანეს სტადიონიდან და მწვრთნელმა იმის გამო რომ სხვა ამ პოზიციაზე არავინ ყავდა მე გამიყვანა ... ვინატრე ნეტა ფეხში ისე ჩამარტყან მომტეხონ და თამაში ვეღარასდროს შევძლო მეთქი ... შესული არ ვიყავი მინდროზე სახით გავიშოტე,დღესაც ყურებში ჩამესმის მოწინააღმდეგეების ფრაზები ... მათი დაცინვა,მწვრთნელის უიმედოდ გადაქნეული თავი და ერთ-ერთი მასწავლებლის სიტყვები .. „კი მაგრამ ეს ბავშვი ნაშვილები,ხომ არ არი“ ... იმის მერე დავიფიცე რომ ფეხბურთს აღარასდროს გავეკარებოდი,არც მამის გულის გასახარად და არც სხვა მიზეზით. ახლაც,როცა რაღაც არ გამომივა ეს სიტყვები ჩამესმის,თითქოს უძლეველი კაცის შვილი ხეიბარი დავიბადე!ლექსო ...
-ასე,მხოლოდ ბაბუა მეძახის!
-ჰო..-გაეცინა კაცს-ალექსანდრე,იცი რამდენჯერ მინატრია,რომ ხეიბარი ვყოფილიყავი ოღონდ შენ სანუკვარ ბაბუას ჩემთვის იმაზე მეტი არ მოეთხოვა ვიდრე შემეძლო?ღმერთიც არ თხოვს ადამიანს იმას,რაც არ შეუძლია,რასაც ვერ გაუძლებს.მეთორმეტე კლასში ჩემი ტოლი ბიჭები ქუჩებში ბირჟებს,რომ ამაგრებდნენ მე წიგნებთან ვიჯექი და ოლიმპიადებზე გავდიოდი ... არც ერთით ამაყობდა,არც ერთხელ უთქვამს ჩემი სახელი სიამაყით ... იმიტომ რომ მე ფეხბურთი არ ავირჩიე. ერთხელ მოვატყუე,სკოლაში დაგიბარეს-მეთქი.მინდოდა დირექტორისგან გაეგო,რომ მისი შვილიც წარმოადგენდა რაღაცას ... როგორც შენ არ გითქვამს შენი შვილისთვის,რომ კარგი ბიჭია,ისე არ უთქვამს მას ჩემთვის არაფერი.50 წლის ვარ და იცი?! ..-ხმაში ნაღველი გაერია კაცს-დღესაც ვერ ვერევი სურვილს,მისთვის საამაყო შვილი ვიყო.მხოლოდ ერთხელ შემოვიდა ჩემს ოთახში,მხოლოდ მაშინ,როცა თამრიკოზე ვთქვი ცოლად უნდა მოვიყვანო-მეთქი ... საწოლთან ჩამომიჯდა და მითხრა ...“ყვარელის სახლის გასაღები წაიღე და წაიყვანე!იცოდე,ჩემი შვილი ხარ და ისეთი ქმრობა გაუწიე ცხოვრებაში არასდროს ანანებიო,რომ გენდო.ღმერთის გეშინოდეს და ისე იცხოვრე შვილთან არ შეგრცხვეს ...“-უფროსი ალექსანდრე გააჯავრა ხმაში მერაბმა,უმცროსმა ღიმილი ვერ შეიკავა-კართან მისული შემობრუნდა მითხრა,არ გაბედო ბავშვს ჩემი სახელი არ დაარქვა,არ ვარ ამის ღირსიო,კარი გაიხურა და გავიდა.იმ ღამით გავიზარდე,ალექსანდრე ... იმ ღამით,მეგონა მხრებიდან ტვირთი მომხსნეს,მეგონა ფეხბურთი გაქრა,მეგონა 8 წლიდან 23 წლამდე ყველა ჩაფიქრებული სურვილი ამიხდა,ალბათ იმიტომ რომ 8 წლიდან მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა,მამაჩემს დავენახე.
-მე მაინც მამაშენის სახელი დამარქვი.
-იმ ღამით მამაჩემის სიტყვებში დავინახე სინანული,კარგი მამა რომ ვერ იყო და მიხვდა ... თინა სულ მასწავლიდა,თუ მიხვდები,რომ დააშავე ბოდიში არ გეთაკილოს,ისე როგორც პატიება არ გაგიძნელდესო.მშობლებთან სხვა გზა არ გვაქ ხოლმე.ხელშეუხებელი ფიგურები არიან,ძვრას ვერ უზამ,სულ საპატიო ადგილს იკავებენ,მიუხედავად იმისა იმსახურებენ თუ „ვერ“.შენ ის ძალიან პატარა გოგონა მოგყავს ცოლად,უფალს ვთხოვ მალე გაიგო რას ნიშნავს შვილს რომ ხელებში აიყვან ... გგონია სამყარო შენ ირგვლივ ბრუნავს და შენ შენივე შვილის ირგვლივ.მეც იმას გეტყვი რაც მამაჩემმა მითხრა იმ ღამით ... „ჩემი შვილი ხარ,სულ რომ ვერაფერი ... ქმრობაში და მათემატიკაში სულ კარგი ვიყავი-გაეცინა-ნიას ისეთი ქმრობა გაუწიე, ცხოვრებაში არასდროს ანანებიო,რომ გენდო.ღმერთის გეშინოდეს და ისე იცხოვრე შვილთან არ შეგრცხვეს ... შვილს არც ჩემი და არც ნიას მამის სახელი არ დაარქვა,ამას როგორც კაცი ისე გირჩევ ... ან ნიას მამას ატკენ გულს ან მე,ამიტომ ჯობია ნეიტრალურ გზაზე გაიარო.შეიძლება ნიას მამამ ჩემგან განსხვავებით დაიმსახურა,მაგრამ ცუდ მშობლებსაც გვტკივა ხოლმე.ძალიან ღრმად და ძალიან მძიმედ,ჩვენი ვერ გაკეთებული საქმეები და არ დამსახურებული ადგილები.-ფეხზე წამოდგა და ის იყო უნდა შესულიყო სახლში ალექსანდრეს ჩახლეჩილი ხმა რომ მოესმა.
-შენ ხომ იცოდი რა მწარეა,როცა მამა არ გამჩნევს,გვერდით არ გყავს,როცა გჭირდება.მე ამისთვის რატომ გამიმეტე?
-3 წლის რომ გახდი და ბურთით საძინებელში ჭაღი ჩამოაგდე,მაშინ მიხვდა მთელი ოჯახი,რომ შენ ჩემ შვილობაზე უფრო ბაბუაშენის შვილიშვილობას იმსახურებდი.-ამ სიტყვების მთელი შინაარსი ალექსანდრემ დროთა განმავლობაში გაიაზრა.მერაბმა იქაურობა დატოვა.

**
-ოდესმე გყვარებია?!-სტადიონზე ისხდნენ,ალექსანდრე რაღაცებს ინიშნავდა ბლოკნოტში,ნიას კითხვაზე უცებ რომ გაეღიმა.
-შენამდე?
-ჩემამდე.
-არავინ.
-როგორ,სულ არავინ?-თვალები დაექაჩა ნიას.
-როგორ შეიცხადე,ნიუს,შენ გიყვარდა ვინმე?!-ეღიმებოდა არშბას და ბლოკნოტიდან თავს არ სწევდა.ნიას ფეხები წინ სკამზე ჰქონდა შემოწყობილიდა ღრმად უშვებდა სუსხიან ჰაერს ფილტვებში.
-მე მყვარებია!
-ამას ახლა უნდა ვიგებდე,ორ დღეში ქორწილი გვაქვს?!-ღიმილი არ შორდებოდა ალექსანდრეს.
-ჩემი ბაღელი სანდრო მიყვარდა,ორჯერ ვცემე ...
-აუ,რა მოძალადე გოგო ხარ!-გადაიხარხარა არშბამ-წინასწარ უნდა მოვიძიო ცხელი ხაზის ნომრები,რომ ვიცოდე ვის მივმართო ...
-აწი,რომ გეტყვი გცემ-თქო სერიოზულად აღიქვი,რა?!-ნიას კისკის ხმა მთელ სტადიონზე ისმოდა.
-შენ და,რატო სცემე ჩემი მოსახელე?!
-შენ ალექსანდრე ხარ,თან პრინციპულად ალექსანდრე და ის „ჯასთ სანდრო“ იყო.
-ჰო,რატო სცემე ჯასთ სანდრო?-უკვე ხარხარებდა არშბა.
-თმაში დამქაჩა,ვერ ვაპატიე!
-ჩემი პრინციპული პატარა ქალი!-ვეღარ სუნთქავდა ნიას ამაყ მზერაზე ალექსანდრე.
-კლასში ყველაზე მაღალი ვიყავი და „პატარა ქალს“ მეძახდნენ ეგ „დაბლები“!
-რა ტრამვული ბავშვობა გქონია,ნიუს!
-არ გამახსენო ..-ხელი აიქნია ნიამ შეწუხებული სახით.ალექსანდრე ვეღარ ჩერდებოდა,მინდორის მკრეჭავებსაც ეღიმებოდათ ამათ სიცილ-კისკისზე.-მოიცა,რას მატყუებ,მართლა არავინ გყვარებია?!
-გეფიცები პიკეს!
-ვის აცუცურაკებ,ახლა ბატონო მწვრთნელო?!-თვალები დააწვრილა ნიამ.
-მაშინ,ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს!
-გულზე მაინც დაგედო ხელი,რა სითავხედეა ...-თავი გადააქნია ნიამ.
-ნია,მოგაძრომ ამ ლოყებს!-იცინოდა და ლოყებს სასაცილოდ უწელავდა აკისკისებულ გოგონას.
-პიკეს და „ჩიხურას“ ცუდად არ შეეხო ჩვენ ოჯახურ თანაცხოვრებას წყალს ნუ შეუყენებთქო-მითქვამს მე შენთვის,ალექს!!!-არ ჩერდებოდა ნია.

***
მთელი თბილისი ერთ სივრცეში მოაქციეს უფროსებმა.
ყვარელში არშბების უზარმაზარ ეზოში უამრავი ადამიანი ირეოდა.
ალექსანდრემ საფრანგეთიდან ჩამოუყვანა დიზაინერი ნიას.
დიზაინერმა ყვარელში ისეთი ამბავი დაატრიალა როგორც ამბობდნენ თბილისი 1 კვირა ლაპარაკობდა ამ ქორწილზე. ეზო პატარა სამოთხეს დაამგვანეს,მეგობრებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ქორწილის ამბებში.
-ახლა ბანალურად არ ვიტირებ,მაგრამ მინდა იცოდე რომ მეტირება!-მტკიცედ წარმოთქვა ნატამ და თავისი ცისფერი შიფონის კაბა გაისწორა-არა,რას ვიფიქრებდი შენ თუ მომასწრებდი?არ შეგრცხვა მაინც?
-არ დაიწყო ახლა შენი ფსიქიკური აშლილობის საწყისების ფრქვევა,თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ!-შესძახა ნიამ და კარში გამოჩენილ თათას გადახედა-ხალხი მოვიდა,თათა?
-ყველა აქ არი,ბიჭები ადგილს ვერ პოულობენ,რეზიმ ნიძლავი წააგო და დღეს ტარხუნის ლიმონათთან და კიტრთან ერთად ფოტოები უნდა გადაიღოს ..-ამის გაგონებაზე ოთახში დაძაბულობა მოიხსნა და ყველას სიცილი აუვარდა ვიზაჟისტიდან დაწყებული გოროზი ნატათი დასრულებული.
-როდის უნდა დაჭკვიანდნენ?!-იცინოდა ნია.
-ულამაზესი ხარ!-უკნიდან მოეხვია ნატა და აცრემლებულმა სარკეში თვალი ჩაუკრა თავის ერთგულ მეგობარს.
კარზე კაკუნი იყო და მალევე ოთახში თამრიკო გამოჩნდა.
-გოგოებო,ირინა გეძახით დაბლა ...-ნატა და თათა ღიმილით გამოვიდნენ ოთახიდან.-ხომ არ ნერვიულობ?-ნიას გვერდით ჩამოჯდა ქალი.
-ცოტა ..-აზრი არ ჰქონდა მღელვარების დაფარვას.
-მესმის,მე ქორწილში სტილისტმა თმა არასწორად შემჭრა და წარმოიდგინე,ის ფაქტი რომ ქორწილი მქონდა სულ დამავიწყდა,ტირილი მოვრთე აღარ გავთხოვდები-თქო,არადა უკვე მერაბის ცოლი ვიყავი ... ასეთი საშინელი ვარცხნილობა მქონდა-თმები სასაცილოდ აიკეცა თამრიკომ,ნიამ სიცილი ვერ შეიკავა-მერაბმა რომ გაიგო ვტიროდი ოთახში შემოვიდა და მთელი 2 საათი მამშვიდებდა.ვერავინ მიშველა მის გარდა.ამ გვარის ქვეშ ყველა მამაკაცს თანდაყოლილი ნიჭი აქვს უზომო სიყვარულის ... ჩემი შვილი ჩემზე უფრო ბებომ გაზარდა,მაგრამ საკმარისია თვალებში ჩავხედო და ვიცი რასაც გრძნობს.ნიაკო,არასდროს მინახავს ასეთი ბედნიერი და ეს აბსოლუტურად შენი დამსახურებაა!
ნიას თვალები ცრემლებით,რომ აევსო თამრიკოს განგაშის ნათურა აენთო გონებაში.
-არა,ჩემო გოგო,არ იტირო!-გაუაზრებლად მოიქცია თავის მტევნებში ნიას პატარა სახე და ფრთხილად მოწმინდა ცრემლები-ხომ გიყვარს,ნია?
-ყველაფერზე მეტად.
-მაშინ წავედით.კართან ბაბუ გიცდის მასაც ცოტა უკლია ტირილამდე,ამიტომ გზაში გაამხნევე.
-ჰო,თქვენც ხომ ...
-მეც აქვე ვარ,ირინაც და ყველა შენთან ვართ!
-ალექსანდრეც მელოდება ..
-ალექსანდრე გელოდება და შენ ტირი,ნიაკო!
-ჰო,უნდა ჩავიდე ..
-წავედით.
-მადლობა ...-თბილად მოხევია ქალს და ორივემ ერთად დატოვეს ოთახი.
ულამაზესი იყო,დაშვებული თეთრი მატერია ნაზად ერწყმოდა ნიას სხეულს.
კისერზე თეთრი თხელი შარფი ჰქონდა,ორივე ტოტით ზურგს უკან დაშვებული,წაბლისფერი თმა ლამაზად ჩაეწნა.
მუქი თვალის ჩრდილები კიდევ უფრო ალამაზებდა მის ნუშისებრ თვალებს.
კიბეზე აღელვებულმა კახიმ ჩამოიყვანა,ეზოში კაკი და ზურა დახვდნენ.
ზურამ ძლიერად მოეხვია შვილის სიფრიფანა სხეულს.
-სულ,იცოდე რომ მე ვარ!-უჩურჩულა ყურში ნიას და შუბლზე აკოცა.
მერე იყო და-ძმის ემოციუი სცენა.
კაკის ვერ შეკავებული ცრემლები და ბიჭების სიცილი,რომლებიც რიგის მიხედვით ეხუტებოდნენ უფროს ივანიძეს.
ალექსანდრეს დანახვაზე ეგონა გული გაუჩერდებოდა.
არშბას და ამაღლობელს ქართული ნაციონალური სამოსი ამშვენებდათ.
-ახლა,მაგრად დადექი!-უჩურჩულა რეზიმ გახევებულ მეგობარს და მთელმა ნაკრებმა,თავისი ძველი და ახალი თაობით ყიჟინა მორთეს.
სიღნაღში ჩასვლამდე ნახევარმა კახეთმა გაიგო არშბას ქორწილში რეზი მანქანის თავზე რომ იჯდა ენა გადმოგდებული და ბოლო ხმაზე ყვიროდა „გოლი მინდა ხვედელიძე,გოლი“ფანჯრიდან სტურუა და ამბროლაძე რომ აქეზებდნენ-უფრო ხმამაღლა,დაე მთელმა ქვეყანამ გაიგოს ვინ არის აქ სამხრეთის დედოფალიო!
რომ გეკითხათ ეს ფრაზები ერთმანეთთან რა კავშირში იყო ვერავინ გაგცემდათ პასუხს.
ალბათ იმიტომ რომ ნიძლავში დამარცხებულ რეზის იმ დღეს ყველაფერს აკეთებინებდნენ რაც გადარეულ თავში მოსდიოდათ.
საბოლოოდ იმას მიაღწიეს რომ რეზის სამჯერ აუტყდა ხველება მწერების გამო და დღის ბოლოს ხმა წაერთვა.
ჯვარი გრემში დაიწერეს,ულამაზესი ტაძრის თავზე იყვნენ.
ვინც ამ ტაძარში ერთხელ მაინც არის ნამყოფი ეს ადგილი უთუოდ იცის,ისიც თუ რა საოცარი ხედი იშლება ამ სიმაღლიდან. ადამიანს მთელი კახეთი ხელისგულზე ეშლება.
უზარმაზარი ზარი თითქოს მთელი საქართველოს ისტორიას იტევს.მტრის შემოსევიდან დაწყებული ამ ტაძარში ყველა ცოდვილისთვის მიტევებით დამთავრებული სხვადასხვა ემოციით დამძიმებულა.
ირხეოდა ნიას თეთრი შიფონის ფატა ისე,როგორც ციდან დაშვებული თეთრი მტრედის ფრთები.
„არასოდეს არ დამტოვო შენი ფერებით.“
ალექსანდრეს სიტყვებზე ღიმილი ვერ შეიკავა,ფრთხილად მოხვია ხელები კისერზე.
არავინ ...
ქვეყნად არავინ
იცის
რა უჩურჩულა
ქვეყნის შვიდ ნომერს,
დანარჩენი სამყაროსთვის მეცხრამეტეს
და
თავისთვის ერთადერთს.

ხელი სიღნაღში მოაწერეს და ისევ უკან,ყვარელში დაბრუნდნენ,სადაც საოცარი დიზაინით გაეფორმებინა დიზაინერს მთელი ეზო.
ულამაზესი ქორწილი იყო,მთელი თავისი ტრადიციებით და მოდერნისტული ელემენტებით.
ქორწილზე ყველა სტუმარს „აკრძალული“ ჰქონდა ვიდეოები და ფოტოების ინტერნეტში განთავსება,თუ ფოტოზე სახლი,ეზო და ნეფე-დედოფალიც იქნებოდნენ.
ნიას სურვილი იყო.
ვერავის გავუყოფ ჩემ ბედნიერებას,მხოლოდ ჩემიაო დაიჩემა და ალექსანდრესთვის ერთი გადმოხედვაც კი საკმარისი გახდა იმისთვის,რომ ნიას სურვილი უპრობლემოდ შესრულებულიყო.
არც ერთი წამით არ სურდა თავისი ქორწილი განსახილველი თემა ყოფილიყო ვინმესთვის,მტკიცედ იცავდა მის პირად სივრცეს.ჭირის დღესავით ეზიზღებოდა,როცა გაფეტიშებული გოგო-ბიჭები თავიანთი „ქონების დემონსტრაციის“ მიზნით აქვეყნებდნენ ფოტოებს თავიანთი ქორწილიდან.თავისებური ხედვა ჰქონდა ყველაფრისადმი,ყველას აზრს დიდ პატივს სცემდა,მაგრამ თავის შეხედულებებს ისე იცავდა,როგორც ჯარისკაცი თავის ერთ გოჯ მიწას.მისი აზროვნება მოიცავდა მისთვის თავისუფლებას და უნებურად აიძულებდა იგრვლივ მყოფთ ამისთვის პატივი ეცათ.

ქორწილში ლხინის შუა ფაზაში იყო შესული ეზოს ცენტრში მთელი ნაკრები,რომ გამოვიდა ძველი და ახალი შემადგენლობით.
საოცარი სანახავი იყო სხვადასხვა თაობის ფეხბურთელები ერთად,ერთ წრეში, ერთ ხმაში რომ მღეროდნენ ყველა ქართველისთვის საამაყო და უფრო სამოტივაციო სიმღერას ...
ეზოში უამრავი ხმა ერთ მთლიანობად ქცეული ხმის ჩახლეჩვამდე მღეროდა სიტყვებს ..
„ქართული მიწის!
ღირსეულ შვილებს!
ნათელი ხსოვნა!
სამშობლოს გმირებს!
მებრძოლი სული!
გვარგუნა ღმერთმა!
ქართველთა ჯარის!
გული ძგერს ერთად!“

იმ მომენტში ეს სიმღერა არც ფეხბურთელს ეკუთვნოდა,არც მორაგბეს,არც ძიუდოისტს და არც სხვა ნებისმიერ სპორტსმენს ...
იმ მომენტში ყველას ვის ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფდა,ამავდროულად ჩქეფდა ამ სიმღერის ყველა ნოტიც.

რეზი მართლა კიტრით და ტარხუნის ლიმონათით დადიოდა მაგიდებს შორის და ქორწილში არც ერთ ადამიანს არ აძლევდა მოწყენის უფლებას.
-ალექს,ეს კაცი ვინ არის?!..-უჩურჩულა სკამის საზურგეს აკრულ მომღიმარ არშბას ნიამ.
-ვინ კაცი,ნიუს?!
-აი,იქ დიჯეის რომ ეხვეწება „განდაგანა“ დაუკარიო ..
-ანუ,შენ გინდა მითხრა ...-სკამზე შესწორდა არშბა-რომ ეგ კაცი არ იცი ვინ არის?!
-ნუ,არ ვიცი და რა მოხდა დანაშაულია?-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-ნუ,მე რომ ჩემი საყვარელი გუნდის პრეზიდენტს არ ვიცნობდე,რა ვიცი ნია დამნაშავედაც ვიგრძნობდი თავს,კი ... უთუოდ!-თავი სასაცილოდ დაუქნია თვალებდაქაჩულ ნიას.
-შენ დაპატიჟე?!
-„ჩიხურას“ გარეშე აბა როგორ?!ნუ,პიკე ფიზიკურად ვერ გამოუშვა შაკირამ ... მაგრამ არ იდარდო,ოდესმე ესპანეთში რომ წაგიყვან,ძველ ნაცნობებთან დავრეკავ და შეგახვედრებ!-იცინოდა ბოლო ხმაზე შეზარხოშებული ალექსანდრე და ნიას თმებზე ეფერებოდა სასაცილოდ.
-დამცინი ხო?
-რას კადრულობ,ახალგაზრდავ ?!-შეიცხადა თეატრალურად და გვერდით მჯდარ დათას გადმოხედა-რაო,დავით დავცინი ვითომ?
-„აუ ძააან!“-როგორც შეეძლო ისე გაწელა სიტყვა დათამ და ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა.

მერე იყო დინამოს ჰიმნი,შალიკას და კაკის შერიგება,ჰაერში აფრიალებული თეთრი ლილიების თაიგული და გაღიმებული გიორგი სტურუა.

***
-რამდენი რამ მაქვს სასწავლი შენი ბედნიერებისთვის ..-წაბლისფერ თმებში ათამაშებდა თავის თლილ თითებს არშბა და მძინარე ნიას თვალებით ეფერებოდა.
-ბევრი არაფერი,მხოლოდ მზარეულობა!-ამოიბურტყუნა ნიამ და თავი ბალიშში ჩარგო.
-ეე,უსამართლობაა!-ახარხარდა ალექსანდრე-ამდენი ხანი გეღვიძა და მაწამებდი?
-რავიცი,ისე მეფერებოდი ვითომ ფაიფურის თოჯინა ვიყო,არადა მომეწონა იცი?!-აკისკისდა ბალიშში თავჩარგული ივანიძე.
-ჩემი წვალება,ხო?-ზურგზე აეკრო მომღიმარე ალექსანდრე ნიას.
-არა,ფაიფურის თოჯინად ყოფნა,მაგრამ სულ ეგრე არ მაწყობს!-ტუჩები გამობურცა სასაცილოდ-მხოლოდ სამზარეულოში და დილით გაღვიძებისას ვიქნები პრინცესა.
-დროის დანარჩენ მონაკვეთში „ჯუნგლების“(ფეხბურთის განსაკუთრებულ ქომაგთა ნაწილი ქუთაისში) ღირსეული წევრი,დამოუკიდებელი და ამასთან კაცებზე მოძალადე ცოლი,მაცადე ვიფიქრო ... ეგ მე არ მაწყობს!
-პიკე და „ჩიხურა“ გამოგრჩა მაგრამ ჯანდაბას მოგიტევებ!-ხელი აიქნია უდარდელად ნიამ და საწოლზე წამოჯდა ზეწარაფარებული.მაღლიდან უყურებდა მომღიმარე ალექსანდრეს შუბლზე „დაყრილ“ აბურდულ თმებს.
-პირველ დილას პიკე არ ჩამიწვინო ოცნებებში,არ გამოვა?-იცინოდა არშბა.
-შენ ოცნებებში რა უნდა ჩემთან წევს!
-ნია,მოგხვდება!-სასაცილოდ იმუქრებოდა ალექსანდრე.
-ხომ არ დაგავიწყდა ნიძლავი რომ გაქვს წაგებული და ხელი სამჯერ გადაგიწიე?ცოტა მეტი მოწიწება დამანახე,ბატონო ალექსანდრე!-საწოლზე დადგა და იქიდან ეტიტინებოდა მომღიმარ ქმარს.-წლის ყველაზე ახალგაზრდა,ყველაზე წარმატებული ყველაზე, ყველაზე ქმარის ნომინაციაში წარდგენილი კანდიდატებიდან პრიზი გადაეცემა ალექსანდრე არშბა ივანიძისას!გთხოვთ,მივესალმოთ წლის „ყველაზე“-ს!-მათი სიცილის ხმა იქაურობას იკლებდა.

ისხდნენ აივანზე გატანილ პატარა მაგიდასთან და საუზმობდნენ.
არშბას მუხლებზე გადადებულ ტერფებს სასაცილოდ ათამაშებდა ნია და გახუხულ პურზე კარაქს უსმევდა ტელეფონის კამერით შეიარაღებულ ქმარს.
-რატო მაიმუნობ,ალექს?-ცხვირი შეჭმუხნა და კარაქიანი პური თეფშზე დაუდო ალექსანდრეს.
-როგორ გრძნობთ გათხოვილი ქალის ამპლუაში თავს,ქორწილიდან პირველ დღეს?
-ახლა ვფიქრობ ..-სკამის საზურგეს აეკრო ატმისფერ სარაფანში გამოწყობილი ნია-რა მინდა,რას მივრბოდი იმ პარიზში,რა მეშარებოდა?!
-მატყუარა,ამ დღეზე ოცნებობს ბავშვობიდან და ახლა იგონებს რაღაცებს!
-ბავშვობიდან შენ ავტოგრაფზე ვოცნებობდი,19 წლიდან გაცნობაზე, 25 წლიდან შეიძლება ითქვას,რომ ჰო ... -ხმა დაუთბა ნიას.
-ანუ ჩემი ავტოგრაფი აღარ გინდა ..-გაეცინა ალექსანდრეს.
-რომ მომინდება ქორწინების მოწმობას დავხედავ ხოლმე!-ენა გამოუყო და იქვე დადებულ ზეთის ხილს წაეტანა.
-მოდი,ჩემთან!-მაჯაში დასწვდა და მუხლებზე დაისვა.-რა მეშველებოდა შენი ჭრელი ფერების გარეშე,ნია?!
-მე შენი ავტოგრაფის გარეშე!

ალექსანდრეს გადატვირთული გრაფიკის გამო თაფლობის თვე ჩაუვარდათ.
ნია ახალ სახლში გადასვლით ისე იყო გართული დიდად არც შეუწუხებია ამ ფაქტს.
არაფერს ითვალისწინებდა თავისი სურვილების გარდა.
ამ ამბავში ალექსანდრე არ ერეოდა,ბოლომდე ენდობოდა ნიას გემოვნებას,მანამ სანამ კაბინეტში შესულმა იქაურობა სტადიონს არ მიამგვანა ხასხასა მწვანე ფერებით გაფერადებულს.
-ნია,აქ რა ხდება?-სამზარეულოში მჯდარ ნიას,რომელიც კატალოგში რაღაცებს არჩევდა თავზე მომღიმარი ალექსანდრე წამოადგა.
-სად?
-ჩემ კაბინეტში ბორის პაიჭაძის სტადიონი რატომ მაქვს გაჭიმული?
-არ მოგწონს ....?!-ნიკაპი აუკანკალდა ნიას.ალექსანდრე ისე დაიბნა ვეღარ გაიგო თავისი უკმაყოფილება უნდა გამოეთქვა თუ სასწრაფოდ დაეჭირა ენაზე კბილი.
-არა,ნუ ასე ...
-არ მოგწონს!-ხმაში ფოლადი გაერია ნიას და თვალები სატირლად დაუმრგვალდა.
-ნია ... ჩემთვის ..
-ვიფიქრე,მოგეწონებოდა ან არ ვიცი ... მე მეგონა,რომ მწვანე გიყვარდა ...
-ზოგადად ლურჯი მიყვარს,მაგრამ კაბინეტი ...
-ასეც ვიცოდი,ვიცოდი რომ არ მოგეწონებოდა!-აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა აცრემლებული,ალექსანდრე დაბნეულობისგან იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-არა,ცუდი არ არის,რა გატირებს ნიუს?შევეჩვევით,არ არი ცუდი ფერი მწვანეც ..
-არ არის ცუდი რა თქმაა ალექსნადრე?!-შეჰყვირა ნიამ და არშბას თვალები გაუფართოვდა გაოგნებისგან.
-ნია,რა გჭირს,პატარავ?!-მაჯაში სწვდა და ახლოს მიიზიდა ანერვიულებული გოგონა.
-გამიშვი,არაფერი მოგწონს რასაც ვაკეთებ! გგონია ვერ შევამჩნიე ჩვენი საძინებელიც რომ არ მოგეწონა?!. ..
-საერთოდ არ მეგონა გოგონებს გათხოვების შემდეგაც ვარდისფერი საძინებლები თუ მოსწონდათ,ბოდიში!-ღიმილი ვერ დაფარა არშბამ.
-არც აბაზანა მოგეწონა,არც სამზარეულო,საერთოდ გემოვნებაში ვერ მიგებ,ასე არ შეიძლება.-ნია უკვე სერიოზულად ტიროდა.ფრთხილად წამოდგა სკამიდან ალექსანდრე და მკლავები მოხვია ათრთოლებულ გოგონას.
-ნიუს,შენკენ რამე სიახლე ხომ არ არი?!-ეღიმებოდა და ზურგზე თბილად უსმევდა ხელს.
-მგონი ზურა სამსახურიდან მიშვებს და არ მეუბნება,ვის გაუგია ორი კვირით შვებულება მისცეს თანამშრომელს?ჩემს ნაცვლად ვინმეს სხვას მოიყვანს და დავამთავრებ კარიერას,მე კიდე მთელი ცხოვრება იმ გოგოებს დავცინოდი ქმრის კარიერას რომ სწირავდნენ მთელ თავიანთ ცხოვრებას. არა,მესმის აბსოლუტურად,რომ ეს მოსაზრება ზედმეტად არასრულყოფილია და ..
-ვიტყოდი რადიკალური!
-ჰო,ყველას თავისი ცხოვრება აქვს,მაგრამ ამდენი იმის გამო არ მიშრომია რომ ბოლოს სახლში ჩავჯდე,ხომ გესმი არა?!შენ ფეხბურთელი არ ხარ და არც უცხოეთში გიწევს გადაცხოვრება,ამიტომ არანაირი მიზეზი არ მაქვს,რომ არ ვიმუშაო.ზურა ალბათ ახალ ჟურნალისტს ეძებს ...
როგორღაც დაამშვიდა,ვარდისფერ საძინებელში აიყვანა და პლედში გახვეულ გოგონას უკან მიუწვა.
-ნიუს,ახლა რომ ფეხბურთელი ვიყო და უცხოეთში ვთამაშობდე ...-ლაპარაკი ფრთხილად დაიწყო და ნიას თმები ნაზად გადაუწია შუბლიდან.
-ჩვენს ურთიერთობას აზრი არ ექნებოდა.
ეგონა ტვინში სისხლი ჩაექცეოდა.
-ჩემი კარიერა ჩემთვის ზედმეტად მნიშვნელოვანია.მე ვერ ვიქნები დედაჩემივით,რომელიც უთქმელად გაჰყვა ზურას ინგლისში,რადგან ზურას სამსახურს ასე სჭირდებოდა.მე ვერ ვიქნები ასეთი ცოლი,ალექსანდრე.-უცებ გვერდი იცვალა და სახეგაყინულ არშბას გადმოხედა-შენ ...
-მე უნდა ვიცოდე,ხვალ რომ ნაკრების მწვრთნელი აღარ ვიყო და საზღვარ გარეთ მომიწიოს წასვლა შენ ... ანუ შენ აქ დარჩები?!-ეს ხმა ეცნობოდა ნიას და ვერაფრით იხსენებდა საიდან,თითქოს წამის წინ აქ თავისი ქმარი იყო ახლა კი ვიღაც სხვა.
-კი მაგრამ შენ ხომ ...
-პასუხი გამეცი ნია!-ალექსანდრეს ხმამაღალ ტონზე ისე შეკრთა ეგონა რეტი დაესხა.
-არ ვიცი უნდა დავფიქრდე ..!
-გასაგებია.
-რა ეგოიზმია,შენი კარიერა მნიშვნელოვანი და ჩემი არა?!-გაუბედავად წარმოთქვა ნიამ.
-მეგონა იცოდი ვის მიყვებოდი ცოლად და 25 წლის ასაკში,ფეხბურთის ცოცხალ ენციკლობედიას ბოლომდე გქონდა გააზრებული,რას ნიშნავს იყო ფეხბურთელის ცოლი!
-ყოფილი ფეხბურთელის!-საწოლიდან წამოდგომას აპირებდა ნიას სიტყვები რომ გაიგონა.
-ტკბილი ძილი,ნია.

მთელი ღამე არ ეძინა თავის მწვანე კაბინეტში იჯდა და ფიქრებით ასკდებოდა არარსებულ კედლებს,რომლებიც გაურკვევლობას დაემძიმებინა.
ვერაფრით იგებდა სად დაუშვა შეცდომა,როდის ვერ შეამჩნია,რომ ნიას სიყვარული არც ამდენად მყარი იყო,როგორიც თავად ეგონა.
ახლა ყველაზე იმად იმის ეშინოდა,რომ ნიამ არასწორი ნაბიჯი გადადგა და ამით ორივეს ცხოვრება სამუდამოდ აიხლართებოდა არასწორ კვანძებში,რომლებიც საბოლოოდ ბედნიერებას თავის გზას დაუკარგავდნენ.
იმაზე ეჭვი,რომ ნიას მისდამი მხოლოდ „ცნობილი ადამიანისადმი“ აღფრთოვანება სიყვარულში აერია შიგნიდან ღრღნიდა და ვერაფრით ისვენებდა.
ყველაფერს იფიქრებდა და თუ თავიანთი თანაცხოვრების საწყის ეტაპზე ამგვარ პრობლემას ასეთი სიმძაფრით შეეჯახებოდა ამას ვერაფრით.
როგორი „ცუდი“ მშობლებიც არ უნდა ჰყოლოდა მერაბი მართალი იყო,თამრიკოსთვის იდეალური ქმარი იყო ისევე როგორც თამრიკო იყო მერაბისთვის საუკეთესო ცოლი.
ორივე ერთმანეთის ინტერესებს ისე არგებდნენ ერთმანეთს და შემდეგ თავიანთ ცხოვრებას,რომ დარწმუნებული იყო ასეთი რამ მათ არასდროს შეემთხვეოდათ.
სადღაც თავის თავსაც იდანაშაულებდა,ხვდებოდა არც თავად იყო ბოლომდე მართალი.

მაგიდაზე დაძინებულ მეუღლეს რომ გადააწყდა გამთენიისას სახე უფრო მოეღუშა.
კარის ხმაზე ალექსანდრემაც ასწია თავი და თვალები მოიფშვნიდა.
თხელ ხალათში გამოწყობილი ცოლი ისე „ელამაზა“,სუნთქვა შეეკვრა.
ნია დინჯი ნაბიჯებით დაიძრა მაგიდისკენ,ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა,რომელსაც ჯერაც ოხშივარი ასდიოდა.
-ალბათ ცხოვრებაში არავინ უნდა გაკიცხო,სანამ მის ტყავს არ მოირგებ.-გაეღიმა და ყავის ფინჯანი ალექსანდრეს დაუდო წინ.-გუშინ ზედმეტად უხეში ვიყავი,შენ არც ფეხბურთელი ხარ და არც ყოფილი ფეხბურთელი,მწვრთნელი ხარ და ეს უკანასკნელი წინა ორს ბევრად აღემატება.მთელი ღამე ვფიქრობდი როგორი არასწორი ვარ შენთან მიმართებით ... -ხალათის ბოლოები შეისწორა და ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო,რაც ალექსანდრეს მზერას არ გამოჰპარვია-„საქართველოს იმედს“ რომ გიწოდებდი და აქ დაბრუნებისკენ მოგიწოდებდი,მაშინ არ მქონდა გაანალიზებული რომ ოდესმე შენი ცოლი და ამ „იმედის“ რაღაც ნაწილი მეც გავხდებოდი.-თვალები მაღლა ასწია და გაღიმებულმა კბილებით ქვედა ტუჩს ჩაებღაუჭა-უნივერსიტეტი დასრულებული არ მქონდა უკვე ვმუშაობდი,ჩემ პროფესიაში იმაზე მეტი მაქვს გაკეთებული ვიდრე ჩემი ასაკის ან ჩემზე უფროსების დიდ ნაწილს,ბოლოსდაბოლოს ნაკრებს საუკეთესო წევრი დავუბრუნე!-გაეცინა და ალექსანდრეს გადმოხედა-შენთან ერთად ცხოვრება მარტივი ვერ იქნებოდა,ამას ვხვდებოდი ალექსანდრე,მაგრამ არ მეგონა რომ ამდენად რთული იქნებოდა.
-გასაგებია ...-მწარედ გაეღიმა არშბას და სკამს ზურგით აეკრო.
-მინდა,რომ ყველა გადაწყვეტილება რომელსაც კარიერაში თუ ამის იქით მიიღებ ჩემთან შეათანხმო,მინდა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გახსოვდეს,რომ მეც მაქვს ცხოვრება,რომელიც შენსაზე უნდა გადმოვაწყო და ამისთვის დროა საჭირო.ხვალ რომ გამომიცხადო ჩაალაგე ციმბირში მივფრინავთო,მარტივად ვერ ჩავალაგებ და ვერ გამოვიქცევი,ალბათ იმიტომ რომ გამოვედი ამ ასაკიდან,ალექსანდრე. პროფესია რომ არ მქონდეს და ამისთვის ბევრი რომ არ მეწვალოს ეს უფრო მარტივი იქნებოდა,მაგრამ შენ ასეთი ქალი არ აგირჩევია შენს მეუღლედ,მე ამირჩიე.-ფეხზე წამოდგა და,მაგიდას ხელისგულებით დაეყრდნო და ჩაფიქრებულ მეუღლეს თვალებში ჩააშტერდა-სანამ ციმბირში გადასახლებას გადაწყვეტ დრო მომეცი,რომ ჩემი საქმეც ციმბირის ჰავაზე გადავაწყო.ბრძოლას არც შენგამო შევწყვეტ და არც სამსახურის გამო.დღეს მუშები მოვლენ და ერთად შევუთანხმდეთ,როგორ ფერებში გვინდა საძინებელი და კაბინეტი.
-იმედია ასე არ დახვდები ..-ხელით ანიშნა ხალათზე.
-ანუ ყველაფერი გასაგებია-გაეღიმა ნიას და საძინებელში გაუჩინარდა.
ფინჯანს დახედა და გაეცინა.
-რა შარში ხარ,არშბა?!

გიორგი სტურუას სახელი უკვე ყველა მეორე გაზეთში თუ ბლოგზე ჩნდებოდა.
ფეხბურთელი,რომელსაც არავინ ამჩნევდა წინა სეზონებში არშბას შემდეგ მთავარი ფორვარდი გახდა და საქართველოს გუნდს სერიოზული წარმატებაც მოუტანა.
რუსეთში სრულად ერთი სეზონიც არ ჰქონდა ნათამაშები,როცა უკვე სკაუტები აქტიურად მუშაობდნენ მის თურქეთში გადაყვანაზე.
კონტრაქტს „ფენერბახჩეს“ უფორმებდა სამი დღით ადრე რომ შეატყობინეს, კიევის დინამო ფიქრობდა მის ყიდვას.
მაშინვე დაურეკა ალექსანდრეს,რომელიც უკვე ელოდა სტურუას ზარს.
-ალექსანდრე,რასაც მეუბნებიან მართალია?!
-ჩემთანაც დარეკეს,ფედერაციაშიც ამბობენ ჭორის დონეზე ... შენ რას იქრობ,გიო?
-წარმოდგენა არ მაქვს,ორი წლის წინ ვერც ვიოცნებებდი ამ ამბავზე,ახლა არ ვიცი ... ვის დავუჯერო.
-„ფენერბახჩე“ კარგი კლუბია,თურქეთი მაინც აზიაში გადის,მაგრამ სერიოზულ წინსვლას მოგცემს,დინამოში არ ვიცი,როგორ გითხრა ... შეიძლება კარგა ხანს მოგიწიოს სკამზე ჯდომა.
-მაგრამ ევროპასთან უფრო ახლოს ვიქნები,არა?!
-უკრაინა არაა იმდენად ხელშესახები,რამდენადაც თურქეთი. ფსონი იმაზე დადე,რომელიც რეალურია და ჭორებს არ აჰყვე,რომ გვქონდეს საშუალება გავწელოთ კონტრაქტის დადების ვადა და „დინამოსთან“ ბოლომდე გავარკვიოთ სიტუაცია,ეგ სხვა საქმეა,მაგრამ სკაუტებს ბოლომდე ვერ ენდობი. დღეს რომ გეუბნებიან „დინამო“ გყიდულობსო ხვალ შეიძლება „დორტმუნდმა“ გიყიდოს იდეაში.
-შენც იმას ფიქრობ რასაც მე?!
-ხშირად ხდება საფეხბურთო ბაზარზე ასეთი რამ. ამ დროს ერთ კლუბს სამუდამოდ კარგავ,სიტუაცია კარგად რომ აწონ-დაწონო შენ ერთი საქართველოს ფეხბურთელი ხარ,რომელიც ახლა იწყებს.კარიერის საწყის ეტაპზე ხარ გიო,აწი გაქვს შენი ისტორია დასაწერი და კლუბი ხვეწნას არ დაგიწყებს.“ფენერბახჩეს“ დღეს თუ უარს ეტყვი თან კონტრაქტის დადებამდე სამი დღით ადრე ეს შეიძლება ზოგადად თურქეთთან გაფუჭებული ურთიერთობის საწინდარი იყოს შენთვის და დიდი შანსია „დინამოსგან“ რეალური მოთხოვნა არ წამოვიდეს.
-გასაგებია.
-თურქეთში ქართულ ფეხბურთს აფასებენ,იციან რას ნიშნავს კარგი ქართველი ფეხბურთელი.უკრაინაშიც და ამაზე ორი აზრი არ არის,მაგრამ ამ მომენტში მე შენს ადგილზე „ფენერბახჩეს“ კვერცხი მირჩევნია „დინამოს“ ქათამს,ხო ხვდები?!-ორივეს გაეცინა.
-ვხვდები,მადლობა ალექსანდრე,ძმა ხარ!
-შემატყობინე რას იზამ,აქ დაძაბული ელოდებიან შენს პასუხს.
-გასვლით ტურებს მალე იწყებ?
-აი ამ კვირაში იგეგმება,არ ვიცი ვნახოთ ბიჭები როგორ მოახერხებენ.
-ამბროლაძემ რა ქნა?
-ჩვენმა „დინამომ“ იყიდა.
-ალექსანდრე,კონტრაქტში რომ მოვითხოვო ჩემი ამბროლაათურთ წამოვალ,ისე არ დაგნებდებითთქო,ვითომ არ იზამს „ფენერბახჩე“?!-ორივეს სიცილი აუვარდა.
-აქ ვერ გაშველებდით და ახლა თან გინდა წაიყვანო?
-არა,ვეჭვიანობ მანდ თქვენთან ახლოს არი და მე გამაგდეთ!
-არ მოდუნდე გიო,არ იზარმაცო დიდი ფეხბურთი გაქვს სათამაშო,შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ისტორია გაქვს დასაწერი .!
მწვრთნელის ეს სიტყვები გულში ისე ჩაიმარხა,ცხოვრების ბოლომდე ახსოვდა გიორგი სტურუას.
მესამე დღეს ყველა ულოცავდა „ფენერბახჩეს“ ახალი ფორვარდის შეძენას,რომელიც ქართველი ფეხბურთელი გიორგი სტურუა იყო.
დაიწყეს სტატიების წერა,სადაც გიორგის ქებას სასრული არ უჩანდა.
ალექსანდრე უკმაყოფილოდ კითხულობდა ერთ-ერთ სტატიას პლანშეტში,როცა შინ ნია დაბრუნდა.
-ზურამ გამაწამა სამტრედიაში ჩადი ინტერვიუ აიღეო,ახლა იქიდან მოვდივარ,ალექს ისეთი დაღლილი ვარ ... რა სახე გაქვს?!
-სტატია წაიკითხე?
-სტურუაზე?-მაღლები იქვე დატოვა და ალექსანდრეს გვერდით დაიკავა ადგილი-ჰო,ცოტა ზედმეტი მოუვიდათ .. „მეორე რონალდინიო ...“მგონი თვითონ გიოსაც გაეცინება ამას რომ ნახავს.-კითხულობდა ნია სტატიას.
-ამიტომაც ვიძახი საქართველოში ან სპორტი უნდა მოსპო ან სპორტის ჟურნალისტიკა!
-ეე!-წამოიწია წარბაწეული ნია რაზეც ალექსანდრემ ღიმილი ვერ შეიკავა.
-წამო კარტოფილს შეგიწვავ და ჭამე.
-შენ შემიწვავ?-წარბები სასაცილოდ აათამაშა გოგონამ.
-სამტრედიიდან თუ მოდიხარ მოგშივდებოდა.
-ისე დავიღალე ... აი,ისე დავიღალე ...
-ჰო,ვიცი ეს გამოხედვა,ისე დაიღალა ფეხზე ვერ დგება და იხმეთ მონა-მორჩილი ალექსანდრე!-გოგონა მარტივი მოძრაობით „მოიკიდა“ ზურგზე და აკისკისებული გაიყვანა სამზარეულოში.
-ყველაზე მწვრთნელი არ ვიცი,ყველაზე ქმარი ხარ!-იცინოდა ნია.
ალექსანდრე სამჯერ გადაურჩა თითის მოჭრას ოთხჯერ გაჭრას,საბოლოოდ ორი კილოგრამი კართოფილიდან ნახევარი კილო აღმოჩნდა ტაფაზე დანარჩენი ნაგავში,გათლისას გააყოლა.
-ალექს, რა გჭირს?-ჰკითხა ბოლოს მოღუშულ ქმარს ნიამ.-კარგს წერენ ცუდებს ხომ არა?!
-გამიფუჭებენ ...
-რას?
-რას კი არა ვის,ზედმეტი ქება ყოველთვის აფუჭებს ადამიანს.
-და არ არის გიო ასეთი ბიჭი ხომ იცი ,არა?!
-გიო რა შუაშია?!-გაკვირვებულმა ახედა ცოლს-ნებისმიერს გააფუჭებს.ასე იციან,ჯერ ცაში აიყვანენ,გააღმერთებენ,ცხონებულ მარადონად აქცევენ და მერე რატომ გაფუჭდაო,ისევ ისე რატომ აღარ თამაშობსო ... როგორ ითამაშებს?თუ აფიქრებინე რომ დაუბადებელი გენიოსია ხვალ გაეცინება,ზეგ გაეღიმება და ორი დღის შემდეგ შეიფერებს.მერე დაიწყება ვარჯიშების გაცდენა.მერე „კარგი“ იქნება ის რასაც დასჯერდება,არადა არ უნდა დასჯერდეს თუ მეტი უნდა „კარგი“ იქ რა სახსენებელია?!მერე „საშუალო“ გახდება და მერე დამეკარგება ...
-ყველა ინდივიდუალურია,ვიცი ასეთი შემთხვევები უამრავი ხდება სამყაროში,მაგრამ გიო არ არის ასეთი ბიჭი ..
-არც ისინი იყვნენ „ასეთები“ ნიუს,დაფნის გვირგვინი,რომ ჩამოაფხატეს ქართულმა ჟურნალისტებმა,მერე იფიქრეს,რომ მაგრები იყვნენ და გახდნენ „ასეთები“ ... დაკარგულები.
არ იცი რამდენი ქართველი ფეხბურთელი დაიკარგა ამ უაზრო ქების გამო,ყველას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა,ყველას!ვერც ერთმა მოახერხა,ზოგი გაღატაკებული ქვეყნის ფულს დახამდა ზოგიც სიზარმაცეს.
-შენზეც წერდნენ ..
-ვიცი,ჩემზეც წერდნენ,მეც მქონდა ცხოვრებაში ეს მომენტი თავი ბეკენბაუერი რომ მეგონა,მაგრამ მე მყავდა სახლში ის კაცი ვინც დიდი ფეხბურთიც ითამაშა,ევროპაც და ლიგაც.მათ არ ჰყავდათ.მე მყავდა ის ვინც ჩემი კუმირი იყო და მისი სიტყვა ყველასას ჭრიდა.გიორგის არავინ ჰყავს ვინც ამ მომენტში სხვაგვარად მიუდგება.
-შენ ხომ ჰყავხარ?
-მე რა მეთქმის,ნიუს?
-შენ თუ არა აბა ვის ეთქმის?
-არ ვიცი,ჩემგან უხერხული იქნება ... თან დავურეკო და რა ვუთხრა თავში არ აგივარდეს-თქო?!
-მაშინ ინტერვიუ მომეცი.
-რა?!რაშუაშია ..
-დამიჯერე თავშია.იტნერვიუს ჩავწერ სადაც მკაცრად გაუსვამ ხაზს ამ საკითხს,ჩემი აქტიური მიმდევარია გიო,აუცილებლად ნახავს და ამ ფარულ ქვეტექსტსაც ამოიკითხავს,დამიჯერე.თან ეს მხოლოდ გიოს არ ეხება ...
-არა უხერხული იქნება,თან ცოლი ხარ უკვე ჩემი!-წარბი ასწია გაღიმებულმა არშბამ-მერე დაწერენ არშბა ინტერვიუს მხოლოდ მის ცოლს აძლევსო.
-და დაწერონ,ალექს როდიდან გვაღელვებს რას წერენ ?-მხრები აიჩეჩა ნიამ.-შენ თუ გაგიადვილდება სხვას ვთხოვ,უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული რომ თავს შეიკავებენ და ისეთ კითხვას არ დაგისვამენ,რომელიც არ მოგეწონება.
-მოიცა,შენც ასეთ კითხვებს მისვამ ხოლმე!-ახლა ორივე წარბი აექაჩა ალექსანდრეს,რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდა.
-ხო,მაგრამ როგორც აღნიშნე მე ცოლი ვარ და ჩემთვის შეიძლება,ესენი მიალაგე მე გამოვიცვლი ჩამოვალ და ერთი ცოლ-ქმრული ინტერვიუც გამოვაცხოთ.
-გიჟი ხარ გეფიცები!
-ტაში,მიხვდა!
***
ინტერვიუ მოკლე იყო და ზედმეტად მრავლისმთქმელი.
დიდი აჟიოტაჟი მოყვა ამ ამბავს,ადრესატამდეც მივიდა და იმ დანარჩენებამდეც,რომლებიც ამ ადრესატის გზაზე იყვნენ.
ინტერვიუს იდეა იყო ახალი სკოლა,რომელსაც სპორტის ფედერაცია აშენებდა ბავშვებისთვის,რომლებიც რეგიონებში ცხოვრობდნენ და განსაკუთრებული ნიჭით იყვნენ დაჯილდოვებულნი სხვადასხვა სპორტში.
ამ ბავშვების „შერჩევის“ კომიტეტში მთავარი ადგილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს ეჭირათ მათ შორის იყო რა თქმა უნდა ალექსანდრეც.
ნია სწორედ ამ სკოლის შესახებ უსვამდა კითხვებს არშბას,რომელიც იმედოვნებდა რომ ეს პროექტი უამრავ კარგ ფეხბურთელს აღმოაჩენდა და საშუალებას მისცემდა დიდი ფეხბურთი ეთამაშათ,ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ გაეტანათ და შემდეგში თავად ჩაედოთ მსგავს პროექტებში ინვესტიციები.
ამ საკითშხი მსუბუქად მაგრამ საკმაოდ მკაცრად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს,რომ სკოლაში ბავშვებს ეყოლებოდათ ფსიქოლოგები,რომლებიც სხვადასხვა საჭირო დახმარების გარდა ბავშვებს იმაშიც დაეხმარებოდნენ,რომ წარმატება მათთვის ფატალური არ აღმოჩენილიყო.
ერთი წინადადება გახდა საკმარისი იმისთვის,რომ სტურუას ამ ინტერვიუს აზრი გაეგო.
მთელი საქართველო ერთ გუნდად დაირაზმა,სადაც არ არსებობდა ოპოზიცია და მმართველი ძალა.ყველა იმ აზრის ქვეშ ერთიანდებოდა,რომ მომავალი თაობისთვის ეს ყველაზე სასარგებლო პროექტი იყო,რისთვისაც არავის დაენანებოდა ფული.


-ფედერაციიდან დამირეკეს,ძალიან მოეწონათ ინტერვიუ ...-სარკესთან მჯდარ ნიას უკნიდან ჩაეხუტა ალექსანდრე-შენ რომ არ მყავდე მართლა რა უფერო იქნებოდა ყველაფერი?!
-შენ კიდე მეწაღე ვარო,არა როგორ არ გრცხვენია ალექს?
-შენ იყავი ჩემთან და მეწაღეც ვიქნები,ჟერარდ პიკეც,“ჩიხურას“ სათადარიგოც და სტიუარდესაც.!-კისერში აკოცა მომღიმარ ნიას.
-ალექსანდრე როგორ გიყვარვარ ...-თბილად ამოილაპარაკა და არშბას სახე თვის მტევნებში მოიქცია.
-„ჭრელად“!-ორივეს სიცილი აუვარდა მათი პირველი დიალოგის გახსნებისას.
-არა,მაინც მეწაღე სად მოგაფიქრდა?
-ჩემი მეზობელი იყო,ვანო ერქვა ... ბაბუაჩემის მერე ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მისაბაძი კაცი.
-მე რომ არ ვიცი?! არასდროს მოგიყოლია ...
-ვანომ მასწავლა ნარდის თამაში და ხმამაღლა წამიკითხა „ბიძია თომას ქოხი“ ...
-ხმამაღლა?!
-ჰო,კითხვას ვერ ვიტანდი ბავშვობაში ... მითხრა 10 წიგნია მსოფლიოში,რომელიც უნდა წაიკითხო თუ გინდა კაცად ჩამოყალიბდეო,ამ წიგნების გარეშე ცხოვრება იმაზე რთული გაგიხდება ვიდრე მათი წაკითხვითო.მე მაინც არ მინდოდა წაკითხვა,ოღონდ ბურთი მეთამაშა და სხვა არაფერზე მქონდა პრეტენზია.ამ წიგნებში ერთ-ერთი ბიძია თომას ქოხი იყო,პირველად რომ ვერ დამაინტერესა ვერაფრით ეზოში როგორც კი დამინახავდა თავის სკამზე ჩამოჯდებოდა და ხმამაღლა იწყებდა კითხვას.
-სერიოზულად?!-თვალები აემღვრა ნიას-რა მაგარია ასეთი ადამიანებიც რომ არსებობენ ..
-10 დღე გამოდიოდა და ხმამაღლა კითხულობდა,მერე მივხვდი არ მომეშვებოდა და სახლში მე ვაგრძელებდი,მეორე დღეს შინაარსებს ვაბარებდი ყველა თავისას.წლების მერე გამიმხილა,შენთან ერთად ვკითხულობდი,თავების შინაარსში რომ არ მოგეტყუებინეო.
-მერე ატყუებდი?-გაეცინა ნიას.
-არა,ჭირივით მეზარებოდა,მაგრამ იმდენად ვიყავი დარწმუნებული,რომ მან ყველა თავის შინაარსი ზეპირად იცოდა,მაგას როგორ გავბედავდი?-იცინოდა ალექსანდრეც.
-რა წიგნები იყო ..?!
-„ბიძია თომას ქოხი“,“მარტინ იდენი“,“მგზავრის წერილები“,“სამოსელი პირველი“,“ჩაკლული სული“,“მთვარის მოტაცება“,“დათა თუთაშხია“,“დავით აღმაშენებლი“,“ვეფხისტყაოსანი“ და ბიბლია ...
-ყველა წაკითხული გაქვს?!
-მხოლოდ ესენი,ბოლოს სულ ვკითხულობ ...
-ხო?
-ყველა წიგნიდან რაღაც ისეთს სწავლობ რაც ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია,ბოლოში ყველა დანარჩენია გაერთიანებული და ისეთ რამეებს გასწავლის რაც მთელი ცხოვრება თავისუფლად სუნთქვის საშუალებას გაძლევს.
-ხანდახან მგონია,რომ არ ხარ ნამდვილი!
-ნამდვილად ის მაქცევს,რომ ვიცი ... თეორიულად ბევრი რამ ვიცოდი მაგრამ ბოლომდე ის ვერ გავაკეთე რაც ამ წიგნებიდან ვისწავლე.
-მაგალითად?!
-არის შეცდომა,რომელიც დავუშვი და ვერ ვნანობ ...
-ფეხბურთს გულისხმობ?-კალთაში ჩადებულ ალექსანდრეს თმებში ხლართავდა თავის წვრილ თითებს.
-ზედმეტად ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის,რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო.ოცნება მესწავლა,ცხოვრება გამეგრძელებინა ...
-მწვრთნელი ხომ იყავი?რამდენ ქვეყანაში ყოფილხარ,რამხელა პრაქტიკა გაქვს შენს ასაკთან შედარებით და ...
-მერე ეგ იყო ცხოვრება,ნიუს?
-არ იყო?!
-ჩემი ცხოვრება იმ წამს გავაჩერე ავტოგოლი,რომ შევაგდე და იმ წამს გავაგრძელე თვითმფირანვში შენ რომ გაგიცანი ...
-ამას მართლა ამბობ?-ხმა აუკანკალდა ნიას.
-საფრანგეთიდან რომ ჩამოვედი,მაშინ ბაბუაჩემმა პირველად ახსენა ნაკრები და საქართველო ... მითხრა მე შენ პირველი კაცობა გასწავლე და შემდეგ ფეხბურთიო,ამ სიტყვებში ბევრჯერ გაჟღერდა შენი სახელი,მაგრამ ერთ წინადადებაში ყველაზე მკაფიოდ ... მაშინ მითხრა ..“ასეთი ადამიანები შემთხვევით არ ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში“..
-ალექსანდრე ...-გაღიმებული სახე ცრემლებმა დაუნამა ნიას.
-ვანო ცდებოდა,წიგნები ბევრს გვასწავლიან,წიგნებში ის წიგნი ალბათ ყველაფერს ... მაგრამ კაცად მაინც ის გაქცევს,რისი ძალაც გულში გაქვს.
-თუ ვიღაცისგან მაგალითს არ აიღებ,ისწავლი ოღონდ უფრო რთულად ... ვანო არ ცდებოდა,მას ხომ არ უთქვამს ამ წიგნების გარეშე ვერაფერს მიაღწევო,ან ამ წიგნებით დაიპრყობ სამყაროსო?!-შუბლზე თმა გადაუწია და ფრთხილად აკოცა იქვე-მან გითხრა,ისინი მხოლოდ გზას გაგიკაფავენო,უფრო გაგიოლებენო სხვებისთვის რთულ საქმეს,ხომ ასეა?!
-ხედავ?შენ უფრო უკეთ გაიგე 10 წუთში ის რასაც მე მთელი ცხოვრება ვეჭიდავები.
-ნუ,ჰო მე ცოტა უფრო ნიჭიერი ვარ ამაში გეთანხმები ცოტა უფრო ფერადიც და უფრო ლამაზიც!-ფეხზე წამოხტა და სიცილით გავარდა ოთახიდან.
-5-ამდე ვითვლი ფორა გაქვს 4 წამი არ დაგავიწყდეს ბეკენბაუერს მადარებდნენ!-იცინოდა ალექსანდრე.
-ჩემი -„მინდა ვიყო ჟერარდ პიკე!“!
-აუ,ნია მანდ არ მომიყვანო!
-ხმა მესმის და კაცი არ ჩანს,ალო, „პე ეს პეა“?!ჩემს მეუღლეს სახსრები,ასაკი და ნაღველი აწუხებს გულზე!
-ნია,მოვდივარ!
-ააჰ,აქ მედიცინა უკვე უძლურია ხომ?რა სამწუხაროა ... თურმე ადრე ბეკენბაუერს ადარებდნენ,მაგრამ ასაკმა იცის ხომ გესმით! დამსვი ალექსანდრე!!-კიოდა ბოლო ხმაზე და მათი სიცილი მთელ სახლს იკლებდა.
***
იმ დღეს სიხარულისგან გული თუ არ გაუსკდებოდა არ ეგონა,ალექსანდრე სახლში ორი ბილეთით რომ დაბრუნდა.
-არ მჯერა ..-უკან დგამდა ნაბიჯებს და აცრემლებული უყურებდა მის წინ მდგარ მომღიმარ ქმარს.
-არ მითხრა,ახლა ამის გამო უნდა ვიტიროო,თორე მაგრად დაგცინებ!
-უნდა ვიტირო!-სავარძელზე დადგა და სახეზე ხელები აიფარა-აუ,ალექს მეტირება!-სიცილში ცრემლებსაც ურევდა და არშბას ხარხარს აიგნორებდა.
-რა სულელი,ხარ ნიუს ჩამოდი მანდედან ნუ გადამრევ ..-სულს ძლივს ითქვამდა შემოსასვლელში მდგარი სიცილისგან.
-ვის ეთამაშება?
-ბათუმის „დინამოს“,ჩამოდი ძირს ვჭამოთ და წავიდეთ,სამ საათში იქ უნდა ვიყოთ.
-მე შენ გაჭმევ ტორტს!-შესძხა ნიამ და ჰაერში სასაცილოდ გაჭიმა ხელი.
-კაი,რას ამბობ?შოკოლადისას?-თვალები დაუმრგვალდა არშბას.
-ხილის გვაქვს,მაგრამ იქნება შოკოლადისიც!
-გამორიცხე 3 საათში ბათუმში უნდა ვიყოთ,ვერ მოასწრებ.
-3 წუთში ამოგიტან,ჩვენს ქვემოთ გახსნეს ფრანგული საკონდიტრო არ შეგიმჩნევია?არ ვიცოდი დღეს ასეთი მაგარი ბიჭი თუ იქნებოდი,თორე შოკოლადისას გიყიდიდი.
-ანუ ხილის რომ მიყიდე საშუალოდ მაგარი ვარ თუ რაშია საქმე?-აბაზანიდან ელაპარაკებოდა ნიას.
-კარგი ხარ დამაკმაყოფილებლად.!
-3 წუთში შოკოლადის ტორტი გაჩნდეს ბონუსად შენი თავით!
-გამორიცხე,სამ საათში ბათუმში უნდა ვიყოთ და ვერ დავაგვიანებთ.
-ბიჭებსაც ვუთხარი,ჩემი ცოლი მაგარ გულშემატკივრობას იბრალებს და მოდითთქო.
-გაჩვენებთ,როგორ უნდა ფეხბურთის სიყვარული,ან ფეხი რა იცით ან ბურთი?კაცი ნაკრების მწვრთნელია და შოკოლადის ტორტზე კარლსონს ემგვანება.
-ისე დამაყვედრე, არ მინდა!-იცინოდა ალექსანდრე.
-არა კი არ მენანება,შენთვის?!-შეწუხებულმა ჩაილაპარაკა ნიამ,კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ალექსანდრეს ძლივს შეკავებული სიცილით გადახედა-მე არ გაგამხელ,მაგრამ ღიპი აშკარად შეინიშნება.ჩავალ ტორტზე ...
-არ გაბედო,რა ღიპი,სად?!-შესძახა ალექსანდრემ და სარკესთან კისრის ტეხვით მივარდა-ნია,რას იგონებ?ამ საკითხზე სიცილი არ შეიძლება ... მართლა მაქვს?მე რომ ვერ ვხედავ?
-მთელი ხუთასი გრამით მოიმატე,ნუ შენ თუ ვერ ამჩნევ რავიცი რავიცი ...
-არსად არ წაგიყვან,დაგტოვებ და სახლში უყურე თამაშს.
-მოვრჩით იუმორინას,წავედით გვაგვიანდება,ვეღარ მოასწრებ ჭამას!
სანამ ბიჭები ალექსანდრეს სახლთან მოიყრიდნენ თავს ნია უკვე პიკეს მაისურით შეიარაღებული მოდიოდა და ამაყად მოაბიჯებდა თავის მეუღლესთან ერთად,რომელსაც ასევე ესპანელის მაისური ეცვა და სახედაბრეცილი ბუტბუტებდა,რა ვიცოდი შვარცნეგერი თუ იყავი ხელის გადაწევაში,თორე როგორ დაგენიძლავებოდიო.
-ვაა,შაკირა რომელი ხართ?-სიცილით ორად იკეცებოდა რეზი.
-ისედაც მძიმედ ვარ და ძალიან გთხოვ თავი შეიკავე!-თვალები დაქაჩა ალექსანდრემ.
-მთელი ხუთასი გრამი ამძიმებს,აცადეთ!-წარბები სასაცილოდ აწკიპა ნიამ.
-დღემდე ვერ დავადგინე ცოლი მოვიყვანე სახლში თუ მტერი!-მანქანის კარი გამოაღო და დათას ანიშნა წავედითო.
რეზი და თათა არშბასთან ისხდნენ,ლევანი კაკი და დათა ამ უკანასკნელის მანქანაში განთავსდნენ და ბათუმისკენ აიღეს გეზი.
-ალექსანდრე რას იფიქრებდი ჩიხურას თამაშზე თუ წახვიდოდი პიკეს ფორმით?-იცინოდა რეზი.
-გოგოს პიკე მარტო იმიტომ უყვარს ყველაზე ლამაზი „ქერა-ცისფერთვალებას“ კომბინაციაა და საყვარელი ქალის გამო ხალხის აზრს ყურადღება არ მიაქციაო.აი, რა ველაპარაკო?არ არი ფეხბურთი ქალის საქმეთქო,რომ ვიკადრო მერე სად წავუვიდე ამის ენციკლობედია ტვინს?ამასწინათ დამაჯინა და ფეხბურთის „ქალაქობანა“ მათამაშა,ბეკენბაუერი რომელ სოფელში დაიბადა ეგ იცის და მაინც პიკე უყვარს,აჰა მიდი და ელაპარაკე!
-ჯერ ერთი ბეკენბაუერი არ იყო ის,მაგრამ საერთოდ ისიც კი არ იცით,რომ ესპანეთში პიკე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად არის მიჩნეული და ბეკენბაუერს ისე ადარებენ პიკენბაუერს ეძახიან!-სიტყვით გამოვიდა ნია.
-დასცინიან,გოგო დასცინიან სად ბეკენბაუერი და სად პიკე?!-შეშფოთდა ალექსანდრე.
-მე ხომ გაგაფრთხილე პიკეზე და „ჩიხურაზე“ არ ვიდაოთ ოჯახურ კონფლიქტამდე მივალთქო?!
-ცოლი გაბულინგებს,არშბა ხომ გეუბნებოდი ქალები დაგღუპავენ შენთქო?
-ქალები?...-უკან გადმოიხარა წარბაწეული ნია.
-შენი ქმარი მდიდარი გამოცდილებით ვერ ტრაბახობს მაგ ამბავში,სულ ვაფრთხილებდი გაიჩინე შეყვარებული,გაიცანი ეს ეშმაკზე ადრე დაბადებული ხალხი ფსიქოლოგიუარადცთქო,ქალები მყავს მხედველობაში,მაგრამ არაო,ბატონო ამიტომაც დარჩა ახლა პიკეს და ჩიხურას გულშემატკივრად სავარაუდოდ მთელი მისი დღე და მოსწრება!
-რეზი,ქმარს ნუ მიბუნტებ დატოვე მოედანი!-იცინოდა ნია-მე მელოდებოდა,არ ჭირდება არავის ფსიქოლოგია,საკმარისია ჩემი იცოდეს და გვეყოფა.
-შენ თუ გყავდა ჰარამხანა მაგიტომაცაა ალბათ საათივით რომ აწყობ ურთიერთობას!-ჩაილაპარაკა თათამ.
-რა მიქარე,ზიგმუნდ?-გაეცინა ალექსანდრეს.
-თვითონ თუ იცის რაზეა გაბრაზებული.-ხელი აიქნია რეზიმ.
-თვითონ რომ არ იცის,შენ უნდა იცოდე-სარკიდან გადმოხედა ალექსანდრემ-თათა,ვცემოთ?
თათამ ხმა რომ არ ამოიღო მანქანაში უნებურად დაიძაბა სიტუაცია.
ბათუმამდე ისე იმგზავრეს ხმა არ ამოუღიათ.
სტადიონზე არც ისე ბევრი ხალხი იყო.
ლოჟაში დაიკავეს თავიანთი ადგილი,ნია უკვე სულიერად იყო მზად საგულშემატკივროდ.
-ნია,არ დაგავიწყდეს რომ უკვე გათხოვდი და სხვანაირად მოგეთხოვება ...-იცინოდა კაკი.-ბაქოში თუ ტრიბუნიდან არ გადმოხტებოდა არ გვეგონა მე და კახას.
-მოიცა რას ამბობ,რომ მართლა ასეთი გიჟია?-იცინოდა დათა.
-არაადეკვატურია,ყველა სპორტში.ჩვენ დეიდაშვილს ჭადრაკში შეჯიბრი ჰქონდა,ვიღაც უკრაინელ გოგონასთან,შუა დარბაზში ყვირილი რომ ატეხა ძლივს გავაჩერეთ!
-კაკი,ნუ დაგავიწყდება რომ უკვე გავთხოვდი და შენც სხვანაირად მოგეკითხება!-თვალებდაქაჩულმა გადმოხედა ძმას,და ახარხარებულ ბიჭებს მოავლო თვალი-ნუ დამინგრევ ოჯახს,ძმაო!

ნიამ იქ რა ჩაატარა ამაზე მხოლოდ ალექსანდრეს,დათას,რეზის და ლევანის გაოცებული სახეები იტყოდნენ.
-შენ ყველა თამაშზე ასე ხარ?-იცინოდა ალექსანდრე-გული დაგარტყამს,ვერ გაუძლებს,ნია!
-არა,როგორ მოგვიგეს,ჰა?!-ვერ სუნთქავდა ნია.
-დამშვიდდი,დაწყნარდი კიდევ ითამაშებენ,ეგ არაფერი.-ხელი გადახვია ცოლს ალექსანდრემ და თავზე აკოცა გაღიმებულმა.
რეზი ბიჭებთან რომ ჩაჯდა თბილისის გზაზე ყველამ მიხვდა,რომ რაღაც ისე ვერ იყო.
არავის ხმა აღარ ამოუღია.
ეგ იყო და ეგ.
თბილისში ჩამოვიდნენ და მალევე დაიშალნენ.

-შენ ასე არასდროს ქნა,კარგი?!-ოთახში შუქს,რომ აქრობდა ალექსანდრემ მაშინ ამოილაპარალა,ისე სხვათაშორის ... ნია შეცბა,ვერ გაიგო რაზე ეუბნებობდა და ორი წამით გაჩუმდა.ალექსანდრემ თითქოს მიუხვდაო ცოლს და განაგრძო-როგორც დღეს თათამ ... როგორც არ უნდა ვიჩხუბოთ,არასდროს გაიტანო ეს ამ სახლს გარეთ.ჩვენი პირადი პრობლემა სხვისთვის ცხადი არ გახადო,ამაზე უხერხული არაფერია.მესმის რომ ძალიან რთულია,მაგრამ აუცილებელი.
-ამას რატომ მიხსნი?
-ცხოვრება პრობლემების გარეშე არ არსებობს,ორივემ ვიცით,რომ სულ სიცილი და სულ ბედნიერი წამები ვერ იქნება,როცა დადგება რაღაც ისეთი ... დეკემბრის ქარივით ცივი და სუსხიანი ეცადე ამ ქარმა მხოლოდ ჩვენში გაიაროს და არავინ სხვა არ გახდეს ამის მოწმე.იმდენად ეცადე,რამდენადაც შესაძლებელი იქნება.
-არ ვიცოდი ასეთ რამეებს ყურადღებას თუ აქცევდი ...-საბანი ყელამდე მიიტანა ნიამ და ქმრისკენ გადაბრუნდა,მთვარის შუქი მკრთალად ანათებდა არშბას სახის ნაკვთებს-ჯერ ისევ არ გიცნობ,ალექსანდრე ...
-წინ მთელი ცხოვრება გვაქვს.
-მეშინია ...-ამოიჩურჩულა და ნიკაპი აუკაკანკალდა ნიას.
-რისი?-თბილი ხელი ჩამოუსვა სახეზე და მარტივი მოძრაობით მიიკრა გულზე აცრემლებული ნია.
-რომ ისეთ რამეს წავაწყდები,რასაც ვერ ავიტან,რაც შენგან წასვლას მაიძულებს.
-ამაზე ხშირად ფიქრობ?
-მხოლოდ ისეთ მომენტებში,როცა უზომოდ ბედნიერი ვარ.
-როგორ ფიქრობ,ასეთ რამეს იპოვი?
-არ ვიცი,ვიპოვი?
-არ ვიცი.
-ხომ შეგიძლია მითხრა,არა ნია,ასეთ რამეს ვერ იპოვი და სულ ჩემთან იქნებიო?-წამოიწია გაგულისებული ნია და მაღლიდან დააცქერდა ქმარს,რომელსაც მზერა ჭაღისთვის გაესწორებინა.
-არ შემიძლია,ადამიანი ბოლომდე საკუთარ თავს არ იცნობს,მე როგორ დაგპირდე,რომ ასეთ რამეს ვერ აღმოაჩენ?!შეიძლება აღმოაჩინო,სიყვარული იმით განისაზღვრება ამ რაღაცას როგორ მოეკიდები,როგორ შეებრძოლები და დაამარცხებ თუ დამარცხდები. „გიყვარდეს ცუდი ესაა ნამდვილი სიყვარული“ ... მე თუ იდეალური ვიქნები და უშეცდომო,ნებისმიერი შემიყვარებს,შენ ნებისმიერისგან რაღაცით ხომ უნდა განსხვავდებოდე?! ... თუ იმის გეშინია,რომ იდეალური არ აღმოვჩნდები,რომ ოდესმე ჩვენც გავივლით სირთულეების უდაბნოს,მაშინ ჯერ კიდევ უნდა შემიყვარო და ეს პროცესი არ დაგისრულებია ... ძილინებისა,ნია ...-თავზე აკოცა და გადაბრუნდა.
-ასე ნუ აკეთებ!-მოესმა ნიას ატირებული ხმა.გოგონა საწოლზე იჯდა და მხრები უცახცახებდა.ჩრდილს უყურებდა თავისი ცოლისას და გადაბრუნებას ვერ უბედავდა საკუთარ პრინციპებს.-ასე არ შეიძლება,ბოლო სიტყვას ტოვებ და მერე მიდიხარ,ისე რომ მე არ მაძლევ არაფერზე დაფიქრების საშუალებას.მიყვარხარ,ალექსანდრე ამას არ ჭირდება ბევრი ფიქრი,უფიქროდ მიყვარხარ,მე მხოლოდ ახლა ვიწყებ და რა გასაკვირია თუ მეშ ...
-დაიძინე,ნია.
-ზოგჯერ ისეთი ცივი და აუტანელი ხარ!-ფეხზე წამოდგა ნია და ხალათს დასტაცა ხელი-მინდა იცოდე,რომ როგორც არ უნდა მიყვარდე ყველაფერს არ გაგიტარებ,ყველაფერში ვერ ვიქნები იდეალური,ისევე როგორც შენ ვერ მპირდები ამას.!-ალექსანდრეს სმენას ნიას ზედმეტად ხმამაღალი ტონი რომ მოხვდა თვალები მშვიდად გაახილა და თვალებდაწითლებულ ცოლს გადახედა.
-დაიძინე,ნია.!
-აუცილებლად,მხოლოდ აქ არა,თუ შენ გაქვს უფლება ადგე და სხვაგან გაათენო ღამე მაშინ მეც მაქვს ამის უფლება,ტკბილი ძილი,საყვარელო მეუღლევ!-კარი გაიჯახუნა და გავიდა.
ალექსანდრემ ღიმილი ვერ შეიკავა.
გადაბრუნდა და ცოლის ბალიშს წაეპოტინა,როცა კარი გაბრაზებულმა ნიამ შემოგლიჯა.
-უკაცრავად,ბალიში დამრჩა!-წარმოთქვა ხმამაღლა და ის იყო ბალიშისთვის ხელი უნდა დაევლო მაჯაში,რომ დაქაჩა არშბამ და თავისკენ მიიზიდა.
-დაიძინე!-იყო მის ხმაში,რაღაც მკაცრი და ლოიალური,ერთმანეთში შერეული და იდეალურად დაბალანსებული.
იგრძნო ცხელი სუნთქვა კისერთან და თბილი ტუჩები.
აღარ განძრეულა.
ქმრის თითებს წაეთამაშა და მალევე ჩაეძინა.

***
სამსახურში იყო თვალებდაწითლებული ნატა რომ შემოვიდა,არხის მიკროფონი მთელი ძალით გაიქნია დივანზე და ისე დაეშვა არავისთვის ხმა არ გაუცია.
-რა პათოსი იყო,შეშურდებოდა ზურა ყიფშიძეს, „მეფე ლირში“ მეტს კიარაფერს შვრება?!-დასძინა ზურამ და სიცილი ძლივს შეიკავა.
-ნანახი არ გაქვს ეგ სპექტაკლი და ნუ ცდილობ მაგ ბანძი იუმორით ჩემს წამოგებას.!
-გაგიკვირდება და წამოგაგე,მოყევი რა მოხდა და მე რით ვარ მომხდართან კავშირში ..
-შენ რა შუაში ხარ?-გაკვირვებულმა გადმოხედა ნატამ ზურას.
-გამარჯობა,საერთოდ არაფერ შუაში ვარ და ძალაუნებურად მასმენინებთ ამ თქვენ დრამებს,რა მოხდა ვინ შეეხო შენ სათუთ გულს?
-თურქი ალიფაშა!-ატირდა ნატა.ზურამ ტელეფონზე მდივანს სთხოვა ნიასთან დაკავშირება და ისიც ორ წუთში შემოვიდა ოთახში.
-მიხედე ამ არსებას თორე მომკლავს მერე ახალი ამბების პროდიუსერი და დარჩებით უსამსახუროდ!
-რა მოხდა,ნატა?-გვერდით დაუჯდა ნია გოგონას.
-მე მეგონა ვუყვარდი,იმან კიდე ... როგორ შეიძლება სულ იმაზე გელაპარაკებოდეს ვინ როგორი პასი მიაწოდა და ბურთი რა რაკურსით შეაგდო კარში,გამაგებინე მე ვარ შეუგნებელი თუ ისაა ზედმეტად ფეხბურთზე შეყვარებული?
-ზოგადად არსებობენ ფეხბურთელები და ნია და არსებობს დანარჩენი სამყარო,პირველ ორს სულიერი კავშირი აქვს მაგ სპორტთან დანარჩენებს ხომ გესმის ... ამიტომ ნიასთვის სრულიად ჩინურ სიტყვებს ისვრი მინდა ავღნიშნო ...-ჩაერია ზურა თან ისე რომ მზერა არ მოუშორებია თავისი ქაღალდებისთვის.
-ამის გამო ტირი?-ჩაეძია ნია.
-აბა არ ვიტირო?დილით იმის ნაცვლად მშვიდობიანი დღე მისურვოს ან რამე შეყვარებულური მომწეროს ..
-ღმერთო,ვის ვუშვებთ ეკრანებზე ...-თვალები აატრიალა ზურამ-გრამარიკას მათემატიკის წიგნში სწავლობდით ..?!
-ამის ნაცვლად მწერს,რომ „ფენერბახჩას“ ვიღაც მწვრთნელის ვიღაც ასისტენტი,გიჟდება თურმე გიოს პენალტზე,აი, რანაირად ...პენალტზე გაგიჟება აღარ გამიგია!
-რთული სიტუაციაა,გისმენთ სტაჟიანო ფეხბურთელის მეუღლევ ...-ზურა უკვე ქაღალდებიდან გოგოებზე იყო გადმორთული და არ აჩვენებდა,თორე ძალიან ხალისობდა ნატას ატირებულ და ნიას შეშფოთებულ სახეზე.
-რა ვიცი,მე რომ ვთხოვ ალექსანდრეს მომიყევი რაღაცები წარსულიდანთქო ხმას არ იღებს ... ბედი უნდა რა!-ჩაილაპარაკა თავისთვის ნიამ.
-არ გამაგიჟო,ალექსანდრემ დილას დილამშვიდობისა-ს ნაცვლად იმით რომ გაგაღვიძოს 2005-ში,რომ პენალტი დავარტყი გაგიჟდნენ ასისტენტებიო შენ ხალისიანი დილა გექნება?
-ნუ,განსხვავებული პრიორიტეტები გაქვთ,ამაზე ნუ ვიდავებთ-ნიას აწკეპილ წარბებზე უკვე ზურა ჩაერია.
-მოკლედ პასუხი არ გავეცი,მიხვდეს რომ დაშორების დიდი საშიშროებაა!-ამაყად განაცხადა ნატამ.
-ნატა,არ ვიცი შეამჩნიე თუ არა,მაგრამ სტურუა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია და ..
-და?!-თვალები დაქაჩა ნატამ,ნიამ სასწრაფოდ ანიშნა ზურას წინადადების შინაარსი შეეცვალა.
-და ორიენტაცია მხოლოდ ფეხბურთზე აქვს ...!
-ჰოდა ბოლოს 30 წლის ჰა ჰა 35 წლისას რომ ეტყვიან კარგად გვეყოლეო,გააკეთოს ორიენტაციები!-შესძახა ნატამ.
-ჩვენი კონკურენტი არხიდან ერთი ჟურნალისტი იყო ჩასული თურქეთში,სტურაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება იგეგმება.უთქვამს თურქები გაგიჟებული არიან ამ ბიჭითო, „გალათასარაი“ „ფენერბახჩეს“ ყელგამოღადრული ეხვეწება მომყიდეო,ესენი ჯერ კონტრაქტს უფრიალებენ,ზედიზედ 6 თამაში მოგვაგებინა და თურქეთის ჩემპიონობის სერიოზული კანდიდატი ვართო,თან მაგათი პრეზიდენტი სრულიად არაკორუმპირებული კაცი აღმოჩნდა და თამაშების გაყიდვის შანსი ნულს ქვემოთაა,ამიტომაც აფასებენ ასე გიჟივით სტურუას.
-ეგ უნდოდა მაგის ეგოს!-თავზე შემოიწყო ხელები ნატამ-მოიცა ჟურნალისტი გოგო იყო თუ ბიჭი?!
-გაიტანეთ ეს ნახატი აქედან!-აყვირდა ზურა და ნიამ ნატა სულ ხვეწნით გაიყვანა ოთახიდან.

***
ნაკრების თამაში იყო,ყველა „შინ“ ბრუნდებოდა.
ალექსანდრეს მღელვარება „ფორმაში“ დგებოდა და როგორც ყოველთვის თავის პიკს აღწევდა ხოლმე.
ერთი კვირით ადრე დაიწყეს უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზადება.
როგორც იცოდა ყველანი ერთ სასტუმროში გამოკეტა და დაიწყო არანორმლაური ვარჯიშები.
ერთი კვირა ნია საცხოვრებლად არშბათა მთავარ სახლში გადავიდა,როგორც შეთანხმებული იყვნენ.
თამაშის წინა საღამო იყო,ალექსანდრემ რომ დარეკა.
ამ დროს ყველას აძლევდა უფლებას,რომ თავისი ოჯახისწევრებისთვის დაერეკათ,სრული დისციპლინა იყო და ამ მხრივ ბიჭებიც არ გამოთქვამდნენ პროტესტს.ქვეყნის ნაკრები ჩვეულებრივი ფეხბურთის სკოლას,რომ ემგვანებოდა,სადაც მკაცრად გაწერილი წესები მოქმედებდა,ცხოვრება სოციალური ქსელებისგან მოშორებით.

-როგორ ხარ ?..
-შენ ოთახში ვწევარ და ვფიქრობ,ამდენი ჯილდო არ დაგეზარა?ესეც „ყველაზე“-ს ამბავია ხო?!
-ნია,ასეთ დროს მარტო შენ თუ გამაცინებ,ხოლმე ..-გულწრფელად გაეცინა არშბას.
-მომენატრე,ალექსანდრე.
-ფერებით თუ უფეროდ?
-სიჭრელით და ნუ ხარ ცუდი!
-ყველაზე კარგი ვარ,რას იგონებ?
-აი,კიდევ!-იცინოდა ნია-არ ინერვიულო,ხო?შრომა აუცილებლად ფასდება,გიახსენე რომ წაუგებელი სერიების მთელი კოლექცია გვაქვს და მოდუნდი.
-ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია,ქულები ისე გვჭირდება ...
-მიიღებთ,კარგი!?წინასწარ ნუ იწამლავ თავს იმაზე ფიქრით,რომ რაღაც ისე ვერ გამოვა.დამშვიდდი,შენ მათთან ერთი კვირა იომე,ისინი შენთან ერთად იბრძოლებენ ხვალ და დაამტკიცებენ,რომ ფეხბურთიც ჩვენი თამაშია.
-ამ დროს სულ მაქვს ხოლმე დანაკლისის განცდა,შენც რომ წამოგიყვანო ოთახში ჩაგკეტო და მერე მთელი ღამე მშვიდად ვიყო,არ შეიძლება?!
-ულიმიტო მაქვს,მთელი ღამე შენთან ვარ,სასტუმროში ინტერნეტს,რომ არ ართვევინებდე არანორმალურივით,უკეთესი იქნებოდა,მაგრამ ჯანდაბას!-იიცნოდა ნია.
-რაღაცას იმაიმუნებენ და მაინც შევლენ სოციალურ ქსელებში,ხომ იცი არა?!მონდომებულ კაცს ადრე ამდგარი კურდღელიც ვერ გაექცევა!
-რა გეტყობა დაძაბულობის,მშვენიერ ხასიათზე ხარ!-კისკისებდა ნია.
-მხოლოდ შენ მყავდე ... შენი ფერებით.
-ერთი კვირა უნდა გაგიშვა ხოლმე სახლიდან ან მე წავიდე,როგორი თბილი და რომანტიული ხარ,ბატონო ალექს?
-რას იგონებ ახლა,როდის არ ვარ თბილი და რომანტიული?
-ნუ,კაი თბილი ხო მაგრამ რომანტიკა?-შესძახა ნიამ-როდის გვქონდა ბოლოს რომანტიკული საღამო?
-ნია,რესტორანში იმის გამო არ წამომყევი,“მანჩესტერი“ „ბაიერნის“ თამაშიაო,ცოტა შეგრცხვეს!
-მაგ თამაშის არ ყურება სამამულო ომის ტოლფასი იყო,შენც ჩვეულებრივ დღეს დამპატიჟე რესტორანში,რა გახდა?
-დაგპატიჟებ,აუცილებლად.
-სულ ასე მპირდები და მერე არსადაც არ მიგყავარ!
-წინა კვირას ტერასაზე ვინ ამბობდა ძიუბას სადღეგრძელოს ?-სიცილი აუვარდა არშბას.
-ღმერთო,როგორ დამათრო ...!-თავზე ხელი იტაცა ნიამ-მართლა ვიძახდი,თუ მიგონებ?
-ეგეთ რამეს მტერს არ დავაბრალებდი,ცოლო!-ალექსანდრეს ხმა უკვე ბიჭებსაც ესმოდათ.
-დიდი ამბავი,შენ მიმტკიცებდი რამოსი პიკეზე კარგი მცველიაო.
-ნია,სამყარომ აღიარა,რომ უკეთესი მცველია.
-ალექსანდრე ნუ უყურებ უდიერად,ჩემს მიერ დადგენილ ორ დაუწერელ კანონს!კაცს,რომ რამოსი მოეწონება იმას იბრაჰიმოვიჩიც მოეწონება.!
-დათასთან არ წამოგცდეს,მილანის ფანია.
-ფუ,ეგ ბანძი!-იცინოდნენ ბოლო ხმაზე,თითქოს ყოველგვარი დაძაბულობა გაქრა.
-სტურუა მყავს ცუდ ხასიათზე,ხვალ შენი დაქალი მოიტანე მოედანზე!
-დაანებოს ჩემ დაქალს თავი და თავისი მწვრთნელის ასისტენტებს მიხედოს,არ უნდა მაგას სიყვარული და რომანტიკა.
-იჩხუბეს?!
-დაშორდნენსავით,ცოტა.
-ქალური თემაა თუ ქალ-ვაჟური?!
-აი,ჩვენი საქმეარარური.-ორივე გიჟივით იცინდონენ-მიხედავენ თავიანთ თავს,გიომ პრიორიტეტები ვერ გადააწყო და ნატა იმ ასაკში აღარაა ვიღაცას ელოდოს,როდის ჩამოყალიბდებდა.
-გასაგებია,სიყვარული თავის ვერტიკალურ დაბოლოებას და ბრუნვად სიმსუბუქეს იპოვის,მთავარია სწორი პლუსი და მინუსი.!
-ფიზიკას ვინ გასწავლიდა,ქრისტეფორე მგალობლიშვილი?!
-დამანებე თავი,ხვალ თამაში მაქვს!
-ხვალ მოვალ და გიგულშემატკივრებთ!
-ნუ შეაზანზარებ მესხს საფლავში.
-არ გეკადრება ეს შავი იუმორი!
-მიყვარხარ
-აფერისტობას არ ვართ.
-აუ,მოხვალ შენ ხვალ აქ.
-ტკბილი ძილი.
-ნია,გცემ!-ისტერიულად იცინოდა ალექსანდრე,ბიჭები უკვე შეწუხდნენ.
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს and other hilarious jokes you can tell yourself!

ტელეფონი გათიშა თუ არა მაშინვე მიუვიდა შეტყობინება.
„კაი,ჯანდაბას მეც :P“

ის თამაში 3-0 წააგეს.
გიორგი სტურამ წითელი ბარათი პირველივე ტაიმში მიიღო და მოედნიდან გაუშვეს.
ხმა არ გაუცია მოედნიდან გამოსული სახეაწითლებული სტურუასთვის მწვრთნელს.
ერთი გოლი პირველ ტაიმში,ორი მეორეში გაგვიტანეს და მსაჯის სასტვენის ხმაც ავისმომასწავებლად გაისმა.
მთელი სტადიონი დუღდა უსამართლობისგან,რომელიც აბსოლუტურად გიორგის დამსახურება იყო.
მეტოქეს ბეჭის გაკვრა არ აპატია და მარცხენა ფეხი მთელი ძალით ჩაარტყა კოჭში,ისე რომ საკუთარი „ღირსების“ ფასი მწარედ დაუჯინა მთელ გუნდს.
ამბროლაძე სიმწრისგან კბილებს აჭერდა ტუჩებს.
მცველები ხმას არ იღებდნენ და თავჩაქინდრულები ისხდნენ გასახდელში,სადაც ჯიუტად არ შედიოდა ის ვისი ყვირილიც ახლა ყველასთვის შვება იყო.
მაშინ პირველად გავიდა პრესკომფერენციაზე,ალბათ იმიტომ რომ საკუთარ თავზე აიღო თამაშის წაგება და პასუხისმგებლობამ არ მისცა უფლება ხელი აეკრა ჟურნალისტებისთვის.
შედიოდა კარში და იცოდა „ყველა იმედი კარს უკან უნდა დაეტოვებინა“.
-როგორ თვლით რამ განაპირობა მატჩის ასეთი სამარცხვინო დასასრული?-ახლა თითქოს ყველა ჟურნალისტი სათითაოდ ჩიჩქნიდა მათთვის „ამპარტავანი“ მწვრთნელის გულს ისე,როგორც ეს წლების წინ გააკეთეს.
-ბიჭები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებული დღევანდელი მატჩისთვის,ამას ვერ ავცდებით,სამარცხვინოა ყველა წაგება,მაგრამ ჭკუის სასწავლებელი,დამეთანხმებით ალბათ.
-ამას თქვენი მაგალითიდან ამბობთ?-ჩაერია მეორე და ისეთი დაუნდობელი სახით ახედა ბოლომდე აგრძნობინა იმ გულგრილობის ფასი,რასაც თავად იჩენდა ერთ დროს ამ ადამიანების მიმართ.ორი და სამი ჟურნალისტის გამო მთელი მათი სამყარო ერთ ქვაბში რომ ჩაყარა და მერე მოხარშა.
-დიახ,ყველა საკუთარი გამოცდილებით ვსაზრდოობთ,წაგება ყოველთვის დამარცხებას არ ნიშნავს ეს რაღაც ახალის დასაწყისია ყველას ცხოვრებაში.ბიჭებმა უნდა იცოდნენ,ყველა გამარჯვების ფასი და ეს წაგება ამაში დაეხმარებათ.
-ყოვლად გაცვეთილი ფრაზის გაშინაარსებას აპირებთ?!-ისევ ის პირველი იყო კითხვით-„უნდა დაეცე,რომ ადგომის ფასი ისწავლო“ და ასე შემდეგ?
-საერთოდ ვერ ვხდვები თქვენი ცინიზმის მიზეზს,ყველაზე გაცვეთილი ფრაზები ზოგჯერ ყველაზე დიდ ჭეშმარიტებას ღაღადებენ,მხოლოდ ამას დანახვა და გააზრება უნდა.ამ პოსტზე რომ მოვდიოდი არავის შევპირებივარ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით პირველივე სეზონშითქო,ხვდებით ალბათ ხო?! აგებენ უდიდესი გამოცდილების მქონდე ქვეყნებიც და ამაში გასაოცარი არაფერია,ფეხბურთიც თამაშია როგორ სიმაღლეზეც არ უნდა ავიყვანოთ. ადამიანები არიან და მათაც მოსდით ...
-საკმარისად დიდი თანხა იხარჯება ამ ფრაზით რომ შევძლოთ მათი გამართლება.
-მათზე ნუ იყრით ჩემ ჯავრს,ძალიან გთხოვთ-გაეცინა ალექსანდრეს.
-ამაზე ადრე უნდა გეფიქრათ ...-ჩაილაპარაკა ერთმა და სათითაოდ დატოვეს საკონფერენციო დარბაზი.
მაგიდასთან მარტო მჯდარ არშბას ერთმა ოპერატორმა ფოტო გადაუღო,რომელმაც ელვის სისწრადით მოარა სოციალური ქსელები.
ცარიელ დარბაზში დარჩენილი მწვრთნელი,რომელსაც ამ დარბაზში შემოსვლას ევედრებოდნენ ყველა მოგებული თამაშის შემდეგ,აქ მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა,რაც „ცხოვრებამ მოგების ფასი ასწავლა“.
იმ ღამითვე აჭრელდა მედია ამ სათაურებით.

ასისტენტმა უთხრა სტურუა გელოდებაო.
უთქმელად დატოვა იქაურობა და სახლში წავიდა,ისე რომ ტელეფონი გამორთო და მისსავე ასისტენტს დაავალა თუ რაიმე მნიშვნელოვანი იქნება ხვალ დილისთვის გადაიტანე და შემატყობინეო.

სახლში მარტო ეგონა იყო,როცა შუქი აინთო და ნია გამოჩნდა თავის თხელ ხალათში გამოწყობილი.
-ნია არ მინდა ლაპარაკი ძალიან გთხოვ .!
ნიას ხმა არ ამოუღია.
-რა გააკეთა,რის ფასად დამიჯინა მთელი მატჩი,რას გადააყოლა!-მაცივრის კარი ისეთი სიძლიერით დაკეტა სამზარეულოში ჭურჭელი შეზანზარდა.
-რაც უნდა ეთქვათ ეს როგორ გაბედა,ფეხი როგორ ჩაარტყა ... ის შეცდა,კარგი დამნაშავე იყო ამან ცეცხლზე ნავთი დაასხა,გუნდიც დაღუპა და ის ბიჭი ... ლამის კოჭი მოტეხა,რის გამო რომ ბეჭი გაკრა?!-უკვე ხმას ვეღარ აკონტროლებდა.
-ასეთი ეგოისტი,როგორ უნდა იყო მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდე,ფეხბურთია ბოლსოდაბოლოს შენზე დანარჩენი 10 კაცი და მთელი ქვეყანაა დამოკიდებული როგორ უნდა მისცე ამის უფლება საკუთარ თავს.ერთადერთხელ გავამართლე ფეხბურთელი ასეთ შემთხვევაში,ერთადერთხელ,როცა ზიდანი გააძევეს მოედნიდან და ეს მთელმა მსოფლიომ გააპროტესტა,მასზეც კი ამბობდნენ კრიტიკოსები,რომ ფეხბურთელი „უნერვო“ უნდა იყოს,მოედნის გარეთ უნდა დატოვოს ოჯახიც და თავმოყვარეობაც.ამას ვერ ვეთანხმებოდი,თუ რამისთვის მიმიღწევია მხოლოდ ჩემი ოჯახის გამო,მხოლოდ ისინი მახსოვდნენ ... ამიტომაც მოვკვდი იმ დაწყევილ დღეს იმ მოედანზე ჩემი ფეხით რომ შევაგდე გოლი საკუთარ კარში,ამიტომაც ვინატრე ცხოვრებაში პირველად მიწა გამისკდეს და ჩამიტანოსთქო,იმიტომ რომ ვიცოდი ჩემზე ჩემი ოჯახი და სამშობლო იყო დაკიდებული.ამას ვერ აცნობიერებდე და ასე დაუდევრად ... მინდოდა ფეხი მომეჭრა,საერთოდ ამდენი ადამიანის იმედგაცრუებული სახე ... ამან რა გააკეთა,ამის გამო ... მასზე ვდებდი იმედებს,რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა,არა ნია!-უკვე ყვიროდა ძარღვებდაჭიმული-ასე დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ,თუ ვერ გაანალიზებ,რომ შენს უკან ხალხი დგას,რომლებთანაც ვალდებული ხარ,რომ ბეჭის გაკვრა კი არა ცემა გადაყლაპო ასე არ გამოვა.თავზე დამამხვეს ჟურნალისტებმა დღეს მთელი დარბაზი.5 წინანადადებაში გამითხარეს საფლავი და ისე ჩამაწვინეს არც უკითხავთ ამაში დამნაშავე მე ვიყავი თუ არა!
ნია ისევ არ იღებდა ხმას,მშვიდად უსმენდა მეუღლის ყვირილს,რომელსაც ბოლო არ უჩანდა.
-დღეს ყველაფერი ცხვირში ძმრად ამომადინა ერთი არასწორი საქციელის გამო.მთელი გუნდი სტურუაზე ავაწყვე,მხოლოდ იმის გამო,რომ სხვა არ მყავს,ნია სამს ტრამვა აქვს,სტურუას გარდა არავინ მყავს,რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშო.საქართველოში შემტევი ფეხბურთი და ამის ერთადერთი სულისჩამდგემლი იმდენს ვერ ხვდება,რომ უდიდეს შანს თავისი სულელური ამბიციების გამო აკარგვინებს ყველას და პირველ რიგში საკუთარ თავს.
-ალექსანდრე ...-ამოიჩურჩულა ნიამ.
-როგორ გაბედა,ეს როგორ გაბედა რა ვერ აიტანა,რა მოხდა ისეთი რაზეც ასეთი სიბრაზით და ბოროტებით უნდა ეპასუხა,იმ ბიჭს,რომ ტრამვა მიეღო ან სულაც ფეხი მოეტეხა გეფიცები დისკვალიფიკაციის ღირსი იყო,კიდევ კარგად დაინდეს!
-ალექსანდრე ..-ფეხზე წამოდგა ნია.
-არ გაბედო არ დაიცვა,შეიძლება რამე შემომეფშვნება ხელში,არ დაიცვა.აუტანლად რთულია იმ ბიჭის სისუსტეს წააყწდე,ვინც ლამის შენ გამოზარდე. არც ამჩნევდნენ ჩემამდე,ვერ ხედავდნენ მის პოტენციალს,სათადარიგოს არ აშორებდნენ სანამ მე არ გამოვჩნდი ... და დღეს მის გამო ..
-ალექსანდრე ..-აკანკალებულ ხლებზე თავისი სუსტი თითები შემოაჭდო გაღიმებულმა.
-დღეს მის გამო ამ ხალხმა კიდევ ერთხელ ჩახედა შიშს თვალებში,რომ ეს ყველაფერი დროებითია,რომ არც არაფრის შანსი არ გვაქვს,მაგ სულელური ამბიის გამო დღეს იმ დამპალ დარბაზში მარტო ვიჯექი!
-ალექსანდრე ...-ალექსანდრეს მტევანი ფრთხილად წაიღო თავისი მუცლისკენ.
-რაა,ნია რაა?!-იღრიალა როგორც შეეძლო და შეეხო თუ არა ქალის მუცელს თითქოს ხმა ჩაუწყდა.ერთიანად მოდუნდა და იქვე იღბლად დადებულ სკამზე დაეშვა უსულოდ.
-ორსულად ვარ ...
-შენ ... ხარ.-ამოილუღლუღა და მკლავები ისე მოუდუნდა ძირს უღონოდ ჩამოუვარდა,თითქოს სხეულიდან ბოლო წვეთი ენერგია გამოუღესო.
-მე ვარ,შენ ხარ და ისიც აქ არის.
-ღმერთო,ოღონდ ახლა გული არ გამისკდეს ...-ამოილუღლუღა და საფეთქლებზე ხელისგულები მიიჭირა-რას მეუბნები,ნიუს?! ვერ ... ვერ გავიგე.
-ღრმად ისუნთქე-ქმრის მუხლებთან დაიხარა და დაბლიდან ამოხედა აცრემლებული თვალებით-მშვიდად ...-მამაკაცს მაჯა დაუჭირა და ორი თითით გაუზომა პულსი-მე და შენ,მხოლოდ ჩვენ და ჩვენი პატარა.სხვა დანარჩენი წარმავალია,მხოლოდ ჩვენ ვართ აქ,ჩვენში ღმერთი და დამიჯერე საკმარისია.ისუნთქე ალექსანდრე.
გოგონა თავის მუხლებზე დაისვა ღრმად შეისუნთქა საყვარელი არომატი,რომელიც მხოლოდ ნიას ეკუთვნოდა.
-მხოლოდ ჩვენ,ჩვენი პატარა და ღმერთი.
ამოიჩურჩულა.
მთელი ღამე ასე იყვნენ ჩახუტებულები.

სამყარო ყოველთვის იცავს თავის ბალანსს.
გაიღიმე,ყველა წვიმა გადაიღებს,ცა კი საკმარისად დიდია ცისარტყელასთვის.

დილით თვალები რომ გაახილა ნიამ თავზე ალექსანდრე ედგა შეკრული წარბებით და საეჭვოდ ათვარიელებდა გოგონას.
-რა ხდება?!-თვალები მოიფშვნიტა გოგონამ.
-შენ და,მუცელი რატომ არ გაქვს?!
-უშველეთ ამ ბიჭს!-ამოიგმინა ნიამ და საბანი თავზე დაიხურა.
-ნია,მწნილიც არ გინდა?ან საზამთრო,რა ვიცი,ატამი ... აბა ხურმა?!-სახე დაემანჭა ალექსანდრეს.
-ძილი მინდა,რომელი საათია?!
-ექვსი,ნია რა დროს ძილია?-საბანი ააცალა და ზემოდან დააცქერდა-ადექი გინეკოლოგთან მივდივართ,რამდენი თვის ხარ,ეხოსკოპიაზე იყავი?გულისცემას მოგვასმენინებენ?
-ექვს საათზე რომელი გინეკოლგი იქნება,არანორმალურო,დაწექი დაიძინე!
-გუშინ დავრეკე,რომ გეძინა ჩვენი ახლობელია,ოჯახის ... გვიცდის!
-ვინ?-თვალები დაექაჩა ნიას.
-გინეკოლოგი.განათლება გერმანიაში მიიღო ახლობელია ბაბუაჩემის დის თუ ვიღაცის,რა მნიშვნელობა აქვს,ფანი იყო ერთ დროს ალექსანდრესი,უპირობოდ დამთანხმდა,რომ ვუთხარი ალექსანდრე ვართქო,იმედია არ გონია,რომ ბებიაჩემი მიჰყავს ბაბუაჩემს,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს,ადექი ვააჰ! ორსული ქალის ძილი ვის გაუგია,ნია!
-სერიოზულად მეუბნები?-საწოლზე წამოჯდა ნია.
-ამ საკითხში ხუმრობის არც ერთი მარცვალი არ მაქვს და გირჩევ არც შენ იქონიო,მალე საუზმე გავამზადე ჭამე და გავედით.
-კაი,რა რა საუზმე შენ ასე აპირებ ცხრა თვე?ნაადრევად დავიწყებ მშობიარობას!
-ნია,ულაპარაკოდ გამოდი გიცდი,არ გავალ უშენოდ!
-ალექსანდრე, მინდა შეგახსენო,რომ მე შენი ფეხბურთელი არ ვარ და არც ..
-ბევრს ლაპარაკობ გვაგვიანდება,გიცდის ის ქალი სირცხვილია
-ბაბუაშენის ფანი თუ იყო რამდენი წლისაა საერთოდ?
-მაგას ალექსანდრეს გადავცემ ..
-ეგ რომ ქნა ხომ იცი რომ გაგშორდები.
-კონტრაქტის პირობაში მხოლოდ პიკე და „ჩიხურა“ გყავს მოხსენიებული!სწრაფად,ნია თორე ჩაგიგდე ოჯახში „ჩორტი“.
-შე,ინტრიგანო!
-Do your best,baby!-წელზე შემოისვა ძლივს წამომდგარი ნია და სამზარეულოში სიცილით გაარბენინა.
დილის შვიდის ნახევარზე,რომ მივიდნენ საავადმყოფოში და ექიმი წამში 5-ჯერ ამთქნარებდა ალექსანდრემ მაშინ გააცნობიერა,რომ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით ბავშვი,რომ დაიბადებოდა.


-დამელაპარაკე გთხოვ რა ..-სახლის კართან ატუზული სტურუა რომ დაინახა არშბამ მიხვდა ამ საუბარს ვერ აცდებოდა.
-შემოდი.-კაბინეტისკენ გაუძღვა და ნიას ანიშნა ყავა გაეკეთებინა მათთვის.
-ისე მრცხვენია შენთან.
-ჩემთან რისი გრცხვენია?-მხრები აიჩეჩა ალექსანდრემ.
-ვიცი,ყველაზე უფრო შენ ...
-შენ, შენი ხალხის იმედები ჩაფუშე,მე მწვრთნელი ვარ გიო,შენსავით 22 კაცი მყავს ყველა იმედს რომ ვერ გამიმართლებს ცხადზე უცხადესია,მეც ვერ გავამართლე ერთ დროს ჩემი მწვრთნელის იმედები.საქმე ისაა რომ ვიღაცისთვის ეს ფატალურად სრულდება ვიღაცისთვის არა.
-ალექსანდრე ...
-მინდა იცოდე რომ მომავალი ორი მატჩის ძირითადში არ ითამაშებ და ეს არ იქნება შენი სასჯელი.ეს იქნება მაგალითი იმის,რომ დაინახო რისი გაკეთება შეგიძლია და რა გიშლის ამაში ხელს.
-ძალიან გთხოვ ...-სახე წაეშალა გიორგის-უმნიშვნელოვანესი ..
-არ არსებობს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო მატჩები გიორგი,ცუდია თუ ამას ახლა სწავლობ მეგონა აქამდეც იცოდი.სადაც საკითხი შენ სამშობლოს ეხება მნიშვნელოვანია თითო გოჯი მიწა და ყველა გადადგმული ნაბიჯი მოედანზე,გასაგებია?!მე შენ იქ პაზლებს არ გათამაშებ,თუ ვერ აცნობიერებ რომ ეს მხოლოდ თამაში კი არა სადღაც შენი ქვეყნისთვის უიარაღო ბრძოლაა ძალიან ცუდი!
-ალექსანდრე ...
-თავზე დაახურე მთელ ქვეყანას შენი ამბიციები და მესმის ეს არ არის მხოლოდ შენი ბრალი,ვერ უძლებს ამას ბევრი რაც შენ ირგვლივ ხდებოდა ეს ბოლო პერიოდია.-ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან დადგა-იცი შენნაირი რამდენი ყავდა მარტო საქართველოს?-გიორგის ეგონა ტვინში სისხლი ჩაექცეოდა და თავი დაბლა დახარა სირცხვილისგან-„ფენერბახჩეს“ ვერ გაუძელი?“ჩელსიში“ რომ წახვიდე ქართულადაც აღარ ისაუბრებ?“აიაქსში“ რომ წახვიდე საერთოდ არც მოგვესალმები თუ რას ნიშნავს შენი საქციელი?პატარა ბავშვივით დაგტუქსო ეს ნორმალურია?
-გეფიცები ისე მრცხვენია ახლა რომ ვიტირო ეგ მინდა!-სასოწარკვეთა იგრძნობდა მის ხმაში-მეც არ ვიცი რა დამემართა ...
-ამას ეშველება,რაც შენ დაგემართა.შენს თავში ავარდნას ეშველება ასეთი მარცხი ბევრის სასწავლებელია შენთვის და ეს საუბარი ამ ოთახში ჩაკვდება მე არ ვაპირებ ამ თემას მეტად შევეხო,იცი რას ვერ ეშველება?-მაგიდას ხელისგულებით დაეყრდნო და სტურუასკენ გადაიხარა-შენ დაუნდობლობას ფეხბურთელის მიმართ,რომელსაც ერთი ბეჭის გაკვრის გამო კარიერას ამხობდი თავზე,ვაი და ცუდად ჩაგერტყა ფეხი ამ მოტეხვოდა ან სხვა უფრო მძიმე ტრამვა მიეღო და თუნდაც ერთი სეზონი გამოეტოვებინა სად მიდიოდი?!აი,ამას არ ეშველება გიორგი.ის რაც სხვისთვის გემეტება ცხოვრება შენ გიბრუნებს უკან ამას გინდ კარმა დაარქვი გინდ ბუმერანგი,შენ რომ ხვალ ვინმემ ასეთი სისასტიკისთვის გაგიმეტოს მე ხმის ამოღების უფლება რომ მომისპე იცი?!თქვენ გამო შემიძლია ნებისმიერს თვალები ამოვთხარო ჩემ ქვეყანაშიც და სხვის ქვეყანაშიც,შენ რას აკეთებ?
-იმდენად მართალი ხარ რა გითხრა არ ვიცი ...-ხმა ჩაუვარდა სტურუას-ნატასთან ვიჩხუბე იმ ღამით,ტელეფონები რომ დაგვიბრუნე.დავურეკე,მასთან საუბარი მინდოდა და ... ვიჩხუბეთ,რა.
-გიორგი,შენს უკან შენი ქვეყანა და 10 თანაგუნდელი დგას,თუ ფორვარდის პოზიციის მთელი ფილოსოფია გათავისებული არ გაქვს მითხარი და შემტევი ფეხბურთის ნაცვლად თავდაცვითზე გადავალ,მეცოდინება რომ შენი იმედი აღარ უნდა მქონდეს.იქ არ მჭირდება შენი პირადი გესმის?იქ გიორგი სტურუა არ ხარ,რიგითი ქართველი ხარ რომლის ვალია ბოლო წვეთამდე იბრძოლოს,მე ასე მესმის ნაკრებში თამაში.თუ ამას ვერ იაზრებ მაშინ შევთანხმდეთ და აღარ გამოგიძახებ,ამით ჩვენს მეგობრობას ...
-რას ამბობ ალექსანდრე!-ფეხზე წამოხტა თვალცრემლიანი სტურუა-ეგ არ გამიკეთო,გეფიცები სიცოცხლის ბოლომდე დავიმახსოვრებ ამ შეცდომას და არავისზე მექნება რეაქცია,ეგ არ გამიკეთო ეს ორი თამაშიც ...
-ამაზე არ მელაპარაკო,საბოლოო გადაწყვეტილებაა,მელუამ მოიშუშა ტრამვა და ის ითამაშებს შენს პოზიციაზე.რაც შეეხება ნატას,გამიჯნე ერთმანეთისგან ფეხბურთი და პირადი ცხოვრება იმიტომ რომ საზღვრების გარეშე არც ერთს უყვარს მეორე და არც მეორეს პირველი.

***
-მამა,რომ გახდები გახსოვდეს „შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით ჩემგან,ან მამაშენისგან(შენი წინაპრებისგან)შენ მას შენი შვილისგან სესხულობ“...-სტადიონზე იყვნენ საუბარი უფროსმა ალექსანდრემ რომ წამოიწყო და ერთი ფრაზით სრული გარღვევა მოახდინა შვილიშვილის აზროვნებაში.
-ეს ფრაზა მანამდე ამ ემოციით არასდროს გითქვამს ...-გაეღიმა ალექსანდრეს.
-ალბათ იმიტომ,რომ მაშინ ძალიან პატარა იყავი გაგეგო,რას ნიშნავს ვიღაცასთან იყო ვალდებული.
-შენთანაც ხომ ვიყავი ვალდებული?-ხმა ჩაეხლიჩა შვილიშვილს.
-ამოიგდე ეს აზრი თავიდან თუ არ გინდა კარში დაგაყენო და პენალტი დაგირტყა!-გაეცინა ბაბუას-შენ იმაზე კარგი შვილიშვილი ხარ ვიდრე კაცს შეუძლია იოცნებოს,მაგრამ იმაზე ცუდი შვილი ვიდრე ამას მამაშენი იმსახურებს.!
-არც ის იყო ..
-ის არ თქვა,რასაც არ იცი მომავალში ინანებ თუ არა.-შეაწყვეტინა ალექსანდრემ.-ამაყად მეთქმის,რომ კარგი ბაბუა ვარ შენთვის,მაგრამ საშინელი მამა ვიყავი ჩემი შვილისთვის,ეს თითქოს გენში გვაქვს,მაგრამ ... არ გაბედო და ეს შენ არ შეგეშალოს.მე მერაბთან საერთო ენა ვერ გამოვნახე,ვერ დავუდექი გვერდში ისე როგორც იმსახურებდა,როგორც ნებისმიერი შვილი იმსახურებს სულ რომ კაცის მკვლელი იყოს,სულ რომ არაკაცი იყოს ... ჩვენ ღმერთის და ჩვენი ოჯახის წინაშე მუდამ ვალში ვართ და ეს არ დაივიწყო.ცუდი მამობა არ გაბედო,გესმის?!თორემ რაღაც ასაკში რომ შეხვალ და თავით შეასკდები ამ სტატუსს,მიხვდები რომ ამაზე გამოუსწორებელ შეცდომას კაცი ვერ დაუშვებს თავის ცხოვრებაში.მერაბმა რომ მაპატია,ჩემი ვერ გაწეული მამობა ეს იმას არ ნიშნავს,რომ მე ტვირთი შემიმსუბუქდა ამის გამო.მშობელი ყოველთვის მართალია,მაგრამ ის ყველაზე მწარედ გრძნობს თავის დანაშაულს და ამ შეგრძნებისგან ვერაფერი დაგიცავს,შვილო.
-რატომ ვერ გაუწიე კარგი მამობა?!
-როგორ გითხრა,ვერაფრით შევეგუე ჩემი შვილის თვალებში ჩემდამი შიშს ...-ხმა აუკანკალდა მოხუცს-პირველად რომ დავისვი კისერზე და „დინამოს“ სტადიონი ფეხით შემოვატარე ატირებულ თვალებში ვხედავდი,რომ ამ გარემოსი ეშინოდა და მშობლის ინსტიქტით ვგრძნობდი,რომ არც ის ტრიბუნები უყვარდა,სადაც ჩემი გულშემატკივარი იჯდა ... არ ვიცი რატო,თითქოს იმ ასაკშიც გრძნობდა,რომ ის ხალხი მამამისში ეცილებოდა.სტადიონზე თინას არ მოჰყავდა,ყველა კადრში ტირის ამოდენა ცრემლებით ..-გაეცინა რომ გაახსენდა საკუთარი შვილის ბურთულა ცრემლები აწითლებულ ლოყებზე-იმ ასაკიდან ვიცოდი ფეხბურთი არ ეყვარებოდა,ამ აზრს ვერაფრით ვაგუებდი საკუთარ თავს,თითქოს ვერაფრით გავიხსენე საიდან მეცნობოდა ეს სიტუაცია ... მერე ასაკში რომ შევედი და აღდგომას მამაჩემის სასაფლაოზე ვიჯექი გამახსენდა ... როგორ მეჩხუბებოდნენ სახლში,მათემატიკა ჭირის დღესავით რომ მეზიზღებოდა და რაც მრგვალი იყო და ბურთად ვარგოდა ყველაფერს რომ ვკენწლავდი ან აქეთ-იქით დავარბენინებდი.საკუთარ შეცდომებს ადამიანები იმდენად გვიან ვხდვებით,მხოლოდ ბოდიშის მოხდა გვრჩება სათქმელი.
-ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი შვილი მეტყვის ფეხბურთი არ მიყვარსო,ამით მგონია,რომ უამრავ ტკივილს აიცილებს თავიდან.
-ბაბუ,ჯერაც გგონია,რომ ცხოვრებაში რაიმე კონკრეტულს შეუძლია მოგაყენოს ტკივილი?!-გაეცინა მოხუცს-შეიყვარე ის თავისი ოცნებებით და იცხოვრე ისე რომ მას სწორი პრიორიტეტები ჰქონდეს ცხოვრებაში.

სტურუას გარეშე ჩატარებული მატჩები ფრედ დაამთავრეს.
ყველა კამერა აფიქსირებდა ჟაკეტის საყელოში ჩავჩარგულ გიორგის,რომელიც თამაშს ვერ უყურებდა.სათადარიგო სკამზე მჯდარს ეგონდა ცეცხლით გახურებულ ღუმელში იყო და მთელი შიგნეულობა ეწვოდა.
გუნდში არავინ საუბრობდა იმ წაგებულ მატჩზე და არც გიორგი გამოირჩეოდა კონტაქტურობით მანამ სანამ ლაშა ამბროლაძემ ხელთათმანი არ ესროლა და ყველას ყურადღება არ მიიქცია.
-მუჰამედში გამცვალე ,ბიჭო?!-მაისური გადაიძრო და სერიოზული სახით დააშტერდა სტურუას,ყველა გაჩუმდა უკლებლივ,ალექსანდრე ერთ-ერთ ასისტენტს ესაუბრებობდა გასახდელის კარს იქით,უცებ ისიც სმენად იქცა.
-ვინ არი მუჰამედი?
-შენი მეკარე!
-რა მოიგონე ახლა?
-ჯერ შენი გუნდის სახელს ვსწავლობ,მეკარეს ვეღარ შეწვდა ჩემი ტვინის აიქიუ,პირობითად მუჰამედში გამცვალე??
-ვინ გაგცვალა,რა მოგაგონდა მაგ ნულ აიქიუიან ტვინში.?
-შენ გრამატიკასაც თურქეთში ამუღამებდი?-გამოექომაგა ლაშას ირაკლი მელუა.
-რა გინდათ?-შესძახა გიორგიმ.
-აბა რა სახე ჩამოგტირის,გაგვიცინე შენი „თემიზ დიშლერის“ კბილებით!-ბიჭების ხარხარმა იქაურობა აიკლო,ვერც გიორგი იკავებდა სიცილს და ვერც კარს იქით მდგარი ბედნიერი მწვრთნელი,რომელიც თავისი შეკრული გუნდით გულის ძალიან სიღრმეში,ჩუმად ამაყობდა.
„თემიზ დიშლერი“ თურქული კბილის პასტის კომპანია იყო,საკმაოდ დაბალბიუჯეტური შემოსავალით და დიდი ამბიციებით,პირველ რეკლამაში სურდათ ცნობილი თურქი ფეხბურთელის გადაღება,მაგრამ ბიუჯეტის ამბავმა სტურუაზე შეაჩერებინათ არჩევანი.
„უქერტლო რონალდო“,“ლეისით შესუქებული მესი“ და „სტურუა დიშლერის ღიმილით“ კარგა ხანს იყო ბიჭების სახუმარო თემა,რაზეც ვერც თავად სტურუა იკავებდა სიცილს.

ღამე ვერ იძინებდა იმის მოლოდინში,რომ ცხოვრებაში რაღაც ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყებოდა.
ყოველ ჯერზე,როცა მთვარის შუქი მათ ოთახს გაანათებდა,ფხიზელ ძილს დაუფრთხობდა არშბას და ისიც ფრთხილად დაადებდა თავს მძინარე ნიას მუცელზე.
მერე შეეძლო ფიქრებით დილამდე ელაპარაკა თავის შვილთან.
დილით გაღვიძებულ ნიას ღიმილი არ შორდებობდა ქმრის დანახვაზე,რომელსაც ჩვილი ბავშვივით ეძინა და ვინ იცის სიზმრად რას ნახულობდა.

-სულ მაინტერესებდა ..-გახუხულ პურზე კარაქს უსმევდა ნია და ვნებიანი თვალებით უყურებდა დილის საუზმეს-იმ ღამით ქაღალდებზე რა რიცხვები ეწერა?
-რა ქაღალდებზე?-ვერ მიხვდა პლანშეტში ჩამძვრალი ალქსანდრე.
-ამომხედე,აი ხელი რომ მთხოვე ... ყველა სხვადასხვა წელს ან თვეს აღნიშნავდა?ვაი და არ ამომეღო 29 დეკემბერი?
-29 მარტს გთხოვდი ხელს.
-ასე გარისკე?
-არა,რა თქმა უნდა!-ჩაი მოსვა ალექსანდრემ და ისევ პლანშეტში განაგრძო რაღაცის კითხვა.
-ალექს,ნერვებს მიშლი!
-ჩემი ცოლი ხარ რა მნიშვნელობა აქვს?!-ამოილაპარაკა ისე რომ ნიასთვის არც შეუხედავს.
რამდენიმე წამით სიმშვიდე რომ ჩამოვარდა ახლა ალექსანდრემ ახედა ნიკაპაკანკალებულ ნიას,რომელსაც სულ ცოტა აკლდა ტირილამდე.
-ნია,რა გატირებს?-ჩაი გადასცდა არშბას.
-როგორ მელაპარაკები ...-ნიას ერთი ცალი ცრემლი პირდაპირ მაგიდაზე რომ დაეცა თითქოს გოგონამ ნიშანი მიიღოო და ხმით ატირდა.
-არ გამაგიჟო,რაზე ტირი?-სიცილს ძლივს იკავებდა ალექსანდრე.
-რა გკითხე ეგეთი,ჩემთვის რატომ ვერ იცლი?!
-სკაუტებისგან მოვიდა ამბები,რომ სტურუას „ფენერბახჩე“ ყიდის.
-რაა?რატო?-ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და თავად აიღო ხელში პლანშეტი.
-ახლა არ გაგიჟდე,მშვიდად ... „შტუდგარდი“ აწარმოებს მოლაპარაკებას,ჯერ არ არი დაზუსტებული ...
-ათიდან რამდენი ბალით ხარ დარწმუნებული?!
-რვა.
-ბოლო თამაშში იდეალური ტექნიკა აჩვენა,აი ზუსტად ისეთი დახვეწილობით,როგორსაც თავის დროზე ვარაუდობდი. უყურე რა უქნა „გალათასარაის“?!! კაკიმ დამირეკა,ზურას წნევა ჰქონდა ორი დღე ძლივს დაუგდეს,ქართველი როგორ ვლანძღო,რა მიქნა ესო ..-კისკისებდა მშვენიერ განწყობაზე დამდგარი ნია.
-თავისი კარიერის პიკზეა და კაცმა არ იცის რა არი მისგან მოსალოდნელი.
-გუშინ ამბროლაძე და მელუა წერდნენ გიოს პოსტერზე,კბილის პასტის ნაცვლად თურქებს კბილებს გიო უთეთრებსო.-უკვე ხმით იცინოდა ორივე.
-გადარეულები არიან.
-ნატას შეურიგდა და თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა,დაუშვილი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა,ქართლის დედას კი არა,გორგასალის ცხენს ჩამოვართმევ ინტერვიუს თუ მაგათ გაუხარდებათო გუშინ სამსახურში იძახდა.
-ეგეთი შესაფერისი წყვილი,არ ვიცი ..-მომღიმარმა ალექსანდრემ მხრები აიჩეჩა.
-მოიცა ამით რისი თქმა გინდა?-ისევ სატირლად გაემზადა ნია.
-რომ იმშობიარებ ეცადე ამ წონაში დარჩე,ყველაზე ლამაზი გოგო ხარ მთელ თბილისში.
-აფერისტობის სუნი მცემს!-ტირილი გადაიფიქრა ნიამ.
-წავედი,ნიუს და ზურას დაელაპარაკე შვებულებაზე.
-მაინც არ გამეცი პასუხი ...-წამოზრდილ მუცელზე ხელი დაისვა და ტუჩები სასაცილოდ გამობურცა.
მომღიმარმა ალექსანდრემ სახლი დატოვა.

დინამოს სტადიონზე ისხდნენ,კეპები მოერგოთ და მზის სათვალეებში ადევნებდნენ თვალს „დინამო“-„გორის დილას“ თამაშს.
-ჩააწოდე,ცხრა ნომერს ჩააწოდე!-ბუტბუტებდა ნია და კალთაში ჩაყრილ შოკოლადებს გემრიელად ჭამდა.
-ეს ბიჭი აქამდე გინახავს?!-ინტერესით ამოილაპარაკა ალექსანდრემ და ნიას გადმოხედა.
-არასდროს,მაგრამ ჩემ დანაშაულზე უფრო დიდი წვლილი,შენ მიგიძღვის ... ნაკრებში ერთი ასეთი და შემტევს დამაჯერებლად ითამაშებთ.
-ახლა დაუჯერებლად ვთამაშობთ?!-გაეცინა ალექსანდრეს.
-იუმორის მწერვალებს იპრყობს,ჩვენი მწვრთნელი!-თავი გადააქნია ნიამ და მესამე ნომერის არასწორ მოძრაობას ფეხზე წამოუხტა-გადაააწოდე,ცხრა ნომერს ვერ ხედავ ვერ იმაგრებ ბურთს?!-ალექსანდრე სიცილს ვერ იკავებდა ცოლის რეაქციებზე.
-ორსულად ხარ,ნუ გავიწყდება ...-უჩურჩულა ცოლს და მის შეკრულ წარბებზე გულიანად გადაიხარხარა.
-გუშინ საერთო ჯგუფში ლაშამ დაწერა,შვეიცარია ისეთი კარგი ქვეყანაა,ვფიქრობ აქ ხომ არ დავრჩეო და სტურუამ კომენტარი მოუწონა,მაგ ორს რა ეშველებათ?!
-საერთოდ არ ვფიქრობ რომ რამე ეშველებათ.
-გამაგებინეთ,ისე როგორ გაგიჟდით,რომ იმ ღამით ქართლის დედის ფიალაში ისხედით ყველა?!
-გიორგიმ აიჩემა,სანამ წავალ ნატას „შენ ხატი ხარ მე კი სანთელი“ უნდა ვუმღეროო,ვეღარ ვუთხარით უარი თორემ ხო იცი სიმაღლის როგორ მეშინია?!
-ყველაფერი გასაგებია,მაგრამ ბაბუაჩემი როგორ დაითანხმე?!
-რომ იცოდე ბაბუაშენმა აგვიყვანა!
-ვის ვანდეთ ქვეყანა?!-ჩაიფხუკუნა ნიამ და ნელი მოძრაობით წამოდგა ფეხზე,სათვალე მოიხსნა და მოედანზე მორბენალ სამ ნომერს დააჩერდა.-პასი ...-ამოიჩურჩულა-პასი მიეცი,პასსი!-აყვირდა ბოლო ხმაზე,ფეხბურთელმა დაინახა ,მარცხენა მხარეს გახსნილი ცხრა ნომერი,ლამაზი პასი ჩააწოდა და თეთრ ბადეში მოწყვეტით შევარდა ხოფერიას დარტყმული ბურთი.
-არა,ჭკუა აქვს არშბას ამ ბიჭს რომ არ იძახებს ძირითადში?!-მოესმათ უკნიდან შუა ხნის მამაკაცის საუბარი.
-შენ გაქვს ჭკუა და იმხელა მწვრთნელს არ აქვს,ხო?-გამოექომაგა არშბას ქალი,ნიამ ღიმილი ვერ შეიკავა და უკან მიბრუნდა.
ნაცნობი სახის დანახვისას სახე გაებადრა ივანიძეს.
-თქვენ ...-ამოილუღლუღა ქალმა და გოგონას გაოცებული მზერა მიაპყრო.
-მერსელი ... მარსელო!-გაეცინა ნიას-როგორ ხართ?-ალექსანდრე ფრთხილად შებრუნდა უკან და ის ქალბატონი დაინახა,თვითმფრინავში რომ გაიცნეს მან და ნიამ.
-როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა ... ხომ გითხარი მართლა გავიცანითქო?!-იდაყვი გაჰკრა ყბადაღებულ ქმარს,რომელმაც მაშინვე იცნო ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.
ხუთი წუთიც არ იყო გასული ტრიბუნებიდან ხალხი მათკენ მოდიოდა.
-როგორ არი შვილო ჩვენი საქმე?ამ სტურუას ისე ვუყურებთ,როგორც რაღაც არარეალურს.მარტო ვერ წაიყვანს მთელ გუნდს,ოდესმე ეგეც ხომ დაიღლება?ადამიანია.-ჩაერია მოხუცი კაცი,რომელმაც დრო იხელთა და ალექსანდრეს სიტყვა ნაკრებზე ჩამოუგდო.
-აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე,რომ სტურუას თავისი მეწყვილე ჰყავდეს და ამით უფრო გავაძლიეროთ შეტევა,ესეც არ არის შემცვლელი აუცილებელია სრული გრაფიკით ვერავის ვათამაშებთ და წინ იმაზე რთული გზაა ვიდრე საერთოდ ვინმეს წარმოუდგენია.
-მერე ამ ბიჭს ვერ ხედავთ?როგორი საოცარი ტექნიკა აქვს ან რა დრიბლინგი ... არ ვიცი,არ ვიცი...
-ეს ბიჭი პირადად ჩემი დანაშაულია,რომ აქამდე ვერ დავინახე.ზოგადად რთულია ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეუთავსო და შეთანხმებულად ათამაშო,მაგრამ მჯერა ორივე თავის გასაკეთებელს გააკეთებს,მთავარი ესაა.
-ასეთი ბიჭები სჭირდება ჩვენს ქვეყანას!-მხარზე ხელი დაჰკრა ერთმა.
მეორეც აჰყვა და სანამ მესამე ახალ კომპლიმენტს ამბობდა არშბაზე,აღარც ნია და აღარც ალქესანდრე იქ აღარ იყვნენ.


მანქანაში სხდებოდნენ ნიამ უეცრად რომ დაიწყო ლაპარაკი.
-ზოგჯერ არ გეუბნები,მაგრამ მინდა იცოდე რომ უზომოდ მეამაყები,იმის გამო არა რომ ალექსანდრე არშბა ხარ,ნაკრების მწვრთნელი ან რაღაც მსგავსი ... მეამაყები,მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ქმარი ხარ.შენი დამოკიდებულება მაგიჟებს ჩემდამი,მგონია რომ ასე არავინ უყურებს თავის ცოლს,ასეთი თვალებით ... შენ რომ ღამის ორზე ან სამზე შოკოლადის ტორტის სურნელი გაღვიძებს და ამ დროსაც შეგიძლია გიყვარდე,სამსახურიდან დაღლილს.
მგონია რომ დეტალებში ინახავ ამ სიყვარულს,პატარა ფრაგმენტებში და ამით აშენებ ჩვენ სახლს ... შიგნით რომ გვაქვს იმ სახლს.ალექსანდრე,რომ იცოდე როგორ მეიმედები ... -აცრემლებული თვალები დახუჭა და ქმრის ხელისგული ლოყაზე აიკრა.
-ვითომ ძველი იყო შოკოლადები?!...-თვალები დააწვრილა ალექსანდრემ და გაღიმებულ ნიას გადმოხედა.
-არ არსებობს,ახლა ვერ გამაბრაზებ,ვერ ამაგდებ!-ამოილაპარაკა და ფრთხილად აკოცა ხელის გულზე.
-კახას დაბადების დღეზე რას ვშვრებით?!
-სარფის აგარაკზე ავდივართ,ბიჭებს უთხარი კახამ გამაფრთხილა.
-ვინ ბიჭებს?!-მანქანა შუქნიშანზე გააჩერა და ნიას გაკვირვებულმა გადმოხედა.
-რეზის,დათას,თათას და ნატას მე ვეტყვი,ლევანს კაკი.
-მაგათ რა უნდათ?
-ალექსანდრეს ტრადიციაა,თავისი შვილიშვილების მეგობრებიც აუცილებლად უნდა იყვნენ მის დაბადების დღეზე.ორი მეზობელი თავიანთ სახლებს გვთხოვნიან ხოლმე,ნუ იდეაში ეგ მეზობლები ბაბუს ბიძაშვილები არიან და ამერიკაში ცხოვრობენ,ჩვენ მანდ დავრჩებით,დანარჩენ სტუმრებს გადაანაწილებენ ... არ იცი როგორი ბედნიერია,წელს. ზურამ მითხრა,ყოველ დილით გვარბენინებენ მე და მერაბს კუს ტბაზეო ეგ და ალექსანდრეო.-ალექსანდრეს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა.
-ვაა,მამაჩემი დილით დარბის?-ღიმილი ვერ შეიკავა.
-ალექსანდრე ძალადობს თურმე და სხვა გზა არ რჩება.-აკისკისდა ნია.

კახას დაბადების დღე იყო მანქანებში გადანაწილდნენ და სარფისკენ აიღეს გეზი,სადაც ივანიძეების სახლი მდებარეობდა.
თათა,ნატა და რეზი ალექსანდრესთან და ნიასთან ისხდნენ.
კაკი და ლევანი დათასთან.

ნიას ჭრელი სარაფანი ეცვა,კაბის ბოლოები აკეცილი ჰქონდა და ფეხმორთხმით იჯდა წინა სავარძელზე.მანქანაში გაჟღერებულ მუსიკის ჰანგებს ხმასთან ერთად ტანსაც აყოლებდა და გოგონებთან ერთად უამრავ ვიდეოს იღებდა.
გაღიმებული ალექსანდრე მოურიდებლად დაატარებდა ხელის მტევანს ცოლის სახეზე და ისიც ბედნიერებისგან თვალდახუჭული სხვებისთვის შეუმჩნევლად აკოცებდა ხოლმე ხელისგულებზე.

დეტალებში მალავდნენ თავიანთ სიყვარულს,არც ერთ წამს არ უშვებდნენ ერთმანეთის გარეშე და ცდილობდნენ უსიტყვოდ გადაეცათ ერთმანეთისთვის უთქმელი გრძნობები.
მათი განსაკუთრებული კავშირი რომ შეგემჩნათ საკმარისი მხოლოდ ის იქნებოდა,რომ ერთი წამით დაგენახათ,როგორ უყურებდა ალექსანდრე მომღიმარ ნიას.
ეს გრძნობა,რომელიც ბევრისთვის ნაკლებად რომანტიული და მშრალი იყო ჰგავდა ოკეანეს,რომელსაც ტალღები კი არა ერთი წვეთი წყალი ჰქმნიდა.

ჭიშკართან მისულებს ესმოდათ ქალების ფუსფუსი.
-ნათელა,დეიდა ლობიანები ჩამოიტანეს ბიჭებმა დავალაგო?!-ალექსანდრეს გული გაუთბა დედამისის დანახვაზე,რომელსაც ალბათ პირველად ხედავდა ამ ფორმაში.
-არა,შვილო მოდი თქვენ სტუმრების დასახვედრად მოემზადეთ მე მივხედავ საჭმელებს.!
-ირინა,ზურა გეძახის რაღაც ვერ იპოვა და მიშველოსო.-იცინოდა მეორე სართულიდან თინა-ამხელა კაცები არიან და ცოლების გარეშე მაინც ვერაფერს აკეთებენ!
-თქვენი შვილიც სხვათაშორის ..-ჩაიხითხითა თამრიკომ.
-ორივე ჩემები არ ხართ,შვილო?! -გაეცინა თინას და სახლში შევიდა.
-მოვიდნენ,ნია დედიკო დაიბანე ხელები და ბავშვებს აჩვენე სად უნდა დაალაგონ ჩანთები,დააბინავე ყველა თქვენ მამუკას სახლში გადახვალთ აქ უფროსები იქნებიან იქ თქვენს ჭკუაზე იქნებით ... ნიაკო,ჟაკეტი მოგეცვა დედა სიგრილეა მაინც.!
-ირინა,ამოასუნთქე ბავშვს და მომხედე ერთი წამით!-ფანჯრიდან თავი გამოჰყო ზურამ.
-აუ,რა მაგარია ეე!-გაეცინა რეზის-აქამდე ასეთ სიტუაციაში არასდროს დაგვილევია,არა ალექს?!
-ყველა ჭეშმარიტებას მე როგორ უნდა გაზიარო,დამანებე თავი!-იცინოდა არშბა და მანქანიდან ჩანთები გადმოჰქონდა.
-კიდევ რა ჭეშმარიტებას აზიარე?-წარბაწეული თათა წამოადგათ თავზე.
-რუსული შოკოლადები ვაჭამე,დონეცკიდან ჩამოტანილი ..-ახარხარდნენ ბიჭები.
-მერე ისე შეუყვარდა ამერიკაში პირველად ეს წავიდა და იქაც იპოვა ის რუსული შოკოლადები,არა რა დრო იყო ?!-იცინოდა დათა.
-ასეა მოიყვან ცოლს და აღარც რუსული შოკოლადებია,აღარც დონეცკი და აღარც ამერიკა.!-ჩაილაპარაკა რეზიმ სერიოზული ტონით და თათას სახეზე უკვე მეორედ გადაუარა ყველას სიცილის ტალღამ.

-გოგოა თუ ბიჭი ..!?-საწოლზე იყო წამოწოლილი და მომღიმარი უყურებდა სარკესთან მჯდარ ნიას,რომელიც ჩანთაში რაღაცას ეძებდა.
-არ აქვს არსებითი მნიშვნელობა,რომელიმე იქნება..-ამოილაპარაკა ნიამ და ისე,რომ ძებნა არ შეუწყვიტავს.
-გოგო თუ იქნება რას დავარქმევთ?-ბავშვური სიანცე შეჰპარვოდა ხმაში არშბას.
-თამრიკოს და ირინას არა,დროა უარი ვთქვათ ამ ტრადიციის გაგრძელებაზე.-ღიმილი ვერ შეიკავა ნიამ.
-ბაბუს სარდიონი რომ რქმეოდა მამაჩემი მაგას კი არ დამარქმევდა,რა სიბოროტეა ნია?!
-ბიჭი რომ გვყავდეს მერაბს დაარქმევ და ზურამ შორიდან გიყუროთ?!-უკვე ორივე იცინოდა ზურას სახის წარმოდგენაზე.
-ზურას კაკიც ჰყავს,რომელსაც ვაძლევთ უფლებას მამის სახელი დაარქვას შვილს!
-არამც და არამც!-შესძახა ნიამ-ოჯახში გვარის გამგრძელებლად მე მიმიჩნევდნენ და არა კაკის,ამას ვერ დავუშვებ მერე პრივილეგიები იმას ექნება.
-რა ბოროტი გოგო ხარ!-უკვე ხმით იცინოდა ალექსანდრე-გოგონა თუ იქნება თამარა დავარქვათ.
-თამარა ლამაზი სახელია,მაგრამ პატარასთვის დიდურია ..-ნიას ჩაფიქრებულ მზერაზე ალექსანდრე უკვე ჩაბჟირებამდე იცინოდა.
-არა,გამაგებინე დიდური სახელი რას ნიშნავს?!
-არა,ნუ თამარა მარტო წიგნებში და ფილმებში მომწონს,არა!
-მაცადე დავფქირდე,ნათელა და თინაც გამორიცხული იქნება ალბათ ხომ...!?
-თავისთავად,არანაირი წინაპრები და მერე დაბოღმილი სახეები,ნუ ჩავაგდებთ შუჟლს ოჯახში.ნუ დავუმსხვრევთ თბილ კერას.
-საიდან იგონებ ხოლმე?!-გაწითლებული ალექსანდრე გულაღმა გადაწვა და ჭაღს დააჩერდა-კატერინა ... კატერინა არშბა.-ნიამ თავი ანება ჩანთას და გაღიმებული დააცქერდა ქმარს.
-რა ლამაზია ...
-ბავშვობიდან მინდოდა სულ გოგოები მყოლოდა,ერთს დავიტოვებდი დანარჩენებს გავათხოვებდი ...
-მერე იძახის ეგოისტი შენ ხარო,იმ ერთს რას ერჩი?
-ის დედას დაემგვანებოდა,ფემინისტი და ჩემთან დარჩებოდა.
-ან მამას დაემგვანებოდა უზარმაზარი ეგოთი და რომ ვერავინ გაუძლებდა ამ ნარცისიზმის გამოძახილს დარჩებოდა ისევ ჩვენთან!
-რა თქმა იყო ახლა ეს?-აღშფოთდა თეატრალურად-ორსულობის დროს კეთილები ხდებიან,შენ რატომ ხარ ყველაფერში უკუღმა?!
-როგორ ვარ?-გადაიკისკისა ნიამ.
-მოდი აქ,მოდი...-თავზე წამომდგარ ცოლს მაჯაში დასწვდა და ზემოდან მოიქცია-როგორ გიხდება ეს შევსებული ლოყები,უფრო დაქალდი,ნიუს ...
-სტრიები რომ გამიჩნდება ვნახავ მერე როგორ ილაპარაკებ ...
-მერე ვიტყვი,რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის ქმარი ვარ,ჯერ საქართველოს მაშტაბებზე ვართ.
-აუ,თუ არ გინდა მიკროფონში მოვყვე ნიძლავი როგორ წააგე ...
-არ გვინდა ეს შანტაჟები და ასეთი ბოროტული ქმედებები ამ ორსულობის პერიოში,მითქვამს მე!
ქმრის სახე ხელისგულებში მოიქცია და გაღიმებულმა დახედა ზემოდან.
-ჩემს ზედმეტ კილოგრამებს შენი არასტანდარტული 500 გრამით ვპატიობ ჩემ თავს!-ნიას კისკისი მთელ სახლში ისმოდა,ალექსანდრე დაბღვერილი მზერით მიშტერებოდა ჭაღს.-რა ვქნა,რომ ამ დროს დედამიწაზე ყველაზე საყვარელ პანდა დათვსაც კი სჯობიხარ?!
-არ გეუბნები პირდაპირ,მაგრამ ყველაზე ბოროტი ორსული ხარ,აი ყველაზე!იმ ხუთას გრამს რაც შეეხება დავაგდებ და კიდევ დავიკლებ თუ მომინდება,გასაგებია?!
-როგორც შენ იტყვი,ჩემო ჰერკულესო,მე მჯერა შენი.
-ეს კაბა მე გიყიდე?!...-კაბის ბოლოებს წაეთამაშა არშბა.
-ჰო,აი დონეცკში რომ იყავი რეზის რუსული შოკოლადები უყიდე მე ჭრელი კაბები.
-მუცელი მაინც არ გტკივა,რა ხმაზე იცინი?!-ეცინებოდა თავად ალექსანდრესაც.-ზუსტად ვიცი ეს კაბა მე გიყიდე!
-შენ მიყიდე,შენ..-თავი ალექსანდრეს კისერში ჩარგო-დაინახე სიჭრელე და მაშინვე მე გაგახსენდი,აღიარე ახლა!
-მოცუცქნული ტერფები ისე ლამაზად გიჩანს მთელი ასხმა სამკაულებით ... გამაგიჟებ და მერე აღარც ნაკრებს ეშველება,აღარც ქვეყანას და აღარც შენ.!
-წლის თავმდაბალი-ნომინაციაში გამარჯვებულია ბატონი არშბა,აბლოდისმანტები!
-ამ ლოყებს მოგაძრობ და როგორ იტიკტიკებ ვნახავ!-იცინოდა ალექსანდრე.
-მინდა იცოდე რომ ვგრძნობ ...-ამოილაპარაკა ნიამ რაც ორი წამით ოთახში სიმშვიდე ჩამოვარდა.
გაღიმებულმა ქმარმა ფრთხილად აკოცა და ოთახიდან გავიდა.


ეზოში უკვე ირეოდა ხალხი.
საღამო ხანი იყო,ახალგაზრდები განაბული უსმენდნენ უფროსების მოყოლილ ისტორიებს.
უმეტესად სპორტის ირგვლივ განვითარებულ სასაცილო ამბებს,რომლებსაც არც დრო გასდიოდა და არც იუმორის ხარისხი.
ეზოში ლაზურის ჰანგები რომ გაისმა ნიას ყურთან დახრილ კახის მიაჩერდა ყველა.
ვინც ახალწვეული იყო ჯერაც ვერ გაეგოთ რა ხდებობდა,ვინც კახის დაბადების დღეების ხშირი სტუმარი იყო მხურვალე ტაშით გაამხნევეს ბაბუა და შვილიშვილი.
ეზოს მოვაკებულ ადგილზე,სადაც იდეაში საცეკვაო მოედანი მოეწყოთ ბიჭებს ნელ-ნელა ხურდებობდა ქართული ცეკვა.
ნიას მოფრიალე ჭრელ კაბას მოჯადოებულივით უმზერდა ორი წყვილი თვალი,აქედან ერთი არშბას,მეორე კი გიორგი ჩხენკელს ეკუთვნოდა,რომელიც მოწვეულ სტუმართა სიაში ბაბუამისის წყალობით აღმოჩნდა.
კახა და ნია ისეთი გრძნობით ცეკვავდნენ ძლივს გაუბედეს ზურამ და კაკიმ ჩაჭრა.
ივანიძეების მთელი ოჯახი შორიდან იმდენად ლამაზი დასანახვები იყვნენ,მათი შემყურე ადამიანს ასმაგად შეუყვარდებოდა თავისი ოჯახი.
ცეკვა არადა არ მთავრდებოდა,თითქოს ელოდაო დამაგვირგვინებელ მომენტს,რომელსაც კონკრეტული წყვილი ქმნის ხოლმე.
ზურამ ხელით ანიშნა ალექსანდრეს ახლა შენი დროაო და სცენაზე მარტო დარჩენილი ნიას თვალები უმალვე გადააწყდნენ ნაცნობ სხეულს.
ისეთი სილაღით ცეკვავდნენ აღფრთოვანებას ვერავინ მალავდა.
თვით ჩხეკნელიც მონუსხული უყურებდა მარტო დარჩენილ წყვილს,რომლისთვისაც დედამიწას მხოლოდ სიყვარული ატრიალებდა.
ხაკისფერი ტილოს პერანგი და თეთრი შარვალი ეცვა არშბას,ზღვის ნოტიო ჰავას რომ შეეფერებოდა ორივენი სწორედ ასე გამოიყურებოდნენ.
ნელა ირხეოდა პერანგის ბოლოები,ისე როგორც ჭრელი კაბისა.
იყო ამ მომენტში რაღაც ზედმეტად ბანალური და ამასთან საოცრად გამორჩეული.

ცეკვა დასრულდა თუ არა ქმრის მკლავი იგრძნო კისერზე მოხვეული,წამიერად სრულ სიმსუბუქეში ატაცებული ალექსანდრესთან ერთად ტრიალებდა ჰაერში.
-გიყურებ,იცოდე რომ სულ გიყურებ!-უჩურჩულა ყურთან და სხვათა თვალის შეუმჩნევლად კოცნა შეატოვა გაღიმებულ ცოლს.
-ყოველ ჯერზე ვიჭერ შენ თვალებს.

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა სტურუას ტრამვა,რომელიც კარგს არაფერს უქადდა ფეხბურთელს თავისი კარიერის აღმავლობის ამ ურთულეს ეტაპზე.
ნატასთან ერთად გაფრინდა ალექსანდრე შტუტგარდში იმავე საღამოს საავადმყოფოში მივიდნენ,სადაც გიორგი ჰყავდათ გადაყვანილი გერმანელ ექიმებს.
სახეწაშლილი ქართველი ფორვარდი ცრემლებს ვერ იკავებდა და გულში ჩაკლულ ქართულ აუხდენელ ოცნებებს გლოვობდა,რომელთა სამუდამოდ დაკარგვის შანსიც ნელ-ნელა იზრდებობდა.ამ ფაქტზე გერმანელი ექიმები შეპარვით უკვე საუბრობდნენ და ამას ბევრი ფიქრიც არ უნდოდა.
მოედანზე მოწინააღმდეგის ცუდად ჩარტყმული ფეხი და აუტანელი ტკივილი თითქოს მუჭა-მუჭა აყრიდა იმედს შავ მიწას.
-გიო ...-ამოიტირა ქალმა და ის იყო საწოლისკენ უნდა გადაედგა ნაბიჯი სტურუას გამაყრუებელმა ღრიალმა ადგილზე რომ გააქვავა.
ალექსანდრემ მედდას ანიშნა ატირებული ნატა პალატიდან გაეყვანა.
-ღმერთმა დამსაჯა ხო?ახლა აქ ამის სათქმელად ჩამოდი რომ მითხრა,მაშინ იმ ბიჭს ფეხი რომ ჩაარტყი,უპასუხოდ არ დაუტოვებიხარ სამართალსო,ხო?-დაძარღვული სხეული უთრთთოდა ატირებულ სტურუას.-ვეღარ შევძლებ თამაშს,უკვე გითხრეს?ხელებში ჩამაკვდა ის იმედი რომელიც შენ ჩამინერგე,პირველად სათადარიგოდან ძირითადში რომ გადამიყვანე და მითხარი,აი ბურთი და აი მოედანიო!-იქვე დადებულ წყლის გრაფინს ხელი მთელი ძალით მოუქნია-ჯანდაბა,ალექსანდრე მგონია რომ სულს მაცლიან და ვერაფერს ვაკეთებ,ფეხებზე ... გერმანიაც და მთელი მსოფლიო,ორ თვეში ნაკრებში ვერ ვითამაშებ,გესმის?უთხარი,რომ გამთიშონ ოღონდ ეს ტკივილი აღარ ვიგრძნო,გამთიშონ ალექსანდრე,რამე გააკეთე,რამით დამეხმარე ...-ხმა ჩაუწყდა,თითქოს ერთიანად მოდუნდა და ბალიშზე მიესვენა-როგორი რეალური იყო,როგორ მეგონა ხელით შევეხებოდი ... მეგონა არც ერთ ქართველს არ დავუტოვებდით იმედგაცრუების შიშს,მეგონა ჩვენ სიტყვას ვიტყოდით და ამაში ჩემი ერთი აგურიც იქნებოდა ...
-დამშვიდდი?!-მშვიდი იყო არშბა-ამოიღე რაც გულზე გაწვებოდა?-საწოლს მიუახლოვდა და მტევნები ძლიერად მოუჭირა სტურუას ტერფებს,ტკივილისგან ყვირილი მოუნდა ფეხბურთელს-ეს გასწავლე?ამით შემოიფარგლა შენი ფეხბურთელობა?ერთ თამაშს გამოტოვებ თუ ხუთს ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს მაშინ როცა წინ მთელი მომავალი გაქვს?სად არი შენი შეუპოვარი ხასიათი,რასაც მოედანზე აჩვენებ ხალხს?ეს გასწავლე?-ისეთი გაწონასწორებული და ამასთან დამანგრეველი ტონი ჰქონდა სტურუა შეცბა-საკუთარ კარში გოლი შევაგდე,შენ თუ ფეხი გტკივა მე ჩემი არსებობა მტკიოდა იმ მომენტში,რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება ამიხსენი?-სტურუა გაიყინა,არასდროს არ საუბრობდა ალექსნადრე იმ დღეზე ბიჭებთან-შენ,მაინც ჩემზე ღირსეული იქნები ... შენ,ღირსეულ ბრძოლაში წააგე და მორჩა.შენი სათქმელი დღეს აქ ამით არ მთავრდება,მაგრამ იდეაში,რომ დაუშვა თითქოს შენი ბოლო სიტყვა იყო ფეხბურთში გაიხსენე სად ხარ და სად იყავი ...
-შენ რომ გინდოდა ის ფეხბურთი ვერ ვითამაშე ... ჯერ ძალიან ბევრი მქონდა გასაკეთებელი...
-და რა შეგიშლის ხელს ამ ფეხბურთის თამაშში იცი?!საკუთარი თავის შეცოდება,“შტუდგარდში“ თამაშობ,ისეთ გრანდებს ხვდები,რომლებიც არც კი დასიზმრებია უამრავ შენზე კარგ ქართველ ფეხბურთელს,შენ დიდ ფეხბურთში ხარ გიო და წინ გაქვს ყველაფერი,მაგრამ არ მისცე დაბრკოლებას უფლება აქ გაგაჩეროს. მთელმა საავადმყოფომ ხელი რომ ჩაიქნიოს შენ მყარად დაუდექი,ამბროლას კორპუსი ჩაუყენე და ვნახოთ ვინ უკეთეს „უდარს“ იღებს!-ორივეს გაეღიმა-არ მისცე არავის უფლება განაჩენი გამოგიტანონ,საზღვრებში მანამ არ მოექცევი სანამ შენ პირს სიტყვები „არ შემიძლია“ არ დასცდება.სანამ ამ ყველაფერზე მაღლა დგახარ,სანამ მაქსიმუმს ითხოვ და იღებ კიდეც,არავის შეუძლია გითხრას ამას ვეღარ გააკეთებ,გარდა ღმერთისა.დამიჯერე,თუ მან გადაწყვიტა რომ აქ უნდა გაჩერდე,ეს შენთვის ყველაზე საუკეთესო დასასრული იქნება,თუ მან გადაწყვიტა რომ ეს უბრალოდ უდაბნოა,რომელიც უნდა გაიარო იცოდე რომ სამოთხე ჯერ კიდევ წინ გაქვს!არ დანებდე და არ იწუწუნო,ყველაფერს რომ თავი გაანებო კაცი ხარ და რას გავხარ,სარკეში ჩაიხედე!
-ნატა ...-სახეზე ხელები იტაცა გიორგიმ.
-მეორედ,ნატას ასე დაელაპარაკები და ორივე ფეხს მე მოგტეხავ,დამიჯერე.ის გოგო შენ ტრამვას შენზე ნაკლებად არ განიცდის და სრულიად უდანაშაულოზე არ გაბედო და ჯავრი არ ამოანთხიო,არავინ არი დამნაშავე და ეს კარგად გაიაზრე.ეს ფეხბურთია და თუ გადაწყვიტე,რომ ითამაშო უნდა შეეგუო,რომ აქ ასეთებიც და უარესებიც ხდება.ნაკრების ექიმები ხვალ ჩამოვლენ,გერმანელებს ვერ ვენდობი.
-შენ ვერავის ვერ ენდობი ქართველის გარდა ...-გაეღიმა გიორგის და თვალები დახარა მოახლოებული მწვრთნელის წინაშე.
-ის მაინც მისწავლებია,რომ საკუთარ ტკივილზე წინ ქვეყანა დააყენო ..-თავისთვის ჩაილაპარაკა,ისე რომ ფიქრებში გართულ სტურუას არც გაუგია.თავზე ხელი უფროსი ძმასავით გადაუსვა და კარისკენ დაიძრა-ხო მართლა,ამბროლაძემ შენ გამო ორი ჯარიმა გადაიხადა,ვარჯიშები გააცდინა და ხვალ აქ იქნება,ძალიანაც არ გააბრაზო.
ეგ იყო ჭეშმარიტი გაგებით,ქართველი ქართველისთვის ...
ან უბრალოდ ეგ იყო რაც უნდა ყოფილიყო.

-რაო,დიშლერის ღიმილმა,არაო?!-კარი რომ გაიღო და ბიჭები ყვირილით შეცვივცდნენ სტურუაზე ჩახუტებული ნატა შიშისგან საწოლიდან გადავარდა.
-აუ,აუ ... ამბროლაძე მაგარი უეთიკო კაცი ხარ!-იდაყვი უთავაზა ირაკლი მელუამ ლაშას.
-დააკაკუნეთ მაინც,რა უპატივცემულობაა?-თეატრალურად შეიცხადა გიორგიმ და სიცილისგან სული რომ მოითქვა ძლივს წამომდგარ ნატას გადახედა-იტკინე რამე?!
-ტვინი!-თვალები დაქაჩა ავისმომასწავებლად ნატამ-ყავა ვის გინდათ,ჩავდივარ ...
-აუ,რძალზე ურძლესო მე წამომიღე რა უშაქროს ვსვამ ხოლმე,ოღონდ უთხარი ქაფიც ...
-ქაფი არა,ნატრიუმის დიოქსიდი კიდე!-სიცილი აუვარდათ ნოდარ ნატროშვილზე,ნაკრების მცველს.
-რას შვრები,არაო შტუდგარდელმა ჰიტლერმა?გაგიჯაზა საბჭოთა კავშირელ გიუშას?!
-ბიჭო,ეს შუქრუ სარაჯოღლუს შვილია თან ღვიძლი!-სულს ძლივს ითქვამდა ლაშა.
-შუქრი ვინო?!-ვერ გაიგო ხუმრობა ნოდო ნატროშვილმა.
-აი,ფენერფახჩის ბორის პაიჭაძე რა...
-ააჰ,ჰო კი გასაგებია ...
-ისე შენ რა გითხარი!
-შენ,კიდე რით ვერ დაიმახსოვრე „ფენერბახჩე“ და არა ფერფახჩა,ან საიდან მოიტანე რა ყველაფერს აუშნოებ,შე უშნო კაცო!-ნეკნები ეტკინა გიორგის სიცილისას.
-ლაშა,შენზე გავიგე შვეიცარიის „ბაზელი“ ისე მოსწონს იქაურ მოქალაქეობასაც ეპრანჭებაო ..-ჩაერია საუბარში მომღიმარი ალექსანდრე.
-აუ,არა ალექსანდრე,მელუას ჰქონდა ჩემი ფეისბუქი და იმან იმაიმუნა რაღაც ესეც აჰყვა,მოცლილები ..!-ჩაიდუდღუნა ორმეტრიანმა მეკარემ და თავი გაბრაზებული ბავშვივით დახარა.
-ნახე ახლა იტირებს!-ახარხარდნენ ბიჭები.
-არა თუ რამე,კორძაძე უნდა მოვამზადოთ ძირითადში დასაყენებლად და წინასწარ გაგვაგებინე,რა?!-ალექსანდრეს სიტყვებზე ისეთი სისწრაფით წამოხტა გამწარებული ლაშა ბიჭების სიცილით მთელი საავადმყოფო შეწუხდა.
-ანგელამ,ორი საათით დაგვრთო ნება მაგას არ შეუშინდე,ალექსანდრემ ვიღაც მაგარი ბიჭი აღმოაჩინა,„დინამოში“ შენ შეგცვლით,მაგრამ რომ გამოკეთდები ერთიანად შევუტევთ,სად არი მაგათი მოსაგები ევროპა?!-თავისი ჭკუით გაამხნევა ირაკლი მელუამ სახეაჭარხალებული სტურუა.
-რაო ?...
-გაიტანეთ ეს ნახატი აქედან ... -ამოილაპარაკა ალექსანდრემ და ბიჭებმაც სულ კინწისკვრით გაიყვანეს ირაკლი.
-ვინ არი ..?!-ძლივს დაფარა ეჭვიანობის ნოტები,მერე სადღაც გულის სიღრმიდან წამოსული ის შეუცნობელი გრძნობა დაეუფლა,მხოლოდ ქართველს,რომ შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ საქართველოზე.-კარგად თამაშობს?დინამოელია?!
-მხოლოდ ერთ თამაშზე დავინახე,საოცარი ტექნიკა აქვს ... პატარაა,ჯერ ბევრი სამუშაო აქვს,მაგრამ ცდად ღირს.
-რა ჰქვია?როგორ ვიპოვო?-პლანშეტს გადასწვდა სტურუა.
-გიო,დაისვენე ახლა ..
-ოჰ,ალექსანდრე რა დროს დასვენებაა, ვერ გაიგე რა თქვი?საოცარი ტექნიკა აქვსო,თუ ეს თამაშები ნორჩ დინამოელს უნდა წააყვანინო უნდა ვნახო ვიში გამცვალე!-თავადაც ეცინებოდა თავის სიტყვებზე.
ინტერნეტში ვერაფერი იპოვეს.
ნახვის საათები იწურებოდა,ოთახში ნატა შევიდა და მნახველებიც თავიანთ ქვეყნებს დაუბრუნდნენ.

საქართველოში ბრუნდებოდა,მატჩი ახლოვდებოდა და წვრთნები უნდა განეახლებინათ.
ნატამ მიაკითხა სასტუმროში.
-ნიასთვის რაღაცები ვიყიდე,ბავშვისთვისაც ... ორივე გიჟები ხართ,როგორ უძლებთ ინტერესს გოგო იქნება თუ ბიჭი არ ვიცი,ამიტომ ...-გაეღიმა და პარკები გაუწოდა ალექსანდრეს თვალცრემლიანმა-ორივესთვის ავარჩიე რაღაცები ... არასდროს დამავიწყდება როგორ შემიჭამა მთელი გზა ნაბახუსევი ტვინი შენზე ლაპარაკით,მაშინ ... გრანდაში რომ დაგეჯახა.თქვენს მერე სასწაულების მჯერა,იმისც რომ ამ კრიზისს ორივე გადავიტანთ მეც და გიორგიც.არ ვიცი,ალექსანდრე ვერასდროს გეტყვი სიტყვებით ჩვენთვის რა გააკეთე,აქ რომ ჩამოხვედი,ისიც ვიცი ბიჭები შენი ხარჯებით,რომ ჩამოიყვანე ...
-გიოს არ უთხრა,ხო?!-გაეღიმა არშბას და გოგონა გულში ჩაიკრა-მიხედე,შენთან ერთად მთელ ქვეყანას სჭირდება,სწორ გზაზეა მთავარი ესაა.
-შენ მისთვის უზარმაზარი კედელი ხარ,რომელსაც დაეყრდნობდა,მინდოდა რომ გცოდნოდა.ალბათ მშობიარობის დროს საქართველოში ვერ ვიქნები ... დაგაჯერებს,რომ არ ნერვიულობს,მაგრამ არ გაბედო და მარტო არ დატოვო. შეყევი,სულ მაგას იძახდა ქმარი რა ქმარია,ცოლის მშობიარობას თუ არ დაესწრო და მისი წილი ტკივილი არ გაიზიარაო,შეიძლება არ გითხრას მაგრამ იქ შენ არ ყოფნას,გულის ძალიან სიღრმეში არ გაპატიებს.
-ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება,ნატა მთავარია ყველას გვყავდეს ერთმანეთი.

ნია მეექვსე თვეში იყო,ალექსანდრეს და ყველა ქართველის ცხოვრებაში რაღაც ძალიან რთული ეტაპი რომ დაიწყო.
შანსი,რომელიც ევროპაზე მოსახვედრი ერთადერთი ბილეთი იყო.
ხავსი,რომელსაც ყველა ქართველი,იყო ფეხბურთის მოყვარული თუ არა,ერთიანად ეპოტინებოდა და კაცმა არ იცოდა აქამდე მისული ქვეყანა ამ შანსს როგორ გამოიყენებდა.
პირველი მატჩი მოწინააღმდეგესთან,თბილისში 0-0 დასრულდა,მაგრამ ამას არ შეუფერხებია ბრძოლის ჟინი.
აქტიურად წერდნენ სტურუას ტრამვის შესახებ და არ ერიდებოდნენ იმის აღნიშვნას,რომ ეს ერთგვარი ბუმერანგი იყო,რომელმაც წარსულის შეცდომა უპასუხოდ არ დაუტოვა ფეხბურთელს.
ის დღე.
1 სექტემბერი.
მოსკოვი.


-მთავარმა მწვრთნელმა სტურუას ჩანაცვლება 18 წლის დინამოელით მოინდომა?მართალია,რომ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ბრუნდება?-ალექსანდრეს ტრადიცია,რომ კომფერენციებზე არ გასულიყო,არ იცვლებოდა.მის ნაცვლად ახლა დარბაზში ლაშა ამბროლაძე იჯდა,ეროვნული ნაკრების მეკარე.
-სტურუას ვერავინ „ჩაანაცვლებს“ მხოლოდ იმიტომ,რომ ის გიორგი სტურუაა და მორჩა.!-შეუვალი იყო ლაშა-ამ 18 წლის ბიჭს ანუ მიშო ხოფერიას ეძლევა შანსი,რომ საკუთარი თავი გაგვაცნოს ჩვენც და თქვენც მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი,რომელიც არც სტურუას უნდა შევადაროთ,არც არშბას და არც სხვა ვინმეს.მხოლოდ მისია და მის დემონსტრაციას ოდესმე აუცილებლად ვიხილავთ,როდის ეს მასზეა დამოკიდებული.დღეს ამის შესანიშნავი შანსი აქვს,როგორც მას ასევე მთელ გუნდს.დღეს ყველამ ჩვენი წილი ბრძოლა უნდა მოვიგოთ ზედმეტი ოცნებების გარეშე.რაც შეეხება ცნობილ ფეხბურთელს,ეს ყველასთვის საამაყო ნიკა სიჭინავაა,რომელიც აქამდე ბელგიაში თამაშობდა და სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ახლა შემოგვიერთდა,მასზე ალექსანდრე თავიდანვე საუბრობდა,რომ სამ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეს ტრამვა ჰქონდა,ერთ-ერთი აქედან ნიკა სიჭინავა იყო.
-თქვენი აზრით დამთხვევაა,რომ მიშო ხოფერიაც დინამოში თამაშობს და ისიც ცხრა ნომერია?!
-მიშო ხოფერიამ დინამოს „ცხრა ნომერი“ როგორ მიიღო არ ვიცი,მაგრამ ძალიან ბევრი უნდა იშრომოს მის უკან მდგარი სიჭინავას გვერდით რომ აღმოჩნდეს ..
-რამდენად იმედიანი განწყობაა გუნდში?
-გუნდში იმედიანი განწყობა არ არის,ყოველ შემთხვევაში ასე ვერ დავარქმევდით.ბრძოლის სურვილია,ხელშესახები მიზნების მიღწევის დროა,ოცნებას აღარ უნდა შევეშვათ?
წარმატებები უსურვა ყველას და დარბაზი დატოვა.

გასახდელში იყვნენ.
სრული სიჩუმე სუფევდა.
ნიკა სიჭინავას,ლაშა ამბროლაძის,ირაკლი მელუას,ნოდარ ნატროშვლის და სხვების გვერდით იჯდა 18 წლის ბიჭი,სახელად მიშო,რომლისთვისაც ახლა იწყებოდა ის რისი ნაწილიც ეს ბიჭები დიდი ხანია იყვნენ.
ნერვიულობის დამალვას ცდილობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა.
გვერდით მჯდარმა „გენტის“ მოთამაშემ და „დინამოს“ დამსახურებულმა ფეხბურთელმა რომ შენიშნა ახალბედას განცდები ღიმილი ვერ შეიკავა.
-სანამ ბურთს შეეხებით გახსოვდეთ,რომ არსებობს მცველები და არსებობს მეკარე.თუ ამ ორის არსებობას დაივიწყებთ არც იოცნებოთ,რომ გოლის გატანას შეძლებთ.თვალებში უყურეთ და დაანახეთ,რომ მათი არსებობის შესახებ იცით და ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს,გასაგებია?!-ნელ-ნელა ემატებოდა არშბას ხმას მაღალი ტონალობა-აქამდე მოსასვლელად ამდენ ბრძოლას წყალში ნუ გადაყრით,ამ მოედანს მიღმა თქვენი ოჯახები დგას,ჩვენი ქვეყანა დგას,ჩვენი ხალხი რომლებსაც უამრავი იმედგაცრუების მერეც სჯერათ,სადღაც გულის ძალიან ღრმა ნაწილში,სჯერათ რომ შეგვიძლია.! არ გაბედოთ ...-ღრმად ჩაისუნთქა და ყველას გამგმირავი მზერა ესროლა-არც ერთმა არ გაბედოთ იქიდან ისე გამოხვიდეთ რომ არ იბრძოლოთ.ჩვენი შვილებისთვის,ჩვენი მამებისთვის,ჩვენი ქვეყნისთვის! გახსოვდეთ,რომ ამ ხალხთან ყველა შეხვედრა ომია,მანამ სანამ მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის გულს აწევს ...
მოსკოვის სპარტაკის სტადიონზე ორმოცდა ხუთი ათასი ადამიანი ელოდა ბრძოლას.
პროჟექტორის შუქი ანათებდათ ფეხბურთელებს,თითოეულის სხეულში საქართველოს გული ძგერდა.
გულშემატკივრის ღრიალი მათ სმენას სწვდებოდა და ეგონათ ყურის სასმენ აპკს გაურღვევდა რუსის შეძახილები,რომ ქართველთა დამარცხება „მარტივი“ იყო.
ლაშა ამბროლაძის უკან და ნიკა სიჭინავას წინ პატარა მიშო ხოფერია იდგა,უზარმაზარი პასუხისმგებლობით მხრებზე.
-გახსოვდეს ქართველი ხარ,არ აქვს მნიშვნელობა რა გვარის.ქართული სისხლი გაქვს. დღეს ყველა ჩვენს მიღწევას უკან ვტოვებთ და იქ რიგითი ქართველი ჯარისკაცივით ვიბრძვით,უიარაღოდ.დღეს დიდი მოვლენის ნაწილი ხარ და ეს დღე მთელი ცხოვრება უკან გამოგყვება,მთავარია ტვირთად არ დაგაწვეს ... აქ რომ გვიყურებ ბიჭებს,რომლებსაც ასჯერ მეტი გამოგვივლია რაც შენ,იცოდე შენ გამო მთელ გუნდს ავწევთ,გაიაზრე რომ შენც იგივე უნდა გააკეთო ჩვენთვის.არ შეგეშინდეს,შენ უკან მთელი ქვეყანა დგას.-ესმოდა დინამოს „ცხრა ნომერს“ დინამოს ყოფილი„ცხრა ნომრის“ სიტყვები და ეგონა სხეულში უნორმო ადრენალინი შეუყვანეს.
-მამაო ჩვენო ვთქვათ ბიჭებო!-მოისმა ვიღაცის ხმა.

მოედანზე გასულებს უკვე სცემდათ ბრძოლის სუნი.
მთელი სხეული უთრთოდათ განურჩევლად ასაკისა და გამოცდილებისა,ალბათ იმიტომ რომ სხვა კი არა მათი მოწინააღმეგე რუსეთი იყო.
უყურებდნენ თავიანთ მწვრთნელს,რომელიც პირველად მის პრაქტიკაში სკამზე იჯდა.
რუსეთის ჰიმნის ჩამთავრებისთანავე მთელი გრძნობით წამოუდგა ყველა ქართველი ქართულს.მღეროდნენ ჟინით,გამარჯვების გაშმაგებული წყურვილით.
მსაჯმა ორივე კაპიტანი თავისკენ მიიხმო და მონეტა ააგდო.
სულ ორი წამით გადმოხედა არშბამ რუსეთის ნაკრების მწვრთნელს,რომელიც ირონიული ღიმილით ანიშნებდა ავტოგოლზე.
სულ ორი წამით მოუნდა თავადაც ნაკრების ფორმა ცმოდა და ეს „ნიშანი“ თავზე ჩამოეფხატა გაღიმებული მწვრთნელისთვის.
თამაშსს რუსები იწყებდნენ.
კანში ვერ ეტეოდა ვერც ერთი ქართველი,ზუსტად იმიტომ რომ ეს სათითაოდ ყველას ბრძოლა იყო.
ქართველი ბიჭების ხისტ თამაშს დამსახურებული ჯარიმაც მოჰყვადა 15 წუთზე ქართველების საჯარიმოსთან იდგნენ რუსები.
ლაშა ამბროლაძესთვის რომ გეკითხათ შენი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა რა არისო,ალბათ გიპასუხებდათ,რუსის გამწარებული სახე,როცა საოცარი სიზუსტით დარტყმული ბურთის კუთხე გამოიცნო მეკარემ და გულთან მიბჯენილ ბურთს მანამ არ გაუშვა ხელი,სანამ თავისი არეალიდან უკან დახეული რუსები არ დალანდა.
ინგრეოდა ტრიბუნები.
თუ ქართველი არ თმობდა პოზიციას,ასეთივე პათოსით იბრძოდა რუსიც.
პირველი ტაიმი ფრედ რომ დამთავრდა პირველად აქ ჩახედეს დამარცხების შიშს თვალებში.
გასახდელში გასულ ბიჭებს ალექსანდრეს ლანძღვა მალამოდ მოედებოდათ გულზე,პასუხად კი მისი მშვიდი ტონით წარმოთქმული ერთი წინადადება მიიღეს,რომელმაც იმ ღამით თამაშის ბედი გადაწყვიტა.
„მე ვერასდროს ვაპატიებ ჩემ თავს რუსის გაღიმებულ სახეს,ერთადერთი რასაც მტერსაც არ ვუსურვებ ის ტკივილია,რაც იმ ღამის მერე დაღად მამჩნევია ... მე მხოლოდ ამის თქმის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს,როგორც ყოფილ ფეხბურთელს.“

-საინტერესოა არშბას გადაწყვეტილება,მოედანზე 18 წლის ბიჭის გამოყვანასთან დაკავშირებით,მან ამ ბიჭში ის პოტენციალი დაინახა,რასაც თავის დროზე სიჭინავაში ვუყურებდით.ნიკამ გაამართლა,იმედია ...
-ერთი წუთით ... სიჭინავაა ბურთით!-აყვირდა ერთ-ერთი კომენტატორი-ჩამოიშორა ერთი თავდამსხმელი ... მოატყუა ერთი მცველი .... -პაუზებს შორის მთელი ქვეყანა წყვეტდა სუნთქვას-მოატყუა მეორე მცველი ...
-უნდა გაიხსნას მარცხენა ფლანგი!-აჰყვა მეორეც.
-მოატყუა მესამე მცველი!-კომენტატორის ღრიალთან ერთად ყველა ქართველი წამოდგა ფეზე.
-კედელი მელუასთან,ისევ თვითონ იბარებს ბურთს!პასი ...-ამოიჩურჩულა ხმაჩახლეჩილმა კომენტატორმა.-მარცხენა ფლანგზე ხოფერია შენიშნა,პასი „ცხირდან“ „ცხრამეტზე“ და გოოლ!

მიშო ხოფერიამ იმ დღეს თავისი სადებიუტო ცხრამეტნომრიანი მაისურით პირველი გოლი შეაგდო რუსეთის კარში.პირველი კადრები რაც დააფიქსირეს ნიკა სიჭინავას წელზე შემოსმული პატარა „დინამოელი“ იყო,რომელმაც ბედნიერების ცრემლები ვერ შეიკავა.
93 წუთზე ამ გოლმა ყველას დაანახა,რომ ქართველის დაცემა სამყაროს არ უნახავს.

ეს იყო პირველი შემთხვევა,როცა არშბამ ნაადრევად დატოვა სტადიონი.
ვერავინ მიუხვდა მწვრთნელს ამ საქციელს.
ტელეფონში ნაცნობი ნომერი ხელისკანკალით აკრიფა და ის იყო უნდა დაერეკა თავად რომ დაურეკა იგივე ნომერმა.
-ალექსანდრე ...-გაისმა მამაკაცის ათრთოლებული ხმა-შენ დღეს მოიგე,ბაბუ.დღეს მთელ ქვეყანას დავანახეთ,რომ ქართველის სულს ვერავინ ჩაკლავს!
ხმას ვერ იმორჩილებდა შვილიშვილი და პირზე ხელისგულით აფარებული ოცნებობდა მისთვის რაიმე მაინც ეთქვა.
-ახლა აქ რომ მყავდე,ლექსო ისე დაგიკოცნიდი მაგ ხელებს,როგორც პირველად ჩემ ოთახში ბურთით ჭაღი რომ ჩამოაგდე ...-მიხვდა,ბაბუაც ტიროდა-ყველაფერი წინ გვაქვს,ბაბუ.უფალი არ მიგატოვებს,ეს დასაწყისია ... შენი გამარჯვებ’ების კოლექციას ვაგროვებ,შენი გაჩენის წამიდან და გეფიცები ის ავტოგოლი საჭირო იყო,ქართველს ეს ბედნიერება რომ განეცადა.
ტელეფონი გათიშა და საპირფარეშოში ჩაკეტილი ატირდა.
მისთვის რომ გეთქვათ ფეხბურთი მხოლოდ თამაშიაო,ალბათ გაეცინებოდა.
ეს ომი იყო,უიარაღოდ,მხოლოდ მაშინ თუ საქმე ნაკრებს ეხებოდა.
„ჩვენი შვილი ყველაზე ბედნიერია,შენ რომ მისი მამა ხარ“...
ნიას შეტყობინებას თან დართული ჰქონდა ხმოვანი ჩანაწერი,სადაც თავისი შვილის გულისცემა ისმოდა.
ძლივს მოახერხა გადაერეკა ნიასთვის.
-ყველაზე მაგარი საჩუქარი გამიკეთე ... -გაეღიმა ალექსანდრეს ხმაზე ნიას.
-მე უკვე მეორედ ვისმენდი,შენ წინაზე თამაში გქონდა და ეს ვეღარ მოვიფიქრე ..
-დღეს შენი ნახვის მეშინოდა ...-ფეხსაცმლის თასმას ეთამაშებოდა ხმაჩახლეჩილი არშბა-მეშინოდა,რომ ისევ წავაგებდი,რომ შენც მოგიწევდა ამ ყველაფერთან ბრძოლა.ყველაზე უფრო არ მინდა შენი „სიძლიერე“ დავინახო ცხოვრებაში,არ მინდა ასეთი ცხოვრება მოგცე სადაც ეგ დაგჭირდება,მარგამ მგონია რომ მაინც ვერ ვახერხებ ...
-ალექსანდრე ყოველ ჯერზე „ფან-გვერდები“ შენი ფოტოების ატვირთვისას ათასობით გოგონას მოწონებას იღებენ,აუცილებლად მჭირდება ძლიერი ვიყო,რომ არ ვიეჭვიანო!-გაეღიმა ნიას.
-არც იხუმრო ამ თემაზე,ერთადერთი ხარ ვინ ფერებს სძენს ჩემ ცხოვრებას.ეს გამარჯვება ჩემზე მეტად შენ გეკუთვნის,რომ არა შენ მე დღეს აქ ვერ ვიქნებოდი.
-ვერც „ყველაზე მწვრთნელი“ იქნებოდი ..-გააჯავრა ნიამ-ჩანთაში შენი ნაკრების მაისური ჩაგიდე ჩუმად,პატარა ჯიბეშია ჩაკეცილი,ბიჭებს ხელი მოაწერინე სულ ყველას,ასისტენტებსაც და წამომიღე.
-წამოგიღებ.-გაეცინა ალექსანდრეს.-ჩვენთან ხარ?!
-შენთან.
-სახლი ვიგულისხმე,ნიუს ვიცი რომ ჩემთან ხარ სადაც არ უნდა წავიდე.
-ნუ დამეღვარე რომანტიკად,შენ სახლში ვარ ბაბუაშენის და ბაბუაჩემის ცრემლებს ვაფიქსირებთ მთელი ორი საათია.
-ყველაზე ბოროტი ფეხმძიმე ხარ,რაა!-გაეცინა ალექსანდრეს.
-ბიჭებს მიულოცე,გკოცნი,უფალი გფარავდეთ.


გასახდელში განუკითხაობა იყო.
გიორგი სტურუას ვიდეო ზარით ელაპარაკებოდნენ.
თითქოს ვერც ერთი ისვენებდა ეს გამარჯვება მისთვისაც რომ არ გაეზიარებინათ.
-ამბროლ,აღიარე ჩემი ხარხარი გელანდებოდა ის რუსი კარში რომ გირტყამდა!-იცინოდა გიორგი.
-ჰო,აი სულ შენ მყავხარ ცხოვრების მოტივატორად!-სახე დაებრიცა ლაშას.
-შენ გგონია ინტერვიუ არ ვნახე?მელუა მანდ თუ ხარ ერთი თავში ხელი მოსდე,რა ისე ვენატრები ჟურნალისტი ლამის გახლიჩა ერთი საცოდავი კითხვის გამო..-სიცილს არ წყვეტდნენ ლაშას გაწითლებულ სახეზე ბიჭები.

მერე იყო მატჩი სერბეთთან,სადაც ფრედ დასრულდა ორივე თამაში.
დღეებს ითვლიდნენ სტურუას გამოჯანმრთელებამდე.
ალექსანდრეს მოთხოვნით ნია არბათა მთავარ სახლში გადავიდა დროებით საცხოვრებლად.
უკვე მეშვიდე თვეში მყოფ ორსულს სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევდა და საშინლად განიცდიდა ამ ამბავს.

დანიასთან მოგებულ თამაშებზე უკვე ევროპაში ძველ ქართველ ფეხბურთელებს განიხილავდნენ აქტიურად და სტატიები იმედისმომცემი სათაურებით იწერებოდა,სადაც საქართველო ისევ ანგარიშგასაწევი ძალა ხდებოდა,რომელიც ნელ-ნელა საბრძოლო ასპარესზე ფეხს იკიდებდა და ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი.

ჟურნალისტები უკვე ნიას ურეკავდნენ და ევედრებოდნენ ალექსანდრესთან ინტერვიუს ჩაწერას,რაზეც არშბა ისევ მტკიცე უარს აცხადებდა.
„მათთან საქმეს მხოლოდ მაშინ დავიჭერ,როცა თამაშს წავაგებთ და ჩავთვლი,რომ ამით თავს დავისჯი“-იცინოდა ხოლმე არშბა ჟურნალისტებზე საუბრისას.

-ვერასდროს ვიგებდი რა პარადოქსია,გეზიზღებოდეს მთელი სპორტული მედია და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი ცოლად მოიყვანო?!-ეზოში ისხდნენ გრძელ საქანელაზე,სადაც ალექსანდრეს ნიას კალთაში ჩაედო თავი და მუცელს ფრთხილად უკოცნიდა.
-შენ თვალებში არასდროს შემიმჩნევია ის,რაც უმეტეს მათგანს შიგნიდან ჭამს.
-რას გულისხმობ?!
-საკუთარი წარმატება სხვისი განადგურების ხარჯზე,აი ამას.
-არ მომიყვები,რა მოხდა 20..წელს როცა ავტოგოლი გაიტანე?...
-მოსაყოლი რა არი?-წამოჯდა არშბა,ცოლმა შეატყო როგორ აელეწა ქმარს სახე იმ დღის გახსენებისას-ჩემმა მწვრთნელმა მაშინ გარეთ დაცვის ბიჭებით გამიყვანა,ყველას გადაუარეს.ჩემი დანაშაული ყველას მიაცხეს და თავიანთი პროვოკატორული კითხვებით მწვრთნელს გადადგომა აიძულეს.ერთს იმის კითხვისიც არ შერცხვა,უფროსმა ალექსანდრემ რამდენი გადაგიხადათ,მისი შვილიშვილი ნაკრებში,რომ აიყვანეთო ...-სიმწრით გაეცინა და კბილებით ქვედა ტუჩს ჩააფრინდა-მაშინ მეგონა ტვინში სისხლი ჩამექცეოდა,ბაბუაჩემი ჩემზე იმედებს რომ დებდა ეს ჩვენი სახლის კარს იქით არ გასულა,მე თუ მისი მრცხვენოდა,მხოლოდ იმ შრომის გამო რაც ჩემ განვითარებაში ჩადო და არა იმის გამო,რომ ალექსანდრეს სახელით ვიდექი მოედანზე.ყველამ გადაუსვა ხაზი „გრანდას“,“დინამოს“ ყველაფერს რაც მანამდე მიკეთებია.მწვრთნელს ირიბად მიანიშნეს,რომ არშბამ და მან თამაში გაყიდეს,თან ვისთან ... რუსეთთან!? ალბათ,ყველაფერს გადაყლაპავ,მაგრამ სამშობლოს გაყიდვა 30 ვერცხლად ვინმემ დაგწამოს,ამას ვერა.ამის ღირსი არავინ ყოფილა მითუმეტეს ბაბუაჩემი.მახსოვს ალექსანდრე ორი ღამე ადვოკატებთან აუდიენციას გადიოდა,საქმე იმდენად სერიოზულად წავიდა ამ ერთი კითხვის დასმით ... საბოლოოდ ყველამ დაინახა ჩვენი უდანაშაულობა,ჩვენი რა ბაბუაჩემის ... მე კი დავტოვე ის რაც მთელ ჩემ ცხოვრებად დამიჯდა.
-ამიტომ მითხარი ... მაშინ ... „აიხდინე შენი ჟურნალისტური ოცნება?“...-ცრემლებით აევსო თვალები ნიას-როგორ არ უნდა განსაჯო ასეთ დროს ადამიანი,მაშინ ვფიქრობდი რომ საკუთარ შეცდომაზე დამონებული კაცი იყავი,რომელსაც არ შეეძლო ცხოვრების გაგრძელება.
-ჩემი შეცდომა,მთელი ქვეყნის ტკივილად რომ ვაქციე ამას ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს. ვანო ძიას ნასწავლი,პრაქტიკაში რომ ვერ გადმოვიტანე ამასაც ვერ ვპატიობდი.სულ მეუბნებოდა,როგორც არ უნდა იყვნენ შენთან დამნაშავე,იყავი მათზე ძლიერი და აპატიეო.მე დღესაც ვერ ვინელებ იმ ერთ კითხვას ...
-შენ იცოდი რომ ამის საშიშროება იყო და მწვრთნელობას მაინც დათანხმი!-მტკიცე იყო ნიას ხმა.
-მე ვიცოდი,რომ ქვეყანას ვჭირდებოდი,ეს ჯერ შენ დამანახე,მერე ბაბუამ,ამან მათქმევინა უარი სხვა ყველა გრძნობაზე,რაც ნაკრების იქით არსებობს.
-ხვალაც იგივე რომ განმეორდეს ..?!
-პოსტს მშვიდად დავტოვებ,სკოლას გავხსნი სადაც უფასოდ ვასწავლი ბავშვებს ფეხბურთის თამაშს,მწრვთნელიც ვიქნები,ასისტენტიც,ექიმიც,ფსიქოლოგიც,მამაც და ძმაც.-გაეცინა-ოდესმე ნაკრებს დავტოვებ,ნია და ამ ოცნებას ავისრულებ ... მათთან წავალ,ვინც ზემდეტი ამბიციების გარეშე გააგორებს ბურთს კარის მიმართულებით და იქნება მხოლოდ ფეხბურთელი.
-მაინც სამშობლოზე იზრუნებ ...-გაეღიმა ნიას და შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია.
-მათაც ხომ უგულშემატკივრებ?!
-ზუსტად ისე,როგორც პიკეს და „ჩიხურას“.!
-რა მეშველება,მართლა უყვარს პიკეც და „ჩიხურაც“ ...-იცინოდნენ მთელი არსებით.
ეგ არი ალბათ ბედნიერება,ცხოვრებაში უფალი იმ ადამიანს რომ შეგახვედრებს,ვისთანაც სისულელეებზე გულიანად სიცილს შეძლებ.


სტურუას ტრამვის გამო გუნდი დანაკლისს განიცდიდა და ამას ყველა აღნიშნავდა.
ის რასაც ქმნიდა კონკრეტული მოთამაშე არ შეეძლო შეექმნა სხვას.
დანიასთან სახლში ჰქონდათ თამაში.
გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო,მაგრამ არა გადამწყვეტი.
თამაშის დაწყების წინ ალექსანდრემ ბიჭები შეაგულიანა და ის იყო მოედანზე უნდა გასულიყო,ჩანთაში ჩადებული ტელეფონის ზარი რომ გაიგო.
მატჩის წინ არავის ელაპარაკებოდა,როგორი საჩქაროც არ უნდა ყოფილიყო წესად ჰქონდა,რომ მოედანზე მხოლოდ თამაშზე ჰქონოდა კონცენტრაცია.
ბედი იყო,ალბათ იმ დღეს ეს წესი პირველად რომ დაარღვია.
კაკი ატყობინებდა,რომ ნიას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.
მუხლები მოეკვეთა გაფითრებულ მწვრთნელს.
ასისტენტების ხმა გაიგონა დერეფანში,ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა.
-ალექსანდრე,წავედით!
-ახლავე მოვალ ... -პირველად ჩავარდა მსგავს სიტუაციაში,რომ არ იცოდა რა ექნა.
ტელეფონზე ხელისკანკალით აკრიფა მამამისის ნომერი.
-ხო,მამა ...-გასიმა მერაბის აღელვებული ხმა-რას შვრებით,აბა როგო ხართ?...-ეტყობოდა როგორ ძლივს მალავდა სიმართლეს.
-მიმიხედე.-მერაბს ეგონა ყურის სასმენი აპკი ნაკუწებად უქცია შვილის გაბზარულმა და შეშინებულმა ხმამ.
-აქ ვარ,ალექსანდრე.არ ინერვიულო,მამა.
ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა.
მოედანზე გასული სკამზე უღონოდ დაესვენა,თვალები ორი წამით დახუჭა.
ახლა იქ იყო ...
მასთან ერთად თვითმფრინავში ისხდა.
შორიდან უყურებდა მის თავს,როგორ ცდილობდა აბეზარი გოგონას თავიდან მოშორებას.
სული ელეოდა,ახლა ნიას ერთი შეხებაც საკმარისი იქნებოდა,მაგრამ რეალობა იმაზე მწარე იყო,ვიდრე ყველაზე საშინელ კოშმარშიც წარმოიდგენდა.
მოგონებებში დაფრინავდა,თითქოს უწონადობის სიმსუბუქე სულს უხუთავდა ნაკრების მწვრთნელს.სულს კაწრავდა მსაჯის სასტვენის ხმა.
ხმა,რომელიც აიძულებდა თვალების გახელას და ნიას გამოსახულებაც ქრებოდა.
-ალექსანდრე,კარგად ხარ?..-გადაულაპარაკა ასისტენტმა-ფერი არ გადევს.
-მერამდენე წუთია ..?-ამოიხრიალა უღონოდ.
-რას ამბობ ალექსანდრე,ახლა დაიწყო თამაში.
ფეხზე წამოდგა და კბილებით ტუჩზე ჩაფრენილმა ცას ახედა.
ამინდი მოღრუბლულიყო,თბილისის ცაზე სულ მალე გაწვიმდებოდა.
თითქოს დედამიწა გრძნობდა სიმძიმეს,რაც იმ მომენტში არშბას გულზე ლოდად აწვა.
უყურებდა მორბენალ ბიჭებს და რომ გეკითხათ მის გუნდს რა ფერის მაისურები ეცვა ვერ გიპასუხებდათ.
„შეყევი,სულ მაგას იძახდა ქმარი რა ქმარია,ცოლის მშობიარობას თუ არ დაესწრო და მისი წილი ტკივილი არ გაიზიარაო,შეიძლება არ გითხრას მაგრამ იქ შენ არ ყოფნას,გულის ძალიან სიღრმეში არ გაპატიებს.“-ეკალივით ესობოდა ნატას ყველა სიტყვა,ხვდებოდა ცხოვრებაში ყველაზე დიდი კრიზისი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა.
აზუზუნებულ ტელეფონს უჩუმრად დახედა.
სოციალური ქსელის შეტყობინება იყო,იმ დღიდან როცა მისმა ცოლმა,სპორტის რიგითმა ჟურნალისტმა ალექსანდრეს „საქართველოს იმედი“ უწოდა ზუსტად ერთი წელი გასულიყო.
ეგონა სული ორად გაუხლიჩეს,სადაც სამშობლო და ოჯახი ერთ მხარეს ვეღარ იბრძოდა.
დახრილი თავი ფრთხილად ასწია,პირველი რაც დაინახა მიშო ხოფერიას ჩაცვენილი თვალები იყო,რომელიც მწვრთნელის მითითებას მზერით ითხოვდა.
ლაშა ამბროლაძე ბურთის ნაცვლად გაფითრებულ,ადგილზე გაყინულ ალექსანდრეს უყურებდა და თვალებით ეკითხებოდა მის გასაჭირს.
სიჭინავა ბურთით წინ მირბოდა და ბოლო ხმაზე უყვიროდა ხოფერიას რაღაცას.
ასეთ მომენტებში ადამიანის გონება ითიშება და მხოლოდ ინსტიქტების დონეზე დადის.
არ ახსოვს როგორ ასწია აკანკალებული ხელები მაღლა და ხოფერიას,როგორ ანიშნა მარცხენა ფლანგზე სიჭინავას ჩაწოდებული პასი აეღო.
არც ის ახსოვს,მცველები როგორ ამოსწია და მელუას როგორ ანიშნა ხოფერიასთვის სამი მცველი მოეშორებინა.
ალექსანდრეს ნიშანზე თითქოს ხოფერია გამოფხიზლდაო,ის იყო საჯარიმომდე მისულს ორი მცველი დაეწია,რომ ნატროშვილი ფეხებში შეუვარდა დანიელებს და ორივე ადგილზე მოსხიპა.
ხოფერიას გოლი და ტრიბუნების ყიჟინი ერთი იყო.
ნოდარ ნატროშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო,მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ზედახორას მოწყობაში,რომელშიც მარტივად გაარჩევდით,ქართველების ბედნიერებისგან აღრიალებულ სახეებს.
იდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მწვრთნელი და ერთიდან სამოცამდე ჩუმად ითვლიდა.
სიხარულის ნიშანწყალი არ ემჩნეოდა სახეზე.
ამბროლაძე თითქოს რაღაცას ხვდებოდა იმ უზარმაზარი დისტანციიდანაც კი.
-ალექსანდრე,გავიტანეთ!-ღრიალებდნენ ასისტენტები.
თავი გაგების ნიშნად დაუქნია და თვლა განაგრძო.
დრო კი არ ილეოდა.
არადა არ.
დასრულებული ტაიმი და ალექსანდრეს მოედნიდან გასვლა ერთი იყო.
ვერავინ ვერაფერი გაიგო.
საპირფარეშოში შეკეტილმა სასწრაფოდ მერაბთან დარეკა.
-რას შვრება?!
-ჯერ არ გამოუყვანიათ ... მამა,გაუძელი 45 წუთიც გაუძელი სტადიონის კართან ვდგავარ,ზურას ყოველ ჯერზე ველაპარაკები.გარეთ ვარ,მამა გიცდი.ნუ გეშინია,უფალი არ გაგვწირავს.
ესმოდა მერაბს მისი შვილის ღრიალი და თვალები ცრემლებით ევსებოდა.
მშობლის ყველაზე დიდი ტკივილი ისაა,როცა საკუთარი შვილის ტკივილს ვერ შველის.
ეს მომენტი ამ უტყუარ სიტყვებს ცხადჰყოფდა.
დალეწა საპირფარეშოში მდგარი პატარა კარადა,ვერავინ უახლოვდებოდა კარს.
ტელეფონი ხელებში მოემწყვდია და და სახედაძარღვული ღრიალებდა.
მერე იყო ხმა გარედან და ვალდებულება,რომელიც გაუსაძლისად მძიმე იყო.
ცივი წყალი შეისხა სახეზე და გარეთ გამოვიდა.
ვერავინ გაბედა ეკითხა რა ხდებოდა.
პირველად უყურებდნენ სახეწაშლილ,განადგურებულ არშბას.
-მელუა,ნუ აიგნორებ ფეხბურთელს,რომელსაც ბურთი აქვს!ნოდარ,მესმის ემოციების ამბავია,მაგრამ ჩვენ ასეთ ფეხბურთს არ ვთამაშობთ.ეცადე შენი საქმე უმტკივნეულოდ აკეთო.მიშო,ყველაზე ცუდი გოლი იყო,რაც კი შეგეძლო გაგეტანა!-კისერზე ხელები შემოაწყო გაფითრებულ ხოფერიას-11 კაცი შენმა 10-მა თუ ჩამოგაშორა შენ შეაგორე კარში ბურთი და მადლობას გადაგიხდით,სად არი შენი შემტევი თამაში?იაზროვნეთ მოედანზე!-შეჰყვირა და გაოცებული ბიჭები დააიგნორა.პირველმა აიარა კიბეები და სტადიონზე თავისი ადგილი დაიკავა.
მთელი თამაშის განმავლობაში საათს უყურებდა.
რამდენიმე შეცვლა გააკეთა და მაშინ,როცა ყველას ეგონა რომ დარჩენილ 20 წუთში მშვიდობიანად შევინარჩუნებდით ანგარიშს,საქართველოს კარში ჯარიმა დაინიშნა.
დანიელის საოცარი დარტყმული ამბროლაძემ ვეღარ აიღო და ანგარიში გათანაბრდა.
90 წუთი იწურებოდა დამატებით წუთზე დანიელების შეტევის დროს,ერთ-ერთი ფეხბურთელის უხეში თამაშით ნატროშვილმა პენალტი,რომ „აიკიდა“.
დანიელების კართან ნიკა სიჭინავა იდგა.
საქართველოს ცენტრ ფორვარდი და მის უკან მთელი საქართველო.
არ უგრძვნია კარში რბილად როგორ დაარტყა „ცხრა ნომერმა“.
ურეაქციოდ ახედა საათს და მსაჯის სასტვენის ხმაზე დინჯად დაიძრა კიბეებისკენ.

თავისი ნივთებიც არ აუღია,სტადიონი დატოვა და კართან მდგარ მამას მთელი ძალით ჩაეხუტა.მერაბს ძვლები ატკივდა შვილის საცოდაობით.
-მითხარი,რომ კარგად არი ...-ამოიხრიალა განადგურებულმა.
-კარგად იქნებიან,ორივე.ჩაჯექი წავედით.-თავზე აკოცა მამამ შვილს და მანქანისკენ უბიძგა.
სახეზე ხელებშემოწყობილს ცოტა აკლდა მამის წინაშე რომ ეტირა.
საავადმყოფოში მისულს კანიდან ამოძრომა უნდოდა,გრძნობდა ამდენ ნერვიულობას ვეღარ უძლებდა,გმირულად აიგნორებდა გულის არეში ტკივილს.
-ალექსანდრე ...-ამოილუღლუღა თამრიკომ.
არც ერთ ივანიძეს ხმა არ ამოუღია,სადღაც ესეც იყო განაჩენი.
-სად არის?-ამოიხრიალა ძალაწართმეულმა.
-კარგად იქნება,დე ბავშვიც მოძლიერდება შენ ...
-სად არის?-ურეაქციოდ იმეორებდა ერთი და იგივეს.
-პალატაში გადაიყვანენ ექიმი თავად დაგვიძახებს.
-ექიმი სად არის?-იღრიალა ბოლო ხმაზე-რატომ არ ვიცოდით ნაადრევი მშობიარობის რისკები თუ არსებობდა?!-სამშობიარო ბლოკიდან გამოსულ ექიმს მივარდა-შეგიძლია დეტალურად ამიხსნა ჩემს ცოლს მშობიარობა ორი თვით ადრე რატომ დაეწყო?!
-ბატონო ალექსანდრე,დამშვიდდით ...
-რას მთხოვ ხვდები მაინც?-მხეცივით უელავდა თვალები-რომელიმეს რამე რომ დაემართოს ...-ექიმის მხარს შუბლით დაეყრდნო და სიცილი აუვარდა,ირგვლივმყოფთა გაოგნებული თვალები დააიგნორა და ექიმის საყელოები მუშტებში მოიქცია-რომელიმეს რამე რომ დაემართოს ... წარმოდგენა არ მინდა,რად შემიძლია ვიქცე.
-დამშვიდდით,ნია უკვე პალატაში გადავიყვანეთ და მისი ნახვა შეგიძლიათ,რაც შეეხება ბავშვს ...-ხმა ჩაუვარდა თითქოს ექიმს-აპარატზეა შეერთებული,ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ როდის ..
-რას მეუბნები,დაველოდო რას?!-აღრიალდა ალექსანდრე-რას უნდა დაველოდო?
-ასეთი შემთხვევბი ხშირი არ არის,არ მესმის ეს თქვენ როგორ დაგემართათ ...
-ლექსო ...-ლოდივით დააწვა ბაბუის ხელი მხარზე.
კანში ვეღარ ეტეოდა,არ იცოდა რა ექნა.
ეშინოდა.
საკუთარი თავის პირველად ეშინოდა.
ნიას პალატისკენ მშვიდი ნაბიჯებით მიდიოდა.
იცოდა ცხოვრებაში თუ რამ შეუცოდავს ამ ოთახში ყველაფრისთვის პასუხს მოთხოვდნენ.
მიდოდა,როგორც ბრძოლის ველზე დამარცხებული ჯარისკაცი სახლის გზაზე.
პალატის კარი მედდამ გაუღო.
ნიას უსულო სხეული,რომ დალანდა ეგონა გული გაუწურეს.
ყველაფერს ელოდა იმის გარდა რაც დახვდა,ალბათ იმიტომ რომ დაუმსახურებელი სასჯელი ისეთივე მძიმე აღმოჩნდა,როგორც გამაყრუებელი სიჩუმე უიმედობაში.
-ნია ...-საწოლთან მისულმა ფრთხილად შეახო ხელი შუშისთვალებით მომზირალ გოგონას.
იმ ტკივილს გააღრმავებდა სიტყვა რომ დაეძრა,ამას თვითონაც მიხვდა.
მოსაცმელი ნელა გაიხადა და ნიას საწოლზე თავისი დაცლილი სხეული დაასვენა.
ნია ინსტიქტურად მიჩოჩდა,ქმრისთვის ადგილი რომ ყოფილიყო.
მედდამ გაპროტესტება სცადა,მაგრამ მამაკაცის ცრემლებს რომ გადააწყდა ოთახი უჩუმრად დატოვა.
თბილი მკლავები მოხვია ცოლის გაყინულ სხეულს და ხელი თავქვეშ ამოუდო.
ქალი კისერში ჩაღვრილ ქმრის ცრემლებს გრძნობდა ეს კი იმაზე მეტი იყო ვიდრე ყველა სანუგეშო სიტყვა ერთად.


ცხოვრებაში არის მომენტი,როცა შენი ომი მუხლებზე მდგომით უნდა მოიგო.
ომის ოთახი შენს გონებაშია და ერთადერთი ხსნა მაღლა ცაში.
ამ დროს ადამიანის გონება ტოვებს თავის საზღვრებს და ითიშება.
ფსიქოლოგიურ წნეხს,რომელსაც ამ მომენტში განიცდი ან უძლებ ან ვერ.
გააჩნია,რამდენად გწამს რომ მისი გაძლება მარტოს შეგიძლია.
მუხლებზე მდგარს მხოლოდ ერთი გამოსავალი გაქვს,ირწმუნო რომ მაღლა მყოფს შენი ტკივილი ესმის.ენით გამოუთქმელი ტკივილის და იმ სიყვარულის იმედად ხარ,რომელსაც ნატრობ რომ მას ესმოდეს.
გონებაში ბრძოლას ან იგებ ან ვერ.
გააჩნია,რამდენად გწამს,რომ ის არსებობს.

ინკუბატორში მისი შვილის პატარა სხეულს უყურებდა და თავი ყველაზე უსუსრ არსებად წარმოედგინა.მის ხველა ამოსუნთქვას ითვლიდა და ბოლო ძალებს იხვეჭდა,ოღონდ აქ ყველას დასანახად არ ეტირა.
მხარზე ხელი რომ იგრძნო,თვალები ძლიერად დახუჭა.
-ბაბუა,ხომ ...-უკან მთელი ნაკრები იდგა.
მუხლები აუკანკალდა და კედელს მიეყრდნო.
ლაშა ამბროლაძის აცრემლებულ თვალებს უყურებდა და ეგონა ამ ბიჭებს თითო გრამით მიჰქონდათ მისი ტკივილი,სულ მცირედით მაგრამ უმსუბუქებდნენ ამ ტვირთს გულზე ლოდად დაწოლილს.
-აქ ვართ,გვინდოდა რომ გცოდნოდა,შენ უკან მთელი ქვეყანა დგას.-გაისმა სტურუას ხმა,რომელიც ეტლში იჯდა და მწვრთნელს უღიმოდა.-ზუსტად,ისე როგორც გვასწავლე.
ის იყო უნდა ჩაკეცილიყო ხოფერია და ამბროლაძე რომ მივარდნენ და მხრებში ამოუდგნენ.

აი,ეგ იყო ქართველი ქართველისთვის,ჭეშმარიტი გაგებით.


ნიას სერიოზული მენტალური პრობლემები დაეწყო და ამას ყველა ხედავდა.
რეალობისადმი პროტესტს დუმილით გამოხატავდა.
არ ჭამდა,ოთახში დატოვებული წ ლით სავსე ჭიქა ცარიელი რომ ხვდებოდათ,მაშინ ხვდებოდნენ რომ სითხეს მაინც იღებდა პერიოდულად.
არაადეკვატურად დასუსტდა,თვალებჩაცვენილს უპეები ჩაუშავდა.
მორალურად გატყდა და ამას ვერსად მიუდიოდა.
ორი კვირის თავზე,ალექსანდრემ ხელში აყვანილი ძალით ჩასვა ჯაკუზში და თავისი ხელით დაბანა.გოგონას რეაქცია აღარაფერზე ჰქონდა.
თითქოს ნელ-ნელა პალიტრიდან ფერებს ჰპარავდნენ და ისიც უფერულდებოდა.
არშბათა მთავარ სახლში რომ მიიყვანეს,მისი პროტესტი იმით გამოხატა,რომ ღამით გაღვიძებულ ალექსანდრეს ცოლი საწოლის ნაცვლად ჭიშკართან დახვდა.
ტროტუარზე მჯდარს მზერა ერთი ადგილისთვის გაეშტერებინა.
მსგავსი შემთხვევა ორჯერ რომ განმეორდა მიუხვდა ქმარი სურვილს და მეორე დღესვე თავიანთ სახლში წაიყვანა.
-ნიუს,შოკოლადის ტორტი არ გინდა?-საწოლზე ჩამოუჯდა ცოლს და ხმა ძლივს დაიმორჩილა.
პასუხი არ იყო.
-ბავშვის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება,ნახავ ყველაფერი კარგად იქნება ...
პასუხი ისევ არ იყო.
-საბუთებში კატერინა ჩავუწერე,მაინც როგორ გამოვიცანით რომ გოგო იქნებოდა?ბიჭისთვის სახელიც არ გვქონდა მოფიქრებული ...
პასუხი ისევ არ იყო.
-ნია,ამოიღე ხმა,რამე მითხარი ... გინდა რომ მოვკდე?ხმა ამოიღე,რამე მითხარი,ხმა ამოიღე!-საყვირალი ხმა აღარ ჰქონდა არშბას.
პასუხი ისევ არ იყო.

მეორე დილით ცარიელ საწოლში რომ გაიღვიძა რეტი დაესხა.
აივანზე გავარდნილმა დაინახა ეზოში ცეცხლთან მდგარი ნია,რომელსაც თხელი მოსასხამი მოეხურა და თვალს ცეცხლის ალს უშტერებდა.
სული არ ჩაჰყოლია ეზომდე არშბას.
-ნია რას აკეთებ?!...-დაინახა თავისი კლუბის და ნაკრების მაისურთან,როგორ იწვოდა ბურთი და სხვა ჯილდოები.
-შენ იქ არ ყოფილხარ!-გაისმა ფოლადივით მტკიცე ხმა,რომელმაც სული დაუსერა მამაკაცს.

იქვე ჩაჯდა და სახე ხელის მტევნებში მოიქცია.
უყურებდა მთელ თავის წარსულს,ყველაფერს რაც ცხოვრებაში უკეთებია როგორ იწვოდა ცეცხლის ალში,ისე თითქოს მათი ბრალი იყო ეს ყველაფერი.
ცეცხლის სიმხურვალე სახეზე ედებოდა და სადღაც გულის სიღრმეში უხაროდა,თუ ამ ნაბიჯით ოდნავ მაინც დაიბრუნებდა ცოლი თავის სახეს მზად იყო ყველაფერი ცეცხლის ალში დაეწვა,მაგრამ ეს ალი სახლის ცივ კედლებს ვერ გაათბობდა ამას კი ორივე ხვდებოდა.

საავადმყოფოში სიარული რომ დაიწყო ნიამ ეგონა თავიდან დაიბადა.
ნელ-ნელა ყველასთან იბრუნებდა ნორმალურ სახეს გარდა ქმრისა,თითქოს დამწვარი წარსული არ აკმარა და ახლა აწმყოსაც ნავთს ასხამდა.
-ოდესმე ამას მაპატიებ?-ინკუბატორთან მდგარ ნიას უყურებდა განადგურებული ალექსანდრე.
-ოდესმე შენ თავს აპატიებ?-შეუბრალებელი იყო ქალი.
-იქიდან წამოსვლა მარტივი იყო,ნია მთელი თამაშის დროს წინ შენი სახე მედგა.მთელი თამაში 93 წუთი წამებს ვითვლიდი,შენამდე მოსასვლელს.იქ ყოფნა იყო ჩემთვის ტანჯვა,ამის მართლა არ გჯერა?-იმედგაცრუება გარეოდა ხმაში არშბას.
-მაიძულე მარტო გადამეტანა ეს ყველაფერი,ვიცი რომ მართალი ხარ,ვიცი რომ სწორი ის იყო რაც გააკეთე,მაგრამ მაგიჟებს ის ფაქტი,რომ მე ვერ დამამაგრებდნენ სკამზე შენს ადგილას,შენ კი იქ იჯექი და მითითებებს აძლევდი ფეხბურთელებს.მაგიჟებს ის ფაქტი,რომ ამდენად ცხოველი შეგიძლია იყო,რომ პრინციპულად ის აკეთო რაც მართალია,რასაც მერე ვერ ინანებ,რასაც შენგან ელიან.
-ხო,მართალი ხარ.ცხოველი ვარ ის ტკივილი,რომ ავიტანე იქ დგომის.ჩემგან იქიდან წამოსვლას ელოდნენ,განსხვავება ისაა რომ ვერ გავაკეთებდი ამას.დაჩოქილი რომ გევედრო ვიცი შენთან არ ვარ მართალი,მაგრამ ქვეყანას ერთხელ უკვე გავუცრუე იმედები,ნია.ეს არც შენი,არც ჩვენი ოჯახების ან სხვა ვინმეს ბრძოლა არ ყოფილა,მხოლოდ ჩემი იყო.ბოლომდე გავიგებ,თუ ამ ყველაფრის მერე შეგძულდები.
-შენთვის შენი შეცდომა უფრო მაღლა დგას ვიდრე შენი შვილი?-იყვირა ნიამ.
-ეს ...-სიმწრით გაეცინა არშბას-ეს კითხვა არ უნდა დაგესვა ... ეს ... ეს არა ...!
ნაბიჯებს უკან დგამდა.
გონს რომ მოვიდა სახლში მარტო იყო ფიქრებით დათოვლილი.
ტკივილი კედლებში გამჯდარიყო და სუნთქვა უჭირდა.
სახლის კარი გაიღო და ნაბიჯების ხმაზე თავი წამოსწია სავარძელში მჯდარმა არშბამ.
-ცხოვრებას დავთმობდი,ოღონდ ეს არ გამოგეცადა,ოღონდ ასე არ გტკენოდა ..-ხმა გაბზარვოდა მერაბს.
-მტკივა,მამა ...-ამოიზმუილა არშბამ და ხელები თავზე შემოიჭდო-მტკივა.
-გაუძელი,ჩემო ბიჭო.-შვილის მუხლებთან დაეშვა მერაბი-ცხოვრებაში შენზე ძლიერი კაცი არ შემხვედრია,თუ ღმერთმა ეს დაუშვა,ესეიგი ამის გადატანის ძალა გაქვს!მამაჩემისგან გოლის გატანა და ფეხბურთი ვერ,მაგრამ ერთი რამ ვისწავლე ... „ის რაც კაცისთვის შეუძლებელია,ღმერთისთვისაა შესაძლებელი“ -ალექსანდრემ ცრემლიანი თვალებით ამოხედა მამას-ესეც გაივლის,ტკივილი წავა გესმის?ულამაზესი შვილი გყავს,მებრძოლი გოგონა,შენ გგავს,მა!ყოველ დღე ექიმი ახალ და კარგ ამბავს გვეუბნება,გვაიმედებს,არ გატყდე,ალექსანდრე.
-ოჯახი მენგრევა,თავზე მემხობა მთელი ცხოვრება.
ლოყა რომ აუხურდა და თვალებგაფართოებულმა მერაბის ცრემლებს მოჰკრა თვალი ძარღვებში სისხლი გაეყინა.
-არ გაბედო,არ გაიმეორო!-იყვირა უფროსმა არშბამ-შენი ქვეყანა გაგწირავს,ოჯახი არასდროს! არ გაბედო და არ დაუშვა,რომ მისი გაშვება შეგიძლია. საკუთარი სახლის კარი ისე დაიცავი,როგორც მოედანზე ქვეყანას იცავ. თავი რომ შეაკლა,გახსოვდეს ოჯახი წმინდაა,არ გაბედო და არ დაუშვა დაგენგრეს ... ყველაფერს შეაკოწიწებ,შვილო ყველაფერს მოუყრი თავს,მის სურნელს ვერასდროს.ერთ დღეს გაიღვიძებ და ნახავ,რომ გაქრა შენი ცხოვრებიდან.ბურთიც გვერდით დაგრჩება და მოედანიც.ფეხბურთი ერთგული არ არი შენ გარდა მილიონი მწვრთნელი და ფეხბურთელი ჰყავს,არც სამუდამო არ არის ყველას ეპოქა ოდესმე მთავრდება,ერთგულ ქმარს ცოლის სურნელი კუბოს ფიცრამდე გაყვება ეს არ დაგავიწყდეს.

ნიას სახლთან იდგა.
კახას დაბღვერილ სახეს უყურებდა და ვერაფრით გაეგო ლაპარაკს რომელი მათგანი დაიწყებდა.
-დედა,საფენები მჭირდება ... -ეგონა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
-ალექსანდრე ...-ამოილუღლუღა გოგონამ ოჯახისწევრები გაოცებას ვერ მალავდნენ ნიას შეშინებულ მზერაზე.-შენ აქ ...
-საფენები რად გინდა ნია?..-ამოიხრიალა არშბამ და ფეხზე წამოდგა,გოგონამ ორი ნაბიჯი უკან გადადგა,ყველა ივანიძე ერთიანად დაიძაბა.
-შენ ... არ ... მე ... არ მითქვამს ...
ნიასკენ მშვიდი,მოზომილი ნაბიჯებით დაიძრა.
ივანიძეს ეგონა გული გაუსკდებოდა ქმარმა უემოციოდ რომ აუარა გვერდი და ნიას ოთახის კარი შეაღო,სადაც პატარა კატერინა ახალ საწოლში ნებივრობდა.
-რა გააკეთე ..?!-სიმწრისგან გაეცინა ალექსანდრეს-ასე დამსაჯე ?...
-ალექსანდრე,მე ...-თვალები ცრემლებით აევსო ნიას.
-სულ ეს ხარ?ამით შემოიფარგლები?ბავშვი საავადმყოფოდან გამოიყვანე და ასე დამსაჯე,რომ ჩემთვის არც გითქვამს?-პირზე ხელი აიფარა მომღიმარმა-რისი ღირსი ხარ?
-ექიმმა მითხრა უკვე შესაძლებელია,რომ წაიყვანოო,ვიცოდი წვრთნები გქონდა და ...
-რა მქონდა?-სიცილი აუვარდა არშბას.
-ვარჯიშები,ვიფიქრე ...
-რატო იფიქრე?-მშვიდი იყო ალექსანდრე.
-ალექსანდრე,აპატიე რა ...-ჩარევა გადაწყვიტა კაკიმ,არშბას გამორეცხილ თვალებს,რომ გადააწყდა,რომელიც პირდაპირ ანიშნებდნენ არ გაებედა ზემდეტი სიტყვის თქმა.
-მე ... არ მეგონა თუ მოიცლიდი!-უკანასკნელი სიმტკიცე მოიკრიბა ნიამ.
-გამიმეორე,რა არ გეგონა?
-თუ მოიცლიდი,მეგონა მთელი ქვეყანა გყავდა გასაწვრთნელი და შვილის გამოყვანისთვის არ გეცლებოდა ...!-თავადაც ხვდებოდა როგორ აშავებდა და ცრემლებს ჯებირებზე ვეღარ აკავებდა ქალი.
-მადლობა.
იყო ალექსანდრეს პასუხი და ნიას მოკვეთილი მუხლები,როცა პირველად დაინახა მამა-შვილი ერთად.
არშბამ ფრთხილად აიყვანა თავისი გოგონა ხელში და მკრთალად გაუღიმა.
-ალექსანდრე ...-ხმა ძლივს ამოიღო ზურამ.
-ნუ ჩაერევით.-მკაცრი იყო არშბა.
ნიას ხელი დაავლო და ოთახის კარი ხმაურიანად მიხურა.
-თვალებში ჩამხედე და მითხარი რა გინდა?!-თვალები დააწვრილა და ისე დააშტერდა გაფითრებულ გოგონას.
-მშვიდად ცხოვრება.
-უჩემოდ?უჩემოდ გაუძლებ?-თვალები დაექაჩა არშბას.
-ვერა ..-სატირლად დაებრიცა სახე ნიას.
-მაშინ რატო არ მაძლევ საშუალებას,რომ მეც ვიყო ამ მშვიდი ცხოვრების ნაწილი?რა გინდა წამოვიდე ფეხბურთიდან?დავტოვო და მამაჩემის ბიზნესი გადავიბარო?ეგ გინდა?ეგ დაგამშვიდებს?
-მინდა.-უკვე ტიროდა ნია.
-ანუ სულ ესაა?-ქმრის სიტყვებზე თვალები დაექაჩა ცოლს-სულ ეგაა ჩვენი პრობლემა?ფეხბურთი?შენ,მართლა გგონია რომ იმ დღეს შენს გვერდით მხოლოდ იმის გამო ვერ ვიდექი,რომ ფეხბურთი მქონდა სათამაშო?
-გამუდმებული ბრძოლა,რომელსაც ვეღარ გაუძლებს ჩვენი ოჯახი!სულ ომში ხარ,მესმის რომ შენთვის ნაკრები სხვა ფენომენია,მაგრამ მძიმე,ალექს გესმის მძიმეა..-ცრემლებს ხელისგულებით იმშრალებდა.
-გასაგებია,ჩაალაგე ჩანთები და მეორედ არ გაბედო ჩვენი სახლიდან ისე გაქცევა,რომ არ ამიხსნა,რატომ მტოვებ!-ბავშვი კალათაში ფრთხილად ჩასვა და ოთახიდან გამოვიდა.
ხმას ვერავინ იღებდა.
ნიას ბოლომდე არ ჯეროდა,რომ ალექსანდრეს შეეძლო ყველაფერზე უარი ეთქვა.
სახლის გზაზე უკვე ხვდებოდა რის გაკეთებას აიძულებდა ქმარს და ნერვიულობისგან სხეულში ცრიდა.
-შენ შეგიძლია,რომ ... ასე აღარ განიცდიდე და იყო მწვრთნელი უბრალოდ ცოტა ...-შიშნარევი ხმით სცადა ლაპარაკის დაწყება ნიამ.
-მწვრთნელი ან ხარ ან არა,საქმეს ან აკეთებ ან არა „ცოტა“ რას ნიშნავს?!
-არ მინდა მთელი ცხოვრება მე დამადანაშაულო,არ მინდა ეს ... ეს აუტანელი იქნება.
-რას ელოდები რომ გითხრა,შენ გარეშე ცხოვრებას მირჩევნია ყველაფერი უკან დავტოვოთქო?! რა გინდა,ნია?
-მინდა,რომ ბედნიერები ვიყოთ,ზედმეტი ტვირთების გარეშე.
-ვქინებით,ხვალინდელ მატჩს ჩავატარებ,თამაში შემდეგ შეხვედრა იქნება და იქ გამოვაცხადებ რომ მივდივარ,მორჩა.
-ასე ... ასე არ ...-უნდოდა ეთქვა „ასე არ შეიძლება“-ო,მაგრამ ქმრის მზერას ვეღარ გაუძლო და გაჩუმდა.

რუმინეთთან იყო შემდეგი შეხვედრა,მას შემდეგ რაც დანიასთან მეორე თამაში ფრედ ითამაშეს,ახლა რუმინეთთან გადამწყვეტი ბრძოლა იმართებოდა.
-ეს თამაში მე მაჩუქეთ,ბიჭებო ...-გაეღიმა ალექსანდრეს და გასახდელში ბიჭებს მოავლო მზერა-მინდა იცოდეთ,რომ თითოეული თქვენთაგანი ჩემი ოჯახია.
-რატო გვემშვიდობები უფროსო?-გაიკრიჭა ნატროშვილი.
-ასეა საჭირო,ნოდო.-გაეღიმა არშბას და ბიჭები მარტო დატოვა.
ამბობდნენ იმ დღეს მთელი საქართველო ზეიმობდა სახლში დიდი ანგარიშით მოწინააღმდეგის დამარცხებას.
მწვრთნელის სახეზე კი ამოუცნობ სევდას დაედო ბინა,სწორედ ისეთს პირველ სიყვარულს რომ ემშვიდობები და სული ნაწილებად გეშლება.
პირველი გოლი,ახლად დაბრუნებულმა სტურუამ შეაგდო,რომელიც პირველივე ტაიმში გაიყვანა არშბამ,იმის შიშით ტრამვას თავი არ შეეხსენებია,მეორე სიჭინავამ და მესამე ხოფერიამ შეაგდო,როგორც ქართველთა ახალ ნაკრებს სჩვეოდა ბოლო გადამწყვეტ წუთზე.
ზღაპარს ჰგავდა საქართველოს იმდროინდელი ყოფა და ყველაფერი ერთი კაცის დამსახურება იყო,რომელიც თავის დროზე მთელმა ქვეყანამ ერთი შეცდომის გამო გადახაზა.

-სამი გოლი შევაგდეთ,რატო გაქვს უკმაყოფილო სახე?-იცინოდა სტურუა და ხელგადახვეული მოდიოდა ალექსანდრესთან ერთად.
-ბიჭებო,საცქმე მაქვს თქვენ ...-სიტყვა ჰაერში გაეყინა გასახდელის კართან მდგარი ცოლი რომ დალანდა.ნაკრების მაისური ეცვა,თმები კოსად აეკრა,უმაკიაჟოდ სახლის ფორმაში იდგა გახევებული ქმრის წინ და უღიმოდა თვალცრემლიანი.
-ერთი წამით,მოვალ..!-ბიჭებს ხელი უბიძგა,რომ ყველანი გასახდელში შესულიყვნენ.-აქ რა გინდა?!
ნიამ თლილი თითებით შეიწმინდა ცრემლები და მარკერს თავი მოხსნა.
-თქვენი ავტოგრაფი შეიძლება?!
ალექსანდრემ ღიმილი ვერ შეიკავა და დაბნეული სახით დააცქერდა ცოლს.
-მეგონა ქორწინების მოწმობაში გქონდა ...
-არ ვარ მართალი-ამოიტირა ნიამ-არც შენთან,არც ამ ბიჭებთან,არც ჩვენ შვილთან და არც შვილიშვილთან არ ვიქნები მართალი,მე კიდე მართალი მხოლოდ მაშინ არ ვარ როცა საქართველოს ნაკრები აგებს ..!
-ან პიკეს და რამოსს ერთმანეთს ადარებ და „ჩიხურა“ „სევილიას“ გირჩევნია...
-ღმერთო,საოცრად მიყვარხარ ... -კისერზე სუსტი მკლავები მოხვია ქმარს,რომელმაც სხეულზე აიკრა თავისი პატარა ცოლი.-არ მინდა რომ წამოხვიდე,მანამ ვიბრძოლებ შენთან ერთად სანამ ცოცხალი ვიქნები.მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყოთ,მე და შენ.თანაც ..-ორი ნაბიჯი უკან გადადგა და მომღიმარ ალექსანდრეს ორაზროვნად ახედა-ზურამ სამსახურში აღმადგინა,მე ბავშვის გამო სახლიდან მომიწევს მუშაობა,სახლში ნაკრების მწვრთნელი მყავს და ეს შანსი ხელიდან როგორ გავუშვა?!.
-შე,ეგოისტო ბავშვო!-სიცილი აუვარდა ორივეს-რომ იცოდე,როგორ მეზარებოდა ახლა ამდენი ჟურნალისტის ნახვა ...-თავზე ხელს მონოტორულად უსმევდა გოგონას.
-წავიდეთ სახლში,მე ვიცნობ ერთ მშვენიერ ჯერ დაუფასებელ,მაგრამ შესანიშნავ ჟურნალისტს,ვინც პირადად მოგხედავს.
-თანახმა ვარ დაუსრულებელ ინტერვიუზე.
-არავინ გეკითხებოდა,მაგრამ შენი სურვილით თუ ჩავწერ უკეთესი.
-ეს მაისური სად იპოვე,ყველაფერი გადაწვი რაც გამაჩნდა.
-დედაშენს ჰქონდა,ყველა შენი მაისური აქვს შენახული ყველა ასაკის.
სტადიონზე მორბენალ ბიჭებს გადახედა,გამარჯვებას თავის ოჯახისწევრებთან ერთად აღნიშნავდნენ.
ცოლს ხელი გადახვია და წავიდა.

რუმინეთთან დასკვნით მატჩში გადაწყდებოდა საქართველოს ბედი.
ქულების გადანაწილების მიხედვით ორივე ქვეყანას ჰქონდა ბოლო შანსი ევროპაზე ასპარეზობა გაეგრძელებინა სხვა მათზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებთან.
ფეხბურთში,ისევე როგორც ცხოვრებაში ხდება ასეთი რაღაცები,როცა რაღაც ოფლით ნაშენები თავზე გემხობა.
მაშინ მოხდა ის რასაც ვერავინ წარმოიდგენდა.
საქართველოს ნაკრებმა 5-0 წააგო,ამის გამო ასპარეზობა პლეიოფში უნდა გაეგრძელებინათ.
ეს იყო დღე,როცა არშბას ისევ მოუწია ჟურნალისტების წინ ჯდომა.
დღე,როცა არშბამ დაასრულა ნაკრებში მოღვაწეობა.
ძველი,კარგად დავიწყებული ჭრილობა,რომელიც გიორგი ჩხენკელმა სახალხოდ შეუხნსა ნაკრების მთავარ მწვრთნელს.
„ჩვევა რჯულზე უმტკიცესია,საქართველო დღეს ისევ გაიყიდა ..“-გიორგი ჩხენკელის ამ სიტყვებით მაშინ საქართველოს იმედის სულისჩამდგმელმა,მთავარმა დირიჟორმა პოსტი დატოვა.მთელი ნაკრები გამოვიდა მის დასაცავად,ბოლო ხმაზე ღრიალებდა ნოდარ ნატროშვილი,ირაკლი მელუა,ლაშა ამბროლაძე და სხვები,ის ჯარისკაცები,რომლებსაც ბრძოლა სწორედ რომ არშბამ ასწავლა.

-როგორ ფიქრობ,ფეხბურთს ისევ დაუბრუნდები?-საწოლში იყვნენ,თეთრ პენუარში გამოწყობილი ნია თავზე ადგა ნახევრად მძინარე ქმარს დიქტოფონით.
-ნიუს მომაშორე,ეგ რაღაც ამ დილაადრიან.
-ალექს,შენი საუბარი იწერება.
-რა დროს ფეხბურთია,რა ხდება,რომელი საათია?
-დილის რვა საათია,ბებო ამბობს ამ დროს ადამიანი უფრო მართალიაო,ჩვენ მკითხველს აინტერესებს,ალექსანდრე არშბა ფეხბურთს ოდესმე ისევ დაუბრუნდება?
-არ მომეშვები,ხო?-საწოლში შესწორდა ალექსანდრე და ცოლს დაბლიდან ახედა.
-ფეხბურთს ისევ დაუბრუნდები?
-ისე,როგორც ზრდასრული ბავშვობის ოცნებას.
-შენი ბავშვობის ოცნებაზე მოგვიყევი.
-სერიოზულად ..?!-თვალები მოიფშვინდა და ნიას შეუვალ მზერას რომ წააყდა დაიწყო-13 წლის ვიყავი,სადღაც ან 14-ის არ მახსოვს ... ქუჩაში ერთი ბიჭი გავიცანი,ჩემზე პატარა იყო და ფეხბურთს ჩემზე უკეთ თამაშობდა.დღეს 37 წლის ასაკშიც კი ვეძებ სანთლით იმ ტექნიკას,რაც იმ დღეს მის თამაშში დავინახე და ვერ მიპოვია.ჩემი ოცნებაა ასეთი ტალანტები აღმოვაჩინო და ჯარისკაცებად გამოვზარდო.
-რომ გეპოვა დღეს უკეთესი ნაკრები გვეყოლებოდა?
-არ ვიცი,ფეხბურთი მხოლოდ ტექნიკა არ არის,პირველ რიგში ადამიანობაა და მერე სხვა დანარჩენი.-ნიას გაეღიმა ...
-რას ეტყოდი პატარა ბიჭს,რომელიც ახლა გისმენს და ფეხბურთელობაზე ოცნებობს?
-შენთანაც მოვალ,მთავარია ოცნება გაბედო და რწმენა არ დაკარგო.

ნიამ დიქტოფონი გამორთო და ალექსანდრეს გვერდით მიჩოჩდა.
-ნაკრები?!..
-ქუჩაში აყვანილი ბავშვებით,გამოწვრთნილი ჯარისკაცებით მოვამარაგებ,მათით ვისაც ნამდვილად უნდა ბურთი. იქ დავდგები,საიდანაც ყველაზე უკეთ დაინახავ რა ჭირდება ჩემს ქვეყანას და ვეცდები სამყარო ცოტათი უფრო კარგი გავხდაო!-გაეცინა ნიას აცრემლებულ თვალებზე და ცხვირზე აკოცა.
-ბოდიში უნდა მომეხადა კი არა,ერთი გემრიელი სტატიაც უნდა დამეწერა,როგორ დაიწუნეს „დინამოში“!-წამის მეასედში შეეცვალა განწყობა ქალს,რაზეც ალექსანდრემ ხარხარი ვეღარ შეიკავა.


ესპანეთი,ბარსელონა, კამპ ნოუს სტადიონი.

-მამიკო,ვერ ვუყურებ!-ამოიტიტნა პატარა კატერინამ და მამის კალთიდან კისერზე გადაინაცვლა.
-აი,ნახავ რას უზამს ჩემი პიკე,შენ რამოსს.!
-ძალიან გთხოვ,აქ არ იმშობიარო პიკეს ცრემლების დანახვისას.-სიცილს ძლივს იკავებდა ალექსანდრე.-კატია,ნახე დედა ახლა იტირებს და თან იმღერებს ...-ამზადებდა შვილს სანახაობისთვის,ნია ფეხზე იდგა და შაკირაზე უკეთ მღეროდა ჰიმნს ბიჭებთან ერთად.
-დედა,ტელეფონი გირეკავს.-ბავშვმა განათებულ ტელეფონზე მიაშნიშნა ემოციებში შეჭრილ ნია,ალექსანდრემ სიცილით უპასუხა ნატას,რომელიც ვიდეოზარით რეკავდა.
-რას შვრება,ეგ არანორმალური?-ბოლო ხმაზე იცინოდნენ ნატა და გიორგი.
-ტირის,აცადე.-ორად იკეცებოდნენ ალექსანდრე და კატია ნიას შემყურე.
-გოგო,“სევილიას“ ვარსკვლავი შენი მეგობარია და შენ ვიზე ტირი ვიღაც პიკეზე?-ჩაერია გიორგი სტურუა,რომელიც „შტუდგარდის“ შემდეგ აგერ უკვე მეორე წელია სევილიაში თამაშობდა.
-„სევილია“,ახლა თორე შენც არ იყო „ბარსელონას“ ფეხბურთელი!-სასაცილოდ აწკიპა წარბები ნიამ.
-ხო,ან „ბაიერნის“!-ჩაერია ნატა.
-ნატო,გინდა პიკე გაჩვენო?
-პიკეს ჩემი ქმარიც ქაჩავს.!
ყურადღება აღარავისთვის მიუქცევია სულ განაბული უყურებდა თავის ჟერარდ პიკეს.
მართალია ის თამაში „რეალ-მადრიდმა“ საოცარი ანგარიშით მოიგო,მაგრამ ნია ამას ჯიუტად არ აღიარებდა.
-მოიცა,შენ მართლა გეგონა,რომ პიკენბაუერს პიკეს სერიოზულად ეძახდნენ?!-ხარხარებდა გზაში ალექსანდრე.
-როგორც შენ ბეკენბაუერს.-თვალი ჩაუკრა ქმარს და სასტუმროს კარი შეაღო.

ალექსანდრე არშბამ სკოლა გახსნა,სადაც უამრავ ბავშვს თავად ასწავლის ფეხბურთს.
ახლა ის 3 შვილის მამა და წარმატებული ჟურნალისტის მეუღლეა.
რომ კითხოთ შენი მთავარი მიღწევა რა არისო,ალბათ სწორედ ამას გიპასუხებთ ...
სამი შვილის ღირსეული მამობა და გვერდით საყვარელი ქალი.
ყველაფერი იმით დაიწყო,რომ მან უბრალოდ უარი თქვა სპეც.რეისზე ან ვინ იცის იქნებ ყველაფერი იმაზე ადრე დაიწყო ვიდრე ეს რომელიმე მათგანს ეგონა.
იქნებ სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში ისე იწყება ამას ვერც ვამჩნევთ.



ამ ისტორიის წერისას ჩემი ინსპირაცია იყო ბევრისთვის საყვარელი ნაწარმოები „მეჯვარეები“ არ ვიცი საბოლოოდ როგორ შედგა ჩემი ისტორია,მაგრამ იმედს ვიტოვებ თქვენც იმ დადებითი მუხტით აგავსოთ,როგორც მე მთელი წერის პროცესში.
ისტორიაში ნახსენები ნიკა სიჭინავა ქეთო დადიანის -„N9“ ისტორიის მთავარი გმირია.

ახალ წელს გილოცავთ,თქვენი ყველაზე სასურველი ოცნებების ასრულებას გისურვებთ.
გამორეული შეცდომები გთხოვთ მაპატიეთ,ვერც ამ წელს დავიწყეთ მე და გრამატიკამ მეგობრული ურთიერთობა :დ
თქვენი ლიზა კანდელაკი.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან საყვარელო დიდი მადლობა ამ სიყვარული ისტორიისთვის:)

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ნათია
ძალიან საყვარელო დიდი მადლობა ამ სიყვარული ისტორიისთვის:)

მადლობა თქვენ ❤

 


№3  offline წევრი დარინა

აი ისეთი გასული ვარ რას ვწერ არ მახსოვს :ddddd პირველ რიგშიიი თავიდანვე გავაიასნეეეებ ბატონიიი ალექსანდრეეე უკვე ჩემიააა რადგან თვალი დავადგიიიი და ხომ იცით მე თუ თვალი დავადგიიი ვსიოოო ჩემს იქეთ გზაააა არ აქვს ❤️❤️❤️ იციიი წუხანდელიი ემოციებიიი ჯერ კიდევ მაქვს ისეთი დიდი ემოციები მივიღეე ბედნიერიი ვარ რომ შენი წაკითხვის საშუალებააა გვაქვს, მიხარია რომ არსებობ ჩემთვის განსაკუთრებული ავტორი ხარ ❤️❤️❤️ ისეთიი ტკბილიიი და გემრიელი ისტორია იყოოო რომელიც ყოველთვის ჩემთვის განსაკუთრებული ადგილიიი ექნებააა, მიხარია რომ არაებობ, ბევრი რამის დაწერა მინდააა, ხვალ დაგიწერ იმაზეე თუ ერთ მომენტზე როგორ გავჭედეეეე ❤️❤️❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

დარინა
აი ისეთი გასული ვარ რას ვწერ არ მახსოვს :ddddd პირველ რიგშიიი თავიდანვე გავაიასნეეეებ ბატონიიი ალექსანდრეეე უკვე ჩემიააა რადგან თვალი დავადგიიიი და ხომ იცით მე თუ თვალი დავადგიიი ვსიოოო ჩემს იქეთ გზაააა არ აქვს ❤️❤️❤️ იციიი წუხანდელიი ემოციებიიი ჯერ კიდევ მაქვს ისეთი დიდი ემოციები მივიღეე ბედნიერიი ვარ რომ შენი წაკითხვის საშუალებააა გვაქვს, მიხარია რომ არსებობ ჩემთვის განსაკუთრებული ავტორი ხარ ❤️❤️❤️ ისეთიი ტკბილიიი და გემრიელი ისტორია იყოოო რომელიც ყოველთვის ჩემთვის განსაკუთრებული ადგილიიი ექნებააა, მიხარია რომ არაებობ, ბევრი რამის დაწერა მინდააა, ხვალ დაგიწერ იმაზეე თუ ერთ მომენტზე როგორ გავჭედეეეე ❤️❤️❤️

ჩემო გადარეულო! ❤❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

მოვალ მალე!

 


№6 სტუმარი სტუმარი ელზა

ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შეიძლება: მიყვარს ეს ისტორია უკვე. ფეხბურთი ჩემი სისუსტეა და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრები. საოცარი გოგო ხარ !

...ეს არ ჰგავდა აქამდე არსებულს და თითოეული იმ დარბაზში მყოფი აანალიზებდა,რომ რაღაც ახალი იწყებოდა ქვეყნისთვის.
რაღაც ისეთი,რაც ონებაზე ბევრად მეტი იყო.
რაღაც „დასახული მიზნის მსგავსად ხელშესახები.“
როგორ მინდა სინამდვილეშიც ასე ხდებოდეს.

...ბაბუ,შენს უკან მთელი საქართველო დგას,შენი ოჯახი დგას,შენი ჯერ არ დაბადებული შვილი დგას!-თითქოს ბაბუამისმა უფრო დაამძიმა ეს ტვირთი.შვილის ხსენებაზე სული აუჯანყდა არშბას-დაწერე შენი ბიოგრაფია,მერე ქვეყნის ისტორია ჩემთვის,შენი შვილისთვის.შენი ოჯახი,შენი სამშობლოა.იცოდე,რომ ყველა რაც ზემოთ ვახსენე ერთია,განუყოფელი.გამძლეობა ღმერთს თხოვე,შვილო „ის რაც შენთვის შეუძლებელია,მისთვისაა შესაძლებელი.

 


№7 სტუმარი Cule

ფეხბურთი ჩემი სისუსტეა ვგიჟდები ისე მიყვარს ნაცნობი გვარები სახელები პლიუს ეს სცენარი საოცრება იყო აი უდიდესი სიამოვნება მივიღე

 


№8  offline წევრი dara

ზუსტად დღეს გინატრე და შენც სასწაულივით გამოანათე.... რამდენიმე წუთია ასე უბრალოდ დავყურებ ეკრანს და ისიც არ ვიცი რა უნდა გითხრა,თან მეშინია ჩემი უბრალო სტყვებით სათანადოდ რომ ვერ შევაფასო ეს მართლა დიდებული ისტორია, ნეტა იცოდე რამდენი ემოცია აირია და ახლაც ირევა ჩემში:გიჟივით მაცინა,თბილად გამაღიმა,წამიერი გაბრაზება მაგრძნობინა,მატკინა და მატირა....პერსონაჟები იმდენად რეალურად შევიგრძენი რომ მათი ყველა გრძნობა განვიცადე. ალექსანდრე ჩემთვის უძლიერესი პერსინაჟია,სხვას ვერაფერს გეტყვი,ამას საღი აზრი სჭირდება,მე კიდევ ვერ ვაზროვნებ სათანადოდ,ჯერ კიდევ სხვადასხვა სცენები ირევა ჩემს თავში....ყველა პერრსონაჟი სათითაოდ მიყვარს,მათი მეგობრობის,იუმორისა და ცხოვრებისეული ისტორიების გამო და მაგალითს ვხედავ მათში იმის გამო,რომ შეძლეს და დაძლიეს საკუთარი ტკივილი თუ სისუსტე....ბედბიერი და ამაყი ვარ,რადგან სადღაც შენ ლიზა კანდელაკი,ასეთ ისტორიებს ქმნი და მიხარია,რომ მე მაქვს მათი წაკითხვის ფუფუნება! არ ვიცი რა როგორ დავწერე,ალბათ შეცდომებიცაა მაგრამ ესეც შენი ბრალია ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ!

 


№9 სტუმარი სტუმარი სალომე

მეჯვარეები #1 ისტორიაა რაც აქ წამიკითხავს და ეს იქნება მეორე???? საოცრად წერ და მიყვარს შენი იუმორი და შენი ყველა ისტორია და ალბათ ეს ყველაზე მეტად იმიტომ რომ ფეხბურთი მიყვარს, ყოველთვის ველოდები შენს სიახლეებს. წარმატებები♥️

 


№10  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

პენელოპე
მოვალ მალე!

გელოდები :დ
სტუმარი ელზა
ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შეიძლება: მიყვარს ეს ისტორია უკვე. ფეხბურთი ჩემი სისუსტეა და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრები. საოცარი გოგო ხარ !

...ეს არ ჰგავდა აქამდე არსებულს და თითოეული იმ დარბაზში მყოფი აანალიზებდა,რომ რაღაც ახალი იწყებოდა ქვეყნისთვის.
რაღაც ისეთი,რაც ონებაზე ბევრად მეტი იყო.
რაღაც „დასახული მიზნის მსგავსად ხელშესახები.“
როგორ მინდა სინამდვილეშიც ასე ხდებოდეს.

...ბაბუ,შენს უკან მთელი საქართველო დგას,შენი ოჯახი დგას,შენი ჯერ არ დაბადებული შვილი დგას!-თითქოს ბაბუამისმა უფრო დაამძიმა ეს ტვირთი.შვილის ხსენებაზე სული აუჯანყდა არშბას-დაწერე შენი ბიოგრაფია,მერე ქვეყნის ისტორია ჩემთვის,შენი შვილისთვის.შენი ოჯახი,შენი სამშობლოა.იცოდე,რომ ყველა რაც ზემოთ ვახსენე ერთია,განუყოფელი.გამძლეობა ღმერთს თხოვე,შვილო „ის რაც შენთვის შეუძლებელია,მისთვისაა შესაძლებელი.

უდიდესი მადლობა შენ ❤
Cule
ფეხბურთი ჩემი სისუსტეა ვგიჟდები ისე მიყვარს ნაცნობი გვარები სახელები პლიუს ეს სცენარი საოცრება იყო აი უდიდესი სიამოვნება მივიღე

მიხარია მართლა ჩემი მიზანიც ეგ იყო ❤
dara
ზუსტად დღეს გინატრე და შენც სასწაულივით გამოანათე.... რამდენიმე წუთია ასე უბრალოდ დავყურებ ეკრანს და ისიც არ ვიცი რა უნდა გითხრა,თან მეშინია ჩემი უბრალო სტყვებით სათანადოდ რომ ვერ შევაფასო ეს მართლა დიდებული ისტორია, ნეტა იცოდე რამდენი ემოცია აირია და ახლაც ირევა ჩემში:გიჟივით მაცინა,თბილად გამაღიმა,წამიერი გაბრაზება მაგრძნობინა,მატკინა და მატირა....პერსონაჟები იმდენად რეალურად შევიგრძენი რომ მათი ყველა გრძნობა განვიცადე. ალექსანდრე ჩემთვის უძლიერესი პერსინაჟია,სხვას ვერაფერს გეტყვი,ამას საღი აზრი სჭირდება,მე კიდევ ვერ ვაზროვნებ სათანადოდ,ჯერ კიდევ სხვადასხვა სცენები ირევა ჩემს თავში....ყველა პერრსონაჟი სათითაოდ მიყვარს,მათი მეგობრობის,იუმორისა და ცხოვრებისეული ისტორიების გამო და მაგალითს ვხედავ მათში იმის გამო,რომ შეძლეს და დაძლიეს საკუთარი ტკივილი თუ სისუსტე....ბედბიერი და ამაყი ვარ,რადგან სადღაც შენ ლიზა კანდელაკი,ასეთ ისტორიებს ქმნი და მიხარია,რომ მე მაქვს მათი წაკითხვის ფუფუნება! არ ვიცი რა როგორ დავწერე,ალბათ შეცდომებიცაა მაგრამ ესეც შენი ბრალია ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ!

ძალიანაც კარგი ! :დდდ არაა საჭირო შეცდომების დაჭერა მთავარია ისტორია იყოს ჯანმრთელი :დდ მადლობა ძალიან დიდი !!
სტუმარი სალომე
მეჯვარეები #1 ისტორიაა რაც აქ წამიკითხავს და ეს იქნება მეორე???? საოცრად წერ და მიყვარს შენი იუმორი და შენი ყველა ისტორია და ალბათ ეს ყველაზე მეტად იმიტომ რომ ფეხბურთი მიყვარს, ყოველთვის ველოდები შენს სიახლეებს. წარმატებები♥️

უდიდესი მადლობა ❤

 


№11  offline მოდერი Katerina.

სულმოუთქმელად ჩავამთავრე
:დდდ

ხომ წერენ ისტორიებს, ემოციით გაჟღენთილს, ამავედროულად მხიარულებით სავსეს, დამაფიქრებელს, მაგრამ ეს ისტორია ასეთიცაა და მაინც განსხვავებული რომაა, რაღა აღნიშვნა უნდა. ისტორიაში არსებული -მიზნებსმიმართული მთელი განცდები, მერე ამის პარალელურად მიმდინარე სიყვარული იმდენად ჟრუანტელისმომგვრელია, ისეთი ემოციებითა და გრძნობებითაა გაჟღენთილი, სიტყვები არ მყოფნის მისი გასაოცრება გამოვხატო. ეს ისტორია იმედია იმისა, რომ შეგვიძლია ჩვენს მიზნად ქცეულ ოცნებებთან ჩვენივე შრომით იმმდენად ახლოს ვიყოთ, ხელი გავიწვდინოთ და....

ყველაზე მაგარი იცი რაა? შენ, ამ ისტორიის ავტორს როცა შეგეძლო დაგეწერა ის რაც ყველას გვინდოდა და ცოტა ხნით ყველაზე სასურველ ოცნებას შევწვდენოდით ხელით, ის მიზნად დატოვე, იმ მიზნად რომელიც რეალობაში უნდა განახორციელონ!

მაგარი ხარ ლიზა!

ამ ისტორიაში ყველაფერია, რაც კი ნაპერწკალს სჭირდება, ნაპერწკალს რომელიც სიბნელეში დაკარგულ ადამიანს წამით, მაგრამ მაინც სწორი გზისკენ მიანიშნებს.

 


№12  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ჰებე
სულმოუთქმელად ჩავამთავრე
:დდდ

ხომ წერენ ისტორიებს, ემოციით გაჟღენთილს, ამავედროულად მხიარულებით სავსეს, დამაფიქრებელს, მაგრამ ეს ისტორია ასეთიცაა და მაინც განსხვავებული რომაა, რაღა აღნიშვნა უნდა. ისტორიაში არსებული -მიზნებსმიმართული მთელი განცდები, მერე ამის პარალელურად მიმდინარე სიყვარული იმდენად ჟრუანტელისმომგვრელია, ისეთი ემოციებითა და გრძნობებითაა გაჟღენთილი, სიტყვები არ მყოფნის მისი გასაოცრება გამოვხატო. ეს ისტორია იმედია იმისა, რომ შეგვიძლია ჩვენს მიზნად ქცეულ ოცნებებთან ჩვენივე შრომით იმმდენად ახლოს ვიყოთ, ხელი გავიწვდინოთ და....

ყველაზე მაგარი იცი რაა? შენ, ამ ისტორიის ავტორს როცა შეგეძლო დაგეწერა ის რაც ყველას გვინდოდა და ცოტა ხნით ყველაზე სასურველ ოცნებას შევწვდენოდით ხელით, ის მიზნად დატოვე, იმ მიზნად რომელიც რეალობაში უნდა განახორციელონ!

მაგარი ხარ ლიზა!

ამ ისტორიაში ყველაფერია, რაც კი ნაპერწკალს სჭირდება, ნაპერწკალს რომელიც სიბნელეში დაკარგულ ადამიანს წამით, მაგრამ მაინც სწორი გზისკენ მიანიშნებს.

უდიდესი მადლობა ასე სწორად რომ გაიგე ჩემი სათქმელი ❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Nuki-rocks
ღმერთმანი,რა დრომდე შემოვრჩი. ადრე,მახსოვს ეზოში ფეხბურთს რომ ვთამაშობდი.ბურთი მიგორავდა და მე მივსდევდი.მახსოვს მიზანი და მახსოვს ის,თუ რა იყო იმ მომენტში ჩემთვის მთავარი.მერე თამაშზე წასული მართლა ხმის ჩაწყვეტამდე ვტიროდი(12 წლამდე ვიქნებოდი ასე).ხოდა,ეს რატომ ვთქვი .... არ ვარ ფეხბურთის დიდი მოყვარული,არც კარგი მოთამაშე და ა.შ. მაგრამ ემოციები ზუსტად ისე მოვიდა,ის წამები გამახსენდა და ადრენალინი მომაწვა.მართლა სიგიჟეა,რაღაც ისე გიყვარდეს ასე იხარჯებოდე მისთვის.საათს არ უყურებდე,თავს არ ზოგავდე,სხვასაც არ ზოგავდე,პარალელურად მოტივაციას აძლევდე.მართლა მაგარი რამეა,ასეთი იყო,ასეთი ნიჭი გქონდეს თუ უნარი?!ხო, რაღაც ასეთი ჰქვია... მოკლედ,იყო ადამიანი,რომლის იმედიც აქვთ.
მომეწონა მთელი ეს ამბავი,რაც აქ ტრიალებს.არ მბეზრდებოდა,უბრალოდ ვკითხულობდი და ვიხსენებდი იმ დროს, სიგიჟეები რომ ხდებოდა.
გრამატიკა რთული საქმეა,მაგრამ სანერვიულოდ საქმე არაა.მე პრობლემა არ შემქმნია,ვისიამოვნე ისტორიით და სიმართლე ვთქვა,რაღაცებზე დავფიქრდი.
წარმატებებს გისურვებ.

პ.ს.მოკლედ მაინც არ გამოვიდა თქმა,მგონი დ.

მადლობა მიხარია რომ მოგეწონათ❤❤❤

 


№14  offline წევრი Maia G.

ლიზა როგორც ყოველთვის საოცარი იყო❤იმდენად ემოციურია ეს ყველაფერი,ახლაც ვერ ვწყნარდები.იქ ვიყავი,ყველა თამაშს დავესწარი და მეც ტრიბუნებიდან ხმის ჩახლეჩვამდე ვგულშემატკივრობდი "ჩემს ქართველებს" უმაგრესი გოგო ხარ და ყოველთვის გელოდები ❤
პ.ს. ნიკა სიჭინავა ❤❤❤❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Maia G.
ლიზა როგორც ყოველთვის საოცარი იყო❤იმდენად ემოციურია ეს ყველაფერი,ახლაც ვერ ვწყნარდები.იქ ვიყავი,ყველა თამაშს დავესწარი და მეც ტრიბუნებიდან ხმის ჩახლეჩვამდე ვგულშემატკივრობდი "ჩემს ქართველებს" უმაგრესი გოგო ხარ და ყოველთვის გელოდები ❤
პ.ს. ნიკა სიჭინავა ❤❤❤❤

მადლობა ❤❤❤❤

 


№16  offline წევრი დელირიუმი

ეს რა იყოოო❤❤ პირველ რიგში მინდა გამოვყო კახი ბაბუა რომელიც უსაყვარლესია... და ძაან ბევრ მომენტზე ვიხალისე
ჩიხურის გუნდი მიყვარს ❤ ნუ საჩხერი ვარ მეამაყებიან
ალექსანდრე და ნია უსაყვარლესი წყვილი
გიორგი და ნატაც კარგი წყვილია❤❤ახლა ვუფიქრდები ფეხბურთში ასე ერკვევიი???
გამართული ნაწერია

მომეწონა❤❤❤ მგონი ძაან გვიანობამდე შემიტყუა

 


№17  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

დელირიუმი
ეს რა იყოოო❤❤ პირველ რიგში მინდა გამოვყო კახი ბაბუა რომელიც უსაყვარლესია... და ძაან ბევრ მომენტზე ვიხალისე
ჩიხურის გუნდი მიყვარს ❤ ნუ საჩხერი ვარ მეამაყებიან
ალექსანდრე და ნია უსაყვარლესი წყვილი
გიორგი და ნატაც კარგი წყვილია❤❤ახლა ვუფიქრდები ფეხბურთში ასე ერკვევიი???
გამართული ნაწერია

მომეწონა❤❤❤ მგონი ძაან გვიანობამდე შემიტყუა

მიხარია რომ მოგეწონათ ❤❤

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ლიზ,ასე მოგმართავ იმიტომ,რომმგონია გიცნობ და,ვმეგობრობთ...
ხუთი შესრულდება მალე,დილიდან უამრავი ვალდებულებები მეყრრბა თავზე და,სულ წამითაც არ მიფიქრია,გამეწყვიტა და სხვა დროს გამეგრძელებინა.
იმ ფაქტს ვაიგნორებ,ჩემქმარს რომ მთელი ისტორია გული შევუწუხე, ფენერბახჩეებით და მადრიდის რეალებით. :დდ
დახვეეწილი,ყველა დეტალით სავსე ისტორია გამოვიდა,სიცილ-ტირილში რომ ჩაგამთავრებინებს..
ისიც ჭარბად იდო,რაცშენს ყველა ისტორიას ახასიათებს,მეგობრობა,ოჯახი,უკონტროლო სიყვარული და სიტყვების გენიალური თამაში...
ლიზ,მე მაინც გეტყვი,ბოლო წამამდე ველოდი როდის ჩასვამდი წითელ ჟუკში რომელიმეს,თუმცა,
ის შავი მერსედესიც მიყვარს ❤️❤️❤️
მიხარია რომ გამიფერქდე დღე-ღამე..
გულწრფელად ძალიან მელანქოლიურ განწყობაზე ვიყავი და,შენი წეღანდელი სიტყვებიც უნდა გავიხსენო,
შენს ასეთ გადმოცემულ ყველა სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს ❤️❤️❤️

 


№19 სტუმარი ბუ ♡

ღამე მი გამათენ3ბინე ♡♡♡♡

 


№20 სტუმარი Qeti qimucadze

ეს არიყო მართო ფეხბურთი. და ეს იყო ბრძოლა სტადიონზე. ეს წუთია დავასრულე ეა საოცრება ლიზა. სიცილ ტირილში. დგეს ძალიან ცუდი დგე მქონდაა. საშინელიც კი. და ისე მომისწარი. როგორც უდაბნოში მწყურვალს წყალი. ვიამაყე ქართველობა. სხვა კუთხით შევხედე მოვლენებს. უფრო დავაფასე ქართული ფეხბურთი და ვისურვე გვყავდეს ბევრი არშბა სტურუა და სიჭინავა. მომავალი ვარსკვლავები ხოფერიას სახით. ქარტულ ფეხბურტს ჰყავდეს უღალატო გულშემაკივარი. ალექსანდრესავით გადარჩეული ფასეულობები. ეს არ იყო მარტო გასარტობი ამბავი. მე ბევრი რამე ვისწავლე ახლა და აქქ. კახი და ბაბუ ალექსანდრე. თაობების ურთიერთობები. ოჯახის მნიშვნელობა. არ მომწყინდება რომ ვისაუბრო მთელი გამეც კი. ისეტი გრმა კვალი დატოვა ჩემში. ნია კარგი გოგოაა. მაგრამ ალექსანდრე არის შესანიშნავი პიროვნებაა. ასეტი ადამიანები ქმნიან ისტორიასს. თუმცა ტავისი ჭრელის გარეშე ის ისეთი ვერ შედგებოდა. ყველა სიტყვა გამიზნულად ზუსტი. ემოცციური და მართალი იყოო. ჯერაც იქ ვარ მოედანზე. მინდა რუსი მწვრთნელის იქედნურ გამოხედვას პასუხი გავცეეე. რომ სამუდამო ღიმილი ჩამოვურეცხოო. გქონოდეს ყველაფერი საუკეთეაო. რომ შექმნა ასეთი მდიდარი თემებით სავსე ისტორიებიი. წარმატებები ლიზ

 


№21  offline წევრი სესო

ფეხბურთი და ზოგადად სპორტი ჩემთვის სხვა განზომილებაა და ყველა აღწერილ გოლზე სიამოვნებისგან მაფართხალებდა♥️ ღამის ორზე დავიწყე კითხვა და ახლა დავასრულე, ვერ დავანებე თავი და ხოფერიას შეგდებულ პირველ გოლზე ისე ვიკივლე საბნის ქვეშ კიდევ კარგი მარტო ვარ ოთახში თორემ უსათუოდ გამაძევებდნენ.♥️
არ გიცნობ მაგრამ ვგიჟდები ყველა შენს ისტორიაზე და ამან, აი ამან ფურორი მოახდინა, რაღაც საოცარი იყო, საოცარზე ბევრად მეტი!♥️
ვგიჟდები ალექსანდრე არშბას სიძლიერეზე და ნიას ფრთიან ფრაზებზე♥️
მოკლედ, ბრავო!♥️♥️

 


№22 სტუმარი ტაისა

შენს ისტორიებში კი არა , ზოგადად წაკითხულებს შორის არის გამორჩეულად საყვარელი ისტორია გახდა ეს)))) ❤

თავზე დამათენდა, მაგრამ ბევრი კარგი ემოციით სავსეს. რაღაცნაირად იმედის მომცემი ისტორია იყო, იმის მთქმელი რომ აი ნახეთ ქართული ფეხბურთი სად იქნება მალე))
ხოფერია ❤

მოკლედ მიხარია, რომ წერ და მიხარია, რომ წაკითხვის შანსი მაქვს.
გელოდები სუუულ , სულ ❤

 


№23 სტუმარი სტუმარი ქეთი

უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ...................
საოცარი ადამიანი ხარ, უსაოცრესი მუზებით????ენა ჩამაგდებინე და სიტყვები დამაკარგინე, ისეთი საოცრება შექმენი როგორც ყოველთვის, ????

 


№24  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

tasusuna
ლიზ,ასე მოგმართავ იმიტომ,რომმგონია გიცნობ და,ვმეგობრობთ...
ხუთი შესრულდება მალე,დილიდან უამრავი ვალდებულებები მეყრრბა თავზე და,სულ წამითაც არ მიფიქრია,გამეწყვიტა და სხვა დროს გამეგრძელებინა.
იმ ფაქტს ვაიგნორებ,ჩემქმარს რომ მთელი ისტორია გული შევუწუხე, ფენერბახჩეებით და მადრიდის რეალებით. :დდ
დახვეეწილი,ყველა დეტალით სავსე ისტორია გამოვიდა,სიცილ-ტირილში რომ ჩაგამთავრებინებს..
ისიც ჭარბად იდო,რაცშენს ყველა ისტორიას ახასიათებს,მეგობრობა,ოჯახი,უკონტროლო სიყვარული და სიტყვების გენიალური თამაში...
ლიზ,მე მაინც გეტყვი,ბოლო წამამდე ველოდი როდის ჩასვამდი წითელ ჟუკში რომელიმეს,თუმცა,
ის შავი მერსედესიც მიყვარს ❤️❤️❤️
მიხარია რომ გამიფერქდე დღე-ღამე..
გულწრფელად ძალიან მელანქოლიურ განწყობაზე ვიყავი და,შენი წეღანდელი სიტყვებიც უნდა გავიხსენო,
შენს ასეთ გადმოცემულ ყველა სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს ❤️❤️❤️

ჩემო თბილო ტასუნა ❤❤❤❤ძალიან დიდი მადლობა ! ❤❤
ბუ ♡
ღამე მი გამათენ3ბინე ♡♡♡♡

❤❤❤
Qeti qimucadze
ეს არიყო მართო ფეხბურთი. და ეს იყო ბრძოლა სტადიონზე. ეს წუთია დავასრულე ეა საოცრება ლიზა. სიცილ ტირილში. დგეს ძალიან ცუდი დგე მქონდაა. საშინელიც კი. და ისე მომისწარი. როგორც უდაბნოში მწყურვალს წყალი. ვიამაყე ქართველობა. სხვა კუთხით შევხედე მოვლენებს. უფრო დავაფასე ქართული ფეხბურთი და ვისურვე გვყავდეს ბევრი არშბა სტურუა და სიჭინავა. მომავალი ვარსკვლავები ხოფერიას სახით. ქარტულ ფეხბურტს ჰყავდეს უღალატო გულშემაკივარი. ალექსანდრესავით გადარჩეული ფასეულობები. ეს არ იყო მარტო გასარტობი ამბავი. მე ბევრი რამე ვისწავლე ახლა და აქქ. კახი და ბაბუ ალექსანდრე. თაობების ურთიერთობები. ოჯახის მნიშვნელობა. არ მომწყინდება რომ ვისაუბრო მთელი გამეც კი. ისეტი გრმა კვალი დატოვა ჩემში. ნია კარგი გოგოაა. მაგრამ ალექსანდრე არის შესანიშნავი პიროვნებაა. ასეტი ადამიანები ქმნიან ისტორიასს. თუმცა ტავისი ჭრელის გარეშე ის ისეთი ვერ შედგებოდა. ყველა სიტყვა გამიზნულად ზუსტი. ემოცციური და მართალი იყოო. ჯერაც იქ ვარ მოედანზე. მინდა რუსი მწვრთნელის იქედნურ გამოხედვას პასუხი გავცეეე. რომ სამუდამო ღიმილი ჩამოვურეცხოო. გქონოდეს ყველაფერი საუკეთეაო. რომ შექმნა ასეთი მდიდარი თემებით სავსე ისტორიებიი. წარმატებები ლიზ

მადლობა ქეთი ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა ❤❤❤
სესო
ფეხბურთი და ზოგადად სპორტი ჩემთვის სხვა განზომილებაა და ყველა აღწერილ გოლზე სიამოვნებისგან მაფართხალებდა♥️ ღამის ორზე დავიწყე კითხვა და ახლა დავასრულე, ვერ დავანებე თავი და ხოფერიას შეგდებულ პირველ გოლზე ისე ვიკივლე საბნის ქვეშ კიდევ კარგი მარტო ვარ ოთახში თორემ უსათუოდ გამაძევებდნენ.♥️
არ გიცნობ მაგრამ ვგიჟდები ყველა შენს ისტორიაზე და ამან, აი ამან ფურორი მოახდინა, რაღაც საოცარი იყო, საოცარზე ბევრად მეტი!♥️
ვგიჟდები ალექსანდრე არშბას სიძლიერეზე და ნიას ფრთიან ფრაზებზე♥️
მოკლედ, ბრავო!♥️♥️

მადლობა ❤❤❤❤❤
ტაისა
შენს ისტორიებში კი არა , ზოგადად წაკითხულებს შორის არის გამორჩეულად საყვარელი ისტორია გახდა ეს)))) ❤

თავზე დამათენდა, მაგრამ ბევრი კარგი ემოციით სავსეს. რაღაცნაირად იმედის მომცემი ისტორია იყო, იმის მთქმელი რომ აი ნახეთ ქართული ფეხბურთი სად იქნება მალე))
ხოფერია ❤

მოკლედ მიხარია, რომ წერ და მიხარია, რომ წაკითხვის შანსი მაქვს.
გელოდები სუუულ , სულ ❤

ძალიან მიხარია მადლობა ❤❤❤❤
სტუმარი ქეთი
უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ...................
საოცარი ადამიანი ხარ, უსაოცრესი მუზებით????ენა ჩამაგდებინე და სიტყვები დამაკარგინე, ისეთი საოცრება შექმენი როგორც ყოველთვის, ????

მადლობა ❤❤❤❤❤❤

 


№25  offline წევრი White_darkness

აუ, რა ძალიან მაგარი იყო...
სევდიანი
ემოციური
ცხოვრებისეული
პატრიოტული
თბილი
მხიარული
აი ისეთი საოცრება იყო, ჩემნაირ "არასპორტულ" ადამიანს, ფეხბურთის ასე გიჟურად სიყვარული მომანდომა ( რაც თითქმის შეუძლებელია ხოლმე :დდდ)
ბრავო , მართლა! არ ვიცი, რა დავწერო , რომ საკმარისად გადმოვცე რა ვიგრძენი.
მატირა, მაცინა, ამაფორიაქა, აღმაფრთოვანა,გამაგიჟა, დამამუნჯა...
სისხლს რომ აგიყივლებს, უზომო სიამაყის გრძნობას გაგიღვიძებს, ისეთია...
პერსონაჟები ხომ ცალკე თემაა სასაუბროდ. ყველა საოცრად განსხვავებული და დასამახსოვრებელი გყავს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძალიან დიდი ხანი გამყვება ის ემოციები და განცდები, რაც შენ ამ ისტორიით განმაცდევინე.
ალბათ, არ მიცნობ, პირველად გიკომენტარებ. ვნანობ, აქამდე სად ვიყავი, როგორ არ აღმოგაჩინეთ შენ და შენი ისტორიები. ( ახლა დავუვლი, ყველას წავიკითხავ :დ)
პ.ს. სიჭინავაზე ვაფრენ, მაგრაად გამიხარდა ეგეც რომ გყავდა შემოყვანილი. ბოლოს რა საყვარლად უთხრა მიშოს.... არ შემიძლიაა laughing sob

საოცრად ნიჭიერი გოგო ხარ, წერის არაჩვეულებრივი მანერა გაქვს და დარწმუნებული ვარ, დროდადრო კიდევ უფრო დაიხვეწები.
წარმატებები დაა მინდა იცოდე, ჩემი სახით, კიდევ ერთი ერთგული და მხურვალე მკითხველი შემოგემატა heart_eyes

 


№26  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

White_darkness
აუ, რა ძალიან მაგარი იყო...
სევდიანი
ემოციური
ცხოვრებისეული
პატრიოტული
თბილი
მხიარული
აი ისეთი საოცრება იყო, ჩემნაირ "არასპორტულ" ადამიანს, ფეხბურთის ასე გიჟურად სიყვარული მომანდომა ( რაც თითქმის შეუძლებელია ხოლმე :დდდ)
ბრავო , მართლა! არ ვიცი, რა დავწერო , რომ საკმარისად გადმოვცე რა ვიგრძენი.
მატირა, მაცინა, ამაფორიაქა, აღმაფრთოვანა,გამაგიჟა, დამამუნჯა...
სისხლს რომ აგიყივლებს, უზომო სიამაყის გრძნობას გაგიღვიძებს, ისეთია...
პერსონაჟები ხომ ცალკე თემაა სასაუბროდ. ყველა საოცრად განსხვავებული და დასამახსოვრებელი გყავს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძალიან დიდი ხანი გამყვება ის ემოციები და განცდები, რაც შენ ამ ისტორიით განმაცდევინე.
ალბათ, არ მიცნობ, პირველად გიკომენტარებ. ვნანობ, აქამდე სად ვიყავი, როგორ არ აღმოგაჩინეთ შენ და შენი ისტორიები. ( ახლა დავუვლი, ყველას წავიკითხავ :დ)
პ.ს. სიჭინავაზე ვაფრენ, მაგრაად გამიხარდა ეგეც რომ გყავდა შემოყვანილი. ბოლოს რა საყვარლად უთხრა მიშოს.... არ შემიძლიაა laughing sob

საოცრად ნიჭიერი გოგო ხარ, წერის არაჩვეულებრივი მანერა გაქვს და დარწმუნებული ვარ, დროდადრო კიდევ უფრო დაიხვეწები.
წარმატებები დაა მინდა იცოდე, ჩემი სახით, კიდევ ერთი ერთგული და მხურვალე მკითხველი შემოგემატა heart_eyes

უდიდესი მადლობა ❤❤❤❤❤

 


№27 სტუმარი სტუმარი თეონა

საოცრად ემოციური და პატრიოტიზმით გაჯერებული ისტორიაა ❤️ ცრემლი ვერ შევიშრე მართლა. უმაგრესია ❣️

 


№28  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თეონა
საოცრად ემოციური და პატრიოტიზმით გაჯერებული ისტორიაა ❤️ ცრემლი ვერ შევიშრე მართლა. უმაგრესია ❣️

მადლობა ❤❤❤

 


№29  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

მინდა, რომ გულწრფელი ვიყო და ამასთანავე, მინდა, რომ არ გეწყინოს.
ვერ მოიტანა ჩემამდე, არ ვიცი რატომ. რაღაც ვერ. ვერ დავიჭირე. ვერ შევიგრძენი. ვერ მოვიხიბლე, ლიზა.
მომწყინდა კიდეც და ცოტაც გადავირბინე.
ისტორიამ კი არა, პერსონაჟებმა ვერ მომნუსხეს. ვერ გადავირიე ალექსანდრეზე და მით უმეტეს, ნიაზე.
მოკლედ რა, არ ვიცი. არ ვიცი რა გითხრა.

 


№30  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

პენელოპე
მინდა, რომ გულწრფელი ვიყო და ამასთანავე, მინდა, რომ არ გეწყინოს.
ვერ მოიტანა ჩემამდე, არ ვიცი რატომ. რაღაც ვერ. ვერ დავიჭირე. ვერ შევიგრძენი. ვერ მოვიხიბლე, ლიზა.
მომწყინდა კიდეც და ცოტაც გადავირბინე.
ისტორიამ კი არა, პერსონაჟებმა ვერ მომნუსხეს. ვერ გადავირიე ალექსანდრეზე და მით უმეტეს, ნიაზე.
მოკლედ რა, არ ვიცი. არ ვიცი რა გითხრა.

ყველაზე ნაკლებად შენთვის არ მინდოდა იმედების გაცრუება :( ბოდიში ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent