შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულზე გაგიჟებული თავი3


9-05-2021, 19:04
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 1 349

თავი3
უცნაური სიზმარი
მისი შეხებისას მიღებული სიამოვნება ნელ-ნელა იპარებოდა ჩემში საბოლოოდ კი მთლიანად მომიცვა.ჯერ გონების ერთი ნაწილით დაიწყო,რომელმაც სიგნალი სხვა იმპულსებს გადასცა და ნელ-ნელა მთელს ჩემს ორგანიზმს მოედო.მომენტით ვტკბებოდი,მისი ტუჩების გემოთი ვტკბებოდი,მისი შხებით ვტკბებოდი,ხარბად ვეწაფებოდი მის ტუჩებს,რომელიც ჩემსას ეხებოდნენ,იქამდე სანამ თვალები არ გავახილე და ჩემი ოთახი არ დავინახე.თვალებიდან ცრემლები მომდიოდა,სიცარიელეს ვგრძნობდი, მაგრამ რამ გამოიწვია ეს გრძნობა ჩემში ვერ გამერკვია.ცხოვრებაში პირველად მეწყინა გაღვიძება,ძილი არასდროს მიყვარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.ასეთი უცნაური სიზმარი პირველად დამესიზმრა თითქოს ყველა მის შხებას რეალუარდ აღვიქვამდი,ვგრძნობდი მის ხელებს ჩემს წელზე და მის თბილ თუჩებს ჩემ თბილ ტუჩებში.წამოვდექი,გარეთ გავიხედე,მზე ზუსტად ისე ანათებდა,როგორც სიზმარში, შემეშინდა სიზმარი არ ამხდომოდა.უკან დავბრუნდი ლოგინში მოვკალათდი,ჩემი თვალები უმიზეზოდ აფრქვევდნენ ცრემლებს,ვტიროდი მაგრამ რატომ არ ვიცოდი,შეიძლება იმიტომ,რომ მეწყინა სიზმარი რეალობა რომ არ იყო,ან იმიტომ, რომ ვიცოდი ერთ დღესაც სიზმარი ამიხდებოდა რისიც მეშინოდა.ყველაზე რთულია შიშით ცხოვრება,ეს უკანასკნელი მაიძულებდა ბევრ რამეზე უარის თქმას,არ მომწონდა მდგომარეობა რომელშიც ვიყავი, მაგრამ მართვის სადავეები ჩემს ხელთ არ იყო. ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი უარმეყო და ისევ ჩვეული ცხოვრების რიტმს დავბრუნებოდი.
პატარაობაში ყველაზე მეტად ფეჩის წინ ძილი მიყვარდა.გამაყრუებელი სიჩუმე,სასიამოვნო სითბო,ხის ტკაცა-ტკუცი,ჩემს სასთუმალთან მჯდომი ბებია,რომელიც დედაჩემს ესაუბრებოდა,ახალგაღვიძებული მე,რომელსაც სიტყვაცია ვერ აღმექვა. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს დედის ნაზი ხმა ჩამესმოდა.ეს იყო ის უკანასკნელი,როცა ზუსტად ვიცოდი ცხოვრება უმშვენიერესია, როცა ამბობდნენ არც ისე მარტივადაა ყველაფერი როგორც გგონიაო ვბრაზდებოდი,ჩემთვის ცხოვრება მხოლოდ ერთ რამეს უკავშირდება,ესაა სიყვარული. თუ მიყვარს ესეიგი ვცოცხლობ ეს ის უკანასკნელი გრძნობაა,რომელიც ჩვენში ადამიანურობას აღვიძებს და საჭიროს გვხვდის იმ ვიღაც ჩვენზე შყვარებული ადამიანისთვის.მართალი უთქვამთ ადამიანში,რომელიც გვიყვარდება,ჩვენს თავებს დავეძბთო.მასში ჩემი თავის აღმოჩენას ვცდილობდი,იქამდე სანამ გავიცნობდი ვკარი ხელი და დავაჯერე საკუთარ თავს,რომ ის მხოლოდ ტკივილსა და იმედგაცრუებას მომიტანდა ცხოვრებაში.იქიდან გამომდინარე,რომ სირთულეები არ მიყვარდა უპასუხოდ გავუშვი ჩემგან.მხოლოდ ერთი რამ დამავიწყდა.სიყვარული უკვალოდ არ ქრება. ის იყო ჩემს გონებაში ყოველთვის მაგრამ ამას საკუთარ თავთან არ ვაღიარებდი.როგორც ყველაფერ ჩემს უარყოფასაც ჰქონდა დასასრული, მაშინ როცა გავიზარდე და ვიგრძენი სიძლიერე მივხვდი, რომ მისი სიყვარული დიდ ტკივილთან ერთად ბევრ კარგ გრძნობასაც მაზიარებდა,მაგრამ გრძნობებმა, რომელიც მასთან მაკავშირებდა უფრო მეტად მატკინა ვიდრე გამაბედნიერა.ყვეკაფრის მიუხედავად ერთ რამეს არასდროს არ ვნანობდი,მასთან გატარებული წუთები სამუდამოდ იქნება ჩემს გონებაში,ჩემი გულის ყველაზე ღრმა ნაწილში და მისი გახსენება მხოლოდ ბედნიერებას მომიტანს ამაში დარწმუნებული ვიყავი,ვარ და ვიქნები ყოველთვის.
თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე,ჩემივე თმა საკუთარ ხელებში მოვიქციე, თმის რეზინით შევკარი, სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი გავუსწორე და ამ უკანასკნელ მომენტში საკუთარ თავს დავპირდი,მას ჩემთან ახლოს არ მოვუშვებდი.ჯერ არ ვიცოდი ამ გრძნობისთვის წინააღმდეგობა როგორ უნდა გამეწია მაგრამ არმინდოდა უსასრულობაში გადაკარგვა, იმ უსასრულობაში,რომელსაც მე მისი სახელი დავარქვი.ამიტომ მთლიანი ყურადღება ისევ და ისევ სხვა ადამიანებზე გადავიტანე.მთელი კვირა მაქსიმალურად ვარიდებდი თავს გარეთ გასვლას,მასზე ფიქრსა თუ ოცნებას.ამ ყველაფერმა ნამდვილად იმოქმედა მაგრამ, რა თქმა უნდა, დროებით.
გკითხავდით ოდესმე ისეთი მონატრება თუ გიგრძვნიათ თითქოს თქვენს გულს ვიღაც თავის მუჭაში იქცევს და კლანჭებს ასობსო. იმდენად გტკივა სული გგონია ეს უკანასკნელი შენს ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად მოკვდება შენში.ბოლო პერიოდში ვგრძნობდი რატი ბევრად მეტი იყო ჩემში ვიდრე თავად მე ბოლომდე მისით ვიყავი ავსებული და ჩემსავე სამყაროში ჩემი თავის ადგილი აღარ მრჩებოდა.ასეა პატარა ასაკში შევეჯახე ამ დიდ და ამოუხსნელ გრძნობას,ამიტომაც მიძნელდებოდა ასე ყველაფრის გაანალიზება, ჯერ კიდევ თოჯინებით მოთამაშე გოგონას ერთ დღეში ყველაფერი გადაუტრიალდა თავში, ყველაფერი გადაულაგდა და ცხოვრება ფიქრებთან ერთად შეეცვალა.
ერთკვირიანი იზოლოციის შემდეგ გადავწყვიტე ,რომ მზად ვიყავი ამ გრძნობას მოვრეოდი. იმასაც მივხვდი, რომ დამალვა საჭირო არ იყო.დილა,როგორც კი გათენდა სიხარულით აღვსილმა ჩავირბინე კიბეებზე ეზოს ცენტრში დავდექი ღრმად ამოვისუნთქე და ჩემს თავს გავუმეორე ის შენთვის არაფერს არ ნიშნავს.როგორც ყოველთვის ბაღში გავიქეცი, ვაშლის ხის ქვეშ მოვკალათდი და დავიწყე გეგმების დაწყობა, რათა მაქსიმალურად ნაყოფიერად ამენაზღაურებინა ის ერთი კვირა, რომელიც საკუთარმა დაბნეულობამ დამაკარგვინა.ძალია მალე მარიამის ხმაც შემომესმა,მომნატრებია.
-მიხარია ,რომ დაგვიბრუნდი.
-ძალიან მომენატრე ალქაჯო.მარიამს მოვეხვიე
-მეც მომენატრე, მაგრამ არა მარტო მე.მისი გამომეტყველება მანერვიულებდა
-რას გულისხმობ?საშინლად მიძნელდებოდა ამ კითხვის დასმა,რადგან მეშინოდა მარიამისგან მიმეღო პასუხი რომელიც ისევ იგივე ქარიშხალში ამომაყოფინებდა თავს.
-ასეთი შეშინებული ნუ მიყურებ,შენს კითხვაზე პასუხი თავადაც იცი.მაცდური სახით მომიგო მარიამმა.
-რატიზეა საუბარი?ანერვიულებულმა და ერთიანად აწითლებულმა დავსი კითხვა.
-არა სულელო,რატი რა შუაშია.ხმამაღლა გადაიხარხარა მარიამმა.-მე ბავშვები ვიგულისხმე.
-აა გასაგებია.ნამდვილად გამიცრუვდა იმედები,ეს ხმაზეც მეტყობოდა.ზუსტად ვიცოდი მის თავიდან ამოგდებას ვერ შევძლებდი.
-ერთი წამით პატარა ქალბატონო,ახლა რატი საიდან გაგახსენდა??
-მე უბრალოდ...სიტყვა გამაწყვეტინა მარიამმა.
-კარგი,კარგი მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ ბებიაშენი გვეძახის.
-შენ წადი, მე კიდევ ცოტა ხანი ვიქნები აქ.მშვიდად მივუგე მარიამს
-კარგი,მაგრამ ბევრი არ იფიქრო.ისევ იმავე ღიმილით მიპასუხა მარიამმა
-ვიზე ,რატიზე,ჰაჰ მაგაზე რატომ უნდა ვიფიქრო.
-მე ის არც კი მიხსენებია,როგორც ჩანს საქმე სერიოზულადაა.გადაიხარხარა და გასასვლელს მიაშურა.ტყუილი არასდროს გამომდიოდა არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი.
დღემ მშვიდად ჩაიარა,მარიამის დასმულ კითხვებს,რომელიც , რაღა თქმა უნდა,რატის ეხებოდა მშვენივრად გავუმკლავდი.ზაფხული მთავრდებოდა მე კი ნელნელა უფრო და უფრო მეტად ვშორდებოდი რატის,მთელო დარჩენილი ხნის მანძილზე თვალი რამდენჯერმე მოვკარი.ზაფხულის დასასრულს საკუთარი ბარგი ჩავალაგე და თბილისში წავედი.ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩემთვის დიდი გარდატეხასთან იყო დაკავშირებული.მთელმა წელმა მშვიდად ჩაიარა ისევე როგორც ზაფხულმა,რატი არ გამოჩენილა მეც მიმავიწყდა, დრო და დრო მახსენდებდა თავს,დანაკლისისა და მისი მონატრების შეგრძნება მაგრამ თავს ნამდვილად კარგად ვართმევდი.სამი წელი არ მყავდა ნანახი,სამი ზაფხული გავატარე მის გარეშე მაგრამ ამ წლებს ჩემში არაფერი შუცვლიათ გავხდი 17 წლის მაგრამ ზუსტად იგივე ვიყავი,როგორიც მაშინ როცა რატიმ უკანასკნელად მნახა.ზუსტად მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი, მე მას აუცილებლად ვნახავდი და ეს უბრალო ნახვა ნამდვილად არ იქნებოდა.

მოხარული ვიქნები თქვენს აზრს თუ დამიფიქსირებთ კომენტარებში,ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent