შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/13}


10-02-2021, 01:39
ავტორი lile-eli
ნანახია 3 026

13.

სავარძელში კარგად მოთავსდა თუ არა ჯინა, წამოიძახა:
-რამე უნდა დავლიო და განვიტვირთო.
-შენთვის შეიძლება დალევა!
ქვემოდან ამოხედა გამომცდელად ანდრიამ გოგონას.
-რათქმაუნდა.
აზარტული თამაშივით იყო გოგონასთვის ეს ყველაფერი..
-ნიცა, ბავშვი ვისთან დატოვე?
ნაძალადევი სიმშვიდითა და ღიმილით ჰკითხა ახვლედიანმა. ბრაძი ნელ-ნელა ემატებოდა.
-დედასთან.
უდარდელად აიჩეჩა მხრები გოგონამ და თათას გაკვირვებულ მზერას ღიმილით შეხვდა.
-თომა სად არის?
დაკითხვას არ წყვეტდა მამაკაცი და ჯინამ მობეზრებულად თვალები დახუჭა:
-არ ველაპარაკები.
-და მე, შემირიგდი?
ირონიული გაუხდა ტონი ანდრიას. სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და დაკვირვების ქვეშ მყოფ ჯინას პასუხს დაელოდა.
-შენ, ჯერ უნდა გაგაბრაზო და მერე..
-მარტივი საქმე არ არის!
კმაყოფილმა ჩაიცინა და გოგონამაც მკაცრად გამოუცხადა:
-არის! თან ძალიან მარტივია ანდრო...
საჩვენებელი თითით აჩვენა, რომ მისკენ მიწეულიყო, თვითონ კი წამოიწია მაგიდაზე დაყრდნობილი ახვლედიანისკენ გადაიხარა. თვალებში ყურებით და გამომწვევი ტუჩების მოზრაობით განაგრძო:
-უკვე ბრაზობ, თან ბევრ რამეზე: იამაზე, რომ აქ თომას გარეშე ვარ, ბავშვი სახლში დავტოვე და არც მეტი არც ნაკლები დალევას ვაპირებ!
გაიღიმა მამაკაცმა და სუნტქვა არეულმა ჰკითხა, თან გოგონას ცისფერ თვალებს ვერ წყდებოდა.
-სინამდვილეში ვინ ხარ?
აშკარა იყო, გოგონას ქმედება, მოულოდნელი აღმოჩნდა. ხმაც შეცვლილი ჰქონდა.
-მე, ორი ადამიანი ვარ!
-საინტერესოა როგორ?
-დღე და ღამე!
-კიდევ ბევრი კითხვა მაქვს!
სასმელი დალია თუ არა გოგონამ, მაშინვე წამოდგა და თათიას ხელი დაავლო.
-უნდა ვიცეკვოთ! კითხვები მერე!

თათიას პასუხს არ დალოდებია, ისე შეერია მოცეკვავეებს.. არ სურდა მეტი საუბრის გაგრძელება, მისთვისაც უცხო იყო ანდრია ახვლედიანის მზერა, სახე წამოხურებულმა და აფორიაქებულმა ცეკავში სცადა ხსნა ეპოვნა და გულში ნიცას მოკვლას ფიქრობდა...
-ნიცა, ნახე, შენი სიმპატიური ქმარი, დაცვას ებაასება და მალე კლუბში შემოვა.
ჯინაზე და ანდრიაზე დაკვირვებით გართულ ნიცას, დრო დასჭირდა ნიკოლოზის ნათქვამი გაეგო.
-ნუ მაცდენ ნიკოლოზ!...რაა? სად? რატომ მოვიდა?
- ეს კლუბი მისა და წესით აქ უნდა იყოს, მითუმეტეს ამ დროს. არა?
ღიმილ შეპარული, ცდილობდა სერიოზული სახე მიეღო.
-ახლა არ უნდა იყოს!
-სად მიდიხარ?
კართან მისულს დააწია კითხვა დადიანმა.
-ქმართან!
-რას ეტყვი? შეგირიდიო..
გულიანად გაიცინა ნიკოლზმა
-თუნდაც, ოღონდ ისინი არ ნახოს!
-მაშინ შერიგება მოგიწევს! ისე მაგას აქეთადნ ვერ გაიყვან და ამას მეც უნდა ვუყურო!
სიტუაციით გახალისებული დადიანი წამოდგა.
-მანდ დარჩი!
-აუფ..
წარბები აუწია ნიკოლოზმა და ნიცამაც არ დააყოვნა:
-მაინც არ გაყურებინებ!
-კაიი.... რატომ?
-პატარა ხარ ჯერ მაგისთვის!
კიბეზე მიმავალი ნიკას ენა გამოუყო და ორივემ ისე გაიცინა, რომ მათი სიცილი ირგვლივ გარკვევით ისმოდა, იქამდე სადამდეც, დარბაზის ხმაური ზედმეტად არ აღწევდა.
-ეჰ ჩემო გადარეულო, მე შენი ტოლი შვილი უნდა მყავდეს, თავის დროზე რომ მომეყვანა ცოლი!
ხელი გადახვია გოგონას და მის კისკისზე ისიც იცინოდა.
-იმ თავის დროზე, შენი შვილების პოტენციური დედა, პამპერსებით დარბოდა სახლის ეზოში.
-ნუ ხარ შენ ეშმაკი.
-არადა ასეთზე გიჟდები!
-ვერ გედავები!
-აქ დარჩი შენ!
-არა.
მაინც გაჰყვა, მოცეკვავეებს შორის მიმავალს და გარეთ გასულთ მალევე მოესმათ თომას გაოცებული ხმა.
-ნიცა.. რამე მოხდა?
ახლოს მივიდა და მომღიმარი ნიკოლოზიც, რომ დაინახა ცოტა დამშვიდდა.
-აი შენი რომეო აქ არის, რომ ეძებდი. ვითომ ნიცას სურად მისი ნახვა
ნიცას მიმართა დადიანმა.
-თომა შენთან სალაპარაკო მაქვს.
-წამოდი შევიდეთ.
ხელი მოხვია წელზე და სხეული ისე დაეჭიმა მონატრებული ქალის სურნელზე სუნთქვაც კი შეწყვიტა.
-სანამ ეს რეაქცია გექნება ჩემი ნახვისას, მანამდე შანსი გაქვს შემირიგო გასვიანო!
მისი სახე თხელ თითებში მოიქცია და არანაკლებ მდგომარეობაში მყოფმა ნიცამ აკოცა..
მათი ემოციების ყურებით დადიანიც კი გაჩუმდა და ფიქრებმა, თავის სურვილებთან ამოგზაურა. სებას სურნელი იგრძნო თითქოს და ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ავტოსადგომისკენ წავიდა.
-ნიცუ...
-ჩვენც წავიდეთ.
- მომენატრე.
შუბლზე აკოცა და სხეულზე მიხუტებული მანქანისკენ წაიყვანა…
გაოცებული და დაბნეული პირველად იყო ახვლედიანიც. ისე აბნევდა სიტუაცია, რომ ვერ ფიქრობდა ვერაფერს. სასმელი მოსვა და მოცეკვავეებს გახედა, მალევე იპოვა სხეული, რომელიც ისეთი გრძნობით ცეკვავდა, თითქოს მუსიკასთან ერთად იშვა და ერთნი ნიყვნენ. ანდრიას მზერა ისე გაეყინა, თითქოს დრო გაჩერდა, გოგო რომელიც ცეკვავადა ყველა გრძნობას უღვიძებდა... ეს გრძნობა კი დავიწყებული თუ არა, მიძინებული მაინც ეგონა. შუბლზე თითები მოისვა და მოცეკვავაეებისკენ დაიძრა. მალევე მიუახლოვდა, წელზე ხელი მოხვია, თავისკენ დაქაჩა, ანთებული თვალებით დახედა ცეკვით გართულ გოგოს:
-ნიცა, სახლში წავიდეთ!
-არა.
-არ მიკითხავს.
ნათიასაც მიმართა:
-მოსაცმელი აიღე და გავიდეთ!
-ახლავე.
გოგონები მანქანაში ჩასვა და ჯინამ სმს გააგზავნა სანამ ანდრია საჭესთან დაჯდებოდა.
-"ობიექტი გაბრაზებულია"!
-"ძალიან კარგი".
-ვის სწერ!
გაბრაზებული თვალებით დაჰყურებდა მომღიმარ გოგოს.
-ჰააა..
შეხტა და გულზე ხელი დაიდო მოულოდნელობისაგან.
-მე.. ნიკას ვწერდი.. შემაშინე..
ისეთი თვალები ჰქონდა ჯინას თითქოს მალე ცრემლები გადმოეღვრებოდა. ანდრიამ, გაოცებული ხმით წაილუღლუღა, თითქოს გამოჭერაც სურდა მაგრამ ასეთი შეშინებაც არა.
-ბოდიში.. არ მეგონა, ამ სამყაროში რამის თუ გეშინია.
უცებ გარდაიქმნა შეშინებული გოგონა, გადარეულ ქალად.
-ყველას გვაქვს სისუსტეები!
-ნემსის ეშინია განსაკუთრებით.
საუბარში ჩაერთო თათია სიცილით.

