შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 1)


9-02-2021, 20:26
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 2 097

ავტომობილმა ცენტრალური გზიდან გადაუხვია და ნელი სვლით ვიწრო გზას გაუყვა.
- მომნატრებია აქაურობა. რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვართ... - სევდანარევად თქვა თაკომ.
- სამი წელია ალბათ. - უპასუხა მეუღლემ. - ბაკურის დაკრძალვაზე ვიყავით ბოლოს.
- როგორ დავიშალეთ ყველა. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ თვეები, წლებიც კი გავიდოდა და უახლოეს მეგობრებს ვერ ვნახავდით.
- ასეთი ყოფილა ცხოვრება ჩემო სიყვარულო. რაც დრო გადის ვალდებულებები, ინეტერესები იცვლება.
- დავრჩეთ დღეს?
- დავრჩეთ, მეზარება დღესვე წამოსვლა. დავისვენებ ცოტას. ხორასნელს გავაჭენებ თუ ძალიან არ დაბერდა.
- ქეთი და ბავშვი მესამე თვეა აქ არიან თურმე.
- ჰოო? არ მეგონა სოფელში თუ ამდენ ხანს გაძლებდა. - გაკვირდა ზვიადს.
- ვითომ არ იცნობდე შენს უხასიათო ძმადნაფიცს. მისი ერთი სიტყვა და...
- ჰოდა დამაფასე გენაცვალე. - გააწყვეტინა ბიჭმა. - შენი ნათვქვამა რომ ხარ! - მოჩვენებიტაც მკაცრი გამომეტყველება მიიღო.
- ვინმე რომ გისმენდეს დაეჯერებოდა. - ბავშვურად გადაიკისკისა თაკომ. - თითქმის მთელი ზაფხული რომ ხევსურეთში ამომხადე სული დაგავიწყდა?
- რას უწუნებ ხევსურეთს. ამ კორონა ვირუსის ხელში უკეთეს ადგილას სად ვიქნებოდით?
- ხომ იცი, რომ შენთან ერთად ყველგან მიხარია ჩემო სიცოცხლე. - გოგო მძღოლისკენ გადაიხარა და ლოყაზე მსუბუქად ეამბორა მეუღლეს. - მაგრამ მხოლოდ შაბათ-კვირას მქონდა შენი ხილვის ბედნიერება. დანარჩენ დროს სამხედრო ბაზებზე ატარებ.
- მორჩი წუწუნს. ხომ დაგპირდი? გადაივლის ეს პანდემია, ავიღეთ შვებულებებს და რომელ ქვეყანასაც მეტყვი იქ წაგიყვან.
- ნეტავ ლაშას დათანხმებოდი. გამოგიძებნიდა კარგ ადგილს. თავისუფალი დროც საკმარისი გექნებოდა და აღარც მე მექნებოდა საწუწუნოდ საქმე.
ზვიადმა აღარაფერი თქვა. მანქანა სახლის შესასვლელთამ შეაჩერა. უნდა გადასულიყო, რომ ჭიშკარმა, ნელი მოძრაობით, გაღება დაიწყო. ცოტაც და პატარა მასპინძელიც გამოჩნდa. ათიოდე წლის ბიჭუნას, ორივე ხელი მასიური ჭიშკრითვის ჩაეკიდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მიათრევდა. როგორც იქნა ბოლომდე გააღო. შესასვლელის განაპირად დადგა და სტუმრებს ღიმილიანი მზერა მიაპყრო. ბავშვი საოცრად ჰგავდა ლაშას. შვილისა და მამის მსგავსება რა გასაკვირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზვიადს მაინც გაოცების ღიმილი შეეპარა.
- რაც უფრო იზრდება, მით მეტად ემსაგვსება ლაშას. - ზვიადის ღიმილის მიხვდა თაკო.
- ეგრეა. ასეთი მსგავსება მართლა არ მინახავს.
- მე ხომ ბავშვობიდან მახსოვს ლაშა და მართლა ზუსტად ასეთი იყო.
ბიჭი, ეზოში შემოსულ, გაჩერებულ მანქანასთან ატუზულიყო. ზვიადს ნაბიჯის გადადგმა არ აცალა, როგორც კი კარი გააღო და მიწაზე ფეხი დადგა მაშინვე ჩაეხუტა.
- რამხელა გახრდილხარ ნათლი. - მოეფერა ნათლულს ზვიადი. - მალე დამეწევი შენ სიმაღლეში. მოდი ერთი დავეტოლოთ.
- ჩამომიტანე რაც დამპირდი. - თვალები შეანათა ზვიადს.
- შე მამაძახლო. - გადაიხარხარ ზვიადმა და საბარგულსიკენ მიანიშნა.
გახარებული ბიჭუნა მაშინვე საბარგულს მივარდა.
- ავტომატი გთხოვა ხომ? ერთ ოთახში ვეღარ ვატევ მაგის სათამაშოებს. - ეზოში გამოვიდა ქეთი. როგორ გამახარეთო ჩაილაპარაკა და რიგრიგობით გადაეხვია მეგობრებს.
- აბა ამას სათამაშოთი როგორ გავაკვირვებდი. - უპასუხა მისალმების შემდეგ ზვიადმა. - უნაგირი მთხოვა ხორასნელისთვის.
- უნაგირი? ხომ გაქვს ბიჭო უნაგირი? - გაკვირვებულმა გახედა შვილს, რომელსაც უკვე საბარგული გაეხსნა და თვალები გაბრწყინებოდა.
- სპორტული შეკაზმულობა უნდოდა. - გაიცინა ზვიადმა.
ბიჭუნამ ორივე ხელში მოიგროვა ტყავის შავი, თხელი უნაგირი, ლაგამი, დასამაგრებელი უზანგები, ტყავის სპორტული ჩანთა და ეზოს ბოლოსკენ მოწყვეტით გაიქცა.
- არ ჩამორჩე მამაშენს, არა. - მიაძახა შვილს ქეთიმ და სტუმრებს სალხში შეუძღვა.
- ახლა ცხენის შესაკაზმად გაიქცა? - იკითხა მისაღებში შესულმა თაკომ.
- ჰო. უნდა განახა რა სასაცილოდ ჯდება ხოლმე. დეკორატიული ქვები ალაგია ბოსტანში. მიიყვანდა ხოლმე ცხენს ყველაზი დიდ ლოდთან. შედგებოდა ამ ლოდზე და იქიდან ჯდებოდა. მიაჩვია უკვე. როცა მასთან არის ხორასნელი თვითონვე მიდის ხოლმე ლოდთან.
- ჯირითისთვის ჯერ პატარა არ არის?
მალე ცხენის ფლოქვების ხმა გაისმა. კუპრივით შავი ცხოველი დინჯად მოაბიჯებდა. ცხენს კუდი აეპრიხა. ძლიერ ფეხებს მედიდურად უნაცვლებდა ერთმანეთს და გასასვლელი კარისკენ მიიწევდა. ერთი სული ჰქონდა ღია მინდორში გასულიყო. თოხარიკით დაეწყო, ჭენებაზე გადასულიყო და ნიავ-ქარივით გადავლებოდა ბორცვებს. ბიჭუნა ზურგზე მოქცეოდა. კისრისკენ გადახრილიყო. გრძელ, შავ ფაფარს პატარა ხელებით უჩეჩავდა და რაღცას ეჩურჩულებოდა.
ქეთი ეზოში გავიდა და ჭიშკარი გაუღო. ცხენი წუთიერად შედგა ქალთან. მსუბუქად დაიხვიხვინა, მოფერების მოლოდინში თავი რიტმული მოძრაობით ზევით-ქვევით დაარხია და დრუნჩი ხელებში ჩაუდო. ქეთის გაეღიმა, შუბლზე მოეფერა და აჩეჩილი ფაფარი გაუსწორა. ცხენი კმაყოფილად ასწია თავი, ქალს გვერდი აუარა და გასასვლელისკენ დაიძრა.
- მალე დაბრუნდით. - დაადევმა ქეთიმ და სახლში შებრუნდა. - ხომ არ მოიწყინეთ? ახლავე გავაწყობ სუფრას.
- ჩვენ არა, მაგრამ ზვიადს ვეუბნებოდი გზაში, რომ მესამე თვეა აქეთ ხარ. შენ თვითონ არ მოიწყინე? –
- ვირუსი რომ დაიწყო, ლაშამ არჩია აქეთ ვყოფილიყავით. რაღაც გლობალურ ბიზნეს ფორუმზე წავიდა, წესით კვირაში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ფრენები შეწყდა და ჩაიკეტა ამერიკაში. მას მერე ჩვენც აქ ვართ. ჩვენ რა გვიშავს, მასზე ვდარდობ.
- ნუ გეშინია. ჰოლანდიელი ყველგან გაიტანს თავს. - გაიღიმა ზვიადმა.
- სხვათა შორის, შენზე ნაწყენია. აღარ მნახულობსო სულ დამეკარგაო. - უსაყვედურა ქეთიმ.
- რა ვქნა აბა? მე ისევ ის ზვიადი ვარ. ის კი ჰალსტუხიანი კაცი გახდა. აღაც სამხედრო ამბები აინტერესებს და აღარც თავგადასავლები. ვიცი რომ უამრავი საქმე აქვს და არ ვაწუხებ გენაცვალე.
- არ გცხვენია ზვიად?
- ვხუმრობ, მაპატიე. მეც ისე ვარ დატვირთული, დარეკვასაც კი ევრ ვახერხებ ხშირად.
ზვიადმა ნაწილობრივ იცრუა. სინამდვილეში ამის დრო და სურვილი ყოველთვის ჰქონდა. გარკვეულწილად, მართლაც არიდებდა თავს ლაშასთან ხშირ შეხვედრას. არაბულმა იურიდიული კომპანია დააფუძნა. საკუთარი პროფესიით განაგრძო საქმიანობა და მალე მისი კომპანია საკმაოდ წარმატებული გახდა. ბევრი ხვეწნის მიუხედავად სამხედრო საქმეს მთლიანად ჩამოსცილდა. ოჯახებს მივხედოთ და მშვიდი ცხოვრება დავიწყოთო, ურჩევდა ზვიადს და საკმაოდ ლოდურ ანაზღაურების საფასურად, სამსახურში მასთან გადასვლას სთხოვდა. ოფისში მუშაობას ალღოს ვერაფრით ავუღებო, მაშინვე იუარა ზვიადმა. თავისუფალ დროს ხშირად ურეკავდა ლიქოკელი. ძველი დროის გახსენებას, მთაში ხეტიალს, ჯირითს და თავგადავლების ძიებისკენ ეპატიჟებოდა არაბულს. თუმცა უშედეგოდ. ლაშა მთელ დროს ოჯახს და სამსახურს უთმობდა. ერთხელ ისიც უთხრა, რომ ჰოლანდიელი აღარ არსებობდა. ის ერთი ჩვეულებრივი თბილისელი მეოჯახე კაცი გახლდათ. ამის შემდეგ ძმადნაფიცების გზები თითქმი გაიყარა. სატელეფონო ზარებით დღესასწაულებს თუ მიულოცავდნენ ერთმანეთს.
ქეთიმ სუფრა რამდენიმე წუთში გააწყო. ლაშა და ზვიადი მიიპატიჟა და მათ საპირისპიროდ ჩამოჯდა.
- აბა ახალ მითხარი რა გამოფენაზე მესაუბრებოდი ტელეფონში.
- გეტყვი, მაგრამ მოიცა. ასეთ გერმრიელ საჭმელს როდის აკეთებდი შენ? - აღტაცება ვერ დამალა თაკომ.
- არა გოგო. - გაიცინა ქეთიმ. - დედაჩემი მიგზავნის ხოლმე. კარგი მზარეული ჰყავთ. სამ დღეში ერთხელ ჩამოაქვს ხოლმე მზა საჭმელები მძღოლს. აქ ელემენტარულებს თუ ვაკეთებ, ბევრს არაფერს.
- როგორ არიან შენები?
- კარგად, არა უშავთ. დედას და რამაზს ვნახულობ ხოლმე უმეტესად. ჩემი ძმა იშვიათად ჩამოდის საქართველოში. მამასთან კონტაქტი თითქმის არ მაქვს. - თავი ჩახარა გოგომ.
- რატომ? ლაშა...
- არა. - გააწყვეტინა ქეთიმ. - მის ნახვას არ მიკრძალავს. პირიქით. მეუბნება, რომ შეუძლია მოვიდეს ხოლმე და შვილიშვილი ნახოს.
- ესე იგი მოდის ხოლმე.
- არა. ბავშვი მის სანახავად დედაჩემს მიჰყავს ხოლმე ხანდახან. უკან კი საჩუქრებულით დატვირთული მოჰყავთ. ალბათ არ ვიქცევი სწორად, რომ არ ვნახულობ მაგრამ ამ ხნის მანძილზე პატიება ვერ შევძელი თაკო.
- მესმის.
- რომ წარმოვიდგენ, რომ მის გამო შეიძლება არ მქონოდა ასეთი ოჯახი, არ მყოლოდა ლაშა, არ მყოლოდა პატარა ბაკური, ვერაფრით ვახერხებ პატიებას. ტელეფონზე მირეკავს იშვითად... არ ღირს სასაუბროდ. - ხელი ჩაიქნია ქეთიმ. - სჯობს მომიყვე რაში გჭირდება ჩემი ნახატი?
- კარგი. - თაკომ ხელსახოცით ტუჩები მოიწმინდა. წელში გასწორდა და დაიწყო. - გასულ ზამთარს აზერბაიჯანში ვიყავი, განჯაში. რაღაც ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ღონისძიებაზე. რამდენიმე აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ ძველი შენობა შეისყიდა და ხელოვნების სახლად გადააკეთა. „არტ გარდენ ჰქვია“. შენობაში ხელოვნების სხვადასხვა სივრცეებია. ძალიან საყვარელი გარემოა. შენობაში არის არტ კაფე, სადაც გამუდმებით უკრავენ ფორტეპიანოზე. ცალკე მყუდრო ოთახში ხატვის გაკვეთილებს ატარებენ. გვერდით მდებარე ავტოფარეხში სხვადასხვა კრეატიულ ხელნაკეთ ნივთებს და ავეჯს ამზადებენ. „არტ გარდენი“ დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულია მთელ აზერბაიჯანში. იმართება კონცერტები, სპექტაკლები, სხვადასხვა არტ თერაპიის სესიები, გამოფენები და შენდეგ.
- და ჩემი ნახატი რა შუაშია? ხომ იცი რომ არც ერთ გამოფენაზე აღარ გამაქვს? ერთხელ გავიტანე და კი გახსოვს რა შედეგებიც მოჰყვა.
რამდენიმე წლის უკან მომხდარი ინციდენტი შეახსენა ქეთიმ. თბილისში გამართულ სამხატვრო გამოფენაზე ნახატმა, „გერგეთისკენ მიმავალნი“ დიდი ფურორი მოახდინა. ბევრი ამტკიცებდა, რომ ნახატს გაუკრვეველი იდუმალება ახლდა თან. ჭორად დადიოდა, რომ ნახატს ტრანსფორმირება შეეძლო. ზოგისთვის ეს ყველაფერი უბრალო ჭორი იყო და ფიქრობდნენ, რომ შემდგომში ტილოს ფასის მოსამატებლად შეიქმნა ეს ისტორიები. ამ უკანასკნელ თეორიას არ ეთანხმებოდა საგამოფენო დარბაზის მფლობელი, თბილისელი სომეხი სამველ გრიგორიანი. ნახატზე უამრავი რამ გაერკვია და მანიაკალურად სურდა მისი ხელში ჩაგდება. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ქეთი ნახატს არ ყიდდნა. ესეც რომ არა, კარგად უწყოდა, რომ ვასილ ჯავახიშვილი მრავალ მილიონიან ქონებას ფლობდა და მის შვილს ფულით ვერ გააკვირვებდა, მაინც რამდენჯერმე სოლიდური თანხა შესთავაზა ნახატის დასათმობად. როცა ყველა მისი მცდელობა ქეთის უარი დასრულდა, სხვა გზა ვეღარ იპოვა და ნახატის მოპარვა სცადა. შესაბამისი დრო შეარჩია. ლაშა არაბული მორიგ მივლინებაში იყო. ცოლ-შვილი დასასვენებლად ჰყავდა გაგზავნილი. მოხერხებული ბინების ქურდი დაიქირავა. მასთან ერტად ღამით შეიპარა ბინაში. ყველა კუთხე კუნჭული გადაატრიალა, მაგრამ ნახატი ვერსად იპოვა. გაწბილებულ სამველას ეს არ კმაროდა, მეორე კვირას ლაშა არაბული ესტუმრა. ლაშას და ქეთის ეჭვი სწორად მასზე მიეტანად. როცა ბინა არეული დაუხვდათ, მოპარული კი არაფერი არ სჩანდა, იეჭვეს რომ ქურდს სწორედ ნახატი აიტერესებდა. მასზე კი ყველაზე მეტ ინტერესს სწორედ სამველ გრიგორიანი იჩენდა. ლაშამ ღიათ უთხრა, რომ დარწმუნებული იყო, ქურდობის მცდელობა მისი ნამოქმედარი იყო. თუმცა რაკი ამას ვერ ამტკიცება მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა. „ფაქტი არ მაქვს, თორემ მაგ ხელს მოგაჭრიდი, რითიც პირჯვარს იწერს და უდანაშაულობას იფიცები. გაფრთხილებ, მსგავსი რამ კიდევ რომ განმეორედეს, ერთს კი არა ორივე ხელს მოგაჭრი იცოდე“! - დაემუქრა მაშინ ლაშა.
- სიმართლე გითხრა, ნახატის უსაფრთხოება ნაკლებად მადარდებს. იმ მოვლენების შემდეგ ლაშა განრისხებული იყო. მის თვალებში ჰოლანდიელი გაღვიძებას ვხედავდი. რაც ძალიან მაშინებდა. მაშინ ჩემი თხოვნით არაფერი დაუშავა იმ კაცს. არ მინდა ლაშა შარში გაეხვას თაკო.
- ვიცი ქეთი, მახსოვს ეგ ყველაფერი. მაგრამ გარწმუნებ ნახატი უსაფრთხოდ იქნება. ძალიან მაგარი რეპორტაჟი გამომივა, თუ გამოფენაზე „გერგეთისკენ მიმავალნი იქნება“. ამ პანდემიის ფონზე ძლივს რაღაც ღონისძიება დაიგეგმა. ორ კვირაზე მეტია ზარები არ წყდება. თანამედროვე ქართული მხატვრების გამოფენაა და აზერბაიჯანიდან გვეხვეწებიან ეს ნახატიც ჩავიტანოთ.
- არ მეგონა თუ იქაც იცოდნენ ამ ტილოზე.
- იციან კი არა, ისე უნდათ, რომ სულ ორი დღით ნახატმა მათი გალერია დაამშვენოს, ლამის კულტურის სამინისტროები ჩართონ ამ საქმეში. უსაფრთხოების მყარ გარანტიებს იძლევიან. თანაც სანამ არ დავბრუნდებით ჩვენს მედიაში არანაირი რეპორტაჟი არ გავა ამ გამოფენათან დაკავშირებით. ასე რომ ნახატზე მონადირეებს არაფერი ეცოდინებათ. მე და ჩემი ოპერატორი წავიღებთ, და ზუსტად სამ დღეში დაგიბრუნებ.
- არ ვიცი თაკო. ხომ იცი შენთვის ყველაფერს გავაკეთებ...
- ვერც მე გადავათქმევინე. საერთოდ არ მინდა წავიდეს. - ჩაერთო ლიქოკელი. - მაქვს ინფორმაცია, რომ ყარაბაღში შეძლება მალე კომფლიქტი დაიწყოს. არც მე მცალია რომ გავყვე.
- კარგი რა ზვიად. - იწყინა თაკომ. - რამდენჯერ ვისაუბრეთ ამაზე. ყარაბაღში სულ კომპლიქტია. რა შუაშია განჯასთან?
- აჰა, ელაპარაკე ეხლა! - აიქნია ხელი ლიქოკელმა.
- რა ინფორმაცია გაქვს ზვიად, ომი ხო არ იწყება? - იკითხა ქეთიმ.
- ზუსტად არ ვიცი. არ წამოგცდეს სადმე. აზერბაიჯანმა შეიძლება საომარი მოქმედებები დაიწყოს ყარაბაღის დასაბრუნებლად. რამდენი წელია ამისთვის ემზადება.
- ქეთი გთხოვ, იქ სულ კომფლიქტია, არაფერი არ მოხდება. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ აქ ვიქნები.
- გოგო, ნახატს აღარ ვდარდობ, შენ იყავი კარგად. ვერ გაიგე? შეიძლება ომი დაიწყოსო.
- გთხვო ქეთი. - ბავშვურად, ძველებურად დაიწყო თაკომ მოწყენილი მიმიკების აწყობა.
- თუ არ მოგცემ აღარ წახვალ? - ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ქეთიმ.
- მაინც მომიწევს წასვლა. მაგრამ „გერგეთისკენ მიმავალნი“-ს გარეშე ჩემი რეპორტაჟი არაფერი იქნება. - თავი ჩახარა გოგომ.
- წაიღე. - მოულოდნელად თქვა ქეთიმ.
გახარებული თაკო ფეხზე წამოიჭრა. მასპინძელთან მიიჭრა, უნდა გადახვეოდა, მაგრამ ქეთიმ შეაჩერა.
- ერთი პირობა მაქვს ოღონდ. ხშირადად გევსტუმრეთ ხოლმე რა. - მუდარის ტონით მიმართა ქეთიმ. - და ლაშა, რომ ჩამოვა ყაზბეგში წავიდეთ ყველა ერთად, კარგი?
- შევთანხმდით. - თქვა თაკომ და მეგობარს ჩაეხუტა.



№1  offline წევრი ირო

ვაუ ეს არის საოცარი გაგრძელება,მადლობა შენ ამისთვის.მიძინებული ჰოლანდიდლიც გაიღვიძებს.წარმატებები.ქეთი საოცარი ადამიანია,ბევრი გადაიტანა.ხორასნელი კი მომნატრებია.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

au axla tiko chavardeba iq tyved. da albat holandieli dabrundeba hooo. yovelbshemtxvevashi minda ase iyos. dasanani iqneba amis ar dabechdva cignaddddd. caatwbwbiiiii

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

გამიხარდა გაგრძელება.ვისიამოვნებ შესანიშნავი ნაწარმოებით
.

 


№4  offline წევრი თეოფილე

რა კარგია, რომ გააგრძელე ❤️ ველოდები მოუთმენლად

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი მომნატრებია ეს ნაწარმოები გამიხარდა რომ ვნახე ვრლოდები ახალი თავი მადლობა წარმატებები ????????????

 


№6 სტუმარი მერო

გაგრძელებას აპირებ?პირველ ნაწილზე ისეთი სიამოვნება მივიღე რომ მოუთმენლად ველი გაგრძელებას.

 


№7 სტუმარი სტუმარი ლევანი

ძალიან კარგი წასაკითხია. მაგრამ ამ ახალბედა მწერლებმა რატომ იცით თვეში ერთი თავის დადება. დაგვაიმტერესებთ და მერე გვალოდინებთ.

 


№8  offline მოდერი ჰოლანდიელი

სტუმარი ლევანი
ძალიან კარგი წასაკითხია. მაგრამ ამ ახალბედა მწერლებმა რატომ იცით თვეში ერთი თავის დადება. დაგვაიმტერესებთ და მერე გვალოდინებთ.

კაი კაცო : D რა ვქნათ, ახალბედა მწერლებს სამსახურიც აქვთ და ხშირად არ აქვთ ალბათ თავისუფალი დრო

 


№9 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან მომწონს, თუმცა ერთი შენიშვნა მაქვს, კონფლიქტი და არა კომფლიქტი. რამდენჯერმე შევნიშნე, თორემ არ გავამახვილებდი ყურადღებას. წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent