თბილისური ისტორია [სრულად]
სვლა შეანელა. ნაწვიმარ, ლამპიონის მკრთალი შუქებით განათებულ გზას თვალი მოაცილა, თავი ზემოთ ასწია და მზერა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარი პატარა კაფისკენ გააპარა. წამით შეჩერდა, ქურთუკის ჯიბეში გაყინული ხელებით სიგარეტს ძებნა დაუწყო - უხ შენი- ნერვებ მოშლილმა ჩაიჩურჩულა და ძებნა შარვლის ჯიბეებში განაგრძო. ძლივს ამოაცურა უკანა ჯიბიდან და ხელის კანკალით მოუკიდა. მთელი ტანით ცახცახებდა, ვერ გაეგო სიცივის ბრალი იყო თუ... თვალები დახუჭა, სიგარეტის კვამლი გარეთ გამოუშვა და თითქმის სირბილით გადაჭრა ქუჩა. კაფის ძველი, თუმცა ჩუქურთმებით მოქარგული ხის კარი შეაღო და იქვე გაჩერდა. 3 წელი, 3 დაუსრულებელი წელი გავიდა მას შემდეგ.. ის ძველი სურნელი კი, ისევ შემორჩენოდა შენობის ატმისფერ კედლებს. ნაცნობი მაგიდისკენ გააპარა მზერა და სიხარულისგან გული შეეკუმშა..ხაკისფერი შარფი ნელა მოიხსნა და ქურთუკთან ერთად იქვე, საკიდზე დაკიდა. ნელი ნაბიჯებით გაემართა მაგიდისკენ და თან მიმტანს გახედა, მანაც არ დააყოვნა და თვალით ანიშნა ახლავე მოვალო. ძველებური ხის სკამი ფრთხილად გამოწია, დაჯდა და მიმტანის მოლოდინში ვერის ბაღს გახედა. *** -წავიდა? -წავიდა.- ჩუმად უპასუხა დავითამ და ჩაფიქრებული მზერა მთაწმინდას გაუსწორა. *** 2015 წლის დეკემბერის დასაწყისი იდგა თბილისის ქუჩებში. უფრო კონკრეტულად კი, 2015 წლის 8 დეკემბრის სამშაბათი დღე იყო. გარეთ უსაშველოდ წვიმდა. შავმა მანქანამ მელიქიშვილიდან ჩამოუხვია და ვერის ბაღთან უცებ შეჩერდა. მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, შიგნით მჯდომს მიაძახა „საღამოს დაგირეკავო“ და იქვე მდგარ პატარა კაფეში სირბილით შევარდა. როგორც კი წვიმისგან მოფარებულ ადგილას ამოყო თავი, დაღლილმა, ნახევრად ქოშინით გადაჭრა კაფე და პატარა ოთახში შევიდა. ლილე იქვე, ფანაჯრასთან მდგარი პატარა მაგიდიდან მთელი ამ დროის მანძილზე ბიჭის ყველა მოძრაობას აკვირდებოდა. როდესაც ბიჭი თვალს მიეფარა, თავისთვის ჩაიღიმა და მზერა ისევ წიგნის სტრიქონებზე გადაიტანა. *** ნინიმ სირბილით აირბინა 5 სართულიანი კორპუსის კიბეები, კარები სწრაფად შეაღო და გაკვირევბულ ნატას ხელებში გაზეთი მიაჩეჩა. ნატამ ნინის შეხედა და გაზეთს დახედა. „დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზიზრზე. რა გახდა წყალბურთელი ერეკლე ამირეჯიბისა და კალათბურთელი საბა ცისკარაძის დაპირისპირების მთავარი მიზეზი“ ნატამ სტატია ჩაიკითხა.. აკანკალებული ხელებიდან გაზეთი გაუცურდა და ძირს დავარდა, ნინიმ ფრთხილად დასვა სკამზე და წყალი მიაწოდა. - ტელეფონი მომაწოდე - აკანკალებული ხმით უთხრა ნინის ნინიმ ტელეფონი აიღო და სანამ ნატას მიაწოდებდა რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.. - ნატ, იქნებ.. - ნატამ ცივად შეხედა და ნომრის აკრეფა დაიწყო. ორი გაბმული ზარის მერე, ტელეფონში ნაცნობი ხმა გაისმა, მაგრამ ეს ის ხმა არ იყო, ვისაც ნატა ელოდა - მარიკა დეიდა გამარჯობა, ლილე სად არის? - გამარჯობა ნატალი. - მარიკა გაჩუმდა, თუმცა მალევე დაირღვა სიჩუმე - უკვე წავიდა, ტელეფონი არ წაუღია. - ნატას ყურებში დაუგუბდა, სიმწრისგან ჩაეცინა, მარიკას დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. ნინის გახედა, რომელიც ნერვიულად ირწეოდა აქეთ-იქეთ. - არც დაგვემშვიდობა. - გაიგებდა? - არ ვიცი - აიქნია ხელი ნატამ და დამამშვიდებელი ენის ქვეშ ამოიდო. *** ჭავჭავაძეზე ყოველთვის გამორჩეული საზოგადება ტრიალებდა. ბევრი წარჩინებული და გამოსაჩენი ადამიანი. ბევრიც ცნობილი. ერთმანეთსაც თითქმის ყველა იცნობდა . ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ ნინი კვარაცხელია, ნატალი რაზმაძე, ბექა ავალიანი, დავით ცერცვაძე, ლილე პირველი , საბა ნოზაძე და ანანო ონიანი. ნინიმ, ლილემ და საბამ ჯერ კიდევ ბაღში გაიცნეს ერთმანეთი და იქვე დამეგობრდნენ, ბავშური წრფელი მეგობრობით, თუმცა ამით არ დასრულებულა ყველაფერი. მათი მეგობრობა ბაღიდან სკოლაში გაგრძელდა, სადაც ანანო ონიანიც შეემატათ, ხოლო პირველ კურსზე ამ პატარა სამეგობროს ნატალი, ბექა და დავითი შეუერთდნენ. მათი ოჯახებიც ერთმანეთს ემეგობრებოდნენ და ეს ჯაჭვი წლების განმავლობაში არ დარღვეულა. ბევრი იყო ისეთი, ვისაც მათთან მეგობრობა უნდოდა, მაგრამ ისინი მხოლოდ ერთმანეთისთვის არსებობდნენ. მუდამ ერთად. შურითაც ბევრს შურდა. ცოდნითაც ბევრმა იცოდა მათ შესახებ. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მათ სამეგობროს „ნაღდი ჭავჭავაძელები“ დაარქვეს და თუკი სადმე უბრალოდ ჭავჭავაძელებს გაიგონებდით უკვე გასაგები იყო, ვისზეც საუბრობდნენ. *** ნოემბერი იწურებოდა. ბექას სახლში, ღუმელთან შემომსხდარიყვნენ გოგოები და ჭორაობასთან ერთად საფერავს აგემოვნებდნენ, დღეს უკვე მესამედ. ბიჭები იქვე აივანზე სიგარეტს ეწეოდნენ და თან გაცხარებულ პოლემიკაში იყვნენ. კარზე გაბმული კაკუნი გაისმა. ნინიმ კარი გააღო და იქ გაღიმებული დავითი შერჩა. თვალებს არ უჯერებდა, გაოცებისგან შეხტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მონატრებულ დათოს მოეხვია. ხმაურზე ყველა გარეთ გამოვარდა - ვაა, დავით ჩამოხვედი ტო? - სიხარულისგან შესძახა ბექამ და ახლა უკვე ყველა სათითაოდ გადაეხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს. - რა ქენი როგორ მოიარე მოსკოვი? ვინმე ხო არ ჩამოგვიყვანე? ვინმე ქერა, გრძელ ფეხება? ჰა? - სიცილით ჰკითხა, უკვე დასვენებულ და გამთბარ დავითს საბამ. ნინიმ საბას წყენით გახედა. საბას გაეცინა და მალევე დაამატა - კაი ტო, ვხუმრობ ხო იცი. შენზე უკეთესს ეს ასი წელი ვერ ნახავს ჩემო ნინუჩი - და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. დავითამ მონატრებულ შეყვარებულს ხელი მოჰხვია და მშვიდად დაიწყო თავისი 2 თვიანი „მოგზაურობის“ მოყოლა.. ჭავჭავაძის 23 ნომერში მდგარი ორ სართულიანი სახლიდან, თბილი საამო სურნელი და ახალგაზრდების სიხარულნარევი კისკისი გამოდიოდა.. *** ერეკლეს სასწრაფოდ მოუწია კანადიდან გამოფრენა. მისი გამზრდელი და ყველაზე სამაგალითო ადამიანი, ბებია - ნუნუ ამირეჯიბი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალბატონ ნუნუს მთელი ჭავჭავაძე იცნობდა. მისი ქალიშვილობის გვარი ამილახვარი იყო. ეს გენიალური ქალი თავად ქართლის თავადის შვილისშვილის შვილი გახლდათ, ამიტომ მთელ მის ოჯახს ყველა იცნობდა, შორიდან თუ ახლოდან. ყველას უყვარდა ნუნუ, 46 წელი ემსახურა ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული პროფესორი. მის ხელში არაერთ მშვნიერი ადამიანს გამოუვლია, სწორედ ამიტომ გასაკვირი სულაც არ იყო, რომ მხოლოდ ჭავჭავაძისთვის კი არა, მთელი თბილისისთვის გულდასაწყვეტი გახდა ამ ქალბატონის გარდაცვალება. 10 დეკმებერს გასვენება უნდა ყოფილიყო. ამიტომ ჩქარობდა ერეკლე კანდადიან ჩამოფრენას. უნდოდა იქამდე მოესწრო ნუნუსთან გამომშვიდობება, სანამ საბოლოოდ გაუშვებდა მას. 7 დეკემბრის ღამის 3 საათზე დაეშვა თბილისის აეროპორტში ერეკლეს თვითმფრინავი. არავინ იცოდა როდის ჩამოდიოდა. არავისთვის უთქვამს. მანტოს საყელო გაისწორა. ჩემოდნებს ხელი მოკიდა და გარეთ გავიდა. წამით შეჩერდა და თვალი გარემოს მოავლო, შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთა მონატრებული ჰაერი. 8 წელი. 8 წელი იყო მას შემდეგ გასული, რაც ბოლოს მშობლიურ მიწაზე იყო. სიცივისგან გააჟრჟოლა და შინდისფერი ტაქსიდან მძღოლის მესამე დაძახებაზე ძლივს მოეგო გონს -მეგობარო, მოდიხარ თუ არა - ერეკლემ ღიმილით გახედა. ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო. მძღოლის გვერდით მოთავსდა და მისამართი უკარნახა.. ღამის თბილისის ქუჩებში მიდიოდა ნელა შინდისფერი ოპელი, სიგარეტის სუნით გაჟღენთილი მანქანიდან Cheat Baker-ის Almost Blue-ს წყნარი ჰანგები გამოდიოდა. მიდიოდნენ ჩუმად. არც ერეკლე იღებდა ხმას.. არც მძღოლი. ორივე სადღაც, ფიქრებით სხვა სამყაროში დაფრინავდა.. ან იქნებ ვინ იცის.. იქნებ მათი ფიქრი სადღაც ერთ წერტილში იკვეთებოდა კიდეც.. *** ლილემ უკვე მესამედ შეუკვეთა ჟოლოს ჩაი. მიმტანს გაეღიმა და თავი დაუკრა. ბიჭი ოთახიდან სანდრო ავალიანთან ერთად გამოვიდა. ეს პატარა,მყურდრო კაფე სწორედ სანდროსი იყო. ლილეს წიგნის სტრიქონებისთვის თვალი არ მოუცილებია ისე მივიდა მის ყურამდე - კაი ერეკლე ძმაო, ზეგ შევხვდებით - მადლობა - ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით უთხრა აქამდე უცნობმა ბიჭმა სანდროს. ლილემ თავისთვის გაიფიქრა ესეიგი ერეკლე. ბიჭებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ერეკლემ კაფე დატოვა. ლილემ მეხუთედ გაწყვეტილ აზრს თავი ვერ მოაბა და მეექვსედ დაიწყო აბზაცის გადაკითხვა. გარეთ გამოსულმა ერეკლემ ფანჯარას ჩაუარა. სამიოდე ნაბიჯით გასცდა, შემდეგ უკან გადმოდგა ნაბიჯები და რამდენიმე წამით დააკვირდა კაფის შიგნით მჯდომ გოგონას. ჩალისფერი გრძელი თმა ჰქონდა , კრემისფერი ყელიანი ჯემპრი ეცვა, ცხვირზე გამჭირვალე, ოვალური სათვალე დაეკოსებინა და თავის გრძელ ლამაზ თითებს წიგნის ყრდაზე თითქმის შეუმჩნევლად ათამაშებდა. ამჯერად ლილე ისე იყო „ანა კარენინას“ სტრიქონებში ჩაფლული, რომ ვერც კი გაიგო როგორ ათვალირებდა რამდენიმე მეტრის იქიდან წყალბურთელი ერეკლე ამირეჯიბი და როგორ ნელა ეპარებოდა ბიჭს ღიმილი. ერეკლემ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და გზა განაგრძო. *** - მზად ხართ? - ჰკითხა დავითამ გოგოებს - პალტოს მოვიცვამ და წავიდეთ - უთხრა ლილემ და კარადიდან მუქი ლურჯი პალტო გადმოიღო.. გზაში თითქმის არ ულაპარაკიათ არცერთს.. ყველა ქალბატონ ნუნუზე ფიქრობდა და ვინ იცის, იქნებ ოცნებობდნენ კიდეც, რომ ასე ღირსეულად გაეტარებინათ მათაც ცხოვრება, როგორც ეს ნუნუ ამირეჯიბმა გაატარა, თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულის ერეკლე ამირეჯიბის კვალდაკვალ ( სწორედ ბაბუის სახელი ჰქვია ერეკლეს). მთელი თბილისი შეკრებილიყო ჭავჭავაძის ბოლოში..ყველა დაღონებული, ყველა ცრემლიანი თვალებით, ყველა თავისებურად განიცდიდა.. შიგადაშიგ ჩურჩული ისმოდა - ღირსეული ქალი იყო - დასანანია, თუმცა საწყალს ძალიან უჭირდა ბოლო წლებში ერეკლეს გარეშე ცხოვრება - ღმერთმა აცხონოს - გაანათლოს მისი სული, ნამდვილად ყველას უყვარდა ერეკლე წაშლილი იყო მთლიანად. იდგა გაყინული სხეულით და ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა. წარმოუდგენლად მტკივნეულია ის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან..პირველი სიტყვიდან, პირველი ნაბიჯებიდან, პირველი ტკივილიდან , პირველი წარმატებიდან სულ შენ გვერდით იყო, დაკარგო. რამდენჯერ თხოვა ნუნუმ ერთხელ მაინც ჩამოდი, მოგვენატრეო. 8 წელი დაპირებებში გაატარებინა. სულ ეუბნებოდა კი ნუნუჩკა ჩამოვალ, ძალიან მალე ჩამოვალო. ჩემი გული ხარო ეტყოდა ხოლმე ნუნუ და ერეკლეს რომ არ გაეგონა და შეემჩნია ისე ყლაპავდა ვეებერთელა ცრემლებს. მაგრამ ერეკლემაც ხომ კარგად იცოდა, რომ ნუნუ ყოველ დღე ტიროდა. ერეკლეს მონატრებისგან. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 12 წლის წინ ნუნუს თავისი ერეკლე, ცხოვრების თანამგზავრი დაეღუპა მთელი სიყვარული პატარა ეკეში ჩააქსოვა. და ასე ათასობით კილომეტრით შორს მყოფ ერეკლესაც ძალიან ენატრებოდა მშობლიური გარემო, სახლი, ოჯახი, მაგრამ ვერ მოაბა თავი ჩამოსვლას. ხან რა უშლიდა ხელს და ხან რა. 16 წლის იყო ერეკლე პირველად კანადაში რომ გაუშვეს მშობლებმა. ერეკლეს მამა უშიშროებაში მუშაობდა იმ წლებში და ისე მოხდა, რომ დიდ შარში გაეხვია. დიდ ფულთან იყო დაკავშირებული ყველაფერი. ძალიან ეშინოდათ. შავ-ბნელი დრო ადგა მაშინ ამირეჯიბების ოჯახს. ამირან ამირეჯიბმა ოჯახის უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა ცოლ-შვილი ამერიკაში გაეგზავნა. მაგრამ ელენეს ძალიან უყვარდა თავისი ქმარი და უამრავი ცრემლისა და კამათის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ერეკლეს გაუშვებდნენ მარტო. იქ კი სათანადო ადამიანები და ოჯახი დახვდებოდა. 16 წლის ერეკლე კარგად ხვდებოდა ყველაფერს. გრძნობდა როგორ ეშინოდათ მშობლებს, ამიტომ დიდად არ შეწინააღმდეგებია. და აი ასე 2007 წლის აგვისტოში ერეკლემ საქართველო დატოვა. დატოვა საქართველო და თან წაიღო მოგონება პატარა ლილეზე. ლილე მაშინ 13 წლის გოგონა იყო, პატარა. ჭრელი სარაფნებით მოფარფატე. რამდენჯერ ჩაუვლია ერეკლეს ლილეს ეზოს მოპირდაპირედ ველოსიპედით ან ფეხით. ჩაივლიდა და გააყოლებდა ხოლმე თვალს, ეზოში ნინისთან, ანანოსთან ან საბასთან ერთად მოთამაშეს. სულ თავისი კისკისით ავსებდა და აჟრიამულებდა მთელ ეზოს. ერეკლე კი იდგა ხოლმე და ასე უბრალოდ უყურებდა. იმ ზაფხულის საღამოს, როცა ამერიკაში მიფრინავდა სახლის კიბეები ჩქარა ჩაირბინა და ქუჩაში გულამოვარდნილი გამოვარდა. გეზი ლილეს ეზოსკენ ჰქონდა აღებული.. უნდოდა ეთქვა, რომ მიდიოდა. რომ მოენატრებოდა. რომ არ ეტირა. მაგრამ ლილე არ დახვდა. 3 დღის წინ წაეყვანათ მისებს სოფელში. და ასე... აქოშინებული და დამწუხრებული იდგა ერეკლე ლილეს ეზოში და ხელში გვირილების პატარა თაიგული ეჭირა. გვირილები ლილეს სახლის კართან დატოვა და ისე გამობრუნდა, რომ უკან არც მოუხედავს. თავისი ყმაწვილური, ნელ-ნელა ვაჟკაცობაში გადასული ხასიათი არ აძლევდა იმის საშუალებას რომ ეტირა, თორემ იმ მომენტში ვეებერთელა ცრემლები ახრჩობდა. იდგა ახლა ასე. ისმენდა უცნობი თუ ნაცნობი ადამიანების მოსამძიმრებას და გონებით იქ სადღაც შორეულ წარსულში დაფრინავდა. ალბათ კიდევ დიდხანს დარჩებოდა მოგონებების საუფლოში. რომ არა გრილი, მაგრამ ოდნავ სიტბკო ნარევი სურნელი, რომელიც ნიავმა მოიტანა და მისი სიცივისგან გაყინული ნესტოების გათბობა დაიწყო. თავი ოდნავ გაარხია, რელობაში გამოერკვა და მზერა იქითკენ მიაპყრო საიდანაც ეს სურნელი მოდიოდა. ვერ დაინახა. ზურგით იდგა. მუქი ლურჯი პალტო, გრძელი შავი ჩექმები. ჩალისფერი გრძელი ნახევრად ტალღოვანი თმა, რომელსაც ნიავი ოდნავ უწეწავდა. იდგა ასე დაბნეული ერეკლე და არ იცოდა რა ხდებოდა. უცებ გოგონა შემოტრიალდა და სახლისაკენ დაიძრა, მასთან ერთად 6 ახალგაზრდა მოდიოდა. იოანე ნელა მიიწია ერეკლესკენ და ყურში ფრთხილად ჩასჩურჩულა - ნამდვილი ჭავჭავაძელები მოდიან - ერეკლემ დაბნეული მზერით გახედა ბიძაშვილს და თითქოს ადგილზე შეტორტმანდა.. გონებაში ისევ აზრთა კორიანტელი წარმოიშვა, აზრები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და გასასვლელ გზას ვეღარ პოულობდნენ. ერთადერთი რაც ერეკლეს ახლა აინტერესებდა ის, იყო იყვნენ თუ არა ისინი ის ადამიანები ვისზეც ერეკლეს ეჭვი ჰქონდა, მაგრამ ვერავინ ვერ იცნო. ან როგორ უნდა ეცნო. ამხელა განშორებამ ყველანაირი მოგონება, რომლის საშუალებითაც მათ გახსენებას შეძლებდა წაშალა. ერთადერთი რაც ახსოვდა მომენტები იყო..მომენტები და ისიც ფერკმრთალად. სათითაოდ მიუსამძიმრეს ოჯახს და უკან ეზოში გაბრუნდნენ. ერეკლემ გამორკვევაც ვერ მოასწრო ისე მიუახლოვდა მას ხალხის ახალი ნაკადი და ამდენ ადამიანში გადაავიწყდა წუთის წინანდელი ფიქრები. *** დილის 9 საათი იყო ნინიმ რომ დაურეკა ტელეფონზე. ლილემ ზმუილით უპასუხა - ლილე ადექი რა, ჩაიცვი და გამოდი ჩემთან. დღეს გიგის დაბადებისდ დღეა და საჩუქრის საყიდლად გამყევი - მალე ნინის ძმის დაბადების დღე ახლოვდებოდა - ამ დილაადრიან რადროს საჩუქარია ნინი, ხო კარგად ხარ?- გაბრაზებულმა ჰკითხა ლილემ და ტელეფონის გათიშვა დააპირა იქედან წუწუნით ნინის ხვეწნა რომ არა - კარგი ვდგები, გავემზადები და გამოვალ, მაგრამ ყავა გზაში დავლიოთ - მიყვარხაარ - ჩაიხითხითა ნინიმ და ტელეფონი გათიშა. ზუსტად იგივე დილა გაუთენდათ ნატასაც და ანანოსაც. - უხ ნინი -ერთი გემრიელად შეუკურთხა ლილემ და ლოგინიდან ზლაზვნით წამოდგა. 1 საათში უკვე ყველანი მზად იყვნენ. ლილემ ჯერ ანანოს გაუარა, მერე ნატას და საბოლოოდ სამივე ნინის კორპუსთან აღმოჩნდნენ. საშინელი საცობები იყო იმ დღეს. თან როგორ აუტანლად ყინავდა. ლილემ სტელასთან გააჩერა მანქანა და ნატა გადაუშვა ყავის მოსატანად. სტელას ყველაზე გემრიელი ყავა ჰქონდა მთელ თბილისში. თან გოგოებიც გიჟდებოდნენ სტელაზე. როგორ სიხარულით ხვდებოდა ხოლმე თავის კუწკუწა გოგოებს - ასე ეძახდა ხოლმე. გოგოებმა სტელას ხელი დაუქნიეს და მანქანიდანვე მოიკითხეს. დაპირდნენ ამ დღეებში აუცილებლად შემოგივლით და გინახულებთო. აღმაშენებელზე შუქნიშანზე იდგნენ. ანანო თავისი ძმის ამბავს ყვებოდა, რომელიც ახლახანს პარიზიდან ვენეციაში გადაფრინდა და უკვე მესამე ცოლი გამოიცვალა. გოგოები იცინოდნენ - გიორგი სადაც ფეხს დადგამს ყველგან ცოლი უნდა მოიყვანოს - უთხრა სიცილით ნინიმ - გაგიჟებას არიან ჩემები. აღარ გაჩერდება ეგო გუშინ ამობდნენ და ჩვენც დაგვღუპავს და თავსაც დაიღუპავსო - სინანულით გადააქნია თავი ელენემ - კარგი რა - ღიმილით გახედა ლილემ - ადამიანს ცხოვრება უხარია ვერ ხედავთ. არ ნებდება, საკუთარ ბედნიერებას ეძებს - შეეცადა გაემართლებინა გიორგის საქციელი. უცებ ყველა გაჩუმდა - გოგოებო - დაიწყო ნინიმ - ნახეთ როგორი შეცვლილი იყო ერეკლე ამირეჯიბი? - და ცალი თვალით ლილეს გახედა. ლილე გზას უყურებდა და რეაქცია არ ჰქონია ნინის სიტყვებზე. ანანომ ხელი ფრთხილად მიკრა ლილეს. თვალი არ მოუცილებია გზისთვის. - ამასწინათ შემხვდა - ჩუმად თქვა ლილემ - მერე? - თვალებგაფართოებულებმა ჰკითხეს გოგოებმა. მარტო ნატა იჯდა ჩუმად. მან არ იცოდა რა კავშირი ჰქონდათ ერკელეს და გოგოებს. როგორც ჭავჭავაძელმა მანაც იცოდა ერეკლე ამირეჯიბის შესახებ, ისევ და ისევ მისი ოჯახის გამო, თორემ პირადად არ იცნობდა და თან ნატამ გოგოები უნივერსიტეტის პირველ კურსზე გაიცონ. ერეკლე კი ამ დროს წლების წასული იყო ამერიკაში. - არაფერი - საჭეზე ხელი აათამაშა ლილემ და სარკიდან უკან მჯდომ ნინის გახედა - ვერის კაფეში ვიჯექი. თავიდან ვერ ვიცანი. ისე უცებ შემოვარდა, პრინციპში ვერც მერე ვიცნობდი გასვენება რომ არა. პროსტა სანდრომ კაფეში სახელი დაუძახა და გასვენებაში რომ დავინახე და თან სანდროს ნათქვამი გამახსენდა მივხდვი ვინც იყო. - ფანჯარაში გაიხედა ლილემ. მერე მსუბუქად გაეცინა - კარგი რა, რაღადროს ერეკლე ამირეჯიბია. ბავშობაში მოგვწონდა ერთმანეთი. თან ისე წავიდა ამერიკაში, რომ მას მერე არაფერი მსმენია მასზე. ყველაფერთან ერთად აშკარად ვერც მიცნო. - ვახ - მარტო ეს აღმოხდა ელენეს და ფანრჯის მიღმა ქუჩაში ბავშვს მიაშტერდა. მერე ისევ მიუტრიალდა ლილეს - რამდენჯერმე შემხვდა სტატია. წარმატებული წყალბურთელი ყოფილა კანადაში. ნეტა არავინ ჰყავს? ან შეყვარბეული ან ცოლი - სიცლით გახედა ჯერ ნინის და შემდეგ ისევ ლილეზე დააბრუნა მზერა. ლილეს გაეცინა, მაგრამ არაფერი უპასუხია. *** სოფლიდან ჩამოსული ლილე მთელი 2 კვირა ელოდა ერეკლეს გამოჩენას და მხოლოდ 2 კვირის მერე გაიგო, რომ ერეკლე ამერიკაში წავიდა. ლილემ კარგად იცოდა სად იყო ამერიკა, მაგრამ არ ეგონა თუ ძალიან დიდი ხანი, მთელი 8 წელი ვეღარ ნახავდა .. დროთა განმავლობაში მოგონებებმა წაშალეს ერეკლეს სახე ლილეს მეხსიერებაში. არადა როგორ ელოდა. ყოველ ზაფხულს ეგონა რომ ჩამოვიდოდა. ერეკლე კი არადა არ ჩანდა. 3 წლის შემდეგ კი ლილემ მასზე ფიქრი შეწყვიტა და ცხოვრების დინებას მიჰყვა. ასე გავიდა წლები. გიგის ლუტეციაში სუნამო უყიდეს. და სანამ ნინი გიგისთვის საჩუქარს არჩევდა ლილე იქვე მის საყვარელ პომადას ეძებდა. უცებ კარი გაიღო და შიგნით ერეკლე შემოვიდა. ლილეს არ დაუნახავს ბიჭის შემოსვლა, მაგრამ გოგონემა შეამჩნიეს და ერეკლესთვის შეუმჩნევლად ადგილს მიეყინნენ. მზერა ლილეზე გადაიტანეს. ერეკლე ლილე საითაც იდგაა იქით დაიძრა, მამაკაცების სუნამოებთან შეჩერდა და კონსულტანტს დაუძახა დახმარებისთვის. ლილეს ნაცნობი ხმა მოესმა. ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი. ნელა მიტრილადა ხმის მიმართულებით. ხელში ერეკლე ამირეჯიბი შერჩა. ერეკლეს არ დაუნახავს ლილე, თუმცა დაჟინებულმა მზერამ მხარი აუწვა და ისიც შეტრიალდა. ლილე დაიბნა. ერეკლე დაიძაბა „ნაცნობი სახე აქვს. სად მყავს ნანახი“ ფიქრობდა თავისთვის ერეკლე. გოგოებმა დაბნეულ ლილეს გახედეს - ლილე ვიყიდე, წავიდეთ?- ოდნავ დაძაბული ხმით ჰკითხა ნინიმ ლილემ პომადა სასწრაფო თავის ადგილას დააბრუნა და წამებში მიტრიალდა გასასვლელისკენ. ერეკლე კი გაშეშებული იდგა და მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა.. „ლილე“, „ლილე“. *** 30 დეკემბერი იყო. ახალი წლის სამზადისში მთელი ვერა-ვაკე ფუსფუსებდა.. გარეთ უამრავი ხალხი ირეოდა. რა ლამაზია წინა საახალწლოდ გამოწყობილი თბილისი. ერეკლემ მანქნის ფანრჯიდან ცას გახედა - ალბათ მოთოვს - თავისთვის ჩაიჩურჩულა და სიმღერას ოდნავ აუწია.. *** ნარცრისფერ ნაქსოვ პლედშემოხვეული ლილე აივანზე იჯდა. ფეხები სკამზე შემოეწყო, ღამის თბილისს უყურებდა და თან სიგარეტს მშვიდად აბოლებდა. ფიქრით არაფერზე ფიქრობდა. უბრალოდ იჯდა და სიმშვიდით ტკბებოდა. *** ნატას დაბადების დღე იყო. 18 წლის ხდებოდა. მთელი სამეგობრო და რამდენიმე ნათესავი ნატასთან შეკრებილიყო აგარაკზე. იცინოდნენ. ცეკვავდნენ. იხსენებდნენ ძველ ამბებს. სვამდნენ. სასიამოვნო დროს ატარებდნენ. ეზოში შავი მერსედესი შემოვიდა. გაჩერდა. ნატამ ღვინის ჭიქა ფრთხილად დადო მაგიდაზე და მანქანისკენ დაიძრა. ყველამ იქეთ გაიხედა. რამდენიმე ნაბიჯით შორს გაჩერდა ნატა და უცებ რაც ძალი და ღონე ქონდა მანქანისკენ გაექანა. - საბაააა - დაიყვირა სიხარულისგან ნატუკამ და ბიჭს მანქანიდან გადმოსვლაც არ აცადა ისე ჩაეხუტა. საბა ცისკარაძე ნატას დეიდაშვილი იყო. სამეგობროდან არავინ იცნობდა მას. როგროც მოგვიანებით გაირკვა უკრაინაში ცხოვრობდა დაბადებიდან. ახლა კი საქართველოში ჩამოსულიყო. რაღაც საქმეები მაქვს მოსაგავრებელიო და მალევე უნდა გავბრუნდე უკანო - თვითონვე თქვა. საბას ყურადღება წითელ კაბაში გამოწყობილმა ლილემ მალევე მიიპყრო. ეს დღე იყო და ეს დღე. ლილესაც უყურადღებოდ არ დარჩენია როგორ უყურებდა საბა. ერთმანეთი გაიცნეს. ნელ-ნელა ერთად სიარულიც დაიწყეს. მთელ ჭავჭავაძეს მოედო მათი ამბავი. ყველამ იცოდა ვინ იყო ლილე პირველი და ყველას აინტერესებდა როგორი იყო საბა ცისკარაძე. ბევრი ამბობდა ეგ ისეთი ბიჭია არავინ იცის როგორ დამთავრდება მათი ამბავიო. ბევრიც იმას იძახდა დაბადებიდან უკრაინაში ცხოვრობს, კალათბურთელია, მაგრამ მისი შავი საქმეების შესახებ ყველამ კარგად იცისო. ბევრისთვის უბრალოდ სულერთი იყო ბოროტი ჭორები და ამართლებდნენ ხოლმე ლილესა და საბას ურთიერთობას „გაანებეთ თავი. მიხედავენ თავიანთ ცხოვრებასო.“ პირველად მაშინ დაშორდნენ, როცა საბამ ნინის დაბადების დღეზე ეჭვიანობის სცენები მოუწყო ლილეს და ნინის ნათესავს. მაგრამ მალევე შერიგდნენ. მეორეჯერაც ეჭვიანობის გამო დაშორდნენ. ვერ აიტანა ლილემ საბას უაზრო ხასიათები. ბოლო ამბავი კი მთელ ჭავჭავაძეს მოედო. როგორ ატირა საკუთარ დაბადების დღეზე საბამ ლილე. როგორ გაარტყა ხელი ლილემ და გაყინული ხმით მიაძახა „წადი და აღარასდროს დაბრუნდეო“. ის დღე იყო და ის დღე. წელიწად ნახევრიანი თბილისური „სიყვარულის ისტორია“ წამებში ჩაბარდა წარსულს. საბა უკრაინაში გაფრინდა. ურეკავდა ხოლმე ლილეს მერე. მაგრამ ლილემ უარი თქვა. არ პასუხობდა. ბოლოს ნატამ უთხრა ცოლი მოიყვანაო. ამით დასრულდა. *** ერეკლე სახლში ვერ ჩერდებოდა. სულ ერთი და იგივე აზრი უტრიალებდა გონებაში. ბოლოს დანებდა. ადგა. კურტკა ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. ნაცნობ ქუჩას ნელა დაუყვა. მიდიოდა და თან გული საგულეს აღარ ჰქონდა. რამდენჯერმე გაიფიქრა კიდეც იქნებ არ ღირსო. მაგრამ ეჭვები ღრღნიდა. უნდოდა დარწმუნებულიყო. ნაცნობ მოსახვევში შეუხვია და იქვე, გზის ოდნავ მოფარებულ მხარეს გაჩერდა. ლილეს აივანი პირდაპირ ჩანდა. ალბათ ზუსტად ბედი იყო ის, რომ სწორედ იმ წამს ადგა ლილე და ოთახში შევიდა. ერეკლეს ეცნო სილუეტი. გააჟრჟოლა. თვალებს ვერ უჯერებდა. ისევ-ისე ბავშვურად აუთამაშდა გული, როგორც მაშინ... ბავშვობაში. კიდევ დიდხანს იდგებოდა ასე გაშეშებული რომ არა აუტანელი სიცივე. *** ამერიკაში ცხოვრების 1 წელი ერეკლესთვის რთული აღმოჩნდა. ძალიან გაუჭირდა ოჯახიდან ასე შორს მყოფს ახალ ადამინებთან შეგუება. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა და ფეხიც აუწყო ცხოვრების ახალ ტემპს. კოლეჯშიც სწავლობდა, თუმცა წარმატება წყალბურთმა მოუტანა. საბოლოოდ კი მიხვდა, რომ ეს სწორედ ის იყო რითიც მთელი ცხოვრება უნდოდა დაკავებული ყოფილიყო. ამერიკული სიყვარული პირველად 19 წლის რომ გახდა მაშინ ეწვია. ხომ გაგიგიათ ამერიკაში სხვანაირი სიყვარული იციან. ქართული სიყვარული განსხვავდება ამერიკულისგანო. ხოდა ასე მარტივად.. არ აეწყო ერეკლეს და ქეითის ურთიერთობა. მას შემდეგ ერეკლეს მნიშვნელოვანი აღარავინ ჰყოლია. *** 31 დეკემრბის საღამოს 11 საათი იყო უკვე. ყველა სახლში ჩქარობდა. ყველა ელოდებოდა ახალი წლის დადგომას. საცობში გაჭედილი ერეკლე თითებს ნერვულად აკაკუნებდა საჭეზე. საათს მილიარდჯერ დახედა. ჩქარობდა. მხოლოდ მან იცოდა სად ეჩქარებოდა. ძლივს მწვანე აინთო. გაზს მიაჭირა და ტყვიასავით გავარდა. მანქანა ჭავჭავაძის დასაწყისსში გააჩერა. გადმოვიდა და იქვე მდგარ პატარა ყვავილების ჯიხურში თეთრი ლილიები იყიდა. მანქანაში ჩაჯდა. უკვე გამზადებულ ცარიელ ფურცელს დასწვდა და მხოლოდ 2 წინადადება დაწერა. ფურცელი გადაკეცა და თაიგულში მოათავსა. *** ლილეს ოჯახს საახალწლო ტრადიციად ახალი წლის მუდამ ერთად შეხვერდა ჰქონდათ. ყველაფერი მზად იყო. სავარძელში ჩასვენებული ლილე შამპანიურს ნელა სვამდა და იქვე მსხდარი მშობლების ტკბილ ჟღურტულს უგდებდა ყურს და თავისთვის იღიმებოდა. კარზე კაკუნი გაისმა. ლილე ნელა წამოდგა სავარძლიდან და გასაღებად გაემართა. ცარიელ სადარბაზოს გაკვირვებულმა მოავლო თვალი და მზერა კარის ზღურბლთან დადებულ თეთრ ლილიებს გაუშტერა. - ვინ არის დე? - სამზარეულოდან გასძახა მარიკამ - არავინ, მოვალ ახლავე - რამდენიმე წამის დაგვიანებით უპასუხა ლილემ ფრთხილად დაიხარა და ულამაზესი თაიგული აიღო. ოთახისკენ შემობრუნებას აპირებდა, როდესაც თეთრ ფურცელს მოჰკრა თვალი ლილიები რომ არ გაეფუჭებინა ისე ამოაძრო თაიგულიდან. ყვავილები იქვე დადო და წერილი გახსნა. „მაჩუქე დღევანდელი ღამე. დაგელოდები. ერეკლე.“ - მხოლოდ ეს ორი წინადადება და მისამართი ეწერა წერილში. ლილეს გააჟრჟოლა. რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა ჯერ ისევ ღია კართან. საბოლოოდ მარიკას მესამე დაძახებულზე ძლივს მოეგო გონს, ყვავილები ოთახში შეიტანა და დედას გაკვირვებულ მზერას ერთი სიტყვით უპასუხა - ერეკლე. *** მარიკა ნამდვილად არ ელოდა ერეკლეს ასეთ გამოჩენას. კი იცოდა და ახსოვდა, როგორ მოწონდა ბავშვობაში ერეკლეს ლილე და ლილეც როგორი გახარებული დადიოდა ხოლმე თავისი ბავშვური აღტაცებით. დარცხვენილ ერეკლეს არაერთელ გადაუცია საკუთარი ხელით, მისი სახლიდან ლილეს სახლამდე მიმავალს, ვინმეს ეზოში ჩუმად და გულამოვარდნით დაკრეფილი ყვავილები მარიკასთვის და მარიკასაც შვილივით უყვარდა ერეკლე მისი ბავშვური და ალალი გულის გამო. მაგრამ ეგონა ეს ყველაფერი იქ, წარსულში, ღრმა ბავშვობაში დარჩა. ახლა კი იდგა სამზარეულოს ოთახში უყურებდა თეთრ ულამაზეს ლილიებს და იქვე მჯდარ ლილეს.. ლილემ წერილი გაუწოდა. მარიკამ გამოართვა თეთრი ქაღალდი და ნაწერი ჩუმად წაიკითხა. - რას იზამ? -ჰკითხა დაბნეულ შვილს. - არ ვიცი - მხრები აიჩეჩა უაზროდ ლილემ და ოთახიდან გავიდა. საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ მარიკას და ლილეს. ყოველთვის ყველაფერში გვერდზე ედგა შვილს. ლილეც თავის მხრივ არასდროს არაფერს უმალავდა და ასე ააწყეს დედა-შვილური ურთერთობა, თუმცა დედაშვილობაზე მეტად დაქალები უფრო იყვნენ. მუდამ ლილეს გვერდში მდგომი მარიკა და დედის სიყვარულით, ნდობითა და მეგობრობით განებივრებული ლილე. *** სულ რაღაც 4 წუთიც და ახალი წელი შემოაბიჯებდა ყველას ოჯახში. სადღესასწაულ მაგიდებს შემოსხდომოდნენ ყველანი თავიანთ სახლებში და ელოდბეოდნენ ბოლო წამებს. ემშვიდობებოდნენ ძველ წელს და დიდ იმედებს ამყარებდნენ ახალ, უკვე კარს მომდგარ წელზე. 1...2...3 ჭიქების გაბმული ჭახუნის, ფეიერვერკების და თბილი სიტყვების კორიანტელი გამოდიოდა ყველას სახლიდან. როგორც კი ამ ყველაფერმა ჩაიარა და საგულდაგულოდ მიულოცეს ერთმანეთს ახალი წლის შემოსვლა, ლილე მაგიდიდან წამოდგა. მშობლებს თბილად ჩაეხუტა და სახლიდან გავიდა. იდგა გარეთ და რამდენიმე წუთი ცდილობდა ღრმად ჩაესუნთქა გაყინული ჰაერი. მთელი სხეული უკანკალებდა. რამდენჯერმე უკან მიბრუნებაც კი გაიფიქრა, მაგრამ საკუთარ თავს აჯობა. მანქანაში ჩაჯდა, გასაღები მოარგო და დაქოქა. ერთადერთი რაზეც გზაში ფიქრობდა ის იყო, რომ ახალ წელს მისთვის ახალი ემოციები უნდა მოეტანა, ახალი იმედები და დაუვიწყარი დღეები. სწორედ ამიტომ რატომ არ დაეწყო დღევანდელი ღამით? ლილეს ტელეფონზე სათითაოდ რეკავდნენ ბავშები. ლილემ არ იცოდა რა ეთქვა. როგორ უნდა აეხსნა მეგობრებისთვის, რატომ არ მივიდოდა ცხოვრებაში პირველად ახალი წლის ღამეს მათთან და რა გეგმები ჰქონდა ასეთი. 15-მდე გამოტოვებული ზარის შემდეგ ლილემ ტელეფონი აიღო და თვითონ გადაურეკა ნინის. ახლა მხოლოდ ნინისთვის შეძლებდა რაიმეს ახსნას. ნინიმ თითქმის ყვირილით უპასუხა -სად ხარ გოგო - ლილემ ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო, შუქნიშანზე გაჩერდა და თვალი მის წინ მდგომი მანქანის წითელ შუქებს - ნი მისმინე, ცალკე გადი გთხოვ - ნინი ვერ მიხვდა რა ხდებოდა და ცალკე ოთახში გავიდა - გისმენ - ერეკლესთან მივდივარ. – პირდაპირ უთხრა და სანამ ნინი ხმის ამოღებას მოასწრებდა, რამდენიმე წამში დაუმატა - გთხოვ არვისთან არაფერი თქვა ჯერ. სახლთან ყვავილები და წერილი დამხვდა, დაგელოდებიო. რაიმე მოიფიქრე და აუხსენი ბავშვებს. ხვალ გნახავთ - ლილე პირველო, ხომ არ გაგიჟებულხარ? - თითქმის ჩურჩულით მაგრამ დაძაბული ტონით, ისე თითქოს ეჩხუბებაო გამოსცრა ნინიმ - მიყვარხარ, გილოცავთ - ეს უთხრა და გაუთიშა ტელეფონი ლილემ. ნინიმ შუბლზე ხელი მოისვა და განერვიულებულმა დაიწყო ოთახში სიარული, რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა - ოხ ლილე - თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახიდან გასულმა მშვიდად უთხრა ბავშებს - ლილემ ხვალ გადმოვალო. არაფერი მკითხოთ ყველაფერს თვითონ აგვიხსნის- უხერხულად შეიშმუშნა ნინი და ოდნავ აცახცაცებული იქვე სკამზე დაესვენა. *** ლილემ მანქანა მთაწმინდის გადასახვევთან გააჩერა. გადმოვიდა და ფურცელზე დაწერილ მიმსართს დახედა. წითელი კარი. აი ისიც. წითელი კარიც დაინახა. ლილე შედგა. ფიქრების გასაფანტად თავი გაიქნიადა სახელური ჩამოწია. 3 სართულიან შენობაში არაფერი იყო კიბეების გარდა. არც კარი, არც ფანჯარა. მხოლოდ კიბეები და კიბეებს შორის ცარიელი სივრცე. ყველგან ბნელოდა. ლილე შეცბა, მაგრამ უკან არ გაბრუნებულა. ტელეფონის შუქი მიანათა კიბეებს და ფრთხილად ავიდა. მესამე სართულზე კიდევ ერთი კარი იყო, რომელიც გარეთ გადიოდა. ლილემ კარი გააღო და ოქროსფრად მოელვარე შუქებმა მოჭრა თვალი. ლილემ შენობის სახურავზე ამოყო თავი. მთელ სიგრძეზე, დაახლოებით ყოველ ხუთ ნაბიჯში სანთლები ელაგა ლამაზად. სივრცის შუაში ერთი მაგიდა იდგა. მაგიდაზე ღვინო, ორი ჭიქა და ლამაზად ჩაწყობილი ლილიები ეწყო. საიდანღაც მშვიდი ჯაზის ხმა ისმოდა.. სახურავიდან თბილისის ოქროსფერი ხედი იშლებოდა. მაგიდის გვერდით კი ერეკლე იდგა.. იდგა და უბრალოდ იღიმოდა.. ლილემ რამდენჯერმე დახუჭა თვალები და ფრთხილად გაახილა. საკვირველია არა? მომდგარი ცრემლები ახრჩობდა.. თვალები დაენამა.. სიხარულიც იყო და სევდაც. ერეკლე ნელი ნაბიჯებით დაიძრა ჯერ ისევ კართან გაშეშებული ლილესკენ. მიუახლოვდა. ხელი გაუწოდა. აკანკალებული ხელი ფრთხილად შეაგება ლილემ. ერეკლეს ღიმილი არ მოშორებია სახიდან. მაგიდასთან მიიყვანა, ფრთხილად გამოუწია სკამი დასვა და რამდენიმე წამში მის წინ დაჯდა თვითონაც. ხმა არცერთს ამოუღია. ისხდნენ ასე ჩუმად, უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. ერეკლე იღიმოდა. ლილე ცრემლებს ძლივს იკავებდა. გარშემო სანთლების და ყინვა დაკრული ჰაერის სურნელი ტრიალებდა. საიდანღაც მშვიდი მუსიკის ჰანგები აღწევდა მათ ყურამდე. ერეკლემ ღვინის ბოთლი აიღო, ჯერ ლილეს შემდეგ კი მისთვის დაისხა. ჭიქა აიღო ხელში ისე, რომ ლილესთვის თვალი არ მოუცილებია -ულამაზესი ხარ - თითქმის ჩურჩულით უთხრა ერეკლემ ლილეს გაეღიმა და თავი დახარა. ერეკლემ თბილისს გახედა - ლილე - შემდეგ ნაზად წარმოთქვა, ისე თითქოს ეფერებაო..- რამდენი წელი გავიდა - ლილემ თავი ასწია და თვალებში შეხედა ერეკლეს, ერეკლე ისევ იღიმოდა - როგორ გელოდი ხოლმე შენი სახლის ეზოში.. - გაეცინათ ორივეს. სასიამოვნო იყო ბავშვობის გახსენება. ლილე ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს. თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ადამიანის წინ იჯდა და არაფერი აღელვებდა რაც გარშემო ხდებოდა. თითქოს სახლში იყო. თითქოს ერეკლე მისთვის ყველაზე სასურველი სახლი იყო. - იქნებ ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ? - უეცრად დასვა კითხვა ერეკლემ. ლილე არ მოელოდა და ოდნავ შეცბა. სხეულში თბილმა ჟრუანტელმა დაუარა. მის წინ ის ბიჭი იჯდა, რომელიც ბავშვობაში ასე ძალიან უყვარდა. იჯდა ახლა ასე მის წინ ისევ ის ბიჭი, თუმცა უკვე შეცვლილი, დავაჟკაცებული, დამშვენებული, გაზრდილი. იჯდა და უყურებდა მის თითოეულ მოძრაობას, აკვირდებოდა როგორ საუბრობდა, როგორ ათამაშებდა თითებს ღვინის ჭიქაზე, როგორ უციმციმებდა თვალები და ერთადერთი კითხვა რაც ლილემ საკუთარ თავს იმ მომენტში დაუსვა იყო „რატომაც არა?“ და თავის სითამამეზე თვითონვე გაეღიმა. ლილე ერეკლესკენ გადაიწია, თავისი ღვინის ჭიქა ერეკლესას ფრთხილად მიუჭახუნა და თბილი ხმით უთხრა - იმედია ეს წელი ჩვენი იქნება, გილოცავ. ერეკლემ ხელი მოკიდა და ნელა წამოაყენა. ხანდახან ცხოვრვება საუკეთესო მომენტებს გვჩუქნის უანგაროდ. გვჩუქნის და გვეუბნება „იბედნიერე“. ეს მომენტიც სწორედ მათ რიცხვის მიეკუთვნებოდა. ტანის მშვიდი რხევით აიყოლია ერეკლემ ლილე და ნელა ცეკვა დაიწყეს. ზღაპარში ეგონა ლილეს თავი. ჯერ ისევ ვერ იჯერებდა. რამდენი რამ იყო ამ წლების განმავლობაში. რამდენი რამ გადახდა. ახლა კი ასე იდგა ერეკლესთან ახლოს და გრძნობდა როგორ ელამუნებოდა ერეკლეს გახშირებული სუნთქვა კისერზე, როგორ დაიძაბა მათ შორის ყველაფერი, როგორ უკრთოდა ორივეს გული, როგორ ეხებოდა ფრთხილად წელზე ერეკლე თავისი ძლიერი ხელებით და როგორ უვლიდა ლილეს ჟრუანტელი. მხურვალე ვნება ტრიალებდა მათ შორის, გონება ებინდებოდათ და ერთადერთი რაზეც ორივე ფიქრობდა იმ წამს ის იყო, თუ როგორ გუამართლათ ამ მომენტში. ერეკლემ ტუჩები ფრთხილად შეახო ლილეს კისერს. ლილე შეცბა. არ ელოდა, უკან გაიწია და გაკვრივებულმა შეხედა ერეკლეს. ერეკლეს ხელი არ გაუშვია ისე დაატრიალა და ისევ პირვანდელ ადგილს დაუბრუნა. - ჩშშშ, ნუ გეშინია - ჩასჩურჩულა და თვალებში შეხედა. ლილე მთელ სახეზე ხურდა. მღელვარებისგან მთელი სხეული უკრთოდა. და აი ის წამიც..ის ზღაპრული წამიც, რომელიც არასდროს დაავიწყდებოდა არცერთს. ერეკლეს გავარვარებული ტუჩები ნაზად შეეხო ლილეს ტუჩებს და მათ შორის ვნებამ იფეთქა. ლილე არ დაძრულა ადგილიდან, იდგა ასე გარინდებული და ვნებასა და მღლევარების მორევში გადაშვებული მაქსიმალურად შეიგრძნობდა ერეკლეს ტუჩებს. სახეზე სისველე იგრძო, თვალები გაახილა და ცას ახედა. თოვდა. თბილისში ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოთოვა. საოცარი იყო ეს ყველაფერი. ერეკლემ ვნებიანად მოაცილა ტუჩები და მანაც ცას ახედა. იდგნენ და უღიმოდნენ ერთმანეთს. სიხარულისგან აღტკინებულმა ერეკლემ ლილე ხელში აიტაცა და ჰაერში დაატრიალა. იქაურობა ბედნიერი კისკისით გაივსო. *** დილას ლილეს საკუთარ ლოგინში გაეღვიძა. ფანჯრებიდან თეთრი შუქი შემოდიოდა. თვალებზე ხელი მოისვა და გუშინდელი ღამის გახსენებაზე უცებ წამოვარდა, ჯერ ისევ ყველაფერი სიზმარი ეგონა. ტუჩებზე მოისვა ხელი. ჩანთას დაუწყო ძებნა. იპოვა, გახსნა და შიგ ერთი ცალი ლილია იპოვა. ეს ლილია წამოსვლისას ერკელემ ლილეს თმაზე გაუკეთა და მხოლოდ ახლაა გაანალიზა, რომ რაც გუშინ მოხდა სიზმარი კი არა საუკეთესო რეალობა იყო. სიხარულისგან გული აუთამაშდა. აივნის კარი გამოაღო და გადათეთრებულ ეზოს გახედა. ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. კიდევ დიდხანს იდგებოდა საღამურების ამარა გამოწყობილი ლილე აივანზე, რომ არა ტელეფონის გაბმული ზარი. ნინი ურეკავდა. ლილემ უპასუხა - ლილე, ცოცხალი ხარ? რამდენი ხანია გირეკავ. საათს მაინც დახედე. ვკვდები ინტერესით, ჩაიცვი და გამოდი ჩემთან გოგოები უნდა მოვიდნენ და მერე ბიჭებთან გავიდეთ. სანამ მოხვალ მოიფიქრე რას ეტყვი ამათ შენი გუშინდელი საქციელის გასამართლებლად, რატო არ მოხვედი ჩვენთან. - კარგი - უყოყმანოდ დაეთანხმა ლილე და სიცილით გაუთიშა. ერთ საათში უკვე ნინის სახლში იყვნენ გოგოები, ყავას სვამდნენ და გაოგნებულები უსმენდნენ ლილეს. - ვაიმე -რამდენჯერმე შეჰკივლა ელენემ. ლილეს ეცინებოდა გოგოების რეაქციაზე. ბევრი ილაპარაკეს, ბიჭებთანაც გავიდნენ,თუმცა მათთვის არაფერი უთქვამთ. ლილემ დააფიცა გოგოებს, რომ ხმას არ ამოიღებდნენ ჯერ. გოგოებიც დათანხმდნენ.. საღამოს სახლში ბრუნდებოდა ლილე. მანქანა სახლთან გააჩერა და რამდენიმე წუთი არ გადმოსულა. იჯდა, ლამპიონის შუქზე მოფარფატე ფიფქებს უყურებდა და ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობდა.. ფანაჯარაზე კაკუნმა გამოაფხიზლა. ფანჯრის იქედან მომღიმარი ერეკლე იმზირებოდა. ლილემ სიცილით ჩამოწია ფანაჯარა - რას აკეთებ აქ? - ჰკითხა გაღიმებულმა - გადმოდი წავიდეთ. - სად? - გაკვირვეულმა ჰკითხა ლილემ,მაგრამ ერეკლემ არ დააცადა კითხვის დასმა. მანქანის კარი გამოაღო, ლილე გადმოიყვანა და უბიძგა წადიო. მთელი ჭავჭავაძე ფეხით შემოიარეს. ღამის თბილისში მათი ჩუმი ნაბიჯების ხმას მხოლოდ აქა-იქ მანქანის ხმაური არღვევდა. მიდიოდა ორი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ჭავჭავაძეზე, ისე თითქოს ისევ სკოლის ბავშვები ყოფილიყვნენ და იმ წამს... გეფიცებით მთელი სამყარო მათ ეკუთვნოდათ. - რაზე ოცნებობ? - ჰკითხა ერეკლემ მოულოდნელად ლილეს. ლილემ შუბლი შეიჭმუხნა, შემდეგ გაეღმა, ერეკლესკენ მიტრიალდა თვალებში ჩახედა და გულ ამოვარდნილმა უპასუხა - ტოსკანის მზის ქვეშ მინდა ცხოვრება. მინდა სულ ზაფხული იყოს ჩემს ცხოვრებაში და ეს ზაფხული მუდამ შენ მოგქონდეს - უცებ გადაიხარა და ვნებიანად აკოცა ბიჭს. *** ყოველ დღეს დაუვიწყარს ხდიდნენ ერთმანეთისთვის. რამდენჯერ უთქვამს ლილეს გოგოებთან „ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარია ერეკლეო, ღმერთმა მაჩუქაო“. სიგიჟემდე უყვარდათ ლილეს ეკე, ერეკლეს კი თავისი ლილიტუნა. *** ივლისის ერთ საღამოს ლილეს ტელეფონი გაბმულად აწკრიალდა. უცხო ნომერი ურეკავდა. ლილემ უპასუხა.. უპასუხა და ადგილზევე გაშეშდა - ლი, როგორ ხარ? - გაისმა აპარატის მეორე მხრიდან ნაცნობი ხმა. ლილემ ხმა ვერ ამოიღო, სკამს დაეყრდნო გული რომ არ წასვლოდა. ბიჭმა მალევე დაუმატა - ვიცი არ მელოდი. შენს სახლთან ვარ, ცოტა ხნით ჩამოდი.- უთხრა და ტელეფონი გათიშა. შოკირებული ლილე კიდევ რამდენიმე წუთი იდგა ოთახში ნახევრად მოკეცილი. გულის რევის და თავის ტკივილის საშინელმა შეგრძნებამ დაუარა მთელს სხეულში. ბორძიკით მივიდა აივანთან და გარეთ გაიხედა. არ ატყუებდა, აქ იყო. ოთახში შევიდა და ნერვიულად დაიწყო აქეთ-იქით სიარული. ტელეფონს დასწვდა ერეკლეს ნომერი აკრიფა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა დარეკვა. რა უნდა ექნა.. ღმერთო ახლა რა უნდა ექნა, ან ამ ბიჭს რა უნდოდა აქ, რატო ჩამოვიდა, რატო დაბრუნდა, რატო დაურეკა, რატო მოვიდა - აზრები ქარბორბალასავით ტრიალებდა ლილეს თავში.. ნინის ხომ არ დავურეკო - გაიფიქრა ლილემ - არა, არა. ახლა ამის დრო არ არის - თვითონვე უპასუხა თავისივე ფიქრებს.. საათს დახედა.. 1 საათში ერეკლე მოაკითხავდა. დროს კარგავდა. ერეკლეს მოსვლამდე უნდა გაეშვა საბა აქედან. ფეხსაცმელი აკანკალებულმა ძლივს ჩაიცვა და გარეთ გავარდა. საბამ როგორც კი ეზოში გამოსული ლილე დაინახა იმ წამსვე გადმოვიდა მანქანიდან.. ლი - თავისთვის უფრო თქვა, ვიდრე ლილეს გასაგონად და მისკენ დაიძრა. ლილემ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. საბა იქვე გაჩერდა. - ჩამოხვედი? რატომ მოხვედი? - ცივად ჰკითხა ლილემ საბა უხერხულად შეიშმუშნა და იქვე ეზოში მსხდარი მეზობლებისკენ გაახედა - აქ გინდა მაინცდამაინც ამაზე საუბარი? - ლილე მიხვდა, რომ იქ საუბარი არ იყო კარგი აზრი. სხვა გზა არ ჰქონდა. საბას გაყვა. საბამ მანქანა დაძრა და თან ლილეს გახედა. ლილე დაძაბული იჯდა, თითქოს ერთ ადგილას გაყინულიყო და აღარც სუნთქავდა. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც მანქანამ წყნეთისკენ გადაუხვია. - რა ხდება? - შეშფოთებულმა ჰკითხა ბიჭს - არაფერი, გავაჩერებ ცოტახანში და ვისაუბროთ. -აქ გააჩერე - მკაცრად უთხრა ლილემ. საბა მშვიდად დაყვა ლილეს ნებას და მანქანა იქვე გააჩერა. ღვედი მოიხსნა და გარეთ გადავიდა. ლილეც მას გაჰყვა. საბა შეტრიალდა, გოგონას ხელი მოჰკიდა და მშვიდად დაიწყო - ვიცი რო არ მელოდებოდი და ვერც იმას იფიქრებდი, რომ საერთოდ ჩამოვიდოდი ან ყველაფრის მერე მოგაკითხავდი მაგრამ ლი, ძალიან ვნანობ ყველაფერს - თვალებში უყურებდა საბა ლილეს. გოგონა კი სადღაც სივრცეში იყურებოდა. უცებ გაყინული ხელი გამოაცალა საბას ხელს და განზე გადგა. - ჩემგან რა გინდა? - ჰკითხა ირონიულად - მინდა რომ მაპატიო. მაპატიო ყველაფერი რაც ადრე მოხდა ჩვენ შორის. მინდა რომ ვცადოთ, თავიდან. დამიჯერე ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერი დალაგდება - და მერე ცოლი? - გაეცინა ლილეს - ცოლს 3 წელია დავშორდი. ირინა არც მაქამდე მყვარებია, გარიგებით მომიწია მოყვანა, შარში ვიყავი და მამამისი დამეხმარა შვილის სანაცვლოდ. არცერთი დღე არ შემიწყვიტავს შენი სიყვარული - მუდარა გაისმა საბას ხმაში. ლილემ ბიჭს ზიზღნარევი მზერა ესროლა. ვერ ივიწყებდა იმ ყველაფერს რაც საბამ გაუკეთა. ვერ პატიობდა იმ სცენებს. იმ ეჭვიანობას. იმ ფიზიკურ შეხებას. გული ერეოდა ყველაფრის გახსენებაზე. საბამ პირველად ლილეზე ფიზიკურად ურთიერთობიდან მე-5 თვეს იძალადა.. ვერავის ვერ უთხრა ლილემ. დღემდე არავინ იცოდა. მთვრალი ვიყავიო ამით იმართლებდა თავს. აპატია ლილემ, იმედი ჰქონდა აღარასდროს განმეორდებოდა. მეროეჯერ სწორედ იმ დღეს შეეხო ლილე რომ 19 წლის გახდა. ზედმეტი მოუვიდა. ყველაფერთან ერთად საშინელ კაიფში მყოფ საბას ლილეს ნებართვის გარეშე მისი დაუფლება უნდოდა, მაგრამ ლილემ თავი დააღწია და ოთახიდან გამოვარდნილმა ერთადერთი რაც შეძლო იქვე საპირფარეშოში შეკეტვა და ემოციებისგან დაცლა იყო. ვერ იჯერებდა. ოდნავ რომ დამშვიდდა და საპირფარეშოდან გამოვიდა, კარებში ძველი კლასელი პეტრე შეხვდა და თავაზიანობის გამო გამოჰკითხა ამბები. ამაზე საბა აიჭრა, გადაირია სხვებს როგორ ეპრანჭებიო და ჯერ პეტრე ბერიძე ისე ცემა, რომ საწყალ ბიჭს 2 კვირა საავადმყოფოში მოუწია წოლა. ბოლოს კი ლილესკენ წაიწია, როგორ ბედავ ჩემ თვალწინ მსგავს რაღაცეებსო მაგრამ ბექამ და დავითამ შენ ბიჭო შიგ ხო არ გაქვსო და ერთი ხელის დარტყმით ისედაც სასმლისგან და წამლისგან გაბრუებული საბა მიწაზე დაახეთქეს. ლილე მთლიანად წაშლილი იყო. გოგოებს ეჭირათ, ხელი რომ გაეშვათ იქვე ჩაიკეცებოდა. საბა ფეხზე ბარბაცით წამოდგა და ლილესკენ წაიწია. ბიჭებს ახლა უკვე მოთმინების ფიალა გადაევსოთ, მაგრამ ლილემ ხელით გააჩერა ორივე. რამდენიმე წამი ზიზღით უყურა, ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა, ხელი გაარტყა და მიაძახა „წადი და აღარასდროს დაბრუნდეო“. გამობრუნდა ლილე და ასე ეგონა მთელი ქვეყანა თავზე ენგრეოდა იმ წამს. ნინიმ და ელენემ ნახევრად ცოცხალი ლილე ძლივს მიიყვანეს სახლამდე. უამრავი ღამე თეთრად გაათენა ლილემ, ვერ იძინებდა. სულ საბას ბინძური ხელები ახსენდებოდა, როგორ ცდილობდა მისი კაბის ჩახსნას, როგორ აჩერებდა გაძალიანებულ ლილეს, როგორ, როგორ და კიდევ ბევრი როგორ... ახლა კი ეს ბიჭი იდგა ლილეს წინაშე და ცდილობდა თავი შეეცოდებინა. ლილეს პატიებას ითხოვდა.. არ გაგვაცინოთ. ერთადერთი რისი სურვილიც ლილეს გაუჩნდა სახეში შეფურთხება იყო, მაგრამ არაფერი უქნია. იდგა და უბრალოდ ისმენდა უაზრო სიტყვების კორიანტელს. საბას მონოლოგი ლილეს ტელეფონის ზარმა დაარღვია. ერეკლე ურეკავდა -ჯანდაბა - გაიფიქრა ლილემ და ტელეფონს ნერვიულად დახედა - უპასუხე - უთხრა საბამ და თავით ტელეფონისკენ ანიშნა -გისმენ - გაისმა ლილეს ხმა ტელეფონში - ლილე სად ხარ? - გასული ვარ. დაგირეკავ როგორც კი შევძლებ - ლილე რა გჭირს? რა ხმა გაქ? სად ხარ მითხარი? კარგად ხარ? მოგაკითხავ - კითხვას კითხვაზე სვადა ერეკლე. - ეკე, დაგირეკავ ცოტახანში - უთხრა თბილად და ისე გაუთიშა, რომ ბიჭის პასუხს არ დალოდებია.. ცრემლები ახრჩობდა. ეზიზღებოდა საბა. - ვინ იყო?- გამომცდელად ჰკითხა საბამ - შენი საქმე არ არის - ცივად მიუგდო ლილემ. შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და საბას მიუტრიალდა - ვერ გაპატიებ - გაშალა ელენემ ხელები სივრცეში და ხმამაღლა გაიცინა - რა უნდა გაპატიო? როგორ უნდა გაპატიო? ვერ გაპატიებ - საბა ხმას არ იღებდა - მეზიზღება ყველაფერი რაც შენ გიკავშირდება. მეზიზღება ის დღე როოცა შენ გაგიცანი, მეზიზღება ყველა ჩვენი მოგონება, მთლიანად შენ მეზიზღები. არ მინდა ხვდები? - ირონიულად გაიცინა და თვალებში შეხედა - არ მინდა რომ შენ საერთოდ არსებობდე ჩემს ცხოვრებაში. აღარასდროს დამირეკო - უთხრა ლილემ და გზისკენ დაიძრა -ლილე..- რამდენჯერმე დაუძახა საბამ, მაგრამ ლილე არ მოტრიალებულა. ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და წავიდა. *** ის დღე იყო და საბა მას შემდეგ აღარც გამოჩენილა. შოკირებულ გოგოებს არც კი სჯეროდათ, რომ აი ასე ადგა და ყველაფრის მერე ისევ მივიდა ლილესთან. ნატა თავში ხელს ირტყავდა და საჭირო სიტყვებსაც კი ვერ პოულობდა. ნატასი რა ბრალი იყო თუ მისი დეიდაშვილი ბოლო დონის ნაბიჭ*** გამოდგა. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა. ყველაფერი კარგად იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერეკლე სულ რაღაც საქმეებზე დარბოდა - ყოველ შემთხვევაში ლილეს ასე ეუბნებოდა. სულ სადღაც იყო და ლილესთვისაც დრო ნაკლებად რჩებოდა. ბევრჯერ გაუბრაზდა ლილე, მაგრამ ერეკლეს ყოველთვის შეეძლო გოგონას შემორიგება.. ერთხელ ძალიან იჩხუბეს. მთელი 1 კვირა არ პასუხობდა ლილე ერეკლეს ზარებს. არც შეხვედრით ხვდებოდა. ხოდა ასე, ერეკლემ ბიჭებთან ერთად დალია და დათვრა. მთვრალზე ჩემი ლილიტა უნდა შემოვირიგოო და ლილეს აივანზე აძვრა.. გოგონა ეხვეწა არ ქნაო, ის კი იქედან ეხვეწებოდა შემირიგდი თორე ხელებს გავუშვებო. ლილემ კარგიოო ოღონდ ჩადი დაბლაო. გახარებულმა ერეკლემ ორივე ხელი ლილესკენ გაიშვირა ჩასახუტებლად, მაგრამ დაავიწყდა რომ მესამე სართულის მოაჯირს იყო ჩამოკიდებული და საშინელი იდეა იყო ეს.. ჩამოვარდა და მოიტეხა ფეხი.. მას შემდეგ სულ სიცილით იხსენებდა თვითონ ამ ამბავს, ლილე კი სულ უწყრებოდა. დაკრავდა ხოლმე ერეკლე თითს ლილეს ცხვირზე და ეტყოდა „ხო ხედავ, არ უნდა გამიბრაზდეო ხოლმეო“ და ჩაიკრავდა გულში.. კანადაში დაბრუნება აღარ უნდოდა. ვერ გავძლებ უშენოდო- ეუბნებოდა ლილეს. ლილესაც არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ კარიერას ვერ მიატოვებინებდა.. *** იმ დღეს, როცა ლილემ წყნეთის გზაზე საბა დატოვა საბა მიხვდა, რომ ლილეს ვერ დაიბრუნებდა.. მაგრამ თუ დაბრუნებით ვერ დაიბრუნებდა ესეიგი ბედნიერიც ვერ იქნებოდა ლილე. უკრაინაში ყოფნის დროს რამდენჯერმე ელაპარაკა ნატას და ნატასაც ერთხელ სულ შემთხვევით წამოცდა ერეკლეზე საბასთან. ერთადერთი რაც ახლა საბას სჭირდებოდა - როგორ გადაეკვეთა მისი და ერეკლეს გზები. მაგრამ.. მაგრამ..არც ეს გასჭირვებია. ყველაფერი ისე დალაგდა, რომ 2017 წლის ერთ მშვენიერ ოქტომრბის საღამოს ვატო მაისურაძესთან იყვნენ შეკრებილები ბიჭები. ბიზნეს საქმეზე უნდა ესაუბრათ. ვატო მაისურაძე ზაზა მაისურაძის, იმ დროს თბილისსა, ბათუმსა და უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენის შვილი იყო. ბიზნესმენი, რომელსაც შავი საქმეების გარდა, რამდენიმე „სუფთა“ საქმეც ჰქონდა.. მაგრამ ეს სუფთა ერთი შეხედვით იყო. ვატო და ერეკლე ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. საბა და ვატო კი ბიზნესიდან, ამიტომ ვატოს არ გასჭირვებია საქართველოში ახალხანს ჩამოსული ძველი კლასელის ყურადღების მიქცევა და მისი და საბას შეხვედრაც. აირია ყველაფერი. ლილესა და ერკელეს შორის ხშირად იყო დაუსრულებელი ჩხუბები. უყრუადღებობა. უემოციობა. ერეკლე თავის თავს აღარ ეკუთვნოდა.. ლილე კი ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა.. ბევრი ცრემლის, კამათისა და გაციებული ურთიერთობის შემდეგ ლილე პირველი და ერეკლე ამირეჯიბი დაშორდნენ.. ვეღარ გაუძლო ლილემ. ან როდემდე უნდა ეთმინა ყველაფერი? დაშორდნენ. იმ საღამოს ლილემ ბარგი ჩაალაგა და1 თვით ბებიასთან პრაღაში გაფრინდა. გოგოები თხოვდნენ იქნებ არ გინდაო, დარჩი დალაგდება ყველაფერიო. ლილე ჩამქვრალი თვალებით აქნევდა თავს „გადავიღალე. უნდა წავიდეო“. წავიდეო. წავიდეო და წავიდა. ერეკლე გაგიჟდა. გადაირია. ესე როგორ დამიკიდა ფეხებზეო. ნერვიულობდა. განიცდიდა. ბევრჯერ სცადა დაკავშირება. მაკასთანაც ბევრჯერ იყო - მაკამ არ გინდაო. ადგილს ვეღარ პოულობდა ერეკლე ამირეჯიბი ამ პატარა ქალაქში. მისთვის ყველაზე სასუვრეელი ადგილი - ლილე აღარ ჰყავდა. ლილე მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ყველაფერზე ფიქრობდა. გონებაში ალაგებდა ყველაფერს. რა უნდა ექნა. როგორ უნდა ექნა. ასე გავიდა ერთი თვე. ერთ თვეს კიდევ ერთი მიემატა. შემდეგ კიდევე ერთი და საბოლოოდ სამი თვის შემდეგ ლილემ საქართველოში უკან დასაბრუნებელი ბილეთები იყიდა. 2017 წლის 3 მარტს ლილე ჩამოვიდა. ყველა სიხარულით და ცრემლით შეხვდა მონატრებულ გოგონას. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. დაბრუნდა. დაბრუნდა. ერეკლემაც გაიგო. *** - დე, გთხოვ შემოდი ცოტახანი ოთახში - გასძახა ლილემ მაკას. მაკა ფუსფუსით შემოვიდა და სკამზე ჩამოჯდა. ლილე წამოდგა, ჩანთასთან მივიდა, შიგნიდან კონვერტები ამოიღო და მაკას ფეხებთან ჩაიმუხლა. ხელი ხელზე მოკიდა და თბილად დაუკოცნა ოდნავ ნაოჭებშერეული ხელები. კონვერტი გახსნა და მაკას გაუწოდა.. - ეს რაარის? - ჰკითხა გაკვრივებულმა მაკამ.. - ბილეთებია - ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ლილემ - რისი ბილეთები? - გამომცდელად შეხედა მაკამ და ფურცელს დახედა. ვერ გაეგო რა ხდებოდა. - დე, ეს პრაღის ბილეთია - ცოტახნიანი პაუზის შემდეგ დაამატა - უნდა წავიდე. ვერ გავჩერდები აქ. მაკა ატირდა და შვილს თმაზე ხელი ჩამოუსვა - მერე ჩვენ? მერე შენი ბავშვები? - სვედიანად ჰკითხა მაკამ და ფრთხილად დაუმატა - ერეკლე? ლილემ ნამიანი თვალებით ახედა დედას და გაუღიმა. მეორე კონვერტიც გახსნა, შიგნიდან მოერე ბილეთი ამოაცურა - ეს ერეკლეს ბილეთია - ოდნავ აკანკალებული ხმით უპასუხა..მაკა არ ელოდა. - რა? რანაირად? - ცრემლები შეიმშრალა და დაბნეულმა ჰკითხა. ლილემ უბრალოდ გაუღიმა და თავი დაადო მუხლებზე.. არც ლილემ იცოდა რანაირად. ან როგორ შეიძლებოდა სცოდნოდა. ამდენი რაღაცის შემდეგ. დროც დიდი გავიდა. პრაღაში ბევრი იფიქრა. იფიქრა და გადაწყვიტა. უნდა წასულიყო. ის. ერეკლესთან ერთდ. *** ერეკლე თვალებ დახუჭული იწვა პირაღმა ლოგინზე. არ ეძინა. უბრალოდ იწვა და ფიქრობდა. ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა. დახედა. წამოიწია. ტელეფონის ეკრანს ფრთხილად გაუსვა ხელი და ძალიან ნელა მიიდო ყურზე. - გამარჯობა - გაისმა გოგონას ნაზი ხმა - გა,გა მარჯობა - ნაწყვეტ-ნაწყვეტ უპასუხა ერეკლემ - 1 საათში ვერის ბაღის კაფეში დაგელოდები - მხოლოდ ეს ერთი წინადადება უთხრა და ტელეფონი გათიშა. ერეკლემ თვალებზე მოისვა ხელი და ტელეფონს კიდევ ერთხელ დახედა.. *** საშინლად წვიმდა თბილისში. ერეკლემ მანქანა ვერის ბაღთან გააჩერა. რამდენიმე წუთი შიგნით იჯდა, არ გადმოსულა. ბოლოს კარი გააღო და ნელი ნაბიჯებით გაემართა კაფისკენ. წვიმამ მთლიანად დაასველა. მიდიოდა და მთელი თავისი საფიქრალი მიჰქონდა თან. კაფეს რომ მიუახლოვდა ოდნავ შეჩერდა. ფანაჯრაში შეიხედა. ეს კადრი.. ღმერთო ეს კადრი... გრძელი ტალღოვანი, ჩალისფერთმიანი გოგონა.. კრემისფერი, ყელიანი ჯემპრით... ერეკლეს გაეღიმა. კაფის კარი შეაღო და პირდაპირ ლილესკენ გაემართა. ლილემ ნაზად გაუღიმა.. ერეკლე არ ელოდა თბილ დახვედრას. ლილე მიტრიალდა და ჩანთიდან კონვერტები ამოაცურა.. მაგიდაზე დადო, მაგრამ ერეკლესთვის არ გაუწვდია. კონვერტს ხელი დაადო, ფანჯარაში გაიხედა.. წვიმის წვეთებს თვალი გაუშტერა.. ერეკლესკენ მიტრიალდა და მშვიდად დაიწყო - ყველაფერი ნატას დაბადების დღეზე დაიყწო.. - მთელი ამ დროის განმავლობაში ერეკლე ჩუმად უსმენდა, მაგრამ მთლიანი სხეულით კანკალებდა.. ნაბიჭ***, ნაბოზ*** როგორ გაბედა - ფიქრობდა თავისთვის გულში და ბრაზი ახრჩობდა. ზიზღი ახრჩობდა. სიძულვილი ახრჩობდა. ლილემ საუბარი დაასრულა. ცრემლიანი თვალებით ახედა ერეკლეს. კონვერტი ნელა გააცურა მაგიდაზე და ერეკლეს წინ დადო. ერეკლემ ჯერ ლილეს შეხედა. მერე კონვერტს. ლილემ თვალებით ანიშნა გახსენიო. ერეკლემ აკანკალებული ხელებით გახსნა კონვერტი და შიგნიდან ბილეთი ამოაცურა.. - ეს? - ჰკითხა გოგონას - ეს შენი ბილეთია. ეს - ხელით მის წინ დადებულ ბილეთზე მიანიშნა - ჩემი. მივდივარ .. და მინდა რომ შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე - ერეკლე გაშრა.. რა უნდა ეთქვა, ჯანდაბა ახლა რა უნდა ეთქვა - ლილე - ამოისუნთქა ღრმად. ბიჭმა თავი ჩახარა და დადუმდა, ხმა არ ამოუღია.. ლილე უყურებდა, უყურებდა და უკვე მეორედ ხვდებოდა როგორ ენგრეოდა ცხოვრება თავზე. ნელა ადგა. ერეკლეს მიუახლოვდა. ოდნავ ჩაიმუხლა. თვალებში შეხედა. თითები სახეზე ნაზად დაუსვა. ცერა თითი ტუჩებზე გადაატარა და ნელა აკოცა მაგრამ აკოცა იმხელა გრძნობით, იმხელა სევდითა და ემოციით, როგორც აქამდე არასდროს უკოცნია. წამოდგა. პალტო აიღო და კაფიდან გავიდა. მიდიოდა ელენე და ტიროდა. ტიროდა ერეკლეც.. მის სახეზე ცრემლთა ნაკადს გაეკვალათ გზა და გაჩერებას აღარ აპირებდნენ.. ტიროდა თბილისიც. კიდევ დიდხანს იჯდებოდა ერეკლე ასე გაშეშებული რომ არა მიმტანის ხმა - მეგობარო ვიკეტებით - ერეკლემ შეცბუნებულმა გახედა.. თვალები მოისრისა..ადგა და გიჟივით გავარდა.. ის ღამე იყო და ის ღამე.. მეორე დღეს ყველამ იცოდა.. ყვლგან ეწერა წყაბლურთელი ერეკლე ამირეჯიბისა და „კალათბურთელი“ საბა ცისკარაძის ამბავი.. ერეკლემ საბა დაჭრა.. დიდხანს იბრძლა სიცოცხლისთვის ნაბიჭვარმა და გამოძვრა კიდეც, მაგრამ ციხეში ამოყო თავი ყველა ბინძური საქმისთვის. ერეკლეს 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.. *** - არც დაგვემშვიდობა. - გაიგებდა? - არ ვიცი - აიქნია ხელი ნატამ და დამამშვიდებელი ენის ქვეშ ამოიდო. წავიდა ლილე. არაფერი წაუღია თან. გაუჭირდა. ვერ დაემშვიდობებოდა.. *** -წავიდა? -წავიდა.- ჩუმად უპასუხა დავითამ და ჩაფიქრებული მზერა მთაწმინდას გაუსწორა. ერეკლეს ბადრაგმა დაუძახა -თქვენი დრო ამოიწურა - ერეკლე დავითას დაემშვიდობა და ყურმილი დაკიდა.. *** სვლა შეანელა. ნაწვიმარ, ლამპიონის მკრთალი შუქებით განათებულ გზას თვალი მოაცილა, თავი ზემოთ ასწია და მზერა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარი პატარა კაფისკენ გააპარა. წამით შეჩერდა, ქურთუკის ჯიბეში გაყინული ხელებით სიგარეტს ძებნა დაუწყო - უხ შენი- ნერვებ მოშლილმა ჩაიჩურჩულა და ძებნა შარვლის ჯიბეებში განაგრძო. ძლივს ამოაცურა უკანა ჯიბიდან და ხელის კანკალით მოუკიდა. მთელი ტანით ცახცახებდა, ვერ გაეგო სიცივის ბრალი იყო თუ... თვალები დახუჭა, სიგარეტის კვამლი გარეთ გამოუშვა და თითქმის სირბილით გადაჭრა ქუჩა. კაფის ძველი, თუმცა ჩუქურთმებით მოქარგული ხის კარი შეაღო და იქვე გაჩერდა. 3 წელი, 3 დაუსრულებელი წელი გავიდა მას შემდეგ.. ის ძველი სურნელი კი, ისევ შემორჩენოდა შენობის ატმისფერ კედლებს. ნაცნობი მაგიდისკენ გააპარა მზერა და სიხარულისგან გული შეეკუმშა..ხაკისფერი შარფი ნელა მოიხსნა და ქურთუკთან ერთად იქვე, საკიდზე დაკიდა. ნელი ნაბიჯებით გაემართა მაგიდისკენ და თან მიმტანს გახედა, მანაც არ დააყოვნა და თვალით ანიშნა ახლავე მოვალო. ძველებური ხის სკამი ფრთხილად გამოწია, დაჯდა და მიმტანის მოლოდინში ვერის ბაღს გახედა. ტელეფონი აიღო და უცხო ნომერი აკრიფა.. რამდენიმე ზარის შემდეგ ნაცნობმა ხმამ უპასუხა - მარიკა.. - გაისმა ჩახლეჩილი ხმა *** ლილემ სახლის კარი ფრთხილად შეაღო. გასაღები იქვე პატარა მაგიდაზე მოათავსა და ღიღინით გაემართა მისაღებისკენ.. გაჩერდა. ჩანთა მოიხსნა მხრიდან და სავარძელზე ჩამოდო. მაგიდაზე თეთრი ულამაზესი ლილიების თაიგული იდო. დაიხარა. ხელით მის ნაზ ფურცლებს შეეხო და თვალები დახუჭა. ეს სურნელი. რა ნაცნობი სურნელია. სევდიანად გაეღიმა. თაიგული აიღო.. - ლილე - გაისმა ძალიან ჩუმი, ნაცნობი ხმა .. ლილე გაშრა. ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად მიტრიალდა ხმის მიმართულებით. კარებთან ერეკლე იდგა. იდგა და უღიმოდა. ბიჭი ნელა დაიძრა გოგონასკენ.. ლილე გაყინული იდგა. ერეკლე მიუახლოვდა, ხელი ფრთხილად ჩამოუსვა თმაზე და გავარვარებული ტუჩებით თვალები ნაზად დაუკოცნა.. ცრემლების შესაშრობად ხელი თვალებზე მოისვა. შარვლის უკანა ჯიბიდან ორი გადაკეცილი ფურცელი ამოაცურა ლილეს გაუწოდა.. გოგონა არ ინძრეოდა.. - ეს - ჩურჩულით უთხრა ერეკლემ და გადაკეცილი ქაღალდები გახსნა. ბილეთზე ერთადერთი მიმართულება პრაღა-ტოსკანა ეწერა - მთელი შენი ცხოვრება ზაფხული იქნება .. და ამ ზაფხულს მუდამ მე მოგიტან დასარული გამარჯობა კიდევ ერთხელ. გადავწყვიტე ეს ისტორია 2 ნაწილის ნაცვლად მთლიანად დამედო. წაიკითხეთ, ისიამოვნეთ და გამიზიარეთ ემოციები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.