- რატომ? შენი ძმა ხომ ექიმია?
-მერე რა. ის მეგობრობს ნემსებთან, მე კი არა!
-საინტერესოაა.
-რა არის საინტერესო?
წარბები შეკრა გოგონამ. თუმცა პასუხი არ მიუღია და ნათიას სახლთან მისულს გააჩერებინა მანქანა. რამდენიმე წუთში სიჩუმე ისევ ანდრიამ დაარღვია:
-ნიცა, შენგან საჩუქარი მაქვს მიღებული და ვინახავ!
-რა საჩუქარი?
გაოცებულმა ჰკითხა, რადგან უცებ ვერ გაიხსენა.
-"კოლის" ბოთლი თავისი ღირსშესანიშნაობებით!
სხეულში სიცივემ დაუარა ჯინას, მაგრამ არ შეიმჩნია.
-აღიარებ, რომ შედევრია, თან დამსახურებული!..
-ეგ ბოთლი არ დამიგდია, დამივარდა..
თავისმართლებასარ მორიდებია ანდრია. ჯინამ კი თვალები გააფართოვა.
-თავს იმართლებ, თუ მეჩვენება?
-სიმართლეს ვამბობ, უბრალოდ დიტომ გამომართვა და შენზე გაბრაზებულმა გადმოაგდო.
-ვაიჰ... მემგონი დავთვერი.
-არ გჯერა ხომ?
ნაწყენი ხმით ჰკითხა და გზას გახედა ისევ.
-ნწ...
-საწყენია, მაგრამ რას ვიზამთ.
- რა ვქანა, თუ ისეთი ბიჭის შთაბეჭდილებას მიტოვებ, რომელიც დეტალებს არ აქცევს ყურადღებას და ხელიდან გავარდნილი ბოთლისთვის არ დაიხრება რომ აიღოს.
-საქმე ის არის, რომ არ მიცნობ! სწორედ რომ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას!
-კარგი გავითვალისწინებ და დაგაკვირდები.
-გამოდის შევრიგდით?
-ჯერ არა! კარგად რომ გაგაბრაზებ მერე!
ხმით გაიცინა ანდრიამ და სანამ ჯინა გადავიდიდა მომღიმარი სახით უთხრა:
-ფრთხილად იყავი დედიკო არ გააბრაზო!
-უფ, დედაჩემი რაც დავიბადე მას შემდეგ ბრაზობს.
-რაა? ვისზე?
გაოცებულმა ანდრიამ, გოგონას უდარდელობაზე დაბნეულმა, ვეღარ გაიგო აწყენინა მას, თუ ისიც ხუმრობდა.
-ზოგჯერ ჩემზე, ზოგჯერ ღმერთზეც.
გადაიკისკისა გოგონამ მის რეაქციაზე და ისე უპასუხა. ანდრიამ ისევ ხმით გაიცინა და მანქანიდან გადასულს, თავის დაკვრით დაემშვიდობა...


მირან სოხაძე, სამუშაო მაგიდას, იდაყვებით ეყრდნობოდა და გრძელ თითებზე დაყრდნობილი ნიკაპის, ნერვიულ კანკალს ფარავდა საჩვენებელი თითის მოძრაობით. კომპიუტერის მოციმციმე ეკრანს, თვალს აყოლებდა და ფოტოები, რომელიც ერთმანეთს რამდენიმე წამიანი შუალედით ცვლიდა, ძალიან მძიმე იყო...
ავარიის დეტალები და ფოტოები, ვიდეო მონაკვეთებიც იყო, სადაც მთავარი ნათლად ჩანდა, თუ როგორ ჯდება ლიკა საჭესთან, ასევე პატარა ჩანაწერიც არის, თუ როგორ უქცევს გვერდს, შემხვედრ მანქანას და როგორ გადადის სავალი ნაწილიდან, შემდეგ ამობრუნებული მანქანის, რამდენიმე ფოტოა, სადაც გარდაცვლილები და დაშავებულები არიან...
ერთ ფოტო, უკან დააბრუნა და დიდი ხნით დააკვირდა, ფოტოზე ჩანს ლიკასკენ გადახრილი გიორგი, როგორ უცდია მის გადაფარვა და დაცვა... წლების შემდეგ პირველად იგრძნო სოხაძემ, მწარე გემო პირში, რომელიც ძნელად გადააგორა და ცრემლის ბურთმაც არ დააყოვნა, მკაცრ, მაგრამ დახვეწილ ნაკვთებზე გაიკვალა გზა მოღალატე სითხემ.
რამდენიმე წამში კომპიუტერის ეკრანიდან წამოსული ნათება, შავმა ფანჯარამ ჩაანაცვლა და მირიანმა თვალები დახუჭა, ღრმად ამოიოხრა, შემდეგ თითებით დახუჭული თვალები მოისრისა, მხედველობის გასაწმენდად. კლავიატურასთან დადებული დისკის გაკრული ხელით დაწერილ წარწერას დახედა:
-ჩემი გზის ვარსკვლავი -ლიკა-
ამოიკითხა, სხეულში სითბო ჩაეღვარა და დისკები ჩაანაცვლა, კომპიუტერში.
-გაჩერდი, ლიკა!
-ნუ ბუზღუნებ! მაინც გადავიღებ! ჩემო მეგობარო, ეს არის ჩემი ბიჭი! გიო.. ნუ იმალები..
-გამორთე კამერა.
-მოიცადე, ჭკუაზე მოვიყვან და მერე დაგიბრუნდები...
კამერას მიმართა , სავარძელზე დადო ჩართული და კარგად ჩანდა აუზის ნაპირს ამოფარებულ გიორგის, დოინჯით როგორ დაადგა ლიკა და მალევე წყალში აღმოჩნდა მამაკაცის მკლავებში..
-აბა, ვინ მასწავლის ჭკუას?
სიცილით ჰკითხა გოგონას და ხელი დაუქნია კამერას, ბრუნი გააკეთა გოგონასთან ერთად და ისე ჩაყვინთეს ორივემ, ლამაზი სანახაობა იყო, მალევე ამოვიდნენ სიცილით და კამერასთან იძულებით, მაგარამ მაინც იდგა გიორგიც..
-ამხელა კაცს, რომ მაცანცარებ, რა არის!
-უჟმური და დაბღვერილი არ მომწონხარ!
-ერთი მიყვარხარ რა გაგიხდა გოგო!
წარბები შეკრა და კამერას შემყურე გოგოს, წელზე მოხვეული ხელი, მეტად მოუჭირა. მეორე ხელით ჩქმეტა და წვალება დაუწყო, შემდეგ ისევ კამერას გახედა და მიმართა:
-ხედავ მიყენებს. ბოროტი ქალბატინი, ჩემს სიყვარულს იყენებს!
-ღმერთო არა. გაჩერდი!
ლიკას წვალებას განაგრძობდა გიორგი, თან კოცნიდა, თან კამერას ესაუბრებოდა:
-ეს ბოროტი გოგო მიყვარს, მაგრამ მას უფრო ვუყვარვარ!
-აბა, აბა, მეოცნებე მამაკაცი შემყვარებია!
კისკისით დაუსხლტა მამაკაცის მკლავებს და გაიქცა.
-აღიაერა კიდეც!
კამაერას მიმართა გიორგიმ, რომელიც მამაკაცისკენ შეაბრუნა ლიკამ და ისე გაიქცა, მაგრამ ფეხი გადაუბრუნდა ლიკას და მის წამოკვნესებაზე ისეთი რეაქცია აქვს სოხაზეს, როგორიც გიორგი ჯაფარიძეს ვიდეოში. ოდნავ წამოწეულ ტანზე დაიხედა სოხაძემ და თვალები მაგრად დააჭირა მხედველობის გასაწმენდად. გიორგის მზრუნველი ხმა ესმოდა მხოლოდ, რადგან კამერა მინდორზე ეგდო...
უცებ კარზე კაკუნი გაიგო სოხაძემ და შემდეგი ვიდეო აღარ ჩაურთავს, ისე დართო ნებართვა თემოს შესულიყო.
-ბატონო მირიან, კარგად ხართ?
დანამული სახის დანახვაზე, გაოცება უფრო ეტყობოდა ბიჭს. სახე გრძელი თითებით გაიწმინდა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად:
-გისმენ.
ხმა საგრძნობლად შეცვლილი ჰქინდა, მასაც კი ეუცხოვა, თუმცა არცერთს შეუმჩნევია.
-ბიჭებმა დარეკეს, ახალი კომპანინები ბუღაძე და თუთბერიძე სატვირთოების მზადების ბრძანებას გასცემენ და თქვენს განკარგულებას ელოდებიან.
სოხაძემ წარბები ისე შეკრა და მზერა ისე გაუცივდა, ბიჭმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.
-სატვირთოები გადიან ორ დღეში!
-დიახ. ასეც უპასუხეს და ყვირილი დაუწყია თუთბერიძეს. ბიჭებმა კი მზადება დაიწყეს, დროის მოსაგებად, მაგრამ თქვენს გარეშე არაფრის გაკეთებას არ აპირებენ.
-გზაზე, მწვანე ორ დღეში აინთება!
-გასაგებია.
თავი დაუკრა და გასვლა დააპირა, სოხაძემ გააჩერა.
-თემო, თათბირი დანიშნე კომპანიაში!
-დიდი რისკია, ბატონო მირიან, ბიჭები..
-ბიჭებს მივხედავ!
-კარგი.
ეს უკვე მინიშნება იყო, რომ სადავეების გაშვებას არც აპირებდა...
მარტო დარჩენილმა, დოკუმენტები უჯრაში შეინახა და მალე გავიდა.
-ჯერ ბიჭებთან, შემდეგ ჯაფარიძის კლინიკაში მივდივართ!
უხმოდ დაიკავა თავისი ადგილი ახალგაზრდამ....
მირიანის შესვლისთანავე თუთბერიძემ და ბუღაძემ ღიმილ აკურული საახებით, სიტუაციის ახსნა სცადეს, რომ დროში იგვიანებდნეენ და ამიტომ დააჩქარეს მოვლენები:
-მირიან, დანიშნულები ადგილზე, თუ ტვირთი ოთხ დღეში არ იქნება ჯარიმებს დაგვიწესებენ.
თუთბერიძემ, ცხვირსახოცით ოფლი მოიწმინდა შულიდან.
-რა ტვირთი!
-ტენდერში რომ გავიმარჯვეთ..
-ის ტენდერი ახალია, ჯერ ყველა დოკუმენტი არ გაფორმებულა!
წარბები შეკრა სოხამ, დიდი ნებისყოფის ფასად იდგა, უემოციო სახით.
სქქმე ის არის, რომ თუ გადაზიდვას დავიწყებთ, საბოლოოდ ჩვენი გახდება და..
-კაბინეტში შემოდით!
არ დაასრულებინა საუბარი და არც პასუხს დალოდებია გაბრაზებული სოხაძე, მხოლოდ თემოს ანიშნა თვალით, შეჰყოლოდა კაბინეტში.
კარის დახურვისთქნავე დაიწყო საუბარი თუთბერიძემ:
-მირიან, ეს საქმე თუ გვინდა, რომ ჩვენი იყოს, ახლავე უნდა დავიწყოთ ექსპორტი..
-მთავაზობთ, თუმცა არც მთავაზობთ და თვითნებურად იღებთ გადაწყვეტილებას! სომხეთიდან შემოტანილი ტვირთი საქართველოს გავლით გაიტანოთ თურქეთში, თან ყველა ოფიციალური საკითხების მოუგვარებლად!
-მირიან შენ იცი ჩემი წესები და ეს არ უნდა გიკვირდეს..
დამრიგებლური ტონი ჰქონდა, კოტე ბუღაძეს.. როგორ არ უყვარდა ეს კაცი და მისი საქმიანობები, მითუმეტეს რაც მასთან ყველაფერი დაასრულა, ბუღაძე მაინც ცდილობდა სოხაძესთან კონტაქტები ჰქონოდა, ძლიერი იყო მირინ სოხაძე და სწორედ ასეთი ადამიანები იყვნენ მის ირგვლივ, თვითონ არჩევდა მათ.
-კოტე, ძალიან კარგად ვიცი შენი წესები და სწორედ ეს მაფიქრებს, რა ტვირთის გატანა გინდა ჩემი კომპანიის სახელით!
ნაძალადევი სიმშვიდით და ცივი ხმით ესაუბრებოდა მამაკაცს, რომელმაც თავის დროზე ბერ საქმეში იმიტომ გახვია, რომ დაჰპირდა ლიკას ავარიის დეტალებს გაურკვევდა, ჯერ კიდევ პატარა იყო სოხაძე და ენდობოდა, ის კი სიცრუით და ჯაფარიძის ბრალდებებით, გონებას ურევდა, სოხაძის კარგ გონებას და ძლიერ შესაძლებლობებს იყენებდა, როცა მირიანი ამას მიხუხვდა ძალიან ბევრ საქმეში იყო გარეული და ბევრი დრო დასჭირდა მას ჩამოშორებოდა, ახლა კი ისევ შეძლო სხვას ამოფარებულს ტენდერი სოხაძესთან ერთად მოეგო..
-არაფერი გარდა იმისა რაც იგეგმება..
გაფითრებულმა კაცმა, ძლივს შეძლო რამდენიმე სიტყვა ეთქვა, მაგრამ სოხაძემ კატეგორიული ტონით მოსთხოვა:
-ემზარ, როგორც ვიცი შენ ხარ წარმომადგენელი, ამიტომ შენ გაფრთხილებ, ჩემთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილებებს არ მიიღებ!
-დროში ვართ შეზღუდული, პრობლემები შეგვექმნება ის წამ.. ტვირთი თუ არ ჩავიტანეთ... სარფამდე მაინც.
სიტუაციის ახსნა სცადა თუთბერიძემ, თითქოს სიმტკიცე დაკარგვოდა მის ხმასაც და მანერებსაც.
-ტვირთი ყოველთვის დათქმულ დროს მიდის! შეუფერხებლად და ამას არ გავიმეორებ, არც იმ საქმეს რასაც შენთან ვაეთებდი!
ბრაზი და სუსხი ხმაში ერთდროულად იგრძნობოდა, არ იყო სასიამოვნო მოსასმენი არცერთისთვის ეს, თუმცა იმ წუთას ვერაფერს შეცვლიდნენ, ამიტომ სიჩუმე არჩია ორივემ.
-როგორც ვხვდები, ყველაფერი გასაგებია თქვენთვის!
ისეთივე სიმკაცრით თქვა და კაბინეტის დატოვებისას კართან მდგომ გორგის მიმართა:
-მიხედე!
-კაგი.
ღიმილით უპასუხა მაღალმა მამაკაცმა და მზერა გააყოლა მიმავალს...

ახალი ამბით გახარებული ნანაო, ეხვეოდა მეგობარს და რამდენჯერმე ჩაილაპარაკა, რომ მირიანი, დადუს ძებნას შეწყვეტს..
-გამოდის იმ დოკუმენტებით, ყველაფერი მოგვარდება და მირიანი დაწყნარდება..
-ნანო, ასე რატომ გაგიხარდა ეგ ამბავი? გონია სოხაძისგან, კეთილშობილი მამრის გამოთლა შეიძლება?
აბაშიძემ, მეგობარს ხელი გაუშვა და ისე დააკვირდა თითქოს რენდგენს უღებდა.
-რაა? ნიკა, რას ბოდავ!
განერვიულებული ხმით ამოილაპარალა ნანომ, ზურგი აქცია, თითქოს გამოიჭირეს.
-შენ, ბოდავ და ოცნებობ სიყვარულის ზაპურლ დასასრულზე!
ჩაიცინა ნიკამ, შარვლის უბეში ჩაიდო ხელები და დაკვირვება განაგრძო.
-აბა, მარტო შენი სიყვარული უნდა დასრულდეს ზღაპრულად?
ნიკამ, წარბები შეკრა და ისე დააკვირდა, ფეხზე მდგარ გოგოს, რომელმაც საკუთარი სიტყვებით გასცა ნიკას ეჭვებს პასუხი.. რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ნანომ, გაბრაზებული სახით გასასვლელი კარი გაიჯახუნა.
-გიყვარს!
ნიკამ დახურულ კარს უთხრა და შუბლი ნერვიულად მოისრისა..
-იმედია სწორი აზროვნების უნარი დაგრჩა, ჩემო გოგო..

-საავადმყოფოში მისული მირიანი, ლაშამ კაბინეტში მიიღო.
-გამარჯობა მირიან.
-გამარჯობა.
-ეს წერილი, დადუს ეკუთვნის!
ოდნავ სიყვითლე შეპარული კონვერტი, მაგიდაზე დადო სოხაძემ.
-ვისგან არის!
ლაშას, კონვერტისთვის თვალი არ მოუშორებია.
-შორენასგან!
ჯაფარიძე ფეხზე წამოდგა და თვალებში შეხედა, მის პირისპირ მჯომს.
-გარდაცვალებამდე მომცა.
ინტერესი კითხვის გარეშე უპასუხა.
-რისთვის ეძებდი დადუს?
ლაშას ეჭვი მეტად გაუმძაფრდა იმისა, რომ შურსძიება არ იყო დადუს ძებნის მიზეზი.
-ამ კონვერტის გამო!
წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-მირიან, მისი ნახავა გინდა?
იცოდა დადუ მოინდომებდა, ამას და ამიტომ ჰკითხა.
-თუ სურვილი ექნება!
-მოინდომებს!
-იცი, სადაც უნდა მნახოთ!
თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად.
არ გაჰყოლია, ზედმეტი ემოციები და ყურადღება არ ხიბლავდა არცერთს.
დერეფანში მიმავალს ერთი რაც სურდა ნანოს ნახვა იყო...
განერვიულებული და აფორიაქებული ნანაო, მიმღებში გოგონებთან მივიდა, ცდილობდა ნიკასთან საუბრისგან გამოწვეულ ემოციებს, საქმით გამკლავებოდა.
-სალი, ანალიზების პასუხები ჩამოიტანე?
ფიქრებში მყოფ მირიანს, სასურველი ხმა მოესმა მიმღებში გასულმა დაინახა, სამედიცინო ფორმაში გამოწყობილი საბუთებს დაჰყურებდა. გაჩერდა და დააკვირდა მის პროფილს.
-დიახ ნანო და ისტორიაში ჩავდე, მაგრამ ირაკლიმ, იურიდიული საკითხებია დასაზუსტებელიო და გელოდება.
-ხომ განვიხილეთ?
წარბები შეკრა და ისე ამოხედა გოგონას, რომელმაც მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ნანოს ზურგს უკან მდგომს გაურიმა:
-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ნანო, ერთი ნაბიჯით გვარდზე გადგა, უკან მიიხედა და გაოცებულმა ამოილაპარაკა:
-მირიან..
მთელს სხეულში დავლილმა ტალღამ ჩაამცივნა გოგონას, შემდეგ სიმხურვალე მიაწყდა მის კანს და ღაწვებზეც აისახა.
-როგორ ხარ?
ერთი შეხედვით ჩვეული ტონი ჰქონდა მამაკაცს, მაგრამ ნანოსთვის იყო განსხვავებული, რაღაც მონატრებული, ან უფრო სევდიანი..
თავი დახარა და დადებითი პასუხისთვის თავი დაუქნია, თან მოწოლილი ემოციებისაგან თავის დაღწევას ცდილობდა..
-რისთვის მოხვედი მირიან!
გაბრაზებული ტონით მიმართა ნიკამ და ნანოსთან ახლოს დადგა.
შეშინებულმა ნანომ მკლავზე მოხვია ხელი და თხოვნით წაიჩურჩულა.
-ნიკა, არ იჩხუბო...გთხოვ..
-ნანოსთან საუბარი მსურს!
-რაა?
კიდევ ერთხელ გაოცდა ნიკა, ნანაოსთან კამათის შემდეგ და უკვე წარმოდგენილ პრობლემებზე თავი უარის ნიშნად გააქნია. ეს ფიქრების გასაფანტად გააკეთა, თუმცა ნანომ, უარყოფით პასუხად მიიღო და საუბრის წამოწყება სცადა, მაგრამ ვერ განაგრძო.
-ნიკა..
ემოციები, ცრემლებმა ჩაანაცვლა
-ნანო, ვისაუბროთ?
მირიანის სიტყვები, მთელს ტანს სუროსავით მოედო ტუსაშვილს. ნიკას შეხედა და მისგან თანხმობას ელოდა, თუმცა მირიანის ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ ყველაფერი შეცვალა:
-„დროა ჩემი წესებითაც იმუშაო სოხაძე!“ მალევე ფოტოებიც მიიღო, რომელიც ნანოს რამდენიმე ადგილას გადაღებული იყო და ნიკა სანამ რამეს იტყოდა, სოხაძემ დაასწრო.
-ნიკა, ლაშას კაბინეტში შევიდეთ!
-იქ რა გინდა?
გაოგნებულმა შეხედა ნანომაც და ნიკამაც, თუმცა უკან მიჰყვა, ტელეფონზე მოსაუბრეს:
-თემო, ბიჭები გააფრთხილე ორი მანქანა დაცვისთვის მოამზადონ!
-ნანო, ირაკლი გეძახდა და მიდი მეც მალე მოვალ.
-ნიკა..
-არ ვიჩხუბებ.
თვალი ჩაუკრა ნაძალადევი სიმშვიდით.
-მირიან.
ფეხზე წამოდგა ლაშა და კონვერტი ისევ მაგიდაზე დადო.
-ლაშა, პრობლემა ჯერ კიდევ არ მოგვარებულა და დადუს ჩამოყვანისგან თვი შეიკავეთ!
-რა მოხდა?
ნერვიულობა ეტყობოდა მირიანს და ეს ლაშასთვის შესამჩნევი გახდა.
-შენი და მამამისის გარდა ვინმე ეძებს?
ნიკა ჩერია საუბარში.
-ისინი, მხოლოდ ჩემი სამიზნეები არ არიან და მათი დაცვა ჯერ კიდევ მოგიწევთ!
უემოცო სახით შეხედა ნიკას, მაგრამ შინაგანად ეჭვი, სუროსავით ჰქონდა მოდებული სხეულს და ამ ბიჭისთვის ხელების დამტვრევაზე უარს არ იტყოდა, ნანოს რომ ხელი გადახვია რამდენიმე წუთის წინ.
-ვის გულიხმობ? კიდევ ვინ ეძებს შენს გარდა?
-მე ვიცი, დადუ სად არის!
-აბა ნანო, რაფუნცელი იყო, რატომ გაიტაცე!
წარბები არ გაუხსნია აბაშიძეს ისე ესაუბრებოდა, სოხაძეს გაეღიმა და ისე უპასუხა.
-ახლა გავიგე.
-ნანო, ისევ თუ საფრთხეშია, ისიც გავარიდოთ და დადუსთან წავიყვანოთ!
ლაშამ, გამოსავლის ძებნა დაიწყო, ნიკა კი კითხვების დასმას აგრძელებდა:
-ნანო, რატომ არის საფრთხეში?
-იგივე მიზეზით! დადუ, თუთბერიძეების ინტერესის ობიექტია.
-კაი, კაცო..
წარბებშეკრულმა შეხედა მირიანის პროფილს.
-ნანო, აქედანვე თუ წავა უსაფრთხო ადგილას კარგი იქნება!
-მე წავიყვან! მოვემზადებით!
ნიკამ, თქვა და ოთახიდან გავიდა, გეგმები დააწყო გონებაში რომ მიშასთვის უნდა ეთქვათ და ყველაფერი მოეგვარებინათ. ნიკოლოზ დადიანს სთხოვა მოიეყვანათ ნანოს მამა და იქ დალაპარაკებოდნენ.
ოთახში დარჩენბილ სოხაძესთან, საუბარი ჯაფარიძემ გააგრძელა:
-მირიან, ვინმე შენს გამოყენებას ხომ არ ცდილობს, ნანოთი?
ლაშას არ გამოჰპარვია მირიანის მონდომება და პირდაპირ ჰკითხა რასაც ეჭვობდა.
-არ ვუარყოფ, ვიღაცამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე საჭიროა, მაგრამ მოვაგვარებ!
-მირიან, მის სურვილებს ეცი პატივი!
კატეგორიული იყო ჯაფარიძე, სოხაძეს ღიმილმა გადაურბინა და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუკრა.

მონატრებული შვილის გამგზავრებას, მშვიდად არ შეხვედრია მიშა, თუმცა ლაშასთან საუბარმა დაარწმუნა, რომ უკეთესი იქნებოდა ასე მოქცევა, თან პირობა მისცა, რომ მის მეუღლეს ჩაიყვანდა სვანეთში, როცა ნანოს დაბინავება მოხერხდებოდა. ფარულად გაპარვა მოახერხეს, თუმცა ნანოს, სიჩქარეში სამედიცინო ფორმის გახდა დაავიწყდა და სწორედ მის ჯიბეში მოთავსებული გადამცემით კვალს მალევე დაადგნეენ..
-ბატონო ნიკა, კვალში გვიდგას შავი აუდი!
დაცვისათვის გაყოლილი მანქანიდან დაურეკეს აბაშიძეს.
-იქნებ ჩვენები არიან?
-გადავამოწმე და ჩვენები არ არიან.
-შეიძლება მალე ცეცხლი გაგვიხსნიან!
-კონტაქტზე ვიყოთ და ვაკონტროლოთ სიტუაცია, ბატონო ნიკა.
თელეფონი არ გაუთიშავთ, რომ ერთმანეთის ხმა გაეგოთ..
-კი მაგრამ, როგორ მოგვაგნეს?
შეშინებულმა ნანაომ ამიკნავლა. ნიკამ სარკეში გახედა უკან მჯდომს და საავადმყოფოს ფორმის საყელოზე გაბრაზებულმა ჰკითხა:
-ისევ ფორმით წამოხვედი?
-ხო, ისევ დამავიწყდა.. რა დროს ეგ არის? არ დაიწყო დაცინვა!
გამაფრთხილებლად თითი გაიშვირა ნიკასკენ.
-მაგ ფორმას, თუ არ გაიხდი, „მიქელა“ დაგვცინებს!
-ეგ რა შუაშია?
-გაიხადე ფორმა დროზე და როცა გეტყვი ფანჯრიდან გადააგდე!
თითქმის დაუყვირა ნიკამ და გოგონამაც მითითების შესრულება დაიწყო, თუმცა ემოციები ისე აბნევდა ვერ გაიგო რას ითხოვდა ნიკა.
-გავიხადე და რა ვქნა!
-ჯერ არ გაადგდო, იქნებ ჩამოვიშოროთ, მანამდე ჯიბეები შეამოწმე!
-ღმერთო ამას ფილმის გმირი ჰგონია თავი... ეს რა ჯანდაბაა?
ბუზღუნში გართულმა პატარა ნივთი იპოვა გულის ჯიბეში.
-გადამცემი გენიოსო!
-მე რატომ მაქვს?
-დიდმა ბიძიებმა გაჩუქეს, ღამით რომ ითამაშო!
-რა?.. მე ვის ვჭირდები ნუ გადამრიე? თან პირდაპირ დადუსთან მიგვყავს ესენი?
-პირველი კითხვის პასუხი არ მინდა ის კაცი აღმოჩნდეს და მეროეს პასუხია არა! აღარ მივდივართ!
-თვალებს დაგთხრი და ენას ამოგაცლი, ოღონდ ახლა მშვიდობით გადავრჩე..
-გაჩუმდი!
-რაა?
-ნანო!
-კარგი ჩუმად ვარ..
-ბატონო ნიკა გვესრლეს, ცეცხლი უნდა გავხსნათ!
-კარგი დავიწყოთ! სადმე გზაჯვარედინი თუ იქნება გადამცემს იქ გადავაგდებთ.
-კარგი და იქნებ ჩვენც შევაჩეროთ!
-ბიჭებო, მეორე მანქანა ვისია?
-ჩვენები არ არიან...
-ფუ შენი.... ნანო დაიხარე! სავარძლებს შორის იყავი!
-ვაი..
ამოიკნავლა შიშისგან გოგონამ, მდევართა მანქამ, მოახერხა დაცვასა და ნიკას მანქანას შორის ჩამდგარიყო, დაცვის მანქანას რამდენიმე გასროლით, საბურავი გაუფუჭა, ეს დაცვის მანქნაიდანაც მოახერხეს ბიჭებმა, მაგრამ სავალი თვლების გაფუჭება არ გამოუვიდათ, ამიტომ მხოლოდ მათმა მანქანამ დაკარგა მართვა და გაჩერება გზიდან გადასვლით შეძლეს.
ნიკას მანქნას ცეცხლს არ უხსნიდნენ და გვერდის გაკვრით სცადეს, მათთვის ხელის შეშლა, რაც გამოუვიდათ კიდეც, საჭის დამორჩილება დიდი ძალისხმევით შეძლო აბაშიძემ, მაგრამ რამდენიმე წუთით, უკნიდან მანქანას ძლიერად დაარტყა მდევარმა და ამით სავალი გზიდან საბოლოოდ გადაუხვია. დაქანებულ მინდორზე შეუფერხებლად იარა, იქამდე სანამ ხეს დაეჯახებოდა მძღოლის მხრიდან. ინერციით ბრუნი გააკეთა მანქანამ ისე, რომ გიზსკენ ჰქონდა საქარე მინა, თუმცა მანქნა სრიალით მიიწევდა დაღმართისკენ, რომელიც სწრაფი მდინრით სრულდებოდა და რამდენიმე მეტრის დაშორებით, ხშირი ტყისგან მიტოვებული, ბედის ანაბარად დარჩენილი, თხილის ხის ძირი იყო და ზედ ორ მოზრდილი ღეროს გამო შეჩერდა, თუმცა რამდენი ხნით არავინ იცოდა..

პ.ს. იმედი მაქვს ძალიან არ დაგღალეთ, ვეღარც ბოდიშს ვიხდი უკვე, რადგან არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ყველა მიყვარხართ და მახარებთ.



№1  offline წევრი OKI ME

როგორ გამახარე ❤️❤️ აბა წავიკითხო ჩემი მონატრებული და საყვარელი პერსონაჟები რა ამბებს ატრიალებენ აქ :დდდ ❤️❤️

იმედი მაქვს, ჯანმრთელობის მხრივს ყველაფერი კარგად გაქვს. ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი maco maco

აუუუ როგორ გამიხარდაა:) ე.ი კარგად ხარ და აგრძელებ აბა წავიკითხო

აუუ ეხლა კიდე ნანოს თუ გაიტაცებენ

 


№3  offline წევრი OKI ME

ოოპაააა, აქ რა ამბები დაგიტრიალებია შენ?

ვაი, რა დაძაბული მომენტი იყო ეს ბოლო. ვაჰ, რა მოხდება ეხლა შემდეგ თავში, რა საინტერესოა.

მოკლედ, ჩემი ნანო და მირიანი ხო არ გაახარეს რა. ❤️❤️ ამათ, წყვილზე ვგიჟდები, მე ❤️❤️❤️

ვაიმე იმედია წყალი არ წაიღებს და არც ის საზიზღრები იპოვნიან ამათ. უფრო სწორად ვერ მოასწრებენ მათ ხელში ჩაგდებას.

ოოო, გიჟი ჯინა და ნიცა ❤️❤️ რანაირად გამოაშტერეს ანდრია :დდდდ უჰ, ერთი სული მაქვს წავიკითხო ახალი თავი.❤️❤️

ჰოო, და ბოლოს, შენს ბოდიშს რაც შეეხება. ვფიქრობ საკმაოდ სერიოზული მიზეზი გქონდა, რის გამოც ვერ შეძელი დაწერა და აქ დადება. ❤️ ზოგი გაიგებს ამბის სერიოზულობას, ზოგი ვერ გაიგებს. აი, მე კი იმედი მაქვს, რომ უკვე ყველაფერი რიგზე გაქვს და გამოჯანმრთელდი. ❤️❤️

წარმატებებს გისურვებ ❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთა

ნუთუ მართლა დაიდი თვალებს არ ვუჯერებდი:) ველი შემდეგ თავს

 


№5  offline წევრი svien

dagvibrundi tan rog:**male dade ra da nu dagvekargebi❤❤

 


№6  offline წევრი Тамуна тамуна

მოკლედ მართლა აღარ ღირს ამ ისტორიის წაკითხვა,უპაუხისმგებლოთ იქცევით,აღარ აქ აზრი,ეხლა საუკუნე გსვა ისე რო არ დადებთ თავს,უბრალოდ არ გცვენიათ?საცინლად გვიგდებთ,თვეში ერთხელ ტვირთავთ ერთ ბეწო თავს

 


№7  offline წევრი OKI ME

Тамуна тамуна
მოკლედ მართლა აღარ ღირს ამ ისტორიის წაკითხვა,უპაუხისმგებლოთ იქცევით,აღარ აქ აზრი,ეხლა საუკუნე გსვა ისე რო არ დადებთ თავს,უბრალოდ არ გცვენიათ?საცინლად გვიგდებთ,თვეში ერთხელ ტვირთავთ ერთ ბეწო თავს


ისე, წინა თავის კომენტარებსაც, რომ გაცნობიდით იქნებ მიზეზიც გაგეგოთ რატომაც ვერ დებდა თავს. ასეთი აქტიური მკითხველი თუ ბრძანდებით ამ ისტორიის, წესით უნდა გცოდნოდათ მიზეზიც, რის გამოც ვერ დებდა. ავტორმა, წინა თავის კომენტარში გასაგებად ახსნა, მიზეზი. რომელიც საკმაოდ სერიოზული და საპატიოც იყო. უბრალოდ, როგორც ერთი რიგითი მკითხველი, ისე გეუბნები ამას. თუ აღარ ღირს, ნუ წაიკითხავ.

 


№8  offline წევრი Тамуна тамуна

Megioki
Тамуна тамуна
მოკლედ მართლა აღარ ღირს ამ ისტორიის წაკითხვა,უპაუხისმგებლოთ იქცევით,აღარ აქ აზრი,ეხლა საუკუნე გსვა ისე რო არ დადებთ თავს,უბრალოდ არ გცვენიათ?საცინლად გვიგდებთ,თვეში ერთხელ ტვირთავთ ერთ ბეწო თავს


ისე, წინა თავის კომენტარებსაც, რომ გაცნობიდით იქნებ მიზეზიც გაგეგოთ რატომაც ვერ დებდა თავს. ასეთი აქტიური მკითხველი თუ ბრძანდებით ამ ისტორიის, წესით უნდა გცოდნოდათ მიზეზიც, რის გამოც ვერ დებდა. ავტორმა, წინა თავის კომენტარში გასაგებად ახსნა, მიზეზი. რომელიც საკმაოდ სერიოზული და საპატიოც იყო. უბრალოდ, როგორც ერთი რიგითი მკითხველი, ისე გეუბნები ამას. თუ აღარ ღირს, ნუ წაიკითხავ.

ეხლა მე გეტყვით სათქმელს კარგად რო იყო არც მაშინ იკლავდა თავს დადებით გადახ3დეთ ისტორიის დადების დროებს რა გამოდის სულ ავად იყო?არ გვაფასებს,პატივს არ გვცემს ჩვენ მკითხველებს,ორ კვირაში რო თითო თავს ატვირთავ,უპასუხისმგებლობაა აბა რა არის,ნუ გამოხტებით სხვის მაგივრად,არ დავწერდი რო არ ვიცოდე,ჯერ გაარკვიე და მერე გამოხტი

დროს გადახედეთ და ნახავთ რა დონეზე გაფასებთ ეს ადამიანი,ორ ორ კვირაში რო თითო თავს ატვირთავ ,სირცხვილია,იმ დონეზე რო რაღა ვთქვა ,უბრალოდ გეკითხებით,არ გრცხვენიათ ასეთი უპასუხისმგებლობა?

 


№9  offline წევრი OKI ME

Тамуна тамуна
Megioki
Тамуна тамуна
მოკლედ მართლა აღარ ღირს ამ ისტორიის წაკითხვა,უპაუხისმგებლოთ იქცევით,აღარ აქ აზრი,ეხლა საუკუნე გსვა ისე რო არ დადებთ თავს,უბრალოდ არ გცვენიათ?საცინლად გვიგდებთ,თვეში ერთხელ ტვირთავთ ერთ ბეწო თავს


ისე, წინა თავის კომენტარებსაც, რომ გაცნობიდით იქნებ მიზეზიც გაგეგოთ რატომაც ვერ დებდა თავს. ასეთი აქტიური მკითხველი თუ ბრძანდებით ამ ისტორიის, წესით უნდა გცოდნოდათ მიზეზიც, რის გამოც ვერ დებდა. ავტორმა, წინა თავის კომენტარში გასაგებად ახსნა, მიზეზი. რომელიც საკმაოდ სერიოზული და საპატიოც იყო. უბრალოდ, როგორც ერთი რიგითი მკითხველი, ისე გეუბნები ამას. თუ აღარ ღირს, ნუ წაიკითხავ.

ეხლა მე გეტყვით სათქმელს კარგად რო იყო არც მაშინ იკლავდა თავს დადებით გადახ3დეთ ისტორიის დადების დროებს რა გამოდის სულ ავად იყო?არ გვაფასებს,პატივს არ გვცემს ჩვენ მკითხველებს,ორ კვირაში რო თითო თავს ატვირთავ,უპასუხისმგებლობაა აბა რა არის,ნუ გამოხტებით სხვის მაგივრად,არ დავწერდი რო არ ვიცოდე,ჯერ გაარკვიე და მერე გამოხტი

დროს გადახედეთ და ნახავთ რა დონეზე გაფასებთ ეს ადამიანი,ორ ორ კვირაში რო თითო თავს ატვირთავ ,სირცხვილია,იმ დონეზე რო რაღა ვთქვა ,უბრალოდ გეკითხებით,არ გრცხვენიათ ასეთი უპასუხისმგებლობა?



და ადექი შენც და სხვა ისტორია წაიკითხე რა პრობლემაა? კაი დავივიწყოთ ავადმყოფობა. არც არავის ვუპრავებ საქციელს, ეს ისე უბრალოდ სანამ გამოხტომებზე დავიწყებთ საუბარს.

მოდი თანმიმდევრობით დავიწყოთ.

პირველი: გასაგებია, გვიან დებს, მეც გავბრაზებულვარ ამ და სხვა მწერლებზეც, თუმცა არც ერთისთვის აგრესიის შემცველი კომენტარები არ დამიწერია.

ახლა მეორე: სხვა თემაა, ასე რომ აგვიანებს. სულ ავად არის თუ რა მიზეზით. იტყუება თუ რას შვება. ელემენტარული, ადამიანია ჩვენსავით და არა ზეციური არსება, რომელსაც სავარაუდოდ ექნება პრობლემები, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს. არავის დამცველი მე არ ვარ. არც იმას გეუბნები რატო დაწერე კომენტარითქო. გინდა და დაწერე. ისევე როგორც მე მინდოდა და დავწერე. (უფრო სწორად, როგორც შენ ამბობ, კი არ დავწერე გამოვხტი) :დდ

ჰო და კიდევ ბარემ მესამეც: არის მომენტები, როდესაც წერას იწყებ, მუზა გაქვს, ხალისი, განწყობა და გეწერინება. თუ დაფიქრდები და შენ თავს წარმოიდგენ ხოლმე მწერლების ადგილას კარგი იქნება, უფრო მიხვდები. არის ზოგჯერ მომენტი როცა გინდა დაწერო მაგრამ ვერ წერ, მარტო სურვილი არ არის საკმარისი. აუ, კიდევ ბევრი რამეა რისი დაწერა და ახსნაც ეხლა მეზარება. და აქ დავამთავრებ, აღარ ვაპირებ შენს შემდეგ კომენტარზე გამოხმაურებას.

ისე, აბა წარმოიდგინე, რომ შენ ხარ მწერალი და წერ რამეს. მოხდა რაღაც რა მიზეზითაც ვერ წერ. თუმცა სულ ისე ისტორიის მიგდებას და დაკიდებას ორ კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ მაინც წერ და დებ. წარმოიდგინე და მერე მიხვდები, რას ნიშნავს როცა ასეთი კომენტარი გხვდება და იმას კარგად მიხვდები როცა არ გეწერინება თუმცა მაინც წერ, ესეც რას ნიშნავს. მორჩა მე, დავამთავრე. კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდოდა მაგრამ ამ მომენტში ძაან მეზარება. ის რაც დავწერე ესეც საკმარისია.

აბა კარგად და წარმატებებს გისურვებ ;)

 


№10 სტუმარი Xato

Rogorc iqna gamaxare.momanatre tavi shenc da shen personajebma.aghar daagviano

 


№11  offline წევრი Nobodyelse

Тамуна тамуна
მოკლედ მართლა აღარ ღირს ამ ისტორიის წაკითხვა,უპაუხისმგებლოთ იქცევით,აღარ აქ აზრი,ეხლა საუკუნე გსვა ისე რო არ დადებთ თავს,უბრალოდ არ გცვენიათ?საცინლად გვიგდებთ,თვეში ერთხელ ტვირთავთ ერთ ბეწო თავს

სულ რომ წიგნს წერდეს და შეწყვიტოს, არ გაქვთ უფლება ეგრე უტაქტოდ მიმართოთ ადამიანს. იქნებ რა პრობლემა აქვს, ჯერ ეგ გამოიკვლიეთ და დაინტერესდით და მერე გამოუტანეთ განაჩენი.
თუ არ მოგწონთ რა სიხშირითაც დებს, დაელოდეთ ისტორიის დასრულებას და მერე წაიკითხეთ.

 


№12  offline წევრი ანუკიანკა

ძალიან კარგია. უფრო კრგი იქნება თუ მალე დადებ შემდეგ თავს❤️წარმატებები

 


№13  offline წევრი ანუკიანკა

სირცხვილია ცოტა ხო მალე დადე რა ახალი თავი დამეკარგა მუღამი????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent