შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აივნის ბიჭი და მე(სრულად)


13-02-2021, 21:12
ავტორი ნაამა
ნანახია 4 302

მშობლებთან ერთად სოფელში გავიზარდე, მაგრამ 18წლის გავხდი თუ არა თბილისში სწავლის გასაგრძებლებლად წამოვედი. ბოლო წამამდე ფიქრობდნენ მშობლები რომ არ წავიდოდი, რომ არ დავტოვებდი, მაგრამ ამინც წამოვედი. ფიქრობდნენ რომ ვერ გავძლებდი, რადგან ადამიანები ყველაზე მეტად მძულდნენ. ერთად-ერთი კატის ამარა თბილისში ჩემივე სახლში წავედი. დედამ გასაღები მომცა და თავზე მაკოცა.
-თუ ვერ გაჩერდები, თუ ხალხს ვერ აიტან ყოველთვის შეგიძლია დაბრუნდე.
-ვიცი დე, ნუ ღელავ გავძლებ.
ის დღე იყო და ის დღე, სწავლაც დავიწყე და მუშაობაც.ვცდილობდი არავის გამოვლაპარაკებოდი ზედმეტად. კურსელები ვერც კი მამჩნევდნენ და ეს მომწონდა. სწავლა რომ დავამთავრე პროფესიის შესაბამისად მუშაობა პატარა ოფისში დავიწყე ადვოკატად.
და მაინც, ადამიანები მძულდა, რაღაც საოცრად. დავჯდებოდი ხოლმე ჩემს ვიწრო აივანზე. ზურგით ქვის კედელს მივეყრდნობოდი და ზიზღნარევი მზერით საათობით ვუყურებდი მათ...
ერთ დღესაც სახლში მალე დავბრუნდი, საშინლად დაღლილი და ოდნავ გაღიზიანებული. სამზარეულოში გავედიდა ყავა დიდ ჭიქაში ჩამოვასხი. მერე აივანზე გავედი და მის რიკულებს იდაყვებით დავეყრდენი. ის იყო ყავა მოვსვი და თვალები ქუჩიდან მზერა მოპირდაპირე კორპუსისკენ გადავუტანე,რომელსაც ჩემი კორპუსიდან მხოლოდ ვიწრო ქუჩა აშორებდა. ქუჩა სადაც მანქანებიც ძლივს ეტეოდნენ. აივანზე, ზუსტად ჩემს წინ ბიჭი იჯდა, თხელ თეთრ პერანგსა და ჯინსის შორტებში გამოწყობილი. დაკიდებულ საქანელაში იჯდა და წიგნს კითხულობდა. რაღაცნაირად მესიმპატიურა. თავი გავაქნიე და ყავის ჭიქით ხელში, სახლში შევბრუნდი. კატას ხელი დავავლე და დივანზე გავწექი. ჩემს მუცელზე მოკალათებულ კატას ვეთამაშემოდი.
-რაო სილია? მოგშივდა? - ცხვირზე დავუსვი ხელი და თავზე ვაკოცე-რა მეშველებოდა შენ რომ არ მყავდე. მათ ვერ ვიტან რაღაცნაირები არაინ, ყველა შენს ტყავში შემოძრომას ცდილობს. ხომ იც არა? როგორ აგაყოლებენ მზერას ფეხის თითიდან თმის ძირებამდე? ამ დროს მაკანკალებს ხოლმე. მათ ვერასდროს შევიყავრებ. შენ კი, შენ ჩემი ერთად-ერთი საუკეთესო მეგობარი ხარ, ჩემო გოგონავ.
ბევრი არაფერი შეცვლილა, ვმუშაობდი და ვმუშაობდი. ფულის ნაწილს მშობლებს ვუგზავნიდი მეორე ნაწილს ჩემთვის ვიყენებდი.თუმცა ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ბიჭის გამოჩენისშემდეგ
მე ისევ ვიჯექი ჩემს აივანზე, მაგრამ არა ზიზღიანი მზერით არამედ მისი დანხვის სურვილით. ყოველთვის, ყოველ დღეს, ის ყავის დასალევად აივანზე გამოვიდოდა, საქანელაში ჩაჯდებოდა, ანდაც კედელს ზურგით მიეყრდნობოდა და ზუსტად ისე ჯდებოდა იატაკზე როგორც მე. ფეხებზე გამუდმებით წიგნები ედო... ამ დროს ვდგებოდი და უაკნ სახლში შევბრუნდებოდი.
მერე კი მანამ ვუმზერდი შეუმჩნევლდ სამზარეულოს ფანჯრიდან სანამ მის ჭიქაში ყავა არ გაცივდებოდა და თავის ქნევით წიგნს არ დახურავდა...
ასეთ დროს ის დგებოდა და მიდიოდა...
ნელ - ნელა ეს ყველაფერი ჩემს ყოველდღიურობად იქცა და როცა ეს მოხდა მე მივხვდი აივნის ბიჭი მაგიჟებდა...
რაც ყველაზე უცნაური იყო მე მას ოდნავადაც არ ვიცნობდი, ქუჩაშიც კი არ შევხვედრილვართ ერთმანეთს, თუმცა ვიცოდი მისიჩვევები და კიდევ ის რომ მასთან არავინ მოდიოდა, ან მოდიოდა და აივანზე არ გამოჰყავდა. ისიც ვიცოდი რომ რაღაც უცნაურ დამოკიდებულებას განვიცდიდი მის მიამრთ, კიდევ ის რომ ბიჭი იყო ცხოვრების ნაწილი რომლის შეცვალც არ მინდოდა.
ზაფხული იყო დაწყებული, აივანზე ვიჯექი, ფეხები რიკულებს შორის მქონდა გაყოფილი და ზუსტად ისე ვაქანავებდი როგორც მატილდა. ის რომ აღარ გამოჩნდა, ყავის ჭიქით რომ არ გამოვიდა და რომელიმე წიგნი მოხრილ მუხლებზე არ დაიდო მუხლებზე მჯდარ სილიას დავაცქერდი.
-არ მოვიდა. ან რას ველოდი, სულელი ვარ ხო გოგონავ? მაგრმ რატომ არ მოვიდა, რატომ არ დაჯდა ისე როგორც იცოდა ხოლმე? კატას ხელი მოვკიდე, სახლში შევბრუნდი,დიდ ჭიქაში ყავა ჩამოვასხი და პირველივე წიგნი ჩამოვიღე ჩემი თაროდან...
თითქოს ვცდილობდი უმისობაც არ შემემჩნია, ადგილიც შემევსო და გამეგო კიდეც რა ხიბლი ქონდა წიგნის აივანზე კითხვას მაშინ როცა ხალხი სახლში იყო შეკეტილი...
თითქმის წიგნის ნახევარი წავიკითხე მის მოლოდონში ის კი არ ჩანდა... ზუსტად ისე დაულევად გამიცივდა ჩემი ყავა, როგორც მას და მაშინ მზერა მისი სამზარეულოსკენ გამექცა. დავინახე როგორ შეირხა ფარდა და ჩამეღიმა. ჩვენ ადგილები გავცვალეთ. გაცივებული ყავა მოვსვი და სახლში მანამ არ შევედი სანამ სიბნელის გამო წიგნის ასოებს ვეღარ ვარჩევდი... ის კი იდგა და მიყურებდა.
მაკვირდებოდა და დრო და დრო ალბათ ეღიმებოდა კიდევაც. სილია გამოვიდა ჩემთან და წიგნზე გადაწვა.
-პატარავ როგორი ეჭვიანი ხარ. - ხელში ავიტაცე და თავს ზემოთ დავიჭირე. - დავურეკოთ ხო მაკას? წამოდი.
კატასთან ერთად სახლში შევედი. უცბად მოვკარი კალენდარს თვალი. ნახევარი წელი გასულიყო რაც "ბიჭი აივნიდან" ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობად გადაიქცა. დედას დავურეკე და ფეხმორთხმით დავჯექი დივანზე, თან კატა კალთაში ჩავისვი.
-როგორ ხარ დედა?
-ოხ უძღები შვილი დაბრუნდა. გაგახსენდით დედი?
-კი დე, მამა როგორ არის?
-რა გვიჭირს. არ ჩამოხვალ?
-არ ვიცი. ვნხოთ. დე. - ჯერ ჩავფიქრდი მერე კი გადავწყვიტე აივნის ბიჭზე მომეყოლა მისთვის. ან კი ვინ მყავდა ისეთი მასზე ძვირფასი ვისაც გავუმხელდი. დედამ გაიცინა და რამდენიმე სიტყვა მითხრა.
-არ ხარ ისეთი უგულო, როგორადაც თავს გვაჩვენებ. შენ გიყვარს ადამიანები.
-სისულელეა, ისინი საზიზღრები არიან.
-მე ყველა არ მიგულისხმია, მე მამა და ის ბიჭი უკვე ადამიანები ვართ.
გამეცინა, მართლა გამეცინა
მეორე დილით ადრე გავიღვიძე და სარბენად წავედი...
განსხვავებული არაფერი არ მომხდარა, მე ისევ ყველას მზერას ვარიდებდი ანდაც ზიზღს ვესროდი...
არ ვიცი. არც არასოდეს მიფიქრია, რატომ მძულდა ყველა და რატომ ვაბოდებდი წიგნის ჭია აივნის ბიჭზე... ალბათ იმიტომ, რომ რაც უფრო ახლოს იცნობ ადამიანებს მითუფრო ხვდები რომ შენი თავის მსგავსად არავინ უნდა შეიყვარო, მე კი აივნის ბჭს არ ვიცნობდი. არც არასდროს დამიანახავს მის მზერაში( ვერც დავიანხავდი ფარდის მიღმა ამოფარებულის თვალებში რა ჩანდა) რამე ისეთი რაც ნიშნავდა "მე მაინც უკეთესი ვარ" "რა აცვია". კრიტიკქას ვერ ვიტანდი და ალბათ ეს იყო ხალხის მიმართ სიძულვილის მიზეზი, ან ის რომ ისინი თავიანთი მზერით მუდამ ცდილობდნენ "გავეშიშვლებინე". დაენახათ რას ვგრძნობდი, რა მაშინებდა.. ფიქრებიდან მაშინ გამოვფხიზლდი, როცა, მხარზე ვიღაცამ ხელი დამადო. კინბოქსის ილეთით ფეხი მოვიქნიე და პირდაპირ სახეში გავარტყი...
ის დაფრთხა და მერე სიცილნარევი მზერა მესროლა...
ხელში აივნის ბიჭი რომ შემრჩა გაოცებულმა ყურსასმენები მოვიხსენი და ხელი მოწითალო თმაში შევიცურე... იმდენად შემრცხვა,იმდენად არ მოველოდი რომ ენა დამება.
-ბოდიში, მე უბრალოდ... უბრალოდ არ..
-კარგი რეფლექსები გაქვს.
მის კომპლიმენტზე ჩამეცინა...
-რას ვიზამთ? ასეც ხდება ხოლმე, მითუმეტეს მაშინ თუ სოფლიდან ჩამოსული კაცთმოძულე ადამიანი ხარ.
-არა და არ გავხარ ადამაინს რომელსაც სხვები სძულს. მითუმეტეს მაშინ როცა ფანჯრიდან ხალხს უთვალთავლებ.
ვერ გეტყვით რა დამემართა, გავწითლდი, შევრცხვი. და მაშინ ვიფიქრე რომ დედა მართალი იყო ყველა არ მძულდა. ხელი გამომიწოდა და მწვანე თვალებით გამიღიმა.
-დაჩი
-ევა.
მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და ვიგრძენი როგორ დამიარეს სხეულში სასიამოვნო ტალღებმა. ისევ ის სულელური ღიმილი აიკრა სახეზე და მკითხა.
-გავისეირნოთ?
-რატომაც არა.
გზაში უამრავ რამეზე მოვასწარით საუაბრი. ჩემზე მასზე. იამზე თუ როგორ ვცხოვრობდით. სილიას ხსენებაც არ დამვიწყებია. ისე საყვარლად აღვუწერე კატა რომ მივხვდი ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა.
და ახლა მე ვწევარ ცივ ფილებზე ჩემი აივნის მოპირდაპირედ თავი მის მუცელთან მიდევს და მთელი სხეულით მის ფეხებ შორის ვარ გამომწყვდეული. ის ისევ გაყურებს ჩემს აივანს და იმ ცივ კედელს ეყრდნობა რომლითაც თავი შემაყვარა... ხელი ჩემს ხელში აქვს ახლართული და ოდნავ იღიმის...
არა არ ვხედავ ვგრძნობ, დახუჭული თვალებით რას დავინახავ?!
ის იხრება და შუბლზე მკოცნის.
-რას ვიფიქრებდი რომ მარტო სახლს კი არა მთელს ცხოვრებას ვყიდულობდი..
-ვერ იფიქრებდი, ვერავინ წარმოიდგენდა. ვერავინ იფიქრებდა რომ მე კაცთმოძულე უმეგობრო გოგონას ვიღაც სიგიჟემდე შემიყვარდებოდა... მადლობა რომ გამოჩნდი, შენ რომ არა მთელი ცხოვრება ზიზღით გავიდოდა.
-მადლობა შენ რომ აქ ჩემთან ხარ. და გიყვარვარ.
-მეტიც, შენზე უბრალოდ ვგიჟდები .
ტუჩებში მოწყევტით მაკოცა და უეცრად მკითხა.
-ცოლად გამომყვები?
დავიბენი, შემეშინდა, მესიამოვნა. ყევლა გრძნობა ერთდროულად განვიცადე. წამოვიწიე, მისკენ შევბრუნდი და ფეხებშორის მოვიქციე. ჩაეღიმა, მეც ჩამეღიმა და უბრალოდ ბევრი ლაპარაკის გარეშე ვაკოცე.


ჰუჰ, სანამ ახალ დიდ დიდ მოთხრობას დავდებ ეს იკმარეთ????. მიყვარხართ.



№1  offline წევრი ნაამა

რია როსი
ჰოჰოჰოო
თბილისში გადასვლისას, აივნიან სახლს ვითხოვ,მოპირდაპირე კორპუსში სიმპატიური ბიჭით:დდდდდდდ
ხოდა რას ვამბობდი(თუ არ ვამბობდი?) გქონია სხვა ისტორიები,და ვინაიდან და რადგანაც,ჩემი ძილის შებრუნბის გეგმამ,სრული კრახი განიცადა,წავალ და წაგიკითხავ:დდდდდდდ

პ.ს ესენი ძალიან საყვარელი ხალხი იყვნენ❤️კატა გაანსაკუთრებით
წარმატებებიი❤️


რა თქმა უნდა მეც ვითხოვ ჩემმა დამ აივნიანი სახლი იქირაოს და რო წავალ დამხვედროს, იქნებ ვინმე კაი ბიჭიც გამოიძებნოს. ცოტა წიგნის ჭია.
კატას სადმე დავკარგავ მე?
მადლობა დიიდ❤️

 


№2  offline წევრი Butterfly7

Kargia me momewona

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა, მადლობა წარტებები ????

 


№4  offline წევრი ნაამა

[
Butterfly7
Kargia me momewona

მადლობა დიდი.
სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა, მადლობა წარტებები ????

მიხარია თუ მოგეწონა❤️

 


№5 სტუმარი ბჰდ

ვინმე ხომ ვერ მეტყვის როგორ დავრეგისტრირდე აქ? მადლობა წინასწარ

 


№6 სტუმარი ბჰდ

რია როსი
ბჰდ
ვინმე ხომ ვერ მეტყვის როგორ დავრეგისტრირდე აქ? მადლობა წინასწარ


ვიდეო გაკვეთილს უყურე,ადვილია

მადლობა დიდი kissing_heart

 


№7 სტუმარი Ana-maria

სასიამოვნო ისტორიაა ,მომეწონა .წარმატებები და ახალ ისტორიას ველოდები.

 


№8  offline წევრი ნაამა

Ana-maria
სასიამოვნო ისტორიაა ,მომეწონა .წარმატებები და ახალ ისტორიას ველოდები.


ვფიქრობ მალე არ იქნება, რაღქცეები უნდა შევცვალოთორე ძააან ბანალურია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent