შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/15}


7-04-2021, 23:15
ავტორი lile-eli
ნანახია 3 179

15.

-ნიკა, ფიქრობ, რომ სწორად მოიქეცი!
მოზომილი, მაგრამ მკაცრად გამოკვეთილი იყო მიშას ბრაზი.
-თქვენთან არა, მაგრამ ნანისთან კი.
ირონიული იყო მიშას, ჩაცინება და იგივე ტონით განაგრძო:
-შენ, ჩემთან ხარ ანგარიშვალდებული ნიკა, რადგან ყველაზე ძვირფასი რამ მოგეცი - ნდობა!
-ვიცი, მიშა ძია და ამას გავამართლებ..
-რას გაამართლებ?
წარბები შეკრა, ნერვიულობისგან დაღლილმა და ბრაზით დაჭიმულმა მამაკაცმა.
-მირიან სოხაძეს, ჩემი დახასიათება არ სჭირდება, დარწმუნებული ვარ, ის თავად მოვა თქვენთან და მიხვდებით, რომ ნანოს გვერდით ისეთი ადამიანი დგას, რომელიც ყოველთვის დაიცავს! ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ჯერ ნანოსთვის იქნება მისაღები, შემდეგ დანარჩენისთვის!
-რასაც მაზსე საუბრობენ ტელევიზიებით, ნანოს გამო ხდება?
-დიახ. თავს იზღვევს, სისუსტით მანიპულაციებისაგან.
-შენ ფიქრობ, რომ ნანო, მისთვის სისუსტეა?
-კი და საკმაოდ ბევრმა იცის ეს.
-ამ ყველაფრის შემდეგ მეუბნები, რომ სწორად მოიქეცი!?
- მიშა ძია, ყველაფერი იცით ჩემი დის შესახებ და ის ფაქტი, რომ მაშინ თირნიკე დადიანთან ქორწინება ერთადერთი გამოსავალი იყო არ მეამაყება, მაგრამ მეამაყება მათი სიყვარული და მეამაყება ალექსანდრე დადიანი, რომელიც ამ სიყვარულის ნაყოფი, სიმტკიცე და მომავალია!.
წამით იგრძნო სიამაყე მამაკაცმა და გაიღიმა გულწრფელად. უხაროდა, რომ ნანოს გვერდით იდგა ბიჭი, რომელიც ეიმედებოდა. ისევ ნიკას სიტყვებმა დაურღვია ფიქრი..
-რაც შეეხება ნანოს, თუ ოდესმე დავჭირდები მცირედითაც კი, ჩემი თქვენდამი ვალდებულება არაფერშუაშია, მას სიყვარულის გამო დავიცავ!.
მტკიცე იყო ნიკა და დარწმუნებული, რომ მირიანისა და ნანოს ურთიერთობა შედგებოდა, როგორც ოჯახი, ნანოში იყო დარწმუნებული და მირიანი კი იმდენად იყო ნანოთი დატყვევებული, რომ ამას შეძლებდნენ.
- მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ნანომ გადაწყვეტილება ასეთი ფორმით მიიღო და არაფერი მითხრა.. ჩვენ შევთანხმდით, რომ თეთრი კაბით გავიდოდა ამ სახლიდან და ყველა ტრადიციული წესის დაცვით შექმნიდა ოჯახს!..
ბრაზისგან ხმას აუწია და ემოციებისგან სახე დაღარული წამოდა..
-მიშა ძია, ნანოს გულის გადაწყვეტილება, გონებას ეწინააღმდეგებოდა და მე, მივეცი სტიმული, რომ გულისთვის მოესმინა.
-ნუ იცავ! ის ვალებული იყო ეთქვა ჩემთვის!..
-ვალდებულები ვართ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, მაგრამ შეცდომა თუ არ დავუშვით, ვერ გავიგებთ სწორი ნაბიჯი რომელია!
ნიკა, ცდილობდა მამაკაცის თავშეკავებული ბრაზი, მცირედით მაინც გაექრო, თუმცა მამის პოზიცია მისთვის მისაღები იყო? რადგან ნანაოს და მიშას არ ჰქონდათ ზღვარი, ისინი თავისუფლად საუბრობდნენ ყველა საკითხზე და ის ფაქტი, სტკენდა გულს მიშას, რომ გრძნობები დაუმალა..
-თუ ოდესმე ნანოს თვალზე, ცრემლს ვნახავ პასუხს, შენ აგებ!
-მე, მზად ვარ გმირულად შევეწირო, იმ ადამიანს, რომელიც დიდად არ მეხატება გულზე, თუმცა ნანოს გამო წავედი ამ მსხვერპლზე.
-მაინც არ იშლი იხუმრო საკითხზე, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს სასაცილო!
-თქვენ ხომ ასეთი მოგწონვართ...
თვალები დააწვრილა და გამომცდელად შეხედა, ძალიან ჰგავდა ნიცას მიმიკას. ყოველთვის იყო მათ შორის მსგავსება და განსაკუთრებით კი მიმიკებით. სწორედ ეს იყო მათი ქარიზმა, და-ძმის კავშირი სულიერიც და ხორციელიც..
.....
დილის მზის პირველ სხივს ნანო ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი შეხვდა, ფიქრებით დედ-მამასთან იყო და ასე სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილების რცხვენოდა, მას პირობა ჰქონდა მამასთან დადებული, რომ აუცილებლად ეტყოდა მიშას, თუ ოდესმე ვინმე გამოჩნდებოდა, მაგრამ გრძნობში გარკვევაც ვერ მოასწრო ისევ დამალავა რომ მოუწია..
საწოლში მყოფი მამაკაცი ოდნავ შეირხა, ნანომ ფანჯრიდან მზედა მამაკაცის შიშველ ზურგზე გადაიტანა და თბილად გაუღიმა, მთელი ხსეულით გრძნობა ჯერ კიდევ მამაკაცის თითებს, მის შეხებას და მზერას. ახლა კი თითქოს საწოლში მარტოობა იგრძნო სოხაძემ და ნანოს მოსაძებნად ხელი საწოლის სიცარიელეს მოავლო, რომ ვერ იპოვა მისი სახელი ამოთქვა:
-ნანო..
გოგონამ ისევ მას გახედა და უკვე მოფხიზლებულს უპასუხა:
-აქ ვარ.
მამაკაცმა, შეპარული შიშის დასაფარად, თავალები მოისრისა და თმაზე ხელი გადაისვა, სწრაფად წამოდგა საწოლიდან და ფანჯრის რაფაზე მყოფს მიუახლვდა.
-რას აკეთებ!
მოხრილი ფეხები რაფიდან ჩამოაწევინა და თავისკენ შემოაბრუნა გოგონა.
-გაცივდები!
ხმა ისევ მკაცრი ჰქონდა, თუმცა მზერა იყო ისეთი, როგორიც ყველაფერს იტევდა.. მზრუნველიც და მოსიყვარულეც.
-ვფიქრობ.
წარბები შეკრა მამაკაცმა და შიშველ ფეხებს გრძელი თითები ააყოლა, თან გოგონას ფეხებს შორი მოექცა:
-რაზე!
თვალებში უმზერდა და მამაკაცის სპრტული მოსაცმელის ქვეშ შემძვრალი ორივე ხელის თითები, გოგონას სხეულის სიახლოვისკენ მიილტვოდნენ.
-მშობლებზე...
მამაკაცის შეხება და მზერა მთელს სხეულში გამოწვეულ ცეცხლს მეტად აღვივებდა, თან გონებას ურევდა. ამით კმაყოფილ სოხაძეს გაეღიმა, რადგან ნანაოს საუბარი არ შეეძლო, მისი ქმედების გამო..
თავისკენ მიიზიდა გოგონას სხეული, წელზე შემოისვა და საწოლისკენ უხმოდ დაიძრა.. ელვა შესაკრავი ისე შეუხსნა რომ სხეულის კოცნა არ შეუწყვეტია მამაკაცს.
მირიანმა შიშველ მკერდს წამით მოავლო მზერა და გოგონას თვალებში შეხედა, მალევე მისი ტუჩები დაისაკუთრა და ვნების მორევში ისე გადაეშვნენ, რომ მხოლოდ ორი ადამიანის ერთად წარმოდგენას შეძლებდით..
ნანაოსთვის ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს მირიანს, რამაც გოგონას გულის სიღრმეში წყენა დალექა, წამიერად ეჭვიც კი უჩნდებოდა, რომ მისით იყო მხოლოდ დაინტერესებული და მეტი არაფერი აინტერესებდა მათი ურთიერთობაც მხოლოდ ვნებიანი სექსით იყო მხოლოდ იდეალური, საუბრისა და მხირულების მოყვარული ნანო მამაკისკენ გადადგმულ ნაბიჯს მხოლოდ საწოლით ასრულებდა..
ნანოსთვის კი ურთირთობები იყო მნიშვნელოვანი..

მიშასგან წამოსული ნიკა, უკვე მტკიცედ იყო დარწმუნებული იმაში, რომ დადუსთან ქორწინება გამოსავალი იყო, თან რაც შეიძლება მეტისთვის უნდა ყოფილიყო ეს ამბავი ცნობილი..
-ნიკოლოზ, შენი დახმარება მჭირდება!
-გისმენ ნიკა.
-ლაშასთან შეგიძლია მოხვიდე?
-კარგი მოვალ.
ტელეფონზე საუბარს როგორც კი მორჩა დაჩის დაურეკა და ისიც გააფრთხილა...
საავადმყოფოს დერეფანი უხმოდ გაიარა და მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა თანამშრომლებს..
-ბატონო ლაშა, სალაპარაკო მაქვს!
კაბინეტში დაკაკუნების შემდეგ შევიდა ისე, რომ არ დალოდებია პასუხს ხელმძღვანელისგან.
-რა ხდება ნიკა!
თითქოს გული უგრძნობდა რაზეც იყო ნიკა მისული, მაგრამ მაინც არ ჩქარობდა დასკვნის გაკეთებას.
-დადუზე უნდა ვიქორწინო და ჩემი სურვილია ოფიციალურად გახდეს ცნობილი ყველაფერი!
-როგორც მახსოვს ყველაფრის დალაგებას ვაპირებდით და ახლა რატომ ჩქატობ!
ვერ დამალა ეგოისტური დამოკიდებულება და ტონიც გაუმკაცრდა ჯაფარიძეს. იყო რაღაც რის გამოც არ ემეტებოდა ეგ გოგო სხვისთვის. სურდა ჯერ მასთან ყოფილიყო.
-ვიცი თქვენი დამოკიდებულება და სურვილი ბატონო ლაშა, რომ დადაუსთან დაკარგულის შევსება თუ არა სიყვარულის გაცემა მაინც შეძლოთ, მაგრამ ახლა სიტუაციის დალაგებაში ქორწილი დაგვეხმარება და სიყვარულს კი არ დაგიშლით...
ჩაიცინა აბაშიძემ და ჯაფარიძის მკაცრ მზერას ღიმილით დაელოდა.
-ხელს მთხოვ და რა ფორმით!
ახალი ამბით უკმაყოფილო ჯაფარიძე არც დამალავდა ემოციებს.
-არ მოგეწონათ? გავიდე და თავიდან შემოვიდე?...
უკვე ერთობოდა აბაშიძე, ჯაფარიძის გამომეტყველებაზე და ახლად შემოსული ნიკოლოზის დანახვამ მეტად ბედნიერმა გადაიხარხარა.
-ლაშა... რა სახე გაქვს?... რა გაცინებს ნიკა?
-ჩემი ორი ანგელოზის სანაცვლოდ, სამეგობრომ რომ გაინაწილეს, ერთ ანგელოზსს ვითხოვ და წიააღმდეგია მემგონი.
-რაა... არა. დადუს გართმევენ ტო?.. ამას უჩემოდ რატომ აკეთებ ნიკა!
-დრო არ ითმენს თორემ მეტი პომპეზურობა მინდოდა..
-მორჩით!
-რას მორჩეს უარზე ხარ? მოვატაცებინებ რა პრობლემაა ნაბადი მანქანაში მაქვს..
-მე, ცხენი არა, მაგრამ შენივე ნაბოძები მანქანით რომ წავიყვანო, რას იტყვი?..
-ასეთი არანორმალურები როგორ ხართ!
ბრაზი და ღიმილი ერთმანეთში ერეოდა ჯაფარიძეს.
-აღიარე ჩვენ გიფერადებთ ცხოვრებას.
დადიანმა ხელი გადახვია და ნიკას თვალი ჩაუკრა.
-წადი საქმეს მიხედე, ამას მე დავამშვიდებ.
-ძმა ხარ!
-ისა და მშობიარე ბევრი გყავთ?
-არა.
-ხოდა დავლევთ ჩვენ!
-შენ!
-მეც, შენც და შენი ორი უჟმური მეგობარიც, ერთს ჩემსას დავამატებ და ეგ არის. სუფრა გაშლილია.
-ეეე, რა გამოდის? ჩემს გარეშე ერთობით კაცები ჩემს წვეულებაზე?
წარბები შეკრა აბაშიძემ, ნაძალადევი სიბრაზით.
-მოინდომა ყველაფერი, შენ იმ სრულყოფილებას დაჯერდი სვანეთის მთებში, რომ გელოდება!...
-მართალი ხარ, ბარინო ნიკოლოზ.
-ხო და მეც შეიზლება შემოგიერთდეთ.
-რას ელოდები მერე, სანამ ისტორიის მასწავლებელი "აგწაბნის" მიხედე!
-მაგას ვუთხარი გასაგებად და ისევ არ ჩერდება!
ნიკოლოზი ისე უცებ დასერიოზულდა აბაშიძემ სიცილი ვერ შეიკავა.
-სიფრთხილე საჭირო, თორემ რომ ეტყოდი ეჭვიც არ მეპარება.
-რამე იცი!
-ბევრი არაფერი, ვერ მოვასწარი დეტალების გარკვევა, თუმცა ჩემი გადარეული და აკონტროლებს და რაღაც ისე ვერ არის როგორც უნდა იყოს!
-გასაგებია..
ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ისევ ჯაფარიძეს მიუბრუნდა.
-წავიდეთ ჩემო უფროსო ძმაო და დავლიოთ!
-წავიდეთ!..
-თოკო, გცალია?
სამუშაო ოთახში, ნახევარი ტანით შევიდა აბაშიძე.
-შემოდი ტასო.
საბუთები მაგიდაზე დადო და მომლოდინე ლუჯი თვალებით დაელოდა, საყვარელ ქალს, რომლის ყოველი მოძრაობა, დადიანის სხეულს და გონებას ერთიანად იპყრობდა.
მაგიდას მიეყრდნო, თორნიკეს პირისპირ რომ მდგარიყო, ხელი გაუწოდა დადიანმა და მუხლებზე დაისვა ანასტასია.
-გისმენ.
კოცნის შემდეგ შუბლზე მიადო, შუბლი და სურნელით ტკბობას აგრძელებდა..
-რჩევა მჭირდება. ჯინამ მთხოვა მისი მეგობრის საქმესთვის გადამეხედა. რა მასალაც ვნახე არა საკმარისია. ბევრ კითხვას აჩენს..
-გინდა საქმე აიღო?
-მე, ჯერ ამის უფლება არ მაქვს, თუმცა მინდა დავეხმარო..
-საერთოდ არ ჰყავთ ადვოკატი?
-ძალიან უჭირთ და მხლოდ სახელმწიფო ადვოკატი. მინდა, როგორც ოჯახის ადვოკატი ისე ჩავიხედო საქმეში.
-ეჭვი რაზე გაქვს?
-მგონია, რომ ვიღაცის პირადი პატიმარია..
-ჯინას, მეგობარი ასეთ პრობლემებში, რატომ უნდა იყოს?
დადიანს გაუკვირდა, თუ ანას ინტერესს ამოწმებდა ვერ გაიგებდით, რადგან ორივე შეიძლება ყოფილიყო.
-ჯინას მეგობარს ჰყავს ერთი ბიჭი გადაკიდებული და მისმა ძმამ, რომ გაჩერება სთხოვა, გოგონას ეჩხუბა, შემდეგ ძმამაც ცემით სცდა მისი დაჭკვიანება დაძმა მეორე დღეს დაიჭირეს, სხვა საქმეზე, რომელშიც მხოლოდ მოწმე ფიგურირებს..
-ვინ არის ასეთი ეგ ბიჭი?
-ვალერი ლეკიშვილი...
-ამირან ლეკიშვილის შვილზეა საუბარი!
დადიანმა, ანასტასიას სახეს, გაკვირვებულმა შეხედა.
-იცნობ?
არანაკლებ გაკვირვებული იყო აბაშიძე და მამაკაცის მუხლებიდან წამოდგა, თან მის სახეს სიყვარულით სავსე მზერას არ აშორებდა.
-ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია ამირანი.
ჩაფიქრებულმა უპასუხა.
-რითია ცნობილი?
-სკანდალებით და ბიზნესმენებზე ნადირობით!
-ჩვენი კომპანიონიც ხომ არ არის?
გაეღიმა დადიანს, რაც მეტს იგებდა ანასტასია, მეტად საინტერესო კითხვებს სვამდა, ამაყობდა ქალით, რომელიც იცოდა ფრთხილად იმოქმედებდა ყოველთვის.
-არა! თუმცა მცდელობა ჰქონდა.
-გამოდის ჩვენზე ბრაზობს.
-ტასო, თუ გინდა ამ საქმეს ხელი მოჰკიდო მე, მხარს გიჭერ!
აბაშიძეს მოწყენილი და ჩაფიქრებული სახე, გაებადრა და ბედნიერი მწვანე თვალებით დადიანს გაუღიმა.
-ძალიან მინდა.
-"დადიანის" ბიურო შენია და ნატალიასაც გაახარებ, თუ მისი მფლობელი გახდები!
-საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელი ვერ გავხდები, მაშინ როცა იქ მუშაობს ისეთი იურისტი როგორიცაა თემო და კიდევ ბევრი..
-სწორი მიდგომაა ტასო, მაგრამ სამართლიანი და მომთხოვნი მენეჯმენტი წარმატების საიდულოა!
-ვნახოთ ამ საქმიდან რა გამოვა და მაგაზეც დავფიქრდები.
ამჯერად თვითონ მოკალათდა, მამაკაცის მუხლებზე და მისივე ყელში დაიდო ბინა, გოგონას სასუნთქმა ორგანომ, ჩვეული სიღრმით შეიგრძნო საყვარელი ადამიანის სურნელი და ნაზი კოცნით დააჯილდოვა სურნელის სანაცვლოდ.
-ტას... ცელქობ!
-საინტერესოა რატომ?..
მაცდური მზერით ახედა, დადიანის ლურჯ თვალებს და საპასუხო კოცნით, სიამოვნების ტალღებს გაჰყვნენ..

რამდენიმე დღეში აბაშიძემ, შეხვედრა დაუთქვა ადვოკატს და მასთან კაფეში მისული ანასტასია ისეთი მიმზიდველი, დავთაჭერილი და დახვეწილი იყო, რომ ვერ შეიტანდით მის პროფესიონალიზმში ეჭვს, ამაში მისი საქმიანობის კაგად ცოდნაც ეხმარებოდა. საკუთარი ცოდნის იმედის მიუხედავად იქ თემოც დაიბარა..
-გამარჯობა, ბატონო სოსო, მე, ანასტასია აბაშიძე გახლავართ, ტელეფონზე გესაუბრეთ..
-დიახ, ქალბატონო ანასტასია, გამარჯობა. დაბრძანდით.
ხელის ჩამორთმევის შემდეგ მაგიდასთან დასხდნენ.
-გისმენთ.
-მე, ოთო ტურაშვილის ოჯახის ახლობელი ვარ.
მამაკაცს დიდად არ ესიამოვნა მიზეზის გაგება თუმცა მოთმინებით დაელოდა აბაშიძის ინტერესის გაგებას.
-ვიცი თქვენ სახელმწიფო ადვოკატი ბრძანდებით და თქვენი დაცვის ქეშ მყოფისათვის ბერკეტიც არ გაქვთ, თუმცა არსებულ გარემოებებს თუ გავითვალისწინებთ ამ საქმეში დაცვის მხარე მოგებული უნდა იყოს, სულ მცირე თავდებითი შეთანხმებით მაინც..
-თქვენ, საქმეს როდის გაეცანით?
ხელსახოცით მოიწმინდა დანამული შუბლი მამაკაცმა და მორიდებით შეხედა ანატასიას.
-რამდენიმე დღეა და ვფიქრობ ეს საქმე უნდა ავიღო!..
-ადვოკატი ბრძანდებით?
თითქოს გაუკვირდა და გაუხარდა კიდეც, რაღაც სინდისის ქენჯნის სახით უმზერდა გოგონას.
-ჯერ არა, მაგრამ კომპანიის ადვოკატები მიხედავენ, მე თვალყურს ვადევნებ და შევამოწმებ.
-იცით, ამ საქმეს ზემოდან თვალყურს ადევნებენ და არაფერი გამოვა..
თითქოს სიხარული შიშმა ჩაანაცვლა და ქვემოდან ახედა მოსაბრეს.
-ვიცი, ვისი ინტერესის სფეროც არის, ოთარ ტურაშვილი და თუ თქვენ საშიშროებას გრძნობთ შემიძლია ეს საქმე გადმოვიბარო, სამართლებრივი წესების დაცვით, ან თქვენ მიიღოთ უკეთესი შემოთავაზება..
-რა შემოთავაზება საფრთხეში ჩემი ოჯახია რომელიც თუ იმ ნაბიჭვარს გადაურჩა შიმშილით ამოგვხდება სული, საქმეს ისე გამიფუჭებს..
ანასტასიამ იგრძნო ამ კაცის გულწრფელობა და შიში, ამიტომ ჩვეული პირალდაპირობით განაგრძო.
- ბატონო სოსო, თუ ამ საქმეს სამართლიანად დაასრულებთ სამსახურის გარანტიას მე გაძლევთ!
-ვერ გავიგე...
-ოთოს გამოიყვანთ ციხიდან და მე თანამშრომლობას გთავაზობთ "დადიანის" საადვოკატო ბიუროში, ყველა სტანდარტული უფლებითა და ანაზღაურებით. ესეც იმიტომ, რომ დრო არ არის საკმარისი ჩემი ადვოკატები გაეცნონ მასალას ხვალისთვის გადმოიტანეს პროცესი და როგორც ვვარაუდობ საბოლოო განაჩენიც იქნება.
მამაკაცის გაოცებულმა სახემ ანასტასიას ღიმილი მოჰგვარა და რამდენიმე წუთიანი დუმილი იმის მაუწყებელი იყო რომ ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა გაგონილს სოსო.
-კარგი, მეტი დამაჯერებლობისთვის თემოს გაგაცნობთ, ალბათ იცნობთ კიდეც.
კაფეში შესული მამაკაცი, ღიმილით გაემართა გოგონასკენ, რომელიც ჩევული გრაციოზულობით წამოდგა დიდი პატივსცემით მიესალმა და მოიკითხა მამაკაცი, რომლის პროფესიონალიზმს აფასებდა და აღმერთებდა კიდეც ანასტასია.
-დაბრძანდით.
-ანა, როდის უნდა მომართო, როგორც მეგობარს!
წყენით ჰკითხა გოგონას.
-ხომ იცით, რომ არ შემიძლია.
მორიდებით გაიღიმა და გაოცებულ მამაკაცს გახედეს ორივემ, რომელიც ფეხზე წამოდგა.
-გაიცანით ბატონი სოსო, ოთარ ტურაშვილის ადვოკატი და ბატონი თემო...
-დიახ ვიცნობ. გამარჯობა.
ახლაბედასავით დაბნეული იყო სოსო, რომელიც ვერასოდეს იოცნებებდა მსგავს სიტუაცოაში ყოფნას.
-მოკლედ, საკითხი ასე დგას, თუ სასამართლო პროცესი ისე შემობრუნდება, რომ ტურაშვილი გარეთ გამოვა, რაში ჩვენგან სრული მხარდაჭერა და გარატიები გექნებათ, მაშინ ჩვენს გუნდში კარი ფართოდ გაიღება!
ანასტასიას, თემოს მოხერხებულ პირდაპირობაზე გაეღიმა და დაბნეულ მამაკაცს მიმართა.
-დრო არ იცდის, თორემ მოფიქრების საშუალებასაც მოგცემდით, იქნებ საღაოსთვის გვიტრათ პასუხი..
-არა. მე თანახმა ვარ, თუმცა მასალები რომელიც განადგურებულია.
-რა მასალაზეა საუბარი?
ანასტასია დაინტერესდა.
-ინციდენტი სადაც მოხდა იქ იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა ოთო და ამ საკითხზე როცა საუბარი დავიწყე მაშინვე სამსახურის დაკარგვით დამემუქრა ტელეფონზე ის ნაბ...
აბაშიძის გამო არ დაასრულა საუბარი და მორიდებით გააგრძელა საუბარი:
-ეგ ბიჭი, სადაც იყო მთელი ღამით, სამწუხაროდ ვერ ამბობს..
-ის გოგონა იტყვის, მე უკვე ვესაუბრე!
ანასტასიამ გამოაცხადა დამაჯერებლად. კმაყოფილი თემო სვარძლის საზურგეს მიეყრდნო:
-ვამაყობ რომ გიცნობ და ჩემი მომავალი უფროსი ხარ!
-ასე არ არის.
-ნატალიას სანამ არ გააბრაზებ არ დასთანხმდებო ხომ?
-მშევენიერი ხელმძღვანელია თვთონ.
საოცარი ღიმილით უპასუხა და განაგრძო:
-ბაონო სოსო, იმედი მაქვს ხვალ 12 საათზე დანიშნული სასამართლო დაგეგიმილი სცენარით არ წარიმართება და ჩვენ შევცვლით!
-თანახმა ვარ სცენარი შევცვალო!
მამაკაცმაც კმაყოფილმა უპასუხა და შეთანხმდნენ მასალების ერთად გადასახედად კომპანიაში შეხვდებოდნენ საღამოსთვის, სადაც ანასტასიაც მივიდოდა. შემდეგ დამშვიდობების ნიშნად ხელი ჩამოართვეს..

ნიცას და თომას საკუთარი ქალბატონი ეზოში დახვდათ, ჯინა ასეირნებდა და ისიც ჩუმსდ უსმენდა გარემოს ჩურჩულს..
-ჯინა როგორ ხარ?
თომამ თავისი პატარა მონატებულმა ჩაიხუტა და მოსიყვარულე მზერით დაჰყურებდა. პატარა გასვიანიც მამის მკლავებს ღიმილით შეხვდა და მის მკერდზე მეტად გაისუსა.
-ჩვენ ავალთ.
-მალე ამოვალთ ჩვენც... გუშინ მამონტივით რატომ იდექი?
წარბაწეული დააკვირდა ნიცა, რიგორც კი მისი პრინცესა და თომა სადარბაზოში მიიმალნენ.
-რომ იცოდე ეგ ახვლედიანი ვინ არის არ გაგიკვირდებოდა.
-ვინ არის?
პასუხის მოლოდინში, აწეული წარბი, მეორესთან ერთად თითქმის შეკრა.
-მიწაზე დაგდებული ბოთლი რომ ვუსახსოვრე ის ბიჭია..
-რაა. როგორ?
წამოიკივლა ნიცამ და ეზოს თვალი მოავლო, ვინმე ხომ არ უსმენდათ, იმის გასარკვევად.
-იმ ბოთლს ისევ ინახავს.
-ეს რამეს ცვლის შენთვის?
-არა. უბრალოდ მოულოდნელი იყო.
-ძალიან კარგი. მე კიდევ მეგონა მოგეწონა.
-კი და მიყვარდება კიდეც...
გადაიკისკისა და ისე დაიძრა სადარბაზოსკენ.
უფროსი აბაშიძეების მოკითხვის შემდეგ სავაჭრო ცენტრში წავიდნენ პატარასთან ერთად..
სავაჭტო ცენტრში ჯინაც და პატარა ელენეც ნებივრობდნენ, თომას და მისი მეგობრების, დაცვის ორი ბიჭის გამომეტყველებაც კი ახალისებდა ორ ერთნაირს..
-ვაიჰ, ღმერთო მიშველე..
ამოილაპარაკა ჯინამ და პარა გოგონას წინდების თვალიერებით გართულმა ნიცამ, გვერდზე მდგომს გახედა.
-რა მოგივიდა, როდის მერე გწამს ანასტასიას ღმერთი!...
-ანდრია და ნიკოლოზი აქ არიან..
-აქ რა უნდათ?
თვალი დიდი შუშის კარს მიაპყრო ნიცამაც.
-წვრილი შვილის შესამოსად!
დოინჯით დადგა ჯინა.
-აქ რა უნდათ, პატარების სექციაში?.. დროზე აორთქლდი, არ უნდა გნახოს!
-როგორ? სად წავიდე?
-დაიხარე და გასახდელში შედი!
ჯინაც გასაქცევად მოემზადა, მაგრამ უცებ მობრუნდა..
-აქ მხოლოდ პატარების ნივთებია და არ არის გასახდელი!
-მაშინ დაიხარე მოდის! სადმე გაქრი, რამე მოიფიქრე!
-ვაიმე, ნიცა დაგახრჩობ!
-სხვა დროისთვის გადავდოთ ეგ საკითხი, ახლა გაქრი აქედან!
ბევრი ტანააცმელი სადაც ეკიდა იქითკენ ჩამუხლული გახოხდა ჯინა და მიახლოვებულ ბიჭებს საკმაოდ მოშორდა..
-ნიცა, როგორ ხარ?
-ჩემი გადარეული ბიჭი..
მოეხვია აბაშიძე და სიტყვები მიაყოლა:
- ნიკოლოზ, აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?
დადიანს, ნიცას სიტყვები ყურში უცნაურად მოხვდა და გასვიანის გაოცებული მზერის დანახვისას ხუმრიბაში აყოლა არჩია, რადგან თომას დაჟინებული მზერით მიხვდა, რაღაც რიგზე ვერ იყო.
-ჩემი შვილები არ მყავს და ძმიშვილების სიყვარულით ვტკვები.
-ნიცა, როგორ ხარ!
-კარგად. თავად?
-მეც კარგად.
წარბებშეკრული ახვლედიანი ნიცას ჩვეულებრივ მისალმებას აკვირდებოდა და სულ მცირე მორიდებას ქმრის მიმართაც არ გრძნობდა, ამან გააბრაზა კი არა, გააცოფა კიდეც.. ჯინას სიტყვები ჩაესმოდა ყურში:
-" შენ, უკვე ბრაზობ ანდრო!...
ფიქრები ნიცას კისკისმა გაუფანტა, რიმელიც ჭირვეულ პატარა გასვიანს მოსაცმელს ვერ არგებდა, აშკარა იყო არ სიამივნებდა ჩაცმის პროცესი.
-ამაშიც მე რატომ მგავხარ დეე, ცოტა მამიკოსაც დაემსგავსე რა..
-კარგი რა ნიცა, ამდენი უჟმური ერთ სივრცეში შეუძლებელია! ...
თან ჩურჩულით სიტყვები ისე მიაყოლა მარტო ნიცამ გაიგო:
-რამე ხდება?..
-კი...
-ნიცა, ჯინა, სად წავიდა?
გასვიანის კითხვამ, ნიცას ხმა გააწყვეტინა და ნიკოლოზისთვის ყველაფრის პასუხი იყო, ნიცას ორეულის იქ ყოფნა, თვალი მოავლო მაღაზიას და იპოვა კიდეც ის ქალბატონი, რომელმაც სწრაფად მოიპარა ფერადი ბუშტი და მაისურს ქვეშ ამოიდო, თან ვიღაც ბიჭს მთელი ძალით ექაჩებოდა გასასვლელისკენ და თავზე დაფარებული პატარა ზომის ვარდისფერი შლიაპის იმედად მიმავალს ეგონა ვერავინ შეამჩნევდა, თუმცა კონსულტანტმა დაიჭირა..
-უკაცრავად, იცით ამ ქუდის საფასური...
-რად მინდა ეგ ქუდი? რატომ მაძალებ ვიყიდო არ მიხდება არც მე და არც ჩვენს გოგოს!
გაუბრაზდა ბიჭს, რომელიც გაოგნებული ჯერ კონსულტანტს უყურებდა, შემდეგ ჯინას რომელიც ნიცასკენ აპარებდა თვალს, თუ რიგორ იქცდვდა თომას ყურადღებას.
-ჯინა, თავისთვის შეარჩევს ნივთებს და მოვა. პირადს თომა.
ჩაიცინა და მაცდურად შეხედა საყვარელ შავ თვალებს.
-კარგი წავიდეთ.
გასვლისას ჩამორჩნენ აბაშიძე და პატარა გასვიანი, ამით ანდრიამ ისარგებლა და ნიცას მაჯაში წაავლო ხელი..
-ნიცა, საერთოდ არ გრცხვენია რომ თომამ არ იცის გუშინ სად იყავი!
-ძალიან კარგად იცის თომამ სად ვიყავი და იმედია დეტალების მოყოლას არ მომთხოვ!
-რაა?.. არა რათქმა უნდა..
დაბნეულმა ხელი გაუშვა ცივად და თომას ხმამ მეტად დააბნია..
-რა ხდება!?
უკან შემობრუნებული გასვიანის სახეზე მეტად დაიძაბა, თუმცა ნიცას სიტყვებმა ისევ გააბრაზა.
-შენი მეგობარი აფრენს! იქნებ უმკურნალო!
-შენც!
ზურგს უკან მოესმა ხმა მამაკაცის. უკან სწრაფად შემობრუნდა და ისეთი თვალებით უყურებდა გასვიანიც კი გაოცებული დამუნჯდა..
-ფრთხილად მერე, ჩემი გაფრენით თავი არ დაკარგო!
გაბრაზებულიც იყო, თითქოს გამომწვევიც და რაღაც ისეთი ეშმაკური, რომ თომას უცნაური მოლოდინის შეგრძნებამ დაუარა სხეულში. ანდრიას კითხვამ კიდევ უფრო გააოცა..
-გაორება ხომ არ აქვს!?
-ვის?
წარბები შეკრა გასვიანმა და ისე გახედა მიმავალს.
-მოდიხარ?
უძრავად მყოფ თომას შეხედა ახვლედიანმა.
-წავიდეთ.
დადიანის სიცილზე, მაღაზიიდან გასულ ნიცას, სახე გაებადრა, მიუახლოვდა სწრაფი ნაბიჯით..
-აქ რას აკეთებთ თქვენ ორნი?
-ამ სიამოვნებას გინდოდა მოვკლებოდი?
ხელი გაიშვირა და ნიცას მზერა ჯინასკენ გადავიდა, რომელიც ემშვიდობებოდა ბიჭს, თუმცა უშედეგოდ, მისი ინტერესი უკვე ჯინას ყურადღება გამხდარიყო და აშკარად ეპატიჟებოდა, იქვე დასხდომას კი სთავაზობდა, მაგრამ ჯინა თავიდან იშორებდა, უვებმ სიცილით მიმავალ დადიანს და აბაშიძეს რომ მოჰკრა თვალი, ამიტომ თვითონ დაიწყო შეთავაზების სისრულეში მოყვანა, რადგან იცოდა მალე ახლედიანიც გამოჩნდებოდა.
-რას მთავაზობდი? აქვე დასხდომაზე უარს არ ვიტყოდი!
ხრლკავი გამოსდო და კაფისკენ წავიდა ჯინა, რომელმაც უკან მოიხდეა თავის მოკვეთის იმიტაციით.
-როგორი სხვანაირი ხარ...
აღფრთოვანებული ახალგაზრდა თვალებით შესცინოდა გოგონას.
-სოგჯერ აუტანელიც ვარ და გაითვალისწინე!
კაფის მენიუ ისე აიფარა სახეზე და თან სავარძელში ისე ჩაძვრა რომ მის სიახლოვეს ჩავლილმა ახვლედიანმა ვერ შეამჩნია, თუმცა სურნელი რომელიც იგრძნო სასიამოვნოდ მოედო სხეულს და თავისდაუნებურად თვალები მინაბა..
-რა გჭირს შე....მა?
დადიანის მზერას არ გამორჩენია, ანდრიას შეგრძნებები, რომელიც მალევე გამოფხიზლდა და თავის გაქნევით სცადა შეგრძნებების დაფრთხობა.
-არაფერი, რა მჭირს!
ბრაზი გაერია ხმაში, თუმცა საკუთარ თავზე ბრაზობდა ახვლედიანი, იყო რაღაც შეგრძნება, რომელსაც ზოგჯერ ისე მძაფრად გრძნობდა, რომ საკუთაი თავის მიმართ ზიზღსაც კი გრძნობდა, რადგან ღალატის მწარე გემო გუდავდა თითქოს..
-ანდრო, ერთ რჩევას მოგცემ ძმურად და კაცურად..
-რაას!..
სიმტკიცე დაკარგული ხმით ამოილაპარაკა და მორიდებით შეხედა მეგობარს.
-მხოლოდ ეგ შეგრძნება იყო ნამდვილი რაც, ახლა იგრძენი და მოძებნე რომ იპოვო!
-შენ ბოლო დროს აურიე ხომ?
დამნაშავის შეგრძნებით მოლაპარაკე ანდრია თითქოს ხმის სიმტკიცით ცდილობდა ყყრადღების გადატანას.
-კარგი ახლა საჩუქარი ვუყიდოთ ნატაშკას თორემ ორივეს დაგვე....ა
-მე უკვე ვუყიდე.
-მე იმ საათს ავუღებ და გავიდეთ აქედან.

ბიჭების გასვლა და ჯინას მაგიდიდან წამოხტომა ერთი იყო, ისე ადგა რომ მენიუ გაიყოლა, თან მადლობებს უხდიდა ჯერ კიდევ მოლაპარაკე ბიჭს რომლის ნათქვამი არცერთი სიტყვა არ გაუგია და ხელში შერჩენილი მენიუ უკან მიუბრუნა მუხლებზე დაუდო და ისევ სირბილით გაიქცა, იქვე სავარძლის ფეხს წამოედო და ვიღაც მამაკაცის მუხლებზე ინერციით გადაწვა, რასაც იქვე მჯდომი ქალის ეჭვიანი თვალები და დოინჯი მოჰყვა, ბოდიშების მოხდით წამომდგარი გოგონა, სიცილით მდგომ დადიანს და ახვლედიან გახედა, მშვიდად ამოისუნთქა რომ ვერ გაარჩევა ანდრია ვინ იყო სინამდვილეში ჯინა და ეჭვიან ქალს მიუბრუნდა:
-ბოდიში ქალბატონო, თქვენი ქმარი დაიბრუნეთ და ასეთი თვალებით ნუ მიყურებ თუ ქალი ხარ რა..
მხარზე ხელი დაარტყა ნაზად და ცენტრის კიბისკენ წავიდა.
-რა ფეთხუმი გოგოა, ეს რომ ბებიაჩემს ენახა ახლა, ვეტყოდი ჩემი საცოლეათქო და მერე გენახა კონცერტი აქ..
- შენი მომავალი ცოლი, მეც ეგ რომ მგონია..
-თუ ძმა ხარ, სებას ხშირად ნუ ნახულობ!
თავისქნევით წავიდა მომავალი თომასკენ რომელიც ეძახდა ორივეს.
-სად ხართ თქვენ? ჯინა არ გინახავთ?
-მემგონი წავიდა.
-სად მე მოვიყვანე როგორ წავიდა?
-სასამართლოს პროცეზე მაგვიანდებაო ნიცას უთხრა.
-ხო დამავიწყდა მეთქვა.
იმ წუთას მოსული აბაშიძე პატარას გაჩუმებით, ესაუბრებოდა ბიჭებს.
-კარგი, მაშინ წავიდეთ.
-საჩუქარს ავიღებ და მოვალ. ნიცა, წამო საქმე მაქვს.
ნიკამ, გოგონას ხელი გადახვია და სიცილით, ჯინას წასვლის სცენას უყვებოდა, შემდეგ დასერიოზულდა და ჰკითხა:
-სებას, რა ვაჩუქო დაბადების დღეზე?
-საკუთარი თავი!
+ეგ არ ითვლება!
-მაშინ ხატვა უყვარს და... არ ეგ მე უნდა ვაჩუქო!
-ხატვა უყვარს და მე ეგეც არ ვიცი?..
თითქოს წყენა გაერია ხმაში.
-ეგ მეც მიკვირს ნიკოლოზ? ყველასთან ისეთი გახსნილი და იდეალურად თავისუფალი ხარ სებასთან ზღვარი რატომ დააწესე?
-არ მინდა შევაშინო, დავაბნიო, მოწონება და გატაება სიყვარულში არ აერიოს.
-მე ამერია?
-შენ ნიცა ხარ!
-ის საუკეთესოა ნიკოლოზ, მაგრამ მის სრულყოფილებას შენი იდეალურობა აკლია!
-ნიცა, მგონი ცოლი მომყავს!
-ძალიან კარგი.
-დამიჭერენ, ჯერ 17 წლისა..
-არც ასაკი გცოდნია მისი! ვციო აღარ გატან მაგ გოგოს ცოლად!
-რა?
-18 ხდება.
-რატომ გამო***დი?
- არ ვიცი, თუმცა მაინტერესებს!
-მის პრობლემებს თვალყურსა, რომ ადევნებ რამე გაიგე?
-მხოლოდ ის, რომ დროა ჩაერიო!
-გაღმერთებ ხომ იცი!
-კი და საჩუქარსაც, რომ გირჩევ მერე რა უნდა გააკეთო ჩემთვის?
-რასაც მეტყვი!
-თომას სახლის გაკეთებაში მომეხმარები ისე, რომ არავის ეცოდინება!
-გაბრაზდება!
-ვიცი, შენ ამიტომ გეუბნები.
-ჯანდაბას, საჩუქარზე რას ამბობდი?
-მისი ძმის, დათას „ბაიკი“ არის მამას ავტოსადგომში და გასაკეთებელია!
-ოქრო ხარ!
-ვიცი.
-ნარცისო.
-მაინც გიყვარვარ!
ასეთ საუბარში შეიძინეს საჩუქარი და ბიჭებსაც მიუახლოვდნენ.
-შენი ცოლი არის ოქრო!
-რითი მოგწამლა?
-არ გეტყვი.
ბავშვი გამოართვა და მოწვეტით აკოცა თომას, რომელმაც უხერხულად გაიცინა, ბავშვთან ერთად მიიხუტა გოგონას სხეული, საფეთქელზე აკოცა და ნიცამაც მოგვიანებით გაიაზრა ახვლედიანის მზერა და როგორ მალევე გაეცალა მათ..
-მაპატიე, არ..
-ჩუ! არაფერია.
მეტად მიიკრა გოგონა თომამა და გასასვლელისკენ წავიდნენ..


პ.ს. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა ავტვირთე, იმედია ძალიან არეული არ არის, რადგან გადახედვის დრო არ მრჩება, ყველას წყვილის პატარ-პატარა ისტორიით ფინალისკენ მივდივარ, თუმცა ნანო და მირიანი ისევ მნიშვნელოვან ეტაპს გაივლიან.



№1  offline წევრი OKI ME

უი, ახალი თავი დაგიდია და მე გამომრჩენია. აბა წავიკითხო ერთი. ❤️❤️

 


№2  offline წევრი maco maco

სულ ველოდები, იმიტომ რომ სულ მიყვარს დაწყების დღიდან... მე კი მინდა რომ არასდროს დასრულდეს მაგრამ.... ანდროს უკვე ძაან მიბრაზებ :)

ისე ნანო და მირიანი დამაკლდა ცოტა

 


№3 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
უი, ახალი თავი დაგიდია და მე გამომრჩენია. აბა წავიკითხო ერთი. ❤️❤️

დღეს გამოქვეყნდა ❤ და მალევე გინახავს.
გელოდები❤...

maco maco
სულ ველოდები, იმიტომ რომ სულ მიყვარს დაწყების დღიდან... მე კი მინდა რომ არასდროს დასრულდეს მაგრამ.... ანდროს უკვე ძაან მიბრაზებ :)

ისე ნანო და მირიანი დამაკლდა ცოტა


როგორ მიყვარს თქვენი შეფასებები❤ დიდი მადლობა.
მირიანი და ნანო იქნება ისევ, მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი . ანდრია კიდევ გაბრაზდება იმ ორის ხელში, სხვა გზა არ აქვს..❤

 


№4  offline წევრი OKI ME

ანდრია ძალიან მეცოდება და ვატყობ ის ორი ანდრიას გაბრაზებით კაი ჩიტსაც დაიჭერენ. :დდდ აი, თომას რა რეაქცია ექნება არ ვიცი. ზედმეტად არ შეიჭრან როლებში ქალბატონები :დდდ

ოო, მირიანის და ნანოს წყვილზე ვგიჟდები :დდდ როგორ მომწონს. იმედი მაქვს მოაგვარებენ ყველა მნიშვნელოვან საკითხებს უმტკივნეულოდ ❤️

ჰოო, ტასოს რაც შეეხება ყოჩაღი გოგო მყავს ❤️ უჰ, აქ ამბები ატყდებაა. ამხელა ვინმე თუ არის დაინტერესებული ოთოს დაკავების ამბოთ რავიცი, რავიცი. ველი მოუთმენლად როგორ განვითარდება.

ნიკოლოზ დადიანი სებამ სულ დამიშტერა. ამხელა პოზიტივი კაცი რა დღეში ჩააგდო. გამომიფხიზლე ერთი ეს ბიჭი რაა :დდ ❤️❤️

მოკლედ, ძალიან ვისიამოვნე ამ თავის კითხვით ❤️❤️ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️ შენ კი წარმატებებს გისურვებ ❤️❤️❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ ველოდები და როგორ მიხარია ახალი თავის ანხვა ხოლმე, ძალიან სასიამოვნო თავი იყო მგონი მირიანს ერთი ნანოს აქოთქოთება არ აცდება, ისეთი პირი უჩანს, ანდრიას საცოდაობით დავიტანჯერ რა სასტიკია ტასო :დდდ ბიჭს რა დღეში აგდებს, “გაორება ხოა რ ჭირს” აი მაგაზე გადავბჟირდი :დდდ ველოდები გაგრძელებას მოუთმენლად, ჯინას მეგობრის ამბავიც ძალიან მაინტერესებს მაგის და ზურას დაკავშირება თუ მოხდება მოკლედ ახალი თავის მოლოდინში ვარ ❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
ანდრია ძალიან მეცოდება და ვატყობ ის ორი ანდრიას გაბრაზებით კაი ჩიტსაც დაიჭერენ. :დდდ აი, თომას რა რეაქცია ექნება არ ვიცი. ზედმეტად არ შეიჭრან როლებში ქალბატონები :დდდ

ოო, მირიანის და ნანოს წყვილზე ვგიჟდები :დდდ როგორ მომწონს. იმედი მაქვს მოაგვარებენ ყველა მნიშვნელოვან საკითხებს უმტკივნეულოდ ❤️

ჰოო, ტასოს რაც შეეხება ყოჩაღი გოგო მყავს ❤️ უჰ, აქ ამბები ატყდებაა. ამხელა ვინმე თუ არის დაინტერესებული ოთოს დაკავების ამბოთ რავიცი, რავიცი. ველი მოუთმენლად როგორ განვითარდება.

ნიკოლოზ დადიანი სებამ სულ დამიშტერა. ამხელა პოზიტივი კაცი რა დღეში ჩააგდო. გამომიფხიზლე ერთი ეს ბიჭი რაა :დდ ❤️❤️

მოკლედ, ძალიან ვისიამოვნე ამ თავის კითხვით ❤️❤️ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️ შენ კი წარმატებებს გისურვებ ❤️❤️❤️

უჰ, რა კარგი გოგო ხარ❤
გენაცვალე შენ! სწორად მსჯელობ და ნამდვილად დაიჭერენ ჩიტს, რომლის გაფრენაც მოუწევთ. ნიკოლოზი რომ მიხვ

ablabudaa
როგორ ველოდები და როგორ მიხარია ახალი თავის ანხვა ხოლმე, ძალიან სასიამოვნო თავი იყო მგონი მირიანს ერთი ნანოს აქოთქოთება არ აცდება, ისეთი პირი უჩანს, ანდრიას საცოდაობით დავიტანჯერ რა სასტიკია ტასო :დდდ ბიჭს რა დღეში აგდებს, “გაორება ხოა რ ჭირს” აი მაგაზე გადავბჟირდი :დდდ ველოდები გაგრძელებას მოუთმენლად, ჯინას მეგობრის ამბავიც ძალიან მაინტერესებს მაგის და ზურას დაკავშირება თუ მოხდება მოკლედ ახალი თავის მოლოდინში ვარ ❤️❤️❤️


აი როგორ მახარებთ თქვენ ვერ წარმოიდგენთ❤....
ყველაფერი იქნება და ვეცდები მალე გაგახაროთ❤❤❤❤❤
დიდი მადლობა.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

საინტერესოა და დიდხანს არ გვალოდინო რს

 


№8 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი ნათია
საინტერესოა და დიდხანს არ გვალოდინო რს

დიდი მადლობა ინტერესისთვის.
ვეცდები მალე იყოს.

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

რა მაგარიააა,მოუთმენლად ველოდი,იმედია ასე არ გვალოდინებ,სუპერ გოგო ხარ.ანდრეას და ჯინას ამბები მაინტერესებს ძალიან,იმდენი ვიცინე,მოსიარულე პოზიტივია ეს გოგო.

 


№10 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი ანა
რა მაგარიააა,მოუთმენლად ველოდი,იმედია ასე არ გვალოდინებ,სუპერ გოგო ხარ.ანდრეას და ჯინას ამბები მაინტერესებს ძალიან,იმდენი ვიცინე,მოსიარულე პოზიტივია ეს გოგო.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
ვეცდები მალ-მალე დავდო და ასევე მალეც დავასრულო, თან ისე როგორც ჩაფიქრებული მქონდა და რაც მთავარია თქვენ იყოთ კმაყოფილი.

 


№11 სტუმარი სტუმარი Tekla

ძალიან მოწინს აი ძალიან მაგრამ იმდრნი პერსონაჟი გყავს ამერია და სიმართლე გითხრა ხან ვერვგებულობ ვინ ვინარის და რომელი რომელია მაგრამ ვაღიარებ ძალიან მომწონს ❤❤❤????

 


№12 სტუმარი Te ka

ძალიან მომწონს და იმედია მალე დაიდება მომდევნო თავი ❤

 


№13 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი Tekla
ძალიან მოწინს აი ძალიან მაგრამ იმდრნი პერსონაჟი გყავს ამერია და სიმართლე გითხრა ხან ვერვგებულობ ვინ ვინარის და რომელი რომელია მაგრამ ვაღიარებ ძალიან მომწონს ❤❤❤????


დიდი მადლობა რომ კითხულობ.
მართალი ხარ ბევრი პერსონაჟია და ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდება, მუზა ასე მკარნახობს ხოლმე, წინა ისტორიაც "ხალხმრავალი" გამომივიდა.

Te ka
ძალიან მომწონს და იმედია მალე დაიდება მომდევნო თავი ❤


მადლობა დიდი. ვეცდები მალე იყოს, როგორც კი ვახერხებ ვწერ და იმედია გამომივა.

 


№14  offline წევრი Nobodyelse

ახალი თავი გამომრჩა და ახლა წავიკითხე. იმედია მალე დადებ გაგრძელებას

 


№15 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Nobodyelse
ახალი თავი გამომრჩა და ახლა წავიკითხე. იმედია მალე დადებ გაგრძელებას

მადლობა ინტერესისთვის.
ვეცდები????

 


№16 სტუმარი სტუმარი Tekla

ისე ველოდები ვერწარმოიდგენთ როგორ მინდა მალე დაიდოს მომდრვნო თავი ❤❤

 


№17 სტუმარი სტუმარი Tekla

როდის დადებ მომდევნო თაავს ძალიან დიდიხანია ველოდებიით ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent