შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 36) +18


25-03-2021, 11:19
ავტორი Impermeable
ნანახია 2 538

თავი 36

ფლამინგოსფერი

ლეა

იქ, შუამდინარეთში, ტიგროსის სანაპიროზე ქვიშისფერ სახლებს შორის ერთ-ერთი ჩემი და დავუდის სიყვარულის ნავსაყუდლად უნდა ქცეულიყო. ვგრძნობდი, როგორ კარგავდა დამამშვიდებელი თავისი მოქმედების ეფექტს და სხეულს ისევ უბრუნდებოდა სასიცოცხლო ენერგიები, რომლებიც სისხლძარღვოვანი ქსელის მეშვეობით ძალუმად მიემართებოდნენ გულისკენ. ახლაღა შევამჩნიე, რომ დავუდის მხარზე ჩამძინებოდა და საბრალოს ალბათ მთელი ფრენის პერიოდი განძრევის საშუალებაც არ ჰქონდა. უფრო სწორად, განძრევის საშუალება კი ჰქონდა, მაგრამ არ სურვილი, ვინაიდან არ სურდა ჩემთვის მშვიდი ძილის დაფრთხობა, ხომ თითქოს არაფერია, მაგრამ სიტყვებზე მეტად სწორედ ასეთი წვრილმანები ათასჯერ უფრო მეტად მაგრძნობინებდა მის სიყვარულსა და პატივისცემას ჩემდამი.

- ცოტაღა დარჩა, ლეა. - თბილად გამიღიმა და ისევ თავისკენ მიმიხუტა.
ირგვლივ მიმოვიხედე და გაოცებული დავრჩი. აქამდე სადაც მიფრენია, თუ უმრავლესობა არა, საკმაოდ დიდი წილი მგზავრების ტურისტებს შეადგენდნენ, ახლა კი ირგვლივ უჩვეულო სევდით აღსავსე თვალებით მომზირალი ჩადრიანი ქალები, კაცები და ბავშვები ისხდნენ, ერთი, რაც ყველას საერთო ჰქონდათ იმედჩამქრალი მზერა და ან შუშასავით გამჭვირვალე არაფრისმთქმელი, ან კიდევ ჭაობივით ღრმა აწყლიანებული გუგები იყო.

დავუდმა თითქოს ჩემი ფიქრები გამოიცნოო, საუბარი თავადვე წამოიწყო.
ბოლო წლებია ერაყში ტურისტს თითზე ჩამოსათვლელად თუ შეხვდები, ლეა. ყველა უფრთხის ISISის წყალობით მსოფლიოში ტერაქტების საშიშროების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ჩამოსვლას. აქ ვისაც ხედავ, უმეტესობა ან დეპორტირებული ემიგრანტია, ან თავშესაფრის მაძიებელი, რომელთაც სტატუსზე მიმღებმა ქვეყნებმა უარი უთხრეს და იძულებულნი არიან სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ბევრი მათგანის სიცოცხლე ისევ საფრთხის ქვეშ იქნება.

ვუყურებდი მათ და ჩემდაუნებურად დანაშაულის გრძნობა მიპყრობდა. როგორ მახსოვს, რამდენმა ისარგებლა თუნდაც ჩემი მეზობლებიდან 2000იან წლებში და ყალბი საბუთებით ლტოლვილად ჩაბარდნენ, აქ კი ომის და ტერორისტების ქარცეცხლს გამოქცეულებს დროებითი ჰუმანიტარული სტატუსიც კი სანატრელი გაუხდა.
დავუდმა ღრმად ამოიხრა და ვერ წარმოიდგენთ რაოდენ დიდი ტკივილი ამოაყოლა ამ ერთ ამოხვნეშას.

- ყველაზე ცუდ დღეში მოსულიდან ემიგრირებულები არიან, მათი დიდი ნაწილი ქრისტიანი ან იეზიდია და ხომ წარმოგიდგენია რამდენად საშიშია მშობლიურ მიწა-წყალზე მათი დაბრუნება. მოსულის ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად განადგურებულია, ნანგრევების უზარმაზარ გროვაში ვერც იფიქრებ, რომ ოდესღაც ერაყის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალ და დიდ ქალაქში სიცოცხლე ჩქეფდა. არც ბაღდადშია უკეთესი მდგომარეობა. გაგვიმართლა, რომ ჩვენი სახლი მწვანე ზონაშია. მწვანე ზონა დაახლოებით მხოლოდ 10 კილომეტრის რადიუსში ვრცელდება და ძირითადად საელჩოები და კარგად გამაგრებული სამთავრობო უწყებები და ელიტური დასახლებებია, ხოლო დანარჩენი ბაღდადი ჩვეულებრივ ბომბს ჰგავს, რომელსაც მარყუჟი როდის და ვის მიერ მოძვრება არავინ იცის.
- ამ პირობებში არ გეშინია შენი ოჯახის აქ გაჩერება?
- აქ ძირითადად ოჯახურ, რელიგიურ დღესასწაულებზე ჩამოვდივართ ან მნიშნველოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების დროს, დანარჩენ დროს ჩემი ოჯახი მაროკოში, ხოლო მე და მამა ოჯახური ბიზნესიდან გამომდინარე დუბაიში ვატარებთ. ჩვენი მომავალი ქორწილის გამო ისევ ბაღდადში შევიკრიბებით დროებით ყველანი.

პირველად შემოიჭრა ჩემეულ ოპტიმიზმით სავსე თუნდაც ბუნდოვან მომავლის აღქმაში შიშის ნოტები. ვერასდროს რომ ვერ წარმომედგინა, ისე მესმოდა დავუდის და ერთი წამითაც არ დამიშვია უკან დაბრუნება. თითქოს 2008 წლის დროინდელი მოვლენები გამიცოცხლდა, ახლაც მახსოვს როგორ მთხოვდნენ ჩემი ბიძაშვილები თურქეთში გადასვლას, მაგრამ მე მაინც ჯიუტად თბილისში დავრჩი. ასე იყო დავუდიც, სადაც არ უნდა წასულიყო, მის სახლს ვერსად ვერ გაექცეოდა, მისი სახლი კი ბაღდადი იყო.

როგორც იქნა, დავეშვით ქვიშისფერ ბაღდადში. ჩიტის სიმაღლიდან აქა იქ ურჩად გამობზეკილ პალმების რიგებს თუ არ ჩავთვლით ამ ქალაქში ყველაფერი ქვიშისფერი იყო: მიწა, შენობები, თვითონ ტიგროსიც კი, თითქოს ამ უზარმაზარმა მდინარემ ათასწლეულების სვლასთან ერთად ყველა აქ მცხოვრები ცივილიზაციისა და ერის სისხლი შეირწყა და მდორე დინებაში ერთმანეთში ახლართა. აეროპორტში დაშვება ცალკე ექსტრემალური გამოცდილება იყო, ისეთი, რომელშიდაც მთელი სიცხადით შევიგრძენი, როგორც ადრენალინის მოზღვავება, ასევე შიში. თვითმფრინავმა ჯერ ირაო შეკრა, როგორც ამას ფრინველთა გუნდი აკეთებს, მერე თითქოს დაშვება დაიწყო და უცებ ისევ ზევით აფრინდა, თითოეული მისი ასეთი სვლა ისეთ ჯაყჯაყს იწვევდა, რომ ასე მეგონა უზარმაზარ ხვრელში ვვარდებოდით, ზუსტად იგივე მანევრებს ახორციელებდა რასაც ავარიული დაშვებისას, ამიტომ ბუნებრივია მეშინოდა და გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა დავუდმა ჩემ ხელზე მეორე ხელი დაადო. ახლაღა გავაცნობიერე, მის ხელზე მთელი ძალით აღბეჭდილი ჩემი ფრჩხილების კვალი.
- ნუ ღელავ, ლეა, დამშვიდდი. ეს სპეციალური მანევრია, ამით ვამოწმებთ საფრთხე გვემუქრება თუ არა. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ბაღდადის თავზე ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ყველა პილოტს დაევალა მსგავსი მანევრების განხორციელება დაშვების წინ პრევენციის მიზნით.

პასპორტ კონტროლი დავუდის წყალობით მარტივად გავიარეთ და ის ის იყო გასვლას ვაპირებდით, რომ ქართული გინების ხმა მომესმა. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ თუ ამ ღვთისგან მივიწყებულ ქვეყანაში ქართულ გინებას გავიგებდი, ვერასდროს.
დავუდმა ერთი მთხოვა აქ დამელოდეო და მესაზღვრეებთან მოკამათე ქართველებთან მივიდა. ქართველთა ურჩობა აშკარად ან მოსალოდნელი დეპორტით ან გამოკითხვის ოთახში გადაყვანის მცდელობით იყო განპირობებული. დაახლოებით ნახევარი საათი საუბრობდა დავუდი და მშვიდ სახეზე ერთი ძარღვიც კი არ უტოკდებოდა. მართალია ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა, მაგრამ ვხვდებოდი როგორ მშვიდდებოდნენ დაპირისპირებული მხარეებიც. მცირეოდე ხანში ქართველები წელში გამართული შემოგვიერთდნენ, მადლობის ხდაში უკვე გვეპატიჟებოდნენ თავისთან ისე, რომ ჯერ მათი დამხვედრი პირიც კი არ მოსულიყო. მალევე გამოვემშვიდობნენ და გეზი უზარმაზარი შავი ჰამერისკენ ავიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი მსუბუქად შეჯავშნული იყო და ალბათ მხოლოდ კალაშნიკოვის ტყვიებს თუ აისხლეტდა, შესახედაობა ისეთი ჰქონდა, რომ მეგონა ტანკში ვიჯექი.
დავუდმა მოკლედ ამიხსნა, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული ტერაქტების გამო ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ყველა ჯავშნიანი ავტომობილით გადაადგილდება.
- დავუდ, იმ ქართველებს რა უნდოდათ ერაყში? როგორც ვხედავ ადგილობრივებიც კი ერიდებიან აქ ჩამოსვლას.
- ლეა, შენ წარმოიდგინე, ბოლო რამდენიმე წელია ქართველი ემიგრანტები სამუშაოდ ერაყშიც მიდიან. უფრო ქალაქი ერბილია მათი მთავარი სამიზნე. იმის მიუხედავად, რომ ცხელ წერტილებთან ახლოს უწევთ მუშაობა, უფრო იმას დარდობენ, რომ იქ ზაფხულობით განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა. განსხვავებული კლიმატის გამო ბევრ მათგანს აწუხებს სტომატოლოგიური პრობლემები, ასევე ცვივა თმა. თავიდან 10 ერაყში ნაომარი კაცი ჩამოვიდა აქაურ ნაცნობებთან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სამუშაოდ. მერე კი თავადვე დაიწყეს ნაცნობების ჩამოყვანა და დასაქმება. ომის მერე ტექნიკური პერსონალის საჭიროება აქ ყველა სფეროშია, მითუმეტეს ნავთობის, ინვესტორებიც ძირითადად ან შეიხები, ან უცხოელები არიან და კარგადაც იხდიან, სამშობლოში უქმად დადებული ინჟინრის დიპლომები მარტივი გადამზადების მერე ქართველმა ემიგრანტებმა სწორედ ერბილში აქციეს ლუკმა-პურის შოვნის წყაროდ. ამ ბიჭების დამხვედრს მოსვლა დააგვიანდა და მესაზღვრეებმა ჯგუფად ჩამოსული ქართველები საეჭვოდ მიიჩნიეს. სულ ეს იყო.

დავუდის ნათქვამით ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვიყავი. იმის მაგივრად, რომ მისი ოჯახის მოსალოდნელ არცთუ სასიამოვნო შეხვედრაზე მეფიქრა, ჯერ კიდევ ქართველი ემიგრანტების ბედი უფრო მაღელვებდა. ნეტავ ქალებიც თუ არიან. ავტომობილის მინიდანაც კი აშკარა იყო, ქალაქის ქუჩებში ქალს იშვიათად თუ მოჰკრავ თვალს. ალბათ, გასაგები მიზეზით - უსაფრთხოების პრობლემა ჯერ-ჯერობით მოუგვარებელი რჩება, ანუ უბრალოდ საშიშია ქუჩაში გასვლა. იქნებ ამის უკან უფრო ღრმა კულტურული მიზეზებიც არის, როგორია ქალის როლი ერაყელ საზოგადოებაში?
-დავუდ ქალები სად არიან?
- რომელი ქალები ლეა?
- აქაური ქალები. ქუჩაში აშკარად არ არიან. არ მინდა დავიჯერო, რომ აქაური ქალის საზოგადოებრივი როლი მხოლოდ ოჯახით შემოიფარგლება.
- მართალია ევროპისგან ჯერ ისევ შორს ვართ, მაგრამ ერაყელ ქალებზე ის არის ცნობილი, რომ მათ განათლების დონითა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის მხრივ, არაბულ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკუთვნის. დარწმუნებული ვარ, შენი ინიციატივა ქალთა ორგანიზაციის გახსნის თაობაზე ამ მხრივ პოზიტიურ როლს ითამაშებს.
- დავუდ, რა მინდა იცი გთხოვო? - კნუტის თვალებით ავხედე და ყელში ხმაურიანად ვაკოცე. ჩემს ამ ქცევაზე მძღოლი უხერხულად შეიშმუშნა, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ აქ ქალების საჯაროდ გრძნობების გამოხატვა ტაბუირებულია.
- ვგიჟდები ამ აფირისტულ გამოხედვასა და წამწამების თრთოლვაზე, რომლის წინაშეც უძლური ვარ, რაც გინდა მთხოვე. - თბილად გამიღიმა და ჩემგან განხსხვავებით დისტანციურად თვალებით მომეალერსა.
- სანამ სახლში მივალთ, ჯერ მინდა რომ ის შენობა ვნახო, სადაც ჩემი ორგანიზაცია იქნება.
- აი, ასეთი ლეა უკვე მომწონს. - ტაში შემოკრა. -ძლიერი, მიზანდასახული და თავდაჯერებული. შენ წარმოიდგინე შენთვის პრეზენტაციაც კი აქვს მერიემს მომზადებული.
ამასობაში ქალაქის იშვიათ ბიზნესცენტრთაგან ერთ-ერთთან ჩამოვქვეითდით და გეზი მეშვიდე სართულისკენ ავიღეთ.
- შვიდი ჩვენთვის საკრალური მნიშვნელობისაა, როგორც თქვენთვის სამი ან ცხრა. ქორწინების პრეპერიოდიც სწორედ 7 რიტუალისგან შედგება. ამიტომ ჩემი ოფისიც და შენიც მეშვიდე სართულზეა. შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ მეშვიდე სართული სრულიად ჩვენს განკარგულებაშია.
ლიფტის კარი გაიღო თუ არა მაშინვე მერიემის აცრემლებულ თვალებს გადავწყვდი. ჩადრის გარეშე, საქმიან გრძელ კაბა-კოსტიუმში გამოწყობილი ბრწყინავდა. მაშინვე ჩავეხუტე, და ბოლოს ისევ დავუდის ხმაურიანმა ჩახველებამ დაგვაცილა ერთმანეთს. მივხვდი, რომ ამ ჩერქეზ გოგოს სამუდამოდ მოეპარა ჩემი გული მეგობრობისთვის. აი დავუდმა კი ისე უხერხულად გადაკოცნა ორივე ლოყაზე, ისე შორიდან, რომ ღიმილი ვერ შევიკავე. დაახლოებით 5 ქალი გავიცანი, მათგან ორნი 30წლამდე იქნებოდნენ, ხოლო დანარჩენი შედარებით სოლიდური ასაკის. რამაც აღმაფრთოვანა, მათი მოქარგული კაფტანები იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოკრძალებულად ეცვათ, ჩადრი და ნიქაბი არცერთ მათგანს არ ეკეთა და ჩიტივით თავისუფლების სიყვარული ყველას მზერიდან გამოსჭვიოდა.

აქეთ მობრძანდით მისიზ ლეა.- ხელით საკონფერენციო დარბაზისკენ მიმანიშნა და სანდომიანი სახით წამიძღვა მათ შორის ყველაზე უფროსი.
მისიზ ლეა. თვითკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. მერიემმა პროექტორი მოხერხებულად ჩართო და მალე დიდი ეკრანი ორენოვანმა არაბულ-ინგლისურმა პრეზენტაციამ დაფარა.

- 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული, ერაყი აწარმოებს არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამას გარდა, ქვეყანა ასევე ჩაბმულია საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში თურქეთთან, რადგან ამ უკანასკნელმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე იერიში მიიტანა. კონფლიქტის ზეგავლენა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობასა და ქალთა უფლებებზე შემაშფოთებელია. - გამართული ინგლისურით, ზოგადი შესავლით დაიწყო შუახნის ქალბატონმა ასრამ. - დღეს ერაყში ქალის სტატუსზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: ომები, სექტანტური რელიგიური კონფლიქტი, დებატები ისლამურ სამართალთან და ერაყის კონსტიტუციასთან, კულტურული ტრადიციები და თანამედროვე სეკულარიზმი. ასიათასობით ერაყელი ქალი დაქვრივდა მრავალი ომისა და შინაგანი კონფლიქტის შედეგად. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები იბრძვიან შევიწროებისა და დაშინების წინააღმდეგ, ისინი მუშაობენ ქალთა სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, კანონის, განათლების, სამუშაო ადგილისა და ერაყის ცხოვრების მრავალ სხვა სფეროში და ცდილობენ შეაჩერონ შეურაცხმყოფელი ტრადიციული პრაქტიკა, როგორიცაა საპატიო მკვლელობები და იძულებითი ქორწინებები .
ვიგრძენი ბოლო სიტყვებზე როგორ დაეჭიმა მთელი სხეული, თუმცა მალევე დაიბრუნა ჩვეული მშვიდი გამომეტყველება და განაგრძო:
სამწუხაროდ ორმა ომმა და შიდა კონფლიქტებმა ნეგატიურად იმოქმედა ქალების განათლების უფლებაზეც. დღეს ერაყელი ქალების 26%-მა წერა-კითხვა არ იცის. 15-24 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის წიგნიერების დონე 80%-ია ახალგაზრდა ქალებისთვის, თუმცა გოგონები ბიჭებზე ნაკლებად აგრძელებენ დაწყებითი საფეხურის მიღმა სწავლას. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია, რელიგიური ქორწინებების გზით დაწყებითი საფეხურის დამთავრებისთანავე აოჯახებენ ხოლმე ბავშვებს, და ხშირად სკოლის მიტოვების მაჩვენებელი ჩვენთვის ირიბი ინდიკატორი ხდება, დაახლოებით გავზომოთ რამდენი გოგონა იმყოფება ადრეულ ქორწინებაში.
მიუხედავად იმისა, რომ აზრა ისევ აგრძელებდა პრეზენტაციას, ჯერ კიდევ წინა სლაიდზე ვფიქრობდი, სადაც დაახლოებით11-12 წლის მწვანეთვალება გოგონა საპატარძლო კაბითა და წითელი ლენტით დაახლოებით 40-45 წლის კაცის გვერდით იდგა. თავიდან ვიფიქრე, რომ მამა იქნებოდა, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე მალევე გავაანალიზე, რომ მასზე ოთხჯერ უფროსი კაცი სიძე გახლდათ. თვალებიდან არ ამომდიოდა გოგონას დაბნეული, შეშინებული მზერა.
- პოლიცია როგორ რეაგირებს ბავშვთა ქორწინებაზე? - პირველი კითხვა დავსვი. ვერ ვიტანდი და სრულიად შეუსაბამო მეჩვენებოდა სიტყვათა შეთანხმება ნაადრევი ქორწინება ამ შემთხვევაში. ნაადრევი შეიძლება იყოს 17 წელი მაგრამ 11-12? ეს ნამდვილად ბავშვთა ქორწინებაა და იმის წარმოდგენაზეც კი რა ბედი ელოდა თითოეულ ასეთ მსხვერპლს, ძარღვებში სისხლი მეყინებოდა. დავუდს გავხედე და არც ის იყო ჩემზე უკეთეს დღეში. მრისხანებისგან ზურმუხტისფერი მზერა ვეფხვისებრად ელვარე გახდომოდა და მუჭები შეეკრა ისე, რომ მაჯებზე აშკარად დამჩნეოდა თითოეული სისხლძარღვი.

როგორც იქნა, პრეზენტაცია დასრულდა და ემოციებით დამძიმებულმა ისღა მოვახერხე, რომ მადლობა მეთქვა ამ ენთუზიაზმითა და ტკივილით აღსავსე ქალებისთვის. ქალებისთვის, რომლებიც უფლებადამცველის მდგომარეობამდე პირადმა ტრაგედიებმა მოიყვანა, ხოლო ის თუ რა ტრაგედია იმალებოდა თითოეული მებრძოლი ნიღბის მიღმა, ამის გასარკვევად დრო თავზე ხელსაყრელად მექნებოდა. მომავალ თანამშრომლებსა და თანამებრძოლებთან დამშვიდობების მერე დავუდმა მერიემი გამოიხმო.
- მერიემ, როგორც შევთანხმდით, კრინტი არ დაგცდეს რომ დღეს გვნახე. ლეასთვის ეს დღე ემოციებით დატვირთული იყო ისედაც. ოჯახში ზეგ გველიან, მანამდე კი ვეცდებით ჯერ დავისვენოთ, ხვალ კი ლეას მცირე ექსკურსია მოვუწყო ისტორიულ ბაღდადში.- თვალი ჩამიკრა და თავისკენ მიმიზიდა.
უცებ დავიძვრინე მისი მკლავებიდან თავი და მერიემს ჩავეხუტე.
- იმედია ხვალ შემოგვიერთდები, ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე.
- მეც, ლეა, მეც მომენატრე. - სევდიანად გაგვიღიმა და დაგვემშვიდობა.
ავტომობილმა პალმების ხეივნითა და თეთრი ქვიშით მოკირწლული ქუჩისკენ შეუხვია, ალაგ-ალაგ ფერად-ფერადი ყვავილებიც ჩაერგოთ, რაც სრულ კონტრასტს ქმნიდა აქამდე ნანახ ქუჩებთან. მწვანე ალაყაფის კართან გაჩერდა და როგორც ყოველთვის გადასვლა დავუდმა დამასწრო და გალანტურად ხელი გამომიწოდა, რომ დამხმარებოდა. ჯერ კიდევ ვერ ვეჩვეოდი მის ჯელტმენურ ქცევებს, ან მეგონა, რომ მოსწყინდებოდა.
ეზოში შესვლისთანავე გავოცდი, ამ ფერებდაკარგულ, ქვიშისფერ ქალაქში ჩემს წინაშე ფლამინგოსფერი ორსართულიანი შენობა აღმართულიყო. აი ისე, თითქოს რომელიმე აღმოსავლური ზღაპრიდან ფურცელი ამოგლიჯეს და 3დ პრინტერით ამობეჭდეს. პალმები და ყოველგვარი არქიტექტურული კანონზომიერების გარეშე აქა იქ გაბნეული სარკმლები უნებურად გაგრძნობინებდათ, რომ სადაცაა ამ სარკმლიდან ჟასმინი გამოიხედავს, ხოლო წუთი-წუთზე ალადინი თავისი ხალიჩით მოფრინდებაო.
- მოგწონს? - ეშმაკურად ჩამიკრა თვალი დავუდმა.- ეს ჩემი ბუდეა. აქ სწორედ მაშინ მოვდივარ როცა მარტო ყოფნა მინდა, თითქოს ბავშვობაში ვბრუნდები, ჯადოსნური ზღაპრებით სავსე ბავშვობაში.
შენობის ინტერიერმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა როგორც ჩემს პირველ შთაბეჭდილებაში, ასევე დავუდის სიტყვებში. ინტერიერის ავეჯს რბილი, ხავერდის ფერადოვანი ბალიშები, იატაკზევე გართხმული ქსოვილის ტახტი, დაბალი ტაბლა, მოვარაყებული ქოთნები წარმოადგენდა, იქვე ქვაში არაბული ორნამენტებით გამოკვეთილი წყარო და ნიშა იყო, სავარაუდოდ სალოცავი ადგილი. მაშინვე ბალიშების გროვისკენ გავექანე და სირბილეში გადავეშვი.
დავუდმაც მომბაძა, ფეხებზე გაიხადა ჩემს გვერდით დაიშვა.
აქლემის ბეწვის ბალიშებზე ვიწექით ორი ერთმანეთზე შეყვარებული სხეული და ემოციებით დატვირთული დღის ბოლოს ისღა დაგვრჩენოდა ერთმანეთის გულისცემა იავნანად მიგვეღო. ასეთი დამღლელი დღე რომ არა, ასე უძრავად დაგდებულებს რა გაგვაჩერებდა. თითქოს მიწაზე კი არა, ზეცად ღრუბლებში ჩავეფლეთ და ღრუბლების სიქათქათე მზისგან წამოსულმა ათინათებმა გააფერადა.
- რაზე ფიქრობ ლეა? - ექოდ გაიჟღერა უზარმაზარ კედლებს შორის დავუდის ხმამ.
ჩვენზე, და იმაზე, რომ ისე დაღლილები ვართ, ასეთ საოცარ სირბილესა და სიფუმფულეშიც კი არაფრის არ გვაქვს.
- ჰმ, მე კიდე სხვა სირბილე და სიფუმფულე უფრო მომწონს.
რომელი?
ვერც გავიაზრე ისე უცებ მომექცა ზემოდან და აბრეშუმის ზედიდან ორივე მკერდი ამომითავისუფლა, ხელში ისე შეათამაშა, გეგონება საზამთროს ავკარგიანობას არჩევსო, და რიგ-რიგობით ხარბად დაეწაფა, აი ამ სიფუმფულეებს არაფერზე არ გავცვლი.
კვნესის ჩახშობას ჩემივე კისკისით ვცდილობდი და თან თითებს მის თმებში დავაცურებდი. კერტებზე ენას ისე ოსტატურად ათამაშებდა, გეგონებოდათ მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი უკეთებიაო, მერე ყელზე გადმოინაცვლა და მტკივნეული ასპირაცია (ზასოსი) დამიტოვა.
- კარგი, რა დავუდ, ასე შენებთან როგორ გამოვჩნდე, რა ველური კატობა აგიტყდა. - უკმაყოფილოდ გავითავისუფლე თავი.
- მორჩი წუწუნს, მე უბრალოდ ჩემი სიყვარულის ობიექტი მოვნიშნე, რომელსაც ნებისმიერი აბრეშუმის ან შიფონის თავშლით დაფარავ.
- როგორ დამამშვიდე. ეგრე ხო?
ამჯერად მე მოვექეცი ზემოდან და ნელ-ნელა დავიწყე ღილების შეხსნა, თან თვალს არ ვაშორებდი. საოცარი იყო იმის ცქერა, როგორ იჭრებოდა კამკამა ზურმუხტისფერ თვალებში აბობოქრებული ზღვის ტალღები, მათში არეკლილი ჩემი სილუეტი და ურჩად ჩამოშლილი ქვიშისფერი თმები. ამჯერად მე დავუფარე სველი კოცნებით განიერი გულ-მკერდი და არც მტკივნეულ ასპირაციებს მოვერიდე. ახლა ჩემი შურისძიების დრო იყო. როცა საცვლის ქვეშ სიმაგრე ვიგრძენი, მივხვდი, რომ მიზანს მივაღწიე, ერთი ვნებიანად დავუკოცნე სქელი ბაგეები და ბალიშებში გადავწექი.
- ეგრე ხო? ჩემი ჯერიც მოვა - ერთი ამოიგმინა და საპირფარეშოკენ გავარდა. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში, მთელი სხეული მიცახცახებდა და ქვემოთ არსებულ სისველეს უკვე გაერღვია საცვლის ბარიერი.
ცოტა ხანშიც დავუდმა მითხრა რომ აბაზანა მზად იყო, მეც მეტი რა მინდოდა, მონატრებულ მაროკოული ჟასმინის ზეთის არომატებით სავსე ოხშივარადენილ ქვის ჯაკუზში ჩავეშვი. ისე მესიამოვნა სითბო, ცხელი წყალი და ნაცნობი აღმოსავლური არომატი, ბედნიერი და კმაყოფილი, ვერც ვიგრძენი, ისე მომეპარა რული.
ძილბურანში მყოფმა მაინც გავარჩიე როგორ მომიახლოვდა საყვარელი კაცის წელზევით შიშველი ახოვანი სხეული თავის სხეულზე ძალუმად ამიკრა და საძინებლისკენ წამიყვანა, ნაზად დამაწვინა დიდ არაბულ ტახტზე, ერთხანს ხარბად მიცქირა მერე კი ჩამჩურჩულა.
- ვიცი, რომ გღვიძავს, სანამ ჩემს პოტენციას საბოლოო დარტყმას მიაყენებ დამეხმარე, რომ გაგამშრალო და ეს ჩაიცვი. მეც თვალები ზანტად გავახილე და იქვე მიდებულ გამჭვირვალე გრძელ პერანგზე ფხუკუნი ამიტყდა. - შენ რა გგონია ეს რამეს დამიფარავს?
საუბარი ისევ კოცნით ჩამიხშო თან დრო არ დაკარგა, როგორც დამპირდა, ჯერ კიდევ წყლის წვეთებ შერჩენილი თმა და სხეული ხაოიანი პირსახოცის ქსოვილით გამიმშრალა, მის თითოეულ მოქმედებაში ისეთ ზრუნვას ვგრძნობდი, რომ თვალები ამიცრემლიანდა.
-დამპირდი, რომ ჩემზე სულ ასე იზრუნებ, დამპირდი, რომ არასდროს მოგბეზრდები. - აცრემლებულმა შევხედე.
- გულჩვილი ლეა, სხეულით ყველასთვის სასურველი ქალი, ხოლო სულით კი ისევ ის ოქროსფერ ნაწნავებიანი ბავშვი ხარ ანცი ღიმილით. ფერებ-ფერებით თავისკენ ჩამიხუტა. ასე ერთმანეთზე გადახლართულებს მთვარის შუქმა ბოლოჯერ მოგვატარა თავისი მკრთალი ნათება და ღრუბლებს მიღმა გაუჩინარდა. მეც თავს უფლება მივეცი დავუდის განიერი გულ-მკერდი ბალიშად მექცია და თავით გადავეშვი სიზმრების სამყაროში.



№1  offline წევრი ირო

რთული გზის გავლა უწევთ აშკარად სასახლეში დავუდს და ლეას,ძალიან საინტერესო ისტორიაა,მომწონს მაგრამ პრობლემა ისაა რომ აზრი მიწყდება შუალედი იმდენად დიდია,თავიდან თავამდე.

 


№2  offline წევრი Impermeable

ირო
რთული გზის გავლა უწევთ აშკარად სასახლეში დავუდს და ლეას,ძალიან საინტერესო ისტორიაა,მომწონს მაგრამ პრობლემა ისაა რომ აზრი მიწყდება შუალედი იმდენად დიდია,თავიდან თავამდე.

დიდი მადლობა მოთმინებისთვის. დამიგვიანდა ეს თავი, ძალიან რთული პერიოდია პერსონაჟების რეალურ ცხოვრებაშიც. როგორც წესი ვცდილობ კვირაში 2 ჯერ დავდო ხოლმე <3 <3 <3

 


№3  offline წევრი თათია-თათა

იმდენი დრო გადის თავებს შორის, რომ მგონი აღარც მახსოვს რა წავიკითხე :(

 


№4  offline წევრი Impermeable

თათია-თათა
იმდენი დრო გადის თავებს შორის, რომ მგონი აღარც მახსოვს რა წავიკითხე :(

მართლა ძალიან ვწუხვარ რომ ვაგვიანებ ხოლმე, ადრე აღვნიშნე რომ ისტორიას საფუძვლად რეალური პერსონაჟების ცხოვრების ასპექტები უდევს და არც ისე მარტივია ამ ყველაფრის ლიტერატურულ ამბად ქცევა, მადლობა მოთმინებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent