სიცოცხლისა და სიკვდილის თამაში (თავი მეორე)
ერთი წლის წინ. -ნიცა გიყვარს?_ გაკვირვებულმა გავხედე ქეთის, რომელიც ჩუმად ვითომ შეუმჩნევლად ფხუკუნებდა. -ვიცი ვინც გაგაქეზა პატარა ქალბატონო. -კლაგი რა იო, როდის მოიყვან მე მასთან თამში მინდა._ მითხრა ტუჩებდაბრეცილმა და ბუზღუნით აბურდულ თმას ისწორებდა. -შეგჭამ ეხლა , გაიქეციი ჩქარაა. მთელს ოთახში ნენეს კისკისის ხმა ისმოდა ,დედაჩემი კი ღიმილით მოგჩერებოდა. -ქეთი დღეს სახლში არ მოვალ._ გავაფრთხილე და სახლიდან გამოვედი. გზაში ნენეს ნათქვამზე ფიქრობდა ის პატარა არსებაც კი ხვდებოდა, რომ უკვე ძალიან აგვიანებდა და უნდა გაემხილა გრძნობები. საჭესთან მჯდომი გეგმას ადგენდა, როგორ ეთქვა ნიცასთის ყველაფერი. ეშინოდა მისი რეაქციის , შეიძლება საერთოდ დაეკარგა. მისი სახის წარმოიდგინისას ,თავზე ხელი გადაისვა და ნერვიულად ჩაიცინა.ბოლოს გადაწყვიტა , რომ ხვალ აუცილებლად გამოუტყდებოდა გრძნობებში ის მაინც ეცოდინებოდა ცალხმრივი იყო თუ არა მისი სიყავრული. ნაშუადღევს ბიჭებს უკვე მოეყარათ თავი და გამალებით უცდიდნენ თამაშის დაწყებას. ბავშობიდან ერთად იყვენენ და ერთმანეთს ყოველთვის გვერდით ედგენენ. ყველა თამაშზეც რა თქმა უნდა ერთად გულშემატკივრობდნენ სასურველ გუნდს და შეძახილებით, ერთხმად გამოსცემდნენ ემოციებს. -შენი დედაც ხვალამდე როგორ დავფარო._ გაუაზრებლად დაიყვირა გიომ. -რა ხდება?_ სამივემ გადახედეს. -2000 ლარი უნდა შევიტანო ხვალამდე ბანკში. გაბზარული ხმით თქვა და თვალს ვერ უსწორებდა მეგობრებს. -ჭკუა ვერ ისწავლე კიდევ ჰო? ბიჭო მერამდენედ ხარ ამ სიტუაციაში. -შეეშვი._ამოიოხრა ანრიმ. კარგად იცი რომ არცერთს არ გვაქვს ფული ეხლა. -გინდა დავფაროთ? _ ხუმრობით თქვა და სამივევ გაკვირვებულმა გახედეს იოანეს. -რომელ ჯიბეში გაქვს იო?_ ირონიული მზერით იკითხა ანრიმ. -კომპიუტერი ჩართე იდია მაქვს არ მიცდია, მარა ვნახოთ იქნებ გამოვიდეს._ თქვა სასმლით გათამამებულმა. -აზრზე მოდი ცოტა._ ჩანაფიქრს მიუხვდა მეგობარს და მის გადარწმუნებას ეცადა._ ჩვეულებრივ სოცილაურ ქსელშიც კი ისახება, როცა ვიღაც შენს ექაუნთში ცდილობს შესვლას და წარმოიდგინე მათ როგორი დაცვის სისტემა აქვთ. -არ მენდობი?_ გეუბნები, რომ ვერავინ გაიგებს საიდან მოხდა სისტემაში შეჭრა. -შენზე ჭკვიანი ხალხი ზის იქ ტვინი გაატოკე. -გიო მიდი კომპიუტერი ჩართე, მანქანაში ლეპტოპი მაქვს იმასაც ამოვიტან. მენდეთ, როდის დამიღალატებიხართ. დაპირისპირების მიუხედავად მაინც შეთანხმდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდათ. იმ მომენტში ვერცერთი იაზრებდა რა შეიძლება მოჰყოლოდა მათ ამ ქმედებას ,მაგრამ მაინც უშიშრად და მედგრად იდგნენ. იოანეს კი აღელვებაც არ ეტყობოდა ზედმეტად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში. -აი ნახე მხოლოდ ერთ ღილაკს აწვები შენ, რომ სერვერები გაითიშოს დანარჩენს მე გავაკეთებ._ დაწვრილებით უხსნიდა გვერდით მჯდომს. -დარწმუნებული ხარ რომ უსაფრთხოა? -ყველაზე მარტივ და ამავდროულად რთულ საქმეს შენ გავალებ ეგ თუ არგათიშე დარწმუნებული იყავი რომ ციხეში ვართ ყველა. აბა მზად ხართ?_ ეჭვით გადახედა მათ. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა შეშინებულები უყურებდნენ იოანეს და ნერვიულად იწმენდდნენ ოფლს.რამდენიმე საათის შემდეგ გადაღლილმა გაუღიმათ.ეს უდავოდ წარმატების ნიშანი იყო. -გიო ტელეფონი შეამოწმე . -არ არსებობს, გამოვიდა. გახარებული აფრიალებდა ტეელეფონს -მაგრამ მთლიანი გაანულე? ეჭვით დახედა მობილურს კვლავ. -წესით კი, რომელი ამბობდით შენზე ჭკვიანები არიანოო? _ თვალებ დაწვრილებულმა გადახედა ბიჭებს. -ატრაკებ რას წარმოვიდგენდი, რომ ესეთი ძლიერი იყავიი საღოლ ძმაო. უთხრა და მხარზე ხელი დაარტყა ღიმილით. -გიო მთელი ცხოვრება ვალში ხარ მასთან იცოდე. -შეხსენება არ მინდა ძმაო ვიცი. _ მადლიერი მზერით უყურებდა მის მხსნელს. უკვე კარგად შეზარხოშებულები იყვნენ. აღნიშნავდნენ დღევანდელ წარმატებას, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. განცვიფრებულებმა ერთმანეთს გადახედეს ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს არავის ელოდნენ. -შენი და დღეს ჩამოდის? გადახედეს ანრის. -არვიცი ხვალ აპირებდა, მაგრამ ალბათ რამე მოხდა. ნელი ნაბიჯით წავიდა კარისკენ. დარწმუნებული ვარ ყველას გქონიათ ცხოვრებაში მომენტი,როცა ცდილობ გაექცე რეალობას და შენივე შექმნილ სამყაროში დაიმალო.იოანეც არ იყო განსხვავებული ყველანაირად არწმუნებდა თავს, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა ბიჭებსაც, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კარგად იცოდა ვინ შეიძლება ყოფილიყო . ოთახში ჯმუხი შავებში ჩაცმული მამაკაცი შემოვიდა. მათ დამფრთხალ სახეებზე გვერდულად ჩაიცინა და უთქმელად წავიდა ოთახის შუაგისკენ. ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლას ცდილობდა, ხმის ამოღებას კი ვერავინ ბედავდა.ჯერ კიდევ კართან მდგარ ბიჭებს გაყინული მზერა მოავლო და ხელით ანიშნა დამსხდარიყვნენ. -გამარჯობა, დღეს საღამოს მშვიდად გატარებას ვაპირებდი ,მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმე ახალგაზრდას თურმე ვაჟკაცობა მოუნდა და ბანკში გიორგი ახვლედიანის სახელზე აღებული თხუთმეტი ათასი ლარი გაანულეს. რა მაგარია არა?_ ირონიულ მზერას არ აშორებდა მათ._ სიმართლე რომ გითხრათ იდიალური ნამუშევარია მხოლოდ ის დაავიწყდათ ვისთან ჰქონდათ საქმე. -ჩვენ რა შუაში ვართ? თქვენც ხედავთ ვქეიფობდით _ მაინც თავის დაძვრენას ცდილობდა ანრი. -მოდი ერთს გეტყვით ბიჭებო ორი ვარიანტი გაქვთ. აღიარეთ რომელმა თქვენგანმა გააკეთეთ ან ახლავე ვრეკავ და ყველანი ციხეში მიდიხართ. დაფიქრების გარეშე გადაწყვიტა იოანემ დანაშაულის აღიარება. მას რომ არ შეეთავაზებინა მსგავსი წინადადება არაფერი მოხდებოდა , როგორმე იშოვიდნენ ფულს და ლეგალური ფორმით დაფარავდნენ კრედიტს. -მე ვიყავი ._ არვიცი როგორ შეძლო ასეთ რთულ სიტუაციაში კვლავ ისე მყარად მდგარიყო ფეხზე.-ესეგი შენ ხარ? ეჭვით აათვალიერა _ მაშ წავედით კარგად ბიჭებო ასე აღარ გაერთოთ. თვალი ჩაუკრა მათ და მშვიდი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ, რა ენაღვლეობდა მას ხომ არ ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. კართან მისულმა კი უკან მიიხედა და ღიმილით მიმართა მათ. -ბანკმა ჯერ არ იცის მომხდარის შესახებ ,მათთან ჩვენ მოვგვარდებით თუ თქვენი ძმაკაცი უარს არ გვეტყვის.კმაყოფილი უყურებდა ბიჭს თითქოს განძი აღმოეჩინა. უგზოუკლო გარდატეხის შემდეგ გამოჩნდება გზა მომავლისკენ.გონება დაბინდული ვერაფრზე ფიქრობდა დედის გარდა რამხელა ტკივილს მიაყნებდა საკუთარ შვილს გისოსებში დანახვა.გული ეწვოდა, გამოსავლის ძებნაში მყოფს მობილურის ხმა მოესმა როგორ არ უნდოდა ახლა ქეთი ყოფილიყო არც დაუხედავს ისე გათიშა და კაცის გამოწვდილ ხელს შეაგება მობილური. -არა შვილო მაინც არ მესმის რატომ გარისკე? ახალგზარდა ხარ მომავალი წინ გაქვს._ბობოქრობდა კაცი. უხმოდ, თავ ჩაქინდრული უსმენდა მის მონოლოგს. მიანც ეძებდა გამოსავალს დასაძვენად. უამრავი ვარიანტი განიხილა გონებში, მაგრამ არცერთი შესაბამებოდა რეალობას.მართალია შიგნიდან იწვოდა ნერვიულობისგან არ იცოდა ყელში გაჩხერილი ბურთისთის რა მოეხერხებინა, მაგრამ გარეგნულად მაინც არაფერს იტყობდა.ამასობაში შენობასთან გაჩერდა მანქანა და უცნობმა ხელით ანიშნა მას გაჰყოლოდა. გარშემო უამრავი კაბელი გადიოდა, ნესტის სუნი იდგა აქა-იქ დაყრილი ყუთები თავმომწონედ იჩენდნენ თავს, ფაქტია მიტოვებულ შენობასთან იყვნენ. წამით ისიც კი იფიქრა მოკვლას ხომ არ მიპირებენო,მაგრამ უმალ გაფანტა გონებამ ეს ფიქრები როგორც კი ნაცნობი სახე აღიქვა. -გია უკვე მოიყვანე? აბა ვნახოთ, ვინაა ასეთი მამაცი._ ბუნდოვნად ესმოდა ხმა, მაგრამ შორიდანვე არჩევდა მამაკაცის სახეს . ბიძა, რომელმაც ოჯახი მიატოვა და შვეიცარიაში გადაიხვეწა საცხოვრებლად ახლა მას უახლოვდებოდა. დაბნეული მისჩერებოდა მომავლს, თავი დადგმულ სპეკტაკლში ეგონა. -გამარჯობა ვაჟკაც. წარბშეუხრელად მიესალმა._ შევიდეთ და წყნარად ვისაუბროთ. შენობაში შესულს ოვაციებით შეხვდნენ ბიჭები. -გაღიარებ ძმაო . ერთ -ერთი გამოეყო მათ და ხელი ჩამოართვა. გაურკვევლობაში მყოფი ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო სიზმარში იყო თუ რეალურად ხდებოდა ეს ყოველივე. -ჩვენ შემოთავაზება გვაქვს შენთან. უთხრა ბიძად წოდებულმა შუახნის მამაკაცმა._ კარგად გეცოდინება როგორი სასჯელი გელის ეს ამბავი, რომ გახმაურდეს. გონიერი ახალგაზრდა ჩანხარ ვფიქრობ შევთანხმდებით._ გაჩუმდა და გვერდით მდგარ მამაკაცას გადახედა. - ძალიან ბევრ ადამიანს ვთხოვეთ როგორც შენ სცადე შესულიყო და გაეტეხა ანგარიშები, მაგრამ ვერავინ შეძლო. დღემდე ამაყები ვიყავით ასეთი ძლიერი სისტემის გამო, მაგრამ შენ მოახერხე ის რაც ვერც ერთმა საქართველოში მყოფმა პროგრამისტმა თუ ჰაკერებმა ვერ შეძლეს._ გაჩუმდა და დაჟინებული მზერით მისჩერებოდა მას. -მე ვფიქრობ იდიალური შემოთავაზება გვაქვს შენთვის აქ დარჩე და ჩვენი ძლიერი გუნდი უფრო გააძლიერო. _წამოიწყო საუბარი აქამდე ჩუმად მჯდარმა მამაკაცმა. _ არავინ დაზარალდება, შენ და შენი მეგობრებიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობთ ცხოვრებას. ყოყმანობდა საერთოდ არ იცოდა რა პასუხი ეთქვა მათთვის. უარეს შარში არ გაეყო თავი. ნუგზარსაც გაკვირვებული უყურებდა ისე რომ ექცეოდა როგორც უცხოს ვერაფერი გაეგო. სახეზე მღელვარებაც დასტყობოდა და ცივი ოფლი ასხავდა. -შეგიძლია პასუხი ახლა არ გვითხრა ერთი კვირა გაქვს დრო . უთხრა და გასასვლელისკენ წავიდა. -ნუგზარ ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ. _ უკან აედევნა მამაკაცი. გარეთ გამოსულს არავინ აღარ დახვდა. ახლა მხოლოდ მარტო დარჩენა და ყველაფრის გაანალიზება სჭირდებოდა, მაგრამ იმ ფაქტს მაინც ვერ ხსნიდა ნუგზარი იქ რას აკეთებდა. -------- ვიცი რომ ძალიან პატარაა თავია მაპატიეთ აუცილებლად გავზრდი მოცულობას შემდეგში. თვითოეული თქვენგანი სტიმული ხართ რომ გავაგრძელო ეს ისტორია და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.