შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი III.5

12-04-2021, 20:58
ავტორი guroo
ნანახია 1 343

მხატვრის გაცნობიდან თითქმის ერთი წელი სრულდებოდა.
ნოეს დაბადების დღე ისე მოახლოვდა, წარმოდგენა არ ჰქონდა მიას, საერთოდაც თუ არსებობდა დროის უშველებელ სკალაზე საგანგებო თარიღად მონიშნული მცირედი წერტილი, აი ის ცხელი დღე, როდესაც ნოემ იჭყავლა სულ პირველად. შეიძლება ამგვარი შთაბეჭდილება იმანაც შეუქმნა, რომ ნოეს არ უყვარდა ყოველ წელს დაუღალავად განმეორებადი 27 აგვისტო, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ რომ მაინც ეჭრებოდა ხოლმე ცხოვრებაში და თან მოჰქონდა ახლობლების აუარება მოლოცვა. მაგრამ მიამ ამის შესახებ არ იცოდა, არ დაინტერესებულა მანამდე და ეს წარმოდგენაც, რომ ნოეს დაბდების დღე არ არსებობდა, გულგრილობისა და უყურადღებობის ბრალი უფრო იყო, რადგან ძალიან უნდოდა, დამტკბარიყო თითოეული წამით, რომელსაც მასთან ერთად და მისთვის გაატარებდა და საგულდაგულოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში.
მუსიკა ძალიან მაღალ ხმაზე ჰქონდა ჩართული და სახლს ალაგებდა, როდესაც შეტყობინება მიუვიდა მობილურზე: "ხვალ ჩემი დაბადების დღეა. არ მიყვარს, ვერ ვიტან, მძულს. საღამოს სადმე წავიდეთ, დავიკარგოთ ორი დღით. რას იტყვი?"
ბევრი არ უფიქრია. მისწერა: "ჩემთან მოდი. გაპარვა და გაქრობა ჩემი სტილია"
სიტყვების ქაოტურ კორიანტელში გახვეული, დიდხანს ითმენდა მიას სახლი მათ დამღლელ კამათს, რადგან კინკლაობა იქამდე არ დასრულდა, ვიდრე მიამ არ აიძულა დაბადების დღის აღნიშვნა და გაუჩინარებაზე ხელის აღება.
- არც იფიქრო, რომ უფლებას მოგცემ, ყველაფერმა წყნარად ჩაიაროს და გართობა ვერ მოვახერხოთ. საუკეთესო დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე გიჟური, დასამახსოვრებელი... ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. იცოდე, მოგკლავ, თუ არ დამთანხმდები. რა გჭირს, რატომ ჯიუტობ?
- კარგი. რასაც მეტყვი, ყველაფერს ზედმიწევნით გავაკეთებ. უკმაყოფილო არ დარჩები. ფეხებქევშ გაგედები, შენი გულისთვის მოსაწყენ წვეულებასაც ავიტან.
- ხანდახან უნაპერწკლო ხარ, რა. გაფუჩეჭებული ნათურასავით ბჟუტავ. აი, რაღაცნაირი... ტლანქი ტიპი ხარ, დუნე, მოსაწყენი. არადა, რას ვიფიქრებდი იმ ბიჭის ტყავში, რომელმაც თავბრუ დამახვია და დამარწმუნა, რომ მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ იყო, ასეთი ბებრუხანა თუ სახლობდა.
- მოიცა, იმედი მე გაგიცრუე? - ვეღარ დამალა ნოემ, რომ საყვედურებს თვითონ არ იმსახურებდა და თითის გაშვერა მიასკენ სურდა.
- ოო, ნუ აფუჭებ ყველაფერს. იმას ვამბობ, რომ იმ ღამის შემდეგ არასდროს ყოფილხარ მონადირესავით.
- მონადირესავით? - დაცინვა, სარკაზმი, ბრაზი... ყველაფერი ამ ერთ სიტყვაში ჩაატია, რომელიც თვითონ კი არ მოიგონა, არამედ თუთიყუშივით გაიმეორა. თითქოს მიასგან აისხლიტა. მისი არ იყო, არ ეკუთვნოდა. შესაბამისად, ვერც იმ ემოციებს გააშიშვლებდა, რისი ამოფრქვევაც ეწადა.
- სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე. მოხვედი და მომინადირე. აღარ გახსოვს რაები მითხარი?
- მახსოვს, არ დამვიწყებია... ისე კი, არ დაფიქრებულხარ, რომ შენც აღარ ხარ ისეთი? - ეს ოდნავ მაინც ჰგავდა შეტევას. სულ ოდნავ მაინც. მაგრამ ღირდა კი კრიზისის გამოაშკარავება?
- ეჭვი არ შეგეპაროს, რომ უფრო ბედნიერი ვარ და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. ამის შემოქმედი შენ ხარ, შეგახსენო? საუკეთესო ხარ, სა-უ-კე-თე-სო! - ამის გაგონებაზე, რა თქმა უნდა, დამარცხდა.
- მორჩი, მორჩი... ხვალისთვის რას ვაკეთებთ?
- მოდი, ჯერ დღევანდელ ამბებზე იფიქრე. დაგავიწყდა, ჰო?
წამით საშინელი გულისტკენა იგრძნო. რას ერჩოდა მია? რატომ საყვედურობდა ამდენს?
- მია, რა გჭირს? - მზად იყო ეტირა. შებრალებასა და გულისხმიერებას ითხოვდა მზერით, რომელიც აღარ იყო უწინდელივით ლაღი და უდარდელი, მშვენიერი და უწყინარი და მიმზიდველი. რაღაც ახალი, უცხო და შემზარავი იკითხებოდა მასში.
- შემპირდი, რომ ნახატებს დამათვალიერებინებდი. დაგავიწყდა-მეთქი?
- მახსოვს. - ნეტავ ამ გოგოს გაქრობა შესძლებოდა. მაინც რახანია, რაც პარაზტივით შეისახლა? წამთა დინამიკას აყოლილი ისარი კედლის საათზე მორიგი წერტილისკენ ინაცვლებდა და ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო უმძაფრდებოდა მიასადმი ზიზღი. ვერ უმკლავდებოდა ამ აგრესიას. საკუთარ სხეულში შემოშვება ეწადა და ყველაფრის შთანთქმისთვის გზის სწავლება. მზაკვრული, უსინდისო, სამარცხვინო, გულისშემკუმშველი, აზარტული შურისძიება მწიფდებოდა მის არსებაში.
- ზოგიერთ ნახატს ადგილი შევუცვალე. მოკლედ, პატარა გამოფენასავით მოვაწყე სახელოსნო. მოგეწონება.
როდესაც ახალი კოლექციის თვალიერების პროცესი მატარებელივით უკანასკნელ სადგურზე ჩამოდგა, გრძელი და დამღლელი გზით დაქანცული, აუარება შთაბეჭდილებებით გატენილი, თითქოს აღარაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო და დასასრულიც მშვიდი, მინელებული დაღმასვლა უნდა ყოფილიყო მწვერვალიდან, რომელსაც გახარებული მია მისწვდენოდა დიდი ხნის ოცნების ასრულების გამო, სწორედ მაშინ იკივლა მგზავრთაგან ვიღაც ყველაზე მაღალხმიანმა და დანარჩენებს უცაბედად დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ამცნო. შესაძლოა, ანა კარენინას საბედისწერო მატარებლის ბოლო გაჩერებაზე იდგა ახლა მია, მაგრამ შიგნიდან ვიღაც იმიტომ ყვიროდა სრულიად გაოგნებული და თავზადაცემული, რომ ნოეს ახალი კოლექციის კულმინაციურ ნახატზე მიას გახრწნილი ლეში ეგდო ზამთრისა და გაზაფხულის მიერ განაწილებულ მიწის შუაგლში, ზუსტად მიჯნაზე, შუაზე გადაგლეჯილი, ტალახში ამოგანგლული, შიშველი და სისხლის გუბეებით გარშემორტყმული. ზამთრიან ნაწილში ყვავები კორტნიდნენ, გაზაფხულის მხარეს კი - წინ ხელი ჰქონდა გაშვერილი და მზისგან გამთბარ, ზამთარგადაგორებულ მიწაზე უდრტვინველად გაფურჩქნულ ენძელას წყვეტდა და სახეზე ჯოჯოხეთური ტანჯვის ეპილოგი გამოსახვოდა.
- ეს... ეს რა არის? - დაზაფრული, შეძრწუნებული, აცახცახებული იდგა ნახატის წინაშე და თვალს ვერ აცილებდა.
- მიმიხვდი ჰეფიენდს?
- ნოე, გული ამერევა. ეს რამ დაგახატინა? ღმერთო! - ჩაიკეცა, ხელები სახეზე აიფარა და კუთხეში მიმწყვდეული მსხვერპლივით უსასოო, უმწეო ცრემლებით ატირდა.
- მოდი ჩემთან, ჩამეხუტე. - თითქოს ეს კმაროდა დასამშვიდებლად. - აგიხსნი.
ერთხელ კიდევ შეხედა შემზარავ ნახატს. განწირული ხმით შეჰკივლა, თითქოს ცეცხლი წაუკიდეს და ყველა ნერვი ერთდროულად ეწვოდა გაუსაძლისი ტკივილით. თავი გაიქნია და ტირილი გააგრძელა; - ღმერთო, ეს რა კოშმარია! ეს რა არის, ეს რა არის? რაააა, რა.?!
- არაფერიც არ არის. ბოროტი ქალის სიკეთისკენ შემობრუნებაა.
იყუჩა მიამ. სიჩუმემ გაისრიალა სახელოსნოში. ცარიელი თვალები, უშინაარსო მზერა მიაპყრო მხატვარს და ერთხანს ასე უყურა. უნდოდა, ყელში სწვდენოდა, მოეჭირა იქამდე, ვიდრე თვალებს არ გადმოაკარკვლინებდა და სხეულს არ აუთამაშებდა უჟანგბადობისგან, მაგრამ სასოწარკვეთილება არ ანებებდა ამ სიგიჟეს, ამ მანიაკალურ მიდრეკილებებს და ამის ნაცვლად უაზროდ მიჩერებული, ხმისგაუღებლად შეჰყურებდა და ვერ ახერხებდა, რომ გაბრაზება გამოეხატა. ან იქნებ შიში ეჩვენებინა? შლეგი და მომაკვდინებელი, ბობოქარი და ენით გამოუთქმელი სულის მღელვარება, დაუსრულებელი შფოთვა, აულაგმვი ფორიაქი და ძრწოლისმომგვრელი ქარიშხალი, მთელი სხეულით რომ შეიგრძნობდა და ვერ გამოხატავდა? ღირდა სიკვდილი ან სხვისი მოკვლა აწრიალებული სულის დასაოკებლად?
ტუჩები სახესთან მიუტანა, ლოყებზე ამოსული ჟღალი თმა ააწიწკნა, მოზღვავებული ვნებისაგან და უწინდელი პანიკის გამო გამძაფრებული ემოციებისგან ნასაზრდოები ცხელი სუნთქვით დაუკოცნა მთელი სახე და სულ ბოლოს ისე ეძგერა მის ტუჩებს, ისე ჩააფრინდა და დააცხრა, რომ კაპილარებიდან სისხლი ამოსწოვა. იისფერი გაუხდა ბაგეები, სახე წამოენთო უცაბედად აღგზნებულ ნოეს და არც დაფიქრებულა, უმალ აუყოლია ცხოველური ინსტიქტები მიას აღვირახსნილობას.
ავხორცობის ზეიმი იდგა სახელოსნოში.
არასდროს ასეთი მგრძნობიარე არ ყოფილა მია. საკუთარ ტკივილებს აკვირდებოდა, გულისყურით უსმენდა და სწავლობდა. ნოეს გულისცემას ითვლიდა, სუნთქვებს შორის ინტერვალებს ეთამაშებოდა. როგორც კი სტაბილური და რიტმული ხდებოდა, მაშინვე ჭიმავდა თავისი სასქესო ორგანოს კუნთებს, რომ ყოველი შეღწევა მტკივნეული და აუტანლად სასიამოვნო გამხდარიყო ნოესთვის.
დამფრთხალი, მორცხვი ქალის კვალი მისი არსებიდან სამუდამოდ გაქმრალიყო და როგორც იქნა, მიეგნო შინაგანი მღელვარების გარეთ გამოტყორცნის გზისთვის.
***
მეორე დღის წვეულებამ ყველაფერი შეცვალა.
ცხელი ღამე იდგა. უმთვარო, უვარსკვალევობო, უღრუბლო ზეცა დაჰყურებდა განცალკევებით მოსაუბრე ორ ახალგაზრდას, რომელთაც ხელში შამპანურით სავსესე ჭიქები ეპყრათ და შესაშური ინტიმურობის საბურველში გახვეულნი, ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ. იმდენად ახლოს, რომ მთვარემაც უარი თქვა მათ გამოაშკარავებაზე და ცის ვეებერთელა სივრციდან გადაიმალა.
როცა ნელი მუსიკის ჰანგებზე ნოე და მია ულაზათოდ ცეკვავდნენ დამღლელ, მომაბეზრებელ, სიკვდილამდე მოსაწყენ ვალსს, ნოემ ყურში უჩურჩულა, რომ დაინახა.
- დამინახე? - ბიჭის კისერთან ამოთქვა დაბნეულმა მიამ.
- დაგინახე, როგორ კოცნიდი.
- ვკოცნიდი?
- თავს ნუ ისულელებ.
- არავისთვის მიკოცნია.
- ახლაც ჩვენ გვიყურებს.
- ვინ გვიყურებს? - გარშემო მიმოიხედა და შეამჩნია, რომ მანანა დეიდა უყურებდა გაბადრული სახით.
- ეგ არა. ვისაც აკოცე, ის გვიყურებს და თავს ნუ იკატუნებ.
- მანანასთვის რატომ უნდა მეკოცნა?
- მანანაზე არ გეუბნები-მეთქი. მკლავზე მოუჭირა და დაელოდა, როდის სთხოვდა გამიშვიო.
- მეტკინა, ნოე.
- მეც მეტკინა, რომ გუშინ ჩემთან გორაობდი და დღეს სხვას დაადორბლინე სახე. საღამოს ჩემი ჯერი იქნება, ალბათ.
მიამ ცეკვა შეწყვიტა და ნოეც აიძულა, რომ გაჩერებულიყო.
- რაებს ბოდიალობ. არავისთვის მიკოცნია.
- ვბოდიალობ, არა? - სახეში შეაფურთხა.
- გრცხვენოდეს! - გაულაწუნა და ქვითინის ფონზე დატოვა იქაურობა.
მთვარესთან გარიგებული წყვილი დიდიხნის წასული იყო წვეულებიდან. მათ ჰომ სხვა საქმე ჰქონდათ, უფრო მნიშვნელოვანი.
მია კი იმ დროს დიდ სასაჩუქრე ყუთში იჯდა და მეგობრები დაბადების დღის ტორტს ხელებში აჩეჩებდნენ, რათა საჭირო მომენტში ტორტზე სანთლები აენთო, ყუთიდან თავი ამოეყო და ნოესთვის სურვილის ჩაფიქრება ეთხოვა. ამ ერთი შეხედვით მარტივი რიტუალისთვის მზადება დიდხანს გაიწელა და ნოემაც ძებნა დაუწყო თავის გაუჩინარებულ გოგონას. შორიდან მოჰკრა თვალი ერთმანეთთან საეჭვოდ ახლოს მყოფებს და გადაწყვიტა, რომ ის მია უნდა ყოფილიყო.
მოგვიანებით, ფეიერვერკების ფონზე რომ გაიხსნა უზარმაზარი ყუთი და იქიდან მია ამოძვრა, მიხვდა შეცდომით რომ დასწამა ცილი უდანაშაულოს, მაგრამ ამაზე უკეთესი მიზეზი რა უნდა მოეფიქრებინა მისგან თავდასაღწევად? გამოჩნდებოდა კიდევ ერთი შანსი, მას რომ დალოდებოდა? თუმცა, გამოცდილებიდან იცოდა, რომ იმედგაცრუებები მოლოდინებს მოჰქონდა და არჩია, რომ იღბლიანი შესაძლებლობა შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოეყენებინა.

№1  offline მოდერი guroo

საკუთარ თავს შემოვუძახე უნდა დაწერო-მეთქი. გონება დავტანჯე ამის დასაწერად.
გელოდებით.

№2 სტუმარი mia

გამიხარდა გაგრძელება. თუმცა იმდენი დრო გადის თავიდან თავამდე, აღარ მახსოვს რა მოხდა, სად გავჩერდით, რა გავაფუჭეთ. მშვენიერი მიზეზი ვიპოვე გასაჩერებლად მეც.. დაველოდები დასასრულს და თავიდან ბოლომდე გადაგიმეორებ .. თუმცა, ახლა, ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ თავი ვერ შევიკავე და წავიკითხე. საოცარი წარმოსახვა და წარმოსახვის ზედმიწევნით ზუსტად აღწერის უნარი გაქვს. იმდენად ზუსტად, რომ მეც შევკივლე მიას ლეშის წარმოდგენისას. ნოე.... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარხარ.. როგორი უსულგულო ჩანხარ, შენი თავის გადასარჩენად ყველაფრის ჩამდენი და ყველას გამწირავი) მაგრამ ვგრძნობ, მხოლოდ ჩანხარ...

მალე დაამთავრე რა.დავბერდი((

№3  offline მოდერი guroo

mia

წესით ამ ზაფხულს უდა დავასრულო :დდდ
მადლობა, რომ გვერდი არ აუარე. ალბათ დამათენდბოდა კომენტარების მოლოდინში.
ნოე ცოტახნს გაუჩინარდება. ახლა იას შურისძიების დროა :დდდ

№4 სტუმარი ჭორიკანა

guroo

ჩემს ნოეს არაფერი დამართო, თორემ ვერ გადამირჩები დდდ ზაფხული კარს მოგვადგა, მოვითმენ იქამდეც. 300 წელია ვკითხულობ და 4 5 თვეს გავძლებ დდდ

№5  offline მოდერი guroo

ჭორიკანა

ნოეს არაფერი დაემართება. უბრალოდ ზოის გაიცნობს და ეგ იქნება :დ

№6 სტუმარი NieMaND

ორი ერთნაირი დდ ჰმ ნუ ხარ "სპოილერა"ბავშვი @@ ხომ ხარ ღირსი აღარ წაგიკითხო დდდ

№7  offline მოდერი guroo

NieMaND

რა სპოლერა ბავშვი :დდ პრელე ნაწილდან იგებს მკითხველი ნოე და ზოი რომ ერთმანეთს გაიცნობენ.

№8 სტუმარი ჭორიკანა

მეორე ნაწილში დასასრული არ წერია.ზოის გაიცნობს და ვსო. ... დამთავრებულა ყველაფერი დდრაღას ვკითხულობ აბა დ

ამ სახელის ჩაწერამ და მოფიქრებამ ხომ შემიწირა კიდე

№9  offline წევრი Life is beautiful

უცნაურის, სიმძიმის და მიზიდულობის შეგრძნება დამიტოვა.
ჟანგის საშინელი და შემაწუხებელი სუნი,
ყველა უჯრედში შეიჭრა და გაჟღინთა ორგანიზმი.
ეს ყველაფერი, უცნობ თავისუფლებას იწვევს, მჟღავნდება სხვა, ადამიენთა მანკიერი და უსაზღვროობის სამყარო.
სარკაზმი, ცინიზმი, ირონია იმდენად შეფუთე საჩუქრის ყუთივით, ყველა თვითმხილველი მისით ეცედება ცხოვრებას, რაც მხოლოდ ორიგინალს შეუძლია, დანარჩენი უბრალოდ ყალბია,
ჭაობში ჩაფლული ზმანება, "შესაძლებლობის" და უსასოობის ზეიმი!
❤️

№10  offline მოდერი guroo

Life is beautiful

მიხარია, რომ მოგეწონა. ლამაზი კომენტარისთვის მადლობა.
არ ვიცოდი, ზოის თუ კითხულობდი. რატომ სხვა თავების ქვეშაც არ გამოჩნდი?

სასწორი დაიწერე ხოლმე,სასწორო

№11  offline წევრი Life is beautiful

ალბათ იმიტომ რომ დროში ავცდით..
ან მე ავცდი დროს..

ზოგჯერ მიაპყრობ ზღვას ადიდებულს,
ზოგჯერ დაფრინავ, ცის კამარაზე,
ზოგჯერ მიდიხარ, უბრალოდ მგზავრობ
ან მიაბიჯებ ბედის სარკაზმზე.

№12  offline მოდერი guroo

Life is beautiful
ალბათ იმიტომ რომ დროში ავცდით..
ან მე ავცდი დროს..

ზოგჯერ მიაპყრობ ზღვას ადიდებულს,
ზოგჯერ დაფრინავ, ცის კამარაზე,
ზოგჯერ მიდიხარ, უბრალოდ მგზავრობ
ან მიაბიჯებ ბედის სარკაზმზე.

მე ყოველთვის გამეხარდება, თუკი დააკომენტარებ.

№13 სტუმარი სტუმარი ლილიანა

guroo
Life is beautiful
უცნაურის, სიმძიმის და მიზიდულობის შეგრძნება დამიტოვა.
ჟანგის საშინელი და შემაწუხებელი სუნი,
ყველა უჯრედში შეიჭრა და გაჟღინთა ორგანიზმი.
ეს ყველაფერი, უცნობ თავისუფლებას იწვევს, მჟღავნდება სხვა, ადამიენთა მანკიერი და უსაზღვროობის სამყარო.
სარკაზმი, ცინიზმი, ირონია იმდენად შეფუთე საჩუქრის ყუთივით, ყველა თვითმხილველი მისით ეცედება ცხოვრებას, რაც მხოლოდ ორიგინალს შეუძლია, დანარჩენი უბრალოდ ყალბია,
ჭაობში ჩაფლული ზმანება, "შესაძლებლობის" და უსასოობის ზეიმი!
❤️

მიხარია, რომ მოგეწონა. ლამაზი კომენტარისთვის მადლობა.
არ ვიცოდი, ზოის თუ კითხულობდი. რატომ სხვა თავების ქვეშაც არ გამოჩნდი?

ჭორიკანა
guroo
NieMaND
guroo
ჭორიკანა
guroo
mia
გამიხარდა გაგრძელება. თუმცა იმდენი დრო გადის თავიდან თავამდე, აღარ მახსოვს რა მოხდა, სად გავჩერდით, რა გავაფუჭეთ. მშვენიერი მიზეზი ვიპოვე გასაჩერებლად მეც.. დაველოდები დასასრულს და თავიდან ბოლომდე გადაგიმეორებ .. თუმცა, ახლა, ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ თავი ვერ შევიკავე და წავიკითხე. საოცარი წარმოსახვა და წარმოსახვის ზედმიწევნით ზუსტად აღწერის უნარი გაქვს. იმდენად ზუსტად, რომ მეც შევკივლე მიას ლეშის წარმოდგენისას. ნოე.... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარხარ.. როგორი უსულგულო ჩანხარ, შენი თავის გადასარჩენად ყველაფრის ჩამდენი და ყველას გამწირავი) მაგრამ ვგრძნობ, მხოლოდ ჩანხარ...

მალე დაამთავრე რა.დავბერდი((

წესით ამ ზაფხულს უდა დავასრულო :დდდ
მადლობა, რომ გვერდი არ აუარე. ალბათ დამათენდბოდა კომენტარების მოლოდინში.
ნოე ცოტახნს გაუჩინარდება. ახლა იას შურისძიების დროა :დდდ

ჩემს ნოეს არაფერი დამართო, თორემ ვერ გადამირჩები დდდ ზაფხული კარს მოგვადგა, მოვითმენ იქამდეც. 300 წელია ვკითხულობ და 4 5 თვეს გავძლებ დდდ

ნოეს არაფერი დაემართება. უბრალოდ ზოის გაიცნობს და ეგ იქნება :დ

ორი ერთნაირი დდ ჰმ ნუ ხარ "სპოილერა"ბავშვი @@ ხომ ხარ ღირსი აღარ წაგიკითხო დდდ

რა სპოლერა ბავშვი :დდ პრელე ნაწილდან იგებს მკითხველი ნოე და ზოი რომ ერთმანეთს გაიცნობენ.

მეორე ნაწილში დასასრული არ წერია.ზოის გაიცნობს და ვსო. ... დამთავრებულა ყველაფერი დდრაღას ვკითხულობ აბა დ

ამ სახელის ჩაწერამ და მოფიქრებამ ხომ შემიწირა კიდე

სასწორი დაიწერე ხოლმე,სასწორო

არ მინდა რომ მიცნო ხოლმე დდდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent