შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (სრულად)


15-03-2021, 10:50
ავტორი murachashvili
ნანახია 23 755

აბლაბუდა
თავი 1
თბილი და მზიანი შემოდგომა იდგა თბილისში, აი ისეთი ცხოვრებას რომ მოგანდომებდა ადამიანს. ქუჩა-ქუჩა ხეტიალს, ყვითელ ფოთლებში ხელის არევას და ჭრელ ფერებში დაკარგვას. სამარშუტო ტაქსში მჯდომმა იმდენად რეალურად წარმოვიდგინე ეს ყველაფერი, რომ უნებურად გულიც კი დამწყდა, რამდენი ხანია ქალაქიდან არ გავსულვარ?!. ისე ამოვიხვნეშე თითქოს მთელი სამყაროს დარდი ამოვაყოლე და ისევ ტელეფონის ეკრანზე აციმციმებულ წერილობით შეტყობინებას დავაცქერდი. ჩემი უახლოესი მეგობრის ყურებამდე გაკრეჭილი სახე მხიარულად მიღიმოდა, სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდი მის მიერ მოწერილ ელექტრონულ წერილზე:
- იმ დეგენერატმა ისევ „დამსინა“, ორი დღეა მესიჯს ვუგზავნი და პასუხსაც არ მცემს. - მოწერილი აღვარღვარებული ღიმილით სრულდებოდა.
წესით ახლა უნდა შევშფოთებულიყავი, ალბათ შეწუხებულს უნდა დამერეკა, თუმცა მშვიდად ვკრეფ ტექსტს.
- ეგ რომელია? - სწრაფად ვაგზავნი და მისი გაცოფებული სახის წარმოდგენაზე სულელივით მეღიმება.
- რა რომელი? ნიკუშა გოგო. - ცრემლიან ღიმილს ამჯერად გაბრაზებული ჩაენაცვლა.
- პაემანზე შენ რომ დაპატიჟე? - ნამდვილად ვერ ვხვდები მისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებიდან რომელია ნიკუშა.
- არა. Facebook-იდან რომ გავიცანი.
საპასუხოდ ტექსტური შეტყობინების აკრეფა მეზარება და პირდაპირ ვურეკავ.
- კაი რა. - მისი ნამტირალევი ხმის გაგონებაზე ვკისკისებ - როგორ შეიძლება ონლაინ გაცნობილი ადამიანის გამო მოთქვამდე?
- არაფერი არ გესმის. ისე ახლოს ვართ. - უფრო ამოუჯდა გული.
- არც კი იცნობ. იქნებ საერთოდ არცაა ნიკუშა?
- აბა ვინაა?! - შიში გაეპარა ხმაში.
- ვინმე ოთხმოცდაათი წლის მაყვალა! - ავხარხარდი მე.
- არასერიოზულო, ხმა არ გამცე, აღარ გელაპარაკები! - მართალია ისევ ქსუტუნებდა, მაგრამ მაინც ვიგრძენი როგორ გაეღიმა.
- რამდენჯერ უნდა აგიხსნა, თიკო, არ შეიძლება ონლაინ გაცნობილ ტიპებთან მეგობრობის გაბმა, დღეს არიან - ხვალ არ იქნებიან. ან რა გარანტია გაქვს, რომ ბიჭია, იქნებ ვინმე გაშაყირებს?
- ნუ მიყვები ზღაპრებს, აი გაიცნობ შენც და...
არ ჩუმდება და მეც მოთმინებით ვისმენ მათი გაცნობის ისტორიას, როგორ მოეწონა, რომ მისი ნიკუშას მსგავსი ადამიანი მეორე არ დადის დედამიწაზე. პაუზასაც არ აკეთებს, მეც სხვა რა დამრჩენია თავის ქიცინით ვეთანხმები მის მონოლოგს.
- ოკ. კარგი, დაასრულე, ასეთი კარგი თუა - გამოჩნდება, სად წავა?! - ისევ ირონიულად მეცინება და აი, აქ ვუშვებ საბედისწერო შეცდომას.
- დეა, კარგი რა.... - ისედაც გულჩვილს ჩემი სიტყვები ისევ წყინს და ცრემლებს აფრქვევს.

სხვა რაღა დამრჩენია? მოთმინებით ვისმენ ხელახლა მისი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას, წუწუნს უბედობაზე, ამ პერიოდში სამარშრუტო ტაქსი ბოლო გაჩერებაზეც ჩერდება, თანხას ვიხდი და ისევ ტელეფონით ყურზე ვაგრძელებ გზას სახლისკენ, ვისღა ახსოვს თბილი შემოდგომა და ბუნებაში სეირნობა ახლა ფიქრებით მაგიდაზე გაშლილ საკუთარ რომანს ვუტრიალებ, რომელსაც აგერ უკვე მეხუთე დღეა რედაქტირებას ვუპირებ და ვერა და ვერ მოვიცალე.
- კარგი თიკო, დამშვიდდი, გამოჩნდება აბა სად წავა, იქნებ ქალაქიდანაა გასული, იქნებ სახლში რომ კატა ჰყავდა, ის გაუხდა ცუდად? - ისევ ხუმრობას ვცდილობ.
- კატა, რომელი კატა?! - აშკარად ვერ მიმიხვდა.
- აი, ის ბებიამისს რომ ჰყავდა და სახურავზე რომ იჯდა. - უხეიროდ ვიკრიჭები.
- დამცინი ხომ? არადა მე სულელს მეგონა ოდნავ მაინც გამიგებდი.
- დედას გეფიცები მთელი გულით ვცდილობ, - როგორც იქნა დავსერიოზულდი - მაგრამ მილიონჯერ მაინც მითქვამს, არ შეიძლება მსგავსი მიმოწერის სერიოზულად აღქმა. მესმის ერთობი, მაგრამ ხომ ხედავ რა დღეში ხარ?
- ვერაფერიც ვერ გაგიგია, როდის გითხარი ვერთობიო? მიყვარს გესმის?! მთელი გულით მიყვარს!.. - გაკაპასდა თიკო.
- უცნობია, მისი სახეც კი არ იცი! - ხმას ავუწიე მეც.
- ფოტო მაქვს ნანახი.
- იქნებ სხვისი გამოგზავნა, რა იცი რომ ისაა?
- აუტანელო, არაფერიც არ გესმის, შენ სამყაროში ხარ ჩაკეტილი და იმის იქით არ იხედები. - დაუნდობლად მლანძღავს ბავშვობის მეგობარი სრულიად უცნობი ნიკუშას გამო.
- თიკო, მგონი ზედმეტი მოგდის.
- არაფერიც. ვიღაცამ მაინც ხომ უნდა გითხრას სიმართლე?! ამიტომაც ხარ დღემდე მარტო!
გაანჩხლებულმა მეგობარმა ტელეფონი ისე გამითიშა სიტყვის თქმაც არ დამაცალა. თუმცა რომ გითხრათ დიდად ვიდარდეო, მოგატყუებთ, კარგად ვიცოდი მისი ფეთქებადი ხასიათის შესახებ, სულ რამდენიმე წუთი და ბრაზი გადაუვლიდა. თუმცა მისმა სიტყვებმა მაინც ჩამაფიქრა. იქნებ არც ცდებოდა, იქნებ მართლა ჩემში იყო პრობლემა და ამიტომაც ვიყავი დღემდე მარტო?
თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე, ყურსასმენები მოვირგე და მთელი არსებით საყვარელ მელოდიაზე გადავერთე. იმდენად მსიამოვნებდა შემოდგომის თბილი დღე, რომ პერიოდულად მავიწყდებოდა კიდეც ქუჩაში რომ მივაბიჯებდი და მელოდიას სხეულსაც ვაყოლებდი. რეალობაში ისევ გამვლელთა გაოცებულმა მზერამ დამაბრუნა. არ ვარ ალბათ ნორმალური, თუმცა ეს ხომ ისედაც ვიცი? ღიმილი ისევ არ მშორდება. ეზოში შეკრებილ პენსიონერთა საპატიო ბირჟას მთელი მოწიწებით ვესალმები და ვიდრე ჩვეული, უწყინარი კითხვა დაუსვამთ, რატომ არ ვთხოვდები, სწრაფი ნაბიჯით შევრბივარ სადარბაზოში.
ესეც ასე, როგორც იქნა დანიშნულების ადგილამდეც მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ ლიფტი ყოველთვის მუშაობდა, შესვლა აზრადაც არ მომსვლია, კიბეები შეუჩერებლად ავირბინე, მეექვსე სართულზე საკუთარი ბინის კარი გავაღე და ისე შევვარდი, თითქოს უკან ვინმე მომდევდა. ფეხსაცმელები შესასვლელშივე გავიხადე, იქვე მოთავსებულ ჩუსტებს გვერდულად გავხედე და გრილ მეტლახზე ფეხშიშველი გავტანტალდი.
დედა ექთნად მუშაობდა, შესაბამისად ღამეს ან საავადმყოფოში ატარებდა ან რომელიმე მოხუცს უვლიდა დამატებით ანაზღაურების სანაცვლოდ, ახლაც ალბათ ისევ მორიგეა.
მამა ბუნდოვნად მახსოვს. ქუჩურ ჩხუბში დაღუპულს უფრო მისი მეგობრების მოგონებებიდან ვიცნობდი. ბებია-ბაბუას ზაფხულობით არდედეგების დროს თუ ვნახავდი სოფლად ჩასული. ასეა თუ ისე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მარტო ვიზრდებოდი. თუ არ ჩავთვლიდით თიკოს და მის ოჯახს, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, ჩემი კარის მეზობელი გახლდათ. თიკოს მშობლები ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდნენ და გოგონა გასაზრდელად ბებიასთან დატოვეს. მართალია თიკო მუდამ მშობლების გადაწყვეტილებაზე წუწუნებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, მე ნამდვილად გამიმართლა. წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით, როგორც ფიზიკურად ასევე ხასიათით ერთმანეთს არ ვშორდებოდით. მუდამ პოზიტიური და ხალისიანი მისი სიგიჟეებით აშკარად მავსებდა და ჩემ ცხოვრებაში ზუსტად ის დაკარგული სილაღე და თავისუფლება შემოჰქონდა ასე რომ მჭირდებოდა. არ ვიცი მე რამდენად კარგი მეგობარი ვიყავი, თუმცა ფაქტია ხშირად ამბობდა, რომ ჩემი ძველმოდური, კონსერვატორული აზროვნებით ძალიან ვგავდი სოფელში მცხოვრებ ბებიაჩემ, მედიკოს. ამას ისიც ემატებოდა, რომ დედაჩემმა საკმაოდ მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა, დეა სწორედაც რომ ზ/აღნიშნულ ბებიის საპატივცემულოდ დავარქვიო და თიკოსაც მეტი რა უნდოდა. ყოველ ხელსაყრელ შემთხვევას იყენებდა, როგორმე ბებიის სახელით მოემართა. სხვას ამის გამო ალბათ თვალებს დავთხრიდი, მაგრამ ის ხომ თიკო იყო? ერთს დამიფახუნებდა მის ლურჯ თვალებს და ბრაზიც მაშინვე გადამივლიდა. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო. ავად თუ კარგად, ჩვენ ორნი მუდამ ერთად ვიყავით. სკოლაში ერთ მერხთან მჯდომნი, ერთ სახლში მცხოვრებნი, ხშირად ერთი საწოლის მოზიარეც კი. მუდამ მოკინკლავე, თუმცა მაინც ყველაზე მაგარი მეგობრები. ალბათ შემედავებით, მეტყვით რომ თქვენ ბევრად უკეთესი და ერთგული მეგობრები გყავთ, მაგრამ მე მაინც ჩემი თიკო მიმაჩნია საუკეთესოდ.
საყინულიდან ნაყინს ვიღებ, ცივ ყავას ვთქვეფ და კარის მეზობელთან ელექრონულ წერილსაც ვუშვებ. სულ რამდენიმე წამში მესმის ძლიერი კაკუნი და მეც ღიმილით გავრბივარ გასახსნელად. ესეც ჩვენი ჩვევაა, მიუხედავად კარზე არსებული ზარისა, ვაბრახუნოთ იქამდე, ვიდრე მასპინძელი კარს არ გახსნის.
- დაგიგვიანდა, ქალბატონო?- საყვედურებით შემოვიდა თიკო.
- ვითომ? - ეჭვით ვუმზერ ხელზე მოთავსებულ საათს.
- თხუთმეტი წუთია კართან ვიცდი როდის გამომიგზავნიდი მესიჯს! - უცერემონიოდ აიღო მისთვის მომზადებული ნაყინიანი ყავა და სავარძელში მოთავსდა.
- რატომ არ გამოხვედი, მესიჯს ელოდებოდი? - თვალები მიფართოვდება გაოცებულს.
- რა თქმა უნდა. რომ შემოვსულიყავი ყავას ისევ მე გამაკეთებინებდი! - თვალებს ეშმაკურად ათამაშებს საკუთარი სიტყვებით კმაყოფილი.
- გიჟი ხარ! - სიცილს ვეღარ ვიკავებ მისი მოთხუპნილი საულვაშის დანახვაზე უშედეგოდ რომ ცდილობს ენით მოიწმინდოს - რაო ნიკოლოზმა?
- ნიკოლოზი კი არა, ნიკუშა... - თვალები სიხარულით უციმციმებს და ტუჩებს ბუსხავს.
- გაბრაზებული აღარ ხარ? - მისი უჩვეულოდ დატკბობა ძნელია ვერ შენიშნო.
- ფეხი უტკენია. მყესები მაქვს დაჭიმულიო. - თაბაშირში ჩასმული ბანჯგვლიანი ტერფის ფოტოს ცხვირთან მიტრიალებს.
- ფეხი უტკენია თითი ხომ არა? - ირონიას არ ვიშურებ.
- არა, გოგო, საავადმყოფოში დააწვინეს. მობილური კი სახლში დარჩენია. - ამართლებს ვაჟს.
- დავიჯერე. ეგ ზღაპრები მოუყვეს იცი ვის? - მეგობრის მიამიტობაზე უკვე ვღიზიანდები.
- დედას გეფიცები, ასე ყოფილა. - ისევ თვალებს აფახუნებს თიკო.
- კარგი, რაც არის არის. იმედია შენს ტრამვირებულ ბიჭს არ ეწყინება ამ საღამოს ჩემი ესსეს გამომცემლობაში ჩაბარებას თუ აღვნიშნავთ?
- ანუ მოიწონეს? - ვისღა ახსოვს ნიკუშა და მისი ნატკენი ფეხი, ადგილიდან მყისვე წამოხტა - ასეც ვიცოდი, ხომ გეუბნებოდი, აი ხომ ვამბობდი? - ემოციებს ვეღარ მალავდა აღტაცებული - ჰონორარზე რაო, როდის ჩაგირიცხავენ?
- ავანსი უკვე მომცეს...
- გაიგეთ ხალხო, დაქალი ცნობილი მწერალი მეყოლება!... - მე აღარც მისმენდა გახარებული დარბოდა სახლში.

ყველაზე მეტად სწორედ უდარდელობა მიყვარდა თიკოს ხასიათში, ნებისმიერ ქალურ სტანდარტს ანგრევდა, გინახავთ ვინმე თხუთმეტ წუთში ემზადებოდეს და მაინც შეუდარებლად გამოიყურებოდეს? სულ უბრალო ჩითის სარაფანშიც კი შეეძლო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ასეთი იყო ბავშვობიდანვე და ასეთად დარჩა. ამაყი მზერით შემათვალიერა, ჩემი დაძენძილი ჯინსები და მაისური დიდად თვალში არ მოუვიდა, ის-ის იყო საყვედური უნდა ეთქვა, რომ გამაფრთხილებლად ავუწიე საჩვენებელი თითი:
- არ დაგავიწყდეს, გადამხდელი მე ვარ. დღეს ჩემი გაღიზიანება არ გაწყობს!
- ტუჩსაცხი მაინც წაგესვა? - ბედს შეგუებულმა ღია ვარდისფერი კოლოფი ხელში შეათამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მიყვარდა პრანჭვა, გამოწყობილ მეგობარს ხათრი ვეღარ გავუტეხე, ჩვეულებისამებს ცხენისკუდივით შეკრული თმა გავიშალე და თიკოს თქმით მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, ჩემთვის რომ გეკითხათ სახეზე ამაზე მეტის წასმა წარმოუდგენელიც კი იყო.
- ეს რა ფეხსაცმელია?! - ახლაღა შენიშნა კარადაში საგულდაგულოდ გადამალული თერთმეტ სანტიმეტრიანი ვერცხლისფერი ფეხსაცმელი.
- დედაჩემს რომ კაცი დაუჯერებს უარესის ღირსია. ქალს ერთი გასასვლელი ფეხსაცმელი ხომ უნდა ქონდესო, გაიგიჟა თავი და აგერ მეორე წელია განისვენებს თაროზე. - ირონიულად გამეცინა.
- აუ, სუფთა ტყავია, რა ქუსლი აქვს?! ეს ჩაცმული რა იქნება, გეხვეწები მოიზომე რა!
ერთად-ერთ მეგობარს ასეთ წვრილმანზე უარს ხომ არ ვეტყოდი? მყისვე წავყავი ფეხები და მოდელის მოძრაობით ამაყი სახით გავიარ-გამოვიარე.
- გეხვეწები, თუ გიყვარდე, დღეს ეგენი ჩაიცვი და ამ გაურკვეველ ფერის მაისურზე უსიტყვოდ დავხუჭავ თვალებს? - მუდარით მიმზერდა თიკო.
- ზედმეტი მოგდის! - დაფეთებულმა ფეხსაცმელები ისე შევტენე კარადაში, თითქოს ძალით მიპირებდა ჩაცმას.
მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა ჩემი ხასიათიც და ჩაცმულობის სტილიც, მაინც არ იღლებოდა იმის მცდელობით ოდნავ გამომწვევად თუ არა, ქალურად ჩაცმული მაინც ვენახე. ამ საკითხში დედაჩემიც აიყოლია. არ ვამბობ რომ არ მიხდებოდა, რა თქმა უნდა მომწონდა საკუთარი თავი ქუსლებზეც და კაბაშიც, თუმცა ჩემი რეჟიმით მცხოვრებ ადამიანს ვერაფრით ვერ ვიგებდი, როგორ შეიძლებოდა ასე ჩაცმულს თავი კომფორტულად მეგრძნო.
- აღარ მივდივართ?! - იქვე მიგდებულ ქურთუკს ხელი ვტაცე და უკვე კარში მდგომმა გამოვძახე გახევებულ დაქალს.
- ერთი ფეხის ზომა მაინც გვქონოდა! - დუდუნით მომყვებოდა კიბეებზე თიკო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ჩაცმულობა განხილვის თემა გახლდათ ბარში მისვლამდე. თურმე სულ ამ დაგლეჯილი ჯინსებისა და ესოდენ საყვარელი კედების ბრალი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში რომ არ ჩნდებოდა ის ერთად-ერთი, თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი.
ასე გაგრძელდა ოდნავ შეთრობამდე. ორიოდე ჭიქის შემდეგ ჩემი ჯინსები და უცხენო პრინცები აღარც გახსენებია, რომ დაიწყო ცეკვა არ დამჯდარა, თავისთავად ცხადია არც მე გავჩერებულვარ ერთ ადგილას, ვერთობოდით ვიდრე ვიღაც ორი სახე დაკარგული ბიჭი არ ავიკიდეთ. გონება არეულები მაქსიმალურად ცდილობდნენ ცეკვისას მთელი ტანით მოტმასვნას, სამწუხაროდ ვეღარც ხელებს უძებნიდნენ ადგილს და ვერც ერთხელ ნათქვამი „არა“-ს დანიშნულება გავაგებინე.
ხან დაღლა მოვიმიზეზეთ, ხან უგუნებობა, თუმცა მათი ჩამოშორება სულაც არ გამოდგა ასე მარტივი. ისევ ნაცნობ ბარმენს ვანიშნეთ დაგვხმარებოდა, ტაქსი გამოგვიძახა და უკანა კარიდან ქურდებივით გამოვიპარეთ.
- შენ კიდევ ჩემ ჯინსებს იწუნებდი! - ისტერიულად მეცინებოდა თიკოს შეშინებული სახის შემხედვარეს წარა-მარა უკან რომ იყურებოდა, ბიჭები ხომ არ გამოგვყვნენო.
- რა იყო ეს, ამათი შიშით ვეღარც უნდა იცეკვო?! - სამშვიდობოს დაიგულა თუ არა თავი, საუბრის საღერღელიც გაეხსნა - ისე შენი ბიჭი სულაც არ იყო ცუდი ტიპი... - თვალებში ჭინკები უხტოდა.
- მეც მაგ საკითხზე ვფიქრობდი. მგონი ბედი მეხსნებოდა და ვერ დავაფასე. - ირონიულად გამეცინა.
- ვერ ისწავლე ჭკუა, მერამდენედ უშვებ ერთსა და იმავე შეცდომას?!. - თავი ისე გადააქნია თითქოს ძალიან წუხდა - შენი არ ვიცი და მე მაგრად მეძინება!
მთქნარებითა და ფეხების ფრატუნით ისე შევიდა საძინებელში მეც კი დავიჯერე, რომ იძინებდა. თუმცა ოთახში შესულს ლოგინზე ბუდას ფორმაში მჯდომი, ბეჭებთან ბალიშებ ჩალაგებული და მუხლებზე კომფორტულად მოთავსებული ლეპტოპით დამხვდა.
- არ დაიძინე? - გაოცება ვერ დავმალე აციმციმებულ ეკრანს მიშტერებული მეგობრის დანახვაზე.
- არა, გოგო ნიკუშასთან ლაპარაკს შევყევი და....
- ლაპარაკს თუ წერას? - ინტერესით მივაჩერდი ეკრანს, თუმცა სიტყვების ნაცვლად მხოლოდ სხვადასხვა ფორმის ღიმილები დავინახე, თიკომ მახინჯი ცუგო შეარჩია, სასაცილოდ რომ იჯღანებოდა და გაგზავნის ღილაკსაც დააჭირა ხელი. ეშმაკური სახით ელოდა ნიკასგან საპასუხო გამოსახულებას. დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა, მალევე გამოჩნდა გაპრანჭული ბაჭია.
- ამას ეძახი მიმოწერას? - სიცილი ვეღარ შევიკავე თვალებაციმციმებული დაქალის შემხედვარემ.
- უჟმურო, არაფერიც არ გესმის!... - ერთი კი შემომიღრინა, თუმცა თვალი ისევ ეკრანზე აციმციმებული წითელი, გატეხილი გულისკენ გაექცა - შეხედე რა საყვარელია... - სახე გაებადრა ბედნიერებისგან.
- განა შეიძლება დღევანდელ ცხოვრებაში, როცა გვერდით მყოფ ადამიანშიც კი არ ხარ დარწმუნებული რას ფიქრობს, ასე ვირტუალურად უჯერებდე ვიღაცას? - სკეპტიკურად ავხედე აჟიტირებულ მეგობარს.
- არ გესმის, არაფერიც არ გესმის.
ბევრი ვიდუდუნე, თუმცა უშედეგოდ. თიკოს უბრალოდ არ სურდა ჩემი გაგონება.
- ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს, რომ ჰკითხო ჩემთან დარჩა! - უკმაყოფილომ თავზეც კი დავიფარე თხელი პლედი.
ერთი კი გამომხედა ცალი თვალით და თითების კაკუნით გააგრძელა მის ნიკუშასთან საუბარი.
მონოტონურად, გამაღიზიანებლად ისევ ჩამესმოდა კლავიატურის კაკუნი, თუმცა დაღლილობამ მალევე შემახსენა თავი და როდის ჩამეძინა ვერც გავიგე.
მიუხედავად წინა დღის ნაბახუსევისა, ჩვეულებისამებრ ისევ გამთენიისას გამეღვიძა. თიკოს ნოუთბუქით ხელში ჩასძინებოდა. სხვისი წერილობითი შეტყობინებების კითხვა არ მჩვეოდა, თუმცა თვალი აციმციმებული ეკრანისკენ მაინც გამექცა, თიკოსგან გაგზავნილი უკანასკნელი მესიჯი 4.45 წუთს უჩვენებდა.
- გადარეული... - ფრთხილად ავაცალე ნოუთბუქი და იქვე მდგომ ტუმბოზე მოვათავსე.
მესენჯერი ისევ ციმციმებდა, წარა-მარა წკაპუნი მორიგი წერილობითი შეტყობის მიღებას გვამცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ თიკო აღარ პასუხობდა, ნიკუშა ისევ რაღაცას წერდა.
- ეს ხომ არის და არც ის აკლებს სიგიჟეს. - ისევ მოდიოდა უპასუხოდ დარჩენილი შეტყობინებები.

თავი 2
გულით რომ მდომოდა, დაძინებას მაინც ვეღარ მოვახერხებდი, როგორი დაღლილიც არ უნდა ვყოფილიყავი დილით სარბენად ყოველთვის დავდიოდი. ჩვეულებას არც ამჯერად ვუღალატე, შეძლებისდაგვარად ჩუმად, ისე რომ თიკო არ გამეღვიძებინა ჩავიცვი სპორტულად, თმა ისევ შევიკარი და სირბილით დავუყევი სადარბაზოს კიბეებს. მიუხედავად შემოდგომისა დილის სუსხნარევმა სიგრილემ ერთიანად დამიარა სხეულში, მოსაცმელის კაპიუშონი მყისვე მოვიხურე და ძუნძულით წავედი სტადიონისკენ. მოედანზე უკვე შეკრებილიყო ჯგუფი და ფეხბურთს თამაშობდნენ. კარგი ძმაკაცებივით ამიწიეს ხელი იქვე კუთხეში მოვარჯიშე უბნელებმაც. გაკრეჭილმა საპასუხოდ შორიდანვე დავუქნიე ხელი, ყურსასმენები მოვირგე და მოთამაშეებისთვის ხელი რომ არ შემეშალა, ძუნძულით დავუყევი სტადიონის ნაპირს.
სიმღერის ტექსტმა იმდენად ჩამითრია არც არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვამჩნევდი. თუმცა ჩემი იდილია დიდხანს არ გაგრძელდა, სულ რამდენიმე წამით დავიხარე კედებზე შეხსნილი თასმის შესაკრავად და ესეც საკმარისი აღმოჩნდა, იქვე მოთამაშე ფეხბურთელებმა მთელი ძალით დარტყმული ფეხბურთის ბურთი კარში შეგდების ნაცვლად პირდაპირ ცხვირპირში მითავაზეს. დედას გეფიცებით მსგავსი ტკივილი ცხოვრებაში არ განმიცდია. ბუნებით წუწუნა ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სიმწრისგან ცრემლები ვეღარ შევიკავე.
- აუ, გეტკინა?! - თავზე დამადგა ბურთის მსროლელიც.
- დეგენერატო, სად მე და სად კარი. - ცრემლების ყლაპვით ავხედე თავზე წამომდგარ 18-19 წლის ვაჟს.
- დეა, კარგად ხარ? - უკვე ჩვენკენ მორბოდნენ იქვე მოვარჯიშე უბნელებიც.
- დედას გეფიცებით, განზრახ არ მიქნია!- შეწუხებული უხსნიდა გარს შემოხვეულებს ბიჭი.
იმდენად გულწრფელად შევეცოდე, ისე უსუსურად ცდილობდა ჩემს დახმარებას, რომ უნებურად საკუთარი სიბრაზისა და ტკივილის შემრცხვა კიდეც. გაღიზიანებული სწრაფად წამოვდექი, ბღვერით გავხედე შემოხვეულ ბიჭებს.
- ასე თუ უმიზნებთ კარს ბურთს, აღარ მიკვირს რატომ ვაგებთ თითოეულ თამაშს.
ხელით ერთხელ კიდევ უშედეგოდ მოვისრისე სახეზე მიბრტყელებული ცხვირი, შუბლშეკრულმა დავხედე სიხლით დასვრილ ხელისგულს.
ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, იქნებ გაჰკვირვებოდათ და უცნაურად მოსჩვენებოდათ უბნელებს მსგავსი ინციდენტი, თუმცა ჩემი ხიფათიანობის გადამკიდეს, დიდად შეშფოთება აზრად არ მოსვლიათ.
- დედას გეფიცები, თარსი ხარ! - დარწმუნდნენ თუ არა, რომ საშიში არაფერი მჭირდა ფეხბურთელის ნაცვლად, მე დამტუქსეს.
- მე?!... - გაწიწმატებულს ტკივილი დამავიწყდა.
- დიახ, შენ. ვერ დაინახე რომ თამაშობდნენ?! - თითქოს განგებ არ ჩუმდებოდა ჩემივე უბნელი კახა.
- ამოგაძრობ მაგ ენას ერთხელაც იქნება! - საჩვენებელი თითი მუქარით დავუქნიე.
- თხა!
- ტუტუცო! - არ ჩამოვრჩი მეც და ენა გამოვუყავი.
- აწიკვინდა კიდეც, ესეიგი კარგადაა... - კმაყოფილმა შესცინა ახარხარებულ ბიჭებს.
- მეტკინა, დამასახიჩრეს, - სიხლით დასვრილი ხელისგული მეტი თვალსაჩინოებისთვის სახესთან მივუტანე - კიდევ მე ვარ დამნაშავე?! – განაწყენებულს თვალები ცრემლებით ამევსო.
- უკაცრავად, არ მინდოდა, - ისევ ბოდიშს მიხდიდა უხერხულად აწურული ვაჟი - ექიმთან წაგიყვანთ!
- ა, ბავშვი, ესმის თემა, პედოფილიაში თუ არ დაგდეს ბრალი, მგონი ბედი გეხსნება! - ჩუმად მიჩურჩულა ახარხარებულმა კახამ.
- კრეტინო! - იდაყვი ისე ვუთავაზე კუჭთან წარბიც არ შემხრია - არაა საჭირო! - ბურთის მსროლელს შეძლებისდაგვარად ნაზად გავუღიმე და თავი უკან გადავწიე სისხლის შესაჩერებლად.
- იქნებ მოტეხილია?! - გულწრფელად ღელავდა ბიჭი.
- მოტეხილი რომ იყოს, ამას ასე გააჩუმებდი?! - ჩემს ნაცვლად უპასუხა კახამ.
- კარგად ვერ გითავაზე?! - მუქარით დავხედე ჩაცუცქულმა, თუმცა ჩემი რეპლიკა არ შეიმჩნია.
- ნუ ღელავ ძმა, ამისთვის არც პირველია და არც უკანასკნელი, კიდევ ბევრჯერ გაგეჩხირებათ ფეხებში თამაშის დროს! - ახარხარდნენ ბიჭები.
- არანორმალურებო, სიტყვის თქმა მაინც დამაცადეთ! - ბღვერით გავხედე ვაი-მეგობრებს.
- კაი, ჰო ნუ გვებუტები, წადი სახლში, ცივი საფენები დაიდე, არ დაგისივდეს, ვინმეს ნაცემი არ ეგონო. - ირონიული ტონით რჩევა-დარიგებებს არ მაკლებდა კახა.
თუმცა მათი გათვალისწინება აზრადაც არ მომსვლია, ამ მცირე ინციდენტის გამო, ვარჯიშზე უარის თქმას არ ვაპირებდი, სისხლდენა შეჩერდა თუ არა, ძუნძულით დავუყევი სანაპიროსკენ. ის-ის იყო სასურველ მელოდიაზე მოვმართე „ფლეიერი“ და ისევ ყურსასმენების დამაგრებას ვაპირებდი, რომ ჩემი ყურადღება იქვე მდგომმა ავტომობილმა მიიპყრო.
მიუხედავად დაბურული მინებისა, მაინც ვხედავდი, ავტომობილში მსხდომ წყვილს. ქალი ემოციურად იქნევდა ხელებს, შემდეგ თითქოს დაიღალა და ატირდა. გვერდით მჯდომმა მამაკაცმა ერთი კი წაიღო ხელი მოსაფერებლად, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა.
ალბათ, ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო დამადანაშაულებთ, მაგრამ რა ვქნა, ხასიათს ხომ ვერ შევიცვლიდი?! ავტომობილს მივუახლოვდი და წყვილს დავაკვირდი. ჩემი მოქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. კოპებშეკრულმა მძღოლმა ბღვერით ამომხედა, თუმცა არაფერი უთქვამს, არც ავტომობილის ადგილიდან დაძვრა მოსვლია აზრად, ნერვიულად უჭერდა თითებს საჭეს და მალი-მალ გახედავდა აფორიაქებულ ქალს. მათი სიტყვები ვერ გავარჩიე, მაგრამ ტუჩების მოძრაობით იმდენს კი მივხვდი, რომ ქალი რაღაცას ეკითხებოდა. მამაკაცი მთელი ტანით შებრუნდა თანამოსაუბრისკენ, თვალებში ჯიუტად ჩააცქერდა პასუხის მოლოდინში გატრუნულს, თუმცა არაფერი უთქვამს.
დუმილმა აშკარად გააბრაზა, ის-ის იყო სალონი უნდა დაეტოვებინა, რომ მკერდზე გადაჭერილმა დამცავმა ღვედმა შეახსენა თავი. ბუზღუნ-ბუზღუნით, ორმაგად გაღიზიანებულმა მოიცილა ჯერ კიდევ მკერდზე შერჩენილი ფუნქცია დაკარგული ღვედი, ისე შეხედა საჭესთან მჯდომს, თითქოს ელოდა, რომ შეაჩერებდა, თუმცა გაკერპებულ მამაკაცს მისკენ არ გამოუხედავს, ქალი გადმოვიდა და კარი იმდენად ძლიერად მიაბრახუნა, რომ მოულოდნელობისგან მეც კი შევხტი.
არც მამაკაცმა დააკლო ბრაზის გამოხატვა, ავტომობილი ადგილიდან საბურავების ღრჭიალით ისე მოწყვიტა, რომ დამწვარი რეზინის სუნმა ცხვირის ნესტოები ამწვა. ქალმა ირონიული ღიმილით ერთხელ კიდევ გახედა, ქედმაღალი მზერით ამათვალიერა, თითქოს მე ვიყავი მის უბედურებაში დამნაშავე, შემდეგ ჩანთაში რაღაცას დაუწყო ძებნა, ხანგრძლივი ქექვის შემდეგ დიდი ზომის სათვალე მოირგო, სახეზე კმაყოფილების ღიმილი ნიღაბივით აიკრა, ზურგი შემაქცია და დამტოვა.
მიმავალს ვაკვირდებოდი. მასზე ახალგაზრდა არ ითქმოდა, თუმცა არამგონია ორმოც წელზე მეტის ყოფილიყო. უდაოდ ლამაზს წაბლისფერი საშუალო სიგრძის თმა მხრებზე ტალღოვნად ეფინებოდა, თვალებს, როგორც უკვე აღვნიშნე, მოზრდილი მზის სათვალე უფარავდა, მაღალი, გამხდარი, მხრებში გამართული ამაყად, იმდენად ლაღი ნაბიჯით მიაბიჯებდა, რომ იფიქრებდი ქვეყნად სადარდებელი არაფერი აქვსო. ნიავი უფრიალებდა თხელ მოსაცმელს და მისი სუნამოს სურნელიც მოჰქონდა, გემოვნება აშკარად კარგი ჰქონდა.
ალბათ, ავადმყოფი გეგონებით, გარწმუნებთ, გადახრები ნამდვილად არ მჭირს, მაგრამ ძალიან დამაინტერესდა რა იყო მათი კამათის მიზეზი, ცნობისმოყვარეობას ვერ მოვერიე, ფინია ძაღლივით ავედევნე მიმავალს. ვიცი, ესმოდა ჩემი ნაბიჯების ხმა. თუმცა უკან მოხედვა აზრადაც არ მოსდიოდა.
სწორედ ამ დროს შევნიშნე უკუსვლით მომავალი სულ წამდენიმე წუთის წინ წასული ავტომობილიც. მამაკაცმა როგორც დაძრა ავტომობილი, ზუსტად იგივე ფორმით გააჩერა, ძრავის გამორთვა აზრადაც არ მოსვლია, სალონიდან სწრაფად გადმოხტა და წინ აესვეტა. სათვალე მოხსნა, ჯიუტად უმზერდა თვალებში. მოულოდნელად ორივე ხელით მისკენ მიიზიდა და აცახცახებულს ტუჩებზე ვნებიანად დაეწაფა. ქალი გაუძალიანდა, აფართხალდა, მთელი ძალით ცდილობდა განთავისუფლებას, მიუხედავად წინააღმდეგობისა, მარწუხებივით უჭერდა მამაკაცი ხელებს, ძლიერად იკრავდა მკერდში, იმხელა ტკივილით კოცნიდა, თითქოს ეს მათი უკანასკნელი ამბორი იყო. იქნებ ეჩვენებოდა, იქნებ ცდებოდა? არამგონია. დანებდა ქალი, თითქოს შეეგუა, შემდეგ თავადაც მოჰხვია სუსტი ხელები კისერზე, რაღაც ეტაპზე კოცნაშიც აჰყვა პარტნიორს. დავინახე როგორ გაეღიმა ბედნიერებისგან მამაკაცს, თუმცა მიუხედავად წამიერი ვნებისა, ქალი მალევე მოეგო გონს, ისევ სცადა განთავისუფლება, არ გამოუვიდა. კიდევ უფრო ძლიერად, მთელი სხეულით მიიკრა კაცმა.
- გამიშვი, გთხოვ! - ცრემლებმა გაუბზარა ხმა, თითქმის დანებებულ ქალს.
- იმისთვის არ გეძებდი, ასე რომ დაგთმო! - ვნებისგან დაბრმავებული პარტნიორისგან თავისდაღწევა სულაც არ იყო ასე მარტივი.
- გამიშვი, ნუ მაწამებ!... - ხმას აუწია ქალმა.
- არა! - ალერსს არ წყვეტდა გახელებული მამაკაცი.
- მძულხარ, მეზიზღები! - ტკივილით ამოიტირა ქალმა.
- რა თქვი?!
- მძულხარ! - წარბი არ შეუხრია ისე უპასუხა.
დავინახე მღელვარებისგან როგორ გაუმუქდა საფეთქელთან არსებული ლურჯი არტერია კაცს.
- სერიოზულად მეუბნები? - ქალმა სცადა სახე აერიდებინა, თუმცა პარტნიორმა მიბრუნების საშუალება არ მისცა და თვალებში ისე ჩააცქერდა, თითქოს იქიდან სურდა პასუხის გაგება.
აზრადაც არ მოსვლია საკუთარი ნათქვამის უარყოფა, უსიტყვოდ, მხოლოდ თავის დაქნევით დაუდასტურა რამდენიმე წამის წინ წამოსროლილი სიტყვების სისწორე.
- ინანებ, მერედა როგორ ინანებ! - კბილებში მუქარით გამოცრა მამაკაცმა.
- არამგონია! - ირონიულად უღიმოდა ქალი.
- მაგასაც ვნახავთ! - ცივად გაუშვა ხელები, კოპებ შეკრულმა მამაკაცმაც ისე გამომხედა, თითქოს ისიც მე მადანაშაულებდა ქალის მსგავს ქცევაში. ავტომობილში ჩაჯდა და ორმაგად გაავებულმა მოწყვიტა ადგილიდან.
აშკარად კადრები გამეორდა, გაკერპებული, ისევ გაფითრებული უმზერდა სწრაფი სიჩქარით მიმავალ ავტომობილს ქალი. თვალს მიეფარა თუ არა, მოეშვა, თითქოს უჭირდა წონასწორობის შეკავება. აცახცახებული დაეყრდნო ჯებირს.
- უკაცრავად, კარგად ხართ, დახმარება ხომ არ გჭირდებათ?! - აქამდე ჩუმად მდგომმა, როგორც იქნა გავბედე დუმილის დარღვევა.
გვერდულად გამომხედა, წუთების წინანდელი სიამაყე, გამქრალიყო, მის თაფლისფერ თვალებს ირონიის ნატამალიც აღარ შერჩენოდა, ახლა მხოლოდ ტკივილსა და სევდას დარჩენოდა ადგილი. ტუჩები ერთმანეთს იმდენად ძლიერად დააჭირა, რომ სისხლმა გამოჟონა. სულ ერთი წამით თვალები ცრემლებით აევსო, თუმცა თავის შეკავება მაინც შეძლო.
- კარგად ვარ!. - უცებ აიკრა გულგრილობის ნიღაბი. კბილებში ცივად გამოცრა, თუმცა მისი გაფითრებული სახის შემხედვარეს ნამდვილად გაგიჭირდებოდათ მისი ნათქვამის დაჯერება.
- თქვენ... - ოდნავ შებარბაცდა, თუმცა ხელის შეშველება მოვასწარი და წონასწორობაც შეინარჩუნა.
- რას გადამეკიდე?! - უხეშად ამიკრა ხელი - რა ვერ გაგაგებინე? საკუთარ თავს შეხედე, აქეთ ხარ დასახმარებელი, მე რა უნდა მიშველო?! - ირონიულად ახარხარდა.
- უარესის ღირსი ვარ! - ცივად შემოვბრუნდი - ტყუილად, ხომ არ მეძახიან არამკითხე მოამბეს? - საკუთარ თავს ვედუდუნებოდი უცნობის უმადურობით განაწყენებული. მოვდიოდი და რაც უფრო ვშორდებოდი, უჩვეულო შფოთი მიპყრობდა.
ერთმანეთს ენაცვლებოდა მისი ირონიითა და ცინიზმით გაჟღენთილი და ტკივილით სავსე თაფლისფერი თვალები. ორი ერთმანეთის გამომრიცხავი ემოცია. რომელი იყო ნამდვილი, რომელი იყო რეალური? გულმა არ მომითმინა, მოვბრუნდი, ისევ გავხედე უკან დარჩენილს და მოულოდნელობისგან გავშეშდი, თვალები რამდენიმეჯერ დავაფახუნე, თითქოს ნანახის სისწორეში მსურდა დარწმუნება, სულ რამდენიმე წუთის წინ ასფალტზე მდგომი ქალი ახლა ხიდის მოაჯირთან იდგა, ხელები ისე გაეშალა თითქოს გადასახტომად ემზადებოდა.
- ღმერთო, მიშველე! - წამითაც არ დავფიქრებულვარ ისე გავიქეცი მისი მიმართულებით.
ქარი სახეში ურტყავდა აწეწილ თმას, თითქოს ასე ცდილობდა ქალის გონზე მოყვანას, მაგრამ არ ესმოდა, არაფრად დაგიდევდათ ბუნების ძახილს.
- არ გადახტე, ეგ არ ქნა! - როგორც იქნა მივაღწიე, სასოწარკვეთილი ორივე ხელით წავეპოტინე ლაბადაზე და ჩემკენ დავქაჩე. იმდენად არ ველოდი წინააღმდეგობის გარეშე დანებებას, რომ წონასწორობის შეკავება ვერ მოვახერხე და ასფალტზე გავგორდით.
- აშკარად მაგარი დღე მაქვს! - გაბრაზებულმა ძლივს მოვახერხე წამოდგომა - ეს რამ გაფიქრებინა, ნორმალური ხარ?! - დასვრილი ტანისამოსიდან უშედეგოდ ვცდილობდი ტალახის მოშორებას.
- გადახტომა არც მიფიქრია.
- რა თქმა უნდა, უბრალოდ გრილდებოდი! - ღრენით გავხედე ასფალტზე მჯდომს, რომელსაც თითქოს არც ესმოდა ჩემი სიტყვები, აცახცახებული გულამოსკვნილი ტიროდა.
- ეი, - მხარზე მსუბუქად შევეხე - ადექი, გაცივდები! - წამოსადგომად ხელი გავუშვირე.
ოდნავ მომეჭიდა, წამოიწია კიდეც, თუმცა უშედეგოდ. სანახევროდ წამომდგარი მოწყვეტით ისევ ასფალტის საფარზე დაეშვა. გაოგნებული დავაცქერდი გაფითრებულ, თვალებ დახუჭულ, გრძნობა დაკარგულ ქალს.
- ამის დედაც.... - კაცივით უწმაწურად ვიგინებოდი - შარში ვარ, ახლა რაღა ვქნა? -პანიკაში მყოფმა, როდის-როდის მოვისაზრე ტელეფონით 112-ზე დარეკვა.
არ ვიცი დრო გადიოდა ნელა, თუ მე მეჩქარებოდა ზედმეტად, ფაქტია სასწრაფო დახმარება არადა არ მოდიოდა. იქვე დავარდნილ მისივე მობილურს დავწვდი, საბედნიეროდ გამიმართლა და აპარატი დაბლოკილი არ იყო, უკანასკნელად აკრეფილ ნომერზე დავაჭირე ხელი და გულისფანცქალით დაველოდე როდის მიპასუხებდნენ.
- არ მითხრა, რომ ასე უცებ გადაიფიქრე?! - რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხეს ღრენით.
მამაკაცის ირონიული ხმის ცნობა ნამდვილად არ გამჭირვებია.
- ქალბატონი ცუდად გახდა, დახმარება მჭირდება!
- ამის დედაც!... - უწმაწური გინება მოსწვდა სმენას, არც კი უკითხავს ადგილმდებარეობა, ისე გამითიშა ტელეფონი.
არ ვიცი თავად სად იყო, მაგრამ ფაქტია სასწრაფოს ეკიპაჟს მოსვლა მან დაასწრო. გონება დაკარგული ქალი ციმ-ციმ აიყვანა ხელში და ავტომობილის უკანა სავარძელზე დააწვინა.
- წამომყვები?! - უხერხულად აწურული აშკარად არ ველოდი მსგავს კითხვას, თუმცა თავპატიჟი ნამდვილად არ დამიწყია, უკან შევხტი.
- თავი დაუჭირე, რამეს არ მიარტყას! - გასცა ბრძანება მამაკაცმა.
წაბლისფერი თმა უკან გადავუწიე და ყურადღებით დავაკვირდი კალთაში მწოლიარე ქალს, დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა, რკალივით გამოყვანილი წარბები. გრძელი წამწამები.
- ლამაზია ხომ? - თითქოს ფიქრებს მიმიხვდა მამაკაცი.
გვერდულად გავხედე წინ მჯდომს. დაძაბული უჭერდა თითებს საჭეს. უკანა ხედვის სარკიდან სევდიანი, ტკივილით სავსე თვალებით უმზერდა კალთაში მწოლიარეს.
- ლამაზია,მაგრამ კიდევ აქვს რაღაც, რაც ანდამატივით გიზიდავს, გინდა გაიქცე, მაგრამ ვერ შორდები. უბრალოდ არ შეგიძლია.
ის-ის იყო უნდა მეკითხა, რა იყო მათი კამათის მიზეზი, რომ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ეზოშიც შევედით, ავტომობილი პირდაპირ მიმღების კიბეებთან მიაყენა, სწრაფად გადმოხტა, საკაცით მომავალ სანიტრებს არ დაელოდა, ქალი აიყვანა ხელში და შენობაში შევარდა.
ფეხდაფეხ მივყევი წინ წასულს. თუმცა ქალბატონი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში შეიყვანეს თუ არა, მიმღებისკენ მიგვითითეს და კარი ცხვირწინ მოგვიკეტეს. სხვა რა გზა გვქონდა?! ბრძანებას დავემორჩილეთ და მორიგე ექიმის მოლოდინში იქვე ჩამოვჯექით.
მიუხედავად იმისა, რომ მიმღების კარი საკმაოდ ხშირად იხსნებოდა, ხალხით სავსე მიმღებში სუნთქვა მაინც ჭირდა. ისედაც მძიმე ჰაერს წამლებისა და ქლორის სუნიც ემატებოდა. ვიღაც საავადმყოფოში შემოყავდათ და არეგისტრირებდნენ, ვიღაცას პირიქით - წერდნენ, უცნობი მანდილოსანი მთელი მონდომებით უხსნიდა ლიფტთან მდგომ დაცვის თანამშრომელს, რომ საავადმყოფოში მწოლიარე ავადმყოფის ოჯახისწევრი იყო და შეეძლო ნებისმიერ დროს მოენახულებინა. გაბეზრებული მამაკაცი, ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა, რომ მიღების საათები თექვსმეტიდან თვრამეტ საათამდე გახლდათ.
- კაცი ხარ ახლა შენ?! ამხელა გზა გამოვიარე, ოთხ საათამდე აქ ხომ არ ვიჯდები?! მიუხედავად ქალის გაბზარული ხმისა და ცრემლებისა დაცვის თანამშრომელს წარბი არ შეუხრია, რიგგარეშე მნახველის შეშვება აზრადაც არ მოსვლია, ეგ კი არადა, დაძაბულმა ისე მოგვავლო თვალი იქვე მსხდომთ, თითქოს გვაფრთხილებდა მსგავსი მოთხოვნებზე თავს ნუ შეიწუხებთო.
მე და მამაკაცი კარგი ჭირისუფლებივით გვერდი-გვერდ ვისხედით. გაღიზიანებულსა და განერვიულებულს თავი კედელზე მიედო, თვალები დაეხუჭა. მძინარე გეგონებოდათ, რომ არა მისი პერიოდულად შეჭმუხნილი შუბლი. მარჯვენა ხელი მკერდზე მიიჭირა. მარცხენა რამდენიმეჯერ გაავარჯიშა, ერთიანად გაფითრდა.
- კარგად ხართ?!
- კი, კი, გაივლის ნელ-ნელა... - სუნთქვა შეკრულმა ძლივს მიპასუხა.
- ახლა ესეც თუ ცუდად გახდა! - შეშინებულმა დამხმარის დასაძახებლად მიმოვიხედე, თუმცა საბედნიეროდ განგაშის ატეხვა არ დამჭიდა, ნელ-ნელა სუნთქვაც დაურეგულირდა და სახეზე ფერიც დაუბრუნდა - გული გაწუხებთ?! - ერთი კი შემომხედა, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ ხელი ჩაიქნია - ექიმიც აღარ გამოვიდა.... - ავწუწუნდი ლოდინით გაბეზრებული.
სწორედ ამ დროს დაბარებულივით გამოჩნდა ექთანი.
- ელენე ახვლედიანს ვინ ახლავს? - მკაცრი ხმით მოგვავლო თვალი მიმღებში მჯდომთ.
- ჩვენ. - მკერდის ტკივილი აღარ გაახსენდა სხარტად წამოდგა მამაკაცი.
- ქალბატონის დასარეგისტრირებლად დოკუმენტებია საჭირო.
- დოკუმენტები? - ადგილზე გაშეშებულმა მამაკაცმა, ისე შემომხედა თითქოს ხსნას ჩემგან ელოდა.
- იქნებ აქ ქონდეს? - ახლაღა გამახსენდა მისი ხელჩანთა, რომელიც აქამდე ხელში მეჭირა - როგორ არის ქალბატონი ელენე? - ექთნისთვის არც შემიხედავს ისე დავიწყე ძებნა ჩანთაში.
მოლოდინმა გაამართლა, საფულე გავხსენი თუ არა უამრავ სავიზიტოსა და პლასტიკურ ბარათებს შორის მისი პირადობის მოწმობა და სადაზღვევო პოლისიც აღმოვაჩინე და კმაყოფილმა მივაწოდე. სულ რამდენიმე წამით ცნობისმოყვარედ დავხედე თბილისის საქალაქო სასამართლოს საშვს, ფოტოდან მოსამართლის ბორდოსფერი მანტიით შემოსილი ქალბატონი ელენე მკაცრი სახით ისე მიზერდა, თითქოს სამარცხვინო ფაქტზე გამომიჭირა, შევცბი, მოწმობა მის კუთვნილ ადგილას ჩავდევი და მყისვე ჩავაბრუნე საფულე ჩანთაში. რამ დამაბნია ვერ მივხვდი, თუმცა საკუთარ რეაქციაზე მეც კი გამეცინა.
- როგორ გითხრათ, მის მდგომარეობაში მსგავსი რამ გასაკვირი ნამდვილად არაა. - ჩემი ყურადღება ამჯერად თვალებაციმციმებულმა ექთანმა მიიპყრო.
- ვერ მიგიხვდით?! - გვერდულად გავხედე ჩემზე არანაკლებად დაბნეულ მამაკაცს.
- არ იცოდით?! თქვენი მეუღლე ორსულადაა.
ბევრჯერ მიფიქრია როგორი რეაქცია ექნებოდა, ჩემს მეუღლეს, როცა გაიგებდა რომ შვილს ველოდებოდით, თუმცა ამისთვის მეუღლის თუ არა, მინიმუმ შეყვარებულის ყოლა მაინც ხომ იყო საჭირო. რატომღაც მჯეროდა, რომ პატარას დაბადება ყოველთვის სიხარულსა და ბედნიერებასთან ასოცირდებოდა, თურმე ვცდებოდი. მამაკაცის გაფითრებულსა და გაოგნებულ სახეს სიხარულით გაბრწყინებულს ნამდვილად ვერ უწოდებდი.
- დარწმუნებული ხართ?! - ხმაჩამწყდარი ჩაეკითხა ექთანს.
- დიახ, რა თქმა უნდა, - მისი კითხვა აშკარად პირად შეურაწყოფად მიიღო გოგონამ - ექოსკოპია ოცდათორმეტი დღის ორსულობას ადასტურებს.
- ანუ რამდენი თვისაა? - ისევ ჩაეკითხა მამაკაცი.
- ოთხი კვირის და ოთხი დღის, - გაღიზიანება შეეტყო - რაიმე გენეტიკური დაავადედები ხომ არ აწუხებს, მსგავსი ჩივილები ხშირად აქვს? - კითხვები დააყარა სკამზე მჯდომს გოგონამ.
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი! - გაღიზიანება ხმაშიც შეეტყო მამაკაცს, თავში ხელები ისე ჩაერგო, თითქოს არავისი დანახვა არ სურდა და ასე ცდილობდა რეალობისგან გაქცევას.
- ანკეტაა შესავსები.- თითქოს განზრახ არ ჩუმდებოდა ექთანი.
-ამის დედაც... - გაავებული მამაკაცი გინებით წამოხტა და მიმღებიდან ისე გავარდა არცერთისთვის არ შემოუხედავს.
- ეს, ეს... - გაოცებული აფახუნებდა თვალებს - ამან ახლა ჩვენ შეგვაგინა? - სულ ცოტაც და აშკარად ატირდებოდა გოგონა.
- ეგ არაფერი, რაც ამას ვიცნობ სულ ასე იგინება. - სიტუაციის განმუხტვა ვცადე, მართალია ნაცნობობის დიდიხნის სტაჟით ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ ტყუილიც ხომ არ მითქვამს?!
- ანკეტა? - პადში მოთავსებული დოკუმენტები მაინც არ ავიწყდებოდა.
- მოდი მოვიცადოთ. დარწმუნებული ვარ ქალბატონი ელენე ოდნავ უკეთესად გახდება თუ არა, ანკეტასაც თავადვე შეგავსებინებთ.
- იმედია... - უხალისოდ ჩაიქნია ხელი.
- მისი ნახვა შემიძლია?
- კი ბატონო.
ექთნის დანახვაზე, რატომღაც აღარ გაახსენდა დაცვის თანამშრომელს მიღების საათების არსებობა და უპრობლემოდ გამატარა, მეც მეტი რა მინდოდა, უკან ავედევნე ინტენსიური თერაპიის განყოფილებისკენ დაძრულ გოგონას. ის-ის იყო პალატაში უნდა შევსულიყავი, ჩემმა მობილურმა ტელეფონმაც დარეკა.
- მოღალატევ, გაგახსენდა დაქალის არსებობა? - მისალმების ნაცვლად, პირდაპირ საყვედურზე გადავედი.
- მე სულ მახსოვხარ, - აკისკიდა თიკო - თუმცა მომშივდა კიდეც, გავალ ჩემთან და რომ დაბრუნდები დამირეკე.
- მუცლის მონავ, მოვალ მალე! - ავდუდუნდი და ტელეფონიც გავთიშე.

თავი 3

ქალბატონი ელენე უკვე გონს იყო მოსული, შუბლშეკრული უმზერდა პლასტირით მკლავზე მიმაგრებულ პეპელას, რომელსაც წვრილი მილით გადასხმის აპარატიდან ბლანტი სითხე უერთდებოდა. ვაღიარებ, საავადმყოფოს კვალობაზე, საკმაოდ კომფორტულ ოთახში მოეთავსებინათ, კედელზე პლაზმური ტელევიზორი მიემაგრებინათ და, რომ არა იქვე დამონტაჟებული სამედიცინო აპარატურა, ერთი შეხედვით სასტუმროს ნომერიც კი მეგონებოდა.
- აი, ეს მესმის! - გაოცება ვერ დავმალე პალატის შემხედვარემ.
თუმცა მისი სამყოფით აღტაცება არ დამაცადა, ნემსებით დაჩხვლეტილი მკლავები გადმოაბრუნა და უკმაყოფილო სახით დამანახა.
- დავიჯერო ვენის პოვნა ასეთი ძნელია?! - ახლაღა შევნიშნე მკლავზე საკმაოდ მოზრდილი სისხლჩაქცევა.
- რამდენადაც მე ვიცი, რთულია, ბევრ გამოცდილ ექთანსაც უჭირს. - პერსონალის დაცვა ვცადე.
- შეიძლება, მაგრამ კაპილარები საკმაოდ ზემოთ მაქვს. აი ნახე, მშვენივრად ჩანს. - ისევ დამანახა მაჯები.
- სხვა პრობლემა ნუ გექნებათ და მერწმუნეთ ეგ ყველაზე მარტივად გაივლის! - იქვე მდგომი სკამი ახლოს მივწიე და ლოგინთან ჩამოვუჯექი.
- გაივლის, ყველაფერი გაივლის! - ისეთი ჯიბრით წარმოთქვა თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა.
- ვაღიარებ, ცოტა არ იყოსდა შეგვაშინეთ, ახლა როგორ გრძნობთ თავს? - ინტერესით ჩავეკითხე.
- მრავლობითში რატომ საუბრობთ, კიდევ გაიგო ვინმემ ჩემი ცუდად ყოფნის შესახებ?
- არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი, მაგრამ სასწრაფო იგვიანებდა და თქვენი ტელეფონით უკანასკნელად დარეკილ ზარზე დავრეკე.
- და?... - ხმა დაეძაბა ქალს.
- აქ იმ მამაკაცმა მოგვიყვანა.
- შაკომ?!
- არ ვიცი, სახელი არ მიკითხავს. - ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატომ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ.
- გაიგო? - მუცელზე ხელები ისე დაილაგა, მივხვდი ნაყოფზე მეკითხებოდა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. გაფითრდა, ტუჩები აუკანკალდა, თვალები ცრემლებით აევსო, თუმცა თავის შეკავება მაინც შეძლო.
- ქალბატონო ელენე, იმედია ბავშვის არსებობა თქვენ მაინც გიხარიათ! - არ მინდოდა, მაგრამ გაღიზიანება მაინც შემეტყო.
- არ ვიცი.
გაოცებულმა დავხედე მწოლიარეს. გულწრფელი ჩანდა და ამან უფრო დამზაფრა, შემეცოდა ჯერ კიდევ დაუბადებელი პატარა, რომლის არსებობა არც დედას უხაროდა და არც მამას.
- თქვენ ხომ მომავალი დედა ხართ?! - აღშფოთება გამერია ხმაში.
- არ გინდა, ძალიან გთხოვ. არ დამიწყო ეხლა ლექციის კითხვა! - უცებ იფეთქა - ისედაც ვიცი.... მართალა არ გაუმართლა და უპასუხისმგებლო მშობლები ჰყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლეს წავართმევ საკუთარ შვილს. თუმცა კარგი იქნებოდა ამის შესახებ შაკოს არ სცოდნოდა.
- მამას დაუმალავდით?! - ისევ აღვშფოთდი მე.
- დიახ, დავუმალავდი. მხოლოდ შაკოს კი არა, ნებისმიერს, ვინც ჩემი შვილის მოშორებას მაიძულებდა! - თვალებში ველური რისხვა ჩაუდგა, თითქოს მართლა ართმევდნენ შვილს.
- ვერაფერი ვერ გავიგე, თან მისი არსებობა არ გსურთ, თან გააფთრებული იცავთ?!... - გულწრფელად დავიბენი.
- შენ კი არა, მეც ვერ გამიგია საკუთარი თავის,- ტკივილით გაეღიმა ქალს - ავირიე, დავიბენი, ასე მგონია სადღაც ჩიხში ვარ მოქცეული და გამოსავალი არ არსებობს. - ამდენი ხნის ნაგროვებ ცრემლებს ახლაღა მისცა გზა.
- ქალბატონო ელენე! - იმდენად გულწრფელი იყო მისი ტკივილი, რომ ცრემლები მეც მომეძალა.
- არ შემიცოდო, ოღონდ არ შემიცოდო! - მყისვე შეეცვალა ხმა.
ავირიე, ვერ ვიგებდი რა სჭირდა ამ ქალს, მინდოდა მისი ტკივილი ოდნავ მაინც დამეამებინა, მაგრამ როგორ?! ჩემდა გასაკვირად, მისმა სისუსტემ სულ რამდენიმე წუთს გასტანა. ხელისგულებით მოიწმინდა ცრემლებით დანამული სახე. ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
- დედას გეფიცებით, დამაბნიეთ. მინდა როგორმე დაგეხმაროთ, მაგრამ ისიც არ ვიცი რა გჭირთ.
- უკვე დამეხმარეთ, - მის მზერაში იმხელა მადლიერება დავინახე, რომ უხერხულად შევიშმუშნე - ემოციებს დიდად ვერ გამოვხატავ, განსაკუთრებით სითბოს, მაგრამ მინდა იცოდეთ ამას არასოდეს დაგივიწყებთ.
- მადლობის გადასახდელად არ დაგხმარებივართ, არც რაიმეს ველი. - განაწყენებული შემოვბრუნდი პალატიდან გამოსასვლელად.
- ვიცი, თუმცა მოვა დრო და მე თუ ვერა, ეს პატარა მაინც გადაიხდის თქვენს ვალს. - მტკიცედ ჟღერდა მისი ხმა.
კართან მისული, ისევ შევბრუნდი. ყურადღებით დავაკვირდი მწოლიარეს.
- ასე ძალიან გსურთ ჩემი ვალიდან ამოსვლა?!
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მის მზერაში აღარ იყო სასოწარკვეთილება, სულ რამდენიმე წუთში მოეხერხებინა გარდასახვა, ახლა ისევ მებრძოლი, მიზანსწრაფული ქალი მიმზერდა.
- მაშინ უბრალოდ მომიყევით.
- ვერ მიგიხვდი?!
- მიამბეთ, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში ისეთი, ასე რომ იმოქმედა? - სიტყვა თვითმკვლელობა განგებ არ ვახსენე.
- მართლა გსურთ ჩემი ამბის მოსმენა? - თანხმობის ნიშნად, ამჯერად მე დავუქნიე თავი - პატარა ამბავი ნამდვილად არაა, დრო გაქვთ?
- რას-რას და დროის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდი! - ისევ კომფორტულად მოვთავსდი სავარძელში და მოსასმენად მოვემზადე.
- დარწმუნებული ხარ? - ღიმილი გაეპარა ხმაში.
- რა თქმა უნდა. თუმცა ახლავე გაფრთხილებთ, თუ ამბავი მომეწონა სიუჟეტად გამოვიყენებ. - სიცილით დავემუქრე.
- მწერალი ხარ?
- ვცდილობ.
- აი, თურმე რატომ ხარ ასეთი ცნობისმოყვარე! იმედია სახელს მაინც შეცვლი? - ღიმილი გაეპარა ხმაში.
- თავისთავად.
- არ ვიცი, ჩემი ამბავი, რამდენად გამოდგება რომანის სიუჟეტად, თუმცა მე მაინც გიამბობ. თუნდაც იმისთვის, რომ უბრალოდ მომისმინო, გაგებას არ გთხოვ, ან რა უფლებით, როცა მეც კი არ მესმის საკუთარი თავის. არც შეცოდება მსურს და არც დახმარება, უბრალოდ მინდა რომ მომისმინო. თუ გნებავს განმსაჯე, გამკიცხე, მისაყვედურე, მაგრამ ჯერ დამასრულებინე და დასკვნები შემდეგ გააკეთე.
ჩემ ცხოვრებაში შაკოს არსებობის შესახებ დღემდე არავისთვის მითქვამს, უახლოესმა მეგობრებმაც კი არ იციან. არადა, მეგონა მათთან დასამალი არაფერი მქონდა. უბრალოდ ვიცი, რომ ვერ გამიგებდნენ, ვერ მაპატიებენ. ისინი სულ სხვა ელენეს იცნობენ, ძლიერს, მხიარულს, იქნებ ზოგჯერ მკაცრსაც კი, მაგრამ მებრძოლს. არადა, რეალურად სულაც არ ვყოფილვარ ასეთი. გგონია საყვედურების მეშინია? არა, მე ჩემი სიმართლე მაქვს, რომელიც მხოლოდ ჩემია, მტკივნეული, მწარე, მაგრამ მაინც ჩემეული, რეალობა სადაც სუსტიც ვარ, მგრძნობიარეც, უთავმოყვარეოც და პატივაყრილიც.
- ქალბატონო ელენე, - მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არც თუ დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ყოველ შემთხვევში მისი ფიზიკური შეხედულებიდან, ნამდვილად ასე ჩანდა, შენობით მაინც ვერ მივმართავდი, ქონდა ამ ქალს რაღაც ისეთი, რაც მაიძულებდა მის მიმართ პატივისცემა გამომეჩინა - რატომ მაინც და მაინც მე?
- არ ვიცი, უბრალოდ ახლა რომ არ მოვყვე, რომ არ ამოვთქვა, ვიცი ვეღარ დავიტევ, მომისმენ?
შეწინააღმდეგება აზრადაც არ მომსვლია. სმენად ქცეული ცნობისმოყვარე თვალებით მივაჩერდი.
- მართალია უკვე იცი, მაგრამ მაინც დავაკონკრეტებ, ელენე ახვლედიანი, აწ უკვე მოსამართლე, თუმცა სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ ერთ-ერთ კომპანიაში იურისტად ვმუშაობდი. თუმცა ვიდრე ამ ეტაპამდე მოვალ, ორიოდე სიტყვას ჩემ ცხოვრებაზეც გეტყვი.
თითქოს სულ ვიცოდი სად გადიოდა ზღვარი სწორსა და არასწორს შორის, ვცდილობდი საკუთარი გადაწყვეტილებებით არავინ დამეზიანებინა, მთელი ცხოვრება ვითვალისწინებდი ახლობლების, ოჯახისწევრების აზრს. ვიქცეოდი ისე როგორც სწორი იყო, მართებული. ისე, რომ ჩემით ეამაყათ და მინდა აღვნიშნო, რომ ამაყობდნენ კიდეც.
ვიყავი დამჯერი შვილი, სანიმუშო მოსწავლე, შემდეგ ერთგული მეუღლე. უნივერსიტეტი დამთავრებული არც მქონდა ადვოკატად რომ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში. მიუხედავად პატარა ასაკისა, მალე უნივერსიტეტშიც მიმიწვიეს უფროს მასწავლებლად. თითქმის ჩემივე ასაკის სტუდენტებს ვუკითხავდი ლექციებს სადაგადასახადო და სამოქალაქო სამართალში. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგიური გამოცდილებით დიდად ვერ დავიკვეხნიდი, ჩემსდა გასახარად სტუდენტებთან ურთიერთობა არ მიჭირდა, ერთმანეთთან საკმაოდ კარგი, მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, თუმცა ისიც კარგად ქონდათ გააზრებული, რომ მიუხედავად მეგობრული დამოკიდებულებისა, გამოცდაზე ნიშანს ცოდნის გარეშე ვერავინ მიიღებდა. ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ არც ლექციებს მიცდენდნენ და გამოცდებსაც უპრობლემოდ მაბარებდნენ.
ოცი წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. დღემდე მიკვირს რა დაინახა ჩემში ქალური ჩემმა მეუღლემ. არ ჩათვალო, რომ უშნო ვიყავი, მაგრამ იმდენად თხელი და კაფანდარა გახლდი, ნამდვილად რთული იყო ჩემი ქალად აღქმა. დიდი სასიყვარულო გამოცდილებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი, ფაქტობრივად ის იყო ჩემი პირველი და ერთად-ერთი სიყვარული. თუმცა მაინც ხშირად მიფიქრია, მას ბევრად მეტად ვუყვარდი, ვიდრე მე.
ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი იდეალურად გვქონდა. ხშირად ვყოფილვართ გზისგასაყარზე, მაგრამ არჩევანი მაინც ერთმანეთის სასარგებლოდ გაგვიკეთებია. საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე სამსახურში მკაცრი, ვცდილობდი შინ თბილი და მოსიყვარულე ვყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად ვახერხებდი, თუმცა გულწრფელად მჯეროდა, რომ მთლად იდეალური თუ არა, სრულყოფილთან მიახლოებული ოჯახი ნამდვილად მქონდა.

როგორც იტყოდნენ, ვიყავი ჭკვიანი, შემდგარი, ფეხზე დამდგარი, მყავდა ყველასთვის სასურველი თუ არა, ქალების უმეტესობისთვის მისაღები მეუღლე, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზე გიჟდებოდა, მაგრამ მაინც გვაკლდა რაღაც.
მიუხედავად სურვილისა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, მქონდა ერთი ძალიან დიდი პრობლემა. ქორწინებიდან სულ რაღაც ორიოდე თვეში მეუღლის შეშფოთებული სანათესაოს დასამშვიდებლად და კითხვაზე პასუხის გასაცემად, რატომ არ ვრჩებოდი ორსულად, გამოკვლევები ჩავიტარე. ვიცი სასაცილოდ მოგეჩვენება, რამდენიმე თვის გათხოვილი რა გამოკვლევებს იტარებდიო, მაგრამ ფაქტია ანალიზებს შედეგად უშვილობის დიაგნოზი მოჰყვა. დიახ, არ გაგიკვირდეს, ჯერ კიდევ წლების წინ გამომიცხადეს რომ შვილი არ გამიჩნდებოდა. ალბათ, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს რამხელა დარტყმა იქნებოდა ეს ჩემთვის, თითქოს ჩემი სადარდებელი არ მყოფნიდა, აღნიშნული დიაგნოზის დასმას მოჰყვა ქმრის ოჯახთან ურთიერთობის გაფუჭება.
ვერ ვიტანდი დაძაბულობას, მუდმივ კონფლიქტს, რამდენიმეჯერ წამოვედი კიდევაც ჩემებთან, თუმცა მეუღლე არ მეშვებოდა, ვაღიარებ მეც ვერ ვთმობდი, მრავალგზის ხვეწნის შემდეგ ისევ უკან ვბრუნდებოდი. თუმცა დღითი-დღე მატულობდა ოჯახში დაძაბულობა. მეუღლის სანათესაო არ იშურებდა რჩევა-დარიგებებს, როგორ უნდა გაეჩინა ჩემი მეუღლისთვის ბავშვი სხვა ქალს, შენ წარმოიდგინე, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს არ იყო გავრცელებული, არც სუროგატი დედების პოვნა უჭირდათ და არც საკუთარი შვილებით მოვაჭრე ოჯახების.
ალბათ გაგიკვირდება, მაგრამ ცივსისხლიანი კრიმინალივით ვიყავი ჩართული შვილად აყვანის პროცესში, განვიხილავდი სხვადასხვა ხერხებით როგორ უნდა ამერიდებინა თავი წლობით მშვილებელთა რიგში დგომისაგან, თანახმა ვიყავი გადამეხადა საკმაოდ სოლიდური თანხა ნებისმიერი ქალისთვის, ვინც ჩემს მეუღლეს შვილს გაუჩენდა. ერთად ვარჩევდით პოტენციურ დედებს, განვიხილავდი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, გენეტიკურ დაავადებებს.
გიკვირს?! მეც მიკვირს, მაგრამ ფაქტია, ჩემთვის ვყიდულობდი შვილს, ოჯახისთვის კი - სიმშვიდეს. იყო დღეები როცა მეგონა, რომ ამაზე მეტი ტკივილი აღარ არსებობდა. მეუღლის მხრიდან იყო ღალატიც, შინ მოყვანილი მანდილოსნები, რასაც ღალატის ნაცვლად შვილის გაჩენის სურვილი ეწოდებოდა და მეც ვიყავი, მუდამ ჩუმი და მშვიდი ელენე, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ეს ქალები კინწისკვრით გამეგდო სახლიდან ყავას უდუღებდა და მლიქვნელი ღიმილით ტკბილეულით უმასპინძლდებოდა.
მანდილოსნები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მაგრამ არცერთი მათგანი არ რჩებოდა ორსულად. არ იფიქრო, რომ ეს ყველაფერი იოლი ასატანი იყო, რა თქმა უნდა ვეჭვიანობდი, იყო ტირილში გათენებული ღამეები, ცრემლებით დანამული ბალიშის პირები და ამოღამებული თვალები. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიღირდა. გამამტყუნებ ალბათ, მეტყვი რომ თავმოყვარეობა არ მქონდა. იქნებ ასეც იყო, მაგრამ რაც უფრო მიუწვდომლად მეჩვენებოდა, უფრო მეტად მინდოდა შვილის ყოლა, მაჟრიალებდა, სხეულში ჟრუანტელი მივლიდა ბავშვების დანახვაზე. ოცნებად მქონდა ქცეული ჩემს ოჯახშიც ერბინა პატარას. არ ვიცი, ვერ აღვწერ იმ ემოციას, მე რომ მეუფლებოდა ორსული ქალის დანახვისას. ეს იმდენად დიდი სურვილი იყო, რომ მზად ვიყავი ყველაფერზე დამეხუჭა თვალები, ოღონდ ერთ დღესაც ოცნება ამესრულებინა. თურმე ნებისმიერ წამებას აქვს დასასრული, როგორც იქნა შეისმინა ღმერთმა ჩემი ვედრება და ჩემი ქმრის ერთ-ერთი მეგობარი ქალი დარჩა ორსულად.
ქალბატონი რეგისტრატურაში ჩემი პირადობის მოწმობით გავატარეთ. სამედიცინო დოკუმენტებში ორსულის გრაფაში ელენე ახვლედიანი მივუთითეთ. საცხოვრებლად ჩვენთან გადავიყვანე, ცხრა თვე ერთი დღით არ მოვშორებივარ გვერდიდან. მკაცრად ვაკონტროლებდი მისი კვების რაციონს, ექიმის ნებისმიერ დანიშნულებას, არ გამომრჩენია არც ერთი ანალიზი. დედას გეფიცებით, ერთი დღითაც კი არ მიფიქრია, რომ პატარა, რომელსაც მუცლით ატარებდა ჩემი შვილი არ იყო. ჯერ კიდევ დაბადებამდე მთელი გულით მიყვარდა ჩემი ვაჟი.
- ბიჭი გაჩნდა?
- მერედა როგორი ბიჭი. ისეთი ლამაზი იყო, ორმოცდაათი სანტიმენტრი, ოთხ კილომდე, ცისფერთვალება, წითელი ლოყებით. ბავშვები რომც არ გყვარებოდა, ძალით მოგანდომებდა მოფერებას. სახელად ნიკოლოზი დავარქვით. მართალია მე არ გამიჩენია, მაგრამ ოცდახუთი წლის ასაკში მაინც მეღირსა დედობა.
თითქოს ყველაფერი დალაგდა, შინ პატარა გვყავდა, რომელზეც ვგიჟდებოდით. ისევ დათბა ურთიერთობები ოჯახის წევრებთანაც. უცნაური ის იყო, რომ რაც უფრო იზრდებოდა ბავშვი, ფიზიკურად მე მემსგავსებოდა. იმდენად დიდი იყო მსგავსება, რომ მალე ყველას მიავიწყდა ბიოლოგიური დედის არსებობაც. რაც მთავარია მყავდა ჩემი ცხოვრების აზრი, შვილი. მისით ვიღვიძები და მისით ვიძინებდი. დავივიწყე პირადი ინტერესები და მთელი არსებით ბავშვზე გადავერთე, ჯერ საბავშვო ბაღი, შემდეგ სკოლა, რეპეტიტორები, სპორტი, მისი სხვადასხვა წრეზე ტარება, პარალელურად მიწევდა ამ ყველაფერთან სამსახურის შეთავსებაც. ყოვეგვარი შელამაზების გარეშე ვიტყვი, რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მიწევდა ცხოვრება.

სამწუხაროდ ვეღარ ვიტყოდი, რომ მე და ჩემ მეუღლეს ერთმანეთი ისევ ისე მძაფრად გვიყვარდა, ცუდი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვქონდა, მაგრამ აღმოვაჩინე რომ წლებთან ერთად ჩვენი ურთიერთობა უფრო მეგობრულში გადასულიყო. ერთმანეთს ვენდობოდით, ვაფასებდით, მაგრამ აღარ გვქონდა ის ცეცხლი, რაც თავიდან ასე მხიბლავდა და მიზიდავდა. თავისთავად ცხადია აღნიშნული ისე მივიღეთ, როგორც გარდაუვალი, ამისგან პრობლემა არც ერთს არ შეგვიქმნია.
ერთი შეხედვით ნამდვილად იდეალური ოჯახი ვიყავით, ერთად-ერთი პრობლემა რაც ჩემს ოჯახში გვქონდა, ჩემი მეუღლის დროებით უმუშევრობა გახლდათ. თუმცა მთელი არსებით მინდოდა დამეჯერებინა, რომ ადრე თუ გვიან ესეც დალაგდებოდა. სამწუხაროდ არ გამიმართლა, მისი უმუშევრობა დროებითის ნაცვლად წლობით გაგრძელდა და გრძელდება კიდეც. თავიდან ვაპროტესტებდი, შენ წარმოიდგინე ვჩხუბობდი კიდეც, თუმცა შემდეგ შევეგუე. რომ გითხრა ჩემი შემოსავალი მყოფნიდაო დამიჯერებ?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
- არც მყოფნიდა. ნელ-ნელა ვისწავლე ხელმომჭირნედ ცხოვრება, უარი ვთქვი თითქმის ყველა სიამოვნებაზე. აღარ დავდიოდი აღარც დაბადების დღეებზე, აღარც სამეგობროს შეხვედრებზე. ნელ-ნელა ჩამოვშორდი ყველას. მაგრამ სხვა გზა ფიზიკურად არ მქონდა. გგონია დიდი სამეგობრო წრე მქონდა? არა სულ სამნი ვიყავით. ისინიც ბავშვობიდან, სტუდენტობიდან მოვყვებოდით ერთმანეთს, შემდეგ ერთმანეთს დავუნათესავდით, ერთმანეთის მეჯვარეებმა ბავშვებიც მოვნათლეთ და ჩვენი მეგობრობა ბევრად უფრო მჭიდრო კავშირით, ნათელ-მირონობითაც დავაკავშირეთ. ვიცი რომ ჩემი გაუცხოვების არ ესმოდათ. ხშირად მსაყვედურობდნენ, რომ იმდენად მოუცლელი ვიყავი, მათთან მისასვლელადაც ვერ ვიცლიდი. ჩემი მეუღლეც თავისკანტურით ეთანმხებოდა, რომ დაკავებული ვიყავი და სახლშიც დასაძინებლად მივდიოდი.
პრინციპში იყო ამაში სიმართლის მარცვალიც, მაგრამ ვინ-ვინ და მე მაინც ხომ ვიცოდი, რომ ისევ ძველებურად მიყვარდა ორივე, ისევ ისე მძაფრად მინდოდა მათთან კონტაქტი და როცა ამას ვერ ვახერხებდი, უსაზღვროდ მტკიოდა გული.
რა თქმა უნდა მენატრებოდნენ, ძალიანაც მაკლდნენ, მაგრამ როგორი საღიარებელი იყო, რომ საკუთარი ნათლულისთვის საჩუქრის ყიდვაც არ შემეძლო?
მეგობრებში გართობას ვინ ჩიოდა, ბევრჯერ ვყოფილვარ ისე, რომ ჯიბეში ლარიც არ მდებია. ამ დროს დაურეკავს ჩემ შვილს და უთქვამს:
- დე, მე რომ შოკოლადი მიყვარს, მომიტან?
იცი რა არის მსგავსი კითხვის მოსმენა მშობლისთვის? თითქოს მდუღარეს გადამასხამდნენ. წამომიდგებოდა მისი დიდრონი, მოლოდინით სავსე თვალები, როგორ მომაჩერდებოდა ხელებში და მოუთმენლად მკითხავდა:
- დე, მომიტანე?
ვერ გეტყვი, რამდენჯერ მიტირია მსგავსი უწყინარი კითხვის გამო. შემდეგ წამოვმდგარვარ, იმ უკანასკნელი ლარით მისთვის სასურველი ტკბილეული შემიძენია და სამსახურიდან სახლში ფეხით წავსულვარ.
მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, არ ვამბობდი, არ ვამხელდი, შენ წარმოიდგინე მეუღლესაც კი იშვითი გამონაკლისების გარდა არ ვეუბნებოდი საყვედურს. ვისესხებდი, ჩავასესხებდი, მქონდა რამდენიმე საკრედიტო ბარათი, რომლიდანაც თანხები შემქონდა და გამქონდა, მოკლედ წრეზე ვატრიალებდი.
ერთი დიდი რვეულში შეტანილი მქონდა ჩემი ბანკის კრედიტების გადახდის გრაფიკები, რომ არ დამვიწყებოდა გადახდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცუდად თუ კარგად, როგორღაც მაინც ვახერხებდი სიტუაციიდან გამოძრომას.
მოკლედ, ჩემი ცხოვრება ერთი ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებისგან არაფრით განსხვავდებოდა. დილით ვდგებოდი, ვამზადებდი სადილს, ვწესრიგდებოდი და კისრისტეხით გავრბოდი სამსახურში, სადაც მერწმუნე არავის ახსოვდა ჩემი სუსტი სქესი. მთელი დღე დაძაბული, წუთითაც ვერ ვისვენებდი.
შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი, საქმე, სარეცხი, ლაგება და ისევ და ისევ დაუსრულებელი საფიქრალი: - ხვალ რა ვჭამოთ?!
ვიზოგავდი თითოეულ ლარს, თეთრს. შევიცვალე, თუმცა წინანდელი ელენესგან ერთი რამ მაინც შემომრჩა. ბუნებით პრანჭიკელას, ყოველთვის მიყვარდა ფორმაში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ თავს ვერ მივცემდი სალონში სიარულის ფუფუნებას, ვერც თანხის სხვადასხვა ბრენდების მაღაზიებში ხარჯვას მოვახერებდი, როგორღაც მაინც ვახერხებდი ფორმაში ყოფნასაც და კარგად ჩაცმასაც. ფეხით მქონდა მოტყავებული მეორადი ტანისამოსის მაღაზიები. ვრეცხავდი, ვასუფთავებდი და ქუჩაში ისეთ ფორმაში გავდიოდი, ჩემისთანა უპრობლემო და ბედნიერი არავინ გეგონებოდა.
ამდენ შრომას ერთი პლიუსი მაინც ქონდა. საკმაოდ დამსახურებულად ნელ-ნელა წინ მივიწევდი. საკუთარ პროფესიაში ვიყავი ერთ-ერთი წარმატებული ქალი, პატივს მცემდნენ, ჩემ აზრს ითვალისწინებდნენ.
ამდენი პრობლემების ფონზე დღითი-დღე სულ უფრო და უფრო ვიღლებოდი, მიჭირდა დადებითი განწყობის შენარჩუნებაც, თანდათან გამიქრა სახიდან ღიმილიც და ნელ-ნელა ერთ საკუთარ თავში ჩაკეტილ, პრობლემურ, მელანქოლიურ ქალად ჩამოვყალიბდი. ნელ-ნელა დამავიწყდა, როგორი იყო ლაღად ღიმილი, ბედნიერებისგან უდარდელი სიცილი, ჩაიფერფლა, ჩაქრა და ჩაკვდა ერთ დროს მუდამ მომღიმარი ელენე და მისი ადგილი ცივმა, ერთმა ეჭვიანმა და დაკომპლექსებულმა ქალმა დაიკავა.
ასე გავიდა წლები. ჩემი ვაჟი ახლა ოცი წლისაა, ბავშვობიდანვე შევნიშნეთ მისი ფეხბურთისადმი სიყვარული და კარგადაც თამაშობდა, მიუხედავად სპორტით გატაცებისა სკოლაშიც წარჩინებით სწავლობდა, დამამთავრებელ კლასში მყოფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება მოინდომა.
ათასობით კანდიდატიდან 80 მოსწავლე უნდა შეერჩიათ და სხვადასხვა სკოლებსა და კოლეჯებში გადაენაწილებინათ. შერჩევა სამ ტურად ტარდებოდა, პირველ ტურში ენის ცოდნას ამოწმებდნენ, მეორე ტურში კანდიდატის ზოგად ცოდნის დონეს. აი, მესამე ტურში კი მოსწავლის პირადი უნარები ფასდებოდა.
ყველაზე ბუნდოვნად შერჩევის სწორედ ეს ნაწილი მეჩვენებოდა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი პროგრამების ფარგლებში მავანთა თვალის ასახვევად ტარდებოდა შესარჩევი ტურები და თავიდანვე განსაზღვრული იყო გამარჯვებულთა ვინაობა. თუმცა ვაჟისთვის მონაწილეობის მიღებაზე უარი მაინც არ მითქვამს, სხვა თუ არაფერი გამოცდილებას მაინც ხომ მიიღებდა. შენ წარმოიდგინე, მიუხედავად იმისა, რომ აზრადაც არ დამიშვია, იმის მინიმალური შესაძლებლობაც კი, რომ შეიძლება გაემარჯვა, განაცხადის შესატანად საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებაში თავადვე დავეხმარე და ყოველ ტურზე გულმოდგინედაც ვგულშემატკვრობდი.
მართალია გამარჯვებისთვის მთელი მონდომებით იბრძოდა, მაგრამ ზუსტად ვიცი ფინალში გასვლის იმედი არც მას ჰქონდა. თურმე ვცდებოდით. დღემდე მახსოვს მისი სახე, როცა ერთ საღამოს დაურეკეს და გაცვლით პროგრამაში გამარჯვება მოულოცეს.
- მეხუმრებით, - ერთიანად ცახცახებდა ემოციისგან - არა, ნამდვილად მეხუმრებით...
ოპერატორი რაღაცას უხსნიდა, თუმცა აღარ უსმენდა. ტელეფონი გამოვართვი. ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელიც პროგრამის კოორდინატორად გამეცნო, ამჯერად მე მომილოცა შვილის წარმატება. ასევე შემატყობინა, რომ კოლეჯი, რომელიც ნიკას იწვევდა დამატებით სამედიცინო გამოკვლევის, რამდენიმე ანალიზისა და აცრის ჩატარებას ითხოვდა, ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას კი ანკეტაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გვიგზავნიდნენ.
- არ მჯერა, გადაირევიან ბავშვები!
ემოციებით დატვირთული ნიკოლოზი ნოუთბუქიანად მის ოთაში გავარდა. ვხედავდი ბედნიერებისგან გაბადრული წერდა სოციალურ ქსელში მეგობრებს. სულ რამდენიმე წამში ვიდეო ზარის ხმაც გავიგონე, მისი ოთახიდან ბავშვების ისეთი ემოციური ხმები გამოდიოდა, თითქოს მთელი კლასი იქ იჯდა. მისთვის ხელის შეშლა არც კი მიფიქრია, ღიმილით გამოვიხურე კარი.
ვერ გეტყვი ეს რა ემოცია იყო, წესით ხომ უნდა გამხარებოდა შვილის წარმატება, მაგრამ პირიქით დამემართა, იმის გააზრებამ, ჩვენგან შორს ყოფნა მოუწევდა ერთიანად გამახევა.
- მიიღე რაც გინდოდა, ახლა ხომ მოისვენე?!. - გააფთრებული დამეტაკა მოულოდნელად დედამთილი.
- ვერ გავიგე?!
- ვერ მოინელე, ვერ აპატიე!
- უკაცრავად?! - საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი.
- ამდენი წლის შემდეგაც კი ვერ შეიყვარე, საკუთარ შვილად არ მიიღე. იმდენი ქენი გასაქცევად გაუხადე საქმე. თან სად ამერიკაში! - ცრემლებს იწმენდდა ქალი.
მსგავსი აბსურდული ბრალდებით გაოგნებული ჩემს მეუღლეს ვუმზერდი, მისგან ველოდი დახმარებას, მაგრამ ჩემსდა გასაკვირად ისიც შუბლშეკრული მიმზერდა.

თავი 4
ხმა ვერ ამოვიღე, მაქსიმალურად ვეცადე არ შემემჩნია წყენა და ტკივილი, თუმცა ღამით, როცა გვერდით მოწოლილმა მეუღლემ ზურგი შემაქცია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალის ნათქვამი სიტყვები სულაც არ იყო ხუმრობა.
არ მიძინია, დედამთილის გესლით წამოსროლილი ფრაზა სარეველასავით იდგამდა გულში ფესვებს და სულ უფრო და უფრო მტკიოდა. საკუთარ თავს ვინ იცის მერამდენედ ვეკითხებოდი:
- იქნებ მართლა დავაკელი დედობრივი სითბო?!
თავის ტკივილმა არა და არ მომასვენა. თუმცა ჩვეულებისამებრ მაინც გათენებამდე ავდექი და ოჯახის წევრებისთვის საუზმის მომზადებას შევუდექი.
- ვააა, დე.. რა სუნია. - თეფშზე პირამიდასავით დაწყობილ ბლინებს ერთი გამოაკლო და ცხელ-ცხელი პირში იტაკა - უგემრიელესია, - ტუჩების ცმაცუნით ჩამეხუტა - მე რაში დაგეხმარო? - წინსაფარ აფარებული, თვალებ აციმციმებული მიმზერდა ჩემი აღზრდილი.
- ჯემი გადაუსვი თუ არ გეზარება. ჩაიდნით წყალიც დაადგი, მურაბა და კარაქიც გამოიღე და ვისაუზმოთ.
- შემდეგ იტყვი, საუზმე მე გავამზადეო?! - სამზარეულოში მოფუსფუსეებს თავზე წამოგვადგა დედამთილი.
- დე.. ამერიკაში წასვლამდე ხაჭაპურის ცხობას ხომ მასწავლი? - ბებიის რეპლიკა თითქოს არ გაუგიაო, ისე ჩამეკითხა ვაჟი.
- ხაჭაპურის? - დედამთილზე არანაკლებად გაოცებულმა შევხედე შვილს.
- ბავშვებმა მითხრეს, ქართული კერძების კეთება ისწავლე, იქ ჩვენი ქვეყანა უნდა წარმოაჩინოო.
- ჩემი ხაჭაპურით?!. - ღიმილით შევიცხადე - როცა ოჯახში ბებიაშენისთანა მზარეული გვყავს, სირცხვილია ჩემ ნატიტყნს ხაჭაპური უწოდო. - თვალით ვანიშნე იქვე მჯდომი გაბუსხული ქალისკენ.
აფხუკუნებული ნიკუშა მინიშნებას მიმიხვდა და ხაჭაპურის რეცეპტის დასაცინცლად ისევ ბებიას მიაკითხა.
- საერთოდ არ ხართ აფერისტი, ქალბატონო ელენე! - მალევე შემობრუნდა უკან - არ გეგონოთ ასე მარტივად დაიძვრენთ თავს, დღეს მეილზე ამერიკაში წასასვლელად საჭირო ანალიზების ნუსხას გამოგზავნიან და პოლიკლინიკაში ხომ გამომყვები?
- დღეს? - გონებაში სწრაფად გადავახვიე დღევანდელი სამუშაო განრიგი - შენ რომ გაჰყვე?! - მუდარით გავხედე იქვე მჯდომ მეუღლეს.
- არ მინდა! - უხალისოდ ჩაიქნია ხელი, აშკარად უკმაყოფილომ დაიწყო ბლინების ციცქნა.
- ასეთი რა ანალიზებია?!. - ირონიულად გაეცინა მამაკაცს.
- არაფერი სერიოზული, წავალ მარტო.
- მარტო სად წახვალ, რამე სხვა არ გაგიკეთონ?! - შეიცხადა დედამთილმა.
- არა, კი არ მეზარება, გამოგყვები რა პრობლემაა. - შვილს წყენას მიუხვდა და ტონიც შეცვალა, თუმცა ვაჟის შემორიგება არ გამოუვიდა.
- არ მინდა. - ღრენით ახედა მამამისს - თუ შენ არ გცალია, არავინ მჭირდება. წავალ მარტო!
გვერდულად გავხედე თავდახრილ, გაბუსხულ გაზრდილს. უკმაყოფილოდ, უგემურად როგორ ციცქნიდა ბლინებს.
- ვერაფერი ვერ გავიგე ამ ბავშვის, რა ვთქვი გასაბუსხი?! - მხრებს იჩეჩდა მეუღლე.
- მარტო არ გაუშვათ, იცოდეთ! - ისე გაკაპასდა ქალი, თითქოს მის ერთად-ერთ შვილიშვილს პოლიკლინიკის ნაცვლად, ომში ვაგზავნიდით.
- არაო და ძალით გავყვე?! - ბრაზი გაერია ხმაში მეუღლეს.
სუფრასთან მსხდომი მოკამათე ოჯახისწევრები სამზარეულოშივე დავტოვე და საძინებელში გამოვედი. დიდხანს არ მიფიქრია, მობილურით სამსახურში დავრეკე, განყოფილების უფროსს შევატყობინე ნიკუშას წარმატების შესახებ და ნახევარი სამუშაო დღით განთავისუფლება ვთხოვე. ჩემსდა გასახარად, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, უარი არ უთქვამს.
- ხომ არ იცით, რომელ საათზე იწყებს პოლიკლინიკა მუშაობას? - საძინებლიდანვე გამოვძახე სამზარეულოში მსხდომთ.
- მგონი ცხრისთვის. - ყოყმანით მიპასუხა დედამთილმა.
სულ რამდენიმე წუთი დამჭირდა მოსამზადებლად და თავზე დავადექი ცხვირჩამოშვებულ ვაჟს.
- უკვე ღია იქნება, ჰე, დროს ნუ ვკარგავთ, - ხელით ვუბიძგე ასადგომად - რაც უფრო მალე მივალთ, მით მალე წამოვალთ!
- ვიცოდი, ვიცოდი, ჯიგარი ხარ, დე.. - გახარებული მაშინვე წამოხტა ადგილიდან.
- ამას უშვებ ოკეანის გადაღმა?! - უკვე ლიფტთან მდგომებს დაგვეწია დედამთილის რეპლიკა, თუმცა ყურადღება არცერთს არ მიგვიქცევია, სიცილით შევედით კაბინაში.

გაგვიმართლა პოლიკლინიკაში უბნის ექიმთან რიგი არ დაგვხვდა, სახალხოდ მოკითხვის, რამდენიმე შეცხადებისა და შეკივლების შემდეგ, უკვე ჩატარებული თუ ჩასატარებელი აცრების სიით, როგორც იქნა გამოვედით ექიმის კაბინეტიდან. ლაბორატორიაში დიდხანს არ დაგვაყოვნეს და სულ რაღაც ერთ საათში თავისუფლებიც ვიყავით.
- თორმეტი საათია. სკოლაში წასვლას აზრი აქვს?! - უკვე სამარშრუტო ტაქსში მჯდომმა გავხედე შვილს, უარყოფის ნიშნად თავს რომ აქიცინებდა.
- მაშინ შენ სახლთან ჩამოდი და სამსახურშიც წავალ.
- დე... - მუდარა გაერია ხმაში.
- გისმენ! - მის მზერაში აციმციმებული ჭინკების დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე.
- მეც წამოვალ, რა!...
- სად სამსახურში, პატარა ხომ აღარ ხარ, მოგწყინდება.
- გთხოვ, გამოგყვები, დაგელოდები და რომ დაასრულებ მუშაობას მერე სადმე წავიდეთ. - უცებ დამიგეგმა.
- მამაშენს არ ვუთხრათ, იქნებ ისიც...
- არავინ არ გვინდა რა, - გვერდიდან მთელი სხეულით ჩამეხუტა, ზუსტად ისე როგორც პატარაობისას იცოდა - მხოლოდ მე და შენ.
თვალებში ჩავაცქერდი გაზრდილს. ვისაც რა უნდა ის ეთქვა. მის მზერაში ყველაზე დიდ სიყვარულს ვხედავდი, რაც შეიძლებოდა მენატრა.
- მაგარია, დე... მხოლოდ მე და შენ, რომ იცოდე რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი. მომენატრა შენთან ჭორაობა. „დომინო“-ში გავიდეთ, პიცაზე დაგპატიჟებ. ახლავე იცოდე, მე ვიხდი!. - ბედნიერი გეგმავდა საღამოს.
შუბლზე ჩამოყრილი აჩეჩილი თმა თითებით გადავუვარცხნე. თვალსა და ხელს შუა წამოზრდილიყო. კიდევ ერთხელ დავაკვირდი მის დიდრონ ცისფერ თვალებში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას. ცრემლები მომაწვა იმის გააზრებაზე, რომ მისგან შორს მომიწევდა ყოფნა, საკუთარი რეაქციის დასამალად მზერა ავარიდე. ყელში მოწოლილი ბოღმის ბურთი ძლივს გადავყლაპე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
თითქოს მიმიხვდა ფიქრებს:
-დე.. მიყვარხარ!.. - შორიდან ჩამესმა მისი ხმა.
ვეღარ მოვითმინე, ორივე ხელით მოვეხვიე შვილს, ძლიერად ჩავიხუტე და ტუჩები შუბლზე მივაკარი.
- სადაც არ უნდა იყო, იცოდე, რომ ჩემი სიცოცხლე ხარ, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ჩემი იმედი მუდამ გქონდეს!
ჩემმა ცრემლებმა გატეხა.
- დე.. თუ მეტყვი არ წავალ! - ხმა გაებზარა.
- არა, - უცებ მოვედი აზრზე, ცრემლები ხელებით შევიმშრალე - წახვალ, ერთი წელი სწრაფად გავა. მიიღებ საუკეთესო განათლებას, მიაღწევ წარმატებას.
- მერე შენ?
- მე?!- ოდნავ შესამჩნევად გამეღიმა - სენტიმენტების დრო არ გვაქს. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს, მე და მამაშენი ჩვენი რესურსებით ვერ შევძლებთ შენ გაშვებას საზღვარგარეთ. ამიტომ, უნდა გამოიყენო ნებისმიერი შანსი, რასაც ცხოვრება შემოგთავაზებს, უნდა იბრძოლო, გესმის? მართალია უსაშველოდ მომენატრები, დიდი ალბათობით, არც შენთვის იქნება მარტივი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს, ბოლოს ხომ ყველაზე ამაყი დედა ვიქნები.
- მართლა ასე ფიქრობ?! - დაძაბული მიმზერდა.
- რა თქმა უნდა! - ლოდინად ქცეულ თვალებზე ვაკოცე და ისევ ძლიერად მოვეხვიე განუყოფელ სულის ნაწილს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვი რომ იმ საღამოს დედა - შვილმა „დომინო“-ს ნაცვლად ერთ-ერთ რესტორანში ამოვყავით თავი. გგონია ბევრი რამ გვინდოდა? პიცა ხაჭაპურმა და ხინკალმა ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელზე გიჟდებოდა ნიკუშა, პრინციპში დღემდე გიჟდება.
შენობაში შესვლისთანავე მივიქციეთ დამსწრე საზოგადოების ყურადღება. თავისუფალი ადგილი შორიდანვე შევნიშნეთ, ჩემივე აღზრდილს ამაყად გამოვდე ხელკავი, ბეჭებში გავიშალე და კმაყოფილი სახით გავემართეთ კუთხეში მდგომი მაგიდისკენ.
თითქმის ნახევარ საათზე მეტ ხანს ვიცადეთ. როგორც იქნა გამოჩნდა მიმტანიც. მოზრდილ პოდნოსზე მოთავსებული ცხელ-ცხელი, ქაფ-ქაფა ხინკლები, ისე მადის აღმძვრელად გამოიყურებოდნენ, ვინღა აქცევდა ყურადღებას ეტიკეტს, დამშეულებმა ორივე ხელით ავიღეთ და შევუტიეთ. ხმას არცერთი არ ვიღებდით, უსიტყვოდ ვილუკმებოდით.
არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენი დუმილი, რომ არა ვიღაცის წამოსროლილი ირონიული რეპლიკა:
- აი, ეს მესმის. ქალის შებმისას, ამაზე ნაკლებად არ უნდა იქნევდე ყბებს!
- არც ქალი აკლებს. ამათზეა ნათქვამი ფერი-ფერსა, მადლი ღმერთსაო! - ხარხარებდნენ უცნობი მამაკაცები.
- ჩვენზე თქვეს?! - ნიკას დაძაბული ხმის გაგონებაზე ინსტინქტურად გამიშეშდა პირთან მიტანილი მორიგი ხინკალი და თვალები აქეთ-იქით გავაცეცე. მიუხედავად იმისა, რომ რესტორანი კლიენტების ნაკლებობას არ განიცდიდა, იმ წუთას კვებით აშკარად მხოლოდ ჩვენ ვიყავით დაკავებული.
თუმცა დარბაზში შუქი გამოირთო, წყვილები საცეკვაოდ წამოიშალნენ და ვეღარ გავარჩიეთ რეპლიკის ავტორები. ფიქრით თავი დიდად არ შეგვიწუხებია, ისევ საკუთარ ლუკმას მივუბრუნდით.
- ამერიკაში ყოფნისას ყველაზე მეტად ხინკალი მომენატრება! - ხვრეპით მოსვა წვენი და კმაყოფილი გამეკრიჭა.
- იმედია ჩემზე მეტად არა. - უნებურად საკვებზე ვიეჭვიანე.
- დე... რაღაც უნდა გითხრა, - თვალები მაცდურად დაუწვრილდა.
- ცუდად გიციმციმებს თვალები. - სიცილი ვერ შევიკავე.
- ამას წინებზე შენ საბუთებში ვიქექებოდი და ძველი ჩანაწერები ვნახე.
- რა ჩანაწერები?
- რავიცი, მოთხრობები, რომანები, ჩანახატები. არ ვიცოდი თუ წერდი...
- თინეიჯერობისას ვერთობოდი.
- ეგ გართობაა?! წიგნის დაბეჭდვა არ გდომებია?
- არა, რა წიგნი. - შევიცხადე მე.
- მაგარი იქნებოდა. - ოცნებობდა ნიკა.
- ალბათ, მე ისიც მყოფნის შენ რომ მოგეწონა. - მისი აჩეჩილი თმების გასწორება ისევ თითებით ვცადე, თუმცა უშედეგოდ.
- დე, რაღაცას გეტყვი, ოღონდ არ მეჩხუბო რა, - ვერ ვიტანდი მსგავს შესავალს, უჩვეულოდ დავიძაბე და თითებიც მოვაშორე - შენი მოთხრობა კონკურსზე გავაგზავნე.
- სად გაგზავნე?! - მოულოდნელობისგან გავშეშდი.
- გამომცემლობაში. ხმის მიცემა ესემესებით და ფეისბუქ გვერდითაა, სოციალურ ქსელში ვინც მეტ მოწონებას მოაგროვებს გამარჯვებულიც ის იქნება.
- მეხუმრები?!
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
- კი მაგრამ, ჩემთვის არ უნდა გეკითხა?! რომელი ცნობადი სახე მე მნახე, ხმას ვინ მომცემს? - სიბრაზეს ვერ ვმალავდი.
- კარგი რა, იქ ყველა დამწყებია. ვისი გრცხვენია? ცდით რა შავდება? რომც ვერ მოიგო, მკითხველი გაგიცნობს, მაგრამ თუ მოიგებ, წიგნს დაგიბეჭდავენ.
- შეუძლებელია! - ყურებს არ ვუჯერებდი.
- შესაძლებელია. დამიჯერე, საუკეთესო ნაწერია. უბრალოდ ყოველ დღე უნდა შეხვიდე, საკუთარი გვერდი განაახლო და ხალხს მოუწოდო ხმა მოგცენ.
- უსაქმური გგონივარ, ხომ? - ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი - სოციალურ ქსელში საჯდომად მცალია? მიწერე რედაქციას და აიღონ!
- კაი რა, იცი რამდენი ნახვა აქვს?! ხალხი უკვე იწონებს. არ გჯერა?! - ტელეფონში ინტერნეტი ჩართო და ერთ-ერთი გამომცემლობის გვერდზე შევიდა. ძებნის ველში ჩემი სახელი და გვარი ჩაწერა და სულ რამდენიმე წამში ჩემმა ფოტომაც გამოანათა - აი, შეხედე. აქ მკითხველთა რაოდენობა ისახება. შეხედე როგორ მატულობს, - ეკრანი შემოაბრუნა - აქ მათი კომენტარებია, აქ კი - ხმების რაოდენობა.
თვალებს არ ვუჯერებდი, ავტორთა საკმაოდ მოზრდილ სიაში ჩემი გვარი საუკეთესო ათეულში იმყოფებოდა. მკიხველთა დადებითი კომენტარების დანახამ იმდენად იმოქმედა, რომ სიხარულის ცრემლები ვეღარ შევიკავე.
- ისევ გინდა, რომ ავიღო?! - გამომცდელად მიმზერდა ნიკა.
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე, მღელვარებისგან ხმას ვეღარ ვიღებდი.
- აი, ნახავ, არ ინანებ. დიდი დრო არ ჭირდება, დილით და საღამოს, თითო პოსტი მოწოდებით, ხმა რომ მოგცენ. თუ ეგეც გეზარება, პირდაპირ გვერდი გააზიარე ფეისბუქში. ვიდრე აქ ვარ, მე თვითონვე დაგიპოსტავ. კარგი იქნება მკითხველებთან კომუნიკაციაშიც თუ შეხვალ.
- უცნობებს უნდა ვწერო? - მისი ნათქვამი დიდად არ მომეწონა.
- ისინი უცნობები კი არა, პოტენციური მყიდველები არიან. მარკეტინგული სვლაა რა. - თვალი ჩამიკრა საკუთარი ნათქვამით კმაყოფილმა.
- პოტენციური მყიდველი. - ღიმილი ვეღარ შევიკავე - ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე. - რომც ვერ მოვიგო,უკვე გამარჯვებული მგონია თავი. დიდი მადლობა.
მთელი სხეულით ჩავეხუტე შვილს.
- მიყვარხარ! - ძლიერად მიჭერდა მკლავებს და მე უბედნიერესი ვიყავი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დღიდან მოყოლებული აქტიურად ჩავები კონკურსში. იმდენად შევიჭერი როლში, როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავდი, მაშინვე გვერდზე შევდიოდი. მანიად მექცა წარა-მარა მკითხველთა რაოდენობის შემოწმება და მათი კომენტარების კითხვა. პასუხის გაცემა. ზოგიერთ მათგანს იმდენად დავუახლოვდი ფეისბუქში მეგობრებშიც დავიმატე და ყოველ დღიურადაც ვეკონტაქტებოდი.
თუმცა, საქმის გამო ხშირად მაინც ვერ ვახერხებდი საიტზე შესვლას, რაც აშკარად ეტყობოდა კიდეც საკონკურსო შედეგებს. თითქმის ერთი კვირა ვერა და ვერ მოვიცალე მკითხველებისთვის კომენტარებზე პასუხის გასაცემად, ეს კი პირდაპირ აისახა მოწონებების რაოდენობაზეც. აღარ აქტიურობდნენ, აღარც მაქებდნენ და აღარც ხოტბას მასხამდნენ. მინდოდა თუ არ მინდოდა, ნაწერის ხარისხზე მეტად, მწერალთან კომუნიკაცია აინტერესებდათ. მეც სხვა რა დამრჩენოდა? ერთ კვირიანი პაუზის შემდეგ, ვიკადრე ფეისბუქზე შებრძანება და საკუთარი მკითხველებისთვის პასუხის გაცემა. პასუხების წერას იმდენად შევყევი საათისთვის არც შემიხედავს.
თითქმის ღამის პირველი საათი ხდებოდა, როცა კისრის ტკივილმა შემაწუხა, დაღლა მაშინღა ვიგრძენი, უკვე კომპიუტერი უნდა გამომერთო, რომ ერთ-ერთი უცნობი მკითხველისგან ახალი კომენტარი შემოვიდა.

თავი 5
პროფილის სურათს დავხედე, ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი გვერდი ჰქონდა, იმის დადგენაც კი გაგიჭირდებოდათ გვერდის მფლობელი ქალი იყო თუ მამაკაცი. აშკარად ახალი დარეგისტრირებული. სულ ორიოდე კომენტარი და ისიც ჩემ რომანზე. მიქებდა წერის სტილს, გადმოცემის მანერას, იწონებდა სიუჟეტს და აღნიშნავდა, რომ იშვიათად ვინმეს ასეთი განცდებითა და გრძნობით პატრიოტულ მოტივებზე დაეწერა.რომანში აღწერილმა მოვლენებმა საკუთარი ბავშვობა გაახსენა. საბოლოოდ კი, წარმატებას მისურვებდა კონკურსში და კეთილი სურვილებით მემშვიდობებოდა.
თავისთავად ცხადია უცნობ მკითხველს მეც თავაზიანად ვუპასუხე. დიდი მადლობა გადავუხადე დაინტერესებისა და აზრის გამოხატვისთვის და თბილად დავემშვიდობე. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომუნიკაცია ამით არ დასრულებულა. მეორე დღეს ისევ დამხვდა წითელი ვარდისა და ჭიქა ყავის ფოტო, რასაც მცირედი მონაწერიც ახლდა, დიდი არაფერი, უბრალო მოკითხვა და კარგი, ბედნიერი დღის სურვილი. არც მე გამომიხატავს ზედმეტი ინტერესი, ისევ თავაზიანი მადლობა გადავუხადე. ანალოგიური გრძელდებოდა თითქმის მთელი კონკურსის განმავლობაში. ზოგჯერ მოწერაც ეზარებოდა, თუმცა ყოველ ფოტოს გამოგზავნა მაინც არ ავიწყდებოდა.
რეალურად ხომ არ მჩუქნიდა არც ვარდსა და არც ჭიქა ყავაზე მეპატიჟებოდა, მაგრამ ერთი უცნაურობა მაინც შევამჩნიე საკუთარ თავს, ყოველ დილას ველოდი ფოტოს. საიტზე ახალ მკითხველებთან სალაპარაკოდ კი არა, მისი გზავნილის სანახავად შევდიოდი. ხომ არაფერი, მაგრამ უზომოდ მსიამოვნებდა უცნობის ეს მცირედი ყურადღება. დღემდე ვფიქრობ და ვერაფრით ვხვდები, არ ვიცი რა იყო ასეთი ამ მიმოწერაში. არ ვიცი რატომ გამოვარჩიე და შევისიხლხორცე. ფაქტია, თუ მისი გზავნილი იგვიანებდა, ვღიზიანდებოდი, შინაგანად ვშფოთავდი.
-შეეჩვიეთ?
- შეჩვევა მსუბუქი ნათქვამია. რაღაც არანორმალური მჭირდა, სრულიად უცნობ ადამიანზე, რომლის არც სახელი ვიცოდი და შენ წარმოიდგინე, არც - სქესი, დამოკიდებული გავხდი. რომ დავუკვირდე, ადამიანიც კი არ იყო, ერთი რომანტიული ფოტო, რომლის მსგავსებითაც აჭრელებულია მთელი ინტერნეტ სივრცე.
ცხადია კონკურსზე ვერ გავიმარჯვე, თუმცა ნიკუშას პროგნოზი გამართლდა, მკითხველთა მიზიდვა ნამდვილად მოვახერხე. დასრულდა კონკურსი და უცნობთან მიმოწერაც შეწყდა. ვაღიარებ, ძალიან დამაკლდა, თუმცა მასზე საფიქრად დიდად არ მეცალა, მთელი ყურადღება ვაჟიშვილის გასამგზავრებლად მზადებაზე მქონდა გადატანილი.
ზუსტად არ მახსოვს კონკურსიდან რამდენი ხანი გავიდა, შეიძლება ერთი თვეც. იმ დღესაც ჩვეულებისამებრ სამსახურში ვიყავი და დილიდან ხელშეკრულებებს ჩავკირკიტებდი. იმდენად ვიყავი დაღლილი, რომ შესვენებაზე გასვლაც დამეზარა.
განტვირთვისა და ახალი ჭორების გასაგებად ფეისბუქზე შევედი. ვიღაცას მეგობრობის თხოვნა გამოეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ უცნობს სახელის ნაცვლად მხოლოდ ტირეები ჰქონდა დასმული, ცნობა არ გამჭირვებია. პროფილის სურათად წითელი ვარდი და ერთი ჭიქა ყავა ედო. დიახ, სწორედ ის, ჩვენი ფოტო. ვერ აღვწერ იმ ემოციას ფოტოს დანახვაზე რომ დამეუფლა. ცხადია დიდხანს არ მიფიქრია, მეგობრობის თხოვნას დავეთანხმე.
- გამარჯობათ, თურმე ნუ იტყვით და მომნატრებიხართ, - თბილი ღიმილი არ დაიშურა უცნობმა - ვაღიარებ, გული დამწყდა ჩვენი მეგობრობა ასე სწრაფად რომ დასრულდა. ელენე, ხომ შეიძლება მეგობრად მიგიჩნიოთ?
- რა თქმა უნდა, სხვა თუ არაფერი ყოველ დილით ყავით მიმასპინძლდებოდით, მეგობარო. - გაკრეჭილი ღიმილი არ დავიშურე მეც.
- აი, ზუსტად ვიცოდი, ჩემთან ყავის სმის გაგრძელებაზე უარს არ იტყოდით. - ისევ გაიკრიჭა ღიმილი.
- თქვენს მიერ მორთმეულ ყავას, ისეთი ვარდი მოყვებოდა, უარს როგორ შეგკადრებთ?!
- გულწრფელად ვაღიარებ, ყოველ დილას თქვენთან ერთად ფინჯანი ყავის მირთმევა, ფრიად სასიამოვნო რიტუალი გახლდათ, თუმცა, ჩემსდა სამწუხაროდ, ზედმეტად სწრაფად დასრულდა. - გაკრეჭილი ყვავილიანი ღიმილი არ დაიშურა უცნობმა - იმედია წინააღმდეგი არ იქნებით, რომ ვიმეგობროთ?
- მოგესალმებით, რადგან მეგობრებში დაგიმატეთ, ესეიგი არც წინააღმდეგი ვარ მიმოწერის გაგრძელების, თუმცა უცნობო მეგობარო, ჩემი ვინაობა თუ იცით, ალბათ კარგი იქნებოდა მინიმუმ თქვენი სახელი მაინც ვიცოდე.
- ეგ პატარა წვრილმანი საერთოდ არ გამხსენებია, მიცნობდეთ თქვენი მონა-მორჩილი, შაკო. - თვალებ აციმციმებული ღიმილაკი ისევ არ დაენანა უცნობს.
- მამაკაცი ხარ? - რატომღაც შევცბი.
- მგონი ქალს არ ვგავარ. - მის მიერ ჩაგდებული ფოტოს ყურადღებით დავაკვირდი.
ღია წაბლისფერ, თითქმის ქერა თმაში ოდნავ შერეოდა ვერცხლისფერი, ცისფერი თვალებით ირონიულად მიღიმოდა. სახეზე ნამდვილად არ მეცნობოდა. ჯინსის შარვალი და შავი მოკლე მკლავიანი მაისური ეცვა. პირველი რაც თვალში მომხვდა, მისი სხეულის სპორტული აგებულება გახლდათ, ეგეც რთული იყო საკმაოდ გამომწვევად მოტკეცილ მაისურში გამოგრჩენოდა, ისეთი პრესი ჰქონდა, ინსტინქტურად საკუთარ მუცელზე დავიხედე, ხელით მოვისინჯე მოდუნებული კუნთები და ისე შევისუნთქე თითქოს მხედავდა.
- საინტერესოა ვინ ხარ. - ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მის პირად გვერდზე გადავედი, თუმცა იმედი აშკარად გამიცრუვდა, არაფერი ხელჩასაჭიდი, არც ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა მითითებული, არც ფართო სამეგობრო წრით გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე ქალბატონს, რომელთაც ერთად-ერთი რაც საერთო ჰქონდათ ის იყო, რომ ყველა მათგანი აშკარად დაოჯახებული გახლდათ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი ტიპიური მექალთანის გვერდი გახლდათ, სხვადასხვა მოდელებისა და ავტომობილების ფოტოებით აჭრელებული ფეისბუქ გვერდით და ვინანე კიდეც ასე რომ ავჩქარდი და მეგობრობაზე დავეთანხმე.
- ბატონო შაკო, მგონი ვიღაცაში შეგეშალეთ.
- რას გულისხმობთ?!
მისთვის პასუხის გაცემაზე თავი აღარ შემიწუხებია. დაბლოკვით არ დამიბლოკავს, არც მეგობრებიდან წამიშლია, თუმცა მასთან მიწერილობის გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებდი.
მეორე დილას ისევ დამხვდა ერთი ჭიქა ყავისა და ვარდის ფოტო. თუმცა მხოლოდ ამ გზავნილით არ შემოიფარგლა, ახალმა მეგობარმა მცირედი სმს ტექტსტიც მოაყოლა.
- ქალბატონო ელენე, იმედია არასწორი დასკვნებისგან თავს შეიკავებთ. არ მინდა იფიქროთ, რომ გეფლირტავებით, ან რაიმე ცუდი განზრახვა მამოძრავებს, უბრალოდ მიმიზიდეთ, როგორც ნიჭიერმა მწერალმა და სასიამოვნო ქალბატონმა. მომწონხართ, როგორც მანდილოსანი და თქვენთან მეგობრობა მსურს, ყოველგვარი ქვე-აზრების გარეშე. იმედია არ შევმცდარვარ შეფასებისას და არ მიეკუთვნებით იმ ერთუჯრედიან ქალბატონებს, ყველა მამაკაცი, ვინც კი ეკონტაქტება, მაინც და მაინც უგონოდ მასზე შეყვარებული, პოტენციური საყვარელი ან ქმარი რომ ჰგონიათ.
- გეთამაშებოდათ? - ინეტერესით ჩავეკითხე.
- ცხადია. - თავისქნევით დამეთანხმა - გაღიზიანებულმა მისი მოწერილი რამდენიმეჯერ გადავიკითხე.
- ვინ გონია თავი? - ცოტა არ იყოს გავბრაზდი. ასე მარტივად გამოსაჭერი ვარ? გადავწყვიტე საერთოდ არ შემემჩნია მისი ცინიზმი, არ გამემახვილებინა ყურადღება ირონიაზე და ავყოლოდი თამაშში.
- დილა მშვიდობისა, შაკო. სასიამოვნოა მსგავსი შეფასების ხილვა. არ ვაპირებ „ერთუჯრედიან“ ქალბატონთა შორის ყოფნას და ნამდვილად არ მინდა ჩვენს შორის ფლიტრაობას ჰქონდეს ადგილი.
- ჩემი ზედმეტი მომხიბვლელობა ხელს ხომ არ შეგვიშლის მეგობრობაში?! - ეშმაკურად მიკრავდა თვალს ღიმილი.
- არა, რას ამბობთ, როგორმე შევძლებ თქვენი ხიბლის გაძლებას. - საპასუხოდ გავიკრიჭე.
- მეც მაგის იმედი მაქვს, არ მინდა ჩვენი მეგობრობას ბილწი აზრებით შებღალო! - თითიც კი დამიქნია გამაფრთხილებლად.
- თავხედი, რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე! - ვერ შევიკავე თავი და კლავიატურაზე ისე დავაკაკუნე წესით მასაც უნდა გაეგო.
- ამ სიტყვებს კომპლიმენტად ჩავთვლი, მეგობარო. - არ დააყოვნა შაკოს პასუხმაც.
ხომ არაფერი გამოუგზავნია, მაგრამ თითქოს თვალნათლივ დავინახე, მისი ცინიკური, თვითკმაყოფილი ღიმილი და არ ვიცი რა დამემართა, წამის წინ თუ გაბრაზებული ვიყავი, ახლა გამეღიმა, სპორტული ინტერესი ოდესმე გქონიათ?! დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა მისთვის ჭკუა მესწავლებინა. ცხადია ავყევი თამაშში და სწორედ აქ დავუშვი საბედისწერო შეცდომა.
- ზემდეტ ცნობისმოყვარეობად ნუ ჩამომართმევ, მაგრამ შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვა?
- რა თქმა უნდა, გისმენ.
- რაც გამომიგზავნეთ, თუ ნამდვილად თქვენი ფოტოებია, საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი ბრძანდებით და საკუთარ პროფილს რატომ მალავთ?
- რას გულისხმობთ დამალვაში?
- არც ფოტოს აჩენ, არც სახელს ამჟღავნებ. გვერდი შევამოწმე და საერთოდ არაფერი გაქვთ, მოდელების ფოტოების გარდა. ოჯახის წევრები არ გყავთ?
- არ მიყვარს აფიშირება, მით უმეტეს სოციალურ ქსელში. ათასი გიჟია, რა აუცილებელია ყველამ იცოდეს ჩემი ვინაობა? ვისთანაც საჭიროდ ვთვლი ისედაც ვეუბნები.
- დაოჯახებული ხარ?
- კი, მყავს მეუღლე და 10 წლის ქალიშვილი. თქვენც ხომ გათხოვილი ხართ?
- კი, ჩემი ვაჟი უკვე 16 წლისაა.
- ახალგაზრდა დედა ყოფილხართ, ეტყობა ადრე გათხოვდით.
- არც ისე.
- მართალია ქალს ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ...
- არა, რაა დასამალი, ორმოცი წლის ვარ.
- ხუმრობ, თუ უბრალოდ თავს იდიდებ, რომ აღარ მოგწერო?!
- არა, არ ვხუმრობ, კი მაგრამ შენ რამდენი წლის ხარ?
- ოცდათექვსმეტის.
- უი, მთლად ბავშვი ყოფილხარ, არადა, მე ბევრად დიდი მეგონე. - გაკრეჭილი ღიმილიც მოვაყოლე მინაწერს.
- სულაც არ ვარ ბავშვი.
- ჩემთან შედარებით ბავშვი ხარ. - არ ვთმობდი პოზიციას.
- კაი, რა სულ რაღაც ოთხი წელია სხვაობა.
- ეგ ოთხი წელი იცი რამდენია? - შევიცხადე მე.
- რამდენი ვითომ?!
- მე რომ ბაღში დავდიოდი, შენ -იბადებოდი, მე რომ სკოლაში მივდიოდი...
- სისულელეა. - წინადადების დასრულება არ მაცადა, ისე შემომეჭრა მისი მოწერილი - ტყუილად ნუ იბერებ თავს. რომ არ თქვა ასაკი, ჰა, ჰა, ოცდახუთ წელზე მეტს ვერც მოგცემენ.
- არაჩვეულებრივი კომპლიმენტი კია, მაგრამ ზედმეტად პირფერობ. 25 წლის გოგო ნამდვილად არ ვარ.
- რასაც ვხედავ იმას ვამბობ და ნუ მეწინააღმდეგები! - დამებღვირა ღიმილი.
- უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი. - გავიკრიჭე.
- მით უმეტეს მეგობრობასთანა ასაკს რა კავშირი აქვს?
- არანაირი. გავედი საქმე მაქვს, მოგწერ მერე. - დროებით დავემშვიდობე ახალ მეგობარს და ისევ სამუშაოს მივუბრუნდი, თუმცა ვინ დამაცადა, საკმაოდ მალე ისევ აჭყიპინდა მესენჯერი.
- აბა, რა შვრები, ტკბილო?
- ტკბილო მე დამიძახე? - ბოლო სიტყვა იმდენად უხეშად მომხვდა ყურში რომ მაშინვე შევიმჩნიე.
- კი, ჩემო ტკბილო.
- არც კი გაბედო მსგავსი სიტყვებით მომართვა. - ორგანულად ვერ ვიტანდი მსგავსი ფრაზებით მიმართვას, მით უმეტეს უცნობი ადამიანისგან საოცრად ხელოვნურად ჟღერდა.
- მე ასეთი მიმათვის ფორმა მაქვს, ტკბილო! თუ არ მოგწონს, უბრალოდ ნუ მიაქცევ ყურადღებას.
- რას ქვია ნუ მივაქცევ? ძალიან გთხოვ, ასე არ მომმართო.
- რატომ, არ გეფერებიან ხოლმე, თუ ტკბილზე ხარ აცრილი?
- კი, დიაბეტის მეშინია.
- ტკბილო, ტკბილო, ჩემო ტკბილო...
- იმდენჯერ გამოიყენებ მაგ სიტყვას, შაქარ-ბიჭუნად იქცევი! - განზრახ მიშლიდა ნერვებს და ვცადე სიბრაზე არ შემტყობოდა.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ, დიაბეტი არ დაგემართოს, ჩემთვის მართლა ტკბილი ხარ.
- ხუმრობებს ნუ მპარავ!
- კარგი, მაშინ შევცვლი, საყვარელი მანდილოსანი ხარ. რაც შეეხება ხუმრობას არ მომიპარავს, დაგესესხე, ვალი მაქვს შენი.
- არაუშავს, ათმაგად დამიბრუნებ. - გაკრეჭილი ღიმილი გავუგზავნე.
- არ ვარ წინააღმდეგი, - საპასუხოდ თავადაც გაიკრიჭა - მინდა დაგიბრუნო ვალი და სად მოვიდე, რომ გადმოგცე?
სულ რამდენიმე წუთით ავდექი, ყავის მადუღარა ჩავრთე, მესმოდა როგორ წრიპინებდა მესენჯერი, შაკო ისევ რაღაცას მწერდა. არ ვიცი რა მომწონდა მასთან საუბარში, უკვე საღამო იყო, მე კი საქმის კეთების ნაცვლად ისევ მასთან ვმესიჯობდი.
- მართლა კი არ მოვდივარ, ასე რამ შეგაშინა, სად ხარ? - წინა მოწერილს აღარც მივაქციე ყურადღება, პირდაპირ ბოლო წინადადება წავიკითხე.
- აქ ვარ. ყავაზე გავედი.
- უჩემოდ სვავ?! ყოჩაღ რა. - დაბღვერილი ღიმილი არ დაავიწყდა.
- ეს რა დამემართა. ისე ვიდარდე, ყელზეც კი დამადგა. - კმაყოფილი გავეკრიჭე.
- არ იცოდი, რომ მასე იქნებოდა? - ისევ გაბუტულის როლს თამაშობდა - ნალექიანი გიყვარს?
- არა, უნალექო.
- ნელექიანი ჯობია, ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მავნებელია. - დამარიგა ჭკუა.
- დიდად ყავის მოყვარული არ ვარ, მაგრამ დაბალი წნევის მატარებელს, ნალექიანი ვერ მშველის.
- ჩემთვისაც რომ მოგედუღებინა, კარგი შოკოლადით გესტუმრებოდი.
- მადლობა, არ ვარ შოკოლადის მოყვარული.
- კარგი, როგორც გინდა. დაბალი წნევა რატომ გაქვს, რამე „ზავაცკოი პონტია“?
- არა, ალბათ გადაღლის ბრალია.
- შვებულება გჭირდება ახლა შენ. კარგი დასვენება, როდის გაქვს?
- ჯერ შორია, ალბათ ზაფხულის ბოლოს გავალ.
- სად ისვენებ ხოლმე, ტკბილო? - მისი მიმართვა მაინც არ დაავიწყდა.
- ხვდები ეს სიტყვა ნერვებს რომ მიშლის და ამიტომ ხმარობ?! - გაბრაზებულმა კბილებიც კი დავაკრაჭუნე, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიგებდა, თუმცა დასმულ კითხვაზე მაინც ვუპასუხე - ძირითადად მთაში, თუ ბავშვს არ მივყვები სადმე.
- რატომ აქცევ ყურადღებას, გაატარე! - დამარიგა უცებ - მთაში სად?
- რავიცი ყველგან. ძირითადად მთიულეთში ან ფშავში, ხევსურეთიც ძალიან მომწონს, თუმცა ამას წინებზე სვანეთშიც ვიყავი. თქვენ სად ისვენებთ ხოლმე?
- სვანეთში არ ვარ ნამყოფი და ვიცი რომ ლამაზია, მე მცხეთის რაიონში მაქს დაჩა და იქ, უფრო ხშირად კი სიონში დავდივართ.
- მცხეთა ისედაც ცხელია. დაჩად ნაკლებად ჩათვლი. სიონი კი ნამდვილად ლამაზია.
- შიგ მცხეთაში არაა. სიონი კი მართლა ძალიან მიყვარს.
- ანუ, ზაფხულში იქიდანაც შეგიძლია სამსახურში სიარული?
- კი, 22 კილომეტრია თბილისიდან.
- კარგია, ასე ახლოს რომაა. - შევუქე მდებარეობა.
- ნამდვილად. შენ ფოტოებს ვათვალიერებ. რუჯი მოგიხდება.
- კი, მიხდება.
- კაბებიც გიხდება.
- ეგეც ვიცი. არც სპორტულ ფორმაში გამოვიყურები ცუდად. - ვიდრე მომწერდა ჩემით აღვნიშნე და გაპრანჭული ღიმილიც გავუგზავნე.
- შავი ფერი განსაკუთრებით გიხდება, ეგეც იცი - ვიცი მე. ტკბილი რომ ხარ ეგეც იცი, მაგრამ მაინც აპროტესტებ.
- არა. მოხდენით წითელი მიხდება, თუმცა შავი შედარებით გამხდარს მაჩენს, კომპლიმენტების სია გაქვს ჩამოწერილი?!
- არა, ზეპირად დავიმახსოვრე. ხოდა ბარემ იცოდე, რომ ტკბილი ხარ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.
- შენი მოწერილიდან თავისუფლად შემიძლია თითო წინადადების გამოტოვება.
- გამოტოვე, შენი ნება არაა?!
- ვტოვებ კიდეც. წარმომიდგენია, ვისაც რეალურად იცნობ იმათთან რამდენს ხუმრობ.
- მაგაში ნამდვილად შეცდი, მასხარას ვგავარ?
- რა თქმა უნდა შევცდებოდი, ეჭვიც არ მეპარება.
- იშვიათია ვინმემ მიმიზიდოს, შეხედულება, სული და აზროვნება უნდა ლამაზი ქონდეს, ისე ურთიერთობის სურვილი არ მიჩნდება.
- ისე კარგად ჟღერდა ლამის დავიჯერე. ბოლოს მინაწერი დაგავიწყდა, გათხოვილი უნდა იყოს და ფეისბუქ გვერდზე რეგისტრირებული.
- მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ვერც გათხოვება და ვერც ფეისბუქზე რეგისტრაცია ადამიანს ვერ შეცვლის, ის ან არის კარგი, ან არა.
- გული ამიჩუყდა, სულ ცოტაც და ავტირდები, თურმე რა მაგარი ვყოფილვარ! - ცრემლებად დაღვრილი ღიმილი არ დამვიწყებია.
- არ გაქებ, სიმართლეს ვამბობ. წარმოშობით ქართლელი ვარ და ხომ იცი პირფერობა არ გვჩვევია.
- არა, როგორ გიყვარს, უბრალოდ გაბრალებ. სხვის ცოლებთან მიმართებით ზედმეტ ქება-დიდებაში პირფერობა არ შედის?
- რა შუაშია ქება-დიდება? არასწორი აზროვნებაა, როცა ქალის მიმართ გამოთქმულ კომპლიმენტს კუდს აბამენ.
- კარგი, იყოს შენებურად. ეტყობა მე ვხედავ რაღაცას არასწორად.
- მე საერთოდ ნებისმიერ ადამიანში, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალია თუ კაცი, თავმდაბლობას ვაფასებ. სიამაყე ჩემთვის პირადად საღადაო და დასაცინია, რადგან სულიერ დაცემად ვთვლი. უბრალოებას და თავმდაბლობას არაფერი ჯობია. იყავი რაც ხარ, მთავარია ბუნებრიობა.
- თავმდაბლობა ხშირად სიშტერეში ერევათ.
- ეგ შტერებს ერევათ, ვინც ცხოვრებაში ოდნავ მაინც ერკვევა, არ უნდა აერიოს.
- ერკვევიან თუ არა ვერ გეტყვი, მაგით არ ვინტერესდები, თუმცა როგორც წესი დიდად კმაყოფილი სახე არ აქვთ, როცა გარკვევას აიძულებენ.
- არც უნდა აიძულო, უბრალოდ „პკ“ და ეგაა, იშალე ახლა ვიღაცის გამო ნერვები.
- გააჩნია სად არის და ვინაა. „პკ“ აქაა იოლად სათქმელი, დაბლოკავ ტვინისმჭალემას და დასრულდება ამით. რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი გაკრეჭილი ხომ ვერ იქნები?!
- ყოველთვის არსებობს ლაითად მოსაგვარებელი ხერხი. - არ თმობდა პოზიციას.
- ლაითად? ახლა მართლა გულით გამაცინე. გააჩნია სიტუაციას. ისეთი შემთხვევები მქონია, ისეთი გაწევ-გამოწევა ყოფილა, ვის ახსოვს იქ ქალი და კაცი. ასეთ გადარეულს მის ენაზე თუ არ ელაპარაკე, ორ წუთში გამოგიყვანს წირვას.
- გამონაკლისები ყოველთვის არიან. თავიდანვე უნდა გადააფასო და მოსაშორებელი მოიშორო.
- გიფიქრია რეალურად ადამიანს რამდენი სახე გაქვს?
- ადამიანში ყველაფერია დამალული, გიჟური სიყვარულიც და დაუნდობელი ცხოველიც. რასაც გააღვიძებენ, იმას მიიღებენ, მაგრამ დიპლომატია ყველაზე კარგი ხერხია. ნერვებსაც დაზოგავ და ცხოვრებიც გასაიოლებლადაც გამოგადგება. გველსა ხვრელით ამოყვანს?....
- მე ცოტა სხვაგვარად ვხედავ: როგორი თბილი და გაკრეჭილიც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, აბსოლიტურად სხვაა სამსახურში, მეგობრებთან, მშობლებთან და ოჯახში. ანუ გააჩნია ვისთან რა ვალდებულებები გააჩნია. ერთიანი აზრი არასოდეს ყალიბდება. რომ სთხოვო ვინმეზე დაახასიათეთო, ყველა სხვადასხვაგვარად აღწერს. ვიღაცისთვის შეიძლება სადისტი იყო, მაგრამ ვიღაცისთვის იმდენად თბილი და კარგი, რომ ვერც კი დაიჯეროს, რომ ერთი და იგივე ადამიანზეა საუბარი.
- მეც ეგ ვთქვი. რასაც გააღვიძებენ შენში, იმას მიიღებენ. შესაბამისად შეგაფასებენ. გველსა სოროდ რა ამოიყვანს?
- გასაგებია ენას გულისხმობ. თუმცა ეგ ყოველთვის გამოსავალი არაა.
- ენას არა, - ისევ გაიკრიჭა - გოგირდს. ზოგს ეგ უფრო ჭირდება დღეს.
- გოგირდზე თუა საქმე შხამის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდი. ჩემი გამოცდილებით, ყველაზე გამაღიზიანებელი მოკამათისთვის იცი რაა?
- რა?
- ირონია და ღიმილი.
- ირონიის დატვირთვა ხომ ისედაც ნერვების მოშლაა!
- არა მხოლოდ. შენ არ გეშლება ნერვები, სიმშვიდეს ინარჩუნებ და ეგ ყველაზე მეტად ანგრევს მოკამათეს.
- იურისტი ხარ თუ ძიუდოს ფედერაციაში იბრძვი?
- ეგ ძიუდო კი არა, თავდაცვის ყველაზე მაგარი ხერხია. სიტყვებით თამაშზე უარესი არაფერია, ყველაზე აზარტული და ყველაზე გამანადგურებელი.
- ეჰ, რა ჯალათი იკარგება.
- რა მეტყობა დაკარგვის? არაჩვეულებრივად ვიყენებ.
- ჩემი ტკბილი ჯალათი. - მოფერება მაინც არ დაავიწყდა.
- ჯანდაბას, სადღაც მაინც ვიყო ტკბილი.
- ვიღაცამ კარგი ხომ უნდა თქვას ერთხელ. - წამოყარა ცრემლებიანი ღიმილი.
- ამას სიცოცხლეში ამბობ თუ სიკვდილის შემდეგ?
- დიდი ალბათობით სიკვდილის შემდეგ.
- მართალია მე ვერ გავიგებ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
- რა პატივია, მე მერგო წილად გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმა. - ისევ გადმოაღვარღვარა ცრემლები.
- დარწმუნებული ხარ, რომ პატივია? მე შენს ადგილას მაინც დავფიქრდებოდი. - ამჯერად სიცილი მართლა ვერ შევიკავე და თანამშრომლების გაოცებულ სახეებსაც წავაწყდი.
- არა, ნამდვილად პატივია, უსაყვარლესი ჯალათუნა ხარ.
- ოკ. გამიმართლა. საკუთარი პიარ მენეჯერი მყავს. მისიით: აღმოვაჩინოთ ელენეში სიტკბო და სითბო.
- სიტკბო აღმოჩენილია და მხოლოდ მე მეკუთვნის. ვინც შეცილებას გაბედავს, ზოგს სიკვდილი და ზოგს ჩამოხრჩობა.
- ამის შემდეგ მე ვარ კიდევ ჯალათი?
- არა, შენ ჯალათუნა ხარ, ჩემი ტკბილი ჯა-ლა-თუ-ნა! ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ მართლა საყვარელი ხარ.
- რა არ დაუძახიათ: იაზვა, ცინიკოსი, სადისტიც კი, მაგრამ ტკბილი ჯალათუნა ნამდვილად პირველია. ტაში უნდა დაგიკრა. სოციალურ ქსელში ყოფნას ერთი ეს პლიუსი აქვს, არ ვიღრინები.
მოულოდნელად ვიღაც უცნობისგან მესიჯი მივიღე და გადავიკითხე, გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, იმდენად გამიკვირდა, რომ თავი ვერ შევიკავე და შაკოსაც მივწერე:
- ახლა ისეთი რამ მომწერეს თვალები შუბლზე ამივიდა. რისი ფოტო არ მოუთხოვიათ და ფეხის გულების პირველად გავიგე.
- რა ფეხის გულების?
- ჩვეულებრივი ფეხის გულების. ეს ხალხი რომ კაიფობს კი ვხვდები, მაგრამ ასეთს რას იღებენ, შიგ რომ რჩებიან ვერ გავიგე.
- ვინ მოგწერა?
- რავიცი ვინ მომწერა, - მისი დაბღვერილი ღიმილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია - თითქოს დავბლოკე და მაინც ვერ დაასრულეს მაიმუნობა.
- ფეხის გულების ფოტო, მსგავს დეგენერატებს როგორ წერ?!
- მე?! არაფერი მიმიწერია. პირველივე წინადადება ეგ გამოუშვა.
- დედის დეენემი ვერ აგინე? სად იზრდებიან მსგავსი... ვინ ზრდის მე მაგათი.... - არ დაიშურა გინება.
- არა, დავბლოკე, ნუ იგინები, მაგათ დედა არ ეყოლებათ, კომბოსტოში იბადებიან.
- კომბოსტოს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, შეურაცყოფას ნუ აყენებ. - ისევ დამებღვირა.
- შენი ბრალია, შემოვრჩი ჭორაობაში და მივიღე კიდეც შესაბამისი წინადადება. - იქეთ ვუსაყვედურე.
- შენ ხომ ახვლედიანი ხარ, საინტერესოა როგორ შეაგინებდი სვანურად?
- ახვლედიანები სვანები არ ვართ, ლეჩხუმიდან ვართ. თუმცა მაინც გეტყვი, რომ სვანურ ენაში საერთოდ არაა გინება და ბილწსიტყვაობა.
- იცი სვანური?
- მე ვერ ვლაპარაკობ, თუმცა მესმის. ვხვდები რაზე საუბრობენ.
- მე შენ მომწონხარ როგორაა?
- მი სი მალატ.
- ეგ მე შენ მიყვარხარს არ ნიშნავს?!
- ერთი და იგივეა.
- სიტყვებს ზოგავენ?
- კი, სიტყვაძვირები არიან.
- მი სი მალატ, ელენე. მი სი მალატ, ჯალათუნა.
- არასვანებისგან ზედმეტად ხელოვნურად ჟღერს.
- არაა პრობლემა, მაშინ ქართულად გეტყვი, მე შენ მომწონხარ და ჩემი ტკბილი ხარ. ️
- მეც ქართულად გეტყვი. ფოტოს არ უნდა დაუჯერო. ხშირად ტყუის.
- ფოტოზე მეტი უკვე ჩვენი საუბრიდან გავიგე, მართლა საყვარელი ხარ.
- საუბარიც არაა სანდო. სწორად წერა არ ნიშნავს, რომ მართალს გეუბნები.
- ალალად ვამბობ, ვერ ითამაშებდი ამდენი ხანი, შანსი არაა. უსაყვარლესი ხარ.
- ვითომ?! გავიწყდება მგონი, წერა ბევრად მარტივად რომ გამომდის.
- ეხლა აზრი აღარ აქვს, ტკბილი ხარ უკვე და ჩემთან ვეღარ ითამაშებ.
- ყველაზე მეტი შაქარი წიწაკას აქვს, თუმცა სიმწარე სულაც არ აკლია.
- ოკ, იმწარე, მიდი გისმენ. დაიწყე.
- ასე გამოწერით კი არ ვმწარობ.
- გამოდის ჩემთან ვერასდროს ვერ იმწარებ, მანდაა ლოგიკა, - კმაყოფილი გამეკრიჭა - ჩემო პატარა ტკბილო.
- იმედია მართლა არ მომიწევს, დაეკარგება ჩვენ მეგობრობას ხიბლი.
- იმედია არა, ნამდვილად არ მოგიწევს, ვიცი ვინც ვარ და როგორიც, სითბოში ჩაგახრჩობ. წავედი ჩემო ლამაზო, ტკბილო, გაკოკე თბილ გულში.
ამდენ დაშაქრულ სიტყვებზე სიცილი ვერ შევიკავე.
- კარგად. სიტკბო ბევრი არ მოგივიდეს, ცოტა ოჯახისწევრებსაც შეუნახე.
- ნუ ღელავ, სითბოს იმათაც ვუნახავ. ჩემ ფოტოებს ღიას გიტოვებ. - ეშმაკურად მიკრავდა თვალს ღიმილი.
- მე არ მინდა, სხვები დატკბებიან.
- სხვები არ მაინტერესებს. ისე რომელზე მიდიხარ სახლში?
- შენ თუ არა, იმათ დააინტერესდები. არ ვიცი. იმედია შვიდზე.
- ოკ, ჭკვიანად. გადი ფეისბუქიდან, დაისვენე! - არ დაიშურა მორიგი რჩევა.
- დიდი მადლობა დარიგებისთვის, კარგად!...
- ტკბილო, ჩემო ტკბილო! - ისევ ჩამიკრა თვალი და გვერდიდანაც გავიდა.
ხომ ვითომ არაფერი? მაგრამ ფაქტია, ისეთ დადებით და პოზიტიურ განწყობაზე ვიყავი, მთელი დღის გასაკეთებელი საქმე იმ დარჩენილ ერთ საათში გავაკეთე და სახლშიც დროულად წავედი.

თავი 6
მე და ელენეს საუბარი მობილურზე შემოსულმა ზარმა შეგვაწყვეტინა.
- სად ხარ გოგო, ამდენ ხანს? - აშკარად მოთმინების ფიალა ავსებული ლამის გაჰკიოდა თიკო.
- საავადმყოფოში, ხომ გითხარი დილას.
- დედაშენი ვნახე, ჯერ კიდევ არ მოსულაო რომ მითხრა, ვინერვიულე.
- როდის აქეთ ღელავ ჩემზე?! - სიცილი ვერ შევიკავე.
- ნუ ხარ აუტანელი. მშვიდობაა?! ჩემი ნიკუშაც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მეც მჭირდება დაქალი! - ჩემ პასუხს ისევ არ დაელოდა, საკუთარ პრობლემებზე გადავიდა.
- კი, მაგრამ, ისედაც საავადმყოფოში არ იყო?
- რაღაც გართულდაო, ოპერაცია დასჭირდა და მისთვის სასურველი ექიმი ღუდუშაურში ყოფილა.
- ჩვენ ბოდიში, ექიმების შერჩევის თავი თუ აქვს, არ ყოფილა ცუდად.
- კაი რა, დეა, ვინ იცის როგორ ტკივა!. - აქსუტუნდა თიკო.
იქვე მწოლიარე გაფითრებულ ელენეს გავხედე, აშკარად მისმა მონათხრობმა იმოქმედმა, აბა ისე რას ვერჩოდი, სრულიად უცნობ ვაჟს?!
- ფრთხილად იყავი, თიკო. ეგ შენი ნიკუშა ვინმე ნაძირალა არ გამოდგეს! - თავი მაინც ვერ შევიკავე, ჩურჩულით ჩავძახე მეგობარს.
- კარგი რა, ყველაფერში ცუდს როგორ ხედავ, - გაკაპასდა თიკო - უნდა მოვემზადო და საავადმყოფოში წამოვიდე.
- სად საავადმყოფოში?
- ღუდუშაურში, ოპერაციას უკეთებენ მეთქი, არ მისმენდი?! - გამოვიდა მდგომარეობიდან.
- კი, მაგრამ აქ ვის ნახავ, იცნობ ვინმეს?! - საბოლოოდ დავიბენი.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! მოვალ და გავიცნობ, სხვა თუ არაფერი, ამბავს მაინც გავიგებ რეგისტრატურაში.
- ნუ სულელობ, ამბის გასაგებად რომ არ გამოხვიდე, მე აქ არ ვარ?! მოვიკიხავ. - მის გადარწმუნებას მთელი მონდომებით ვცდილობდი.
- მაინც ვერ მოვისვენებ, მანდ მინდა ყოფნა! - დავიფიცებ მართლა ტიროდა, ხმა ვეღარ ამოვიღე, მოთმინებით ველოდი როდის დამშვიდდებოდა.
- კარგი, ჰო, წამოდი, როცა მოხვალ, მომწერე და მეც შენთან ვიქნები.
- მეგობარი იყო? - ტელეფონი გავთიშე თუ არა, ჩამეკითხა ელენე.
- დაქალი.
- შეყვარებულია?
- იმ ტიპს არც კი იცნობს, წარმოდგენა არ აქვს ვინაა. თქვენსავით ონლაინ... - გაღიზიანებას ვერაფრით ვმალავდი.
- ჩვენსავით, - სახე მოეღრუბლა ქალს - შენ რატომ ღელავ, მის გამო გეშინია?
- არ უნდა ვღელავდე?
- არა.
- ამას თქვენ მეუბნებით?! მართლა ასე ფიქრობთ?
- კი, გგონია შენი მეგობარი ვერ ხვდება რომ რისკავს? რა თქმა უნდა ხვდება და კარგადაც იაზრებს სად ყოფს თავს, მაგრამ უღირს.
- რას ქვია უღირს, რომ მოატყუოს, რომ ატკინოს?
- ხომ შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს?! იქნებ არც ატკინოს, იქნებ გაუმართლოთ და მართლა იპოვოს ის ერთად-ერთი?
- არ გეწყინოთ, მაგრამ მეოცნებე ხართ.
- ოცნება ცუდია?
-თუ ეს ყველაფერი ილუზიაში გადავა?..
- მართლა გჯერათ საკუთარი სიტყვების, დეა?!. - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე - გგონია, ტვინი ამირია და ვერ ხვდებოდი რა მემართებოდა? არა, მინდა გითხრა რომ არც კი უცდია. რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, მაგრამ განზრახ დავიბრმავე თვალები. მისგან წვეთ-წვეთად ვიღებდი ყოველ დღე მორთმეულ ტკბილ შხამს და ერთიანად ვიჟღინთებოდი მისით. თავით მივექანებოდი მისკენ, ერთი წამითაც კი არ დამიშვია, იმის ილუზია, რომ შევუყვარდებოდი, ან მე მექნებოდა მის მიმართ რაიმე გრძნობა. ვერთობოდი, გესმის? დრო გამყავდა, ის კი ვერ გავთვალე, რამდენად გამოცდილი მოთამაშე მედგა წინ. საკუთარ მაქინაციებში ავიხლართე და შედეგიც შესაბამისი მივიღე.
- გინდათ დამარწმუნოთ, რომ თქვენს მოხიბვლას არ ცდილობდა, არ გაჯერებდათ, რომ უყვარდით და თქვენს გამო ოჯახს დაანგრევდა?!
- ცდებით, დეა, არაფერი მსგავსი ჩვენს შორის არ ყოფილა. უბრალო მოკითხვები, ხუმრობები, ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემების განხილვა.
- არაფერი არ მესმის. აბა რამ მიგიყვანათ ამ შედეგამდე?
- არ ვიცი, ვერ ვხსნი. დედას გეფიცები, ნიკუშას ვფიცავარ, ვფიქრობ და ვერ ვხვდები.
- არ მესმის, დამაბნიეთ. შეგიძლიათ ისევ გააგრძელოთ თხრობა?
- რა თქმა უნდა. ყოველგვარი ფამილარობის გარეშე, ჩვენი მომოწერა ჩვეულებრივ გაგრძელდა.
- ჩვეულებრივში რას გულისხმობთ, შეგიძლიათ დაწვრილებით მიამბოთ?.
- როგორ გითხრა, ასე დაწვრილებით მეც არ მახსოვს.
- იქნებ სცადოთ?
ელენემ თვალები დახუჭა, სახე მოღრუბლვოდა, შუბლშეკრული მოვლენათა აღდგენას ცდილობდა.
- მეორე დღეს სამსახურში მივედი თუ არა, მესენჯერი ჩავთრე. რა თქმა უნდა დამხვდა ფოტოც და მონაწერიც.
- რას შვრები, ჩემო ლამაზუკა?! - ალბათ მიხვდა ჩემ სავარაუდო რეაქციას და ამ სიტყვას ღიმილიც მოაყოლა - მუშაობ უკვე?
- კი. დილიდან დავიწყე, დღეს რთული დღეა შედარებით. - დიდხანს არ ვალოდინე პასუხზე.
- ბრძოლები გაქვს ესე იგი.
- უფრო შეხვედრები.
- ანუ, პაემნები, რანდევუ?!
- პაემანს და საქმეს არ ვურევ! - გავაკრაჭუნე კბილები.
- გაგა-პაემნებ, გათხოვილი ქალი ხარ, შენთვის არ შეიძლება! - თითი დამიქნია მუქარით ღიმილმა.
- კიდევ კარგი შემახსენე.
- მე რომ არ გყავდე რა, - შეიქო თავი - ჩემი ლამაზუკა, დღეს როგორ ფორმაში ხარ, შავი კაბა?
- კიდევ კარგი დაგეკონტაქტე, რა მეშველებოდა შავი კაბა ნამდვილად არაა.
- რა ბედი გქონია ხედავ?! რა ვარსკვლავზე დაიბადე, ტო... - თავის ქებასთან ერთად არც ჟარგონები დაავიწყდა.
- სხვათაშორის გამთენისას ვარ დაბადებული, ვარსკვლავები აღარ იყო.
- აუ, გააღვიძე დედა, ეგრე ადრე რა იყო?!
- ეღვიძა. ვერ გათვალეს ჩემი დაბადება მარტივი სულაც არ იყო, იმ ღამით მამაჩემს ორი ავარია მოუვიდა.
- გარბოდა სახლიდან თუ რატომ?
- თარიღები აურიეს, ეგონათ სექტემბერში დავიბადებოდი. მთიულეთში დედაჩემის ნათესავებთან იყვნენ წასულები, ქეიფობდნენ და „ბუხოი“ მთიულებმა ვეღარ გათვალეს, ცოლი როცა მშობიარობდა, ქმარი საჭესთან რომ არ უნდა დაესვათ. თბილისში ჩამოსვლამდე, გზაში მოასწრეს ავარიები. - მეც არ ვიცი რატომ ვუყვებოდი ჩემი დაბადების ისტორიას.
- თვე აერიათ მაგარია! - რამდენიმე სიცილის ღიმილი მოაყოლა მოწერილს.
- ასეა, დიდი ადამიანები 9 თვე ვერ ჩერდებიან. - კმაყოფილი გავეკრიჭე.
- რატომ, უტყდებათ დიდი ხანი მუცელში ყოფნა?
- სულ ორი კვირით ავცდი, ასე გამოვიდა, ეტყობა დამცხა.
- კი არ დაგცხა, მუზები გაწუხებდნენ და კალამი არ გქონდა. - ამჯერად საკუთარი ხუმრობით კმაყოფილი, თავად გამეკრიჭა - მე რა მაგარ ვარსკვლავზე გავჩენილვარ, შენ რომ გაგიცანი, ჩემი ლამაზი?!
- შენი დაბადებისას ნამდვილად ენთო ვარსკვლავი? - მისი მოფერება არ შევიმჩნიე, ისევ ჩვენ დაბადების თემას მივუბრუნდი.
- კი, ტო.. ვარსკვლავებიც ენთო და შუქიც პალატაში, მე ღამე გავჩნდი.
- ზაფხულში თუ ზამთარში?
- 11 დეკემბერს. შენ?
- 26 აგვისტოს.
- ჩემი შვილია 9 აგვისტოს.
- ამართლებს ზოდიაქოს, აქვს ლომის ხასიათი?
- კი, სულ ლიდერობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მე ვცდილობ თავში არ აუვარდეს, ვაკონტროლებ, არ მიყვარს ამპარტავანი ადამიანები.
- ლომი ამპარტავანი ვერ იქნება. რამდენიც არ უნდა აკონტროლო, ლიდერი ყოველთვის ლიდერად დარჩება.
- კი, მაგრამ მაინც.
- ჩემი შვილიც აგვისტოს დასაწყისშია დაბადებული, ცოტა შებანჯღალება მასაც სჭირდება. უფრო იმიტომ, რომ ზედმეტად თვითდაჯერებული არ იყოს. თუმცა, სადაც არ უნდა მოხვდეს, სულ რომ ჩუმად იჯდეს, მაქსიმუმ 15 წუთი ჭირდება ადაპტაციისთვის და ყურადღების ცენტრშიც ექცევა. დღემდე ვერ ვიგებ ამას როგორ ახერხებს.
- ესეც მასეა, ცოტა ხანს უყურებს და მერე თავის ჭკუაზე მიყავს „პარადი“. მაგრამ მაინც არ მომწონს, გოგოა და პრანჭია, მაინც ქარაფშუტაა.
- ქალი პრანჭია უნდა იყოს. მაგაში ცუდი რაა?! მე ის უფრო მაღიზიანებდა, ყველაფრის მცოდნის იმიჯი რომ მოირგო. თუმცა მაგაშიც სკოლის ფაქტორი უფრო იყო, ვიდრე მისი. გააფეტიშეს და აუვარდა თავში.
- ქალი მაინც პეპელაა, ფარფატი უყვარს. ლომმა მიწაზე დინჯად და მყარად უნდა იაროს. - მდედრობითი სქესის კრიტიკას მაინც არ წყვეტდა - სხვა რას შვრები?
- არაფერს, ყავაზე გავედი.
- გაამოს.
- მადლობ.
- სხვა რა ხდება, ჩემო ტკბილო? - საფირმო მოფერება არ დაავიწყდა.
- არაფერი. - მისი რეპლიკა არ შევიმჩნიე.
- ჩემი ტკბილი ლამაზი, გაკოცე თბილ გულში. - ზუსტად ხვდებოდა რომ მაღიზიანებდა. ️
- აუფ. ეს ნაწილი არ უნდა წამეკითხა ხომ?! დამავიწყდა.
- ჩემი ტკბილი, ყველასთან ასეთი თბილი ხარ?
მის რეპლიკაზე პასუხის გაცემა საჭიროდ აღარ ჩამითვლია.
- მიპასუხე, ელენეეეეე! - აშკარად უმტყუნა ნებისყოფამ.
- თბილი? - მისმა შეფასებამ გულწრფელად გამაოცა - თბილი არ ვარ. არ მიყვარს ზედმეტი ემოციების ფრქვევა, ალბათ ამიტომაც მგონია, რომ თამაშობ.
- რა სისულელეა, მე არ მიყვარს თამაში, მართლა. ჩემთან მართლა ასეთი ხარ, დიდი სითბო მოდის შენგან.
- ხუმრობაში აყოლა სითბოში გერევა.
- ძალიან საყვარელი ხარ, ყოველ შემთხვევაში ჩემში ასეთ გრძნობას იწვევ. მაგ ასაკში არ ვარ რამე ამერიოს. ძალიან თბილი და საყვარელი მანდილოსანი ხარ ჩემთვის.
- ️რამხელა არზაა. არადა მე სულელმა სრული სერიოზულობით ჩავიკითხე.
- სრული სერიოზულობით მოგწერე, ჩემი ტკბილი ხარ.
- კარგი, ეს მივხვდი რომ აღარ წავიკითხო. თუ რამე განსხვავებულს მომწერ, მიმანიშნე მაინც.
- ყველაფერი უნდა წაიკითხო რასაც გწერ, გაიგე?!
- აუფ. ეხლა ჩაიცუცქე კიდეც?
- რა თქმა უნდა, შენც ჩაიცუცქე გავტოლდეთ.
- მაღლები მაცვია, გამიჭირდება. რა მაგის პასუხია და სიმაღლით რამხელა ხარ?
- 180, შენ?
- 178.
- ქუსლებზე თუ სუფთა?
- ბოდიშის მოხდით თუ შეიძლება, სიმაღლეში გასაზრდელად დახმარებას არ ვსაჭიროებ.
- კარგი სიმაღლეა. მართალია ქალისთვის მაღალია, მაგრამ მე მიყვარს.
- ჩემ თაობაში უფრო იშვიათი იყო ასეთი სიმაღლე. ეხლა უფრო მაღალი თაობა წამოვიდა.
- კი, ეხლა „ნამყენები“ ბევრნი არიან. მაღალს ყველაფერი უხდება, კლასიკური განსაკუთრებით.
- ალბათ. თუმცა ბავშვობაში ხშირად დაცინვის ობიექტიც ვყოფილვარ. სკოლაში ყველა მე მეტოლებოდა, დღემდე მახსოვს ბიჭების ემოცია, 10 კლასში უცებ რომ გამასწრეს სიმაღლეში, ჭკუაზე არ იყვნენ სიხარულით.
- ჩემი ლამაზი, შავი კაბა მაგრად მომწონს შენზე.
- სხვა არ გინახავს და რათქმა უნდა მოგეწონება.
- რატომ, შავი შარვალიც გიხდება.
- ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ რომ არ გკითხო არ შემიძლია, რას საქმიანობ, რატომ გაქვს ამდენი თავისუფალი დრო? - საუბრის თემის შეცვლა ვცადე.
- ფეისბუქის ქოლ-ცენტრი ვარ.
- მსგავსი სამსახურიც არსებობს?
- სინამდვილეში თავდაცვის სამინისტროში ვარ, ოღონდ სამოქალაქო შტატით.
- მერე სოციალურ ქსელზე შეზღუდვა არ გაქვთ, თუ პირიქით ესაა თქვენი საქმე?
- არა, მობილურით ვარ, კომპიუტერში დაბლოკია.
- აკი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ტელეფონებს თიშავდნენ.
- ადრე ვაბარებდით, ახლა აღარ.
- სამოქალაქო შტატით რატომ ხარ, ასაკის გამო?
- არა, ბევრია სამოქალაქო, არ მინდოდა გასამხედროვება, ბევრჯერ შემომთავაზეს.
- მართლა? არ მეგონა ასეთი რამ ნებაყოფლობითაც თუ ხდებოდა.
- კი, როგორ არა.
- ძალოვანში რომ ხარ ფოტოებზეც გეტყობა. ცხელ წერტილებში გიწევდა ყოფნა?
- არა, მე არ მეხებოდა.
- კარგია, მაგ მხრივ მაინც იქნებოდნენ ოჯახის წევრები მშვიდად.
- რა საგიჟეთია იცი? გარედან ჩანს ლამაზად თორემ ერთმანეთის ძირის თხრის მეტს არაფერს აკეთებენ, ამათი დედები!...
- ლამაზად არც ვხედავ. იმაზე კარგად ვარ ჩახედული ვიდრე გგონია.
- თავები უნდა დააჭრა ამათ, 12 წელია ამ სიბინძურეს ვუყურებ.
- მარტივია რაღაცაზე გაბრაზება, თუმცა ზოგჯერ ემოციების აყოლა ისევ შენთვისვეა საზიანო.
- აქ მე ომი მაქვს გადატანილი, ჩემი უფროსი ნაცემი მყავს. ბავშვს ვფიცავარ, თანამშრომელმა ძლივს გამაგდებინა ხელიდან. საბედნიეროდ მართალი ვიყავი, სუფთა, და ვერ გამაგდეს, თვითონვე არ აწყობდა ამ ამბის გამჟღავნება. ამასვე შეექმნებოდა პრობლემები.
- მე სხვა კუთხით გეუბნები. ჩემზე უკეთესად იცი, მაგ სისტემიდან წამოსულ ადამიანს როგორ უყურებენ, ისიც ბევრჯერ მინახავს, როგორ გაუქეზებიათ, შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, ისეთი კარგი, ბევრად მეტს იმსახურებ და აქ როგორ ცდებიო. ვიღაც აყვება, იჯერებს, და ისე მიდის სამსახურიდან, რომ შედეგზე არც ფიქრობს. თუმცა როცა საქმე საქმეზე დგება, იმ ბევრად მეტს არავინ სთავაზობს.
- რა ნიჭიერი გაუნათლებლობის ბუმია.
- ბუმია თუ რაცაა, აბა ჰკითხე თავი რა გონიათ.
- რომ გონია ფაქტი სახეზეა, თავდაცვა აღარ არსებობს, ფორმალურობაა ყველაფერი.
- ფორმალობა ეძახე და ფუნქციები კი გაქვთ დიდი.
- კარგი რა, ბოზებით და ჩამშვებებითაა აქაურობა სავსე.
- ვისაც რისი ნიჭი აქვთ, ისე ცხოვრობს.
- ეგ, ნიჭი არაა, ეგ არაკაცობაა. ნიჭი სწორად ცხოვრებით მიღწეული წარმატებაა.
- ვიღაც კაცობით აღწევს, ვიღაც - არაკაცობით. თუმცა ისიც ფაქტია, არაკაცები არავის არ უყვარს, ადრე თუ გვიან მოიშორებენ.
- ყველას თუ ჩაუშვებ, ძირს გამოუთხრი და ყველასგან ქრთამს აიღებ, ყველაფერს მიაღწევ.
- როცა ადამიანი საქმის გაკეთებაში კარტოფილს აიღებს ქრთამად, დიდ მატერიებზე საუბარს ვერ მოთხოვ.
- კაი, ტო... ასეთებიც არიან?! რა შარში ვართ.
- არ იღელვო, ზოგიერთი უფრო დაიხვეწა, სულ კარტოფილზე ხომ არ იმუშავებენ.
- ერთი მაგათიც. ახლა რას აკეთებ?
- ხელშეკრულებას.
- გაკოცე თბილ გულში.
- მსგავს წინადადებებზე აღარ მოგწერ, პირდაპირ გამოვტოვე ეს ნაწილი.
- ოკ. მალე მოიშორებ მაგ ხელშეკრულებას?
- არა. თან ვკითხულობ.
- აუ, რა შარში ხარ, აანალიზე ამდენი რაღაც.
- ჩემი საქმე ეგაა.
- ოკ, მიდი იმუშავე, შეცდომა არ გაგეპაროს, ხომ იცი არ გეპატიება.
- საქმეში ნამდვილად არა.
- მეც მაგას ვგულისხმობდი, ტკბილო.

გაითვალისწინა ჩემი ნათქვამი, იმ დღეს აღარ შევუწუხებივარ, სამაგიეროდ მეორე დილითვე დამხვდა მონაწერი:
- როგორ ხარ?
- არამიშავს. შენ?
- კარგად, რატომ არაუშავს, ვერ ხარ ხასიათზე?
- არა. ამინდის მიხედვით ვიღრინები. - შუბლშეკრულმა გავხედე ფანჯრიდან გადახრილს ხეებს, ქარი გულისწამღებად ზუზუნებდა. გარედან ისევ მესმოდა ქარის ზუზუნი, ასე რომ მიფუჭებდა ხასიათს.
- ამინდი ჩემზეც მოქმედებს, მაგრამ არ ვიღრინები, შენგან განსხვავებით. კანარებზე უნდა იყო და სულ კარგ ხასიათზე იქნები. - გამეკრიჭა საკუთარი სიტყვებით კმაყოფილი.
- კარგია კარგი ცხოვრება, მაგრამ სადაა.
- საკუთარ სახლში ცხოვრობ, თუ კორპუსში?
- არა. კორპუსში, არ თქვა სახურავზე მოაწყვე პლიაჟიო.
- თბილისში მოსულა, ნახევარი თბილისი ასე იღებს რუჯს და მერე ბლატაობენ ანტალიაში ვიყავითო.
- გიჟს ვგავარ?
- არადა ვერ ვიტან რუჯს, მაშინვე ვიწვები.
- მე კი მიყვარს, მაგრამ ამის გამო სახურავზე ვერ დავწვები. მით უმეტეს რომ, არც ასე მარტივად გადამდის და დიდხანსაც ვინარჩუნებ ფერს. სულ სამი-ოთხი დღე და სასურველ ფერზე ვარ.
- ერთ საათში ცეცხლი მეკიდება, ისე ვიწვები.
- იხმარე დამცავი კრემი და ეგაა. პირველი მიღება ჭირს, თორემ მერე მარტივია. ეჩვევა სხეული. - პატარა ბავშვივით ვარიგებდი.
- რა კრემი, რუჯზე ვაფშე არ ვწვები, უბრალოდ მოძრაობაში ვიწვებ, ვერ ვიტან სიცხეს, მზე კარგია რომ ანათებს, თორემ სიცხე მძულს.
- არც მე ვწვები, სიცხეში გულის წასვლამდეც კი მივდივარ. ამიტომაც ვერ ვიტან ზღვას.
- სიგრილეს რა სჯობს. - მთიანი სოფლის ულამაზესი ფოტო ჩამომიგდო.
- ეჰ, კარგია დასვენება, მაგრამ ახლა იმდენი სარბენი მაქვს, რა დროს რუჯია.
- წაისვი კრემი და გზაში მიიღებ.
- კაბრიოლეტით არ დავდივარ.
- გადაჭერი „ბარგალკით“ და ეგაა, კრეატიული იქნება.
- აბა რა, აღსრულებაში საპლიაჟე ფორმით მისვლა მაგარი კრეატიულია.
- ლასტებით რომ შეხვალ ტყაპა-ტყუპით. არ შეგეშინდეს, საგიჟეთში ვერ წაგიყვანენ, ასათიანი დაიკეტა.
- დამამშვიდე, თუმცა მანდვე გაქვს გლდანში. ლასტებით არა, შპილკებით მივალ და ბარემ გიჟად კი არა სტრიპტიზიორად ჩამთვლიან.
- გიჟს სტრიპტიზიორი ჯობია. - გაიკრიჭა კმაყოფილი.
- მამაკაცისთვის კი, თუმცა ჩემთვის გიჟი უფრო მისაღებია.
- მოერიდეთ, გიჟი „ალფა ჯგუფიდან“.
- „ალფა ჯგუფიდან“ გიჟები არ უკვირთ. მიჩვეულები არიან.
- რატომ ასათიანის ფილიალია?
- დაახლოებით.
- ასეთი ქაოსია?
- აქ ადამიანი თუ იცინის, ავადმყოფად თვლიან.
- ანუ უკვე გააფრინაო?! გულში იცინე შენზეც მასე არ იფიქრონ. - გაიკრიჭა ღიმილი.
- სამწუხაროდ მიმიკა მეცვლება და თვალებზე მეტყობა.
- მერე ერთი ტარიანი დაატრიალეთ ხოლმე დილით და მთელი დღე კარგ ხასიათზე იქნებით.
- ამათ ტარიანი არ ჭირდებათ, ისედაც არ აკლებენ ფრენას.
- კარგი თანამშრომლები გყავს?
- განყოფილებაში კი, საბედნიეროდ ერთმანეთს არ ვჭამთ. დანარჩენის რა გითხრა. თუმცა პირში არავინ მაგინებს, იმედია არც ზურგს უკან.
- რამდენი ხართ ოთახში?
- ოთხი, თქვენ?
- სამი. ყავა მიირთვი?
- ეხლა ვსვავ, თან მძღოლს ველოდები რომ გავიდე.
- სად მიდიხარ?
- აღსრულება, სასამართლო. ალბათ ნოტარიუსებიც...
- აუ, რა შარში ხარ, საგულშემატკივროდ წამოვიდე?!
- არა მგონია, მაგის დრო გქონდეს.
- დღეს არა, ხვალ ან ზეგ შეიძლება თუ მუშაობ.
- სასტიკად გაწერილი გრაფიკი მაქვს, ჩემთან შეხვედრა ასე მარტივი არაა. შაბათ-კვირა სრულად ჩემ შვილს ეკუთვნის.
- რა დავაშავო, შენი დაცვა რომ დამჭირდეს?
- გეშლება, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი ვარ, დამნაშავეებს არ ვიცავ.
- ვააახ! მანქანაზე საბურავს დაგიშვებ და იქვე დაგელოდები.
- ძვირი ღირს საბურავები, რას მერჩი?
- მე გიყიდი, ერთად წავიდეთ მერე.
- მე ახალია არ მინდა, ძველი მირჩევნია.
- ოკ, ძველი იყოს მეორადი, უფრო იაფი დამიჯდება.
- მავნებელო, ბოროტო, დროა მოვიკითხო მძღოლი, მგონი დავავიწყდი.
- ჩემი ტკბილი.
- წიწაკის სტიკერი არსებობს?
- არამგონია, წიწაკა კლიენტებისთვის, ჩემთვის თბილი ხარ.
- კლიენტები არ ითხოვენ, შენ გჭირდება.
- ჩემი ტკბილი წიწაკა.
- ბულგარულში არ აგერიო, მეგრული ვარ.
- არ მოქმედებს იმდენად თბილი ვარ, ვანეიტრალებ.
- კარგია, გაგიმართლა. გავედი მგონი მეღირსა წასვლა.
- ოკ, ჭკვიანად. ჩემი ლამაზი ტკბილი. გაკოცე ჩემ თბილ გულში...
- წახვედი?... მოხვედი ტკბილო? - რამდენიმე საათში დაბრუნებულს ისევ დამხვდა მისი მესიჯი.
- კი.
- ჩემო ტკბილო წიწაკა, რა ხდება ქალაქში, გქონდა „რაზბორკა“??
- ნუღარ იტყვი, რუსთაველზე გასვლას ზუსტად ორი საათი მოვანდომე.
- დღეს და ხვალ ასე იქნება. - დამამშვიდა.
- სულ დამავიწყდა 26 მაისისთვის რომ ემზადებოდნენ. მთელი სანაპირო ჩაკეტილი დამხვდა, ძვილს მივაღწიე რუსთაველამდე.
- ჩემი ლამაზი, ტკბილი.
- საკმარისად გაშინაურდი, აღარ გინდა ეს ტკბილი.
- ადამიანი გულთან, რომ მოვა ადამიანურად მიყვარს თბილად საუბარი და ნუ ბუზღუნებ სულ.
- უცნაურია, როგორ შეგიძლიათ ასე.
- მრავლობითში რატომ? - ჩემი „თ“ არ დააიგნორა.
- ზოგადად მამაკაცები ვიგულისხმე.
- სხვისი არ ვიცი, მე პირადად უხეშად მიმართვა ისედაც არ მიყვარს თუ არ გამაჭედინეს, მიყვარს იუმორი, ტბილი ურთიერთობა! ესეც ჩემი მოკლე დახასიათება. - გაიკრიჭა კმაყოფილი.
- განვავრცო?
- მიდი, საინტერესოა შენი შეფასება.
- უცნობ ქალებთან ფლირტაობა, განსაკუთრებით ისეთებთან ვინც, ფოტოებზე მოგწონს და აზრადაც არ მოგდის, რომ რეალურ ცხოვრებაში სულ სხვანაირია.
- მარტო ფოტო რა სისულელეა! მე შენი საუბრიდან გამომდინარე უფრო გამიჩნდა ინტერესი რომ გაგიცნო ახლოს, რადგან ძალიან საყვარელი ხარ!! ყოველ შემთხვევაში ჩემში ასეთი გრძნობა გამოიწვიე!!
- რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება.
- მე სიმართლეს გეუბნები და შენ გინდა დამიჯერე და გინდა არა.
- მხოლოდ ჩემზე ხომ არაა საუბარი. ახლა ისეთი ვქენი აშკარად კარგა ხანს ეყოფათ სასაცილოდ. - მეც კი ვერ ვჩერდები და გულიანად ვკისკისებ.
- რაქენი?
- კარებში თანამშრომლის გამოტარებაში, ლამის ვიტრინა ჩამოვიღე ისე შევასკდი მხრით.
- რაგბზე ხარ? - რამდენიმე გაღიმებული სმაილი გამოგზავნა.
- დამცინე რა გენაღვლება, სულელივით ვხარხარებდი. ტკივილი ვისღა ახსოვდა.
- ჩემი ხიფათაა.
- ხიფათა კი არა დეგენერატი ვარ. გუშინ ფოლდერების წარწერებით თვალიერებაში ლამის სახით მივეტყეპე ჩარჩოს, დღეს - ეს. აშკარად დავისიცხე.
- გათიშული დადიხარ, თინეიჯერი რომ იყო, იფიქრებდნენ შეყვარებულიაო!
- არადა დღეს პანაშვიდზე მივდივარ, იმედია მიცვალებულს მე არ გავასწრებ. - საუბრის თემის შეცვლას ვეცადე.
- ვინ დაგეღუპა?
- მე არავინ, თანამშრომლის სიმამრი.
- ფრთხილად შედი გვირგვინები არ მიყარ - მოყარო. - დამარიგა.
- იმედია ექსესების გარეშე ჩავათავებ.
- წრე სამჯერ არ დაარტყა, ერთია მიზანშეწონილი.
- მთავარია ყვავილების ნაცვლად ბამბანერკა არ მივიტანო, სხვა ყველაფერს მაპატიებენ. - ვფხუკუნებდი ისევ მე.
- თუ დაგხვდა ახალ კუბოში წამომჯდარი მერე ნახე. - სავარძლის ფორმის საკაცის ფოტო ასე წამებში სად იპოვა არ ვიცი, მაგრამ ისიც მოაყოლა.
- იმედია ხელსაც არ დამიქნევს.
- ვააა, ელენეო, რომ წამოიძახოს!
- მომენტებში, რომ ვაკვირდები, მართლა ვერ ვარ დალაგებული. ბავშვობიდან ასეთი უაზრო ვარ. ვიღაც რომ წაიქცეს, დახმარების მაგივრად სიცილი მიტყდება. საკუთარ თავზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. პანაშვიდებზე აღარაფერს ვამბობ. ტვინი უკუღმა მაქვს მოწყობილი. სპეციალურად უკან ვდგებოდი ხოლმე. არადა, თითქოს ჯინაზე ყვავილები იყო თუ გვირგვინი სულ მე მტენიდნენ. მივდიოდი ასე გაკრეჭილი.
- ბევრს ეცინება მაგ დროს.
- ძალით კი არ მინდა, მისით ხდება. ჩემისთანა დაცურებული სანათესაო მყავს, ერთად თუ მოვხვდით, ვეღარ მიხვდები პანაშვიდზე ხარ თუ ქორწილში.
- როდის უნდა გაგიცნო? ინტერესში ჩამაგდე.
- არ გირჩევ, წავედი, მეჩქარება.
- ხვალ ან ზეგ მნახე ცოტახნით, მანქანაში ვისაუბროთ.
- ასეთ სულელს ვგავარ?
- რა შუაშია?
- თავშია. მეგონა შეთანხმებულები ვიყავით, ერთმანეთს არ ვხვდებით.
- ოკ, როგორც გინდა. - საუბარი აღარ გაგვიგრძელებია, გათიშა მესენჯერი.
- მართლა აღარ ეცადა შეხვედრას?! - ამხელა დიალოგის შემდეგ ვერ ვიჯერებდი, რომ ასე მარტივად დაასრულა საუბარი.
- ყოველ შემთხვევაშია აღარ უთხოვია. როგორც უკვე აღვნიშნე მეორე დღეს 26 მაისი იყო, ვისვენებდი, კარგი მზიანი ამინდი იყო, სახლში რა მოგვასვენებდა, ნიკასთან ერთად აღლუმზე წასვლა მქონდა დაგეგმილი, შემდეგ საწანწალოს რა დაგვილევდა, დედა-შვილი დღის სასიამოვნოდ გატარებას ნამდვილად მოვახერხებდით.
აღლუმი ტრადიციისამებრ თავისუფლების მოედანზე ტარდებოდა, უკეთესად დასანახად ხალხის ნაკადში ნელ-ნელა მივიკვლევდით გზას.
სწორედ ამ დროს დაიწკრიალად ტელეფონში მესიჯმა.
- როგორ ხარ? - მწერდა შაკო.
- მადლობა კარგად. დღევანდელ დღეს გილოცავ.
- მადლობა ტკბილო, შენც გილოცავ, რას შვრები?
- წიწაკის ჯიშს ვარჩევ შენთვის. - წარა-მარა სიტყვა ტკბილოზე ტვინში მასხამდა, პასუხის მისაწერად სულ რამდენიმე წამით გავჩერდი და წინ წასულ ნიკუშას ჩამოვრჩი.
- მარტო ხარ თუ ვინმეც გახლავს?
- შვილთან ერთად დავწანწალებ.
- სად დასეირნობ?
- ოოო. დიდი გეგმები გვაქვს.
- მაღაზიას არ გამაზავ, თან რომელი არ გიყვართ ქალებს.
- რა ვქნათ. რაც გვიყვარს მართლა გვიყვარს.
- ჩემთვის წიწაკა არ დაგავიწყდეს. - უკნიდან მამაკაცის ჩახინწული ხმის გაგონებაზე შევკრთი.
გაოცებულმა მოვიხედე, არც მეტი და არც ნაკლები, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შაკო უკან მედგა.
- არა. არ მავიწყდება. ჩინური წიწაკააო მაგარი, მითხრეს. - ვეცადე დაბნევა არ შემჩნეოდა, პატარა გოგონას მივაჩერდი მისთვის მარჯვენა ხელი ამაყად რომ ჩაეკიდა.
- ჩემ შაქარს ვერცერთი ვერ აჯობებს, ქოთნითაც რომ იყიდო მაინც. - ალალად, თბილად შემომცინა.
- დაიმშვიდე თავი.
- შენც შვილთან ერთად ხარ?.
- კი, წინ წავიდა. - წინა რიგში მდგომ ნიკას გავხედე, თვალებს ისე აცეცებდა აშკარად მეძებდა, შორიდანვე დავუქნიე ხელი და როგორც კი დავრწმუნდი რომ შემამჩნია, ისევ შაკოს მივუბრუნდი.
- ვერასოდეს ვიფიქრებდი, ამხელა ვაჟი თუ გეყოლებოდა.
- დიდი არაა, თექვსმეტის ხდება. - რატომღაც სულ ვაპროტესტებდი ნიკას გაზრდას - შენ რამდენი წლის ხარ პატარა პრინცესა?
- ცხრის. - მეტიჩარა ხმით გამეპრანჭა გოგონა.
- ჩემო წიწაკა, არ მეგონა აქ თუ შეგხვდებოდი, მართლა გამიხარდა შენი ნახვა.
- მეც. - იმდენად თბილად ჟღერდა მისი წარმოთმული „ჩემო წიწაკა“, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
- აუ, მა.... გაივლიან, - ხრიგინით მომავალ ჯავშან-ტრანსპორტიორებს გააყოლა თვალი გოგონამ - ხომ დამპირდი, დაგსვავო, მივიდეთ რა!. -ცქმუტავდა ბავშვი.
- ბოდიში, ელე... - ბავშს გაჰყვა შაკო.
- გიო, გიო!... - შორიდან ვხვედავდი როგორ შეჩერდა ერთ-ერთი ჯავშან-ტრანსპოირტიორი, შაკომ გოგონა ხელში წამებში აიტაცა და ჯარისკაცს გადააწოდა, ვაჟმა ლუქთან დასმული გოგონა ძლიერად მიიხუტა. აღტაცებული ბავშვი დამსწრე საზოგადოებას მთელი მონდომებით გვიქნევდა ორივე ხელს.
შაკოს ჩემთვის არ ეცალა, სიყვარულითა და უსაზღვრო სიამაყით უმზერდა ბედნიერ შვილს. თვალებით მეც მოვძაბნე ნიკა და მისკენ წავედი.

თავი 7
- არ მითხრათ, რომ ამით დასრულდა თქვენი შეხვედრა. - რატომღაც სულ სხვანაირად წარმომედგინა მათი გაცნობა, ვაღიარებ ნაწილობრივ უკმარისობის შეგრძნებაც კი დამიტოვა და ცნობისმოყვარე თვალებით მივაჩერდი.
- ხომ გეუბნებოდი, არც კი ცდილობდა ჩემ მოხიბლვას. ეს თავისთავად მოხდა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. ისევ ჩვეულებრივ ვაგრძელებდით მიმოწერა, პერიოდულად ნახევრად ხუმრობით ახსენებდა, თუმცა დაჟინებით არასოდეს მოუთხოვია შეხვედრა. ალაგ-ალაგ გამორეულ ფლირტის ელემენტებს თუ გამოვრიცხავდი, რასაც ისევ და ისევ კარგი იუმორის გრძნობით ნიღბავდა, თამამად შემეძლო მეთქვა, რომ ამდენ წერაში კარგ მეგობრებად ვიქეცით. ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ასე ვთვლიდი.
- მაგის მართლა გჯეროდათ?!
- რა იყო ამაში დაუჯერებელი? მართლა არ მაძლევდა სხვაგვარად ფიქრის საშუალებას, მთელი დღე, წამი არ გადიოდა რომ არ მოეწერა. მაგალითად თუნდაც ის დღე ავიღოთ, როდესაც მე თელავში მივდიოდი მივლინებით. ჩემს მიერვე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც კომპანიის თანამშრომელთა მიერ თელავის ოფისში ჩადენილ ერთ-ერთ ფინანსურ დანაშაულს ეხებოდა, თელავის რეგიონალური პროკურატურიდან რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა გამომძიებელი და ხელმძღვანელთან ერთად მთხოვა ჩასვლა. თავისთავად ცხადია საქმის თითოეული დეტალი ჩემთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ თელავში გამგზავრება მეც მომიწია. დილიდანვე პროკურატურაში წასაღები დოკუმენტაციის მზადებაში ვიყავი და შაკოს მოსაკითხად არ მეცალა. ითმინა, ითმინა, და შუადღისას თავად მომწერა.
- რას შვრები?
- თელავში ვარ მივლინებით. შენ?
- ვმუშაობ, სულ გულავია, სულ თელავია?
- გულავის რა გითხრა და საქმე კია.
- მანდ რა საქმე გაქვს, რა ბიზნესი აქვთ?
- პროკურატურაში ვარ. - მისთვის დამალვა აზრადაც არ მომსვლია - ჩვენს ობიექტზე მოხდა რაღაც და მხარედ ვარ ჩართული.
- დახმარება ხო არ გინდა?
- არა, ჩემ სტიქიაში ვარ.
- ებლატავები ძაღლებს?!
- ამ შემთხვევაში მე და ძაღლები ერთ მხარეს ვდგავართ.
- ძაღლი ადამიანის მეგობარია.
- მეც ასე გამიგია, ამათ ფონზე მე უფრო ვარ ძაღლი.
- რატომ, ყეფა გეძალება?!
- მშია, დავიღალე და ავყეფდი. - ავწუწუნდი.
- ჩემი მშიერი.
- მაღაზია არ არის? გადი, იყიდე რამე. - დამარიგა უცებ.
- შენობიდან გასვლა არ შეიძლება დაკითხვის დროს.
- გააგზავნე, ვინმე ძაღლი, მაგრად მშია და ვიდრე დაგერხათ, ამომიტანე რამეო, მაგრამ ფრთხილად იყავი ძვალი არ მოგიტანოს. - იმდენი ღიმილი მოაყოლა, საკუთარი ხუმრობები აშკარად თავადვე ართობდა.
- აუტანელო!.
- სერიოზულად გეუბნები, გააფრთხილე ძვალი არ მიყვარს, ჯუჯულა მომიტანეო.
- გავალ აქედან და მივაღწევ მწვადამდეც.
- აუ, რა უტრიალებს თავში, ეხლა შენ დაკითხვას აზრი აქვს, მწვადზე და ხინკალზე ფიქრობ? გასუქდები მსუყედ რომ მიირთმევ.
- ასე მარტივად არ ვსუქდები.
- რამდენი კილო ხარ, ჩემი დაუძლურებული, ერთი ღიმილიანი სმაილიკიც არ გამოგიგზავნია რაც მოგშივდა.
- რა კითხვაა ახლა ეს?ვიქნები 60 მდე, იმედია.
- რა სამოცი, სულ შაურმასა და მწვადზე ხარ.
- შეგეშალა, შაურმა არ მიყვარს. ხინკლით ვანაცვლებ.
- უფ, დიდი სხვაობაა.
- ხინკლით გასუქებული ვინმე გინახავს? - არ ვთმობდი პოზიციას.
- ბევრი, ცომი და ხორცია.
- ცომი საფუარის გარეშეა, ხორცი მოხარშული, იდეაში დიეტურია, თუ ლუდს არ მიაყოლებ
- იდეასში ეგრეა, მაგრამ რეალურად ხომ იცი რაცააა?!
- რა გინდა მაგით თქვა, მსუქანი ვარ?
- არა, კარგად გამოიყურები, ისე გაბრაზებ, მიყვარს რომ ჯიჯღინებ, ჩემი მშიერი.
- იაფერისტე ახლა, სხვა რაღა დაგრჩა?
მაგრამ ასე მარტივად რა მოასვენებდა, დავხედე და მესენჯერში შამფურებზე წამოცმული მწვადის ფოტო ჩამიგდო.
- როგორია? საინტერესო სახე გექნება ეხლა.
- არადა, არ გეტყობოდა ასეთი ბოროტი თუ იყავი. - ყოველგვარი გაფორმების გარეშე, ვაღიარებ იმდენად მშიოდა, ლამის ავტირდი ფოტს დანახვაზე, მაგრამ ასე მარტივად რა მოასვენებდა, მწვადს ხინკლისა და ხაჭაპურის ფოტოც მოაყოლა.
- შეგეშალა, ხინკალზე პილპილი არ უნდა მოგეყარა.
- უფ, დაიწუნა კიდეც. ჩემი ჯიჯღინა, კიდევ რას ინებებთ?
- კარგი გამახსენე, აქ ერთი რესტორანი ვიცი, მწვადი და ხაჭაპური აქვთ ზღაპარი, უკანა გზაზე გამოვივლი.
- ჰა, ჰა, მსუნაგო.
- როცა მართალი ხარ, არ გედავები.
- სელფი გამომიგზავნე რა, შენი სახე მანახე ეხლა, დატანჯული და არაადამიანური!
- მეტი არც უნდათ. ისედაც ტელეფონის გამორთმევით მემუქრებიან.
- რა საქმეა ასეთი, გაძარცვეს რამე?
- დაახლოებით.
- „სასროკოდ“ ემზადევა ვიღაცა?
- კი.
- გვიანობამდე მანდ ხარ?
- მგონი დავასრულეთ. ჭკუაზე არ ვარ ის მიხარია.
- აუ, ხაჭაპურის დრო დადგა?
- არა მხოლოდ.
- მეორედ დაბადებას უდრის ხომ, რამდენი ხართ?
- ორნი. დირექტორს გამოვყევი.
- ჭკვიანად, ბევრი არ მიირთვა.
- მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა... - მეორე დღეს მისალმების ნაცვლად დამხვდა სიმღერა კომბლედან.
- დილიდანვე?
- სახინკლიდან მწერ თუ მუშაობ?
- სახინკლეში არ დამიტოვეს, ინტერიერს გვიფუჭებო. - მოვისაწ.... თავი.
- ვაფშე აზრზე არ არიან მარკეტინგის, შენ რომ დაეტოვებინე, ათჯერ მეტს გამოიმუშავებდნენ.
- ამიტომაა საჭირო პირადი პიარ-მენეჯერი. სად არ იყავი, დამტოვებდი კახეთში.
- ჩემი შტერი, ლამაზი, ტკბილი, არსად არ დაგტოვებდი.
- აფერისტო, გუშინ ცოტაღა დამაკლდა და ქვების სროლას დავიწყებდი. ასეთი მძიმე საურთიერთობო ხალხი ცხოვებაში არ მინახავს.
- რატომ პატარა? - რადგან წინა სიტყვებზე რეაქცია არ მქონდა, აშკარად ისევ გაიხსენა მისი საყვარელი ფრაზა.
- მოაშორე ეგ სიტყვა, ნერვებს ნუ მიშლი.
- ჩემი შტერი, გაკოცე ბევრი ჯიჯღინა გულში. ️
მისი დაშაქრვა არ შევიმჩნიე და ისევ ამბის თხრობა გავაგრძელე.
- მაქსიმალურად ცდილობენ როგორმე საქმე არ აღძრან, ან ნელ-ნელა გამოხშირონ. წელიწად ნახევრის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ეხლა აწყობენ რვა საათიან დაკითხვას.
- რატომ, ვის აწყობს, ვის აფარებენ ხელს?
- ვისაც აფარებენ კი ვიცი. გუშინ აშკარად როლები გვქონდა გაცვლილი, მე პროკურორი ვიყავი და ისინი ადვოკატები.
- რატომ აფარებენ?
- რას გაუგებ, გამთიშეს სიტყვების თამაშით. იმედი აქვთ, რომ მოპარულ თანხას მოიტანს და როგორმე საქმეს შეგვაწყვეტინებენ. არადა ერთის მაგივრად რამდენიმე თანამონაწილე გამოდის.
- ფულის გათეთრებაზეა?
- არა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საქონლის გატანაზე.
- რა საქონელია?
- საბურავები.
- რა თანხაზეა?
- 70000 მდე
- მერე თუ ფული მოაქვთ, ციხე ფეხებზე არ გკიდიათ, სულ არ დაგეკარგებათ?
- ვის რა მოაქვს, ის ფული კარგა ხნის დამღერებული აქვთ. რომ გვაბოლებდა ამიტომაც წავედით პროკურატურაში. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სულაც არ ანთავისუფლებს თანხის გადახდის ვალდებულებისგან. მოუწევს სამოქალაქო დავა და მაინც გადახდა.
- „კაროჩე“, შარში ხარ.
- მე არა, ის.
- ვისი ნერვები ისპობა, შენი ხომ? მაგას არ ჯობია კარგი ხინკალი ჩემო მსუნაგო?.
- ნერვების სპობა ჩემი საქმეა. ლამაზ თვალებში და ჭამაში ფულს არავინ გადამიხდის, არც ქურდების ინტერესების დავიცვას ვაპირებ.
- გაკოცეე ლამაზ თვალებში, დღეს არ გაქვს „ბოი“?
- აუფ, ისედაც თავი მტკივა, შენ მაინც ნუ მიმატებ. დღეს ბევრად საინეტრესო ომი მიწევს.
- მე რატომ გიმატებ, კოცნა თავს გტკენ?
- როგორ მიხვდი?
- ცოტა ვიფიქრე და მივხვდი.
- ყოჩაღ, ნელ-ნელა წინ მიდიხარ.
- ჩემი განვითარებით, შენც გაოცებული ხარ?
- კი, ავანტიურისტო.
- ჩემი შტერი, ლამაზ თვალება, ჯიჯღინა.
- მოგიძველდა შედარება, ახალი გაქვს მოსაფიქრებელი.
- მე იმას ვამბობ რასაც გული მკარბახობს და არა ლექსიკონი. ️ ️
- გულს უთხარი სხვა ფრაზებიც გიკარნახოს.
- გულს შენ ვერ უკარნახებ, აქეთ გკარნახობს, ცივი ქალის როლს თამაშობ, თუმცა გული თბილი გაქვს. ️
- ძალიან იცი რა გული მაქვს, ზედმეტად პათეტიკური გახდი და არ გიხდება.
- თვალების წაკითხვა რომ იცოდე, მაგას აღარ მეტყოდი. თვალები ყველაფერს ამბობს.
- რას ერჩი საკუთარ თვალებს, იმაზე მეტი თქვეს ვიდრე შენ გგონია.
- საკუთარს არა, შენ თვალებზე მაქვს საუბარი, დიდი სითბო მოდის თვალებიდან.
- არ ვიცოდი ასეთი ჭორიკანა თვალები თუ მქონდა.
- მარტო შენ არა ყველას ასეთი თვალების აქვს, წაკითხვა უნდა იცოდე.
- მკითხავიც ყოფილხარ.
- კი, კაკულია ვარ.
- არ გაგიგოს, ეწყინება კონკურენტი გამომიჩნდაო.
- მაგას მე ვასწავლე. ️
- ნეტა მომცა ძალაუფლება, ეგენი გამაქრობინა და ელგებეტეების დედასს მ ...... თვალს არ დავახამხამებდი.
- მხოლოდ მკითხავთ მოძულე კი არა ჰომოფობიც ყოფილხარ.
- კი, დაუნდობელი თან! შენ გიზიდავენ ეგენიი?!
- თვალებმა არ გითხრეს პასუხი? ატანა არ მაქვს. ისეთი რეაქცია მეწყება, შეიძლება ვინმე შემომაკვდეს.
- მე გრძნობების ამოცნობა ვიცი მხოლოდ. ️
- დასახვეწი გქონია ხელობა.
- საკმარისია.
- მაინც დაფიქრდი, რა იცის რაში გამოგადგეს.
- დილით მიირთვი, აჯიჯღინდი უკვე?
- არა, ჯერ ჯიჯღინამდე დიდი დროა. დილით რომ არ მივირთვა, შეიძლება სადმე გადავვარდე კიდეც.
- მომეშვა. ღირს საუბარი ესეიგი.
- შენ მაინც შორს ხარ, ვერ მოგწვდები.
- დაიწყო ბლატავი, მოვალ ერთი რას მიზამ?! დიდი -დიდი ჩამეხუტო და მაკოცო, მეტი, რა უნდა მიქნა.
- აი, მესმის ამბიცია.
- აჰა, ამომადინა ეგრევე ყელში.
- მგონი რეალობაში დაბრუნება გჭირდება.
- ხუმრობა არ მაპატიო.
- ეს მაგარი გამოსავალი გაქვს, ხუმრობას დააბრალებ და მე გამომიყვან გოიმად
- აბა ხუმრობას ვერ ხვდები, თუმცა ყველა ხუმრობაში...
- შენვე დაასრულე, რაც მე არ ვთქვი. საკმარისია ერთი დამცდეს, მოდი შევხვდეთო და მაშინვე ვნახავ, როგორც ხუმრობ.
- მოვალ, რომ გავიგო ხუმრობ თუ არა.
- რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური მიზნებით.
- აბა სხვა რა მიზნები უნდა მქონდეს?!
- მხოლდო და მხოლოდ ჩემი იუმორის გრძნობის გადამოწმება.
- რა თქმა უნდა!
- სხვა რამ აზრადაც არ მომსვლია, აუ, რას ფიქრობს აზრზე ხარ, ასე ძალიან გინდაა მომეფერო? - აქეთ შემომიბრუნა მისი სიტყვები.
- კატასავით სულ მომფერებელს ნუ ეძებ!
- მიაუ....
- ძაღლი ვერ ვიპოვე სტიკერებში.
- მოვალ ეხლა კრუტუნით და ჩაგეხუტები.
- კარგია კრუტინის განწყობაზე თუ ხარ. მე ავყეფდი უკვე, იმდენი ვიქაქანე.
- მოვიდე დაგამშვიდო, გავიკრუტუნო?!
- ეხლა ისეთი მოქოქილი ვარ, დამშვიდება არ მაწყობს, შემოუნახე კრუტუნი სხვას, იქნებ გაგიმართლოს და მოგეფერონ.
- აუ, ეხლა უცებ რომ გაგეჩითო, საინტერესოა შენი რეაქცია.
- წარმოუდგენელია შენ სადმე გამეჩითო.
- თბილისი პატარაა.
- დარწმუნებული ვარ, ვეღარ მიცნობ.
- ჩადრით დადიხარ? ვინ არის ღრენის ხასიათზე?
მოულოდნელად ვიღაც გაურკვეველი სქესის ადამიანის ფოტო ჩამომიგდო, ორ მეტრიანი, მელოტი, კარგად ნავარჯიშევი მამაკაცი, ელასტიკივით სტრეიჯ ჯინსებში გამოწყობილი თითქმის თხუთმეტ სანტიმეტრამდე შპილებზე შემხტარი დააბოტებდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში.
- ფეხები კი აქვს კარგი.
- მოდი და ნუ .... პატრონს. - უწმაწური გინება არ დაიშურა.
- მაგასაც ეგ უნდა, არამგონია უარი გითხრას.
- ცემას ვგულისხმობ. მაგრამ „სროკი“ ზედ გაქვს, ამ „ქათმის“ გულისთვის.
- ვიცი რასაც გულისხმობ. კარგია ამის მეტი პრობლემა რომ არ გაქვს. ისეთი დღეა მთელი სამყარო მძულს.
შუა მარჯანიშვილის მოედანზე მდგომი მოულოდნელად წამოსული შხაპუნა წვიმის გამო ერთიანად გალუმპული, გაღიზიანებული ვუმზერდი პირმოხსნილ სულ ახალთ-ახალ ბალეტკებს.
-რატომ ტკბილო, რა მოხდა?
- ნერვებს ნუ მიშლი ამ ტკბილოთი! დავიღალე და გავილუმპე.
- დაიღალე კოდექსების კითხვით?
- არა ტვინის ბურღვით.
- საღამოს სახე გექნება?
- სახე უკვე არ მაქვს. არადა საღამომდე ჯერ კიდევ შორია. ამაღამ ღამისთევა არ ამცდება.
- ნუ ჩამოყარე ყურები, მთავარია ხომ მიირთვი?
- არ ჩამოვყარე. უბრალოდ დავიღალე და დეპრესია დამეწყო. - ისევ ვწუწუნებდი.
- დეპრესიას მე ვმკურნალობ, ისეთი ჩახუტება ვიცი.
- ნეტა შენ რა, წავედი, ნერვებს მიშლი!
- ჩემი ჯიჯღინა.
- შაკოოოოოოოოო!
- ყვირიხარ?
- გახრჩობ.
- სად მოვიდე მითხარი და დამახრჩობ.
- გავედი. მართლა ნერვებზე თამაშობ.
- რა გჭირს?
- არაფერი. პიკზე ვარ მისული.
- მასე არ გამოვა, საქმეს შეეშვი და წადი. ნახევარი საათი გაისეირნე, გონება დაასვენე.
- რა კარგი წარმოდგენა გაქვს იურისტის საქმეზე.
ეტყობა მიხვდა ჩემთან წერა სასიკეთოდ რომ არ დასრულდებოდა და თავი დამანება, თუმცა დიდხანს მაინც ვერ მოისვენა.
- სულ დამავიწყდა, ლომისობას გილოცავ. - ამდენი საუბრის შემდეგ, ახლაღა გაახსენდა დღესასწაული.
- დიდი მადლობა, მეც გილოცავ.
- სად ხარ ეხლა?
- იუსტიციის სახლში, დღესღა და დასრულდება ღამისთევა.
- ფუტკარი ხარ რა, სულ შრომობ, სულ „დვიჟენიაში“ ხარ.
- ეჩვევი და აზარტულიცაა.
- ჩემი ფუტკარი, სად დაბზუილობ?
- რავიცი, მოვივლი იუსტიციას, სასამართლოშიც უნდა მოვასწრო გავლა, შემდეგ დამრჩება რამდენიმე შეხვედრა და მგონი დასრულდება კიდეც ყველაფერი.
- მწვადის დრო არ მოვიდა?
- მწვადს აქ არავინ მომიტანს, ისევ ყავით დავკმაყოფილდები.
- ჩემი მსუნაგი.
- დამცინე, დამცინე, წვიმის შემდეგ გაცივებას თუ გადავურჩი, მართლა მაგარი ვიქნები.
- ცხელი ჩაი მიიღე.
- დებილი რომ დაიბადება ადამიანი, ზუსტად ის მჭირს. გავიჩალიჩე ძალით.
- დებილი რატომ?
- დამეზარა ქოლგის თრევა, მომინდა ზაფხული და მივიღე შედეგიც.
- ასეთი სუსტი ხარ?
- მთელი დღე სველი დავტყაპუნებ.
- ჩემი შუშფარა.
- ეს რა სიტყვაა?
- სუსტს, ნაზს ნიშნავს.
- აშკარად არ მეცნო, ავსა და მყეფარასთან ვერ დავაკავშირე.
- თბილი სიტყვები არ გეცნობა ხომ?
- ასე გამოდის.
- ჩემი ბუზღუნა, გაკოცე ბევრი.
- ამდენი სითბოც არ მითხოვია.
- არ მენანება, ხომ იცი?
- ასეთი გულუხვობა არ შეიძლება, საჭირო ადამიანებს აღარ დარჩებათ.
- ზედმეტად არ ვხარჯავ, მხოლოდ იმათთან ვინც გულთან მოვა.
- დიდ პატივში ვარ, გმადლობთ.
- ჩემი ტკბილი.
- მიდი, მიდი დაიშაქრე.
- მე რაც ვარ, ეგ ვარ.
- ოკ, იყავი მაშინ შაქარ - ბიჭუნა.
- ჩემი ტკბილი, მოვიდე ჩაგეხუტო? გაგივლის გაციება.
- ჩამხუტებელს როგორმე ვიპოვი, არ შეგაწუხებ.
- ჩემზე ვნებიანად ვერავინ ჩაგიხუტებს.
- რა არის ახლა ეს, ხუმრობა ბოლოს თუ სისაძაგლეში არ გადაზარდე ვერ ისვენებ?!
- ჩახუტება თუ სისაძაგლეა, სექსი განზრახ მკვლელობის ტოლფასი იქნება, ჯიჯღინა.
- შენთან მაგის წარმოდგენა უკვე მკვლელობა რომაა, ეჭვი გეპარება?
- დაიწყო.
- ვერ ისვენებ თუ არ ვიშხამები.
- იშხამეე, მე არ მიშლის, ჩემი სიტკბო ჰაერში ანეიტრალებსს, დაიწყე მიდი, გისმენ.
მისმა თვითდაჯერებულმა ტონმა გულწრფელად გამაღიზიანა.
- რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, აღტაცებული ვარ.
- საიდან მოიტანეე, რა ვთქვი, ისეთი?
- არაფერი. რა თქვი ისეთი? საოცარია პირდაპირ, როგორ ყველაფერს უკუღმა ვიგებ, ჩახუტების რა გითხრა და მწარედ რომ ჩაგარტყა რაღაც ნამდვილად მინდა
-სად მოვიდეე, რომ ჩამარტყა?
- ჩათვალე უკვე ჩაგარტყი
- ნუ ბლატაობ მნახე და რისი ჩამრტყმელი ხარ ნახავ, ბაქი-ბუქა, ჩემი ლამაზ თვალება!
- არ მაქვს პრობლემა, ვიყო ბაქი-ბუქა.
- გაკოცე ჩემ თბილ გულში. ️
- სადისტი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და მგონი ახალ თვისებებს ვპოულობ საკუთარ თავში.
- უნდა მაწამო, სად მოვიდე?
- უკვე ეწამე, მოსვლა აღარ გჭირდება.
- რა ლაიტი ჯალათი ხარ.
- ფანტაზიის ნაკლებობას რომ არ ვუჩივი, ისედაც იცი, ნაწამები იმდენად კარგად გამოიყურები, ეგეც საკმარისია.
- ასე ბლატაობ, მნახე და დაგინახავ რომ აგიციმციმდება თვალები და დაიბნევი.
-ანუ, შენს დანახვაზე ქალებს თვალები უციმციმებთ და იბნევიან?!- ისე ავხარხარდი იქვე მჯდომმა თანამშრომელმა გაოცებულმა გამომხედა.
- მე შენ გეუბნები, ჩემო ბაქი-ბუქა.
- მეოცნებე! - სმაილით ენაც გამოვუყავი.
- მნახე!
- ჩათვალე ოცნება აგიხდა, შენს ნახვას და გადამოწმებას მაინც არ ვაპირებ, შენგან განსხვავებით საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ტარების მოყვარული არ ვარ.
- ექსპერიმენტები არა, რეალისტი ვარ პატარავ. ️ კარგი, ჩემო ტკბილო, წავედი გაკოცე ლამაზ თვალებში. ️
- არა ნორმალური ხარ. კი ხარ ღირსი პასუხი ზუსტად შენს ენაზე მოგწერო, კარგად.
- გაკოცე მაგ ჯიჯღინა ტუჩებზე, მაინც ჩემი ჯიჯღინა ხარ.
- ოცნება ილუზიაში გადაგდის და საშიშია.
- ანუ გავგიჟდი?
- მგონი, ოჯახში თუ არ იციან, არ უთხრა, ცოდვები არიან.
- მე არ ვიტყვი და შენც არ წამოგცდეს. რომ წამოხვალ გამომიარე, საგიჟეთამდე გამიყოლე.
- შენთან ახლოსაა, სოფელ დიღომში, ჩემზე ადრე აშკარად მიხვალ.
- არ ვიცი ზუსტად და მიმყევი.
- რომ ამოუხვევ, იკითხე და მიგასწავლიან, საკმაოდ ბევრი პაციენტი ყავთ.
- ესე იგი, არ მოვიწყენ, კარგი პონტი ყოფილა. ჩემი ლამაზი და ტკბილი, მოვალ ეხლა დაგიკოცნი ლამაზ ტუჩებს და მერე იღადავე.
- რა პონტია არ ვიცი, არ შემიმოწმებია. რომ მიხვალ მომწერე და გავიგებ.
- გიჟი ხომ თავისუფალია?
- ასე ამბობენ.
- ჰოდა, რასაც მინდა იმას მოგწერ, ჩემი ლამაზუკა ხარ, წავედი ტკბილო, გენაცვალე, გაკოცე, ჩემ თვალებში და ტუჩებში.
- კარგად, ფსიქიატრიულთან არ გაიარო, არ გიცნონ, და ნურც საკოცნელ ორგანოებს ამრავლებ!
- ჩავიკუზები მანქანაში, ისე რა ცუდი პაციენტი ვიქნები.
- მგონი მიდიოდი. არა მგონია, სექსუალური ექთანი მოითხოვე და ეგაა.

მეორე დღეს „პალიტრა ლ“-ის მოწვევით მწერალი ჰოლი სმეილი სტუმრობდა თბილისს, ჩემი შვილი, როგორც „პალიტრა ლ“-ის ერთ-ერთი თინეიჯერული ფრთის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა დახვედრის ორგანიზებით იყო დაკავებული. მასთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩაბმული მეც. გამთენიისას ჯერ გამომცემლობაში გავიარეთ გაბერილი ჰელიუმის ბუშტების წამოსაღებად, შემდეგ სარეკლამო ბანერებიც წამოვკრიფეთ, ჩემი საბრალო ავტომობილი იმდენი ხარა-ხურით გაავსეს, ბუშტების ადგილი აშკარად აღარ გვქონდა, ბავშვებმა გამოსავალი მაინც ნახეს, ფანჯარაში გააყოფინეს თავი და ასე ფრიალ-ფრიალით აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი.
სასაცილო სანახავი იყო ჩემი მოცუცქნული ავტომობილიდან პარაშუტივით გამომძვრალი მასზე ორჯერ დიდი ზომის ჰელიუმის გაზით გაბერილი საჰაერო ბუშტები.
თითქმის ერთი საათი იქ ვიყურყუტე, ვიდრე ყველაზე ძილისგუდა გამომცემლობის თანამშრომელმაც არ იკადრა მოსვლა, ბავშვები გადავაბარე.
ამას ემატებოდა ისიც, რომ სამსახურში ახალი სერვის-ცენტრი იხსნებოდა და იმ დღეს პრეზენტაცია გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ შინ მისვლას ვეღარ მოვასწრებდი, საღამოს ჩასაცმელი კაბა, უკვე მეცვა, სალონში შევირბინე, თმები დავივარცხნე და გენერალურად გაპრანჭული სამსახურში წავედი.
მართალია მისვლა დავაგვიანე, თუმცა ამაზე არ ვღელვადი, აშკარად რაღაც მაკლდა. მესენჯერი ჩავრთე თუ არა, ჭყიპინით შემოხდა შაკოს მესიჯი. გულმა ბაგა-ბუგი შეწყვიტა, კმაყოფილს გამეღიმა, ახლაღა მივხვდი თურმე რა მაკლდა. საქმის ნაცვლად ისევ მასთან მიმოწერას შევუდექი.
- როგორ ხარ, ჩემი ჯიჯღინა? ️
- ის დილა რა დილაა, შენთან მისალმებით თუ არ დაიწყო, - გაღიმებული ღიმილი გავაგზავნე - დილა მშვიდობის, არა მიშავს, შენ როგორ ხარ?
- ეხლა არ მითხრა ჩემი მზე ხარო. მიხვედი სამსახურში?
- ჩემთან მზე ძალიან ადრე ამოდის, შენ ვერ იქნები, კი, მივედი.
- ჩემი სხივები სულ სხვანაირად ათბობს, აღიარე.
- იმღერე აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ მზე ვარ, მზე ვარ.
- ჩემმაა მზემ, ისე სად არის ეგ ტიპი, აგარ ჩანს?
- გამოჩნდა გუშინ, შენ ტელევოზორს არ უყურებდე რა მაგის ბრალია?
- კარგია რომ მითხარი, ვღელავდი საქართველომ მზე დაკარგათქო, ცოტას აჟუჟუნებს ეგ ხომ?
- აქ არ იყავი ჩამნაცვლებელი, თუ შენი სხივები მხოლოდ ჩემზე ჭრის?
- მე შენი პირადი მზე ვარ, პირადი გალაქტიკა, რა პოეტური ვარ, მეც გავოცდი.
- ნუ, იტყვი დღეს მწერლების დღე მაქვს, ბარემ შენც მიემატე.
- რატომ დღეს რა ხდება?
- გეუბნები, ჩამორჩენილი ხარ საზოგადოებრივ მოვლენებს და არ გჯერა. თინეიჯერებს დიდი დღე აქვთ, საყვარელი მწერალი ჩამოუვიდათ.
- რაღა დროს ჩემი თინეიჯერობაა, შენ რა კავშირში ხარ?
- როგორც დიდი აქტივისტის დედა, ჩავერთე მძღოლის ამპლუაში.
არ დავზარდი ფეისბუქზე გამოქვეყნებული „პალიტრა ლ“-ს განცხადება მაშინვე დავუკოპირე.
- „ჰოლი სმეილმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გვესალმება ქართულ ენაზე და გვატყობინებს, რომ მოუთმენლად ელოდება ჩვენთან შეხვედრას "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე" - იტყობინებოდა გამომცემლობა.
- გამოფენაზეა შეხვედრა, შეგიძლიათ ბავშვი გააასეირნოთ, 12 საათზე იწყება.
- სად არის დრო, თორემ კარგი იქნებოდა!
- დრო არც მე მქონდა, მაგრამ კი ჩამაკვეტეს, დილის ხუთ საათზე უკვე აეროპორტში გავრბოდით.
- სხვა რა ხდება? გაკოცე ჩემ ლამაზე ტუჩებში და თვალებში.
- გითხარი, ნუ ამრავლებ საკოცნელ ადგილებს.
- ჩემი ტკბილი, რაც ჩემიაა - ჩემია.
- რადგან შენ იტყვი.
- რა თქმა უნდა, დაგიწითლებდი ახლა ლამაზ ტუჩებს კოცნით.
- ნარცისიზმი შეგეყარა?
- ჩემი ტკბილი. - გაჩუმება აზრადაც არ მოსდიოდა.
- შაქარ-ბიჭუნა.
- აღიარე, რაც გამიცანი ყავას შაქრის გარეშე სვამ?
- არა, არც ასეთი მაგარი ხარ.
- ყავის ბრალია, თორემ მე სიტკბო არ მაკლია, წავიდა ბლატავი.
მართლა ვაპირებდი რამე შხამიანის მიწერას, მაგრამ გადავიფიქრე.
- გინდა შენს ენაზე მოგწერო? რას ამბობ, შაკო. შენ ისეთი კარგი ხარ, ისეთი სექსუალური, ისეთი სასურველი, ისეთი არანორმალური, რაც შენ მწერ ღამე აღარ მძინავს, ვოცნებობ როდის შევხვდებით, დღე შენით იწყება და მთავრდება. - თუმცა სერიოზულობა ბოლომდე ვერ შევინარჩუნე - ბოდიში მეტი ვეღარ მოვიფიქრე!.
- ეგ რომ მომწერო, მე წაგიყვან ასათიანზე.
- სულ არაა რთული.
- ეგრევე შევალ შენ მდგომარეობაში.
- წარმოვიდგინე როგორ გაიფხორე და სულელივით გამეცინა.
- მაგ ასაკიდან გამოვედი, ვხალისობ მსგავს მიმართვებზე, მიყვარს იუმორი.
- ჩემთან მომართვებში ნამდვილად არ გეტყობა გაზრდა, თუ მე გგონივარ მაგ ასაკში ჩარჩენილი?!
- მე რასაც ჩემში იწვევ იმას გწერ, მართლა, იმიტომ კი არა, რომ გაიფხორო და სკამიდან გადავარდე. საყვარელი მანდილოსანი ხარ და მაგას აღვნიშნავ. ️
- გაფხორვის რა გითხრა და ნამდვილად გამაცინე. ამიტომაც ხარ აფერისტი, უცნობ ადამიანს მსგავს სიტყვებს ვერ მიწერ. გამორიცხულია. ეგ კი არა, სულ რომც გიჟდებოდე ვინმეზე, ამას ხმამაღლა არასოდეს აღიარებ.
- რაღა დროს უცნობი ხარ, ამდენი ხანია ვწერთ ერთმანეთს. რატომ უნდა დავმალო?! მნახე, გამიცანი და მიხვდები როგორიც ვარ, აფერისტობა ჩემგან შორსაა, სიალალე და უბრალოება მიყვარს.
- გადი მაჯლაჯუნა იმდენად გაქვს გამჯდარი, უკვე სიალალეშიც კი ურევ მექალთანეობას.
- ჩემი ეჭვიანი, სულ ეჭვით რატომ მიყურებ? მართლაა ალალად ვარ შენთან და როგორც გინდა.
- ოკ. დავიჯერე. ღლაბუცა, მაჯლაჯუნა.
- მაჯლაჯუნა მოვა ეხლა და ჩაგიხუტებს, დაგიკოცნი ტუჩებს, ლამაზ თვალებს.
- კიდევ ერთი წინადადება და გაირითმება კიდეც.
- რა ვარსკვლავზე გაჩნდი მაჯლაჯუნას ღირსი გახდი. ოცნებობს ხალხი ცოცხალი მაჯლაჯუნა დავინახოთო და შენ გეფერება კიდეც.
- ეუფ. შემეშინდა, ასე არ ჩავღრმავებივარ.
- წარმოიდგინე? ისევ მე მოგეფერები, ჯობია ხომ?! ჩემი ტკბილი, არ გინდა ეხლა ჩამეხუტო და მოგეფერო? სელფი გამომიშვი, ჯიჯღინის გარეშე ოღონ, ტო.
- შენსა და მაჯლაჯუნას შორის დიდი განხვავება მაინც არაა, თუმცა თუნდაც წარმოსახვაში ისევ ადამიანი სჯობს. ფანტაზიებს ისედაც არ უჩივი ჩემი სელფების გარეშეც.
- დაიწყე?
-მაიძულე, თუ არ შეგახსენე მართლა პრინცი რომ არ ხარ, ვერ ისვენებ.
- რა პრინცი, მაჯლაჯუნა პრინცში როგორ გერევა, რა მოწიე ასეთი?
- ეგრე ბაყაყიც აერიათ პრინცში.
-ისინიც მაგარი დაბოლილები იყვნენ. ალბათ, მაგარი ამპარტავანი გგონივარ, მე მაგრად ვღადაობ მაგ თემებზე.
- ამპარტავნება არაფერ შუაშია, მე რაც მგონიხარ კარგად იცი, თუმცა გულმოდგინედ ამტკიცებ ეგეთი არ ვარო, თორემ მე ჩემი შეფასება უკვე გაკეთებული მაქვს.
- ვინ გგონივარ, საინტერესოა შენი შეფასება, ოღონდ ალალად, გისმენ, არ მოგერიდოს.
- სიმართლე მოგწერო?
- კი, მართლა.
-მუსუსი ხარ, საკმაოდ მოსწრებული ენით, ამას ემატება არც თუ ცუდი ფიზიკური მონაცემები. შესაბამისად თუ მეორე მხარეს მყარი ადამიანი არ შეგხვდა, საკმაოდ თავისუფლად შეაბავ. ჩემთვის ეგ პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, ვერთობი ამ სიტყვების თამაშით, თუმცა რეალურად, სუფთა ადამიანურად ძალიან ცოდოა შენი მეუღლე.
- მადლობა არც თუ ცუდი შეფასებაა. მაჯლაჯუნა დაგავიწყდა.
-სერიოზულიო და უბრალოდ ჩემი აზრი გითხარი. თავში არ აგივარდეს.
- ინდაურივით გაფხორილი დავდივარ.
- ოკ, მაგ მონაწერში მხოლოდ გასაფხორი წაიკითხე?
- უფრო კრიტიკულ შეფასებას ველოდი და გამიკვირდა.
- კრიტიკულს, სადმე კომპლიმენტი გითხარი და ვერ მივხვდი?
- გამოდის მე უფრო თვითკრიტიკული ვყოფილვარ!
- დანარჩენი რაც ვიფიქრე, ეგ ჩემი სათქმელი არაა. ეგ ოჯახის წევრის პრობლემაა.
- აუ, რომელი ფანტაზია არ გეყოფოდა, რას იფიქრებდი?!
- არაფერი განსაკუთრებული. ჩემთვის ადამიანი ცოტა სხვა კრიტერიუმებით ფასდება და არა ენითა და იუმორით. ამ შემთხვევაში კი შენი მეუღლის ადგილზე თავის წარმოდგენა არასოდეს არ მენდომებოდა. ცოდოა შენთან.
- რატომაა ცოდო?
- სერიოზულად კითხულობ?
- კი.
- გამორიცხულია ქალმა ვერ იგრძნოს როგორ აბავს მისი ქმარი სხვას. ერთი ის ქალი შეებმება თუ არა, მაგრამ კაცი ხომ ცდილობს? ფეხებზე თუ კიდიხარ შენს ცოლს არ ვიცი, მაგრამ იდეაში უნდა წყინდეს.
- რომ გაიგოს რომელ ქალს ესიამოვნება, მაგრამ მთავარია ვერ გაიგოს!
- დარწმუნებული ხარ, რომ ვერ იგებს. მგონი ცდები. არ ვიცი შენი ასეთი მიწერილობები რა ეტაპამდე გრძელდება, თუ ვინმეს რეალურადაც ხვდები, გამორიცხულია მეორე ქალის არსებობას ვერ ხვდებოდეს.
- შენ რომ გწერ საიდან, ვინ უნდა გაიგოს?!
- არც გაქვს ჩემთან არაფერი. მე გეუბნები თუ ხვდები კიდე მეთქი, მგონი განსხვავება არის.
- არავინ არ მყავს ამჟამად.
- ამჟამად? აი, მესმის გულახდილობა. არ გეწყინოს, მაგრამ თუ შენი მეუღლე გიყვარს, მართლა უნდა მოუფრთხილდე. ერთია ის შეიმჩნევს თუ არა, მეორეა რომ აუცილებლად იგრძნობს. მერე ეს შეგრძნება მთელი ცხოვრება მიჰყვება და არც ასე მარტივად მოსანელებელია. გამოვედი შენი ცოლის ადვოკატი.
- ანუ ბრალდებულის სკამზე მარტო ვარ? არც ადვოკატი, კაროჩე რა.
- არ ვიცი ვისთან ერთად ხარ. მე უბრალოდ ჩემი აზრი გითხარი. დანარჩენი შენ უკეთ იცი. აზრად არ მქონია შენი გაღიზიანება. სიმართლეო და ეგაა ჩემი თვალით დანახული სიმრთლე.
- ქალბატონო ადვოკატო, მანამ კოცნით არ დაგიწითლე ეგ ლამაზი ტუჩები, ️ იერიშებს მორჩი.
- ოკ. ჩათვალე რომ დავასრულე. რაც არაა ჩემი საქმე, იქ ცხვირს არ ვყოფ.
- ტუჩები მაინც დაგიწითლდება, ვერ გადარჩები!
- ღლაბუცა.
- ტკბილო, ჩემი ჯიჯღინა, ლამაზ თვალება.
- მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, შენზეა ნათქვამი.
- ამიტომ არ უნდა წაგეკითხა, ჩემი ტკბილი, ლამაზუკა. ️
- მაშინ გამოვტოვებ ყველაფერს და წერე საკუთარ თავს.
- ჯიჯღინააა.
- მაჯლაჯუნა მაინც არ ვარ.
- მაჯლაჯუნობა ღირსეულების ხვედრია.
- დაიმშვიდე თავი.
-ხვალ მნახე რა შესვენებისას!
- ხვალ გაუძლებ ჩემ ხიბლს?
- კი, დღეს მოვემზადები სულიერად.
- ოკ. მოემზადე, რა იცი რაში გამოგადგეს.
- ხვალ?
- გიჟი ნუ ხარ. შენი ნახვა რომ მინდოდეს სულ ორ წუთში გნახავდი.
- მნახე მერე, რა პრობლემა?
- არაფერი. უბრალო არ მინდა და ეგაა.
- არ მითხრა, მეშინიაო, თუ მართლა ფიქრობ, რომ ჩემ ხიბლს ვერ გაუძლებ? - საკუთარი სელფი ჩამიგდო მეტი დამაჯერებლობისთვის.
ვაღიარებ სელფის კვალობზე აშკარად სექსულურად გამოიყურებოდა.
- ნარცისი ნუ ხარ!
- ნარცისი არა, ტიტა! - შემისწორა უცებ.
- ზედმეტად ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, არადა რასაც მე დამცინი შენ უფრო გემუქრება.
- რა დარწმუნება, უბრალოდ ადამიანურად მეგობრულად მნახეთქო და შენ რას ფიქრობ?!
- გიფრთხილდები და ვერ აფასებ.
- ნუ მიფრთხილდები, გამწირე, არ დამინდო.
- არ ვარ ასეთი ბოროტი. გაგიმართლა.
- მართლა მნახე რა ხვალ!
- ვერ გავიგე. დღეს თუ უარზე ვარ, ხვალ რატომ გადავიფიქრებ?
- მნახე ისე რა მოხდა?
- გადი მაჯლაჯუნა, აშკარად გიხდება ეგ სახელი.
- ნუ გშურს.
- არა მიხარია. კარგი ნათლია ვარ.
- რა ნათლია ხარ ნათლული არ გინახავს, აფერისტო.
- არაუშავს.ბევრი ნათლია არ იცნობს ნათლულს.
- მე არ მწამს მაგ ფარისევლობის.
- როგორ ვიდარდე ვერ წარმოიდგენ.
- მადა დაგეკარგა ხომ? ჩემი ფანტაზიორი, მშიშარა, კარგი რაცაა ეგაა, შენი სელფი მაინც გამომიგზავნე.
სწორედ აქ შევცდი, ვერ მოვითმინე, იმდენად ვიყავი გაპრანჭული, იმდენად ლამაზად გამოვიყურებოდი, მთელი გულით მომინდა მართლა დავენახე, ცდუნებას ვერ გავუძელი, მიუხედავად იმისა, რომ არ მეხერხებოდა სელფების გადაღება, რამდენიმე კადრი მაინც გადავიღე, ყველაზე საუკეთესო შევარჩიე და გადაგზავნასაც დავაჭირე ხელი. მესენჯერმა მიჩვენა, ფოტო რომ ნახა. თუმცა რატომღაც გაჩუმდა, არც მომწერა, მოწონებაც კი არ გამოუხატავს. საკუთარ გამოსახულებას დავაკვირდი, დავიჯერო ასე ცუდად გამოვიყურები, რომ ერთი კომპლიმენტიც ვერ გაიმეტა?! თუმცა დიდხანს ფიქრი არ დამცალდა.
- ეს ფოტო ახლა გადაიღე?
- კი.
- ასეთი გამოპრანჭული დადიხარ სამსახურში? მაგარი გული ქონია შენ ქმარს!
- არა, დღეს ახალი სერვის-ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით პრეზენტაციაა.
- თურმე, წითელი ფერიც გიხდება.
- თურმე?!
- კი, თან ძალიან. ანუ ახლა მუშაობ?
- კი, სამსახურში ვარ.
- ოკ. მასივიში ვარ და ამოგივლი!
- ხუმრობ? არ მოხვიდე! - პანიკისგან ერთიანად დამიარა სხეულში.
მაგრამ ვინ გაითვალისწინა ჩემი მიწერილი, სულ რაღაც ათიოდე წუთში მოვიდა მისი მესიჯი.
- აქ ვარ, გამოდი. - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, როცა ჩემი სამსახურის სათაო ოფისის ცენტრალური კარების ფოტო ჩამიგდო.
- გაგიჟდი?!
- ნუ იქცევი პატარა ბავშვივით. იცოდე არსად წამსვლელი არ ვარ.
- რაც გინდა ის ქენი! - გავღიზიანდი.
- დავიჯერო მართლა გეშინია ჩემი ნახვის?
- თავხედი ხარ, დედას გეფიცები, დამელოდე ცოტა ხანს. ახლავე გამოვალ. - გაცოფებული წამოვდექი, ვისღა ახსოვდა საღამოს კაბით ყოფნა, კალთებ აკეცილი, გაბრაზებული მამაკაცივით დიდი ნაბიჯებით მივალაჯებდი ოფისის ეზოში.

თავი 8
ავტოსადგომზე მდგომმა უცხო ავტომობილმა მალევე მიიპყრო დაცვის ყურადღება. თუმცა მძღოლს აშკარად არ აღელვებდა უცნობთა მზერა. RAV4 ტიპის, ძველი მოდელის ჯიპს უდარდელი სახით მიყრდნობოდა შაკო და ტელეფონს ჩასცქეროდა. შორიდანვე შევათვალიერე. ჯინსის მუხლს ქვემოთ შორტებში, სპორტულ მაისურსა და კეტებში გამოწყობილს არაფერი ჰქონდა საერთო აღლუმზე ნანახ სამხედროსთან. თავადაც შემნიშნა. წელში გაიმართა. ტელეფონი გათიშა და შარვლის უკანა ჯიბეში შეინახა. ვხედავდი მის შემფასებლურ მზერას, თითქოს თავიდან ფეხამდე მსწავლობდა, ისეთი დაჟინებით მიმზერდა, სუნთქა შეკვროდა, თვალსაც კი აღარ ახამხამებდა. თითქოს თითოეულ ჟესტს, მოძრაობას იმახსოვრებდა.
არ ვიცი რა დამემართა. მესიამოვნა მის თვალებში დანახული აღტაცება, თუმცა ძალიანაც შემრცხვა. წამების წინანდელი ბრაზი და სიფიცხე სადღაც გაქრა, რადიკალურად შემეცვალა განწყობა. დავკარგე სითამამე, იმდენად დავიძაბე საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა. სუნთქვის დასარეგულირებლად ნაბიჯი შევანელე. იგრძნო ჩემი ცვლილება, თვალები ნელ-ნელა დაუწვრილდა, სახეზე საფირმო გვერდული, ირონიული ღიმილი გამოესახა.
- გამარჯობათ, ქალბატონო ელენე, - რევერანსით ისე მომესალმა, თითქოს დედოფალი ვიყავი - უკაცრავად ჩემი ჩაცმულობა აშკარად არ შეესაბამება თქვენს საღამოს კაბას, მაგრამ თქვენი ბრალია, იმდენად მომხიბვლელად გამოიყურებოდით ფოტოში, ცდუნებას ვერ გავუძელი, უნდა მენახეთ, იკადრებთ ჩემ ჟანგიან ეტლს?! - პათეტიკურად გამოხსნა ავტომობილის კარი.
-მასხარა, - სიცილი ვეღარ შევიკავე, დედოფლობა შევიფერე და გაბღენძილი მოვთავსდი სავარძელზე.
- თქვენო აღმატებულებავ, ცოტა უხერხული ხომ არაა აქ რომ მოგადექით, პრობლემას ხომ არ შეგიქმნით? - დაცვის ჯიხურის პატარა სარკმლიდან მომზირალ დაცვის თანამშრომელს ბღვერით გახედა.
- არა, ნუ ღელავთ, ჩემზე ცუდს არავინ იფიქრებს. მიჩვეულები არიანი, კლიენტები საკმაოდ ხშირად გვაკითხავენ. ყველას ტერიტორიაზე ხომ ვერ შევიყვანთ?!
- მეც ეგ მინდა. - კმაყოფილს გაეღიმა.
- რამდენადაც მახსოვს, დიღმელი ხარ. საკმაოდ ბევრი შენი უბნელი მუშაობს, ნაცნობებმა რომ დაგინახონ, შენ როგორ ახსნი აქ ყოფნას?! - ამჯერად მე ჩავეკითხე.
- რამეს მოვიფიქრებ, მაგრამ მგონი მაინც არ იქნება ცუდი, ცოტა წყნარ ადგილას ავიდეთ, ცნობისმოყვარე თვალებისგან შორს!. - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა, ჩემს პასუხს აღარ დაელოდა, ავტომობილი დაქოქა და ოფისს გასცდა.
-არ მცალია სასეირნოდ. - ხმა შემეცვალა.
- კაი, ახლა. რა გჭირს?! - ისე შემომხედა თითქოს ნორმალური ამბავი იყო, მასთან ერთად ავტომობილით სეირნობა - კი არ გიტაცებ, გპირდები უვნებლად დაგაბრუნებ!
- კიდევ კარგი დამამშვიდე, მე პირიქით მეგონა. - ღრენით ავხედე კმაყოფილს - აქეთ შეუხვიე. ამაზე წყნარ ადგილს აქ მაინც ვერ იპოვი, ყველგან კომპანიებია. - იქვე მდებარე პატარა ჩიხზე ვანიშნე.
- ისეთ ვიდზე ხარ, მართლა უნდა მოგიტაცო.
- არანორმალურო, ვინ იტაცებს გათხოვილ ქალს?!
- მე ვიქნები, გამონაკლისი.
- ცოტა რომ გაკლია იცი?
- კი, ხშირად უთქვამთ. - ისევ ჩამიკრა თვალი.
- დედას გაფიცებ, ეს თვალების პაჭუნი წიკია, თუ სპეციალურად სარკის წინ დაამუღამე?
- ეეე, „ტი ჩტო“... ბავშვობიდან ვვარჯიშობდი!. - კმაყოფილი გამეკრიჭა.
- გამოდის მხოლოდ მე ვარ დებილი?!. - ხელოვნური დანანებით გადავაქნიე თავი.
- რა „პონტში“?
- დღემდე ვერ ვისწავლე თვალის ჩაკვრა. - ავკისკისდი.
- კაი, ტო... მართლა?
- კი, მომკალი და არ გამომდის. - ვაღიარე გულწრფელად.
- მიდი აბა სცადე. - ცნობისმოყვარედ მიმზერდა შაკო.
მთელი მონდომებით ვცადე მხოლოდ ერთი თვალის ჩაკვრა, მაგრამ არ გამომივიდა.
- ბოთე, ასეთი რაღაც პირველად ვნახე, - მხიარულად ხარხარებდა - არადა, რომ გკითხონ ამხელა ფირმის სერიოზული იურისტი ხარ. თვალის ჩაკვრა ვერ გისწავლია?!
- ბაცანა, არ ვიცოდი ადამიანის სერიოზულობა ამით თუ განისაზღვრებოდა.
- ეეე, „ტი ჩტო“... აი, უყურე, ჯერ თვალს უკრავ, შემდეგ აწვრილებ, შემდეგ.... - მზერა ტუჩებისკენ გადაიტანა და ისე გაუშტერდა თვალები წამში გამოვფხიზლდი.
- არც კი გაბედო! - გამაცია იმის წარმოდგენაზე რაც გაიფიქრა.
- მშიშარა. - ისევ ახარხარდა - აზრობ რაებს ფიქრობს, ტო... არადა, მე პატიოსანი ქალი მეგონე.. - ისევ ჩამიპაჭუნა თვალი. სიწითლის დასამალად მზერა ავარიდე და ტრასას გავხედე - ხუმრობა, ხუმრობად და იქნებ მომახსენოთ დღეს რაობა გაქვთ? - როგორც იქნა შეცვალა საუბრის თემა და შვებითაც ამოვისუნთქე.
- დღეს დიდი დღეა, დიდი.... – „შუა ქალაქშის“ ცნობილი ფრაზა, სწორედაც რომ სერიალის პერსონაჟის ინტონაციის წარმოვთქვი - „ალფა ჯგუფი“ ავტომობილების მორიგ ახალ ბრენდს სთავაზობს საქართველოს! - სარეკლამო აგენტებს შეშურდებოდათ ისე სხარტად ჩამოვაყალიბე.
- ჩეგეკითხებით, კონკრეტულად რა ბრენდს, ქალბატონო ელენე?
- კადილაკს. - კმაყოფილი გავეკრიჭე.
- კაი, ტო... ღადაობ?- ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი - კადილაკი თბილისში? ამ დამშეულ ქვეყანაში ვინ უნდა იყიდოს, ან სად აქვს ისეთ გზები კადილაკით რომ იბლატავო?
- მთავარი მონდომებაა, მინდა გითხრა, ორი მოდელი უკვე გაყიდულია. - თავმომწონედ გავეყინჭე.
- აუ, ფოტოები არ გაქვს. მაჩვენე რა მოდელებია?
მობილურში შენახული საჩვენებელი მოდელების ფოტოები მოვნახა და ტელეფონი გავუწოდე. ბევრი ავტომობილზე გაგიჟებული ადამიანი მინახავს, თუმცა ასეთი რეაქცია აქამდე არავისთვის შემიმჩნევია. ერთიანად უბრწყინავდა სახე. თვალებ აციმციმებული უმზერდა და პატარა ბავშვივით ეფერებოდა საყვარელი მოდელის ფოტოებს.
- მანქანა კი არა ზღაპარია, დისკებს შეხედე რა. ძრავზე ხომ აღარაფერს ვამბობ. წარმოგიდგენია რა კაიფია ამით სიარული?
- კი, მაგარი იქნება.
- ისე როგორ მოვკვდები, რომ ერთხელ მანც არ მეღირსოს ამით გავლა.
- მხოლოდ ეგ თუ გაქვს საოცნებო, არაა რთულად ასახდენი. ტესტ-დრაივზე დაგპატიჟებ და ეგ იქნება.
- დედას გაფიცებ, მართლა?! ეჰ, რაღა დღეს მომინდა შორტებით სიარული, ასე როგორ წამოვიდე?! - ისე შეწუხდა თითქოს მართლა მოდიოდა.
- ჩაცმულობის გამო ნუ ღელავ, შენი შორტები ბევრს არ გაუკვირდება, უცხოელები ძირითადად მასე მოდიან. შენ კეტები მაინც გაცვია, ხშირად ფეხზეც ლასტები აქვთ ამოცმული.
- თუ ასეა, შენ რატომღა ხარ ასე გამოკვანწული? - თავიდან ფეხებამდე წუწკი მელასავაით ამათვალიერა.
- თანამშრომლებისთვის დრეს კოდია დადგენილი, საღამოს კაბებით უნდა ვიყოთ.
- ანუ პეროს იყრით უცხოელებთან?
- ასე გამოდის. თუმცა შენ გული არ დაგწყდეს, მაინც ვერ მოახერეხებდი ავტომობილის მართვას. დღეს მხოლოდ სერვის-ცენტრის გახსნაა, ტესტ-დრაივს ჟურნალისტებს მოუწყობენ და იქაც საჭესთან ისევ ჩვენივე ავტო-მრბოლელები სხდებიან.
- ანუ მომატყუე?
- არა, რეაქცია მაინტერესებდა! თუმცა დაპატიჟება მართლა შემიძლია, მაქვს რამდენიმე მოსაწვევი, ჩემი შვილისა და მისი მეგობრებისთვის. ორს დაგითმობ თუ გინდა და გვესტუმრე მეუღლესთან ერთად, ავტომობილის მართვას თუ ვერა, ჩაჯდომას და დაპიპინებას მაინც მოახერხებ.
- მადლობა, ჩემო ტკბილო, მართლა სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ არ გამოვა. მით უმეტეს მეუღლით.
- რატომ, - გულწრფელად გამიკვირდა მისი ნათქვამი - არ შეიძლება მეგობარმა მოსაწვები მოგცეს?
-მეგობარმა?! - არ ესიამოვნა ჩემი სიტყვები.
- კი, მეგობარმა.
- შენ ჩემში მეგობარს ხედავ?
ვერ გავუძელი მის დაძაბულ მზერას, თვალი ავარიდე, ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს.
- ოჯახი მყავს, შვილი. ჩემი ქმარი მიყვარს, არ ვაპირებ ღალატს, მით უმეტეს საყვარლის გაჩენას. - ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს მხრებიდან ტვირთი მომეხსნა, იმ იმედით რომ ჩემს გაგებას შეძლებდა.
არ ვიცი მისმენდა თუ არა, ის კი ისევ თვალებში მიმზერდა, თითქოს იქიდან უნდოდა ჩემი აზრების წაკითხვა, ისევ ტუჩეზე მომაჩერდა. იმდენად შეეცვალა გამომეტყველება, რომ გავჩუმდი. ისევ ის შეუცნობელი უხერხულობისა და სირცხვილს გრძნობა გამიჩნდა. სათქმელი სიტყვები შემაშრა, მზერა ავარიდე და ფანჯრიდან დავიწყე ყურება.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ჩუმად. უხერხული სიჩუმე ისევ თავად დაარღვია.
- მართლა გჯერა, რომ მე და შენ შეიძლება მეგობრები ვიყოთ?!.
- ყველა ქალი ხომ არაა?! ადრე თუ გვიან ხომ გამიცნობ. მიხვდები, რომ მაგ კატეგორიას არ ვეკუთვნი და...
- მე შენთვის, მასე არც შემომიხედავს! - მოულოდნელად ხმას აუწია და ყვირილზე გადავიდა - ბოზები მძულს, მეზიზღებიან. ასეთად რომ ჩამეთვალე, გგონია ამდენ ლოლიალს დაგიწყებდი? მომეწონე, მიმიზიდე.
- მესმის, მაგრამ ვინც მოგეწონება ყველას ხომ ვერ დაიწვენ?
- ყველას არა, მაგრამ...
- რა, მაგრამ? არ მინდა არარსებული, ფუჭი ილუზია გქონდეს. ვაღიარებ, მსიამოვნებს შენთან ურთიერთობა, გაქვს არაჩვეულებრივი იუმორი. ლაქუცა ენა. ნებისმიერ ქალს ესიამოვნება კომპლიმენტები, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ შენთან დაწოლას ვაპირებ. რამდენი ვიღაცას მოვეწონები და ფლირტაობას დამიწყებს, ყველას თუ ფეხები ავუწიე, ავშენებულვარ და ეგაა.
- მე ყველა არ ვარ!.
- ამ შემთხვევაში ხარ. ვერაფერს შემოგთავაზებ გარდა მეგობრობისა, მინდა ზუსტად იცოდე.
- არც არაფერი მინდა, მეგობრობის გარდა. -თვალები ეშამაკურად დაუწვრილდა.
- მეგობრობაში ძმაკაცობას ვგულისხმობ და არა საყვარლობას. - არ ვაპირებდი დათმობას.
- კეთილი. იყოს შენებურად. დაინახე ჩემში მეგობარი, თუ ასე უფრო გიმარტივდება. მაგრამ მაინც შეგახსენებ, ზედმეტად მიზიდავ იმისთვის, რომ შენში მეგობარი დავინახო.
- როცა მიხვდები, რომ არაფერი გამოგივა, მიზიდულობაც გაქრება!.
- ამას დროს გვიჩვენებს, მაგრამ ახლა, როცა ასეთი სექსუალური და მიმზიდველი ხარ, შენში დაქალს ვერასოდეს დავინახავ.
- მე და სექსუალური? - იმდენად რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემი წარმოდგენა სექსუალურ ქალზე ჩემი ვიზუალისგან, რომ მსგავსი სიტყვით ჩემი შეფასება წარმოუდგენლად მიმაჩნდა, სიცილი ვერაფრით შევიკავე და გულწრფელად ავხარხარდი.
- ვერ აფასებ საკუთარ თავს. წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენად ლამაზი ხარ, მიმზიდველი, - თვალები ისევ ტუჩებისკენ გაექცა - სულ წავალ, გავქრები, მაგრამ მომკალი და შენთან მეგობრობას ვერ შევძლებ.
უცებ გავიაზრე, რომ შეიძლებოდა მართლა წასულიყო, აღარც მოეწერა, აღარც მოვეკითხე, და უსაშველოდ მეტკინა. გული დამწყდა. ხმა ვერ ამოვიღე. ან რა უნდა მეთქვა? ემოციები რომ არ გამეყიდა მზერა ავარიდე.
- რას უყურებ მაგ ფანჯრიდან ასეთ საინტერესოს, რომ გაჩუმდი და ხმას აღარ იღებ?
- არაფერს. - ხმა გამბზარვოდა.
- აბა, რატომ გაჩუმდი?
- ჩავფიქრდი.
- მესიჯობისას წამით არ ჩერდები და ეხლა მოგინდა ფიქრი?! - გაღიზიანდა.
უხერხული მდგომარეობიდან ტელეფონზე შემოსულმა მესიჯმა გამომიყვანა, განყოფილების უფროსი მეკითხებოდა სად ვიყავი.
- შესვენება დასრულდა, სამსახურში მკითხულობენ. არ მცალია.
- ცოტა უკეთესი მიზეზი ვერ მოიფიქრე?
- ნუ მაიძულებ, ამხელა მანძილი ფეხით გავიარო. დავბრუნდეთ, გთხოვ!
- ელე, რამე არასწორად გავაკეთე, გაგიტყდა?
- არა, რას ამბობ. - როგორც იქნა გავბედე მისთვის შეხედვა - მესმის, რომ როგორც ქალს ისე მიყურებ.
- აბა, კაცი ხარ?!
- არ გინდა, გთხოვ, მაცადე ბოლომდე თქმა. ალბათ მიამიტურად ჟღერს, მაგრამ ხომ შეიძლება ჩვენი ურთიერთობიდან მართლა გაქრეს ფლირტის ელემენტები და კარგ მეგობრებად დავრჩეთ?!
- გამიგია, მსგავს ფრაზას დაშორებისას იყენებენ, ქალის თავიდან მოსაშორებლად. პირველად გავიგე ამას ქალი სთავაზობდეს.
- არ გინდა გთხოვ, ყველაფერზე ნუ ხუმრობ. სხვაგვარად მართლა არ შემიძლია.
არ ვიცი რამდენად დამაჯერებლად ჟღერდა ჩემი სიტყვები, მაგრამ ფაქტია აღარ შემეწინააღმდეგა.
- რაცაა ეგაა, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ იცოდე მიმოწერას და მოფერებას არ შევწყვეტ, - გამაფრთხილებლად დამიქნია ხელი - შენ კი თუ არ გსიამოვნებს, არ წაიკითხო.
- კარგი რა, მეგობრებს შორის მსგავსი რამ...
- მოვლენებს ნუ უსწრებ, არ მითქვამს მეგობარი ვარო, დრო გვიჩვენებს მეთქი!
- იქნები!
- გიჟი ხარ! - სიცილი ვერ შეიკავა ჩემი კმაყოფილი სახის დანახვაზე.
- არ მითხრა ახალი აღმოჩენააო, ეგ ხომ ისედაც იცოდი?!
- იშვიათად ადამიანმა ასე მიმიზიდოს. არ გატყუებ, მართლა მომწონხარ და ჩემთვის ძვირფასი ხარ, თუ შენ მეგობრობა გსურს, ვიყოთ მეგობრები, თუმცა ეს ცხოვრება მხოლოდ ერთი დღით არ სრულდება, კაცმა არ იცის წინ რა გველის.
მუდამ მოღლაბუცე შაკოსგან მსგავსი სერიოზული ტონი ნამდვილად მეუცნაურა.
-ანუ?
- იყოს ისე შენ როგორც გსურს.
- მშვენიერი, დღეიდან აღარ ფლირტაობ და აღარ იშაქრები.
- სულაც არა ჩემო პატარავ, მაგის ატანა მაინც მოგიწევს. - თავი გააქნია - არ ვაპირებ რამის შეცვლას, და იცოდე ვერც შენ დამისერიოზულდები.
- ეეე, კარგი რა. ეგ რაღა მეგობრობაა.
- ასეთი ვარ და მოგიწევს ატანა.
- წარა - მარა მართლა წიკიანივით თვალს მაინც ნუ მიკრავ! - გავღიზიანდი.
როგორც იქნა ავტომობილი დაძრა და ოფისის წინ გაჩერდა. უკვე გადავდიოდი, უცებ რომ მითხრა.
- იცი, რომ „დვაჟდი“ მამა ვხდები?
- ხუმრობ? - გონებამ აშკარად გვიან გაიაზრა მისი ნათქვამი, თითქმის გადასული, უკან დავჯექი - მეუღლეა ორსულად?
- რა კითხვაა, აბა ვინ იქნება?
- ღმერთო ჩემო, - ვერ აღვწერ ჩემ რეაქციას. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მართლა არააადეკვატურად ვაზროვნებ, იმდენად გამიხარდა რომ ემოციის შეკავებაც ვერ შევძელი - ამხელა შუალედის შემდეგ, წარმომიდგენია რა ბედნიერები ხართ.
- ჰო, რავი!... - მხოლოდ იღიმოდა შაკო.
- რა მაგარია, - ადგილზე ვცქმუტავდი - რა ხნისაა, ტოქსიკოზი აქვს? - დავაყარე მილიონი კითხვა.
- არა, რავი, ჯერ არაფერი უთქვამს, სულ ახალი ამბავია. ეხლახანს გავიგეთ.
- ღმერთო ჩემო, შენ თუ დაგემსგავსა რა მაგარი იქნება. - გაუაზრებლად რაც ენაზე მომადგა იმას ვამბობდი - პატარა, ქერა იყავი?
- კი, რუსაპეტა. - სიცილს ვეღარ იკავებდა.
- აუ, ცისფერთვალება, ქერა. კულულებიც გქონდა? - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია - წარმომიდგენია, რა საწვალებელი იქნება. ბიჭი გინდა თუ გოგო?
- რავი, ჯანმრთელი იყოს. - პასუხისგან თავი შეიკავა.
- არ გადამრიო, პირველი გოგოს შემდეგ, დავიჯერო ბიჭზე არ ოცნებობ?
- ვოცნებობო ვერ გეტყვი, მაგრამ ნამდვილად მინდა.
- ისე მეორე შენისთანას გაჩენა ოჯახში ცოტა თავისტკივილი კი იქნება. - ავფხუკუნდი - აუ, შაკო. წარმოგიდგენია ეგ ბავშვი რამდენ რამეს დაალაგებს თქვენს ურთიერთობაში? - ახლანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, ალბათ უნდა მწყენოდა, მაგრამ მაშინ აშკარად კმაყოფილი ვიყავი, იმის გააზრებით, რომ თავად იყო ბედნიერი.
- მაგარი უცნაური გოგო ხარ, დედას გეფიცები! ასე თუ გაგიხარდებოდა, რას წარმოვიდგენდი.
- კარგი, რა, ოჯახში ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს?! - ვერ მივხვდი გაოცების მიზეზს.
- ბავშვები მაგრად გიყვარს ხომ? თუმცა რას გეკითხები, ისედაც გეტყობა. ვერ ვიგებ, ერთზე რატომ დარჩი?
ხომ ვითომ არაფერი, მსგავსი კითხვა მილიონჯერ მაინც ჰქონდათ ჩემთვის დასმული, მაგრამ მაინც იმოქმედა. ღიმილი სახეზე შემეყინა, ბოღმა ყელში მომაწვა.
- რავიცი, ზოგჯერ ასეც ხდება. - ძლივს მოვახერხერხე პასუხის ამოღერღვა.
- ზედმეტად პირადულს შევეხე, თუ ფორმების დაკარგვის გეშინია და მაგიტომ აღარ აჩენ? - ხუმრობა გაურია კითხვაში.
- ზოგჯერ ასეც ხდება, - გაფუჭებული დისკივით ჩავიხვიე - მაგრამ თქვენ იმხელა საჩუქარი გარგუნათ ღმერთმა, დედას გეფიცები, თუ გულით არ მიხაროდეს. ახლა სულ ხელისგულზე უნდა ატარო, იმედია მოუფრთხილდები, არ გააბრაზო, არ ანერვიულო! - ისე შემტკიოდა გული ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანზე, თითქოს ჩემი სისხლი და ხორცი იყო.
- ახლაღა მივხვდი, რატომ მიმიზიდე ასე. - ორივე ხელით ჩამეხუტა - გპირდები, არც გავაბრაზებ და არც ვაწყენინებ!
იმდენად გულწრფელად ჟღერდა მისი სიტყვები, რომ რაიმე ქვეტესტის დანახვა მის ნათქვამში არც კი მიფიქრია.
- „დვაჟდი მამა“ იმედია ყველაფერი კარგად იქნება, აბა, თქვენ იცით, წარმატებები. - მეგობრულად ლოყაზე ვაკოცე, მისი მკლავებიდან თავი მოხერხებულად დავიძვრინე, ავტომობილიდან გადმოვედი და „ალფა ჯგუფის“ ეზოში შევედი.
თავმოყვარეობა არ მაძლევდა უფლებას უკან მიმეხედა, თუმცა შენობის სარკისებურ ვიტრაჟში მაინც ვხედავდი, როგორ მიმზერდა მიმავალს ავტოსადგომზე მდგომი შაკო.

მეცხრე თავი
- იმის მოყოლა როგორ დავუახლოვდით ერთმანეთს შორს წაგვიყვანს, რა თქმა უნდა შეუძლებელია ყოველი დღის მიმოწერის აღდგენა, თუმცა იმას მაინც ვიტყვი, რომ ორი სამი თვის განმავლობაში ერთი დღეც კი არ ჩაგვიგდია ერთმანეთის მოკითხვის გარეშე. დაუსწრებლად ვიცნობდით ერთმანეთის ოჯახის წევრებს, დედმამიშვილებს, სანათესაოსა და სამეგობროს. ვიცოდი, არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ახლობლების პრობლემებიც. მუდამ გულჩათხრობილი, ცხოვრებაში პირველად გავიხსენი ბოლომდე. აშკარად დადებითად მოქმედებდა მასთან მიმოწერა, თითქოს პრობლემებსაც უფრო მარტივად ვიღებდი, აღარ ვნერვიულობდი, აღარ ვშფოთავდი. ეს ყველაფერი კი ვიზუალზეც აისახა.
ჩემი ცვლილება შეუმჩნეველი არც კოლეგებსა და ოჯახის წევრებს დარჩენიათ. რამდენიმეჯერ აღნიშნა კიდევაც ჩემმა მეუღლემ, რომ ძველი, ღიმილიანი და ბედნიერი ელენე დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ვერ ხვდებოდა ცვლილების მიზეზს, თუმცა ფაქტია, ისიც შეიცვალა ურთიერთობაში, თითქოს უფრო დათბა და ბევრად ალერსიანიც გახდა. მინდოდა თუ არა, უნდა მეღიარებინა შაკომ ჩემ ცხოვრებაში ბევრი პოზიტივი შემოიტანა. შევეჩვიე, ჩვევად მექცა მასთან ყველა წვრილმანის განხილვა. ანალოგიურად იქცეოდა ისიც. ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთზე, სად დავდიოდით, ვის ვნახულობდით, რა აწუხებდათ ბავშვებს, რა მოწონდა ან არ მოწონდა თავად. შენ წარმოიდგინე განვიხილავდით საკვებსაც კი. ვაკრიტიკებდით და ვჭორავდით სრულიად სამყაროს. ვხუმრობდით ყველაზე და ყველაფერზე. იმდენად მივეჩვიე მის დაშაქრულ მომართვებს, პერიოდულად შეხვედრის თხოვნას და უარის შემთხვევაში მშიშარასა და კომპექსიანის ძახილს, რომ აღარც მაღიზიანებდა და ვაღიარებ, თუ არ გამოჩნდებოდა, უნორმოდაც მაკლდა.
ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, ალბათ თვეები, მაგრამ ის კი მახსოვს ივლისის შუა რიცხვები იდგა. ნიკუშას მეათე კლასის დამამთავრებელი გამოცდები უკვე დასრულებული ჰქონდა, ოჯახის წევრები ჩვეულებისამებრ სოფელში აპირებდნენ დასასვენებლად გამგზავრებას, თუმცა საგულდაგულოდ დალაგებული გეგმები ნიკუშამ აურია და სკოლის მეგობრებთან ერთად წყნეთში მოინდომა წასვლა.
- მთელი წელი ვერ ვნახავ ბავშვებს და ასე დავემშვიდობებიო. - გასაპროტესტებლად მომართულ ბებიას თვალების ბრიალით გამოუცხადა.
- მერე მაინც ჩამოდი!.
- მერე სადღა ჩამოვა, ხომ უნდა მოემზადოს წასასვლელად? - მეც ჩავერიე.
- რა აქვს ასეთი მოსამზადებელი, ჩემოდნის ჩალაგებას ერთი კვირა რად უნდა? - თავი წამოყო ჩემმა მეუღლემაც.
- ათასი რამ, ტანსაცმელზე ლილოში გავიდეთ, იქნებ რამე იაფად ვნახოთ. ოჯახში პირველად ჩადიხარ, სუვენირები მაინც არ გჭირდება?
- აუ, დე... არ იცი ლესელიძეზე რა მაგარი თოჯინები ვნახე. - სუვენირების ხსენებაზე თვალები აუციმციმდა ნიკას.
- იცი რა ხვანჩკარა მაქვს?! წაიღე, ქართული ღვინო უყვართ ამერიკელებს.
- აეროპორტში არ გამატანენ. - უარი განაცხადა ნიკამ.
- ტყემალი და სულგუნი მიაქვს ხალხს და ღვინოზე უარს ვინ გეტყვის?
- რატომ მეკამათებით, გეუბნებით, არ გამატანენ!
- ნუ ფხუკიანობ, - თვალების ბრიალით გავხედე საკამათოდ მომართულ გაზრდილს - კრებაზე გაგვაფრთხილეს, აქ რომც გაატანონ, ამერიკის აეროპორტში დაატოვებინებენ, არასრულწლოვანს ალკოჰოლის შეტანა ეკრძალება.
- ოღონდ შენ მშვიდობიანად იმგზავრე და შენ მასპინძლებს აქ რომ მოვიპატიჟებთ, მაშინაც კარგად დავალევინებთ! -თითქოს იმ წუთას უშვებდაო, სახლში შემოტანილი ღვინის ბოთლები, ისევ აივანზე გაიტანა ჩემმა მეუღლემ.
პოლემიკა, „რა წავიღოთ ამერიკაში“ ამით დასრულდა და საბოლოო კონსენსუსამდეც მივიდნენ, ორ კვირაში, ნიკუშას დაბრუნების დროს, ჩემი მეუღლე და დედამთილიც დაბრუნდებოდნენ თბილისში და ოკეანის გადაღმა მიმავალ შვილიშვილთან გაატარებდნენ გამგზავრებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სახლში მხოლოდ მე ვრჩებოდი. რა თქმა უნდა არ გამიპროტესტებია, პირველი შემთხვევა ხომ არ იყო?! ეგ კი არა, ამ ორ კვირაში ცოტა ეკონომიასაც გავაკეთებდი და ლილოში წასასვლელად საჭირო თანხასაც მოვაგროვებდი.
მოკლედ ჩემი „ასანთის ყუთა“ ავტომობილით (ასე ეძახდა შაკო, ჩემს „ტოიოტა ვიტზს“) გათენებამდე ჯერ დედამთილი და მეუღლე გავაცილე ავტოსადგურზე. შემდეგ წყნეთში წამსვლელ ბავშვებთან, რომლებიც სკოლის ეზოში იკრიბებოდნენ, ნიკუშაც გავიყვანე, შემდეგ კი კარგად დაღლილი დილის ათის ნაცვლად ცხრის ნახევარზე სამსახურშიც მივედი.
- ქალბატონო ელენე, ხომ მშვიდობაა? - აშკარად გაუკვირდათ დაცვის თანამშრომლებს ასე ადრიანად ჩემი გამოჩენა.
- კი, კი, ოჯახის წევერები გავაცილე და შინ მიბრუნება დამეზარა.
მესენჯერი ჩავრთე თუ არა, მოსალმების ნაცვლად შაკოს მოწერილიც დამხდა.
წინა დღეს გადაღებული ჩემი სელფი ენეხა და დილის შვიდ საათზე არც მესიჯის მოწერა დაეზარა:
- სად ისელფავე?
- „ალფა ჯგუფში“.
- ალფაობა აღნიშნეთ?
- ფეხით სამსახურიდან წამოსვლა.
- აკი სელფებს არ ვიღებო, თუმცა რჩეულთათვის რას არ გააკეთებ, გამეპრანჭე ხომ?!
- ნუ იბრალებ, მარტო კი არ ვუღებდი საკუთარ თავს, სულელივით.
- მეც მაგას ვამბობ, სულელივით კი არა, ჩემთვის იპრანჭებოდი.
- ამისთვის, - ფოტოს ორიგინალი ჩაგუგდე, სადაც თანამშრომელთან ერთად ვდგავარ - თუმცა ფოტო არ მოეწონა და მომჭერიო ბრძანა, ასე აღმოვჩნდი გამოქვეყნებულ ვერსიაში მარტო.
- რანაირად იყურება, კამერა „გლაზოკი“ გონია? - თანამშრომლის სასაცილოდ წაგრძელებული კისერი კომენტარის გარეშე არ დატოვა - ისე, ასე ადრიანად რატომ ხარ სამსახურში, გამოგაგდო ქმარმა?
- შედარება გაქვს ნუ იტყვი, ჩემები გავაცილე და უკან მიბრუნება დამეზარა, მეუღლემ ქცევის წესებიც ჩამომიწერა, მწყემსის გარეშე ხომ იცი რთულია. ისე დაცვა შევაშინე, დილაუთენია რომ დავადექი.
- ქმარიც გააცილე?
- კი.
- აბა სანტეხნიკა უნდა გავაკეთებინოო, არ ამბობდი? - შემახსენა წინა დღის მიწერილი.
- ქმარი „ც“ არაა. - უცებ შევუსწორე.
- ბავშვიც ხომ გაუშვი და ამიტომ მოგწერე, სულ ცუდად როგორ იგებ, ტო...
- ოკ, ჩავთვლი რომ უბრალოდ შეგეშალა. დიახაც, ბავშვიც გავუშვი და „ადინ დომა“ მაქვს, სანტეხნიკასაც მე ვაკეთებინებ, თუ არ დამარტყა და მეც წყნეთში არ ავადექი.
- ნამდვილი ხელოსანი თუ გჭირდება, არ მოგერიდოს?! - გამეკრიჭა ღიმილი.
- ვიდრე ისევ ტყუილად ავფეთქდი, ის მაინც მითხარი რის ხელოსანზეა საუბარი.
- მე უნივერსალი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ, ზომიერების ფარგლებში.
- მაგალითად?
- თუნდაც ბავშვებს. - ისევ გაიკრიჭა.
- ენა რომ გისწრებს წინ იცი?!. რისი ხელოსანი ხარ არ ვიცი, მაგრამ ბავშვებს თუ ათ წელიწადში ერთხელ აკეთებ, აშკარად მოიკოჭლებ! - დავგესლე წამში.
მუდამ სხარტმა პასუხი არ მომწერა, რატომღაც გაჩუმდა.
- მშვიდობაა?! - ისევ მე ჩავეკითხა.
- იცი, რომ ნაყოფი უნდა მოიცილოს?! არაა განვითარებული.
ყველაფერს ველოდი ასეთი პასუხის გარდა. ვერ გეტყვი რა დამემართა, თითქოს მდუღარე გადამასხესო ისეთი რეაქცია მქონდა.
- კაი, რას ამბობ, მიზეზი?!
- არ ვიცი, გულისცემა აღარ ისმის, მხოლოდ ორ თვემდეა განვითარებული.
- იქნებ არ დასჭირდეს მოცილება, - სიტყვა აბორტი ვერ გამოვიყენე - მკურნალობა სცადეს?
- არა, ძმაკაცის მეუღლემ წინა კვირას მოიცილა სამი თვის, მესამე ბავშვზე იყო ორსულად, ზუსტად იგივე პრობლემით.
- ჩემ მეგობარს ორთვენახევრის მოეშალა წამლების გამოყენებით, იქნებ არც დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა? - იმის წარმოდგენაზე, რომ დედა მისით მიდიოდა ბავშვის მოსაშორებლად ექიმთან, მთელ სხეულში მივლიდა.
- არაო. მოწამლულია ჩვენი ორგანიზმი, კიდევ კარგად იბადებიან, განუვითარებელი ჩემ მტერს გაუჩნდეს, მთელი ცხოვრება უნდა გაიმწარო, რა ძალაა.
- ხან რა სცადეს, ხან რა, მაინც ვერაფერი ვუშველეთ, თუმცა წამლებით მოახერხეს ჩამოშლა და მოშორება ხელოვნურად აღარ დასჭირდა. მაგარი ძნელია, წარმომიდგენა ეხლა რა დღეშია.
- კი, განიცდის, ამასაც წამლები უთხრეს, დღეს მიდის ექიმთან.
- დეგენერატო, ასე თუ იყო, შენ რა გექეიფებოდა? - ახლაღა გამახსენდა ორიოდე დღის წინ ძმაკაცთან რომ იყო ატენში წასული ღამისთევით.
- მე რა ვიცოდი, გუშინ ექოსკოპიაზე მისულებს გვითხრა ექიმმა.
- ის ხომ იცოდი, რომ ორსულად იყო და გვერდზე უნდა ყოლოდი. აუ, რა ცოდოა. - ლამის ავტირდი.
- არაუშავს, რას ვიზავთ! - ისე დამამშვიდა, თითქოს მე დავკარგე ბავშვი.
- ეგ სიტყვები მას არ უთხრა, საკუთარი გამოცდილებით გეუბნები, შეიძლება ვერც გაასწრო ისეთი რეაქცია ქონდეს.
- ჩემი ბრალია, რაც მოხდა-მოხდა?!. ხალხს ცოცხალი შვილები უკვდებათ, იმათ რაღა ქნან?
- შენი ბრალი არაა, მაგრამ მაინც რთულია. სხვისი მაგალითი დიდი ვერაფერი შეღავათია ამ დროს. თუმცა ჩემ მეგობრებს მშობიარობამდე მისულებს დაემართათ იგივე, გააჩინეს და ვირუსების გამო ორ-სამ დღეში გარდაეცვალათ ბავშვები. იმათი განცდების შემხედვარე, ღმერთს სულ ვევედრებოდი, თუ ოდესმე ორსულობა მელოდა და მსგავსი განსაცდელი უნდა გადამეტანა, საკუთარი შვილი დაბადებული არ მენახა და უარესად არ გამერეკა.
- მაგას ვამბობ.
- ზედმეტი ჩხიკინი და ტივინის ბურღვაც არ უნდა. ფილოსოფიური გამოსვლები: კიდევ იქნება, კიდევ გაჩნდება, აღიზიანებს და აგიჟებს ადამიანს. ახლა მისი გასაჭირის მოზიარე უნდა, დამამაშვიდებელი ფრაზები კი არა. ის თუ დედაა, შენ მამა ხარ და რამდენიც არ უნდა ჩქმალო ემოცია ზუსტად ისევე გეტკინება და ეს ოდნავ მაინც რომ გამოხატო, თუნდაც მასთან, არ გაწყენთ.
კიდევ რაღაც უნდა მიმეწერა, მაგრამ მოულოდნელად ინდაურის ფოტო ჩამიგდო და მონაწერიც მოაყოლა:
- გისმენთ!...
- გასაგებია, - მორიგი დარიგების მიწერის ნაცვლად, გავიბუტე - ხმას აღარ ვიღებ.
- რა გინდა, ასეთი სახით გისმენ, წამწამები არ მოგეწონა, თუ რა?
- არაფერი, მე რა უნდა მინდოდეს. მთავარია მას ქონდეს მაგარი გაძლება შენს ხელში, არასერიოზულო.
- რას შვრები? - საუბრის თემის შეცვლას ცდილობდა.
- არაფერს, ნელ-ნელა მოდიან თანამშრომლები და დასრულდა მარტოობა. იმხელა ხმაზე კაკანებენ, ამხადეს თავი, ისედაც მტკიოდა.
- ეგ ფოტო ამობეჭდე და გაუკარი, მიხვდნენ ვინ არიან.
მის მონაწერზე კომენტარი აღარ გამიკეთებია, იმ დღეს სამსახურში ფინანსური ექსპერტიზა მქონდა დანიშნული, დოკუმენტები წამოვკრიფე და აზუზუნებული თანამშრომლები დავტოვე. გზად დედაჩემთან გავიარე, ჩემი ძმა ოჯახით მოსკოვში ცხოვრობდა. რძალს ამანათი გამოეგზავნა და საჩუქრები გამოვართვი. ბედნიერი ვიყავი, როცა საგულდაგულოდ შეფუთულ ყუთში ჩემთვის სასურველი საზაფხულო ღია გარგლისფერი „ბასანოჩკები“ ვიხილე. მიუხედავად იმისა, რომ მათი დანახვა არ გამკვირვებია, (ვიდეო თვალით ერთად ვარჩევდით მე და ჩემი რძალი), მაინც ვაღიარებ რეალურად ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ვიდეოში ნანახი. ჩემი ყურადღება კოლოფში მოთავსებულმა თხელმა ფუთამ მიიპყრო. ორმაგად გამიხარდა, როცა შაბიამნისფერი თეთრი მარგალიტებით გაწყობილი ლასტებიც დავინახე, ამათ ნამდვილად არ ველოდი, ვაღიარებ სიურპრიზმა ნამდვილად გაამართლა.
ის-ის იყო ფეხზე ამოვიცვი და სარკის წინ დავტრიალდი, რომ შაკოს მესიჯიც შემოვიდა.
- რას შვრები?
- საჩუქრები მივიღე და მიხარია, შენ?
- მეუღლე აბორტის გასაკეთებლად შეიყვანეს. - მისმა სიტყვებმა უცებ დამაბრუნა რეალობაში.
- საავადმყოფოში ხარ?
- კი, ვინ გაჩუქა და რატომ? - ჩემი მინაწერი არ დაავიწყდა.
- რძალმა გამომიგზავნა მოსკოვიდან, კიდევ კარგი ზომა გაარტყა, წნევაც დამარტყამდა, რომ არ მომრგებოდა.
- კარგია გილოცავ, რა გაგიჩითა?
- გასასვლელი ბასაბოჩკები და ლასტები დაბლებზე. - უცებ გადავუღე ფოტო და ჩავუყარე - მარტოები ხართ, თუ არის ვინმე თქვენთან?
- დედაჩემი და ნათესავია ჩვენთან.
- ეგეც კარგი, მარტო რომ არ ხარ.
- მე რომ მნახავ, გამეპრანჭე რა!.
- შენ?
- ჰო, მე. რა იყო, არ გამეპრანჭები? - ისევ ხუმრობდა.
- გგონია ვისაც ვეპრანჭები ასეთ სისულელეებს ვწერ???
- ეჰ, არადა მეგონა მაბავდი და ვცდილობდი არ აგყოლოდი, მაგრად ვიდექი!
- კიდევ კარგი თავს იცავდი, გადარჩენილი ხარ.
- ჩემი ბუზღუ!...
- დიდი ხანია რაც შეიყვანეს? - ისევ მის მეუღლეს მივუბრუნდი.
- ეხლა შეიყვანენ მალე.
- ანესთეზიას უკეთებენ?
- კი.
- ეგეც კარგი.
- ჩემი სანერვიულო არ მყოფნიდა, ახლა შენი საჩუქრები დამემატა და გავსივდი ბოღმით.
- ჩემი საჩუქრების გამო გასიება არაუშავს, თუმცა შენს ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. - გულწრფელად შემეცოდა.
- არც მე მინდა, მაგრამ სადაა.
- რთულია, კარგია ახლოს ვიღაც რომ გყავს. რამე არაადეკვატური რომ გითხრა არ გაგიკვირდეს, არ ვარ კარგი მეგობარი, ასეთ დროს საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ.
- ჩემი უჟმური, უნდა მოხვიდე ამ დროს, ჩამეხუტო და დავმშვიდდე.
- ჩახუტება გამოსავალია?
- კი.
- ჩახუტება ეხლა შენ მეუღლეს დასჭირდება, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.
- იმედია.
- სად ხართ, რომელ კლინიკაში?
- პირველში, ნახალოვკაში. გამოდი, მანდ მაინც არაფერს აკეთებ. - ისევ მთხოვა.
- მანდ იმდენის მშობიარობაზე ვარ დასწრებული, ბებია-ქალად ლამის გამაფორმეს. - გამეღიმა ჩემი მეგობრების მშობიარობის გახსენებაზე - კარგი ექიმები ყავთ.
- მოდი მერე, გარეთ ვბირჟაობ და ერთად ვიბირჟაოთ.
- სამხარაულში ვარ, ძალიან კი მეცოდები, მაგრამ ეხლა შენ ნამდვილი მეგობარი გჭირდება მანდ.
- აფერისტები?
- დავიჯერო ყველა აფერისტია? ჩემზე მეტი ახლობელი მაინც ხომ იქნება.
- ყველა ღმერთმა დაიფაროს. გვერდში ვინც მყავს ხუთნი ბავშვობის საძმაკაცო ვართ. უკვე მეჯვარეები და ნათლიები, დანარჩენები მესამე ხარისხოვანია ყველა. გაკოცე ჩემ ტუჩებში. - მოფერება მაინც არ დაავიწყდა.
- ეგ ასეა, ნამდვილი მეგობარი ბავშვობისაა, წარმომიდგენია ეხლა რა დღეშიც ხარ, მაგრამ..
- მაგრამ?
- მაგრამ ეხლა ერთმანეთი გჭირდებათ, სხვა არავინ.
- ნუ ამატირებ ეხლა! - გამაფრთხილებლად დამიქნია თითი.
- ცანცარა, შენი საშველი არ იქნება.
- მხოლოდ ოთხი ფიცრის შემდეგ, მაგრამ მიქელასთანაც გავჩითავ ჩემი ჭკუისას, აქედან ყველა იქ მიდისო და „კაკრაზ სასტავიც“ გაიჩითება.
- გამოგაგდებს მიქელა ადგილს მართმევო.
- გამომაგდოს, აქაც რამდენია ჩემი ჭკუის.
- ამაღამ ტოვებენ თუ მიგყავს?
- არ ვიცი ჯერ.
- დაიწყეს თუ კიდევ არა?
- არა, ჯერ.
- მე რაღას მერჩოდი, ასე მგონია მე მეხება, ამდენი უცხო ადამიანზე ცხოვრებაში არ მინერვიულია. - გულწრფელად ვაღიარე.
- არ ვიცოდი, არ მეგონა, თორემ არ გეტყოდი.
- რთულია ცდა?
- კი.
- შედი შიგნით, დაელაპარაკები, ან ნახავ და ცოტა დამშვიდდები.
- არავის უშვებენ.
- არც ქმარს?!
- არა.
- შარში ხარ.
- ხო, რაა.
- მაშინ იღლიცინე, ცოტას გაერთობი მაინც. რაც გინდა თქვი, დღეს ყველაფერი გეპატიება. - მიუხედავად ჩემი შეთავაზებისა, სულაც არ იყო მაიმუნობის ხასიათზე.
საქმეები დავასრულე ისევ მე მივწერე: - რა ქენით, როგორ ხართ?
- კარგადაა ყველაფერი, - პასუხი გვიან საღამოს მომივიდა - შენ რას შვრები?
- ძალიან კარგი. გამიხარდა. ვიდიასახლისე ჩემი ჭკუით.
- მარტო ხარ?
- კი, შენ სად ხარ, წამოიყვანე სახლში?
- არა, ხვალ გამოწერენ. წყალი გადავივლე და გამოვედი, მარტომ რა ვაკეთო სახლში. მნახე, ვიღლაბუცოთ.
- უკვე ვღლაბუცობთ!.
- გამოსული ვარ მასივში, მნახე რა! - არ ჩუმდებოდა.
- ძლივს სახლში მოვედი, დამანებე თავი, ნერვები უნდა მომიშალო!. - ეს ნორმალური თუა, რა ეღლაბუცება?! მის მიერ მოწერილ სიტყვებს რამდენიმეჯერ დავხედე, თავის შეკავება მაინც ვერ მოვახერხე - ვითმინე და ვერ მოვითმინე, მართლა ასეთი არასერიოზული ხარ? ცოლი საავადმყოფოში გყავს და შენ გართობაზე ხარ აწყობილი?!
ჩემი კითხვა ჩვეულებისამებრ დააიგნორა.
- რას შვრები?
- სიმღერებს ვუსმენ, - აღარც მე ჩავეძიე, ავტომატურად ვუპასუხე - შენ რა ქენი, გაერთე?
- რას უსმენ? - ჩემი მეორე კითხვა თითქოს არც გაუგიაო. სიმღერის ლინკი დავუკოპირე და ჩავუგდე - ყავას დალევდა კაცი, მაგრამ ვინ დაგპატიჟებს?!
- უკვე დავლიე და შოკოლადის ტორტსაც მივირთმევ.
- უჩემოდ ხომ? ყოჩაღ!
- ყელზე არ მადგება ნუ გეშინია.
- არადა ყავას დალევდა კაციიიი!
- იმეორე ერთი და იგივე. ვერ იპოვე ამდუღებელი?
- მე შენი მოდუგებული მინდა.
- არ გეშინია ზედ რომ გადაგასხა?!
- არა.
- არადა, ეხლა სიამოვნებით ვიზამდი მაგას, იქნებ ცოტა აზრზე მოსულიყავი, მოგიხდებოდა.
- აუუ, ამომადინა უკვე ყელში, ჯერ არც კი მოუდუღებია!
- შენ თავს დააბრალე, ცანცარა რომ ხარ.
- ამოგიარო ყავაზე?!
- კი, აბა რა უნდა ქნა. მეუღლე გასტუმრებულია, შინ არავინაა. შენ ხომ იცოდი, ქმარს ვისტუმრებ თუ არა მაშინვე მამაკაცების რიგი მიდგას კართან.
- ეგ რა სისულელე თქვი?! ეგეთი რომ მგონებოდი, მართლა არ მექნებოდა მოსვლის სურვილი.
- ნერვებზე ნუ თამაშობ, - ძალიან კი ვცდილობდი ბრაზის შეკავებას, მაგრა არ გამომივიდა - იცოდე არ ვხუმრობ და რაც არ მითქვამს ეხლა ამოვაფრქვევ ერთბაშად!
- ამოაფრქვიე, რას იმუქრები? სულაც არ მინდა ყავა, ვიხუმრე, რა იყო, შენც ხომ იცი, ვაფშე არ ვსვავ კოფეინიან სასმელს.
- ძალიანაც კარგი, ყავა რომ არ გინდა ისედაც მივხვდი!.
- კი მინდა, მაგრამ ისეთი იწუწუნე, გამიტყდა. - ნერვების მომშლელად გაკრეჭილი ღიმილის გამოგზავნა მაინც არ დაავიწყდა.
- გამაკვირვე, - იმის წარმოდგენაზეც კი, რომ მის მეუღლეს ასე უჭირდა და ეს გართობაზე ფიქრობდა, ტვინში ამასხა, ასეთი ნაგავია, ასეთი ნაძირალა? - ერთი მე მკითხე, რა მაგრად გამიტყდა. - წამომცდა საკუთარი ფიქრები.
- რისი?!
- აუ, ისედაც ნერვებზე ვარ, შენ მაინც ნუ ემატები, ამდენს თუ ვერ ხვდები რისი, ყოჩაღ!
- ვინ გაგაბრაზა?!
- არავინ, - თვალი გადავავლე აბდა-უბდად მიწერილს, ახლაღა მივხვდი საკუთარი ფიქრების აბსურდულობას, ასე ძალიან რატომ მაღელვებდა როგორ მოექცეოდა საკუთარ მეუღლეს? - ახსნას აზრი არ აქვს.
- დამშვიდდი, არ მოვდივარ!..
- ზედმეტად დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს საკუთარ თავზე?
- რადგან ყავას ვსვავ? დაჟე ფეხი-ფეხზე ვიდებ ხოლმე, ყავას ასე უხდება, იმდენად ამპარტავანი ვარ. - შირმად ისევ იუმორს იყენებდა.
აღარ დამიწყია ჭკუის დარიგება, ბოლოს და ბოლოს მისი მეგობარი ვიყავი, ცოლის ხომ არა? ასე თუ უკეთესად გრძნობდა თავს, მისი ნება იყო, ისევ ხუმრობაში ავყევი მეც.
- ააა, არ ვიცოდი.
- თუ სვეცკაობ, უნდა ისვეცკაოო აბაააა. აწი ხომ გეცოდინება?
- სვეცკაობა თუ მაგით გამოიხატება, ჯანდაბას ვიქნები ისევ გოიმი.
- მოადუღე და ერთად ვიგოიმოთ!
- ისედაც უძილობა გაწუხებს, გვიან დალევა არ შეიძლება. - საათს ავხედე ღამის პირველის ნახევარს უჩვენებდა,
- როგორ ზრუნავ ჩემზე.
- აბა რა, კიდევ კარგი მიხვდი.
- წევხარ?
- არა ჯერ. დედას გაფიცებ, ოღონდ გულწფელად მითხარი რა, მართლა დამაინტერესდა. შენი ცოლი დღეს საერთოდ არ შეგეცოდა? - ბოლომდე მოთმენა მაინც ვერ შევძელი და ჩემთვის საინტერესო კითხვა დავუსვი.
- გიჟი და უნერვო გგონივარ?! მე არ გამოვხატავ გულში რაც ხდება, ასეთი ტიპი ვარ, აღარ გამაჩერეს, კარგად იყო და წამოვედი.
- და, რომ გამოხატო რამე დაშავდება? რასაც გამოხატავ შორიდან იცი რა საზიზღრად ჩანს?
- პირადზე არ მიყვარსს საუბარი, ასეთი ტიპი ვარ. „ხშირად რომ მხედავთ ასე დარდიმანდს, და ყველაფრისგან მოცლილს. იცოდეს ყველამ ჩემი დარდი მაქვს, და ჩემი ჟამი ლოცვის“!! - უცებ ჩამოარაკრაკა ამონარიდი ლექსიდან.
- დარდიმანდი ხარო არ მითქვამს, ეგ ისედაც ცხადია, ადამიანი რაც უფრო ცდილობს მხიარულად მოგაჩვენოს თავი უფრო მეტს მალავს, თუმცა არის ადგილი, სადაც დაცლა შეიძლება. პირადულზე არ ვსაუბრობო ამბობ, მაგრამ რაც დღეს თქვი, თუნდაც ის რომ მეუღლეს აბორტს უკეთებდნენ, ეგ პირადული არაა?
- მე გავიხსენი მეგობართან, ვისაც ვენდობი, თუმცა ჩემთვის ერთი ჭიქა ყავა მაინც დაენანა.
- ყავა არაფერ შუაშია. ჩემთან თამაში რაში გჭირდება, მე ხომ არც მაბამ, არც რამე სერიოზულზე მოვიაზრები?!
- არ ვიცი, შენ გაგანდე მხოლოდ, რატომღაც გენდე.
- მეგობრებს ყავა და ჩაი საერთოდ არ სჭირდებათ. რაღაც მომენტში მართლა დავიჯერე, რომ შეცვალე დამოკიდებულება, მაგრამ უცებ სულ სხვაგვარად გამოდგა და ვაღიარებ სერიოზულადაც გამიტყდა. არ მითამაშია, როცა ვამბობდი, რომ ძალიან შემეცოდა შენი მეუღლე, მეტკინა რაც დღეს მითხარი. შეუძლებელია მსგავსი ამბავი ვინმეს არ ეწყინოს, სულ უცხოსაც კი, მაგარი ტეხავს ამ დროს ქმარი ვინმესთან დამშვიდებას ცდილობდეს.
- დედას გეფიცები, შენი წყენინება აზრადაც არ მომსვლია. არც ის მიფიქრია ქმარი რომ არ ყავს სახლში, შეხვედრა ამიტომ მეთხოვა. მსიამოვნებს შენთან ურთიერთობა, ჩემში შემოხვედი, სულთან ახლოს ხარ და კომფორტს მიქმნი!!
- ეხლა ჩემზე ვლაპარაკობთ, იმაზე რა მეწყინა? დედას გაფიცებ, განზრახ არიდებ თავს რეალობას?
- რა რეალობას, რაღაცის თქმა გინდა და ვერ ბედავ?
- მეტი რა უნდა გითხრა, დავიჯერო ასეთი უგრძნობი და ფეხებზე ხარ?
- საიდან მოგაქვს? რა ვქნა, დავჯდე და ვიზლუქუნო, თუ დავაღო პირი ასათიანივით?! ჩემი პრობლემა და გასაჭირი ჩემია!! თუ ჩავთვლი საჭიროდ, რომ დახმარება მჭირდება, გეტყვი.
- ღმერთო ჩემო, ამის შემდეგ მე ვარ ცივი და უგრძნობი? ბღავილი თუ გიშველის ადამიანად რომ იგრძნო თავი, იბღავლე, მაგრამ არაადამიანივით მაინც ნუ მოიქცევი!
- რატომ ვარ არაადამიანი, მნახეო რომ გითხარი, რამე შემოგთავაზე ისეთი?! უბრალოდ საუბარი და განმუხტვა მინდოდა. არ შეიძლება?!
- ანუ, მე უნდა გიხსნა, შენივე ოჯახში სად უშვებ შეცდომას? როდის ვიტვირთე თქვენი ოჯახის გამაერთიანებლის როლი, თუ შემახსენებ კარგი ინება, მაგრამ მგონი გაცნობის დღიდანვე. შენ რომ ყოფილიყავი საავადმყოფოში სულ რაღაც ერთი ღამით და შენს ცოლს დამშვიდება და განტვირთვა სდომოდა, შენთვის სრულიად უცნობ კაცთან მოგეწონებოდა? არ ვამბობ, რომ ის მამაკაცი საყვარელი იქნებოდა ან რამე სხვა, უბრალოდ ნაცნობი ან ამხანაგი, მაგრამ შენთვის უცნობი.
- აუ, სად წავიდა, მოჰყვა მორალს!
- არ სცადო თავის დაძვრენა, პასუხი გამეცი!.
- როდის გითხარი ჩვენს შორის ჩადექიო, როგორც აქ, ისე ვისაუბრებდით?!.
- მე რა გკითხე, მოგეწონებოდა მისგან ეს?
- აუ, აშკარად გეძინება, წადი დაიძინე!
- მეძინება, მაგრამ პასუხი მაინტერესებს. თუმცა ვიცი ისედაც, არ მოგეწონებოდა და მეტყვი, მე კაცი ვარ და ის კიდევ ქალიო.
- დაწოლამდე სელფიც გამომიშვი! - ჩემ სიტყვებზე პასუხის გაცემა აზრადაც არ მოსვლია.
- სელფი რამღა გაგახსენა?
- დამენახე, სელფი!...
- ჩაბერილი ნუ გაქვს, ამ შუაღამისას ფოკუსს ვერ ვასწორებ, რა დროს სელფია.
- რა უნდა სელფს?!
- ადგომა და მობილურამდე მისვლა.
- აუ, მიდი!
- კიდევ კარგი ავდექი, კინაღამ თუთიყუშები დამრჩა აივანზე, რამეს რომ შეეჭამა, გადამდგამდნენ კიდეც.
- გადაგარჩინე, საჩუქრად სელფი დავიმსახურე.
- მნახე გიჟი.
- დამენახე!
- რას ჩაიხვიე, ახალი ახირებაა? ასე ძალიან თუ გინდა საკუთარი ფოტოს გამოგზავნა, გამოუშვი, მე თავი დამანებე.
- აუ, შენ დამენახე!.
- ხომ ხარ ახლა ღირსი რაღაც საზიზღრობა მოგწერო და ზუსტად მაგას ცდილობ!
- მიდი მომწერე.
- მომეშვი, ძალიან გთხოვ, საკმარისი მოგწერე დღეს. დღეს თუ მართლა ინერვიულე, წესით ვიღაცის ლანძღვა არ უნდა გსიამოვნებდეს.
- დაიძინე, გაკოცე თეთრ მკერდზე! - ზუსტად იცოდა როგორ მოეშალა ნერვები.
- შევყევი რაღაცეებს და აშკარად გამოვფხიზლდი.
- ჩახტი ლოგინში, მიდი, მალე! - პატარა ბავშვივით მარიგებდა.
- ვწევარ ისედაც.
- დაიფარე კარგად!.
- შაკო არ ვარ, დაფარება მჭირდებოდეს.
- მე ვაფშე არ მაფარია. - გამოგზავნა გაღიმებული ღიმილი.
- რატომ, ვერ იმეტებენ შენთვის გადასაფარებელს? - ვცადე ხუმრობაში ავყოლოდი.
- ვერა, ასე ვგდივარ ხოლმე შიშველი. დამაფარებენ და დაერხევათ კიდევაც! ისედაც ცხელი ვარ, ხომ გადავედი ჭკუიდან.
- ზღაპრებს ნუ ყვები, გადასაფარებელი თუ არა ლეღვის ფოთლები გექნება ეზოში და ის მაინც გამოიყენე.
- არ მაქვს ლეღვი.
- ვაზი? - უცებ ვნახე გამოსავალი.
- პატარაა.
- იყიდება სატოლმედ გამზადებლი ვაზის ფოთოლი.
- არ მწვდება.
- რას იზრდებოდი მერე ამხელა?!
- რომ მიიბლოკები ამ უაზრო სიტყვების გამო, მერე მოისვენებ!
- რატომ უნდა მიმბლოკო?
- ფანტაზიორი რომ ხარ იმიტომ. იმედია ხვალ ყველაფერი უფრო მარტივად მოგეჩვენებათ, აბა შენ იცი, ღამე მშვიდობის.

მეათე თავი
- როგორ ხართ, გამოიყვანე საავადმყოფოდან?
- კარგად, კი გამოვიყვანე, ეხლა დავტოვე სახლში, შენ როგორ ხარ?
- არა მიშავს, ნორმალურად.
- მუშაობ?
- კი.
- ანუ, ვიღაცას ეხიპიშები?
- არა, რთული ყოფილა მარტო სახლში ყოფნა, კინაღამ გავგიჟდი, გამოვყრუვდი, აღარც მეძინებოდა, ვერც ვისვენებდი.
- ღირსი ხარ, გითხარი გინახულებთქო და გაიგიჟე თავი.
- შენ ვერ ჩაენაცვლები იმათ ვისი ნახვაც მინდოდა.
- ჩანაცვლება არც მიფიქრია, გავერთობოდით, ცოტა გავხალისდებოდით.
- ჩემი და უნდა გამობრძანებულიყო წესით გამხალისებლად, მაგრამ გადამაგდო.
- მე რამდენად კარგი მეგობარი ვარ ხედავ, არ მიგატოვე, მაგრამ შენ არ მოისურვე! - დაიწყო თავის ქება.
- ვინ ვინ არ მიატოვა კიდევ საკითხავია, კარგი დაიბრალე კარგი მეგობრობა არ ვარ წინააღმდეგი. იქნებ ისწავლო კიდეც მაგ სიტყვის მნიშვნელობა, გუშინ იმისთანა ვივაჟკაცე კინაღამ გავამართლე წლის ხიფათიანის სახელი.
- რატომ?
- ნახევრად მინიანი კარი ამოვაგდე ანჯამებიდან და კინაღამ თავზე დავიმხე.
- სხვა რომ ვერავინ ნახე მაგას დაეტაკე ხომ?
- ხალიჩას ვასწორებდი ჩემი ჭკუით და ზედმეტად ავწიე, რას წარმოვიდგენდი თუ ამოვარდებოდა.
- არ შეიძლება შენი მარტო დატოვება, რა რას წარმოიდგენდი, სინქრონულადაა პეტლები, ერთმანეთის მიყოლებით! - გამოუშვა რამდენიმე ახარხარებული ღიმილი.
- არ იქნება ჩემი გამოსწორება, გეთანხმები. დილით ძლივს დავამაგრე. ჩემ ქმართან ამას რა მათქმევინებდა, ისედაც ყოველ ნახევარ საათში რეკავდა. - კარების დამაგრებისას რამდენიმეგან დაწეწკილსა და დალურჯებულ თითებს ისე ვმალავდი თითქოს მხედავდა.
- მოვიდოდი და ეგ აღარ დაგემართებოდა, ღირსი ხარ!
- დიდი მადლობა. მეც ვიცი ღირსი რომ ვარ. თქვენ რა ქენით, როგორ გყავს მეუღლე?
- კარგად.
- ელაპარაკე, თუ სირაქლემასავით თავჩარგული ყოფნა ამჯობინე?
- რა სისულელეს მწერ, ველაპარაკე აბა რა! - აშკარად გაბრაზდა.
- ბოდიში, აღარ გკითხავ!
- გზაში ვარ და ვერ გწერ, რომ დავრეკო შეიძლება?
- კი ბატონო, დარეკე.
ეკრანზე უცებ გამოისახა მისი სახე. ყურადღებით, ვიტყოდი გამომცდელადაც კი მაკვირდებოდა, გულმა იმდენად გამალებით დამიწყო ცემა, ვაღიარებ, გამიხარდა კიდევაც ახლოს რომ არ იყო და მისი ხმა არ ესმოდა.
- რა უნდა მეკითხა იცი, - უცებ საკმაოდ საქმიანად გამომიცხადა - მცირე მეწარმე როგორ რეგისტრირდება და დაბეგვრა რამდენია?
- ჯერ გადამხდელად, ინდ მეწარმედ ან შპს-დ რეგისტრირდები იუსტიციის სახლში, შემდეგ სტატუსის მისაღებად მიმართავ ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ შემოსავლების სამსახურს, თუ დაგიდასტურებენ მოთხოვნას, იღებ სტატუსს. რაში გაინტერესებს?
- პატარა სათამაშოების მაღაზიის გახსნა მინდა, მცირე მეწარმე ხომ ჯობია?
- სათამაშოები გადის თუ არა მაგ კატეგორიაში არ ვიცი, მოიცადე, ეხლა ტელეფონით ვარ, კომპიუტერით შევალ ინტერნეტში და ჩაგიგდებ ვის ეხება და როგორ უნდა მიიღო სტატუსი.
მისთვის სასურველი ინფორმაციის მოძიებას სულ რამდენიმე წუთი მოვანდომე, ელექტრონული მისამართი დავუკოპირე და მესენჯერში ჩავუგდე.
- გადადი ამ ლინკზე და ნახე რა პირობებია მითითებული, თუ გიხსნის.
თუმცა საგადასახადო კოდექსიდან ამოღებული საგადასახადო კოდექსის 36 მუხლის წაკითხვა აშკარად დაეზარა.
- ვერაფერი გავიგე.
- ანუ, გაქვს სულ ორი მოთხოვნა: რეგისტრირდები გადამხდელ ფიზიკურ პირად ან ინდივიდუალურ მეწარმედ. შენს შემთხვევაში ინდ. მეწარმედ და მიმართავ შემოსავლების სამსახურს სტატუსის მინიჭებისთვის. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები, ანუ 3%-ით დაიბეგრები იმ შემთხვევაში, თუ მოახერხებ და აჩვენებ, რომ შენი შემოსავლიდან 60 %-ს ხარჯში უშვებ. ბუღალტერიის წარმოების ვალდებულება არ გაქვს, უჩვენებ მხოლოდ შემოსავალს და ხარჯებს. წარადგენ მხოლოდ საშემოსავლოს გამარტივებულ დეკლარაციას და ეგაა.
- თუ არადა 5% ხომ?
- კი.
- ანუ, საკასო აპარატი და ეგაა, მეტი არაფერი დამჭირდება. - გაუხარდა მას.
- თუმცა ერთი რამ არ დაგავიწყდეს. თანამშრომელს ვერ აიყვან. ჯერ სტატუსი უნდა მიიღო და საკასოზე მერე იფიქრო.
- ნახევარი ვერ გავიგე რაც მომწერე, - გულახდილად აღიარა - თუ გცალია, გეხვეწები, ცოტახნით შემხვდი რა. ბარემ შენკენ ვარ გამოსული და ამიხსნი კიდევაც. - დიღმის ტრასაზე გადაღებული ჩემი სამსახურისკენ მომავალი გზის ფოტო საკუთარი სიტყვების მტკიცებულებად ჩამიგდო.
- კარგი, ამოდი. - ამდენ წერას მეც ვამჯობინე პირისპირ საუბარი.
სულ რამდენიმე წუთში მომწერა რომ გარეთ მელოდებოდა, არ ვიცი რა მიხაროდა, კოლეგებთან დავიბარე, რომ შესვენებაზე გავდიოდი და ფრენა-ფრენით გავვარდი.
- ეეე, გოგო, აქაოდა ზაფხულიაო, ნამუსი არ გაქვს ხომ, ასე როგორ დადიხარ ტო?! - მომესალმა თუ არა თავიდან ბოლომდე ამათვალიერა.
- არანორმალურო, - კოჭებამდე ფრიალა სარაფნით პატარა გოგოსავით დავტრიალდი - არაფერიც არ ჩანს.
- მე ვხედავ. - დაბღვერილი მოთავსდა საჭესთან.
- კაი, რა, რატომ ხარ ასეთი აუტანელი? ფეხი აქ არ ჩანს და არაფერი, სუფთა მაყვალას კაბაა. - წინა სარკეში დავაკვირდი ყელზე მოჭერილ საყელოს.
- ბოთე, - ორივე ხელით ამიჩეჩა საგულდაგულოდ დავარცხნილი და გასწორებული თმა - ვისაც დანახვა უნდა, სულ რომ ჯვალოს მეშოკი ჩამოიცვა, მაინც დაგინახავს.
- ველურო, მეტკინა. - როგორც იქნა დავიხსენი თავი მისი ტორებისგან - რა გინდოდა, რას ერჩოდი? - წამების წინ საგულდაგულოს გაკეთებული კოსოსგან ქათმის ბუდე მედგა თავზე.
- ასე უფრო მომწონს! - გულიანად ხარხარებდა.
- კრეტინო!.
- კარგი, ნუ იბუსხები, დაივარცხნი ისევ. წამოდი, ყავა დავლიოთ და თან ამიხსენი როგორ უნდა მოვიქცე.
მისთვის წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მომსვლია. სანაპიროზე დიღმის ტრასაზე ერთ-ერთ რესტორანთან გავაჩერეთ და შევედით.
- თუ მხოლოდ ყავა და ტორტი არ გეყოფა სხვა რამეც შევუკვეთოთ. - ჩემ წინ მოთავსებულ მოზრდილ ხილის ტორტის ნაჭერს ეჭვით უმზერდა.
- გაგიჟდი?! ისედაც მოვიმატე!
- ესეიგი ეგ ტორტი ზედმეტი ყოფილა, მე მომეცი. - მისკენ მიიჩოჩა ჩემი წილიც.
- დამიბრუნე! - ისე ჩავებღაუჭე თეფშს თითქოს მართლა მაცლიდა.
- მსუნაგო! - ახარხარებულმა ყოველგვარი ფამილარობის გარეშე დამიტყაპუნა მუცელზე ხელი - სად მოიმატე, ტო... ერთი ხუთი კილო ისე გჭირდება, როგორც არაფერი. - უცებ დამისვა დიაგნოზი.
- რადგან შენ იტყვი! -კმაყოფილმა გადავყლაპე ტორტის ნაჭერი - ანუ სილამაზის სალონის იდეა სათამაშოების მაღაზიად იქცა?! - ახლაღა გამახსენდა ცოტა ხნის წინ მისი მოწერილი ერთ-ერთი ბიზნეს იდეა სოლარიუმსა და სალონთან დაკავშირებით.
- კი, სტილისტი ვერ ვნახეთ, მეორადი სათამაშოების მაღაზია მინდა, ამერიკიდან შემოტანილი, მაღალხარისხიანია და ძალიან იაფი, ეგ უნდა გავხსნა.
- შენ სახელზე უნდა გააკეთო?
- არა, სიდედრზე გავაფორმებ მცირე მეწარმეს და გამყიდველიც ის იქნება.
- მოკლედ, - უცებ დავსერიოზულდი - სალაროს აპარატის ქონის ვალდებულება რამდენად გექნება არ ვიცი, მაგას შემოსავლების სამსახურში გეტყვიან რეგისტრაციის დროს. რაც შეეხება ბუღალტერიას, დიდი ფილოსოფოსობა მაგას არ ჭირდება, თუ ფინანსებში ოდნავ მაინც ერკვევა, საშემოსავლოს წლიური დეკლარაციის გაკეთება არ გაუჭირდება. ინდ. მეწარმედ რომ დარეგისტრირდება, rs.ge-ზე ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლის. იქ პაროლს და კოდს რომ მისცემენ, მაშინვე შეუძლია სტატუსის მინიჭებაზეც დაწეროს განცხადება. დანარჩენი კი მუშაობისას გამოჩნდება.
- ანუ, ინდმეწარმეს ვაკეთებ პირველად და სტატუსი მერე მოგვენიჭება?
- თავისთავად. თუ რეგისტრირებული პირი არ ხარ, რის სტატუსს ითხოვ? შეხვედი ჩაგდებულ გვერდზე მცირე ბიზნესის სტატუსისთვის რომ გამოგიგზავნე?
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
- მოკლედ, მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს, ისე რა ვერ გავიგე იცი, რატომ მცირე და არა მიკრო ბიზნესის სტატუსი?
- რავიცი, შეიძლება მიკროც გავაკეთო. თუ გადავაჭარბე 30000 ლარს, მერე თვითონ შემიცვლიან სტატუსს?
- თუ შენი საქონლის ღირებულება, ანუ სასაწყობე მარაგი ასცდება 45000 ლარს, მაშინ დადგება სტატუსის შეცვლის საკითხი და შემდეგ შეგიძლია გადახვიდე მცირე ბიზნესზე. სამაგიეროდ მიკრო საერთოდ განთავისუფლებულია გადასახადებისგან. მთავარია საქონელი აკონტროლო, რომ მისი ღირებულება არ ასცდეს 30 000 ლარს.
- ეგ წელიწადში ხომ?
- შეხედე,- ტელეფონში გავხსენი სასურველი ინფორმაცია და მისკენ გადავიხარე თავადაც რომ შესძლებოდა წაკითხვა - შემოსავლის ჯამზეა საუბარი, საბრუნავ თანხაზე კი არა. ანუ საქონელი შეიძლება 35 000 დადო, მაგრამ გააჩნია რეალიზაციას და შემოსავლის ჯამს, თუ 30 000 ასცდები, სტატუსი უქმდება.
- ანუ საკასოზე წელიწადში 30000 ლარზე მეტი არ უნდა ამოვარტყა. - კმაყოფილი გამეკრიჭა.
- კი, არ უნდა დაგავიწყდეს ისიც, რომ უკვე მინიჭებული სტატუსი უქმდება, პირდაპირ, შენ თუ განცხადებას არ დაწერ შეცვლაზე არ გადადიხარ ახალ სტატუსზე.
- აქ რომ ჩაგიყარო შეზღუდვები ვის ეხება და ვის არა სტატუსები ხარ წამკითხავი, თუ მე უნდა მოგიყვე?
- რამე რომ ვერ გავიგო და დაგირეკო პრობლემა ხომ არ იქნება?
- არა, რა უნდა იყოს, იმედია ღლაბუცს არ დაიწყებ.
- არა, გადაირიე? ქალბატონო ელენეთი რომ მოგმართოთ ხომ შეიძლება, ან უფრო მოკლედ თქვემო აღმატებულებავ, ბუზღუნათი?
- ისეთი უკუღმართი ხარ არ გამიკვირდება კონტაქტებშიც „ბუზღუნა“ დამაწერო! - სიცილი ვეღარ შევიკავე.
- ჩემი ბუზღუ... - ისეთი ხმით მითხრა, რომ ყავა გადამცდა და ხველება დამაწყებინა.
- სახლში ისევ მარტო ხარ? - ჩემი რეაქცია არ შეიმჩნია, უცებ შეცვალა თემა.
- კი.
- მარტო ქალს სახლში ხელოსნები უნდა გყავდეს, ასეთი ლაითია შენი ქმარი? - ეჭვიანი ქმარივით თვითონ დამიქაჩა თვალები.
- ხვდები მაინც რა სისულელეს კითხულობ?
- რატომ?
- მაგ ხელოსნებთან ყოველ დღე ვმუშაობ.
- ვინ არიან შენი?
- თანამშრომლები. სამშენებლო განყოფილებას მე ვუკეთებ ხელშეკრულებებს.
- იურისტი ხარ თუ ხელოსანი, - გაღიზიანებული ტონი უცებ შეცვალა ხუმრობით - თუ მიმალავ და ბრიგადირი ხარ, კოლხოზნიკიც გემსახურება?
- კი, სტაფილოსფერი კასკაც მაქვს თავზე დასაფარებლად და სასტვენიც, განგაშის ასატეხად.
- და გკითხულობენ, თავმჯდომარე არ მოსულა, სად დაიკარგება ხოლმე-ო? - გაახსენდა ცნობილი ფრაზა ფილმიდან.
- შენთანაა წამოსული, ისევ არ მოსულა?!
- ჩემი ბუზღუ.
- იურისტების გაძლება სულაც არაა მარტივი მესმის.
- კი, თან შენისთანა სექსუალური თუა.. - აუციმციმდა თვალები.
- არ დაიწყო არევა.
- კარგი, ბოდიში, დამავიწყდა კომპლიმენტზე აცრილი რომ ხარ. სად ისეირნე, რომელ რესტორანში? - ფეისბუქზე ჩემი ძმის მიერ დადებულ რამდენიმე დღის წიანანდელ ფოტოებს ჩამოაუარა და სათითაოდ ჩამოურიგა გულები.
- რესტორან „თბილისში“.
- ბელიაშვილზე?
- აღმაშენებელზე.
- გაუშვი ქმარი და დადიხარ რესტორნებში, რა აღნიშნეთ, ბუზღუნობა? - ინტერესით ათვალიერებდა ფოტოებს.
- ოჯახური შეკრებისას, ნაკლებ სუფრას ვერ მკადრებენ. ჩემი რძალია ჩამოსული, ბავშვებით და გვქონდა შეკრება. პატარა მოსანათლი გვყავდა და გამოგვივიდა ერთად ყველაფერი.
- რომელია ამ ფოტოებში შენი ძმა?
- აქ არაა, თვითონ ვერ ჩამოვიდა, მხოლოდ რძალი და ბავშვი წამოვიდნენ, ნათლობას დაესწრო ვაიბერით, უნდა გენახა როგორ იღრინებოდა.
- მთვრალი მიხვედი სახლში, უბანში იხიპიშე და დათვალე მეზობლები?
- არა, გაუმართლათ, ისეთი პოზიტიური ვიყავი, ხალხი ჩემს ხუმრობებს უბის წიგნაკში იწერდა.
- ვინ გასწავლა ხუმრობები არ უთხარი?
- ასეთი კარგი მასწავლებლობისთვის შენი დაპატიჟებაც კი უნდოდათ.
- არა, არ მეცალა, დამირეკეს, მაგრამ სხვა დროს მეთქი ვუთხარი. - ისე გამეჯგიმა თითქოს მართლა უარი თქვა მოპატიჟებაზე.
- კი, ხომ?! მეც მაგას ვეუბნებოდი არ შეაწუხოთ მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა.
- ჩემი სექსუალური, ბუზღუნა! - თვალები უციმციმებდა ეშმაკურად.
- აქაოდა თავისუფალი დილა მქონდა, დღეს სამსახურში მოსვლამდე მივხედე ჩემ მანქანასაც. - საუბრის თემის შეცვლა ვცადე მე.
- რა ჭირდა?
- არაფერი ისეთი, ზეთი, ფილტრები, გეგმიური.
- ესეიგი მწყობრშია, იშვიათია ქალი ასე ზრუნავდეს, ვიდრე არ გაუჩერდებათ ხოლმე გზაში არ აქცევენ ყურადღებას. მე რატომ არ მითხარი, გამოგყვებოდი?!
- ალბათ, ქალსაც გააჩნია. - მისი საყვედური არ შევიმჩნიე, გავაგრძელე ისევ - ვერ ვიტან, როცა რაღაც მწყობრში არაა. თუმცა გადაცემათა კოლოფამდე ვერ მივედი. იქითა თვისთვის გადავდევი. ხელოსნების რეაქციებზე მაგრად ვერთობი ხოლმე, ქალს რომ ხედავენ ტვინბურღს.
- მოტორსაც გააკეთებ, სტუკიც რომ ქონდეს ხომ?
- ეგღა მაკლია, დასტუკებამდე არ მივდივარ.
- მერე ისწავლე, ეგ როგორ არ იცი ამხელა ქალმა?
- თავგადასავლები ისედაც არ მაკლია, „ხადავშიკობა“ რომ არ დავიწყო.
- ჩემი მოტორისტი, მერე რა ტეხავს?
- ხელოსნობასთან დაკავშირებით ისეთი დამემართა შარშან, კინაღამ მომკლა მამაჩემმა.
- რატომ?!
- მოკლედ, დიდისამბით მოვდიოდი სამსახურში, რატომ მომინდა იმ დღეს არ ვიცი, ისე გამოვიპრანჭე, ისეთი ვიწრო და მოკლე კაბით ვიყავი, არც დაჯდომაზე იყო გათვლილი და არც დახრაზე, თან დიდისამბით შევხტი ქუსლებზე და გაჯგიმული. მოკლედ მაგარი ქალი მეგონა თავი. ვაშლიჯვარში გადამსვლელი ახალი გზის გამო, სოფელ დიღმის ასახვევთან ისეთი საცობი იყო ისეთი დედა შვილს არ აიყვანდა. უცებ დაიწყო ჩემმა მანქანამ გუგუნი. რა უნდა მექნა?! ავუხვიე დიდისამბით და იქვე მდებარე უახლოეს მაღაზიასთან გავჩერდი. ვიფიქრე, თან ყავას ვიყიდი და თან ვნახავ რა ეტაკა ამისთანათქო. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბურავი დამხვდა დაშვებული. ავიღრინე, დავიღრინე. ამოვყარე ყველაფერი სახრახნისს (მანტიროვკას) ვერ ვპოულობ „ბოლტების“ მოსაშვებად.
- რა საყვარელი დასანახი იქნებოდი სექსუალური ვულკანიზატორი. არ დადგა რიგი?!
- ნუ იტყვი. არ გაჭრა ჩემმა სექსუალურობამ. კაციშვილი არ გაჩერდა.
- ფუ, მაგათი... - აფხუკუნებულს უწმაწური გინება არ დაენანა.
- ეგ მხოლოდ ფილმებში ხდება. ისევ ვიღაც პოლიციელს შევეცოდე. თუმცა აღარ მჭირდებოდა. მოკლედ დავურეკე მამაჩემს. რამე მიშველე, ამოსასვლელში ვარ გაჩხერილი და დამეხმარეთქო. არადა მახსოვს რომ „მანტიროვკა“ სადღაც მაქვს ნანახი და ისე ვარ გაღიზიანებული, ვეღარ ვპოულობ.
- ქმარს რატომ არ დაურეკე?!
- ქმარი სახლში იყო, მამაჩემი იქვე ახლოს სამსახურში, წამებში გამოვარდა BMW-თი.
- სად მუშაობს მამაშენი?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
- რავი ისე დამაინტერესდა.
- კი. მოკლედ ნახევარ საათზე მეტი ვიცადე, ვიდრე გზას გამოიკვლევდა, როგორც იქნა მოვიდა, კმაყოფილმა ამოიღო მისი მანტიროვკა და სხვა ზომისაა. ახლა ის გადაირია, იგინება, იფურთხება.
- ერთად ვართ.
- შენ და მამაშენი?
- კი, მე და მამაჩემი. მოიცადე მომაყოლე და კითხვები მერე დასვი. ხიდზე ისევ ზედახორაა, მანქანით რა წავაო. დავურეკეთ მეორე მძღოლს, ხიდის მეორე მხარეს ჩამოვიდა და წავიდა მამაჩემი ფეხით. ასე სიარულში სამი მანტიროვკა მოიტანეს, არც ერთი არ წავიდა. დედას გეფიცები, საათ ნახევარი მოვანდომეთ ერთი საბურავის შეცვლას. დაგვესია მთელი დაცვა, მძღოლები, როგორც იქნა ვიპოვეთ შესაბამისი ზომის სახრახნისი.
- რა მანქანა გყავდა ასეთი?
- ტოიოტა. ეშველა მამაჩემსაც და წავიდა მშრალ ხიდზე გიყიდი „მანტიროვკას“, შენი წუწუნი რომ არ ვისმინოო. კმაყოფილი და ბედნიერი ვალაგებდი ამტომობილში რაც ამოვყარე, საბარგულში ჩასადები შალითა შემთხვევით გადმოვატრიალე და არ ვხედავ ჩემს „მანტიროვკას“ კოხტად მიმაგრებულს?!
- იპოვე? - იმხელა ხმაზე ხარხარებდა, დარბაზში მსხდომი ხალხის ყურადღებაც მივიქციეთ.
- კი, ყველა სიკეთესთან ერთად, დავურეკე, ვეუბნები, არ იჩხუბო, მაგრამ „მანტიროვკა“ ვიპოვე მეთქი. ჩემს ადგილას დედაჩემი რომ ყოფილიყო. ზუსტად ვიცი რასაც იზამდა, მაგრამ შვილი ვარ, ხომ არ მომკლავდა?!
- „ვერ ხარ ნორმალური, სამი წელია მანქანა გყავს რითი ვერ ისწავლე სად რა დევსო“ - ხმის ინტონაციაში გავაჯავრე მამაჩემი - ამით დასრულდა ჩემი ყოვლისმცოდნეობა, იმის შემდეგ ხმას აღარ მაღებინებს. სულ დამცინის.
- ჩემი საბურავიც იკლებს ხოლმე და ერთი შემიხედე რა! - ამდენი სიცილისგან ცრემლებს იწმენდდა თვალებზე.
- სათანადოდ არ ვარ ჩაცმული, მაგას მინი კაბის გარეშე ვერ მოვახერხებ. - კმაყოფილი გავეპრანჭე.
- არაუშავს ავიტან როგორმე.
- ერთხელ, - მორიგი ჩემი სისულელე გამახსენდა - დილით სახლთანვე დამხვდა დაშვებული. იქვეა ვულკანიზაცია, დამეზარა საბურავის მოხსნა, გორაობით ნელ-ნელა მივიყვანე. ვულკანიზაციაში ასაკიანი კაცი დამხვდა.
- ამას ქალის მეტი ვინ იზამდა, დისკები თქვენ არ გადარდებთ და არაფერიო. დაჯდებით საჭესთან და მანქანის ტარება მხოლოდ საჭის ტრიალი გგონიათო. - ამიღრიალდა ბოლო ხმაზე.
- დისკიც მიაყოლე?
- არა, გადარჩა. შემისრულა ხუთიანზე. არადა, „შურუპი“ ქონდა შერჭობილი, რა ჩემი ბრალი იყო?! მოკლედ კურიოზებს არ ვიკლებ.
- შენი ბრალი იყო აბა ვისი?! უნდა შესულიყავი, ჩაგეცვა მოკლე კაბა და სათადარიგო საბურავი დაგეყენებინა. - ბრძნული სახით დამარიგა.
- ეჰ, როგორ არ გიცნობდი მაგ დროს?! იმ დღეს, მხოლოდ ხელოსანი კი არა ცალკე ჩემი ქმარი მეჩხუბა, რას მიდიოდი მარტო, ჩემთვის დაგეძახაო. ვეღარ გავჩუმდი, უფასო იუმორის დღე მოგიწყე.
- კარგი, რა ღირს მითხარი და გადავიხდი! - ჯიბიდან საფულე ისე ამოიღო, თითქოს მართლა იხდიდა - გადარიცხვით ხომ არ გნებავს?
- დავფიქრდები, აქამდე ხუმრობები არ გამიყიდია.
- ოკ, ფასს მე ვადებ. ვნებიანი ჩახუტება და 1000 კოცნა ჩემგან. - შუბლშეკრულმა ავხედე თვალებაციმციმებულს - ასეც ვიცოდი, გეცოტავა ხომ, კარგი 1 000 000 კოცნა.
- რაღაც სწრაფად ზრდი. აუქციონზე ხარ? - სიბრაზე მომერია.
- არა, მაგაზე გულს როგორ დაგწყვეტ. ჩემი ტკბილი, დაგისიებდი ეხლა ტუჩებს.
- ფანტაზიორო, - შუბლშეკრულმა ავხედე აცანცარებულს - ვნებიანი რომ არ გეთქვა კიდევ დავფიქრდებოდი!
- ეხლა უარს ამბობ, მაგრამ მაინც ჩაგიხუტებ და გაკოცებ. ნუ მიბღვერ, ნუ გეშინია, არ შეგიყვარდები. - წარბებს მითამაშებდა მავნებლურად.
- რა იცი, ვაიდა შემიყვარდე, ხომ დავიღუპე? ზედმეტად დახვეწილად კი აბამ ქალებს.
- მე არავის ვაბამ. -თითი დამიქნია გამაფრთხილებლად - მიყვარს კარგ ადამიანთან კარგი ურთიერთობა! - უცებ შემისწორა.
- ეგ უკვე გავიგე. - ავფხუკუნდი.
- დანარჩენი, თუ რამე იქნება მხოლოდ ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, ზუსტად ეგაა სრულყოფილი, ნამდვილი წრფელი, სანდო და ბედნიერი ურთიერთობა.
- აუფ. აი, მესმის გამოსვლა! - ტაში დავუკარი აღფრთხოვანების ნიშნად.
- მე ასეთი ურთიერთობები მიყვარს. - გამეჯგიმა კმაყოფილი.
- მინაწერი დაგავიწყდა "ბედნიერი ოჯახი".
- ოჯახი შეიძლება გყავდეს, მაგრამ ბედნიერება კი სხვასთან ნახო.
- მაგ საკითხში აშკარად ვერ ვემთხვევით. - უცებ დავსერიოზულდი - მესმის რასაც ამბობ, თუმცა მაინც მგონია, რომ ბედნიერებას ადამიანი თავად ქმნის. წვრილმანებში და უბრალოდ ვერ ამჩნევ რადგან ყოველდღიურობად აღიქვამ. იმ ბედნიერებას შენ რომ გინდა, საკუთარი ოჯახის გარდა ვერავინ მოგცემს. ჩახედავ შვილს თვალებში, დაინახავ საკუთარ ანარეკლს და გაგიხარდება. იკამათებ მეუღლესთან და მაინც ყველაზე მეტად ისევ ის დაგიდგება გვერდში. რავიცი მე ასე ვხედავ ცხოვრებას და იქნებ ვცდები კიდეც.
- ბედნიერი ხარ მასთან ვინც გიყვარს! დრო ხშირ შემთხვევაში აუფერულებს ურთიერთობას და ქრება სიყვარულიც. რჩება ვალდებულება ოჯახის სახით. შვილი სხვა თემაა, პირადს ვგულისხმობ. შეიძლება სხვა შეგიყვარდეს, მაგრამ ამის გამო ოჯახი არ უნდა დააგნრიო, შენ შექმნილ სამეფოში ღირსეულად უნდა იმეფო და თუ შეგიძლია კიდევ სხვაც გააბედნიერო და შენც ბედნიერი იყო, რატომაც არა?!
- არ ვიცი ამას რას დაარქმევ. - გაოგნებული ვიყავი, ისე იყო დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში - ჩემთვის ეგ ღალატია, არა მხოლოდ მეუღლის, საკუთარი თავისაც. მერე რა, რომ ოჯახი ვალდებულებაა. ვალდებულების აღებაც უნდა გინდოდეს და ბოლომდე გატანაც. ოდესმე გინახავს ბავშვები რომლებსაც მშობლები ძულთ ან საერთოდ არ იცნობეს საკუთარ მამებს? მე მინახავს 18 წლის ბიჭი, რომელიც საკუთარ მამას არაკაცს ეძახის. ეს მხოლოდ დედის ფაქტორი არაა. ნურავინ იტყვის, რომ მე ჩემი შვილი კარგად გავზარდე და ხვალ ასეთ ადამიანთან კონტაქტი არ ექნებაო. არც იმას ვამბობ, რომ ერთხელ შექმნილი ოჯახი, თუ არ გაამართლებს, ბოლომდე უნდა შეინარჩუნო, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ და ადამიანი მისი ნაკლიანად უნდა გიყვარდეს. შენ ძიებაში ხარ. მოწყენილობისგან გგონია, სხვა ადამიანში იპოვი იმას რაც ვერ შეივსე, თუმცა ამ პრობლემის გამოსასწორებლად შენივე ოჯახში არაფერს აკეთებ.
- მეც იგივეს არ ვამბობ? ოჯახი შენი პირადისთვის არ უნდა დაანგრიო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სიყვარული თუ დაიკარგა, ის იქ აღარ გაჩნდება! თუ ღირსეული ადამიანია მას ყურადღება არ უნდა მოაკლო. ასე, რომ შენც ჩემსავით ფიქრობ.
- არასწორად რომ გაიგე მიხვდი? - ჩემი ნათქვამის უკუღმა შემობრუნებამ გამაღიზიანა - საერთოდ არ მითქვამს მსგავსი რამ, მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვამ. შენ სხვაგან ეძებ სითბოს, გართობას. ამ დროს რას აკეთებს მეუღლე? იქნებ მასაც აქვს სურვილი ვინმესთან გაერთოს?
- დაიწყე მორალი, როცა შენ გწერ ის გვერდზე ოთახშია და მუშაობს.
- მორალია? მაიძულებ და მალაპარაკებ იმ თემაზე რაც შენც გაქვს ნაფიქრი, მაგრამ სიტუაციას მხოლოდ შენი კუთხით უყურებ, გამოდის მისი გასართობი მუშაობაა.
- ვერ გავიგე?
- რა ვერ გაიგე? თუ ურთიერთობა გაციებულია, თუ გრძნობა აღარ გაქვს და ფორმალურად ინარჩუნებ ოჯახს, რას აკეთებს მაშინ ქმრის გარეშე დარჩენილი მეუღლე?
- მე ჩემ ოჯახს არც ყურადღებას ვაკლებ და არც არაფერს! - გაღიზიანდა ის.
- ეგ შენ გგონია ასე.
- არ მგონია, ასეა. თან გადავყვები, ის რომ აღარ მიყვარს არ ნიშნავს რომ რამეს ვაკლებ! - ხმას აუწია მან.
- მე და შენ მგონი სხვადასხვა პლანეტაზე ვართ. - ავპილპილდი და ხმას მეც ავუწიე.
- შე უცხოპლანეტელო!
- ანუ, შენ ქმრის მოვალეობას მხოლოდ მატერიალურად უზრუნველყოფაში ხედავ? - მისგან განსხვავებით ასე უცებ ვერ დავთბი.
- ოკ, ვერ ვთანხმდებით, შევცვალოთ თემა.
- ვერც შევთანხმდებით!
- რა შუაშია მატერიალური? არაფერს არ ვაკლებთქო, ადამიანო, მიდი ახლა დაიწყე ჯიჯღინი!
- რა ჯიჯღინი? - იმის გააზრებაზე, რომ ეს თემა ართობდა, ორმაგად გავბრაზდი - შეიძლება სულ შენს ცოლს ვიცავდე? მაგარი გამაღიზიანებელია შენი ქცევა.
- კიდევ რას მეტყვი?!
- თავს იტყუებ და თან ბრმად გჯერა, რომ ამას ისე აკეთებ ვერავინ ხვდება!
- კიდევ?
- რა კიდე?- ისე გამომწვევად მიღიმოდა ირონიულად, რომ ლამის გავარტყი - შენს ადგილას ჩემი ქმარი რომ ყოფილიყო, ათასჯერ დავაღრჩობდი, ალბათ.
- სად გადავრჩი?! - ახარხარდა კმაყოფილი - ნუ ბლატაობ რა...
- ვბლატაობ თუ არა არ ვიცი, მაგრამ რეალობას კი ვამბობ!
- მართლა ასე ჩაგრავ მეუღლეს?
- ჩაგვრაა მეუღლისგან ერთგულებას ითხოვდე?! დედას გაფიცებ, რამდენი წლის იყავი ოჯახი რომ შექმენი, 24 -25 ხომ, ვერ იაზრებდი რას აკეთებდი?
- შენ რამდენის იყავი?
- 19-ის. დარწმუნებული ვარ შენი ცოლი არ შეგაბამდა და კოტორაშვილივით ძალით არ მოგაყვანინებდა თავს, რაღაც ხომ მოგწონდა, ხომ გიყვარდა, ახლა იგივე ადამიანს არ უყურებ?
- აუ, დამახრჩვე ბარემ, დაიწყე ქალური დიალოგი, თქვი ბარემ ბოლომდე.
- მეტი რაღა უნდა ვთქვა?
- ანუ მორჩი? კარგია! იცი რომ არსებობენ ქალების სამი კატეგორია: გასათხოვრები, გაუთხოვრები და სახტად დარჩენილები?
- და, მე რომელი ვარ? - ხელახლა შემომიტია სიბრაზემ.
- სულ უარყოფითს რატომ ეძებ? რომ ინერვიულე ცოტა გაგახალისე. - მიამიტად დააფახუნა თვალები.
- აი, მესმის თვითდაჯერებულობა, ხომ არ იცი შენი ოჯახის ამბავზე მე რატომ უნდა ვნერვიულობდე?
- რავიცი, კი გამიკვირდა, მაგრამ ეტყობა გევასება ნერვიულობა.
- მე ზოგადად შენმა მიდგომამ გამაღიანა, არაა სწორი რასაც აკეთებ და ამას ვიტყვი ნებისმიერ დროს. ჩემი სამსახურში დაბრუნების დროა. - განაწყენებული წამოვდექი.
- ყოველთვის იტყვი, ყველგან? - ანგარიში სწრაფად გაისტუმრა, გასასვლელისკენ წასულს წამომეწია და დემონსტაციულად გამომიხსნა კარი.
- გიჟი ხარ დედას გეფიცები! - სიცილი ვეღარ შევიკავე.
- ჩემი ჯიჯღინა! - ავტომობილი სადგომიდან დაძრა და ტრასაზე გამოვედით.
- იაფერისტე ეხლა.
- მიყვარს რომ ჯიჯღინებ.
- მორჩი! მნახე მოცლილი და მაქაქანებ უაზრობაზე. როცა გკიდია პირდაპირ უნდა თქვა. - იმდენად კმაყოფილი სახე ჰქონდა, მაქსიმალურად ვცდილობდი გაბრაზებული განწყობის შენარჩუნებას, თუმცა ვატყობდი რომ აღარ გამომდიოდა.
- რა დღეში გაქვს პატარავ ნერვები, ვთქვათ სხვა შეგიყვარდა, მაშის რას იტყვი? - უკვე სამსახურთან მისულს ავტომობილიდან გადასვლისას ჩამეკითხა და თვალებში ჩამაცქერდა.
- არ ვიცი. არ მქონია მსგავსი შემთხვევა. - გულწრფელად ვაღიარე.
- გაკოცე მაგ ალალ გულში.
- ნერვებზე თამაშობ.
- ჩემი ყველაფერი გაღიზიანებს! - ახარხარდა.
- მაჯლაჯუნა ტყუილად ხომ არ ხარ? - როგორც იქნა მეც გამეცინა.
- აღარ დაგესიზმრები და რომ მოგენატრები ნახავ! - დამემუქრა.
- გადავიტან როგორმე.
- ჩემი ტკბილი ჯიჯღინა! მოდი დაგემშვიდობო მაინც! - ხელები გამიშალა ჩასახუტებლად.
- ღმერთო, მომეცი გაძლებლება! - დრამატული სახით მივენდე მის მკლავებს.
- მოგცემს აუცილებლად. რამდენი ინერვიულე დილიდან! - ძლიერად ჩამიკრა მკერდში.
- გამიშვი, არ მცალია შენ გამო სანერვიულოდ, ისეთ საქმეზე ვარ გასასვლელი! - უშედეგოდ გავიბრძოლე გასანთავისუფლებლად.
- ჩემი ლამაზ თვალება, ჩემზე დიდი საქმეც გაქვს?
- ბევრად. - ისევ ვცდილობდი მკლავებიდან დასხლტომას.
- რაც გინდა აკეთე! - ორივე ხელით ძლიერად ისე მიმიკრა, რომ განძრევის საშუალება აღარ მომცა - აზრებში მაინც მაჯლაჯუნა ივლის. - იმდენად ახლოს იყო ტუჩებთან რომ სუნთქვა შემეკრა.
- არც კი გაბედო! - პანიკა გამერია ხმაში.
- გავბედავ! - ჩემთვის ხელის გაშვება აზრადაც არ მოსვლია, ისე დამაცხრა ტუჩებზე, ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი. დედას გეფიცები, მთელი ძალით ვცდილობდი მისი მკლავებიდან თავის დახსნას, უფრო და უფრო გამალებით მკოცნიდა, თითქოს ეს იყო უკანასკნელი კოცნა, რომელიც აუცილებლად უნდა მიეღო.
- ქალბატონო ელენე, ძალიან გთხოვთ, გულახდილად მითხარით როგორი შეგრძნება დაგეუფლათ? - ინტერესით ჩავეკითხე.
- არ ვიცი, ზუსტად ვერ აღვწერ. მაგრამ დავიბენი, ცხოვრებაში პირველად მკოცნიდა ჩემი ქმრის გარდა სხვა მამაკაცი, ვიღაც პირველად მეხებოდა. რომ გითხრა მესიამოვნა მეთქი, მოგატყუებ. გავბრაზდი, დიახ, გავღიზიანდი.
- რატომ, ხომ იცოდით რომ მოსწონდით, მისგან სხვას რას ელოდით?
- არ ვიცი, ალბათ დებილად ჩამთვლი, ზედმეტად იდეალისტად, გამოუცდელ ლენჩად, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან მეგობრობას შევძლებდით, გესმის ჩემი?!
- თქვენ წარმოიდგინეთ, იმაზე უკეთესად ვიდრე გგონიათ. - გულწრფელად დავუქნიე თავი - ერთმანეთს როგორ დაშორდით, არაფერი უთხარით?
- ვერაფერიც ვერ ვუთხარი, გული როცა იჯერა კოცნით, როგორც იქნა გამიშვა ხელი და დამაკვირდა.
- ელე! - ისეთი გაოცებული მიმზერდა, მგონი მართლა არ ელოდა მსგავს რეაქციას.
- არც კი გაბედო, - ჩემსკენ მოსაფერებლად გამოწვდილი ხელი, ჰაერში გაუშეშდა - ჩემთან მოკარება არასდროს გაბედო!
მთელი სხეულით ვკანკალებდი, უბრალო, გულწრფელი, მეგობრული ურთიერთობის ნაცვლად ჩემში იაფფასიანი კახპა დაინახა, გამთელა, გადამიარა, მეტი შეურაცყოფა რაღა უნდა მოეყენებინა?! ბოღმა მაწვებოდა, მთელი გულით მინდოდა ტირილი, მაგრამ ვერ ვტიროდი.
- ელე!... - რაღაცას მეუბნებოდა, თითქოს ჩემ დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ არ მომისმენია. გადმოვედი, არეულს ავტომობილის გაბმული სიგნალისთვის ყურადღება არც მიმიქცევია, ისე გადავუჭერი გზა და ოფისის ეზოში შევვარდი.

თავი 11
საუბარი თიკოს მესიჯმა შეგვაწყვეტინა. პალატიდან მეგობრის დასახვედრად გავედი. მუდამ გაპრანჭულს, რატომღაც სწორედ ახლა დავიწყნოდა მაკიაჟის გაკეთება. ქერა თმა უდიერად დაეხვია კისერთან კოსოდ, მაგრამ აშკარად არ ადარდებდა. ჯინსებსა და კედებში სპორტულად გამოწყობილი თითებს იმტვრევდა, დაბნეული ნერვიულად აცეცებდა თვალებს, თან გალიაში დამწყვდეული ნადირივით აწყდებოდა საავადმყოფოს მიმღების კედლებს.
- დეა! - სლუკუნ-სლუკუნით ჩასახუტებლად გამოექანა ჩემსკენ.
- რა გჭირს ადამიანო, ნორმალური ხარ? - დამშვიდების ნაცვლად ბრაზი მომერია.
- ოპერაციას უკეთებენ!
- დიდი რამე, არც პირველია და არც უკანასკნელი!
- რას ამბობ, ხომ ტკივა?
- არანორმალურო, ანესთეზიას გაუკეთებენ!
- არადა, სულ ახლახანს ავუხსენით გოგონას, რომ ბატონ ნიკოლოზს არაფერი სერიოზული არ სჭირს, უბრალოდ მოტეხილობა არასწორად შეხორცდა. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, პაციენტს ნარკოზიც არ ჭირდება, ფეხს ადგილობრივი ანესთეზიით გაუყუჩებენ და... - თითქოს მე მელოდაო, როგორც იქნა ხმის ამოღება გაბედა იქვე ატუზულმა ექთანმაც.
- გესმის, ხელახლა უნდა მოტეხონ ფეხი! - დასრულება არ დააცადა თიკომ - ექიმები კი არა ჯალათები არიან!
- ცოტა კორექტულად, გოგონა!
- არც ზემოთ მიშვებენ, პაციენტთან მხოლოდ ოჯახისწევრები დაიშვებიანო!. - ექთნის შენიშვნას კიდევ მეტი აგრესია მოყვა, ორმაგად აქოთქოთდა თიკო.
- წარმოგიდგენია, ეს რა უთქვამთ?! - დრამატული სახით შემოვიტყი სახეზე ხელი - უნდა გეჩვენებინა თქვენი მიმოწერა და მაშინვე დარწმუნდებოდნენ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანიც ხარ ნიკუშას ცხოვრებაში.
- დამცინი?!
- როგორ გეკადრება! - მისი აწეული წარბის დანახვაზე ავფხუკუნდი.
დიდხანს სიცილი არ დამცალდა. საავადმყოფოს მისაღებში ეტლით მარჯვენა ფეხშეხვეული, ასე ოცდახუთ წლამდე ვაჟი სავარაუდოდ მისივე ასაკის ბიჭმა შემოაგორა და მიაგორა რეგისტრატურამდე.
- ხელწერილი უკვე დავწერეთ, დღესვე მივდივართ სახლში!
ბიჭებს აშკარად დიდად არ აღელვებდათ საშუალო ასაკის ქალის წუწუნი, რომელიც მუდარით ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა:
- ნიკუშა, დე... ხომ თქვა ექიმმა ერთი ღამით მაინც გაჩერდით, ჭრილობას დავაკვირდებითო. ისევ არასწორად რომ წავიდეს შეხორცება?
- არ მინდა, ისედაც ხომ იცი, ვერ ვიტან საავადმყოფოებს! - გაბრაზებულმა და გაღიზიანებულმა თვალების ბრიალით გამოხედა უკან მდგომ ქალს.
- აუ, დამმალე! - სახეზე ხელები ისე აიფარა თიკომ, თითქოს მართლა გაქრებოდა.
ურჩმა პაციენტმა ახლაღა შეგვნიშნა იქვე წყვილად მდგომნი.
- აი, მესმის სიურპრიზი. არ მეგონა თუ მოხვიდოდი! - სულ რამდენიმე წამში დაავიწყდა ვაჟს სიბრაზე.
- მე, მე, - აირია თიკო - ვერ მოვითმინე! - როგორც იქნა მოიშორა სახიდან ხელები, ენის ბორძიკით მისალმების ნაცვლად ესღა ამოღერღა.
ვაჟის გაოცება გულწრფელმა სიხარულმა შეცვალა, სახე კმაყოფილი, ოდნავ ეშმაკური ღიმილისგან გაუნათდა, სულ დაავიწყდა განაწყენებული დედა, აქამდე დამხმარედ მოვლენილი მეგობარიც, ხელის მარტივი მოძრაობით შემოაბრუნა ეტლი და გორაობით წამოვიდა ჩვენსკენ. ვაღიარებ საკმაოდ სასაცილო დასანახი გახლდათ მუდამ თამამი, ახლა უჩვეულოდ დამუნჯებული, უხერხულად აბუზული თიკო და მიუხედავად ტრამვისა და თაბაშირდადებული, ჰაერში ცოტა არ იყოსდა უხერხულად გაშვერილი ფეხისა, მაინც კმაყოფილი და ბედნიერი ნიკუშა.
- ვააა, აი ეს მესმის, ყველას ველოდით აქ და ამ უჟმურს თუ გოგონა ფეისბუქიდანაც მოინახულებდა ნამდვილად არა! - მისი მეგობარი ყოველგვარი ფამილარობის გარეშე ისე ჩაეხუტა თითქოს წლებია ერთმანეთს იცნობდნენ.
ჩემსდა გასაკვირად, თიკოს ნიკუშას დედაც ძალიან თბილად შეხვდა, ეგ კი არადა, ქალმა ისიც კი აღნიშნა, რომ ფოტოებთან შედარებით, რეალურად ბევრად ლამაზი ყოფილა. მოკლედ მათმა თბილმა და უშუალო მიღებამ იმდენად დადებითად იმოქმედა, რომ მალე დაძაბულობა თიკოსაც მოეხსნა და სულ რამდენიმე წუთში საავადმყოფოს მისაღებში მისი გულიანი კისკისიც ისმოდა. არ ვიცი რამდენ ხანს საუბრობდნენ, თუმცა ფაქტია მოსაუბრე წყვილის შემხედვარე, ჩვენ ფეხზე დგომით დავიღალეთ.
- ცუდადაა ჩვენი საქმე, აქამდე საავადმყოფოში ვერ ვაჩერებდით, ახლა შენი დაქალის დამსახურებით, წამოსვლა აღარ უნდა! - სიცილით გადმომილაპარაკა ნიკუშას მეგობარმა.
დედამ კორექტულად ისევ შეახსენა ვაჟს, რომ ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს და დიდხანს ფეხზე ყოფნა, თუნდაც ეტლით რეკომენდირებული არ იყო.
- პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, დამაცადეთ ცოტახანს!... - იუკადრისა შენიშვნა.
- სახლში წამოსვლა თუ არ გინდა, დარჩი კლინიკაში, დარწმუნებული ვარ ექიმი უარს არ იტყვის, არც მეგობრები მოგაწყენენ.
- ჰო, ნიკუშ, რა პრობლემაა, რა მნიშვნელობა აქვს სად იწვები? - ქალს აუბა მხარი მისმა მეგობარმაც.
- თიკო, შენც ხომ იქნები ჩვენთან ერთად? - თვალებით ანიშნა დედამისმა დაგვეხმარეო.
- თქვენთან, როგორ, - მთელი დღე ნიკუშასთან ყოფნის აზრმა იმდენად დააფრთხო, რომ უაზრობების ლაპარაკიც კი დაიწყო - მე დეასთან ვარ მოსული, ახლობელი უნდა მოვინახულო!... - გაურკვევლობაში მოყოლილი თიკო უკვე სიტუაციიდან დაძრომას ცდილობდა.
მისი უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა არ გამორჩა ვაჟს.
- დაასრულეთ ჩემი მანიპულირება! - თვალები დაუბრიალა მოკავშირეებად ქცეულ მეგობარსა და დედას - რადგან ვთქვი მივიდვარო, ესეიგი მივდივართ! - მეგობარს ხელი არ მოაკიდებინა, ისევ მისით გაგორდა გასასვლელისკენ.
- დედას გეფიცებით, ეს პანდუსი ინვალიდებისთვის კი არა, მრბოლელებისთვის თუ არ იყოს! - საავადმყოფოს კიბეებზე გვერდიდან ჩაყოლებული საკმაოდ დამრეცი პანდუსი სულ ხრიგინ-ხრიგინით ჩაიარა, დამუხრუჭების ნაცვლად რამდენიმე წრეც დაარტყა და ეზოში მდგომ ერთ-ერთ ავტომობილთან მიგორდა.
- უკეთესად თუ ეცდები, იქნებ როგორმე მეორე ფეხიც მოიტეხო! - შუბლშეკრული მძღოლი ბღვერით უმზერდა საკუთარი რბოლით გახალისებულ ვაჟს.
- არ გიხდება წუწუნი მამა! - მისკენ დახრილ მამაკას კისერზე ხელი მოჰხვია, ეტლიდან ავტომობილის სავარძელზე გადაბრძანდა, სავარძელი უკან ბოლომდე საწოლივით გადაწია და კმაყოფილი გადაწვა.
- თქვენთან ბოდიში, მაგრამ აქ თქვენი ადგილი აღარაა! - თვალი ჩაუკრა იქვე მდგომ დედას და მეგობარს.
- რომ გეკითხა წოლა საერთოდ არ გინდოდა და აქვე მოინდომე წამოგორება?! - სიცილი ვეღარ შეიკავა მძღოლმა.
- დიახაც, დაიმსახურეს. წამოვიდნენ ტაქსით! - საკუთარი ქცევით კმაყოფილმა ამჯერად ჩვენ გამოგვხედა - არ ვიცი ვისთან მოხვედი, მაგრამ ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. დიდი მადლობა! ინტერნეტი ხომ ჩართული გაქვს?
თიკომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- მივალ თუ არა, მოგწერ! - უკვე დაძრული ავტომობილიდან მოგვაძახა.
- ველური, - საავადმყოფოს ეზოში იმ წუთას შემოსულ ტაქსს ხელი დაუქნია ნიკუშას მეგობარმა - დარწმუნებული ხართ რომ სამშობიაროში არ შეგიცვალეს და ნამდვილად თქვენი შვილია?! - ავტომობილის კარი გალანტურად გამოუხსნა ვაჟმა.
- კი. - სიცილს ვეღარ იკავებდა ქალი.
- ნამდვილად?! - სრული სერიოზულობით ჩაეკითხა ვაჟი.
- სრულიად! - ისევ დაეთანხმა, დამშვიდობების ნიშნად ხელი დაგვიქნიეს და წავიდნენ.
- აი, ეს მესმის, პირველივე ნახვაზე, მთელი ოჯახი გაიცანი! - ჯერ კიდევ დაბნეული მეგობარი გამოვაფხიზლე.
- აუ, აღიარე, ხომ ძალიან საყვარელია?
- რა თქმა უნდა, შერეკილების ოჯახი კია, მაგრამ შენ აშკარად გაუგებ!
- შერეკილები კი არა, თბილები არიან! - უცებ შემისწორა.
- კარგები არიან. - განაწყენებულს თბილად მოვეხვიე.
- მართლა ასე ფიქრობ? - ეჭვით ჩამაცქერდა თვალებში.
- კი, ცოტა ემოციურები, მაგრამ ძალიან თბილები, ფაქტობრივად შენისთანები! - ალალად ვუთხარი ჩემი აზრი.
- აუ, დეა, როგორ მიყვარხარ რომ იცოდე! - გახარებული ადგილზე ხტუნაობდა თან კისერზე მეკიდებოდა - შენ დაგაგვიანდება, ხომ? - პასუხს რათქმა უნდა არ დაელოდა - ეეე, წავედი-წავედი, - უცებ დაფაცურდა - ჩემი ბიჭი მომწერს!
სიტყვის ჩაგდებაც ვერ მოვასწარი ქარბორბალასავით გასხლტა საავადმყოფოს კარში.

დიდხანს რეგისტრატურაში არც მე დავრჩენილვარ, ისევ ელენეს პალატისკენ წავედი. თუმცა სანახევროდ ღია კარიდან დავინახე შიგნით მდგომი შაკო და იქვე გავჩერდი. ჩემსკენ ზურგით მდგომი მამაკაცი იატაკზე მიბნეულ ქაღალდის კუპიურებს კრეფდა.
- დაფიქრდი, ელე.. - მუჭში მოქცეული თანხა იქვე მდგომ ტუმბოზე ისე მოათავსა, რომ ქალი ვერ მისწვდომოდა - უარის თქმა მარტივია, მაგრამ იცოდე აქ მეტჯერ მომსვლელი არ ვარ!
- საკმარისად დავფიქრდი! არაფერს გთხოვ, არც გავალდებულებ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ამ ბავშვის არსებობასაც კი ვერ გაიგებდი! - ხმას აუწია მწოლიარემ.
- აქ იმდენია, რომ პრობლემის მოგვარება უმტკივნეულოდ შეძლო!
- წამოკრიფე ეგ მაკულატურა და გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან! - სიძულვილს აფრქვევდა თვალებიდან ახვლედიანი.
- მილიონჯერ მაინც მითქვამს, ოჯახს ვერ დავანგრევ, ცოლიც ერთი მყავს და შვილიც.
- ეგ არასოდეს მითხოვია, არც ახლა გიყენებ პრეტენზიას. თუ მამობა არ გსურს, არც გავალდებულებ, მაგრამ მოშორებას ვერ მომთხოვ!
- ხვდები რამხელა პრობლემებს შეგვიქმნის? - ბრაზით ანთებული თვალებით ისე გახედა ახვლედიანს მუცელზე, თითქოს შიგნით მოთავსებულ პატარა არსებას უკვე ხედავდა.
- მრავლობითში ნუ მელაპარაკები, ძალიან გთხოვ! დილასაც გითხარი და ახლაც გავმეორდები, უმტკივნეულოდ დავშორდეთ, თუ გინდა ვიმეგობროთ, თუ არადა უბრალოდ წადი და დაივიწყე ჩემი არსებობა!
- დაგივიწყო, ასე მარტივად, უბრალოდ ხომ? ორსულად ხარ ადამიანო, ხვდები მაინც რამხელა პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, იაზრებ რა მოყვება, შენი ქმარი გაიგებს, მოგკლავს, შე ჩემა?...
- შენი სადარდებელი ნამდვილად არაა. - ცრემლების დასამალად მზერა აარიდა წინ მდგომ მამამაცს.
- ასეთი ჯიუტი როგორ ხარ, ტო?! - ლოგინზე გვერდულად ჩამოუჯდა - რა მოგიხერხო ამიხსენი? - ნემსებისგან დაჩვრეტილ მკლავებზე ფრთხილად გადაუსვა თითის ბალიშები, შემდეგ მკერდისკენ გადაინაცვლა, მარჯვენა ხელის გული მარცხენა მხარეს დაადო, თვალები ჰქონდა შაკოს დახუჭული - ისევ აგიჩქარდა გულისცემა, ისიც კი არ შემიძლია რომ დაგიცვა, გესმის? გულითაც რომ მინდოდეს, ამას ვერ მოვახერხებ. - თვალები არც კი გაუხელია დაშაქრული ხავერდოვანი ხმით ისე დაიწყო საუბარი - გინდა დამაჯერო, რომ ასე უკვალოდ ამომშლი შენი ცხოვრებიდან, ამ ჯერ კიდევ დაუბადებელი ლაწირაკის გამო შემელევი, უარს იტყვი ჩემზე?
- არ გამოგივა, როგორც შენ უწოდე, ამ ლაწირაკს, ზედმეტად დიდხანს ველოდი. არ დავკარგავ, მასზე უარს არ ვიტყვი. - ისევ გაჯიუტდა ქალი.
- ასე ერთი ხელის მოსმით დაივიწყებ რაც ჩვენს შორის რაც იყო?!
- რა იყო?! - თვალებში ჯიუტად უმზერდა ელენე - ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მხოლოდ მე ვიყავი სულელი და ყურებამდე შეყვარებული.
- ცდები.
- იქნებ მითხრა რაში?! - აპილპილდა ქალი - რამდენჯერ გითქვამს, რომ არ გიყვარდი და ჩემთან მხოლოდ და მხოლოდ შეჩვევა, მიზიდულობა და ვნება გაკავშირებდა.
- თავიდან იქნებ ასეც იყო, მაგრამ....
- საკმარისია!
- ცდები! - ჯიუტად იმეორებდა მამაკაცი.
- შეიძლება, დედას გაფიცებ, იმ ერთ შვილს გაფიცებ, მის გარდა არავინ რომ არ გჭირდება, მართლა ფიქრობ რომ ბავშვით მანიპულირებას და დაშანტაჟებას დაგიწყებ?!
- იმდენად კი გიცნობ, რომ ვიცოდე, მსგავს რამეს არ იკადრებ. - ქალის გამომცდელ მზერას ვერ გაუძლო, თვალები აარიდა შაკომ.
- მიცნობ და მიუხედავად ამისა, მაინც მოხვედი აბორტის მოთხოვით?!.
- არ მინდა შენი დაკარგვა.
- ვერ გავიგე?
- ზედმეტად დიდხანს გეძებდი, იმისთვის რომ დაგკარგო. - თუ რამე გრძნობა გააჩნდა ქალის მიმართ, აშკარად ამ სიტყვებში ჩააქსოვა შაკომ.
- მოისუსტებთ ამ ბოლო დროს, ბატონო შალვა, თვალებიც რომ დაგეწვრილებინა, აუცილებლად დაგიჯერებდი, რომ სიმართლეს ამბობ. - ირონიულად გაეცინა ახვლედიანს.
- არ ვხუმრობ, არადა ეგ ბავშვი უკვე გვაშორებს...
- ხომ ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთი ტიპიური მექლთანე, მატყუარა და მოღალატე იყავი, მაგრამ მაინც იმდენად შემიყვარდი, რომ ყველაფერი დავივიწყე, საკუთარი სიამაყე, თავმოყვარეობა, ოჯახი. იმდენად მინდოდა შენთან ყოფნა, შენად თავის გრძნობა, რომ იმაზეც კი დავხუჭე თვალები, რომ არ გიყვარდი, ქუჩის კახპაზე უარესად ვიქცეოდი. ჰო, რა იყო, რა ვთქვი ასეთი?! სასტუმროს ბინძური ნომერიც კი არ მეღირსა, შენი ავტომომობილის უკანა სავარძელი მქონდა სარეცლად ქცეული.
- გიღირდა და იმიტომ!
- მიღირდა, რას ქვია მიღირდა? იქნებ ისიც მითხრა, რომ შენგან რაიმე გამორჩენას ველოდი? - ბრაზით აენთო თვალები ელენეს.
- ეგ არ მიგულისხმია, აუცილებელი ხომ არაა ყველაფერში სარგებლის მიღება, რაღაც ხომ გიზიდავდა, ერთად ყოფნა ხომ გვსიამოვნებდა?!
- მაგ რაღაცას სიყვარული ქვია. იმდენად დავბრმავდი, რომ არაფრად მიღირდა არც ის რომ სახლში მეუღლე მელოდა, არც ის რომ შენ თავადვე იყავი დაოჯახებული, არც ის რომ ჩვენი საქციელით ყველას ვაზიანებდით და ვანადგურებდით. ბრმად აგყევი, მოგყევი.
- კარგად იცი ვერავის ვენდობოდით, მით უმეტეს სასტუმროებს. კაცმა არ იცის სად რა იქნებოდა ჩამონტაჟებული. ის რომ მალულად, თუნდაც ჩემივე ავტომობილში გვიწევდა შეხვედრა, სულაც არ ნიშნავს, რომ კახპა ხარ, ჩემთვის არ ყოფილხარ და არც არასოდეს იქნები! - ხმას აუწია.
- არა, ხომ?!
- შენ ჩემი სიცოცხლე, სითბო, ახდენილი ოცნება ხარ! - ხმა დაუთბა შაკოს - დედას გეფიცები მართლა არ მინდა შენი დაკარგვა, არ გინდა ეგ ბავშვი, გთხოვ. ვიყოთ ისევ ისე როგორც ვიყავით!
- ისევ და ისევ ყველაფერი ვარ, გარდა სიყვარულისა.- ახარხარდა ელენე.
- იმდენად ჩაიციკლე, ჩემგან შენი ცოლ-შვილის დაცვაზე, რომ ხუთ წლიანი ურთიერთობის ფონზე საკუთარ თავთანაც ვერ აღიარე, წამითაც ვერ დაუშვი, რომ სადღაც გულის სიღრმეში შენც გიყვარდი. რასაც შენ შეჩვევას ეძახი, ჩვენი მოპარული სიყვარულია.
- სიყვარული?! არა. მე შენ არ მიყვარხარ, სიყვარული არ არსებობს. არის მიზიდულობა, შეჩვევა, ვნება, მაგრამ სიყვარული...
- მაინც როგორი სულმდაბალი ხარ, სულ იმის გეშინოდა, რომ ადრე თუ გვიან შენი ოჯახის დანგრევას მოგთხოვდი, არადა იცოდი, რომ მიუხედავად შენი ნამდვილი სახისა, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი რა ნაგავი და მატყუარაც იყავი, მიყვარდი. ასე, სულელი ჩერჩეტი გოგოსავით იმდენად თავდავიწყებით შემიყვარდი, რომ იმას რაც შენთვის ასეთი ძვირფასი და სათუთი იყო, შენს ოჯახურ კერას საფრთხეს არ შევუქმნიდი, შეგიძლია ახლაც მშვიდად იყო. მე შენთვის არ დამიმალავს, იცოდი, როგორ ვოცნებობდი შვილზე. ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ბედნიერება მაჩუქე. ამის გამო მადლიერი ყოველთვის ვიქნები. როგორ ძლიერადაც არ უნდა მტკენდე ახლა, ამის თავს ვფიცავარ, ბავშვით არ დაგაშანტაჟებ.
- ისე შეგეჩვიე, უშენოდ ვერ გავძლებ. მაგრამ ეგ ლაწირაკი...
- საკმარისია, ზედმეტად კარგად გავიგე შენი მოსაზრებები სიყვარულზეც, შენი აქ მოსვლის მიზეზიც არაა რთულად მისახვედრი. კიდევ ერთხელ გეტყვი შაკო, მიუხედავად იმისა აბორტს გავიკეთებ თუ არა, შენ თამამად შეგიძლია ჩათვალო, რომ მხოლოდ ერთი შვილის მამა ხარ, იმ შვილის მეუღლისგან რომ გყავს. ასეც იქნები სიცოცხლის ბოლომდე.
- მარტო როგორ?!... - სახეზე ოდნავ შეეხო მამაკაცი.
ისედაც გაფითრებული ქალი დენდარტყმულივით აცახცახდა.
- როგორმე მივხედავ თავს. - ცრემლებისგან ხმა გაებზარა, აშკარად კარგავდა სიმტკიცეს ახვლედიანი.
- ჯერ კიდევ არაა გვიანი, ექიმმა თქვა რომ...
- საკმარისია, - ზიზღით მოიშორა ლოყაზე შერჩენილი მამამაკის ხელი - მეორედ არ გაბედო, ჩემთან აბორტის ხსენება! - ის წამიერი სისუსტე აღარც ეტყობოდა, ისევ შვილის დამცველად ქცეული ძუ ვეფხვი იყო - იმის ილუზია ნამდვილად არ მქონია, რომ გვერდში დამიდგებოდი, მაგრამ თავს მაინც ნუ შემაძულებ!
შაკოს აღარაფერი უთქვამს. უხმოდ წამოდგა, კარში მდგომს ისე გამიარა თითქოს ვერც კი შემნიშნა და წავიდა.

მეთორმეტე თავი

ჩემი პალაპატაში შესვლა დიდად არც ახლედიანს შეუმჩნევია. თვალებგაშტერებული თეთრად შეღებილ კედლებს ისე უმზერდა, წამწამების ხამხამიც კი დაავიწყდა. მისი სისუსტის მიმანიშნებელი, ლოყაზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი, ქალმა უხეში მოძრაობით მაშინვე მოიწმინდა.
უსიტყვოდ ჩავჯექი კუთხეში მდგომ სავარძელში, ვუმზერდი ქალის სახეზე გამართულ ემოციათა ჭიდილს. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი მონდომებით ცდილობდა მღელვარების იმ ნიშნების გაქრობას, ყელზე დაბერვოდა ძარღვები, ტუჩებს ერთმანეთზე ისე აჭერდა, თითქოს ყელში მოწოლილი ბოღმის შეკავება ასე უფრო მარტივი იყო. უჭირდა, მერადა როგორ უჭირდა, კბილებით სისხლის დენამდეც კი იკვნეტდა ბაგეებს, მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა. მთელი არსებით მძულდა შაკოც და მისი მსგავსებიც. ასე როგორ გაიმეტა, როგორ მოსპო?
- ნუ ხართ ჩუმად, იტირეთ, - მისი გაფითრებული სახის შემხედვარემ ვეღარ მოვითმინე - გესმით?! იყვირეთ, თუ გინდათ მეჩხუბეთ, ბოლოსდაბოლოს რაღაც მაინც თქვით! - მუდარაზე გადავედი, თუმცა ახვლედიანს რეაქციაც არ ჰქონია, მის ნაცვლად ისევ მე მომადგა ცრემლები.
- უფლება არ მაქვს, ვერც ვუსაყვედურებ და ვერც დავადანაშაულებ.- ემოციისგან ხმა შეცვლოდა.
- მაოცებთ! - აღშფოთების დამალვა არც კი მიცდია. გგონიათ შაკოს უნამუსობა მაგიჟებდა? არა, ამ ქალის ასეთი უსუსურობა, ყველაფრისადმი შემგუებლობა მშლიდა ჭკუიდან - ელენე, თუ თქვენი მონათხრობიდან სწორად გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ცხადად გაგრძნობინათ, რომ თქვენში სასურველ პარტნიორს ხედავდა, მაინც გჯეროდათ, რომ თქვენში მეგობრის დანახვას შეძლებდა. იმ კოცნის შემდეგაც ასე ფიქრობდით?
- არა, რა თქმა უნდა. ვეღარ ვიგებდი მასზე უფრო ვბრაზობდი, თუ საკუთარ სიდებილეზე, თუმცა ფაქტია გავღიზიანდი. თავს შეურაცყოფილად და პატივმოყვარეობა აყრილად ვგრძნობდი. მისი დანახვა აღარ მინდოდა.
- აბა, რატომღა შეხვდით, როგორ შეურიგდით? წინააღმდეგი თუ არ იქნებით, იქნებ მიამბოთ.
- არ ვიცი, იმ დროს ცალსახად მქონდა გადაწყვეტილი, რომ შაკოსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობას ვწყვეტდი. აღარც მეგობრობის ილუზია მქონდა, მის საყვარლობას კი ნამდვილად არ ვაპირებდი.
რა თქმა უნდა, ისიც კარგად ხვდებოდა გაღიზიანებული რომ ვიყავი. მესიჯს-მესიჯზე აგზავნიდა, თუმცა პასუხს არ ვცემდი. ბოლოს, რომ მომბეზრდა ტელეფონის წარა-მარა წკაპა-წკუპი, მივწერე:
- ზედმეტად ვარ გაცოფებული და შენთვისვე იქნება კარგი, თუ არ გამაღიზიანებ და მესიჯების გზავნას შეწყვეტ!
- გაჩერდა?
- მხოლოდ ერთ საღამოს. მეორე დილას ისევ დამხვდა მოწერილი.
- „გაცოფებული რატომ, ძაღლმა გიკბინა? ჩემო ტკბილო, როცა გაიღვიძებ, დასელფე!“
დიდი ფილოსოფოსობა არ მჭირდებოდა იმის მისახვედრად, რომ მეთამაშებოდა. იმის წარმოდგენაზეც კი როგორი ირონიული, თვითკმაყოფილი სახით მწერდა ამ სიტყვებს, ისევ იგივე სიმძაფრით მომაწვა ემოციები. მაშინ, როცა მე ბრაზისგან ადგილს ვერ ვპოულობდი, ის უბრალოდ ერთობოდა და ახალისებდა შექმნილი სიტუაცია. ჯერ წინა დღის ემოცები არ მქონდა ბოლომდე მონელებული, ახლა ეს დაემატა. მისთვის პასუხის გაცემაზე არც მიფიქრია, მაშინვე გამოვედი ფეისბუქიდან.
- არ დაბლოკეთ?
- არა, მთელი არსებით მინდოდა მასაც ჩემსავით ტკენობა, ალბათ სასაცილოდ მოგეჩვენება, მაგრამ ძალიან მინდოდა მისთვის კისერი მომეგრიხა. საკუთარ თავში ეჭვიც არ მეპარებოდა, ზედმეტადაც კი ვიყავი დარწმუნებული, რომ მის მახეში არ გავებმებოდი. მინდოდა მისთვის თავი შემეყვარებინა და ის ქედმაღალი, ირონიული ღიმილი ერთხელ და საბოლოოდ ჩამომერეცხა სახიდან.
- ანუ, გინდოდათ ყველა მის მიერ მიტოვებული და გაუბედურებული ქალის ნაცვლად თქვენ გეძიათ შური?!
- დაახლოებით. ემოციები აშკარად ხელს მიშლიდა საღად აზროვნებაში. ვერ ვიაზრებდი, რომ მისი მიზანიც ეგ იყო: გავეღიზიანებინე და კამათში ავეყოლიებინე.
მიამიტურად გადავწყვიტე მეც მისივე წესებით მეთამაშა და სწორედ მანდ შევცდი. ვერ გავთვალე ვერც საკუთარი შესაძლებლობები, ვერც ის რამდენად გამოცდილი, ავანტიურისტი მოთამაშე მედგა წინ და მორიგ მოკითხვაზე, ჩვეულებისამებრ დაიგნორების ნაცვლად, პასუხიც მივწერე.
- როგორც იქნა, აბა, როგორ ხარ, პატარავ? - ისეთი უდარდელი, ბედნიერი ღიმილი გამოგზავნა, თითქოს ჩვენს შორის არც არაფერი მომხდარა.
- შენი დახმარებით ცაში ფრენა დავასრულე და საკმაოდ მტკივნეულადაც დავენარცხე მიწაზე, თუმცა ვარდნა სასარგებლო გამოდგა.
- არ თქვა, ისევ გაბრაზებული ვარო! - გულიანად ახარხარდა - რა იყო, ერთ კოცნას გადამაყოლე?
- უკაცრავად, მეტი უნდა ყოფილიყო? - ავპილპილდი მე.
- ახლა ჩემთან რომ იყო, ჩაგიხუტებდი!
- მივხვდი უკვე, უარს რომ არ იტყვი, არადა, ოდნავ შეგნება მაინც რომ გქონდეს, მინიმუმ ბოდიშს უნდა იხდიდე, შენ კიდევ ჩახუტებაზე ლაპარაკობ. აშკარად ზედმეტი კრეჭა მომივიდა, მავნებელი ყოფილა! - წამებში ავკრიფე ტექსტი, კორექტული შეცდომების გასწორება აზრადაც არ მომსვლია, ისე გავაგზავნე.
- კარგი რა გჭირს, თუ გნახავ, დაგიბრუნებ მაგ კოცნას უკან?!
- კარგია „თუ“ რომ დააყოლე. კიდევ კარგი მაგდენს მაინც ხვდები, საერთოდ არ ვაპირებ შენ ნახვას!
- რატომ არ მნახავ, კოცნის გეშინია?! გაკოცე ბუზღუნა გულში, მშიშარავ!
პასუხის მიწერა ვეღარ მოვასწარი, უცებ გავიდა საიტიდან, თუმცა ამაზე დიდად არ მიდარდია.

წესით, სულ რაღაც ერთ საათში მუშაობა უნდა დამესრულებინა, მე კი საკმაოდ ბევრი რამ მქონდა გასაკეთებელი, ისევ საქმეს მივუბრუნდი. ამას ისიც დაემატა, რომ დირექციამ დამატებითი დავალებებიც მომცა და გვიანობამდე დარჩენა მომიწია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თითქმის საღამოს ათი საათი ხდებოდა სამსახურიდან რომ გამოვედი. ჩაბნელებულ ავტოსადგომზე ობლად იდგა ჩემი ტოიოტა. დაცვას დავემშვიდობე და საკუთარი ავტომობილისკენ დაქანცული გავემართა.
ის-ის იყო ავტოსადგომიდან გამოვედი და უკან აყოლილი სამხედრო ჯიპიც შევნიშნე. ცოტა არ იყოსდა, დავიძაბე. სარკიდან შეძლებისდაგვარად ყურადღებით დავაკვირდი საჭესთან მჯდომ მძღოლს, თვალი ნამდვილად არ მატყუებდა, ავტომობილში შაკო იჯდა.
გაჩერება აზრადაც არ მომსვლია, თუმცა ტრასაზე გასვლამდე გზა უხეშად გადამიჭრა და წინ გაჩერდა, მუხრუჭს მთელი ძალით დავაჭირე ფეხი, შეჯახების მოლოდინში თვალები სიმწრით დავხუჭე, თუმცა ჩემსდა გასაკვირად დამუხრუჭება მოვასწარი. ჩემივე ავტომობილის საბურავების ხმამ ყური მომჭრა.
- გაგიჟდი?! რა გინდა ბოლოს და ბოლოს იქნებ გამაგებინო?! - მისმა საქციელმა იმდენად გამაღიზიანა, კორექტულობა საბოლოოდ დავივიწყე, ავტომობილის მინა ჩავწიე და ბოლო ხმაზე ვღრიალებდი.
- ისტერიკას ნუ აწყობ, გადააყენე შენი ჩიხუახუა და გადმოჯექი, სალაპარაკო გვაქვს! - ისე გადმომძახა, უკან მომდგარი ავტომობილების კოლონისთვის ზედაც არ შეუხედავს.
- ავადმყოფი რომ ხარ უკვე ვიცი, მაგრამ ვიღაცის პატივისცემა რომ ისწავლო არ გაწყენს! - ისტერიკაში მყოფს გადასვლა აზრადაც არ მომსვლია.
- ჭორაობას თუ აპირებთ, გზა მაინც გაანთავისუფლეთ! - გადმოგძახა ვიღაცამ.
მეორე ღიპიანი ბიძა სხვაგვარად რომ ვერ გაგვცდა, ჩვენთვის გვერდის ავლის მიზნით ბორდიურზე ასვლისას ავტომობილის პლასტმასის „შიტოკი“ იმდენად უხეშად გასდო, ვიფიქრე ცხვირი მთლიანად ჩამოაცალა. ამაზე ორმაგად გაგიჟებულმა ორივეს გულიანად შეგვაგინა და გაავებულმა გააგრძელა გზა.
- მოდი, მოდი, ვიდრე ვიღაცას ვუცემივართ, გადააყენე და გადმოდი ჩემთან! - მამაკაცზე გაბრაზების ნაცვლად სიცილს ვეღარ იკავებდა შაკო.
ასე ხომ არ ვიქნებოდით შუა გზაზე? მეუხერხულა, მართალია უხალისოდ, მაგრამ ისევ დავთმე.
- კაცმა რომ გკითხოს შვიდ საათამდე მუშაობ, ასე გვიანობამდე რას აკეთებდი? -ავტომობილში ჩაჯდომა, გვერდზე გადაყენება, სავალი გზის განთავისუფლება და მისი პრეტენზიული კითხვაც ერთი იყო.
- ეს რაღაც ახალია, - ცალი წარბი ავწიე გაოცებულმა - არ ვიცოდი ჩემი სამუშაო გრაფიკი თუ გაინტერესებდა!
- არ მინდა გვიან რომ იარო! - კბილებში გამოსცრა.
- აქამდე ვერ მითხარი?
- ახლა გეუბნები.
- აუცილებლად გავითვალისწინებ. - დამჯერი ბავშვის სახე მივიღე.
- არ გაწყენს, ისევ შენთვისვე იქნება კარგი! - აშკარად ვერ მიმიხვდა ირონიას.
- ეს რაღაც ახალია, ეჭვიანობაც დაიწყე, კარგად ხარ?! - ნამდვილად შემაშფოთა მის ხმაში გაჟღერებულმა მუქარის ტონმა.
- რამდენადაც მივხვდი, სამკურნალო ვარ, მეშველება რამე?- კმაყოფილი გამეკრიჭა.
- მეგობრულ დამოკიდებულებას და ბას ერთმანეთისგან ვერ არჩევ?
- როგორ ვერ ვარჩევ? ჩვენს შემთხვევაში ბას აშკარად ზედმეტია! - ისევ ხუმრობდა მისი აღმატებულება - შენ ჩემი ტკბილი მეგობარი ხარ!
- მეგობრებს ეზასავები, დეგენერატო?!
- აბა, უცხოს რა პონტში უნდა ვაკოცო?!
მისკენ სულ ოდნავ გადავიხარე, თვალებში ვუმზერდი, თითოეულ მიმიკას ვსწავლობდი. ისეთი უდარდელი და კმაყოფილი სახე ჰქონდა, ლამის ფრჩხილებით ჩამოვკაწრე, აგრესიული ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა მისი შუაზე გაგლეჯა მთელი გულით მინდოდა.
- სულ მეგონა, რომ რასაც მწერდი უბრალო მომართვის ფორმა იყო. რას წარმოვიდგენდი ასეთი არანორმალური თუ იქნებოდი. მართლა ვერ არჩევ ადამიანი რისი გამკეთებელია?!
- ნუ ხარ უტვინო, რომ მგონებოდი, არც მოგწერდი.
- მორჩი შაკო, დაასრულე! - ხმას ავუწიე - რაც გეგონე კარგად დავინახე. თუმცა ფაქტია, რომ ეს ჩემი ბრალიცაა.
- მორჩი ბუზღუნს და ბავშვივით წუწუნს!.
- ოფიციალური დებილი ვარ! - საკუთარ თავს დავუსვი დიაგნოზი -ამ სიცილ-სიცილში, ასე ახლოს როგორ მოგიშვი?! - ხმამაღლა ვფიქრობდი.
- კაი, რა, მართლა დაგიბრუნებ კოცნას ახლავე, ჩემი ლამაზუკა!
- საინტერესოა, როგორ აპირებ?
- ისევ გაკოცებ და დაგიბრუნებ!
მისმა ნათქვამმა ისე დამაფრთხო, უკან გავიწიე ავტომობილის კარისკენ.
- ნუ გეშინია, მართლა კი არ გკოცნი! - ჩემი საქციელით გახალისებული მხიარულად ხარხარებდა.
- სად შევცდი, რით დაგაიმედე რომ ჩათვალე ეს უნდა გექნა? - იმის წარმოდგენაზეც კი რამდენად გამოუცდელად მთვლიდა, ცრემლებმა ხმა გამიბზარა.
- აუ, რა გჭირს?
- რა რა მჭირს, კარგად ხარ?! - ისევ ბრაზი მომერია - თუ იმ დღეს ხმა რომ ვერ ამოვიღე, მართლა ასეთი ლენჩი გგონივარ? სერიოზულად ფიქრობ, რომ ვხვდები ხალხს და სადღაც, ორღობეებში ვეზასავები? რაც გინდა ის ქენი. ვისთანაც გინდა იმასთან იყავი. რა ჩემი საქმეა, მაგრამ მე არც შენი ნაშა ვარ, არც პოტენციური საყვარელი. სულ რომ უკანასკნელი მამაკაცი იყო, ცხოვრებაში კაცად არ მიგიღებ. გარკვევით გიხსნი თუ ვერა?! მე რაც შემეძლო ისედაც შემოგთავაზე, თუმცა ფაქტია მე და შენ მეგობრობა სხვადასხვაგვარად გვესმის.
- დამშვიდდი, არაფერს გაძალებ, შენ თუ არ გენდომება, ჩვენს შორის არაფერი მოხდება. არაა საჭირო ისტერიკის მოწყობა! - გაღიზინებული ავტომობილის საჭეს ჩაფრენოდა და ჯიუტად იყურებოდა წინ.
- მშვიდად ვარ!
- რაღაც არ გეტყობა! - ისევ გაერია ირონია.
- მშვიდად ვარ! - გავიმეორე კბილების კრეჭით.
- ამოისუნთქე, გაიგუდები. ნერვიულობისგან სუნთქვაც კი დაგავიწყდა! - ჩემკენ არც ამჯერად გამოუხედავს, ისე ახარხარდა.
გვერდულად გავხედე, ამ რამდენიმე დღეში მომნატრებოდა, ნელ-ნელა სიბრაზემაც გადამიარა. თითქოს იგრძნო ჩემი ცვლილება, ყურადღებით დამაკვირდა, გაღიზიანება ისევ ჩვეულმა თვითკმაყოფილებამ შეცვალა.
უცებ ავარიდე თვალი - არ გამოგივა, შაკო, ტყუილად გაქვს იმედი, რომ დავთმობ, ჩემთვის ოჯახი ყველაზე წმინდაა.
- არც მითხოვია ოჯახის დაანგრევა! - ისევ გაღიზიანდა.
- შენი საყვარელი არ ვიქნები!
- არც საყვარლობა მითხოვია! თავი ვერ შევიკავე, იმდენად მომინდა, რომ უბრალოდ გაკოცე, ამის დედაც... რას გადამაყოლე ამ ერთ კოცნას? - ხმას აუწია გაბრაზებულმა.
- უბრალოდ?
- ჰო, უბრალოდ. დავიჯერო ცხოვრებაში არავის უკოცნია, ყველას ასე ეჩხუბებოდი?
- ვინც მაკოცა, კი გავყევი ცოლად.
- მეხუმრები, - გულწრფელად გაუკვირდა - ქმრის გარდა მართლა არავისთვის გიკოცნია?
- რა იყო, რა ვთქვი ასეთი გასაოცარი? - ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ გაახალისა ამ ფაქტმა.
- გამოდის, მეუღლის შემდეგ პირველი ვარ?
- ის, ის კოცნა არ იყო, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ასე რომ შენ ჩემთვის არ გიკოცნია! - სიბრაზე სულ დამავიწყდა, რატომ დავიწყე თავის მართლება ვერ მივხვდი, დაბნეული რას ვამბობდი ვეღარც ვიაზრებდი.
- თუ არც მიკოცნია, - ისე გადმოიხარა, თითქოს ისევ კოცნას აპირებდა, თუმცა არაფერი უცდია, სწრაფადვე გასწორდა და დაუბრუნდა საკუთარ ადგილს - აბა, რატომღა მეჩხუბები?
ის ერთობოდა, მე კი საკუთარ გრძელ, დაუფიქრებელ ენას ვწყევლიდი გულში.
- ნუ მეთამაშები. არ გინდა გთხოვ, - დაძაბულობისგან ერთიანად მტკიოდა სხეული - მე მიყვარს ჩემი ქმარი, მასზე წინ არასოდეს დაგაყენებ!
- ელე, - მისკენ აღარ შევბრუნებულვარ - იმდენად მომწონხარ, ყველა და ყველაფერი ფეხებზე , მათ შორის შენი ქმარიც, მაგრამ დედას გეფიცები. იმ ერთად-ერთ შვილს გეფიცები, არაფერს დაგაძალებ, თუ შენ არ გენდომება, თითსაც არ დაგაკარებ.
- წადი, გთხოვ, ჩემი ცხოვრებიდან გაქრი! - ეს სიტყვები იმხელა ემოციით ვუთხარი, რომ საკუთარი აჩქარებული გილისცემაც კი გავიგონე.
- გამორიცხულია, ვერ შევძლებ. - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია - შენ თუ ჩემთან მხოლოდ მეგობრობა გსურს, კი ბატონო იყოს შენებურად, ოღონდ იცოდე, ადრე თუ გვიან თავადვე მიხვდები, რომ ერთმანეთისთვის ბევრად მეტნი ვართ.
- საკმარისია. მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარი! - გაღიზიანებულმა ავტომობილის კარი გამოვაღე და ისე გადმოვედი, თითქოს მეშინოდა არ შევეჩერებინე.
- მეც გითხარი, შენი ცხოვრებიდან ვერ წავალ. ვერ დაგკარგავ, მჭირდები.
- არ გეხუმრები... - მუდარით გავხედე.
- ვიცი, მაგრამ ვერ შევძლებ უშენოდ. იცოდე, თუ ყოველ საღამოს ჩემი სამსახურთან ნახვა არ გსურს, ჩემი მონაწერების დაიგნორება არც სცადო!
სულ ორიოდე წამით ჩავაცქერდი თვალებში. ესეც საკმარისი აღმოჩნდა, აღარც მემუქრებოდა, აღარც ხუმრობდა, ასეთი სერიოზული შაკო აქამდე არ მენახა. არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეპასუხა? იმის მაგივრად რამე გამერკვია ჩვენ ურთიერთობაში, ორმაგად არეული და დაბნეული წამოვედი.
- რამდენადაც მივხვდი, დრო მოგცათ საკუთარ თავში გასარკვევად?!
- ასე გამოვიდა. იმ საღამოს შემდეგ ერთხელაც არ უხსენებია არც ის კოცნა, არც ვნება და მიზიდულობა, რომელსაც გრძნობდა, ჩვეულებრივ ვაგრძელებდით მიმოწერას. მის ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი. ხშირად დამინახავს გვიან სამსახურიდან გამოსულს უკან აყოლილი სამხედრო ჯიპი. ექსკორტად მიმაცილებდა სახლამდე და უსიტყვოდ მშორდებოდა. არ ვიმჩნევდი, ვითომ ვერ ვხედავდი და არც თავად მეუბნებოდა, რომ დამყვებოდა.
ისევ და ისევ ვაჯერებდი თავს, რომ ჩემი მეუღლე მიყვარდა. გიკვირს ხომ?! იქნებ მეც მიკვირს საკუთარი თავის, - ირონიულად გაეცინა - მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, ჩემი ქმრის გარდა სხვა მამაკაცის ალერსი მომეწონებოდა, თვალებს დავთხრიდი. იმას ხომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვუღალატებდი და საყვარელსაც გავიჩენდი, ბრმად მჯეროდა, რომ ადამიანს მხოლოდ ერთხელ უყვარდება, ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა შაკოს მსგავსი მამაკაცები. სულ მცირედ ტყუილზეც კი მცრიდა. ვფიქრობდი, რომ თუ ოდესმე არჩევანის წინაშე დავდგებოდი, იმის გამბედაობაც მეყოფოდა, რომ საკუთარი მეუღლისთვის თვალებში ჩამეხედა და სიმართლე გამემხილა.

მაგრამ, ფაქტია ნიკუშას ამერიკაში წასვლით საოცარი სიცარიელე დამეუფლა, მაშინ გავიაზრე, რომ ჩვენი ოჯახის ერთიანობა რეალურად ამ 16 წლის ბიჭის დამსახურება იყო. ჩემი სამყარო თურმე მხოლოდ ჩემი შვილი გარშემო ტრიალებდა. მივხვდი, რომ მთელ ჩემ დროს მხოლოდ მას ვუთმობდი. უცბად უფუნქციოდ, არარაობად ვიგრძენი თავი. აღარ მქონდა ვალდებულება წამეყვანა ყოველ დილას სკოლაში, საღამოს მომეკითხა და საჭიროების შემთხვევაში ის და მისი მეგობრები სახლებში ჩამომერიგებინა, ვეღარ ვისმენდი მის მართალია უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო სიახლეებს. ვეღარავისთან ვგეგმავდი შაბათ-კვირას გასართობს, აღარ მყავდა ადამიანი, რომელიც დამხვდებოდა, სულ ოდნავ შესამჩნევად გამიღიმებდა და დაღლაც გაქრებოდა. თურმე ნიკუშა იყო ჩემი ცხოვრება. ჩემი ყველაზე მყარი დასაყრდენი.
მართალია ვცდილობდი ემოციები მომეთოკა, მაგრამ ძნელი იყო ვერ შეგემჩნია რაც მემართებოდა, მუდამ ღიმილიანი იშვიათად თუ გავიცინებდი. ვინ მოთვლის რამდენჯერ ჩავხუტებივარ მეუღლეს, იმ იმედით რომ ტკივილსა და შვილის მონატრებას მისი ალერსით დავიამებდი, მომეფერებოდა ძველებურად და მეც ზუსტად ისევე დამივლიდა ჟრუანტელი სხეულში, როგორც პირველი შეხებისას, მაგრამ ვერ მიმიხვდა. საკუთარი ფიქრების გარდა არავინ და არაფერი აინტერესებდა. მთელი დღე ინტერნეტში დაკარგული, დღის ბოლოს მისულს ცალყბად თუ მკითხავდა როგორ ვიყავი, ამ შემთხვევაშიც პასუხს არ დაელოდებოდა. თუმცა ესეც მისი მხრიდან დიდ ყურადღების გამოვლენად ჩაითვლებოდა. იშვიათად თუ დამირეკავდა, ისიც იმისთვის, რომ საღამოს სახლში რა მიმეტანა ეგ ეთქვა. იქნებ ვცდებოდი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მისთვის მხოლოდ ოჯახის მარჩენლად და მისი შვილის გამზრდელად ვიქეცი და სხვა ფუნქცია აღარც მქონდა.

ყველა სიკეთესთან ერთად წონაშიც მოვიმატე, მართალია უმნიშვნელოდ, სულ რაღაც 5 კილო. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ზედმეტად გამხდარს საკმაოდ შემეტყო. უცებ შემევსო სახე, გამომეკვეთა მკერდი, თურმე ნუ იტყვი და საჯდომიც მქონია. მართალია ტანისამოსის ჩაცმისას უკვე შერჩევა მჭირდებოდა, მაგრამ საკუთარი ვიზუალი მე პირადად მომწონდა, თითქოს უფრო გავნაზდი, დავქალდი. ვგრძნობდი ქუჩაში გავლისას როგორ მაყოლებდნენ მამაკაცები წუწკ მზერას. არ დაგიმლავ, იგივეს ველოდი ჩემი მეუღლისგანაც. თუმცა პირიქით მოხდა. მეუღლისგან კომპლიმენტების ნაცვლად საკმაოდ სარკასტული რეპლიკები მესმოდა. ნახევრად ხუმრობით, ქილიკით აღნიშნავდა, რომ ასე თუ გავაგრძელებდი, მალე მასაც გავასწრებდი სიმსუქნეში.
- ცუდად გამოვიყურები? - ნირწამხდარი ჩავეკითხებოდი, იმ იმედით, რომ ვხუმრობო დააყოლებდა.
- შენ მაგაზე არ იდარდო, მე მომწონს სრული ქალები!
თუმცა მისი ირონიული სიტყვები სულაც არ მამშვიდებდა.
სამაგიეროდ არ ჩერდებოდა შაკო. სულ უფრო და უფრო აქტიურობდა. არც კომპლიმენტეს იშურებდა და არც ყურადღებას მაკლებდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველივე მიწერილი სიტყვიდან ხვდებოდა ჩემ განწყობას. იცოდა თითოეული ჩემი ნაბიჯის შესახებ. ჩემი პრობლემებისა თუ ტკივილის შესახებ. ნელ-ნელა მოუხშირა ნახვას. სპონტანურად, მოულოდნელად, სულ რამდენიმე წუთით შემოირბენდა სამსახურში. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ საქმიან შეხვედრაზე მყოფი ნახვას ვერც ვახერეხებდი, მაგრამ მისი მოსვლა მაინც მახარებდა და მაბედნიერებდა.
- არანორმალურო, წინასწარ მაინც გამაფრთხილე რომ მოდიხარ, ტყუილად სიარული არ გეზარება? - ვინ იცის რამდენჯერ ვსაყვედურობდი.
- იმდენად შეგეჩვიე, ასე რომ არ გნახო, გავგიჟდები ხოლმე, ტო!... - თავს სასაცილოდ იმართლებდა მოულოდნელი ვიზიტის გამო.
გგონია საჩუქრებით მანებივებდა? არა. მსგავსი რამ არ ყოფილა. ჩვენი შეხვედრისას, დიდი-დიდი ერთი ბოთლი ფანტა და კოკა-კოლა დაგველია, თუ ძალიან ციოდა ცხელი ყავა, ისიც მისივე ავტომობილში, რომელსაც იქვე ვაჩერებდით.
- რატომ ავტომობილში?
- საზოგადოებრივ ადგილებში ერთად ხომ ვერ გამოვჩნდებოდით? ვითვალისწინებდით ჩვენ ოჯახურ მდგომარეობას და ერთმანეთს ანგარიშსაც ვუწევდით.
- იქნებ უბრალოდ წუწურაქობდა და თანხის დახარჯვას ერიდებოდა?
- არც ეგაა გამორიცხული. - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა - მაგრამ ისიც ფაქტია, მისგან არაფერი მინდოდა. მისი ეს მცირედი ყურადღება მაბედნიერებდა, იმის შეგრძნებაც კი, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი და სასურველი ვიყავი ცხოვრების აზრს მიბრუნებდა.
მისი არსებობით ხომ არც პრობლემები მაკლდებოდა და არც ცხოვრება მიმარტივდებოდა, იქნებ პირიქითაც კი, მაგრამ მაინც ვერ ველეოდი, მსიამოვნებდა და მახარებდა.

ჩვენი მსგავსი ფორმით ურთიერთობა კარგა ხანს გაგრძელდა, თითქმის ერთი წელიც კი. ამ პერიოდში ნიკუშამ იმდენი შეძლო, რომ ერთი წლით გაცვლითი პროგრამის ნაცვლად ამერიკის ერთ-ერთ კოლეჯში მოწვევა და ორწლიანი 100%-იანი გრანტიც მიიღო და ისე გადააბა სწავლა, სამშობლოში არც კი დაბრუნებულა. საბოლოოდ ავირიე, გრძნობებში დავიკარგე. მინდოდა სიმართლის გამხელა. მაგრამ ვერ შევძელი. გგონია მეუღლის დაკარგის შემეშინდა? არა. ის ხომ რეალურად ისედაც დაკარგული მყავდა. საზოგადოების, ისევ ჩემისთანების კრიტიკის მეშინოდა. მე, ადამიანს, რომელიც მსგავსი საქციელის გამო ბოზს ვუწოდებდი, გავკიცხავდი და მოღალატედ და კახპად ისე ვრაცხავდი, რომ აზრადაც არ მომდიოდა რეალურად რა უბიძგებდათ ამ ქალებს მსგავსი საქციელისკენ, თავდავიწყებით მიყვარდა კაცი, რომელსაც ერთხელაც კი არ უთქვამს, რომ ვუყვარდი.
- ვერ მიგიხვდით... - მისმა სიტყვებმა საკმაოდ გამაოგნა.
- დიახ, ასე მოხდა, მას კი არა, მე შემიყვარდა, გადავირიე ადამიანზე, რომელიც მიმტკიცებდა რომ, როგორც ქალი მოვწონდი და ვიზიდავდი. თუ ვერ მეშვებოდა, ისიც იმიტომ რომ უბრალოდ შემეჩვია. როგორ მეზიზღებოდა ეს სიტყვა. გესმის?! - მის ულამაზეს წამწამებზე ისევ ციმციმებდა ცრემლების წვეთები - არ ვიცი რა მჭირდა, რა მემართებოდა. საკუთარ თავს მილიონჯერ მაინც ვუმეორებდი, რომ ერთი ჩვეულებრივი მექალთანე იყო, მისი გაცვეთილი ქათინაურებით, თავხედური გამოხტომებით და პირდაპირობით, რომელიც თავს იმაზეც კი არ იწუხებდა, რომ თუნდაც სიტყვიერად მაინც მოვეტყუებინე და ეთქვა, რომ ვუყვარდი. არადა, იცი რამდენჯერ მდომებია და მინატრია, მისგან ეს სიტყვა გამეგო?! თუნდაც ბოლოში დაეყოლებინა, რომ მეხუმრა. ის ერთი წუთი, თუნდაც წამი მაინც ხომ გამიხარდებოდა? მაგრამ, არა. მსგავსი რამ არც უთქვამს და მიმოწერისას, თუნდაც ხუმრობით არ დასცდენია. ისიც ბევრჯერ და ნათლად უგრძნობინებია, რომ ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ მეუღლესთან თუ გააჩენდა. ისევ მისივე მიმოწერიდანვე ვიცოდი, რომ წინა რამდენიმე პარტნიორთან დაშორების მიზეზი სწორედაც რომ მათი მხრიდან ბავშვის გაჩენის სურვილი იყო.
- მაშინ თქვენთან რატომღა დაუშვა გამონაკლისი?
- ისე გამოდის, რომ ფაქტობრივად მე შევიყვანე შეცდომაში.
- ოცდამეერთე საუკუნეა, - სიბრაზე ვერ დავმალე - რისი თქმა გსურთ, თქვენ აიძულეთ თავდაცვის ნორმების დავიწყება?
- ასე გამოდის.
- ნუ გადამრიეთ, ელენე. როგორ?! - არ მინდოდა, მაგრამ მაინც ხმამაღლა მომივიდა.
- მარტივად. მოვდუნდით, როგორც უკვე ვთქვი ერთმანეთს ვენდობოდით, ვმეგობრობდით. ჩვენს შორის პირველი კოცნაც სრულიად დაუგეგმავად, შემთხვევით მოხდა. შემდეგ კი ერთმანეთთან ურთიერთობით უფრო მეტი და მეტი სიამოვნების მიღებას ვცდილობდით. მასთან სექსის დროს აზრადაც არ დამიშვია, ორსულობის შესაძლებლობა, მე ხომ უშვილო მეგონა თავი.
- რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მის გამართლებას ცდილობთ!
- არა. თუმცა ამ ცხოვრებაში ერთი რამ ნამდვილად ვისწავლე, ადამიანებისგან იმაზე მეტის გაცემა არ უნდა მოითხოვო, ვიდრე შეუძლიათ. გგონია მის ნაკლს ვერ ვხედავდი? კარგად ვხვდებოდი, რომ ჩემთან მხოლოდ გართობა სურდა. ამას ხომ არც მალავდა? გაცნობის დღიდან ამას მიმეორებდა. უფრო მეტიც, თავადვე მიყვებოდა მის პირველ, არშემდგარ სიყვარულზე, პარტნიორებზე რომლებსაც წარა-მარა იცვლიდა, სწორედაც იმ მიზეზით რომ ქალებს უყვარდებოდათ. ვაკრიტიკებდი, გულში ათასჯერ მაინც ვიმეორებდი, რომ მისი გასართობი არასოდეს ვიქნებოდი. მაგრამ დავინახავდი და ყველაფერი მავიწყდებოდა. გგონია იმის ილუზია მქონდა, რომ სხვა ქალებისგან გამომარჩევდა და მათზე მეტად შემიყვარებდა? არა, ზუსტად ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მეც მიმატოვებდა და მიმაგდებდა, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდი, ვცდილობდი იმ არარსებული გრძნობის გაჩენას და გაღვივებას, რომელიც ჩვენს შორის ვერ იქნებოდა. იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდა, იმიტომ რომ არ შეეძლო. კი, ბევრჯერ მიფიქრია და დავრწმუნებულვარ, რომ შაკოს სიყვარულის უნარი არ გააჩნდა. მისთვის ქალი მოსანადირებელი მასალა გახლდა, ლამაზი აქსესუარი, რომლითაც მეგობრებში, ნაცნობებში თავს მოიწონებდა. გაანებივრებდა, თან გადაჰყვებოდა, ოღონდ იმ ეტაპამდე, ვიდრე მისთვის სასურველი იქნებოდა. თუმცა, როგორც კი მისად დაიგულებდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად მობეზრდებოდა. ასე აკეთებდა მეუღლესთან და ასევე იქცეოდა საყვარლებთანაც.
- თუმცა, თქვენვე აღნიშნეთ, რომ თქვენი ურთიერთობა თითქმის ხუთი წელი გაგრძელდა. ამდენ ხანს ხშირად საყვარლები კი არა, ცოლ ქმარი ვერ ძლებენ ერთად.
- საქმე იმაშია, რომ ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობდით. კარგ ვარიანტში თვეში ერთხელ თუ მოვახერეხებდით შეხვედრას, ისიც დასვენების დღეებში. ერთად მაქსიმუმ ორი საათი გაგვეტარებინა. ჩემგან განსხვავებით, მე თუ ბრმად მენდობოდა ჩემი ქმარი, მისი მეუღლე ასე მარტივად არ ტყუვდებოდა. ყოველ თხუთმეტ წუთში ურეკავდა და აკონტროლებდა.
- თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებდა, თქვენთან მთელი დღე მიმოწერასაც და თუნდაც რამდენიმე წუთით შეხვედრებსაც?
- ეგეც მართალია. კი. ახერხებდა, თუ ადამიანს უნდა ყველაფერსაც მოახერხებს. მაშინ ჩვენზე ხომ მხოლოდ კარგი მეგობრები თუ ითქმოდა.
- თქვენვე თვით, რომ ყველაფერი შემთხვევით, დაუგეგმავად მოხდა.
- კი, ასეა.
- მიამბობთ?
- რა თქმა უნდა.

მეცამეტე თავი

მიუხედავად იმისა, რომ წერას ვაგრძელებდით, შეხვედრას აღარ ცდილობდა, წერაც შეამცირა, ზოგჯერ რამდენიმე დღეც იკარგებოდა, შემდეგ ისევ გამოჩნდებოდა და ისე აახლებდა დიალოგს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ამდენი რეპლიკებისა და შენიშვნების ფონზე, როგორც იქნა იმდენს მაინც მივაღწიე, რომ ყოველ მეორე წინადადების შემდეგ არ ფლირტაობდა და ფრანგული კოცნის სხვადასხვა სახეობებს არ წარმოიდგენდა. რამდენად მიამიტურადაც არ უნდა ჟღერდეს, დავიჯერე, რომ მისთვის ნამდვილად „თბილ მეგობრად“ ვიქეცი. ალბათ, მეტყვი ამის დაჯერება გაწყობდა და შენთვის ბევრად მისაღები იყოო. ვიცი, ასეცაა, მაგრამ მისი მოწერილი:
- „ჩემი უსაყვარლესი, თბილი მეგობარი ხარ!“ - ნებისმიერი მამაკაცისგან მოწერილ ქათინაურსა და კომპლიმენტს მერჩია.
წავიკითხავდი ამ ფრაზას და ბედნიერებას ვასხივებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ფრთები მესხმოდა და დავფრინავდი. უბრალოდ მოვიკითხავდი:
- სად იყავი დაკარგული, მაჯლაჯუნა, ხომ მშვიდობა გაქვს?
- ვჯლაჯუნობდი, საქმეები და საქმეები, - მომიჭრიდა მოკლედ - მომენატრე, ჩემო...
მეტს არ ვეკითხებოდი, მისგან ზედმეტ ახსნა განმარტებას არც ვითხოვდი და ვერც მივიღებდი. ვიცი, არასერიოზულად ჟღერს, - ჩემი ირონიული ჩაღიმება არ გამორჩენია ელენეს - მაგრამ მაინც ფაქტია, რომ მასთან წერაში საკუთარ პრობლემებზე საფიქრად ვეღარ ვიცლიდი.
- რა პრობლემები გქონდათ ასეთი, რომ ყურადღების გადატანა გჭირდებოდათ?
- ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა შვილის მონატრება იყო. მართალია ვცდილობდი არ მეფიქრა, არ ჩავღრმავებოდი შექმნილ სიტუაციას, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ჩემი აღზრდილი ოკეანის გაღმა იბრძოდა საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად არ მასვენებდა.
- ნებისმიერი მშობელი ბედნიერი იქნებოდა ამ ფაქტით, თქვენ რატომ ღელავდით?
- იმედია წუწუნად არ ჩამითვლი, მაგრამ მაინც ვიტყვი, ზედმეტად რთულია როცა ქალის და მამაკაცის ფუნქციები ერთი ადამიანის კისერზე გადადის. იმაზე ფიქრი, რომ ჩემ შვილს შეიძლება დახმარება დასჭირვებოდა და ჩემი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინების გამო, ვერ გაემხილა, არ ეთქვა, გულს მიკლავდა.
- წინასწარ ნერვიულობდით? - სიცილი ვერ შევიკავე.
- ასე გამოდის. ამას ემატებოდა, ისიც რომ კომპანიას, სადაც იმჟამად ვმუშაობდი, ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებების გამო სახელმწიფომ ყადაღა დაადო. აეკრძალა ნებისმიერი ხარჯის გაწევა, გარდა საბიუჯეტო შენატანებისა.
- ეგ რას ნიშნავდა?
- კომპანია ფაქტობრივად გადახდისუუნაროდ გამოცხადდა. ვიდრე სახელმწიფოს მიმართ არსებულ ვალს არ დაფარავდა, ვერანაირ ხარჯს ვერ გაიღებდა. თავისთავად ცხადია, ვერ გასცემდა ვერც ხელფასებს. გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე ხმას არ ვიღებდით, მაქსიმალურად ვცდილობდით კომპანიაში შექმნილი მძიმე სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ. აგერ უკვე მესამე თვე იწურებოდა ყადაღის დადებიდან, საკუთარი ხარჯებით დავდიოდით და ვაკეთებდით საქმეს, თუმცა მაინც არ ვიცოდით შევძლებდით თუ არა დავალიანების დაფარვას, ან თუ შევძლებდით როდის.
- თქვენმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ?
- რა თქმა უნდა. მეუღლემ მდუმარედ მომისმინა და დამამშვიდა კიდევაც, არ იღელვო, იმხელა კომპანიაა, ასე არ გაკოტრდება, აუცილებლად გამოძვრებითო.
სულ ეს იყო მისი თანადგომა. მუშაობის დაწყება აზრადაც არ მოსვლია. რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი, ვეძებდი სამსახურს, დამატებით კლიენტებს, მაგრამ ნორმალურს, სტაბილური ანაზღაურებით ვერ ვპოულობდი. უშედეგოდ დავდიოდი გასაუბრებიდან გასაუბრებაზე, ჩემი პირადი საქმისთვის რომ ჩაგეხედა, იფიქრებდი ამას სამსახურის პოვნა როგორ გაუჭირდებაო, მაგრამ მაინც ფაქტი იყო, სწორედ ჩემი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მიქმნიდა ყველაზე დიდ დაბრკოლებას.
- ეგ როგორ?
- ვინც ჩემ სივში ჩაიხედავდა, ასე ამბობდა თქვენ მინიმუმ განყოფილების უფროსობა გენდომებათ, დიდი ანაზღაურებითო. ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიყავი, თუმცა იმ სიტუაციაში არც რიგით იურისტობაზე ვიტყოდი უარს, ამ უკანასკნელს კი რატომღაც ვერ მაკადრებდენ. - ირონიულად გაეცინა ახვლედიანს - მოკლედ ფაქტია, პრობლემები და სანერვიულო არ მაკლდებოდა. დახმარებას მეუღლისგან ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ. ან არ ესმოდა, ან უბრალოდ არ უნდოდა ჩემი გაგება. მინდოდა თუ არა, ეს ყველაფერი ჩემზე მოქმედებდა. მსუბუქად რომ ვთქვა, ნამდვილად მიჭირდა ოჯახში მუდამ კარგი განწყობისა და ღიმილის შენარჩუნება.
- ნიკუშამ იცოდა ამის შესახებ?
- რაღაც პერიოდი ვცდილობდი დამემალა, თუმცა ერთ-ერთი დარეკვისას ისეთი გაღიზიანებული და განერვიულებული ვიყავი, ფიზიკურად ვეღარ მოვახერხე დამალვა და სიმართლე გავუმხილე.
- როგორ მიიღო, რა გითხრათ?
- ეხლაც მახსოვს, ნაადრევად დაკაცებული შვილი სერიოზული, ჩაფიქრებული სახით მიმზერდა.
- დე, მე შენი მჯერა, - კამერიდან ჯიუტად მიმზერდა კერპად ქცეული, თითქოს ასე ცდილობდა ჩემთვის ბრძოლისთვის საჭირო ძალის გადმოცემას - დედა, გესმის? ვიცი არ დაიკარგები, ადრე თუ გვიან დალაგდება სიტუაცია.
- ეჰ, არ ვიცი, რაღა ეხლა მოუნდა ყველაფერს ნგრევა და დამხობა?!.- ვეღარ შევიკავე ცრემლები.
- ჩემ გამო უფრო ნერვიულობ ხომ?! - მაშინვე მიმიხვდა - მთვარია შენ იყო კარგად, დანარჩეს მოევლება. ჩემზე ნუ დარდობ, ვიმუშავებ და თავსაც გავიტან.
- კი, მაგრამ, სწავლა რომ შეწყვიტო ვერ მოვინელებ. - ორმაგად ამიჩუყდა გული შვილის მოწყენილი სახის დანახვაზე.
- შენ თავს ვფიცავარ, არ შევწყვეტ. იმედს არ გაგიცრუებ, ოღონდ ისე გამიღიმე, შენ რომ იცი ხოლმე. - მართალია სულაც არ მეღიმებოდა, მაგრამ სიტყვები დასრულებული არ ქონდა, მთელი გულით გამეცინა - მიყვარხარ დე... აი, ეს ღიმილი მიყვარს. - მოწონების ნიშნად თითი ამიწია - ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი ხომ გჯერა?!
ყელში მომაწვა ბოღმა, ცრემლები ძლივს შევიკავე, თანხმობის ნიშნად ისე დავუქიე თავი.

მინდა გითხრა, რომ პირობა შეასრულა, დღე სწავლობდა, რამდენიმე საათს სტუნდენტური დასაქმების პროგრამით კაფეში მიმტანადაც მუშაობდა, როგორც წარჩინებული სტუდენტი კოლეჯში სტიპენდიასაც იღებდა. ამას ისიც დაემატა, რომ ნიუორკში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დაუკავშირდა, ერთ-ერთი მათგანის პროტექციით რუსულ რესტორანში დაცვაშიც დაიწყო მუშაობა. ეს ის მცირედი ჩამონათვალი იყო რაც მე ვიცოდი, რეალურად რას აკეთებდა მხოლოდ ვარაუდი შემეძლო. თუმცა შვილის ამოღამებული თვალები, გადაღლილი სახე, დაგლეჯილი მუშტისთავები, გადაყვლეპილი თითები იმაზე მეტყველი და მრავლისთქმელი იყო ვიდრე თავად მიმხელდა. სულაც არ იყო რთულად მისახვედრი როგორი ცხოვრებით უწევდა ცხოვრება და რა უჯდებოდა თითოეული დოლარის შოვნა. ზუსტად იმდენს იტოვებდა, რაც პირადი ხარჯებისთვის ჭირდებოდა დანარჩენს კი ჩემთან აგზავნიდა. უნდა ვთქვა, რომ თანხა ყოველთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე მე გამოვიმუშავებდი და რეალურად გვჭირდებოდა. ისევ მეტყვი ბედნიერი უნდა ყოფილიყავიო, მაგრამ რა ვქნა თუ სულაც არ მიხაროდა?! გული მიკვდებოდა მისი ნაშრომის ხარჯვა რომ მიწევდა, ოჯახში არც მითქვამს რამდენს რიცხავდა, მხოლოდ მინიმალურს ვიღებდი რაც თავის გასატანად გვჭირდებოდა, დანარჩენს კი ისევ ანგარიშზე ვტოვებდი. ესეც დროებით, ვიდრე სამსახურში ხელფასის გაცემას დაიწყებდნენ.
- გამოდის პრობლემა როგორღაც მაინც მოგვარებულა.
- საქმე იმაშია, მე დახმარებას და თანადგომას მეუღლისგან ველოდი და არა შვილისგან. ის კი, არც განძრეულა. საბოლოოდ გამიცრუვდა იმედი, არ მინდოდა შემტყობოდა, მაგრამ ეს ჩემ თითოეულ მოქმედებაში ჩანდა.
- სად იყო ამ დროს შაკო?
- მასთანაც არ იყო ყველაფერი მშვიდად და კარგად. მართალია ისევ მწერდა, თუმცა სულ უფრო და უფრო იშვიათად იცლიდა მოსანახულებლად.
- მას რა პრობლემები ჰქონდა?
- ბავშვი რომ დაკარგეს ხომ გითხარი, რამდენადაც ვიცოდი, მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები მანამდეც ჰქონდა,ზუსტად რა აწუხებდა არ დავინტერესებულვარ. თუმცა მკურნალობდა და ექიმების მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ბინა იპოთეკით ქონდა დატვირთული. ბანკის ვალებს გასტუმრების ნაცვლად სხვადასხვა საჭიროების გამო უმატებდა და უმატებდა. მიუხედავად იმისა, რომ გადახდაში მეუღლეც ეხმარებოდა, პროცენტების ხდას ვეღარ აუდიოდა. სამუშაო საათების შემდეგ ისიც დამატებით მუშაობდა, ხან ტაქსაობდა, ხან მუშის ფუქციასაც კისრულობდა და მის მეგობართან ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ზელდა ბეტონს.

რაც უფრო მემატებოდა პრობლემები, მით მეტ დროს ვატარებდი შაკოსთან მიმოწერაში, თითქოს ასე გადამქონდა ყურადღება არსებული რეალობისგან. ერთმანეთთან მიმოწერაში ვივიწყებდით ყველას და ყველაფერს. თუმცა ესეც ნაწილობრივ. ადრე თუ გვიან რეალობა ისევ გვახსენებდა თავს. ამჯერად თითქოს საკუთარი სატკივარი არ მყოფნიდა, უნებურად მის პრობლემებზეც მეფიქრებოდა. რაც გინდათ ის დაარქვით, თუ გინდა ქალური ცნობისმოყვარეობა, თუ გინდათ ცანცარი და ჭკუამოკლეობა, მაგრამ ფაქტია მისი მდგომარეობა მაწუხებდა. ალბათ დამცინებ, საკუთარ თავს ვერაფრით ეხმარებოდი, მას რაღას უკირკიტებდიო. რამდენიმეჯერ შევთავაზე, მითხარი ზუსტად რა გაწუხებს, იქნებ როგორმე დაგეხმაროთქო, მაგრამ ჩვეულებისამებრ ისევ კომპლიმენტებად დაიღვარა და პასუხს თავი აარიდა, ჩემი კითხვები აღიზიანებდა და თავი დავანებე.
არ ვიცი რამდენად მეჩვენებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვამჩნევდი, რომ გაუცხოვდა, ადრე თუ თავად იყო დიალოგის ინიციატორი, ახლა მხოლოდ მაშინ მპასუხობდა, როცა მე მოვიკითხავდი.
- იქნებ უბრალოდ აღარ მოსწონდით და თქვენთან ურთიერთობაც აღარ უნდოდა?
- არ ვიცი, იქნებ ეგეც იყო მიზეზი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავანებე თავი, ზედმეტ კირკიტს აზრი მაინც არ ქონდა, იმედი მქონდა, რომ ადრე თუ გვიან, ისევ თავადვე იტყოდა მიზეზს. არც შევმცდარვარ. ერთ-ერთი საკმაოდ ხანგრძლივი მორიგი დაკარგვის შემდეგ, მოვიკითხე თუ არა, პასუხად მხოლოდ ეს მომწერა:
- რავიცი, ვარ რა.
- მშვიდობა გაქვს?
- თუ მშვიდობა ითქმის.
- შემიძლია დახმარება?
- თუ მაჩუქებ 50000 დოლარს არ ვიცი და ისე არამგონია.
- ამას მიმალავდი, თანხა თუ გჭირდებოდა აქამდე ვერ თქვი?! - ვცადე მისი მონაწერი ხუმრობაში გამეტარებინა - საჩუქრისთვის ცოტა დიდი ოდენობა ხომ არაა?! ისე, ხუმრობის გარეშე, არ იტყვი რა ხდება?
- კარგი არაფერი. მგონი სულ ფუჭად ჩაიარა, ამდენი ხანი ბანკის პროცენტების ხდამ.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ სულ ტყუილად მიწვალია. ამდენი ხნის შემდეგ ბინას ვეძებ, წარა-მარა ქირა რომ არ ვიხადო, იქნებ გირაოთი მაინც ავიღო.
- ვერ მიგიხვდი, საკუთარ სახლში არ ცხოვრობ?
- კი, მაგრამ რამდენიმე თვეა პროცენტს ვეღარ ვიხდი და ვიდრე აუქციონზე გაყიდიან...
- აუქციონზე, - ლამის ხმამაღლა შევიცხადე -სასამართლოც გქონდა?
- ჯერ არა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ნამდვილად არ ამცდება.
- სასამართლო პროცესის გაჯანჯლებაც ხომ შეგვიძლია.
- გაჯანჯლება?
- ჰო, იმედია მაინცდამაინც შენი საქმის დაჩქარება და სწრაფად განხილვა არ მოუნდება სასამართლოს და მინიმუმ წელიწად ნახევარი შეგვიძლია მოვიგოთ.
- წელიწად ნახევრის შემდეგაც ხომ იგივე იქნება. დავიღალე, ვმუშაობ-ვმუშაობ და ხელში არაფერი მიჭირავს, ვერ გავაძღე ბანკი.
- სახლის დაკარგვას ყველაფერი ჯობს. - არ ვჩერდებოდი მე.
- არ მიშველის. - ჯიუტად იმეორებდა იგივეს.
- გამორიცხულია გამოსავალი არ არსებობდეს. ბანკიც მოდის ზოგჯერ დათმობაზე. - მივაყარე სხაპასხუპით.
- არამგონია, - ისევ ყოყმანობდა - ერთი ამათი... ფაქტია საკუთარ სახლში ყოფნაში იმდენს ვიხდი, ქირით გასვლა ბევრად იაფი დამიჯდება. ვეღარ აუდივარ.
- მართლა გირაოთი აპირებ გასვლას?
- კი, ბინას ვეძებ, ჩემი სახლის მყიდველი უკვე ვიპოვე, ისეთ ფასად მინდა გავყიდო, ბანკიც გავისტუმრო და რაც დამრჩება რამეს ვიგირავებ, თუნდაც ერთ ოთახიანს.
- ცდად მაინც ხომ ღირს, მაჩვენე რა ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება, იქნებ შევძლო დახმარება.
- შენ?! - ახარხარებული ღიმილი გამოგზავნა - მადლობა, არ მინდა შენი დახმარება.
- კარგი, შენი გადასაწყვეტია, - გული მეტკინა უარის გამო, თუმცა არ შევიმჩნიე -შემდეგ რა იქნება?
- ვეცდები ცოტა დავაგროვო და ოდესმე იქნებ...
- შენებმა იციან?
- კი, აბა ცოლისგან ჩუმად ხომ არ გავყიდი?!
- დანარჩენები ვიგულისხმე, ოჯახის წევრები. დედ-მამა, ძმა, სიდედრი, მეგობრები. - ყველა მისთვის საყვარელი ადამიანი ჩამოვთვალე - კიდევ ვინ გყავს ისეთი შენზე გული რომ შესტკივა?!
- კაი რა, ყველას საკუთარი თავი გასჭირვებია.
- დალოცვილო, ეხლახანს არ მითხარი, ჩემი ძმა კარგადაა, ფინანსურად ძლიერად, აგარაკს იშენებსო? - გულწრფელად გავღიზიანდი.
- კი, მაგრამ, - სულ რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ მომწერა - დახმარება რომ უნდოდეს თავადაც ხომ დამეხმარებოდა?!
- იქნებ არ იცის, ან ვერ ხვდება, სთხოვე, დედმამიშვილობა მხოლოდ ჭიქის ჭახუნი ხომ არაა?
- არ მინდა!
- საკუთარ ამპარტავნებაში და კუდაბზიკობაში მართლა უბინაოდ დარჩები, ცოლ-შვილზე არ ფიქრობ?
- საკმარისია, არ გინდა ეს სენტიმენტები, რაც არაა შენი საქმე, ცხვირს ნუ ჩაყოფ. შევცვალოთ თემა, მაინც აღარაფერი ეშველება, გაიყიდება და ვიქნები ქირით, არც პირველი ვარ მსგავს სიტუაციაში და არც უკანასკნელი ვიქნები.
- კი, მაგრამ...
- რაც არ გეხება, ნუ ერევი! - ისევ გამიმეორა და გაღიზიანებული კბილებ დაკრეჭილი ღიმილიც მოაყოლა - ასე რომ გულშემატკივრობ და ღელავ ჩემ ცოლ-შვილზე, იცი რომ კინაღამ გავიფაქტეთ?
- რას ქვია „კინაღამ“? - თითქოს წინა მონაწერი არ მეყოფოდა, ერთიანად გამაცია ეს რომ წავიკითხე.
- ჩვენი მოწერილი ნახა, ამის დედაც ვატირე, მართლა რამე გვქონოდა მაინც, ერთი ამბავი დამაწია ისეთი სცენა დამიდგა.
- ინერვიულა?!
- ამას ნერვიულობა არც ქვია, ისტერიკაში ჩავარდა. მე ამის... - უწმაწურად იგინებოდა - თითქოს ისე პრობლემები გვაკლდა, ამ სისულელეზე გაჭედვაღა მაკლდა.
- ახლა რას აპირებ?
- კარგი რა, პირველი ხომ არაა?! დაველოდები, რამდენიმე დღე არ მოგწერ, შემდეგ დამშვიდდება, მოკლედ, ცოტა დავლაგდები და მოგწერ.
მისი მოწერილი „პირველი ხომ არაა!“ - ტვინში გონგივით გაისმა. იმდენად მეტკინა ხმაც ვერ ამოვიღე, ან რა მეთქმოდა?! ყელში მოწოლილი ბოღმა ხმაურით გადავყლაპე და ღმერთს მადლობა ვუთხარი ახლა ჩემ ცრემლიან თვალებს რომ ვერ ხედავდა.
მართალია ვიცოდი, რომ არ ვუყვარდი, მაგრამ ასეთმა აგდებულმა დამოკიდებულებამ მაინც გული მატკინა. ვეღარ ვხვდებოდი, ახლა ვინ უფრო მეტად მეცოდებოდა, საკუთარი თავი, იმის გამო რომ ოდნავადაც არ ფიქრობდა იმაზე რომ გულს მტკენდა, იმის გამო ასე ძალიან რომ შევეჩვიე და უმისოდ გაძლება მიჭირდა, თუ უდანაშაულო ქალი, ჩვენი მინაწერის გამო ახლა ასე რომ ნერვიულობდა. ან იქნებ შაკოს უდარდელობა, სულ ფეხებზე რომ ეკიდა ცოლის ისტერიკაც და ჩემი აზრებიც, ოღონდ თავად ყოფილიყო კმაყოფილი და ბედნიერი. ერთი რამ ფაქტი იყო, იმედგაცრუებულიც და გულნატკენიც ისევ მე ვიყავი.
- ანდაზა ორი კურდღლის მადევარზე იცი?! - გაღიზიანება ვეღარ დავმალე.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ ჩვენი მიმოწერა დროებით კი არა, სამუდამოდ უნდა შევწყვიტოთ.
- კაი, რა, რას ქვია შევწვიტოთ?! ხომ გითხარი, პირველი კი არაა. რამდენიმე დღე და...
- ჩემი სათქმელი უკვე გითხარი, აღარ მომწერო! - მისმა უდარდელობამ იმდენად გამაღიზიანა გადაწყვეტილება მყისიერად მივიღე.
- კარგი, როგორც გინდა. ნება შენია, - უმტკივნეულოდ დამეთანხმა - თუმცა, არ გამოგივა, ასე მარტივად ვერ დაიძვრენ თავს, ისევ შენვე მოგენატრები, აქეთ მთხოვ შეხვედრას და მიმოწერის აღდგენასაც!
ბრაზთან ერთად შეურაცყოფილადაც ვიგრძენი თავი, გაღიზიანებულმა მონაწერი რამდენიმეჯერ გადავიკითხე.
- მგონი ვიღაცაში გეშლები, ყმაწვილო, დიდხანს მოგიწევს ცდა! - მთელი ჯავრი კომპიუტერის კლავიატურაზე ვიყარე. ისეთი ძალით ვაკაკუნებდი გვერდით მჯდომმა თანამშრომელმა გაოცებულმაც კი გამომხედა.
- არსად მეჩქარება, დრო ბევრი მაქვს! - ისევ აქეთ დამემუქრა.
მისმა თვითდაჯერებულმა, ირონიით გაჟღენთილმა პასუხმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში. პასუხი აღარ გამიგზავნია, მესენჯერი გამოვრთე და საქმეს მივუბრუნდი.

დღეები გადიოდა, საკუთარი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა არ შემიცვლია, ზუსტად ვიცოდი, რომ შაკოსთან მიმოწერა მინიმუმ სიამაყისა და თავმოყვარეობის გამო მაინც არ მექნებოდა. თუმცა ერთი რამ მაინც უნდა ვაღიარო, მინდოდა თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვწერდი, თვალი მაინც გამირბოდა მესენჯერისკენ. მართალია თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ ფაქტია მთელი არსებით ველოდი მისგან გამოგზავნილ ერთ სიტყვას, ერთ ფრაზას. თუმცა არაფერი, სრული სიჩუმე. ეგ კი არა მესენჯერს საერთოდ არ რთავდა და საიტზეც არ შედიოდა. გულის სიღრმეში შენახული იმედი, რომ მომწერდა. ნელ-ნელა საბოლოოდ გამიქრა და სასოწარკვეთილებამ შეცვალა. რამდენად მძიმე საღიარებელიც არ უნდა ყოფილიყო, მენატრებოდა, უნორმოდ, უზომოდ, ტკივილამდეც კი. შევიდოდი, გადავიკითხავდი მის მოწერილ ხუმრობებს, ჩვენი დიალოგი ლამის ეპიზოდებად მქონდა დამახსოვრებული. ვუმზერდი ადრე გამოშვებულ ფოტოებს და თითოეულ მიმიკას ვიმახსოვრებდი. თავს ვაიძულებდი მასზე არ მეფიქრა, ღრმად ჩავიბეჭდე გონებაში, რომ არ უნდა მყვარებოდა, არ უნდა მომნატრებოდა და არც მისი ნახვა მომენდომებინა. საკუთარი თავი, დავაჯერე, იმაში რომ მის მიმართ მხოლოდ მსუბუქ ლტოლვას და სიმპატიას ვგრძნობდი. არც მეტი და არც ნაკლები. ეს ორივე კი წარმავალი იყო.
- თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო?! - გამეღიმა მის ნათქვამზე.
- მინდა გითხრა, რომ მართალი ყოფილა, - ირონიულად გაეცინა ახვლედიანს - თავიდან თუ თითქმის მთელი დღე მესენჯერს ვუმზერდი, შემდეგ დღეში რამდენიმეჯერ შევხედავდი, ისიც იმ შემთხვევაში, ფეისბუქი თუ ამომიგდებდა საკუთარ გვერდზე მის პროფილს. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად მახსენდებოდა, შაკო ჩემთვის ნელ-ნელა სასიამოვნო მოგონებად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ არასერიოზულ, თავკერძა და ეგოისტ ადამიანად ვთვლიდი, მაინც ვაღიარებდი, რომ უმისოდ ძალიან გამიჭირდებოდა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის გადატანა, მან ხომ ფიზიკურად არ მომცა მოდუნებისა და შვილის მონატრებისგან დეპრესიაში ჩავარდნის საშუალება.
- ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებდით მის მიმოწერას?
- ფაქტია, მასთან წერაში ფიქრის საშუალება არ მქონდა.
- გამოდის იმხელა ადგილი დაიკავა, რომ შვილიც შეცვალა?! - არ მინდოდა, თუმცა დამცინავი ტონი მაინც შემეტყო ხმაში.
- ვერ ვიგებ თქვენ ირონიას, მინდა გითხრათ რომ არასწორი ფორმულირება გამოიყენეთ, არ მითქვამს, რომ შვილი შემიცვალა, ნიკუშას ადგილს ვერავინ დაიკავებდა, თუმცა ყურადღება ნამდვილად გადამატანინა.
- ყურადღების გადატანა თუ ასე ძალიან გჭირდებოდათ, შემდეგ როგორღა შეელიეთ?
- მადლობელი დაგრჩები ჩემი კრიტიკისგან თავს თუ შეიკავებ! - გაღიზიანდა ახვლედიანი - გასაკვირი არ უნდა იყოს, მივეჩვიე, თითქმის შევეგუე იმ აზრს, რომ აღარ მომწერდა. პირველი ნაბიჯის გადადგმას მე ნამდვილად არ ვაპირებდი.
- ასე მარტივად გაუშვით? - რომ გეკითხათ გულის გადაშლა სურდა, არადა ვგრძნობდი რომ სიმართლეს ბოლომდე არ მეუბნებოდა - პრინციპში გასაკვირი არც იყო მსგავსი მოქმედება, რომელი ნორმალური ადამიანი დააყენებდა ოჯახის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ ონლაინ გაცნობილი მეგობრის გამო?!
- არავინ, ჩემისთანა სულელის გარდა! ისევ მე მაკლდა, მენატრებოდა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტად მიპყრობდა შიში, რომ დამივიწყა. საბოლოოდ ამომშალა მისი ცხოვრებიდან. ვერაფერს ვაკეთებდი. ხელფეხშეკრული ველოდი მის გამოჩენას და ისიც არ ვიცოდი გამოჩნდებოდა თუ არა. ამას დაემატა ისიც, რომ მოსამართლის გამოცდებისთვის დავიწყე მზადება. ბოლომდე გადავერთე საქმეზე, სწავლაზე და საფიქრად დროც აღარ მრჩებოდა.

თავი 14
- გამოდის ასე უსიტყვოდ, ყოველგვარი გაპროტესტების გარეშე გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან?! - რამდენიმე წუთში საკუთარ ფიქრებში შაკოს დაბრუნებისა და ურთიერთობის გაგრძელების თხოვნის შესახებ ათასნაირი ხვეწნისა და მუდარის სცენა დავსახე, მაგრამ მომკალით და არც ერთი მათგანი არ ესადაგებოდა ახვლედიანს.
- არ ვაპირებდი იმ ადამიანთან მიმოწერის გაგრძელებას, ჩემს მიმართ ელემენტარული პატივისცემაც რომ არ გააჩნდა. მერე რა, რომ არ ვუყვარდი? ხომ შეიძლებოდა მინიმუმ თავაზიანობა მაინც გამოეჩინა, ოდნავ მაინც ეცადა მოვეხიბლე. მაგრამ არა, იმდენად იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, უფრო სწორი იქნებოდა ალბათ მეთქვა, ქალების ყურადღებით განებივრებული, სულ არ ადარდებდა მე რას ვიფიქრებდი, მივწერდი თუ არ მივწერდი, შევხვდებოდი თუ არა. იეჭვიანებდა თუ არა მეუღლე, მისი საქციელის გამო, ბრმად სჯეროდა რომ მის იქით გზა არ არსებობდა და ადრე თუ გვიან ყველა ქალი, ვისთან ურთიერთობასაც თავად მოინდომებდა, ფეხქვეშ გაეგებოდა.
- მართლა ასე ხდებოდა?
- ალბათ, ისევ მისგანვე ვიცოდი, თუ რა თქმა უნდა არ მატყუებდა, რაშიც ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება, რომ წინა პარტნიორები, სიტყვა საყვარლებს შეგნებულად არ გამოვიყენებ, ისევ აქტიურად ცდილობდნენ ურთიერთობის აღდგენას.
- მისი ნათქვამის ბრმად გჯეროდათ?
- არა რა თქმა უნდა. თუმცა ბოლო პარტნიორის ფოტო მეც ნანახი მქონდა. ვაღიარებ, საკმაოდ ლამაზი თითქმის ჩემი ასაკის ქალი იყო, ისიც დაოჯახებული და ორი შვილის დედა გახლდათ. - სიცილი ვერ შეიკავა ელენემ.
- გამოდის, სულ დაოჯახებულ, მასზე ასაკით დიდ ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა?
- კი.
- არასოდეს დაინტერესებულხართ, რატომ არჩევდა მსგავსი კატეგორიის ქალებს?
- რთულად მისახვედრია?! მსგავსი ტიპის ქალი თავადაც დაინტერესებული იქნებოდა არ გაეხმაურებინა სასიყვარულო ურთიერთობა და არც მის ოჯახურ იდილიას შეუქმნიდა საფრთხეს.
- დედას გეფიცებით, მართლა გულწრფელად თუ არ მიკვირდეს! - გაოცება ვერ დავმალე - ამ ყველაფერს იაზრებდით და მაინც გაებით?!
ჩემი რეპლიკა უკომენტაროდ გაატარა. მზერა ამარიდა. ყელში მოწოლილი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა და თხრობა გააგრძელა.
- ფაქტია რომ მსგავსი წარმოდგენა ისევ ქალებმა შეუქმნეს. მოკლედ მე პირობა არ დამირღვევია, ვთქვი რომ არ დავურეკავდი, არ დავეკონტაქტებოდი და ვასრულებდი კიდეც. პირველმა ეიფორიამაც გადამიარა, მონატრებასაც შევეჩვიე და ისევ დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას. დღეები შვილთან მიმოწერაში, მუშაობაში და გამოცდებისთვის მზადებაში ისე გადიოდა, რომ ფიქრისთვის ფიზიკურადაც არ მრჩებოდა დრო. მოსამართლის გამოცდა უკვე ჩაბარებული მქონდა და გასაუბრებაზე დაბარებას ველოდი. არ მინდოდა აღიარება, ჩაღრმავება, მაგრამ მაინც ფაქტი იყო, რომ შაკოსთან ურთიერთობა მაკლდა და უნორმოდაც მენატრებოდა.
მასთან მიმოწერის შეწყვეტის შემდეგ, ჩემთვის სრულიად უცნობი ქალი, რომელთანაც საერთო მეგობრებში მხოლოდ შაკოს მიგდებდა, აქტიურად ცდილობდა ჩემს მეგობრებში დამატებას. მიუხედავად იმისა, რომ მივწერე და ვკითხე ვინ იყო, რა სურდა ან მეგობრებში დამატებას რატომ ითხოვდა, პასუხი არ მოუწერია, თუმცა არც მეგობრობის თხოვნა გაუუქმებია.
ქალის ვიზიტი კარგად არ მენიშნა, მით უმეტს აიტის სამსახურის წარმომადგენელმა მითხრა, რომ უცნობი ააიპ მისამართიდან ვიღაც აქტიურად ცდილობდა არამხოლოდ ჩემი ფეისბუქ გვერდის გატეხვას, არამედ ელექტრონული ფოსტაზე შესვლასაც. თუმცა უშედეგოდ.
- გიო, რამე რომ იყოს ჩვენ არ შეგვიძლია იგივეს გაკეთება? - ინტერესით ჩავეკითხე, ნებისმიერი თანამშრომელს ამას ვერ ვეტყოდი, მაგრამ გიორგისთან მთელი ბავშვობა და სხვა თუ არაფერი, საზიარო სკოლის მერხი მაკავშირებდა.
- იმედია ამ მისამართის გატეხვას და კომპიუტერში შესვლას არ აპირებ?
- ზუსტადაც.
მისმა გაოცებულმა სახემ გამამხიარულა. პროგრამისტი სულ რამდენიმე წუთით ეჭვით მიმზერდა, მიუხედავად ჩვენი მეგობრული ურთიერთობისა, აშკარად ფიქრობდა შეიძლებოდა თუ არა ჩემი ნდობა.
- უარი არ მითხრა გთხოვ, - პატარა ბავშვივით ყელი გამოვუწიე - გაიხსენე ბავშვობა, რაც მე შენ საკონტროლოებს გაწერინებდი, ხომ უნდა დამიფასდეს ამაგი?! - უცებ მივამადლე სკოლისდროინდელი დახმარება - რაიმე კონფიდენციალურს არ გთხოვ, უბრალოდ სოციალური ქსელი დავათვალიეროთ. ის მაინც გვეცოდინება ვინაა და რა უნდა.
- მაგ უბრალოზე „სროკია“ იცი? - წარბები ეშმაკურად აათამაშა.
- ვიცი.
- ისე მეც მაინტერესებს ასე ჩაბჟირებული რატომ ცდილობდა შემოსვლას?!.
დამატებითი თხოვნა აღარ დამჭირდა, ჩემ კომპიუტერთან მჯდომი გიორგი ხვადასხვა კომბინაციით ცდილობდა მისამართის გატეხვას.
ვაღიარებ კიბერ-სისტემა ჩემთვის იგივე იყო რაც ჩინური ენა, უამრავ ციფრებსა და იეროგლიფებს შორის რას არჩევდა არ ვიცი, თუმცა ფაქტია სულ რაღაც ნახევარ საათიანი წვალების შემდეგ უცნობის კომპიუტერში ისე დაძვრებოდა, როგორც საკუთარში.
შეხედავდით თუ არა კომპიუტერის ეკრანს, მაშინვე მიხვდებოდით ვისაც ეკუთვნოდა. „დესკტოპიდან“ ის უცნობი ქალი მიღიმოდა, სულ რამდენიმე დღის წინ მეგობრობის თხოვნა რომ გამომიგზავნა.
- შაკოს მეუღლე იყო?
- არა. რამდენადაც მე ვიცოდი, შაკოს მეუღლე 28-29 წლის გოგონა უნდა ყოფილიყო. ფოტოდან კი ასე 45 ან იქნებ 50 წლის ქალი კი მიმზერდა.
- აბა რა უნდოდა?
- მეც ეგ მაინტერესებდა.
- იცნობ ამ ქალს? - ინეტერესით მიმზერდა პროგრამისტი.
- არა, თუმცა... - ჩემი მზერა კომპიუტერის დ დისკზე მოთავსებულმა ყვითელმა კონვერტმა მიიქცია, რომელსაც სახელი არც მეტი და არც ნაკლები, „შაკო“ ერქვა.
ბედად სწორედ მაშინ დაურეკეს გიორგის მობილურზე.
- სერვერმა?.... ისევ გაჭედა?... ლევანმა რაო.?... კარგი, მოვდივარ! ელე, ბოდიში, უნდა გავიდე!
ის-ის იყო კომპიუტერი უნდა გამოერთო, რომ ვერ მოვითმინე:
- არ გამოხვიდე რა, სულ ცოტა ხნით დატოვე!
- იცოდე, მე ალბათ ვეღარ შემოვალ, ამ ღილაკს დააჭირე და მაშინვე გამოგაგდებს. დიდხანს არ გაჩერდე, მაქსიმუმ ნახევარი საათით. - თითი დამიქნია გამაფრთხილებლად.
- არის, უფროსო! - კმაყოფილი გავეკრიჭე.
- არ გეხუმრები, თვითონაც რომ მოინდომოს კომპიუტერში შესვლა, სისტემა არ შეუშვებს და მაშინვე მიხვდება. ისეთი შებერტყილი ჩანს, ჩვენი გაშიფრვა არ გაუჭირდება.
- გავიგე, გიო. დიდხანს არ გავჩერდები.
იმ წუთებში იმდენად დიდ ადრენალინს ვგრძნობდი, სულ არ მადარდებდა მიხვდებოდა თუ არა ის ქალი, ცნობისმოყვარეობა მკლავდა სწრაფად მენახა რას ინახავდა აღნიშნულ კონვერტში. მით უმეტეს რომ დისკზე კიდევ ბევრი მსგავსი კონვერტი ჰქონდა შექმნილი სხვადასხვა მამაკაცისა თუ ქალის სახელებით.
გიორგის ოთახიდან გასვლა და კონვერტის გახსნა ერთი იყო. მგონი უკვე მიხვდი რაც დამხვდებოდა. შაკოს ფოტოები გადაღებული სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ქალებთან და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო რამდენიმე ფოტოზე მეც ვიყავი აღბეჭდილი.
- გითვალთვალებდათ?
- ასე გამოდის.
- მეუღლემ დაიქირავა?
- არ ვიცი, რა მიზნები ამოძრავებდა, ვინ იყო ან ამ მასალას რაში იყენებდა, მაგრამ ფაქტია, რომ შაკოს ცხოვრება შესწავლილი ჰქონდა. იქვე იყო სხვადასხვა მამაკაცების სახელებით დასათაურებული სხვა კონვერტებიც, სადაც დიდი ალბათობით ანალოგიური ინფორმაცია ინახებოდა. მისი ფეისბუქ გვერდიდან გაგზავნილი მესიჯები, პოსტები. რამდენიმე ფოტოში ერთადაც კი იყვნენ გადაღებულები.
- არ თქვათ, რომ ისიც საყვარელი იყო?!
- არამგონია, ფოტოები ჩემთვის უცნობ სასტუმროს ან რესტორნის ჰოლში იყო გადაღებული. მათი სადღესასწაულო ჩაცმულობითა და დარბაზში მდგომი ნაძვისხით თუ ვიმსჯელებდი, ალბათ, ახალწელს ან შობას აღნიშნავდნენ. ვუმზერდი ფოტოებს და ბრაზი სულ უფრო და უფრო მემატებოდა. რადგან დროში შეზღუდული ვიყავი, სურათების დაწვრილებით შესწავლა არ დამიწყია, ფაილი დავაკოპირე და ჩემ კომპიუტერში გადმოვწერე. თუმცა მხოლოდ ამით არ დავკმაყოფილდი. ძებნის გრაფაში შაკო მივუთითე და მთლიან კომპიუტერში მივეცი ძებნა. სულ სამი იდენტური ინფორმაციის კონვერტი ამოაგდო. მოძებნილი მასალა ერთი ხელის მოსმით წავშალე და კომპიუტერიდანაც გამოვედი.
- გგონიათ ასლი არ ექნებოდა გაკეთებული?
არ ვიცი, შეიძლება ჰქონდა კიდეც. არაფერია გამორიცხული, სადაც ამდენი მოახერხა, დარწმუნებული ვარ თუ დასჭირდებოდა აღდგენასაც შეძლებდა. თუმცა მინდოდა მეც მევნო, მეჩვენებინა, რომ არც ისეთი ძლიერი იყო, როგორც თავი მოჰქონდა და სხვის პირად ცხოვრებაში თავად თუ იქექებოდა, ანალოგიურის გაკეთება სხვასაც შეეძლო. კიდევ ერთხელ გადავამოწმე, ნამდვილად წაშლილი იყო თუ არა მონიშნული ფაილები, მეტი მავნებლობისთვის კომპიუტერის ეკრანზე საკუთარი ფოტოს ნაცვლად ენაგამოყოფილი ღიმილიც დავუყენე და მისი კომპუტერიდან ისევე უპრობლემოდ გამოვედი, როგორც შევედით.
ერთი სული მქონდა ჩამოტვირთული ფაილები იქვე გამეხსნა და მენახა რა იყო ზედ ჩაწერილი. ყველაზე მეტად ცხადია ჩემი და შაკოს ნაწილი მაინტერესებდა, თუმცა ცდუნებას გავუძელი, უნდა ვაღიარო სამსახურის კომპიუტერს ვერ ვენდე. გადმოწერილი ინფორმაცია მეხსიერების ბარათზე გადავიტანე, კომპიუტერიც გავთიშე და კაბინეტიდან გამოვედი.
- ვეღარ ამოვედი, იპოვე რამე საინტერესო? - მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონში იქექებოდა ავტომობილების სადგომზე მდგომ გიორგის ჩემი გამოჩენა არ გამოჰპარვია.
- შენ წარმოიდგინე, კი.
- როგორ მოვიქცეთ, ჩავაყენოთ ადმინისტრაცია საქმის ყურში იმ ქალთან დაკავშირებით?
- არაა საჭირო. მაგ ქალს კომპანიის კი არა, ჩემი ინეტერსი აქვს.
- ელე, ეგ ქალი არ ხუმრობს, აშკარად ვიღაც კახპაა. ხომ იცი თუ რამე ...
- ვიცი გიო, შენი მადლობელი ვარ, მარა საშიში მართლა არაფერია. ერთ-ერთი ჩემი ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ აქვს კომპრომატები მოგროვებული, ეგაა და ეგ.
- ეგაა და ეგ?!... - აშკარად ვერ მოვატყუე მეგობარი - პირველად გავიგე კლიენტებზე გაბრაზებულები ადვოკატებს დასდებდნენ.
- ამ ქალს ჰაკერებთან არაფერი აკავშირებს! - გაღიზიანებულმა გამოვცერი კბილებიდან.
რადგან წინა თვეებში უკვე გვქონდა ჰაკერების შემოტევის საკმაოდ ცუდი გამოცდილება, ისეთი სახე მივიღე, თითქოს მისი რეპლიკა ვერ გავიგონე და მღელვარება ისევ ამ ფაქტს დავუკავშირე.
- ჰაკერებიც გიტევდნენ?
- რათქმა უნდა, მაგალითად ეს შემთხვევაც გამოდგება: ყალბი მისამართიდან ერთ-ერთი ჩვენი სტაბილური უცხოელი პარტნიორის სახელით გამოგზავნილი ელექტრონული წერილის მეშვეობით ცდილობდნენ ჩვენთვის თანხის გამოძალვას, წერილში ნათქვამი იყო, რომ პარტნიორმა საბანკო რეკვიზიტები, შეიცვალა და მისი კუთვნილი თანხა უცხოეთში არსებულ ერთ-ერთ ანგარიშზე უნდა გადაგვერიცხა, ყველა სიკეთესთან ერთად მეილს გაყალბებული ინვოისიც ახლდა.
ჩვენსდა საბედნიეროდ, მხოლოდ წერილს არ ვენდეთ, უცხოელ პარტნიორთან დავრეკეთ და აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება ვთხოვეთ. აღნიშნული ფაქტი მაშინვე უარყო. თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ისევ ამბავს მივუბრუნდები. არ გამომივდა გიორგისთან თავის გამოშტერება.
- ჰაკერები სულ ფეხებზე , - არანაკლებ გაღიზიანდა გიორგიც - მეტიც არ მინდა შენ გავნონ რამე, იმ შენს კლიენტსაც და ამ კახპასაც ერთ დღეს მოვ.... -
- არაა საჭირო, - ყურებზე სიცილით ავიფარე ხელები, გინება რომ არ მომესმინა - რაც მთავარია ვიცი ვინცაა.
- კი, მაგრამ, ამას შემთხვევითი ადამიანი ვერ გააკეთებს, ფაქტია ერკვევა სისტემებში და პროგრამირებაში. კიდევ რომ სცადოს მეილების გატეხვა?
- ხომ გითხარი, მაგას კომპანიის კი არა, ჩემი ინეტერსი აქვს. იცი როგორ ვქნათ? ეგ მისამართი დავბლოკოთ, ისე რომ თავად ვერ მიხვდეს, წვდომა მხოლოდ გასართობ გვერდზე დავუტოვოთ, ოდნავ მაინც ხომ უნდა დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა. ოღონდ ისე დავაყენოთ, რომ რამდენჯერაც შემოსვლას ეცდება, ჩვენც დავინახოთ.
- გადარეულო, დიდხანს ფიქრობდი მაგ სისულელეზე?! კომპანიის გვერდზე გულითაც რომ უნდოდეს ვეღარ შემოვა, უკვე მივბლოკე. შენზე ვღელავ. რამე არ გავნოს. არ გავს რიგით, ცნობისმოყვარე რესპოდენტს.
- რა უნდა დააზიანოს? ჰა, ჰა ჩემ გვერდზე გამოქვეყნებული ნახატები ნახოს. - სხვადასხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ღიად მედო გვერზე, სულაც არ იქნება ცუდი, ცოტა ხელოვნებაში გაერკვევა. - ისევ უდარდელი ნიღაბი ავიკარი სახეზე.
- რისკავ. არ შეიძლება ამის ნდობა.
- ვიცი. მეც ეგ მაინტერესებს ერთი რამდენს გაბედავს.
- ჩემი გადარეული, - თავზე პატარა ბავშვივით მაკოცა - ვერ გაიზარდე, ელე. თუ დაგჭირდი, იცოდე შენთან ვარ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კომპანიის აიტი-დამცავმა სისტემამ კიდევ რანდენიმეჯერ დააფიქსირა „უცნობი“ ცნობისმოყვარე, რომელიც ერთი და იგივე ააიპ მისამართიდან თითქმის ყოველ მეორე დღეს სხვადასხვა ფეისბუქ მისამართებით ათვალიერებდა ჩემ გვერდს. ჩვევას არც ამჯერად ღალატობდა, არც კომენტარს ტოვებდა, არც რაიმეს მწერდნენ.
მე არც მიმიწერია და აღარც კომპიუტერი გადამიმოწმებია, ექექა და ეძებნა რამდენიც უნდოდა. შემდეგ ალბათ მობეზრდა, ან დაიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა. უცნობი ქალბატონი ისევე უკვალოდ გაქრა როგორც გამოჩნდა. აღნიშნულ ფაქტს დიდად არ შევუწუხებივარ, ჩემსავით ერთ-ერთ მიტოვებულ, ეჭვიან თაყვანისმცემლად მოვნათლე და აღარც გამხსენებია.

თავი 15
მიუხედავად ნოემბრის თვისა, ნაადრევად დაზამთრდა თბილისში. ცხელ ყავას მეუღლესთან ერთად სამზარეულოში მივირთმევდი და ფანჯრიდან ვუმზერდი გარეთ მოფარფატე მსხვილ ფანტელებს.
- წელს ცივი ზამთარი გველოდება. - იმ წუთას ადუღებული ჩაიდნიდან ქაფქაფა წყალი ჩამოასხა დედამთილმა ფინჯანში და პიტნის ჩაის მოურია.
- რამდენი წელია თბილისს თოვლი არ ღირსებია. გახსოვს, როგორ ნატრობდა ნიკუშა? - ხმაში სითბო შეერია.
- კი, ის გახსოვს პირველად რომ თოვლი ნახა? - მოგონებებისგან სახე გამებადრა.
- როგორ კიოდა, ფეხსაცმელი დამესვარაო! - მხიარულად იცინოდა ჩემი მეუღლე.
- ენეცვალოს, ბებო. ბავშობიდანვე ასეთი პეწიწი იყო, შენსავით მოწესრიგებული. - ისე მიეფერა თითქოს ისევ ხუთი წლის ბიჭი იყო.
ღიმილით გავხედე მაგიდასთან მჯდომ მეუღლეს, თმა აშკარად შესაჭრელი ჰქონდა, პირი გასაპარსი. ოდნავ მოშვებული წვერი, შედარებით გამხდარს კი აჩენდა, თუმცა მაისურზე შემოცმული ადიდასის ფირმის სპორტული ქურთუკი ღიპზე აღარ ეკვროდა.
თვალი ავარიდე და ისევ ფანჯარაში მოფარფატე ფიფქებს დავაკვირდი. თითქოს ჯავრი იყარაო ამინდმა, წლების განმავლობაში რაც თოვლი არ მოსულა მაშინ დადო. იყო დრო, ვგიჟდებოდი თოვლზე, ბავშვებთან ერთად გუნდაობაზე. არ მადარდებდა არც ყინვაში დასველება, არც გაშრობა. ვინ მოსთვლის რამდენჯერ ზედვე შემშრობია სველი ჩექმები, მაგრამ იმის შიშით, რომ ბავშვებში სათამაშოდ აღარ გამიშვებდნენ, სახლში არ შევსულვარ. მთელი უბნის ბავშვები დილიდან საღამომდე დავახრიგინებდით ძველ, ერთად-ერთ, საზიარო ციგას, რომელსაც სკამის ნაცვლად ერთი უბრალო ფიცარი ეკრა. დავეშვებოდით ტაშკენტის ქუჩიდან და სრიალ-სრიალით ჩავდიოდით ნუცუბიძის ქუჩამდე. შემდეგ უკან ვბრუნდებოდით. მიუხედავად მოლიპული გზისა, მაინც არ გვეზარებოდა არც ციცაბო აღმართლზე ატანა და არც იქიდან ხელახლა დაშვება.
ყველაზე მოუთმენლები, უბრალო ცელოფნის პარკებზევე თავსდებოდნენ და ისე ეშვებოდნენ. გვიხაროდა რაც უფრო მოიყინებოდა და მოილიპებოდა გზა, ვინ იცის რამდენჯერ შლანგებითად კი გვისხია ცივი წყალი, მეორე დილას უკეთესი ყინული რომ დაგვხვედროდა. თუმცა ვინ გვაცდიდა?! ამ ცხოვრებაზე „გაბოროტებული“ უფროსები საკუთარი სახლების წინ მონდომებით ყრიდნენ მარილს და მეორე დილას თოვლისა და ყინულის ნაცვლად გვხვდებოდა ჭყაპი და წუმპე.
- ჩვენც ასე ვიყავით! - ხელი ფეხისკენ გამექცა და წვივზე არსებული ბავშვობის დროინდელი იარა მოვისინჯე - დღემდე მახსოვს ციგიდან გადმოვარდნის გამო ტრავმატოლოგიურში რომ ამოვყავი თავი.
- მსგავსი შემთხვევები ჩვენც ხშირად გვქონდა, თუმცა დიდად არ განვიცდით. -წამიერად სახეზე თბილმა ღიმილმა გადაურბინა - წლებთან ერთად გავიზარდეთ, დავსერიოზულდით, გავიფანტეთ, მოვედეთ ათას ქვეყანას და აღარაფერი დარჩა იმ უდარდელი ბავშვობისგან. ზოგჯერ ისევ ფეისბუქ გვერდზე თუ ამომიგდებდა, რომელიმე მათგანის ფოტოს, ან ისევ გიოსთან საუბარში გავიხსენებდით წარსულს. ხომ ბევრი არაფერი? ერთი ჩვეულებრივი მოგონება, მაგრამ აშკარად ტკბილად გვახსენდებოდა ის, ერთ დღიანი თბილისური ზამთარი.
ჩემი დედამთილი და მეუღლე ისევ იმაზე მსჯელობდნენ, ვის გავდა ნიკუშა.
მათი მშურდა კიდეც, მოგონებები - მოგონებებად, მაგრამ მე ახლა სულ სხვა საფიქრალი მიტრიალებდა თავში. დილაუთენია თოვლი დავინახე თუ არა დაფეთებული წამოვვარდი და ეზოში გავვარდი ავტომობილის დასაქოქად. იმის მოლოდინში, რომ ჩემი შიში არ გამართლდებოდა, გულისფანცქალით გადავწიე საქოქში გასაღები, თუმცა არ გამიმართლა. ისე საცოდავად დაიფხაკუნა „სტარტერმა“, შემეცოდა კიდეც, რამდენიმეჯერ კიდევ ვცადე, თუმცა უშედეგოდ, სულ ოდნავღა ბჟუტავდა „ტორპედოზე“ ელექტრო მოწყობილობები.
გავჩერდი, წამებს ვითვლიდი იმის იმედით, რომ აკუმულატორი დაიმუხტებოდა, თუმცა უშედეგოდ, მორიგი მცდელობისას ავტომობილს აგონიაში მყოფი ავადმყოფივით რამდენიმეჯერ გააძაგძაგა და გარდაიცვალა კიდეც.
- ჯანდაბა, ჯანდაბა... - სიმწრისგან ცრემლებიც ვეღარ შევიკავე.
- ასეთ დისკომფორტს გიქმნიდათ ფეხით სიარული?
- ნორმალურ ამინდში ნამდვილად არ შემაწუხებდა, მაგრამ ახლა პირველივე რაც თავში მომივიდა ის იყო, რომ ჩექმებში წყალი შემდიოდა.
- დამჯდარი აკუმულატორების დამუხტვაც ხომ ხდება?! ჩემი თვალით მინახავს ელექტრო ენერგიის გადამყვანებით, როგორ ქოქავენ...
- ეგეც მართალია, ელექტრო ენერგიის გადამყვანები მუდმივად მედო საბარგულში მოულოდნელად რომ ვერ დამექოქა, მინდა გითხრა რამდენიმეჯერ საკმაოდ დროულად დამეხმარა. მაგრამ ჯინაზე მაინც და მაინც მაშინ გაკრეფილიყო დილიდანვე მთელი სამეზობლო, ავტომობილიანი არავინ ჩანდა რომ დამხმარებოდა. თუმცა რომც დამექოქა, ასე მხოლოდ აკუმულატორის გადარჩენას მოვახერხებდი, რეალურად ავტომობილით ვერ წავიდოდი, მართალია საბურავები ყველა სეზონზე იყო გათვლილი, მაგრამ პროტექტორები იმდენად იყო დამჯდარი, რომ ყინვაში კი არა, ნაწვიმარზეც საშიში იყო მოძრაობა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აშკარად არ იყო ჩემი დღე. ტირილამდე მისული უხალისოდ ავბრუნდი სახლში.
ახლაც ფანჯარასთან მდგომი ისევ და ისევ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე არ დავსველებულიყავი. თავში უცებ ყველა გიჟური და ავანტიურისტული იდეა მომივიდა, საშრობის გასაღები ავიღე და გარეთ გავვარდი, რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა მივაგენი ყუთში საგულდაგულოდ შენახულ ბოტებს და კმაყოფილი შევბუნდი უკან. დიახ, არ მოგესმა, სხვა გზა მაინც არ მრჩებოდა, კლასიკური ტანისამოსის ნაცვლად, ფეხზე რეზინის ბოტები უნდა ჩამეცვა. იმის გათვალისწინებით რომ საზიზღარი ამინდი იყო, დიდი ალბათობით საქმიანი შეხვედრებიც არ მექნებოდა, შესაბამისად სიგიჟის უფლებაც მივეცი საკუთარ თავს. ვიწრო ლეგინსებთან ერთად წლების წინ ხალიჩების სარეცხად შეძენილი ჩუპა-ჩუპსიანი, წითელი ბოტებიც ამოვიცვი.
- შენიშვნას ხომ არ მოგცემენ? - გაოცებული მიმზერდა ჩემი მეუღლე.
- ისეთი საზიზღარი ამინდია, არამგონია ჩემმა ბოტებმა ვინმე გააოცოს. - თავი დავიიმედე და სახლიდანაც გავედი.
- გაამართლა თქვენმა მოლოდინმა?
- არა რა გაამართლა, ბედის ირონია ხომ გაგიგია?! - სიცილი ვერ შეიკავა ახვლედიანმა - თითქოს ჯიბრზე, სწორედ მაშინ ჩამოვიდნენ სამსახურში უცხოელი სტუმრები და ჩემს დირექტორსაც მაშინ გაუჩნდა სურვილი მათთვის იურიდიული განყოფილების უფროსი გაეცნო.
- მგონი თქვენ უფრო გქონდათ თქვენი ჩაცმის გამო დისკომფორტი, არამგონია უცხოელებს თავისუფალი ჩაცმის სტილი გაჰკვირვებოდათ.
- სიმართლე გითხრა შეხვედრაზე კომპანიაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებს განვიხილავდით და ჩემი ჩაცმის სტილი არავის აღელვებდათ. დამფუძნებელი პარტნიორი შესაძლო გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობდა, სხდომას ესწრებოდა მთავარ ბუღალტერიც, რომელიც მისი მხრიდან გვაძლევდა რჩევას, შემოთავაზებული ვარიანტებიდან ფინანსური თვალსაზრისით რომელი უფრო მომგებიანი იქნებოდა კომპანიისთვის.
თუმცა ბუღალტრისთვის მისაღები ვარიანტები მე პირადად საკმაოდ ავანტიურისტულად და გაუმართლებლად მიმაჩნდა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საგადასახადო კანონმდებლობასთანაც პრობლემას შეგვიქმნიდა.
საკმაოდ ხანგრძლივი კამათის შემდეგ, როგორც იქნა დავაჯერე ადმინისტრაციაც და გაჯიუტებული ბუღალტერიც, რომ მსგავს რისკზე წასვლა არ ღირდა. თუმცა დამიჯერე მათი გადარწმუნება სულაც არ იყო ასეთი მარტივი საკითხი. სხდომიდან საოცრად გამოფიტული და დაღლილი გამოვედი, იმის იმედით რომ ცოტახნით მაინც დავისვენებდი ფეისბუქს მივუჯექი.
მესენჯერში ჩემი მეჯვარის მოწერილი დამხვდა, რომ დამერეკა.
- რაი იყო ადამიანო, ვინ არ ყოფილა დაკავებილი, მაგრამ ასეთი „ბიიიიიზიიიიი“? - მისალმების ნაცვლად მეტიჩარა ხმით გამეწელა ტელეფონში.
- გადარეულო, ვერ გაიზარდე! - სოფიო ერთ-ერთი იყო იმ მცირე რაოდენობის ადამიანებში ვინც ჩემს გარშემო ტრიალებდა და მუდამ პოზიტიურსა და დადებით განწყობაზე მაყენებდა - შეხვედრაზე ვიყავი, უკაცრავად თუ მაშინვე ვერ გიპასუხე.
- ჩვენ ბოდიში, ეხლაც გაცდენ?!
- არა, არა, გისმენ.
- გოგონი, ერთ ჩემს ახლობელს... - ჭორიკანა ხმით წამოიწყო, თუმცა არ დავაცადე.
- ჭკუას ვერ სწავლობ ხომ, როდემდე შეიძლება სხვისი პრობლემების მგვარებელი გერქვას?
- აი, სულ ასეთი სულსწრაფი და მოუთმენელი იყავი, - აშკარად ეწყინა - იქნებ დამაცადო და მომისმინო?! დასახმარებელი ობიექტი სულაც არაა მამაკაცი, ქალია, უფრო სწორედ გოგო. დაოჯახებულია და რვა წლის ბავშვი ყავს.
- პირად მონაცემებზე ანკეტა სრულად შეგივსია, ყოჩაღ. - ირონიულად დავცინე - მე რით შემიძლია დახმარება?
- ბინა აქვთ ბანკში იპოთეკით ჩადებული, ვალს ვეღარ იხდიან და აუქციონზე უნდა გაიტანონ. მოკლედ კვალიფიციური იურისტის დახმარება ჭირდება, მსგავს საქმეებზე მუშაობა კი შენზე კარგად ვინ იცის?
- მე რით დავეხმარო, ვალი გადავიხადო?! - საბოლოოდ მოახერხა ჩემი გაღიზიანება - სოფ, ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ ახლა სამსახურში ისეთი ცუდი პერიოდი მაქვს, იქეთ ვარ დასახმარებელი, მართლა არ მცალია.
- გეხვეწები, უარი არ მითხრა. ჩათვალე რომ იმ გოგოს ნაცვლად მე მეხმარები, განა შენს ბავშვობის დაქალს უარს ეტყოდი?! - მართალია არ დამინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ცრემლებსაც კი იწმენდდა.
ხომ ვიცოდი რომ ამ ყველაფერს ჩემს მოსათაფლად აკეთებდა, მაგრამ ვერა და ვერ ვისწავლე ჭკუა, ისევ წამოვეგე მის ანკესზე:
- დედას გეფიცები თავისუფალი დრო არ მაქვს. - უსუსურად ვცადე წინააღმდეგობის გაწევა.
- ელე, გთხოვ რა!
- ჯანდაბას შენი თავი. შევხვდეთ და დავილაპარაკოთ.
- ვიცოდი, აი, ზუსტად ვიცოდი, იმედს რომ არ გამიცრუებდი! - აღტაცებულმა ტაშიც კი შემოჰკრა - დღეს საღამოს ჩვენს კაფეში გელოდებით.
- არა, სოფ... დღეს საღამოს არ გამოვა.
- რატომ ვითომ?
- ფეხით ვარ, მანქანა სახლში დავტოვე.
- ჩემი შუმახერა, ეს რა დაგმართნია, - მხიარულად აკისკისდა - ეგ რა პრობლემაა, ჩვენ გამოგივლით და ერთად წავიდეთ.
- კარგი გადარეულო, გელოდებით.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დღეს კიდევ ფინანსთა სამინისტროში და შენ წარმოიდგინე უზენაეს სასამართლოშიც კი მომიწია მისვლა. ჩემი ლეგინსები და ჭრელი ბოტები უყურადღებოდ ნამდვილად არ რჩებოდნენ, უზენაეს სასამართლოს დაცვის თანამშრომელმა ერთი კი შემომხედა და თვალი მაშინვე ბოტებისკენ გაექცა. არ ვიცი რა გაიფიქრა, თუმცა სიცილი რომ ძლივს შეიკავა ეგ კი დავინახე.
- მაინც ვერ მივხვდი რა იყო აქ ასეთი გასაოცარი, მე ძალიან მიყვარს ბოტები. - ცოტა არ იყოს მეწყინა კიდეც ახვლედიანის მხრიდან ბოტების ასე უდიერად მოხსენიება.
- გააჩნია ბოტს, ზოგიერთი ისეთი ფორმისაა ბევრ ძვირადღირებულ ჩექმასაც ჯობია, მაგრამ ჩემები... როგორ აგიხსნა, შენი თვალით უნდა გენახა, გინდა არ გინდა ისეთი სასაცილო ფერებია, თან კამფეტები მაშინვე ღიმილს მოგგვრის. მაგრამ ახლა ხომ ბოტებს აღარ განვიხილავთ, ავად თუ კარგად ის სამუშაო დღე ჩემი ჩუპა -ჩუპსებით მშრალად და უსაფრთხოდ გავატარე და დღის ბოლომდე მშვიდობიანად მივედი. მოთმინებით ველოდი სოფიოს და მის უცნობ დასახმარებელ ობიექტს.
სოფოს მესიჯიც მალევე მივიღე, ხელჩანთას ვტაცე ხელი და ოფისიდან გამოვედი. კაფემდე გზა ისე გავლიეთ ენა არ გაგვიჩერებია. თვეების უნახავ მეგობართან მოსაყოლი აშკარად ბევრი მქონდა დაგროვილი.
- ჩემი ოქროს ბიჭი, აღიარე, აი, ხომ სულ ნათლიას დაემსგავსა?! - ნიკუშას წარმატებებში რათქმა უნდა თავად დაიბრალა.
- ისე ჩემ შვილს ხუთი ნათლია ჰყავს და შენ რომელი იგულისხმე?! - ირონიულად ჩავეკითხე.
- ყველაზე საუკეთესო და გამორჩეული მე ვარ და ნუ დაგავიწყდება! - განაწყენებულმა საჩვენებელი თითი მუქარით დამიქნია.
- კარგი, ბოდიში, გპირდები მეორედ აღარ შემეშლება. აბა, სად არის შენი გაჭირვებული მეგობარი?
დარბაზს თვალი მოავლო, ერთ-ერთ კუთხეში მჯდომი გოგონა შორიდანვე უქნევდა ხელს.
- აი, მოსულა, მიყვარს პუნქტუალური ხალხი! - ყურებამდე გაკრეჭილი გაემართა მისი მიმართულებით.
მივყვებოდი წინ ქარიშხალივით გავარდნილ მეგობარს და ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მეცლებოდა ფეხებში ძალა. მაგიდასთან არც მეტი და არც ნაკლები, შაკოს მეუღლე იჯდა.

თავი 16

ხომ ვიცოდი, რომ შაკო დაოჯახებული იყო, მისი მეუღლისა და ქალიშვილის ფოტოც არაერთხელ მქონდა ნანახი, ისიც კარგად მქონდა გააზრებული, რომ ერთ ქალაქში მცხოვრებნი შეიძლება ოდესმე ერთმანეთსაც შევხვედროდით, ფიქრებში ხშირად წარმომედგინა როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი შეხვედრა, რატომღაც სულ ვფიქრობდი, რომ იმ ქალს ჩემთან შედარებით იმხელა უპირატესობა ექნებოდა, რომ დანახვისთანავე ეჭვიანობით გავსკდებოდი. ის კი არასოდეს მიფიქრია, რომ შესაძლებელი იქნებოდა, ასე პირის-პირ, ჩემი და სოფის საყვარელ კაფეში, ჩემ უახლოეს მეგობართან ერთად მენახა. ეჭვიანობისგან დაბრმავებულს სწორედ მას სდომოდა ჩემი გაქრობა. არადა, ზუსტად ასე მოხდა, ბედის ირონიაა ხომ?! ვუმზერდი ჩემზე ათი წლით პატარა გოგონას და მთელი არსებით ვცდილობდი მასში რაიმე გამორჩეული, ის განსაკუთრებული შარმი შემემჩნია, რითაც მოახერხა და შაკოს თავი შეაყვარა. მაგრამ არაფერი, ჩემ წინ ერთი ჩვეულებრივი გოგო იჯდა. ზედმეტი წონის გამო ვიზუალით ორმოცდაათწლამდე ქალს რომ დამსგავსებოდა, ქერად შეღებილი თმა უკან კოსოდ ისე გადაეწია, რომ ერთი ღერიც არ ქონდა ჩამოშლილი, თუმცა ხელით წარა-მარა მაინც ისრესდა კისერს, თითქოს რაღაც ედებოდა და მოცილებას ცდილობდა.
თვალები ჩემი ბოტებისკენ გაექცა, სულ წამიერად სახეზე ირონიული ღიმილი გამოესახა, ჩემი თვალიერება ქვემოდან დაიწყო და სახემდეც ამოვიდა, მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა გამოთქმა „მზერით გაბურღვა“, თითქოს რენდგენზე გამატარა, ადამიანის გაქრობა რომ შეძლებოდა, იმ წუთას იქ აღარ უნდა ვყოფილიყავი, იმხელა ზიზღითა და სიძულვილით მიმზერდა. ისედაც თხელ ტუჩებს ერთმანეთს ისე აჭერდა, სილურჯე შერეოდა, თვალებს ნერვიულად აფახუნებდა.

- გამარჯობა, ნანა. - უდარდელი, მხიარული სახით გადაკოცნა სოფომ და მიპატიჟების გარეშე დაუსკუპდა გვერდით - უკაცრავად, ცოტა დაგვაგვიანდა.- მიმტანს შეკვეთის მისაცემად შორიდანვე დაუქნია ხელი - ისევ ნერვიულობ?!
- ახლა აღარ! - როგორც იქნა დაარღვია დუმილი დამხვედრმა.
არ ვიცი მღელვარებისგან დაემართა თუ რეალურადაც ასე საუბრობდა, უცნაურად წვრილმა და გაპრანჭულმა ხმამ მაშინვე ყური მომჭრა. გაოცებული დავაცქერდი, ვაღიარებ მის ვიზუალს მსგავსი ხმა ნამდვილად არ შეეფერებოდა.
- სულ გამოვშტერდი, - მხიარულად აკისკისდა სოფი - არც კი წარმიდგენიხართ, ქალბატონი ელენე ახვლედიანი.
- არამგონია წარდგენა მჭირდებოდეს. - ირონია გამერია ხმაში.
- ერთმანეთს იცნობთ?! - გაოცებული მოგვაცქერდა სოფი.
- შეიძლებას ასეც ითქვას! - ამოიწრიპინა ნანამ და გამომწვევად მომაცქერდა.
- რა უნდოდა, რატომ მოინდომა ჩემთან შეხვედრა? - მართალია ამ კითხვებზე პასუხი არ ვიცოდი, მაგრამ ფაქტია მისი გამომწვევი ქცევის მანერა მაღიზიანებდა.
- სძულდით?
- ამას მხოლოდ სიძულვილს ვერც დავარქმევ, ვეზიზღებოდი, რამაც ძალიან გამაკვირვა. დედას გეფიცები, მართლა არ მესმოდა შაკოს მეუღლეს ჩემთან რა პრეტენზია უნდა ჰქონოდა.
- ამას გულწრფელად ამბობთ?!
- კი, - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია - არც ერთი ადამიანი არ გარბის იმ ოჯახიდან, სადაც უყვართ. არც ერთი ოჯახი არ ინგრევა, მესამე პირის გამო.
- ვერ დაგეთანხმებით, მესამე პირზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.
- შეიძლება ვინმესთვის მაგალითად არ გამოვდგე, მაგრამ ერთ რამეს დანამდვილებით გეტყვი, როცა მესამე ჩნდება, როცა სხვასთან ურთიერთობის სურვილი გიჩნდება, იქ უკვე ყველაფერი დასრულებულია. თუ გიყვარს, ღალატი და ტყუილი აზრადაც არ მოგივა.
- ხომ არიან ისეთი მამაკაცებიც, რომ მეუღლე უყვართ, ცოლთან დაშორება აზრადაც არ მოსდით, მაგრამ გასართობად მაინც სხვას ეძებენ?
- კი არიან, მაგრამ მომკალი და მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ოჯახს სიყვარულის გამო ინარჩუნებენ. მართლა არ მესმოდა შაკოს მეუღლის, იმის ნაცვლად პრობლემა საკუთარ თავში ეძებნა, პრეტენზიებს მე მიყენებდა?!
- მის ქმარს ხომ თქვენ ეფლირტავებოდით? - გულწრფელად გამიკვირდა ახვლედიანის უტიფრობა.
- კი, არც ვუარყოფ. გგონია მე ვერ ვხედავდი საკუთარ მინუსებს, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ მექალთანე, ბუნებით მოღალატე ადამიანი მთელი არსებით შევიყვარე. დაოჯახებულ მამაკაცს ფლირტში ავყევი და საკუთარ მახეში გავები. ვიცი, რომ სულელივით შემიყვარდა. მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი კითხვა, მე რომ გავმქრალიყავი, ქმარი აღარ უღალატებდა?
- ვერ მიგიხვდით, იმ ქალისგან რას ელოდით, გულ-ხელ დაკრეფილს უნდა ემზირა, როგორ ეფლირტავებოდით ერთმანეთს?
- არა, ეგ არ მითქვამს, ჩემთან კი არ უნდა მოსულიყო საქმის გასარჩევად, პრობლემა მის ოჯახში, ქმართან უნდა ეძებნა და იქ მოეგვარებინა.
- კარგით არამგონია, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდეთ! - ახვლედიანთან კამათი შორს წამიყვანდა - ჯობია ისევ თხრობა გააგრძელოთ!
- მოკლედ, მიმტანმა როგორც იქნა მოიტანა შეკვეთილი ყავა და ნამცხვრები. ღრმად შევიყნოსე ყავის არომატი, ქაფქაფა სითხეს გაციება არ დავაცადე, მაშინვე მოვსვი და ეკლერის ნაჭერიც გემრიელად მოვკბიჩე.

უნდა გითხრა, რომ ბავშვობიდან ერთი უცნაურობა მჭირდა, მე პირადად ჩემი ხასიათის ამ თვისებას პლიუსად უფრო ვთვლიდი ვიდრე მინუსად, რაც არ უნდა რთულსა და დაძაბულ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, ნერვიულობა არ მემჩეოდა, სახეზე ღიმილს ავიკრავდი და მხოლოდ უდარდელობასა და ბედნიერებას ვასხივებდი. შესაბამისად, რაც უფრო იძაბებოდა და რთულდებოდა სიტუაცია, მით უფრო ბედნიერი და კმაყოფილი სახე მქონდა.
- „რადგან ამდენი გაბედა, რომ სანახავად მოვიდა, სათქმელსაც თავადვე მეტყვის!“ - გავიფიქრე.
- უნდა ვაღიარო, ასეთ ყავას ნამდვილად ვერსად აკეთებენ! - გაღიზიანება რომ არ შემტყობოდა, კმაყოფილმა შევცინე მეგობარს.
- ბავშვობიდან ასეა, გაგრილებასაც არ აცდის... - ჩემი ბედნიერი სახის დანახვაზე მხიარულად აკისკისდა სოფი.
კოპებშეკრული თვალებში მიყურებდა ნანა, არ ვიცი ჩემგან როგორ რეაქციას ელოდა, მაგრამ ფაქტია ვერ ხვდებოდა ჩემი ღიმილის მიზეზს, მისთვის მზერის არიდება არც კი მიფიქრია. მოთმინებით ველოდი როდის დაარღვევდა დუმილს.
ნანა ყავის ფინჯანს დასწვდა, სულ ოდნავ მოსვა და ხელისკანკალით ისევ ლანგარზე დააბრუნა. ერთი ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ასე ცდილობდა გამბედაობის მოკრებას.
- მე ნანა რაზმაძე ვარ, თუმცა მგონია ეს ისედაც იცით! - მის ხმაში გაპარული ირონია შეუმჩნეველი არც სოფის დარჩა.
- კი, დაუსწრებლად გიცნობდით, - ჩემმა პირდაპირობამ დააბნია - თუმცა ვაღიარებ, ნამდვილად გამიკვირა, ჩემთან შეხვედრა, სოფის დახმარებით რომ მოინდომეთ, შეგეძლოთ იგივე თქვენი მეუღლისთვის გეთხოვათ.
- შაკოსთვის?! - ირონიულად ახარხარდა ქალი - არც ასეთი სულელია, რომ თქვენთან ნაცნობობა აღიაროს, მართლა ფიქრობთ, რომ თქვენთან მოსვლის უფლებას მომცემდა?!
- ვერ მიგიხვდით, რაღაც გეშლებათ. - მართალია ვცდილობდი დამემალა, მაგრამ ხმაში გაღიზიანება მაინც შემეტყო.
- ქალბატონო ელენე, გინდათ დამაჯეროთ, რომ შაკო არ გწერდათ? - გაბრაზებულმა დამიქაჩა თვალები.
- კიდევ ერთხელ გავმეორდები, - ხმაში ისეთი სიცივე ჩამიდგა, რომ გაანჩხლებული ქალი, მაშინვე ჩამოჯდა - მგონი გავიწყდებათ ვის ესაუბრებით.
- ძალიან კარგად ვიცნობ თქვენისთანებს!...
- აშკარად არ გცნობიათ, კარგი იქნება თუ დამასრულებინებთ! ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, ნაცნობიც და უცნობიც. ჩემი მოვალეობაა ვუპასუხო და თუ დახმარებას საჭიროებენ, დავეხმარო კიდეც.
- გინდათ დამარწმუნოთ, რომ ჩემ მეუღლესთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ, დებილს ვგავარ?! - გაკაპასდა ქალი.
- ნანა, - ვეღარ მოითმინა სოფიმ - ფიქრობ რას ამბობ?! მეგონა დახმარება გჭირდებოდა, ეს რა მასკარადი გამართე?! ელე, დედას გეფიცები წარმოდგენაც არ მქონდა...
- კარგად არ იცნობ შენ დაქალს, სოფი. - ცრემლები მოაწვა - შენ არც კი იცი...
- ნანა, ისეთ რამეს ნუ იტყვით შემდეგ რომ შეგრცხვეთ. - ისევ შემეცოდა ჩემი დაუდევრობით გამწარებული ქალი - მესმის რომ განიცდით, მაგრამ ჩემს ერთად-ერთ შვილს ვფიცავარ, ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეუღლის გარდა სხვა მამაკაცი არ ყოფილა, მე არ ვიცი რატომ ფიქრობთ, რომ ჩემსა და შაკოს შორის რამე ხდებოდა, ან ხდება, მაგრამ ძალიან გთხოვთ, დამიჯერეთ, მართლა ცდებით.
- კარგად ვიცნობ ჩემ ქმარს. ისიც ვიცი, როგორი ქალები მოწონს!... - ყოყმანი შეეტყო ხმაში, აშკარად უნდოდა ჩემი დაჯერება, მაგრამ ეჭვი მაინც ეპარებოდა.
- თქვენი გადასაწყვეტია დამიჯერებთ თუ არა. იმედია იმდენს მაინც ხვდებით, რომ ეჭვიანობით მხოლოდ თქვენს ოჯახს კი არა, საკუთარ თავსაც ვნებთ. - ნამუსზე შევაგდე - არ უარვყოფ და არც ვმალავ, მე და თქვენი მეუღლე ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობდით კიდეც.
- მეგობრობდით?! თუმცა რა მიკვირს, ახლა საყვარლებს მეგობრები ქვია ხომ? - მისი დარწმუნება მაინც ვერ შევძელი - იქნებ ისიც უარყო, რომ ერთმანეთი ფეისბუქით გაიცანით? - ზიზღით ჩამეკითხა.
- არა, არ უარვყოფ.
- ვერ გავიგე, როგორ გაიცნეს ერთმანეთი რა მნიშვნელობა აქვს?! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან სოფი - ელენეს არც კი იცნობ, წარმოდგენა არ გაქვს მის ცხოვრებაზე, ხვდები მაინც რას აბრალებ?! დედას გეფიცები, როცა ამბობდი, შაკო მღალატობსო, სულ შენ ქმარს ვამტყუნებდი, ერთხელაც არ მომსვლია აზრად, რომ შეიძლება ეს ყველაფერი შენი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო. ვისთან-ვისთან და ელენესთან შენი ქმრის ურთიერთობას მომკალი და ვერ დავიჯერებ, ხვდები მაინც რაში სდებ ბრალს?!
- არც ისეთი უმწიკვლოა შენი დაქალი, როგორც გგონია, ჩემი თვალით მაქვს ნანახი შაკოსთან გამოგზავნილი მისი ფოტოები.
- საკმარისია! - ხმას აუწია სოფიმ - აქ იმისთვის მოგიყვანე, რომ დაკარგვამდე მისული ბინა როგორმე შეგენარჩუნებინა და არა იმიტომ რომ ჩემი დაქალი გელანძღა!
- სოფი, დამშვიდდი! ერთად-ერთი რის გამოც ახლა თქვენ გისმენთ, ისევ და ისევ თქვენი მეუღლეა. - მეც კი გამიკვირდა საკუთარი თავის, იმდენად მშვიდად ვსაუბრობდი - ნამდვილად არ მინდა უსაფუძვლოდ ადანაშაულებდეთ იმ საქციელში რაც არ ჩაუდენია. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა ფოტოები ნახეთ და დიდად არც მაინტერესებს. ისედაც ჩემი და ჩემი ოჯახის ფოტოები ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ მიდევს და თქვენც შეგიძლიათ იხილოთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ და მეორედ აღარ გავმეორდები, არ ვიცი თქვენი მეუღლე გღალატობთ თუ არა, ამით არც არასოდეს დავინტერესებულვარ, მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული უნდა იყოთ, მე არ ვარ ის ქალი. ჩვენს შორის ნამდვილად არაფერი ყოფილა გარდა მიმოწერისა. თქვენი მეუღლე სულ რამდენიმეჯერ ვნახე და მაშინაც, როგორც იურისტს კონსულტაციისთვის მომმართა.
- კარგით, ვთქვათ დაგიჯერეთ. რა პრობლემა ქონდა ჩემ მეუღლეს ისეთი, რომ დახმარებისთვის თქვენ მოგმართათ? - ცინიკურად ჩამეკითხა ნანა.
- თუ არ მომატყუა, იპოთეკური სესხი ქონდა გაფორმებული, პროცენტს ვეღარ იხდიდა და ბინას ვკარგავო.
- და, თქვენც როგორც ნიჭიერმა ადვოკატმა, სახლის გაყიდვა და ქირით გასვლა ურჩიეთ, ხომ?
- არა, - მისი დამცინავი ტონი არც ამჯერად შევიმჩიე - ვურჩიე, ბანკისთვის მიემართა, რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, ასე რამოდენიმე თვეს მოიგებდა და სესხის დაფარვას შემდეგ გააგრძელებდა.
- და, რა გიპასუხათ?
- ის, რომ ბანკში იმხელა პროცენტს იხდიდა, ფაქტობრივად საკუთარ სახლში ისედაც მდგმურივით ცხოვრობდა. დიდი ალბათობით მისი ფინანსური მდგომარეობა რამდენიმე თვეში ვერ გამოსწორდებოდა და რესტრუქტურიზაციას აზრი არ ჰქონდა, ადრე თუ გვიან სახლის გაყიდვა მაინც მოუწევდა.
ქალის სახეზე ირონია და გესლი გამქრალიყო, ჩაფიქრებული უმზერდა ცივ ყავას.
- ქალბატონო ელენე, როგორც გგონიათ რესტრუქტურიზაცია დაგვეხმარებოდა?
- არ ვიცი, თქვენც გეცოდინებათ, ვალის რესტრუქტურიზაცია რეალურად სესხის ვადის გარდა, ვალის გადახდის გადავადებას გულისმობს. მე თქვენი საკრედიტო ისტორია არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ბანკისთვის დასაბუთებას შევძლებდით, რომ დროებით გართულებული ფინანსური მდგომარეობის გამო, სესხის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულება შეეჩერებინა, ჩემი აზრით ცდად ღირდა. ამ ყველაფერს ნაკლი ის ქონდა, რომ შეიძლება პროცენტის ზრდაც მოჰყოლოდა. თქვენ მეუღლეს ზუსტად ეგ ნაწილი არ მოეწონა. თუმცა მაშინ თქვა, რომ დაფიქრდებოდა და გადაწყვეტილებას ისე მიიღებდა, როგორც ვხედავ აზრი დღემდე არ შეუცვლია.
- შაკოს უნდოდა რესტრუქტურიზაცია, სიმართლე გითხრათ, მე არ დავეთანხმე. - დამნაშავე ბავშვივით ამარიდა თვალი.
- რატომ? - გაოცებული ჩაეკითხა სოფი.
- სიმართლე გითხრათ, მეც გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, მათაც იგივე მირჩიეს, შაკოსგანაც ვიცოდი, რომ ვიღაც ახლობელ იურისტს მოინახულებდა და მის აზრსაც გაიგებდა, აზრადაც არ მომსვლია ის ახლობელი ქალი თუ იქნებოდა. ზუსტად იმ დღეებში მივიღე კეთილისმყოფელისგან კაფეში თქვენთან ერთად გადაღებული ფოტოები. იმდენად გავღიზიანდი, აღარც მოვუსმინე. ეჭვიანობისგან გონება დამებინდა, რესტრუქტურიზაციაზე სასტიკი უარი ვუთხარი.
- ნანა, ბოდიშით რომ ვერევი, მაგრამ ბავშვი გყავთ. დღევანდელ ცხოვრებაში ასე მარტივია სახლის დაკარგვა? მესმის რომ იეჭვიანეთ, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ზედმეტად ნაჩქარევად ხომ არ გეჩვენებათ?
- ვიღაც არანორმალურის გჯერა?! - აღშფოთდა სოფი - არა გრცხვენია, ვიღაც გიჟსა და ინტრიგანს როგორ ანგრევინებ საკუთარ ცხოვრებას? სცადეთ, რას კარგავთ? შენთვის რამდენიმე თვესაც აქვს მნიშვნელობა, ცოტა წელში გაიმართებით და გააგრძელებთ გადახდას, გაყიდვას ხომ ყოველთვის შეძლებთ, სადაც ამდენ ხანს იხდიდით მაგ სესხს, იქნებ გაგიმართლოთ?
- იცით ვინ გამოგიგზავნათ ის ფოტოები? - ინტერესით ჩავეკითხე.
- არა, ვიბერში გამომიგზავნეს უცნობი ნომრიდან. - აშკარად არ უნდოდა გამგზავნის ვინაობის გამხელა და არც მე ჩავეძიე.
- ნანა, თქვენ ჩემზე ეჭვიანობთ და ღიზიანდებით, არადა ზუსტად იმ ვითომ კეთილისმყოფელს უნდა ეძებდეთ, არამგონია თქვენი ოჯახისთვის მაგ ქალს კარგი უნდოდეს.
- თქვენ რა იცით რომ ქალია?! - თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან ნანას.
- მსგავს სისაძაგლეს ეჭვიანი ქმარი არ გააკეთებს. - ზიზღით დაბრიცა ტუჩები სოფიმ.
- მოკლედ, არ ვიცი, როგორ მოიქცევით და რას გადაწყვეტთ, მაგრამ მართლა არ მინდა შაკოსთან ურთიერთობა ჩემ გამო გაგიფუჭდეს. რაც შეეხება სახლს, სესხის რესტრუქტურიზაციას თუ გადაწყვეტთ, შაკოს მივეცი ჩემი ახლობლის ნომერი, ბანკში სწორედ ვადაგასულ დავალიანებებსა და მათ რესტრუქტურიზაციებზე მუშაობს, თუ არ გსურთ მეუღლესთან ჩემი სახელის ხსენება, ნუ მახსენებთ, არცაა აუცილებელი ჩვენი შეხვედრის შესახებ იცოდეს. უთხარით, რომ დაფიქრდით და თქვენით გადაწყვიტეთ.
- უხერხული არ იქნება?
- მაგაზე ნუ ფიქრობთ! - თბილად ვუღიმოდი წინ მჯდომს.
- დიდი მადლობა, ელენე! უკაცრავად თუ რამე გაწყენინეთ, ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთ! - აგრესია და სარკაზმი საბოლოოდ გაუქრა ხმიდან, თვალებში მხოლოდ მადლიერება ჩადგომოდა.
- სამწუხაროდ სხვაგვარად ვერ დაგეხმარებით, რაც შემეხება მე, მაგაზე ნუ სწუხხართ, მთავარია სახლი შეინარჩუნოთ! - თბილად გავუღიმე, სოფის მოვეხვიე და კაფედან გამოვედი.

მეჩვიდმეტე თავი
ბანკის მმართველს, სადაც შაკოს სესხი ჰქონდა გაკეთებული კარგად ვიცნობდი. გულმა მაინც არ მომითმინა, შენობიდან გამოვედი თუ არა, მისი ნომერი ავკრიფე და რესტრუქტურიზაციაში დახმარება ვთხოვე. უარი არ უთქვამს, ეგ კი არადა, რომ გაიგო მსესხებელი ჩემი ახლობელი იყო, დამპირდა საპროცენტო განაკვეთს არ გავუზრდით და მოცდის პერიოდსაც მაქსიმალურად დიდს მივცემთო.
- მაინც რამდენ ხანს შეიძლება გადავადება?
- როგორ ფიქრობ, ექვსი თვე არ ეყოფა?!
- მგონი კი... - ხმაში ყოყმანი შემეტყო.
- მოდი ასე მოვიქცეთ. ჯერ ექვსი თვით გადავუვადებ და თუ მეტი დრო დასჭირდებათ, შემდეგ კიდევ დავეხმარები.
- უღრმესი მადლობა, ოღონდ ერთი სათხოვარიც მაქვს, არ გაამხილო მე რომ გთხოვე!
სულ რამდენიმე დღეში აიღო შაკომ საიტიდან განცხადება სახლის გაყიდვის თაობაზე. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ბანკის შეთავაზებული წინადადება მისაღებად ჩათვალა და რესტრუქტურიზაციას დაეთანხმა.
მართალია ჩემთვის მადლობის გადახდა აზრადაც არ მოსვლიათ, არც მას და არც მის მეუღლეს, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიყავი, ასეა თუ ისე, ამ პატარა კეთილ საქმეს მისთვის გაკეთებულ გამოსამშვიდობებელ საჩუქრად ვთვლიდი.
დრო გადიოდა, ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. აღარც ცნობისმოყვარე სტუმრები ჩნდებოდნენ ჩემ ფეისბუქ გვერდზე, აღარც ეჭვიანობისგან დაბრმავებული მეუღლეები მინიშნავდნენ შეხვედრებს, შაკო და მასთან დამაკავშირებელი ყველა მოგონება, როგორც ერთ-ერთი გამოცდა წარსულს ჩავაბარე. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლიდი.
იმ დღევანდელმა შეხვედრამ, ერთი რამ დამანახა, თურმე არც ჩემი და სოფის მეგობრობა ყოფილა ისეთი ხელშეუხებელი და ურყევი, როგორც მეგონა. ხომ არიან შენს ცხოვრებაში ადამიანები, უბრალოდ რომ ვერ წარმოგიდგენია არსებობა მათ გარეშე?! ასეთი იყო სოფი ჩემთვის, გიჟი, გადარეული, ხალისიანიდა, როგორც სულ მეგონა, ყველაზე ერთგული და გამგები. ადამიანი, რომელიც როცა ყველაზე მეტად მიჭირდა სულ გვერდში მედგა, ლამის გაღვიძებისთანავე ჩემთან რეკავდა და პირველივე დაძახებისთანავე უანგაროდ მორბოდა დასახმარებლად, ისე გაქრა კითხვაც არ დაუსვამს, მართლა მაკავშირებდა თუ არა შაკოსთან რამე. არ მწერდა, აღარც მკითხულობდა, სტუმრობასა და სადმე გავლაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. არაფერი თქმულა, არც საყვედური, არც განსჯა, აი ასე, უსიტყვოდ უბრალოდ აღარ მიკავშირდებოდა. ვერაფრით ვხვდებოდი რა ვაწყენინე, მაგრამ ფაქტია, ნანასთან შეხვედრის შემდეგ სოფიც აღარ გამოჩენილა.
- მის ადგილას რომ ყოფილიყავით, თქვენ როგორ მოიქცეოდით?
- პირველ რიგში, ვეცდებოდი სიმართლე დამედგინა, თუ სოფის ჩემი დახმარება დასჭირდებოდა, კი არ განვსჯიდი, ვეცდებოდი გვერდით დავდგომოდი.
- მიუხედავად იმისა, დახმარებას გთხოვდათ თუ არა?
- მიუხედავად ამისა.
- თუ თქვენი მონაყოლით ვიმსჯელებთ, გამოდის შაკოსთან თქვენი ურთიერთობა და ფლირტი, არამხოლოდ ნანასთვის, თქვენი მეგობრისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. მართლა გიღირდათ ეს მამაკაცი საყვარელი ადამიანების დასაკარგად?
გამომცდელად დავაცქერდი მწოლიარეს. ახვლედიანი სადღაც სივრცეში უმისამართოდ იყურებოდა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, თუმცა მაინც ახერხებდა შეკავებას.
- ისე გამოგყავს თითქოს წინასწარ დავგეგმე რამე, მაგრამ ასე არ იყო. ყველაფერი შემთხვევით მოხდა.
- რას ქვია შემთხვევით?
- შაკოს გამო არავის ვკარგავდი, - აშკარად გაღიზიანდა - ხომ გითხარი, ერთმანეთს დავშორდით, არ ვწერდი, არც ვეკონტაქტებოდი. მის ჩემ ცხოვრებაში არსებობას ერთად-ერთი მეგობრებში დამატებული მისი ფეისბუქ -პროფილიღა მოწმობდა.
- არ წაშალეთ მეგობრებიდან?
- არა. რატომღაც ვერ გავიმეტე. დეა, ერთი რამ ფაქტია, შეიძლება ბევრ რამეს გეგმავდე, აწყობდე, ზუსტად იცოდე რაა სწორი და რა არასწორი, მაგრამ ცხოვრება ხშირად სიურპრიზებითაა სავსე. ისე მოულოდნელად შეგიცვლის მიმართულებას, გაგაქანებს შენს მიერ არჩეული გზის საპირისპიროდ, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებ. მარტივია სხვისი განსჯა, გაკრიტიკება, მაგრამ კითხვაც არ გვიჩნდება, აზრადაც არ მოგვდის, იქნებ სულაც არ იყო ისე ჩვენ რომ გვგონია?!
ზოგჯერ სიტუაცია, ერთი კონკრეტული შემთხვევა გკარნახობს როგორ წახვიდე, ერთი მოულოდნელი შეხვედრა ძირფესვიანად გიცვლის ცხოვრებას.
წელიწადზე მეტი იყო გასული ჩვენი შეხვედრიდან, ნიკუშა სიგელებითა და პრიზებით დახუნძლული დაბრუნდა ამერიკიდან. თუმცა საქართველოში დარჩენას არ აპირებდა. ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯი 100% -იანი დაფინანსებით ისევ შეერთებული შტატებისკენ უხმობდა.
დაიწყო მონატრებული მეგობრებისა და ნათესავების მუდმივი მიმოსვლა, გადაპატიჟება, ღამისთევები. ისევ დაიწყო ჩემი და ნიკუშას ერთობლივი საღამოები. წინასწარ დაზუსტება სად იყო ყველაზე გემრიელი ხინკალი და საღამოს ყველასგან მალულად გაძრომა.
თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, მაგრამ მაინც ბევრი რამ შეიცვალა, აღარ ვიყავი ერთ-ერთი ფირმის იურისტი, შვილს ახალი სტატუსითა და ახალი იმიჯით დავხვდი, საკვალიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე, კონკურში მივიღე მონაწილეობა და თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ დამნიშნეს. ახალ სტატუსს ცხადია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც მოჰყვა.
ამერიკიდან საოცრად მოტივირებული დაბრუნდა ჩემი ვაჟი. მუშაობის დაწყება მასაც უნდოდა. რეზიუმე გააგზავნა სწრაფი კვების ობიექტებსა და სხვადასხვა ტურისტულ ფირმებში. ნამდვილად არ ველოდი თუ დაუკავშირდებოდნენ, მაგრამ ფაქტია, სულ რამდენიმე დღეში ერთ-ერთი კაფე-რესტორნიდან დაურეკეს და მიმტანობა შესთავაზეს. ჩემსდა გასაკვირად, დათანხმდა და ამაყად გამოგვიცხადა, რომ ეს სამსახური მისი ამერიკული რეზიუმესთვის ძალიან დიდ მონაპოვრად ჩაითვლებოდა.
ამერიკული აზროვნების რა გითხრა და ფაქტია, ოჯახში მის გადაწყვეტილებას დიდი აღტაცებით არ შეხვდნენ. თუმცა მისთვის საკმარისიჩემი მხარდაჭერაც აღმოჩნდა, ბებიისა და მამის პროტესტისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, მაშინვე დაეთანხმა.
ცხადია ისევ წამოვიდა საყვედურები, რომ მე ვაგულიანებდი და ვახალისებდი მსგავსი უგუნური საქციელისკენ, ვცდილობდი მათი ბუზღუნისთვის ყურადღებას არ მიმექცია.
- რას გსაყვედურობდნენ?
- რომ მუდმივი წუწუნით ვუბიძგებდი ემუშავა და მიმტანობაზეც კი დათანხმებულიყო.
- მიმტანობა სირცხვილად მიაჩნდათ?
- კი. თუმცა დიდად არ მაღელვებდა. რაც მთავარია თავად ნიკუშა იყო კმაყოფილი და ბედნიერი, ზუსტად იცოდა რა უნდოდა და როგორ უნდა მიეღწია მიზნისთვის. ისედაც მის წასვლამდე თვეები იყო დარჩენილი, არ მინდოდა ოჯახში არაფრის მომცემი კამათითა და ჩხუბით გადამეღალა. მისი მჯეროდა, ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. საბოლოოდ, ოჯახშიც მიხვდნენ რომ ფუჭად ჯიჯღინს აზრი არ ჰქონდა, მის გადაწყვეტილებასაც შეეგუენ.
მეტ ნაკლებად დალაგებული ურთიერთობების ფონზე, შეიძლება ითქვას, შინ სიმშვიდემ დაისადგურა.
კარიერულ ზრდას კიდევ ერთი ხიბლიც ახლდა. ხშირად მიწევდა კოლეგებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მივლინებები და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგებზე სიარული. ცხადია ეს შეხვედრები სამუშაო ფორმატის გახლდა, მაგრამ საღამოს სასიამოვნოდ დასვენება და კოლეგებთან ერთად გართობაც იყო შესაძლებელი.
სულ რაღაც სამი დღით მიწევდა წასვლა, მაგრამ ჩემთვის ეს სამი დღეც ძალიან ბევრს ნიშნავდა.
უკანასკნელი მსგავსი მივლინება არც თუ დიდი ხნის წინ, ალბათ ორი თვის წინ ჩაინიშნაა. გვიან შემოდგომით, გომბორის გავლით ლოპოტაზე სტუმრობაზე ცხადია უარი არც ახლა მითქვამს.
ბარგი წინა დღესვე გავამზადე და დილით სამსახურში წავიღე. გასვლას საღამოს ხუთი საათისთვის ვგეგმავდით, ორგანიზატორებისგან დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი სასამართლოს ეზოში გველოდა. სავარძელში მოვთავსდი თუ არა, დასვენების იმედით თვალები მივლულე. ადგილიდან დაძვრა და ვიღაცის აწუწუნება, როგორ ვერ იტანდა მიხვეულ-მოხვეულ გზას, პათეტიკურად ვინ იცის მერამდენედ წარმოთქმული, როგორ ნანობდნენ გულისრევის საწინააღმდეგოდ წამალი რომ არ მიიღეს. იმდენი ისაუბრეს ავადმყოფობაზე, რომ ლამის მეც ცუდად გავხდი. თვალები გავახილე და მგზავრებს გადავხედე.
ვიღაც წინა დღით წარმოთქმულ მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაზე ეკამათებოდა კოლეგას. მოჩხუბრებმა გვერდით მსხდომების ყურადღებაც მიიპყრეს და საბოლოოდ მათი კამათი დებატებში გადაიზარდა, ათასნაირად ატრიალებდნენ და აბრუნებდნენ მინისტრების სიტყვებსა, თუ სოციალურ ქსელში ამოკითხულ კომენტარებს.
მიუხედავად სამარშრუტო ტაქსში ატეხილი ორომტრიალისა, ჩემ გვერდით მჯდომ მგზავრს თავი გვერდულად გადაეგდო და მშვიდად ფშვინავდა. მისი შემშურდა, რთული სამუშაო დღის შემდეგ კარგად გამოძინება არც მე მაწყენდა. უსაქმურად ჯდომას ისევ მუშაობა ვამჯობინე. ნოუთბუქი ამოვიღე და დღის სიახლეებს ჩავხედე.
თანაშემწეს ახლადი საქმეები ცალკე საქაღალდეში მოეთავსებინა. „საოჯახო დავებად“ დასათაურებულ ყვითელ საქაღალდეს ერთი კი გადავავლე თვალი და სწრაფადვე დავხურე.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ერთი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მოღალატე ქმრები, მიტოვებული ცოლები, მეუღლეებზე მეტად პრეტენზიული „მეგობარი“ ქალები თუ კაცები. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები. მე, ქალი, რომელიც თავად ვერ გავრკვეულიყავი საკუთარ ცხოვრებაში, ვერ მომეგვარებინა ჩემი პრობლემები, ვწყვეტდი სხვის ბედს, სხვისი ოჯახის საქმეს. ხმალამოღებული ვიცავდი იმ ოჯახების მთლიანობას, სადაც ცხადად ჩანდა, რომ მეუღლეებს ერთმანეთი უყვარდათ და მათი დაპირისპირებისა და კინკლაობის მიზეზი მესამე პირნი, მშობლები, დედმამიშვილები და მეტიჩარა მეგობრები ხდებოდნენ. არსებობდნენ გამონაკლისებიც. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მეუღლეები შორდებოდნენ, იყოფდნენ ქონებას, ნივთებივით ინაწილებდნენ ბავშვებს და შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ ვითომც არაფერი ისე რიგდებოდნენ. მართალია არ ვემხრობოდი ოჯახის დანგრევას, მით უმეტეს ისეთი ოჯახების, სადაც არასრულწლოვანი ან მცირეწლოვანი ბავშვები ყავდათ, მაგრამ ასე რადიკალიზმამდე მისვლა და შემდეგ ისევ შერიგება მაინც ნერვებს მიშლიდა.
- მსგავსი რამ მხოლოდ გაუაზრებელ, დაულაგებელ ადამიანებს შეიძლება დაემართოს! - შეფასებისგან ვერ შევიკავე თავი.
- ალბათ ასეც იყო, არაფერია გამორიცხული. მაგრამ რამდენად არასერიოზულ ადამიანებადაც არ უნდა ჩამეთვალა, მათი შვილებისთვის ყველაზე იდეალურ გამოსავლად, მაინც მშობლების ერთად ყოფნა მესახებოდა.
შესაბამისად წყვილი მომწონდა თუ არა, მაინც მაბედნიერებდა ნებისმიერი შენარჩუნებული და გადარჩენილი ოჯახის ხილვა. სასამართლოს დარბაზში მჯდომი ბავშვის თვალებში აციმციმებული სიხარულის ცრემლები, როცა ორივე მშობელს ერთად, ერთმანეთთან ჩახუტებულს ხედავდა.
უცნაურია? ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურეობრივად მევალებოდა მსგავსი ტიპის საქმეების განხილვა, ვაღიარებ თავს მაინც ჭორიკანა, ცნობისმოყვარე ქალად ვგრძნობდი, ვერაფრით ვიშორებდი იმის განცდას, რომ ვიქექებოდი სხვის ცხოვრებაში.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყურადღებით ვსწავლობდი თითოეულ საქმეს, ვახარისხებდი და ვადგენდი ნუსხას, რომ მათი ნაწილი სავალდებულო, სასამართლო მედიაციის ჩასატარებლად მედიატორისთვის გადამეგზავნა.
სამარშრუტო ტაქსი კი მიიწევდა წინ. შებინდებული იყო ლოპოტაზე რომ შევედით.
რეგისტრატურაში სწრაფად მოძებნეს ჩვენთვის განკუთვნილი ნომრები. ხელზე სილიკონის სამაჯურები და სასტუმროს რუკა გადმოგვცეს და ღია ავტობუსით ჩვენთვის განკუთვნილ კოტეჯებში გადაგვანაწილეს.
მიუხედავად შუაკვირისა დამსვენებლების ნაკლებობას არ უჩიოდა ლოპოტა. სტუმრები კოტეჯების წინ გამოშლილივნენ. თუნუქის ურნებში კოცონი დაენთოთ. თბილი პლედებით შემოსილნი ტბის ლივლივით ტკბებოდნენ.
ტბის გარშემო ლამპიონებით განათებულ სავალ ბილიკებზე მორბენალ ან ფეხით მოსეირნე წყვილებსაც შენიშნავდით, იქვე იდგა მსურველთათვის ველოსიპედებიც. რამდენიმე ჩვენგანმა ავტობუსიდან ჩასვლა და ნომრამდე ფეხით მისვლა გადაწყვიტა, თუმცა დაღლილს მსგავსი რამ აზრად არ მომსვლია. ავტობუსი ჩემთვის სასურველი კოტეჯის წინ გაჩერდა თუ არა მაშინვე ჩამოვხტი, კოლეგებს დროებით დავემშვიდობე და ნომერში შევიკეტე.
წყლის გადავლებასა და ბარგის ამოღებას დიდი დრო არ დაჭირდა. ის-ის იყო თმის შრობა დავასრულე და გოგოებისგან მესიჯიც მივიღე: „გელოდებით, რესტორანში გავდივართ სავახშმოდ!“.
პასუხის მიწერაზე დრო არ დავკარგე, უცებ მოვიცვი ქურთუკი და ნომრიდან გამოვედი.
მინდა გითხრათ, რომ ჩემისთანა მსუნაგი ადამიანისთვის ძალიან რთული იყო წარმოდგენილი კერძებისთვის გვერდის ავლა. იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა სხვადასხვა სახის დესერტები, რომ სიტყვა დიეტის არსებობაც კი აღარ გამხსენებია და ჩემი საყვარელი ტკბილეულისკენ გავემართე, თუმცა ჩემისთანა მსუნაგები აშკარად ბევრი გამოდგა, მოზრდილი სინით ხილთან მისასვლელად რიგში დგომამაც კი მომიწია.
სასტუმროს სტუმრებთან საუბარში ნელი ნაბიჯით მივიწევდი წინ, ის -ის იყო ჩემი რიგიც მოვიდა, რომ ჩემი ყურადღება 7-8 წლის გოგონამ მიიპყრო. უკან მდგომი სიფრიფანა გაჩხიკინებული ქალიშვილი მოხერხებულად ძვრებოდა სტუმრებს შორის და ტკბილეულით სავსე მაგიდისკენ მოიწევდა. მიუხედავად რიგში მდგომთა გაღიზიანებული პროტესტისა, ბავშვმა გამოძრომა მაინც მოახერხა და დახლთან მდგომს წინ ჩამიდგა, ლანგარზე მოთავსებული თხილის ასაღებად თითის ცერებზე აწევამ მოუწია, თუმცა მაინც მოახერხა. სიცილი ვერ შევიკავე, თხილით სავსე ლანგარი მივაწოდე, ის-ის იყო თეფში კუთვნილ ადგილას დავაბრუნე, რომ ნაცნობმა ხმამ მაშინვე მომჭრა ყური.
- ანუკი, არ გესმის?! არ შეიძლება, არ გეჭმევა! - გავშეშდი, რიგში მდგომთ ბოდიშს უხდიდა და თან ჩვენკენ თვალების ბრიალით მოიწევდა შაკო - ანუკი!
გოგონამ წართმევის შიშით, თეფშიდან აღებული თხილი, მუჭში მობღუჯა და უკან ისე ამომეფარა, თითქოს მე შემეძლოს მისი დაცვა.
- ელენე, - გაოცებული გვიმზერდა მეც და კალთაზე ჩაბღაუჯებულ ბავშვსაც - შენ, აქ, თქვენ, ჩემ შვილთან?!.
ბევრჯერ მიფიქრია ჩვენ შეხვედრაზე, იმაზე როგორ მოვიქცეოდი, რას ვიგრძნობდი, ჩემ წარმოდგენაში ყურადღების ღირსადაც არ ვთვლიდი, ამაყი მზერით ვბრუნდებოდი და ვაქცევდი ზურგს, მაგრამ რეალურად სულაც არ მოხდა ასე. ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, თვალებში ვუმზერდით და ხმას ვერ ვიღებდი. მინდოდა მის მზერაში ისევ დამენახა მისთვის ჩვეული უტიფრობა, თვითდაჯერება, ცინიზმი, დამცინავი გამოხედვა, რომ სიძულვილისთვის მიზეზი მომცემოდა, მაგრამ ვერა. არ ვიცი მე რას გამოვხატავდი, ან ჩემ სახეზე რა ემოცია დაინახა, მაგრამ მის სახეზე აშკარად იკითხებოდა სინანულს და ტკივილს როგორ ცვლიდა დანახვით გამოწვეული ფარული სიხარული.
ვერ გეტყვი რა დამემართა, თავი ასე უსუსურად არასოდეს მიგრძვნია. იმ წამში დასახმარებელი მე ვიყავი. იმის იმედით რომ სიზმარში ვიყავი, თვალები მაგრად დავხუჭე, ნერვიული ცახცახის დასაფარად მთელი ძალით მოვუჭირე თითები მაგიდას, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე. გაფითრებულს საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა.
ისევ ანანომ მიხსნა, შაკომ მზერა როგორც იქნა ბავშვზე გადაიტანა, როემლმაც ჩვენი დაბნეულობით ისარგებლა და თხილის გული პირში ჩაიტენა.
-არც გაბედო ჭამა! - პირში წაღებული თხილის გული ხელიდან უხეშად გამოაცალა.
- გთხოვ! - ცრემლებმა გაუბზარა ბავშვს ხმა.
- არა, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, არ გეჭმევა! - დათმობა აზრადაც არ მოსვლია.
ანუკიმ ერთი კი დახედა მუჭში მოქცეულ თხილს დანანებით, ცრემლებით სავსე თვალებით ამჯერად მე ამომხედა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ მხსნელად მე ვერ გამოვადგებოდი, იქვე მდგომ ურნაში ჩაყარა და თავდახრილი, მობუზული მაგიდებისკენ დაიძრა. მიმავალს თვალი გავაყოლე. ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომი ნანა შორიდან გვიყურებდა.
- თხილზე ალერგიულია. - საკუთარი საქციელის ახსნა სცადა შაკომ.
თუმცა მისთვის არ მომისმენია, მეგობრებთან მისვლაც აღარ შემეძლო, შემოვბრუნდი და რესტორნიდან გამოვედი.
მკერდში სპაზმად დამიარა მძაფრმა ტკივილმა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უჰაერობისგან სული მეხუთებოდა, ძლივს ამოვისუნთქე. წონასწორობის შესანარჩუნებლად ვერანდაზე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი. შუბლი შევუშვირე გრილ ჰაერს. მესიამოვნა. აზრზეც მოვედი.
- ესეც შენი დასვენება, - მწარედ გამეცინა საკუთარ თავზე - ახლა რა ვქნა?
მართალია უკანასკნელი მხდალივით ვიქცეოდი, მაგრამ იმდენს კი მივხვდი, თუ სწრაფად არ გავეცლებოდი აქაურობას, შაკოსთან მორიგ შეხვედრას ვერ გადავიტანდი. ჩემი იქ ყოფნა არ შეიძლებოდა, ერთად -ერთი გამოსავალი სასტუმროდან წამოსვლა იყო და ეს, რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა გამეკეთებინა. დიდხანს ფიქრი არ მახასიათებდა, მით უმეტეს ამ შემთხვევაში. ტაქსის გამოძახების მიზნით ადმინისტრაციაში დავრეკე.
- უკაცრავად ქალბატონო ელენე, მორიგე მძღოლი უკვე წასულია. დილით მოვა თუ არა, მაშინვე თქვენთან გამოვუშვებთ.
- და, როდის იწყება მისი დილა?! - გაღიზიანება ვერ დავმალე.
- რვა საათზე. - ჩემ პასუხს აღარ დაელოდა, გოგონამ ტელეფონი დამიკიდა.
ღია ვერანდიდან ვხედავდი შაკო მშვიდად როგორ სადილობდა რესტორანში ოჯახთან ერთად, გვერდით მდგომ მაგიდასთან მსხდომებთან ხუმრობდა, იცინოდა. თითქოს იგრძნო რომ ვუმზერდი, რამდენიმეჯერ გამომხედა და ისევ მშვიდად გააგრძელა საუბარი.
აინუნშიც არ აგდებდა ჩემს იქ ყოფნას, არადა მე...
ეს არ იყო არც ეჭვიანობა, არც შური. ზუსტ სახელს ვერც ვუწოდებ. ვუმზერდი და ვხედავდი რამდენად მომნატრებოდა. წყენა დამავიწდა, შეურაცყოფაც, ერთად ერთი აზრი რაც თავში მიტრიალებდა ეს მონატრება იყო, დიახ ტკივილამდე მისული მონატრება.
- შეუძლებელია, - უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე, ჩემივე სასიკეთოდ ჯობდა, აბეზარი აზრები ამომეგდო თავიდან, ნომერში დავბრუნდი სულ ცოტახნის წინ ამობარგებული ტანსაცმლის ჩასაწყობად.
- ხვალ აქ არ იქნები, - საკუთარ თავს ვუმეორებდი - არ შეხვდები, აღარ ნახავ, დაივიწყებ მის არსებობას, არ იფიქრებ წარსულზე, უყურებ კარგ ფილმს და კარგადაც გაერთობი!
თუმცა არც ამაში გამიმართლა. ლოგინზე წამოგორებული უშედეგოდ ვაწვალებდი პულტს, ბუზღუნით არხიდან არხზე ვრთავდი ტელევიზორს, თუმცა ფილმი კი არა, სასურველი შოუც ვერა და ვარ შევარჩიე. მარტო ყოფნა დიდხანს არ დამცალდა. ვიღაც ნორმის კარზე აკაკუნებდა. ერთი კი ვიფიქრე ყურადღებას არ მივაქცევ და კარს არ გავუხსნი ვინც არ უნდა იყოს მოსული, მაგრამ აბეზარი სტუმარი სულაც არ ფიქრობდა გაჩერებას. ფრთხილი კაკუნი საბოლოოდ ბრახუნში გადაიზარდა. ხალათი მჭიდროდ შევიკარი და კარი გავხსენი. თვალებს არ დავუჯერე, ზღურბლთან კოპებშეკრული შაკო იდგა. სულ რამდენიმე წამს ყურადღებით დამაკვირდა და სახე ღიმილმა გაუნათა.
- როგორ უღმერთოდ მომნატრებიხარ! - ხელი მოსაფერებლად ისე გამოიწვდინა თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.
- არც კი გაბედო! - გველნაკბენივით დავიხიე, ჩვენ შორის არსებული დისტანციაც ისე გავზარდე რომ შეხება ვერ მოეხერხებინა - ნომერი შეგეშალათ ბატონო შაკო?!
- კარგად ხარ?! - ჩემი ირონია არ შეიმჩნია.
- რა თქმა უნდა. თქვენ რამ შეგაწუხათ? - მისი შეპატიჟება აზრადაც არ მომსვლია, კარში მდგომი ვესაუბრებოდი დაუპატიჟებელ სტუმარს.
- ჩემი გეშინია?
- არა.
- მაშინ რატომ მერიდები?
- არ გერიდები. - მისმა უწყინარმა ტონმა გამაღიზიანა.
- გგონია ვერ ვხედავ? თავს მარიდებ. რა გჭირს ელე, რატომ იქცევი ასე?
- საკმარისია! - ხმას ავუწიე გაბრაზებულმა - უსინდისობასაც აქვს ზღვარი.
- უსინდისობას?! ესეიგი არ მომეჩვენა და მართლა ნაწყენი ხარ.
- ისე ნუ იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა.
- არც კი დაფირებულხარ, რომ მეც მქონდა მიზეზი? - მობოდიშების ნაცვლად იერიშზე წამოვიდა.
- ყველაზე კარგი თავდაცვა, თავდასხმაა ხომ?! - ირონიული სიცილი ვეღარ შევიკავე - თუმცა რა მაქვს სასაყვედურო? შენთვის ნორმაა, უსიტყვოდ გაქრობა და შემდეგ ისე გამოჩენა, თითქოს არც არაფერი ყოფილა. პრინციპში ჩვენ შორის ხომ არაფერი ყოფილა...
- რაზე ხარ ნაწყენი ვერ ვხვდები, რას მსაყვედურობ, შენ არ მკარი ხელი?
მის გულწრფელად, გაკვირვებულ ტონზე, სიცილი ვეღარ შევიკავე.
- ვერც კი წარმოიდგენ ღმერთს რამდენჯერ გადავუხადე მადლობა, იმის გამო რომ შენი არ დავიჯერე.
- გულახდილად მითხარი, რა უფრო გეწყინა, რომ ვერ გწერდი თუ რომ ვერ გნახულობდი?
- უტიფარი ხარ! - მისთვის მზერის გასწორება არ გამჭირვებია - ჩვენს შორის არაფერი ყოფილა და არც არასოდეს იქნება, ეს ორივემ ვიცოდით. თუმცა მეგონა ვმეგობრობდით, შევცდი. მადლობელი ვარ, რომ რეალობა დამანახე. ასე რომ დროა წაბრძანდე, არამგონია მეუღლემ მოგიწონოს აქ მოსვლა!..
კარი ცხვირწინ მისაკეტად მთელი ძალით მოვიქნიე და ნომერში შემოვბრუნდი. აი, აქ შევცდი, მისთვის ზურგის შექცევა ყველაზე დიდ სისულელედ მექცა. ხელის უხეში ბიძგით შეაჩერა მოქნეული კარი და ფეხდაფეხ შემომყვა.
- თუ რამე პრეტენზია გაქვს მითხარი, ნანას ნუ გარევ ჩვენ ურთიერთობაში! - გააფთრებული და აქეთ შეურაწყოფილი თვალებით მბურღავდა.
- რა თქვი? - ვერაფრით ვიჯერებდი რაც ახლა ხდებოდა, გაოცებული ვუმზერდი ნომერში უცერემონიოდ შემოჭრილ დაუპატიჟებელ სტუმარს - შენ ცოლთან რა შეხება მაქვს? ეს შენ ხარ ორპირი, მასაც ეთამაშები და მეც. ვინ ხარ ამდენს რომ ბედავ?! - მღელვარებისგან საკუთარი ხმის ცნობა გამიჭირდა - ვინ მოგცა შემოსვლის უფლება? ახლავე გაეთრიე!.
- არა... - უარის ნიშნად თავი გააქნია და ჩემკენ დაიძრა.
- გაეთრიე! - უკან ვიხევდი შეშინებული.
- არა, ჯერ არ დაგვიმთავრებია.- გააფთრებული სახით მოიწევდა ჩემკენ.
ჩვენ შორის დისტანცია თითქმის აღარ იყო. ჩემზე ბევრად მაღალი მკლავებში მოქცეულს ნადირივით დამყურებდა ზემოდან. ასე ცხოვრებაში არ შემშინებია, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი ვერც მისი სიბრაზის და ვერც მსგავსი ქცევის მიზეზს. თუმცა რამდენადაც ალოგიკურად არ უმდა მომჩვენებოდა, ფაქტია მის ხელში კარგი არაფერი მელოდა.
- შაკო, გეხვეწები! - გაურკვეველის მოლოდინში შეშინებულმა თვალები დავხუჭე, კუთხეში მოქცეულს და სასოწარკვეთილს გასაქცევი რომ აღარ მქონდა კედელს კიდევ უფრო მეტად ავეკარი.
- ელენე ახვლედიანი მეხვეწება კიდეც?! - იმდენად უჩვეულო იყო მისი რეაქცია გაოგნებულმა ავხედე თავზე წამომდგარ ახარხარებულ მამაკაცს.
- რა, - გაოცება ვერ დავმალე. შაკოს ბრაზი აღარც კი ეტყობოდა, გულიანად ხარხარებდა - მეთამაშები?!
- ელე, რა შტერი ხარ. ნეტა ახლა შენი თავი დაგანახა! რა იფიქრე, რას ელოდი, რა გეგონა ახლა რა უნდა მექნა?! - ისტერიულად ხარხარებდა შაკო.
- არანორმალურო, შემეშვი, გაეთრიე! - შიში აღარ მახსოვდა, გააფთრებულმა ისე გავარტყი სილა ხელიც კი მეტკინა, მას წარბიც არ შეხრია. კიდევ ერთხელ ვცადე ხელებიდან დაძრომა, მაგრამ არ გამომივიდა.
- მოისვენე, ნუ ფართხალებ, ელე! - მკლავებში ისე ჩამავლო ხელი, რომ განძრევაც ვერ მოვახერხე - მართალი ხარ, ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი, სათქმელიც.
სახე იმდენად ახლოს მომიტანა, რომ მის სურნელსაც კი გვრძნობდი. ცხვირის ნესტოები ამეწვა, თავბრუ მესხმოდა, ვგრძნობდი, რომ მასთან ასეთი სიახლოვე კარგს არაფერს მიქადდა. მზერას ვეღარ ვუსწორებდი, თვალები დავხუჭე, კიდევ ერთხელ გავიბრძოლე, ავფართხალდი, ისევ უშედეგოდ.
- გაჩერდი, გთხოვ! - ძლიერად მიმიკრა მკერდზე.
არ მომჩვენებია, დიახ, დავიფიცებ, რომ არ მომჩენებია, ამ ორიოდე სიტყვაში ყველაფერი ჩანდა, მონატრებაც, ტკივილიც, ჩაგუბებული, გამოუთქმელი, მხოლოდ ჩვენ ორნი რომ ვიგრძნობდით და დავინახავდით. მკერდზე მიკრულს მისი გულისცემაც კი მესმოდა. თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა, ისე სწრაფად და ძლიერად უცემდა. ცრემლებით სავსე თვალებით ავხედე და როცა მის მზერაშიც იგივე დავინახე წინააღმდეგობის გაწევის სურვილი საბოლოოდ დამეკარგა.
- ჩემი ხარ, ელე, მხოლოდ ჩემი! გესმის ჩემი?! - ძლიერად მიკრავდა და ბუტბუტებდა - სულ რომ ვერ გნახო, ვერ მოგწერო, ვერ შეგხვდე, როგორც არ უნდა უარმყო, ათასჯერ გამაგდო, მაინც ასე იქნება. ბედისწერა ყოველთვის უკან დამაბრუნებს, დაგინახავ და ისევ გამაგიჟებ, თავსაც დამაკარგინებ და ყველაფერზე ხაზზსაც გადამასმევინებ!
- შაკო! - ძლივს გავიგონე საკუთარი ხმა.
- ჩუ... - ტუჩებზე დამაფარა თითები - ახლა ეს რომ არ გავაკეთო, მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ!
იმის შიშით რომ ისევ წინააღმდეგობას გავუწევდი, მთელი ძალით მაკავებდა, მაგრამ ვაღიარებ მისი მოშორება აზრადაც არ მომსვლია.
შინაგანი ხმა ისევ მიკიოდა:
- სისუსტეა, წუთიერი სისუსტე. ისევ გაქრება, ისევ წავა, ვეღარც ნახავ!.
მაგრამ, არ ვუსმენდი.
ალბათ, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. ვიცოდი, ადრე თუ გვიან ვინანებდი, მაგრამ არ მინდოდა იმ წუთებში ამაზე ფიქრი. აღარ არსებობდა აღარც ჩემი ოჯახი, აღარც ნანა. ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი.
ვიცი არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა თუნდაც ერთ დღეს მაინც მეგრძნო თავი ბედნიერად. ერთი ღამით მაინც გავმხდარიყავი იმ კაცის ჭკუას რომ მაკარგვინებდა. იმ ღამით კითხვებს არ ვსვავდით, არც პასუხებს ვითხოვდით. სადღაც ფრაგმენტულად გამირბინა უმისოდ გავლილმა დღეებმა, თითოულმა წყენამ, ფრაზამ, მაგრამ აბეზარი აზრები მაშინვე მოვიშორე.
- გინდათ დამაჯეროთ რომ ერთმანეთთან მხოლოდ ის ერთი ღამე გაკავშირებდათ?
- ხომ ამდენი ტკივილი მომიტანა, იმ ერთმა ღამემ, მაგრამ მაინც არ ვნანობ. მოწყურებული, დამშეული ისე მკოცნიდა, თითქოს აქამდე ქალს არც შეხებოდა, თითქოს პირველი ვიყავი, ერთად - ერთი ყველაზე სასურველი. მისი თითების შეხებისგან მთელი სხეული მიცახცახებდა, ვეღარ ვიკავებდი გრძნობებს, ვნების ცეცხლში გახვეული საკუთარ თავს ვერც კი ვცნობდი. თურმე სულაც არ ვყოფილვარ ცივი და უხეში. თურმე ჩემშიც უცოცხლია ვნებიანსა და სიცოცხლის მოყვარე ქალს.

აბლაბუდა
მეთვრამეტე თავი
(დასასრული)
- დაღლილი, ნახევრად მძინარე მიხუტებული ვიყავი საყვარელი მამაკაცის მკერდს, თლილი თითებით თმებზე მეფერებოდა, შიშველ მხრებზე მკოცნიდა. მთელი არსებით ვცდილობდი ყველაფრის დამახსოვრებას, მისი თითოეული მიმიკის ღრმად ჩაბეჭდვას. ვიცოდი, უკანასკნელად ვისმენდი უკვე დამშვიდებულ გულისცემას. ამ წამებს გამეორება არ ეწერა. საათის ისრები ჯიბრით გარბოდნენ და ჩემი ზღაპარიც დასასრულს უახლოვდებოდა.
- მალე გათენდება, უნდა მოვწესრიგდე. საცაა მძღოლიც მოვა!
ზურგი შევაქციე წამოსადგომად, უკნიდან ჩამეხუტა შაკო.
- გეხვეწები, სულ ცოტახანს კიდევ გაჩერდი!. - ხელები უცახცახებდა მღელვარებისგან. კისერში თავჩარგულს გასაშვებად არ ვემეტებოდი - რა იქნება დრო რომ გაჩერდეს, ამ წუთებისთვის დავთმობდი მთელ ცხოვრებას!
მის ხმაში გაჟღერებულმა სევდამ გული მატკინა, ცრემლები ვეღარ შევიკავე. საყვარელი მამაკაცის მკლავს ჩაბღაუჭებული მწარედ ავტირდი. ხმას არ იღებდა, არც მაჩერებდა, არც მამშვიდებდა, მხარზე სისველე ვიგრძენი, ახლაღა მივხვდი, ირონიული შაკო აფციაური ჩემ გამო ტიროდა. დიახ, ასე იყო. ორივემ კარგად ვიცოდით, ვიაზრებდით, რომ ჩვენი ზღაპარი ადრე თუ გვიან დასრულდებოდა, მაგრამ ასე ცხადად ამის გააზრება მაინც ორივეს გვტკიოდა. ალბათ, ამიტომაც ვებღაუჭებოდით სასოწარკეთილნი თითოეულ წამს. ილუზიებით არასოდეს მიცხოვრია, ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ყველა ზღაპარი ადრე თუ გვიან სრულდებოდა, კონკიას ჯადოსნური ღამე 12 საათზე კარგავდა ძალას, ჩემი კი - მზის ამოსვლასთან ერთად. სხვა გზა არ მქონდა. როგორ ძალიანაც არ უნდა მდომოდა, მე და შაკო ერთად ვერ ვიქნებოდით.
რეალობაში დასაბრუნებლად მობილურზე შემოსული ნანას ზარიც საკმარისი აღმოჩნდა. ამრეზით დახედა ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ მეუღლის ფოტოს, ზარს ხმა ჩაუწია და გვერდზე გადადო შაკომ.
- რას ეტყვი, როგორ აუხსნი სად ხარ?
- არაფერსაც არ ვიტყვი, - კბილებში ცივად გამოცრა - ერთ ჭიქას დავლევ, სუნი რომ ამივიდეს და თავს მოვაჩვენებ თითქოს მთელი ღამე ვსვავდი.
- ასე მარტივად მოტყუვდება?
- , იქნებ მართლა დარჩე?! იქნებ დავივიწყოთ ყველა, ყველაფერი და...
- არ გამოგვივა. - იმედით მომზირალ თვალებს მზერა ვერ გავუსწორე.
- რატომ?! ელე, დაფიქრდი, მე საყვარლობასა და ჩუმად შეხვედრებზე არ გეუბნები...
მსგავს სიტყვებს აფციაურისგან მართლა არ ველოდი. დაჟინებით ვუმზერდი და ვცდილობდი გამეგო მეხუმრებოდა თუ არა.
- არ გამოგვივა. - უარყოფის ნიშნად ისევ თავი გავაქნიე.
- ახლა დალევა მართლა მჭირდება! - ირონიულად გაეცინა.
მასთან ყოფნის უკანასკნელ წუთებში ნამდვილად არ მინდოდა მის ცოლზე ფიქრი. იმდენად დიდი იყო ცდუნება და სურვილი ჩვენი ერთად ყოფნის, კინაღამ დავეთანხმე, მაგრამ ისევ გავჩერდი, ისევ გავჩუმდი.
წამოვდექი და უსიტყვოდ დავიწყე წასასვლელად მზადება. პირადი ნივთები უკვე ჩალაგებული მქონდა, წყალი გადავივლე, თმას ვიშრობდი. ტელეფონი რეკავდა და რეკავდა, ან რა ნებისყოფა ქონდა ამ გოგოს. ჩემ და გასაკვირად, მიუხედავად გაბმული, დაუსრულებელი ზარისა, აფციაური მაინც არ ჩქარობდა წასვლას. იწვა და მისთვის ჩვეული ღიმილით გვერდულად, ოდნავ ირონიულად, მაგრამ მაინც ყველაზე მოსიყვარულე თვალებით, ჩუმად მაკვირდებოდა.
რეგისტრატურიდან დამირეკეს, მძღოლი უკვე ნომერთან მელოდებოდა.
- არ გეწყინოს, თუ ამით ვასრულებთ, მაშინ ზედმეტი პრობლემები აღარ გვინდა. დაბლა ვერ ჩამოგყვები. არაა გამორიცხული ნანა გარეთ გველოდებოდეს, წახვალ და მეც შემდეგ გავალ! - თვალი ამარიდა.
- რა თქმა უნდა. - არ მინდოდა, მაგრამ სევდა მაინც მემჩნეოდა.
- ელე, იცოდე მიყვარხარ! - ნომრიდან გასვლისას დამეწია მისი გაბზარული ხმაც.
არ შევიმჩნიე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მესიამოვნა. არც მას ვემეტებოდი დასაკარგად. ვეღარ შევბრუნდი. ახლა მისთვის თვალის გასწორებას ვეღარ შევძლებდი, წასვლას ვერ გავბედავდი.
სიმხნევე ნომერთან გაჩერებულ ავტომობილამდე მეყო. მოკუნტული ვიჯექი უკანა სავარძელზე. უხმო ტირილითა და ცრემლების ყლაპვით, ვტოვებდი „ლოპოტას“, მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი, ყველაზე მეტად კი საკუთარი თავი.
- დაუჯერა მეუღლემ? - ვერ ვიჯერებდი რომ ასეთ ტყუილს ვინმე რეალობად მიიღებდა - იმ დღის შემდეგ აღარ უცდია შეხვედრა?
- დღემდე არ ვიცი რეალურად რა უთხრა, დაიჯერა თუ არა მისი ნანამ. ალბათ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი არ შეიმჩნევდა.
- უცნაურია. ასე მარტივია ღალატზე თვალის დახუჭვა?
- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ოჯახის დანგრევაა მარტივი.
- თქვენ რას იზავდით ნანას ადგილას? – ინეტერესით ჩავეკითხე ელენეს.
- არ ვიცი. ალბათ მეც ვეცდებოდი საყვარელი მამაკაცის გამართლებას და ყველაფერში, საყვარელს დავადანაშაულებდი.
- ანუ თქვენც თავს მოუტყუებდით?
- ზოგჯერ რეალობა იმდენად რთულად მისაღებია, რომ ჩვენვე გვირჩევნია სიცრუეში დარჩენა, ნანა რაზმაძე იმ ტიპის ქალი არ იყო ქმარი ღალატის გამო მიეტოვებინა..
- ქალბატონო ელენე, თქვენთან მნახველია! – საშუალო სიმაღლის, მსუქან მამაკაცს - პალატაში შემოუძღვა მორიგე ექთანი.
იმდენად დაწვრილებით აღწერა ახვლედიანმა მისი მეუღლე, მისი ცნობა არ გამჭირვებია. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებოდა შაკოსგან.
- ამას ცოლად როგორ გაყვა? - ვაღიარებ იმედგაცრუებული დავრჩი.
რატომღაც ელენეს თანამეცხედრე სულ სხვანაირი წარმომედგინა. გულში გავამართლე კიდეც მისი ღალატი.
- ვხედავ არ იწყენ. მშვენივრად მოწყობილხარ, სტუმარიც გყოლია! – ირონიულად, ვიტყოდი ზიზღითაც კი მიმზერდა უცნობი - საინტერესოა, ყველა ქუჩის ქალს ასეთი პატივით იღებენ?!
- წუხელ ხომ ნათლად გამოხატეთ თქვენი აზრი, დღეს რატომ შეწუხდით, ბატონო დავით? – დაუფარავი ზიზღითაც კი შეხვდა ახვლედიანი მეუღლეს.
- ცდებით, ქალბატონო ელენე, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი, – არ ჩამორჩა მამაკაციც – თუმცა ჩვენი პრობლემების უცნობთან განხილვას არ ვაპირებ!
- დეა უცნობი არაა, ყველაფერი იცის.
- ყველაფერი?! - ისე გამომხედა მამაკაცმა, თითქოს მეუღლის ღალატში მე მადანაშაულებდა.
მისი მზერა კარგს არაფერს მოასწავლებდა. პალატიდან გასვლას ვაპირებდი, მაგრამ ელენეს გაფითრებული სახის დანახვაზე გადავიფიქრე, ვერ გავბედე მათი მარტო დატოვება.
- კარგი, დავივიწყოთ ცოლ-ქმრობა, ისიც რომ ერთად ვიყავით ამდენი წელი. დავივიწყოთ რომ მიღალატე. ჩვენ შორის მაინც აღარაფერი იქნება, - ვაღიარებ გამაკვირვა დავითის მშვიდმა ტონმა - პირდაპირ გეტყვი, თუ საკუთარი თავი ოდნავ მაინც გიყვარს, მოიშორე ეგ !
- ჩემი შვილი არაა, უფლებას არ მოგცემ... - ქალმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
- უფლებას?! - ირონიულად ახარხარდა - დაფიქრდი, ელენე, მე შენთვის ცუდი არ მინდა. კარგი მე ფეხებზე დამიკიდე, ნიკუშას რა პასუხს აძლევ, როგორ აუხსნი?
- დედობა დანაშაული არაა! - ბრაზი მოერია ახვლედიანს - ნიკუშაც გამიგებს!
- გაგიგებს, - აპილპილდა დავითი - ღალატსაც, უკანონოდ გაჩენილ შვილსაც, ვიღაცის ნაბიჭვარს მე რომ მტენი მაგასაც გაგიგებს?
- საკმარისია, არავის მივცემ ასე საუბრის უფლებას, შენთვის არ შემიტენია და არც დახმარება მითხოვია, უამრავი მარტოხელა დედაა, მეც მოვახერხებ საკუთარი შვილის გაზრდას!
- საკუთარი?! მთელი ცხოვრება ვერ მოინელე შვილი რომ არ გვყავდა ხომ?! გადამაბიჯე, როგორც კაცს თავს ლაფი დამასხი შენი ოცნების ასრულებისთვის ხომ?
- ზუსტადაც, მეც მქონდა დედობის უფლება! - თვალები დაქაჩა ელენემ.
- მარტოხელა დედობის უფლება? სულ დაკარგე ქალო ჭკუა? მოგკლავ, არ გაცოცხლებ! - ლოგინში მწოლიარე ქალისკენ გაიწია. არ ვიცი დაარტყამდა თუ არა, მაგრამ შუაში ჩადგომა დროულად მოვასწარი - სადაა ნაგავი მამამისი, ვინაა მე იმის... - ღრიალებდა გააფთრებული.
- ბატონო დავით! - შიშისგან საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
- მაგარი დამცველი კი გიპოვია, შენი ცემა რომ მინდოდეს ეს გამაჩერებს?! მაგ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებ, შენისთანა არარაობაზე ხელსაც არ გავისვრი, - სიძულვილით ხარხარებდა მამაკაცი - მითხარი ვინაა ის ნაგავი, გეკითხები სად გდია, რატომ არ არის ახლა შენთან?! გაიგო და მაშინვე გავარდა დაფეთებული, იქნებ არც იცი მისი ვინაობა?! - კარგად იცოდა მამაკაცმა როგორ უნდა ეტკინა ახვლედიანისთვის, ელენეს ცრემლების დანახვაზე კმაყოფილი ირონიულად ხარხარებდა. - მიგაგდო ხომ?! ჯერ კიდევ სად ხარ, ქუჩის კახპა ხარ, უკანასკნელი ქუჩის ქალი! შენისთანებზე ხელის გასვრაც კი არ ღირს.
- დაასრულე დავით! - ხმა უკანკალებდა ახვლედიანს.
- რა ხდება, - ხმაურზე შემოვიდა ექიმი, აკანკალებული ელენეს დანახვაზე -ზედმეტმა ხალხმა დატოვეთ პალატა! - თვალების ბრიალით მკაცრად გახედა დავითს.
- აი, მორიგი მცველიც... გილოცავ - ტაში დაუკრა ახარხარებულმა - კარგად დაიმახსოვრე ელენე ეს დღე. იცოდე ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს. ვერ დამემალება, ადრე თუ გვიან გავიგებ ვინაა და ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს, მის ხროტინებს გაგაგებინებ, მის სისხლს დავლევ და მაშინ დავისვენებ. - მუქარით უქნევდა სახესთან თითს - ინანებ, მერედა როგორ ინანებ. ბევრჯერ გაგახსენდები, მინატრებ, მაგრამ გვიანი იქნება.
- საკმარისია! - ისტერიკაში მყოფი ახვლედიანი ყურებზე ხელებს იფარებდა.
- ჩვენთვის მკვდარი ხარ, ჩემთვისაც და ნიკუშასთვისაც. არ მიგიღებთ! ჯერ კიდევ არ იცი ვისთან გაქვს საქმე. კაცი არ ვიყო, თუ ქუჩაში არ აღმოჩნდე, მათხოვარივით ხელგაწვდილი, მუხლებზე მდგომი, ფორთხვით მოხვალ, შებრალებას გვთხოვ და ვერ მიიღებ! შენივე სათაყვანო ვაჟი რომ გკრავს ხელს, მაშინ გამიხსენებ! - ზიზღი გაერია ხმაში დავითს.
- არასოდეს, ეგ დღე არ დადგება! ნიკუშა ჩემი შვილია, ჩემი გაზრდილი ....
- მაგასაც ვნახავთ! თუმცა რატომ ვდარდობთ, შენ ხომ შენი გმირი გყავს. დარწმუნებული ვარ ხელის გულზე გატარებენ...
- გასაგებად არ ვთქვი?! - პატარა ბავშვივით ქეჩოში წვდა დავითს ექიმი - მიბრძანდით პალატიდან! - უხეში ბიძგით გააგდო გარეთ.
დაცვის თანამშრომლებმა საავადმყოფოს ტერიტორია კი დაატოვებინეს, მაგრამ ეზოდან კიდევ დიდხანს ისმოდა დავითის უწმაწური გინება. თუმცა მისთვის აღარ გვეცალა, ელენეს ძლიერი ემოციის ფონზე მუცლის არეში ისეთი ტკივილები დაეწყო, რომ ფერიც კი დაკარგა. მისი დამშვიდება მხოლოდ გამაყუჩებლებით და დამამშვიდებელი ნემსის მორიგი დოზით მოახერხეს. არ ვიცი წამალმა იმოქმედა თუ მთელი დღის დაღლილობამ, როგორც იქნა ჩაეძინა ახვლედიანს, ნელ-ნელა მოდუნდა, მოეშვა, ტკივილისგან არეული სახე დაულაგდა.
უცნაურია, რამდენად ახლობელი შეიძლება გახდეს სრულიად უცნობი ადამიანი. ვუმზერდი დაღლილ გამოფიტულ ქალს და ვერ ვიჯერებდი, რომ სულ რაღაც ერთი დღის წინ წარმოდგენაც არ მქონდა ამ ადამიანის არსებობაზე, ახლა კი, როგორც საკუთარი სისხლისა და ოჯახის წევრის ბედი ისე მტკიოდა და მადარდებდა. თუ ექიმებს დავუჯერებდით, მის ასაკში პირველი ორსულობა ისედაც რთულად შესანარჩუნებელი იყო, პატარას შესანარჩუნებლად წოლითი რეჟიმის მკაცრად დაცვა ჭირდებოდა. ელენეს საავადმყოფოში მაქსიმუმ სამი დღე გააჩერებდნენ. რა უნდა ექნა უსახლკაროდ დარჩენილს, სად უნდა წასულიყო, ვისთან?! თავი ამტკივდა, ნერვიულად ვისრესდი საფეთქლებს.
- დამამშვიდებელი არ გაწყენდათ! - აშკარად შევეცოდე ექთანს - თქვენი აქ ყოფნის აუცილებლობა არაა, ამაღამ არ გაიღვიძებს! ჯობია დაისვენოთ და ხვალ დილით მოაკითხოთ!
მართალია ვყოყმანობდი, მაგრამ ექთნის ნათქვამი ჭკუაში დამიჯდა. ნამდვილად არ მაწყენდა კარგად გამოძინება, თან დედისთვისაც მინდოდა მეთხოვა, თუ დამეთანხმებოდა იქნებ ელენე ჩემთან წამოსულიყო. თიკოსაც ვნახავდი, დღევანდელი ამბების გადამკიდე, არც ის გამხსენებია და არც მისი ტრავმირებული მეგობარი მომიკითხავს. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ პრობლემის შემთხვევაში დამირეკავდა, მაგრამ ჩემი ბუტია დაქალის ამბავი რომ ვიცოდი, იმასაც ვხვდებოდი ახლა გაბუსხული იქნებოდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ღამით სახლში წამოვედი. დედას დაველაპარაკე, მასაც ძალიან შეეცოდა ელენე, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც ახლდა ახვლედიანის ჩვენ სახლში ყოფნას, მისი დარწმუნება სტუმრის მიღებაზე არ გამჭირვებია. გათენდა თუ არა, ვერ მოვისვენე და მაშინვე საავადმყოფოში გავიქეცი. ახვლედიანი ფეხზე დამხვდა, წინა დღესთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა მისი გაფითრებული სახე მაინც სისუსტეზე მეტყველებდა. ქალი აშკარად წასასვლელად ემზადებოდა.
- ქალბატონო ელენე, რას აკეთებთ?! - გაოცება ვერ დავმალე.
- აქ გორაობის დრო არ მაქვს. სამსახურში მელოდებიან.
- სად?! - ყურებს არ ვუჯერებდი - რას ქვია სამსახურში? უნდა დაწვეთ, საკუთარ თავზე თუ არა, ბავშვზე მაინც არ ფიქრობთ, ასეთი უპასუხისმგებლო როგორ ხართ?! - სიბრაზეს ვეღარ ვმალავდი.
ტკივილით გამომხედა:
- არ გამომივა, არ მომასვენებენ, დავითი დღესაც იყო მოსული, ექიმებმა არ შემოუშვეს. ხელწერილი უკვე დავწერე.
- შაკოც ხომ არ გამოჩნდა?
- აფციაური ის ტიპი არაა გადაწყვეტილება ასე მარტივად შეიცვალოს. მისი ადგილი ჩვენ ცხოვრებაში აღარაა. რაც იქნება-იქნება, სასწრაფოდ უნდა წავიდე. ბინაც უნდა მოვძებნო.
- ცუდად ნუ გამიგებთ. ჩემთან წამოდით!
- შენთან?! - გაოცებულმა ამომხედა.
- დედა ექთანია, უკვე ვესაუბრე, წინააღმდეგი არაა. თქვენ ახლა წოლა გჭირდებათ. იქ ვერავინ შეგაწუხებთ. ვიდრე რედაქციიდან პასუხს ველოდები, მეც თავისუფალი ვარ. თქვენთან ვიქნები.
- მადლობელი ვარ, მაგრამ მსგავს შემოთავაზებას ვერ მივიღებ. ისედაც შეგაწუხე, ჩემი პრობლემები თავს მოგახვიე! - თვალები ცრემლებით აევსო.
- ქალბატონო ელენე, მთელი გულით გთხოვთ. - ვცდილობდი მის დარწმუნებას.
ელენე ყოყმანობდა, ერიდებოდა, მაგრამ ვერც უარს მეუბნებოდა.
- მიმიღებთ?! - პალატაში მოულოდნელად ახალგაზრდა, ასე ოც წლამდე, მაღალი, სპორტული აგებულების ვაჟი შემოვიდა.
- ნიკუშა?! - ხმა აუკანკალდა მღელვარებისგან ახვლედიანს.
- რაო არ მელოდით, ქალბატონო ელენე?! - თბილად უღიმოდა დაბნეულ ქალს.
ხომ ვიცოდი, რომ ელენე მისი ბიოლოგიური დედა არ იყო, მაგრამ დედა-შვილს შორის იმხელა მსგავსება იყო სიტყვით ვერ გადმოვცემ, ერთი თვალის ჭრილი, ერთი გამოხედვა.
- მართლა ასე ცუდად მიცნობ, გეგონა არ მოვიდოდი?
- მე... - მღელვარებისგან ხმა უკანკალებდა ქალს.
ვაჟისთვის თვალის გასწორება უჭირდა, ცრემლების დასამალად თავი დახარა ახვლედიანმა.
- დე... ტირი?! – ხმა გაუმკაცრდა - არ შეიძლებაო არ გესმის?! საკმარისად ინერვიულე ისედაც !
- ვიცი, რომ დავაშ.... - სლუკუნებდა ქალი.
- მაგის დროც დადგება, ყველაფრის ახსნას მოასწრებ.
ელენე გაოგნებული უმზერდა შვილობილს.
- ჩემი სულელი დედიკო! - პატარა ბავშვივით გულში ჩაიკრა აცახცახებული ქალი - მართლა დაიჯერე რომ არ მოვიდოდი? მიდიოდი ხომ, კარგია რომ მოგისწარით, აქ რამდენიმე ხელი ტანსაცმელია, გამოცვლა გენდომება. - მოზრდილი სპორტულ ჩანთაზე ანიშნა.
- გამოგატანეს?
- ნებართვა არც მითხოვია. მთავარია შენ არ შეშინდე, ყველაფერი კარგად იქნება. ბინასაც ვიქირავებთ და მაგ პატარასაც გავზრდით! - საკუთარ გადაწყვეტილებაში მტკიცე ჩანდა ვაჟი.
- ვიქირავებთ?!
- აბა. გგონია მარტოს დაგტოვებთ?! - გაოცებულმა დახედა შვილმა.
ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გაიღიმა ახვლედიანმა, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი მოხსნეს, ბედნიერი უმზერდა შვილობილს.
არ ვიცი ალბათ ზუსტად ვერც მივხვდებოდი, რას გრძნობდა ახვლედიანი იმ მომენტში, მაგრამ მე ვიამაყებდი ასეთი შვილით. მათ შემხედვარეს გული ამიჩუყდა და ცრემლები მეც ვეღარ შევიკავე.
მიუხედავად პატარა ასაკისა, ელენეს ძლიერი და მყარი დასაყრდენი ჰყავდა, ახლა ჩემი დახმარება აღარ ჭირდებოდა. შემეძლო მშვიდად წავსულიყავი.
- ქალბატონო ელენე, თქვენის ნებართვით, წავალ!
- დეა, ბოდიში, ისე დავიბენი არც კი გაგაცანით ერთმანეთი. - ახლაღა გავახსენდი ახვლედიანს.
- არაფერია. გამიხარდა თქვენი ამბავი, წარმატებას გისურვებთ!
- დეა, - პალატიდან გასვლისას გამაჩერა ახვლედიანმა და ჩამეხუტა - ჩვენი ნაცნობობა ასე არ სრულდება, ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ!
უკარება, ამპარტავანი, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ქალისგან აღარაფერი დარჩენილიყო, თბილად, მადლიერებით მიმზერდა ახვლედიანი. აღარაფერი მითქვამს, მოვლენების ასეთი განვითარებით კმაყოფილი და ბედნიერი შინ ვბრუნდებოდი.

გადიოდა წლები, ახვლედიანისა და აფციაურის ამბავი ზოგჯერ მახსენდებოდა, თუმცა იმ დღის შემდეგ აღარც ელენე მინახავს და არც შაკო. მე ისევ ვაგრძელებდი წერას. ჩემი ახალი რომანი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, მკითხველებისგან უამრავი დადებითი ემოციის მიღების შემდეგ კმაყოფილი და ბედნიერი პარკში გამოვედი. მესიამოვნა საღამოს სიგრილე. იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი. ბავშვები ქვიშაში თამაშობდნენ, პატარა ნიჩბებით სასახლეებს აშენებდნენ. იქვე მსხდომი ძიძები გულრილი სახეებით ელოდნენ.
პატარა გოგო-ბიჭები პამპერსებით გამობზეკილი ტაკოებით პატარა ჭუკებივით მოძრაობდნენ.
ცხოვრებაში პირველად მეც მომინდა დედობა.
- აბა მიპოვე! - ბავშვის მხიარულმა კისკისმა მიიქცია ყურადღება.
ქერა თმიანი, ხუჭუჭა ცისფერთვალება, ალბათ სამიოდე წლის გოგონა ხის უკან ემალებოდა დედას.
- სადაა ჩემი პრინცესა?! - ჩემკენ ზურგით მდგომი დედა თითქოს ვერ ხედავდა მოხითხითე გოგონას, აქეთ-იქით იხედებოდა და ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა შვილს - აი, თურმე სად ყოფილხარ! - აკისკისებული შვილი ხელში აიტაცა ქალმა.
- დამსვი, დამსვი! - აფართხალდა პატარა.
მისი დაბლა დაშვება და ჩემკენ გამოქცევა ერთი იყო. გოგონა ისე სწრაფად მორბოდა, თითქოს მიწას არც ეხებოდა.
- ფრთხილად დეა, დეიკო! - უკან დაედევნა დედაც.
პატარამ ჩემთან მოირბინა.
- დამმალე, დამმალე! - ფეხებზე მომეხვია პატარა ცელქი.
საკუთარმა სახელმა ყური მომჭრა. გაოცებული დავაცქერდი მუხლებზე მოხვერულ პატარას, დედისგან დამალვას უშედეგოდ რომ ცდილობდა.
- უკაცრავად, შეგაწუხეთ! - სიცილით მომიახლოვდა დედაც.
- ელენე?! - გაოცებული ვუმზერდი ჯინსებსა და ტყავის ქურთუკში გამოწყობილ, მოკლე თმიან ქალს, სპორტულად ჩაცმული პატარა თინეიჯერ გოგონას რომ დამსგავსებოდა.
- დეა?! - გულწრფელად გაუხარდა ჩემი დანახვა ახვლედიანს.
ალბათ, რთულად წარმოსადგენი არაა, როგორ გაგვიხარდებოდა ერთმანეთის დანახვა. იმ საღამოს დიდხანს ვსაუბრობდით, როგორც გაირკვა ნიკუშა სასწავლებლად ისევ ამერიკაში წავიდა და დიდი ალბათობით საცხოვრებლადაც იქ აპირებდა დარჩენას. შვილობილთან მუდმივად ქონდა კონტაქტი, მისი დახმარებით „ექსპო ჯორჯიასთან“ ახლოს, წერეთელზევე იყიდა ბინა და ყოველ საღამოს იქ ასეირნებდა პატარა ახტაჯანას. მისი ყოფილი მეუღლე ისევ არ მუშაობდა, თუმცა ამჯერად შვილი ინახავდა აწ უკვე პენსიონერ მამასა და ბებიას.
დავითის აგრესიული გამოხტომები ისევ გრძელდებოდა, რაც ძირითადად სახლში მივარდნასა და მუდმივ შფოთში გამოიხატებოდა. საბოლოოდ ისევ ნიკუშა დაემუქრა, თუ თავს არ დაანებებ, აქ წამოვიყვან ელენეს და უარს ვიტყვი თქვენზეც და თქვენ დაფინანსებაზეცო.
- არ ვიცი, რის უფრო შეეშინდათ, შვილისა თუ მისი ფინანსების დაკარგვის, მაგრამ ფაქტია თავი დამანება და წელიწადზე მეტია არ გამოჩენილა.
- შაკო?!
მამაკაცის ხსენებაზე სახე მოეღრუბლა ელენეს, თვალები ცრემლებით აევსო.
- იმ დღის შემდეგ არ მინახავს.
- არც უცდია შეხვედრა?
- არა! - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
ელენემ მასთან დამპატიჟა იმ ღამით, მაგრამ უარი ვუთხარი. აღარ მინდოდა მისთვის წარსული გამეხსენებინა. კალთაში მჯდომი პატარა სეხნია უკვე ამთქნარებდა. კარგად დავჩქმიტე, ჩავკოცნე პატარა ახტაჯანა და დამშვიდობებე.

ჩემი ყურადღება, უკან ლანდივით აყოლილმა მამაკაცმა მიიპყრო. არ მომჩვენებია, ლანდი აშკარად ელენეს მიყვებოდა, თუმცა ქალი ვერ ხედავდა. საკუთარ ცნობისმოყვარეობას ვერც ამჯერად ვძლიე, მეც უკან ავედევნე. ზებრაზე შუქნიშნის მოლოდინში გაჩერდა წყვილი. მამაკაციც მოშორებით ჩრდილში შედგა. ცხადია ვერც ახლა შეამჩნიეს. გოგონა დედას რაღაცას ეტიტინებოდა, ელენე გულიანად კისკისებდა. გზა გადაჭრეს და იქვე მდგომ პირველივე კორპუსში შევიდნენ.
სულ რამდენიმე წამს გასცქეროდა კორპუსში შესულებს მამაკაცი, ისეთი მოჭიმული იდგა თითქოს ისევ ელოდა ქალის გამოჩენას, თუმცა უშედეგოდ. როცა ერთ-ერთ ბინაში შუქი აინთო, მხოლოდ მაშინღა გამოვიდა სინათლეზე და იქვე მდგომი ტაქსებისკენ გაემართა. ჩრდილში ამჯერად მე დავიმალე. მართალია ჭაღარა შერეოდა აფციაურს, მაგრამ მაინც ისევ ისეთივე სიმპატიური იყო, მიდიოდა ნელი ნაბიჯით და თვალები ისევ ანთებული სარკმლისკენ გაურბოდა. ავტომობილში მჯდომმა ერთხელ კიდევ გახედა კორპუსს და თვალსაც მიეფარა.
მე კი თავში უამრავი კითხვა მომდიოდა და პასუხი არც ერთზე არ მქონდა: არსებობდა სიყვარული და თუ არსებობდა რატომ ვერ იპოვეს ამ ადამიანებმა? თუ ასეთი ძლიერი იყო ეს გრძნობა, რატომ დათმო აფციაურმა? სად გადიოდა ზღვარი ზიზღსა და სიყვარულს შორის? რატომ ითვლებოდა გარყვნილებად დაოჯახებული ადამიანის სიყვარული? რატომაა ასეთი რთული არჩევანის გაკეთება სიმართლესა და სიცრუეს შორის? რატომ ვებღაუჭებით ვიღაცის დადგენილ სტატუსებს და ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს? ჩვენივე არასწორი არჩევანით, ჩვენივე სიმხდალით ვკლავდით, ვანადგურებდი სიყვარულს და შემდეგ ვამბობდით რომ მხოლოდ რომანებშიღა იყო დარჩენილი.



№1 სტუმარი Ana-maria

გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა, კიდევ ერთხელ გადავიკითხავ. ძალიან მომწონს და მინდა გაგრძელებაც ქონდეს. ასეთი სასიყვარულო სამკუთხედი სამწუხაროდ ბევრია და ბედნიერი არცერთი მხარე არაა.ელენე და შაკო, აკრძალული სიყვარული,ვითომ შენარჩუნებული ოჯახი,მაგრამ ელენესთვის დიდი ბედნიერება-პატარა გოგონა. რატომღაც ვფიქრობ ამ ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელება. კარგად დაწერილია ემოციური ისტორიისთვის დიდი მადლობა მწერალს.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Ana-maria
გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა, კიდევ ერთხელ გადავიკითხავ. ძალიან მომწონს და მინდა გაგრძელებაც ქონდეს. ასეთი სასიყვარულო სამკუთხედი სამწუხაროდ ბევრია და ბედნიერი არცერთი მხარე არაა.ელენე და შაკო, აკრძალული სიყვარული,ვითომ შენარჩუნებული ოჯახი,მაგრამ ელენესთვის დიდი ბედნიერება-პატარა გოგონა. რატომღაც ვფიქრობ ამ ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელება. კარგად დაწერილია ემოციური ისტორიისთვის დიდი მადლობა მწერალს.

მადლობა თქვენ, რომ მიუხედავად დიდი პაუზისა, მაინც კითხულობდით დაა გულშემატკივრობდით პერსონაჟებს

 


№3  offline წევრი ირო

ყველა შენი ისტორია გამორჩეულია,გამორჩეულია თითოეული დეტალით,არ ტოვებს განცდას,სიმშრალისა და გრძნობების შიმშილასას.ეს ისეთი ისტორიაა,(მაპატიე რა უფლება მაქვს)იმსახურებენ შანს ეს ადამიანები ამ ცხოვრების ბედნიერებისას.ანუ მეორე ნაწილს.

 


№4 სტუმარი ნია

არ ვიცი საიდან დავიწყო... იმდენად რეალური ისტორიაა ... იმდენი ემოციაა.. გავოცდი და თან გული მომიკვდა უაზრო სტერეოტიპებს რომ არ ეწირებოდეს ამ ქვეყნად ყველაზე წრფელი გრძნობა.. პროტერტი მიჩნდება საშინელი... დამათენდა კითხვაშიი... წამატებებიი შენ და შენს გონებას!!! თუ გააგრძელებ ბედნიერი ვიქნები. ელენე და შაკო ერთად.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ირო
ყველა შენი ისტორია გამორჩეულია,გამორჩეულია თითოეული დეტალით,არ ტოვებს განცდას,სიმშრალისა და გრძნობების შიმშილასას.ეს ისეთი ისტორიაა,(მაპატიე რა უფლება მაქვს)იმსახურებენ შანს ეს ადამიანები ამ ცხოვრების ბედნიერებისას.ანუ მეორე ნაწილს.

ძალიან მიხარია, თქვენი სიტყვები kissing_heart ვნახოთ, თუ მართლა საინტერესო რამ მოხდება ჩვენ პერსონაჟებთან იქნებ მოვიდეს კიდეც მეორე ნაწილისთვის მუზა

ნია
არ ვიცი საიდან დავიწყო... იმდენად რეალური ისტორიაა ... იმდენი ემოციაა.. გავოცდი და თან გული მომიკვდა უაზრო სტერეოტიპებს რომ არ ეწირებოდეს ამ ქვეყნად ყველაზე წრფელი გრძნობა.. პროტერტი მიჩნდება საშინელი... დამათენდა კითხვაშიი... წამატებებიი შენ და შენს გონებას!!! თუ გააგრძელებ ბედნიერი ვიქნები. ელენე და შაკო ერთად.


დიდი მადლობა, ძალიან მახარებთ kissing_heart

 


№6  offline წევრი თ. ა.

ძალიან კარგად მახსოვს როცა ეს ის ტორია იდებოდა საიტზე თავებად და როგორი ემოციებით ვიყავი დატვირთული წაკითხვის შემდეგ. მთელი მომდომებით რომ ველოდებოდი. ყველაფრის მიუხედავად რომ მაინც ვერ ვამტყუნებდი ელენეს და ყველაზე მეტად თავისი შვილის ყურადღებამ გამათბო. საერთოდ სულ სხვა თემაა ელენეს შვილობილი და ელენე იმდენად იმედიანი ურთიერთობა აქვთ დღეს კი არადა საქართველოში იმ სიტუაციისთვის უცხოც კი რომაა. ქმარი საერთოდ სულ სხვა განზომილებაა. ნამდვილი ჩამოუყალიბებელი კაცის ტიპაჟი, დედამთილიკო საერთოდ.
შაკოზე საერთოდ ყოვლად უპასუხისმგებლო და საშინლად იმედის გამცრუებელი პერსონაჟია.
ძალიან მიხარია სრულად რომ დადე. იმედია ახალს რამეს გაგვაცნობ კიდე.

 


№7 სტუმარი სტუმარი tea

dzalian momecona.daxvecili iumori da dalagebuli gadmocema.tineijeruli "peplebi amiprialda mucelshi "s gareshe????aucileblad gagrdzeleba schirdeba am istorias.eles ver datoveb ese????????

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

თ. ა.
ძალიან კარგად მახსოვს როცა ეს ის ტორია იდებოდა საიტზე თავებად და როგორი ემოციებით ვიყავი დატვირთული წაკითხვის შემდეგ. მთელი მომდომებით რომ ველოდებოდი. ყველაფრის მიუხედავად რომ მაინც ვერ ვამტყუნებდი ელენეს და ყველაზე მეტად თავისი შვილის ყურადღებამ გამათბო. საერთოდ სულ სხვა თემაა ელენეს შვილობილი და ელენე იმდენად იმედიანი ურთიერთობა აქვთ დღეს კი არადა საქართველოში იმ სიტუაციისთვის უცხოც კი რომაა. ქმარი საერთოდ სულ სხვა განზომილებაა. ნამდვილი ჩამოუყალიბებელი კაცის ტიპაჟი, დედამთილიკო საერთოდ.
შაკოზე საერთოდ ყოვლად უპასუხისმგებლო და საშინლად იმედის გამცრუებელი პერსონაჟია.
ძალიან მიხარია სრულად რომ დადე. იმედია ახალს რამეს გაგვაცნობ კიდე.

დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი აზრი. ვნახოთ რას ვიზავ. იდეები კი არის, მაგრამ როდის მოვახერხებ ჩაჯდომას დასაწერად ეგ აღარ ვიცი. არადა ძალიან მომენატრეთ

სტუმარი tea
dzalian momecona.daxvecili iumori da dalagebuli gadmocema.tineijeruli "peplebi amiprialda mucelshi "s gareshe????aucileblad gagrdzeleba schirdeba am istorias.eles ver datoveb ese????????

დიდი მადლობა. ძალიან გამახარეთ. გაგრძელებას ვერ დაგპირდებით,თუმცა ვერც გამოვრიცხავ

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

აი ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ აზრებს ვერ ვალაგებ ახლა..არც სხვანაირი დასასრული გამოვიდოდა მართლაც.აი რა უნდოდა აურია ცხოვრება მასაც და არც დალაგებული თავისიც უარესად არია და დაიტანჯნენ..ელენეს ოჯახს კი ისეᲓაც არ ჰქონდა დიდი დრო დაშლამდე.ყოჩაღ ნიკუშას ♡

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ნინო
აი ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ აზრებს ვერ ვალაგებ ახლა..არც სხვანაირი დასასრული გამოვიდოდა მართლაც.აი რა უნდოდა აურია ცხოვრება მასაც და არც დალაგებული თავისიც უარესად არია და დაიტანჯნენ..ელენეს ოჯახს კი ისეᲓაც არ ჰქონდა დიდი დრო დაშლამდე.ყოჩაღ ნიკუშას ♡

გაორებული ცხოვრების დასასრული ალბათ ყოველთვის ასეთია. მიხარია რომ წაიკითხეთ.დიდი მადლობა

 


№11 სტუმარი ეკა

ძალიან სასიამოვნო ოსტორიაა,თუმცა გაგრძელება არ აწყენდა.მადლობᲐ❤

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ეკა
ძალიან სასიამოვნო ოსტორიაა,თუმცა გაგრძელება არ აწყენდა.მადლობᲐ❤

მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ <3

 


№13 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ძალიან კარგი ისტორიაა, ემოციების ზღვაა, წარმატებები ❤

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ნეაკო
ძალიან კარგი ისტორიაა, ემოციების ზღვაა, წარმატებები ❤

დიდი მადლობა ნეაკო, მიხარია რომ მოგეწონათ <3

 


№15  offline წევრი NieMaND

ამეტირა ( ველოდი, რომ გონს მოვიდოდა რომელიმე. ბედნიერი დასასრულიდ მოლოდინით ჩავიკითხე, თუმცა, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ძალიან კარგად წერთ. ❤❤
--------------------
L.T.

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

NieMaND
ამეტირა ( ველოდი, რომ გონს მოვიდოდა რომელიმე. ბედნიერი დასასრულიდ მოლოდინით ჩავიკითხე, თუმცა, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ძალიან კარგად წერთ. ❤❤

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. კარგი იქნებოდა ყველა ისტორია ბედნიერად რომ სრულდებოდეს

 


№17 სტუმარი გიული

ძალიან ძალიან მომეწონა

 


№18 სტუმარი სტუმარი მაო

ჩემთვის ძაან გაწელილია.. თავში, შუაში და ბოლოში წავიკითხე, სულ სქროლვასქროლვით ????

 


№19 სტუმარი სტუმარი ხათუნა

კარგი ისტორიაა. განსაკუტრებით რეალური და მტკივნეული თემაა გაშუქებული.
შაკო უსუსური მექალთანე კაცია, ელენეს მსგავსი ქალი არ ყოლია აქამდე და მიხვდა ამას. თუმცა ეს სიყვარული არ იყო. ეს იყო ვნება და ფიზიკური კომფორტი შაკოსთვის. თორემ როცა ქი ,რომელიც გიყვარს, როცა შვილს გიჩენს - არ მიატოვებ ამ საშინელ წუთისოფელში.
მან ელენე ქარტეხილებს შეატოვა მარტოდმარტო ჯერარდაბადებულ შვილთან ერთად. ეს არაა სიყვარული.
ელენე ახვლედიანი ღირსეული ქალია,თავისი ბუნებით და თვისებებით. თუმცა ,გულს ვერ უბრძანებო ,იტყვიან და მანაც ერთი მოსექსავე სიმპაწიაგა მამაკაცი შეიყვარა.
ელენეს ქმარი რატომ გაგიჟდა არ ვიცი, თვითონ არ ღალატობდა ცოლს? შვილიც ხომ სხვისგან გააჩინა. ასე უნდოდა ელენესაც ყოლოდა საკუთარი შვილი, ეგრძნო დედობა.
ოჯახს არ ანგრევს მესამე, ოჯახს ანგრევს მეორე.
მადლობა ავტორს აქტუალური თემის გაჟღერებისთვის

 


№20  offline წევრი ელენე (ნენე)

მართალია, რაღაც ნაწილებში შეწვეტა მომინდა, თუმცა თავიდან ბოლომდე წავიკითხე, შეუჩერებლად.

ამ მოთხრობაში ერთადერთი რაც მომეწონა, ეს ელენეს შეუპოვარი, მებრძოლი ხასიათია. თუმცა თავიდანვე წარმოუდგნელად ბევრი მოითბინა, არ არის ჯანსაღი, ელენეს დამოკიდებულება ქმრის საქციელების მიმართ. ქალები, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც პროფესია აქვთ და თავის რჩენა შეუძლიათ, რატომ ჩერდებიან უნიათო, უღირს არაკაცებთან?! ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც დაუშვა. უამრავი მიზეზი ჰქონდა გაშორებოდა ქმარს, თუმცა ვერც ერთხელ ვერ გაბედა. ადამიანი ასე მშიშარა არ უნდა იყოს.

შაკოს რაც შეეხება, ერთი კომპლექსიანი, მანიპულატორი მექალთალეა, რომელსაც გულწრფელად აღარაფრის კეთება არ შეუძლია. სინამდვილეში კარგი მამაც კი არ არის და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი - ქმრისგან ღირსებაშელახული, მოტყუებული ქალი შვილს ნორმალურ გარემოში ვერ ამყოფებს. ძალიანაც რომ უნდოდეს, მაინც შეიმჩნევა მის თითოეულ საქციელს ის ტკივილი და დამცირება, რასაც განიცდის.
მეორე - ბავშვისთვის იმაზე უფრო საშინელო არაფერია, როდესაც გრძნობს, რომ მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთს პატივს არ სცემენ და სწორედ ასე არიან შაკო და მისი მეუღლეც. მესამე - ერთხელაც გამჟღავნდება შაკოს რომანების შესახებ და ბავშვი აუცილებლად იკითხავს, რატომ იმცირებდა დედა თავს? რატომ არ შორდებოდა კაცს, რომელიც ღალატობდა? მამასაც ჰკითხავს, ნუთუ არასდროს უფიქრია მასზე? ნუთუ არასდროს დაფიქრებულა იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა, როცა გაიგებდა, რომ დედამისს წლების განმავლობაში ამცირებდნენ, ღირსებას ულახავდნენ?! არ მესმის, შაკოც და ნანაც, ორივე ასე უთავმოყვარეო როგორ გამოდგა, რომ ასე ინარჩუნებენ ოჯახს?! ბავშვი ალბათ იკითხავს, დედას თუ არ შეეძლო, შენ მაინც გაშორებოდი და შორიდან გეზრუნა ჩემზე, ოღონდ ასე დამცირებული და გატეხილი მშობლებს არ აღვეზარდეო.
მეორე შვილი არც ერთხელ რომ არ უნახავს პირდაპირ, ეგ ცალკე დიდი საზიზღობაა. როგორ სიტუაციაში გაჩნდა, რა აზრი აქვს?! მთავარია, რომ მისი ნაწილია, მისი სისხლი და ხორცია. ეს კაცი კი ამას არ აღიარებს, უმამობისთვის იმედებს გოგონას და მხოლოდ მალულად ნახულობს, როცა მონატრება ან სინდისი შემოუტევს. მსგავსი უპრინციპო, კომპლექსიანი და მშიშარა კაცები არც უნდა არსებობდნენ.


ნანაზე რა ვთქვა?! უთავმოყვარეოა, უღირსი.

აქ ერთადერთი ჯანსაღი ადამიანი იყო ნიკა, რომელიც ელენას გვერდში დაუდგა უმძიმეს დროს.

აქვე ვიტყვი, ისტორიაში რამდენიმე დეტალი გაპარული გაქვს. მაგალითად, ელენე შაკოს ეუბნება, რომ მანქანაში გვქონდა ხოლმე სექსი, სასტუმროც არ მაღირსეო, მაშინ, როცა საბოლოოდ, ისე აღწერე, თითქოს მხოლოდ ერთადერთხელ ჰქონდათ სექსი ისიც ლოპოტაზე.

ისტორიით მოვიხიბლე მეთქი ვერ გეტყვი, თუმცა აქტუალური სიბინძურე კი გქონდა აღწერილი.

წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent