შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანაწერი(გოგონა,რომელსაც იები უყვარს)


6-02-2021, 22:53
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 860

ჩანაწერი(გოგონა,რომელსაც იები უყვარს)
თებერვლის უჩვეულოდ თბილი დღე იყო,მზე თავის სხივებს არემარეს ჰფენდა,ჩიტები საამურად ჭიკჭიკებდნენ.მეც გამოვეწყვე და ტყეში წავედი სასეირნოთ.გზად გოგონას გადავეყარე,რომელიც ნაღვლიანი თვალებით დასცქეროდა,თავისივე მუჭაში ერთ კონად შეკრულ იებს,იმდენად ჩაფიქრებული იყო ჩემი იქ ყოფნა ვერც კი შენიშნა,იმდენად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა,ცნობისმოყვარეობამ მძლია და გოგონასთან გამოლაპარაკება გადავწყვიტე.მივუახლოვდი,მხარზე ნაზად შევეხე და თავაზიანად მივესალმე.
-გამარჯობათ.გოგონა შეკრთა მისი სევდანარევი თვალები,უცრბადად,გაურკვევლობამ მოიცვა.-არ მინდოდა თქვენი შეშინება,მოსალმება გადავწყვიტე.გოგონა ისევ დუმდა,თვალებს აქეთიქით აცეცებდა.-მე ნატა მქვია,და თქვენ?.ვკითხე ცნობისმოყვარე იერით და პასუხს დაველოდე.გოგონა ძალიან ლამაზი იყო,მისი თეთრი სახე,ნათი თითები,რონლებიც იებს ძლიერად ებღაუჭებოდნენ,ისე თითქოს გოგონას მისი დაკარგვის ეშინოდა.ცისფერი თვალები,რომლებიც ამ სამყაროს არ ეკუთვნოდნენ,ისინი სადღაც უფრო შორს იყურებოდნენ,ვარდისფერი ტუჩები,რომლებიც თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდნენ.გოგონამ ამომხედა და გამიღიმა.
-მე...მე თინიკო მქვია.მიპასუხა,ისეთი ნაზი ხმა ჰქონდა.
-შეშინებული ჩანხართ,ხომ კარგად ხართ?ვკითხე გოგონას და ნაზად გავუღიმე.მისიცისფერი თვალები ისევ იებს დასცქეროდნენ და ცრემლებით ივსებოდნენ.მასში იყო რაღაც ამოუცნობი,იდუმალი,სევდიანი.
-არა,არვარ კარგად,საშინლად მტკივა.მითხრა გოგონამ და ტირილი დაიწყო მუხლებზე დაემხო და გულამოსკვნილი ტიროდა.რთული სანახავი იყო ასეთ მდგომარეობაში,იები,რომლებსაც ძლიერ ებღაუჭებოდა ხელიდან გაუცვივდა და გარშემო მიმოიფანტა.წამიერად გაირინდა,საკუთარ ხელებს დააშტერდა შემდეგ გიჟივით აქეთიქით იხედებოდა და იებს კრეფდა.
-არა,არა,ეს არ უნდა მომხდარიყო,ჩემი იები,ჩემი იები სადარის,ხელი რატომ გავუშვი.კიოდა გოგონა და თავში ხელებს იცემდა.საბოლოოდ ტირილისგან დაღლილს გული წაუვიდა,ძირს უსულოდ დაეცა.არ ვიცოდი იმ მომენტში რას ვაკეთებდი,ერთადერთი რაც მახსოვს მისი უგუნო სხეული იყო ჩემს მკლავებში.გოგონა,გონს მოვიდა ბოდიში მომიხადა და გაქრა.იმ დღეს მის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი,ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა დამართნოდა ისეთი,რომ ამ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო.ცნობისმოყვარეობამ ისევ მძლია და როგორც კი დილი გათენდა ისევ იმ ადგილას დავბრუნდი იმის იმედით,რომ იქ დამხვდებოდა.არც შევმცდარვარ,თინიკო იქ იყო იდგა და თავისი ცისფერი თვალებით იებს დაშტერებოდა.
-თინიკო,გამარჯობა.შევეცადე თბილად მივსალმებოდი.
-ისევ,აქ რატომ ხარ?მკითხა გაღიზიანებულმა.
-თინიკო,შენი ნახვა მინდოდა,გუშინდელის შემდეგ შენზე ფიქრს ვერ ვწყვეტ,იქნებ შევძლო შენი დახმარება.თინიკო შემოტრიალდა,ამჯერად მიდი თვალები ბრაზით იყო აღსავსე,ცოტათი შემეშინდა.
-შევ ვერ დამეხმარები!ვერა გესმის...თინიკო მიყვიროდა და უფრო და უფრო მეტად უწევდა ხმას.
-თუ მომიყვები იქნებ შევძლო შენი დახმარება.მაინც არ დავნებდი.-გთხოვ შანსი მომეცი მივუახლოვდი თინიკოს და მისი ხელი ჩემს ხდკებში მოვიქციე.
-შეძლებ,დამეხმარები.თინიკომ გამიღიმა ლოყაზე შემეხო და გადამეხვია.თითქოს ის ბრაზიანი გოგო,რომელიც ორი წუთის წინ მიყვიროდა ნაზ არსებად გადაიქცა.არვიცი რა დაინახა მა ჩემში,მაგრამ მენდო რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.იქვე ჩამოვჯექით,თინიკომ იები გვერძე დაიდო,თვალები ზეცას მიაპყრო და დაიწყო.
-ყველაფერი ზღაპარივით დაიწყო.მე ვიყავი პრინცესა,რომელივ საოცნებო პრინცს შეხვდა.ძალიან ბედნიერი ვიყავი.თქვა თინიკომ და გაჩუმდა,რამდენიმე წუთი გარინდებული იჯდა,თითქოს სიტყვებს ვერ პოულობდა იმისთვის,რომ ლაპარაკი გაეგრძელებინა.დუმილი მე დავარღვიე.
-თინიკო,ახლა სად არის?შენი საოცნებო პრინცი?თინიკომ შემომხედა,თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო.
-წავიდა,უკვე 2 წელია არმინახავს.უბრალოდ გაქრა,ისე თითქოს არც უარსებია,წავიდა,წავიდა და თან ჩემი გულიც წაიღო,ჩემი ცხოვრების ხალისი.2 წელია აღარაფერი მაიმედებს,აღარაფერი მახარებს.თითქოს სული ამომგლიჯა,მან წამართვა არსებობის უფლება.თინიკოს ყველა სიტყვაში ტკივილი იგრძნობოდა იმედგაცრუებასთან ერთად.მისი ყველა გამოხედვა ჩემში ამოუხსნელ გრძნობას იწვევდა.
-კარგი,თინიკომ ეს გასაგებია მაგრამ იები რატომ არის შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი?ვკითხე თინიკოს და პასუხს დაველოდე.მან ყვავილებს დახედა და დაიწყო.
-ის მე მეძახდა გოგონას,რომელსაც იები უყვარს.როგორც კი იები ამოვიდოდა,საათობით დავეხეტებოდით ტყეში და იებს ვკრეფდით,როდესაც მასზე გაბრაზებული ვიყავი ტყეში მიდიოდა იებს მიკრეფდა და მჩუქნიდა,არ არსებობდა წყენა,რომელსაც მისი ნაჩუქარი იები არ დამავიწყებდა.იები დარჩა მაგრამ ის აღარაა.როცა მათთან ვურთიერთობ ასე მგონია მას ვესაუბრები,როცა მათ ვკრეფ ასე მგონია მას ვეხები,როცა მათ ვსუნავ ასე მგონია მის სურნელს შევიგრძნობ.არც ახლა დამიკარგავს იმედი,რომ მოვა თავის დაკრეფილ იებს მაჩუქებს მე ყველაფერს ვაოატიებ და ძლიერ ჩამეხუტება.თინიკომ იები აიღო ისევ ხელებში მოიქცია ძლიერად ჩაებღაუჭა და გაიღიმა.ძალიან უხდებოდა ღიმილი.
თინიკო არის გოგო,რომელსაც იები უყვარს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent