შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/14}


24-02-2021, 23:00
ავტორი lile-eli
ნანახია 2 993

14.

სხეულზე მიკრულ უმცროს აბაშიძეს, დაჰყურებდა თომა გასვიანი და ბედნიერების ღიმილი სახეზე დასთამაშებდა, ვერ გაუძლო მხოლოდ ყურებას, მალევე დაუკოცნა დახუჭული თვალები, შემდეგ ბაგეები და ყელისკენ ჩასულ ტუჩებზე, უკვე თვალებ გახელილი ნიცას ხელები მოეხვია, მამაკაცის მხრებს.
-მომენატრე ნიცუ..
-გაგიმართლა, რომ მეც!
-აშკარად ვუყვარვარ ღმერთს.
-მეც!
ბედნიერებისაგან გაბადრული სახით დახედა მომღიმარს და ისევ ბაგეებზე აკოცა..
-ნიცუ, შენში ეჭვი არასოდეს შემპარვია, თუ რამე არასწორად გავაკეთე, მხოლოდ დანაშაულის გრძნობის გამო და ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს.
თავზე ხელი გადაისვა თომამ და გვერით გადაწვა. ნიცა საწოლზე წამოჯდა და მამკაცს ზემოდან დაჰყურებდა, ისე ესაუბრებოდა:
-თომა, მე მხოლოდ შენს გულს და სხეულს ვგრძნობ. სხვა უბრალოდ ვერ იქნება, თუ ცხოვრება მაინც მომიწყობს გამოცდას, ის შენი და ჩემი "ჩვენეულის" პოვნის მცდელობა იქნება..
ცრემლებით აევსო ულამაზესი თვალები, რომელიც გასვიანის სხივი იყო. ის ასე ფიქრობდა..
-ჩემი ნიცუ...
ღაწვზე მოეფერა, ცერა თითით და თვალზე გადაატარა.
-შენი ყველა გიჟური საქციელის მიღმა, ყოველთვის კაშკაშებს ეს სფეროები.
თითების შემდეგ, ტუჩები მიაწება ორივე თვალზე სათითაოდ და მკერსზე მიიხუტა, საწოლში ისევ დაწვა ისე, რომ გოგონას სხეული ზემოდან მოიქცია. ჩახუტბულები ერთმანეთის მონატრებას ინაწილებდნენ უხმოდ, უცებ ნიცამ თავი ასწია ხელის თითები თომას მკერდზე დაალადა და ნიკაპი ჩამოადო.
-საყიდლებზე წამოხვალ?
-რა უნდა იყიდო?
-ჩვენს პრინცესას ტანსაცმელი აღარ ეტევა.
-უკვე?
-ყოველ დღე იცვლება.
-წავიდეთ და ვუყიდოთ.
-ჯერ ელენე ვინახულოთ, მომენატრა.
წამოდგომას აპირებდა საწოლზე აღმოჩბდა ისევ.
-ჯერ უნდა მაკოცო!
-გაკოცე კიდეც და ვისიამოვნეთ.
-ისევ გავიმეოროთ!
-ჯერ ელენე!..
უცებ წმოდგა და აბაზანაში მიიმალა. თომაც შევიდა ღიმილით, იცოდა იქ მაინც მიიღებდა სასურველს.
მდევართა მანქანამ მალევე დაამუხრუჭა და გადმოვიდნენ იმის მოლოდინში როდის გაჩერდებოდა ან გადავარდებოდა აბაშიძის შავი, ლექსუსის მოდელის სედანი და სანამ ყურადღება მათკენ ჰქონდათ მდევრებს. თემომ და გიორგიმ ცეცხლი გაუხსნეს, ყველას ესროდნენ. საპასუხო სროლაც იყო, მაგრამ მოულოდნელობისგან უპირატესობა ახლად მისულებს ჰქონდათ და ყველანი კონტროლზე აიყვანეს, ხუთი მაღალი, შავებში ჩაცმული, მამაკაცები საკმაოდ კარგი მომზადებული იყვნენ, თუმცა ხუთივე დაჭრილი იყო.
-თემო, ბიჭებსაც უთხარი, შეამოწმეთ ხომ ცოცხლები არიან და რამდენიმე საათით იცოცხლებენ?
-იმედია.
მითითებას ასრულებდა ისე ჩაილაპარაკა.
-ესენი ისე მოათავსეთ მანქანებში რომ გაქცევა ვერ შეძლონ!
-გასაგებია გიო.
-კარგი, ჩვენ დაბლა ჩავალთ და ვნახავთ როგორ არიან!
გიორგიმ თემოს ანიშნა, რომ ნანო უნდა გადაერჩინათ...

მთელი სისწრაფით ჩარბოდნენ თემო და გიორგი მინდვრის დღმართზე, ნაკვალევს მიჰყვებოდნენ, რომელიც ნიკას და ნანოს მანქანას ჰქონდა დატოვებული..
-ქალბატონო ნანო.
მთელი ხმით ყვიროდა თემო და მის გულში საშინელი შიში დაძრწოდა, რომ მისთვის საყვარელ ადამიანად ქცეულ გოგონას, რამე არ დამართნოდა..
-თემო ფრთხილად, მანქანა არ გავანძრიოთ ჯერ, შეიძლება დაცურდეს..
-კარგი.
-ნიკა, ხმა გამეცი! ნიკა..
ნანოს ხმა მოესმათ ბიჭებს, რომელიც მანქანის უკანა ნაწილში, სავარძლებს შორის იყო.
-ქალბატონო კარგად ხართ?
გახარებულმა ბიჭმა შეცინა, თუმცა ახლოს არ მისულა და გიორგის ეხმარებოდა, ხელოვნური ჯებირი გაეკეთებინათ, მოზრდილი ქვების საშუალებით, რომ მანქნა არ დაცურებულიყო სანამ მგზავრებს არ გადმოიყვანდნენ. თუმცა ფეხიც კი ისე ცურდა, საიმედო ვერ იქნებოდა..
-ნიკა ხმა გამეცი რა..
ცრემლებმა ხმა დაუხშო ნანოს, თან მისმა მოძრაობამ მანქანა მდინარისკენ დაიწია.
-ქალბატონო, არ იმოძრაოთ ცოტა უნდა შევამაგროთ მანქნა და შემდეგ გადმოგიყვანთ.
-ნიკა..
ყურადღება არ მიუქცევია ბიჭებიათვის, ისე ცდილობდა მის გონზე მოყვანას, სავარძლებში გაჭედილი გოგონა, მხოლოდ ნიკას მხარს წვდებოდა და ისე არხევდა, როგორც შეეძლო.
-აუ თავი.. გოგო გაჩუმდი.
-ცოცხალი ხარ! რას მიხეთქავ გულს.
-შენ ყურს მიხეთქავ!
-როგორ შემაშინე...
-აუ ფეხი, მაქვს გაჭედილი, თან გაგლეჯილიც.
-რა? რა გჭირს? ვერ მოძრაობ?
-ნანო დამშვიდება სცადე გთხოვ, იქნებ რამე მოვიფიქრო..

სახე წაშლილი მირიანი მიდიოდა მანქანით. წლების შემდეგ პირველად იჯდა საჭესთან მარტო და მხოლოდ ერთ ადამიანზე ფიქრობდა ეს კი ნანო იყო... პირველად გაჩერებულ მანქანასთან ბიჭები ჩაისვა და გზა განაგრძო. შემდეგ მანქანაში ჩკეტილი მდევრები ნახა და ისიც დაბლა ჩავიდა სადაც ნანო ეგულებოდა.. უახლოვდებოდა მანქანას, როცა საუბარი გაიგო ნიკასი და ნანოსი.
-ამას აქ რა უნდა!
მირიანის დანახვაზე, ატიკვებულ თავზე ხელი მიიჭირა, ისე გააყოლა მზერა მამაკაცს.
-ვის?... მირიან..
ნანოს ცრემლები წამოსცვივდა, მანქანის კარის გაღებას შეეცადა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს..
-არ გაინძრე ჯერ სანამ არ გეტყვი!
ნაძალადევი სიმშვიდით მიმართა ნანაოს. მის უხმო თავის დაკვრაზე, ტყისა და მდინარის მონაბერი ჰაერი შეისუნქა სოხაძემ და ბიჭების დახმარებას შეეცადა.
-ბატონო ნიკა, თქვენი მხარე დაზიანებულია და იქნებ ნახოთ გაჭედილი ხომ არ ხართ?
-მემგონი მარცხენა ფეხით ვარ დაბმული.
სიმწრით ჩაიღიმა.
-კარის გაღებას ვეცდებით, მაგრამ მანქანა შეიძლება დაცურდეს.
მთელი ძალით ცდილობდნენ მანქანისთვის ბარიერი შეექმნათ, ნიკას კარი კი არ იღებოდა და მანქანაც დაიძრა, თუმცა სცადეს მისი დროებით შეჩერება.
-დანა გაქვთ ვინმეს?
მანქანიდან თავისუფლად ესაუბრებოდა, უკვე ჩამსხვრეული შუშუშის გამო.
-მოვიტან ახლავე.
თემო, მთავარი გზისკენ გაიქცა.
-რად გინდა დანა?..
სასოწარკვეთილმა ნანომ ამოიკნავლა.
-სახელი და გვარი უნდა ამოვკაწრო.
-აუტანელი, რომ ხარ იცი ხო!
-კი, ერთი ქარაფშუტა მამკობს ხოლმე.
ნიკას კარი გაიღო, მაგრამ ფეხის მდგომარეობა იყო რთული და განძრევა შეუძლებელი.
-ნანო გაოიყვანეთ!
მირიანს შეხედა აბაშიძემ და თემოს მიწოდებული დანა გაშალა.
-არ გადმოვალ, თუ არ მეტყვის ნიკა, რას აკეთებს!
-შავარვალს ვჭრი და სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობ, ისევ რომ ვეთამაშო შენს ტვინის ხვეულებს.
-ხუმრობის განწყობაზე უნდა იყო ახლა?
-რატომ? მხირული სიკვდილი ისჯება ჯანდაცვის სამართალით?
-მოკეტე და გადადი, რომ მეც გადავიდე..
ბიჭები მანქანის ღია კარებს ეჭიდებოდნენ, რომ ნიკა გადმოსულიყო. მუხრუჭებთან გაჭედილი ფეხი გაითავისუფლა შარვლის ნაჭრის ჩაჭრით და გადმოვიდა. მანქანაის უეცარმა სიმსუბუქემ საბოოლოდ მოახერხა თხილის ერთი ტოტი მოეტეხა..
- ვაიმე, მანქანა დაიძრა..
დამფრთხალმა ნამომ, მანქანის კარი გააღო და გადმოხტომა სცადა, მაგრამ მის მოძრაობასა და სიმძიმეს დაჰყვა მანქანა, ამიტომ ნიკას მხრიდან დაოწყო დაცურება საათის ისარივით.
თითქოს წამიერად მოდუნებული ყურადღების საფასური იყო, ნიკას სამშვიდობოს გაყვანის შემდეგ, მირიანს აკვირდებოდა აბაშიძე, რომელიც მხოლოდ ნანოს მანქანიდან გადმოყვანას ცდილობდა, ზედმეტად ახლოს მივიდა მანქანასთან და ნანოს მითითებეს აძლევდა:
-ნანო ზემოთკენ ამოდი!... ახლა ხელი მომაწოდე!
-მეშინია..
-ნანაო, ხელი მომაწოდე და გადმოხტი.
მანქანა კი სიღრმისკენ მიიწევდა, ნანასო კი სხეული უთრთოდა და ძლივს მიწვდენილ ხელის თითებს შეგებებული მირიანის მტევანი აღმოჩნდა საბოლოო განაჩენი გადარჩენის, რომელმაც დაქაჩა გოგონა და მინდორზე აღმოჩდნენ ერთდროულად.. ნანომ, მანქანის ჩავარდნას გაფითრებული, ცრემლებითა და სხეულის თრთოლვით უყურებდა, მირიანმა აიძულა აღარ შეეხედა, წყალის მანქანის ჩავარდნას, თვალებზე ხელი ააფარა და მკერდზე მიიხუტა, ზურგით მყოფმა ვეღარ დაინახა კადრები შესაძლო სიკვდილის...
-მოგეხმარებით.
გიორგის ხმამ თითქოს ორივეს ფიქრები გაუფანტა, ისეთი ფიქრი რომლის მიმართაც მცირედი შიში ყველა მოკვდავს გვაქვს..
-შეგიძლია ადგე!..
ნანოს მიმართა სოხაძემ და დადებით პასუხის შემდეგ გიორგიმ ხელი გაუწოდა, რადგან დახმარებოდა...

მინდორზე მჯდომ ნიკასთან, მივიდა და მთელი ძალით მოეხვია, სამშვიდობოს მყოფები ნელ-ნელა მეტად იაზრებდნენ რას გადაურჩნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო წამები, სიცოცხლისთვის..
-მინდა რომ ყველაფერი დასრულდეს.
-დასრულდება. ისევე როგორც ეს!
ნიკამ მხრებზე მოხვეული ხელები მეტად მოუჭირა და თავზე აკოცა.
-ეს რა მოგივდა?
ცრემლები მოიწმინდა ნანაომ, მხედველობა რომ დაეწმინდა და ნიკას მარცხენა ფეხის დანახვისას შეჰკივლა:
-რამხელა ჭრილობაა, ნაკერები გჭირდება სასწრაფოდ!
-არაფერია...
-შენ, თავიც დაარტყი რამეს!
გაბრაზებულმა ტანზე დაიხედა და თხელი ჯემპრის მეტი აღარაფერი ეცვა, ამიტომ ნიკას შავ მაისურზე შემოცმულ პერანგს ალმაცერად შეხედა.
-გაიხადე!
-არც იფიქრო!
-გაიხადე, ახალს გიყიდი!
მხრებზე გადაუწია და სანამ უკნიდან მოუდგებოდა დამჯდარს, ნიკა ფეხზე ადგა.
-არა, დადუმ მაჩუქა...
ბიჭებიც წამოიშალნენ და ემზადებოდნენ აღმართის ასავლელად, თან ამ ორი ახალგაზრდას საუბარს უსმენდნენ, განსაკუთრებით კი მირიანი, ცდილობდა გაეგო, რა ურთიერთობა ჰქონდათ, ვერაფრით იგებდა, ნიკას ყურადღება და ზრუნვა რა გრძნობით იყო, მათი საუბარი კი ნელ-ნელა ფარდას ხსნიდა მზის სხივებისთვის, რომელიც მირიანის სურვილებს გაანათებდა..
-სისხლისგან დაიცლები იდიოტო და მერე კუბოში ჩაგილაგებთ ასეთებს! მეც და დადუც!
ფეხზე მდგომს გახადა პერანგი და რამდენიმეჯერ გადაკეცილი მყარად, თან
ლამაზად შეუკრა.
- ახლა ვიაროთ და მერე გაგიკერავ!
-ჰმ. იცოდე არ დამრჩეს ნაიარევი!
თითი ცხვირზე ჩამოკრა და ხელი გადახვია, ისე დაიძრნენ მთავარი გზისკენ მიმავალ აღმართზე.
-ნუ გეშინია ჩემო "ტარიელ", შენს "ნესტანს" ნაკერებიანიც ეყვარები!
კისკისით გაიმეორა დადუს სიტყვები: -"სილამაზე, ხომ სულიერებაშია!"
დადუს ხმის ტემბრით წარმოსთქვა..
-ნანო გაიტყიპები!
-ეგ პატარა ნიკოლოზებს და დადუებს უთხარი, რომ გამიჩენთ, მე არ მეშინია.
-რა უშიშარი მყავხარ..
-თავი ფბ-ს აგენტი მგონია იმდენი მანქანა და ადამიანი დამდევს.
გულწრფელად გადაიკისკისა, თუმცა მირიანს ღიმილი გაუქრა სახიდან, თავი დამნაშავედ იგრძნო. განსაკუთრებით ნანოს მიმართ და მის მოკისკისე სახეს გახედა გვერდზე მიმავალი, რომ აბაშიძეს ეყრდნოდა.
-კაცმა რომ გკითხოს ჩემს ფეხზე ღელავ და თავი მე ამომაყვანინე, ისეთი მოუქნელი ხარ.
-ჯელტმენი ბიჭი რომ მყავხარ, დადუს აუცილებლად ვეტყვი!
გაებუტა და წინ წავიდა მანქნანებს შორის დადგა, ისე იკითხა:
-რომელში დავჯდე?
მირიანს შეხედა, რომლის თვალებიც განსხვავებული ეჩვენა, მონატრებია თან როგორ, მთელს სხეულს დაუარა ცივად მონატრებამ და შემდეგ მხურვალე ტალღამ...
-შავში!
მირიანის ხმამ ფიქრები გაუფანტა და იგრძნო სახის სიმხურვალე. მალევე მოთავსდა მანქანაში, ნიკა ესაუბრებოდა ბიჭებს და მანქანაშიც ისმოდა, თუმცა ნანაოს არ ესმოდა, ნიკაზე ნაწყენი იყო, ვერ იტანდა მოუქნელს რომ ეძახდა...
ერთხელ მთვრალმა ნანომ შეცდომა დაუშვა და ნიკას მოუყვა, რომ ფიზკულტურის მასწავლებელი მოსწონდა და ცდილობდა ყურადღება მიექცია, სამწუხაროდ არ გამოსდიოდა, თან იმ ულანასკნელმა საქვეყნოდ შეარცხვინა შეჯიბრიდან გამოთიშა და მიზეზი ხმამაღლა მიახალა:
-მოუქნელი ხარ და გუნდს წააგებინებო!
მას შემდეგ სპორტს არ დასწრებია, და ეგ სიტყვაც სძულდა..
ფიქრებიდან მირიანის ხმის სიმკაცრემ გამოიყვანა:
-ესენი, მათემ და დათამ წაიყვანონ, თქვენც გაჰყევით.
დანარჩენ ბიჭებს მიმართა, შემდეგ გიორგის და თემოს მისცა მითითება.
-აქვე გავჩერდეთ დღეს და ხვალ ჩემს სოფელში გადავიდეთ, გოგონები აიყვანონ და მოაწესრიგონ!
-ახლავე მოვაგვარებ და გავიდეთ.
გიორგიმ თავი თავი დაურა და მოშორებით გავიდა.
ტელეფონით მითითებების გაცემის, შემდეგ მნქანაში მოთავსდა და ყველანი გზას დაადგნენ. მდევრები კი კუან თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. გზაში ყველინი ჩუმად იყვენენ, დაღლილობა ყველასთვის საკმარისი აღმოჩნდა, იმისათვის რომ ჩუმად ემგზავრათ და ყველანი თავის გონებას ესაუბრებოდა, ერთ საათიანი მგზავრობი შემდეგ ტელეფონის ზარმა დაარღვია სიჩუმე..
-გისმენთ.
გიორგიმ უპასუხა ტელეფონს.
-დიახ მე ვარ.
-სად მოხდა?
ნერვიულად გასწორდა სავარძელში გიორგი და გვერდზე მჯდომ მირიანს გახედა. ნიკამ და ნანაომაც ყურადრება დაძაბეს, გიორგის საუბარს უსმენდნენ.
-წასვლა მოგვიწევს.
-რა მოხდა?
-ავარია მოხდა მცხეთის შესასვლელთან.
-ღმერთო..
ამოიკნავლა ნანომ.
-როგორ არიან?
-არ იციან ჯერ.
მირიანმა ტელეფონზე დარეკა და რამდენიმე წუთში საუბარიც დაიწყო:
-მცეთის შესასვლელთან უნდა მიხვიდე!
-რა მოხდა?
-ავარია.
-კარგი, მივხედავ.
-მოგვიანებით მოვალ!
ნანოს მხრებზე მოხვია ხელი ნიკამ და მიიხუტა, საუბრის თავი ნამდვილად აღარ ჰქონდა, თავი ძალიან სტკიოდა, ფეხიც არ ავიწყებდა თავს. ყველაფერი ერთად ძალიან რთული ასატნი იყო, თუმცა უძლებდა, ეს მისი მოვალეობა იყო..
ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ დაბალი, მაგრამ ლამაზი ხის ღობის წინ გაჩერდა მანქანა, სადაც ასევე პაატარა და ლამაზი სახლი იდგა, ისე რომ შესასვლელი სულ მინდვრად და ყვავილების ბუჩებად იყო მორთული. ნიკას ფეხის ჭრილობა ძალიან დიდი იყო და მგზავრობისას ტკივილმაც უმატა, სუნტქვა გაუხშირდა კიდეც. ერთმანეთს მიხუტებული და მიყრდნობილი მეგობრები, საუბარმა შეაფხიზლა:
-მოვედით და შეძლებთ გადმოსვლას?
თემო, მორიდებით უღიმოდა მათ.
-სად ვართ?
ნანო მანქანიდან გადავიდა და ეზოს თვალი მოავლო. ნიკას მიეხმარა მანქანიდად გადმოსვლაში და მასზე დაყრდნობის საშუალება მისცა, ისე აიარეს კიბის ხუთი საფეხური, შემდეგ ლამაზ მისაღებშიც აღმოჩნდნენ...
ნიკას, თემო დაეხმარა, დივანზე დამჯდარიყო და ნანოს მიმართა:
-წამლების ყუთს მოვიტან.
-კარგი იქნება
-შემიძილია რამით დაგეხმარო?
-ტელეფონი დამჭირდება.
-მირიანი ესაუბრა თქვენებს და მოგვიანებით მოვლენ.
-მადლობა.
გაუღიმა გოგონამ. მამაკაცები მიმოდიოდნენ ოთახებში, მირიანი არ ჩანდა, თუმცა მხოლოდ ნანომ შენიშნა ეს და თითქოს გული დასწყდა, ისე წავიდა არაფერი უთქვამს.
-მოსთხოვე კულტურა და ყურადღება..
თავისთავს გაუბრაზდა აბაზანაში ხელების დაბანით გართულმა. მალევე გამოვდა და იქვე მირიანს შეეჩეხა.
-გეძებდი!
-გისმენ.
-აქ წამლებია!
-გამოვიყენებ, მადლობა.
პოლიეთილენის შეკვრა გამოართვა და სისხლის მოწმნდა დაიწყო, მცდელობა არ დაიშურა ნანაომ რომ გასუფთავებული ჭრილობა სისრულეში მოეყვანა და ამოკერვაც ისე ითავა, როგორც ამას საოპერაციოში გააკეთებდა, მაგრამ ნიკას სხეული მასაც სტკიოდა და ემოციებით დაღლილს სახე დაცვარული ჰქონდა:
-ნანო დროულად გააკეთე! კიდევ ორი ნაკერი და მორჩება!
-რთული ყოფილა..
ხმა საერთოდ დაკარგვოდა გოგონას.
-პირველად რომ აკეთებდე გავიგებდი, მაგრამ..
-რთულია, როცა შენსას სტკივა..
-ღმერთო, ნანოს ვყვარებივარ და ახლა არ მომკლა..
-იდიოტო!
მაგრად მოუჭირა ნაკერს და აბაშიძემ სიმწრით ამოიგმინა. ნანომ კი იქვე მდარ სოხაძისკენ გააპარა თვალები, რომელიც იმ წუთას მორჩენილიყო საუბარს ნანოს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა.
-შენ, თუ ექიმის ლიცენზია მოგცე...
-არადა ცუდად გამოიყურები, ამდენი ლაპარაკისთვის.
წარბები აუწია გოგონამ და მაცდურად ჩაიღიმა.
-გაჩერდი! შე არა ექიმო ქალო.
-მე მოვრჩი, წამლებსაც დაგალევინებ და ცოტა ხანი არ დაგენახები.
ნანომ ხელები დაიბანა და მისაღებში გასულმა წამლები მიუტანა ნიკას, დაალევინა რისი საშუალებაც იყო და ცოტა ხნით გარეთ გავიდა, ჰაერი სჭირდებოდა, მინდორს თვალი მოავლო და საკუთარ მხრებს მოეხვია, საღამოს სუსხი სხეულში ურცხვად აღწევდა.
-გარეთ ცივა, ქალბატონო ნანო.
თემომ ორად დაკეცილი პლედი მიაწოდა გოგონას.
-მადლობა თემო.
გაუღიმა, მოიხურა თბილი მატერია და სივრცეს გხედა ისევ. რამდენიმე წამი თვალებიც დახუჭა და ისე იდგა, ამ დროს ისე მიუახლოვდა მირიანი, რომ ვერ გაიგო..
-ღამით აქ ცივა!
-ვაიჰ..
მკაცრ ხმაზე შეტა, თუმცა სიამოვნებისგან დავლილ ჟრუანტლს სხეულმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და აკანკალებული, სწრაფად შებრუნდა მამაკაცისკენ.
-შეშინება არ მინდოდა.
-არაუშავს.
გაუღიმა და განაგრძო საუბარი ნანომ:
-ლამაზია ყველაფერი.
-ირას სახლია!
-ირა დედიასი? როგორ არის? მომენატრა..
-ბატონო მიარიან, ჩვენ მზად ვართ.
მორიდებით ამოილაპარაკა გიორგიმ.
-გავიდეთ!
-სად? ნიკა ვერ შეძლებს..
-თქვენ დღეს აქ რჩებით, მალე მოვალთ!
-კარგი.
მორიდებით გაიღიმა ნანომ, გულში კი შიში უფრო ჭარბობდა. დაცვის ბიჭები ყველანი გააფრთხილა სოხაძემ და მიმავალი უკან მობრუნდა, ნანოს მიუახლოვდა:
-ირასაც, ენატრები ნანო!
ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და სახლის ეზო დატოვა..
რთული დღის შემდეგ, ღამეც სირთულეებს უქადდათ დამალულებს. ნიკა აბაშიძემ, წამლების დახმარებით შეძლო დაძინება. ნანო კი მის სუნთქვას უსმენდა და ფიქრობდა თუ, როგორ გაურბოდნენ ერთმანეთს მირიანი და ნიკა. ორივე ცდილობდა მხოლოდ ბიჭებთან ჰქონოდათ კონტაქტი. ნანოსთვის ეგ რთული გასაგები იყო, მას უყვარდა ნიკა და ეყრდნობოდა გაცნობის წუთიდან, უვსებდა ძმის დანაკლისს, იმ მარტოობის შეგრძნებას, რაც მთელი ბავშვობა აწუხებდა. ასევე გამოჩნდა მამაკაცი, რომლის მიმართაც სიყვარულს გრძნობდა და თავის შეკავება უწევდა, რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი იმის გამო, რომ თვითონ მირიანი იყო რთული, არც ურთიერთობა იქნებოდა მარტივი თუ ოდესმე რამე გამოუვათ, როგორ ესიამოვნა მირიანისგან ის ყურადღება, რომ მობრუნდა და ირას მონატრება გაუმხილა. შემდეგი მიზეზი კი ოჯახი, რომელიც მირიანს არ მიიღებდა, მეგობარი რომელიც მხარს არ დაუჭერდა, თუ ამის საჭიროება იქნებოდა და აუცილებლად დასჭირდებოდა მეგობარი, რომელიც მიშასთან დიდი ნდობით სარგებლობდა..
-ნანო, წყალი მინდა.
მშრალი ტუჩებით მოილაპარა აბაშიძემ და ოთახს თვალი მოავლო. წყლის წვეთებით მიღებული სიამოვნებისგან თვალები მინაბა.
-დანარჩენები სად არიან?
-თემო დანარჩენებთან ერთად მისაღებში.
-მირიანი?
-არ მოსულან.
ცოტა ნერვიული ხმით თქვა და ეს ნიკას არ გამოჰპარვია. წარბებ შეკრულმა შეხედა გოგონას:
-ნუ გეშინია, ეგ მამრი ბევრი სიცოცხლით არის დაჯილდოვებული!
-მოგიწევს ერთი ისესხო!
-არ მჭირდება!
ნიკას სიტყვები გაიმეორა დამახინჯებით და ოთახი დატოვა, ნიკასთვის საკვები, რომ მიეტანა..

თბილისში ჩასულ მირიანს, ყველაფერი რთულად დახვდა, ლაშა და თორნიკე უკვე პროზექტურაში იყვენენ და გარდაცვლილების ვინაობას ადგენდნენ, იარაღით დაჭრილები ყველანი გარდაცვლილები იყვნენ..
-მირაინ, რას ფიქრობ?
ლაშამ ჰკითხა ტელეფონზე საუბარი როგორც კი დაასრულა.
-დიასამიძის ზურგს ბუღაძე ამაგრებს ხომ!
თორნიკემ ჩვეული გამომეტყველებით წარმოსთქვა თავისი აზრი.
-მხოლოდ დადუს გამო არ ხდება ეს!
-რას გულისხმობ!
თორნიკემ ეჭვისთვალით შეხედა პირდაპის მდგომს.
-სატრანზიტო კომპანიის კონტროლი სურს კოტეს!
-რა გამოდის, დადუთი და ნანოთი გაშანტაჟებს?
იმ წუთას მისული ნიკოლოზ დადიანი ჩაერია საუბარში, სოხაძესაც ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ. უმცროს დადიანს წარბებშეკრული დააკვირდა და პასუხისგანაც თავი შეიკავა..
-ნახე კამერები!
თორნიკემ ჰკითხა.
-ვნახე და გადმოვწერეთ კიდეც.
-სად არის!
-თომას და ანდრიას აქვთ და ბარში გველოდებიან.
-შევალ საბუთებს მე მოვაგვარებ!
ლაშამ პროზექტურის შესასვლელისკენ აიღო გეზი, ნიკოლოზი კი სოხაძეს მიუბრუნდა:
-ვიდეო ჩანაწერი მოპარულია და სანამ პოლიცია ხილვის ღირსად გვაქცევს, ჩვენ უნდა ვუყუროთ.
-საავადმყოფოში მივალ და მოგვიანებით მოვალ!
-კარგი.
თანხმობის შემდეგ ნიკოლოზი, უფროს დადიანს მიუბრუნდა:
-ასეთი უჟმური რატომ არის?
პასუხი რომ ვერ მიიღო ძამას გახედა და გაეცინა:
-მეც ვკითხე რა, ღიმილის ექსპერტს.
-წავიდეთ!
თორნიკე მანქანისაკენ დაიძრა და ნიკოლოზიც მიჰყვა საუბრით:
-წავედით. ჩემი ვარაუდით ესენი მოიშორეს და მირიანს კვლაზე გასასვლელი გზა მოუჭრეს.
-ისიც ასე ფიქრობს!
-თან იცის ვისზეც უნდა იფიქროს..

ბარში მომლოდინე თომა და ანდრია, ვიდეო მასალას თვალს ადევნებდნენ, ანდრიას მოუსვენრობა თომას, თვალს არ გამოჰპარვია, თუმცა მოჩვენებას მიაწერა და კიდევ სიგარეტისკენ წაღებულ ხელზე გასვიანმა დაკვირვებით გახედა მეგობარს:
-რამეზე ნერვიულობ?
-არა. საიდან დაასკვენი?
-სიგარეტის გადაჭარბებული სურვილით.
-სახლში როგორ ხართ? ნიცა, როგორ არის?
თითქოს სცადა თემა შეეცვალა, თუმცა ის თემა იყო რაც გულს უღრღნიდა.
-ძალიან კარგად.
ბედნიერება სახეზე გამოეხატა და სავარძელზე გადაწვა გასვოანი.
-შერიგდით?
გაკვირვება ძლივს დაფარა ახვლედიანმა, თუმცა გასვიანმა იგრძნო, რაღაც რაც ისევ იმ დანაშაულის გრძნობას უღვიძებდა.
-ნიცა, ასე მარტივად არ მგონია შემირიგდეს, ველოდები როდის აფეთქდება.
-იმედია ორივეს არ მოგვიყოლებს..
-რას გულისხმობ?
წარბები შეკრა თომამ და ანდრიას დააკვირდა, რაღაც აწუხებდა მეგობარს, მაგრამ რა ვერ ხსნიდა..
-როგორ ხართ ბოჭებო?
დადიანები შევიდნენ თომას კაბინეტში და ისევ სოხაძისთვის მოპოვებულ ვიდეოს დაუბრუნდნენ. ლაშამ ვერ შეძლო დროულად მისვლა, პროცედურები გაიწელა, მირიანი კი მალე შეუერთდა..
ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ შურისძიებას ჰგავდა, მაგრამ ფაქტებით შეეძლოთ დარწმუნებით ეთქვათ, მირიანის კომპანიის სახელით სარგებლობა სურდა კოტე ბუღაძეს, რომლის სახელი არაერთ გახმაურებულს საქმეს უკავშირდებოდა.
გადაწყვეტილებაც მალევე მიიღო სოხაძემ, რომ მოგებული ტენდერის დატოვება და ჯარიმის გადახდა განცხადებით აცნობა სახელმწიფო კომპანისა, რასაც მალევე მოჰყვებოდა მითქმა-მოთქმა..
მთელი ღამე მიილია იმის მოლოდინში, ნიკას სიცხე არ ჰქონოდა, მაღალი და გამთენიისას ახლადჩაძინებულ ნანოს საუბარი მოესმა.
-ქალბატონო ნანო, გაიღვიძეთ უნდა გავიდეთ.
-როდის მოხვედით გიო?
უცებ წამოდგა ფეხზე ნანო და ნიკას დააკვირდა როგორ იყო.
-რამდენიმე წუთია და მალე უნდა გავიდეთ.
გიორგიმ, ნიკას გაღვიძება მას დაავალა
-ისევ მოგვდევენ?
შეშინებულმა შეხედა გვერდზე მდგომს.
-არა, მაგრამ უსაფრთხო ადგილას უნდა იყოთ. სანამ თქვენები და მირიანი მოვლენ.
-შეიძლება დავრეკო?
-რათქმაუნდა.
ლაშასთან დარეკვა უნდოდა და ნომერი არ იცოდა, გიორგი მიუხვდა.
-ბატონი ლაშას ნომერი ჩავიწერე.
ნანომაც მალევე საუბარი დაიწყო.
-ნანო, როგორ ხარ?
-ბატონო ლაშა, მშვიდობა არის?
-რამდენიმე დღით ბიჭებს გაჰყევით და მალე ჩამოვალთ.
-კარგი გასაგებია.
დაემშვიდობა და აბაშიძეს თავზე დაადგა:
-ნიკა, გაიღვიძე უნდა წავიდეთ.
-რატომ? კიდევ რამე მოხდა?
-არ ვიცი. ჩვენები არ მოსულან ჯერ და უსაფრთხო ადგილზე უნდა გადავიდეთო.
-ტელეფონი მომეცით რა?
-მოგვიანებით დაურეკეთ.
ნანოზე მიანიშნა გიორგიმ და მანაც თავი დაუქნია.
-რამეს მიმალავთ?
ნანომ გიორგის გახედა.
-არა ქალბატონო.
-ახლა წავიდეთ და დეტალები იქ გავარკვიოთ...

ირას სახლი, მალევე დატოვეს და მირიან სოხაძის სოფელში მივიდნენ. სახლში მისულებს დამხმარე გოგონების დალაგებული სახლი სასიამოვნო სანახავი იყო და კიდევ უკეთესი მისაღებ ოთახში მყოფი, ირას დანახვა..
-ირა დეიდა..
მთელი ძალით მოეხვია გოგონა, ირაც სიყავრულით იკრავდა გოგონას გულში.
-როგორ ხარ?
-კარგად შვილო, შენ როგორ ხარ? როგორ მინდოდა შენი ნახვა.
-მეც ირა დეიდა..
-ჩვენ წავიდეთ?
გოგონა ჩაერთო საუბარში, რომელიც ფორმით იყო და ძლიან მოკლე ქვედაბოლოებით.
-კი წადით.
ნანომ უპასუხა. გოგონებმა ირას გახედეს და მანაც, თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად. მათი წასვლისთანავე ირამ გაიცინა.
-რისთვის არიან ან როგორ აცვიათ მოძრაობა არ უჭი....
-სახლს ალაგებენ!
იქვე მყოფმა გიორგიმ გასცა პასუხი და ნანომ წარბების აწევით დაუბრუნა კითხვა
-თუ ჰორმონებს?
-რაას?
გიორგის გაოცებულ სახეზე ნიკამ გადიხარხარა.
-დალაგება რომ მოგვესწრო სასტუმროდან წამოვიყვანეთ.
თეომ აუხსნა და დაფარული ღიმილის მიღმა მირიანის საზის წარმოდგენას ცდილობდა, რომელიც ნამდვილად გაიხარებდა ამ ფაქტით.


რამდენიმე დღე საქმის მიჩქმალვასა და ჟურნალისტების თავიდან აცილებას დასჭირდა, შემდეგ კი სახელმწიფო ტენდერიდან, მირიან სოხაძის გასვლის შესახებ, მთელი მედია ალაპარაკდა და მიზეზის გარკვევას ცდილობდნენ.
გამარჯვებული ტენდერის დათმობა და ჯარიმის გადახდა სოხაძის სახელთან ბევრ კითხვას ბადებდა არა მარტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან არამედ ბიზნეს პარტნიორებთან, არცერთ ბიზნეს პროექთს შუა გზაში არ ტოვებდა და ბოლომდე მიჰყავდა, თუმცა ახლა მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ჯერ ნანო იყო, შემდეგ კოტე ბუღაძე, აღარ სურდა იმ კაცთან თანამშრომლობა, რომელიც აუცილებლად გამოიყენებდა მისი კომპანიის სახელს და უკვე არსებულ სისუსტეზე ინფორმაციას ფლობდა ბატონი კოტე..
-თემო, გადაწყვეტილება მიიღე!
-დიახ, თუ წახვალთ მეც წამოვალ.
-ძალიან კარგი.
-ნანოს, არ დაელაპარაკებით? უკვე დროა.
გაახსენა მათი პირველი საუბარი, გაშვების მიზეზის შემდეგ საუბარის დროზე.
-დაველაპარაკები!
-სახლის დასალაგებლად ჩაყვანილ გოგონებზე ძალიან გაბრაზდა..
-რატომ!
აშკარა იყო გაუკვირდა მირიანს. თემოს ისევ გაეცინა ნანოს სახის წარმოდგენაზე.
-თითქმის არ აცვიათ და ამათ სახლი თუ ჰორმონები უნდა ალაგონო..
-ისეთი თვალებით უყრებს გოგონებს, მეც მეშინია..
იცინოდა თემო და მირიან სოხაძესაც კი გაეცინა, რადგან ნანოს ხმით საცადა თემომ საუბარი და კარგად გამოუვიდა კიდეც. ესიამოვნა მცირედი შანსის არსებობა მირიან სოხაძეს, ამად უღირდა ტენდერის დატოვება, თუთბერიძესა და ბუღაძესთან დაპირისპირებაც კი..
სოფელში ჩასულებს ტელევიზორთან მყოფი ნიკა და ნანო გაოცებულები ისხდნენ და ახლად შემოსულს ნანომ პირდაპირ მიმართა:
-ეს ჩემს გამო ხდება?
ტელევიზორისკენ გაიშვირა ხელი.
-და რა ხდება!
დააკვირდა საინფორმაციოს, სადაც ჩანდა შეხვედრიდან გამოსული მირიანისა და მისი ადვოკატების კადრები მანქნაში როგორ სხდებიან, ასევე თუთბერიძისა და დანარჩენი ბიზნესმენების კადრები..
-ის რომ ტენდერი წაგართვეს და ჯარიმასაც შენ იხდი?..
მარჯვენა ტუჩის კუთხე აეწია ღიმილის ნიშნად და თვალებში ჩაღვრილი სითბო, მხოლოდ ნანოს სხეულს მოედო. ინატრა სოხაძემ ასე ენერვიულა ნანაოს მის გამო, როგორც მის ქალს და ეს ყველაფერი სახლში განეხილათ, თუმცა მალევე სცადა გონების მართვა:
-ამას ნუ უსმენთ!
გამორთო ტელევიზორი და პიჯაკი გაიხადა, პერანგის სახელოების აკეცვით დაჯდა და ნიკას გახედა.
-ეს რას უკავშირდება!
ნიკაც არა ნაკლებ ინტერესს გრძნობდა.
-ისინი ყველანაირ ინტერპრეტაციას გამოიყენებენ სინამდვილის გარდა და არ ღირს მოსმენა!
-როგორც ქუხს, ისე არ წვიმს..
ნიკამ ჩაილაპარაკა და მირიანი უხმო თანხმობას დასჯერდა..
-რატომ მიმალავთ ყველაფერს?
ნანოს შეხედა ორივემ.
-ნანო! წამალი მომიტანე რა..
ნიკამ ყურადღების გადატანა სცადა.
-თავად დალიე!
გაბრაზებული ავიდა თავის ოთახში.
-ლაშა და თორნიკე, ხვალ რაიონში ჩამოვლენ, ჩვენ იქ დაველოდებით!
-გასაგებია..
ირა შევიდა მისღებში და ვახშამისთვის დაპატიჟ, ნიკამ უარი თქვა და საძინებელში წასვლა დააპირა.
დილით წასვლამდე ნანაო ოთახიდან არ გამოსულა და მირიანი შევიდა ოთახში, რამდენიმე წუთი უყურებდა მძინარეს, რომელსაც ტანსაცმელი არ ჰქონდა გახდილი, ისე იწვა, მალევე გაეღვიძა და საწოლიდან წამოდგა:
-დაბლა ჩამოდი!
-რა-ც სიტყვაა და თხოვნას ნიშნავს!
მიმავალი შებრუნდა, გოგონასკენ და მის სახეზე გამოსახულ სიბრაზეს, თვალები მეტად ჩაემუქებინა, არაფერი უთხრა სოხაძემ, დაავიწყდა რა უნდოდა და უხმოდ დატოვა ოთახი..
დაბლა ჩასულ ნანოს კი პირისპირ დაუდგა და მისი რამდენიმე წუთიანი შესწავლის შემდეგ მიმართა:
-ნანო, შენი გაშვება არ მინდა! ვიცი შენთვის რთულია გადაწყვიტო და კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მინდა მქონდეს მიზეზი აქ დარჩენის და დათმობებზე წასვლის.
-დათმობებზე?
გაოცებულმა შეხედა მას და მალევე მიუხვდა რას გულისხმობდა. ურთიერთობებს რომელიც მისი მხრიდან შესაძლო კომპრომისს გულისხმობდა. გაეღიმა გოგონას ბედნიერებისგან, მაგრამ მალევე მოიღუშა, მას ბევრი ადამიანი ჰყავდა, რომელიც მირიანს არ მიიღებდა და მათი დათმობა ნანოსთვის ბევრი იყო.
-მირიან, მე არ ვიცი...
-მიზეზი მინდა შენ იყო!
არ დაასრულებინა საუბარი, ცდილობდა აეხსნა რას გრძნობდა და საუბარი განაგრძო:
-მე, შევეცდები შევძლო ის, რასაც შენ მოისურვებ..
-ჩემთვის მისი აზრი მნიშვნელოვანია..
იმ წუთას შემოსულ აბაშიძეს, გახედა და შემდეგ მირიანის მზერას გაუსწორა თვალები, უყვარდა მისი გამოხედვა. ალბათ მხოლოდ ნანო აღიქვამდა მის მზერას ისეთს, როგორცი სინამდვილეში იყო, მირიანის მკაცრი მზერის მიღმა, იყო რაღაც რაც, ნანოსთვის განკუთვნილი იყო..
-ნანო, გავდივართ!
უცნაური მზერით გახედა, ეჯრ ერთს, მერე მეორეს და ნანოს უბიძგა, რომ ოთახიდან გასულიყო, ისიც მორჩილად დაჰყვა მის მკლავს და ოთახიდან გავიდა.
მარტო დარჩენილებმა ერთმანეთს შეხედეს და ნიკამ, სოხაძეს მიმართა:
-უნდა ვაღიარო, რომ შენთან ვალში ვარ.
ხელი გაუწოდა ნიკამ და მირიანის მიგებებულ ხელს დახედა.
-თუ ნანოს ეხება საქმე, ვალებს არ ვითვლი!
თითქოს აგრძნობინა, რომ მისი გულისთვის არ შეწუხდებოდა და ჩაიცინა.
-ჩათვალე არ გამიგია!
ნიკამაც მისი დამოკიდებულება დაუფარავად გააცნო და ოთახი დატოვა.
მანქანაში მოთავსდა ნანო თითქოს წასვლა უნდოდა მაგრამ მაინც რაღაც ექაჩებოდა უკან დარჩენისკენ. ბიჭებთან საუბარში გართულ მირიანს შეხედა, რომლის მზერაც მისი სახის ნაკვთებს იმახსობრებადა თითქოს...
უმცროს დადიანს არ გამოჰპარვია და გვერდზე მდგომ ნიკა აბაშიძეს, მხარი კრა, რომელმაც ჩაღიმებით უპასუხა..
დამშვიდობებისა და მადლობების შემდეგ მანქანების გრძელი რიგი დაიძრა, გოგონამ სევდიანი მზერის ავტორს თვალებში შეხედა და დაბურილი შუშა ისე აუწია, მზერა არ მოუშორებია მამაკაცისთვის, სანამ უკან არ მოიტავა მისმა მანქამ. ერთი ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა, რადგან მხედველობა დაეწმინდა მოღალატე ცრემლებისგან. არ ეთმობოდა მამაკაცი, რომელიც არ უნდა ჰყვარებოდა..
ნიკა აბაშიძე, ნელი სვლით მიიწევდა წინ და ნანაოს რეაქციას აკვირდებოდა სარკეში, ნანო ორად იყო გაყოფილო მამაკაცი, რომელსაც მამა არასოდეს მიიღებდა და ოჯახი რომლის გამოც მამაკაცზე უარის თქმა უწევდა.. უცებ მანქანა გააჩერა ნიკამ და თვალებ გაფართოებული ნანნოსკენ შებრუნდა.
-ვიცი მიშა მომკლავს, მაგრამ შენი სევდიანი თვალები კიდევ უფრო მომიღებს ბოლოს! ამიტომ გაძლევ შანსს გაიქცე იქით, სადაც შენს გულს ყველაზე მეტად უნდა და მცირედით მაინც ეთანხმება გონება!
-რას ამბობ ნიკა? მამა... მე... ასე მეტყობა...
-გეტყობა და სიყვარული არ არის სირცხვილი, ერთმა გოგომ მასწავლა მე!
-ნიკა..
ხმა ჩაუწყდა ნანოს.
-ხო და გადავწყვიტე, მიშას, მე შემოვაკვდე ჯობია! მიდი გაიქეცი! მოგაკითხავ ხოლმე.
- ნიკა, არ ვიცი. მე, მინდა... თან მეშინია..
-მასაც უყვარხარ და ეშინია. ამიტომ გიშვებს!
-მართლა?.. რა იცი?
-კაცები ასე ვიქცევით ხოლმე!
თვალი ჩაუკრა და ცხვირზე თითი დაჰკრა.
-ჭკვიანად მოიქეცით!
-მიყვარხარ!
აკოცა და არეული, მაგრამ მონდომებული სწრაფი მოძრაობით გადავიდა მანქანიდან.

სიგარეტის ნარჩენი გადააგდო მამაკაცმა, რომელსაც მთელი გულით სურდა ნანაო მის გვერდით ჰყოლოდა, მაგრამ ვერ აიძულებდა მას უნდა გადაეწყვიტა და გადაწყვიტა კიდეც.
-მართლა გაუშვებთ ბატონო მირიან?
-გავუშვი უკვე. წავიდეთ და მოვემზადოთ წასასვლელად!...
მანქანის კარი გააღო დასაჯდომად, ხმა რომ მოესმა ზურგიდან.
-მირიან სოხაძე!
-ნანო..
უკან შებრუნდა გაოცებული. რაც მანქანები დაიძრა არ გაუხედავს ზურგით იდგა და ნაძალადევი სიმშვიდით სიგარეტს ეწეოდა.
-გაფრთხილებ რომ ყველა ფერადი თოჯინა ვინც შენს ირგვლივ ტრიალებს მოაშორო!
მამაკაცმა წარბები შეკრა, თუმცა მაინც გაეღიმა ნანოს ეჭვიან სახეზე, თემოც სიცილის შეკავებას ცდილობდა და გვერდზე გაიხედა.
-და გაფრთხილებ, რომ ყველა მდედრი შეცვალო მამრით, რადგან მე ვრჩები!
-კარგი, ყველა თოჯინა გავაქროთ!
-ყველა ფერადი ბარბი!
-ერთის გარდა!
-არცერთი!
-ის ერთი ახალა უნდა გავგუდო, რადგან წესებს და პირობებს მიყენებს!
თეთრ ყელზე გრძელი თითები მოჰხვია.
-მე გაფრთხილებ, შენს სიახლოვეს არ დავინახო.
საჩვენებელი თითით მოუნიშნა ადგილი.
-კარგი არ დავინახოთ!
გაეღიმა სოხაძეს და ყელზე მოთარეშე თითები კეფისკენ გააცურა, ტუჩებს ნაზად შეეხო, შემდეგ მთელი სხეულით მიიკრა გოგონა და ძლიერ მკლავებში დამალა. მალევე მანქანაში ჩასვა, სახლისკენ დაიძრნენ ისე, რომ არცერთს ხმა არ ამოუღიათ. მამაკაცის მკლავებში მყოფმა იგრძნო თუ რა რჩებოდა და აკლდებოდა სხეულს. ეს იყო მირიან სოხაძის ცივი, მაგრამ ნანოსთვის ცხელი მზერა, უგულო, მაგრამ ნანოსთვი თბილი ხმა, დაუნდობელი, მაგრამ ნანოსთვის დამთმობი..

პ.ს. მადლობა მოთმინებისთვის, ცოტაც და დასრულდება ეს ისტორია.



№1  offline წევრი OKI ME

ვაი, დაგიდია. არადა სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. ჩაიკარგა სავარაუდოდ და სიახლეებში არ ჩანდა. ((( აბა, წავედი წავიკითხო და დავბრუნდები ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
ვაი, დაგიდია. არადა სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. ჩაიკარგა სავარაუდოდ და სიახლეებში არ ჩანდა. ((( აბა, წავედი წავიკითხო და დავბრუნდები ❤️❤️❤️

დიახ. მეოთხე დღეა და ახლა გამოქვეყნდა❤
გელოდები...❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გამოხარდა ახალი თავიდა როგორ ველოდებოდი დადასტურებას ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი maco maco

მომენატრა ყველაა, არ ჩანდა სიახლეებშიი, იმედია კარგად ხარ ეხლა:) აუ რა კარგი ფილმი გამოვიდოდა თავიდან ბოლომდე ამ ისტორიით:) ხოო სოხაძე და თოკო ერთად პიკია მაგრამ ავიტან, ნანოსანების და მირიანის შეხვედრა როგორი იქნება:( ხოო ახვლდიანებს როდის დაეცემათ ბომბით ჯინაა :))) აუ ტასო მომენატრა

 


№5  offline წევრი OKI ME

ვაჰ, გვეშველა მეც, მირიანსაც და ნანოსაც. :დდდ რახან ესენი ერთად არიან, მიშას რამეს მოუხერხებენ კაცო. :დდ ❤️❤️ ვაჰ, დაიძაბა სიტუაცია, დიდი იმედი მაქვს მოიშორებს თავიდან კოტეს და დანარჩენებს მირიანი.

ვნახოთ, ვნახოთ რა მოხდება.

ანდრიას გამიგიჟებენ ეს გადარეული გოგოები :დდ სერიოზული სტრესის ქვეშ ამყოფებენ.

ოჰ, ნიკოლოზ რა ენაღვლება, ზის და უყურებს სეირს. ზედ თავის იუმორს აყოლებს კიდევ. :დდ ❤️

მინდა გითხრა, რომ მეტად საინტერესო თავი გამოგსვლია. ეს ისტორია ისე მიყვარს, გავაწყვიტე, რომ დასრულების შემდეგ თავიდან წავიკითხო ❤️ არ მემეტება დასასრულებლად ❤️❤️ მოკლედ, წარმატებები შენ . ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ირო

ძალიან საყვარელი და სასიამოვნო წასაკითხი ისტორიაა.გამეხარდა მეორე ნაწილის დაწერა რომ გადაწყვიტე,ერთადერთი რაც არ მომწონს არ აგვიანებდი დადებას არასდროს და ამ ბოლოს ცოტა აზრები გამიფანტა დაგვიანებამ.ყოველთვის ვცდილობ მწერლის ბუნება გამოვიცნო დააგვიანებს თუ არა და ისე დავიწყო კითხვა,მაგრამ რას ვიზამთ.წარმატებები,მინდა არასდროს გაჩერდე,რადგან ძალიან კარგად გამოგდის წერა.

 


№7  offline წევრი Nobodyelse

ამ თავს განზრახ არ ვკითხულობ. დასრულებას ველოდები და იმედია მალე დაიდება....

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

აღარ დადებთ,მომდევნო თავს.

 


№9 სტუმარი სტუმარი ლანა

აუ იმედია გაგრძელდება ეს ისტორია ძალ8ან მიყვარს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent