შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანო #1

16-02-2021, 23:00
ავტორი ანე ლაშხი
ნანახია 8 149

ცამ პირი გახსნა და მკრთალი სინათლე მიმოაფინა ირგვლივ. ჯერ კიდევ არ ჩამალულიყო მთვარე კარგად ღრუბლებს იქით. ვეებერთელა სიყვითლე კი ნელ-ნელა მოიწევდა სიმაღლისაკენ. აღმოსავლეთი ფერადდებოდა. უცნაური ფერი ჰქონდა ცას. სექტემბრისთვის შეუფერებლად ადრე გათენდა. შემოდგომა კი იყო უკვე, მაგრამ დღეს თითქმის არც ეტყობოდა მომატება.

მერე თაღი შეწითლდა. როგორც აქამდე უთქვამთ, ეს ქარის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. სიო ისედაც ჰქროდა. შუადღით ალბათ ჰაერის მასები უფრო მეტად ამოძრავდებოდა.

დილის ექვსი საათი იყო. საწოლიდან თრევით წამოდგა, თვალები მოიფშვნიტა, წუთით იქვე იდგა, ფეხი არ მოუცვლია. ესიამოვნა ტერფებზე ხის იატაკის სიცივე და თავის დახორკლილ კანს თითის ბალიშები გადაუსვა. კანმა გაყინული თითები რომ იგრძნო, ხორკლიანი ბურთები მოცულობით უფრო გაიზარდა. მერე სხივის ძვალზე ვერტიკალურად ლურჯმელნიანი ნემსით ამოკემსილ სიტყვას „ზღვა“ და გვერდით იდაყვის ძვალზე დაწერილ „ცას“ თითები გადაატარა. ამდენი შეხებისგან თვითონვე აჟრჟოლებდა, ბოლოს ხელისგულები სწრაფად აატარ-ჩამოატარა მკლავებზე შესათბობად.

თეთრი მაისური, რომლის ბრეტელებიც მკლავებზე გადასცვენოდა, გაისწორა. წინ მდგარი ტანსაცმლის კარადის გრძელ სარკეში ჩაიხედა, ჩაშავებულ უპეებს შორიდანაც კი ამჩნევდა. ჯერ ადრე იყო თვალის ირგვლივი ნაოჭები მისი ასაკისთვის, მაგრამ ეტყობა ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა.
მხრებზე დაყრილი თმა კოსად აიკრა. არც ისე გრძელი ჰქონდა, მხარს ოდნავ ჩამოცდენილი. რამდენიმე დღის წინ შეეჭრა. ყოველთვის, როცა თავს ცუდად გრძნობდა, თმის სიგრძეს მინიმალურ სანტიმეტრებს აკლებდა და ნერვებს იმშვიდებდა.

ფლოსტებში ფეხები გაუყარა. ვარდისფერი ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა. ის კი ძალიან აბედნიერებდა, რომ აივანი თავის ოთახს ემხრობოდა ამ ცეროდენა საცხოვრებელში. წინ კორპუსები ჩაბნელებული იყო, არავის ეღვიძა. ლამპიონები ჯერ კიდევ ანათებდა, ყვითელი სინათლე მრგვალი წრეწირის ფორმით ეცემოდა ნაცრისფერ ასფალტზე. მტვრის ნაწილაკებს ჰაერში მიმოფანტავდა სიო და ტორნადოს იმიტაციით წრეზე ატრიალებდა.

საწოლიდან ახალ წამომდგარს კოჭებზე მაინც შესცივდა და ერთი კი კვლავ დააჟრიალა. მერე სამყაროს სიჩუმე ესიამოვნა და თავისთვის გაეღიმა. ღიმილიც სწრაფად მოშორდა სახიდან, მოიღუშა. თავის თავს შეახსენა, რომ არ ჰქონდა ამის უფლება თავისი უვარგისობის გამო.
უკან შებრუნდა და სამზარეულოში გავიდა.

პატარა, ერთოთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები. ქირასაც სიმწრით იხდიდა და ნათელა ბებოს გულისხმიერებას არასდროს ივიწყებდა. როცა შეაგროვებდა ფულს, მაშინვე მისცემდა ხოლმე.სხვებისთვის მიზერული თანხა იყო ასორმოცდაათი ლარი, მაგრამ თვითონ გვარიანი ტანჯვის გამოვლა უწევდა შესაგროვებლად. ამას გარდა, თავისი თავისთვისაც ხომ სჭირდებოდა რაღაცები?

ბინა კი იყო მომცრო ზომის, მაგრამ გოგოს აშკარად ჰყოფნიდა. რაში სჭირდებოდა მუზეუმისხელა სასახლე, რომელიც მის ნატვრებს შორის ადგილსაც კი არ იკავებდა, არათუ ბოლო ადილზე იყო.
ნახევრად წყლით სავსე ჩაიდანი გაზქურაზე დადგა. კედელზე ჩამოკიდებული მუქი ყავისფერი კარადიდან ვარდისფერი ფლამინგოთი მოხატული, მსუქანი ჭიქა გამოიტანა და საშაქრეც თან გამოაყოლა ხელს. მაცივარი გამორთული კი ჰქონდა, მაგრამ ჯიუტად ინახავდა შიგ რაღაცებს. უმეტესად რამდენიმე ქილა ალუბლის მურაბას, რომელსაც ჩაის ყოველთვის უმატებდა და ნეტარებით სვამდა. რუტინა კვლავ გაიმეორა ზედმიწევნით. გრძელი, რძისფერი ფარდა, რომელსაც ზოლებად ნაცრისფერი მოჰყვებოდა, გადასწია და სამზარეულოში სინათლე შემოუშვა. თანდათან მოიკლო გარეთ სიშავემ, მთვარეც აღარ ჩანდა და მკრთალი, ყვითელი სხივები იატაკის ღრიჭოებში ჩაეშვა. გრძელი მართკუთხედი ფორმის ხის ნაჭრები ფეხის დადგმისას ჭრიალებდნენ. ბინას სიძველე მხოლოდ ამაზეც ეტყობოდა.

წყალიც მალე ადუღდა, პირამდე აავსო ჭიქა, თხელი, წვრილი, გრძელი თითები შემოჰხვია და მსხვილფეხიან, ოთხკუთხედ სკამზე ჩამოჯდა. კანი ყავისფერ შაქრისებური ჰქონდა, უზომოდ ღია ყავისფერი იყო, უფრო ხორცისფერს ეძახდნენ ასეთ კანს, მაგრამ თვითონ ასე მოსწონდა.

ფიქრებს შეჰყვა. სიჩუმე იმის გამო სძულდა, რომ ფიქრები ყველაზე მეტად ამ დროს ხმაურობდა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.
დღეს გასაუბრებაზე მიდიოდა, უკანასკნელი იმედი იყო მისთვის ეს სამსახური.

- ნანო, დღესაც რომ არ გაგიმართლოს, თავი გექნება ჩამოსახრჩობი, - ამოიფრუტუნა მძიმედ გოგომ და ოდნავ შეგრილებული ჩაიც მოსვა. - იცოდე, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნები შენივე თავისთვის, სხვისთვის კი არა, - აფრთხილებდა თავის თავს, რომ არ ჰქონდა უფლება იმ პოზიციის დაკარგვის, რომელიც ერთ-ერთ რეიტინგულ კომპანიაში უნდა დაეკავებინა. გაყიდვების მენეჯერი შეეძლო გამხდარიყო, მაგრამ თან თავისი უიღბლობის გამო ვერ უშვებდა იმას, რომ იქ მუშაობას და გასაუბრებაზე თავის მოწონებას აუცილებლად შესძლებდა. - მერე ბინის ქირას რით გადაიხდი? მოგიწევს ისევ იმ გასიებული, ღაბაბა ფრიდონის მოლეკულა რესტორნის მაგიდების ალაგება და ჭურჭლის რეცხვა, და შენი პროფესია დაგრჩება გვერდზე. ტყუილად ისწავლე ამდენი მერე? მოგიწევს შენი წითელი დიპლომის და ოთხწლიანი საქებარი ქულების ფურცლის თაროზე შემოგდება. არა, რა. უნდა ვეცადო ყოველნაირად იქ მუშაობის დაწყებას, თორემ მეც დავობდები და ბოლოს ან შიმშილი მომკლავს აქ გდებით, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ, ან იმ მოსქო კაცის რესტორანში შუაღამემდე მუშაობით წელში გავწყდები. სხვა შემთხვევაში საზიზღარ ბიცოლაჩემთან უნდა წავიდე, მამაჩემის ნაწვალები ქონება რომ მთლიანად შეიხვლიპა და ბიძაჩემიც ცოცხლად მოინელა. ეგ უსინდისო ქალი, - წამში გაბრაზდა და მიხვდა, თუ არ დაიმშვიდებდა ნერვებს, ბიცოლამისის სალანძღავად უშვერი სიტვების მოშველიებაც დასჭირდებოდა. ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, თავი აქეთ-იქით გააქნია სულელური აზრების მოსაშორებლად. - დილიდანვე ნუ შფოთავ, ნანო! - ბოლო გაფრთხილება მისცა თავის თავს. ჩაი სულ დალია და მერე ჭიქა ამორეცხა.

კვლავ თავის ოთახში დაბრუნდა. მოძველებული, რომბის ფორმის, ფერადი, პატარა სარკეებით მოორნამენტებული კარადის კარი ჭრიალით გამოხსნა. ძველ ხის საკიდზე გადაკიდებული შავი, კლასიკური შარვალი მოხსნა და ზედ მოკიდებული თეთრი პერანგიც ხელს მოაყოლა. იქვე, საწოლზე დადო, რომლის გადასწორებაც უკვე მოესწრო. შავი, დაბალძირიანი, კლასიკური ფეხსაცმელიც გამოიტანა. არც ჩანთა დავიწყებია, ნაცრისფერი, მხარზე გადასაკიდი ჩანთა ჰქონდა, ისიც საწოლზე დადო.
მარცხენა მხარეს სამი უჯრა ჰქონდა კარადას. პირველი უჯრიდან გამჭვირვალე ფერის კოლგოტი ამოიღო.
მეორე უჯრიდან საქაღალდეც აიღო, რომელშიც გასაუბრებისთვის საჭირო დოკუმენტები კოხტად ჩაელაგებინა. ერთიც კი არ იყო დაკუჭული, ან კუთხეში მოკეცილი მაინც. ყველაფერი სუფთად მოეწესრიგებინა.
რაკი ყველაფერი მზად დაიგულა, ვარჯიში დაიწყო. ესეც მისი დილის რუტინის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. მერე უნდა ებანავა და ბოლოს ჩაიცვამდა.

რვა საათი ხდებოდა, როცა მომზადებას მორჩა. აქა-იქ მოლაქავებულ სარკეში თავის თავს თვალი შეავლო, კმაყოფილი დარჩა, კოსად აკრული თმა ერთხელ კიდევ შეისწორა და საძინებლიდან გავიდა.

შესასვლელში ერთმანეთის მიყოლებით დალაგებულ მცენარეებს სათითაოდ მოეფერა. ერთლიტრიანი ბოთლით, რომლის თავსახურიც დანის პირით ჩაეჩხვლიტა რამდენიმე ადგილას, ყვავილები მორწყო. მერე ამოჭრილ კედელში, თაროზე დადებულ გასაღებს ხელი დაავლო და ბინის კარი გაიხურა. მეორედაც შეამოწმა სახელური, ხომ ნამდვილად ჩაკეტა კარი. მოუშლელ ჩვევად ჰქონდა ეს. თვითონ მეხუთე სართულზე ცხოვრობდა. კიბეები ჩაირბინა და მესამე სართულზე ასაკიანმა, ჭაღაროსანმა ქალმა შეაჩერა.

- შენ შემოგევლოს შენი ბებო, როგორ ლამაზად გამოწყობილხარ. - სადარბაზოს გვიდა მოხუცი, რომელსაც თავი შავი თავსაფრით შეემოსა. ქმარი ოცი წლის წინ გარდაეცვალა, მაგრამ დღემდე მისი ერთგული იყო და შავიც არ გაუხდია.

- მანანა ბებო, მადლობა, - კიბეზე შემდგარმა თბილი ღიმილით უპასუხა ნანომ. - ამ დილაადრიან რამ გაგაღვიძათ? განა წავა სადმე ეს თქვენი სადარბაზო?

- ეჰ, ბებო, რა დამაძინებს. ჩემებს სძინავთ, თორემ მე... გინდ სოფელში მაცხოვრონ, გინდ ქალაქში, სულ ადრიანად მეღვიძება. რა დამაწვენს, როცა ამდენი საქმეა სახლში? - წელზე ხელი შემოიჭდო ქალმა და სწრაფ საუბარს მოჰყვა.

- აბა, მშვიდობიანი დღე თქვენ, გასაუბრებაზე მივდივარ და მეჩქარება.

- შენც უფალი გფარავდეს, ნანუცა, ნურაფერზე იდარდებ. მშიერს მე შენ არ მოგკლავ და რამის ნუ შეგეშინდება. ტყუილად ხომ არ ვართ ამდენი ხალხი აქ? - სათნო გამომეტყველება ჰქონდა შავოსან ქალს. პირჯვარი გადასახა კიბეებზე მიმავალ გოგოს და გზა დაულოცა.

ნანო პირველ სართულზე შეჩერდა ისევ, თავისი მეგობარი შემოეგება.

- თეკლა, ჩემო პუნქტუალურო, რაო დღეს ცაგარელმა, როგორი დღე გვექნება? - გადაკოცნა გოგო და ხელკავი გამოსდო.

- რაო, გოგო, და იღბლიანი დღე გაქვს, სხვათა შორის.

- მე და იღბალი? აჰა, ხომ ვამბობ, ვერ არის ეგ კაცი - მეთქი. მაინცდამაინც თოთხმეტი სექტემბერი აღმოჩნდა ჩემთვის იმედის მომცემი? ვინ მოიგონა საერთოდ ეგ დღის ჰოროსკოპი?

- დაუჯერე, ნანო. როცა არ ელოდები, მაშინ გიმზადებს რაღაცას ბედი.

- კარგი, რა! მაქსიმუმ სამსახურში ამიყვანონ და ორ კვირაში გამათავისუფლონ, მინიმუმ შვიდ დღეში, ან საერთოდ გამომაბუნძულებენ გასაუბრებიდან.

- ოხ, ოხ, ოხ! ნუ გიყვარს გაზვიადება, - მკლავზე მსუბუქად უჩქმიტა მეგობარს თეკლამ. - მჯერა, დღეს გაგიმართლებს.

- ეგ მარტო იმ კომპანიის უფროსმა იცის.

- შენა და, ტაქსით მიდიხარ იქ? თუ ვაგრძელებთ გზას ერთად? - გაჩერებაზე იდგნენ უკვე გოგონები.

- ჯიბე მაქვს ცარიელი. რას მეკითხები, დაო? - აკისკისდა ნანო.

- ეგრეც ვიფიქრე. ღმერთმა ის მაინც იფიქროს იქნებ, რომ ამ ქვეყანაზე სამოცდაათ თეთრიანი ავტობუსით ჯაყჯაყი არც ისე სასიამოვნოა და ჩვენც გაგვიღიმოს ბედმა. ბევრს ვითხოვ? ერთი კუკუშკა მანქანა რა გახდა? ფრიდონის რესტორანში უნდა ჩავლპე, ზუსტად ეგაა ჩემი სიცოცხლის ბოლო.

- აი, რატომ არ მოდიხარ მაქედან? ისედაც კაპიკები რომ გვქონდა ხელფასი და დამატებით გვამუშავებდა ეგ ტუტუცი კაცი, იმიტომაც წამოვედი. - ავტობუსის მოლოდინში ლოყებშეფაკლული გოგო გაცხარებული ლაპარაკობდა.

- ეჰ, ნანო, შენ განათლება მაინც გაქვს. მე ცხრა კლასის მერე გამომაგდეს სკოლიდან და სად ვიმუშავო სხვაგან?

- გოგო, რას მეუბნები ახლა, რომ დაილია რესტორნები და კაფეები?

- ჩვენი ყველა დილა ამ დიალოგით რომ არ იწყებოდეს, ხომ შეიძლება? - წარბი ასწია თეკლამ.

- კარგი, ჰო, კარგი, - დანებდა ნანო. - აი, მოვიდა ავტობუსიც. ერთი გზა გვაქვს მაინც.

ადგილები დაიკავეს გოგონებმა და კვლავ ლაპარაკი განაგრძეს. ყველა თემას შეეხნენ. ხან ვინ გალანძღეს და ხან ვინ აქეს. კიდევ კარგი, დილაადრიან მხოლოდ ერთი-ორი მგზავრი თუ უსმენდა მათ საუბარს. ისეთი თვალებით უყურებდნენ, სიცილისგან მუცელი სტკიოდათ.

- ხედავ იმ ტლუ კაცს? რამხელა მუცელი აქვს, ზუსტად ფრიდონს მაგონებს. ამოუვსია ის მუცელი საჭმლით და მისჩერებია კოხტა ქალს. ნეტავი, საქმე არა აქვს? ან ამ ასაკში რაღა დროს მაგის ფლირტია? კიდევ თუ შეხვდნენ, ნიძლავს დაგიდებ, გამოელაპარაკებიან ერთმანეთს და იქნებ შეუღლდნენ კიდეც, - გაუჩერებლად ლაპარაკობდა ნანო. - როგორ ეკურკურება ბებოც და, თეკლა, შენ მარტოდ დაიარები. გაიხედ-გამოიხედე, ტყუილად მუშაობ იქაც? ბიჭის მეტი იქ ვინ მოდის. თუ არადა, თუ ამიყვანეს სამსახურში, ვუყუროთ დილაობით ამ მოხუცებს და დავტკბეთ. ჰა, რას იტყვი?

- სიტყვას ჩამაკვეხებინებ? თუ მარტო შენ უნდა ილაპარაკო?

- არა, დაო, შენც თქვი რამე, თორემ, როცა მე ვნერვიულობ, ხომ იცი, ვერავინ და ვერაფერი მაჩერებს და მალე ამ მტვერჩაბუდებული სავარძლების ლანძღვას დავიწყებ, ყველა სულიერის განხილვას რომ მოვრჩები.

- ნანო, იქნება არ დაიღალო ენა. გაიწურე ოფლად. გასაუბრებისთვისაც დაიტოვე რამე სათქმელი.

- მართალი ხარ! ვსო, კრინტს არ დავძრავ. - გაჩუმდა გოგო. სამაგიეროდ, ყველა კუთხე-კუნჭულს ათვალიერებდა სუნთქვაშეკრული და თანდათან იბერებოდა. სტრესის დროს ყველაზე ბევრს ლაპარაკობდა, ზოგადად, და ახლა ეს გაჩუმება ისეთი საშინელი იყო მისთვის, ლამის სიტყვები თვითონ ამომძვრალიყვნენ ყელიდან.

- ნუ გასკდები ოღონდაც, - ხმამაღლა გაიცინა თეკლამ. - ილაპარაკე, ჰა, მიდი.
- გოგო, რას ვფიქრობდი იცი, რომ არ ამიყვანონ, შენ იმ ღაბაბას რესტორნიდან წამოსვლაზე გეჩხუბები და მე მანდ დაბრუნებამ არ მომიწიოს, სანთელი უნდა დავუნთო უფალს. - მაშინვე ენა ამოიდგა ნანომ.

- და სხვა რესტორანი რომ მოვძებნოთ? - ალტერნატივა შესთავაზა გოგომ.

- ძველი ნაგვის ჭამა ახალი ნაგვის ჭამას ჯობიაო, არ გაგიგია?

- აჰა, დილის სიბრძნე, დაუძახეთ კოელიოს, მიისვას გვერდით ეს ჭკუისკოლოფი, - ხმამაღლა თქვა თეკლამ და მოშტერებული წყვილი თვალებიც იგრძნო. - და, აბა, მე რაღას მეუბნები წამოდი მაქედანო?

- შორიდან რომ შეხედო, ყველა ნორმალური მაგას გეტყვის, რა გინდა?

- არაფერი. ერთი იმ სამსახურში მიგიღონ, ხომ დამასვენებ მაინც.

- ტუჩს ნუ მიბზუებ, თეკლა. ემოციურად მოემზადე, შენი გაჩერებაა მალე, საყვარელი ფრიდონიკო უნდა ნახო.

- ნუ ეძახი ეგრე, ვაჰ! სუფთა საქონელია ეგ კაცი, ფაშვიანი მამრი! თან ზაფხულში ეს ღიპი რომ მოუჩანს... ვაიმე, რაზე ვფიქრობ? ნორმალური ვარ ახლა მე? - მყრალი სახით ლაპარაკობდა თეკლა, ერთი ტუჩებზეც კი იტკიცა ხელი. - ნუ იცინი - მეთქი, ნანო! - მკაცრად უთხრა მეგობარს, თან ფეხზე წამოდგა. მალე უნდა ჩასულიყო.

- გოგო, ისეთი ხარ ხოლმე, რომ შეჰყვები ლაპარაკს, - სიცილს არ წყვეტდა ნანო. - ღმერთო, შენ შემარგე ეს დილა, რა. - გოგოს დაბრიალებულ თვალებზე ხმა ჩაიწყვიტა და ჩუმად ფხუკუნი განაგრძნო.

- წავედი მე, არ ჯობდა ტაქსით წასულიყავი? არ დამცინებდი მაინც! შემეხმიანე საღამოს, ჩამოირბინე ჩემთან, ლელა ალუბლის მურაბით პეროგის გამოცხობას აპირებს. და ბევრსაც ნუ ილაპარაკებ, ტვინი არ ატკინო ხალხს. თავდაჯერებული იყავი, თითებსაც ნუ დაიმტვრევ ნერვიულობისგან.

- მმმმ! - პირი გააწკლაპუნა ნანომ, დანარჩენი სიტყვები არად ჩააგდო ალუბლის გაგონების მერე. - დეპრესიასაც დამაძლევინებს ეგ პეროგი, თუ სამსახურში არ ამიყვანენ.

- შენ ჩასვლამდე ამათ დააკვირდი, - თვალებით ანიშნა მოხუცებზე თეკლამ ნანოს. - და ამათი ამბავიც მითხარი მერე. აბა, არივედერჩი!

-#-#-#-#-#-#-

ოცდახუთსართულიანი შენობა მზის სხივებს ირეკლავდა. ღია ცისფერ მინებს ზოლებად მიჰყვებოდა ჰორიზონტალური სიყვითლე. ნანომ გაიფიქრა, თუ აქ მუშაობას დაიწყებდა, თავის კაბინეტში მცენარეებს აუცილებლად მოათავსებდა და ეს მზეც უფრო მოუხდებოდა ყვავილებს. ეზოში პარკინგი ჰქონდათ მარცხენა მხარეს, მარჯვნივ კი ხეებს და პატარა მცენარეებს ეკავათ ადგილი.

ღრმად ჩაისუნთქა. მაჯაზე დაიხედა, ცხრას ათი წუთი აკლდა წრეზე მოტრიალე კარში რომ შეაბიჯა და წამში თეთრ სივრცეში ამოჰყო თავი, სადაც ფერადი ყვავილები დიდი ზომის ყავისფერ ქოთნებში ჩაენერგათ და ეს ქოთნები ლამაზად განელაგებინათ ერთმანეთის საპირისპიროდ. იქ არავინ იყო, ამიტომაც თავისუფლად ჩამოუარა სათითაოდ მცენარეებს და ელაპარაკებოდა.

- როგორი ვარდისფერი ხარ, ჩემო ჰიბისკუსო, - იქვე, ყვავილთან ჩამუხლულმა თქვა. - ისეთი ლამაზი ფურცლები გაქვს, გრამოფონისებური, კოხტა, იწონებ თავს აქ ყეყეჩივით, არა? - მერე გვერდით მიჩოჩდა. - შენ, ჩემო ბალბა, ვანილის სუნი რომ გაქვს, ტკბილი და ატრიალებ აქ ჰაერში ყველას საგრძნობად, ვინმეს რომ არ გამორჩე მხედველობიდან. ოხ, ეგოისტო შენ! - ნანო ისე ელაპარაკებოდა ყვავილებს, თითქოს სულიერები ყოფილიყვნენ. - ფერადი ქრიზანთემებიც როგორ ამშვენებთ აქაურობას. ნეტავ მართლა დავიწყო აქ მუშაობა, მე მოგივლით და გპირდებით, რომ უყურადღებოდ არასდროს დაგტოვებთ, - სათითაოდ ჩამოუარა მარცხენა მხარეს ყვავილებს გოგომ და მერე მარჯვნივ გადაინაცვლა. - ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ სადმე აზალეას ვნახავდი, - თვალებგაფართოებულმა თქვა და ყვავილის წითელ ფურცლებს თითის ბალიშები ნაზად გადაატარა. - შროშანებიც... ღმერთო, ამდენი ყვავილები, თან როგორ ძალიან მიყვარს ყველა, - აღტაცებული საუბრობდა გოგონა, როცა ჩახველების ხმა გაიგონა და ზემოთ ფრთხილად ამოიხედა, ისე თითქოს რამეს აშავებდა და გამოიჭირეს.

- გიყვართ ყვავილები?

- მაპატიეთ. ემოციებს ავყევი, წინ რთული საათები მელოდება და გული გადავაყოლე. ეტყობა, ძალიანაც შევყევი.

- გიყვართ თქვენ ყვავილები? - კითხვა გაიმეორა ცივი ხმით წინ მდგომმა.

- დიახ, კი, მიყვარს. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი. - უხერხულად აიწურა ნანო, ზურგსუკან დამალულ თითებს იმტვრევდა დაძაბულობისგან.

- ნუ დაიძაბე. თუ გინდა, შენ მოუარე მაგ ყვავილებს.

- მე, იცით, აქ არ... - წინადადება ვერ დაასრულა, ისე უცებ დარჩა კვლავ მარტო. კიბეებზე მიმავალ კაცს დაბნეული მზერა მიაყოლა თან. - ვინ იყო ეს უზრდელი კუნძი, ასე რომ დამტოვა და სიტყვა შემაწყვეტინა? - ხმამაღლა იკითხა. უცებ პირზე ხელი აიფარა, ვინმეს ხომ არ გაუგონიაო. ყვავილები კვლავ მოათვალიერა. - თქვენ ისევ დაგიბრუნდებით, - ესღა თქვა და თვითონაც კიბეებისკენ გასწია.

კლაუსტროფობიის გამო ლიფტში ვერ შედიოდა. არც არასდროს უსარგებლია. ოთხკუთხედ, ჩაკეტილ სივრცეში გამოხუთვა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო და ყოველთვის უკვირდა, თუ როგორ იკავებდნენ სუნთქვას ადამიანები იმ კოლოფში. ის კი არ იცოდა, ბევრისთვის ხსნა რომ იყო ლიფტი და ფეხით სიარული ეზარებოდათ.

მეშვიდე სართულზე იყო გასაუბრება, როგორც უთხრეს. ყველა სართულს ათვალიერებდა, ვიდრე იქ ავიდოდა. თან ჩუმად, მალულად აცეცებდა თვალებს, ვინმეს რომ არ შეემჩნია. ან ვინ დაინახავდა? ჩამიჩუმი არ ისმოდა არსაიდან.

თვალებგაფართოებული უყურებდა მცენარეებს, აქეთ-იქით მხარეს რომ ჩაელაგებინათ მწკრივებად ყველა სართულზე. გიჟს ჰგავდა, ისე მოსწონდა ეს ატმოსფერო. ყვავილების ტკბილი სურნელი გაბჟნილიყო კედლებშიც ლამის. ციცქნა, საშუალო და დიდი ზომის კაქტუსებიც თავს იწონებდნენ. თავის თავს ეუბნებოდა, აქ თუ დავიწყე მუშაობა, აუცილებლად მე მოვუვლი ამათო. ისე კი, ბოტანიკოსიც იყო. ეს დედისგან გამოჰყვა. სულიერის მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის მცენარეებს, ვერ წარმოედგინა ოთახი, სადაც ერთი პატარა ქოთნის ყვავილი მაინც არ ექნებოდა.

პარალელურად სხვა ფიქრები იპყრობდა. ვინ იყო ის, ასე უცნაურად რომ შეხვდა და ნორმალურად ახსნაც კი არ აცადა რამის. თან ბრაზობდა, როგორ არაფერი უთხრა, რომ ადამიანისთვის პირში სიტყვის შეტოვება თავხედობაა და მოსმენასაც თავისი კულტურა სჭირდება. შეუგნებელიც კი უწოდა იმ უცხო კაცს. არადა, მისთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით, რადგან დაინახა როგორ უყვარდა ყვავილები გოგოს, სასიკეთო საქმიანობაც კი შესთავაზა. ფაქტი იყო, ნანომ გულთან მეტისმეტად ახლოს მიიტანა ეს ამბავი.

ამდენ ფიქრში მეშვიდე სართულამდეც ავიდა. შავქვედაბოლოიანი და თეთრპერანგიანი გოგონები სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ. ნანომ მისალმების ნიშნად გაუღიმა მათ, თვითონ კედლის კუთხეში დადგა და ისევ ფიქრებს შეჰყვა.

- როგორ აღლაჭუნებს ამ საღეჭ რეზინას ეს გოგო? ნეტავი, ასე პირის წკლაპუნით უნდა შევიდეს იქაც? არა, ამას უეჭველად გამოუშვებენ უკან. როგორ შეიძლება ასეთ კომპანიაში მოდიოდე გასაუბრებაზე და შენი პირის ხმას ყველა სულიერს და უსულოსაც ასმენინებდე? ფუჰ, რამხელა უტაქტობაა. მგონი, გაგიმართლა, ნანუცა, ერთი კანდიდატი თითქმის აღარაა შენი კონკურენტი, - თავის თავს ელაპარაკებოდა გოგო, ტერფიდან თმის ღერამდე ათვალიერებდა სათითაოდ ყველას და ასეთი დაკვირვებით ცდილობდა აეხსნა როგორები იყვნენ ისინი. - ამ მეორე გოგოს უკვე მერამდენედ დაუვარდა ეს ერთი ცალი ფარატინა ფურცელი, ფაილში რომ ჩაუკვეხებია საცოდავად. დიდი დაბნეული ვინმეა, ეტყობა. რომ წარმოვიდგინოთ ვითომ აიყვანეს და, ვთქვათ, უფროსმა დაავალა მისთვის მიეტანა დიდი საბუთების დასტა, როგორ მიათრევდა იქამდე? დაეყრებოდა თავზე სათითაოდ ის ფურცლები და კიდევაც გამოაბუნძულებდნენ სამსახურიდან. მემგონი, ესეც კაი ვარიანტი უნდა იყოს ჩემდა სასიკეთოდ, - გულში ბუტბუტს კვლავ განაგრძობდა გოგო. ფიქრში დროც სწრაფად გადიოდა. პირველი რომ შევიდა, ის საღეჭი რეზინის ღეჭვით ყბაატკივებული (ნანოს წარმოედგინა ასე), გარეთ უკმაყოფილო სახით გამოვიდა და გოგოს გულში გაეღიმა. ბოროტული კი იყო მისი მხრიდან, მაგრამ, როგორც ოპონენტს, ისე თუ შევხედავდით, მაშინ გამართლებული. ნერვები კი ეშლებოდა ამ ქცევაზე, მაგრამ მაინც. ღმერთმა იცის, როგორ მჭირდება ეს სამსახურიო - გულში ამბობდა. - ღმერთო ჩემო, ეს მესამე ყვითელ სათვალიანი გოგო ხომ საერთოდ სიგიჟეა. თუ მართლა ფიქრობს, რომ ამ გადაკეცილი ფურცლებით იქ შესვლა მართებულია? როგორი უპასუხისმგებლობაა, დარწმუნებული ვარ, ამას უფრო კინწისკვრით გამოაგდებენ, ვიდრე პირველს. აბა, როგორია ამხელა კომპანიაში მუშაობ და შენ თუ ასე დაკუჭე ფურცლები, რას იფიქრებს ან პერსონალი, ან კლიენტი და ყველაზე უმთავრესი - უფროსი? უდიერი სუფთა! - ამასობაში მეორე გოგოც გამოვიდა, მაშინვე ნანოს მიაშტერდა თვალებში და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.

- საზიზღარი ქალია! კიდევ აქეთ რომ გამომლანძღა, წონასწორობის დაცვა თუ არ შეგიძლია, საბუთების ხელში დაჭერას როგორ აპირებო. - ერთი დაიწუწუნა და მერე იქაურობას სწრაფად გაეცალა. ეტყობოდა, რომ ძალიან ეტკინა გული. აღარ უნდოდა ვინმეს მოსმენა.

ნანო თავისთავზე გაბრაზდა. არ უყვარდა ადამიანის დამცირება, როცა უფრო კორექტულადაც შეიძლებოდა საუბარი. ამბობდა - სხვისი მდგომარეობის გათვალისწინება ყოველთვის აუცილებელიაო.

- ისე, მეც კარგი ტუტუცი გოგო ვარ, რა! ვდგავარ აქ და ვილანძღები მოხუცი დედაბერივით, ვითომ სხვა სადარდელი არ მქონდეს. იქნებ, როგორ სჭირდებოდა იმ საწყალ გოგოს ეს სამსახური? ან სხვებს როგორ სჭირდებათ? თუნდაც, პრესტიჟისთვის ან მსხვილი კომპანიების ცნობილი მფლობელების გაცნობისთვის უნდოდეს აქ მუშაობის დაწყება, როგორც ემილის უნდოდა მირანდასთან ემუშავა სამუდამოდ, განა, შენ ვინ გეკითხება? თუმცა, ის კი არ მინდა, ჩემი უფროსი მართლა ეშმაკი იყოს და პრადასაც ატარებდეს. ან მეც რომ მომთხოვოს სტილის შეცვლა, როგორც ანდრეას მოუწია ეს. ნაჰ, სრული კატასტროფაა! საჭიროც კია, ყველას გემოვნებას ვცემდეთ პატივს. საერთოდ რამდენს ვლაპარაკობ? ვინ მომცა ამდენის უფლება? იქნებ, როგორ უჭირს რომელიმეს? განსაკუთრებით ის დაბნეული გოგო ნერვიულობდა და როგორ მოექცნენ, საწყალი. თორემ პირველს უფრო სატრიპაჩოდ უნდოდა აქ ემუშავა, ცხადი იყო. მეც რომ მეუხეშოს ის სათვალიანი ქალი, მერე რაღა ვქნა? არა, რა! ვერ გაუძლებს ამდენს ჩემი გული, ჯობს, გავჩუმდე და დაველოდო ჩემს რიგს, - ფიქრი რომ დაასრულა, მესამე გოგოც პირველი ორის მსგავსი სახით გამოვიდა და ხასიათი უფრო წაუხდა ნანოს.

- დაგიკავშირდებითო ზრდილობის გამო მითხრა, ისეთი ცივი ქალია, კიდევ კარგი არ ამიყვანა და თავი დავაღწიე. - გაბრაზებით ჩაიდუდღუნა მესამემ, რაზეც გოგომ გულში გაიფიქრა - ალბათ, იმ დაკუჭული ფურცლის გამოო. უპასუხისმგებლობას ყველაზე მეტად ვერ იტანდა.

მარტო დარჩა დერეფანში, თავის რიგს ელოდა. წინ და უკან დადიოდა ნერვიულად. რატომღაც დააგვიანეს მისთვის დაძახება, ამან უფრო სტრესში ჩააგდო - ვაითუ დავავიწყდიო. ან როგორ უნდა დავიწყებოდა ვინმეს, როცა ამ გოგონებს შორის საუკეთესო კანდიდატი თვითონ იყო აღნიშნულ პოზიციაზე წარსადგენად.

- ნანო ქანთარია ხართ, ხომ? მხოლოდ თქვენ დარჩით, მობრძანდით. - თხუთმეტწუთიანი სიჩუმის შემდეგ კაბინეტიდან თავი გამოჰყო ზემოთ უხეშად ხსენებულმა ქალმა და გოგო შეხტა, ისე არ ელოდა დაძახებას. ფიქრებმა სულ წაიღო მისი გონება.

- დიახ, ახლავე.

კაბინეტში დიდ, შავ სავარძელში ჩაჯდა ქალი. სათვალის ზემოდან თვალი ააყოლა ნანოს და სივიც გამოართვა. აშკარად შეეტყო, რომ ესიამოვნა ასე სუფთად და პასუხისგებით წარმოდგენილი საბუთები.

- მოგესალმებით! მაშ, პირველი, რაც მაინტერესებს, ვინ ხართ და რა სამუშაო გამოცდილება გაქვთ?

- ნანო ქანთარია ვარ, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტის ბაკალავრის და მაგისტრის კურსდამთავრებული. გამოცდილებას რაც შეეხება, ნახავდით რომ არ მიმუშავია აქამდე ამ პოზიციაზე, მაგრამ მინდა. რეალური იქნება, თუ ვიტყვი, რომ მჭირდება. ამიტომაც ვზივარ ახლა აქ, თქვენ წინ და თქვენს პასუხს განაჩენივით ველი.

- და თუ გეტყვით რომ თქვენ წინ გასაუბრებაზე მყოფ გოგონებს უმუშავიათ მსხვილ კომპანიებში, ვადას მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი მხრიდან რა პრივილეგიას დამისახელებთ, რომ აქ მუშაობა დაგაწყებინოთ?

- პრივილეგია არ მაქვს. რაც შემიძლია დაგპირდეთ, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენაა და უკან არაფერზე დავიხევ, რადგან ჩემი მომავალი თქვენს პასუხზეა დამოკიდებული. - გულწრფელი იყო ნანო. მკერდს შიგნით წვას გრძნობდა, მარცხენა ფეხს ნევროზულად აცანცარებდა და თითებიც ლამის დაემტვრია.

- და ეს ემოციური ფონი, რასაც აქ ვხედავ, რამდენად მარტივი დასაძლევია?

- თუ ვიტყვი რომ ეს მცირედია, რასაც გამოვხატავ და თავს ვიკავებ, რადგან არ მინდა რომელიმე რესტორანში დამლაგებლად ვიმუშავო, მართალი ვიქნები. ახლა მიპასუხებთ სხვა კომპანიებიც ხომ არსებობსო, მაგრამ ვცადე და არ გამოვიდა.

- მთავარი, რაც უნდა იცოდე, სამსახურს არ სჭირდება ემოცია. აქ მხოლოდ გონება გჭირდება, რომ ყველაფერი ორგანიზებული და სწორად შესრულებული იყოს. მთელი კომპანიის გაყიდვებზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი, რაც, ვფიქრობ, მეტისმეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ერთი ციფრიც კი ყველაფერს წყვეტს.

- დიახ, პირობას გაძლევთ კიდევ ერთხელ, რომ სრულიად დავიხარჯები.

- მგონი, ერთი შანსი უნდა მოგცეთ.

ნანოს თვალები აემღვრა სიხარულისგან. შეუძლებელი იყო, მის მზერაში გულწრფელობა არ ამოეკითხა ვინმეს და ამიტომაც აიყვანეს სამსახურში იგი. ლამის მოხვეოდა გოგო ქალს, რომელიც აქამდე საშინელ, ცივ და უგულო ადამიანად დაუხატეს. იმედგადაწურულს ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა.

- თქვენ ვერც წარმოიდგენთ, როგორ დამეხმარეთ, - აკანკალებული ხმით ამოილუღლუღა ნანომ.

- აბა, ხვალ გელოდებით. ვნახოთ ერთი, რას იზამთ და როგორ შეეწყობით საქმეს. - ფეხზე წამოდგა ქალი.

- და კიდევ, იცით რა მინდა გთხოვოთ, შეიძლება რომ მთელი კომპანიის მცენარეებს მე მოვუარო?

- ეს სხვისი მოვალეობაა, მაგრამ, - ეუცნაურა უცებ უფროსის მოადგილეს, არც კი ელოდა ამ თხოვნას.

- გთხოვთ, მიყვარს ეს საქმე.

- რა გაეწყობა?! - დაეთანხმა ქალი და ღიმილით გამოაცილა კაბინეტიდან გაყიდვების ახალი მენეჯერი.

ნანოს ცხოვრებაში ეს ახალი პირველი ნაბიჯი იყო წარმატებისკენ. გარეთ გამოსულმა სათითაოდ ჩამოუარა ყვავილებს, მიეფერა და ხვალამდე დაემშვიდობა. თითქოს მართლა ესმოდათ მათ გოგოსი.

-#-#-#-#-#-#-

- შეიძლება? - კარზე დაკაკუნების შემდეგ დაბალი ხმით იკითხა ქალმა.

- მობრძანდი.

- ავიყვანეთ ახალი თანამშრომელი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. - ახალი ინფორმაცია აცნობა უფროსს.

- რადგან აიყვანე, ესე იგი, დარწმუნებულიც ხარ.

- ერთი-ორი სიტყვა მინდოდა მეთქვა შენთვის ამასთან დაკავშირებით.

- გისმენ, მერე თათბირი ჩანიშნე, რაღაც პრობლემა შეიქმნა და უნდა მოვაგვაროთ.

- ამ გოგოს გამოცდილება არ აქვს, არ უმუშავია მსგავს პოზიციაზე, მაგრამ მის თვალებში იმხელა გულწრფელობა და მონდომება იკითხება, შენც კი გაოცდები, ომარ.

- ხომ შევთანხმდით, რომ ასეთ კადრებს არ ავიყვანდით? მგონი, ყველას გვახსოვს, რაც დაგვმართა წინამ.

- არა, მენდე. მართალია, შენ ხარ უფროსი და შენზეა დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ მინდა რომ დამიჯერო. მით უმეტეს, მაშინ თეონას აყვანა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა და თვითონვე მოინდომე. თანაც ის ხუთი პროცენტი, რომელიც ასი პროცენტიდან ამ კომპანიაში წილად მაქვს, რაღაცას ხომ ნიშნავს?

- ოხ, ლია, როგორ იცი საშენოდ საქმის შემობრუნება?! - გაეცინა კაცს.

- მოკლედ, ასე იყოს. თუ ამ გოგომ იმედები არ გამიმართლა, ნებისმიერ პოზიციაზე კადრის აყვანას შეგითანხმებ და მსგავსად აღარ მოვიქცევი.

- კარგი, გნებდები. ახლა ის მითხარი, გიგა თუ მოვიდა უკვე? პრინციპში ახლა თანამშრომლებიც მოსული არიან.

- კი, მოვიდა, თავის კაბინეტშია, თან არც ისე კარგ ხასიათზე.

- მაგას უთხარი, თათბირზე მისი დასწრებაც აუცილებელია და წინასწარ იზრუნოს იმაზე, რომ ვინმეს უხეშად არ ესაუბროს. ადეიშვილიც იქნება სხდომაზე. ისიც უთხარი, როგორ გვჭირდება მისი გვერდით დგომა და როგორმე თავი აარიდოს ჩხუბს. - ულვაშებიანი შუახნის კაცი დარიგებებს იძლეოდა. შვილის ხასიათს ძალიან კარგად იცნობდა, ამიტომ ცდილობდა წინასწარ გაეფრთხილებინა. ბიჭის ხისტი ხასიათი ბევრჯერ გახდა მიზეზი კომპანიებს შორის დაპირისპირების.

- კარგი, გადავცემ მაგ ყველაფერს, მაგრამ ეს ადეიშვილი რა აუცილებელი იყო? სხვა ვერავინ გამოინახა?

- საერთაშორისო ბაზარზე გაგვიყვანს, ლია. სხვა გზა არაა. მხოლოდ საქართველოს მასშტაბები არ გვეყოფა. რამდენი პარტნიორი გვყოლია, მაგრამ იმხელა წარმატება არავის არ აქვს, როგორიც მაგ კაცს. მეც კი მიმიფურთხებია მისი ნამუსისთვის, მაგრამ, როცა საქმეს სჭირდება, პირადი სიამაყე და ამბიციები გვერდით უნდა გადადო.

- ოხ, ომარ, ყოველთვის საშარო საქმეს რატომ ეძებ?

- ამ კომპანიაში ათასობით ადამიანი მუშაობს. მხოლოდ ჩვენ რომ ვიყოთ, ვიკმარებდით. ყველა წარმატებულია, მუდმივად იხარჯებიან, იზრდებიან. ხელფასის გაზრდა მინდა და დაფასება ყველას მუშაობის, მაგრამ ამას დამოუკიდებლად ვერ შევძლებ. თუ კობა ადეიშვილს დავიხმარ, მეც კმაყოფილი ვიქნები და ყველა თანამშრომელიც.

- კარგი, კარგი. მე ვეტყვი გიგას. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის.

- შენი იმედი მაქვს, ლია. დედასავით ხარ მისთვის, ხომ იცი. - სევდიანი ღიმილი გაუკრთა კაცს სახეზე.

ქალმა კაბინეტი დატოვა და ლიფტში შევიდა. სულ ბოლო სართულზე ადიოდა. გიგას კაბინეტი ყველასგან და ყველაფრისგან იზოლირებული იყო. მაქსიმალურად ცდილობდა კონტაქტისგან თავის არიდებას.

მთელ კომპანიაში ერთადერთი მისი კაბინეტის კარი იყო შავი ფერის. ოთახში უმეტესად ნაცრისფერი და მუქი ლურჯი ჭარბობდა. მას არ უყვარდა მზე, ამიტომაც ჩაბნელებული ჰქონდა ყველაფერი. ამ ოცდამეხუთე სართულზე ყვავილებს ლია უვლიდა, სხვას არავის აკარებდა.

ყველამ იცოდა გიგას ხასიათი. ზედმეტად არავინ აწუხებდა, თუ ეს აუცილებელი არ იყო. ძირითადად მეილს იყენებდა კავშირისთვის. მხოლოდ ლიას და ომარს ჰქონდათ ფეხი დადგმული ამ სართულზე, სხვას არავის. რაც დედა დაეღუპა, ერთი წელი სახლიდან არ გამოსულა. ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად მოინდომა კვლავ კომპანიაში დაბრუნება. მამამისმა ყველა წინასწარ გააფრთხილა, რომ ზედმეტად არავის შეეწუხებინა და ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მოინდომებდა. თუმცა, ბიჭს არაფერი უთხოვია გარდა იმისა, რომ თანამშრომლები თავის სართულზე არასდროს ენახა და თათბირს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დასწრებოდა. ომარი ჯიუტად მაინც ყველა თათბირზე ეძახდა გიგას. ეს უკანასკნელი ხან მოდიოდა, ხან - არა. ალბათ, ამასაც ხასიათის მიხედვით აკეთებდა, ან უფრო სხდომაზე დამსწრეების მიხედვით. თუ ვინმე ისეთი იყო, ვისთანაც არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თავის არიდებას ცდილობდა. რამდენჯერაც მამის დაჟინებული თხოვნა გაითვალისწინა, იმდენჯერ კამათი მოუწია და საბოლოოდ მათი კომპანიის სასიკეთოდ არ წყდებოდა ბედი. ამიტომ ჭკუა იხმარა, წინასწარ იგებდა ვინ დაესწრებოდა თათბირს და იმის მიხედვით წყვეტდა, თუ მივიდოდა თვითონაც. სხდომის საბოლოო შედეგს მაინც იგებდა, რომც არ ყოფილიყო იქ.

გიგა ლიფტით არ სარგებლობდა. სამსახურში ყოველთვის ადრიანად მოდიოდა, რომ კიბეებზე არავის შეხვედროდა. დრო ზუსტად ჰქონდა გათვლილი. შორიდან კი ყველას სმენოდა მასზე. საღამოსაც გვიან ბრუნდებოდა სახლში, როცა მთელი კომპანია დაცარიელდებოდა.

უკვირდათ, კი, მაგრამ არ ჰქონდათ უფლება რამე ეკითხათ. რადგან ასე ითქვა და გადაწყდა, ასეც უნდა ყოფილიყო.

ლიამ წინასწარ იცოდა, რასაც უპასუხებდა უმცროსი ნიშნიანიძე. ამიტომ ფიქრობდა რა ეთქვა ისეთი და როგორ ეთხოვა, რომ დაეთანხმებინა.

ლიფტიდან გამოსულმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა, პიჯაკზე ხელები ჩამოისვა, შეისწორა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.

- გიგა, საქმე მაქვს შენთან.

- უკვე მივხვდი, რომ თათბირია. - მოკლედ უპასუხა ბიჭმა.

- და ამ თათბირზე კობა ადეიშვილი იქნება. - შეაპარა ქალმა სათქმელი.

- მე რაში ვჭირდები?

- რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ.

- ეგ ომარსა და შენც შეგიძლიათ.

- აუცილებელიაო.

- აუცილებელი ჩემი ჩხუბი არ არის და არა - დასწრება.

- გიგა, შვილო, როცა აქ მოვდივარ, ესე იგი, მართლა აუცილებელია, ხომ იცი?

- ვიცი, ლია, მაგრამ იმ ნამუსგარეცხილის გვერდით მე არ დავჯდები.

- იმას თავისი ცხოვრება აქვს, ჩემო ბიჭო. სამსახური ის ადგილია, სადაც პირადი უკან რჩება. მათ შორის - შენი პრინციპებიც.

- არ ვაპირებ ჩამოსვლას.

- არც მაშინ, თუ იმ კაცის პასუხზეა დამოკიდებული ჩვენი კომპანიის წარმატება?

- ლია, კარგად არ დავასრულებთ. - გაფრთხილება იყო გიგას სიტყვები ქალისთვის და მით უფრო - კომპანიისთვის.

- თათბირზე საჭირო ხარ. აქ ხალხი მუშაობს. ყველას ოჯახი ჰყავს. მათ ხელფასის მომატება სჭირდებათ, თან, როცა ამას იმსახურებენ, აბსოლუტურად სამართლიანია. თუ ადეიშვილი დაინახავს რომ შენ მის მიმართ ანტიპათიით არ ხარ განწყობილი, ვგონებ, უფრო დაგვთანხმდება. თან შეგიძლია მისი დათანხმება, ყველამ ვიცით. ომარს სჭირდები, კომპანიას სჭირდები, ადამიანებს სჭირდები. აქ მთავარი შენ არ ხარ, არც შენი პრინციპები. შენ იცი, რომ მე ტყუილად არ გელაპარაკები ამდენს.

- მეცამეტეზე?

- ისევ კიბის პირდაპირ, არ შეგვიცვლია. მადლობა, გიგა. გაუხარდება მამაშენს. და ისე, რომ გკითხო რატომ ხარ ასეთ ხასიათზე, შეიძლება?

- უკვე მკითხე, ლია. დილაადრიან პირველ სართულზე ვიღაცას გადავეყარე.

- აჰ, ახლა გასაგებია. წავედი მე, გელოდებით!

№1 სტუმარი ეკა

ვაიმეე როგორგამახარე ????????????????????????????????????????????????????????????????????????

№2  offline მოდერი ანე ლაშხი

ეკა
ვაიმეე როგორგამახარე ????????????????????????????????????????????????????????????????????????

აუუუუ, მე შეეენ უუუუზომოდ, პირველი დახვედრა ამდენი ხნის შემდეგ და ასეთიიი?! ♥️♥️♥️♥️♥️

№3 სტუმარი ეკა

ანე ლაშხი
ეკა
ვაიმეე როგორგამახარე ????????????????????????????????????????????????????????????????????????

აუუუუ, მე შეეენ უუუუზომოდ, პირველი დახვედრა ამდენი ხნის შემდეგ და ასეთიიი?! ♥️♥️♥️♥️♥️

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№4  offline წევრი ვიპნი

დიდი ინტერესით ველოდი შენს გამოჩენას,რადგან ფბ-ს ჯგუფში დაპოსტე დაგიბრუნდითო,საინტერესოა ძალიან,უკვრ ვფიქრობ ყვავილების სიყვარული ნანოს დაუკითხავად აიყვანს გიგას სართულზე :) პ.ს.ისე როგორ ხასიათზე იყო გიგა ცოტა ვერ გავიგე :( წარმატებები ჩემო კარგო

№5  offline მოდერი ანე ლაშხი

ვიპნი
დიდი ინტერესით ველოდი შენს გამოჩენას,რადგან ფბ-ს ჯგუფში დაპოსტე დაგიბრუნდითო,საინტერესოა ძალიან,უკვრ ვფიქრობ ყვავილების სიყვარული ნანოს დაუკითხავად აიყვანს გიგას სართულზე :) პ.ს.ისე როგორ ხასიათზე იყო გიგა ცოტა ვერ გავიგე :( წარმატებები ჩემო კარგო

ვიპნიი, მადლობა, ჩემო კარგო ♥️♥️♥️ ჰო, აბა, მაგისთვისაა ის ყვავილები იქ დადებული :დდდ გიგა გაიშლება, ჯერ პირველი თავია მაინც და ალბათ უფრო ზედაპირულიც <3333 ვნახოთ, ვნახოთ ♥️

№6 სტუმარი Qeti qimucadze

gamixardiiiiiii. imedia nano gamoiyvans gigas mdgomareobidan. gelodebi anee. ketiliniyos sheni dabruneba

№7  offline მოდერი ანე ლაშხი

Qeti qimucadze
gamixardiiiiiii. imedia nano gamoiyvans gigas mdgomareobidan. gelodebi anee. ketiliniyos sheni dabruneba

ქეეთ, მადლობა, ძვირფასო <3333 მე შენ გამიხარდი უზომოდ ♥️♥️♥️ ნანო ყველაფერს იზამს, რაც შეუძლია და, რაც არა, სხვა გზა არ აქვს :დდ :***

№8  offline წევრი OKI ME

უჰ, როგორი კარგი იყო ❤️❤️ შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები ❤️❤️ როგორც ვატყობ, ძალიან საინტერესო ისტორია იქნება❤️

ნანო, უკვე ძალიან მომწონს ❤️ ერთი შეხედვით თეკლა, კარგი მეგობარი ჩანს ❤️

ნუ გიგაზე რა მოგახსენო, ჯერ ჯერობით თავს შევიკავებ. ერთ რამეს კი ვფიქრობ მასზე. განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე არის ისეთი, როგორიც ახლაა. ჰაჰ, რა საინტერესო იქნება მათი მეორედ შეხვედრის სცენა :დდდ

მოკლედ, წარმატებები და გელი ახალი თავით, უახლოეს მომავალში :დდდ ❤️

№9  offline მოდერი ანე ლაშხი

Megioki

მეგი, უხ რა კაი და თბილი სიტყვები მითხარი, გავთბი და ჩავღუნღულდი, ძალიან მიხარია ყველას აზრების მოსმენა ♥️♥️♥️ ჩემი გოგოები ოქროები არიან ორთავე და გიგაც კაი უნდა იყოს, ისე როგორ? :დდდ მადლობა შენ, მალე იქნება მეორე თავიც :**** ♥️

№10 სტუმარი Nino

ძალიან გამახარე ????????????

№11  offline მოდერი ანე ლაშხი

Nino
ძალიან გამახარე ????????????

ნინო, მადლობა დიდი!!! ოქრო ხარ ამ გახარებისთვის, გენაცვა ♥️♥️♥️

№12 სტუმარი ეკა

მოკლედ.. პირველ რიგში იმას გეტყვი, რომ რეალობას მომწყვიტე.. თავი წარმოვიდგინე თითქოს ნანოსთან ერთად ვიყავი ???? სტიქიური უბედურებაა ეს გოგო მოკლედ ???? ზოგადად, მე "ჩუმი" ვარ ანუ თუ ხასიათზე არვარ ვინც არ უნდა მთხოვოს ვერ ამომაღებნებენხოლმე ხმას, მარა თუ ლაპარაკი მინდა... ???? ზოგადად საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები ???? უკვე შემიყვარდა ეს მოთხრობა ❤ გიგამაც უკვე დამაინტერესა.. ნიღაბია ეს ხასიათი მისი ❤ მგონი ჩემი მომავალი პროფესია მეხმარება:დდ უმაგრესი ხარ ❤❤

№13  offline მოდერი ანე ლაშხი

ეკა, შენ ხარ უმაგრესი გოგო და სასწაული პირდაპირ!!! ♥️♥️♥️ ნანომ სულ უნდა ილაპარაკოს, ეგ ჩუმად ვერ იქნება :დდ ჰოდა, მაგ მუდმივი ხმაურით გიგაც უნდა მოიყვანოს აზრზე, თუმცა ხასიათი კი აქვს რთული გიგას და ვნახოთ რა იქნება <3333 მიხარია აქ რომ ხარ ♥️♥️♥️♥️♥️

№14 სტუმარი ეკა

მადლობა უღრმესი ❤❤ ეგრე უნდა იყოს სხვა გზა არცერთს აქვთ:დდ წარმატებები ❤ რამდენიმე თვეში ძალით ქორწინებაზე უნდა დავწერო ახლა სხვას ვწერ:დდ

№15  offline მოდერი ანე ლაშხი

მადლობა შენ, ჩემო ოქრო ♥️♥️♥️♥️♥️

№16  offline მოდერი ანე ლაშხი

Nuki-rocks
აუ,რა კარგი დასაწყისია?! ანე, გაგრძელება მაინტერესებს მაგრად და იმედია მალე გამოჩნდები.
მანამდე კი ვიტყვი რა მომეწონა! მომეწონა ურთიერთობები,თან ძალიან. მეგობრით დაწყებული,ყვავილებთან დამთავრებული.მომეწონა რეალობასთან კავშირი და წერის სტილი.
წარმატებებს გისურვებ❤❤.

ნუკი, როგორ გამიხარდიიი <3333 მე შენი კომენტარი მომეწონა ძალიან, იმენნა ჩამათბო, რიააა!! მადლობა შენ, კიდევ გამოჩნდიიი!!! ძაან დიდი იმედი მაქვს, მართლა კაი გამოვა :დდდ ♥️♥️♥️

№17  offline წევრი ნანა73

სულ პირველი მინდა გითხრა, ყვავილებზე ისეთი შეყვარებული ვარ მეყვავილეებიც მიყვარს! heart_eyes
რაც შეეხება ისტორიას, მესიანოვნა თხრობის გამართულობა, განვითარება, საინტერესო სიუჟეტი ჩანს.
ერთი სიტყვით ნანოს აუცილებლად ყურადღებით მივადევნებ თვალს. kissing_closed_eyes

❤️❤️❤️

№18  offline წევრი Margo Tokyo

ანე, არ გელოდი და რენდომ შემოწმებულ საიტზე დამხვდა კარგი ამბები. Nice, niceee????????
პირველმა თავმა მომხიბლა. დავიწყოთ იქედან, რომ მე ძალიან მიყვარს ნებისმიერი რამის დეტალური აღწერა. ამის გამო ხშირად მეუბნებოდნენ, ნუ დაგვღალეო :დდდ მაგრამ ძაან კაია, რა!
სხვანაირი ხიბლი აქვს ისტორიას, როცა მკითხველმა ფარდის ფერი და მაგიდის ფორმაც იცის. მე პირადად ორმაგად ვაფასებ ამას ისტორიებში.

ლამაზი, ნაზი სიტყვებით გქონდა აღწერილი გარემო და ამ აღწერაში შემოგვაპარე ნანოს ცხოვრებაც და არა პირიქით. (That’s cool)
პირველ რიგში ამან მომხიბლა. ვფიქრობ, წერის სტილი ბევრად დახვეწილი გაქვს. წინა ისტორია მომწონდა, სიამოვნებით ვკითხულობდი, მაგრამ თითქოს მშრალი იყო და აკლდა ის სითამამე, რომელიც გადამალული გქონდა. კითხვისას, მეგონა, რომ რაღაც გაკავებდა და ვერ იხსნებოდი ბოლომდე. ( შეიძლება არც არის ეგრე, მაგრამ მე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა)
ჰოო, აქ კარგი ამბებია... ვნახოთ, შემდეგ თავებში რას დაატრიალებ, აბა.
აი, რაც შეეხება გიგას (რომელსაც ნოე სულაბერიძეობას უპირებდი), საინტერესო ტიპია. დამაინტერესა.
ვგონებ, კარგი ამბები გველის და ვნახოთ, რა...

ახლა აქ ვინმეს არ ეგონოს, ამხელა თავი დავდეო და დაგვიანებაც მოსულაო. ;):):)

№19  offline მოდერი ანე ლაშხი

ნანა73
სულ პირველი მინდა გითხრა, ყვავილებზე ისეთი შეყვარებული ვარ მეყვავილეებიც მიყვარს! heart_eyes
რაც შეეხება ისტორიას, მესიანოვნა თხრობის გამართულობა, განვითარება, საინტერესო სიუჟეტი ჩანს.
ერთი სიტყვით ნანოს აუცილებლად ყურადღებით მივადევნებ თვალს. kissing_closed_eyes

❤️❤️❤️

ნანა, ჩემო ძვირფასო, როგორ გამახარე!! აიიი, მეც ძალიან მიყვარს ყვავილები, ოცნება მაქვს ჩემი სახლი ყვავილებით იყოს სავსე :დდ ♥️ ძალიან მიხარია რომ ყველაფერი მოგეწონა, უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის შენ!!! რა კარგია, აქ რომ ხარ ♥️♥️♥️♥️♥️

Margo Tokyo
ანე, არ გელოდი და რენდომ შემოწმებულ საიტზე დამხვდა კარგი ამბები. Nice, niceee????????
პირველმა თავმა მომხიბლა. დავიწყოთ იქედან, რომ მე ძალიან მიყვარს ნებისმიერი რამის დეტალური აღწერა. ამის გამო ხშირად მეუბნებოდნენ, ნუ დაგვღალეო :დდდ მაგრამ ძაან კაია, რა!
სხვანაირი ხიბლი აქვს ისტორიას, როცა მკითხველმა ფარდის ფერი და მაგიდის ფორმაც იცის. მე პირადად ორმაგად ვაფასებ ამას ისტორიებში.

ლამაზი, ნაზი სიტყვებით გქონდა აღწერილი გარემო და ამ აღწერაში შემოგვაპარე ნანოს ცხოვრებაც და არა პირიქით. (That’s cool)
პირველ რიგში ამან მომხიბლა. ვფიქრობ, წერის სტილი ბევრად დახვეწილი გაქვს. წინა ისტორია მომწონდა, სიამოვნებით ვკითხულობდი, მაგრამ თითქოს მშრალი იყო და აკლდა ის სითამამე, რომელიც გადამალული გქონდა. კითხვისას, მეგონა, რომ რაღაც გაკავებდა და ვერ იხსნებოდი ბოლომდე. ( შეიძლება არც არის ეგრე, მაგრამ მე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა)
ჰოო, აქ კარგი ამბებია... ვნახოთ, შემდეგ თავებში რას დაატრიალებ, აბა.
აი, რაც შეეხება გიგას (რომელსაც ნოე სულაბერიძეობას უპირებდი), საინტერესო ტიპია. დამაინტერესა.
ვგონებ, კარგი ამბები გველის და ვნახოთ, რა...

ახლა აქ ვინმეს არ ეგონოს, ამხელა თავი დავდეო და დაგვიანებაც მოსულაო. ;):):)

ვაიმეეე, ეს ვინ მოსულა აქ? კდემა ქალიიი. აუჰ, ძაან დამცხა ნერვიულობისგან :დდდდ ახლა იმაზე უნდა ვილოცო, ბოლომდე კაი გამოვიდეს და მართლა ნოე სულაბერიძე არ შეიქნას გიგა, ძაან სასაცილო იქნება მერე :დდდდ ♥️
გეკადრება, გოგო? უეჭველად მალე მოვრჩები. საერთოდ სრულად დადებას ვაპირებდი, პროსტა ვერ მოვითმინე და აი, მაქსიმუმ მეოთხე თავამდე ავიდე. უუუუზომოდ გამიხარდიიი, მადლობა და მადლობა ♥️♥️♥️♥️♥️

№20 სტუმარი ტაისა

ვაიმეეე როგორ დაგელოდები ❤❤❤❤❤❤

№21  offline მოდერი ანე ლაშხი

ტაისა
ვაიმეეე როგორ დაგელოდები ❤❤❤❤❤❤

ოქროო, მე შენს კომენტარს დაველოდები, მადლობაა!!! ♥️♥️♥️♥️♥️

№22  offline წევრი Chocolate from White Hell

ვვააიი მეეე და უუიი მეე....ცუნამოოო! როგორ გამიხარდი, ნეტავ იცოოდე....საოცარი მუხტით ავივსე...ჯერ კარგად ვერ ვუყრი აზრებს თავს, მაგრამ ნელ-ნელა, აზარტი მთლიანად მომიცავს და ჩემს სხეულში არსებული სისხლი, რომელიც ზანტად მიედინება და მიიკვლევს გზებს, მალე ელვისებურად იწყებს მოძრაობას და თუ შეასკდა ყოველივე გულს, მერე არ დამიწყო რაღაცები...
მომწონს ასეთი დეტალური აღწერა. მშვიდ და საოცარ ჰარმონიას ქმნის ყველა დეტალი და ისეთია, გინდა რომ ჩავარდე ამ ჰარმონიაში და აღარ ამოვარდე იქედან. კაიფია, ერთგვარი...)))))
გულშეკუმშული ველი ახალ თავს. არ ვიცი რა გული გამიძლებს:დდდ თუმცა მაინც ველი და ხომ იცი, გელი, გელი მოგელი და წუთი ყოველიც:დდდ❤️❤️
(მიცნობ, იმედია...:დდ ცუნამს, არა მგონია კიდევ ვინმე გიწოდებდეს და თუ გიწოდებს, საშობაო გოჭივით დავკლავ:დდდ)
წარმატებები, ლამაზუკავ❤️❤️❤️❤️
აი, კიდევ ბოლომდე ვერ ამოავფრქვიე ემოციები, მაგრამ დამაცა:დდდ მაგასაც ვიზამ:დდდდდ

№23  offline მოდერი ანე ლაშხი

Chocolate from White Hell

რა დღეში ხარ, ლიკუნა? :დდდდდ ვაიმე, რა გემრიელად ვიცინე, აი ვგიჟდები შენს კომენტარებზე, ისეთი ენერგიით და ემოციით სავსეა, სულ ვივსები და ვიბერები :დ ♥️♥️♥️♥️ მადლობა, შოკოლადოოო!!! ♥️♥️♥️♥️ ეგ აღწერა ზოგჯერ დამღლელია, მაგრამ მე ისე მიყვარს, რა ვქნა, ვერ გავექცევი :დდდ მიხარიხარ მე შენ უუუუზომოდ და გელოდებიი, ხვალ დავდებ ახალ თავს ♥️♥️♥️

№24 სტუმარი 123

ეს რა ძერსკობის წერა დაგიწყია????❤️

№25  offline მოდერი ანე ლაშხი

123
ეს რა ძერსკობის წერა დაგიწყია????❤️

აუუუ, ყველაზე მაგარი კომპლიმენტია :დდდ ჯიგარი ხარ ♥️♥️♥️

№26 სტუმარი ეკა

ბომბა თავები გველოდება ვატყობ:დდდ ♥

№27  offline მოდერი ანე ლაშხი

ეკა
ბომბა თავები გველოდება ვატყობ:დდდ ♥

აუუუ, ეს რომ ძაან ციცქნა იქნება? :(((( სრულად მინდოდა დამედო და ვერ მოვითმინე :დდდ ვეცდები, რომ მართლა ბომბა იყოს :დ დღეს რა კომპლიმენტებს ვიღებ, ჭკუაზე არა ვარ ♥️♥️♥️

№28  offline წევრი Chocolate from White Hell

ანე ლაშხი
Chocolate from White Hell
ვვააიი მეეე და უუიი მეე....ცუნამოოო! როგორ გამიხარდი, ნეტავ იცოოდე....საოცარი მუხტით ავივსე...ჯერ კარგად ვერ ვუყრი აზრებს თავს, მაგრამ ნელ-ნელა, აზარტი მთლიანად მომიცავს და ჩემს სხეულში არსებული სისხლი, რომელიც ზანტად მიედინება და მიიკვლევს გზებს, მალე ელვისებურად იწყებს მოძრაობას და თუ შეასკდა ყოველივე გულს, მერე არ დამიწყო რაღაცები...
მომწონს ასეთი დეტალური აღწერა. მშვიდ და საოცარ ჰარმონიას ქმნის ყველა დეტალი და ისეთია, გინდა რომ ჩავარდე ამ ჰარმონიაში და აღარ ამოვარდე იქედან. კაიფია, ერთგვარი...)))))
გულშეკუმშული ველი ახალ თავს. არ ვიცი რა გული გამიძლებს:დდდ თუმცა მაინც ველი და ხომ იცი, გელი, გელი მოგელი და წუთი ყოველიც:დდდ❤️❤️
(მიცნობ, იმედია...:დდ ცუნამს, არა მგონია კიდევ ვინმე გიწოდებდეს და თუ გიწოდებს, საშობაო გოჭივით დავკლავ:დდდ)
წარმატებები, ლამაზუკავ❤️❤️❤️❤️
აი, კიდევ ბოლომდე ვერ ამოავფრქვიე ემოციები, მაგრამ დამაცა:დდდ მაგასაც ვიზამ:დდდდდ

რა დღეში ხარ, ლიკუნა? :დდდდდ ვაიმე, რა გემრიელად ვიცინე, აი ვგიჟდები შენს კომენტარებზე, ისეთი ენერგიით და ემოციით სავსეა, სულ ვივსები და ვიბერები :დ ♥️♥️♥️♥️ მადლობა, შოკოლადოოო!!! ♥️♥️♥️♥️ ეგ აღწერა ზოგჯერ დამღლელია, მაგრამ მე ისე მიყვარს, რა ვქნა, ვერ გავექცევი :დდდ მიხარიხარ მე შენ უუუუზომოდ და გელოდებიი, ხვალ დავდებ ახალ თავს ♥️♥️♥️

რა დღეში ვარ ქალავ და არაადეკვაწურ დღეში:დდდდ რომ
ვეღარ ვითმენ და ბოხოჭიები მჭამენ, ეგრე ვარ:დდდ სუსტი გულჩო მაქვს, გენაცვა:დდ რატომ მიწა არ გამისკდა, რომ ვერ მოვითმინე და წავიკითხე?!:დდდ თუმცა, რა მოთმენა, რის მოთმენა.....
ჰო და, თუ გიყვარს, უნდა აკეთო კიდეც❤️ვისაც არ უნდა, ნუ დაიღლის თავს რა(აქ მანიკიურიანი სმაილი)!
ველი ხვალინდელ დღეს, ჩემო ცუნამო ქალო❤️❤️❤️

№29  offline მოდერი ანე ლაშხი

ვაიმე, მეც რომ ვერ მოვითმინე, იმიტომაც დავდე პირველი თავი გუშინ ძაან მოულოდნელად, არც ვაპირებდი, სრულად მინდოდა დამედო, მარა ჰა, გულს რა ვუთხარი :დდდ ♥️ მე შენ გელი მოუთმენლად, გენაცვა ♥️♥️♥️

№30  offline წევრი Nano Goduadze

ვაღიარებ ჩემმა სახელმა შემომიტყუა ისტორიის წასაკითხად ^__^ თუმცა , რაც წავიკითხე საოცრად მომეწონა და უუძალიანმაგრესად ველოდები შემდეგ თავს ^__^ ♡

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent