ნანგრევებში პირველი
პირველი სეანსი -გამარჯობა.-თბილად შევეგებე დამფრთხალ პაციენტს, რომელიც თვალების ცეცებით ათვალიერებდა გარემოს, თუმცა კი, არ უნდოდა, მე ეს შემემჩნია. სანამ სავარძელზე დაჯდდომა არ შევთავაზე, მორიდებულად იდგა ფეხზე და თითები ერთმანეთში გადაეხლართა. დაჯდა თუ არა, ფეხი ფეხზე გადაიდო და უნდობლად მომაჩერდა. თვალს დიდხანს არ მისწორებდა, წამდაუწუმ გადაჰქონდა მზერა სხვადასხვა საგანზე, რაც მის დაბალ თვითშეფასებასა და უარყოფის შიშზე მეტყველებდა. თუმცა, მხოლოდ მისი მანერები და ჟესტები მის პიროვნებაზე ყველაფერს ვერ მეტყოდა და ვერც დარწმუნებით შევძლებდი დასკვნის გამოტანას, ამიტომ, ვცადე, კონტაქტში შემოსვლაში დავხმარებოდი. როგორც წესი, ინიციატივას საკუთარ თავზე ვიღებდი პაციენტების გაცნობისას, რადგან მათთვის ჩვენი ურთიერთობა "ახალი ხილი" იყო, ეს კი მათ აშინებდა, რადგან შეცდომის დაშვება არ უნდოდათ. რა თქმა უნდა, აქ არ არსებობდა არანაირი შეცდომა, რადგან ეს ურთიერთობაც, რომელიც პაციენტსა და ფსიქოლოგს შორის ყალიბდებდება, უნიკალურია. დასაწყისისთვის თავის წარმოდგენა ვარჩიე: -მე აია ვარ, ოცდახუთი წლის. სეხნიები ვართ-გავუღიმე- ოთხი წელია, რაც ფსიქოლოგად ვმუშაობ. შეგიძლია სახელით მომმართო. შენზე რას მეტყვი? -მე თხუთმეტი წლის ვარ.-თავი ჩახარა და თავის გადანასკვულ თითებს დააჩერდა.-სკოლაში ვსწავლობ და ბევრი მეგობარი არ მყავს, მაგრამ ჩემი მეგობრები ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მათ ჩემი ყველაზე კარგად ესმით. შევამჩნიე, როგორ დაიძაბა მეგობრებზე საუბრისას, ამიტომ ამის მიზეზის გაგება მოვინდომე. -ფიქრობ, რომ ბევრი მეგობრის ყოლა აუცილებელია? -მე არ ვფიქრობ. მე თავს უკეთესად ვგრძნობ ცოტა ადამიანის გარემოცვაში და ვერც ყველასთან შევძლებ ისეთი გულახდილი ვიყო და თავიც ისე კომფორტულად ვიგრძნო, როგორც ჩემს ნამდვილ მეგობრებთან. -და რას გრძნობ, როცა ირგვლივ ბევრი ადამიანია? -უხერხულობას და მოუხერხებლობას, თითქოს სამყაროში მარტო და დაუცველი ვარ და ტირილი მინდება. არ შემიძლია დიდი დროის გატარება ადამიანებთან, როცა მარტო ვარ, თავს უკეთესად ვგრძნობ, თითქოს სახლში ვარ, სიმშვიდეში და სიმყუდროვეში. -ანუ სხვა ადამიანები შენთვის ქაოსთან ასოცირდება... -არამარტო ქაოსთან. როცა ადამიანებთან ერთად ვარ, სირცხვილის გრძნობა მიჩდება, იმიტომ რომ ყოველ წუთს ვგრძნობ, რომ რაღაცით განვსხვავდები მათგან. -მაინც რით? -არ ვიცი.ყველაფრით. ხან განსხვავებული ფეხის ზომით, ხან განსხვავებული დამოკიდებულებით მათ მიმართ. -რას გულისხმობ განსხვავებულ დამოკიდებულებაში? -უბრალოდ როდესაც საუბრისას იმავე ინტერესს არ იჩენენ ჩემ მიმართ, რასაც მე ვიჩენ, იგივე ქცევით არ მპასუხობენ, თავს არასრულყოფილად ვგრძნობ. -თავს არასრულყოფილად იმის გამო გრძნობ, რომ სხვანაირი ხარ? -კი. ჩემთვის სხვანაირი ცუდს ნიშნავს. -და ამას როდის მიხვდი? -იმას, რომ სხვების აზრზე ვიყავი დამოკიდებული? -იმას, რომ საკუთარ ემოციებს, პიროვნებას და ხასიათს იმის გამო ახშობდი, რომ ვიღაც სხვა გამხდარიყავი, სხვების მსგავსი. ჩემს კითხვაზე დაიბნა. შევატყე, პასუხი არ ჰქონდა და იმასაც მივხვდი, რომ ეს დასკვნა აშინებდა კიდეც, რადგან ბოლომდე გააზრებული არც კი ჰქონდა. -არა, მე ჩემი თავი ვიყავი. -კარგი, მაშ ეს მითხარი... რითი ინარჩუნებს ადამიანი საკუთარ "მეს"? ანუ, რითი განსხვავდება სხვა ადამიანებისგან. -შინაგანი სამყაროთი და გონებით.-დაუფიქრებლად მიპასუხა და ისეთი მზერა მომაპყრო, თითქოს მისი თვალები მეუბნებოდნენ: "რატომ მეკითხები ასეთ სიმარტივეს? პასუხი ხომ აშკარააო". -ახლა ის მმითხარი, შინაგანი სამყარო რას ნიშნავს შენთვის? -ყველაფერს, რაც ადამიანის თავში და გულში ხდება. მინდოდა, გამეღიმა, ისე სასიამოვნოდ ჩამესმა მისი ეს პასუხი, მაგრამ თავი შევიკავე თავი კვლავ უხერხულად და უსიამოვნოდ რომ არ ეგრძნო. -და ამ ყველაფერში რა შედის? -გრძნობები, ემოციები, განცდები, დაგროვებული ცოდნა, წარმოსახვა, ბუნება, ინსტიქტები, პიროვნება და მენტალიტეტი... აღარ იცოდა, რითი გაეგრძელებინა, ამიტომ შევეშველე და სხვა კითხვა დავუსვი: -თუ შენს პიროვნებას შენი შინაგანი სამყაროთი ქმნი, მაშინ, გამოდის, რომ პიროვნების ხმის ჩახშობით შენს შინაგან სამყაროსაც ანადგურებ და ანგრევ, არა? ჩაფიქრდა. თვალები კედლებისკენნ გაურბოდა, ხან ერთ ნახატს მიაშტერდებოდა, ხან მეორეს, თუმცა, შევატყე, ფიქრობდა და გამიხარდა, რომ მის გონებაში ცვლილებები მოვახდინე. ფიქრი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო მკურნალობის, რადგან სწორედ განსხვავებულ ფიქრს სწავლობდა და ეჩვეოდა პაციენტი ჩემთან, რაც მის დამოკიდებულებებსა და ჩვევებს მკურნალობდა. -აბა, როგორ ფიქრობ, შეგიძლია პარალელი გაავლო შენი გრძნობებისა და ემოციების, შენი რეალური განცდების დათრგუნვასა და სხვების მიბაძვას შორის? წამიერად თვალი გამისწორა, მგონი, აინტერესებდა, დაინახავდა თუ არა ჩემს თვალებში მისი გადარწმუნებითა და მის გონებაში საფუძვლიანი ეჭვის დათესვით მიღებულ თვითკმაყოფილებას. თუმცა, მერე, როდესაც მეორედ ამომხედა თავისი დიდი, თუმცა მოჭუტული თვალებით და დაჟინებული მზერა გამისწორა, მივხვდი, რომ თავიდანვე იცოდა მან ჩემი ემოცია, მას მხოლოდ ის უნდოდა დაენახა, რამდენად ძლიერი იყო ჩემი კმაყოფილება. -აია...-ხმადაბლა, დაბალ და მელოდიურ ნნოტებზე გაიჟღერა ჩემი პირიდან ამოთქმულმა მისმა სახელმა.-კითხვაზე არ მიპასუხებ? -პასუხი ხომ ისედაც იცით?-ოდნავ უხეშად მომიგო და ჯიბრიანად მომაჩერდა თვალებში. -შენ როგორ ფიქრობ? -მე ვფიქრობ, რომ მშვენიერად იცით, რასაც მიაღწიეთ და ისიც გინდათ ვაღიარო, რომ ჩემი ბრალია, თავს რომ იდიოტად ვგრძნობ. თუ ეს თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ, ახლავე ვიტყვი. -შენი აზრით, შენი ბრალია, რომ თავს არასრულყოფილად და სხვებისგან განსხვავებულად გრძნობ? გაჩუმდა და თვალი გამისწორა. არაფერს ამბობდა. იმის შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ პროტესტის გრძნობა გასჩენოდა ჩემ მიმართ, რადგან უჭირდა ისეთი რამეების ხმამაღლა აღიარება, რაც ისედაც იცოდა ჩემთან მოსვლამდე. საკუთარ თავს ეჯიუტებოდა, არ უნდოდა იმის გამჟღავნება, რომ ასე იყო, რადგან ასე თავისი გაძლიერებული შინაგანი ხმის დამარცხების შანსებს გაზრდიდა, იმ ხმის, რომელიც შთააგონებდა, გამხდარიყო სხვებისნაირი, რომ არ ეგრძნო თავი უარყოფილად და უსარგებლოდ. წინააღმდეგობის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ ფიქრობდა, თავად მარცხდებოდა ამ ხმის ჩაჩუმების შემთხვევაში და მეორე მიზეზი კი ის, რომ საკუთარი პიროვნება უკვე დიდი ხანია, დაკარგული ჰქონდა და პოვნის ეშინოდა, რადგან აშინებდა მისი ძალა და გამორჩეული თავისებურებები. -შეიძლება წავიდე?-უეცრად იკითხა. დარწმუნებული ვარ, ამ კითხვის დასმისთვის მთელი ეს დრო ძალისხმევას იკრებდა. -იცი, აქედან გაქცევა შეგიძლია, ისევე როგორც საკლასო ოთახიდან, ან ხალხით სავსე დარბაზიდან, მაგრამ შენს შიშებსა და პრობლემებს ხომ იცი, ვერ გაექცევი, უკან აგედევნებიან და შენში დარჩებიან. გამზადებული ჩანთა კვლავ დივანზე დადო და გამჭრიახი მზერით გამომხედა. -არ შემიძლია მათთან გამკლავება-საყვედურის ტონით ამოთქვა, თითქოს ამ სიტყვებს ამოაყოლა თავისი გულისწყრომა.-მე მარტო ვარ მათ წინაშე, მე სუსტი ვარ, ისინი კი ძლიერები და ამდენი წლის განმავლობაში უფრო გაძლიერდნენ. არ შემიძლია, მტკივა, მაგრამ მათი თავიდან მოცილება არ შემიძლია-თავი ხელისგულებში ჩარგო და შევამჩნიე, როგორ უნდოდა თავი დაეზიანებინა. ეს იყო თვითდაზიანების სურვილი, რომელიც მხოლოდ სტრესისაგან თავის დაღწევას და შვების განცდას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითდაზიანების საფუძველი სუიციდის მცდელობა არ არის, ადამიანი მაინც ეჩვევა პრობლემებისგან თავდაცვისთვის საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებას და ასე "გათავისუფლებას" იმ არაფიზიკური ტკივილისგან, რომელსაც სტრესი და არასრულფასოვნების შეგრძნებისგან გამოწვეული დანაშაულის გრძნობა ამძაფრებს. -ამისთვის ვარ მე აქ-მივუგე მშვიდ ნოტაზე-მე ვარ იმის გარანტი, რომ შენ შენს თავს იპოვი და დამიჯერე, ისე აშკარა იქნება შენი ნამდვილი სახის უპირატესობა ხელოვნურ პიროვნებაზე, რომ აღარასოდეს იგრძნობ თავს უსარგებლოდ და სხვების აზრზე დამოკიდებულად. ნდობით სავსე მზერა შემომაგება. ამ თვალებმა კიდევ ერთხელ შემახსენეს, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის ეს სამსახური და როგორი შვება იყო ჩემთვის სხვისი შვების დანახვა. ვხედავდი, როგორი მადლიერები იყვნენ მისი დიდი, თაფლისფერი თვალები და აწყლიანებულნი შემომყურებდნენ. ამ მომენტში ვიგრძენი მისი ემოციები-საკუთარი თავი ეცოდებოდა და სწორედ ამიტომ ჩამდგარიყო მის თვალებში ცრემლები. თუმცა, შესაძლოა, ეს ის ცრემლებიც იყვნენ, რომლებიც იმედს მოსდევს თან, ბედნიერებისა და თავისუფლების იმედს, რომელიც წამის წინ ჩავუსახე აიას. -რას იტყვი, დავეხმაროთ ერთმანეთს?-ხელის გაწვდასავით ჟღერდა ჩემი ეს სიტყვები. თავი მაშინვე დამიქნია და მეც, მისი დაყოლიებითა და სეანსის მაჟორულ ნოტაზე დასრულებით ბედნიერს, ფართოდ გამეღიმა. ეს იყო და ეს. შემდეგ სეანსამდე შემეძლო, მასზე ბევრი, ბევრი მეფიქრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.