შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანო #2

17-02-2021, 21:29
ავტორი ანე ლაშხი
ნანახია 6 563

-#-#-#-#-#-#-

ადეიშვილი ირონიული ღიმილით იჯდა. შეიძლება ითქვას, დიდხანს ელოდა ამ დღეს, როცა ომარ ნიშნიანიძე მას დახმარებას სთხოვდა. ბედის ირონიააო ფიქრობდა კაცი. თუმცა, თანახმა ნებისმიერ რამეზე იყო. თვლიდა, რომ ომარმა დახმარების თხოვნით თავი დაიმცირა. არადა, არაფერი უთხოვია კობასთვის. სიტყვა “თხოვნა” არც ერთ დიალოგში არ გაჟღერებულა. სხდომაზე მოიწვია, რომ მისთვის ეჩვენებინა აღმასვლის სქემა კომპანიის არსებობის განმავლობაში და ამის შემდეგ, თუ კმაყოფილი დარჩებოდა პარტნიორი, რა თქმა უნდა, საერთო პროექტზეც იმუშავებდნენ.

დიდ ეკრანზე ჰორიზონტალური სვეტოვანი დიაგრამა დაეხაზათ. ასე ბევრად უფრო მარტივი იყო შემოსავლის ჩვენება. რიცხვი ქვემოდან ზემოთ თანდათან იზრდებოდა. არც ერთ წელს უკანსვლა არ ჰქონია კომპანიას. ორიათას რვა წლიდან წარმატებულად მუშაობდა საქართველოს ბაზარზე.

- ომარ, როგორ შეძელი ამდენი? - გაკვირვებული სახე ჰქონდა ადეიშვილს სქემის თვალიერებისას. წინ ფურცლებიც ეწყო, სადაც თითქმის ყველა ქართულ კომპანიასთან ურთიერთკავშირის დოკუმენტები იყო წარმოდგენილი. - გაოცებული ვარ შენი საქმიანობით! - მიუხედავად იმისა რომ კობას საზღვარგარეთ ჰქონდა კავშირები, მსგავსი შემოსავალი არ დაფიქსირებია არასდროს, არც ერთ წელიწადს. ცოტაოდენ შურსაც კი გრძნობდა ომარის მიმართ.

- ეჰ, რაც მე ამ ყველაფერში შრომა მაქვს ჩადებული... ვინ დათვლის მაგას?! - წარსულის გახსენებაზე ამოიხვნეშა უფროსმა ნიშნიანიძემ. გაახსენდა ყველა აქ გატარებული ღამე, როცა პროექტებზე მუშაობისას ისე ათენდებოდა თავზე, ვერც კი ხვდებოდა.

გიგა ჩუმად იჯდა. კი აღიზიანებდა ის ფაქტი რომ კობასთან კონტრაქტი უნდა გაეფორმებინათ, მაგრამ თავისი ერთი ხმამაღალი უხეში სიტყვის გამო ამდენ ადამიანს სტაბილური შემოსავლის რიცხვს ვერ შეუმცირებდა. იცოდა, ის მზაკვარი კაცი აუცილებლად მოიფიქრებდა რამეს, რომ ნიშნიანიძეების ამდენწლიანი შრომა წყ/ლისთვის გაეტანებინა. ამიტომ სიჩუმე ამჯობინა. ასე უფრო მარტივი იქნებოდა კობას დათანხმება.

- გიგა, შენ არ მეტყოდი რამეს?

- ვერაფერს დავამატებ. სრულყოფილად წარმოგიდგინეთ მთელი ამდენი წლის გეგმა. - მოკლედ უპასუხა ბიჭმა. მერე მამამისს თვალი შეავლო წამიერად, სახეზე აწითლებული იყო კაცი. ეგონა, რომ გიგა თავს ვერ შეიკავებდა და ჩხუბს წამოიწყებდა. - მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შემოსავლის ზრდა თქვენს პასუხზეა დამოკიდებული, რათა თანამშრომლების ხელფასის მომატება შევძლოთ და შრომა ყველას დავუფასოთ.

- ნამდვილად! ეგ ძალიან კარგია! - კმაყოფილმა აღნიშნა კობამ. - მეც მაწყობს თქვენთან თანამშრომლობა, პროექტები ორმაგად საინტერესო იქნება სხვადასხვა იდეის ერთმანეთთან შეჯერებით.

ომარი უფრო აჭარხლდა. ვერც ამოისუნთქა, ვიდრე საბოლოო პასუხი არ გაიგონა. არადა, ფიქრობდა, რომ უფრო მეტი მსჯელობა მოუწევდა ადეიშვილის დასათანხმებლად. ფეხზე წამოდგნენ სამივე.

- მაშ, ვითანამშრომლოთ! - ხელი ჯერ უფროს ნიშნიანიძეს გაუწოდა კობამ და შემდეგ უმცროსს. მათაც ჩამოართვეს.

ლიამ გამზადებული ხელშეკრულება მიაწოდა უფროსს, რაზეც ხელი მოაწერეს პარტნიორებმა და ამის ნიშნად კვლავ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.

ადეიშვილმა თათბირის ოთახი დატოვა. ქალმა გააცილა იგი. მამა-შვილი მარტოდ დარჩნენ.

- ამას თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმება. - მაშინვე თქვა გიგამ.

- ეტყობოდა, კი. თხოვნასაც კი ელოდა, მაგრამ მაგას რომ არ ვიზამდი - იცოდა. ამიტომაც დასჯერდა ასეთ ცივილურ თანამშრომლობას. ან რას დავეძებ? მთავარია, მსოფლიო ბაზარზე გავალთ. მე კი დავტოვებ მალე ჩემს პოსტს, მინდა სრულყოფილი კომპანია ჩაგაბარო.

- მამა, როგორც კი პირველივე შეკვეთას მივიღებთ, მაშინვე ვაცნობოთ თანამშრომლებს ხელფასის მომატების შესახებ.

- კი, შვილო, რა თქმა უნდა. გული მიგრძნობს, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება! - თითქმის გამელოტებულ თავზე ხელი გადაისვა ომარმა და ამაყი მზერით შვილს შეხედა. - გვიფასდება ჩვენი შრომა. აბა, სად დაგვიკარგავდა ის მაღალი ღმერთი?

- წავედი, საქმეები მაქვს. თუ რამე, მეილზე დამიკავშირდი. - ფეხზე წამოდგა გიგა და კაბინეტი დატოვა.

- ჩემო ბიჭო... - სევდიანად ჩაილაპარაკა კაცმა და თვითონაც გავიდა ოთახიდან, თავისი კაბინეტისკენ გასწია.

-#-#-#-#-#-#-

ლელა სამზარეულოში ფუსფუსებდა, თეკლა სამსახურიდან რომ დაბრუნდა. საღამოს შვიდი საათი იქნებოდა.

- დე, მოვედი, - კარიდან შესძახა გოგომ. - აუფ, რა სუნი ტრიალებს?! რა ხელი გაქვს, რა ხელი! - მოშიებულმა და დაღლილმა პირი გააწკლაპუნა. სამზარეულოში გავიდა და სკამზე ჩამოჯდა. მიესვენა უფრო სწორი სიტყვა იქნებოდა.

- დაიღალე, დედი? რაც მე შენ გეხვეწები არ იმუშაო - მეთქი და აბა, თუ გესმის? - გაბრაზებით თქვა ქალმა.

- კარგი ახლა! ნუ იწყებ სულ თავიდან, თუ ღმერთი გწამს. მჭირდება ჯიბის ფული და მორჩა. ორი წლის გოგო ხომ არ ვარ, შენ გთხოვდე სულ რამეს, როცა შემიძლია ჯერ კიდევ მუშაობა?

- ნანომ რა ქნა, თუ იცი?

- ახლა უნდა დავურეკო, ჩამოვა და გვეტყვის. თან იცის, პეროგს რომ აცხობ. რა გააჩერებს მაგას სახლში? მეხუთე სართულამდეც კი იგრძნობს ტკბილ სუნს. - ტელეფონი მოიმარჯვა და მეგობარს დაურეკა. რამდენიმე ზარის მერე უპასუხა ნანომ.

- სად ხარ, რომ გირეკავ? გაწითლდა ტელეფონი.

- სახლში ვარ, თეკუ.

- ჩამოდი, გოგო. რას მენაზები? - ახითხითდა უცებ თეკლა.

- აქ მესმის შენი როხროხი, ცოტა ჩუმადაც ხომ შეგიძლია? დავყრუვდით ხალხი.

- მანდ არ ამომიყვანო ახლა, თორემ ამ ალუბლის პეროგის გარეშე დაგტოვებ.

- მოვდივარ, ადამიანო. კი არადა, მოვქრივარ. - ალუბლის გაგონებაზე ნანო უცებ მოფხიზლდა და ლამის გამოიქცა სახლიდან.

ხუთ წუთში კარზე ზარი გაისმა, ქანთარია გიჟივით შემოვარდა სამზარეულოში პირის წკლაპუნით.

- ლელა, რა სუნს ატრიალებ აქ, აბა? გინდა გული წამივიდეს ხომ? აუფ, როდის იქნება ახლა ეს? - ქოთქოთს მოჰყვა მაშინვე გოგო.

- დასხედით და მალე იქნება ესეც, მანამდე მოგვიყევი როგორ ჩაიარა გასაუბრებამ. - გოგონებს უთხრა ქალმა და თვითონაც სკამზე ჩამოჯდა.

- ამიყვანეს, აბა, რას იზამდნენ? - კმაყოფილი სახით თქვა ნანომ და ვაზიდან წითელი ვაშლი აიღო, გემრიელად მოკბიჩა.

- ანუ ხვალიდან იწყებ მუშაობას?

- ჰო, აბა, რას ვშვები? ისე ვნერვიულობ, რომ ვკვდები... თან ის ქალიც ცოტა მკაცრი იყო, ყველა ისე გამოაბუნძულა. ვაიმე, გავგიჟდი, სხვების უპასუხისმგებლობამ მე გამაცოფა და ის ხომ წარმომიდგენია. ძალიან კი გამიმართლა, გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მაინც ამიყვანა. ჰოდა, ორმაგი პასუხისმგებლობა მაქვს. თან ისე უნდა ვქნა, რომ მოვეწონო ყველას და თან ისე, რომ სამუშაო ისტორია არ გამიფუჭდეს.

- ისე მიხარია, დაო, შენი წარმატება. დარწმუნებული ვარ, წინ უფრო უკეთესი ამბები გელოდება. - გულწრფელად თქვა თეკლამ და გოგოს ხელზე ხელი დაადო ამის ნიშნად.

- იქნებ, ამასაც უყო რამე, ნანუცა. არაფრის დიდებით იქედან არ მოდის, ვითომ ვალდებულია ფრიდონს ემსახუროს მთელი ცხოვრება.

- ლელა, ორივემ ვიცით ამის ამბავი. ჯიუტია. სანამ თვითონ არ მოუნდება, არ წამოვა. დაიღლება და წამოვა, იპოვის ახალ საქმეს. მე თუ შევძელი იმხელა კომპანიამდე მისვლა, თეკლასაც ისე არ დატოვებს ღმერთი.

- ჩემზე ისე რატომ ლაპარაკობთ, თითქოს აქ არ ვიჯდე? - გაკვირვებით თქვა წარბაწეულმა თეკლამ.

- გაჩუმდი შენ მანდ! ვლაპარაკობთ ჩვენ.

- ესე იგი, ყოველ დილით ერთად ვიმგზავრებთ, არა? - თემის შეცვლა სცადა გოგომ.

- კი, დაო.

- ისე, ხომ არ დაგველია ცოტა?

- და ხვალ უნდა დამაგვიანებინო სამსახურში მერე?

- ვაიმე, ნანო, შენი პასუხისმგებლობის ამბავი რომ ვიცი, რომ კვდებოდე, მიწიდანაც ადგები, ოღონდ იქ არ დააგვიანო მისვლა.

- ნუ იცინი ერთი! - შეუბღვირა ქანთარიამ.

- პეროგიც მზადაა. - ღუმელიდან გამოიტანა ლელამ ალუბლის ნამცხვარი და ნაჭრებად დაჭრა. ისეთი ფაფუკი და რბილი ჩანდა, ვიზუალზეც ეტყობოდა რა გემრიელიც იქნებოდა.

თეკლამ ბაბუამისის დაყენებული შავი ღვინო გამოიტანა, რომელიც სოფლიდან ახლახან გამოუგზავნა და ლამაზ, მრგვალ ჭიქებში ნახევრამდე ჩაასხა.

- აუ, ისეთი გემრიელია, ახლა სულს გავაცხებ სიამოვნებისგან. - პირგამოტენილი ნანო ძლივს ლაპარაკობდა.

- ოღონდ ხახა არ ჩაიწვა, აცადე ცოტა გაგრილება. - დასცინა თეკლამ მეგობარს, რაზეც გოგო აბუზღუნდა.

- მე დაგტოვებთ ახლა, ნელიკოსთან გავალ, საქმე მაქვს, - მრგვალ თეფშზე რამდენიმე ნაჭერი ნამცხვარი დადო ლელამ და ზედ გაშლილი, ლამაზყვავილებიანი სალფეთქი გადააფარა. - ამასაც გავუტან, გავასინჯებ, უყვარს მაგას.

- ნანო, ჩვენ გაგვიმარჯოს! ჰა, რას იტყვი, ვიმსახურებთ ბედნიერებას, არა? - სევდიანად გაიღიმა თეკლამ და ხელში მომარჯვებული ღვინით სავსე ჭიქა მეგობრის ჭიქას მიუჭახუნა.

- ჩვენ ყველაფერს ვიმსახურებთ, დაო. განა ტყუილად ვწვალობთ ამდენს? ჩვენ გაგვიმარჯოს!

გოგონებმა შესვეს ღვინო, არც ერთს დაუტოვებია ჭიქაში წვეთიც კი. სახეები კი დაეჭყანათ სიმწარისგან.

- უჰ, გურამის ხელს ვენაცვალე! რა კარგად ამიმჟავა სახე. - კისკისით თქვა თეკლამ ბაბუას გახსენებაზე.

- უკვე შევგრადუსდი, ამერია გამოსახულება თვალში. - სიცილით აჰყვა ნანოც.

- აუ, კიდევ დავლიოთ, რა.

- ვსო ახლა! სამსახურში ხომ მივდივართ ხვალ?

- მოიცა, რა, სად წავა ეგ სამსახური? - ღვინო ჩამოასხა ჭიქებში თეკლამ კვლავ და კარგი მსმელებივით გააგრძელეს დალევა.

ის ადღეგრძელეს, ეს ადღეგრძელეს, ყველაფერს მიედ-მოედნენ და საბოლოოდ შვიდი-რვა ჭიქა კი დალიეს.

ნანო სულ ბანცალით წამოდგა ფეხზე, კარამდე ძლივს მივიდა. არც თეკლას ჰქონდა გაცილების თავი. ლელა ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული.

კიბეზე რამდენიმეჯერ ფეხი გადაუბრუნდა გოგოს, სუსტ სხეულს ძლივს იჭერდა, ისეთი გაბრუებული იყო. უცებ მოეკიდა სასმელი. პრინციპში რაღა უცებ, შვიდი და რვა ჭიქა მეტისმეტიც კი იყო მისთვის. უმეტესად ოთხ ჭიქაზე უკვე კარგად შეზარხოშდებოდა, როცა დალევა უწევდა.

გასაღები ძლივს მოარგო საკეტს. როგორც კი სახლში შევიდა, მაშინვე სააბაზანოსკენ გასწია. სახეზე ცივი წყალი შეისხა, სარკეში არეულ გამოსახულებას თვალი შეავლო. გამოვიდა და ძველ ხის საწოლზე ჩამოჯდა. თითები საწოლის თავზე მოჩუქურთმებულ ყვავილებს გააყოლა და სახეზე სევდიანი ღიმილი მოეფინა.

გაახსენდა თავისი მარტოობა. უცებ ძალიან მოუნდა ვინმე ჰყოლოდა გვერდით და თავისი სიხარული გაეზიარებინა. თავისუფლად მოეყოლა ის, რისი თქმაც და გულიდან ამოღება უნდოდა. თუნდაც, ცუდი მოსასმენი ყოფილიყო სხვისთვის. ნორმალურად ვერც ხედავდა. თვალები მარილიანი სითხით გაევსო. უპეებით აკავებდა, რომ არ დაეწყო ტირილი. ემოცია იმდენად სძალავდა, ერთი ცრემლის წვეთიც საკმარისი იქნებოდა მის ასაქვითინებლად. თან როგორი ტირილი იცოდა? გულამომჯდარი იჯდა და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ღაწვებზე მარილიანი, კანისმწველი წვეთები.

ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და განათებულ ეკრანს უყურებდა. კარგად ვერ არჩევდა ვერც ასოებს და ვერც ციფრებს. გაახსენდა, რომ დარეკვითაც ვერავის დაურეკავდა. კონტაქტებში ვისი ნომრებიც ჩაენიშნა, არც ერთი სჭირდებოდა, თუმცა სულ ცარიელი რომ არ ყოფილიყო, უბრალოდ ეწერა.

- ნანო, მარტო ხარ, არა? - თავის თავს ჰკითხა თითქოს და ირონიულად. - კი, ხარ. და ძალიან მინდა, ვინმე მყავდეს. ვინმე, ვისაც დაველაპარაკები.

ტელეფონზე ციფრები აკრიფა. ისე, უბრალოდ. რამდენიმე ზარი გავიდა. სიჩუმე იყო. არ უპასუხეს. მერე სხვა ციფრები აკრიფა, არც იმაზე უპასუხეს. ცდა ბედის მონახევრეაო და პირველი ციფრები გაიმეორა ისევ. ერთი ზარი, ორი ზარი, სამი ზარი… და უპასუხეს.

- წარმოდგენა არ მაქვს, ვისთან ვრეკავ.

- ბატონო? - ტელეფონს იქიდან ვიღაცამ უპასუხა. ბოხი ხმა ჰქონდა, მთვრალ გოგოსაც კი შეაჟრჟოლა.

- ჰო, აი, არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ მინდა რომ მომისმინო. - ნანო მარცვლებით ლაპარაკობდა. უფრო სწორად, ბლუკუნი ერქვა ამას.

- რომელი საათია? ან ვინ ხარ? რას ჰქვია მოგისმინო?

- არ შეგიძლია? შენც არ შეგიძლია? არავის როგორ არ შეუძლია, ჰა? - პანიკური სიცილი აუვარდა გოგოს.

- რატომ უნდა მოგისმინო?

- იმიტომ, რომ შენც ადამიანი ხარ. ადამიანებს ერთმანეთის მოსმენა უნდა შეეძლოთ. რა, განა ცხოველი ხარ, რომ არ მომისმინო და წამიყრუო? როგორ შეიძლება სხვისი სატკივარი გულთან არ მიგქონდეს?

- მომისმინე, ეს შენი პირადია, რომელიც მე არ მეხება. შუაღამის სიმარტოვეს მირღვევ ასე უკითხავად, ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება ეს სიტუაცია და საერთოდ არ მომწონს. წადი და, ვისაც გინდა, იმას ელაპარაკე. ვინმე არ გყავს? ნაცნობი, მეზობელი, ნათესავი.

- არავინ მყავს. მარტო ვარ. ავდექი და რაღაც ციფრები ავკრიფე. ვიფიქრე, ვინმე უცხო მაინც მომისმენს - მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. არადა, ჩემი სიხარული მინდოდა გამეზიარებინა. სულ ორი სიტყვით თან. - ტუჩები დაბრიცა ნანომ, ყელი ორი თითით გამოსწია. თითქოს ის ვიღაც მართლა უყურებდა და ჩათვალა, რომ ამ ჟესტის მერე მოუსმენდა.

- ვიღაცა არანორმალური ხარ! ღამე მშვიდობის.

- მოიცადე, არ წახვიდე, გთხოვ. მართლა ორ სიტყვას გეტყვი. გეფიცები. - ისევ გულწრფელი იყო გოგო, ცრემლები მოამზადა გადმოსაყრელად და ხმააკანკალებულმა ითხოვა მოსმენა.

- ჯანდაბას! მითხარი.

- დღეს სამსახური ვიპოვე, თან საოცნებო კომპანიაში. იღბლიანი დღე მქონდა. მერე ცოტა დავლიე ჩემს თეკლასთან ერთად, მინდოდა ვინმესთვის მეთქვა. ახლა შეიძლება ცუდად ვიქცევი და ხვალ ვინანო, რომ ასე ტუტუცურად ვიღაც უცნობი შევაწუხე. მაგრამ ჩემი სიხარული გაიზიარე, კარგი? გთხოვ.

- ესაა ორი სიტყვა?

- ჰო, რა იყო? უფრო მეტიც შემიძლია, თუ მომისმენ.

- ღამემშვიდობის. - პასუხის გაცემა არ დააცადა, ისე გაუთიშა ტელეფონი ვიღაცამ. არც კი მიულოცავს.

ნანოს გული დასწყდა, მაგრამ მთავარია ხომ მომისმინაო იფიქრა. ტელეფონი გვერდით გადადო და გაღიმებულმა თვალები მინაბა.

ვიღაცამ მაინც მოუსმინა.
თუ უბრალოდ ზრდილობის გამო არ გაუთიშა? რა მნიშვნელობა აქვს, როცა თვითონ შვება იგრძნო. შვება იმის, რომ სრულიად უცხო ადამიანი მეორე ადამიანისთვის შეიძლება არსებობდეს. თუნდაც, ასე მშრალად და უშინაარსოდ.

-#-#-#-#-#-#-

დილით გაღიზიანებულმა გაიღვიძა. უფრო სწორად, გამთენიის ხანი იყო. ექვსი სრულდებოდა. რვა საათი ეძინა ყოველთვის, დრო ზუსტად გათვლილი ჰქონდა, მაგრამ მყუდროება დაურღვიეს გუშინ ღამით. თავი სტკიოდა. საწოლზე წამოჯდა და გვერდით ტუმბოზე დადებული წამლების პატარა, ნაცრისფერი ყუთი აიღო. ხუთასიანი ნუროფენი წყლის გარეშე გადაყლაპა ტკივილის გასაყუჩებლად და ფეხზე წამოდგა. ჩაცმა დაიწყო. გარდერობის ოთახი ცალკე ჰქონდა. ყველაფერი სიმეტრიულად ეწყო. საათების უჯრა ცალკე ჰქონდა, ჰალსტუხების ცალკე. ერთმანეთს ჰგავდა თითქმის ყველა პიჯაკი, შარვალი, ფეხსაცმელი და პერანგი, მხოლოდ ბრენდებს შორის იყო განსხვავება. არ უყვარდა მოუწესრიგებლობა. თუმცა, არც იმაზე ფიქრობდა ბევრს - რა ჩაეცვა. პირველს, რასაც აიღებდა, იმას იცვამდა. ძირითადად, შავი, მუქი ლურჯი და ნაცრისფერი ფერები სჭარბობდა, როგორც კაბინეტში, ისე სახლშიც. ახლა შავი პიჯაკი, იმავე ფერის შარვალი და ფეხსაცმელი მოირგო თეთრ პერანგთან ერთად. უჯრიდან შავი, დიდი საათი ამოიღო, რომელსაც ციფრები წვრილი შრიფტით ეხატა. ეს საათი დედის ნაჩუქარი იყო, მისთვის ძალიან ძვირფასი. საერთოდ ბევრი რამ, რაც მის სახლში ადგილს იკავებდა, დედამისის გემოვნებით იყო შერჩეული, ამიტომ ჯიუტად არ უცვლიდა ადგილს არაფერს. დილის რუტინა მისთვის ყავა იყო - ნალექიანი და უშაქრო. იმდენად ჯანსაღად იკვებებოდა და ასევე თავისუფალ დროს ყოველთვის ვარჯიშობდა, მავნე ნივთიერებები ამოღებული ჰქონდა კვების რაციონიდან. ბოლოს ტკბილი რაც ჭამა, დედამისის გამომცხვარი ნამცხვარი იყო. მხოლოდ მეხსიერებას შემორჩა ტკბილი გემო. იმის მერე არაფერი გაუსინჯავს შაქრიანი. იცოდა რომ არც ყავა იყო სასარგებლო, მაგრამ ძალიან უყვარდა. სხვაგვარად დილით ვერ ფხიზლდებოდა.

შვიდ საათს წუთები აკლდა, როცა კომპანიაში მივიდა. იმ დროს იქ არავინ იყო. მრგვალ მინის კარში შეაბიჯა, წრეზე დატრიალდა და თეთრ კოლიდორში ისევ ყვავილებთან მოლაპარაკე გოგოს გადააწყდა, რომელიც ჩაწვრილებული თვალებით და თავზე ხელისმოჭერით ელაპარაკებოდა მცენარეებს.

- ანუ გადაწყვიტე რომ მოუარო, არა?

ხმაზე შეკრთა გოგო. თავი ისე სწრაფად ამოსწია ზემოთ, რომ ამოძრავებაზე ეტკინა. ღვინის გრადუსი კიდევ არ განელებულიყო.

- დიახ, როგორც შემომთავაზეთ და, როგორც ვითხოვე ქალბატონ ლიასთან.

ხმა ეცნო გიგას. ვიღაცისას მიამსგავსა.

- ამ დროს?

- იცით,ამ დილით ადრიანად გამოვედი სახლიდან. ფეხით ჩამოვუყევი გზას, მეგობარსაც კი არ დაველოდე. ისე მჭირდებოდა ჰაერზე გამოსვლა, ვერც წარმოიდგენთ. გუშინ დავლიე და როგორც იციან თქმა, “პახმელიაზე” ვარ. ჰოდა, ამათ რომ არ მოვეფერო და მოვუარო, სხვა რა უნდა გავაკეთო, ვიდრე სხვა საქმეებს დამავალებენ?

ნათქვამი გუშინდელ სიტყვებთან დააკავშირა ბიჭმა. ერთი ფიქრი ისიც გაივლო - ხომ არ ვაჭარბებ და მეჩვენებაო. არადა, ძალიან ჰგავდა იმ გოგოს ხმას. უბრალოდ ახლა დალაგებულად ლაპარაკობდა.

- მშვიდობიანი დღე. - კვლავ მოკლედ დაემშვიდობა და კიბეებისკენ წავიდა.

- და თქვენ ვინ ხართ? - სიტყვები დააწია ნანომ. - ან აქ ასე ადრიანად რატომ მოხვედით? მაშინაც ადრე იყო, როცა პირველად შეგხვდით. არა, ახლა შვიდი საათი ხდება და მაშინ ცხრა სრულდებოდა. რატომ არ ლაპარაკობთ? - კითხვები ერთმანეთის მიყოლებით მიაყარა ბიჭს, რომელიც უკან ცივი სახით მობრუნდა. - ასე რატომ მიყურებთ? მითხარით რამე, იქნებ, კი გჭირდებათ დახმარება? დახმარება თუ არა, ადამიანი ხომ ხართ, რომ ხმა ამოიღოთ და ორი სიტყვა მითხრათ?

- და შენ ვინ ხარ? - კითხვით მოუბრუნდა გიგა.

- მე ნანო ვარ, აქ ახლახან დავიწყე მუშაობა. უფრო სწორად, დღეს პირველი დღეა. და თქვენ?

- სასიამოვნოა, ნანო. - კიბეებზე სვლა გააგრძელა ბიჭმა. თან ჩაეღიმა და თავი გააქნია.

გოგო გაშეშებული იდგა. გაუკვირდა რატომ არ უპასუხა, ან ასეთი სიტყვაძუნწი რატომ იყო ის ვიღაც, რომელსაც უკვე ბედად მეორედ გადაეყარა.

- არა, ცუდად ვუთხარი რამე? ან ცუდი? თუ მაინც ბევრი ვილაპარაკე და თქმა არ დავაცადე? რა ვიცი, რა ვიცი. ნეტავ, რომელ სართულზე მუშაობს, ან ვინ არის? ეტყობა, ბევრი საქმე აქვს დღეს და იმიტომაც მოვიდა ადრიანად სამსახურში. ისე, როგორი ცივია. ლაპარაკი მაგან არ იცის, ან თუ გეტყვის რამეს, მხოლოდ ორ სიტყვას მოგიგდებს. მართლა უზრდელია, მგონი, - ყვავილებს წყალს ასხამდა ნანო და თან გაცხარებული ლაპარაკობდა. კიდევ კარგი, არავინ უსმენდა და არც იცოდა ვინ იყო გიგა, თორემ ვინმეს რომ გაეგონა, პირველივე დღეს მოუწევდა სამსახურის დატოვება. - არა, როგორ შეიძლება ასეთი იყო ადამიანი? იცი რომ ვიღაცა სულიერი გიდგას წინ, რომელსაც შენი ესმის და შენ ქვასავით დუმხარ. იქნებ, მორცხვია? არა, მორცხვობის არაფერი ეტყობა მაგას. რაც უნდა, იმას ძალიანაც კარგად ამბობს, - გაბრაზებით ჩაიდუდღუნა გოგომ. - ვაიმე, ნანო, ჯობია იმაზე იფიქრო, ვის დაურეკე გუშინ და რა ელაყბე. მოინდომე აქ გულწრფელობა. ხმა მაინც მახსოვდეს, მაგრამ გათიშულ ტვინზე რა დამამახსოვრდებოდა? იქნებ, კიდევ ვცადო საღამოს დარეკვა, ჰა? მაგრამ მერე უნდა ვუსმინო ავადმყოფივით ყველა ადამიანს და შევადარო იმის ხმას. მერე თუ ვერასდროს ვიპოვე, რა მეშველება? არა, არა. ბოდიში მაქვს მოსახდელი აუცილებლად. დებილი ვარ, დებილი! განაჩენი გამოტანილია. - შუბლში შემოირტყა ხელის გული გოგომ მსუბუქად და მეორე სართულზე ავიდა.

ყვავილებს რწყავდა. არც ერთი დაუტოვებია, ყველა სართული სათითაოდ შემოიარა. იმდენი მცენარის სახელი იცოდა, თვითონაც გაუკვირდა როდის მოვასწარი ამდენის სწავლაო. ოცდამეოთხე სართულზე იყო, როცა ქვემოთ სართულებიდან უკვე ხმა ესმოდა. ეტყობა თანდათან დაიწყეს უკვე მოსვლაო - გაიფიქრა. ერთი სართულიღა ჰქონდა დარჩენილი და მერე ლიასთან უნდა შესულიყო, როგორც დაუბარეს.

ოცდამეხუთეზე რომ ავიდა, კიბის პირდაპირ დიდი, შავი კარი დაინახა. აქეთ-იქით გაიხედა. ვიწრო დერეფანი იყო ამ სართულზე. ისეთი არა, როგორც ჩვეულებრივ დანარჩენ სართულებზე.

- რატომ არის აქ შავი კარი? ან ვინ ჟმოტია ასეთი, რომ ამ სითეთრეში ერთი სიშავე მაინც გამოურია ეკალივით? წარმომიდგენია, რა ჩაკეტილი ადამიანი იქნება! როგორ შეიძლება აქ მუშაობდე, აი, ამოდენა სიფერადეში, ასეთი სურნელით შეგეძლოს ტკბობა და შენ გამოხურული გქონდეს ეს ვეებერთელა შავი კარი სამყაროსგან იზოლირების სურვილით შეპყრობილს? ასეთ ადამიანს ვერასდროს გავუგებ, რა! სუფთა კლდე და კედელი! ვინც არ უნდა იყოს, რამდენჯერაც არ უნდა აუხსნა ადამიანებთან თანაარსებობის აუცილებლობა, ვერაფერსაც ვერ შეიგნებს. - თავის თავთან ლაპარაკს ისევ აგრძელებდა. ცნობისმოყვარეობა ვერ დაიკმაყოფილა. ყური კი მიადო ერთი ფრთხილად კარს, მაგრამ არაფერი არ ისმოდა. ან ხმაგაუმტარი იყო, ან შიგნით მყოფი მართლა ჩუმად იჯდა რაღაცაზე ჩაფიქრებული.

ყვავილებთან მივიდა. მწვანე სარწყავით მორწყა.

- აქ რას აკეთებ? - დაღრიალებას უფრო ჰგავდა ბიჭის კითხვა.

- ყვავილებს ვრწყავ, - შეშინებული თვალებით ამოიხედა გოგომ. - ვერ გავიგე, რამე დავაშავე? რატომ მიყვირით? ან აქ საიდან გაჩნდით? - არ დაუნახავს კარიდან როგორ გამოვიდა გიგა.

- შენ არ გაგაფრთხილეს, აქ ამოსვლა რომ არ შეიძლება? - დაიღრინა ნიშნიანიძემ.

- მომისმინე, მე აქ ყვავილებს ვუვლი. შენ კიდევ დგახარ და მიყვირი, რა უფლებით?! მგონი, არაფერს ვაშავებ, ხომ?! - ისე გაცხარდა ნანო, თქვენობითი მიმართვა სულ დაავიწყდა.

- გაიტანე ეს ქოთნები აქედან და ამ სართულზე არავინ დავინახო ამოსული! - შეუვალი იყო ბიჭი. მკაცრი მზერა ჰქონდა, წარბები შეჭმუხნა, შუბლზე რამდენიმე სწორი ხაზი დაეტყო.

- შენ იცი, აი, შუბლზე რამდენი ხაზიც გაქვს, იმდენი შვილი გეყოლება. - სერიოზული სახით თქვა ქანთარიამ.

- მეხუმრები?

- არა, მართლა ვამბობ, რა იყო? დედამ მასწავლა ეგ. არ ვიცი, თუ მართალია. არა მგონია, შენ ვინმეს შეუყვარდე. ისე ვერ იტან ყვავილებს. არადა, გოგონებს ყვავილები უყვართ, - ორი ქოთანი ხელში დაიჭირა ნანომ. - უჰ, როგორი მძიმეა. მოდი შენ აქ, მოკიდე ამ ქოთნებს ხელი და ჩამატანინე ქვემოთ, რომ გაშეშებულხარ. ხომ არ გიყვარს, ჰოდა, წამოიღე. ამ ერთმა ციდა გოგომ რამდენი ვათრიო? ისე, აქ საიდან გაჩნდი?

- შავი კარიდან, ნანო. არ ვხუმრობ. წადი.

- მოიცა, იმ ოთახში შენ იყავი? ნეტავ მაცოდინა, ვისია. ალბათ, რამე დაგავალეს, ხომ? დარწმუნებული ვარ, შიგნითაც მუქი ფერებია. ვერაფრით ავიტან ეგეთ ფერებს, რა. როგორი მოსაწყენი ადამიანი იქნება, ფუჰ!

- ჩემია ის კაბინეტი. - სახე არ შეცვლია გიგას. ჩვეულებრივი მიმიკით თქვა.

- მართლა? უგემოვნო კი ყოფილხარ! გეტყობა ისედაც. როგორ ვერ მივხვდი აქამდე, აჰ? არა, სულელი ვარ. მიდი, მიდი. დროს ვკარგავთ. წამოიღე ეგ ყვავილები, ჩამატანინე. შენ გგონია აგყვებოდი ჩხუბში? არა, გენაცვა. დღეს პირველი დღე მაქვს. მაგას როგორ ვიკადრებ? თანამშრომელთან თავიდანვე უსიამოვნო ურთიერთობა ხომ არ მექნება?

- ამდენს როგორ ლაპარაკობ? - ნიშნიანიძე მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა ამ გოგოსთან ლაპარაკს. მაინც ისე აბრუნებდა სიტყვებს, როგორც აწყობდა. არც ცხარდებოდა, არც ნერვებს იშლიდა. პირიქით, სახუმარო რაღაცებზე ისე მხიარულად ლაპარაკობდა, ვინმე კომიკოსსაც ნამდვილად შეშურდებოდა.

- რა ვიცი, აბა? შემიძლია, თანაც მიყვარს. რა გამაჩუმებს? ეგ კი არა, მკვდარმა როგორ ვილაპარაკო - ამაზეც კი ვფიქრობ.

გიგამ ყვავილები ხელში აიღო. იმდენი ხანია ამათი მოშორება უნდოდა და ახლა ხელსაყრელი მომენტიც იპოვა. თან გულში ეცინებოდა. ზედმეტს არც კი უხსნიდა. არ უნდა გაეგო ნანოს მის შესახებ. იქნებ, გოგოს არც კი ელაპარაკა ამის მერე ასე თავისუფლად? სიმართლე რომ ითქვას, ბიჭს ის ნამდვილად სჭირდებოდა, რომ ვინმეს გამოფხიზლებინა და დაენახებინა ადამიანებთან კონტაქტის აუცილებლობა. მით უმეტეს, ემოციების გამოხატვას რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ნიშნიანიძე ასე არ ფიქრობდა. თითქოს რაღაც მუხტი გაჩნდა, რაღაც ქიმია, რომელიც აიძულებდა ზედმეტი არ ელაპარაკა, რომ ეს წუთიერი საუბრები არ დაეკარგა. თან ბრაზობდა, თან სიამოვნებდა. ეს რაღაც ქიმია რომ არა, სხვა შემთხვევაში არავის მისცემდა უფლებას ამდენი ელაპარაკა მისი თანდასწრებით. ცივილიზაციას მოწყვეტილივით იყო გიგა. კი, მეილს იყენებდნენ ზოგადად, ან ოცდამეერთე საუკუნეში ვინ არ გამოიყენებდა, მაგრამ ადამიანური საუბრებისთვის, როცა ტელეფონი არსებობდა, ამ დანიშნულებით არავინ იყენებდა. გუშინდელი ზარიც ის იშვიათი შემთხვევა იყო, რომელიც ერთ ან ორ თვეში ერთხელ შემოდიოდა ტელეფონში.

- ამ კომპანიაში კავშირგაბმულობის ფუნქციას ასრულებ?

- რა უშნოდ ხუმრობ! მოიტანე ეგ ქოთნები, აი, აქ დააწყვე, მარცხენა კუთხეში და მერე მე გავანაწილებ, - საათს დახედა ნანომ. - დრო ჯერ კიდევ მაქვს ცოტა, ბარემ დავალაგებ ამათაც. შენ შეგიძლია წახვიდე, თავისუფალი ხარ.

გიგა უხმოდ მობრუნდა და პირველ კიბეზე ფეხი ადგა.

- არა, მოიცადე ერთი წუთით. რისთვის გამოხვედი იმ კაბინეტიდან? მე არ მიხმაურია, რომ მაგის გამო გამოსულიყავი. ისე, რატომ ხარ ასე ყველასგან იზოლირებული? ჩამოდი, გაიარ-გამოიარე. იმდენი სასიამოვნო ადამიანია აქ, ნუ ხარ ასე ჩუმად. ყავასაც გაგიკეთებ, თუ შემომივლი. იცი რა გემრიელს ვაკეთებ? სულ მეტყვი მერე შენი ყავა მინდაო. დღეს ყველა უნდა გავიცნო, ისე ვერ მოვისვენებ. იმედია, საქმესაც კარგად გავართმევ თავს. უჰ, როგორმე უნდა შევძლო აქ დარჩენა. მომწონს აურა, ატმოსფერო, ყველაფერი ძალიან კარგია. ჰო, მართლა, რა გკითხე? სულ დამავიწყდა ამდენ ლაქლაქში.

- არაფერი, ნანო, - გაეცინა ბიჭს. - საქმეს მიხედე.

- მშვიდობიანი დღე! უი, მე ხომ შენი სახელი არ ვიცი, მითხარი, აბა,- სიტყვა დააწია კიბეებზე მიმავალ გიგას, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. - კარგი, რა გაეწყობა, მაინც გავიგებ. - ცალი თვალი მოჭუტა, თითქოს რამე მზაკვრულ გეგმას ისახავდა ნიშნიანიძის ასალაპარაკებლად.

№1 სტუმარი ეკა

მართლა სტიქიური უბედურებაა ეს გოგო:დდდ მაგრამ გიგას ასალაპარაკებლად აუცილებელია ♥ მათ შორის ქიმია იგრძნობა... მალე გასკდება სულ მალე ვატყობ დდდ ვფიქრობ, მალე გაუგებენ ერთმანეთს თან არც ერთს ყავს ვინმე, რომ ელაპარაკოს ❤ ისე ნანოჩკი მაგარი ვინმეა:დდ ვგიჟდები მასეთებზე :D ეგეც ვიფიქრე გიგას დაურეკავდა თქო:დდ მაგათი სახსეები წარმომიდგენია რო გაიგებენ ნანოსი განსაკუთრებით:დ უმაგრესი ხარ როგორცყოველთვის ❤ წარმატებებიიი ♥♥♥

№2  offline მოდერი ანე ლაშხი

ეკა

ჰიიიჰ, ნანო არის გოგო სიგიჟე და გოგო სილაქლაქე :დდდ ძაააალიან მიყვარს, იმენა მე ვარ :დ ♥️♥️♥️ სულ სულ მალე დალაგდება ყველაფერი, ნანო ყველაფერს გენიოსურად მოაგვარებს, სხვანაირად როგორ? <3333 მადლობა, ჩემო გოგო!!! ოქრო ხარ შენ, ოქრო ♥️♥️♥️♥️♥️

№3 სტუმარი ეკა

ანე ლაშხი

მადლობა უღრმესი ❤ ხშირად მეც მასე ვარ:დდ ♥♥

№4  offline მოდერი ანე ლაშხი

მე როცა შემიძლია, სულ ვტლიკინებ :დდდ რისი მადლობა? გეკადრება? ♥️♥️♥️

№5  offline წევრი Chocolate from White Hell

მოვეძიიიი:დდდ მოვფრინდი და მოვსიკვდილდიი:დდდ ქალავ, მზისადაროო..რა მოქმედება იყო ესა, ჰაა?:დდდ ლამის გულმა მბერტყა, რომ დავინახე ფბზე. ვიფიქრე, მეჩვენება და უეჭველი უძილობის ზენიტი მეტაკო-მეთქი, მაგრამ მოვედი და რას ხედავს ჩემი ბრიალა თაფლისფერი ქალბატონები..დაუდევს და თან რა დაუდევს:დდდ ვააიიჰჰ:დდდ ცუნამი კი ხარ, მაგრამ ამ ჩემ ფოფოსო გულს, რა ვუყო ამდენს რომ ვერ უძლებს?:დდდ გეკითხები მე შენ და მიპასუხე, ქალბატონო ცუნამო!
ნუ, არ ვიცი:დდდ რა ვთქვა და როგორ ვთქვა..
ისე, წინა თავშიც დავაკვირდი და ეს ნანო, რომ ჩაირთვება, ტიტინებს და ტიტინებს. ეგრე ვარ ხოლმე მეც:დდ თუ ვინმე არ ჩამეკვეტა, მამაზეციერიც ვერ გამაჩერებს:დდ
ჰო და, იმას ვამბობდი, რომ შენ, აი, როგორ შეგამკო და გადიდო, აღარ ვიცი. იმდენ ემოციას აღძრავ ხოლმე ჩემში, ლამისაა გავსკდე ბუშტივითა, მაგრამ რომ ვერ ვსკდები, ეგაა საქმე:დდ ვზივარ ახლა გახევებული და ისე ვიღიმი, ლოყები ყურებამდე გამეწელა:დდ აი, ესაა ჩემი ემოციების ზენიტი-დადებითი და სიხარულისგან გამოწვეული ემოციების. როგორ მიხარია, როდესაც ადამიანს ელი და მოლოდინს გაამართლებს. "ვნების მსხვერპლი" რომ დაასრულე, მეთქი ვსო, დასრულდა ჩემი ცხოვრების ნაწილი-თქო, იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან მივეჯაჭვე იქაურ სიტუაციას და მინდოდა, რომ არ დასრულებულიყო, მაგრამ...ჰო და ახალი ტალღით რომ წამოდი და თან ესე წამოდი, ემოციები განმიახლდა და ისევ ავივსე. მალე, ემოციები სისხლს ბოლომდე გამოტუმბავენ და ცარიელი ემოცია დავრჩები:დდდდ თუმცა ყველაფერს მაინც ვერ მოვიტან შენამდე..არა და, დიადი მაჯლაჯუნაა მოწმე, რომ ძალიან კი მინდა. სულ უნდა გაფრქვიონ ყველაფერი დადებითი, რომ შენც აივსო და ბოლომდე ჩამოიღვენთო, ვითა სანთელი. შენ უნდა დაიცალო..არ ვიცი, ქალი ემოცია და ქალი სიხალისე ხარ. საოცარი არსება და ადამიანი ხარ.
ოიმე, რამდენი რაღაცა მინდა რომ ვთქვა, მაგრამ სიტყვებიც კი ამაო ჩემი სულის წიოკის გადმოსაცემად. მადლობა, უდიდესი და გაბუსხუნებული მადლობა, რომ წერ და წერ...მიყვარს შენს საოცარ პერსონაჟებიან სამყაროში მოგზაურობა და მიყვარხარ შენ!
რაც შეეხება ისტორიას:დდდ მგონი მიხვდებოდი, რომ კრუნჩხვებამდე მომწონს და ვგიჟდები ნანოზე და ეს უჟმური არსებაც საზიზღრად მოსწონს ჩემს უნაირო გონებას:დდდდ
ღმერთმანი, ყველაფერს ახლა ვერ ვამბობ:დდდ მომიტევე..აუცილებლად, აი, უსიკვდილოდ ამოვაფრქვევ ჩემ ყველა ემოციას, რომელიც იხლართება ობაბას ქსელივით და მალე გავებლანდები საბოლოოდ:დდდდ და, რომ გავებლანდები, მერე იქნებ ამოვიბლანდო და გითხრა ყველაფერი ის, რისი ღირსიც ხარ!
და კიდევ რა..
და რა?!
უჰ, აღარც არაფერი, რა:დდდ თავს აღარ შეგაწყენ. ველი და გელი ახალი და ენერგოვამპირული თავით..მპუაჰ, ცუნამიკო და უსაზიზღრესად მომწონს ეს ისტორია relaxed
მომავალ ცუნამის მოვარდნამდე, მზისადარო..

№6  offline წევრი ნანა73

სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე თავიდან ბოლომდე. smile
ხუთას მილიგრამიანი ნუროფენი ხომ საერათოდ პიკი იყო.
მოკლედ ასეთი ნანო არასდროს მინახავს heart_eyes
მართლა რამდენს საუბრობს?
თან სრულიად უკომპლექსო?
საოცრებაა პირდაპირ! თუ შენ უფრო, ამის წერისთვის? kissing_heart
გადასარვი გოო ხარ მოკლედ!!!

❤️❤️❤️❤️

№7  offline მოდერი ანე ლაშხი

Chocolate from White Hell

ვაიმეეეე, აი, მიწა გამისკდეს ახლა და შიგ ჩამიტანოოოს!!! გოგო, მითხარი შენ რა გინდა?! რატომ გინდა რომ ამატირო კი არა, ამაბღავლო და შუაზე გამხიო აააამხელა კომენტარის გამო?! აქ ტირილის სმაილების ვერ ვწერ, მარა წარმოიდგინე იცოდე!!! გოგო, გავგიჟდი რააა, ეს რქები დაგიწერია აქ, ოღონდაც გონზე მომიყვანე ღმერთო და ამისთვის საკადრისი პასუხი გამაცემინე! ჩვეულებრივად გაგიჟებული ვარ შენ გამო და უუუუზომოდ მაბედნიერეეებ :((((( ♥️♥️♥️♥️♥️ ყველაზე ყველაზე ენერგიული ადამიანი ხარ ამ შენი გაბერილი ემოციებით და არ გეცოდები? მიყვარხარ მე შენ ძალიან!!! აი აი აი, არ ვიციიიი, უბრალოდ მადლობა რა!!! ♥️♥️♥️♥️♥️

ნანა73
სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე თავიდან ბოლომდე. smile
ხუთას მილიგრამიანი ნუროფენი ხომ საერათოდ პიკი იყო.
მოკლედ ასეთი ნანო არასდროს მინახავს heart_eyes
მართლა რამდენს საუბრობს?
თან სრულიად უკომპლექსო?
საოცრებაა პირდაპირ! თუ შენ უფრო, ამის წერისთვის? kissing_heart
გადასარვი გოო ხარ მოკლედ!!!

❤️❤️❤️❤️

ნანა, შენ ხარ ყველაზე ერთგული, სულ რომ გახსოვარ და ასეთ ტკბილ სიტყვებსაც რომ არ იშურებ ჩემთვის!!! ნუროფენი და ნიმესილი ჩემი სიყვარულის ობიექტებია, ეგენი მშველიან მარტო, სადმე ხომ უნდა ჩამეკვეხებინა :დდდ უზომოდ მიხარია რომ გხედავ, მადლობა ძაააალიან დიდი!!! ერთ-ერთი ძვირფასი ხარ ჩემთვის ♥️♥️♥️♥️♥️

№8 სტუმარი Nino

Ra magaria suli erti maqvs rodis gatendeba ro axali tavi daidos da cavikitxo.zalian mixaria ro arsebob umagresi adamiani xar????????????????

№9  offline მოდერი ანე ლაშხი

Nino
Ra magaria suli erti maqvs rodis gatendeba ro axali tavi daidos da cavikitxo.zalian mixaria ro arsebob umagresi adamiani xar????????????????

ვაიიიჰ, ნინო, როგორი თბილი სიტყვები დამახვედრე აქ? შენ ხარ ძალიან კარგი ადამიანი ამ სითბოსთვის!!! მადლობა, ჩემო ძვირფასო, გულით ვეცდები მალე იყოს ♥️♥️♥️♥️♥️

№10  offline წევრი ნანა73

ასე ძალიან რატომ მგავხარ? heart_eyes
ყვავილებიო, ნუროფენ ნიმეაილიო,
ალბათ ცოტა ბევრი კითხვების დასმა და რა ვიცი კიდევ რა? bowtie
გავარკვევ თანდათან smile

❤️❤️❤️❤️

№11  offline მოდერი ანე ლაშხი

ნანა73
ასე ძალიან რატომ მგავხარ? heart_eyes
ყვავილებიო, ნუროფენ ნიმეაილიო,
ალბათ ცოტა ბევრი კითხვების დასმა და რა ვიცი კიდევ რა? bowtie
გავარკვევ თანდათან smile

❤️❤️❤️❤️

ისტორიის ბოლოს მიხვდები უფრო ტიპაჟს, მაინც ვერ გავურბივარ ჩემს თავზე წერას :დდდ ბოლომდე აქ უნდა იყო უპირობოდ!!! :დ ♥️♥️♥️

№12  offline წევრი ნანა73

შეგეძლო არც გეთქვა.
აბა რას ვიზავ???
❤️❤️❤️❤️

№13  offline წევრი OKI ME

მესამე თავი დაიდოს რას შეიძლება მალე :დდდ უჰ, როგორ მომწოონს, არა უკვე მიყვარს პრინციპში ❤️❤️❤️

№14 სტუმარი სტუმარი ქეთა

ანეე რა ბედნიერებაა შენი გამოჩენა, როგორ გამახარე იცი? ახლა წავიკითხე ორივე თავი და ასე მგონია ნანო შენი პროტოტიპია :დდ არ გიცნიბ, მაგრამ შენი ისტორიებიდან თითქოს შენი ხასიათი ჩანს :დდ
ნანოს პერსონაჟი როგორ შემიყვარდა. ენერგიას, სიფერადეს და სიკაშკაშეს აფრქვევს. გიგას როგორ გააგიჟეეებს❤

№15  offline მოდერი ანე ლაშხი

Nuki-rocks
გელოდებოდი,ანე. მე რა ვიცოდი,თუ ასე მალე მოხვიდოდი და ამდენა არ მალოდინებდი?! ძალიან კარგი ხარ!
მომეწონა ეს თავი,თან ისე რომ მესამეს დავუცდი და შემდეგ მეოთხეს და კიდევ იმდენს,რამდენიც იქნება.
რა უნდა გავაკეთო?! ჩავარაკრაკე და ლოდინის მეტი რა დამრჩენია? როგორი უცნაური წყვილია(კარგი გაგებით) და საინტერესოც!
იცოდე,ვიცდი და წარმატებებს გისურვებ❤.

ყვეეეელაზე ძმას მივესალმები დილის 09:09-ზე :დ ♥️ არც მე ვაპირებდი ჯერ მოსვლას, მაგრამ გულმა არ მომითმინა, ისე გამავსეთ და გამბერეთ ამდენი სითბოთი :((( გული მიჩუყდება სულ ♥️ ალბათ, კიდევ ორი თავიც და ვსო, თუ არ გავგიჟდი და გამაგიჟეთ კიდევ :დდდ მიხარია მაგ წყვილის უცნაურობა და შენც ძაააალიან მიხარიხარ!!! ♥️♥️♥️♥️♥️

Megioki
მესამე თავი დაიდოს რას შეიძლება მალე :დდდ უჰ, როგორ მომწოონს, არა უკვე მიყვარს პრინციპში ❤️❤️❤️

ვაიჰ, მადლობა ჩემო გოგო, მალე მოგიბრძანებთ მესამე თავსაც, აბა რას ვიზამ? :დ ♥️♥️♥️

სტუმარი ქეთა
ანეე რა ბედნიერებაა შენი გამოჩენა, როგორ გამახარე იცი? ახლა წავიკითხე ორივე თავი და ასე მგონია ნანო შენი პროტოტიპია :დდ არ გიცნიბ, მაგრამ შენი ისტორიებიდან თითქოს შენი ხასიათი ჩანს :დდ
ნანოს პერსონაჟი როგორ შემიყვარდა. ენერგიას, სიფერადეს და სიკაშკაშეს აფრქვევს. გიგას როგორ გააგიჟეეებს❤

ქეთა, შენი გამოჩენაა ბედნიერება ასეთი სასწაული სიტყვების გამო, იცი? ♥️♥️♥️ კი, კი, სწორად გგონია, მე ვარ ნანო, ყვეეეელაზე ენაგატლეკილი არსება სამყაროში :დდდდ მიხარია რომ მოგწონს ნანო, ანუ მეც მოგეწონები რეალურად :დდ ♥️ მადლობა შეეენ!!! ♥️♥️♥️♥️♥️

ნანა73
ანე ლაშხი
ნანა73
ასე ძალიან რატომ მგავხარ? heart_eyes
ყვავილებიო, ნუროფენ ნიმეაილიო,
ალბათ ცოტა ბევრი კითხვების დასმა და რა ვიცი კიდევ რა? bowtie
გავარკვევ თანდათან smile

❤️❤️❤️❤️

ისტორიის ბოლოს მიხვდები უფრო ტიპაჟს, მაინც ვერ გავურბივარ ჩემს თავზე წერას :დდდ ბოლომდე აქ უნდა იყო უპირობოდ!!! :დ ♥️♥️♥️

შეგეძლო არც გეთქვა.
აბა რას ვიზავ???
❤️❤️❤️❤️

მადლობა, ნან!!! ♥️♥️♥️

№16  offline წევრი ეირინ

აუუ ძალიანნ ძალიან მომწონს❤ველოდები შემდეგ თავს????❤????

№17  offline წევრი Nano Goduadze

ძალიან ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, ისტორია კი ერთი ამოსუნთქვით რო წაიკითხავ და არ გინდა დასრულდეს ისეთია ^____^ წარმატებები შენნ <3<3<33

№18  offline წევრი Margo Tokyo

კარგი ხარ, ანე. smiley
რაც წინა თავზე გითხარი, იმას გავიმეორებ - წერის სტილი მომწონს. ჯერ არაფერი არ ვიცით, არც რაიმე გარდამტეხი მომხდარა, მაგრამ საინტერესოდ წერ და მსიამოვნებს კითხვა.
და ჰო, კიდევ, არ მყოფნის ეს მოცულობა :D

პერსონაჟებს რაც შეეხება, ორივე თავისებურად საინტერესოა.
მომწონს ეს გიჟი ქალი! sunglasses
გიგა ძაან ჰაი ლეველია! კაცი ინტრიგა, კაცი ჰოთობა, კაცი ლაპარაკიმეზარება!
პ.ს არჩეული პერსონაჟები ზუსტად ერგება ამათ ტიპაჟს. (ძაან გამიჭირდებოდა ნოეს წარმოდგენა)

ჰო, ცოტა ისეთ დროს გაწყვიტე, კითხვის მუღამში რომ ვიყავი შესული და მოვლენების განვითარებას ველოდი სასტიკად ;დ მალე დადე ახალი თავი!!!!!!
მეტი გიგა და ნანოოოო.
smiling_imp

№19  offline მოდერი ანე ლაშხი

ეირინ
აუუ ძალიანნ ძალიან მომწონს❤ველოდები შემდეგ თავს????❤????

უუუდიდესი მადლობა შენ, ლამაზსახელიანო, მახარებ ♥️♥️♥️♥️

Nano Goduadze
ძალიან ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, ისტორია კი ერთი ამოსუნთქვით რო წაიკითხავ და არ გინდა დასრულდეს ისეთია ^____^ წარმატებები შენნ <3<3<33

ნანო, რა კარგია ისევ რომ გხედავ!!! ♥️ ჩავთბი და გადავტკბი, ბედნიერი ვარ რააა, გაბერილი ამდენი კომპლიმენტებისგან <3333 მადლობა, ჩემო კარგო ♥️♥️♥️♥️♥️

Margo Tokyo

მარგო, შენ ხარ ყვეეეელაზე ძერსკი კომენტარების ავტორი :დდდ იმენა სულ ღიმილით ჩავდივარ ბოლომდე, ისე გემრიელად მეტყვი ხოლმე სათქმელს ♥️
გოგო, რაღა მოცულობა არ გყოფნის? მოვკვდი ქალი, მეც შემიცოდე :დდ :(((((( მალე მოვალ, მალე, სად წავალ აბა? :დდ ♥️♥️♥️

№20  offline წევრი Nano Goduadze

♡♡♡♥︎♥︎ ველოდები შემდეგ თავს მეც რო დავტკბე ^__^♥︎♥︎

№21  offline მოდერი ანე ლაშხი

კაიიჰ, ტკბილო, მეც გელოდები მერე :დ ♥️♥️♥️

№22  offline წევრი თეოფილე

ძალიან საყვარელია ნანო ❤️ გააფერადებს გიგას????

№23  offline მოდერი ანე ლაშხი

თეოფილე
ძალიან საყვარელია ნანო ❤️ გააფერადებს გიგას????

კი, კი, კი... ზუსტად რაა, როგორ სწორად თქვი!!! მადლობა, შენც ძალიან საყვარელი ხარ ♥️♥️♥️

№24  offline წევრი tamuna.s

უკვე მიყვარს ეს ენიტლიკინა გოგო, ძალიან საყვარელია. დღეს დაველოდოთ?

№25  offline მოდერი ანე ლაშხი

tamuna.s
უკვე მიყვარს ეს ენიტლიკინა გოგო, ძალიან საყვარელია. დღეს დაველოდოთ?

თამო, მადლობა, მეც მიყვარს ნანო ძალიან ♥️♥️♥️ დღეს არა და ხვალ კი :(( ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent