შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ?! (VIII)


9-02-2021, 14:46
ავტორი ირი ...
ნანახია 1 643

VIII
გიორგის ჭრილობა გურამის თქმით ძალიან საშიში არ იყო, დაახლოებით ერთი საათი მოუნდა მისთვის ნაკერების დადებას და დამუშავებას, ბოლოს კი ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთა, გამაფრთხილა დილამდე ეძინება, თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკეთო და წავიდა. სახლში გავლა და ტანსაცმლის წამოღება მეორე დღისთვის გადავდე, არ მინდოდა მისი მარტო დატოვება არც ერთი წამით.
მე ცოტახანს კიდევ ვუყურებდი, როგორ ეძინა გიორგის. მომენტებში ღრმად ამოისუნთქებდა და ტკივილისგან სახე ემანჭებოდა ხოლმე, თუმცა, რამდენიმე წამში ისევ მშვიდად იწყებდა ფშვინვას.
ცოტახანში გამახსენდა, რომ ჩემებთან არ მქონდა დარეკილი. ფეხაკრეფით გამოვიპარე ოთახიდან და პირველ სართულზე ჩავედი. კიბესთან ბუჩი მომეგება კუდის ქიცინით. მომენტალურად გამომიკეთდა ხასიათი, მასთან ჩავიმუხლე და მთელი ძალით ჩავეხუტე. მანაც გაყუსულმა დამადო მხარზე თავი და იქამდე არ განძრეულა, ვიდრე მე არ წამოვდექი. ჩემებთან საუბარი ხანმოკლე აღმოჩნდა. არ მინდოდა, მომეყოლა თავს გადამხდარის შესახებ. მათი განერვიულება ნამდვილად აღარ მიღირდა.
ფიქრისგან, ნერვიულობისგან და იმდენი ემოეციებისგან თავი გახეთქვას მქონდა. ოთახში ბოლთას ვცემდი და ათას წვრილმანზე ვფიქრობდი. ზუსტად არ ვიცი, რამდენ ხანს ვიარე ასე, მაგრამ დაღლილობამ თავისი ქნა, საშინელი მოთენთილობა ვიგრძენი. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ორი საათი სრულდებოდა. გაზაფხულის ღამის სასიამოვნო სუნი შემოდიოდა ფანჯრებიდან, მაგრამ ჯერ მაინც სუსხი იყო. გამაკანკალა, გარშემო მიმოვიხედე გამათბობლის ძიების იდეით შეპყრობილმა, სანამ მეორე ოთახის კუთხეში ბუხარს და მის გვერდით ლამაზად დალაგებულ შეშას არ მოვკარი თვალი.
საბედნიეროდ, არასდროს ვგავდი იმ გოგონებს, მსგავსი საქმეები რომ ეთაკილებათ, სოფელში ჩასულს შეშაც დამიჩეხავს, მომითოხნავს და პაპაჩემს ნახირშიც წავყოლილვარ, მომწონდა იმისი შეგრძნება, რომ ნებისმიერ საქმეს გავართმევდი თავს ვიღაცის დაუხმარებლად, იქნებოდა ეს რაიმეს შეკეთება, მოსავლის აღება, თუ ცეცხლის დანთება, რომელიც იმ წამს უდაოდ გამომადგა.
რამდენიმე წუთში ოთახი შეშის ტკაცატკუცმა მოიცვა. სასიამოვნო გარემო იყო. მოვდუნდი. რამდენიმე წუთით რეალობასაც მოვწყდი, მაგრამ მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა გონს წამში მომიყვანა. ღიად დატოვებული ფანჯრები თავიანთ ჩარჩოებს ეხეთქებოდნენ, გარედან შემოსული ქარი კი ცეცხლის ჩაქრობას ლამობდა. ბუჩი მოუსვენრად დარბოდა წინ და უკან. მე სწრაფად დავკეტე ყველა ფანჯარა და კვლავ ბუხართან ვაპირებდი მისვლას, რომ მოულოდნელად შუქი ჩაქრა. -ალბათ, ქარბუქმა დააზიანა რამე. -გავიფიქრე ჩემთვის და ცეცხლის ალით განათებულ ოთახს მოავავლე თვალი. ბუხრის წინ დიდი სავარძელი იდგა. ფრთხილად მივედი მასთან, ლამაზად დაკეცილი პლედი ავიღე და სავარძელში მოვკალათდი, ბუჩი სწრაფად მოძუნძულდა ჩემთან და ფეხებთან გამიწვა. პლედი საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ არ გაგვიჭირდა ორივეს გაგვენაწილებინა.
ღამის, ან დილის 4 საათი იქნებოდა, უფრო ზუსტად კი, მონაკვეთი დღესა და ღამეს შორის, მზის ამოსვლამდე დარჩენილი რამდენიმე საათი. სახლი მთლიანად იყო ჩაბნელებული, მისაღებში კი მე ვიჯექი. ოთახს მხოლოდ ბუხრაში დანთებული ცეცხლი ანათებდა და სიჩუმეს მხოლოდ ამ ცეცხლისთვის განწირული შეშის ტკაცა-ტკუცი არღვევდა. გარეთ საშინელი ქარბუქი იყო, დაკეტილი ფანჯრებიდან შემოპარული ქარი, ოთახში ზუზუნისმაგვარ მელოდიად გარდაიქმნებოდა. მე ბუხრის წინ სავარძელში ვიყავი მოკალათებული. ფეხებთან ბუჩი მეწვა, ორივეს პლედი გვქონდა შემოხვეული და ორივეს ცეცხლისკენ გვქონდა მზერა მიმართული. ისეთ სიმშვიდეს და სიმყუდროვეს ვგრძნობდი, ის საშინელი ქარბუქიც კი ჩემს ცეცხლზე ასხამდა ნავთს და მეტი სიმყუდროვის განცდას მიქმნიდა. ცეცხლს არ ვაშორებდი თვალს. ცალ ხელს კი ჩებზე მოწებებულ ბუჩის ვუსვამდი თავზე... არაფერზე ვფიქრობდი, სულ არაფერზე.... ყველაფერი მეათიათასე ხარისხოვანი იყო იმ წამს ჩემთვის, ერთადერთი რასაც ვგრძნოდი სიმშვიდე იყო, ასე მშვიდად არასდროს ვყოფილვარ. ემოციებისგან და ფიქრებისგან ცარიელი, მსუბუქი და მშვიდი.... საოცარი განცდა იყო.... არასდროს მინდოდა გათენებულიყო, არასდროს მინდოდა, იმ ბუხარში ცეცხლი განელებულიყო, არ მინდოდა ქარბუქი შეწყვეტილიყო, ან თუნდაც ბუთქის ადგილი ეცვალა. არაფერი არ მინდოდა, რადგან თითოეულის ცვლილება ჩემში მომენტალურად დაარღვვევდა სიმყუდროვის განცდას. მინდოდა დრო გაჩერებულიყო.... და იმ ტრანსიდან არასდროს გამოვსულიყავი. რეალობას ვიყავი მოწყვეტილი, საერთოდ გადამავიწყდა რამდენიმე საათის წინ გადატანილი საშინელება. არ ვიცი, როგორ მოვახერხე, თითქოს ყველა გრძნობა, ფიქრი და ემოცია გამოვრთე საკუთარ თავში და ვიყავით მხოლოდ მე და ქარბუქთან მეომარი ღამე, რომელსაც ბუხრიდან გამოსული ცეცხლის ალი უნათებდა გზას.... სრული სიმშვიდე...
არ ვიცი, ოდესმე თუ გქონიათ მსგავსი განცდა, მაგრამ იმ მომენტში, იმდენად ვიყავი რეალობას მოწყვეტილი და ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი, ახლანდელი გადმოსახედიდან ვერ ვიხსენებ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მეძინა... ტრანსიდან ბუჩის ცქმუტვამ გამომიყვანა, რომელიც ზურგზე იწვა და არ ვიცი რა ესიზმრებოდა, მაგრამ მაღლა დარჩენილ ოთხივე თათს სასაცილოდ იქნევა, თითქოს რაღაც ესიზმრებოდა. ღიმილით გადავუსვი თავზე ხელი და ფეხზე ფრთხილად წამოვდექი, რომ მისთვის ძილი არ დამეფრთხო. ტელეფონის შუქით ვინათებდი გზას და ისე მივდიოდი მეორე სართულზე.
ოთახში ფეხაკრეფით შევიპარე. გიორგის ზუსტად იმ პოზაში ეძინა, როგორც დავტოვე. ფრთხილად გადავუსვი თითები ოფლით დაცვარულ შუბლზე, მაგრამ შეიშმუშნა და იმისი შიშით, რომ არ გამეღვიძებინა, სწრაფად მოვაშორე ხელი.
საშინლად მეძინებოდა, მაგრამ უფრო მეტად თბილი წყლის გადავლება მინდოდა, ისეთი განცდა მქონდა, რომ წყალს თუ გადავივლებდი, ის სიმძიმეც ჩამომერეცხებოდა, რომელიც გულზე მარწუხებივით მიჭერდა. პრობლემა ის იყო, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მქონდა თან.
ფრთხილად მოვავლე ტელეფონის ფანრით ოთახს თვალი და კედელთან მდგარ უზარმაზარ გარდერობს რომ წავაწყდი, სიხარულისგან გამაკანკალა.
სწრაფად მივედი და კარი გამოვაღე თუ არა, გიორგის თავბრუდამხვევი სუნი ვიგრძენი. თვალები დავხუჭე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, შემდენ კი ტანსაცმელს მივანათე შუქი. დიდხანს არ მიძებნია, კარადა ფაქტიურად ცარიელი იყო, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი იყო მხოლოდ. -ალბათ მეორე სახლში აქვს ყველაფერი. -გავიფიქრე მე და საკიდიდან თეთრი პერანგი ჩამოვხსენი.
ჩუმად შევიპარე სააბაზანოში და საბედნიეროდ ტვინის ჭყეტვა არ დამჭირვებია, რადგან იქაურობა უამრავი სურნელოვანი სანთლით იყო სავსე. რამდენიმე ავანთე და შხაპის ქვეშ დავდექი. დაღლილობა და მოთენთილობა მომეხსნა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი წყლის ქვეშ, მაგრამ გონს რომ მოვედი, თითის ბალიშები ცხელი წყლისგან სულ დანაოჭებული მქონდა. სწრაფად გავმშრალდი, გიორგის პერანგი მოვირგე, რომელიც ლამის მუხლებამდე მწვდებოდა და ოთახში შევიპარე.
თითის წვერებზე აწეული მივიპარე საწოლთან და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი. ახლოს მისვლა მეშინოდა, არ მინდოდა გამეღვიძებინა.
ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა მკრთალად ოთახს. მე გიორგის თვალს არ ვაშორებდი. ხშირი წამწამების ჩრდილი ღაწვებზე ეფინებოდა, ისეთი მშვიდი იყო იმ წამს. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდებოდა, ის რომ არ მოსულიყო. წარმოდგენა არ მაქვს, რა დამემართებოდა, გიორგის რამე რომ მოსვლოდა. უცებ საშინელმა შიშმა ამიტანა. ქვეცნობიერად წარმოვიდგინე, რომ გიორგი მოკვდა და აღარ სუნთქვდა, შიგნიდამ ლამის ავფეთქდი. ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა და ისეთი განცდა მქონდა, რომ გულს რაღაც მისერავდა. რამდენიმე წამი თვალმოუშორებლად ვაკვირდებოდი, სუნთქავდა თუ არა და როგორც კი დავინახე, რომ გულ-მკერდი მშვიდად უმოძრავებდა, ერთიანად მოვწყდი. ღრმად ამოვისუნთქე და მთელი დღის ნაგროვებმა ემოციებმაც გადმოლახეს ჯებირები და ცრემლებად მოევლინნენ გარემოს. გიორგის ფრთხილად მოვუჭირე გრძელ თითებზე ხელი, არანორმალური შიში გამიჩნდა მისი დაკარგვის, თავს ვიდანაშაულებდი. რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი, მით უფრო მეტად მიპყრობდა პანიკა. ცრემლები ნიაღვარივით უწყვეტად მოდიოდა და თან მოჰქონდა ამდენი ხნის ნაგროვები შიში, სევდა და ცუდი ფიქრები.
-მოდი ჩემთან.- გავიგე ძილისგან დაბოხებული ხმა და სწრაფად ავწიე თავი. მთვარის სუსტ შუქზე დავინახე, როგორ სუსტად ახამხამებდა გიორგი უზარმაზარ, შავ წამწამებს.
-გაგაღვიძე? ბოდიში რა, დაიძინე და მე ქვევით ჩავალ. -წამოდგომა დავაპირე, მაგრამ გიორგიმ იმარჯვა და იმ ხელში წამწვდა, რამდენიმე წამით ადრე, მის თითებში, რომ ვხლართავდი.
-მოდი.-მითხრა დინჯად და თავისთან დამქაჩა. მე ერთი ნაბიჯი გადავდგი და საწოლის კიდეზე ჩამოვექი ფრთხილად. -დაწექი.-ისე უპრობლემოდ შემომთავაზა, თითქოს საუკეთესო დაქალის გვერდზე ვწვებოდი.
-მაგრამ... -მე რაღაცის თქმას ვაპირებდი, თუმცა გიორგის მკაცრმა ტონმა არ დამანება.
-ირინა! დაწექი.-მის ხმაში და მზერაში ერთდროულად იკითხებოდა ბრაზი და წყენა, იმისა, რომ არ ვენდობოდი. ხმა აღარ ამომიღია, ფრთხილად მივუწექი გვერდით. თავი თავის მკლავზე მომათავსებინა, ნატკენი ხელი კი გულთან ედო. -სულ გაყინულხარ.-მითხრა გაბრაზებით, როცა ჩემი ოდნავი კანკალი შეამჩნია. -საბნის ქვეშ ჩაძვერი შენც. -მე ამ სურვილსაც უთქმელად დავემორჩილე. საწოლიდან წამოვდექი, საბანი გადავწიე და ისევ გვერდით მივუწექი. მთელი ამ დროის განმავლობაში თვალმოუშორებლად მიყურებდა. თავი კვლავ მის მკლავზე დავდე, ცხვირი მის კისერში ჩავრგე და გავიტრუნე. წელსზემოთ შიშველი იყო, რაც ერთდროულად სირცხვილის და უცნაური გრძნობის გამომწვევი იყო ჩემთვის. ყელიდან წამოსული გიორგის სუნი კი ისე მოქმედებდა ჩემზე, როგორც რაღაც ჯადოსნური ჰაერი, რომლის შესუნთქვის დროსაც რეალობას წყდები და ვარდისფერ ბურუსში ინაცვლებ, სასიამოვნო ტალღებმა დამიარა მუცელში და გამაჟრიალა, ტუჩები ოდნავ ავაცმაცუნე გიორგის კისერზე და არც მისმა რეაქციამ დააყოვნა. ვიგრძენი როგორ დაბურძგლა მთელს სხეულზე და ეგოისტურად მესიამოვნა იმისი გააზრება, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ამ დღეში.
გიორგიმ ჩემს თავქვეშ დადებული მკლავი მოხარა და უფრო მეტად მიმიზიდა თავისკენ, მე უნებურად დავადე შიშველ მკერდზე ცივი თითები და ვიგრძენი კიდევ ერთხელ როგორ გააჟრიალა. ღრმად ამოისუნთქა.
-მიჭირს.-თქვა ლამის ჩურჩულით, მაგრამ მე მაინც გავიგე.
-რა ? რა გიჭირს? გტკივა? დავურეკავ ახლავე ბატონ გურამს.-შეშინებული ავწრიალდი საწოლში და გიორგის მარწუხივით შემოჭიდული ხელისგან ამაოდ ვცადე გათავისუფლება.
-არა, არ მტკივა. თავის შეკავება გამიჭირდათქო ეგ ვიგულისხმე.- მითხრა ხმადაბოხებულმა.
-რაზე ამბობ ვერ ვხვდები.-დავიწუწუნე მე და გავიგე როგორ გაეცინა ხმადაბლა.
-დიდი გოგო რომ გახდები, მერე გეტყვი. -მითხრა სიცილით და ფრთხილად მაკოცა თმაზე. მერე კი ძალიან ხმადაბლა ჩამჩურჩულა ყურთან. -გიხდება. -მისი სუნთქვის შეგრძნებისას მთელს სხეულში ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს დენს მირტყამდნენ.
-რა მიხდება?- ვთქვი ხავილით.
-ჩემი პერანგი. -გააგრძელა ჩურჩული და უფრო ახლოს მიმიზიდა. მე ხმა ვეღარ გავეცი. დარცხვენილმა ჩავრგე თავი მის ყელში და ღრმად ჩავისუნთქე უკვე ყველაზე საყვარელი სუნი.
-შეგრცხვა? -მკითხა ღიმილით, მე კი თავჩარგულმა ოდავ დავუქნიე თავი და უფრო მეტად ჩავიმალე „სამალავად“ ქცეულ გიორგის კისერში. -ჩემი ბავშვი... პატარა, სულელი ბავშვი, მაგრამ ჯიუტი თხა.-დააყოლა სიცილით.-დაიძინე ახლა, ემოციებისგან დაღლილი იქნები, ხვალ დამშვიდებულმა მომიყევი რა მოხდა და ერთად გადავწყვიტოთ, რას მოვიმოქმედებთ. ახლა უბრალოდ დახუჭე შენი ლამაზი თვალები, არაფერზე იფიქრო და გადაეშვი სიზმრების სამყაროში.-გიორგი ხმადაბლა მეჩურჩულებოდა, თან თითებით თმებზე მეთამაშებოდა. ვერც კი მივხვდი, როდის ჩამეძინა. მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან მშვიდად და ტკბილად მეძინა, ისეთი სტრესის მიუხედავად, რაც თავს გადაგვხდა...

დილით უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა. მეგონა, რომ ჭიანჭველები დამდიოდნენ სახეზე. ხან ერთ მხარეს გადავბრუნდი, ხან მეორეზე, მაგრამ ვერადავერ მოვიშორე. გაჭირვებით გავახილე თვალები და უნებურად იმხელა ხმაზე შევკივლე, ჩემი ხმის მე თვითონ შემეშინდა. ჩემ გვერდით ბალიშზე მიყუდებული, წელსზემოთ შიშველი გიორგი იწვა და ბუმბულით სახეზე მიღიტინებდა.
-შენ აქ რა გინდა? რატომ ხარ ტიტლიკანა? -ვკითხე გიორგის წიკვინით და საწოლის კუთხეში მივჩოჩდი.
-შენც დილამშვიდობის, კარგად ვარ აღარც ჭრილობა მაწუხებს.-მითხრა მობეზრებით . უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, სად ვიყავი, ან რატომ მეწვა დაბინტული, ნახევრად შიშველი გიორგი გვერდზე, მაგრამ მისმა სიტყვებმა გონს წამიერად მომიყვანა, მაშინვე გამახსენდა, რაც ხდებოდა ჩემს თავს და მომენტალურად გადმოვინაცვლე ვარდისფერი ბურუსიდან-ნაცრისფერში.
-ბოდიში, უცებ ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა ჩემს თავს. როგორ გრძნობ თავს? ჭრილობა როგორ გაქვს? -მე მისკენ გადავიხარე, მუხლებით საწოლზე ვიდექი, ცალი ხელით წინ ვიყავი გადახრილი, მეორეთი კი გიორგის ჭრილობის შემოწმებას ვლამობდი.
-ირინა! -მითხრა დაბოხებული ხმით გიორგიმ.
-ჰო?!
-გეხვეწები, ჯერ ჩაიცვი რა, მე კი არ ვარ წინააღმდეგი, რომ მთელი დღე ასე ჩაცმულმა იარო, მაგრამ ვფიქრობ, ეგ კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს.-მან წამიერად აატარა ჩემს სხეულზე მზერა. მე გაოცებულმა დავიხედე ზედ და სირცხვილისგან ლამის დავიწვი, როცა ფაქტიურად შიშველი ვიყავი მის წინ. ნახევრად შეკრული პერანგი ძილში საკმაოდ მომეღეღა და ლამის მთელი სისრულით წარმოაჩენდა ჩემს ფეხებს და ტანის ნახევარს მაინც. ტირილამდე მისულმა ბალიში ავიფარე ზედ, საწოლის კუთხეში მივჩოჩდი ისევ და თავი შიგ ჩავრგე.
-არ ინერვიულო რა, მიდი შენ მოწესრიგდი და მე ქვევით დაგხვდები. კარგი?-დაამატა რამდენიმე წამის შემდეგ, როცა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო.
-კარგი. -ვუპასუხე ტუჩდაბრეცილმა და უფრო მეტად მოვიკუნტე ადგილზე. რამაც გიორგის ჩაღიმება გამოიწვია.
-ბავშვო.-მითხრა ღიმილით, თმა ტრადიციულად ისე ამიჩეჩა, როგორც პატარა ბავშვს. საწოლიდან გაჭირვებით წამოდგა და რამდენიმე წამში კარს მიღმა გაუჩინრდა.
შვებით ამოვისუნთქე, დარცხვენილი რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ ვიძროდი ადგილიდან, მაგრამ თავს ძალა დავატანე სწრაფად მოვწესრიგდი და ფეხაკრეფით ჩავედი პირველ სართულზე, არ ვიცოდი, როგორ უნდა შემეხედა გიორგისთვის. ბოლო საფეხურზე ვიყავი უკვე, როცა მისი საუბარი მოვისმინე.
-კარგი, გიგისაც უთხარი მაშინ, ორივე დამჭირდებით სავარაუდოდ, რაც მალე მით უკეთესი, გურამსაც შეუარეთ და ერთად წამოდით. კარგი, გელოდებით. -გიორგიმ საუბარი დაასრულა, ტელეფონი გათიშა და ისე შემომხედა , თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. ისეთი მადლიერი ვიყავი მისი, რომ უარესად არ შემარცხვინა და ისე განაგრძო მოქცევა, რომ კომფორტულად მეგრძნო თავი.
-არ გშია? -მკითხა ღიმილით.
-კი.-ვუპასუხე დაბნეულმა.
-სამწუხაროდ, ვერაფრის მომზადებას ვერ მოვახერხებ, ამიტომ მოგვიწევს იმით ვისაუზმოთ, რასაც მაცივარში ვიპოვნით.
-თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე მოვამზადებ.
-კი, რა წინააღმდეგი, პირიქით გამიხარდება, თან ხომ უნდა გამოგცადო როგორი მზარეული ხარ. -ჩაიხითხითა გიორგიმ.
-ეჭვი მეპარება, მეტჯერ დააგემოვნო ჩემი ნახელავი.
-მაგასაც ვნახავთ.-მე რათქმა უნდა, კითხვა ენის წვერზე მომადგა, მაგრამ სანამ დასმას მოვასწრებდი, გიორგიმ განაგრძო საუბარი. -ირა, კიდევ სამი ადამიანი უნდა მოვიდეს, გურამი და ჩემი ორი მეგობარი და თუ არ შეწუხდები, შეგიძლია მათთვისაც რომ მოამზადო?
-კი რა თქმა უნდა. -ისეთი მორიდებით მკითხა, გამეცინა. მე სამზარეულოში გადავინაცვლე, მაცივარი გამოვაღე , რომ საჭირო პროდუქტები მომეძებნა, მაგრამ მაცივრის გამოღება და ბუჩის ოთახში შემოვარდნა ერთი იყო. მე და გიორგის სიცილი აგვიტყდა, როცა ბუჩიმ ძლივს შეკავებული მოთმინებით შემოგვხედა და მერე ხელებზე დაგვაკვირდა, გამოვიღებდით თუ არა მისთვის რაიმეს მაცივრიდან.
-ოხ შე წუწკო.-გაეცინა გიორგის და მისკენ გაიწია, რომ მოფერეებოდა, მაგრამ ბუჩიმ ისკუპა და ჩემს ფეხებთან გაგორდა. -მოღალატე ხარ.-შეუღრინა მან ძაღლს და გაჭირვებით ჩაეშვა სავარძელში.
-ზოგადად, ძაღლები ცნობენ კარგ ადამიანებს და მათკენ მიუწევთ გული.-ვუთხარი ამაყად და ბუჩის ჩასაბურდღნად დავიხარე.
-ეგღა უნდოდა შენს თვითშეფასებას.-გიორგი სარკასტულად საუბრობდა, მაგრამ მზერა უჩვეულოდ მშვიდი და ბედნიერი ჰქონდა, როცა მე და ბუჩის გვიყურებდა.
რამდენიმე წუთს ვეთამაშე ცუგოს, მერე კი წამოვდექი და შეძლებისდაგვარად კარგი საუზმე მოვამზადე, იმ პროდუქტებით, რაც მაგიდაზე დამხვდა. ის იყო, მაგიდის გაწყობა დავასრულე, კარზე ზარის ხმა გაისმა. გიორგი წამოსადგომად მოემზადა, მაგრამ მე შევაჩერე.
-იყავი, მე გავაღებ. გურამია ხომ?
-კი, საიდან იცი?
-გავიგე, წეღან რომ საუბრობდი ტელეფონზე, მაგიტომ არ შეგიხვიე მე ჭრილობა, რადგან გურამი მოდიოდა, არ მინდა, რამე არასწორად გავაკეთო. -ვუპასუხე ლამის კართან მისულმა და სახელური ჩამოვწიე. არც შემცდარვარ, კართან გურამი იდგა, ორ ახალგაზრდასთან ერთად, ერთი მაღალი, ბრგე შესახედაობის იყო, დატალღული თმით და ღია თაფლისფერი თვალებით, მეორე კი -შედარებით სუსტი, თითქმის ბოლომდე გადაპარსული თმით. ჩემმა დანახვამ გურამის გარდა ორივე გააკვირვა. მაგრამ შეეცადნენ, დაბნეულობა დაეფარათ.
- გამარჯობა, მობრძანდით. -გავუღიმე მე და განზე გავდექი, რომ სტუმრებს სახლში შემოსვლა შეძლებოდათ. ბუჩიმ ბიჭების დანახვაზე წამში ისკუპა მათთან და გახარებულმა კუდის ქიცინით დაიწყო მათ გარშემო გორაობა.
-რა დაგემართა ტო?- პირველად მაღალმა, ბრგე ბიჭმა კითხა გიორგის და გარშემო შემოუარა.
-ჯერ ხომ არ გვესაუზმა, მერე დეტალურად მოგიყვებოდით ყველაფერს. პრინციპში მეც არ ვიცი, რა მოხდა და თქვენ გელოდებოდით, რომ ერთად მოგვესმინა ამ ქალბატონისგან, ამჯერად რა შარში გაყო თავი. -მე ადგილზე ავიწურე, ოთხივემ ჩემკენ მოაბრუნა თავი, მაგრამ სიტუაცია ისევ გიორგიმ განმუხტა .
-კარგი, ვისაუზმოთ რა, გუშინ დილის მერე არაფერი მიჭამია და ვგრძნობ, სადაცაა გავითიშები. -ის პირველი მიუჯდა მაგიდას და დანარჩენებიც მას მიყვნენ. მე არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, ერთ ადგილას ვიდექი გაყინული და ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან. იქამდე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, სანამ გიორგიმ შეუმჩნევლად სკამი არ გაწია თავის გვერდით, ისე რომ თეფშიდან თავი საერთოდ არ აუწევია. ოდნავ ამომხედა და თვალებით მანიშნა დაჯექიო. მესიამოვნა, რომ ასეთ დროსაც არ დავრჩი უყურადღებოდ.
აშკარა იყო, ყველა ცდილობდა, სწრაფად დაესრულებინათ საუზმობა, რომ მალე მოესმინათ, რა ხდებოდა. რამდენიმე წუთში მართლაც მორჩნენ, გურამმა გიორგის ჭრილობა შეამოწმა, გააფრთხილა, რომ აქამდე მხოლოდ იმიტომ არ სტკიოდა, რომ ტკივილგამაყუჩებელი დიდი რაოდენობით გაუკეთა წინა დღეს, მაგრამ დაახლოებით 2-3 საათში, როცა წამალი ბოლომდე გაიწოვებოდა ორგანიზმიდან, ტკივილიც უფრო მეტად შეაწუხებდა, ჭრილობიდან სისხლი იყო გამოსული, რაზეც ორივე დაგვტუქსა, რადგან გაარკვევით გაგვაფრთხილა, განძრევა არ შეიძლებაო, ის კი მეორე დილითვე ფეხზე დახვდა . თუმცა, სავარაუდოდ, თვითონაც ხვდებოდა, გიორგის საწოლში დარჩენის აბსურდულობას. სახვევები გამოუცვალა, ახლიდან შეუხვია და უკვე ორივე მზადყოფნაში გამოვიდენ სამზარეულოში, სადაც ამ დროის განმავლობაში მე და ბიჭებს მაგიდის ალაგება და ჭურჭლის დარეცხვა უკვე დასრულებული გვქონდა.
ისევ მაგიდას მივუსხედით ხუთივე, გიგიმ ყავის გაკეთება შემოგვთავაზა და სამზარეულოში აწრიალდა, ისეთ ხმებს გამოსცემდა, მეგონა ერთდროულად 10 ადამიანი ემზადება საქორწილო სამზადისისთვისთქო, არადა რეალურად 2 ჭიქა ყავას ადუღებდა. გიორგიმ ერთი შემომხედა და მანიშნა დაიწყეო, მეც დავიწყე და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შეუსვენებლად, დეტალურად ვყვებოდი თავს გადამხდარს. პერიოდულად ნერვიულობისგან გაოფლიანებულ ხელის გულებს მუხლებზე ვიმშრალებდი, როცა უკვე იმ მომენტზე მივედი, გიორგი რომ დაჭრეს, ემოციებისგან გული ამიჩუყდა და ტუჩი დამებრიცა, ალბათ ავტირდებოდი კიდეც, მაგრამ ჩემ გვერდით მჯდომმა გიორგიმ ხელზე ხელი მომიჭირა ჩუმად, მე მას გავხედე, მეგონა გაბარზებული იქნებოდა ჩემზე, მაგრამ მიღიმოდა, მიღიმოდა იმედის მომცემად და სანდომიანად, ფრთები შემესხა. მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი. მეგონა მასთან ერთად მთების გადადგმაც კი არ იქნებოდა რთული. როცა თხრობა დავასრულე , ყველა გაშტერებული მიყურებდა. საუბარი კი გიგიმ დაიწყო.
-ბიჭოო.... არ შეგეშინდა მერე? -მკითხა აშკარად განცვიფრებულმა.
-არა, იმ მომენტში საერთოდ არა, პრინციპში ახლაც არ შემეშინდებოდა, მხოლოდ მე რომ მეხებოდეს საქმე, მაგრამ როცა დავინახე, გიორგი ასე დაზარალდა ჩემ გამო, მზად ვიყავი მუხლებზე დამხობილს მეთხოვა ბოდიში. -ვთქვი მე და კიდევ ერთხელ დამებრიცა ტუჩი, თუმცა ჩემს ხელზე დადებულმა გიორგის თითებმა თავი შემახსენეს და კიდევ ერთხელ ძლიერად მომიჭირეს.
-არ ინერვიულო, ახლა ჩვენ გიდგავართ გვერდით და არაფერი არ გემუქრება, არც შენ და არც ამ ტარიელს. -რომამ გიორგის გადახედა და თვალი ჩაუკრა, რაზეც გიორგის ბღვერა დაიმსახურა. -ისე ძმაო, შენნაირი ჯიუტი სად აარჩიე? მტრისას, თქვენ ორნი ერთად. -რომა კიდევ რაღაცის თქმას ააპირებდა, მაგრამ გიორგიმ შეუღრინა.
-რომა, წყალი დალიე! -მე გაოცებულმა შევხედე ჯერ ერთს, მერე მეორეს.
-არ მწყურია!-აშკარად რომაც დაიბნა.
-გწყურია, დალიე!-გიორგიმ ისე შეუღრინა მე გამაკანკალა.
-უი, მომწყურებია.-შეიცხადა რომამ და წყლის ასაღბად წამოდგა. მე მის ბავშვურობაზე სიცილი ვერ შევიკავე. გიორგისაც ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში.
-არ მგონია, რომ ეგენი ეგეთი ადვილად ხელწამოსაკრავები იყვნენ. პირველ რიგში, კარგად უნდა გავარკვიო, ვინ არიან და რას უნდა ველოდოთ მათგან და მეორე ორი გზა დაგვრჩება, ან მშვიდობიანად დაზავება და მოლაპარაკება, რაც ორივეს მხრიდან კომპრმისს გულისხმობს, ან ომი, რომელშიც როგორც ვხვდები, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ.
-კომპრომისები დაივიწყე. ირინამ გასაგები პასუხი გასცა და არ ვაპირებ, სიტყვები უკან წავაღებინო. -საუბაარში ჩაერთო გიორგი.
-კი მაგრამ, არ მინდა, კიდევ ვინმე გავრიო ამ ამბავში, მითუმეტეს, არ მინდა, რომ ჩემ გამო საფრთხეში იყოს ვინმე, ამიტომ მირჩევნია, მივიდე, მოვუბოდიშო და ვეცადო, სიტუაცია ასე განვმუხტო. -ჩავილააპარაკე მე.
-დაივიწყე. შენ რა გგონია, რომ ვინმეს დედამიწის ზურგზე იმის უფლებას მივცემ, შენ შეგაშინოს, დაგემუქროს და ღამე სადღაც გატაცება დაგიპირონ? და მე ასე ვიჯდე და არაფერი ვაკეთო? თავს შევაკლავ, მაგრამ უკან არ დაიხევ.
-კი მაგრამ...-სიტყვის დასრულება არ მაცადა.
-არავითარი მაგრამ... ამოიგდე ყველაფერი თავიდან და უბრალოდ დააკვირდი რა მიმზიდველი და მომხიბვლელი ვარ ასეთი საქმეების მოგვარების დროს. -ჩვენ რამდენიმე წამით გაოცებულებმა შევხედეთ გიორგის, მერე კი სიცილი ვეღარც ერთმა ვერ შევიკავეთ და გულიანად ავკისკისდით. -მოკლედ, პირველი რაც მინდა, გურამ, მაქსიმალურად დეტალურად უნდა გამირკვიო ვინ არიან, არ ვიცი, ჩართე ის შენი ნაცნობებიც და გამირკვიე ყველაფერი, რაც შეიძლება დაგვეხმაროს.
-რომა , შენგან რაც მინდა, ირინა წაიყვანე სახლში, საჭირო ნივთებს წამოიღებს და უკან მოიყვანე, გზად გურამიც დატოვე სადაც გეტყვის, სანამ ამოხვალთ, გიგი აქ დარჩება და ვეცდებით რამე გავარკვიოთ, კარგი?
-კარგი, როგორც შენ იტყვი.
-მანქანაში რაღაც ნივთები დავტოვე და ამოვიღებ მაშინ, სანამ წახვალთ. -თქვა გიგიმ და ეზოში გავარდა .
-მოიცა, გამოტვინებულო, გასაღები მე მაქვს და რითი აღებ კარს?-დაეწია რომაც.
-ნეტა, ამათ რამე ეშველებოდეთ. -თავი გადააქნია გურამმა შეწუხებული სახით, რაზეც მე და გიორგიმ სიცილი ვერ შევიკავეთ. -მიდი შვილო, აიღე რაც გინდა და ეზოში დაგელოდებით, მომმართა გურამმა და ისიც ეზოში გავიდა.
მე ამ ხნის განმავლობაში პირველად შევხედე გიორგის თვალებში. ისევ ისეთი ბრჭყვიალა შავი იყო, მე რომ მიყვარდა.
-მართლა არ მიბრაზდები? -ვკითხე შეშინებულმა.
-მხოლოდ ცოტას.-გამიღიმა მან.
-რატომ, ჯიუტად რომ არ დავუთმე?
-არა, წეღან რომ თქვი, მივიდოდი და მუხლებზედამხობილი მოვუბოდიშებდიო.
-ჰო მაგრამ...
-ირა, ჩემი გჯერა?-გიორგიმ ჩვენს შორის მანძილი ერთ ნაბიჯში გადმოკვეთა და იმდენახ ახლოს იდგა ჩემთან, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი.
-კი.-ვუპასუხე ჩურჩულით.
-შემომხედე. -მან ორი თითით ნიკაპი ამიწია და თვალებში ჩამაშტერდა.-გჯერა ჩემი?
-მჯერა.-მისმა გამოხედვამ ძალა შემმატა და გაბედულად ვუპასუხე. ამის გაგონებაზე ოდნავ ჩაეღიმა .
-ჰოდა ძალიან კარგი, არასდროს დაივიწყო, რომ შენ უკან მე ვდგავარ და ყოველთვის ყველასგან დაგიცავ. -მე მისმა სიტყვებმა გული ამიჩუყეს. ტუჩი ისევ პატარა ბავშვივით დამებრიცა სატირლად, მაგრამ სანამ ჩემს ემოციებში ვიყავი გართული, გიორგიმ კიდევ ერთხელ ამაწევინა თავი და ტუჩებზე დამეწაფა. ცალი ხელი თმაში ამიხლართა, მეორე წელზე შემომხვია და მოშორების საშიალებას არ მაძლევდა, მთელი ძალით ვყავდი ჩაბღუჯული. მკოცნიდა მთელი ძალით, თითქოს ამ მომენტს მთელი ცხოვრება ელოდებოდა და ძლივს აუხდა სურვილი. მუცელში ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ფლორა-ფაუნა ერთიანად აჯანყდა, ყველა ცხოველი და ფრინველი ერთად დარბოდა და მოსვენებას მიკარგავდა. არ ვიცი, რამდენ ხანს მკოცნიდა, მაგრამ იმ მომენტში, ის წუთები უსასრულობად მეჩვენებოდა. როცა ტუჩები მომაშორა, ხელები ისევ ისე ჰქონდა შემოხვეული და გაშვებას არ აპირებდა . შუბლი შუბლზე მომადო, თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა.
-აღარასდროს დაბრიცო ტუჩები ეგრე, თორემ ჩემს თავზე პასუხისმგებელი არ ვარ. -მითხრა ჩურჩულით და ჩემი თმიდან თავისი ხელი ჩემს კისერზე ჩამოაცურა, რაზეც გამაჟრიალა და გიორგის ამაზე ჩაეცინა. მინდოდა რამე მეთქვა, თუმცა ისე მქონდა თავში ყველაფერი არეული, ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე.
-წადი ახლა და დანარჩენი რომ დაბრუნდები მერე.-მითხრა მან და ხელები დიდი ნებისყოფის შედეგად მომაშორა.
-რა დანარჩენი? -წამოვწითლდი მე.
-დანარჩენზე მერე ვიფიქროთ, როგორ მოვაგვარებთ იმ კაცთან საქმეს. შენ რა იფიქრე?-მკითხა გიორგიმ ხითხითით.
-მე? არაფერი კაცო, რა უნდა მეფიქრა.- დავიბენი მე და გასასვლელისკენ წავედი ჩემი აზრით.
-ირინა!-გამაჩენა გიორგის ხმამ.
-რა იყო?
-გასასვლელი მეორე მხარესაა.-მითხრა ხითხითით, მას შემდეგ, რაც მე ეზოს კარის ნაცვლად, სააბაზანოს კარი გამოვაღე და შიგნით შესვლას ვლამობდი.
-აა ჰოო.. -ვთქვი დაბნეულმა და ლამის სირბილით წავედი მეორე მხარეს და ეზოშში გავვარდი, თუმცა გიორგის სიცილის ხმა იქაც მესმოდა.
გიგიმ კარი გამომიღო, მე მანქანაში ინსტინტურად დავჯექი, თორემ იმ წამს ისე ვიტავი, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ვიყავი, სად ვიმყოფებოდი და ზოგადად რა ხდებოდა ჩემს თავს.



№1  offline წევრი svien

vaimeeee sad xar amdenxabs((male dade sayvarelo shemdegi tavi ra❤❤

 


№2 სტუმარი one

ra kargia rom dabrundi❤️

 


№3  offline წევრი ირი ...

მეგობრებო, კომპიუტერი მქონდა გაფუჭებული და რაღაც ნაწილს ვერ შოულობდნენ რომ გაეკეთებინათ, საბედნიეროდ ახლა გავაკეთეთ და მომდევნო თავს ხვალ, მაქსიმუმ ზეგ შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც მელოდებოდა და ვინც თბილ სიტყვებს არ იშურებთ ჩემთვის, უზარმაზარი მოტივაციაა <3 <3

 


№4 სტუმარი ცირა

სიტყები არ მეყოფა კომენტარი რომ გავაკეთო,მაგრამ მაინც სასწაული ხარ!!!!????????????????

უნიჭიერესი ხარ,იცი შენი საქმე????????????

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

გელოდიაბა რაა..აქ დიდი ამბებია თურმე

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№7 სტუმარი სტუმარი თიკო

მიყვარს, მიყვარს და მიყვარს. ძალიან გამორჩეული წყვილია, კარგი პერსონაჟებით. სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს!❤❤❤

 


№8  offline წევრი კატკო

მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

 


№9  offline წევრი Nobodyelse

ძლივს ნორმალური ზომის თავი იყო დაგვიანების მიუხედავად :D იმედია ასე გააგრძელებ. გიორგი და ირინა უსაყვარლესები არიან :D <3

 


№10  offline წევრი Mariam Khutsishvili

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№11  offline წევრი ირი ...

ატვირთული მაქვს დილით გადავგზავნე, და მეც ველოდები როდის აღირსებენ დადებას ????????‍♀️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent