შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულზე გაგიჟებული


7-04-2021, 13:49
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 2 022

პროლოგი
დედამიწაზე არსებობენ ადამიანები,რომელთაც სიყვარულის გარეშ ცხოვრება არ შუძლიათ,თუ არ აქვთ სიყვარული მაშინ საკუთარი თავი თავად არ ეკუთვნით,მათთვის სიყვარული ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა,რომელიც მუდამ სწორ გზაზე აყენებს და არასოდეს უბიძგებს ცუდისკენ.სიყვარული ასეთი ადამიანებისთვის ღმერთივითაა,მათ უყვართ და არასოდეს ელიან საპასუხოდ იმავე გრძნობას,მათთვის ისიც საკმარისია,რომ უყვართ.2003 წლის 3 მარტს გავჩნდი მე და ამ ადამიანების,არც თუ ისე დიდ რიცხვს, შევემატე.დავიწყე ჩემი ისტორიის წერა.როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს აუცილებლად სჭირდება ჟანგბადი არსებობისთვის,მეც ზუსტად ასე მჭირდება სიყვარული.ეს უკანასკნელი ჩემთვის ჰაერივითაა, რომელსაც დიდ ულუფებად ჩავისუნთქავ და გულში რაც შეძლება დიდხანს ვიჩერებ.სიყვარული ჩემთვის ნარკოტიკივითაა,ერთი განსხვავებით ის ჩემზე დადებიტად მოქმედებს.ეს გრძნობა მეხმარება ყოველთვის შევინარჩუნო პოზიტივი და ვილტვოდე სიკეთისაკენ.ჩემნაირი ადამიანები მთელი თავისი არსებობის მანძილზე ეძებენ იმ ერთადერთ თავისნაირ სიყვარულზე გაგიჟებულ ადამიანებს,რომელთანაც მთელ თავის ცხოვრებას გაატარებენ.მათ არ შუძლიათ ჩვეულებრივ მოკვდავთან ყოფნა რადგან მათი სიყვარული არასდროს ყოფნით და მათგან ბევრად მეტს ითხოვენ.ამიტომ ის გრძნობა,რომელიც მათთვის ყველაფერია აშინებთ და აიძულებთ იყვნენ მარტოსულები იქამდე სანამ თავისნაირ „სიყვარულის ადამიანს“ არ იპოვნიან.როგორც უკვე ვთქვი მეც ამ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები და ზუსტად ამაზე ვწერ სიყვარულზე გაგიჟებულ ადამიანზე,რომელსაც საშინლად შუყვარდა იმდენად რომ არც კი ეგონა ასეთი სიყვარული თუ შეეძლო,შეუყვარდა იმდენად,რომ მასზე ვერც საუბრობს თითო სიტყვა ენანება,რომელსაც მას არ ეუბნება.დღეს მე ვწერ იმ სიყვარულზე გაგიჟებული გოგონას ისტორიას,რომელიც ტკივილითაა სავსე და რომელზე ლაპარაკიც ხმამაღლა უჭირს.ვწერ რადგან განვთავისუფლდე,ვწერ რადგან მინდა ჩემი ისტორიით სხვა ჩემნაირ სასოწარკვეთილ ადამიანებს ვაიძულო საკუთარი ცხოვრება თავად მართონ და არმისცენ სიყვარულს ამ საშინლად სათნო გრძნობას მათი მართვის უფლება,ვწერ რადგან მინდა თითოეულმა ჩემნაირმა იცოდეს, რომ ისინი მარტო არ არიან,ვწერ რადგან მინდა გითხრათ არ არსებობს გადაულახავი სირთულეები,რომელტან გამკლავებაც არ შგვიძლია.თუ ღმერთმა გამოცდა მოგვივლინა ,მან სწორი გზაც გვიჩვენა ამ გამოცდასთან გასამკლავებლად,მან ზუსტად იცის რომ შვძლებთ სირთულეებთან ჭიდილს ამიტომ არ უნდა დავნებდეთ მთავარია ცხოვრებაში საკუთარი თავები თავად ჩვენ გვეკუთნოდეს სხვა ყველაფერი წარმავალია.

პ.ს ველი შეფასებებს პირველი თავი მალე დაიდება სახელი ჯერ არ მომიფიქრებია მივიღებ რჩევებსაც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent