ბავშვობიდან ერთად
დავიწყებ იქედან რომ ბავშვობიდან მქონდა ჩემ საყვარელ ადამინთან კონტაქტი სულ ერთად ვიზრდებოდით, არცერთი წუთი არ ვშორდებოდით ერთმანეს რაცუფრო ვიზრდებოდით უფრო ვატყობდით იმას რომ რაღაც შეიცვალა. რაღაც ისეთი ხდებოდა როსიც მეშინოდა და ამავდროულად მიხაროდა.. მე ტასო კირვალიძე ვარ 22 წლის, დავიბადე ქალაქ ქუთაიში. ჩემი სიყვარული მეზობლად ცხოვრობს, ნიკა თაბორიძე ისიც 22 წლის არი ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, სულ გვერდით ვედექით ერთმანეთს არაფერს არ ვუმალავდით მანამ სანამ არ გამოვუტყდი რომ მომწონდა ვიღაც ბიჭი აი ზუსტად აქედან შეიცვალა ყველაფერი ეს მოხდა ზუსტად ერთი წლის წინ. -ნიკა, რაღაც სერიოზული მინდა გითხრა -გისმენ ტასო რა ხდება? -ერთი ბიჭი მომწონს თან ძალიან: რომ დავაკვირდი სახეზე ფერი გადაუვიდა ვფიქრობდი რა დაემართათქო -ვინ არის? დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ მოგწონს? -კი ჯერ მხოლოდ მომწონს ვხვდები კიდეც უკვე ერთი თვეა. ვუთხარი ვინც იყო, სად ცხოვრობდა რას წარმოადგენდა მოკლედ ყველაფერი მოვუყევი, არ ვუმალავდა არაფერს ვენდობოდი და ვიცოდი ყველანაირად გამიგებდა.. მეორე დღეს გავიგე რომ დიტო ცემეს, მაშინვე საავადმყოფოში გავიქეცი რომ შევედი პალატაში ისეთი სურათი დამხვდა ჯობდა არ მივსულიყავი მთელი სახე გასიებული ქონდა. -როგორ ხარ? -მოგატყუებ რომ გითხრა კარგადთქო, შენ როგორ ხარ? -არამიშავს, როგორცკი გავიგე შენი ამბავი მაშინვე აქ წამოვედი ვინ გააკეთა ეს არ იცი? -უკნიდან მომეპარა ვიღაც და თან გავითიშე არ დამინახავს ვინ იყო თუმცა გავარკვევ.. ცოტახანი დავრჩი კიდევ მერე დიტოს დედაც მოვიდა და მალევე წამოვედი. ვის უნდა გაეკეთებია ეს აზრზე ვერ მოვდიოდი სახლში მისულს მაშინვე ჩამეძინა დილით როგორცკი თვალი გავახილე მაშინვე ტელეფონს დავხედე ნიკას დანარეკი იყო, გამიკვირდა ესე ადრე ნიკა არასდროს იღვიძებდა და გადავურეკე. -ტასო სასწრაფოდ მჭირდები: მხოლოდ ეს ორი სიტყვა თქვა და თან გაითიშა. მაშინვე ავდექი არც ვიცი რა ჩავიცვი და სახლში მივედი. ოთახში იყო ვერ დგებოდა არ ვიცოდი რა ჭირდა ფერი არ ქონდა სახეზე მაშინვე სასწრაფოს გამოვუძახე ძაან შემეშინდა ნიკა ესეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს ექიმმა რაც მითხრა არ დავიჯერე, კიბო, მართალია თქვა დაგვიანებული არ არისო, მაგრამ მაინც ცუდად გავხდი ეს მე როგორ დამიმალა პალატაში რომ შევედი მშვიდად ეძინა ვუყურებდი და მხოლოდ იმას მივხვდი რომ მიყვარდა მხოლოდ ახლა მივხვდი როგორი ძვრიფასი გახდა ჩემთვის აქამდეც იყო მაგრამ ესეთი გრძნობა არასდროს მქონია მის მიმართ ეს არ იყო და-ძმური სიყვარული არც მეგობრული არამედ როგორც ქალს და კაცს უყვართ ერთმანეთი ისეთი. ვუყურებდი და ვხვდებოდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ჩემთვის, თვალი რომ გაახილა და მე შემხედა ისე მიყურებდა იფიქრებდით რომ რამოდენიმე საათის წინ საერთოდ არ იყო ცუდად -ნიკა როგორ ხარ? -შენ რომ გხედავ ხო იცი რომ უკვე კარგად ვარ, ეს რომ თქვა რაღაცნაირად ცოტა შემრცხვა არადა სულ ამას მეუბნებოდა ახლა რა მჭირდა.. -ნიკა გავიგე უკვე რაც გჭირს ექმმა ყველაფერი მითხრა თან ისიც თქვა რომ დაგვიანებული არ არის და შეიძლება მკურნალობით გამოკეთდე ხო იცი რომ შენს გვერდით ვიქნები სულ -არ მინდოდა ესეთ დროს გაგეგო ვაპირებდი თქმას თუმცა ვერ მოვახერხე, მადლობა ტასო. მალევე დავტოვე ნიკა და სახლში წავედი ვიფიქრე ცოტას მოვწესრიგდები და ისევ დავბრუნდები, უცებ ტელეფონის ეკრანი განათდა დიტო მწერდა და შესვედრას მთხოვდა. მოვწესრიგდი და დანიშნულების ადგილზე მივედი უკვე მოსული იყო და მელოდებოდა -გამაჯობა ტასო, როგორ ხარ? ეს ისე დამცინავი ტონით წარმოთქვა გამიკვირდა არ მოველოდი მსგავს რაღაცას -კარგად დიტო შენ? -მოდი პირდაპირ საქმეზე გადავალ, მოკლედ ვიცი რომ ნიკა უყვარხარ ისიც გავარკვიე რომ მან მცემა აქდან გამომდინარე მინდა სამაგიერო გადავუხადო, ჩემი ცოლი გახდები თორე იცოდე შენ ნიკას ცოცხალს არ დავტოვებ. ვერ ვიჯერებდი რას ამბობდა ვერც იმას წარმოვიდგენდი ასეთი უნამუსო თუ იყო. -გაგიჟდი? რას ამბობ საერთოდ თუ ხვდები? -ძალიან კარგად ვიცი რასაც ვამბობ ერთი კვირა გაქ დრო მოიფიქრე რას გადაწყვეტ და მერე შემეხმიანე ოღონდ გახსოვდეს ნიკას სიცოცხლე შენზეა დამოკიდებული, ეს თქვა და წავიდა გავშრი სიზმარში მეგონა თავი არც ის ვიცოდი რა უნდა გამეკეთებია მაგრამ ნიკას გადასარჩენად ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი თუმცა არ მასვენებდა ის ფაქტი რომ მხოლოდ ცემის გამო აპირებდა სამაგიეროს გადახდას, უნდა გამეგო სინამდვილეში რა მოხდა და რატო უნდა ნიკას ამ გზით გამწარება. ნიკა უკვე გამოწერეს და გადავწყვიტე მეთქვა რომ ვაპირებდი დიტოს ცოლად გავყოლოდი, არ მეგონა დიტო ესეთი არაკაცი თუ იქნებოდა იმდენად დავშინდი სხვა გზა არ მქონდა ვიცოდი რასაც იტყოდა ყველაფერს გააკეთებდა. -ნიკა, ვთხოვდები: უცებ სიცილი დაიწყო ალბათ ეგონა ვეხუმრებოდი, მაგრამ ჩემ სახეს რომ შეხედა გაოცდა მიხვდა რომ ეს ხუმრობით არ მითქვამს -გოგო სულ გააფრინე? რა გათხოვება ან ვის მიყვები საერთოდ? -გახსოვს ადრე რომ გითხარი ერთ ბიჭს ვხვდები და მომწონს ძალიანთქო -კი და იმ დიტოს მიყვები? გოგო ტვინი თავში საერთოდ არ გაქ? -ნიკა მიყვარს, მოვიტყუე სიმართლე რომ მეთქვა ვიცი დიტო უეჭველი მოკლავდა მივხვდი რომ ყველაფერზე წამსვლელი იყო თუმცა ის ფაქტი რომ მხოლოდ ცემის გამო ამას არ აკეთებდა სახეზე იყო რაღაც სხვა იმალებოდა ამ ყველაფრის უკან. თუ მე დიტოს ცოლი გავხდებოდი გავიგებდი რა მოხდა სინამდვილეში და რატო გადაემტერა ნიკას ესე. სასტიკი წინააღმდეგი იყო ნიკა ამის ალბათ ხვდებოდა რა განზრახვა ქონდა დიტოს მის მიმართ თუმცა რა ხდებოდა ცნობისმოყვარეობა მკლავდა. -ტასო არ დავუშვებ მისი ცოლი გახდე ვხვდები უკვე რაც აქვს ჩაფიქრებული ის იმდენად საშიშია შეიძლება მოგკლას თან ხელიც არ აუკანკალდება ისე, მეშინოდა მეც მაგრამ სიმათლეს ვერ ვეტყოდი ვიცრუე რომ მიყვარს და მას მივიღებ ისეთს როგორიც არის. -დიტოს შენ ესე კარგად საიდან იცნობ? ან საიდან იცი ნიკა ისე როგორია? ამაზე პასუხი არ გამცა და სახლიდან გავიდა ვერ ვხვდებოდი ჩემ თავს რა ხდებოდა რა აკავშირებდათ ამ ორს ერთმანეთთან. როგორცკი დიტოს ვუთხარი რომ თანახმა ვიყავი მაშინვე შეუდგა მზადებას არ მინდოდა გრანდიოზული ყოფილიყო ქორწილი რადგან ეს შანტაჟით მოწყობილი იყო ვიდრე სიყვარულით ვერცკი ვიოცნებებდი თუ უსიყვარულოდ გავთხოვდებოდი მაგრამ ნიკას გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი ოღონდ ის მენახა ცოცხალი და ამით კმაყოფილი ვიქნებოდი. ერთ კვირაში უკვე ყველაფერი მზად იყო ვიწრო წრეში გავაკეთეთ ყველაფერი ნაღდად არ ვიყავი იმის ხასიათზე რომ გრანდიოზული გამოსულიყო. ქორწილის დღეც დადგა, ვემზადებოდი უკვე მხოლოდ გვირგვინი მაკლდა როდესაც ყვირილის და გასროლის ხმა ერთად გავიგე, გარეთ რომ გავედი დიტო იატაკზე იწვა და ნიკა იარაღით ხელში იყო, ვერ გავიაზრე რა მოხდა -არ დავუშვებდი ტასო შენ მისი ცოლი გამხდარიყავი ამ არამზადასი, გაინტერესებს ალბათ რა მოხდა ჩვენ შორის ასე რატო გადამეკიდა, იცი რამდენადაც გასაკვირი არუნდა იყოს ჩვენ ძმები ვართ... ეს რომ თქვა რა დამემათა არ ვიცი ვამჩნევდი რაღაც მსგავსებას მაგრამ იმას ვერ ვიფიქრებდი რომ ეს ორი შეიძლებოდა ერთი დედ-მამის შვილი ყოფილიყო, იმის წარმოდგენაც არ მინდოდა რომ ჩემი სიყვარული ამ არამზადას გამო ციხეში გაატარებდა მის საუკეთესო წლებს. იცი მშობლები სულ მე დამტრიალებდნენ თავს, რომ დავიბადე თავიდანვე მქონდა თავის ტვინში პრობლემა ბევრს ვმკურნალობდი თუმცა საბოლოოდ კიბოდ ჩამოყალიბდა, ამიტომ დიდ დროს და ყურადღებას მე მითმობდნენ, როგორც ყველა ბავშვს მასა ჩარჩა ეს ეგოისტობა გულში და სულ მიმეორებდა რომ სამაგიეროს გადამიხდიდა ეს უფრო გამძაფრდა როდესაც მშობლები ავარიაში დაიღუპნენ საჭესთან მე ვიჯექი და ისე მოხდა ყველაფერი ვერც გავიაზრე ყინვის გამო მანქანა მოცურდა და ტრაილერს შევეჯახე, არ ვამბობ იმას რომ ჩემი ბრალი არ იყო უფრო ყურადღებით შემეძლო მანქანის მართვა მაგრამ საბოლოოდ სხვანაირად მოხდა ყველაფერი, იცოდე რომ მე შენ ბავშვობიდან მიყვარდი და გადაწყვიტა შენი ცოლად მოყვანით ეძია ჩემზე შური, ბევრჯერ ვეცადე გადამერჩინა ცუდი ცხოვრებიდან, მაგრამ საბოლოოდ დამნაშავე სულ მე გამოვდიოდი. როგორცკი დაასრულა მოყოლა მაშინვე პოლიცია მოვიდა და წაიყვანეს არ ყოფილა ქორწილი, არც ჯვრისწერა ჩემმა სიყვარულმა გადამარჩინა, თუმცა საკუთარი სიცოცხლე მე მომიძღვნა ადამიანი რომელიც ბავშვობიდან ჩემ გვერდით იყო ერთად მოვდიოდით და ვერცკი წარმოვიდგენდი თუ მას ძმა ყავდა დღეს ციხეშია და კიდევ ბევრი წელი მოუწევს იქ ყოფნა. არავისთვის შემიხედავს პირობა დავდე რომ დაველოდებოდი ყოველდღე ვაკითხავდი ყოველდღე მინქონდა მისთვის საჭმელი, მან ხომ მე გადამარჩინა არც მქონდა იმის იმედი რომ სასამართლოზე მას გაამართლებდნენ და გამოუშვებდნენ 6 წელი მოუწევდა იქ ყოფნა მეკიდე შემეძლო მთელი ცხოვრება დავლოდებოდი აი რას ნიშნავს ბავშვობის სიყვარული. 6 წლის შემდეგ მოუთმენლად ველოდი როდის გამოვიდოდა ოთხი კედლიდან მოუთმენლად ველოდი როდის ჩავეხუტებოდი და აი ისიც როგორცკი შემომხედა თვალები გაუბრწყინდა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა არ ვიცი რამდენხანს ვიყავით ესე მინდოა დრო გაჩერებულიყო და მთელი ცხოვრება ესე ვყოფილიყავით. დროს ერთად ვატარებდით სულ ერთად ვიყავით უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით გამოსვლიდან ერთვის თავზე ხელი მთხოვა სიხარულით დავთანხმდი ეს ჩემთვის საუკეთესო მომენტი იყო რომელიც არასდროს დამავიწყდებოდა და ცხოვრების ბოლომდე მიმყვებოდა. უკვე მეორედ თუმცა ამჯერად სიყვარულით ვთხოვდებოდი ნიკა რომ არა არც ვიცი დღეს როგორი ცხოვრება მექნებოდა დიტოს გვერდით, ციხეში ყოფნის დროს დაამარცა ეს საზარელი დაავადება თან ისე რომ ჩემთვის არ უთქვამს მეწყინა მაგრამ თან გამიხარდა სრულიად ჯანმთელი რომ იყო და მომავალში ჩემი ქმარი იქნებოდა. ქორწილის დღეც დადგა არ მეგონა ესე თუ ვინერვიულებდი ამ დღეს რამდენჯერ ჩავიხედე სარკეში ვეღარ ვითვლიდი ყველა დეტალს ვაკვირდებოდი რომ რამე ცუდად არ მქონოდა ნიკამ რომ დამინახა უცებ დრო გაჩერდა ისეთი გაბრწყინებული და სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა მაშინვე მოვიდა და ჩამეხუტა -ყველაზე ლამაზი ხარ ტასო, ჩემი ხარ უკვე: სასიამოვნოდ გამცრა ტანში ამ სიტყვებმა, იყო ჯვრისწერა შემდეგ გართობა ცეკვა ყველაფერი ისე იყო როგორც ზღაპრებში ხდება ზუსტად ესეთი წარმომედგინა ჩემი ქორწილიც ყველაფერი კარგად მიდიოდა, ცოტა უჰაერობა მაწუხებდა და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი ისე ლამაზად მოეთოდ ყვავილებით მეგონა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო,ვიგრძენი რომ ვიღაც მომიახლოვდა და უცებ გავითიშე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.