შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 10)


27-02-2021, 10:46
ავტორი Melice
ნანახია 2 961

როგორ შეიძლება ვიღაცის შენთან ყოფნას გრძნობდე, მაგრამ რეალურად ის იქ არ იყოს?
როგორ შეიძლება ხედავდე, მისი ხმა გესმოდეს, ჰაერში გაფანტულ იმ მოლეკულებს იჭერდე, ოდესღაც მას რომ ეკუთვნოდა, მაგრამ ის აქ მაინც არ იყოს?
ალბათ, შეიძლება... არ იყო.
- მშვიდობა გაქვს? - დაჩის ხმამ შემაკრთო და ამღვრეული მორევიდან ამოვყვინთე.
- მომეჩვენა, თითქოს ვიღაც დავინახე. - მიდამოს თვალი უკანასკნელად მოვავლე. - ავიდეთ, გვიანია და ხვალ გამოცდა მაქვს.
- არ მინდა ბანალური ვიყო, მაგრამ ხვალ, საღამოს რას აკეთებ? - თვალებიანად გამიღიმა.
- ვმუშაობ...
- ზეგ?
- არ ვიცი. - სადარბაზოსკენ ნელი ნაბიჯით გავწიე. დაჩიც ფეხდაფეხ გამომყვა.
- თავი დააღწიე ამ გაუგებრობას და ჩემთან ერთად წამოდი კინოთეატრში.
ლიფტის კაბინა ხმაურით გაიღო. ისე შევედით მისთვის არ შემიხედავს.
როგორ უნდა მეთქვა, რომ ვეღარ წავიდოდი იქ სადაც საბას აჩრდილი ისევ ცოცხლობდა?
- სხვა ვარიანტი არ გაქვს?
- ნარიყალა? - წამში გამოცოცხლდა.
- შემდეგი...
- მთაწმინდა?
- იყოს!.. - ლამის ყვირილით დავეთანხმე. - ოღონდ ეს პაემანი არ იქნება. უბრალოდ გავისეირნებთ.
- იყოს.


თითქმის თენდებოდა, მაგრამ ჩემი ძილის დემონები არსად ჩანდნენ. მინდოდა მოსულიყვნენ, ზღაპრები შეეთხზათ და სიზმრად მოეყოლათ. თუნდაც ყველაზე საშინელი ამბები ყოფილიყო. რეალობაზე მეტად ვერცერთი კოშმარი შემაშინებდა.

გამიმართლა, რადგან ფინალური გამოცდის ტესტები საკმაოდ მარტივად დავწერე და გვიანი შუადღისთვის სახლში დავბრუნდი. თათია კაბის მოსასინჯად დიზაინერთან წასულიყო.
წინა ღამით მოხმობილი ბურანი, რომელიც არაფრის დიდებით მობრძანდა, თვალებში ჩამაწვა და საღამომდე ცოტა დაძინება გადავწყვიტე. შუქურაც მაშინვე მოკრუტუნდა.

სანაპიროზე ვიყავი. მზის სხივები კენჭებზე დაფენილიყო და მათგან სასიცოცხლო ენერგიას იწოვდა.
- ის იქნება ბედი, ვისაც ასეთი თვალები ექნება... - ბოშა ქალის ხმა მესმოდა, მაგრამ მის ჭრელ თავსაბურავს ვერსად ვხედავდი.
- „ყური მიუგდე, მეგობარო, ამ დიდ სიჩუმეს,
იგი სავსეა ტალღის ხმაურით...
იგი სავსეა ტალღის ხმაურით
და სინანულით...“
ვიღაც ჩემი ხმით მღეროდა, მაგრამ ვერც მას ვხედავდი.
სუნთქვა გამიხშირდა და სასოწარკვეთამ თვალებამდე ამოაღწია.
არავინ იყო... მხოლოდ მე, ზღვა, სანაპირო და გულის გამგმირავი ბგერები. ტალღებად აბობოქრეული ზღვის ხმაურიც კი ვერ ფარავდა გაუთავებელ სიმღერასა და ნაცნობი ბოშის ხარხარს.
იმედის საპოვნელად ჰორიზონტს გავხედე. როგორც კი ზღვისა და ცის გასაყარს დავაკვირდი, შტორმი ჩადგა და ნათლად დავინახე ნაცნობი სილუეტი. წყლის ზედაპირზე სხეული იდგა.
მხრები უღონოდ ჩამოეშვა და სახის ნაკვთები მოედუნებინა. თვალებიდან უხვად ეღვრებოდა სილაჟვარდე. ჩვენი მზერები ერთმანეთს შეხვდნენ და ერთმანეთში აიზილნენ.
ვუყურებდი და მიკვირდა, როგორ შეეძლო წყლის ზედაპირზე მდგარიყო?
სანამ რაიმეს გააზრებას მოვასწრებდი, ზურგი მაქცია და შორეული ჰორიზონტისკენ გაემართა. იქ, სადაც ზღვა და ზეცა ერთდება. იქ, სადაც ჰაერისთვის ადგილი აღარ რჩება.
ნელი ნაბიჯით მშორდებოდა და მის ზურგზე მიშტერებული ვხვდებოდი, რომ არასდროს გასჭირვებია ჩემგან წასვლა. ყოველთვის გაქცევაში ეძებდა გამოსავალს.
სამარისებული სიჩუმე საავდრო ღრუბელივით ჩამოწვა და ატმოსფეროდან ჟანგბადის ყველა ატომი გააქრო.
სუნთქვა შემეკრა... უკვე ძალიან შორს იყო და თუ გავედევნებოდი, ჩავიძირებოდი. მე არ მქონდა მისი ძალა, მევლო ზღვის ზედაპირზე და ნაკვალევი არ დამეტოვებინა. ჩემს ცოცხალ სახლზე უსაფრთხოდ გადაიარა და გაქრა. უკანასკნელი იმედივით...


გიტარა მხარზე მოვიგდე და ბარისკენ გავწიე. ჯერ ისევ სიზმრის გავლენის ქვეშ ვიყავი. შუა ივნისში ისე შემცივდა, როგორც იმ დღეს, როცა დათოვლილ სანაპიროზე ანგელოზებს ვაკეთებდით.
„ ზამთარი მაშინ მოდის, როცა ადრე ღამდება...“ - საბას ნათქვამი გამახსენდა და ლურჯად შეღებილ სივრცეში მწარე ღიმილით შევაბიჯე. ყველაფერი ძველებურად იყო. ბატონი ლადო ბარის დახლთან იზიანებდა ფილტვებს. კოლეგები საერთო მაგიდასთან მელოდნენ.
ზაფხულის პირველი თვე ორთქლდებოდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ დაზამთრდა.

ბოლო სამუშაო საღამო იყო. მალე ბათუმში წავიდოდი და სექტემბრამდე დასავლეთის წყლით გაჟღენთილ წიაღჩი ჩავიკარგებოდი. იმედი მქონდა, რომ როცა დავბრუნდებოდი, სამსახურში ისევ გამონახავდნენ ჩემს ადგილს.
სამი სიმღერის შემდეგ ყველას გამოვემშვიდობე და ბონუსად მეოთხედაც ვიმღერე.
აუდიტორიისთვის ჯერ კიდევ უცნობი აკორდები ერთიანად გაყინულმა ავიღე. თეთრში ჩაკარგულიმა ზღვისფერმა დახუჭულ თვალებშიც შემოაღწია.
- „ ზამთარს სუსხი უსინჯავს თარიღების გარეკანს,
ქუჩას ვხედავ ატყვია გაყინული კენჭები,
ველი, ვინმე მოვა და კარზე ისე დარეკავს,
რომ ვიფიქრო შენ ხარ და ერთი სიტყვით
ვეჩვევი -
უშენობას, რადგანაც, მქვია ახლა ოცნება,
ფასით ისე დავეცი, გაფიქრებამ მიყიდა,
და ყოველ დღეს დღეიდან,
რაც კალენდარს მოძვრება,
წელთაღრიცხვას დავარქმევ, რომ დამტოვე
იქიდან...
ამ ლექსს პათეტიკური პოზა აქვს და
ვიფიქრე -
ახლა ჩემში ბევრია უარაფრო ფაუსტი,
ცაში ხელებაწვდილი ვიჭერ მგონი იმ ფიფქებს,
შენ რომ ტუჩი შეახე...
შეახე და გაუშვი...
მთვარე ღრუბელს იხდის და კადრს შევცქერი წამიერს,
ჩვენც გვიყვარდა ერთურთი,
ცალმხრივად და სრულებით,
კითხულობდი ჩემს ლექსებს და ოცნების
მაგიერ -
მჯეროდა, რომ ერთმანეთს მაინც ავისრულებდით.
ზამთარს სუსხი უსინჯავს თარიღების გარეკანს,
ველი, ვიღაც მოვა და
კარზე ისევ დარეკავს...“

გიტარა იატაკზე გაშლილ ჩიხოლში შევფუთე და ელვა სწრაფად შევუკარი.
- არასდროს მსმენია ეს სიმღერა. - დაჩი თავზე წამომადგა და მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ ბარში იყო.
- იმიტომ, რომ ლექსია. - წამოვდექი და განუყრელი ინსტრუმენტი მხარზე შემოვიგდე. - არჩილ ბერიძის „კადრების მოლოდინი“.
- ლამაზია, მაგრამ სევდიანი. - შავ თვალებს გრძელი წამწამები უჩრდილავდა.
- ხელოვნება სევდის გარეშე არ იქმნება. - სუსტად გავუღიმე.
მისი თვალებიდან სიბნელის გადმოღვრის არ მეშინოდა. ვხვდებოდი, რომ თუ დავიწყებდი, ეს იქნებოდა უშფოთველი, უსაფრთხო კავშირი.
იქნებ, ეს მჭირდებოდა ყველაზე მეტად?
ცდად არ ღირდა, რადგან თუ მას ჩემი გრძნობების ჩასახშობად გამოვიყენებდი, საბას დავემსგავსებოდი. დაჩი მე დამემსგავსებოდა და თუ მის თვალებში ჩემი განცდების მცირე ნაწილს მაინც დავინახავდი გავნადგურდებოდი. ისევ იმ უფსკრულში გადავიჩეხებოდი, საიდანაც თითქმის ამოვაღწიე.
ის თითისწვერები, რომლებიც ოდესღაც მის სახეს ეფერებოდნენ, ახლა უსისხლოდ ტყავდებოდნენ, რადგან საკუთარ თავთან დასაბრუნებლად ოთხზე მიწევდა ფორთხვა.

თათიას კიდევ ერთი გამოცდა ჰქონდა, ამიტომ ბათუმში გამგზავრება თხუთმეტ ივნისს დავგეგმეთ. ქორწილამდე სულ რაღაც ხუთი დღით ადრე. კაბები უკვე მზად იყო.
თოთხმეტი ივნისის საღამო იყო. დაჩისთან ერთად მთაწმინდის პარკში ვსეირნობდი.
- სექტემბრამდე აღარ ჩამოხვალ? - მკითხა და თვალები სულ ოდნავ აენთო.
- იმედი მაქვს, რომ არა. - გულწრფელად ვუპასუხე. - აქ უკვე ისეთი დახუთულობაა...
- აგვისტო გვაქვს პიკი. - ეშმაკის ბორბლისაკენ გაუხვია და მეც მის ნაბიჯებს მივყევი. - შეიძლება მე ჩამოვიდე ბათუმში. იოანესთან ერთად ჩამოვალ, თუ რა თქმა უნდა, შემირიგდება.
- იჩხუბეთ? - ადგილს მივეყინე.
- შენთვის არაფერი უთქვამს?
- არა... - სიმართლე რომ ითქვას, დაჩისთან შეხვედრის შემდეგ ჩემი ძვირფასი მეგობარი აღარ შემხმიანებია.
- ჩვენი ცნობილი პაემნის გამო გაბრაზდა. - ხელი ფრთხილად შემომხვია და ყველაზე მაღალი ატრაქციონისკენ გამიძღვა.
- აუხსენი, რომ არაფერი ხდება!..
- არ ხდება? - თვალი გამისწორა. დიდ სფეროებში ღამის განათება არეკლოდა.
საჭირო სიტყვების ძიებაში წუთები გავხარჯე. ბოლოს, ალბათ მობეზრდა აუტანელი დუმილი და ეშმაკის ბორბლის მეშვეობით სივრცეში მოგზაურობა შემომთავაზა.

დახურულ კაბინაში ერთმანეთის პირისპირ ვისხედით. ხელის გულივით მოჩანდა მიწა, რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უფრო ჰგავდა.
უფრო მაღლა ვიყავით, ვიდრე ნარიყალა ან ჯვრის მონასტერი. დაჩისთან ერთად ვიჯექი პატარა სივრცეში, უფრო ზეცაში, ვიდრე დედამიწაზე და ვხვდებოდი, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად იქნები. საბას მართლა რომ ვყვარებოდი, მასთან ერთად ფსკერზეც ბედნიერი ვიქნებოდი.
- ეს კაბინა ჩემს სამყაროს გავს. - დავიწყე და არ ვიცოდი, როგორ დავამთავრებდი. - შუშისაა, მაგრამ არც ისე ადვილად მსხვრევადი, როგორრც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი გამომივლია... თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი. არ მინდა სხვა ადამიანის ლანდად გაქციო. შენ იმსახურებ, რომ შენ იყო და სხვა არავინ. ამიტომიტომაც არ ხდება რაიმე ჩვენს შორის.
- მესმის, მაგრამ შენ ჩემ მაგივრად არ უნდა წყვეტდე. - ჩემკენ გადმოიხარა და მზერა გამისწორა. - მომწონხარ, თან ძალიან... მაინტერესებ და ისიც ვიცი, რომ მარტივი არ იქნება, მაგრამ მე მიღირს გარისკვა.
- არასწორი პასუხია. - ვიხუმრე, მაგრამ არცერთს გაგვცინებია.
- მიხარია, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობ. ეს მართლა სასიამოვნო მოსასმენია. - ჩემი მტევანი ხელებში მოაქცია და მისგან წამოსულმა სითბომ ქვცნობიერს სინდისი გაუღვიძა. - არ ვაპირებ შენს შუშის სამყაროში ძალით შემოვაღწიო. უბრალოდ მახლობლად ვიქნები და როცა საჭიროდ ჩათვლი, მაშინ შემომიშვი.
- საქმეც მაგაშია. - მტევანი დავიბრუნე და უკან გავიწიე. - შეიძლება არასდროს შემოგიშვა და ტყუილად უნდა მელოდო.
- ამ შემთხვევაში კარგ მეგობრებად დავრჩებით. - მხრები ოდნავ აიჩეჩა. - არ მინდა ჩემმა დამოკიდებულებამ უხერხულობა შეგიქმნას.
- არ მიქმნი უხერხულობას, პირიქით.
- პრობლემაც არ გვქონია. - გამიცინა და ჩემს თავდაპირველ ვარაუდში დამარწმუნა.
გულს ვატკენდი. ის მაპატიებდა, მაგრამ მე ვერ დავივიწყებდი.


მშობლიურ ქალაქში ვიყავი. ჩემს საძინებელში, ჩემივე საწოლზე გულაღმა ვიწექი და ჭერზე მოხატულ ვარსკვლავებს შევცქეროდი. პირველი კურსი დავხურე და გამახსენდა, თბილისში წასვლამდე საკუთარ არსებაში ვერავითარ განსხვავებას რომ ვერ ვპოულობდი.
აი, გავიდა თვეები და იმდენი მქონდა მოსაყოლი, შესადარებელი, გასახსენებელი...
თითოეულ დღესაც შეუძლია შეგცვალოს. ერთ საღამოს, ერთ მოქმედებას, ერთ სიტყვას... ან უბრალოდ ერთ ღიმილს შეუძლია ქვიშის ქარიშხალივით აგირიოს აზრები და როცა ყველაფერი ჩადგება, ის აღარ იქნები, ვინც იქამდე იყავი. ერთ ფიქრსაც შეუძლია თვალებში სხივი მოგმატოს, ან სამუდამოდ ჩაგაბნელოს.
ახალი სანთელივით გლუვი წავედი. მოულოდნელმა ნაცნობობამ ამანთო, ისე ვიწვოდი, ვერც კი ვანობიერებდი რომ ჩავიღვენთებოდი და ჩემი სინათლე სხვისი ბოროტი ზრახვების გზამკვლევი გახდებოდა. მაშინ ჩავქრი, როცა ცაზე სხვა უამრავი ნაპერწკალი ენთო. გლოვა მაშინ დავიწყე, როცა ირგვლივ ყველა ზეიმობდა.

საკუთარმა ფიქრებმა ისე გამაღიზიანა, ლამის საკუთარ თავს გავულაწუნე.
ძლიერი ვიყავი და ამას დავამტკიცებდი.
თითოეულ ყალბ სიტყვასა და ემოციას ვანანებდი, თუ როდესმე დაბრუნებას გადაწყვეტდა.


ზურამ მზრუნველი მამის როლის მორგება გადაწყვიტა და ვინაიდან ჩემგან შესაბამისი განწყობა ვერაფრით მიიღო, მთლიანად შუქურაზე გადაერთო. ფანჯრებს გისოსები შემოაკრა, გამუდმებით ეზიდებოდა ქათმის ფილეს და თავისი ხელით უხარშავდა.
- ნახე, შუქრი როგორ მოსუქდა. - ხელში ბავშვივით აეტატებინა და არწევდა.
- შუქრი? - ასე მეგონა, შვილი დამიჩაგრეს. - შუქურა ჰქვია.

აზრი არ ჰქონდა, მაინც შუქრი შეარქვა. მარინა და ლუკა ბეშუმის ჰაერზე ისვენებდნენ, ამიტომ არც ისინი და არც ოჯახების გარდაუვალი გაერთიანება აღარ გვიხსენებია.
თავს ვიტყუებდი, თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო. დღისით გამომდიოდა კიდეც, მაგრამ როგორც კი ზურა სამსახურიდან დაბრუნდებოდა და თვალებში ჩავხედავდი, მახსენდებოდა, რომ უდედოდ დარჩენილი უმამობისთვისაც გამწირა და სხვისი ოჯახის დანგრევით ისეთი ცოდვა დაიდო, რომელიც მის სიცოცხლეშივე მემკვიდრეობით მერგო.
არ მინდოდა მისი განსჯა, მაგრამ თავს ვერაფრით ვერეოდი.



ოცი ივნისის დილა თენდებოდა. აღმოსავლეთით აზიდული მთების თავზე ცა ოდნავ შეწითლდა თუ არა, მე და თათია უკვე სილამაზის სალონში ვიყავით და ბოლო დროინდელ ტრენდებს საკუთარ სახეებზე ვცდიდით.
კაბა თათიას დიზაინით შევიკერე. მისი ქორწილი იყო და მინდოდა ყველაფერი მის ნებაზე ყოფილიყო. შინდისფერი ატლასი ჰაეროვანი სრიალით გამოკვეთდა სილუეტს. ზურგზე სამკუთხედის ფორმის ღრმა ჭრილი რომ არა, სისადავის ეტალონად შევრაცხავდი. სიგრძე წვივამდე მწვდებოდა, თუმცა იმდენად ვიწრო და მსუბუქი იყო, თავი სრულიად შიშველი მეგონა. ვერც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს გადავურჩი.

სრულიად აკაზმული თათია რომ დავინახე, თვალები ამეწვა და საკუთარმა ემოციამ გამაოცა.
სრულყოფილი იყო.
ყველანაირ მაკიაჟსა და აქსესუარზე მეტად თვალებში ჩამდგარი სანთლები უხდებოდა.

ჯვრისწერისა და ფოტოსესიის შემდეგ „სან-რემოსკენ“ დავიძარით. მხოლოდ საჭმელსა და საათობით ჯდომის პერპექტივაზე ვფიქრობდი.
დარბაზი თეთრი ვარდებით მოერთოთ. სიძე- პატარძლისთვის განკუთვნილი მაგიდა მუსიკოსების სცენის მოპირდაპირედ, დარბაზის ბოლოში დაედგათ.

დარბაზი მხოლოდ ქორწილისთვის მუშაობდა, თუმცა აივნებზე სტუმრებს იღებდნენ. როცა დარბაზში შევაბიჯეთ უცნობიცა და ნაცნობიც ჩვენ მოგვშტერებოდა.

ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. თვალით საბას მშობლები მოვძებნე. ვიპოვე და დავმშვიდდი, რადგან თავიანთი პირმშოს გარეშე ბრძანდებოდნენ.
სცენას შევხედე და უსიამოვნო ტალღამ კანი ამიხორკლა. ახალი წლის საღამოს ზუსტად იქ იდგა და მღეროდა, რომ დაბრუნდებოდა.

ორიოდე საათის შემდეგ სტუმრების უმრავლესობა საკმაოდ შეთვრა. ნიკას მეჯვარესთან ერთად მხოლოდ ერთხელ ვიცეკვე და დავრწმუნდი, რომ მაყურებლის ამპლუაში გაცილებით კარგად ვერთობოდი.
- ლიტა, ძალიან ლამაზი ბეჭედია, მაგრამ სიმღერის გარეშე არ გამოვა. - თათიასაც მოესწრო დალევა.
- რომელი გინდა? - დავფაცურდი.
- ნებისმიერი, მუსიკოსებმა უკვე იციან. - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და ჩემი აწეული წარბის პასუხად გადაიკისკისა.


შემაღლებულ სკამზე ჩამოვჯექი და კაბის სივიწროვის მიუხედავად, გიტარა საოცარი მოქნილობით მოვიმარჯვე.
დავაკვირდი... ის გიტარა იყო, რაც მას ეჭირა იმ ავბედით დღეს.
ბნელი ფიქების გასაფანტად ჩავახველე და მიკროფონი ახლოს მოვწიე.
- „ ვიცი, რომ გახსოვს კვლავ
ჩემი დრო, ჩემი ხმა...
ფიქრებში ყოველთვის შენთან ვარ,
შენი ვარ...
ისევ ისე გარბის დრო,
არ გვანებებს თავს,
გაუმაძღარ სიყვარულს
ეს ცხოვრება გავს.
ვიცი, ისევ დავთვრები, გაგიწყალებ გულს,
ამ სიმღერას გავყიდი,
დაგახარჯავ ფულს.
ვიცი, რომ გიყვარს ზღვა...
ლექსები, ჩემი ხმა და მეც აქ ყოველთვის
შენთან ვარ, შენი ვარ.
სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ,
სულ წავალ, შენს გვერდით სიმღერას დავტოვებ...
მე ასეთი დავრჩები, თუ გამიძლებს დრო,
იოლად მისაჩვევი, როგორც თამბაქო...
ყველაფერი ჩაივლის, შევეგუოთ ბედს,
ანგელოზი გვაჩუქებს ფაიფურის ფრთებს.
დღეს კი, შენ მოგწონს კვლავ
ეს ძველი სიმღერა,
ნუ ღელავ, გრძნობები შენია, სულ ყველა...
სიტყვები ხანდახან ვერაფერს ამბობენ,
მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ.
ისევ ისე გარბის დრო,
არ გვანებებს თავს...
გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება ჰგავს...“

- ძალიან სასიამოვნოდ მღერი. - სცენიდან ჩასვლისთანავე ლია მომიახლოვდა.
- გმადლობთ. - ყალბი ღიმილი შევაგებე.
- საბა დაბრუნდა... - თქვა და სისხლის მოძრაობის ხმა გარკვევით გავიგე. თითქოს მასში შემავალი უჯრედები გასქელდნენ, გულის სარქველთან გაიჭედნენ და ფილტვებში შემავალ ჰაერსაც გზა გადაუღობეს.
- გილოცავთ. - თვალები გახელილი მქონდა, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი.
- თავგზას ისევ ნუ აურევ! - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია.
- უკაცრავად? - მართლა მეგონა, რომ მომესმა.
- რაც გაიგე. თქვენგან დამოუკიდებელი წარსული გაქვთ, ჩვენს ოჯახებს წარსული აქვთ და არაფერი გამოვა... - უკმეხად გაიმეორა.
- ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ. - ფილტვებში შეკავებული ჰაერის სრული შემადგენლობა ოთხ სიტყვაში გამეფლანგა და საპირფარეშოსკენ გავწიე.


სარკიდან მომზირალ ორეულს ვაკვირდებოდი. დარბაზიდან ჩოჩქოლის ხმამ შემოაღწია, თუმცა გასასვლელად ჯერ მზად არ ვიყავი.
საკუთარ თავს თვალებში ჩავხედე და შევპირდი, რომ არავის მივცემდი უფლებას ჩემთვის განწყობა გაეფუჭებინა. სანთელივით ვეღარავინ ჩამაქრობდა.

დარბაზში გავედი და კუთვნილ ადგილს დავუბრუნდი.
- როგორ ხარ? - საყოველთაო ზუზუნის გადასაფარად თათიამ ყურთან მიყვირა.
- კარგად. - გავუღიმე და შეშფოთებულ სახეზე თვალი შევავლე. - მოხდა რამე?
- გმადლობთ, თბილი დახვედრისთვის... - ხმის გამაძლიერებლიდან გამოსულმა ბგერებმა უსისხლო სხეულივით დამაბუჟა. სცენის მიმართულებით გავიხედე და დეჟავუს განცდამ სული გამიყინა.
ისევ გიტარით ხელში იდგა. ღვედი ისევ კისერსა და ერთ მხარზე შემოეგდო. ისევ ისეთი ხმა ჰქონდა... კოშმარად ქცეულ სიზმრებსა და ზმანებებში რომ ჩამესმოდა.

- „ მინდა, ისევ შენთან ვიყო,
ისევ შენი ღიმილი მკლავს.
უშენობა არ მასვენებს,
ვიცი, უნდა ვუშველო თავს.
ვეღარსად ვერ გაგექცევი,
ომიც შენთან ლაპარაკს გავს,
ალბათ ისევ დავბრუნდები,
წამოვყვები ქაღალდის ნავს.
მე გადმოვცურავ ზღვას,
ნუ დაუჯერებ სხვას
რომ მე არ მოვალ.
მე შენთან მოვალ,
დავბრუნდები...“

ამ სამყაროდან გაქცევა და გადამალვა მინდოდა. იქ, სადაც მხოლოდ მე ვიქნებოდი... არავინ მჭირდებოდა, საერთოდ არავინ. რადგან, როცა ვიღაც გყავს, მასზე დამოკიდებული ხდები.
უკანა აივანზე გავედი და ხელები მოაჯირს მივაბჯინე. ზღვიდან მონაბერმა ცივმა ჰაერმა სასიცოცხლო ენერგიით გამავსო.
ვერ ვიჯერებდი იმას, რაც ვნახე...
იმდენჯერ მომეჩვენა, იმდენჯერ მომატყუა საკუთარმა გონებამ.
იქნებ, ესეც ბოროტი სიზმარი იყო.
- გაიღვიძე! - საკუთარ თავს ჩუმად ვემუდარებოდი.
- ლიტა!.. - ნაბიჯების ხმას მისი ბგერები ლაბადასავით მოეხურა და მომიახლოვდა.
თვალების გაწმენდა მინდოდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ ღაწვები სრულიად მშრალი მქონდა. ერთი ცრემლიც კი არ გამოუწვევია.
- ბოლომდე იმღერე? - ხელები გულზე გადავიჯვარედინე და ისე შევხედე, თითქოს ბოლოს ორი დღის წინათ ვნახე.
- იქამდე, სადამდეც მომისმინე. - მინდოდა ბნელში ჩაკარგული თვალები დამენახა, მაგრამ იმდენად სრულყოფილი განათება ჰქონდათ, რომ მტკივნეულმა ზღვისფერმა მორევივით ჩამითრია.
- „ ყველაფერი შეიცვალა, სიყვარული სევდაში თვლემს,
აღარავინ აღარ გელის, აღარავინ მისტირის ძველს“.

დარჩენილი სტრიქონები წავიმღერე.
- იქნებ, მყუდრო ადგილას წავიდეთ და დავილაპარაკოთ. - მომიახლოვდა და ჩვენს შორის გაჩრილი ერთი ნაბიჯი ბავშვივით ატირდა.
- დარჩა რამე უთქმელი? - უკან დავიხიე. - ოცდაათი წლის შემდეგ, ჩემი შვილი შენსას იპოვის და ვალს დაგიბრუნებს. დანარჩენს თვითონ იტყვიან, ჩვენ ხომ ასე ვაგვარებთ წარსულის საქმეებს?
- ლიტა, გთხოვ, სადმე წავიდეთ... - ხელი ჩასაკიდებლად წამოიღო, მაგრამ როგორც კი უკან გავიწიე, ჰაერში გაუშეშდა და უღონოდ ჩამოუშვა.
- რა გინდა? - დავუსისინე და ამრეზით შევათვალიერე.
- მინდა, რომ აგიხსნა...
- შურისძიება გინდოდა? - გავაწყვეტინე.
- მინდოდა, მაგრამ...
- არანაირი „მაგრამ“, ხომ დაიკმაყოფილე ეგო? - ზურგი ვაქციე და წასასვლელად მოვემზადე.

თათიას არ გაჰკვირვებია, როცა ვუთხარი, რომ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და სახლში მინდოდა წასვლა.
გამიხარდა, რომ გამიგო და დარჩენა არ მაიძულა.
დარბაზიდან გამოვედი თუ არა, კიბის საფეხურებზე დავეშვი და ბულვარის ზოლიც გავიარე.
- შურისძიება მინდოდა, მაგრამ მართლა შემიყვარდი... - საბას სიტყვები ტაქსამდე ორ ნაბიჯში წამომეწია.
- შენს თამაშში ვეღარ შემომიტყუებ. - ცინიზმით სავსე გამომეტყველებით მივტრიალდი.
- არ გეთამაშები...
- თუ ასეა, რატომ წახვედი? - ხმა ამიკანკალდა და ოდნავ ჩავახველე.
ჩემს წინ იდგა. იმ რესტორანთან, სადაც ჯოჯოხეთის საღამო მომიწყო. მის თვალებში ტკივილისა და სინანულის ნიშნებს ვხედავდი, მაგრამ უკვე საკუთარი თავისაც აღარ მჯეროდა.
- იმიტომ წავედი, რომ მიყვარხარ.
- რატომ დაბრუნდი? - მეგონა ჩემს ნაცვლად ვიღაც სხვა საუბრობდა.
- დავბრუნდი, რადგან საკუთარი თავი შენთან დამრჩა... და მინდა, რომ შენთან ერთად დავიბრუნო.
- ვწუხვარ, იგივე გრძნობით ვეღარ გიპასუხებ.

მომლოდინე ტაქსის უკანა სავარძელზე მოვთავსდი და მანქანაც მაშინვე წინ გაიჭრა.
მინდოდა, სახლში მალე მივსულიყავი, რომ ამ ყველაფერზე მეფიქრა. თავს ვერ მოვერიე და უკან გავიხედე.
ქანდაკებასავით უძრავად იდგა. იმ ქანდაკებასავით, გარედან ქვით რომ მოაპირკეთეს, მაგრამ ყალიბად ნამდვილი ადამიანი ჩარჩათ და ეს უკანასკნელი ქვისგან შეკერილ კანს ცხოველივით დუჟმორეული აწყდება.


ავტორისგან
პატარა თავია, ვიცი...
მაგრამ, მომდევნო დღეები სრულიად თავისუფალი ვარ და გპირდებით, რომ თითქმის ყოველდღე ავტვირთავ. )



№1  offline წევრი Marikagogolqdze

სიტყვაზე გნდობით????

 


№2 სტუმარი Xato

Male dade tore dameleva guli.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ამეტირა :'(
ველი მოუთმენლად ახალ თავს..
დიდ თავებს შეჩვეული, ეს სააერთოდ არ მეყო ^-^
ეს დაჩი არ მინდა რა .....

 


№4  offline წევრი თეოფილე

ძალიან საინტერესო და ემოციურია ❤️ მომწონს შენი ისტორიები

 


№5  offline წევრი ნანა73

საოცრებაა, მართლა საოცრებააა.
ყოველი ახალი თავი წინაზე მეტად აღმაფრთოვანებს.
შინაგანი განცდები გარე სამყაროსთან ისე მხატვრულად გაქვს შერწყმული მინდა გაუთავებლად ვიკითხო.

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Keti

დარწმუნებული ვარ ახლა იწყება ყველაფერი, იმედია უფრო ხშირად დადებ <3

 


№7  offline წევრი OKI ME

დავმუნჯდი... თან არ მაქვს სიტყვები ჩემი ემოციების გადმოსაცემად, თან უამრავი სიტყვა მომდის თავში და არ ვიცი რომელი ერთის დაწერა მოვასწრო.

ჰოო, საბა ნამდვილად ქანდაკებად იქცა. თავად აქცია ასეთად საკუთარი თავი. ახლა, მოუწევს თავგანწირვა იმისათვის, რომ დაარწმუნის ლიტა მისი სიტყვების სიწრფელეში და სინამშვილეში. უჰ, როგორ ველოდები, რას იზამს საბა.

ნუ, აი ლიას გამოხტომა რა იყო? ჯობდა თავისი შვილისთვის ეთქვა ეს ყველაფერი. ლია აი ამ სიტყვების შემდეგ საერთოდ გაცამტვერდა და გაქრა. როგორც ადამიანი საერთოდ არაფერს წარმოადგენს.

ზურა ჩემს თვალში დიდი ხანია რაც დაეცა. ვფიქრობ უფრო და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს ლიტასთან ურთერთობაში. მერე ცდილობს "შეეტენოს" და ეს უფრო ამაზრზენად ჩანს, ჩემთვის პირადად. მათ შორის რაღაც უხილავი კედელია უკვე აღმართული.

წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი ბუ ♡

დიდ დიღომში მართლაა ეგ ბარი ? მისამართი დაიდოს????ისე აღწერე დამავიწყდა ამ უბანში რომ ვცხოვრობ.
მაგარი ხარ, თან ძალიან ????

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

გულის ფიცარმა იგრძნო,სული ჩამენაღვლა,სხეული დამიდნა და სისხლი ამიდუღდა ემოციით,

 


№10  offline წევრი Melice

უუღრმესი მადლობა ყველას ❤️❤️❤️
მიტივაციის უშრეტი წყაროსავით ხართ ❣️
ამაღამ ახალ თავს ავტვირთავ. ხვალ დაფასტურდება, ალბათ ❣️

 


№11  offline წევრი ვიპნი

აუ იმ კახპა ქალის გამოხტომაზე მაგრად მომეშალა ნერვები,მტკივნეული თავი იყო.:(

 


№12 სტუმარი სტუმარი მარი

ეს ლია კიდე დიდ გულზე როა ნახე რააააა...
ოდნავ მაინც თუ აქ ნამუსი საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღოს! მომიშალა ნერვები...
თვალებშიც რო უყურებს ლიტას მაგისიც კი უნდა რცხვენოდეს -_-

 


№13  offline წევრი თ. ა.

საბა დაბრუნდა...თავიდანვე განწირული იყო მისი ჩანაფიქრი თუმცა იმდენად ძლიერად სურდა შურისძიება და იმდენად შეპყრობილი იყო ამით ვერც მიხვდა რა დამართა საკუთარ თავსაც და სხვასაც. ყოველთვის ექნება დანაშაულის გრძნობა რომელიც შეჭამს და არ მოასვენებს. არცისეთი მარტივია გიყვარდეს და ტკენდე საყვარელ ადამიანს ერთდროულად. ძალიან მომწონს და კიდევ და კიდევ ბევრი წარმატება.

 


№14 სტუმარი სტუმარი ქეთა

მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია , -
შ ე უ დ ა რ ე ბ ე ლ ი ხარ!!!
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ!

 


№15 სტუმარი ანალიტა

ბოლოს ველოდები ვიგეოვებ ,არ მიმდა გამიცრუო იმედები . წარმატებები.საბას ველიდები როგორც გამოჩნდა თავიდან ისევ თავიდან , გაგიჟოს ლიტა

 


№16  offline წევრი Melice

სტუმარი ქეთა
მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია , -
შ ე უ დ ა რ ე ბ ე ლ ი ხარ!!!
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ!

გმადლობ ❣️

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიკო

მომწოონს როგორც ვითარდება
ბევრის დამტკიცება მოუწევს საბას და ლილიტი ძალიან ყოჩაღია თავის თავს რომ სვემს პატივს.
საოცარ ნაწერზე აღარაფერს ვამბობ
ფანტასტიკის სფეროა შენი ისტორიის კითხვა

 


№18  offline წევრი Melice

სტუმარი მარიკო
მომწოონს როგორც ვითარდება
ბევრის დამტკიცება მოუწევს საბას და ლილიტი ძალიან ყოჩაღია თავის თავს რომ სვემს პატივს.
საოცარ ნაწერზე აღარაფერს ვამბობ
ფანტასტიკის სფეროა შენი ისტორიის კითხვა

უღრმესი მადლობა ❣️❣️

 


№19 სტუმარი Qeti qimucadze

არვიცი როგორ გამოვხატო შემი აღფრტოვანება. ერთ რამედ ღირს სწორად შერჩეული ლექს-სიმღერები. ისე ზუსტად გადმოცემ ემოციებს ლიტასთან ერთად განვიცდი ყველაფერს. ნეტა რას იზამს ისეთს საბა. რომ ლოტა აპატიებს. ლიას გამოსვლა იყო ამაზრზენი ჩემთვის. საოცარი ხარ შენი ისტორიიანად. შვილები გვეყოლება და ის გააგრძელებს მემკვიდრეობით შურისძიებასოო. რა ზუსტად და ლაკონურად ჩაარტყა მახვილი. ყოჩაღ. მოუთმენლად გელი.

 


№20  offline წევრი Melice

Qeti qimucadze
არვიცი როგორ გამოვხატო შემი აღფრტოვანება. ერთ რამედ ღირს სწორად შერჩეული ლექს-სიმღერები. ისე ზუსტად გადმოცემ ემოციებს ლიტასთან ერთად განვიცდი ყველაფერს. ნეტა რას იზამს ისეთს საბა. რომ ლოტა აპატიებს. ლიას გამოსვლა იყო ამაზრზენი ჩემთვის. საოცარი ხარ შენი ისტორიიანად. შვილები გვეყოლება და ის გააგრძელებს მემკვიდრეობით შურისძიებასოო. რა ზუსტად და ლაკონურად ჩაარტყა მახვილი. ყოჩაღ. მოუთმენლად გელი.

მიხარია, რომ მოგწონს❣️
ხვალ იქნება ახალი თავი ❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი მარი

გელოდებით მოუთმენლად

 


№22 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიჰ ეს რაიყო ლიტას კი არა მეც დამარტყა ლამის გულმა.არვიცი მაინტერესებს საბას ახსნა ძალიან.ასევე მამის ამბავი და ლიას რა უნდა კიდე რომ დიდ გულზეა.მომწონს მაინც ეს ორი ერზტად მიუხედავად საბას საქციელის

 


№23 სტუმარი ცისია

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. წარმატებები.

 


№24  offline წევრი Melice

ბუ ♡
დიდ დიღომში მართლაა ეგ ბარი ? მისამართი დაიდოს????ისე აღწერე დამავიწყდა ამ უბანში რომ ვცხოვრობ.
მაგარი ხარ, თან ძალიან ????

მეც დიდ დიღომში ვცხოვრობ და სადმე ბარი თუ იპოვე, გამაგებინე ))❣️
გამოგონება მომიწია. ( მხრებაწურული ემოცია) ❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი გვანცა

როგორ მიხარია რომ შემთხვევით შემომეკითხა ეს დაუსრულებელი ისტორია. წინა თავებთან შედარებით უფრო და უფრო იხვეწები და კიდევ მეტის მოლოდინი მაქვს.
მადლობა ამ სიამოვნებისთვის

 


№26  offline წევრი Melice

სტუმარი გვანცა
როგორ მიხარია რომ შემთხვევით შემომეკითხა ეს დაუსრულებელი ისტორია. წინა თავებთან შედარებით უფრო და უფრო იხვეწები და კიდევ მეტის მოლოდინი მაქვს.
მადლობა ამ სიამოვნებისთვის

გმადლობთ ❣️ მიხარია, თუ განვითარება შეინიშნება ❤️

 


№27  offline წევრი ანა გუგე

ძაალიან კარგი ისტორიაა კარგად წერ რა თქმა უნდაა და გამორჩეულს ხდის სიმღერები ამ ისტორიას აი ზუსტად რო გამოხატავენ თან სა[ქმელს და უფრო მეტი ემოცია მოაქვს აი გასაგიჟებელიი...
აქამდე არცერთ თავზე დამიწერია კომენტარი და ახლა გეუბნები ერთიანად

ახლა თვითონ ამ თავს რაც შეეხებაა ნუ კი ვიცი ორივე მხარე მართლაია მაგრამ მაინც რაღაც ჟინით მინდა ისე ეტკინოს საბას როგორც ლიტას ამ დროის განმავლობაში ვიცი არც ის იქნებოდა ნაკლებ დღეშიბმარა რავქნაა შემეცოდა ლიტა უფროო...
მოკლედ იცოდე ვკითხულობ და ბოლოს კიდევ გეტყვი ჩემს აზრს❤️❤️❤️
წარმატებები შეენ????????????

 


№28  offline წევრი Melice

ანა გუგე
ძაალიან კარგი ისტორიაა კარგად წერ რა თქმა უნდაა და გამორჩეულს ხდის სიმღერები ამ ისტორიას აი ზუსტად რო გამოხატავენ თან სა[ქმელს და უფრო მეტი ემოცია მოაქვს აი გასაგიჟებელიი...
აქამდე არცერთ თავზე დამიწერია კომენტარი და ახლა გეუბნები ერთიანად

ახლა თვითონ ამ თავს რაც შეეხებაა ნუ კი ვიცი ორივე მხარე მართლაია მაგრამ მაინც რაღაც ჟინით მინდა ისე ეტკინოს საბას როგორც ლიტას ამ დროის განმავლობაში ვიცი არც ის იქნებოდა ნაკლებ დღეშიბმარა რავქნაა შემეცოდა ლიტა უფროო...
მოკლედ იცოდე ვკითხულობ და ბოლოს კიდევ გეტყვი ჩემს აზრს❤️❤️❤️
წარმატებები შეენ????????????

მიხარია, რომ მოგწონს და იმედი მაქვს, ბოლომდე მოგეწონება ❣️

 


№29 სტუმარი სტუმარი დარინა

აი რა ვქნაა ვერანაირად ვერ ვპატიობ საბას თავის საქციელს და ახლაც ისე გამოჩნდაა და ასე ვთქვათ ისე უტიფრად ეუბნებაა რომ ვილაპარაკოთოო, თითქოს არაფერი არ ქონდეს დაშავებული, საბას თავის ეგოიზმს ვერ ვპატიობ, საკუთარს თავს ვერ აჯობაა რომ საყვარელი ადამიანისთვის ტკივილი არ მიენიჭებინა, არა საიმედო ადამიანიი და სულ ვამბობ ამას, რადგან მე საბასნაირ ადამიანს ვერ დავეყრდნობი მიუხედავად იმისა ვეყვარები თუ არაა, აი დედამისის ეს გამოხდომა ჩემთვის ბოლო წვეთიი იყოო, საერთოდ ლიტას ადგილზეე მაგ ოჯახისგან თავს დავიჭერდიიი და დედაშვილს საკუთარი ცხოვრების არევის უფლებას აღარ მივცემდიი, იმდენად სულმდაბალი ქალია საბას დედა ჩემს თვალში რომ ჩემ შვილს გონება აღარ აურიოოო აქეთ ემდურიი, შოკში ჩამაგდოო და მაგ ქალს აი რა მორალი უნდა ქონოდა იმ წარსულშიც რომ გავამართლოო, მასეთი ქალის გამოო ლიტას ტკენას საერთოდ ვეღარ ვაპატიებ საბას, მე ზურას მხრიდან მონაყოლ ისტორიასაც ველოდებიი, ჩემთვის საბას პერსონაჟი მაინც ერთი დიდი იმედგაცრუებააა, შენ კი მართლა საიცრება ხარ ისე გადმოსცემ ამ ემოციებს რომ სრულიად ვეფლობი მასშიი.

 


№30  offline წევრი Melice

სტუმარი დარინა
აი რა ვქნაა ვერანაირად ვერ ვპატიობ საბას თავის საქციელს და ახლაც ისე გამოჩნდაა და ასე ვთქვათ ისე უტიფრად ეუბნებაა რომ ვილაპარაკოთოო, თითქოს არაფერი არ ქონდეს დაშავებული, საბას თავის ეგოიზმს ვერ ვპატიობ, საკუთარს თავს ვერ აჯობაა რომ საყვარელი ადამიანისთვის ტკივილი არ მიენიჭებინა, არა საიმედო ადამიანიი და სულ ვამბობ ამას, რადგან მე საბასნაირ ადამიანს ვერ დავეყრდნობი მიუხედავად იმისა ვეყვარები თუ არაა, აი დედამისის ეს გამოხდომა ჩემთვის ბოლო წვეთიი იყოო, საერთოდ ლიტას ადგილზეე მაგ ოჯახისგან თავს დავიჭერდიიი და დედაშვილს საკუთარი ცხოვრების არევის უფლებას აღარ მივცემდიი, იმდენად სულმდაბალი ქალია საბას დედა ჩემს თვალში რომ ჩემ შვილს გონება აღარ აურიოოო აქეთ ემდურიი, შოკში ჩამაგდოო და მაგ ქალს აი რა მორალი უნდა ქონოდა იმ წარსულშიც რომ გავამართლოო, მასეთი ქალის გამოო ლიტას ტკენას საერთოდ ვეღარ ვაპატიებ საბას, მე ზურას მხრიდან მონაყოლ ისტორიასაც ველოდებიი, ჩემთვის საბას პერსონაჟი მაინც ერთი დიდი იმედგაცრუებააა, შენ კი მართლა საიცრება ხარ ისე გადმოსცემ ამ ემოციებს რომ სრულიად ვეფლობი მასშიი.

გმადლობ ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent