როცა სულში შემოიჭრა თუთა (სრულად)
გარეთ ისეთი ქარი იყო გლეჯდა ყველაფერს. ქარის ზუზუნის ხმას ერთბაშად ერწყმოდა აფრიალებული სარეკლამო აბრების ხმაც და ამას იშვიათად გავლილი მანქანის ხმაურიც ემატებოდა. ადგილი ცხრაჯერ ვიცვალე და ათჯერ გადავბრუნდი საწოლში. ინტერნეტი გამოვრთე იმის იმედით, რომ დამეძინებოდა. მაგრამ როგორც ღამეს ჩვევია ვერაფრით დავიძინე. გრიგალში ამოტრიალებულ ქალაქს ფანჯრიდან გადავხედე. მეგონა აბრა მალე მოსწყდებოდა ადგილს და ჩემს ფანჯარას მიემარცხებოდა. ეზოში თავისით ამოსული და უკვე მობერებული თუთის ხე აივანს ეხეთქებიდა და ფოთლებს აქეთ-იქით აცვენდა. “ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი” ნეტა რას ფიქრობდა კალანდაძე, როცა ამ ლექსს წერდა? ახლა რომ თუთა შემომეჭრას და ხელები მომხვიოს. გამაჟრიალა. თუთის წარმოდგენაზე კი არა, რაღაც უცნაურ გრძნობაზე. შეიძლება ერთ დღეს ქარმა შენს ოთახში ისეთი გრძნობა შემოაფრიალოს, რომ მარწუხებით მაგრად დაგეჭიდოს და წელზე ხელებშემოხვეულში შენში დარჩეს. თუმცა არა, ფანჯრებს დავხურავ და რაფას მოვცილდები, სენტიმენტების დრო არ მაქვს. საწოლზე გულაღმა დავწექი და ერთ წერტილს მივაშტერდი. -ნეტავ საგურამოში როგორი ამინდია? ლანასთვის ხომ არ მიმეწერა? ააჰ, ეძინება, ოთხი საათია უკვე. კარგი დავწვები, იქნებ დავიძინო. მაგრამ რა აზრი აქვს, ერთ საათში უნდა ავდგე, შვიდზე გავდივართ და მომზადებაც ხომ უნდა მოვასწრო. გათენდა, როგორც იქნა გათენდა და ქარიც თითქმის ჩადგა. აივანზე გადმოვარდნილ თუთის ტოტებს თვალი შევავლე და ისევ აკვიატებული სიმღერასავით წამოვიდა კალანდაძის სიტყვები “ლამის წელზე შემომხვიოს ხელი” ფიქრებისგან თავი გავინთავისუფლე და ყველაზე თბილი ტანსაცმელი გადმოვყარე გარდერობიდან, თავზე თეთრი ქუდი ჩამოვიცვი და ლუკას დავურეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ ძლივს აიღო ყურმილი და ნამძინარევმა მიპასუხა -ლუკა! ახლა ადექი საწოლიდან სასწრაფოდ და გაემზადე. რანაირად დაგეძინა, ხომ გითხარი მაღვიძარა დაგეყენებინა. -კარგი, ახლა ჩავიცვამ და გამოვალ. -ლანაც ჩვენთან ერთად მოდის? -მგონი კი -ხოდა ადექი, გავალ მე ახლა და ავტობუსის გაჩერებასთან დაგელოდები. იდიოტივით დავდიოდი ქუჩაში და ოთხფეხა ჩემოდანს მივაგორებდი. ქარი ცხვირს მიწვავდა და უკვე ვღიზიანდებოდი. მეეზოვეებიც გამოვიდნენ, თავიანთი ყვითელი, სინათლისფერი ქურთუკებით. ქუჩის ცუგო ფეხებთან გამიგორდა და ზურგზე გადაწვა იმ მიზნით რომ მუცელზე მოვეფერებოდი. -სალივან, დღეს ვერ გაჭმევ, სხვაგან მივდივარ. მაგრამ გპირდები რომ ჩამოვალ გემრიელობებს მოგიტან. მგონი გაიგო რაც ვუთხარი ისე მადლიერად ამისვა ენა გაწითლებულ ცხვირზე. -ანუკი დასასვენებლად მიდიხარ? მეეზოვე ბებომ რამდენიმე მეტრიდან დამიძახა და ჩემსკენ წამოვიდა. -დიახ რიტა ბებო, საგურამოში მივდივარ. -ღმერთმა მშვიდობის გზა მოგცეს ბები. თბილი ღიმილი მაჩუქა და გადამეხვია. -სალივანს მე ვაჭმევ, მასზე არ იდარდო. მხარზე ხელი ჩამომისვა და დაგვა განაგრძო. ამასობაში ლუკას მანქანის ხმამ ახლად გაღვიძებული ქალაქის სიმშვიდე დაარღვია და მოშორებით გაჩერდა. -ანჩიკ, მოვედი მანქანიდან ნახევრად გადმოსულმა გადმომძახა და ჩემსკენ წამოვიდა -მძინარაა, ლანა სად არის? ჩემოდანი გამომართვა და საბარგულში ჩადო. -ჯერ შენ გამოგიარე, ახლა მას გავუაროთ და კიდევ ერთი მეგობარი უნდა წამოვიყვანოთ. -ვინ? -არ იცნობ, ჩვენი ძმაკაცია. -მოიცადე, სამხარაძემ ისეთი უარი განაცხადა უცხოების წამოვნაზე და რამე შეიცვალა? -სამხარაძემ მათზე თქვა ვისაც თვითონ არ იცნობს. ირუნიულად ჩაიცინა და საჭეს მიუახლოვდა. -რაღაც დეგენერატიბას აქვს ადგილი. ამოვილაპარაკე და გადავხედე. ღვედი შევიკარი და თბილ ჰუდში ცხვირ-პირი ჩავმალე. დიდხანს არ გვივლია, ლანას კორპუსთან გავჩერდით და ბორდიულზე ჩამომჯდარი ძლივს შევამჩნიეთ. მანქანაში ჩაჯდომისთანავე ქოთქოთი დაიწყო, ამდენ ხანს სად იყავითო. მე თავი ვიმართლე, ლუკას დაეძინა და მე რომ არ გამეღვიძებინა სულ ვერ მოვიდოდით მეთქი. -ბიჭო, გიგი დაგვავიწყდა... ისტერიულად წამოიკივლა ლანამ და ლუკას ლამის საჭესთან გადაუხტა. -რა გაყვირებს, გამისკდა გული. ზურასთან ერთად წამოვა, წეღან მომწერა. -შენც იცნობ იმ ტიპს? ლანას უკმაყოფილოდ გადავძახე -კიი, ზურას და ოთოს ძმაკაცია. ახლა ჩამოვიდა. ჩვენთან ხშირად იყო ხოლმე, ოთოსთან ამოდიოდა. -მე პონტიდან მომტეხე? ლუკამ უკმაყოფილოდ გადახედა -ნუ, ხოო შენთანაც ძმაკაციბს მაპატიე. -ოთო მარტო მოდის? ლუკამ ტონი შეცვალა და მხიარულდ იკითხა. -საღამოს ამოვა, მანქანას რაღაც პრობლემა აქვს და უნდა გავაკეთოვო. -შენ ძმას პრობლემები არ უმთავრდება ხო? სიცილით გადავძახე -ნუ კბენ თორე ეგ კილომეტრებიდან გრძნობს შენს ლაპარაკს. ლანას ხუმრობაზე სამივეს გაგვეღიმა. მთელი გზა მეძინა, თვალი არ გამიხელია. ნაშუადღეს საგურამოში ავედით. ლუკამ ორჯერ შემაჯანჯღარა, გაიღვიძეო და თან მანქანაიდან გადავიდნენ. როგორც არაჯელტმენ პიროვნებას შეეფერება ჩემოდნები ჩვენ მოგვაჩეჩა და თვითონ არხეინად წაიღო თავისი ზურგჩანთა. სახლის წინ დიდი ეზო იშლებოდა, ახლად გაყვავებული ატმის ხეები და პატარ-პატარა ყვავილები მზის სხივებთან ერთად ანათებდა გარემოს. მწვანე ხასხასა ბალახის სუნი მთელს ეზოს აცოცხლებდა და დასავლეთიდან წამოსული სასიამოვნო ნიავიც რაღაც ჯადოსნურ ჰარმონიას ქმნიდა. მეგიბრებს აივანზე ჰამაკი ჰქონდათ ჩამოკიდული და ხუთი კაცი ერთად იყო ჩაძეკილი. -მეც ჩამსვით რაა შევკივლე როგორც მჩვევია და ხუთ კაცს ზემოდან გადავაწექი და ლამის ჩავწყვიტეთ თოკები. -შენ ჭარბწონიანი ხარ და თოკები დაიძალა... აკომ მთელი ხმით გადაიხარხარა საკუთარ ხუმრობაზე, მე კი ჯიბრით მაგრად დავაწექი. -ვერ ხედავ? ერთი ინდაურის წონაა... თიკომ საერთოდ გადამიარა ამ კომემტარით -ახლა მართლა მოგხვდებათ... ვუთხარი და გვერდში ვუთავაზე ჩაჭყუნულ თიკოს -და რომ იცოდეთ 55 კილო ვარ. მშვენიერ ტანზე ვარ და გშურთ თქვენ. დავეჯღანე და სწრაფად წამოვდექი ჰამაკიდან. ორსართულიან სახლში რაღაც საოცარი სითბო იგრძნობოდა. ძველი ავეჯის სუნი, ჭრიალა იატაკი, ძველი ჭაღი და მოხატული კედლები. თოთქოს ბავშვიბაში გადამაგდო ამ სანახაობამ და ბების სახლი გამახსენა. ჩემოდანი საწოლთან მივაგორე და უაზროდ გადავვარდი საწოლზე. ტელეფონი ძლივს ვიპოვე გაძეკილ ზურგჩანთაში და დედას დავურეკე. -დე, როგორ ხართ? -კარგად ვართ ანუკი. შენ როგორ ხარ, ჩახვედით? დედაჩემმა ჩვეული მღელვარებით მომაყარა კითხვები -ხო დე, ახლა ჩამოვედით და ძალიან მომწონს აქაურობა. თქვენ რას შვრებით, მიხვედით სახლში? -გზაში ვართ დედა. ბებოც მოგვყავს, საბუკამ არ დატოვა, ხომ იცი როგორ უყვარს. -კარგია, მომიკითხე... საბა ჩემს ოთახში არ შეუშვა და ლეპტოპი არ აიღოს თორე, რომ ჩამოვალ მივახრჩობ. -ესმის შენი ლაპარაკი და გემუქრება, მანქანას აღარ ვათხოვებ და ვნახოთ რას იზამსო. ჩემი ძმა ყოჩაღია “აბაროტებში” მაგრამ მე უკეთესი. -კარგი, წავედი ახლა და შეგეხმიანებით. სხვათაშორის, საბა დედაჩემის ფავორიტი შვილია და 17 წლის ბიჭი ჯერ ისევ პატარა ბავშვი ჰგონია. მთელი ღამის უძილოს საწოლზე ტანსაცმლიანს მიმეძინა. ექვსი საათი ხდებოდა კარზე ბრახუნის ხმა რომ გავიგე. ოთახში ლანა და თიკო შემოცვივდნენ და უკან ლუკაც მოყვა. -დაღამდა აღარ გაიღვიძებ? ლანამ ფეხებთან აბურდული პლედი შემისწორა და ჩამოჯდა -ამდენხანს მეძინა? -ბანგი გქონდა დაცემული, კარი ჩამოვიღე და ვერაფრით გაგაღვიძე. სიტყვაში ლუკა გამოვიდა -შენ იზამდი, მჯერა გავუცინე და მუხლზე ვუჩქმინტე. -ბიჭებიც მოვიდნენ, ყველა აქაა უკვე თიკომ გახარებულმა მაცნობა -ვინ ბიჭები? -ოთო, ზურა და გიგი -სამხარაძეც აქაა? -კი, მოვიდა -მერე უცხო ტიპი რომ მოიყვანეთ არ გაგიბრაზდათ? სიცილით შევხედე ლუკას -ეგ შენთვისაა უცხო თორე ყველასთან მაგრად არის, სკოლაშიც ერთად დავდიოდით, უბრალოდ სხვადასხვა ფაკულტეტზე მოვხვდით და მაგიტო ვერ ვიკრიბებოდით ხშირად. თან მერე საზღვარგარეთ წავიდა ეგ და ასე დავიშალეთ. -აჰ, გასაგებია... ირონიულად გავუღიმე და მზერა ავარიდე. -აუ იცი რა კარგი ბიჭია? ძაან მოგეწონება... ლანამ აღფრთოვანებით შემომხედა. -კარგი რაა... ისევ უაზროდ გავიღიმე -სხვათაშორის დეგენერატმა აკომ თავისი ძმა წამოიყვანა... თიკომ ზემოდან დაამატა სიახლე -ახლა ისიც არ გამიკვირდება ალქიმიის ლექტორი რომ მოიყვანონ... სიცილით წამომცდა და სხვებიც გავაცინე. -ეგ ქაჯი გვაკლია და სრული იდილია დაისადგურებს -ლანჩიკ, ყველაზე მეტად შენ უგებ მაგ ლექტორს და ახლა გახდა ქაჯი? ლუკამ უცებ ჩაამწარა -შემეშვი რაა! თავიდან მოშორების მცდელობა გამოუვიდა და ლუკა ოთახიდან მალე აორთქლდა. თავი მოვიწესრიგე და ეზოში გოგოებთან ერთად ჩავედი. მოსაღამოვებული იყო. ცეცხლი, მაყალი, შიშხინა მწვადები და იდეალირი სურნელი ეზოში. ბიჭებმა ფრენბურთის ბადე გააბეს და ახლა უმისამართოდ ატიკავებდნენ ბურთს. ზოგი მწვადს უნიავებდა, ზოგი ჰამაკში გორაობდა, ზოგი ბურთით ერთობოდა და ასე. -დამიმატებთ გუნდში? ფრენბურთის მოთამაშეებს გადავხედე და ქურთუკი წელზე შევიკარი. -ჩემთან იყავი “ოქეიი”? ნინიმ საყვარლად გამიღიმა და ბურთი გადმომიგდო. -“ოუქეიი” გამოვაჯავრე და ბურთი ერთი მუშტის დარტყმით მეორე მხარეს გადავაგდე. დიდხანს ვიყავით გარეთ, მანამ სანამ სიცივისგან კუნთები არ გაგვიბუჟდა. -ხალხო არ მოგშივდათ? შევიდეთ რა... დღეს პირველად გავიგეთ ნათის ხმა, რადგან სამეგობროში და ალბათ ფაკულტეტზეც ყველაზე წყნარი ადამიანია. სახლში შევედით და მაშინვე სამზარეულოს მივცვივდით ყველა. ბევრი კამათის შემდეგ ბურგერები გავაკეთეთ და სავარძელთან მოთავსებულ პატარა მაგიდაზე დავაწყვეთ. ჭამის დროს ხმა არავის ამოუღია, ისეთი სიჩუმე დატრიალდა მალე ბუზის გაფრენის ხმასაც გავიგებდით. ზოგი დივანზე იჯდა მოკეცილი, ზოგი პუფში, ზოგი კი იატაკზე, მათ შორის მეც. -ჰა აბაა? უნო ვის უნდა? ზურამ კარგი იდეა წამოჭრა. -მეეეეეე! სიტყვა გავწელე და ხელი ჰაერში დავიჭირე. ზოგადად მშვიდი მოთამაშე ვარ, ხმაუროს გარეშე ვიგებ და შემდეგ ამაყად ვაცხადებ რომ გამარჯვებული ვარ. -გიგი როგორ გიყურებდა, შეამჩნიე? ლანამ ჩუმად მიჩურჩულა გვერდიდან -ვინ გიგი? -ოთოს ძმაკაცი -აჰ, ის ტიპი? არც შემიხედავს სიმართლე გითხრა. -ხო? მან კი მგონი დიდიხანია შეგამჩნია -რატო არ გამაცანით? ყველა იცნობთ და მე *დამიკიდეთ თუ რა ხდება? -თუ გინდა გაგაცნობ...მზაკვრულად გამიღიმა და ბიჭს გახედა -არა, არ მინდა -მგონი მას უნდა შენი გაცნობა -საიდან მოიტანე, კარგი რა -წეღან ზურას ელაპარაკებოდა და რაღაცას მოვკარი ყური -ჩემზე ელაპარაკებოდა? -გიგი ეუბნებოდა ზურას, ეს გოგო ჭავჭანიძეების შვილიაო? -მერე? -მერე ვეღარ გავიგე, მაგრამ ჭავჭანიძე აქ შენ ხარ მხოლოდ, ანუ შენზე ეკითხებოდა. -საინტერესოა -მაგრამ გკიდია ხო? -მიცნობ... ლოყაზე ვაკოცე და გავუღიმე. ხუთი საათი გათიშულს მეძინა, ალბათ ბომბი რომ ჩამოვარდნილიყო ვერ გამაღვიძებდა, თუმცა საგურამოს ნიავმა მოახერხა და ძილისგან მიხსნა. კიბეზე ჩავედი და სამზარეულოში შევედი. სააბაზანოდან წყლის ხმაური ისმოდა, ჭიქა ავიღე და ოდნავ დაბნეულმა წყალი მოვუშვი. სააბაზანოში კი წყლის ხმა შეწყდა. ექვსი საათია, ახლა ვინ ბანაობს, გაგიჟდა? გავიფიქრე და ეზოში გავედი. ქარი სასიამოვნოდ უბერავდა და ცარიელ ჰამაკს ოდნავ არწევდა. თბილი პლედი კარგად მოვიხურე და ფრიალა ჰამაკში მოვთავსდი. თვალები დავხუჭე და სახე გაზაფხულის თბილ ქარს მივუშვირე. მზე წუთი წუთზე ამოსვლას აპირებდა და ღამის ცვარს წინასწარ სწმენდდა ბალახს. შიშველი ფეხის თითი ნამიან მიწას დავადე და უცნაურმა ჟრუანტელმა გამიარა ტანში. მზემ ამოსვლა დაიწყო და ჩემს თვალებზე რომ არ ეთამაშა ოდნავ დავხუჭე და ჰამაკში კარგად ჩავწექი. ფეხის ხმა გავიგე, თუმცა ყურადღება არ მივაქციე. ერთი წამით ვიფიქრე მივბრუნებულიყავი, მაგრამ დამეზარა. და ზუსტად ამ დროს მზის სხივებს სილუეტი აეფარა და სინათლე დამიჩრდილა. -წყალი შენ გამიციე აბაზანაში? ჩემს წინ ჩამომდგარი ბიჭი ყურებამდე გაღიმებული მიყურებდა -არ ვიცოდი დილის ექვს საათზე თუ ვინმე იქნებოდა.. ისე ირონიულად გავუღიმე ჩემი თავის გამიკვირდა. -ნუ, ზოგადად დილით ადამიანს რომ ხვდებიან, ჯერ დილამშვიდობისას ეუბნებიან...კიდევ დავუმატე მწარედ -დილამშვიდობის ანკა... ისევ გამიღიმა -ანუკი.. შევუსწორე და გაცეცხლებულმა შევხედე. ცოტახანს დუმდა, უბრალოდ ჩემს წინ იდგა და არაფერს ამბობდა. -შეგიძლია მომერიდო? მზის სხივებს მიფარავ... თავხედურად შევხედე ისევ და გავუღიმე. ცოტა მოშორებით საქანდელაზე ჩამოჯდა და ისევ ჩემი მიმართულებით იყურებოდა -არ გცივა? მოულოდნელად წამოიძახა და მზერა ჩემი მოშიშვლებული ფეხისკენ გააპარა -უკაცრავად? დაბნელმა შევხედე -ფეხი სველ ბალახზე გიდგას და არ გცივათქო? -არა, არ მცივა. მოკლედ გადავუჭერი პასუხი და გულში ჩავიბუზღუნე, როდის შევა სახლში მეთქი. თითქმის ერთი საათი ჯიუტად იჯდა და ხან ჰორიზონტს უყურებდა, ხან მე. აშკარად ჩემს ნერვებზე თამაში მოსწონდა. მივხვდი წასვლას არ აპირებდა, ამიტომ მისი დატოვება მე გადავწყვიტე. გაღიზიანებულს მომინდა მიმეხალა “-იმედია მოგეწონა ჩემი და ჰორიზონტის ყურება” მეთქი, თუმცა ნერვები მოვთოკე და მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე. დღე ისევ მხიარულად დაიწყო, ჯერ საგურამოს მშვენიერი ტყე დავლაშქრეთ, შემდეგ მდინარეზე საზამთრო მივირთვით და ისევ მოსაღამოვებულს დავბრუნდით სახლში. ყველა რაღაცით იყო დაკავებული, ზოგი ჭამდა, ზოგი ფილმს უყურებდა, ზოგი თამაშობდა... სამზარეულოში გავედი, ლანა ნესქვიკის ბურთულებს რძეს ასხამდა და თან მელაპარაკებოდა -ლაან, მეც მინდა რაა მოწყალების თვალებით შევხედე და კოვზი მოვიმარჯვე. ლაქლაქში ვიყავით გართული, მთელს დღეს განვიხილავდით, ფოტოებს ვათვალოერებდით და ჩვენს გიჟურ ვიდეოებზე ვიცინოდით. -ხლოპიების სუნი დგას? ოთახში იმბეცილი (გიგი) შემოვიდა -სასწაული ყნოსვის უნარი აქვს... ჩუმად წავკბინე და ირუნიულად ავბზიკე ტუჩები -ჰოო, გესლის სუნსაც კი ვგრძნობ, შენ წარმოიდგინე. მანაც ირონიულად გამიღიმა -კარგით ახლა, შეჭამეთ ერთმანეთი! ლანამ სიტუაციის განმუხტვა სცადა, მაგრამ არ დავნებდი -ვღიზიანდები როცა ადამინმა უცხო პიროვნებასთან კონტაქტის დამყარება არ იცის... თვალებით ვანიშნე ლანას, რომ დილანდელი ამბავი გაეხსენებინა. -ჩემზე ამბობ? იმბეცილმა თავიც გამოიშტერა -სხვა უცხოს აქ ვერავის ვხედავ. ლანამ თავისი რძიანი ხლოპიები ამაცალა და სამზარეულოდან ბუზღუნით გავარდა, გიჟები ხართ და მოგცლიათო, შემოგვითვალა. -უცხო არ ვარ ქალბატონო -ჩემთვის ხარ -სხვათაშორის, ვიცნობთ ერთმანეთს -ალბათ დაგესიზმრა ირონიულად გავუღიმე და ნესქვიკის ბურთულები ჯამში ჩავყარე -არა, მართლა ვიცნობთ ერთმანეთს, შენნაირი გოგოები არ მესიზმრებიან. გვერდით მომიჯდა და ჩემი ხლოპიების ჭამა დაიწყო -მართლა? დავეჯღანე და ბურთულებში მოთამაშე ხელი გავაწევინე -მართლა ისიც დამეჯღანა და ხმაურით “შეახრამუნა” ბურთულა. ხლოპიების ჯამი გვერდით გავწიე და რამდენიმე წამი დავაკვირდი -რა გინდა? -არაფერი, რა უნდა მინდოდეს -არ ვიცი, მაღიზიანებ და თუ შეგიძლია გადი მაშინ -უმიზეზოდ გაღიზიანებ? -მიზეზსაც ვერ ხვდები? მხრები აიჩეჩა და ჯამი თავისკენ მიაცურა -შენი აზრით, ნორმალურია უცხო ადამიანისთვის თავი მობეზრება? -არა, მაგრამ შენ მაინც მაბეზრებ. ახლა მართლა გადავალ ჭკუიდან, მგონი ფსიქოპატია ეს ბიჭი, ან ჩემს ნერვებზე თამაში ძალიან სიამოვნებს. -უკაცრავად? დილით უცხო ადამიანს თავზე დამადექი, მითხარი წყალი რატო გამიციეო, მერე ერთი საათი ცხვირწინ ჩამომიჯექი და მთელი დილა არ მომასვენე უაზრო კომენტარებით, ახლა შემოდიხარ, გამაღიზიანებლად მელაპარაკები და ჩემს ხლოპიებს ჭამ. ახლა ხვდები მგონი ვინ ვის აბეზრებს თავს! -ნერვიზი გაქვს, იმკურნალე...თვალი ჩამიკრა და ბურთულა ჩაახრამუნა -ერთუჯრედიანი... გავიფიქრე და უკან მოუხედავად გავედი სამზარეულოდან. გვიანი იყო, სამი საათი ხდებოდა დასაძინებლად რომ ავედით. მე და ლანამ ბარგის ჩალაგება დავიწყეთ, ვიცოდით დილით დაგვეზარებიდა და დაძინებამდე ყველაფერს ვაწესრიგებდით. -ჰოლაა, რას აკეთებთ? თიკო ხმაურით შემოვარდა ოთახში და ლანას საწოლზე მოკალათდა. რამდენიმე წამში კი ლუკა და ოთოც შემოცვივდნენ. ერთი ჩემ საწოლზე წამოკოტრიალდა, მეორე ფანჯრის რაფაზე და ყველაფერი თავდაყირა დაგვიყენეს. -კიდევ მოვიფიქროთ ასეთი გასეირნება...ლუკამ იდეა შემოგვთავაზა -ხოო, ძაან მაგრად გავერთეთ, თან განვიტვირთეთ. თიკო დაეთანხმა -ჩვენ გავერთეთ მაგრამ ზოგზოგიერთებს ამ საღამოს შუბლი არ გაუხსნიათ და რა ხდება? ოთომ შორიდან წამკბინა და პასუხს დაელოდა, თუმცა პასუხად სახეში ბალიში მიიღო. დილის შვიდზე უკვე ყველა მზად ვიყავით, ბარგი უკვე მანქანაში გვქონდა ჩალაგებული და წასასვლელად მზად ვიყავით, ოთომ გინება რომ ატეხა. რა თმა უნდა ისევ მანქნა გაუფუჭდა. მისი მგზავრები გადანაწილდნენ და აბა გამოიცანით ჩვენს მანქნაში ვინ მოხვდა? დიახ, ერთუჯრედიანი-გიგი. საშინლად გავბრაზდი, სახეზე მეწერა-ეს იმბეცილი დეგენერატი მომაშორეთ მეთქი. მანქანის კართან ვიდექი და ველოდი როდის მორჩებოდნენ ლაპარაკს, რომ წავსულიყავით. ალბათ მართლა ძალიან შემეტყო უკმაყოფილება. ერთი წამით თვალი გამიშეშდა, მანქანის ნაწილს ისე ჩაჰყურებდა ის იდიოტი, გეგონება რაღაც არაამქვეყნიურ სილამაზეს უყურებსო, თვალები ბოლომდე უციმციმებდა და ეღიმებოდა. სასწრაფოდ მოვაშორე მზერა და ტელეფონში დავიწყე ძრომიალი. ვერც გავიგე როგორ მოვიდა ჩემთან, მობილურიდან სახე ავწიე და ჩემს წინ გაბადრული სახით იდგა. თავიდან დავიბენი, არვიცოდი მის ასეთ ქცევაზე როგორ უნდა მეპასუხა. ბოლოს ინება და საუბარი დაიწყო. -შეიძლება ვილაპარაკოთ? -შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო -ბოდიშის მოხდა მინდოდა, მგონი გეუხეშე -მგონი? ირონიულად გავუღიმე და წარბები ზემოთ ავწიე -ცუდად გამომივიდა, გაცნობა ასე არ უნდა დამეწყო. ამის შემდეგ ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა მეგობრებთან და ცუდი იქნება თუ სულ ასეთი ურთიერთობა გვექნება. ძალიან კი მაღიზიანებს ეს ბიჭი, მაგრამ მგონი მთლად იმბეცილი არაა. -მოკლედ მე გიგი ვარ... ხელი გამომიწოდა და გაბრწყინებულმა გამიღიმა, ასეთ საქციელზე გულწრფელად გამეცინა, არ ველოდი მისგან -ანუკი.. ვუთხარი და ბედნიერმა ჩამოვართვი ხელი.ცოტახანს ვისაუბრეთ, სანამ ოთომ საბოლოოდ არ შეაგინა მატორს დედა და ბოლოს ყველა მანქანებში გადავნაწილდით და თბილისისკენ დავიძარით. მანქანაში ბევრი ვისაუბრეთ მე და გიგიმ, თუმცა ხანდახან მაინც მხვდებოდა ნერვებზე მისი უაზრობა ხუმრობა. სახლში ავედი, ჩვეული ხმაურით შევვარდი მისაღებში, მეგონა გაუხარდებოდათ ჩემი დანახვა, თუმცა ცოტა გავნაწყენდი. შესვლისთანავე დედაჩემის უკმაყოფილო მზერა და ბუზღუნი დამხვდა. -ყიჟინოთ რომ არ შემოვარდე სახლში არ შეიძლება? არაფერი მითქვამს, მივედი და უბრალოდ ვაკოცე, მოკითხვის მიზნით, თუმცა თვითონ წუწუნი არ შეუწყვეტავს. მეორე ოთახიდან ბებიას ბუტბუტიც გავიგე -დასრულდა ჩვენი წყნარი საათები... ძალიან გავბრაზდი, მაგრამ გაბრაზებაზე მეტად მეწყინა. მეგონა გაუხარდებოდათ ჩემი დაბრუნება, მკითხავდნენ როგორ გავერთე, როგორ ვიმგზარე, თუმცა ამ საკითხზე არავის არაფერი უთქვამს. -ანუკი, სამზარეულოში რაღაცებია გასარეცხი და გარეცხე, ტანსაცმელიც გამოალაგე მანქანიდან და გაფინე...დედაჩემი ქურთუკს იცვამდა და ისე გასცემდა დავალებებს -შენ სად მიდიხარ? -სამსახურში...იცოდე აღარ გახვიდე დღეს, მიხედე სახლს! გავიდა და კარი გაიხურა. გაკვირვებული დავრჩი ერთ ადგილას, გააზრების მომენტი მქონდა, ვცდილობდი დედაჩემის საქციელი გონებაში კარგად დამეტრიალებინა და მისი დავალებები გამეაზრებინა. -დიდხანს იდგები? ბებიამ მეორე ოთახიდან გამომძახა. გაბრაზებული შევვარდი ჩემს ოთახში, რომელიც საბასგან საშინლად არეული იყო, ამან უარესად გამაბრაზა. ჩემოდანი საწოლზე მთელი ძალით დავახეთქე და სამზარეულოში გავედი. დედას განკარგულებები ზედმიწევნით შევასრულე და ჩემი ოთახის დალაგებას რომ მოვრჩი საბას ხმაური შემომესმა. -ოჯახო, მოვედი -მოხვედი ბებო? რათ გინდოდა ასე ადრე მოსვლა...ბებიამ თავისებურად წაკბინა -კარგი რა ბებო, რვა საათია, არ დამიგვიანია -მეც მაგას ვამბობ რომ ადრე მოხვედი, როდის იყო პარლამენტიდან ასე ადრე გიშვებდნენ... ისევ გაუმწარა საუბარი. არ გავსულვარ ოთახიდან, სიბრაზე მონატრებას აჭარბებდა, ამიტომ მის შემობრძანებას დაველოდე. -ჩემი კნუტი მოვიდა? ნელი ნაბიჯით შემოვიდა ოთახში და გვერდით წამომიგორდა -სად ხარ მთელი დღე დაკარგული, არც ზარებს პასუხობდი. -ჯერ სკოლაში ვიყავი, მერე მეგობრებთან და დროც გავიდა. არ მოგენატრე? -შენზე გაბრაზებული ვარ და გამეცალე -რას ჯუჯღუნებ ზაქო, მოდი ჩაგეხუტო -ოთახი ესე რატო ამირიე, ხო გთხოვე -მე არ ამირევია, შენთავს გეფიცები -აბა ვინ არია საბა! -ჩვენი ბიძაშვილი თემო და თავისი ცოლ-შვილი იყვნენ და დედამ აქ დააწვინა. -მოიცადე, მე მეგონა ჩემი ნივთები შენ გამოიყენე. -არა, თემოს ცოლმა გამოიყენა ალბათ, შენს ოთახში საერთოდ არ შემოვსულვარ. გაბრაზებული გავვარდი მისაღებში, ბებომ ვითომ ვერ დაინახა ჩემი გაცოფებული სახე და ტელევიზორს თვალი არ მოაცილა -ჩემ ოთახში ვის ეძინა ეს ორი დღე? -თემოს და თამუნას კონკრეტულად მიპასუხა -მერე რატო? -ასე იყო საჭირო -ამხელა სახლში სხვა ოთახი არ მოიძებნა? -ცივა სხვა ოთახებში, იქ ვერ დააწვენდა -კარგი, დააწვინეთ მაგრამ ჩემი ნივთები რატო მიეცით თამუნას, ყველაფერი აქოთებულია -ალბათ ბავშვებმა აურიეს -მითუმეტეს ბებო, ბავშვები რატო იყვნენ ჩემს ოთახში და რატო იქექებოდნენ. ბებომ სათვალე მაგიდაზე დადო და ჩხუბისთვის მოემზადა -შენ ხარ თავხედი გოგო, უნამუსო! თემო შენი ძმაა, ყველაფერს აკეთებს შენთვის, ბიძაშენს მაინც ეცი პატივი და ნუ ლაყბობ ამდენს. უკვე გასაგებია, მამაჩემის გამოგზავნილ ფულზე დახარბებულ ბიძა-ბიძაშვილს და მათ ოჯახს მეტი დამსახურება აქვთ ჩემს ოჯახში, ვიდრე მე. ოთახში შევედი, რადგან ჩხუბს აზრი აღარ ჰქონდა. -კარგი რაა, ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, ნუ აიჭერი. საბამ ვითომ სიტუაცია გაანეიტრალა -დამღალეს საბა, რა კარგია რომ მთელი დღე სახლში არ ხარ იცი? რომ შემეძლოს საერთოდ გადავიდოდი აქედან. -მოდი ჩემთან კნუტო...მიმიხუტა და ლოყები მაგრად დამიჩქმიტა! ისევ ბებიას ქოთქოთი ისმოდა ოთახიდან, ისევ მე მსაყვედურობდა, თურმე გაზზე რომ საჭმელი დადგა მე უნდა მიმეხედა მისთვის და მე კიდევ ოთახში შევიკეტე და არ მადარდებს არაფერი. უკვე ყველაფერმა ერთად ამომასხა ყელში და გაგიჟებული გავვარდი სამზარეულოში, საჭმლიან ქვაბს ხმაურით გადავადე სახურავი და ცეცხლს დავუწიე. კარზე ზარის ხმა გაისმა, ბებიამ მისაღებიდან ჩხუბი ატეხა მეორე ზარის შემდეგ. უკვე ზედმეტად განრისხებული მივვარდი კარს და ბუზღუნთ გავაღე, და ვინ შემრჩა კარს მიღმა? გიგი. გაცოფებული სახით რომ დამინახა ცოტა დაიბნა და ძლივს ამოღერღა, ზურგჩანთა დაგრჩა მანქანაში და ამოგიტანეო. ჩანთა გამოვართვი და ვუთხარი ორი წუთით დამელოდე მეთქი. ოთახში შევედი, ქურთუკი და მობილური ავიღე და ჯახუნით გამოვიხურე ოთახის კარი. საბამ გაკვირვებით შემომხედა რა ხდებაო, გარეთ გავდივარ თორე ბებიაშენის ატანა აღარ მაქვს მეთქი. ოთახიდან გამოვედი და გაბრაზებული ბებო პულტით ხელში დამიხვდა. -ვინ იყო? რა მოგცა -არაფერი! -სად მიდიხარ ანუკა, დედაშენმა თქვა ფეხი არ გაადგას გარეთო -არ მაინტერესებს, მივდივარ! -მობრუნდი ახლა თორე მამაშენს დავურეკავ ახლავე -რაც გინდა ის ქენი! კარი გავიჯახუნე და გავედი. კიბესთან გიგი იდგა და გაოცებული მიყურებდა. -მშვიდობაა? -არა, საგიჟეთია და მეც გამაგიჟეს. ყვირილით შევძახე და კიბეზე ჩავედი. -მოიცადე, დამელოდე -ბოდიში რა, მგონი საერთოდ არ ხარ ჩემ ხასიათზე, მაგრამ ახლა რომ არ გამოვსულიყავი სულ გამაგიჟებდნენ -არა, არაფერია, დამელოდე გთხოვ, ნუ გარბიხარ. ხელი წამავლო და გულამოვარდნილმა ძლივს მითხრა -ნელა იარე, ვეღარ მოგდევ რა -ბოდიში, რომ ვბრაზდები ვეღარ ვაკონტროლებ როგორ დავდივარ. ქუჩანს რომ შევხედე გზაც გადაკვეთილი გვქონდა და სახლიდანაც საკმაოდ შორს ვიყავით. -წამო სადმე დავსხდეთ, ცოტა ვისაუბროთ. მითხრა და წინ წავიდა. ერთ-ერთი კორპუსის წინ სკვერში დავსხედით, სიგარეტის ღერი ამოვიღე ჯიბიდან და გიგის სანთებელა ვთხოვე. -გინდა? სიგარეტზე მივანიშნე, მან კი ერთი ღერი უყოყმანოდ ამოაძვრინა კოლოფიდან. -ხო მართლა, მადლობა ჩანთა რომ მომიტანე -არაფერია. ლანა აპირებდა გამოტანას და შემეცოდა, დაღლილი იყო და მაგიტო წამოგიღე. -შენ საერთოდ არ გეგმავდი ჩემთან მოსვლას, მე კიდევ ჩემი პრობლემებიც მოგახვიე... ვუთხარი და კვამლი გავაბოლე -არაუშავს, პრობლემები ყველას გვაქვს -ჩემნაირი არა -თუ გინდა მომიყევი, რა მოხდა -არაფერი, უბრალოდ ჩემი ამ სახლში ყოფნა არავის უხარია, უნდათ რომ მათ ჭკუაზე ვიარო, ბრძანებებს იძლევიან და ყოველთვის ყველაზე ბოლოს მაყენებენ. ოცდაორი წლის ვარ და სახლიდან დამოუკიდებლად გასვლის უფლება არ მაქვს, თუ დედაჩემი იტყვის რომ სახლიდან ვერ გავალ, ესეიგი ვერ გავალ. ვალდებული ვარ ჩემი 17 წლის ძმაზე ისე ვიზრუნო, როგორ 7 წლის ბავშვზე და თუ პრეტენზიას გამოვთქვამ უმადურს მეძახიან. ხო, კიდევ მამაჩემის ფულზე მოგულვე ბიძას და ბიძაშვილს ჩემზე ბატონობის უფლებას აძლევენ, ვალდებულად მთვლიან, რომ მათი კონტროლი უნდა ავიტანო და ამისთვის მადლობლებიც კი არიან. მეზიზღება ესეთი ქცევები რომ აქვთ. ისიც არ უკითხავთ როგორ დავისვენე ან როგორ ვიმგზავრე, სახლში შესვლისთანავე საყვედურები და დავალებები მომაყარეს. ხან მგონია ზედმეტი ტვირთი ვარ მათთვის და ცდილობენ მომიშორონ... ცოტახანს გაკვირვებული მიყურებდა, ალბათ ვერ წარმოედგინა, ასეთი მხიარული და თავქარიანი გოგოს უკან ასეთი სუსტი ბავშვი თუ იმალებოდა. არაფერი მითხრა, უბრალოდ გამიღიმა და ძალიან, ძალიან მაგრად ჩამეხუტა. არც მე დავრჩი ნაკლებად გაოცებული, თუმცა მისი სითბო ძალიან მესიამოვნა, უფრო მეტიც, საოცრად დამაწყნარა და გული გამითბო. -წამო ნაყინი ვჭამოთ...ჩემს წელს მკლავები მოაშორა და აციმციმებული თვალებით შემომხედა -რომ ცივა არაფერი? სიცილით ვუთხარი -დაიკიდე რა...მანაც იგივე ტონით მიპასუხა საკმაოდ დიდხანს ვისეირნეთ, ყველაფერზე ვსაუბრობდით, მეგობრებზე, დასვენებაზე, სწავლზე და ბოლოს ჩვენი ურთიერთობის განხილვის დროც დადგა. -შენ მართლა ვერ მიცანი? ცოტა მოულოდნელად წამოიძახა -არა, ახლა გაგიცანი, უფროსწორად საგურამოში -ანუ არ გახსოვარ -ანუ კიდე მყავხარ სადღაც ნანახი და არ მახსოვს? ცოტა გაკვირვებულმა შევხედე -ზუსტად...დემეტრე თოდუა გეცნობა? -რა? ისევ გაოცებულმა შევხედე -შენ დემეტრეს შვილი ხარ? -კიი, მე ვარ -აქამდე რატომ არ მითხარი -გითხარი რომ ერთმანეთს ვიცნობდით მაგრამ არ დაინტერესდი ვინვარ, ამიტომ არ გაგახსენე არაფერი -ის პატარა ბიჭი ხარ ანუ ჩემთან ერთად სხვენში რომ იმალებოდა? სიცილით ვუთხარი და მხარზე მუშტი მივარტყი -კიი, და შენ ის გოგო ხარ ბალახებით გაკეთებულ საჭმელს ძალით რომ მაჭმევდა...მასაც გულიანად გაეცინა -საერთოდ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ბავშვი ხარ, მხიარული და ცერცეტი, მაგრამ როცა გჭირდება სერიოზული და კონკრეტული... -შენ კიდევ ძალიან შეცვლილხარ, მართლა ვეღარ გიცანი -არადა ვიღაც დამპირდა, ყოველთვის მემახსოვრებიო -მე სულ მახსოვდი, შენნაირი მეგობარი არასდროს მყოლია, ალბათ ამიტომ გადაგეყარე ახლაც და გაგიზიარე “უცხოს” ჩემი პრობლემები -უცხოს ხო? გამიღიმა და ხელი გადამხვია -მომენატრე ცეტო...თმა ამიჩეჩა და თავზე მაკოცა. კიდევ დიდხანს ვიარეთ, ვიხსენებდით ბავშვობას, ჩვენ სიგიჟეებს და ძველებურად ვაწვალებდით ერთმანეთს. სახლში გვიან ავედი, ეზოში მიმაცილა და თითის ქნევით გამაფრთხილა “-აღარ დაგავიწყდე თორე განანებო” მისაღებში შევედი. დედა, ბებია და ბიძა განრისხებული სახით მელოდებოდნენ. -თენგო, როგორ ხარ? ბიძას მივესალმე და გავუღიმე -ბებიაშენმა მითხრა რაც გააკეთე...თენგომ განრისხებულმა შემომხედა -რა გავაკეთე? გაოცებულმა გადავხედე სამივეს. თავი დაკითხვის ოთახში მეგონა -კიდევ რომ კითხულობს...დედამ ჩაილაპარაკა -რა გითხრა დედამ სახლიდან არ გახვიდეო...თენგომ წუთიერი დუმილი დაარღვია. -იცი რომელი საათია? სად დადიხარ აქამდე, გინდა გააგიჟო ეს ხალხი? ოჯახს რატო არცხვენ? თენგომ ხმადაბლა დამიწყო დამცირება -რა იყოთ, ასეთი გაუსაძლისია ჩემი მორჯულება რომ თენგო გამოიძახეთ? ნაწყენი და ირონიული მზერით გადავხედე -ნუ ტლიკინებ, თორე ენას ამოგაგლეჯ...დედაჩემი ფორმაშია -საბაა...ოთახის კარი გავაღე, თავის ოთახში არ იყო, შემდეგ სამზარეულოში დავუძახე, არც იქ იყო, ჩემს ოთახში, სააბაზანოში... ყველგან შევაღე კარი და არსად იყო -უკაცრავად, საბა პარლამენტიდან არ დაბრუნებულა ხო? ირონიულად ვკითხე ბებიას -შენ საბას ეჯიბრები? თენგო ფეხზე წამოდგა -არა, ვდილობ გავიგო რატო დამესხით თავს მე და რატომ არ კითხულობთ საბას -საბა ბიჭია -არასრულწლივანი ბიჭი! შევუსწორე ბიძას -ბიჭია, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ღმერთმა იცის ახლა რამდენის რამის თქმა მინდოდა ხარბი თენგოსთვის, თუმცა ის ბედნიერება, რაც კარს მიღმა დამატოვებინეს, მაიმც მაძლევდა საშუალებას ყურადღება არ მიმექცია მათი საზიზღარი ქცევისთვის. -ხო, ხო ბიჭია და შეუძლია მაშინ დაბრუნდეს სახლში როცა უნდა. მართალი ხარ... მკლავზე ორჯერ მოვუსვი ხელი თენგოს ძმაკაცურად, გავუღიმე და ოთახში შევედი. -სად მიბრძანდები ქალბატონო...დედამ ისევ გამომძახა -ძილინების, გაკოცეთ ყველას. კარი დავხურე და ტანსაცმლიანი მივწექი საწოლზე. ერთი რამ დანამდვილებით გავიაზრე, რომ ჩემი ცხოვრება ამიერიდან რადიკალურად შეიცვლებოდა და მათი მეთვალყურეობაც დასრულდებოდა. თენგო წავიდა და საბა მოვიდა. მისი დატუქსვის დროც დადგა, თუმცა ეს მოფერებას უფრო გავდა, სასიამოვნო ზრუნვას და ღელვას, ვიდრე შენიშვნას და გაფრთხილებას. -რატო დაწექი, ისევ ნერვები მოგიშალეს? საბა ჩემს საწოლზე წამოკოტრიალდა -თენგო დაიბარეს და ჩემი თავი ალანძღვინეს...ვუთხარი და გავიცინე -მერე რა გაცინებს? -არაფერი, უნრალოდ სასაცილოა უკვე მათი დამოკიდებულება ჩემს მიმართ -თენგო ვინ ჩემი ფეხებია, რატო აბლატავებენ, რა უფლებით გიკითხავს ეგ არაკაცი ლექციებს -დაიკიდე რა... საბა ოთახიდან გიჟივით გავარდა, გარედან შემოსულმა ხმაურმა კი მიმახვედრა რაშიც იყო საქმე. გვიან გამოვედი ოთახიდან, ყველა იწვა, ყავა მოვიმზადე და აივანზე ხალათში შეფუთული დავჯექი. ყველა მოგონება თავისით მოდიოდა გონებაში და ფილმის კადრებივით ეხვეოდა გიგისთან ერთად გატარებული ბედნიერი ბავშვობის მომენტები. ჭავჭანიძეები და თოდუები ერთ დროს დიდი მეგობრები იყვნენ, საერთო მიზნებით და მიღწევებით. დემეტრეს და კოკას, მამაჩემს, დიდი ბიზნესები ჰქონდათ საქართველოში. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, ოჯახები ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, თითქმის ყოველ საღამოს დემეტრე მოდიოდა და გიგიც მოჰყავდა, მამა და მისი მეგობარი სამზარეულოში ისხდნენ და რაღაც ფურცლებს ჩაკირკიტებდნენ, ჩვენ კი ჩვენებურად ვირთიბდით თავს. გიგის და-ძმა არ ჰყავს, უბრალო წრის ბავშვებთან მეგობრობას კი თათული, დედამისი არ აძლევდა, ამიტომ მისი შესაფერისი მხოლოდ ჩვენ, მე და საბა აღმოვჩნდით და მხოლოდ ჩვენთან და რამდენიმე კლასელთან მეგობრობდა გიგი. ყოველ ზაფხულს ერთად მივდიოდით აგარაკზე და ათას სისულელეს ვაკეთებდით ერთად. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ასეთ განებივრებულ, გათმამებულ და ფუფუნებაში გაზრდილ ბავშვს, ყველაზე სუფთა და ლამაზი მეგობრობა შეეძლო. ქედმაღალი დედის შვილს არასდროს აუმაღლებია საკუთარი თავი ორიგინალი ტანსაცმლის და ძვირფასი სათამაშოების გამო. არც იმ წრეებზე საუბრობდა არასდროს, რომლებზეც თათულის ძალით დაჰყავდა... ალბათ ერთად-ერთი რამ, რაც გიგის დედისგან მემკვიდრეობით ერგო მოწესრიგებულობა იყო. ბავშვიბაშიც და ახლაც მისი მოწესრიგებული თმა, სახე და სამოსი ყოველთვის ყურადღებას იქცევს. მისი ჩაცმის სტილი, ყოველთვის ელეგანტურია ჯინსებში და განიერ ჰუდშიც კი. ხელზე გამუდმებით საათი და ბეჭედი უკეთია, რაც მის ელეგანტურიბას უფრო მკვეთრად აჩენს. ძვირადღირებული სუნამოს სუნი და მოწესრიგებული დაბალი წვერი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოჰყავს. მოკედ, ეს ბიჭი წესრიგის მეფეა. მსუბუქმა ქარმა თუთას ფოთლები მოაცილა და ჩემს ფეხებთან გამოაშრიალა. -ნეტა შეგეძლოს რომ ჩამეხუტო... მოშრიალე თუთას შევხედე და თვალები მაგრად დავხუჭე, გონებაში კი ისევ კალანდაძის ლექსი ტრიალებდა, თვალებში კი გიგი. დილით ადრე ავდექი, მოვემზადე და სამზარეულოში გავედი. დედა მაგიდასთან იჯდა და ყავას მიირთმევდა. -ანუკი, დაჯექი სალაპარაკო გვაქვს -რა მოხდა? -ყველაზე მეტად ეს კითხვა მაღიზიანებს, როცა ვერ ხვდები რა ხდება -შენთან ჩხუბს არ ვაპირებ, ლექცია მაქვს და გავდივარ -დაჯექითქო! დედამ ხმა გაიმკაცრა და თვალებით სკამისკენ მანიშნა. -კარგი, გისმენ -გუშინ საბას რა მოატყუე -მოვატყუე? გაოცებისგან ყბა ჩამომვარდა -კი, რა უთხარი ასეთი რომ ბავშვი წყობილებიდან გამოვიდა? -თენგო რომ ჩემთან აბლატავეთ ეგ ვუთხარი -ასეთი დაუნახავი როგორ ხარ? -მე კი არა, თქვენ ვერ ხედავთ თენგო როგორ გიყენებთ. და ამის მიუხედავად ჩემი დამცირების უფლებასაც აძლევთ. - ანუკა, რატომ მაგიჟებ...დედაჩემი გამწარებული სახით მიყურებდა და ცდილობდა არ ეყვირა -მამას ფულზეა დახამებული ეგ არაკაცი, ვითომ ყურადღებას გვაქცევს და მამას ფულს აგზავნინებს ყოველ კვირა. ისიცი მადლიერების მიზნით უგზავნის, აბა რავქნა ჩემ ცოლ-შვილს პატრონობსო, თქვენც გჯერათ რომ ადარდებთ თენგოს რა. -შენს ძმას ამ სისულელეებით ნუ უჭედავ ტვინს, იცოდე ძალიან ცუდად მოვიქცევი. -ჩემი ძმა კარგად ხედავს რაც ხდება -ნუ ტლიკინებ. გუშინდელ შენ საქციელზე აღარაფერს ვამბობ, იცოდე აღარ განმეორდეს. მე ყველაფერს ვაკეთებ რომ ისწავლო და ცხოვრებაში სწორ გზას გაყვე, შენ კიდევ შუაღამეს მოხვედი და ღმრთმა იცის სად იყავი... -წავედი მე! ჩანთას ხელი მოვკიდე და უკან მოუხედავად გავედი სახლიდან. ლანას დავურეკე, ვუთხარი გამოსულიყო და ერთად წავსულიყავით. გზაში ნიკა და თიკოც შეგვხვდნენ და ხმაურით მივედით უნივერსიტეტში. ლექციის შემდეგ დავიშალეთ, ყველა თავის საქმეზე წავიდა, საღამოსთვის კი ლანასთან შეკრება დავგეგმეთ. მეტროში ჩავდიოდი რომ ნაცნობი ხმა გავიგე, რომელიც მე მეძადა. -სად დადიხარ სკუპიდონო? გიგი სიცილით შემომეგება და მაგრად ჩამეხუტა. -ეს სახელი ვერ დაივიწყე ხო? -რა დამავიწყებს? ამის შემდეგ ისევ ჩემი სკუპიდონი ხარ -გცემ გიგილო -აი ამის გამო მეც გცემ... მითხრა და მაგრად გაიცინა. ამ სახელს ბებია ეძახდა მოფერებით, რაზეც ძალიან ბრაზობდა, თუმცა მისი კულტურა არ აძლევდა უფლებას, რომ უფროსისთვის შენიშვნა მიეცა, მე კი მის გასაბრაზებლად ყოველთვის ამ მეთოდს მივმართავდი. -ქალზე მოძალადეებს ვერ ვიტან, შეგიძლია შორს დადგე...დავცინე და დავეჯღანე -სკუ პი დო ნოოო...ხმამაღლა დამიძახა და ლოყები გამიწელა -მეტკინა ზაქო...ამოვიბუზღუნე და ხელზე ვუჩქმიტე -წამო მანქანით ვარ გაგიყვან, შენ მარტო მითხარი სად მიდიხარ. მანქანაში ჩავხტი და ღვედი გავიკეთე. -თუ არ გეჩქარება სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ...სარფიანი შემოთავაზება მივიღე მეგობრისგან. ერთ-ერთ კაფეში დავსხედით, ყავა შევუკვეთეთ და ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა -დღეს ლანასთან ვიკრიბებით, ხომ მოხვალ? -არ ვიცი, გააჩნია რომელ საათზე მოვრჩები მუშაობას -ახლა არ მუშაობ? -კი, როგორ არა, უბრალოდ შესვენება მაქვს ახლა -სად მუშაობ? გამომცდელად ვკითხე მან კი წარბები ზემოთ ასწია ისე მკითხა -შენი აზრით? -ხელოვნებასთან ინება კავშირში აუვილებლად -ახლოს ხარ ამასობაში ყავაც მოვიდა, გიგი გვერდით მომიჯდა და მობილურში ფოტოები გახსნა. -არქიტექტორი ვარ, სახლებს ვაპროექტებ, ჯერ ახლა დავიწყე, მაგრამ გამოვა მგონი. ფოტოებს გადავყევი და უამრავი საოცარი ფოტო ვნახე, ვიცოდი რომ ლამაზად ხატავდა, თუმცა ასეთ საოცრებებს არ ველოდი. აღტაცებული ვუყურებდი და ყოველი ახალი ფოტო ახალ ემოციას იწვევდა, თუმცა ყველაზე ემოციური ის ფოტო იყო, სადაგ გიგი ვიღაც გოგოსთან ერთად აუზზე იყო. -ეეეს ვინაა? გაკვირვებულმა შევხედე. ვიცი ბევრი რამ გამოვტოვე მაგრამ ხომ უნდა გეთქვა რომ შეყვარებული იყავი, ასე უნდა ვიგებდე მეგობრის ამბავს? სიცილით მივაყარე -ხოარ გაგიჟდი, დედაჩემის ბიძაშვილია...სიცილით შემომხედა -ანუუ? -ანუ არ მყავს არავინ...ისევ სიცილი მოაყოლა -შენთან რა ხდება პირადში სკუპიდონო, ვინმე ხომ არ უნდა გავლახო? -შენ ხო მაგის მეტი არაფერი იცი, მოძალადევ -ნუ იკბინები გველო -გცემ გიგილო -არააა, ჯერ მე გცემ -კარგი გავჩერდი... -აბა, მომიყევი პირადზე, რა ხდება? -არაფერი, ისევ ისე როგორც ადრე -ანუ ისევ სცემ იმ ბიჭებს ვინც სიყვარულს გიხსნის? -არა, შენ კი არ გგავარ, ახლა მოკრძალებით ვიშორებ ასეთ ტიპებს -ასეც ვიცოდი, შენ რა გამოგასწორებს...მითხრა და მაგრად მიმიხუტა -სახლში რა ხდება, დაალაგეთ სიტუაცია? სერიოზული ტონი ზედმეტად უხდებოდა -არა, უარესი გააკეთეს...ისე ვუთხარი მის მკლავებს არც მოვშორებივარ. -მოკლედ, ბიძაჩემი თენგო დაიბარეს და ლექციები მიკითხეს. -თენგოს რა უფლება აქვს შენ რამე გითხრას? -ამის შემდეგ მაგათ ჭკუაზე სიარულს აღარ ვაპირებ, რაც უნდათ ის ქნან. -სკუპიდონო მაგათ გამო ნერვებს ნუ იშლი, ეცადე ისე იცხოვრო როგორც შენ გინდა. -ფინანსურად მშობლებზე ვარ დამოკიდებული, ჯერ ჩემი პროფესიით ვერ ვშოულობ სამსახურს, ამიტომ ცოტახანს რაღაცებზე თავის შეკავება მიწევს -მესმის მაგრამ თენგოს შენს ცხოვრებაში ჩარევას ნუ მიაჩვევ -კარგი შევეშვათ, შენთან რა ხდება, თათული როგორაა? -როგორც უნდა ისე. ანუ შესანიშნავად...ირონიულად გაიღიმა და ხელზე მომეფერა -დაძაბული ურთიერთობა გაქვთ? -ცალკე გადავედი საცხოვრებლად რაც ჩამოვედი და გაიბუტა. თან მაგის კაპრიზენი აღარ შემიძლია რა -მართალი ხარ, ყველა სრულწლოვანი ცალკე უნდა ცხოვრობდეს. აი მეც რომ მექნება დამოუკიდებელი ცხოვრება აუცილებლად გადავალ ცალკე -რა ბავშვი ხარ რა... ისევ დამცინა -რას ლაპარაკობ, დიდიხანია გაიზარდე? -არა, მაგრამ შენზე გაზრდილი კი ვარ. დღის ბოლოს, გეგმისამებრ ლანასთან შევიკრიბეთ, მასთან ყოველთვის სასწაული გარემოა, ლანა ჩემი პატარა ოჯახია, სადაც ყოველთვის მელოდებიან. პირველ კურსზე გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ ერთი დღეც არ გაგვიტარებია ერთმანეთის გარეშე, მისი გაცნობის დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხნის მონატრებულ მეგობარს შევხვდი. მისი რჩევები ყოველთვის წინ მხვდება და მაძლევს საფუძველს რომ მჯეროდეს მისი. საღამოს ბავშვებს არ დაველოდე და პირდაპირ ავაჭერი ლანასთან, მარტო იყო სახლში და ლაპარაკის დრო გვქონდა. პაკეტიდან ბურგერების ინგრედიენგები ამოვალაგეთ და ჩუმად დავიწყეთ მისი მომზადება. ვხვდებოდი რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა თავს იკავებდა და ისევ სიჩუმეს ამჯობინებდა. -ლან, რაღაცის თქმას ცდილობ მაგრამ არ მეუბნები, მშვიდობა გვაქვს? -არაფერია, გეჩვენება ცოტახანს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა ჩემმა სულსწრაფმა დაქალმა თვაი ვეღარ შეიკავა -ანუკი, რაღაც ხდება და არ მეუბნები, ძალიან ვბრაზობ -რას გულისხმობ? -გიგისთან ურთიერთობას ვგულისხმობ. საეჭვოდ დაახლოვდით, ეს კატა თაგვობანა შეყვარებულების კინკლაობას უფრო ჰგავს, ვიდრე მეგობრების ჩხუბს -აჭარბებ ლანა -არანაირად! სხვას მოატყუებ მაგრამ მე რომ ვერ გამომაპარებ ხომ იცი? -არაფერს გატყუებ, ბავშვობის მეგობრები ვართ და ახლა დავახლოვდით ისევ, მეტი არაფერი. დანა გვერდით გადადო და ორი წამით დაჟინებით დამაკვირდა. თითქოს შევეცოდე, ღრმად ამოისუნთქა და ყოყმანით დაიწყო -მისმინე, ხომ იცი თქვენი ოჯახების დამოკიდებულება, რომ გაიგონ მეგობრობთ ცუდი რამ მოხდება და ორივეს ძალიან გეტკინებათ გული. შენთვისვე ჯობს თუ გიგისთან ასე ახლოს არ იქნები -ვიცი, მაგრამ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ. მასთან სულელური კამათიც კი სიამოვნებას მანიჭებს, ძალიან კარგად ვერთობით როცა ერთად ვართ, ყველაფერზე გვეცინება იმის მიუხედავად როგორ ხასიათზე ვართ. მაგრამ მხოლოდ მეგობრობაა ეს და მეტი არაფერი. -შენი გადასაწყვეტია, არ მინდა გული ისევ შენ გეტკინოს... ამ თემას იმ საღამოს აღარ შევხებივართ. მალე მეგობრებიც მოვიდნენ და მისაღებ ოთახში ყველა ერთად მოვკალათდით. ერთმანეთს სულელურ ამბებს ვუზიარებდით და თამაშებით ვერთობოდით. გიგი გვიან მოვიდა. კარზე ზარი გაისმა და სასწაული ხმაურით შემოვარდა, ხელში ლუდი ეჭირა და ყურებამდე გაცინებული ყველას გვესალმებოდა, ბოლოს ჩემს გვერდით დაჯდა და “ძმაკაცურად” გამიჩეჩა თმა. -აბა რა ვითამაშოთ? თიკომ ინტერესით გადმოგვხედა -ბოთლი დავატრიალოთ ლოთებო ლუკამ მზაკვრულად გაგვიღიმა ყველას და ფურცელზე დავალებების დაწერა დაიწყო. სასმელი მხოლოდ ლუდი გვქონდა, ამიტომ მხოლოდ სასმლით ვერ შემოვიფარგლებოდით და სხვა დავალებების მოფიქრებაც მოგვიწია. მოკლედ ოთხჯერ დავატრიალე ბოთლი და ოთხივე მცდელობისას დავლიე... ანუ თითქმის გავითიშე, ბევრი ვიცანცარეთ, ვიგიჟეთ, ვიმხიარულეთ და ამასობაში გამოვფხიზლდი კიდეც. უკვე გვიანი იყო, დედასგან ათასი შეტყობინება მოვიდა, ვიცოდი სახლში მისულს კარგი არაფერი მელოდა, ამიტომ დროზეადრე შემეცვალა ხასითი. წასვლაზე საუბარი წამოვიწყე და ჩემი მიზეზით თითქმით ყველა დავშალე. მანქანით მხოლოდ გიგი იყო, ამიტომ ყველა მას “ავეკიდეთ” და ერთ მანქანაში რვა კაცი “ჩავიტენეთ”. საკმაოდ დიდხანს ვიარეთ, მეგობრები სახლში მივიყვანეთ და ჩვენ ორნი დავრჩით. მანქანაში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რაც ჩვენ ორს არ გვჩვევია. -გამოფხიზლდი? სერიოზული ტონით მომმართა -არც დავმთვრალვარ -აბა რატო შეგეცვალა ხასიათი? -არაფერია, უბრალოდ სახლში მომინდა. -ტყუილები საშინლად არ გამოგდის... შემომხედა და სასწაულად გამიღიმა -ხოო არაა? -მომიყვები რა მოხდა? -დედასგან მილიონი შეტყობინება მოვიდა, დარწმუნებული ვარ სახლში კარგი ამბები არ დამხვდება, ამიტომ წინასწარ ვიფუჭებ განწყობას ერთბაშად რომ არ გავგიჟდე...ამაზე ორივეს გაგვეღიმა და ერთმანეთს წამიერად მივაშტერდით.... ეზოში უკანა შესასვლელიდან შევედით დედას რომ არ დავენახეთ. ცოტახანს გავჩერდით, თითქოს ორივეს გვინდოდა საუბარი, თუმცა რაღაც ძალა გვაჩუმებდა და ჩვენს სიტყვებს წარმოთქმის გარეშე ჰაერშივე აქრობდა. სიბნელეში ერთ ნაბიჯს მეორეს ვუწყობდი და ჩუმად შევედი სადარბაზოში, კიბეზე რომ ავდიოდი რაღაც უცნაურო ვიგრძენი, თითქოს რაღაც დამაკლდა, რაღაც ვერ დავინახე, ვერ შევამჩნიე და სიცარიელემ მომიცვა. სადარბაზოდან უკან გამოვედი და ჩემს წინ მდგარმა სიცარიელემ შიგნიდან დამშალა. გიგის მანქანის შუქი ჯერ კიდევ ანათებდა ცარიელ სივრცეს. დაბლა დავიხედე, თუთის ფოთლები მომაკვდავი ფერიებივით იწვნენ მიწაზე. მაღლიდან რამდენიმე ლამპიონი ყვითელ შუქს საცოდავად ფენდა მომაკვდავ ფოთლებს და ჯერ არშემშრალ წვიმის ცვარს უნათებდა. ოდნავ ჩავიმუხლე, ხელით გადავწიე ნესტიანი ფოთლები და ახლად მოჭრილ თუთას დაჟინებით დავაკვირდი. თითქოს სულში რაღაც მომიკვდა, პირველად დავფიქრდი, “-ახლა რა იქნება?” აღარც ქარი, აღარც მზე, არც წვიმა და არც თოვლი ისე აღარ მოუხდება ამ ეზოს როგორც მანამდე. აღარ იშრისლებს თუთის ფოთლები ჩემს აივანზე და აღარც ტოტებს დააწყობს ფანჯრის რაფაზე. მოჭრილ ხეზე ჩამოვჯექი და დაუკითხავად წამოსულ ცრემლებს ხმაც მოვაყოლე. “-რატომ არ შემოიჭერი ჩემს ოთახში, მე ხომ ველოდებოდი როდის ჩამეხუტებოდი!” კიბეები სწრაფად ავირბინე, კარი ელვის სისწრაფით შევაღე და ბებიას ოთახში შევედი. -ბებო, გაიღვიძე... რაღაც უნდა გკითხო! ზლაზვნით გაახილა თვალები და უკმაყოფილოდ შემომხედა -თუთა ვინ მოჭრა? -ამისთვის გამაღვიძე? ჩვენ მოვჭერით ანუკა! -მერედა რა უფლებით, დაგაჯარებენ იცი? -ნუ ნერვიულობ, მეზობლებმა ხელმოწერები შევაგროვეთ და არავინ დაგვაჯარიმებს! დედამ ჩვენი საუბარი გაიგო და ოთახში უკმაყოფილოდ შემოვიდა. -ანუკა, რა ხდება? სად ხარ ამდენ ხანს? -თუთა რატომ მოჭერით? -შენ უნდა შეგითანხმოთ როდის რას გავაკეთებთ? -დედა, რატო მოჭერით მეთქი! -პირველი -თავისით ამოვიდა ეგ თუთა და ჩვენი არ იყო, მეორე -ყველას დისკომფორტს უქმნიდა, განსაკუთრებით ჩვენ, სულ ფოთლები ეყარა აივანზე, სადარბაზოშიც კი სიბინძურე იყო ფოთლებისგან, მესამე -მარტო ჩვენ არ მოგვიჭრია, ამიტომ შეგიძლია დაწყნარდე. დაგაკმაყოფილა პასუხმა? -თქვენ ხო ყველაფერი დისკომფორტს გიქმნით რაც თქვენს დავალებებს არ არ ასრულებს! კარი გავიჯახუნე და ჩემს ოთახში გავედი. დედას ყვირილი მთელს სადარბაზოს ესმოდა. როგორ გავბედე და პრეტენზია გამოვთქვი მე თავხედმა. თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეყვირა. ოთახის კუთხეში მოვიბუზე და ბავშვური გულუბრყვილობით შებყრობილმა ტირილი დავიწყე. ამ ქვეყნად არაფერი მრჩება რაც მეყვარება, ალბათ ამიტომ უფრო მეტკინა გული. მობილურმა დაჟინებით დაიწყო რეკვა, თავიდან ყურადღება არ მივაქციე და გვერდით გადავდე, ბოლოს რომ არ გაჩერდა ვუპასუხე და გიგის ხმას ჩემი ტირილნარევი ბგერები შევურიე. -რაღაც მოხდა ხო? -არაფერია, ვიკამათეთ უბრალოდ. -კარგი, მოვდივარ! ჩემს პასუხს არც დაელოდა ისე დაკიდა ყურმილი. ვიჯექი ოთახის კუთხეში გაშეშებული და ვერაფერზე ვფიქრობდი, თავში ყველა აზრი ამერია და დიდი აურზაური დაიწყო. ისევ მობილურის წკრიალმა გამომაფხიზლა. -კარს არ გამიღებ? აივანზე ვარ! გული საშინლად ამიჩქარდა, ელვის სისწრაფით გავიქეცი და აივნის კარი გავაღე. გიგი ჯერ კიდევ მოაჯირზე იდგა და გადმოხტომას აპირებდა. -გაგიჟდი? რომ დაგინახონ მოგვკლავენ. -ვერაფერს გაიგებენ. ერთი ნაბიჯი გადადგა, გადმოხდა და წამის მეასედში ჩემს მხრებთან აღმოჩდა. ისე მეხუტებოდა სუნთქვას ფაქტობრივად მიზღუდავდა... ხელი სწრაფად ჩავკიდე და ჩემი ოთახისკენ გავათრიე. გულამოვარდნილი მივვარდი გასაღებს და ოთახის კარი გადავკეტე. -შენ გაგიჟდი ხო? ისევ გაოცება წამომცდა -ტიროდი და ასე შორიდან ვერ დაველოდებიდი შენს სახეზე მზეები როდის ამოვიდოდა... სევდიანად გამიღიმა და თვალები ოდნავ დახარა. -თუთა მოჭრეს? -კი, მოუჭრიათ...შენ საიდან მიხვდი? -ვხედავდი მოჭრილ ხეზე რომ ჩამოჯექი და ტიროდი. ასე გიყვარდა? -ჩემი მესაიდუმლე იყო, როცა რაღაც მიხაროდა ან მწყინდა აივანზე გავდიოდი და თუთას ვუყვებოდი. როცა რჩევა მჭირდებოდა ვთხოვდი ნიშანი მოეცა რა უფრო სწორი იქნებოდა და ისიც ტოტების შრიალით მპასუხობდა. ბავშვობაში კიბის ნაცვლად მას ვიყენებდი, ჯერ აივანის მოაჯირზე დავდგებოდი, შემდეგ თუთაზე გადავდიოდი და ბოლოს ერთი ნახტომით ეზოში ვჩნდებოდი. ბევრი ლამაზი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ბოლო ყველაზე განსაკუთრებული იყო. -ბოლოს რა მოხდა? -სანამ საგურამოში წავიდოდით წინა ღამეს სასწაული ქარი ამოვარდა. სახლში მარტო ვიყავი და თითქოს ყველა ხმა გამძაფრებულად მესმოდა. კარი რომ გავაღე თუთა ნახევრად აივანზე იწვა და ტოტებს ჩემს ფანჯარას ურტყამდა, თითქოს მთხოვდა ოთახში შემომეშვა. რაღაც უცნაურად ვიგრძენი თავი, იმ წამსვე კალანდაძის ლექსი გამახსენდა -ლამის სახლში შეოიჭრას თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი... სიტყვა წამიერად გამიწყდა, მისმა დაბალმა ტონმა და კალანდაძის ლექსმა ერთნაირად მომნუსხა და მთელი სხეული კანკალმა შეიპყრო! -დიდხანს მიტრიალებდა ეს სიტყვები თავში, იმის წარმოდგემა რომ ვიღაც ჩემს სულში შემოიჭრებოდა ოდესმე და ხელებს მაგრად მომხვევდა შიგნიდან სხვანაირად მაფორიაქებდა. სულ მინდოდა ჩავხუტებოდი თუთას, მინდოდა მისი ხელები ოდესმე მეგრძნო, თუმცა აღარ აქვს აზრი... რამდენიმე წამით ერთმანეთის თვალებს დაკარგული მზერით ვუყურებდით, თითქოს ორივემ ვიცოდით რომ თუთას ტოტების შემოხვევა არ სჭირდებოდა ჩვენს სულში შემოსაჭრელად, რადგან ის უკვე ჩვენში იყო, ან ჩვენ შორის. უცებ თავი დახარა და ჯიბიდან პატარა ტოტი ამოიღო, რომელსაც სამი ფოთოლი საცოდავად ჰქონდა ჩამოკიდული. -ყველაფერი ნულიდან იწყება. ადამიანებს ცხოვრება თავზე ენგრევათ, მაგრამ ფეხზე წამოდგებიან და ყველაფერს ახლიდან იწყებენ. მთავარი ის კი არ არის ახლა რა ხდება, ან რას ხედავს შენი თვალები, მთავარი ისაა შენ რისი დანახვა შეგიძლია. ამ პატარა ტოტს შეუძლია გაიზარდოს და შენი კი არა, შენი შვილების ფანჯრებშიც შეიჭრას. ნახე, პატარა კვირტები გამოუტანია, ახალი სიცოცხლე და ახალი შანსი გიდევს წინ, და შენ ისევ ტირი? თუ დაიჯერებ რომ ყველაფერი კარგი და ახალი ჯერ კიდევ წინ არის, აუცილებლად გაიმარჯვებ სამყაროსთან და შენს თავთანაც. სათქმელი აღარაფერი მქონდა, გვედით მივუჯექი და ტირილისაგან დასველებული სახე მხარზე დავადე. ახლა ჩემი მხრიდან ყველა სიტყვა ზედმეტი იყო, მიყვარხარ და მადლობა-ც კი გააფუჭებდა ამ ბედნიერ და თან მტკივნეულ მომენტს. თუმცა შიგნიდან რაღაც ძალა მაინც ლაპარაკობდა ჩემდაუნებურად და ამბობდა “-როცა შენ ხარ, ტკივილიც ბედნიერებად მეჩვენება”. იმ ღამეს ყველაფერი თავიდან გავაანალიზე, იმასაც მივხვდი რომ თუთა, რომლის ბოლო კვირტიც გიგიმ წაიღო, ნაყოფს აუცილებლად გამოიღებდა. ვცდილობდი გარეგნულად კარგად ვყოფილიყავი, თუმცა შინაგანი სიცარიელე სახეზე მაინც მიტოვებდა თავის კვალს. იმის გათვალოსწინებით, რომ მომდევნო დღეს ჩემი დაბადებისდღე იყო, ოჯახის წევრები რაღაც “ძალიან” კარგად მექცეოდნენ. არც უჩხუბიათ, არც დავალებებით მოუბეზრებიათ თავი და არც ისტერიკები მოუწყვიათ. სამზარეულოში ვიჯექი. პლანშეტში სერიალი ჩავრთე, ყავა მოვიმზადე და მყუდროდ მოვკალათდი. დედა მოწიწებით შემოვიდა, მეგონა რამის თქმას აპირებდა, თუმცა უბრალოდ მოვიდა და ჩემს წინ ჩამოჯდა. -ხვალ 23 წლის ხდები, მგონი უკვე ქალი ხარ...რაღაც დარდმა გაუელვა თითქოს და ეს ძალიან გამიკვირდა. საშუალება მომეცა ჩემი დაბადებისდღის გეგმებზე მესაუბრა და შეპარვით დავიწყე ლაპარაკი. -დე, ხვალ ჩემი მეგობრები მინდა რომ ამოვიდნენ, ან სადმე კარაოკეში გავალთ, ან არ ვიცი, მოვიფიქრებ..შენ რა აზრის ხარ? დედაჩემის სათნო სახემ ისევ საოცრად გამაკვირვა. -როგორც გინდა, თუ სახლში ვერ იგრძნობთ კომფორტულად თავს, ფულს მოგცემ და რესტორანი დაჯავშნე, ან კარაოკეში წადით...ვინ იქნებიან? -ჩემი მეგობრები...ისე ვუთხარი სერიალისთვის თვალიც არ მომიშორებია, მეგონა არ ჩამომათვლევინებდა სტუმრებს, თუმცა შევცდი. -ხოდა, რომელი მეგობრები -ლანა, თიკო, ლუკა, ნინი, ოთო, ზურა და გიგი..სხვა არავინ, ნუ საბუკაც რა თქმა უნდა. -გიგი? გიგი ვინაა? დედაჩემს ჩვეული სახე დაუბრუნდა -თოდუების შვილი ახლაც არ შემიხედავს მისი სახისთვის, რადგან რეაქციის ძალიან მეშინოდა -დემეტრეს ვაჟი? დედას ხმა გაუმკაცრდა და ჩემთან ახლოს მოიწია -ხო დედა, დემეტრეს და თათულის შვილი -შენ გასულელდი? ბოლო ხმაზე მიყვირა და მაგიდიდან სწრაფად წამოდგა. -რა მოხდა მერე, ჩემი მეგობარია -კარგად იცი რა მდგომარეობა გვაქვს მაგ ხალხთან, რატო აგრძელებ გიგისთან ურთიერთობას? -აი თქვენი უაზრო კომფლიქტის გამო ისედაც დიდხანს დავკრგე მეგობარი და ახლა აღარ ვაპირებ იგივე გავიმეორო. -ასეა? -კი, ასეა! -ხოდა ხვალ იქნები სახლში და ფეხს ვერავინ ამოდგამს შენთან. გასაგებია? -დამსაჯე? ირონიულად გავუღიმე და ხმადაბალი ტონი შევინარჩუნე -არა! მაგ ნაგავ ხალხთან ურთიერთობა აგიკრძალე. -როგორც გენებოს... სიმართლე ითავას დიდად არ მეწყინა და არც გამიკვირდა მისგან ასეთი საქციელი, უბრალოდ გულის სიღრმეში რაღაც ნაწილს მაინც უნდოდა ეს დღე ბედნიერად გამეტარებინა. საღამოს გიგიმ დამირეკა, მიხვდა რაღაც არ იყო წესრიგში, როგორც ყოველთვის. მანქანა ეზოს უკან გააჩერა, მე კი მთელი სიფრთხილით ჩავედი მის სანახავად. -დედას შენზე ვუთხარი -მერე? რა გითხრა? -გაბრაზდა... -ესეც ვიცოდი...გაიღიმა და თავი ოდნავ დახარა. -და ახლა მეგობრების დაპატიჟების უფლებას არ გაძლევს ხო? პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე და ფანჯარაში გავიხედე. -რატო უთხარი, ხომ იცოდი რომ ასე მოხდებოდა. -ჩემი დაბადებისდღე უშენოდ გამეტარებიანა? -არაუშავს, ამდენი წლები ერთმანეთის გარეშე ვატარებდით, ახლაც ასე მოვიქცეოდით. არ მინდა ჩემგამო დედაშენმა მეგობრები დაგაკარგვინოს -ხოდა ამდენი წლები მათი უაზრო ჩხუბის გამო გამოვტოვეთ ერთმანეთის მნიშვნელოვანი დღეები, აღარ მინდა უშენოდ გავატარო ერთი დღეც კი, ამიტომ სულ ერთია რას იტყვიან... თორმეტს ორი წუთი ეკლდა, მეგობრებმა ჩათში დარეკეს და ერთად მიმღერეს დაბადებისდღის სიმღერა. ძალიან მესიამოვნა, ბედნიერად ვიგრძენი თავი. ჩემთან ამოსვლა ვერ გაბედეს, რადგან იციან, რომ ბებიას დაუპატიჟებელი სტუმრები არ უყვარს. ლუკამ მკითხა, ხვალ რას ვშვრებითო, მე კი ვერაფერი ვუპასუხე. საშინელებაა, როცა 23 წლის გოგოს, მეგობრების დაპატიჟების უფლებას არ გაძლევენ და ისე გექცევიან როგორც პატარა ბავშვს. ათასჯერ ვცადე, რაიმე დარგში მეპოვა სამსახური, თუმცა მთელი ოჯახი და სანათესაო წინ მიდგებოდა, როგორ შეიძლება ჭავჭანიძეების შვილი უბრალო სამსახურში დასაქმდესო. დილით ადრე გამეღვიძა, თუმცა შუა დღემდე საწოლიდან არ ავდექი, არც მობილური გამიხსნია და მოლოცვებისთვის მიპასუხია. განაწყენებული ვიყავი, გულნატკენი და დამცირებული, რადგან ეს დღეც კი არ მეკუთვნოდა მე. ორი საათი ხდებოდა ოთახოდან რომ გამოვედი. დედაჩემი სამზარეულოში ფუსფუსებდა, ბებია კი ტრადიციულად ხაჭაპურს აცხობდა. -ვინმეს ელოდებით? ირონიულად ვიკითხე და მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნიეს ჩემი სამზარეულოში ყოფნა. -გილოცავ ბები...ბებიამ ჯიბიდან 100 ლარიანი ამოიღო და მუჭაში ჩამიდო. -გილოცავ ანუკი, ბედნიერი მინდა მყავდე...დედა ჩამეხუტა და თმაზე ნაზად მომეფერა. -ბედნიერი? გამეღიმა და მის მკლავებს მოვშორდი. ცოტახანში კარზე ზარი იყო, მთელი სიზარმაცით ავდექი და კარი გავაღე. ზღურბლზე თენგო იდგა, დატვირთული პარკებით. -იუბილაარ, ეს პროდუქტი გამომართვი. გილოცავ, ბედნიერი გოგო იყავი. -ბედნიერი...ჩავიბურტყუნე ისევ უკმაყოფილოდ და მადლობა გადავუხადე. -არ მეტყვით ვისთვის ამზადებთ? ყელში ამოსულმა ერთობლივად ვკითხე სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ბებოს და თენგო ბიძიას. -ნათესავებს ანუკი! დედამ უკმაყოფილოდ მიპასუხა -მე მკითხეთ მინდა თუ არა აღნიშვნა? -უმადურიბას მოეშვი და დედაშენს მოეხმარე. კუმ ფეხი გამოყოვო და თენგოც სიტყვაში გამობრძანდა. -თუ ჩემი მეგობრები არ იქნებიან, ნათესავები რატო უნდა მოვიდნენ? -ანუკა, ამ დღეს მაინც ნუ გამომიყვან წყობიდან და ნუ მაჩხუბებ...დედამ წარბებს ქვემოდან მესროლა მზერა და ცივად გამოსცრა სიტყვები. ლანას დავურეკე, ვთხოვე ამოსულიყო, თუმცა ცხოვრებაში პირველად მანაც გამიცრუა იმედები და ასეთ საშინელ დღეს მარტო დამტოვა. საბა მიხვდა რატომაც არ მიხაროდა ჩემი დაბადების დღე. ოთახში ჩუმად შემოიპარა და გვერდით მომიჯდა. -ნუ მოიწყინე რა, მაგარი სიურპრიზი გელოდება დღეს. -რა სიურპრიზი? -მაგას ნახავ! მზაკვრულად გამიღიმა და ოთახიდან და სახლიდან აორთქლდა. ფაქტი კი სახეზეა, რომ მანაც დამტოვა. სახლში დიდი სუფრა გაიშალა, ყველა ჩვენთან იყო. თენგო და მისი ოჯახი, თემო, თამუნა და ბავშვები, დეიდები, მამიდები და ნათლიები. მოკლედ, ვისაც ჩვენს ოჯახში ფეხის შემოდგმა შეეძლო, ყველა აქ იყო. მამამ დამირეკა, მომილოცა და დიდი მოწიწებით მთხოვა სტუმრების გამო ცოტახანს ჩემი გაბრაზება დამევიწყებინა და ბედნიერი ვყოფილიყავი. სხვა რა გზა მქონდა, ასეც მოვიქეცი და მათ ნებას დავყევი. დედას სტუმრების მომსახურებაში ვეხმარებოდი, აქეთ-იქით დავრბოდი ტრადიციული კერძებით, ხან თეფშებს ვცვლიდი, ხან საჭმელს ვამატებდი...უკვე მეათედ სვამდნენ ჩემს სადღეგრძელოს ისინი, ვისთვისაც ჩემი ყოფნა-არყოფნა სულ ერთი იყო და მთავარი მათთვის ქეიფი და დროსტარება გახლდათ. და მაშინ, როცა ეს დღე თავიდან ბოლომდე გავიაზრე და მივხვდი როგორ მძულდა ეს გულის ამრევი ღრიანცელი, გამოჩნდა ის. ჩემი ცხოვრების ვარსკვლავი, გიგი. ესემესის ავტორს თვალი მოვკარი და რაღაც უნებურმა ღიმილმა გადამიარა სახეზე. -სკუპიდონო, უკვე გამოიპრანჭე? -ჯერ ვერ მოვახერხე, ისეთი ქაოსია სახლში მხოლოდ საჭმელები დამაქვს აქეთ-იქით. ამის წაკითხვის შემდეგ ძალიან დამცინა, ალბათ წარმოიდგინა როგორ დავრბოდი გაწეწილი ოთახებში საჭმლიანი თეფშებით. -ხოდა გამოიპრანჭე და ჩამოდი, სულ ორ წუთს წაგართმევ. ელვისებური სისწრაფით დავიწყე მომზადება. ტყავის შარვალი ჩავიცვი, ზემოდან კლასიკური სტილის მოკლე სვიტერი, თმა ზემოთ ავიწიე და წითელი ტუჩსაცხი წავისვი. ყველა უარყოფითი შეგრძნება ჩემი ოთახის კარს უკან დარჩა და რაღაც ამოუცნობმა ბედნიერებამ დაისადგურა ჩემში. ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა სხეული ღელვისგან და როგორ მიმსუბიქდებოდა ფეხები, მუცელში უცნაური ჭიები დაძვრებოდნენ და კანზე უჩვეული სიფერმკრთალე მედებოდა. მინდოდა ჩუმად გავოარულიყავი, თუმცა დედამ მაინც შემამჩნია. სულ გაფითრებული ვიდექი და ვუყურებდი, თითქოს ვიღაცამ დამაპაუზა და საუბრის უნარი წამართვა. -ანუკი, სად მიდიხარ მეთქი, შენ გეკითხები. დედას ხმამაღალმა ტონმა უცებ დამიბრუნა წართმეული მეტყველება. -ქვემოთ ვაპირებდი ჩასვლას. ლანამ უნდა მომილოცოს და ამიტომ. -უთხარი და აქ ამოვიდეს -ვუთხარი მაგრამ არ სცალია, თან შენ არ მომეცი მეგობრების დაპატიჟების უფლება, ის რომ ამოვიდეს სხვებს ეწყინებათ...ეს სისულელე საიდან მოვიტანე ნამდვილად არ ვიცი, თუმცა იმ წუთას ძალიან გამომადგა. -კარგი ჩადი, მაგრამ ნინია ჩაიყვანე, მარტო არსად წახვიდე. დედამ საოცარი ხერხი იპოვა ჩემს სათვალთვალოდ და ბიძაშვილის ჭორიკანა ბავშვი ჩემს მცველად დანიშნა. ბავშვს ქურთუკი მოვახურე და კიბეებზე მთელი სისწრაფით ჩავედით. ნინია პირველი სართულის სადარბაზოში დავტოვე, ვთხოვე ცოტახანს მოეცადა, მე კი ეზოს ბოლოში გავიქეცი. შორიდან ვხედავდი როგორ მიყურებდა მისი ათასფრად აციმციმებული თვალები, მისი ჯადოსნური ღიმილი და მომხიბვლელი გამოხედვა. -რაპუნცელი კოშკიდან გამოიპარა? სიცილით მკიხა და თმა ოდნავ გამიჩეჩა -კიი, ბოროტ დედინაცვალს და დრაკონებს გამოექცა. მეც სიცილით ვუპასუხე -მერედა ქამელეონი სად დარჩა? -სადარბაზოში დავტოვე, ზედმეტი რომ არაფერი მოისმინოს... -მგონი გაიზარდე ანკა -ისევ ეს სახელი, ღმერთოო, დაივიწყე გთხოვ. ხელები მაგრად მომხვია და ყელში უნაზესი კოცნა დამიტოვა -მე ამ სახელით გაგიცანი, პატარა, ციმციმა და პოზიტიური ანკა, ჩემი სკუპიდონი, ამიტომ ამ სახელს ვერასდროს დავივიწყებ. მინდა რომ ბედნიერი იყო, იმაზე ბედნიერი ვიდრე შენ წარმოგიდგენია... მანქანის კარი გახსნა და პატარა ქოთანი გამოიღო, დიდი ფორმატის ფურცელთან ერთად. -თუთა დარგე? ბოლო ხმაზე შევკივლე და გაოცებულმა შევხედე ახლად გამოსულ თუთის ყლორტებს. -მეორე საჩუქარს არ ნახავ? მითხრა და დახვეული ფურცელი გამომიწოდა. ნელა მაგრამ ინტერესით გავშალე, რაღაც სასწაულის მოლოდინში, მეგონა მე დამხატა ან მსგავსი რამ, თუმცა შევცდი. სახლი იყო, ორსართულიანი, პატარა ვერანდით და ლამაზი ბაღით, აივნის კიდეზე კი თუთა იდგა, რომლის ტოტები ნახევრად ფანჯარას იყო მიყრდნობილი. -სახლი დაგიხატე, რომელსაც ოდესმე აუცილებლად აგიშენებ...მითხრა და ისევ ჩამეხუტა სიხარულისგან გაბრუებულს. -ძალიან, ძალიან მიყვარხარ. მთელი გულით! ვუთხარი და მის ყელს ხელები შემოვხვიე. -ამოდი რა, გთხოვ...მუდარის თვალებით შევხედე -კარგი ნუ დაიწყებ ახლა, ხომ იცი გაბრაზდებიან -არ მაინტერესებს, ყველა იქაა მთელი ნათესაობა და მინდა რომ ყველას გავაცნო ჩემი იღბლიანი ვარსკვლავი...გავუღიმე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე -შენ მგონი მათი გაგიჟება გინდა. -კი, ეგეც მინდა, მაგრამ შენთან ერთად უფრო მინდა -გინდა ძალიან მაგარი იდეა შემოგთავაზო, როგორ გააგიჟო? -გისმენ გენიოსო მზაკვრულად გამიღიმა და წამიერი დუმილის შემდეგ “წამოროშა” -გათხოვდი სკუპიდონო სიცილი ვერ შევიკავე, ისტერიული თუ ბედნიერი არ ვიცი, თუმცა ფაქტია ძალიან კარგად გამეცინა -დამცინი? ვისზე გავთხოვდე და პასუხი რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო -ჩემზე... მხრები აიჩეჩა და უნაზესი ღიმილი მაჩუქა, მე კი ისევ არ ვწყვეტდი სიცილს. -შენზე გათხოვება კი ნამდვილად გააგიჟებთ, მაგრამ როგორ? ძალიან დავიბენი, ვერ ვხვდებოდი მას მართლა უნდოდა ჩემთან ყოფნა თუ ჩემი მშობლების გაგიჟებაზე ზრუნავდა. -მარტივია ძალიან, უბრალოდ ადექი და გამომყევი, ცოტას ინერვიულებენ, იჩხუბებენ, მოგძებნიან და მერე ისევ სახლში დაგაბრუნებ. თან ჩემების გაგიჟებაც გამოგვივა და ასე ვიძიებთ შურს რომ ამდენი წელი ერთმანეთს დაგვაშორეს. -თან გავერთობით...დავამატე და მეც მზაკვრულად გავუღიმე -თავისთავად... -ახლა ცოტახანს გავალ, რაპუნცელის ქამელეონს სახლში გავუშვებ და წავიდეთ... ლოყაზე მაგრად ვაკოცე და სადარბაზოსკენ გავიქეცი. -ნინია, დათვლა იცი? ბავშვმა თავი დამიქნია და გაბრაზებით შემომხედა, თითქოს მსაყვედურობდა დაგვიანების გამო. -შეგიძლია ორასამდე დაითვალო? მან ისევ თავი დამიქნი თანხმობის ნიშნად -კარგი, ახლა მე წავალ და შენ დათვლა დაიწყე, ორასამდე რომ მიხვალ სახლში ადი და ყველას ერთად, ხმამაღლა უთხარი რომ ანუკი გიგი თოდუას ცოლად გაყვაო. კარგი? -ისიც ვუთხრა ეზოში რომ კოცნაობდით? -რა? გაოცებისგან თვალები ლამის ბუდიდან გადმომცვივდა. -არ გვიკოცნია ნინია, ვეხუტებოდით. ეგ არ თქვა იცოდე, გაფრთხილებ. -კარგი ხოო! მობეზრებულად ჩაიქნია ხელი და კიბის საფწხურზე ჩამოჯდა, მე კი მთელი ინერციით გავიქეცი მანქანისაკენ. -ვუთხარი რომ ორასამდე დაითვალოს, სანამ დათვლას მორჩება ჩვენ დრო გვექნება რომ აქაურობას გავეცალოთ. აღელვებით ვუთხარი და ღვედი გავიკეთე -რატო აწვალებ ბავშვს? ერთი, ორი, სამი... სისწრაფისაგან მოზღვავებულმა ადრენალინმა იფეთქა ჩემში და დაძაბულობა მომიხსნა. თითქოს ჩიტივით თავისუფალი ვიყავი, ფანჯარა ჩავუწიე და მორბენალ ხეებს შორის მიმავალი მანქანიდან ხელები გავშალე. -სად მივდივართ? მხოლოდ იმ წამს გავაანალიზე რა ხდებოდა ჩემს თავს და ლოგიკური კითხვა დავსვი -მცხეთაში მოკლედ მომიჭრა პასუხი და თვალი ჩამიკრა -მგონი როგორ ნერვიულობენ ახლა, ცოტა მეშინია. დაბნეულმა შევხედე და მისი ჯადოსნური ღიმილი ისევ დავინახე -თუ გინდა მივბრუნდეთ, არაფერს გაიძულებ! ჩვეული სიმშვიდით მითხრა და ისევ გამიღიმა -არა, ცოტა ინერვიულონ, არაუშავს! -მაშინ მომენდე ანკა. გათიშულ მობილურს ხელში ვათამაშებდი, გული საშინლად მიცემდა. ის აფექტური მდგომარეობა, რაც ცოტახნის წინ განვიცადე ძალიან მსიამოვნებდა, თუმცა ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ცოტა დავითრგუნე. და რა ხდებოდა იმ დროს თბილისში, როცა მე და გიგი ბავშვური გადაწყვეტილებით თავს ვიწონებდით? დედა მობილურზე ჩამოკიდებული ცდილობდა საბასთან დაკავშირებას, დის გაუჩინარება რომ შეეტყობინება, თუმცა ამაოდ. თენგო და მისი ვაჟი თემო, ყველგან მეძებდნენ, სადაც შეიძლებოდა ვყოფილიყავი ან არ ვყოფილიყავი. ბებია მუხლებზე მუშტებს იშენდა და ისე გაჰკიოდა შვილიშვილის სახელს, მამა უკვე ბილეთის ასაღებად ემზადებოდა, ხოლო მეგობრები და საბა, კაცმა არ იცის ამ დროს სად იყვნენ. მობილურის ჩართვა ვერ გავბედე, რადგან ვიცოდი, თუ გვიპოვიდნენ კარგი დღე არცერთს გვეწეოდა. გიგიმ ცოტახანს დრო იხელთა, მობილური ჩართა, რადგან დედისთვის პირველს მას ეთქვა “გაბედნიერების” ამბავი. თუმცა ვინ აცალა? თენგო პირველ რიგში მათთან მივიდა, უფროსწორად მივარდა, მთელი ისტერიკით დალანძღა და ააწიოკა ოჯახი და შემდეგ ყველა სხვა ადგილას მეძებდა. -დედა, რაღაც უნდა გითხრა და ძალიან გთხოვ ისტერიკის გარეშე შეხვდი, კარგი? -თუ იმის თქმას აპირებ რომ ჭავჭანიძეების გოგო ცოლად მოიყვანე, არ შეწუხდე, ეგ სიახლე უკვე გავიგე! მისი სერიოზული და ხმადაბალი ტონი მობილურიდან მკაფიოდ ისმოდა. -უკვე გაგიგია, მაშინ სათქმელიც აღარაფერი მაქვს. -გიგი, სად ხარ?! მამაშენი გიჟს გავს, სასწრაფოდ დააბრუნე ეგ გოგო სახლში და აქ მოდი, იცოდე ეს ამბავი კარგად არ დასრულდება და სიტუაციას უფრო ნუ გაართულებთ! ეგ მდაბიო ოჯახი უნდა დავინათესაოთ? ცოტა იფიქრე და მობრუნდი სანამ გვიან არ არის, თორე მაგ პროვინციელებს ვეღარ მოვიშორებთ! -მამას უთხარი რომ რამდენიმე დღეში თვითონ დავუკავშირდები! უკმაყოფილოდ გათიშა მობილური და მანქანის სათავსოში ჩააგდო. -დედაშენი ისევ ფორმაშია, როგორც ყოველთვის... ირონიულად გავიღიმე და მზერა ავარიდე საგურამოში ავედით, უკვე ბნელოდა. მთვარის შუქი მკვეთრად ერწყმოდა მოციმციმე ლამპიონების სინათლეს და მსუბუქი სიყვითლით ანათებდა ვიწრო ქუჩას. ჩაბნელებულ ეზოს თვალი გადავავლე, ბალახის სიხასხასე სიბნელეშიც კი შესამჩნევი იყო, საუცხოო ატმების და ახლად ნაწვიმი მიწის სუნი ერთბაშად ქმნიდა ჯადოსნობას და გულში ჯერ კიდევ უცხო გრძნობას უფრო მიღვივებდა. -ვიცოდი რომ აქ მოვიდოდით... გავუღიმე და მობილური კიდევ ერთხელ დავატრიალე ხელში -აქ გიპოვე მეორეთ და მინდა რომ ისევ აქედან დავიწყოთ... -და რას ვიწყებთ? ოდნავ გაოცებულმა ვიკითხე, ჯერ ვერც კი ვხვდებოდი რა ნაბიჯი გადავდგი -გაგიჟებას სკუპიდონო! მითხრა და ჩვეული მომხიბვლელობით გამიღიმა ჩაბნელებული სახლის კარი ნელა და ჭიალით გაიღო, ისე ჩუმად ვადგამდი ნაბიჯებს, თითქოს სახლში ვიპარებოდი. სახლის ზღურბლზე გადაბიჯებას ვაპირებდი, ხელი რომ მომკიდა და უკან დამწია. -ანკა, იცოდე არავის უთხრა რომ ჩვენების გასაგიჟებლად დავქორწინდით...ყურთან მოჩურჩულე ტუჩები ლოყაზე ნაზად შემახო და ჩემს უკან დადგა. -დააა დააააამ! გილოცაავთ! უეცრად შუქი აინთო და ყველა ჩემი მეგობარი ერთ ოთახში აღმოჩნდა. გაოცებული და დაბნეული ვიდექი და მხოლოდ ვყვიროდი -არ არსებობს! -არსებობს სკუპიდონო, არსებობს! უკნიდან გიგის მოსიყვარულე ხმა გავიგე. ყველას ჩავეხუტე და ცოტა ვიტირე კიდეც, იმ დღეს ზედმეტად ბევრი ემოცია მომივიდა, ამიტომ ცრემლები ვეღარ შევიკავე. საგანგებოთ ბუშტებით მორთულ ოთახში პატარა მაგიდა იყო გაშლილი, ტორტი, ფეიერვერკი და გემრიელობები მოემზადებინათ. ბევრი ვიგიჟეთ, ვიცეკვეთ, ვიმხიარულეთ, დავლიეთ...ჩემი და გიგის ერთად ყოფნის სადღეგრძელოც კი დაილია, რაც ცოტა მეუცნაურებოდა. გართობა ვერ მავიწყებდა იმ ამბავს, რომ სადღაც განრისხებული მშობლები მეძებენ და თუ მიპოვეს, ვაი ჩემს დღეს! ლანა როგორც ყოველთვის გრძნობს ჩემს ფიქრებს, იმ მომენტშიც ალბათ იგრძნო და გვერდით მომიჯდა -ნერვიულობ? -ცოტა ვღელავ, რომ ვფიქრობ მეძებენ ვიძაბები -გიგიც დაძაბულია აშკარად, მაგრამ არ მგონია აქ მოგაგნონ, დედაშენმა ისიც არ იცის მაშინ სად ვიყავით დასასვენებლად -დედამ ჩემზე არაფერი იცის ლან... გულნატკენივით ვუთხარი და ოდნავ გავიღიმე -ახლა ჩემს გარდა გიგიც გყავს და ძალიან გვიყვარხარ ჩვენ! მაგრად ჩამეხუტა და რამდენიმე წამი არ ვშორდებოდით სანამ გიგიმ არ შეგვაწვეტინა ეს დრამატული მომენტი. -ჩემს “ცოლს” ხომ არ დამითმობ ცოტახანს? ღიმილით იკითხა და თან გვერდით მომიჯდა სავარძელზე -ანკა, მოეშვი ცოტა, აქ ვერ გვიპოვიან ხომ იცი. -ვიცი, მაგრამ ვღელავ მაინც -ცოტა დალიე და გადაგივლის.მე შენთან ვარ და არ მივცემ შენებს უფლებას რომ გაწყენინონ -მე რომ ვაწყენინე? -ისევ მათი საქციელის გამო... თვალი ჩამიკრა და გემრიელად მიმიხუტა გულზე. დალევა შევწყვიტეთ და როგორც გვჩვევია ზოგი სავარძელე დავსხედით, ზოგი კი იატაკზე და ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით. ხშირად ისმოდა ფრაზები: “-ჩვენ როგორ გამოგვაპარებდით” “-გგონით ვერ ვხვდებოდით რომ ერთად იყავით?” “-ქორწილი როდის იქნება?” და მსგავსი სულელური ფრაზები...მე კი ერთი კითხვა სახლში შესვლის წამიდან საოცრად მაწუხებდა -გიგი, ბავშვებს შენ უთხარი რომ აქ მოვდიოდით? თავის ქნევით დამიდასტურა და წელზე მოხვეული მკლავები უფრო მჭიდროდ მომხვია -და როდის გააგებინე, ტელეფონით მარტო თათულის ელაპარაკე. მაცდურად გამიღიმა და სახე წამიერად ამარიდა -მოიცადე, შენ წინასწარ შეკრიბე ბავშვები? ისევ თავი დამიქნია და ღიმილიანი მზერა შემომაგება -და რა იცოდი რომ გამოგყვებოდი? -რომც არ გამომყოლოდი მოგიტაცებდი და დილით ისევ დაგაბრუნებდი, შენი დაბადებისდღე ჩემს გამო ფუჭდებოდა, მე კიდევ სულ მინდა იღიმებოდე... ისევ მაცდურად გამიღიმა და მომხიბვლელად აათამაშა წარბები. -ვგიჟდები შენზეე... ჩუმად წავუკივლე და მაგრად მივეხუტე. საუბარში გართულს თითქმის აღარავის გვახსოვდა ჩემი ოჯახი, რომელიც გაგიჟებული მეძებდა, თუმცა კარზე კაკუნის ხმამ ყველა ერთად დაგვაბრუნა რეალობაში. -ვა ი მე! ლანამ ჩუმად ჩაიბუტბუტა და ჩემს ხელს მაგრად მოუჭირა თითები. -გავაღებ! გიგი ფეხზე წამოდგომას ეცადა, თუმცა არ დავაცადე და წინ გავიჭერი. იატაკზე ჩამომჯდარი მეგობრები ხელით გავწიე და ძლივს გავაღწიე კარებამდე, უკან კი გიგიც მომყვა. მუხლებში საშინელ სისუსტეს ვგრძნიბდი, მეგონა წამში ამომვარდებოდა გული, ხელის კანკალით ერთბაშად გავაღე კარი და დანახულმა სურათმა კინაღამ ჭკუიდან შემშალა -საბააა! ძლივს ამოვუშვი ყელიდან სიტყვები და მომღიმარ, ყვავილებიან საბას გაოცებულმა შევხედე. -კიდევ გილოცავ ჩემო გადარეულო. ყვავილები მომაწოდა და ოთახში შევიდა. მეგობრებმა შვებით ამოისუნთქეს, სიცილი და ყაყანი დაიწყო ითახში, მე კი გაქვავებული ვიდექი ყვავილებით ხელში და ყურებამდე გაღიმებულ გიგის მზერას ვერ ვაცილებდი -მოდი, მოდი. აგიხსნით ყველაფერს! გიგიმ ხელი მომკიდა და ოთახისკენ წამიყვანა -საბა რა ხდება ახლა მითხარი სანამ გული გამისკდა -შენ გეძებდი და გიპოვე, ისეთი არფერი. ჩემი დეგენერატი ძმა სიცილს არ წყვეტდა. ორი წუთით ცალკე გავიყვანე, ვიფიქრე სერიოზულად მეტყოდა როგორ აღმოჩნდა საგურამოში, პირდაპირ ჩემთან. -მთელი დღე შენს გამო ვიყავი გამოსული, ბავშვებს ვეხმარებოდი რომ სიურპრიზი მოგვეწყო, შენ კიდევ გაბრაზებული მიყურებ, კარგი რა. ბუზღუნით მიაყარა და სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა. -შენც იცოდი რომ მე და გიგი ვიპარებოდით? გაოცებულმა ვიკითხე -შენზე წინ მე ვიცოდი... კმაყოფილმა ჩაიღიმა და ცოტახანს დამაკვირდა. -გიჟებს გვანან, ყველგან გეძებენ, მე ვითომ შენს მეგობრებთან ვიყავი და არც ერთმა იცოდა სად ხარ. ხოდა ახლაც გეძებ რა. ისევ ღიმილით დაამატა და ფეხზე წამოდგა. -ვიცი რომ შენ და გიგის ერთმანეთი გიყვართ, შენს მიმართ ძალიან სერიოზულადაა განწყობილი, ვთვლი რომ პატარა ხარ, მაგრამ ბედნიერებას ხო ასაკი არ აქვს, ამიტომ არ ვარ წინააღმდეგი ერთად იყოთ. ეს ნაადრევად დაქორწინება კი დიდად არ მომწონს, მაგრამ შენ თუ ბედნიერი იქნები, მე ამაზეც თანახმა ვარ. თან შენს გამო მამაც ჩამოდის და ისევ ერთად ვიქნებით... ხელები განზე გაშალა და მაგრად მომეხვია. ვერ აღვწერ რამხელა ბედნიერებას ვგრძნობდი, მხოლოდ იმიტომ რომ ის ჩემი განებივრებული ძმაა, მე კი მისი კაპასი და. დილამდე ვიმხიარულეთ, დალევა, ცეკვა, გართობა...ამ ყველაფერმა სასწაულად დამღალა, ყველაზე მეტად კი შიშმა, რომელსაც ვერაფრით გავურბოდი. დრო იყო საგურამო დაგვეტოვებინა, თუმცა ამის შემდეგ რა მოხდებოდა ნამდვილად არ ვიცოდი. -მამა ხვალ ჩამოდის, ეცადეთ ხვალამდე არ გამოჩნდეთ, კარგით? საბამ დაკვირვებით შემოგვხედა მე და გიგის და სერიოზული სახით განაგრძო -დღეს მივალ, სიტუაციას გავიგებ რა ხდება სახლში და ყველაფერს გაგაგებინებთ. -სახლში რომ ავიდეთ იმედია არ დაგვადგებიან ხო? გიგიმ სერიოზული შუბლი უფრო მოჭმუხნა და ინტერესით დააკვირდა -მაგას მე მოვაგვარებ, არავინ მოვა! თან გუშინ უკვე მოგძებნეს მანდ და არ მგონია დღესაც ისევ მოვიდნენ. ღრმად ამოვისუნთქე და მუდარის თვალებით შევხედე საბას -დედა თუ ცუდად იქნება მითხარი და დავურეკავ, კარგი? -მამას ჩამოსვლამდე არაფრის გაკეთება არ გვინდა, რომ დაურეკო ხომ იცი თენგო ჩაერევა ისევ და მაგის ნერვები ვის აქვს. დილით ადრე დავიშალეთ, ყველა მანქანებში ჩავსხედით და თბილისისკენ დავიძარით. არც ერთს გვითქვამს არფერი, ჩუმად მივდიოდით და ხანდახან თუ გადავხედავდით ერთმანეთის დაღლილ თვალებს. -თუ გეძინება მე ვმართავ მანქანას, ცოდო ხარ. ნახევრად მძინარეს გადავხედე -შენც უძილო ხარ. დაწვრილებული თვალებით შემომხედა და თმა ამიმეჩა “ძმაკაცურად”, რაც არც თუ ძალიან მესიამოვნა და სახეზეც შემეტყო. -კარგი აღარ ვიზამ სკუპიდონო, ნუ გაუჟმურდები ახლა. დამცინა და ლოყა გამიწელა -მეტკინა დეგენერატო შევკივლე და ხელი გავაშვებინე -ცოლო, დაწყნარდი ისევ დამცინა და უძილობისგან დაწვრილებული თვალები უფრო გაუწვრილდა -გიგი მოგხვდება და მერე შენს თავს დააბრალე...იდიოტი! ამოვიბურტყუნე და მის სიცილზე მეც გამეცინა. უცხო ქუჩაზე მთელი სიფრთხილით შევედით, მანქანა დააყენა და უხერხულად ჩამომდგას ხელი მაგრად ჩამკიდა და ისე წამიყვანა კორპუსისკენ. კარი გააღო, პირველი მე შემიშვა, როგორც ჯელტმენს ჩვევია და კარის საკეტი რამდენჯერმე გადაატეიალა. -ეს მისაღებია, აქ სააბაზანო, აქეთ სამზარეულო და ესენი საძინებლები. მარჯვნივ ჩვენია. გამიღიმა და სამზარეულოში გავიდა -ესე ნუ დგახარ, თავი ისე იგრძენი, როგორც შენს სახლში. ღმერთო, მხოლოდ იმ წამს გავიაზრე, რომ ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და არც კი ვიცოდი მასთან ერთად რისი გაკეთება შემეძლო. ის ბავშვური სიცანცარეები რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა თითქოს გაქრა და რაღაც სერიოზულ, ზრდასრულ ურთიერთობად გადაიქცა, ამიტომ ვერ ვხვდებოდი მსიამოვნებდა თუ მთრგუნავდა გაზრდილ გიგისთან ყოფნა. სამზარეულოში შევედი და ბარის მაგიდასთან მდგარ სკამზე მოვკალათდი. -რას მიირთმევს თქვენი აღმატებულობა? -წყალიი... მომაკვდავივით დავუძახე და დაბინდული თვალებით დავათვალიერე სამზარეულო -რა ფერმკრთაკი ხარ, კარგად ხარ? წარბებს ქვემოდან გამომხედა და წყლის ჭიქა მომაწოდა -კი, კარგად ვარ, დავიღალე უბრალოდ. ძლივს ამოვღერღე და თვალები მოვისრისე. -წამო ტანსაცმელს მოგცემ და წყალი გადაივლე, გამოფხიზლდები, მე კიდევ ყავას გავაკეთებ. ხელი “ძმაკაცურად” გადამხვია და საძინებლისკენ წამიყვანა. საწოლზე მოწყვეტით ჩამოვჯექი და ველოდი როდის მორჩებოდა არეულ ტანსაცმელში ძრომიალს. გრძელი ზედა და შორტი ძლივს გამოაძვრინა ახლართული ტანსაცმლიდან და ისე, რომ არც შემოუხედავს ჩემი მიმართულებით გადმოყარა. -ცოტა დაკუჭულია, დალაგებისთვის ვერ ვიცლი... აბურდული ტანსაცმელი ისევ შეტენა გარდერობში და კარი დახურა -მივხვდი ზარმაცო... ჩვეულებისამებრ წავკბინე და ოთახიდან გავედი. რამდენიმე წუთს ვიყავი წყლის ქვეშ გარინდული და ვცდილობდი არ მეფიქრა მომდევნო დღეზე, მამაჩემის ჩამოსვლაზე და მოვლენების განვითარებაზე. სველი თმა ოდნავ შევიშრე, გიგის დაკუჭული ზედა და შორტი ჩავიცვი და სააბაზანოდან გამოვედი. -გიხდება სკუპიდონო... აივანზე, ყავის ჭიქით ხელში იდგა და მიყურებდა, თან ყურებამდე იღიმოდა, მე კი მისი ღიმილით მონუსხულმა ვერც შევამჩნიე ისე დავეჯახე გამჭვირვალე მინის კარს. -ნელაა, არაფერი მოიტეხო...სიცილით შემომხედა და თავისკენ მიმიზიდა. -ბოლომდე რომ მიგეხურა ან გაგეღო ეს კარი არ შეიძლებოდა? უკმაყოფილოდ ვუსაყვედურე და ცხვირზე ხელი ავიფარე. -შენ თუ წინ არ იყურები, ჩემი რა ბრალია...ახლა პინოქიოსავით დაგიგრძელდება ცხვირი. ისევ დამცინა და ლოყა ოდნავ გამიწელა. -ცხვირი ტყუილებზე ეზრდებათ, ბატო! მეც დავცინე და შევუსწორე. ცხელი ყავის ჭიქა მომაწოდა და სველი თმა ოდნავ ამიჩეჩა. -დამავიწყდა მეთქა, უფროსწორად დრო ვერ ვნახე შესაფერისი.. მადლობა გუშინდელისთვის. გავუღიმე და განათებული თვალებით მის მზერას დავაკვირდი. -ყველაფერი საუკეთესო მინდა რომ გქონდეს -ყველაზე საუკეთესო, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა შენი გამოჩენაა, მადლობა რომ არსებობ...ისევ გავუღიმე, ხელით თმა უკან გადამიწია და თავზე ნაზად მაკოცა. ჩუმად მაგრამ გასაგონად ჩამჩურჩულა -აჭარბებ ანკა. და ზუსტად ამ დროს, როცა ფილმის ეპიზოდში წარმოვიდგინე ჩემი თავი, მისმა მობილურმა დარეკა. უკმაყოფილოდ დახედა ეკრანს და უპასუხა. მამამისი სერიოზული ტონით ელაპარაკებოდა, მხოლოდ ის გავიგე, როგორ საყვედურობდა, რატომ არ გამაგებინეო. მეტის მოსმენა საჭიროდ არ ჩავთვალე და საძინებელში გავედი. ტანსაცმლისგან განსახვავებით ოთახში იდეალური სისუფთავე იყო, სუფთა ავეჯი, ლამაზად დაწყობილი საათები, სუნამოები, პერანგები და რამოდენიმე თმის და ხელის კრემი. უნებურად გამეღიმა იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ შეივსებოდა ყველა სათავსი ჩემი ნივთებით და როგორ დაიკარგებოდა მისი სამი თავის მოსავლელი კრემი. ერთმანეთში აბურდული ტანსაცმელი კარადიდან გადმოვყარე და სწრაფად დავიწყე დალაგება. მისი კანის სუნი თითოეულ სამოსზე იგრძნობოდა, ოთახის ყველა კუთხეს მისი არსებობა ჰქონდა გამჯდარი და მისი სუნამოს სუნი ყველა კედლოდან ყვიროდა. ტანსაცმელი დავკეცე და კარიდან ოდნავ გავიხედე, გიგი ისევ მობილურზე ლაპარაკობდა, უფროსწორად ისმენდა და რაღაც დროის გამოტოვებით თავს ზემოდან ქვემოთ იქნევდა. კარი დავხურე და ძილმორეული საწოლში ჩავწექი. რამდენიმე წუთში ჩამეძინა, თუმცა ჩემი რაღაც ნაწილი იმდენად ფხიზლად იყო, რომ საწოლის ოდნავ შეტოკებაც იგრძნო და საბოლოოდ გამომაფხიზლა. -რას აკეთებ? ნახევრად მძინარე სახით შევკივლე და ჩემს გვერდით მოკალათებულ გიგის გადავხედე -დაწოლას ვაპირებ...გაოცებულმა შემომხედა და საწოლს საბანი გადახა. -მერე საწოლი არ გაქვს? აქ რატო წვები...ისევ ვერ გავერკვიე რა ხდებოდა და სისულელე წამოვროშე -მაქვს, მაგრამ შენ წევხარ... მობეზრებულად შემომხედა და საწოლში ჩაწვა -დეგენერატო, ნუ წაიღე მთელი საბანი -ნერვებს მიშლი ანკა! -ფეხი გაწიე! -ანკაა, წესიერად დაწექი მეთქი! გვერდები მეტკინა. -ნუ მომიწვებოდი და არაფერი გეტკინებოდა -შენ ნუ ჩაწვებოდი ჩემ საწოლში -ხოდა ნუ წამომიყვანდიი. -შენც ნუ გამომყვებოდი! მოზრდილი ბალიში ავიღე და პირდაპირ სახეში ჩავცხე -ნუ მთხოვდი და არ გამოგყვებოდი, საზიზღარი! -აბა კიი, მუხლებზე დამხობილი გევედრედრებოდი წამომყევი მეთქი. დამეჯღანა და ჩემი ბალიში სახეზე მომაგდო. -დეგენერატი! გადავბრუნდი და მთლიანი საბანი ჩემსკენ წავიღე. ვერც გავიგეთ, ისე გავიდა ძილში დრო. მოსაღამოვებუს გამომეღვიძა. თვალ დახუჭული ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას ჩემს ყელთან. თვალები გავახილე და უნებურმა ბედნიერებამ მოიცვა ჩემი შინაგანი სამყარო, ნაკვთებს ვერ ვიმორჩილებდი ისე მეღიმებოდა მის ბავშვურ სახეზე, აჩეჩილ თმაზე და ძილისგან გაბუშტულ ტუჩებზე. ცოტახანს დავტკბი ლამაზი მომენტით და საწოლიდან წამოვდექი. თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი, მაცივარში ისეთი ვერაფერი ვიპოვე უცებ რომ მეჭამა, ამიტომ ისევ კვერცხზე შევაჩერე არჩევანი და შევწვი. კვერცის მადისაღმძვრელმა სუნმა თუ ჩემმა არყოფნამ გიგი მალე გააღვიძა. სამზარეულოში ნახევრად მძინარე გამოვიდა და ბარის სკამზე ჩამოჯდა. -როგორ გეძინა? ვეცადე ღიმილი დამეფარა, რომელსაც მისი საყვარელი გამომეტყველების გამო ვეღარ ვიკავებდი -იმის გათვალისწინებით რომ მცემე და საბანი წამართვი, იდეალურად... ჩაიღიმა მაცდურად და ჭიქა წყლით გაავსო. -შენ? -მეც ანალოგიურად...გავუღიმე და გაჩეჩილი თმა ოდნავ შევუსწორე. -ხო შეჭამ? თემა შევცვალე და კარადიდან თეფშები გამოვალაგე. -ცოლის გაკეთებულ საჭმელზე უარს როგორ ვიტყვი.. დამცინა და თეფშები გამომართვა -იცოდე თუ კიდევ დამიძახებ ცოლს განანებ... სიმწრით გავუღიმე და საჭმელი მაგიდაზე მოვათავსე. -ცოტახანში გასვლას ვაპირებ, მარტოს ხომ არ შეგეშინდება? -არაა, მაგრამ სად მიდიხარ? საბამ ხო თქვა ხვალამდე არავის დაენახოთო -დემეტრემ დამირეკა, საღამოს ამოდი და დავილაპარაკოთო. ჩვენ ურთიერთობაზე უნდა საუბარი. -აჰ, გასაგებია! -მალე მოვალ, გპირდები. საძინებელში შევიდა, დალაგებული ტანსაცმელი რომ დაინახა ცოტა გაუკვირდა და სასიამოვნოდ გამიღიმა. -როდის მოასწარი? გავუღიმე და მხრები ავიჩეჩე. ცოტახნის სიჩუმის შემდეგ გავბედე და თემა წამოვჭერი. -როდის დავამთავრებთ ჩვენების გაგიჟებას? -ჯერ ახლა არ დავიწყეთ? ღიმილით შემომხედა -კი მაგრამ, მეგონა გუშინვე გვიპოვიდნენ და დამაბრუნებდნენ, ახლა ალბათ არც გვეძებენ და რა მოხდება ამის შემდეგ? ცოტახანს არაფერი თქვა, შემდეგ მომიახლოვდა და ხმადაბალი ტონით მკითხა -გინდა დავასრულოთ? თითქოს მეტყველების უნარი დავკარგე, წამიერად აღმოვჩნდი დილემის წინაშე, რომელიც საშინლად არ მომწონდა -არა, ეგ არ მიგულისხმია -ძალით არ გაგაჩერებ, შენ თუ არ გინდა, ახლავე წაგიყვან სახლში, შენი გადასაწყვეტია ანკა. რამდენიმე წუთში მოემზადა და სახლიდან გავიდა. თვალთახედვის არეალს მოსწყდა, თუმცა გონებაში მისი სიტყვები, საუბარი და სურნელი გამუდმებით მეორდებოდა. რამდენიმე საათი გავიდა, ის კი არ ჩამდა, ეზოში შემოსული თუ გასული ყველა მანქანის ხმა მისი მეგონა და გულაჩქარებული გავყურებდი ფანჯრიდან. ყველა ფიქრი ერთად ირეოდა თავში, რა მოხდებოდა თუ მის ოჯახს არ მოვეწონებოდი? ან რას ეტყოდა ახლა მამამისი, და საერთოდ ამის შემდეგ რა იქნებოდა? მთელი დღე სახლში გავატარე, ყველა კუთხე იდეალურად შევისწავლე, შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და ფილმების ყურებით გავირთე თავი. ბოლოს ესეც მომბეზრდა და გიგის მოლოდინში ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და ყველა გამვლელ მანქანას ვაკვირდებოდი. როგორც იქნა გამოჩნდა, გული ყელში მომაწვა ისე ამიჩქარდა და სუნთქვა თითქმის შემეზღუდა. ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი და სასწრაფოდ საწოლში ჩავწექი. რამდენიმე წუთში კარის გაღების ხმა გავიგე, ოთახში მისი სურნელი დადგა, მივხვდი რომ კარის ზღურბლზე გადმოაბიჯა, რადგან ყოველი წამოს გასვლის შემდეგ უფრო მკვეთრად ვგრძნობდი იმ არომატს, რაც მის მოახლოებას მოყვებოდა. საწოლის ბოლოში ჩამოჯდა. თვალები ღრმად დავხუჭე, არ მინდოდა მიმხვდარიყო რომ მეღვიძა, რომ ველოდებოდი და მისი მოსვლა გულს მიჩქარებდა. დაჟინებულ მზერას გულის კუთხეში ვგრძნობდი და მძიმე ჰაერს ბუშტუკებად ვიზიდავდი. არ ვიცი რამდენ ხანს მიყურა, თუმცა ცოტახნის შემდეგ მოშიშვლებულ მუხლზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი, რასაც რბილი ტუჩების შეხებაც მოყვა. მთელს სხეულში ჟრუანტელის გორგოლებმა დამიარა, მიხვდა ალბათ როგორ შევშფოთდი და ოდნავ ჩაეცინა. მუხლებზე საბანი დამაფარა და უხმაუროდ მომიწვა გვერდით. -ბოდიში რომ გალოდინე. ჩამჩურჩულა და მსუბუქად ჩამეხუტა. დილით კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა, ვიფიქრე ჩვენი რომელიმე მეგობარი იყო და მობეზრებით წამოვდექი საწოლიდან.ლანას ნაჩუქარ პიჟამა შორტზე ხალათი მოვიხვიე და კარი მთქნარებით გავაღე, თუმცა დანახულმა პირის დახურვის საშუალება არ მომცა და გაქვავებული დამაყენა კართან. -ახლა შემოგვიშებ თუ იდგები ასე ტიტლიკანა კართან...თენგომ ზიზღით დამათვალიერა და დედაჩემს სახლში შეუძღვა. გაოცებული ვიდექი გაღებულ კართან და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. თენგომ კიდევ ერთხელ მიღრიალა და მისაღებში გამომიძახა. -ჩაგეცვა მაინც, კარს რომ აღებდი ქალბატონო. დედამ თვალები შემავლო და ხალათზე მანიშნა რომ შემეკრა. -მეგონა ლანა იყო. -აჰ, გასაგებია, ანუ მეგობრებიც გაკითხავენ. თენგომ ისევ დამცინავად ჩაიქირქილა და სახე მოჭმუხნა. -შენი მძინარე მზეთუხავი სად ბრძანდება? ის არ ეყო, გოგო რომ მომტაცა და ახლა გამოსვლასაც არ კადრულობს? დედამ ხმას აუწია და ლამის ყვირილით წამოდგა ფეხზე. ოთახში ფართაფურთით შევვარდი, გარდერობიდან ტანსაცმელი გადმოვყარე და თან გიგის გაღვიძება დავიწყე. -ადექი, ჩემები მოვიდნენ ძილიდან ვერგამოსულმა ძლივს ამოიბურტყუნა -საბა? -ჩემები მეთქი, დედა და თენგო -ჰა? მაგათ რა უნდათ დამფრთხალი წამოხტა საწოლიდან და პირველი რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა. თუმცა ამ მოკლე დროში ჩვენში უხერხულმა თვალების ცეცებამ მაინც დაისადგურა, რადგან ჩაცმა ჯერ დასრულებული არ მქონდა. დედა მისაღებში იჯდა და არისტოკრატული სიმკაცრით ელოდა ჩვენს ნახვას. ჩვენც დასჯილი ბავშვებივით მორიდებულად ჩამოვსხედით და დაველოდეთ როდის დაარღვევდა დედა უჩვეულო სიმშვიდეს და როდის აფეთქდებოდა. -შენ ნორმალური თუ ხარ? დედამ მოულოდნელად წამოიძახა და გადაჯვარედინებული ხელები დაბლა ჩამოუშვა. -შენ თავში ტვინი გაქვს საერთოდ? როგორ გაბედე ნებართვის გარეშე ასეთი ნაბიჯის გადადგმა. თუ არ იცოდი ოჯახებს რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან ჰა? ახლავე ჩაიცვი და წამოდი სახლში, მერე რაც მოხდება შენს თავს დააბრალე! -ქალბატონო თინა, შემიძლია აგიხსნათ. გიგიმ დაძაბულობა წამით მოიშორა, მე კი ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ორმაგად დავიძაბე და გიგის თვალებით ვანიშნე სიტყვა არ დაეძრა ჩვენი სულელური გეგმის შესახებ. -მე შენ არ გელაპარაკები! დედამ მკაცრად შეხედა და ისევ მე მომიბრუნდა, თუმცა გიგიმ ჩემი ლანძღვის უფლება აღარ მისცა. -მე და ანკას ერთმანეთი გვიყვარს, საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ ოჯახების უკმაყოფილების გამო ცალ-ცალკე, ამიტომ უფლება მოგვეცით როგორც ცივილურმა ადამიანებმა, რომ ჩვენი ცხოვრება შევქმნათ და ბედნიერები ვიყოთ. -ცივილურობაზე შენ მელაპარაკები? დედამ დამცინავი მზერა მიაპყრო...-რომელ ცივილურობაზე საუბრობ შენი ოჯახის შვილი? -დედა, გაჩერდი! ვეღარ მოვითმინე მისი ასეთი გამოხტომა და თვალები უნებურად გამიფართოვდა, ამ დროს კი როგორც არამკითხე მეამბე კუს ჩვევია, ასე გამოვიდა სიტყვაში თენგო. -ტყუილს რას ამბობს? ირონიული ღიმილი გადაუყვა მის სახეს და სიგარეტის მოწევა განაგრძო. -ქალბატონო თინა, ჩვენ ოჯახების ურთიერთობა არ გვეხება, თან დიდი ხნის ამბავია და იქნებ დავალაგოთ კიდეც ურთიერთობა -რა დალაგებაზე მელაპარაკები, მამაშენმა კოკას ფული მოჰპარა და საბერძნეთში გაიქცა, რომელ ცივილურობაზე და ურთიერთობის დალაგებაზე მესაუბრები? -მამაჩემს არაფერი მოუპარავს... გიგის დაძაბულობის ტალღამ გადაუარა და ეცადა ნერვები მოეთოკა. -მართლა? შენ არც ისეთი პატარა იყავი რომ არ გახსოვდეს, კარგად გაიხსენე, დემეტრემ კოკას ნებართვის გარეშე ქარხანა გაუყიდა და ის ფული თქვენ მოგახმარათ, მაგრამ სათქვენო ისტორია გემახსივრებათ. -მამაჩემს არავისი ფული არ აუღია, ის ქარხანა მამასი იყო, მან იყიდა, უბრალოდ წლების შემდეგ გააერთიანეს კოკამ და მამაჩემმა ფაბრიკები, ამიტომ გაქვთ წარმოდგენა რომ მამამ რაღაც გაგიყიდათ. მე ყველაფერი მახსოვს, მაგრამ თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. კოკას და მამას დავა იმაზე ჰქონდათ რომ შეთანხმების გარეშე გაყიდა დემეტრემ თავისი ფაბრიკა. დანარჩენი უკვე მათი პირადი საქმეა. -მორჩით ამაზე საუბარს, გიგიმაც თქვა და გავიმეორებ რომ ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება. -მამაშენის ფულზე რომ გულაობენ შენ არ გეხება? არამკითხემ ისევ დაისისინა და ეს იყო ჩემი მოთმინების ბოლო წვეთი. -უკაცრავად? ამ საკითხზე ყველაზე ნაკლებად შენ უნდა საუბრობდე თენგო ბიძია. დამცინავად შევხედე და მზერა დედასკენ გავაპარე რომელსაც უკვე ცეცხლი ეკიდა სიბრაზისგან -ეგ შენ არ გეხება ანუკა! დედამ ყვირილით მითხრა თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა. თენგო კი მიხვდა ჩემი სიტყვების აზრს და გაოცების და სიბრაზის ნიშნად ერთი დაიგინა -თუ მე არ მეხება ის ფაქტი რომ ზოგზოგიერთები მთელი ცხოვრება მამაჩემის ნაშრომ ფულზე გულაობენ, არც თქვენ გეხებათ ჩემი პირადი ცხოვრება! მე არსად წამოვალ და თქვენ აღარ ჩაერევით, შევთანხმდით? თენგოს შევხედე და რამდენიმე წამს მზერა მისკენ გავაჩერე. ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა. გაოცებული და გამწარებული თვალები ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ ვიდრე სიტყვები. -იცოდე, მამაშენი ამ საღამოს ჩამოდის და არ ვიცი რა მოხდება. გაფრთხილებ, ჭკუით მოიქეცი და მობრუნდი სანამ გვიან არ არის და შენს დედობაზე ხელი არ ამიღია. -დაანებე თავი თინა, უტვინო გოგოა და უტვინოდ დარჩება, ამას რა ჭკუა უნდა მოსთხოვო... დამამცირებლად ამათვალიერა თენგომ და დედაჩემს კარისკენ გაუძღვა. ცოტახანს არც ერთი ვიღებდით ხმას. ჩუმად ვისხედით და ერთმანეთს გაოცებული თვალებით ვუყურებდით. შემდეგ ჩუმად მომიახლოვდა, ჩემს მუხლებთან ჩაიკეცა და სასწაული სიმშვიდით მითხრა. -შენ საუკეთესო ხარ, ეს კარგად დაიმახსოვრე. -ბოლოს გაიგე როგორი სიტყვები მითხრეს? უნებურად გამეღიმა და თვალებში ჩავხედე -იცი, მგონი მეტად უნდა დააფასო შენი თავი. ისწავლე და დაიმახსოვრე რომ საუკეთესო ხარ და ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც თენგოა, შენს ცხოვრებაში არ უნდა არსებობდნენ. ეგ იმიტომ თქვა რომ გაეღიზიანებინე, დარწმუნებული ვარ შენს სიჭკვიანეში ეჭვიც არ ეპარება, რადგან შენ ყველაზე სუსტ ადგილას დააბიჯე და წამში გათელე მისი რეპუტაცია. ყველაფერს აქვს ორი მხარე, მათ შორის ადამიანთა ქცევებსაც, ამიტომ დააკვირდი, სადაც ურტყამ, იქ გირტყამენ. ეცადე ისე დაარტყა მათ, რომ შენ არ დაზიანდე. -ასეთი კარგი როგორ ხარ? გაოცებული ღიმილი მის სახეს გავაყოლე -ნუ, რაც შემეხება მე, იშვიათი ეგხემპლარი ვარ. შეიძლება სამუზეუმო ექსპონანტადაც გამოვდგე... თმაზე მაცდურად გადაისვა ხელი და ნარცისულად გაიღიმა -გიჟი ხარ, ოფიციალურად! დავცინე და ლოყები მაგრად დავუჩქმიტე. -დღეს შენებიც მოვლენ? ყოყმანის შემდეგ ვკითხე და მის წამხდარ ხასიათს შევეჯახე. -ჩემი მშობლები, შენებისგან განსხვავებით ზედმეტად ამაყები არიან. არაფერს გააკეთებენ, თუ ამისგან სარგებელს არ ნახავენ, ლოგიკურად თუ ვიფიქრებ არ მოვლენ...სევდიანი ღიმილი გადაუყვა მის ვარდისფერ ტუჩებს და ღიმილის კუთხეში პატარა ნაპრალები გაუჩნდა, მე კი მოუთმენლობისგან გული ამომვარდა და ნაპრალებზე მკრთალი კოცნა დავუტოვე. ნაშუადღევს ლანა და თიკო მოვიდნენ, სამზარეულოში ყავას ვსვამდით და თან ვსაუბრობდით. ვუყვებოდი რა ხდებოდა ჩვენს თავს და როგორ მეშინოდა მომდევნო დღეების. ჭორაობაში გართულებს სულ დაგვავიწყდა რომ გიგი არსებობდა, მისი არსებობა კი კარზე ზარის ხმამ გაგვახსენა. -აბა მზად ხარ? სერიოზულად შემომხედა და წარბები ზემოთ აზიდა -რისთვის? გაოცება ვერ დავმალე და გოგოებს გადავხედე -მაღაზიები არ დავლაშქროთ პატარძალო? ყურებამდე გაიცინა და თვალები უარესად აუბჭყვრიალდა. გოგოებმა სიხარულით წივილი მორთეს, მე მაშინვე გამზადება დავიწყე და გიგის მუჯლუგუნი ვუთავაზე სიტყვა “პატარძლის” გამო. საღამომდე ვიხეტიალეთ, თითქმის ყველა მაღაზია მოვიარეთ, ვფიქრობდი და ვერ მივდიოდი აზრამდე რატომ ზრუნავდა ის ჩემზე, თანაც ასეთი დოზით. ვამჩნევდი როგორ თრგუნავდა ჩემი მოწყენილობა და როგორ ცდილობდა ყველაზე ცუდ მომენტშიც კი ჩემს სახეზე ღიმილი გაეჩინა. როგორ უნათდებოდა თვალები როცა რაღაც ბედნიერების მომტანს მეუბნებოდა ან რამე ისეთზე საუბრობდა, რაც ჩვენ ორს გვიკავშირდებოდა. საღამოს სახლში დავბრუნდით, ხეტიალით დაღლილები დივანზე დავსხედით და ცოტახანს სიჩუმემ დაისადგურა. ფანჯარასთან გიგის დარგული თუთა იდგა, კიდევ ახალი ყლორტი გამოუბამს და სინათლისკენ დაჟინებით იყურებოდა. -გახსოვს რომ მითხარი, “ამ პატარა ტოტს შეუძლია გაიზარდოს და შენი კი არა, შენი შვილების ფანჯრებშიც შეიჭრასო,” ვფიქრობ მართალი იყავი, აუცილებლად გაიზრდება და გამოიღებს ნაყოფს, არ არსებობს სიყვარულით დარგულმა ხემ არ გაიხაროს, ისცის მართალია “მთავარი ის კი არ არის ახლა რა ხდება, ან რას ხედავს შენი თვალები, მთავარი ისაა შენ რისი დანახვა შეგიძლიაო”, მაშინ ვერაფერი გითხარი, რადგან ვერაფერს ვხედავდი, დღეს კი ძალიან ბევრ რამეს ვხედავ და უფრო მეტი შემიძლია დავინახო შენი წყალობით. მადლობა რომ გამოჩნდი და გამიგიჟე ჩემი უაზრო სამყარო. ცოტახანს გაოცებული მიყურებდა და ეღიმებოდა. -დაიზეპირე? ლამის სიცილით მითხრა და მკლავები მაგრად მომხვია წელზე -თავისით დამაზეპირდა -მიყვარხარ იცი? -ვიცი... გავუღიმე და ლოყები გავუწელე -არაფერიც არ იცი, პატარა თხა! ლოყებიდან ხელი გამაშვებინა და ღიტინი დამიწყო, ამას კი ჩემგან წიხლები და მისგან კბენა მოჰყვა. მაგრამ ძალიან მოულოდნელად დასერიოზულდა. აწეწილი თმა ორივე ხელით წამში მომიწესრიგა და თვალებში მჭიდროდ ჩამხედა. ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და წამიერი დუმილის შემდეგ ამოღერღა. -პატარძალი ბეჭდის გარეშე როგორ შეიძლება? გაიცინა და კოლოფს თავსახური ახადა -გაგიჟდიი? სიცილით ვუთხარი და მის მოელვარე თვალებს ხარბად დავაკვირდი -დალაგებული ვიყავი ოდესმე? მანაც სიცილით მიპასუხა -ჩემო პატარძალო...მითხრა და ბეჭედი ჩემს თითს მოარგო -გიგი, ზედმეტი ხომ არ არის? სახე დავისედიოზულე და ოდნავ ყოყმანით ვკითხე -პირიქით, ყველაზე საჭირო დეტალია -კარგი, მაშინ დაგიბრუნებ როცა ჩვენების გაგიჟებას მოვრჩებით. -კარგი, სკუპიდონო გამიღიმა და ჩემიანად გადაწვა სავარძელში. ცოტახანს ჩემი ბეჭდით ვტკბებოდი, ვმაიმუნობდი, გიგის ვაწვალებდი, რადგან პატარძალს მეძახდა, რაც საშინლად მაღიზიანებდა, თუმცა სიტყვები “ჩემო პატარძალო” გულში უჩვეულო სითბოს მიღვრიდა. საწოლში დიდხანს ვიბრუნე, ძილი არ მეკარებოდა, რადგან არ ვიცოდი მომდევნო დღე როგორი იქნებოდა, რას იტყდნენ ჩვენი მშობლები, როცა ვეტყოდით რომ ეს ყველაფერი მათ გასაგიჟებლად იყო, ან უბრალოდ თუ დავშორდებოდით ასე დამთავრდებოდა. იქნებ არც დაგვემთავრებინა? მაგრამ როგორ? ხუმრობები, კინკლაობა, ერთმანეთის წვალება და ათასი გიჟური მომენტი მხოლოდ ჩვენი მეგობრობიდან მოდიოდა, ან იქნებ არც იყო მეგობრობა? და თუ იყო ის, რისიც ძალიან მეშინოდა? რადგან მისი სუნთქვის მოსმენა ბედნიერს მხდიდა, მისი დახუჭული თვალების ყურებაც კი ვარსკვლავთცვენას გავდა ჩემს გულში და ის ფერადი სამყარო, რასაც მასთან ერთად ვქმნიდი, იქნებ არ იყო მეგობრული? იქნებ იყო სიყვარული? თანაც ძალიან დიდი! დილით მაღვიძარას დავასწარი გაღვიძება, გულაჩქარებით მოვემზადე და გიგიც გავაღვიძე. მისმა მობილურმა დარეკა, გონში ძლივს ჩავაგდე რომ ეპასუხა და ტელეფონი ყურზე მივაჩეჩე. -გისმენ მამა მძინარე ხმით უპასუხა და წამის მეასედში სასწაულად გამოფხიზლდა. -კარგი, მოვემზადებით და მოვალთ. უთხრა და ყურმილი გაუთიშა. -რა ხდება? შეშფოთებულმა შევხედე და პასუხს დაველოდე -მამაჩემმა შენი მშობლები თავისთან დაპატიჟა რომ ისაუბრონ. აღარ მოვა კოკა აქ, ჩვენ გველოდებიან რომ მივიდეთ. -ანუ მამაჩემი მამაშენს შეხვდება? -ასე გამოდის. -ცოტა მეშინია -იქნებ შევარიგოთ კიდეც, არ ინერვიულო. საღამოსთვის გამოიპრანჭე და ავიდეთ -გიგი...ცოტახანს გავჩუმდი და ყოყმანის შემდეგ ამოვღერღე -გისმენ -დღეს ყველაფერს ვეტყვით? ცოტახანს არაფერი მითხრა, თვალი ერთ წერტილს გაუშტერა და სერიოზული ტონით განაგრძო, ისე რომ არც შემოუხედავს. -სხვა გზას ხედავ? -და შენ ორაზროვნად რატო მპაუხობ? -ნუ მკითხავდი და არ გიპასუხებდი -ისედაც ვერ მივიღე პასუხი. საღამოს ყველაფერი შეიცვალა. თითქოს დავიკარგეთ, გავუცხოვდით. ვეღარც ვლაპარაკობდით, რადგან სათქმელიც არაფერი იყო, სიცივემ დაისადგურა, უსიამოვნო სიჩუმემ და ყელში გაჭედილმა სათქმელმა სიტყვებმა. მთელი დღის მზადების შემდეგ დადგა დრო წავსულიყავით და პირისპირ შევხვდროდით ჩვენს პრობლემებს. მთელი დღის დუმილის შემდეგ გადავწყვიტე ჩვენს შორის აშენებული კედელი სულ მცირე ზომით მაიმც ჩამომენგრია და მასთან საუბარი ვცადე. -იქნებ დღევანდელმა დღემ ჩვენი მშობლები შეარიგოს? -გჯერა? -შენ არა? ისევ უპასუხოდ დავრჩი, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ. კარზე ზარი დავრეკეთ, ვცდილობდი თვალებზე მომდგარი ცრემლი უკან ჩამებრუნებინა და ღელვისგან გამოწვეული კანკალი დამემალა. ვერ ვარკვევდი, რა უფრო მაღელვებდა, ის რომ მშობლებს ვხვდებოდით თუ ის რომ გიგი საბოლოოდ გაუცხოვდა ჩემს მიმართ. კარზე გასაღების ხმა გაისმა, ეს მომენტი საათივით გაიწელა, ინსტინქტურად ჩემი გაყინული, აკანკალებული ხელი მჭიდროდ ჩავჭიდე მის მიმზიდველ თითებს და ღრმად ამოვისუთქე. გვერდით არ გამიხედავს, თუმცა შევამჩნიე როგორ გადაუყვა მის გაქვავებულ სახეს ბედნიერების ღიმილი. კარი ვიღაც უცხო ქალმა გააღო, სასიამოვნოდ გაგვიღიმა და სახლში შეგვიპატიჟა. ხელზე მთელი ძალით ვუჭერდი თითებს და პატარა ბავშვივით ვეპოტინებოდი რომ არსად გამქცეოდა. ხვდებოდა როგორ მეშინოდა, როგორ მიცემდა გული ღელვისგან და ცარიელ დერეფანში გულზე ნაზად მიმიხუტა. თითქოს შვება ვიგრძენი, ის ტვირთი მომეხსნა რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებდა და ახლა მზად ვიყავი ყველაფრისათვის, რისი მოხდენაც ამ საღამოს შესაძლებელი იყო. მისაღებში თათული შემოგვეგება, თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და მხოლოდ რენტგენის შემდეგ გადაწყვიტა მოსალმება. დემეტრემ გულიანად მომიკითხა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა, აშკარად ეტყობოდა რომ ჩემი დანახვა ნამდვილად გაუხარდა, მისი ასეთი საქციელის გამო კი დაძაბულობამ საგრძნობლად იკლო. მისაღებში დავსხედით, გიგი დემეტრემ გაიყვანა რადგან ესაუბრათ, მე კი თათულის პირისპირ აღმოვჩნდი, რაც მგლის ხახაში ჩავარდნას უდრის. გამომკითხა ყველაფერი, რაც შეიძლება აინტერესებს ან არ აინტერესებდეს ადამინს. ყველა წვრილმანი და დეტალი გამოიძია სულ მოკლე დროში და ბოლოს როგორც სჩვევია, მედიდურად გაიღიმა და ხელზე მომეფერა. -დედაშენს არ ჰგავხარ ანუკი, შენ ლამაზი და თანამედროვე გოგო ხარ, რომ არ მოგატყუო, სანამ ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ დაინგრეოდა, ვფიქრობდი რომ ჩემი შვილისთვის შესანიშნავი პარტნიორი იქნებოდი მომავალში. მისმა გულახდილმა სიტყვებმა ძალიან გამაოცა და ცოტა დამაბნია კიდეც. ცოტახანში ისევ გაისმა კარზე კაკუნი. ამჯერად ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა სხეული და ყველა საფეხურს სცებოდა ჩემი ღელვა, გარშემო თვალებს ვაცეცებდი, რადგან გიგი მეპოვა, თუმცა ის არ ჩანდა. კარი გაიღო და წლების უნახავი მამაჩემი გამოჩნდა. კარის ზღურბლს არ აბიჯებდა. თითქოს ფიქრობდა, დაეძლია თუ არა სიამაყე, რადგან თუ ამ სახლში შემოაბიჯებდა, მოუწევდა ძველ მეგობართან ურთიეთობაც მოეგვარებინა. ბოლოს აშკარად მიიღო გადაწყვეტილება და ზღურბლს გადმოაბიჯა. ვგრძნობდი როგორ მეყინებოდა სისხლი ვენებში მონატრებისგან და ღელვისგან, ამ ეიფორიაში კი ვერც შევამჩნიე ისე შემეხო მისი თითები გათოშილ მკლავზე. -კარგად ხარ? თუ გინდა გავიდეთ ცოტახანს -არა, მამას ნახვა მინდა -მოიცადე, თვითონ გადაწყვიტოს რას იზამს, კარგი? ორი წამით დაწყნარდი მამა ყველას მიესალმა, მოიკითხა და გადაეხვია მათ, თუმცა ჩვენ ორის არსებობა არც შეუმჩნევია, რამაც გული სიღრმიდან ჩამწყვიტა. დემეტრემ სთხოვა ცალკე გასულიყვნენ სასაუბროდ. ჩემს დაჟინებულ მზერას სახე აარიდა მამამ და დემეტრეს გაჰყვა. დიდხანს იყვნენ ოთახში ჩაკეტილები, არ ვიცოდით რაზე საუბრობნენ, რას ფიქრიბნენ ჩვენზე ან თავიანთ ურთიერთობაზე. მე კი ამ ყველაფერთან ერთად არ ვიცოდი რას ფიქრობდა გიგი, რომელიც ჩემს პირდაპირ იჯდა და გაქვავებული მზერით ჩემს თვალებს აკვირდებოდა. დიდი ხნის დაძაბულობის შემდეგ კარი გაიღო, და სურათი რომელსაც საერთოდ არ ველოდი გულის აჩქარებამდე გამახარა. მამა და დემეტრე ხელგადახვეულები გამოვიდნენ, სიცილით, ხუმრობით და მაიმუნობით. მივხვდი მათი საუკუნო დავა დასრულდა, თუმცა ჩვენ რა გველოდა? რამდენიმე წამი შორიდან მიყურა ბატონმა კოკამ, მიხვდა როგორ მჭირდებოდა მისი ჩახუტება და როგორც სჩვევია, ღიმილით დამიძახა ჩასახუტებლად. მონატრებას და ტკივილს ერთად ვიკლავდი სულში, რადგან ის იყო ოჯახში ერთადერთი ვისაც ნამდვილად ვუყვარდი და ჩემი არსებობა ახარებდა, ხოლო ის ფაქტი რომ ვანერვიულე ცოტა მაღელვებდა, თუმცა მის სიყვარულში მეტად მარწმუნებდა. დიასახლისი სასწრაფოდ დატრიალდა, სუფრა გააწყო, დემეტრემ კახეთში დაწურული, სპეციალურად გიგის დაოჯახებისთვის დაძველებული 24 წლის ღვინო გამოიტანა და აღფრთოვანებით მომიყვა ისტორია თუ როგორ დაწურა საკუთარი ხელით ღვინო გიგის დაბადების აღსანიშნავად. მალე დედა, ბებია და საბაც მოვიდნენ. მათი ბრაზი ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი, თუმცა ჩემი ძმა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, რადგან ეგონა მოიშორა ნერვების კიბო-და. სუფრას მივუსხედით, როგორც ნეფე-პატარძალი სუფრის თავში დავსხედით, ათჯერ მაინც ითქვა ჩვენი ბედნიერების სადღეგრძელო, თუმცა ნამდვილი ბედნიერება არც ერთს გვეწერა სახეზე. ყოველ წამს ველოდი, როდის დადგებოდა მომენტი როცა სიმართლეს ვაღიარებდით, თუმცა ის ამის თქმას არ ჩქარობდა და მგონი საერთოდაც არ აპირებდა. -მგონი ბევრს სვამ... ოდნავ შეპარვით ვუთხარი და მზერა მისი ჭიქისკენ გავაპარე -მერე შენ რა? -არაფერი! ვუთხარი და კონიაკით სავსე ჭიქა ერთი მოყუდებით დავლიე. ამის დანახვისას გაეღიმა და ჩუმად მითხრა -მე არა, მაგრამ შენ ნამდვილად ბევრს სვამ -მერე შენ რა? გამოვაჯავრე და გაბუტულმა შევხედე -მერე მთვრალი პატარძალი გინახავს? ისევ გამიღიმა, თუმცა ჩემსკენ არც გამოუხედავს -მაგრად მოგხვდება ამ პატარძლის გამო -ჩემო პატარძალო ისევ გაიმეორა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა -ნუ მეთამაშები -თორე რას იზამ? -ნეფეს ენას ამოვგლეჯ -მოძალადე პატარძალი -დეგენერატო -რა გინდა? ამდენი ხნის შემდეგ პირველად შემომხედა, და ახლაც გაკვირვებული სახით. -არაფერი არ მინდა იდიოტი ხარ, მიუხვედრებელი დეგენერატი, იმბეცილი, -მოიცადე, რამეს უნდა ვხვდებოდე? -აი მაგასაც რომ ვერ ხვდები რაზე უნდა გელაპარაკო. ვბრაზობდი, რადგან ვერ ხვდებოდა რამდენად დიდ რამეს ვგრძნობდი მის მიმართ, ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა მის გვერდით გატარებული თითოეული წამი, მე კი ბავშვური გულუბრყვილობით გაბრუებული მის ყურადადღებას თუ თბილ ქცევებს სიყვარულს ვაწერდი. გაცოფებული სახე მის ვარსკვლავებით გადაჭედილ თვალებს გავუსწორე და მივხვდი მაინც როგორ დაინგრა ჩვენს შორის მთელი დღის ნაშენი კედელი, რომელიც საშინლად მტანჯავდა. სიტყვა აღარ უთქვამს, უბრალოდ ადგა და გავიდა. რამდენიმე წუთს ვითმინე, ვფიქრობდი, ვაანალიზებდი, ვღელავდი, წარმოვიდგენდი როგორ ვიდექი მის წინ და ვეუბნებოდი ყველაფერს, თუმცა გამბედაობა არ მკმაროდა. ჭიქაში ნახევრად დასხმული სასმელი სუნთქვაშეკავებულმა დავლიე და აივანზე გავედი, სადაც გიგი იდგა და სიგარეტს ეწეოდა. -მომაწევინებ? ვკითხე და მის თითებში მოქცეულ სიგარეტს შევხედე -არა -რატო? -რატო გინდა მოწევა, ღელავ? -დასკვნები ნუ გამოგაქვს. -საფუძველი მაქვს -მართლა? -კი, როცა ყველაზე მეტად დაძაბული და აფორიაქებული ხარ მაშინ ეწევი. ანუ რაღაც ძალიან გაღელვებს. მშობლებთან ყველაფერი მოგვარდა, მიზეზი ეს არ იქნება, ამიტომ თუ გინდა რეალური მიზეზი მითხარი და მოგაწევინებ. -კარგი, არ მჭირდება! უკმაყოფილოდ გადავაჯვარედინე ხელები და გასასვლელად მოვემზადე, თუმცა მისმა ჯადოსნურმა ხელებმა წასვლის საშუალება არ მომცა და ჩიხში მომაწყვდია. ათასფრად გაბრწყინებული თვალები ჩემს თვალებს გაუსწორა და აღტაცებით მითხრა -ანკა, გინდა სრული სიგიჟე გითხრა? -გისმენ? -სიგიჟემდე მიყვარხარ! აი ეს ის მომენტი იყო როცა ყველა შეგრძნება ერთმანეთში აიხლართა, აიბურდა და ერთი დიდი ქაოსი შექმნა ჩემს შიგნით. სიტყვები საკმარისი არ იყო იმის გადმოსაცემად რასაც ვგრძნობდი, არც პეპლებს უფრენიათ მუცელში, არც ჩიტებს...სულ სხვა იყო, ახდენილი ოცნების მსგავსი. თითქოს ის შეგრძნებების ქაოსი გასკდა ჩემში და გამბედაობის ტალღად გადაიქცა. სიტყვებს რომელიც საერთოდ არ მქონდა და ახლა ყველაზე ზედმეტი იყო, მოქმედება ვარჩიე და კლავიშებს მონატრებული პიანისტივით მივაწებე ტუჩები მის ედემის ვაშლივით მიმზიდველ ტუჩებს და ჩავიკარგე თავდავიწყების ოდისეაში. -გინდოდა ჩემთვის გეთქმევინებინა, მაგრამ ვერ მოითმინე... გამარჯვებულმა გავუღიმე და თვალებში ჩამდგარი მზეები შევანათე -მე ადრეც გითხარი, მაგრამ არც შეგიმჩნევია...გულდაწყვეტით მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოაქცია -მეგონა მეგობრულად მითხარი. ამის გაგონებაზე ძალიან გაეცინა და ცოტახნის შემდეგ მითხრა -მოდი თვალები დახუჭე და ლამაზი ეზო წარმოიდგინე, პატარა სახლით -ის სახლი შენ რომ დამიხატე? -მაგ სახლს ერთი დეტალი აკლდა...თუთის ხე რომელი ფანჯრისკენ დავრგათ? გაოცებულმა და ბედნიერებისგან გაგიჟებულმა მის კისერს მაგრად მოვხვიე ხელები, მხოლოდ იმ მომენტში გავაანალიზე რომ ყველაფერი რაზეც ვნერვიულობდი და ბავშვური თამაში მეგონა რეალური ყოფილა. ის სახლიც ჩვენ ორისთვის დახატა და ჩემს მიმართ სიყვარულსაც რეალურად უმტკიცებდა მშობლებს. -გინდა კიდევ ვიგიჟოთ? -ახლა რა მოიფიქრე ჩემპიონო? გაბრწყინებულ თვალებში დავაკვირდი და სუნთქვა გაჩერებული დაველოდე პასუხს -რას იტყვი, ჩემო პატარძალო, გავაგრძელოთ გიჟური ცხოვრება? -გავაგრძელოთ... და იყო დროც, მომენტიც და შესაძლებლობაც, რომ შეგვეცვალა ჩვენი სამყარო კარგიდან უკეთესისკენ. ხოლო თუთა, რომელიც ჩემს სულში დაუკითხავად შემოიჭრა, სამუდამოდ შეესისხლხორცა ჩემს არსებობას და სიყვარულის მარწუხებით ჩემს წელზე შემოხვეული დარჩა. ველი თქვენს კომენტარებს ^_^ მართალია ეს ჟანრი ჩემი სტილი არ არის, თუმცა იმედი მაქვს გაერთიბით და მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.