სიცოცხლისა და სიკვდილის თამაში (თავი პირველი)
თუ კითხვის დროს ერთხელ მაინც გაგიჩნდა შეგრძნება, რომ ავტორმა შენი ცხოვრების ნაწილი მოიპარა კითხვა განაგრძე არნახული ემოციები გელის წინ, ხოლო თუ ვერაფერი იგრძენი შეწყვიტე ვერაფერს აღმოაჩენ ახალს... საღამო იყო ოთახში მარტო დარჩენილი ვცდილობდი გონება მომეკრიბა და კიდევ ერთხელ გადამეხედა გამოცდის თემისთვის, მაგრამ მყუდროება ჩემმა მეგობარმა დამირღვია ერთად გვქონდა ნაქირავები ბინა სამ გოგოს მართალია რთული იყო მაგრამ ვცდილობდით ერთმანეთისთის გაგვეგო. -ნიცა დღეს ჩვენი კლასელები უნდა ამოვიდნენ ანრი და იოანე ჰო გცალია შენც? ამის გაგონებაზე შევცბი, ვერც კი მივხვდი რა იყო ამის მიზეზი ყველანაირად ვეცადე არაფერი შემეტყო და გავუღიმე მას. -უი მართლა? საიდან გავახსენდით ნეტა მოვწესრიგდები მაშინ. -მიდი მარტო იო ამოდის ანრიმ თუ მოვასწარი მოვალო. იმ დღისით თვალს ვერ ვწყვეტდი ისეთი ქარიზმატული იყო. მის თვალები საოცარ სითბოს ასხივებდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი მას რომ ვხედავდი, მაგრამ საკუთარ თავს მაინც არ ვუტყდებოდი.დარწმუნებული ვარ ყველასთვის აშკარა იყო ყველაფერი, მაგრამ არავინ არაფერს იმჩნევდა. მას შემდეგ ზოგჯერ შემთხვევით,ზოგჯერ გეგმიურად ვხვდებოდით ერთმანეთს როგორც მეგობრები, მაგრამ ორივე ვგრძნობდით რომ ეს მეგობრობაზე მეტი იყო. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ძალიან დიდიხნის ლოდინის შემდეგ გადავწყვიტე დამერეკა. მას არ ახასიათებდა გაუფრთხილებლად მსგავსი ქმედება, ანერვიულებულმა დავურეკე. ჩვეული მშვიდი ტონით მიპასუხა, დამამშვიდა და მითხრა სახლში ავსულიყავი უნივერსიტეტის საქმეების გამო დაკავებული იყო. გული დამწყდა, მაგრამ არაფერი არ შევიმჩნიე გზას მივუყვებოდი და გადავწყვიტე მაღაზიებში გამევლო.სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსულმა, უცებ ნაცნობი სახე შევნიშნე გავქვავდი ვერ მივხვდი აქ რას აკეთებდა. ყველაზე მეტად ის მეტკინა, რომ მომატყუა თავადაც არ მელოდა სახეზე ფერი დაკარგა დავინახე უკან რამდენიმე ბიჭი ეხლდა, მაგრამ ისე ვიყავი გაბრაზებული ყურადღება არ მიმიქცევია. ახსნა განმარტება ვთხოვე რატომ მომატყუა, მარა ძალიან აბსურდული მიზეზი მითხრა. უკვე ზედმეტად გაღიზიანებული ვიყავი საუბარს აზრიც არ ჰქონდა, უბრალოდ დავემშვიდობე და სახლში ავედი. მთელი ღამე ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა, რომ ასე გაგიჟების უფლება არ მქონდა დარეკვა და ბოდიშის მოხდა მინდოდა, მაგრამ ყველაფერი დროს მივანდე.ამ დღის შემდეგ არ გამოჩენილა გაქრა, მხოლოდ ჭორებს ვიგებდი მის შესახებ თურმე გერმანიაში მიდიოდა. საშინელი შეგრძნება იყო თავს უსარგებლო ადამიანად ვგრძნობდი. ერთი წელი ისე უცებ გავიდა ყველაფერი შეიცვალა ყველანაირად ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა და ნაკლები დრო მქონოდა საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად. - დღეს ლადო უნდა ამოვიდეს გაგაცნობ შენც_შეპარვით მითხრა თამომ. -რახამ თქვენ საშველი დაგადგათ რაღა გვიჭირს, მშვენიერი გავიცნობ სიძეს. _ ღიმილით ვუთხარი და ჩავეხუტე. -რაღაც უნდა გითხრა არ ვაპირებდი, მაგრამ ალბათ უნდა იცოდე. გუშინ იომ მომწერა შენი ამბები იკითხა. არ ველოდი, ყველა მიძინებულმა გრძნობამ თავი იჩინა ცრემლები მომაწვა მიუხედავად იმისა, რომ ახალი ურთიერთობა მქონდა დაწყებული და მასზე იმდენად გადავერთე მეგონა დავივიწყე, მაგრამ ფაქტია ის გრძნობა ისევ ცოცხლობდა ჩემში. -საინტერესოა ახლა რატომ გავახსენდი?! ცრემლიანი თვალებით გავხედე თამოს. -მთელი წლის განმავლობაში გკითხულობდა სულ მწერდა._სინანულის მზერა მომაპყრო. მაპატიე,რომ არ გითხარი დამაფიცა ასე ჯობია ორივესთისო ახლაც იმიტომ გითხარი, რომ მეგონა დაივიწყე._მითხრა და თავი ჩხარა. -როგორ შეგეძლო? შენ ჰო მაინც იცოდი, როგორ ვიტანჯებოდი სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრიდი ცრემლების ნაკადმაც იწყეს სვლა,ოთახში გაურკვეველი მიმართულებით დავიწყე სიარული. -მაპატიე მომიახლოვდა და ჩამეხუტა სითბოსა და თანაგრძნობის შეგრძნებამ უფრო მომთენთა და მთელი ემოციებით დავიწყე ტირილიი, არ ვიცოდი რა იქნებოდა მომავალში ძლივს დალაგებული ცხოვრება ისევ ამერია.იმდენად ვიყავი ემოციებისგან გადაღლილი,როგორ ჩამეძინა ვერ შევნიშნე.დილით თამოს ხმამ გამაღვიძა -ჰო აგიხსენი სიტუაცია პრობლემას ნუ ქმნი. სხვა დროს ამოხვალ ლადო, რომ გაიცნობ მიხვდები რა კარგი ადამიანია უბრალოდ ახლა უჭირს და გვერდით უდნა ვედგე. გულზე მომხვდა ეს სიტყვები შემოვუძახე საკუთრ თავს რომ სამყარო მარტო ჩემ გარშემო არ ტრიალებს და მხოლოდ ტირილით და დეპრესიით ვერაფერს შევცვლიდი. ღიმილით გავედი ოთახიდან მთელი ემოციბით ვცდილობდი საუზმის მომზადებას თამოს გაკვირვებულ მზერას მოვკარი თვალი, მის სახეზე თავი ვეღარ და შევიკავე სიცილი დავიწყე. -დამშვიდდი კარგად ვარ არ გავგიჟებულვარ, ცხოვრება მშვენიერია ვიღაც იდიოტის გამო აღარ ვაპირებ ცრემლების ღვრას. _გავუღიმე დღეს აუცილებად ამოვიდეს სიძე ვნახოთ რა ბიჭია._ ვუთხარი წარბები ავუთმაშე და მზადება დავიწყე უნივერსიტეტში წასასვლელად. მთელი დღის მანძილზე უჩვეულო გრძნობა მქონდა თითქოს რაღაც საშინელბა მელოდა. ვიჯექი და გულმოდგინედ ვუცდდიდი ჩემს რიგს პრეზენტაციის წარსადგენად, ზუსტად ამას ვაწერდი ჩემს ასეთ აფორიაქებასაც. დრო უსაშველოდ გაიწელა უამრავი აზრი მიტრიალებდა თავში. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა შეტყობინება იყო მოსული სახელი, რომ წავიკითხე წამიერად თავბრუსხვევა ვიგრძენი. ნერვიულად ვათამაშებდი მობილურს და ვერ გადამწყვიტა გამეხსნა თუ არა.ბოლოს მოვიკრიბე ძალა და გავხსენი შეტყობინება, სადაც მხოლოდ ერთადერთი სიტყვა ეწერა. -მადლობა ! ვუყურებდი ტელეფონს და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, საერთოდ პასუხი უნდა დამებრუნებინა თუ არა?! სრულ გაურკვევლობაში ჩავვარდი ან მოწერა რა იყო, თან მსგავსად რისთვის მიხდიდა მადლობას.ყველანაირად ვეცადე ახსნა მომეძებნა მისი ქცევისთის მაგრამ უშედეგოდ. შეტყობინება უყურადღებოდ დავტოვე და ვეცადე მობილიზებული ვყოფილიყავი.სახლში ძალიან გადაღლილი დავბრუნდი სულ გადამავიწყდა ლადო რომ უნდა ამოსულიყო ვეცადე ღიმილით დავხვედროდი. ცუდი ბიჭი არ ჩანდა პირიქით ძალიან დადებით ემოციებს იწვევდა, გავერთე თითქოს დავივიწყე დღევანდელი. -უი დღეს იოს დაბადების დღეა. გაუაზრებლად თქვა თამომ და საწყალი თვალებით გამომხედა. ისტერიული სიცილი დავიწყე მაგრამ მათ გაკვირვებულ მზერას, რომ გადავაწყდი გონს მოვედი. -დამშვიდდით რაღაც გამახსენდა. როგორ დამავიწყდა, ალბათ ეგ იყო დღევანდელი შეტყობინების მიზეზიც,მაგრამ მაინც არანორმალურ ქმედებად მიმაჩნია ერთი წელი არ გამოჩნდე ადაამიანის ცხოვრებაში და თან პრეტენზიაც გქონდეს, რატომ არ მოგილოცა სასწაული პირდაპირ. უდარდელად განვაგრძე მათთან ერთად გართობა, მაგრამ მეც და თქვენც კარგად ვიცით, რომ ახლა მარტო ყოფნის და ტირილის გარდა არაფერი მინდოდა.ლადოც მალევე გავისტუმრეთ და უფრო მოვეშვი თამაში აღარ მომიწევდა. -ისეთი საყვარელი შეყვარებული გყავს შოკში ვარ. ვუთხარი და მაგიდს ალაგებას შევუდექი. -რა დროს ეგაა ნიცა.ესეთი დაუფიქრებელი რატომ ვარ მაპატიე გთხოვ. -ჩემო ლამზო რაზე ნერვიულობ პირიქით მადლობა, რომ შემახსენე დღეს ესე მოწმენდილ ცაზე მომწერა მადლობაო და იმდენად აფორიაქებული ვიყავი ვერაფერს დავუკავშირე. -რაა? სერიოზულად ?ღმერთო ესე რატო აჩქარებს ყველაფერს._ძალიან ჩუმად თავისთვის ჩაილაპარაკა. -რამეს მიმალავ?_ეჭვის თვალით გავხედე. -გეფიცები არაფერი არ ვიცი მხოლოდ ის მითხრა რომ სერიოზული მიზეზი ჰქონდა. -რა თქმა უნდა ალბათ გერმანიაში მოიწყინა უკვე და გავახსენდი.ვთქვი და ჩავიცინე ტკბილი ძილი მაგ ადამიანზე აღარ ვისაუბროთ. ვერ ვიტან ღამეს ჩემი გულის ტკივილი და ფიქრები სააშკარაოზე, რომ გამოაქვს და ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ. ასეთ დროს თავს ისე ვგრძნობ თითქოს ხალხით სავსე ქუჩაში შიშველი ვარ და ყველა ცდილობს თითი ჩემსკენ გამოიშიროს. ამ ყველაფერს ისე ცხადად ვგრძნობ რომ ხშირად რეალობაში მერევა ხოლმე.ნეტავ რისთვის დაბრუნდა? ალბათ არ იყო საკმარისი და უფრო ძლიერი დარტყმა სურს მომაყენოს.ფიქრების კორიანტელი იყო ჩემს გონებაში და მაინც ვერ გამერკვია რა უნდოდა. დილით ისეთი საოცარი სურნელი ტრიალებდა ოთახში ვის ახსოვდა თეთრად გათენებული ღამე. -თამო მიყვარხარ. დავუყვირე მთელი ემოციით და სამზარეულოში გავედი. -ღმერთო! გული გამისკდა შენ ნორმალური თუ ხარ?_ მითხრა და თან სუნთქვის დარეგულირებას ეცადა.მისმა შემხედვარემ სიცილი ვერ შევიკავე. - რამ შეგაშინა გოგო? არა კი მესმის ვარჯიშობ დილით საუზმე, როგორ გაუკეთო ხოლმე შენ ბიჭს, მარა მგონი მართლა დაგავიწყდა რომ მე ვარ თამ, ნიცაა ვარ.ისე დავიწყე სიცილი ვფიცავ მთელმა კორპუსმა გაიგო. -რა დაუნახავი ადამიანი ხარ უნამუსო სახვათაშორის _ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ იდილია მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა უცხო ნომერი იყო. ცოტახანს გაკვირვებული ვუყურებდი ვინ უნდა ყოფილიყო ასე ადრე. -კურიერი იქნება უპასუხე გოგო არგაბრუნდეს. -რა იყო ხაშია? იქნებ რას ვაკეთებ ესეთ დროს რას მირეკავს. უტაქტო ბურდღუნით ვუპასუხე. -გისმენთ! არავინ იღებდა ხმას საინეტრესოა ერთობა ის კუერიერი თუ რა ხდება გათიშვა, როგორც დავაპირე მაგ დროს მისწვდა ჩემს ყურთასმენას ბოხი ბარიტონი. -უნდა ვილაპარაკოთ._ ვიცანი, რა თქმა უნდა ვიცანი ძლივს მოვიკრიბე ძალა რომ, მეპასუხა. -რომელი ხართ? -ნუ სულელობ ნიცა, კორპუსთან ვარ ჩამოდი გელოდები. მითხრა და გათიშა გონს ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი თამოც გაოცებული მიყურებდა. -უნდა ჩახვიდე იქნებ რა აქვს სათქმელი მარტო ამ ერთხელ მოუსმინე ვიცი, რომ სერიოზული მიზეზი ჰქონდა მეტი არაფერი ვიცი გეფიცები. -მეღადავები ჰო? შენ გინდა რომ მასთან ჩავიდე, ასე როცა მოუნდება მიმაგდოს და ისევ დაბრუნდეს ვითომ არაფერი მომხდარა ? მაგის უფლება არ აქვს თამო, არ ჩავალ. -გთხოვ ერთად ჩავიდეთ შენი გადასაწყვეტია აპატიებ თუ არა, მაგრამ მგონია ახსნის უფლება ყველას აქვს. ბოლოს იმდენი ქნა დამიყოლია თან მეც დავინტერესტი რა უნდოდა, ჯობდა ახლავე მორჩენილიყო ყველაფერი. ეზოში თვალი, რომ ვერ მოვკარი უკან გამობრუნება ვცადე. -თამო სისულელეა ავიდეთ სახლში. -არ გამაგიჟო ახლა აი მოდის. მანიშნა თვალებით და მეც ინსტიქტურად გავაყოლე მის მზერას თვალი. ალბათ ერთწლიანი განშორების ბრალი იყო ჩემი ასეთი რეაქცია ზღვა ემოციებს ვგრძნობდი ვუყურებდი, როგორ გვიახოვდებოდა და უფრო მიმძაფრდებოდა შეგრძნებებიც, რატომღაც თვალები დავხუჭე, რომ რეალობას გავქცეოდი და ათვლა დავიწყე 50-მდე არ ვიყავი ასული ლოყაზე ცხელი მთრთოლვარე ტუჩები ვიგრძენი. მთელი სხეული დამეჭიმა სისხლმა უფრო სწრაფად დაიწყო სვლა, გავწითლდი მინდოდა უბრალოდ გავმქრალიყავი. თავი ავწიე და წამიერად მის უძირო თვალებს შევეჩეხე. ვიგრძენი, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა უკვე ვეღარ ვუძლებდი ერთდროულად ამდენ ემოციას, ნამდვილად არ ველოდი ასეთი რეაქცია თუ მექნებოდა, არც ის ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან სიტყვები რა საჭირო იყო, როცა ჩემსავე გრძნობებმა გამყიდეს. --------------------------- მოგესალმებით, ძალიან ვნერვიულობ. ისტორია რეალურ ამბავზეა დაფუძნებული მინდა იგივე ემოციებით აივსოთ, რასაც მე ვგრძნობდი თხრობის პროცესში. ძალიან დიდი იმედი მაქვს მოვახერხებ და თქვენამდე მოვიტან იმ სითბოს და სიყვარულს რაც იქ სუფევდა. თუ ეგ ვერ მოვახერხე გთხოვთ მითხრათ, რადგან ამ გენიალური ამბის გაფუჭება არ შეიძლება. მადლობა ყველას ვინც თქვენი ძვირფასი დრო დახარჯეთ და წაიკითხავთ ჩემი ,,ნაჯღაბნი". შემდეგ თავს ხვალ დავდებ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.