შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

#21 [ თავი III ]


8-04-2021, 08:16
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 862

III
7.03

- როგორ ხარ ? - მომიკითხა, როგორც ყოველთვის და ჩვეულებისამებრ ვუპასუხე, რომ კარგად. მკრთალად გავუღიმე და ამჯერად მის მიმიკას სახე ავარიდე. - ისევ მატყუებ, მეგ?!
- ისევ გატყუებ. - გულწრფელად ვუპასუხე და ვერ მოვითმინე - მის თვალებს ჩავაშტერდი. ამბობენ, შავი ფერის თვალის პიგმენტი არ არსებობსო, მაგრამ მას ჰქონდა. ის განსაკუთრებული იყო. მისი სულის სარკის ამოკითხვა ყოველთვის მიჭირდა და არც ეს ჯერი იყო გამონაკლისი… თუმცა ეს ორი სფეროსებრი ბურთი ჩემი ცხოვრების მოტივაცია იყო. იმ ცხოვრების, რომელიც მამაჩემის მახრჩობელა ხელებივით მიჭერდა კისერში ხელს და არ მიშვებდა, სანამ არ გავლურჯდებოდი. მაგრამ მაინც მიყვარდა. შვიდის ვიყავი, ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ მაინც მიყვარდა, სიგიჟემდე და კოსმოსს იქითაც.
ზოგჯერ როგორ გვსურს ბრმად დავუჯეროთ ილუზიას, რომელიც ადრე თუ გვიან თავზე მაინც ჩამოგვეფშვნება.
- სულ რატომ იტყუები, პატარავ? - დამთბარი ხმით მეკითხებოდა, მე კი არ მსურდა პასუხის გაცემა, რადგან რიტორიკულ კითხვებს პასუხი არ სჭირდებათ. ამგვარი კითხვები უნდა დასვა, რათა რიტორიკას თავად მიხვდეს ადამიანი, მაგრამ მწარეა იმის გააზრება, რაც ამ კითხვითი ფორმის წინადადებაშია ჩადებული.
- მინდა მჯეროდეს, ნილ. მინდა მჯეროდეს.
- გჯეროდეს ?
- ჰო.
- რა გინდა, რომ თავს დააჯერო?
- ის, რომ ისინი მაინც… რომ მათ ჰქონდათ მიზეზი, რომ ეს ყველაფერი… - ენა დამება.
- რომ მათ ჰქონდათ მიზეზი - დაემახინჯებინათ შენი ფსიქიკა, სხეული და ცხოვრება?
- ჰო…
- ხვდები მაინც - რას ამბობ? ბოლოს სარკეში როდის ჩაიხედე ისე, რომ გამოსახულება მოგწონებოდა?
- ნილ, გთხოვ…
- ნუ მთხოვ, ამ თხოვნას არ შეგისრულებთ. აზრზე მოდი, მეგ. მათ შენ გაგანადგურეს.
- მაგრამ დედა… - შეეწინააღმდეგებას ვცდილობდი.
- ჯანდაბას, მე მატყუებ, მაინც მივხვდები. მაგრამ საკუთარ თავს, მეგ? საკუთარ თავს რატომ ატყუებ? - ბრაზი გაკრთა მის ხმაში და შემეშინდა.
- მეშინია, ნილ. - ცრემლთა კასკადი მომაწყდა, მაგრამ თავი შევიკავე. მას კი ვერაფერს გამოვაპარებდი. - სიგიჟემდე მეშინია ამ ყველაფრის. მეშინია, რომ რეალობას ვერ გავუძლებ, მეშინია, რომ ვერ შევძლებ, მეშინია, რომ არაფრის მაქნისი ვარ, ხვდები?
- ეს მათ შთაგაგონეს!
- მეც ასე ვფიქრობ…
- არა! შენ ასე არ ფიქრობ, ეს ჩანერგილი აზრებია, ეს არ არის ჩემი მეგის ფიქრები.
- ასე მგონია მაინც ვერ გავუძლებ, ნილ!
- გაუძლებ, დამიჯერე. გავუძლებთ.
- და რომ ვერ? შემდეგ რა იქნება? სიკვდილი?
- სიკვდილზე ნუ ლაპარაკობ ასე აგდებით, სანამ ძალა გაქვს უნდა იცოცხლო, ჩაებღაუჭო ნებისმიერ ხავსს, რომელსაც ცხოვრება მოგაწვდის, გაიგე? - თქვა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
- სიკვდილი სულ თან დაგვყვება, ნილ. სულ თან დაგვყვება და ღმერთმა უწყის, რა დროს შემოგვიტევს! - ამოვიხრიალე და ცრემლებს გასაქანი მივეცი.
- მოდი ჩემთან. - თქვა და გულზე მიმიხუტა. - მე და შენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, მეგან! არ მივცემ საშუალებას არავის და არაფერს, რომ შეგაშინოს და ჩემი ძლიერი მეგი დაასუსტოს, გესმის?! - ღრმად სუნთქავდდა, მისი გულისცემა კი განსაკუთრებული იყო. არითმია ჰქონდა, მე კი მისი ძგერა ჰარმონიული ორკესტრის ჟღერადობასავით ჩამესმოდა. თავი ოდნავ დავუქნიე, დათანხმების ნიშნად. - ძალიან პატარა ხარ, იცი? - გაეცინა.
- ჩვენ ორს შორის პატარა ვინცაა, მაგას პასპორტი ადასტურებს. - შევუბღვირე და მეც გამეცინა. თვალები დახუჭვა და წყაროს წლის ნაკადი საცრემლე ღარიდან ერთი იყო.
წარბი შეკრა, ყბები დაეჭიმა, მაგრამ არაფერი თქვა. სახე უხმოდ შემიმშრალა და უფრო ძლიერად მომხვია ხელი.

"ერთად ყველაფერს გავუძლებთ, პატარავ!"

თვალები გავახილე და ობისგან შეჭმულ ჭერს მივაშტერდი. ვერც კი გავიგე, რომ, რაც ვნახე, სიზმარი იყო, საოცრად ტკბილი მოგონება და სახე სულ სველი მქონდა. ცრემლებმა შეშრობა მოასწრეს კიდეც. მარილიანი ბურთულებისგან დასერილი ადგილები მეწვოდა.
ალბათ, სიცოცხლეს მივცემდი ახლა, რომ ერთი ღერი სიგარეტი მომეწია. მეშვიდე დღე იწურებოდა, რაც ჩემი ფილტვები თამბაქოს კვამლში არ გახვეულან და მევედრებოდნენ - სულ, სულ ერთი ნაფაზიო. არასდროს მქონია ამხელა ჩავარდნა თამბაქოსთან ურთიერთობის დროს. ერთიანად დანებების გამო კი კბილები გაუსაძლისად მტკიოდა.
მახსოვს პირველად რომ გავსინჯე, ხველებით მოვკვდი. მაგრამ საბოლოოდ იმდენად მივეჩვიე, რომ მის გარეშე გაძლება უკიდურესად მიჭირდა. თითებით ღერის იმიტაციას ვაკეთებდი, ტუჩებით კი ნაფაზის დარტყმის, შემდეგ ჰაერს კვამლის ნაცვლად ვუშვებდი და ვცდილობდი საკუთარი თავისთვის დამეჯერებინა, რომ ეს რეალური იყო. არ გამომდიოდა.
შთაგონება ან თვითშთაგონება გაუცნობიერებელ დონეზე უკეთ მოქმედებს. პლაცებოს ეფექტი ვერ იმოქმედებს იმ პაციენტზე, რომელმაც იცის, რომ წამლის ნაცვლად კანფეტს აძლევ. მარტივია…
...
ადგილს ვერ ვპოულობდი, ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. სხეულში რაღაც უმისამართოდ, გამგელებული დაძრწოდა და მე ვერ ამოვხსენი რა იყო ეს.
გამუდმებით ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმაზე, რაზეც არ უნდა მეფიქრა. რაზე ფიქრიც ხუთი წლის წინ დავამთავრე და ეს საბოლოო წერტილი მეგონა. ეს უნდა ყოფილიყო საბოლოო წერტილი, უნდა მომენელებინა, მაგრამ ამის ნაცვლად არაცნობიერის ყველაზე ბნელ კარადაში ჩავრაზე ცხრაკლიტულით, მაგრამ მან მაინც შეძლო გამოღწევა. ეს ტრავმა არ შეეგუა მოცემულობას, ჩემგან განსხვავებით. ეჰ, კორნელ...
კარზე კაკუნი - საჭმელი - გულისრევა.
კარზე კაკუნი - საჭმელი - გულისრევა.
ძილი, სიზმრები, კოშმარები.
ჯოჯოხეთი გამოვლილი რომ არ მქონოდა, ვიტყოდი - კარცერში მარტო ყოფნაზე უარესს ვერაფერს წარმოვიდგენ-მეთქი. მაგრამ ამ ფიქრმა შემდგომ ღიმილი მომგვარა. ნეტავ, ეს ყოფილიყო უარესი იმ მოვლენათა შორის, რაც უკვე მოხდა და წარსულს ჩაბარდა.


ზუსტად იმ ხრიოკ ადგილას ვიდექი, სადაც ჩემი ნაცრისფერი ციხე იდგა. ვიღაც მიახლოვდებოდა, მაგრამ ვერ გავარჩიე ვინ იყო. თუმცა ის ჩემკენ მოდიოდა. მტკიცე, სწრაფი ნაბიჯებით. გააფთრებული იყო, შორიდანაც იგრძნობოდა მისი აურა. მიმოვიხედე და ჩემ გარდა ვერავინ შევამჩნიე. არ მეშინოდა, არა, არ მეშინოდა, მაგრამ ცივმა ოფლმა მაინც დამასხა და ხელები ამიკანკალდა. თითქოს, უზარმაზარი შტორმი იყო ეს ადამიანი, რომელიც რამდენიმე წამში წამლეკავდა.
ვინ იყო?
რა სურდა ჩემგან?
რამე დავაშავე?
მოიცა, თავს რატომ ვიდანაშაულებ?
ჩემკენ რატომ იშვერს ხელებს?
ქალია?
დედა?!
თვალები გამიფართოვდა და გული ვერ დავიმორჩილე.
ორივე ხელით მოდიოდა ჩემკენ. მხრებში ჩამაფრინდა, მე კი ტკივილისგან ოდნავ ამოვიკვნესე. თვალები გიჟს უგავდა, თმა გასწეწვოდა და ტანსაცმლის ნაგლეჯები ძლივს უფარავდა სხეულს. ჰემატომები ჰქონდა მთელ ტანზე, მე კი ვიდექი გახევებული.
- შენ! შენ რომ არ ყოფილიყავი! შენ რომ არ გაჩენილიყავი! - ღრიალებდა ბოლო ხმაზე. დედას თავისი ტკბილი სასიამოვნო ხმა დაბოხებული ჰქონდა. - მე ახლა ფუფუნებაში ვიცხოვრებდი! ჯო ჩემგან არ წავიდოდა, შენ რომ არა! ნაბი'ჭვარი ხარ, ნაგავი, ამაზრზენი! როგორ ბედავ ცხოვრებას, როცა მე ვარ ასე?! ნეტავ, მუცელი მომშლოდა, ნეტავ, დაბადებისთანავე მიმეტოვებინე! ნეტავ…
- არა, დედა! რატომ მეუბნები ამას? რა დავაშავე? რა დაგი… - ხმა ვერ ამოვიღე, ტუჩებს ვაცმაცუნებდი მხოლოდ.
- არ გაბედო! არც კი გაბედო მაგ სიტყვის დაძახება ჩემთვის! - საჩვენებელი თითი მომიქნია. - და არც კი გაბედო იმის კითხვა - რა დააშავე. ეს შენც კარგად იცი! - თქვა და ქვიშის გამოსახულებასავით გაქრა.
მე ვიდექი და ვერაფერს ვხვდებოდი. რატომ იყო დედა ასე გაუბედურებული? რა დავაშავე? ჩემ გამო იყო ასეთ მდგომარეობაში? ვინმე ძალადობდა მასზე? შემეძლო დავხმარებოდი მას? ღირსი იყო კი ამის? მაგრამ მე ჰომ შვილი ვიყავი? წარსულ დროში რატომ ვსაუბრობ?!
...
გამეღვიძა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა დედა ასე მესაუბრებოდა სიზმარში, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად განმეორდა.
ვერც კი ავტირდი, რადგან ვთვლიდი, რომ მართალი იყო. სევდის კაეშანი შემომეხვია და ნაზად ჩამეხუტა.
დედა, დედა, დედა… სიგიჟემდე მიყვარდა ეს სიტყვა და მისი არსი. დედა, დე, დედიკო…
ადამიანი, რომელმაც გშობა და გაგზარდა. ადამიანი, რომელიც შენზე ზრუნავდა, მეგან. მართალია, მხოლოდ შვიდ წლამდე, სანამ მამა წავიდოდა, მაგრამ მაინც. ის შვიდი წლის სითბო და სიყვარული მთელი დარჩენილი ცხოვრება გეყო.
ჰო დედა:
მე დავაშავე, რომ დავიბადე.
მე დავაშავე, რომ გავჩნდი.
მე დავაშავე, რომ მუცელშივე არ მოვკვდი და უკვე ოცდაათი წელიწადია, რაც ცოცხალი ვარ.
ნეტავ, მამას მაშინ გავეგუდე, როცა გაიგო, რომ მისი არ ვიყავი.
ნეტავ, ჩავეძაღლებინე და არ გავემეტებინე იმ ქალთან საცხოვრებლად და საწამებლად, რომელსაც დედას ვეძახდი და ყველაფრისდა მიუხედავად, მთელ სამყაროს მერჩივნა.
მე ჯერ კიდევ შვიდი წლის ბავშვი ვარ, რომელიც მამამ მიატოვა.
ბავშვი, რომელსაც სჭირდება ზრდასრულ ასაკში ის, რაც სჭირდებოდა ოცდასამი წლის წინათ. იქ, სადღაც მეგანის შიგნით ცხოვრობს პატარა გოგონა, რომელსაც საყრდენი სჭირდება. საყრდენმა კი ის დატოვა, თავისი ნებით. მის აღზრდაზე უარი თქვა, რადგან მისთვის, უბრალოდ, ზედმეტი ტვირთი იყო.

თითოეულ ჩვენგანშია ეს ბავშვი. ჩვილი, უსუსური, რომლის აღზრდაც ჩვენვე გვევალება. მეტისმეტად მარტოსულია ადამიანი, რომ თავისი "ჩვილი" ბოლომდე საკუთარ მშობელს მიანდოს. ან, უბრალოდ, მე ვფიქრობ ასე...

მეათე დღე იყო ჩემი აქ ყოფნისა და უკვე ვეღარ ვგრძნობდი საკუთარ თავს. თითქოს, ჩემი სული სადღაც დაძრწოდა წარსულის ღრმა ნაპრალებში, მე კი საუკუნოდ მიმატოვა.
მე ყველამ მიმატოვა, საკუთარმა თავმაც კი. რა აბსურდია, ღმერთმანი!
ღრმად ჩავისუნთქე რამდენიმეჯერ, ვცადე დამშვიდება, თავის ხელში აყვანა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ფიქრები ტვინის ხვეულებზე ამომეტვიფრვნენ და ანცი ბავშვებივით დახტოდნენ. მაღიზიანებდნენ და ჭკუიდან მშლიდნენ.

გისოსებიან, დაბურულმინიან ფანჯარას მივუახლოვდი და...

სარკმელს რომ მივუახლოვდი, უკუნით წყვდიადს შევეჩეხე პირისპირ. იმდენად ბნელს, რომ ამ, ლამის, შუქგაუმტარ მინებში საკუთარი ზიზღის და სევდისმომგვრელი ანარეკლის ზუსტად გარჩევაც კი შემეძლო. ვხედავდი ნაკვთებს, სხეულს, ვხედავდი თვალებს… მერე, რა, რომ სიბნელის სიკვდილამდე მეშინოდა და ყოველღამე საკუთარ თავს ვებრძოდი, რომ შიშს გავმკლავებოდი. მერე, რა, რომ ამ ოთახში ნათურა არ იყო...
ვუყურებდი თვალებს, მზერას... ჩემივე მზერა მატყვევებდა. ნუთუ, ეს მე ვარ ? ასეთი დაბერებული და ჩამომჭკნარი? ვიღაც მიყურებდა, მიყურებდა ძალიან ღრმა, წყლიანი, სევდიანი თვალებით, მაგრამ თავდაჯერებული, გამჭოლი მზერით... უცხოა, ძალიან უცხო და მწარე. უშაქრო ყავასავით მწარე და ცხელი. უნებურად მკვლელმა შიშმაც კი ამიტანა. ვინ არის, რა არის, რა უნდა?! ვაკვირდებოდი და თითქოს, მიახლოვდებოდა…
ძალიან ნელა მიახლოვდებოდა და სასტიკად მაფორიაქებდა, გულის წასვლამდე მაღელვებდა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა და ყელში უზარმაზარ გორგალად ქცეული ხორხი მებჯინებოდა. და ამ დროს ის უცებ გაქრა… გაქრა ისევე მყისიერად, როგორც წარმოიშვა. მისი ეს ქმედება იმაზე მეტად შიშისმომგვრელი იყო, ვიდრე როცა ვხედავდი… მე მას ვხედავდი და ვგრძნობდი კიდეც. ვგრძნობდი? რას ვგრძნობდი? ჯანდაბა ! ვერ ავხსნი. ამოუცნობია და მაწამებს.
ამჯერად კი ვიგრძენი - როგორ ამევსო თვალები წმინდა ცრემლით... გადმოიღვარა და სიწმინდის მიუხედავად, ლოყები უმოწყალოდ დამისერა. თითქოს, ბასრი იარაღი დაგისვეს სახეზეო. გონება გამინათდა და მივხვდი, რომ ეს მისი ცრემლია, მისი გრძნობაა, მისი სევდაა, მისი თავდაჯერებულობის მფლობელი გავხდი.
მეგან, ის შენშია... შენშია, მაგრამ რა არის? რატომ არის? შეგრძნება, თითქოს, შენი გული ხელში უჭირავს და მთელ ორგანიზმთან ერთად სურს, რომ გამოგაცალოს. სიცარიელე დატოვოს იმ ორგანიზმში, რომლის ტანჯული სული ყოველწამ ცარიელდება. ივსება და კვლავ ცარიელდება, ივსება და ცარიელდება ისევ... სურს, რომ ფიტულად გარდაგქმნას. დატოვოს შენგან მხოლოდ ნაჭუჭი, მხოლოდ ბაკანი. სურს ბოლომდე შეისრუტოს შენი სამყარო. შეისისხლხორცოს შენი „მე“. შენში შექმნილი სამყარო, სადაც ყველა სულიერსა თუ უსულოს შენი სურნელი ასდის. ამ სპეციფიკური არომატითაა ყოველივე გაჟღენთილი და ათრობს ნებისმიერს, ვინც კი შემოდგამს აქ ფეხს. მაგრამ ეს ადგილი უკაცრიელია. ადამიანს აქ ფეხი არ დაუდგამს, არ უგრძვნია ეს ღვთაებრივი არომატი. ის კი? ვინ არის ის... ჯანდაბა. ვინ არის ის?! რა უნდა შენგან. ამ მხეცური აურით გაჟღენთილ უცხოს - რა უნდა ამ მუქ ფერებში შეღებილი სათნოების განსახიერების სამყაროში, სადაც სუფევს საოცრად უმანკო გარყვნილება. რა უნდა მას იქ, სადაც ყოველივეს შენი სახება აქვს. აი, ხედავ? ეს ბრჭყვიალა ქვიშაც, რომელიც უკიდეგანო ოკეანის შესანიშნავ სანაპიროს ამშვენებს - შენ აგირეკლავს. ამ პაწია თავისუფლად მოფარფატე უდარდელ პეპელას ხედავ ? ისიც შენ ხარ. აქ ყოველივე შენ ხარ, ყოველივე შენს ხელთაა. როგორ შემოიჭრა ის აქ ? როგორ შეუძლია ამ უცხო სხეულს, მოქმედებდეს შენზე ასე მძაფრად. იქნებ, სულაც არ არის ის უცხო ? იქნებ, არ უნდა გაშინებდეს ესოდენ მკვეთრად. იქნებ, ეს უცხო სხეული იმდენად ნაცნობია, რომ უცხოდ გეჩვენება. იქნებ, ეს უცხო სხეული კვლავ შენ ხარ. იქნებ საკუთარი თავის გეშინია... იქნებ…



- მეგ, ნაყინი მინდა. - შემომციცინებდა თვალებში ხუთი წლის ბავშვი, რომელიც იმაზე მეტს ხვდებოდა, ვიდრე ამ ასაკში სჩვევიათ ხოლმე.
- რომელი გინდა, ნილ? - გავუღიმე, მერე, რა, რომ გროშები მეყარა ჯიბეში და ცამეტი წლის ვიყავი.
- ვანილის, აი, ის! - თითი გაიშვირა ვანილის ნაყინისკენ და მე ფასს შევხედე. ჯანდაბა!
ჯიბეებში რაც კი რამ მქონდა ამოვფხიკე, მაგრამ მაინც არ მყოფნიდა. ტუჩი მოვიკვნიტე, ხელის კანკალით გავუწოდე ხურდა გამყიდველს და მთელი სხეული დამეძაბა მოლოდინში.
- არ არის საკმარისი. - ცივი ხმით მითხრა და ახლა მე მელოდებოდა, როდის დავუმატებდი.
ნილს გავხედე, რომელიც ნელ-ნელა ხვდებოდა სიტუაციის არსს. შემდეგ კი გამყიდველს მივაჩერდი. არანაირი რეაქცია…
- გთხოვთ. - ჩავიჩურჩულე და თვალები ამემღვრა.
- გოგონი, მე აქ საქველმოქმედო ორგანიზაცია არ შემიქმნია, მეც ისევე მშია, როგორც შენ. გაანძრიე ერთი ადგილი და ბავშვისთვის ნაყინის ფული მაინც იშოვე. - მშვიდად მითხრა, მაგრამ გულზე ლახვარივით დამესო მისი სიტყვები.
ის-ის იყო უნდა გავბრუნებულიყავი, რომ მან ნილს მაინც გაუწოდა ვანილის ნაყინი, ნილმა კი თითიც არ დააკარა. სერიოზული სახით მიუბრუნდა და ჰკითხა.
- ქალბატონო, რა გქვიათ?
- ჯილდა. - გაოცებული იყო.
- ქალბატონო ჯილდა, თქვენ ბავშვობაში გცემდნენ? - სახეზე ფითრისფერი დამედო.
- ა-არა. რატომ მეკითხები?
- უფასო მუშახელი ყოფილხართ საკუთარ ოჯახში? - ნილს მხარზე ხელი დავადე, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ მან მკლავი მოიქნია და ჩემი ხელი გასწია.
- მომაშორეთ ეს ბავშვი, რას ლაპარაკობს. - აღშფოთდა და მე მომმართა. - უზრდელი ბავშვი! - მე კი ნილი ვერ გავაჩუმე… - ნაყინი ჰომ მოგეცი, წადი ახლა აქედან!
- ტვინის შერყევამდე ბეისბოლის ბიტა მოგხვედრიათ თავში? - არა, ნილ, ნუ იტყვი, არ თქვა...
- რატომ… - სუნთქვა უკვე გაუხშირდა ქალს, ვერ ხვდებოდა კითხვათა კასკადის არსს.
- იმიტომ, რომ თქვენ არ იცით ვინ როგორ ცხოვრობს, რა გამოუვლია და როგორ წვალობს. აი, თქვენ ჰომ წვალებით გახსენით სანაყინე? - უკიდურესად მშვიდი იყო.
- ჰო.
- ჩვენც ვწვალობთ, რომ ნაყინის ფული ვიშოვოთ.
- ვხვდები რასაც ამბობ, მაგრამ მე რომ უფასოდ ვარიგო ნაყინები, მე თვითონ რაღას შევჭამ? - ხუთი წლის ბავშვთან კამათში ჩათრეული ზრდასრული ქალი - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
- იცით რა, ქალბატონო ჯილდა? ადამიანები ერთმანეთის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. მხოლოდ ერთმანეთით შეგვიძლია ვიადამიანოთ. აი, მე ვწვალობ, ნაყინის ყიდვა მინდა და ჩემნაირები რომ არა, თქვენ სანაყინე არ გექნებოდათ. - თქვა, ხელი ჩამკიდა და წავედით. მტკიცე, შეუვალი ნაბიჯები ჰქონდა ნილს.
ჯილდას ნილისკენ გაწოდებული ნაყინი ზედ ხელზე დაადნა. არ ვიცოდი რა გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ამ ბავშვმა მას რეალობა აჩვენა. აჩვენა ჯაჭვი, რომელიც თითოეულ ადამიანს აერთიანებს და რომლის გარეშეც ადამიანები არც ვართ.
მე კი ვამაყობდი ჩემი ძმით. მან შეძლო ის, რაც ვერ შევძელი მე, მას ეყო გამბედაობა დაპირისპირებოდა სამყაროს კანონებს და ამ კანონებითვე ეცხოვრა ისე, როგორც მას სურდა.
მისი ცხოვრება ჩემთვის მაგალითი იყო, ერთადერთი მაგალითი, რომელსაც მივდევდი და მსურდა დავწეულიყავი. მაგრამ ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან ვრჩებოდი...
იმ დღესაც, იმ ღამესაც ერთადერთი ნაბიჯით უკან ვიყავი და ვერ დავეწიე.


პ.ს. ეს თავი მოცულობით ცოტათი მცირეა, დანარჩენებთან შედარებით. თუმცა ემოციურად საკმაოდ ძლიერია და მნიშვნელოვანი.
გელოდებით ^-^



№1 სტუმარი Ana-maria

კიდევ ერთხელ მეტკინა,ნილი-უკვე დაბერებული ხუთი წლის ბიჭი. ვატყობ ცრემლები ბოლო თავამდე არ მიმატოვებს. მინდა მეგანს ყველაფერი კარგად ქონდეს...ის სახლი ალბათ საკუთარი თავის საპოვნელადაა....

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
კიდევ ერთხელ მეტკინა,ნილი-უკვე დაბერებული ხუთი წლის ბიჭი. ვატყობ ცრემლები ბოლო თავამდე არ მიმატოვებს. მინდა მეგანს ყველაფერი კარგად ქონდეს...ის სახლი ალბათ საკუთარი თავის საპოვნელადაა....

მიხარია, ასე გულდასმით რომ კითხულობ. თუ ცრემლი გამოვიწვიე შენს სახეზე - არ ვიცი გამიხარდეს თუ ბოდიში მოგიხადო.
ნილი კი... ეჰ, მართლაც დაბერებული ბავშვია, ზუსტი შესატყვისი გაქვს მოძებნილი მისთვის.

 


№3  offline მოდერი guroo

როცა მეკითხებიან, თუ როგორ ვარ, გულახდილ პასუხს არავინ ელის და თითქოს მეც არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ რეალურად რასაც ვგრძნობ და განვიცდი, იმაზე ვილაპარაკო. უბრალოდ ვამბობ: "კარგად ვარ". ამით სრულდება მომკითხველის ცნობისმოყვარეობაც და დაინტერესებაც ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით. რამდენი ნებადართული თვალთმაქცობა და ტყუილია ამ დამპალ ცხოვრებაში!
მომეწონა თვითმოტყუება და სხვისი მოტყუება ერთმანეთისგან რომ გამიჯნე. ნილისთანა ადამანები შეიძლება მიგვიხვდნენ სიცრუეს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დიდი ხნის დაგვიაებით მივუხვდებით საკუთარ თავს (თუკი შევძელით) და მერე მოგვიწევს, ნგრევას გადავურჩეთ ცხოვრების გასაგრძელებლად.
გამახსენდა 7 წლის ასაკში ყველაფერი გულს როგორ მტკენდა. მიზეზი თითქმის არ იყო საჭირო. პაწაწინა რაღაცებზეც კი ვტიროდი. ვერ შევძელი, რომ მეგანის ადგილას წარომომედგინა თავი. ვცადე, მაგრამ დავნებდი. შემაძრწუნებელი იყო. ადრე სიკვდილზე ფიქრი მზაფრავდა ასე ძლიერად. რა სასტიკი და დაუნდობელი მშობლები ჰყავს. ღმერთო, რა ტირანებს გასჩეინიათ "პატარა მეგანი" ?!
ნაცრისფრი ბუნტისა და ქაოსის, გაურკვევლობის ფერია ჩემთვის. როცა გისოსები ნაცრისფრია, გარს შემოვლებული კედლებც ნაცრისფერია და ცხოვრებას ხარ მოწყვეტილი, მაშინ ბუნტი ქაოსი მთლიანად გისახლდება სხეულში და მოსვენებას არ გაძლევს. თითქოს დრო გაჩერდა, ან სულაც ღრმა ძილით დაიძინე და სიზმარში ხარ, სადაც შენი არაცნობიერი ნამდვილ ჯოჯოხეთს გიწყობს. კორნელი ფლინის ეს საპყრობილე საკუთარი ანარეკლისთვის თვალის გასწორებაა, რაც მეგანს არ უყვარს. იქ ბევრი რამ ჩანს. ძალიან ბევრი რამ.
"იმ დღესაც, იმ ღამესაც ერთადერთი ნაბიჯით უკან ვიყავი და ვერ დავეწიე."
რატომღაც სიკვდილის სუნი მცემს...
რა კარგი ხარ, რაააა კაარგიიიი, შე სიტყვაუხვო! smile heart_eyes heart_eyes

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo
როცა მეკითხებიან, თუ როგორ ვარ, გულახდილ პასუხს არავინ ელის და თითქოს მეც არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ რეალურად რასაც ვგრძნობ და განვიცდი, იმაზე ვილაპარაკო. უბრალოდ ვამბობ: "კარგად ვარ". ამით სრულდება მომკითხველის ცნობისმოყვარეობაც და დაინტერესებაც ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით. რამდენი ნებადართული თვალთმაქცობა და ტყუილია ამ დამპალ ცხოვრებაში!
მომეწონა თვითმოტყუება და სხვისი მოტყუება ერთმანეთისგან რომ გამიჯნე. ნილისთანა ადამანები შეიძლება მიგვიხვდნენ სიცრუეს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დიდი ხნის დაგვიაებით მივუხვდებით საკუთარ თავს (თუკი შევძელით) და მერე მოგვიწევს, ნგრევას გადავურჩეთ ცხოვრების გასაგრძელებლად.
გამახსენდა 7 წლის ასაკში ყველაფერი გულს როგორ მტკენდა. მიზეზი თითქმის არ იყო საჭირო. პაწაწინა რაღაცებზეც კი ვტიროდი. ვერ შევძელი, რომ მეგანის ადგილას წარომომედგინა თავი. ვცადე, მაგრამ დავნებდი. შემაძრწუნებელი იყო. ადრე სიკვდილზე ფიქრი მზაფრავდა ასე ძლიერად. რა სასტიკი და დაუნდობელი მშობლები ჰყავს. ღმერთო, რა ტირანებს გასჩეინიათ "პატარა მეგანი" ?!
ნაცრისფრი ბუნტისა და ქაოსის, გაურკვევლობის ფერია ჩემთვის. როცა გისოსები ნაცრისფრია, გარს შემოვლებული კედლებც ნაცრისფერია და ცხოვრებას ხარ მოწყვეტილი, მაშინ ბუნტი ქაოსი მთლიანად გისახლდება სხეულში და მოსვენებას არ გაძლევს. თითქოს დრო გაჩერდა, ან სულაც ღრმა ძილით დაიძინე და სიზმარში ხარ, სადაც შენი არაცნობიერი ნამდვილ ჯოჯოხეთს გიწყობს. კორნელი ფლინის ეს საპყრობილე საკუთარი ანარეკლისთვის თვალის გასწორებაა, რაც მეგანს არ უყვარს. იქ ბევრი რამ ჩანს. ძალიან ბევრი რამ.
"იმ დღესაც, იმ ღამესაც ერთადერთი ნაბიჯით უკან ვიყავი და ვერ დავეწიე."
რატომღაც სიკვდილის სუნი მცემს...
რა კარგი ხარ, რაააა კაარგიიიი, შე სიტყვაუხვო! smile heart_eyes heart_eyes

მეგანის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა არ გსიამოვნებს ? იცი, რამდენი მეგანია ჩვენ ირგვლივ? იცი, რამდენი ნილი ან კორნელია? ყველა პერსონაჟი თავისი ისტორიის მატარებელია, ყველა ადამიანია პერსონაჟი თავისი წიგნის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent