შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისური ისტორია [1]


30-01-2021, 18:09
ავტორი kika
ნანახია 1 352

სვლა შეანელა. ნაწვიმარ, ლამპიონის მკრთალი შუქებით განათებულ გზას თვალი მოაცილა, თავი ზემოთ ასწია და მზერა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარი პატარა კაფისკენ გააპარა.
წამით შეჩერდა, ქურთუკის ჯიბეში გაყინული ხელებით სიგარეტს ძებნა დაუწყო
- უხ შენი- ნერვებ მოშლილმა ჩაიჩურჩულა და ძებნა შარვლის ჯიბეებში განაგრძო.
ძლივს ამოაცურა უკანა ჯიბიდან და ხელის კანკალით მოუკიდა.
მთელი ტანით ცახცახებდა, ვერ გაეგო სიცივის ბრალი იყო თუ...
თვალები დახუჭა, სიგარეტის კვამლი გარეთ გამოუშვა და თითქმის სირბილით გადაჭრა ქუჩა. კაფის ძველი, თუმცა ჩუქურთმებით მოქარგული ხის კარი შეაღო და იქვე გაჩერდა.
3 წელი, 3 დაუსრულებელი წელი გავიდა მას შემდეგ.. ის ძველი სურნელი კი, ისევ შემორჩენოდა შენობის ატმისფერ კედლებს.
ნაცნობი მაგიდისკენ გააპარა მზერა და სიხარულისგან გული შეეკუმშა..ხაკისფერი შარფი ნელა მოიხსნა და ქურთუკთან ერთად იქვე, საკიდზე დაკიდა. ნელი ნაბიჯებით გაემართა მაგიდისკენ და თან მიმტანს გახედა, მანაც არ დააყოვნა და თვალით ანიშნა ახლავე მოვალო. ძველებური ხის სკამი ფრთხილად გამოწია, დაჯდა და მიმტანის მოლოდინში ვერის ბაღს გახედა.

***
-წავიდა?
-წავიდა.- ჩუმად უპასუხა დავითამ და ჩაფიქრებული მზერა მთაწმინდას გაუსწორა.

***
2015 წლის დეკემბერის დასაწყისი იდგა თბილისის ქუჩებში. უფრო კონკრეტულად კი, 2015 წლის 8 დეკემბრის სამშაბათი დღე იყო. გარეთ უსაშველოდ წვიმდა. შავმა მანქანამ მელიქიშვილიდან ჩამოუხვია და ვერის ბაღთან უცებ შეჩერდა. მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, შიგნით მჯდომს მიაძახა „საღამოს დაგირეკავო“ და იქვე მდგარ პატარა კაფეში სირბილით შევარდა. როგორც კი წვიმისგან მოფარებულ ადგილას ამოყო თავი, დაღლილმა, ნახევრად ქოშინით გადაჭრა კაფე და პატარა ოთახში შევიდა.

ლილე იქვე, ფანაჯრასთან მდგარი პატარა მაგიდიდან მთელი ამ დროის მანძილზე ბიჭის ყველა მოძრაობას აკვირდებოდა. როდესაც ბიჭი თვალს მიეფარა, თავისთვის ჩაიღიმა და მზერა ისევ წიგნის სტრიქონებზე გადაიტანა.

***

ნინიმ სირბილით აირბინა 5 სართულიანი კორპუსის კიბეები, კარები სწრაფად შეაღო და გაკვირევბულ ნატას ხელებში გაზეთი მიაჩეჩა.
ნატამ ნინის შეხედა და გაზეთს დახედა.
„დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზიზრზე. რა გახდა წყალბურთელი ერეკლე ამირეჯიბისა და კალათბურთელი საბა ცისკარაძის დაპირისპირების მთავარი მიზეზი“
ნატამ სტატია ჩაიკითხა.. აკანკალებული ხელებიდან გაზეთი გაუცურდა და ძირს დავარდა, ნინიმ ფრთხილად დასვა სკამზე და წყალი მიაწოდა.
- ტელეფონი მომაწოდე - აკანკალებული ხმით უთხრა ნინის
ნინიმ ტელეფონი აიღო და სანამ ნატას მიაწოდებდა რამდენიმე წამით ჩაფიქრდა..
- ნატ, იქნებ.. - ნატამ ცივად შეხედა და ნომრის აკრეფა დაიწყო. ორი გაბმული ზარის მერე, ტელეფონში ნაცნობი ხმა გაისმა, მაგრამ ეს ის ხმა არ იყო, ვისაც ნატა ელოდა
- მარიკა დეიდა გამარჯობა, ლილე სად არის?
- გამარჯობა ნატალი. - მარიკა გაჩუმდა, თუმცა მალევე დაირღვა სიჩუმე - უკვე წავიდა, ტელეფონი არ წაუღია. - ნატას ყურებში დაუგუბდა, სიმწრისგან ჩაეცინა, მარიკას დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. ნინის გახედა, რომელიც ნერვიულად ირწეოდა აქეთ-იქეთ.
- არც დაგვემშვიდობა.
- გაიგებდა?
- არ ვიცი - აიქნია ხელი ნატამ და დამამშვიდებელი ენის ქვეშ ამოიდო.

***

ჭავჭავაძეზე ყოველთვის გამორჩეული საზოგადება ტრიალებდა. ბევრი წარჩინებული და გამოსაჩენი ადამიანი. ბევრიც ცნობილი. ერთმანეთსაც თითქმის ყველა იცნობდა .

ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ ნინი კვარაცხელია, ნატალი რაზმაძე, ბექა ავალიანი, დავით ცერცვაძე, ლილე პირველი , საბა ნოზაძე და ანანო ონიანი.
ნინიმ, ლილემ და საბამ ჯერ კიდევ ბაღში გაიცნეს ერთმანეთი და იქვე დამეგობრდნენ, ბავშური წრფელი მეგობრობით, თუმცა ამით არ დასრულებულა ყველაფერი. მათი მეგობრობა ბაღიდან სკოლაში გაგრძელდა, სადაც ანანო ონიანიც შეემატათ, ხოლო პირველ კურსზე ამ პატარა სამეგობროს ნატალი, ბექა და დავითი შეუერთდნენ.
მათი ოჯახებიც ერთმანეთს ემეგობრებოდნენ და ეს ჯაჭვი წლების განმავლობაში არ დარღვეულა.
ბევრი იყო ისეთი, ვისაც მათთან მეგობრობა უნდოდა, მაგრამ ისინი მხოლოდ ერთმანეთისთვის არსებობდნენ. მუდამ ერთად.
შურითაც ბევრს შურდა. ცოდნითაც ბევრმა იცოდა მათ შესახებ. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მათ სამეგობროს „ნაღდი ჭავჭავაძელები“ დაარქვეს და თუკი სადმე უბრალოდ ჭავჭავაძელებს გაიგონებდით უკვე გასაგები იყო, ვისზეც საუბრობდნენ.

***
ნოემბერი იწურებოდა.
ბექას სახლში, ღუმელთან შემომსხდარიყვნენ გოგოები და ჭორაობასთან ერთად საფერავს აგემოვნებდნენ, დღეს უკვე მესამედ.
ბიჭები იქვე აივანზე სიგარეტს ეწეოდნენ და თან გაცხარებულ პოლემიკაში იყვნენ.

კარზე გაბმული კაკუნი გაისმა. ნინიმ კარი გააღო და იქ გაღიმებული დავითი შერჩა. თვალებს არ უჯერებდა, გაოცებისგან შეხტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მონატრებულ დათოს მოეხვია.
ხმაურზე ყველა გარეთ გამოვარდა
- ვაა, დავით ჩამოხვედი ტო? - სიხარულისგან შესძახა ბექამ და ახლა უკვე ყველა სათითაოდ გადაეხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს.

- რა ქენი როგორ მოიარე მოსკოვი? ვინმე ხო არ ჩამოგვიყვანე? ვინმე ქერა, გრძელ ფეხება? ჰა? - სიცილით ჰკითხა, უკვე დასვენებულ და გამთბარ დავითს საბამ.
ნინიმ საბას წყენით გახედა. საბას გაეცინა და მალევე დაამატა - კაი ტო, ვხუმრობ ხო იცი. შენზე უკეთესს ეს ასი წელი ვერ ნახავს ჩემო ნინუჩი - და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. დავითამ მონატრებულ შეყვარებულს ხელი მოჰხვია და მშვიდად დაიწყო თავისი 2 თვიანი „მოგზაურობის“ მოყოლა..

ჭავჭავაძის 23 ნომერში მდგარი ორ სართულიანი სახლიდან, თბილი საამო სურნელი და ახალგაზრდების სიხარულნარევი კისკისი გამოდიოდა..


***
ერეკლეს სასწრაფოდ მოუწია კანადიდან გამოფრენა.

მისი გამზრდელი და ყველაზე სამაგალითო ადამიანი, ბებია - ნუნუ ამირეჯიბი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქალბატონ ნუნუს მთელი ჭავჭავაძე იცნობდა. მისი ქალიშვილობის გვარი ამილახვარი იყო. ეს გენიალური ქალი თავად ქართლის თავადის შვილისშვილის შვილი გახლდათ, ამიტომ მთელ მის ოჯახს ყველა იცნობდა, შორიდან თუ ახლოდან.
ყველას უყვარდა ნუნუ, 46 წელი ემსახურა ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული პროფესორი. მის ხელში არაერთ მშვნიერი ადამიანს გამოუვლია, სწორედ ამიტომ გასაკვირი სულაც არ იყო, რომ მხოლოდ ჭავჭავაძისთვის კი არა, მთელი თბილისისთვის გულდასაწყვეტი გახდა ამ ქალბატონის გარდაცვალება.

10 დეკმებერს გასვენება უნდა ყოფილიყო.
ამიტომ ჩქარობდა ერეკლე კანდადიან ჩამოფრენას. უნდოდა იქამდე მოესწრო ნუნუსთან გამომშვიდობება, სანამ საბოლოოდ გაუშვებდა მას.

7 დეკემბრის ღამის 3 საათზე დაეშვა თბილისის აეროპორტში ერეკლეს თვითმფრინავი.
არავინ იცოდა როდის ჩამოდიოდა. არავისთვის უთქვამს.
მანტოს საყელო გაისწორა.
ჩემოდნებს ხელი მოკიდა და გარეთ გავიდა.
წამით შეჩერდა და თვალი გარემოს მოავლო, შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთა მონატრებული ჰაერი.
8 წელი. 8 წელი იყო მას შემდეგ გასული, რაც ბოლოს მშობლიურ მიწაზე იყო.
სიცივისგან გააჟრჟოლა და შინდისფერი ტაქსიდან მძღოლის მესამე დაძახებაზე ძლივს მოეგო გონს
-მეგობარო, მოდიხარ თუ არა - ერეკლემ ღიმილით გახედა. ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო. მძღოლის გვერდით მოთავსდა და მისამართი უკარნახა..

ღამის თბილისის ქუჩებში მიდიოდა ნელა შინდისფერი ოპელი, სიგარეტის სუნით გაჟღენთილი მანქანიდან Cheat Baker-ის Almost Blue-ს წყნარი ჰანგები გამოდიოდა.
მიდიოდნენ ჩუმად. არც ერეკლე იღებდა ხმას.. არც მძღოლი.
ორივე სადღაც, ფიქრებით სხვა სამყაროში დაფრინავდა.. ან იქნებ ვინ იცის.. იქნებ მათი ფიქრი სადღაც ერთ წერტილში იკვეთებოდა კიდეც..

***
ლილემ უკვე მესამედ შეუკვეთა ჟოლოს ჩაი. მიმტანს გაეღიმა და თავი დაუკრა.

ბიჭი ოთახიდან სანდრო ავალიანთან ერთად გამოვიდა.
ეს პატარა,მყურდრო კაფე სწორედ სანდროსი იყო.
ლილეს წიგნის სტრიქონებისთვის თვალი არ მოუცილებია ისე მივიდა მის ყურამდე
- კაი ერეკლე ძმაო, ზეგ შევხვდებით
- მადლობა - ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით უთხრა აქამდე უცნობმა ბიჭმა სანდროს. ლილემ თავისთვის გაიფიქრა ესეიგი ერეკლე.
ბიჭებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ერეკლემ კაფე დატოვა.
ლილემ მეხუთედ გაწყვეტილ აზრს თავი ვერ მოაბა და მეექვსედ დაიწყო აბზაცის გადაკითხვა.
გარეთ გამოსულმა ერეკლემ ფანჯარას ჩაუარა. სამიოდე ნაბიჯით გასცდა, შემდეგ უკან გადმოდგა ნაბიჯები და რამდენიმე წამით დააკვირდა კაფის შიგნით მჯდომ გოგონას.
ჩალისფერი გრძელი თმა ჰქონდა , კრემისფერი ყელიანი ჯემპრი ეცვა, ცხვირზე გამჭირვალე, ოვალური სათვალე დაეკოსებინა და თავის გრძელ ლამაზ თითებს წიგნის ყრდაზე თითქმის შეუმჩნევლად ათამაშებდა.
ამჯერად ლილე ისე იყო „ანა კარენინას“ სტრიქონებში ჩაფლული, რომ ვერც კი გაიგო როგორ ათვალირებდა რამდენიმე მეტრის იქიდან წყალბურთელი ერეკლე ამირეჯიბი და როგორ ნელა ეპარებოდა ბიჭს ღიმილი.
ერეკლემ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და გზა განაგრძო.

***
- მზად ხართ? - ჰკითხა დავითამ გოგოებს
- პალტოს მოვიცვამ და წავიდეთ - უთხრა ლილემ და კარადიდან მუქი ლურჯი პალტო გადმოიღო..

გზაში თითქმის არ ულაპარაკიათ არცერთს.. ყველა ქალბატონ ნუნუზე ფიქრობდა და ვინ იცის, იქნებ ოცნებობდნენ კიდეც, რომ ასე ღირსეულად გაეტარებინათ მათაც ცხოვრება, როგორც ეს ნუნუ ამირეჯიბმა გაატარა, თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულის ერეკლე ამირეჯიბის კვალდაკვალ ( სწორედ ბაბუის სახელი ჰქვია ერეკლეს).

მთელი თბილისი შეკრებილიყო ჭავჭავაძის ბოლოში..ყველა დაღონებული, ყველა ცრემლიანი თვალებით, ყველა თავისებურად განიცდიდა.. შიგადაშიგ ჩურჩული ისმოდა
- ღირსეული ქალი იყო
- დასანანია, თუმცა საწყალს ძალიან უჭირდა ბოლო წლებში ერეკლეს გარეშე ცხოვრება
- ღმერთმა აცხონოს
- გაანათლოს მისი სული, ნამდვილად ყველას უყვარდა


ერეკლე წაშლილი იყო მთლიანად.
იდგა გაყინული სხეულით და ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა.
წარმოუდგენლად მტკივნეულია ის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან..პირველი სიტყვიდან, პირველი ნაბიჯებიდან, პირველი ტკივილიდან , პირველი წარმატებიდან სულ შენ გვერდით იყო, დაკარგო.

რამდენჯერ თხოვა ნუნუმ ერთხელ მაინც ჩამოდი, მოგვენატრეო.
8 წელი დაპირებებში გაატარებინა.
სულ ეუბნებოდა კი ნუნუჩკა ჩამოვალ, ძალიან მალე ჩამოვალო.
ჩემი გული ხარო ეტყოდა ხოლმე ნუნუ და ერეკლეს რომ არ გაეგონა და შეემჩნია ისე ყლაპავდა ვეებერთელა ცრემლებს.
მაგრამ ერეკლემაც ხომ კარგად იცოდა, რომ ნუნუ ყოველ დღე ტიროდა.
ერეკლეს მონატრებისგან.
განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 12 წლის წინ ნუნუს თავისი ერეკლე, ცხოვრების თანამგზავრი დაეღუპა მთელი სიყვარული პატარა ეკეში ჩააქსოვა.
და ასე ათასობით კილომეტრით შორს მყოფ ერეკლესაც ძალიან ენატრებოდა მშობლიური გარემო, სახლი, ოჯახი, მაგრამ ვერ მოაბა თავი ჩამოსვლას.
ხან რა უშლიდა ხელს და ხან რა.

16 წლის იყო ერეკლე პირველად კანადაში რომ გაუშვეს მშობლებმა.
ერეკლეს მამა უშიშროებაში მუშაობდა იმ წლებში და ისე მოხდა, რომ დიდ შარში გაეხვია.
დიდ ფულთან იყო დაკავშირებული ყველაფერი.
ძალიან ეშინოდათ.
შავ-ბნელი დრო ადგა მაშინ ამირეჯიბების ოჯახს.
ამირან ამირეჯიბმა ოჯახის უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა ცოლ-შვილი ამერიკაში გაეგზავნა.
მაგრამ ელენეს ძალიან უყვარდა თავისი ქმარი და უამრავი ცრემლისა და კამათის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ერეკლეს გაუშვებდნენ მარტო.
იქ კი სათანადო ადამიანები და ოჯახი დახვდებოდა.
16 წლის ერეკლე კარგად ხვდებოდა ყველაფერს.
გრძნობდა როგორ ეშინოდათ მშობლებს, ამიტომ დიდად არ შეწინააღმდეგებია.

და აი ასე 2007 წლის აგვისტოში ერეკლემ საქართველო დატოვა.
დატოვა საქართველო და თან წაიღო მოგონება პატარა ლილეზე.

ლილე მაშინ 13 წლის გოგონა იყო, პატარა. ჭრელი სარაფნებით მოფარფატე.
რამდენჯერ ჩაუვლია ერეკლეს ლილეს ეზოს მოპირდაპირედ ველოსიპედით ან ფეხით. ჩაივლიდა და გააყოლებდა ხოლმე თვალს, ეზოში ნინისთან, ანანოსთან ან საბასთან ერთად მოთამაშეს.
სულ თავისი კისკისით ავსებდა და აჟრიამულებდა მთელ ეზოს.
ერეკლე კი იდგა ხოლმე და ასე უბრალოდ უყურებდა.

იმ ზაფხულის საღამოს, როცა ამერიკაში მიფრინავდა სახლის კიბეები ჩქარა ჩაირბინა და ქუჩაში გულამოვარდნილი გამოვარდა.
გეზი ლილეს ეზოსკენ ჰქონდა აღებული..
უნდოდა ეთქვა, რომ მიდიოდა.
რომ მოენატრებოდა.
რომ არ ეტირა.
მაგრამ ლილე არ დახვდა.
3 დღის წინ წაეყვანათ მისებს სოფელში.
და ასე... აქოშინებული და დამწუხრებული იდგა ერეკლე ლილეს ეზოში და ხელში გვირილების პატარა თაიგული ეჭირა.
გვირილები ლილეს სახლის კართან დატოვა და ისე გამობრუნდა, რომ უკან არც მოუხედავს.
თავისი ყმაწვილური, ნელ-ნელა ვაჟკაცობაში გადასული ხასიათი არ აძლევდა იმის საშუალებას რომ ეტირა, თორემ იმ მომენტში ვეებერთელა ცრემლები ახრჩობდა.


იდგა ახლა ასე. ისმენდა უცნობი თუ ნაცნობი ადამიანების მოსამძიმრებას და გონებით იქ სადღაც შორეულ წარსულში დაფრინავდა.
ალბათ კიდევ დიდხანს დარჩებოდა მოგონებების საუფლოში.
რომ არა გრილი, მაგრამ ოდნავ სიტბკო ნარევი სურნელი, რომელიც ნიავმა მოიტანა და მისი სიცივისგან გაყინული ნესტოების გათბობა დაიწყო.
თავი ოდნავ გაარხია, რელობაში გამოერკვა და მზერა იქითკენ მიაპყრო საიდანაც ეს სურნელი მოდიოდა.
ვერ დაინახა.
ზურგით იდგა.
მუქი ლურჯი პალტო, გრძელი შავი ჩექმები. ჩალისფერი გრძელი ნახევრად ტალღოვანი თმა, რომელსაც ნიავი ოდნავ უწეწავდა.

იდგა ასე დაბნეული ერეკლე და არ იცოდა რა ხდებოდა.

უცებ გოგონა შემოტრიალდა და სახლისაკენ დაიძრა, მასთან ერთად 6 ახალგაზრდა მოდიოდა.
იოანე ნელა მიიწია ერეკლესკენ და ყურში ფრთხილად ჩასჩურჩულა
- ნამდვილი ჭავჭავაძელები მოდიან - ერეკლემ დაბნეული მზერით გახედა ბიძაშვილს და თითქოს ადგილზე შეტორტმანდა..
გონებაში ისევ აზრთა კორიანტელი წარმოიშვა, აზრები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და გასასვლელ გზას ვეღარ პოულობდნენ.
ერთადერთი რაც ერეკლეს ახლა აინტერესებდა ის, იყო იყვნენ თუ არა ისინი ის ადამიანები ვისზეც ერეკლეს ეჭვი ჰქონდა, მაგრამ ვერავინ ვერ იცნო.
ან როგორ უნდა ეცნო.
ამხელა განშორებამ ყველანაირი მოგონება, რომლის საშუალებითაც მათ გახსენებას შეძლებდა წაშალა.
ერთადერთი რაც ახსოვდა მომენტები იყო..მომენტები და ისიც ფერკმრთალად.

სათითაოდ მიუსამძიმრეს ოჯახს და უკან ეზოში გაბრუნდნენ.

ერეკლემ გამორკვევაც ვერ მოასწრო ისე მიუახლოვდა მას ხალხის ახალი ნაკადი და ამდენ ადამიანში გადაავიწყდა წუთის წინანდელი ფიქრები.

***

დილის 9 საათი იყო ნინიმ რომ დაურეკა ტელეფონზე.
ლილემ ზმუილით უპასუხა
- ლილე ადექი რა, ჩაიცვი და გამოდი ჩემთან. დღეს გიგის დაბადებისდ დღეა და საჩუქრის საყიდლად გამყევი - მალე ნინის ძმის დაბადების დღე ახლოვდებოდა
- ამ დილაადრიან რადროს საჩუქარია ნინი, ხო კარგად ხარ?- გაბრაზებულმა ჰკითხა ლილემ და ტელეფონის გათიშვა დააპირა იქედან წუწუნით ნინის ხვეწნა რომ არა
- კარგი ვდგები, გავემზადები და გამოვალ, მაგრამ ყავა გზაში დავლიოთ
- მიყვარხაარ - ჩაიხითხითა ნინიმ და ტელეფონი გათიშა.
ზუსტად იგივე დილა გაუთენდათ ნატასაც და ანანოსაც.
- უხ ნინი -ერთი გემრიელად შეუკურთხა ლილემ და ლოგინიდან ზლაზვნით წამოდგა.

1 საათში უკვე ყველანი მზად იყვნენ.
ლილემ ჯერ ანანოს გაუარა, მერე ნატას და საბოლოოდ სამივე ნინის კორპუსთან აღმოჩნდნენ.

საშინელი საცობები იყო იმ დღეს. თან როგორ აუტანლად ყინავდა.
ლილემ სტელასთან გააჩერა მანქანა და ნატა გადაუშვა ყავის მოსატანად.
სტელას ყველაზე გემრიელი ყავა ჰქონდა მთელ თბილისში.
თან გოგოებიც გიჟდებოდნენ სტელაზე.
როგორ სიხარულით ხვდებოდა ხოლმე თავის კუწკუწა გოგოებს - ასე ეძახდა ხოლმე.
გოგოებმა სტელას ხელი დაუქნიეს და მანქანიდანვე მოიკითხეს. დაპირდნენ ამ დღეებში აუცილებლად შემოგივლით და გინახულებთო.

აღმაშენებელზე შუქნიშანზე იდგნენ. ანანო თავისი ძმის ამბავს ყვებოდა, რომელიც ახლახანს პარიზიდან ვენეციაში გადაფრინდა და უკვე მესამე ცოლი გამოიცვალა.
გოგოები იცინოდნენ
- გიორგი სადაც ფეხს დადგამს ყველგან ცოლი უნდა მოიყვანოს - უთხრა სიცილით ნინიმ
- გაგიჟებას არიან ჩემები. აღარ გაჩერდება ეგო გუშინ ამობდნენ და ჩვენც დაგვღუპავს და თავსაც დაიღუპავსო - სინანულით გადააქნია თავი ელენემ
- კარგი რა - ღიმილით გახედა ლილემ - ადამიანს ცხოვრება უხარია ვერ ხედავთ. არ ნებდება, საკუთარ ბედნიერებას ეძებს - შეეცადა გაემართლებინა გიორგის საქციელი.
უცებ ყველა გაჩუმდა
- გოგოებო - დაიწყო ნინიმ - ნახეთ როგორი შეცვლილი იყო ერეკლე ამირეჯიბი? - და ცალი თვალით ლილეს გახედა.
ლილე გზას უყურებდა და რეაქცია არ ჰქონია ნინის სიტყვებზე.
ანანომ ხელი ფრთხილად მიკრა ლილეს. თვალი არ მოუცილებია გზისთვის.
- ამასწინათ შემხვდა - ჩუმად თქვა ლილემ
- მერე? - თვალებგაფართოებულებმა ჰკითხეს გოგოებმა.
მარტო ნატა იჯდა ჩუმად. მან არ იცოდა რა კავშირი ჰქონდათ ერკელეს და გოგოებს. როგორც ჭავჭავაძელმა მანაც იცოდა ერეკლე ამირეჯიბის შესახებ, ისევ და ისევ მისი ოჯახის გამო, თორემ პირადად არ იცნობდა და თან ნატამ გოგოები უნივერსიტეტის პირველ კურსზე გაიცონ. ერეკლე კი ამ დროს წლების წასული იყო ამერიკაში.
- არაფერი - საჭეზე ხელი აათამაშა ლილემ და სარკიდან უკან მჯდომ ნინის გახედა - ვერის კაფეში ვიჯექი. თავიდან ვერ ვიცანი. ისე უცებ შემოვარდა, პრინციპში ვერც მერე ვიცნობდი გასვენება რომ არა. პროსტა სანდრომ კაფეში სახელი დაუძახა და გასვენებაში რომ დავინახე და თან სანდროს ნათქვამი გამახსენდა მივხდვი ვინც იყო. - ფანჯარაში გაიხედა ლილემ.
მერე მსუბუქად გაეცინა - კარგი რა, რაღადროს ერეკლე ამირეჯიბია. ბავშობაში მოგვწონდა ერთმანეთი. თან ისე წავიდა ამერიკაში, რომ მას მერე არაფერი მსმენია მასზე. ყველაფერთან ერთად აშკარად ვერც მიცნო.
- ვახ - მარტო ეს აღმოხდა ელენეს და ფანრჯის მიღმა ქუჩაში ბავშვს მიაშტერდა.
მერე ისევ მიუტრიალდა ლილეს - რამდენჯერმე შემხვდა სტატია. წარმატებული წყალბურთელი ყოფილა კანადაში. ნეტა არავინ ჰყავს? ან შეყვარბეული ან ცოლი - სიცლით გახედა ჯერ ნინის და შემდეგ ისევ ლილეზე დააბრუნა მზერა.
ლილეს გაეცინა, მაგრამ არაფერი უპასუხია.

***
სოფლიდან ჩამოსული ლილე მთელი 2 კვირა ელოდა ერეკლეს გამოჩენას და მხოლოდ 2 კვირის მერე გაიგო, რომ ერეკლე ამერიკაში წავიდა.
ლილემ კარგად იცოდა სად იყო ამერიკა, მაგრამ არ ეგონა თუ ძალიან დიდი ხანი, მთელი 8 წელი ვეღარ ნახავდა ..
დროთა განმავლობაში მოგონებებმა წაშალეს ერეკლეს სახე ლილეს მეხსიერებაში.
არადა როგორ ელოდა. ყოველ ზაფხულს ეგონა რომ ჩამოვიდოდა. ერეკლე კი არადა არ ჩანდა.
3 წლის შემდეგ კი ლილემ მასზე ფიქრი შეწყვიტა და ცხოვრების დინებას მიჰყვა.
ასე გავიდა წლები.

გიგის ლუტეციაში სუნამო უყიდეს.
და სანამ ნინი გიგისთვის საჩუქარს არჩევდა ლილე იქვე მის საყვარელ პომადას ეძებდა.

უცებ კარი გაიღო და შიგნით ერეკლე შემოვიდა.
ლილეს არ დაუნახავს ბიჭის შემოსვლა, მაგრამ გოგონემა შეამჩნიეს და ერეკლესთვის შეუმჩნევლად ადგილს მიეყინნენ.
მზერა ლილეზე გადაიტანეს. ერეკლე ლილე საითაც იდგაა იქით დაიძრა, მამაკაცების სუნამოებთან შეჩერდა და კონსულტანტს დაუძახა დახმარებისთვის.
ლილეს ნაცნობი ხმა მოესმა.
ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი.
ნელა მიტრილადა ხმის მიმართულებით. ხელში ერეკლე ამირეჯიბი შერჩა.
ერეკლეს არ დაუნახავს ლილე, თუმცა დაჟინებულმა მზერამ მხარი აუწვა და ისიც შეტრიალდა.
ლილე დაიბნა.
ერეკლე დაიძაბა „ნაცნობი სახე აქვს. სად მყავს ნანახი“ ფიქრობდა თავისთვის ერეკლე.
გოგოებმა დაბნეულ ლილეს გახედეს
- ლილე ვიყიდე, წავიდეთ?- ოდნავ დაძაბული ხმით ჰკითხა ნინიმ
ლილემ პომადა სასწრაფო თავის ადგილას დააბრუნა და წამებში მიტრიალდა გასასვლელისკენ.
ერეკლე კი გაშეშებული იდგა და მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა..
„ლილე“, „ლილე“.


***
30 დეკემბერი იყო.
ახალი წლის სამზადისში მთელი ვერა-ვაკე ფუსფუსებდა..
გარეთ უამრავი ხალხი ირეოდა.
რა ლამაზია წინა საახალწლოდ გამოწყობილი თბილისი.
ერეკლემ მანქნის ფანრჯიდან ცას გახედა
- ალბათ მოთოვს - თავისთვის ჩაიჩურჩულა და სიმღერას ოდნავ აუწია..

***
ნარცრისფერ ნაქსოვ პლედშემოხვეული ლილე აივანზე იჯდა. ფეხები სკამზე შემოეწყო, ღამის თბილისს უყურებდა და თან სიგარეტს მშვიდად აბოლებდა.
ფიქრით არაფერზე ფიქრობდა.
უბრალოდ იჯდა და სიმშვიდით ტკბებოდა.

***
ნატას დაბადების დღე იყო.
18 წლის ხდებოდა.
მთელი სამეგობრო და რამდენიმე ნათესავი ნატასთან შეკრებილიყო აგარაკზე.
იცინოდნენ. ცეკვავდნენ. იხსენებდნენ ძველ ამბებს. სვამდნენ. სასიამოვნო დროს ატარებდნენ.
ეზოში შავი მერსედესი შემოვიდა. გაჩერდა.
ნატამ ღვინის ჭიქა ფრთხილად დადო მაგიდაზე და მანქანისკენ დაიძრა.
ყველამ იქეთ გაიხედა.
რამდენიმე ნაბიჯით შორს გაჩერდა ნატა და უცებ რაც ძალი და ღონე ქონდა მანქანისკენ გაექანა.
- საბაააა - დაიყვირა სიხარულისგან ნატუკამ და ბიჭს მანქანიდან გადმოსვლაც არ აცადა ისე ჩაეხუტა.

საბა ცისკარაძე ნატას დეიდაშვილი იყო.
სამეგობროდან არავინ იცნობდა მას.
როგროც მოგვიანებით გაირკვა უკრაინაში ცხოვრობდა დაბადებიდან.
ახლა კი საქართველოში ჩამოსულიყო. რაღაც საქმეები მაქვს მოსაგავრებელიო და მალევე უნდა გავბრუნდე უკანო - თვითონვე თქვა.

საბას ყურადღება წითელ კაბაში გამოწყობილმა ლილემ მალევე მიიპყრო.
ეს დღე იყო და ეს დღე.
ლილესაც უყურადღებოდ არ დარჩენია როგორ უყურებდა საბა.
ერთმანეთი გაიცნეს.
ნელ-ნელა ერთად სიარულიც დაიწყეს.
მთელ ჭავჭავაძეს მოედო მათი ამბავი.
ყველამ იცოდა ვინ იყო ლილე პირველი და ყველას აინტერესებდა როგორი იყო საბა ცისკარაძე.
ბევრი ამბობდა ეგ ისეთი ბიჭია არავინ იცის როგორ დამთავრდება მათი ამბავიო.
ბევრიც იმას იძახდა დაბადებიდან უკრაინაში ცხოვრობს, კალათბურთელია, მაგრამ მისი შავი საქმეების შესახებ ყველამ კარგად იცისო.
ბევრისთვის უბრალოდ სულერთი იყო ბოროტი ჭორები და ამართლებდნენ ხოლმე ლილესა და საბას ურთიერთობას „გაანებეთ თავი. მიხედავენ თავიანთ ცხოვრებასო.“

პირველად მაშინ დაშორდნენ, როცა საბამ ნინის დაბადების დღეზე ეჭვიანობის სცენები მოუწყო ლილეს და ნინის ნათესავს.
მაგრამ მალევე შერიგდნენ.
მეორეჯერაც ეჭვიანობის გამო დაშორდნენ.
ვერ აიტანა ლილემ საბას უაზრო ხასიათები.
ბოლო ამბავი კი მთელ ჭავჭავაძეს მოედო.
როგორ ატირა საკუთარ დაბადების დღეზე საბამ ლილე.
როგორ გაარტყა ხელი ლილემ და გაყინული ხმით მიაძახა „წადი და აღარასდროს დაბრუნდეო“.
ის დღე იყო და ის დღე.
წელიწად ნახევრიანი თბილისური „სიყვარულის ისტორია“ წამებში ჩაბარდა წარსულს.
საბა უკრაინაში გაფრინდა.
ურეკავდა ხოლმე ლილეს მერე.
მაგრამ ლილემ უარი თქვა. არ პასუხობდა.
ბოლოს ნატამ უთხრა ცოლი მოიყვანაო.
ამით დასრულდა.

***
ერეკლე სახლში ვერ ჩერდებოდა.
სულ ერთი და იგივე აზრი უტრიალებდა გონებაში.
ბოლოს დანებდა.
ადგა.
კურტკა ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
ნაცნობ ქუჩას ნელა დაუყვა.
მიდიოდა და თან გული საგულეს აღარ ჰქონდა.
რამდენჯერმე გაიფიქრა კიდეც იქნებ არ ღირსო.
მაგრამ ეჭვები ღრღნიდა.
უნდოდა დარწმუნებულიყო.

ნაცნობ მოსახვევში შეუხვია და იქვე, გზის ოდნავ მოფარებულ მხარეს გაჩერდა.
ლილეს აივანი პირდაპირ ჩანდა.
ალბათ ზუსტად ბედი იყო ის, რომ სწორედ იმ წამს ადგა ლილე და ოთახში შევიდა.
ერეკლეს ეცნო სილუეტი.
გააჟრჟოლა.
თვალებს ვერ უჯერებდა.
ისევ-ისე ბავშვურად აუთამაშდა გული, როგორც მაშინ... ბავშვობაში.

კიდევ დიდხანს იდგებოდა ასე გაშეშებული რომ არა აუტანელი სიცივე.

***
ამერიკაში ცხოვრების 1 წელი ერეკლესთვის რთული აღმოჩნდა.
ძალიან გაუჭირდა ოჯახიდან ასე შორს მყოფს ახალ ადამინებთან შეგუება.
დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა და ფეხიც აუწყო ცხოვრების ახალ ტემპს.
კოლეჯშიც სწავლობდა, თუმცა წარმატება წყალბურთმა მოუტანა.
საბოლოოდ კი მიხვდა, რომ ეს სწორედ ის იყო რითიც მთელი ცხოვრება უნდოდა დაკავებული ყოფილიყო.

ამერიკული სიყვარული პირველად 19 წლის რომ გახდა მაშინ ეწვია.
ხომ გაგიგიათ ამერიკაში სხვანაირი სიყვარული იციან.
ქართული სიყვარული განსხვავდება ამერიკულისგანო.
ხოდა ასე მარტივად.. არ აეწყო ერეკლეს და ქეითის ურთიერთობა.
მას შემდეგ ერეკლეს მნიშვნელოვანი აღარავინ ჰყოლია.

***
31 დეკემრბის საღამოს 11 საათი იყო უკვე.
ყველა სახლში ჩქარობდა.
ყველა ელოდებოდა ახალი წლის დადგომას.

საცობში გაჭედილი ერეკლე თითებს ნერვულად აკაკუნებდა საჭეზე.
საათს მილიარდჯერ დახედა.
ჩქარობდა.
მხოლოდ მან იცოდა სად ეჩქარებოდა.
ძლივს მწვანე აინთო.
გაზს მიაჭირა და ტყვიასავით გავარდა.
მანქანა ჭავჭავაძის დასაწყისსში გააჩერა.
გადმოვიდა და იქვე მდგარ პატარა ყვავილების ჯიხურში თეთრი ლილიები იყიდა.
მანქანაში ჩაჯდა.
უკვე გამზადებულ ცარიელ ფურცელს დასწვდა და მხოლოდ 2 წინადადება დაწერა.
ფურცელი გადაკეცა და თაიგულში მოათავსა.

***
ლილეს ოჯახს საახალწლო ტრადიციად ახალი წლის მუდამ ერთად შეხვერდა ჰქონდათ.
ყველაფერი მზად იყო.
სავარძელში ჩასვენებული ლილე შამპანიურს ნელა სვამდა და იქვე მსხდარი მშობლების ტკბილ ჟღურტულს უგდებდა ყურს და თავისთვის იღიმებოდა.
კარზე კაკუნი გაისმა.
ლილე ნელა წამოდგა სავარძლიდან და გასაღებად გაემართა.
ცარიელ სადარბაზოს გაკვირვებულმა მოავლო თვალი და მზერა კარის ზღურბლთან დადებულ თეთრ ლილიებს გაუშტერა.
- ვინ არის დე? - სამზარეულოდან გასძახა მარიკამ
- არავინ, მოვალ ახლავე - რამდენიმე წამის დაგვიანებით უპასუხა ლილემ
ფრთხილად დაიხარა და ულამაზესი თაიგული აიღო.
ოთახისკენ შემობრუნებას აპირებდა, როდესაც თეთრ ფურცელს მოჰკრა თვალი
ლილიები რომ არ გაეფუჭებინა ისე ამოაძრო თაიგულიდან.
ყვავილები იქვე დადო და წერილი გახსნა.
„მაჩუქე დღევანდელი ღამე.
დაგელოდები.
ერეკლე.“ - მხოლოდ ეს ორი წინადადება და მისამართი ეწერა წერილში.
ლილეს გააჟრჟოლა.
რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა ჯერ ისევ ღია კართან.
საბოლოოდ მარიკას მესამე დაძახებულზე ძლივს მოეგო გონს, ყვავილები ოთახში შეიტანა და დედას გაკვირვებულ მზერას ერთი სიტყვით უპასუხა
- ერეკლე.

***
მარიკა ნამდვილად არ ელოდა ერეკლეს ასეთ გამოჩენას.
კი იცოდა და ახსოვდა, როგორ მოწონდა ბავშვობაში ერეკლეს ლილე და ლილეც როგორი გახარებული დადიოდა ხოლმე თავისი ბავშვური აღტაცებით.
დარცხვენილ ერეკლეს არაერთელ გადაუცია საკუთარი ხელით, მისი სახლიდან ლილეს სახლამდე მიმავალს, ვინმეს ეზოში ჩუმად და გულამოვარდნით დაკრეფილი ყვავილები მარიკასთვის და მარიკასაც შვილივით უყვარდა ერეკლე მისი ბავშვური და ალალი გულის გამო.
მაგრამ ეგონა ეს ყველაფერი იქ, წარსულში, ღრმა ბავშვობაში დარჩა.
ახლა კი იდგა სამზარეულოს ოთახში უყურებდა თეთრ ულამაზეს ლილიებს და იქვე მჯდარ ლილეს..
ლილემ წერილი გაუწოდა.
მარიკამ გამოართვა თეთრი ქაღალდი და ნაწერი ჩუმად წაიკითხა.
- რას იზამ? -ჰკითხა დაბნეულ შვილს.
- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა უაზროდ ლილემ და ოთახიდან გავიდა.

საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ მარიკას და ლილეს.
ყოველთვის ყველაფერში გვერდზე ედგა შვილს.
ლილეც თავის მხრივ არასდროს არაფერს უმალავდა და ასე ააწყეს დედა-შვილური ურთერთობა, თუმცა დედაშვილობაზე მეტად დაქალები უფრო იყვნენ.
მუდამ ლილეს გვერდში მდგომი მარიკა და დედის სიყვარულით, ნდობითა და მეგობრობით განებივრებული ლილე.

***
სულ რაღაც 4 წუთიც და ახალი წელი შემოაბიჯებდა ყველას ოჯახში.
სადღესასწაულ მაგიდებს შემოსხდომოდნენ ყველანი თავიანთ სახლებში და ელოდბეოდნენ ბოლო წამებს.
ემშვიდობებოდნენ ძველ წელს და დიდ იმედებს ამყარებდნენ ახალ, უკვე კარს მომდგარ წელზე.

1...2...3
ჭიქების გაბმული ჭახუნის, ფეიერვერკების და თბილი სიტყვების კორიანტელი გამოდიოდა ყველას სახლიდან.
როგორც კი ამ ყველაფერმა ჩაიარა და საგულდაგულოდ მიულოცეს ერთმანეთს ახალი წლის შემოსვლა, ლილე მაგიდიდან წამოდგა.
მშობლებს თბილად ჩაეხუტა და სახლიდან გავიდა.

იდგა გარეთ და რამდენიმე წუთი ცდილობდა ღრმად ჩაესუნთქა გაყინული ჰაერი.
მთელი სხეული უკანკალებდა.
რამდენჯერმე უკან მიბრუნებაც კი გაიფიქრა, მაგრამ საკუთარ თავს აჯობა. მანქანაში ჩაჯდა, გასაღები მოარგო და დაქოქა.
ერთადერთი რაზეც გზაში ფიქრობდა ის იყო, რომ ახალ წელს მისთვის ახალი ემოციები უნდა მოეტანა, ახალი იმედები და დაუვიწყარი დღეები. სწორედ ამიტომ რატომ არ დაეწყო დღევანდელი ღამით?

ლილეს ტელეფონზე სათითაოდ რეკავდნენ ბავშები.
ლილემ არ იცოდა რა ეთქვა.
როგორ უნდა აეხსნა მეგობრებისთვის, რატომ არ მივიდოდა ცხოვრებაში პირველად ახალი წლის ღამეს მათთან და რა გეგმები ჰქონდა ასეთი.

15-მდე გამოტოვებული ზარის შემდეგ ლილემ ტელეფონი აიღო და თვითონ გადაურეკა ნინის.
ახლა მხოლოდ ნინისთვის შეძლებდა რაიმეს ახსნას.
ნინიმ თითქმის ყვირილით უპასუხა
-სად ხარ გოგო - ლილემ ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო, შუქნიშანზე გაჩერდა და თვალი მის წინ მდგომი მანქანის წითელ შუქებს
- ნი მისმინე, ცალკე გადი გთხოვ - ნინი ვერ მიხვდა რა ხდებოდა და ცალკე ოთახში გავიდა
- გისმენ
- ერეკლესთან მივდივარ. – პირდაპირ უთხრა და სანამ ნინი ხმის ამოღებას მოასწრებდა, რამდენიმე წამში დაუმატა - გთხოვ არვისთან არაფერი თქვა ჯერ. სახლთან ყვავილები და წერილი დამხვდა, დაგელოდებიო. რაიმე მოიფიქრე და აუხსენი ბავშვებს. ხვალ გნახავთ
- ლილე პირველო, ხომ არ გაგიჟებულხარ? - თითქმის ჩურჩულით მაგრამ დაძაბული ტონით, ისე თითქოს ეჩხუბებაო გამოსცრა ნინიმ
- მიყვარხარ, გილოცავთ - ეს უთხრა და გაუთიშა ტელეფონი ლილემ.
ნინიმ შუბლზე ხელი მოისვა და განერვიულებულმა დაიწყო ოთახში სიარული, რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა
- ოხ ლილე - თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახიდან გასულმა მშვიდად უთხრა ბავშებს
- ლილემ ხვალ გადმოვალო. არაფერი მკითხოთ ყველაფერს თვითონ აგვიხსნის- უხერხულად შეიშმუშნა ნინი და ოდნავ აცახცაცებული იქვე სკამზე დაესვენა.

***
ლილემ მანქანა მთაწმინდის გადასახვევთან გააჩერა.
გადმოვიდა და ფურცელზე დაწერილ მიმსართს დახედა.
წითელი კარი.
აი ისიც. წითელი კარიც დაინახა.
ლილე შედგა.

ფიქრების გასაფანტად თავი გაიქნიადა სახელური ჩამოწია.
3 სართულიან შენობაში არაფერი იყო კიბეების გარდა.
არც კარი, არც ფანჯარა. მხოლოდ კიბეები და კიბეებს შორის ცარიელი სივრცე.
ყველგან ბნელოდა.
ლილე შეცბა, მაგრამ უკან არ გაბრუნებულა.
ტელეფონის შუქი მიანათა კიბეებს და ფრთხილად ავიდა.
მესამე სართულზე კიდევ ერთი კარი იყო, რომელიც გარეთ გადიოდა.
ლილემ კარი გააღო და ოქროსფრად მოელვარე შუქებმა მოჭრა თვალი.
ლილემ შენობის სახურავზე ამოყო თავი.
მთელ სიგრძეზე, დაახლოებით ყოველ ხუთ ნაბიჯში სანთლები ელაგა ლამაზად.
სივრცის შუაში ერთი მაგიდა იდგა. მაგიდაზე ღვინო, ორი ჭიქა და ლამაზად ჩაწყობილი ლილიები ეწყო.
საიდანღაც მშვიდი ჯაზის ხმა ისმოდა..
სახურავიდან თბილისის ოქროსფერი ხედი იშლებოდა.
მაგიდის გვერდით კი ერეკლე იდგა..
იდგა და უბრალოდ იღიმოდა..

ლილემ რამდენჯერმე დახუჭა თვალები და ფრთხილად გაახილა.
საკვირველია არა?
მომდგარი ცრემლები ახრჩობდა..
თვალები დაენამა..
სიხარულიც იყო და სევდაც.

ერეკლე ნელი ნაბიჯებით დაიძრა ჯერ ისევ კართან გაშეშებული ლილესკენ.
მიუახლოვდა.
ხელი გაუწოდა.
აკანკალებული ხელი ფრთხილად შეაგება ლილემ.
ერეკლეს ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
მაგიდასთან მიიყვანა, ფრთხილად გამოუწია სკამი დასვა და რამდენიმე წამში მის წინ დაჯდა თვითონაც.
ხმა არცერთს ამოუღია.
ისხდნენ ასე ჩუმად, უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში.
ერეკლე იღიმოდა.
ლილე ცრემლებს ძლივს იკავებდა.
გარშემო სანთლების და ყინვა დაკრული ჰაერის სურნელი ტრიალებდა.
საიდანღაც მშვიდი მუსიკის ჰანგები აღწევდა მათ ყურამდე.

ერეკლემ ღვინის ბოთლი აიღო, ჯერ ლილეს შემდეგ კი მისთვის დაისხა.
ჭიქა აიღო ხელში ისე, რომ ლილესთვის თვალი არ მოუცილებია
-ულამაზესი ხარ - თითქმის ჩურჩულით უთხრა ერეკლემ
ლილეს გაეღიმა და თავი დახარა.
ერეკლემ თბილისს გახედა
- ლილე - შემდეგ ნაზად წარმოთქვა, ისე თითქოს ეფერებაო..- რამდენი წელი გავიდა - ლილემ თავი ასწია და თვალებში შეხედა ერეკლეს, ერეკლე ისევ იღიმოდა - როგორ გელოდი ხოლმე შენი სახლის ეზოში.. - გაეცინათ ორივეს.
სასიამოვნო იყო ბავშვობის გახსენება.
ლილე ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს.
თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ადამიანის წინ იჯდა და არაფერი აღელვებდა რაც გარშემო ხდებოდა.
თითქოს სახლში იყო.
თითქოს ერეკლე მისთვის ყველაზე სასურველი სახლი იყო.
- იქნებ ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ? - უეცრად დასვა კითხვა ერეკლემ. ლილე არ მოელოდა და ოდნავ შეცბა. სხეულში თბილმა ჟრუანტელმა დაუარა.
მის წინ ის ბიჭი იჯდა, რომელიც ბავშვობაში ასე ძალიან უყვარდა.
იჯდა ახლა ასე მის წინ ისევ ის ბიჭი, თუმცა უკვე შეცვლილი, დავაჟკაცებული, დამშვენებული, გაზრდილი.
იჯდა და უყურებდა მის თითოეულ მოძრაობას, აკვირდებოდა როგორ საუბრობდა, როგორ ათამაშებდა თითებს ღვინის ჭიქაზე, როგორ უციმციმებდა თვალები და ერთადერთი კითხვა რაც ლილემ საკუთარ თავს იმ მომენტში დაუსვა იყო „რატომაც არა?“ და თავის სითამამეზე თვითონვე გაეღიმა.
ლილე ერეკლესკენ გადაიწია, თავისი ღვინის ჭიქა ერეკლესას ფრთხილად მიუჭახუნა და თბილი ხმით უთხრა
- იმედია ეს წელი ჩვენი იქნება, გილოცავ.
ერეკლემ ხელი მოკიდა და ნელა წამოაყენა.

ხანდახან ცხოვრვება საუკეთესო მომენტებს გვჩუქნის უანგაროდ.
გვჩუქნის და გვეუბნება „იბედნიერე“.
ეს მომენტიც სწორედ მათ რიცხვის მიეკუთვნებოდა.
ტანის მშვიდი რხევით აიყოლია ერეკლემ ლილე და ნელა ცეკვა დაიწყეს.
ზღაპარში ეგონა ლილეს თავი. ჯერ ისევ ვერ იჯერებდა.
რამდენი რამ იყო ამ წლების განმავლობაში.
რამდენი რამ გადახდა.
ახლა კი ასე იდგა ერეკლესთან ახლოს და გრძნობდა როგორ ელამუნებოდა ერეკლეს გახშირებული სუნთქვა კისერზე, როგორ დაიძაბა მათ შორის ყველაფერი, როგორ უკრთოდა ორივეს გული, როგორ ეხებოდა ფრთხილად წელზე ერეკლე თავისი ძლიერი ხელებით და როგორ უვლიდა ლილეს ჟრუანტელი.
მხურვალე ვნება ტრიალებდა მათ შორის, გონება ებინდებოდათ და ერთადერთი რაზეც ორივე ფიქრობდა იმ წამს ის იყო, თუ როგორ გუამართლათ ამ მომენტში.
ერეკლემ ტუჩები ფრთხილად შეახო ლილეს კისერს. ლილე შეცბა. არ ელოდა, უკან გაიწია და გაკვრივებულმა შეხედა ერეკლეს.
ერეკლეს ხელი არ გაუშვია ისე დაატრიალა და ისევ პირვანდელ ადგილს დაუბრუნა.
- ჩშშშ, ნუ გეშინია - ჩასჩურჩულა და თვალებში შეხედა.
ლილე მთელ სახეზე ხურდა. მღელვარებისგან მთელი სხეული უკრთოდა.
და აი ის წამიც..ის ზღაპრული წამიც, რომელიც არასდროს დაავიწყდებოდა არცერთს.
ერეკლეს გავარვარებული ტუჩები ნაზად შეეხო ლილეს ტუჩებს და მათ შორის ვნებამ იფეთქა. ლილე არ დაძრულა ადგილიდან, იდგა ასე გარინდებული და ვნებასა და მღლევარების მორევში გადაშვებული მაქსიმალურად შეიგრძნობდა ერეკლეს ტუჩებს. სახეზე სისველე იგრძო, თვალები გაახილა და ცას ახედა.
თოვდა.
თბილისში ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოთოვა.
საოცარი იყო ეს ყველაფერი.
ერეკლემ ვნებიანად მოაცილა ტუჩები და მანაც ცას ახედა.
იდგნენ და უღიმოდნენ ერთმანეთს.
სიხარულისგან აღტკინებულმა ერეკლემ ლილე ხელში აიტაცა და ჰაერში დაატრიალა.
იქაურობა ბედნიერი კისკისით გაივსო.

***
დილას ლილეს საკუთარ ლოგინში გაეღვიძა.
ფანჯრებიდან თეთრი შუქი შემოდიოდა.
თვალებზე ხელი მოისვა და გუშინდელი ღამის გახსენებაზე უცებ წამოვარდა, ჯერ ისევ ყველაფერი სიზმარი ეგონა.
ტუჩებზე მოისვა ხელი.
ჩანთას დაუწყო ძებნა.
იპოვა, გახსნა და შიგ ერთი ცალი ლილია იპოვა. ეს ლილია წამოსვლისას ერკელემ ლილეს თმაზე გაუკეთა და მხოლოდ ახლაა გაანალიზა, რომ რაც გუშინ მოხდა სიზმარი კი არა საუკეთესო რეალობა იყო.
სიხარულისგან გული აუთამაშდა.
აივნის კარი გამოაღო და გადათეთრებულ ეზოს გახედა.
ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა.
კიდევ დიდხანს იდგებოდა საღამურების ამარა გამოწყობილი ლილე აივანზე, რომ არა ტელეფონის გაბმული ზარი.
ნინი ურეკავდა.
ლილემ უპასუხა
- ლილე, ცოცხალი ხარ? რამდენი ხანია გირეკავ. საათს მაინც დახედე.
ვკვდები ინტერესით, ჩაიცვი და გამოდი ჩემთან გოგოები უნდა მოვიდნენ და მერე ბიჭებთან გავიდეთ. სანამ მოხვალ მოიფიქრე რას ეტყვი ამათ შენი გუშინდელი საქციელის გასამართლებლად, რატო არ მოხვედი ჩვენთან.
- კარგი - უყოყმანოდ დაეთანხმა ლილე და სიცილით გაუთიშა.
ერთ საათში უკვე ნინის სახლში იყვნენ გოგოები, ყავას სვამდნენ და გაოგნებულები უსმენდნენ ლილეს.
- ვაიმე -რამდენჯერმე შეჰკივლა ელენემ. ლილეს ეცინებოდა გოგოების რეაქციაზე.
ბევრი ილაპარაკეს, ბიჭებთანაც გავიდნენ,თუმცა მათთვის არაფერი უთქვამთ.
ლილემ დააფიცა გოგოებს, რომ ხმას არ ამოიღებდნენ ჯერ.
გოგოებიც დათანხმდნენ..

საღამოს სახლში ბრუნდებოდა ლილე.
მანქანა სახლთან გააჩერა და რამდენიმე წუთი არ გადმოსულა.
იჯდა, ლამპიონის შუქზე მოფარფატე ფიფქებს უყურებდა და ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობდა..





გამარჯობა.
იმედია ყველა კარგად ხართ. იმედია ყველა კარგად შეხვდით ახალ წელს და უკვე ნელ-ნელა ფეხიც აუწყეთ 2021 წლის დღეებს.
პირველი ისტორიაა, რომელსაც ამ საიტზე ვაქვეყნებ.
ბევრ ნაწილად არ დავყოფ.პირიქით 2 ნაწილად დავდებ ამ ისტორიას, თუმცა 2 სრული და მოცულობთ დიდი ნაწილი იქნება.
წაიკითხეთ, ისიამოვნეთ და გამიზიარეთ თქვენი ემოციები.



№1 სტუმარი ღამის სტუმარი

კარგი და სასიამოვნოდ წასაკითხია მომეწონა ველი შემდეგს

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

აუ შენ არ იცი როგორ მომეწონა :) ესე გააგრძელე :) იმედია არ დააგვიანებ და მალე დადებ?

 


№3  offline წევრი ნანა73

ძალიან დამაინტერესეთ.
დაველოდები განვითარებას... ❤️

 


№4  offline წევრი kika

ღამის სტუმარი
კარგი და სასიამოვნოდ წასაკითხია მომეწონა ველი შემდეგს

სტუმარი მარი
აუ შენ არ იცი როგორ მომეწონა :) ესე გააგრძელე :) იმედია არ დააგვიანებ და მალე დადებ?

ნანა73
ძალიან დამაინტერესეთ.
დაველოდები განვითარებას... ❤️


მადლობა დიდი ♥ დავდე მთლიანი. სასიამოვნო წაკითხვას გისურვებთ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent