#21 [ თავი IV ]
IV 22.02 მეთხუთმეტე დღე იყო ჩემი გამოთვლებით. სიზუსტით ვერ დავიკვეხნიდი, დღე-ღამე არეული მქონდა და მე უკვე თვალები კარისკენ გამირბოდა. შეუძლებელია აიტანო საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ამდენი ხნით. ადამიანს, რომელსაც ჩემთვის საჭმელი მოჰქონდა ვევედრებოდი ორი სიტყვა მაინც ეთქვა. კარს მუშტებს ვუბრახუნებდი და ცრემლად ვიღვრებოდი. ერთი სიტყვა, ნებისმიერი. თუნდაც გაველანძღე, ოღონდ რამე ეთქვა. გული მისკდებოდა, ყურებში წუილი ვერ მოვიშორე და ჩემს წყვეტილი სუნთქვას ვაყურადებდი. ერთხელ ჩასუნთქვაც კი დამავიწყდა, ოღონდ რიტმი შემეცვალა ჟღერადობის. ლეონის ხვრინვასაც დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი ახლა, ოღონდ ახლოს მყოლოდა. ოღონდ მარტო არ ვყოფილიყავი... კბილების გამოხეხვას საერთოდ მივანებე თავი. რაში მჭირდებოდა? ჩამპალიყო ისევე, როგორი ჩამპალი სულიც მქონდა. არც შხაპს ვიღებდი და დღეები ნამდვილად ამერია. ზუსტად მეთხუთმეტე იყო, თუ მე მეგონა ასე, რადგან ფლინის ნათქვამის მიხედვით, მეთხუთმეტე დღეს კარებს ანგრევენო?! რატომ ჩავებღაუჭე ამ რიცხვს?! ფეხშიშველი მივუახლოვდი ჩაჟანგულ კარს. ვერც სიცივეს ვგრძნობდი, ვერც შიმშილს. მოზრდილი ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მომინდა გაღება. მომინდა საკუთარი თავისგან გაქცევა, რადგან კედლები ყოველწამს პატარავდებოდნენ. თავს მესხმოდნენ და უცოდველი ჭიანჭველასავით გამსრესდნენ ისე, რომ ვერც კი შეამჩნევდნენ ამას. მე არ უნდა ვყოფილიყავი აქ და ახლა. მე არ უნდა ვყოფილიყავი საერთოდ. ეს სხვისი სხეული, სხვისი მოგონებები და ცხოვრებაა. მე კი მაყურებელი ვარ. ამ ადამიანის ცხოვრების ყურებით დავიღალე, მომისაჯეს ამის კეთება? წინა ცხოვრებაში საშინელება ჩავიდინე და ახლა ჯოჯოხეთში ვარ? ოთხად მომკეცეთ, ფურცელივით დამჭმუჭნეთ და მიმაგდეთ სადმე კუთხეში, რომ ვერავინ მიპოვოს… საბოლოოდ - კარს თითიც ვერ დავაკარე. იმდენად სუსტი ვიყავი, რომ არც გაძლება შემეძლო, არც თავის დაღწევა. პარადოქსი ყოველთვის ღრღნიდა ჩემს სიცოცხლეს და ლამის, ძვალიც შეეჭამა, რომელზეც ჩემი სული იყო ჩამოკონწიალებული. … - ჰომ იცი მაინც გიპოვი, შე პატარა კახპა! - გაჰკიოდა ქალი სოფლის სახლის ეზოში. ეძებდა გოგოს, რომელმაც მოიპარა… - დაიმალე, დაიმალე! მოხვალ, როცა მოგშივდება და მერე გაჩვენებ სეირს! მე კი უზარმაზარ ნაგვის ურნაში ვიჯექი. სახლიდან მოშორებით, მაგრამ მისი ხმის გარჩევა მაინც შემეძლო. ჩამპალი პროდუქტების სუნისგან, ლამის, გონს ვკარგავდი. მაგრამ არაფრის დიდებით გამოვდიოდი. თავბედს მაწყევლინებდა ცხელ გულზე რომ მოვეხელთებინე. დღეს კი უკვე მომხვდა წკეპლა ორჯერ - თხილი საკმარისად არ მოვკრიფე. კილოგრამი დააკლდა. ახლა ხელში აკანკალებული ლეკვი მეჭირა. ასე სამი-ოთხი თვისა, მეტისი უნდა ყოფილიყო. ერთი შემწვარი კვერცხი მოვიპარე ტაფიდან პატარასთვის, ძალიან შემეცოდა. ცხოველები უკეთ გვგრძნობენ, ვიდრე ადამიანები. დედაჩემს მისი თავიდან მოშორება უნდოდა. მე კი გავუძალიანდი. მართალია, სილა გამაწნა, მაგრამ გაქცევა მოვასწარი. ცხოველი შემეცოდა, ზამთარი იყო, გაიყინებოდა. ან კიდევ დედა თვითონ მოკლავდა მას. ახლა, როცა გავიზარდე მეცინება, რომ სულ პატარამაც კი ვიცოდი - რას წარმოადგენდა დედაჩემი. რვა წლის ახალი გამხდარი უნდა ვყოფილიყავი, დედას უკვე მოზრდილი მუცელი რომ ჰქონდა, ნილზე იყო ორსულად. ერთ თვეში უნდა ემშობიარა, კარგად მახსოვს. რთული ფეხმძიმობა ჰქონდა და ამიტომ ხშირად უფუჭდებოდა ხასიათი. ხშირად ჩხუბობდა და უმისამართოდ იქნევდა საგნებს. ფეხის წვერებზე დავდიოდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ არ გამებრაზებინა, მაგრამ… დღე არ გავიდოდა, რომ… ჰო, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა სცენარით. მხოლოდ ახლა ვხვდებოდი, რომ ეს ძალიან სამწუხარო იყო. ისიც ძალიან სამწუხარო იყო, რომ მამაჩემის წასვლის შემდეგ - ერთ თვეში სხვა კაცს გაჰყვა ცოლად. არ ვიცი, ხელი მოწერილი ჰქონდათ თუ არა, მაგრამ ეს ჯმუხი, მაღალი კაცი შემოგვისახლდა და თავი ყველას და ყველაფრის ბატონ-პატრონი ეგონა. დედამ მამას მასთან უღალატა. ეს კაცი იყო რეალურად მამაჩემი, წლების შემდეგ ლორა ბებომ მიამბო. ... - არა, არა, ამას რატომ ვიხსენებ. ეს რატომ მახსენდება. შეჩერდი, ნუ. გთხოვ, გევედრები! - კარცერის ორმაგ სარკეში ვიყურებოდი და სიძულვილის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. ღრმად ვსუნთქავდი, მაგრამ ჩემი დამშვიდება უკვე შეუძლებელი იყო. მთელი ძალით მოვუქნიე მუშტი. პირველი შრე გაიბზარა, მაგრამ თვითონ სარკე არ დაზიანებულა. გამეცინა, ხმამაღლა გამეცინა და სისხლში მოცურავე ხელი სახეზე მოვისვი. - ფსიქიკა ერთხელ თუ გაიბზარა, მას ვეღარ აღადგენ, ძვირფასო ლეონ! მხრები ამიკანკალდა და ავტირდი. რატომ არ დავუჯერე საკუთარ თავს და შიშებს, რატომ ავყევი ეგოისტურ აზარტს, რომელიც ბეწვის ხიდზე მატარებდა და არწევდა მას?! ისტერიკა მქონდა, სარკეში ვხედავდი ადამიანს, რომელიც მძულდა, რომლის მოკვლაც მინდოდა, რომელმაც ყველაფერი წამართვა, რაც კი შეიძლებოდა მქონოდა. ჰო, ვიზუალურად დედაჩემის ასლი ვიყავი. მისი ახალგაზრდა ვერსია. მძულდა ჩემი სახე, ნაკვთები, მიმიკა და ჟესტები. - რატომ? რატომ აკოპირებენ ბავშვები მშობლების ამ წვრილმან დეტალებს?! რატომ აქვს სისხლს ამდენი მნიშვნელობა?! რატომ აღიქვამს ბატის ჭუკი დედად იმას, ვისაც პირველად დაინახავს? რატომ ვერ ვირჩევთ როგორები გვინდა ვიყოთ? რატომ ვერ ვირჩევთ ცხოვრებას, ღმერთო?! ჩვენ ხომ ინდივიდები ვართ, ერთმანეთისგან განვსხვავდებით, ნუთუ, არჩევნის უფლება წაგვართვი იმიტომ, რომ ერთნაირები არ ვყოფილიყავით? გსიამოვნებს? გსიამოვნებს ჩვენი ტანჯვა? სიმართლე მითხარი ნაბი'ჭვარო თუ არსებობ. ვეღარ ვუძლებ გესმის?! შენ მე ჩემი ღმერთი წამართვი, რაღატომ უნდა გელაპარაკო! შენ მე ყველაფერი წამართვი, რაც კი მქონდა. ბავშვობა, ოჯახი, მეგობარი, ყველა! წამართვი, გულიდან ამომგლიჯე. ორგანოების გარეშე მოსიარულე მკვდარი ვარ და ეს შენი ბრალია! - ვბღაოდი იმხელა ხმაზე, რომ ყელი მტკიოდა. - მაგრამ, რატომ შენ? - უეცრად ჩურჩულზე გადავედი. - მე, მე ვარ ამაში დამნაშავე, მე დავაშავე, მე და მე ვართ დამნაშავე, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედი. მე მივეცი საკუთარ თავს ამის საშუალება და უფლება. მივუშვი იარა თავის გზაზე და მას მატლები და ჭიაღუები დაესივნენ. მტკივა, ამის დედაც! სიკვდილამდე მტკივა! - ახლა უკვე ვღრიალებდი, ვკიოდი ბოლო ხმაზე და ტირილს შორის სიტყვების გარჩევა უკვე შეუძლებელი იყო. სარკეს ვერა და ვერ მოვშორდი. ზიზღით სავსე თვალებით ვუყურებდი და ფრჩხილებით სახე ჩამოვიხოკე. შემდეგ, ალბათ, გონებაც დავკარგე, მაგრამ არ მახსოვს. ... რა სასიამოვნოა, როდესაც უსიზმროდ გძინავს და არაფერი გაწუხებს. ... შუაღამე იქნებოდა, როცა მომშივდა და სახლში მივედი. ეზოსგან მოშორებით მომცრო ყუთი დავდგი, რომელიც სანაგვე ურნაში ვიპოვე და შიგ ჩემი ნახევრად ჩამოხეული ქურთუკი ჩავაფინე. ლეკვს არ შესცივდეს-მეთქი. ბალახებში კარგად დავმალე, რომ არ შეემჩნიათ და არ მოეკლათ. სანამ ჩვენს ნანგრევებს მივაღწევდი, ფეხები უკან მრჩებოდა და გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ვიცოდი, რომ მომხვდებოდა. როგორც ყოველთვის. - ამას დამიხედეთ, ვინ მოსულა! - ირონიული, მშვიდი ხმით მომმართა დედამ, როცა სახლის კარი შევაღე. - დედა, მე… - სუნთქვა შევიკავე, რომ არ ავტირებულიყავი. როცა ასე იწყებდა ლაპარაკს, თვითონ არ მირტყამდა ხოლმე. - ხმა არ გავიგო! - მიკივლა და ადგილს მიველურსმე. - სახლშია, თავის ოთახში, შებრძანდი. - კვლავ ეს მკვლელი ტონი. - დროზე! - ფრჩხილები მაგიდაზე ააკაკუნა, როცა ნაბიჯი არ გადავდგი, მაგრამ მაინც მომიწია. იმ ათი ნაბიჯის გადადგმას ათჯერ ზურგზე ქამრის დარტყმა მერჩივნა, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი. ერთ პატარა, ლამის, ჩამონგრეულ ქოხში ვცხოვრობდით და თითოეული ნაბიჯის გადადგმა არასასიამოვნო ჭრაჭუნს უდრიდა. ქუსლი, ფეხის გული, თითების წვერები… ქუსლი, ფეხის გული, თითების წვერები და ასე ათჯერ. ათი ნაბიჯი გადავდგი, ათჯერ გაიჭრაჭუნა წყეულმა იატაკმა და ფანჯარაში გავიხედე, რომელიც დერეფნის ბოლოში იყო. უკვე საოცრად ბარდნიდა. ულამაზესი იყო, მაგრამ ტანში უსიამოვნოდ გამცრა, ვერ ვიტანდი სიცივეს. მაკაწკაწებდა სულ ოდნავ ყინვაშიც კი. - რას დგახარ, შემოდი. - ბოხი, შემაძრწუნებელი ხმა ჰქონდა. იცოდა, რომ კართან ვიდექი, რამდენიმე წამი დამაცადა მხოლოდ. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და კარი შევაღე. მის წინ დავდექი და თავი ჩავხარე. საკუთარ დაკაწრულ ხელებს ვუყურებდი. - რა დააშავე? - ვერ ვიტანდი ამ მომენტს. ყოველთვის მაგრძნობინებდა, რომ დამნაშავე ვიყავი. - არ… - ხმამაღლა! - მე არ… დამიშავებია. - ყველა მყესი დამეძაბა. - კარგი, რა გააკეთე მაშინ? რატომ ბრაზობს დედა? - ხმა დაუთბა. ყოველთვის ასე აკეთებდა. ხმის ტემბრის ცვლილება მარეტიანებდა, ვეღარაფერს ვხვდებოდი. - კვერცხი მოვიპარე. - ამოვიჩურჩულე და ვხვდებოდი, ხორხი ყელში მებჯინებოდა. - კვერცხის მოპარვა დანაშაული არ არის? - მე… - შენ რა, ქურდი ხარ? - არა, არა, მე არ… - ხელები გავასავსავე. - მაშინ რატომ მოიპარე კვერცხი? - წარბს ქვემოდან ავხედე. სარწეველა სკამზე იჯდა და წინ და უკან ირწეოდა. მონოტონურად, საზიზღარი ხმით. - თვალები დახარე! - გრგვინავდა მისი ხმა, მაგრამ ტონი არ აუწევია. - მე… - რა შენ? ამოღერღე, კიდევ უფრო ნუ გამაბრაზებ. - ლეკვი… - წამომცვივდა ცრემლები. - რა ლეკვი? - ვიპოვე და… - ნუ მაღიზიანებ, მეგი. - შიოდა… - ამოვისუნთქე სიტყვები. - კვერცხი იმიტომ მოიპარე, რომ ლეკვისთვის მიგეცა? - წამოდგა და ჩემ წინ ჩაიმუხლა. ორი თითით სახე ამიწია და თვალებში ჩამაჩერდა. გაგიჟებამდე ლურჯი იყო, ჩემი თვალის ფერივით. - შიოდა. - ვერ ვუსწორებდი თვალს. - ანუ შიოდა. ჰო? - როგორც შემეძლო თავი დავუქნიე. - ის ქალი, რომელიც ახლა სამზარეულოშია, ჰომ დედაშენია? - ჰო. - ვერ ვხვდებოდი, რატომ მისვამდა ამ კითხვას. - შვილს დედა ჰომ უნდა უყვარდეს? - ჰო. - ორი თითი ლოყებზე მომიჭირა. - შენ რატომ არ გიყვარს დედა? - თვალებში ცეცხლი ენთო. აზარტულ მოთამაშეს ჰგავდა. - მიყვარს. - ძლივს ამოვთქვი ტუჩებს შორის. - ჰომ იცი, რომ ტყუილი ცუდია? - თავი დავუქნიე. მუხლები მიკანკალებდა, ადრენალინი სისხლში სამყოფზე ბევრად მეტი იყო. - მაშინ რატომ იტყუები? - წარბები შეცოდების ნიშნად ზემოთ ასწია. - არ ვიტყუები. მიყვარს დედა, მიყვარს. - ავწრიალდი მე. ხელებით მკლავები დამიჭირა და გამაჩერა. - შენ მალე გეყოლება და ან ძმა, ამას ხვდები? - ვხვდებოდი, რომ მისი მშვიდი ხმა მაგიჟებდა. - ვხვდები. - ხვდები, რომ დედაშენს უფრო სჭირდება ჭამა, ვიდრე ნაბი'ჭვარ ლეკვს? - გული გამიჩერდა. დანაშაულის გრძნობამ ყელში მომიჭირა და პასუხი ვერ დავაბრუნე. - მიპასუხე! - მტკიცე ხმა, ამჯერად, ტონს აუწია. - მოკვდებოდა… - გავბედე. - ვინ? - ლეკვი. ცივა და პატარაა და… - ვცდილობდი უსუსური პაწია სხეული დამეცვა, მაგრამ იმას ვერ ვხვდებოდი, რომ თავად ვგავდი იმ ლეკვს. - დედაშენის მუცელში ისეთივე პატარა და დაუცველი ბავშვია, როგორიც ლეკვი, რომლისთვისაც შენ კვერცხი მოიპარე. - მზერა გაეყინა. - ის ჰომ… - ცქმუტვა დავიწყე. - რა? - წარბი ასწია. - ის ჰომ არ მოკვდება ერთი კვერცხის გამო. - ღრმად სუნთქვა დავიწყე. შემეშინდა, სიკვდილამდე შემეშინდა, რომ ჩემს დას ან ძმას რამე დაუშავდებოდა. - რა გარანტია გაქვს ამის ? - გარანტია? - ჰო. რატომ ხარ მაგაში ასე დარწმუნებული? - სარკაზმი დაეპატრონა მბგერ იოგებს. - დედა, ის ჰომ აჭმევს. ის ჰომ ათბობს, დედა უვლის… - ენა დამება და ავსლუკუნდი. - ჰო, დედა უვლის. მაგრამ როგორც ჩანს, შენ არც დედა გიყვარს, არც მომავალი და ან ძმა. შენ არ უვლი მათ. - ხელები გაშალა. - მიყვარს, მიყვარს, მიყვარს! - ავტომატურად ჩამერთო "მიყვარს" რეჟიმი, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი. - დამიმტკიცე. - მიყვარს, მიყვარს, მიყვარს! - ვერ ვჩერდებოდი. - მოკეტე! - თქვა და თმაში ხელი ჩამავლო. ოთახიდან გამათრია და კარში გამიძახა. თოვლში სახით ჩავეფალი, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ ვიმეორებდი. "მიყვარს, მიყვარს, მიყვარს…" … ისტერიკისგან გულწასული გონს რამდენიმე საათში მოვედი. კუთხეში ფეხმორთხმით დავჯექი და საკუთარ დასისხლიანებულ ხელს ჩავაჩერდი. ის დანაშაულის განცდა, რომელიც ბავშვობაში ჩამინერგეს, ამდენი წლის მერეც ვერ მომინელებია. - ჰეი, მეგ. - მომესმა კარცერში და მივხვდი - უკვე მოჩვენებებიც დამეწყო. გამეცინა. - ჰეი, მეგ. შემომხედე. - ქალის ხმა იყო. ვიცნობდი. თავი ავწიე და ქრისტინი დავინახე. - მეჩვენები, ჰო? - ბავშვი იყო. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ბოლოს დავიმახსოვრე. ათი წლისაა, ვმეგობრობდითსავით სკოლაში. ბევრ რამეში მეხმარებოდა. მაგრამ ყველაფერს ვერ ვუყვებოდი - მრცხვენოდა. - კი, გეჩვენები. - აქ რატომ ხარ? - რატომ დამიძახე? - მე? - ჰო, შენ. - ალბათ, მოგეჩვენა, ქრისტინ. მე არ გეძახდი. - იტყუები, მეგ. შენ მე გჭირდები ახლა. - ოცი წელი გავიდა… - სახტად დავრჩი. - წლები რამეს ცვლიან? - ბევრ რამეს, ქრისტინ, ძალიან ბევრს. - რა დააკლო დრომ შენს სიყვარულს? - ტუჩი მოვიკვნიტე. ისევ რიტორიკა. - არაფერი დაუკლია… - მაშინ, რატომ დამიძახე, მეგან? - საოცრად მსუბუქი და უდარდელი ხმა ჰქონდა. - არ ვიცი, ქრისტინ. არაფერი ვიცი. - ვუმზერდი და ბავშვობა მახსენდებოდა. ის ბავშვობა, რომელშიც დედ-მამა არ მონაწილეობდა. - იქნებ, მართლაც მჭირდები... - გახსოვს ის ზაფხული, მეგ? - ანცი ნოტები გამოერია ხმაში, საყვარელი იყო. - რომელი? - როცა წყალში ჩაგაგდე. - თქვა და გადაიკისკისა. - ჰო, ყინულივით ცივი წყალი იყო, ივლისშიც კი. - გამეღიმა, მაგრამ ნაკვთები არ მემორჩილებოდნენ. - მაგრამ ძალიან ცხელოდა. - იმდენად არა, რომ მდინარეში გადაგეგდე, იდიოტო. - მერე, მეც რომ ჩავხტი? - ქვედა ტუჩი ხელოვნურად ააკანკალა. - ჰო, შენი ნებით. მე კი ჩამაგდე. - სულ ეგრე არ გექცეოდნენ? - მოულოდნელად ტონი შეცვალა. საწოლზე იჯდა და ფეხებს იქნევდა. - რა თქვი? - თვალები გამიფართოვდა. - მე ყველაფერი ვიცოდი, მეგ. ნუ, ყველაფერი არა, მაგრამ მთელმა სოფელმა იცოდა შენი ამბავი. - ნაღველი გაერია ხმაში. - და არავინ არაფერი გააკეთა. - თავი ირონიულად გავიქნიე. - ეგრე გგონია? - სასხვათაშორისოდ მკითხა. - ფაქტია, ქრისტინ. შენც კი ჩამომშორდი, თორმეტი წლის ასაკში. - სევდამ თავისი სუდარა ძღვენად მომართვა. - არასდროს გიფიქრია - რატომ? - ძალიან ბევრჯერ. - და რა მოიფიქრე? - ის, რომ ღარიბი ოჯახის შვილი, რომელსაც ყოველთვის პრობლემები აქვს - არავის სჭირდება. - თავი ჩავხარე. - შენთან ყველაზე ახლოს ვიყავი და ჩემზე ისიც ვერ გაიგე, რომ ფული მხოლოდ ფურცლებია ჩემთვის. - ნაწყენი იყო. - აბა, რა მოხდა, ქრისტინ?! რა დავაშავე, რომ ერთადერთი მეგობარიც წავიდა ჩემგან, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა? - სასოწარკვეთილმა ვკითხე და ხელები გავშალე. - დედაშენი მოვიდა. - რა?! - დედაშენი მოვიდა ჩვენთან და დაგვემუქრა, თუ კიდევ დააგვიანებს მეგანი ქრისტინის გამო, ქრისტინს კარგი დღე არ ელისო. - თვალი თვალში გამიყარა. - ჯანდაბა! - ტუჩი მოვიკვნიტე და სისხლის გემო ვიგრძენი. - ჯერ არ დავუჯერეთ. - მერე? - ვერ ვხვდებოდით, რატომ არ უნდა გვემეგობრა. - დედაჩემის ლოგიკით ყველაფერი მარტივია. - ჰო, დრო, რომელსაც ჩემთან ატარებდი, სახლში, ბოსელში ან კიდევ სხვაგან უნდა გაგეტარებინა. - ჰო. უფასო მუშახელი… - გამახსენდა ნილის სიტყვები. - გახსოვს ის ბიჭი? გზაში რომ შეგვხვდა, როცა სკოლიდან მოვდიოდით და მოეწონე? - მახსოვს. - დღემდე მიკვირდა - რამ მოაწონა ჩემი თავი-მეთქი. - მაგ დღეს მოგხვდა, ხო? - გავხევდი. - მომხვდა. დავაგვიანე. - მეც. - რა? - დედაშენი დამხვდა სახლიდან ასი მეტრის მოშორებით და ჩემი ცემა უნდოდა. - უდარდელი ტონი ჰქონდა ქრისტინს. - არა, ქრისტინ. არა! ღმერთო ჩემო, არა! - თავი ხელებში წავიშინე და თმებს ჩავაფრინდი. - ნუ ღელავ. ყველაფერი კარგადაა, მეგ. - გოგოს გამოსახულება ადგა და ჩემ წინ ჩაიმუხლა. - მე შენ არასდროს დამიტოვებიხარ, არასდროს. როცა მეზობელ სოფელში გადავედით, სულ შენზე ვფიქრობდი. და ახლაც შენზე ვფიქრობ. - შენ ჰალუცინაცია ხარ, ქრისტინ. - თვალები ცრემლით ამევსო. - მაშინ მამაჩემი შემხვდა და გადავრჩით, მაგრამ მამასთან დედაშენმა ძალიან იჩხუბა. ამიტომაც… - ჰო, გადახვედით. მესმის… - მაპატიე, მეგ. - მე რა უნდა გაპატიო? - გაოცებამ ჩემს სახეზე რგოლები დახატა. - ის, რომ ასე მარტივად დავთმე ჩვენი მეგობრობა. მაპატიებ? - მოუთმენლად ელოდა პასუხს. თავი გაუბედავად დავუქნიე და დავამატე. - შენც მაპატიე დედაჩემის… - არა! - თითი ასწია დატუქსვის ნიშნად. - დედაშენის საქციელზე პასუხი მხოლოდ მან უნდა აგოს. შენ არაფერ შუაში ხარ. - ყურებამდე იღიმოდა. - კი, მაგრამ… - არავითარი მაგრამ! შენ შენ ხარ. ახლა კი წავედი, მალე ისევ შევხვდებით. - მეჩვენები… - ტუჩის კუთხეები იატაკისკენ იმზირებოდნენ. - ზოგჯერ სასწაულებიც ხდება. - კვლავ გამიღიმა და გაქრა. ზოგჯერ სასწაულებიც ხდება. იშვიათად, მაგრამ მაინც. თუმცა სასწაული რომ მოხდეს, ამის უნდა გჯეროდეს. ფიქრებს იმაზე დიდი ძალა აქვთ, ვიდრე ჩვენ გვგონია. თქვა ოდესღაც ფროიდმა და ეს დღესაც აქტუალურია. დღეში რამდენი ფიქრის გენერირებას ახდენს ადამიანის ტვინი? რამდენი ოცნების მარწუხი, სევდის ნაბადი და ბედნიერების ციცინათელები დაფარფატებენ ჩვენ შიგნით? რამდენჯერ მოუჭერია მთელი ძალით მონატრებას ხელი გულზე? რამდენჯერ გაუნადგურებიხარ აუტანლად ასატან ტკივილს, რომელიც ჯუნგლების ლიანებივით გეხვეოდნენ სიფრიფანა სხეულზე და მოძრაობის საშუალებას არ გააძლევდნენ? ზოგჯერ სასწაულებიც ხდება. ადამიანი თავისი არსით საოცრებაა. ... იმ ღამით, როცა მამამ თუ მამინაცვალმა გარეთ თოვლში გამაგდო. ზედატანი გამხადა და ცხენის მათრახი ორმოცდაათჯერ დამკრა. ჰო, ვითვლიდი, თითოეულ დარტყმას. ის კი ყოველი მათრახის მოქნევისას მაიძულებდა მეთქვა - მიყვარს. ჯირითი უყვარდა, ხშირად იყო ამით დაკავებული. ცხენი ჰყავდა გაწვრთნილი, ყოველთვის ორმოცდაათჯერ დაჰკრავდა ხოლმე მათრახს. სანამ ვუყურებდი ამ "სანახაობას" - სისასტიკე მეგონა. ცხენის როლის მორგების შემდეგ, უკვე აღარ მეგონა - ვიცოდი. წამოვდექი და სარკის წინ, პირსაბანს ორივე ხელი დავადე. მაისური გავიხადე, ბიუსჰალტერთან ერთად და სარკეში ჩავიხედე. საკუთარ თავს მზერას ვარიდებდი, ამიტომ ზურგით შევბრუნდი და თავი მივაბრუნე. იმ ღამის ნაკვალევი ჯერ კიდევ არ გამქრალა ჩემს სხეულზე. ყველა ყოველთვის მეკითხებოდა - "მეგ, საცურაოდ როცა მიდიხარ, რატომ იფუთები?", "მეგ, ზურგამოღებული კაბა ძალიან მოგიხდება, რატომ არ იცვამ?" მე კიდევ ხან რას მოვიფიქრებდი, რომ თემა გადამეტანა, ხან რას. სინამდვილეში მე არ ვიცოდი - რა იყო ნამდვილი მეგობრობა. ყოველთვის გავცემდი სითბოს, სიყვარულს - იმას, რაც მაკლდა. თუმცა პასუხად იშვიათად ვიღებდი იგივეს. ადამიანებს ნელ-ნელა ისე ჩამოვშორდი, თავადაც ვერ გავაცნობიერე. ჩემსა და საზოგადოებას შორის უზარმაზარი ყბადაღებული უფსკრული იყო, რომელიც მოუთმენლად ელოდა - როდის გადავხტებოდი. მე კი არ ვაპირებდი ასე ბანალურად მოქცევას. ჰო, უცნაურია, რომ ახლა ბანალურობაზე ვფიქრობდი, მაგრამ… მე მსურდა ამეშენებინა ხიდი, რომელიც იმ ხალხისკენ გამიკაფავდა გზას, ვისაც ნამდვილად ვჭირდებოდი. მინდოდა ოდნავი ნდობის ელექს'ირის დალევა იმ იმედგაცრუების შემდეგ, რომელმაც სიცოცხლის არსი დამაკარგვინა - მსურდა, რომ "ნდობის შხამი" მეტასტაზებივით გავრცელებულიყო ჩემს ორგანიზმში, რათა ფენიქსივით ფერფლიდან აღვმდგარიყავი და ცხოვრების ახალ წიგნზე გადმომენთხია ფერადი მელანი, რომელიც სადღაც ღრმად იყო ჩემში ჩაფლული. უნდა ამომეთხარა ძირფესვიანად, უნდობლობის მკვლელი სენისგან თავი უნდა დამეღწია! კეთროვანივით ვიყავი ამ საზარელი გრძნობის გამო, მაგრამ, განა, ამას ამჩნევდა ვინმე? P.S. სტანდარტული ზომის თავით მოვედი და კვლავ ველოდები თქვენს შეფასებას. ზოგი პირადში მწერთ, რაც ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ მინდა უფრო მეტმა გამოხატოთ თქვენ-თქვენი აზრი. პერსონაჟებთან დაკავშირებით, წერის სტილთან და ა.შ. მოკლედ, გელოდებით ^-^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.