შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/16}


7-05-2021, 03:35
ავტორი lile-eli
ნანახია 3 104

16.

სასამართლო დარბაზიდან გამოსული, ბედნიერი თათა, ეხვეოდა ჯინას და მადლობებს უხდიდა. ჩვეული სიდინჯითა და მომხიბვლელი ღიმილით უსმენდა მათ ანასტასია, შემდეგ თემოს კმაყოფილმა მიმართა:
-იმედია ძალიან არ გავაბრაზეთ, ბატონი ამირან ლეკიშვილი..
-მე, ასე არ ვიტყოდი!
მხრები აიჩეჩა თემომ და სასამართლოს ეზოში მაღალი სიჩქარით შემოსული ორი მაღალი გამავლობის მანქანა გაჩერდა, დაბურული შუშები, ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ მაღალჩინოსანის განკარგულებაში იყო ორივე ავტომობილი, საიდანაც ჯერ ოთხი მამაკაცი გადმოვიდა, შემდეგ ცივი სახის მქონე ზორბა, მოქეიფე მუცლის მქონე, შუახნის მამაკაცი და სწრაფი ნაბიჯით აიარა კიბე.
-ეს კაცი, ვალერის მამაა.
ნერვიულად ამოილაპარაკა თათამ და მძიმედ გადაგორა ყელში გაჩერებული ბურთი.
-ნუ გეშინა შენ, ჩემი ანუშკა მიხედავს. ხომ ნახე რაც პოცესზე მოხდა?.
გაამხნევა მეგობარი ჯინამ და მანქაისკენ დაიძრნენ, სადაც დედა ელოდა თათას, რომელიც ზედმეტი ემოციებისაგან დაქანცული იჯდა.
-ჯინა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ბოდიშს გიხდით ყველას, ისეთი აფორიაქებული ვარ, სათანადოდ ვერ გამოვხატავ მადლიერებას, მათაც ბოდიში უნდა მოვუხადო.
წამოიწია ასადგომად და ჯინამ შეაჩერა:
-არ ადგეთ, ისევ ცუდად გახდებით..
უთქმელად დაჰყვა გოგონას ნებას, ნერვიულობით დაუძლურებული ქალი, რომელმაც ადვოკატებს გახედა. ისინი მანქანისკენ მიმავალი ისევ საუბრობდნენ:
-მზად ყოფნა მოგვიწევს რიგ საკითხებში!
გამოაცხადა თემომ.
-ვფიქრობ ახლ ბრალდებაზე იზრუნებს!
ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა სოსომ.
-ხო და ჩვენც საჩუქარი გავუგზავნოთ!
მაცდურად გაიღიმა ანასტასიამ.
-ფიქრობთ გაჩერდება?
უიმედოდ ჰკითხა მომღიმარ თემოსა და ანას, თან მამაკაცის ქმედებას დააკვირდა, რომელიც ტელეფონზე რეკავდა:
-დროა იმოქმედო!
-რა მოქმედებაზეა საუბარი?
სოსო, ისევ ინტერესით აკვირდებოდა დადიანების კომპანიის წარმომადგენლებს.
-ისეთ კომპრომატს დავუდებთ, რომ გაჩუმდება!
-საინტერესოა..
-ვიდეო მასალას მიიღებს სადც ცდილობს ბიზნესმენებს როგორ დაათმობინოს წილი.
-საშიში და სარისკოა.
დედა-შვილისკენ გაიხედა ადვოკატმა და ანასტასიას შეხედა.
-ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ!
მტკიცე იყო აბაშიძის ხმა და თემომ კმაყოფილმა გაიღიმა.
-მოკლედ, მე და სოსო პატიმრის გათავისუფლებას და დანარჩენ საბუთებს
მოვაგვარებთ, თქვენ ბიჭები გამოგყვებიან.
-კარგი, მე მათ გავყვები. მადლობა სოსო, მიხარია თანამშრომლობაზე რომ დაგვთანხმდით!
-მადლობა თქვენ.
დაემშვოდობა მამაკაცებს და გოგონებს ღიმილით მიუახლოვდა.
-წავიდეთ გოგონებო?
-თქვენ თუ ბრძანებთ, ქალბატონო ანასტასია, ჩემი სურვილი რა მოსატანია...
კისკისებდა ჯინა და სიყვარულით აკიცა ლოყაზე.
-ვამაყობ შენით!


საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი ხეობის გულში თიანეთში, დღის და ღამის დაშორებას ფხიზელი თვალით შეხვდა მირიან სოხაძე და გვერდით მყოფი, გოგონას სახეს, აკვირდებოდა. ფიქრებიც ქაოსურად ერთმანეთს ენაცვლებოდა, სრულყოფილი სიმშვიდე, ლიკას გარდაცვალების შემდეგ, პირველად იგრძნო და ეს დღე ყველაფერს ერთდროულად აღვიძებდა, სიყვარულს, ბედნიერებასა და სიმშვიდის სურვილს. ნანოს განცდები მნიშვნელოვანი იყო, პასუხისმგებლობას გრძნობდა მისი და მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების წინაშე, ამიტომ სანამ ნანო შეხვდებობა მამას, თვითონ უნდა ესაუბრა. თუმცა ეს ნანაოსთვის არ უთქვამს, რადგან მიშასთან საუბრის შემდეგ მიხვდებოდა, როგორ გაგრძელდებოდა მათი ურთიერთობა, არ სურდა ენერვიულა ქალს, რომლისთვისაც ბერ რამეზე იტყოდა უარს მომავალშიც.
სწრაფად დატოვა სახლი და თბილისისკენ წავიდა, ისე თითქოს არც გასულა სახლიდან, დროულად დაბრუნება ჰქონდა გეგმაში..
მოულოდნელი ზარით გაღვიძებული მიშა, საწოლიდან ადგა, რადგან ჯერ კიდევ განთიადი იყო, გულის სიღრმეში ვარაუდი მხოლოდ ერთ ადამიანზე ჰქონდა და კარის გაღებისთანავე მიმართა:
-გელოდი!
აშკარა იყო ბრაზი მამაკაცის ხმაში, თუმცა ჩვეული სიდინჯე არ დაუკარგავს.
განზე გადგა და სახლში მიიპატიჟა.
-გამარჯობა, ქალბატონო თამარ!
მირიანი მიესალმა და ხელი ჩამოართვა, იმ წუთას გამოსულ ნანოს ორეულს, ოდნავ ასაკით დიდს.
-გამარჯობა. ჩემი შვილი, სად არის?
ერთადერთი შვილისადმი, მონატრებაში გადაზრდილი სიყვარული, არ დაუმალავს დარით სავსე მზერას.
-დაბრძანდი.
მიმართა მიშამ და უკვე მისაღებში მყოფები, სავარძლებზე დასხდნენ. მირიანმა პიჯაკის ღილი შეიხსნა და ოდნავ წინ გამოიწია, ისე რომ მუხლებს დაეყრდნო, იდაყვებით:
-ნანო, თიანეთშია! დაჩაზე. ჩვენი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და მინდა ეს იციდეთ! არ იფიქროთ, რომ ნანომ, საკუთარ პრინციპებს ან კიდევ, თქვენს პირობას უღალატა.
სათითაოდ ორივეს შეხედა თვალებში და მათი ემოციის ნახვა, მეტად მოსწონდა.
-როგორ არის?..
ხმა, მეტად შეეცვალა ქალს.
-თქვენი აზრი, მნიშვნელოვანია მისთვის!
წამით გაუღიმა ქალს და განაგრძო:
- მინდა, ნანოსთან ერთად დაგეგმოთ და გადაწყვიტოთ ყველა დეტალი, რაც მას გაახარებს!
ქალის ცრემლიან თვალებში გაკრთა სხივი, რომელიც მირიანის სიტყვებს მოჰყვა, სოხაძემ თამარის მზერაში დაიჭირა მსგავსება, თავისი საყვარელი ქალისა და დედის. იგრძნო როგორ გაახარებდა ეს ამბავი მას. მიშას კი, აბაშიძის სიტყვები გაახსენდა " -მირიან სოხაძეს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ის თავად მოვა..." და სიამაყით აივსო, ფილტვებიც ბედნიერმა გაბერა, ღრმად ჩასული ჟანგბადით, თუმცა სიმკაცრეს არ იშორებდა უფროსი ტუსაშვილი..
-თვითონ, რატომ არ მოვიდა!
-არ იცის!
-რატომ დაუმალე!
წარბები შეკრა მამაკაცმა და მირიანის მშვიდ გამომეტყველებაზე გაეღიმა.
-ბოლო დროს, საკმარისად ინერვიულა!
-ხვდები ხომ ვისი მიზეზით?!
წამით ისევ გაიღიმა და ფეხზე წამოდგა:
-გაახარებთ, თუ გვესტუმრებით!
-მოიცადე შვილო, სუფრა უნდა გავშალო...
-არ შეწუხდეთ! სუფრა ნანოსთან ერთად იყოს.
ორივეს ხელი ჩამოართვა და უხმოდ დატოვა სახლი.
მისაღებში დაბრუნებული მამაკაცის გაღიმებულ სახეზე, თამარმა, ბრაზნარევი ხმით ჰკითხა:
-რა გაცინებს?
-კარგი კაცია!
წარბი ასწია ქალმა და მასაც გაეღიმა.
-რა მოგეწონა? სუფრაზე რომ დაგეწვია? თუ ბევრი რომ ილაპარაკა? ხომ კარგად ხარ შენ?
ასეთ ადამიანებზე ყოველთვის ბრაზობდა მიშა და ეს გაახსენა შებრუნებული კითხვებით..
-შენი შვილის ბევრ საუბარს, ამის დუმილი შეავსებს და უკეთესი ასატანი იქნება ერთიც და მეორეც.
-იმედია! როდის წამიყვან ნანოსთან?
-როცა ბრაზი გამივლის!
-რას ამბობ მიშა..
შეიცხადა ქალმა და უკან აედევნა სამზარეულოში შესულს.
-საღამოს ვისაუბროთ ამ საკითხზე.
-მე წავალ და შენ ბრაზის განელებას დაელოდე!
-თამარ!
-იცოდე სადილს არ გაჭმევ!
-მადლობა გაფრთხილებისთვის, ვივახშმებ და ისე მოვალ.
-მიშა!...
მამაკაცმა სახლი დატოვა და თამარს სიტყვა აღარ გაუგრძელებია..

მირიანი დილითვე დაბრუნდა ნანოსთან და ოთახში შესვლისას ნანაოს გაეღვიძა.
-მირიან, სად იყავი?
-თბილისში.
ნანო წამოდგა და შეშინებულმა ჰკითხა:
-მშვიდობა? რატომ იყავი თბილისში? გეთქვა და მეც წამოვიდოდი.. თუ საჭიროა დავბრუნდეთ იქ...
მამაკაცმა წელზე ხელები მოჰხვია და კოცნით გააჩუმა ნანო, მისი შეხებით გამოწვეულ ემოციებს ვნება მოჰყვა და ეს ორივესთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ კოსმოსში ემოგზაურათ..
მსგავსი ქმედებით სარგებლობდა მირიან სოხაძე და თავიდან იცილებდა ზედმეტ საუბარს, რომელიც არასოდეს ხიბლავდა, ამასთანავე ცდილობდა დეტალები ნანოს არ გაეგო, მისი ემოციური ხასიათისა და გადატანილი ნერვიულობის გამო, მითუმეტს რომ ახლა ტუსასვილი მას ეკუთვნოდა, ამიტომ ეგოისტურად სურდა მხოლოდ მათი ურთიერთობა იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ურთიერთობა ხომ მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა არ არის, ნანოს აზრიც ეს იყო..
არაერთხელ გაჟღერებული სოხაძის ბიზნეს საქმანობების რამდენიმე დეტალი კიდევ გაიგო ნანომ ტელევიზიით და სახლში მისულს, მზრუნველი მზერით შეხედა და ჩვეული კითხვების კორიანტელი დააარა:
-დღესაც იყო შენზე გადაცემა, ვარაუდები და ჭორები, რომელი მართალი ვერც მე გავიგე..
მამაკაცმა პიჯაკი სავარძელზე დადო და წამიერი კოცნის შემდეგ სულ სხვა თემა წამოჭრა:
-წყალს გადავივლებ და ვივახშმოთ!
კიბისსკენ დაიძრა ისე პასუხს არ დაელოდა..
-მირიან! არ მისმენ?
-გისმენ!
-მაშინ მიპასუხე.. რატომ ინტერესდებიან შენით ჟურნალისტები? ყოველთვის რატომ განიხილავენ შენ ბიზნეს წილებს? მართლა ამდენი კომპანიის მეწილე ხარ? სახელმწიფო პროგრამებში რატომ ხარ? მართლა გაიძულეს თუ შენი ნებით დატოვე ბოლო გამარჯვებული ტენდერი?...
კიდევ აპირებდა რამდენიმე კითხვის დასმას, მამაკმა შესაშური სიმშვიდით რომ წელზე ხელი მოჰხვია და კოცნით გააჩუმა, ვნება, სიყვარული, ბედნიერება და სიმყუდროვე ცელქური და ნანაოსეული სიმუდროვე იგრძნო მირიანმა. რამდენიმე წამი გახდა საჭირო იმისთვის, რომ მისაღებში მყოფები გრძნობას აჰყვნენ და მირიანმა გოგონას სუსტი სხეული იქვე მდგარ მასიური ხის სადგამზე შემოსვა, რომლიდანაც ორი აზიური ანტიკვარის შანდალი იატაკზე აღმოჩნდა, სწორედ მისმა ხმამ გამოაფხიზლა ტუსაშვილი და მალევე გაჩერდა, თითები ტუჩებზე მიადო მამაკცს, თან თვალებში ჩახედა:
-ყოველთვის ისე რატომ იქცევი თითქოს დროულად უნდა მორჩე სიამოვნებას და მერე წახვიდე?
კოცნის უფლება არ მისცა სოხაძეს ნანაომ და ბარაზმორეუკი მზერით შეხედა გოგონას.
-რა გინდა ნანო!
-ნორმალური ურთიერთობა, ნორმალური საუბარი, ხუმრობა, სეირნობა, განვლილი დღის შთაბეჭდილების გაზიარება, თუნდაც კამათი..
-ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ!
-და ვინ ხარ!
დოინჯით დაუდგა მამაკაცს.
-ყოველ შემთხვევაში ნიკა, არ გეგონო!
-რას ამბობ!
გაბრაზებული ტუსაშვილის ხელი სახეში უნდა მოხვედროდა მირიანს, უცებ დაუჭირა..
-არ გაბედო! მსგავსი რამ არასოდეს გაიფიქრო!
ხმა ისეთი ცივი, უხეში და დაუნდობელი ჰქონდა, მირიან სოხაძეს, როგორიც გამოხედვა. ხელს კი ისე მაგრად უჭერდა, რომ აშკარა იყო სილურჯეს ვერ გადაურჩებოდა, ნანოს ხელი..
-შენ კი არასოდეს შეადარო ჩვენი ურთიერთობა სხვისას, მითუმეტეს ნიკასთან ჩემი დამოკიდებულება!
ხმა არანაკლები ცივი ჰქონდა ტუსაშვილს.
-ყველაფრის მიუხედავად გაფრთხილებ! იცოდე ადგილი და ზღვარი, რომელიც არ გადმოლახო!
-ოქროს შუალედი არ არსებობს! ზღვარიც ადანიანებმა მოვიგონეთ, რომლებსაც გამბედაობა არ გვაქვს ვიყოთ ისეთები, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ! შენ კი, მადლობა შეხსენდბისთვის, რომ ისევ იგივე სტატუსი მაქვს- ტყვე!
-რა!
-ყველაფერი მაქვს, არაფრის უფლებით! ნუთუ ამას ახსნა სჭირდება..
თეატრალურად გაშალა ხელები და დაამატა.
- ამისთვის მადლობასაც არ გეტყვი, რადგან ეს ურთიეროობა არ არის! ხოლო ნიკა, მეგობარია და როგორც მამაკაცი რომ მდომოდა აქ არ ვიქნებოდი!.. თუმცა არ ვიცი ამას მნიშვნელობა აქვს თუ არა!
გაბრაზებულმა ზურგი აქცია და კიბეზე აირბინა. საძინებელ ოთახში შევიდა კარის მიჯახუნებით, რაზეც მირიანმა ნერვილად გადაისვა ხეილი თავზე, იქვე სავარძელში მოთავსდა და ნიკოტინის მავნე ჩვევასთან ერთად სცადა დროისა და ფიქრების გამკლავება.

დილით კი ირას მოდუღებული ჩაი და საუზმე დახვდა მირიანს იქვე მისაღების პატარა მაგიდაზე, თუმაცა ისევ მავნე ჩვევით დაიწყო დილა..
ნანოს კი საძინებელში, მიართვა ქალმა და ლანგარის დადების ხმაზე გაიღვიძა კიდეც..
-არ მინდა, ირა დეიდა წაიღე.
-დილამშვიდობის შვილო.
გაუღიმა მზრუნველი ღიმილით და ნანაოს უხერხულობა შეამჩნია, ამიტომ მანვე განაგრძო.
-ვიცი ბრაზობ, მაგრამ საუზმე აუცილებელია.
-მაპატიე, არც კი მოგესალმე.
-არაუშავს.
-სად არის მირიანი?
წასასვლელეად გამზადებული ქალი, ნანომ შეაჩერა.
- მისაღებში. იქ ეძინა.
-რა?
გაოცებულ ნანოს ცრმლები მოაწვა და თვალები მაგრად დახუჭა. ირაც მაშინვე მასთან გაჩნდა და თმაზე მოეფერა.
-შჩუ... არ იტირო, ჩემო გოგო მირიანს, თუ რამე არ სურს, პირველ რიგში შენი ცრმელებია. მას უყვარხარ და ეს უკვე იცი, თუმცა ამას სათანადოდ ვერ გამოხატავს, იმას ნუ მოსთხოვ რაც არ იცის, შენ ასწავლე...
-მე, რა ვასწავლო?..
მეტად აუჩყდა გული და უსირცხვილო ცრემლები, ულამაზესი თვალის ჭროლს მეტად უვსებდა, გამჭვირვალე სითხით ისე, რომ თითქოს ძირავდა დიდ თაფლისფერებს და დარდისგან გამუქებოდა.
-სიყვარული და ამ სიყვარულის უანგაროდ გაცემა ჩემო გოგო, ისე როგორ ეს შენ შეგიძლია.
-ავირიე გრძნობებში, ასე მგონია მხოლოდ ეს ოთახი გვაკავშირებს ვერ ვიგებ რა სურს, ან რას საქმიანობს, მინდა ვიცოდე კომპანიაში დაძაბული სიტუაცია მოგვარდა თუ არა, მხოლოდ ტელევიზორით თუ გავიგებ რამეს და ისიც სიმართლეა თუ არა იმასაც არ ამბობს.
ქალს გაეცინა და მთელი სხეულით ჩაიხუტა საწოლზე მჯდომი..
-ნანო, ჩემო ლამაზთვალებავ, მირიანი, ყველაფერს მარტო უმკლავდებოდა, ძალიან პატარა ასაკიდან და ესეც შენ უნდა ასწავლო, ახლა ის შენს ხელშია, მთელი გონებით და გულით შენ გეკუთვნის, შენ გიფრთხილდება და ეს უნდა იგრძნო, მერე კი შენს სასარგებლოდ მართო.
-ირა დეიდა, რომ გისმენ ყოვლისშემძლე მგონია თავი.
-ასეც არის! შენ ისეთი კაცის გული და გონება გიჭირავს ხელში თუ მოისურვებ ასეც იქნება.
-იცოდე ამას ვიმახსოვრებ.
სიცილ-ტირილით უთხრა და ცხვირი მოიწმინდა.
-დაიმახსოვრე და გამიხსენე.
-მადლობა.
მორიდებით გაუღიმა და ისე წამოდგა საწოლიდან, რომ თმის გასწორებაც კი არ გახსენებია, ჩქარობდა მირიანის ნახვას, რომელიც წასული დახვდა. სიმწრის ცრემლები შეიმშრლა და ისევ ირასკენ გაიქცა, რათა სოხაძის საყვარელი კერძებისა მოზადება, თან დახმარება სთოვა..
ნანოს საოცარი თვისება ჰქონდა არასოდეს ხასიათს არაფრის ფასად არ შეიცვლიდა, მალევე გადაჰქონდა ფიქრები სხვა საფიქრალზე და სილაღით ამას ყოველთვის კარგად ახერხებდა.
......
გაბრაზებული და ბოროტი მზერით სავსე მიიწევდა, თეატრალურის უნივერსიტეტის დერეფანში ვალერი ლეკიშვილი, თათა უნდა ეპოვნა, რადგან მამამისის მრისხანება ვინმეზე უნდა ამოენთხია და შესანიშნავი კანდიდატი იყო თათა, კანდიდატიც და პირდაპირი კავშირი ჰქონდა იმ საქმესთან რაც ვალერის მამას, ამირანს პრობლემებს უქმნიდა, პოლიტიკაში ცნობილს როგორც სიკეთის სახეს არ აწყობდა იმიჯის შელახვა, მითუმეტეს სადავეების დაკარგვა..
აუდიტორიიდან გამომავალი თათა, გოგონებს ესაუბრებოდა ღიმილით და ჯინას არყოფნის მიზეზს ამბობდა:
-ჯინას ბიძაშვილი, ქორწინდება და საქორწინო სამზადისის გამო დრო არ ჰქონდა..
-თათა!
საუბარ შეაწყვეტინა გოგონებს და ყველას შიშის ტალღამ გადაუარა, განსაკუთრებით კი თათს.. ყელში გაჩხერილი ბურთი ვერ გადააგორა თათამ და შიშჩამდგარი მზრით უმზერდა..
-რა გააკეთეთ! წამოდი უნდა ვილაარკოთ!
ხელი უხეშად წაავლო და იქვე მდგომის ხმამ მეტად გააღიზიანა.
-რას აკეთებ ვალერ, არ გაქვ უფლება ასე მოიქცე..
-თუ არ გინდა იგივე ბედი გაიზიარო მოკეტე!
გოგონაც შეშინებული და დაბნეული გაჩიმდა. თათას ისეთი სისწრაფით მიარბენინებდ, რომ უფრო მიათრევდა. გარეთ გამოსულები კიბის საფეხურებს ისე იუყვებოდნეენ თატამ წინააღმდეგობის გამო წონასწორობა დაკარგა და ისევ ვალერის ხელით დაჭერილამა მკლავმა გადაარჩინა..
ეზოში მდგომი მანქნას მირდნობილი ზურა გასწორდა მათ ქმედებებს დაკვირდა და მისვლისას საუბარიც გაიგო:
-გამიშვი, სალაპარაკო არაფერი გვაქვს..
-მანქანაში ჩაჯექი უნდა ვილაპარაკოთ!
-არა..
-ხელი გაუშვი!
მკაცრი და უხეში ხმით მიმართა ვალერის.
-ზურა..
თათას იმედის ნაპერწკალ გამკრთალ თვალებზე გაეღიმა ზურას.
-შენ ვინ ჩემი... ხარ!
-მეგობარი ვარ და ველოდები!
გაყინული მზერით გაუსწორა თვალი.
-ეს, ვინ ჯანადაბაა გოგო!
მაჯაზე ისე ძლიერად მოკიდა ელი ვალერიმ სცადა ისევ გოგოზე მოეხდინა გავლენა.
გოგონას ტკივილიგან ცრემლები წასკდა და ამოიკვნესა.
-გამიშვი მეტკინა.
-გაუშვი ხელი!
მაჯაში ძლიერად მოუჭირა ხელი ზურამაც და ტკივილისგან ძალა დაკარგმა ხელი გაუშვა გოგონას.
-კარგად ხარ?
ხელები მოხვია ზურამ. გოგოამ მხოლოდ თავი დაუქნია თანხმის ნისნად და ზურას სახეში მოხვდა მუშტი.
-ვინ გეკითხება, რომ ერევი ჩემი და ჩემი შეყვარებულის საქმეში..
-არ ვარ მე, შენი შეყვარებული. დამანებე თავი არ მიყვარხარ.
ზურამ როგორც კი გოგონას პასუხი გაიაზრა ვალერი მიწაზე დააგდო და ზემოდან გამეტებით ცემდა..
-გოგოს არ გაეკარო გაფრხილებ, მარჯვნიდან რომ მოდიოდეს მარცხენა მხარეს გადადი! გაიგე?
-შენი დე...
-არ გაბედო, თორემ შემომაკვდები!
გააწყვეტინა გინება და წამოდგა რადგან ცდილობდა სიტუაციას გარიდებოდა. ოგონა კი
ცრემლიანი თვალებით უყურებდა გაგიჟებულ ბიჭს რომელსაც თათას ძალით სახლში წაყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი..
-შეძლებ სიარულს?.. მიგიყვან სახლში.
-დიახ, მადლობა.
ზურას მანქნაში მოთავსდნენ და უხერხული სიჩუმე სევ გოგონას მადლობამ დაარღვია.
-მადლობა დახმარებისთვის.
- არაფრის. სად ცხოვრობ?
-გლდანში.
-მშვენიერი, გზა დიდი გვქონია გასაცნობად.
-რა?
-ჩემი სახელია ზურა.
-თათა.
-მიხარია რომ მენდობი.
-შენ ხომ ჯინას და ნკას მეგობარი ხარ?
გაოცება და ცოტა შიში იგრძნობოდა ხმაში.
-მეგობარი...
-არა?
არ ეშვეოდა გოგონა.
- დიდი განაცხადია მეგობრობა.
-ვინმემ გაწყენინა.
-კი მიმატვეს..
-ბოდიში.
მთელი გზა ისე იარეს რომ ხმა არცერთს ამოუღია. მანქნაის გაჩერების შემდეგ ზურამ ყოველგვარი შესავლის გარეშე პირდაპირ უთხარა:
-თათა, მადლობის ნიშნად მინდა სადმე დაგპატიჟო, თუ სურვილი გეგქნება და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.
-სიამოვნებით.
მიუხედავად ასეთი პირდაპირობისა იყო მათ შორის იყო რაღაც მორიდება და ამაღლეული გრძნობა რომელიც ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა და როდის იფეთქებდა არც თვად ზურამ და თათმ ცოდნენ.

....
დადუ ჯაფარიძე საქანელა სავარძელზე იყო და პატარას ხელში არწევდა, მარიმ რომ მიაკითხა და მათ გვერდით ჩამოკდა.. უცებ მანქანი ხმაზე წამოდა ისევ მარი და გახარებული სახით დახედა გოგონას.
- ნიკა, მოვიდა. ამას დავაწვენ და მოგვიანებით გამოვა.
ეშმაკურად გაუღიმა, ბავშვი გამოართვა და აივანი დატოვა. ნიკა აბაშიძე დაცვის ბიჭებს მიესალმა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა საყვარელ გოგონას ერთმანეთს ჩაეხუტნენ და მთელი ემოციების გაზიარებას ცდილობდნენ.
-მომენატრე დადუ!
-მეც...
-ცოლად გამომყვები?
-რა?
ოდნავ მოშორდა ნიკას სახეულს და ისე ახედა.
-მინდა ჩემი „მე“ გახდე!
-ახლა ამის დრო..
-დრო და პერიოდი არ არის მნიშვნელოვანი, მხოლოდ რა გვინდა და რატომ!.. მე მინდა ჩემი გერქვას, იმიტომ რომ მიყვარხარ! ახლა შენ მითხარი..
-რა გითხრა? მეც მიყვარხარ..
გოგონას დაბნეულობამ და გაუბედავმა გამბედაობამ გააბედნიერა აბაშიძე.
-მაშინ ჯვარი დავიწეროთ!
-ჩვენები..
-ყველანი ქორწილში გველოდებიან!
-უკვე ქორწილიც დაგეგმე?
-არა აქედან დავგეგმოთ და გამზადებულზე მივალთ.
-თანახმაა ნიკა და მოდით მოგილოცოთ!
საუბარში მომღიმარი არი ჩაერია, რომელმაც ჩაიხუტა ორივე.
-დაჩი გველოდება დროზე წავიდეთ, პატარა სანამ გაიღვიძებს, თორემ დარჩები მეჯვრის გარეშე!
-ყველაფერი მოაგვარეთ უკვე?
გაოცებული დადაბნეული დადუ ისეთი დამყოლი იყო, რომ დროულადც მოამზადა მარიმ, რძისფერი აბრეშუმის კაბა ჩააცვა, გრძელი თმა ისე ჩაუწნა, რომ ალაგ ალაგ მინდვრის ყვავილები ჩაუყოლა, თვითონაც მოემზადა და რამდენიმე წუთში, სვანეთის მთებში ამაყად მდგარი უფლის სახლში ჯვრისწერის ლოცვას კითხულობდა მოძღვარი..
-გილოცავ! თქვენ გერგოთ ბედნიერება აბაშიძეების სიგჟე იხილოთ ყოველ დღე სიცოცხლის ოლომდე!
გახარებული ნიცა ვიდეო თვალით ულოცავდა ახლად გამომცხვარ წყვილს, რომლებსაც ძალიან ეტყობოდათ დაღლა..
-გილოცავთ, დადუ გამძლეობას გისურვებ. ახლა კი დაისვენეთ და ქორწილისთვის ყველაფერს ჩვენ მოვა
ღიმილით უთხრა ნასტასიამ და აიძულა ნიცა, რომ დამშვიდობებოდა.
-დაიღალე?
დადუს შეხედა მზრუნველი თავლებთ ნიკამ, რომელიც სუფრიდან ახალი ამდგარი იყო.
-არა. ლაშასი მერიდება.
მორიდებით უპასუხა და მამაკსაცის მკლავებში გაირინდა.
-ყველამ იცის და პირველი ლაშა გაიგო.
-მიხარია.
ქვემოდან ახედა აბაშიძეს, რომელმაც მთელი გრძნობით აკოცა საყვარელ ქალს და ისე ჩაიკარგნენ ვნებისა და გრძნობის ტალღებში, რომ მხოლოდ დილის მზის სხივებმა შეძლო მათი რეალობაში დაბუნება..
-დადუ, მიყვარხარ!
-მიყვარხარ!
ხსეულზე მიხუტებულმა ამოილაპარაკა.
-დადუ, შენთვის წერილი მაქვს.
-რა წერილი?
-დედაშენის.
გოგონამ. მამაკაცის მკერდიდან თავი წამოსწია და გაოცებულმა დახედა მას.
-მირიანს ჰქონდა და ლაშასთვის მიუცია.
-სად გაქვს? მინდა წავიკითხო..
გული აუჩქარდა და მოზღვავებული ემოციების გამო ხმა დაეკარგა. ნიკამ ქურთუკი მოძებნა და ჯიბიდან კონვერტი ამოიღო, რომელიც დადუს აკანკალებულ ხელს გაუწოდა. გოგონამ ნიკას შეხეედა, თითქოს მხარდაჭერას სთხოვდა თვალებით. აბაშიძემ გაუღიმა და საწოლში მჯდომს ზურგიდან აეკრა, თითქოს გოგონას საყრდენი იყო..

სიყვითლე სეპარული კონვერტი, გახსნა და ლამაზად მოყვანილი ასოების წობას, თვალი გააყოლა..
.....

-"დადუ, ჩემო თაფლისფერ თვალა, ჩემო ბედნიერებავ, თუ ამ წერილს კითხულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ საფრთხე აღარ გემუქრება და მირიანმა პირობა შეასრულა.
იმედი მაქვს გამიგებ, რადგან სიმართლე დაგიმალე და ვერ დაგიცავი ისე, როგორც შენ გჭირდებოდა.
დადუ, მამას ძალიან უყვარდი და შენი არსებობით ბედნიერი იყო, შენი დაბადებით გახარებულმა წლების შემდეგ პირველად თქვა, რომ სამყაროს ისევ შეერია ფერები და ეს ჩემი პატარა ფერიას, დადუ ჯაფარიძის დამსახურებააო.
შენ, გიორგი ჯაფარიძის შვილი ხარ და მისი სურვილი იყო სახელი დადუ და გვარი ჯაფარიძე ატარო.
მე ვერ შევძელი ამ გვარის შენარჩუნება.
მაშინ, როცა გიორგი გარდაიცვალა, მე, მარტო დავრჩი და ჩემი ერთადერთი იმედი, მირიან სოხაძე იყო, რომ შენ დაგიცავდა და ყველაფრის მიუხედავად მჯერა მისი...
ამიტომ ვთხოვე შენზე ეზრუნა, საფრთხეში იყავი, ჩემი სიკვდილის შემდეგ უფრო მეტი საშიშროება გემუქრებოდა, რომ გოჩას ისევე გაეყიდე, როგორც მე მიმყიდა გიორგის, წაგებული თამაშისა და არარსებული ავტორიტეტის სანაცვლოდ. ცოლს ვინ გაყიდის თუ სიყვარული და პატივისცემა?... არავინ! უკვე დიდი გოგო ხარ და დროა იცოდე სიმართლე...
მამაზე არ გაბრაზდე, რადგან მთავარი ის არის, რომ მე, ბედნიერი ვიყავი, გიორგიმ შენი თავი და ლამაზი ცხოვრება მაჩუქა. ახლა შენ მინდა იყო ბედნიერი, შეიძლება შენი ბედნიერების მიზეზი მირიანი არ იყოს, მაგრამ ის ყოველთვის შენს გვერდით იქნება, მე მას ვენდობი, გიორგი ენდობოდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მამაშენს ძალიან უყვარდა და ყოველთვის სურდა მეორე შვილი, ბიჭი ჰყოლოდა და მასავით ჭკვიანი უნდოდა ყოფილიყო...
ჯერ კიდევ მაშინ, როცა შენ, მუცელში იყავი და გესაუბრებოდა, გითანხმებდა მომავალ გეგმებს :
-" მამას ფერიავ, რომ დაიბადები დედიკოს, ერთად მოველაპარაკოთ, რომ ბიჭიც გვიყიდოს. კარგი მამი?.. "
ბედნიერი იყო, როცა შენზე იწყებდა საუბარს, გახსოვს პატარა ტანსაცმელი, რომელსაც ვინახავდი, ყველა მისი არჩეული იყო.. ამაყობდა რომ გოგონა ეყოლებოდა და მას ლიკას სურვილით დადუს დაარქმევდა. ამასაც ისე ახერხებდა, რომ მე მიჩენდა სურვილს პირველი მეთქვა...
დადუ, ჩემო ლამაზო, მინდა გთხოვო, თუ შეძლებ და თუ ძალიან ბევრი ტკივილი არ გაქვს ზურასგან მიღებული, შეეცადე ჩემს გამო აპატიე, შენს ძმას უყვარხარ, ის ძალიან კეთილია, ის მამამ შეცვალა, რადგან მისი საყვარელი საქმის კეთება აუკრძალა, აიძულა ჩამოშორებოდა მეგობრებს და ამას ვერ შეეგუა, მასაც ძალიან სტკივა, ვერაფერს იტყვის, რადგან ისიც მსხვერპლია, ჩემო ერთადერთო, გთხოვ მისთვის სიყვარული არ დაინანო და თვითონვე მიხვდება სწორი გზა რომელია. შენ თუ სურვილი გექნება ისიც შეიცვლება.
ჩემო ლამაზო, დარწმუნებული ვარ, ეს წერილი მირიანს, არ აქვს წაკითხული და გადაეცი მაინც, რომ მისი დის, ლიკა სოხაძის შესახებ, ყველაფერი იცის გიორგი ჯაფარიძის ძმამ, ლაშამ.
სამედიცინო დასკვნები და მათი ცხობრების ჩანაწერები, იცის ვისთან ინახება, მე ვერ მოვასწარი პოვნა...
ლაშა ჯაფარიძე, ის ბიძაშენია და იმედი მაქვს მიგიღებს.
დადუ მიყვარხარ და ზურას სიყვარულს შენ გიტოვებ გაუზიარე."
შორენა ჯაფარიძე

პ.ს. ბოდიშით გადახედვა ვერ შევძელი
ველოდები თქვენს აზრს



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

თორნიკე და ტასო მომენატრა...

 


№2 სტუმარი სტუმარი maco maco

“დავაქორწინეთ მააშ” :) რაღაცააა ახვლედიანს მიჩაგრავ ხოიციი როდის უნდა დააცხრეს ჯინა? კარგი იყოო რათქმაუნდა, მირიანის უფრო გალღვობას ველოდებიი....

 


№3 სტუმარი სტუმარი Tekla

როგორ ველოდეი და როგორ გამიხარდა ახალი თავის ნახვა ციტა კი დამვიწყებია რაც წავიკითხე მაგრამ რათქმაუნდა ყველაფერი გამახსენდა და იმდენად მიხარია ყველაფერის სიტუაციის დალაგება რომ მინდა დიდხანს გაგრძელდეს. ძალიან მაინტერესებს მირიანის და ნანოს მომავალი ურთიერთობა თორნიკეს და ანასტასიას შემდეგ ჩემთვის ყველაზე საიწტერესო მათი ურთიერთობაა. თუმცა თოკას და ანასტასიას ასე Ნუდაგვავიწყებ და მეტად შეეხე მათ ურთიერთობას. მადლობა ❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი ქეთი
თორნიკე და ტასო მომენატრა...

აუცილებლად იქნება ხოლმე, მცირედით და დიდი გრძნობებით.
მადლობა❤

სტუმარი maco maco
“დავაქორწინეთ მააშ” :) რაღაცააა ახვლედიანს მიჩაგრავ ხოიციი როდის უნდა დააცხრეს ჯინა? კარგი იყოო რათქმაუნდა, მირიანის უფრო გალღვობას ველოდებიი....

ვერ ვუარყოფ, თუმცა ახვლედიანი ისეთი იქნება. ნიცა და ჯინა შოკიდან ვერ გამოვლენ.

სტუმარი Tekla
როგორ ველოდეი და როგორ გამიხარდა ახალი თავის ნახვა ციტა კი დამვიწყებია რაც წავიკითხე მაგრამ რათქმაუნდა ყველაფერი გამახსენდა და იმდენად მიხარია ყველაფერის სიტუაციის დალაგება რომ მინდა დიდხანს გაგრძელდეს. ძალიან მაინტერესებს მირიანის და ნანოს მომავალი ურთიერთობა თორნიკეს და ანასტასიას შემდეგ ჩემთვის ყველაზე საიწტერესო მათი ურთიერთობაა. თუმცა თოკას და ანასტასიას ასე Ნუდაგვავიწყებ და მეტად შეეხე მათ ურთიერთობას. მადლობა ❤❤❤❤❤

დიდი მადლობა ინტერესისა და შეფასებისთვის, ვეცდები უკმარისობის გრძნობა არ დავტოვო, რომელიმე წყვილის მიმართ, თუმცა დასასრულისკენ მივდივარ
(ისედაც ბევრი გალოდინეთ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო) და ზოგიერთი წყვილი რაღაც წერთილთან დასრულდება..
მახარებთ შეფასებებით და მოსაზრებებით❤

 


№5  offline წევრი OKI ME

ვაიჰ, შორენას წერილმა ცრემლები მომგვარა (((( მომეწონა ეს თავი. უფრო მეტი წყვილი იყო ❤️

ზურიკოო შენ რა კარგი ბიჭი ჩანხაარ :დდ თავიდანვე არ შევმცდარვარ შენში ❤️ თათა და ზურას წყვილი მესაყვარლება.

თუმცა მირიანი და ნანო განსაკუთრებულები არიან მაინც ჩემთვის ❤️❤️ რა ვქნა უბრალოდ მიყვარს ეს წყვილი და რა გავაკეთო?

აი ისტორიას რომ გაიყვან ბოლოში, ზუსტად ვიცი თავიდან, ისტორიის პირველი ნაწილიდან წავიკითხავ ❤️❤️

დადუს და ნიკას რახან ეღირსათ და დაქორწინდნენ რაღა მიჭირს :დდდ რაც ამ წყვილმა იტანჯაა.

ოჰ ოჰ ოჰ ჯინაზე ახალ ამბებს როგორ ველი რომ იცოდეეეე? :დდდ

ამ ვალერიმ დაიგულა ჯინას გარეშე თათა და აიწყვიტა თუ რა ამბავია? საკადრისიც მიიღო ჩემი ზურიკოსგან :დდდ

მოკლედ ამ ისტორიაში ყველანი ჩემები არიან. აი, ასე გადავწყვიტე მე :დდდ ❤️❤️

უჰ, ბევრი რამის თქმა მინდა კიდევ მაგრამ აზრებს თავს ვეღარ ვუყრი. მახარებს ყოველთვის შენგან სიახლის ხილვა ❤️❤️ წარმატებებს გისურვებ ❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
ვაიჰ, შორენას წერილმა ცრემლები მომგვარა (((( მომეწონა ეს თავი. უფრო მეტი წყვილი იყო ❤️

ზურიკოო შენ რა კარგი ბიჭი ჩანხაარ :დდ თავიდანვე არ შევმცდარვარ შენში ❤️ თათა და ზურას წყვილი მესაყვარლება.

თუმცა მირიანი და ნანო განსაკუთრებულები არიან მაინც ჩემთვის ❤️❤️ რა ვქნა უბრალოდ მიყვარს ეს წყვილი და რა გავაკეთო?

აი ისტორიას რომ გაიყვან ბოლოში, ზუსტად ვიცი თავიდან, ისტორიის პირველი ნაწილიდან წავიკითხავ ❤️❤️

დადუს და ნიკას რახან ეღირსათ და დაქორწინდნენ რაღა მიჭირს :დდდ რაც ამ წყვილმა იტანჯაა.

ოჰ ოჰ ოჰ ჯინაზე ახალ ამბებს როგორ ველი რომ იცოდეეეე? :დდდ

ამ ვალერიმ დაიგულა ჯინას გარეშე თათა და აიწყვიტა თუ რა ამბავია? საკადრისიც მიიღო ჩემი ზურიკოსგან :დდდ

მოკლედ ამ ისტორიაში ყველანი ჩემები არიან. აი, ასე გადავწყვიტე მე :დდდ ❤️❤️

უჰ, ბევრი რამის თქმა მინდა კიდევ მაგრამ აზრებს თავს ვეღარ ვუყრი. მახარებს ყოველთვის შენგან სიახლის ხილვა ❤️❤️ წარმატებებს გისურვებ ❤️❤️❤️

როგორ მიყვარს შენი გამოჩენა, შეფასებები და მოსაზრებები ❤❤❤
მადლობა ძალიან დიდი, განსაკუთრებით მხარდაჭერისთვის❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი Tekla

ასეთი დაგვიანებით რატომ დებ ახალ თავებს ძალიან სამწუხაროა იხელა დროდ ანდომებ ახალი თავის დადრბას რა წავიკითხე მავიწყდება და ძალიან სამწუხაროა ასე რომ იქცევით ❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

აღარ დადებ ახალ თავს? იქნედ დაასრულო როგორმე რა გთხოვ.

 


№9 სტუმარი სტუმარი Tekla

Gagrdzelebas rodis dadeb martla damavickda ra cavikitxe da zalian samcuxaroa aserom gvtovebt ukuradgebod. Imedimaqvs kargad xart janmrtelad da mshvidobit da imis imedic maqvs rom male dadebt momdevno tavs da bolomde miikvant am istorias❤

 


№10 სტუმარი სტუმარი maco maco

დაგვტოვეე? რატომ არ ჩნდები… გელოდები…

 


№11 სტუმარი სტუმარი გვანცა

რატომ არ აგრძელებ მოგვწონს ძალიან იქნებ დაგესრულებინაა?დიდი მოლოდინი გვაქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent