შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან ერთად I ნაწილის გარგძელება


11-02-2021, 03:05
ავტორი EREM_UDU
ნანახია 853

გავახილე თვალები ვწევარ გაქვავებული თვალი მივავლ-მოვავლე გარშემო თეთრი ჭერი,თეთრი კედლები,თერთი ფანჯარა ირგვლივ ყველაფერს სიკვდილის სუნი სდის,მარათალია ნამდვილად არ გამეგება როგორი სუნი აქვს სინამდვილეში სიკვდილს მაგრამ დამერწმუნეთ მაშინ ზუსტად ასეთ სუნს ვგრძნობდი, განვაგრძე თვალების ცეცება და უცბად ჩემი მზერა რაც არუ უნდა გასაკვირი იყოს თეთრ ხალათში გამოწყობილ სხვათაშორის საკმაოდ სიმპათიურ ექიმზე შეჩერდა და მის გვერდით გაფითრებულ დედაჩემზე,ორივე ისე მომშტერებია თითქოს საუკუნე გავიდა რაც გული წამივიდა და მოწყვეტით დავეცი ჩემი სახლის იატაკზე კარგად მახსოვდა ეს ფაქტი მაგრამ როგორც წესი ფილმებში როდესაც იღვიძებენ ხომ კითხულობენ „რა მოხდა?“ და მეც სწორედ ასე მოვიკატუნე თავი ვითომ არ მახსოვდა არაფერი.
მივაშტერდი ჩემი დიდი შავი თვალებით ექიმს და ვიკითხე:
-რა მოხდა? დიდიხანია აქ ვარ? რა დამემართა? ანდა საერთოდ სად ვარ?
-კარგია რომ გაიღვიძე,მე რეზი მქვია, რა გახსოვს ბოლო მომენტი შეგიძლია მითხრა?
-სასიამოვნოა რეზი, მე ნიაკო მქვია და ჩავიღიმე,ბოლოს მახსოვს სავარძელში ვიჯექი და უცბად ძალიან მომერია ძილი სხვა არაფერი......
-ძალიან კარგი ნიაკო მიხარია რომ იღიმი,მაგრამ მოდი მოგიყვები რა ხდება კარგი იმედია წინააღმდეგი არ ხარ?!
-კი რატომაც არა ვუპასუხე და დავდუმდი.... ვაჩვენებდი თავს რომ ვუსმენდი თუმცა ამ წამს ჩემ თავში მათეს გარდა სხვა არაფერი ტრიალებდა, ვერც ამ მაღალმა საკმაოდ სიმპათიურმა ცისფერ თვალება და შავთმიანმა ექიმმა ვერ შეძლო ჩემი ტკივილისგან წამით მაინც ჩემი ყურადღების გადატანა.
- სამწუხაროდ ორიკვირაა უგონოდ ხარ, რამოდენიმე წამით ახელ თვალებს და ისევ ითიშები, თვინი რაღაც პერიოდებში გვაძლევდა ნიშნებს რომ ფუნქციონირებდა და მხოლოდ სასწაულის იმედად ვიყავით დარჩენილები რომ დბრუნდებოდი ამ სამყაროში, როგორც ჩანს ვიღაც არაა ჯერ მზად რომ შენი მსგავსი სილამაზის მქონე გოგონა იმ ქვეყნად გაუშვას და დაგიბრუნა აქ ისევ და ჩაიღიმა...
ზრდილობის გამო გავუღიმე და ვუთხარი:
-ბატონო რეზი ჯემალ ქარჩხაძის „ქარავანი“ თუ წაგიკითხავთ?
-გაოგნდა, წამით დადუმდა და მომაშტერდა ალბათ ახალ გამოფხიზლებული პაციენტისაგან სულ სხვა კითხვას ელოდა თუმცა არ გაუმართლა რადგან მეშევხვდი , შემდეგ მიპასუხა არა და რატომ მეკითხებით?
-„არსებობა ურთიერთობებია. არც მეტი არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია, თითქოს ურთიერთობებში ადამიანის ხასიათი და პიროვნება მჟღავნდება, ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში.'' დედამ შემომხედა ამ სიტყვების გაგონებაზე და რაღაცის თქმა დააპირა თუმცა ექიიმა გააჩუმა და პალატიდან გასვლა თხოვა ორიოდე წუთი მარტო დაგვტოვეთ თუ შეიძლება შევამოწმებ პაციენტის მდგომარეობას და შემდეგ შემობრძანდით, მივხვდი რომ უბრალოდ თავიდან მოიშორა დედა მარტო რომ დავრჩენილიყავით, იმედია ძალადობას არ აპირებთ ჩემზე და ამის გამო არ გაუშვით დედაჩეი პალატიდან და გავუღიმე,
-არა ნუ დარდობთ უბრალოდ მინდა ვისაუბროთ ცოტახანს როგორც უცხო ადამიანებმა რომლისთვისაც შეგიძლიათ ყველაფრის თქმა თუ გსურთ რათქმაუნდა.
რამოდენიმე წუთით გავჩუმდი ფანჯარას მივშტერებოდი და რა მინდოდა ვერ გამეგო იმ წამს თითქოს უბრალოდ ბღავალი მინდოდა ,შიგნიდან რაღაც მეძახდა რომ გამომეშვა ჩემი სული რომელსაც აღარ უნდოდა ამ უსუსურ სხეულში, ამ ტანჯვაში ყოფილიყო , ცრემლები თავისით მოდიოდა თვალებიდან უტიფრად თითქოს ძალიან მინდოდა ვიღაც რეზის ენახა როგორ ვტიროდი,უკვე გასვლას აპირებდა როდესაც საუბარი დავიწყე.



№1  offline წევრი EREM_UDU

Life is beautiful
საინტერესო ჩანს.. ვნახოთ აბა შემდეგში რა მოხდება♥️

მადლობა დიდი <3 ჩემთვის თითოეული თქვენგანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია,იმედია არ გაგიცრუებთ იმედებს <3
--------------------
რ.მერიემ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent